შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეკვა სიკვდილთან /სრულად/


28-04-2020, 18:30
ავტორი Mary Drey
ნანახია 1 852

პ რ ო ლ ო გ ი


მზე ჩემს წინ მყოფ გორაში იმალებოდა.საგულეში მალავდა თავის სხივებს და ღამე შთანთქავდა. რამდენიმე წუთში კი სრულ უკუნეთს შევერწყე... თავიდან მზის მოლოდინში ვიყავი, თუმცა მალევე შევაჩვიე თვალები სიცარიელეს, რომელსაც შავი ფერი დასთამაშებდა.
ვფიქრობდი... ძალიან ბევრს ვფიქრობდი.
მართალი ყოფილა, ღამე შენში მიძინებული გრძნობები, იდუმალი კარიბჭიდან ჩნდებოდა... თავს გატყდებოდა და გულში ტყვიებს გიშენდა.
მეც ასე ვდგავარ, უკაცრიელ სიბნელეში და ამ უსასრულობაშიც, შენს კვალს დავეძებ! ისევ მივყვები, შენს ნაფეხურებსა და იმედით გეძებ... !



თავი 1

შემოდგომის სუსხი დაპატრონებოდა, ჩვენს პატარა ქვეყანას, რომელიც მრავალი ბრძოლის... სისხლისღვრისა და პატრიოტიზმითაა შემკული.
თამამად ვიტყვი, მეამაყება ჩემი ქვეყანა.
მეამაყება საქართველო და ჩემი ძმები-ქართველები.
ყველაზე მეტად თბილისი მიყვარს... ხო, გასაკვირია, მაგრამ ეს ქალაქი, იმ ერთს უკავშირდება, რომელსაც დღე და ღამ ვეძებ... ვეძებ უმისამართოთ, უსახელოთა და უგვაროდ.
გასაკვირია, არა?! იმ ადამიანს ვეძებ, რომელსაც ჯერ არც კი ვიცნობ... თუმცა ვგრძნობ... ვგრძნობ, რომ ვინც არ უნდა იყოს იგი იქნება ხსნა ჩემისა... იგი იქნება მზე სულიერი უკუნეთისა და მარადიულობის საწინდარისა.
და იქნებ?
იქნებ, მე ის ვიპოვო?
ბიჭი, რომელიც ,, იისფერია “ !

***

ქარი მიჩეჩს, ისედაც აბურდულ თმებსა და ტანში ლივლივებს.
ქარი უყვება, ჩემს სახეს ნელა და მე ის მაგიჟებს...
,, იცი? ვიცი გიპოვი და გულში ჩაგიკრავ! ოღონდ იწამე... გჯეროდეს, რომ ჩემი იქნები! “- ვუყვებოდი სიოს და უმისამართო წერილს „იისფერ“ ბიჭისკენ ვგზავნიდი.
გული ორად მეპობა, თუმცა რა მიჭირს... მთავარია არ გავტყდე და მუხლი არ ვდრიკო. ისევ მეუფლება შიშის გრძნობა და საკუთარ ანარეკლს გუბეში ვესარჩლები.
- რას ჩამოგტირის ეს სახე, მოკვდავო... ნეტავ თუ იცი ვის ან რას ელი... ვის ან რას ეძებ... რა დაგიკარგავს ამ ცხოვრებაში?- მითხრა სარკაზმით.
- ვინ დამიკარგავს? სული დავკარგე... ცაში აფრინდა და მარტო დამტოვა... ალბათ შენ იცი... უსულო სხეული ვინც ხდება... გვამი... ისევ და ისევ მყალი გვარი! ამიტომ დავეძებ „იისფერ“ ბიჭს, რომ სული მაჩუქოს. ლეშად არ მაქციოს და გული დამითმოს.

გზას ვაგრძელებ... ყურადღებას არ ვაქცევ, ჩემს მეორე მეს და ბილიკს მივყვები.


თავი 2

მთვარის შუქი მიწევს გიდობას და გზას მინათებს... სწორედ იმ ბილიკს, რომელიც ბიჭისკენ მიილტვის. იკლაკნებიან ერთხმად და უსასრულობის ნაპრალებს აჩენენ.
სულის შიგნიდან ძლიერ ცხელი ვარ, ხოლო გრილი ნიავი კი, შვებას ანიჭებს გადამწვარ სხეულს... სხეულს, რომელიც გადაღლილია ამდენი ტვირთის ზიდვით... უიმედობითა და უსასრულო ლოდინით.
ბავშვივით ვუცქერ ცაში აღბეჭდილ ჰორიზონტს და ისევ მას ვეძებ... ვარსკვლავებშიდაც შიგნით ვძვრები, მე შიშად ქცეული... სულში ვუძვრები და ნანას ვუმღერი. მივაძინებ და გულში ჩავიკრავ... ჩემად ვაქცევ და ისევ ჩავიკლავ გრძნობას კაშკაშას, გრძნობას იისფერს.
ბილიკს შევყურებ დიდი თვალებით. მეშინია, რომ სული დავლიო... იქნებ გამოჩნდე ამაღამ ისევ... იქნებ აქვე ხარ, შენ ვეღარ ფიქრობ.

***
მთის წინ ვდგები, როგორც გულადი შვილი და გულით მივმართავ.. მაპოვოს სული, მაგრამ იგი დინჯად დგას, თავის მიწაზე და ცაში აპყრობს თვალებს კაშკაშას.
ლოდინის გარდა არაფერი დამრჩენია... მინდა ვმართო დრო და მომავალს შევერწყა... თუმცა ოცნება შორს წამიყვანს და დროა ყოფა განვაგრძო... !
იქნებ გქონიათ ასეთი შემთხვევა, როდესაც შენში თითქოს ყოველმა გრძნობამ ზურგი გაქციათ... სწორედ ასე ვარ, ახლა და თანდათამ ვუფერულდები.
ყოველთვის მჯეროდა, რომ შენი და მომავალი მიჯნურის გზები წითელი ძაფებით არიან დაკავშირებულნი. თითქოს განგებამ ჩასახვისთანავე, დედის ჭიპლარიდან ერთად აღმოაცენა წითელი ძაფი, რომელიც დაბადებისას ორი სხეულის ნაწილნი იკვეთებიან. რაც უფრო შორს ხარ მისგან, მით უფრო იმატებს შენში ტკივილის გრძნობა. ეს ყოველივე კი ძაფების განზიდვით იქნა განპირობებული... რაც უფრო ახლოს ხარ მასთან, მით უფრო ივსება შენი მეობა თავისუფლების ნაპერწკლით...
მე ასე მჯერა... მე ასე მწამს, რომ ჩემი და მისი გზებიც, ოდესღაც დაკავშირდება... ერთად იქცევა და გრძნობად გადაიქცევა.
ამ სამყაროში ყველას აქვს მისია... დაბადებიდანვე ერთს ვეძებ, ალბათ ღმერთმაც ამისთვის გამომგზავნა ამ ქვეყნად.
ვიცი, თავს გაწყენთ... მართლა ბოდიში, თუმცა თხოვნით შემოვიფარგლები და გულისნადებს გაგიზიარებთ... ამ ცხოვრებაში არავინ მყავს... ვერავის გადავუშლი გულს და სულიერად დავიცლები. ამ წუთისოფელში, ხომ ყველას სჭირდება მეგობარი, თუნდაც სიცოცხლისათვის და მე გთხოვ... ბავშვური წრფელი წისფერი თვალებით. იქნებ მიმიღო... იქნებ ისმინო უთქმელი ტკივილი...




თავი 3

გუშინდელი დღესავით მახსოვს, თუ როგორ გამომაძევა სამოთხის კარიბჭიდან მაღალმა ღმერთმა. ჩუმად და გარკვევით მომაძახა, რომ დროულად მეპოვა გულის მხსნელი, რომ ჩემს სულს საბოლოოდ წვეოდა შვება... განთავისუფლებულიყო სულიერი დაღისგან. ვიცი, დრო მალე გადის... გადის და მკვიდრს არ ინდობს, თუმცა?!
დრო საკმაოდ ცოტაა... ან კვლავინდებურად შევუერთდებოდი ცათა სასუფეველს ან მხსნელს ვიპოვიდი... ვიპოვიდი, მაგრამ კი მარა, სად?!
გზები დატბორილია...
ირგვლივ სრული ქაოსია, რომელშიც ქოლგა ამართული ახალგაზრდები დაიარებიან. ვაივუშად არ აქცევენ წვიმის წვეთებსა და უკუნეთს ეჯაჭვებიან.
ქუჩას ვკვეთ და წიგნის მაღაზიაში ვიღებ გეზს.
თმა მთლიანად სველი მაქვს... შეზრდილი ცათა ცრემლებით.
კარებს ვაღებ და უსუსური ხმით კონსულტანტს ვესალმები.
- გამარჯობა! რა სასიამოვნო დღეა, არა? - იგი კი ამრეზად მიცქერდა.
თაროებს გაფართოებულთვალებიანი ვუყვები და ვცდილობ აღვიდგინო, ის წუთი როდესაც ბოლოს შევეხე, მის ყდებს... ცდა უშედეგოა... საუკუნეებია ამის შესაძლებლობა, უბრალოდ არ მქონია.
გული გამალებით ძგერს... ფაქტობრივად ისე, როგორც შეყვარებული წყვილები ერთმანეთის დანახვისას. სწორედ ამ დროს იკვეთება, სულისა და გულის განყოფილებები და ერთმანეთს ეტმასნებიან.
ქართველი მწერლების თაროს მივადექი... ჩემს შიგნით ერთიანად სკდებოდა ნარნარა ფერები... მიხაროდა ქათველები... მიხაროდა ამდენი ქვეყნის შვილები მწერლობაში.
ახლა, ხომ 21-ე საუკუნეა... მე კი, მე-19 საუკუნის შვილი. დროში აცდენილი მოსიარულე ფიტული.
უცბათ მიზიდულობა ვიგრძენი... ზურგი უკნიდან მიხურდა და თითქოს ერთი წიგნი თავისკენ მიხმობდა.
„ მომკიდე ხელი... შემიგრძენი... იქნებ სწორედ ის ვარ, ვინც გჭირდება? “- გამომექომაგა ის.
შევტრიალდი... ჩვენს შორის მანძილი მცირდებოდა, ხოლო მიზიდულობა პირიქით. თითქოს ეს ყოველივე უკუპროპორიული ხდებოდა.
საბოლოოდ კი მის წინ აღმოვჩნდი... ესეც ვერ ვიკმარე და გულში ვიკარი... საბოლოოდ ყდაზე გამოსახულ წარწერას დავაკვირდი. მკრთალი ასოებით ეწერა „ სიცხადის სევდა “, რომლის ავტორი, ვიღაც მარიამ კობახიძე იყო.
დრო გადიოდა... მეც არ გავაჭიანურე და წიგნი ვიყიდე. ერთი სული მქონდა შინ მივსულიყავი და მის მორევში დავკარგულიყავი, მაგრამ რომელი შინ?
თავგზა ამერია... ცრემლები წამსკდა და მახრჩობდა...
გუბეში მძმედ დავეცი...
ვტიროდი გაუჩერებლიბ და ცათა სევდას, ჩემი სულიერი ბობოქრობაც ემატებოდა.
უცბათ ხმა მომესმა და მეც მაშინვე შვება ვიგრძენი.
„ - მარტოსული ადამიანი თუ დაეშვება ჭუჭყიან გუბეში, ემოციისგან დასაცლელად. ნეტავ დროს რისთვის ფანტავ! იქნებ მოხვიდე გონს და გადარჩენისთვის იბრძოლო! “

***

ბევრი ვიარე... იქამდე სანამ ტერფებიდან სისხლი არ წამსკდა.
გამიკვრიდა... მეგონა, ჩემში ადამიანური გრძნობები მიძინებული იქნებოდა, თუმცა მწარედ შევცდი.
ქუჩის სიმყუდროვეს Brian Eno – By this river სიმღერა არღვევს... მისი მოსმენისას იღვიძებს გამომხმარ სხეულში არაადამიანური გრძნობა, რომლის სიტყვიერად აღწერა, უბრალოდ შეუძლებელია.
წვიმას გადაეღო...
მე კიდევ პარკში მოკალათებული წიგნს ვკითხულობ Brian Eno-ს ფონზე...



სიცხადის სევდა
პროლოგი


ქარი ქრის და მიწეწავს წაბლისფერ, მბზინავ თმებს, რომელიც მზის სხივებითაა მოწყურებული.
აივანზე ვზივარ, ხელში კალამი მიჭირავს და სადღაც უსასრულობაში უკვალოდ ვიკარგები...
იმ აივანზე ვზივარ, რომელიც ოდესღაც ჩემი ერქვა...
ხო, ჩვენი... ისეთივე ტკბილი, როგორც შენი შინაგანი სურნელი, რომელი თვალთახედვას მთლიანად მირევს...
აჰ... უკვე თვეები გასულა, შენ კიდევ კვლავ არ ჩანხარ... არც წვიმის წვეთებად მევლინები ფანჯრის რაფაზე და არც მზის სხივებად, რომელიც ჩემს სხეულში შემოაღწევდა და შენდამი მონატრებას გამიქარწ....ბდა.
უკვე ათი თვე გასულა... მეთექვსმეტე კი კარს მოგვდგომოდა.
მაგრამ შენ სად ხარ? ...
სად ხარ, ჩემო მბრწყინავო ვარსკვლავო?
....


თავი ავწიე... აცრემლებულთვალებიანი ვცდილობ, ცხოვრების გეზს მჭიდროდ მოვხვიო ხელი.
წიგნმა მიმიზიდა... თავბრუ დამახვია და ყოფას მომწყვიტა.





თავი 4

აივანზე ვდგავარ და შიშველ სხეულს ჰაერის ნაკადს ვუთმობ.
ხელში სიგარეტის ღერი მიჭირავს და თან ძლიერ ვქაჩავ.
ფილტვები სიკვდილითსავსე ბოლით ივსება და ცხვირიდან ნელ-ნელა გამოდის.
მწარე ფიქრები მიტევს კვლავ და გრძნობა არეული, გაფითრებული ვეძებ მხსნელს. როგორ მინდა ასეთ დროს ვინმემ გამომიწოდოს ხელი... როგორ მინდა რეალობაში დამაბრუნონ... !
ოცნებაში ისაა კარგი, რომ შეგეძლება სასტიკ რეალობას ზურგი აქციო და ფარფატა ღრუბელთა ნაკადს ჩახედო თვალებში. ოჰ, როგორ მიყვარს ოცნება შენზე... ოხ, როგორ არ მძალუძს სიტყვები ძნელი.
ყველაზე მეტად საკუთარი მეორე „მე“- ს არსებობა მაშინებს. ფაქტობრივად გაორება მჭირს და რეალობას ვწყდები.
თუნდაც... თუ აქვს საერთოდ აზრი აქ ცხოვრებას... სამყარო სადაც არაფერია და სამყარო, რომელშიც არავინაა.
ირგვლივ უკუნითი სევდაა დაბატონებული, რომელსაც თან ერთვის იმედგაცრუება და გულისშემაწუხებელი ტკივილი. ამ სამყაროში, ხომ მატყუარა ხალხი ჭარბობს და მიწაზე სიცურის კვალს ტოვებენ.
ნუთუ ეს ცხოვრებაა, რომელშიც უამრავი ახალგაზრდა სიკვდილს ნატრობს...
ჩვენს ირგვლივ მხოლოდ და მხოლოდ ჩხუბი და კამათია. მას თან ერთვის აგრესია, შური და სიძულვილი მოყვასის მიმართ.
ჩვენი ვცხოვრობთ სამყაროში, რომელშიც უბრალო ცრემლებმაც დაკარგეს ფასი... აღარავის სჯერა მისი სიწმინდის, არადა ირგვლივ მხოლოდ და მხოლოდ ცრემლთა ნაკვალებია, რომელშიც მე მივაბიჯებ.


თავი 5

სიარულმა თავისი ქნა... გამოიღო შედეგი და ერთ ლამაზი პარკი მაპოვნინა, უკაცრიელ ადგილას. სწორედ იმ ადგილთაგანს მიეკუთვნება, რომელშიც სულიერ შვებას ჰპოვებ. ჩემი სხეული ერთიანად ყვავდება... ყვავდება, როგორვ ეზოში ახლაც წამოზრდილი ვარდის კვირტი.
ჩემი ბავშვობა ლაღი იყო, ისეთი როგორც ულმაზესი ზღაპარი...
ვაღიარებ... ღრმა ბავშვობიდანვე მაშინებდა და მზარავდა სიტყვა სიკვდილი, რომელიც ჩემში უმალ ყოველ გრძნობას ყინავდა/ აქვავებდა.
სიკვდილი ჩემში შიშის გრძნიბას იწვევდა, მაგრამ ახლა დღევანდელ ყოფაში მხოლოდ და მხოლოდ უსიყვარულოდ დარჩენის საშინელი სევდა სუფევდა.
აჩემებულ ადგილას დავჯექი და კვლავ ,, სიცხადის სევდა “-ს კითხვა დავიწყე.
ირგვლივ სრული სიწყნარე სუფევდა. სიმწვანე ერთმანეთს ერწყმოდა და სამოთხეში ყოფნის იდილიას, ილუზიას გიქმნიდა.
ლამპიონები მბჟუტავად გამოსცემდნენ გარემოში სინათლეს, რომელსაც „დამშეული“ მწერები თავს დასტრიალებენ.
ლამპიონებისაც კი შემშურდა, რადგამ სწორედ მასაც ჰყავდა ( თუნდაც მხოლოდ ღამღამობით ) ხშირი სტუმარი, ხოლო მე? საცოდავ, უგზოუკვლოდ მოხეტიალე სულს არავინ ჰყავს, გარდა თეთრი ფურცლებისა და კალმისტარისა.













სიცხადის სევდა
თავი 1



2017 წლის 18 ივნისი. ( დღე შენი გაცნობისა. )

- სად ხარ, ამდენი ხანი? კიდევ დიდხანს უნდა გელოდო, მარიამ?! - მიყვიროდა ტელეფონში, ჩემი ახლო მეგობარი, რომელიც ჩემი „პუნქტუალობას“ ძლიერ აფასებდა.
- სულ ცოტა ხანიც მადროვე და გამოვალ. ახლა გამოვედი სააბაზანოდან!
- აჰ... როგორც ყოველთვის... შენგან სხვას, რას უნდა მოველოდე? - არ ცხრებოდა გვანცა და იმ ველურ ცხოველს ემსგავსებოდა, რომელსაც მსხვერპლის ყელის გამოღადვრა, ძლიერ სურდა.

რა ძალა და ღონე მქონდა, ვცდილობდი მალე მოქცეოდა, ჩემთვის განკუთვნილი ტანისამოსი სხეულს... შეხებოდა და ერთნი გავმხდარიყავით.
რეკვის ხმა კი არ ჩერდებოდა... კვლავ განაგრძობდა, გვანცა ჩემს დაჩქარებას და დანიშნულ ადგილამდე მყისიერად მისვლას.
სულ რაღაც, დიდი-დიდი ნახევარი საათის შემდგომ, მის წინ ვიდექი.
- მიკვირს ასე ადრე, რომ მოხვედი! ბოდიში, რომ გალოდინე. - მომიგო სახეწაშლილმა, რომელიც ისეთი სასაცილო იყო, ღიმილს ვერ ვიკავებდი.

მე და გვანცა ნათესავები ვართ, მაგრამ ბოლომდე დღემდე ვერ ვადგენთ, რანაირი „ახლობლები“. თუმცა ჩვენი ურთიერთობა, იმაზე მყარი იყო, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა.
ზუსტად არ ვიცოდი, სად მივყვებოდი, თუმცა მხოლოდ ის მიპასუხა, რომ მეგობარს უნდა შეხვედროდა, რომელსაც მასაც ვიღაც მოყვებოდა. სწორედ ამიტომ გავჩნდი მეც აქ.
წერეთლის „მაკდონალდში“ შევედით. გვანცამ მობილური მოიმარჯვა და იმ „უცნობს“ დაურეკა.
- კი, კი აქ ვართ!... სად?... ხო, ხო ახლავე ამოვალთ! - საუბრობდა კოპებშეკრული, ხოლო, როდესაც საუბარი დაასრულა, მზისნაირი გაბრწყინებული თვალები მე მომმარდა.
- მეორე სართულზე არიან, ბოლოში. - იცინოდა.


***
- მარიამ, გაიცანი ეს თოკოა! თოკო ეს კი, მარიამი! იმედი მაქვს ერთმანეთს გაუგებთ. - მე და ახალგაცნობილმა თორნიკემ ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და დავსხედით.
- ე, ბიჭო ამოიღე ხმა, ტყუილად, ხომ არ წამოგიყვანე! რა გჭირს, ! - თოკო უხეშად მიმართაცდა, თავის ძმაკაცს, რომლის სახელიც ჯერ კიდევ არ ვიცოდი.
- მარიამ, არ გაგიკვირდეს, მათე საკმაოდ კარგი ადამიანია, უბრალოდ ზოგჯერ რომ არ აფრენდეს.- ჩაიხითხითა და მათეს სახეზეც გადაირბინა ეშმაკმა ღიმილაკებმა.
- არაფერია... უბრალოდ რაღაცაზე ჩავფიქრდი... - მოგვიგო ფიქრებში წასულმა მათემ.


***

სწორედ ეს დღე იყო, როდესაც მათე გავიცანი... რომელიც იმაზე ახლო ადამიანი აღმოჩნდა, ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი.
მათე გარეგნულად სასიამოვნო შესახედავი პიროვნებაა, რომელსაც წაბლისფერი თმები, სავსე ტუჩები და შავი თვალები აქვს. მისი მეობა იმდენად სუფთაა, რომ მომაგონებდა ზღვაში ჩაგდებულ კენჭს, რომლის ანარეკლიც მკვეთრად ისახებოდა წყლის ზედაპირზე.
რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ვუახლოვდებოდით ერთმანეთს... ყოველი დღე ერთმანეთით იწყებოდა და ერთმანეთის ფიქრში მთავრდებოდა.
თითქოს უცბათ დაწყებული ურთიერთობა, მარადიული მეგობრობის საწინდარი გახდა.




თავი 6

ქარი ამოქროლდა და მბზინავ თმებს აქეთ-იქით მირხევდა... თავი ზღვის ტალღა მეგონა, რომელიც ოკეანეში ბობოქრობდა.
და იქნებ?...
იქნებ კიდევაც ვიყავი, ვინ იცის...
არავინ..
სიო ტანში მიძვრება და ვგრძნობ, როგორ აფარფატებდა ნაზი პეპელა ჭრელაჭრულა ფრთებს... თეზოს უყვებოდა და უეცრად, მტკიცედ მტყორცნიდა ენითაღუწერელ მუხტს მუცლის არეში...
ხო... სწორედ ასეთი უთქმელი გრძნობები ლივლივებდნენ, ჩემს სხეულშ.
აქეთ-იქით ვაცეცებ დამშეულ თვალებს და გულში ტკივილის შეგრძნება იზრდება.
პარკი გადავსებული იყო ახალგაზრდა წყვილებით, რომლებიც მწველი სიცივისგან გადამკიდე, ერთმანეთის მკლავებში პოვებდნენ შვებას.
ყველას ცხოვრების მეგზური ჰყავდა გვერდით, ხოლო მე მეორე მოსვლის წუთებს უსიყვარულო მომენტებში ვფლანგავ.
საკუთარი თავი მძულს...
ის ერთმანეთს შეზრდილი წყვილებიც მძულს, რომლებიც ჩემს ტკივილს არაფრად აგდებდნენ.
სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ზემოთხსენებული სცენებია...
მოსაცმელს მჭიდროდ ვიტმასნი ჩემს უსიცოცხლო სხეულზე... რომელიც ერთნაირად თრთიან სიცივისა და მარტოსულობის გადამკიდე.
მუხლებს მკერდზე ვიწყობ და უსუსურ ჩვილად ვიქცევი...
თვალებიდან ცრემლი მსკდება...
სხეული თრთის...
სხეული დუღს...
სხეული დუმს...
სხეული უიმედოთაა დარჩენილი, სრულად მარტო ამ უკაცრიელ მიწთა ერთობლიობაზე.
თვალები მეწვის... ვგრძნობ, როგორ დუღს მასში სისხლი... კვლავ მოკუნტულ მდგომარეობაში ვარ და საკუთარ თავს შიგნიდან ვკიცხავ.
„შენ არაფერი შეგიძლია! კვლავ უსიყვარულოდ ამოგძვრება სული და ვერასდროს გამოცდი, იმ გრძნობას, რომელიც მიჯნურის შეხებისას იქნება გამოწვეული.“
ვტიროდი... ბოლო ხმაზე ვღვრიდი გამომშრალ მიწაზე, მარგალიტისებრ ცრემლებს.
მაგრამ, ვაი, რომ ამ ტანჯულ ხმასაც ვერავინ იგებდა.
თვალებს მჭიდრო ვხუჭავ, ისე, რომ იგი მეწვის.
კბილები ერთმანეთის შეხებაზე კაწკაწებს და სულისწამღებ მელოდიას ქმნის.
შინაგანი სამყარო ბობოქრობს, თითქოს აპოკალიფსის დასაწყისი ყოფილიყოს.
მე კიდევ ვზივარ, ამ უმისამართო პარკში და ცრემლად ვიღვრები.
ვგრძნობ ნაბიჯების მოახლოვებას ჩემამდე, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევდი... ვიცი გვერდს უთქმელად ჩამივლიდა, მაგრამ... ?
უცნობი ჩემს გვერდით მოთავსდა და სადღაც უსასრულობაში იკარგებოდა... თითქოს ჩემი არსებობა, არც შეუმჩნევიაო.
უეცრად კი, მისი შეხება ვიგრძენი ფეხებზე, რომელიც ყინულივით ცივი ყოფილა.
- გაიყინები... ნუთუ გინდა დაავადება აიკიდო?- მითხრა თბილი ტონით.
- ჩემთვის სულ ერთია, ისედაც მკვდარი ვარ... მკვდარს კი არანაირი გარემოს ფაქტორი შეაშინებს.
- იცი? - მითხრა და თავისი ქურთუკი მომახვია ბეჭებზე. - ვერ ვიტან, როდესაც ადამიანები სიცოცხლის წამებს არ აფასებენ! რა გქვია უცნაურო გოგონავ?
- კესანე... კესანე მქვია. - ვუთხარი ის სახელი, რომელიც პირველი მომაფიქრდა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი მცენარე იყო.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა, კესანე. ახლა კი წამოდი... ცხელი შოკოლადი დავლიოთ. აქეთ ერთი კარგი კაფე მეგულება.


***

ჩემი გრძნობები აბლაბუდასავით იქსელება და სადღაც გაურკვევლობაში იკარგება. უგზო-უკვლოდ თუ უმისამართოთ.
გრძნობა არეული აწმყოს კვალს მივყვები, რომელშიც უცხო წარმოშობის ბიჭს მივუყვები.
კაფეში სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა, რომლის სიტკბოებაც ღრმა კედლებსაც ატანდა. მე შევყურებ ამ სამოთხის ქმნილებას და შინაგანად მაჟრიალებს.
- ხომ გეუბნებოდი გცივათქო, მაგრამ შენ არც კი მისმენდი. - წარბები ეშმაკურად აათამაშა.
- სულაც არ მცივა, უბრალოდ უეცარი ტემპერატურის ცვლილებამ თავისი ქნა. - მეც გამოვესარჩლე და ჩემი პოზიცია დავიცავი.
- ოხხ... - ჩაიხითხითა.- ჰო. სულ დამავიწყდა, მე „იისფერი ბიჭი“ ვარ.

ადგილზე გავშრი...
გული თავიდანვე არ ცდებოდა, ალბათ ძაფებიც კავშირდებოდა მეტად.
ის იყო... ბიჭი, რომელსაც ამდენ ხანს დავეძებდი!




თავი 7


- კარგად ხარ? ფერი სულ დაკარგე. ცხელ შოკოლადსაც პირს არ ადებ, ხდება რამე, კესანე? - მომიგო მშვიდად.
- გინდა, პატარა ისტორია მოგიყვე „იისფერო ბიჭოვ“ ?

და მე თხრობა დავიწყე:
- ერთ უკაცრიელ ადგილას ცხოვრობდა ერთი გოგონა, რომელსაც სიკვდილის ძლიერ ეშინოდა... ყოველი ღამე მისთის ურჩხულთა გამოღვიძების საწინდარი იყო... სიბნელეს ერწყმოდა და დაუოკებელ ფიქრებში ეშვებოდა...
მისთვის სამყარო ერთი დიდი ჯოჯოხეთი ყოფილა, რომლის ალშიც ფერფლად იქცეოდა. გოგონას ეშინოდა... ეშინოდა და ცრიდა, იმის გაფიქრებისას, რომ ოდესმე მოკვდებოდა.
სიკვდილისთვის გვერდის ავლა, ხომ ყოვლად შეუძლებელია, თუმცა როდესაც მას ეხება საქმე, ყველა ეგოისტები ვხდებით. ვცდილობთ დადგენილი წესები, უკან მოვიტოვოთ და ფანტასტიკას შევერწყათ.
ხო, რას ვამბობდი... მას ძლიერ ეშინოდა სიკვდილის.
გადიოდა ხანი... დროსთან ერთად მის თმებშიც იჩიკებოდა ჭაღარა, რომელსაც ასე ძლიერ განიცდიდა. თანდათან უფრო და უფრო ეგოისტი ხდებოდა.
სულ მალე კი, მის კარსაც მოადგა სიკვდილკაცა და უსასრულობაში ჩაიკარგა. სიკვდილის ბოლო წამებში კი, მხოლოდ და მხოლოდ განვლილ, ფუჭად დაკარგულ წუთებზე დარდობდა.
დიახ... იგი უსიყვარულოდ კვდებოდა.
მისი ისტორია აქ, როდი დამთავრებულა. დანაღვლიანებულმი გოგონა უსასრულობის ნაპრალშიც დარდს მისცემოდა.
ერთხელ ღმერთმა მას მეორე შანსი მისცნა და დედამიწაზე ხელმეორედ ჩამოასახლა. მხოლოდ ერთი წესი იყო, როდესაც მიჯნურს იპოვიდა, ისევ დაუბრუნდებოდა მარადისობის სავანეში.
და მან, ის იპოვა...
შემდგომ კი, ფერფლად იქცა.




თავი 8


- არაფერია იმაზე საშინელი გრძნობა ვიდრე უსიყვარულობა. - თქვა მან.
- თვით უსიყვარულობაცაა, თავად სიკვდილი. - მის ღრმა თვალებში ჩავხედე და სევდა ვუწილადე.
- რატომ სიკვდილი?
- დაუშვათ, ცალმხრივი სიყვარული გტანჯავს, ამ დროს შენი სხეული ლეშს ემსგავსება, რომელიც სიკვდილის ზღვარს ადგას, ხოლო როდესაც ეს ღვთიური წარმოშობის გრძნობა ორივეს გააჩნია, ამ შემთხვევაში ხან ბუდე ინგევა, ხან ილუზიებში აცხოვრებენ ერთმანეთს ან უმეტესწილად კაცი დომინირებს ქალზე. ყველა შემთხვევაში სიყვარული მაინც სიკვდილია. ეს ასე გამოდის...
- და შენ? გყვარებია ვინმე?
- არა... უფრო სწორად ამის დროც კი არ მქონია... ალბათ საოცარი გრძნობაა, როცა ვინმე გიყვარს, მაგრამ ვერასდროს ავიტანდი, იმას რომ ვინეს ჩემთვის იდიალები დაენგრია. მე მიყვარს ოცნებები და ზოგჯერ ამ მორევშიც, ჩემს მეორე ნახევარზე ვფიქრობ. „ოცნების ბიჭოვ“ შენ ვინმე გიყვარს ან გიყვარდა?
- ბევრთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მათ მიმართ წრფელი გრძნობები არ მაკავშირებდა. ზოგჯერ ასეც ხდება, რომ კაცები მხეცივით ვიქცევით და ქალის მცნება სულ სხვა რამე გვგონია...
- ჩვენ შემთხვევაში?
- ჩვენ?- გაეცინა. - ჩვენ შეყვარებულები არ ვართ.
- ვიცი.... - ძლივას აღმოვთქვი... არადა ჩემში საციცოცხლო სიმი გაწყდა.
- მომიყევი შენზე.
- რა მოგიყვე?
- რამე.
- მაინც?
- შენ რასაც თვლი საჭიროდ, რომ უნდა ვიცოდე.
- მირჩევნია კითხვები დამისვა, ასე ცოტა არ იყოს მეძნელება.
- რამდენი წლის ხარ, კესანე?
- საუკუნეების.- ისე ვუპასუხე, რომ არც დავფიქრებულვარ.
- კესანე, კარგად კი გამაცინე. - სიცილისგან თვალები უელავდა.- მართლა რამდენი წლის ხარ?
- თექვსმეტის, შენ?
- ოცდახუთის.
- ხომ...
- შენი ჰობი?
- წერა და კითხვა მიყვარს...
- ამჯერად რას კითხულობ?- მითხრა დაეჭვებით, თითქოს ეჭვი ეპარებოდა მის სიცხადეში.
- მარიამ კობახიძეს „სიცხადის სევდა“. შენ რამეს კითხულობ?
- კითხვით ასე თუ ისე, ჩემი სამუშაო გრაფიკის გადამკიდე, თუმცა წერა ძალიან მიყვარს... ცხრა წიგნის დაწერის გეგმა მაქვს ჯერ-ჯერობით, მაგრამ ყველაზე კარგი და ეპიკური ჟანრის, ჩემი აზრით „არაბული“ მაქვს.
- აჰამ... გასაგებია.
- „ოთხი ბიჭის ისტორია“-ც მაქვს დაწერილი და ასევე „ტელეპორტერი“. თუ გსურს შემდგომში წაგაკითხებ.
- დიდი სიამოვნებით.
- შენ რას წერ?
- უმეტესწილად დღიურს. ეს რამდენიმე დღეა დავიწყე, თითქოს მგონია, რომ ამ პერიოდში ისეთი რაღაც მოხდება, რაც აუცილებლად უნდა აღიბეჭდოს ფურცელზე.



სიცხადის სევდა
თავი 2


ჩემი ცხოვრება ერთი დიდი აურზაური იყო, რომელიც თვალთახედვას მთლიანად მისპობდა... ყოველ დღეს ახალ განსაცდელს მიმზადებდა და შინაგან აურზაურს/ ქარბორბალას მიწყობდა.
მაგრამ როდესაც გგონია შენში ყოველმა კარმა ზურგი გაქცია, სწორედ მაშინ გამოჩნდება ახალი გზა ხსნილამდე.
მათე, ჩემი ცხოვრების კაშკაშა ვარსკვლავი იყო, რომელიც სიცოცხლის ნაპერწკლებს მჩუქნიდა და მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა.
სწორედ მან მაპოვნინა, შინაგანი ძალაც და ფეხზე მყარედ დამაყენა.
მეგობრობა ხომ ცაში გამოსახულ ღრუბელს ჰგავს, რომელიც ყველაზე წმინდაა.

დრო გადიოდა... წამი წამს ემატებოდა და წუთი წუთს, მე კიდევ ფიქრების ნაკადს ვეხებოდი და ჩემად ვაქცევდი...
ჩემს გაძვალტყავებულ ოთახში დავიარებოდი, რომელშიც მკვეთრად იგრძნობოდა ლეშის სუნი, ალბათ ის, ჩემი ნაწერები გაიხრწნა, რომლებიც მარტოსულობის შეგრძნებებით იქნებოდა შემკული.
მას მე მივუახლოვდი... ვცდილობდი ნაბიჯები სწორი და ჰაეროვანი ყოფილიყო, რომელიც დაფიქრებულად შეაბიჯებდა მის სამოთხეში.
„ ყველაზე საშინელი გრძნობაა, როდესაც იდიალები გენგრევა ერთი ადამიანის გამო... სწორედ მაშინ განიცდი, იმ დაუოკებელ სულის ტირილს, რომელიც მდინარესავით ედინება თვალების ნაპრალიდან.
მინდა... ძალიან მინდა, რომ მალე დასრულდეს ეს ჯოჯოხეთური ცხოვრება და მეც მეწვიოს სულიერი შვების პერიოდი...
სხეული დამძიმებული მაქვს... იდიალების ნანგრევები ზურგზე მაწევს და მე გაჭირვებით ვატარებ...
ყველაფერი მეწვის...
ორგანოები კანკალებენ და თრთიან... მე კიდევ ისევ სამყაროს აღსასრულზე ვფიქრობ, რომელიც ერთადერთ შვებას მაპოვნინებს...
ქუთუთოები შეწეპებულია ერთმანეთზე და დაშორებას ლამობენ, თუმცა უშედეგოდ... ახლა კიდევ უფრო მიძნელდება ცხოვრების რიტმზე ფეხის აყოლა, სწორედ ამიტომ მძიმედ მიწაზე ვემხობი...
შვილმკვდარი დედასავით ვიწყებ ქვითინსა და ოხვრას, თუმცა რა გასაკვირია, მე ხომ სული მომიკლეს. ეს ყოველივე არაფრით განსხვავდება შვილმკვდარი დედის წოდებისგან... სულდაკარგული პიროვნება არაფერია... სრულიად არაფერი, რომელსაც ფეხზე წამოდგომა უბრალოდ არ შეუძლია.
სამყარო უბედურებითაა სავსე და ფაქტობრივად პირველი ყოველთვის მე მატყდებოდა, ხოლმე თავს...
გული ისედაც ნაწილ-ნაწილ მაქვს დაფლეთილი, მაგრამ მაინ განაგრძობს ცხოვრება, მის ფეხქვეშ თელვას... არ მინდობს... სულს მიჭამს და გულს მისერავს...
და მე თუ ახლა მოვკვდები, დაგამახსოვრდება რო, ჩემი მეობა, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდი და შენკენ ილტვოდა?...
აჰ... ისე რა მიკვირს... აქ ხომ ყოველთვის სიკვდილის შემდგომ აფასებენ... მაშინ აცნობიერებენ თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო ის პიროვნება მათთვის... იქნებ, შენც ასე დაგემართოს, როცა სიცოცხლითსავსე თვალების მაგივრად, მიწის ფერფლთა ერთობლიობას ჩახედავ თვალებში? “

ამ წერილის დაწერის დროს, მათესთან მქონდა ურთიერთობა არეული და ძალიან კარგად მახსოვს მისი წაკითხვის დროს, როგორ მოვიდა და ყურში ნაზად ჩამჩურჩულა:
- იქნებ, შენ მოგიწიოს ჩემს თვალებში სიკვდილის ამოკითხვა?
- რას ბოდიალობ, მათე?!
- სიკვდილი ყველას უწერია... მე შენზე დიდი ვარ, შესაბამისად მეტი შანსია ჩემს სიკვდილს შეესწრო.
- მე შენს გარეშე სიცოცხლე არ მინდა.
- მოგიწევს... - თითქოს რაღაცას მიმანიშნებდა.
- არ მომიწევს... ყველაზე მეტად შენი დაკარგვა გამიჭირდება... ეტყობა ვერ ხვდები, ჩემთვის როგორი მნიშვნელოვანი პიროვნება ხარ, თორემ აუცილებლად ამოიკითხავდი ჩემს თვალებში შენდამი გრძნობებს. - გავბრაზდი.
- ნუ მიბრაზდები, მარიამ... შენ ჩემთვის ისეთივე ძვირფასი ხარ, როგორც მე შენთვის.
- თუ ასეა, რატომ მაშინებ?!
- არ გაშინებ... ეს ახლო რეალობაა.
- ახლო რეალობა? ჩემს დატოვებას აპირებ ამ უკაცირელ მიწის ერთობლიობაში? თუ ხუმრობ ეს ყოველივე ახლავე შეწყვიტე... მე შენ მჭირდები...
- ყველაფერი კარგად იქნება, მარიამ.
- იმედი მაქვს, მათე... შენს გარეშე უყველაფრო ვიქნები.
- ვიცი....
და კარი გაიხურა.









თავი 9


ჩემი ცხოვრება მას შემდეგ აირია, რაც ის გავიცანი...
თვალთახედვიდან არ ამომდის მისი ზღვისფერი თვალები, რომელიც სიცოცხლის ხალისს მიმძაფრებდა... როგორ მინდოდა მარადიულად მის გრძნობებში დავკარგულიყავი და ნება მოეცა, ჩემი რქმეოდა.
ზოგჯერ დაუოკებელი სურვილი მიჩნდება იმისა, რომ ხელი ჩავკიდო და ყოველგვარ გრძნობებში გამოვუტყდე... მაგრამ მეშინია და ეს შიში იმაზე ძლიერია ვიდრე გრძნობა სიყვარული... შიში მეუფლება, რომ ამ თამამი ნაბიჯის გადადგმისას მას დავკარგავ და არ მიმიღებს.
მისი დამახასიათებელი ხმის ტემბრი, რომელიც მას ასე ძალიან არ მოსწონდა, მაგრამ მე სიყვარულის გრძნობით მავსებდა...
მისი პატარა ტუჩები, რომელიც სურვილს მიჩენდა გამესინჯა...
მისი თითები, რომელიც ჩემს ზურგზე დაიარებოდა და სიყვარულის ნოტებს ქმნიდა...
ჩემი გრძნობები მის მიმართ მწვავეა, მაგრამ ბურუსითმოხვეული მისი ჩემდამი....
როგორ მაინტერესებს, ჩემს დანახვისას რას გრძნობს... როგორ უძგირდება გული... ან იქნებ არც არანაირი მიზიდულობა აკავშირებს მას ჩემ მიმართ...
ტანში გამცრა იმის გაფიქრებისას, როდესაც შესაძლოა მისთვის არაფერი ვიყო, მაშინ როდესაც ჩემში ცეცხლთა კორიანტელი ფუსფუსებდა.
თავბრუ მეხვევა...
დარეტიანებული დავაბიჯებ, უგზოუკვლოდ მიწაზე და თვალებში ბურუსი მეკვრება...
სხეული ცახცახებს, რომელსაც წვიმის წვეთები ეთამაშება და ცდილობს ძალა შემატოს, თუმცა ჩემი შინაგანი სამყარო იმდენად არის გაბზარული, რომ ვერანაირი მარგალიტი გაამთელებს მას.
„ იცი, როგორ მეშინია შენდამი გრძნობების? როგორ მინდა გამოგიტყდე ამ ყოველივეში მაგრამ ბაგეებიდან ვერ ამოდის ეს გამზადებული სიტყვები... ნეტავ იცოდე, როგორ მზარავს იმის გაფიქრება, რომ შესაძლოა ოდესმე გავუფერულდეთ.... ნეტავ გიყვარვარ? ნეტავ რაიმე გრძნობა გაკავშირებს, ჩემ მიმართ? ნეტავ იცოდე, როგორ თრთის ჩემი სხეული უშენოდ და როგორ ელის სითბოს განაწილებას...
რატომ მტანჯავ? ხომ ხვდები, რომ შენს მიმართ გამაჩნია გრძნობები, რატომ არ ცდილობ შემომხედო? განა ასეთი ცუდი ვარ?....“

***

გზააბნეული დავდიოდი. ჩემი გონება კი ისევ იმ ერთს ეჯაჭვებოდა და მოსვენების საშუალებას მიკარგავდა....
მალე ჩამობნელდა და კვლავ აინთო მბჟუტავი ლამპიონები, რომელთა შორის მე დავიარებოდი.
უეცრად ხმა გაისმა, რომელმაც ინერციით მისკენ შემომატრიალა და გაოცებულთვალებიანმა, ბურუსით მოხვეულმა მისკენ გავიქეცი...
თვალებიდან ცრემლი წამსკდა და მლაშე გემო ეფინებოდა ჩემს სხეულს...
ერთი სული მქონდა როდის შევეწყმებოდით ერთმანეთს და როდის დავაგემოვნებდი, მის ძლიერ მკლავებს!
გარშემო მყოფ ადამიანებს იგნორი გავუკეთე, რომლებიც დარწმუნებული ვარ სახეწაშლილნი გვიცქერდნენ...
ჩემი ჩანთა ძირს დავაგდე და მის შესახვედრად მოვემზადე...
გული გამალებით ძგერდა...
ვგრძნობდი, როგორ ლამობდა წითელი ძაფი, მასთან შეერთებას...
მისი დანახვაც მიზეზი გახდა, რომ ამ სამყოფელიდან ბრჭყვიალა ფერებში გადავეტყორცნე, რომელშიც მხოლოდ მე და „იისფერი ბიჭი“ ვიყავით.
დრო თითქოს გაჩერებულიყო და მე გული გამალებით მიძგერდა... ფაქტობრივად ისე, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში მეგონა მთლიანად ამოხტებოდა საგულედან...
ვგრძნობდი, როგორ მიყვარდა „იისფერი ბიჭი“ და ვგრძნობდი, როგორ მსურდა დამეგემოვნებინა, მისი ყოველი სხეულის ნაწილი.

- ნება მომეცი სახე დაგიკოცნო... - ძლივას აღმოვთქვი...

ჩემი ტუჩები ფაქიზად ტოვებდნენ კვალს, მის სახის ნაკვთებზე... მინდოდა უფრო მეტად შემეგრძნო და მთლიანად ჩემი გამხდარიყო...
მის ტუჩის კონტურებს თითებს ვუსვამდი...
მის ზღვისფერ თვალების ფსკერზე ფეხშიშველი დავდიოდი...

უცბათ კი გული წამივიდა....
შემდეგ აღარაფერი მახსოვს, გარდა უკაცრიელი სიბნელისა.



თავი 10

გული კი წამივიდა, მაგრამ მაინც მკვეთრად შევიგრძნობდი მისი თითების ცურვას, ჩემს სხეულზე, რომლის შემდგომაც ყოველთვის შიგნიდან მცრიდა...
ყინული ყინულს ემატებოდა და სადღაც უსასრულობაში ნაპრალებს აჩენდა, ხოლო ჩემი გრძნობები ურყევად ლამობდნენ ერთმანეთთან შეერთებას და ჭკუის დაკარგვას...
ნეტავ რა გააჩნია ამ ადამიანს ისეთი, რაც ასეთ ძლიერ ვნებას იწვევ ჩემში?
ერთი შეხედვით უბრალო ბიჭია, რომლის თვალებიც ცაში ჩამოკიდებული ვარსკვლავივით ანათებს, რომელსაც ფერმკრთალი ფერი და წვრილი ტუჩები დასთამაშებს.
იქნებ, მისი ასეთი უბრალოება იწვევს ჩემში, ამ საოცარ გრძნობათა ნაკადს?
იქნებ არ მსურს არანაირი გაზვიადებული გარეგნობის ადამიანი გვერდით და უბრალოდ მთელი გულით მსურს, რომ უბრალოების სავანეში შევაბიჯო ფეხი...
სიყვარული არავინ თქვას, რომ იოლი მცნებისაა... იგი ცეცხლს ჰგავს, რომელთა მიახლოებისას იწვი და შენც მის ალში თავისთავად ეხვევი.
არასდროს განმიცდია ისეთი შეგრძნება როგორიც მასთან ურთიერთობის დროს ეფინება, ჩემს გამომხმარ სხეულს.
ჩემი თითოეული ორგანო ერთიანად იცვლის ადგილსამყოფელს და ერთიანად ფუსფუსებენ ჩემში, როგორც ნატანჯი ჭიანჭველები. უერთებიან ცათა სასუფეველს და ღამღამობით მეწამულ ზეცაზე ვარსკვლავთა ხალიჩას აფენენ.


- მადლობა, ღმერთს კარგად ხარ, კესანე!- შეჰყვირა „იისფერმა ბიჭმა“ ჩემს გამოღვიძებაზე.
- არაუშავს...
- კარგად ხარ? ხომ არაფერი გტკივა? ისე უეცრად გახდი ცუდად ცოტა არ იყოს შემაშინე!- მის ფერმკრთალ სახეზე შიშმა გადაირბინა.
- კი... კი, კარგად ვარ.- ვუპასუხე რაც შემეძლო დამაჯერებლად.
- დარწმუნებული ხარ?
- სრულიად!
- ვერ მოვისვენებ... თან ღამეა. ასეთ დროს როგორ უნდა გაგიშვა სახლში?! ჩემთან წამოდი და ხვალ დილით უკან დაბრუნდები.
- არა! რატო უნდა შეგაწუხო?
- შეწუხებული უფრო ვიქნები, როცა ასეთ დროს მარტო დაგტოვებ.- წარბები ამიწია.

სხვა გზა არ მქონდა... „იისფერი ბიჭი“ იმაზე მეტად ჯიუტი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. სიმართლე, რომ ვთქვათ ჩემი დაყოლიება საკმაოდ რთულია, თუმცა... ?
გზადაგზა მის სახეს ვუყურებდი და სხეულში ერთიანად ფერად-ფერადი პეპლები იჩიკებოდა, რომლებიც მოსვენების საშუალებას რატომღაც მიკარგავდა.
უეცრად მან ხელი, ხელზე მომკიდა და თავისკენ მჭიდროდ მიმიზიდა...
უკვე მკვეთრად ვგრძნობდი, მის შინაგან სურნელს და ფაქტობრივად ვყვაოდი...
ყოველ წამს გრძნობა მიმძაფრდებოდა...
ყოველ წამს საშინელი, დაუოკებელი გრძნობა მიღრმავდებოდა და თავს ვკარგავდი...
ვგრძნობდი, რომ მასთან ურთიერთობისას ახლიდან ვიბადებოდი, თუმცა იმის გაფიქრებისას, რომ მისთვის შესაძლებელი იყო არაფერი ვყოფილიყავი ჭკუიდან მშლიდა...
მთელი გზა ფეხით დავდიოდით...
ხმას არცერთი ვიღებდით, თითქოს გვეშინოდა ღამის წყვდიადის უხმო ატმოსფერო არ დაგვერღვია...
და აი, სულ რაღაც ნახევარ საათში დანიშნულ ადგილას მიმიყვანა.
- დიდად, ჩემი სახლი არაფრით გამოირჩევა, თუმცა იმის გარანტიას მოგცემ, რომ კედლები არ ჩამოგვენგრევა.- მითხრა სიცილით მან.



***

„იისფერი ბიჭის“ სახლი საკმაოდ პატარა აღმოჩნდა, თუმცა იმდენად მყუდრო, რომ ფაქტობრივად საკუთარ სახლში ვგრძნობდი თავს.
სახლი ერთ ოთახიანი იყო.
„იისფერ ბიჭს“ ორსართულიანი საწოლი ჰქონდა, რომელზეც როგორც თვითონ მითხრა პირველზე თვითონ ეძინა, ხოლო მეორეზე მოსულ სტუმარს.
საწოლის წინ, მისი კომპიუტერი იდგა, რომელიც დატვირთული იყო მრავალი ჩანახატებითა თუ წიგნებით.
ამ ოთახშივე იდგა პატარა მაგიდა, ხოლო მის პირისპირ კარადა იყო, რომელიც ძალიან დიდ ადგილს იკავებდა სახლის ტერიტორიაზე.
საბოლოო ჯამში პატარა ბინა იყო, თუმცა როგორც აღვნიშნე თავს თავისუფლად ვგრძნობდი.



***

- ყავას დალევ თუ ჩაის?- მკითხა თავაზიანი ტონით.
- არა, მადლობა დიდი. არაფერზე შეწუხდე.- ღიმილითვე მივუგე.

„იისფერი ბიჭის“ წიგნების თაროსთან მივედი და მის ყდებს ჰაეროვნად ვეხებოდი. თითქოს ერთი შეხებით მის შინაგან გვერდებს ამოვიკითხავდი...
ძლიერ მიყვარდა წიგნის ფურცლების სურნელი, რომელიც ძვალრბილში მიჯდებოდა და სასიამოვნო გრძნობას მიტოვებდა.
- ედგარ ალან პო?- თვალები გამიფართოვდა. - შენც გიყვარს?
- და თან როგორ? - მანაც ღიმილითვე მომიგო.

***

ღამის სამი საათი იყო, როდესაც აივანზე გავედი და სიგარეტის ღერი კბილებში მოვიქციე...
სიცივე შინაგან სხეულში ჩამიძვრა და ძვლები ამიკანკალა.
დამბურძგლა...
ფიქრების ღრმა მორევში კვლავ დამაბრუნა და წარსული გამახსენა... ვგრძნობდი მალე ფერფლად ვიქცეოდი.
ღრმა ნაფასი დავარტყი და ფილტვები ნაცრისფერი ბოლით გაივსო.
ბოლი ცხვირიდან გამოვიდა და ჩემი თვალები სადღაც გალაქტიკაში დაიარებოდა.
- ამ დროს აქ რას აკეთებ? წესით არ უნდა გძინავდეს?- უცაბედად მის ხმაზე გული გამისკდა და შევკრთდი.- ბოდიში... არ მინდოდა შენი შეშინება. - თქვა მორიდებით და ხელი თმებში შეიცურა.
- უბრალოდ სიგარეტი მომინდა... მეტი არაფერი. - და მზერა მის ბაგეებზე გამიჩერდა... ტანში უკვე მერამდენეჯერ გამცრა აღარ ვიცი... თავგზა ამერია...

ჩემი და „იისფერი ბიჭის“ მანძილი საგრძნობლად შემცირდა...
ისიც მწველი მზერით მიყურებდა და მეც გაშეშებული ველოდებოდი მის ჩემამდე მოსვლას...
დამბურძგლა...
აივანზე ბიუსჰალტერითა და საცვლის ამარა ვიდექი, ის კიდევ ცდილობდა ჩემი სხეულის უკეთ შეცნობას.
ყურება ფეხის თითებიდან დამიწყო და ნელ-ნელა ზემოთ და ზემოთ ამოდიოდა...
ამასობაში „იისფერი ბიჭი“ ჩემს წინ იდგა და გული გამალებით მიცემდა.
სუნთქვაც გამიხშირდა და ვგრძნობდი, როგორ იკლაკნებოდნენ წითელი, თავმომწონე ძაფები, ჩემს სხეულში...
ჭიანჭველები ჩემს მეობაში აფუსფუსდნენ....
- შენთან ყოფნა და არ შეხება, უბრალოდ შეუძლებელია, კესანე...- ძლივას აღმოთქვა.
- შენ მე უნდა მკითხო, როგორ მიჭირს უშენობა... - ცრემლები წამსკდა და გასცა ჩემი უსუსურობის მტკიცე ალიბი.
„იისფერი ბიჭი“ ცრემლებს თავისი ძლიერი თითის წვერებით მწმენდდა...
თვალებში ერთმანეთს დიდხანს ვუმზერდით და ამ წამს თითქოს ვგრძნობდი, რომ მასაც რაღაც გრძნობა აკავშირებდა, ჩემ მიმართ.
„იისფერი ბიჭი“ ჩემკენ უფრო ახლოს მოიწია... ისე, რომ მის ფილტვებიდან ამოტყორცნილ ჰაერსაც ვგრძნობდი.
სხეულში ერთიანად იფეთქა ფერად-ფერადმა ფეივერკებმა...
მე და „იისფერი ბიჭი“ ერთმანეთს ცხვირის წვერებით ვეხებოდით ერთმანეთს... მისი ხელები, ჩემს წელზე ესვენა.. ქმნიდა სიცოცხლის ახალ ნოტებს და ჰარმონიულად დალასლასებდა ჩემს სხეულის ნაწილებზე.
უეცრად თითქოს ცა გაიხსნა და ოქროსფერი წვიმის წვეთები დაუშვა, რომელიც სიცოცხლეს აზრს სძენდა....
ჩემი და „იისფერი ბიჭის“ ტუჩები ერთმანეთს შეერწყა და გაშმაგებულები ერთმანეთის სიყვარულში ვატარებდით სიცოცხლის მოკლე წამებს. იგი გიჟივით იკვლევდა გზას, ჩემს მხრებზე და მჭიდროდ მბოჭავდა თავის მხურვალე მკლავებში...
ჩვენ ერთი სხეული გავხვდით, რომელიც ერთად სუნთქავდა... მისი ჩასუნთქული ჰაერის ნაკადი ჩემი ხდებოდა, ხოლო ამონასუნთქი „იისფერი ბიჭის“.
ორივე სიყვარულის ბურუსში ვიყავით გახვეულნი და გზააბნეულნი ერთმანეთის არსში ვპოვებდით შვებას.
„იისფერი ბიჭი“-ს ტუჩის კონტურები ეხებოდა ჩემს კისერსაც... მე უფრო გადავუწიე თავი და ნება მივეცი მთლიანად შეეგრძნო ჩემი შინაგანი სამყარო, რომელიც მისი არსებობით იყო მოწყურებული...
ორივე ღრმად და ხშირად ვსუნთქავდით...
ორივე ერთმანეთის სიყვარულის შეგრძნებით ვიყავით გარშემორტყმულნი და დამონებულნი.
„იისფერმა ბიჭმა“ აივდინად სახლში შემიყვანა...
მე წელზე მოვხვიე მჭიდროდ ფეხები და მის კისერში ჩვილივით ვრგავდი თავს...
„იისფერმა ბიჭმა“ თავის საწოლისკენ აიღო გეზი, თუმცა ეს სულაც არ მადარდება, იმდენად ვიყავი გრძნობების ცეცხლში გახვეული... დასაკარგიც არაფერი მქონდა, უბრალოდ სჯობდა მის გეზს ავყოლოდი...
მან ფრთხილად დამაწვინა საწოლის კიდეზე და ბიუსჰალტერის ირგვლივ ამოყოფ მკერდზე დამიწყო ამბორი...
სასიამოვნო გვემა აღმომხდა, რაზეც „იისფერ ბიჭს“ გაეღიმა... ხვდებოდა, როგორ სიამოვნებას მგვრიდა მისი თითოეული შეხება და ვგრძნობდი, როგორ ძლიერ ვსურდი მას.
მისი თითები იკვლევდნენ გზას ბიუსჰალტერის შესაკვრავამდე, ხოლო მე სრულიად ვენდობოდი მას...
დიდი ცდის შემდგომ მან იპოვა გასაღები, რომელმაც საბოლოოდ გაანთავისუფლა ჩემი მკერდი ტყვეობისგან...
„იისფერი ბიჭი“ ჩემკენ მოვიზიდე და ყურზე დავუწყე ამბორი... შიგადაშიგ კბილებსაც ვუჭერდი მას და უფრო მეტად ვქაჩავდი ჩემკენ...




***

სხეული კვლავ სიმხურვალის შეგრძნებით იმკობოდა...
მსურდა აბაზანაში შევსულიყავი და წყლის ნაკადთა ერთობლიობასთან გამეზიარებინა განსაცდელი.
- საოცრება ხარ... - მითხრა მან ბოლოს... - რაზეც მე ღიმილი ვაჩუქე. მისკენ წავიწიე და ცხვირის წვერზე ნაზად ვაკოცე.
- სჯობს სააბაზანოში შევიდე... მალე გამოვალ.- ვუთხარი და ისევ გავუღიმე.


***

საოცრად მსიამოვნებდა ცხელი წყლის შეხება... პატარა ბავშვივით, სახეგაბრწყინებული ვუშვებდი ჩემს სხეულში წვიმისებრ სხეულებს...
ერთი შეხედვით ეს ყველაფერი, ძალიან ჰგავდა სიზმარს... მომაგონებდა ლაჟვარდოვან სანაპიროს... არქიპელაგის პაწაწინა, უკაცრიელ კუნძულს. ულამაზესი ტროპიკული მცენარეებითა და სიმშვიდით...
მაგრამ ეს ყოველივე მხოლოდ ერთი შეხედვით...
სხეული სასიამოვნოდ მტკიოდა...

გაურკვევლობის მოლოდინით, საშინლად ვაჭიანურებდი აბაზანიდან გამოსვლას... სიყვარულისგან აცახაცებული, სხეულს ვერ ვგრძნობდი... მეგონა ცოტაც და გული წამივიდოდა.
სამალავიდან გამოსული ხარბად მოვათვალიერე ოთახი, რომელშიც არავინ დამხვდა.
ხალათი ისე მჭიდროდ მქონდა შემოკრული სველ სხეულზე, ფეხის გადადგმა მიჭირდა.
სწრაფად ავიღე გამზადებული სარაფანი, რომელიც ნერვიულობისგან დაბნეულს საწოლზე დამრჩენოდა...
ის იყო, ჩემს სამშვიდობოს დავიგულე, რომ მუცელზე შემოხვეული მძიმე ხელი ვიგრძენი.
„იისფერმა ბიჭმა“ ფრთხილად შემომატრიალა, მარტივი მოძრაობით გამხადა ვითომ და მჭიდროდ შემოხვეული ხალათი...
- ჩემი გოგო ხარ... ჩემი და მინდა ყოველმხრივ შეგიგრძნო... – „იისფერმა ბიჭმა“ ადვილად მოახერხა ჩემი ხელების ჩამოწევა და მთელი სველი სხეულის დაკოცნა...
სასიამოვნო გრძნობით შემკობილი მივჩერებოდი ფარდას, რომელიც მონოტორულად ირხეოდა...




სიცხადის სევდა
თავი 3

ყველაზე მეტად მისი მუქი თვალები მიყვარს, რომელიც საშუალებას მაძლევს მის შინაგან სამყაროში შევაბიჯო ფეხი.
მათე ძმასავით მყავს... შესაძლოა ძმაზე მეტიც აღმოჩნდეს ჩემთვის.
რამდენიმე წელია ყოველი დღე ერთმანეთით იწყება და ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ოდესმე დავიწყების ფერებს შეუერთდეს.
საღამო ყველაზე მეტად მძულს, როდესაც გონებაში ათასი გრძნობა ერთმანეთს ეჯახება და მოსვენების საშუალებას მიკარგავს.
- მარიამ... იცი ზოგჯერ, როგორ მინდა, რომ მარადიულად შენთან დავრჩე? იცი ზოგჯერ, როგორ მტკივა როდესაც თვალებს ვახელ და ირგვლივ არავინ და არაფერია, გარდა უკაცრიელი სევდისა... ასე მგონია მთელ სამყაროში მარტო ვარ... მცივა... მომეცი ფერები...!
- შენ ჩემში ვერასდროს გაუფერულდები... შენ ხარ, ჩემი ძმა, რომელზეც ყოველთვის ვვოცნებოდი. ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი ხარ და შენ გგონია ოდესმე ხელს გაგიშებ?!
- მიხარია, რომ გიცნობ, მარიამ...
- მიხარია, რომ ჩემი ძმა გქვია მათე!
- ყველაფერი ვითომ წარმავალია?
- ყველაფერი წარმავალია, ჩვენი ურთიერთობის გარდა.. გახსოვდეს, მათე!
- და იქნებ...
- არანაირი იქნებ...
- ჩვენ ერთნი ვიქნებით ყოველთვის?
- ყოველთვის...




თავი 11

ყველაზე საოცარი ის განცდაა, როდესაც მთელი ღამის განმავლობაში, საყვარელი მიჯნურის გვერდით ატარებ წუთებს...
იყოფთ მრავალწლიან სარეცელსა და სიყვარულის წამებით ივსებით...
ჩემი გრძობები „იისფერ ბიჭთან“ უფრო და უფრო მძლავრდებოდა.. მე კიდევ გონებააბნეული მის სურნელის კვალს მივყვები.
- დილამშვიდობისა.- მითხრა „იისფერმა ბიჭმა“ და ტუჩის კუთხეში მაკოცა.
- დილამშვიდობისა.- მეც მის ქმედებაზე პასუხი გავეცი, მყისიერ.
- კარგად გეძინა?
- მშვენივრად.
- თავს ბედნიერად გრძნობ?
- შენთან ერთად ყოველი წუთი, ბედნიერების საწინდარია!
- გინდა მომავალი ჩემთან?
- მინდა!- ვუთხარი თავდაჯერებით და ძლიერ მივიხუტე გულში.

„იისფერი ბიჭი“ ჩემს ტანს ეკვროდა და თითოეულ დეტალს ეხებოდა... ხოლო მე მთელი გრძნობებით, მისკენ ვიყავი მიმართული. ყოველი გეზი მასთან მიდიოდა და უსასრულობაში იკვეთებოდა.
- არ წახვიდე... ჩემთან დარჩი, რა!- მითხრა მან, ჩაფიქრებულმა.
- დარწმუნებული ხარ, რომ ჩემთან ერთად გსურს ყოველი დილის გათენება?- გული საგულეში ვეღარ ჩერდებოდა.
- ბედნიერი მაშინ მერქმევა, როდესაც ყოველ დილა და საღამო, შენით დაიწყება.

მისმა პასუხმა ჭკუიდან შემშალა... სხეული ერთიანად ხურდა და დაუოკებელ გრძნობას იჩენდა მისთვის...
- მიყვარხარ... - ძლივას აღმოვთქვი.
- ოხხ... - და გაიღიმა.




სიცხადის სევდა
თავი 4

და აი, მერამდენე გაზაფხული შემოსულა, უშენობის სურნელით... მერამდენეჯერ ვლამობ, შენს ამოცნობას სხვადასხვა გარემოში... მერამდენეჯერ მიცრუვდება იმედები!...
ტბის პირას ვდგავარ... ვუყურებ წყალში გამოსახულ, ჩემს გამოფიტულ, უსიცოცხლო გამომეტყველებას. ჩემი თითოეული დეტალი, საშინლად მიშლიდა ნერვებს... ზოგჯერ მსურდა, ტბისთვის შემემატა მარგალიტივით თეთრი, წმინდა ცრემლები... შეცმატებდი და მასაც ვაგრძნობინებდი, იმ ტკივილს, რომელიც ასე მჭიდროდაა ჩემში დაბატონებული.
ნელ-ნელა ვშიშვლდები და ვცდილობ მოურიდებლად შეუერთდეს, ჩემი სხეული ტბის წყალს... ვგრძნობ, როგოტ ნაზად მედება მოელვარე ოქროს თევზი... ვგრძნობ, როგორ უყვება ჩემს თეძოებს და მოურიდებლად აკვირდება, ჩემს თითოეულ ნაკვთს...
წყალს ვუერთდები... ნელა, მოურიდებლად... პირველად მომინდა სრულიად შიშველი მასში შესვლა და ემოციების გაზიარება... დღენდე ვფიქრობ, რომ ჩასაცმელი ბოჭავდა, ჩვენს შინაგან ტკივილს და გარეთ გასვლის საშუალებას არ გვაძლებდა...
ტალღა მოულოდნელად ეფინებოდა, გამომწვევ მკერდსაც. გულის არედან იღვენთებოდა შავი სითხეც, რომელიც ჩემი სხეულის ტვირთი, ვარამი და მოუშორებელი ფიქრები გახლდათ...
მე არავისი მერიდებოდა... სრულიად არავისი... ვცდილობდი წყალი მთლიანად დაპატრონებოდა, ჩემს მეობას...
მე წყალს მივენდე.. წყალს, რომელიც ერთადერთი იარაღი გამოდგა გრძნობებისგან დაცლისა. ერთადერთი წყალი, რომელიც დაუღალავად იღებდა, ჩემს ვარამს... ტვირთს...
თვალები გავახილე... ტბა სრულიად შავ უფსკრულში აღმოჩნდა ჩაფლული. ტბა, რომელმაც ჩემი ტკივილი საკუთრად ჩათვალა...
ნელ-ნელა წყლიდან ამოვდიოდი და თან ვგრძნობდი თანდათან, როგორ ეცლებოდა, ჩემს დაღლილ სხეულ ის ყოველივე ტვირთი რაც საშინლად მაწუხებდა...
ხმა მომესმა... ხმა, რომელიც ყველაზე თბილი იყო, რაც ოდესმე გამეგონა...
„ გახსოვდეს, მარტო არ ხარ. შენი ტკივილი ყოველთვის ჩემი ტკივილი გახდება. მთავარია საშუალება მომცე შენს სხეულში ჩავძვრე...
ტბა, შენს სხეულშია... სისხლის ნაცვლად, შენში წყალი მოძრაობს... გამოფიტულ ძარღვებში კი, ოქროსფერი თევზები დაცურავენ, რომლებიც სიცოცხლით გაგავსებენ. ისინი შენთან არიან... ისევევ როგორც მე.“
მითხრა ხმამ, რომელიც ჩემში ბუდობდა.



თავი 12

ჩემი ოცნება, იმ ზღვის წვეთების ერთობლიობას ჰგავს, რომელიც არა და არ ილევა... თითქოს კი არ ქრება, არამედ უფრო უნაწილებს მას ცრემლთა მარგალიტებს
ცივა...
ხო, გაუსაძლისად ქრის და თმებს აქა-იქ მიწეწავს... რიტმულად... ამავდროულად ძალზედ სასიამოვნოდაც. ჩემს სხეულში ათას ჩიტს დაუდევს ბინა და მუცლის ზედაპირზე მრავალფეროვან ფრთებს შლიან, რომლებიც შეუდარებლად ჭიკჭიკებენ.
ჩემს თვალთახედვიდან არც მრავალსაუკუნოვანი მუხა გამომრჩენია... მის შეხედვისას წარსულის ღრმა მორევში ვიძირებოდი და შეზრდილ მიწას ვწვდებოდი. უცბათ, ის ალაპარაკდა.
- იცი, ახალგაზრდავ?! შესაძლოა ბებერ მუხად აღმიქვამდე, რომელიც ყოფით ჟამს ბრჭყალებს ასობს და რეალობიდან გაქრობა არ სურს... შესაძლოა ასეცაა, რა ვიცით...
სიცოცხლის ხაზი ყველაზე წამიერია, თვით საათის პატარა ისარზეც კი. რამდენი წლისაც არ უნდა იყო... რამდენი ჭაღარაც არ უნდა შემოგეპაროს ყმაწვილობისდროინდელ თმების ერთობლიობაში, მაინც გული ისეთივე ლაღი დარჩება, როდესაც ბავშვობის პერიოდში ქვეყანას უდარდელი თვალებით უცქერდი... ხო, ჩემო მიწის შვილოვ... გული არასდროს ბერდება!
გახსოვდეს... დააფასე ყოველი ცხოვრების წამი, რადგან შესაძლოა ამ დროს ბოლოჯერ ისუნთქავდე სასოწარკვეთილებით სავსე ჰაერის ნაკადს... ძალიან მოენატრება, შენს ფილტვებს ჟანგბადთან შერწყმა, თუმცა?...

მუხა დუმდა... ხმას აღარ იღებდა...
მწვანე ფოთლებიც ნელ-ნელა ნახშირისფრად იქცეოდა და ყოფით ჟამს ეჯაჭვებოდა.

რა არის ეს ცხოვრება? რამდენი მოულოდნელობითაა არა აღსავსე? როგორ უეცრად დაგატეხს თავს ათას განსაცდელს და მძიმე ჰაერის ამოტყორცნის საშუალებასაც არ გაძლევს...
მე?... მე ვიცი, ცხოვრება წინ მაქვს, მაგრამ არ ვარ დაზღვეული... ჩემი ისტორია წლებთან ერთად გახუნდება და დავიწყების ფერებს მიეცემა...
ეს ვართ ადამიანები... ესაა, ჩვენი სიკეთითა თუ ბოროტებით სავსე ცხოვრება, რომელზეც ასე მჭიდროდ ვხდებით დაკავშირებულნი.

ხშირად მეწვევა ხოლმე, სამოთხის კარიბჭიდან მსგავსი სიზმრები, რომელიც მახსენებს იმის ალბათობას, რომ მალე მოვკვდები.
- კარგად ხარ, კესანე?! ცოტა არ იყოს, მგონი შფოთავ...- მომიგო ნაღვლიანმა, რომელმაც თავისი მჭიდრო ხელები მხრებზე მომხვია და დამიზილა.

დაძაბული მხრები მალევე მოეშვა, მის შეხებისას... ორგანოები მისკენ მიილტვოდა და სურდა ერთნი გამხდარიყვნენ.


- რას შეჭამ? მინდა რამე მოგიმზადო.- მითხრა „იისფერმა ბიჭმა“
- ნებისმიერ რამეს, რასაც შენ გააკეთებ.

„იისფერმა ბიჭმა“ შემდგომ გამიღიმა და სახე სასიამოვნოდ დამიკოცნა.
- მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ საშუალება მეძლევა, შენზე ვიზრუნო.- მითხრა მან და სამზარეულოში დაიკარგა.

მე, როგორც ყოველთვის აივანზე გავედი და სიგარეტის კვამლში გახვევა დავიწყე.... ვიხსენებდი გუშინდელ ღამეს და თავს ვკარგავდი...
„იისფერმა ბიჭმა“ ცხოვრებას ფერი უცვალა....
„იისფერმა ბიჭმა“ ყველაფრის ხალისი დამიბრუნა...
შეუძლებელია ამ გრძნობაზე დიდი, რაიმე არსებობდეს, გარდა სიყვარულისა.
ფიქრების მორევში კვლავ შევაბიჯე ფეხი და სრულიად მიჯაჭვული ვხდებოდი საყვარელი მამაკაცის მიმართ.
მართალია, ჩვენი ურთიერთობა მყისიერად შედგა, თუმცა გაჭიანურებაც არ ღირს, თუ ერთმანეთის მიმართ უთქმელი გრძნობა გაკავშირებთ. სჯობს აწმყოს მიყვეთ და მომავლის შიში გვერძე მოიტოვოთ.




***

უეცრად მისი სიახლოვე ვიგრძენი... ჩემი ხელისგული, მის ხელისგულს შეეზარდა, ხოლო გული ისევ ერთნი გახდნენ.
„იისფერმა ბიჭმა“ მობილურში სიმღერა ჩართო და ხელი გამომიწოდა...
მეც არ გავაჭიანურე და ნაბიჯი გადავდი მის მკლავებამდე.
სიმღერის რიტმები სხეულში გვიძვრებოდა და თითქოს ის ცდილობდა, ჩვენს აცეკვებას...
„იისფერ ბიჭს“ თავისი ხელი, ჩემს წელზე ესვენა და ჰარმონიულად დაცურავდა, როგორც თევზი წყალში.
- იცი? შენთან გატარებული ყოველი წუთი ბედნიერების ტოლფასია... - ყურში მძიმედ ჩამჩურჩულა.
- ჩემთვის კი, თვით შენ ხარ ბედნიერება... - მაცდურად გავუღიმე.

ოთახში მხოლოდ და მხოლოდ სასიამოვნო რიტმები და ორი სიყვარულით სავსე სხეულნი დაიარებოდნენ....

ჩემს წინ სარკე იდგა და გადავწყვიტე ცეკვის დროს საკუთარი ანარეკლი შემეთვარიელებინა...
უეცრად კი თითქოს მიწა გასკდა და შიგ ჩამიტანა...
სარკიდან უხორცო არსება მიყურებდა, რომელსაც ნათლად ეტყობოდა ძვლებთა ერთობლიობა....
გამცრა...
თითქოს ცა გაიხსნა და ერთიანად ჩამოუშვა მარგალიტებთა ერთობლიობა, რომელიც სიკვდილის მოლოდინით იქნა აღსავსე...
მეშინოდა... შინაგანად ვკანკალებდი, როდესაც წარმოვიდგენდი, რომ შესაძლო გახდებოდა მალე „იისფერი ბიჭი“ სამუდამოდ დამეტოვა...
თუმა დრო კიდევ დარჩენილიყო...
და ეს დრო „იისფერ ბიჭთან“ ერთად უნდა გამეტარებინა.
***

- ილუზია ერთ წამსაა კარგი, მაგრამ მერე ორმაგად გტანჯავს, რადგან ბოლოს მაინც ყველა კარტი ტრიალდება...
ტკბილიძილი... - გამახსენდა სამოთხის კარიდან წამოძახებული, ჩემი მეგობრის სიტყვები.





- „იისფერო ბიჭო“...
- ხო, კესანე...
- მართლა გიყვარვარ?
- ამ კითხვას რატომ მისვამ?
- ისე... უბრალოდ...
- უბრალოდ არაფერს არ სვამენ...
- მაინტერესებს, შენი რეალური გრძნობები, ჩემ მიმართ... მეშინია ოდესმე ნანგრევებში არ აღმომაჩინო.
- ანუ, ეჭვი გეპარება, ჩემს გრძნობებში?!- პირველად ვნახე მის სახეზე ბრაზის ნაპერწკლები.
- მე უბრალოდ გკითხე და შენ შეტევაზე გადმოდიხარ?
- ცოტა არ იყოს საწყენია, კესანე შენი ასეთი საქციელი!
- ბოდიში... ალბათ მე შევცდი... არ უნდა მომეცა საშუალება, რომ ასე ახლოს მომეშვი!
- ეს რას ნიშნავს?!
- აღარასდროს მოგცემ, იმის უფლებას, რომ ოდესმე კვლავ დაეწაფო ჩემს ტუჩებს.
- აუ, კესანე...
- გისმენ...
- არ გვინდა რა, ეს მძიმე საუბრები.
- მძიმე ის იქნება შენ, რომ სხვანაირად იქნები და მე სხვანაირად. ამიტომ სჯობს ასე.
- მაშინ საერთოდ სჯობს, რომ არ ვნახოთ ერთმანეთი...
- შენ როგორც გინდა...
- ნდომებაზე არაა, ბევრი ფიქრი აზიანებს ურთიერთობას.
- შენ არ გესმის... რომ გესმოდეს, ამას არ იტყოდი! შენი თითოეული კოცნა უფრო მიღრმავებს გრძნობებს... შენ კიდევ არაფერი იცი. გამომშრალი ხარ და რეალურად რა გინდა არ იცი. ნეტავ იცოდე, ეს გაუგებრობა როგორი არასასიამოვნოა!
- რა იცი, რომ მე გაუგებრად ვარ და რა იცი, რა მინდა? შენ ხომ არ იცი რეალურად, ჩემი პოზიცია.
- ვიცი... ვგრძნობ!
- მე კი არა, შენ არ გესმის... მე მინდა, რომ მყავდეს გვერდით ისეთი ადამიანი, ვინც შემიყვარებს და ისეთს მიმიღებს როგორიც ვარ. შენ კი ამ შემთხვევაში მიმიღე... შემიყვარე მაგრამ, მე თუ შენთან წამოვიწყებ სერიოზულ ურთიერთობას, მინიმუმ ორი წელი, მიანც არაფერს დავგეგმავთ, მაგრამ მერე? მერე რა მოხდება შენ თუ კარიერული წინსვლას დაგეგმავ...
ვაფშე არ ვარ ამის ხაასიათზე, რომ მსგავს თემაზე გელაპარაკო... დაღლილი ვარ და პლიუს გაღიზიანებული!
- არ გინდა... კაი...
- და კიდევ ვერ ვაბავ სათქმელს კარგად. ვერ გადმოვცემ ისე, როგორც მინდა. თეორიულად ჩვენი ურთიერთობა შეუძლებელია და კიდევ მე მეუბნები, შენგან სიცარიელეს ვგრძნობო?
- როგორც ვხედავ, მე შენთვის არ ვარ შესაფერისი... ვერ დამელოდები ნახევარი ცხოვრება. არ ღირს... ტყუილი ილუზია აღარ მინდა... ისედაც ორი წელი და ექვსი თვე სიცრუეში ვიცხოვრე.
- პატარა ხარ. ცხოვრება წინ გაქვს. ამ შემთხვევაში გარისკვად არ გიღირს, მაგრამ რა იცი, იქნებ მომავალში ინანო, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილას არ გარისკე.
- მე ბევრს ვინანებ ისედაც ცხოვრებაში... ვხვდები, შენთვის ასე სჯობს.
- შენ არ იცი, ჩემთვის რა სჯობს.
- ვიცი...
- ტკბილი ძილი, კესანე.
- მტოვებ? კაი... ტკბილი ძილი.
- არ მინდა ასეთ ფონზე გესაუბრო. ისედაც საკმარისად მოახერხე, ჩემი ხასიათის გაფუჭება და კიდევ უარესი იქნება გაგრძელება.
- შენთვითონაც ხვდები, რომ ჩემი შენდამი გრძნობა რეალურობას არ ექვემდებარება. სიგიჟემდე მიყვარხარ, მაგრამ მე არ მემეტები ამდენი ლოდინისათვის... მომავალი გვიჩვენებს ყველაფერს, მაგრამ ახლა აწმყოში ვიცი, რომ შენი დავიწყება ყველაზე რთული იქნება. ტკბილი ძილი!
- ზედმეტად ართულებ ყველაფერს!
- მაინც? ამიხსენი იქნებ ვერ ვხვდები...
- არაფერს არ აქვს აზრი. ერთი მარტივი მცნებაა, მე უბრალოდ არ ვიმსახურებ ბედნიერებას!
- რატომ?! - ვუთხარი თუმცა უკვე გვიანი იყო... „იისფერმა ბიჭმა“ სახლის კარები გააღო და უსასრულო უკუნითს შეუერთდა.




სიცხადის სევდა
თავი 5

ყველაფერი წარმავალია... გასაკვირი არცაა, რომ თემის წერას ამით ვიწყებ...
წარმავალია ყველაფერი, რაც ამ სამყაროში, ჩვენს ირგვლივ გამეფებულ წყვდიადში ხდება.
ყველაფერი საშინლად ნერვებს მიშლის... მინდა ბოლო ხმაზე ვიყვირო და მთელ მსოფლიოს გავაგებინო ის ტკივილი, რაც ჩემს შიგნის იღებს სათავეს, რომელმაც დასაბამი აიღო დიდი ხნის მანძილზე, ჩემს გამოფიტულ სხეულში. ფესვები მყარად დაამყარა, უსულო არსების გვამში.
სასაცილოა... ცალი ფეხი ყოველთვის სამარეში გიდგას. არ იცი როდის, რომელი ტკივილი დაგესხმევა თავს და მთლიანად მოგიცავს.
წვიმს... წვიმს და თან ერთვის საშინელი, ავისმომასწავლებელი ელვაც...
ვკანკალებ...
ვტირივარ...
გარეთ სწრაფად გავრბივარ და ვცდილობ, ჩემი ცრემლები წვიმას შეუმჩნევლად შევუერთო...
- მათე.... - დავიყვირე მწარედ. მთელი ჩემი მონატრება და იმედგაცრუება სამყაროს მიმართ, ამ ერთ სიტყვაში ჩავაქსოვე...
ჩავიკეცე...
სუნთქვა მეკვროდა.
არაფერი მსურდა, გარდა ჩემი ძმა, მათესი!!
ძმა, რომელმაც თექვსმეტ აგვისტოს დამტოვა...
დამტოვა ამ უკუნეთ სიბნელეში. მის გარეშე, ნუთუ როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება?!
განა მართლა ყველაფერი წარმავალია?
ის სიტყვები...
ის მოგონებანი...
ის დაპირებები, რომლებიც გვაჯერებდნენ, რომ არ მიგვატოვებდნენ... ხელს არ გაგვიშვებდნენ ამ უფერულ სამყაროში.
სიმართლე, რომ გითხრათ, ძალიან მტკივა...
მტკივა ის გრძნობა, რაც მისმა სიკვდილმა მომაყენა... თითქოს ორგანო ამომაცალეს და სიცოცხლეშივე სიკვდილი მომანატრეს!
არა....
არ მჯერა...
შეუძლებელია...
არ დამტოვებდა....
არ დატოვებდა, თავის დაიკოს, რომელიც მუდამ მას ელოდა!
სწრაფად გავიქეცი...
წვიმა სახეზე მელამუნებოდა, თითქოს მათეს სული ცდილობდა, ჩემი ტკივილი გაექარვებინა, თუმცა ამაოდ....
მე ის მჭირდებოდა...
არ მემეტებოდა მიწისთვის...
ვერ დავთმობდი!
მივრბოდი...
თეთრი “ბოტასები“ , სრულიად შავი გახდა არსებული ტალახების გამო...
სასაფლაოზე მივედი...
ისევ არ მჯეროდა....
მინდოდა ეს ყოველივე სიზმარი ყოფილიყო....
...
ჩემი ცხოვრება ნაგავი გახდა.
სამყაროს ფერები დაეკარგა...
ის აღარ მყავს გვერდით, ვინც სტიმულს მაძლევდა...
ყველაფერში მის თავს ვეძებ, თუმცა ამაოდ...
მას ჩემი არ ესმის...
უკვე გვიანია...
უკვე, საკმაოდ გვიანი.
„ყველაფერი წარმავალია“- ვამბობდი და ცხელი ცრემლები, ეფერებოდა ყინულივით ცივ მიწას...
მიწას, რომელშიც მონატრებული ძმა მეგულებოდა!



თავი 13

გულგატეხილი ვარ...
( ნაწერს ხაზი გადავუსვი)
რაღა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს?!
მე ხომ ისედაც მკვდარი ვარ და ხელმეორედ, სიცოცხლეშივე გამომასალმეს წუთისოფელს....
არაფერი დამრჩენია... სრულიად, არაფერი...
მე ის მიყვარდა... ისეთივე მივიღე როგორიც იყო, თუმცა მას ჩემი არ ესმოდა...
სწორედ მაშინ გამიშვა ხელი, როდესაც პირიქით უნდა მომხდარიყო.
გული აღარ მაქვს... ნაფლეთებად მიქციეს...
თურმე, არ ვარგა... ზიანის მომყენებელი ყოფილა ეს თქვენი სიყვარული, რომელსაც თვალებანთებულნი მოიხსენიებთ...
ჩემი თვალები ჩამქრალია და აღარც კიაფობენ მასში დიდძალი ვარსკვლავები...
სხეული გამოცარიელებულია, როგორც უსულო ადამიანის ლეში...
გული აღარ ძგერს და სამუდამოდ მსურს კარი მოიკეტოს ამ ცხოვრებაში და შევუერთდე იმ მარადისობას, საიდანაც გამოვბრუნდი...
თურმე, სიკვდილის შემდგომ განა არსებობდა ჯოჯოხეთი... პირიქით... ის აქ იყო.... ჯოჯოხეთი ყოველ ადამიანში ცოცხლობდა და მალულად ცეცხლის ენებს გვიკიდებდა.
არაფერი დამრჩენია...
არავის ვჭირდები...
არავის ვუნდივარ...
ჩემს გარეშე სამყარო ამოისუნთქებს და აღარ მოუწევს ლეშის გროვის ზიდვა...

ისევ „იისფერი ბიჭის“ სახლში ვარ და ვუყურებ გამომხმარ სარეცელს, რომელზეც სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ სიყვარულის გრძნობებს ვიყოფდით...
ან ვიყოფდით, რო?!
სხეული მით უფრო მძიმდება...
მით უფრო ოხრავს და ბოლს უშვებს, რადგან მან ამოწურა თავისი რესურსი და სრულიად გადაიწვა...
ბოლოჯერ ვაკვირდები, მის სახლის ზღურბლს...
ჩემში ერთიანად იყრის ყოველი გრძნობა თავს და ჭკუიდან მშლის...
მახსენდება, ის სიტყვები, რომელიც მიმტკიცებდნენ, რომ მისი მერქვა.... თუმცა რა მწარედ შევმცდარვარ...
ილუზიები არც არასდროსაა მყარე, თუმცა ჩვენი ოცნება წამებში დაიმსხვა, ისე, რომ საძირკველის გამყარება ვერც შევძელით....

კალამს თითებში ვიქცევ...
ახალ ფურცელს ვიღებ და ვემზადები საბოლოო სიტყვების სათქმელად „იისფერი ბიჭისთვის“.... ( რომელსაც მასზე შექმნილი ჩანაწერებიც დავურთე. )



,, სანამ უშუალოდ თემას შევეხებოდე, მინდა გაგაცნო ის ჩანახატი, რომელიც შენი დამსახურებითა და შენზე შეიქმნა....


იქნებ უეცრად აწყობილი ურთიერთობაა, ყველაზე მტკიცე?!
იქნებ შემთხვევით შეხვედრილი ორი, მოსიარულე სხეულს აკავშირებს ერთმანეთის ცხოვრების მარადიული გზები...
იქნებ... იქნებ, მართლაც ორი რადიკალური პიროვნება, სავსებით შესაძლებელი იქნება შეერწყან ნათელს და უკუაგდონ წარსული, ბნელი...
ვიცი, ჩვენ იმაზე მეტად განვსხვავდებით, ვიდრე შეიძლება ეს იცოდე...
იმდენად სხვადასხვა პიროვნებები ვართ, რომ შესაძლოა სწორედ ეს იყოს, ჩვენი ასეთი მიზიდულობის მიზეზიც!
ორი სხვადასხვა მუხტის მქონე მაგნიტებიც, ხომ ასე არიან... ილტვიან პლიუსი და მინუსი ერთმანეთისკენ, ხოლო უთანხმოება მოსდით, ერთი ნიშნის მქონეებს!
***
ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაკავშირებს... როგორც კი დრო გამოჩნდება, არ ვყოვნდებით და ერთმანეთს ვუთმობთ წუთებს.
ეს კი ისეთი სასიამოვნოა... როცა იცი შენი არსებობა, ვიღაცას ახარებს! შენზე ზრუნავს და ცხოვრების მყისიერ დროს, შენთან ინაწილებს... !
ყოველი ურთიერთობა მოულოდნელობით იწყება. სწორედ ეს მოულოდნელობა აღმოჩნდა, ჩვენი გზების დაკავშირების საბაბიც...
და მე მჯერა, რომ ორი სხეული ერთმანეთს ტყუილად არ ხვდება...
მე მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობა, რაღაც ახალის მომტანი იქნება!
ალბათ დღემდე ვერ ხვდები, თუ რას ნიშნავს შენი არსებობა ჩემთვის...
ისევ გონებაარეული კითხულობ, ალბათ ამ სიტყვების ზღვას...
ახლა კი, დროა ყველაფერი იცოდე...
იცოდე, თუ სინამდვილეში ვისთან გქონდა ურთიერთობა...
მე ვიღაც, ბეატა ედიშერაშვილი ვარ და არა ვიღაც კესანე, რომლითაც გაგეცანი...
ჩემი სხეული მეცხრამეტე საუკუნეში გაიხრწნა და მიწას მიებარა...
ხომ, გახსოვს ადრე ერთი რაღაც, რომ მოგიყევი?
ის ისტორია, სწორედ ჩემზეა...
შენ ცეკვავდი თვით სიკვდილთან...
მე მთელი გულით შემიყვარდი... ეს გრძნობა არაადამიანურია და მგონია, რომ ჩემში ვერასდროს დაიტევს... მაგრამ შენ? ვითომ შენთვის ძვირფასი ვარ?
მთელი სხეული თრთის ახლაც, როცა შენგან შორს ვარ...
მთელი სხეული დაძაბულია და სურს შვება, თუმცა შენ აქ არ ხარ...
მალე ფერფლად ვიქცევი და შენში ალბათ არანაირი კვალის დამტოვებელი ვიქნები, რადგან თუ უყვართ, მის გრძნობებს უფრთხილდებიან....
გახსოვდეს მიყვარხარ....
მიყვარხარ იმაზე მეტად, ვიდრე გგონია...
მომენატრები....
შენ სულ ჩემთან იქნები...
მარადიულად, შენი კვალი დარჩება, ჩემს სხეულის ნაწილებზე, რომლებზეც შენი ტუჩები დაცურავდნენ...
მიყვარხარ....
და ამ გრძნობას გაუფრთხილდი....
არ გააუფასურო.

-სიყვარულით „იისფერ ბიჭს“, კესანე/ბეატასგან. “
***

კარებზე კაკუნია...
მე კიდევ ფეხები დამძიმებული მაქვს...
ფორთხვით მივუყვები გზას სახლის ზღურბლამდე...
თვალებში ბინდია გადაკრული...
ნელ-ნელა თითოეული სხეული ფერფლად იქცევა...

კარებს ვერ ვაღებ...
ძალიან მძიმეა...
მე კიდევ უსუსურ კრავად აღმოვჩნდი, რომელიც სამყაროს წინაშე ჭიანჭველას მსგავსია.
კაკუნიდან, ბრახუნზე გადავიდა...
მე კიდევ ვერაფერს ვაკეთებ...
ვერც ვმოძარაობ...
იატაკზე სისხლის კვალს ვტოვებ და თანდათან უფრო და უფრო უარეს დღეში ვვარდები...
უსიყვარულობის გამო წამოვედი სამოთხიდან და ახლა გულდაფლეთილი მივდივარ, სიყვარულის მარწუხების გამო...
თავბრუ მეხვევა...
გულის რევის შეგრძნება ჭარბობს და გულზე რაღაც ლოდად მედება...
რაღაც საშინლად გაუსაძლისი...
ტყვიებს მიშენს ვიღაც სხეულში და ვგრძნობ, როგორ ვცახცახებ...
ვკვდები...
სამუდამოდ ვუფერულდები...
სამუდამოდ ვემშვიდობები „იისფერ ბიჭს“...
ვერასდროს ჩავხედავ ზღვისფერ თვალებში!
ვერასდროს ვივლი ფეხშიშველა, მის ზღურბლზე!

ცრემლი წამსკდა...
მასთან ერთად სისხლიც მოწვეთავდა და ნაკადულივით დაიარებოდა, ჩემს სახის ნაკვთებზე...
ველური ბუნების ყვირილი ამომდის ყელიდან...
ყველაფერი მეწვის...
იოგებიც კი...
ფეხები აღარ მემორჩილება, საკუთარ ნებაზე დაიარებიდან...
ხელებს თავზე ძლიერ ვიჭერ, თითქოს ამით შევაჩერებ წარსულის დიალოგების ექოებს....
- გაჩერდი! ნუღა მტანჯავ.... ნუ მეორდები... არა .... მტკივა, გესმის?!
- მეტის ღირსი ხარ....! აკი, არ მიჯერებდი და მიმტკიცებდი, რომ შინ ბედნიერი დაბრუნდებოდი?!
- მე ის შემიყვარდა.... მართლა შემიყვარდა...
- შენ რა იცი, სიყვარულის? შენ ხომ საუკუნის მკვდარი ხარ...
- მკვდარსაც ჰქონია თურმე გრძნობები.... ახლა გამიშვი... „იისფერ ბიჭთან“ მყოფ დიალოგებს ნუ იყენებ, ჩემს გასამწარებლად.....
- მას არ უყვარხარ!
- ვუყვარვარ!
- არ უყვარხარ!
- კი....
- ის შენთან არც არის!
- აქაა...
- არაა, მიგატოვა! სამუდამოდ დავიწყებას მიგაბარა!
- გაჩერდი... მტკივა....
- მალე მოკვდები და უარესად გეტკინება!
- რატომ მტანჯავ?...
- მე არ დამაფასე!


***

„იისფერი ბიჭი“ ვეღარ ითმენდა.... მისი გულის ფეთქვა, ეგონა, რომ სამყაროს ესმოდა...
გააფთრებული ცხოველივით ეძგირებოდა კარებს და სურდა მასთან ეპოვა შვება....
გოგონასთან, რომელთანაც უთქმელი გრძნობა აკავშირებდა....

ზურგით ძლიერ აწვება კარებს...
სხეული ეძაბება...
სისხლი ჟონავს...
ბიჭი სიმწრისა და სიყვარულისგან ოხრავს...
არარსებულ ძალებს იხმობს და მიძინებულ გრძნობებს აღვიძებს!
მთელი ძალით ეხეთქება ხის კარებს....
მანამ საბოლოოდ, შინ არ აღმოჩნდა...

„იისფერი ბიჭისთვის“ ამის დანახვას, სიკვდილი სჯობდა...
კესანე, ძირს ეგდო... კანკალებდა და სისხლი იყო ამოსვრილი...
- არ წამიყვანო... მე ის მიყვარს.... - გაუჩერებლივ იძახდა ამ სიტყვებს...

„იისფერი ბიჭი“ კესანეს მივარდა...
სისხლიან სახეს სველი ნაჭრით წმენდდა და ცდილობდა ეფიქრა, თუ რა ხდებოდა, თუმცა მასში ყველანაირი გრძნობა ერთად იყრიდა თავს...
გრძნობდა...
გრძნობდა, რომ მალე მასაც დაკარგავდა...
„იისფერმა ბიჭმა“ კესანეს თვალებში ჩახედა... მასში მხოლოდ და მხოლოდ სიკვდილი ამოიკითხა...
სახე მარგალიტით ემკობოდა და კესანეს, მთელი ძალით აწვებოდა მკერდზე, რომელშიც უსიცოცხლო გული ბინადრობდა...
ცდა უშედეგოდა...
ბიჭი ცხარე ცრემლით ტირის...
მან სიყვარული, თავისივე ხელიდან გაუშვა....








***

„იისფერი ბიჭი“ გამოცარიელებულია...
ხელში გვამი უჭირავს და სისხლიან სახეს უკოცნის...
ბიჭი გაგიჟდა...
მან ჯერაც არ იცოდა ვინ უყვარდა....







ე პ ი ლ ო გ ი

„იისფერი ბიჭი“ უყურებდა საყვარელი ქალის გახრწნასა და ფერფლად ქცევას...
ბიჭი განადგურებული იყო...
ხოლო რამდენიმე დღეში, მისი წერილი იპოვა....



დასასრული


პ.ს. ძალიან, ძალიან ადრე მაქვს დაწერილი. რედაქტირება არ გავუკეთე სპეციალურად. მინდა ამ ნაწერში "ის" პატარა მარიამი ჩანდეს, რომელმაც ეს შექმნა. ( თორმეტი წლის ) თქვენი აზრიც მაინტერესებს. heart_eyes



№1  offline მოდერი Mary Drey

ჰაიკო
ძალიან,ძალიან კარგია.ყველაფერი მომეწონა.სასვენი ნიშნები,სიუჟეტი,თხრობითი ნაწილი,დიალოგები.ყოჩაღ.
წერა არ მიატოვო.



ვაჰ. არ მეგონა ვინმე თუ შეამჩნევდა
ამ ჩემს ნაწერს. მადლობა, ჰაიკო♡♡♡ !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent