შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილი მილიონ დოლარად *3*

1-05-2020, 21:48
ავტორი Queenofmoon
ნანახია 4 126

ვერ ვხვდები,ნუთუ ეს ყველაფერი თვალთვალს მივაწერო?
ნიკაპი საგანგაშოდ ათრთოლებოდა,თმა ყურს უკან გადაეწია,ქარი რომ დაუმორჩილებლად უწეწავდა და კოპებშეკრული მიწებებოდა მზერით,მამაკაცის თვალებს.
- იღბლიანი დამთხვევების არ გჯერა?
ღიმილ მოუშორებლად უპასუხა მამაკაცმა,რომელიც მაშარელის ყოველ მოძრაობას შეისწავლიდა.
- იღბალი და თქვენ,არამგონია ერთმანეთთან იკვეთებოდეთ.
ოდნავ წინ წაწეულიყო ბარბარა და თითქმის ჩურჩულით მიეგო.
ირონია სახიდან ეწურებოდა,იმდენად უხუთავდა გულს მამაკაცთან სიახლოვე,მასთან საუბრისას,ყოველთვის ღიზიანდებოდა,ნუთუ ეს იყო მიზეზი იმისა,რაც მაშინ,იმ ინციდენტისას მომხდარიყო? თავადაც ვერ ხვდებოდა ამ ყველაფერს...გაურკვევლობაში ჩავარდნილი,სიბნელეში იკარგებოდა და კითხვაზე პასუხებს თავადაც ვერ სცემდა.
- ცუდია,არასწორ დროს და არასწორ ადგილას რომ შევხვდით ერთმანეთს,ამის გამო გძულვარ,მესმის.. მაგრამ იქნებ ოდნავი პატივისცემა მაინც გამოხატო ჩემდამი?
- როგორც ყოფილი მინისტრისადმი?
- თუნდაც..
ხელები გაშალა მამაკაცმა..გოგონასკენ თავადაც ახლოს მიიწია და ასევე პასუხად,ჩასჩურჩულა: მე ხომ ძალიან ბევრი რამ გავაკეთე იმ ქვეყნისთვის,რომელშიც ახლა შენ ცხოვრობ..რომელ კაფეშიც ახლა შენ მუშაობ და რამდენსაც გიხდიან..შენი მომავალი კარიერა,შენი შემოსავლები..ფაქტიურად შენი ცხოვრება..ხვდები,რომ ამაში დიდი წვლილი მიმიძღვის?
- ერთი კაპუჩინო,გასაგებია. სხვას ხომ არაფერს მიირთმევთ?
- დიდ ხანს ვერ გაქაჩავ სამსახურში,თუ ასე მოემსახურები ყველას.
- უკაცრავად?
- მე,ამერიკანო შეგიკვეთე,მაშკა..მაგრამ,თუ თვლი,რომ აქ უკეთეს კაპუჩინოს ამზადებენ,შენს გემოვნებას ვენდობი.
ბრაზისგან გაბერილი სწრაფად გაეცალა მაგიდასთან მჯდომ თაბაგირს,იდიოტურად კმაყოფილი ღიმილი რომ უმშვენებდა სახეს..
ყავის აპარატთან მდგომი,სტენდის მიღმა გაჰყურებდა მამაკაცს და აკვირდებოდა მანამ,სანამ ყავის ქაფი ბოლომდე არ ამოსულიყო აპარატიდან.
- აჰ! დავიწვი..ჯანდაბა შენს თავს!
სახე დაემანჭა და თითი ბაგეებს შორის მოიქცია.
ფართო ფინჯანში ჩამოასხა სურნელოვანი სითხე და მაგიდაზე ხმაურით დადო.
- გმადლობ.
- გემრიელად მიირთვით.

ღამით მოცულ თბილისს მოციმციმე ვარსკვლავების საბანი გადაჰფარვოდა,ნახევარმთვარე ჭაღივით ჩამოკიდებულიყო შუაგულში და გზებზე ჩაყოლილ ლამპიონებს ფორას აძლევდა,რომლის შუქს ცალკე მტკვარში მოლაპლაპე,ამღვრეული წყალი ირეკლავდა.
შედარებით მაღლობ ტერიტორიაზე,შუშის მინებისგან დაცობილი,ცისფრად მოელვარე ოფისი მოჩანდა,სადაც გარკვევით ჩანდა საქმეში ჩართული,მოფუსფუსე საქმიანი პირები. თაბაგირი ქალაქის ხედს გადაჰყურებდა ფეხზე მდგარი,ჯიბეებში ხელებჩაწყობილს,მჭიდროდ მომდგარი კოფტა მომხიბვლელად რომ გამოჰკვეთოდა კისერსა და მხრებზე,მამაკაცის ფონზე, მეტად გამოყვანილ ლამაზ საჯდომსაც ვერ დაუწუნებდა ვერავინ,რომლისაც ნებისმიერ ქალს შეშურდებოდა.კარზე ფრთხილი კაკუნით და ნახევარი ტანით შესულ ტატოს,ზურგით მდგარმა ხელით ანიშნა შესულიყო.
- რაო,ტატოჯან..რა ამბებია?
სიგარეტს წარბებშეჭმუხნულმა მოუკიდა და სანთებელა სრიალით მიაგდო გამჭვირვალე ჟურნალების მაგიდაზე.
- ნატალია გკითხულობდა..დედაშენთან იყო,სახლში.. მერე,იასონთან..აქაც იყო ამოსული,ვუთხარი არ ვიცი სად არის მეთქი,რაღაც ჩაიბურტყუნა,ცოფებს ყრიდა,ცოტახანში წავიდა კიდეც.
- ვახ..
სახეზე ხელები ჩამოისვა მამაკაცმა,ტყავის სავარძელს ხელებით დაეყრდნო და თავი ჩახარა.
- უბრალოდ,უნდა აუხსნა..უთხარი,რომ მორჩა..დამთავრდა ყველაფერი. საერთოდ არ გვაწყობს პრეზიდენტის შვილმა აქ იაროს უპარდონოდ..
- კარგი,მივხედავ მაგას ცალკე..შენ ის მითხარი,საწყობებზე ან სატვირთოებზე რა გაარკვიე?
ტატო ჯანაშიას კმაყოფილებით სავსე მზერამ და უცნაურად მოელვარე თვალებმა,ეჭვი დასძინა თაბაგირს,რომელიც სავარძელში ჩაესვენა და გამომცდელი მზერით ანიშნა,დაეწყო.
- აი..შეტყობინებები მივიღეთ დღეს,ჩვენი პარტნიორებისგან..სულ ორი მისამართია გამოგზავნილი,სადაც ჩვენთვის ძალიან,ძალიან საინტერესო რამეები ხდება..სენსორის მეშვეობით ჯანაშიამ რამოდენიმე გოგონას სურათი გადაწია,ერთი მეორის მიყოლებით.
- ვინ არიან?
- დაიკარგნენ.. ფა-ფუ! ვერ პოულობენ..თან იმასაც გეტყვი,სწორედ ისეთები იკარგებიან,ვისაც არავინ მიაკითხავს,ვინც სასწავლებლად მარტოა ჩამოსული,მშობლები ჰყავს დაღუპული,დაქცეული ოჯახი,ან მამა - ნარკომანი,დედა, - მეძავი..ხომ გესმის..
- გასაგებია...დღეს,გამთენიისას შეკრიბე ხალხი.
იარაღები,მანქანები,სმარტფონები,ხელსაწყოები..ყველაფერი,ნივთების აღსაკვეთად..აბსოლიტურად ყველა დეტალი გამზადებული უნდა იყოს.
- ბიჭები უკვე ემზადებიან,ყველაფერი წესრიგში იქნება,არ ინერვიულო მაგაზე.
- ძალიან კარგი.. და.კიდევ.. რა გაარკვიე,იმაზე,რაც დაგავალე?
ფართოდ გაეღიმა ჯანაშიას,პორტფოლიოდან რამოდენიმე თაბახის ფურცელი გადაარჩია და მაგიდაზე დაალაგა.
- ეს,მისი ორი დაქალია..ეს - თითი თაბახზე დადო, - ნინა ფურცელაძეა, ეს კი - მეგი,წკრიალაშვილი.აი ეს კი მისი სიყვარული..ნიკა,ყურაშვილი. ყველა ნიკუშათი იცნობს მთელ ჭავჭავაძეზე,გაეცინა მამაკაცს,ერთი გამო*ირებული,ავარდნილი ბავშვია რა..ამათთან ერთად ატარებს თავისუფალ დროს.
- რამდენი ხანია,ერთად არიან?
ხმა შეეცვალა თაბაგირს და ზიზღნარევი თვალებით დახედა ყურაშვილის ამოპრინტერებულ ფოტოს.
- სამი წელი და ნახევარი,პირველი კურსიდან ერთად არიან..დღეს მეორე კორპუსთან იდგნენ..რაღაცას დაძაბული უხსნიდა თავის გოგოს,მერე მანქანაში ჩაჯდა და მოხია..
დღეს თავის პატიოსან დაქალთან ერთად აპირებს ბარში წასვლას,პაემანზე უნდა გაჰყვეს,მკაცრი მშობლები ჰყავს - გაეცინა ჯანაშიას.
ისე,ლამაზია,ძალიან. მაშარელის ფოტოს კიდევ ერთხელ დახედა ტატომ,რომელსაც ეს უკანასკნელი ხელიდან გამოგლიჯა თაბაგირმა,მაგიდის უჯრაში ჩადო და სწრაფად დახურა,გასაღების ტრიალით.
- თუ სხვა აღარაფერია,წავალ..
- წადი. მხარზე ხელი ძლიერად შემოჰკრა დიმიტრიმ მეგობარს და თვალი გააყოლა მის ნაბიჯებს,აუღელვებლად რომ ტოვებდა კაბინეტს.
უჯრიდან ბარბარას ფოტო ამოიღო, ცალი ხელით კი,ორ თითს შორის მოქცეული,ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი დაეკავებინა.აკვირდებოდა მის სიცილს,ლოყებს შორის გაჩენილ ნაოჭს და გამოყვანილ,სავსე ტუჩებს,წაბლისფერ თმას,სურნელოვანს და ფაფუკს,რომელსაც თითქოს აქამდე შეხებია და შეუგრძვნია,უკოცნია იმ ალუბლის მომგვანო ტუჩებისთვის და კანისთვის,რომელიც ასეთი სუფთა და ნაზია.
- რატომ გიყვარს?
ხშირ წარბებს შორის პატარა ხაზი გაუჩნდა,ღრმად ჩაისუნთქა და მაგიდაზე ფრთხილად დადო სურათი..- რატომ,მაშკა? წვერზე ხელი ჩამოისვა და კვლავ ღამის წყვდიადს მიუბრუნდა,ჩახჩახა ლამპიონების ცეკვის თანხლებით..სამარადისო სიმყუდროვე კარების ძლიერ ხმაურს დაერღვია და არ ეცადათ მისთვის განმარტოვების სიამეს მისცემოდა.
ყოველგვარი ნებართვის გარეშე რომ შესულიყო ახალგზარდა ქალი,ქუსლების კაკუნით და გაყინული მზერით,რომელსაც უკან მდივანი გამოჰყოლოდა და ბოდიშების მოხდით დაეტოვებინა თაბაგირის კაბინეტი. ჩანთა მაგიდაზე უმისამართოდ მიეგდო,სავარძელში თავისუფლად მოკალათებულ მამაკაცს მიუახლოვდა,რომელსაც სახეზე ეუმოციობის ზეიმი გაემართა..ოდნავი ბრაზიც კი,მის მორიგ თავხედობაზე..ტყავის სავარძელს ხელით დაყრდნობოდა,მამაკაცის ჰალსტუხს ხელით წაეტანა და მისკენ ახლოს მიზიდვას ცდილობდა.
- რა ამბებს ხლართავ?არ გინდა გამარკვიო რა ჯანდაბა ხდება?
- რა გინდა,ლანა? რატომ ათამაშებ ასე შენს ლამაზ უკანალს?
გაშლილი ხელი წაეღო ქალის უკანალისკენ და ძლიერად მოეჭირა.
- ვინ არის ბარბარა?
მამაკაცს გაოცებისგან წარბები აეზიდა,ტუჩი სასაცილოდ გამოებრიცა და ღიმილით მოეშორებინა ქალი მის სიახლოვეს.
- აი მესმის,ამასობაში ჟურნალისტიც დამეხვეწა..ყოჩაღ,პატარავ..შენით ვამაყობ..
- ნუ მეთამაშები! თითი თვალწინ აუქნია და ქვედაბოლო შეისწორა,რომელიც მამაკაცს ზემოთ აექაჩა.
კარგი,პრეზიდენტის ვითომ ქალიშვილზე ვიცი,რატომ გაქვს ასეთი ურთიერთობა..პრემიერის ყოფილ ცოლზე,ან შენს მდივან თათიაზეც..შენი ყველა აღვირახსნილი ურთიერთობა ვიცი!!მაგრამ ეს გოგო ვინ არის,რატომ მიმალავ?!
ლამის ნაპერწკლები გადმოჰყოდა ცეცხლივით აგიზგიზებული თვალებიდან.
- არავინ.
- დიმიტრი.. ნუ მატყუებ,მითხარი ვინ არის?
- არავინ,არავინ არ არის,გესმის? კიდევ ერთხელ თუ მკითხავ,იცოდე ინანებ,ნუ გამომცდი..არ გირჩევ..და მეორე,კიდევ ერთხელ და ხაზგასმით გიმეორებ,მე შენ არაფერს არ გითანხმებ..შენთან არანაირი ვალდებულება არ მაკისრია და ეს კარგად იცი! სკანდალები და ისტერიკები არ მიყვარს,ამიტომ თუ არ გამოსწორდები,შენს ადგილს სხვა ჟურნალისტი დაიკავებს.
- ნამდვილი სატანა ხარ! საშინელი კაცი ხარ..საშინელი!!!
- მაგრამ,მაინც როგორ გინდივარ,ხოო? მაინც..სულ ჩემთან გინდა..
ხელებით თეძოებზე ჩააფრინდა და გახსნილ ბაგეებში მომთხოვნად დააცხრა.ხელები მაისურის ქვეშ შეეცურებინა,მუცლის მიმართულებით გაეკვალა გზა და ფეხებს შორის სველი წერტილისთვის აეთამაშა თითები.სავარძლიდან წამოეყენებინა,ქალიც მის მოძრაობებს აყოლილი მუხლებზე დამდგარიყო და მამაკაცის დაჟინებული მზერისთვის გაესწორებინა ვნებით მოცული თვალები.
- იცი,რაც მინდა..მიდი საყვარელო..თვალები ძლიერად დახუჭა და უფლება მისცა მოზღვავებულ ტალღებს ერთიანად ამოენთხია მისი სხეულიდან.

* * *

ანცად მოციმციმე,სხვადასხვა ფერის ნათურები ერთმანეთს წამში ენაცვლებოდნენ,მუსიკის ხმამაღალ ბასებს აყოლილები,მოცეკვავე წყვილების სახიდან დარბაზისკენ და დარბაზიდან,დიჯეისკენ დაქროდნენ.
ბარის დახლზე,მარილიანი ზღვისგან ნაბოძები ლურჯი მარგარიტა ჩაემწკრივებინა ბარმენს,რომელიც მუღამში შესული,ახალი კოქტეილის მზადებაში გართულიყო და მუსიკის ჰიტებს ჰყვებოდა.
გოგონების დანახვისას ივას წამში მზერა შეეცვალა,მაღალი სკამიდან წამოდგა და ფართო ღიმილით შეეგება მეგის,შემდეგ ბარბარას და ხელით ანიშნა,ადგილები დაეკავებინათ.
მეგის გვერდით დამშვენებულმა,გაყინულ ლოყაზე მიაკრო ტუჩები,ხელი წელის გარშემო გველივით შეუსრიალა და მისკენ მიიზიდა,რომელიც რაღაცას ეჩურჩულებოდა და პასუხად,მეგის ხმამამაღალ ხითხითს იწვევდა.
მაშარელი კი,როგორც მესამე ბორბალი,ისე ჩამომჯდარიყო მათგან ოდნავ მოშორებით,ყინულით სავსე სასმელში მოთავსებული საწრუპი ბაგეებში მოეთავსებინა და სპირტნარევი სითხე მხურვალედ მოდებოდა სხეულზე.
კუს ნაბიჯებივით გაეყოლებინა თვალები აჟიტირებული ახალგაზრდებისკენ,შემდეგ კვლავ თავისი მეგობრისკენ,რომლებიც მოურიდებლად უკოცნიდნენ ერთმანეთს ტუჩებს და ხელებს უმისამართოდ დაატარებდნენ სხეულებზე.
მზერა მათგან აერიდებინა,თმა მხრებს უკან გადაეწია და ახურებულ სახეზე მიეკრო ცივი სასმლის ჭიქა.
- შენ რატომ არ სვამ ბარბარა?
მოულოდნელად ჩაეკითხა ივა და მასზე მიკრულ მეგის ორი თითით მიეფერა ყვრიმალზე.
- ბარბარას არ უყვარს სასმელი. ხოო?
კვლავ ახითხითდა მეგი და გაკვირვებული მაშარელი ცოტა არ იყოს საგონებელში ჩავარდნილიყო,ერთ ჭიქა მარგარიტას როგორ შეეძლო ასე უგონოდ დაეთრო თავისი დაქალი.
- დალიე,ბარბარა.
ჭიქა გაუსრიალა ივამ გოგონას,რომელმაც კვლავ თავი გააქნია და მორიდებით უარჰყო შეთავაზებული.
მომენტალურად,ნიკუშაზე ფიქრებს მოეწყვიტა მაშარელი,ტელეფონი აეღო,სურდა მიეწერა სად იყო,თუმცა რა თქმა უნდა,ამის გაკეთებას აზრი არ ჰქონდა,მათ ხომ იჩხუბეს.
ასეთი იყო ბარბარა,შეეძლო საერთოდ დაევიწყებინა ჩხუბი,ბრაზი,კამათი,უცებ ისე შემკრალიყო მისი სხეული მონატრების თოკებისგან,იმდენად შებოჭილიყო,რომ სუნთქვის საშუალებაც არ მიეცა..გულს სტკენდა ის ფაქტი,რომ არ იყო თავისი სიყვარულის ცხოვრებაში პრიორიტეტული,მისი ადგილი ბოლოდან მეორე,ან მესამე რიგებში ყოფილიყო,სადაც მხოლოდ მაშინ სხდებიან,როცა წინა დაკავებულია.
ხატვის სურვილი ასეთ მომენტებში უფრო მეტად ეკარგებოდა,ხანდახან,პირიქით.
შეეძლო ღამეები გაეთენებინა და დაჭრილი გულით და შეწითლებული თვალებით გადაეტანა მოლბერტზე მისი ტკივილი და სევდა,ფუნჯი მის ცრემლებში ჩაეწო და ათას ფერებად გადაექცია. გულმა უცბად სწრაფად ძგერა დაუწყო,ვერ მიხვდა რატომ,თუმცა ნიკუშას გახსენებისას,დიმიტრი თაბაგირი შეიჭრა მის გონებაში უნებართვოდ,ხასიათი გაუფუჭდა,ინანა კიდეც,რომ ის საღებავები და ფუნჯები გამოართვა მამაკაცს.
აღიზიანებდა მისი გახსენება,რომელმაც დაისის ნახატი დააკარგვინა..ნახატი,რომელიც ყოველ დღე,ორ გაზაფხულს იხატებოდა,რომლის ფერების შერწყმას და იდეალური განათების გადმოცებას მზის ჩასვლის შემდეგ,სამას სამოცდახუთი დღე მოანდომა და მხოლოდ ერთი დღე დაჭირდა,მის გასაქრობად,ისე,თითქოს არც ეარსება.
სძულდა თაბაგირი,რომ ის დააკარგვინა,რაშიც მისი სული ჩაქსოვილიყო.
- ზედმეტად ფარფატაა..პეპელასავით მჩატე..და უმანკო,ასეთები ვერ გაგიქაჩავენ.
- ცდები,თან ძალიან მწარედ. სწორედ სიმშვიდეში იმალება ის ხმამაღალი აურზაური,რაც გგონია რომ წარმოუდგენელია..ამას უბრალოდ ერთი ცეცხლის აგიზგიზება არ ეყოფა..ვულკანიც მშვიდი ჩანს,სანამ ამოიფრქვევა,ლავას არ ამოუშვებს და ირგვლივ ყველაფერს ფერფლად აქცევს.
- შეშლილი ხარ..ნაძლევსაც კი დავდებ,რომ ცდები და უბრალოდ ამ გოგოზე გიდ*გება..ამიტომ ლაპარაკობ ამდენ სი**ბას.
სათვალთვალო კამერაში თვალი გაეყოლებინა მაშარელისთვის,რომელიც დაძაბული საუბრობდა ტელეფონზე,ცალი ხელით ყურზე დაცობილი,გარეთ მიდიოდა სწრაფი ნაბიჯით,რომ მუსიკის ხმამაღალ ნოტებს მოშორებოდა. აცრემლებულ თვალებს ხელის ზურგით იმშრალებდა და ცივ ჰაერს უშვებდა ფილტვებში.უნდოდა აქედან რაც შეიძლება მალე წასულიყო,თუმცა მეგის დაჰპირდა და პირობის დარღვევას ვერ გაუბედავდა მეგობარს.მოცეკვავე წყვილებში ცდილობდა გზის გაკვლევას და ხელს იფარებდა თვალებისკენ,აქეთ იქიდან მოციმციმე შუქურები რომ უმოწყალოდ იჭრებოდნენ მის სახეზე.
ბარის დახლთან ვერც ივას ხედავდა,ვერც მეგის. ტელეფონი ამოიღო სასწრაფოდ,ზარის გაშვებას შეეცადა,მაგრამ გამორთული ჰქონოდათ.სად ჯანდაბაში ხართ..ჩაიბურტყუნდა მაშარელმა,როცა ცხვირწინ აეტუზა ივა და წარბშეკრულმა,სასმლით სავსე ჭიქა ხმაურიანად გაასრიალა მაგიდაზე.
- მეგი სად არის?ასე უცებ სად გაუჩინარდით.
- მეგი?მითხრა,რომ შენთან ერთად გავიდოდა საპირფარეშოში.
უდარდელად მოიყუდა ბარმენის მიერ მოწოდებული სასმლის ახალი ჭიქა და ტანით სავსე,მოცეკვავე გოგონებისკენ გააცოცა მზერა.
- რაა?ჩემთან ერთად არ ყოფილა მეგი!მე აივანზე გავედი,ტელეფონზე დამირეკეს სამსახურიდან..შემოვტრიალდი და თქვენი ძებნა დავიწყე..კარგი,წავალ,შევამოწმებ.
- რატომ ნერვიულობ,ბარბი?ალბათ,როგორც თვითონ თქვა,საპირფარეშოშია,ამოვა,მოდი მანამდე დამშვიდდი და გვერდით მომიჯექი. ხელით სკამისკენ ანიშნა და თვალებში ჭინკები აუთამშდა.
- ვატყობ მეგი საერთოდ არ გადარდებს,ამას კი ასე პირდაპირ მაინც ნუ გამოხატავ,განსაკუთრებით ჩემთან!
თითი დაუქნია ცხვირწინ და კიბეები ჩაირბინა,საპირფარეშოს ყოველი კარი შეაღო,თუმცა არავინ დახვდა.განერვიულებული ყოველ წამს ტელეფონს ამოწმებდა და ცდილობდა ერთი ზარი მაინც გასულიყო მეგისთან,თუმცა უშედეგოდ.მის გარშემო,თითქოს,ყველაფერი ბუტაფორიული გამხდარიყო..ყურები დაგუბებოდა,წონასწორობის დაცვაც კი გაჭირვებოდა და კიბეებზე ასვლისას,კედელს ხელს ახმარდა,რომ არ წაქცეულიყო. შეძლებისდაგვარად გამოსულიყო შენობიდან,ტელეფონში აეკრიფა ნიკუშას ნომერი,ყვრიმალებში ჩადნობოდა თვალებიდან მჩქეფარედ გადმოსული ცრემლები,თუმცა,არსაიდან ყოფილიყო პასუხი,თითქოს სამყარო განგებ ექცეოდა ასე დაუნდობლად.
სად ხარ,ნიკუშა..სად..ტაქსს უმისამართოდ აუქნია ხელი და ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებისკენ აიღო გეზი.

ფუტკრის სკაში მოფუსფუსე მწერებს დამსგავსებოდნენ განყოფილებაში მომუშავე ფორმიანები. ტელეფონის ზარები,ოპერატორები,გაუთავებელი ქუსლების კაკუნი და კარიდან კარამდე გადამისამართებული ფაილები,რომლებიც ერთმანეთს აწვდიდნენ ინფორმაციებს.
მამაკაცმა ხელით ანიშნა შესულიყო დაკითხვის ოთახში,მხრებამდე აეკეცა კოფტის სახელოები და ცოტა არ იყოს,მასაც ეტყობოდა ანერვიულება.პლასტმასის ჭიქით სავსე წყალი გაუწოდა აკანკალებულ და გაფითრებულ მაშარელს,ორი წუთით რომ დაეტოვებინა კაბინეტი ბოდიშის მოხდით და მეორე ხაზზე მამაკაცის ნაცნობ ხმასაც მალევე გაეჟღერა.
- გისმენ
- ბარბარაა ჩემთან,მაშარელი!!
- რაა?
ტანით ლამის ტელეფონში გამომძვრალი სასწრაფოდ გადმოსულიყო მანქანიდან,კარები ხმაურიანად დაეკეტა და ადგილს ძლივს პოულობდა.
- რა ხდება? მანდ რა უნდა?
- თავისი დაქალი,მეგი..დაიკარგა. ბარში იყვნენ..
- ამის დედაც..ვიცი,რომ ბარში იყვნენ..მაგრამ როდის? როდის მოასწრო იმ გოგომ გაუჩინარება?იქნებ იმ სირ*ან ერთად დატყდა სადმე საჟ*მაოდ?
- საქმეც მაგაშია! იმ ტიპთან ერთად არ დამტყდარა..გუნდი გავგზავნე კამერების შესამოწმებლად,მომსახურე პერსონალის დასაკითხად..მოკლედ,ის ტიპი,ივა თუ ვინ ჩემი ფეხებია,იმასაც მალე მიაკითხავენ და აქ მოათრევენ..ნელნელა ყველაფერს გავიგებ და დაგირეკავ.
- მაშკა როგორ არის?
- ცუდად,ნერვიულობს..
- ფუ ამის..იასონ..მისი ნახვა მინდა..
- არც იფიქრო,დიმიტრი! ამით ჩვენი სხვა გეგმები ჩაიშლება,მე ბარბარას მივხედავ,არ ინერვიულო,ბიჭები წაიყვანენ სახლამდე,სანამ არ გამოკეთდება,აქ მეყოლება,შენ კი მიხედე იმ ოპერაციას,რასაც დღეს გამთენიისას გეგმავდით!
- დეტალურად შემატყობინე ყველაფერი. ხაზზე ვიქნები.

სანამ ჰორიზონტს ალიონი შემოეკვროდა,საათის ისრებიც თითქოს განგებ, ზოზინით გადაადგილდებოდნენ,ტორპედოზე თითების თამაშით ათვლილ რიცხვებს და გვერდით მჯდომ მამაკაცს მოლოდინის რეჟიმი ამოწურვოდათ.
ტელეფონის ეკრანებს გაფაციცებით უყურებდნენ.
ქვედა ტუჩის კვნეტით,თავის მოთოკვასაც ვერ აკონტროლებდა.
შეტყობინების ზარი აწკრიალდა.ტატომ სწრაფად გადასწია სენსორი და კმაყოფილი სახით ანიშნა მამაკაცს,რომ დრო იყო მოქმედების.
- ვიცოდი,რომ ჩვენს მხარეს დადგებოდა.
- ხომ ხვდები,რომ ახლა იმაზე მეტი შანსები გვაქვს,ვიდრე ეს თავად განგებამ გვიბოძა?გაიღიმე,მინისტრო..დაე იღბალი იყოს მუდამ ჩვენს მხარეს!
მანქანის ორივე კარი ერთდროულად გაღებულიყო,ორი მაღალი პიროვნება ჩუმი ნაბიჯით გაჰყოლოდა ვიწრო გზას,რომელიც თითქოს არა და არ მთავრდებოდა,ორიდე მეტრში კი,ათობით შეიარაღებული შემოხვეოდა ტერიტორიას გარშემო,
ხის კარი,ფეხის მირტყმით გაიღო.მტვერი დიფუზიასავით გაშლილიყო ჰაერში და სასუნთქ გზებს არ ინდობდა ჟანგბადის მისაწოდებლად.
- შენ პირველზე იყავი,მე კი - მეორეზე ავალ.
ამწვარი საყლაპავი ხელს უშლიდა საუბარში მამაკაცს,აცრემლებული თვალები ხელის ზურგით მოეწმინდა და ძლივსძლივობით შეეღწიათ შიგნით.
უკუნითი სიბნელე მათ ჩრდილებს ვამპირივით შთანთქავდა,მამაკაცები ფანრის სუსტი განათებით ეძებდნენ იმ დოკუმენტებს,რომელიც სავარაუდოდ ბენდელიანისა და მისი თანაშემწეების საბედისწერო ქაღალდებად შენახულიყო.
- ცარიელია..შენი დედაც..შენიი!! მუშტად შეკრული ხელი მიარტყა კედელს და ფანრის მიმართულება შეცვალა.
მთელ ოთახში თითქოს ექოსავით ისმოდა მისი მძიმე სუნთქვის ხმა.
- დიმიტრი,ჩამოდი..მგონი,რაღაც ვიპოვე.
კიბეების მიმართულებით გასძახა ტატომ..ფეხი შემთხვევით ბადესავით გაკვანძულ შნურებს გამოსდო და ისე აიხლართა,ლამის ძირს დაენარცხა.- ფუ შენი,ეს რაღა დედა მოტყ**ობაა. თვალები დააწვრილა მამაკაცმა და მოწითალო შნურების მიმართულებას გაუყვა.იქვე აციმციმებულ პატარა მოწყობილობას,რომელიც მაქსიმალურად დაბალ ხმაზე წიკწიკებდა.
- უხ შენი..
კარი ჭრიალით გააღო დიმიტრიმ და ერთი მეორის მიყოლებით გახედა უგონო მდგომარეობაში მყოფებს,რომლებიც საწოლზე მიბმულნი,თვალებსაც ვერ ახამხამებდბენ,კათეტერი ჯერ კიდევ სუსტად წვეთავდა და ძლივს აღწევდა მათ დალურჯებულ ვენებში.
თაბაგირი ხელით კედელს მიეყრდნო,ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და იმ მომენტში,როცა უკვე თავისი პარტნიორისთვის უნდა გაეძახა,ტატო მის გვერდით აღმოჩნდა. მისი ხმა არ ესმოდა,მხოლოდ საშინელი წუილი ესმოდა ყურებში,თვალებში შენელებული კადრივით ხედავდა მამაკაცს,რომელიც ხელით ანჯღრევდა და ხმამაღლა უყვიროდა.
- რა ჯანდაბა გჭირს! ფუ ამის,აზრზე მოდი,დიმიტრიი! აქედან უნდა დავახვიოთ რაც შეიძლება მალე.. დიმიტრი!!
- აქ ხალხია..შეხედე! ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ჰყავთ..ქვემოთ დაყრილი,ასამდე გამოყენებული შპრიცებისთვის აიძულა მეგობარს,შეეხედა. ნახევრად ტრუპები არიან!! აქედან უნდა გავიყვანოთ!
იღრიალა მამაკაცმა და დანით ცდილობდა თოკების გაწყვეტას მთელი სისწრაფით.
- დიმიტრი,ან აქედან ახლავე გავალთ,ან შენობა წუთნახევარში აფეთქდება,გვიპოვეს,იციან რომ აქ ვართ,წავედით!!
- დანა აიღე,იმ ორს მიხედე,მე ამ ორს მივხედავ.
- დიმიტრიი!!!
- დროს ნუ კარგავ,მალე!!!!!
- ფუ ამის დედაც,ეს რა შარში ვარ!!!

მოკლედ..მეც მოვედიი..:) ორ-ორი დღე კი არის ატვირთვის შუალედი,მაგრამ ვფიქრობ საკმაო ზომის თავებია..არ ვიცი რა გამოვიდა,მართლა..ველი თქვენგან შეფასებას..შენიშვნებს..მოკლედ,გელოდებით მე თქვენ მთელი გულით,ხო,არ დამივიწყდეს გითხრათ,როგორ ძალიან მიყვარხართ.:*

№1 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგია, საინტერსო და დამაინტრიგებელი, რა დაელოდება შემდეგ თავს.

№2 სტუმარი elen

საინტერესოდ წერ, მომწონს სიუჟეტიც,პერსონაჟებიც
და მაშკა არც მე არ მგონია პეპელა და სინაზე გოგო????
მოკლედ ველოდები შემდეგ თავს
და ხოო თავები ჩემთვის პატარაა საკმაოდ

№3  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი მანანა
ძალიან კარგია, საინტერსო და დამაინტრიგებელი, რა დაელოდება შემდეგ თავს.

ვეცდები რომ დიდხანს არ გალოდინოთ,ძალიან დიდი მადლობა:*
elen
საინტერესოდ წერ, მომწონს სიუჟეტიც,პერსონაჟებიც
და მაშკა არც მე არ მგონია პეპელა და სინაზე გოგო????
მოკლედ ველოდები შემდეგ თავს
და ხოო თავები ჩემთვის პატარაა საკმაოდ

მადლობა დიდი ჩემო კარგო,მიხარია ძალიან რომ მოგწონთ:* ვეცდები მალე დავდო და გავზარდო თავიც:*

№4 სტუმარი Ananke

დაოდაო, გავმეორდები და გეტყვი იმას, რაც უკვე გითხარი, დიმიტრი რომ რეალური პიროვნება იყოს მეყვარებოდა...
რატომ მეყვარებოდა რა ჭირი ვიცი, მაგრამ ასეთი კაცები ზედმეტად მეიდიალურება...
ეს ჩვენი მაშკა კიდე დიდი კაპარჩხინა ვინმე აღმოჩნდება, ვფიქრობ ^^
ლავ იუ, დაოდაო და იციდე, რომ ასე ჩემი ქრაშ(ებ)ის მოწერილ წერილს არ ველი, როგორც ამ ისტორია(და იმდენად კარგია, რომ ისტორიის დაძახება გამიჭირდა).
გკოცნი ბევრს.
პატივისცემით,

შენი ანანკე.

№5  offline მოდერი abezara98

ჯერ ხომ ყოველ დღე შემოვდივარ და შენს პროფილს ვამოწმებ, დადე თუ არა ახალი თავი და იმაზე უფრო აღმაფრთოვანებელი არაფერია ხოლმე, როცა შენს სიახლეს ვხედავ blush აი, ერთი კითხვა არ მასვენებს უბრალოდ. რატომ მაინცდამაინც ბარბარა? რას გადაეკიდა ამ გოგოს? ავიჯერო ერთი ნახვით სეყვარებას ჰქონდა ადგილი? არ ვიცი, არ ვიცი... მაგრამ ის ვიცი, ამ მექალთანეობას ცხვირში ძმრად ამოადენს ჩემი მაშკა, თუ არ მოიშლის. smile მდივანი თაითიაო, ლანაო, ნატალიაო და პრემიერის ყოფილი ცოლიცო. არ მგონია, ქალბატონი ელენაც ისე გაუშვას. დარჩა ვინმე ისეთი, ვისთანაც არ წოლილა ეს, კაცო? hushed joy რამ გაამწარა, რა იყო? joy ახლა ჩემს მაშკას დაადგა თვალი და ნიკაზეც ეჭვიანობს კიდეც. არა უშავს, ვინ არ დშორებია შეყვარებულს, კაცო smile მაგრამ ბარბარასთან ვალების რაოდენობა გეზრდება, იცით, ბატონო ყოფილო მინისტრო? ჯერ იყო და ლამის მომიკლა, ისე დაარტყა მანქანა, ახლა ამ თავში, მაგის გამო თითი დაიწვა ჩემმა ბარტყმა, რა მოხდება შემდეგში? hushed smile იღბლიანი დამთხვევაო. ცოტაც მოითმინე და მერე მაშკა გაჩვენებს შენ იღბლიან დამთხვევებს joy ისე ბარბარას ამოფრქვევას დიდი სიამოვნებით ვიხილავდი. ქარიშხალივით რომ გადაუვლის დიმიტრის და მთლიანად გამოსწურავს, მაგდენს კი ვერ ხვდება. მართლაც და, ეს რა შარსი გაჰყავით თავი, ბატონო ყოფილო მინისტრო!
ისე, მეჩვენება თუ ლანა დიმიტრიზეა შეყვარებული?! რაღაც ძალიან იეჭვიანა და არ მომწონს. თან მაშკას გამო რომ დაშორდეს და ამ ეგოისტმა ქალმა ჩემი ბარტყის გამწარება მოინდომოს, თათია შეაჩერებს, ნატალია, პრემიერის ყოფილი ცოლი თუ დიმიტრის დარჩენილი ქალთა არმია? joy ისე, ნეტა, რა შარში გაეხვა ასეთში მეგი? ასე უცბად რომ დაიკარგა confused
იცი, როგორც მიყვარს შენი ისტორიები და გაგრძელებასაც მოუთმენლად ველოდები heart_eyes heart_eyes ძალიან კარგად გამოგდის წერაც და ინტრიგაც თან მიჰყვება ამ ნაწერს blush მოკლედ, გელოდებიიი heart_eyes heart_eyes

№6  offline მოდერი Queenofmoon

Ananke
დაოდაო, გავმეორდები და გეტყვი იმას, რაც უკვე გითხარი, დიმიტრი რომ რეალური პიროვნება იყოს მეყვარებოდა...
რატომ მეყვარებოდა რა ჭირი ვიცი, მაგრამ ასეთი კაცები ზედმეტად მეიდიალურება...
ეს ჩვენი მაშკა კიდე დიდი კაპარჩხინა ვინმე აღმოჩნდება, ვფიქრობ ^^
ლავ იუ, დაოდაო და იციდე, რომ ასე ჩემი ქრაშ(ებ)ის მოწერილ წერილს არ ველი, როგორც ამ ისტორია(და იმდენად კარგია, რომ ისტორიის დაძახება გამიჭირდა).
გკოცნი ბევრს.
პატივისცემით,

შენი ანანკე.

დაოდაო,ბევრჯერ განვმეორდები და გეტყვი,რაოდენ გეტრფი და მიყვარხარ,სხვათაშორის,დიმიტრიმ შემოგითვალა,რეალური პიროვნება რომ ვიყო,ანანო ჩემი მაშკა იქნებოდაო.:)
შენ ჩემს ისტორიას ელოდები,მე კიდევ შენს კომენტარს,ხომ იცი,როგორი ემოციები მემართება,ყოველი ახალი თავის ატვირთვისას? მაინც,ძაან დრამა დაოდაო გყავს. ყველაფერზე ემოციურობს,ქრაშებიც მოწერილზეც,შენი არ იყოს და...

<3.

abezara98

ჩემო ტკბილო და თბილო,შენი კომენტარის კითხვა,ცალკე ემოციებია,რომელსაც სუუუულ ყოველთვის გაბადრული სახით ვკითხულობ ხოლმე და ეს კრეტინივით გაღიმებული სახე მიმყვება მეორე დღემდე.:)))<3რაც შეეხება ჩვენ ბატონს ყოფილ მინისტრს,რა ქნას,ქალების მოყვარული შტერი კაცია,თან რა ქნას,რომ საქმეში სჭირდება ეს ქალები და ქალები რომ აგვარებენ საქმეევს უკეთ,სანამ კაცები ამას გააკეთებენ? მექალთანე კია,მაგრამ სარგებელსაც ხო ნახულობს ჩვენი აცუნდრუკებული ბიჭი?
:)) მაშკას მეც არ ვიცი რატომ დაადგა ასეთი თვალი.
ალბათ თავისი ცხოვრების რუტინაზე,მეტად ეუცნაურა მაშკას განსხვავებულობა. ვსო,აღარ დავკონკრეტდები,თორემ მოვყვები ეხლა ყველაფერს.:))) წავედი,გავქრი..უფრო ვრცელი თავი რომ დაგახვედროთ რაც შეიძლება მალე!!♡♡♡♡

№7 სტუმარი Ananke

Queenofmoon

მიიტყიპები და ჩაიკოცნები ჩემო უნიჭიერესო დაოდაო ამ სისაყვარლისთვის ❤️❤️????????????????????❤️❤️❤️
მაშკობა ცოტა მიკლია... რას ამბობ...

№8  offline წევრი აბლაბუდა

მომწონს კარგი სიუჟეტი და ისტორიაა, მაგრამ ცოტა არეული და გაუმართავი, ცოტა დაალაგე და უფრო გასაგებად დაწერე რა

№9  offline აქტიური მკითხველი grafo

მე მგონი ამ ისტორიას სერიოზულად არ აკიდები და გასართობად, თითქოს მარტო კონკრეტული ადამიანებისთვის წერ.

სიუჟეტს მართლა არ ვეხები, გემრიელი და საინტერესოა. უბრალოდ ტექსტი...წაიკითხე შენით და მიხვდები რომ დაულაგებელია, სასვენი ნიშნები არასწორადაა და აზრს მეათე წინადადების ბოლოს ვგებულობ. კონკრეტულად მეც ვერ გეტყვი, მე რომ გირედაქტირებდე ტექსტს ეგ სხვა ამბავია :))).
მე რომ შენი წინა ისტორიები არ ვიცოდე, ხმას არ ამოვიღებდი.იქ სხვანაირად წერ, გამართულად, იცავ თითქმის ყველა წესს და ა.შ.
აქ კიდევ...პატარა თავი იყოს, ოღონდ დალაგებული წასაკითხი. სიტყვებსაც მიაქციე ყურადღება. ზოგი აშკარად შენი მოგონოლია :)). არა, უხდება ისტორიას პრინციპში. მაგრამ აბზაცი, სასვენი ნიშნები...ანუ ტექნიკურ მხარეს ყურადღება მიაქცირე.

მაგრამ, თუ მარტო გასართობად წერ, მაშინ დაიკიდე რასაც გეუბნები :)).
მე მაინც გავაგრძელებ შენა წაკითხვას. და მაინც, რატომ იგვიანებ არ მესმის ამ კორონა ჟამს მითუმეტეს :) :*.

№10  offline მოდერი Queenofmoon

grafo

არა,გასართობად და დროის გასაყვანად ვერასდროს დავწერ..სულს და გულს ვდებ ხოლმე ჩემს ისტორიებში სადაც ვცდილობ რომ ახალი წინაზე უკეთესი იყოს.:))
ეხლა ხაზგასმით მივხვდი რაზეც საუბრობ და წინა კომენტარის აზრსაც ჩავწვდი შენი დახმარებით:))) წერისას ვჩქარობ,ამის ბრალია:))
ტექნიკურ მხარეს კი მივაქცევ ყურადღებას.
გითხრა,რატომ მაგვიანდება მაინც ამ კორონას ჟამს?:)) იმიტომ..რომ...:))როცა უკვე გამზადებული მქონდა მაშინ რამოდენიმე თავი..პირველი თავის გადაკითხვისას რაღაც შეცვალე,იმ რაღაცას კიდეც სხვა მოჰყვა..მოკლედ,მომიწია ნახევრად შეცვლა იმისი რაც მეწერა. შეიძლება ამის გამოც ავირიე:))მაგრამ თქვენ რა შუაში ხართ?:)) ყველაფერს ვაკეთებ რომ მაქსიმუმ ორ დღეში დავდო ხოლმე ახალი თავი. არც მე მინდა გავწელო ისტორია და თქვენც მოლიდინის რეჟიმში მყავდეთ:*

№11 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერესოა,მომწონს,ძალიან დავიძაბე,

№12 სტუმარი ertguli mkitxveli

Dzalian momwons siujeti da sheni weris stilic. Sasven nishnebs arc ki vaqcev yuradgebas ise chavikitxav xolme magram mainc kargi iqmeba tu atvirtamde gadaxedav. mxatvrulad agwerili momentebi dzalian momwons Minda gutxra. Uxdeba istorias dzalian yoveli sityva ritac agwer. Meti ra metqmis dimitri miyvars samxaradzec ai mashka ki neta rodis gamoachens im umanko saxes egec sainteeresoaaaa. Gelodebi miyvarxar

№13  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი nancho
საინტერესოა,მომწონს,ძალიან დავიძაბე,

მადლობა მიხარია რომ მოგწონთ<3
ertguli mkitxveli
Dzalian momwons siujeti da sheni weris stilic. Sasven nishnebs arc ki vaqcev yuradgebas ise chavikitxav xolme magram mainc kargi iqmeba tu atvirtamde gadaxedav. mxatvrulad agwerili momentebi dzalian momwons Minda gutxra. Uxdeba istorias dzalian yoveli sityva ritac agwer. Meti ra metqmis dimitri miyvars samxaradzec ai mashka ki neta rodis gamoachens im umanko saxes egec sainteeresoaaaa. Gelodebi miyvarxar

მადლობა ჩემო კარგო :* მეც მიყვარხარ და ვეცდები მალე ავტვირთო ახალი თავი :*

№14  offline აქტიური მკითხველი grafo

Queenofmoon
grafo
მე მგონი ამ ისტორიას სერიოზულად არ აკიდები და გასართობად, თითქოს მარტო კონკრეტული ადამიანებისთვის წერ.

სიუჟეტს მართლა არ ვეხები, გემრიელი და საინტერესოა. უბრალოდ ტექსტი...წაიკითხე შენით და მიხვდები რომ დაულაგებელია, სასვენი ნიშნები არასწორადაა და აზრს მეათე წინადადების ბოლოს ვგებულობ. კონკრეტულად მეც ვერ გეტყვი, მე რომ გირედაქტირებდე ტექსტს ეგ სხვა ამბავია :))).
მე რომ შენი წინა ისტორიები არ ვიცოდე, ხმას არ ამოვიღებდი.იქ სხვანაირად წერ, გამართულად, იცავ თითქმის ყველა წესს და ა.შ.
აქ კიდევ...პატარა თავი იყოს, ოღონდ დალაგებული წასაკითხი. სიტყვებსაც მიაქციე ყურადღება. ზოგი აშკარად შენი მოგონოლია :)). არა, უხდება ისტორიას პრინციპში. მაგრამ აბზაცი, სასვენი ნიშნები...ანუ ტექნიკურ მხარეს ყურადღება მიაქცირე.

მაგრამ, თუ მარტო გასართობად წერ, მაშინ დაიკიდე რასაც გეუბნები :)).
მე მაინც გავაგრძელებ შენა წაკითხვას. და მაინც, რატომ იგვიანებ არ მესმის ამ კორონა ჟამს მითუმეტეს :) :*.

არა,გასართობად და დროის გასაყვანად ვერასდროს დავწერ..სულს და გულს ვდებ ხოლმე ჩემს ისტორიებში სადაც ვცდილობ რომ ახალი წინაზე უკეთესი იყოს.:))
ეხლა ხაზგასმით მივხვდი რაზეც საუბრობ და წინა კომენტარის აზრსაც ჩავწვდი შენი დახმარებით:))) წერისას ვჩქარობ,ამის ბრალია:))
ტექნიკურ მხარეს კი მივაქცევ ყურადღებას.
გითხრა,რატომ მაგვიანდება მაინც ამ კორონას ჟამს?:)) იმიტომ..რომ...:))როცა უკვე გამზადებული მქონდა მაშინ რამოდენიმე თავი..პირველი თავის გადაკითხვისას რაღაც შეცვალე,იმ რაღაცას კიდეც სხვა მოჰყვა..მოკლედ,მომიწია ნახევრად შეცვლა იმისი რაც მეწერა. შეიძლება ამის გამოც ავირიე:))მაგრამ თქვენ რა შუაში ხართ?:)) ყველაფერს ვაკეთებ რომ მაქსიმუმ ორ დღეში დავდო ხოლმე ახალი თავი. არც მე მინდა გავწელო ისტორია და თქვენც მოლიდინის რეჟიმში მყავდეთ:*

დაგვიანების მიზეზი ახლა სრულიად გასაგებია და მისაღებიც :)).
მე ვიცი რომ ისტორიას დაუსრულებელს არ დატოვებ, ამიტომ როგორც შენ მოგიხერხდება მაშინ დადე :*.
შენს ისტორიებს ჰყავს ერთგული მკითხველი და დაგვანიანებაზე ნუ ინერვიულებ და ჩვენი წუწუნიც მშვიდად აიტანე :)).

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent