შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარილისი |3|


26-04-2020, 03:31
ავტორი Âme
ნანახია 804

მთელი ღამე ვერ მოხუჭა თვალი. ჩაიზე მიიპატიჟეს, მაგრამ თავის ტკივილი მოიმიზეზა და ოთახში შეიკეტა. მხოლოდ ხვალინდელ დღეზე ფიქრობდა. უკვე წარმოიდგინა როგორ იყიდის სახლს , წამოიყვანს ნიკოლას და იცხოვრებენ ბედნიერად. მართალია, არ ესმოდა რას ნიშნავდა იყო სუროგატი დედა, მაგრამ, სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა. თავშესაფარი რომ დატოვა , ეგონა ყველაფერს გაცილებით მარტივად მიაღწევდა, თუმცა ადგილის დამკვიდრება არ აღმოჩნდა ადვილი ამბავი. სხვა სამყაროდან მოსულს კი არა, რეალობაში დაბადებულსა და გაზრდილს უჭირდა თავის გატანა. ანარა კი, ჯერ, ყველაფრის შესწავლითა და გათავისებით იყო დაკავებული. შესაძლოა, ერთი კვირა არც ისე დიდი დროა, მაგრამ მოთმენა აღარ შეეძლო და ბოლომდე ეჭიდებოდა უკანასკნელ იმედს. მარილისში ცარიელი ხელებით ორჯერ მოუწია მისვლა. განა ნიკოლას მის ნახვაზე მეტად რამე გაუხარდბოდა, მაგრამ, უნდოდა შესძლებოდა, უნდოდა გაებედნიერებინა. დიდი ბიჭივით იჯდა, ხის მაგიდასთან, ჭკვიანად. მარცხენა ხელზე თავით დაყრდნობილი უხალისოდ აგორებდა ზედაპირზე პატარა სათამაშო მანქანას. ცოტა ხანი შორიდან უყურა. მერე, ხმამაღლა დაუძახა და დაელოდა, როდის შეამჩნევდა. პირველად არ გამოიხედა. ეგონა მოეჩვენა და დედის ისევ სიცარიელეში ძებნას თამაში არჩია. მეორედაც რომ განმეორდა, მხოლოდ მაშინ შემობრუნდა და თვალების ცეცებით დალანდა შორეული, თხელი, ნაცნობი სილუეტი. სათამაშო ხელიდან გააგდო, პატარა ფეხებით ძელსკამს მეორე მხრიდან მოექცა, წამებში ჩამოხტდა და დანახული, თვალების დახამხამებით გადაამოწმა. არსად გამქრალა, ნამდვილად არ იყო ილუზია. ისევ იქ იდგა, გაუნძრევლად და ელოდა, ელოდა სულმოუთქმელად.
-შენ მოხვედი, არ დამტოვე,-ჩუმად ბუტბუტებდა, განუწყვეტლივ. გახარებული გაიქცა ეზოს მეორე ბოლოდან და გაშლილ ხელებში შეაფრინდა. რაც წავიდა, მას შემდეგ წუთებს ითვლიდა, ანარას გამოჩენამდე. დედა მოვიდაო გამუდმებით იმეორებდა და მონატრებულ სახეს უკოცნიდა. იცოდა, რომ უყვარდა , მაგრამ ასეთ დახვედრას მაინც არ ელოდა. გულზე მჭიდროდ მიიკრა და უცაბედად ატირდა. კარგა ხანს იდგენ ასე, ჩახუტებულები და ერთმანეთს ეფერებოდნენ. გული რომ იჯერეს,პატარა თითებით მაჯაზე მოეჭიდა და ოთახისკენ წაიყვანა. ლეიბის ქვემოდან ერთიმეორეს მიყოლებით გამოაცოცა ფერადი ქაღალდები და სათითაოდ აჩვენა მარტოობაში დახატული სურათები. ახალ ამოსული ყვავილებიც მოუგროვებია წიგნში, საგულდაგულოდ. პაწაწინა ხელებით ფაქიზად შლიდა ფურცლებს და დაუღალავად ტიტინებდა.
-მოგეწონა დედა?- ღრმად ამოისუნთქა ბოლოს და თბილი მზერა შეანათა. როგორ შეიძლებოდა არ მოგწონებოდა. რომ წარმოიდგინა, როგორ იწვალა, როგორ ეცადა შეენახა და დაეხვედრებინა. თითო-თითოდ დაკრეფილი ჩაამაგრა და მოუარა. თვალსა და ხელს შუა გაექცათ დრო. ეს ნამდვილად არ იყო მის წარმოსახვაში. გული უკვდებოდა, ვერ გაემეტებინა ისევ აქ დასატოვებლად. ახლა მხოლოდ შეხედვას, ჩახუტებას, სამი-ოთხი საათით საუბარს ახერხებდა და მისვლის სიხარულს ყოველთვის განშორების ჩასაფრებული, მუხთალი სევდა ცვლიდა, როგორც დაღმართი-აღმართს. ნიკოლა დამშვიდობებისას ყოველთვის ლილისთან ხელჩაკიდებული იდგა. ძლივს იკავებდა ცრემლებს, მაგრამ, არც ერთხელ უტირია, დედა ინერვიულებსო. მარჯვენა ხელით მზის სხივებს იფარავდა და თითოეულ მოძრაობას იმახსოვრებდა, სანამ თვალს მიეფარებოდა. ლილი ყოველ ჯერზე საოცრად თბილად ხვდებოდა. ანარა იძულებული გახდა მისი დახმარება მიეღო და ცოტა ფული გამოერთმია. თუმცა, სიტყვა მისცა, პირველივე შესაძლებლობისას დაუბრუნებდა. ნიკოლას გავუფრთხილდები და მის გვედით ვიქნები, დარდი არ გაიყოლოო დაუბარა, მაგრამ, გულზე შემოწოლილ სევდას ვერაფერს უხერხებდა. ეს გრძნობა კი ყოველ ჯერზე იზრდებოდა და შიგნიდან ანგრევდა. აქედან რომ წავიდა, იმ დღეს, ლილიმ ჩემოდნის გასაღები დაუდო ხელის გულზე. წლების წინ , იზაბელის და ენესის ნივთები სათითაოდ გამოუტანია სახლიდან და ტყავის ოთხკუთხა ჩანთაში საგულდაგულოდ შეუნახავს. ისე გაუხარდა.... თითქოს წარსულის ნამდვილი ადგილი იპოვნა სამყაროში. დასტური იმისა, რომ მისი არსებობა რეალობაში გამართლებულია. მას შემდეგ, რაც ოთახში განმარტოვების შანსი მიეცა, პირველ რიგში , მტვერმოკიდებული ჩემოდანი გადმოიღო. სული შეუბერა, ხელიც გადაჰკრა. მაგრამ, დიდი ხნის მივიწყებულს, წებოვნება მოეკიდებინა და თითები გაურუხდა. გასაღები სულმოუთქმელად მოარგო. ცოტა გაუჭირდა გადატრიალება, თუმცა, მაინც გახსნა და ამოვარდნილმა სიძველის სუნმა მაშინვე აუწვა ცხვირი. ჩაკეცილი ნივთები ხელუხლებლად ეწყო. გეგონებოდათ გუშინ ჩაალაგეს. ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. მდუმარედ, დიდი მოთმინებით ელოდნენ მემკვიდრის გამოჩენას. რამდენიმე წუთი უყურა, შემდეგ ინსტიქტურად წაიღო ხელები და თრთოლვით შეეხო. თითოეულ ნივთს ისე ეპყრობოდა, როგორც სათუთ სუნთქვას. გაცრეცილ სურათებს გულში იკრავდა . ცდილობდა სამოსზე შერჩენილი სუნი ღრმად ჩაესუნთქა, ეგრძნო და სამუდამოდ ჩაებეჭდა გონებაში, წარმოსახვითი სახეების გვერდით. თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, მასსა და დედამის შორის საოცარი მსგავსების აღმოაჩინსას. თითქოს ,ყოველ ჯერზე ,ომს უგებდა ეჭვების ჭიას. მართლაც არ მიუტოვებიათ, ერთმანეთი უსაზღვროდ უყვარდათ. საოცნებო ბავშვი იყო, ყველაზე წმინდა გრძნობის ხორცშესხმა. ახლაც , ბალიშის ქვეშ, ოთხკუთხა ქაღალდზე დაედო ხელი, იზაბელის კაბა ჩაეხუტებინა. რაღაც ამოუცნობ სითბოსა და სიახლოვეს გრძნობდა, ან უნდოდა, რომ ასე ყოფილიყო. მარილისის დატოვებიდამ ერთი კვირის თავზე გათენდა დღე , რომლიც მის უწინდელ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლასა და ჩაყლაპვას უქადდა. დღე , რომელსაც სულ სხვა სამყაროსკენ მისასვლელი ჩახლართული ბილიკები დაეგო . სარკის წინ იდგა, თვალი გაშტერებოდა, გონებაში ბევრჯერ მოიფიქრა და გადაიფიქრა . ბოლოს, უამრავი ხმა აერია თავში და აურზაურად გადაიქცა შინაგან რჩევათა კორიანტელი . ყოყმანის შემდეგ, მოსაცმელს ხელი დაავლო, კარი გაიკეტა და სიჩუმემაც დაისადგურა. თუმცა, ეს სიმშვიდე ოთახშივე დარჩა და არაფერი ჰქონდა საერთო ანარას მომავალ ქარიშხლებთან . ეზოდან გასვლისას კიდევ ერთხელ დახედა მისამართს და ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა ახალ გზებს. კითხვა-კითხვით, ერთი ქუჩიდან-მეორეზე, ტრანსპორტში, ფეხით, მერე ისევ ტრანსპორტით. ეგონა საუკუნოდ მიაბიჯებდა და ჩაიკარგა ქალაქის ვეება ქაოსში, სანამ სასურველი შენობის წინ არ აღმოჩნდა. ჯიბიდან ამოღებულ ქაღალდს დახედა, შემდეგ მზერა ფასადზე მიკრულ ფირფიტაზე შეაჩერა . წარწერა ემთხვეოდა. ეს იყო ადგილი, სადაც ანარას და ნიკოლას მომავალი ახალი ფურცლიდან უნდა დაწერილიყო. ღრმად ჩაისუნთქა, კაბაზე ხელი დაისვა ქუჩის მტვრის ჩამოსაბერტყად და კიბის საფეხურებს აუყვა. არც ისე გრანდიოზული ეჩვენა, როგორიც წარმოედგინა. თეთრ კედლებს შუაში მწვანე ზოლი მიუყვებოდა და ჰაერში უცნაური სუნი იდგა, რაღაც, აფთიაქის მაგვარი. კუთხეებში ვეება მცენარეები ჩაემწკივებინათ, ფართოდ გაშლილი ფოთლებით. გრძელი ნათურები ზოლებად გასდევდა ჭერს და ცივ, თეთრს სინათლეს ასხივებდა. .კედლების თვალიერებაში გართული, ახალგაზრდა გოგონას ხმამ გამოაფხილზა და მოულოდნელობისგან ოდნავ შეკრთა.
-გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?- უჩვეულოდ ღიმილიანი სახით იდგა მის წინ და დაბნეულს პასუხი ვერაფრით დაებრუნებინა.
-ჩაწერილი ბრძანდებით?- კიდევ ერთხელ გამოარკვია ბურუსიდან უცხო ხმამ.
-მე, მე სუროგატი დედა მინდა ვიყო.... აქ პირველად ვარ, განცხადება ვნახე და მოვედი,-ნერვიულად ათამაშებდა ორივე ხელით ჩაბღუჯულ ჩანთას და რაკი სათქმელს თავი მოაბა ,ცოტა მოეშვა. ისევ ღიმილით დაუკრა თავი, მთელი დერეფანი გაატარა და კონსულტატი ექიმის კაბინეტამდე მიაცილა. რიგში ათიოდე ქალი იცდიდა. ერთმანეთში საუბრობდნენ და ახალ მოსულს, ვინ იცის რამდენჯერ, ააყოლ-ჩააყოლეს თვალი. რეპლიკებიდან გამომდინარე გამოცდილებსა და დილეტანტებს ადვილად გაარჩევდით. კუთხეში ატუზულ ანარას კი ზედ ეტყობოდა, რომ ამ საქმის არაფერი გაეგებოდა. ცოტა ხანში მათი ლაპარაკიც აიბურდა თავში. რომ არ გამოსვლოდა, აქედანაც ცარიელი მოუწევდა წასვლა. მაშინ, რა უნდა მოემოქმედებინა? ერთი ფიქრი ისიც გაივლო თავში, ნიკოლას ვეღარ ვნახავო. მერე, საკუთარი აზრების შერცხვა. ერთხელ უკვე მიატოვეს, უარყვეს და უცნობებს შეატოვეს ხელებში. მეორედ, ნამდვილად არ იმსახურებდა შუა გზაზე ისევ მარტო დარჩენას. ციფერბლატის ისრები გაუჩერებლად მისდევდნენ ერთმანეთს და უსაშველოდ გაიწელა ყველა წამი. ხუთი საათი კი არა, ეგონა საუკუნე გავიდა. ბევრჯერ წასვლაც დააპირა. უჭმელობისგან ლამის გული მისდიოდა. საპირფარეშო მოიკითხა და კორიდორს მარჯვნივ გაუყვა. უნდოდა საკუთარ თავში დარწმუნებული ყოფლიყო. გამამხნევებელ სიტყვებს იმეორებდა და გული გამალებით უცემდა , რაღაც ამოუცნობის, უცხოს შიშით. პეშვებში ჩაგროვებული ცივი წყალი სახეზე შეისხა და ონკანის თავზე ჩამოკიდებულ სარკეში გამოჩენილ ანარეკლს თვალი გაუსწორა. ხელებით ნიჟარას ეყრდნობოდა და ცდილობდა თვალებში გამეფებულ დაბნეულობას შეწინააღმდეგებოდა. შუბლიდან ნიკაპამდე დაგორებული წვეთები დაუღალავად იკვალავდნენ გზას სახეზე და ისევ ხელსაბანის კედლებზე იყრიდნენ თავს .
- შეძლებ ანარა, აქამდე მოხვედი და ამასაც შეძლებ, აუცილებლად. ნიკოლაზე უარი არასოდეს გითქვამს. ეჭვგარეშეა, წამოიყვან და მისცემ ყველაფერს , რაც შენ დაგაკლდა. სიყვარულში გაიზრდება, მშვიდ გარემოში. იმ გალიისგან შორს და ამას გააკეთებ, რადაც არ უნდა დაგიჯდეს. -თავს შემოუძახა, კედელზე დამაგრებული თეთრი, თხელი ქაღალდით სახე და შეიმშრალა. მოჭმუჭმული გორგალი ურნაში ჩააგდო და ისევ კართან დაბრუნდა. დერეფანი ახლა უკვე შემოძარცვულ კედლებსა სიცარიელეს დაეპყრო. არც ისე იდეალურად თეთრი ეჩვენა ყველაფერი, როგორც-თავდაპირველად. ყოველთვის ასეა, რაც მეტად აკვირდები, მით უფრო ამჩნევ ნაკლსა და ხარვეზს. უცხო გარედან ხშირად ჩანს იდეალური, მიმზიდველი და საოცნებო. თუმცა, საკმარისია ნაცნობი გახდეს, გაერკვე , მის არსს ჩასწვდე, ის ტყავი ჩაიცვა და მთელი სიმძაფრით შეიგრძნო, მაშინვე უამრავი პრობლემა წამოყოფს თავს, ჩასაფრებული მზვერავივით. ვინ იცის, რამდენჯერ ინატრო ძველებური ყოფა, რამდენჯერ დასწყევლო სხვებისთვის ესოდენ მაცდური რეალობა. ცოტაც და მასაც მიიხმობდნენ. აქამდე თუ ყოყმანობდა, ახლა მოუთმენლობა შეუჩნდა და გული ყელში ამოუჯდა. დაძახებისთანავე გაისწორა ტანსაცმელი, თმაზე ხელი გადაისვა და სახელური ჩამოსწია. მისი ოცნებების ზღურბლთან იდგა და გამობრუნებას ნამდვილად აღარ აპირებდა. გაუბედავი ნაბიჯებით მივიდა სავარძლამდე და ფრთხილად ჩამოჯდა. სულაც არ ჩანდა ექიმი შემაძრწულენებლი და საშიში გამომეტყველების. სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალბატონი სავარძელში მოკალათებულიყო და სანდომიანად უღიმოდა. შემზადების მიუხედავად, თავიდან გაუჭირდა საუბრის დაწყება, თეთრ ხალათიანმა წყალიც კი შესთავაზა დასამშვიდებლად. თუმცა, რამდენიმე წუთში მღელვარების ყველა ტალღა უკუაგდო, აზრებს თავი მოუყარა და დიალოგშიც დამაჯერებლად აჰყვა. დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემისას დიდი აღფრთოვანება არ ეტყობოდა. ანარა ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან მხოლოდ ნახევარს თუ აკმაყოფილებდა. ყველაზე დიდი დაბნეულობა კი მოულოდნელად გაჟღერებულმა „მე რა მევალება“-მ გააჩინა.
-თქვენ ბავშვი უნდა გააჩნოთ, რომელსაც შემდეგ დამკვეთ მშობლებს გადასცემთ,-მარტივად ჩამოუყალიბა რისთვის უხდიდნენ ესოდენ სახარბიელო თანხას.
-რა უნდა გავაკეთო ?,- თვალები გაუფართოვდა გაოგნებისგან და ემოცია ვეღარ მოთოკა.
-აბა, აქ რისთვის მოხვედით, ჩემო კარგო. ქუჩაში განცხადება ნახეთ, ანაზღაურება მოგხვდათ თვალში, მოგეწონათ და ისე მოგვადექით, არ იცით რა გევალებათ?-სკამის ზურგს მიეყრდნო და დამცინავი ტონი ღიმილის ფონზე შეეპარა ხმაში.
-სიმართლე გითხრათ, დიახ. ფული ძალიან მჭირდება,-თითები მაგრად მოუჭირა კალთაში ჩაგორებულ ჩანთას.
-გასაგებია ჩემო კარგო, ისევ დაუბრუნდა მაგიდის ზედაპირზე მოფანტულ ქაღალდებს და მონაცემებს თავიდან გადაავლო თვალი. სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა. პირიქით, ყველაზე არასასურველი კანდიდატიც კი იყო მათთვის. თუმცა, მაინც შეიძლებოდა სარგებლის ნახვა. ბევრი არაფერი ესმოდა, შესაბამისად, პრეტენზიებიც ნაკლები ექნებოდა. ასე რომ, დაწვრილებით და გასაგებ ენაზე აუხსნა რა უნდა გაეკეთებინა. გრძნობდა, მართლაც სასიცოცხლოდ აუცილებელი გამხდარიყო მისთვის მომავალი გასამრჯელო და ამან ერთიორად გაუღვივა დაყოლიების სურვილი. ანარა ცდილობდა თითოეულ სიტყვას მიჰყოლოდა და ყველაფერი გაეგო. კითხვები არ დაუსვამს. თუმცა ფორიაქი შიგნიდან ჭამდა. მოიფიქრე და დაგვიკავშირდითო, გადასაწყვეტად ორი დღე მისცეს. გაფითრებული გამოვიდა კაბინეტიდან, არც ჭამა ახსოვდა, არც-დაღლილობა. ერთხელ მოიხედა უკან ,ჩვეულებრივი ნაგებობა ახლა, თითქოს გაცილებით შიშისმომგვრელად გამოიყურებოდა. ღმერთო, საიდან მოხვდა აქ. რაზე ფიქრობდა საერთოდ. რა ეგონა,ძიძად უნდა აეყვანათ, თუ გამოგვასა და მტვრის წმენდაში გადაუხდნიდნენ ამდენს? უნებურად აუჩქარა ნაბიჯს. ექიმის სიტყვები უკვე ბუნდოვნად ახსოვდა. ლილის რძლის მისალმებისთვის დიდად ყურადღება არც მიუქცევია. შორიდან დაუქნია ხელი. ეზოში შეჭედილ ფარდულ-ტუალეტში შევიდა და გული აერია. იქვე, კუთხეში დადგმულ მოზრდილ ბოთლს წაავლო ხელი, რომელიც , ჩვეულებრივ, სისუფთავის შენარჩუნებაში მონაწილებდა . ხელის გულში ჩაიგროვა წყალი და პირი მოიბანა. ოთახში ქანდაკებასავით გაშეშებული შევიდა. ლოგინზე ისე დაწვა, ფეხსაცმელიც არ გაუხდია. იზაბელის კაბა და სურათი გულში ჩაიკრა და თვალები მაგრად დახუჭა. დაღლილობისგან გათიშული მალევე მოწყდა რეალობას და სრულ სიბნელეში ჩაიკარგა. არც სიზმარი უნახავს. უბრალოდ ,წამიერად ცხოვრება გაჩერდა და მის გარეშე მობრუნდა დედამიწა შვიდი საათით.
კიდევ დიდხანს იქნებოდა ასე, კარზე კაკუნის ხმას რომ არ გამოეფხიზლებინა. ორი წუთი ითხოვა , სწრაფად მიალაგ-მოალაგა. ზედმეტი ნივთები ბალიშის ქვეშ შეჩურთა, ცრემლები მაჯებით შეიმშრალა და სახელური დასწია. კართან ონორი იდგა, ლილის უფროსი შვილი.
-მთელი დღეა არაფერი გიჭამია, კარგად ხარ? წამოდი, ერთად ვივახშმოთ, გელოდებით.- მზრუნველად იკითხა და საღამოს სუსხის მონაბერმა შეაჟრჟოლა.
-კი, კი, კარგად ვარ . უბრალოდ სამსახური ვერ ვიშოვე და ვღელავ. თქვენც შეგაწუხეთ უკვე.
- არ გრცხვენია? დედამ შენი თავი ისე ჩაგვაბარა, რამე რომ მოგივიდეს, არამგონია რომელიმე გადავურჩეთ. აქედან არავინ გაგდებს, ამიტომ , ზედმეტ საფიქრალს ნუ გაიჩენ. მიდი, რამე მოიცვი და გამოდი,- ხელები შარვლის ჯიბეში ჩაიწყო და გვერდით გადგა. კიდევ კარგი მარტო არ იყო, თორემ, ვინ იცის, ისე ჩაყლაპავდა ცხოვრებისეული ორომტრიალი , უკან მოხედვას ვერ მოასწრებდა. მართალია, მის სატკივარს სხვა ვერ აიკიდებდა , ვერ განიცდიდა და ეს სრულიად ჩვეულებრივია. ამ ადამიანებს კი ნათელი სხივის შემოჰქონდათ მის ყოველდღიურობაში, რაც მცირეოდენ შვებას ჰგვრიდა დაოსებულ სულს. ჯიბის ფანარი რამდენიმე ნაბიჯზე ანათებდა ახლად ამოსულ ბალახს. ონორი უკან მიჰყვებოდა და რეპლიკებით ცდილობდა ცოტათი მაინც გაემხიარულებინა. პილის წინსაფარი იქვე ჩამოეკიდა და მაგიდასთან ცხელ-ცხელი კერძები მიჰქონდა. ანდრე ბუხართან მიფიცხებულიყო, საცეცხლურით ნაკვერჩხლებს ანაწილებდა და ახალ შეშებს აწყობდა. ანარას დანახვაზე გაეღიმა და სუფრასთან მიიპატიჟა. კარბონარას გემიელი სურნელი მსუყედ ედებოდა რეცეპტორებს.
-ლილიმ გვითხრა, ერთხელ გაგისინჯავს და ძალიან მოგწონებია,-ხალისიანი ხმით ჩაარაკრაკა პილიმ და თეფშებზე პური ჩაარიგა. ვითომ, არაფერი მაგრამ მცირედი ყურადღებაც საკმარისია, რომ შავ-ბნელი დღე გაიფერადო. რაც მეტ სიძნელეს გამოსცდი საკუთარ ტყავზე, მით უფრო განიჭებს წვრილმანიც ბედნიერებას. თითქოს, თვალები თავიდან გეხილება და განსხვავებული ღირებულებებითა და შთაბეჭდილებებით აქამდე უცნობ, გადაფასებულ სამყაროში ინაცვლებ. ირგვლივ საოცარი უბრალოება სუფევდა , რაც უფრო მეტად სძენდა აქაურობას ოჯახურ მყუდროებას. ანდრეს ხუმრობების თქმა კარგად გამოსდიოდა და პილი ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით შესციცინებდა.... შეგეძლო მთელი საღამო გეყურებინა მათთვის და არ დაიღლებოდი.
ალისფერი სინათლის ფონზე ცხელ, რძიან ჩაის სვამდნენ ლილიმ რომ დარეკა , ნიკოლას სიცხე აქვს და ანარას მოსვლას ითხოვსო. ლამის დაიმდუღრა, ყველაფერი დაავიწყდა ისე წამოფრინდა. ონორს რომ არ გაეჩერებინა, ფეხით გაიქცეოდა.
-მოიცა, მოიცა ,-ხელი მკლავზე წაავლო და წამით შეაყოვნა,- დაიცადე , ასე სად მიდიხარ. მანქანას გამოვიყვან და წავიდეთ.
-მართლა?- აწყლიანებული თვალებით შეხედა და მზერაში აბობოქრებული ქარიშხლები ლაგამ ამოდებული ბედაურებივით დამორჩილდნენ. ამაოდ ცდილობდა მთელი გზა მის დამშვიდებას. მაინც არაფერი ესმოდა. ბოლომდე ჩამოწეულ ფანჯარაში ქარი უმოწყალოდ უწეწავდა თმას, მაგრამ სხვაგვარად არ შეეძლო. ნერვიულობა სუნთქვას უკრავდა და მოსვენებას უკარგავდა. კარში მდგომი მომვლელისთვის ყურადღება არც კი მიუქცევია. გზა და გზა კითხვებს სვამდა, თუმცა, პასუხებს არ უცდიდა და ისე შევარდა ოთახში, გამოძახებული ექიმიც გვერდით გადგა. მისუსტებული სხეული ძლივს ჩანდა საბნის ქვეშ და მილულული თვალების გახელაც უჭირდა მობუტბუტე ნიკოლას.
-აქ ვარ ჩემო პატარავ. ჩემო გულო, კარგად გახდები,-სველ თმებზე ხელი გადაუსვა და შუბლზე აკოცა. ცეცხლი ეკიდა მთელ სხეულს .ლილი შვილთან ერთად გარეთ გავიდა და ანარა ექიმთან მარტო დატოვა. სადღაც გონების მიღმა მირბოდნენ სიტყვები. ცდილობდა ბავშვის დასახმარებლად შუა ღამით მოსული მკურნალისთვის ხელი არ შეეშალა. იატაკზე ტუმბოსა და საწოლს შორის მოქცეულს შუბლი შუბლზე მიედო და პატარა ხელებს გულზე იხუტებდა.
-დედა აქ ხარ?
-აქ ვარ ნიკოლა, ანარა სულ შენთანაა ჩემო ანგელოზო.
- მედალიონს ვთხოვე რომ მოსულიყავი. მართლა ჯადოსნური ყოფილა,-ძლივს ამოილუღლუღა და ისევ დახუჭა თვალები. სასთუმალთან ძმრიანი საფენები, ცივი სითხით სავსე პატარა თასი და თერმომეტრი ელაგა. მშალ, დამსკდარ ტუჩებს ენით ისველებდა. იწვა მინავლებული და დროგამოშვებით ისევ ეძახდა. ექიმთან დალაპარაკებამ ცოტა დაამშვიდა, მაგრამ მაინც არ აპირებდა წასვლას. დეტალურად ჩაიწერა მისი დარიგება და გასვლისას მადლობა გადაუხადა.
-დედა, მიმღერე გთხოვ,-სიჩუმე იწვა ოთახში. მხოლოდ ორნი და მათი სიყვარული. ანარამ ფანჯრები შეაღო, საბანი გადახადა და ნაცნობი მელოდია წაიღიღინა. გრილმა სიომ სასიამოვნოდ დაუბერა და ჩახუთული ნესტი წამებში გაფანტა. დახველებაც უჭირდა ნიკოლას. ყოველი მცდელობისას, გეგონებოდა კატა უზის ყელში და ბრჭყალებით კაწრავსო. მთელი ღამე იქ გაატარა, ყოველ ათ წუთში უცვლიდა საფენებს და მხოლოდ მაშინ მისცა თავს მოდუნების უფლება , ოდნავ შეგრილება რომ იგრძნო ხელის გულებზე. ონორმა ფრთხილად შეაღო კარი, ორივეს ეძინა. მანქანაში, სავარძელზე დავარდნილი მოსაცმელი ფრთხილად მიაფარა და ისევ დედასთან დაბრუნდა. კიდევ დიდხანს იქნებოდა ასე, იზოლდა რომ არ დადგომოდათ თავზე. ხუთი საათი იყო, ჯერ კიდევ ბნელოდა. ოთახში ანთებულ შუქს შეხედა თუ არა, მიუხედავად იმისა, ღამით ფეხები საშინლად უსივდებოდა, პირველ სართულზე რის ვაი-ვაგლახით მაინც ჩამოვიდა. ტაატით გამოარა დერეფანი და მოურიდებლად შეიხედა სიტუაციის გასარკვევად. ანარა სასთუმალთან, იატაკზე იჯდა, მისი კაბა ირგვილივ უსწმორმასწოროდ გაშლილიყო და მხრებზე მოდებული მოსასხამი მცირედით დაცურებოდა. ცალი ხელით შუბლზე დაფენილი ქსოვილი ეჭირა, მეორეთი კი- საბნის კიდე. ყოველთვის აღიზიანებდა მისი ურჩობის გამო და ამჯერადაც, გაუცნობიერებლად მოერია ბრაზი.
-ეს თავხედი აქ რას აკეთებს. რა მაქვს ასეთი ვალი, რომ ვერ მოგიშორე,- მკლავში ხელი წაჰკიდა და მთვლემარე წამოაფრიალა. ტუმბოდან ერთი-მეორეს მიყოლებით გადმოცვივდა ნივთები და ძმარი იატაკზე დაიღვარა. ნელა, აუჩქარებლად იშლებოდა გუბე ტერფების ირგვლივ.
-შენთან სალაპარაკო არ მაქვს. ნიკოლა ცუდად გახდა და მოვედი,-სწრაფად მოვიდა გონს და ძირს დაფანტულის აკრეფას შეუდგა. მის ჩხუბზე ურეაქციობა უფრო მეტად შლიდა ჭკუიდან. იწრიალა, იწრიალა და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, სახეში გაარტყა.
-გაეთრიე აქედან.
-რა ჯანდაბას აკეთებ,-ანარამაც ვეღარ მოთოკა ნერვები. არ ვიცი საიდან მიეცა სიფრიფანა გოგოს ამხელა ძალა, ყელში წვდა და კედლისკენ დაიძრა,-რატომ ვერ ეტევი შენს ოთახში. ბავშვი ცუდად იყო და მოვედი. შენ ხომ არ შეგაწუხე? არც ექიმის მოსვლა გაგიგია, არც-წასვლა. აქ ვინმე რომ მოკვდეს, გვერდს არ შეიბრუნებ ზედმეტად. ცხოვრებაში ვეღარაფერს დამიშავებ. ის დრო დამთავრდა შენი შიშით რომ ვძრწოდი. ბოლოს მოგიღებ იზოლდა, ძაღლივით დაგახრჩობ. გპირდები მოგსპობ, ისე, რომ ცხოვრებაში ეგ ტორები ვეღარავის წინაშე აღმართო. გეფიცები მოკლავ და ყველას გავათავისუფლებ შენი მძორისგან. ცოცხალი ლეში ხარ,- ანარა არ ყვიროდა. მშვიდად ლაპარაკობდა და მასში, აქამდე უცნობი ალქაჯი იშვა. იზოლდას სხეული მთლიანად აკროდა კედელს და ხელები რომ არ დაებრახუნებინა, ვერავინ გაიგებდა, ისე განუტევებდა სულს. ერთმანეთის მიყოლებით შემოვარდა დედა შვილი ოთახში. სხვას რომ ეთქვა, ალბათ ვერ დაიჯერებდა. არა, ნამდვილად ვერ დაიჯერებდა. ეგ კი არა , უყურებდა თავი სიზმარში ეგონა. ხელებში მიაფრინდა ლილი და ეცადა გაეშველებინა.
-ანარა არ გინდა შვილო, ნუ დაიღუპავ თავს.
-გიჩივლებ გველის წიწილო,-მიგუდული ხმით ხაოდა იზოლდა.
-მიდი მიჩივლე. მე კიდევ, თითოეულ ნაიარევს ვაჩვენებ და ყველაფერს მოვყვები შენი სადიზმის შესახებ. ხომ არ დაგავიწყდა, ზურგზე მტკაველიც რომ არ დამიტოვე უსისხლოდ.-არაფერი ესმოდა ანარას გარეშე ხმათაგან. მასში დაბადებულ დემონს დანგრეული ბავშვობა ერქვა და შესაწირად, მწყურვალივით ითხოვდა იზოლდას სულს. ვერაფრით გააშვებინეს ხელი. ლილის უკვე ვეღარ გაეგო რა მოემოქმედებინა და გადაწვიტა ვინმესთვის საშველად დაეძახა. სართული მალე გაივსო ბავშვებით. ვინ იცის, რამდენი მათგანი ხელის გაშვებას კი არა , საქმის ბოლომდე მიყვანას ნატრობდა და გარინდული ადევნებდა თვალ-ყურს. ქალის სახე ჯერ გაწითლდა, მერე ნელ-ნელა გალურჯდა და აურზაურში, ნიკოლას რომ არ გაღვიძებოდა, უსათუოდ დაედებოდა მიწის ფერიც .
-დედა ანა,-სუსტი ხმა მაშინვე მისწვდა ყურთასმენას.
-მკვლელი ნუ გახდები ანა. ნიკოლა გიყურებს. მკლველი ნუ გახდები,- გაუჩერებლად უმეორებდა ონორი, მაგრამ მხოლოდ ახლა მიაღწია მისმა სიტყვებმა გონემაბდე და წამოერად მოეშვა. კისრის ნაკეცებში ჩამჯდარი წვრილი თითები მოადუნა. იზო იქვე ჩაიკეცა და უკუმიმართულებით, ერთმანეთის მიყოლებით გადაურბინა ფერებმა სახეზე. გეგონებოდათ ჟელატინი დაიღვარა კედელზე. არა, უფრო გაციებულ, უყურადღებოდ დატოვებულ, დაწუნებულ , შესქელებულ ფაფას ჩამოჰგავდა. სეირის მაყურებლებს იმედი გაუცრუვდათ. ხმამაღლა ვერ გაბედავდნენ. თუმცა, ეჭვი მაქვს , ჩუმად საჩურჩულოდ, გასარჩევად და განსახილველად დიდი ხნის განმავლობაში ეყოფოდათ დღევანდელი სანახაობა. ანარასთვის მოარული ჭორები არაფერს ნიშნავდა.სხეული მხოლოდ ბავშის ხმაზე რეაგირებდა.
-დედა, რა ხდება,- ჯერ კიდევ სუსტად იყო. საწოლში წამომჯარს დაბნეულობა ეტყობოდა. ვერ გაეგო, ყველა რატომ ჩამოსულიყო. აქ რა უნდოდათ. კიდევ ერთხელ გაიგონა ნიკოლას ხმა იზოს ხველების ფონზე და სუნთქვა შეეკრა. პასუხი არ ჰქონდა. ლამის საკუთარი ხელით დაანგრია ყველაფრი, რაზე ოცნებაშიც, დღემდე ათენებდა ღამეებს და შეეშინდა. შეეშინდა საკუთარი თავის. ძირს დაგდებული მოსაცმელი სწრაფად აიღო.
-დედიკო უნდა წავიდესჩემო ერთადერთო. არასდროს დაგავიწყდეს, რომ ანას ძალიან უყვარხარ,-შუბლზე აკოცა, კიდევ დავბრუნდებიო დაუბარა და წამით დამფრთხალი ლილის წინ გაშეშდა. მუდარით სავსე ორი მზერა გადაეყარა ყველაფერს და უსიტყვოდ გაუგეს ერთმანეთს.
-რა თქმა უნდა მივხედავ. არ იჯავრო, დაგირეკავ და გაგაგებინებ როგორ იქნება,- თანხმობის ნიშნად თავი დაუკრეს და ანარამ ოთახი დატოვა. ძლივს დაეწია ონორი ისე გარბოდა.
-ღმერთო ჩემო, ეს შენ იყავი? ნამდვილი აფთარი.სიმართლე გითხრა, შემაშინე კიდეც,-უკან მისდევდა და აჩქარებულ სუნთქვას აყოლებდა წინადადებებს.
-ონორ გთხოვ,- ჭიშკრამდე მისული უცებ შემობრუნდა ანარა და ხელით ანიშნა შეეწყვიტა. მანქანაში ჩაჯდომამდე ტელეფონი ამოიღო და ხელის კანკალით აკრიბა სავიზიტო ბარათზე მითითებული ნომერი. მეორე მხრიდან პასუხმა ცოტა დააგვიანა, მაგრამ ნამძინარევი ხმა მაინც გამოეხმაურა.
-შეუფერებელ დროს გირეკავთ, ბოდიშს გიხდით. დღეს კონსულტაციაზე ვიყავი და მოსაფიქრებლად ორი დღე მომეცით.
-ერთი წუთით, ჩანაწერებს გადავამოწმებ,- ფურცლების შრიალი ისმოდა ტელეფონში და ისიც ელოდა, როდის მოძებნენ მის მონაცემებს,-დიახ, გიპოვეთ. ანარა, ანარა დევინე. რა მოიფიქრეთ?
-თანახმა ვარ!
-სიმსივნის მქონე დამკვეთსაც....
-ყველაფერზე თანახმა ვარ!-არ დაასრულებინა სიტყვა ისე გაუთიშა და ონორს თავის დაკვრით ანიშნა, რომ წასასვლელად მზად იყო. მთელი გზა ხმა არ ამოუღია, რამდენჯერმე დახედა ხელებს და უცებვე შემალა ფართო სახელოებში. წყვილმა შუქმა ნაცნობ ქუჩაზე შემოანათა. ყოველი წამის შემდეგ, მეტი სიმძაფრით ანალიზებდა მომხდარს და საშინლად რცხვენოდა. ოთახის შესასვლელთან შემობრუნდა, მთელი გულით მოუბოდიშა და მადლობა გადაუხადა. კარი სამჯერ გადარაზა, საწოლზე პიქვე დაემხო და თავზე ბალიში წამოიფარა.
ყველაზე მძიმეა მარტოობა ღამით. როცა პირისპირ რჩები შენი სულის, ფიქრებისა და ნამდვილი პიროვნების წინაშე. აი, ის გარდამავალი წამი გიდგება, საკუთარი არსება სამსჯავროს რომ უდნა წაუყენო. შენვე მოჰკითხო ყველა ჩადენილი საქციელისათვის. თუ დაკვირვებიხართ, როგორ გაურბიხარ ამ მომეტს, როგორ ნატრობ ძილს. არადა, თითქოს პირი შეკრეს. არაფრით გეძინება. დგახარ შენივე ფიქრებისა და გულის სასამართლოზე, საბრალდებო სკამზე მიჯაჭვული. ვერსად გაურბიხარ და იმდენ რამეს უსწორებ თვალს, შესაძლოა, საკუთარი არსება შეგზიზღდეს. მაშინ ხვდები როგორი ხარ, რისი გაკეთება შეგიძლია და გზარავს შენივე განუსაზღვრელი შესაძლებლობები.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Ramdeni vitireee. Arada saocrad cerr. Rom davinaxe umalve cavikitxee. Am orsulobisas gamzafrebuli maqvs emociebi da davigvare cremlebadd. Saocarebaaa. Aset adamianebs yvelaze metad unda ugimodet igbali. Unda ekmarod amdeni tanjvaaaa. Moutmenlad gelodebiii

 


№2  offline წევრი Âme

Qeti qimucadze
Ramdeni vitireee. Arada saocrad cerr. Rom davinaxe umalve cavikitxee. Am orsulobisas gamzafrebuli maqvs emociebi da davigvare cremlebadd. Saocarebaaa. Aset adamianebs yvelaze metad unda ugimodet igbali. Unda ekmarod amdeni tanjvaaaa. Moutmenlad gelodebiii

ძალიან დიდი მადლობა innocent innocent მეც ვფიქრობ , რომ აუცილებლად იმსახურებენ კეთილი და მევრძოლი ადამიანები ბედნიერებას blush

 


№3  offline მოდერი Catherine Di Perso

აი, შენს წერის მანერაზე, სტილზე და გრამატიკაზე აღარ დაგელაპარაკები, იცოდე.
იდეალურია.
მაგრამ ანარა? რა დროს დანგრეული ბავშვობის ცხოველის გამოშვება იყო?! ნიკოლა ჯერ კიდევ მარილისშია და იმ მხეცს სასწაულის გაკეთება შეუძლია მისთვის! ღმერთმანი, აფექტი როგორ გვიხასობს აზროვნების უნარს!
და კიდევ, რა სიმსივნეს მოვკარი იქ თვალი?! წამოვფრინდი და ჯერ კიდევ აფექტ არგადასულ ანარას ლამის შევუკურთხე.

 


№4 სტუმარი ლალკა

კარგი ხარ კარგი ხარ უუუკარგესი მაგრად წერ უცებ ჩავიკითხე როგორც კი ვნახე მაგრაააააამ ....არ მეყო❤️❤️

 


№5  offline წევრი Âme

Catherine Di Perso
აი, შენს წერის მანერაზე, სტილზე და გრამატიკაზე აღარ დაგელაპარაკები, იცოდე.
იდეალურია.
მაგრამ ანარა? რა დროს დანგრეული ბავშვობის ცხოველის გამოშვება იყო?! ნიკოლა ჯერ კიდევ მარილისშია და იმ მხეცს სასწაულის გაკეთება შეუძლია მისთვის! ღმერთმანი, აფექტი როგორ გვიხასობს აზროვნების უნარს!
და კიდევ, რა სიმსივნეს მოვკარი იქ თვალი?! წამოვფრინდი და ჯერ კიდევ აფექტ არგადასულ ანარას ლამის შევუკურთხე.

რამდენ რამეს ვაკეთებთ გაბრაზებულზე, შემდეგ სანანებლად რომ გაგვიხდება confused ნამდვილად გვიხშობს ეგ მომენტი რაციონალურად აზროვნების უნარს . no_mouth

ლალკა
კარგი ხარ კარგი ხარ უუუკარგესი მაგრად წერ უცებ ჩავიკითხე როგორც კი ვნახე მაგრაააააამ ....არ მეყო❤️❤️

მადლობა innocent მიხარია, რომ ინტერესი გაგიჩინა heart_eyes

 


№6  offline წევრი ანა გუგე

ანუ ამბავი ხო 21 საუკუნეში ხდება და ვითომ ანარას არ შეეძლო გასაუბრებამდე ინფორმაცია ენახა ოჯახში ინტერნეტით სუროგატ დედებზე?? ძალიან გულუბრყვილო იყო იმ მომენტში გასაუბრებაზე... კიდევ ის აფეთქება იყო შოკი ვიცოდი რო ამ უმწეო გოგოს უკან დიდი ძალა იყო????????????????????

 


№7  offline წევრი Âme

ანა გუგე
ანუ ამბავი ხო 21 საუკუნეში ხდება და ვითომ ანარას არ შეეძლო გასაუბრებამდე ინფორმაცია ენახა ოჯახში ინტერნეტით სუროგატ დედებზე?? ძალიან გულუბრყვილო იყო იმ მომენტში გასაუბრებაზე... კიდევ ის აფეთქება იყო შოკი ვიცოდი რო ამ უმწეო გოგოს უკან დიდი ძალა იყო????????????????????

მოგესალმები, მიხარია კომენტარებში ახალი სახის გამოჩენა. heart_eyes პირველი სუროგატი ბავშვი დაიბადა 1986 წელს.ეს "პროცედურა" მანამდეც ტარდებოდა საზღვრებს გარეთ, სანამ ჩვენ ქვეყანაში ჰპოვებდა ფართო გავრცელებას და საზოგადოების გარკვეული ნაწილი იქნებოდა ინფორმირებული. ვფიქრობ, ინტერნეტი დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია, ნამდვილად. თუმცა, ცივილიზებულ სამყაროშიც, არ აქვს ზოგს მისი გამოყენების ფუფუნება. იმის გათვალისწინებით, რომ სიუჟეტი საქართველოში არ ვითარდება და პერსონაჟი, რომელიც სრულიად სხვა გარემოშია გაზრდილი , შემზადების გარეშე ეჩეხება ცხოვრებას, ვფიქრობ არც ისე არარეალურია. რა თქმა უნდა, იქნება გულუბრყვილო და არა მარტო ამ საკითხში. kissing_heart innocent
მადლობა heart_eyes heart_eyes blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent