შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეკვა სიკვდილთან (თავი 1 და 2)


20-03-2020, 00:32
ავტორი Mary Drey
ნანახია 1 129

პ რ ო ლ ო გ ი

მზე ჩემს წინ მყოფ გორაში იმალებოდა... საგულეში მალავდა თავის სხივებს და ღამე შთანთქავდა. რამდენიმე წუთში კი სრულ უკუნეთს შევერწყე... თავიდან მზის მოლოდინში ვიყავი, თუმცა მალევე შევაჩვიე თვალები სიცარიელეს, რომელსაც შავი ფერი დასთამაშებდა.
ვფიქრობდი... ძალიან ბევრს ვფიქრობდი.
მართალი ყოფილა, ღამე შენში მიძინებული გრძნობები, იდუმალი კარიბჭიდან ჩნდებოდა... თავს გატყდებოდა და გულში ტყვიებს გიშენდა.
მეც ასე ვდგავარ, უკაცრიელ სიბნელეში და ამ უსასრულობაშიც, შენს კვალს დავეძებ! ისევ მივყვები, შენს ნაფეხურებსა და იმედით გეძებ... !



თავი 1

შემოდგომის სუსხი დაპატრონებოდა, ჩვენს პატარა ქვეყანას, რომელიც მრავალი ბრძოლის... სისხლისღვრისა და პატრიოტიზმითაა შემკული.
თამამად ვიტყვი, მეამაყება ჩემი ქვეყანა.
მეამაყება საქართველო და ჩემი ძმები-ქართველები.
ყველაზე მეტად თბილისი მიყვარს... ხო, გასაკვირია, მაგრამ ეს ქალაქი, იმ ერთს უკავშირდება, რომელსაც დღე და ღამ ვეძებ... ვეძებ უმისამართოთ, უსახელოთა და უგვაროდ.
გასაკვირია, არა?! იმ ადამიანს ვეძებ, რომელსაც ჯერ არც კი ვიცნობ... თუმცა ვგრძნობ... ვგრძნობ, რომ ვინც არ უნდა იყოს იგი იქნება ხსნა ჩემისა... იგი იქნება მზე სულიერი უკუნეთისა და მარადიულობის საწინდარისა.
და იქნებ?
იქნებ, მე ის ვიპოვო?
ბიჭი, რომელიც ,, იისფერია “ !

***

ქარი მიჩეჩს, ისედაც აბურდულ თმებსა და ტანში ლივლივებს.
ქარი უყვება, ჩემს სახეს ნელა და მე ის მაგიჟებს...
,, იცი? ვიცი გიპოვი და გულში ჩაგიკრავ! ოღონდ იწამე... გჯეროდეს, რომ ჩემი იქნები! “- ვუყვებოდი სიოს და უმისამართო წერილს „იისფერ“ ბიჭისკენ ვგზავნიდი.
გული ორად მეპობა, თუმცა რა მიჭირს... მთავარია არ გავტყდე და მუხლი არ ვდრიკო. ისევ მეუფლება შიშის გრძნობა და საკუთარ ანარეკლს გუბეში ვესარჩლები.
- რას ჩამოგტირის ეს სახე, მოკვდავო... ნეტავ თუ იცი ვის ან რას ელი... ვის ან რას ეძებ... რა დაგიკარგავს ამ ცხოვრებაში?- მითხრა სარკაზმით.
- ვინ დამიკარგავს? სული დავკარგე... ცაში აფრინდა და მარტო დამტოვა... ალბათ შენ იცი... უსულო სხეული ვინც ხდება... გვამი... ისევ და ისევ მყალი გვარი! ამიტომ დავეძებ „იისფერ“ ბიჭს, რომ სული მაჩუქოს. ლეშად არ მაქციოს და გული დამითმოს.

გზას ვაგრძელებ... ყურადღებას არ ვაქცევ, ჩემს მეორე მეს და ბილიკს მივყვები.


თავი 2

მთვარის შუქი მიწევს გიდობას და გზას მინათებს... სწორედ იმ ბილიკს, რომელიც ბიჭისკენ მიილტვის. იკლაკნებიან ერთხმად და უსასრულობის ნაპრალებს აჩენენ.
სულის შიგნიდან ძლიერ ცხელი ვარ, ხოლო გრილი ნიავი კი, შვებას ანიჭებს გადამწვარ სხეულს... სხეულს, რომელიც გადაღლილია ამდენი ტვირთის ზიდვით... უიმედობითა და უსასრულო ლოდინით.
ბავშვივით ვუცქერ ცაში აღბეჭდილ ჰორიზონტს და ისევ მას ვეძებ... ვარსკვლავებშიდაც შიგნით ვძვრები, მე შიშად ქცეული... სულში ვუძვრები და ნანას ვუმღერი. მივაძინებ და გულში ჩავიკრავ... ჩემად ვაქცევ და ისევ ჩავიკლავ გრძნობას კაშკაშას, გრძნობას იისფერს.
ბილიკს შევყურებ დიდი თვალებით. მეშინია, რომ სული დავლიო... იქნებ გამოჩნდე ამაღამ ისევ... იქნებ აქვე ხარ, შენ ვეღარ ფიქრობ.

***
მთის წინ ვდგები, როგორც გულადი შვილი და გულით მივმართავ.. მაპოვოს სული, მაგრამ იგი დინჯად დგას, თავის მიწაზე და ცაში აპყრობს თვალებს კაშკაშას.
ლოდინის გარდა არაფერი დამრჩენია... მინდა ვმართო დრო და მომავალს შევერწყა... თუმცა ოცნება შორს წამიყვანს და დროა ყოფა განვაგრძო... !
იქნებ გქონიათ ასეთი შემთხვევა, როდესაც შენში თითქოს ყოველმა გრძნობამ ზურგი გაქციათ... სწორედ ასე ვარ, ახლა და თანდათამ ვუფერულდები.
ყოველთვის მჯეროდა, რომ შენი და მომავალი მიჯნურის გზები წითელი ძაფებით არიან დაკავშირებულნი. თითქოს განგებამ ჩასახვისთანავე, დედის ჭიპლარიდან ერთად აღმოაცენა წითელი ძაფი, რომელიც დაბადებისას ორი სხეულის ნაწილნი იკვეთებიან. რაც უფრო შორს ხარ მისგან, მით უფრო იმატებს შენში ტკივილის გრძნობა. ეს ყოველივე კი ძაფების განზიდვით იქნა განპირობებული... რაც უფრო ახლოს ხარ მასთან, მით უფრო ივსება შენი მეობა თავისუფლების ნაპერწკლით...
მე ასე მჯერა... მე ასე მწამს, რომ ჩემი და მისი გზებიც, ოდესღაც დაკავშირდება... ერთად იქცევა და გრძნობად გადაიქცევა.
ამ სამყაროში ყველას აქვს მისია... დაბადებიდანვე ერთს ვეძებ, ალბათ ღმერთმაც ამისთვის გამომგზავნა ამ ქვეყნად.
ვიცი, თავს გაწყენთ... მართლა ბოდიში, თუმცა თხოვნით შემოვიფარგლები და გულისნადებს გაგიზიარებთ... ამ ცხოვრებაში არავინ მყავს... ვერავის გადავუშლი გულს და სულიერად დავიცლები. ამ წუთისოფელში, ხომ ყველას სჭირდება მეგობარი, თუნდაც სიცოცხლისათვის და მე გთხოვ... ბავშვური წრფელი წისფერი თვალებით. იქნებ მიმიღო... იქნებ ისმინო უთქმელი ტკივილი...



№1 სტუმარი შენი მფარველი ანგელოზი

ძალიან მომეწონა. იმედი მაქვს გააგრძელებ. საინტერესო წერის მანერა გაქვს, მარიამ.

იცი შენს ნაწერში რა მომწონს? ის რომ არავის გავს და შენს ისტორიას გვიყვები. ნაწარმოებს ეტყობა, რომ ეს ყოველი გრძნობა გამოცდილი გაქვს. ველოდები შემდეგ თავს! წარმატებები...

 


№2  offline მოდერი Mary Drey

შენი მფარველი ანგელოზი
ძალიან მომეწონა. იმედი მაქვს გააგრძელებ. საინტერესო წერის მანერა გაქვს, მარიამ.

იცი შენს ნაწერში რა მომწონს? ის რომ არავის გავს და შენს ისტორიას გვიყვები. ნაწარმოებს ეტყობა, რომ ეს ყოველი გრძნობა გამოცდილი გაქვს. ველოდები შემდეგ თავს! წარმატებები...


ძალიან დიდი მადლობა, ასეთი თბილი სიტყვებისთვის... ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent