სიგიჟემდე შეყვარებული 2თავი
- დამაბრუნეთთ სახლში დამაბრუნეთთ. _ უკანა სავარძელზე გადაწოლილი, მისტიროდა სახლს, სიმინდს, ყავას და კონდიციონერს. მისი სურვილი მალევე ახდა, სახლში არ დაუბრუნებიათ თუმცა თინიმ სიმინდი და ყავა ჩემოდანთან ერთად ჩამოუტანა. - გუგ არ მინდა ბათუმში. _ მუდარა გაერია ხმაში გოგოს. - შენს თავს ვფიცავარ მაგრად გაერთობი აი ნახავ. _ სარკიდან გაუღიმა მეგობარს. თინიმ მალევე დაიკავა თავისი ადგილი და გეზი ბათუმისკენ აიღეს. - კონდიციონერი გამოვრთე, იქაურობა მივალაგე, კარი კარგად ჩავკეტე, ტელეფონიც წამოგიღე გასაღები შენს ჩანთაშია. მარიამსაც დავურეკე და იცის სადაც მიდიხარ. მოკლედ ყველაფერი კარგად არის. - მივდივარ კი არა, მიმათრევენ. _ მსახიობურად მოიწმინდა თვალზე არ მომდგარი ცრემლი. - ისე მოთქვამ გეგონება მოგიტაცეთ. _ ენა გამოუყო თინიმ. - ჯერ ეს ერთი ეს გატაცებაა არა მოტაცება. _ ვალში არ დარჩა კეტიც. - წარმოიდგინე რა მაგარი იქნება. _ აღფრთოვანებით ამბობს თინი. - უჰ გავგიჟდი. _ მომაბეზრებლად გადაატრიალა თვალები. - თან მგონი საბაც ბათუმშია. _ სხვათაშორისოდ ამბობს გუგა. - მალე ჩავალთ. _ თვალებდაქაჩული გადმოიწია წინ. - რაა არის ბიჭო აწყვეტილი ოცით, რომ მიდიხარ მოუმატე სიჩქარეს. _ მხარზე დაარტყა ხელი. - ორ- სამ საათში ჩავალთ. _ სიცილით თქვა გუგამ. - საღამოს უკვე ბათუმში იყვნენ. სასტუმროში უნდა შესულიყვნენ როდესაც კეტი გაჩერდა. - მოიცადეთ. _ შეჰყვირა. - აქ რა გვინდა? თქვენები სად არიან? - ვინ ჩვენები? _ გაუკვირდა თინის - დედაშენი და მამაშენი? - რა უნდათ მაგათ აქ? _ წინ გაიჭრა გუგა. - მეგონა მათთან ერთად მივდიოდით. - არა. ამ წელს მარტო ვისვენებთ. შენ გირჩევნია შენს ოთახში ადი. ბათუმში კი ვართ, მაგრამ ასე ბო*ივით კი არ უნდა იარო. ბიუსჰალტერის და შორტის გარეშე. - ღმერთო ჩემო. _ შეშინებულმა აიფარა ჩანთა მკერდზე. - კეტი. _ ლიფტს ელოდებოდა როდესაც ნაცნობი ხმა მოესმა. - ოღონდ ეს არა. - დაო შენი სიყვარული მოვიდა. _ აკაკის დანახვისას აკისკისდა თინი. - როგორ ხარ? _ გოგოს გადასაკოცნად გაიწია, თუმცა კეტის ხელმა გააჩერა. - არ მომეკარო. _ შეუბღვირა ბიჭს. - კარგი რა სიყვარულო. - სიყვარულოო? _ თვალები დაქაჩა. - ეგღა მაკლია შენი სიყვარული ვიყო. მოკლედ აკაკი შვილო. გიკრძალავ ათი მეტრის რადიუსში ჩემთან მოახლოვებას. თუ მაინდამაინც მოსალმება გინდა, შორიდან დამიქნიე ხელი. _ ლიფტს აღარ დალოდებია და 5 სართულამდე კიბით ავიდა. - ყველაფერი შენი ბრალია. _ ბალიში გაუქანა იმ წამს კარში გამოჩენილ თინის. - ბათუმი, ბათუმიო და მთელი შვებულება ამ იდიოტმა უნდა ჩამამწაროს. - კარგი რა კეტ. დაივიწყე აკაკი, საბაზე იფიქრე. შენს სიყვარულზე, იქნებ სადმე გადააწყდე და დაგადგეს საშველი. ასე გიჟივით მაინც აღარ ივლი. - დამცინე, დამცინე და იცი მართლა როგორ მიყვარს. ან ეგ გახდება ჩემი ქმარი, ანდა არავინ. - მოვიტაცოთ. - ვინ მოვიტაცო გოგო? პოლიციელია დამიჭერენ. ისე წარმოიდგინე სასამართლო. - მაგარი იქნება მართლა. _ აკისკისდა თინი და კეტიც აიყოლია. - ეჰ შენ რომ იცოდე როგორ მიყვარხარ პოლიციელო. _ მოწყვეტით დავარდა ფუმფულა საწოლზე. - მიდი ახლა დაისვენე და საღამოს სადმე წავიდეთ. _ სააბაზანოსკენ მიმავალმა მოაძახა მეგობარს. - ქალბატონო კეტრინ თანახმა ხართ ცოლად გაჰყვეთ თქვენს სიყვარულს? - კი,კი,კი,კიიიი. ფიქრებში წასული გოგო, ვერც კი აცნობიერებდა, რომ ბარში უამრავი ხალხის გასაგონად, ბოლო ხმაზე კიოდა. - კეტი. _ შეშინებული წამოხტა ფეხზე თინი. - რა ჯანდაბა გაკივებს? ვერ ხედავ რამდენი ხალხია? - სირცხვილო. _ ხელი წამოირტყა შუბლზე. - აუ ფანტაზიებს გავყევი და. აუ იცი რა მაგარი იყო, ქორწინების სახლში ვიყავით მე და ჩემი პოლ. - კეტრინ. _ თვალების ქაჩვით აჩვენებს უკან. - არა, არ მითხრა. ის არის ხო? იქ დგას, ჩემს უკან? _ ჩუმად ჩურჩულებს. - კი. _ თავს უქნევს მეგობარს. - ახლა გული გამიჩერდება. _ ნელ-ნელა დგება ფეხზე. მაისურს ისწორებს და უკან ბრუნდება. - საბა. _ სიმწრით იღიმის გოგო. - როგორ ხარ კეტრინ? _ ხელი გაუწოდა გოგოს და ლოყაზე ხმაურით აკოცა. - ოღონდ ახლა არ წაიქცე და არ დაიბნე აქ ბრინჯივით. გაუძელი კეტრინ, გაუძელი. _ ამხნევებს მისი შინაგანი ხმა. - ღმერთო როგორი თბილი, რბილი და მხურვალე ტუჩები აქვს. მხოლოდ ერთხელ მაკოცნია და სულსაც კი გავყიდიდი. _ ლამისაა ხელებში ჩაადნეს ბიჭს. - კარგად შენ? _ ჯერ კიდე იმ კოცნაზე ფიქრობდა თუმცა თავის გაკონტროლება შეძლო. - არ მეგონა აქ თუ გნახავდი. კეტის გვერდით დაიკავა ადგილი. - არც მე მეგონა აქ თუ ჩამოვიდოდი. _ თვალმოჭუტულმა გახედა თინის. - თქვენ ისაუბრეთ მე მალე მოვალ. _ გიჟივით წამოხტა ფეხზე და წყვილი მარტო დატოვა. - მომიყევი როგორ ხარ? რა ხდება შენსკენ? - არაფერი. ყველაფერი კარგად არის შენსკენ? წავიდა შენი ცოლი? - ყოფილი ცოლი. კი ელენე ორი კვირის წინ გაფრინდა. - ძალიან კარგი გოგოა მომეწონა. _ ელენე მართლა მოეწონა, ტყუილს არ ამბობდა. მისი თვალებიდან ისეთი სისუფთავე და სიკეთე მოდიოდა, კეტიმ ეს ნამდვილად იგრძნო. - კი. ელენე მართლა ძალიან კარგი ადამიანია. - რატომ დაშორდით. _ ისე აინტერესებდა მათი დაშორების მიზეზი, არც კი დაუფიქრდა რას აკეთებდა. - მაპატიე არ უნდა მეთქვა. ეს არ არის ჩემი საქმე. - პატიებას რატომ მთხოვ? ჩემს გამო თავი შარში გაყავი. - მე ამაში ფული ავიღე. - რომელიც სწავლისთვის გჭირდებოდა. _ წარბი ასწია ბიჭმა რაც იმის მანიშნებელი, იყო სიმართლე ვიციო. - არა, მამის მოსაძებნად. _ თავი დახარა გოგომ. - ნუ ხო ვიცი. გუგამ მითხრა. _ დაამატა გოგოს გაკვირვებული სახე, რომ დაინახა. - მოკლედ მე და ელენე ერთმანეთს, ჩხუბის ან ღალატის გამო არ დავშორებულვართ. ელენეს სწავლის გაგრძელება და მისი ცოდნის გაღრმავება სურდა. დაშორება ორივესთვის კარგი გამოსავალი იყო, ნელ-ნელა სიყვარული, რომანტიკა, მონატრება ნელდებოდა და ამიტომაც დავშორდით. თუმცა კარგ მეგობრებად დავრჩით. - ძალიან კარგი. ნუ მეგობრებად, რომ დარჩით. - ეგ ხო. - რატომ არ მითხარი შე*ემა აქ თუ იყავი? _ თავზე წამოადგა წყვილს გუგა. მათ წინ დაიკავა ადგილი და კეტის ლუდი მოსვა. - ბოლო და უკანასკნელად დაგელიოს გუგიკო. _ ისე გახედა ბიჭს თითქოს თვალებიდან ლაზერს უშვებდა, ბიჭის დასაწვავად. - მადლობა. _ კოცნას უგზავნის. - თინი სად არის? - აქ იყო, სადღაც გავიდა და დაგვიბარა მალე მოვალო. - თქვენ რას აკეთებდით? _ ინტერესით აკვირდება ორივეს. - არაფერს ვსაუბრობდით. _ საუბარში ჩაერთო საბა. - რაზე? - არაფერზე. _ თვალების ქაჩვით ეუბნება კეტი, თან ანიშნებ გაქრი აქედანო. - არაფერზე როგორ საუბრობდით? - ელენეზე მკითხა. _ ღიმილით ამბობს საბა. - ნიკა და ნინი სად არიან? _ თემის შეცვლა სცადა გოგომ. - აქ არიან. აი იქ ცეკვავენ. _ სცენის გვერსით მოცეკვავე წყვილისკენ ანიშნა ბიჭმა. - უკვე გვიანია მე წავალ. დღეს ძალიან დავიღალე დავისვენებ. _ ფეხზე დგება გოგო. - გამიხარდა შენი ნახვა. _ ღიმილით ეუბნება ბიჭს და იქაურობას ტოვებს. - რა სჭირს ამას? _ ინტერესით კითხულობს საბა. - რა ვიცი ძმაო ქალებს რას გაუგებ. მგონი შეყვარებულია. - შეყვარებული? _ წყენით ჩაილაპარაკა. - ჰო. ვიღაც შეუყვარდა, ის კი ზედაც არ უყურებს. - რა საწყენია. ასეთი ლამაზი გოგო როგორ შეიძლება არ მოგეწონოს. - შენ ხომ არ მოგწონს. _ სხვათაშორისოდ კითხულო გუგა. - რატომაც არა. ძალიან ლამაზია, თან როგორი ალალი. - კი. კეტრინი მართლაც ძალიან კარგი ადამიანია. მიუხედავად მისი რთული ცხოვრებისა, მაინც არ გაბოროტებულა. თინისგან არ ვანსხვავებ, როგორც ჩემი და ისე მიყვარს. ბავშვობაში ძალიან დაჩაგრული იყო. ერთ დღეს თინი სახლში ატირებული მოვიდა, რომ ვკითხე რა დაგემართა? ვინმემ ხომ არ გაწყენინა თქო. მე არა ჩემის მეგობარსო. კეტის მშობლები არ ჰყავს, მამა სახლიდან წავიდა, დედა გალოთდა და არ იციან სად არის. ორი და ჰყავს. მარიამი შვილივით უვლის. გათხოვებაზე უარი სთქვა, კეტის აღზრდას დაუთმო დრო. საუკეთესო კარდიოქირურგია მთელს საქართველოში, რასაც შოულობს ყველაფერს მის დას ახარჯებს. დას კი არა შვილს. მამის მოძებნა უნდა ხომ გითხარი არა. ჰო და იმ დღესაც ვიღაც ბავშვს, ლოთის შვილოვო მთელი სკოლის თანდასწრებით დაუმცირებია. კეტი უთქმელი ბავშვი იყო, არაფერს ამბობდა, მაგრამ ყველაფერი გულთან მიჰქონდა. პროფესია რომელიც აირჩია არც ისე ძალიან უყვარს, უბრალოდ მის დას ძალიან უნდოდა და ამის გამო გადადგა ეს ნაბიჯი. თან უფასოზე მოხვდა, ბედნიერი იყო რადგან მის დას ხარჯებს შეუმცირებდა. - მისი და რომელია მე არ ვიცნობ? - როგორ არა შე*ემა. მარიამი არ გახსოვს ნიკას შეყვარებული, რომ იყო? ქორწინებაზე სწორედ კეტის გამო თქვა უარი. ვერ ნახე იმ დღეს ნიკა როგორ უყურებდა? მიხვდა ვინც იყო ამიტომ ესაუბრებოდა აგდებულად. კეტი ვერ იცნობდა რადგან იმ დროს პატარა იყო. - ღადაობ ხო? მარიამის დაა? ჩვენი მარიამის? აუ ისე მაგათ ერთმანეთი როგორ უყვარდათ ტო. ნიკას ეგ დღემდე უყვარს, მაგრამ მასზე სიტყვასაც არ ამბობს. - ჰო დალუქა ეგ საქმე, როგორც თავად ამბობს. - ისე ვინ არის ის ბიჭი კეტის რომ უყვარს? მითხარი რა შე*ემა ხომ იცი არსად არ ვიტყვი. - ვერ გეტყვი შენს ძმობას ვფიცავარ. რომელიმემ, რომ გამიგოს ჩათვალე გვამი ვარ მართლა. - ის მაინც მითხარი ვიცნობ თუ არა? - გამოცნობია ვითამაშოთ ბარემ. _ სიცილი აუტყდა ბიჭს. - ბაზარი არ არის. _ ვისკი მოსვა. - გაჩუმდი თინი მოდის. - კეტი სად არის? - დაღლილი ვარ დასვენება მინდაო და წავიდა. - ვიცი მე რაც დაღლიდა მაგას. ხომ გითხარი არ მოეთრიო, დაეგდე სადაც ხარ თქო. მაგის გამო დავიტყავე ფეხები სირბილით, მარტო რომ დამეტოვებინა ეს ორი. _ ჩურჩულით ამბობს გოგო და ძმას უჩქმიტა. - გავიგუდე გოგო იმ ტვალეთში. იმდენი წყვილი შემოვიდა და გადა***ეს ერთმანეთი შემიწყხდა გული. - გაგისკდეს ეგ გული. _ თავში წამოარტყა ხელი. - წავედი მე. _ საბას დაემშვიდობა და გავიდა. - რაზე ილაპარაკეთ. _ იმ წამს თვალ გახელილ კეტის, ესმის თინის ხმა. - რას აკეთებ გოგო? _ შეშინებული წამოხტა ფეხზე. - მთელი ღამე არ მეძინა, გელოდებოდი როდის გაიღვიძებდი. დავაპირე შენი გაღვიძება, მაგრამ შემეცოდე ისე გემრიელად გეძინა. მითხარი ახლა რაზე ილაპარაკეთ. - ვინ მაცადა ლაპარაკი? დამადგა შენი ძმა დანაშაულზე წასწრებულივით. - ეგ არ ეღირსოს ქალის ალერს. _ გაბრაზებული დადის წინ და უკან თინი. - რაღაცას მოვიფიქრებ და მოვახერხებ თქვენს მარტო დატოვებას. - გოგო ეგ კი არა შენ ნიკა გახსოვს მარიამის შეყვარებული? - ვინ ნიკა? მარიამი რომ მიატოვა და დატოვა ისე? - ჰო, ჰო ზუსტად ეგ ნიკა. - ჰო მერე? - ეგ ნიკა მგონი საბას ძმაკაცია. - შენ რა იცი? - იქ იყო დღეს, ცეკვავდა მაისური ეცვა და მისი ტატუ დავინახე. მარიამი ამბობდა ერთად დავიხატეთო, პორტრეტი ძალიან ლამაზია სხვათაშორეს. ქალის და კაცის გაერთიანებული სახის ნაკვთები. მარიამსაც ზუსტად მასეთი აქვს, ბოლოში სამი წერტილით. - არ არსებობს. არ არა, დეტექტივი უნდა გამოვსულიყავი. ყველაფერს გავიგებდი და ყველაფერი მეცოდინებოდა. ჩემი ბედის დედა რომ ვატ*ირე. _ დანანებით ჩაიქნია ხელი თინიმ. - ახლა უნდა მოვწიო თორემ გამისკდება თავი ამდენი ფიქრით. _ იქვე დადებულ კეტის სიგარეტს დაწვდა. ორი ღერი ამოიღი, ჯერ ერთ ღერს გაუკიდა მეგობარს, მიაწოდა და შემდეგ მეორეს. აივანზე გაივიდნენ და პატარა სავარძელში დაიკავეს ადგილი. - მაგათი დაშორების მიზეზი იცი? - როგორც მარიამმა თქვა, ნიკამ მიატოვა. საზღვარგარეთ წავიდა თუ რაღაც ასეთი. მაგრამ გოგო რა არის იცი, იმ დღეს მარიამს საბაზე რომ მოვუყევი, ასე მითხრა რა გითხრა დაო ხომ იცი მე არასოდეს არავინ მყვარებიაო. მაგას ეგონა წარსული დამავიწყდა. _ ჩაფიქრდა გოგო. - უნდა გავარკვიოთ. _ დეტექტივივით ამბობს თინი. - შენ გოგო მე მართლა გამომძიებელი ხომ არ გგონივარ? - შენ არ იყავი ბებიაჩემის მეზობლოს ძროხის მოპარვის ამბავი, რომ გამოიძიე? _ თვალმოჭუტულმა თქვა თინიმ. - თუ ღმერთი გწამს. დავინახე იმ კაცმა, რომ მოიპარა. _ აკისკისდა გოგო. - აფერისტო. არადა ბებიაჩემი რა ბედნიერი იყო. ჩემმა გოგოებმა გამოიძიესო. როგორ გაბედე ჩემი მოტყუება. - თუ ქალი ხარ 7 წლის წინ მომხდარი, ამბის გამო ახლა არ გამიბრაზდე. - დილამშვიდობის. _ სასტუმროს რესტორანში შეკრებილ მეგობრებს მიესალმა. ნიკა და ნინიც იქ იყო. - როგორ ხარ? _ ფეხზე დგება ნინი და კეტის გადაეხვია. - კარგად ნი. შენ როგორ ხარ? _ თბილად მოიკითხა. - ქალბატონი შეყვარებული მოსულა. _ ცინიზმს არ იშურებს ნიკა. - დილიდან ბოღმა ახრჩობსო ნიკუშ. ჩემმა დამ მასწავლა, მარიამმა. _ დის სახელი გამოკვეთილად თქვა. ბიჭის გაკვირვებულ სახეს არ იმჩნევს, და სუფრასთან მისი ადგილი დაიკავა. - თინ მე ყავას დავლევ, შემდეგ კი პლიაჟზე გავიდეთ. ნინ შენც წამოდი ჩვენთან ერთად, თუ რა თქმა უნდა გენდომება. - დიდი სიამოვნებით. _ სიხარულით ამბობს გოგო. - ნინი, ნინა, ნინია, ნინიკო. შენი დახმარება გვჭირდება. _ ჭინკები აუთამაშდა თვალებში თინის. - რა საკითხში? _ ინტერესი იგრძნობოდა გოგოს ხმაში. - მოკლედ. უნდა გავიგოთ ის შენი აფთარი მეგობარი, რატომ დაშორდა შეყვარებულს? - მარიამმს? - დიახ, დიახ ეს სწორი პასუხია. - მარიამს საიდან იცნობთ? - შენ ჯერ ის თქვი რატომ დაშორდა და შემდეგ, გეტყვით საიდან ვიცნობთ. - როგორც ვიცი მარიამს პატარა და ჰყავდა. ნიკამ ცოლობა სთხოვა, მაგრამ მარიამმა უარი უთხრა. ჩემს დას მარტო ვერ დავტოვებ, ჯერ პატარაა ვერ მივატოვებ ისე როგორც, მშობლებმა მიატოვესო. არა და ისინი სინამდვილეში დედით ერთნი არ არიან. - ეგ როგორ? _ წამოიყვირა კეტიმ. - მარიამს კიდე ჰყავს და. ანა თუ არ ვცდები. ანა და მარიამი დედ-მამით ერთნი არიან, მაგრამ მესამე და მამამის ვიღაც ქალიდან ჰყავს. - მეღადავები ჰო. _ ცრემლები წასკდა კეტის. - ანუ მე დედაჩემკს ნამდვილი შვილი არ ვარ? მარიამის და ანის ნახევარ და ვარ? - შენ რა შუაში ხარ? _ გაუკვირდა ნინის. - ვაიმე ანუ შენ? _ პირზე ხელი აიფარა გოგომ. - ჰო. ეს მე ვარ, მარიამის პატარა და. _ ფეხზე წამოდგა გოგო და სირბილით დატოვა იქაურობა. - კეტ მოიცადე. _ უკან გაეკიდა გაქცეულ მეგობარს თინი, მაგრამ ვერ დაეწია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.