ცხოვრება ტკივილთან ერთად.თავი 9.
-ქალბატონ ლილეს უთხარით ჩემთან შემოვიდეს.უთხრა ექთნებს ალექსანდრემ და თავის კაბინეტში შევიდა. -ექიმი ლილე თქვენს კაბინეტში გელოდებათ ექიმო. -კარგია,არავინ შემაწუხოს.კაბინეტში შევიდა და იქ დაფიქრებული ლილე დახვდა,შეხედა და ჩაეცინა, მაგრამ მკაცრი სახე მიიღო და ცივი ხმით უთხრა. -გისმენთ,მითხრეს რომ მელოდებოდი,რა გაწუხებთ. -გამარჯობა ალექსანდრე. -ექიმო ალექსანდრე ეს ერთი და მეორე აქ რას აკეთებ. ლილე შეცბა,მაგრამ თავს ძალა დაატანა და უთხრა. -მინდა ეს ნახო. -ეს რა არის და რატომ მოიტანე ჩემთან. -ჩემი ერთ-ერთი პაციენტის ფოტოა,ვიცი რომ რისკზეა საუბარი,მაგრამ რამდენად გამართლებული იქნება რისკი და რა ელის ოპერაციის შემდეგ პაციენტს. -დატოვე და ვნახავ,შენ კი 12 საათზე თათბირისთვის მოემზადე. -12 საათზე ოპერაცია მაქვს და თათბირი უჩემოდ ჩაატარეთ ექიმო. -გადადებ ოპერაციას,როგორც ვიცი დაუგეგმავი და აუცილებელი ოპერაციები დღეს არ გვაქვს და თათბირი იმიტომ ტარდება,რომ ყველა ექიმი დაესწროს.ასე რომ გადადებ ოპერაციას ხვალისთვის,დღეს კი თათბირს დაესწრები.ლილე გაბრაზდა,მაგრამ თავი შეიკავა და უხმოდ გავიდა ალექსანდრეს კაბინეტიდან,ალექსანდრეს გაეცინა და გასვლისას ლილეს სერიოზულად უთხრა. -11,30 წუთზე საავადმყოფოს შემოსასვლელში დაგელოდები.ლილე გაოცებული შებრუნდა და ალექსანდრეს უთხრა. -თათბირი საავადმყოფოს შემოსასვლელში ტარდება? -არა,თათირი სხვა საავადმყოფოში ტარდება,სადაც მე და შენ ვართ მიწვეულები.ლილემ მხრები აიჩეჩა და უხმოდ გავიდა,ჯერ კიდევ ჰქონდა დრო და თავისი პაციენტები მოინახულა,ალექსანდრემ კი ლილეს მიტანილი ფოტოები გახსნა და დააკვირდა.როგორ არ მიუდგა,როგორ არ იფიქრა მაგრამ გამოსავალი ვერა და ვერ იპოვა,კარგად ფიქრის შემდეგ კი რომას დაურეკა. -სად ხარ,ჩემთან შემოდი სასწრაფოდ. -აუცილებელია? -რადგან ვამბობ სასწრაფოდ მოდითქო,ესე იგი აუცილებელია. -მოვდივარ. რომა აჩქარებული სუნთქვით შევიდა ალექსანდრესთან და თან ყავა მიუტანა,ალექსანდრემ კი ვერც კი მიხვდა რომა როდის მიუახლოვდა რადგან ფოტოებიდან ერთ-ერთ ფოტოს გამადიდებლით აკვირდებოდა,არც კი შეხედა ანდრეას ისე უთხრა. -მოდი ახლოს და ეს ფოტოები ნახე და განსაკუთრებით მეორე რიგში შუა ფოტოს დააკვირდი,მაინტერესებს შენი აზრი. -რა არის ან ვინ არის, ვიცნობთ? -არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის,პაციენტია ჩვენი საავადმყოფოსი და მას დახმარება სჭირდება. -შენ თუ საეჭვოდ მიგაჩნია,ჩემი ნახვა აღარაა საჭირო მე რა უნდა გითხრა იმაზე მეტი რაც შენ ნახე. -არა,არა კარგად დააკვირდი.რომა ალექსანდრესთან ერთად კარგად დააკვირდა ფოტოებს და ჩაფიქრდა,თითქოს გამოსავალს ეძებსო. -რას ფიქრობ,ვხედავ შენც დაიბენი.ალექსანდრეს ხმამ გამოაფხიზლა რომა და სათვალე მოიხსნა. -ვინ არის,ახალგაზრდაა? -25 წლის არის,სიცოცხლით ხალისობს და ვფიქრობ წლებია ამ დაავადებით იტანჯება. -სამწუხაროა,ასეთი ახალგაზრდები ასეთი სიკვდილით რატომ კვდებიან ალექსანდრე.იცნობ? -არა,მე არ ვიცნობ ლილეს პაციენტია.მთხოვა მენახა ფოტოები, მაგრამ როგორც ნახე ღრმად მოთავსებულა ტვინის უჯრედებს შორის და რთულია ოპერაციის გაკეთება. -შენ ფიქრობ,რომ...................... -ვფიქრობ,შეშლილი უნდა იყოს ექიმი ეს ოპერაცია რომ გარისკოს. -მეც ასე ვფიქრობ,მაგრამ რა ელის პაციენტს ოპერაცია თუ გავრისკეთ? -დიდი ვარაუდით არსებობს ალბათობა ოპერაცია მარცხით დასრულდეს,პაციენტი საოპერაციო მაგიდიდან ვეღარ ადგეს ან კომაში დარჩეს ან სასწაულის უნდა გვჯეროდეს ის თუ არსებობს. -ლილემ იცის რასაც ფიქრობ? -არა,დატოვა სიდი და გავიდა,რომ ვნახავ ვეტყვი. -უთხარი რომ იმედი არ ჰქონდეს პაციენტს. -კარგი,მე გავდივარ და დღეს აღარ დავბრუნდები. -სად მიდიხარ,ჯერ ხომ ადრეა წასვლა. -ლილეც ჩემთან ერთად მოდის,შენ ხარ აქ და საშიშიც არაფერია. -კარგი გასაგებია სადაც მიდიხარ,გაარკვიეთ თქვენი ურთიერთობა და დროა წერტილი დაუსვა შენს მარტოობას.ალექსანდრემ საათზე დაიხედა,რომას თვალი ჩაუკრა და კაბინეტი დატოვა.საავადმყოფოს მთავარ შესასვლელთან ლილეც წამოეწია და უხმოდ გაყვა ალექსანდრეს,ალექსანდრემ წინა კარი გაუღო და მის გვერდით დასვა და უხმოდ მიდიოდნენ,თითქმის ქალაქს გასცდნენ ლილემ შეხედა და კითხა. -სად მივდივართ,ასეთ შორს რომელი საავადმყოფოა. -??? -სად მივდივართ ალექსანდრე. -თათბირზე. იყო მოკლე პასუხი. -არ ფიქრობ რომ თათბირისთვის ძალიან შორს წამოვედით,თუ მხოლოდ მე მეჩვენება. -გეჩვენება. -ფიქრობ,მოჩვენებებიც დამეწყო? -ცოტაც მოითმინე და მივალთ იქ სადაც უნდა დაგსაჯო.ლილემ თვალებგაფართოვებულმა შეხედა ალექსანდრეს და გაოცებულმა კითხა,რადგან ალექსანდრეს სახეზე ნაკვთიც არ შერხეულა. -უნდა დამსაჯო? და როგორ უნდა დამსაჯო. -სადაც მივდივართ იქ კანიბალი ინდიელები არიან და მათთან დაგტოვებ,გაგასამართლებენ მხოლოდ მე არ დამასწრებენ შენს გასამართლებას,ისინი შეტყობინებას გამომიგზავნიან როგორ დაგსჯიან,როგორ სასჯელს იმსახურებ და მინდა იცოდე ისინი ადამიანის ხორცით იკვებებიან.ლილეს ფერი წაუვიდა,სუნთქვა შეეკრა და ალექსანდრეს შეხედა. -სერიოზულად მეუბნები? ალექსანდრემ მანქანა გააჩერა,გადავიდა და გაეცინა როგორ უნდოდა გულიანად ეცინა,როგორ ადვილად დააჯერა ჯერ ისევ ის გულუბრყვილო 17 წლის გოგონს ეგონა მის გვერდით იყო. -უკვე მოვედით,ისინიც აქ არიან? -მართლა დაიჯერე კანიბალ ინდიელებზე? ასაკი გაქვს ლილე მაგრამ საერთოდ არ გაზრდილხარ.აქ მხოლოდ მე და შენ ვართ და დღეს აქ ჩვენ ჩვენს ბედს გადავწყვიტავთ. -არც თათბირი არ არის? ალექსანდრეს ჩაეცინა,ლილეს თვალებში ჩახედა და უთხრა. -ჯერ კიდევ ვერ.......................... ალექსანდრეს სიტყვა ტელეფონის ხმამ გააწყვეტინა და თქვა. -დამავიწყდა გათიშვა,მაგრამ მნიშვნელოვანი ზარია და უნდა ვუპასუხო. -გისმენთ. -როგორ ხართ მამა, ისაუბრეთ? -გმადლობთ,მაგრამ ვერ მოვალ საცობში მოვხვდი და იმედია სხვა დროს შევხვდებით ერთმანეთს. -მამა მითხარი დედა როგორ ხასიათზეა. ალექსანდრეს ჩაეცინა, ოდნავ მოშორებით დადგა ლილესთან და ჩუმად უთხრა. -დედაშენს ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს სახრჩობელაზე აჰყავთ და დღეს მისი სიცოცხლის ბოლო დღეა. -ძალიან მკაცრიც ნუ იქნები,დედა ყველაფერს ძალიან განიცდის. -უნდა გავთიშო,მალე შევხვდებით ერთმანეთს. -მამა.................... -შეხვედრამდე. ალექსანდრემ ტელეფონი გათიშა და ლილეს ცალი თვალით გახედა,რომელიც მოუთმენლად ელოდა მას. -აბა,მზად ხარ ვისაუბროთ? -არანაირი თათბირი არ არის,ეს თათბირიც იმის გამო მოიგონე რომ ჩვენ ორნი მარტოები ვყოფილიყავით. -როგორც იქნა გამოფხიზლდი,თორემ მართლა უნდა მომეძებნა კანიბალი იდიელები. -ასე როგორ შემაშინე,სულ არ შეგეცოდე? -შენ? შენ შეგეცოდე როცა წადი და თან წაიღე ჩვენი დიდი საიდუმლო? შენ შეგეცოდე როცა ჩემი შვილი თან წაიყვანე? -ალექსანდრე....................... -მე შენ დრო მოგეცი,შენ გქონდა საუბრის დრო მაგრამ ხმაც არ ამოგიღია და არაფერი მითხარი.ეს დრო ამოიწურა და ახლა ჩემი დრო დადგა,ამიტომ ახლა მე მომისმენ მაგრამ იცი რა მაინტერესებს? რა იფიქრე იმ დროს როცა სანდრა ხელში აიყვანე და მე აზრზე არ ვიყავი ამ დროს ან როგორი გრძნობა გქონდა როცა პირველი ნაბიჯი გადადგა,როცა დედა დაგიძახა.მამა დაიძახა,მაგრამ მამა მის გვერდით არ იყო,ამ ყველაფერზე რას მეტყვი ლილე. -რაც არ უნდა თქვა ყველაფერში მართალი ხარ,მაგრამ დამიჯერე არც მე ვიყავი კარგად უშენოდ. ყოველი ღამე ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო,ახლა კი შენს წინ ვდგევარ და შენთან მოახლოვებას ვერ ვბედავ,რადგან შენ ის ალექსანდრე არ ხარ მე რომ ვიცნობდი. -არ ვიცი რას იტყვი და რას იფიქრებ,მაგრამ მეგონა ეს სამი კვირა შენთვის საკმარისი იქნებოდა და მიიღებდი საბოლოო გადაწყვეტილებას, დღესვე დაბრუნდები ჩემს სახლში.ლილე დრო ამოიწურა რომელიც გქონდა,მაგრამ არ ვიცი შენ რა გადაწყვეტილება მიიღე. -მაგრამ ჩემებს უნდა დაველა.................. -სამი კვირა დრო არ გქონდა მათ დალაპარაკებოდი? ლილე უკვე 30 წლის ხარ,უკვე ქალი ხარ და დედა ხარ.ვფიქრობ უნდა შეგეძლოს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება,მესმის 17 წლის ბავშვს ადვილად მოგერია მამამ და გაგარიდა ყველას და ყველაფერს.მახსოვს მე როგორი გზით დავდიოდი და არც შემიძლია ვახო დავადანაშაულო,მაგრამ ჩემი წარსულის გამო მე დავისაჯე და საკმარისია სასჯელის გაგრძელება.მე ცხოვრება დავალაგე და ჩემი წარმატებებით წარსულის ლაქა ზურგს აღარ მიწვავს,ამიტომ ასე გაბედულად ვითხოვ პასუხს შენგან,წინააღმდეგ შემთხვევაში მე შემიძლია შვილი წაგართვა და კანონის გზით გავხდე სანდრას მეურვე. -ალექსანდრე.................... -რა ალექსანდრე,რა ალექსანდრე რა გინდა მითხრა ლილე. -კიდევ რამდენიმე დღე,გთხოვ. -დღესვე,ლილე დღესვე დაბრუნდები სახლში სანდრა ისედაც იქ გველოდება.შენი სასჯელი კი ის იქნება რომ ჩემს სახლში იცხოვრებ, ჩემს საძინებელში და ჩემს საწოლში დაიძინებ და ჩვენ ერთმანეთს არ შევეხებით. -ასე დამსჯი? -შენ იფიქრე ჩემი სასჯელი შეგემცირებინა? ლილე ჩუმად ყლაპავდა ცრემლებს,მაგრამ ვერაფერი თქვა. ის ღამე ალექსანდრემ საავადმყოფოში თავის კაბინეტში გაატარა და ფიქრობდა,ფიქრობდა წარსულზე და ფიქრობდა მომავალზე.ჩაეძინა და დილით საავადმყოფოში შექმნილმა არეულობამ გამოაღვიძა,ადგა თავი მოიწესრიგა და ექთნებს კითხა. -რა ხდება,რა ხმაურია ვინ ყვირის, აქ ხომ საავადმყოფოა. -ექიმო საავადმყოფოში იარაღიანი ხალხი შემოიჭრნენ,ისინი ერთ-ერთი მძიმე პაციენტის ნათესავები არიან და ლილე ექიმს თავს დაესხნენ კაბინეტში. ალექსანდრე უეცრად შეჩერდა და თვალები ჩაუწითლდა,ექთანს შეხედა და უთხრა. -რას ჰქვია ექიმს თავს დაესხნენ. -ლილე ექიმის კაბინეტში რამდენიმე შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და ექიმი ერთ ერთი პაციენტის პალატაში შეიყვანეს. -რომას დაუძახე,ახლავეს ჩემთან მოვიდეს.ალექსანდრე ლილესთან წავიდა და გაიგონა ლილეს ხმა. -რას აკეთებთ,როგორ შეიძლება მაიძულოთ ოპერაციის გაკეთება როცა ეს სარისკოა და არ ვიცი რა მოხდება ოპერაციის შემდეგ,თქვენ არ გაქვთ უფლება ასე მოიქცეთ.ეს დანმაშსაულია და ეს ექიმის შეურაცყოფაა,ასევე კანონის დარღვევა.დაცვა,სად არის დაცვა.ყველა ექიმები და ექთნები ალექსანდრეს უცქერდნენ,ალექსანდრეს კი სიბრაზე მოერია და მთელ სხეულში ცხელმა ლავამ გაიარა,ვერც თავი და ვერც ხმა ვერ გააკონტროლა,ამიტომ მისმა რექციამ და საზარელმა ხმამ ყველა შეაშინა. -ლილე. ლილემ დაინახა ალექსანდრე და გულზე მოეშვა,მაგრამ ერთ-ერთმა მამაკაცმა იარაღი დაუმიზნა და ალექსანდრეს შეხედა. -რატომ შეშინდი,შენთვის ძვირფასია ეს ადამიანი? -ლილე გაანთავისუფლე და მე დამელაპარაკე. -ასე ძვირფასია ჩემთვის ჩემი შვილი,როგორც შენთვისაა ეს ექიმი. -გაუშვი ლილე საქმეები ასე არ წყდება,პაციენტის მდგომარეობა რთული და ურთულესია,მისი ოპერაცია დიდ რისკზე მიდის. -ამბობ რომ ჩემი შვილი ოპერაციით და ოპერაციის გარეშეც განწირულია? -დიახ,სწორად გაიგეთ. სასწაულის უნდა გვჯეროდეს,რომ ეს ოპერაცია მინუსების გარეშე დამთავრდეს. -მე ვიცი თქვენი წარმატებები,ვიცი ბევრი უიმედო ოპერაცია წარმატებით დაგისრულებიათ.ოპერაცია უნდა გააკეთოთ,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს საყვარელ ქალს ვესვრი,მე მხოლოდ ქეთი მაცოცხლებს უკან მაინც არავინ არ მრჩება და მის გარეშე ჩემი ცხოვრებაც განწირულია. -გთხოვთ დამშვიდდეთ და მშვიდად ვისაუბროთ, მე აგიხსნით ყველაფერს რა სირთულეები მოყვება ამ ოპერაციას. -ეს ჩემი ერთადერთი შვილია და არ დავუშვებ ის მოკვდეს. -სიკვდილს ვერავინ ვერ შევაჩერებთ,შესაძლებელია ის ოპერაციაზე მოკვდეს და ეს ექიმის შეცდომა არ არის,რადგან თქვენ უშვებთ ექიმს რისკზე.თქვენ ითხოვთ გაკეთდეს ოპერაცია,რომლის შედეგიც ვიცით და დაუშვებელია ამ ოპერაციის გაკეთება. -ერთ საათში ექიმს დავაბრუნებთ თუ ოპერაციას გააკეთებ,წინააღმდეგ შემთხვევაში ან ექიმს მოვკლავ ან შენს ერთადერთ შვილს. ლილე რამდენიმე მამაკაცმა გაიყვანა და ალექსანდრე გიჟს დაემსგავსა,რომამ გადაუდგა წინ და უთხრა. -ყველანაირი სირთულიდან არსებობს გამოსავალი,ამიტომ დავსხდეთ და ვისაუბროთ. -სად იყო დაცვა,რატომ არ მოვიდა დაცვა ასეთ ხმაურზე. -დაცვასთან რამოდენიმე მამაკაცი იდგა ექიმო და არ უშვებდნენ მათ. -ვინ არის ეს ხალხი,რატომ მისცეს თავიანთ თავს ასეთი დიდი უფლება. -ალბად გავლენიანი ხალხია,მათ მყარი ზურგი აქვთ და ამიტომ ატეხეს ასეთი ხმაური. -სიმშვიდე დავკარგე,სად წაიყვანეს მათ ლილე. -ლილე ექიმს არაფერი დაემართება,მე შვილის გადარჩენას ვიხოვ ექიმო სხვას არაფერს. -დავილაპარაკებთ,სიმშვიდე გვჭირდება და გადავწყვიტოთ რას გავაკეთებთ. -10 წუთი გაქვთ დრო. -ექიმი ლილეს გარეშე ვერაფერს ვიზამთ,ის პაციენტის პირადი ექიმია და მან იცის პაციენტის ისტორია. რომა მშვიდად საუბრობდა,მაგრამ შინაგანად კანკალებდა რადგან ისინი პირისპირ შეეჩეხა ცივსისხლიან და დაუნდობელ ნარკო-დილერს. -რომა ექიმო სიმშვიდე შეინარჩუნეთ ის ამ წუთშიდაც დოზაშია და არ იცის რას აკეთებს,თავს ვერ აკონტროლებს და ვილოცოთ ლილე ექიმს არაფერი დაუშავდეს.თქვა ერთ ერთმა ექიმმა და განრისხებულ ალექსანდრეს შეხედა. -ალექსანდრე რა ვქნათ, ორივემ ვნახეთ პაციენტის ფოტოები თუ როგორი სარისკო ოპერაციაა და თუ გავრისკავთ და პაციენტს რამე მოუვიდეს,წარმატებულად არ დასრულდეს მისგან იოლად თავს ვერ დავიხსნით.ალექსანდრე უკონტროლო გახდა,ნერვიულად დააბიჯებდა კაბინეტში და ფიქრობდა. მოულოდნელად მანქანის გასაღები აიღო და რომას უთხრა. -მალე დავბრუნდები,სანდრას წამოვიყვან და მოვალ. ალექსანდრე საავადმყოფოდან მათ შეუმჩნევლად გავიდა,სახლში მისულს სანდრას რამდენჯერმე დაუძახა მაგრამ მისი ხმა არ ესმოდა და შეშინებულმა შეაღო მისი საძინებლის კარი,ის კი საწოლზე წამოწოლილიყო და მუსიკებს უსმენდა,გაბრაზებულმა მივიდა და ტელეფონი ხელიდან აართვა,სანდრამ კი გაოცებულმა შეხედა მის წინ თვალებჩაწითლებულ მამას და უთხრა. -რა მოხდა,მამა ძალიან გაბრაზებული ხარ. -ტელეფონი რატომ გაქვს,სახლში დაგეძებ ვყვირივარ გეძახი და არ მაგონებ,რა საქციელია ეს სანდრა. -რომ გამეგონა ხომ გიპასუხებდი მამა. -ჩაიცვი და წამოდი,დღეს ჩემთან ერთად იქნები რადგან სახლში ვერცერთი ვერ მოვალთ. სანდრამ საჭირო ნივთები აიღო და ალექსანდრეს გაყვა,საავადმყოფოში მისვლისთანავე მამა შვილს გაოცებული უცქერდა ყველა.ალექსანდრე ჩაიკეტა ერთ ოთახში და ფიქრობდა,ფოტოებს უცქერდა და ოპერაციას თეორიულად აკეთებდა,რამდენიმე საათი იყო ასე ჩაკეტილი. -ძია რომა მამა რატომ არის ასეთი გაბრაზებული. -რთული პაციენტი ყავს სანდრა და არ გააბრაზო,შენ ნუ დაუმატებ კიდევ სიბრაზეს.რომას კაბინეტში ალექსანდრე შევიდა და ფოტოებიც თან ჰქონდა,დაფაზე გააკრა და რომასთან ერთად განიხილა კიდევ ოპერაციის დეტალები. -გავაკეთებ ოპერაციას,რომა ვიცი სად უნდა ამოვჭრა სიმსივნე.რომამ შეამჩნია ალექსანდრე ერთიანად კანკალებდა და უთხრა. -თავი გააკონტროლე,ასეთ მდგომარეობაში შენ არ შეგიძლია ოპერაციაზე შეხვიდე,უნდა დამშვიდდე. -მომისმინე,ოპერაციაზე მე გავალ და თუ რამე მოხდა სასჯელს ჩემს თავზე ვიღებ,პასუხისმგებლობას არ გავექცევი შენ ლილეს და სანდრას მიხედე. -რა ვერ მოილაპარაკეთ,გაქცევის გეგმას ადგენთ? მოესმათ მამაკაცის ხმა და სანდრას შეხედა. -სააბაზანოში შედი,უთქმელად ამ კაბინეტიდან არ გახვალ.შემდეგ კაბინეტიდან გავიდა და კართან მდგარ მამაკაცს უთხრა. -გაქცევა იოლია ბატონო,ბევრად რთულია თავისუფლების შენარჩუნება. -როდის გაკეთდება ოპერაცია,მე მხოლოდ ეს მაინტერესებს. -ოპერაციას მე გავაკეთებ,დღეს შევისწავლი პაციენტის ავადმყოფობის ისტორიას,რამდენიმე წუთში თათბირს მოვიწვევ და ჩვენ მზად ვიქნებით ოპერაციისათვის. -თუ სიტყვას არ შეასრულებ,შემდეგ ჩემი გეგმით ვიმოქმედებ და რაც ვთქვი იმას შევასრულებ.მამაკაცი წავიდა,რამდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოვარდა,მაგრამ გარე ექთნების ჩურჩული არ წყდებოდა. -შეხედეთ როგორ მხეცად გადაიქცა ალექსანდრე როცა გაიგო ლილეს საფრთხე ემუქრებაო. -მათ შორის რაღაც ხდება,ან მოხდება. -სცდებით,მათ შორის რაღაც წლების წინ მოხდა და ისინი დაშორდნენ ერთმანეთს,წლების შემდეგგ ისევ იპოვეს ერთმანეთი. -ნუთუ სანდრა მათი შვილია? -ვერ შეხედეთ მსგავსებას მამა შვილს შორის? ხალიც კი ერთნაირი აქვთ სახეზე.ალექსანდრემ კაბინეტი დატოვა და მისმა გაბრაზებულმა უემოციო ცივმა გამომეტყველებამ ყველა გააჩუმა. ყველასათვის ყველაფერი ნათელი გახდა როცა სანდრა კაბინეტიდან გამოვიდა და ალექსანდრეს დაუძახა. -მამა,მალე მოხვალ? -კაბინეტში შედი სანდრა და კარი შიგნიდან დაკეტე,მალე მოვალ. ექთნებს გადახედა და რომას კაბინეტი შეაღო,რამდენიმე საათი ორივე ჩაკეტილები საუბრობდნენ და რომამ თქვა. -დღეს ვერ მოხერხდება ოპერაცია,ხვალისთვის გადაგვედო და ხვალამდე კარგად დავფიქრდებოდით ცოტა დროს მოვიგებდით. -კარგი ასე ვქნათ,ჩემს კაბინეტში ვიქნები.კაბინეტიდან გამოვიდა რომ ტელეფონმა დარეკა და ლილეს შეშინებული ხმა გაიგონა. -ლილე რა მოხდა,შეშინებული ხმა გაქვს. -გამომიშვეს,სახლში მოვედი და სანდრა არ დამხვდა ნუთუ მათმა ...................... -დამშვიდდი,ამოისუნთქე და მომისმინე სანდრა ჩემთან არის. -შენთან? როგორ შემეშინდა,მეც წამოვალ. -არა,სახლში დარჩი და ამ ავადმყოფობის რამე ინფორმაცია მოიძიე,ჩვენც ვმუშაობთ მე და რომა და ყველაფერს ხვალ შევაჯამებთ,ოპერაციისათვის უნდა მოვემზადოთ. -ეს ხომ სარისკოა ალექს. -სარისკოა,მაგრამ უნდა გავაკეთოთ. -ლილე იყო? -ლილე გაანთავისუფლრს ის სახლშია რომა. -კარგია,მისი ჯავრი არ გვექნება.რომამ შეკრებილ ექთნებს მიუბრუნდა და თქვა. -საქმე არაფერი გაქვთ,მიხედეთ საქმეს.სანდრას მდივანზე ჩაეძინა და ალექსანდრემ პლედი დააფარა,თავად კი მთელი ღამე პაციენტის ისტორიას სწავლობდა,უამრავი ინფორმაცია მოიძია და თავზეც დაათენდა მოულოდნელად ჩურჩული გაიგონა. -ექიმო ყავა მოგიტანეთ, მთელი ღამე აქ ხართ. -მადლობა,ეს მართლაც რომ კარგია ჩემთვის.თქვა და ცხელი სითხე მოსვა. -ბავშვიც აქ ყოფილა,როგორ მშვიდად ძინავს. ალექსანდრემ სანდრას შეხედა და გაეღიმა,შემდეგ ტელეფონი აიღო და დარეკა. -გისმენ ალექს. -ლილე ვფიქრობ არ გაგაღვიძე,რადგან პირველივე ზარზე მიპასუხე. -არა,არც დავწოლილვარ რაღაც ინფორმაციები მოვიძიე და უკვე გამოვდივარ,ერთად გადავხედოთ. -კარგია,სუფთა პერანგი წამომიღე,ამ პერანგით ვერ შევალ თათბირზე. -კარგი, მაგრამ რომელი პერანგი წამოგიღო. -შენ აარჩიე და გელოდები. -მეც მინდა პერანგი,უთხარი ჩემთვისაც წამოიღოს.უთხრა რომამ რომელიც კაბინეტში ეს წუთია შემოვიდა და ექთანი მათ გაოცებული უცქერდა. -გავიგონე და წამოვიღებ. -შენ ყველაფერში უნდა შემეცილო.უთხრა რომას და გაეცინათ,კარგად გათენებული იყო ლილე საავადმყოფოში რომ მივიდა,ერთი დღის ნერვიულობას და უძილობას მასზე დიდი კვალი დაეტყო,თვალები ჩაშავებული ჰქონდა და მსუბუქი მაკიაჟით შეეცადა უძილობის კვალი გაექრო,მაგრამ სხვას რომ ვერ შეემჩნია ალექსანდრეს თვალს არ გამორჩენია ლილეს თვალის ქვემოთ გაჩენილი სიშავეები და არაფერი უთხრა,მხოლოდ გული შეუტოკდა და დაფიქრებულმა თქვა. -მეგონა გრძნობა დრომ ჩააქრო,მაგრამ ის სადღაც გულის კუთხეში მიმალულა და დახურული ჭრილობა ისევ თავიდან გაიხსნა.არ დავუშვებ,რომ განსაცდელში დაგტოვო,ლილე დამიჯერე ერთადერთი გამოსავალი ოპერაცია არის და ოპერაციას გავაკეთებთ. თუ რამე მოხდა რასაც ისედაც ველოდებით,რომა ლილეს და სანდრას შენ მიხედავ,შენ იქნები მათ გვერდით. -ჩვენ სამივე შევალთ ამ ოპერაციაზე,ალექს შენ მარტო არ იქნები. -ეს შემდეგ გადავწყვიტოთ,მე უნდა გავიდე და ერთი მნიშვნელოვანი პიროვნება უნდა ვნახო. -აუცილებელი არის? -ეს აუცილებელი და ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი აზრი. -გასაგებია,ვიცი სადაც მიდიხარ და წარმატებები მინდა გისურვო. -დავბრუნდები ერთ საათში და თათბირი გვექნება.ალექსანდრე წავიდა,მაგრამ რომამ შეაჩერა. -ჩვენ რა გავაკეთოთ ალექს. -რომა იცი რაც უნდა გააკეთო,შეკრიბე საუკეთესოები და დაურეკე ანესთეზეოლოგს მოვიდეს.ალექსანდრე წავიდა და ერთ უზარმაზარ სახლთან გაჩერდა,კართან დაცვა იდგა მაგრამ ის უპრობლემოდ გაატარეს და მას მაღალი,ჭაღარა მამაკაცი შეხვდა ღიმილით. -ალექსანდრე ქვრივიშვილი ჩემი საუკეთესო სტუდენტი და რადგან შენ აქ დღეს ჩემთან მოდი,გამოდის რომ ძალიან გაგიჭირდა ჩემო ბიჭო. -პროფესორო თქვენი დახმარება მჭირდება,დავიკარგე უთქვენოდ. -გისმენ, შვილო მე მზად ვარ დაგეხმარო. -მინდა საუბრის დაწყებამდე ეს ფოტოები ნახო,გამოსავალს ვეძებ პროფესორო და თითქმის ვიპოვე კიდეც,მაგრამ დიდ რისკზე მიწევს წასვლა და შედეგი არ ვიცი რა იქნება. პროფესორმა ფოტოებს ერთი გადავლებით გადაავლო თვალი და ალექსანდრეს შეხედა. -აუცილებელია ამ ოპერაციის გაკეთება? -ვიცი რომ შესაძლებელია ცუდად დასრულდეს ყველაფერი,შეიძლება სულ ტყუილად გვეშინია ეს მხოლოდ ღმერთმა იცის,მაგრამ პაციენტის მამა გაუწონასწორებელი პიროვნებაა და ჩემი შვილის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებ. -გასაგებია,ალექს შენ კარგად იცი მე ლიცენზია როგორ და რატომ ჩამომართვეს.მინდა გითხრა,რომ იგივე მდგომარეობაში ხარ და იგივე შეცდომა არ დაუშვა რა შეცდომაც მე დავუშვი.ყველა საბუთზე ხელი მოაწეროს პაციენტის მშობლებმა,თავი არ დაიღუპო შვილო. -ეს რა თქმა უნდა გათვალისწინებული მაქვს,მაგრამ ლიცენზიის ჩამორთმევა არ ნიშნავს იმას რომ ცოდნა რომელიც გაქვთ ისიც თან წაიღეს,მას ვერავინ ვერ წაგართმევთ პროფესორო და გთხოვ რამე მითხარით,გზა მიჩვენე რა გავაკეთო.პროფესორმა ალექსანდრეს სასოწარკვეთილ სახეს შეხედა და უთხრა. -პირველად გხედავ ასეთ აფორიაქებულს.ფოტოები მაგიდაზე გაშალა და კიდევ მეტი ყურადღებით დააკვირდა,რამდენიმე წუთმა გასტანა სიჩუმეში,სათვალე მოიხსნა კონიაკი ჭიქაში ჩაისხა და ალექსანდრეს შეხედა. -შენი გამოგზავნილი კონიაკი ჯერ კიდევ მაქვს,მაგრამ რაც შეეხება ამ ფოტოებს უნდა გითხრა რომ პაციენტთან სიკვდილი ესკადრონით მოდის,მაგრამ რისკზე თუ წავალთ ცხოვრებაც რისკია. -რას მირჩევ,შენ როგორ მოიქცეოდი. -მე მიყვარს სირთულეები და მიყვარს რისკზე წასვლა საიდანაც დამარცხებული არასოდეს გამოვსულვარ იმ შემთხვევის გარდა და ისიც არ იყო ჩემი ბრალი. -მეუბნები რისკზე წავიდე? -მოდი ასე მოვიქცეთ,წავიდეთ რისკზე და მე ვიდეო ზარით ვიქნები შენს გვერდით სხვაგვარად ვერ შევძლებ შენს დახმარებას ალექსანდრე. -ესე იგი რისკზე მივდივართ,მეც ასე ვფიქრობდი. -რისკის გარეშე არაფერია,მაგრამ როცა უკვე ჭრილობას გახსნი ფრთხილად უნდა იყო,ეს სიმსივნეა შვილო და მას წამონაზარდები აქვს ამიტომ ყველაფერი კარგად უნდა დაათვალიერო პატარა წამონაზარდიც არ უნდა გამოგრჩეს თორემ ის შეგიქმნის მერე დიდ პრობლემას. -კარგი,მადლობა და იმედი მაქვს უფალი არ გაგვწირავს. ალექსანდრე საავადმყოფოში დაბრუნდა თეთრი ხალათი ჩაიცვა და სათათბირო დარბაზში შევიდა სადაც მას უკვე ელოდებოდნენ. -გამარჯობათ,ყველამ კარგად ვიცით რატომ შევიკრიბეთ და ყველამ ერთად დავაკვირდეთ პაციენტის ფოტოებს და დასკვნაც ყველამ ერთად გამოვიტანოთ. -ექიმო ამ ფოტოებით ვფიქრობ და ყველას აზრი ასეთია,რომ არანაირი შანსი არ არის პაციენტის გადარჩენის,პირიქით ოპერაციის შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა გაუარესდება და მას დავკარგავთ. -ასეა,პაციენტის მდგომარეობა 50-50-ზეა,მაგრამ თუ რისკზე წავალთ? -სწორედ ესაა გასარკვევი,თუ რისკზე წავალთ უნდა გვახსოვდეთ როგორც სამყაროს გადარჩენა არ არის იოლი და ვცდილობთ გადავარჩინოთ კაცობრიობა გადაშენებისგან,წარმოვიდგინოთ რომ იგივე მდგომარეობაში ვართ და ჩვენ ექიმები ვართ,ჩვენი ვალიც ხომ ესაა ყველაფერი გავაკეთოთ პაციენტის გადასარჩენად და ვიყოთ ყველაზე უკეთესები. -წავიდეთ რისკზე ექიმო და მივანდოთ ჩვენი ბედი უფალს. -მაშინ ნუ დაველოდებით ხვალინდელ დღეს და ყველაზე მძიმე დღე გვაქვს დღეს,მოვამზადოთ პაციენტი ოპერაციისათვის და ექიმო ლილე ყველა საბუთი ჩემთან შემოიტანეთ.ალექსანდრე იდევ ერთხელ შეხვდა პაციენტის მამას და უთხრა. -თქვენი მოთხოვნით ვაკეთებთ ოპერაციას,ჩვენ ძალიან რთული ოპერაციის წინაშე ვდგებით და თწქვენგან მხოლოდ ერთს ვითხოვ. -გისმენთ ექიმო. -შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ხმაურის გარეშე დაველოდოთ ოპერაციის დასრულებას ბოლო წუთამდე და გაფრთხილებთ,თუ რამე უჩვეულო შევნიშნე ვხურავ ოპერაციას.ახლა კი ამ საბუთებს მოაწერეთ ხელი,რომ ჩვენც მშვიდად ვიყოთ რადგან ჩვენ ამ ოპერაციით რისკის ქვეშ ვაყენებთ ჩვენს საქმეს და კარიერას.საავადმყოფოში უამრავი ხალხი ირეოდა,რთული დღე იყო ყველასთვის და ყველა ნერვიულობდა რადგან საბოლოო შედეგი არავინ არ იცოდა.პაციენტი საოპერაციოში გაიყვანეს და ალექსანდრე ისევ ისეთი ცივი და შეუვალი გახდა,ვიდეო ზარით პროფესორს დაურეკა და ოპერაცია მასთან ერთად დაიწყო. -დაფიქრდი ალექს და არ იჩქარო,ემოციებს არ აყვე.მე გიყურებ და როცა შემეკითხები გიპასუხებ.ალექსი მუშაობდა,ჭრილობას გამადიდებლით დასჩერებოდა და სისხლში იყო ამოსვრილი,მოულოდნელად გაჩერდა და თქვა. -სისხლდენა დაიწყო,ვერ ვხედავ სისხლი საიდან მოდის. -სადღაც კაპილარი გაწყდა და უნდა იპოვი,პანიკა არ არის საჭირო. -ამოწმინდეთ რომ შევხედო საიდან მოდის სისხლი,სისხლდენა უნდა შევაჩეროთ. -რაღაც არასწორად გააკეთე,ალექს მხოლოდ იმ ადგილზე იფიქრე სადაც სიმსივნე უნდა ამოჭრა და კარგად დაკვირვების შემდეგ მიხვდები სისხლდენა რატომ დაიწყო. -მივხვდი პროფესორო.სიმსივნე ამოვჭერი,მაგრამ მის გვერდით სულ სხვა წამონაზარდია და როგორც მითხარი ეს ფოტოში არ ჩანდა. -გამოდის კარგია სისხლდენა რომ დაიწყო,სწორედ ამ სისხლდენამ გვაპოვნინა ეს ახალი წამონაზარდი.სიმსივნე ხომ სარეველასავით არის და ის სწრაფად ედება ორგანოებს,დამშვიდდი და დაისვენე გონებაში კიდევ ერთხელ გადახედე ახლა რა უნდა გააკეთო.მე აქამდე მოგყევი,ახლა კი დაგტოვებ ვიცი რომ უჩემოდაც კარგად გაართმევ თავს.პროფესორმა ვიდეო ზარი გათიშა,ალექსანდრეს ოფლი მოწმინდეს და ისევ შემართებით გადახედა კოლეგებს. -გავაგრძელოთ,წნევა გავაკონტროლოთ. -კარგია ექიმო წნევა. -პიცენტი მომაწოდეთ და პაციენტის გული როგორ მდგომარეობაშია. -კარგად არის ექიმო,შეგვიძლია გავაგრძელოთ.ალექსანდრეს ეგონა რამდენიმე წუთი მდუმარედ იდგა,მაგრამ ეს რამდენიმე წუთი გარეთ მომლოდინეთათვის ექვსი საათი გაგრძელდა და როგორც იქნა დაღლილი,მაგრამ ბედნიერი შეძახილიც გაისმა. -დასრულდა,ყველაფერი დავასრულეთ და ახლა მხოლოდ ლოდინი დაგვრჩა.დაღლილი გამოვიდა საოპერაციოდან და მასთან რამოდენიმე ადამიანმა ერთდროულად დაუსვა კითხვა. -ექიმო როგორაა,ოპერაციამ როგორ ჩაიარა. -როგორც იცით რისკზე წავედით და ეს კი თქვენი კატეგორიული მოთხოვნით მოხდა. -ახლა რას უნდა ველოდოთ ექიმო. -სიმსივნე ამოვჭერით,მაგრამ იქ სულ სხვა რამ დაგვხვდა მეტასტაზებს ბარტი ჰყავდათ და ეს სულ ახალი წამონაზარდი იყო,ისიც ამოვჭერით.ჩვენ სიმსივნის კვალი გავაქრეთ,საბოლოო შედეგი 24 საათის შემდეგ გვექნება როცა პაციენტი გაიღვიძებს თუმცა არ ვიცით რა იქნება ოპერაციის შემდეგ ეს თავშიდაც გითხარით. -დაველოდოთ ექიმო,ყველამ ერთად დაველოდოთ გული მიგრძნობს რომ ყველაფერი კარგად იქნება. -ნუ ვიფიქრებთ ცუდზე,ვიფიქროთ კარგზე.რამდენიმე დღე ალექსანდრე თავის თავს არ ჰგავდა,24 საათის გასვლის შემდეგ ეგონმა ამოისუნთქებდა,მაგრამ პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა და დამძიმდა მას გული გაუჩერდა.ყველა რეამინაციულ განყოფილებაში გარბოდა,მაგრამ უკან არავინ ბრუნდებოდა. -რაღაც მოხდა,ცუდად არის და არავინ არაფერს ამბობს. -გვითხარით რა მოხდა,რატომ გარბიხართ ექთანო. -ექიმი თავად გეტყვით ბატონო ახლა კი გთხოვთ გზა დამითმეთ.ლილე,ალექსანდრე და რომა პაციენტს თავს დასტრიალებდა,მაგრამ აპარატმა საზარლად აწრიპინდა და გულის მუშაობა სწორი ხაზებით დაასრულა,რომამ ალექსანდრეს მხარზე ხელი დაადო და უთხრა. -ჩვენ ველოდით ამ შედეგს ალექ და ვიცოდით ეს ასე მოხდებოდა. -არა,არა,არა მან უნდა იცოცხლოს.აღრიალდა ალექსანდრე მაგრამ რომამ პაციენტს თეთრი ზეწარი გადააფარა და ექთანს უთხრა. -ჩაინიშნეთ გარდაცვალების დრო.ყველამ გავიდა და ლილე დარჩა,მოულოდნნელად მძიმე ნაბიჯებით მივიდა აპარატის გამოსართავად,რომ აპარატმა დაიწრიპინა და გულმა მუშაობა განაახლა,ლილე შებრუნდა და პაციენტს დააკვირდა,შემდეგ კი მთელი ხმით იყვირა. -ალექსანდრეეეე....................... რომამ და ალექსანდრემ ერთმანეთს გადახედეს და პაციენტთან დაბრუნდნენ. -რა მოხდა,ლილე რატომ ყვირი. -ის ცოცხალია,მისი გული მუშაობს.გაოცებული უცქერდნენ ხან პაციენტს და ხან სასუნთქ აპარატს და პაციენტი მათ უღიმოდა,თითქოს ის ახლახანს დაიბადა და არაფერი ტკივილი არ გაევლო. -როგორ ხარ,გრძნობ ტკივილს? შენ ურთულესი ოპერაცია გადაიტანე,ასეთ შედეგს არ ველოდით ჩემო ლამაზო. -კარგად ვარ ექიმო,ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ტყუილად ვწევარ. -რომ დავრწმუნდეთ შენს კარგად ყოფნაში,მოდი სისხლის ანალიზი ავიღოთ ეს საჭირო და აუცილებელი პროცედურა გავიაროთ და შემდეგ გადაგყვანთ პალატაში.როგორც ექიმი არა,როგორც ადამიანი მიხარია თავს კარგად რომ გრძნობ.ალექსანდრე,ლილე და რომა ერთმანეთს გადაეხვია და გამარჯვება მიულოცეს ერთმანეთს ისინი ხომ ასეთ შედეგს არ ელოდებოდნენ.როგორც იქნა ყველა საჭირო ანალიზის პასუხი ხელთ ჰქონდათ,მაგრამ ვერ ხსნიდა. -შენ ნახე? შეეკითხა ლილეს და სიგარეტი ორ თითს შუა დაიჭირა,ლილემ გაოცებულმა შეხედა და შეეკითხა. -სიგარეტს ეწევი? -არა,ეს უჩვეულო ჩვევა შენი წყალობით დავიწყე წლების წინ. ისევ წაკბინა ლილეს და კონვერტს მიუბრუნდა,გახსნა კონვერტი და ისინი რამდენიმე წამი ერთმანეთს თვალებში უცქერდნენ. -რა მოხდება რომ ისევ ცუდი პასუხები იყოს ლილე. -არ ვიცი,მართლა არ ვიცი რა მოხდება.ალექსანდრემ ფურცელი გაშალა და რამდენჯერმე გადაიკითხა,ფეხზე ადგა და ლილეს ხელი მოხვია მისკენ მიიზიდა და გულში ჩაიკრა.ისინი ასე იყვნენ ერთმანეთზე ჩაკრულები რომა რომ შევიდა კაბინეტში და გაოცებული უცქერდა მათ,ლილეს კი ეს დუმილი უკვე ცუდად ხდიდა და ხმის კანკალით უთხრა ალექსანდრეს. -ისევ ცუდი პასუხებია და ისევ რთულადაა ყველაფერი.ალექსანდრემ ღიმილით შეხედა და უთხრა. -წავიდეთ,დროა სამივემ მოვინახულოთ პაციენტი.ლილეს ცრემლი მოერია სიხარულისგან და მათ უკან გაყვა,პაციენტი ახალი გაღვიძებული იყო და მამას ღიმილით უსმენდა რომელიც დიდი ენთუზიაზმით და ემოციებით უყვებოდა რაღაცას,მაგამ მან ექიმები რომ დაინახა შეეშინდა და გაჩუმდა. -ექიმო ყველაფერმა ჩაიარა,თუ........................ -დამშვიდდით,თქვენი კარგად ყოფნის იმედი ხელთ მაქვს და მინდა მოგილოცოთ ყველაფერი კარგად დასრულდა,მინდა გითხრათ რომ ეს სასწაულია და ამიერიდან მეც დავიჯერებ რომ სასწაულები მართლაც არსებობს. -გინდათ მითხრათ რომ მე უკვე შემიძლია წავიდე? ალექსანდრემ ლილეს მხარზე დაადო ხელი და პაციენტთან მივიდა. -თქვენ ყველაფერი შეგიძლია,ანალიზები რომელიც მე ხელთ მაქვს თავად ამბობს რომ აქ შენი ყოფნის დრო ამოიწურა,მხოლოდ ერთი რამ არ უნდა დავივიწყოთ პირველ ეტაპზე ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ ჩავიტარებთ ყველა საჭირო პროცედურებს,შემდეგ ყოველ ექვს თვეში და ასე ნელა-ნელა დავემშვიდობებით ერთმანეთს.სიჩუმე,მხოლოდ პაციენტის ჩუმი ქვითინი ესმოდათ.მამაკაცი ფეხზე წამოდგა ალექსანდრეს წინ დადგა ,მან ცრემლნარევი თვალებით შეხედა ექიმებს და აკანკალებული ხმით თქვა. -1460 დღე,208 კვირა,48 თვე და ეს ყველა ერთად 4 წელია ექიმო.სად არ მყავდა ჩემი შვილი,ფულს არც ვითვლიდი ისე ვიხდიდი ყველაფერში,რამდენჯერ გადაძვრა თმა თავზე ამას ალბად ვერც დავითვლით,მაგრამ ის მაინც ვერ განკურნა ვერცერთმა ექიმმა.მე ერთი შვილი სწორედ ამ ავადმყოფობით დავკარგე როგორც ქეთის ჰქონდა,მას ვერ ვუშველე,ის არ განიკურნა და ქეთის დაბადებამდე დაგვტოვა ჩემმა ბიჭმა,ჩემი ცოლი ქეთიზე იყო ორსულად,ქეთი დაიბადა და ის სულ პატარა დამრჩა,ჩემი ცოლი კი შვილის დარდს გადაყვა.მათი გარდაცვალებიდან დღე და დღე,თვე და თვე,წლიდან წლამდე ვტიროდი რადგან ჩემთვის ორი საყვარელი ადამიანის დაკარგვა ძალიან მძიმე იყო.მაპატიეთ შვილებო რომ უხეშად მოვიქეცი,მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა და ეს იყო ჩემი ბოლო შანსი. -ბოლო და უკანასკნელი შანსი,მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა.ვაღიარებ თქვენი დაჯინებული მოთხოვნა რომ არა ოპერაციას რაც ძალიან რთული გასაკეთებელი იყო არასოდეს დავთანხმდებოდი. -თქვენ თამამად შეგიძლიათ თქვათ რომ ექიმები ხართ და თქვენ შეგიძლიათ სიკვდილის დამარცხება,მითხრაით რა შემიძლია გავაკეთო თქვენთვის,შენი გოგონასათვის რომლის გამოც დიდ რისკზე წადი და თითქმის საკუთარი სიცოცხლე გასწირე მისი გადარჩენისთვის.ალექსანდრეს გაეცინა და ლილეს შეხედა,შემდეგ კი მამაკაცს მიუბრუნდა. -ჩვენთვის ექიმებისთვის თქვენში აფეთქებული ბედნიერებაც საკმარისია და რაც მთავარია,ეს გულიდან წამოსული მადლიერება. -ყოველთვის მექნება დრო თქვენთვის,ექიმო თქვენ შვილი მაჩუქეთ ეს საჩუქარი ჩემთვის ფასდაუდებელი და უძვირფასესია.ყველაზე ძვირფასი ვინც გამაჩნია ჩემს გარშემო.ალექსანდრემ ღიმილით შეხედა მომღიმარ პაციენტს და შემდეგ ბედნიერ მამას შეხედა. -ჩათვალეთ რომ ჩვენ დრო დავამარცხეთ,ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ. -როდის შეგვიძლია წასვლა ექიმო. -თქვენ ხვალ გაგწერთ,შეგიძლიათ ხვალ წახვიდეთ.ბედნიერები და კმაყოფილები დაბრუნდნენ კაბინეტში და რომას უთხრა. -ვფიქრობ დავიმსახურე დასვენება. -არა,არ დაგიმსახურებია.ალექსანდრემ გაოცებულმა შეხედა რომას და უთხრა. -შეგიძლია ამიხსნა რატომ? -თქვენ ორივემ დაიმსახურეთ დასვენება და შეგიძლიათ დროებით გაერიდოთ აქაურ გარემოს და თან ძალიან ბევრი დაგიგროვდათ სალაპარაკო. -მე ჩემი სათქმელი ერთი კვირის წინ ვუთხარი და ვფიქრობ არ დაგავიწყდებოდა მე მხოლოდ ერთხელ ვამბობ სათქმელს და ჩემი სიტყვის შემდეგ ველოდები. -რა უთხარი,ინდიელები შეგჭამსო და შეაშინე? ან რა შედეგს ელოდები ალექს. -რამდენიმე დღეში დავბრუნდები და მაგ კითხვაზე პასუხს შემდეგ გაგცემ როცა დავბრუნდები. -უკაცრავად,ექიმო ალექსანდრე შეიძლება? -შემოდი ანნა ხელმოსაწერი საბუთები რომა ექიმს გადაეცი,რადგან რამდენიმე დღე არ ვიქნები და ის უხელმძღვანელებს კლინიკას. -არა ექიმო,ხელმოსაწერი არაფერია თქვენ ერთი მამაკაცი გკითხულობს და მთხოვა გადმომეცა რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ აქვს სათქმელი. -არ თქვა ვინ არის? -არა,თქვა რომ თქვენთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.ალექსანდრემ გაოცებულმა შეხედა რომას და უთხრა. -გადი ნახე ვინ არის,თუ................. -გავიგე,თუ ცოტნე ან ლაშაა გეფიცები მე თავად გავუსწორდები ორივეს.რომამ თვალი ჩაუკრა ალექსანდრეს და კაბინეტი დატოვა,ხელში საქაღალდე ეჭირა და გაოცებული მიუახლოვდა უცნობ მამაკაცს. -თქვენ ითხოვეთ ბატომ ალექსანდრესთნ შეხვედრა? -დიახ,ალექსანდრეს უნდა შევხვდე შვილო ეს ძალიან მნიშვნელოვანია,ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და უნდა ვნახო. -მომისმინეთ ბატონო..................... -ნოდარ ერგემლიძე ალექსანდრე მიცნობს, ცხონებული მამამისის არჩილის მეგობარი ვარ. -მამამისის მეგობარი ხართ? -დიახ შვილო და თუ ვერ ვნახავ მას აი ამ წერილს დაგიტოვებ და მას გადაეცი,თავად გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს. -ეს ვისი წერილია. -ეს მამამისის წერილია,მან დამიტოვა და როცა საჭიროება მოითხოვდა ის ალექსანდრესთვის გადამეცა,ეს დრო ახლა დადგა. -წამობრძანდით და თავად გადაეცით.ალექსანდრემ გაოცებულმა შეხედა თავის კაბინეტში გაფითრებულ რომას უცხო მამაკაცთან ერთად და ფეხზე წამოდგა. -ალექსანდრე ბატონს სერიოზულ თემაზე უნდა დაგელაპარაკოს,მოუსმინე მას. -რა თქმა უნდა დაბრძანდით და გისმენთ. -ალექსანდრე შვილო მე მამას მეგობარი ვარ,ამ წერილს სათუთად ვინახავ წლებია და მოვიდა დრო გადმოგცე. -გამახსენდით,მე თქვენ მახსოვხართ ჩვენთან დადიოდით სახლში. -კი ასეა და როცა არჩილი გარდაიცვალა მე უნდა წამეყვანე შვილო,მაგრამ არ დამანება შენი თავი ბიძიამ და ბიცოლამ. -მე ერთი წელი ვიყავი მათთან და მივხვდი რომ მათ ჩვენი სახლი და მამას შრომით მოპოვებული ქონება უნდოდა.მაინც მოასწრო ერთი ბინის გადაფორმება,რომ მოვინდომო ახლაც წავართმევ მაგრამ იყოს,ავადმყოფი შვილიშვილი ყავს.რაც სხვისთვის უნდოდა ის თავად არგუნა უფალმა,მას მამასი ყოველთვის შურდა. -მიხარია რომ ასეთი წარმატებული ხარ,მამაშენი იქაც ამაყია შენით,მაგრამ მე რაღაც მინდა გადმოგცე რაც მამამ დამიტოვა. -რა უნდა გადმომცეთ,14 წლის ვიყავი მამა რომ გარდაიცვალა და რა არის ასეთი მნიშვნელოვანი. -გავიდეთ და სადმე დავსხდეთ,თუ აქ ვისაუბროთ. -მაპატიეთ, არ გამოვირჩევი დიდი მოთმინებით და გთხოვ სათქმელი ბოლომდე მითხარით,რა არის თქვენი მოსვლის მიზეზი რასაც ძალიან მნიშვნელოვნად თვლით. -ძალიან მიჭირს შვილო,მაგრამ ყურადღებით მომისმინე.შენ 14 წლის მოზარდი იყავი როცა არჩილი მოულოდნელად გარდაიცვალა,ჩვენ გვეგონა მისი სიკვდილი მოულოდნელი და უეცარი,მაგრამ ის თურმე წლების განმავლობაში ავადმყოფობდა და არავისთან დასცდენია მისი მდგომარეობის შესახებ მით უმეტეს შენთან. -ავადმყოფობდა? რა ჭირდა მამას,მე არაფერი არ ვიცოდი. -მას სიმსივნე ჰქონდა კუჭზე და ის შენი ჯავრით წავიდა იმ ქვეყნად შვილო,რომ შენ არავინ არ გყავდა გვერდით.როცა ბიძაშენმა უარი თქვა ჩემთან წამეყვანე მე საზღვარგარეთ წავედი და იქ წლები ვცხოვრობდი,ოჯახიც იქ მყავს. -მე მარტო გავიზარდე ძია სკოლის დირექტორის ზედამხედველობის ქვეშ,მაგრამ აქამდე მოვედი. -ეს არ ვიცოდი,ბიძაშენთან ვრეკავდი და შენს ამბებს დიდი ენთუზიაზმით მიყვებოდა,მან მითხრა რომ ექიმი ხარ და აქ შემეძლო შენი ნახვა.ასაკმა მიმტყუნა და დავბრუნდი,ისედაც ვაპირებდი შენს ნახვას,მაგრამ მოულოდნელი ზარი მქონდა თურქეთიდან. -თურქეთიდან? რა საერთო მაქვს მე თურქეთთან,ვერაფერი ვერ გავიგე. -შენ არ გაქვს საერთო,მამაშემს ჰქონდა საერთო თურქეთთან.უფრო დაიბნა ალექსანდრე და ნოდარს შეხედა. -ძია ნოდარ პირდაპირ მინდა სათქმელი მითხრა. -ალექსანდრე შენ 12 წლის იყავი როცა მამაშენი მამა მერედ გახდა,მას ქალიშვილი ყავს. -რააააააააააა,მე და მყავს და ის თურქეთში ცხოვრობს? -ასეა შვილო, შენ და გყავს და ის 21 წლის არის,მაგრამ მას შენი დახმარება სჭირდება.ის უშენოდ დაიღუპება.სულ დაიბნა და რამდენიმე წუთი ხმას ვერ იღებდა,ის მხოლოდ მის წინ მყოფ მოულოდნელ სტუმარს უცქერდა,რომელმაც მისი ცხოვრება სულ ერთ წუთში თავდაყირა დააყენა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.