ერთი ნახვით შეყვარების გჯერა?(თავი 4)
გამარჯობა ჩემო კარგებო .. უღრმესი მადლობა ,რომ კითხულობთ, აფასებთ და მოგწონთ ჩემი ისტრია, განსაკუთრებით მადლობა კრიტიკოსებს, თქვენ ნამდვილად დამანახეთ ჩემი შეცდომები .ყველანაირად ვცდილობ გამოვასწორო ახლა კი დავიწყოთ მეოთხე თავი იმედია მოგეწონებათ... მოემზადეთ : 1...... 2... 3.... დავიწყოთ... 10:01 : ზუის ჩემი ტელეფონი, ახლა რა მოხდა ? წამოწევა მინდოდა მაგრამ რაღაც მძიმე წელს მიკავებდა, ოხ ღმერთო !ეს დამიანეს ხელია , ყველანაირად ვეცადე მისი ხელისგან ისე გავთავისუფლებულიყავი, რომ არ გამეღვიძებინა , თუმცა არ გამომივიდა , შეხებისთანავე გაიღვიძა -დილამშვიდობის ეკატერინე -დილამშვიდობის რამიშვილო -აუ მაპატიე , ძილის კონტროლი არ გამომდის― ჩაიცინა და ხელი აწია ჩემი წელიდან -არაუშავს ,სამაგიოეროდ ტკბილად გეძინა ―ვეცადე მეც მეხუმრა მაგრამ ისეთი ტონით ვუთხარი , მიხვდა მართლა მასე რომ ვფიქრობდი -ვიცი ტკბილო― წამოდგა საჭოლიდან :ზემოდან შიშველი იყო , რა ტანი აქვს ,წარმომიდგენია რამდენი გოგო დასდევდა და ჰო ქვემოდან სპორტული შარვალი ეცვა , სააბაზანოში შევიდა და 5 წუთში უმკლვაო მაისურით და სხვა სპორტული შარვლით გამოვიდა, როგორ უხდება სპორტული სტილი ჩემს დამეს -ახლა შენი ჯერია , მოწესრიგდი -რა? ― იმდენად გართული ვიყავი მის სხეულზე ფიქრშ ,რომ ვერ გავიაზრე რა მკითხა -ეკატერინე რატომ დაიბენი? მოგწონს ჩემი იმიჯი? -ამ.. კი გიხდება სპორტული ფორმა -მადლობა და შეიძლება რაღაც გკითხო? -რატომაც არა -ისევ აპირებ თმა დამალო? -არ ვიცი, არ მინდა ხელი შემიშალოს ან რამე უცნაურობა გამოიწვიოს, ძალიან გღზელი თმა მაქვს და ხალხში გაკვირვებას გამოიწვევს ხომ ხვდები არა? -კი მაგრამ სხვისი აზრი რატომ გაინტერესებს?იცი როგორი მშვენიერი ხარ ?როგორი ბუნებრივი და ნამდვილი ხარ, ისეთი როგორსაც ბავშვობაში გხედავდი ― მისმა სიტყვებმა ცოტა დამასევდიანა, მაგრამ არ შევიმცნიე, დავთანხმდი რომ თმას აღარ დავმალავდი, რადგან გონებაში დამიჯდა რომ არ უნდა ვითვალისწინებდე ხალხის აზრს აი რაც შეეხება თმის სისუფთავეს , იმის ბედნიერება მაქვს , რომ სააბაზანოში ვინებივრო. -კარგი დამიანე ,მართალი ხარ -ჩემი ჭკვიანი გოგო, ძალიან გამახარე―ისევ ისე ტკბილად მაკოცა ლოყაზე და გავიდა ოთახიდან მგონი ეს ბიჭი მართლა შემიყვარდა, იცით როგორი თბილია ?ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს ის ბაბნიკი ნამდვილად არ არის, და მგონი რომ მასში სიმპათიას ვიწვევ, ნეტა თუ ვუყვარვარ? ან მოვწონვარ მაინც?ოხ ტვინი მეტკინა ამდენი ფიქრით ჯობს ჩავიცვა და ჩავიდე დაბლა თან მომშივდა. ჩავიცვი თეთრი ტოპი და შავი ფერის ჯინსის შორტი, ფეხზე კეტები ამოვიცვი , თმა ძლივს დავივარცხნე ,რომ დავიწყებდი თავიდან მუხლამდე ისე ჩავდიოდი ვიღაცას ეგონებოდა იოგის ვარჯიშებს აკეთებსო, მაგრამ არა მე თმას ვივარცხნი. წინიდან ავიწიე თმა და კოსის მსგავსი გავიკეთე დანარჩენი კი გაშლილი დავტოვე. ჩავედი კიბეზე და გულის შეტევა ლამის მივიღე -გამარჯობა კონკია -შენ აქ რას აკეთებ ემილია -ჩემს დამიანიკოს მარტო ხომ არ დავტოვებდი ― ნაგლურად მითხრა და დამიანეს გაუღიმა, მე საშინლად ავიჭერი , გავმწარდი და ნერვები დაწყვეტას მქონდა , იესეთან მივვარდი და ყვირილი დავუწყე -შენ რა მეღადავები იესე დადიანო?გუშინდელის შემდეგ როგორ შემოუშვით ეს სახლში?გინდათ გამაგიჟოთ ?ან შენ ბატონო დამიანე ?რომ გეკიტხათ იცოდა ბიჭმა ,,როგორ და რაზე ‘’ არა? -გოგონი ნუ წიკვინებ რა.. შენი ერთი ადგილის საქმე არაა მე აქ ვიქნები თუ არა გასაგებია? -ახლა ამას.. ― მივვარდი ემილიას და ერთი გემრიელად გავარტყი სახეში , ხელი მკრა და იატაკზე დავეცი მაგრამ ამან უფრო გამამწარა და თმაში ვწვდი , ისეთი გაბრაზებული ვიყავი რომ ლამის ქალა ავხადე, დამიანემ და იესემ დაგვიჭირეს , და გვაშველებდნენ -გააფრინეთ, დაეწყვეთ ეხლა ორივე , ეს დედა მოტყნული რას გიჟდებით, ან შენ რა ჩემი ფეხები გინდა აქ ?ტვინის ტყვნის მეტს არაფერს აკეთებ? რას შეეცი ამ დამიანეს არ უნდიხარ ამბიჭს და დაახვიე რა ტო ― იესეც გაბრაზდა და ტონს ვეღარ აკონტროლებდა, ვერც სიტყვებს -იცი რა ცოტა ნომალურად ისაუბრე, რამის თქმა რომ უნდოდეს თვითონ მეტყოდა დამიანიკო, ასე რომ ჩვენს საქმეში ნუ ერევით ― თმა გაისწორა და დამიანეს ტუჩებზე ეცა. გავქვავდი, ბინდი გადამეკრა გონებასა და თვალებზე , ლამის გოება დავკარგე .ერთადერთი რაც მახსოვს ისაა, რომ დამიანემ ხელი ჰკრა ემილიას მე კი კიბეზე ამოვირბინე,კარი დავკეტე და საწოლზე დავეცი.ღმერთო როგორ ვცდებოდი, დამიანეზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა და ის... მან საერთოდ არაფერი გააკეთა.. უბრალოდ უსმენდა იმ ძუკნას , ნაგავს , ბოზს მინდა რომ ჩაძაღლეს, ვერ ვიფიქრებდი რომ დამიანე ასეთი იყო, არადა მისი სიტყვებით მეგონა რომ ემილიას თავის ადგილს მიუჩენდა , ამ ფიქრებში ვერც კი ვამჩნევდი ცრემლებს, ვტიროდი.. ვტიროდი ბიჭის გამო, დამიანეს გამო ... ამ ბიჭმა თავი მართლაც შემაყვარა მაგრამ რატომ ღმერთო? ხომ შეიძლება ერთხელ მაინც ვიყო ბედნიერი? ხომ შეიძლება მეც მიხაროდეს რაღაც -კაწი კარი გამიღე გთხოვ ― დამიანეს ხმა იყო, არაფერი მითქვამ ჩუმად ვტიროდი -გთხოვ პატარავ გთხოვ, გამიღე კარი აგიხსნი ყველაფერს, გთხოვ ეკატერინე , გევედრები -დამანებე თავი შენი გოგო გელოდება წადი მასთან -კარგი გამიღე თორემ შემოვამტვრევ -დამანებე თავი გთხოვ―რაღაც საშინელი ხმა იყო და დამიანე ,,ჩვენს“ოთახში აღმოჩნდა, საკეტგატეხილი კარი ისევ დახურა და საწოლზე ჩამოჯდა -ხომ გთხოვე არა? -მთხოვე? რა მთხოვე დამიანე ?მართლა მეგონა რომ კარგი იყავი... იცი როგორ მინდოდა ,რომ ისეთი აღმოჩენილიყავი როგორც მე მახსოვდი?მაგრამ შენ .. არ ვიცი უბრალოდ დამანებე თავი ― ისევ ავქვითინდი და თავი ხელებში ჩავრგე , დამიანე მკლავში მწვდა და თავისკენ მიმიზიდა , ხელები მკლავებში ჩამჭიდა და საშინელი თვალებით შემომხედა -ეკატერინე დადიანო!არ გაქვს უფლება ჩემზე ასე იფიქრო გასაგებია?! აქ იმისთვის ჩამოვედი რომ შენი გული მომეგო , ჩემი პატარა გოგო დამებრუნებინა, მისთვის თავი შემეხსენებინა და შენ ჩემზე ათას სისულელეს ფიქრობ ― აღარ დავამთავრებინე საუბარი და ვცდილობდი თან ხელები გამეთავისუფლებინა თან დავლაპარაკებოდი, უფრო სწორე მისთვის მეყვირა -მართლა? ახლა მე მადანაშაულებ ? მე მივეცი კოცნის უფლება იმ ძუკნას? როგორი თავდაჯერებული იყო შენ კი ენაჩაგდებული იდექი და რა ?.. არაფერი მე მეტკინა გული, მე მეწყინა ეს ყველაფერი, შენ კი მე მადანაშაულებ -გეყოფა ეკატერინე გეყოფა, უკვე ნერვებს მიშლი , აღარ შემიძლია მოთმენა, ტავი შემაყვარე გესმის? ვეღარ ვძლებ -ხო? გაეთრიე ჩემი ოთახიდან და იფიქრე ვის უფრო სტკივა კარგი?! ვერ გიტან― ძლივს მოვასწარი რომ დამემთავრებინა წინადადება, დამიანე ტუჩებში მწვდა , თავს ვერ ვითავისუფლებდი იმდენად მიჭერდა, ჯერ ზედა ტუჩი შემდეგ ქვედა ასე გაუჩერებლად,ვგრძნობდი რომ აღარ შემეძლო წინააღმდეგობის გაწევა -ჩემი ხარ ეკატერინე დადიანო, მხოლოდ მე მეკუთვნი, დაიმახსოვრე:ჩემთვის მხოლოდ შენ არსებობ!იმ ბოზს კი მოვსვამ იქ სადაც საჭიროა.როგორ მოგივიდა აზრად ან როგორ გაბედე და მის გვერდით წარმომიდგინე ?! საერთოდ თუ ხვდები რამდენისაზეა გადამხტარი, რამდენზეა დამჯდარი და შენ იფიქრე რომ მეც სხვა ბიჭებს ვგავდი? შენ იფიქრე რომ მე დავადებდი ერთს და გავაჯმევინებდი ხო? ამისთვის მადლობა.ერთი რაღაც დაიმახსოვრე : ჩემს გულს მხოლოდ ერთი სჭირდება , ჩემს სხეულს მხოლოდ ერთი უნდა და ეგ ერთი შენ ხარ! რამდენიმე წამს თვალებში ვუყურებდი და ვეღარ მოვითმინე ამდენი , გავაწანი სილა და მთელი სიბრაზე ამოვანთხიე -ეს იმისთვის რომ ძალით მაკოცე! იცოდე არ გაპატიებ ამას , ილოცე რომ სიბრაზემ გადამიაროს და არ შეგიძულო დამიანე რამიშვილო, ილოცე! -აწი როცა მომინდება მაშინ დავაგემოვნებ შენს ტუჩებს -ეგ ერთი;მეორე - საპატიებელი არაფერი მჭირს ცოტა მაცადე და დაგანახებ ვინ უნდა ითხოვოს პატიება და მესამე - იცი რა პირველი ორიც საკმარისი იქნება შეთვის !―ისევ ცხოველურად მიმიზიდა და ტუჩები დამიკოცნა, ვერ ვუწევდი წინააღმდეგობას ,მგონი ხელებიც კი ჩამილურჯდა ისე მიჭერდა. შუბლი მომადო და -ჩემი ხარ ! გპირდები ჩემ გამო არასდროს იტირებ! ― ახლა კი ნაზად მაკოცა ჯერ ტუჩემში მერე შუბლზე და ოთახიდან გავიდა , გატეხილი კარი მოიხურა და კარის უკანა მხრიდან მომაძახა -პატარავ ერთი ნახვით შეყვარების გჯერა? მე არაფერი ვუთხარი , ალბათ მიხვდა რომ ხმას არ ამოვიღებდი და კიბეებზე დაეშვა, საფეხურების ხმით მივხვდი.შოკირებული და გულნატკენი ვიყავი ამ ყველაფრით არვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, რა მექნა, მე ხომ ის მართლა შემიყვარდა და როგორც ჩანს მასაც ვუყვარვარ , უბრალოდ პირდაპირ არ მითხრა მაგრამ ყველა მისი სიტყვა ამაზე მეტყველებდა. ძალიან ცუდად ვიყავი და ჩამეძინა . რომ გავიღვიძე პირდაპირ საათს დავხედე : 18:13- ამდენხანს როგორ მეძინა?ალბათ ძალიან გათიშული ვიყავი. ავდექი თმა შევისწორე და თმისსამაგრით უკან შევკარი,მივედი კართან და ის ისევ გატეხილი იყო, რატომღაც მინდოდა ყველაფერი ცუდი სიზმარი აღმოჩენილიყო მაგრამ ამ კარმა ყველაფერი ნათლად შემაგრძნობინა. ჩავდივარ კიბეზე და იესესა და ანუკას საუბარი მესმი,ჩავირბინე კიბეზე ,მაინტერესებდა რაზე საუბრობდნენ ,მისაღებში დამიანეს გარდა ყველა დამხვდა , რაღაც უცნაურად შემომხედეს -დამიანე სად არის?! -დამიანე არ არის... მეოთხე თავიც ასე დასრულდა მეგობრებო. ვიმედოვნებ ცუდი არ გამოვიდა . ალბათ მოგეწონებათ.შეაფასეთ და მითხარით რა შევცვალო წერის სტილში, რა გამოვასწორო, კიდევ რამე ხომ არ არის გასასწორებელი.უღრმესი მადლობა ყველას <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.