შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შუა ღამის ანგელოზი .თავი 3.


27-02-2019, 18:48
ავტორი Mariam Akhalkatsishvili
ნანახია 1 276

ფიქრებში გართულმა როგორც იქნა მივაღწიე თინის სახლამდე, ქუჩაში მკაცრი სიცივე იყო გაბატონებული, სიცივისაგან ცხვირი გამწითლებოდა და დითებში გრძნობა დამკარგვოდა.მეორე სართულამდე კიბეები ავირბინე და კარზე დავაკაკუნე, ნაბიჯების ხმა გავიგონე და კარიც გაიხსნა. კარებში კულულა და შავთმიანი გოგონა გამომეცხადა, სიცოცხლით სავსე თვალებით და ჩვეული თბილი ღიმილით. თინის სულ სასაცილო ჩაცმის სტილი ჰქონდა, ხანდახან მისი ტანსაცმელი კარგ გუნებაზე მაყენებდა. ახლა კი ყვითელ წინდებში ჩაუტანია თავისი სალათისფერი, განიერი ღამის შარვალი, მაღლა კი იმხელა ზედა ეცვა, რომ მანდ მეც კი ჩავეტეოდი და კიდევ ერთი ადამიანის ადგილიც დაგვრჩებოდა.
-შემოდი, რას დგახარ ახლად დაბადებული სპლიყვივით... საუბრის მანერაც არანაკლებ სასაცილო აქვს, ხანდახან მომაბეზრებელია, მაგრამ ეს რეალური თინია და არ მინდა მისგან რაიმე ხელოვნური გამოვიყვანო, ან მცდარი და ტყუილით სავსე შეხედულებებს მოვუყარო თავი.
კარის ზღურბლს სიფრთხილით გადავაბიჯე, ქურთუკი საკიდზე დავკიდე და ჩემი 'ფაჩუჩები' ამოვიცვი ფეხებზე. სამზარეულოში დათვივით მიბაჯბაჯებდა, წამით გაჩერდა და კალიასავით გადმომიხტა.
-ყაი თუ ჩავა? ადამიანების ენაზე რომ გადავთარგმნოთ მას სურდა ჩემთვის ეკითხა: წყალწყალა ყავა მინდოდა თუ ზედმეტად ტკბილი ჩაი. სამზარეულოში თინი ძალზედ მოიკოჭლებდა, ამიტომ ის მხოლოდ მთავაზობდა საკვებს და სასმელს, მომზადება კი მუდმივად მე მიწევდა. სამზარეულოში ტრიალი მეც არ მიყვარს დიდად, უბრალოდ თინისგან განსხვავებით ვიცი რომ როდესაც მეტყვიან ჩაიში ორი კოვზი შაქარი ჩავყარო, ოთხი კოვზის ჩაყრა აუცილებლობას არ წარმოადგენს. წყლით სავსე ჩაიდანი ქურაზე დადგა და სკამზე ჩიტივით შემოჯდა, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ღერი თხელ თითებში მოიქცია და სიგარეტს მოუკიდა.
-აიღე მარიკო ერთი, ისეთ რაღაცას გეტყვი რომ ეს მჯდომიარემ უნდა მოისმინო, და თან ანერვიულებულზე არც, ერთი ღერი გაწყენს და არც ყავა გამოსაფხიზლებლად.
თვალები ოდნავ მოვხუჭე და სკამზე ფეხები შევაწყე. თინიმ თავი დახარა და ნერვიულად დაიწყო წრიალი.

-იტყვი თუ არა? ვკითხე და თან მეტად დავინტერესდი.
ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ყველაფერი ერთიანად მიაყოლა ერთმანეთს.
-არ ინერვიულო... მმმ.. მაგრამ მინდა გითხრა რო დათოს საქმის ახლიდან გამოძიებას იწყებენ, და ისევ ის გამოთაყვანებული დეტექტივი ბაჩო გაუძღვება საქმეს.
რამოდენიმე წამი დამჭირდა რომ სიტყვები ერთმანეთზე გადამება და გამეანალიზებინა... წარმოდგენაც არ მინდოდა ახლა რა სახე მქონდა, მანამდე ვერ მივხვდი რომ ხელში სიგარეტი მეჭირა სანამ კვამლი ჩემს ტუჩებს არ გასცდა. ცოტახანს ჩავფიქრდი და გამახსენდა ყველა ის ამაზრზენი დაკითხვა და უფერული დღეები, რომლებსაც არც ჩემი მდგომარეობისთვის მოუტანია რაიმე საინტერესო, გამაცოცხლებელი ან საქმისათვის საჭირო და არც დათოს მკვლელობისთვის... ჰოო... მკვლელი ისევ ქუჩაში უშიშრად დაძრწის და არავინ იცის კიდევ რამდენ ადამიანს გამოასალმებს სიცოცხლეს... ფიქრებიდან გავითავისუფლე გონება და თინის მივუბრუნდი.
-და შენც გჯერა რომ ეს ხალხი რაიმეს გაარკვევს?
თინიმ უკმაყოფილო სახე მიიღო და საპასუხოდ არაფრისმთქმელი მზერა მაგიდიდან ჩემზე გადმოიტანა.
-არ ვიცი მარიკო, ვერ გავიგებთ... მაგრამ შესაძლოა ეს საქმე გახსნან იმ ქათმისტვინიანებმა.
-გეყოფა თინი... გეყოფა...
-იცოდი რომ მკვლელის პიჯაკის პატარა ნაგლეჯი აქვთ, იმასაც ვერ იგებენ მკვლელმა თავისი ნებით დატოვა თუ უბრალოდ პიჯაკი გაიხა და ვერ შეამჩნია რომ მისი ნაკვალევი დატოვა დანაშაულის ადგილას.
სკამიდან წამოვხტი და ნერვიულად დავიწყე ყავის მომზადება...
-მოვიფიქრე. ვთქვი და საგიჟეთიდან გამოქცეულის სახე დავინახე სამზარეულოს კეტელზე, სადაც პაწია სარკე ეკიდა.
-აბა ტვინიკოსო, მორიგი არაფრის მომცემი და არანორმალური გეგმა დავაწყოთ ჩამოჯექი.
ყავის ფინჯნები გადმოვიტანე და მაგიდაზე დავაწყე. უჯრიდან შოკოლადიანი კექსები ამოვიღე და ყავასთან ერთად დავდე. თინის სახლი ჩემი სახლიც არის. მე თინი და დათო ყოველთვის ერთად ვიყავით, მას შემდეგ რაც დათო გარდაიცვალა თინი მარტოდ მარტო დარჩა სახლში, დათო მისი ერთგული ტყუპისცალი იყო და ყოველთვის ყველანაირად მხარში ედგა. მიუხედავად იმისა რომ მათ მშობლები ადრეულ ასაკში დაკარგეს და ბავშვთა სახლში უწევდათ ცხოვრება, დათო როგორც კი წამოიზარდა სწავლასთან ერთად პარალელურად თავისი სამსახურიც ჰქონდა... ყველაფერი ნულიდან დაიწყო და ერთ დღესაც ოცნებაც აიხდინა. ჯერ კიდევ 15 წლის იყო რომ ქუჩაში მარტოდ მარტო დადიოდა და სამსახურს დამოუკიდებლად ეძებდა, პატარ-პატარა სამსახურებიდან დაიწყო და 17 წლის ასაკში მსუქანი ბიზნესმენის ლევანის ჯორჯიკიას ხელში მოხვდა, თავს არ ზოგავდა და ყველანაირად ცდილობდა რომ ჯოჯოხეთიდან თავი დაეღწია და დაც წამოეყვანა. ლევანს საკუთარი შვილებივით უყვარდა ტყუპები, დაოჯახებული იყო მაგრამ შვილები არ ჰყავდა. ერთხანს თავისთან აცხოვრებდა დათოს და თინის და არც არაფერს აკლებდა. კარგ ტანსაცმელსაც ყიდულობდა, ტკბილეული, სასმელი,საჭმელი ყოველთვის ჰქონდათ და არც სითბოს და ზრუნვას აკლებდა. როგორც კი თინისა და დათოს 18 წლის იუბილე მოახლოვდა, დათომ მყუდრო და კომფორტული ბინა იყიდა და მას შენდეგ აქ ცხოვრობდა დათო,ხოლო თინი დღესაც აქ არის. ლევანს თინი არ დავიწყებია ყოველი თვის ბოლოს თინის ანგარიშზე 400$ ერიცხება, უნივერსიტეტში სტიპენდიაც აქვს, დაფინანსებაც და დანარჩენ ხარჯებს ლევანი ისტუმრებს.
-ახლა ყურადღებით მომისმინე, ვთქვი და კისერთან წავიღე ხელე. ამ დღეებში დეტექტივთან უნდა მოვხვდე, ვეტყვი რომ საუბარი მჭირდება, ან რამის გარკვევა, მერე კი რამენაირად ვიპოვი იმ მკვლელის ძონძს და ნახავ, მე უკეთ გავიგებ ყველაფერს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent