ერთგული გულშემატკივარი /სრულად/“Football is a game for gentlemen played by hooligans. Rugby is a game for hooligans played by gentlemen.” პოსტერს შევხედე და სიცილი ამიტყდა. -კესო, ეს რა არის? -შენი საჩუქარი. არ გინდა? კარგი, უკან წავიღებ. -სად მიგაქვს, გოგო? - ხელიდან გამოვგლიჯე. კესომ სიცილი დაიწყო. -არა, ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვისაც გაუხარდება ეგ საჩუქარი . -კესოო, აბა ახლა გაჩუმდი. ჩემია და მორჩა. კესო ჩემი მეგობარია. ორი წლის წინ გავიცანი სრულიად შემთხვევით. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო რაგბის მხარდამჭერთა კლუბში გაწევრიანებული. მას მხოლოდ ექვსიოდე თვის წინ შეუერთდა. -რითი დავიმსახურე ეს საჩუქარი? -წინასწარ გთაფლავ. რა იცი, სამომავლოდ რაში დამჭირდე. -მე? შენ უფრო დიდი შანსია დამჭირდე. ქომაგი ხარ და შანსიც გაქვს, მორაგბეები გაიცნო. ჰოდა, სწორედ მაშინ არ უნდა დამივიწყო. -ქრისტი, დამშვიდდი, არ დაგივიწყებ. სიტყვამ მოიტანა და ამ შაბათს დიდი 10-ის თამაშზე მოდიხარ? -მაგას უბრალოდ რა ნამუსით მეკითხები? -რავი, ვიფიქრე, ლექცია ხომ არ აქვს-მეთქი. -შუალედურების პერიოდია და ვისვენებ. -ხოდა ძალიან კარგი. ჩემ გვერდით შეგინახო ადგილი ქომაგებში თუ შენით დაჯდები სადმე? -რას ამბობ, გოგო, იქ რომ რამის თქმა მომინდეს, უცხოს მივუტრიალდე? -და წინა ადგილი რომ გიშოვო, არ გირჩევნია? -ისე, ეგეც შეიძლება. თქვენ ძალიან იყაყანებთ. ჩემს ძმიშვილს წამოვიყვან და იმასაც ვანახებ. -3 წლის ბავშვს რათ უნდა რაგბი? -უნდა, უნდა. რაგბი ადრე არასდროსაა. მთავარია, ჩემი ძმა დავითანხმო და გამომატანოს ბავშვი. -შენი გამკვირვებია რაა. შენი ძმა მაინც არ იყოს, არ იცნობ? მაგას ოღონდ ორი საათით მაინც მისცე დასვენების საშუალება და უარს გეტყვის? სიხარულით გამოგატანს სალის. -კარგი, წავალ მე. ხვალ გამოცდა მაქვს. შეგეხმიანები რა. სახლში მიმავალმა ჩემს ძმას გადავურეკე. -აკა, როგორ ხარ? -რა გინდა? ასე უბრალოდ მოსაკითხავად არავის ურეკავ. -ჩემი ძმა ხარ, რა სისულელეა. -ჰოდა, კარგად გიცნობ. გისმენ. -კარგი, ჰო. სალის გამატან შაბათს 4-5 საათით? -და სად მიგყავს? - მაშინვე შეეცვალა ხმა. -რაგბის თამაშია. მარტო არ მინდა წასვლა. -მერე სამი წლის ბავშვი რაგბის გაიგებს? -ა, ანუ არ მატან? კარგი... სხვა რამეს მოვიფიქრებ. -კარგი, ჰო. ნუ იცი ხოლმე მასე. ხვდები, რომ უარს არ გეტყვი. -შაბათს სამისთვის დამახვედრე. მითხარი ოღონდ, რა შეიძლება ვაჭამო. -აქედან გაგატან საჭმელს. დედამისის გაკეთებულის გარდა არაფერს ეკარება. -ეტყობა ჩემი გაკეთებული არ გაუსინჯავს ჯერ. -ეჰ, ეგ სალის კი არა, არავის არ გაუსინჯავს. -რა გინდა თქვა, რომ არ ვაცხობ? -არა, უბრალოდ საჭმლის კეთება არ იცი. -ფრთხილად იყავი, თორემ აღარ წავიყვან. -ნუ ხარ შენ გველი. ცდი ოდესმე და გამოგივა. რომლისთვის მომიყვან უკან? -სავარაუდოდ შვიდისკენ. -აუჰ, მეტი არა? კარგი, ეგეც რაღაცაა. სამისთვის აქ იყავი. გამოცდაც დავწერე და შაბათს სამისთვის სალიც წამოვიყვანე. -ქრისტი, ქრისტიი, - ხელების ქნევას მოჰყვა კესო. - აქეთ. უი, სალი, როგორ ხარ? სალიმ უბრალოდ ცერი უჩვენა. -არაა ლაპარაკის ხასიათზე, მამიკომ მოუშალა ნერვები. -რა იყო, საჭმელი არ გამოატანა? -როგორ არა. უბრალოდ კანფეტის ჭამის დროს წაასწრო და წაართვა. -ნწ, ნწ, ეს რა უქნია მამაშენს. რომ ვნახავ, ვეჩხუბები. -კალქი, - სახე გაუბრწყინდა სალის. -ქრისტი, წავედი, ჩვენ იქით ტრიბუნებზე ვართ. თქვენ ორი კი გასასვლელთან სხედხართ. -მოედნის? -გასახდელიდან გამოსასვლელთან. -ოო, რა კარგი გოგო ხარ. საუკეთესო ადგილი გიშოვია. -ვიციი. მე ზუსტად სადაც ვზივარ, იმის მოპირდაპირედ იქნები. ხელს დაგიქნევ ხოლმე. -გადმომძახე, კესო, გადმომძახე. -ნწ, დეპეშას გამოვატან რომელიმე მორაგბეს. -ხაზში ერთი-ორი კარგი ბიჭი მეგულება და ისინი აარჩიე. -მოვიფიქრებ რამეს. -კესო, ხუთი წუთით სალის დაიტოვებ? მთხოვა, ბამბის ნაყინი მიყიდეო. -სამი წლის ბავშვმა ეგ როგორ გთხოვა? -შესასვლელში დაინახა. ჯერ ხელი გაიშვირა, მერე გაჩერდა და ძალით რომ გამოვიყვანე, ტირილი დაიწყო. დავპირდი, გიყიდი-მეთქი. -აბა, მაშინ გასატკბილიანებლად მოემზადე. -წყალი გამომატანეს. ისედაც მე უნდა ვაჭამო. -მიდი, მიდი. ბამბის ნაყინი ვიყიდე, დავსხედით და თამაშის დაწყებას დაველოდეთ. -სალი, ცოტა ნელა ჭამე, მამაშენი მეჩხუბება. -ააა, მინაააა... თამაში დაწყებული იყო, ჭამას რომ მორჩა. მეც სთორების გადაღება დავიწყე. იმდენად დაძაბული ანგარიში იყო, ვერ გაიგებდი, ვინ მოიგებდა. გულშემატკივრებს მეც ავყევი შეძახილში. რამდენიმე ლელოს გადაღებაც მოვახერხე და ინსტაგრამის სთორში ავტვირთე. შესვენებაზე სალის ჩაეძინა. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოახერხა ამდენი ხალხის ყვირილში თვალის მოხუჭვა. კალთაში მეჯდა და მეხუტებოდა. მეორე ტაიმი კი ისეთი იყო, სკამზე ვერ გაჩერდებოდი. ყველაზე ცუდი რაც მოხდა, იყო ის, რომ კალაძემ ტრავმა აიღო, თანაც იმ დროს, როცა ვიდეოს ვიღებდი. სთორიზე დავთაგე და წარმატებები ვუსურვე. ბოლო წამამდე იმედს არ ვკარგავდი, რომ გუნდი, რომელსაც ვგულშემატკივრობდი, მოიგებდა. ეს რეალობისგან შორს არც იყო. მხოლოდ 2 ქულით აგებდნენ. დრო გაწითლდა და კიდევ უფრო ავნერვიულდი. არადა ბიჭები მეტოქის ლელოს ხაზთან უკვე ძალიან ახლოს იყვნენ. ფაზები ერთმანეთს მიება. იმდენი ხალხი ირეოდა ერთ ადგილას, ბურთი აღარც კი ჩანდა. ვერ დავინახე რა მოხდა, მაგრამ მსაჯის ჟესტიკულაციას შევხედე. ლელო დადეს. სკამიდან სიხარულით წამოვხტი და სალიც გამოვიყოლე. ხალხთან ერთად მეც შევკივლე. ბოლო წუთამდე ვიდექი და ტაშს ვუკრავდი. კესო მოვიდა და მეც მოედანი დავტოვე. -აი, კომპიუტერით ყურება ხომ მაგარია, მაგრამ მოედნიდან გულშემატკივრობა საერთოდ სხვაა რაა. -სალის მოეწონა? -ნახევარი თამაში ეძინა, რავი. -შენ კიდე მობილურს ვერ აგდებდი ხელიდან. -ძლივს მე რაგბის თამაშზე მოვედი და მაგას სამახსოვროდ არ გადავიღებდი? -არა, ეგეც მართალია, კიი. მაგრამ ისე ამბობ, თითქოს აქამდე არასდროს ყოფილხარ. -აუჰ, წამომაძახა ერთი თამაში. კესო ჩემს ძმასთან გამომყვა და სალი უვნებლად ჩამაბარებინა. -ხომ არ გაგაბრაზა? - მკითხა აკამ. -ვაიმე, არაა, იცი როგორ წყნარად იყო? ნახევარი თამაში ეძინა. -აბა აქ რა ემართება ხოლმე? -რას ვიზამთ, მამიდას გოგოა, - გამეცინა. - ნახე, რა საყვარლად ჩაეძინა. -ფოტოები გადაუღე? -ინსტაგრამზეც არ ავტვირთე, თუ რაა. -ოჰ, ეს ინსტაგრამი რომ არ გამოეგონებინათ, ნეტა რას იზამდი? -მაპატიეთ, მესენჯერს და ფეისბუქს რომ არ ვყვარობ. ინსტა ბევრად სჯობია. -აა, ახლობლები მასე ეძახით? -ხუმრობები მოგიძველდა, ძამიკოო. ჰო, მართლა, სანამ სალი ჩამიშვებს, გეტყვი, რომ ბამბის ნაყინი ვაჭამე. თავი გაიგიჟა, სანამ არ ვუყიდე. -მთავარია ეგ დედამისს არ უთხრა. მეც ვყიდულობ ხოლმე. ისეთი საწყალი თვალებით შემოგხედავს, სულსაც გაყიდი. კესო, შენ რატომ არ იღებ ხმას? -ოჯახურ იდილიაში არ ვერევი. თქვენ ილაპარაკეთ, მე გისმენთ. სინამდვილეში კესო სალისთან ერთად მაცივარში იყო შემძვრალი და შოკოლადს მიირთმევდა. -ქრისტი, მალე წახვალთ? გადამიჭამა შენმა დაქალმა სახლი. -მივდივარ, მივდივარ, თორემ დედა დაიწყებს, სიბნელეში რატომ დადიხარო. -მიდი, მიდი და მშობლები მომიკითხე. კესო ძლივს მოვაცილე მაცივარს და აკას დავემშვიდობე. -ქრისტიი... -გისმენ, კესო. -აუ, იცი დღეს რა აღმოვაჩინე? -რა? -ქომაგებში ერთი ბიჭი მომწონს. -მართლა? - გამინათდა თვალები. -ნუ აქამდე ვერ ვხვდებოდი, რა გრძნობა იყო ეს და ბოლოს ამ დასკვნამდე მივედი. -და დღეს რა მოხდა ამისთანა? -შენთვის ადგილების შოვნას რომ ვცდილობდი, ცოტა გართულდა საქმე. იქვე იყო და მოგვარებაში მომეხმარა. -მერე ამას ახლა უნდა მეუბნებოდე? -სალის თანდასწრებით მეთქვა, აბა? -აუჰ, მაგასაც უცებ აკასთან არ მიეტანა ენა რაა. რა ჰქვია იმ ბიჭს? -იკო. -კესო და იკო, იკო და კესო... უხდება, ხო იცი შენ. ოღონდ შენებურად არ დაიწყო რაა. -რას ჰქვია ჩემებურად? -იმას, რომ ოღონდ ბიჭს არ მიახვედრო მოგწონს, საერთოდ დააიგნორებ. -მასე არ ვარ. -კი, ხარ. ჰოდა, სცადე, რომ მასე აღარ ქნა. -ვცდი, ხო. ახლა კი წავედი. ჩემი სამარშუტო ტაქსი მოდის. -მიდი, არ გაგასწროს, - გადავკოცნე და სახლისკენ ავიღე გეზი. უკვე ვიწექი და ინსტაგრამზე დავბოდიალობდი, როცა რაღაც შეტყობინება მომივიდა. გავხსენი. მიშო კალაძეს ენახა, რომ მისი ტრავმა დეიზე მედო და გული გამოეგზავნა. სიხარულისგან ლამის წამოვიკივლე. ცოტა ხნით ვყოყმანობდი და ბოლოს მიწერა გავბედე. -ტრავმის მერე როგორ ხარ? ცოტა ხანი პასუხი არ ყოფილა. ვიფიქრე, რომ გასული იყო და მეც ვაპირებდი ინტერნეტის გათიშვას, როცა შეტყობინება ამოხტა ეკრანზე. -რავი, ნორმალურად. -სერიოზული ხომ არაფერია? -კუნთი დამეჭიმა და თამაშის გაგრძელება ვერ მოვახერხე. -ხელს ხომ არ შეგიშლის? ზაფხულში მსოფლიოზე ხომ უნდა ითამაშო... -არა, ხელს არ შემიშლის. აი, მსოფლიოზე კი ვნახოთ. იქნებ მწვრთნელებმა საერთოდ არ წამიყვანონ. -რას ამბობ? ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ შენ გწერ. მართლა ძალიან პერსპექტიული მორაგბე ხარ და ოცწლამდელებს ამ მსოფლიოზე ნამდვილად გამოადგები. -მადლობა ჩემი იმედი რომ გაქვს [გულის სმაილი]. მაგრამ ჯერ ყველაფერი მაინც წინაა. -ხაზში ცოტა მორაგბე თუ გამოიბრწყინებს. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ მგონია, რომ ეროვნულშიც სულ მალე გამოგიძახებენ. -მართლა ძალიან დიდი მადლობა, ასე რომ ფიქრობ. უბრალოდ არ მიყვარს ხოლმე ამაზე ფიქრი. რაღა თქმა უნდა, ყველას ოცნება ეროვნულია. -ჰოდა, შენიც მალე ასრულდება, მჯერა. -ოჰო, ამბიციურობა მორაგბეს არ წაადგება [სიცილის სმაილი]. -მაგრამ სამომავლოდ მაინც უნდა ფიქრობდეს, არა? -მოვლენებისთვის წინ გასწრება მაინც არ მიყვარს. მადლობა, რომ ასე გჯერა ჩემი. -უბრალოდ პატივისცემას გამოვხატავ შენი შრომისმოყვარეობისა და ნიჭის მიმართ. -პატივისცემა შენ მოკითხვით გამოთქვი უკვე. -არც მეგონა ჩემს სთორის თუ ნახავდი და მომწერდი. თორემ არ მიყვარს ხოლმე ასე მიწერა. მგონია, წუხდებიან, რადგან ბევრი ადამიანი სწერთ. -ალბათ მორაგბესაც გააჩნია. მე ძალიან გამიხარდა, დაინტერესება რომ გამოთქვი. -კიდევ ერთი რაღაც მაინტერესებს. -აბა, რა? -ნახევარფინალში თამაშს შეძლებ? წელს ნამდვილად თქვენი გუნდია ღირსი, რომ მოიგოს და შენ ძალიან დიდ წვლილს შეიტანდი ამ მოგებაში. -წაგებას ჩვენც კი არ განვიხილავთ, მაგრამ ასეთი დარწმუნებულები არ ვართ, რომ მოვიგებთ. ეგეც ისევ და ისევ მწვრთნელზეა დამოკიდებული. თუ მოვეწონები, მეც ჩამსვამს განაცხადში. -შეიძლება ვარაუდი გამოვთქვა? -კი, მიდი. -ძალიან ძლიერი გუნდი ხართ და მოწინააღმდეგეც საკმაოდ ძლიერია, მაგრამ მგონია, რომ მწვრთნელი ფინალზე იქნება ორიენტირებული და შედარებით ძლიერ მოთამაშეებს სათადარიგოში დაგსხამთ, რომ შედარებით დაგასვენოთ. -ოო, საინტერესო თეორიაა. სასიამოვნოც. -მჯერა, რომ დიდი 10-ის გამარჯვებულები იქნებით. -მართლა მასე თუ მოხდა, როგორც შენ იწინასწარმეტყველე, ჩემს მედალს გაჩუქებ. -არაა, მედალი შენი მოგებული იქნება, მე რა შუაში ვარ? -გულშემატკივარი ასე ჩემით დარწმუნებული არასდროს ყოფილა. ზოგჯერ მეც კი მეპარება ხოლმე ჩემს თავში ეჭვი. -ჰოდა, მასეთი მომენტი ისევ თუ გექნება, მომწერე. ზედმეტი ქებაც არაა კარგი, ვიცი, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. -თავში ამივარდება ახლა. -რაც საჭიროა, ის უნდა აგივარდეს კიდეც თავში. -შენი სთორები ვნახე. ძალიან აქტიური ფანი ყოფილხარ რაგბის. -ნუ, შეიძლება მასეც ითქვას. უბრალოდ რაგბის ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. -მართლა? მაინც რა? -მაგას, მაშინ გეტყვი, როცა მედალს პირადად გადმომცემ [სიცილის სმაილი]. -აჰაა, აბა არ მინდაო? -ეს ხუმრობით. ცოტა უკეთ თუ მოვახერხე შენი გაცნობა, მაშინ გიამბობ. -გასაგებია და ის ბავშვი ვინ არის? -ჩემი ძმიშვილი. -ძალიან საყვარელი გოგო ჩანს. -ეგ როცა ჩემთანაა, მამამისთან ქაჯობს. -მამას გოგო იქნება. -უფრო მამიდასი. -არ მგონია, მორაგბე გაიზარდოს. -მაგის იმედი არც მე მაქვს. არადა რა საინტერესო იქნებოდა... -შენ გინდა მორაგბეობა? -ბევრჯერ მიფიქრია. დავაკვირდები, თუ ჩემი პირველი გატაცება არ გამიმართლებს, ვიფიქრებ. -თამაშებზე ხშირად დადიხარ? -ხშირად არ მცალია და ვერა. -ანუ ნახევარფინალზეც არ იცი ჯერ ზუსტად? -დარწმუნებული არ ვარ. გამოცდა თუ არ დამემთხვა, მოსვლას ვაპირებ. -აჰა, ანუ სწვალობ. -ნუუ, ჯერ მხოლოდ პირველკურსელი ვარ. -ანუ 19-ის ხარ? -მომავალ წელს ვიქნები [სიცილის სმაილი]. ადრე შემიყვანეს. 18-ის გავხდი ცოტა ხნის წინ. -უი, გილოცავ მოგვიანებით [სიცილის სმაილი]. -უჰ, მადლობა. რას ვიფიქრებდი, დაბადების დღეს თუ მომილოცავდი. -მოგვიანებით. -თუნდაც. კარგი, წარმატებებს გისურვებ ყველაფერში. დაგემშვიდობები ახლა. -მადლობა და მეც იმავეს გისურვებ. კარგად. -კარგად [გულის სმაილი]. ნახევარი საათი ვიწექი და მობილურს გაკრეჭილი ვუყურებდი. ვერ დამეჯერებინა, რომ მიშო კალაძეს ველაპარაკე. ვირტუალურად, მაგრამ მაინც. მეორე დღეს სახლში ვერ გავჩერდი. კესოს სანახავად წავედი. -რა ხდება? რაღაც ძალიან გაბრწყინებული მეჩვენები. -აი, ვერც კი დაიჯერებ, რა მოხდა, იმიტომ, რომ მეც კი არ მჯერა. -რა იყო? ლატარეაში ჯეკპოტი მოიგე? მერე დაქალი ხომ გახსოვს, ყოველთვის გვერდში რომ გედგა... -ოო, მოისვენე რაა. სულ სხვა ამბავია. გუშინდელ მატჩზე კალაძემ რომ ტრავმა მიიღო, ხომ გახოვს? -კი. -და მე რომ დეიზე დავდე. -ეგეც მახსოვს. -დათაგული მყავდა და უნახავს. მომწერა მერე და ბევრი ვისაუბრეთ. -არაა, ხუმრობ ხოო? -მოიცა, ახლავე განახებ. სასაუბრო გავხსენი, დასაწყისი ვიპოვე და მობილური კესოს გავუწოდე. წუთში ოცჯერ ეცვლებოდა სახის გამომეტყველება. -ვაიმეე, ვაიმეე, ვაიმეე, ახლა გავგიჟდებიიი. ხო უეჭველი მაგის პროფილი მონიშნე და არა რამე ყალბი? -ეგ შემეშლებოდა? -მაშინ მოსალოცად მქონია საქმე. მედალს მოგცემო. ეს იცი რას ნიშნავს? როგორ მინიმუმ, ერთხელ პირადად საუბრის შესაძლებლობა მოგეცემა. რა იღბლიანი ხარ რაა. -ვნახოთ, ვნახოთ. შენი იკო რას შვრება? -ჯერ არ მინახავს, რავი, რას უნდა შვრებოდეს. -ხომ თავისუფალია? -კიი, მაგისი სოციალური ქსელები შევამოწმე და ჩიტივით თავისუფალი ყოფილა. -ჰოდა, მალე გამოკეტავ მაგ ჩიტს გალიაში. -გამოცანებით ნუ ლაპარაკობ რაა, პირდაპირ მისურვე, რომ მოვეწონო. -მოეწონები, თუ შენ მისდამი სერიოზულ ინტერესს გრძნობ. ყოველთვის მეგონა, რომ ბიჭები ამას რაღაცნაირად გრძნობენ, მაგრამ ხვდებიან, თუ ვერა, მაგაზე რა მოგახსენო. -რა იყო, უნივერსიტეტში ფილოსოფიას გასწავლიან? -კი, მასწავლიან, მაგრამ ეგ არაფერ შუაშია. მისმინე, ნახევარფინალი როდის არის? -გავიგებ და გეტყვი. ზუსტად კი არ ვიცი. -აჰაამ, დაგელოდები. იკოზეც მომიყევი მერე ცოტა. -ცოტა? -ჰო, ანუ ბევრი. -კი, ეგ მაწყობს. -შენ ხვალ შუალედური არ გაქვს? -შენც გაქვს. მგონი ჯობია, ორივემ ჩვენს საქმეებს მივხედოთ. შეგეხმიანები. საგამოცდო ცხრილს შევხედე. ამ კვირაში სამი გამოცდა მიწევდა დღეების გადაბმით, შემდეგ კვირაში ერთი და იმის შემდეგშიც ერთი. არ ვიცი როგორ გადავაგორე ეს კვირა. თავი უბრალოდ ვერ ავწიე. კვირას კი ნახევარფინალი გველოდა. დილით ვნახე, რომ წინა საღამოს შემადგენლობები დაესახელებინათ გუნდებს. მიშო შეცვლაში იყო. -წარმატებები, - მივწერე შუადღეს მიშოს, როცა უკვე მოედნისკენ მივდიოდი. -დიდი მადლობა, - მაშინვე მოვიდა პასუხი. - მართალი აღმოჩნდი, შეცვლაში ვარ. -გამიმართლა ვარაუდში. -მოდიხარ თამაშზე? -საბედნიეროდ დრო გამომიჩნდა. იმედია ფინალისთვისაც მეცლება. -ისევ ძმიშვილთან ერთად მოდიხარ? -ამჯერად მარტო ვარ. ორი რაღაცის ერთად მოსწრება ჭირს. ან ბავშვს უნდა ადევნო თვალი, ან მოედანს. -შენ ხომ ორივე გამოგივიდა? -მაგრამ ძალიან რთული იყო, გამეორება აღარ მსურს. მოკლედ, წარმატებები [გულის სმაილი]. რამდენიმე საათში ფინალში გასვლა მომელოცოს. -მადლობა [გულის სმაილი]. ამჯერად უკვე კესოსთან ერთად ვიჯექი და ვგულშემატკივრობდი. იყო დაძაბული მომენტები, როცა ანგარიში თითქმის თანაბრდებოდა, მაგრამ შემდეგ ისევ მიშოს გუნდი გადიოდა წინ. ბოლოს უკვე ყველაფერი ნათელი გახდა. მიშოს გუნდმა მოიგო, დამარცხებულ გუნდს კი მესამე ადგილის მედლები გადასცეს. -ქრისტი, მოდი გაკოცო, გავრბივარ, ხვალ შუალედური მაქვს. -მოიცა, აქ წამოხვედი და არ გისწავლია? -უჰ, მოვასწრებ, არაუშავს. -მიდი, მიდი, წარმატებები. -მადლობა. შენც დარჩენილებში. კესო იმდენად უცბად გაუჩინარდა, მისი წითელი მაისურითაც კი ვეღარსად იპოვიდით. მეც ნელ-ნელა სახლისკენ დავიძარი. -გილოცავთ ფინალში გადასვლას [გულის სმაილი] - მივწერე მიშოს. ვიცოდი, რომ ჯერ არ მიპასუხებდა. ამ ფაქტს ისინი აუცილებლად აღნიშნავდნენ. გვიან ღამითღა მომწერა პასუხი, სადაც მადლობას მიხდიდა. რამდენიმე კვირა უაზროდ გავიდა. დიდი 10-ის ფინალი ჯერ არ იყო. კესოც ვერსად ვერ ნახულობდა იკოს. -ქრისტი, უმცროს ბორჯღალოსნებს ხომ გააცილებ? -აუცილებელია? -რატომაც არა. გთხოვ, მარტო არ გამიშვა. იკოც იქ იქნება და არ მინდა ჩემებურად დავიბნე. -კარგი, რა პრობლემაა, - გამეცინა. -აუ და ხარ რაა. ამ ორ კვირაში მიშოს ერთი-ორჯერ მივწერე, მოვიკითხე, ფინალზე რაღაცები ვკითხე. ფინალის თარიღიც ვიცოდით. ტრადიციულად, წინა ღამით დასახელდა შემადგენლობა. მიშო ძირითადში იყო. ფინალის დღეს დილითვე მივწერე. -აბა, წარმატებები, მალე მოგებაც მომელოცოს [გულიანი თვალების სმაილი]. -მადლობელი ვარ [გულის სმაილი]. როგორ გამოიცანი შემადგენლობები? -მწვრთნელთან ჩავაწყვე [სიცილის სმაილი]. -აი თურმე როგორ. მეც არ გამკვირდა... [სიცილის სმაილი] დღესაც იქნები თამაშზე? -აუცილებლად. -ანუ მედალს ელი [სიცილის სმაილი]. -არ მინდა მედალი. შენი მოგებული იქნება. მოედანზე სულ არ ჩამოვალ და იმდენ ხალხში ძებნას ვერ დამიწყებ. -ერთი ხერხი ვიცი. გულშემატკივრები მხოლოდ გუნდის სახელს იძახიან ხოლმე. ბოლო ორ თამაშზე კი კარგად მახსოვს, რომ ვიღაც ჩემს სახელს იძახდა. -დარწმუნებული ხარ? იქნებ სხვა ვინმეა. -წინაზე ეგ ხმა ქომაგების მხრიდან გავიგონე. შენს ფოტოებზე კი ქომაგის მისურით გოგო ხშირად ჩნდება. -ვუჰ, ჰოლმსს შენი შეშურდებოდა. მაგრამ ეგ არ უნდა გეთქვა. ახლა ხომ სახელს აღარ ვიყვირებ. -რა ვიცი, ვნახოთ. მოედანზე სამწუხაროდ მარტო ვიყავი. კესოს მეორე დღეს ორი პრეზენტაცია ჰქონდა ჩასაბარებელი და წამოსვლა ვერ მოახერხა. ეგ კი არა, რომ დავრეკე, ლამის გამლანძღა, ვინ მაცდენსო. თამაში დაიწყო და მეც მობილური მოვამზადე სთორების დასადებად. ფოტო გადავიღე და ასეთი წარწერით ავტვირთე: „ტვინი: ხვალ ინგლისურის ქვიზი გაქვს, იმეცადინე! მე: დღეს დიდი 10-ის ფინალია.“ თამაში ბევრად განსხვავდებოდა ნახევარფინალისგან. ყველაფერი თავიდანვე ნათელი იყო. მიშოს გუნდი ბევრად უკეთესი იყო. არც თუ ისე დიდი ხალისით ვუყურებდი მატჩს. -გთხოვ, შეხედე, იკო მანდაა? - მომივიდა შეტყობინება კესოსგან. -შენი აზრით, ვიცი როგორ გამოიყურება? -ფოტოები ხომ განახე? -იქნებ სინამდვილეში სულ სხვანაირია? -უფრო სიმპათიური კია, მაგრამ იცნობ. -არაა, არ არის აქ. შეიძლება ყურება განვაგრძო? შენ კი დაისვენე, ცოდო ხარ. -დასვენების დრო არ არის. ისევ მატჩს მივუბრუნდი. რთული გამოსაცნობი არ იყო, ვინ მოიგო და ვის გადასცეს პირველი ადგილის მედლები და თასი. დაჯილდოვება გადავიღე. რა თქმა უნდა, მიშოსაც მივულოცე. მხოლოდ გვიან ღამით მომივიდა პასუხი. -მადლობა. შემდეგ კი ჩემს სთორის გამოეხმაურა. -ხვალ ქვიზი გაქვს და თამაშზე იყავი? [გაოცებული სმაილი] -შენ ნუ ნერვიულობ, ყველაფერს ვასწრებ. -ვახ, შენ რა მოხერხებული ყოფილხარ. -ბევრი დალიეთ? -მე ბევრს არ ვსვამ. თან ხვალიდან ვარჯიშს ვიწყებ ოცწლამდელებთან. -უი, სულ დამავიწყდა, რომ მსოფლიო ასე მალე მოდის. -და როდის გნახავ? შენი აზრით, დამავიწყდა, შენი მედალი რომ მმართებს? -ხომ ვთქვი, რომ არ მინდა? -ერთხელ ხომ ვთქვი, რომ გჩუქნიდი? არ მიხუმრია და უარის თქმაც არასწორი საქციელი იქნება ჩემგან. თანაც, რაგბის მნიშვნელობაზე უნდა გაგემხილა. -ვაა, შენ ყველაფერი გახსოვს? -ზოგი რაღაც ძალიან ადვილად მამახსოვრდება. -ეჰ, ნეტა მეც მასე ვიყო. აბიტურიენტობის ჩათვლით მეც ყველაფერი მახსოვდა. რაც სტუდენტი გავხდი, მეხსიერება უფრო გამიუარესდა. -გადაიღლებოდი და იმიტომ. ცოტა განტვირთვა გჭირდება. -იმიტომაც ვუყურებ რაგბის. -სადაც ნერვიულობ, თუ ვინ მოიგებს. რაღაც განტვირთვას არ ჰგავს. -სამაგიეროდ ლამაზი თამაშისგან სიამოვნებას ვიღებ. -ჰოო, ვერ შეგეკამათები. ახლა არ გაცდენ? უკვე იმეცადინე? -დიდი მადლობა ზრუნვისთვის, მხოლოდ ერთი თავი დამრჩა გასარჩევი. -ჰოდა წადი და ისწავლე! -ნელ-ნელა ჩემს მშობლებს ემსგავსები [სიცილის სმაილი]. -მიდი, მიდი და წარმატებები. შეხვედრისთვის შეგეხმიანები. -დიდი მადლობა [გულის სმაილი]. კარგად. -კარგად. უნივერსიტეტში იმდენი საქმე მქონდა, არაფრისთვის მეცალა. ყველაფერი უინტერესოდ წარიმართებოდა, რომ არა ერთი ფაქტი. -კესო, სასწრაფოდ ინსტაგრამზე შემოდი, - მივწერე მობილურზე. -რა ხდებაა? მშვიდობაა? -ახლა ფოტოს ჩაგიგდებ. ეს იკოა? -ვაიმეე, კი, ეგაა. სად ნახე? -გოგო, მგონია, რომ ჩემი უნივერსიტეტელია. -და ეს აქამდე არ იცოდი? -ოხ, ოხ. ხომ იცი, რომ ჯერ პირველკურსელი ვარ? მაინც არ ვიცნობ უფროსებს. საკმაოდ დიდს ჰგავს. მგონი მეოთხეკურსელი უნდა იყოს. -ეგ ზუსტად არ ვიცი. -არც ასაკი? -ასაკით თუ ვიმსჯელებთ, კი, მეოთხეზეა. არც შენი ნაცნობი არ იცნობს არავინ? -გავიკითხავ აბაა. -აუ მიდი და გამაგებინე. გაკითხვა ვინ მაცადა? ჩემთან ორი მეგობარი მოვიდა. -გიო, ნიკა, რას შვრებით? -აუ, რავი, აკადემიურის ქვიზში მგონი რაღაცები ვიბოდიალე. შენ არაა? -მე სხვა ლექტორთან ვზივარ და არ მგონია იგივე შემოეტანა. -ნეტა სხვა ლექტორი ამერჩია რაა. სანამ გიო ლაპარაკს განაგრძობდა, ნიკასთან იკო მივიდა. -როგორ ხარ, სად დაიკარგე? -კარგად, ნიკა, შენ რას შვრები? -რავი, აი, კურსელებთან ვარ და ჩვენს სატანჯველს განვიხილავთ. -ეე, ჯერ პირველ კურსზე ხართ, - სამივეს შემოგვხედა. - რა გენაღვლებათ. პირდაპირ გეტყვით, ბოლომდე გაერთეთ. მერე აღარც დრო იქნება და აღარც სურვილი. ჰო, აღარც ნერვი. -ვაახ, გავითვალისწინებთ. აუ, სულ დამავიწყდა. იკო, გიო, ქრისტი. მე და გიო ჩუმად ვიდექით და მათ საუბარს ვუსმენდით. -კარგი აბა, კარგად, ნიკა. კარგად ბავშვებო, - ჩვენც მოგვიტრიალდა. -კარგად. იკო წავიდა და მეც ნიკას მივუტრიალდი. -ნიკა, ეს ბიჭი ვინ იყო? -ჩემი ძმაკაცია. ერთი სოფლიდან ვართ. მაგრამ დიდია ეგ. -მაგას კი მივხვდი. ჩვენ ფაკულტეტზეა? -ნწ, ბიზნესზე. თან უკვე ხურავს კურსს. -ვაა, გამოსაშვები საღამოც ექნება ანუ? ჰაერში აისვრის ქუდს? -მააშ. აუ, ნეტა როდის ვიქნებით ჩვენც მაგ დღეში? -დამამთავრებელი საღამოსთვის რომ ვირბენთ? სულ მალე. -აუ ხალხო, რა დროს დამთავრებაზე ფიქრია, - ჩაერია გიო. - არ გინდათ რომელიმემ კონსპექტები მომცეთ, სანამ იმ ალქაჯთან შევალთ? -ქრისტი, მიდი რა მიეცი კონსპექტი, თორე ჯიპიეი გაუფუჭდება. -ნუ დამცინი. -არც მიფიქრია, - ხელები ასწია ნიკამ და სიცილი დაიწყო. გავიცანი იკო და ყველაფერს კესოს ვუყვებოდი. მიშოსაც ვწერდი ხოლმე. აღმოჩნდა, რომ თავისუფალი დრო არც ერთს არ გვქონდა. -ქრისტი, როგორ ხარ? - უკნიდან მომესმა იკოს ხმა. -უი, ამას ვის ვხედავ. არ დაამთავრე კიდევ? -ჰა, ჰა, ჰა, რა სასაცილოა. შემომხედეე. ეს რა მაისური გაცვია. რაგბის ფანი ხარ? -აჰაამ, გახლავართ. -მეც, ქომაგებშიც კი ვარ. -არ არსებობს, - შევიცხადე, თითქოს არ ვიცოდი. -კი, სულ თამაშებზე ვარ ხოლმე. -ისე, ქომაგებში დაქალი მყავს. ახალი შემოსული კია, მაგრამ მგონი უკვე ბევრს იცნობს. -მართლა? რა ჰქვია? -კესო. მაღალი, შავგვრემანი, გამხდარი გოგოა, ცისფერი თვალებით. -შავთმიანი ცისფერთვალება, შავთმიანი ცისფერთვალება, - ჩაფიქრდა, - კი, კი, ვიცი ვისზეც ამბობ. -ვაა, იცნობ ანუ? -ნუუ, ეგ ხმამაღალი ნათქვამია. შორიდან. რამდენჯერმე გამოვლაპარაკებივარ. შეიძლება, არც ვახსოვდე. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ სიცილი არ დამეწყო. -მასაც ვკითხავ აბა. აუ, ისე, ხომ ვერ ნახავ მას? მე ვერ ვასწრებ და არადა რაღაც მაქვს მისაცემი. რომ ნახავ, გადასცემ? -კი, არაა პრობლემა. ზეგ მაინც ვიკრიბებით. -აი, სულზე მომისწარი რასაც ჰქვია რაა. ახლა დამშვიდებული ვივლი. აიღე. ხომ შემიძლია, შენი იმედი მქონდეს? -ამანათი პატრონს გადაეცემა, - ჯარისკაცის ჟესტი მაჩვენა. სიცილი დავიწყე. ცოტა კიდევ ვისაუბრეთ. შემდეგ წამოვედი და ყველაფერი კესოს მოვუყევი. გაგიჟდა და გადაირია. -ისევ მე თუ მოგეშველები რაა. ოღონდ, იცოდე, არ წამოგცდეს, რომ დღეს მნახე. მიხვდება, რომ სპეციალურად გავატანე ის ნივთი. -დამშვიდდი, ქრისტი, სულელი არ ვარ. -არ ხაარ? -არა! მასეთები არ მეშლება. -ჰოდა, ძალიანაც კარგი. მერე დეტალებს შეგეკითხები. -აუ, კინაღამ დამავიწყდა, 3 დღეში ოცწლამდელები მიფრინავენ. ჰოდა, ჩვენც ვაცილებთ, წამოდი. -კაი, ბარემ მიშოსაც დავემშვიდობები. -ვაახ, რა პერიოდი დაგიდგა. ყველა ბიჭს იცნობ. -ვინ ყველას გოგო? -ვინც საჭიროა, ყველას. -ცოტა აქტიურობა, სხვა კი არაფერი. გაფრენის დღეს მიშოს მივწერე. -დღეს მიფრინავთ? -კი, უკვე ყველანი ვემზადებით. -ძალიან კარგი, იმედია არგენტინაში ყველაფერი კარგად წავა. და ასე ადრე რატომ მიდიხართ? -ცოტათი მაინც უნდა შევეჩვიოთ იმათ დროს. ახლა იქ ღამეა და სძინავთ. -ანუ მატჩებს ვერ ვუყურებ? -მგონი არც მასე იქნება სხვაობა. სავარაუდოდ, ღამით იქნება თბილისის დროზე. -გვიან დაძინებისთვისაც მზად ვარ, არაუშავს. -გპირდები, რომ ჩამოვალ, მოვიცლი და გნახავ. -მეც სავარაუდოდ მაგ დროისთვის დამთავრებული მექნება ფინალურები. ვნახოთ აბა. -ჰოდა ძალიანაც კარგი. თორე ძალიან გაგვეწელა. ერთ თვეზე მეტია, შეხვედრას გპირდები. -ეგ არაფერი. მთავარია ახლა მსოფლიოზე კარგად გამოხვიდეთ. აბა თქვენ იცით [გულის სმაილი]. წინა მსოფლიოს შედეგის გამეორება ძალიან სასიხარულო იქნებოდა. -ყველას ეგ გვსურს. -საკმაოდ ძლიერი ჯგუფი კი შეგხვდათ. მაგრამ მაინც ვერ შეგაშინებენ. მაინც საუკეთესოები ხართ, მართლა. -[გულის სმაილები] მიშოსთან საუბრას მოვრჩი, მაგრამ საქმე არაფერი მქონდა და სოციალურ ქსელებში ბოდიალი დავიწყე. -გცალია, რომ დაგირეკო? - მომივიდა შეტყობინება ლუკასგან. ლუკა ჩემი ბიძაშვილია. მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ თანატოლები სანათესაოში და თითქმის სულ ერთად ვიყავით, ერთად ვიზრდებოდით. შემდეგ მისი მშობლები თურქეთში წავიდნენ და ლუკაც მათ გაჰყვა. ვკითხულობდი ხოლმე, როცა დრო მექნებოდა. -აუ კიი, მიდი. ვიდეო ზარს ვუპასუხე. კამერაში ლუკას უფროსი ძმა, ირაკლი გამოჩნდა. -ქრისტი, როგორ ხარ? -კარგად, შენ ირაკლი? -მეც კარგად. ლუკა წყლის დასალევად გავიდა და დამიბარა, სანამ მოვალ, დაელაპარაკეო. -სულ როგორ სწყურია მაგ ბიჭს? -რა ვიცი, აი, მოდის და თავად ჰკითხე. -ოჰო, ეს ვინ დავინახე. გადაკარგულო ადამიანო, ყოველთვის მე უნდა მახსენდებოდე? -მეც ძალიან მიყვარხარ, ლუკა, - გავიცინე. - რა ვქნა, ამდენი რაღაცის მოსწრებას ეხუმრები? უნივერსიტეტის გადამკიდე სოციალურ ქსელში გარბენით შევდივარ. -რავი, ხშირად ანთიხარ ხოლმე. -მერე რომ შევდივარ, ათასი ვიღაც მწერს ლექციებთან, დავალებებთან დაკავშირებით. -ვაიმე, და ჩემს ბეჯით გოგოს აცდენენ? ყველას სახელი და გვარი მითხარი, დავერევი სათითაოდ. -აუჰ, ინტერნეტში მაგარი ბიჭები რომ არიან და რეალურ ცხოვრებაში დიდი ვერაფერი, ისე იწყებ საუბარს. -ეს რა მაკადრე, ქრისტი? არა, ირაკლი, შენც გაიგონე ეს ყველაფერი? -როგორ გიყვარს, ლუკა, მასხრობებიი... ირაკლი, რას შვრებით მაქეთ? ხომ არ მოიწყინეთ? -დიდად არა, თურქულიც დავამუღამეთ უკვე და ხალხს ვესაუბრებით ჩვეულებრივ. ჩამოსვლას თუ დააპირებ, შენი გიდები ვიქნებით. -შენს თავზე ილაპარაკე, - მიუბრუნდა ლუკა. სამივეს გაგვეცინა. -შენ რას აკეთებ, ქრისტი? -რავი, შუალედურები დამიმთავრდა უკვე. სულ მალე კესოსთან უნდა წავიდე. -ისე, ვერ გავიცანი ეს კესო რაა. არადა სულ ახსენებ. -ჰოდა, ერთ დღესაც გაგაცნობთ. აუ, ისე არ აპირებთ ცოტა ხნით მაინც თბილისში ჩამოსვლას? -რავი, აგერ ირაკლი მუშაობს, დედა და მამაც ანალოგიურად. ერთი მე დავრჩი ასე უსაქმური და მუქთახორა, - გაიცინა. -აუჰ, ლუკაა. პატარა ხარ ჯერ, ეგ არაფერი. მთავარია, სკოლა დაამთავრო. მერე უნივერსიტეტი და სამსახურიც იქნება. -აუ, კაი რაა. ნუ მახსენებ, გთხოვ. ჯერ კიდევ ვერ მომინელებია, რომ ერთი წელი გამიცდა, სანამ თურქულს ვისწავლიდი. 18 წლის ბიჭი მეთერთმეტე კლასში უნდა ვიჯდე? -ირაკლი, დაამშვიდე, გთხოვ, თორემ გადმოხტება კამერაში. -შენ ერთხელ გითხრა და ლამის ყოველდღე ჩვენთან მაგას გაიძახის. არ გინდა, გამოგიგზავნოთ? გავაჩუქებ ძმას. -რა ხუმარა ხარ. მიდი, მიდი, შენს საბუთებს მიხედე, თორემ უფროსი გეჩხუბება. -უი, ირაკლი, გაცდენ? მიდი მაშინ. -ამას ნუ უსმენ შენ, ხომ იცი, ასეთ ხუმრობები აქვს. ვადა კვირის ბოლომდე მაქვს. ეს კიდევ წუთში ორჯერ მახსენებს, არ მორჩენილხარ, არ მორჩენილხარო. ლუკამ ამაყად ასწია თავი და გაიკრიჭა. -შეხედე რაა, როგორ ამაყობს. -თითქოს დღეს გაიცანი შენი ძმა, - მეც გამეცინა. -ეგეც მართალია. -ბიჭებო, ახლა უნდა გავიქცე, თორემ კესო მომკლავს. შემეხმიანეთ ხოლმე. -ჩვენ ისედაც გეხმიანებით. -კარგი, მეც ვცდი, - გავეკრიჭე. - აბა, კარგად. მშობლები მომიკითხეთ. -შენც. არც აკას ოჯახი გამოგრჩეს და სალი ჩამიკოცნე კიდე. -აუცილებლად. კესოსთან მივედი. სანამ აეროპორტში წავიდოდით, იკოსთან შეხვედრაზე მიამბო. იკო აშკარად დაინტერესდა მისით და კესოსავე სიტყვებით, იმაზე უკეთესი აღოჩნდა, ვიდრე თავად წარმოედგინა. ნელ-ნელა აეროპორტისკენაც დავიძარით. იქ იკოც დაგვხვდა. -ასე მალე თუ გნახავდი, არ ველოდი. -არც მე, ქრისტი. პრივეტ, კესო. აბა, რა ხდება? -ამას ჰკითხე, - თავით კესოსკენ ვანიშნე, - არ მომეშვა, წამოდი, წამოდიო. -და შენც უარი ვეღარ უთხარი, ხომ? -როგორ გამოიცანი. -გენიოსი რომ ვარ, აქამდე არ იცოდი? ცოტა ხნით მე გავჩუმდი და კესოსა და იკოს ვაცადე საუბარი. ოცწლამდელებიც დავინახე შემოსასვლელში. ხალხმა წარმატებების ყვირილი და ტაშის დაკვრა დაიწყო. მიშომაც გამოიარა. -წარმატებები, მიშო. -მადლობა, - მოტრიალდა და მიცნო, - ქრისტი, - გამიღიმა. -ყველა მეტოქე გააოცე. -შევეცდები. ერთ-ერთმა სხვა მოთამაშემ დაუძახა და მიშოსაც წასვლა მოუწია. კონტროლი გაიარეს და ესკალატორით მეორე სართულს მიაშურეს. -არ მეგონა, თუ მოხვიდოდი. რატომ არ მითხარი? - სანამ თვთმფრინავი აფრინდებოდა, მომწერა. -რა აზრი ჰქონდა? წესიერად მაინც ვერ გნახე. -სამაგიეროდ მე ხომ გნახე პირველად? -აუ, შენი სახე უნდა გენახა. ჩვეულებრივ რომ მოტრიალდი და მე შეგრჩი ხელში. -სასაცილოა არა? ჰოდა მედალს დაემშვიდობე. -უხ, შანტაჟი როგორ გიყვარს. -უფრო ხუმრობა. -მალე აფრინდებით? -კი, ინსტრუქციას გვაცნობენ. -მერე უსმინე. -უკვე ზეპირად ვიცი. -არაუშავს, მაინც. და კარგად გამოიძინე. გრძელი ფრენა გელით. -ვაა, მშობლებსაც კი არ დავურიგებივარ ასე. -ჰოდა, ვინმემ უნდა დაგარიგოს. -ინტერნეტი უნდა გავთიშო, ღვედებს გვაკვრევინებენ და აფრენასაც დავიწყებთ. -უსაფრთხო ფრენას გისურვებ [გულის სმაილი]. რომ ჩაფრინდები, მერეც მოგიკითხავ. -ასეთი ყურადღებიანი როგორ ხარ? -წადი, წადი, თორე წაგართვეს მობილური. მაგას მერე გეტყვი. -კარგი. მობილურიდან თავი ავწიე. კესო და იკო იმდენს ლაპარაკობდნენ, უბრალოდ აღარც ახსოვდათ, რომ სხვებიც არსებობდნენ მათ გარდა. გამეღიმა. ხელის შეშლას მოვერიდე და წყნარად დავდექი ჩემთვის. დავინახე, როგორ აფრინდა თვითმფრინავი. კმაყოფილი ვიყავი ყველაფრით, იმ სიტუაციით, რაშიც ახლა ვიმყოფებოდი. ჩემს ცხოვრებაში პირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა. არ მაწუხებდა უაზრო ფიქრები და არც მეგობრების ნაკლებობას ვუჩიოდი. მიშო საიტზე რომ შევნიშნე, მივწერე. -როგორ ჩაფრინდი? -კარგად, მაგრამ ძალიან დავიქანცე. -ეგ არაფერი, ახლა დაიძინე და დაისვენებ. -თან მეძინება და თან არა. ჩემი ორგანიზმი ვერ შეჩვეულა. -ისევ საფრანგეთში ჯობდა მსოფლიო, ხოო? -კიი, ამხელა სხვაობა მაინც არ იყო. -კარგი, ტკბილი ძილი [გულის სმაილი]. -შენც [კოცნის სმაილი], როცა დაიძინებ. ოცწლამდელებს მსოფლიო დაეწყოთ, მე პრეზენტაციები. მაშინ მივხვდი, რატომ იყო საშინელი ერთ დღეში სამი ლექცია. სამივე პრეზენტაცია ჩემი გასაკეთებელი იყო (ყველა ჯგუფური). ზუსტად ამ პრეზენტაციების დღეს იყო პირველი თამაში ჩანიშნული. მიშოს მხოლოდ წარმატებები ვუსურვე და პრეზენტაციაზე გავედი. სახლში გადაქანცული მივედი. მაშინვე გადავახვიე ჩანაწერი და თავიდან ვუყურე. სპეციალურად არ შევედი ინტერნეტში, რათა ანგარიში წინასწარ არ გამეგო. დაძაბული ვუყურებდი მატჩს და ბოლო წამამდე არ ვკარგავდი იმედს, რომ მოვიგებდით. სამწუხაროდ, დავმარცხდით. გავბედე და ინსტაგრამზე შევედი. პირველად მიშოს მონაწერები გავხსენი. გული ჰქონდა გამოგზავნილი. -კი საწყენია რომ წააგეთ, მაგრამ თამაშის ხარისხი ძალიან მომეწონა. იცი როგორი იყო? საქართველოს ოცწლამდელებში რომ არასდროს მინახავს. ეს იყო ღირსეული წაგება. ამისთვისაც დიდი მადლობა თქვენ. -რომ აღარ მომწერე, მეგონა გაბრაზდი, რომ წავაგეთ. -ვაიი, არა. არ იფიქრო, რომ მხოლოდ მოგების დროს ვარ თქვენი ფანი. აი კიდევ ერთი მიზეზი, რატომ უნდა მოგიყვე ჩემი რაგბისადმი დამოკიდებულება. -აბა ამდენი ხანი? თამაში 2 საათის წინ მორჩა. -როცა მოგწერე, იმწამსვე პრეზენტაციის გასაკეთებლად გავედი. სახლში მოსვლისას ეგრევე ჩავუჯექი თამაშს. „დასპოილერება“ კი არ მინდოდა და სოციალურ ქსელში ამიტომ არ შემოვდიოდი, სანამ ყურებას არ მოვრჩი. -ყველაფერი გასაგებია. -არ დამწუხრდეთ რაა. ვიცი, რომ წაგება მაინც ცუდ გუნებაზე აყენებს ადამიანს, მაგრამ მომავალ მატჩზე იფიქრე, სადაც შეგიძლიათ უკეთ გამოხვიდეთ. არ ვიძახი, რომ ამ თამაშს რამე დააკელით. უბრალოდ მეტოქე მართლა ძალიან ძლიერი შეგხვდათ. -ნუ, ეს დღე მაინც არ გვექნება კარგი განწყობა. ხვალიდან უკვე შემდეგ თამაშზე გადავერთვებით. -აუ, შემდეგი თამაშის თარიღი და დრო ვნახე. ჩემს მორიგ პრეზენტაციას ემთხვევა. -ანუ ისევ გვიან გელოდო? -წარმატებებს მაინც გისურვებ. -და მაგ პრეზენტაციისთვის მომზადება არ გინდა? -ხვალიდან დავიწყებ. ვნახოთ, მე უფრო უკეთ მოვემზადები პრეზენტაციისთვის, თუ შენ თამაშისთვის. -კარგი [სიცილის სმალი]. მანდ უკვე თორმეტი ხდება. არ იძინებ? -აუ, ისეთი გათიშული ვარ, ვერც ვხვდები, მღვიძავს თუ მძინავს. -ჰოდა, დაიძინე, მიდი. ტკბილი ძილი [კოცნის სმაილი]. -შენც [კოცნის სმაილი]. პრეზენტაციის წინა ღამე ლამის გავათენე. ჩემთვის გვიან, 2 საათზე დავწექი. დილით მაღვიძარამ ადრე დარეკა. იმდენად გათიშული ვიყავი, ვერც კი დავინახე, სააბაზანოს კარი ღია იყო თუ არა. თავი ვთხლიშე და წამოვიკივლე. თურმე არც 2 პრეზენტაციის ერთ დღეს ქონა ყოფილა მარტივი. წარმატებები კვლავ ვუსურვე მიშოს და ზუსტად იგივე პროცედურა გავიმეორე, რაც სამშაბათს. ისევ წავაგეთ. -არანაირად იფიქრო შენს თავზე, როგორც წაგებულზე. იცი როგორი გუნდები შეგხვდნენ პირველ ორ თამაშში? უპირობო ლიდერები, სადაც მაინც ვიტოვებდით გულის სიღრმეში იმედს, რომ მოვიგებდით. ჰოდა, ახლა სწორედ ეს იმედია გაცრუებული. ჩვენც რომ ასეთ მაღალ დონეზე გვქონდეს ყველაფერი ქვეყანაში მოწყობილი, მათზე ნაკლები არ ვიქნებოდით. დამშვიდდი. ყველაფერი წინაა. შოტლანდიას უნდა ვაჩვენოთ, რომ წინა წელს კი არ გაგვიმართლა, მართლაც ვჯობივართ ყველანაირად. -მწვრთნელად მუშაობა არ გიცდია? ისეთ სამოტივაციო ტექსტებს ამბობ, რავი. მწვრთნელს ვანახებ, რომ ბიჭები ასე გაამხნევოს ხვალ. -ხუმრობის ხასიათზე რომ ხარ, კარგია. -აღმოჩნდა, რომ შენ უფრო მომზადებული იყავი პრეზენტაციისთვის? -არ ვიცი, ჯერ ქულები არ გვითხრეს ლექტორებმა. -ლექტორებმა? -ჰო, ორი პრეზენტაცია მქონდა. -არ გეზარება? -ძალიან, მაგრამ სხვა რა გზაა. სამაგიეროდ, მოვრჩი ლექციებს და ფინალურებიღა დამრჩა. -ოჰოო. -გაცინო? -მიდი. -პირველი ფინალური თქვენს თამაშს ემთხვევა. -სპეციალურად გიკეთებენ? -ბედი დამცინის. როგორ ვერ ვიტან, გვიან რომ ვიგებ ყველაფერს. -ფინალური უფრო მნიშვნელოვანია, თუ რაღაც თამაში? -რაღაც თამაში არაა, რაგბია. -არაუშავს, მაინც ხომ ნახავ? -არ გამოვტოვებ. იმედია დარჩენილი ორი თამაშიც ასე არ იქნება. -ფინალურები ამდენ ხანს გიგრძელდება? -სამ კვირაზე ანაწილებენ. -გასაგებია. -დაისვენე, აღარ მოგაცდენ [გულის სმაილი]. -არც მაცდენდი [კოცნი სმაილი]. შენც დაისვენე, კარგად. -კარგად. ფინალურებამდე კესოს შევუარე. -მომიყევი აბა, შენ და იკოს შორის რა ხდება. -რავი, ჯერ კიდევ უკეთ ვიცნობ. აი უბრალოდ ყველანაირად იდეალური ბიჭია. -ერთი მასეთი მეც მიშოვე რაა. -მოიცა, მეგონა უკვე ნაშოვნი გყავდა. -ვინ? -მიშო. -არა, გოგო. ძალიან საყვარელი ბიჭია, მართლა. უბრალოდ მასეთი თვალით ვერ ვუყურებ. ილიას ამბის მერე მიჭის ბიჭს სხვანაირად შევხედო. -ვახ, რა საინტერესოა. -ძმაკაცები ხო მინდა. კესო, შენი მობილურის ხმაა. -გამიშვი, - ლამის ხელისკვრით მომიცილა. თავი მობილურში ჩაღუნა და პასუხის ღირსად ძლივს თუ მხდიდა ხოლმე. -კაი, კესო, მე წავალ და გაცდი იკოსთან მესიჯობას, - გამეღიმა. - კარგად. -კარგად, ქრისტი, მადლობა. კესოსი სრულებით მესმოდა. მეც მასე ვიყავი ჩემს ძველ შეყვარებულთან. დავრფინავდი, რამეს რომ მწერდა. კესოს შემხედვარე, ძველი დრო გამახსენდა. საბოლოოდ კი შორს შევტოპე და უსიამოვნო ნაწილსაც მივადექი - დაშორებას. *** ფინალურებამდე ბავშვები უნივერსიტეტში შევიკრიბეთ და ერთიანად გავიმეორეთ მასალები. -აუ, ქრისტი, გამოცდაზე ჩემ წინ ხომ დაჯდები? -ვაიმე, გიო, ჩემგან გადაწერას აპირებ, თუუუ? -ვაიდა უცებ რამე არ გამახსენდეს? -ახლა მომწყდი თავიდან. ამდენი ხანი ტყუილად ვლაქლაქებდი? -კაი, ქრისტი, ხომ იცი, როგორ უყვარს წუწუნი, - ჩაერთო ნიკაც. - თუ გადაწყვეტ, ჩემ წინაც შევინახავ ადგილს. -ახლა ორივე მოცილდით აქედან. წადით სახლებში და კარგად იმეცადინეთ. საღამოს შემოვალ მესენჯერის ჩათში და თუ რიამე კითხვა გექნებათ, შევეცდები, აგიხსნათ. -საუკეთესო ხარ, ქრსიტი რაა. -ვიცი, ვიცი. ფინალურები კარგად მიდიოდა. ჩემი აზრით, ყველას იდეალურად ვწერდი. გაირკვა, რომ ჩვენ შოტლანდიელებს მოვუგეთ. შოტლანდიას ფიჯიც მიჰყვა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მიშოც ხშირად მწერდა ხოლმე. დადგა გადამწყვეტი მატჩის დღეც: საქართველო - იტალია. მიშოს ტრადიციულად წარმატებები ვუსურვე. ყველაფერი ცუდად დაიწყო. ვაგებდით, თუმცა ვიცოდი, რომ დიდი პოტენციალი გვქონდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ორი ლელო დავდეთ და მეც ბედნიერმა განვაგრძე ყურება. სამწუხაროდ, გავტყდით და დავმარცხდით. ცუდ ხასიათზე დავდექი. ყველაზე მეტად მსაჯზე ვბრაზობდი. -ანგარიშს ნუ უყურებ, იტალიელები ყველაფრით დაჩაგრეთ [გულის სმაილი] - მივწერე მიშოს და პასუხს დაველოდე. პასუხი იმ დღესვე არ მოუწერია. რადგან მატჩი გვიან იყო, მე დავიძინე და დილასღა ვნახე მონაწერი. ალბათ ახლა მიშოს ეძინებოდა. საუბარი საღამომდე გადაიდო. -ასე თვლი? -კი. მსაჯი კი ნამდვილად არ მომეწონა. ვიცი, არ უნდა ვამბობდე, მაგრამ აშკარად იტალიის მხარეს იყო. -არ ვიცი, რაც იყო, იყო. -ღმერთო ჩემო, ეს რაგბის წესები და ყველას პატივისცემა. დიპლომატები დადგებოდა თქვენგან საოცრად მაღალი კლასის. შენ თუ თავს შეიკავებ, მე ვიტყვი ერთი-ორ ცუდს მსაჯზე. წაგება თქვენი ბრალი მართლა არ იყო. თან რაც მთავარია, მომავალ წელსაც ვიქნებით მსოფლიოზე. -ჰო, ძალიან ბევრ ბიჭს კიდევ უწევს ერთი მსოფლიო, მე აღარ. -უუჰ, ეგ არაფერი. შენ ეროვნული გელოდება [ჩახუტების სმაილი]. -ხმამაღალი განაცხადია. -ამ მსოფლიოზე მართლა ძალიან მაღალი დონე აჩვენეთ თითოეულმა. რამდენი სტატია დაიწერა თანაც თქვენზე? იტალიელები კი უბრალოდ დაბოღმილები იყვნენ, რომ სამი წლის წინ მსოფლიოზე პირველად მოხვედრილმა ქართველებმა დაამარცხეს. -საიდან გაფიქრდება ასეთები? -ტვინი ჰქვია ორგანოს, საიდანაც იდეები მებადება [სიცილის სმაილი]. -აჰაა [სიცილის სმაილი]. იშვიათობა იქნება. -საკმაოდ, კიი [სიცილის სმაილები]. ყველას კი არ აქვს. ასეთი ნიჭიერი ვაარ. -მაგაზე გამახსენდა. ფინალურების საქმე როგორ მიდის? -გუშინ მქონდა ბოლო ფინალური. ორის პასუხი უკვე ვიცი და ყველაფერი რიგზეა. -ძალიან კარგი. ახლა შეგიძლია დაისვენო. -ეგ შენც შეგიძლია, თავისუფალი ხარ [სიცილის სმაილი]. -ჯერ არგენტინაში ვარ. დიდი ვერაფერი თაისუფლებაა. -შენ იმას მაინც იტყვი, ამ ზაფხულს არგენტინაში ვიყავიო. -ეგეც მართალია [სიცილის სმაილი]. -გეუბნები, ტვინი [სიცილის სმაილები]. რადგან უკვე საქმე აღარაფერი მქონდა, აკასთან წავედი სალის მოსანახულებლად. -ვაა, დაკარგული გამოჩნდა. რას მივაწეროთ შენი სტუმრობა? -მომენატრეთ და მოგინახულეთ. ჩემი ძმიშვილი სადაა? -შუადღეა და სძინავს. -ვაა, მიაჩვიეთ? -აუ ძლივს მიაჩვია ბებიამისმა. -და ჩემი რძალი სადაა? არასდროს სახლში რომ არ მხვდება. -მუშაობა დაიწყო. -ვააჰაა, მიულოცე ჩემგან. შენ არ აპირებ? -ვერც კი წარმოიდგენ, რამდენგან ვცადე. ან მე მიწუნებენ, ან თავად ვიწუნებ სამსახურს, სადაც მონად ყოფნა მიწევს. -აუ, იმედია მეც მასეთი შემოთავაზებები არ მექნება. -შენ, გენაცვალე, ისეთ უნივერსიტეტში სწავლობ, სულაც რომ უნდოდეთ, სახელს ახსენებ და ვეღარ შემოგბედავენ. სალის გასეირნება არ გინდა? -აუ კიი, ოღონდ ცოტა აგრილდეს რაა. -3 თვე არ აპირებ ანუ მის გასეირნებას? -მზე ცოტა გადავიდეს-მეთქი, ვიგულისხმე. -ააა, ჰოო, გაეღვიძება, ცოტა აქ გაერთეთ და ეგაა. ოღონდ ეგ სათამაშო მომეცი, დავმალავ. -რატომ? -წასვლას რომ დააპირებ, მაშინ მიეცი. ხომ იცი, ტირილს იწყებს ხოლმე და იქნებ რამით გავაჩუმოთ. -კარგი იდეაა, გამომართვი. სალიმაც გაიღვიძა. საღამოს ვისეირნეთ. ერთგან ფეხი გადაუბრუნდა და ლამის წაიქცა. რომ არ ეტირა, ხელში ავიყვანე. სწორედ ამ დროს დამირეკა კესომ. -გისმენ. -ქრისტი, ჩემთან არ მოდიხარ? -შენთან რა მინდა? -დღეს რა რიცხვია, დაგავიწყდა? ვერ გავიხსენე და მობილურს დავხედე. -ოცდაოთხია, ვაიმე... ოცდაოთხია. რომლისთვის გადიხარ? -თერთმეტზე გავდივარ. იცოდე, აქ იყავი. -აუცილებად, სულ ამომივარდა თავიდან. სალის ვასეირნებ ახლა. აკას მივუყვან და მერე მანდ წამოვალ. კიდევ კარგი, შემახსენე. -შენ რაღაც ძალიან გადაგღალა სწავლამ. დასვენება გინდა, დასვენება. ბნელდებოდა, სალი აკასთან რომ დავაბრუნე. -არ გავუბრაზებივარ, კარგად მოიქცა. კინაღამ წაიქცა, მაგრამ გადარჩა და არც უტირია. სულ უფრო ჭკვიანდება ჩემი ძმიშვილი, - ლოყაზე ვაკოცე. - უი, ნინი, მოხვედი? როგორ ხარ? -ცოტათი გადავიღალე. ჯერ ვერ შევეჩვიე სამსახურს. -აკა ხომ არ გაბრაზებს? ვეჩხუბები. -არ გინდა, - გაეცინა. - ჩხუბი მეც ვიცი, მაგრამ დამჯერი ბიჭია. -უნდა გავიდე მე, კესოსთან ავდივარ. გამიხარდა, რომ გნახეთ. აკა, სალის სათამაშო მიეცი. რა სისწრაფით გავიქეცი იქიდან, ვერც კი გეტყვით. ავტობუსს სულზე მივუსწარი. კესოსთან 10 საათისთვის ვიყავი. -ფორმებით მოდიხართ? -რა თქმა უნდა. -და რა მაინტერესებდა... იკო... -მოდის, - არც კი დამაბოლოვებინა კითხვა. -აჰაა, გასაგებია. ჯერ კიდევ არაფერს გეუბნება? -რა უნდა მითხრას? -რავი, რომ მოსწონხარ. არა? -ნუ გამაგიჟებ ხოლმე შენი ფანტაზიებით, გთხოვ. -არ გაგიჟებ, არაა. იმიტომ იპრანჭები შენც. -მეე? საიდან მოიტანე? -აბა ამდენი ხანი რატომ არჩევ, მაგ მაისურს რომელი ფეხსაცმელი მოუხდება. -კომფორტულ ფეხსაცმელს ვეძებ. -ხო, ხო, ეძებ, აბა რაა. პირდაპირ აეროპორტში მივდივართ? -არაა. ჯერ უნდა შევიკრიბოთ ქომაგები. მერე ერთად წავალთ. -ხო რა, დროც გავა მანამდე. ლოდინი არ გინდა? -ისე, მიშომ იცის, რომ ხვდები? -არ მგონია. ეჭვი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მე არაფერი მითქვამს. -მთლად უკეთესი, გაუხარდება. -მოიცა რაა, თორმეტსაათიანი ფრენის მერე ალბათ დედამისის დანახვაც კი არ გაუხარდება. -ვნახოთ. პირდაპირ იმ ნაწილზე გადავალ, როცა გამოცხადდა, რომ თვითმფრინავი ჩამოვიდა. ნახევარი საათი მაინც ისე ვიდექით. სანამ ახლა ისინი აეროპორტამდე მოვიდოდნენ, პასპორტ კონტროლს გაივლიდნენ, შემდეგ ჩემოდნებს იპოვიდნენ, კი გავიდოდა დრო. რამდენიმე ჩვეულებრივი მგზავრი გამოვიდა. ცოტაც მოვიცადეთ და მორაგბეებიც გამოჩნდნენ. ყველამ ტაშის დაკვრა დაიწყო. ბევრს მივულოცე. შემდეგ მიშოც გამოჩნდა. რამდენიმე ქომაგი მივიდა და ფოტო გადაიღო. -შენ არ გინდა ფოტოს გადაღება? - მე მომიბრუნდა მიშო. -იყოს, ზედმეტად დაღლილი სახე გაქვს. სხვა დროისთვის გადავდოთ. -ავტოგრაფი? -ხელზე თუ დამაწერ, - გამეცინა. კესომ არსაიდან კალამი და ბორჯღალის პოსტერი გააჩინა. მიშომაც ავტოგრაფი დამიტოვა. -წარმატებები, შეგეხმიანები. -შენც. აეროპორტიდან გადაქანცულები წამოვედით. კესოსთან მისვლას ვაპირებდი, მაგრამ იკოს ესაუბრებოდა და ხელი აღარ შევუშალე. მხოლოდ იკოსთან დამშვიდობებისასღა მივედი მასთან. -აბა, რას ლაპარაკობდით ასეთს? -არაფერი ისეთი, რაღაცას მიყვებოდა. -აჰაა, კაი. წავედით ჩვენც? -კი, კი. რამდენიმე დღე კესოსთან დავრჩი. -ქრისტიი, შენი მობილური წვალობს. -გთხოვ, შენ ნახე, სააბაზანოში ვარ. -ინსტაგრამზე გწერენ. -ვინ არის? -მიშოა. -მოვდივარ. ხელები სასწრაფოდ შევიმშრალე პირსახოცზე და კესოს მობილური გამოვართვი. -რას შვრები, ქრისტი? -პრინციპში, არაფერს. შენ? -რავი, ვისვენებ. უფრო სწორად, მალე წავალ დასასვენებლად და მინდოდა, მენახე. -აა, გასაგებია. როდის მიდიხარ? -ერთ კვირაში. შენ ხომ გცალია? -კი, კი. როდის ფიქრობ შეხვედრას? -ხვალ გცალია? -კი, მთელი დღე თავისუფალი მაქვს. -კარგი, მაშინ თორმეტისთვის გნახავ. -სად? -რესპუბლიკის პარკთან გაწყობს? -კი, 12-ზე მანდ ვიქნები [გულის სმაილი]. -[გულის სმაილი]. -აბა, რა მინდაო? - მომიბრუნდა კესო. -ხვალ უნდა ვნახო. -აუუ, იმ მედალს არ მაჩუქებ? -იკომ გაჩუქოს. -იკომ გაჩუქოს, - გამომაჯავრა კესომ. - მეც რომ წამოვიდე, არაა? -შენ რაღა გინდა. ჯერ მეც არ ვიცნობ წესიერად. -კარგი, მაგრამ მერე გამაცნობ. ბოლო-ბოლო ქომაგი ვარ. -გპირდები, გაგაცნობ. -ძალიანაც კარგი, - გაიცინა. -დღეს ბარემ წავალ სახლში. უკვე კისერზე ვასხედვართ ორივე შენს ოჯახს. -არ დამეკარგო, იცოდე. -მეე? როგორ გეკადრება. -დასასვენებლად ხომ არ მიდიხარ სადმე? -აკას მიჰყავდა სალი საირმეში და მეც შემომთავაზა. იქითა კვირის ბოლოს მიდის. -აუ, საირმე ძალიან მაგარია. წაჰყევიიი, ცოტას მაინც დაისვენებ. -მერე უარი ვინ თქვა? - გამეცინა. სახლში დავბრუნდი, მეორე დღისთვის კი აღარაფერი დავგეგმე. 12 საათისთვის რესპუბლიკის ბაღის შესასვლელთან ვიდექი. მომღიმარი მიშოც შევნიშნე. -როგორ ხარ? - გადავკოცნე. -კარგად, შენ როგორ ხარ? -ჯერ ნორმალურად, რავი. -ჰო, ეს შენ, - ოფიციალურად გადმომცა მედალი. - სულ ერთხელ მეკეთა. წამო, ბაღში შევიდეთ. ბაღში შევედით და სეირნობა დავიწყეთ. -აუ, რა ლამაზია. აქამდე კი არასდროს ვყოფილვარ. არადა ყოველდღე გვერდით ვუვლი. -კი, მეც ძალიან მომწონს. სიმშვიდეში ყოფნა თუ გინდა და ქალაქიდან ვერ გადიხარ, იდეალური ადგილია. -ანუ როცა თამაში გაქვს და ვერსად მიდიხარ? - გამეღიმა. -უმეტესწილად მაგ დროს, კიი. ზოგჯერ ვარჯიშებიდანაც, მეგობრებს სადმე გასვლა თუ უნდათ. -ზეპირად გეცოდინება მაშინ უკვე, ყელში არ ამოგივიდა? -სულაც არა. განა ყოველდღე დავდივარ. -აუ მეც მაქვს მასეთი ადგილი. მე და ჩემი დაქალი დავდივართ ხოლმე ყოველ წელს. -საიდუმლო ადგილია? -არაა. კრწანისის სკვერში ავდივართ ხოლმე. -საიდან აღმოაჩინეთ. -ეგ სულ ოდნავ სამარცხვინო ისტორიაა, - ხელები სახეზე ავიფარე. -ვაა, დავინტერესდიი... - გაეცინა მიშოს. -ადრე ერთი ბიჭი მომწონდა. ვიცოდი, რომ კრწანისში ცხოვრობდა, მაგრამ ზუსტად სად, წარმოდგენა არ მქონდა. ჰოდა, ჩემმა ექსპერტმა დაქალმა მისი სანათესაოს ფოტოები გადაქექა და სახლიც ვიპოვეთ. -არაა, - ახარხარდა მიშო. -ნუ დამცინიი. იცი, როგორ მეშინოდა, რომ დამინახავდა? -მერე რაღას მიდიოდი? -მეც მაინტერესებდა. მიშომ უფრო ხმამაღლა დაიწყო სიცილი. -ნუ დამცინი, 300 წლის ყრუ ყვავიც კი დაფრთხა. -მერე როგორ გრძელდება ისტორია? - სიცილ-სიცილით მკითხა. -მაგ სკვერში ვსხდებოდით ხოლმე. იმდენად მოგვეწონა, ბიჭი აღარ მაინტერესებს და იქ მაინც ავდივართ. -აუ ახლა წარმოვიდგინე, ვინმე დიღმელი რომ მოგეწონოს, - ისევ სიცილი დაიწყო. -არა რაა, არ უნდა მომეყოლა ეს ამბავი. -მაგრამ უკვე გვიანია. სიტყვებს უკან ვეღარ წაიღებ. -ისე იცინი, თითქოს რამე მსგავსი ისტორია თავადაც არ გქონდეს. -მართალია, მაქვს. -აუ, მომიყევი რაა. -არა, - გაიცინა. - მე ჭკვიანი ბიჭი ვარ. -სპორტსმენი რომ ჭკუაში გაჯობებს რაა. -ფაქტია, რომ გაჯობებს. -გეყო სიცილი, დაიხრჩობი. -შენ ჩემზე ნუ დარდობ. -შენზე კი არ ვდარდობ, შენი სიკვდილი მე დამბრალდება და არ მინდა ასეთ ახალგაზრდა ასაკში ციხეში ჩაჯდომა. -მაგაზე მაშინ გეფიქრა, მაგ ისტორიას რომ ყვებოდი. -კარგი, ეს თემა გავიარეთ. რაგბიზე რა ხდება? -რა უნდა ხდებოდეს? არაფერი. ჩამოვედით და ვართ ასე. -არანაირი შემოთავაზება? -ძალიან ხშირად ნუ მიმეორებ მაგას, თორემ მართლა დავიწყებ ფიქრს. -მე გეუბნები და... სანაძლეოსაც კი დაგიდებ, რომ ერთ წელიწადში უკვე შემოთავაზებები თავზესაყრელად გექნება. -კარგი, - ხელი ჩამომართვა. -ვინ ჩაჭრას? ვიღაც ბიჭთან მივედით. -უკაცრავად, სანაძლეო დავდეთ და შეგიძლიათ, რომ ჩაგვიჭრათ? იმ ბიჭმა უცნაურად შემოგვხედა და სანაძლეო ჩაჭრა. -აუუ, იცი როგორ გვიყურებდა? ესენი სრულ ჭკუაზე არ არიანო. ისე, რაზე დავნიძლავდით? -მაგას მოვიფიქრებთ. -აშკარად არ ვიცით დანაძლევების პრინციპი, - გამეცინა. - რაგბის გარდა რას საქმიანობ? -ჯერ-ჯერობით არაფერს. სწავლა მინდოდა უნივერსიტეტში და ვერანაირად ვერ დავარეგულირე გრაფიკი. -აუ, ეგ რა ცუდია მართლა. არაუშავს, რომ მორჩები სპორტს, მერეც შეგიძლია სწავლის დაწყება. შენ ფული გადაიხადე და უარს კი არავინ გეტყვის. -რა იყო, უნივერსიტეტის გახსნას აპირებ? -ხო, დღე-დღეზე მშენებლობა მთავრდება და ლექტორებსაც მოვძებნი. ისე, ხუმრობა რომ გვერდით გადავდოთ, ბევრი კოლეჯია გახსნილი, სადაც ზაფხულობით შეგიძლია განათლების მიღება. -არ ვიცი, ვნახოთ. დასვენება ხომ მინდა? -შენ აბა ახლა გენაცვალე, დასვენებაც გინდა, სწავლაც და სპორტიც. ეგრე სადაა. -მოვიფიქრებ. დრო მაქვს ჯერ. -სანაცნობო წრე დაახამე უკვე, არგენტინაში რომ იყავი? -საიდან იფიქრებ? -ასეთი გენიოსი ვაარ. -ხო, იმ ამბიდანვე შეგატყვე. -არასდროს მოგბეზრდება, არა? -არა. ისე, მეტი მასეთი ისტორია აღარ გადაგხდენია თავს? -არა, სხვა არავის ჩავსაფრებივარ. -ისე, რის იმედად იგებდი მისამართს? -საქმე არაფერი მქონდა, ფაქტია, დიდი ტვინითაც ვერ დავიკვეხნიდი. რაც მეტი იცი ქრაშზე, მით უფრო კარგად გრძნობ თავს. დამიჯერე, ბიჭები ამას ვერ გაიგებთ. -ქალური სოლიდარობა? -ეჰ, ეს ვის ყბაში ჩავიგდე თავი. მიშომ ამ ისტორიაზე კიდევ ბევრი იცინა. ცოტა ხნით კაფეში დავსხედით საჭმელად. შემდეგ რუსთაველს გავუყევით სეირნობით. ბევრი ვისაუბრეთ და მზის ჩასვლამაც მოგვისწრო. -ის რომ მაინც არ მოგიყოლია? რატომ ხარ ასეთი გადამკვდარი ფანი. -დარწმუნებული ხარ, რომ მაგ ისტორიის მოსმენა გინდა? სასაცილო სულაც არაა. -ახლა ხომ იმაზე უკეთ გიცნობ, ვიდრე პირველად მოწერისას? -კი. -ჰოდა, გისმენ. -დაახლოებით ორი წლის წინ ახლობელმა წამიყვანა რაგბის თამაშზე. პირველად მაშინ მქონდა შეხება რაგბისთან, მაგრამ არაფერი არ ვიცოდი მის შესახებ და არ დავინტერესებულვარ. 6 თვეც არ იყო ამ ამბიდან გასული, რომ ორმა უახლოესმა მეგობარმა გადამაგდო. ადამიანები, რომლებსაც ყოველდღე ვწერდი და ვკითხულობდი, უცებ გამიუცხოვდნენ. შეწყვიტეს ჩემთან მიმოწერა და ძალიან ჩვეულებრივი, რიგითი გამვლელივით მექცეოდნენ. განადგურებული ვიყავი. აღარავინ მყავდა. სერიოზულ დეპრესიაში ვვარდებოდი. წარმოიდგინე, ერთ დღეს ვიღაცას სწერ და მეორე დღეს აღარ იცი, ამდენ თავისუფალ დროს რა უყო და რა წყალში გადახტე. -ასე ერთ დღეში დაგცილდნენ? -არა, ნიშნები ჰქონდათ, მაგრამ ისინი ვერ ან არ ხვდებოდნენ. თავიდანვე ვეუბნებოდი, რომ ჩემთან ისე აღარ იყვნენ. ცალ ყურში შეუშვეს და მეორედან გამოუშვეს. მეჩვენებოდა, რომ ნამეტანს ვითხოვდი. ჰოდა, თავს ვიკავებდი ძალიან ხშირად რამის შეხსენებისგან. თითქმის ყველასთან კონტაქტი შევწყვიტე. ყველაფერი უაზრობად მიმაჩნდა. ვერც კი მივხვდი, ისე ჩავვარდი დეპრესიაში. დეპრესიას დაემატა ისიც, რომ ადამიანების ნდობა დავკარგე. უკვე თითოეული საქციელი ორპირობა მიმაჩნდა. სწორედ მაშინ შევეშვი ფეისბუქს და ინსტაგრამზე გადავცხოვრდი. მანამდე დიდად არ ვიყენებდი. ხალხის დამატება დავიწყე. მალევე შემთხვევით წავაწყდი ერთ-ერთი მორაგბის ინტერვიუს. ძალიან მოვიხიბლე და დამაინტერესა, რაზე საუბრობდა. ჩავუჯექი ერთ თამაშს და ეს ერთი ოცად გადაიქცა. ორ კვირაში უკვე რაგბის გაგიჟებული ფანი გავხდი. მხოლოდ შემდეგღა გავიაზრე, რომ სოციალური ქსელი და ხალხთან კონტაქტი აღარ მადარდებდა. რაგბიმ მოახერხა და დეპრესიიდან გამომიყვანა. „მეგობრებთან“ მიმოწერაში გატარებული დრო რაგბის თამაშების ყურებამ ჩაანაცვლა. ამან თითქოს გულში სიცარიელე შემივსო. ის ხალხი საერთოდ მიმავიწყა. ისევ ისეთი ხალისიანი ქრისტი გავხდი. ასე რომ, რაგბის ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და უბრალოდ გასართობი თამაში არ არის. ამდენი ხნის შემდეგ თამაშზე პირველად ზუსტად მაშინ მივედი, შენ რომ ტრავმა მიიღე. მიშოს შევხედე. შევატყვე, რომ უნდოდა რაღაცნაირად დავემშვიდებინე, მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობდა. -არ მეგონა, ამხელა მნიშვნელობა თუ ჰქონდა შენთვის. -ალბათ შენც გეგონა, ვინმე მორაგბე მომეწონა და რაგბი წესიერად არც ვიცოდი, არაა? -მასეა, კი. -უიი, შეცდი. მაგ ამბის შემდეგ ვცდილობ, ამდენად დამოკიდებული აღარავისზე ვიყო. ხალხს ძალიან რთულადღა ვენდობი. მხოლოდ ჩემი თავის იმედი მაქვს. აი, როგორც თამაშზე, შენი თავის იმედი რომ უნდა გქონდეს, - გახუმრება ვცადე. -მე დანარჩენი 14-ის იმედიც მაქვს. -აუ, აი, ეგ არ მიყვარს რაა. ყველას გავიწყდებათ ის 8 სათადარიგო. ისინი რომ არა, მოთამაშეები ისე გადაიქანცებოდნენ, შეიძლება მოგებული თამაში წაეგოთ. -ხოო, მართალი ხარ. მართალია, უკვე სხვა თემაზე ვსაუბრობდით, მაგრამ მიშოს შევატყვე, რომ ჯერ კიდევ იმ თემაზე ფიქრობდა. ნაწილობრივ მისმენდა. -ყველაფერი კარგადაა, მიშო. რომ არ ყოფილიყო, ასე ლაღად ვერ მოგიყვებოდი. -ლაღად არც მოგიყოლია. სევდა შეგატყვე. ჯერ კიდევ დარდობ მათზე? -თავიდან მეშინოდა, რომ მეგობრებს დავკარგავდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ძალით ვაკავებდი მათ. ეს კი მეგობრობა არაა. რატომ უნდა გავცემდე მე ყველაფერს და საპასუხოდ ვერაფერს ვიღებდე? ჰოდა ისეთი ხალხის დაფასება დავიწყე, ვინც თავადაც მაფასებს, ისეთს მიღებს, როგორიც ვარ და არ ცდილობს ჩემს შეცვლას. -რაგბმა ასე ადვილად როგორ შეგცვალა? -ადვილი არ ყოფილა. მათ სულ ვნახულობდი. მაგრამ ჩემი თავის დაფასება ვისწავლე. რაგბი საშუალება იყო დეპრესიიდან გამოსასვლელად. თუმცა ჩემი ფასეულობებიც შეცვალა, ბევრ რამეზე დამაფიქრა. უბრალოდ, რატომ უნდა ვეხვეწო სხვებს რამე? -არც უნდა ეხვეწო. შესანიშნავი გოგო ხარ და მათ გარეშეც იპოვი მეგობრებს. -ვიცი, ვიპოვე კიდეც: კესო - ჩემი დაქალი და ახლა უკვე შენც, - მხარი გავკარი და გავიცინე. -აბა, ხალხს ასე ადვილად არ ვენდობიო? -პოტენციალი გაქვს, ვნახოთ, რას იზამ. -და რას ითხოვ? -დაფასებას და ყურადღებას. -მიღებულია, - ხელი გამომიწოდა. ჩამობნელდა და სეირნობა კიდეც უფრო სასიამოვნო გახდა, მაგრამ აგრილდა კიდეც. -აუ, ასე გავცივდებით. მგონი აჯობებს, სახლში დავბრუნდეთ. -არ ჩანს ცუდი იდეა. -სად ცხოვრობ? -საბურთალოზე; ოღონდ, ძალიან გთხოვ, არ მითხრა, მიგაცილებო. -რა კარგია თავად რომ თქვი, მაინც მეზარებოდა, - გაიცინა. -შენ სად ცხოვრობ? -მეც საბურთალოზე, სამედიცინოს მეტრო მაწყობს. -მე ტექნიკური. -დაახლოებით ერთი გზა გვქონია. მეტროში ჩავედით და საუბარი იქ გავაგრძელეთ. -ყოველთვის მეშინოდა მეტროსი. განსაკუთრებით მაშინ, როცა შუა გვირაბში ჩერდება. ალბათ დიდი ხნით რომ გაჩერდეს, პანიკაში ჩავვარდები. -ძმაკაცმა მითხრა, ერთხელ 40 წუთით გაჩერდაო. -მართლაა? მოგატყუებდა. -არ მგონია. -ვაიი, ჭკუიდან გადავიდოდი. იმდენს ნუ იზამ, მეტროში საერთოდ აღარ ჩამოვიდე. -მე უბრალოდ ფაქტი გითხარი. -როგორ დამამშვიდე. ჩავედი მე. დიდი მადლობა მედლისთვის, - გადავკოცნე. -სახლში რომ მიხვალ, მომწერე. -თუ გამახსენდება. შენც. სახლში რომ მივედი, მაშინ ვიგრძენი, რომ დავიღალე. ვაიფაიც ჩაირთო და ინსტაგრამზე შევედი. ჯერ სიახლეებს ჩავუყევი, სთორები დავათვალიერე და გამახსენდა, რომ მიშოსთვის უნდა მიმეწერა. -მივედი. თავად დაახლოებით 10 წუთის მერე მომწერა იგივე. სამაგიეროდ, კესომ ამაწიოკა. -ქრისტიი, აბა რა მოხდა? მთელი დღე საიტზე რომ არ იყავი? -რავი, ვისეირნეთ და ბევრ რაღაცაზე ვილაპარაკეთ. -ძალიან კარგი. ახლა რისთვის გწერ. მოკლედ, იკოს ძმაკაცმა თქვა, რომ „ფართი“ უნდა მოაწყოს. ამანაც უარი არ უთხრა. შენც წამოდიო და დავთანხმდი, მაგრამ სულ უცხო ხალხში არ მინდა ყოფნა და ძალიან გთხოვ, შენც წამოდი რაა. -მე არ ვიქნები სულ უცხო ხალხში? -მე ხომ იქ გეყოლები? -იცოდე, გვერდიდან თუ მომცილდები, ავდგები და წამოვალ. სადაა „ფართი“? -თავისსავე სახლში აწყობს. -და როდის? -ზეგ არის. -აუ, არ ვიცი, ვნახოთ. -ძალიან გთხოოვ. -ზუსტი დეტალები მომწერე და ვკითხავ მშობლებს. -დავაზუსტებ იკოსთან. ასე იყო თუ ისე, მშობლები დამთანხმდნენ და მეც კესოს და იკოს გავყევი. ცუდი სიტუაცია არ ყოფილა. სახლიც ძალიან მომეწონა. ძირითადად კი ეზოში ვიყავით, მაგრამ მაინც. მუსიკა ყველგან ისმოდა. განათებები და სასმელი მეტ ხიბლს სძენდა აქაურობას. უკვე შუაღამე იყო. კესომ მოიწყინა. -რა გჭირს, კესო? -იკო სულ ძმაკაცებთან ერთადაა. რაში სჭირდებოდა, მეც რომ წამომიყვანა? -ჰოდა მიდი შენც და გაიცანი ისინი. რატომ დგახარ ასე? -მერე შეენ? -არაუშავს ვინმეს ვიპოვი მეც. -მადლობა, საუკეთესო ხარ. ცოტა ხნით სეირნობას მოვყევი. ეზო უკეთ დავათვალიერე. ლამაზი ხედი იშლებოდა. განათებული თბილისი ლამაზი სანახავი იყო. ეზოც ლამაზი იყო აყვავებული ხეებით. საათს დავხედე. პირველის ნახევარი იყო. კესო კი ისე გაქრა, მის კვალსაც ვეღარ მივაგენი. სახლში შევედი წყლის დასალევად. იქაც ბევრი ხალხი ტრიალებდა. ცოტა ხნით სავარძელში ჩავჯექი და ხალხს დავუწყე თვალიერება. სულ მალე ნაცნობი სახე დავინახე. მანაც შემამჩნია. ვიღაც გოგოებს ელაპარაკებოდა და დროდადრო ჩემკენ იყურებოდა. მალე რაღაცაზე სიცილი დაიწყეს. -შეეშვი, ქრისტი, ნუ უყურებ, ხალისობს, - ჩავილაპარაკე ჩემთვის. ამჯერად გოგოს ხელი გადაჰხვია და ლოყაზე აკოცა. მისი საქციელი ძალიან გამაღიზიანებელი იყო. ყურება აღარ შემეძლო. სავარძლიდან წამოვდექი და ჩანთის ასაღებად წავედი. აშკარად რაღაცის თქმას აპირებდა. ოთახის ბოლოში კი, ჩემდა გასაოცრად, მიშო შევნიშნე. მიღიმოდა. ამ სახლში გაჩერება აღარ მსურდა, ჩანთა ავიღე და ყველას გაუფრთხილებლად წამოვედი. გზა წესიერად არ ვიცოდი, მაგრამ გაგნებას შევძლებდი. არც ხალხი და არც მანქანები არ მოძრაობნენ. უცებ უკნიდან ხმა გავიგონე. -ქრისტი, დამელოდე. მივტრიალდი. ჩემკენ მიშო მოდიოდა. -ქრისტი, რა გჭირს? -არაფერი. -დარწმუნებული ხარ? ჩემი დანახვა არ გესიამოვნა? ისე უცებ გამოიქეცი. -არა, მიშო, შენ არაფერ შუაში ხარ. -აბა რა მოხდა? -არ არის მნიშვნელოვანი. -მითხარი, თორემ ვიფიქრებ, რომ ჩემი ნახვა არ გესიამოვნა. და საერთოდაც, ღამით მარტო სად მიდიხარ? -სახლში. -ვახ, რა შარიანი იქნები შენ. წამოდი, მთავარ გზამდე ჩავიდეთ და ტაქსი გავაჩეროთ. მანამდე კი შენს პასუხს ველი. -არასასიამოვნო ადამიანი დავინახე. -მართლა? ვინ? -ადრე შეყვარებულები ვიყავით. -ყოფილი? და მაგის გამო გამოიქეცი? -მისი ამაზრზენი საქციელი გამო. და ეგ სიტყვა ძალიან მეზიზღება. მასე არ დაუძახო. -ასეთი რა ჩაიდინა? -ასახსნელად რთულია. -ჩვენ გარდა აქ ვინმეს ხედავ? დრო ბევრი მაქვს. -როცა ერთად ვიყავით, ყოველთვის ერთი პრობლემა მქონდა. ყურადღებას საკმარისად არ მითმობდა და სხვებთანაც არ ავლენდა დიდ პატივისცემას ჩემ მიმართ. ბევრჯერ ვუსაყვედურე ამაზე და ვეჩხუბე კიდეც. სულ იგივე მეორდებოდა. თუმცა ძალიან მიჭირდა გაბედული ნაბიჯის გადადგმა. ვხვდებოდი, რომ დიდხანს ასე გაჩერება ერთმანეთს მიგვაჯაჭვებდა. ნელ-ნელა უფრო სერიოზულდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ის კი მაინც არ იცვლებოდა. ლაპარაკს აზრი რომ არ ჰქონდა, დავშორდი. ახლა გოგოებთან ერთად დავინახე. ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც ვთხოვდი, რომ ჩემთან მოქცეულიყო. მისი მხრიდან ბევრი დამცირება მაქვს გადატანილი. არასასიამოვნოა, როცა ვიღაც უცხოს კარგად ექცევა და შენ არაფრად გაგდებს. -მაგის გამო წამოხვედი? არ უნდა მისცე უფლება, რომ გართობა ჩაგაშხამოს. სხვაგან გასულიყავი. -გუნება წამიხდა. იმის ცოდნაც საკმარისია, რომ ფართიზე ისიც იყო. როგორ უნდა ვიფიქრო სხვა რამეზე? -წამოდი, მივბრუნდეთ. ვერაფერს ვერ გაბედავს. -ვიცი და მეტი არც მინდა, გაბედოს. უბრალოდ გართობის ხასიათზე აღარ ვარ. -ქრისტი, - ხელი მომკიდა, გამაჩერა და თავისკენ შემაბრუნა. - არ მომწონს, რომ სხვა ადამიანი ასე ნეგატიურად მოქმედებს შენზე. -დამიჯერე, არც მე მომწონს, მაგრამ იქ ვერანაირად ვერ გავჩერდებოდი. -მასეთი ადამიანი არაფრად არ უნდა ჩააგდო. უნდა აგრძნობინო კიდეც, რომ არაფერია. ახლა მან მოიგო. -არაუშავს, ამ ერთხელ შეერგოს. -ქრისტი, შემომხედე. რა გჭირს? -არაფერი. სახლში მინდა წასვლა. -ბოლომდე თქვი ყველაფერი. მე შენ გვერდით ვარ და გისმენ. -უბრალოდ მეზიზღება ეს ყველაფერი. რამდენჯერ უნდა გადამხდეს ასეთი რაღაც თავს? ყოველ ჯერზე მგონია, რომ ეს უკანასკნელია, რომ გავეცანი ადამიანის ფსიქოლოგიას და ასეთ არასასურველ ხალხს ჩემ გვერდით აღარ მოვუშვებ, მაგრამ ყოველ ჯერზე იმავეს ვიმეორებ. როდის ვისწავლი ჭკუას? -მისმინე, შენ ამ ხალხს ვერ შეცვლი. კი, ვიცი, რთულია, როცა მეგობარი ან შეყვარებული ასეთი აღმოჩნდება, მაგრამ ამით ცხოვრება ხომ არ მთავრდება? ბედნიერი უნდა იყო იმით, რაც გაქვს. ასეთი ხალხი მხოლოდ ერთ რაღაცას განახვებს, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა დააფასო ისინი, ვინც შენთან გულწრფელად არიან და უყვარხარ. დამიჯერე, შენისთანა ადამიანი მარტო არ დარჩება. ყოველთვის იარსებებს ერთი პიროვნება მაინც, ვისაც მართლა ეყვარები. ეს ერთიც საკმარისია. აჯობებს ერთი ადამიანი გყავდეს, ვიდრე უამრავ ფარისეველში იყო. ახლა კი დამშვიდდი, კარგი? -კარგი. მიშო ჩამეხუტა. -აუ, აუ, გაიწიე, ყური მეტკინა. -ბოდიში, - გაეცინა. - თავიდან ვცადოთ? ხელახლა გადამეხვია და ამჯერად აღარაფერი მტკენია. გზაზე ხმაამოუღებლად ჩავედით და ტაქსიც გავაჩერეთ. პირველად ჩემ სახლთან გავჩერდით. -რა გინდა, უკვე იცი, სად ვცხოვრობ, - გავიცინე. - აბა, კარგად, - გადავკოცნე. ამ დღის შემდეგ მიშო ყოველდღე მწერდა და მკითხულობდა. სულ ცდილობდა, გავეხალისებინე. მალე მეც მოვცილდი თბილისს და საირმეს მივაშურე. ერთი კვირის თავზე ინსტაგრამში დავსეირნობდი, შეტყობინება რომ მივიღე. ვიფიქრე, მიშო იყო, მაგრამ შევცდი. ვიღაც გოგო მწერდა. -მიშოს შეეშვი. -უკაცრავად? -სანამ მიშოს გაიცნობდი, ყველაფერი კარგად იყო. ახლა კი დროს საერთოდ აღარ მითმობს. შეყვარებულისგან ეს ცოტა არ იყოს და საწყენია, არა? -ერთხელ გეტყვი და დიდი იმედი მაქვს, გაიგებ. პირველ რიგში, მიშოს ჯერ კიდევ არ ვიცნობ კარგად. სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი და უბრალოდ ვწერ. მას მეგობრის გარდა სხვა კუთხით ვერც წარმოვიდგენ. მეორეც, ჩემი პრობლემა ნამდვილად არ არის, თუკი მიშო დროს აღარ გითმობს. ჯერ მას უნდა ელაპარაკო და გაარკვიო ყველაფერი და მერე ისე ჩარიო მესამე პირი საქმეში. მესამე, თუკი მას უკვე ესაუბრე, დაელოდე, რომ თავად მოაგვაროს ყველაფერი. მიშო უკვე დიდი ბიჭია და თავად შეძლებს ჩემთვის იმის თქმას, თუ რატომ ვერ მემეგობრება. მეოთხე, რატომ ხარ დარწმუნებული, რომ ჩემი ბრალია ეს ყველაფერი? ძალიან გთხოვ, შემდეგში სანამ ასეთ რაღაცას მისწერ ვინმეს, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონე და გაიაზრე. გუნება გამიფუჭდა. აქტიურობის სტატუსი გავთიშე და შემდეგ ინტერნეტიც ზედ მივაყოლე. მიშოს შეტყობინებებს აღარ ვპასუხობდი. არადა ყოველ შემოსვლაზე უამრავი მათგანი მხვდებოდა. -ქრისტიიიი, დამენახე, გოგო, - გამომძახა აკამ, როცა მისაღებში ჩავედი. -რა ხდება? -ეგ შენ უნდა გკითხო. აქ დასასვენებლად წამოგიყვანე. რა დაბღვერილი დადიხარ. სალის აშინებ. -ოო, ვაშინებ, არა კიდე ის. სალი, ხომ არ გაშინებ? სალიმ თავი გააქნია. -ჩემი ჭკვიანი, - გამეცინა და ლოყაზე ვაკოცე. -მასე არაა? საკუთარი შვილი რომ აგიმხედრდება. ხოდა ამის მერე შენმა საყვარელმა მამიდამ გასეირნოს. -ისედაც ვაპირებდი მის გასეირნებას. გაამზადე და გავიყვან. ნინიმ სალი გამოაწყო. ცოტა ხანი ხელში მყავდა აყვანილი, შემდეგ ჩამოვსვი და სირბილის უფლება მივეცი. ჯობდა, ეს არ მექნა. წაიქცა და ტირილი დაიწყო. ყველაზე მეტად ვერ ვუძლებ, როცა ბავშვები ტირილს იწყებენ. ხელში ავიყვანე და წყნარება დავუწყე. -შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ? არ იტირო რაა გთხოვ. თან ველაპარაკებოდი და თან ჰაერში ვაქანებდი, იქნებ გამემხიარულებინა. -ქრისტი, - მომესმა ხმა და ადგილზე გავშეშდი. ყველაზე დიდი ბავშვობა იქნებოდა, გაქცევა რომ მეცადა. შევბრუნდი და დაველოდე, როდის მოვიდოდა. -მიშო, აქ რა გინდა? -აქ ვისვენებ. ყოველ შემთხვევაში, ვისვენებდი. არა, ჯერ კიდე ვერ დამიჯერებია. მართლა ცოცხალი ხარ? -რა არის დაუჯერებელი? -ის, თუ რა დაგემართა. კვირაზე მეტია, რაც ჩემს მოწერილს არ ნახულობ და არც ხსნი. რა დავაშავე? -არ მინდა ამაზე საუბარი. -ხომ ვიმსახურებ ცოდნას? -იმსახურებ. -ჰოდა გელოდები. -ახლა ვერ აგიხსნი, სალისთან ერთად ვარ. -მშობლებს მიუყვანე და ამიხსენი. -დაბნელებას იწყებს. -არაუშავს. ნუ ცდილობ რაიმე მიზეზის გამონახვას. მეც გამოგყვები. მთელი გზა ჩუმად ვიყავი და ხმას არ ვიღებდი. -აკა, სალი მოვიყვანე. წაიქცა და ცოტა იტირა. მუხლები არ გადაუყვლეფია. კარგადაა. -კარგი, არ ამოდიხარ? -მეგობარი ვნახე. ცოტას გავივლით და დავბრუნდები, კაი? -იცოდე, არ დაიგვიანო. -აჰაამ, კაი. ეზოდან გავედი. -აბა, გისმენ. რა ხდება? -რა ხდება და, არ მინდა ვინმეს შორის ჩავდგე და ურთიერთობის გაფუჭება ჩემს კისერზე იყოს. -ვის შორის დგები, ან რა ურთიერთობაზე საუბრობ? - გაოცებულმა შემომხედა მიშომ. -შენმა შეყვარებულმა მომწერა. -ჩემმა ვიინ? - თუკი შესაძლებელია თვალების შუბლზე ასვლა, ეს მიშომ მოახერხა. -კითხვებს რატომ მისვამ? -ქრისტი, მე შეყვარებული არ მყავს. ჯერ ჩემთან რატომ არ გადაამოწმე ყველაფერი? -არ ჩავთვალე საჭიროდ. -ჰოდა, შეცდი. ვინ მოგწერა? ან რა მოგწერა ასეთი, რომ მაიგნორებდი? -არაა მაგის ცოდნა საჭირო. -ხომ უნდა ვიცოდე არაა? იქნებ რამე მქონდეს ასახსნელი. -რათ გინდა? ცხადია, იმ გოგოს მოსწონხარ. თან შენც იცნობ. -მას იცავ? -უბრალოდ, მის ადგილას წარმოვიდგენ თავს. -შეყვარებული რომ მყოლოდა, გეტყოდი. და არა, შენ მის ადგილას ასე არ მოიქცეოდი. -მაგაში დარწმუნებული ვერ ვიქნები. -გთხოვ, მონაწერი მანახე. ზუსტად ვიცი, რომ არ წაშლიდი. -ნუ მთხოვ. -ადამიანი ასეთ ცუდ რაღაცას გიკეთებდა და მაინც მის მხარეს ხარ? -შეყვარებული ადამიანი ბრიყვია. -ჰოდა ეგ სიბრიყვე თავისთვის უნდა შეინახოს. რა დარწმუნებული ხარ, რომ მიცნობს? -ინსტაგრამზე ერთმანეთი გამოწერილი გყავთ. თანაც, საიდან ეცოდინებოდა ჩემი და შენი მეგობრობის შესახებ, თუკი არ გიცნობს? -ჰოდა, ქრისტი, მე თუ უფრო ძვირფასი ვარ შენთვის, ვიდრე ის გოგო, მონაწერს წამაკითხებ. ხომ იცი, ისეთი ადამიანი არ ვარ, რომ ამით ვისარგებლო და დავცინო ან ვეჩხუბო. -კარგი, ვიპოვი მონაწერს. მობილური გავუწოდე. დაინტერესებული და გაოცებული აყოლებდა ხაზებს თვალს. ბოლოს ამომხედა. -ამდენს მე არ მწერ ხოლმე, - გაიცინა. -აუ, როგორ გაკლიაა, - მეც გამეცინა. - დამიბრუნე ახლა მობილური. -რა მობილური? -აი, ამწამს ჯიბეში რომ ჩაიდე, ის. -რა? მე ჩემი მობილური მიდევს ჯიბეში. რას მთხოვ? -უკანა ჯიბეში ჩემი დევს. -მაშინ მიდი და აიღე. -ხომ იცი, რომ სხვის ჯიბეში ხელს არ ჩავყოფ? -შენ რომ პატიოსანი ხარ, ჩემი პრობლემა არაა. -მიშოო, ახლა დაფიქრდი, თუკი მობილურს არ დამიბრუნებ, ისევ ვერ მოგწერ ინსტაგრამზე. -მაშანტაჟებ? -მე უბრალოდ ფაქტს აღვიშნავ. დროზე დამიბრუნე, თორემ ვალს დაგადებ. -მაინც? -აი ის შავი მაისური რომ გაქვს ბორჯღალით და შორტიც. ძალიან მომწონს. -აუჰ, ეგენი მეც ძალიან მომწონს. -მიშო, მობილური, ცოცხლად. -აუ, ერთი ხუთი წუთი გაწვალებ და მერე მოგიტან იმათაც, არაა პრობლემა. -მართლა მაჩუქებ? -კი. -დაიტოვე მაშინ, თუ გინდა, მობილური. -ვაა, რა უცებ დამთანხმდი. ბლოკი მომიხსენი. -რას აპირებ? -მომიხსენი რაა. -რა გააკეთე? -ჩემი ნომერი ჩაგიწერე, ზარიც გავუშვი ჩემთან და მეც მექნება შენი ნომერი. -ეს მიშო და გულები რა მატრაკვეცობაა. -არ შეცვალო, თორემ აღარ გაჩუქებ აღარაფერს. -ახლა რამ გაგახსენა ნომრის ჩაწერა? -ჩემმა საცოდავობამ. -განმარტე. -რომ აღარ მპასუხობდი, ავნერვიულდი. ვცადე შენი ნომერი გამეგო. -როგორ? -იმ წვეულების ორგანიზატორის ჩარევით. მე კი ძმაკაცმა წამიყვანა და არ ვიცნობდი, მაგრამ ძმაკაცებს ვთხოვე და ვაკითხინე შენ შესახებ. ასე უთხრა, ყველას შეეძლო ვიღაცის მოყვანა და მე ასეთი არავინ დამიპატიჟებიაო. მაინც გავიკითხავ იმათში, ვინც დავპატიჟეო. იმდენად ბევრნი იყვნენ, მგონი ბოლოშიც არაა ჩასული ჯერ. -უი, ვიზიარებ, მე ვერაფრით დაგეხმარებით? - სიცილი დავიწყე. -სიცილის ხასიათზე ხარ, არაა? -რატომაც არა? გახსოვს, შენ რომ დამცინოდი ძველ ქრაშზე? მე ამაზე უნდა დაგცინო. -აუ, ეგ რა კაი რაღაც გამახსენე, - ბოროტულად გაიცინა მიშომ. -აუ, ეს რა გაგახსენე, - დანანებით გადავაქნიე თავი. სახლში ბევრად დამშვიდებული დავბრუნდი. -ქრისტიი, თვალები გიციმციმებს. რა ხდება? - ჯალათივით დამხვდა კართან აკა. -ისე ვარ, თითქოს დიდი ტვირთი მოვიხსენი მხრებიდან. -დარწმუნებული ხარ, რომ მეტი არაფერია? -კი. ახლა შეიძლება, რომ შემოვიდე? -კარგი, გამოცდა ჩაბარებულია. ჩუმად შემოდი ოღონდ, სალის და ნინის სძინავთ უკვე. -სალი კიდევ მესმის და ნინი ასე მალე რაღამ დააძინა? -რავი. დილით სალის დახტომამ გამომაღვიძა. -აკააა, სალი გაიყვანე აქედან. -კაი რაა, ბავშვს აგდებ შენი ოთახიდან? შენ რანაირი მამიდა ხარ? -არ მეძინებოდეს, გაგლანძღავდი. -მეც ვგიჟდები შენზე, ხომ იცი? -ნინი, თუ გღვიძავს, შენს ქმარს ჩემ მაგიერ წაუთაქე რაა. სალი საწოლზე ხტუნვას მოჰყვა. ვეღარ დავიძინებდი. ავდექი და მოვწესრიგდი. ნინი საუზმეს აკეთებდა. -დღეს რა გეგმები გაქვთ? -გასარუჯად მიმყავს ცოლი და შვილი. -ჰო, სულ შენ მიგყავართ, - გაიცინა ნინიმ. -მოიცა, მე არ მოვდივარ? -უი, შენც გინდა? ეს რა მითხარი. სამწუხაროდ, შენ ვერ წაგიყვანთ. -სალი, ხომ გინდა, რომ ქრისტი მამიდა შენთან ერთად წამოვიდეს? -კიი, - დაიჭყივლა სალიმ. -ჩემი ჭკვიანიი, - თმაზე მოვეფერე და ვაკოცე. -არა რაა, მთელი ოჯახი ჩემ წინააღმდეგაა, ვამბობ. შუადღემდე გასარუჯად გავედით, შემდეგ სახლში დავბრუნდით. -აუ, მოიცათ ახლა. ვიღაც ძალიან მაგარი უნდა გაჩვენოთ. ოღონდ დაიმალეთ და ჩემ ნიშანზე გამოჩნდით რაა. -ამხელა კაცს მამაიმუნებ. -ნუ მეწინააღმდეგები, აკა. ლუკას დავურეკე. -ლუკაა, როგორ ხარ? -მძინავს? ირაკლი, მძინავს? -არაა. -აბა შენით მოგაფიქრდა, რომ დაგერეკა? -შენი აზრით, მხოლოდ ვრეკავ? თუ გამოიცნობ, ვინ უნდა განახო. მთელი ოჯახი უკან ამომიდგა. -აკა, როგორ ხარ? -კარგად ბიჭებო, თქვენ? -რა გვიჭირს, თქვენგან მივიწყებულს. -ნინის იცნობ ხო? -კი, შეყვარებულები რომ იყავით, ხომ მოგყავდა ხოლმე ოჯახში. მაპატიეთ აბა, თქვენ ქორწილში რომ არ ვიყავი. -აუ, აღარ მახოსვდა, ამდენს რომ ლაპარაკობდი. ირაკლიც დამალაპარაკე. -ჯერ სალი გვაჩვენე. -სალი, მა, მოდი, ვინ გაგაცნო... -რამხელა გაზრდილა უკვე. სულ პატარა მახსოვს. -ისიც ასე შორიდან. ერთხელ არ უნდა ჩამოხვიდეთ? კაი, ლუკა პატარაა, შენ მაინც არ გეკადრება ირაკლი. -რა ვქნა, აკა? გპირდები, სამსახურის ამბები როგორც კი დამისტაბილურდება, მაშინვე ჩამოგაკითხავთ. -ვინაა? - იკითხა უცებ სალიმ. -აჰა, ვერც კი გცნობთ, - გაიცინა აკამ. - სალი, ესენი შენი ბიძები არიან, ირაკლი და ლუკა. სალი ამ ახალმა ინფორმაციამ გააოცა. დარწმუნებული ვარ, წარმოდგენა არ ჰქონდა, რას ნიშნავს სიტყვა ბიძა, მაგრამ მაინც უხაროდა. საუბარს მანამ შევყევით, სანამ ირაკლის სამახურში წასვლის დრო არ მოვიდა. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ჩვენ ჩვენ საქმეებს მივუბრუნდით. საღამოს კი კვლავ მიშოსთან ერთად გავისეირნე. სანამ მეც და მიშოც საირმეში ვიყავით, ერთმანეთს ვნახულობდით. შემდეგ მე მომიწია წამოსვლა. -შეგეხმიანები ხოლმე. თბილისში რომ დავბრუნდები, გნახავ კიდეც. -თითქმის სულ მაინც მასე ვკონტაქტობდით. -ჰო, მაშინ არ გიცნობდი. -ეგეც მართალია. აკა მირეკავს, უნდა წავიდე. სასიამოვნო დასვენებას გისურვებ. -შენც. გადავეხვიე და სახლისკენ გავემართე. მიშოს ძალიან დავუახლოვდი. სულ ვწერდით და ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებოდით. -ქრისტიი, ძალიან მაგარი ამბავი მაქვს შენთვის, - მივიღე შეტყობინება მიშოსგან. -აბა, გისმენ. -ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვიწყებ ვარჯიშს. -ეე, რა მაგარია. ეს ერთი.. -რა ერთი? -ახლა კლუბებიდან დარჩა შემოთავაზებები. -ვარჯიში არ ნიშნავს, რომ მათთან ერთად ვითამაშებ. -აი, დაიცადე. ახლავე შემპირდი, ეროვნულის ფორმას მჩუქნი. -ჯერ მეც არ მაქვს. -ჰოდა, სანამ სხვებიც გთხოვენ და შეჰპირდები, წინასწარ გითანხმებ. ჰუდებიც გადაინახე ყოველი შემთხვევისთვის, მაინც იანვარია. -ყველას ასე აწაპნი რაღაცებს? -მეგობრები რამეში ხომ უნდა გამოვიყენო. -გამომძალველოო [ენის გამოყოფის სმაილი]. მიშო ევროპაზე სამ თამაშში იყო. ძალიან მინდოდა წასვლა და ნახვა, მაგრამ ბედი სად მაქვს? ლექციები, ან მათი აღდგენები სწორედ მაშინ დაამთხვიეს. უკვე ტრადიცია იყო, რომ ყოველი თამაშის წინ მიშოს წარმატებებს ვუსურვებდი, თამაშის შემდეგ კი ვულოცავდი. უნივერსიტეტის ჰამაკში ვიწექი, მიშომ რომ დამირეკა. -ჰო, მიშო. -ქრისტი, როგორ ხარ? -აუ, ძაან გადავიღალე. შენ როგორ ხარ? -მეც მასე. ახლა გცალია? -არაა, უნივერსიტეტის ჰამაკში ვაგდივარ. შუალედი მაქვს ლექციებს შორის და არ ვიცი, რა ვაკეთო. -გამოგიარო? -მალე მეწყება ლექცია. რა ხდება? -რა და ძალიან დავიღალე, სულ რომ ასე გწერ. ყველა მეგობარი ვნახე შენ გარდა. ჰოდა, არ მაინტერესებს, ოდნავი თავისუფალი დროც რომ გექნება, მითხარი. -მომავალ პარასევს შემიძლია საღამოს ლექცია გავაცდინო, მაინც უქვიზოა. -შემდეგი ქვიზის საკითხები უნდა გვითხრას, - გადმომჩურჩულა გიომ. -რომელზე ამთავრებ? -დილით პირველისთვის ვთავისუფლდები. მართლა მაინტერესებს, რა ხდება? -მოსაყოლი ამბები დაგროვდა. შენ კიდევ განტვირთვა არ გაწყენდა. -ჰაა მიიზიდე მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, რაც ნაკრებში გადახვედი? -აუჰ, ბოდიში მოიხადე რაა, მაგას U20-ში ყოფნის დროსაც ვახერხებდი. -რაღაც ძალიან ხომ არ აგივარდა თავში? -პარასკევს გნახავ და ვნახოთ აბაა. პირველისთვის მანდ ვარ. -კაი, ლექცია მეწყება მეც და წავალ. -მიდი. პარასკევს ქვიზი ისეთი სისწრაფით დავწერე, ლექტორი გაოცებული მიყურებდა. ხუთ წუთში გამოვედი. -აუ, ქრისტი, გიჟი ხაარ? - მკითხა გაოცებულმა ნიკამ. -რატომ? -ლექტორმა გაოცებულმა გვკითხა, რა დაწერა ახლა ამანო? -მერე რა უპასუხეთ? -ჭკვიანი გოგოა და დაწერდა მალე-მეთქი. კიდევ იმ ამბავზე ხარ გადარეული ხოო? -აუ კიი. გიო არ გამოდის ჯერ? -გიოს არ იცნობ? ბოლო წამამდე იქ იჯდება. -არაუშავს, დაველოდოთ. -გადიხარ ხო შენ? -კი, ბოდიში რომ გტოვებთ ასე ეულად. -მე და გიოც გავდივართ საქმეზე და საღამოსთვის დავბრუნდებით. -კაი, მაშინ ბოდიშს აღარ გიხდი. გიოც გამოჩნდა. გასასვლელისკენ დავიძარით. მიშომ დამირეკა. -გისმენ. -მოვედი უკვე. -აი ახლა გამოვდივარ მეც. დაგინახე, გაჩერებასთან ბიჭი ხელს რომ მიქნევს და მიცინის, მგონი შენ უნდა იყო. -კი, ეგ ვარ. მობილური გავთიშე და მიშოსთან მივედი. -მიშო, ეს ნიკაა, ეს გიო. მანქანით ხარ? -კი. -ბიჭებო, მეტროსთან გაწყობთ ჩასვლა? -კი, მაგრამ ავტობუსიც მოდის. -აუ, მიშო, ჩავიყავნოთ რა ბიჭები მეტრომდე. -კი, არაა პრობლემა. შენ რაღაც ძალიან ბედნიერი ჩანხარ, ხოო? -მოგიყვები მერე. შენც მგონი, არა? -აი, მეც მოგიყვები. გიო და ნიკა მეტრომდე ჩავიყვანეთ, შემდეგ კი ერთ-ერთი კაფისკენ დავიძარით. -რაც ნაკრებში ხარ, კიდევ უფრო ფრთხილობ შენ საჭმელთან, ხოო? -ვერც კი წარმოიდგენ, რამდენად მნიშვნელოვანია ფორმაში ყოფნა. ისე, მეწყინა, ჩემი პირველი კეპი რომ გამოტოვე. -სამაგიეროდ პირველმა ვინ მოგილოცა? -აღარ მახსოვს, - ჩაფიქრდა. - იმდენი მილოცვა მივიღე... -აუ, რა მასხარა ხარ, - ორივეს გაგვეცინა. - აგიკლეს ხო გოგოებმა? -ჯერ აკლება ხმამაღალი ნათქვამია. -ჰო, იმიტომ მოგშტერებია ის გოგო ახლა და ფიქრობს, მოვიდეს თუ არა. აბა, რისთვის დარეკე? რაღაც ამბები უნდა მოგეყოლა. -ჯერ გახმაურება არ გინდა, კაი? ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. -ოპაა, დავინტერესდი. განაგრძე, განაგრძე. -მოკლედ, ბოლო მსოფლიოდან მოყოლებული, მაკვირდებოდნენ. ეროვნულშიც მოეწონათ ჩემი გამოსვლა და რამდენიმე შემოთავაზება მივიღე წამყვანი კლუბებიდან. -ვაიი, საიდან? -ფრანგული კლუბებია. ძირითადად prod2-ის. ერთი top14-საც არის. -მერეე? -განვიხილეთ ეს ვარიანტები და ერთი კლუბი შევარჩიეთ. მალე კონტრაქტს გავაფორმებთ. -რამდენხნიანს? -სამწლიანს. -აუუ, რა მაგარია. გილოცავ. ვის ვეუბნებოდი მე? ჩემი ჭკვიანი ბიჭი. -ჭკვიანი? -აბა სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. აი, ძალიან მიხარია. -ჰო, ესენი შენია. წაგებულს გაბარებ. დიდი ზურგჩანთა მომაწოდა. -აქ რა არის? მოიცა, ეს ბორჯღალოსნების ზურგჩანთაა? -ჰო და შიგნით ტანსაცმელია ბორჯღალის გამოსახულებით. -ვაა, ხშირად უნდა დაგენიძლავო ხოლმე რაა. ამდენი კარგი ამბავი ერთად? -რამდენი? -მე ხომ ჯერ არ მითქვამს, ჩემკენ რა ხდება? -მერე აქ რისთვის ვართ? -მეც არ მინდოდა ჯერ მეთქვა, სანამ საბოლოო პასუხს არ გავიგებდი. გუშინ მომივიდა მეილი. გაცვლითი პროგრამით გერმანიაში მივდივარ. -აუუ, მართლაა? შენ მართლა ჩემი ჭკვიანი ხარ. დაფინანსებით მიდიხარ? -შემეძლო, მაგრამ არ მინდოდა. -რატომ? -ასე თუ წავალ, შემეძლება ერთი წელი გადავაბა. -აი მართლა ძალიან მაგარი ამბავია. წარმატებები. ხომ ვიცი, ბევრად მეტ წარმატებას მიაღწევ. -შენც. -მე მეტს რაღას უნდა მივაღწიო? -მაგას მომავალი გვეტყვის. უი, ერთი რაღაცის თქმა დამავიწყდა. -რისი? -ხომ გეუბნებოდი? -გიჟიი, - თავი გადააქნია მიშომ. -ჯერ კიდევ როდის ვიწინასწარმეტველე ეგ მე? -გავიგეთ, რომ ნიჭიერი ხარ. -მაღიარებ? - გამეცინა. -გაღიარებ. ამ დღის შემდეგ მიშოს ბევრჯერ ვეღარ შევხვდი. ერთხელ დავესწარი მის თამაშს დიდ10-ში. ამ წელს ბოლო თამაში აღმოჩნდა მისთვის ქართულ კლუბში. კლუბმაც წააგო. -ქრისტი, არ მისმენ? -ჰა, რას მეუბნებოდი? -ფინალურისთვის კონსპექტები არ გაქვს, რომ ჩამიგდო? -გიოსი ვინ ხარ შენ? -ძმაკაცი. გაქვს? -კი, საღამოს ჩაგიგდებ, სახლში რომ მივალ. ისე, რაც დღეს ახსნა, გაიგე? -აუ, კი გამიჭირდა ცოტა, მაგრამ ჩავუჯდები მერე შენს ლექციებს ფინალურების წინ და ყველაფერს გავიგებ, - გამეკრიჭა ნიკა. -მე რომ აქ არ ჩამებარებინა... -აბა, ახლა მოეშვი სისულელეების საუბარს. მღუპავ, გოგო? -კაი, ვიხუმრე. ისე, გიო რატომ არ მოვიდა დღეს? -მგონი გასაუბრებაზეა, სამსახურის დაწყება უნდოდა. -სად? -არ ვიცი, ალბათ საღამოს ლექციაზე მოვა და ვკითხოთ. სწავლა უინტერესოდ გაგრძელდა. სემესტრის ბოლოს უკვე საბუთებს ვამზადებდი ვიზის ასაღებად. დასვენება აღარ მახსოვდა, ოღონდ კი ვიზა ამეღო. ვიცი, რომ ძალიან რთულად არ იყო საქმე, მითუმეტეს, სტუდენტი ვარ და გაცვლითსთვის მჭირდებოდა, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი. ბოლოს და ბოლოს პირველად გავდიოდი ამ პროცედურას. ივლისის ბოლოსთვის ვიზის საბუთები შევიტანე. თავს ვიზღვევდი, რამე რომ დაეწუნებინათ, დრო მექნებოდა. აგვისტოს დასაწყისისთვის ვიზაც ჩაეკრა ჩემს პასპორტში. სადღაც შუა რიცხვებში მიშო უნდა გაფრენილიყო საფრანგეთში. არ მეგონა, ასე ადრე თუ იწყებდნენ ვარჯიშს. -აბა, შენ იცი, მიშო. ხომ კარგად იქნები? -რას ჰქვია, კარგად ვიქნები? - გაიცინა მიშომ. -რა ვიცი, ხომ ხედავ, ვბოდავ უკვე. -რა განერვიულებს, მე მივდივარ, შენ ხომ არა? -ფრთხილად იყავი, არაფერზე ინერვიულო. ხალხი გაიცანი და დაუმეგობრდი. -ქრისტი, ხომ კარგად ხარ? ასე ვინ არიგებს ადამიანს, რომელიც სათამაშოდ სხვა ქვეყანაში მიდის? -მე. -ეგ ვიცი, - გაეცინა. - სხვა? მოკლედ, ნუ ინერვიულებ. მარტო მე ხომ არ ვიქნები? სხვა ქართველებიც არიან და ერთმანეთს მივეხმარებით. -ჰოო, ეგ გამიხარდა. ისინიც ესპუარებში არიან? -კი, მთლად ღლაპები მივდივართ. -შენ რაღა ღლაპი ხარ, აგერ უკვე 21 წლის შესრულდები. -რა გინდა თქვა, რომ ჩემი ადგილი ესპუარებში აღარაა? -ნუუ, ცოტა დაგვიანებული კია, მაგრამ არაუშავს, მოევლება მაგას რამე. ჯერ ისწავლე ფრანგული და დაუმუღამე კლუბს და მერე კი მიხვდებიან, როგორი პერსპექტიულიც ხარ და ძირითად გუნდშიც დაგიძახებენ. -პროგნოზს ხომ ვერ გამიკეთებდით, როდის მოხდება ეგ? - გაიცინა. -უკომენტაროდ. -ვაიმე ქრისტიი. -რა იყო? - უცოდველი თვალებით შევხედე. -არა, არაფერი, - გამიღიმა და ჩამეხუტა. - მომენატრები. -მეც. ჩასვლისთანავე მწერ. -კარგი. მიშოს გაფრენის შემდეგ მეც მოსუვენრად ვიყავი. დღეებს ვითვლიდი, როდის შევძლებდი გაფრენას. ხალხმა გადაწყვიტა, გავეცილებინე. ხალხმა რა, კესომ, მშობლებმა და აკას ოჯახმა. -ქრისტი, არ უნდა დაგვემშვიდობო ხალხს, ასე ერთი წლით რომ გვტოვებ? - მომწერა რამდენიმე დღით ადრე გიომ. -ვაიმე, მაპატიე, გიო, გტოვებ მარტო და სულ არ ვფიქრობ თქვენზე. უჩემოდ გაძლებ? -ნუ მემასხარავები. ვიფიქრე, კურსლები შევიკრიბოთ და გავაცილოთ ქრისტი-მეთქი, მაგრამ ნახევარზე მეტი ჩამოსვლას არ ფიქრობს თბილისში. -ნიკამაც დაგტოვა? -ეგ მოღალატე ეეგ. სექტემბრამდე არ დავბრუნდებიო, დაიბარა. -შენ ადგილას არ მოვუთმენდი. რას ჰქვია, შენ აქ იყო და ნიკა ისვენებდეს? -არ თქვა, სულ დაკარგეს ხალხის პატივისცემა რაა ამ პატარებმა. ეგ ასე მექცევა, აგერ შენ ერთი წლით მტოვებ... საით მიექანები, საქართველოვ. -აუ, გიო, მართლა მომენატრები. ვინ მეტყვის, კონსპექტები მათხოვეო. ვინ ინერვიულებს სულ ქვიზებზე? -შენ თუ უფრო მშვიდად იგრძნობ თავს, შემიძლია მოგწერო ხოლმე და კონსპექტის ჩაგდება გთხოვო [სიცილის სმაილი]. -გამოცდების წინაც მეწუწუნები? -რაღა თქმა უნდა. მაგას როგორ დაგზარდები. წასვლამდე ვერც ერთი კურსელის ნახვა ვერ მოვახერხე. ღამე ადრე გავედით სახლიდან. აეროპორტის შესასვლელში ნინი, აკა და ჩაძინებული სალი გველოდნენ. სულ მალე კესოც მოვიდა. სანამ თვითმფრინავი მოვიდოდა, მამხნევებდნენ და ათას სისულელეს მეუბნებოდნენ. -აი, სულ მალე ჩამოხვალ, ვერც კი მიხვდები, ისე გაირბენს დრო. -ხო, კესო, ვიცი. -დამიჯერე, პირველი თვე გავა თან ყველაზე სწრაფად. -კი, კი, ვიცი. -არ დაგავიწყდეს ჩემთვის საჩუქრების ჩამოტანა. იქ ყველაფერი ძალიან იაფია. -ხოო, თან იანვარში აქვთ უსერიოზულესი ფასდალება. ზოგადად ევროპაში მასეა სულ და გერმანიაში ისედაც იაფი ტანსაცმელი კიდევ უფრო იაფია. შავ პარასკევს მაინცდამაინც ნუ მიაწყდები, დიდი არაფერი ფასდაკლებებია, - ჩაერთო ნინიც. -კარგი, ყველაფერს გავითვალისწინებ. სალი დამანახეთ. -აიყვანე, თუ შეძლებ, დამძიმდა მამას ქალი. -სალი, შენ ხომ არ მოიწყენ, სანამ მე წასული ვიქნები? -არა. -და მშობლებსაც ხომ არ გააბრაზებ? -არა. -როცა დაგირეკავთ, ხომ დამენახვები და დამელაპარაკები ხოლმე? -კიი, - აქტიურად დაიწყო თავის ქნევა. -ჩემო საყვარელო, მოდი, ჩამეხუტე. სალი გულში ჩავიკარი და ჩავკოცნე. -ეძინება ახლა ამას და ნახევარს ვერც იაზრებს, - სალი გაიყვანა აკამ. -ბევრ საჩუქარს ჩამოვუტან და მერე გაიაზრებს. -ნუ მიქრთამავ ბავშვს, ისედაც ჩემზე მეტად უყვარხარ. -იცის ბავშვმა, როგორ უნდა დაალაგოს პრიორიტეტები. -დე, როგორც კი ჩახვალ, გაგვაგებინე, კარგი? -კარგი, დე. მესენჯერში მოგწერთ და საერთო საცხოვრებელში რომ შევალ და დავბარგდები, დაგირეკავთ კიდეც. -ძალიან არ გვანერვიულო. როცა ზარს გამოგიშვებთ მობილურზე, შემოდი ინტერნეტში და დაგველაპარაკე. -ვიცი, ვიცი. -ხომ იცი, როგორი სიცივეები იცის. თბილად ჩაიცვი. მოიცა, მოსაცმელი რა უყავი? -მამას უჭირავს. -მერე, მამაშენმა უნდა ჩაიცვას თუ შენ? ეციება ბერლინში და შემოიცვი. არ იცის მაგ ქვეყანამ ზამთარ-ზაფხული. -კაი, დეე, დამშვიდდი. მამასაც აცადე დამშვიდობება, იქნება მასაც უნდა რამის თქმა. ასე ერთი ამბით გამაცილეს. სანამ თვითმფრინავში არ ავედი, იქამდე არ წავიდნენ აეროპორტიდან. გერმანიაში სანამ დავლაგდებოდი, არაფრისთვის მეცალა. ცოტა დრო რომ გამოვნახე, კესოს დავურეკე მესენჯერში. -ქრისტიი, აბა როგორ ხარ? -ძალიან კარგად. აქ ჩემიანებიც ვნახე და მიხარია რომ მარტო არ ვარ. -მოგწონს გერმანია? -კი, ჯერ დიდად არ მინახავს ბევრი არაფერი, მაგრამ უკვე მომწონს. -ხალხი როგორია? -ტყუილს კი არ იძახიან, ამინდი მოქმედებს ადამიანების ხასიათზეო. ძალიან ცივები არიან. -მოველოდი გერმანელებისგან, ნამდვილად მოველოდი. -აუჰ, რამდენ გერმანელს იცნობ რო? -ბევრს, ძალიან ბევრს. -იკოსთან საქმე როგორაა? კესომ წარბები ამითამაშა. -არააა, ერთად ხაართ? -შენ წარმოიდგინე. -ამას რას მოვესწარი. ახლა ალბათ მშვიდად მოვკვდები. -რა დროს შენ სიკვდილზეა საუბარი? ქორწილში მეჯვარედ ვინ წავიყვანო? -მარტო მეჯვარედ გჭირდები, არაა? -ხო, ქრისტი, სხვა რისთვის სჭირდებათ საუკეთესო მეგობარი. მთელი საათი ათას სისულელეზე ლაპარაკს შევყევით. მას ადრე გავუთიშე, რადგან ორსაათიანი სხვაობა იყო დროებს შორის და ეძინებოდა. სამაგიეროდ მიშოს და ჩემი სასაათო სარტყელი ემთხვეოდა ერთმანეთს. მეც მიშოს დავურეკე. -ვაა, არ ველოდი, რომ დამირეკავდი. როგორ ხარ? -კარგად, შენ? როგორ მიდის ვარჯიშის ამბები? -ნორმალურად რა. ბევრს გვავარიშებენ. ასეთ დატვირთვას არ ვარ მიჩვეული. -არაუშავს, მალე შეეჩვევი. -მაგას კიდევ შევეჩვევი, მაგრამ აი ფრანგულის გაკვეთილები კოშმარია რაა. ყოველდღე ვსწავლობთ და ტვინი მეღლება. ბედი ჩემი, რომ სკოლაში ფრანგულს მასწავლიდნენ. ცოტა მიადვილდება, რაღაცები მახსოვს. -ვაა, ძალიან კარგი. აბა სადაა ეგრე, შენ საფრანგეთში თამაშიც გინდა და ფრანგულის სწავლა არ გინდა? -შენ რას შვრები? ჩაჯექი გერმანიის რიტმში? -ჯერ მთლად ვერა, მაგრამ მალე დავუმუღამებ უკვე. დიდად კი არ მხიბლავს, ასე ჩაფუთული რომ დავდივარ, მაგრამ რას ვიზამთ რო? ერთი წელი უნდა გავძლო, სხვა გზა არაა. -აბა სადაა ეგრე, შენ გერმანიაში სწავლაც გინდა და თბილად ჩაცმა არ გინდა? - გამომაჯავრა და სიცილი დაიწყო. -აქ იყო, მე ვიცი რასაც გიზამდი. -ვერაფერსაც ვერ იზამდი, - სიცილი გააგრძელა. - ადრე უნდა დავიძინო ახლა მე, თორემ დილით 8-ის ნახევარზე ვეღარ გავიღვიძებ. -აუ, არ გეზარება? -რა ვქნა? ვარჯიშები ადრეა, თან რაც უფრო ადრე დაიწყებ დღეს, მით უფრო პროდუქტიული იქნება ის. შენც გირჩევ. -მადლობა, გავითვალისწინებ. წარმატებები აბა. -შენც, ქრისტი. გერმანიას მალე შევეჩვიე. მართალია, რომ იძახიან, ყველაზე მეტს ადამიანი პირველ თვეში ხარჯავსო. ვითომ ხომ ვაკონტროლებდი ჩემს თავს, მაგრამ მაინც ბევრი ხარჯი დამიგროვდა. ლექციები პირველ ორ კვირას გამიჭირდა, სანამ ყველაფრის დალაგებას შევძლებდი. შემდეგ უკვე ყველაფერი ჩვეული ტემპით წავიდა. ერთი ის მშურდა, ჩემიანებს თხელი მოსაცმლით რომ ვესაუბრებოდი, ისინი ამ დროს მოკლემკლავიანი მაისურებით მიმზერდნენ. გავაცნობიერე, რომ ასეთ ცივ ქვეყანაში ცხოვრებას ვერ შევძლებ. მიყვარს მზე. ამინდის მიუხედავად ხასიათი მაინც ამაღლებული მქონდა. თითქოს ვერ ვგრძნობდი გადაღლას, არანაირ პრობლემაზე არ ვფიქრობდი და აღარ მაღიზიანებდა ის ამბები, რომლებიც საქართველოში გამაღიზიანებდნენ. ოქტომბის ბოლოსთვის გადავწყვიტე, საჩუქრებზე ზრუნვა დამეწყო. სად წავიდოდი, თუ არა ბერლინის მოლში. პირველი, რაც ვისწავლე არის, რომ არ უნდა გადავიყვანო ევროები ქართულ ფულზე. ასე პანიკა მეწყებოდა, რომ ყველაფერი ძალიან ძვირი ჯდება. როგორც მინიმუმ, ნახევარი დღე უნდა გამეტარებინა აქ. თუმცა იმხელა იყო, არ გამოვრიცხავ, დღის ბოლომდეც კი ვერ მომესწრო მისი შემოვლა. ნამდვილად სიიაფე იყო, მაგრამ ნინის დახასიათებისგან კიდევ უფრო სიიაფეს ველოდი. ალბათ იანვარს მართლაც უნდა დავლოდებოდი. რომელი მაღაზიაც უფრო მეტად მიზიდავდა, იქ შევდიოდი. გონება გადამეტვირთა, იმდენი რაღაც მომეწონა. ხომ იცით, როცა ყველაზე ნაკლებად ელი, მაშინ მოხდება ყველაფერიო? მეც არ ველოდი არაფერ განსაკუთრებულს. -დაუჯერებელია, არა? - ზურგსუკნიდან გავიგონე ხმა, როცა სუვენირების დახლთან ვიდექი. უნდა გავქცეულიყავი? ამ ხმას ხომ ყველგან ამოვიცნობ. როგორ არ მსურდა მასთან საუბრის დაწყება. -ქრისტი, აღარც მელაპარაკები? -გამარჯობა, - შევტრიალდი მისკენ. -ასე უკეთესია. სად, სად და ყველაზე მეტად აქ ვერ წარმოვიდგენდი შენს ნახვას. -არც მე ველოდი. თუ არ გეწყინება, საქმეს უნდა მივუბრუნდე. -ქრისტი, შეიძლება, რომ დავილაპარაკოთ? -რაზე? -ჩვენზე. ასე ულაპარაკოდ უნდა ვიყოთ ერთმანეთთან? -რა გინდა, ილია? -საუბარი და ყველაფრის დალაგება. როგორც მინიმუმ, შემდეგი შეხვედრის არ მსურს, რომ ერთმანეთს ვერ ვიტანდეთ. -იქნებ მე არ მინდა საუბარი? -მხოლოდ ერთხელ, გთხოვ. -კარგი. -წამოდი, აქვე დავსხდეთ და რამე შევუკვეთოთ. მესამე სართულზე ავედით, პასტა შევუკვეთეთ და ლოდინი დავიწყეთ. -პასტა ისევ ძალიან გყვარებია, - გაეღიმა. -არც მეგონა, თუ გემახსოვრებოდა. ზოგადად გემოვნება ასე ადვილად არ მეცვლება. რაღაც მხრივ, დამნაშავედ ვიგრძენი თავი. უკვე დასერიოზულებული ურთიერთობა ხომ სწორედ მე დავასწულე. ჩვენი მშობლები იცნობდნენ ერთმანეთს, ჩვენ შესახებაც ყველაფერი იცოდნენ. აჯობებდა, მომესმინა და ასე ცივად არ დავლაპარაკებოდი. -ყველაზე დიდი სისულელე იქნება, თავის მართლებას რომ მოვყვე, შევიცვალე-მეთქი. -გერმანიაში გადმოხვედი? -კი, ასე მომიწია. -დიდი ხნით აპირებ დარჩენას? -ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს. ვნახოთ, ბედი საით წამიყვანს. შენ? -ერთი წლით ჩამოვედი ფრაის უნივერსიტეტში. ალბათ ჯერ კიდევ ვერ გამოვთქვამ სწორად. ჩვენი შეკვეთა გამზადდა. ილიამ ორივე მოიტანა. -თუ გინდა, ჯერ ვჭამოთ და შემდეგ ვისაუბროთ. -უარს არ ვიტყვი, დილიდან მაღაზიებში დავდივარ. ცოტა ხნით ჩუმად ვიყავით, ბოლოს ისევ თავად დაიწყო საუბარი. -გახსოვს, წვეულებაზე რომ დამინახე? თავი დავუქნიე. -მაშინვე მსურდა შენთან მოსვლა და საუბარი, მაგრამ სადღაც გაქრი. -ვერ ვიყავი კარგად, - მოვიტყუე. -იქ შენი დანახვისას ერთ რაღაცას მივხვდი. შენთან დაშორება მარტივი არ ყოფილა. არ დამვიწყებიხარ. -მგონი იქ გოგოებთან ერთად იყავი, არა? -ქრისტი, დამიჯერე, ვერც ერთ გოგოსთან ერთად ვერ ვჩერდები. შენსავით არავინ არ მყვარებია და ასე ადვილად ვერ გივიწყებ. -კი მაგრამ რამდენი წელი გავიდა? -შენ დამივიწყე? -ვერა. მაგრამ ნდობაც მიჭირს უკვე შენი. -ისევ რომ ვცადოთ ურთიერთობის დალაგება? -რა გარანტია მაქვს, რომ იგივე არ განმეორდება? -არანაირი, მაგრამ ეს როდის გაშინებდა? -ახლავე უნდა გაგცე პასუხი? -მოცდა შემიძლია. თანაც მე ასეთი ნიშნების მჯერა. ამხელა გერმანიაში ორივენი ერთდროულად აღმოვჩნდით. შემთხვევით შევხვდით კიდეც ერთმანეთს. -გულში ჩამრჩი, - ვაღიარე. - არ ვიცი, რამდენად სწორ ნაბიჯს ვდგამ, მაგრამ კიდევ ერთხელ გენდობი. ილიამ გამიღიმა და ჩამეხუტა. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რამდენად მენატრებოდა ეს ჩახუტება. ზოგადად, ჩახუტების მოყვარული ადამიანი ვარ, ვის აღარ ჩავხუტებივარ, მაგრამ ყველაზე თბილად სწორედ ილია მეხუტებოდა. რაღაც გამორჩეული იყო მის ჩახუტებაში. მეორე დღესვე მომწერა და შემომთავაზა, მასთან ერთად სადღაც წავსულიყავი. არ დამიკონკრეტა სად. იცოდა, რომ დიდხანს მოცდა არ შემეძლო და ინტერესით გავყვებოდი. ლექციების დამთავრების შემდეგ სახლში წავედი. ცოტა ხანში ილიაც მოვიდა. -სად უნდა წავიდეთ? -ძველი დრო მინდა, რომ გავიხსენოთ. ეს მინიშნება საერთოდ ვერ დამეხმარა. დიდი ხანი არ გვივლია. ბოულინგის დარბაზში შევედით. პირველად ერთად სწორედ აქ წამოვედით. -ისევ ისე ისვრი? - მკითხა სიცილით. -მაშინ პირველად ვითამაშე და მეპატიება. -და მას მერე თუ დაიხვეწე? -მეტჯერ აღარ ვყოფილვარ. -ჰოდა, ძალიან კარგი შესაძლებლობა გაქვს. ძალაც უფრო მოგემატებოდა. -დამცინი? მოგიგებ და მერე იცინე. კი, კი, მოვიგე, როგორ არა. დიდად განსხვავებული არც ამჯერად ყოფილა ჩემი სროლები. რამდენჯერმე გამიმართლა, მაგრამ ძირითადად მაინც კიდეში მისრიალებდა ჩემი ბურთი. -არუაშავს, დაიხვეწები. თან მოგება მთავარი არ არის. -გამხნევება არ გეხერხება, - გამეცინა. -მეც დავიხვეწები, ჰოდა. ყველა ემოცია და გრძნობა კვლავ გამიახლდა. ამ ყველაფერს საიდუმლოდ ვერ დავმალავდი, თუმცა ჯერ ვერც ყველას ვეტყოდი. მხოლოდ კესოს თუ გავანდობდი ამ ამბავს. თავიდან გაგიჟდა, ჩხუბი დამიწყო, შემდეგ კი გაუხარდა და მილოცვებზე გადავიდა. -არადა, არასდროს მიმაჩნდა ეგ ბიჭი შენს შესაფერისად. -მესმის. -ფრთხილად იყავი, კარგი? -კი, ვიცი. ილიასთან კონტაქტი სრულად განვაახლე. ყოველდღე ვწერდით ერთმანეთს. ღამე მისი ტკბილი ძილით სრულებოდა, დღე კი დილამშვიდობისათი. ილია თითქოს მართლაც შეცვლილიყო. არანაირი პრეტენზია მასთან აღარ მქონდა. ერთადერთი სამწუხარო ფაქტი იყო, რომ ბერლინში დიდხანს არ რჩებოდა. ჰამბურგში გადადიოდა საცხოვრებლად. ეს ნიშნავდა, რომ მას ვეღარ ვნახავდი და დისტანციურად მოგვიწევდა ურთიერთობის გაგრძელება. რაღა თქმა უნდა, ეს ფაქტი ძალიან საწყენი იყო. ძლივს ურთიერთობა დავილაგეთ და ახლა მანძილი დგებოდა ჩვენ შორის. -ქრისტი, არ ინერვიულო, კარგი? ისევ ვნახავთ ერთმანეთს. თუ გინდა, სამოგზაუროდ წავიდეთ. -სად? -პარიზში. -ახლა რომ არ მცალია? უნივერსიტეტში დავდივარ. -საახალწლოდ ისვენებ? -კი, დაახლოებით 20 დღე. -ჰოდა, მაგ დროისთვის ავიღოთ ბილეთები. -კარგი. იმდღესვე ჩავუსხედით ბილეთებს. ეარბიენბიზე სახლიც დავჯავშნეთ. ამასთანავე, ვიყიდეთ დისნეილენდისა და ეიფელის კოშკის მოსანახულებელი ბილეთები. თუმცა ერთი ნიუანსი კიდევ იყო: ილია ჰამბურგიდან გაფრინდებოდა პარიზში, მე - ბერლინიდან. თუმცა ამას ვჩივი? მთავარია, ხუთ დღეს ერთად გავატარებდით და პარიზსაც მოვინახულებდით. ერთი სული მქონდა, არდადეგები მოსულიყო. ვცდილობდი, რაც შეიძლება დაკავებული ვყოფილიყავი, რომ დრო მალე გასულიყო. უნივერსიტეტი - სწავლა - ბუნებაში სეირნობა. ეს იყო დღის ძირითადი რუტინა. რაღა თქმა უნდა, ხანდახან ეს გეგმა იცვლებოდა და რაღაცები ემატებოდა. მაღაზიებში გავიარე და ახალი ტანსაცმელიც ვიყიდე პარიზში ვიზიტისთვის. ამან ჩემი ლოდინი კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა. ყოველდღე გადმოვალაგებდი ამ ტანსაცმელს და ბედნიერი ვუყურებდი. მერე ეს რუტინაც მომბეზრდა. ტანსაცმელი ზურგჩანთაში ჩავალაგე და ახლა ფიქრი დავიწყე წინასწარ, თუ რა უნდა ჩამელაგებინა ჩანთაში. არ მინდოდა, რომ რამე დამვიწყებოდა. ამდენხნიანი ლოდინის შემდეგ საახალწლო არდადეგებიც დაიწყო. ბედნიერმა დავტოვე საერთო საცხოვრებელი და მეტროში ჩავედი. მატარებელი მალე მოვიდა, იქიდან კი ფეხით განვაგრძე გზა. აეროპორტში მივედი და კონტროლის გავლის შემდეგ ილიას დავურეკე. არ მიპასუხა. მივწერე კიდეც, მაგრამ მაინც არ მპასუხობდა. შეიძლება სადმე ხალხმრავალ ადგილას იყო და არ ესმოდა. ცუდზე არაფერზე ვფიქრობდი. აფრენამდე ისევ ვცადე მასთან დაკავშირება, კვლავ არაფერი. იმედია, პარიზის აეროპორტში მაინც დამხვდებოდა და არ მალოდინებდა. დაახლოებით ორსაათ-ნახევარი ჰაერში ვიყავი. ყველაზე მეტად რაც მეზიზღება, ის არ ამცდა. შუაში ვიჯექი და ვერც ერთ მხარეს ვერ ვტრიალდებოდი. ცოტა ხნით ჩამეძინა ფრენისას. ყოველთვის მეძინება თვითმფრინავში, ათი წუთით მაინც. აღელვებული წამოვდექი თვითმფრინავი რომ გაჩერდა და გასასვლელისკენ დავიძარი. ზურგჩანთა ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ოდნავ უფრო მძიმდებოდა. ტრაპზე ჩამოვედი და აეროპორტში შევედი. ცოტა ხნით ერთ-ერთ სკამზე ჩამოვჯექი და ინტერნეტის დაჭერა ვცადე. წესით ილიას რეისი ნახევარი საათის ჩამოსული უნდა ყოფილიყო. ალბათ სადმე აქ იქნებოდა. ვაიფაი დავიჭირე და ინსტაგრამზე შევედი. ილიასგან რამდენიმე შეტყობინება დამხვდა. -ქრისტი, სულ ამომივარდა თავიდან, რომ დღეს პარიზში უნდა გავფრენილიყავით. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ არ წამოვიდე. აჯობებს, თუ ერთად აღარ ვიქნებით და ერთმანეთსაც აღარ ვნახავთ. ცუდად არ გამიგო, მაგრამ შენზე ზედმეტად დამოკიდებული ვიყავი. შესაბამისად, ძალიან დიდ დროს მართმევდი. მე კი უკვე გავიზარდე და ცხოვრებაში რაიმეს მიღწევა მინდა. შენც გირჩევ, ასე მოიქცე. გერმანიიდან სხვა ქვეყანაში მივდივარ. არ არის საჭირო, იცოდე სად. დამიჯერე, მუდამ მემახსოვრები. ძალიან კარგად იცი, ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანი ხარ. ყოველთვის მეყვარები. ყოველი წინადადების წაკითხვა სულ უფრო და უფრო მტკენდა გულს. ბედი რატომ დამცინოდა ასე? ახლა რაღა უნდა მექნა? მთლიანი მოგზაურობა ჩამეშალა. აქეთ-იქით მიმოვიხედე. ამდენ ხალხში ტირილს ნამდვილად ვერ დავიწყებდი. -ქრისტი, პარიზში ერთადერთხელ ხარ ჩამოსული. სხვა დროს როდის მოხდება ეს? ახლა ტირილის დრო არ არის, - ხმადაბლა ვუთხარი საკუთარ თავს და წამოვდექი. ზურგჩანთა კვლავ ავიკიდე და რუკაზე ჩემს დროებით სახლამდე მიმავალი მარშრუტი მოვძებნე. აეროპორტიდან გამოვედი და შატლში ავედი. ჩამოვჯექი და ფანჯრიდან ყურება დავიწყე. აქ ბევრად უფრო თბილოდა, ვიდრე ბერლინში, თუმცა მაინც სიცივე იყო. ცოტა ხნით უაზროდ ვუყურე ხედს, შემდეგ კი მობილური ამოვიღე და ინსტაგრამზე სთორი დავდე. -დაე იფიქროს, რომ ძალიანაც გიხარია მის გარეშე აქ ყოფნა, - ჩავიჩურჩულე. სთორი წესიერად ატვირთული არც იყო, შეტყობინება რომ მივიღე. მიშო იყო. -ეს პარიზია? -კი. -პარიზში ხარ? -შენ წარმოიდგინე. -მერე ჩემთვის არაფერი არ უნდა გეთქვა? -დაკავებული ხარ და არ მინდოდა მომეცდინე. -ვაიმეე, რა მოცდენაა ეგ? ამდენი ხანი ნანახი რომ არ მყავხარ, ორ წუთს ვერ გამოვნახავდი შენთვის? -მარტო ორი წუთი გემეტება ჩემთვის ხოო? მორჩა, გაგებუტე. -კაი, ქრიტსი, ეგ სიტყვას მოჰყვა უბრალოდ. სად რჩები? -ახლა მივდივარ ზუსტად. აუ თან მეფს შევხედავ, არ გავცდე გაჩერებას. -ჩამიგდე მისამართი ბარემ. დრო მაქვს, გამოვალ და გნახავ. -კარგი, მოიცადე. რუკას „სქრინი“ გადავუღე და მიშოს გადავუგზავნე. -უი, არც თუ ისე შორს ყოფილხარ. მალე მიხვალ? -მეფი ასე 45 წუთს მიწერს. -ავტობუსით მოხვალ ხო? -კი. -ჰოდა მეც მანდ ვიქნები. -კარგი. მაშინ ახლა ინტერნეტს გავთიშავ, თორემ როუმინგში უფრო სწრაფად იხარჯებაო, მითხრეს. -კაი, და რუკას უყურე. არ გაცდე [სიცილის სმაილი] მართალია მიშოსთან საუბარმა ყურადღება ცოტა ხნით სხვა თემაზე გადამატანინა, მაგრამ ახლა ისევ ილიაზე დავიწყე ფიქრი. ისევ გამაცურა და ახლა ეს ყველაფერი კიდევ უფრო მტკივნეულია. რატომ ვენდე მას? ვიცოდი, რომ გრძნობებს არ უნდა ავყოლოდი, მაგრამ მე ხომ ქრისტი ვარ, ერთსა და იმავე შეცდომას მილიონჯერ ვუშვებ. შატლიდან ჩამოვედი და მეორე ავტობუსის გაჩერებაზე გავიქეცი. დიდი ხნით ლოდინი არ დამჭირვებია. ყოველი შემთხვევისთვის, ვიკითხე, იქით თუ მიდიოდა, საითაც მაწყობდა. მძღოლის დასტურის შემდეგ ერთ-ერთ სკამზე ჩამოვჯექი. ვეღარ ვხვდებოდი, აღფრთოვანებული უნდა ვყოფილიყავი იმით, რომ პარიზში ვიყავი თუ ილიას ამბის გამო განადგურებული. კვლავინდებურად ხედს გავყურებდი და რამდენიმე წუთში ერთხელ რუკას ჩავხედავდი ხოლმე. ყოველთვის ვოცნებობდი, პარიზში ჩამოვსულიყავი. ბევრჯერ მქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი, რადგან მსურდა, ჩემს შეყვარებულთან ერთად წამოვსულიყავი. ძლივს ეს მოვახერხე და რა გამოვიდა? არც არაფერი. ტიპური ილიას საქციელია. წინაზეც ხომ ამის გამო დავშორდი. მაგრამ რა? ვისწავლე ამ დაშორებით ჭკუა? კი, როგორ არა. იმიტომაც ვზივარ ახლა ავტობუსში მარტო. აპლოდისმენტები, ქრისტი. ფიქრებმა ძალიან წამიღეს. კიდევ კარგი, მობილურს ჩავხედე, თორემ გავცდებოდი გაჩერებას და იარე მერე ფეხით უკან ამხელა ჩანთასთან ერთად. სასწრაფოდ ჩამოვედი ავტობუსიდან და ჩემს თავს პირობა მივეცი, ილიაზე არ ვიფიქრებდი. ახლა მაინც, თორემ სადღაც პარიზის ბოლოში აღმოვჩნდებოდი. რუკას კიდევ ერთხელ ჩავხედე. ახლა ფეხით უნდა მევლო სულ პირდაპირ. -ქრისტიი, - გავიგონე რამდენიმე მეტრის მოშორებით ხმა. რამდენადაც ჩანთა მაძლევდა საშუალებას, იქით გავიქეცი. -მიშოოო, როგორ ხარ? -მე კარგად, შენ როგორ ხარ? ასე უნდა დავიწყება? რატომ არ მითხარი რომ აქ ჩამოდიოდი? დავიჯერო, გიდი არ გჭირდება? -ოჰ, შემოიარე უკვე ხო, მთელი პარიზი. -ნუ, მთელი არა, მაგრამ მთავარი რაღაცები ვნახე. -კაი, უფლებას გაძლევ, ბერლინში თუ ჩამოხვალ, არ გამაგებინო. -და დავიკარგო? არა, გმადლობთ. წამო, დავიძრათ, თორემ ცოდო ხარ. უი, უი, რა უზრდელი ვარ. ჩანთა მომეცი, წამოგიღებ. -შენ აგკიდო ჩემი ბარგი? ხომ არ გაგიჟდი? -ქრისტიი, ნუ ბავშვობ. როცა დახმარებას გთავაზობენ, უნდა დათანხმდე. ცოტა ხანი ვუყურე და შემდეგ ჩანთა გადავულოცე. -თუ ძალიან გემძიმა, დამიბრუნე. -მოიცა რაა. შენც შემოგისვამ და წაგიყვან. -ოოჰ, ძალა გერჩის? მოიცა, კარგად შემომხედეე, ვაა, როგორ შეცვლილხარ. ცარიელი კუნთი რატომ გახდი? -ვარჯიში, ვარჯიშიი. -ვიცი, ხო, მაგრამ ასე მალე? მე შენ თბილისში წრიპა დაგტოვე, - გამეცინა. -წრიპა ხოო, წრიპა. შენზე პატარა ვიყავი, აი. -მე არ ვამბობ, თავად თქვი. -ვააჰ, როგორ მომნატრებია შეთან ლაპარაკი. -მეც, მიშო, მეც. აუ, მოიცა, მაღაზიაა და შევიდეთ რაა. საჭმელი ხომ უნდა ვიყიდო საღამოსთვის და ხვალ დილისთვის. -კაი, წამო. ორი ცალი ერთჯერადი სუპი ავიღე, იოგურტი და შოკოლადიანი არაჟანიც მივაყოლე. -შენც ხომ არ გინდა რამე? -არა, დანაყრებული ვარ. მაინც ავიღე დამატებით იოგურტები. -კაი, შენ თუ არ შეჭამ, მე დამრჩება. ყველაფერი ვიყიდე და გამოვედით. -აქედან კიდევ შორია? -რა იყო, დაიღალე? მძიმეა ხო? -არა, უბრალოდ წვიმის დაწყებას აპირებს. -აუ არაა, ოღონდ ახლა არ იწვიმოოს. მე რომ ჩამოვედი, ახლა მოუნდა რაა. -დამშვიდდი, დიდხანს არ მგონია გაგრძელდეს. -დამამშვიდე. აი აქ უნდა შევიდეთ. მოიცა, კოდი უნდა ჩავწერო. მიშოს კოდი ვუკარნახე. ჯერ ერთი კარი გაიღო, შემდეგ მეორეჯერაც იგივე გაიმეორა. სადარბაზოში შევედით, მაგრამ ეს ცოტა განსხვავებული იყო. -25-ე სახლია. -ბოლო სართულზე იქნება, ლიფტით ავიდეთ. -აუ ამ ლიფტს ვერ ვენდობი. ძველია. -არაფერი მოხდება, შემოდი. მეოთხე სართულზე ავედით. -აქ მხოლოდ 20 რიცხვია. -ჰოდა გარეთ უნდა გავიდეთ. იტალიური ეზოსავითაა რა. აი, ის თეთრი კარია. კართან პატარა შავი ყუთი იყო ჩამოკიდებული. მასში კოდის შეყვანის შემდეგ გასაღებიც ავიღე. -ვააუ, რა სილამაზეა, - პირი ღია დამრჩა. - ფოტოებში კი მქონდა ნანახი ბინა, მაგრამ აშკარად უფრო ლამაზია. ნახე რა თანამედროვედაა მოწყობილი. უი, ხო, მომეცი ზურგჩანთა, ჩუსტებს ამოვიღებ. შენ მანამდე შეგიძლია იქით ჩამოჯდე. ზურგჩანთა საწოლზე დავდე. ხელები დავიბანე და პროდუქტები მაცივარში შევალაგე. -ჩაის დალევ? -კი, რატომაც არა. რა ვარიანტები გვაქვს? -შავი, გვირილის, მწვანე, პიტნის, ხილის. -ხილის იყოს. -კარგი, ახლავე. მადუღარა ჩავრთე და ფინჯნები მოვამზადე ჩაის ფერით. -რომელი იოგურტი გირჩევნია? -არ მშია. -მე მაინც მოგიტან და თუ არ გინდა, ნუ შეჭამ. იოგურტები, ფინჯნები და კოვზები მაგიდაზე დავალაგე. -ჯერ ეს ვჭამოთ და მანამდე წყალიც ადუღდება. ბოლოს იმდენი ვქენი, მიშომ იოგურტი მაინც შეჭამა და ჩაიც ზედ მიაყოლა. -ასეთ ცხელს როგორ სვამ? პირი არ გეწვება? -მიჩვეული ვარ. თანაც ცხელი უნდა დაილიოს და არა გაციებული. მასეთს გემოს როგორ ატან? -აშკარად განსხვავებული გემოვნება გვაქვს. -აბა, რას აპირებ ახლა? -ახლა ინტერნეტში თავით უნდა შევძვრე და დავგეგმო ზუსტად, რის ნახვას ვაპირებ. -ოოჰ, როგორი ორგანიზებული ყოფილხარ. -აშკარაა, ჩემთან ერთად რომ არ გიმოგზაურია არასდროს. მე დაგეგმვის გარეშე რამეს ვიზამ? -კაი, გინდა მოგეხმარო? -უარს არ ვიტყოდი. -ვაიფაის პაროლი მითხარი. -მოდემზე აწერია ქვემოდან და ნახე. მოკლედ, მე გიკარნახებ რა არის სანახავი, შენ ყველაფერს ჩაიწერ და მერე მეტყვი სათითაოდ, რომ მოვძებნო ერთმანეთისგან რა მანძილითაა დაშორებული. -რამდენი ხნით რჩები? -სამშაბათს ნაშუადღევს მივფრინავ. -საკმარისი დრო გქონია. არაა ცოტა. -ჰოდა მაგიტომაც უნდა დავგეგმო ყველაფერი სწორად. -კარგი, მიდი, დაიწყე. სამი დღის გეგმა შევადგინეთ. -ორშაბათს აღარ აპირებ არაფრის ნახვას? -როგორ გეკადრება. დისნეილენდში მივდივარ. შენ ხარ ნამყოფი? -არა. -ვაიმეე, ამდენი ხანია პარიზში ხარ და დისნეილენდში არ წასულხარ? -მერე რა. -კაი, ჰო, არაუშავს. წავალ, ჭურჭელს გავრეცხავ. შენ სახლში არ მიდიხარ? -მადგებ? -უბრალოდ ღამდება და არ მინდა, რომ მოგაცდინო. -დამშვიდდი, მალე წავალ. ჭურჭლის რეცხვას შევუდექი. მანამდე კი მიშო სახლის დათვალიერებას მოჰყვა. -არა რაა, ძალიან მაგარი სახლია. ძვირი დაგიჯდა? -არაა, 90 ევრომდე ხუთ ღამეში. -ძალიან მაგარი ფასია ასეთი სახლისთვის. ისე, საძინებელი კია პატარა. მოიცა, ორი საწოლი რატომ დგას? ერთსაწოლიანი არ უნდა გექირავებინა? გავშეშდი. უნდა მეთქვა მიშოსთვის ყველაფერი? -ქრისტიი, გამოფხიზლდი. ვინმეს ელოდები? წყალი დავკეტე და ხელები შევიმშრალე. -ქრისტი, რა გკითხე ასეთი? ხომ კარგად ხარ? -ილიას შევურიგდი. მიშოს შევხედე. სახე წაეშალა. ყოველთვის მეჩხუბებოდა, როცა ილიას ვახსენებდი. -ამიტომ არ მითხარი, რომ ჩამოდიოდი? -არ გაბრაზდე, ძალიან გთხოვ. საკუთარ თავზე მეც გაბრაზებული ვარ. -რამდენი ხნის წინ მოხდა ეს? არც კი მითხარი. -აი ზუსტად მაგ რეაქციის გამო არ მსურდა ამის თქმა. -რამდენი ხნით? -გთხოვ, მიშო, ნუ ბრაზდები. აღარც მე მსურს მისი ნახვა, აღარასდროს. -რა მოხდა? -არაფერი. -ქრისტი, რა მოხდა? მობილური ამოვიღე და ილიას მონაწერი ვაჩვენე. მიშოს სახეზევე შევატყვე, რომ უნდოდა გაბრაზებულიყო, მაგრამ არაფერი მითხრა. ამის მაგივრად, მოვიდა და ჩამეხუტა. -ამატირებ ახლა. -არ მოიწყენ მე რომ აქედან წავალ? -მაგას ვერ შეგპირდები, მაგრამ პარიზში ყოფნას ნამდვილად არ ჩავიშხამებ. -ზუსტად მასე უნდა მოიქცე. უნდა მიახვედრო, რომ მის გარეშეც ძალიან კარგ დროს ატარებ. მოდი აქ, ფოტო გადავიღოთ. -რა? -ქრისტი, წინ დამიდექი და სელფი გადაიღე. -კაი ხო, იცოდე, „დამთაგე“. -ჰაჰ, ეჭვიც არ შეგეპაროს. ფოტო გადავიღეთ. მიშოს დადებული ჩემს სთორიზე გადავაზიარე. -კარგი, დიდად დაკავებული არ ვარ ეს დღეები. შემიძლია შენთან ერთად დავათვალიერო პარიზი. -მართლაა? -ხოო. თან ფოტოს გადამღები ხომ გჭირდება? -დაააა, ორშაბათს რაიმე გეგმა გაქვს? -არა, მთელი დღე თავისუფალი ვარ. -დისნეილენდში ჩემთან ერთად წამოხვალ? ზედმეტი ბილეთი მაქვს. -კარგი, წამოვალ. -აუ აი ძაააალიან, ძააალიან რომ მიყვარხარ, იცი ხომ? -ასეთი იდეალური გყავარ და იმიტომ. -ჰო, ჰო, რა თქმა უნდა. ახლა შეგიძლია წახვიდე. დაისვენე და ზუსტად გამაგებინე რამდენი ხანი გეცლება ხვალ, ზეგ, მაზეგ. -აუჰ ქრისტიი, უარის თქმა მინდა. -გვიანიაა. სიტყვებს უკან ვეღარ წაიღებ. მიდი, მიდი, გაიქეცი და კარგად გამოიძინე. მადლობა, რომ მნახე და ამდენი დრო გაატარე ჩემთან ერთად. *** პირველ დღეს ფეხით გავუყეევით გზას, რომ ახლოში მდებარე ურბანული პარკი ლა ვილეტე გვენახა. იქიდან კი ავტობუსით წავედით მარსის მდელოზე. -აუუუ, რა სილამაზეაა. მიშო, გთხოვ, გთხოვ, გთხოვ, აქ დავდგები და გადამიღე ფოტო რაა. მიშო დიდხანს არ მიწვალებია. ზოგან ორივენი ვიღებდით ფოტოს (სხვას ვთხოვდით, რომ გადაეღო. მიშომ ფრანგული იცოდა და არ გვიჭირდა კომუნიკაცია). ამ დღის გეგმა შევასრულეთ და ყველა ადგილი მოვიარეთ, რაც სიაში გვქონდა. -ხვალ ლუვრში ვაპირებ შესვლას და არ ვიცი რამდენი ხანი გავჩერდები. აქვე ახლოში რაც არის, უცებ ხომ არ გვენახა? -პრინციპში, ორი რაღაცის ნახვას კიდევ მოვასწრებთ. წამოდი, ვიცი რაც უნდა ვნახოთ. ხვალ იმის გამო ჩასვი ლუვრში შესვლა, რადგან არ მეცალა? -ხო, აბა მაგდენ დროს ხომ არ დაგაკარგვინებ? თან ლუვრში შესვლა მხოლოდ სტუდენტებისთვის არის უფასო. შენ სტუდენტი ხარ? -წამო, წამო, ნუ მამასხარავებ. დაგვრჩება ის ადგილები უნახავი. -შენ შეგიძლია სახლში წახვიდე, ისედაც მთელი დღე წაგართვი. თან დაბნელდა და ფოტოების გადაღებასაც აღარ აქვს აზრი. -და მერე ამ სიბნელეში მარტო ივლი? -ნუ, ძალიან კი არ მახარებს ეგ ფაქტი, მაგრამ არაუშავს. -არ ვაპირებ წასვლას. -კარგი, ხოო. -დაიმახსოვრე, ხვალ ძალიან ფრთხილად იყავი. ხომ იცი, ქურდობაა ყველგან. -ვიცი ხოო, ვიცი. მასეთები არ მეშლება. ცოტა ხანი კიდევ ვიარეთ. შემდეგ კი სახლებისკენ გავწიეთ. ძალიან გადავიღალე. ერთი სული მქონდა, სახლში მივსულიყავი და დამეძინა, მაგრამ ჯერ წყალი უნდა გადამევლო. შემდეგი დღე ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. ლუვრში დილიდანდე წავედი. ჯერ რიგი არ იდგა. ალბათ ნახევარი დღე მაინც იქ გავატარე. რამდენ მუზეუმში არ ვყოფილვარ, მაგრამ არ აღფრთოვანებული არც ერთ მათგანს არ დავუტოვებივარ. მთლიანის დათვალიერებას სამწუხაროდ ვერ მოვასწრებდი. სხვა ახლომდებარე ადგილებიც დავათვალიერე. ამ დღემ კიდევ უფრო დამღალა. მოსაღამოვებულზე უკვე ბალიშს და საწოლს წარმოვიდგენდი. იმას მივხვდი, რომ მოსანახულებელი ადგილებია რასწორად მქონდა გადანაწილებული. სახლში მისული ამას ხელახლა აუცილებლად უნდა ჩავჯდომოდი. რაღაცები გადავალაგე და შემდეგი დღისთვისაც მოვემზადე. თავი ძლივს ავწიე საწოლიდან. -ქრისტი, გიღირს ადგომა? - საბანი წავიფარე თავზე. - არაა, უნდა ადგე. ძლივს წამოვდექი ფეხზე და გავემზადე. სუპიც შევჭამე და მთელი აღკაზმულობით გარეთ გავედი. დღეს მიშო ცოტა უფრო გვიან მოვიდოდა და შედარებით ნაკლები დროითაც დარჩებოდა. ამიტომაც ყველაზე შორი მარშრუტი ავირჩიე. ვერსალი უნდა მომენახულებინა. ყველა სახის ტრანსპორტი გამოვიყენე, რაც კი არსებობდა. სამწუხაროდ შიგნით შესვლა ვერ შევძელი. სამაგიეროდ იქვე ახლოს ლამაზი სკვერი ვნახე და მასაც გადავუღე ფოტოები. შემდეგი გაჩერება პომპიდუს ცენტრი იყო. იქვე კიდევ ბევრი სანახავი ადგილი მოიძებნებოდა. სწორედ აქედან რომელიმეში ვნახავდი მიშოს და შემდეგ ერთად წავიდოდით ეიფელის სანახავად. -აუ, აქ სადღაც სიყვარულის ხიდიც ხოა? ადრე ძალიან ბევრი ბოქლომი რომ ეკიდა? -წამო და მანდაც მიგიყვან. არ არის აქედან შორს. -მოკლედ, ჩემი მეფი ხარ რაა. ინტერნეტიც არ მეხარჯება და სოციალურ ქსელებში შესვლისთვისაც მრჩება. -ხო, გამომწურე მთელი ენერგია და იხარე მერე. -უკვე ძალიან ბევრს ხომ არ წუწუნებ? თუ დაგღალე, შეგიძლია წახვიდე. -აუ რა მარტივად იჯერებ ხოლმე ყველაფერს. როგორი გულუბრყვილო ხარ. -ანდაც სულ ტყუილად გენდობი. კარგი, წამიძეხი. ხიდიც ვნახეთ და ეიფელისკენ დავიძარით. -აუუუ, არ მჯერა. ნახე რა სილამაზეაა. რას ფიქრობ, ახლა სჯობს ასვლა თუ დაღამებისას. -დაღამებისას ბევრად უფრო ლამაზი სანახავია. -შენ ყოფილხარ? -მთლად წვეროზე არ ავსულვარ. -ღმერთო ჩემო, მიშოოო. შენ უნდა ცხოვრობდე პარიზში და მე არა? სირცხვილიაა. -ოოხ, თორე შენ მთელი ბერლინი მოვლილი გაქვს რაა. -ეგ სულ სხვაა. -ხო, როგორ არა. ცოტა ხნით კაფეში დავხსედით, დაღამებისას კი ეიფელზე ავედით. ლიფტი რაც უფრო ზევით მიიწევდა, მით უფრო მიჩქარდებოდა პულსაცია. ვერც კი აღვწერ, რა დამემართა, ეიფელის თავზე რომ დავდექი და იქიდან მთლიან პარიზს გადმოვხედე. არასდროს ყოფილა პარიზი ჩემი ოცნების ქალაქი. მისი ნახვა კი ყოველთვის მსურდა, მაგრამ არა ისე, როგორც ბევრ ადამიანს. ალბათ სწორედ ამიტომ მეჩვენებოდა ყველაფერი კიდევ უფრო ზღაპრულად. -ასეთი სილამაზის ნახვაზე უარი როგორ თქვი? -ქრისტი, შემომხედე. რა გატირებს? -ნახე რა სილამაზეა. ეს წუთები არასდროს დამავიწყდება. ხომ ნამდვილად მღვიძავს? -თუ გინდა, გიჩქმეტ. -ახლა ვერც გავბრაზდები და ვერც გეჩხუბები, ისეთი ბედნიერი ვარ. -მოიწმინდე ცრემლები და ისე შეხედე პარიზს. ფოტოსაც გადაგიღებ. -კარგი, მერე ისევ იმ ადგილას დავბრუნდეთ, რომ განათებული ეიფელიც გამოჩნდეს. -არაა პრობლემა. ემოციებისგან დაცლილი დავწექი დასაძინებლად. -ვაიმეე, ამდენი სთორის დადება რა ამბავია. ხალხი დაგებოღმება [სიცილის სმაილი], - მომწერა კესომ. -კესოო, რატო არ გძინავს შენ? -ვერ დავიძინე. როგორ დროს ატარებ პარიზში? -ვერც კი წარმოიდგენ, იმდენად საოცარი ქალაქია. -ილია მომიკითხე. -არ ახსენო, გთხოვ. აქ არაა. დამშორდა. -მეც არ გამიკვირდა, რატომ არ გედოთ ერთად ფოტო. მიშო კი გინახავს. -ხოო, შემოვიარეთ ლამის მთელი პარიზი. დღეს ეიფელი ვნახეთ და გული ჩამწყდა რაღაცნაირად. მინდოდა იქ ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვყოფილიყავი. -მერე მიშო? -მიშო კი მიყვარს, მაგრამ არა ისე. -არაუშავს, შეირგე. შეყვარებული რომ გეყოლება და იმ ილიას დაანებებ თავს, კიდევ ერთხელ წადი პარიზში. -ორჯერ ნახვა რად მინდა? რამდენი ქალაქია სანახავი. -კაი, ვენეციაში წადი ჰოდა. -კესო, ძალიან დაღლილი ვარ მართლა და ხვალაც ადრე უნდა ავდგე, რომ დისნეილენდში წავიდე და დავიძინებ, კარგი? -მიდი, ქრისტი. ტკბილი ძილი. -შენც და იცოდე მალე დაიძინე. ალბათ გადაღლილი რომ ვიყავი, ჩემთვისვე იყო უკეთესი. ვერაფერზე ფიქრი ვერ მოვახერხე. დილით კი ამის თავი არ მქონია. რაც შეიძლება თბილად ჩავიცვი და სახლიდან გამოვედი. საკმაოდ ციოდა. ტემპერატურას დავხედე. მინუსებში იყო. -ვი - ყი - ნე - ბიი, რატომ ცივა აქ ასე ძალიან? ბერლინიდან რისთვის წამოვედი? -ავტობუსში ავიდეთ და აღარ გაიყინები. დისნეილენდში როგორღა ივლი? -ვივლი, ვივლი. პარიზიდან ისე არ წავალ, რომ დისნეილენდი არ ვნახო. თანაც ყველა ატრაქციონზე შემიძლია დაჯდომა. -შენს ადგილას მაგას არ ვიზამდი. -ყველაზე ფიზიკურად ვერც მოვასწრებ დაჯდომას. შენც ხომ დაჯდები? -კი, მაგრამ საშიშებზე არ აგიშვებ. ან გული არ აგერიოს, ან არ შეგეშინდეს. -როგორი მზრუნველი ბიჭი ხარ, მოკლედ. გამიხარდა, რომ დისნეილენდი ბოლო დღისთვის მოვიტოვე. ასე მგონი არასდროს მიხალისია. ყველაფერი ისეთი ფერადი და ზღაპრული იყო. ალბათ ცხოვრებაში ერთხელ ყველამ უნდა ნახოს ეს ადგილი. მიშო მგონი დავტანჯე, იმდენ ატრაქციონთან მივიყვანე. სამწუხაროდ, დიდი რიგები იყო და მალევე მოვეშვი აქეთ-იქით სირბილს. ყველაზე საოცარი სანახაობა კი საღამოს იყო. ზღაპრისა თუ მულტფილმის პერსონაჟები, მუსიკა, ცეკვა, ფეიერვერკი. -მიყვარს აქაურობა, კიდევ მინდა. -ასეთი ბავშვი თუ იყავი, არ მეგონა. -ჩემში ბავშვი ყოველთვის ცოცხლობს. მგონი, სალი რომ წამომეყვანა, ის ვერ გაერთობოდა ასე, როგორ მე. -მართლა პატარა ხარ. ავტობუსზე არ დავაგვიანოთ. -მართალი ხარ. -ხვალ რას აპირებ? -პირდაპირ აეროპორტში. ფრენა ორისკენაა. „ჩექაუთი“ კი 11-ზე მაქვს. ზუსტად ვასწრებ რა. -მაგ დროისთვის კი მცალია, პრინციპში. -შენ რა უნდა გკითხო, ასე მთელი დღეები რომ დამყვები, ან ვარჯიშებზე არ დადიხარ, ან თამაში არ გაქვს? -სულ აქ ხომ არ ვარ? ყველაფერს ვასწრებ. -გუშინ თამაში არ გქონდათ? -მე არ ვყოფილვარ განახცადში. თანაც ესპუარების სისტემა საერთოდ განსხვავდება უმაღლესი გუნდისგან. -ნუ ცდილობ მაგ მრავალფეროვანი სიტყვებით დამაბნიო. ტრავმა გაქვს? -როგორ ხვდები ხოლმე, პირდაპირ მიკვირს. -ვაიმეეე, ტრავმა გაქვს და ამდენი ხანი დადიხარ? როგორ შეიძლება ამდენი საირული. -რაც არ შეიძლება, არც ვაკეთებ. -რა დაიზიანე? -მცირე ტვინის შერყევა მაქვს. -და მაგ დროს საწოლიდან ადგომა შეიძლება? -ქრისტი, მცირე ვთქვი მე. ცოტა ხმადაბლა, ხალხია აქ. -თორე სულ ყველამ უცებ ქართული არ იცოდეს რაა. -დამიჯერე, ქართველები ისეთ ადგილებში და ისე მოულოდნელად შეგხვდება, ვერ წარმოიდგენ. არც აქ გამოვრიცხავ, რომ ვინმე იყოს და უბრალოდ ხმას არ იღებდეს. -უცხო ქვეყანაში მეც ვცხოვრობ და მეც გადავყრივარ მასე ქართველებს. -ჰოდა უფრო ჩუმად ლაპარაკსაც ვისწავლიდი შენს ადგილას. -იმდენი ქენი, მაინც გადამატანინე ყურადღება სხვა რაღაცაზე. -ბარი-ბარში ვართ. არც მე ვჩხუბობ, პარიზში ჩამოსვლაზე არაფერი რომ არ მითხარი და არც შენ იღებ ჩემს ტვინის შერყევაზე ხმას. -მცირე, - დავუმატე და გავიცინე. დილით სანამ სახლს დავცლიდი, ლუკამ დამირეკა. -ვაიმე მონატრებულოო. მე რომ არ გაგიხსენო, შენ მთლად უნდა გადამივიწყო, ხოო? -კაი რაა ლუკა. ხომ იცი, როგორი გადაღლილი ვარ. -რამ გადაგღალა, მასეთი სილამაზეების ნახვამ? -აუ იცი რა სილამაზეა მართლაა? აუცილებლად უნდა წამოხვიდე და შენც დაათვალიერო. -ჯერ შეყვარებულს ვიშოვი და... -შენს ძმასაც ძაან მშვენივრად ჩაჰკიდებ ხელს და წამოხვალ. -აუჰ, ირაკლის ხასიათს ამდენი ხანი ვერ გავუძლებ. -ერთად არ ცხოვრობთ? -მერე მარტო ეგ ხომ არაა? გავივლი, გმაოვივლი, სხვებსაც დაველაპარაკები. მანდ კიდე მარტო ირაკლის უნდა ვუყურო. -ვაიმეე, როგორი წუწუნა ბიჭი ხაარ. სახლშია? მომიკითხე რააა. ეგეც მომენატრა. -მერე მონატრებულ ხალხს ურეკავენ ხოლმე. კაი, კაი. მომიყევი შენ, როგორ მოგეწონა პარიზი? -აუ, რავიი. ყველაფერი იდეალურია რაა. მთლად ბერლინი კი ვერაა, მაგრამ ბერლინს უკვე ისე ვარ მიჩვეული, რავი. -აუჰ, რა აქვს პარიზს შენი დასაწუნი? -აი, ბერლინში სულ რომ არაფერი ღირსშესანიშნავი არ იყოს, მაინც ლამაზი გარემო და შენობებია. აქ კი იმდენად ლამაზი არაა ყველა ქუჩა. -ვაიმე, ქრისტიი, პირველი ადამიანი ხარ, ვინც პარიზში ჩავიდა და დაიწუნა. -არა, სხვათა შორის, ძალიან ბევრ აზიელს ემართება ეგ სინდრომი. ზედმეტად დიდ წარმოდგენას იქმნიან და მერე უცრუვდებათ მოლოდინები. -კაი, ქრისტი, ნუ გადმომიშალე შენი ცოდნა დილაუთენია. -დილაუთენია? ვაი, რომელი საათია? -ჩემთან პირველია. -ვაი, აქ თერთმეტი გამხდარაა. აუ, ლუკა, ძალიან დიდი ბოდიში, უნდა გავიქცე რაა. ორზე ფრენა მაქვს და არ უნდა დავიგვიანო. -კარგი, ქრისტი, მიდი. -გკოცნი ბევრს. ირაკლი მომიკითხე და დამანახე სხვა დროს. -მეც გკოცნი. გადავცემ აუცილებლად. ლუკას დავემშვიდობე და კისრისტეხით გამოვვარდი სახლიდან. გასაღები ყუთში დავაბრუნე და გაჩერებისკენ გავიქეცი. -დაგაგვიანდა, - მომაძახა მიშომ. -ლუკასთან საუბარს შევყევი და დრო გამექცა. -კიდევ კარგი, მთლად არ დააგვიანე. -მოიცა, მე რომ დამეგვიანა, შენ არ უნდა დაგერეკა? იქნებ რა მჭირდა? -მთლად მაგდენადაც არ გაგქცევია დრო. აეროპორტში არ დაგვიგვიანია. ჯერ კიდევ არ იყო „გეითის“ შესახებ ინფორმაცია დაწერილი. -აქედან რამდენი ხანი გინდა? -ძალიან ბევრი არა. დაახლოებით სამი საათი სჭირდება. თან ხომ იცი, მაგაში ბარგის აღების, აფრენისა და დაჯდომის დროებიცაა მითვლილი. -მაგაზე არც მიფიქრია. -არაუშავს, შენ მაგიერაც მე ვიფიქრებ. -ნუ გვაკნინებთ აქ ხალხს რაა. -როგორ გეკადრებათ, - სიცილი დავიწყე. - აუ, მიშოო, მომენატრები. თითქოს შევეჩვიე ახლობლებისგან შორს ყოფნას და ახლა ხელახლა უნდა დავიწყო? -მეც ძალიან მომენატრები. მაგრამ მაინც უფრო მიხარია, რომ გნახე. -ეგ მეც კი მიხარია. მოდი აქ, ჩაგეხუტო. ზურგჩანთა სკამზე დავდე და მიშოს ჩავეხუტე. -იცოდე, ბერლინში ჩამოსვლას თუ გადაწყვეტ, მეც მსგავსად დაგხვდები. არ გინდა, რომ დაათვალიერო? -აუცილებლად ვიფიქრებ. -მიშო, რამის თქმა გინდა? -არა, რატომ მეკითხები? -სახეზე გაწერია, რომ რაღაც გაწუხებს. -ასე მალე რომ გავიდა ეს ხუთი დღე, მაგიტომ ვნაღვლობ. -არ თქვა. -ქრისტი, „გეითი“ დაიწერა. მგონი აჯობებს, რომ წახვიდე. -კარგი. კარგად აბა, მიშო. -კარგად, - კიდევ ერთხელ ჩამეხუტა და დამემშვიდობა. თვითმფრინავში ვფიქრობდი, ალბათ მიშო პარიზში რომ არ ყოფილიყო, მარტო სიარულისას დეპრესია შემიპყრობდა. გამიმართლა, რომ ყველაფერი ასე დაეწყო. თუნდაც ილიას ამბავი. ადრე თუ გვიან, ის ასეთ რაღაცას მაინც გააკეთებდა. ჰოდა, კარგი ქნა, რომ ნამდვილი სახე მანამ გამოაჩინა, სანამ ძალიან მტკივნეული იქნებოდა ჩემთვის. მიშოს ხშირად ვკითხულობდი. ტრავმა მალე მოიშუშა. არც ოჯახის წევრები მავიწყდებოდნენ. პერიოდულად ილიაზეც მეფიქრებოდა ხოლმე. ბერლინში მყოფი ქართველების ნაწილი მეორე სემესტრში საქართველოში დაბრუნდა. სამაგიეროდ, ახალი ბავშვები ჩამოვიდნენ. მათთან ერთად დავსეირნობდი ბერლინის ქუჩებში და ახალ-ახალ ადგილებს ვნახულობდი. ძალიან შემიყვარდა ეს ადგილი. რა მოხდებოდა, ცოტა სითბო რომ ყოფილიყო? მხოლოდ ეს სიცივე აფუჭებდა ყველაფერს. ზამთარში ხელთათმანიც კი არ მათბობდა და ხელები მეყინებოდა. სხვათა შორის, გიოს არ დავიწყნია თავისინი დანაპირები. კვირაში ერთხელ მაინც მთხოვდა კონსპექტს და გამოცდების წინაც წუწუნს იწყებდა. მე უნივერსიტეტის ამბებს ვეკითხებოდი, ის ბერლინზე მეკითხებოდა რაღაცებს. მთელი წელი ჩვენი კურსიდან ვიღაც თხოვდებოდა ან ცოლი მოჰყავდა. გიო და ნიკაც ხან ვის ქორწილში ქეიფობდნენ, ხანაც ვის. მიშომ რამდენჯერმე ითამაშა ესპუარებში. ტრადიციულად, წარმატებას ვუსურვებდი თამაშის წინ. რადგან მატჩები არსად არ გადაიცემოდა, მიშოვე მეუბნებოდა თამაშის შედეგებს. მეც შესაბამისად ვულოცავდი ან ვამშვიდებდი. რაგბი ევროპაც დაიწყო. მიშოც გამოიძახეს. ამჯერად ხუთივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. გული დამწყდა, რომ გერმანია აღარ იღებდა მონაწილეობას, თორემ დიდი სიამოვნებით წავიდოდი საგულშემატკივროდ. პრინციპში, შემეძლო ბელგიაში გადაფრენა, მაგრამ ამის თავი ნამდვილად არ მქონდა. დრო გადიოდა. აღდგომამაც ჩაიარა. გამოცდების მოახლოებასთან ერთად ჩემი ნერვიულობაც იმატებდა. ცალკე იმაზე ვფიქრობდი, რომ ძალიან ცოტა დროღა მრჩებოდა გერმანიაში გასატარებლად. ჩემი მეორე ნახევარი პირიქით ბედნიერიც კი იყო. ახლობლები მენატრებოდნენ. ფინალურების შემდეგ ნახევარი თვით ისევ უნდა ვყოფილიყავი ბერლინში, სანამ ნიშნები დაიწერებოდა. უსაქმურობას ძირითადად სეირნობით ვიქარვებდი. სოციალურ ქსელშიც უფრო ხშირად დავიწყე შესვლა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი სქროლვის დროს აღმოვაჩინე, რომ გიო დაინიშნა. -ვაიმე, გიო, გილოცავ [გული]. ძალიან დიდ ბედნიერებას გისურვებთ. -მადლობა [გულები]. -ისე, ეს ფაქტი როგორ გამომაპარე? -მეც უცებ გადავწყვიტე. -და გოგოსაც რომ არ ვიცნობ? -ჩამოდი და გაგაცნობ. -ქორწილს მალე გეგმავთ? -ჯერ ხომ უნდა ჩამოხვიდე? შენ გარეშე ქორწილს რა მუღამი ექნება. -ეგ თავისთავად. -ალბათ ივლისის ბოლოსთვის. ჯერ არ გვიფიქრია. მოსაწვევს გამოგიგზავნი და არაფერს გამოგაპარებ. -გამომაპარებ და მალეც დაქვრივდება შენი საცოლე [სიცილის სმაილები]. -არ გამოგტოვებ, არა. -ისე, სულ ყველა როგორ დაოჯახდით, რა უბედურებაა? მე ჯერ შეყვარებულიც კი ვერ მიპოვია. -მერე, დაიწყე ძებნა. პატარა კი აღარ ხარ. -ოცი წლის ვარ. -მერე, იფიქრე, შენხელებს სამი შვილი ჰყავთ. -ნუ გამიხდი მთელი სანათესაო [სიცილის სმაილები] გიომ მხოლოდ სიცილის სმაილებიღა მომწერა. გერმანიიდან წამოსვლა, რა თქმა უნდა, გამიჭირდა. ბილეთი სტამბული-თბილისის მქონდა აღებული. ქუთაისში გადაფრენის და იქიდან ავტობუსით სიარულის თავი არ მქონდა. წამოსვლის წინა დღეს აკას ველაპარაკე. -აკა, რა გჭირს? -ცუდი ამბავია, ქრისტი. -რა მოხდა? ვინმეს რამე დაემართა? -ლუკას შობლებმა დარეკეს ცოტა ხნის წინ. -მერე? -ლუკა ბოლო პერიოდი ცუდად იყო. სულ წამლებს სვამდა. წუხელ ეპილეფტიკური შოკი დამართნია. ეძინა... -და როგორაა? აკამ ვერაფერი თქვა. უბრალოდ თავი გადააქნია. გულში რაღაც ჩამწყდა. ლუკა ხომ ასეთი ახალგაზრდა იყო, როგორი მხიარული და ხუმარა. ვგეგმავდი კიდეც, ამ ზაფხულს აუცილებლად მომენახულებინა. ამ კვირაში ვფიქრობდი, მიმეწერა, დამერეკა, მომეკითხა, ჩემს გეგმებზე მეამბო. ბოლოს მე ჭკვიანს ამის გაკეთება დამავიწყდა. -აკა, გთხოვ, მომწერე სად ცხოვრობენ. ხვალ სტამბულში ჩავფრინდები. ალბათ ცოტა ხანი იქ გავჩერდები, მოვინახულებ და შემდეგ წამოვალ თბილისში. -კაი, ქრისტი, დედას ვკითხავ, ეცოდინება. ვერანაირად ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი მხიარული და სიცოცხლით სავსე ბიჭი ჩემ გვერდით აღარ იყო. თვითმფრინავში ვიჯექი და უამრავ ამბავს ვიხსენებდი. რამდენი რაღაც გადაგვხდენია ერთად, რამდენ შარში გავხვეულვართ და შემდეგ გვიცინია. ახლა კი რა იქნებოდა? 20 წელი. მხოლოდ 20 წელი იყო ჩვენთან ერთად და ვერც შევირგე ნორმალურად. სტამბულში ერთ-ერთ სასტუმროში დავბინავდი და შემდეგ ბიძასთან და ბიცოლასთან წავედი. ხმის ამოღება არ შემეძლო. მის ოთახში ვიყავი და მის ნივთებს ვერ ველეოდი. თავს ვილანძღავდი, რომ ერთხელაც არ დავურეკე და არ მოვიკითხე. ვცდილობდი, გამეხსენებინა, ბოლოს როდის ვნახე, მაგრამ ამაოდ. სტამბულში ჩასვლიდან მეორე დღეს მიშომ მომწერა. -ქრისტიი, როგორ ხარ? გუშინ სოცილაურ ქსელში თითქმის არ შემოსულხარ. -არ ვიცი როგორ ვარ. სტამბულში ჩავედი ჩემს ბიძასთან და ბიცოლასთან. ლუკა... გარდაიცვალა. -ძალიან ვწუხვარ. რამით შემიძლია დაგეხმარო? -არა, არაფრით. შენ როგორ ხარ? -ცოტა ნერვებმოშლილი. -რატომ? -თბილისში დაბრუნება მინდა. პირდაპირი რეისი ხომ არაა და სტამბულში მიწევს გადაჯდომა. უახლოესი ფრენა კი სტამბულში ჩასვლიდან 12 საათის მერეა. -შენც სტამბულში ჩამოფრინდი, ერთი დღე აქ გაჩერდი და მერე ორივე ერთად გავფრინდეთ თბილისში. ოჯახი მომენატრა. უკვე რამდენი ხანია, აღარც ერთი არ მინახავს. -კარგი -ოღონდ შემატყობინე, როდის მოფრინავ, იქნებ დაგხვდე. -კაი, მაშინ სასტუმროს მოვძებნი. რომელი ბილეთი გაქვს აღებული? -ყველაფერს მოგწერ. ვწუხვარ, რომ თქვენი გუნდი prod2-ში ჩავარდა. -არაუშავს, უფრო მოვინდომებთ და ისევ top14-ში დავბრუნდებით. თავს გაუფრთხილდი ქრისტი. -შენც. მორიგი პრობლემა შეიქმნა. ზაფხული იყო და ასე უახლოეს დღეებში ყველა სასტუმრო დაჯავშნილი იყო. არადა მიშო სადმე ხომ უნდა დარჩენილიყო? მაშინ შევთავაზე, რომ სასტუმროში ჩემთან ერთად ყოფილიყო. მაინც ორი საწოლი იდგა ჩემ ოთახში. მიშო მესამე დღეს ჩამოვიდა, თუმცა მე ვერ დავხვდი, ბიცოლაჩემს ვეხმარებოდი. სასტუმროში საღამოს მივედი. მიშო არ ვიცი მოსული იყო თუ არა. ოთახის კარი შევაღე და დიდი ჩემოდანი დავინახე. -მიშოო, ჩამოხვედი? სააბაზანოდან ჯერ კიდევ თმასველი მიშო გამოვიდა. ჩავეხუტე. -როგორ მომენატრეე. -მეც, ქრისტი. -მიდი, გაიშრე თმა და მომიყევი ახალი ამბები. -ისედაც ხომ გიყვებოდი ხოლმე ინსტაგრამით? -კიდევ იქნება რამე. ძლივს შენი ხმა გავიგონე და ახლა არ გაქვს არაფერი მოსაყოლი? ცოტა ვილაპარაკეთ, შემდეგ კი ჩვენ ჩვენს საწოლს მივაშურეთ. დაძინება მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა. -ქრისტი, გღვიძავს? -კი. -ვერ ვიძინებ. -ვერც მე. -შეიძლება ვისაუბროთ? საწოლზე წამოვჯექი. -მესმის, რომ ლუკას ამბის გამო ძალიან დამწუხრებული ხარ. ვიცი, რამდენად გიყვარდა ის. სწორედ ამის გამო დავფიქრდი რაღაცაზე. გახსოვს, პარიზის აეროპორტში რომ მკითხე, რამის თქმა ხომ არ გსურსო? -მახსოვს. -მაშინ მოგატყუე. მართლაც მსურდა რაღაცის თქმა, მაგრამ ილიას ამბის გამო შესაფერისი დრო არ იყო. ვიფიქრე, შემდეგი ნახვისას ვილაპარაკებდით, მაგრამ ახლაც რთული პერიოდი გაქვს. გადავწყვიტე, კიდევ მომეცადა, მაგრამ აღარ შემიძლია. -რა ხდება? ¬-ლუკა ხომ ძალიან გიყვარდა? ახლა ნანობ, რომ მასთან ერთად საკმარისი დრო არ გაატარე. არ მსურს, მეც ვინანო, რომ ყველაფერი არ ვაღიარე. ქრისტი, ძალიან მომწონხარ. ვერ წარმოვიდგენდი, ამ სიტყვებს მიშოსგან თუ მოვისმენდი. თუმცა იმას უფრო ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ სიტყვების გაგონება ძალიან გამახარებდა. -იცი, ილიას ამბის შემდეგ გადაწყვეტილი მქონდა, ბიჭები დიდი ხნით დამევიწყებინა. მეშინია კვლავ ურთიერთობის დაწყების. მაგრამ მგონი ეს გარისკვად მიღირს. -ანუ შენც მოგწონვარ? -კი, თანაც ძალიან. მიშოს ჩავეხუტე და დიდი ხანი აღარ გავუშვი. -დიდი იმედი მაქვს, იქ გოგოებს არ ეკიდებოდი. -რა ეჭვიანი ხარ, ქრისტი... -მიწევს, როცა ასეთი ბიჭის გვერდით ვარ. -მაგაზე საუბარი დილით გავაგრძელოთ. ახლა დაიძინე, - თავზე მაკოცა და შუქი ჩააქრო. დილით ბარგი საბოლოოდ შევკარით. ნუ, მე დამჭირდა, თორემ მიშოს ბევრი არც არაფერი ამოულაგებია. -რომელი საათია? -თერთმეტი ხდება. -უი, ცოტა ხნით ჩავალ და ისევ ამოვალ, კარგი? -მიდი. 11-ზე სასტუმროში ირაკლი უნდა მოსულიყო. -როგორ ხარ, ქრისტი? -რავი, შენ როგორ ხარ? ირაკლიმ მხრები აიჩეჩა. -ვიცი, რომ დღეს მიდიხარ. როცა ჩვენთან იყავი დამავიწყდა რაღაცები მომეცა. -რა უნდა მოგეცა? -ლუკას ოთახიდან ავიღე. სულ ამაზე ლაპარაკობდა. როცა შევხვდები, უნდა მივცეო და აი, ახლა... მე გაძლევ... ფოტოალბომია. ძალიან დიდხანს შრომობდა. -ირაკლი, შეიძლება რაღაც გთხოვო? -კი. -მისი რაიმე ნივთი ხომ არ გაქვს, რომ მომცე? -აი ეს სამაჯური, - ჯიბიდან ტყავის ნაკეთობა ამოაძვრინა. - გქონდეს. -მადლობა, - გადავეხვიე. -კარგად, ქრისტი. ბედნიერი მგზავრობა. ნამდვილად არ წარმომედგინა, რომ ასეთ ვითარებაში შევძლებდი შენ ნახვას. -არც მე. კარგად. ნომერში დავბრუნდი. გზაში სამაჯური გავიკეთე ხელზე. -რა საქმეზე იყავი? ეგ რა არის? -ირაკლი ვნახე. ლუკას საჩუქარი მომცა. -რა არის? -მეც არ მინახავს ჯერ. საწოლზე ჩამოვსხედით და ალბომის თვალიერებას შევუდექით. ფოტოების ქვეშ ლუკას რაღაც კომენტარებიც მიეწერა. წვრილმანებს იხსენებდა, რომლებმაც ეს მოვლენა განსაკუთრებულად აქციეს. -მართლა ამდენად ახლოს იყავით? -ძალიან. -როგორ ვწუხვარ, ქრისტი, - მაგრად ჩამეხუტა. სასტუმროდან გამოვედით და აეროპორტისკენ ავიღეთ გეზი. ბევრი არ გვიწვალია. -პირველად ვმგზავრობ ნაცნობთან ერთად და ძალიან მიხარია. -ნუ, მეც იმავეს ვერ ვიტყვი. -აუჰ, შენ მგონი პირველად მგზავრობ მხოლოდ ერთ ნაცნობთან ერთად. სურვილი ჩაიფიქრე. -აუცილებლად. ძილი მომერია. მიშოს თავი ჩამოვადე და ჩავთვლიმე. ბორტგამცილებლის ხმამ გამომაფხიზლა. სულ მალე დავეშვებოდით. აეროპორტში მშობლები დაგვხვდნენ. ყველას დიდხანს ვეხუტებოდი. შემდეგ მიშოს დავემშვიდობე და სახლში წავედი. ვერ აღვწერ, რამდენად მენატრებოდა აქაურობა. საათები ცოტა არეული მქონდა, მაგრამ აუცილებლად შევეჩვეოდი. დილით კესოს გავუარე და კაფეში დავსხედით. -აუ, მომიყევი რა ბერლინის ამბები. -სულ არ გიყვებოდი? ჯობია შენი და იკოს ამბები მოყვე. -აუ, ცოტა ხნის წინ სურპრიზი გამიკეთა და ლეკვი მაჩუქა. მოიცადე, განახებ ფოტოებს. -ვაიმეე, რა სიცოცხლეა. აუ, ნახე რა ფუმფულაა. შევჭაამ. -აბა, აბა. მასეთები არ გვინდა რაა. -ვხუმრობ, გოგო. -მუშაობს უკვე და იმდენად ვეღარ იცლის ხოლმე. იცი, მითხრა, შენც მოგეხმარები სამსახურის პოვნაშიო. -ეს რა მაგარი ვიღაც აგირჩევია. აი, გაღიარებ კესო, რაა. თვალის დადგმაში ასიანი შენ. ისე, მეც მაქვს ახალი ამბავი. -რაა? - თვალები გაუბრწყინდა კესოს. -სტამბულში ხო მიშო ვნახე? ილიას ამბები იცოდა. ლუკას შესახებაც მომისამძიმრა. ბოლოს კი გამომიტყდა, რომ მოვწონვარ. ჩემზეც იმდენად იმოქმედა ყველაფერმა ერთად, რომ მეც აღარაფერი დამიმალავს. -ვაიმეე, ძლივს რაა, აი ძლიივს. გეფიცები, დავიტანჯე უკვე თქვენ ორის საცოდაობით. -ნეტავ შენ რამ დაგტანჯა, მაცოდინა რაა. ან რა საცოდაობაზე საუბრობ. -დაქალი რო გაურკვევლობაშია, მე რა მომასვენებს? იქ ილიაო, მიშო არაო. თავიდანვე ხო ვამბობდი. მობილური ნახე, მიშო გწერს უეჭველი. მობილურს დავხედე. მიშოს აინტერესებდა, თუ მნახავდა. -აჰა, შენ გარეშე ვეღარ ძლებს უკვე. -კესოო, მოიცადე რაა. მიშოს დავურეკე და ვუთხარი, რომ დღეს აკასთან უნდა გავსულიყავი. კარგი ამინდი იყო და სალის გავასეირნებდი. მაშინ შეეძლო, რომ ვენახე. -აი, ქრისტი, შეყვარებული პირველად გნახე. რომ ელაპარაკებოდი, სახე გაგინათდა. -შენ გგონია, სხვანაირად იყავი იკოსთან? გაგახსენო წარსული? -ჩუმად ვარ, ჩუმად ხარ. შევთანხვდით? -კი. ცოტა ხანში წამოვედით და ქუჩებში გავიარეთ. მაღაზიებშიც შევედით. -კიდევ ერთელ იტყვი, რომ გერმანიაში უკეთესი ნახე და ენას ამოგაძრობ, - გამიღიმა კესომ. -მარტო იმის თქმა მინდოდა, რომ ეს ფერი ძალიან გიხდება... -მადლობა. -და ეს გერმანიაში მოდაში მაშინ იყო, როცა პირველად ჩავედი. -მორჩა, გამოყავი ენა. მაკრატელს ვიყიდი. სიცილ-სიცილით გამოვედით მაღაზიიდან. გეზი აკას სახლისკენ ავიღე. მხოლოდ სიდედრი დამხვდა. -გამარჯობა. -გამარჯობა, ქრისტი. -აკა და ნინი სად არიან? -სამსახურში. -აკამ მუშაობა დაიწყო? -კი და სალი სულ მე მყავს. როგორ მოიარე გერმანია? -კარგად, მადლობა. სასწაული იყო. სალი შეიძლება გავასეირნო? თქვენც დაისვენებთ ცოტას. -კარგი, შვილო. შევალ, გავამზადებ. სალიმ რომ დამინახა, თვალები გაუბრწყინდა. მომვარდა და დიდხანს აღარ გამიშვა. -სალი, ბებო, გეყო, დაიხრჩო ქრისტი. -აღარ მივდივარ, სალი. წამო გავისეირნოთ. სკვერში მიშო დაგვხვდა. სალიც გაიცნო. -აუ, რა საყვარელი ხარ. ქრისტი ბევრს მიყვებოდა შენზე. -შენზე არა. -სალიი, ყველაფერი კი არ უნდა თქვა. -ბავშვს ჩემზე არ უყვებოდი, არაა? დავილაპარაკებთ მე და შენ. -არ ემახსოვრება უბრალოდ. 3 წლისას ვინ რას გეუბნებოდა, გახსოვს? -მე ყველაფერი მახსოვს, - არ გაჩერდა სალი. -უკვე მომწონხარ, - გაუცინა მიშომ. -ახლა ვხვდები, აკა როგორ გრძნობდა თავს საკუთარი შვილი მის მხარეს რომ არ იყო. სალი, მიშო შენი ოჯახის წევრი არ არის, მე ვარ. -ჯერ, - ჩამჩურჩულა მიშომ და ლოყაზე მაკოცა. მიშო სალის მთელი გზა ართობდა. სალის კისკისის მოსმენას კი არაფერი სჯობდა. -სალი, ახლა სახლში უნდა დავბრუნდეთ, კარგი? -ცოტა ხანიც რაა. -გვიანია უკვე. მეც სახლში მივდივარ, მიშოც. ხომ ასეა? - ხელი გავკარი. -კი, სალი. არაუშავს, კიდევ გნახავთ ხოლმე. სალი სახლში დავაბრუნეთ. აკა და ნინი უკვე მოსულიყვნენ. -სალი გავასეირნე და თქვენც მოსულხართ. აკა, გილოცავ ახალ სამსახურს. -მეც მაქვს მოსალოცად საქმე? - მიშოზე მიმანიშნა. -უი ჰო, ეს მიშოა, ჩემი შეყვარებული, აკა - ჩემი ძმა, ნინი - ჩემი რძალი. ცოტა ხანში წამოვედით. -ძალიან საყვარელი გოგოა სალი. -კი, ვიცი. ახლა კიდევ გაიზარდა. პატარაობაში უფრო საყვარელი იყო. თან სულ მე მიჯერებდა. -ახლა აღარ გიჯერებს? -ვიღაცამ მოხიბლა ძალიან. -მე მგულისხმობ? - საყვარლად გამიღიმა. -სხვა ვინმე სიმპათიურს იცნობ? -აჰაა, ანუ სიმპათიურიც ვყოფილვარ. -აუჰ, არ იცოდი, ხოო? -ნუ, შენგან არ მქონდა მოსმენილი. გიხდება ეგ შორტი. -ჰო, შეყვარებულმა მაჩუქა. კარგი ბიჭია, გაგაცნობ ერთხელ. -ჩემზე სიმპათიურია? -მსოფლიოში ყველაზე სიმპათიური. გიოს ქორწილიც მალე მოვიდა. იქ წასასვლელად ერთი სული მქონდა. ჩამოსულს არც ერთი კურსელი არ მენახა. ნაწილს მაინც იქ აუცილებლად ვიხილავდი. -ქრისტი, გინდა გამოგიარო? - დამირეკა ნიკამ. -მოიცა, რას ჰქვია გამომიარო, მართვის მოწმობა გაქვს? -კი, ავიღე. -როდის მოასწარი. -ერთი წელი წასული რომ იყავი, მე აქ უსაქმოდ კი არ ვყოფილვარ. -უხ, მომესწრნენ ბიჭები რაა. შენკენ როგორ მიდის საქმე? გიოს კვალს გაჰყვები? -ჯერ რა დროს ეგაა, გოგო. დამცინი? -აუ, აზრზე ხარ? გიო ყველაზე ბეჯითი და მოწადინებული ბიჭია, ვისაც კი უნივერსიტეტში ვიცნობ. მეგონა, ყველაზე გვიან ეგ დაიწყებდა ქორწილზე ფიქრს და რა მოხდა? ჩვენ სამიდან ზუსტად მაგან დაგვასწრო ოჯახის შექმნა. -გეჩქარება სადმე? -აუჰ, არ თქვა. კაი, რომლისთვის მოხვალ? -თორმეტისთვის მოგაკითხავ. ხომ ისევ იქ ცხოვრობ? -სად უნდა წავსულიყავი. -რავი, გერმანიაში. -სურპრიზი, დავბრუნდი, - სიცილი დავიწყე. -კაი, მართლაა? მე ხო გერმანულ ნომერზე გირეკავდი, აქ მუშაობს? -მიდი, მიდი. საჭესთან თუ ხარ, ნუ ცდები. გელოდები. ნიკა სულ მალე მოვიდა. -აუ შენ კიდევ უფრო გამაღლდი, თუ რა ხდება? -უბრალოდ, დიდი დრო გავიდა, რაც არ გინახავარ. -ოჰო, ვარჯიშიც დაგიწყია. -ხომ ხედავ, უსაქმოდ არ ვმჯდარვარ. შენ რა ქენი ამ ერთ წელში? -აი, გზაში გიამბობ ყველაფერს. იცი ხო, სადაც მივდივართ. -რას მეკითხები, ქრისტი? შეურაცხყოფილი ვარ, - ვითომ ეწყინა. გიოსთან მალევე მივედით. მასაც დიდი სიამოვნებით გამოვკითხე ყველაფერი. -მეკო, მოდი, ეს ჩემი მეგობარია - ქრისტი. ნიკას ხომ იცნობ? ქრისტი, ეს ჩემი მეუღლეა - მეკო. -სასიამოვნოა. მოიცადე, ნიკას იცნობს? -ხო, აბა, ნიშნობაზე არ ვიყავი თუ რაა. -არა რაა, გიო, ძალიან მაწყენინე. რაღა ზუსტად მაშინ მოგინდა ხელის თხოვნა, როცა მე საქართველოში არ ვიყავი. -შენ რომ დაგლოდებოდი, ხომ დავბერდებოდი კიდეც. -მეკო, შენი ქმარი ქორწილშივე რომ მოგიკლა, წინააღმდეგი იქნები? -მთლად არ მესიამოვნება. -კარგი, შენი ხათრით, თორემ ამან ერთ წელში ჩემ გარეშე მთლად აიშვა. გიოს ქორწილში სასიამოვნო დრო ვატარეთ. კურსელების ნაწილიც ვნახე. მეკო ძალიან მომეწონა. ყოჩაღ გიოს. სანამ ზაფხულში დრო მქონდა, მიშოს სულ ვნახულობდი. შემდეგ მიშო საფრანგეთში დაბრუნდა. მე სწავლა დამეწყო. წინასწარ ვიგებდი როდის ჰქონდა მიშოს თამაშები და იყო თუ არა შემადგენლობაში და იმის მიხედვით ვაგრძელებდი ტრადიციას. ნოემბერში ეროვნულ ნაკრებს ტესტმატჩები ჰქონდა. მიშოც მათთან ერთად ვარჯშობდა. ორი ბილეთი ვიყიდე ჩემთვის და სალისთვის. სალის ხომ რაგბის ნამდვილ ფანად ვზრდიდი და არც გაუპროტესტებია. -მოდიხარ თამაშზე? - მომწერა წინა დღით მიშომ. -კი, მე და სალი იქ ვიქნებით. -სალიც მოგყავს? ერთი იდეა მაქვს. -აბა, გისმენ. -თუ გინდა, გამომაყოლე მოედანზე. -აუ, მართლა? კარგი. წარმატებები. -მადლობა [გულის სმაილი]. თამაშის წინ სალი ორგანიზატორებთან მივიყვანე. ჩემი ადგილი დავიკავე და ბედნიერი ვუყურებდი, როგორ მღეროდა მიშო ჰიმნს, სალის კი გულზე ჰქონდა მიდებული ხელი. სალი ცოტა ხანში მომიყვანეს. დავსხედით და თამაშის ყურება დავიწყეთ. ეროვნულის თამაშს აქამდე არასდროს დავსწრებივარ. სულ სხვანაირი გრძნობა იყო. მიშოზეც კიდეც უფრო ვნერვიულობდი, ვიდრე სხვა რომელიმე თამაშის ყურებისას მინერვიულია. საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ დამთავრდა. სალი კი აქამდე ასეთი აღფრთოვანებული არაფრით მინახავს. მიშომ დანარჩენ ორ ტესტშიც მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი თავის კლუბს დაუბრუნდა. მისი თამაშით მოხიბლულმა მწვრთნელმა ის ძირითად გუნდში ჩასვა. ეს მეც იმდენად გამიხარდა, რამდენაც მიშოს. თებერვალში რაგბი ევროპა განახლდა. პირველივე მატჩი საქართველოში ტარდებოდა. მიშოც მოხვდა 23 კაცში. თამაშის დღეს ადრე გამეღვიძა. რაღაც ვერ ვიყავი. მუცელი საშინლად მტკიოდა. ვიფიქრე, შიმშილის ბრალი იყო. ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი. ტკივილი მიმატებდა. -დეე, მაა, - დავიძახე, მაგრამ არავინ გამაგონა. მობილური ავიღე და დედას დავურეკე. -დეე, სად ხართ? -მეზობლებთან გავედით, მალე ჩამოვალთ. რამე ხდება? ვერაფერს ვერ მივხვდი. მხოლოდ ის გავიაზრე, რომ იატაკზე ვეგდე. წამოვდექი და დივანზე ჩამოვჯექი. მშობლები შეშინებულები შემოცვივდნენ კარიდან. -ქრისტი, რა გჭირს? -მუცელი მტკივა. -ვაიმე, ძლივს ლაპარაკობ. მიდი, წამოწექი, მე სასწრაფოში დავრეკავ. გული წაგივიდა? თავი დავუქნიე. მამა საწოლამდე მისვლაში დამეხმარა. დაახლოებით 20 წუთში სასწრაფო მოვიდა. ადგილზე გამსინჯეს და საავადმყოფოში გადამიყვანეს. როგორც გაირკვა, ბრმა ნაწლავის შეტევა მქონდა. საოპერაციოდ დაიწყეს ჩემი გამზადება. -დედა, ჩემი მობილური ხომ არ იცი, სად არის? -იატაკზე გატეხილი ვიპოვე. ალბათ დაცემისას გაგივარდა და რამეს მოხვდა. -ხომ აქ იქნები? -კი, არ ინერვიულო. საოპერაციოში შემიყვანეს. ექიმმა ნარკოზი შემიშვა სისხლში და მითხრა, რომ ათამდე დამეთვალა. ჭერს მივაშტერდი. მახსოვს, რომ ათამდე ვერ ავედი. მაშინ მოვედი გონს, როცა პალატაში ვიწექი. გაბრუებული ვიყავი. ყველას ხმა მესმოდა. თვალები დახუჭული მქონდა, რომ ჩამძინებოდა და ტკივილი არ მეგრძნო, მაგრამ ათ წამზე მეტს ვერ ვიძინებდი. მთელი სხეულით ვკანკალებდი და ამას ვერ ვეწინააღმდეგებოდი. როგორც შემდეგ ექთანმა ამიხსნა, ნარკოზის დიდმა დოზამ გამოიწვია კანკალი. ნახევარ საათში ეს ყველაფერი ჩამიწყნარდა. მივხვდი, რომ ვერ დავიძინებდი და თვალები გავახილე. დედაჩემი, მამაჩემი და კესო ერთად იდგნენ და ლაპარაკობდნენ. -გამოფხიზლდა, - შეამჩნია კესომ. -დეე, როგორ ხარ? -მუცელი მტკივა. -ეგ მასე იქნება. ხვალ დილით ექთანი შემოვა და ნაკერს შეგიმოწმებს. დედა და კესო საღამომდე დარჩნენ. დედამ თავისი მობილური დამიტოვა, როცა მოსვლას ვერ მოახერხებდნენ, დამირეკავდნენ მაინც. ბოლოს კესოღა შემომრჩა. -ქრისტი, შენი ინსტაგრამი ჩართე თუ რატომ აფეთქდა ეგ ტელეფონი? -აუ მიშო იქნება. გთხოვ, აიღე და შენ მიწერე რამე. ახლა არაფრის მოფიქრების თავი არ მაქვს. -რისი მოფიქრების, გოგო? -არ უთხრა, რომ საავადმყოფოში ვარ, გთხოვ. ახლა ჩემი პრობლემით არ მინდა მისი შეწუხება. -კარგი, რამეს მოვატყუებ. დილით ექთანი შემოვიდა. ჭრილობა შემიმოწმა და ხელახლა შემიხვია. ინსტაგრამში შევედი და ვნახე რა მისწერა კესომ მიშოს. მოუტყუებია, რომ უნივერსიტეტში მომიწია გასვლა. იქ დიდი ხანი შემოვრჩენილვარ და მობილურიც დამჯდომია. დამტენი მართლა გაფუჭებული მაქვს. ეს მიშოსთვისაც მითქვამს. შესაბამისად, მობილურს დავტენიდი. მალევე კესომ დამირეკა და მკითხა, მნახველებს რომლიდან რომლამდე იღებდნენ. რადგან კვირა დღე იყო, დიდად არ აკონტროლებდნენ საათებს. სამუშაო დღეებში კი ორიდან ოთხამდე იღებდნენ. დღეს ყველაფერი უფრო მეტად მტკიოდა, ვიდრე გუშინ. ეს იმის ბრალია, რომ გუშინ ჩემზე ნარკოზისან გამოსვლაც მოქმედებდა და ტკივილი გაყუჩებული მქონდა. ძლივს წამოვდექი საწოლიდან და სააბაზანოში გავედი. სახეზე ფერი არ მედო. რის ვაივაგლახით დავბრუნდი უკან. მობილურმა დარეკა. კესომ მითხრა, რომ მოვიდა და სულ მალე ამოვიდოდა. დერეფანში მართლაც გავიგე რაღაც ხმები. წამოვდექი. ოთახში კესო არ შემოსულა. -მიშო? -ქრისტი, როგორ ხარ? -კარგად ნამდვილად არა. მოვიდა და ჩამეხუტა. -ვინ გითხრა? -საღამოს კესომ მომწერა თავისი ინსტაგრამიდან. გაბრაზების თავიც არ მქონდა. -კარგი მცდელობა კი იყო, ტყუილის მოწერა, მაგრამ ზედმეტად კარგად გიცნობ. ყოველთვის მისურვებდი მატჩის წინ წარმატებებს და შემდეგ მილოცავდი ან შენებურად მამშვიდებდი. თანაც, გუშინ რომ „შემოხვედი“, მატჩზე ხმაც არ ამოგიღია. შენ ინსტაგრამს მხოლოდ მას შემდეგ რთავ, რაც მატჩს ნახავ. -რაგბის შეეშვი და გამომძიებლობას მიაწექი. გაცინება მინდოდა, მაგრამ მუცელი ამტკივდა. -არა რაა, ჩემთვის კაი ხანი ხუმრობა არ შეიძლება. გთხოვ, არ გამაცინო ხოლმე. -და რაღაც რომ მოგცე? -რა? -კესომ გუშინდლიდან რაც იცოდა, ყველაფერი მიამბო. ჰოდა, დილით ეს გიყიდე. ალტა-ოქეის პარკი გამომიწოდა. შიგნით მობილური იდო. -იმედია, რომელიც მოგწონს, ისაა. -მიშოო, რატომ გააკეთე ეს? -მობილურის გარეშე უნდა ყოფილიყავი? -არ უნდა გეყიდა, მე თვითონ ვიყიდდი. -ვერ ამიკრძალავ, რომ შეყვარებულს რამე ვაჩუქო. არსად არ წავიღებ და დატოვება მოგიწევს. -რა უნდა გითხრა რაა. -მადლობა არ იქნებოდა ცუდი, - გამიღიმა. -მადლობა, მიშო. მადლობა იმის გამოც, რომ აქ მოხვედი. ხომ ვიცი, ახლა არაფრისთვის არ გცალიათ. -კვირაა და ცოტას ვისვენებ. -მერე, შენ გერჩივნა, სახლში დაგესვენა. -დასვენებას მირჩევნია, იქ ვიყო, სადაც შენ ხარ. -აუ, ნუ ხარ ასეთი საყვარელი. -არ შემიძლია. ექიმმა რა გითხრა, რამდენი ხანი უნდა იყო აქ? -ოთხშაბათს გამომწერენ და მერე სახლში ვიქნები კაი ხნით. შენ მანამდე დაბრუნდები კიდეც კლუბში. -ასე მალე კი არ მივდივარ. ჯერ ესპანეთში მივფრინავთ ღამით. -ვარჯიშებიც გექნებათ. შენ მაგიერ მე დავიღალე. დაისვენე, მე კარგად ვიქნები. -კარგი, კარგი, წავალ და კესოს ამოვუშვებ. გადამეხვია და თავზე მაკოცა. -ქრისტი? -ჰო. -მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ. მიშოს მეტჯერ აღარ მოვუნახულებივარ. სამაგიეროდ იყვნენ აკა, ნინი, სალი. კესომ იკოც წამოიყვანა. ზოგმა მობილურზე დამირეკა და შემპირდა, რომ სახლში მინახულებდა. ცოტა გამოვკეთდი. სახლში უბრალოდ ვერ ვისვენებდი. სულ წოლა მინდოდა, ექიმმა კი გამაფრთხილა, ბევრი იარეო. ორ კვირაში უნივერსიტეტში დავბრუნდი. გზაზე ცოტა მიჭირდა, მაგრამ მალე შევეჩვიე და გამოვჯობინდი კიდეც. გაჭრილმაც დაიწყო შეხორცება, მაგრამ შრამი დამრჩა. უნივერსიტეტი მთავრდებოდა. ვერ ვიჯერებდი, რომ ოთხმა წელმა ასე ადვილად გაიარა და უკვე ბაკალავრიატს ვხურავდი. მიშოც უახლოვდებოდა სეზონის ფინალს. -ახლა ვუფიქრდები და ოთხი წლის წინ რა შორი მეგონა ამ დღემდე. -გვახსოვს, გიო. შენ არ იძახდი, რა დროს დამთავრებააო? -ჰოდა მაშინ არც იყო დრო. ახლა კი ნახე, ყველანი როგორ გავიზარდეთ. არადა რა პატარები და ბატები ვიყავით პირველ კურსზე. -შენს თავზე ისაუბრე, მე მუდამ ჭკვიანი ვიყავი, - ჩაერთო ნიკა. -ვაიმეე, ვინ იყო, ორი კვირა გზას რომ ვერ იმახსოვრებდა და ჩემი სატარებელი იყო უნივერსიტეტში? -აუ, აი ზუსტად თქვენი ასეთი საუბრები და ჩვენი უდარდელი ცხოვრება მომენატრება, განა უნივერსიტეტი. ისე მოხდა, რომ უნივერსიტეტის დამთავრებიდან გამოსაშვებამდე სამ კვირაზე მეტი მქონდა. თავში რაღაცამ მომიარა და გადავწყვიტე, მიშოს საფინალო მატჩზე წავსულიყავი. ამით გაირკვეოდა, ავიდოდა თუ არა გუნდი top14-ში. თუმცა ეს ყველაფერი მიშოსგან საიდუმლოდ უნდა შემენახა. მთავარია, ის შემადგენლობაში დაესახელებინათ. გული მიგრძნობდა, რომ ეს ასეც იქნებოდა. წინა დღით გავფრინდი საფრანგეთში. მიშოს მატჩის წინ ისევ წარმატებები ვუსურვე, რომ არაფერი ეეჭვა. მაყურებელი ძალიან ხმაურიანი აღმოჩნდა. ძირითადად გუნდის სახელებს ყვიროდნენ. მიშო შეცვლაში იყო და მხოლოდ 53-ე წუთზე გამოიყვანეს მოედანზე. მხოლოდ მას და კიდევ რამდენიმე ქართველ მორაგბეს ვცნობდი. პერიოდულად მის სახელსაც ვყვიროდი, მაგრამ ჩემი ხმა მოედნის ხმაურში იკარგებოდა. ასეთი თამაში არასდროს მენახა. ყველა ფიზიკურად ძლიერი იყო ძალაზე ორიენტირებულად თამაშობდნენ. რამდენიმე ეპიზოდში მიშო კარგად გაიქცა და ბურთის აღლეტვაც მოახერხა. ერთხელ სალელოვე შეტევაც წამოიწყო. მოკლედ, თამაში მოიგეს. ძალიან გახარებული ვიყავი. მათი ემოციების ვიდეო გადავიღე, სთორიში დავდე და მიშოც მოვნიშნე. ასე მივულოცე გამარჯვება. ახლა ალბათ გასახდელში აღნიშნავდნენ გაარჯვებას, შემდეგ კი მოწესრიგდებოდნენ. გამოდის, დიდი ხნით შიგნით დარჩებოდნენ. არაუშავს, არსად მეჩქარებოდა და ლოდინი დავიწყე. გასახდელიდან ცოტა გვიან გამოვიდნენ, უკვე საღამოვდებოდა. მიშოც დავინახე დიდი ჩანთით. დაველოდე, როდის ჩამოშორდებოდა სხვებს, რომ მასთან მივსულიყავი. ტაქსის გასაჩერებლად წავიდა. -მიშო, - დავუძახე უკნიდან. გაოცებული გამოტრიალდა. -ქრისტიი, - წამშივე მოეგო გონს, მოვიდა და ჩამეხუტა. -გილოცავ, - ავიწიე და მისი ტუჩები ვიპოვე. -აქ როგორ? - ვერ ერკვეოდა. -გუშინ ჩამოვფრინდი, რათა ფინალს დავსწრებოდი. -მეგონა რაღაც მეჩვენებოდა. -აღნიშნეთ, არა? -სულ ცოტა დავლიე. სად ხარ გაჩერებული? -სასტუმროში. აქედან... არ ვიცი როგორ მოვხვდე, - გამეცინა. -კარგი, სასტუმროში წავიდეთ და ჩემთან დარჩი, სანამ გაფრინდები. სასტუმროს სახელი ხომ გახსოვს? -დებილი კი არ ვარ. -ვიხუმრე, ქრისტი, ვიხუმრე. სასტუმროში წავედით. იქიდან მცირე ზომის ჩემოდანი და ხელჩანთა წამოვიღეთ და მიშოსთან წავედით. -მხოლოდ ჩემთვის ჩამოხვედი? -კი. -რატომ არ მითხარი? -სურპრიზი მინდოდა გამეკეთებინა. -და ნაოპერაციების ფრენა შეიძლება? -4 თვეზე მეტი გავიდა. არაფერი მჭირს. -მართლა? -მართლა, მიშო, დამშვიდდი. -აი, მოვედით კიდეც. ჩვეულებრივი ბინა იყო, არაფერი განსაკუთრებული. -ბევრი ოთახი არ არის, მაგრამ მე მყოფნის. ორივე დავეტევით. თამაშის მერე ძალიან მშია და ახლა აქვე რესტორანში გავიდეთ. -საჭმელს არ იმზადებ ხოლმე? -ზოგადად კი, მაგრამ ახლა ძალიან გადაღლილი ვარ. ვივახშმეთ და ისევ ბინაში ავბრუნდით. -ვაა, რამხელა საწოლი გქონია. მხოლოდ შენთვისაა? - ეჭვის თვალით შევხედე. -ქრისტიი, - გაეცინა. - არც ერთ გოგოს არ უნახავს ეს საწოლი შენ გარდა. -რაღაც ვერ დავმშვიდდი. -ნუ სულელობ, - უკნიდან მომეკრო. -რა ვიცი, რა ვიცი. ამდენი ლამაზი გოგოა აქ. შენც რაც ჩამოხვედი, ძალიან დაიკუნთე. -ჰო, მაგრამ მე შენ მიყვარხარ, - ყელში მაკოცა. შევიშმუშნე და მიშო მოვიცილე. -ყელში ნუ მკოცნი, მეღიტინება. -მე შევალ, წყალს გადავივლებ. შენ შეგიძლია დაიძინო. -სად? -აი მაგ უზარმაზარ საწოლში. მხოლოდ ერთი საძინებელია და როგორმე უნდა გავიყოთ. -კარგი. ჩემოდანში ტანსაცმელი მოვძებნე და გადავიცვი. -დამცინებ, მაგრამ მართლა გეუბნები, მოედანზე რაღაც სხვანაირად ვიყავი, - გამოსვლისას მითხრა მიშომ. -ანუ? -თითქოს ვიგრძენი, რომ ვიღაც მიყურებდა. -ჰო, სულ რაღაც 35 000 ადამიანი. -არა, ვიღაც განსაკუთრებით. -ალბათ ჩემი ყვირილი გაიგე. თავი გადააქნია, ჩამეხუტა და დაიძინა. ფანჯრის მხარეს ვიყავი გადატრიალებული და დილით მზემ შემაწუხა. მიშოსკენ გადავბრუნდი და ისევ დავიძინე. მიშომვე გამაღვიძა, როცა მისი სუნთქვა ვიგრძენი სახეზე. თვალები გავახილე. ჩემგან სანტიმეტების დაშორებით ედო სახე. -ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ აქ ხარ. -რავი, მგონი უნდა გჯეროდეს. გვერდით გიწევარ. ჩემ თმაში ახლართა თითები. -აუ, თმა აწეწილი მაქვს, უნდა დავივარცხნო. სასაცილოდ გამოვიყურები. -დამშვიდდი, - გამიღიმა და დამიჭირა. - ახალგაღვიძებულიც ულამაზესი ხარ, - რამდენჯერმე მაკოცა. - ცოტა ხნით ვიწვეთ ასე. -და საჭმელი? ავდგები და რამეს გავაკეთებ. -როგორც აკასგან ვიცი, არ იცი საჭმლის კეთება. -აუჰ, აკას შენ ასე როგორ დაუახლოვდი? რომ არ ვაკეთებ ხოლმე იმას არ ნიშნავს, რომ არ ვიცი. გერმანიაში აბა ერთი წელი კი არ ვშიმშილობდი. -კარგი. წასვლას როდის გეგმავ? -მაგდებ? -არა. უბრალოდ იდეა მაქვს, რომ ერთად დავბრუნდეთ. -დიდი ხნით დარჩენა არ მქონდა განზრახული, როგორც ჩემოდანზე მატყობ. 19-ში დამამთავრებელი წვეულება მაქვს და იქ უნდა ვიყო. -ქუდი უნდა ისროლო? -დიახაც. ექვს დღეში თბილისში დავბრუნდით. დიპლომების გადაცემის ცერემონიას დავესწარი. ზაფხულში სტაჟირება დავიწყე და სამსახურშიც ამიყვანეს. თავისუფალი დრო ნელ-ნელა შემიმცირდა. დასვენების დღეს მიშოსთან ავედი. მალე აპირებდა გამგზავრებას. -რა ხდება, მიშო? -ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ფრანგული კლუბი დამიკავშირდა. ერთი წელი კიდევ აქ ვიქნები და უნდათ, რომ ამის შემდეგ ხუთწლიანი კონტრაქტი დავდო. ჯერ კი ვიფიქრებ და საუკეთესოს ავარჩევ, მაგრამ ძალიან კარგი შემოთავაზებაა. -აუ რა მაგარია. გილოცავ. -მაგრამ ძალიან დავიღალე ასე წინდაუკან სიარულით. გადავწყვიტე, საფრანგეთში გადავიდე. სახლს ვიყიდი, იქ ვიცხოვრებ და აქ ასე ხშირად აღარ ჩამოვალ ხოლმე. -მართლა? -თუმცა ერთი რაღაც მაყოვნებს. -რა? -ზედმეტად ძვირფასი ხარ ჩემთვის, რომ ასე დაგტოვო და წელიწადში ერთხელ გნახო. ამიტომაც რაღაცის თხოვნა მსურს. -გისმენ. -მინდა, რომ შენც ჩემთან ერთად იცხოვრო. კარგად დაფიქრდი. ცოტა ხანი ყველაფერი ავწონ-დავწონე. მიშო მუდამ გვერდში მედგა და არასდროს მტოვებდა გასაჭირში. მისი ერთი წლით უნახავობას ვეღარ გადავიტანდი. გარდა ამისა, სამსახური, რომელშიც მოვეწყვე, დიდად სახარბიელო არ იყო. ამიტომაც, გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია. -წამოვალ, - ვიყვირე და ჩავეხუტე. -ქრისტი. -გისმენ. -მიყვარხარ. -მეც უზომოდ. მიშო დაიხარა და მაკოცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.