შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟემდე შეყვარებული 3თავი


2-05-2020, 01:48
ავტორი LurjTvala demoni
ნანახია 1 841

მიდიოდა, მაგრამ სად თავადაც არ იცოდა. ალბათ იქ სადაც თავს თავისუფლად იგრძნობდა. მარტოსული ისედაც იყო. გულში თავის თავს და მის ბედს ლანძღავდა. მამამ მიატოვა, დედა ვინ იყო არ იცოდა, კაცი რომელიც უყვარდა სერიოზულად არ აღიქვამდა. ის ასე ფიქრობდა. სირბილიგან ფეხები ისე სტკიოდა, ნაბიჯს ვეღარ ადგავდა.
- ერთხელ მაინც შეიძლება ვიყო ბედნიერი. _ უეცრად წაიქცა.
- უბედური რატომ ხარ შვილო? _ ზურგს უკან მოესმა უცნობის ხმა. ტერიტორია მოათვალიერა თუმცა არაფერი ეცნო, უკაცრიელ ადგილს გავდა იქაურობა. სასტუმროსგანაც ძალიან შორს იყო. ფეხზე ნელ-ნელა წამოდგა. უკან მიიხედა, მის უკან 50 წელს გადაცილებული, საკმაოდ კარგი აღნაგობის მამაკაცი იდგა.
- რა დაგემართა შვილო? _ გოგოს მიუახლოვდა.
- ყველაფერი არეულია ბიძია. თქვენ რა მოგიყვეთ, ჩემს ცხოვრებას მე თავად ვერ გავუგე.
- მითხარი იქნებ დაგეხმარო?
- ვერ დამეხმარებით. საკუთარ თავს მე თავად ვერ ვეხმარები. მამამ მიმატოვა, კაცი რომელიც მიყვარს იმას არ ვუყვარვარ. თან დღეს გავიგე, რომ ქალმა რომელმაც 9 წლამდე დედობა გამიწია დედაჩემი არ ყოფილა. მითხარით თქვენ შეძლებთ ჩემს დახმარებას?
- რთული მდგომარეობაა, მაგრამ არც ისე საგანგაშო. სად ცხოვრობ?
- თბილიში. აქ მეგობრებთან ერთად ჩამოვედი. სასტუმრო ორ ძმაში დავბინავდით, აქედან შორია?
- ამხელა გზაზე რამ წამოგიყვანა? ეგ სასტუმრო აქედან სამი-ოთხი საათის სავალზეა შვილო. უკვე გვიანია, ახლა ტრანსპორტიც არ მუშაობს. თუ სურვილი გექნება ამ საღამოს ჩემს სახლში დაბინავდი, ხვალ დილით კი სასტუმროში უვნებელს დაგაბრუნებ.
- არა იყოს, ფეხით წავალ. არ მინდა შეგაწუხოთ. _ უცნობის შემოთავაზებას ნამდვილად ვერ მიიღებდა. ბავშვობაში მარიამი ასწავლიდა, რომ უცნობებს სახლში არ გაჰყოლოდა.
- სახლში ცოლი და ორი შვილი მელოდება. ნუ გეშინია შვილო, არაფერს დაგიშავებ. მე თემური მქვია შვილო.
- თემური. _ სევდიანად ჩაილაპარაკა და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიემინდა.
- რა დაგემართა?
- ჩემს მამიკოსაც თემური ჰქვია. _ დარდით ჩაილაპარაკა გოგომ.
- ჩემი გოგო შენზე 5 წლით პატარა იქნება, შაკო კი თითქმის შენი ტოლია. რამდენი წლის ხარ შვილო?
- ოცდაერთის.
- წამოდი შვილო, წამოდი უკვე გვიანია. თან მალე წვიმა დაიწყება. _ გზას გაუყვა კაცი და კეტიც უკან აედევნა. სხვა გზა არ ჰქონდა, უცნობს უნდა გაჰყოლოდა.
- მოვედით შვილო. _ ნახევარსაათიანი სიარულოს შემდეგ, დიდი მომწვანო ფერის ჭიშკარი შეხსნა კაცმა და გოგო შეატარა. კარი მიხურა და წინ წავიდა.
- ქეთევან. _ კარი შეხსნა და დაიძახა.
- მოხვედი საყვარელო. _ ქერათმიანი, მაღალი აღნაგობის ქალი შეეგება. ჯერ მამაკაცს შეხედა შემდეგ კი მის გვერდით მდგონი კეტი ღიმილით შეათვალიერა. - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. _ გაუღიმა გოგოს.
- ეს საყვარელი გოგო, გზაში შემხვდა დაიკარგა. დღეს ჩვენთან დარჩება და ხვალ სასტუმროში წავიყვანთ.
- კარგი გიქნია საყვარელო, ახალგაზრდა გოგოს ამ შუაღამით გარეთ ხომ არ დატოვებდი? ათასი ოხერი და მამაძაღლი დადის. წარმოიდგინე აბა, ჩვენი ენი შუაღამით გარეთ, რომ დარჩეს და არავინ შეიფაროს. აქეთ წამოდი ჩემო გოგო. _ ხელი მოხვია კეტის და მისაღებში შეიყვანა. - მე ქეთევანი ვარ, შენ რა გქვია ძვირფასო?
- კეტრინი. _ ცრემლი ჩამოუგორდა გოგოს.
- მე შენ ცხელს შოკოლადს მოგიმზადებ, ცხელი აბაზანა მიიღე და თბილ საწოლში მოგართმევ. _ საძინებელი აჩვენა, შემდეგ სააბაზანო. ხალათი მისცა გოგოს, გამოსაცვლელი ტანსაცმელი გაუმზადა ტკბილი ძილი უსურვა და იქაურობა დატოვა.


_ ცხელი აბაზანის მიღების შემდეგ, ცხელ შოკოლადს მიირთმევდა რომელიც ქალბატონ ქეთევანს შემოუტანია. ფიქრებში იყო წასული, როდესაც გაახსენდა, რომ თინისთვის არ დაურეკავს.
- ღმერთო ალბათ როგორ ნერვიულობს. ტელეფონი აიღო, უამრავ გამოტოვებულ ზარს და ესემეს ყურადღებას არ აქცევს.
" თინ მე კარგად ვარ. არ ინერვიულო, დაიძინე და ხვალ მოვალ. "
_ შემდეგ ტელეფონს ხმა გამოურთო.
- ასეთი უნამუსო როგორ შეიძლება იყოს ადამიანი. _ ორაზროვნად ჩაილაპარაკა გოგომ და ცხელ შოკოლადს შეხედა. - ეჰ დედა, დედა ნუთუ შენი შვილები საერთოდ არ გეცოდებიან. მარიამი ჩემი მარიამი ჩემს გამო რამდენი რამე გადაიტანა. _ ამ წამს მარიამი ისე მოენატრა, შეეძლო თბილისამდე ფეხით წასულიყო, მაგრამ მასპინძლებს ვერ გაეპარებოდა. მონატრებამ მთელს სხეულში დაუარა, გულმა გაორმაგებით იწყო ძგერა. - როგორ მიყვარხარ ჩემო დაო ნეტა იცოდე. _ ცრემლიანი თვალებით აკრიფა დის ნომერი. პირველივე ზარზე უპასუხა.
- ჩემო პატარა ხომ კარგად ხარ? _ გაისმა მარიამის თბილი ხმა.
- დაო ძალიან მიყვარხარ.
- შენ რა ტირი? _ უეცრად შეეცვალა ხმის ტემბრი.
- დაო.
_ ხო ჩემო სიყვარულო. _ ნერვიულობა დაეტყო გოგოს.
- რატომ დამიმალე? სიმართლე რატომ არ მითხარი? _ არა, იმის თქმას არ აპირებდა. არ ეტყოდა, მარიამს არასოდეს არ ეტყოდა , სიმართლე რომ გაიგო.
- რა?
- ნიკას ამბავი?
- ვინ ნიკა სიყვარულო.
- თავს ნუ ისულელებ. გავიგე რატომაც დაშორდი ნიკას. ეს არ უნდა გექნა, ჩემს გამო ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიგეღო. მაპატიე დაო, მაპატიე გთხოვ. შენს ცხოვრებაში პრობლემების მეტი არაფერი არ შემომაქვს.
- ჩუ. _ მკაცრი ხმით ამბობს უფროსი და. - არ თქვა. ეგეთი სისულელე მეორედ არ გაიმეორო. მე შენ მიყვარხარ გესმის? მე შენს გამო ცხოვრებას კი არა, სიცოცხლესაც კი დავთმობ. შენ ჩემი და, შვილი და საუკეთესო მეგობარი ხარ. შენით ვსუნთქავ და ვცოცხლობ მე. შენ, რომ არ მყავდე არ ვიცი რა მეშველებოდა. შენ ხარ ჩემი ბედნიერების მიზეზი, ჩემი მზის სხივი. შენ არ იცი როგორ მაბედნიერებ ჩემო სიყვარულო. ახლა დაიძინე და ხვალ დილით ვისაუბროთ ჩემო პატარა. ძალიან მიყვარხარ, ტკბილი ძილი.
- მეც მიყვარხარ დაო. _ ტელეფონი გათიშა, ფეხზე წამოდგა ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა.
- ეს ჩანთა როდისღა წამოვიღე? _ იქედან ისე გამოიქცა ისიც კი არ იცის რა წამოიღო და რა არა. - ნეტა შენსავეთ ვინმეს ვეყვარები დაო. _ ფანჯრიდან ვარსკვლავებს აკვირდებოდა გოგო. - ნეტა ოდესმე ვიქნებით ერთი მთლიანობა, როგორც ბავშვობაში? ვიპოვი მამას? დაგვიბრუნდება ანი? ანი რომელიც გათხოვების შემდეგ სულ შეიცვალა, ახლა ქმარი დედამთილ მამამთილი და პატარა შვილი ჰყავს. შეიცვალა ისიც შეიცვალა დაო, მაგრამ შენ არა შენ არ იცვლები. ისევ ისეთი მზრუნველი რჩები. ყველაფერს ვიღონებ, შენ და ნიკას მაინც შეგარიგებთ.



- დილით ადრიანად ადგა, საწოლი გაასწორა ძველი ტანსაცმელი გადაიცვა და ოთახიდან გავიდა. მისაღებში არავინ დახვდა, ბიჭის ხმა მოესმა და იქეთ წავიდა.
- დილამშვიდობის. _ ღიმილით მიესალმა იქ მყოფს.
- დილამშვიდობის. შენ ვინ ხარ? _ ფეხზე წამოდგა.
- კეტრინი. ქალბატონი ქეთევანი სად არის?
- დედას და მამას რაღაც სასწრაფო საქმე გამოუჩნდა. დამიბარეს სახლში სტუმარი გვყავს, ასადილე ჩვენგან ბოდიში მოუხადე და სადაც გეტყვის იქ წაიყვანეო.
- გასაგებია. თქვენი შეწუხება არ მინდა. უბრალოდ მითხარით აქ ავტობუსის გაჩერება სად არის? სასტუმროში ჩემით დავბრუნდები.
- არა. _ წამოიყვირა ბიჭმა. - მამამ, რომ გამიგოს მარტო გაგიშვი მომკლავს. ამიტომ მე წაგიყვან, შეწუხებით კი ნამდვილად არ შევწუხდები. მოდი ახლა ისადილე, შემდეგ კი წაგიყვან.
- გმადლობთ, მაგრამ არ მშია.
- კარგი მაშ, წავიდეთ. _ იქვე დადებული გასაღები აიღო და გოგოს წინ გაუძღვა.
_ სასტუმრომდე ისე მივიდნენ გზაში ხმა არცერთს არ ამოუშიათ, გადასვლის დროს კეტიმ მადლობა გადაუხადა. კარის მოკეტვას აპირებდა როდესაც ბიჭის ხმა გაიგო.
- იმედია ისევ შევხვდებით კეტრინ. _ გოგოს გაუღიმა და იქაურობა მალევე დატოვა.
- იმედია. _ სხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა. სასტუმროს შესასვლელთან იდგა. შესვლა უნდოდა, მაგრამ ფეხები არ ემორჩილებოდა. ძალა მოიკრიბა და როგორც იქნა შეახწია. ლიფტისკენ მიდიოდა, როდესაც უკნიდან ძლიერი ხელების მოხვევა იგრძნო. შემდეგ ყურთან მძიმე სუნთქვა, ბოლოს კი ნაცნობმა მძაფრმა და ამავდროულად ტკბილმა სურნელმა აუწვა ცხვირი.
- ძალიან ვინერვიულე კეტრინ. _ მონატრებული ხმის გაგებისას გადღიმა.
- მაპატიე. _ მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და ატირდა. ალბათ კიდე დიდი ხნით იდგებოდნენ ასე, რომ არა ნიკას ირონიით ნათქვამმა ოჰ დაგვიბრუნდა დედოფალიო. საბას ხელები მალევე მოიშორა, ცრემლი შეიწმინდა და ნიკას მიუბრუნდა.
- მე და შენ სალაპარაკო გვაქვს ნიკუშ. _ ბრაზი გაერია ხმაში გოგოს.

- მე არაფერი ვიცოდი გესმის? მე, რომ ეს მცოდნოდა ამას არ დავუშვებდი. მარიამს ამ შეცდომას არ დავაშვებინებდი. იცი მაინც როგორ უყვარდი მას? შენზე ძალიან ნაწყენი ვიყავი, საშინლად. _ წინ დაუკან დადიოდა გოგო.
- ჩემზე? შენ იყავი ნაწყენი?
- დიახ შენზე. მარიამმა მითხრა მიმატოვა და სადღაც წავიდა, არ ვყვარებივარო. აბა იმას ხომ არ მტყოდა, შენს გამო ცოლობაზე უარი ვუთხარიო. მას უყვარხარ ნიკუშ, მარიამს დღემდე ისე უყვარხარ, როგორც ადრე. არა უფრო მეტადაც. ყოველ ღამით მესმის როგორ ტირის, ძილში შენს სახელს ახსენებს. ის იტანჯება, შენი სიყვარულით და მონატრებით. მაპატიე თქვენი დაშორების მიზეზი, მე ვყოფილვარ. მე კი ეს ყველაფერი გუშინ გავიგე. მარიამის თავს ვფიცავ არაფერი ვიცოდი, მართლა არაფერი ვიცოდი. _ ბიჭის წინ ჩაიმუხლა და ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით სდიოდა. - ბედნიერი მინდა იყოს, ბედნიერი კი მხოლოდ შენს გვერდით იქნება. წადი ნიკუშ, მასთან წადი და დაწყებული საქმე დაასრულე. ეს გამომართვი. _ ყელსაბამზე ჩამკიდებული ბეჭედი გაუწოდა ბიჭს. - ის ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს. ჰო კიდე მე და საბა შეყვარებულები არ ვართ, ეს უბრალოდ ფარსი იყო. ამიტომ შეგიძლია აღარ გძულდე ნიკუშ.
- მე არ მძულხარ კეტ. _ ჩახლეჩილი ხმით ამბობს ბიჭი. - მე შენ ძალიან მიყვარხარ, უბრალოდ.
- უბრალოდ ამდენი ხანი ვერ მიტანდი, შენი ცხოვრების დანგრევის მიზეზი, მე რომ მიყვარდი.
- ნუ ჰო შეიძლება. _ იღიმის და გოგოს ეხვევა. - მადლობა. _ ლოყაზე კოცნის დ აოთახიდან გადის.
- წარმატებები ნიკუშ



№1 სტუმარი khatia abuladze

უმაგრესია ???????????????? აი სიტყვებით ვერავღწერ???? ველოდები შემდეგ თავს .

 


№2  offline წევრი svien

magariaaaa....malmale dade gtxov ra????

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

ძაააალიან კარგია მაგრამ მალე დადე ხოლმე რა

 


№4  offline მოდერი LurjTvala demoni

khatia abuladze
უმაგრესია ???????????????? აი სიტყვებით ვერავღწერ???? ველოდები შემდეგ თავს .


ვაიმე მანამ შემოვიდოდი გული მისკდებოდა, მეთქი არავის მოეწონება ბანალურია. ძალიან მიხარია, რომ კითხულობთ და მოგწონთ ❤️

svien
magariaaaa....malmale dade gtxov ra????


ვეცდები ყველანაირად ❤️

სტუმარი ანი
ძაააალიან კარგია მაგრამ მალე დადე ხოლმე რა


ვეცდები ❤️ მადლობა რომ კითხულობთ ❤️

 


№5 სტუმარი naira

Zaan kaiaa zaan mainteresebss semdegi tavi❤❤❤

 


№6  offline მოდერი LurjTvala demoni

naira
Zaan kaiaa zaan mainteresebss semdegi tavi❤❤❤


როგორ მიხარიხართ ❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ანო

როდის დადებ

 


№8 სტუმარი სტუმარი Lurjtvala demoni

Megobrebo bodishi latinuri shriftistvis. Mokled telefoni gamityda ris gamoc weras vegar vaxerxeb. Saitis parolic ar maxsovs, radgan telefonshi mqonda chawerili. Dzalian Didi bodishi, imedi maqvs axal telefons male viyidi da axal Tavsac male davamateb ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent