შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეოდოსია (თავი 2)


3-05-2020, 19:48
ავტორი Mary Drey
ნანახია 891

სოფელში ნისლი ჩამოწვა. მზის უკანასკნელი სხივები ეთხოვებოდნენ მთის მწვერვალებს, რომლებიც ალმაცერად დასთამაშებდნენ გაყვითლებულ სახლის სახურავებს.
თეოდოსია ფანჯრის რაფასთან იჯდა. უყურებდა ბუნების მიძინებულ ხმას, რომელიც მისთვის ყოველთვის მისტიკურ ქმნილებად იქცეოდა. ჟღალთმიანი ქალი გრძნობდა, როგორ იზრდება ღამის წყვდიადთან ერთად მიუსაფარი გრძნობებიც. რამდენჯერმე თვალებიც აუცრემლიანდა და ზიზღნარევი ტონით ნიავს გამოესარჩლა.
თეოდოსია ფიქრობდა ძველ ცხოვრებაზე. იგი ყოველ ღამით აბრუნებდა თავის სხეულში უწინდელ დროს, რომელიც მისთვის ყველაზე თბილი ყოფილიყო. და ასე დაუსრულებლად. ისე მიჰყვებოდა გრძნობათა ბილიკებს, რომ ზოგჯერ უკან დაბრუნება ძალიან უჭირდა.
ჟღალთმიან ქალს მეტყველ სახეზე სასოწარკვეთილება გამოესახა. თვალწინ დაუდგა ის მომენტი, როცა მან საყვარელი ადამიანი დაკარგა. ერთადერთი მეგობარი, რომელიც გააჩნდა ამ სამყაროში. თეოდოსიასთვის მეგობრობა ყველაზე წმინდა მცნებისა იყო. იგი ყველაზე ახლოს იდგა უფალთან... ამის ყოველთვის სწამდა.
თეოდოსიას მეგობარს უჩა ერქვა, რომელსაც ბავშვობის დროიდანვე იცნობდა. კარგად ახსოვს, როგორ დარბოდნენ-ხოლმე თავის სოფელში დაცვარულ ბალახზე... როგორ წაბორძიკდებოდა უჩა, თეოდისიას დაჭერისას. როგორ მოხვედვა-ხოლმე ჟღალთმიან ბავშვს მხრებზე თვალებბრიალა ბიჭი, რომელიც მუდამ სიყვარულს ეფიცებოდა მას. თეოდოსიას უჩა ყველაზე მეტად უყვარდა. ყველაზე მეტად უყვარდა, რადგან ამაზე წრფელი გრძნობა ამ სამყაროში არც კი ეგულებოდა. მის დანახვისას ყოველთვის უნდოდა ცაზე გამოესახა თავისი თითოეული გრძნობები, რომელიც სულს უმღვრევდა. უნდოდა მთელი ძალით ჩახუტებოდა მონატრებულ მეგობარს, იმის მიუხედავად, რომ დიდი ხანი არც იქნებოდა გასული, რომ ერთმანეთი არ ენახათ.
თეოდოსიას ახლაც კარგად ახსოვს, როგორ აღტაცებული ტონით უყვებოდა-ხოლმე უჩა მას საინტერესო ამბებს, თითქოს ამაზე საინტერესო ამ სამყაროში სხვა არც არაფერი ყოფილიყოს. იგი განსხვავებული ადამიანი იყო... ალბათ სწორედ ამიტომ დაკარგა იგი.
თეოდოსია ხშირად ფიქრობდა თუ რა იქნებოდა, ამ სამყაროში მაშინ თუ ასეთი საშინელი ტრადიციები განადგურდებოდა. თითოეული ადამიანი მზად იყო განსხვავებული შეხედულების პატრონი დაესაჯათ. ეს კი მას გულს ერთიანად უწვავდა.
ახლაც განადგურებული სულით იხსენებს თეოდოსია წარსულს, რომელიც ფერფლად ქცეულიყო. კვლავ უნდოდა ის მოუშუშებელი იარები დაეფარა... წაეშალა... გაექრო... ოღონდაც უჩა კვლავ მას დაბრუნებოდა. მეგობრის დაკარგვა ყველაზე მტკივნეული რამ ყოფილა. გტკივა მაშინ, როდესაც ხვდები, რომ იგი შენთან არ არის... გტკივა მაშინ, როდესაც აცნობიერებ, რომ მისი უპირობო მკვლელი უსამართლო ტრადიციები აღმოჩდა.
როდესაც ტრადიციებმა უჩას სასიკვდილო იარები მიაყენეს, თითქოს ბუნებაც სწუხდა. ხეებმა ამაყი ფოთლები მიწისკენ დაუშვეს. აღარც არაგვის რაკრაკა ხმა ისმოდა საიდანმე.. მხოლოდ და მხოლოდ სულის საშინელი ყივილი ისადგურებდა არემარე...
თეოდოსია ყოველთვის ფიქრობდა, რომ თუ ტრადიცია სხვის გრძნობას შეურაცხყოფდა, მაშინ ტრადიცია ყოფილა ამ ყოველივეში დამნაშავე და არა სიყვარული.
უჩა განსხვავებული ადამიანი იყო. უყვარდა ჭრელა-ჭრულა ფერი და არა მუქი, რომელიც მამაკაცურ ღირსებას ხაზს გაუსვამდა.
უყვარდა საკუთარი თავის ზედმეტად მოვლა... ვერ იტანდა უწერიგობას.
ვერ იტანდა უსამართლობას...
სძაგდა დრომოჭმული ტრადიციები, რომლებიც ადამიანურ შესაძლებლობებს ჩარჩოში სვამდა. უჩა ყოველთვის ამბობდა, რომ სწორედ იგი იქნებოდა საზოგადოებისთვის რეალობის სარკე. ალბათ, ეს მოახერხა კიდევაც. ნაწილობრივ. ადამიანს ხომ გონებაზე მოსვლისთვის მხოლოდ სხვისი სისხლის დაღვრა კმარა.
თეოდოსიას უყვარდა უჩასთან საუბარი. უყვარდა, როდესაც ვარსკვლავბიჭუნა თავის გულის ნადებს გადაუშლიდა-ხოლმე. თვალებამღვრეული, რომ ჟღალთმიანი გოგოს კალთებზე პოულობდა შვებას.
ახლაც თვალწინ უდგება თეოდოსიას უჩას ჩამქვრალი თვალები, რომელიც შველას ითხოვდნენ. სწორედ ამ დროს გრძნობდა ჟღალთმიანი გოგო დაუოკებელ სულის ყივილს... შეუძლებელი ხდებოდა ეყურებინა იმ სანახაობისთვის, სადაც საკუთარ მეგობარს სასიკვდილოდ წირავდნენ... წირავდნენ იმის გამო, რომ მათნაირი არ იყო. ბრბო ერთიანად გამოხატავდა უჩას მიმართ დაუფარავ ზიზღს. გონებაში თეოდოსიას უდგება, როგორ წამოიყვირა ერთ-ერთმა იქ მყოფმა შემდეგი სიტყვა...
- კაცი კაცთან და ქალი ქალთან? ღვთის რისხვა არ დაგვატყდება, თუ ეს ადამიანი ჩვენთან ერთად დარჩება! ეს ცოდვაა. უფალმა ქალი და კაცი რისთვის შექმნა? ადამი და ევა... გამოფხიზლდით ხალხო. ეს ადამიანი უწმინდურია!- თქვა და მასთან ერთად სხვადასხვა შეძახილებიც მოჰყვა...

უჩას სხეული დამძიმდა.
თვალები ჩაუსისხლიანდა...
მის სახის ნაკვთებზე კი საბოლოო ადამიანური გრძნობა შერჩენოდა.
ცრემლი...


დიდხანს ფიქრობდა თეოდოსია უჩაზე. ფიქრობდა მის ადგილსამყოფელზე. მას უჭირდა უმისობა. ყოველ ღამეს თეთრად ათენებდა. ასე ეგონა, რომ ცარიელი იყო. ყოველგვარი იმედებისგან ამოწურული.
უეცრად ოთახში სემი შემოვიდა. წელს ზემოთ სრულიად შიშველი იყო და შეწუხებული მიმიკით ცდილობდა, თეოდოსიას ყურადღება მიეპყრო. საბოლოოდ ეს მოახერხა კიდევაც.
- ბოდიში, ვერ შეგამჩნიე სემ... რაღაცაზე ჩავფიქრდი.- ამოილუღლუღა თეოდოსიამ და აცრემლებული თვალებით სემს შეხედა.- მხარი როგორ გაქვს? ისევ გტკივა?- თავისი დანამული სახე მყისიერად, ფარულად მოიწმინდა.
- ყველაფერი რიგზეა, თეოდოსია?
- კი, რატომ მეკითხები ამას? სჯობს, შენს ჭრილობას მივხედო.
- ჩემი ჭრილობა ღიაა... შენი სულში ჩამარხული. გარეგანი ჭრილობის მოშუშება ადვილადაა შესაძლებელი, ხოლო შინაგანის ძალიან რთული. ზოგჯერ ემოციებს განთავისუფლების საბაბი უნდა მისცე, რომ ტკივილმა ადამიანური გრძნობები არ დათრგუნოს.- უთხრა სემმა თეოდოსიას და გამჭოლი მზერით შეხედა მას.



№1  offline მოდერი ენქეი

მომწონს ძალიან
თავები გაზარდე რა❤️

 


№2 სტუმარი manana

ძალიან პატარა თავებია,ისე მალე ვამთავრებ კითხვას გააზრებასაც ვერ ვასწრებ...

 


№3  offline მოდერი Mary Drey

ენქეი
მომწონს ძალიან
თავები გაზარდე რა❤️



მიხარია, ენქეი. თავებს რაც შეეხება აუცილებლად გავზრდი. heart_eyes

manana
ძალიან პატარა თავებია,ისე მალე ვამთავრებ კითხვას გააზრებასაც ვერ ვასწრებ...


აუცილებლად გამოვასწორებ, მანანა. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent