შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერები. თავი 3


4-05-2020, 18:25
ავტორი Gu.ka
ნანახია 843

-ჩაჩო! პატრონი გეძახის! ჩვენს მუსიკოსს ნუ შეაწუხებ. ცინიკურად შემომხედა ემბერმა, თვალებით მანიშნა ოთახიდან გავსულიყავი და უკან გაბრუნდა, ჩაჩოც ხტუნვით გაეკიდა.
ცხოვრებაში ყველაზე მეტად ორი რამ მიყვარს, მუსიკა და ემბერი... ძალიან ბანალური ნათქვამია, მაგრამ ის ჩემს თვალში ყველაზე მომნუსხველი, ეშხიანი და თავბრუდამხვევი არსებაა, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. დამაბრმავებელი ქარიზმით.
წამოვდექი, ჩემს შარვლის ტოტს შევხედე, რომელსაც ძაღლის ნერწყვი ეცხო და შეწუხებულმა ამოვიოხრე. გასვლის წინ გადავწყვიტე ჩემი პორტრეტისთვის თვალი შემევლო. როგორც კი მივუახლოვდი ტანში ჟრუანტელმა დამიარა... მთელი ჩემი ყურადღება მიიპყრო არსებამ, რომელიც ჩემს გულს და სულს შეეხო მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ ნახატი იყო. წამიერად ვიგრძენი ამ ადამიანის ყოველგვარი ემოცია და გრძნობა: ტკივილი, იმედი, ბედნიერება, ვნება, სინანული, დარდი... რამდენიმე წამი დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ ტილოზე მე ვიყავი გამოსახული. ნამდვილად არ მეგონა თუ რენო ასეთ საინტერესო ადამიანად აღმიქვავდა, გაოგნებული დავრჩი.
ოთახისგან გასვლა დავაპირე. თვალი უკან მრჩებოდა, მაგრამ აღარ დავაყოვნე. ემბერმა მიხმო, ამიტომ ვიფიქრე მნიშვნელოვან სიტუაციას შევესწრებოდი. სახლის ცენტრალური ოთახიდან შეძახილები მომესმა, ხმას გავყევი და ნელ-ნელა ჩემს ნესტოებში შემწვარი ინდაურის გამაბრუებელი სურნელი ვიგრძენი. როგორც ჩანს, ორქიდეა ბავშვობის თავისუფალ დროს მხოლოდ ფსიქოლოგიას არ უთმობდა. მას ძალზედ მომხიბვლელი სუფრა გაეწყო მთელი გუნდისთვის, ჩაჩოც არ დავიწყებია. ყველაზე თვალში საცემი იყო უზარმაზარი შემწვარი ინდაური. ის ბზინავდა, მის დანახვაზე კი დანარჩენ ყველას სახე უბზინავდა. მაგიდას გარშემო შემოვუსხედით და ორქიდეას ერთხმად მადლობა გადავუხადეთ.
ვერთობოდით, ყოველი ჩვენგანი მშვენიერ ხასიათზე იყო. უგემრიელესი სადილის გამო კმაყოფილი სახეები გვქონდა. რენომ არყით სავსე ჭიქა ჰაერში ასწია და არხეინად ჩამოაყალიბა საკუთარი გრძნობები.
-მოკლედ, თქვენ ყველას მხოლოდ ორი დღეა გიცნობთ, და არ ვიცი ეს „პროექტი“ რამდენი ხანი გაგრძელდება, მაგრამ ვფიქრობ ჯერ-ჯერობით ერთმანეთს კარგად ვუგებთ, ალბათ მართლა გვაქვს ჩვენ ხუთს ისეთი ღრმა კავშირი, როგორიც წერილებში ეწერა.-გვერდით მწოლიარე ჩაჩოს მუცელზე ხელი გადაუსვა და გაუღიმა - სურვილი მაქვს მაქსიმალურად დაგიახლოვდეთ ყველას და რა თქმა უნდა ამ საქმემ წარმატებულად ჩაიაროს.-კმაყოფილი დაუბრუნდა თავის ადგილს რენო და დანარჩენებთან ერთად მთლიანი ჭიქა არაყი „გადაკრა“ ერთადერთი, ვინც თავი შეიკავა, ემბერი იყო. მასზე გაღიზიანებული გამომეტყველება შევამჩნიე, ავნერვიულდი, მაგრამ ვიფიქრე ეს მხოლოდ გაუგებრობის გამო ხდებოდა, ამიტომ ყურადღება აღარ მივაქციე. რამდენიმე წუთის შემდეგ, საუბარი, სიცილი და ჟრიამული მაგიდაზე ხმამაღალმა დარტყმამ შეწყვიტა. ემბერი განრისხებული და დაბნეული სახით იჯდა, მუშტი მაგიდაზე ედო, გაკვირვებისგან ყველა მას მისჩერებოდა.
-ემბერ კარგად ხარ? რა მოგივიდა?- ანერვიულებული ტონით ვკითხე მე და ვეცადე მის მხარზე ხელი დამედო.
-მომშორდი! არა ლეო, ნამდვილად არ ვარ კარგად, ვინმე აანალიზებთ აქ რა ხდება?- გადახედა ემბერმა დანარჩენებს- აქ რა ჯანდაბას ვაკეთებთ? ვინ ვართ, რომ ვიღაც უცნობის ბრძანებებს მივყვეთ, რომელიც ცხოვრებაში არ გვინახავს და აზრზე არ ვართ კაცია თუ ქალი, ჩვენთვის ბოროტება მოაქვს თუ სიკეთე, ან საერთოდ, ადამიანია თუ რაღაც უზარმაზარი ორგანიზაცია რომელიც ჩვენზე ექსპერიმენტების ჩატარებას აპირებს?! აბსურდია ეს ყველაფერი, აბ-სურ-დი!
რაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ემბერისთვის მითვალთვალია, არასდროს მინახავს ასეთი ემოციური გავლენის ქვეშ, ის ყოველთვის ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული გოგონა იყო. მახსოვს როგორ ვაშტერდებოდი მას სკოლის დერეფნის ერთი ბოლოდან, როცა მეორე ბოლოში თავის „ბანდას“ (ვგულისხმობ უამრავ მეგობარს და თაყვანისმცემელს) ართობდა, ისტორიებს და ანეგდოტებს უყვებოდა. ყველა ბედნიერი სახით შესცქეროდა და ტკბებოდა მისი იუმორით, ქარიზმით და მიმზიდველობით. ემბერი ყველას უყვარდა, მაგრამ არა ჩემნაირად. მასზე ყველაფერი ვიცოდი: მისამართი, ოჯახის წევრები, მათი სახელები, მისი ოცნებები, სურვილები და მიზნები, ინტერესები და შიშები, მთელი ცხოვრების ისტორია. მოკლედ, მისი ბიოგრაფიის დასაწერად ჩემზე უკეთესი ადამიანი არსად მოიძებნებოდა. მთელი ცხოვრება ემბერს აღვიქვავდი, როგორც თავისუფალ და უშიშარ ადამიანს, რადგან მე თავისუფლება მიყვარს და ამას მუსიკაში ვპოულობ, ის კი ჩემს თვალში თავად არის ადამიანი თავისუფლება. სჯერა საკუთარი თავის, და იმ გადაწყვეტილებების სისწორისა, რომელსაც იღებს. არავის ეყრდნობა თავისი პრობლემების მოსაგვარებლად, რადგან ამას თვითონაც კარგად უმკლავდება. მიდის იქ და აკეთებს იმას რასაც უნდა, მაგრამ სხვები ვერაფერს ეუბნებიან. ეს მისი ყველაზე მომხიბლავი თვისებაა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ემბერი ნამდვილად სტრესის ქვეშ იმყოფებოდა, რასაც ყველაზე ნაკლებად მისგან ველოდი. ოთახიდან გავიდა, დანარჩენებს ვანიშნე რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და უკან გავყევი.
გარეთ გავედი, დავინახე, ის სახლის შესასვლელთან მდებარე კიბეებთან ჩამომჯდარა და სახე მუხლებში ჩაერგო. ფრთხილად მივუახლოვდი და გვერდზე ჩამოვუჯექი.
-ჰეი, შეგიძლია მელაპარაკო. ვიცი, რომ გაუგებარი სიტუაციაა. დამიჯერე, მეც არაფერი მესმის. მაგრამ, ჩემი აზრით ჯობია საქმე იმას მივანდოთ ვინც ამაში გარკვეულია, ვინც ყველა სათითაოდ აგვირჩია და ერთად შეგვკრიბა. გახსოვს, წერილში წერია, იმისთვის, რომ ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიაროს, ყველანი ერთად უნდა ვიყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არცისე კარგი ბედი გვეწევა...
-და რა დარწმუნებული ხარ რომ ეს „ვიღაც“ რომელიც ჩვენი გადამრჩენელი გენიოსი ღმერთი გვგონია, სინამდვილეში პედოფილი არ არის, რომელიც ბავშვების მენტალურად დაზიანებისგან სიამოვნებას იღებს?! ან ფსიქოპატი, რომელიც საიდუმლოდ მოკვლას გვიპირებს?! არ გიცნობ, რატომ უნდა დაგიჯერო? იქნებ თქვენც მხოლოდ პაიკები ხართ ამ დიდ ჭადრაკში, რომლის ერთადერთი მსხვერპლი მე ვარ? რას მიპირებთ? ჩემი პირადი სივრცის გამოქვეყნებას? ჩემ წამებას? ჩემი ცხოვრების დანგრევას? მამაჩემის გამო სამაგიეროს გადახდას? ვიცი ეს მამაჩემის თამაშია, მაგ ცხოველს უნდა რომ ჭკუიდან შემშალოს, მაგრამ გადაეცი, რომ არაფერი გამოუვა, ყოველთვის ძლიერი ვიყავი და ვიქნები კიდევაც!
-მე.. -განცვიფრებული სახით მივაშტერდი ემბერს, თითქოს რაღაც ქვეყნის საზარელი საიდუმლო გამიმხილეს, რომელსაც მთავრობა წლები იცავდა, და არ ვიცი როგორ მივიღო. როგორც ჩანს, იმდენიც არ მცოდნია ემბერზე, რამდენიც მეგონა... -ემბერ, არ ვიცოდი ოჯახთან პრობლემები თუ გქონდა, მაგრამ შეგიძლია მომიყვე. შენთავ ვარ, დაგეხმარები.
-შენს აქ ყოფნას არავითარი აზ_
რენომ და ორქიდეამ შესასვლელის კარები გააღეს და გაოგნებული გამომეტყველებით გვითხრეს:
-ბავშვებო, ეს უნდა ნახოთ.
რენოს ხელში ის მათლაფა ეჭირა, რომელსაც მე ვიყენებდი. ამოტრიალებული, ძირი ჩემსკენ ჰქონდა მიმართული და მასზე ამოტვიფრული იყო: „61008“ „სამი საათი“
.
.
.
მადლობთ მესამე თავის წაკითხვისთვის...ზემოთ ფოტოზე გამოსახულია ემბერი, დრო და დრო ყველა პერსონაჟის ვიზუალი დაიდება, რადგან სიუჟეტები უფრო ადვილად წარმოსადგენი და რეალური იყოს



№1 სტუმარი ემბერი

ძალინ მომწონს შენი სტილიი^^ესე გააგრძელეე, წარმატებები და არ შეწყვიტოო

 


№2  offline მოდერი Mary Drey

იხვეწები და მიხარია. <3

 


№3 სტუმარი სტუმარი სანდრა

კარგია, მკითხველის დაინტერესება ნამდვილად შეგიძლია.
მოვლენების და გარემოს აღწერა უფრო უკეთესად გამოგდის, ვიდრე დიალოგები.
ვფიქრობ დიალოგები შენი სუსტი წერტილია... *არ მიწყინო, ეს მხოლოდ ჩემი აზრია*
ყველაფრის მიუხედავად მომწონხარ. წარმატებები და მომავალ თავამდე გემშვიდობები გუკა. :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent