შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ფორთოხალი 6


28-04-2020, 21:08
ავტორი გაზაფხული
ნანახია 1 829

გასაკვირი და საოცარი არ იქნება თუკი გეტყვით იმას, რომ ქალაქი ჩემზე და სანდროზე აჭორავდა. როგორც არ უნდა გვეცადა, მაინც ვერ ვემალებოდით გაქონილფანჯრებიანი სახლების მკვიდრთ. მათ სახლში აბლაბუდებზე მონავარდე ობობებიც კი ჩვენ შესახებ ფუსფუსებდნენ და გესლსაც ისროდნენ პატარა გველგესლებვით. მალევე დავნებდით სუროსავით სულშემხუთავ კითხვებს და ბედს ხიდიდან მდინარეში გადამხტარებივით მივენდეთ.
ხშირად გავდიოდით ქალაქგარეთ სასეირნოდ მე და სანდრო. თავიდან მარტო ჩვენ ორი დავნავარდობდით მინდორ-მინდორ პეპლებივით, სადაც უამრავ ყვავილს მიკრეფდა და თმაში მაწნიდა ხოლმე. შემდეგ კი წითური ლელე შემოვიერთეთ. ლელეს ჟღალი და ალისფერი თმები ჩვენს ცხოვრებას საოცარი სიხალასეს და სიფერადეს მატებდა.
ჩემი ცხოვრება არასოდეს ყოფილა ასეთი ფერადი, ამდენი გულწრფელი ღიმილით და თავისუფლებით სავსე. მე მომწონდა, მეტიც, მიყვარდა ალისფერი ლელე და ყვითელზე ყვითელი სანდრო, რომლებიც ჩემს ნაცრისფერ სხეულზე ცხოვრების ფუნჯებით ხატავნენ მზეს.
-მე შენში დიდი ბედნიერება ვიპოვე - სანდროს ბოხი, მაგრამ ავადროულად სასიამოვნო ხმა მუდამ დიდ ხშვებას მგვრიდა - იშვიათია ადამიანმა კონფორტი ჰპოვოს სხვა პიროვნებაში. დღევანდელი შეყვარებულები შენი აზრით ბედნიერები არიან? ისინი ილუზიას ქმნიან საკუთარი თავების ირგვლივ. იმ ილუზიას, რომელშიც ბედნიერები არიან.
-იქნებ მართლაც ბედნიერები არიან და ჩვენ ვუყურებთ ამ ამბავს განსხვავებულად?
-როგორ? განა შეიძლება ადამიანს უყვარდე ყოველი სანტიმეტრით, შენში რგავდეს საკუთარი ბედნიერების მარცვლებს და სხვა ადამიანთან ერთ საწოლს იყოფდეს?
-ამ კუთხით თუ შევხედავთ ეს ყოველივე მარაზმია - თვალები გადავატრიალე და მას შევხედე - გყოლია საყვარელი ადამიანი?
-არა. არცერთი გოგო არ ყოფილა ჩემთვის საინტერესო. გაგეცინება, მაგრამ მათში მთავარს ვერ ვპოულობდი, სისადავეს. გოგონები მოდოდნენ ჩემს ცხოვრებაში, ერთს კარგად მოისაქმებდნენ და თუკი ერთ ადგილს არ გამოვუწმენდდი არ მიშვებდნენ შემდეგ ეტაპზე და ვგავარ ადამიანს, ვინც პირველივე შემხვედრს *რაკს გამოსწმენდს?
-ჩემში იპოვე სისადავე თუ შენთვის ჰიგიენურად მოვლა არ მითხოვია - თავი მხრებზე დავადე და მისი სუნამოს სურნელი ფილტვებში გადავუშვი.
-შენში ცხოვრების მიმართ დიდი სიყვარული ვიპოვე. ხანდახან მგონია ბალახსაც კი პირველად ხედავ, ისეთი ბედნიერი ხარ ხოლმე. შენში ტრაგიზმი მომწონს, შენი გასაიდუმლოებული წარსული და ფიქრი, რომ რადგან გოგო ხარ რაღაცით იჩაგრები ამ ცხოვრებისგან.
-მე უკვე დავიჩაგრე გოგოობის გამო. ჩემმა ოჯახმა გოგოობა არ მაპატია. ექვს წლამდე არც კი აღიარებდნენ, რომ ქალი ვიყავი. შემდეგ კი ზედმეტად მეტი ქალური თვისება მოითხოვეს ჩემგან. იცი მათთვის რა არის ქალის მთავარი ფუნქცია?
-ალბათ ოჯახის შექმნა - სწორად მიმიხვდა პასუხს ბიჭი, რომელიც ჩემს შინაგან სამყაროს ყველაზე უკეთ იცნობდა, თუნდაც ერთ თვეში, რადგან ჩემთან ასე ახლოს, ასე შიგნით ჯერ არავინ ყოფილა.
-დიახ, ოჯახის შექმნაა მთავარი, ქალითვის. ბავშვების გაჩენა და ამ ბავშვებისთვის მთელი ცხოვრების გვერდზე გადადება. იქნებ მე არ მინდა ოჯახი, იქნებ არ მინდა მყავდეს შვილები, ნუთუ ამის გამო უნდა დავისაჯო.
-პროტესტის გრძნობა გალაპარაკებს, ჩემო ნენე. გეყოლება შვილი და ...
-შევიცვლები - სიტყვა გავაწყვეტინე - ვიცი, ყველა ამას მეუბნება. ყველა ამას ჩამჩიჩინებს, ახლაც კი. ქალობა განაჩენი არ უნდა იყოს. არ უნდა უჭრიდეს ყველა იმ გზას, რომელიც ცხოვრებიდან მოდის და არ უნდა მაძლევდეს ერთ, მხოლოდ ერთ მიმართულებას - მყავდეს ოჯახი.
-ოჯახი არ გინდა? - მხრებიდან თავი ამაწევინა და თვალებში შემომხედა.
-იქნებ არ მინდა კიდეც. იქნებ მეტს ველი საკუთარი თავისგან, იქნებ მინდა ვიცხოვრო თავისუფლებას მოწყურებული, გალიაში გამოკეტილი ვეფხვივით და ვიღრიალო იქ, სადაც ჩემი ადგილია. ვიღრიალო იმდენი, რამდენიც მინდა და ეს სულაც არ იქნება უცხო და გასაოცარი, რადგან ღრიალი ჩემს სამყაროში ჩვეულებრივი მომენტი იქნება.
-შენთვის ვინ ვარ? - დაეჭვებული, დაჭრილი, შიშგარეული მზერით გამომხედა.
-ყველაზე ახლობელი ადამიანი - დაუფიქრებლად ვუპასუხე - ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი და გრძნობები ვანდე.
-იქნებ გიყვარვარ? - ამჯერად მუდარაშეპარული თვალებით ცდილობდა ჩემგან იმ სიტყვის მოსმენას, რომლის თქმას თავად უშინდებოდა.
-მე ჯერ არავინ მყვარებია. მე ჯერ არ მქონია სასიყვარულო ან მასთან მიახლოებული ურთიერთობა. ეს ჩემთვის უცხო და აკრძალული ხილია, სანდრო.
-მე შენ მიყვარხარ - სიტყვა ბოლომდე დასრულებული არც მქონდა, როდესაც სამი, ძალიან მარტივი სიტყვა ჩემს ცხოვრებაში ისარივით შემოიჭრა. შემოვიდა და გაჩერდა, წინ დამიდგა, წასვლის უფლებას არ მაძლევდა. იდგა და თვალებში უტეხად მიყურებდა, ჩემგან ელოდა პასუხად რამდენიე სიტყვის კომბინაციას. თვალები დავხუჭე და გამახელინა. ცხოვრებისგან ნაფერები სანდრო სწორეს ასე, ძალიან მარტივად გამომიტყდა რთულ და პასუხისმგებლობით სავსე სიყვარულში.
-სანდრო, მე - სანამ სიტყვის თქმას დავასრულებდი ის უკვე ჩემს ტუჩებთან იყო მოწებეპული და მკოცნიდა. ეს ჩემი ნანატრი, მილიონ ღამის ნაფიქრალი და ნაოცნებარი იყო. თუმცა ვერ გამეგო, რა უნდა მეგრძნო, რადგან მე ვერაფერი ვიგრძენი. მაშინ პირველად დავეჭვდი, საერთოდ მომწონდა კი სანდრო, როგორც მამაკაცი?
იმ დღის მერე სამი დღე არ მინახავს სანდრო. ჩვენმა პირველმა კოცნამ იმაზე მეტი კითხვის ნიშანი დამიტოვა, ვიდრე წარმოვიდგენდი.
„ნენე, იქნებ უბრალოდ არ მოგწონს და მეგობრად აღიქვამს შენი ტვინი“ - ასე ვაჯერებდი საკუთარ თავს, რომ უცნაური არაფერი მომხდარა. არადა როგორ ველოდებოდი მუცელში პეპლებს, ფეხებს შორის სიმხურვალეს და გულის აჩქარებულ ძგერას. მე ამ სამიდან არცერთი „სიმპტომი“ გამომივლინდა.
„ნეტავ რაშია საქმე, ნეტა რამე ხომ არ მჭირს?“. სწორედ ეს კითხვა გამყვა ცხოვრების საკმაოდ დიდ პერიოდზე შავ, პასუხგაუცემელ ჭირად.
-ფეფო დეიდა, ლამისაა ტვინი ამიფეთქდეს ნერვიულობით თუ ფიქრით - მაშინ, როდესაც საკუთარ კითხვას პასუხი თავად ვერ გავეცი, ფეფოსთან საუბარი და რჩევის მიღება გადავწყვიტე ვახშმობისას - სანდროს შესახებ ბევრი მომიყოლია, ბევრჯერ აღტაცებული მისაუბრია შენთან მასზე, მაგრამ რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს. უამავი წიგნი წამიკითხავს, მაგრამ კოცნის შემდეგ მე ის ვერ განვიცადე, რაც იქ არის აღწერილი. მე ვერაფერი განვიცადე, ფეფო - ვეღარ მოვითმინე და ცრემლები პირდაპირ მაგიდაზე გადმოვღვარე.
-იქნებ მას მეგობრად მიიჩნევ და სექსუალური ლტოლვა არ გაგაჩნია, ძვირფასო? - ფეფო ჩემთან არ მოსულა, თავზე ხელი არ გადაუსვამს, თუმცა მთელი თანაგრძნობა სიტყვებში ჩააქსოვა და მაგიდის ერთი ბოლოდან მეორეში მესროლა - თუმცა არ დაგიმალავ და გეტყვი, რომ მეგონა შეყვარებული იყავი მასზე, იმდენად დიდი აღტაცებით საუბრობდი ხოლმე.
-ხანდახან მეც მგონია, რომ მიყვარს. ის ჩემთვის პირველი მამაკაცია, პირველი განცდა, პირველი შეხება და შეგრძნება, როგორ შეიძლება ამ ყველაფერს, მისი სუნთქვის სახესთან ასე ახლოს გრძნობას, მისი ტუჩების სიცხელეს და ვნების ჩემზე გადმოფრქვევას ჩემში რაიმე არ აღეძრა?
-ვერაფერს გეტყვი. საკუთარ თავს უნდა დაუკვირდე და შეისწავლო. ამაში ადამიანები დროს თითქმის არასოდეს ხარჯავენ. შენ კი უნდა შეძლო, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებ პასუხს კითხვაზე, რომელიც ასე ძალიან გაწუხებს.
იმ ღამეს უცნაური სიზმარი მესიზმრა. ოთახში ათამდე შიშველი მამაკაცის შუაში ვიწექი. ისინი მკოცნიდნენ, მეფერებოდნენ, მეალერსებოდნენ, თუმცა მე ვერაფერს ვგრძნობდი და თვალები ჭერზე გამოსახულ ფიგურებს არ შორდებოდა. წამიერად ფიგურებიდან სანდრო გამოჩნდა, ასევე შიშველი და ჩემკენ ჩამოიწია. მაკოცა, მკერდზე მომეფერა და ფეხები განზე გადამაწევინა, თუმცა ჩემი ვაგინა სადღაც გამქრალიყო და შეშინებულმა უკან დაიხია.
სიზმარი დასრულებული არ იყო, როდესაც ოთახის კარზე ბრახუნმა გამაღვიძა.
-ნენე, გააღე. უნდა ვილაპარაკოთ - სანდრო ლამის კარის შემონგრევას აპირებდა - მინდა გავიგო, რა ჯანდაბა გჭირს. მინდა ვილაპარაკოთ, ნუთუ ასე დაიმალები მთელი ცხოვრება. ჩვენ ჯერ მეგობრები ვართ და შემდეგ დანარჩენი სხვა. მინდა გვერდით დაგიდგე და თუკი არ შეგიყვარდები, შენი მეგობარი მაინც ვიყო.
-შემოდი სანდრო. ნამდვილად არ არის ჩემი ფსიქიკა ამჯერად დაწყობილად და ვეღარც შენგან გავიქცევი.
-რა ხდება? - შემოვიდა და ჩემს საწოლზე ჩამოჯდა - შეგიძლია ყველაფერზე ღიად მესაუბრო.
-სანდრო, მინდა შენთან სექსი მქონდეს - ასოები სიტყვებად შეიკრა და ოთახში ელვასავით დასჭექა. ყურები ამტკივდა ჩემვსავე ხმაზე.
-ნენე, რას ამბობ? - სანდრო ფეხზე წამოდგა და ჩემს წინ აიტუზა - მე წინ არაფერი მიდგას აქვე, ამ წამს დავკავდე შენთან სექსით, მაგრამ ნუთუ ეს ასე უბრალოდ გინდა ყველანაირი რომანტიკის გარეშე.
-მე ეს ტესტად მჭირდება.
-რას ნიშნავს ტესტი? გაინტერესებს როგორი შეგძნებაა თუ რა ტესტზე და გამოცდებზეა საუბარი. ნუთუ მე საცდელი ბაჭია ვარ?! - მრისხანე თვალებით ოთახი მოათვალიერა დ მთელი ზიზღი სახეში შემომაფრქვია.
-არა, ასე არ არის, სანდრო - კლავებში ხელი დავავლე და ჩემკენ მოვწიე - უბრალოდ მინდა ვცადო ის, რაც გულს მიღრღნის. მინდა დავრწმუნდე, რომ მომწონხარ.
-ნენე, მგონი თავი სისულელეებით გაქვს სავსე - ხელები გამაშვებინა და კარისკენ წავიდა - სჯობს ცოტა დაფიქრდე და სხვის გრძნობებზე თამაშს მოეშვა. ნუ მანანებინებ, რომ შეგიყვარე.
მისი სიტყვები ნემსებივით ჩაესო გულს. სულიც ამიფორიაქდა, რადგან ეს ჩემი პირველი დიდი და მახინჯი შეცდომა იყო.
-სანდრო, არ წახვიდე - გავეკიდე, კიბეებიც ჩავირბნე, მაგრამ ის არ გაჩერდა.
-ნენე, გთხოვ, იფიქრე რა გინდა - ფეხშეუჩერებლად თქვა და კარები გაიხურა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent