ტყუილი მილიონ დოლარად *2*
ახალი ემოციებითა და შეგრძნებებით აცახცახებულ სხეულს,შხაპუნა წვიმა და ძვლებში შეჭრილი სუსხიანი ქარი უფრო მეტად ამძაფრებდა და უკონტროლოს ხდიდა. ხელის უმისამართოდ აქნევით გააჩერა ძლივს დანახული ტაქსი და ისე მიეღწია სახლამდე,გონს ვერც კი მოსულიყო. ერთადერთი,რაც გონებაში მჭიდროდ დარჩენოდა,გამაყრუებელი იარაღების ყიჟინი იყო. შუშების მსხვრევა და მის მკლავზე,მჭიდროდ მოჭერილი ხელი,მთელი ძალით რომ აჭერდა ქუთუთოებს ერთმანეთს და ხელებს იფარებდა ყურებზე,მაინც,ფლეილისტივით,ერთი და იმავე ჩაესმოდა. ხმები,რომელიც მთელ მის სხეულში კანკალს იტანდა. მთელი დღე ისე იწვა და ეძინა,შუქიც კი არ აენთო,კარზე კაკუნსაც ვერ გაეღვიძებინა და ათას გამოტოვებულ ზარს ტელეფონზე. ხშირი წამწამების ჯარი ერთმანეთისთვის დაეშორებინა,პლედი მოეძია ხელების ფათურით საწოლისკენ და დილით დამზადებული,გაციებული ჩაი,ამრეზით მოესვა. თავი შედარებით უკეთ ეგრძნო. შეტყობინებები გაეხსნა და პასუხად,მოკლედ მოეჭრა ყველასთვის,რომ კარგად გრძნობდა თავს და სახლში იყო. ტელევიზორი ჩაერთო და სიბნელით მოცულ ოთახში,მხოლოდ დიდი ეკრანი ციმციმებდა და ჭრიდა თვალებს. საინფორმაციო რგოლი,კიდევ ერთხელ გამეორებულიყო..როგორ გაუფასურდა ლარი..პარლამენტში ორმა პირმა ერთმანეთს ლეპტოპი გადაალეწა. ამაზე,ოდნავი ღიმილი გაუკრთა სახეზე და პულტი ხელში მოიმარჯვა,მუსიკალური არხის ჩასართავად. ხოლო ბოლოს,სამინისტროდან გაკეთებული განაცხადი,აქ უკვე ყოფილი შსს მინისტრის მიერ დატოვებულ პოსტზე,სადაც ჟურნალისტები მანქანამდე მიმავალს მიჰყვებოდნენ და კითხვების კორიანტელში ახვევდნენ. ხმის აწევის ღილაკს რამოდენიმეჯერ დააჭირა ხელი. სავარძლიდან წამომდგარი,ტელევიზორთან ახლოს მივიდა და ეკრანს დაჟინებით დააკვირდა. ნაცნობი იყო ყველაფერი,ხმის ტემბრი..გამოყვანილი ყბა და ტუჩები.იგივე ფორმის,მოვლილი წვერი.. - არა..მეჩვენება,არ არსებობს. კიდევ ერთხელ გადაახვია სიუჟეტი,აშკარა იყო,არ ცდებოდა იმაში,რასაც მის თვალწინ ხედავდა.საკუთარი ყურებით უსმენდა.სხეულით ერთ ადგილზე გაყინული იდგა და მოძრაობის უნარი დაკარგვოდა. - თაბაგირი..დიმიტრი? თვალები თითებით მოისრისა,ბუმბულივით დაეშვა კვლავ სავარძელზე და თავს აიძულა,დაევიწყებინა ყველაფერი,როგორც ცუდი კოშმარი. დავიწყება და ფიქრების წარსულში გაშვება,ერთ დიდ ღუზას გავს,რომელსაც შეუძლია გადაგარჩინოს თუ მას დროულად ჩაუშვებ ლურჯ უსასრულობაში.. მუქარა,აიძულებდა საყვარელი ადამიანების სიცოცხლე გადაერჩინა,ამიტომ მზად იყო,ღუზისთვის ხელი მოეკიდა და ზღვაში გადაესროლა.. ხოლო ის მოგონებები,რომელიც არასდროს დაავიწყებდა თავს,იძულებული იქმნებოდა,მოუშორებელი სენივით ეთრია ზურგით,მარტოდ მარტოს.. დიმიტრი თაბაგირი. 2011 წლიდან ღირსეულად ეკავა პოსტი შინაგან სამინისტროში,მინისტრის თანამდებობაზე. ყოფილი პრეზიდენტის,დავით გუნავას პერიოდში დანიშნული,კვლავ განაგრძნობდა მუშაობას ახალი ხელისუფალის,ხალხის მიერ არჩეული,გიორგი ბენდელიანის პრეზიდენტად გამოცხადებისას. თუმცა,ბენდელიანის გაპრეზიდენტებიდან სულ რაღაც ნახევარ წელიწადში,თაბაგირმა გადაწყვიტა,პოსტი დაეტოვებინა,ის პოსტი სადაც ის თავის ძალას და ენერგიას დებდა,ხალხისა და სახელმწიფოს სიყვარულით. წლების წინათ,ჭორები დადიოდა,რომ გიორგი ბენდელიანი,რუსეთში მცხოვრები ერთერთი ნარკობანდის წარმომადგენელი იყო. სახელი შეეცვალა,გვარი,წარმომავლობა. სრუილად სხვა ადამიანის ტყავში გამძვრალი,საქართველოში ჩამოსულიყო და როგორც პატრიოტი,სამშობლოს მოყვარული კაცის სახელით გაეცნო კაცობრიობას. ქველმოქმედებით კავდებოდა,იმ ხელებით,რითაც ათობით ადამიანი მოუკლავს,იმ სისხლიანი ხელით ღარიბ მოხუცს პურს აწვდიდა,ახალგაზრდას - სწავლის საშუალებას აძლევდა. რა უნდა ინატროს ადამიანმა იმაზე მეტი,ვიდრე ასეთი პრეზიდენტი?მალევე შექმნა ბენდელიანმა კოალიცია "ძლიერი საქართველო",მოიწვია მსხვილი ბიზნესმენები,ქველმოქმედი ადამიანები,გვერდით დაისვა და სრულიად გაუქარწყლა ყველას ის ჭორები,რაც მასზე ასე უთავბოლოდ აგორებულიყო. 2017 წლის 14 მარტს,პრემიერსა და შსს მინისტრს შორის საუბარი დაიძაბა. გაუხსნელი საქმის აღძრასთან დაკავშირებით,დიმიტრი თაბაგირი,დაუმორჩილებლად ცდილობდა პოლიციის ჩართვას საქმეში. იმ საქმეში,რომელსაც ასე საეჭვოდ ხელს აფარებდნენ მინისტრები,როგორც ბოლოს გაირკვა,პრეზიდენტის ხელის შეშლით. ამდენ დილემას,შინაგანი სისხლდენა დაწყებოდა მთელ სხეულში. საბოლოოდ,წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად,თაბაგირმა მალულად დაიწყო საქმის გახსნა იმ პირებთან ერთად,რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ ბატონ დიმიტრის მისი პოსტის დაკავებიდან ბოლო წუთამდე. უფროსმა გამომძიებელმა,იასონ სამხარაძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში წარმატებით გავლილმა კურსდამთავრებულებმა, სურვილისამებრ გაუწიეს დახმარების ხელი მინისტრს და საქმის გახსნა მათთან ერთად შესთავაზეს. 2017 წლის 3 აპრილს,იასონ სამხარაძე,როგორც განმახორციელებელი ჯაშუში კოლეგებთან ერთად შეუერთდა სწორედ იმ საეჭვო დაჯგუფებას,სადაც როგორც ჩანდა,უკანონო ბიზნესით კავდებოდნენ. იასონი,დამხმარე ჩიპების მეშვეობით ამოწმებდა კოლეგების ადგილმდებარეობას,დიმიტრი - მათ არაფრისმომცემ დიალოგს ისმენდა 24 საათის განმავლობაში. დღე და ღამე ერთმანეთს უტოლდებოდა გამოძიების მიმდინარეობაში. აღძრული საქმიდან,მხოლოდ 1 წელიწადსა და 2 თვეში გაირკვა,რომ პირები,რომლებიც სატვირთოებს დიდ ამანათებს აზიდვინებდნენ,ადამიანის ორგანოებით ვარჭრობდნენ,არა თუ მხოლოდ მომაკვდინებელი ნარკოტიკებით. გასაიდუმლოებული გამოძიებისა და მაქსიმალური უსაფრთხოების ზომების მიუხედავად,თაბაგირისა და სამხარაძის კავშირის დადგენა ნებისმიერისთვის რთული იქნებოდა,რომ არა იასონის შემთხვევით გაპარული დეტალი. როდესაც ერთერთმა შეგზავნილმა ჯაშუშმა,ყუთებისადმი დიდი ინტერესი გამოიწვია,მას თვალთვალი დაუწყეს. რასაკვირველია,სამხარაძე ცდილობდა,მისი გაფაქტვა შეძლებისდაგვარად არ გამოსვლოდათ,თუმცა,ასობით დაჯგუფებაში,რთულია ერთი კაცის მიერ მხრებზე სიმძიმის ტარება. წარუმატებელ ოპერაციას,ორთავე ახალგაზრდა შეეწირა,გმირულად დაღუპული ჯერ არ შემდგარი ორი სიცოცხლითა და ენერგიით სავსე პოლიციელი. ხოლო იმ ბიზნესის თავში მდგომი პირები,რომლებიც ობობის ქსელში გაეხვნენ,მაშინვე ქვეყნიდან გაიქცნენ და სრულიად გაფილტრეს ტერიტორია,სადაც ხდებოდა ტვირთების გაცვლა/წარმოება. სწორედ ეს დახურული საქმე იყო,რომლის გამოაშკარავება არ სურდა გიორგი ბენდელიანს. ამის შემდეგ,დიმიტრი თაბაგირი იძულებული გახდა დაეტოვებინა პოსტი,საქმეში თავად ჩართულიყო,დაეცვა ოჯახი,ქვეყანა და რადაც არ უნდა დაჯდომოდა,გაერკვია ვინ აწარმოებდა ბიზნესს,ვინ იყო დამაკავშირებელი და რა როლს თამაშობდა ძვირფასი პრეზიდენტი ამ საქმეში. ეს იყო მისი მიზანი და არსი ცხოვრების.გიორგი ბენდელიანის დაუძინებელი მტერი, დიმიტრი თაბაგირი და მისი ერთგული თანაშემწე,იასონ სამხარაძე,რომლებიც ახალგზარდების სიკვდილისთვის,უკანანო ვაჭრობისთვის და ტრეფიკინგისთვის,მწარედ აზღვევინებდნენ ყველას,ვისაც კი ხელი მიუწვდებოდა ამ საქმესთან. უბრალო სატვირთოს მძღოლსაც არ აცოცხლებდნენ და ხელს შეუშლიდნენ პრეზიდენტის მარიონეტებს,ქვეყანაში ნებისმიერი სახის ბიზნესი ეტრიალებინათ. თეთრი ღრუბლები ნელნელა ირწეოდნენ ცხელ ჰორიზონტზე. დილის სუსხი და ჩიტების ჟღურტულის სასიამოვნო ჰანგები ერთმანეთს ენაცვლებოდა,ნაზ სიოს წერილივით მიჰქონდა მათი ნაამბობი ღია ფანჯარაში,გამჭვირვალე ფარდის ფრიალის მეშვეობით,ფეხებთან რომ ედებოდა და წამწამებს შეწუხებული აფახუნებდა. საწოლის გასწვრივ თავისი დიდი მტევნისთვის დაეხედა,თითებში ახლართული წაბლისფერი თმისთვის,ედემის ბაღში დაკრეფილი ყვავილების სურნელი რომ დასძენდა,ცხვირში სასიამოვმოდ ელამუნებოდა და სახიდან თმის გადაწევას ცდილობდა,ლამაზი,მბზინავი წაბლისფერი თმის,რომლიდანაც ღვინისფერი ტუჩები მადისაღმძვრელად მოუჩანდა და მხოლოდ იღიმოდა,არაფერს არ ამბობდა. მამაკაცის ხელი ახლოს მიეტანა და სახის ქვეშ ამოედო,ბალიშივით. - დიმიტრი..გაიღვიძე.. დიმიტრიი.. მამაკაცმა თვალები ფართოდ გაახილა,ოდნავ შეცბა და თვალების ფშვნეტით უკან გაწეული,მონდომებით დააკვირდა,ფინჯანი ყავით მდგომ ქერათმიან,ცისფერთვალება ქალს,ყურებამდე გაღიმებული და ბედნიერი რომ უყურებდა საყვარელ პარტნიორს.თაბაგირის შავი პერანგით,რომელიც ტრუსებს ამარა იდგა და მოშიშვლებული მუხლები მოუჩანდა მხოლოდ. - დილამშვიდობის..რომელი საათია.. ზურგით დაეგდო საწოლზე და ბალიში ძლიერ მკლავებში მოიქცია. - კარგი რა,გაიღვიძე..ათი დაიწყო..გამოფხიზლდი. დიმიტრიიი.. ბუზღუნით დადო ჭიქა კომოდზე და საწოლზე ჩამოჯდა. მოულოდნელად მამაკაცმა ხელები წაავლო წელზე და მისკენ ახლოს მიიზიდა.უკნიდან მთლიანად მიეკრო და კისერში ნაზი კოცნები დაუტოვა..ცალი ხელი მისი ფეხებისკენ ჩააცურა,ქალსაც არ დაუყოვნებია,სასიამოვნო ხმა აღმოხდა ვარდისფერ ბაგეთაგან,თვალები რომ მიელულა და დიმიტრის თმებში შეეცურებინა თხელი თითები.. - იცი რა მინდა გააკეთო,პატარავ? ხელი მის მკერდზე მოაქცია და ფაქიზი,წრიული მოძრაობით აათამაშა თითები კერტებზე. - მაინც..რა გინდა,საყვარელო.. - მინდა,რომ ერთ ცუდ ბიძიას..ერთი ცუდი სტატია დაუწერო..ანონიმურად.. - მაგალითად ვის..თვალები მიენაბა ლანას და ზურგით მთლიანად მიკრობოდა მამაკაცის ცეცხლის ალში გახვეულ სხეულს. - მაგალითად..ჩვენს პრეზიდენტს..ვიცი,რომ უარს არ მეტყვი.. - დიმიტრი.. მე არ.. - ჩშ! მითხარი,ხომ დაწერ? მის ზემოთ მოექცა,ტუჩები მკერდიდან მუცლის გავლით ჩააცოცა და ერთ წერტილზე გაჩერდა. - პატარავ,მითხარი.. კი.. ნანობაშვილი მოკუმულ ტუჩებს გასაქანს არ აძლევდა ეპასუხა,თუმცა სიამოვნების ახალი ტალღები იდგამდა მის სხეულში ფესვებს,როდესაც მამაკაცის ღირსებას შეეღწია მის სხეულში და ნელნელა,ძალაუნებურად მოეწყვიტა აქაურ ცხოვრებას. - მიდი პატარავ,მიდი..გელოდები.. - კარგი..ჯანდაბა..კარგი! გველივით დაკლაკნილი,ორივე ხელით წაეტანა დიმიტრის კისერში და მთლიანად მიკრობოდა ტანზე,აცახცახებული. საკუთარი პრინციპების ტყვეობაში გამომწყვდეულს,ხვდები,რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვან მომენტებს და შეგრძნებებს კარგავ..ბრძოლა საკუთარ თავთან რთულია,თუმცა ბრძოლა შიგნით და გარეთ ერთდროულად,გწვავს ჯოკოხეთის ცეცხლივით და არასდროს იცი,როდის დაიფერფლები. მუდმივი წვის პროცესში ხარ.. დიახ,თაბაგირი,34 წლის მამაკაცი,ძლიერი და ტემპერამენტული,მკაცრი და მოსიყვარულე,ვნებიანი და უკომპრომისო გახლდათ. მექალთანე,რატომაც არა? რომელი მამაკაცი არ არის მექალთანე? ვის არ უყვარს ის,რაც პირველყოფილი ადამიანივით ველურს გაღვიძებს,შენში მონადირის ინსტიქტებს აღძრავს,ჟრუანტელ მოვლილ ტანზე,პატარა ნაპერწკლების წვას რომ გრძნობ? თუმცა,თაბაგირის ქალები,არასდროს იყვნენ ჩვეულებრივნი. ის თვლიდა,რომ სექ*სი,არ არის მხოლოდ სიამოვნების გაცემა.. ის რასაც აძლევდა ქალებს,საპასუხოდ,ჯილდო უნდა მიეღო..მხოლოდ ეს იყო მისი დევიზი. ყველაფერი,რაღაცის საფასურად. მისი პოსტიც ხომ რამის საფასურად მიიღო და ბოლოს,სწორედ იმის გამო დატოვა. ის დღე,როცა ციდან კიბე ჩამოეშვა,12 წლის ასაკში ერთადერთი,საყვარელი მამა წაართვა განგებამ და ჯერ კიდევ მუჭისხელა გული ამოეცალა ნეკნეკბიდან,უყურებდა,ატირებულ პატარა ტატიანას..საყვარელ დას,შუათანა სებასტიანს და დედას,რომელიც ჩაფიქრებული იჯდა ოთახის კუთხეში. ირაკლი თაბაგირი,დიმიტრის მამა,მის სახლშივე მოკლეს ოჯახის თვალწინ.დედა,რომელსაც სამივე შვილი კალთაზე მიბმული ჰყავდა,არ ჰყოფნიდა ხელები,თვალები აეხვია მათთვის,რომ ის სისხლიანი კოშმარი არ დაენახათ. ამის შემდეგ,ნანა თაბაგირი რამდენიმე წლით გადაკარგულიყო. შვილები ასე უბრალოდ დაეტოვებინა,თავად კი იმ მიწას მოსწყდა,რაზეც ფეხი ჰქონდა დადგმული. რამდენ დღეს და ღამეს მოსთვლიდა კალენდარი,რამდენი ფურცელი იხეოდა კედლიდან,რამდენი გაზაფხული და შემოდგომა დამდგარიყო დედის და მამის გარეშე. ნუთუ ადამიანი ასე სწავლობ ლოდინს,მოთმინებას,მაგრამ,რის ხარჯზე?რისთვის?რატომ? წლების შემდეგ,ოჯახისთვის საამაყო დიმიტრი,ქვეყნის სათავეშიც დამდგარიყო და მხოლოდ მაშინ შედგა ის მყარი ოჯახი,რაც მამის გარდაცვალებამდე გააჩნდათ. - ძალიან ჩაფიქრებული ჩანხარ.. დაჟინებით დააკვირდა ქალი მის ორაზროვან მზერას,სარკეში ქვედაბოლოს რომ ისწორებდა დიდი მონდომებით.- იცი რა? შეეშვი ყველაფერს..ჭკვიანი კაცი ხარ..რამე სერიოზულს მოკიდე ხელი..პრეზიდენტს რას დააკლებ,კარგი რა.. მამაკაცმა,ხშირი წარბებიდან, შუშასავით ქცეული თვალებით ახედა და პასუხად არც არაფერი უთქვამს. ნანობაშვილსაც მხრები აეჩეჩა,პატარა ჩანთიდან კაშკაშა,წითელი ფერის ტუჩსაცხი ამოეღო,თმები მაღლა აეწია და დემონსტრაციული,ქუსლების კაკუნით დამშვიდობებოდა თაბაგირს. საწოლიდან წამომდგარმა სხეული გაგრილებულ შხაპს მიანდო.წელზე პირსახოცშემოხვეულს,სიგარეტისთვის მოეკიდა ცეცხლი და ტელეფონი მხარსა და ლოყას შორის მოექცია. - როგორც იქნა დარეკე..სად ხარ ამდენ ხანს? მეგონა გიორგი მოგადგა და დაგბრიდა.. მეორე ხაზიდან სიცილის ხმამ გაიჟღერა და სიგარეტის კვამლი სწორ ხაზად გამოუშვა სქელი ტუჩებიდან. - ლანა წავიდა ცოტახნისწინ,სტატიას ველოდები,წესით მალე უნდა აიტვირთოს ყველა საიტზე..ფეისბუქი,ინსტაგრამი..ყველა სოციალური ქსელი გაებმება ერთ დიდ მახეში და ისე აიხლართება,ბენდელიანი რომ ვეღარ გამოაჯ***მს. - ფოტოები? - ეგ მერე,ნელნელა..კულმინაციას უფრო გრანდიოზულს ვგეგმავ. შარვალი ამოიცვა და საქამრეს წაეტანა თითებით. - ოფისში ვარ..მსხვილი ბიზნესმენები მოვლენ ცოტა ხანში..ლევან პატარაშვილი და პატო.. - რომელი პატო? - გომელაური. - ოჰოო..ნუთუ,ასე საინტერესოდ გაიჟღერა მათთვის ჩემმა წინადადებამ? - მთავარია,სანაცვლოდ რას მოითხოვენ.. - კარგი,გამოვდივარ..მალე ვიქნები. - ხო..ისე,გუშინ ტატო იყო ამოსული..ცოტა ნასვამიც.. - მერე? კოფტის ღილების შეკვრას შეეშვა,სიგარეტი ფეხით გასრისა მანქანასთან მისულმა და კოპებშეკეული ელოდა იასონის მონათხრობს. - ვერ გავიგე..ამის დედაც,მართლა ვერ გავიგე..რაებს მიმალავ,*იგ ხომ არ გაქვს? ტატომ თქვა,როგორ წახვედი ბარბარასთან..აი,იმ ბარბარასთან,მაშარელთან..უფრო ზუსტად,იმ პატარა,მშიშარა გოგოსთან..რა საღებავები მიუტანე? სიცილი გაერია ხმაში,რომელსაც უკვე ვეღარ იკავებდა..დაგევასა? - ტატოს კისერი მოსძვრება ენის ტლიკინისთვის,შენ კიდევ ცოტა აზრზე მოდი. რა იყო?ამხელა კაცი ფლომასტერებით და სახატავი ფურცლებით ქალის დასაკერად ვივლი? - მაგას რომ არ იზავ,ვიცი. მაგრამ შენი საყვარელი კი არ ვარ,რომ მიმალავ ეგეთებს,კი არ გაგებუტებიი,რა გჭირს?? კიდეც ერთხელ გაეცინა გულიანად სამხარაძეს,რომლისთვისაც ტელეფონის მეორე ხაზიდან გვარიანად შეეკურთხებინა მამაკაცს და წყვეტილი ზარიც მალევე მიჰყოლოდა უკან. ოფისის კართდან მდგომ ტატოს თითი აუქნია ცხვირწინ.დიდი ნაბიჯებით შეაჭრა კაბინეტისკენ,სადაც მაგიდასთან მსხდომ საზოგადოებას მოავლო თვალი.მსხვილ ბიზნესმენებს და მეწარმეებს,პირებს,რომლებიც ქვეყნის იმპორტისა და ექსპორტის დაქვემდებარებას ემსახურებოდნენ. ჩვენი დიდებული შეკრების მიზეზი,ყველასთვის ცნობილია..ხელები ერთმანეთზე გადააჯვარედინა და ფეხზე წამოდგა. გეცოდინებათ,ჩემი წარსული..ისიც გეცოდინებათ,როდის და რატომ წამოვედი სამინისტროდან აქ.. მაგიდასთან მჯომმა ორმა მამაკაცმა ერთმანეთს გადახედა და მკაცრი მიმიკებით გაეთამაშნენ ერთმანეთს. არაფერი გემუქრებათ..ყველას უსაფრთხოება დაცულია..მთავარია ჩემს გეგმას მივყვეთ..ჩემს ყოველ სიტყვას გამეორება არ სჭირდებოდეს..გამარჯვების შემთხვევაში,იმას მიიღებთ,რაც გინდათ..ხელები ფართოდ გაშალა. გრძელ მაგიდას სკამი ხრიალით გამოაცალა და მათ წინ ჩამოჯდა. - ვიცი,არ ვიყავი დაპატიჟებული,მაგრამ ვფიქრობ,მეც დაგჭირდებით. ყველას ყურადღება ოთახის კარისკენ ქალის მოულოდნელმა გამოჩენამ მიიქცია,ქუსლების კაკუნით შეაჭრა მაგიდებს შორის დისტანცირებულ ტერიტორიაზე..ხელი გაუწოდა წინ მჯდომ დიმიტრი თაბაგირს,გამომცდელი მზერით რომ ბურღავდა. - ელენა კოპალეიშვილი.. დოსიე აუფრიალა მამაკაცს და დოინჯშემოკრულმა,თავი ამაყად ასწია. - დიდი ვერაფერი პოზიციები გიკავია,ელენაა..დავიჯერო,სულ ესაა? - და რას იტყვი მაშინ,თუ ჩემი გულისა და საძინებლის კარი ბატონი პრეზიდენტისთვის ყოველთვის ღიაა? ვფიქრობ,ქალი,ყველაფრის გასაღებია მაშინ,როცა მამაკაცები ყველაფერს ართულებთ.. სახე იმდენად ახლოს მიეტანა,ნესტოებიდან ამოფრქვეული ცხელი ჰაერი მის თავბრუდამხვევ სუნამოს სურნელთან ერთად მიგებებოდა,თაბაგირის კანს.. მამაკაცს თვალები გაპარვოდა მისი სავსე,მუქად შეღებილი ტუჩებისკენ და მადისაღმძვრელი მკერდის ღარისკენ,ურცხვად რომ მოუჩანდა. პუტკუნა ლოყებით,თუმცა მაინც,იდეალური სახის ნაკვთები,პატარა კუპრივით ცხვირი მოსკუპებოდა თვალებს შორის,სავსე ფორმები კი ტანზე მომდგარი კაბით მეტად გამოკვეთოდა.მხრებზე გადმოდებულ,პიჯაკთან ერთად. თაბაგირს ხმა აღარ ამოუღია,რაც ქალმა თანხმობის ნიშნად ჩათვალა.- დეტალებისთვის,პირადად დამიკავშირდით,ბატონო,დიმიტრი..სავიზიტო ბარათი თითებით მიაწოდა,ნაზად გაუღიმა და სხეულის მიხვრა მოხვრით გაეცალა ადგილს. დღევანდელი ლექციის თემაა პოსტ იმპრესიონიზმი.. ნელნელა გააკეთა წარწერა ლექტორმა გაცრეცილ დაფაზე,შავი მარკერის მეშვეობით,შემდგომ კი აუდიტორიას მიუბრუნდა,მკაცრი,დაჭერილი მზერით. - მხატვრული მიმდინარეობაა, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში წარმოიშვა ფრანგულ ფერწერაში,მისთვის დამახასიათებელია სამყაროს აღქმასთან დაკავშირებული ხელოვანის წუთიერი შთაბეჭდილებების, სულიერი განწყობილების გადმოცემა.. აუდიტორიაში ფრთხილი კაკუნით შეაღო კარი გოგონამ,ბოდიში მოიხადა დაგვიანებისთვის და თვალებით თავისუფალი ადგილის ძებნა დაიწყო. - ბარბარა..მოდი! მეორე რიგიდან გადასძახა მისმა კურსელმა,რომელიც მის გვერდით,თავისუფალი სკამისკენ ანიშნებდა,აღტკინებული სახით. ბარბარემაც სწრაფად დაიკავა ადგილი,ცალი ყურსასმენიც მოიძრო და ჩანთაში ჩააგდო. მზერა ლექტორისკენ მიმართა,ამავდროულად,მომენტს ეძებდა,მეგობარს გამოლაპარაკებოდა,ისე,რომ აუდიტორიის თავში მდგომს,არ შეენიშნა. - გამოკეთდი? კოპები შეკრა მაშარელმა,გაკვირვებული მზერით გახედა,შემდეგ კი უბრალოდ თავი დაუქნია,თანხმობის ნიშნად. - რა გჭირდა? არ მოეშვა ნინა და მომაბეზრებლად ეჩიჩინებოდა გოგონას. - ვინ გითხრა რომ ცუდად ვიყავი? - ნიკუშამ..ვინ მეტყოდა? შენ რა გჭირს,სხვანაირი მეჩვენები..რამეს მიმალავ? ნიკუშასთან იჩხუბე? - არა,არა,საიდან მოიტანე. - აბა რა გაფითრებული ზიხარ..ღმერთო ჩემო,ორსულად ხარ? - ნინა! თვალები დაუბრიალა და ხელზე ისე უპწკინა,ლამის ბოლო ხმაზე დაიღრიალა,სიჩუმით მოცულ აუდიტორიაში. ლექციის დასრულების შემდეგ,როცა სტუდენტები სწრაფი ნაბიჯებით გადიოდნენ კარისკენ,შუახნის მამაკაცმა მშვიდი ხმით დაუძახა მაშარელს და ანიშნა,მისულიყო. - ბარბარე,კარგად ხარ? - დიახ,ბატონო გიორგი.მადლობა. - ჩემს სემინარებს აცდენ ეს ბოლო ორი კვირაა,რაიმე სერიოზული ხომ არ ხდება? - არა,ყველაფერი რიგზეა. ნაბიჯს უკან დგამდა,თითქოს ცდილობდა რაც შეიძლებოდა სწრაფად მოშორებოდა ადგილს.მამაკაციც დაკვირვებით,სათვალის ქვემოდან უყურებდა და თითებს შორის მოქცეულ ფურცლებს ხელის კანკალით იჭერდა. - ბოლოს,როცა გნახე..ამ სემინართან დაკავშირებით ამზადებდი ნახატს..გახსოვს? - დიახ. ღაწვები აუწითლდა მაშარელს და ნერვიულდ გახედა კართან მდგომ ნინას,ტელეფონს რომ ჩაკირკიტებდა. ძალიან მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა,სამწუხაროდ,ეს ნახატი დავკარგე. - კარგი,ბარბარე..იცოდე,არ ჩამითვლია შენთვის გაცდენა,რადგან დარწმუნებული ვარ,უმიზეზოდ არ მიატოვებდი სწავლას. თავს გაუფრთხილდი. ულვაშებში ჩაეღიმა კაცს და კითხვა გააგრძელა. როგორც იქნა თავი დააღწია აუდიტორიის დამხუთველ ჰაერს,ხელით ჩაბღაუეჭებული კი - დაქალთან ერთად კიბეებზე სწრაფად ჩარბოდა. უნივერსიტეტის ეზოში მდგარი ბიჭებისკენ გაიწია ნინა,ხელი აუქნია მისალმების ნიშნად და სიცილ-კისკისით შეურთდა ჯგუფს. - მოდი ჩემთან.. ნიკუშამ მისკენ მიიზიდა ,ცალი ხელი გადახვია კისერზე და შუბლზე მიაკრო ტუჩები. - წავედით ნიკუშ და გელოდებით დღეს. ბიჭები დაემშვიდობნენ ერთმანეთს,ყველა თავის გზას გაყოლოდა,ბარბარა კი დაძაბული იდგა და ფეხს კვლავ უჩქარებდა. - დღეს რა ხდება,სად გელოდებიან ბიჭები? როგორც მახსოვს,ჩემთან ერთად აპირებდი საღამოს გატარებას. - რა თქმა უნდა,ჯერ შენთან.. აი მერე კი - წავალ. - ჰმ..არ გითქვამს სად მიდიხარ..ან გოგოები რატომ არ მოგყავთ..ჩვენ ვერ გავერთობოდით თქვენთან ერთად? - შენ არ ეწევი,არ სვამ..მოიწყენდი. - ნიკუშა,შენს გვერდით რატომ მოვიწყდენდი?გართობისთვის აუცლებელია გამოვთვრე გვარიანად ან ისეთი დაბოლილი ვიყო,ვერავის გცნობდეთ? - რატომ გინდა ჩამაშხამო მეგობრებთან გართობა,ბარბარა?იცი რა,ვატყობ ხასიათზე არ ხარ. სახლში წადი,დახატე რამე,იქნებ ცოტა მოგეშვას. - მე მინდა ჩაგაშხამო? ნიკუშა,როგორ მელაპარაკები? არ მაქვს უფლება დრო მეტი გავატარო ბიჭთან,რომელიც წლებია მიყვარს?! - მაპატიე.ზედმეტი მომივიდა. - ხელი გაწიე. და ჰო,მე მშვიდად მაქვს ნერვები,ნიკა. არ გამომყვე,სახლში მე თვითონ წავალ. - ბარბარე! ჩაჯექი მანქანაში,არ გამამეორებინო. - ნიკა,ჩემით წავალ მეთქი. უარესს ნუ გააკეთებ,არ მინდა შენთან საუბარი. კარგ გართობას გისურვებთ ბიჭებს. კიბეებზე დაგდებული ჩანთა ხელში აიღო და ფეხაკრეფით გაუყვა სატრანსპორტო გაჩერებამდე გზას. მაჯაზე საათისთვის დაეხედა და მოპირდაპირე ზოლზე ფრთხილად გაევლო.ჭავჭავაძის ქუჩებს ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა. მომენტებში,თვალებს ხუჭავდა,მუსიკის მელოდიებს აყოლილი,წამიერად სურვილს რომ უჩენდა აჰყოლოდა სასიამოვნო ჰანგებს ტანის რხევით. კაფის შესასვლელთან მენეჯერს მიესალმა,კარი ჭრაჭუნით შეაღო და გასახდელისკენ მიმდევარს,მეგი დაეწია გზაში. - უნდა მიშველო!გთხოოოოოვ,გთხოოოვ! უარი არ მითხრა. ყელთან კანი ორი თითით გამოეწია და თვალები ისეთი სიბრალულით აუწყლიანდა,თითქოს მისი ბედის გადამწყვეტელი მაშარელი ყოფილიყო. - ჯერ მითხარი მეგი,მერე ვნახოთ.ღიმილგაპარულმა დააგდო ჩანთა და წინსაფარი მოიძია,რომელიც წვრილ წელზე შემოეხვია და უკან კოხტად გაებანტა. - ივამ პაემანზე დამპატიჟა..გესმის?! პა ე მან ზეეე! ისეთი აღტაცებული სახით აღმოხდა სიტყვები,იფიქრებდით,რომ მასზე ბედნიერი მთელ დედამიწაზე არავინ იარსებებდა. ხელები მაჯებზე შემოხვია და ტრიალი დაიწყო ბარბარასთან ერთად. - გეყოფა,კარგი..ღმერთო ჩემო.. განცვიფრებული მაშარელი სიცილს ვერ იკავებდა და ცდილობდა აკანკალებული მეგი რამენაირად დამშვიდებინა. უმალ,ხელები სწრაფად გააშვებინა,ცალი წარბი ასწია და გამომცდელად დააშტერდა თვალებში. - კი,მაგრამ ჩემი დახმარება რაში გჭირდება? - ჩათვალე,რომ მთელი ცხოვრება შენს ვალში ვიქნები...თუ გინდა,ერთი კვირა ყველა სურვილს შეგისრულებ..ან არ ვიცი..რაც შენ გინდა იმას გავაკეთებ. - გააფრინე ხო? ბოდავ,ოღონდ მართლა.. მხრები აიჩეჩა და კარი უნდა გაეღო,წინ რომ გადაუდგა ისევ გოგონა. - გთხოვ..ბარბი..დედამ თუ დამირეკა იმ დროს,თუ დასარწმუნებლად შენთან დალაპარაკება მთხოვა,რომ მართლა დაქალთან ერთად ვარ..იცოდე,ჩემი საქმე წასულია..ივას დავკარგავ. ბარბარეეეე! პატარა ბავშვივით გაბზიკა ტუჩები და ფეხების ბაკუნი დაიწყო. - კარგი.. - ურა! ვაშა! იმედია დღეს რაიმე გეგმები არ გქონდა..თუ გქონდა მაპატიეეე და ძალიან მიყვარხარ! კარები სწრაფად გაიხურა და ფრენაფრენით დაეშვა ყავის დახლთან. - გეგმები..ხო..გეგმები არ მქონდა. ჩუმად ჩაილაპარაკა მაშარელმა,კარი გადაკეტა და სამუშაო ადგილს დაუბრუნდა. - ბარბარე,სტუმრები გარეთ სხედან,წადი,მოემსახურე. მენეჯერმა კალამი გაუწოდა მაშარელს,რომელიც სხარტად მოშორებოდა სტენდს,გარეთ გასვლისას,კაფის სასიამოვნო მუსიკის ხმაც ჩახშულიყო და ცივ ნიავს დაუდევრად აეფრიალებინა მისი წაბლისფერი თმა. - მოგესალმებით..რას ინებებთ? სასიამოვნო ჟღერადობის ხმის ტემბრმა აიძულა ტელეფონის ეკრანისთვის მოეშორებინა თვალები, გოგონას ქვემოდან ახედა,რომელსაც კალამი გაემზადებინა და მოლოდინის რეჟიმში,თხელი თითებით ატრიალებდა აქეთ-იქით. - ერთი ამერიკანო,თუ შეიძლება...მაშკა. ფართოდ გაიღიმა მამაკაცმა და გოგონას გაყინულ მზერას გახედა. აი,მეც მოვედიიი. :* იმედია,ძალიან არ გალოდინეთ. ველი თქვენს შეფასებებს მოუთმენლად. მიყვარხართ ტკბილებო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.