ერთი ნახვით შეყვარების გჯერა?(თავი 3)
გამარჯობა ჩემო ძვირფასებო .. უღრმესი მადლობა ,რომ თქვენი რეაქცია ნათლად დამანახეთ ჩემს ისტორიასთან დაკავშირებით, ესეც მესამე თავი, მგონი მოგეწონებათ... მოემზადეთ : 1...... 2... 3.... დავიწყოთ... დავემშვიდობე ანუკას, იესეს ცხვირი ავუბზუე, რამიშვილს ხელი გავუქნიე -კარგად მეთქი და წავედი დასაძინებლად, ცოტა შემომაწვა მშობლებზე ფიქრი, მაგრამ მალევე მიმეძინა, ცხოვრებაში პირველად. გათენდა და არ დაიჯერებთ ოთახში რა სიტუაცია დამხვდა -უკაცრავად? -დილა მშვიდობის ანუკ -ემილია აქ რა ჯანდაბა გინდა , ჯერ არც კი ამოსულა ნორმალურად მზე -ნუ მეტლიკინები ძვირფასო, ადექი და დამეხმარე საჭმელი გავამზადოთ,დამიანე რამიშვილი სანამ გაიღვიძებს, უჰჰ რატკბილი ბიჭია, პირდაპირ ჩასაკბეჩი -ფუ ემილია რა,საიდან შემოხვედი ან რამიშვილი რა შუაშია? -კარი შენმა ანუკიტომ გამიღო და რამიშვილი შუაში კი არა თავშია,ერთი ორი დღე და დავითრევ მაგ ბიჭს და მერე ვიბანავებ დოლარებში -ახლავე გადი ჩემი ოთახიდან და რა ჯანდაბაც გინდა ის გააკეთე ,მე შემეშვი , ნუ გამიმწარებ დღეს- იმდენად გავბრაზდი ,რომ მინდოდა გამეგლიჯა შუაში ეს ძუკნა, მარტო ფულზე და ბიჭებზე ფიქრობს, ღმერთო როგორ მძულს, ვერასდროს ვიტანდი ამ გოგოს, ყოველთვის მჩაგრავდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც საკმაოდ შეძლებულები ვიყავით მას მაინც ბევრი ჰქონდა და უფრო მეტი სურდა, გათამამებული ბავშვივითაა, პროსტა ერთი განსხვავებაა:ვერც კი დავითვლი რამდენი ბიჭი გამოიცვალა , ვერც კი წარმოიდგენთ ყველა ბიჭს როგორ ეკეკლუცება და ეარშიყება, ეს უბრალოდ საზიზღრობაა.ახლა კი ჩემს დამიანე რამიშვილს დაადგა თვალი, არადა ეს ბიჭი ძალიან მომწონს , ისეთი თბილი ღიმილი აქვს , რომ იცინის ლოყები ეკეცება, რაც მაგიჟებს , ისეთი სექსუალურია და გამოხედვა? მანგრევს , გეფიცებით მანგრევს,ახლა მისი ერთი ღიმილი და სულ გადამავიწყდება ყველა პრობლება . და აი , ამასობაში სულ დამავიწყდა ამ ალქაჯის აქ ყოფნა , გამომაფხიზლა ფიქრებში წასული და -მომისმინე პატარა გოგო:ეგ ბიჭი ჩემი გახდება, თუმცა მოიცა ,გულში ხომ არ ჩაგივარდა ჰა ?რაო პატარა კონკია მოგეწონა პრინცი?არც კი იფიქრო ზედმეტები გასაგებია?იცოდე განანებ ― ისეთი თვალებით მიყურებდა ალბათ დანა რომ ჰქონოდა მესროდა, არც მე დავუთმე და კარგად მივასვი -გოგონი მისმინე: ფეხებზე დამიანე მოგწონს თუ არა , შენნაირ გომბიოს ზედაც არ შეხედავს.შეხედავს? ეგ კი არა არც კი შეეხება, ღმერთმა იცის რამდენის ხელში ხარ გამოვლილი, ასე რომ მოკეტე და დაახვიე ჩემი ოთახიდან ―ისე გავმწარდი , რომ ვერც მივხვდი როგორ ავუწიე ხმას და ჩემს ხმაზე ოთახში ანუკა და იესე შემოცვივდნენ -რა გაყვირებს გოგო გადაირიე?ჯერ არც კი გათენებულა -ხო და შენმა ,ემილიკომ’’ ტვინი გამიღიზიანა -იცი რას გეტყვი პატარა ბო...―არ დაამთავრებინა სიტყვა ანუკამ და მკლავში წვდა -ახლავე წადი ჩემი სახლიდან ან მე გაგაგდებ -ასე ხომ? კარგი !დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები კატერინა დადიანო!―მამის მკვლელივით შემომხედა და კიბისკენ დაიძრა -ღმერთო ჩემო ამის ატანა არ მაქვს და მომკალით -კატუშ რა უნდოდა -რა და შენი დამე ევასება , ხელში ჩამაგდებინეო -ბატონო? ―უეცრად რამიშვილი შემოვიდა და სიტყვის თქმაც კი ვეღარ შევძელი, წელს ზემოთ შიშველი იყო და მარჯვენა მხარეს მკერდზე რაღაც წარწერა ჰქონდა ამოსვირინგებული, ხოლო მარცხენა მკლავზე მანჟეტის მსგავსად სვირინგები. ენა ჩამეყლაპა , რამიშვილი კი მიყურებს როდის ვეტყვი რამეს, როდის ვუპასუხებ -ჰეი კაწი არ ამიხსნი ზუსტად რა გითხრა ჩემზე შენმა ნათესავმა? -ააა... ისა... რა მითხრა და მოეწონე და მალე ხელში ჩაგიგდებს -დაველოდები ― ისე დამაინტრიგებლად ჩაიცინა რომ რაღაც მომენტში ვიფიქრე , ამასაც მოწონს ეს გოგო მეთქი -კარგი რა... ეგ შიზოფრენიკი ხომ არააა , ან რა ხარ ასეთი ,რომ ააგდე ეს გოგო და აღარ ეცემა -მე ვიცი ეგ როგორც და რაზეც დაეცემა―ისეთმა შევხედე ,რომ ნამუსზე უნდა შემეგდო , რას ქვია რაზეც დაეცემა, მგონი შევცდი და ტყუილად მომწონს , ალბათ ვიღაც ბაბნიკია, ოხ კატერინა არასდროს გიმართლებს ,ჯობია მარტო იყო ასე არავინ გატკენს გულს.ოთახიდან გავიდნენ მე კი ამასობაში წამოვდექი საწოლიდან საღამურებში გამოწყობილი: შინდისფერი ტოპი და მისივე შორტი, ესენი საღამურებია ატლასის არის მგონი, უბრალოდ სახელი ვერ მოვუფიქრე , ხოდა ერთიც შემოისეირნა რამიშვილმა ჩემს ოთახში -ვაუ კაწ ეგ ფერი .. ძალიან ვნებიანია -ხო ფერი ნამდვილად -არ გაინძრე! -რა? რა მოხდა? -არ.. გა.. ინ..ძრე..―უეცრად შემომაბრუნა და გაქვავდა --რამიშვილი რა მოხდა ? მეტყვი? -შენი თმა ... ის ძალიან გრძელი და მშვენიერია -ღმერთო მე კი მეგონა ობობა დამდევს თქო და ლამის მოვკვდი, ხო ეს ჩემი თმაა გაიცანი, ჰო ის ძალიან გრძელია ახლა კი წადი უნდა გამოვიცვალო -რატომ მალავ თმას? -იმიტომ! -გთხოვ მხოლოდ დღეს .. არ დამალო თმა და ისე გქონდეს , როგორც ბუნებრივად არის, ძალიან გთხოვ, უბრალოდ მართლა მინდა , კარგი?―ისე სევდიანად და თან ტკბილად მთხოვა ,რომ არ ვიცოდი რა მეთქვა ,მინდოდა შევწინააღმდეგებოდი , მაგრამ გულმა უარი მითხრა -კარგი მხოლოდ დღეს, შენი ხათრით რამიშვილო -ყველაზე კარგი ხარ პატარავ― ტუჩებთან იმდენად ახლოს მაკოცა რომ თავი ვერ შევიკავე და მისი გასვლის თანავე საწოლზე დავეშვი , ეს იყო არვიცი რა იყო, ეს ბიჭი მჭირდება , თან როგორ, ემილია დადიანო მას რომ მიუახლოვდე და რამე გაბედო არ გაცოცხლებ , აგკუწავ.ვფიქრობ რომ ეს ბიჭი სადღაც მინახავს , თითქოს მეცნობა თან არ მეცობა , კაი რას ვბოდავ უნდა ავდგე .მოვწესრიგდი და კიბეზე დავეშვი, ყველაფერი გამზადებული ჰქონდათ თან ბავშვებიც მოსულან, შემოვუსხედით მაგიდას და ყველამ გაოცებულმა შემემხედა -კატუს? -თმა ხო? -აჰამ -უბრალოდ ასე მომინდა, რა იყო მეკრძალება?! -ნუ ბოდიალობ, მე ყოველთვის მომწონს ჩემი დის ულამაზესი თმა -მადლობა ესე . აბა დღეს რას ვშვებით -აგარაკზე მივდივართ დამესთან რაჭაში -აჰა აგარაკი კაია, კარგი . რამდენი ხნით? -სამი დღით -მშვენიერი ვჭამეთ, მე როგორც ყოველთვის კიტრისა და პომიდვრის სალათა გადავძოვე , ძალიან უჭმელი ვარ, არაფერი მე არ მიყვარს , მოხარშული ხორცი და თევზი ხომ მითუმეტეს.ავლაგდით და მერე ჩავლაგდით.ბარგი მანქანებში მოვათავსეთ ე.ი ესე და ანუკა - ლანასა და ეკესთან ერთად ჩასხდნენ, ნია და ცოტნე- ნიკასა და თამთასთან , აი მე კი დამიანე რამიშვილთან ჩამსვეს, კი არ მომიწია ამათმა ჩამსვეს , კი არ ჩამსვეს ჩამტენეს! დავადექით რაჭის გზას -კაწ რატომღაც არ მოგეწონე ხომ? -რომ არ მომწონებოდი კი არ შეგისრულებდი თხოვნას―ჩავიბურტყუნე ისე , რომ ვერ გაეგო , მაგრამ მე ისეთი ბედიანი ვარ უეჭველი გაიგებდა -რაო პატარავ რა თქვი? -არაფერი და ჰო პატარა არ ვარ რამიშვილო -და ჰო რამიშვილო არ ვარ დამიანე მქვია -მე რაც მომწონს იმას დაგიძახებ! -ჯიუტო, კარგი როგორც ისურვებთ მის -ისე კითხვა მაქვს?―რაც უფრო ახლოდან ვაკვირდებოდი მით უფრო მეტად მეცნობოდა , ვეღარ მოვითმინე და მაინც ვკითხე -გამოუშვი აბა? -სადმე შევხვედრივართ ერთმანეთს? გარდა ჩემი სახლისა? -კი, ღრმა ბავშვობაში , დაახლოებით 10 წლის წინ -რა? მართლა? სად?ან როგორ? როდის? -მართლა გაინტერესებს? -კიკი მითხარი გთხოვ -და იქნებ გატყუებ? -კარგი რა.. იტყვი თუ არა? -კარგი ნუ ბრაზდები -გისმენ -11 წლის რომ გახდი პირველად მაშინ შეგხვდი, ძალიან ლამაზი ბავშვი იყავი, სახე ყოველთვის გიღიმოდა, აი შენი ღიმილი კი მე მაღიმებდა, იმ დღეს პატარა სათამაშო გაჩუქე ,რომელიც მე თვითონ გავაკეთე, ალბათ არ გემახსოვრება..―გავაწყვეტინე, რადგან გამახსენდა პატარა სათამაშო რომელიც ჩემი ძმის პირველმა მეგობარმა მაჩუქა,ხისგან გამოთლილი , ერთმანეთზე ნისკარტებით ,,მიწებებული’’ მტრედები -მოიცა მტრედები? -გახსოვს? -კი მაგრამ, ის ჩემი ძმის მეგობარმა მაჩუქა, მე და ის ძალიან კარგი ,, წყვილი’’ ვიყავით, ბავშვურად მიყვარდა, მასთან კარგად ვგრძნობდი თავს , მაგრამ მერე ხიდან ჩამოვარდა და მკლავი დაიზიანა , მას მერე მშობლებმა კალიფორნიაში წაიყვანეს და აღარც მინახავს. ის ბიჭი თუ შენ .. ის ბიჭი შენ იყავი? მას დამეს ვეძახდი.. ― ღმერთო ჩემო აი თურმე საიდან ეს ,,დამე’’ -არ მეგონა რომ გახსოვდი, არც ის მეგონა რომ ჩემი სათამაშო გახსოვდა -მახსოვდა? მე ის სულ თან დამაქვს― ჯიბიდან ცოტა მოძველებული ხის ნაკეთობა ამოვიღე და დამიანეს ვაჩვენე,უნდა გენახათ თვალები როგორ უბრწყინავდა, ეს უღრანი ტყესავით თვალები ახლა ოკეანის ფრად უელავდა -იცი როგორ გამახარე? არ მეგონა რომ შეინახავდი -იცი არასდროს დამვიწყებიხარ, ბევრჯერ მიფიქრია , რომ იესესთვის მეკითხა შენზე მაგრამ .. -მაგრამ პასუხის მოსმენის შეგეშინდა.. -კი , არ მინდოდა რამე ცუდი ეთქვა , ისეთი რომ გული მტკენოდა -ჩემი ეკატერინე დამიბრუნდა -ასე მხოლოდ დედა მეძახდა და .... შენც― ლოყაზე ხელი მომისვა და გამიღიმა , რამდენიმე წუთის შემდეგ სიმღერას ავუწიე , მეცნო და მეც ავუყევი - "Without Me – Halsey’’, ჩევიჭერი როლში და ვეღარც გავჩერდი, მიყურებდა რამიშვილიდა სიცილს ვერ იკავებდა , არადა ცუდად არ ვმღერი , არ გატყუბთ მართლა კარგი ხმა მაქვს , ჰოდა ამ ხმისა და ჩემი გრძნობების წყალობით ზედმეტად ხმამაღლა მომივიდა სიმღერა და ჰოპ მისამღერში -tell me how’s it feel sittin’ up there… -ჩემი ბულბული- აჭრიჭინდა დამიანე მეკი ჩემთვის ვაგრძელებიდი, ერთს ,მეორეს , მესამეს, და ა.შ სანამ არ მივაღწიეთ დანიშნულების ადგილას. გადმოვბარგდით, ისეთი სილამაზე იყო: ამწვანებული მინდორი რომლის შუა ნაწილში სახლი იდგა დიდი აივნით, გვერდით ხისგან ნაკეთი მაგიდა თავისი სკამებით , ისეთი განსხვავებული დიზაინით იყო რომ მეც მომინდა ერთი მასეთი, სახლის უკან საკმაო ფართობის ტყე იყო ,ნუ სადამდეც თვალი გაწვდა.შევედით სახლში იმაზე უფრო დიდი იყო ვიდრე გარედან ჩანდა , ბავშვებმა ნივთების ამოლაგება დაიწყეს მე კი დამიანესთან დამტოვეს, უფრო სწორად= ამჯერად მე დავრჩი, მინდოდა ბევრი გამეგო მასზე. გარეთ ვისხედით და ვსაუბრობდით იმ დროზე როცა ერთმანეთს ვიცნობდით, ვიხსენებდით ამბებს და ერთად ვიცინოდით, ისე მსიამოვნებდა ,რომ სხვაზე ვერაფერზზე ვფიქრობდი, ეს უბრალოდ შვება იყო, ვიგრძენი რომ ძველი გრძნობები ნელ-ნელა იღვიძებდნენ. დამიანე რამიშვილი: გამარჯობა მე დამიანე ვარ, 24 წლის ცნობილი ბიზნესმენის- ირაკლი რამიშვილის ერთადერთი მემკვიდრე, მამაჩემი 20 წლის ასაკიდან ამ საქმეშია და მეც ანალოგიურად მომიწია საქმის დაწყება და შემდგომ გაგრძელება ,თუმცა მანამდე იყო რაღაც რაღაცები :14 წლის ვიყავი რომ მშობლებმა ჩემი მეგობრის სახლში წამიყვანეს , მისი უმცროსი დის ეკატერინე დადიანის დაბადების დღეზე, მე არც კი ვიცოდი მას რა მოსწონდა , არ ვიცოდი რა მეჩუქებინა ,ხოდა ასე მოვიქეცი ვაჩუქე ჩემ მიერ გამოთლილი მტრედები, ეს ჩემი პირველი მცდელობა იყო და გამომივიდა , გადავწყვიტე ჩემი მეგობრის , იესეს დისთვის მეჩუქებინა რადგან ვფიქრობდი , რომ იესეს და ძალიან კარგი გოგო იქნებოდა. როცა ეკატერინე დავინახე თვალები გამიბრწყინდა მინდოდა , რომ უფრო ახლოს გამეცნო და ასეც მოხდა ძალიან დავახლოვდით , ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა სულ ერთად ვიყავით ხოლმე, მაგრამ ერთხელ ხიდან ჩამოვვარდი და ხელი იმდენად დავიზიანე ,რომ აქ ვერ შემინარჩუნებდნენ , წამიყვანეს კალიფორნიაში ისე,რომ ეკატერინეს ვერც დავემშვიდობე, გავიდა წლები იმდენად ცუდად მხდიდა ჩემი ჭრილობები ,რომ მინდოდა დამეფარა და სვირინგები გავიკეთე , ამას არ დავჯერდი და გერმანულად დავიწერე მკერდზე ,,მოგონებები არასდროს ქრება’’, მართლა მენატრებოდა ეკატერინე, ბევრჯერ იესეს ვეკითხებოდი როგორ იყო, ნაწყენი იყო თუ არა , რომ დაუმშვიდობებლად წავედი , მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, ზუსტად ამ პერიოდში იესემ დამირეკა და მისი ამბავი მახარა, მე კი იმდენად გამიხარდა ,რომ მაგ დღესვე წამოვედი საქართველოში, ალბათ მიხვდით უფრო ვის გამო გამიხარდა . ჩამოვედი და იესეს სახლში ულამაზესი , აწ უკვე გაზრდილი გოგო ეკატერინე დავინახე , ხელახლა შემიყვარდა ეს გოგონა, თუმცა ვერ მცნობდა იქამდე, სანამ რაჭის გზას დავადგებოდით. მინდა , რომ ეს გოგო ჩემი მეგზური გახდეს მაგრამ არ ვიცი რამდენად კარგად მიმიღებს, ეს ყველაფერი ძალიან მგრუზავს მაგრამ სხვა ხოდი არაა - თავი უნდა შევაყვარო. კატერინასთან: მე და რამიშვილმა ბევრი ვილაპარაკეთ ,ამასობაში კი ბავშვებს ოთახებიც კი შეურჩევიათ აი მე კი დავრჩი მშრალზე, ყველა ოთახი დაიკავეს და მხოლოდ ერთი დატოვეს ისიც დამიანეს ოთახი იყო -მოდი შენ ჩემს ოთახში დაიძინე მე რამეს ვიზამ -არა რა სისულელეა , ამას არ ვიზამ -ო ეკატერინე ხომ იცი ,რომ ვერაფერს გახდები ამათთან ასე რომ სხვა გზა არ გაქვს -კარგი მაგრამ შენ? -მე არ ვიცი , აი აქ დივანზე დავწვები - ო კაი რა... არა !იცი რა შენს ოთახში ორივე დავეტევით -დარწმუნებული ხარ? უხერხულად ხომ არ იქნები? -არა.. არამგონია.. ―ოთახში ავედით დიდი საწოლი და პატარა დივნები იდგა, კედელთან დიდი სარკე იყო და კარის გვერდით ოთახი, ალბათ სააბაზანო იქნებოდა , ოთახის მეორე კუთხეში იყო თაროები სადაც საკმაო რაოდენობის წიგნები იყო და ერთი ორი ფოტოც. -მე დივნებს მოვათავსებ და შენ საწოლზე დაიძინე -არა რამიშვილო , მანდ რანაირად მოთავსდები ორმეტრიანი კაცი? -აბა რა ვქნათ? -ორივენი დავეტევით საწოლზე... -დარწმუნებული ხარ ,რომ მასე ჯობს? -რა მნიშვნელობა აქვს , წავალ მოვწესრიგდები და დავწვები -კარგი , აი სააბაზანო მანდააა -მადლობა შევედი სააბაზანოში , ჩავიცვი საღამურები, მრცხვენოდა მის გვერდით დაწოლა მაგრამ რა გზა იყო, არ მინდოდა წელი სტკენოდა და რა მექნა უჰ. გამოვედი თუ არა სააბაზანოდან დამიანე უკვე საწოლში დამხვდა და ჩასძინებია, დაიღალა მგზავრობითაც და ჩემთან საუბრით მითუმეტეს , მეც დავწექი და მშვიდად დავხუჭე თვალები... 10:01 : ზუის ჩემი ტელეფონი, ახლა რა მოხდა ? წამოწევა მინდოდა მაგრამ რაღაც მძიმე წელს მიკავებდა, ოხ ღმერთო !ეს დამიანეს ხელია ...... ესეც მესამე თავი იმედია ძალიან დიდი და კონკრეტული არ გამომივიდა, დიდი იმედი მაქვს ,რომ თქვენს სიმპათიას დაიმსახურებს, ყველანაირად ვცდილობ გავითვალისწინო თქვენი რჩევები.კიდევ ერთხელ მადლობა , ველი თქვენს შეფასებებს <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.