შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეზობელი, ქმარი და საყვარელი (სრულად I)


4-05-2020, 21:45
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 67 593

პროლოგი
"მეზობელი, ქმარი და საყვარელი " , სამი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული წყვილის ისტორია ,რომელიც აერთიანებს ბევრ ემოციას. თუ კითხვის გაგრძელებას გადაწყვეტთ იცოდეთ რომ ბევრჯერ გაიღიმებთ, მიუხედავად იმისა რომ კომიკური არ არის . ზოგჯერ სევდაც მოგერევათ , მაგრამ დრამაც არ არის . შემიძლია დარწმუნებით გითხრათ ,რომ სიყვარულის სხვადასხვა ელფერი აღვწერე , მეგობრობული, და-ძმური, მამა-შვილური და თითოეული გმირი დიდი ემოციის მატარებელია ჩემთვის . მიუხედავად იმისა,რომ ისტორია საკმაოდ ვრცელია და დაუსრულებლადაც მოგეჩვენებათ , იქნებ მეორე ნაწილის წაკითხვის სურვილიც კი გაგიქრეთ, მაგრამ მაინც მარტივად იკითხება მათთვის ვისაც უყვარს საუბარი, დიალოგები, ლაპარაკისას გაცნობილი პერსონაჟები ეს ისტორია თქვენთვისაა. მათ კი ვინც დიალოგებს ვერ იტანთ იცოდეთ რომ ისტორიის 98% დიალოგია... მზად იყავით ბანალური ყოველდღიური რუტინის აღწერის ხილვისთვის. ისტორია რამდენიმე ნაწილისგან შედგება ურთიერთობები ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ სამ განსხვავებულ წყვილთან .
რაც არ უნდა მოხდეს ისტორიის ყველა გმირი ,მეასეხარისხოვანიც კი მიყვარს და ძალიან დიდი იმედი მაქვს შენ, მკითხველო კითხვის გაგრძელებას რომ გადაწყვეტ მოგეწონება მათი რაღაც ნაწილი მაინც.
"მეზობელი, ქმარი და საყვარელი" კარგად დავიწყებული ძველი , განახლებული ისტორიის პირველი ნაწილი
.......
შემოდგომისთვის დამახასიათებელი ღრუბლიანი ამინდი იყო. ცა თითქმის შავი გამხარიყო ,წვიმისთვის ემზადებოდა. ძლიერი ქარი ქროდა , სწრაფად მოძრაობდა ქუჩებში ხალხი, თუმცა მანქანის საჭესთან მოკალათებული ახალგაზრდა ქალისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ადამიანებს,მას მხოლოდ ადგილები აინტერესებდა, შენობებს აკვირდებოდა იხსენდებდა ძველს და ადარებდა ახალს. მინიმალური სხვაობა აღმოაჩინა, სულ რაღაც ერთი წლის წინ იყო ბოლოს სამშობლოში ,მაგრამ მაინც გრძნობდა ნოსტალგიას.
-ასე თუ გააგრძელებ რამეს დავეჯახებით,მე უნდა დაგესვი საჭესთან- გვერდით მჯდომი გოგონა აწუწუნდა და იისფრად შეღებული ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა
-ელიზაბეტ მშვიდად იჯექი და მადროვე ,გთხოვ
-მშვიდად ვზივარ ნახევარი საათია არადა წესით 10 წუთში უნდა ვყოფილიყავით სახლში შენ ისე დადიხარ კუ მიმიქარავს
-ადამიანურად ისაუბრე ,რამენჯერ უნდა გაგაფრთხილო, რომ არ შეგფერის მსგავსი სიტყვები
-ოოჰ ღმერთოოო შენნაირი ერთიც საკმარისია დედამიწაზე
-ვფიქრობ ყველა მსგავსად რომ მეტყველებდეს ქართულ ენას გადაგვარება არ დაემუქრებოდა ,არც ამდენი ბარბარიზმი დამკვიდრდებოდა - ისევ უცქერდა ქუჩებს და მშობლიურ სახლს, რომ მიაღწია შემდეგ უმატა სიჩქარეს ,ყოველთვის ასე იქცეოდა.
-ალილუიიაა როგორც იქნა მოვედით თორემ შენთან ერთად ისე ვიწყენ სიკვილი მინდება - მანქანიდან სწრაფად გადავიდა გოგონა და საბარგულიც გახსნა სანამ საჭესთან მჯდომმა მანქანა დატოვა. მშვიდად მოძრაობდა,კარი ნელა მიხურა მოსაცმელი შეისწორა და სახლისკენ დაიძრა-მოიცა შენი ჩათები მე უნდა ვათრიო?
-ელიზაბეტ შეეშვი...მამას მძღოლი მიხედავს
-ელიზაბეტს ნუ მეძახი ლიზა დამიძახე, ასეთი რთული სათქმელია? შოთიკო კიდე ყველაფერს ხომ ვერ მიხედავს - სანამ ჯუჯღუნებდა გოგო უკვე სახლში იყო .
შესვლისთანავე იგრძნო მონატრებული სურნელი, აურა რომელიც სხვაგან არსად ხვებოდა და გაეღიმა. მოსაცმელი გაიხაა იქვე დაკიდა და მისაღებისკენ დაიძრა
-დედიი მოვედი
-ეკატერინე,საყვარელო - 60 წელს გადაცილებული ქალი წამსვე შეეგება და გულში ჩაიკრა გოგონა- ჩემო საყვარელო, როგორ მომენატრე
-მეც ,ძალიან
-ეკატერინე - მამას ხმა რომ გაიგო წამსვე გასწორდა და მისკენ დაიძრა-როგორ იმგზავრე?
-კარგად მამა,გმალობ. როგორ ხართ?
-როგორც ჩვენს ასაკს შეეფერება
-ისევ ცუდად ხართ მამა? დედას არაფერი უთქვამს
-კარგად ვარ, ნუ ღელავ .მთავარია დაბრუნდი
-ნელიკოოო მშია სასწაულად ...ამან გზაში ისე იარა მეგონა მთელი საქართველო გამოვიარეთ და მომშივდა. სანამ წავალ მაჭამეთ რამე
-ელიზაბეტ !
-ბატონი მამაც აქ ყოფილა, უკაცრავად შალვოვიჩ ვერ დაგინახე
-ელიზაბეტ ვახშამი მზადდება და ყველანი ერთად დავსხდებით, როცა დრო მოვა-დედამ მშვიდად განუცხადა უმცროს ქალიშვილს , რომელიც უკვე მობილურში იყურებოდა და მოსულ შეტყობინებას ღიმილიანი სახით კითხულობდა.
ეკატერინე მშობლების გვერდით ჩამოჯდა ,მხრებში გამართული ნამდვილ არისტოკრატ ქალს ჰგავდა. გრძელი თმა უზარმაზარ კოსად შეეკრა , ნაცრისფერი პერანგი და შავი კლასიკური შარვალი ეცვა , შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გრძელ ფეხებს მეტად გამოკვეთთდდა . მუდამ მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა , თითქოს ამქვეყნა არაფერს გაუნაწყენებია, გული არ სტკენია და ბრაზის არსებობის შესახებაც არ იცოდა. თვალები იმდენად ლამაზად და დახვეწილად მოეხატა რომ მუქი ცისფერი თვალები საოცრად ჩანდა გრძელ წამწამებს შორის. ტუჩები ბორდოსფრად შეეღება და საერთო ჯამში დახვეწილობის ზენიტში იყო.
-საყვარელო ვიცოდით რომ ჩვენთან დარჩენა არ გინოდა, უკვე მიჩვეული ხარ მარტო ,მშვიდად ცხოვრებას და ბინა შევიძინეთ. სულ რაღაც ერთ კვირაში დასრულდება და შეგეძლება გადახვიდე
-არ იყო საჭირო,მაგრამ ნამდვილად ვერ გეტყვით უარს.ცოტა არ იყოს გამიჭირდებოდა მარტოობასთან გამომშვიდობება
-შენ გიშვებენ სახლიდან და მე წავსლის ნებას არ მაძლევენ- წამსვე წამოიკივლა ელიზაბეტმა და ფეხზე წამოვარდა-პირდაპირ უსამართლობაა მე უნდა ვცხოვრობდე თქვენთან და ეს თქვენი საყვარელი შვილი თქვენგან შორს?
-შენი გაშვება სახიფათოა...ისედაც სულ შარში ეხვევი და მარტომ ცხოვრება რომ დაიწყო სულ მთლად დაიღუპავ თავს -ქალბატონი ნელი აშკარად უკმაყოფილო იყო უმცროსი ქალიშვილის ცხოვრების წესით
-ხო რა თქმა უნდა თქვენგან განსვავებით ცხოვრებით რომ ვტკბები თავის დაღუპვაა...როგორ დამღალეთ რაა აღარ შემიძლია მეტი
-სად მიდიხარ- სახლიდან გაქცეულ ლიზას შეშფოთებულმა დაუძახა დედამ,მაგრამ ის უკვე მანქანაში იჯდა და სადღაც მიქროდა
-დარწმუნებული ვარ მიზეზს ეძებდა გასაქცევად, ხომ ხედავ მოაკითხეს
-ყოველთვის ასე იქცევა?- დამწუხრებულ მშობლებს გადახედა
-ეს კიდევ არაფერია, ზოგჯერ თვეობით წასულია ვერც კი ვიგებთ სად დადის. იქნებ შენმა დაბრუნებამ შეცვალოს, ხომ იცი როგორ გიჯერებს
-მე მისი გამოსწორების იმედი აღარ მაქვს - მამამ განაცხადა და ფეხზე წამოდგა- სუფრა უკვე მზადაა, ვივახშმოთ
-სააბაზანოში შევალ და შემოგიერთდდებით შემდეგ - მშობლები დატოვა და ლიზას დაურეკა
-არ მითხრა რომ მოგენატრე
-სად წახვედი? ხომ მითხარი მომენატრე ,მიხარია რომ ბრუნდებიო
-საქმე გამომიჩნდა
-მანქანაში ხარ?-მუსიკის ხმა ფარავდა ლიზას სიტყვებს
-ხოო ...
-არ მესმის ნორმალურად შენი ხმა და ეგ სიმღერა რომ გამორთო არ შეგიძლია?
-ღამით დავბრუნდებიიი..მიყვარხაააარ - ჩაჰყვირა ისევ და გაუთიშა.
ღამით მართლაც დაბრუნდა და პირდაპირ საძინებელში შეუვარდა ეკატერინეს.
-დავბრუნდიიი- საწოლში შეწვა და ჩაეხუტა- როგორ ხარ?
-რომელი საათია იცი?- თვალები ძლივს გაახილა
-სამი ხდება ...ადრეა
-კი ნამდვილად ადრეა,დილაა ჯერ კიდევ
-ღმერთო ჩემო სულ დამავიწყდა რომ შენ 12 საათზე უკვე გძინავს...
-იმ ბიჭთან ერთად იყავი?
-იმ ბიჭს სახელი აქვს და ხო ,მასთან ერთად ვიყავი მეგობართან წავედით გავერთე და დაგიბრუნდი
-რამდენი ხანი აპირებ მაგ იმბეცილთან ყოფნას?
-რატომაა იმბეცილი ,რა გინდა ეკატერინა? შენ უსექსობისგან გაგიჟებული და გაუბედურებული იყო გინდა მეც დაგემსგავსო?
-რამდენჯერ გაგაფრთხილე რომ ასე არ გელაპარაკა !
-მე შენსავით საუბრის სურვილი არ მაქვს! გაგაცნობ აუცილებლად გიორგის და მიხვდები რომ არაა ცუდი ბიჭი და მხოლოდ გართობისთვის არ ვარ მასთან... ნუ ისეთი საოცარია საწოლში მაგის გამოც არ დაკარგავდა ნორმალური ქალი,მაგრამ სხვა დადებითი მხარეებიც ბლომად აქვს
-სწავლობს სადმე? რაიმე მიზანი აქვს ცხოვრებაში გართობის გარდა?
-თუ ღმერთი გწამს რა კითხვებით მაწუხებ,ცოლად კი არ მივყვები
-როგორ შეგიძლია ისეთ ადამიანთან ყოფნა ...
-თუ დაგამშვიდებს გეტყვი რომ საქმეც აქვს, შემოსავალიც , ჭკვიანიცაა და უნივერსიტეტიც დასრულებული აქვს. ეკონომისტის დიპლომი აქვს . ასლს გადავაღებინებ და მოგიტან გინდა?
-მასხარა - მაინც ვერ შეიკავა თავი და მასთან ერთად აკისკისდდა. მერე ლიზიკოს ხელი მოხვია და მაგრად ჩაეხუტა-ხომ იცი როგორ მიყვარხარ ,უბრალოდ არ მინდა რომ გული გეტკინოს ისევ
-არ მეტკინება გული... არ მიყვარდა არც წინა შეყვარებულები და არც ეს
-ორი წლის წინ მე დავტიროდი შეყვარებულს?
-ვაიმეე რა გამიხსენა პროსტაა ... ვის შეადარა ჩემი ბიჭი .ჯერ ეს ერთი იმას უბრალოდ ვხვდებოდი მაშინ თინეიჯერი ვიყავი და მეგონა ვუყვარდი რომ მიღალატა ვინერვიულე და გავბრაზდი
-ამ ბიჭმაც რომ გიღალატოს მერე?
-არ მიღალატებს..ვერ მიღალატებს იმიტომ რომ...იმიტომ რომ ვიცი ვაგიჟებ შენგან განსხვავებით კარგად ვხვდები როდის ვაგიჟებ კაცს და ორი წელი დიდი დროა ჭკუის სასწავლად- ლოყაზე აკოცა ხმაურით და მერე მხარზე დაადო თავი -იცი როგორ მიყვარხარ?
-ჩემი პატარა - თავზე აკოცა და მოეფერა- დავიძინოთ ,დროა
-იცოდე დილით არ გამაღვიძო ისე წადი სავარჯიშოდ
-გპირდები ..ტკბილი ძილი
დილით ადრე გაიღვიძა, მძინარე ლიზა საწოლში დატოვა.მოწესრიგდა ,ცოტა ხანს ირბინა შემდეგ დაბრუნდა გამოიცვალა, ისაუზმა და სამსახურის ამბის გასარკევვად წავიდა. მართალია მოწვევა ჰქონდა უნივერსიტეტიდან და შეეძლო რამდენიმე დღე თავისუფლებით დამტკბარიყო,მაგრამ უსაქმოდ ყოფნა არ შეძლო. პოლიგლოტი გახლდათ ქალბატონი ეკატერინე , უცხო ენათა ფაკულტეტის წამყვანი პროფესორი . ქალბატონი ნელი ისტორიკოსი გახლდათ და წლების განმავლობაში იყო ლექტორი, მეუღლეც ბატონი ვახტანგი უნივერსიტეტში გაიცნო. ვახო უნივერსიტეტის რექტორი გახლდათ რამდენიმე წლის განმავლობაში . ქალიშვილმაც მათი გზა განაგრძო ბავშვობიდან ჰქონდა უცხო ენების დასწავლის საოცარი ნიჭი და არც დაფიქრებულა პროფესიის არჩევისას. მშობლებმა ჯერ კიდევ ბავშვობაში გაგზავნეს სასწავლებლად ინგლისში გოგონათა კოლეჯში . რამდენიმე წელში მასთან ელიზაც გაუშვეს ,მაგრამ ქალბატონი ცუდი ყოფაქცევისთვის მალევე გამორიცხეს და სამშობლოში დააბრუნეს. მართალია დებს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ,არდადეგებს ერთად ატარებდნენ და სწავლის პერიოდშიც ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს ,მაგრამ ეკატერინეს გავლენა ელიზაბეტზე საერთოდ არ იგრძნობოდა. მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთზე ყველაფერი იცოდნენ არასდროს ითვალისწინებდნენ ერთმანეთის რჩევებს. ისე განსხვავდებონენ ერთმანეთისგან როგორც ცა და დედამიწა.
ერთი კვირა იმდენა სწრაფად გავიდა სხვადასხვა საქმის მოგვარებასა და გარემოსთან შეგუებაში რომ გონს ვერ მოვიდა ისე აღმოჩნდა ახალ ბინაში. მშობლებმა მალევე დატოვეს ელიზაბეტი კი ქარიშახლივით შეიჭრა და ყველა კუთხე კუნჭული დაათვალიერა . მერე ამობარგებაში დაეხმარა
-არა მაინც ვერ ვიჯერებ რომ დამხმარეს არ აიყვან
-ბინა იმიტომ ავირჩიე რომ თავად მომეგვარებინა ყველაფერი
-არ მჯერა რომ თავად შენ გააკეთებ ყველაფერს, კი მითხარი კერძების მომზადებას ვსწავლობო ,მაგრამ არ მეჯერა. მომიმზადებ რამეს ეკატერინე?- სამზარეულოს დახლზე შემოჯდა და თითები ზედაპირზე აათამაშა
-თუ შეიძლება სკამზე დაჯექი ... როდესაც მოვამზადებ აუცილებლა დაგპატიჟებ
-აქედან ვერ მომიშორებ იცოდე...როგორ მომწონს ყველაფერი .წარმოუდგენელია მეც მინდა ბინა
-ჭკვიანად თუ მოიქცევი პირადად მე გიყიდი
-მართლა მეუბნები? ნამდვილად? მოიცა ჭკვიანად მოქცევა რას ნიშნავს
-შეეცადე უნივერსიტეტიდან მაინც არ გამოგრიცხონ, ლექტორებთან და რექტორებთან ომს შეეშვი და მაჩვენე რომ ცეკვის,სიმღერის და იმ კაცის გარდა რაიმე გიყვარს
-ასე მარტივადაც არაა საქმე როგორც ჟღერს..თუმცა ამჯერად იმ საქმეს ვაკეთებ რაც მომწონს და მასწავლებლებიც კარგი მყავს. ხატვა არ მიგაჩნიათ საქმედ თქვენ, მაგრამ მე ჯგუფში საუკეთესო ვარ,რამდენიმე თვეში გამოფენა მექნება
-ჩემი დამოკიდებულება იცი და ძალიან გთხოვ ნუ ამბობ რომ არ მომწონს შენი საქმე,თუმცა ვბრაზობ რომ ერთხელ არ დამხატე
-შენ ჩემო საყავრელო ისეთი მშვენიერი ხარ ჯერ ვერ დაგხატავ..ვერ გავბედავ უბრალოდ შენი მშვენების დამახინჯებას- სახე წამსვე გაუნათდდა და თვალები გაუბრწყინდა
-გამოფენას ვინ გიფინანსებს? უნივერსიტეტი ?
-მეც არ ვიცი ვინ არის ჩემმა მასწავლებელმა მითხრა რომ დერეფანში ნახეს ჩემი ნახატები ისე მოეწონათ რომ გამოფენას მიფინანსებენ და მეც რა თქმა უნდა უარი არ მითქვამს
-ასე უბრალოდ მოეწონა და იკითხა ვინაა ამ საოცარი ნამუშევრების ავტორი მოდი გამოფენა გააკეთოს ჩემი ფულითო?
-ყველაფერში ეჭვი როგორ გეპარება..აბა მოვიპარავდი ფულს თუ რა
-ნუ იბუტები ...უბრალოდ ვიკითხე. შეგეძლო ჩემთვის გეთქვა და
-არ მინდოდა თქვენი ფული ...საღამოსთვის მზადებას ვიწყებ. უკვე ვიცი სად უნდა გავაკეთო არ მინდა მხოლოდ ნახატები იყოს...ჩემი ფოტოებიც უნდა ვაჩვენო ფართო საზოგადოებას , სასიამოვნო მუსიკა და მოდელებიც მჭირდება.მოკლედ გრანდიოზული გეგმები მაქვს...გადატრიალება უნდა მოვაწყო
-ჩემი ნიჭიერი გოგო ხარ შენ და იცოდე არასდროს გაბედო უკან დახევა
-მარტო შენ გჯეროდა ჩემი ნიჭიერების ...გახსოვს ბავშობისას კაბებს , რომ ვხატავდი მეუბნებოდი შენგან ერთ დღეს ცნობილი მხატვარი და დიზაინერი დადგებაო . მაშინ ვერ ვიგებდი უბრალოდ ვხატავდი ბავშვური ფანტაზიები ფურცელზე გადმომქონდა ახლა კი პირობას გაძლევ მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი გავხდები და მერე მითარგმნე ჟურნალებში ჩემზე დაწერილი სტატიები - მაგიდიდან ჩამოხტა და ზურგიდან მოეხვია ეკატერინას -იცი რო მიყვარხარ ჩემო ცისფერთვალა დედოფალო?
-ჩემი პატარა , მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე- ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა- რამხელა გაიზარდე ჩემზე დიდი ხარ გოგონი?
-შხვართი ვარ მე ...შხვართალააა ლიზიკოოო.ტკბილი ,გემრიელი და საყვარელი რომელსაც თავისი სექსბომბა ბიჭი ურეკავს რაც იმას ნიშნავს რომ უნდა წავიდეს და მარტო დაგტოვოს შენს ბინაში. აბა კარგად ...ხვალ დილით არ დამირეკო იცოდე ძალაგამოცლილი ვიქნები და მაგ დროს მძინავს ხოლმე გათიშულს . მე დაგირეკავ - უცებ მიაყარა ლოყები დაუკოცნა, ჩანთას ხელი დაავლო და გაიქცა. ეკატერინემ სააბაზანოს მიაშურა ჯაკუზში მოთავსდდა და სწორედ იმ დროს გაისმა ხმამაღალი სიმღერის ხმა როცა უნდა მოდუნებულიყო. თითქოს სხეულზე ეკლებმა დააყარა . სახლი ლამის ზანზარებდა ისე ისმოდა ყველა მხრიდან ხმა,ჯერ ვერ გაიგო ზემოდან ჩამოდიოდა ხმა,ქვემოდან თუ გვერდიდან . ყურის საცობები აიღო და მოირგო,იფიქრა რომ ბანაობის დასრულებამდე მეზობელიც შეწყვეტდდა გართობას. შხაპი რომ მიიღო ,მოწესრიგდა და გვიან მოიშორა ყურიდან საცობები. თმა დაიწნა და საწოლისკენ დაიძრა. ბალიში ააფუმფულა ,კომფორტულად მოეწყო და თვალები დახუჭა. ძილის წინ ჩვევად ჰქონდა კლასიკური სიმღერის მოსმენა. მელოდიის დასრულებამდე უკვე სიზმრების სამყაროში ინაცვლებდა. ამჯერადაც არ დაურღვევია კანონზომიერება , მაგრამ ღრმა ძილიდან კვნესის ხმამ გამოიყვანა , ქალის ხმა იყო აშკარად და მთელს ოთახში ტრიალებდა, ჯერ გვერდი იცვალა ,შემდეგ დაიგნორება შეძლო ,მაგრამ არ გამოუვიდა თანდათან უფრო ძლიერდებოდა ხმა და ამას თან ერთვოდა საშინელი ხმაური , თითქოს საწოლის უკან კედელს მთელი ძალით ეჯახებოდა რაღაც. თვალები გაახილა და ბალიშების მორევიდან თავი წამოჰყო ,შემდეგ ოთახში მიმოიხედა ხმა ისე ვრცელდებოდა ისევ ვერ იგებდა საიდან მოდიოდა. ყალყზე დაუდგა ნერვები , სუნთქვა ეკვროდა უკვე ქალის ხმა იმდენად მკაფიოდ ჟღერდა და ამას თან კაცის ოხვრაც ერთვოდა, საწოლის ხმაზე აღარაფერს ვამბობ, ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ კედელს გამოტეხდნენ და მის საწოლს დაეჯახებოდნენ. სწრაფად წამოვარდა, ხალათო მოიცვა და საძინებლიდან გავარდა. არ უნდოდა მოთმინება დაეკარგა და ალქაჯივით მოქცეულიყო, მითუმეტეს მეზობელს რომელსაც შეგნების ნატამალიც არ გააჩნდა ასე დადგომოდა თავზე. რამდენიმე წუთი მოიცადა ,სამზარეულოში წყალი დალია.აივნის კარი დახურა და ისევ დაბრუნდა. ღრმად ამოისუნთქა ხმა რომ აღარ ისმოდა. საწოლს მიაშურა,ბალიშები დააწყო და ის იყო თავი უნდა დაედო ისევ რომ დაიწყო
-არააა გამორიცხულია... რა უბედურებაა ღმერთო ? ეს სად მოვხვდი - ისევ წამოდგა ,ხალათი ჩაიცვა, ქამარი კარგად შეიკრა და სახლიდან ისე გავიდა. მეზობელ კარზე დააკაკუნა, რა თქმა უნდა დიდხანს არავინ გამოხედა, სულ მთლად გაგიჟდა სწორედ იმ დროს გაიღო უკან გაბრუნებას რომ აპირებდა .ხელი ჰაერში დარჩა ნახევრად შიშველი ბიჭი რომ აესვეტა წინ ,თვალები ამღვრეული ჰქონდა, ყელი დაწითლებული ,სპორტული შავი შორტი ეცვა და ისიც იმდენად დაბლა იყო რომ მენჯის ძვალი ლამის ბოლომდე უჩანდა .ხელით კარის ჩარჩოს მიეყრდნო და ურცხვად აათვალიერა ეკატერინა
-კოჭამდე ხალათში სტრიპტიზიორებს არ ვიცნობ და რა გგნებავთ დეიდა? - ისე უთხრა თვალები არ მოუშორებია მისი მკერდისთვის , ეკატერინეს ეჭვი შეეპარა შიშველი ხომ არ ვარო ,მაგრამ ხალათი ისევ ისე იყო შეკრული -ცუდად ხომ არ ხართ?-თვალი გაუსწორა და მწვანე თვალების ციმციმით გააგიჟა ეკატერინა-აბა , სასწრაფოს გამოძახება გჭირდებათ თუ ნებას მომცემთ სახლში დავბრუნდე
-იცით მეც ძალიან მინდოდა სახლში მშვიდად ყოფნა და დასვენება,მაგრამ თქვენ თქვენს „სტუმრებთან“ ერთად დამირღვიეთ მყუდროება და მოვითხოვ შეწყვიტოთ აღნიშნული ქმედება
-მოითხოვთ შევწყვიტო აღნიშნული ქმედება...ღმერთმანი ვერ ვიგებ რა ქმედებაზე ამბობთ ...განა თქვენთან შემოვიჭერი?
-ყმაწვილო მორჩით თავის გასულელებას და იქონიეთ მცირედი გონიერება -უკან შებრუნდა და ჩვეული მოზომილი ნაბიჯებით დაიძრა კარისკენ
-ტკბილი ძილიიი დეიდაა - კარის დახურვამდე გაიგო ბიჭის ხმა და ცეცხლი წაეკიდა ბრაზსგან
-იდიოტი ...დეიდაო ,წარმოუდგენელია დეიდა მიწოდა .სასწრაფოს გამოვუძახებო რომელი ქმედებაო ..უტაქტო, ცინიკოსი, გაუზრდელი ხეპრე - ილანძღებოდა და საძინებლისკენ მიდიოდა ამჯერად სიმღერის ხმა გაიგო ისეთ ხმაზე რომ კვნესას მაინც ვერ ფარავდა და მთელი კოქტეილი დახვდა ერთად ჭკუიდან გადასასვლელად. საცობები იპოვა სწრაფად მოირგო, ბრაზისგან ხელები უკანკალებდა ,თავზე ბალიშიც დაიმხო . პირველად დაიძინა ასე არაკომფორტულად, ცუდ განწყობაზე . დილასაც შესაბამისად ცუდ განწყობაზე გაიღვიძა, შხაპი მიიღო და მაშინვე გამოფხიზლდა, სპორტული შარვალი, ბოტასი , ქურთუკი და ყურსასმენები აიღო . კიბე ჩაირბინა და სკვერში სავარჯიშოდ გადავიდა. დიდხანს დარბოდა ,ბოლოს დაქანცული მიაბიჯებდა კორპუსისკენ ზემოდან რომ დაიფშტვინა ვიღაცამ ,ინსტიქტურად აიხედა და აივანზე მდგომი უზრდელი მეზობელი შენიშნა
-როგორც ჩანს კარგად გეძინა დღეს ენერგიაზე ხარ ლამაზო
-აბეზარი - წამსვე მოაშორა მზერა ,მისი სიცილიც დააიგნორა და გზა განაგრძო. ისევ გადაივლო, ჩაიცვა და საუზმის მომზადება დაიწყო. კარგი ამინდი იყო და აივანზე გაწყობა გადაწყვიტა. ლანგრით გაიტანა ნუსი, ორცხობილები ,კრუასანები და ყავა .ხილიც დაჭრა ლამაზად თეფშზე და ყველაფერი აივნის მაგიდაზე დააწყო,შემდეგ დაწნულ სავარძელში დაჯდა და საუზმობას შეუდგა. ჯერ კიდევ დილის 10 საათი იყო , ქალაქი იღვიძებდა ზოგს სამსახურში აგვიანდებოდა, ზოგს უნივერსიტეტში მიეჩქარებოდა...
-ჰეიი მეზობელოო -ისევ გაიგო ბიჭის ხმა იმდენად ახლოს რომ ეგონა პირდაპირ ყურში ჩაჰყვიროდა, უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები და ისე გახედა. უზარმაზარ აივანზე იდგა კიდეზე მოყრდნობილი და სიგარეტს ეწეოდა -მაგრად მშია და არ გინდა დამპატიჟო?- კვამლს გამოაყოლა სიტყვებიც და თვალები დააწვრილა, ისე გაიცინა ნებისმიერს აურევდა გონებას , თუმცა ეკატერენეზე მხოლოდ მისი სითავხედე მოქმედებდა
-სხვა დეიდა იპოვნე ყმაწვილო ,რომელიც გათენებული ღამის მიუხედავად დაივიწყებს შენს სითავხედეს და დაგაპურებს - ტონი არ შეუცვლია ისე განუცხადა და ჩანგალი ხილით სავსე თეფშისკენ წაიღო
-ნწ ნწ ნწ ასე როგორ შეიძლება? დავიჯერო გაგანაწყენეთ? მომიტევეთ უგნურს თქვენნაირი ლამაზი ქალის განაწყენება როგორ შეიძლებოდა ...გეფიცებით გაუაზრებლად მომივიდა .თქვენ წარმოიდგინეთ სულ არ მიფიქრია იმ დროს თქვენზე- ეს რომ უთხრა ეკატერინას ლუკმა გადასცდა და ხველა აუტყდა. წვენის ჭიქას ხელი დაავლო და ძლივს მოსულიერდა-აიი კიდევ დაგაზარალეთ... კარგად ხართ?
-იქნებ თქვენს ტერიტორიაზე დარჩეთ და ჩემი სიმშვიდის დარღვევას შეეშვათ!
-ბაზარი არაა... გავდივარ ,თუმცა ნაწყენი ვარ ყავაზე რომ არ დამპატიჟეთ . ისე თქვენ მოხვედით და კექსით შემოსვლა ჩემზე არ იყო? ვაახ ჩემიი როგორ შევცდი ...გამოვასწორებ! ალბათ მაგიტო ხართ გაბრაზებული ხო?- თავისას არ იშლიდა ამჯერად მოაჯირს მოშორდა წელში გასწორდა და ხელები მაღლა ასწია თან ისე იღიმოდა,იმდენად აშკარა იყო რომ ღადაობდა ,ეკატერინა კი ბრაზისგან იბერებოდა. ცოცხალი თავით არ ადგებოდა და საუზმობას არ შეწყვეტდდა , არც თავს გაუყადრებდა მეტად და მასთან ბაასს არ გააბავდა, პირველ რიგში თავშეკავებას ასწავლიდნენ და არაჩვეულებრივადაც გამოსდიოდა. წვენის ჭიქაც ბოლომდე დაცალა , მუხლებზე დაფენილი ხელსაწმენდი აიღო დაკეცილი დადო სინზე და მობილურიც ამღერდა. ელიზაბეტის მომღიმარი ფოტოს დანახვისას თავადაც გაეღიმა
-გისმენ ელიზაბეტ...ასე ადრე რატომ გაიღვიძე ?
-ეკატერინე სახლში ხარ?
-რა ხდება? სახლში ვარ
-მოვალ მალე და გეტყვი - ტირილით თქვა და გაუთიშა. მაშინვე აალაგა ყველაფერი და სახლში შევიდა. ზედაც არ შეუხედავს უზრდელი მეზობლისთვის.
რამდენიმე წუთში გაისმა კარზე ზარი და ელიზაბეტიც შევიდა ქვითინით. კარის გაღებისთანავე მოეხვია დას .
-ეკუუუ
-პატარავ...რა მოხდა?
-მომატყუა იმ საზიზღარმაა - ქვითინებდა და ცრემლებს შეუჩერებლად ღვრიდა
-ჩშშ...დამშვიდდი და ყველაფერი მომიყევი - კარი მიხურა და სახლში შეიყვანა . დივანზე ჩამოსვა და წყალი მიუტანა ისე სრუტუნებდა სიტყვებსაც ვერ არჩევდა. წყალი რომ დალია ცოტა ამოისუნთქა და ცრემლებიც მოწმინდა ეკატერინემ-აბა ახლა მომიყევი რა მოხდა
-გიორგიიმ მომატყუა ... იმ საზიზღარმა ,გველმა, ბოროტმა მატყუარამ
-გიღალატა? რა გააკეთა ვინმე ჰყავს? აბა გიჟდება ჩემზეო?
-ვაიმეე მეტი არ მინდოდა ეღალატებინა და სხვას მიჰკარებოდა მივატეხდი იმ საოცარ ხელებს...ჯანდაბაა რაზე ვფიქროოობ მაგ დამპალმა როგორ გამაბითურა მე კიდე როგორ მეგონა რომ ნიჭიერი ვიყავი და
-ისევ არ დაიწყო ტირილი და მითხარი რა მოხდა,თუ არ გიღალატა აბა რა გააკეთა
-თურმე ის აფინანსებს ჩემს გამოფენას...იმ დამპალმა მომატყუააა იცოდა რო არ გამოვართმევდი ფულს და ამხელა გეგმა შეადგინა ჩემს მოსატყუებლა წარმოგიგენია?
-გიორგი აფინანსებს ყველაფერს? ლექტორსაც შეუთანხმდა და ყველაფერი მოიფიქრა? შენ როგორ გაიგე
-წუხელ მასთან ვიყავი , დილით რომ გამეღვიძა საწოლში არ დამხვდა ვიღაცას ელაპარაკებოდა და გავიგონე როგორ თქვა რამე რომ გაიგოს დედას გიტირებთო, ყველაფერი ისე უნდა იყოს როგორც მოუნდება და ძალა არ დაიშუროთო თორემ ხომ იცით რას გიზავთო. მე რომ მოვითხოვე სპონსორის სახელის თქმა იმიტომ იყო გაბრაზებული და ბრდღვნიდა ყველაფერს რომ დამინახა სიტყვის თქმა არ ვაცადე ისე ვეჩხუბე, გავლანძღე, გული მოვიოხე, ყველაფერი დავუმსხვრიე სახლში და ისე წამოვედი.
-ამის გამო ტირი ჩემო სულელო გოგო? განა რა გააკეთა ისეთი,მართალია ცუდად მოიქცა რომ მოგატყუა ,მაგრამ შენთვის არ გააკეთა? შენ რომ ბედნიერი ყოფილიყავი,თანაც სრულიად უანგაროდ
-შენ რა იცავ? რაც უნდა ის ქნას იმდენი ვაზა ვესროლე ერთი გავარტყი კიდეც..ვაიმე ბოლო რომ ვესროლე მოხვდა სახეზე ხელი აიფარა და ხელი ...მგონი სისხლი მოსდიოდა .ეს ...ეს მისი სისხლია? რომ ცდილობდა გავეჩერებინე - მაისურზე დაიხედა უცებ და წამოვარდა- ღმერთო ვესროლე და ხელი გავუჭერი
-და რისთვის
-ჩემი გახარება უნდოდა, იმტომ რომ შენსავით სჯერა ჩემი და სულ მეუბნება რომ ნიჭიერი ვარ და რომ ყველაზე კარგად ვხატავ და ცნობილი რომ იქნები იცოდე ავტოგრაფი მაინც მომეციოოო მე კიდე რა გავუკეთეე- მოთქვამდა ისევ , მერე უცებ შეიმშრალა ცრემლები ეკატერინეს აკოცა და სახლიდან ქარბორბალასავით გავარა
-გადარეული გოგო - ეკატერინამ სიცილი ვერ შეიკავა .
საღამომდე გასული იყო, ქალაქში სეირნობდა , საყვარელ ადგილებს სტუმრობდა. საღამოს რომ დაბრუნდა ლიზა ისევ ესტუმრა, ამდენად სიცილ კისკისით შევიდა და დივანზე დასკუპდა
-აბაა როგორ ხართ?
-ხელი აქვს გაჭრილი, მაგრამ შევრიგდით. სახლი საშინლადაა არეული, ის ოთახი განსაკუთრებით, ეგეც მაპატია და ბოლოს ცეცხლოვანი სექს* გვქონდა- გაიცინა და თავი უკან გადასწია- ვგიჟები მგონიიი...უბრალოდ საოცრებაააააა
-როდის გამაცნობ ?
-გინდა გაგაცნო?
-დამაინტერესა მისმა ჟესტმა
-ჩემი ბიჭი თითონაა საინტერესო ,გამორჩეული და საოცარი . ახლა შენ მომიყევი ის სიმპაწიაგა ვინ იყო იმ უზარმაზარ მოშვეტილ აივანზე რომ დააბოტებდა შიშელი სიგარეტით ხელში და ვიღაცს მობილურზე ესაუბრებოდა. რომ გადმომხედა ისე დამაკვრიდა აშკარად შენში ავერიე, მერე მკერდზე დამხედა თითქოს მაგით ამომიცნობდა მერე მზერა მომაშორა და საუბარი განაგრძო .არ მეტყვი ვინ არის?
-ვიღაც ჯოჯოხეთის მოციქულია. წუხელ ჯერ სააბაზანში შემოვიდა სიმღერის ხმა მაგრამ საცობები გავიკეთე ყურებში და რომ დავასრულე პროცედურები აღარ ისმოდა, დავწექი და სიმღერის ნაცვლად ქალების კვნესა ისმოდა სინქრონში, ამას დამატებული საწოლის საოცარი რყევა ,მეგონა კედელს გამოანგრევდა ...გეფიცები პირველად შევხვდი ასეთ თავხედს რომ დავუკაკუნე რა ხდება დეიდაო კოჭებამდე ხალათით სტრიპტიზიორებს არ ვიცნობოო ... სასწრაფოს ხო არ გამოვუძახოო და კიდევ ათასი ცინიკური ფრაზა მითხრა . ყურად არ იღო ჩემი თხოვნა და როგორც კი შევედო საძინებელში მაშინვე გაგრძელდა ყველაფერი ერთად სიმღერაც კი ჩართო - ისევ თავიდან შეიპყრო ემოციებმა, გამომეტყველებაზეც კი ემჩნეოდა რამდენად იყო შეშფოთებული
-ღმერთოო ჩემოო ამდენ ხანს ერთი ქალი ჰყავდა?
-რა გაცინებს ელიზაბეტ?
-ვაიმეე გიორგი რომ არ მყავდეს გეფიცები გავიცნობდი ... ჯოჯოხეთის მოციქული კი არა ნამდვილი კაცი ყოფილა . ვაიმეე გავგიჟდიი - ხმამაღლა იცინოდა უცებ რომ გაჩერდა და ეკატერინეს გაუსწორა მზერა- მკერდზე რატო დამხედა ?
-მე რა ვიცი ,შენი აზრით ეგეთი ავადმყოფების აზროვნებას ვიცნობ?
-ჩემო საყავრელო ამქვეყნად ყველანაირ ადამიანს უნდა იცნობდეეე ...
-დღეს დილით საუზმობისას გამომელაპარაკა მშიაო და ხომ არ დამპატიჟებო, წარმოგიდგენია? მერე ათასი სისულელე მითხრა თავისი გლუვი ტვინით ცდილობდა ჩემს აყოლიებას ...რა საცოდაობაა
-ღმერთო რა ბოროტი ხაარ...ჩვეულებრივ ადამიანებს არ ცნობ ხომ?
-ვერ ვიტან როცა უაზროდ მაწუხებენ
-რა ექნა? სექს* ჰქონდა თან ველური და შენ გამო ქალებს გაყრიდა და დაანძრ**და თუ რა
-ელიზაბეტ!
-აჰ მომიტევეე შენ ხო აზრზე არ ხარ რაზე გელაპარაკები ..ვაიმეე საწოლის ხმაც ისმოდა გოგო? ამაღამ აქ რო დავრჩე ვითომ ისევ ეყოლება ვინმე?
-შენ სულ გაგიჟდი ხომ?
-ასე რომ აფართოებ თვალებს ვგიჟდები ისეთი საყვარელი ხარ
-ელიზაბეტ გეყოფაა! - უკვე მოთმინებას კარგავდა, ლიზა მისგან სრულიად განსხვავებული იყო და მსგავსი საუბარიც კი აღიზიანებდა
-კარგიი მორჩა გეფიცები ვჩუმდებიი ...იცი როგორ მშიაა? იმ საზიზრარმა სულ გამომფიტაა გეფიცები ძალა აღარ მაქვს რამე მაჭამე რაა
-მოვამზადებ ვახშამს და დაგანაყრებ ჩემო პატარავ- გაიღიმა ლოყაზე აკოცა და სამზარეულოსკენ გაემართა
-შენ სახლშიც ასე დადიხარ ხო ისევ? მაკიაჟი მაინც მოიშორე ან ეს თმა გაიშალე სულ შეკრული რომ გაქ როგორ უძლებ არ მეტყვი?
-სრულიად ჩვეულებრივად, ქალი ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს, თანაც მაკიაჟი არ მაქვს
-გინდა დაგეხმარო ცუნცუუულ? - ამჯერად მაგიდაზე შემოჯდა და ისე შეხედა
-ელიზაბეტ მიმართვის ფორმა შეარჩიე ძალიან გთხოოვ
-ელიზაბეტს რამდენჯერაც დამიძახებ აწი იმდენჯერ დაგიძახებ ცუნცულას, ბაჭიას, კუსკუსას, ჩიტუნას ან კიდევ სხვა რამეს რაც ალერგიას გაძლევს და მანამ არ მოვისვენებ სანამ არ დაგაფოთლავს, წითელი წინწკლებით არ დაგეფარება ეგ გლუვი კანიი-უცებ უთხრა ,შედეგით კმაყოფილმა და სამზარეულოში გავიდა.
ეკატერინემ ნამდვილად საოცარი ვახშამი გაამზადა. სუფრაც ისე ლამაზად გააწყო ლიზას გაოცება გამოიწვია . ის იყო სუფრასთან უნდა დამსხდარიყვნენ კარზე ზარის ხმა რომ გაისმა, ეკატერინე სამზარეულოში იყო რომელიღაც კერძს თებშებზე ანაწილებდა ამიტომ ლიზა წავიდა გასაღებად . არც გაუხედავს ისე გამოაღო კარი და ტორტით ხელში მწვანეთვალება კაცი , რომ დაინახა მაშინვე იცნო
-გამარჯობაა . ვინ გგნებავთ?
-გამარჯობა საყვარელო თქვენც ჩემი მეზობელი უნდა იყოთ?
-ააჰ თქვენ მეზობელი ხართ? ეს ტორტი ალბათ მე ხომ? გმადლოობთ არ იყო შეწუხება საჭირო თუმცა მე არ გადმოვდივარ აქ..მობრძანდიით ახლა ვაპირებდით ვახშმობას ,თქვენმა ნამდვილმა მეზობელმა ვახშამი მოამზადა ...არაჩვეულებრივ დროს მოხვედით - ბიჭი სახლში შეიპატიჟა კარი საგულდაგულოდ გადაკეტა და ტორტიანად წაიყვანა სასადილო ოთახისკენ .მისი ჩაცინებები არ გამოჰპარვია,მაგრამ თავი ისე დაიჭირა თითქოს არაფრის აზრზე იყო- ეკატერინეე სტუმარია შენთააან - ისე დაიყვირა თითქოს ქვეყნის მეორე ბოლოში ეძახდა
-ვინ სტუმარი ...მე არავის ველი - თეფშებით გამოვიდა და ბიჭი რომ დაინახა წამსვე შედგა- რა თქმა უნდა დაუპატიჟებელი, არასასურველი სტუმარი თუ მოვიდოდა ამ დროს
-მე ყველაზე ტკბილი ტორტი შევარჩიე ,შესაფერისად რომ დაგხვედროდით ახალ მეზობელს და თქვენ ასე მხვდებით?-ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს ძალიან ეტკინა გული.ელიზაბეტს ერთი სული ჰქონდა როდის ახარხარებოდა, თან ისე აკვირდებოდა ბიჭს ყველა წერტილი და ნაკვთი ზეპირად შეისწავლა . ჯინსის შარვალში,შავ პერანგსა და სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილი საოცრად სიმპატიურად გამოიყურებოდა.
-რას ამბობ ჩემო კარგო ... ამ ტორტს მე გამოგართმევ, დესერტი მაინც არ გვქონდა . მე მიყვარს შოკოლადის ტორტი ძალიან... თეფშსაც გამოვტან თქვენთვის
-არაა ,არაა საჭირო არ შეგაწუხებთ
-ყოველ მეორე ღამეს გაწუხებთ სინდისი დავიჯერო?- ეკატერინა არ ცხრებოდა, თვალებიდან აფრქვევდა ბაზს
-ეკატერინე საყვარელო როგორ იქცევი? ჩვენ შენი კარის მეზობლისს ახელიც არ ვიცით ... დაბრძანდით- ლიზამ ისე სწრაფად იარა ბიჭისთვისაც დადო ყველაფერი მაგიდაზე და სკამიც გამოსწია - აბა დავსხდეთ ,ძალიან მომშივდა რაღა დაგიმალოთ და ენერგია მაქვს გამოცლილი, დარწმუნებული ვარ გამიგებთ
-ელიზაბეტ იქნებ ეჩქარება ,რატომ აყოვნებ? უზრდელობაა როგორც დაუპატიჟებლად სტუმრობა ასე ძალის გამოყენებით სახლში ჩაკეტვა ადამიანის
-ვხვდები როგორ ძალიან გინდა შენი ნახელავი გავსინჯო ... ასე რომ ყველა საქმეს გადავდებ და დავრჩები- უცებ დაიბრუნა ცინიკური ტემბრი და მაგიდასთან მოთავსდდა- თქვენ თუ არ დასხდებით მარტო ხომ არ შევექცევი ამ საოცარი სურნელის მატარებელ კერძებს?
-რა თქმა უნდა დავსხდებით ... კიდევ ვერ გაგეცანით მე ელიზაბეტი ვარ ... ეს კი ეკატერინეა დები ვართ მიხვდით ალბათ . ვგავართ
-გარეგნულად გავხართ , ერთნაირი ნაკვთები გაქვთ თითქოს - ნაკვთებზე ისე გაუსვა ხაზი ლიზამ ტუჩებს ვეღარ მოუყარა თავი
-ხო ნაკვთები ნამდვილად მსგავსი გვაქვს ...თქვენ რა გქვიათ?
თითქოს განგებ იმ დროს დაურეკეს ელიზაბეტს , როგორც კი შეხედა მობილურს მაშინვე კარისკენ დაიძრა-უკაცრავაა თქვენ განაგრძეთ..
-ისევ გაბუტული ხარ კატუშ? - ჯერ თითქოს კერძებს აკვირდებოდა შემდეგ კი ეკატერინეს გაუსწორა მზერა და მისკენ გადაიხარა
-ეკატერინე მქვია და დეიდები არ ვიბუტებით
-გეწყინა ? უბრალოდ ისე მიყურებდი ნაოჭები გეტყობოდა,ეტყობა ძალიან იმოქმედა ჩემგან გამოსულმა ხმებმა . სხვა საძინებელი არ გაქვს? რომ შეიცვალო ადგილი? ჩემი ბინა მხოლო იმ მხარეს ესაზღვრება
-რა კეთილი ხარ ...გმადლობ რჩევისთვის და შენ რომ გადაინაცვლო სხვა ადგილას არა?
-მე კი გადავინაცვლე წუხელაც ,მაგრამ რა ვიცი გაჭრა კი? კარგი ექო აქვს ჩემს სახლს
-საყვარლებო სამწუხაროდ უნდა გავიქცე...სხვა დროს დავაგემოვნებ შენს ნახელავს , თანაც შემფასებლად სიმპათიური მეზობელიც გეყოფა,დარწმუნებული ვარ კარგი გემოვნება ექნება. მიყვარხააარ - ლიზა მოულოდნელად დაბრუნდა, ეკატერინეს სიტყვის თქმაც არ ადროვა ისე დაიძრა გასასვლელისაკენ და ღიმილიანი სახით დატოვა მეზობელთან უფროსი და
-როგორც ჩანს მარტო დავრჩით
-როგორც სჩანს ვახშმობა დასრულდა,ტორტის მოტანა ცუდი იდეა იყო არ მივირთმევ ტკბილეულს , განსაკუთრებით ამდენად კალორიულს - მოკლედ განუცხადა და წამოდგა
-ასე უცებ დაასრულე? მე ჯერ არ გამთავებია ..ჩემი ულუფა .სხვათაშორის გემრიელია კარგი მზარეული ყოფილხარ ..არ გინდა როგორც კარგმა მეზობელმა მომიმზადო ხოლმე ვახშამი?-ისე იქცეოდა თითქოს ვერ მიხვდა ეკატერინას მინიშნებას. ისევ კერძს მიუბრუნდა და დაგემოვნება განაგრძო
-პირდაპირ გაოცებული ვარ თქვენი სითავხედით
-უნდა გამოგიტყდე რომ მეც გაოცებული ვარ იმდენად სექსუალური ხარ- ისე უყურებდა ეკატერინა წამით გააშეშა
-ხო არა?გაოცებული ხარ - გაიღიმა წამოდგა და სამზარეულოში გავიდა, ტორტი აიღო აივანზე გაიტანა და პირდაპი მეზობლის აივნისკენ ისროლა, მთელი მინის კარი და იატაკი ტორტის ნარჩენებმა დაფარა. ბიჭი უკან გაჰყვა და თვალებგაფართოებული უყურება სანახაობას, აშკარად არ ელოდა ეკატერინესგან მსგავს ნაბიჯს .
-ასე უცებ თუ დაკარგავდი კონტროლს არ მეგონა
-ვგონებ სახლში დროულად უნდა დაბრუნდე,შენი აივანი ცოტა დაისვარა და თუ ახლავე არ გაწმენდ მერე ვეღარ მოაშორებ - კმაყოფილი იყო, შვება იგრძნო ასე მშვიდად ერთი ნაბიჯით მოიოხა გული
-არაუშავს საოცარი დამლაგებელი მყავს , რომ დავურეკავ გამოჩნდება და ყველაფერს დაასუფთავებს... შევალ მე თორე გამიცივდა მეორე კერძი - კაცმა ისევ დააიგნორა მისი ქმედება, ამჯერადაც გაიმარჯვა ფარულ ომში. ქალი გაოცებული უყურებდა და აღარ იცოდა რა გაეკეთებინა.რა თქმა უნდა კივილით ვერ ეტყოდა გაეთრიე ჩემი სახლიდანო ,მაგრამ უკვე ერთი სული ჰქონდა როდის მიახლიდა პირდაპირ სათქმელს და გამოლანძღავდა. საკუთარ თავზე ბრაზდებოდა მსგავსი რამ რომ აფიქრდებოდა და იდეაში მოსდიოდა, მაგრამ კონტროლის შენარჩუნება ძალზედ რთული აღმოჩნდა.
ღრმად ჩაისუნთქა და სასადილო ოთახში დაბრუნდა . ბიჭი მშვიდად იჯდა და სიგარეტს ეწეოდა, როგორც ყოველთვის თვალები დაწვრილებული ჰქონდა, მშვიდად , ნეტარი გამომეყტყველებით ავსებდა კვამლით ეკატერინეს სუფთა გარემოს და არც ადარდებდა.სამაგიეროდ ქალბატონს გაუფართოვდა თვალები და ყელში მოაწვა ბრაზი, ეს უკვე პიკი იყო
-შენ ... შენ ვინ ხარ საერთოდ ,როგორ ბედავ .დავიხრჩეე , ღმერთოოო არ შემიძლიაა -ეს რამდენიმე სიტყვა თქვა ქართულად მერე რომელ ენაზე სუაბრობდა საერთოდ ვერ გაიგო ბიჭმა, მაგრამ რთული მისახვედრი არ იყო რომ ლანძღავდა
-დამშვიდდი, ტო ასე რატომ ღელავ?
-შენ რა ჩემი გაგიჟება გინდა? - ხელები მაღლა ჰქონდა აწეული და გაფართოებული თვალებით უმზერდა
-უკვე მომწოონს...შენობით ფორმაზე გადმოხვედი..ახლა გააგრძელე რაო რა მინდაო?
-მაინტერესებდა ეს ბინა ადრე ვის ეკუთვნოდა და რატომ გადავიდა- უცებ გაიღიმა და თემა შეცვალა. ბიჭმა წამსვე ჩაიცინა და სიგარეტი პირდაპირ ეკატერინას ფაიფურის ფინჯანში ჩააფერფლა
-ახალ დაქორწინებული წყვილი გადმოვიდა ბოლოს .. ერთი თვე დარჩნენ მხოლოდ ,სხვათაშორის რეკორდი იყო . ბოლოს განაცხადეს თხელი კედლებია , ვისტრესებითო და წავიდნენ. არადა როგორ შევეჩვიე იცი? იმედია შენც ასე მალე არ გაიქცევი
-ერთი თვე ანუ? მეტ ხანს ვერ გაუძლეს? თან ახალდაქორწინებულმა წყვილმა
-შენ რამდენს ხანს გაჩერდები არ გაინტერესებს?
-მანამ სანამ არ მომბეზრდება ბინა და სახლის შეძენას არ გადავწყვეტ!
-ვფიქრობ მალე მოგინდება სხვა ბინის პოვნა და სახლზე ვერაფერს გეტყვი...ვინაიდან ტორტი ძალიან მოგეწონა და ბოლომდე აითვისე მე წავალ ,მშვიდად გავატარებ ღამეს - ისე უცებ მოხვია წელზე ხელი და ლოყაზე დაუტოვა კოცნის კვალი , ეკატერინა გონს ვერ მოვიდა - კიდევ ერთხელ გილოცავ ახალსახლობას...იმედია დიდხანს დარჩები - გაუღიმა და უკან დაიხია- გასასვლელს არ მაჩვენებ ?
-აჰ ,იმდენად დეზორიენტირებული ხართ გასასვლელსაც ვერ იპოვით დამოუკიდებლად? დაგეხმარებით რა თქმა უნდა- ისევ არ დაკარგა წონასწორობა და გასასვლელისკენ გაუძღვა,გრძნობდა მის დაჟინებულ მზერას მთელს სხეულზე ,მაგრამ აიგნორებდა
-ნახვამდის სექსუალურო მეზობელო - თვალი ჩაუკრა, წამით ტუჩზე იკბინა და ეკატერინემაც მიუხურა კარი. ხმაურით არ დაუხურავს ,მაგრამ მერე ბრაზი გამოუშვა. ყველაფეირ რაც მაგიდაზე ელაგა ერთი ხელის მოსმით ჩაყარა დიდ შავ პარკში ისე თითქოს დავირუსებული იყო. ხელზე ხელთათმანების მორგებაც არ დავიწყნია ყველაფერს ნაგვის ურნაში უკრა თავი ,შემდეგ სააბაზანოში შეიკეტა და დიდხანს არ გამოსულა იქედან. ბოლოს წყლის რელაქსმა იმოქმედა და დამშვიდებული დაწვა საწოლში, თავიდანვე მოირგო ყურის საცობები თვალზე ნიღაბი გაიკეთა , კომფორტულად მოეწყო და მშვიდად დაიძინა.
მეორე საღამოს ზუსტად ვახშმობის დროს კურიერმა ყუთი მიუტანა, შეკვრა რომ გახსნა და ზუსტად იგივე ჭურჭელი დახვდა შოკისგან ლამის წაიქცა.კონვერტიც იპოვა და წარწერაც მალევე გაარჩია დაბინდული თვალებით“ ნაგავში მოსროლილის ნაცვლად გამოიყენე, იმედია ყალბი ფაიფურის შემდეგ ნამდვილს მარტივად შეეგუები . პ.ს გემრიელი ვახშობა სექსუალურო მეზობელო „
-რა მოიტანეს ეკატერინე?
-ლიზააა ის არსება ადამიანია?- გაშეშებული იდგა და ლიზას უყურებდა
-ვინ არსება
-აი ის იმ კედლის მიღმა რომ სახლობს
-კარგად ხარ? ადამიანია აბა ვინ არის ნუ დღეს დილით რომ მოვედი ისეთი გოგო გადიოდა მისი ბინიდან იმას ზებუნებრივი ნიჭი კი სჭირდება რომ დაკერო და შენ რაც მომიყევი...ვაა შენნაირი თეფშები? ეს ის არაა თავს რომ იკლავდი? ნორმალური ფაიფური ვერ ვიშოვეო?
-გუშინ იმ იმბეცილმა რომ ივახშმა და გამინადგურა ყველაფერი გადავყარე ისინი ... ის რა ჩემს ნაგვის ურნას ამოწმებს? გიჟია? მართლა ხომ არ წავიდე აქედან ელიზაბეტ? იქნებ ავადმყოფია ,მანიაკი და რამე დამიშაოს
-ვაიმეე არ არსებოოობს ...- წერილი აიღო და დიდხანს იცინოდა- უნდა გავიდეეე უეჭველიიი მარაა რომ წავიდა? ოთხი საათის წინ გავიდა და არ მოსულა. რა მანქანა ჰყავს იცი?
-ელიზაბეტ ნუთუ არ გესმის რა გააკეთა
-როგორ არ მესმის...შენ თუ გესმის რა არაამქვეყნიური არსება ჩაიგდე ხელში. შენს ადგილას პირდპაირ აივნიდან გავდავუძვრბეოდი შიშველი და მანამ არ გამოვიდოდი იმ ბინიდან სანამ ძალას არ გამომაცლიდა ველ...
-ელიზაბეტ გეყოფა ჩემი მწყობრიდან გამოყვანა...ისედაც ხომ ხედავ როგორ ვარ .თუ ვერ ჩერდები წადი იმ შენს რომეოსთან
-დაგავიწყდა რა გითხარი?
-რა
-საღამოს დაგპატიჟა რესტორანში ... ხომ თქვი გაცნობა მინდაო ? აღარ მოდიხარ?
-როდის მითხარი
-ათი წუთის წინ- თვალები აატრიალა ლიზამ და ისევ გაიცინა- აბაა ? წამოხვალ? თუ მთელი ღამე უნდა უსმინო როგორ აკვნესებს ვიღაც ქალს შენი სექსბომბა მეზობელი და მის ადგილას წარმოიდგინო თავი
-შეწყვიტე ბოლოს და ბოლოს
-მოდიხარ თუ არა
-რომელ საათზე უნდა ვიყო მზად?
-როცა შენ გინდა
-რესტორანში ჯავშანი არ აქვს?
-მთელი საღამოთი აქვს დაჯავშნილი ასე რომ როცა გაწყობს სიცოცხლე
-ერთ საათში მზად ვიქნები ,დაურეკე და უთხარი მისამართი მოგწეროს
-ერთი საათი ცოტაა ,მეც ხო უნდა მოვემზადო?
-კარგი მაშინ შენ როცა გაწყობს
-ერთ საათს ვეტყვი ჩემი რა მიდის იჯდეს და გველოდოს - თავი მაღლა ასწია და კმაყოფილი გაუდგა გზას საძნებლისაკენ
ეკატერინა მალევე მოემზადა, განსაკუთრებული არც არაფერი გაუკეთებია, ისე გამოიყურებოდა როგორც ყოველთვის. სახლიდან რომ გავიდა უკვე 9 ხდებოდა მანქანაში ჩაჯდომამდე დაინახა როგორ შევიდა ავტოსადგომზე დიდი სიჩქარით შავი სპორტული მანქანა და ზუსტად მის გვერდით გაჩერდა. მანქანიდან თავხედი მეზობელი გადმოვიდა,ამჯერად შავი შარვალი ,თეთრი პერანგი და ტყავის ქურთუკი ეცვა, საქმიანი იმიჯი ჰქონდა და სწრაფად მიაბიჯებდა ლიფტისკენ .
ლიზა მთელი გზა მოუსვენრად იყო , სახლში გაუარა ეკატერინამ და მანქანაში ჩაჯომის წამიდან ცქმუტავდა. მილიონჯერ გააფრთხილა თუ არ მოგეწონება რამე ისეთი არ უთხრა მეც რომ დამშორესო .რესტორანში რომ შევიდნენ ელიზაბეტმა მაშინვე შეამჩნია მაგიდასთან მჯდომი გიორგი და ეკატერინაც იქეთ წაიყვანა
-ჩემი ხათრით ნუ გააგიჟებ ამ ბიჭს გთხოოვ
-ელიზაბეტ გეყოფა ნერვიულობა, არაფერს ვეტყვი ისეთს -სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული ბიჭმაც შეამჩნია გოგონები და ფეხზე წამოდგა. გარეგნობას ნამდვიალდ ვერ დაუწუნებდა არც უფიქრია ეკატერინას რომ სიმპათიური არ იქნებოდა თავისი დის რჩეული,ფოტოები ჰქონდა ნანახი და ისედაც იცოდა როგორი იყო . ლიზიკომ სიტყვის თქმა არ ადროვა ისე მოხვია მკლავები და ტუჩები დაუკოცნა
-საღამომშვიდობისა... მიხარია რომ გაგიცანით - ბიჭმა ხელი გაუწოდა და გაუღიმა
-საღამომშვიდობის. გმადლობთ დაპატიჟებისთვის
-აუუ ახლა ნუ დაიწყებთ ამ კულტურულ საუბრებს არ გამაგიჟოთ ...გიორგიი
-ნუ წუწუნებ პატარავ - სკამი გამოსწია და ორივე რომ დასვა შემდეგ დაიკავა თავისი ადგილი. ოფიციანტიც წამსვე გაჩნდა და შეკვეთა მისცეს . ბიჭს ვისკის ჭიქა ედგა უკვე წინ და მშვიდა მიირთმევდა
-დიდხანს გალოდინეთ?
-ვიცოდი რომ დაიგვიანებდა და ნახევარი საათით გვიან მოვედი ამიტომ მხოლო ერთი საათი ლოდინი მომიხდა
-ელიზაბეტ რა დრო უთხარი
-რა...ახლავე მოდითქო მივწერე და იქნებ ვკვდებოდი რატო არ მოხვედი დროულად?
-რომ კვდებოდე სახლში მომაკითხავდი და იმიტომ
ეკატერინე დრო და დრო აპარებდა კითხვებს და სრულიად კმაყოფილი რჩებოდა. საღამოთი ისიამოვნა ელიზაბეტს და გიორგის რომ უყურებდა ინსტიქტურად ეღიმებოდა .
-ნახე რა გასწორებულშია ..>ძლივს თავისზე უფროსი ადამიანი გნახა - ლიზა აკისკისდდა და გიორგის მიეკრო
-დავიჯერო მოხუცად მთვლი?
-არა საყვარელო შენ არა ...მას კი .რა გავაკეთო 27 წლის მოხუცია აღიარე რომ ზუსტად ისეთია როგორსაც აღვწერდი
-უნდა ვაღიარო ნამდვილად ზუსტი წარმოგენა მქონდა
-დარწმუნებული ვარ ყველაფერს გადააჭარბებდა ,მაგრამ მეეჭვება ცუდად გაგეგოთ . ნამდვილად მოხარული ვარ რომ გაგიცანით,იმედი მაქვს თქვენთან ყველაფერი კარგად იქნება ახლა კი დაგტოვებთ - მშვიდი იყო , თითქოს ლოდი მოეხსნა მხრებიდან . დარწმუნებული იყო ,რომ გიორგისთვის ლიზა უბრალოდ გასართობს არ წარმოადგენდა. ნდობა გაუჩნდა მის მიმართ რაც განწყობაზეც აესახა
-მოიცაა რა არ წამოხვალ ჩვენთან ერთად კლუბშიი? გთხოოოვ რა გინდა სახლში თან სამსახურშიც არ ხარ ჯერ გთხოოვ წამო რა.მერე როდის გამოგიტყუებ მე შენ გარეთ
-თუ წამოხვალთ პირობას გაძლევთ ისეთ ადგილს შევარჩევ სადაც ცუდად არ იგრძნობთ თავს
-აიი ხომ ხედავ მთლად „გარყვნილ“ ადგილას არ წაგიყვანთ
-ახლა რა სულ თქვენთან უნა ვიყო? დროა წავიდე და დაგტოვოთ მარტო . თქვენ გაერთეთ მე მშვიდად ყოფნა მირჩევნია ხომ იცი
-მშვიდად არ გაგაჩერებს ის შენი მეზობელი და არ გირჩევნია ჩემთან წამოხვიდე? გიორგი არაა ეჭვიანი გაგიყოფს ჩემს თავს - ისეთი საყვარელი იყო როდესაც რაღაც უნდოდა, ეკატერინეს მისთვის უარის თქმა არ შეეძლო
-კარგი წამოვალ ...ცოტა ხნით -რომ დაფიქრდა მიხვდა რომ მართლაც წასვლა სჯობდა.
გიორგიმ ნამდვილად კარგი ადგილი შეარჩია. არეული სიტუაციაც არიყო და გართობაც შეიძლებოდა.
-აბა მოგწონს?-ლიზა გიორგის გვერდით იჯდა და კატოს უყურებდა
-შენ სადაც დადიოდი ხოლმე იმათთან შედარებით სამოთხეა
-გეყოფა ნუ გადამირევ გიორგის
-შვიდი თვეა ვერ გადამრიე და ასეთს რას მეტყვის ლიზიკო?- ბიჭმა ისე ამოხედა ლიზა წამით დამუნჯდა
-არაფერი ...რა უნდა გითხრას უბრალო ამას კლუბები ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა ჰგონია და -წამში დაიწყო ახსნა რაზეც ღიმილი ვერ შეიკავა ბიჭმა-ოო დამპალოოო განგებ მახსნევინებ ხო? ბოროტო შენ - ხელი მიარტყა და საყვარლად აჯუჯღუნდა
-როდის ისწავლი ჭკუას პატარავ? - ხელი მოხვია და ყელში აკოცა -ბევრს ცელქობდი იქ?
-არ ვცელქობდი ... კარგი ხო ცოტა -ცოტას- საყვარლა გაიცინა და თვალები დააწვრილა- ის გოგო რატო გიყურებს? რა უნდა? იცნობ?
-ვინ გოგო ლიზა?-წარბები შეკრა, იცოდა ლიზას ეჭვიანობის შემოტევა ელოდა წინ
-აი ის გრძელფეხება ქერა- უკმაყოფილო სახით უცქერდა მოშორებით მჯდომ უცნობს
-მე ვერ ვხედავ და შენ რატომ აკვირდები გოგონებს?
-ჩემს ბიჭს რომ უყურებს ვინ მისცა ნება?
-ღმერთო ჩემო- ეკატერინეს აღმოხდა და თავი გააქნია სიცილით . არ შეეძლო თავისი დის საუბრის მოსმენა მითუმეტეს ეს ბიჭი ისე აგიჟებდა სულ კარგავდა ჭკუას. თვალი მოავლო ხალხს და მეორე კუთხეში მჯდომი ნაცნობი კაცი, რომ დაინახა წამსვე გაჩერდა. მეზობელი დაჟინებით უცქერდა და ვისკის წრუპავდა . ბიჭებთან ერთად იჯდა ფაშასავით და მედიურად იცქირებოდა. მეზობელს თვალი რომ მოაშორა მერე შეამჩნია მათ მაგიდასთან მისული ახალგაზრდა ბიჭი
-ბექუუ როგორ ხარ?- ლიზა მაშინვე ღიმილით შეეგება
-კარგად კარასავიცა შენ?
-ბექუუ გაიცანი ჩემი და, ეკატერინე ეს კი ბექაა გიოს ბავშვობის მეგობარი
-სასიამოვნოა ...მსმენია თქვენზე ლიზუსგან
-ჩემთვისაც, სასიამოვნოა
ბიჭი დაჯდა და გიორგის გადახედა. აშკარად რაღაც უსიტყვო დიალოგი ჰქონდათ , რაც ლიზას მახვილ თვალს არ გამოჰპარვია. ცოტა ხანს ითმენდა, შემდეგ კი დაკითხვაზე გადავიდა
-რა გჭირთ თქვენ ასე დაძაბულები რატო ხართ? ან ეს ბათუ ვინღაა სულ რომ გეცვლებათ ხასიათი როგორც კი ახსენებთ
-ისეთი არავინ შენთვის საჭირო რომ იყოს მისი გაცნობა
-ასე რომ მიძაბავ ნერვებს მიშლი იცი?
-ვიცი - თვალებში უყურებდა და გონებას ურევდა
-და მაინც მაბრაზებ ხომ? რომელია ერთი თქვენი ბაღათურია მითხარით რა... ან ვინ ძმაკაცი ჩამოუვიდა რომ შეჭამეთ ტვინი . ჩემი გოგოებიც მაგათზე ლაპარაკობდნენ დღეს და რო არ გავიგო ვისზე ეკეტებათ ასე ჭკუა ხო მოვკვდი ახლავე- თვალი მოავლო დარბაზს- აიი ის ბიჭი ლენკა რომ ამბობდა ჩამოვიდაო ...მოიცა რა ჰქვია? გამახსენეე ღმერთოოო ნიკუშა მგონი და ვაიმეეეეეეე იმ ნიკუშასთან შენი აღვირახსნილი მეზობელი არ ზის ეკატერინე?- თვალებგაფართოებული უყურებდა ნაცნობ სახეს და ემოციებიც ვერ დამალა
-მოიცა ვინ ?- გიორგის მაშნვე შეეტყო ხმაში ცვლილება
-მეზობელი ... ეკატერინას მეზობელია ის ბიჭი ჯინსის შარვალი რო აცვია დახეული და აქეთ იყურება
-ბაღათურიაა შენი დის მეზობელი?- ბექამ თქვა და სასმელი ბოლომდე დაცალა- ვაახ რა დამთხვევა ეე
-შენც გაიცანი?
-იმ დღეს მოვია ეკუსთან და გაცნობა ვერ მოვასწარი სახელი რო ვკითხე იმ დროს დამირეკე...
-ასეთი აღფრთოვანებული და გაბრწყინებული რატო ლაპარაკობ არ მეტყვი?
-აღფრთოვანებულის რა შემატყე გიორგი? პროსტა მაგარი დამთხვევა გაიჩითა და რა გამოდის რო მაგასთან გაქვთ პრობლემა?
-როგორ შეიძლება მაგ არსებასთან პრობლემა არ ჰქონდეს ნორმალურ ადამიანს- ეკატერინემ თქვა და ჩანთა აიღო- მე დაგტოვებთ . მაპატიეთ ,მაგრამ ეს ადგილი ჩემთვის არაა. გმადლობ ასეთი საღამოსთვის...
-შეხვედრამდე - ბიჭები დაემშვიდობნენ და გასასვლელისკენ წავიდა. მანქანასთან მივიდა, კარი გააღო და ის იყო უნდა ჩამჯდარიყო ვიღაც რომ აეკრა ზურგიდან , ხელებით მანქანის კარი მიხურა და პირდაპირ კარს მიაბჯინა ეკატერინა
-ცუდ ბიჭებთან რა გესაქმება კატუსიი?- სიგარეტის ,სასმელის და სუნამოს მძაფრი სურნელი ერთად იგრძნო ეკატერინამ, ბოხი ხმა რომელიც იმდენად უცნაურად ჩაესმოდა რომ თავბრუს ახვევდა. ცხვირისწვერი ყელზე რომ შეეხო ჟრუანტელმა დაუარა, უსიამოვნო შეგრძნებად აღიქვა ტვინმა , უკან შებრუნება სცადა,მაგრამ უფრო მიეკრო კაცი
-თქვენ რა თქვენზე ცუდსაც იცნობთ ვინმეს ... ბათუ?- პაუზის შემდეგ წარმოთქვა მისი სახელი და ბიჭის ღიმილიც გამოიწვია
-რა უცებ გაგირკვევია ჩემი სახელი ...ძალიან მოინდომე?- წამით მოდუნდა და მაშინვე გამოაღო კარი ეკატერინამ ისე რომ ბათუს უკან დახევა მოუხდა
-ჩვენ ორს შორის ზედმეტად მონდომებული მხოლოდ თქვენ ჩანხართ !
-მტოვებ კატუსი? - ისე შეიცხადა თითქოს მოკვდებოდა თუ წავიდოდა-ასე როოგრ შეიძლება... დაუმშვიდობებლად მიდიხართ? - კარის დახურვა არ ადროვა ისე გადაიხარა ,ხელი წელზე მოსდო თავისკენ შეაბრუნა ეკატერინა და ლოყაზე ისე აკოცა რომ ყბაზე არსებულ ხალსაც შეეხო ტუჩებით - ნელა ატარე ,რომ მიხვალ დამირეკე - თვალი ჩაუკრა გაუცინა და წავიდა.
ეკატერინა გაშეშებული იჯდა ,ნახევარი ტანით ისევ შებრუნებული იყო და ძლივს მოეგო გონს. კარი სწრაფად დახურა, ძრავი აამუშავა და სახლისკენ წავიდა. სახლში გათიშული ავიდა, სწრაფად შევიდა აბაზანაში და ჯაკუზში ჩაეშვა.დიდხანს იწივა თავლდახუჭული შემდეგ ჩაიცვა და საძინებელში გავიდა. ამღერებულ მობილურის ეკრანზე წარწერა რომ დაინახა „ ჩემი სექსუალური მეზობელი „ ეგონა მოჩვენებები თუ დაეწყო . არ უპასუხა რა თქმა უნდა,მობილურს ხმა ჩაუწია და მოისროლა. სარკესთან იჯდა პენუარით, ხალათი მოცმული ჰქონდა, მხრებზე გადაიწია და ლოსიონის წასმა დაიწყო სარკეში თავისი გამოსახულების უკან ბათუც რომ დაინახა ყველაფერი მირაჟს დაემსგავსა
-დაგეხმარები- თითები შიშველ მხარზე შეახო და ბეჭისკენ გადაინაცვლა. ეკატერინა წამსვე გამოფხიზლდა,მიხვდა რომ მოჩვენება არ იყო და ხალათი გაისწორა. ქამრით შეიკრა და ფეხზე წამოდგა
-აქ რას აკეთებ?- მოულოდნელობამ კონტროლი დააკარგვინა, ხმა უთრთოდა და გონების მობილიზებას ცდილობდა
-გირეკავდი და არ მიპასუხე... ვინერვიულე ასე როგორ შეიძლება ? -კაცი თავის ამპლუაში იყო
-როდის ჩაწერე ნომერი
-მანქანას იმდენ ხანს მიეკარი ფოტოს დადებასაც ვაპირები ,მაგრამ ვერ მოვფიქრე რომელი სჯობდა
-სახლში როგორ შემოხვედი
-აივნის კარი დაგრჩა ღია ...- ეკატერინესკენ იწევდა, ქალი ადგილიდან არ დაძრულა, მაგრამ ხელი რომ მოხვია უკან გასვლა სცადა
-ხელი გამიშვი!
-რა გინდოდა იმათთან ერთად?- კედელს ისე ააკრა გასაქცევი გზა აღარ აუტოვა - ვინ არიან შენთვის ... შენი სატრფო ხომ არაა რომელიმე-თითები ლოყაზე ჩამოუსვა და უფრო ახლოს მისწია სახე
-ჯერ შემახსენებ შენს ადგილს ჩემს ცხოვრებაში და შემდეგ დავფიქრდები პასუხი უნდა გაგცე თუ არა- ხელი ისე მოხერხებულად ჰკრა ბათუ მოიშორა, არ შეწინააღმდეგებია ბიჭი თორემ მეეჭვება ასე მარტივად დასხლტომოდა ხელიდან
-შენს ცხოვრებაში ერთადერთი ადგილი რომ დავტოვო და ისიც მე დავიკავო ამაზე რას მეტყვი
-დიდი რაოდენობით სასმელი,მოსაწევი და ნარკოტიკი გონებას აჩლუნგებს იმდენად რომ წარმოუდგენელს წარმოიდგენენ ხოლმე
-წარმოუდგენელს? და მე ხომ არ მითქვამს რომ ჩემზე არ გაგიჟდები,თავდავიწყებით არ შეგიყვარდები და სამუდამოდ ჩემი არ იქნები -თითები ლოყაზე შეახო, თვალებში უყურებდა ისეთი თავდაჯერებული იყო,იმდენად მშვიდი და გაწონასწორებული
-გასაგებია შენი ოცნებები და ჩემგან რას ითხოვ? იცი უკვე დამქანცა შენმა მოსმენამ და იქნებ იგივე გზით დატოვო ჩემი სახლი საიდანაც მოხვედი, კარიც მიხურე რა ვიცი სხვა მეზობელიც არ შემოვიდეს ვინმე დამთხვეული და არ განმიცხადოს შენი გულის პატრონი მე გავხდები ის ვიღაც ბათუ კი არაო
-საოცარი ქალი ხარ ,სექსუალურთან ერთად- თავი გვერდით გადახარა , ჩაიცინა და სიგარეტის ღერი ამოაძვრინა ჯიბიდან, გაუკიდა და კვამლი სიტყვებს გამოაყოლა- საფერფლე არ გაქვს ხო?
-კვამლზე ალერგია მაქვს - ფანჯარას მივარდა და წამსვე გააღო . გარეთ წვიმდა, სიცივე იგრძნო და უკან დაიხია. ბათუ ზურგს უკან ედგა და ნაბიჯის გადადგმისას სხეულზე აეკრო.
-მიეჩვევი დროთა განმავლობაში ... შეიძლება შეგიყვარეს კიდეც. არ გიცდია გასინჯვა? იქნებ ცოტა დაგამშვიდოს -ქალის ყურთან საუბრობდა
-დამშვიდება არ მჭირდება, იმაზე მშვიდი ვარ ვიდრე სიმშვიდე წარმოგიდგენია
-ვხედავ ...
-რატომ იღიმი ყოველწამს
-სასაცილო ხარ და ალბათ იმიტომ
-სასაცილო ვარ მე?
-უფრო შენი სიტყვები...შენ სექსუალური ხარ- მარტივი მოძრაობით გაუხსნა ხალათის ქამარი და თითები ბოლოსკენ გააყოლა
-არ გაინტერესებს შენ როგორი ხარ?
-არაა..ისიც ვიცი როგორი ვარ და ისიც შენ როგორი გგონივარ- ისევ მოიქცია სიგარეტი ტუჩებსშორის და კვამლი პირდაპირ ეკატერინას მიმართულებით გაუშვა- ლამაზი ხარ სახეს რომ მანჭავ მაშინაც კი - გაიცინა და უკან დაიხია
-ვინ ხარ ...რა გინდა
-რატომ არ გეშინია, მე ხომ გიჟი ავადმყოფი გგონივარ შეიძლება მაინიაკიც კი . რატომ ხარ ისევ ასეთი მშვიდი და ურეაქციო - ამჯერა საწოლზე ჩამოჯდა და ისე შეხედა ფეხზე მდგომ ქალს. ისევ ისე მშვიდად, მხრებშ გამართული,თავაწეული რომ იდგა და ცისფერი თვალებით ანათებდა
-შიშსაც დამსახურება სჭირდება
-ასეთი უიღბლო ვარ რომ არათუ სიყვარული შიშიც კი ვერ დავიმსახურე შენგან?
-როგორი ცინიკოსი ხარ
-მაღიარებ?
-ვაღიარებ
-მხოლოდ ცინიკოსი? სხვა არაფერს მეტყვი?
-რას ელი ...რა გინდა რომ გითხრა მითხარი და მეც დაგიკმაყოფილებ ამ პაწაწინა სურვილს მერე ადექი ჩემი საწოლიდან და წაბრძანდი იქ სადაც გინდა
-მე არასდროს რომ არ მაქვს პაწაწინა სურვილები? ახლა რომ გითხრა შენ მინდიხარ-თქო და მერე მაინც არსად წავალ-თქო რას იზამ
-სხვაგან აღმოჩნდი...კარი შეგეშალა და შეგიძლია წახვიე-თქო ,გეტყოდი- შიგნიდან იწვოდა, ამ ამბის დასასრულს ვერ ხედავდა, ყველაფერი გაურკვევლი იყო უბრალოდ დინებას მიჰყვებოდა და პოზიციის შენარჩუნებას ცდილობდა
-თუ გიპასუხებდი შეცდომებს არასდროს ვუშვებ-თქო ?
-როცა საქმე ჩემნაირ ქალს ეხება შეცომაც შეიძლება დაუშვა-თქო გიპასუხებდი
-ჯანდაბა ! შენ მე მაგიჟებ კატუსი - ისევ გაიცინა, ქვედა ტუჩი კბილებშორის მოიქცია და საწოლიდან წამოდგა- რაც პირიქით ხდება ხოლმე და დიდხანს მარტო ვერ გავძლებ ამ გრძნობასთან ერთად. იცოე დროულად შემომიერთდდი
-არ შემიძლია არ დაგეთანხმო, ნამდვილად გიჟი ხარ
- ახლა ის დროა რომ შენც გაგიჟდე - ხელი მოხვია ,თავის მკლავებში მოიქცია და ტუჩებზე დააცხრა . ისე კოცნიდა ეკატერინემ წინააღმდეგობის გაწევაც ვეღარ შეძლო ხელები ყელზე მოხვია და კოცნაში აჰყვა. მერე კბილები ტუჩზე მოსდო და მანამ არ აუშვა სანამ სისხლის გემო არ იგრძნო. ბათუმ ანთებული თვალებით რომ შეხედა შემდეგ თავი გადასწია უკან და ტუჩები ერთმანეთს დააჭირა
-აბა? როდის გამაგიჟებ?
-შენ უკვე გიჟი ყოფილხარ ჩემო ვნებიანო ქალბატონო- ერთი ხელი მოაშორა ტუჩიდან წამოსული სისხლი მოიწმინდა და გაიცინა- ასე ტკბილად რომ მადენენ სისხლს მიყვარს
-მე კი არ მიყვარს როდესაც ჩემს საკუთრებაში დაუკითხავად იჭრებიან, მირღვევენ ჩემს შექმნილ იდილიას ,დროს ფუჭად მაკარგვინებენ და უღიმღამოდ რომ მკოცნიან საერთოდ ცუდად ვხდები
-რა ცუდი ქალი ყოფილხარ ,არადა ვიფიქრე უცებ არ განვავითარებ მოვლენებს-თქო შენ კიდევ შენსას არ იშლი - ხალათის გახდა რომ დაიწყო სწრაფად ეკატერინე მიხვდა საითაც უმიზნდებდა და ხელები მოიშორა
-არა ჩემო კარგო ...არ ვაპირებ შენი სავარჯიშო გავხე...სჯობს წახვიე დახელოვნდე და შემდეგ დავფიქრდები
-მთელი ცხოვრება შენთვის მიცხოვრია შენ კი მთელ 30 წელს წყალში მიყრი? არ გრცხვენია მაინც?
-უკან არასდროს დაიხევ ხომ? ძალიან გიყვარს თამაშები იმენად რომ 3 წლის მგონიხარ 30-ის ნაცვლად
-უკვე ცუდად მეთამაშები და ასე არაფერი გამოვა
-გული არ გაიტეხო ვინმე შენს სწორს იპოვნი ...დეიდებს უნდა შეგვეშვა
-კარგი რა მართლა?- ისევ ეს ღიმილი, უკვე მისი რომ იყო ,უკვე კარგად რომ ჩაებეჭდა გონებაში კატოს
-წადი აქედან და მანამ არ მოხვიდე სანამ თავად არ დაგპატიჟებ,რაც მეეჭვება ოდესმე მოხდეს!
-უკვე კატეგორიული გახდით
-იცით თქვენი სტუმრობის დრო ამოიწურა .... ვიზიტი დასრულებულია !
-ისევ მაძევებთ ქალბატონო კატერნა?
-ისევ არასასურველი სტუმარი ხარ და ვერაფერი გააკეთე იმისთვის რომ შენი დატოვების სურვილი გამჩენოდა
-როგორი ბორტი ხარ კატუშა წავალ მე და დაველოდები დღეს როცა თავად დაგიჭრდები, კარგად მოიფიქრე იმ დღეს თუ როგორ დამითანხმებ, დამერწმუნე გაგიჭირდება
კოცნა გაუგზავნა და მშვიდად წავიდა. ეკატერინა კი ერთიანად ამოიფრქვა. მთელი თავშეკავება იმდენად ძვირად დაუჯდა რომ ბოლოს ოთახი თავდაყირა იდგა. ყველაფერი მეზობლის კედელს მიაფშვნა , საძინებელი რომ გაანაგურა საწოლზე მშვიდად დაწვა, ისეთივე ბედნიეირ გამომეტყველებით როგორც ყოველთვის ,ბალიშიები ააფუმფულა თავი დადო და ტკბილა დაიძინა. სიზმარში ნახა როგორ კოცნიდა თავხედი მეზობელი ,კოცნიდა ყველგან და იმდენად საოცრად რომ ჭკუიდან გადაჰყავდა ქალი. თვალები რომ გაახილა სულ მთლად სველი იყო , ორივე მუჭში ზეწარი ჰქონდა მოქცეული და მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა. თითები გაშალა , მკერდიდან კვნესით ამოუშვა ჰაერი და ისევ ბალიშებს შორის დაეშვა . როგორც არ უნდა შეეკავებინა ფიქრები, გონებაში მაინც ილექებოდნენ ემოციები ,რომლებიც თან მოჰყვებოდა მეზობელს
ვერ წარმოიდგენდა ოდესმე ერთი კოცნა თუ გააგიჟებდა, მთელი კვირა არ გამოჩენილა მეზობელი მის სიახლოვეს. რამდენჯერაც შეხვდა უბრალოდ თავის დაკვრით მიესალმა და გვერდი მშვიდად აუარა, ღამით ისევ ესმოდა ხოლმე ქალების და სიმღერის ხმა. მუშაობის დაწყების წინა ღამეს სრული სიმშვიდე იყო, ისე დაიძინა საცობებიც არ გაუკეთებია.
დილით ერთი საათით ადრე გაიღვიძა, ივარჯიშა, ისაუზმა და სრულ წესრიგში მყოფი გავიდა სახლიდან. უნივერსიტეტში შესვლისას ისე გაბედნიერდა თითქოს თავისუფალი სუნთქვისთვის სწორედ ეს სჭირებოდა. შეეძლო მთელი დღე იმ კედლებში გაეტარებინა, ესაუბრა სხვადასხვა ენაზე,პასუხი გაეცა უამრავ კითხვაზე და ყველა მსურველისთვის გაეზიარებინა საკუთარი ცოდნა. ენერგიის დაკარგვის ნაცვლად იმუხტებოდა, მიუხედავად სერიოზული გამომეტყველებისა მაინც პოზიტივს ასხივებდა და ყველა სტუდენტს თავბრუს ახვევდა. მასზე მალევე დაიწყეს საუბარი,იმდენად რომ მთელს უნივერსიტეტში გავრცელდა ხმები ახალგაზრდა, ნიჭიერ და ლამაზ ლექტორზე,რომელიც სულით ლექტორი იყო ნამდვილი მილედი ,მაგრამ მაინც ყველას მოსწონდა .
გიორგის,ბექას და ლიზას გარემოცვაში იყო როცა ერთ-ერთმა სტუდენტმა მოიკითხა და კარგი დროის გატარეა უსურვა
-აი ხომ გეუბნებოდით ჩემს დაზე მითები დადის ჩემამდეც კი მოვიდა ხმები ის კი არ მიჯერებს
-მჯერა, რა გავაკეთო ელიზაბეტ? მე ჩემს საქმეს ვასრულებ ,როდესაც გიყვარს ის რასაც აკეთებ და თანაც ისე აკეთებ როგორც საჭიროა შედეგიც შესაბამისია .
-მეც ვეუბნები მაგას ,მაგრამ არ მიჯერებს და მაინც ჰგონია რომ გამოფენა ცუდი გამოვა
-გიორგი გეყოს ჩემი დამშვიდება... აქედანვე შეეგუე რომ ტყუილად გაფლანგე ამდენი ფული
-ხვალ ამ დროს გავიხსენებ შენს სიტყვებს და თუ მართალი აღმოვჩნდები იმ ნახატს მაჩვენებ ჩუმად რომ ხატავ
-იოცნებე, არ ვარ თანახმა . ის ნახატი მხოლოდ ჩემთვისაა სხვამ რომ ნახოს წამსვე დავხევ- მკაცრი იყო ქალბატონი, აშკარად არ ხუმრობდა ამ თემასთან დაკავშირებით
-რა დახატე ლიზუ ასეთი?- ბექა გახალისდა წყვილის კინკლავით
-შენ რა გაცინებს ... დარწმუნებული ვარ მე მხატავს ,მაგრამ როგორ გამოვიყურები რომ არ მაჩვენებს ვერ ვხვდები
-წარბებს ნუ კრავ და საერთოდ ასეთი გამოხედვა რომ გაქვს ხომ იცი მინდები და რა გინდა რომ გადავრიო ჩემი სიამოვნებას მოკლებული უფროსი და?- ისეთი გამომეტყველებით თქვა ბოლო წინადადება რთული იყო თავის შეკავება
-გაიცინეთ ... არ მეწყინება ,ეგ სულ ეგრე ლაპარაკობს სულერთია უკვე- ელიზაბეტმა ტუჩებმოკუმულ ბექას და გიორგის გადახედა და მშვიდად მოსვა კოქტეილი- რატომ არ ვიცოდი ის ბიჭი სტუდენტი თუ იყო?
-ვინ ბიჭი?
-ბაღათურიას მეგობარი... ვისთანაც პრობლემები გაქვთ. როგორც გავიგე სამედიცინოზე სწავლობს და ჩემს ორ ჯგუფში ჩაეწერა .
-ხო ეგ გენიოსა გვყავს...კლავს ბაღათურია ბავშვობიდან - ჩუმად ჩაილაპარაკა ბექამ და ჭიქას დაავლო ხელი
-ძალიან ნიჭიერი ბიჭია, როგორც სჩანს მიდრეკილება აქვს , ძალიან მალე აითვისა ენა და საოცარი ინტონაცია აქვს
-ჩემი ემილიანას კურსელია ხომ გითხარი თუ ამავიწყდა. ხოცავენ ერთმანეთს ემი ხომ იცი რა ტიპია აფრენს ვინმე რომ სჯობის ეგ კიდე სასწაულებს აკეთებსო და ერთ დღეს მოკლავს ალბათ
-ცოტნეზე ამბობდა იმ დღეს საავადმყოფოში შესვლის პირველივე დღეს ვიღაც გადაარჩინაო?
-ხო ეგ ძველ ამბებს გიყვებოდა გოგო იმის მერე ორი წელია გასული...ისე კი დაამთავრებენ ორ წელში
-ახლა ცოტნეზე უნდა ვისაუბროთ?არ ჯობს მე და შენ ვიცეკვოთ? - გიორგიმ ბექას ხასიათზე იზრუნა და გააცალა ლიზა ტერიტორიას,საუბარიც ასრულდა. ბექასთან ვიღაც ბიჭი მივიდა სადღაც გაიყვანა და ასე დარჩა მარტო. კოქტეილის დაგემოვნება განაგრძო ,დაინახა როგორ მოუქნია მუშტი მისმა სანაქებო სტუდენტმა ვიღაც ბიჭს და პირდაპირ მაგიდაზე დაანარცხა. წამში აირია სიტუაცია ,დაზარალებულის მეგბრები იქვე აღმოჩნდნენ და ერთ ცოტნეს ხუთი კაცი ეჩხუბებოდა.
-სულელი...ისევ ისე იწყებს ჩხუბს როგორც ადრე-ბექამ ჩაილაპარაკა და გიორგის გახედა -წავედით ?!
-მოიცადე ორ წუთს ...თუ მოვა ის წავიდეთ და თუ არ მოვიდა - წინადაება დასრულებული არ ჰქონდა გააფთრებული ბაღათურია რომ შევარდა და წამსვე დაითრია ერთ-ერთი ,ისე მოისროლა თითქოს თოჯინა იყო . ეკატერინა გასვლას აპირებდა ,მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლო .თვალებგაფართოებული უყურებდა ბათუს და წარმოგენა მთლიანად ეცვლებოდა. აქამდე თუ მასხარა ეგონა ახლა ნამდვილ ტირანს ხედავდა, ცხოველს რომელიც სიამოვნებას იღებს ჩხუბით. სიტყვები არ ესმოდა, ლიზა რაღაცას ეუბნებოდა და გასასვლელისკენ ექაჩებოდა . ის იყო ბაღათურიასთვის ბოთლი უნდა ჩაერტყათ გიორგიმ რომ დაუჭირა ხელი თავდამსხმელს და თავი ისე ჩაარტყა წამსვე გათიშა ბიჭი. ბათუმ უკან გამოიხედა და გიორგიმ წამსვე ასწია ხელები გავივარო ანიშნა და შემდეგ იქაურობას გაეცალა. ბექა ისე ითრევდა ფეხს აშკარად გული არ უშვებდა, მაგრამ ბოლოს თავი დახარა და სწრაფად გაეცალა იქაურობას.
სახლში იჯდა და კარის გაღების ხმას ელოდა მეზობელი ბინიდან ,მაგრამ ამაოდ. შემეგ აივანზე გავიდა მანქანა რომ დაენახა,რამდენიმე წამს იცდიდა და ბოლოს შეამჩნია კიდეც დიდი სისწრაფით მოძრავი ბაღათურიას ავტომობილი. მანქანა სადგომის ნაცვლად პირდაპირ კორპუსთან გაჩერდა , მძღოლის მხრიდან ცოტნე გადმოვიდა. შემეგ გააღო მეორე კარი და ბაღათურიას გაუწოდა ხელი, რომელიც ნელა გადავიდა ერთი ხელით მეორეს იჭერდა ,მაგრამ ცოტნეს მიახლოების ნება არ მისცა.რაღაც დაუყვირა და კორპუსისკენ დაიძრა ჩვეული სწრაფი ნაბიჯებით. პირველად იდგა კართან და დერეფანში შესულებს უთვალთვალებდა ,კარგად დაინახა ბაღათურიას მკლავზე ჭრილობა და პირზე ხელი აიფარა ხმა რომ გაეკონტროლებინა. უკან გაბრუნდა და სახლში სიარული დაიწყო, ათჯერ მაინც გავიდა აივნზე იქნებ რამე დავინახოო,მაგრამ ამაოდ. ბოლოს მაინც მოახერხა დამშვიდება და ერთი აბის წყალობით დაიძინა. დილით სამსახურში წასვლამდე მანქანაში მჯდომი ბაღათურია რომ დაინახა ლამის კედელს შეასკდა. ისევ ისე მიქროდა და ისევ არ მიუქცევია ყურადღება ქალბატონისთვის.“ეს რა არსებაა?!“ ისევ იგივე კითხვა დაებადა ,მაგრამ პასუხი ისევ ვერ იპოვნა.
ლექციაზე ცოტნე არ დახვდა და ძალიან გაუკვირდა,რამდენიმე დღე რომ გააცდინა შემდეგ უკვე წერა ჰქონდათ და საკითხები დაურიგა ბავშვებს. ვინაიდან სხვადასხვა ფაკულტეტიდან იყვნენ სტუდენტები ცოტნეს შესახებ არაფერი იცოდნენ ამიტომ გააწყვიტა მეზობელს წვეოდა. საღამოს აიღო ფურცლები და კარზე დაუკაკუნა. ისედაც საეჭვოდ მიაჩნდა უჩვეულო სიმშვიდე მეზობლის ბინაში ,რამდენიმე წამს რომ არ გაუღო კარი გაბრაზდა,ბოლოს როგორც იქნა გამოხედა ბატონმა,ამჯერადაც თავიდან ფეხებამდე აათვალიერა და ხელში მოქცეულ ფურცლებზე გააჩერა მზერა
-რა გგნებავთ ქალბატონო ეკატერინე?
-სახლში არ შემიპატიჟებთ?-ვერ გაიგო რატომ უთხრა ,მაგრამ სიტყვებს უკან ვერ წაიღებდა-თუ აუცილებლად ტორტით უნდა ვიყო ხელდამშვენებული?
-თქვენ თუ გგნებავთ ქალბატონო კატერინა ...მობრძანდით - გზა დაუთმო და სახლში შეიპატიჟა. როგორც აღმოჩნდა ბატონს ორ სართულზე ჰქონდა ბინები შეძენილი და ერთ დიდ აპარტამენტად ქცეული. საძინებლები მაინცადამაინც კატოს სართულზე ჰქონდა, ქვემოთ ჩაიყვანა კიბით და მისაღებში შეუძღვა-დაბრძანდით გთხოვთ...
-გმადლობ...
-არ მეტყვი რამ შეგაწუხათ?
-ჩემს მასპინძლობას კიცხავდით როდესაც თავად წყალსაც არ მთავაზობთ-ოთახს თვალი რომ მოავლო წამლები დაინახა, პარკთან სისხლიანი ბინტები ეწყო , აშკარად ახალი გადახვეული ჰქონდა ჭრილობა,თავად არაფერი ეტყობოდა ამიტომ ეჭვი აიღო ეკატერინამ- ყავას დავლევდი ...
-მომზადება არ ვიცი
-მაშინ წვენს
-არ მაქვს... არც წვენსაწური მაქვს
-ალბათ ონკანიც გაფუჭებულია და წყალს ვერ მომიტანთ ხომ?
-გამოიცანი ...ყოჩაღ !
-მაშინ ცოტნე მომიყვანე რაღაცას გადავცემ და წავალ- თვალებში უყურებდა და ისე უთხრა გამომეტყველება არ შეუცვლია, სამაგიეროდ ბათუს გაეღიმა
-მანქანით მოგიყვანოთ, ვერტმფრენით თუ შევფუთო და ყუთით გამოგიგზავნოთ
-როგორც ვხვები უკვე შეგიფუთავთ ბინტით და უბრალოდ თუ მაჩვენებთ სად არის დიდხანს აღარ შევყონდები
-იქნებ მინდა რომ დიდხანს შეგაყოვნოთ
-თქვენ რომ გენდომებათ იმდენ ხანს ნამდვილად ვერ შემაყოვნებთ ...
-მაშინ გზა ხსნილია...იმედია დაგამახსოვრდა საითაა გასასვლელი!
-გამარჯობა ეკატერინე, როგორ ხართ?- ოთახში რომ შევიდა გადაფითრებული ბიჭი კატომ მაშინვე დაივიწყა ბაღათურია
-მე კარგად ,შენ როგორ ხარ ცოტნე?
-კარგად გმადლობთ
-იმედი მაქვს რომ მართლაც კარგად ხარ... ამათ დაგიტოვებ , ერთ კვირაში წერა გაქვს და ეცადე მოხვიდე
-გმადლობთ, არ იყო შეწუხება საჭირო. კურსელს ვთხოვდი
-არ შევწუხებულვარ ჩემო კარგო ... ახლა კი წავალ . თუ დაგჭირდები შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს , დარწმუნებული ვარ იცი სადაც უნდა მიპოვო - ბიჭს გაუღიმა და ისე წავიდა არც გაუხედავს ბაღათურიასკენ.
ერთ საათში საკუთარი დის გამოფენაზე იმყოფებოდა. ბევრჯერ იყო ნამყოფი გამოფენაზე სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს მაგრამ მსგავსი არაფერი ენახა. ყველა აღფრთოვანებული იყო ნამუშევრების მრავალფეროვნებით და ხარისხით.ყველაფერი იმდენად გამორჩეული, უცხო და ლამაზი იყო რომ ყველა სტილის დამთვალიერებელს მიიზიდავდა. ვინ არ იმყოფებოდა ქალბატონის გამოფენაზე , იმდენად იყო აჟიტირებული გიორგის გამოჩენამდე წამებს ითვლიდა.
-ვერ გავიგე ამდენ ხანს სად წავიდა...ბექაც არ ჩანს არდა დამპირდა მოვალო
-დამშვიდდი და იმაზე იფიქრე რას მოგიტანს ეს დღე
-ყველანი აქ არიან.. ყველას მოსწონს ღმერთოო არც კი მჯერა რომ ზუსტად ისეა როგორც წარმომედგინა.
-ჩემი ფოტოს, გამოფენა არ იყო საჭირო
-ძალიან ლამაზი ხარ და განსხვავებული, აღიარე რომ საოცრად იღიმი მე კი კამერით ამის დაფიქსირება მოვახერხე.აქ სრულიად სხვა ეკატერინე ხარ
-კიდევ კარგი გაყიდვას არ აპირებ...
-შენ იყიდდი დარწმუნებული ვარ... სად წავიდააა გიორგიი არც მპასუხობს
-უკვე ზარებზე გადახვედი? შეტყობინებას რომ ნახავდა
-არ იცი ...ვერ ხვდები რომ რაღაც ხდება. ასე უბრალოდ არ დაიგვიანებდა, არ ახასიათებს დაგვიანება მითუმეტეს როდესაც იცის როგორ მინდა ჩემ გვერდით იყოს
უკვე ნერვიულობისგან ცუდად იყო უზარმაზარი ეკრანი რომ განათდდა და გიორგის ხმა გაისმა
-დარწმუნებული ვარ ყველანი აღფრთოვანებით შესცქერით ამ საოცარ ქმნილებებს და ერთხმად აღიარებთ ელიზაბეტ ერისთავის ნიჭიერებას. მაპატიებ იმედია შენგან მალულად მოპოვებული კადრებისთვის , მომიტევე გამოუცდელ ფოტოგრაფს. ალბათ პირველად გამოჩნდება როგორ მუშაობს ხელოვანი საკუთარ ქმნილებებზე,რომლებზეც ხშირად ვეჭვიანობ .მიყვარხარ ლუ
მეეჭვება ელიზაბეტს ფოტოებისთვის შეეხედა,პირდაპირ ბიჭისკენ გაიქცა და მოეხვია. შემდეგ აკოცა ,ასე გაბრწყინებული გაეხვია მის მკლავებში და რამდენიმე ფოტოს შეხედა, ჩანდა როგორ ხატავდა სხვაასხვა ნახატს, თითქოს იქ არც იმყოფებოდა
-მიყვარხარ ... უზომოდ უკიდეგანოდ ვგიჟდები შენზე- ჩუმად ეჩურჩულებოდა და ძლიერ ეხვეოდა
-ჩემი ლუუ
-მარტო შენი ...სულ სულ შენი
ეკატერინე ღიმილით უყურებდა წყვილს და შემდეგ მშობლებისკენ გაემართა . მათი დამშვიდება მოახერხა წყვილის მისვლამდე. ლიზა ალბათ არც გააცნობდა მათ გიორგის რომ არ გამოეჩინა ინიციატივა. იმდენად ზრდილობიანი იყო ყმაწვილი მშობლები აღტაცებაში მოვიდნენ, პირდაპირ სიტყვებს ვერ ამბობდნენ და ლიზას აკვირდებოდნენ სადმე ხომ არ დაიქირავა ნეტავ ეს ბიჭიო.
გამოფენამ არაჩვეულებრივად ჩაიარა !
......
წერაზე მივიდა ცოტნე და კარგადაც დაწერა ყველაფერი. შემდეგ ჩვეულებრივად დადიოდა და აღარ აცდენდა, ერთ დღესაც ლექციაზე შესულს პირველ რიგში მჯდომი ბაღათურია მოხვდა თვალში, ისე შებრუნდა მოჩვენება ეგონა. წინა ღამით ისე ცხადად ესიზმრა ნამდვილად არ გაუკვრიდებოდა რომ მოჩვენებოდა. მეორედ რომ შებრუნდა და ისევ იგივე დაინახა მისკენ დაიძრა
-აქ რას აკეთებ?!
-ახალი ენის სწავლა მომინდა ...
-სტუდენტი ხარ კიდევ?
-არაა როგორც კარგ სტუდენტს ნება მომცეს...გარიგება დავდეთ მე და რექტორმა შენ არ იდარდო პრობლემები არ შეგექმნება
-შუა სემესტრია და ვერ ისწავლი...ტყუილად არ დახარჯო დრო
-მართალია ,მე წინ ვარ უკვე და მეტი ვიცი ვიდრე შენ ასწავლი,მაგრამ გადავიმეორებ. განმეორება ცოდნის დედააო ,მჯერა მე მაგის . დაიწყე რაღას უცდი? ბავშვები გელიან
რა გზა ჰქონდა, ხომ არ გაგიჟდებოდა. დაიწყო ჩვეულებრივი ლექცია და ნამდვილად აღარ ფიქრობდა ბათუზე, თუმცა თვალი მაინც გაურბოდა მისკენ. მშვიდად იჯდა და მზერას არ აშორებდა ქალს, პარალელურად გოგონების ყურადღება არ შორდებოდა და იყო განცხრომაში. მართალია დალაპარაკება ვერავინ გაბედა ეკატერინას ლექციაზე ,მაგრამ ყურადღებას ვერ იკრებდნენ. როგორც კი დაასრულა ლექცია მაშინვე აფუსფუსდდა ყველა. შემდეგ ხედავდა როგორ ებაასებოდა წასვლამდე გოგონებს , ნომრებიც გამოართვა და ისე მშვიდად დატოვა შენობა. რამდენიმე ლექციაზე მივიდა , შემდეგ გაღიზიანდა ეკატერინა მისი ბაბნიკობის ამბით და რექტორთან შევიდა.
-გამარჯობათ ბატონო ირაკლი...შეიძლება?
-მობრძანდი ეკატერინე... რამე პრობლემაა?
-განსაკუთრებული არაფერი,უბრალოდ მაინტერესებს როგორ მოხვდა ჩემს ლექციაზე ყოფილი სტუდენტი ,რომელმაც წლების წინ დაამთავრა უნივერსიტეტი .
-ბაღათურიაზე ამბობთ ალბათ... დაივიწყე ეგ ამბავი
-ანუ გაუშვებთ?
-არა ჩემო კარგო ... ის იქნება მანამ სანამ თავად მოისურვებს . რაიმეს თუ აშავებს დაველაპარაკები გპირდები,მაგრამ მეეჭვება ასეთი რამ მოხდეს
-კი მაგრამ ეს ხომ კანონარღვევაა ასე როგორ
-ჩაატარებ ლექციას ეკატერინე თუ სხვა ლექტორს ვთხოვო შენი ლექციების გადაბარება-იმენად კატეგორიულად ჟღერდა ბატონის სიტყვები სიტყვა ვეღარ თქვა.
-თქვენის ნებართვით, დაგტოვებთ. აღარ დაგაკარგინებთ ასე მნიშვნელოვან დროს
კაბინეტიდან როგორც კი გავიდა და კარი მიხურა კედელთან მიყუდებულ ბაღათურიას შეეჩეხა .ფეხი ფეხზე გადაედო, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და მხრით კედელს მიყრდნობოდა
-რაოო რამ შეგვაწუხაოო კატუსიი?
-რა გინდა ბარათურია? ხომ თქვი სანამ არ დაგჭირდები არ მოვალო
-შენს ბინაში ვიყავი და არ მახსოვს?
-ახლა რა ბინის გარდა ყველგან უნდა იყო? შესანიშნავად იცი ფრანგული და მე რაღა უნდა გასწავლო,ნუთუ ლექტორი გინდა გახდე
-როგორ მიხვდი? შენს ადგილს ვუმიზნებ
-ორი სიტყვაც რომ თქვა იმდენად სწორად ამბობ ... როგორ ისწავლე ასე კარგად?ვინ გასწავლიდა?- თავი ვერ შეიკავა, აღფრთოვანებულიც კი იყო, მაგრამ ვერ აღიარებდა

-ფრანგი საყვარელი მყავდა და მთელი ღამე მელაპარაკებოდა - გაუცინა თვალი ჩაუკრა ,კედელს მოშორდა და მშვიდად აქცია ზურგი. მიდიოდა ,მაგრამ ეკატერინაც მიჰყვებოდა
-სხვაზე ალბათ იმიტომ არ მესწრები რომ ათვისების უნარი გაქვს დაკარგული... სხვა ეროვნების საყვარლები არ გყავდა?
-სამწუხაროდ აზიელებს არ ვეტანები... ევროპელები მაკმაყოფილებენ სრულიად აქამდე და ახლა შენ ერთიც მეყოფი პოლიგლოტი . თითო წელი თითო ენაზე რომ მესაუბრო რამდენ ხანში მეცოდინება ყველა ენა რომელიც შენ იცი? - ისე მშვიდად განუცხაა ეს მეტად თავხეური წინაადება ეკატერინამ სუნთქვაც შეწყვიტა სიტყვები რომ დაეჭირა და არ აფეთქებულიყო იქვე. გვერდით ჩავლილ ლექტორს გაუღიმა და ქალი რომ გაჩერდა ვერ გაიგო რა შეიძლება სდომოდა მათემატიკოსს მისგან.ქალმა ბაღათურია რომ ჩაიკრა გულში და აჟიტირებულმა მოიკითხა უკვე სრული შოკი ჰქონდა
-საყვარელოო აქ რას აკეთებ? როგორ მონეატრე რომ იცოდე. სადღა არიან შენნაირი სტუდენტები...პირდაპირ გენიოოს
-მეც მომენატრეთ ქალბატონო ნანული და შემოვიარე ხომ ხედავთ
- კი ვამბობდით მეორე პროფესიას აირჩევ და ერთ უნივერსიტეტს არ დაკმაყოფილდება-თქო და მართალი აღმოვჩნდით? საფრანგეთში რომ წახვედი იმის მერე ვეღარ ვიგებდით შენს ამბებს
-სამწუხაროდ სხვა პროფესია არ ამირჩევია
-ოჰ შე ზარმაცო ბიჭო ... მაგრამ მაინც კარგო ! წავედი ახლა ლექციაზე ვაგვიანებ, წარმატებები მუდამ და მუდამ. ისე ჩვენს ეკატერინას საიდან იცნობ?
-მეზობელია და შევხვდი დერეფანში - სიტყვის თქმა არ ადროვა ეკატერინას ისე მოუჭრა და ქალიც ღიმილით გაისტყუმრა. პირდაპირ სათნო, წესიერი და ზრილობიანი კაცის განსახიერება ოყო . პიკი იყო წასვლამდე ხელზე რომ ეამბორა , თავისი საფირმო ღიმილიც არ დაიშურა
-კატუსი შენ არ გაქვს ლექცია?
-ამ ქალზე ლეგენდები დადის ყველაზე მკაცრი და ანჩხლი ლექტორიაო
-ვისზე ტო ნანულიზე ? რას არ მოიგონებენ...ცილისმწამებლები . შენზე კი ამბობენ ყველაზე მაგარი ლექტორიაო , ყოველ მეორეს შენი გა*იმვ* რომ უნდა ალბათ მაგიტომ ხარ ასეთი პოპულარული- მისკენ გადასწია თავი და ჩუმად უთხრა ყურში .მერე ისევ გასწორდა და მშვიდად განაგრძო სვლა
-ლექციაზეც მაგიტომ მესწრება ზოგიერთი,ალბათ ჰგონია რომ ასე მაინც გამაგიჟებს- თავი მაღლა ასწია ზურგი აქცია და აუდიტორიისკენ გადაუხვია.
ერთ-ერთ ლექციაზე ბაასი გააბა სტუდენტ გოგონასთან და ქალბატონი ეკატერინაც წამსვე განრისხდა. გგონიათ იყვირა? ან შენიშვნა მისცა? უბრალო გაჩუმდა ,წერაც შეწყვიტა დაფას მოშორდა და ყველას სთხოვა წყვილისკენ გაეხედა
-ყველას ვთხოვ მათ მოუსმინოთ ,დარწმუნებული ვარ თემასთან დაკავშირებით საუბრობენ ასეთი აღტაცებით.გთხოვთ,რატომ გაჩუმდით?
-ქალბატონო ეკატერინე მე ...
-სალომე გელოდებით... დრო ფულია ჩემო კარგო ახსენი და ერთი ლექციის გასამრჯელოს გადაგიხდი ან შენს მეწყვილესთან ერთად აუდიტორია დატოვე!
-ორივემ უნდა ვისაუბროთ ქალბატონო კატრინე თუ ერთ-ერთმა?- ისევ ისე არხეინად მჯდომმა მიმართა და თავი გევრდით გადახარა პასუხის მოლოდინში
-თქვენ აპირებთ ალბათ ცონის გადმოფრქვევას, გთხოვთ წინ გამობრძანდით
-როგორ გეკადრებათ... მე არც მიფიქრია, სხვაგვარა ავანაზღაურებ დანაშაუულს დამიჯერეთ
-ყველა დანაშაულს თავისი საფასური აქვს, ჩემს ლექციაზე იცით რას წარმოადგენს სასჯელი
გოგონა წამში გასასვლელად მოემზადა ,მაგრამ რომ შეხედა ბაღათურია ადგომას არ აპირებდა გოგოც გააჩერა
-უკან გადაჯექი სალომე
-მე როგორ მოვიქცე პატივცემულო?- იმდენად ირონიულად ჟღერდა მისი ხმა, ისე უყურებდა რომ თავის შეკავება ძლივს მოახერხა ეკატერინემ . პასუხიც არ გასცა, არად ჩააგდო ზურგი აქცია და წერა განაგრძო. ლექციის დასასრულს აუდიტორია პირველმა დატოვა ,გვერდით რომ დაუდგა ბათუ თვალები დახუჭა
-რა გინდა!
-პატარა ბიჭვით რომ დამტუქსე ხვდები?
-გინდოდა პატარა ბიჭივით მოგქცეოდი და მიიღე კიდეც ის რაც გინდოდა. რა უთხარი იმ ბავშვს რამდენი წლის ვრო
-სრულწლოვანია, 22 წლისაა ...ჟურნალისტია მუშაობს კიდეც არ მითხრა რომ პედოფილი ვარ
-ავადმყოფი ხარ და კონკრეტულად რა ტიპის ვერ გეტყვი !-მკაცრად განუცხადა და სწრაფად წავიდა წინ
. იმ დღეს ბოლოჯერ დაესწრო ლექციას ბატონი , რამდენიმე კვირის შემდეგ როცა დილით სახლიდან სავარჯიშოდ გადიოდა მეზობელი ბინიდან გამოსული სალომე შეეჩეხა . გოგო გაფართოებული თვალებით უცქერდა და ვერ იჯერებდა რომ საკუთარ ლექტორს ხედავდა. მშვიდად მიესალმა და გზა განაგრძო. უკან დაბრუნებულს აივანზე დახვდა ბატონი, თავად საუზმობა დაიწყო,მაგრამ ბაღათურია სიგარეტს ეწეოდა და არ ისვენებდა.
-რატომ მიყურებ!
-შენი აზრით?
-შენთან დაკავშირებით აზრები არ მაწუხებს!
-ერისთავი ხარ ნამდვილი რა... დადიანების ნაცვლად მგონი შენ დაგსვამენ დედოფლად მონარქია თუ აღდგება
-სალომემ კარგ ხასიათზე დაგაყენა როგორც სჩანს
-არ მითხრა რომ წუხელ მისი ხმა იცანი
-ყურის საცობების დიდი მარაგი მაქვს
-კაიი? აი რას ნიშნავს ჭკვიანი ქალი, წინა მეზობელსაც რომ გამოეყენებინა ეს ხერხი არ დავკარგავდი იმათ... შენნაირი მოსწაყენები მაინც არ იყვნენ
-ლექციაზე მოსვლა რატომ გადაიფიქრე?
-მივხვდი რომ შენგან რაიმეს სწავლა შეუძლებელია, ცუდი გადმოცემის უნარი გაქვს. იცი ,მაგრამ ვერ ხსნი
-ან სალომე გჭირდებოდა, მიიღე და შენი საქმეც დასრულდა- ეს რომ უთხრა პირდაპირ თვალებში ჩახედა და წამსვე დაინახა ბათუს გაკვირვება, თითქოს დანაშაულზე წაასწრესო.
-გგონია რომ კონკრეტულად რომელიმე ქალი მჭირდება?
-არა , კონკრეტულად ინფორმაცია რომელსაც ახალგაზრდა ჟურნალისტი გოგო მარტივად დათმობდა- ბაღათურიამ მარტივად რომ აზიდა ტანი და მის აივანზე აღმოჩნდა ინსტიქტურად დაიხია უკან.
-ფსიქოლოგიას განსაკუთრებით კარგად ეუფლებოდი ალბათ
-მაღალი ქულები მყავდა... ყველაზე კარგი უნივერსიტეტის ისტორიაში
-შენგან რა მინდა ისიც გეცოდინება
-დავიჯერო რომელიმე ნამარხიდან მოპარულ ნივთს ფლობ და წარწერის გადათარგმნა გინდა?
-კარგი რა კატუშ არ გრცხვენია მაინც? შენნაირ მილედის განა ეკადრება ამდენი ირონია ,დაცინვა და ადამიანის გრძნობებზე თამაში?
-ვიფიქრებ პასუხზე-თქო ვერ დაგპირდები ,მაგრამ შევეცები დრო დავუთმო ამ საკითხს რა მეკადრება და რა არა შენთან ურთიერთობისას. ახლა კი ზემეტად აცივდა ,აივნიდან გადასვლისას შეეცადე არ ჩავარდე - ლანგარი აიღო და აივანი დატოვა.
შუაღისას მშობლებთან წავიდა, შეკრება ჰქონდათ ძველ მეგობრებს და ისიც შეუერთდდა. რა თქმა უნდა ყველა მათი წრიდან იყო , ელიზაბეტი ვერ ჩერდებოდა ამ გარემოცვაში ეკატერინე კი თავიდანვე გამოირჩეოდა მათთან ურთიერთობით. ყველას იცნობდა და შეეძლო ნებისმიერ თემაზე ესაუბრა .ალბათ არ მოიძებნებოდა მათ წრეში ადამიანი ვინც ეკატერინეს არ იცნობდა და მისით მოხიბლული არ იყო. ლიზას თქმით ეს მოსაწყენი საუბრები ნამდვილ მუმიების შეკრებას ჰგავდა ეკატერინესტვის კი ყველაზე დიდი სიამოვნება განათლებულ ხალხთან საუბარ წარმოაგენდა.
ჩაის მიირთმევდნენ და ერთ-ერთ მეცნიერულ კვლევაზე საუბრობდნენ დაგვიანებული სტუმარი რომ შეუერთდდათ.
-ნელიკო ჩემო საყვარელო როგორ ხარ?
-სოფიო აღარ გელოდით, მეგონა ვერ მოიცლიდი ხომ თქვი ვახშამზე ვარ მიწვეული მიხეილთან ერთადო
-მახო სასწრაფო საქმე გამოუჩნდა პრემიერმინისტრმა დაიბარა და ის ვახშამიც გადაიდო მე კიდე აქეთ წამოვედი ისე მინდოდა თქვენი ნახვა- ყველას გაუღიმა მზერა მოავლო დივანზე და სავარძლებზე მოთავსებულ ქალებს და უცებ შეაჩერა მზერა ეკატერინეზე- ნელიკოოო არ მითხრა რომ ეს მშვენიერი ქმნილება შენი ეკატერინეა
-არ გითხრეს რომ დაბრუნდა? ეკატერინე საყვარელო სოფიო არ გახსოვს? შენს ბავშვობაში ხშირად დადიოდა ჩვენთან . მამას თანაკურსელის მიხეილი მეუღლეა
-მსმენია ,მაგრამ სიმართლე გითხრათ ბავშვობის წლები ბუნდოვნად მახსოვს .როგორ ბრძანდებით? ბატონი მიხეილი როგორაა?
-არაჩვეულებრივად საყვარელო ... როგორი მშვენიერი ხარ ნამდვილად არ აჭარბებდნენ შენზე საუბრისას
-გმადლობთ
-დედიკო მიხეილი განათლების მინისტრია უკვე ერთი წელია
ამ ინფორმაციას ნამდვილად არ ფლობდა, ზოგადად არ ისმენდა ხოლმე ჭორებს და არ კითხულობდა მშობლების მეგობრების ამბებს. ამჯერადაც არ მიუქცევია ყურადღება ამ ფაქტისთვის, ბევრი მაღალჩინოსანი მეგობარი ჰყავდათ და განსაკუთრებული არაფერი იყო ამ ამბავში.
საუბარი საღამომდე განაგრძეს შემდეგ ლიზიკოც შეუერთდდათ უბრალოდ ეგონა რომ წასულები იქნებოდნენ და საძინებელში გვერდის ავლით შესვლა ვერ შეძლო.მისი გამოფენის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ და ლიზიკოს ქებაზე გადავიდნენ. გიორგის შესახებაც იცონენ და შემდეგ ეკატერინესაც ჰკითხეს დაკავებული იყო თუ არა. ბოლოს ყველაფერი რომ მიმოიხილეს წავიდნენ და დარჩნენ მხოლოდ ერისთავები.
-იმ ბიჭს როდის დაპატიჟებ ჩვენთან?
-ვინ ბიჭს?
-ელიზაბეტ ბევრი ბიჭი გყავს?
-რატომ უნდა დავპატიჟო? ხომ გაიცანით
-ეგ გაცნობა იყო?
-ჩემი მეგობარია და არა საქმრო ... სახლში რატომ უნდა დავპატიჟო დედა?
-უკვე ყველაფერი გავიგე მის შესახებ, მის ოჯახზეც და საერთოდ სანათესაოზეც .არაჩვეულებრივი ბიჭია , შენთვის ზედმეტიც კი და იცოდე რომ დაშორდე შენი სიგიჟეების გამო მერე ჩვენი სახელი არ ახსენო
-დედა რა გააკეთე?
-დედამისი გავიცანი,მართალია ჩვეულებრივი დიასახლისია ,მაგრამ განათლებული ქალი ჩანს, ზრდილობიანი და წესიერი ოჯახია.
-სად გაიცანი დედამისი...შენ რა მასთან მიდი და უთხარი ჩემი შვილი შენს ბიჭა უყვარსო თუ ქორწილის თარიღიც დათქვით უკვე
-ელიზაბეტ თავი გააკონტროლე, ისე გავიცანი რომ ყველაფერი შემთხვევითს ჰგავდა. ჩემი ხათუნას დეიდაშვილი აღმოჩნდა და მაშინ ვესტუმრე მეც როცა ისიც იქ იყო. გიორგის მამა არქიტექტორია თანაც საკმაოდ კარგი . ბიჭს ორი პროფესია აქვს აქრიტექტორიცაა და ეკონომისტიც , საქმიანია, შრომისმოყვარე და საერთოდ შენთვის შესაფერისი კანდიდატია. ჩემი ეკატერინესთვის დავიწუნებდი,მაგრამ შენ ისეთი ხარ ვინმე რეციდივისტს გადაეყრები ბოლოს
-მოსმენაც კი აღარ შემიძლია უკვე... ნუთუ არ გრცხვენია დედა. ასე როგორ დაეცი რომ გკითხონ ნამვილი ქალბატონი ხარ და ესაა სწორი>?
-დიახაც რომ სწორია...ქალიშვილების ბედნიერებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო
-ანუ მეოცე საუკუნეში ვბრუნებით როდესაც დედები ათას ზღაპარს თხზავდნენ გოგონების გასათხოვებლად. ეკატერინემ დაკვრაც იცის, განათლებულიცაა, დახვეწილი მანერებიც აქვს, ლამაზიცაა და პირველი ის რომ გაათხოვო არ გინდა?
-ეკატერინეს თავისი განათლებისა და აღზრდის შესაფერისი საქმრო ეყოლება და შესაბამის ოჯახში შევა , შენ შეეშვი მის ცხოვრებას და საკუთარს მიხედე!
-დედა ვფიქრობ ზედმეტი მოგივიდა, ამ შემთხვევაში არ იყო საჭირო ყველაფრის გამოკვლევა ისედაც ხომ ნათელი იყო გიორგის ხასიათი და უბრალოდ დროს მივენდოთ-ეკატერინეც ჩაერთო საუბარში, მასაც არ მოსწონდა ნელის დამოკიდებულება
- ეკატერინე, დროს რომ მივენო შენი საყვარელი დაიკო ყველაფერს გააფუჭებს
-ახლა რომ გისმენ ცოლობაც რომ მთხოვოს გიორგიმ მაინც არ დავთანხმდები
-აი ხომ გესმის რას ამბობს ეს გადარეული ...ხომ არის ღირსი სულ სხვა ვინმეზე გავათხოვო
-დედა ,გთხოვ ნუ ხარ ასეთი რადიკალური . ელიზაბეტი რომანტიკოსია, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა ქორწინებისთვის და ძალიან გთხოვ შევეშვათ ამ თემაზე საუბარს
-ნუთუ შენც მის მხარეს ხარ
-დედა რეალურად ორივენი ელიზაბეტის მხარეს ვართ, ორივეს მისი ბედნიერება გვსურს და დამიჯერე აუცილებად იქნება ბედნიერი . ქორწინება კი არ სჭირდება ამ ეტაპზე რადგან სწავლაც არ დაუსრულებია,ჯერ კიდევ არ არის წარმატებული თავის პროფესიაში
-პროფესიაში ...პროფესიაც ისეთივე არეული,დაუდგენელი და ქაოტური აირჩია როგორიც თავადაა. განა გაიგებ როდის იქნება წარმატებული? შესაძლოა წლები დასჭირდეს , დაბერდეს და მოხუცებულობაში გაიყიდოსი მისი ნახატები
-მაგრამ მაინც ეკატერინეს დაუჯერო სჯობს ჩემს გაგიჟებას დედა. ნუ მაიძულებ ისე წავიდე რომ ვერ მიპოვოთ-მუქარით დაასრულა საუბარი შემდეგ კი სახლი დატოვა, გაგიჟებული დედა კი დას შეატოვა ხელში. ეკატერინემ ძლივს დაამშვიდა დედა და თავადაც დატოვა მშობლიური კერა.
სახლში დაბრუნებულს მალევე დაეძინა.დილით ფარდის გადაწევის ხმა გაიგო და მზის სხივებიც წამსვე დაენათა , გვერდი იცვალა და შემდეგ გაიაზრა რაც მოხდა. წამსვე წამოჯდა და ფანჯრისკენ გაიხედა .რაფაზე ჩამომჯდარ ბათუს რომ შეხედა სუნთქვა შეეკრა
-დილამშვიდობისა კატო ... როგორ გეძინა?
-მძინავს ისევ, ახლა ბალიშზე დავდებ თავს მერე ფარდები გადაიწევა. ეს არსება გაქრება ჩემი საძინებლიდან და კიდევ ერთი საათი მშვიდად ვიძინებ-თვალები დახუჭა და ბალიშზე თავი დადო
-დაიძინე,მეც გავქრები და შენ მანქანაზე დაცემული ხეც აორთქლდება
-რა აორთქლდება? ჩემი მანქანა... ეზოში დავტოვე და როგორ
-სახლში ხმა რომ არ შემოდის მაგას დააბრალე... ხე წაიქცა და შენს საყვარელ მანქანას დაეცა
-და შენ რა გახარებს... რა გგონია რომ შენ დამჭირდები პრობლემის მოსაგვარებლად?
-ახლაც რომ ამაზე ფიქრობ...არა მე კი ვიცი რომ მთელს უბანს არ მიეწოდება ელექტროენერგია და საერთოდაც შენს კარზე არსებული კოდი დაიბლოკა ,სახლიდან ვერ გავალთ გარეთ წყალდიდობაა და მანქანაც დაგემტვრა, ალბათ მობილურითაც ვერ დაუკავშირდები ვერავის და ვინ გყავს შენი საყვარელი მეზობლის გარდა? არ უნდა დაგელია მეორე აბი - გაიცინა სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა და ეკატერინე შეათვალიერა
გათიშული დადიოდა რამდენიმე წუთი, რომ მიხვდა სრულ სიმართლეს მოახსენებდა ბაღათურია და გარეთ მართლაც წყალდიდობა , წვიმა და ქარიშხალი იყო. კარზე დაყენებული სიგნალიზაცია თუ პრობლემა გახდებოდა ვერ იფიქრება, არადა ბაღათურიას მოშორებას გეგმავდა და ახლა მასთან ერთად ჩაკეტილი აღმოჩნდა. კარი ვერანაირად გახსნა, გასაღებით კი გააღო მაგრამ ავტომატური ჩაასაკეტი ვერანაირად გახსნა. უკან რომ მიიხედა ბარათურია სამზარეულოში იყო წყალს სვამდა
-აბა? რამე ხომ არ გგნებავთ?
- შენ როგორ შემოხვედი
-აივნის კარი ...გინდა გადაგიყვანო ჩემთან?
-მინდა გადახვიდე შენთან და დარჩე იქ
-დარწმუნებული ხარ რომ მარტო გინდა ყოფნა?
-შენ არ დაიღალე აივნებზე ცოცვით?
-როგორ უნდა დაგღალოს იმ საქმემ რასაც არ აკეთებ? მაცივარი სავსე გაქვს თუ რამე მართლა გადავძრეთ აივანზე
-რა ჭკვიან ჰყავხარ საქართველოს...იმედი მარტო ერთი ხარ
-ერთი ვარ და ისიც შენთან ვარ კატიუშა
-სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვარ - სააბაზანოში შევიდა და რამდენჯერმე გადაკეტა კარი. შემდეგ შეამოწმა ხომ კარგადაა ჩაკეტილიო და შემდეგ გაიხადა. წყალი რომ გადაივლო და კაბინის კარი გახსნა ნიჟარასთან იდგა ბათუ და ხელებს იბანდა
-ააააააააა-წამსვე დაიყვირა და კარი მიხურა -როგორ შემოხვედი..შენ რა კარებში ძვრები?
-გავაღე და შემოვედი...უბრალოდ სხვა სააბაზანო არ გაქვს და ვეღარ ვიკავბი
-გახვალ ამ საუკუნეში თუ
-აქ უნდა დავრჩე
-გამოდი მე რას გიშლი ? ისე შესანიშნავად ჩანს აქედან ყველაფერი
-გადიხარ თუ არა!
-ხელი ხომ უნდა დავიბანო არა?
-ამდენ ხანს ხელს იბან?
-იმ საპნის სუნი არ მომეწონა და მეორეს ვეძებ
-დამცინი ხო?
-როგორ გეკადრება...აი გავდივარ
კართან მივიდა და სახელური ჩამოსწია
-უუუფს არ იღება...მგონი ჩავიკეტეთ
-რაააააა?
-ერთხელ კიდე დაიყვირე და სახლი დაინგრევა მთლიანად.....ამის დედაც მართლა არ იღება
-მატყუებ ხომ? ასეთი სულმდაბალი ხარ დავიჯერო?
-კარგი რა ეკატერინა რომელი შიშველ ქალზე დახამებული მე მნახე. მართლა ცაიკეტა
-პირსახოცი მომაწოდე
-შინისფერი?
-დიახ
-აჰა ინებე ... -კაბინიდან გამოწეულ ხელში მისცა პირსახოცი და შებრუნდა.. მალე კარი გაიღო და პირსახოცში გახვეული გამოვიდა, შემდეგ საკიდიდან უზარმაზარი ხალათი ჩამოიღო ჩაიცვა სანამ შებრუნდებოდა ბაღათურია და ისე აენახა.
-რა სჭირს კარს...
-როგორც ჩანს ისედაც გაფუჭებული იყო საკეტი
-შენ რომ გააღე როგორღაც მაშინ გაფუჭდა ალბათ. ახლა როგორ გავიდეთ აქედან?
-მადროვე და გავალთ!
-შენ რა ქურდი ხარ?
-საიდან დაასკვენი?
-სასაცილოა? სახლში ისე შემოდიხარ თითქოს კარების გაღების ესპერტი ხარ...ან გასაღებებს ამზადებ და კარებებს ან ქურდი ხარ
-აუცილებლად ქური უნდა ვიყო?
-ხო აბა გასაღებების გამკეთებელს არ გავხარ
-იქნებ კარის გასაღები მქონდა
-ახლა რომ სიგნალიზაცია დავაყენე და ისედაც ჩაკეტილია კარი?
-ჩაკეტვამდე შემოვედი- რაღაც გადაატრიალა და კარი გააღო. პირველი გავიდა და ეკატერინაც უკან გაჰყვა
-როგორ... კი მაგრამ სანამ მეძინა აქ იყავი?
-კონკრეტულად მანდ არა!
-ბაღათურია სად იყავი ღამით?
-კონკრეტულად გაინტერესებს?
-პატარა ბავშივით ნუ იქცევი!
-რამდენს ფიქრობ ჩემზე ...ალბათ მაგიტომ მხედავ ყოველ ღამით სიზმრად. წინასგან განსხვავებით ამ ღამით ეროტიული სიზმარი არ გინახავს ხო?
-შენ რა ყოველ ღამით შემოდიოდი?
-არა რა თქმა უნდა. დღეს უბრალოდ დაემთხვა, ვიფიქრე მეზობელს დავხედავ მარტოა ამ ქარიშხალში რამე ხო არ უჭირს-თქო და კი გამოვიკეტე აქ . შენ წარმოიდგინე უამრავი სამქე მქონდა
-შეგიძლია წახვიდე აივნიდან
-შემიძლია ,მაგრამ შენ გინდა რომ მარტო დაგტოვო?
-მე არ მითხოვია მოსვლა
-მაგრამ გჭირდები -მეორე ოთახიდან ესაუბრებოდა სანამ ჩაიცვა და საძინებელი დატოვა . შემდეგ საათს შეხედა და სამზარეულოს მიაშურა. საუზმის მზადება დაიწყო , ბაღათურიაც არ ლაპარაკობდა , იჯდა დივანზე და შორიდან უყურებდა . მაგიდასთანაც ჩუმად მოთავსდდა, ისე ისაუზმეს სიტყვა არ უთქამთ. ალაგებაში დაეხმარა და მერე დივანზე დაბრუნდა
-ახლა ასე უნდა ვისხდეთ?
-რა გინდა რომ გააკეთო? მე რამეს წავიკითხავ, საქმეები მაქვს.
-ისევ სწავლოობ რომელიმე ენას?
-ვსწავლობ
-სულ რამდენი იცი?
-ვიცი 7 და მესმის
-და კიდევ რამეს სწავლობ? 5 ენა მეც ვიცი
-ყოჩაღ- ცინიკურად გაუცინა და მაგიდასთან დაჯდა სადაც ლეპტოპი და წიგნები ელაგა.
-რომელ ენას სწავლობ ახლა?
-სპარსულს ,გაინტერესებს?
-არა გმადლობთ მე მხოლოდ ის მაინტერესებს გიორგისთან რა ურთიერთობა გაქვს
-ნუუ არ იცი
-შენი დის უბრალო ბიფრენდია თუ უყვარს?
-როგორც ვიცი უყვარს. შენ და გიორგის რა პრობლემა გაქვთ?
-მე და გიორგის პირადად არაფერი, სამაგიერო ჩვენს მეგობრებს აქვთ რაც საკმარისი იყო იმისთვის რომ აქამდე მისულიყო ჩვენი ურთიერთობა
-მიკვირს რომ ასე მარტივად მიპასუხე
-მეეჭვება სახელმწიფო საიუმლო იყოს ... რატომ არ უნდა მეთქვა? კიდევ თუ გაინტერესებს რამე შეგიძლია მკითხო
-როდის მიხვდები რომ ჩემთან არაფერი გამოგივა და შემეშვები?
-იმედები უნდა გაგიცრუო
-ნუთუ
-ზედმეტად ტროპიკული ხარ იმისთვის რომ ხელიდან გაგიშვა
-ავადმყოფ ხარ , სექსისტი ავადმყოფი
-ცილს მწამებ, საერთოდაც აღემატება ჩემი შენთან დაკავშირებული გეგმები ხორციელ კავშირს . თუმცა სექს*თ თუ დავიწყებთ არ იქნება ურიგო
-ზედმეტად პირდაპირი ხარ... ზედმეტად მარტივი და ავხორცია შენი მიზნები
-მარტივი და თან ავხორცი? და შენი გეგმები როგორია?
-სრულიად ადეკვატური ჩემს ცხოვრებასთან შეთავსებული და ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე
-შეეშვი მაგ წიგნს და ისე ვილაპარაკოთ
-არ მინდა ,გმადლობ
-აქეან გასვლაც არ გინდა?
-აივანზე დავდგე და დახმარება ვითხოვო
-ჩემთან გადავიდეთ...ყოველ დილით ვარჯიშობ და აივანზე ვერ გადაძვრები?
-ერთია რისი გაკეთება შემიზლია და მეორე რას გავაკეთებ
-აივანზე გადასვლა მიუღებელი ცოდვაა?
-ერთმანეთის არ გვესმის და რატომ ვსაუბრობთ?
-მე შესანიშნავად მესმის შენ ეტყობა ნაადრევად შემოგიტია ასაკმა
-კომპლიმენტს მეტყვი რამდენიმე წუთში ალბათ და რომელი დავიჯერო
-კომპლიმენტი ... ახლა კი წამოდი გავიდეთ
-ასე ძალიან თუ გეჩქარება შეგიზლია დამტოვო!
-არ მინდა იყოს- მოიცვი ქურთუკი, ფეხსაცმელი ჩაიცვი და წავიდეთ
-არ გადმოვძვრები აივანზე
-მე გადაგიყვან
-მითუმეტეს
-რამდენი საათია ეს უაზრო დიალოგები მაწუხებს და ახლა მართლა აგიხვევ პირს და გადაგაგდებ ჩემს აივანზე
-ნამდვილი ხეპრე ხარ იცი?
-გმადლობ კომპლიმენტისთვის ახლა წამოხვალ?
-რა უაზროა შენი აქ ყოფნა და ამ თემაზე დისკუსია
-აი შევთანხმდით ხედავ?
-ბრავოოო რა მიღწევაა ? კარი იცი საითაცაა შეგიძლია გახვიდე!
-როგორ ვერ ვიტან როცა ძალის გამოყენება მიწევს შენთან მითუმეტეს-ხელი მოხვია მხარზე გაიდო და კარისკენ დაიძრა.
-რას აკეთებ,დამსვი...დამსვი ხომ არ გაგიჟდი .ღმერთო ჩემო რა სიველურეა ასე როგორ შეიძლება ..შენ რა გადახტომას აპირებ? ორივე მოვკვებით შენთან ერთად სიკვდილს თან ასეთ ფორმაში არ ვაპირებ. დამსვიიიიიიიიიიიი აააააააააააააააააააააააააააა -თვალებდახუჭული იდგა და კიოდა
-გამოვედით უკვე
-მოიცა როგორ...რა .სად როგორ რანაირად კი მაგრამ იქედან აქ .ახლოსაა მაგრამ ჩემიანად როგორ შენ რა ვამპირი ხარ?
-მაქცია-ხმამაღლა გაიცინა და ისეთი სხვანაირი იყო ამ დროს კატოს სულ აერია ფიქრები
-ნუ იცინი !
-რატომ არ უნდა გავიცინო?
-არ ვიცი ... უბრალოდ არ გაიცინო . მე ..მე წავედი უნდა წავიდე. ფულიც არ მაქვს .ასე როგორ უნდა წავიდე - ტანზე დაიხედა შარვალი, მაისური და ჟაკეტი ეცვა, ფეხზე სახლის თბილი ფეხსაცმელი .
-მე წაგიყვან შენს მშობლებთან-აივნის კარი გააღო და სახლში შევიდა. ეკატერინეც იძულებული იყო გაჰყოლოდა. ,სიგიჟემდე უნდოდა გამოელანძღა კბილებს ძლიერად აჭერდა სიტყვა რომ არ ეთქვა.
-ფული მასესხე და ტაქსით წავალ
-ტაქსისტი ძვირს გამოგართმევს... მე მირჩევნია წაგიყვანო- გაიცინა და სახლის კარიც გააღო-აბა მოდიხარ თუ დარჩები ჩემთან?
-მოვდივარ..აქ რა მინდა- უცებ მიაყოლა და სახლიდან გავარდა.
შვიდი სართული ფეხით ჩაიარეს , შემდეგ ავტოსადგომში ჩავინენ და ბათუს მანქანაში ჩასხდნენ. ისე სწრაფა დაძრა მაშინვე უთხრა ეკატერინემ სისწრაფის მეშინიაო
-ნუ მატყუებ
-არ გატყუებ
-ვიცი რომ არ გეშინია - ისე გააქროლა მანქანა კატოს თვალები გაუფართოვდა,რომ ჩაისუნთქა ამოსუნთქვა სახლის დანახვისას მოახერხა და წამში გადავიდა
-მადლობასაც არ მეტყვი?
-არა !-სახლისკენ დაიძრა და მანქაისკენ არც გაუხედავს ,მხოლოდ ხმა გაიგო .
სახლში რომ შევიდა ,მშობლებს მოკლედ უთხრა ბინიდან წამოსვლის მიზეზი და საძინებელს მიაშურა შემდეგ გაიაზრა რომ მისამართი ნათქვამი არ ჰქონდა ბათუსთვის და მან თავად იცოდა ეკატერინეს მშობლების ადგილსამყოფელი.
ლიზა დაბარებულივით მივიდა და მანაც ყველაფერი უამბო, ქალბატონმა კი თავისი კვლევის შედეგები გაცნო
-მე გეტვი რატომ აქვთ დაძაბულობა ბაღათურიასა და ჩემს გიორგის
-რატომ
-ბექას და ბაღათურიას ძმაკაცმა მოიტაცა წლების წინ. გოგოს არ უყვარდა თურმე ,მაგრამ მაინც იქ დარჩენილა. ბექა და გიორგი როგორ იქნებოდნენ წარმოიდგინე. ეს ბიჭი ნამდვილი ურჩხული ყოფილა,მანამდეც არ ჰქონიათ კარგი ურთიერთობა და ახლა ისევ არ აქვთ თურმე. ნუ არ ომობენ ,მაგრამ არც ურთიერთობენ. იმ გოგოს ბარბარე ჰქვია და შვილი ჰყავს უკვე
-თუ არ უყვარდა რატომ დარჩა. რა სისულელეა, ალბათ უყვარდა და ძმასთან აღიარება ვერ გაბედა . ბატონის ძმაკაცი რა იქნება წარმოდგენაც არ მინდა, ან რომელი საუკუნეა რა დროს მოტაცებაა
-მე რა ვიცი ეს გიორგის კი არ მოუყოლია , ისე გავიგე . ჩემი მახვილი თვალი და ყური ხომ იცი ყველაფერს ხედავს და ისმეს. ბაღათურიაზე ვერ გავიგე ვერაფერი ,საერთო არ ახსენებენ . მხოლო ის ვიცი რომ საშიში, თან სანდო , ერთგული და სამართლიანია როცა მის მეგობრებს არ ეხება საქმე. მაშინ მიკერძოებული ხდება და სიმართლეს ვერ აღიქვამსო . ბევრი იცნობს მაგათ წრეში და პატივსაც სცემენ. არ გამიგია ვინმე აწამა და მოკლაო, მაგრამ გოგოები ამბობდნენ ძალიან ფიცხია და მკაცრიო,არავის არაფერს პატიობსო . ქალებს წინდებივით იცვლის, სახელებიც კი არ ახსოვსო,გოგოებზე იმდენი რამე მომიყვეს სიცილით მოვკვდი წვეულებებს ხშირა აწყობს იმ თავის აპარტამენტში ეგ კი იცი ისედაც
-სხვა რა გინდოდა რომ გაგერკვია...აგენტი 007 ხარ
-შენ ის გაგიჟებს ასეთ სულელურ დიალოგებს რომ იწყებ და ვეღარ ასრულებ. სულ რომ გაოცებს და ვერაფერს უხერხებ
- როგორ შეიძლება მე და მან ნორმალურად ვისაუბროთ . ცა და დედამიწასავით განსხვავდება ჩვენი აზროვნება, ცხოვრება და საერთოდ სრულიად სხვადასხვა ვართ . ძალიან კარგად იცი როგორ ადამიანებთან ვურთიერთობ
-ნორმალურებთან არა...შენ მოკვდავებს არ გვესაუბრები ,მაგრამ ფაქტია რომ მასსავით ვერავინ გიშველის. რამდენი ხანია ვინმე არ გყოლია, იქნებ უბრალოდ გაერთო რა საჭიროა საუბარი შეგიძლია მხოლოდ ბგერები გამოსცე და თან ხმამაღლა
-შენ როგორ წარმოგიდგენია მაიკლის შემდეგ ბათუ ?
-ღმერთო ჩემო დისერტაცია დაცულ დოქტორს რომელსაც წიგნის ჭიას ვეძახდი ბათუ რომ სჯობს ფაქტია ხომ? რა აუცილებელია საყვარელი გახდეს , მიხვალ გექნებათ სექ*ი. საოცარი სიამოვნება მიიღე ,ადექი გადადი შენს ბინაში და სულ ნუ დაელაპააკები თუ გინდა. მეეჭვება ბაღათურიამ პროტესტი გამოთქვას.
-არც კი ვიფიქრებ შენს გიჟურ აზრზე
-არადა აქამდე უნდა გეფიქრა, იმ შენს წიგნის ჭიებს გადახაზავს წამსვე . თან ინგლისელები სულ არ არიან ტემპერამენტიანი კაცები მითუმეტეს შენი დოქტორები
-არც კი იცნობდი მათ ...
-ორნი იყვნენ სულ და ფოტოებზეც რომ ვხედვდი ეგეც საკმარისიი იყო . სახეზე ეტყობოდატ რა ხლხი იყო ,დარწმუნებული ვარ ნამდვილი ორგა*მი არც იცი რა არის
-ყოველთვის რატომ უნდა გითხრა რომ შეწყვიტო საუბარი!
-ვეღარ მიძლებ და იმიტომ...იცი მართალს გეუბნები . შეუძლებელია ნორმალური კაცი გყოლოდა და ისევ ასეთი უჟმური იყო
-დახვეწილი, ზრდილობიანი, ჩამოყალიბებული ქალი და არა უჟმური
-მე რატომ არ ვარ დახვეწილი და ზრდილობიანი, ქალი ნამდვილად არ ვარ ჯერ პატარ ვარ , მაგრამ სხვა დანარჩენზე რას იტყვი?
-დამცინი ხომ?
-დამშვიდდი ნუ გაგიჟდები
-მშვიდად ვარ! ახლა ის მაგიჟებს რომ მანქანა გარეთ დავტოვე და მაინცადამაინც მაშინ დაეცა ხე. ისეთ მგომარეობაშია ახლის ყიდვა მომიწევს
-წაგყვები გინდა ასარჩევად...თუ ისევ ისეთს იყიდი?
-არ ვიცი ვნახოთ ...
-მამა გიყიდის თუ შენ იყიდი?
-მე თავად შევიძენ
-წამოხვალ ბაკურიანში ჩვენთან ერთად ? იქ ბექას სახლი აქვს და გეპატიჟება
-როდის აპირებთ გამგზავრებას?
-ამ დღეებში ...ახალ წლამდე რო დავბრუნდეთ ისე. ვაიმეე მე არ მითქვამს დედა რომ აპირებს მიმიტყუოს გიოსთან სახლში? სადედამთილოს მაცნობს თავისი გეგმით
-როგორ...შენ საიდან გაიგე?
-გიორგისთვის უთქვამას დედამისს გოგოს გაგაცნობო და ეს გოგო მე ვარ ... თუ გაიგო რო საყვარლები ვართ და გაგიჟდა მერე ნახე
-რა გაცინებს ... დედასთან პრობლემებს შეუქმნი ?
-თუ ღმერთო გწამს ცოლად კი არ მივყვები რა დედამისის საქმეა ვისთან დაწვება
-დღეს რადგან არ მიყვები მომავალზე არ უნდა იფიქრო?
-დედაჩემის გარიგებულს გავყვე ანუ?
-გიჟი ხარ ...
-შენნაირი არ ვარ და იმიტო?
-ჩემნაირი რომ იყო ყალბი იქნებოდი ,რაც საშინელებაა ასე რომ უბრალოდ თავშეკავება გჭირდება მეტი არაფერი
-აი რატო მიყვარხარ ასე ძალიან... კიდევ უნდა გითხრა რაღაც
-რა არის ასეთი კნუტის თვალები რომ დაგჭირდა
-შენი ფოტო გაყიდეს ... უფრო სწორად სხვა გამოსავალი არ დამიტოვეს. ვერც კი წარმოიგენ რამდენი გადამიხადეს. არა ფული არაფერ შუაში იყო რაღაც სისულელე მოიფიქრეს აუცილებლად უნდა გაყიდოო და მე ვერაფერი გავაკეთე
-რომელი ფოტო ... კი მაგრამ სხვა არაფერი სურდათ ?
-სხვაც სურდათ,მაგრამ ასე არ შეუტოპავთ . ის ფოტო რომ იღიმი ...შენც რომ მოგეწონა აი ის ფოტო იყიდეს
-მე ხომ გთხარი მომეცი-თქო. ფირზე აღარ გაქვს? კამერაში ,კომპიუტერში ან რა ვიცი სადმე
-მოითხოვა რომ ასლი აღარ უნდა გაეკეთებინათ და შუამავალმა თავად ნახა როგორ წავშალე ყველა ასლი
-ეს მზერა არ გიშველის .არა როგორ გაყიდე ჩემი ფოტო თან არ იცი ვის მიჰყიდე? -ანერვიულდა, არ უნდოდა ვიღაც უცხოს ჰქონოდა მისი ფოტო . საერთოდ არ მოსწონდა ეს სიტუაცია
-მაპატიეეე რაა ეკატერინეეე ... კატერინააა...ეკუუუ... კატოოო ..კატუსიიი ...
-გაარკვიე ვის აქვს ჩემი ფოტო რომ გამოვისყიდო და მერე გაპატიებ ,...ახლა წადი წამალი უნდა დავლიო და დავიძინო
-შეეშვი ამ წამალს...ახლა მაინც არ კვნესის არავინ
-კვნესა რა შუაშია...ხომ იცი ხმაური მაღვიძებს ასე მშვიდად ვარ მთელი ღამით .
-არაა ჯერ დაღამებული ნორმალურად... კარგი რა ქათამივით იძინებ უუჰ
-შენ შეგიძლია გიორგისთან წახვიდე და გაერთო
-ამ ქარიშხალში სად წავიდე,თან დედამისთანაა
ბოლოს მაინც მარტო დარჩა , წამლის დალევის ნაცვლად გაშეშებული იწვა და ჭერს უყურებდა. ყველგან ბაღათურიას ხედავდა და საკუთარ თავზე ბრაზობდა, ამდენი ტყუილად გაფლანგული სიტყვა, წუთი და ნერვი ენანებოდა. თავს ვერაფერს უხერხებდა, რაღაც მიზიდულობას გრძნობდა ბაღათურიას მიმართ, იმდენად ძლიერს რომ წამით ელიზაბეტის რჩევაც კი ამოუტივტივდა გონებაში ,შემდეგ ბაღათურიას გარეგნობაზე ფიქრობდა,მის ფარულ შარმზე რომელიც ასე აგიჟებდა და საერთოდ ბათუზე რომელიც ასეთი უცნაური, უცხო და საინტერესო იყო ყველაფრისდამიუხედავად მისთვის. არ ჰგავდა იმათ ვისთანაც ურთიერთობდა და სწორედ ეს იყო ბაღათურიასთან ასეთი მიზიდულობის მიზეზი .
მეორე საღამოს უკვე ყველაფერი მოგვარებული იყო, სტიქიაც აღარ მძვინვარებდა . ქალაქიც დაასუფთავეს და მხოლოდ მანქანის პრობლემა რჩებოდა. ელიზაბეტმა არ მოასვენა , ზეგ მივდივართ ბაკურიანში და ბარემ იყიდე მანქანაო . ისეთ დროს გააქცია მაღაზია იხურებოდა. ჯერ ხომ დაიარა ყველაფერი და კონსულტანტი ბიჭი გააგჯა, მერე ფასები არ მოეწონა და ბოლოს ყველაზე ბოლო მოდელს მიადგა რომელზეც თავად ეკეტებოდა ჭკუა და ისე დაუწყო „ვაჭრობა“ სულ დაავიწყდა ეკატერინე .
-მაპატიეთ ქალბატონო უკვე დახურვის დროა ...ხვალ მობრძანდით და იქნებ შევძლო როგორმე დახმარება
-თქვენი უფროსი აქ არის? ვინმე ვისაც შეუძლია ზუსტ ფასზე გამესაუბროს
-ელიზაბეტ ტყუილად ვაყოვნებთ ახალგაზრდას...ხომ თქვა რომ გვიანია უკვე
-დიახ ქალბატონო ნახევარი საათის წინ უნდა წავსულიყავი .ერთ-ერთი მფლობელი აქ არის ,მაგრამ ამ დროს მუშაობს და მე ვერ შევაწუხებ . გამათავისუფლებს - ისე საწყლად თქვა ეკატერინეს შეეცოდა. ელიზაბეტმა კი არაფრად ჩააგდო
-არ გაგათავისუფლებს საყვარელო. ნამდვილი მყიდველი ვარ. ეგ კი არა შეიძლება ორი მანქანა ვიყიდოთ
-ელიზაბეტ მანქანა გინდა გიყიდო?
-შენ ხომ ყიდულობ იმ შავ მანქანას რა გინდა?
-მაპატიეთ უნდა გავიდე უფროსმა გამომიძახა- ბიწმა რაღაც მოწყობილობას დახედა და სწრაფად გავარდა . გოგოებს კარგად ესმოდათ ხმა რადგან უფროსი კაბინეტში აღარ იყო
-რა ხდება ? რატომ ხარ ისევ აქ? -მხოლოდ მისი ხმა ესმოდათ ისე იდგნენ რომ არ ჩანდა
-ბატონო იცით გვიან მოვიდნენ და საუბარი გაგვიგრძელდა. მანქანის თანხასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემა იყო . ახლავე წავლენ
-რა პრობლემა ? ხომ უთხარი ბოლო სარეალიზაციო ფასი
-დიახ მაგრამ ...
-წადი ...წადი მე მივხედავ . სად არიან? - ბიჭის ხმა კი ორივემ იცნო ,მაგრამ რომ გამოჩნდა ეკატერინე კი არა ელიზაბეტიც კი გაფართოებული თვალებით იდგა- ღმერთო ჩემო რა დამთხვევაა ნუთუ ქალბატონი ერისთავები მეწვივნენ
-ბატონო მე უკვე ვუთხარი რომ 15 000 საბოლოო ფასია
-თავისუფალი ხარ - ხელით ანიშნა წადიოდა და ეკატერინესკენ დაიძრა- კი ნამდვილად 15 000 არის ბოლო ფასი 15 000 კოცნად მოგყიდი შემდეგ დარწმუნებული ვარ მოგეწონება და თავად მოითხოვ გასამრჯელოს გაზრდას- იმდენა ახლოს იყო,თან ისე შორს ამ სიტყვებისტვის .ისეთი მზერა ჰქონდა თითქოს ყველა კოცნას იქვე ითხოვდა და დაწყებასაც წამსვე აპირებდა. ელიზაბეტმა სიცილი ვერ შეიკავა , ეკატერინამ კი გახსნილი ტუჩები მოკუმა და თვალების ბრიალით შეხედა
-წარმოდგენა არ მქონდა შენ აქ თუ შეგხვდებოდი თორემ არ მოვიდოდი... ელიზაბეტ მივდივართ
-რა დროს წასვლაა? ბათუ იცი ეს კონკრეტული მანქანა მე მომწონს და ჩემს საყვარელ დაიკოს ისევ ის მოდელი სურს რომელიც ჰყავდა. ასეთები არიან ეს დოქტორები, ფულს ვერ გააგდებინებ ხელიდან . მე მაინც დაბადებისდღის საჩუქარს დაველოდები ინქებ მამამ მაინც მიყიდოს და დარწმუნებული ხარ რომ რამდენიმე თვეშიც იგივე იქნება ფასი?
-როდესაც გადაწყვეტ შეძენას მერე შევთანხმდებით ლიზიკო ,მაგაზე შენ არ იდარდო
-ელიზაბეტ წამოხვალ თუ განაგრძობ საუბარს-თვალების ბრიალით უყურებდა და წარბებიც შეკრა
-მოვდივარ ...არ ემშვიდობები ბათუს? უიმეე რა უტაქტოა ხედავ? მაგრამ ხომ საყვარელია? - ჩუმად უთხრა და ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა. ბათუმ რომ ჩაიცინა მერე აკოცა ლოყაზე და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ეკატერინესკენ,რომელსაც ერთი სული ჰქონდა როდის გაიქცეოდა იქედან.
ტაქსს ხელი დაუქნია და სწრაფად ჩაჯდა. ელიზაბეტი გვერდით მიუჯდა და სიცილი განაგრძო
-ნერვებს რომ მიშვლი ხვდები?
-აიი ხედავ ყველაფერი რა მარტივად გაირკვა? არ ვიცოდი სად მუშაობდა და ესეც გავიგეთ . რა გინდა? განათლება თუ შენნაირი არ აქვს სამაგიეროდ ბიზნესმენია წარმატებული. ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი საქმე აქვს. ერთი მანქანა რომ გაყიდოს მთელი წელი ფუფუებაში იქნებით
-გუშინ საყვარლობას მთავაზაობდი და დღეს ცოლად გავყვე?
-რა უცებ ფეთქდები. რა გითხრა ასეთი 15 000 კოცნა ერთი სექსი გამოდის თუ დავფიქრებით...ნუ ერთი ღამე გამოდის რა
-ელიზაბეტ!- რომ მიხვდა ტაქსის მძღოლმა თვალები როგორ ჭყიტა წამსვე გააჩუმა საყვარელი დაიკო და სახლში შესვლამდე ხმა არ ამოაღებინა. აი შემდეგ რომ დაიწყო აღარ გაჩუმდა, ისე ჩაალაგეს ბარგი და მოემზადნენ .
დილით გიორგიმ მიაკითხა ,ლიზიკო წინ იყო მოთავსებული და იცინოდა.
-რა გაცინებს?
-ვგონებ იმ მანქანას ზუსტად იგივე ნომრები აქვს რომელიც შენსას ჰქონდა და ზუსტად ის მოდელია რომელიც გუშინ ვნახეთ...-ხელით ანიშნა მანქანიდან არც გადასულა. სამაგიეროდ ეკატერინეს არ დააცადა დაჯდომა. -არ ნახავ? იქნებ გასაღები შიგნითაა და გელოდება?
-გამორიცხულია!
-რა ხდება ელიკო არ მეტყვი? ვინ აჩუქა მანქანა?
-ბათუმ
-როგორ?- მომღიმარ ლიზას თვალებდამრგვალებულმა შეხედა და შემდეგ ისევ მანქანაზე გადაიტანა მზერა
-ოო არ დაიწყო ახლა... შენ რა შუაში ხარ . მიდი გოგო ნახე თორე მე ვნახავ- უცებ გადავიდა მანქანაიან და იქეთ წავიდა სადაც მანქანა იდგა.ეკატერინეც ინსტიქტურად გაყვა. მანქანის კარი რომ გაიღო და გასაღები გამოაძრო ლიზამ წამსვე მოხვდა თვალში პატარა ბაბთაზე მიმაგრებულიი წერილი - აგენტი 007 კი არა უარესი ვარ მე.წაიკითხე რას ელოდები თუ მე წავ... კაი ხო აჰა უიმეე რას წერს ?- ეკატერინემ გასაღები რომ გამოართვა და დახვეული ფურცელი გახსნა თვალები დაქაჩა
-„მართალია საჩუქარია ,მაგრამ იმ 15 000-ს მაინც მივიღებ! „
-ნაძირალა. როგორ ბედავს ... - მობილური აიღო და მისი ნომერი მოძებნა
-გისმენთ- მალევე გაისმა ბაღათურიას ხმა. აშკარად ნამძინარევი იყო. ადრე იყო და რა თქმა უნდა ჯერ კიდევ საწოლში იქნებოდა
-საჩუქარს გიტოვებ და ფრთხილად იყავი სხვა ვინმემ არ წაიღოს ვალად შენი 15 000
-კატუსიი ასე ადრე ნახე საჩუქარი? გულს მტკენ ... რას ნიშნავს მიტოვებ? ვიფიქრე ბაკურიანში მაგით წახვიდოდი..ტესტდრაივზე ნამყოფია და ნუ ღელავ სანდოა გზაზე
-რა კარგია ...გაღვიძებული არ ხარ და უკვე ფორმაში ხარ
-აბა სადა ხარ კატუსიი? უიიი გხედაავ აქ ყოფილხარ - აივანზე გამოვიდა ნახევრად შიშველი , იდგა იმ ყინვაში და ხელს უქნევდა- ყველა ხედიდან სექსუალური ხარ იცი?
-საჩუქარს არ მივიღებ !
-კატუსიიი რატო ჯიუტობ? ხომ იცი იმ კოცნაზე ვიხუმრე...არა თუ გადაიხდი უარს არ გეტყვი ,მაგრამ -საუბარი არ ადროვა ისე გაუთიშა. გასაღები მანქანაში დააბრუნა კარი მიხურა და გიორგის მანქანისკენ დაიძრა
-მოიცა მანქანას არ იტოვებ?
-ელიზაბეტ შენი აზრით ?
-უიმეე რა ურჯულო ვინმე ხარ
-ელიზა გეყოფა ეკატერინე სწორად იქცევა, ყოველ შემთხვევაში თავადაც გადაწყვეტს როგორმე-გიორგის ისეთი სახე ჰქონდა წესით უნდა გაჩუმებულიყო
-გიორგიიი შენ რომ პრობლმეა გაქვს იმას არ ნიშნავს რომ ეკატერინეს რამეს დაუშავებს
-არ ნიშნავს...საჭიროც არ არის ჩემ გამო თქვენც დისტანცია დაიცვათ . მხოლოდ ჩვენი საქმეა და სხვა არავისი ,მაგრამ ეკატერინეს საქმეში ცუდად ერევი
-ამაყვირებს ახლა მომიშლის ნერვებს და თითონ ისევ ასე ჩუმად დამლეაპარაკება..შენ კიდე რა გინდოდა? ჩემთვის გეყიდა მანქანა
-მე რომ გითხარი გიყიდი-თქო ლამის მომკალი . გამოფენის გამო მშორებოდი და ეკატერინემ რატომ უნდა მიიღოს ვიღაც უცხო კაცისგან ეს საჩუქარი?-მაინც ვერ შეიკავა თავი
-ეკას ნაცვლად რატო მელაპარაკები?
-იგივე კითხვა მექნებოდა მეც ელიზაბეტ .სჯობს დაუჯერო გიორგის და საერთოდ შეწყვიტო ამაზე საუბარი. იქ დასასვენებლად მივდივართ და ბაღათურიას სახელს თუ არ მიხსენებ აუცილებელი ვითარების გარდა დამავალებ
-კარგიი ...ოღონდ შენ დამშვიდდი და არაფერს ვიტყვი -ორი წუთი გაჩერდა და მერე გიორგის მიუბრუნდა- ბექა რატო არ მოდის ჩვენთან ერთად?
-ბარბარე და ანასტასია მოჰყავს ...იმედია პრობლემა არ იქნება ხო?
-მე მიყვარს ბავშვები ხომ იცი ...ეკატერინესთვისაც არ იქნება პრობლემა შენ წარმოიდგინე არც მას სძულს ბავშვები
-ნამდვილ ურჩხულად გამოგყავარ ელიზაბეტ. ბარბარე ბექას და არის?
-ხო და ასევე დედაჩემის ნათლული ,ერთა გავიზარდეთ სამივე. თუმცა ბარბარე ჩვენზე პატარაა
-ანუ შენ და ბექუნაც ნათესავები გამოდიხართ...ნათლიამირონები ყოფილხართ
-ხო ნათესავებიც ვართ...უბრალოდ ამის ახსნაზე მარტივი სათქმელი ბავშვობის მეგობარია
-კიდევ იქნება ვინმე იქ?
-არაა, არავინ სხვა ...
სახლში რომ მივიდნენ ბექა ჯერ კიდევ არ იყო მისული. გიორგიმ აჩვენა ოთახი ეკატერინეს, მისი ბარგიც აიტანა და შემდეგ ლიზიკოსთან ერთად შევიდა საძინებელში. ეკატერინე ნივთებს აწესრიგებდა მანქანის ხმა რომ გაიგო და ეზოში ბექას მოჰკრა თვალი. იმ წამსვე არ გასულა, დაასრულა საქმე და შემდეგ დატოვა ოთახი. პირველ სართულზე ჩასვლამდე გაიგო პატარა გოგონას წკრიალა ხმა
-გიოლგი ბიძია იცი მე ლამენი თოჯინები წამოვიკანე? ბევლი ბევლი ...
-მართლა? მაჩვენებ შენს თოჯინებს?
-ლა თქა უნდა ...დედიკოც ჩანთებჩი აქ და ამოალაგებს მელე...
-მეც მყავს ერთი თოჯინა-თქო ხომ გითხარი . ჩემი პირადი და ყველაზე გამორჩეული ლამაზმანია
-ლომ გიკალც იც ?
-ვაიმეე ვეღარ ვითმენ უკვე ...მალე ჩავყლაპავ რა სიცოცხლეა როგორი პატარა , როგორ საუბრობს, რა სიფრიფანა და ლამაზი ხარ.თოჯინა შენ ხარ , ნამდვილი და ყველაზე ყველაზე ლამაზი - ელიზაბეტმა საუბარი არ დააცადა გიორგის და ტასოს ისე აიყვანა ბავშვი და ჩაეხუტა- მე ლიზა ვარ
-მე ანასტაცია
-ტასუნა ხარ ანუ
-ალაა ტაცუნა ალაა ვალ.აცე მალტო მამიკო მეძაქის
-კარგი არ გვინდა ტასუნა .... იყავი ანასტასია . ტასო შეიძლება?
-სქვა კველაფელი ,მაგლამ ალა ტაცუნა
-შევთანხმდით ... მე მაჩვენებ შენს თოჯინებს? იცი ვგიჯდები თოჯინებზე
-მათლა?
-მართლა
-ტასიკო არ შეაწუხო ლიზიკო ხო?- ბარბარე სამზარეულოში იყო, რაღაცეებს ალაგებდა ბექასთან ერთად .
-არ მაწუხებს ...როგორ შეიძლება ამ ანგელოზმა შემაწუხოს
-არც ეგეთი ანგელოზია...მამას ჰგავს ხოლმე- ბექამ ჩაილაპარაკა ჩუმად ისე ბავშვს რო არ გაეგო და თვალები აატრიალა- ქაჯდება! ვაა ეკატერინე ჩამოხვედი ? როგორ ხარ?
-კარგად ბექა...მადლობა დაპატიჟებისთვის
-რას ამბობ... იმედია კარგად დაისვენებ . გაიცანი ტასიკო და ბარბარე-ბარბარეც გავიდა და გაეცნო. ლიზა და გიორგი კი ბავშვს არ შორდებონენ.ბოლოს ოთახში შევინენ მასთან ერთად და დიდხანს ეთამაშებოდნენ. ეკატერინე მილაგებაში დაეხმარა ბარბარეს . ბავშვის საჭმელს აკეთებდა და ბოლოს ყველანი ერთად დასხდნენ მაგიდასთან.
-ტასიკო რამდენი წლის ხარ?
-სამიც -პაწაწინა თითებიც აჩვენა და გაუცინა ეკატერინას
-ასეთი პატარა და ასე კარგად საუბრობ?
-2 წლის იყო რომ დაიწყო და მას მერე ვეღარ ვაჩუმებთ...ჩვენი ჭორიკანა გოგო იქნება ეს
-ოოო ნუ მეუბნები ჭოლიკანაც ... ალ მოწონც მამაც ჭოლიკანა ცუდები ალიანო
-მართალია ბავშვი...ჭორიკნები ცუდები არიან-გიორგიმ გაუცინა და ბექას თვალები დაუბრიალა
-რადგან დაასრულე სადილი წავიდეთ და დავიბანოთ...მერე დავიძინოთ თორე დილით ვერ გამოიძინე და ახლა ისედაც ძილის დროა პატარავ
-ალ მინდა ძილი უთქალით ლააა...თოვლჩი მინდა გუნდაობა . თოვლიც ბაბუაც გამიკეთებთ?
- დავიძინებთ ჯერ ,მერე გიორგი თოვლის ბაბუას გაგიკეთებს ბექა გეგუნდავება ,მე ფოტოებს გადაგიღებ
-მეც გეგუნდავები და თუ გინდა ეკატერინე დეიდაც ჩავფლათ თოვლში .ყინულის დედოფალია მაინც იცი?
-ბავშვს ნუ გააგიჟებ- ჩუმად უთხრა და გაიღიმა ანასტასიას რომ გახედა-მეც გეგუნდავები თუ დაუჯერებ დედიკოს და დაიძინებ
-კალქი ქო ...იცოდეთ დავიმახსოვრებ
ბავშვი დააძინა ბარბარემ და უკან დაბრუნდა. ყველანი ერთად გავიდნენ ეზოში. გიორგი და ელიზაბეტი სასეირნოდ წავიდნენ. ბარბარე მშვიდად იდგა ყავის ფინჯანით ხელში მისი მობილური რომ ამღერდა
-დააგვიანდა სად იყო აქამდე -ბექამ ჩაილაპარაკა და ბარბარეს გახედა. გოგომ თვალები დაუბრიალა და მოშორებით დადგა. ცოტა ხნით ისაუბრა შემდეგ უკან დაბრუნდა- რაო რა მინდაო?
-ბექა გეყოფა პატარა ბავშვივით იქცევი .ოდესმე შეეგუე ფაქტს , ამდენი წელია შენი სიძეა ერეკლე
-მხოლოდ იმ ფაქტს ვაღიარებ და ვხედავ რომ წელებია გონს ვერ მოხვედი !
-ერეკლე ჩემი ქმარია და ჩემი შვილის მამა ,რომელიც მასზე გიჟდება
-ერთ დღესაც ნახავს კაიფში მყოფს, არაადამიანს და შეზიზღდება
-მე არ მინახავს არასდროს ისეთი როგორსაც შენ აღწერ და ანასტასიას მეეჭვება ოდესმე რომ მოუხდეს ასეთი მამის ნახვა, სჯობს შენ საკუთარ ცოდვებს მიხედო
-იმდენი ხანია ჩემთან არ ყოფილხარ მგონი ახლა მეტყვი რომ გიყვარს
-ბექა გეყოფა ცინიკოსობა /უბრალოდ შეეშვი ერეკლეს კბენას ახლა მაინც არ არის აქ. ხომ ვარ შენთან ერთად ,გამომიშვა უფრო სწორად არ ჰქონია პრობლემა და წამოვედი
-მონა ხარ ხვდები? გამოშვება გჭირდება ჩამოყალიბებულ ქალს . შენ რა ბავშვი ხარ თუ სათამაშო საითაც უნდა იქეთ რომ გაგიშვას
-აქამდეც არ ჰქონია პრობლემა,უბრალოდ მე არ შემეძლო შენი გამუდმებული ბრაზის ცქერა,მაგრამ შევცდი როგორ ჩანს
-არ მითხრა რომ მასთან უფრო მშვიდად ხარ ვიდრე ჩემთან ...მე ხომ არ ვარ ურჩხული
-ბექა კარგად დაფიქრდი რომელია თქვენს შორის ნამდვილი ურჩხული
-პირდაპირ სახეზეა ერეკლეს კვალი... მასსავით მელაპარაკები და მიღრენ
-ნუთუ არ დაიღალე ...
-ვერ ვიტან კაცს რომელსაც ცოლად გაჰყევი, მეზიზღება და ამ ფაქტს ვერაფერს მოუხერხებ. ვერასროს გაამართლებ შენს ქცევას, რომ ვიცოდე გიყვარდა
-უნდა მომეტყუებინე და მეთქვა რომ მიყვარდა, შემდეგ დამშვიდდებოდი
-იმდენად კარგად გიცნობდი ერთ დროს მივხვდებოდი რომ მატყუებდი ...ახლა აღარც კი ვიცი ჩემი და უფრო ხარ თუ ერეკლე დადვანის ცოლი
-მეეჭვება მისი ცოლობა რაიმე ბარიერს მიქმნიდეს ცხოვრებაში
-ხო რა თქმა უნდა როცა ტირანის ცოლი ხარ ყველა კარი შენთვის ღიაა ვინ გადაგეღობება წინ ის ხომ ერეკლე დადვანია
-შურიან პატარა ბიჭს მაგონებ რომელმაც თავადაც არ იცის რა უნდა...
საუბარი დაასრულა და ეკატერინეკენ წავიდა . ბარბარე კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა კატერინასთვის, გაოცებული დარჩა როცა აღმოაჩინა რომ გოგონა სულ რაღაც 18 წლის იყო რომ გათხოვდა ,მაგრამ მაინც წარმატებული სტუდენტი იყო უკვე ასრულებდა სწავლას და ამასთან ერთად შესანიშნავი დედაც იყო.
-ზოგადად ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგი ვარ ,მაგრამ როგორც სჩანს შენთვის პრობლემა არ შეუქმნია ქმარს და ბავშვს
-შენი აზრით ამ საოცარ ქმნილებას ვინმესთვის პრობლემების შექმნა შეუძლია? ქორწინებიდან 10 თვეში შემეძინა ტასო , უნივერსიტეტის ერთი კურსი ფეხმძიმემ დავხურე და დამიჯერე ბედნიერების გარდა არაფერი მიგრძვნია. ერთის მხრივ კარგია როცა შემდგარი პროფესიონალი ხარ , შენი საქმე გაქვს და შვილისთვის უკვე დროც გაქვს შენს შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მე ბავშვს დედამთილს, ქმარს ან ქმრის მეგობრებს ვაჩეჩები როცა სამეცადინო მქონდა ,რაც დამეთანხმები რომ არც თუ ისე კარგია ბავშვის აღზრდისათვის
-გეთანხმები ,ჩემს შემთხვევაში უკვე დროა შვილი გავაჩინო. ასაკიც კრიტიკული მაქვს , დიდი დრო აღარ დამრჩენია
-რას ამბობ ჯერ 30 წლისაც არ იქნები
-თუმცა მშობიარობისთვის კრიტიკულ პერიოდად ითვლება თითქოსდა მცირე ასაკი ,თანაც არ მინდა ჩემს შვილს მოხუცი დედა ჰყავდეს - გაიცინა და თოვლში ამოგანგლილ წყვილს გახედა. ელიზაბეტი კიდე მირბოდა ისე უცებ ააგდო კატერინა და ამოეფარა გიორგიმ დაჭერა ვერ მოასწრო
-ვაიმეე მიშველე კატუშიიი მომკლააავს ...
-ეკატერინე გაიწიე უნდა ჩავგუდო თოვლში
-რა გჭირს შე ჩემა ლიზიკომ გაბანავა თოვლში?
-ნუ ხარხარებ ბექა თორე იმის მაგივრად გადაგიხდი
-რას გავხარ შე ჩემაა ..საღოლ ლიზიკოოო
-მადლობა ბექუნა...უბრალოდ არასწორი ადგილი შევარჩიე,გუნდა რომ გავუქანე თურმე ყოფილ საყავრელს კი არა იმ სახლის პატრონს ესაუბრებოდა ამასწინათ რომ დააპროექტა . ისე დაეშვა თოვლში გაგიჯდა ის ქალი
-თან გავიყოლე გოგო გაგიჟდებოდა აბა რა იქნებოდა ! მისი ქმარი როგორ მიყურებდა კაცმა ლამის მიმახრჩო სანამ დაგინახა ა გაიგო რატო მაწვა ზემოდან მისი ცოლი
-ვიეჭვიანეე რა ვქნააა რა ჩემი ბრალია ასეთი კარგი რომ ხარ სულ მგონია რომ შენი შეხრამუნება უნდათ ქალებს
-ასეთ საწყალ გამომეტყველებას ტყუილად იღებ
-კარგით გეყოფათ...მე მაინც გამიშვი ხელი ელიზაბეტ !
-ახლა თუ მიმატოვებ იცოდე ჩემი და აღარ იქნები.მომკლავს, შეხედე როგორ მიყურებს ახლა რომ ვუთხრა ყველაფერს გავაკეთებ რასაც მეტყვი-თქო არ დამთანხმდება არადა გიჟდება მინ**ზე - ბოლოს ჩუმად დააყოლა ,მაგრამ ყველამ გაიგო გიორგი უცებ გაჩერდა მერე გაიაზრა რაც თქვა და წამში ჩაავლო ხელი . მხარზე გაიდო და სახლისკენ გავარდა
-ენას ამოგგლეჯ და გაჩვენებ მე შენ რაზე ვგიჟდები...გიჟო,გადარეულო
-ოეეე გიორგიიი კარი კარგად ჩაკეტე ბავშვი არ გამიღვიძოოო- ბექამ სიცილით მიაძახა და ეკატერინე სკამზე დასვა- დამშვიდდი საყვარელო ესენი სულ ასე იყვნენ. უბრალოდ შენ რაც დაბრუნდი მას მერე არ გაგიჟებულან. ელიზაბეტმა შენზე გადმოიტანა ყურადღება თორემ სულ ასე უმწარებს სიცოცხლეს. რას გაუგებ ამ სიყვარულს
-სულ ასე იქცეოდა? ღმერთო ახლა მესმის დედა რას გულისხმობდა რომ ამბობდა სულ გაგიჯდაო- გაოცებული იჯდა ეკატერინე , ბარბარე კი იცინოდა
-არც გიორგი აკლებს დამიჯერე... ერთნაირები არიან . გიორგისთან ერთად გავიზარდე და ამ ორს კარგად ვიცნობ აფრენენ ლიზაზე მეტააც კი.უბრალოდ ახლა გაიზარდნენ და ცოტა კონტროლი ისწავლეს
-უნდა ვაღიარო მართალს ამბობს ჩემი საყავრელი დაიკო - ბექაც გვერდით მიუჯდა გოგონებს ,ბარბარეს ეხვეოდა და მათთან ერთად საუბრობდა. შემდეგ ტასომ გაიღვიძა და ერთად წავიდნენ სასეირნოდ.
ლიზა და გიორგი საძინებელში იყვნენ . ლიზამ ისევ აიხსნა თავი და ოთახში სირბილი დაიწყო თან ჩუმად ქოთქოთებდა
-კარგი რა გიორგიიი ხომ იცი როგორ მიყვარხარ, ვიეჭვიანე რატო არ გესმის. შენ რომ ეჭვიანობ მე ხო არ ვბრაზდები არა?
-ასეთ სულელურ სიტუაციაში არ გაგდებ
-სამაგიეროდ ის ბიჭი სცემე ბარში რომ უნოდა ჩემთან ცეკვა და ხელები მიფათურა ტრაკ*ე
-გიჟი ხარ გოგო? ეგ როგორ არ უნდა მეცემა ..>შენ თითონ თქვი ხელები მიფათურაო . მაშინ არაფერიაო კი მეუბნებოდი
-ოოო ჯანდაბა ლიზა ახლა წამოგცდება ყველაფერი ბარემ ისიც უთხარი რო ის ქერა დიდძუძუებიანი ნაშა გეგონა ის საწყალი ქალი და მას უმიზნებდი გუნდას
-რაა? მე არ მიმიზნებდი?
-ჯანდაბააა დავიღუპეე . ასე ნუ მიყურებ ბავშვს სძინავს და გაიღვიძებს. იცოდე ვიკივლებ რამე რომ დამარტყა
-ვინ ნაშა გეგონა
-ოოჰ ვითომ არ იცის ვინ მეგონა
-არ ვიცი და მიპასუხე
-გაიწიე ცოტა თორემ ხომ იცი ასე კედელთან მიმწყვდეული რომ ვარ ვერ ვფიქრობ ... ნელ ნელა ვს*ელდები და მერე მხოლოდ იმაზე ვიფიქრებ როგორ გამჟ**ავ
-ტყუილად ცდილობ...არც გაკოცებ სანამ სიმართლეს არ მეტყვი - ხელები თავთან გაუკავა და კედელზე მიაკრა ისევ
-ვინ და ის არქიტექტორი ,შენთან ფირმაში რომ მუშაობს. ერთი კვირის წინ შემხვდა სავაჭრო ცენტრში , საცვლებს ყიდულობდა დამპალმა ასე მითხრა ეგ საცვლები არ მოეწონება გიორგისოო ასეთები მოსწონსოო იმაზე მითხრა თითონ რომელსაც ყიდულობდაა .მე კი ვუთხარი საერთო ვეღარ ამჩნევს თეთრეულს მე რომ მხედავს-თქო ,მაგრამ იმ დამპალმა - პატარა ბავშვივით ბურტყუნებდა და თვალებს ახამხამებდა .გიორგიმ წინადადების დასრულება არ დააცადა ისე შეისვა მუცელზე და ტუჩებზე დააცხრა.ისე კოცნიდა კვნესა ვერ შეიკავა ლიზამ
-ის ქერა მამამ რომ აიყვანა სამსახურში მე უკვე შენთან ვიყავი - საწოლზე რომ დააწვინა და ტანსაცმლის გახდა დაუწყო მერე უთხრა
-ეს რას ნიშნავს
-რას ნიშნავს შენი აზრით
-ასე ნუ მიბრიალებ თვალებს...მე რა ვიცი იქნებ სხვასთანაც იწექი
-ახლა მაგრად მოგხვდება ხომ იცი
-რა არა?სულ სულ არავისთან ყოფილხარ ჩემს გარდა?- საწოლზე დააგდო და ზემოდან მოექცა-ჩემი კარგი ბიჭი ვინ არისოო ვინო?
-ლიზა !
-ვგიჟდები შენზე ... ცუდად ვხდები ...ვკვდებიიი რომ გიყურებ ნახევრად შიშველს და ვერასდროს ვითმენ - ამოიკნავლა და კოცნა დაუწყო -კარამელი ხარ...ყველაზე ტკბილი და გემრიელი .მგონი მართლა მიყვარხარ....არა მართლა მიყვარხარ მაგრამ მართლა მართლა მიყვარხარ
-გაჩუმდი !
-ვჩუმდები და გემორჩილები
-ასე ცუდად აღარ მოიქცევი ხომ?
-მოვიქცევი ...ხომ იცი რომ მოვიქცევი ასე ცუდად და უარესადაც იმიტომ რომ ცუდი გოგო ვარ
-მართლა ძალიან ცუდი გოგო ხარ
-ძალიან ძალიააან?
-ძალიან ძალიან- კოცნით მიუყვებოდა ელიზაბეტის შიშველ სხეულს და სიამოვნებისგან აგიჟებდა ქალს. კიდევ კარგი ახსოვდა სადღაც ახლოს ,რომელიღაც ოთახში ბავშვს რომ ეძინა და ხმას აკონტროლებდა.
ალერსს რომ მორჩნენ და გამოფხიზლდნენ სახლი დატოვეს
-თხილამურებით სრიალი მინდა...
-კარგად იცი ?
-რა თქმა უნდა ვიცი... ეკატერინეს ეტყვი ციგურებზე დადგეს? იცი რა მაგრად სრიალებს? ბავშვობაში დადიოდა ,ულამაზეს მოძრაობებს აკეთებდა ყინულზე
-შენ არ დადიოდი?
-დავდიოდი ,მაგრამ ეკატერინეს დახვეწილი მანერები არ გამაჩნდა და უბრალოდ დავხტოდი ყინულზე. სამაგიეროდ თხილამურებით ვსრიალებ კარგად ...ერთხელ დაფით დავეშვი იცი? ისე დავეცი მეგონა ყველა ძვალი დამსხვრეული მქონდა
-მართლა მოიტეხე რამე?
-არაა ...ხელი მქონდა ნაღრძობი და ტვინის შერყევა მქონდა
-რა გაცინებს
-დედა იძახდა იმ დარტყმის მერე სულ მთლად აურიაო
-არის სიმართლის მარცვალი ნელის სიტყვებში
-შენ ძალიან აქებ დედაჩემს... არ მითხრა რომ უნდა წამოვყვე შენთან თორე მოგკლავ
-კარგი მე მოვალ ...
-სად მოხვალ
-მამაშენთან და შენს ხელს ვთხოვ
-მეხუმრები ხომ?- წამსვე გაჩერდა და მისკენ შებრუნდა
-ხო და იმასაც დავამატებ რომ ქორწილამდე თითს არ გახლებ. ელიზაბეტ ცოლად მაშინ შეგირთავ როცა ორივეს გვენომება,ანუ შენ მზად იქნები ქორწინებისთვის და ეს მხოლოდ ჩვენ ორის გადაწყვეტილება იქნება, თუმცა არაფერი დაშავდება დედამთილს თუ არ გადაემტერები . ეჭვი მაქვს ნელი და ნათია შეეკრებიან ერთმანეთს
-დამცინე ხო დამცინე...მართლა რომ გაერთიანდნენ მერე? თუ გაერთიანდებიან ნათია გეტყვის გაეყარეო და ეგ როგორ გამოვა. შენ წარმოიდგინე ნათიას და ნელის დაპირისპირება...არააა შენი დედიკო ზემეტად ბუნჩულა და კარგია დედაჩემთან დაპირისპირებისთვის , ნელი პირველივე ბრძოლაში დაამარცხებს
-ნეტა გისმენდნენ ახლა
-დედიკოს ბიჭი რო ამას იტყვის...არ ვიცოდე მაინც როგორ ექცევი ნათიას...საუკეთესო შვილი ხარ და მე როგორ მიკავშირებ ბედს? არ გრცხვენია?
-ელიზაბეტ გეყოფა !
-მიყვარხარ ასეთი ველური რომ ხდები...ისე მიყურებ რომ ბრაზდები მინდება შეგჭამო
-ტუჩებს შეეშვი...ხალხია აქ
-რას მიშვები ამ პატარა გოგოს ,საშინელი კაცი ხარ
-მეც მიყვარხარ- ხელი მოხვია ყელში აკოცა და ისე განაგრძეს გზა სანამ ანასტასია არ დაინახეს. ბარბარეს და ეკატერინეს ეთამაშებოდა თოვლში. ბექა კი ბამბის ნაყინით იდგა და ქალბატონის ბრძანებით ადგილიდან არ იძვროდა. მერე ბარბარემ გუნდა ესროლა დ ა პირდაპირ სახეში გაარტყა
-დედიკოოო გავიქცეთ თორე ბიძია მოვკავც ცუკელაც ვაიმეე გაგიჟდებააა
-აი ახლააა ორივეს გადაგსანსლავთ ...- ბექამ ურჩხულის გამომეტყველება შესანიშნავად მიიღო და დედა შვილს დაედევნა.
-ვაიმეეე ვაიმეე მიჩელეთ გადამაპავც...ლა ეჩველება მელე ჩემ მამიკოც მე ქო ელთადელთი პლინცეცა ვკავალ ვაიმეეე გიოლგიიი ბიძია გვიელე თოლე გადაგვპლაპლა
საღამომდე მხიარულობდნენ ტასიკოს დამსახურებით შემდეგ ივახშმეს და ერთად უყურეს ფილმს, ტასიკოს ჩაეძინა დედიკოს მკლავებში მოქცეულს. ბექამ აიყვანა საძინებელში და შემდეგ უკან დაბრუნდა. ბარბარე ისევ ერეკლეს ესაუბრებოდა
-ძინავს უკვე... აქამდე უნდა დაგერეკა დალაპარაკება თუ გინდოდა . სად ხარ საერთოდ? ხო როგორ არა ვკვდები ეჭვიანობით, რა გაცინებს .სულაც არა არაფერი მეტყობა ხმაზე და ნუ იგონებ. ნამდვილი იდიოტი ხარ ... ხო და ვერ გიტან . რომ დავბრუნდები მაინც გავიგებ ხომ იცი სად იყავი და რას აკეთებდი... ვინ მეტყვის და ბათუ ან ცოტნე . მარტო ხარ? მარტო რა გინდა ...არ ვყვირი ,არც ვეჭვიანობ და რა ვაღიარო ვერ გავიგე ,ნერვებს მიშლი უკვე რაც გინდა ის გააკეთე ორთან დაწექი ერთად თუ გინდა ...სამი გინდოდა ? ვაიმეეე რა სამწუხაროა ...საერთოდ არ ვისვრი ნაპერწკლებს არც თვალები მიელავს და საერთოდ არ მაინტერესებს რას გააკეთებდი აქ რომ იყო . ხვალ დილით დარეკე ბავშვთან ლაპარაკი თუ გინდა თავს ნუ მტკენ ტყუილად . იცი ძალიან კაგრად რომელ საათზეც იღვიძებს- მობილური გაუთიშა და თითები მოუჭირა- იდიოტი, ავადმყოფი, მაინც მომიშალა ნერვები იქედანაც მაგიჟებს სამი უნდოდა თურმე ... დამპალი,გველი ,ავადმყოფი - ჩუმად ილანძღებოდა სანამ ბექა არ დაინახა-მისმენდი?
-მქონდა პატივი . დაჟე საყვარლები ჰყავს?
-ახლა რა შენთან უნდა გავარჩიო ჩემი და ჩემი ქმრის სექსუალური ცხოვრება?
-სად წავიდა ჩემი თავმოყვარე ,ამაყი და რომელიც ნებისმიერს მოკლავდა თუ შეურაცხყოფას მიაყენებდა
-და რა იცი რომ არ ვკლავ? ჩვენ ორ შორის ვინ უფრო გიჟდება ეგეც საკითხავია, ბედნეირი თუ იქნები გეტყვი რომ ცხოვრებას ვუმწარებ
-აშკარაა ვინცაა გაგიჟებული და გამწარებული
-ასე ნუ მიყურებ და ნუ ცდილობ ინფორმაცია გამომტყუო
-რა საკვირველია ჩემი დის ცხოვრება რომ მაინტერესებს არა?
-კარგად ვარ, არაჩვეულებრივი შვილი მყავს ,ვსწავლობ და ყველაფერი რიგზე მაქვს ! სხვაგვარად ვერ მოვიქცევი , ვერ გავეყრები რატომ არ გესმის
-არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ
-ბექაა- ბიჭმა ზურგი რომ აქცია მაშინვე დაუძახა
-ლაპარაკს აზრი არ აქვს, იმით უნდა დავკმაყოფილდე რომ რამდენიმე დღეს ჩემთან ატარებ! დაიძინე ,გვიანია უკვე
საძინებელში სევიდა ორივე , ეკატერინეც თავის ოთახში იყო . დაძინებას აპირებდა შეტყობინება რომ მიუვიდა .ვისგან იქნებოდა თუ არა ბაღათურიასგან
„როგორ გაატარე დღე უჩემოდ?“
„მშვიდად!“
„მე კი მოვიწყინე... დამაკლდა სექსუალური მეზობელი „
„დარდის გასაქარვებლად იპოვნიდი ვინმეს“
„ვერავინ შველის ჩემს სევდას ...შენ თუ უშველი მხოლოდ“
-იდიოტი ! მოუნდა ახლა ჩემტან ჭორაობა. მეც რას მივწერე რა მინდოდა
„შეგებრალე და მოდიხარ ხომ? „- დიხანს რომ არ მიწერა პასუხი ისევ ბაღათურიამ მისწერა
„ფეხით გამოვიქცევი „
„არ დაგჭირდებოდა სირბილი ჩემი საჩუქარით რომ წასულიყავი . ისევ გელოდება ავტსადგომზე , კიდევ 3 დღეც გაუძლებს“
-საიდან იცის აქ რამდენ ხანს ვრჩები...რა თქმა უნდა ის ხომ ბარბარეს ქმრის მეგობარია. ყველაფერი ეცოდინება მისგან. აქამდე როგორ ვერ მივხვდი !
„სულ ტყუილად !“
„ნამდვილად, სულ ტყუილად ჯიუტობ“
„რატომ უნდა მივიღო შენგან საჩუქარი“
„გეშინია რომ სამაგიეროდ რამეს მოვითხოვ? კარგი რა დედოფალო არ გრცხვენია ასე რომ ფიქრობ? იმედები გამიცრუე“
„გულიც ხომ არ მოგიკალი „
„რა ჯიუტი ქალი ხარ , არაფერი მოქმედებს შენზე“
-ავადმყოფი. ეგონა მანქანას მიყდიდდა და მეც მისი საყვარელი გავხდებოდი? გიჟი !
„იმდენზე მოქმედებ მეც მათთნაირი გგონივარ აშკარად და სჯობს გონს მოხვიდე ! !!!“
„აი ისევ შეურაცყოფას მაყენებ, შენნაირი მეორე არავინაა არ იცი?“
-მე არ ვიცი? მე მეუბნება არ იციო?
„ხო შენ გეუბნები , შენ არ იცი თორემ მე არაჩვეულებრივად ვხვდები ყველაფერს“- ისე მოწერა თითქოს იქვე იყო და უსმენდა. მობილურს გაფართოებული თვალებით დახედა და მერე მოისროლა.
-ახლა დავიძინებ თორემ შემომაკვდება. დავმშვიდდები და დავიძინებ . იქედანაც არ მასვენებს როგორ დავისვენებ. ჩემი ბრალია რატომ მივწერე? რა ვერ გავიგე რომ ბოლოს მაინც ის მიშლის ნერვებს . არა ერთხელ ისე გავამწარებ მეტჯერ არაფერს მეტყვის, ომს მე მოვიგებ დარწმუნებული იყავი ბატონო ბაღათურია
ბალიშზე დადო თავი და თვალები დახუჭა. რომ ჩაეძინა შემდეგ ამღერდ ამობილური, ხელის ცეცებით იპოვა და ისე უპასუხა ჯერ კიდევ არ იყო გამოფხიზლებული
-მე შენზე ფიქრის გამო ვერ ვიძინებ და შენ მიმატოვე?
-შენ ხარ?
-სხვა ვინ იქნებოდა? დარწმუნებული ვარ ბევრი მოაჯადოვე ,მაგრამ ჩემ შემთხვევაში ზედმეტი მოგივიდა
-სხვა გასართობი ვერ მოიფიქრე მაგ შენი გლუვი ტვინით?
- ნახევრად მძინარესაც კი საოცარი ხმა გაქვს...ახლა წარმოვიგინე როგორი გამომეტყველება გაქვს
-წარმოიდგინე ,მე დამაძინე- მობილური გათიშა და ბალიშის ქვეშ დადო. დილამდე გათიშულს ეძინა, მერე ხმაურმა გააღვიძა. ჯერ კარი გაიღო ვიღაც შებაჯბაჯდა, იატაკზე ისმოდა ნაბიჯების ხმა, ბოლოს სახეზე ჩამოუსვა ხელი ტასომ და ყურში ჩასჩურჩულა
-კატუშიი გაიგიძეეე გილეკავეენ
-პატარავ აქ რას აკეთებ?
-გამომალთვი ეც- მობილური მიაწოდა და საწოლზე აბობღდა - დედაც ალ უთქლა თოლე მომცქებს ტაკოზე- საწოლში შეძვრა და ჩუმად უთხრა
-კატუშიიიი დილამშვიდობის...
-რა ჯანდაბააა - ბაღათურიას ხმა რომ გაიგო და მობილურის ეკრანზე მისი გამოსახულება დაინახა თვალები გაუფართოვდა- არ დაიმალო თმაარეულიც ლამაზი ხარ ... ტასიკოოო შოკოლადები ჩემზე იყოოოს ნათლიიი
-ხომ კარგი გოგო ვარ?
-სუპერ გოგო ხარ შენ
-ბავშვს იყენებ შენი საქმეებისთვის?
-მობილური გამითიშე და გამაბრაზე!
-ტვინი გაქვს გათიშული,მაგაზე რატომ არ გაქვს რეაქცია?
-ტინი ლოგოლ აქც გათიჩული?
-ხუმრობს საყვარელო ... ასეთი ხუმრობა იციან გაბრაზებულმა ბოცოლებმა. დილაადრიან ცუდ გუნებაზეა ყინულის დედოფალი
-იმდენად რომ შენი დანახვა საერთოდ არ უნდა- უთხრა და მობილური გათიშა- საყვარელო დედიკოსთან დავბრუნდეთ ხომ?
-გაუთიჩე? ჰიიი როგორ გაბაზდება ბათუუუ ველ იტანც ლომ ალ აცლიან ლაპალაკც გიჟდებააა
-არ გაგიჟდება საყვარელო,შენ არ იდარდო - ლოყაზე აკოცა და ხელში აიყვანა- იცი ძალიან საყვარელი რომ ხარ?
-ვიცი ... კველა მეუბნება საკალელი ქალო
როგორც აღმოჩნდა ბარბარე ეძებდა პატარა ონავარს , დატუქსა კიდეც ეკატერინეს ოთახში შესვლისთვის ,მაგრამ არ დასცალდა საუბარი რადგან ამჯერად მამიკო ურეკავდა ქალბატონს. ეკატერინე უკან დაბრუნდა, გამოიცვალა და მოწესრიგებული დაბრუნდა პირველ სართულზე. ქალბატონი მაშინვე მიუცუცქდა და ქვემოდან ახედა
-მე შენზე მითხრეს
-რა გითხრეს?
-კელაფელი ვიცი...ჩემმა ნათლიამ თქა ჩენზე ლამაზიაო . მამიკომ უთქლა ჩენ კელა ქალი ლამაძი გგონია ორ ჭიქაც ლო დალევო ,მალა მათა ლამაძი ქალ.
-კიდე რა თქვა შენმა ნათლიამ?
-ჩემი მეზობელიაო მეტი ალაფელი ...ლატო ალ მითქალი ნათლიაჩ მეძობელი თუ იკავი?
-არ ვიცოდი ბათუ თუ იყო შენი ნათლია .არ გამებუტები ხო?
-თუ ალ იცოდი ალ გაგებუტები
ეკატერინე ღიმილს ვერ იშორებდა ბავშვთან საუბრისას. ბარბარე საუზმეს ამზადებდა მისთვის და მალე დასხდნენ მაგიდასთან. ბავშვს აჭმევდა და თან ელაპარაკებოდა, აშკარად არ უყვარდა ქალბატონს ფაფა .
ცდუნებას ვერ გაუძლო ორი დღე გვერდს უვლიდა ყინულის მოედანს. ბოლოს დანებდა სურვილს,რამდენიმე წუთი სრიალებდა . ტასოც თან ჰყავდა პატარა ქალბატონმა აიჩემა და უარი ვერ უთხრა. ორივე ხელი მაგრად ჩაჰკიდა და ისე დაჰყავდა პატარა ქალბატონი. ძალიან თხელი, სიფრიფანა ბავშვი იყო ანასტასია. თვალები მუდამ უციმციმებდა და ყოველთვის ცელქობის ხასიათზე იყო
-მოგწონს ყინულზე?
-კიიი
-დედიკოს უთხარი და ცოტა რომ გაიზრდები გასწავლის
-მამიკოც ვეტკი თოლე დედიკოც ეჩინია კელაფლიც ,იცე მამიკოცაც ეჩინია ამიტო ჩუმად ვეტკი ნათლიაჩ
-ნათლიას არ ეშინია?
-ის თან დამკვება ლოცა ლამე მინდა და მივლიც. მე კიდე ვუჯელებ იმიტო რო კელაფელც მიცრულებს, მსოფლიოჩი კველაძე კალგი ნათლია მე მკავც იცი? კველაზე მეტად მე ვუკალვალ ჩემ ნათლიას ...სულ მეუბნება ჩემი გოგო ქალო
-კარგია ...
რა უნდა ეთქვა პატარა ბავშვისთვის,ხომ არ ეტყოდა გიჟია ნათლიაშენი და ყველაზე კაგრი კი არა უარესიაო. გოგონა რომ დაატრიალა და აკისკისდდა უცებ თვალი მოჰკრა ბარბარესთან მდგომ ბარათურიას. თავიდან ეგონა მეჩვენებაო ,მაგრამ ბავშვმა რომ დაიყვირა ნათლია მოვიდაო მიხვდა რომ რელაური იყო. არადა იფიქრა რომ ერთი დღე დასვენება თავის დანებებას ნიშნავდა. როგორც სცანს წინასწარ იცოდა ვიზიტის შესახებ ბაღათურიამ და ერთი დღე იმიტომ მოასვენა.
-რძალოო როგორ ხარ?
-ბათუ? აქ რას აკეთებ?-გაოცებული იყო ბარბარე . მოეხვია ბიჭს და მერე შეკრა წარბები- იმან გამოგგზავნა?
-ხომ იცი მშვიდობის მტრედი მე ვარ...არ გამიბრაზდე რა
-ამაღამ ვრჩებოდით აქ... სამ დღეზე შევუთანხმდი
-ხო, მაგრამ გაგიჟებული იყო და ვუთხარი მე წავალ-თქო . გერჩივნა თითონ ჩამოსულიყო ბექასთან?
-ბექას არც შენი მოსვლა გაახარებს დიდად ,მითუმეტეს ის ფაქტი რომ დღეს წამიყვან
-ეგ შენი ძმის პრობლემაა ხომ იცი არა? სად არიან ისე?
-გიორგის და ლიზას გაჰყვა თხილამურებით სრიალებენ . აქ მხოლოდ ტასო და ეკატერინე არიან
-მოდიან ვხედავ ...მოკლედ თუ გინდა საღამომდე დავრჩეთ. ნუ დღეს თუ არ მიგიყვან მე მომკლავს ხო იცი
-ერთი დღე გართობა აღარ უნდოდა?
-კაი ღადაობ ბარბი? არ იცი როგორ იყო? გართობა კი არა დაცოფა ყველა. შენი და ტასიკოს გარეშე ვერ სუნთქავს ეგ
-ხო იმ ღამით კლუბში მე ვერთობოდი
-ოთხი წელი როგორ შეიძლება გატყუებდეს ერთსა და იმავე რამეს
-აბა ის სიმღერის ხმა საიდან მოდიოდა ...შენც იქ იყავი?
-ვსვამდით ,მერე დათვრა და სახლში წავიდა
-ავადმყოფი !- ხელები მკერდზე ჰქონდა დაჭდობილი, უკმაყოფილო გამომეტყველებით იდგა და თვალს არიდებდა ბაღათურიას
-ნუ მილანძღავ ძმაკაცს - გაიცინა და თავზე აკოცა- ყველაზე რძალი ხარ რა
-აფერისტო- სიცილით მიარტყა ხელი და ტასოს გაუცინა ნათლიასკენ რომ მირბოდა. ბათუც წამსვე შეეგება .იმდენ ხანს ელაპარაკა და იმდენი აკოცა ეკატერინეს არც კი გახედა.ქალბატონი კი იდგა და თვალს ვერ აშორებდა. როგორ არ ეცადა სად არ გაიხედა,მაგრამ ბოლოს მაინც მისკენ გაურბოდა მზერა. ბავშვი ისე დასვა და მოხვია ხელი კატოს თითქოს ზუსტ დროს ელოდა. სწრაფად აკოცა ლოყაზე და კოცნისას წარმოთქვა სიტყვებიც
-როგორ ხარ კატუშა?
-შენს გამოჩენამდე უკეთესად ვიყავი- უკან დაიხია და ისე აუარა გვერდი თითქოს ძალიან ეჩქარებოდა.
სახლში იყვნენ, ბათუს ჰყავდა ტასო . ბარბარე კი ბარგს ალაგებდა , ბექა რომ შევიდა და ბაღათურია დაინახა წამსვე დაებერა ძარღვები . გიორგიმ ხელი ჩაავლო და გააჩერა.
-გამარჯობა ბათუ ...
-გამარჯობა გიოო... ქლაბატონო ლიზიკო როგორ გიკითხოთ?
-კარგად ჩემო კარგო თავად?- ლიზამ გადაკოცნა და გაუღიმა-აქ საიდან გაჩნდი?
-ალბათ იმან გამოგგზავნა. ერთი დღე ვეღარ გადაიტანა?-ბექა ერეკლეს ნაცვლად ალბათ ბათუზე იყრიდა ჯავრს რომ არა ტასო
-სხვა გეგმები გამოუჩნდა თორემ აქ არ ვიქნებოდი ბექა- ბაღათურიას როგორც ყოველთვის არავისზე და არაფერზე ჰქონდა რეაქცია
-ხო რა თქმა უნდა გეგმებს ისე ვერ შეასრულებს ცოლ-შვილი თუ სახლში არ ეყოლება გამაგრებული
-ბექა მაგაზე სჯობს სხვა დროს და სხვას ესაუბრო-გიორგიმ თვალით ანიშნა რაღაც და ისიც სახლისკენ წავიდა.
- გამოგიშვა თუ შენ წამოხვედი შენი სურვილის გამო- გიორგიმ როგორც კი მარტო დაიგულა მაშინვე უთხრა და ბაღათურიასაც წამსვე გაეცინა
-მოკლედ არასდროს რჩები მოვლენებს...სულ ეპიცენტრში ხარ. შენ წარმოიდგინე ერეკლე ვერ სუნთქავს ტასუნას გარეშე
-დარწმუნებული ვარ ენატრება ,მაგრამ სხვა ვინმე შეეძლო გამოეგზავნა
-შენ რა მომავალ ცოლისდას იცავ? ვისგან ან რისგან
-არც მიფიქრია რომ დაცვა სჭირდება ... ორივემ იცით ადამიანების გარჩევა . თეთრიც და შავიც უბრალოდ ძალიან ხარ აჟიტირებული გატყობ და კარგი იქნება ცოტა თუ დამშვიდდები
-მაგას შენ მეუბნები? პატარა გოგომ დაგაბა
-არ იცვლები ხომ?- ჩაიცინა და მზერა გაუსწორა
-არც შენ იცვლები . ერთი იმას ვერ უხერხებ ვერაფერს ისევ ისეთი ხისთავიანია როგორც ყოველთვის
-ბექა ბექად დარჩება,მაგრამ არც შენი ერეკლეა წმინდანი
-არც იბრალებს წმინდანობას ,ორივემ კარგად ვიცით ერეკლე რა კაცია არ გინდა ახლა გთხოვ
ორივე საღად მოაზროვნე იყო, არცერთს უნდოდა დაპირისპირება და მათ შორის იხლიჩებოდნენ. ორივემ აირჩია თავისი მხარე , როდესაც ბარბარე და ერეკლე დაქორწინდნენ მაშინ დასრულდა მათი მეგობრობაც. დაიწყო ბრძოლა სისხლის გარეშე, ზოგჯერ მისალმებასაც კი არ იმეტებდნენ ერთმანეთისთვის , მაგრამ მაინც მათი დამოკიდებულება სიშორეს უძლებდა
-ჩემი გოგო წამოვა ჩემთან ერთად სანამ დედიკო ემზადება?
-მალტო წამოვიდე?
-სულ მარტო არ დავდივართ ?
-კატუსაც წამოვიდეს და წამოვალ
-მე?- ბავშვის განაცხადმა გააკვირვა, ეს აშკარა ახარებდა ბაღათურიას და უფრო გაბრაზდა- საყვარელო მე ვერ წამოვალ
-რატო? მალე წავალ და ალ გინდა ჩემთან იკო?
-ელიზა წამოგყვება
-მე არ მცალია... ვახშამი უნდა მოვამზადო .გაჰყვები ბავშვს, ნუთუ აწყენინებ ეკატერინე
-არ გიკბენ ნუ ღელავ - ჩუმად უთხრა ბათუმ და ტასო ხელში აიყვანა.-წავიდეთ პატარავ ,კატუშას ჩემი ეშინია და არ მოდის
-თითონ ეშინია ...
-ნათლიაჩ ალფლიც ეჩინია - პატარა მეტიჩარამ წამსვე განუცხადა და ბათუს მიეკრა
-ჩემი პრინცესა ... ნათლიასაც ეშინია ყინულის დედოფლის
-კინულიც დედოფალი? ვაიმეეე კინულიიი მე და კატუსა კინულზე ვიკავით კიდე მინდააააა ხო წამოქალ?
-ყინულზე თქვენ მიდით და მე შორიდან გიყურებთ
-ალააა ჩენც წამოდიი გთქოოოვ
-ხომ იცი რომ არ მიყვარს ყინული
-ყინულის დედოფალი აშინებს პატარავ
-გაგებუტები თუ არ წამოხვალ !- გაჯიუტდდა ქალბატონი, ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და გაბუტულმა ახედა ქვემოდან
-ასე ნუ მიყურებ პრინცესა ...არ შემირიგდები?
-წამოდი კინულზე და მაჩინ კი
-კარგი წავიდეთ ყინულზე !
-შენ რა ყველა სურვილს უსრულებ?- კატერინა გაოცებას ვერ მალავდა იმდენად განსხვავებული იყო ბათუ ტასოს გვერდით
-ხომ არ გშურს?-გადახედა და გაუღიმა
-დიდი სიამოვნებით გეტყოდი თავიდან მომწყდი-თქო რომ შემისრულებდე
-შეუსრულებელი მისიების სიაში ჩავწერდი
ციგურები რომ მოირგეს და წამოდგომის დრო იყო ეკატერინესკენ გადაიხარა და ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა
-სრიალი არ ვიცი!
-რატომ ხარ აქ სრიალი თუ არ იცი
-ხომ ხედავდი რომ გამებუტა
-ბავშია /3 წლის ბავში გადაუვლიდა
-ტასო ჩვეულებრივი სამი წლის ბავში არ არის...მართლა არ დამელაპრაკებოდა სანამ რამე საოცრება არ მოუნდებოდა
-შეგიძლია კისერი მოიმტვრიო, დავტკბები სანახაობით
-პურის ყიდვაც დაავალე ვინმეს
-არ მინდა მარტო სანახაობას დავჯერდები - წამოდგა , ტასოს ხელი ჩაჰკიდა და ყინულზე გადავიდა
-მტოვებ? კატუშა
-ეკატერინე მქვია !
-ეკატერინე ,გთხოვთ მოხვიდეთ
-თხოვნა უგულებელყოფილია - გაიცინა და დატრიალდა პატარა ქალბატონის ირგვლივ. როგორღაც მივიდა ყინულამდე ბათუ, შემდეგ ცადა გასრიალება ,კი გაუჭირდა მაგრამ დაამუღამა და ძლივს ძლივობით მიაღწია ეკატერინემდე, შემდეგ წელზე ისე შემოხვია ხელები ვერავინ მოიშორებდა
-თხოვნა უგულებელყოფილია ხომ?
-გამიშვი მეც დავეცემი და ბავშვიც
-ეჭვი მაქვს პროფესიონალი ხარ და ორივეს დაგვეხმარები- ურცხვად უღიმოდა და წელიდან ხელს არ უშვებდა, მის უკან იდგა თითმის მთელს ზურგს უფარავდა ისე მიეხუტა და ყელში აკოცა- აბა? მასწავლი ტრიალს?
-საკუთარი ნებით მომშორდი ,თორემ მერე კლინიკაში მოგიწევს წასვლა ძვლების მრავლობითი მოტეხილობით
-როგორ მიყვას ასე რომ მიღიმი და მშხამავ, გეფიცები შხამს ანეიტრალებს..
იმდენი მოახერხა რომ ეკატერინეს გვერდიდან არ მშორებია. სიფრიფანა მალე დაიღალა და ბათუს კნუტის თვალებით ახედა
-ნათლიიიი
-ხო ჩემო პრინცესა
-წამიკან საქჩი? მჩია მგონი
-წავიდეთ ჩემო ქალბატონო...დროული გადაწყვეტილება იყო, უდავოდ
ეკატერინე როგორც კი გათავისუფლდა მაშინვე წინ გაიჭრა,მაგრამ მაინც დაეწია ბათუ. ბავშვი ხელში ჰყავდა და ისე მიდიოდა. ქალბატონმა პოპკორნის ყიდვა ინება და რიგში ჩადგნენ
-პატარავ სხვაგან ვიყიდოთ პოპკორნი...ხომ გშიოდა არა?
-ალ მინდა საქჩი...ჯელ პოპკოლნი მინდა
-ადროვე ბავშვს , პოპკორნი უნდა და მერე სახლშიც შეჭამს ვახშამს ხო ჩემო პრინცესა?
-ქო ...იქაც შევჭამ
-ჩემი ჭკვიანი გოგო- ბავშვი რომ ჩაეხუტა და აკოცა წამსვე გაიცინა ბათუმ . ეკატერინეს წასვლა უნდოდა ,მაგრამ პატარა ქალბატონს აზრს ვერ უცვლიდა ამიტომ დანებდა .
-ასეა შვილო გოგონები მამებს უჯერებენ...ისინიც ყველა სურვილს უსრულებენ. ბიჭი არ გყავს გენაცვალე? - საიდანრაც ქალბატონი გამოელაპარაკათ რომ მიხვდა რასაც გულისხმობდა ახსნა სცადა
-არა იცით
-რას ელოდები შვილო ... ბავში უკვე დიდია ასეთი კარგი წყვილი ხართ და არ გინდა კაცს ერთი ბიჭი გაუჩინო?
-ქალბატონო იცით...
-ვმუშაობთ ქალბატონო ,ერთი კი არა სამი უნდა კიდე რომ გამიჩინოს. მითხრა შენი გენის გამრავლებაზე უკეთესს რას გავაკეთებო . ფორმის დარღვევასაც არ უშინდება
-სწორად უთქვამს გენაცვალე. ღმერთმა მოგამრავლოთ - კიდვე კარგი მათი რიგიც მოვიდა და წავიდა თორემ ეკატერინეს გაგაიჟებდა.
-შენ...ეს ყველაფერი მომეჩვენა. არ მომხდარა ,უნდა დავმშვიდდე- რომ გახედა და მიხვდა ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და ისევ ბაღათურია აჯობებდა გაჩუმდა, თვალები დახუჭა და ჩუმად დაიწყო საუბარი.
-კარგი ვიხუმრე, დარწმუნებული ვარ არ გასუქდები
-მარტო ეგ იხუმრე ხოო? რა საოცარია
-ჩვენი რიგიც მოვიდაა... ვიყიდოთ პოპკორნი ქალბატონისთვის .
-ულააააა - ტასიკო წამსვე გამოფხიზლდა და ტაში შემოჰკრა
-ხომ იცი რომ ბევრი არ უნდა ჭამო ,თორემ დედიკო ორივეს მიგვტყიპავს
-ვიციიი - გაიცინა და პაწაწინა მუჭით ამოიღო ბატიბუტი. მთელი გზა მიირთმევდა, მერე დედიკოსკენ გაიქცა და დატოვა წყვილი. ეკატერინეც დაუსხლტა ბათუს და ლიზიკსო დაესხა თავს
-მოამზაე ვახშამი დიდო მზარეულო?
-უიი უკვე დაბრუნდით? როგორ გაერთეთ?
-რა გამიკეთე მოღალატევ
-რა ? რამე მოგაჭამა? არ მითხრა რომ მკერდზე მისი კბილების კვალი გაქვს- გადაიხარა და ჩუმად უთხრა
-გიჟი ხარ...არანორმალური !
-გადარეული...ფსიხიიი
-წავალ ბარბარეს მივეხმარები
-შევთავაზე მეც
-ხო ვიცი მე როგორც შესთავაზებდი!- სამზარეულოსკენ წავიდა და ტასო რომ დაინახა მაგიდაზე დასკუპული გაეღიმა, მერე მზერა მის წინ მჯდომ ბათუზე გადაიტანა კოვზით რომ აწოდებდა საჭმელს და თხოვდა პირი გაეღო. ქალბატონი კი ცელქობდა და ნათლიას აბრაზებდა
-ტასოო გთხოოვ ორი კოვზიც
-ალ მინდააა
-შოკოლადებს გიყიდი
-მიკიდე უკვე თანაც ბევლი
-ნუ ხარ ეშმაკუნა ... ორი კოვზიც და დიდი გოგო გაიზრდები
-ბებო ამბობც დედიკოც დიდია და მამიკოცო .ანუ მეც დიდი ვიქნები
-მამიკო რომ გაიგებს არ ჭამ გაგიბრაზდება
-ალაა მამიკო ალ მიბაძდება !
-ბარბარეეე არგუმენტები გამომელია და როგორ ვაჭამო?
-არ ჭამ ხომ? ბათუს აბრაზებ, მოვალ და კიდევ დაგიმატებ ერთ თეფშს
-კაი ტო იმხელა თეფში ვაჭამე ამდენს მე არ ვჭამ ... ოჰ ქალბატონო ეკატერინე თქვენ სამზარეულოში? -ბარბარესთან საუბრის შემდეგ შემაჩნია ეკატერინე და გამომეტყველებაც შეეცვალა
-ბარბი დაგეხმარები ..- ბათუ დააიგნორა და გოგოს გაუღიმა
-არ მინდა საყვარელო...დავასრულე უკვე
-სირცხვილოო ახალგაზრდა ,შვილიან ქალს აკეთებინებთ ყველაფერს დები ერისთავები?
-ოჰ ბატონო წესიერებავ...ასე გიყვარს რძალუკა?- ლიზიკო წარბაწეული უყურებდა და ღიმილი ეპარებოდა
-რა თქმა უნდა...ვზრუნავ რძალზე რათა ძმაკაცი მყავდეს კარგად. ახლა კი თქვენის ნებართვით მე და ტასუნა დაგტოვებთ- ბავშვი მხრებზე დაისვა და ოთახიდან გაიყვანა.
-ხელ-პირი დაბანე რა
-მიმყაავს
-იის ?-ხელი მისკენ გაიშვირა და თვალები გაუფართოვდა
-ხო ლიზიკო , ბათუმ და ერეკლეს სხვა მეგობრებმა ისწავლეს ბავშვის მოვლა ჩემი უნივერსიტეტის დასრულებამდე იმდენი დრო გაატარეს მასთან
-ძიძა რატომ არ აიყვანეთ?
-მარტივი მიზეზის გამო, ძიძები საშიშები არიან ქმრებს იპარავენ
-მერე შენც მოხუცი აგეყვანა
-არ მინდოდა ,მითუმეტეს დედამთილი მყავდა მაშინ სახლში და მეუღლესაც მივუჩინე საქმე.მართალია ჭირვეულია,მაგრამ არც ისეთი ცუდი აღზრდილია
სუფრასთან ისხდნენ ყველანი. ბათუ ისე უბრალოდ მთელი დროის განმავლობაში ტასოს ართობდა. ბექა იბღვირებოდა ბოლო წამამდე. მერე უბრალოდ დაემშვიდობა დას და დისშვილს . ბათუმ ჩანთები ჩააწყო და გარეთ ელოდა დედა-შვილს. ეკატერინე არ დაემშვიდობა ,საძინებელში ავიდა მაშინვე როგორც კი ბარბის და ტასოს მშვიდობიანი მგზავრობა უსურვა.
ბარგი ჩაალაგა, შემდეგ სასეირნოდ გავიდა და დიდხანს დარჩა გარეთ. მარტო იყო ბათუმ რომ დაურეკა
-გისმენთ
-ხვალ გადაგიხდი იმისთვის რომ დაუმშვიობებლად გამომიშვი
-ღმერთო ჩემო,როდის მოგბეზრდება ეს ტაკიმასხარაობა
-ვიცი რომ იდარდე და ვერ მოისვენე, ახლა დამშვიდდი მშვიდობით ჩავედი სახლში. ბინა შენს გარეშე ცარიელია, კორპუსი მოწყენილია
-ნეტავ წლის ირონიას რაიმე ჯილდო არ გადაეცემა?-ღიმილი ვერ შეიკავა არადა როგორ უშლიდა ეს კაცი ნერვებს
_შეგიძლია შენ დააწესო რამე და შევეცდები მოვიგო
-სადმე ისეთ ადგილას დაგტოვებდი საიდანაც გამოღწევას ვერ შეძლებდი
-ღმერთო რა მელის წინ...ახლავე გინდა მიმისაკუთრო და მხოლოდ შენთვის გამომკეტო ხომ? იცოდე შენს მონად მაინც არ ვიქცევი
-დაასრულე? თუ კიდევ დიდხანს უნდა ილაყბო მობილურს დავდებ სადმე ,განაგრძე შენ პრობლემა არ არის
-რა ბოროტი ხარ
-გმადლობ!
-მერე მე ვაფრენ
-კარგად, იმედია ვერასდროს გნახავ!
-შენ რა თვითმკვლელობას გეგმავ? არა ჩემო კარგო არ იფიქრო მაგაზე, არ ღირს ჩემს მიმართ გაჩენილ ლტოლვას სხვაგავარადაც მოერევი
გათიშვასაც კი ვერ ახერხებდ აუკვე, ყოველ ჯერზე ამუნჯებდა და ისეთი რამის თქმას აიძულებდა მისი საუბრის სტილიდან ,ყველა ჩარჩოდან ამოვარდნილი რომ იყო. ისევ ისე გაბრაზდა ამდენ ხანს რომ ესაუბრა და მობილური გაუთიშა. მალევე მიიღო შეტყობინება“ვიცი გამითიშავ ,რადგან სიტყვების მარაგი გიქრება ჩემთან საუბრის დროს ,ამიტომ წინასწარ გისურვებ ტკბილ ძილს(სიზმრებში ჩემთან ერთად იქნები ვიცი ) მოვიწყინე სექსუალური მეზობლის გარეშე „
- ყეყეჩი ,გამოთაყვანებული,თავკერძა იიოტი! დამესიზმრები არა ...ეგღა მაკლია . ძლივს დავიმშვიდე თავი . გამიმწარა სიცოცხლე !
ბალიშში ჩამალა სახე და ძლივს დაიძინა. მეორე დღესაც ცუდ ხასიათზე იყო.კორპუსი რომ დაინახა ლამის აიპარა ბინამდე. ის იყო უნდა ამოესუნთქა ,ჩანთები დადო და კარს მიეყრდნო მისაღებიდან ბაღათურია რომ გამოვიდა ყავის ფინჯნითა და ორცხობილით ხელში
-ჩემო სექსუალურო მეზობელო...უკვე დაბრუნდი? ასე ძალიან იჩქარე ?
-ღმერთოოო რატომ მსჯი,რისთვის რა დავაშავე ცოდვა მაქვს რამე?-ჩუმად ჩაილაპარაკა, თავი ძირს ჰქონდა დახრილი და იატაკს უყურებდა.
-ცდები ჩემო კარგო , ჩემით მხოლოდ სიკეთისთვის აჯილდოვებს ღმერთი ქალებს
-რამდენი კეთილი ქალი ყოფილა საქართველოში,წმინდანთა სამყოფელია
-ცდები ჩემო კარგო ,ცდები
-ნუთუ ,რა საინტერესოა - ჩანთები საძინებლისკენ გააგორა ,მაგრამ ხალიჩას წამოედო და ისე აყირავდა პირდაპი ბათუს შეეჯახა - ჩემიი კაბააა ...ეს ყავა ამ წამს მოამზადეე? ღმერთო რა ცხელია - თავი დაიხსნა ბათუს მკლავებიდან და საძინებლისკენ გაიქცა.
-მე რომ დავიწვი არავინ ღელავ ...ამის დედაც ,მართლა რა ცხელია- ფინჯანი იქვე ადო და პერანგის ღილების გახსნა დაიწყო. სწრაფად მოიშორა და სააბაზანოში შევიდა . ყავის წვეთებს იშორებდა ეკატერინე რომ შეუვარდა
-აქ ხარ? სულ ტყუილად გამიხარდა - უკან გამოიხურა კარი და კედელს მიეყრდნო.ბათუ რომ გამოვიდა ჩემოდნის ტარი მიაჩეჩა ხელში
-ოჰ გამომიჩინა საქმე - მეორე ჩემოდანიც აიღო და საძინებელში შეიტანა.მერე გამოვიდა და ეკატერინე აიყვანა ხელში
-რა ..რას აკეთებ !
-ჩემოდანი შევიტანე და შენ დამრჩი ...უფრო მძიმე ხარ ისე ვიდრე ორი ჩემოდანი
-მორჩი ჩემს გაგიჟებას და დამსვი- მისი გაფართოებული ცისფერების ხილვა უკვე ჩვევად ექცა ბაღათურიას
-შენ წარმოდგენაც არ გაქვს გაგიჟება რას ნიშნავს და არ გინდა გაიგო?
-არ მინდა ! -ხმამაღლა უთხრა და უშედეგოდ ეცადა თავის დახსნას
-ყური ამტკივდა კატუშა რამხელა ხმაზე დამიყვირე?ხელიდან რო გამივარდე მერე რა გიშველო? ხალიჩაზე ვაწვენ კი არ ვისვრი
-დამსვი !
-აი ახლა თვალებსაც მიბრიალებ ყვირილთან ერთად და ვატყობ საწოლისკენ გისვრი
-ისე მიჭერ მაგ ხელებს დამილურჯდა კანი
-თუ შეიძლება ჩემს კომპეტენციაში ეჭვი ნუ გეპარება?
-ახლა რა სანამ არ დაიღლები მასხარაობით ასე უნდა ვიყოთ? კარგი არ არის პრობლემა გავუძლებ როგორმე მერე იქნებ წელი მაინც აგტკივდეს და შენს ბინაში დარჩე
-რა მეოცნებე ყოფილხარ კატუსია...მე კიდე რეალისტი მგონიხარ . შემაცდინე ხომ ხედავ,გამაბრიყვე
-მითხარი სიმართლე, ფსიქიატრიულიდან გამოიქეცი ხომ? ალბათ მოჩვენებები გაქვს, შენს სამყაროში ცხოვრობ . მე ვიცნობ კარგ ექიმებს და იქნებ გეშველოს მკურნალობამ
-მომწოონს შენი შემართება, ასე განაგრძე და იქნებ დამშვიდდე
-მშიდად ვარ
-რა თქმა უნდა მშვიდად ხარ . მეც ვიცნობ ერთ ფსიქოლოგს , დედაჩემის მეგობარია და გაგაცნობ, გასწავლის თვითკონტროლს - დივნისკენ დაიძრა და ჩამოჯდა. ეკატერინემ მაშინვე სცადა წამოდგომა მაგრამ არ გამოუვიდა ისე მოხვია ხელი და სხეულზე აიკრა-სად მიიპარები?
-იცი პატარა ბავშვი აღარ ვარ და შენ თუ ჩარჩი ბავშვობაში შეგიძლია ვინმე შენნაირი იპოვნო
-ჩემნაირი მეორე არ არსებობს, ტყუპი არ მყავს შენ კიდე გიპოვნე უკვე ,გმადლობ შემოთავაზებისთვის
-ჩემ კონსტიტუციურად მონიჭებულ თავისუფლებას ზღუავ, დემოკრატიულ ქვეყანაში ვართ . კონსტიტუციური მონარქია, დიქატატორული მონაქრქიაც რომ იყოს შენ მეფის შთამომავალი არ ხარ და უბრალო გლეხი უფლებას ვერ შემიზღუდავს...ეს
-რა ენაზე მელაპარაკები?
-დამცინი ხომ?
-მე? როგორ გეკადება-ერთი ხელი წელზე შემოხვია მეორე კი მის ყელზე მოათავსა , ცერით ლოყაზე ეფერებოდა და გაბრწყინებული მწვანეებით უცქერდა სიგიჟის ზღვარზე მყოფს
-ხელები გააჩერე
-აჰ ანუ გავაჩერო ხო?
-დავიღალეე ..ყელში ამომივიდა. ჩემს თავშეკავებას ხომ ბოლო მოუღე,ნერვებიც გამინადგურე, ათასი სისულლე ვთქვი უკვე , აქ რომ გიტანდი ხომ საერთოდ კოშმარია ,მაგრამ დავიღლეეეე -თვალები აატრიალა და ღრმად ჩაისუნთქა სანამ სათქმელს იტყოდა-ახლა ადგები, გახვალ ჩემი ბინიდან და აღარასდროს შემოხვალ! არ მჭირდები, არ მინდა საერთოდ რომ ვიცნობდნე შენნაირ ჩამოუყალიბებელ, არა შენნაირ ჩამოყალიბებულ გიჟს, ავადმყოფს, არანორმალურს ,განუვითარებელ კაცს რომელსაც ნაკლებად ეთქმის განვითარებული ადამიანი . შენ საერთოდ ...არც კი ვიცი როგორ ვთქვა ის ყველაფეირ რაც შეგესაბამება
-როგორც იქნა, მე კიდე მეგონა სულ ამ ტაქტიკით ქმედება მომიწევდა. დამღალა ამდენმა მასხარაობამ. ახლა წავალ, დამშვიდდი შენ , სულ მთლად გადარეულიც არ მინდა რომ იყო. დანარჩენზე გზა და გზა ვიმუშავებთ - წამოდგა ,მშვიდად , სერიოზული გამომეტყველებით გაშეშებულ ეკატერინეს ისევ წელზე შემოხვია ხელი,თავისკენ მიიზიდა და მღელვარებისგან ათრთოლებული ბაგეები ვნებით დაუკოცნა.
კატერინა ჩიხში იყო, მისი გონება მსგავს ადამიანს ვერ ერეოდა. ეს იდენად უცხო იყო, იმდენად განსხვავებული შეგრძნებებით, მოულოდნელობებით სავსე . მანიპულატორი იყო ბაღათურია, ისე მიჰყავდა თავისი მიმართულებით გონსაც ვერ მოდიოდა ეკატერინე. წარმოუდგენელი იყო ერისთავისთვის მსგავსი მდგომარეობა , ასე გაძლება აღარ შეეძლო, სადავეები სრულად დაკარგა.
…….........
სამსახურში დაბრუნდა , ბაღათურია არსად გამოჩენილა. თითქოს განგებ იქცეოდა ასე, ყოველი კოცნის მერე გადამალვა და ეკატერინეს ფიქრების არევა კარგად გამოსდიოდა. ამჯერად სახლშიც არ იყო, თითქოს ზუსტად იცოდა როდის აფორიაქდებოდა ეკატერინე და სწორედ ამ დროს წავიდოდა თავის საქმეებზე.
ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდა , ელიზაბეტი მხოლოდ ვახშამზე დახვდა შემდეგ კი გიორგისთან ერთად გაატარა მთელი არდადეგები. ეკატერინე კი დედასთან ერთად დადიოდა შეხვედრებზე ,პარალელურად უნივერსიტეტში ლექციებს ატარებდა და ორივე საქმეს უთავსებდა.
ერთ დღესაც ადრე დაბრუნდა და შემთხვევით დაინახა როგორ მიჰქონა ცოტნეს ბათუს ჩემოდანი .
-გამარჯობათ პატივცემულო... როგორ ხართ?
-კარგად ცოტნე შენ როგორ ხარ?
-გმადლობთ კარგად..მაპატიეთ მეჩქარება - აშკარად დაბნეული იყო და კატოს ნახვასაც არ ელოდა
-მითხარი რომ ახალ ბინაში გადადის ამ სახლის პატრონი
-არ გადადის , ჩემთან წავიყვანე... ის უბრალოდ ცოტა ხნით ჩემი სტუმარი იქნება. შეუძლოდაა მე კიდე აქ დარჩენა არ შემიძლია
-რამე ისეთი სჭირს რომ აღარ დაბრუნდება?- წამით შიშმაც შეიპყრო, ერთდროულად გაჩდნენ შემზარავი ფიქრები
-საღ -სალამათს თვის ბოლოს დავაბრუნებ ... -გამამხნევებლად გაუღიმა ლექტორს
-ისე იქცევი ცოტნე ვატყობ ნიშანს არ გაღირსებ
-კარგით რა პატვცემულო გამზრდელს ხომ ვერ გავიმეტებ . ნუ ღელავთ უხეში, უტაქტო და ჯიუტია ,მაგრამ კარგად თუ აითვისებთ მასალას დამიჯერეთ სტიპენდიით დაასრულებთ ამ ახალ წელს
-გეტყობა მისი გაზრდილი რომ ხარ ! გეჩქარებოდა შენ
-ნახვამდიის - სახლში შევიდა და მთელი დღე ფიქრობდა ბაღათურიას ჯანმრთელობაზე. უამრავი მიზეზი ამოუტივტივდა გონებაში გრიპიდან დაწყებული ავარიით დასრულებული. რომ მიხვდა ღელავდა უკვე დედამისთან ერთად იჯდა მაგიდასთან და ქალბატონი სოფიო ჰყავდათ სტუმრად
-საყავრელო მისმენ? ეკატერინეე
-უკაცრავად ქალბატონო სოფიო რა მკითხეთ?
-არ გვისმენდი ეკატერინე? - ნელიმ წამსვე შეიცხადა
-მაპატიეთ , საშინელი შაკიკი მაქვს . როგორც სჩანს გადავიღალე ,თანაც საშინელი ყინვებია და სისხლძარღვები შევიწროებული მაქვს - წამსვე მოიფიქრა გამოსავალი , თავი მართლაც საშინლად სტკიოდა ამდენი ფიქრის შემდეგ
-არაუშავს საყვარელო,რა პრობლემაა.წამალი უკვე დალიე?
-დიახ ...რამდენიმე წუთში გამივლის. რას ამბობდით ?
-სოფიოს ვეუბნებოდი რომ ელიზაბეტისგან განსხვავებით რომანტიკოსი არ ხარ და თეთრ ცხენზე ამხედრებულ ღარიბ ბიჭს არ ელი .ის კი არ მიჯერებს რადგან ჰგონია რომ ყველას ისე უნდა შეუყვარდეს როგორც თავად ...
-მართალია სიყვარულის მეც მჯერა ,მაგრამ დედა მართალია. მე უფრო რეალისტი ვარ და ვიცი ცხოვრებაში რა მჭირდება საერთოდ არ მგონია რომ იდეალური მამაკაცები არსებობენ და მაინცადამაინც ის იდეალური შეგიყვარდება თავდავიწყებით. ასე რომ როცა დავვოჯახდები ჩემი მეუღლე იქნება ისეთი კაცი როგორიც მჭირდება
-გარიგება იყო ფაქტობრივად ჩემი და ვახოს ქორწინება ,მაგრამ იცი როგორი ცოლ-ქმრობა გვქონდა და გვაქვს. უკვე თითქმის 30 წელია ერთად ვართ ... იცი რომ დისკრიმინაციის მომხრე არავარ ,მაგრამ ეკატერინე ისეთ გარემოში უნდა მოხვდეს როგორშიც აღიზარდა
-დედა გთხოვ არ გვინდა ამ თემაზე საუბარი, ცხადზე ცხადია ჩემი მიდგომა ამ საკითხის მიმართ
-არ გეთანხმებით საყავრელო, მახოც ფიქრობს რომ შესაძლებელია იდეალური წყვილი შეარჩიო დააწყვილო და სიყვარული შემდეგ წარმოიშვას. როგორ შეიძლება ყოველთვის გამართლებული იყოს ეს ნაბიჯი, თუმცა როცა თავად გაქვს გადაწყვეტილი რომ მთავარი ისაა შენს შვილს როგორი გენეტიკა ექნება და არა ის თუ როგორი გრძNობით შეხედავ ქმარს ალბათ ბედნიერიც იქნები
-ბედნიერება იმდენად ზოგადი ცნებაა ... ვიღაცისთვის ჩემი ბედნიერება უბეურება იქნება . მომიტევეთ უნდა დაგტოვოთ, სასიამოვნო იყო თქვენთან საუაბრი, ბატონი მიხეილს მოკითხვა გადაეცით
-სად მიდიხარ ეკატერინე? აკი არ მეჩქარებაო?
-შეუძლოდ ვარ დედა, თანაც გამახსენდა რომ საქმე მაქვს მოსაგვარებელი -ნამდვილად არ შეეძლო ამ დიალოგის გაგრძელება, სულში დატრიალებულ ქაოსს ვერ ერეოდა
-ნახვამდის საყავრელო. არაუშავს შეგიძლია წახვიდე. ჩვენთან ერთად ჯდომა მოსაწყენი უნდა იყოს წესით შენთვის
-არა რას ბრძანებთ ... მოსაწყენი ნამდვილად არ არის , უბრალოდ დღეს შეუძლოდ ვარ სჯობს თავისუფლად ისაუბროთ
მანქანაში იჯდა ,როდესაც ემილისთან დარეკვა და ცოტნეს მისამართის გაგება გადაწყვიტა. შემდეგ დაფიქრდა ,თავი გააკონტროლა და უბრალოდ სახლში წავიდა,გზად მარკეტში შეიარა, უზარმაზარი კალათით შემოიარა სექციები, ათასი რამ იყიდა დრო გაიყვანა და სახლში პარკებით დახუნძლული დაბრუნდა. შემდეგ კლასიკური მუსიკის ფონზე ყველაფერი ამოალაგა და სამზარეულოში ფუსფუსი დაიწყო. ისეთი მივიწყებული კერძები მოამზადა თითქმის რომ აღარ ახსოვდა, ნამცხვარიც გამოაცხო და სავსე მაგიდას რომ შეხედა ელიზაბეტს დაურეკა
-გისმენ ეკატერინეე
-სად ხარ?
-გიორგისთან
-ჩემთან გეპატიჟებით შენ და გიორგის
-ქალაქში არ ვართ . მშვიდობაა?
-კი კი ნუ ღელავ...კარგი წავედი. კარგად გაერთეთ
მობილური რომ გადადო და შოკოლადების პარკს შეხედა ანასტასია გაახსენდა და მაშინვე დაურეკა ბარბარეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ბოხი ბარიტონი რომ გაისმა ხმაც კი ჩაუვარდა
-გისმენთ ... გისმენთ -პასუხს ელოდა , კატერინა კი გონს გვიან მოვიდა
-ბარბარეს სთხოვეთ თუ შეიძლება?
-დაკავებულია და თუ რაიმე სასწრაფოა შემიძლია გადავცე
-რამდენად დაკავებულია? ვახშამზე მინდა დავპატიჟო
-იცით სააბაზანოშია ... რამდენიმე წუთში დარეკეთ მე გადავცემ თქვენს მიპატიჯებას და პასუხსაც გეტყვით
-გმადლობთ -ინსტიქტურად გაეღიმა,რას წარმოიდგენდა ბაღათურიას მეგობარი თან ის აღწერილი ტირანი ასეთი ტონით თუ ისაუბრებდა.თანაც სულ არ ჰგავდა უზრდელს . რამდენიმე წუთში ბარბარემ დაურეკა და გამოვალთო უთხრა. მოემზადა და სტუმრების მოლოდინში აივანზე დაჯდა, ბაღათურიას სახლის კარს უყურებდა . ყოველ წამს ელოდა მის გამოჩენას, მაგრამ თავს ვერ უტყდებოდა
კარი რომ გააღო პირველი ქალბატონი ტასო შევიდა ხელში ყვავილები ეჭირა და უღიმოდა. მისი დანახვისას ბარბარე სულ გადაავიწყდა ისე აიყვანა ხელში და დაუკოცნა ლოყები .
-ეს ჩენ
-მადლობა პრინცესა... მომენატრე იცი?
-მეც მომენატლე
-მართლა?
-ხოო მათლა
-ბარბარე - გოგონას გაუღიმა და თან მისაღებისკენ დაიძრა
-არაუშავს...როგორ ხარ?
-კარგად... იმედია საქმეებს არ მოგაცდინე, უბრალოდ ვიფიქრე დავპატიჟებ-თქო
-გამახარე ძალიან ... რამდენი რამ მოგიმზადებია,რატომ შეწუხდი- სუფრას მოავლო მზერა და გაუღიმა
-ნამცქვალი ჩენ გამოაცქე? თბილია- წამსვე მიირბინა და პატარა თითები შეახო
-ტასოო მოიცადე
-ოო მინდა - წარბები შეკრა და მერე ტუჩები გამობურცა
-მე მოვამზადე ყველაფერი ... შეგიძლია მიირთვა პატარა ქალბატონო.
მაგიდასთან ისხდნენ და საუბრობდნენ.ტასო აქეთ -იქეთ დადიოდა.მთელი სახლი დაათვალიერა აივანზეც იყო და ბოლოს ბარბარეს მიუბრუნდა
-დედააა ეკატელინე ლომ ნათლიას მეზობლად ცხოვლობს იცოდი ჩენ?
-არ ვიცოდი
-ხოო? მე ვიცოდი. ეკატელინე შენ იცი ნათლია ლომ ცოტნესთანაა. იცი ლაგაც გაიწლა მუცელში და ტკივა. საავადკოფოში კოფილა ... მერე დაბრუნდა აქ და ახლა ცოტნიკო უვლიიის
-არ ვიცოდი მუცელი რომ სტკიოდა ... შენ მოინახულე?
-ხოოო მამიკომ მითქლა წამალივით უშელი ნათლიასო და მეც წავედი. კიდე მივალ ბევლც ვაკოცებ ...ბეეევრ ბევრს და აგალაფელი ეტკინება იცი?
-ტასოოო!
-იცი ცოტნე ლომ გალეთაა ცულ მალტოა ნათლია . აქამდე ვიგაც ექთანი რჩებოდა მაგრამ ნათლიაჩ ალ მოეწონა და გააგდო -ბავშვი გულწრფელად საუბრობდა და ეკატერინესთვის საჭირო ინფორმაციას ავრცელებდა
-რა ჭორიკანა ხარ ტასიკო? ხომ გაგაფრთხილე ბევრი არ ილაპარაკო-თქო ? იქნებ არ უნდა ეკატერინეს ნათლიაშენის ამბების მოსმენა
-ოგოლ ალ უნდა ..იც ქო იცნობც ნათლიას?
-ნუ იბუტები საყვარელო...შეგიძლია ისაუბრო მე მოგისმენ - წარბებშეკრულ ბავშვს აკოცა და მუხლებზე დაისვა.მერე ქალბატონი სულ ნატლიაზე უყვებოდა. დამშვდებული ტვინი ისევ აერია ,ბოლოს ერეკლემ დაურეკა და წავიდნენ.
გაუმართლა, როდესაც განათლების მინისტრმა სხვა თავის კოლეგებთან ერთად იხმო შემდეგ თავად გაიმარჯვა რაღაც შერჩევაზე და რამდენიმე დღით მინისტრებთან ერთად არაბეთში მოუხდა გამგზავრება. ბატონი მიხეილიც იყო სხვა მინისტრებთან ერთად , თავად შეახსენა თავი ეკატერინეს და მთელი თავისუფალი დრო მასთან ერთად გაატარა. უყვარდა მოგზაურობა და წლების წინ არაბეთის გაერთიანებულ სამეფოშიც საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა და ნორმალურად დათვალიერება ვერ მოახერხა . ამჯერად კი უნივერსიტეტიდან თავისუფალი დრო ჰქონდა და მინისტრებთან ერთად სამშობლოში დაბრუნებას საუდის არაბეთით ტკბობა არჩია. კიდევ უფრო უკეთ გაეცნო იქაურ კულტურას და კმაყოფილი დაბრუნდა სამშობლოში. ლიზიკოსთვის კაბები ჰქონდა საჩუქრად, რამდენიმე თავშალიც შეიძინა. ასევე სამკაულები და სახლისთვის, რამდენიმე სამახსოვრო ნივთი .
უნივერსიტეტში ორმაგად უხდებოდა მუშაობა დაკარგული დროის ასანაზღაურებლად . დამატებით ლექციებს ატარებდა ,დილით გადიოდა სახლიდან და ღამით ბრუნდებოდა. ერთ -ერთ საღამოს სახლში შესულ ბაღათურია რომ დახვდა კართან აღარ იცოდა სიხარულისგან კიოდა თუ შიშისგან. როგორც კი შეაბიჯა მაშინვე მიიხურა კარი და კარზე ზურგით ააკრა . ისე ახლოს იყო მისი სახე ,რომ თითოეულ ამოსუნთქვას გრძნობდა, თვალები გაფართოებული ჰქონდა, სუნთქვა გახშირებული და მოზღვავებული ემოციებისგან გათავისუფლება მხოლოდ საუბრით შეძლო
-ღმერთო ...ღმერთო როგორ შემეშინდა. მოჩვენებასავით სიარულს როდის შეეშვები-მაშინვე შეტევაზე გადავიდა ,მაგრამ ბაღათურიას რეაქცია არ ჰქონია. იდგა და უყურებდა, მისი მწვანეები საოცრად ელავდნენ
-არ მოგენატრე? -ისეთი მშვიდი ხმა ჰქონდა, იმდენად სერიოზული გამომეტყველება
-როგორ ფიქრობ
-იმდენად მოგენატრე რომ არა არაბეთი ჩემ თავთან იჯდებოდი და მიმკურნალებდი
-ვატყობ ტაკიმასხარაობას შეეშვი და ნამდვილ ფსიქოზს ავლენ - გული ემოციებს ვერ იტევდა, სიტყვებით კი ისევ იქ იყო ძველ დროში
-ბოლო შეხვედრისას გითხარი რომ დავიღალე ,აღარ ვაპირებ ტკბილად გესაუბრო
-აბა რას აპირებ- არეული მზერით უყურებდა და მისი სიახლოვისგან მოდუნებული ისევ კარს იყო მიყრდნობილი
-მივიღო ის რაც მინდა შენს ჭრვეულობას არ ვუყურო და მხოლოდ ნამდვილ ემოციას მოვუსმინო
-არ მომიახლოვდე- თითქოს მიხვდა კოცნას რომ აპირებდა ბაღათურია ისე გასწია უკან თავი ,მაგრამ გასაქცევი არსად ჰქონდა .ისევ ისე კოცნიდა ბაღათურია რომ თავის შეკავება უჭირდა, ყველა გრძნობა ერთად მოაწვა და კოცნაში აჰყვა. იმდენად გაითიშა რომ საძინებლისკენაც კი მიჰყვებოდა . ეს იყო მომენტი ,როდესაც გონება სრულიად დაიხშო, მხოლოდ ინსტიქტი დარჩა, სურვილები და ვნება რომელიც მართავდა. კაცის თითები სხეულზე დაცურავდნენ, ნაჭრის ქვეშაც გრძნობდა მათ სიმხურვალეს და სულ უფრო ღრმად შედიოდა ტალღებს შორის. მის პერანგს ჩაფრენილი ღილების გახსნას იწყებდა კარზე ზარი რომ დარეკეს . ელვის სისწრაფით მოშორდა ბიჭს , გახსნილი კაბა შეიკრა და არეულ თმაზე ხელი გადაისვა
-აზრი არ აქვს...გეტყობა რასაც აკეთებდი- კედელს მიეყრდნო ბათუ და ტუჩებზე თითი გადაისვა,თვალები ისე უბრწყინავდა კმაყოფილებისგან რომ ეკატერინე ბრაზისგანაც გაწითლდა. ახლა იაზრებდა მომხდარს, სულ რამდენიმე წუთით მოდუნდა და თითქმის დანებდა კაცს. ეს სრული სიგიჟე იყო , არავინ არასდროს მიუშვია ამ დონემდე. თანაც ვინ , სრულიად უცხო კაცი რომელიც ასე ძალიან აღიზიანებდა? წარსულში ჰქონდა ურთიერთობები კაცებთან ,რომლებიც სრულიად იაზრებდნენ მის იდეოლოგიებს, იყვნენ ისეთები როგორიც კატოს მოსწონდა და მათთანაც კი ვერ შეძლო ბოლომდე შეტოპვა ახლა კი ,რომ არა მოულოდნელად გამოცხადებული სტუმარი ვინ იცის სად დაასრულებდა
-ეკატერინეე შვილო სახლში ხარ? ეკააა- დედამისის ხმა რომ გაიგო სულ მთლად აირია-ეკატერინეე- იძახდა,კარზე აკაკუნებდა, ზარის ღილაკს აჭერდა და თან მობილურზე რეკავდა.
-აქედან წადი! ახლავე ... აქ რომ გნახოს -გული ისევ სწრაფად უცემდა, თავში სიმძიმის შეგრძნება ჰქონდა და სუნთქვა უჭრდა
-წავალ ნუ ღელავ ,მაგრამ დიდი ხნით არა - ხელი მოხვია წელზე ისევ აკოცა და წავიდა- წყალი შეისხი და უთხარი რომ აბაზანაში იყავი - თვალი ჩაუკრა გასვლამდე მერე კი აივანზე გაუჩინარდა.
მართლაც აბაზანაში შევიდა, გაიხადა, ხალათი მოიცვა, თმა დაიშალა, სახეზე წყალი შეისხა რამდენჯერმე და მერე გააღო კარი
-სადახარ შვილო ამდენ ხანს? გული გამისკდა,რა აღარ ვიფიქრე.ლამის პატრულს გამოვუძახე
-სააბაზანოში ვიყავი და ხმა არ შემოვიდა. დიდი ხანია რაც მოხვედი?- იტყუებოდა, თინეიჯერ გოგოს ჰგავდა შეყვარბეულს რომ მალავს
-რამდენიმე წუთია... რომ ვიცოდი სახლში იყავი თორემ წავიდოდი
-დაჯექი დე...ჩავიცვამ ,მოვწესრიგდები და მოვალ
-კარგი საყავრელო...საქმე მაქვს და უნდა ვისაუბროთ .აჯობებს თუ მოწესრიგებული იქნები. ჩაის გავამზადებ
-კარგი...შევეცდები მალე მოვიდე -სწრაფად შევიდა საძინებელში, კარი მიხურა და იქვე დაჯდა. რამდენიმე წუთი თვალებდახუჭლი იჯდა და ღრმად სუნტქავდა. შემდეგ დამშვიდდა, გარეგნულად მაინც . ჩაიცვა, თმა დაივარცხნა და მისაღებში გავიდა. ფინჯანმა ჩაიმ საუბრის უნარიც დაუბრუნა და დედას გახედა,რომელიც აშკარად ღელავდა
-რა ხდება ნელიკო? ელიზაბეტს ეხება საქმე? ხომ შევთანხმდით ყველანი რომ დრო სჭირდებათ და თუ უყვართ აუცილებლად დაქორწინდებიან
-ელიზაბეტი არაფერ შუაშია... შენზე მინდა საუბარი
-ჩემზე? რა ხდება დედა?
-ხომ იცი რომ შენთვის საუკეთესო მინდა, გენდობი და არაფერს არასდროს დაგაძალებ. უბრალოდ ვიცი შენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ,გვისაუბრია კიდეც მე და შენ ამიტომ გეუბნები ახლა ამას
-დედა პირდაპირ მითხარი ... - საუბრის გაგრძელებაც აღარ შეეძო, ცოტაც და გონება გადაეწვებოდა
-სოფიო და მახო ხომ იცი არა? ხშირად გვსტუმრობს სოფიო და გაგიცნო, მიხეილთან ერთად არაბეთში იყავი და შენით აღფრთოვანებულია . რა თქმა უნდა მოსწონხარ ორივეს , შენ არ ვიცი გახსოვს თუ არა მათი ვაჟი - მშვიდად საუბრობდა, მაგრამ მაინც ეტყობოდა სახეზე ღელვა ქალბატონ ნელის- მოკლედ მათ უნდათ ,დიდი სურვილი აქვთ რომ მათი რძალი გახდე. მე არაფერი მითქვამს შენს გარეშე , მაგრამ დავითზე ყველაფერი გავარკვიე და
-თანახმა ვარ !- ჯერ კიდევ ბათუზე და მომხდარზე ფიქრობდა, ნახევარი ვერც მოისმინა ისე უცებ დაინახა ბაღათურიასგან ხსნის გზა რომ წამითაც არ უფიქრია- რა არის საფიქრალი...გადაეცი რომ თანახმა ვარ. რომელი ვაჟი, მაქსიმე?- გონს ბოლომდე ვერც მოდიოდა, ზედაპირულად უყურებდა ყველაფერს . ჩიხში იყო !
-არა ...არა მაქსიმე არა დავითი ,მათი უფროსი ვაჟი.თქვენზე 4-5 წლით დიდია. შენთან და მაქსთან ერთად არ თამაშობდა ხოლმე. არც დადიოდა ჩვენთან. ჩვენ რომ გავიცანით სოფიო და მახო 4 წლის იყავით შენ და მაქსი .დათა უფროსი იყო და სკოლაში დადიოდა ამიტომ ვერ იცლიდა .მგონი არც იცნობთ ერთმანეთს. მეც იშვიათად მყავს ნანახი სულ ორჯერ თუ სამჯერ ისიც რამდენიმე წუთით. ძალიან სიმპათიურია , არაჩვეულებრივი გარეგნობა აქვს ყველა სიკეთესთან ერთად. ნამდვილად თანახმა ხარ?- გაოცბეული იყო, ელიზაბეტის შემდეგ ეკატერინესთან საუბარი მისთვის შვებაც კი იყო.
-მამამ იცის?
-რა თქმა უნდა იცის...სოფიო რომ წავიდა მაშინვე დაველაპარაკე და თანახმაა, მეტიც გახარებულია ,მაგრამ შენს პასუხს ელის ანუ ვუთხრა რომ თანახმა ხარ?
-ასე უცებ რა თქმა უნდა ვერ დავქორწინდები, უნდა გავიცნო, უნდა გავიგო როგორია მის მშობლებს ხომ არ მივყვები ,მაგრამ - თითქოს გონს მოდიოდა, საუბრობდა და გამოსავალს ეძებდა
-მაგრამ თანახმა ხარ...წინააღმდეგი არ ხარ. წავედი, შენ კიდევ იფიქრე მე ხვალამდე არ დავურეკავ სოფიოს. მერე ვესტუმრები და უფრო ვრცლად ვისაუბრებთ . ახლა მხოლოდ მამაშენს ვეტყვი . წავედი გკოცნი,მიყვარხარ .ვამაყობ შენით - უცებ აკოცა, აჟიტირებული იყო სახეზეც კი ეწერა როგორ უხაროდა ეს ამბავი . რა თქმა უნდა უნდოდა უფრო დაახლოვებოდა მიხეილს და სოფიოს და ჭკუაზე აღარ იყო.
ეკატერინე ნამდვილად შეშლილი იყო, რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა მერე დაფიქრდა ყველაფერზე და კივილი დაიწყო. ყველაფერი დაამსხვრია და ერთ-ერთი ბალიში ბარათურიას ხელებში ჩაუგდო. სულ მთლად შეიშალა ის რომ იქ დაინახა ისევ
-აქ იყავი? როდის მოხვედი?
-რაც კივილი დაიწყე მას მერე აქ ვარ და გაოცებამდე ცოტა დამაკლდა . აღფრთოვანებული ვარ შენით
-არ გაბედო....არც კი მომეკარო
-უნდა დამშვიდდე ასე ნერვებს დაიზიანებ
-დამცინი ხომ? ხალისობ,გგონია შენსას მიაღწიე ხელში ჩაგივარები და ტკბები მიღწეულით?
-რომ ვტკბებოდე შიშველი იქნებოდი ჩემს მკლავებში მოქცეული და სიამოვნებისგან ძალაგამოცლილი. შენ კი გაგიჟებული, ნაწამები და დაღლილი გამომეტყველებით, გრძელ კაბასა და შეკრულ თმაში დგახარ და ყვირი. ახლა არ დაიწყო ისტერიკა, ჩემი ლანძღვა და თავის მართლება
-ვერ გიტან !
-დარწმუნებული არ ვიქნებოდი... სიძულვილი გეშლება სხვა უფრო ბობოქარ გრძნობაში
-ხომ არ ფიქრობ რომ მიყვარხარ
-არ რა თქმა უნდა, სიყვარული იმდენად აღმატებული, წმინდა და თან ქაოსური გრძნობაა მეეჭვება შენ ასე მარტივად გეწვიოს, ისიც საფიქრალია საერთოდ შეგიყარდება თუ არა
-გეთანხმები...ამაში ნამდვილად გეთანხმები ! ე.ი არაჩვეულებრიი გადაწყვეტილება მივიღე და ტყუილად ავურიე სახლი. გმადლობ დახმარებისთვის ახლა შეგიძლია წახვიდე. ლიზას დავურეკე და უნდა მოვიდეს -აკანკალებული თითები თმაში შეიცურა და თვალები წამით დახუჭა. გამოსავალი ჰქონდა და ვერ დაკარგავდა
-წავალ, თორემ იმდენად ხარ აღელვებული ახლა ნამდვილად დამეკარგა ყველაფრის სურვილი
.............
ცდილობდა დღის რუტინა არ დაერღვია,ყველაფერს აკეთებდა ისე როგორც მანამდე ,მაგრამ არეულ ფიქრებს ვერაფერს უხერხებდა. ერთადერთხელ მიიღო ექსპრონტი გადაწყვეტილება და ახლა ლაბირინთში დაკარგულივით გრძნობდა თავს. მშობლები სახლში ელოდნენ, ნელის ისეთი ბედნიერი ხმა ჰქონდა ასეთი ბოლოს როდის ნახა არც კი ახსოვდა. სავარაუდოდ ვახტანგიც მის აზრს იზიარებდა . სახლში შესვლისთანავე მიხვდა რომ საუბარი სწორედ ამ კავშირზე იქნებოდა
-დეე მე მთელი ღამე ვფიქრობდი, ყველაფერი გავიხსენე და ავწონ-დავწონე. დავითის ოჯახს იცნობ, სიმპათიურია იმდენად შარმიანი რომ შეუძლებელია არ მოგეწონოს. როგორც ვიცი ქალებში დიდი სიმპათიით სარგებლობს , რაც შეეხება განათლებას ეკონომისტია, საზღვარგარეთ სწავლობდა . ძირითადად საზღვარგარეთ იყო და ბოლო ორი -სამი წელია დაბრუნდა . მალე 32 წლის გახდება და სრულიად დამოუკიდებელია მშობლებისგან. მაქსისგან განსხვავებით არასდროს ყოფილა მათზე დამოკიდებული და როგორც ვიცი არაჩვეულებრივი ბიზნესმენია
-ნელი შეწყვიტე...ჰკითხე იქნებ გადაიფიქრა
-როგორ გადაიფიქრა,დილით კიო ასე მითხრა... თანაც 28 წლის ხდება მალე შვილები ხომ უნდა? უკეთესი ოჯახი მე არ მეგულება თბილისში და სხვას ვის უნდა გაჰყვეს? ვინმე რომ უყვარდეს მაშინ უკან დავიხევდი ,მაგრამ არავინ ჰყავს მე ხომ ვიცი. ხედავ როგორ ვსაუბრობ? მალე გული გამისკდება, ცუდად ვარ !
-დამშვიდდი დედა ,ყველაფერი რიგზეა .ახლა მე წავალ უამრავი საქმე მაქვს, ძალიან დაღლილი ვარ
- მე სოფიოსთან მივდივარ ვილაპარაკებ ცოტას. ახალ სახლში ორჯერ ვარ სულ ნამყოფი მგონი ახალი რემონტი აქვს მას მერე რაც მიხეილი მინისტრი გახდა და დავათვალიერებ
კიდევ საუბრობდა,მაგრამ ეკატერინე აღარ უსმენდა. სახლში წავიდა, დაპროგრამებულივით დადიოდა, გონებას თუ დაუჯერებდა ეს ქორწინება მართლაც შესანიშნავი იქნებოდა, თუ დავითის ხასიათიც ისეთივე იქნებოდა როგორც მისი ოჯახის ისტორია. ყველაფრის გააზრების საშუალებაც არ ჰქონდა, ამჯერად ელიზაბეტი ესტუმრა
-ჩიტო გვრიტო მარგალიტო დელიაა შენს ლოდინში გული გადამერიააა ო დელიააა სად ხარ ამდენ ხანს ეკატერინე? რა ხდება ორი დღე რომ ვერ მითხარი?
-ვიღუპები მგონი, არა ისედაც დავიღუპე ,მაგრამ ვერ გამიგია უფრო მეტად დავიღუპები თუ ახლა უფრო დავიღუპე თუ მერე უფრო თუ იმის მერე უფრო ვიდრე ამის მერე უფრო
-ქართული დაგავიწყდა? სხვა ენებიც? დოქტორი აღარ ხარ? სტუტენტთან იწექი და რექტორმა შემოგისწრო თუ რექტორთან და მისმა ცოლმა. თუ სხვა მოიყვანეს და გამოგიშვეს?-როგორც ყოველთვის არხეინად იყო გაწოლილი დივანზე და ეკატერინეს ყავას მიირთმევდა
-ვთხოვდები !- ეკატერინე სავარძელში ჩაეშვა , ელიზაბეტს ყავა გადასცდა ხველა აუტყდა და ბოლოს ხალიჩაზე მოადინა ზღართანი .
-ვინ დები? სად დები? რააა? - იქვე დაჯდა და ქვემოდან ახედა ეკატერინეს
-გუშინ ის ...ის მოვიდა აქ . მე რომ მოვედი ის არსება დამხვდა დამეტაკა მაკოცა. გამაგიჟა ,ავყევი.მე რა ვიცი რა დამემართა, ალბათ საოცარი კოცნა რომ იცის მაგის ბრალია. ისე გავითიშე რომ სულ ცოტაც და იმ ქალებზე მეტად ავკვნესდებოდი.მერე აბა თუ წარმოიდგენ რა მოხდა
-არ მითხრა რომ იმდენად საოცარია ორი დღის მერე სექს*დან გაიგე რომ ფეხმძიმედ ხარ და ახლა იმ არსებას მიჰყვები ცოლად
-ღმერთმა დამიფაროს... ასეც არ დავღუპულვარ ! დედამ მითხრა რომ სოფიოს და მალხაზს სურთ მის უფროს ვაჟს გავყვე ცოლად . მე იმდენად ვიყავი გადარეული , გაგიჟებული და გონება არეული რომ მაშინვე ვუთხარი თანახმა ვარ-თქო. დედა ხომ იცი როგორ იქნებოდა , რომც არ ვყოფილიყავი არეული მაინც დამარწმუნებდა . მერე რომ გამეფიქრებინა დრო არ მქონდა ის ისევ მოვიდა, ისევ გამაგიჟა და ამ დილით ისევ გავიმეორე ის თანხმობა და ახლა ამ წუთებში დედაჩემი არის მიხეილის ახალ სახლში და ფაქტობრივად დავინიშნე უკვე
-ვაიმე მე კიდე მეგონა ფეხმძიმედ იყავი და უკანონო ბავშვის გაჩენა ცოდვა რომ გგონია მაგიტომ გიწევდა გათხოვება, ან კიდევ ვინმე გაშანტაჯებდა, გემუქრებოდა ან რა ვიცი რამე უბედურება. მაგ პრობლემის მოგვარებას რა უნდა აიღე მობილური დაურეკე დედას და უთხარი რომ გადაიფიქრე და ასე უნახავ კაცს რომელსაც არ იცნობ ცოლად ვერ გაჰყვები მხოლოდ იმიტომ რომ განათლებული მშობლები ჰყავს და შენს გენეტიკას ფიზიკა-მათემატიკის ნიჭის მატარებელი გენიც დაემატება
-რატომ უნდა ვუთხრა , საერთოდ არ ვფიქრობ რომ პრობლემაა. პირიქით შესანიშნავი გამოსავალია, უკვე 28 წლის ვარ
- 27 წლის ხარ ჯერ
-თუნდაც 27 იყოს ,მაინც ასაკი მაქვს. შვილი მინდა მყავდეს , გავთხოვდე და ბოლოს და ბოლოს მქონდეს შემდგარი ცხოვრება. რამდენ ხანს უნდა ვიყო ასე? არავინ მიყვარს, ერთ თვეზე დიდხანს ის ორი იდეალური კაციც კი ვერ ავიტანე და როგორ გგონია სიყვარულს უნდა ველოდო დაბერებამდე?შესანიშნავი ვარიანტია ,თანაც ზუსტად დროული.
-აი ახლა გაქვს ცუდად საქმე !
-სულაც არა, მოდი დავფიქრდეთ . ასაკი გათხოვებისთვის საჭირო მაქვს. აღარაფერია ისეთი რასაც ჩემი გათხოვება შეუშლის ხელს, მაქვს საქმე რომელიც მიყვარს. მინდა შვილი მყავდეს, სიმპათიურ ახალგაზრდა ქმარზეც არ ვიტყვი უარს. მეეჭვება ავადმყოფი იყოს და რაიმე პრობლემა ჰქონდეს. განათლებულია, ბიზნესმენია, საკუთარი საქმე აქვს. დამოუკიდებელი პიროვნებაა ,როგორც დედა ამბობს მშობლების სახელს არ იყენებს . ის იდეაც მომეწონა, მამა ფიზიკოსია ,დედა მათემატიკოსი. თითონ ეკონომისტია ვგონებ და შვილი აუცილებლად მეყოლება ჭკვიანი მერე კი ისე აღვზრდი როგორც საჭიროა... შესაბამისად პრობლემაც არ არის- დადიოდა და თითებს იმტვრევდა, ასეთი აღელვებული იშვიათად იყო
-მორჩი სიარულს,ისევ დაუბრუნდი იმ სავარძელს- ბრძანებასავით ჟღერდა ელიზაბეტის ხმა და ეკატერინეც მორჩილად დაჯდა - ჯერ ეს ერთი ეგეთი ოჯახის შვილი, გენეტიკის მატარებელი და პლიუს სიმპთიური ბიჭი ეყარა შენს ირგვლივ და რაღა ისეთს მიჰყვები არცერთი რომ არ ვიცნობთ? მეორეც, შენ როდის მოგწონდა ბიზნესმენები? დედა საერთოდ უარყოფდა მაგათ ინტელექტს და ვაჭრებად არ მიიჩნევდით ყველანი? ახლა გახდა ის ბიჭი სასურველი სასიძო? ანუ რა გამოდის რომ სოფიას და მახოს მიჰყვები ცოლად და არა იმ ზემოთ აღნიშნულ უცნობს. სიმპატიურიო რომ ამბობ ,სიმპათიური კი არა სექსუალური, ლამაზი, ველური და მომაჯადოებელიც უნდა იყოს რადგან შენნაირი ანგელოზი გაჰყვები ცოლად. შესაბამისად ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტების გათვალისწინებით ვინმე სხვას უნდა გაჰყვე უსიყვარულოდ,მაგრამ სხვას
-გასაგებია,მაგრამ დროულად თუ არ მოვშორდი აქაურობას და თან არ დავკავდი ის არსება ,ის უხსენებელი ჭკუიდან გადამიყვანს რატომ არ გესმის? მასთან თუ მე დავწვები, რაც სავსებით მოსალოდნელია თუ ჩემი ნევრული სისტემა დასუსტდდა, რეგენერაცია ვერ მოახერხა დროულად და მერე ჩათვალე რომ ის კაცი დამიმორჩილებს მთლიანად. შენი აზრით მე რომელი უფრო დამღუპავს ვიღაც გაურკვეველი წარმოშობის , საერთოდ გაურკვეველი არსების მონობა თუ გათხოვება უცნობ-ნაცნობ კაცზე რომელიც სრულიად დამაკმაყოფილებელია ჩემი ქმრობისთვის
-დავჯდე მე? - ისევ დაკარგა ფერი ელიზაბეტმა დაჯდა და რამდენიმე წუთი ორივე ჩუმად იყვნენ- კარგი , მართალია რომ დამაკმაყოფილებელია, მართალია რომ ის არსება გაგიჟებს. კარგი არ გვინდა ხუმრობა და შენ ნამდვილად არ გაწყობს ვინმეს მონობა,თუნდაც სექსუალური მონა რომ გახდე შენ საერთოდ იმასთან თუ დაწექი ეჭვი მაქვს თავად სექ*ის მონა გახდები ,რაც მთლიანად დაანგრევს შენს პიროვნებას . თუმცა არც ისეთი ცუდი იქნება ეს უკანასკნელი,მაგრამ შენთვის ცუდი . ახლა საერთოდ ჩემი პრიოვნება ჩამტვერდება ამ თემაზე რომ ვსაუბრობთ ისე თითქოს ბიზნესგეგმა იყოს,მაგრამ შენთვის ავიტან . მოდი ასე მოვიქცეთ,გაიცანი, გაიგე როგორია.მართლა სიმპათიურია თუ არა, როგორი ხასიათი აქვს იქნებ ძალიან ჯიუტია,უხეში,ან ძალიან ქალური ნაზი და ხომ იცი რა ისეთი შენ რომ ვერ იტან,თუ იტან .იქნებ იდიოტია, ხომ იცი ზოგი ზემეტი ცოდნისგან აფრენს, მერე რა რომ ფული აქვს? იქნებ პრეზერვატივის ბიზნესი აქვს? ან რამე ისეთის რაც შენ არ მოგეწონება ? გაიგე იმას რატომ უნდა ქორწინება უსიყვარულოდ, საერთოდ უნდა კი? იქნებ მშობლები აძალებენ და ჩაუწყვეს ? ათასი დეტალია,რომელსაც გარკვევა სჭირება
-გეთანხმები, ამისთვის ქორწილის და ნიშNობის თარიღს გადავწევ. უნდა გავიცნო ეგ უდავოა, პირველ რიგში კი გავარკვევ რატომ სურს ჩემი ცოლად შერთვა
-თუ გინცობს მეც მიკვირს რატომ უნდა ,მაგრამ უბრალოდ თუ ნანახი ჰყავხარ კაცია და მაგით იხსნება რატომ უნდა რომ შენ ჰყავდე მუდმივ ცოლად
- რომ მიცნობეს რატომ არ უნდა უნდოდეს?
-მოსაწყენი ცოლი იქნები და იმიტომ
-რატომ უნდა ვიყო მოსაწყენი ცოლი
-იქნებ არ ჰგავს ის ბიჭი მშობლებს და ძმას? იმ ბიჭს ვიცნობ და იმას ხომ არ მიჰვები შემთხვევით?
-არა , მაქსიმეს უფროს ძმას ... თანაც ჯერ არ მივყვები
-რა ჰქვია,საერთოდ რატომ არ გვინახავს? მე ხომ აქეთ ვიყავი და დამათრევდა დედაჩემი წვეულებებზე ...იქნებ რამე სჭირს? ვაი და ავადმყოფია მერე? ფსიქოპატი ნამდვილად არ გჭირდება
-არ იყო საქართველოში და იმიტომ ...დავითი ჰქვია
-დავითი და ეკატერინე. კარგად ჟღერს ახლა ვითომ? დავითი და ეკატერინე მოკლედ რა დიდგვაროვნები ხართ ფაქტობრივად
-შენ გეცინება უკვე და მე როდის გავიცინებ კიდევ ვინ იცის
-შენი მეზობელი სახლშია ვითომ? ისევ ისე ლაპარაკობს?
-არა !
-აბა?
-საერთოდ აღარ ლაპარაკობს მგონი
-აჰ პირდაპირ გკოცნის? მომწონს რა ...იქნებ ამის გაგიჟება სჯობდეს?
-მე გითხარი რა სჯობს... რაც შეიძლება შორს უნდა წავიდე მისგან .იმდენად რომ ახლოსაც არ გავკარო !
-რაღა გათხოვება ...გაყიდე ეს ბინა და გადადი სხვაგან
-შენ გგონია არ ვიფიქრე მაგაზე? იქაც მოვა, თან ყველგან მხვდება და მპოულობს, მარტო სახლი ხომ არ არის
-დანიშნულ ქალთან ეგ არ წოლილა შენი აზრით? მაშინ კარგი კაცი ყოფილა წესიერი რა გინდა
-მოიცა გგონია რომ იმდენად გარეწარია გათხოვილსაც დამიწყებს არშიყს?
-არშიყი ჰქვია კიდე მაგას? და რა შეუშლის ხელს? შენ თუ ავარდები ეგრევე და ჩააკვდები ხელში .შენი რბილი და ბუნჩულა ქმარი ვერც დაგაკმაყოფილებს და ახლა რა გინდა რო სხვისი საყვარელი იყო და თან ამ შენი თქმით გაურკვეველი არსების?
-მამშვიდებ თუ გინდა რომ თავი მოვიკლა
-თუ ღმერთი გწამს ...
- შემეშვი საერთოდ ...წავალ დავიძინებ
-არ გესიზმრება?
-კი,მაგრამ რეალობას სიზმრად ნახვა სჯობს, მაინც არ ხდება და სიზმრის გამო ვინ მომთხოვს პასუხს
-ისე ვინ მოგთხოვს პასუხს რა გიშლის ხელს
-საკუთარი თავი
-იმას ეძახი გიჟს და თავად აფრენ. ოღონდ სხვანაირად აფრენ
-მის სიტყვებს ამბბობ ოღონდ სხვანაირად
-რა გესიზმრება ეკუნა?
-არაფერი... არ მახსოვს
-დარწმუნებული ხარ?
-დიახ!
-წავიდე?
-წაბრძანდი
-წავალ გიორგის ვნახავ და თავს დავიმშვიდებ, უარყოფით ემოციას მოვიშორებ თორემ არ ვარ კარგად. ახლავე ამ წამს მჭირება გიორგი...იქნებ ცოლადაც გავყვე სანამ დედაჩემი ვინმე უკეთესი გენის მატარებელს მიშოვის და ჩემი ხატვის ნიჭს მათემატიკის, ფიზიკის, ან კიდევ სხვა ნიჭს დაამატებს. იქნებ მე რომ გავთხოვდე ყურადღება ჩემზე გადმოიტანოს
-სჯობს უბრალოდ წახვიდე და სექს*თ დაკავდე
-შენ ხომ კარგად იქნები? რამე საშინელებას ხომ არ ჩაიდენ?
-ელიზაბეტ წადი ...
-მივდივარ...ის რომ შემოვიდეს ?- ერთ ნაბიჯს წინ რომ დგამდა ისევ ჩერდებოდა და უკან ბრუნდებოდა. ზედმეტად იყო აღელვებული კატერინას მდგომარეობის გამო და თავს ვერ ერეოდა, ხურობაც კი არ შველოდა
-არ შემოვა! ჩავკეტე აივნის კარიც...კოდიც შევცვალე შემოსასვლელ კარზე ... მართალია მანამდეც არ მითქვამ კოდი ,მაგრამ ახლა ვეღარ გააღებს
-წავედი ... - ეკატერინეს აკოცა და წავიდა. კარებები ისე შეამოწმა თითქოს ყაჩაღის შეჭრას ელოდა. შემდეგ ივახშმა , იბანავა , პენუარი ჩაიცვა და დაიძინა. დილით ზარმა გააღვიძა, იმდენ ხანს ისმოდა ხმა შაბათი დღეც კი ჩაშხამდა
-გისმენ
-საყვარელო მე ვარ - ნელის მხიარული ხმა გაისმა
-დედა რა ხდება?
-აუცილებლად უნდა დაგელაპარაკო დავითთან დაკავშირებით
-სხვა დროს იყოს ,დღეს მინდა დავისვენო და კარგად დავფიქრდე
-ამ დროს გეძინა? ცუდად ხარ?
-არა ,კარგად ვარ . უბრალოდ დრო მჭირდება ,მარტო მინდა ვიყო
-დარწმუნებული ხარ ? დღეს დავითთან შეხვერას შეძლებდი
-ახლა არ შემიძლია...სხვა დროს იყოს
-კარგი იყოს სხვა დროს . ნახვამდის საყავრელო ...დამირეკე საღამოს მითხარი როგორ იქნები
-ნახვამდის ...
მობილური გამორთო და ძილი განაგრძო. მერე ნაბიჯების ხმა გაიგო და ელვის სისწრაფით წამოდგა ფეხზე. მთელი სახლი რომ მოიარა და ბათუ არსად დახვდა ისევ უკან დაბრუნდა . იწვა და ჭერს უყურებდა. მოჩვენებები ჰქონდა, ესიზმრებოდა, სული ეხუთებოდა ამ კაცის სიახლოვეს. ამის ატანა კატერინას მსგავს ქალს არ შეეძლო, ეს სრულიად ანგრევდა მის ცხოვრების რიტმს, ყველა წესს და თავდაყირა დამდგარი ვერ მოახერხებდა მშიდად ყოფნას.ისევ თავიდან განიხილა მინისტრის შვილზე ქორწინების ყველა დადებითი მხარე და გადაწყვეტილებაც მიიღო.
-რომელ საათზე უნდა შევხვდე?- ნელის დაურეკა და მაშინვე საქმეზე გადავიდა
-მე და შენ უნდა წავსულიყავით ერთ საათში სოფიოსთან სახლში
-საერთო შეხვედრა ...რომელ საუკუნეში ვართ დედა?
-უბრალოდ ასე გამოვიდა, სულ კი არ სცალია დედა იმ ბიჭს . დღეს მოდის ჩვენთანო სოფიომ და ბარემ ოფიციალურად გავაცნოთო
-წავიდეთ ..
-მართლა? მოასწრებ?- წამსვე დაეტყო ხმაში ცვლილება
-ერთ საათში მათ სახლში მოვალ ...
-კარგი საყავრელო ... მიყვარხარ
სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგე როცა გაიაზრა რა მდგომარეობაში იყო. მოემზადა , არ უჩქარია, მაგრამ მაინც დროულად მიაღწია დანიშნულების ადგილამდე. ეზოში დაცვა დახვდა, სახელის თქმა დასჭირდა რომ შეეღწია . ბოლოს მანქანიდან გადავიდა , იქვე მოსამსახურე დახვდა და სახლში შეუძღვა. მისაღებში ისხდნენ ნელი,სოფიო და მაქსიმე ,სხვა აშკარად არავინ იყო. მისალმების შემდეგ მიხვდა რომ მანამდე არც კი სუნთქავდა ნორმალურად
-საღამომშვიდობისა ... როგორ ხართ სოფიო?
-კარგად საყვარელო...შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად.
-ეკატერინე , რამდენი ხანია არ შევხვედრილვართ . როგორ ხარ?- ბიჭი ფართო ღიმილით შეეგება, თბილად მოეხვია და ბავშვობის წლებში დააბრუნა
-კარგად მაქს, შენ?
-ვარ რა ...დაბრძანდი . მე უნდა დაგტოვოთ, მამას უნდა შევხვდე და შემდეგ ლაბორატორიაში წავიდე. მაპატიე ასე რომ გტოვებ, დარწმუნებული ვარ ისევ შევხვდებით ახლო მომავალში
ნელი ჩუმად იყო, სოფიომ ყავა შესთავაზა და შემეგ დაჯდა . აინტერესებდა როდის გამოჩნებოდა პოტენციური საქმრო, კარისკენაც კი გაურბოდა მზერა , მაგრამ ორივე უმდნენ. შემდეგ სოფიომ დაიწყო
-საყვარელო ძალიან მერიდება ,მაგრამ დავითი უკვე წავიდა. მეგონა დარჩებოდა,მაგრამ ...სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და სავარაუდოდ კიდევ არ ვიცი როდის გაიცნობთ ერთმანეთს . არადა ისე მინდოდა გაგეცნო რომ მოუთმენლად ველოდი თქვენს მოსვლას.
-არაუშავს სოფიო, არ იდარდო
-ძალიან ცუდად გამოვიდა ვიცი ,მაგრამ
-ვფიქრობ დავითის გარეშეც დამპატიჟებდით სახლში ასე რომ უბრალოდ რომ ვისაუბროთ და თქვენი ,ასე ვთქვათ შემოთავაზება დავივიწყოთ არ შეიძლება?- უცნაური შვება იგრძნო. მოდუნდა და დაძაბულობაც მოეხსნა
-მაშ ტკბილეულს შემოგთავაზებთ- სოფიო უცებ წამოდგა და სადღაც გავიდა. ეკატერინემ თვალები დახუჭა და თავი უკან გადასწია
-იმედია არ ბრაზობ
-დაკავებული თუ იყო ნამდვილად , პირიქით მისასალმებელია,თუმცა უნდა სცონოდა რომ მეც საქმიანი ქალი ვარ და შესაძლოა გეგმები მქონოდა! საერთოდ სხვა დროს ვისაუბროთ დედა ამაზე... ახლა მადროვე დავივიწყო ფაქტი რომ საქმრომ ჩემთან შეხვედრას დაუგეგმავ საქმეზე წასვლა არჩია
სოფიოსთან დაახლოებით ერთ საათს დარჩნენ შემდეგ კი დატოვეს იქაურობა. აღარც კი იცოდა ბრაზობდა თუ არა, საერთოდ აინტერესებდა კი ეს ფაქტი? თუმცა როგორ არ აინტერესებდა, გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა,ამჯერად დიდი ფიქრისა და აწონ-დაწონვის შემდეგ. აუცილებელი იყო ბატონი დავითის გაცნობა და ბოლო წინააღმდეგობის დაძლევა.
ძალიან მშვიდად განაგრძო ცხოვრება, ბაღათურია ისევ არ ჩანდა. შუალედურების დროს იმდენი ტესტი და ნაწერი ჰქონდა გასასწორებელი რომ საერთოდ აღარ ახსოვდა არაფერი. სახლიდან არც გადიოდა ფაქტობრივად,უნივერსიტეტსა და ბინას შორის დადიოდა.
სახლში საღამოს დაბრუნდა ,ლიფტში იყო კარი რომ გააჩერა ბაღათურიამ და ჩემოდნით ხელში დაუდგა გვერდით.
-ახლა ვფიქრობდი ვესტუმრები-თქო და ღმერთმა პირდაპირ გამომიგზავნა შენი თავი -მისი ხმაც კი მონატრებული ჰქონდა, ასე ახლოს ჰყავდა და შინაგანი ღელვაც მაღალ ნიშნულს აღწევდა
-ამჯერად სად ბრძანდებოდით - თემა რომ შეეცვალა სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ჩემოდანზე გადაიტანა ყურადღება
-იტალიაში გაფრენა მომიხდა ... საჩუქარი მაქვს შენთვის. ვახშამზე თუ დამპატიჟებ გადმოგცემ
-შეგიძლია სხვას სთხოვო ვახშმის მომზადება და საჩუქარიც მას გადასცე- ლიფტის კარი როგორც კი გაიხსნა მაშინვე გავიდა. გასაღები ამოიღო ჩანთიდან და ის იყო უნდა შეებიჯებინა უკან რომ შეაბრუნა ბაღათურამ და ისევ დაუკითხავად დაუკოცნა ტუჩები . თვალებგაფართოებული იდგა და ორი წამი გასააზრებლად სჭირდებოდა , უცებ მიაბჯინა ხელისგულები მკერდზე, უნდოდა მოეშორებინა მაგრამ არაფერი გამოუვიდა სანამ ბაღათურიამ თავად არ გადადგა უკან ნაბიჯები
-დამშდობების გარეშე წასვლა უტაქტობაა ქალბატონო ეკატერინე, ისწავლეთ ქცევის წესები ბოლოს და ბოლოს
-როგორ ბედავ თავხედო! მკოცნი ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ და ჭკუას მარიგებ? ვიღაც ვიგინდარა ქორვაჭარი შენ მე ...- გაგრძელება არ დასცალდა ისე აენთო ბაღათურია და კედელს ააკრა. თითები ყბაზე ისე მოუჭირა სიტყვის წარმოთქმა აღარ შეეძლო
-ხომ გაგაფრთხილე შეურაცხყოფის მიყენებას შეეშვი-თქო! იცი საშინლად ვერ ვიტან როდესაც უცნობი ადამიანები მსგავსად მომმართავენ, თუმცა ასე არავინ აკეთებს, ვერ ბედავენ შენ კი
-რა მე ... რას გააკეთებ ველურო, ნამდვილო ნეარდენტალელო. ჩამორჩენილო - ხელი მოიშორა როგორღაც და ისევ დაიწყო . მართალია არ ყვიროდა, თითქოს მშიდი სახე ჰქონდა ,მაგრამ ბაღათურია უფრო მშვიდი იყო . ისე სწვდა თმაზე და ისევ აკოცა კვნესა წასკდა. უცებ მოსდო კბილები და მაგრად დააჭირა, ხელიც მის სხეულზე უფორ მეტად დაიჭიმა . - აღარ გაბედო ... არ გაბედო და არ მაკოცო
-რა შემიშლის ხელს... ველური ამის მერე მე ვარ? შენ კი ქალბატონი არა? რომელი ქალბატონი სადარბაზოში რომ დგას და მლანძღავს უშვერი სიტყვებით? არ მითხრა რომ გამითანაბრდი და ჩემს დონეზე ამოხვედი- გახეთქილ ტუჩზე ცერი მოისვა და თან თავისი ირონიული ღიმილით განაგრძო საუბარი
-ამოვედი..შენს დონეზე? ღმერთო შენ ნამდვილად
-შენ ნამდვილად გინდა რომ მწყობრიდან გამომიყვანო, ისევე გავგიჟდე როგორც შენ ,მაგრამ დიდხანს მოგიხდება ლოდინი . შეგიძლია იძახო შენი საყავრელი სიტყვები, ვინც გაიგებს ყველას შეურაცხადი ეგონები ,შენგან განსხვავებით ყველა მიცნობს და იციან როგორი ვარ
ეკატერინე ისევ დაამუნდა, გააგიჟა და წავიდა. სახლში ისე შევიდა მის სიტყვებზე ფიქრობდა
-მართალია, გავგიჯდი, რა დონემდე დავეში.როგორ ვიქცევი. მაგრამ მშვიდი ლაპარაკი და ცივილური სიტყვები მაგაზე არ ჭრიდა და...ახლა რა ასე ველურივით უნდა მოიქცეს? ასეთია? აბა ის ტაკიმასხარა ვინ იყო სიტყვებით რომ მეჯიბრებოდა და ... ის რა ახლა ყველა სახეცვლილებით უნდა მამარცხებდეს?
დადიოდა და ლაპარაკობდა, გამოიცვალა სამზარეულოში შევიდა და ვახშმის მზადება დაიწყო. განტვირთვისთვის სხვა საშუალება არ ჰქონდა, ორ საქმეს ერთად აგვარებდა და ყურადღებაც გადაიტანა. ის იყო სუფრასთან უნდა დამჯდარიყო ბარათურიას ხმა რომ გაიგო და ისევ წამოიკივლა
-ჩემთვის არ დებ თეფშს? მე უნდა ვიპოვნო?
-შენ რა ავადმყოფის სახეობა ხარ არ მეტყვი? წეხან მეჩხუბე და ახლა აქ რა გინდა
-კამათი ცოლ-ქმარ შორისაც კი ხდება მეზობლებმა რომ წავიკამათოთ რა მოხდა მერე
-ყველა მეზობელს ეზას*** სადარბაზოში?
-კი ვიცოდი გამოუცდელი რომ იყავი ,მაგრამ ასეც არ მეგონე
-რას ბოდავ! - მაგიდასთან მჯდომს გახედა
-ჯერ ვჭამოთ და მერე გაჩვენო თუ ჯერ გაჩვენო და მერე ვჭამოთ
-რა ... შენ რა . უკვე გული მერევა. შეგიძლია აიღო ქვაბი და წაიღო
-ამდენს არ მივირთმევ,გმადლობ - თეფშზე გადმოიღო კერძი და ჭამა აიწყო- ადამიანურად რომ იქცეოდე რესტორანში ვივახშმებდით ,მაგრამ შენ არ იშლი შენსას და იფუსფუსე სამზარეულოში
-რა კეთილი ხარ
-დაიბრუნე ეკატერინე თორემ ასეთი არ მომწონხარ
-როგორი ,შენნაირი?
-ჩემნაირი ვერ გახდები ,არც ეგეთი ნიჭიერი ხარ. ამდენი ცუდი სიტყვა არც გეცოდინება საქმე ხომ საერთოდ
-რა ბედნიერებაა ...
-გშია ვიცი და რომ ჭამო შენს სიამაყეს გადააბიჯებ? კარგი არ მინდა მეც- ჩანგალი დადო ისე რომ ერთი ლუკმა ჰქონდა გასინჯული და წამოდგა-მირეკავენ ვუპასუხებ და დავბრუნდები, შეგიძლია მიირთვა
მობილური ამოიღო და მეორე ოთახში გავიდა. ეკატერინე ცოფებს ყრიდა , მაგრამ რა აზრი ჰქონდა .
-უნდა წავიდე, სამწუხაროდ როცა დედა გიხმობს უძლური ხდები - აშკარად უკმაყოფილო გამომეტყველება ჰქონდა
-არ მითხრა დედიკოს ბიჭი ვარო
-მეტყობა ხომ?- ცინიკურად გაიცინა , მერე ლოყაზე აკოცა და წავიდა.
კატომ საღამოს პროცედურების ჩატარებისას სარკესთან პატარა კოლოფი დაინახა. გახსნა და შიგნით ძვირადღირებული სუნამოს ფლაკონი დახვდა. როგორც ყოველთვის წარწერა პატარა ფურცელზე იყო მიმაგრებული „შენი სურნელი ვერ გავიხსენე , მაგრამ ვფიქრობ ესეც მოგეწონება „
ფლაკონი უკან დააბრუნა და ლოსიონი აიღო. თავი ბოლოს მაინც ვერ შეიკავა იმდენად უყვარდა სუნამოები და ერთხელ მიიპკურა. მერე ისევ უკან დადო და დასაძინებლად დაწვა.
ბაღათურია მშობლების სახლში იყო ამ დროს. მთელი ოჯახი რომ დახვდა უკვე იცოდა რომ რაღაც ხდებოდა
-რა ხდება რა შეკრება გაქვთ? - დედას აკოცა და სავარძელში მოთავსდდა-ბატონო მიხეილ ამხელა მინისტრმა კაცმა როგორ მოიცალეთ?
-დედი როგორ ჩაიარა საქმემ?
-კარგად, მითხარით ახლა რა ხდება ასეთი რომ დამირეკე და მიხმე. საქმე მქონდა და ისედაც ცუდ გუნებაზე ვარ
-საქმე მეტად დელიკატურია და დაფიქრების გარეშე ნუ გამოიჩენ სიფიცხეს- მახომ დაიწყო , ბათუს წამსვე ჩაეცინა
-როგორ მიყვარს ეს შესავლები ...დედა ღელავს . ჩემი პი**ლო ძამიკოც დუმს ელის როდის ვიფეთქებ. მოდით მე ისევ წავალ და რომ დავისვენებ ,ჩხუბის ხასიათზე ვიქნები მოვალ და მერე მითხარით ხო?
-გეყოფა !
-კარგიი მეყოფა...აბა გისმენ მამიკო არ ვანერვიულოთ დედიკო
-შენი ქცევა ბოლოს და ბოლოს იმოქმეებს ჩემს და ზოგადად ჩვენს იმიჯზე. უკვე დიდი ხარ და არის დრო რომ ოჯახი შექმნა, შვილები გყავდეს და შენი კერა გქონდეს. გყავდეს გვერდით ქალი რომელიც გონიერი,ჭვიანი და კარგად აღზრილი იქნება. ისეთი გონიერ და სასახელო შვილებს რომ აღზრდის . მე დიდი ხნის წინ მივხვდი ვინც იყო შენი შესაფერისი ,როგორც იქნა აქაა ის გოგონა და ვიცი რომ თანახმა იქნება . ყოველ შემთხვევაში შენ თუ არ გააგიჟებ ის ...
-ვაახ ჩემი თქვენ აღარ ხუმრობთ ტოოო ...ცოლიოოო თან ვიღაც გოგო რომელსაც 7 დიპლომი, 5 სახლი მემკვიდრეობით, 80 წლის მშობლები , 2 ძაღლი და 1 კატა ეყოლება. ვიღაც მოსაწყენი წიგნისჭია სათვალიანი გოგო რომელიც ყველა ბავშვს თავისნაირს გაზრდის და სახლში დამიჯება როგორც პროკურორი ,ყოველ მოსვლაზე ბრალდებას წამიყენებს და რა ჩემ ყ**დ მინდა ეგ თქვენი ქალი მეტყვით რომელიმე? ან ვაფშე მე რატო მტენით ტო... თქვენი გენის ღირსეული მატარებელი ,პროფესორი კაცი აგერ გყავთ და წარმოიდგინეთ ამის და მეორე პროფესორის შვილები რა მაგრები იქნებიან ... ეგ გოგო აიყვანეთ ,მაინც არ ექნება მნიშვნელობა ეჭვი მაქვს და შერთეთ ბატონ მაქსიკოს
-დათა !
-დათა არააა დათო დედა ან საერთოდ ბათუ ...არა დედა შენგან არ ველოდი ამას . ამ ორისგან კი ,მაგრამ შენგან არა ! ცოტა ხნის წინ რო მიხმეთ მაგ ამბავზე იყავით? ის გოგო უნდა მოსულიყო?
-შვილო აგიხსნი...გეფიცები ბევრი ვიფიქრე,მართლა საოცარი გოგონაა. ისეთია შენ რომ შეგაყვარებს თავს, შენ თავს ვფიცავარ ულამაზესია, უნაკლოა შვილო
-უნაკლო არ მჭირდება... მე არ ვარ უნაკლო და არ მჭირდება დედა ! აღარ გაბედოთ აქ ვინმე მოიყვანოთ და დამახვედროთ. ან ეს მოიშოროთ და სხვა ეძებოთ ....გეფიცები საერთოდ ვეღარ მნახავ კიდე რომ გავიგო მსგავსი შეურაცხმყოფელი წინადადება. არავინ მჭირდება, ისედაც მაქვს ჩემი საქმე, ცხოვრება და იმაზე მეტად შემდგარი კაცი ვარ ვიდრე ეს თქვენი ლაბორატორიის ჭია
-ყელში ამოხვედი ... შენ და შენი ლანძღვა-გინება! მაგარი ბიჭი ხარ რომ გკითხო და დედასთან რომ ხარ ისიც არ გახსოვს ისე ისვრი უშვერ სიტყვებს იგინები და ქალს ისე ანერვიულებ ყოველ მოსვლაზე მალე გული გაუსკდება. რით ვერ დაასრულე ეს შენი აჯანყება , ან ჩემს კაცობას რას უწუნებ, შენსავით გიჟი რომ არ ვარ .გაუგებარ საქმეებს რომ არ ვაკეთებ და ქუჩაში ავტორიტეტი არ ვარ? ღმერთმა დამიფაროს შენნაირი ქაოტური ცხოვრებისგან
-აუუ როგორ ანძრ** ყოველ ჯერზე ...პირდაპირ ვგიჟდები ასე როგორ გავხართ შენ და ეს კაცი ერთმანეთს დედაჩემის სისხლი ვაფშე არ გაქ შე ჩემა?
-ახლავე შეწყვიტე ეს მარაზმი! პატივი გვეცი ყველა ჩვენგანს, ამ სახლს და საკუთარ თავს
-ისე როგორც თქვენს სცემთ პატივს საკუთარ თავს და მე ?-ბრაზი ახრჩობდა, იქ მისვლის ყოველ წამს ნანობდა უკვე
-უპატივცემულობას რაში ხედავ შენზე რომ ვფიქორბთ და გვინდა კარგად იყო?
-ახლა რატომ ვარ ცუდად შენი საზოგადოების წევრი რომ არ ვარ და მიცნობენ შენს გარეშეც? მიცნობენ როგორც ბათუ ბაღათურიას და არა როგორც მინისტრის შვილს? ან რექტორის შვილს? ისე ვისწავლე თქვენს უნივერსიტეტში ნახევარმა არც იცოდა შენი შვილი თუ ვიყავი , ისე ვიცხოვრე რომ არსად უთქვამთ მინისტრის შვილმა დააშავა, მინისტრის შვილი აქ დაიჭირეს, იქ გაფრინდა, აქ გამოფრინდა, რატომ გაწუხებთ ჩემი ცხოვრება როცა მე არ ვეხები თქვენს წმინდა სახეს. ვაფასებ, არაჩვეულებრივი ოჯახი გაქვთ გყავთ ისეთი ვაჟი რომლის გამოჩენაც გეამაყებათ მის გლეხ საცოლეს თუ არ ჩავთვლით ,რომელსაც ეჭვი მაქვს მალე მოაშორებთ ისე, როგორც სხვა დანარჩენი ჩამოაშორეთ .
-შენ საიდან იცი -ფერი დაკარგა მაქსიმემ
-შენმა უფროსმა ძამიკომ ყველაფერი იცის პატარავ...ისე რჩევას მოგცემ. შენს მამიკოს თუ ჰგავხარ მოიყვანე ის გოგო, რით ხარ ნაკლები შეუყვარდა სოფიო დაავლო ხელი და დაისვა სახლში. ხოდა შენც გამოზარდე რა გიშლის ხელს პატარაა ის გოგო ჯერ და ასწავლით მანერებს, გადააქცევთ ისეთად როგორიც შენ ხარ . ან ის გოგო შეირთე მე რომ მტენიან ...ახლა კი მომიტევეთ ძალიან მეჩქარება, სხვა დროს კატალოგი მომიტანეთ და თავად ამოვირჩევ . იქნებ ვინმე გასართობად მაინც გამოდგეს
-დათო მოიცადე ... არ წახვიდე გთხოოვ- გარეთ გასულს დაედევნა სოფიო და ხელზე მოეხვია რომ გაეჩერებინა
-დედა სხვა დროს იმათთან ერთად არ დამიბარო, ხომ იცი რომ ვბრაზდები და თავს ვერ ვიკავებ- ჩუმად უთხრა , გაუღიმა და ლოყაზე აკოცა- მიყვარხარ ხომ იცი და ამ ერთხელ გაპატიებ , ვიცი მამამ გადაგიბირა !
-დათუნა ,რატომ არ გესმის .მართლა კარგი გოგოა
-როგორაა კარგი ,როდესაც გარიგებით თხოვდება თქვენზე და არა ჩემზე. მინისტრის რძლობა უნდა და არა ჩემი ცოლობა, უთხარით რომ ვერავინ გაიგებს მინისტ...
-საერთოდ არ უნდა მინისტრის რძლობა, არც შენ გიცნობს ,მაგრამ როგორ ვთქვა ისეთი გოგოა სიტყვებით ვერ აღვწერ
-არ მინდა დედი რა გთხოვ... რატომ გინდა რომ შენც გეჩხუბო და საერთოდ აღარ მოვიდე ამ სახლში?- ქალს ზემოდან უყურებდა, მისი ხელები ტუჩებთან მიიტანა და რამდენჯერმე აკოცა - გთხოვ დე
-კარგი...კარგი აღარაფერს ვამბობ. უბრალოდ თუ გადაიფიქრებ ხვალ 7 საათზე მოდი აქ იქნება ის გოგო თავისი ოჯახით და უბრალოდ ნახე. გეფიცები, პირობას გაძლევ შენ თუ არ მოგეწონება და იტყვი რომ უშნოა, ან კიდევ ნამდვილი წიგნის ჭია აღარასდროს ჩავრევ იმ ორს შენს პირად ცხოვრებაში
-პირობას მაძლევ სოფიო?
-შენ თავს ვფიცავარ , შენ თუ იტყვი რომ ის გოგო არ შეგეფერება აღარასდროს შეგაწუხებთ
-წავედი, გკოცნი . მოსვლის იმედი არ გქონდეს, არ მელოდო ტყუილად. ისე ისინი ასე დადიან ყოველ კვირას?
-ისე უბრალოდ დაპატიჟა მამაშენმა ვახშამზე, დიდი ხანია ერთად არ ყოფილხართ ჩვენთანო
-აჰ,ანუ ორივე ამ მიზეზს ეფარებით ხომ? საინტერესო ხალხი ხართ
გზაში იხსენებდა მომხდარს და იცინოდა. მერე ერეკლესთან წავიდა,პატარა ქალბატონს უკვე ეძინა, ბარბარე ბიბლიოთეკაში იყო ამიტომ ბატონი დადვანი გამოკეტა ოთახში და ვისკის ჭიქა მიაჩეჩა
-რა ხდება ,ამ დროს აქ რა ქარმა გადმოგაგდო. დღეს არ ჩამოხვედი შე ჩემა?
-მამაჩემი ვიღაც გოგოს მირიგებს
-ღადაობ?-სიცილი დაიწყო დადვანმა
- სერიოზულად!
-ცოლი მოგყავს შე ჩემა?
-რა გახარხარებს ... რა ცოლი ბიჭო შ*გ ხო არ გ*ქ ..ისე ხომ არ დავფიქრდე , მამაჩემი ისეთ ვინმეს შეარჩევდა ღალატზეც არ ექნება პრეტენზია და სახლში მყავდეს რა მიდის ჩემი
-დალიე და გაჩუმდი სჯობს!
-შენ რა გენაღვლება შეგიყვარდა დაავლე ხელი მოიტაცე , ბავშვიც გყავს უკვე თან არაჩვეულებირვი კიდე ერთხელ თუ შეაცდენ ბარბის ბიჭიც გააკეთო იქნებ
-სწორია, შემიყვარდა შენ კი არავინ არასდროს გყვარებია .მითუმეტეს ისინი ვისთანაც სექს* გაქვს ა ერთაერთი ბიოლოგიის მასწავლებელი გიყვარდა ისიც იმიტომ რომ მერვე კლასში იყავიდა იმ გოგოს დიდი ძუძუები ჰქონდა
-გმადლობ რომ შემახსენე ... სხვათაშორის სიყვარულს არც ველოდები. ცოლის ამბავი მაინც უსიყვარულო გამოვა,მაგრამ სანამ კატიუშას არ გავუსინჯავ გემოს მანამდე სხვა ქალზე ვერ მოვახდენ კონცენტრირებას. არ მაქვს ახლა ნერვები
-დაიტოვა ის მანქანა?
-არა! სანამ დავბრუნდი უკან ახალი იყიდა...რა მნიშვნელობა აქვს ახლა მაგას . მთავარია ორი რამ არის პირველი ის რომ კატუშა მინდა და მეორე ის რომ ვერ ვიგებ რომელი უფრო მომწონს მისი სხეული თუ მისი ხასიათი და რა უფრო მაინტერესებს მისი გაჟიმ*ა თუ მისთვის რქების წამტვრევა
-ახლა ორ წამს ჭიქა გადადე და დაფიქრდი რაზე მელაპარაკები
-ახლა ორ წამს დაფიქრდი შენ რამდენს მელაპარაკები ბარბარეზე როცა ჩხუბობთ და ეს რამდენიმე წინადადება იმ მილიონიდან გამოქვითე
-იმ შენს მეზობელს ჩემს ბარბარეს ადარებ?
-სიტყვებზე მიჭერ?
-გაები ბაღათურია?!- თვალებშ უყურებდა დანაშაულზე წასწრებულივით
-ეკე ეს შეკითხვა იყო თუ დარწმუნებული ხარ რომ გავები
-მე დარწმუნებული ვარ ,მაგრამ მაინტერესებს ეს შენც იცი თუ დიალოგის ბოლოს მიხვდები
-სისულელეა ! რომ მომენდომებინა ისიც ვერ გაუძლებდა ჩვენს შორის გაჩენილ სექსუალურ მიზიულობას და ძალიან მარტივად აღმოჩნდებოდა ჩემს მკლავებში
-რომ მოგენდომებინა
-მეზობელია და მასთან რომ დავწოლილიყავი პირველივე საუბრის მერე ,თან მხოლოდ ერთი ღამით და მერე გამეგრძელებინა ყველაფერი ისევ ისე როგორც ადრე იყო ცოტა უხერხული არ იქნებოდა? ის ხომ არ ჰგავს სხვებს და საერთოდ არ არის სექსუალურად აქტიური, ყოველ შემთხვევაში იმდენად რომ ეს ყველაფერი... რაზე ვლაპარაკობ? რატომ არ მაჩერებ კაიფობ ჩემი გაჭირვებით ხომ? მეც ასე ვიქცეოდი? მე რჩევებს გაძლევდი და სხვათაშორის მე რომ არა ტასოც არ იქნებოდა დღეს ... ბარბარე კიდე იმ თავის გამოს*** შეყვარებულს გაჰყვებოდა ცოლად
-გინდა ყბაში მოგდო ,ტვინი შეგერყეს და გგონია რომ მერე შეიცვლება შენი გაურკვეველი დამოკიდებულება ეკატერინეს მიმართ?
-დარტყმა არ მჭირდება, ისედაც ისე წარიმართება ყველაფერი როგორც მე მოვინდომებ!
-საქმეც იმაშია რომ არ იცი რა გინდა
-ვერ ვიტან ერთდროულად ლამაზ და სექსუალურ ქალებს . მხოლდო სექსუალური და გამოცდილი სჯობს
-მისი და უბრალოდ საყვარელია თუ გიორგის მომავალი ცოლია - თემა შეცვალა, აინტერესებდა გიორგის ამბები
-სავარაუდოდ ცოლია . დაგინათესავდება
-იმ ტურას სულ როგორ უმართლებს - ჩაიცინა დადვანმა და სავარძელს თავი მიაყრნო- რა გეშველება ახლა შენ?
-რომელ პრობლემაზე ამბობ ეკატერინეზე თუ 7 დიპლომიან საცოლეზე
-საცოლეზე ...წახვალ ხვალ?
-არ ვიცი გააჩნია საღამომდე როგორ ხასიათზე ვიქნები, თუ საქმეები მალე მოვაგვარე და თავისუფალი დრო დამრჩება გასართობად არ წავალ. თუ ტვინი ამტკივდა და ღადაობა მომინდა წავალ
-გინდა მიხეილს გულის შეტევა დამართო?
-ვერ გიტან როცა მშვიდად ზიხარ მაგ სავარძელში და ისე მელაპარაკები როგორც მამიკო
-მე კი ვერ გიტან როცა ქაოსია შენს ირგვლივ და დახმარებას მე მთხოვ
- რა თქმა უნდა პრობლემები სულ შენ უნდა გქონდეს და შენს წუწუნს ვუსმინო
-უჩვეულო სიტუაციაში ვარ , ხუთ წელში ერთხელ ვერ პოულობ პრობლემიდან გამოსავალს და 31 წლის განმავლობაში პირველადაა შენი პრობლემა ქალი
-არაჩვეულებრივი სტატისტიკაა ...ერთს ავიტან ხომ ასეა არა?
-ზედმეტად არეული ხარ, არ მომწონხარ ასეთი
საუბარი კაბინეტში შესულმა ბარბარემ შეაწყვეტინათ. რომელიც იმდენა „შიშველი“ იყო რომ აშკარად არ ელოდა იქ ბათუს ხილვას.
-არ მოგბეზრდა ყოველი კამათის მერე ამ კაბინეტში ... ბათუ? - სწრაფად შეიკრა ხალათის ქამარი და უხერხულად აიწურა
-რატომ არ გძინავს ვერ მეტყვი?
-ორი დღის წინ გითხრა ექიმმა არ დალიოო და შენ უკვე სვამ?- ჭიქა აართვა და თავად მოსვა სითხე- ამას როგორ სვამთ რა უბედურებაა! წავედი დავიძინებ ... ტყუილად არ ეცადო კარის გაღებას ჩაკეტილი იქნება
-რატომ რა დავაშავე
-მეკითხები კიდეც? - ჭიქა დადო და გაბრაზებულმა გახედა - მგონი ხვალაც ჩაიკეტება ჩემი საძინებლის კარი და კიდევ რამდენიმე დღე
-ბარბარე !
-შეგიძლია იღრიალო ...მე გავდივარ . ნახვამდის ბათუუ - ქმარს წარბშეკრული უყურებდა ,ბათუს გაუღიმა და წავიდა
-მოწონებაზე ვამბობდით ბოლოს ხომ? აი ასეთი არ მომწონხარ. ეს პატარა გოგო როგორ გაჩმორებს ასე ვერ მეტყვი?
-მოიყვანე ცოლი სიყვარულით და გაიგებ - ისევ წაიწია ჭიქისკენ ,მაგრამ დადო
-ექიმთან როდის იყავი?
-იმ ჭრილობის მერე სულ დამათრევს კლინიკაში და ექიმმა წამლები დამინიშნა ,არ ვსვამ არ მტკივა ეს ღვიძლი და ვერ ვიტან იმ აბებს . ღვინო მირჩევნია ის კიდე ხომ ხედავ როგორ მიხდის სამაგიეროს.
-მე რატომ არ მითხარი?
-არ იყავი აქ
-არ დამირეკავს და როგორ მეტყოდი ხომ?
-ახლა შენც უნდა მეჩხუბო? შენ ყველა წამალს სვამ ?
-რა თქმა უნდა !
-როგორ გიყვარს საკუთარი თავი შე ჩემა რა იყო
-შენ კი შენს ცოლს უფრო უყვარხარ ვიდრე შენ საკუთარი თავი
-მეც უფრო მიყვარს და ..მოიცა რა? ვუყვარვარ კი არა უბრალოდ ჩემი გამწარების საშუალება ნახა და ხელიდან ხომ არ გაუშვებდა ...რა სისულელეა
- ხო როგორ არა... წადი ახლა დაიძინე სადმე და ნუ სვამ თუ არ შეიძლება
-მიდიხარ?
-ხო ,მივდივარ !
-დამირეკე ხვალ რას იზამ მაინტერესებს
-დაგირეკავ ხვალ საღამოს . ტასიკოს აკოცე და თოჯინის მიცემა არ დაგავიწყდეს ,უთხარი ნათლიას მოენატრე და დაურეკე-თქო
-გადავცემ
ბაღათურია სახლში წავიდა, ჯერ საწოლში იწვა შემდეგ რომ მიხვდა ვერ იძინებდა ადგა და მეზობელ ბინას მიაშურა. კარი გახსნა და ეკატერინეს საძინებელში შევიდა, ჯერ სავარძელში იჯდა და მძინარეს უყურებდა,შემდეგ ადგა და მის გვერდით დაწვა. ქალბატონს ისე ღრმად ეძინა რეაქცია არ ჰქონია, ბალიშის ნაცვლად ბაღათურიას მოხვია ხელი,თავი მის მკერდზე დადო და უშფოთველად განაგრძო ძილი.
-პასუხი ვიპოვე ყინულის დედოფალო...მთლიანად შენ მინდიხარ, შენი სხეულიც და სულიც.. და ხო ,დამერხა ! - ჩუმად თქვა , თავზე აკოცა და ჩაეხუტა .
დილით გაღვიძება ვერ მოასწრო,რადგან ქალბატონს ისევ დილაადრიან დაურეკეს და ხელის ფათური რომ დაიწყო ტელეფონის ნაცვლად ბაღათურია შერჩა ხელში. სწრაფად წამოჯდა და თვალებგაფართოებული მიაშტერდა მძინარეს.
-მეჩვენება,მეჩვენება ,მეჩვენება ახლა გაქრება, ამ წამს გაქრება. გაქრა , გაქრა არაა არ შეიძლება ჩემს გვერდით ეძინოს
-სხვანაირადაც შეიძლებოდა ჩემი გაღვიძება,მაგრამ ჯანდაბას იყოს ასე
-კარი აგერია ხომ?
-დილამშვიდობისა კატუშა- იდაყვებს დაყრდნობილი წამოიწია
-კოცნა არ გაბედო - უცებ წამოვარდა საწოლიდან და უკან დაიხია - გთხოვ,გემუდარები მოშორდი ჩემი სახლიდან, სინდისი მაინც არ გაგაჩნია? როგორი კაცი ხარ... ასე როგორ იქცევი .არაკაცი ხარ ? წესით არ უნდა იყო... საერთოდ აქ არ უნდა იყო
-შენ ტვინს კიდევ სძინავს...სჯობს მობილურს უპასუხო მე კი მშვიდად წავალ და ჩემს საწოლში განვაგრძობ ძილს. საწოლი გამოცვალე , საერთოდ არაა კომფორტული, მერე ჩემთან შემოდი და გაჩვენებ როგორია კომფორტული საწოლი ძილისთვის
-ნამვილად მიდიხარ თუ სამზარეულოში დამხვდები,ან სააბაზანოში
-საუზმის მომზაება არ მეხერხება, სააბაზანოში სექსისთვის გამოფხიზლება გჭირდება. იმდენად გათიშული ხარ ორგაზმ*აც ვერ განიცდი ალბათ
-როგორ ვერ გიტან ...
-ბოროტი ხარ
კართან მივიდა კოდი აკრიფა და მშვიდად გავიდა. ეკატერინე წამსვე სააბაზანოში შეიკეტა და მანამ არ გავიდა სანამ ბოლომე არ გამოფხიზლდა. საძინებელში დატოვებული მობილური ისევ რომ მღეროდა ბოლოს და ბოლოს უპასუხა
-გისმენთ
-გამარჯობათ, ქალბატონი ეკატერინე ბრძანდებით?
-დიახ
-ბატონი მიხეილის მდივანი გაწუხებთ, ბატონ მიხეილს თქვენთან შეხვერა სურს რაც შეიძლება მალე . მაინტერესებს რომელ საათზე შეძლებთ შეხვედრას, შემიძლია შემოგთავაზოთ რამდენიმე თავისუფალი დრო და თქვენ აირჩიეთ
-უკაცრავად გოგონა რა საქმესთან დაკავშირებითაა შეხვედრა?
-თქვენ ვერ გაიგეთ, თქვენი პროფესია არაფერ შუაშია, ბატონმა მიხეილმა გადმოგცათ რომ საქმე პირადულია და აუცილებელია თქვენი მოსვლა. გთხოვთ რომ მოხვიდეთ ...ხომ მოხვალთ? ბატონ მინისტრს აქვს დრო დილის 12 საათამდე...შემდეგ შეხვედრები აქვს და ისევ თავისუფალი რო 4 დან 5ის ნახევრამდე.
-ერთ საათში მოვალ სამინისტროში ...
-უკაცრავად შეწუხებისთვის ...ნახვამდის - ისევ იგივე სიჩქარით უთხრა და გათიშა.
ერთ საათში მიხეილის კაბინეტისკენ მიუძღვოდა მდივანი . იმდენად ჩუმად იყო გეგონებოდათ მობილურით სხვა საუბრობდა.
-შეგიძლიათ შებრძანდეთ...
-მოხვედი ძვირფასო? როგორც ყოველთვის პუნქტუალური ხარ- მიხეილი მაშინვე შეეგება და თბილად მოიკითხა
-დამიბარეთ და მეც მოვედი ... იმედია ყველაფერი რიგზეა
-მაპატიე რომ ასე ადრე შეგაწუხეს,უბრალოდ ძალიან დაკავებული დღეები მაქვს
-არაუშავს...
-ყავას ან ჩაის დალევ?
-არა გმადლობთ,უკვე მივირთვი ასე რომ სჯობს თქვენი დრო არ დავხარჯოთ და ვისაუბროთ. ერთ საათში ლექცია მაქვს და არავინ დამიჯერებს რომ ვუთხრა მინისტრთან დილის 10 ზე მქონდა შეხვედრა-თქო
-პირადად მინდოდა გვესაუბრა ,გულწრფელად ამიტომ დაგიბარე
-სავარაუდოდ საქმე დავითს ეხება ,რომელსაც ჯერ კიდევ არ ვიცნობ
-დარწმუნებული ვარ საერთოდ არ გახსოვს დათა , ალბათ ვარაუდობ რომ შეშლილია, ავადმყოფი ან კიდევ იმდენად უხეში რომ დროს ვწელავთ.
- და სინამდვილეს რომელი მათგანი შეესაბამება?
-არ მინდა რომ მოგატყუო , პოლიტიკოსი არ ვიქნები შენთან მიმართებაში- გაიღიმა და მაგიდას დაეყრდნო- მინდა იცოდე რომ ჩემს უფროს ვაჟს აქვს რთული ხასიათი ,არის მკაცრად გამიჯნული ჩვენი ოჯახისგან, საქმისგან და სრულიად განსხვავდება მაქსიმესგან. დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, არასდროსაა ჩვენთან. არ ვმალავთ, რიამე დეფექტის გამო ის უბრალოდ არ ეხვევა პოლიტიკურ ჭაობში ,როგორც ამბობს ამ სიბინძურეში ჩაფლობა არ სურს.
-და რა თქმა უნდა წინააღმდეგია ქორწინების , სავარაუდოდ არც კი იცის ვინ ვარ . თქვენ კი აქ სასაუბროდ იმიტომ დამიბარეთ რომ მზად ვიყო მისი შემოტევისთვის და გეშინიათ რომ მასთან საუბრის შემდეგ უარს ვიტყვი?
-ზუსტად!
-მაშ რატომ ვსაუბრობთ? მე არ ვაპირებ თავი დავიმცირო და მისი მოხიბვლა ვცადო მითუმეტეს იარაღი გავხდე თქვენს ხელში და აჯანყებული შვილი დაგიბრუნოთ
-ვიცოდი რომ ამას მეტყოდი. რატომ დათანხმდი ამ წინადადებას?
-ჩემს სრულფასოვან ცხოვრებას შვილები აკლია, მე კი არ მინდა ისინი ისეთი ადამიანისგან მყავდეს რომ ვინანო საერთოდ მათი გაჩენა. რაც არ უნდა უგულოდ ჟღერდეს სრული სიმართლე ეს არის , თუმცა მხოლოდ თქვენი შვილის გენები არაფერს გააწყობს თუ გარემოც შესაბამისი არ იქნება
-ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ, ამ საღამოს შენს ოჯახთან ერთად გვეწვიე ვახშამზე
-მორიგი გაცნობის მცდელობას გეგმავთ?
-ეკატერინე ძალიან გთხოვ ნუ იქნები ამდენად რადიკალური
-ვიფიქრებ თქვენს თხოვნაზე ...ნახვამდის ბატონო მიხეილ
კაბინეტიდან რომ გამოვიდა ერთიანად მოაწვა ემოციები. სწრაფად დატოვა იქაურობა და ლექციაზეც ისე შევიდა რომ თავი უსკდებოდა,ნერვები ეშლებოდა მსგავსი სულელური გადაწყვეტილება რომ მიიღო და თან ისე რომ მთავარი , საქმროს აზრი არ გაიგო
სახლში რომ მივიდა სადარაზოსთან მაქსიმე დაინახა. ბიჭმა თითქოს გვერდის ავლა სცადა,მაგრამ მიხვდა რომ უკვე შემჩნეული ჰყავდა ეკატერინეს და მისკენ გაემართა
-საღამომშვიდობის ეკატერინე, როგორც ჩანს ზუსტ დროს მოვედი
-არ მითხრა რომ შენც უნდა მესაუბრო უფროსი ძმის ნაკლოვანებებზე
-და სხვა ვინ გესაუბრა? მე არ ვაპირებდი ნაკლოვანებებზე ხაზგასმას...არ მიმიღებ?
-უკაცრავად...უბრალოდ მთელი დღეა ასე ვთქვათ გადავიღალე
-რომელ სართულზე ხარ?
-მეშვიდე... შენ რა მთელი კორპუსის შემოვალს აპირებდი?
-ვიფიქრე რომ ...ვიკითხავდი . არ იცნობ მეზობლებს?- დაბნეული იყო,მაგრამ კატერინას ყურადღება არ მიუქცევია
-მხოლოდ ერთს ,კარის მეზობელს და ნეტავ მასაც არ ვიცნობდე- ჩუმად ჩაილაპარაკა და ლიფტიდან გავიდა. კარში ისე სწრაფად შევიდა მაქსი ,ლამის შეასწრო ეკატერინეს
-წყალი შეგიძლია მომაწოდო? დღეს მეც ბევრი საქმე გავაკეთე დრო რომ დამრჩენოდა და რაღაც ცუდად ვარ
-ახლავე მოგიტან...დაბრძანდი
სავარძელში დაჯდა ბიჭი და სახეზე ხელები ჩამოისვა
-მეჩვენება თუ ძალიან ღელავ?
-დათამ რომ გაიგოს შენთან მოვედი ცოცხლად გამატყავებს
-არ მითხრა რომ ყველაფერთან ერთად დამნაშავეცაა...
-ის ცოტა უხეშია, თავზეხელაღებული და საერთოდ როდესაც აბრაზებენ მუშტების მოქნევას არ ერიდება
-ჩვეულებრივი ველურია ?
-მხოლოდ ამ მხრიდან თუ შევხედავთ ხო,მაგრამ ამავე დროს ძალიან მშვიდია , თავშეკავებული და უაღრესად ზრდილობიანი როდესაც ამის საჭიროებაა.
-ანუ ხან იგინება ხანაც კორექტულია და ბულბულივით ტკბილი ენა აქვს?
-შეიძლება სულელურად ჟღერს,მაგრამ შენთან და დათასთან თითქმის ერთნაირად მაქვს დრო გატარებული.ორივეს გიცნობთ და დარწმუნებული ვარ რომ საოცარი წყვილი იქნებით> ერთმანეთს შეავსებთ და თქვენი შვილი ამქვეყნად ყველაზე საოცარი ბავშვი იქნება
-ყველანი შვილზე რომ ამახვილებთ ყურადღებას ცოტა კომიკურია, თითქოს სპერმის დონორს დავეძებ
-უხეშად თუ ვიტყვით ნამდვილად შესაფერის სპერმის დონორს ეძებ,ოღონდ ჩემი პაციენტებისგან განსხვავებით გინდა რომ გააყოფიერების ნაყოფს იდეალური ოჯახიც ჰქონდეს და შენ ქმარსაც ისეტივე შეხედულებები როგორიც შენ გაქვს,ამ პუნქტს ალბათ ვერ შეასრულებ,მაგრამ მიუღწევადი არაფერია -მაქსიმე პირდაპირი იყო და არ მალავდა საკუთარ აზრებს
-მაქსიმე აქ რატომ მოხვედი?
-მეც არ ვიცი... არ მოხვალ ხომ დღეს?
-სავარაუდოდ მხოლოდ მაშინ მოვალ როდესაც ეს ვიზიდი წმინდა მეგობრული იქნება
-გახსოვს შენთან სულ მე დავდიოდი, შენებიც კი იშვიათად გვსტუმრობდნენ
-მეგობრების თავშესაფარი ჩემი სახლი იყო ყოველთვის
-რა უნდა გითხრა რომ ჩემი ძმას გაჰყვე ცოლად ვერ ვხვები
-ვერ გეტყვი როგორ უნდა აიძულო კაცს ცოლი შეირთოს ... რა უნდა შესთავაზო
-მან რომ თანხმობა თქვას უბრალოდ შენი ნახვა სჭირდება ... შენ კი არ ვიცი როგორ დაგითანხმო
-უკვე სასაცილოა ამაზე საუბარი...მართლა ბიზნეს შეთანხმება ხომ არ არის ოჯახის შექმნა ყველაზე რთული ნაბიჯია რომელზეც დიდხანს უნდა იფიქრო. მითუმეტეს თუ ამდენი დაბრკოლებაა,მე კი არ ვაპირებ ტვინის ჭ....ტვას და ცხოვრების თავდაყირა დაყენებას.
-მაშ დროა წავიდე. იმედია მე და შენ ისევ მეგობრები ვიქნებით
-ეჭვი გეპარებოდა?
-არა... არა რა თქმა უნდა. არაა საჭირო გაცილება,თავად წავალ არ შეწუხდე- უცებ წამოდგა და სწრაფად დახურა კარი. ის იყო ლიფტისკენ უნდა წასულიყო კარი რომ გაიღო და იქედან ბათუ გამოვიდა
-შენ? აქ რა გინდა ლაბორატორიის ბიჭო?
-რა მენდომება...რა თქმა უნდა შენთან მოვედი -არ დაიბნა და წამსვე უპასუხა
-არ ვიცოდი ჩემი მისამართი თუ გახსოვდა
-დიდი ხანია ვაკაკუნებ და თუ დროზე გააღებ კარს დამავალებ
-როგორი გაფითრებული ხარ რამე პრობლემა გაქვს?
-პრობლემა შენ გაქვს სულ ,მე არავითარი
-რა გინდა ცოლი უნდა შემტენო?
-საერთოდაც იმ გოგოს იქეთ უნდა ეტენებოდე ისეთია ,მაგრამ როგორც გინდა ისე თქვი
-გამოვიცანი?
-ანუ შენზე მაგარია და შენ რომ შეირთო არ გინდა?
-მე რომ მომწონდეს შენ შემოგთავაზებდი? ისე ჩემს შეყვარებულზე რატომ გაიგე?-ძმასთან ყოფნა მოსწონდა, მაგრამ იმდენად განსხვავებულები იყვნენ საუბარი დიდხანს არ გრძელდებოდა
-რატომ თუ როგორ
-რატომ
-შენზე უკეთ ვიცი ძმის საქმეში ჩარევა და დახმარება
-არასდროს ჩარეულხარ ჩემს საქმეში და მითუმეტეს არ დამხმარებიხარ
-ზუსტად მაგას გეუბნები მეც, რატომ ჰყოფ ჩემს საქმეში ცხვირს? ან ვინ გითხრა რომ დახმარება მჭირდება?
-კარს არ გააღებ?
-აქვე ვერ მეტყვი სათქმელს?
-მოხვალ დღეს თუ არა?
-არა
-კარგი ნუ მოხვალ...მართლა მე ვიფიქრებ იმ გოგოს შერთვაზე
-ახლა რა შენ რო მოგინდა მეც მომინება თუ რა...რა ავადმყოფი ხარ ღმერთო ჩემო. ამდენი კვერცხუჯრედის და სპერმის ნაყურები დაშტერდი . ნახვამდის
დერეფანში დატოვა მაქსიმე. მან კი როგორც იქნა დააღწია იაქაურობას თავი ,აღარც კი იცოდა როგორ გაემხილა ეს აღმოჩენა მშბლებისთვის, ან ეთქვა საერთ თუ არა. გათიშული მივიდა სახლში და დაელოდა მოვლენების განვითარებას.
ეკატერინე ორ მხარეს უსმენდა და არ იცოდა გადაწყვეტილება როგორ მიეღო. ერთ მხარეს ლიზა ედგა მეორე მხარეს ნელიკო და ორივე ერთდროულად ელაპარაკებოდა.ერთი წასვლას სთხოვა მეორე დარჩენას. ბოლოს ყელში ამოუვიდა თავი ასტკივდა და წამოიყვირა მოვდივარო. სიტყვაზე დაიჭირა ნელიმ და ვახომ ასე რომ . ელეგანტურ კაბაში გამოწყობილი, ლიზას მიერ გაკეთებული მაკიაჟითა და ვარცხნილობით წარსდგა სოფიოსა და მიხეილის წინაშე. ვინაიდან ლიზა მეგობრის ქორწილში წაყოლას სთხოვდა არაჩვეულებრივად გამოიყურებდა. საბოლოო გადაწყვეტილებით ორივე დააკმაყოფილა ჯერ მათთან წასვლა გადაწყვიტა შემდეგ კი ქორწილში .
-მალე შევალთ მალე წავალთ- ლიზამ უთხრა ჩურჩულით და სოფიოს გაუღიმა
-გეთანხმები
-ანუ უარს ამბობ
-ვაიმე ლიზა ხომ გითხარი არა?
-აბა რა გვინდოდა აქ გამაგებინეე ...
-პატივისცემის ამბავია , ვერ გაიგებ შენ - ნელიმ უთხრა ელიზაბეტს და თვალები დაუბრიალა
მისაღებში ისხდნენ და საუბრობდნენ , არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ ზოგად თემებს მიმოიხილავდნენ. მიხეილის საქმეებს შეეხნენ, ელიზაბეტის ხატვის ამბებს და მაქსიმეს საქმეზეც რომ აპირებდნენ გადასვლას ისე მიაყოლა მიხეილმა ქორწილის ამბავი
-ბავშვებზე საუბრის დროს ყოველთვის წარმოვიდგენ დათასა და ეკატერინეს შვილებს
-მიხეილ ძალიან გთხოვ შეეშვი ამ საკითხს
-კარგი რა ვახო ... ახლანდელ ახალგაზრდებს უნდა ვუსმინოთ? შენ და ნელიკოც არ იცნობდით ნორმალურად ერთმანეთს ,მაგრამ ამენი წელია ერთად ხართ და არ გიყვარს შენი ცოლი?
-ახლა რა დებატები უნდა გავმართოთ ბატონო მინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით? -ლიზამ უთხრა და წარბი მაღლა აზიდა
-საყვარელო ნუთუ შენი დისთვის ბედნეირება არ გინდა?
-თქვენ ვერ წარმოდიგენთ მარტო რა ბედნიერია
-ელიზაბეტ გეყოფა თავხედობა !
-დედა დღეს მე და ბატონი მიხეილი შევხვდით და მე - ის იყო უნდა ეთქვა უარი ვთქვი ქორწინებაზეო ნაბიჯების ხმა რომ გაისმა და ოთახში ბატონი ბათუ შევიდა
-საღამომშვიდობის ,ძვირფასო ოჯახო და დაწუნებ... ეკატერინე ? -თავისი ირონიით გაჟღენთილი წინადადება სულ გადაავიწყდა , წარმოდგენილი სპექტაკლიც ჩაეშალა ქალი რომ დაინახა
-დათაა მოხვედი ? ჩემო საყავრელო როგორ გაამხარე. - სოფიო მაშინვე მეიჭრა და მოევხია- შენ რა მას უყურებ? იცნობ?- ჩურჩული განაგრძო
-ის თანახმაა ხო?- ეკატერინეს უყურებდა და გონებაში ათასი ფერი ერთად უფეთქდებოდა
-ხოო
-ბეჭედი მოიტანე...სწრაფად დედა-ჩურჩულით უთხრა ისე რომ ეკატერინესთვის მზერა არ მოუშორებია
-დარწმუნებული ხარ? - ქალმა აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო
-სრულიად არა ,მაგრამ ამ დროისთვის დიახ- ღმილით უთხრა ისე რომ სხვას ვერაფერი გაეგო და შემდეგ ვახოსკენ წავიდა.- ბატონო ვახტანგ როგორ ბრძანდებით? რამდენი წელი გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან
-კარგად შვილო,გმადლობ. იმდენი წელი გავიდა რომ ვერც კი გიცნობდი სადმე რომ შემხვედროდი
-ვერავინ ვიცნობდით ... სამწუხაროდ - ელიზაბეტმა ძლივს ორი სიტყვა თქვა. ეკატერინე კი ისევ ისე იჯდა და ბაღათურიას თვალს ადევნებდა,უყურებდა როგორ მშვიდად ესაუბრებოდა ნელისა და ვახოს. როგორ დაიძრა და ელიზაბეტს გაუღიმა შემდეგ კი მის წინ გაჩერდა და ზემოდან დახედა
-საცოლევ . როგორ გამიხარდა შენი დანახვა
-უკაცრავად მე არ დამისრულებია სათქმელი - ბაღათურიას წინ დადგა და მიხეილს შეხედა, შემდეგ ვახოსა და ნელის გადახედა,მაგრამ არ გამოუვიდა. ბაღათურიამ მისი ხელი თავის ხელში მოიქცია და თითები მოუჭირა
-სავარაუდოდ ქორწილის შენთვის სასურველი თარიღის თქმას აპირებდი ხომ კატერინა
-როგორც მივხვდი ერთმანეთს იცნობთ ხომ?
-ვიცნობთ მამა,რა თქმა უნდა ვიცნობთ. ვეღარ მოვითმინე და თავად გავიცანი ,თქვენი დათქმული დრო არასდროს იყო ორივესთვის მოსახერხებელი
-ბათუ...დათა შეწყვიტე ! დედა ,მამა მე არ
ისევ ვერაფერი თქვა სოფიო შევიდა ბეჭდის ყუთი მიაწოდა ბათუს და მანაც მაშინვე დაიწყო
-ბატონო ვახტანგ,ქალბატონო ნელი მომიტევეთ ასე რომ გადავდე ეს საქმე, ახლა კი ასე უცებ რომ მოვაწყვეთ ნიშნობა. წესით ჩვენ უნდა მოვსულიყავით თქვენთან,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს დეტალებს, მთავარია შედეგი ასე არ არის? მე კი მინდა თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ ,მამა ბატონი უკვე გესაუბრათ ამ საკითხთან დაკავშირებით და ვფიქრობ წინააღმდეგი არ ხართ
-არა რა თქმა უნდა შვილო... პირიქით .ნამდვილად შესანიშნავი წყვილი ხართ
-ბათუ
-ღმერთო უშველე ჩემს დას...ღმერთო - ელიზაბეტი ჩურჩულებდა და წყვილს ქვემოდან უყურებდა .
-იმედია შენი ზომა იქნება- თითებზე ხელი მოუჭირა სანამ გაწევდა და არათითზე ბეჭედი მოარგო . ფაქტობრივად ექაჩებოდა ეკატერინე,მაგრამ არაფერი გამოუვიდა. იმდენად იყო შოკირებული,ნორმალურად სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა ისე დაეხვივნენ მშობლები.ულოცავდნენ, მაქსიმეც ულოცავდა . ელიზაბეტს ჩაკიდა ხელი და დაეყრდნო
-მიშველე ...ლიზა მიშველე !
-მე რა გიშველო..როგორ გიშველო . ამოიღე ხმა თქვი რომ არ გინდა ...თქვი ვინც არის და
-ლიზიკო ტვინს ნუ ურევ უფროს დას ასე როგორ შეიძლება? - ხელი მოხვია ეკატერინეს და სხეულზე აიკრა -საცოლევ ბედნიერებისგან დამუნჯდი? შეხედე ჩვენს მშობლებს რა ბედნიერები არიან -ყელში აკოცა და გაიცინა
-შენ ნამდვილი არაკაცი ხარ...შენ
-ეკატერინე იქნებ გაჩვენოს თავისი საძინებელი ამ სახლში ან თავისუფალი ოთახი. სახლი დაგათვალიერებინოს - თვალები აატრიალა ლიზამ და ანიშნა მარტო გაიყვანეო. მანაც ძლივს მოიფიქრა ხელები მოიშორა და ოთახიდან გავიდა.
-სად მირბიხარ კატუსი?
-ყველაფერი იცოდი და ელოდი როდის მათქმევინებდნენ თანხმობას?
-შენი აზრით ვიცოდი და ამ ამბავს აქამე არ გამოვიყენებდი? პირველად წავაგე მამაჩემისგან შორს ყოფნით .
-ახლა არ თქვა რომ ეკატერინე ერისთავიც ვერ მიხვდი ვინ იყო
-ეგ კი მივხვდი ,მაგრამ რა აზრი ჰქონდა. არ ვიცოდი ისევ თუ მეგობრობდნენ ჩვენი მშობლები
-რა გულწრფელი ხარ . როგორ მოახერხე... როგორ ვერ მივხვი ვინ იყავი , მაგრამ იმდენად განსხვავდები იმდენად რომ შენი გვარისთვისაც კი არ მიმიქცევია ყურადღება, როგორ შეიძლებოდა დამეშვა რომ სოფიოს და მიხეილის შვილი იყავი
-რას წარმოვიდგენდი შენი ფეხით თუ მოხვიდოდი ჩემამდე
-შენ რა გგონია რომ ცოლად გამოგყვები? ავადმყოფი ხარ? თამაში გგონია თუ რა ცოლად გინდა შემირთო?
-იცი მაგ ბეჭედს ,რამდენიმე წუთის წინ რომ გაგიკეთე მშვენიერ არათითზე ,ნიშNობის ბეჭედი ჰქვია
-ეგ ნიშნობის ბეჭედი ახლავე დაგიბრუნო თუ დედაშენს გადავცე
-ამდენ ხანს მელოდი როდის გამოვჩნდებოდი, თანახმა იყავი ქორწინებაზე და ასე უცებ ნებდები?
-რა კარგ ხასიათზე ხარ, როგორ არ მითხარი ასე ძალიან თუ გინდოდა ჩემი ცოლად შერთვა
-მოწოდებული ვყოფილვარ,ვერ ვხვდებოდი რა მინდოდა და აი თურმე რა მჭირდებოდა
-შენთან საუბარსაც კი აზრი არ აქვს როგორც ყოველთვის ახლაც ფუჭად ვხარჯავ დროს -კარი გააღო და ოთახიდან გავიდა.
-ბავშვებო როგორც იქნა გამოჩნდით,გეძებდით - ნელიკო გამოჩნდა ეკატერინე მაშინვე მისკენ დაიძრა
-დედა მომისმინე ერთი წუთი დამითმე მხოლოდ- ეკატერინე ოთახში დაბრუნებას აპირებდა ბათუმ რომ მოხვია ხელი და თავისკენ შეაბრუნა
-სად წახვედი ძვირფასო? - ღიმილით უთხრა და ტუჩებზე დააცხრა
-ბათუუ- ძლივს ამოთქვა,მაგრამ არაფერი გამოუვიდა სანამ თავად არ მოშორდა. შემდეგ ისევ ოთახისკენ შეაბრუნა და მასთან ერთად შევიდა - მე და ეკატერინე ვსაუბრობდით და გადავწყვიტეთ ქორწილის თარიღი დღესვე დავნიშნოთ. ეკატერინე ვეღარ ითმენს და
-ეკატერინე - ლიზამ წამსვე გამოსტაცა და ხელზე მოუჭირა- რას აკეთებ
-გავანადგურებ! ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევ! - ჩუმად თქვა და ბაღათურიას მიეკრო
-ვსაუბრობდით და გადავწყვიტეთ რომ აჯობებს გრანდიოზული ქორწილი გადავიხადოთ ... ვინაიდან საზღვარგარეთ წავალთ თაფლობის თვეში ორივეს დრო უნდა გვქონდეს . შვებულება ივლისში მეწყება და ქორწილიც ივლისის ბოლოს იქნება- იდენად სწრაფად თქვა და ამავე დროს იმდენად მშვიდად რომ ბაღათურიამ სიტყვის თქმა ვეღარ მოახერხა
-დათა შენც თანახმა ხარ შვილო?- სოფიომ შეხედა გაოცებული იყო ქალი ამდენ ხანს როგორაა ასე მშვიდადო
-რა თქმა უნდა თანახმაა ... მეტიც დამპირდა რომ თავის ბინას ამ კვირაშივე გაყიდის და თქვენთან გადმოვა
-ხოო?! როდის დაგპირდი? მეგონა მაგ დროს მკოცნიდი და თანხმობა სხვა რამეზე გითხარი საყავრელო
-ვაიმეე საყვარელოო ,სულ დამავიწყდა რომ სიურპრიზის გაკეთებას აპირებდი.იმდენად ვარ აღელვებული რომ ,მაპატიე გთხოოვ! მიხეილ უთხარით რომ სიხარულით მიიღებთ შვილს უკან მშობლიურ სახლში
-დათუნა შვილოო ,მართლა ბრუნდები ? დეეე ...დედას სიხარულოო როგორ გამახარე .ღმერთო ჩემო სასწაულების აღარც კი მჯეროდა - სოფიოს ცრემლები წასკდა ისე მოეხვია ბათუს ბიჭმა ვეღარ მოიფიქრა თავი როგორ დაეხსნა ამ სიტუაციიდან.
-დედა გთხოვ ნუ ტირი...დედა
-აი აღარ ვტირი,მორჩა. მთავარია შენ გვიბრუნები ჩემო საყავრელო
-რადგან ყველაფერი მოგვარდა და იმაზე უკეთაა ვიდრე წარმოვიდგენდი შეგვიძლია სუფრას მივუსხდეთ. ამაზე უკეთესი აღსაღნიშნი საქმე ჯერ არ გვქონია ბაღათურიებს ოჯახში
ეკატერინე დაბნეული იყურებოდა , ბაღათურია ხელს არ უშვებდა და სულ მთლად გაითიშა. იმდენა სპონტანურად ,ცხელ გულზე მოქმედებდა რომ ვერც კი იაზრებდა რას აკეთებდა. ელიზაბეტიც კი შოკირებული იყო მისი ქცევის გამო .
დასხდნენ სუფრასთან და ისე დაიწყეს დალოცვები ,მილოცვები და გეგმების დაწყობა ყველაფრის გააზრება რომ მოასწრო მეშვიდე შვილიც იცოდნენ უკვე როგორი ეყოლებოდათ . ბაღათურია ასკარად კმაყოფილი იყო სიტუაციით, საოცრად ერთობოდა , კაიფობდა ფაქტობრივად. ისე იქცეოდა,ისე საუბრობდა რომ ზოგჯერ ყურებს ვერ უჯერებდა ეკატერინე.
-მე მომიტევეთ ამ საოცარ გეგმებს რომ ვერ ვუსმენ ბოლომდე, უბრალოდ აუცილებლად უნდა მივიდე ქორწილში
-იცით მეც უნდა წავიდე . ვფიქრობ საჭირო აღარაა ჩემი აქ ყოფნა, უკვე ყველაფერი დავგეგმეთ მგონი
-მარტოს ხომ არ გავუშვებ გოგონებს თან იმ აღნიშნულ ქორწილში მეც ვარ დაპატიჟებული,წასვლას არ ვგეგმავდი ,მაგრამ ჩემი ქალბატონი რადგან მიბრძანდება ...სადაც ის იქაც მე
-ლექციებსაც ჩაატარებ ალბათ ხომ? - ჩურჩულით უთხრა და ლიზას ხელი მიადო რომ გადაედგა ნაბიჯი.
სამივე ერთად გავიდნენ , ბაღათურია თავისი მანქანისკენ დაიძრა
-ამიხსნით რა ჯანდაბა ხდება თუ ჩემი სიგიჟის გადაფარვა გადაწყვიტეთ გაერთიანდით და გინდათ დამამციროთ ეს პატარა გოგო და მაგრძNობინოთ რომ მთელი ცხოვრება ყველაზე გიჟი ტყუილად მეგონა თავი
-არ მითხრა რომ მიწუნებ სიძედ
-შენ რა მართლა აპირებ ჩემი დის ცოლად შერთვას? იცოდი ვინც ვიყავით და არაფერი თქვი?
-ნახევარმა მამაჩემის სანაცნობომ არ იცის რომ მისი შვილი ვარ ,გეკითხათ იმ მინისტრი ბაღათურიას ნათესავი ხომ არ ხარო და იქნებ მეთქვა კიდეც . აბა დასხდებით თუ იმ დროს მივიდეთ სიძე დედოფალი რომ გაიპარებიან
-მართლა მოდიხარ ?
-მეც დაპატიჟებული ვარ -თქო ვერ გაიგე? რამენი წლის ხარ ისე კატუშა შენ?
-ვიცინეთ გვეყოს
-სიცილზე გამახსენდა შენი ქორწილის, თაფლობის თვის და ბინის გაყიდვის ამბავი და მერე ვისაუბრებთ ჩემო საცოლევ მაგაზე
-მაგ ბინაში მე უნდა გადმოვიდე და გიყუროთ ერთ დღეს მაინც. რა მეზობლობა გაქვთ აასეთი როგორც კი დაინახე ჩემი და ეგრევე დათანხმდი ქორწილზე
-გიორგი იქნება იქ ხომ? ვეტყვი რომ ახალ ბოიფრენდს ეძებ
-არ გირჩევ ყმაწვილო ცოლისდის გადამტერებას
-არ ვაპირებ მე ამაზე მითხოვებას
-ივლისის ბოლომდე რას აპირებ ? არ მითხრა რომ ჩემს მშობლებს წარმოდგენას დაუკარგავ?
-ნამდვილად რომ დაქორწინდეთ მაგაზე არცერთი ფიქრობთ დავიჯერო? გიყურებთ და მართლა ვიჯერებ უფროსების შორსმჭვრეტელობის ამბავს
-ელიზაბეტ მგონი დიდი შოკი მიიღე და ცუდად ხარ
ბაღათურია დუმდა და მანამ უსმენდა დების დიალოგს სანამ რესტორანთან არ გააჩერა მანქანა. შემდეგ გადავიდა და კარი გაუღო ორივეს
=ხელი არ მახლო!
-ქორწილამდე უკარებას მეთამაშები ?
-დადუმდი !
-ქორწილამდე გაიხარე მერე დავამყარებ პატრიარქატს
-გიყურებთ და ეს გოგო სხვა მგონია...ბათუუუ სასწაულმოქმედი ყოფილხარ, მაგრამ გაბრაზებული ვარ , მოგვატყუე
-ცდები ცოლისდავ ...ცდებიიი. ახლა სჯობს დააკვირდეთ ქორწილს, ჩაინიშნეთ შენიშვნები და გაითვალისწინეთ
-იოცნებე
-არც მიოცნებია ისე მიხდები და რომ ვიოცნებო ხომ საერთოდ საოცრებებს გამიკეთებ
-მოვკლავ!
-ახლავე განვაცხადოთ ქორწილზე თუ წამოხვალ მოლაპარაკებაზე
-არცერთი სიტყვა
-სანაცვლოდ რას მივიღებ?
-რაც გინდა, ოღონდ არავინ გაიგებს ქორწილზე
-სულ არავინ ? მაშინ საფასურს გავზრდი
-არავინ
-კარგი ,შევთანხმით -ეკატერინე შენობაში შესვლას აპირებდა ბათუმ რომ შეაბრუნა და ზემოდან დააჩერდა- კოცნის გარეშე სად მიდიხარ
-უკაცრავად?
-შენი აზრით როგორ გადამიხდი?
-არც იცოდნებო რომ ჩემი ნებით
-აბა დაისის შემდეგ გამოვაცხადო ჩვენს ქორწილზე თუ თაიგულს რომ ისვრის დედოფალი დავიჭრო და მაშინ
-ვერ გიტან!- მიიწია და აკოცა,მაგრამ ბაღათურიამ ხელები ისე მოხვია მოშორება ვერ შეძლო.
-ახლა შეგიძლია შებრძანდე !-კმაყოფილი იყო, არც ფიქრობდა მაგრამ მთელი არსებით გრძნობდა სიხარულს
ეკატერინე რესტორანში შევიდა და თავისი ადგილი დაიკავა. სინამდვილეში ისევ მომხდარზე ფიქრობდა,იქ კი უბრალოდ სხეული იმყოფებოდა.
ბაღათურიამ ერეკლეს შეხვდა და იქვე ბართან ჩამოჯდა
-იყავი სახლში? ნახე საცოლე?
-მგონი ცოლს ვირთავ
-რამე გაიკეთე თუ უბრალოდ დაბოლილი ხარ. მე რატო მომტეხე?
-ეკატერინე იყო იქ ,როგორც კი დავინახე ეგრევე წამოვაცვი ბეჭედი . მუხლებზე დადგომაღა მაკლდა, იმდენი ვითამაშე ნებისმიერ დასში ამიყვანენ მაღალანაზღაურებად მსახიობად
-ეკატერინე,მეზობელი ეკატერინე
-ერისთავები ხო მეგობრებენ ჩემებთან და უნდა მეფიქრა მაგაზე,მაგრამ კატუშა თუ ფიქრობდა ასე გათხოვებაზე ...ანუ რა გამოდის რომ სანამ მე მკოცნიდა ცოლად მომყვებოდა?
-გაგიჟდი მგონი! არ მჯერა
-ქორწილი ივლისის ბოლოს დანიშნა და ჩემებს უთხრა ბათუს თქვენთან დაბრუნეა უნდაო,წამსვე გადამიხადა სამაგიერო
-გნახა და მაინც მოგყვება? რა უნდა ვერ გავიგე,თავიდანვე იცოდა ვინც იყავი?
-არა , არაფერი იცოდა .რომ დამინახა გაოცებისგან დამუნჯდა
-ღადაობ თუ მართლა მოიყვან
-თითქმის სამი თვე მაქ წინ, რა მიდის ჩემი? იცი როგორ ვაგიჟებ?
-მშობლების სახლში ვინ დაგაბრუნა
-ხო ,გამაოცა იცი? მგონი იხოდება და სულ არ მაწყობს ეგ მე .ვაიდა მაჯობოს?
-რა დროს შეჯიბრია ცოლად მოგყავს აზრზე ხარ შენ?
-რა გაყვირებს
-როდის ვყვირი
-ისე იძაბები იგივეა რა ! წამო ახლა ავიდეთ თორე გავმაზეთ ქორწილი... ბარბი აქაა?
-არ წამოვიდა, მეც ცოტა ხნით ვიყავი გავდივარ უკვე. ცოტნეს ვტოვებ და თუ ძალიან გაილეშე უთხარი წაგიყვანოს
-გაგიჟდი? დღეს წვეთის დამლევი არ ვარ...ისედაც გათიშული ვარ შე ჩემა
-მერე ვილაპარაკოთ გონს რომ მოხვალ ახლა ვერაფერი გავიგე შენი -მხარზე ხელი დაარტყა და მარტო დატოვა.
ქორწილის შემდეგ ბინაში გამოკეტა ელიზაბეტი და ამჯერად ყველაფერი თავდაყირა დააყენა, თან ყველაფერს იხსენებდა და მანამ არ გაჩერდა სანამ გადაწყვეტილება არ მიიღო
-ვიცი ...ვიცი რასაც იზამ
-აბა გისმენ ...
-გაყვები ...
-უკაცრავად?
-ხო რა , გაურბოდი იმიტომ რომ გიზიდავდა ანუ სექ*ი გექნებათ და ამ მხრივ სრულიად დაკმაყოფილებული იქნები, ბავშვი გეყოლება და ისე გაზრდი როგორც გინდა. ისევ იმ ოჯახში იქნები, ისევ იგივე გენი ექნება შენს შვილს და საერთოდაც ბაღათურია მშვენიერი კანდიდატია იმათ შორის ვინც კი ოდესმე გყოლია. მთავარია მართლა შეგირთოს, რაც სიმართლე გითხრა არ ვიცი რამდენად სავარაუდოა
-ახლა გაიცინე და მითხარი რომ ხუმრობ თორემ ჩემი ხელით გისვრი აქედან
-არ ვხუმრობ და შენც ძალიან კარგად იცი რომ ამდენი დამთხვევა ტყუილად არ მოხდებოდა....სერიალი მგონია ,რამე რომანი მაინც . ახლა შეგიძლია მასთან გახვიდე და ისიამოვნო ,მაინც შენი საქმროა და მრუშობაში არ ჩაგეთვლება
-როგორ მალე დაივიწყე ის გაოცება, ბრაზი და შურისძიება
-შურისძიებაც იქნება როდესაც ცოლად გაჰყვები და ცხოვრებას გაუმწარებ . აბა წარმოიდგინე, ყველაფერს შენს ნებაზე გააკეთებინებ და ჭკუიდან შეშლი.ვერ დაინახე რა სახე ჰქონდა ბინის გაყიდვაზე და ქორწილის თარიღზე რომ მოიტყუე?
-დავინახე და მეც არ ვიცი ეგ როგორ გავაკეთე, ხედავ მაინც როგორ შევიცვალე? ფაქტობრივად ჭაობში ვარ
-და თუ ისე მოიქცევი როგორც მე გითხარი ჭაობიდან თავის დაღწევასაც არაჩვეულებრივად შეძლებ
-შენთვის ყველაფერი მარტივია
-თუ გინდა მე მოგაწვდი ქმრის გამწარების იდეებს. გიორგი მაინც მეცოდება და ბათუზე გამოვიყენებ ჩემს ნიჭს
-გიორგი გირეკავს - მობილური მიაჩეჩა და თვალები დახუჭა. მოდუნება უნდოდა, ზედმეტად მცირე დროში აირია მისი იდეალური, მშვიდი ცხოვრება
ელიზაბეტი რამდენიმე წუთს ესაუბრებოდა ვიღაცას ,შემდეგ სავარძელს დაეყრდნო და ძალაგამოცლილი ჩაესვენა შიგნით. ფერდაკარგული ერთ წერტილს უყურებდა და მთელი სხეულით თრთოდა
-რა მოხდა ლიზა ?- მხრებზე შეეხო და შემდეგ თავი ააწევინა- პატარავ
-გიორგი...გიორგი
-რა გითხრა
-ბექა იყო ...დაჭრეს ჩემი გიორგი . წამიყვანე ...ახლავე ახლავე წამიყვანე - თითქოს გონს მოეგო უცებ წამოვარდა და კარისკენ გაიქცა. ავტოსადგომზე ბაღათურია შეხვდათ და მაშინვე მისკენ გაიქცა ლიზა . ისე წვდა საყელოში ბათუმ თვალის დახამხამება ვერ მოასწრო
-შენ ესროლე? მითხარი
-რა დალიე ლიზიკო ასეთი ? ვის ვესროლე
-გიორგის ! შენს გარდა არავინ მტრობს ...არასდროს უთქვამს სხვაზე - თვალები სისხლისფერი გაუხდა, თითები გაულურჯდა, ხელს არ უშვებდა და ძლიერად ურტყამდა მკერდზე გაშლილ ხელისგულს
-გიორგი დაჭრილია ?! სად არის ,რომელ საავადმყოფოშია ! ამის დედაც ჩემი ხელით მოგკლავ ცოტნე ... შენც თუ იქ ეგდე - ლიზას მოშორდა მობილური აიღო და სადღაც დარეკა.თან ორივე თავისი მანქანისკენ წაიყვანა-მე წაგიყვანთ
-თავად...
-ეკატერინე გეყოფა,ახლა არაა მაგის დრო
მანქანაში ჩასხდნენ, სწრაფად დაძრა ,სადღაც გადარეკა და გაიგო რომელ კლინიკაში ჰყავდათ გიორგი. საავადმყოფოსთან რომ მივიდნენ ლიზა ისე სწრაფად გაიქცა ძლივს ეწეოდა ეკატერინე. მიმღებში იკითხა და პირდაპირ საოპერაციოსკენ გაიქცა. დერეფანში არავინ იყო ,მხოლოდ ბაღათურია იდგა მათ უკან და ისევ ვიღაცას ესაუბრებოდა
-ბექა სად არის... როგორ აქ არ არის?
-პოლიციის განყოფილებაშია ისიც და სხვებიც. როგორც სჩანს ზარის უფლება რომ გამოიყენა შენ დაგირეკა . გამოსირ*** მანამ არ მოისვენა სანამ შარში არ გახვია გიორგი- ჩუმად თქვა ეს უკანასკნელი და შეწუხებულ ლიზას ჭიქით წყალი მიაწოდა- დალიე და მოსულიერდი ხომ ხედავ ჭირდები იმ ბიჭს
-ასეთი გულქვა როგორ ხარ...ისე ელაპარაკები თითქოს მარტივი იყოს
-ცოცხალია,შესაბამისად ყველაფერი სხვა მოგვარებადია.არ გაბედო გონების დაკარგვა ლიზიკო -თვალები რომ აატრიალა ლიზამ იმ წამს მოუჭირა ყბაზე ხელი, მერე კი სველი თითები მოუსვა სახეზე
-თავად მივხედავ . შენ გაარკვიე როდის დასრულდება ოპერაცია და რა მდგომარეობაა საერთოდ
-სტაბილური მდგომარეობაა...მალე გაუკერავენ ჭრილობას. მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობაა სხვა ინფორმაცია გჭირდებათ კიდევ? მალე გამოვა ექიმიც
ელიზაბეტი თავდახრილი იჯდა და ტიროდა, სიტყვაც არ დაუძრავს ისე იყო გათიშული. ეკატერინე უშედეგოდ ცდილობდა მის დამშვიდებას, ექიმის გამოსვლის შემდეგ მასთან მივარდა და ყველა დეტალი გამოჰკითხა,ბოლოს რომ დარწმუნა საშიში არაფერი იყო ცოტა დამშვიდდა . პალატაში გადაიყვანეს გიორგი და შემდეგ იქ შესვლა მოინდომა , ექიმი ნებას არ რთავდა თავიდან . ბათუ შევიდა მის კაბინეტში და რამდენიმე წუთში პალატაში აღმოჩნდა .მძინარე ბიჭს უყურებდა რამდენიმე წამით ,შემდეგ მის გვერდით დაჯდა და დაკაწრულ ხელზე რამდენჯერმე აკოცა
-მოვკვდები უშენოდ ,ერთ წუთსაც არ ვიცხოვრებ
დალურჯებულ სახეზე მოეფერა, ისეთი ნაცემი იყო ყველაფერთან ერთად საშინლად გამოიყურებოდა. ლიზას დიდხანს დარჩენის ნება არ ჰქონდა ამიტომ მალე გავია გარეთ ,ეკატერინე იქვე ელოდა და მაშინვე მოეხვია .
-კარგად იქნება...გაიღვიძებს და მერე ეტაპობრივად გამოჯანმრთელდება ხომ იცი არა?
-უნდა გავიგო ვის გამოა ასე და მოვკლა -ჩუმად თქვა და ბაღათურიას დაადგა თავზე-რა მოხდა ბათუ?ვისთან იჩხუბეს და ბექა რატომაა ციხეში
-არ ვიცი ... დიდი ხანია ბექას საქმეებში აღარ ვერევით
-მატყუებ!
-გატყუებ ,რა თქმა უნდა ! ხომ კარგადაა, სუნთქავს და ცოცხალია სხვა საქმეს კი შეეშვი და გიორგიზე იზრუნე
-როგორც შენ იტყვი მბრძანებელო!
-გიორგიც იგივეს გეტყვის რომ გაიღვიძებს. ასეთი სახით თუ დახვდები დამიჯერე უარესად გახდება .წადი პირზე წყალი შეისხი,გამოფხიზლდი. წამალი დალიე ,დამშვიდდი და დაელოდე როდის გაიღვიძებს შენი პრინცი , დავიჯერო რთულია ? რატომ იცით ქალებმა ასეთი გლოვა ?
-შენ არ იდარდო ვინმემ თუ დაგჭრა საერთოდ სანახავადაც არ მოვალ
-იოცნებე ,ოცნება მაინცაა უფასოდ
-ლიზა წავიდეთ , მართალს ამბობს .ასე რომ დახვდე იმ ბიჭს ინერვიულებს
ერთად წავიდნენ დები, ბაღათურია კი დერეფანში დატოვეს. უკან რომ დაბრუნდნენ იქ აღარ იყო , ეკატერინე საშინლად გაბრაზდა მაგრამ სიტყვაც არ უთქვამს ამაზე.
-ხომ კარგად იქნება?
-ელიზაბეტ,ხომ ნახე არა ნაცემია, ოპერაცია გაუკეთეს და დრო დასჭირდება
-ასე ვინ ან რატომ სცემა, გიორგის არავინ მტრობს.მითუმეტეს არ მინახავს ვინმე ვინც მოერეოდა ასე სცემდა ... ბექა სად არის ,ის არის გარეული ამ საქმეში?
-ახლა გამოძიების დრო არ არის ელიზაბეტ,მთავარია გიორგის ჯანმრთელობა !...ეს ქალი გიორგის დედაა?
დერეფანში ბაღათურიასთან ერთად ბარბარე და ნათია მიდიოდნენ,ქალი ტიროდა და ბარბის ეხვეოდა. ბაღათურია ესაუბრებოდა ,შემდეგ ექიმის კაბინეტთან გაჩერდა და ორივეს შეუძღვა
-ისინი ბათუმ მოიყვანა? ნათიას იცნობს?
-ბარბარე მისი რძალია და ალბათ დაურეკა. არ ვიცი , ეგ რას მოიფიქრებს მე ვერ გავიგებ წინასწარ
ბათუმ ბარბარე და ნათია მათთან დატოვა,ისევ გაბრუნდა და წავიდა. რამდენიმე საათი ისე გავიდა პალატაში მხოლოდ ექიმები და ექთნები შედიოდნენ. ნათია ელიზაბეტს ესაუბრებოდა, ბექა ისევ არ ჩანდა .
-ბათუ სად წავიდა შვილო?-ნათიამ ბარბის ჰკითხა და დებმაც ყველაფერი მაშინ გაიგეს
-ერეკლე ხომ იცი არ წავიდოდა ბექას გამოსაყვანად, გირაო იყო გადასახდელი და ბათუს ვთხოვე მოეგვარებინა ეს საქმე . ხომ იცი უარს არაფერზე მეუბნება და ჩემი ხათრით კიდევ ერთხელ უშველიან
-ბექა ციხეშია?
-ნუ ღელავთ არც პირველია და ალბათ არც უკანასკნელი. სავარაუდოდ რაღაც შეეშალა ისევ და გიორგიც შარში გახვია
-შეეშვი ბავშვს, ძალით ხომ არ უნდა უბრალოდ ხიფათიანია და
-ნათლია ნუ იცავ , ხედავ შენი შვილი რა მდგომარეობაშია მის გამო? რამდენ ხანს უნდა აგოს პასუხი გიორგიმ მის გაფუჭებულ საქმეებზე . ყველა ველოდებით როდის ისწავლის ჭკუას მას კი ერთადერთი დამნაშავე ჩემი ქმარი ჰგონია და გიორგიც მის გამო იძულებულია საუკეთესო მეგობრებს ჩამოშორდეს -ბარბარე აშკარად განრისხებული იყო ბექას ქცევის გამო და არც მალავდა ამ ბრაზს
-ახლა გიორგია მთავარი,მადლობა ღმერთს კარგადაა და რომ გამოჯანმრთელდება ყველაფერს მოაგვარებს . შენ კი დაურეკე ბათუს და ჰკითხე საქმე როგრ მიდის
-ნათლია ნუთუ არ შერცხვება ბათუ რომ გამოიყვანს იქედან
-შენ მისი და ხარ თუ მტერი ...
-შენი გაზრდილი რომ არის იმიტომაა ასეთი... სულ ხელს აფარებდი, ყოველთვის ამართლებდი და აი შენ საკუთარ შვილს აზარალებს
-სად მიდიხარ-ბარბარე რომ წამოგა მაშინვე შეწყვიტა ჩურჩული
-ჩემი დედამთილია ცუდად, ერეკლეს საავადმყოფოში ჰყავს . მარტოა და დარწმუნებული ვარ ვჭირდები . სანამ გიორგი გაიღვიძებს მასთან ვიქნები
ბარბარე რომ წავიდა ნათიამ ყურადღება ლიზაზე გადაიტანა . გოგონასგან განსხვავებით მშიდი ჩანდა , თითქოს კარგად შეჩვეული იყო ამ მდგომარეობას . თვალები ისვე ცრემლიანი ჰქონდა, მაგრამ პანიკაში აღარ იყო. ელიზაბეტი კი ისევ ტიროდა, კატოს მხარზე ედო თავი და ცრემლები შეუჩერებლად სდიოდა.
-კარგად იქნება , ჩემი შვილი ძლიერია და ამასაც გადაიტანს - ქალის თბილი ხელი რომ შეეხო თითებზე თავი ასწია
-ვიცი,რომ ძლიერია ,მაგრამ მეშინია ...
-აი სულ მალე ნახავ და დამშვიდდები
მართლაც ექიმმა მალევე შეუშვა ნათია პალატაში. დიდხანს არ დარჩა , მალევე დაბრუნდა დერეფანში და ლიზას დაუთმო გზა. კართან იდგა და გაყინულ თითებს ერთმანეთში ხლართავდა, ასე არასდროს ყოფილა. ამდენად არავის გამო უნერვიულია , ეშინოდა გიორგის გაფითრებული სახის დანახვა. ნაბიჯებს დგამდა , ოთახში იყო ,მაგრამ ისევ იატაკს დაჰყურებდა. შემდეგ მისი მზერა იგრძნო და დანისლულ თვალებში ჩახედა
-ლიზიკოო შეგაშინე?- უღიმოდა, სუსტად იყო , მაგრამ მაინც მხნედ გამოიყურებოდა
-შენ იცინი და მე ნერვიულობით ვკვდები . რას დაგამსგავსეს წარმოდგენა არ გაქვს, ვინ გააბრაზეთ ასე შენ და ბექამ თავ ყბა რომ გაგიერთიანეს -ცრემლების თანხლებით საუბრობდა და თან თითებზე ეფერებოდა
-ჩემზე დარდობ თუ მეჩხუბები ლიზიკო?
-აუტანელი ხარ
-ამ აუტანელს უყვარხარ იცი?-თითები მოუჭირა და ისევ გაუღიმა
-არაფერი ვიცი, თუ გიყვარვარ ასე არ უნდა შემაშინო და თავს მოუარო ყველას კი არ უნდა აცემინო თავი და საოპერაციოებთან მამორიგეო
-დამშვიდდი ,კარგად ვარ.თუ მაკოცებ ერთს უკეთ ვიქნები
-ისე გაქვს ტუჩები ეჭვი მაქვს გეტკინება ...- ცრემლები შეიმშრალა და მისკენ დაიხარა
-მაკოცე და ვნახოთ
-საზიზღარი ხარ ,მაგრამ მაინც მიყვარხარ - ფრთხილა აკოცა, ასეთი ნაზი ალბათ არასდროს ყოფილა- ძალიან შემეშინდა, ძალიან
-ვიცი, მაპატიე ხო? გამოვისყიდი რომ გამოვჯანმრთელდები,გეფიცები
-მალე თუ არ გავალ ექიმი მომკლავს
-მტოვებ?
-სხვა გზა არ მაქვს... მერე ისევ შემოვიპარები
-ცოტა ხანს დარჩი და მერე სახლში წადით შენც და დედაჩემიც . დაარწმუნე რომ წავიდეს ,კარგად მომივლიან აქ თქვენს გარეშეც
-ნათიას გავუშვებ ...
-შენც წახვალ... მაკოცე და წადი- კიდევ ერთხელ აკოცა და გაუშვა.
ელიზაბეტმა ნათია სახლში გაუშვა, ბარბარე მოგვიანებით შევიდა პალატაში და შემდეგ ისიც წავიდა. ეკატერინე გარეთ რომ გავიდა მაშინ შევიდა ეზოში ბაღათურიას მანქანაც.
-დაჯექი გაგიყვან ...
-გიორგის მოსანახულებლად მოხვედი?
-ჩემი ნახვის გარეშეც გამოჯანმრთელდება
-ასეთი გამომეტყველება რატომ გაქვს?
-არ მითხრა რომ გაღიმებული უფრო მოგწონვარ
-არ იღიმი ირონიულად იცინი და მე საერთოდ არ მომწონხარ !
-მაგიტომ მომყვები ცოლად?
-არ მოგყვები
-სხვას იპოვნი ?
-რა უცებ გამხიარულდი , ბექას გათავისუფლება მოახერხე?
-შენი გაჩერებაა - მანქანის კარი გაღო და ფაქტობრივად თავიდან მოიშორა.
ლიზა მთელი ღამით კლინიკაში იყო, ბათუ რომ მივიდა კაფეტერიაში ჩაიყვანა და ცოტა გამოაფხიზლა,შემდეგ ექიმს შეუთანხმდა და პალატაში შესვლის ნება მისცეს. გიორგის ეძინა ,მის გევრდით სავარძელში ჩაჯდა და მალევე ჩაეძინა. დილით გიორგის ექთანის შემოსვლისას გაეღვიძა, ლიზა რომ დაინახა გაეღიმა .
-თქვენი მეუღლეა?
-შეყვარებული...
-ძალიან უყვარხართ როგორც ჩანს ... - ნემსი გაუკეთა და წავიდა-გამოჯანმრთელებას გისურვებთ
-გმადლობთ...
-ვის ეჟღურტულები ? კიდევ კარგი მარტო არ დაგტოვე თორემ ექთნებს ააწიოკებდი-თვალები როგორც კი გააღილა მაშინვე დაუბრუნდა ფორმას
-გაიღვიძე ლუ?
-არა რომ გიყურებ მეეჭვება ასე ვინმე დაკერო , მარტო მე თუ მოვტყუვდები- გაიცინა და ტუჩები დაუკოცნა - უკეთ ხარ ხომ?მითხარი რომ ისე ცუდად აღარ ხარ
-კიდევ ერთი მაკოცე და წავიდეთ ამ დაწყევლილი კლინიკიდან
-გაკოცებ,მაგრამ არსად მივდივართ . აქ დავრჩებით კიდევ იმდენ ხანს რამდენსაც ექიმი გვეტყვის
-ვერ ვიტან აქაურობას
-ვერც მე ,მაგრამ შენ მიყვარხარ ძალიან და არ მინდა ცუდად იყო
-დაველაპარაკები ექიმს
-ძლივს ლაპარაკობ და შენი აზრით სახლში გაგიშვებენ?
-ლუუუ
-ასე ნუ მიყურებ...ისე გაქ თვალები დაშუპებლი აზრი არააქ!
-რადგან გახალისდი ჩემო პატარავ აღარაფერი მადარდებს !
ეკატერინემ როგორც კი დრო გამონახა მაშინვე კლინიკაში წავიდა. ელიზაბეტს ტანსაცმელი მიუტანა და გიორგიც მოინახულა. რამდენიმე დღე ისევ არ გამოჩენილა ბათუ ,სამაგიეროდ დანარჩენი ბაღათურიები აქტიურობდნენ. ვინაიდან გრანდიოზული ქორწილი ახსენა ყველამ სამზადისისთვის მზაება მოითხოვა. ისეთ მდგომარეობაში იყო გამოსავალს ვეღარ პოულობდა, ძლივს ნელიკოსთან დალაპარაკება მოახერხა და უთხრა სიმართლის ნაწილი ქალმა ისე აატრიალა თვალები და შეწუხდა მის გამოსაფხიზლებლად სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. შემდეგ ისევ ისტერიკა დაემართა საუბრობდა სირცხვილზე,მოვალეობებზე ათას რამეზე და მანამ არ გაჩერდა სანამ ეკატერინესგან სასურველი სიტყვები არ მოისმინა.“ ქორწილი იქნება დედა“ რომ გაიგო თვალები დახუჭა და კმაყოფილმა გაიღიმა. სახლიდან გამოსვლის შემდეგ ელიზაბეტს ვერ ესაუბრა, ის კვლავ გიორგისთან იყო და ისედაც გადაღლილს თავის პრობლემებს ვერ მოახვევდა . კორპუსში შესვლამდე ბაღათურია რომ დაინახა ვიღაც გოგოსთან ერთად ტვინში სისხლი ჩაექცა. ლიფტში შესვლა ვეღარ მოასწრო სამაგიეროდ როგორც კი ავიდა მეშვიდეზე მაშინვე დააკაკუნა კარზე , დაელოდა და ისე შეაბიჯა სახლში თითქოს პროდუქტით დატენილი პარკებით ბაღათურიასთან მიდიოდა. ნახევრად შიშველ ბათუს ხელში მიაჩეჩა ყველაფერი ,ჩანთა საკიდზე დაკიდა და გაიცინა
-საყვარელოო ხომ არ დავიგვიანე? ჯერ ვისადილოთ და შემდეგ დავიწყოთ საქორწინო სამზადისი ...იმდენი იდეა მაქვს აღარც კი ვიცი პირველად რომელი გითხრა
-ეკატერინე ბინა შეგეშალა ... პარკებს გავიტან თუ ვეღარ ზიდე
-ერთადერთი რასაც გაიტან ამ ბინიდან ის ქალი იქნება საძინებელში რომ გყავს ! - უცებ მოიშორა მომღიმარი გამომეტყველება,ნამდვილ ალქაჯს დაემსგავსა და ისე უთხრა უარს რომ ვერავინ გაუბედავდა.
-ამ ფაზაზე როდის გადავედით რატომ არ მახსოვს? - პარკები იატაკზე დაალაგა და ზღურბლს მიღმა და ხელით ანიშნა- წადი და დავივიწყებ აქ რომ მოხვედი
-შენ მგონი ჩვენი ქორწინება დაგავიწყდა- მარჯვენა ხელი ცხვირწინ აუფრიალა და ბეჭედზე მიუთითა
-ქალბატონი ეკატერინე ამდენად დაიმცირებს თავს? მიდი ბარემ შეუვარდი და თმით ითრიე
-თმით შეგიძლია ჩემი სყავარელი ითრიო .მე არ ვაპირებ ენერგიის დახარჯვას ერთ უბრალო ქალზე, რომელიც არაფერს ნიშნავს შენთვის . რაც მალე დარჩები მარტო მით უკეთესი შენთვის !
ეკატერინე მისაღებში დაჯდა და დაელოდა . დიდხანს დასჭირდა ლოდინი , ბოლოს მიბრძანდა ბატონი და სავარძელში დაჯდა
-ქორწინებაზე უარი შენ უნდა თქვა
-რატომ ?
-დედაჩემს ინფარქტი დაემართა რომ ვუთხარი არ მინდა გათხოვება-თქო ,ასე რომ შენზეა ყველაფერი
-დავფიქრდები
-რას ნიშნავს დაფიქრდები
-ხომ უნდა დავფიქრდე მინდა თუ არა ჩემი ცოლი გახდე
-სერიოზულად რომ ვისაუბროთ ერთ დღეს
-სრულიად სერიოზული ვარ . სხვა საქმე თუ არ გაქვს მე მეჩქარება ...
ეკატერინე ისე გაბრაზდა აღარ იცოდა რა ეთქვა, ჩანთას ხელი დაავლო და თავის ბინაში გადავიდა. მთელი დღე ფიქრობდა რა მოხდებოდა ,ტვინი ეტკინა მაგრამ ვერ მიხვდა რას მოიმოქმედებდა ბაღათურია! ბატონი გამთენიისას დაბრუნდა, სერიოზული გამომეტყველებით ,წარბშეკრული იდგა კართან და საკეტს გასაღებს არგებდა ეკატერინე რომ გავიდა
-არ მითხრა რომ მელოდი
-კარგად ხარ?
-მზრუნველი ცოლის ამპლუას ირგებ? გმადლობ,კარგად .შეგიძლია დაიძინო თუ გინდა შემოვალ ჩაგეხუტები და თავზეც გადაგისვამ ხელს - პასუხს არ დალოდებია , ხმაურით მიიხურა კარი და ეკატერინე გარეთ დატოვა.
-იდიოტი,ხეპრე ! - ჯუჯღუნით დაბრუნდა ბინაში და ძლივს დაიძინა რამდენიმე საათით.
...........
ელიზაბეტი კლინიკიდან არ გასულა, რა არ უთხრა გიორგიმ მაგრამ მაინც ვერ დაარწმუნა. ერთად დატოვეს კლინიკა და შემდეგ მის სახლში გადაცხოვრდა. თავს ევლებოდა ,არასდროს რომ არ მოუმზადებია კერძები გიორგისთვის მზარეულად იქცა. ნათიას უმასპინძლდებოდა და იმაზეც კი არ ფიქრობდა იმ ერთ თვეში როგორ იქცეოდა. გიორგისთან მისულ ნათესავებს და მეგობრებს ეცნობოდა , ყველაფერს თავად აკეთებდა ,ბიჭს სიტყვის თქმის უფლებას არ აძლევდა,ყველაფერზე ამბობდა შენთვის არ შეიძლებაო . ბოლოს მოთმინების ფიალა აევსო გიორგის და მერე ისე იჩხუბეს გაცეცხლებული გავარდა ქალბატონი , მერე ისევ უკან დაბრუნდა .მაგრად მოეხვია და შერიგების ნიშნა ტუჩები დაუკოცნა. დიდხანს იდგნენ ჩახუტებულები , ბოლოს ისევ ლიზიკო აჭიკჭიკდა და გიორგიც მაშინვე გაბედნიერდა. არ შეეძლო ღიმილის გარეშე ეცქირა ამ საოცარი გოგოსთვის.
-არ მივდივართ?
-სად?
-ელიზაბეეტ რატომ ვიჩხუბეთ? ახლა მოწესრიგები და იმ გამოფენაზე წავალთ ,ერთად
-ჭრილობა?
-ელიზაბეტ
-ოო არ მინდა, შენთან მინდა სხვა არაფერი მინდა . არაფერი დაშავდება იქ თუ არ მივალ ჭირსაც წაუღია ყველაფერი .მარტო შენ მჭირდები სხვა არაფერი - ხელები ყელზე მოხვია და მთელი სახე დაუკოცნა-ვგიჟდები შენზე
-მე ისედაც შენთან ვარ,თავიდან ვერ მომიშორებ ! ჩემო მხატვაროო იმ გამოფენაზე ისეთი მხატვრები იქნებიან უნდა წახვიდე ასე რომ ნუ ვკარგავთ დროს . რომელ კაბას ჩაიცვამ? ორი თვის წინ რომ წამათრიე და რაღაც საოცრება მაყიდინე იმედია იმას არა !
-რატომ არ მოგწონს ის კაბა
-ლუუ ნუ ცელქობ!
-კარგი იმ კაბას სხვა დროს ჩავიცვამ,მხოლოდ შენთვის და გაცდუნებ- ტუჩები გაილოკა და ხელიდან დაუსხლტა-წავედიიი მოვემზადები ჩემო გემრიელო
-ასე წასვლას არ გაპატიებ ხომ იცი !- შორიდან დაუძახა და ისე დაემანჭა ქალბატონი სიცილი მაინც ვერ შეიკავა.
მარტო დარჩენის შემდეგ ბაღათურიას დაურეკა . ბათუ სამსახურში, იყო მობილურს რომ დახედა გაუკვირდა ,ნამდვილად არ ელოდა გიორგისგან ზარს
-გისმენ
-ბათუ შეგიძლია შემხვდე?
-რა ხდება?
-დალაპარაკება მინდა
-გამოსვლას შეძლებ თუ შენთან მოვიდე
-კარგად ვარ !
-ნუ იბღვირები შე ჩემა ,უბრალოდ გკითხე .მოვალ შენთან !
ყველაფერი დატოვა და გიორგისთან წავიდა. პირდაპირ შეიჭრა სახლში და მისაღებში მჯდომ გიორგის წინ დაუჯდა
-აბა რა ხდება?
-ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაფიქრება მაიძულა
-და მიხვდი რომ ბაჯაღლო ძმაკაცი დამკარგე?
-გეყოფა ბაღათურია ... რა გავაკეთო ვაღიარო რომ ისევ მართალი იყავი?
-აღიარება არ მჭირდება ძმაო,ისედაც ვიცი რომ ყოველთვის მართალი ვარ ! სადაა ის გამოს**ებული გადაუხადე კაზინოს ვალი?
-კი გადავუხადე
-ისე გაიცინე რაღაც უჩალიჩე ხო?
-ხელფასიდან გადამიხდის
-რომელი ხელფასიდან, ბექა და მუშაობა ერთად?
-სამუშაო ვუშოვე ...მიმტანია ერეკლეს რესტორანში
-სად არის და ვინ ? სულ ვიცოდი რომ საოცარი იუმორი გქონდა ,მაგრამ ასეთსაც არ ველოდი. ერეკლემ იცის? -ბათუ ხარხარებდა ,რომ წარმოიდგინა ბექა მიმტანად და ერეკლეს ხელქვეითად
-იცის,მაგრამ ხომ იცი რა ტიპია სანამ ნერვებს არ მოუშლის მანამ არ შევა იმ რესტორანში
-ერეკლე არ მივა მე მივალ ,მითხარი რომელ ფილიალშია სასწრაფოდ
-ერთად მივიდეთ მერე ,მარტოს ვერ გაგიშვებ ასეც ვერ გავიმეტებ
-როგორ დაითანხმე
-რომ მესროლეს იმდენი ინერვიულა აბა რა იქნებოდა ...არ იცი რა ტიპია?
-წარმოდგენაც არ მინდა როგორ იკანკალებდა, შენზე მეტად გადაფითრდა ხომ? ერთხელ რომ ვიჩხუბეთ და სისხლი წამომივიდა ფერი დაკარგა გახსოვს?
-იქეთ ვაწყნარებდი სანამ არ გავითიშე ,მერე ალბათ პანიკაში იყო. ლიზას როგორ დაურეკა ,სადმე უფრო დაბალანაზღაურებიან სამსახურში უნდა ამეყვანა. იქ მენეჯერად დაიწყებს რამდენიმე თვეში
-ჩვენ მანამ მივალთ სანამ მიმტანი იქნება...ვგიჟდები ხალხის დამცირებაზე- ხუმრობის ხასიათზე მოვიდა
-ავადმყოფი ხარ ...კარგი რა არ გიცნობდე მაინც
-ნიშნობას ვაწყობ ერეკლეს რესტორანში და გავაგიჟებ მაგ იმბეცილ ბექუნას
-რას აწყობ?
-ნიშნობას...
-ცოლს ირთავ?
-შენს ცოლისდას
-რა? ეკატერინეს ირთავ? მოგყვება? შენ მისი მეზობელი არ ხარ ლიზას რომ აწიოკებს იმის მერე შენ რომ ჭკუიდან გადაგყავს? ის მთელი ღამე რომ არ აძინებს და ლიზა რამდენიმე თვეა ურჩევს რომ ...კაგრი რა მნიშვნელობა აქვს რას ურჩევ,ზედმეტად ავღელდი მგონი . ახლა გაიცინებ და გამაშაყირებ ხო?
-ის ხომ ერისთავია შესაბამისად მამაჩემის მეგობრებია არიან მისი მშობლები , მამაჩემს კი მთელი ცხოვრებაა ჩემი მოთვინიერება სურს და ეკატერინე შეარჩია. მე გასართობად მივედი და კატუსა რომ დამხვდა იქ ეგრევე ბეჭედი გავუკეთე
-გაგიჟება შეიძლება... ლიზამ აქამდე რატომ არ მითხრა?
-იმ დღეს მოხდა შენ რომ დაგჭრეს
-მართლა შეირთავ თუ უბრალოდ ეკატერინეს გაგიჟება განიზრახე
-ვფიქრობ ჯერ ,ვნახოთ როგორ წარიმართება ჩემი დავით ბაღათურიას ტყავში დაბრუნების ამბავი
-ძალიან ჩამოვრჩი მოვლენების განვითარებას...რა ხდება შენს თავს ბაღა?
-სამსახური დავტოვე რამდენიმე თვეა გადავწყვიტე სამშობლოს დავუბრუნდე და შევწყვიტო წინ და უკან სიარული .ახლა შესანიშნავი შანსი მომეცა ისე მოვაგვარო ყველაფერი რომ თავად მაჩვენონ გზა .ხომ იცი ქორწინებას მეც დაახლოებით ისე ვუყურებ როგორც კატუშა ...მოკლედ დაგიკავშირები მალე ,ახლა წავალ
-ყველაფერი ასე მარტივად გადაწყდა?
-ჩემსა და შენ შორის რა იყო გადასაწყვეტი გიო? შენ ყველასთან სუფთა ხარ ბექას სისულელეებს არ მოეღო ბოლო თორემ
-არც ერეკლე იყო მართალი, არ უნდა მოეტაცებინა ბარბარე ხომ იცი რამდენს ნიშნავს ჩემთვის
-იმ გამოსირ*** სიმართლე ისევ არ უთქვამს ხომ? ასეც ვიცოდი ,მაგის გამოსწორება არ იქნება ბოლომდე იქნება . სამარე ასწორებს კუზიანსო მართალია
-მოიცადე,რა სიმართლე ბაღათურია. ბათუ რაზე ამბობ - ბათუს უკან აღარ მოუხედავს სახლი დატოვა და წავიდა.
გიორგიმ ელიზაბეტს გაუარა და ერთად წავიდნენ გამოფენაზე,როგორც ვარაუდობდნენ იქ ისეთი საზოგადოება იყო შეკრებილი ლიზას მომავალ გეგმებს რომ წაადგებოდა მათთან კავშირი. უქმად არც დაუკარგავს დრო , ფორტუნამაც იმოქმედა და დიზაინერის თანამდებობა შესთავაზეს ერთ-ერთ ცნობილ ფირმაში. სახლში აჟიტირებული წავიდა, მთელი გზა ისე განვლო არ გაჩუმებულა გეგმებს უმხელდა გიორგის და ცქმუტავდა
-არც კი მჯერა რომ ჩემი კაბები მოეწონათ და ერთ-ერთ დიზაინერად დამიქირავებს... წარმოგიდგენია? შეიძლება შევიშალო ბედნიერებისგან...მადლობა ,მადლობა ჩემო ტკბილო, შემო შოკოლადო კარამელო ჩემო - ყელზე ჩამოეკიდა და კოცნა დაუწო
-მე ? მე რისთვის ,გეფიცები არც კი ვიცნობ მაგ ხალხს...ხომ იცი შეხება არ მაქვს მსგავს
-იქ რომ წამიყვანე მაგიტომ გიხდი მადლობას...საერთოდ რომ არსებობ მაგიტომაც და ჩემი თილისმა,ბედნიერების და იღბლის საბადო რომ ხარ კიდევ იმისთვის. ახლა გაიგე ? თუ გაიგე მაშინ მადროვე გაკოცო ...ცოტა, ცოტა თორე ლომკა მაქ გეფიცები - თვალები უბრჭყვიალებდა, საოცარი სანახავი იყო ელიზაბეტი ამ დროს
-ცოტა? ელიზაბეტ ჩემი მოკვლა გინდა?
-ისევ გტკივა ხომ? გეფიცები ყელს არ გავშორდები მარტი აქ აქ ა კიდევ აი აქ გაკოცებ- სახეზე და ყელზე ადებდა თითებს და ტიტინებდა
-არაფერი მტკივა, როდის გაიგებ... თუმცა გაგაგებინებ - საწოლზე დააწვინა და ზემოდან მოექცა
-რა ... იცოდე გეტკინება ჭრილობა რომ გაგეხსნეს ეგ ნაკერი მერე მოგკლავ ..ა.სე უცებ როგორ იხდი ღმერთო ახლა გული წამივა ...ისე ეგ ჭრილობა მოგიხდება ხომ იცი ,მაგრამ მეტი აღარ გინდა- უყურებდა და საუბარს არ წყვეტდდა
-ლუუუუ
-კარგი ჩუმად ვარ...მორჩა მხოლოდ ვიკვნეს..ეეებ ასე უცებაც არ იყო საჭ...იროოო გიორგიი ასე შემოგაკვები ღმერთო რა კარგი ხარ ...საოცრება- უკვე საწოლზე გართხმული კრუტუნებდა და სულ უფრო ეშვებოდა სიამოვნების მორევში.
.....
ეკატერინე სახლში დაიბარეს , ისიც გამოცხადდა და რამდენიმე წუთში ბაღათურიების ოჯახიც უკან მიჰყვა. აშკარად საზეიმო ვითარება იყო და ამ ყველაფერს უთუოდ „ნიშნობა“ ერქვა. ლიზა და გიორგიც რომ დაინახა მიხვდა რომ გასაქცევი გზა აღარ ჰქონდა და ელიზაბეტის რჩევა უნდა გაეთვალისწინებინა, ბრძოლა ბაღათურიას წესებით უნდა დაეწო და გამარჯვებაც ამ გზით მოეპოვებინა. ერეკლე ,ბარბარე და ტასოც სტუმრებს შორის იყვნენ.ტასო მამიკოს საოცრად ჰგავდა, აშკარად გიჟდებოდბენ დადვანები ერთმანეთზე,გვერდიდან არ შორდებოდა პატარა ქალბატონი მამიკოს .
-ე.ი მზად ხარ ჩემი ქმრობისთვის?- ჩუმად ესაუბრებოდა და ცდილობდა მაქსიმალურად შეენარჩუნებინა სიმშვიდე
-მზად უნდა ვიყო? შენ მზად ხარ?
-მე? ღმერთო ჩემო , ბავშვობიდან მასწავლიდნენ როგორი ცოლი უნდა ვყოფილიყავი ფაქტორბივად ამისთვის მამზადებდნენ მთელი ცხოვრება და შენ
-და მე აღმოვჩნდი ის ვისთვისაც ემზადებოდი? ბედის ირონიაა არა? მაგ სამზადისის დროს გასწავლეს როგორ უნდა ასიამოვნო საყვარელ ქმარს?-მზერა გაუსწორა და ტუჩის კუთხე ჩატეხა
-საყვარელი საქმრო ხვალ შეხვდება საცოლეს და გაიგებს ყველაფერს - ისე კარგად გაითამაშა ეკატერინემ ბათუს სუნთქვაც კი შეეკრა. მისი თვალების ელვარება გონებას უთიშავდა, გაუაზრებლად მოხვია წელზე ხელი და სახე ახლოს მუტანა
-მაინც რას გავიგებ?
-სულსწრაფი ნუ იქნები დავით. ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს - ლოყაზე აკოცა და ნარნარი მიხვრა-მოხვრით გაეცალა
-ვიცი შემიწირავ,მაგრამ ღირს ტყვედ ჩავარდნა- ჩუმა ჩაილაპარაკა და დაძაბულობის მოსახსნელად ჭიქა შამპანიური გამოცალა
-შარში ხარ ,იმაზე დიდ შარში ვიდრე წარმომედგინე - ერეკლე დაუდგა გვერდით და მისაღებში შეკრებილებს გახედა- ამათთან შედარებით ჩემები ბრილიანტები ყოფილან...ჩხუბი შესანიშნავი გამოსავალია . კონტაქტს წყვეტ და აღარც გხვდებიან სადმე
-რას ასწავლი ერეკლე? -გიორგი შეუერთდდათ
-ოჰ ბატონო გიორგი ...შენც ხომ ამათი სიძეობის კანდიდატი ხარ . სასიდედრო თავს გევლება, ეგ კი არა ბათუზე მეტად მოსწონხარ
-ნუ აჭარბებ
-მართლაც რომ აჭარბებ, როგორ შეიძლება ჩემზე მეტად ეს მოსწონდეს ნელიკოს ...
-ღმერთო ჩემო,ცოლს ირთავს თან ეკატერინე ერისთავს და მაინც ეცინება
-სწორედ ახლა მაქვს სასაცილოდ საქმე...აბა ორ თვეში ტირილიც არ მიშველის
-მაგას თუ ხვდები ...
-გადავწყვიტე უკვე და ვერაფერი შემაცვლევინებს აზრს, ასე მინდა ამჯერად
-ამჯერად? შენ რა გგონია ეკატერინე მაშინ გაგეყრება როცა მოისურვებ?
-რა დროს გაყრაზე საუბარია... კაცი ყურებამდე ვარ შეყვარებული შემარგეთ რაა გაერთეთ,მიყურეთ და ისიამოვნეთ
-ვერ ვიტან ასე რომ ექცევა სერიოზულ საკითხებს . მაგიჟებს
-შენ ის არ იცი მე რომ ლიზა მომკლავს
-რატომ
-წარმოგიდგენია ეკატერინეს რას გაუკეთებს? ისინი ერთმანეთს ყველაფერს ეუბნებიან და ლიზა ვისზე გადმოანთხევს ბრაზს? მგონი ახლა განგებ შემირიგდა
-ნუ აჭარბებ ...შენზე არასდროს ყოფილა გაბრაზებული
-მამიკოოო - ქალბატონი მიცქრიალდა და ქვემოდან ახედა- ამიკანე ლა ქელჩი აცე კიცელი მეტკინა
-ჩემი პრინცესა რამ შეაწუხა?
-მეძინება და აგალ წავიეთ საქლჩი? - წამწამებს აფახუნებდა, თავი მის მხარზე ჩამოსდო და პატარა თითები ლოყაზე შეახო
-პატარა ეშმაკუნა ამ დროს როდის იძინებ? რატომ მატყუებ?
-უბალოდ დედიკოც თავი ტკივა
-რატომ?
-მე ავიცი ... -მხრები აიჩეჩა და თვალების ფახუნით გახედა მომღიმარ გიორგის- გიოოო გინდა მე ჩენთან დავლჩები დედიკოს გავატან მამიკოც
-დააწყო გეგმები! ერთად წავალთ ყველანი ...
-ოო მე ალ მინდა ... დამცვიი ბათუცთან წავალ და იმასთან დავრცები
-ტასუნა ნუ ჯიუტობ !
-ნათლიაჩთან მინდა !
-მიდი და თუ უარს გეტყვის არ დააშანტაჟო იცოდე
-ალ მეტკვიც უალც...- თავი მაღლა ასწია და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მისაღებისკენ. ბათუსთან მივიდა მის ფეხზე დასკუპდა და ხელები მკერზე მიაბჯინა
-რა ხდება პატარავ?
-ამაღამ შენთან მინდა დარჩენა
-რატომ? გაგაბრაზეს ?
-ალაა
-აბა რა ხდება?
-თუ ალ გინდალომ დავლჩე მითხარი
-ბავშვს უარს ეტყვი?-ეკატერინე წამში ჩაერთო და ტასო ხელიდან გამოაცალა- ჩემთან დარჩები?
-კიი ...თუ ნათლია არ დამიტოვებც
-ეს ბავშვი მგონი სამის არ არის და გვატყუებენ - ნელიკომ ჩაილაპარაკა, გაოცებული იყო ქალი
-შენთან რატომ ,მე დავიტოვებ
-უარს ამბობდი წამის წინ
-უარი არ მითქვამს... მიზეზს ვიკვლევდი . მეეჭვება შენ შეძლო ტასუნას მოვლა
-მოვლა რა უბედურებაა ... საშინელი სიტყვაა, მე და ტასუნა ერთად კარგად გავერთობით- თითები დაუკოცნა ბავშვს
-ეკატერინე გეყოფა!
-თვალებს ნუ მიბრიალებ !
-ტასო წავიდეთ მარტო დავილაპარაკოთ -ბავშვი უკან დაიბრუნა და ოთახიდან გავიდა. ეკატერინეც მალევე გაჰყვა და მოისმინა ქალბატონის საუბარი
-ქვალ ქო ალის მამიკოც დაბადებიცდგე ,ქოდა დედიკო მინდა მალტო იკოც მამიკოცთან ლა ველ გაიგეე უუუფ! როგორი პლუტუნა ქალ ქანდაქან
-პატარა მაჭანკალო ანუ გინდა მშობლები მარტო დატოვო? მე მეგონა წვეულებას გამართავდა ეკე და შევცდი?
-დავლჩე ჩენთან თუ ალა
-დარჩები რა თქმა უნდა, უბრალოდ ტანსაცმელი და შენი ნივთები ხომ გინდა . აქედან წავიდეთ შენთან, აიღე ყველაფერი და მერე დარჩი ჩემო გემრიელო
-ულააააააა - ტაში შემოჰკრა ქალბატონმა და მაგრად მოეხვია ნათლიას.
გარეთ რომ გავიდნენ ეკა კართან დახვდათ, ერეკლე მალე მივიდა და ბათუ რომ არწმუნებდა განუცხადა ეკატერინეც თუ შენთან იქნება დაგიტოვებ ისე არაო. კატოც მაშინვე დათანხმდა და ასე დარჩნენ ბავშვით ხელში ორნი მარტო. ბათუსთან შევიდნენ, ქალბატონმა ერთი ჩანთა აავსო თავისი ნივთებით , სახლში ასვლამდე მარკეტში შეიყვანა წყვილი და პარკებით დატვირთული გამოიყვანა იქედან. ბინაში როგორც კი შევიდა მაშინვე მისაღებისკენ წავიდა და უკან მოიხედა
-მანდ რაც უდგახართ>? წამოიგე ჩანთა და სათამაჩოები ამოაწკვეთ ჩემს დაძინებამდეჯერ კიდევ დიდი დლოა
-ორი საათია სულ
-ასეც ნუ იტყვი ...დამიჯერე ჩემს ნათლულს ორი საათის ორ საუკუნედ გადაქცევა შეუძლია
-ნუ ჩულჩულებ ნათლია ... თოჯინები მომიტანეე
-აიი აქაა ჩემო ცქნაფა ყველაფერი... შენს საძინებელში შევიტანო თუ აქ დავაწყო?
-აქ მომიტანე - ხალიჩაზე დაჯდა და სათამაშოებიც იქ დააწყო ბათუმ . -ეკატერინე რომ ჩამოჯდა წამსვე შეეშვა ქალბატონი თამაშს და კატოს მიუბრუნდა-ამ დროს დედა ხილის წვენს მიმზადებს
-წვენს? ახლავე გავაკეთებ ... -წამოდგა და ირგვლივ მიმოიხედა-სადაა სამზარეულო?
-წამომყევი - ბათუმ სამზარეულო აჩვენა და უკან გაბრუნდა. ძლივს მიაგნო საჭირო ხილს, ჭიქებს, წვენსაწურს და ქალბატონს მიართვა დიდი წვალების შემდეგ. გოგონამ ჯერ ჭიქას ჩახედა ,შემდეგ სურნელი შეიგრძნო და უკან მაგიდაზე დადგა
-ნათლია შენ გამიკეთე ლა... ეს ძალიან სქელია - ლეპტოპთან მჯდომს გახედა და სახე დამანჭა
-იყოოს ...მე გავაკეთებ - ჭიქა აიღო და თავიდან გაუკეთა. ისევ შეათვალიერა ამჯერად მოსვა და წამსვე გადმოაფურთხა
-ფუუუ რა ცუდი გემო აქვს ... მწარეა შოკოლადი ალ აქვს?
-ნატურალური წვენია ... შოკოლადით გასმევს დედიკო?
-აბა?
-ბათუუუ წამომყევი !- ეკატერინემ ჭიქა აიღო პატარა მეტიჩარას დახედა და ბაღათურიას მკლავში წვდა-გამომყევი-მეთქი
-რა ხდება...წვენი ვერ გაუკეთე ბავშვს?
-მითხარი რომ წინასწარ არ მოამზადე ჩემს გასამწარებლად
-გაგიჟდი ?
-ბათუ
-თუ არ იცი თქვი და მე გავაკეთებ...რა პრობლემაა ვერ ვხვდები . მარწყვი ,შოკოლადი და რძე უყვარს ტასოს - თავად დაიწყო მომზადება და მალევე გაუტანა ქალბატონს .ამჯერად ბოლომდე დაცალა ჭიქა, ორცხობილებიც დააყოლა და თამაში განაგრძო.
-ვერ გავიგე ჩემს წვენს რა დაუწუნა...გემრიელია და ყველას მოსწონს
-ეკატრინე ბავშვს არ მოსწონს და რა ჩემი ბრალია?
-ნერვბს ნუ მიშლი
-ამჯერად როგორ მოგიშალეთ ნერვები ქალბტონო
_შენი გამომეტყველებით!
-შეჩვევა მოგიწევს, იქნებ სამუდამოდ მოგიხდეს მაგ გამომეტყველებით ტკბობა
-ღმერთმა დამიფაროს- წარბები მაღლა აზიდა და უკმაყოფილო გამომეტყველება მიიღო
-უნდა ვისაუბროთო რომ მითხარი რა გინდოდათ ქალბატონო კატუსი?
-სხვა დროს გეტყვი. ვახშმად რას მიირთმევს შენი ნათლული ხომ არ იცი?
-შემწვარი კარტოფილი უყვარს და თუ მოუმზადებ კარგი იქნება
-კარტოფილი ღამით? იქნებ რამე წვნიანი ან
-ბავშვების არაფერი გაგეგება ხომ?
-შენ გაგეგება?
-რომ გკითხონ ცოლობისთვის ხარ დაბადებული , ბავშვების ფსიქოლოგიაც კი არ იცი. ყველა კარტოფილზე გიჟდება ისე როგორც ყველა კაცი ლამაზ მკერდზე
-ჩემს მკერდს მზერას მოაშორებ თუ ნერწყვის ყლაპვით უნდა დაიხრჩო- აღიზიანებდა ბაღათურია და უკვე აშკარად გამოხატავდა ემოციებს
-მე არ ვუყურებ
-აჰ არა?
-ისინი არიან პირდაპირ ჩემი თვალების წინ და მე სხვაგან გახედვის სურვილი არ მაქვს... შენებია თუ სილიკონია?- სერიოზული სახით მოაშორა მზერა დეკოლტედან მომზირალ მკერდს და თვალებში ჩააშტერდა
-ვატყობ პასუხს დიდხანს ვერ გაიგებ - გაუღიმა და ბავშვთან გადაჯდა.
-არ ველოდი...შენგან წესების შეცვლა ცუდი საქციელი იყო
ქალბატონმა მართლაც დაიწუნა ეკატერინეს მომზადებული ვახშამი, კარტოფილი მოითხოვა და ეკატერინეც იძულებული გახდა თავიდან დაეწყო მზადება. არც უვახშმია რადგან კარტოფილის შეწვის შემდეგ ვახშამი უკვე ცივი იყო. სამაგიეროდ ბათუ დანაყრდა და ლოყაზეც აკოცა მადლიერების ნიშნად. ქალბატონმა მთელი მეორე სართული შემოირბინა ნახევრად შიშველმა და ეკატერინესაც დაატვალიერებინა მთელი სახლი ამდენ სირბილში. ბოლოს ბათუმ დაიჭირა და სააბაზანოში შესვა. როგორღაც აბანავეს ,ჩააცვეს და საწოლამდე მიიყვანეს. ეკატერინეს არაფერი გამოუვიდა ,ყველაფერი ბათუმ მოახერხა . ბოლოს ტასოს ზღაპრების წიგნი მიაჩეჩა კატოს და უთხრა ზღაპარი მაინც წაუკითხეო და ირონიული ღმილით დააჯილდოვა ოთახიდან გასვლამდე. უკან რომ დაბრუნდა ტასოს უკვე ეძინა, ლოყაზე აკოცა და კატოსთან ერთად გაიპარა ოთახიდან
-აბა როგორ მოგეწონა ერთი საღამო ბავშვთან ერთად
-ეს ბავშვი შენ გგავს ... ჯიუტი და თავნებაა
- ბავშვს ლანძღავ?
-მერე რა რომ საყვარელი,ნიჭიერი,ლამაზი და საოცარი ბავშვია მაინც თავნება და ჭირვეულია
-ახლა რომ დავფიქრდი მგავს მეც ხომ საყვარელი, სიმპათიური, ნიჭიერი და საოცარი ვარ-მისკენ ნაბიჯებს დგამდა და თვალს არ აშორებდა
-ნუ მიახლოვდები
-შენ არა...აი ამათ - ხელი დეკოლტეზე გადაუსვა და უფრო დაიხარა
-იდიოტივით ნუ იქცევი
-იდიოტს დიდი ხანია მიწოდებ და რას ვკარგავ?- ხელი მოხვია და კედელს ისე მიებჯინა განძრევა აღარ შეეძლო კატოს - ორი თვეც არაა ჩვენს ქორწილამდე და სულელური არ არის შენი ქცევა?
-ნუ ღელავ ცოლის მოვალეობას შევასრულებ
-გავვოცდი ... დარჩენილი ორ თვე ვიგულაოთ თუ როგორ
-შეგიძლია ისე მოიქცე როგორც გინდა
-აბა ის გოგო რომ გამიგდე რა იყო
-არ იყვირო ბავშვს გააღვიძებ
-ყვირილს არც ვაპირებდი
-ისე აბრიალებ თვალებს ... ჯანდაბა ნამდვილი ცხოველი ხარ შენ როგორ უნდა აგიტანო . წავედი აქ სუნთქვაც არ შემიძლია -კარისკენ დაიძრა მაგრამ ვერ გააღო-რა ხდება?
-არაფერი,ამაღამ აქ რჩები
-საიდან დაასკვენი
-ასე მინდა და ასე შევთანხმდით! ზედმეტს ნუ მალაპარაკებ მეძინება , თუ არ გინდა რომ შენზე ვიძალადო წამოდი
-აქ პენუარიც კი არ მაქვს..უნდა ვიბანაო და
-არ გაგიშვებ ! შეგიძლია ჩემი შამპუნი იხმარო და შიშველმა დაიძინო
-ანუ შიშველმა..>ძალიან კარგი - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და ოთახში შევიდა. რაღაცის თქმას აპირებდა თავისი ფოტო რომ დაინახა
-შენ მეორე საძინებელში დაიძინე ...ეს ჩემი ა
-ამ სურათს აქ რა უნდა..>შენ იყიდე? -თვალს ვერ აშორებდა ფოტოს და გაოცებული სიტყვებს ვერ პოულონდა
-არ მითხრა რომ ეს მოცინარი ღვთაებრივი ქალი შენ ხარ ... თითქოს მიგამსგავსე ,მაგრამ არ მეგონა შენ თუ იყავი
-ბათუ ,რატომ გაქვს ჩემი სურათი ოთახში
-როგორც გითხარი შენი ოთახი გვერდითაა
-არ მინდა რომ ეს ფოტო შენ გქონდეს და თან აქ იყოს ამ ოთახში
-შევიძინე ,ჩემი საკუთრებაა და სადაც მინდა იქ დავკიდებ ! უკაცრავად შხაპი უნდა მივიღო - მაისური გაიხადა და სააბაზანოში შეიკეტა. ეკატერინე საწოლზე დაჯდა და კედელზე ჩამოკიდებულ ფოტოს მიაშტერდა .
დიდხანს იჯდა გაუნძრევლად, შემდეგ ბაღათურია გადაეფარა ნახატს და თავისი ელვარე თვალები მიანათა
-რა გინდა ეკატერინე? მეც ვერ ვიჯერებ რომ შენი ფოტოა
-ამ ოთახში როგორ დაკიდე ... საერთოდ არ გაქვს სინდისის გრძNობა?
-წადი ეკატერინე ... აქედან წადი თორემ ხასიათი მიფუჭდება და არ მინდა ქორწილამდე გაჩვენო როგორი ვარ გაბრაზებული
-როგორ ვერ გიტან ...როგორ ,შენ როგორ უნდა გამოგყვე
-მეზობელ ოთახში ბავშვს სძინავს თორემ გეტყოდი და გაჩვენებდი როგორ და რატომ გამომყვები ცოლად
-რა გავაკეთო , რით გადაგიხადო რომ გამოვისყიდო ჩემი დის ნამუშევარი შენგან
-არაფერი მჭირება ...ყველაფერი მაქვს რაც მინდა .ფანტაზიაც კი არ მაწუხებს ისეთი რასაც თვენახევარში ვერ ავასრულებ .შეგიძლია ისე მოიქცე როგორც გინდა - საწოლზე დაწვა და ადგილზე გახევებულ ეკატერინეს შეხედა- ასე დიდხანს იდგები თუ გადაწყვეტილებას მიიღებ
-გადაწყვეტილება მიღებული მაქვს უკვე ... - მშვიდად დაიძრა სააბაზანოსკენ . შხაპი მიიღო , საცვლები მოირგო და საძინებელში დაბრუნდა. ბაღათურიას გვერდით დაწვა და სანათიც ჩაქრო
-ჩემი მაისურები კარადაში იყო ,ჩემი გამოწვევა თუ გინდოდა სულ მთლად უნდა გაშიშვლებულიყავი- ბაღათურიას თვალიც არ გაუხელია ისე თქვა და ზურგი აქცია.
-სადისტი!
-რა გინდა? პირდაპირ რომ მითხრა რას იტყვი
-არაფერი ! მეც არ ვიცი რა მინდა ...
-მე ვიცი და ის გააკეთე რაც მე მინდა . გადავწყვიტეთ? ახლა დავიძინოთ ტასოს ფსიქიკას უფრთხილდებიან და ნუ გამაგიჟებინებ ბავშვს
-შენ ისეთი სურვილები გექნება ფსიქიატრიულში მომიწევს სიცოცხლის დარჩენილი წლების გატარება
-მარტოს არ დაგტოვებ ნუ ღელავ
-როგორ დამამშვიდე...სურათი მჭირდება!
-არა!
-ცოტა ხნით დაგემორჩილები ...
-ისედაც მემორჩილები
-რაა?
-იმას აკეთებ რაც მინდა...რა მნიშვნელობა აქვს შენს სიტყვებს
-ბათუუუუ ნათლიააა
-ტასოა?
-ხო ალბათ ცუდი სიზმარი ნახა ... ჩაიცვი შენ მე გავალ - სასწრაფოდ დატოვა ოთახი და მალევე დაბრუნდა ტასოსთან ერთად
-კატუსი იცი ტასო მარტო ვერ იძინებს... ცუდი სიზმარი ნახა და საწოლი უნდა გაათავისუფლო ტასუნა იძინებს ჩემთან ხო ჩემო პრინცესა?
-ქოო - აწითლებულ ლოყებზე ხელი ჩამოისვა და თავი მხარზე დაადო-ნანა მიდა მე
-დავიძინოთ ჩემო ტკბილოო ... ეკატერინე შენს ოთახში გავა
-კარი გამიღე და ჩემს სახლში გავალ
-ღიაა ...საკეტი გადაატრიალე და გაიღება - ტასო საწოლში დააწვინა და კატოს გახედა. ქალბატონი მაშინვე წავიდა , კართან იდგა უკვე და გასვლას აპირებდა ჰაერში რომ აღმოჩნდა
-რაა...რას აკეთებ გაგიჟდი?
-გაჩუმდი !
-არ მინდა
-მე მინდა ,შენ კიდე არ იცი რა გინდა. ჩშშ ბავშვს სძინავს - საწოლში დააწვინა შუქი ჩააქრო და გვერდით მიუწვა
-არ დამეძინება
-ბავშვი არ გაჭყლიტო...
-შენ არ გაჭყლიყო
-მე და ტასუნა ხშირად ვიძინებთ ერთად.მესამე ქალია ვისთან ერთადაც ვიძინებ
-მესამე როგორ
-დედაჩემი და ბებიაჩემის მერე მესამეა- გაიცინა და ეკატერინესაც უნდოდა კისკის მაგრამ დროულად გაახსენდა ბავშვი
-მე მეოთხე გამოვდივარ?
-გული არ გაიტეხო ,...
-როგორი ხარ - პაუზის შემდეგ უთხრა და თვალები დახუჭა-სხვანაირი
დილით ორივე ტასომ გააღვიძა ,პატარა ქალბატონი პრეტენზიებით იწყებდა დილას ყოველთვის და არც ამჯერა იყო გამონაკლისი. ტანსაცმელიც კი ვერ შეარჩია ,ბოლოს ეკატერინე რომ გააგიჟა ბათუს მიწოდებული კაბა ჩაიცვა და ყველაზე საშინელი მომენტი თმის დავარცხნა აღმოჩნდა. გამოუცდელ ეკატერინეს ბრალი დასდო და ბათუს მიახლოების ნებაც არ მისცა თმები დამაწიწკნეთო განაცხადა და თმაგაშლილი დააბოტებდა სახლში.
-შეგიძლია საუზმე მოუმზადო . მე გავდივარ
-ნებდები? ...ეკატერინე მტოვებ?
-ნათლული შენია და ადრეც დაგიტოვებია ასე რომ გამოცდილი ხარ და მიხედე- კატო წავიდა,ბინაში გადავიდა ჩაიცვა, მოწესრიგდა და უკან რომ დაბრუნდა ბათუს ხმა გაიგო
-ტასოო ახლა მოგცხებ იცოდე, მე გითხარი კატო გააგიჟეთქო მე გადამიყვანე ჭკუიდან-თქო ეგ გითხარი? დილაადრიან კარაქიანი პური უნდა ჭამო და ფაფა აბა კარტოფილს ხო არ შეგიწვავ
-მე დაგექმალე და შენ კიდე ამ აქოთებული ქაჩით მჭკიპავ?
-ნუ ტირი ტყუილად... კარგად გიცნობ
-ფუუუ როგორი ცუდი ხაარ
-ჩემი სკოლაა რაა...მეტის ღირსი ვარ
-დიახაც !
-ხელები გაშალე ნუ ჩამომიდექი აქ ჭირისუფალივით
-ეგ ვინაა?
-ოოო ტასოოო /... ნუტელა და პურიც არ გინდა?
-მარტო ნუსა პური არა!
-ორცხობილა? ქადა ან კიდევ სხვა რამე მსუყე არა? კრუასანი.. ან
-არაა მარტო ნუსაააა
-დედაშენის ალიკვალი ხარ ,მართალია ერეკლე
-ოოუფ დედიტო ამბობც მამაცენიც ალიალი ქალო და
-ალიალი რა არის?
-შენ ლაც თქვი იც ...
-დედაშენის გჯერა თუ ჩემი
-დედას დაუჯელეო ჩენ ალ მითქალი?
-არა ხო ეგეც მართალია...ოოო სულ ამირიე ტვინი რა ! საერთოდ არ გაჭმევ არაფერს, წამოდი რამე მულტიკს ჩაგირთავ
-არ მინდა !
-ანასტასიააა ნუ მაგიჟებ ახლა !
-რას გლიალებ დათვივით?
-გოგოოო
-ბიტოოო
-გაგიშვებ ახლა მამაშენთან
-გაგიჟდიიი? მამაც ვუთქალი ძმა მინდათქო და აქლა ლო იქ გამიჩვა ლოგოლ დაწელც წელოცთან გასაგზავნ წელილც?
-რა სისულელებს ეუბნება ბავშვს... იცი საერთოდ წეროებს არ მოჰყავთ ბავშვები
-ნუ მატკუეებ ბოლოტოოო ჩეეენ-ბალიში აიღო და ბათუს ესროლა
-ბალიშების სროლას გადაეჩვიე თორე არ ვიცი რას გიზავ
- ველაფელცაც ველ იზამ ...აიიი ელთი,ოლი სამი ოთქი ხუთი ექვსი შიდი ...მეტი ალ კოფილაა
-ტასოოოოო....ტასო გცემ....ტასო შეეშვი ბალიშებს.ტასო რამეს გატეხავ...ტასოოოოოოო კატო?- იმდენი ირბინა ბოლოს კედელთან მდგომი გაოცებული ეკატერინეც დაინახა და უცებ გაჩერდა,თავზე ხელი გააისვა და ქალს მიაშტერდა
-ტასუნა არ გინდა გასართობ ცენტრში წავიდეთ? ზოოპარკში ან სადმე სადაც გაერთობი
-მინდა ...ყველგან მინდა
-მე არ წაგიყვან ,არც იფიქრო ბოლოს პარკში რომ წაგიყვანე დამეკარგე და ძლივს გიპოვე
-შენ იდიოტი იყო დააბრალე ბავშვს,როგორც ჩანს რომელიმე მშობელს გამოელაპრაკე
-ნაყინზე გამიშვა და მერე ეშმაკის ბორბალზე დასაჯდომად გაიქცა. არ ვსვავდი და ისე შეპარულა ვერც გაიგეს. შემოვირბინე ყველაფერი ეს კიდე ბორბალზე იყო დასკუპული და გვერდით მჯდომ ბავშვს პოპკორნს პარავდა
-გატკუებც, ამდენ ლამეც ლოგოლ ვიზამდი ჯელ 4 წლიც ვალ მალტო მეტიც კი ალა ...ბავჩვი ვალ ბავჩვი ეს კიდე მაბაზებს და საელთოთ ალ ვეცოდებიიიი ეკატელინე დეიდაა ამაცთან ალ დამტოვოოო წამიკანეეე- პატარა ხელების ახეზე აიფარა ,ცრემლები გადმოღვარა წამში და მერე ქალთან მიირბინა ქვემოდან უყურებდა წყლიანი თვალებით და კაბაზე ებღაუჭებოდა
-ტასოოო ოოხ ტასოო !
-შენი ნათლულია თუ შვილი ,მითხარი - ჩუმად უთხრა ბაღათურიას
-შენ გადაირიე ხო? რას მეუბნები ხვდები?
-ვერა... არაადეკვატური გავხდი
-მიეჩვიე ,ჩემი შვილი უარესი იქნება. პატარა ქალბატონო თამაში დასრულდა,ახლა წამოხვალ ქაშს შეჭამ ,მერე კარაქიან პურს დააყოლებ,რძესაც მიირთმევ და წავალთ !
-მაწამებ, პატლულს დვაულეკავ და ვეტყვი რომ ბავშვთა უფლებებს არღვევ
-ჩამიშვებ?
-თავს ვიცავ მხოლოდ

ეკატერინე მთელი დღე გაოცებული იყო,ზოგჯერ სიტყვასაც ვერ ამბობდა ნათლია და ნათლულის დუეტი იმდენად აოცებდა. ვერანაირად ხსნიდა ამ ბავშვის საუბრის სტილს,აზროვნების უნარს და საერთოდ ეს ბავშვი უცხოპლანეტელს უფრო ჰგავდა ვიდრე ამქვეყნიურ არსებას. ყველა ატრაქციენზე რომ იჯდა, ყველაფერი რომ მოიარა და დაიქანცა შემდეგ ნაყინი მოითხოვა და სანაყინეში წავიდნენ. ათას ვინმეს გამოელაპრაკა ყველასთან ინაზებოდა და იშაქრებოდა. გააგიჟა გამვლელები,ერთხელ ისიც თქვა ჩემი მშობლები მარწყვის ნაყინს არ მყიდულობენ და თქვენ მიყიდეთო,ქალმაც წამსვე დაუჯერა და ნაყინი მიუტანა.ბოლოს სათამაშოების მაღაზიაში შევარდა და ნათლიას ანგარიში გაუნახევრა. კმაყოფილ დაბრუნდა სახლში და ბარბარეს ყელზე ჩამოეკიდა
-დეე...როგორ გაერთე ტკბილო?
-მომენატრეე დეეე... მამიკო სად არის?
-სახლში არაა
- სახლში არ არის? კი მაგრამ დაბადებისდღე შენთან არ გაატარა?-ბათუმ მაშინვე მიმოიხედა
-არა , სახლში არ არის! დაურეკე და გაარკვიე თუ გაინტერესებს... კატო მადლობა ძალიან დიდი... ალბათ შეგაწუხა , ბათუსთან რომ მიდის ჭკუიდან გადადის .
-საოცარი ბავშვია, მსგავსი არ მინახავს არასდროს
-დედააა მამა სად წავიდა? ეჩქუბე ხო? კაიიი ლააა ალადა დამპილდა ძმაც მოგიკანო ჩენ კიდე ეჩქუბებიიი
-ტასო ძალიან გთხოვ ჭკვიანად და წყნარად
-არააა არ ვიქნები წკნალად...ძმა მინდააააა სენ კიდე მამიკო ალ გიკალც ეჩქუბები და საქლიდან აგდებ. მამა მოვიდეც დაულეკე და უთქალიიი დამადებიცდგე უნდა მივულოოცოოოო
-ღამით დაბრუნდება და მიულოცე
-არაა ახლა მინდა!
-ჩვენ წავალთ... ერეკლეს მიულოცე ჩემგან - ბათუს ხელი ჩაკიდა და იქედან წაიყვანა
-უჩემოდ ვეღარ გადაადგილდები?
-ტაქსით სიარულს არ ვაპირებ როდესაც ასე ახლოს მყავს საქმრო. სახლში წამიყვანე
- მშობლიურ თუ საკუთარ
-საკუთარ ... ისე საქმე არ გაქვს? რამდენი დღეა უსაქმოდ ხარ
-შენ არ იდარდო ჩემი ეკონომიური მდგომარეობა მყარია და სიღარიბე არ გემუქრება ,თუ ძალიან არ მოინდომებ გაფლანგვას
-ნუ ხარ უხეში, მაგიტომ არ მიკითხავს
-ვერ ვიტან ისეთ კითხვებს რომელზეც პასუხი ნათელია
-რადგან ასე საუბარს აგრძელებ გავჩუმდები , აზრი არ აქვს მაინც ბავშვივით გეცვლება ხასიათი
ბათუს არაფერი უთქვამს მანქანა კორპუსთან გაუჩერა და მაშინვე წავიდა როგორც კი გადავიდა ეკატერინე. სად წავიდოდა თუ არა დადვანთან,ბატონი კლუბში ბრძანდებოდა ქალების გარემოცვაში აღნიშნავდა დაბადების დღეს სასმელისა და სიგარეტის თანხლებით
-სად დამიტოვე ბავშვი აქ რა გინდა
-საღამოს უნდა მომეყვანა და მივიყვანე კიდეც ბარბარესთან. შენ რომელი საათიდან აგდიხარ აქ...თვალში მზერა გაქ შერჩენილი თუ ხმით მიცანი
-მგონი წუხელ რომ ვიჩხუბეთ მე და ჩემმა სატანა ცოლმა მას მერე აქ ვარ ... რა მნიშვნელობა აქვს? - მზერა არეული ჰქონდა, კიდვე ერთი ვისკის ჭიქა დაცალა და მაგიდაზე ხმაურით დაბრუნა
-ყარხარ, საზიზღრად გამოიყურები და მაგარი დანძრე*** გაქ ხო? რა მოხდა წუხელ?
-როგორც ბოლო რამდენიმე წელია..4-5 აღარ მახსოვს უკვე ახლაც ჩხუბით შევხვდი ჩემს დაბადების დღეს .დედაჩემს საჩუქარი მივუტანე წუხელ თუ არა ეგეც არ მახსოვს...მგონი მივუტანე და მერე მივედი სახლში და ვარდების თაიგული მთხლიშა ჩემმა საყვარელმა ცოლმა ,შენ ხომ არ იცი რამ გააბრაზა?
-წამო რა გამოფხიზლდი ასეთი მაწუხებ- ვერ იტანდა უკვე ერეკლეს ამ მდგომარეობას და გიჟდებოდა ვერაფერს რომ ვერ ცვლიდა
-შენთან რო წავიდეთ და შენი საცოლე დაგვადგეს მერე ორ კუდიანს ერთად სად ვუმზირო... რა გამოსვლები ჰქონდა გუშინ ეგ ჩემსაზე უარესი იქნება დამიჯერე არ ღირს საერთოდ ცოლის შერთვა... სხვა გზა ნახე
-წამოდი და მორჩი ლაქლაქს...გადმოადგი ფეხი ასე სად გათრიო მძიმე ხარ- მხარზე რომ დაეყრდნო ორიენტაცია დაკარგული დადვანი წამსვე შეუბღვირა
-ტრიალებ და წავიქცევი
-ფუ რა გამოს*** ხარ
-ეგ მაშინ რატო არ მითხარი ის სულელი გოგო რომ მოვიყვანე ცოლად ...არა ხომ იყო ღირსი იმ გარეწარს ვინმესთვის მიეყიდა . ჩემნაირი დებილი მეორე სად იყო გამოიჩინე სიკეთე და აჰა ასე შეგრჩება
-ნუ ბოდავ ... ბარბარეზე უგონოდ იყავი შეყვარებული
-უგონო ვარ ზუსტია ...აბა გონება რომ მქონდეს მაგას რა შემაყვარებდა . გავეყრები და დაისვენებს ისიც და მეც-მანქანაში რომ ჩაესვენა და რამდენიმე წუთი ეგდო გათიშლი მერე ამოთქვა და სახეზე ხელები ჩამოისვა - მაინც ვეზიზღები
-რა აუტანელი ხარ ასე რომ თვრები...
-ნუ ატრაკებ ...სად მიგყავარ - უცებ შეიცხადა გზას რომ დააკვირდა
-სახლში
-იმ ქალთან? არ მინდა დაბადებისდღეც კი ჩამიშხამა და ბოლო საათები სულ მთლად გავაფუჭებინო? შენთან ავიდეთ ან სადმე სასტუმროში წამიყვანე
-მოკეტე და წამოდი ! - მანქანა გააჩერა და გადავიდა
-არ მინდა... რანაირი ძმაკაცი ხარ პირდაპირ მგლის ბუნაგში მაგდებ
-გადმოდი დროზე მშიშარა ბავშვივით ნუ იქცევი
-შემომაკვდება და დავაობლებ ტასოს ... მიხედავ ხო შენ?
-გადმოდი - მკლავში წვდა და გადაათრია ,მერე სახლში შეიყვანა- სიტყვა არ თქვა ,ჩუმად იარე
-ხვალ გნახავ და დედას გიტირებ-ჩუმად უთხრა და სააბაზანოში შევიდა-მე თვითონ
-ხო როგორ არა..>შენ თვითონ - დუში მოხსნა და პირდაპირ მიუშვირა ცივი წყალი ,მერე ტანსაცმლით შეაგდო კაბინაში და მანამ ასხავდა წყალს სანამ გინება არ შეწყვიტა დადვანმა
-ოო კაი გეყოს... გავიყინე შე ჩემა
-ტანსაცმელს შემოგიტან და წავალ
ისე გავიდა არც არაფერი უთქვამს სხვა. ოთახიდან ტანსაცმელი გაუტანა და იქაურობას უნდა გაცლოდა კიბესთან რომ დახვდა სავარძელში მჯდომი ბარბარე
-როგორც მოიყვანე ისე წაიყვანე !
-საკუთარი სახლიდან რისთვის აგდებ ქმარს ვერ მეტყვი?
-თვითონ ისეთი მთვრალია ვერ გითხრა ?
-არ იცის !
-არ გრცხვენია ,შენც აჰყევი ხო თამაშში. სულერთია , ნუ ახსოვს აქ მოსული არ დავინახო ჩემ შვილსაც ნუ გაეკარება ჰყავდეს იმ ქალის შვილი და კიდე ბევრი გააჩენინოს თუ უნდა - აშკარად გაცეცხლებული იყო, გულნატკენიც ჩანდა და იმდენად შეუვალი ,რომ ბათუც დააბნია
-ვინ ქალზე ამბობ გაგიჟდი შენც?
-ბათუ გეფიცები შენც შენს ძმაკაცს მიგაყოლებ ...
-ბარბარეე რომელ ბავშვზე ამბობ..სად ჰყავს ბავშვი ტასოს გარდა . ვიღაც კახპ* მოგადგა გამოგიტენა ტვინი სისულელეებით და შენც გჯერა?
-კახპ*ა-თქო რომ გეუბნებოდით მეგობრად მაცნობდით და ახლა რა შეიცვალა? აღარაა უგონოდ შეყვარებული, ბუნჩულა გოგო ის თქვენი მეგობარი მაკო? შენც რომ მიმტკიცებდი არაფერი ჰქონიათ მეგობრები იყვნენო ... ორივე ერთნაირები ხართ საერთოდ მეცოდება ეკატერინე ,იმედია არ შეირთავ ცოლად - შებრუნდა და პირდაპირ ერეკლეს შეასკდა, ისიც წამში წვდა მკლავში და უკან გასწია
-მაკოსგან რაღა გინდა გოგო...რა სისულელეებს ჩმახავ გადაირიე ? მეტი მიზეზი ვერ იპოვნე ჩემი დაბადებისდღის ჩაშაშლელად და ზღაპარი მოიგონე? გავიგეთ რო ვერ იტან იმ გოგოს მე რას მერჩი -თვალებანთებული დაჰყურებდა და ხელს არ უშვებდა
-ხელი გამიშვი და ნუ ღრიალებ სძინავს ბავშვს ... შენი ბიჭი რადგან არაა ფსიქიკა უნდა დაუზიანო? ხელი გამიშვი ...იცოდე მოგკლავ ,გირჩევნია შენი ფეხით წახვიდე შენს მაკასთან და თქვენს ბიჭთან სანამ შენს ცხედარს გავუგზავნი დასამარხად !
-სულ გადაირიე გოგო? სად მყავს ბიჭი
-ერეკლე დამშვიდდი- ბათუ რომ მიხვდა მალე მოტეხდა ქალს ხელს მაჯაზე მოუჭირა თითები და ბარბარეს მოაშორა - მაკამ გითხრა ბავშვზე თუ საიდან მოიტანე ეგ ამბავი
-რა ბავშვი ბიჭო შენ რაღა დაგემართა ...არ იცი რომ არ მყავს სხვა შვილი ტასოს გარდა?
-ბატონს დაბადებისდღის საჩუქარი მიართვეს ერთი დღით ადრე ... საძინებელში ედო გახსნილი კონვერტი ბავშვის ფოტოები და მაკას წერილი იყო . დედაშენთან რომ წახვედი დაგავიწყდა დამალვა ეტყობა,ხდება ხოლმე ასეც
-რა წერილი შე ჩემა
-მე რა ვიცი კი გავხსენი მარა არ ჩამიხედავს... დამირეკეს საჩუქარი მზადააო და უჯრაში ჩავაგდე .სად წაიღე გოგო
-დავწვი ! ახლა არ მითხრა ბავშვი არ მყავს ნანახიო თორემ გავგიჟდები...მისმართი ეწერა ღამით გელოდებიო და სად ბრძანდებოდი აბა .არ მითხრა მარტო მაკა დამხვდა და ბავშვის ნახვა ვერ მოვახერხეო. შემეშვით ორივე რა ... სასამართლოში შევხვდებით ! ბათუს გამოვატან როცა შენი დღეები იქნება და თუ მოინდომებ რა თქმა უნდა დაგიტოვებ კვირაში ორი დღე მაინც. შენი სახის დანახვაც არ მინდა
-მოიცადე ! - კიბეზე ასული უკან დააბრუნა
-რა გინდა
-ის ბავშვი ჩემი ვერ იქნება!
-არ მითხრა სექ*ი არ გვქონიაო ... მე რომ მეჩხუბე ჩემ ძმასთან წასვლის გამო ვინ გაწყნარებდა კარგად გაიხსენე ...ოო რა თქმა უნდა თავი დახარე და მზერა მომარიდე ..კარგად დაფიქრდი აბა რომელი აქტის დროს შეუშვი უხვად შენი გენეტიკური მასალა მაკ..
-არაფერი ვიცოდი მე წერილიც არ მინახავს და საერთოდ არ იქნება ის ბავშვი ჩემი ! არც მაკასთან ვყოფილვარ წუხელ და მითუმეტეს არსად წასვლას ვაპირებ. შენ ჩემი ცოლი ხარ, ეს ჩემი სახლია და აქ ვიქნებით ერთად მე, შენ და ჩვენი შვილი ! ახლა შეგიძლია ღრმად ისუნთქო ცეცხლი გამოუშვა პირიდან და მერე დამშვიდებული დაწვე საწოლში და დაიძინო!
-კიდევ რამეს ხომ არ მიბრძანებ...ბათუ ნუ მიიპარები ესეც თან გაიყოლე ! ამჯერად არ ვაპირებ უკან დახევას არააა ... არ ვაპირებ შენი შვილების ატანას და ჩემი შვილის ფსიქიკის განადგურებას ! წაეთრიე აქედან თორემ გეფიცები ისე მოვაწყობ მოსამართლე ბავშვის ნახვის უფლებასაც არ მოგცემს მერე წამუდამოდ წავალ და თვალით ვერ ნახავ ანასტასიას - კიბე აირბინა, საძინებელში შევარდა და კარი ისე მიხურა სახლი შეაზანზარა.
-რა ვქნა ვიპოვო მაკა?- ბაღათურია მდუმარედ იდგა სანამ ბარბარე არ წავიდა
-იპოვე უნდა მოვკლა... ხომ ვიცოდი ცხოვრებას გამიმწარებდა ეგ ავადმყოფი ქალი! ახლა ეს ბავშვი საიდან მოათრია მე მაგის დედას შევ***
-რო მირბიხარ იცი სად მიდიხარ?
-სადმე წამიყვანე თორემ მოვკლავ იმ გიჟს და მერე მაკას მივაყოლებ- ხელი მეორე სართულისკენ აიშვირა და მანქანისკენ წავიდა.
ბათუმ გაარკვია მაკა რომელ სასტუმროში იყო და პირდაპირ იქ მიიყვანა ბატონი ერეკლე.
-წამოგყვე?
-ხო აბა მართლა შემომაკვდება ...
-ბავშვი ჰყავს გაითვალისწინე
-არც პირველი ობოლი იქნება და არც მეორე
-იქნებ მართლა შენია...
-არაა ჩემი , ჩემი რომ იყოს აქამდე არ მომიყვანდა შენი აზრით?
-რა იცი იქნებ ეშინოდა აბორტის გაკეთება არ დაგეძალებინა... რამდენი თვე ხვდებოდი
-მე რა ვიცი მაკას რამდენჯერ შევუდე რას მელაპარაკები საერთოდ - სასტუმროში შეაჭრა და პირდაპირ ლიფტში შევიდა . ოთახი იპოვა და ისე დააკაკუნა კარის ჩამოღებამდე ცოტა იყო დარჩენილი. ქალმა რომ გააღო და ბიჭებს შეხედა გაიცინა
-ერთი დღით გვიან მოხვედი ...
-ხო არა? რა მასკარადი დამიდგი ,რა ფოტოები და წერილები აგიტყდა. რა ბავშვი და საერთოდ რა ჯანდაბა გინდა აქ
-ვიცოდი რომ გაგიჟდებოდი ,მაგრამ შვილი გყავს ბიჭია და თან გგავს კიდე - უცებ აიყვანა წლამდე ბავშვი საწოლიდან და სანამ ერეკლე იფეთქებდა ბათუმ უკან გასწია
-დეენემის ტესტს ჩაიტარებენ ...თანახმა ხარ?
-რა თქმა უნდა, დარწმუნებულიც ვიყავი რომ მოითხოვდი
-არ მჭირდება არავითარი ანალიზი ... ერთადერთი შვილი მყავს და ისიც საკუთარი ცოლისგან შენ კი იქ დაბრუნდი საიდანაც ჩამოხვედი ! ერთ დღეს გაძლევ თუ არ წახვალ იცი რისი გამკეთებელი ვარ როცა მოთმინებას ვკარგავ ,ახლაც მოგისვრიდი აქედან,უბრალოდ ბავშვი მეცოდება
-ისევ ისეთი ხარ როგორც ადრე... საერთოდ არ იცვლები . მეცოდება კიდეც ბარბარე! წავალ ისედაც, შენ იმედია გაიკეთებ ტესტს და დაიტოვებ შვილს ,ნუ თუ არ გინდა შენი ვაჟი ბავშვთა სახლში გაიზარდოს. - კართან მისული მოაბრუნა
-ბავშვის გაშვილებას აპირებ და ყველას ჩამოუარე ვისთანაც კი იწექი?
-არა ,მხოლოდ შენთან რადგან ბავშვი შენია
-თუ არ გინდოდა რატომ გააჩინე, მაინც თუ უნდა გაგეშვილებინა ამდენხანს რატომ დაიტოვე შენთან- ბათუმ ჰკითხა ამჯერად,მაგრამ ხმა არ აუწევია ისედაც საკმარისზე მეტად იყო გაცოფებული
-თავიდან ვფიქრობდი რომ გავაჩენ ერეკლე ჩემთან იქნება-თქო ,მერე მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა იმდენად გიჟდება თავის ბარბარეზე მეეჭვება ოდესმე მიატოვოს .ახლა დანიშნული ვარ და საერთოდ არ მჭირდება ბავშვი , რომელიც არ სჭირდება ჩემს მილიონერ საქმროს
-და ამ ყველაფრის მერე უნდა დავიჯერო რომ ჩემი შვილია?
-კარგი რა შენი რომ არ იყოს სხვაგან ვერ წავიყვანდი? სისხლის გაღება თუ არ გინდა თმის ღერი ჩააბარე და უბრალოდ დაელოდე პასუხს...მე უნდა წავიდე ხვალვე !
-ბავშვი სად მიგყავს ...
-თუ საოცრება მოხდა და ანალიზი შეცდა ბავშვთა სახლში მიიყვანეთ
-ავამყოფი ხარ გოგო? საკუთარ შვილს ასე მიუგდებ ერეკლეს და წახვალ? იმ შენმა მილიონერმა რომ მიგაგდოს გზაში მერე მოხვალ და ბავშვს წაიყვან უკან?
-ოჰ ბაღათურია შენ არასდროს კარგავ აზროვნების უნარს ხო? თუ გინდა ხელს მოვაწერ და ბავშვზე უარს ვიტყვი ,ბავშვთა სახლში დატოვების შემდეგ გააშვილებენ ან ერეკლე გაზრდის.საყვარელია ,მაგრამ ზედმეტი თავსატეხია ჩემთვის თუმცა ზოგჯერ თუ მაჩვენებ
-ხვალ მოვალთ ,იმედია მანამდე არ მიაგდებ სადმე ბავშვს
-კარგი ...გელოდებით ხვალ
ერეკლე გათიშული მიაბიჯებდა. მანქანაში რომ ჩაჯდა მერე გახედა ბათუს
-ავამყოფია ...ცხოველია თუ რა არის ასე როგორ აგდებს ბავშვს .მართლა ჩემი რომ იყოს?
-დოკუმენტს მოვამზადებ ,შევეცდები სწრაფად გავაკეთო . შენი რომ არ იყოს არ მოგიყვანდა, ანალიზიც გაიკეთე რას კარგავ რატომ ჯიუტობ
-შენთვის მარტივია,როდის მოუყვანიათ ბავშვი საყვარლებს
-მე დამაბრალე იმპულსური იდიოტი რომ ხარ და არ იცი ვინ უნდა გაჟ*** შენი შვილია და თუ არ გინდა მე წამოვიყვან , ანალიზს უშენოდაც გავაკეთებ ასე ვერ მივაგდებ საწყალ ბავშვს ,რომელსაც არ გაუმართლა დედა ავადმყოფი ჰყავს მამა იდიოტი! ქალმა როგორ უნდა გაჭამოს ისე რო ბავშვი გააკეთო და არ იცოდე ,ვითომ პატარა ბიჭი იყავი
-ცუდად ვარ ისედაც და ტვინს უარესად ნუ მიტყ*** სახლში წამიყვანე
-გინდა ბარბარემ მოგკლას?
-ხო მინდა მომკლას და დავისვენებთ !
-როგორც გინდა მე ხელებიც დამიბანია
ერეკლე სახლთან დატოვა და წავიდა.იმ ღამესვე დაიწყო დოკუმენტის მომზაება და ანალიზისთვის შესაფერისი კლინიკა მოძებნა. შემდეგ აივანზე დაჯდა და ეწეოდა სანამ ეკატერინეს აივანზე უცხო ბიჭი არ დაინახა თანაც ნახევრად შიშველი სიგარეტით ხელში. წარმოგიდგენიათ რა რეაქცია ჰქონდა როცა ტვინმა გაიაზრა ეს ყველაფერი? ვერ წარმოიდგენთ როგორ გადახტა აივანზე და ყელში წვა გაოცებულ ბიჭს, თავით შეატანინა მინის კარი
-შენ ვინღა ხარ შე ...შენი დედა- უნდა დაერტყა თვალებგაფართოებული ნახევრად მიმხვრჩვალი ბიჭისთვის ვიღაც რომ ჩააფრინდა და სახე ჩამოკაწრა
-ზურას ხელი გაუშვი შე არანორმალურო...პირუტყვო საიდან გაჩნდი საერთოდ ეკატერინეეეე მიშველეეე სახლში ყაჩაღიააა - კიოდა ქერა და ბათუს სახეს უკაწრავდა, მუშტებს უშენდა .ბიჭი გათიშული ეგდო,თვალებს ატრიალებდა მხოლოდ.ეკატერინე თავისი საძინებლიდან გავიდა ნახევრად შიშველი და როგორც კი გაიზრა რომ ქერა ბათუს ურტყამდა მოაშორა
-ანჩო გაჩერდი ანჩო ქურდი არ არის მოიცადე
-შენ რა იცი ...აბა ვინ არის ნახე რა უქნა ჩემ საწყალ ზურას .მოკლა მგონიიი ...ზუუუ ზურიკოო გამოფხიზლდი ბიჭო .ისე კარგად ურტყამ ბიჭებს ახლა ასე უცებ დავარდი? ზურიკოო ბიჭოო
-რა ჯანდაბაა სამნი თუ ჟიმ**ბდით ჩემთვსიაც გეთქვა იქნებ და არ ვიყავი წინააღმდეგი- ისეთი სილა უთავაზა ეკატერინემ ყბა მოეღრიცა
-როგორ ბედავ ჩემ სახლში შემოვარდნას,ჩემი სტუმარის ცემას და ჩემს შეურაცხყოფას.ვინ მიგდიხარ საერთოდ
-შენი მომავალი საქმრო და
-ვინოოო? - ძლივს შეფხიზლებულმა ბიჭმა და კაპასმა გოგომ ერთბაშად წამოიყვირეს - ესაა საქმრო? ამის გასაცნობად ჩამოვფრინდით აქ ? შეიშალე ეკატერინე?
-შენ ვაფშე დადუმდი- ბათუ ბიჭისკენ გაიწია და ყელში უნდა წვდომოდა ხელი რომ მოუქნია
-არაკაცურია გაუფრთხილებლად რომ ესხმი თავს ადამიანს თან სულ ტყუილად და ეჭვიანობა თუ გაწუხებდა საცოლე არ უნდა მიგეგდო მარტო სადარბაზოსთან
-ოჰოო აი ეს მომწონს...ვგიჟდები წინააღმდეგობას რომ მიწევენ. მოდი აბა გავარკვიოთ რა არის კაცური -ბაღათურიას ვერაგი ღიმილი რომ დაინახა ეკატერინემ მაშინვე მის წინ დადგა და ხელები მხრებზე მიადო
-გაჩერდი გთხოვ არასწორად გაიგე...ზურა და ანჩო ჩემი მეგობრები არიან უნივერსიტეტში გავიცანი ორივე .გუშინ წამომცა რომ ვთხოვდები და იმიტომ ჩამოვიდნენ , სადარბაზოსთან დამხვდნენ რამდენიმე სათის წინ შენ რომ დამტოვე და წახვედი მაშინ- უცებ მიაყარა და ზურას გახედა-ზურა დამშვიდდი გთხოვ
-ჯანდაბა , შენ გამო სისულელეებს ჩავდივარ .შენი ბრალია სტრესში გყავარ- ეკატერინეს წელზე მოხვია ხელი და ხმაურით აკოცა ტუჩებში - მომიტევე ზურაბ უბრალოდ საცოლეზე ეჭვიანობა ცუდი ყოფილა
-კატუშას არ იცნობ როგორც ჩანს თორემ ასე არ მოიქცეოდი- ბიჭმა უხეშად მიუგო და ზურგი აქცია.
-მეც მაპატიე რომ დაგკაწრეთქო ვერ გეტყვი,ღირსი იყავი-ანჩომ უთხრა და ზურას მიჰყვა
-კატუშაო ასე თქვა თუ მომესმა...რატომ გეძახის ისე როგორც მე? ვინ მისცა უფლება
-ხელი გამიშვი და შეწყვიტე ეს ისტერიკა! გირჩევნია ბინაში დაბრუნდე
-მგონი ტყუილად მოვიხადე ბოდიში და მიუხედავად იმისა რომ არ გჟიმ*** უყვარხარ
-ავადმყოფი ხარ? ვიცი რომ ხარ მაგრამ ჰალუცინაციებიც გაქვს? გითხარი მეგობარია-თქო შენი აზრით რომ ვუყვარდე და მეგობარი არ იყოს აქამდე არ გავთხოვდებოდი მასზე ? შენნაირ იმბეცილს მივცემდი ცხოვრების არევის უფლებას?
-ხმას დაუწიე რომ მელაპრაკები და სიტყვებს დაუფიქრდი,ვის გაჰყვებოდი იმ შენნაირ წიგნისჭიას? ვინაა საერთოდ რა უფლებით
-ჩემი მეგობარია და შენზე მეტი უფლებები აქვს
-ალოგიკურ წინადადებას ამბობ
-აქედან წადი !
-უკვე ვფიქრობ კედელი გამოვტეხო და წინასწარ გავაერტიანო ჩვენი ბინები ... მაინც პატარა სახლი მაქვს ცოლ-ქმრისთვის
-რამდენი გიფიქრია ჩვენს ოჯახზე, ალბათ ოცნებობ ჩემს ცოლად შერთვაზე ხომ?
-რაც დაგინახე იმ წამიდან... კარი რომ მიგიხურე მაშინ იმ ქალს ვკოცნიდი და ჩვენს ოჯახზე ვფიქორბდი
-გულისამრევი ხარ!
-ეს შენ გაქვს ნაადრევი ტოქსიკოზი ....უკვე მეშინია ფეხმძიმე არ შემეტენო
-შენ ...შენ
-მე ..მე ძალიან დაღლილი ვარ საცოლის სითბო, ვახშამი და მშვიდად ყოფნა მჭირდება . შემიძლია ჩემთან დაგპატიჟო და შენი მეგობრები აქ დატოვო
-მათთან ერთად ვაპირებ ქალაქში გასვლას, ფუნიკულიორზ ვახშმობას და
_შესანიშნავი აზრია მე დავპატიჟებ, გაწითლებული ყელის და მინგრეული ყბის ასანაზღაურებლად,იმ შენ კატა დაქალს კი მივუტევებ
-შენთან ერთად არ წამოვლენ
-ანუ შენს ქმარს არ მიიღებენ? რა საწყენია მათ სახეებს ვეღარ ვნახავ და მხოლოდ მე გეყოლები
-ვერ გიტან !
-მეც ვგიჟები შენზე ... - ხელი მოხვია და ტუჩებზე დააცხრა ზუსტად იმ დროს ზურა რომ გავიდა ოთახში . ხელები ისე ჩაასრიალა საჯდომზე და მოუჭირა ეკატერინეს კი არა ლოდს ააკვნესებდა.
-მგონი ვხვდები ცოლად რატომ მიჰყვები... ისა და ქორწილის დღე უკვე დანიშნულია?- ქალი კატაც გავიდა და წყვილის დანახვისას ამეტყველდა
-მე... არ არა უფრო სწორად .მგონი წყალი მინდა გავალ დავლევ და მოვალ - უცებ თქვა და სამზარეულოში მიიმალა
-მგონი თავიდან უნდა გავიცნოთ ერთმანეთი - ბათუმ სერიოზული სახით შეხედა საცოლის მეგობრებს
-ჯანდაბა იმ საზიზღარმა მგონი იდეალურ ქმართან მიახლოებული გიპოვნა, დამპალიი
-ანჩო !-ბიჭმა თვალები დაუბრიალა ,მაგრამ ყურადღება არ მიაქცია
-შენ ჩუ ... ეკატერინეს უნდა ეს ბიჭი და ჩვენ ვინ ვართ რომ შევეწინააღმდეგოთ? საყვარელოო კეთილი იყოს შენი გაცნობა. იმ ინციდენტს დავივიწყებთ ხო? - ისე მოეხვია და აკოცა ბათუმ ეკატერინეს გადახედა ,რომელმაც თვალები აატრიალა
-ანჩო საქმროს ნუ შემიცდენ თორემ დარწმუნებული ვარ უარს არ გეტყვის
-ღმერთმა დამიფაროს შენს კაცთან რა მინდა...ხელები ამიწევაი სულ არ შევეხები .ზურიკოო მოდი აქ დადეთ ზავი ასეთს ვერ გიყურებ
-მხოლოდ ეკატერინეს გამო
-რა საყვარელი მეგობრები გყავს კატუს- ეკატერინეს გაუღიმა ბათუმ და ისევ მიიზიდა თავისკენ- ახლავე ვუთხრათ რომ ამაღამ ჩემთან დარჩები ...შეგიძლიათ თავი ისე იგრძნოთ როგორც საკუთარ სახლში ,თქვენს განკარგულებაში იქნება ყველაფერი
-რა საჭირო იყო წასვლა საყვარელო ... მე და ზუკიტო ერთად დავწყვებოდით არ იყო პრობლმა. პირველია თუ მეორე
-თავიდანვე ვერ მითხარი გეი თუ იყო?- ეკატერინეს რომ ჩასჩურჩულა ბათუმ ბიჭს ძარღვები დაებერა ანჩო კი აკისკისდდა და ძლივს გაჩერდა ისიც მას მერე რაც ზურამ დაუძახა
-ვაიმეე ძაან ცუდად ვაააარ გეიოოოოო იმენა შენზე თქვა ზურიკელააა ახლა შევწუხდები თანამოაზრე გამომიჩნდა მეც მაგას არ ვეუბნები? როგორ შეიძლება ჩემნაირ ქალთან გეძინოს და
-ანიკო გამოცვლას აპირებდი ვახშმად წასვლამდე!
-ოოო ზურიიუუს ნუ მიბრაზდები რა შენი ბრალია თუ შენს ღირსებას ცუდი გემოვნება აქვს და ჩემნაირი საოცნებო ქალი არ იზიდავს? წავედი გვრიტებო გამოვიცვლი... მალე წავიდეთ თორემ კუჭი გამიხმება მალე...იცი რამდენი ხანია დედასამშობლოში არ ვყოფილვართ მე და ზუკიუსი?
-წამოდი - ხელი ჩაავლო და ოთახისკენ წაიყვანა
_შენ სად მომყვები
-მაინც დამიძახებ და ბარემ გეტყვი რომელი კაბაა ისეთი ყველას თვალებს რომ დაუბრმავებ
-უიმეე უზნეოო ... ფუუუ გაფუჭებულო კაცო როგორ მიშლი ნერვებს
-არ მეგონა ასეთი მეგობრები თუ გეყოლებოდა- ბათუ უყურებდა წყვილს და გაკვირვებას ვერ ფარავდა
-ნუთუ შენც შეცდი
-არა საყავრელო კარგად ვიცოდი რომ ერთადერთი იყავი,მაგრამ შენ ხასიათთან მიახლოებული მაინც ხომ უნდა გყავდეს ვინმე
-გიმნაზიიდან მეგობრები არ მყავს ...
-მე წავალ გამოვიცვლი ... დამიძახე მზად რომ იქნებით
-ეჭვიანობის გამო შეწუხება არ ღირს, ზედმეტად ბავშვური და სულელური საქციელია შენთვისაც კი
-იმედებს მიცრუებ ხოლმე ეკატერინე !
ბათუ წაბრძანდა , ყველაფერი ბოლომე მოაგვარა, გააკონტროლა შემდეგ ერეკლეს დაურეკა გაიგო ცოცხალი იყო თუ არა. შხაპი მიიღო, ჩაიცვა და სიგარეტით ხელში ისევ აივანს მიაკითხა. ამჯერად ეკატერინე გავიდა და მზად ვართო უთხრა. იმდენად ლამაზი იყო ქალბატონი რამდენიმე წამს ათვალიერებდა ბათუ,შემდეგ გარეთ გავიდა და სიტყვაც არ უთქვამს ეკატერინესთვის . მოკლე კაბაში გამოწყობილი ნახევრად შიშველი ანჩო შეათვალიერა და წამსვე გაეცინა რადგან მიხვდა ზურამ როგორ დაიჭირა მისი მზერა და ავტომატურად გამოუშვა ბოლი .
-ამ არსებაზე უკეთესი კანდიდატი ვერ იშოვე დავიჯერო? - კატოს უთხრა ძალიან უემოციოდ და დაიკიდა ბათუს რომ ესმოდა
-ზურა სხვა დროს ვისაუბროთ გთხოვ...
-ზუუუ შენი სილიკონებიანი ნაშა მე რატომ მირეკავს ხომ ვერ მეტყვი?
-ჩართული მაქვს ტელეფონი და ნომერიც იცის შენ არ დაგირეკავდა
-დიდი ასოებით მიწერია ზურაბის სილიკონის კახპა და დავიჯერო სხვა ვინმეზე მივაწერე?
-ანჩო კარგი რა...მომეცი მობილური მაშინ ვუპასუხებ
-ეე შენ რატო უპასუხებ? მე მირეკავს და იქნებ ჩემთან აქვს საქმე? მადროვეე ცუნცუულ დაოკდი ტელეფონით სექს** აქ მაინც ვერ მოახერხებთ - ჩაახველა და მობილურის ეკრანს თითი გადაუსვა-ალიოო - წინადადების ტქმა ვერ მოახერხა ინგლისურად მოჭიკჭიკეს ხმამ ყური რომ ატკინა და მობილური შორს გასწია. დიდხანს უსმენდა მერე სიცილი დაიწყო და მანქანაშიც ისე ჩაჯდა რომ არ გაჩერდა
-რა ხდება იტყვი? რა გითხრა ასეთი
-ვერ გეტყვიი
-ანჩო თქვი ან გაჩუმდი თორე ჩვენც გვეცინება უკვე შენს სიცილზე- ეკატერინემ გახედა და ის უფრო აკაკანდა
-აქამდე არ იცინი გოგო> ვაიმეე ვეღარ გიყურეებ ცრემლები მომდის ცუდად ვარ ხო გამიფუჭა მაკიაჟი იმ გაოხრებულმა ქალმააა ეგ ამოწყდა ეგ არ ეღირსა კაცის მიკარებას და ჩაკვდა ვიბრატ*რით ხელში -არც სუნთქავდა ისე საუბრობდა და საერთოდ არ ჰგავდა ლექტორს
-ღმერთო შენ მიშველე ...შეუნდე რამეთუ არ იც..
-ოოო ეკატერინე გეყოფა რა ... ლიზას ხო დაურეკე რო გავერთო ცოტა? თორე შენ ისეთი ხარ არც მეცეკვები ! სიძე შენ ისეთი კაცი მეჩვენები რესტორნიდან კლუბშიც წამიყვან და ეს თუ არ წამოვიდა ხო არ დამტოვებ მარტოს?- წინ გადაიხარა და ბათუს მკლავზე თითები ჩამოუსვა
-ერთი დღე დაისვენე არაფერი დაგიშავდება - ზურამ ისე გაქაჩა უკან კივილი წასკდა
-გამოთაყვანებულო მეტკინა ხელი
-კაბა აგეწია და გაგასწორე რა მოხდა
-ხო როგორ არა... აბა მითხარი რა ფერის ტანგა მაცვია
-რას ვიფიქრებდი ეკატერინეს ისეთი საქმრო თუ ეყოლებოდა შენ რომ მოგინდებოდა !
-ენა რომ არ გქონდეს ასეთი დამპალი ქორი წაგიყვანდა ზურიკო
-ნუთუ !
-ჩემს მანქანაში თუ არ დააყენებთ სისხლის გუბეს კარგი იქნება...უკანა სავარძელს ვუფრთხილდები - ბათუმ სარკეში გაიხედა და თვალი ჩაუკრა წყვილს
-არ ვაპირებ მის მოკვლას ...არ ვჩხუბობთ საყვარელო შენ არ იდარდო
-ჩხუბი არც მიგულისხმია საყვარელო-თვალი ჩაუკრა ანჩოს და დააშტერა გოგო. ეკატერინე კი მას მერე თვალს არ აშორებდა თითქოს უცხოლანეტელის გვერდით იჯდა.მანქანიდან როგორც კი გადავიდნენ ხელიმკლავი გაუკეთა და წინ გაიჭრა-სად მიმარბენინებ
-რა იცოდი
-რა ვიცოდი?
-როგორ მიხვდი ...შენ რა რამე ზეციური არსება ხარ? ლუციფერი , სამოთხიდან გამოგდებული ანგელოზი?
-წამოსვლამდე რამე დალიე ?
-ანჩო როგორ გააჩუმე...
-რა ქალიშვილი რომაა იმაზე ამბობ? ზოგადად მაგდენ უხამს სიტყვას ან უკომპლექსო ქალიშვილები ამბობენ ან კიდევ ისეთები როგორიც ანჩო არაა... თუ იმაზე ამბობ ზურა რომ უყვარს და იმ სირ* მისთვის სიამოვნების მინიჭებაც კი არ უნდა იმდენად ბოროტია
-ღმერთოო შენ რანაირი ხარ... ეს როგორ კი მაგრამ რანაირი მასხარა ხარ?
-ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ რომ გაიგო ვინ ვარ და როგორი ვარ ...50 წლის ქორწინების იუბილე რომ გვექნება ან არ გვექნება...- ხელზე აკოცა და შემდეგ უკან მომავალ წყვილს გახედა-აქეთ მეგობრებო,მაგიდა დაჯავშნილი მაქვს და ჩვენი გიორგი უკვე მობრძანებულა
-ეს მარმელადო ვინ არის? ლიზიკომაც ჩაიგდო ხელში კარამელო და არ მითხარი? -ანჩომ გიორგი როგორც კი დაინახა მაშინვე მასზე გადაიტანა ყურადღება
-ანჩო საყვარელო რამდენ ხანს რჩები საქართველოში?- ბათუ მიუბრუნდა სრულიად სერიოზული გამომეტყველებით თან ჩუმად ელაპარაკებოდა
-მინიმუმ თქვენს ქორწილამდე
-ხოდა გპირდები ერთ კარგ ბიჭს როგორც ამბობ“ მარმელადს“ მე გაგიჩითავ - თვალი ჩაუკრა და ეკატერინეს მიუბრუნდა- გთხოვთ ქალბატონო დაბრძანდით
-გმადლობ - კატო დაჯდა სამაგიეროდ ლიზა და ანჩო იმდენ ხანს ეხვეოდნენ და ისეთი ამბავი დაატრიალეს ყველა მათ უყურებდა. ეკატერინემ გიორგი და ზურა გააცნო ერთმანეთს. ზურაც ჯდებოდა ლიზა რომ მოეხვია გიორგიმ კი ბათუს გადახედა
-როგორც იქნა გაგიცანი ...შენზე ბევრს მიყვებოდა ანჩო . ნუ სულ შენზე არ მიყვება პრინციპში?
-მეც მიხარია ... ბევრი მსმენია შენზე , მაგრამ გამახარებთ ორივე ერთად ხშირად თუ არ იქნებით ჩემს გარემოცვაში -ისევ ისეთი სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა ბატონ ზურას
-ზურაა ენას ამოგგლეჯ ნუ გააბრაზებ ახლა ლიზიკოს
-არაუშავს სწორად გავიგე ორს ერთად ვერ აგვიტანს...არ იდარდო ჩემო კარგო ჩვენ მარტოები ვიხეტიალებთ ჩემი დის ქორწილამდე უნდა დავათვალიერებინო ყველაფერი
-თბილისის ნახვას ამდენი დრო სჭირდება?
-თბილისს არა საქართველოს არ ეყოფა
-ღმერთო გვიშველე...
-გიორგიი წაგვიყვანს . ხო გიო? - ჩუმად მჯდომი ბიჭიც გახვია ამ ქაოსურ ამბავში
-მე?- ისეთი გამომეტყველება ჰქონდა მისი პასუხი ნათელი იყო
-კარგი მარტო მე და ანჩო წავალთ ბათუმში და ავყრით გარუჯულ ბიჭებს
-გზა ხსნილია საყვარელო ხომ იცი
-დამპალო გზას გაჩვენებ მე მადროვე გავიდეთ აქედან - ღიმილით უთხრა და ფეხზე ისე მოუჭირა ხელი სახე დაემანჭა გიორგის.
ბათუმ გემრიელად მიირთვა, იხალისა, უყურა ამდენ გიჟს . სანახაობით დატკბა და თან ეკატერინეს თითებს ეფერებოდა.ბოლოს საცეკვაოდ გაიწვია სწორედ იმ დროს როდესაც მოდუნდა ქალბატონი და იფიქრა რომ ბაღათურია იმ საღამოს არაფერს გააკეთებდა გასაგიჟებელს.
-ვიცეკვოთ მადმუაზელ?
-ძალიან გთხოვ , არ შემიძლია არაპროფესიონალებთან ცეკვა მითუმეტეს შენნაირ ...
-მგონი გავიწყდება ვის ოჯახში აღვიზარდე და დედაჩემი ვინ არის
-არაფერი მახსენებს... მოიცა სოფიომ ცეკვა გასწავლა?- ზუსტად იმ დროს გაახსენდა როდესაც საცეკვაო მოედანს მიუახლვდნენ და ვალსის ცეკვაც ინსტიქტურად დაიწყო. რა თქმა უნდა ქალბატონი ეკატერინე მოცეკვავეც გახლდათ და საოცარი სანახავი იყო მაყურებლის წინ. ნამდვილად ქალური, დახვეწილი, ნაზი და ორმაგად ლამაზი იყო ეკატერინე ერისთავი. თავს უჩვეულოდ კარგად გრძნობდა,თითქოს პირველად ცეკვავდა ასე სასიამოვნოდ .უამრავი პარტნიორი ჰყავდა ,შესაძლოა ისინი ნამდვილი პროფესიონალები ყოფილიყვნენ ,მაგრამ ბაღათურიას მკლავებში თავს საოცრად გრძნობდა,დაფარფატებდა .მისი შეხებისას ისეთი შეგრძნება ჰქონა თითქოს პირველი იყო და სხვა არასდროს არავინ შეხებია . ის რამდენიმე წუთი საუკუნოდ ეჩვენა. ბოლოს გამოფხიზლება გაუჭირდა ,უბრალოდ ბაღათურიას დაძარღვულ მკლავს გრძნობდა წელზე და მაგიდისკენ მიაბიჯებდა სადაც დადუმებული ანჩო და ლიზა ისხდნენ,ორივეს კაკლისოდენა ჰქონდა თვალები გაოცებისგან
-მგონი შემიყვარდა -ანჩო თვალებს ახამხამებდა და ბათუს მიბნედილი ღიმილით უცქერდა
-მეც - ლიზიკომ ამოიხვნეშა ლოყით ხელისგულს დაეყრდნო და ბათუს გაუცინა
ბაღათურიამ თეთრი ღვინო მოსვა და უბრალოდ ჩვეული ღიმილით გაეპო ბაგე, ეს იყო და ეს. შემდეგ საათს დახედა და წასვლის დროა მგონიო განაცხადა. წინააღმდეგობა არავის გაუწევია,კლუბი გადადეს და სახლებში წავიდნენ. ეკატერინე კართან გააჩერა გასაღები ანჩოს მისცა და თავის ბინაში შესვა ქალბატონი.
-ტანსაცმელი მჭირდება სხვათაშორის და ხვალ უნივერსიტეტში უნდა წავიდე დილით
-სტუმრებს ვის უტოვებ?
-ანჩო თავად გიპოვის ასე რომ არ მოიწყენს
-საით?
-შენი საწოლი მომეწონა და სხვაგან დაძინებას არ ვაპირებ - საძინებელში შევიდა და კედელზე თავისი ფოტო რომ ვერ დაინახა უკან გაბრუნდა- ჩემი სურათი სად წაიღე?
-გადავმალე, საერთოდ არ მინდა საჯარო გახდეს .მაგ ოთახში არავინ შედიოდა შენ კი ისე შეიჭერი არც მკითხე
-ტასო ხომ შემოიყვანე
-ტასო ხომ გითხარი რომ გამორჩეული მდედრობითი სქესის წარმომადგენელია ჩემთვის
-ანუ სხვა ვერავინ ნახავს
-შენც ხომ ეგ გინდოდა ,მგონი შევთანხმდით
-სხვა რა გზაა...
-თუ მოინდომებ ჯიბრის და ჩხუბის გარეშეც მოვგვარდებით საყვარელო -თვალი ჩაუკრა და საძინებელში შევიდა. - შეეცადე ძილი არ დამიფრთხო ხვალ მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს,გთხოვ მაისური ჩაიცვი ვერ ვიძინებ რომ მიდ***ა
-არ შეგიძლია ერთი წინადადება უხამსი სიტყვის გარეშე დაასრულო?
-არ მიცდია...თუ მთხოვ ვცდი სხვა დროს - სააბაზანოში შევიდა,ცოტა ხანს დარჩა გამოიცვალა და საწოლში დაწვა. -მეორედ ვიძინებ შენს გვერდით
-ითვალე მანამ სანამ სათვალავი არ აგერევა
-ბოროტი მერე მე ვარ- ისევ უკმაყოფილო გაუხდა გამომეტყველება . ამჯერად მაისურით მიუწვა გვერდით ორივემ ააფუმფულა ბალიშები ერთმანეთს ზურგი აქციეს და 40 წლის დაქორწინებული ცოლქმარივით დაიძინეს.
დილით ადრე გაეღვიძა, მაგრამ ბათუ სახლში აღარ იყო. თავის ბინაში გადავიდა გამოიცვალა და როგორც ყოველთვის სავარჯიშოდ წავიდა,უკან რომ დაბრუნდა ანჩო საძინებლიდან გავიდა უმოკლესი შორტით და ტოპით .
-დილამშვიდობისა ეკატერინე
-როგორ გეძინა?
-არაჩვეულებრივად ,შენ?
-ანჩოო ეგრე ნუ მიყურებ!
-არ მითხრა რომ სექ*ი ჯერ არ გქონიათ
-ამ დილაადრიან სხვა სალაპააკო თემა ვერ იპოვნე ანჩო?- ზურაბიც გამობრძანდა და სავარძელზე დაჯდა
-აპოლონო ასე რომ დადიხართ რა გინდათ ჩემი ქალღმერთი შეიწიროთ და ცუად გავხდე?
-ანჩო დილას მაინც დამასვენე
- მაგ ნაცრისფერი შორტით მეცხადები და დამშვიდება გინდა?
-აივანზე გავალ მოვწევ თორემ თავი ამატკიე უკვე
-დამპალო მე ვატკიებ თავს ...კარი მოხურე კვამლი შემოვა და ეკატერინე მოგკლავს... შემოსვლამდე დამიტოვე სიგარეტი მანდ მეც მოვწევ
-კი როგორ არა!
-ისევ ეწევი?
-ოო ვერ გადავეჩვიე რა ვქნა, რომ მინდება ეს ოხერი კაცი ნერვები რამით ხო უნდა დავიწყნარო . უთხარი გახდეს ჩემი და შევეშვები სიგარეტს ერთადერთი უცხო სხეული რასაც ჩემი ტუჩები შემოეჭდობა..- სიტყვის თქმა არ დაცალდა ბათუ შევიდა და ჩაუშალა ეკატერინეს გაგიჟების ამბავი
-გამარჯობათ ,როგორ ბრძანდებით ქალბატონებო?
-ქალბატონი შენი საცოლეა, მე გოგონა გახლავარ და თუ შეიძლება ცოტა ყურადღებით რაა...ისე კარგად ვარ- უცებ წამოხტა ლოყაზე აკოცა და აივანზე გავარდა- მარტო დაგტოვეებთ,თუ რამე ფარდები ჩამოაფარეთ
-არანორმალური ...საუზმეს მოვამზადებ . დარჩები ?
-ვერა გავდივარ მალე ... ისე შემოვიარე რაღაც უნდა წამეღო -
-თუ გეჩქარებოდა არ იყო შემოსვლა საჭრო
-მერე ვის ვეამბორო ?- თვალების ჟუჟუნით უთხრა და ისე ნაზად აკოცა ეკატერინეს მეტყველების უნარი დაუკარგა - სისულელეა მარწყვი უგემურია შენთან შედარებით
-რა საჭიროა ეს უაზრო სიტყვები რომელსაც ყველას ეუბნები
-არავის ვეუბნები სხვას,მაგრამ კარგი აწი აღაფარეს გეტყვი
-ასე მიდიხარ? ეს იყო კოცნა? - -სახე ახლოს მიუტანა და კოცნა დაუწყო ,ბაღათურიას გაეღიმა. მისი ყოველი მსგავსი ქმედება მოულოდნელი და სასიამოვნო იყო
-საძინებელისკენ რომ წახვალთ ზურა სადაცაა იქეთ წადიით მეზარება თეთრეულის გამოცვლაა- ანჩოს ხმა რომ გაიგეს როგორ ჭყაოდა აივნიდან ორივეს გაეცინა
-წავედი -თითები ლოყაზე ჩამოუსვა და ამჯერად ყბაზე აკოცა
-მიბრძანდი
-ნახვამდის შოკოლადოოო - სიგარეტიანი ხელი დაუქნია და თვალები რომ აუწვა კვამლმა სახე დამანჭა- ფუ ყველაფერი შენი ბრალია ზურიუს რა ამეწვა თვალები ჯანდაბა ამას .ანერვიულებულზე ერთი რომ მაკოცო ხოლმე არ სჯობს?
-სიგარეტის მოწევა მირჩევნია ...კოცნა არ მამშვიდებს
-რა დონის დამპალი ხარ ნეტავ თუ გაიზომება !- სავარძელში გაწოლილს ბალიში ჩაარტყა და აივნის მოაჯირს დაეყრდნო.
-ისედაც ხომ გადმოალაგე მკერდი და ახლა ვაფშე ჩაუწყვე ქვედა მეზობელს აივანზე
-უი შენ მკერდსაც ხედავ?
-იძულებული ვარ
-მოკეტე ...თავი მატკინე უკვე
-იმდენი ხანია არ მოგიწევია თავს სიგარეტის კვამლი გტკენს
-როგორმე თავს მივხედავ შენ გაჩუმდი
-კიდევ გადაიხრები და გადავარდები
-საუზმე მზადაა და თუ შეწყვეტთ ომს კარგი იქნება... -ეკატერინემ იხმო ორივე და ისინიც შელაგდნენ
-პუპსიიკ რომელ საათზე მიდიხარ სამსახურში?
-ვისაუზმებ და გავდივარ
-ჩვენ ?
-მე გაგიწევ გიდობას,ნუ ღელავ
-შენ რა იცი რამდენი წელია არ ჩამოსულხარ
-გავიხსენებ ნუ ღელავ !
-არ მინდა შენთან ერთად...ლიზიკოს არ ეცლება?
-დღეს გასაუბრებაზე მიდის როგორც ვიცი დაურეკე და შეუთანხმდი
-რამეს მოვახერხებ ჩიტო ... ქორწილის სამზადისს როდის ვიწყებთ?
-ერთი თვით ადრე...
-ანუ ივნისის ბოლოს დავიწყებთ
-დავიწყებთ ან არა ,ვნახოთ
-ეს რას ნიშნავდა ზურიკო? რაოო? სად წახვედი გოგო- კართან მისულს გასძახა ,მაგრამ ეკატერინე უკვე გასული იყო- გამაგიჟებს ეს გოგო
-უარესად რაღა გაგაგიჟებს შენ
-გაივსე პირი საჭმლით და დადუმდი . ჯანდაბა ასეთს ვერ გიყურებ ამ ტუჩებს მაინც ნუ ილოკავ თორე ერთიანად ვხურდები
-ავად ხარ შენ ვერ აკონტროლებ თავს წადი გინეკოლოგთან ან სექსოლოგთან და გიშველიან რამეს
-მე ვიცი ვინც მიშველიდა ,მაგრამ გაუერთიანე თავ ყბა და
-ისე ლაპარაკობდა შენზე როგორც კახ*აზე და ნერვებმა მიმტყუნა
-ავადმყოფი ხარ
-საკუთარ თავს ელაპარაკები?
-ფუუ როგორ ვერ გიტაან იცი?
-ვიცი !
-არაფერი იცი შენ !
მთელი დღე ჯუჯღუნში გაატარეს, შუა ქუჩაში სცენა მოუწყო ანჩომ და გააგიჯა ხალხი, ის კი ისევ მშვიდად მიაბიჯებდა. ბოლოს ანჩოც ჩაცხრა და დასჯილი ბავშივით მიფლატუნებდა მის გვერდით.
ელიზაბეტი გასაუბრებაზე წავიდა, გაოცებული ათვალიერებდა ყველაფერს კაბინეტში შესვლამდე>შემდეგ მფლობელს გაესაუბრა და იქედან გათიშული გამოვიდა, გიორგიმ დროულად დაურეკა და ისე ჩასჩხავლა სამსახურში ამიყვანა დიზაინერი ვარო, ბიჭს ყური ასტკივდა. მთელი დარჩენილი დღე სამსახურში გაატარა,ყველაფერი შეისწავლა,ყველა კუთხე კუნჭლი,ყველა კოლეგა გაიცნო და თავისი კაბინეტიც აითვისა.
ბათუ ერეკლეს გვერდით იყო , ბავშვი დაუტოვა მაკამ და წავიდა. ბათუმ ერეკლეს მიაჩეჩა ბავშვი და პირდაპირ კლინიკაში წავიდა . ანალიზი რომ გააკეთეს და გამოვიდნენ ბავშვს მანქანაში ჩაეძინა
-სად წავიყვანო , ბარბარეს რომ მივუყვანო წარმოიდგინე რას გააკეთებს
-პასუხების გაგებამდე წავიყვან მე
-ეკატერინეს რას ეტყვი?
-თუ ღმერთი გწამს რა უნდა ვუთხრა ...
-ტვინი მისკდება,მართლა ჩემი შვილი რომ იყოს ასე როგორ დავტოვო- ჩიხში იყო და გამოსავალს ვერ ხედავდა
-ჩემთან ტოვებ ვიღაცასთან ხო არა...წადი სახლში თუ ღმერთი გწამს გონს მოდი, გამოფხიზლდი და მერე მესტუმრე.იმედია ღამით არ ტირის თორემ არაყს დავალევინებ
-რა უშნოდ იცი ხოლმე ხუმრობა...დაგირეკავ იცოდე და მიპასუხე. ბარბარეს უნდა ვუთხრა რაც ხდება,წინასწარ უნდა მივიღო ზომები
-ისე ბარემ მოიძიე შენი საყვარლები კიდე არ გყავდეს სადმე ბავშვი ,ერთად მიუყვანე ბარბის
-რო არ ჩამამწარო ისე არ შეგიძლია
-გადადი რა ...ათასი საქმე მაქ
-ხომ იცი..
-წადი ახლა არ მინდა ზედმეტი სიტყვები - უკანა სავარძელზე მძინარე ბავშვს გახედა და მანქანა დაძრა- რა გეშველება ერეკლეს შვილი თუ არ ხარ? თუ ხარ ერეკლეს რა ეშველება ? რას იტყვი პატარავ? არაფერს? კარგი ხო ,მთავარია კატიუშასგან დაგიცვა ბოროტი ჯადოქარია -საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და იცინოდა- რა გაცინებს ბაღათურია რა შარში ხარ , დარჩენილიყავი იქ სადაც იყავი რაღა ახლა დაბრუნდი და მოინდომე მშვიდად ცხოვრება,ესაა სიმშვიდე? ამის დედაც -საჭეს ხელი მიარტყა და უფრო სწრაფად წავიდა. ყველაფერი იყიდა რაც დასჭირდებოდა ,მერე ბავშვი აიყვანა და სადარბაზოში სწრაფად შევიდა. კარს აღებდა უკვე იფიქრა გადავურჩი ეკატერინესო ქალბატონი ლიფტიდან რომ გამოვიდა. ჯერ მხოლოდ ბაღათურიას ზურგს ხედავდა ,შემდეგ ბავშვი რომ დაინახა თან უცხო წამსვე შეეცვალა მზერა
-არ მითხრა შეთავსებით ძიძა ვარო
-რა ვქნა , იციან კარგად რომ ვუვლი ბავშვებს და ყველა მე მაჩეჩებს შვილს . დაიჭირე ერთ წუთს ეს გასაღები და გააღე კარი დამივარდა ბავში - გასაღები მიაჩეჩა და გზა დაუთმო
კატომ კარი გაუღო და შემდეგ თავის ბინას მიაშურა. ბავშვი დივანზე დააწვინა და საძინებელში მისი ნივთების ამოლაგება დაიწყო . მერე ტირილი დაიწყო პატარა ბატონმა და თან ისეთ ხმაზე რომ მთელს სახლში ისმოდა. სწრაფად მივიდა და აიყვანა ,მაგრამ ვერაფრით გააჩერა.
-მოკლედ რა , წესიერი ბავშვი ხომ ვერ გააკეთა იმ ჩემისამ! ყყველას ჩემს გასაგიჟებლად როგორ გაქვთ ასეთი მჭახე ხმა .ჩუუ ძმურად გაჩუმდი რა ,გშია ვითომ? რა გაგიკეთო ახლა მე შენ? ფაფის მომზადების აზრზე არ ვარ , რო რამე ხინალს არ შეჭამ? რას მიყურებ იცი რა გემრიელია? არა ხო? - ბავშვს ელაპარაკებოდა და დადიოდა,ბოლოს გააჩუმა იმდენ ხანს არიჩხინა სათამაშო
-კარი ღია იყო და შემოვედი...ასე ელაპარაკები შენ სულ ბავშვებს?- ეკატერინემ ვერ მოისვენა , კითხვები აწუხებდა ბავშვთან დაკავშირებით და ესტუმრა კიდეც მეზობელს
-კატუშაა რა კარგი ხარ რომ მოხვედიი შენ ხომ არ იცი ...აჰა ბავშვი ბიჭია გამომართვი და მე რამეს გავუკეთებ თუმცა გაგიკეთებია უკვე .პირდაპირ ანგელოზი ხარ- დერეფანში რომ გავიდა და კატოს ხელში ფაფით სავსე თეფში დაინახა ამოისუნთქა
-სად გაქვს ბავშვის ბოთლი...ასე ვერ შეჭამს
-ეგ ბოთლიდან როგორ ჭამოს
-ბრინჯია და შეჭამს ...
-ბრინჯი? დააბლენდერე?
-დიდხანს თუ ანჯღრევ ბავშვს ტვინის შერყევა დაემართება
-აბა არ ჩუმდება ტირის და რა გავაკეთო-წარბშეკრული დაჰყურებდა ბავშვს და ისე ჯუჯღუნებდა
-ისეთი სახით დაჰყურებ ეშინია ალბათ საბრალოს
-ხოო?
-დიახ! - ფაფა ბოთლში ჩაასხა და მიაწოდა
-მე ვაჭამო? ! პრინციპში სხვა რა გზაა,რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო -დივანზე დაჯდა და ისე აჭმევდა-შენ ფაფის შემოსატანად მოხვედი დავიჯერო?
-საქმე მქონდა ,მაგრამ სულ რაღაც მიშლის ხელს. ახლაც არაა ამის დრო ვატყობ.ასე რომ წავალ
-გმადლობ დამატებითი ინფორმაციით რომ არ მაწუხებ , ვაფასებ
-ბავშვს ნუ დაახრჩობ მაღლა გაქვს ბოთლი აწეული და ტყუილად მიყურებ საცოდავი ტვალებით, ბავშვების ძიძა ვერ გავხდები
ეკატერინე ანჩოს და ზურას შეუერთდდა,გვიან ღამემდე ქალაქში სეირნობდნენ. საწოლში რომ დაწვა გულმა არ მოუთმინა და ბაღათურიასთან გავიდა .საწყალს დივანზე ეძინა ,როგორც ჩანს ბავშვის დაძინებისას ჩაეძინა, ხელი ხალიჩაზე ედო თავი გვერდით მიებრუნებინა, მუცელზე ბავშვი ეწვინა და მასაც მშვიდად ეძინა . კატომ ბავშვის აყვანა სცადა,მაგრამ წამსვე გაეღვიძა ბატონს
-კატუშა? აქ რა გინდა?
-საწოლში დააწვინე ბავშვი ,ცოდოა ასე
-ჩამეძინა ,იქეთ მიმაძინა ამის დედაც არაა ჩემი საქმე ბავშვები ,მაგრამ ვინ მასვენებს - ჩუმად ბუზღუნებდა,ბავშვი საძინებელში გაიყვანა და ეკატერინესთან დაბრუნდა-შენი სტუმრები სად არიან?
-ძინავთ უკვე, მთელი დღეა დადიან დაიქანცნენ -წვენი დაისხა და დივანზე დაჯდა. ბაღათურიაც მიესვენა და თავზე გადაისვა ხელი-სინამდვილეში რას აკეთებს ეს ბავშვი შენთან?
-ხომ გითხარი...არ გჯერა? არაფერი იცვლება მაგით ,ჩემი არაა
-ვიცი ,რომ შენი არ არის
-ხოო? საიდან დაასკვენი?
-არ ხარ ის კაცი ასე ყოველ გამვლელთან რომ ჰყავდეს შვილი . დიდ პატივს ვცემ ადამიანებს რომელთაც ნამდვილი მეგობრობა შეუძლიათ
-ასე მშვიდად აპირებ ინფორმაცია გამომტყუო?
-საიდუმლოებს ვერ ვიტან,მთუმეტეს ცოლ-ქმარს შორის. კარგი იქნება თუ გაითვალისწინებ ,გაიხსენე ხოლმე ჩემ ცოლად შერთვას აპირებ
-დრო ჯერ კიდევ მაქვს , გადასაფიქრებლად
-რა თქმა უნდა - ისე ჩაიცინა ეკატერინემ ბათუმ წარბი მაღლა აზიდა
-ეს ჩაცინება რას ნიშნავდა,არ მითხრა რომ მაიძულებ ცოლად შეგირთო
-ხშირად გაიმეორე და დაიჯერებ ბოლოს ! ტკბილი ძილი ძვირფასო- გაუღიმა და საძინებელში შევიდა
-ჩემთან რჩები ?
-მხოლოდ ერთი ღამით მეპატიჟებოდი?- გაკვირვებული გამომეტყველება მიიღო და ხალათი მოიშორა
-ჩემი გაგიჟება აშკარად გამოგდის, იცი როგორ მოახერხო და პირდაპირ ჩემს სუსტ წერტილს უმიზნებ ხომ?
-რაზე ლაპარაკობ დავით? მგონი ძალიან გადაიღალე
-ეშმაკი ქალი ხარ ,მაგრამ არაუშავს დავრჩებით ჩვენ ორნი და მოვგვარდებით - მაისური ცალი ხელით გადაიძრო და საწოლში დაწვა.
ღამით ბავშვის ტირილმა გააღვიძა , ბაღათურია ნახევრად მძინარე მიდიოდა. ბალიშზე დადო ისევ თავი და ძილი განაგრძო , მიხვდა როგორ დააწვინა ბავშვი საწოლზე ბაღათურიამ,მაგრამ გაღვიძება ვერ შეძლო.მხოლოდ დილით დაინახა როგორ ღუღუნებდა პატარა ბაღათურიას მკერზე მოკალათებული .ისიც რაღაცას ეუბნებოდა ჩუმად და თითებზე ეთამაშებოდა. ბავშვი სახეზე იფარებდა პაწაწო თითებს და ემალებოდა ბათუს . კარზე ზაარის ხმა რომ გაისმა ორივემ ყურადღება გადაიტანა
-ვინ უნდა იყოს?
-მე გავაღებ - ბავშვთან ერთად წამოდგა ბაღათურია და სწრაფად წვაიდ აკარისკენ. ეკატერინეც ადგა, ხალათი მოიცვა და დერეფანში ერეკლეს ხმა რომ გაიგო შეჩერდა
-ვერ დავიძინე, ბარბარეს ძლივს დავაჯერე რაც მოხდა. მალე გავგიჟდები , რამე დამალევინე და ბავშვი წესიერად დაიკავე შე ჩემა თოჯინა ხო არაა
-შენ ში* ხო არ გაქ ... გამომართვი და დაიჭირე მერე შენ თუ უკეთ იცი ბატონო მამა. მოკეტე ახლა და მორჩი წუწუნს, უკან ვერ დააბრუნებ ვერც დროს და ვერც ამ ბავშვს . სხვათაშორის იმდენს ჭამს მეგონა მეც გადამყლაპავდა, შენსავით საზიზღარი ხასიათი აქვს და თმას ვერ ვუვარცხნი,წყალს ვერ იტანს .დაბანა რომ დავუპირე და ონკანი მოვუშვი ისე დაიწყო ჯღავილი ცოტაც და ვისროდი აივნიდან
-რა საყავრელი ხარ ჩემო ბაღააა
-ბავშვი შენია და მე ვუვლი,საყვარელი ვარ აბა რა ვარ . ჩემი ბედი მოვტყ*** რა შარში ჩავიგდე თავი - წარბებშეკრული იდგა და ერეკლეს ეჩხუბებოდა
-ეკატერინე აქ ხარ?- ბათუ კი ჩურჩულებდა ,მაგრამ ერეკლემ მაინც ანიშნა კატო გვისმენსო
-იმედია ბავშვზე ბარბარემ იცის
-იცის !
-კარგად, ბათუ ბავშვი მართლა ცუდად გიჭირავს - მშვიდად წავიდა კარისკენ ისე რომ არცერთი ემოცია გამოუხატავს.
-ესაა გიჟდება ზოგჯერო? ემოცია აქვს საერთოდ?-ისევ კარისკენ იყურებოდა გაკვრივებული
-მხოლოდ ჩემთან საუბრისას და ჩემთვის . შენ რა გინდა ეკატერინეს ემოციებისგან , გამოიხედე აქეთ რომ გელაპარაკები
-შენთან რა უნდოდა? არ მითხრა წუხელ სექს* გვქონდაო
-შენ არ ხარ კარგად და გაეთრიე რა დროზე სანამ მიგაკლავ სადმე . რაღა ახლა გადაირიეთ ყველანი ამის დედას შევე** მე რო ქორწილზე უნდა მეფიქრა და ეკატერინეს მორჯულება დამეწყო
-მალე იქნება პასუხები და წავიყვან !
-რა უგულოდ ლაპარაკობ, ბავშვია თუ სათამაშო დათვი
-არ იცოდე მაინც ახლა როგორ ვარ,მაგას როგორ მეუბნები. უბრალდო ემოციასასაც ვეღარ გამოვხატავ უკვე აღარ ვიცი რა გავაკეთო. -ბავშვი აიყვანა და დააკვირდა- ჩემი ხარ ვითომ? რა გავაკეთო ასე უცებ ვერ შეგიყვარებ ,მაკას შვილი ხარ ბარბარესი რომ იყოო ...ჯანდაბა ბარბარე მომკლავს , იცი როგორ გაბრაზდა ? საშინლად. ვერ ვგრძნობ რომ ჩემი ხარ...იცი ტასო რომ დავინახე პირველად იმ წამსვე შემიყვარდა. შენ ...შენ როგორ მოგექცე? რა გავაკეთო ჰა?
-დანძრ*ული გაქ ... თან მაგრად. პატარა დებილი ბავშივით სულ ბარბარეზე ლაპარაკობ,ფიქრობ და საერთოდ ასე მგონი იმისტვის ცხოვრობ რომ მაგ ქალს ემსახურო.ის კიდე მონადაც არ გიყენებს. ბედის ირონიაა
-მორჩი შხამის ნთხევას...მგონი საფენი აქ გამოსაცვლელი -სუნი რომ იგრძნო სახე დამანჭა
-დაიმანჭე ხო და მე გამოვუცვლი არ გინდა? აქ რადგან ხარ მიხედე, მე დავიძინებ- ბავში დაუტოვა და საძინებელში გამოიკეტა.
ანალიზის პასუხამდე ბავშვი ბათუს ჰყავდა, დაჰყავდა ყველგან და ერეკლეც ხან სად ჩნდებოდა ხან სად. ანჩო და ზურა ერთად დახეტიალობდნენ, ელიზაბეტი საღამოობით უერთთდდებოდათ . ლიზა სამსახურსა და სახლს შორის დადიოდა,პარალელურად სწავლობდა და გიორგისთვის მთელი კვირა დრო ვერ გამონახა. ბატონი არ წუწუნებდა,მაგრამ გიჟს გავდა ერთ დღესაც პირდაპირ კაბინეტში დახვდა. ქალბატონი ხატავდა და ისე მიდიოდა ,მუზა რომ ჰქონდა ვერაფერს ამჩნევდა. ხელები მოხვია და მაგიდაზე შემოსვა
-აააა მიშვ...გიორგი? გიოოო ჩემო ტკბილოო აქ რას აკეთებ?- უცებ შემოეხვია და ტუჩები დაუკოცნა-როგორ გამახარე...მომნატრეე
-ტყუილია !
-მართლა მომენატრე გეფიცები ...ჯანდაბაა საშინლად მომენატრე- თმაში შეუცურა თითები და კოცნა გააღრმავა -ვინმე შემოვა... დავიღუპები
-მაგდებ?
-რა გჭირს ...არ გაგდებ უბრალოდ სამსახურში
-მე სამსახურში არ ვიყავი ნახევრად შიშველი რომ მხვდებოდი მაგიდაზე ?
-მეჩხუბები?
-ასე ნუ მიყურებ , ლომკა მაქ უკვე.მთელი კვირაა არ მინახიხარ. მობილურზეც არ მწერ ,შემოტევა მაქვს და შენზე უფრო მეშლება ნერვები თუ საკუთარ თავზე არ ვიცი. მე უფრო მენატრებოდი ე.ი ვიდრე შენ - აშკარა იყო ნაწყენი დარჩა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო- კარგი ახლა მშვიდად წავალ სტამბოლში და იმ პროექტს ავიღებ , ერთი წელი უჩემოდ მშვენივრად გაძლებ, ქორწილზე ჩამოვალ, ამჯერად ნამდვილად რომ არ გადავიმტერო ბაღათურია
-მოიცა სად წახვალ? თურქეთში ერთი წლით რა გინდა .აქამე რატომ არ მითხარი
-პროექტი გავგზავნე და გავიმარჯვე,მიმიწვიეს და მეც წავალ რა მიშლის ხელს
-როგორ თუ რა ...მე მტოვებ?
-დაგირეკავ იმ სიხშირით როგორც ახლა
-ერთი წელი უშენოდ როგორ გავძლო... ერთი კვირა და ერთი წელი რა შესადარებელია
-არც ვადარებ...მთავარია ის რომ შენთვის მნიშნელობა არ აქვს ჩემთან იქნები თუ არა
-როგორ ....მაგას როგორ მეუბნები
-ლაპარაკის აქ გაგრძელებას არ ვაპირებ, მე უბრალოდ უნდა მეთქვა წასვლამდე - სერიოზული ჩანდა, უკან შებრუნდა და კარისკენ დაიძრა
-გიორგიი ,სად მიდიხარ კარგი რაა გიორგიი შენ არ მეუბნებოდი უნდა იმუშაოოო და თან ისწავლოო?
-აქ საუბარს არ ვაპირებ! შეგიძლია დრო გამონახო და მესტუმრო
გიორგი წავიდა ელიზაბეტი კი გიჟივით იყო, კატოს დაურეკა და მობილურით იქოთქოთა. საღამოს გიორგისთან მივიდა, კნუტის თვალებით უყურებდა ბიჭი კი ისევ წარბშეკრული დახვდა, ზურგი აქცია და მისაღებისკენ წავიდა
-გიორგი მაპატიე რა უბრალოდ დაქანცული ვიყავი
-ჩემთან რომ მოსულიყავი გეგონა დასვენების საშუალებას არ მოგცემდი აუცილებლად სექს* გვექნებოდა და ვერ გავიგებდი რომ მეორე დღეს სამსახურში დაღლილი ვერ წახვიდოდი?
-მე ... არც კი ვიცი არ მიფიქრია
-მაგრამ ასე იყო...ვიცი რომ არ გიფიქრია რეალურად. შენ მხოლოდ იმიტომ მოდიხარ ჩემთან რომ გინდა ჩემს საწოლში, შენი ინიციატივით არასდროს მივდივართ სადმე. ერთი დღე მაინც დაასახელე. იცი რომ მიყვარხარ. იცი რომ ყველანაირად ვგიჟდები შენზე და არ გინდა რომ უბრალოდ გაგახსენდე მაინც. ახლა საკუთარ თავს ვცემდი ასე ეჭვიანი თინეიჯერივით რომ გელაპარაკები ,მაგრამ დროა დაფიქრდე და გაერკვე.მე მხოლოდ შენი სხეული არ მჭირდება , არასდროს მითქვამს რომ უბრალოდ გასართობი იყავი ჩემთვის
-მეც არ მითქვამს რომ შემიყვარდებოდი და ცოლად დაგიჯდებოდი. საქმიანი ქალი გავხდებოდი და რვა შვილს გაგიჩენდი ! მეზიზღება ხომ იცი ეს ყველაფერი და ისიც იცი რომ სიამოვნებისთვის ვიყავი შანთვის ,მაგრამ მხოლოდ ამისთვისაც არა . მიყვარხარ და
-მხოლოდ გიყვარვარ, ისე როგორც შეიძლება ნებისმიერი გიყვარდეს
-შენც უბრალოდ გიყვარვარ, რადგან არ გაკმაყოფილებს ჩემგან ის რასაც იღებ. არ გინდა დაელოდო როდის იქნება ჩემი გრძნობა სიყვარულზე მეტი და საერთოდ რისთვის მდებ ბრალს. წასვლა გინდა? წაბრძანდი არ გაკავებ , ხომ არ ნიშნავ არაფერს .მშვიდად გაგიშვებ და ვიპოვი სხვას -ელიზაბეტი საშინლად იყო აღელვებული, გიორგისთან დაშორება არც კი წარმოედგინა ის კი იმ წამს ღიმილიანი სახით უყურებდა- რაა სასაცილო?საზიზღაროო სულ არ გაინტერესებ და უბრალოდ ისე არ წახვედი რომ შენ მიგეტოვებინე . შენს წასვლამდე ვიპოვნი სხვას სულ არ მჭირდები ვინ ხარ
-ვის იპოვი იმას ხომ არა შენთან ერთად რომ მუშაობს ... რა ჰქვია? რა მნიშვნელობა აქვს შენთან ერთად არ იყო ბანკში შარშან? რა ახლა დაგკერა და იქედან გამოსვლა აღარ გინდა ხომ? საერთოდ რატო ვამბობ რამეს,ჩემი ბრალია მე არ ავიჩემე იმუშავე-თქო? ვიფიქრე ვაფშე ჰკიდია ის სი*ი და არც დაელაპარაკება-თქო ეს კიდე იმის მაგივრად თავისუფალ დროს ვენახე ან უბრალოდ მინაწერზე ეპასუხა მასთან ერთად ერთობოდა კლუბში
-შენ რა ეს ყველაფერი იმ ვახშმის გამო გააკეთე? დამპატიჟა და მერე
-აჰ ვახშამიც იყო? კიდევ რა მოხდა -უკვე მოთმინებას კარგავდა და სახე ბრაზისგან შეეცვალა
-რა უნდა მომხდარიყო წავედი და მალევე წამოვედი.კლუბში კიდე გოგებთან ერთად ვიყავი მე კატო,ანჩო და ზურა ვიყავით. ბარბარეც იყო და ჰკითხე ,არავინ მეცეკვებოდა და ვეცეკვე ნაცნობი იყო აბა რა მექნა უნდა დავჭედებოდი სკამს? იქ თუ იყავი რატომ არ მოხვედი
-გინდოდა მოვსულიყავი და მომეკლა იქვე ხომ?მერე მეტყოდი ავადმყოფი ხარო და ისტერიკას გამართავდი. როგორ ვიქნებოდი შენი აზრით რომ დაგინახავდი იმ ნაბიჭვარზე მიწებებულს გათიშულ მთვრალს . იქვე გავგლეჯდი ,მაგრამ ბაღათურია გამოჩნდა საიდანღაც მაგას ჩხუბის სუნი წინასწარ სცემს და წამიყვანა
-იდიოტი ხარ და ღირსი ხარ მართლა გიღალატო ,მაგრამ არ მომწონს საერთოდ ის ბიჭი
-რა ბედნიერებაა... აბა ვინ მოგწონს? არ დამიმალო
-ერთი ხისთავიანი იდიოტია რომელიც რატომ მეჩხუბება თვითონაც არ იცის ...თვიური შემოტევა აქვს მგონი ,მაგრამ ამჯერად ყელში ამომივიდა და საერთოდ ვშორდები. თურქეთში კი არა დედამიწის მეორე მხარეს წადი თუ გინდა -ხელები გაშალა და ხმამაღლა დაუყვირა
-გგონია ასე მარტივად დაიხსნი ჩემგან თავს? სადაც არ უნდა ვიყო ვერასდროს დამივიწყებ და ვერც ვერავინ შეგეხება ჩემ გარდა - მკლავში წვდა და გააფთრებული დააჩერდა ზემოდან. იმდენად პატარა იყო ლიზა ბეღურას ჰგავდა იმ წამს მის მკლავებში
-მაგასაც ვნახავთ!
-ტყუილად ცდილობ ჩემს გამოწვევას, ამაზე მეტად ვერ გამაგიჟებ
-რა გინდა ბოლოს და ბოლოს, მიშვებ თუ არა. გინდა მიყვარდე თუ იმასაც დაჯერდები რომ მხოლოდ გასართობად მჭირდები.შენი ბრალია, გამოცდილი ხარ და მე კიდევ ხარისხი ხომ იცი როგორ მიყვარს
-დიდი სიამოვნებით მიგახრჩობდი ახლა ,მაგრამ შენც ეგ გინდა და არ ვაპირებ! - ახლოს მიიზიდა და ისე უთხრა ელიზაბეტი იქვე ჩამოდნა
-ღმერთოოო - ამოიკვნესა და ცხვირი ყელზე გაუხახუნა კოცნას აპირებდა გიორგი რომ გაიწია.
-მეჩქარება, სათქმელი სხვა თუ არაფერი გაქვს მე დავასრულე
-რა დაასრულე..რას მოითხოვ
-თავად მიხვდი ,ყველაფერი გითხარი რაც მინდოდა
კარი გაუღო და ასე გათიშული გაუშვა ელიზაბეტი. პირდაპირ ეკატერინესთან მივიდა.სახლში შესული არ იყო რომ დაიწყო
-ვიღუპები !
-ახლავე გეტყვი რომ სისულელეა სამსახურზე ეჭვიანობდეს მისი მსგავსი კაცი რომელიც დაკავებულია საკუთარი საქმით და...
-ახლა არ დაიწყო... არაფერს ეჭვიანობს .მართალია თქვენთან ერთად ვიყავი და გიორგისთან არც კი წავედი ჩემი ბრალია ყველაფერი .ახლა რომ წავიდეს იქ ერთი წელი იქნება და დამივიწყეებს ,მიღალატებს.ყველაფერში მართალია,რა მინდოა იმ იდიოტთან იმ დღეს იმიტომ არ დავურეკე რომ ეკითხა რას შვებიო უნდა მომეტყუებინა. მერე კიდევ დავთვერი და ვეცეკვე. ანჩოსთან ერთად მოვწიე და საერთოდ მაგას რომ დაენახა როგორ მიფათურება ხელებს გათიშულ მთვრალს ვიღაც ბიჭი მომკლავდაა ...მეტის ღირსი ვარ
-ახლა რას აპირებ სამსახურს დავტოვებ და სულ შენს საწოლში ვიქნები-თქო ასე ეტყვი? არავის დაველაპარაკები და არავის ვეცეკვები-თქო?
-ეკატერინე როგორ შეგიძლია ასე მელაპრაკო ! სულ უარყოფითი მხრიდან რატომ ხედავ სიტუაციას,რატომ მილანძღავ გიორგიის
-იმედები გამიცრუა და იმიტომ,ა სე თუ დაიწყო ნამდვილად რომ იქნები დაკავებული და მრავალ ქვეყანაში მოგზაურობა მოგიხდება რას გააკეთებს წარმოგიდგენია მაინც? ფაქტობრივად ახლავე უნდა აირჩიო სამსახური ან გიორგი
-შენთან მოსვლას აზრი არ აქვს, ხომ ვიცოდი ამას მეტყოდი.ზედაპირული ხარ, გრძნობა რა არის არ იცი და ვერ ხვდები გიორგი რას ითხოვს. მე ვიცი ,მესმის
-თუ იცი ყველაფერი რა გსურს ჩემგან ელიზაბეტ?
-უნდა მოვიფიქრო როგორ მოვაგვარო ეს სიტუაცია ისე რომ გიორგი შემოვირიგო
-შენ უნდა შემოირიგო? უღალატე, მოატყუე თუ რა გააკეთე ისეთი . სამსახურში იყავი შემდეგ მეგობართან ერთად გაატარე დრო ,რომელიც რამდენიმე თვითაა საქართველოში და მალე წავა
-ხომ შემეძლო დამერეკა და დამეპატიჟებინა, მოვიდოდა და ჩემთან იქნებოდა.ან მასთან დავრჩენილიყავი ღამით
-გაათენებდი მთელს ღამეს და მეორე დღეს სამსახურში ჩაგეძინებოდა . კაბის ნაცვლად შიშველ გიორგის დახატავდი
ლიზა მოუსვენრად დადიოდა, ეკატერინე კი იჯდა და მშვიდად უყურებდა. ბოლოს ლიზა გაგიჟდა და ბალიში რომ გაუქანა ანჩოს მოხვდა
-ვაიმეე ლიზუუ რამ გაგაცოფა ბეიბეე?
-მოვკლაავ ...ისედაც ცუდად ვარ ეს კიდევ უარესად მაგიჟეეებს ! თვითონ ისეთ კაცს მიჰყვება ცოლად როგორსაც მთელი ცხოვრებაა მიწას აყრის და ზედაც არ უყურებს მე კი მეუბნება რომ ჩემ გიორგის უნდა დავშორდე,კაცს რომელიც მიყვარს,რომელზეც მაბოდებს და რომელიც ერთადერთია ჩემს ცხოვრებაში
-მიდი ბეიბე მომიყევი რა ხდება და მე გეტყვი როგორც უნდა მოვიქცეთ...კატუსიი იცი ეზოში ვიღაც დახვდა ბათუს და მგონი ჩხუბობენ
-რაა?- ეკატერინეს სახე წაეშალა ისე უცებ წამოვარდა და გაიქცა არც დაფიქრებულა
-ეს ის ეკატერინე იყო მე რომ მეუბნებოდა წეხან რაღაცეებს ფიქრზე და თავშეკავებაზე? მართლა ჩხუბობს ის?
-არაა , პარკები ედო მანქანაში და ალბათ ახლა ავტოსადგომზეა -აკისკისდდა ანჩო და ლიზაც გაამხიარულა.შემდეგ ყველაფერი მოისმინა და წამსვე მოიფიქრა გამოსავალი. ზურას ოთახში შეხტა,მძინარე ბიჭს თავზე დაახტა და თავის გეგმაში მონაწილეობა აიძულა.
მეორე დღეს არც კი დაკავშირებია გიორგის, სამსახურში მივიდა ყველაფერი მოაგვარა უფროსთან და მალევე წავიდა იქედან. ზურა და ანჩო მანქანით ელოდნენ. ზურა ყოველ წამს მანქანიდან გადასვლას აპირებდა,მაგრამ ანჩო რაღაც დაპირებას ახსენებდა და ისიც ჩერდებოდა.
გიორგი სამსახურში იყო, ყველაფერი მოაგვარა და ავტოსადგომისკენ წავიდა. ხელში ჩანთა ეჭირა ნახაზებით სავსე, ასევე დახვეული თაბახები და ის იყო მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო ვიღაცამ პირზე ნაჭერი რომ ააფარა. ერთი ხელის მოქნევა მოახერხა , უკან მდგომი დაიანხა და გაითიშა. ზურას მართალია ყბა მოეღრიცა ,მაგრამ მაინც შეასრულა მისია. მანქანაში ჩასვა ბატონი გიორგი და ანჩოც შეახტა
-ჩემი სუპერმენი ხარ შეენ. წაგებული სურვილი ჩაბარებულია ჩემო შოკოლადო,რა გინდა? შემეძლო ჩემთან ღამის გატარება მეთხოვა,მე კიდე კეთილ საქმეს გაკეთებინებ
-ანჩო შენი ხმა არ გავიგო! აჰა გასაღები ქალბატონო , იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ხო კარგი ბედნიერებას გისურვებთ- ბოლოს დააყოლა ლიზას თავზე აკოცა და თავისი მანქანისკენ წავიდა. ანჩოო მოეხვია ლიზიკოს და მერე ზურას დაედევნა.
ქალბატონმა მანქანა დაძრა და სწრაფად წავიდა. თან გათიშულ გიორგის უყურებდა და დროს ითვლიდა დანიშნულების ადგილამდე. ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა. ლოპოტამდე ჩააღწია და მანქანა სასტუმროსტან გააჩერა. სწრაფად შევიდა და დადგმული სცენარის მიხედვით იმოქმედა . ბიჭებს უთხრა ჩემი მეუღლე დათვრა და იქნებ ამაყვანინოთ ოთახშიო. ნომერი დაჯავშნილი ჰქონდა, პირადობებიც წარადგინა და ბიჭებმა გიორგიც აიყვანეს. საწოლზე დააწვინეს და შემდეგ ბარგიც მიიღო. კარი წამსვე ჩაკეტა და გიორგის პირი აუკრა, ხელები და ფეხები საწოლზე მიუბა ,შემდეგ დაქანცული ჩაეშვა სავარძელში და თვალები დახუჭა. რომ არ გაიღვიძა შეეშინდა ,პულსი გაუზომა დასახეში გაარტყა. შეფხიზლება დაიწყო ბატონმა , ჯერ წარბები შეჭმუხნა მერე ოთახში მომიოხედა, ნორმალურად ვერ იყურებოდა ,მაგრამ მიხვდა რომ უცხო ადგილას იყო. ფარდები ჩამოფარებული,ოტახი ჩაბნელებული,პირი აკრული, ხელ ფეხი საწოლზე მიბმული აბა წარმოიდგინეთ რა დაემართებოდა. ზმუოდა ,მაგრამ ქალბატონი ლიზა სამალავიდან არ გადიოდა სანამ არ მიხვდა რომ გიორგი შოკიდან გამოსვლას იწყებდა და მალე თავსაც დაიხსნიდა .
-ბატონი გიორგი,ვინაიდან არ მითხარით ჩემგან რას ითხოვდით.დავფიქრდი და მივხვდი რომ დამნაშავე ვიყავი ნაწილობრივ,თუმცა არა იმდენად რომ წასვლის ნება მომეცა. მერე უფრო დავფიქრდი და მივხვდი რომ მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ თითქმის გაღმერთებ ანუ იმდენად მიყვარხარ რომ მზად ვარ შენი ცოლი გავხდე. მე რადგან ვარ მზად შენი მზადყოფნა არ ყოფნა არ მადარდებს,ამიტომ არც არაფერს გეკითხები.უკვე მმოგიტაცე და თუ არ დამთანხმმდები შენზე ვიძალადებ . ნათიას დავურეკავ და ვეტყვი რომ დავქორწინდით, მერე დედაჩემსაც ვეტყვი და დამიჯერე გასაქცევი არსად გექნება. შეცდენილს ნათია არ მიგიღებს ხომ იცი? ცოლიანს მეორედ ვინღა გამოგყვება? არც არავინ ამიტომ ჩემ გარდა გასაქცევი არ გაქვს. ახლა მოგაშორებ სახვევს და იცოდე ყვირილი არ გვინდა, მაინც არ მოგვაკითხავენ ვთქვი რომ ცუდი სიმთვრალე გაქვს და შეიძლება იყვირო გაღვიძებისას.-საწოლზე ავიდა, ზემოდან დააჯდა გიორგის და პირიდან სახვევი მოხსნა
-სულ გადაირიე გოგო შეენ? რა ხუმრობაა ეს ... რა ცოლობა რის ცოლობა
-არ გინდა ცოლად შემირთო?
-არა რა თქმა უნდა ! შენნაირი ჩამოუყალიბებელი გიჟი ცოლად არ მჭირდება, ერთ თვეში გაგეყარო მერე? ვითამაშოთ თუ რა
-აშკარად ისევ უნდა აგიხვიო პირი, არსად მეჩქარება .დაგარწმუნებ რომ სერიოზულად გადავწყვიტე
-ნუ მიხვევ პირს!
-კარგი არ აგიხვევ ...მაშინ მაკოცე. 9 დღეა არ მიკოცნია
-ცოლობაზე არ ღადაობ? ახლა რა იმიტო მომყვები რო შეგეშინდა არ წავიდე?
-იმიტომ რომ მინდა სულ შენთან ვიყო და შენ გამო მზად ვარ ცოლი გავხდე არაა საკმარისი? თუ შენ არ გინდა ...მაგრამ ერთხელ მითხარი შენ რომ იქნები მზადო და გენდომებაო
-მორჩი ბუტბუტს და მაკოცე ასე ვერ გწვდები ხომ ხედავ
-სად ? -ზემოდან დაჰყურებდა და თითებს მის სხეულზე დაატარებდა
-ლუუ ნუ გამაგიჟებ ისედაც ვიცი რომ მაგ კაბის შიგნით არაფერი გაცვია და ცუდად ვარ - მოთმინება ამოწურული , მოსვენებას ვერ ახერხებდა ... ხელების გახსნას უშედეგოდ ცდილობდა
-ხოო?-მაისური აუკეცა და თავზე გადააფარა კოცნა დაუწყო და შარვლამდე ჩავიდა შემდეგ ღილი გაუხსნა ,ელვაც და შარვალი ტერფებისკენ ჩასწია. ფეხები გაუხსნა და შარვალი მოაშორა
-ლიზა ხელები გამიხსენი და მომაშორე სახიდან მაისური
-ნწ ... არ მინდა
-ლიზაააააა ოოომ ჯანდაბა
-ჩშშ ,იცოდე გიკბენ - კბილები კანზე მოსდო და შემდეგ იქვე აკოცა
-მკბენ გოგო ისედაც
-უფრო გიკბენ
-ავადმყოფო !
-მეე?
-საოცრება ხარ
-ხოო?
-ელიზაბეტ გამიხსენი ხელები - სუნთქვა გაუხშირდა , ცოტაც და ხმას ვეღარ გააკონტროლებდა
-ახლა არ მითხრა გაუპატიურებისტვის გიჩივლებო - სახიდან მაისური მოაშორა ხელები გაუხსნა და ზემოდან დააჯდა
-არ გიჩივლებ ,მაგრამ სამაგალითოდ დაგსჯი - ხელები მოხვია და სხეულზე აეკრო .ლიზას ყელს აგემოვნებდა და ბიძგებს აძლიერებდა,ლიზას კვნესას მისი ოხვრა ერთვოდა და მთელს ოთახში ვრცელდებოდა.
-ყოველი შერიგება ერთმანეთზე უკეთესი გამოგდის-დაცვარულ სხეულზე დააწვა და თავი მის ყელში ჩამალა- ქორწილს არ გადავდებთ...ხომ გიყვარს შენი კახეთი ხოდა აქ ვიქორწინებთ . საქორწინო კაბა დიდი ხნის წინ დავხატე ანჩო შეაკერინებს და ჩამომიტანენ....ხელები გააჩერე თორემ მოგკლავ იცოდე ცოლად იმპოტენტს გამოგყვე?
-ერთ დღეში ამდენი როგორ მოიფიქრე
-ერთად ვიფიქრე რაც კი არასდროს მიფიქრია -გაიცინა და ისევ აკოცა- ამ სასტუმროს ეზოში ვიქორწინებთ
-უნდა შევუთანხმდე მმართველს
-შევუთანმდი უკვე... ბათუმ მომცა ნომერი მფლობელის და
-მაგანაც იცის?
-შემთხვევით გაიგო, მე და ანჩო რომ ვლაპარაკობდით იმ დროს დაგვადგა და განგვიცხადა გიორგის ლოპოტა ევასება და იქ გადაიხადეთ ქორწილიო ვაშლი ჩაკბიჩა თვალი ჩამიკრა და წავიდა. ეს იყო და ეს
-სრულ თავისუფლებას გაძლევ... ხომ იცი არ მაინტერესებს დეტალები.- ზემოდან მოექცა და ისევ აკოცა
-ფარდა მაინც გადავწიოთ...ხედი კი არ მინახავს
-თქვენ გავთ დუმილის უფლება,ყველაფერი რასაც იტყვით გამოყენებული იქნება თქვენს წინააღმდეგ
-მიყვარხარ-თქო რომ გითხრა
-მეც -თქო გეტყვი!
-აფრენ შენ ხო? ა ნ კოცნა შეწყვიტე ან ლაპარაკი
-აიი ხომ გეშლება ნერვები...ახლა მიხვდი როგორ მაგიჟებ?
-მეე? გეფიცები როგორც კი ცოლად გამოგყვები იმ ღამიდან მხოლო ვიკვნესებ
-რეპეტიცია დავიწყოთ....
-დავიწყოთ -გაიცინა და ტუჩეები დაუკოცნა
..........................................
ეკატერინე მშობლებთან იყო, ყველანი იქ იყვნენ. ბაღათურიები ,გიორგის მშობლები ,ზურა და ანჩოც როდესაც ქალბატონმა ანჩომ ლიზას წერილი წაუკითხა შეკრებილ საზოგადოებას

„დედა ,მამა მე გავთხოვდი. არ შეგეშნდეთ ქალბატონო ნათია ,გიორგის გავყევი. გილოცავთ თქვენმა შვილმა შესანიშნავი არჩევანი გააკეთა, პირობას გაძლევთ მთელს ჩემს ენერგიას გამოვიყენებ რათა უბედნიერესი იყოს .
შალვოვიჩ დედას გეფიცები არ მინდოდა ასე გათხოვება,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მართმევდნენ გიორგის და მერე მე რა მეშველებოდა? ან შენ რა გეშველებოდა ხომ იცი მე ამ ბიჭის გარდა ვერავინ მიშველის.
ეკატერინე, დაოო მაპატიე არ მინდოდა დამესწრო,მაგრამ დიდი და პომპეზური შენი ქორწილი იქნება გპირდები!
ბექუნა და ემილიკოო მეჯვარეები თქვენ ხართ . დაგვიკავშირდით ხვალ დილით ,სასურველია პირველ საათამდე არა.
შაბათს გელით ქორწილში .
სიყვარულითა და პატივისცემით ელიზაბეტ ერისთავი შვილი ნელისა და ვახტანგის საყვარელი ,ერთადერთი და ეკეტერინესი „
ანჩომ მთელი ემოციით წაიკითხა წერილი და შესაბამისი გამოხმაურებაც მოჰყვა. დედები აყირავდნენ. დანარჩენებს გაუხარდათ და დაიწყეს აღნიშვნა. რაც შეეხება ეკატერინეს კარგახანს გათიშული იჯდა მერე ანჩოს გახედა და მანაც ისევ დაუდასტურა ნამდვილად გათხოვდაო. ეკატერინე მაგიდას გაეცალა და ეზოში გავიდა, იმდენად იმოქმედა ამ ამბავმა სუფთა ჰაერზე ყოფნა სჭირდებოდა. თვალები დახუჭა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა,მიღებულ ინფორმაციას გონებაში ხარშავდა და სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა. ვიღაცის ხელი რომ მოეხვია და მხრებზე ჟაკეტი მოახურა გვერდით მიიხედა. ბათუს არ ელოდა, წლით სავსე ჭიქა მიაწოდა და მანაც მოსვა. შემდეგ მიხვდა რომ პირიც გამშრალი ჰქონდა და წყალი ნამდვილად სჭირდებოდა
-ვიცი ახლა საშინელებებს ფიქრობ, გგონია რომ შენმა ერთადერთმა დამ ცხოვრება დაინგრია ამ გადაწყვეტილებით . მესმის შენი , გიორგის რომ არ ვიცნობდე გაგიგებდი ,მაგრამ ვიცნობ და შემიძლია დაგარწმუნო რომ რაც მასზე იქნება დამოკიდებული არაფერს დაიშურებს ლიზას ბედნიერებისთვის. ცხოვრებაში მუდმივი არაფერია, არც ყველაფრისგან ვართ დაცულები, მაგრამ გიორგი საუკეთესო ქმარი იქნება ლიზიკოსთვის
-რადგან გიორგი საუკეთესო ქმარი იქნება ეს მათ ქორწინებას რას მისცემს. ელიზაბეტი იქნება კარგი ცოლი? ამაზე რას მეტყვი დათი? ჩემი ჩამოუყალიბებელი და როგორი ცოლი იქნება, საერთოდ როგორ გააბედნიერებს ვინმე როდესაც თავად არ იცის რა აბედნიერებს. გუშინ ,სწორედ ამ დროს გაბრაზებული იყო და ახლა თხოვდება?
-ამ სიტყვებს ის ქალი ამბობს რომელიც მე მომყვება ცოლად ,კაცს რომელის არცერთი თვისება მოსწონს ,რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება მის მთელს ცხოვრებას და თავდაყირა უყენებს ტვინში ყველა უჯრედს
-ჩვენ ორ შორის სასწორი ერთ მხარეს გადაიხრება , ან ისე იქნება როგორც მე მოვისურვებ ან განვქორწინდებით
-აი სად ცდები ჩემო სექსუალურო საცოლევ. ბევრი რამ იცი ,მაგრამ მთავარი არა . ადამიანებს არ იცნობ , თორემ მიხვდებოდი აქამდე რომ ყველაფერი ჩემს ირგვლივ ისე ხდება როგორც მე მოვინდომებ,როგორც მე მაწყობს და შენი აზრით დავუშვებ მაშინ გამსორდე როცა მოგინდება? ჩემსა და შენს შორის ერთადერთი დადებითი ისაა რომ გრძნობებს არ ავყვებით .მათ კი ერთმანეთი უყვართ , ისედაც აფრენენ და შეყვარებულები ხომ საერთოდ უკონტროლო ხდებიან. ჩვენ თუ ვიფიქრებთ საღ გონებაზე შეიძლება წლები ისე გავიდეს არც ვიკამათოთ,ისინი კი ერთ დღესაც ვერ გაუძლებენ სამაგიეროდ ბედნიერები იქნებიან ამით . მე და შენ კი ნამდვილად თუ ვიჩხუბებთ ორიდან ერთი გადარჩება მხოლოდ დამიჯერე
-ზედმეტად თავდაჯერებული ხარ ,ვერ აფასებ ჩემს შესაძლებლობებს.გგონია რადგან ახლა შეგრჩა შენი არაკაცური ქცევები მერეც ასე იქნება?
-ნეტავ იცოდე როგორ ვაფასებ - ჩაიცინა , ჯიბიდან ხელი ამოიღო, თავზე გადაისვა და ყელზე გადაიტანა - გინდა წავიდე? მატრო თუ გირჩევნია გავალ
-შეგიძლია დარჩე...-გრძელ სკამზე ჩამოჯდა და ჭიქა ხის მაგიდაზე დადო. ჟაკეტი უკეთ მოიფარა და თვალები დახუჭა. წელში გამართული იჯდა,თავი მაღლა ჰქონდა აწეული . ისევ მკაცრი პროფილი ჰქონდა,თითქოს საგანგებოდ გამოძერწილი ქანდაკება იყო. ბაღთურია ლამის იწვა სკამზე, ფეხები გაეშალა, ხელები საზურგეზე დაეყრდნო და თავი უკან გადაეწია,ვარსკვლავებს უყურებდა.მერე სიგარეტს მოუკიდა და წელში მოიხარა . ეკატერინემ როგორც კი სიგარეტის სუნი იგრძნო მაშინვე თვალები გაახილა-ალერგია მაქვს
-ვიცი ,მახსოვს.კიდევ ვერ შეეჩვიე? ასე არაფერი გამოვა. მე ყოველწუთს ვეწევი ზოგჯერ და ოთახიდან გამაგდებ?
-ფილტვის კიბომ თუ გინდა რომ შეგიწიროს ხელს არ შეგიშლი , აივანზე მოწევ !
-ქვრივობა მოგიხდება ვითომ? შავი შენი ფერია?
-არა ... შავს არ ჩავიცვამ
-საერთოდ არ დაგწყდება გული?
-ფერები არაფერს ნიშნავს... მობილური თან გაქვს?
-კი ,რა არი რო?
-ლიზას უნდა დაველაპარაკო
-კაი ღადაობ? გგონია ახლა გიპასუხებს? მინიმუმ შემთხვევით გაუსვას თითი ეკრანს და პირდაპირი ტრანსლაციით მოისმინო შენი დის კვნესა .გასაგებად თქვა დილას დამირეკეთო
-არაუშავს, დრო ჰქონდათ და ექნაბათ კიდევ ერთმანეთისთვის მე კი მოცდა არ შემიძლია
-როგორც გნებავს,დაურეკე და ელოდე როდის გიპასუხებს
-იცი სად არიან?-მობილური გამოართვა,მაგრამ არ დაურეკავს
-მე საიდან ?
-დათა
-ნუ მეძახი დათას ... შენ ნუ მეძახი
-მეც არ მომწონს კატუშა
-ზურა ხომ გეძახის
-თემას ნუ ცვლი
-რომ გითხრა დარწმუნებული ვარ იქ ჩახვალ და შეეცდები გადაარწმუნო.არადა საკუთარი თავი ვერ გადაარწმუნე
-გიორგისთან ცუდი ურთიერთობა გაქვს, რატომ იცავ ასე თავგამოდებით?
-გიორგი ჩემი მეგობარი იყო და იქნება ყოველთვის, კარგად ვიცნობ და არ აქვს მნიშნელობა რამდენ დროს გავატარებთ ერთად ,მტრები არასდროს ვიქნებით. ახლა ასე ვტქვათ შევრიგდით, ასე რომ არ იდარდო ქვისლები არ ვიომებთ და დებს არ დაგაშორებთ
-ასეთი შემწყნარებელი ხარ ყველა მეგობრის მიმართ?
-სულ რამდენიმე მეგობარი მყავს და ხო , ერთგულებას თუ შემწყნარებლობად თვლი ვიქნები შემწყნარებელი. ვინც გიყვარს , მას მტრად არ უნდა გადაეკიდო .თუ საჭიროა უნდა დაშორდე ,მაგრამ ბოროტებას თუ ჩაიდენ ისევ უკან დაგიბრუნდება დაიმახსოვრე
-მე მტრები არ მყავს, ასე რომ
-მტერი ყველას ჰყავს ვინც ცოცხლობს. ნებისმიერი ადამიანი რომელიც სიყალბით გვახვევს თავბრუს, ვინც შურით ივსება შენი წარმატებით მტერია . თუმცა ხომ იცი ყველაზე დიდი მტერი რომელიც არასდროს გშორდება საკუთარი თავია
-გასამხნევებლად მოძღვრებას მიტარებ?
-როგორ ვიკადრებ, თქვენნაირ ქალბატონს ჭკუა დავარიგო მე უბრალოდ ვსაუბრობ
-ჰეიი გვრიტებოოო რას ჟღურტულებთ მანდ? იმდენი დავლიე მგონი ცუდად ვარ - ანჩო მიკაკუნდა და მათ შორის ჩაჯდა- სიძეე გეფიცები შენნაირი ოქრო თუ ვინმე დადიოდეს დუნიაზე-გაეკრიჭა ბათუს და ხელზე შემოეხვია- აუუ მართლა ბევრი დავლიე და ზურას არ უთხრა თორემ მომკლავს . იცოდე შენ გაბარებ ჩემ თავს,რომ გავითიშები სახლამდე მიმიყვან -თითი დაუქნია და ის მეორე თვალიც დახუჭა აქამდე თითქოს რომ ახელდა
-ანჩოო...გადარეულო დაეძინა ყველას ჩემი პატრონობა როგორ გჭირდება ტო რა ვარ ასეთი კარგი - უცებ მოხვია ხელი და მუხლებზე დაისვა
-რას აკეთებ
-ჯერ არ მივდივართ და კომფორტულად მაინც იჯდეს... თუ იწვეს - ზემოდან დახედა მოკნუტულ ქალს და გაეცინა- სულ ასეთი საყვარელია რომ თვრება?
-ძირითადად ხო
-ისე ნუ მიყურებ თითქოს შენს დაქალს ხელებს ვუფათურებდე,ღმერთია მოწამე ცუდი არაფერი გამივლია გონებაში
-აქ დარჩენას აზრი არ აქვს, დედაჩემი ბედნიერი და კმაყოფილია დამშვიდება ნამდვილად არ ესაჭიროება . წავიდეთ
-შენს მანქანაში დავაწვინო თუ ჩემთან
-სასურველია შენთან და სასურველია დროულად მიიყვანო სახლში.გასაღებს გამოგიტან და წაიყვანე. მე ზურასთან ერთად მოგვიანებით მოვალ
-როგორც მიბრძანებთ დედიფალო- ანჩოს ხელები მოხვია და წამოდგა
-ფრთხილად არ დაგივარდეს
-ისე მეკრობა მეეჭვება ხელი რომ გავუშვა დავარდეს - ძლივს თქვა და სწრაფად წავიდა მანქანისკენ. უკანა სავარძელზე მიაწვინა ანჩო და კარი მიაჯახუნა . დაბარებულივით დაურეკა ერეკლემ
-რა იყო
-რა ხმა გაქ შე ჩემა
-ასეთი ხმა მაქ მე სულ
-ისე მართალია როდის იყავი თბილი და ტკბილი...ხომ გახსოვს ხვალ იქნება პასუხები .ბავშვი სად გყავს
-ცოტნეს დავუტოვე ,სად მეყოლება რას შემეცი შენც ..მოვალ ხვალ
-სად ხარ შენ?
-ერისთავებთან, გაიგეს რომ ლიზიკო გათხოვდა და ზეიმობენ
-ვაახ , გიორგის უნდა მივულოცო? ჩემი *ლე ცოლისძმა მანდაა?
-მეჯვარეა და აბა როგორ
-ოოჰ მეჯვარე მაინც ეგაა? ის გიორგიც კარგი სიი**ა
-წავედი მე ... მეჩქარება-ეკატერინე რომ დაინახა მობილური გათიშა და ჯიბეში ჩაიდო.
-ჩემს საძინებელში დააწვინე -გასაღები მისცა და უკან დაიხია. ბათუ მანქანაში ჯდებოდა ზურას ხმა რომ გაიგო . სახლიდან სწრაფად გამოვიდა და მანქანასთან ორ წუთში გაჩნდა
-ასეც ვიცოდი , გამოთვრა ხომ სანამ მე მობილურით ვისაუბრე
-შეგიძლია წაიყვანო,ხელს არ შეგიშლი- მანქანის კარი გაუღო და მძღოლის ადგილი დაუთმო
-შენ?
-საცოლე წამიყვანს - კატოს თვალი ჩაუკრა და მისი მანქანისკენ დაიძრა- არ მოდიხარ ?
-მოვდივარ .რა საჭირო იყო ჩემს მანქანაში დასკუპება
-ანჩო აუცილებლად გაიღვიძებს და გაუხარდება ზურასთან რომ იქნება
-რანაირი ხარ...
-რა სიტყვაა ,ქართულად მეტყველებ რომ გკითხონ
-შენ სხვა ვერაფერი შეგისაბამე ! -ცხვირი მაღლა ასწია და წარბები შეკრა- ანრდრო სად გყავს?
-ცოტნეს დავუტოვე
-ხვალ ჩემთან გამოცდა აქვს შენ კი მოაცდინე
-ღამით მეცადინეობს ასე რომ მოასწრებს მომზადებას . ისედაც იცის ფრანგული და დაწერს როგორმე შენ ტესტებს
-გინდა მითხრა რომ მარტივია ?
-მარტივი რომ არის არ იცი?
-სულაც არა, ისეთია როგორიც მათ დონეს შეესაბამება !
-ნუ ბრაზობ ყველაფერზე,ასე ნერვებს გაიფუჭებ- ისევ დააძრო სიგარეტი და ფანჯარა ჩასწია
-არ გაბედო! ჩემს მანქანაში სიგარეტის სუნს ვერ ავიტან -ისე დაიკივლა ლამის ხელიდან დაუვარდა სიგარეტი ბიჭს
-ყური მეტკინა, ექიმთან წამიყვანე სახლში რა მინდა
-არ მოწიოო თქო რა გითხარი - ღერი ხელიდან გამოგლიჯა და ფანჯრიდან მოისროლა
-როგორ იცი გაგიჟება ... რამდენი რამე უნდა გასწავლო აღარ ვიცი საიდან დავიწყებ
-შენ მე რა უნდა მასწავლო
-პირველ რიგში ადამიანურად მოქცევა, შემდეგ გზადაგზა რასაც წავაწყდები..-სიგარეტის მეორე ღერი ამოიღო სწრაფად გაუკიდა და გააბოლა. ამჯერად ფანჯარაც აწია და მანქანაში გამოუშვა კვამლი. ქალბატონს ხველა აუტყდა და ლამის შეეჯახა წინ მიმავალ მანქანას. -ოუუ ძვირფასო ტარება თუ არ იცოდი ვერ მითხარი?
-რატომ არ შეგიძლია ერთხელ მაინც დამდო პატივი და ისე მოიქცე რომ არ გამაღიზიანო. კლაუსტროფობიაც მაქვს პატარა ოთახში ჩამკეტავ და მიცქერ როგორ მოვკვდები?
-სიგარეტის სუნზე ალერგია არ გაქვს, უბრალოდ კაპრიზია რომელის გამოც მაპატიე ,მაგრამ მოწევას ვერ შევეშვები . ეს სიგარეტი სულ ჩემთანაა და მეეჭვება მისი ადგილი ჩაანაცვლო! სწრაფად თუ ივლი მიხვალ ამ საუკუნეში . უკვე გამაღიზიანე ხედავ?
-რა ბედნიერი ვარ , გაღიზიანებ მაინც. ანუ სექსუალური ფანტაზიების გარდა სხვა გრძნობაც გიჩნდება
-არ მეგონა ამდენად თუ გაინტერესებდა ჩემი დმაოკიდებულება, საბრალოვ ასე ღელავდი ამაზე? დამშვიდდი მართალია მხოლოდ შენი ტანი მომწონს ,მაგრამ რომ დაგამუშავებ ხასიათიც წავა რა...როგორც იქნა მოვაღწიეთ. ამაღამ ჩემთან რჩები ისევ დარწმუნებული ვარ, იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ჩემს ოთახში თუ შემოხვალ სექს* გვექნება ასე რომ აირჩიე ან სხვაგან დაიძინებ ან გავიგებ საწოლის ათვისებაც უნდა გასწავლო, თუ გაგეგება რამე - თვალებში უყურებდა და სრულიად სერიოზული გამომეტყველებით საუბრობდა ისე თითქოს ამ ცინიკური ტონით სხვა საუბრობდა
-ამაღამ საკუთარ სახლში დავიძინებ
-ანუ ეგეც უნდა გასწავლო... ღალატისთვის მზად იყავი - ლიფტიდან გასვლამდე ჩასჩურჩულა ყურში და კართან მისვლა ვერ მოასწრო ისე მოუქნია თავში ჩანთა გაგიჟებულმა ეკატერინემ- ვახ ჩემი ...მეტკინა გოგო
-რა? ღალატის შემდეგ სიკვდილისთვის უნდა იყო მზად და ეს გეტკინა?- ისე გაიღიმა ტუჩები არ დაუშორებია ერთმანეთისთვის. ბინის კარი სწრაფად გააღო, შევიდა და საკუთარი ბრაზი სულ გადაავიწყდა ანჩოს კივილის ხმა რომ გაიგო რასაც მსხვრევა მოჰყვა
-ანჩო შეწყვიტე ... ანიკოოო
-ვერ გიტან,მეზიზღები როგორ მეუბნები რომ ცოლად იმ ბოზ*ს შერთვას აპირებ და ქორწილში როგორ მეპატიჟები . ჩემი არ გჯერა რომ გეუბნები მიყვარხარ-თქო და იმ კახპის გრNძობებში ეჭვი არ გეპარება? ის გარყვნილი ქალი რომელიც ახლაც ალბათ ვიღაცის ას*ზეა წამომჯდარი და კვნესის...ის უნდა გახდეს შენი ცოლი? ყველა ჩვენს ნაცნობთან იწვა და რქებიანი გინდა იყო ბოლომდე?
-მორჩი სისულელეებს და დაწექი-თქო გითხარი. მთვრალი ხარ და არ იცი რას ლაპარაკობ, ჭკუიდან ნუ გადამიყვან ანიკო
-ჭკუა გაქვს საერთოდ? ნამდვილი იდიოტი ხარ , ჭკუასუსტი ,კრეტინიზმით დაავადებული ბავშიც კი მიხვდება როგორი კახპაა ის სილიკონის გროვა და შენ ცოლად გინდა შეირთო? ცოლად და მისგან გყავდეს შვილები? იმ დამპალი ავსული ეშმაკის მოციქული ქალის ერთგული გინდა იყო და ის წყეული იყოს შენთან ? კარგი ,პრობლემა არ არის ჩემი ხომ არ გჯერა მე ხომ გიჟი გადარეული და ატეხილი ქალი ვარ , არ მიყვარხარ და შენ ჩემი მორიგი ამოჩემება ხარ . ამ ამოჩემებას დავივიწყებ და გპირდები თვალით ვეღარ მნახავ . აღარასდროს მოვალ როდესაც მოგინდება ჩემი რჩევების მოსმენა და ყველაფერი იმ შენს დამპალ ქალს გააკეთებინე . ჩემს ლექციებს არ აესწრები სხვა უნივერსიტეტში აგდაბრძანდი და შენი ახალი ახირება იქ დაიკმაყოფილე , მეოთხე დიპლომი ხომ გნებავს ვუნდერკინდო. ნამდვილი წიგნის ჭიაც კი არ იქნება შენნაირი დებილი ! გული მერევა უკვე საკუთარ თავზე შენ რომ მიყვარხარ, ქალები ყველაზე სულელები ვყოფილვართ და ახლა მივხვდი ! სწორია ეკატერინე, ნამდვილად სისულელეა სიყვარული. მეც ვიპოვი ვინმეს ვინც ჩემს გენეტიკურ მასალას რომ გაამდიდრებს და შესანიშNავ შთამომავლობას მივიღებთ ერთად . კანდიდატებიც მახსენდება ახლა იმდენი რომ უკვე ბავშვის თვალისფერზე ვფიქრობ პირველი მაინც ხოსე მახსენდება იმდენად სიმპათიურია ულამაზესი ბავშვი გვეყოლება . მგონი ახლავე უნდა დავუკავშირდე თორემ ქორწილის შემდგე რომ დავბრუნდები შეიძლება ესპანეთში იყოს წასული
-ცოტა მოიცადე გადამიყვარე მაინც და მერე გათხოვდი რომელიმე შენს გამოთაყვანებულ თაყვანისმცემელზე რომელიც მეეჭვება პუბერტული იყოს საერთოდ . ხელოვნურად გაგანაყოფიერებენ არ ინერვიულო ერთ ს მაინც იპოვნიან ისეთს
-რაოო?
-ქართველის და ინგლისელის სისხლი რომ შეერევა დარწმუნებული ხარ კარგი ბავშვი გამოგივა?
-არადამიანი ხარ...არ ვიცოდე მაინც ასე მშვიდად რომ მისმენ გულში რას ფიქრობ.გგონია შენს გასაგიჯებლად ვამბობ ხომ? სულ ცოტაც მოიცადე და ნახავ. ქორწილში არ დაგპატიჟებ ,მაგრამ ეკატერინეს ვეტყვი ფოტოები გამოგიგზავნოს
-სად მიდიხარ...
-შენი საქმე არაა ! მორჩა ,დღეიდან არ დამელაპარაკები!
ეკატერინეს დანახვამ არ იმოქმედა, კარისკენ წავიდა . ზურა მშვიდად იჯდა ფიქრობდა რომ სიმთვრალის ბრალი იყო მისი შემოტევა და უბრალო ხუმრობის გამო ასე არ გაგიჟდებოდა. უყვარდა ანჩოს წამება და ვერ ეშვებოდა ამ თამაშებს. სერიოზულ კაცად იცნობდა ყველა,ანჩოსთან კი ისიც აფრენდა და უარესებს აკეთებდა ვიდრე თავად ქალბატონი.
ეკატერინამ ღრმად ჩაისუნთქა, ყველაფერი დაივიწყდა და აღელვებულ მეგობარს უკან დაედევნა. დერეფანში ბაღათურია რომ დაინახა მაშინვე მიხვდა ,რომ ანჩო მისი სტუმარი იყო
-ანჩოს თუ ეძებ ჩემთანაა
-სხვაგან წასვლა არც მიფიქრია- ისევ გაბრაზებულმა აუარა გვერდი და ისე შევიდა ბინაში თითქოს თავის სამფლობელოში იყო. ანჩო დივანზე იჯდა და მოთქვამდა
-ახლა არ დაიწყო შენებური მოძღვრა ! ხო არ გავიწყდება ყველა ციტატა ზეპირად ვიცი ,ყველა სიტყვა თუ რამე სიყვარულზე უთქვამთ და შენი ხმა არ გავიგო
-კითხვის დასმის ნებას დამრთავ ქალბატონო ანიკო თუ დაგტოვო ჩემი საქმროს ბინაში რათა აქ განაგრძო გლოვა არარსებული დანაკარგისა
-გისმენ
-საბოლოოდ გადაწყიტე შენი „სიყვარულის“ დავიწყება თუ ხვალ დილით ალკოჰოლის მაღალ დოზას დააბრალებ დღევანდელ ქმედებას.
-გადავწყვიტე! ისიც გადავწყვიტე რომ იმ ამაზრზენ არსებას არ ჩავუგდებ ხელში იმ დებილ უხსენებელ გამოთაყვანებულ კაცს, მარტო უნდა ამოხდეს მაგას სული და გულზე გასკდეს ჩემი ბედნიერებით
-არადა მეგონა გონება გაგინათდდა...
-გისმენთ და ვხვდები რომ დაქალიც კი შენზე უკეთესი ვიქნები ! რას ეუბნები გოგოს ვერ ხედავ როგორაა?- ბაღათურია კედელს იყო მიყრდნობილი და სიტუაციას მშვიდად ადევნებდა თვალს. როგორც ყოველთვის იღიმოდა და ხმას არ იღებდა სანამ ყელში არ ამოუვიდა
-შენ საერთოდ ვის ესაუბრები. დგახარ აქ შეკრული წარბებით თითქოს სნაიპერი ხარ და უნდა გვესროლო, მეუბნები ისეთ სიტყვებს პატარა თინეიჯერ ბიჭს რომ ჰგავს და კიდევ უკეთესი ხარ ვიდრე მე?
-რა აბდაუბდად ისვრი ამ სიტყვებს წინადადება დაალაგე ჯერ და მერე ჩამომიყალიბე აზრი,თუ მოახერხებ !- ეკატერინეს მზერა მოაშორა, დივნისკენ გაემართა და ანჩოს ზემოდან დახედა-მოკლედ ანიკო შენ ახლა გამოფხიზლება გჭირდება
-ფხიზელი ვარ ისედაც
-მე ასეე არ ვფიქრობ, აქ ამ ტერიტორიაზე ისე ხდება ყველაფერი როგორც მე ვფიქრობ ასე რომ იმედია ჩემი მაისური მოგერგება= ხელში აიყვანა ანჩო ,მხარზე გადიო და აბაზანაში შეიყვანა. ეკატერინე თვალებგაფართოებული უყურებდა ,უსმენდა ანჩოს კივილს მაგრამ ვერ ინძრეოდა. მერე დაინახა ბაღათურია რომელიც მშვიდა გავიდა, მხოლოდ არეულ თმას ისწორებდა, სამზარეულოში შევიდა და ყავის ფინჯნებით ხელში დაბრუნდა. ანჩოც მალევე გამოჩნდა, ამჯერად ფხიზელი იყო ნამდვილად .სველი თმა კოსად შეეკრა და ტანზე ბაღათურიას კუბოკრული პერანგი ეცვა. ტანად პატარა, სუსტ გოგოს პერანგი კაბასავით ჰქონდა, მკლავები კოხტად აეკეცა და ღილები ისე გაეხსნა რომ ცალი მხარი მოშიშლებოდა გეგონებოდათ პოდიუმზე გადიოდა . მზერა იატაკს გაუსწორა და ისე დაჯდა დატუქსულ ბავშვს ჰგავდა.
-სიძეე
-სანამ ცხელია მანამ დალიე, გათბები ცოტას. ქალბატონი ეკატერინე რომელიც ვატყობ ენაჩაყლაპულის როლს განასახიერებს ჩაის ინებებს ალბათ რომლის მომზადებას არ ვაპირებ ასე რომ ეს ყავა ჩემთვისაა- თქვა და ოთახიდან გავიდა- საფერფლეს მოვიტან და მოვალ!
-ეს ...ეს რა როგორ რანაირად ... დაალაგეო წინადადება მე ? მე მითხრა დაალაგეო? მერე აგიღო ბეჭზე გაგიდო ... შენ რა ფხიზელი ხარ ,ჩუმად და მის ყავას ...- ბათუს გავლილ გზას უყურებდა ხელებს ჰაერში ასავსავებდა, საჩვენებელ თითს ხან ანჩოსკენ იშვერდა ხანაც იმ ადგილებისკენ სადაც ბაღათურია გადაადგილდებოდა
=დედოფალოო საუბარი დაიწყეთ?- ცინიკურად გაუღიმა, ნერვზე დაუკრა. საფერფლე მაგიდაზე დადო სიგარეტის კოლოფთან და სანთებელასთან ერთად. შემდეგ ეკატერინე გვერდით მიაჩოჩა და მის გვერდით დაჯდა
-იქეთ დაჯექი!
-ვიცი რომ ჩემთან გინდა . მოითმინე , გოგოს ვჭირდებით ვერ ხედავ?- ისევ იგივე ტონით უთხრა ტუჩის კუთხე ჩატეხა მწვანე თვალები უნათებდა. სიგარეტის ღერი ტუჩებშორის ისე მოიქცია კატოს მზერა მიეყინა,ისე რომ კვამლზეც ვერ მოახდინა რეაგირება. უყურებდა ტუჩებიდან გამოსულ ბოლს და ღრმად სუნთქავდა. მხოლოდ მაშინ მოაშორა მზერა აშკარად რომ გაეპო ბაგე ბაღათურიას
-მე წავალ ხო? სასტუმროში გადავალ. აქვეა მაინც .მაპატიე შეწუხებისთვის ბათუ
-წახვალ აბა აქ ხომ არ დაგიტოვებ?! თავშესაფარი კი არ მაქვს ისედაც დიდი ხანია სძინავს ერთ ქალს ჩემს სახლში და მეორემაც რომ დაიძინოს საკუთარ თავში ეჭვს შევიტან
-როგორ ? - ეკატერინემ თვალები გააფართოვა და სიგარეტი ხელიდან გამოგლიჯა
-გაჩუმდი ცოტა ხნით თორემ ნელ-ნელა რომ ვუწევ ხმას ხომ ხედავ !- უცებ შეაბრუნა კატოსკენ თავი და თვალები მიანათა - ანიკო რამდენიმე კითხვას დაგისვამ მოკლედ და კონკრეტულად მიპასუხე ...მერე წადი თუ გინდა
-რა კითხვა...რა კითხვა შენ
-კატუშა ხელს მიშლი !
-თქვენ ახლა ჩხუბობთ თუ ... კარგი მიდი კითხვებს მოვისმენ - ჯერ წყვილს შეხედა მერე მიხვდა აზრი არ ჰქონდა და სიგარეტს მოუკიდა
-ზურა გიყვარს?
-ახლა თუ უნდა დაიწყო ისე როგორც ესენი იწყებენ
-მე არაფერს ვიწყებ...გეკითხები გიყვარს თუ არა
-რომ არ მიყვარდეს ასე ვიქნები?შემომხედე
-იმ ქალს შეიყვარებს უფრო მეტად ვიდრე ახლა შენ უყვარხარ?
-მე/ მე არ ვუყვარვარ...როგორ არ ვუყვარვარ ვუყვარვარ მაგრამ ისე არა როგორც მე . ის კი ...ის სილიკონი ხომ ვიცი რომ საერთოდ არ უყვარს. ეგეთი მილიონი ჰყავდა დამპალს ხელს რა შეუშლიდა
-მოკლედ-თქო შენ კიდე ყველაფერს თავიდან იწყებ
-არ შემიძლია,ასეთი სულელი როგორ ვარ.თავი უნდა მოვიკლა ეგ რომ შემიყვარდა ტვინი სად მქონდაა
-ზოგადად გულს უყვარდება ხოლმე და ტვინს რა აზრი აქ ...
-სასაცილოა ...პირდაპირ ტრაგიკომედიაა . შენ გეუბნება მექალთანე ზურაზე,კაცს რომელიც ერთ კვირაში წვება იმდენ ქალთან რამდენიც საერთოდ ჰყავდა ზურას! რჩევას ელის შენგან ,კაცისგან რომელიც ნამდვილი არანორმალური, შეუგნებელი,განუვითარებელი და გლუვტვინიანი გაურკვეველი აზროვნების მქონე.ადამიანის სხეულს შეფარებული ლუციფერი ხარ რომელსაც არ აინტერესებს არავინ,უბრალოდ ერთობა სანახაობით და პურის ნაცვლად სიგარეტი აქვს
-რა საყვარელი ხარ იცი როცა მლანძღავ? ვგრძნობ რომ წარმოთქმული სიტყვების საპირისპიროს ფიქრობ და ერთი სული გაქვს როდის გაგ..გაკოცებ
-ეკატერინე გთხოოვ არაფერი უთხრა ...წავალ მე და შეგიძლიათ მერე
-ანიკოო კაცები, უფრო კონკრეტულად ზურასნაირი კაცები შენნაირ ლაღ და თავისუფალ ქალებს გიჟებად თვლიან . ადამიანებად რომლებიც ვერასდროს ჩამოაყალიბებენ გრძნობებს და რომელთა ნდობაც არ შეიძლება,მითუმეტეს როდესაც საქმე კაცისთვის საშიშსივრცეს “ოჯახს“ ეხება! არ მიკვირს ეჭვი რომ ეპარება შენს გრძნობებში , მე ის მიკვირს ასე როგორ გამოაშტერე თავად რომ ვერ ხვდება შენს გარდა გასაქცევი რომ არ აქვს!- აბოლებდა და თან ლაპარაკობდა.. ყავაც მოსვა რამდენჯერმე და მწვანე თვალები ანკას მიანათა- ხოო ჩემი ღრმა რწმენით ბატონი ზურაბი თქვენზე შეყვარებულ კი არ არის როგორც იტყვიან ტრფობის ალით კი არ იწვის ,დამოკიდებულია თქვენზე, მისთვის ჰაერივით ხარ. ვიცით ასე კაცებმა , ქალებს ან საერთოდ ვიშორებთ თავიდან ან ვუახლოვდებით, არ ვეხებით, ბილწ აზრებს ვიშორებთ და მერე ისეთ დამოკიდებულებაში ვართ რომ გვშორდება წყლიდან ამოვარდნილ თევზს ვგავართ ...შენ კი მგონი ყველგან იყავი სადაც კი იყო მხოლოდ საყვარელთან და საპირფარეშოში ყოფნის დროს არ დაადგებოდი დარწმუნებული ვარ
-ასე ნელა რომ ლაპარაკობ ...ზოზინით ნერვებს მაწყვიტავ მეც და ანჩოსაც და თუ იტყვი ამ წელში რა გინდა კარგი იქნება. ახლა არ მითხრა ჩემი ისტრია უნდა მოვყვეო- ბაღათურიას გაუცვალა თითქოს ადგილი ახლა თავად იყო აღელვებული და თავს ვეღარ აკონტროლებდა
-როგორ ლაპარაკობ ეკატერინე კარგად ხარ?
-მე? მე არ ვარ პარგად,ცუდად ვარ
-ღრმად ისუნთქე და დამშვიდდები ნუ ღელავ- თითები ზურგზე დაუსვა და ისევ მშვიდად განაგრძო საუბარი
-ბათუუ გთხოვ შეწყვიტეთ და მე მომაქციეთ ყურადღება ვკვდები უკვე ...ანუ რა გინდა მითხრა რომ ყველაფერი იმის ბრალია ასე ახლოს რომ ვართ?
-შენთან სექ** ს გარდა ყველაფერი ჰქონდა, ფაქტობრივად ცოლივით ხარ და გამოსირ*** ქმარივით ჰგონია ,რომ რაც არ უნდა გააკეთოს მაინც არ წახვალ რაა ახლა აქ ასეთი გაუგებარი- უცებ აატრიალა თვალები და დივანს მიეყრდნო-რანაირები ხართ ეს ქალები,ყველაფერს აკეთებ ტყავიდან ძვრებით და მერე გიკვირთ რატო არ გვაფასებენო
-მე რომ ხომ რას ამბობ ძალიან მაფასებ
-როგორ? უკაცრავად თქვით ქალბატონო კატოო? შამპანიური მოიტანეეთ დიდმა არისტოკრატმა კატერინამ თქვა
-ახლა მოვკლავ...აი ამ წამს მივახრჩობ გეფიცები
-შენ კი არა მე .. მე უნდა მივახრჩო ოღონდ კოცნით. შენ რა ოქრო ყოფილხარ, შენ ყინულის ლოდი რომ მეგონეე ხო შეენ შენ კლდე და ლოდი რომ მეგონე თურმე რა ოქრო და ბაჯაღლო ყოფილხარ. გონება გამინათეეე ...აი ახლა ნამდვილად ვიცი რასაც გავაკეთებ და გეფიცებიიი შენი მონა ვიქნები სიცოცხლის ბოლომე. ნებისმიერ სურვილს აგისრულებ. დაჟე ამასაც გავყიდი შენ გამო ...პრონციპში მის გამოო . კატოოოო ოხ კატოო ეს რომ მყავდეს კოცნით დავახრჩობდი და შენ ეჩხუბები?რა ხარ ასეთი უშნო ქალოო რა გინდა რააა - ბათუს ეტაკა ფეხზე წამოაგდო სახე ხელებით დაუჭირა მაგიდაზე ახტა ოღონდ და მერე იმდენჯერ აკოცა ბათუმ უკან დახევა ვერ შეძლო
-გეყოფა ... ვერ ვიტან ასე რომ მკოცნიან.ბებიაჩემმა იცოდა კარგი რა ანჩოოო - წარბები შეკრა, სიცილს იკავებდა როგორღაც-ჩამოდი გოგო , მოდი შენ მაკოცე დაქალის მაგივრად - ანჩო ცივად მოიშორა და ეკატერინეს დაავლო ხელი რომელიც ამწვანებული იყო დაქალის ქცევის გამო. ისე დააცხრა ტუჩებზე ანჩოს გასვლაც ვერ გაიგეს. მხოლოდ კარის მიხურვის დროს რომ დაუყვირა არ იხმაუროთ ძაანო და მერე დანაბარებივით ამოუშვა კვნესა
-ბათუუ ... აააააარ ღმერთო - ბაღათურიამ კედელს რომ ააკრა და კაბა ბოლომდე აუკეცა მის მხრებს ჩააფრინდა და მიბნედილი თვალები ფართოდ გაახილა- დამსვი ...ახლავე დამსვი - მკერდზე ძლიერად მიაწვა
-ოხ როგორ იცი მომენტების გაფუჭება რაა ... ხომ გახსოვს აქ არ დაიძინებ! - მოშორდა და გააფთრებულმა შეხედა. მერე ტუჩზე ხელი გაისვა- მაგ პომადას აღარ წაისვამ შენი ტუჩების გემოს აფუჭებს
-ღმერთო არ შემიძლია...თავს ვერ ვიკავებ-ბათუ რომ შებრუნდა მის ზურგს შეხედა მაისურში წვდა და თავად გადალახა მანძილი. კოცნიდა, მაგრამ ბაღათურია არაფერს აკეთებდა- რა ჯანდაბაა
-მე რა პატარა ბიჭი ვარ რომელიც გაკოცებს და გაგიშვებს? !
-ახლა არ შემიძლია, გესმის მაინც დღეს რა სტრესი მივიღე? ლიზა გათხოვდა, ამათ იჩხუბეს ყველგან რაღაც ხდება და ახლა შენი აზრით ამის თავი მაქვს ? მითუმეტეს კაცმა არ იცის რა გჭირს და ეგღა მაკლია შენგან შიდცი ან კიდევ რომელიმე ვენერიული დაავადება ავიკიდო მხოლოდ იმიტომ რომ მთელს ჩემს ცხოვრებაში პირველად მინდა ...ჯანდაბაა ჭირსაც წაუღია ყველაფერი ასე ნუ მიყურებ და ნუ იცინი ისე თითქოს დარწმუნებული ხარ რასაც გავაკეთებ არააა არა შენ როგორ უნდა გაგამარჯვებინო ... რა გამარჯვებაზეა საუბარი ცოლად მოგყვებიი. ცოლად და შენთან რაც არ უნდა ვთქვა და გავაკეტო არაფერს ცვლის - ღრმად სუნთქავდა და სრულიად მოთმინება ამოწურული ისროდა სიტყვებს. რაც კი ენაზე ადგებოდა ყველაფერს ამბობდა. ბათუ კი იდგა, იცინოდა და სრულიად არეულ ქალს კიდვე უფრო აღიზიანებდა
-ტკბილი ძილი! - ზურგი აქცია და საძინებლის კარს მიღმა გაუჩინარდა
კოშმარული დღე იყო ეკატერინესთვის. არადა როგორი მშვიდი და მართვადი ცხოვრება ჰქონდა სამშობლოში დაბრუნებამდე. ყველაფერს აკონტროლებდა, სწავლობდა იმას რაც მოსწონდა, აკეთებდა იმ საქმეს რომელიც უყვარდა . მისთვის ყოველი დღე ბედნიერად იწყებოდა და მთავრდებოდა , არ ითხოვდა ცხოვრებისგან ბევრს რაც სურდა ყველაფრისთვის თავად იბრძოდა ახლა კი სრულიად გამურკვეველი მომავლის წინ იდგა, უძლური და არეული. წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა გამკლავებოდა კაცს, თანაც ბაღათურიას ,რომელიც ყველა იმ ბიჭისგან განსხვავდებოდა ვისთანაც კი ოდესმე ურთიერთობა ჰქონია. მასთან ყველაფერი სხვანაირად იყო, საკუთარ თავს არ ჰგავდა ახლაც საწოლში იწვა , გაშეშებული და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა ,რომ ის გვერდით მშვიდად იყო. მასთან ყოფნის სურვილს ვერაფერს უხერხებდა, არასდროს აღიარებდა ხორციელ სურვილებს ახლა კი ეს იმდენად ძლიერად იგრძნო, ისეთი ძალით განიცადა სუნთქვაც კი უჭირდა. ბოლოს მთვარეულივით მიაბიჯებდა ბაღათურიას საწოლისაკენ. თვალს არ აშორებდა მის სხეულს, პროფილს და სულ უფრო მეტად კარგავდა აზროვნების უნარს. მძინარე ისეთი სხვანაირი იყო, მშვიდი და მიმზიდველი. უნდოდა შეხებოდა, მის შიშველ მხრებზე თითები მოეხვია , ეგრძნო სიმხურვალე რომელიც შიგნიდან წვავდა , ლავად ეღვრებოდა სხეულში და ყველა უჯრედს იკავებდა. საკუთარი გულისცემა ისე ხმამაღლა ესმოდა თითქოს მხოლოდ ის არღვევდა სახლში გამეფებულ სიჩუმეს . როგორც კი გონებამ ბრძოლა დაიწყო და უკან გადადგა ნაბიჯები მაშინვე გაახილა თვალები ბაღათურიამ. მისი მზერა ჩვეულებრივზე უფრო მეტად მოქმედებდა , ისე უყურებდა გეგონებოდათ სულში აღწევდა
-აქ რას აკეთებ ეკატერინე?- მის წინ იდგა , თვალებში უყურებდა და ისეთი სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა ,როგორც ბრალმდებელს
-არ ვიცი- დაბნეულმა უპასუხა,ხმაც კი უთრთოდა სხეულთან ერთად
-არ იცი ... მაგრამ აქ ხარ - ისე უყურებდა მთელს სხეულზე მისი თვალები რენტგენივით მოქმედებდა. თხელი ,სიფრიფანა ნაჭერი უფარავდა კატერინას სხეულის ნაწილს. გულმკერდის მოძრაობა ისე ნათლად ჩანდა ალბათ გულისცემასაც დაითვლიდა ბაღათურია. მისი მოტყუება შეუძლებელი იქნებოდა , ეს აშკარა იყო
-მე ... უნდა წავიდე . აუცილებლად უნდა წავიდე- სრულიად ფხიზელი იყო, მაგრამ მთვრალს ჰგავდა. ალბათ ასეც შეიძლება, გრძნობებისგან სიტყვები აგერიოს და ორიენტაცია არეული გაურკვეველი მიმართულებით წახვიდე . უკან უნდა გადაედგა ნაბიჯები, მაგრამ ისევ იქ იდგა და ბაღათურიას მწვანე თვალებს მზერას არ აშორებდა. თითქმის შიშველი იდგა , ფანჯრებიდან შემოსული შუქი და ერთადერთი სანათი ანათებდა ოთახს . კიდევ უფრო საინტერესოდ ჩანდა მისი სხეული , ამდენ ხანს არასდროს დაჰკვირვებია ახლა კი იდგა და თვალს არ აშორებდა მის განიერ გულმკერდს, ძლიერ მკლავებს, პრესს, გამოკვეთილ მენჯს და ფეხებსაც კი . კატერინა საკუთარ თავს არ ჰგავდა
-მიდიოდი !
-მივდიოდი ...
-უნდა გეძინოს
-უნდა მეძინოს
-მაგრამ არ გეძინება
-მაგრამ არ მეძინება
თუთიყუშივით იმეორებდა მის სიტყვებს და ტუჩებიდან მზერას ვერ აშორებდა .თვალებს რომ შეხედა მიხვდა როგორ ამხიარულებდა ბაღათურიას და მთელს სხეულზე ცეცხლის ალი მოედო,კიდევ ერთი ძლიერი ტალღა გავრცელდა
-აქ მანამ იდგები სანამ მოთმინებას არ დავკარგავ და არ გეძგერები? -წარბი მაღლა აზიდა და ჩაიცინა- შეგიძლია ქანდაკებად იქცე. შენი სინდისის დამშვიდებას არ ვაპირებ !
-რა სინდისი...- ვერ მიხვდა, ნამდვილად არ ესმოდა იმ წამს არაფერი . ბაღათურიას სხეულზე შემჩნეულ იარებს უყურებდა და ძლივს აშორებდა მზერას
-ერთი სული გაქვს როდის მაკოცებ,მაგრამ მე მელოდები მერე საკუთარ თავს რომ უთხრა მან გამომიწვიაო .შეიძლება მოძალადეც გამომიყვანო მე კიდე არ ვაპირებ ოდესმე თავი ისე დავიმცირო რომ ქალს რაიმეს გამო ვაიძულო ჩემთან დაწოლა. შეცდენაც არ ჯდება ჩემს ხასიათში
-ასე მშვიდად როგორ მელაპარაკები ...საერთოდ არ არაფერს განიცდი დავიჯერო?
-მე ჩაცმული უფრო მომწონხარ ... - მშვიდი იყო ისევ, კატერინასგან განსხვავებით ცვლილებები არ ემჩნეოდა
-უკაცრავად?- სავარძლისკენ წასულს მზერა გააყოლა
-მუღამი დამიკარგე! თან გეშინია , სიამოვნების მიღების და თავისუფლების . რაა ამაში რთული არ მესმის ,რაც გინდა ის უნდა გააკეთო .შენს საქმროს რომ ღალატობდი ჩემთან მაშინ რაზე ფიქრობდი თუ კოცნა არაფერია და მთავარია ვინმემ არ გაგიყაროს
-გულისამრევი ხარ...როგორ მელაპრაკები ! უხეში და უტაქტო ხარ. იცი ახლა ჩემს ტვინში როგორი ქაოსია და სარგებლობ ჩემი ემოციური არამდგრადობით. მაინცადამაინც ახლა გამომეცხადე ნახევრად შიშველი როცა სხვა დროს შარვალი მაინც გეცვა
-არ მითხრა შენი ბარძაყები აღმაგზნებსო - ხმამაღლა გაიცინა და თავი უკან გადასწია. ეკატერინეს მისი სიტყვები საერთოდ აღარ ესმოდა, ყელზე გამობერილ ძარღვებს ყურებდა,შემდეგ ამოწეულ ლავიწებს, ფართო მხრებს, შრამებით მორთულ პრესს თითქოს განგებ გაუკეთეს ზედმეტად იდეალური რომ არ ყოფილიყო . საზარდულამდე მზერაც კი მიეყინა თვალები დახუჭა და საკუთარი თავი დაკარგა . ერთადერთი ნუგეში ის ჰქონდა რომ მომავალი ქმარი იყო და არა უბრალოდ მეზობელი
-ამდენი იარა რატომ გაქვს - აღარ უსმენდა, აი ასე მნიშნელობა აღარ ჰქონდა მის სიტყვებს . მთავარი მისი დამოკიდებულება იყო , თავისუფლებას აძლევდა. არჩევანს უტოვებდა , არადა მისი მზერა ხომ ისეთი ცეცხლოვანი იყო
-კატერინა ჩემ მოთმინებას ნუ ცდი , გთხოვ -თითქოს დაიძაბა კიდეც, წამით მოარიდა მზერა და ისევ დაიძრა საწოლისაკენ - შენ ვერასდროს გააკეთებ იმას რაც ნამდვილად გინდა, ძნელი იქნება შენი ქმრობა
-იმედია ასე ჩემი ნერვების გაქრობას შეწყვეტ და დამშვიდებაზე გადახვალ - წამით მოდუნდა, სრულიად შეწყვიტა ფიქრი. მიჰყვა სიბნელეში განათებულ ვნებას და ბაღათურიას მკლავებში აღმოჩნდა. სიჩუმეს მისი ყელიდან წამოსული კვნესა სასიამოვნოდ ერეოდა. ერთხანს ბაღათურიას მწვანე სფეროებს უყურებდა , შემდეგ ძალა დაკარგა მისი თითები , მისი ტუჩები და თითოეული შეხება ძალას აცლიდა. მსგავსი რამ არასდროს განუცდია, და ეს თუ უბრალოდ ვნება იყო , მაშინ რა იყო სიყვარული ...
-კატრინა- თლილ თითებს ბაღათურიას ზურგზე დაატარებდა, ფეხები წელზე შემოხვია და მის სხეულს შერწყმული რიტმში მოძრაობდა - ჩემო კატრინა - ისე ესმოდა ბათუს ხმა თითქოს სადღაც შორიდან მოდიოდა, მისი დანისლული თვალები არაამქვეყნიური ეჩვენებოდა.
ყველგან იყო , ყველა უჯრედს ეხებოდა, ყველა მოლეკულამდე აღწევდა მისი შეხება, ხმა , სურნელი , მზერა რომელიც სრულ წრეს ქმნიდა და იმ წამებში, იმ დროს როცა მის მკლავებში მოქცეული ირეალურ სამყაროში იყო საკუთარ თავს არ ეკუთნოდა , მისი იყო მას ეკუთვნოდა და არავის სხვას. არ ჰქონდა მნიშვნელობა არც მის ხასიათს, არც დასაწყისს, არც დასასრულს .
ბაღათურია კი ცხოვრებაში პირველად ტკბებოდა ბოლომდე ქალით. ამის წარმოდგენაც კი არ შეეძლო, ვერასდროს იფიქრებდა ,რომ ერთი ქალი ამდენ ემოციას შექმნიდა , ამდენ გრძნობას გააერთიანებდა და ამდენად მიჯაჭვულს გახდიდა. აღიარებაც კი არ უნდოდა, მხოლოდ ის იცოდა ,რომ არასდროს გაუშვებდა . ზარის ხმასავით ესმოდა მისი დაძახებული „დათა“ უნდოდა გაეჩერებინა, უნდოდა ეთქვა ასე ნუ მეძახიო, მაგრამ კატრინა სხვა იყო ...
სხეულზე მოქცეულ ქალს ტუჩებს უკოცნიდა და მის შიშველ სხეულს მკლავებით ფარავდა. თითებით ნაზად მიუყვებოდა ხერხემალს და ბოლოს საჯდომთან ჩერდებოდა. გულისცემა ისევ ისეთი ხშირი ჰქონდა, გაორმაგებული ძალით ტუმბავდა სისხლს მთელს სხეულში, ისევ იწვოდნენ ისე როგორც კატერინას ღაწვები, წითლად შეფერილს სრულიად სხვა ელფერი ჰქონდა. ისე აკოცა კატომ თვალები მინაბა
-მალე გათენდება დათა - ჩურჩულებდა , ტუჩებს კაცის ლავიწს ახებდა მაგრამ არ კოცნიდა. თითები ერთ-ერთ იარას შეახო და შემდეგ იქ აკოცა-ისევ ჩვეულებრივი დღე დაიწყება ?
-დღე უკვე დაიწყო , თანაც არა’ჩვეულებრივი არა ჩვეულებრივად
ბოლოს რაც გაიგო ბაღათურიას სიტყვები იყო. მის სიმხურვალეს ძილშიც გრძნობდა , ბათუს წამითაც არ უძინია. უკვე დილა იყო დასრულდა მისი ნეტარების საათები. გათენდა და გადაუდებელი საქმეებიც გამოჩნდნენ. კატოს დატოვება არ უნდოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. წასვლამდე ერთხელ აკოცა მძინარეს და ბინიდან გასვლის შემდეგ უპასუხა ერეკლეს ზარს
-სად ხარ შე ჩემა ... -აღელვებული ჩანდა დადვანი
-ნახევარ საათში მოვალ ...დამშვიდდი !
ეზოში ელოდა ბატონი , სიგარეტით ხელში. თვალები ისე ჰქონდა ჩაშავებული ავადმყოფს ჰგავდა. მანქანაში ჩაჯდა და მეორე ღერს მოუკიდა
-სად ხარ ამდენ ხანს... მალე გავგიჟდები . ვერ გავიგე რა მირჩევნია ჩემი იყოს თუ არა. ყ*ესავით ვიქცევი რა დედის ტყვ*** მჭირს ამის დედას შევ*ცი ჩემი შვილი რომ არ იყოს ბავშვთა სახლში როგორ წავიყვანო ... ან იმ საზიზღარი ქალის და ვიღაც ს შვილი როგორ მივუყვანო ბარბარეს სახლში. მე რო ვიყო მარტო ბაზარი არაა მარა ჩემ ბარბარეს საყვარლის შვილი როგორ გავაზრდევინო ....ვიცი რო არაა ჩემი ვიცი ამის დედაც
-მორჩი ისტერიკას და მოიცადე
-ბავშვს ცოტნესთან რა უნდა... რას მიხედავდა ის . ვინმე გყავდა წუხელ და იმიტო გაქ ასეთი ნასიამოვნები სახე?
-ნეტა ჩემ სახეზე რა გალაპრაკებს რას გავხარ სარკეში თუ ჩაიხედე. მთელი კვირაა არ გიძინია შე გაჭირვებულო?
-რა დამაძინებდა, ბარბარე არ მელაპრაკება. სხვა ოთახში ვერ ვიძინებ,შუაღამეს შევდივარ მათხოვრის ბავშივით და რო ვუყურებ ეგრევე ის დედამოტყნ*** ქალი მახსენდება ბავშვი როგორ უნდა მიაგდო
-მე შენ გითხარი ქალთან, რომელსაც გართობის გარდა რამე მიზნები აქვს ახლოს არ უნდა გაეკარო-თქო ,მაგრამ როცა ბრაზდები უკონტროლო ხდები და მხოლოდ ის გინდა როგორმე გული გადააყოლო. ვერ გავიგე რა გაწუწუნებს ახლა უარეს შემთხვევაში ანგელოზივით შვილი გეყოლება
-არ იცოდე მაინც როგორ მოხდა ყველაფერი , ის ჩათლაშკა გათიშულს შემომიჩდა და ფუ რა მჭირს თავს ვიმართლებ? დედა მომიტყ** ამდენმა სირ**მა ქცევამ ,ჭკუასაც რომ ვერ ვსწავლობ ეს მაგიჯებს.
-შენ ძმაო ბარბარე რაც დაინახე იმის მერე ისე ქარავ რო მგონია ტვინი ამოგაცალა იმ გოგომ ! წამალიც და საწამლავიც ეგაა შენთვის .გადმოდი ახლა და გავიგოთ ანდრიკო შენთან მოდის თუ ჩემთან - ჩუმად თქვა მანქანიდან გადასვლამდე და იქ დაყურებულ ცოტნეს თვალი ჩაუკრა- ჩემო ბიჭო როგორ ხარ?
-კარგად ...ცოტა გამაწვალა ,მაგრამ ემილიამ მიხედა და
-შენ ვისთან ხარ ვაფშე?- ბავშვი აიყვანა და ცოტნეც გაიბუტა
-კარგი ბატონო...ვისთან ვარ ხო? მივდივარ და სულ კარგად მეყოლეთ. გამოცდა მაქ ...დამბრიდავს ეკატერინე რომ დამაგვიანდეს
-ნუ ღელავ თვითონაც დაიგვიანებს,ეჭვი მაქვს - მშვიდად უთხრა და ერეკლეს გახედა,რომელიც ბავშვს უყურებდა და საერთოდ არ უსმენდა მათ დიალოგს- ოეე მამიკო წავიდეთ ახლა ვნახოთ პასუხი. ხო ანდრიკო ეს ბიძია მაგრად ატრა*ებს ხოლმე ვნახოთ ახლა ამ გატრაკ*ბის დროს შენ გაგაკეთა თუ ასე ერთ გარტყმაში მარტო ტასიკუნა გამოუვიდა და უკვე მოხუცდა-ბავშვი უყურებდა და რაღაც ბგერებს გამოსცემდა
კაბინეტში შევიდნენ . ერეკლეს ისეთი ფერი ჰქონდა მკვდარს უფრო ჰგავდა ვიდრე ნრომალურ ადამიანს. კონვერტი აიღო ,ექიმს მადლობა გადაუხადა და იქედან წამოვიდა. ეკე მანქანასთან იდგა და კონვერტს უყურებდა,მერე ბავშვს გამოხედა
-ჩემი რომ არ იყოს რა ეშველება? დედამისის გამო რატო უნდა დაიტანჯოს?
-გახსენი ტვინი ნუ მოტყ*** - არ ინდობდა ძმაკაცს , არ უყვარდა ეს ტკბლი საუბრები და დამშვიდებები . მითუმეტეს როცა რამე მიქარული ჰქონდა. კონვერტი ჯიბეში ჩაიდო და ბავშვი გამოართვა-რას შვები
-დაჯექი რა წავიდეთ სახლში და მერე გავხსნი კონვერტს ...წავიდეთ რა
-...სად წავიდეთ
-ჩემთან!
ისე თქვა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ყველაფერი . ბათუს მთელი გზა ჩუმად იყო , მხოლოდ ბავშვის ხმა ისმოდა უკანა სავარძლიდან. სახლში პირველი შევიდა, ერეკლეც უკან მიჰყვა,ბავშვი ხელში ეჭირა და წინ მიდიოდა მშვიდი სახით სანამ ბარბარე არ დაინახა .იმდენად ადრე იყო ჯერ კიდევ ხალათი ეცვა ქალბატონს. ანასტასიასთვის საუზმეს ამზადებდა ,კარის ხმის გაგებისას დატოვა სამზარეულო და ადგილზე მიეყინა ბავშვი რომ დაინახა
-მე ტასოსთან ავალ !- ბათუმ უცებ თქვა და კიბისკენ წავიდა ორივემ ერთად რომ თქვა
-დარჩი და გაგვაშველე რომ არ მოვკლა!
-დარჩი და მიშველე რომ არ მომკლას!
-რა გაეწყობა ... ისევ მე ვიქნები თქვენი ოჯახური სკანდალის თანამონაწილე ნეტა თუ არ მოგბეზრდათ ჩემი თანდასწრებით სცენების დადგმა-ამოიხვნეშა და უკან დაბრუნდა
-შენს ძმადნაფიცს თუ არ მობეზრდა ჩემი კარდიალური სისტემის განადგურება..ნერვული გაანადგურა ახლა გულსისხლძარღვას მიადგა და ნელ- ნელა ინფარქტისკენ მივიწევს. რა უნდა ამ არსებას იმ სახლში სადაც ჩემი შვილი ცხოვრობს?
-პირდაპირ უნდა გაჩვენო რომ ჩემი შვილი არაა და ასე ჰაერზე არ ვანაყოფიერებ ქალებს
-მომეცი ! - ხელიდნა გამოგლიჯა ბარბარემ და კითხვა დაიწყო .მერე სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა გადაფითრებული და ბავშვს შეხედა . ფურცელი ბათუსკენ გასწია და ღრმად ჩაისუნთქა -სადაა ის ქალი?
-წავიდა-თქო არ გითხარი? ბათუ ან მითხარი რა დედის ტყვ*** წერია მანდ ან მომეცით ეს დედა აფეთქებული ფურცელი..ვიცი არაა ჩემი ,მაგრამ ამას ისეთი სახე აქ ვერაფერს გაუგებ
-მართლა წავიდა? დატოვა?
-არაა შენი ...მართალი იყავი! -ბათუმ ჩუმად თქვა და ბავშვს მოწყენილმა შეხედა .ბარბარე სავარძელში დაჯდა, სახე ხელებში ჩამალა და რამდენიმე წამის შემდეგ ახედა ერეკლეს
-ახლა რა ბავშვთა სახლში უნდა დატოვო?
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს! აქ ახლა იმიტომ ვარ რომ იცოდე არ მომიტყუებიხარ. არასდროს მითქვამს შენთვის ტყუილი და ქალები რომ მყავს არ უნდა გიკვირდეს. უსისხლო ხარ ბავშვი ბათუს მიუგდეო მეუბნებოდი, ვგრძნობდი რომ არ იყო ჩემი შვილი ,მაგრამ ახლა ვიცი რაც უნდა ვუყო
-ერეკლე !-ბათუ მაშინვე გაშვილებაზე ფიქრობდა და სისხლი გაეყინა. რა ექნა უყვარდა ბავშვები ,თავისი მიზეზი ჰქონდა ამისთვის და საერთოდ არ აინტერესებდა ვისი შვილი იყო ის ბავშვი ამდენი დღე თავისთან რომ ჰყავდა და საკუთარივით უვლიდა. ასეთი იყო ბაღათურია,მისთვის სხვის ცოდვებს მნიშნელობა არ ჰქონდა ,მნიშვნელობას მხოლოდ უდანაშაულოებს ანიჭებდა.
-მივდივართ ჩვენ... ტასოს მიხედე ! რომ დაგირეკავ დამალაპარაკე- ბავშვით ხელში წამოდგა, ერთხელ გადახედა გაფითრებულ ბარბარეს და წავიდა.
მანქანაში რომ ჩასხდნენ ჯერ კიდევ არ იცოდა ერეკლეს გეგმების შესახებ ბათუმ
-ბავშვთა სახლში მიიყვან?
-შენ ში* ხო არ გაქ ! რამ გამოგაშტერა, რადგან ჩემი არაა მივაგდებ? იმ იდიოტ ქალს მივუყვან, არაა ასეთი ბავშვის ღირსი ,მაგრამ ახლა ისეთი კაცი ჰყავს გამოჭერილი დარწმუნებული ვარ ბავშვზე არაფერს იტყვის. ყველაფერი გავარკვიე და დღესვე წავალ უკრაინაში . საღამოსაა ფრენა
-ეს ყველაფერი გაარკვიე,მოიფიქრე და მე არაფერი მითხარი?
-შენ იმდენ რამეს აკეთებ კიდე ეს დამემატებინა? ასე რომ პატარავ შენს დეგენერატ დედას ვაიძულებ გონს მოვიდეს და გაგზარდოს. ვიცი არც ეგეთი დამპალია, ახლა გაგიჟდა და მერე მიხვდებოდა რომ შენი დაკარგვა არ ღირდა . ხოო ხოო რას მიყურებ , ჩემი ბრალიცაა დედაჩენმა ასე რომ გააფრინა ,მაგრამ რა ვქნა არასდროს მიყვარდა .არც იმას ვუყვარდი .... ნეტა რა გგონია რას გელაპრაკები ჰა?- ბავშვი მის გაღიმებულ სახეს რომ ხედავდა თავადაც იცინოდა . ერეკლემ ლოყაზე აკოცა და ბათუს მიარტყა ხელი- ნუ ხარ ასეთი გულჩვილი , კარგად იქნება ანდრიკო
-ჩემი ანდრეა მახსენდება სულ და იცოდე გავიგებ როგორ ექცევა მაკა ,მოვკლავ ჩემი ხელით რამე რომ დაუშაოს ბავშვს -აღიარებასავით ჟღერდა მისი სიტყვები . ერეკლესაც შეეცვალა მზერა, თავიდანვე იცოდა ბათუს მსგავსი ემოციურობის მიზეზი
-მოვაგვარებ გეფიცები . კარგი რა ბაღა ... შენ ვერაფერს იზამდი მადლობა ღმერთს ცოტნე გადარჩა .ბავშვი იყავი შე ჩემა ,ბავშვი რატო არ შედის შენს ტვინში . შენ მაშინ რაც გააკეთე ცოტნესთვის ვერავინ გააკეთებდა - ბაღათურიას ასეთ სევდიანს რომ ხედავდა თავადაც ცუდად ხდებოდა
-სულ მთლად ბავშვი იყო...შენ არ იცი ცოტნე როგორ ჰგავდა - გაჩუმდა და სიმწრისგან საჭეს დაუშინა მუშტები. ტკიოდა,ყოველთვის ძნელი იყო ბავშვობაში მომხდარის გახსენება, საყვარელი ბიძაშვილის დაკარგვა მთელი ცხოვრება მოუშუშებელ იარად ჰქონდა.
ერეკლე სახლში მიიყვანა ბავშვთან დატოვა რადგან სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და სამსახურში წასვლა მოუხდა. საღამოს ბატონი ერეკლე ბავშვთან ერთად წავიდა და ბათუ ისევ მარტო დარჩა სახლში.
...............
ეკატერინემ რომ გაიღვიძა და ოთახი ცარიელი დახვდა გაბრაზდა, თან საშინლად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. მერე საკუთარ თავს დასცინა ამაზე რომ გაბრაზდა და სხვა უარეს ამბებზე ურეაქციო იყო .მისაღებში რომ გავიდა ანჩო დახვდა მაგიდასთან მოკალათებული, ხელში ჩაის ფინჯანი ეჭირა თმაში ვარდი ჰქონდა გარჭობილი და კრუასანსაც იტენიდა პირში
-ჩიტოოო გაიღვიძე? როგორც იქნა გამოხვედი... უჰ როგორ მშიოდაა. ვიფიქრე ცოცხალი ხოა აქამდე რომ არ შემოვიდა და არ ივარჯიშათქო და თურმე შენ დილამდე ვარჯიშობდი საწოლში და რაღა კალორია დაგრჩებოდა დასაწვავი. კიდევ კარგი მაგ საძინებლიდან ხმა არ გამოდის ჩვენთან თორემ გავაუპატიურებდი შენს ზურაბს. ისედაც მოვკალი გუშინ და გავაგიჟე ,რომ დავბრუნდი და სიტყვა არ ვუთხარი ლამის დამახრჩო.ისე ყვიროდა ცხოვრებაში რომ არ უყვირია, ხო არ გაგიგია თქვენც ? მარა რას გაიგებდი კვნესოდი ალბათ ისე მეტი არაფერი გესმოდა- ანჩო ჩვეულ ამპლუას დაუბრუნდა, ისევ ენერგიული ჩანდა და ბაღათურიას სიტყვების კვალიც ეტყობოდა.
-რას აპირებ ბოლოს და ბოლოს?
-რასაც ვაპირებდი იმას... ზურაბის დაპყრობას რათა მერე ჩემი ჯერ კიდევ შეუღწეველ გამოქვაბულში ძრომიალის ნება მოიპოვოს მან და მისმაიარაღმა - სიცილით უთხრა და ბინიდან როგორც კი გააბიჯა მაშინვე წარბების თამაში დაიწყო- გვიყურე და დატკბი ჩემო სიცოცხლეე - კარი თავად გააღო და შევიდა. ეკატერინეც უკან მიჰყვებოდა. კი უნდოდა ბრაზისგან გაგიჟებულს გამოელანძღა ბატუ მაგრამ ვისღა ახსოვდა ბაღათურია როცა ანჩო და ზურა არსებობდნენ. ბიჭი საწოლზე მიბმული რომ დაინახა თვალებს ვერ დაუჯერა. თავის საწოლში იწვა ისე როგორც იძინებდა ხოლმე და ახლაც ეძინა, მაგრამ ცალი ხელი იმავე პოზაში ჰქონდა მიბმული როგორც ედო ძილისას
-რა სჭირს? გათიშულია?
-არა სძინავს ...გაიღვიძებს წუთი წუთზე
-როგორ მიაბი ისე რომ ვერაფერი გაიგო
-არ იცი როგორი ძილი აქვს? რომ ვიძალადო ვერაფერს გაიგებს . ჩაიცვი და მოდი მერე მანამ გავაღვიძებ სანამ შენ წახვალ.ისე უკვე იგვიანებ და იჩქარე შხაპის მიღება
კატო გონს მოვიდა და სააბაზანოში შეიკეტა. მაქსიმალრუად ჩქარბდა,მაგრამ იმდენად აწუხებდა წინა ღამის მოგონებები არაფერი გამოსდიოდა. როგორც იქნა ჩაიცვა და ზურას ღრიალის ხმაც გაიგო . ბიჭს მარჯვენა ფეხი და მარცხენა ხელი ჰქონდა საწოლზე მიბმული.გადაბრუნება რომ სცადა ისე აიხლართა მგონი მოსტყდა რაღაც.
-ანჩოოო ...ანჩო რა გამიკეთე ამხსენი გოგო . ეს ხელბორკილია? ნამდვილი ხელბორკილია>? შე ავადმყოფო ქალო მოდი მორჩი მაგ თამაშს და ვითომ გაბუტვას და ხელები ამიხსენი- ზურა აყვირდა ანჩომ კი მის წინ გადაინაცვლა საბანი გაშალა და პირდაპირ ზემოდან დააფარა,.მერე გაასწორა და მსვიდად ჩაილაპარაკა
-აი ეს საწოლიც გასწორებულია? მაგრამ მატრასზე ეს ხის ფუგურა ვინ დაამატა არ ვიცი.რას გაუგებ კატოს
-ანიკოოო ...ოხ ანიკო შენი ფანტაზიორი თავი მომცა ორივე ხელში რას გიზავდიიი . შე ხელოვნებათმოცდნე ავადმყოფო იცოდე იმ ტილოს დაგიხევ ინგლისში რომ დავბრუნდებით .ავხევ და ვეღარასდროს გაიგებ ვინაა მისი ნამდვილი ავტორი. ბალიშ არ დამადო გოგო ვიგუდები ...ვერ ვსუნთქავ ანჩოოო ანჩო გეხვერწები ანჩო მომაშორე გეხუმრე გოგო . ანჩოოოოოო- ბალიშები რომ დაალაგა ანჩომ მაშინვე გამოტყდა სუნთქვაშეკრული საწოლზე გადაკვანძული ზურაბი - როგორ მოვიყვან იმას ცოლად. დავშორდი გუშინ შე არანორმალურ უბრალოდ რომ არ შემეშვი ვიფირე ცოტას გავერთობი-თქო.ანჩოოო ანჩო ჩემო ანიკო ...ანო ...ანო ვიგუები თუ გიყვარვარ მიშველე ანუუ -უკვე ოთახიდან გასული იყო ანჩო ეს რომ გაიგო .ეკატერინეც კართან შეჩერდა კი იცინოდა ,მაგრამ მერე მიხვდა რომ რაღაც საშინელება დატრიალდებოდა იქ. ანჩო შეიშალა, ნამდვილ შეურაცხადს დაემსგავსა ისე ჩაუწითლდა გაფართოებული თვალები სულ სისხლიანი გაუხდა ..
-ეკატერინეეეეეეეეე შენ წადი ამას ვერ გაყურებინებ. დანა სად არის ახლავე ავკუწავ და ვახშამზე ნაწილ ნაწილ შევჭამ. შეგწვავ და მოგხარშავ. შამფურზეც წამოგაცმევ და ზემოდან ტყემალს მოგასხამ შე დამპალო ...შე არაკაცო. შე ცხოველოო შე ვითომ გენიოსოოოო შენი დაწერილი წიგნი ვინაც წაიკითხოს შენი მეცნიერი თავი თუ არ წაგაცალო მე არ ვიყო ანჩო .შენს ნაწილებს ტილოზე გავაკრავ და ხელოვნების ნიმუშად გაქცევ შე ღოროოო.როგორ გაბედე ...როგორ გამიბედე- ყველაფერი მოაშორა რაც ეფარა, თავზე დაახტა და მანამ უტყაპუნა ხელები სანამ ძალა არ გამოეცალა.
-ანჩოო ანჩოოო გაჩერდი.გაჩერდი მეთქი- ცალი ხელით როგორღაც მოიგერია და გვერდით გადააგდო. მერე ხელები ისე მოუქცია რომ მოძრაობა ვეღარ შეძლო და თიტონ დააწვა ზემოდან .ეს როოგრ მოახერხა ვერ გეტყვით ,მაგრმა გაჭირვებაშ მყოფი კაცი რას არ გააკეთებს.-გაჩერდი და მომისმინე თორემ არ ვიცი რას გაგიკეთებ იცოდე
-რა ვიცოდე ..რა უნდა ვიცოდე შე დამპალოო ვიგინდარა. შენ ჩემნაირი ქალის ღირსი ხარ? ჩემნაირი ქალი უნდა გყოლოდ აგვერდით,? შენთვის უნდა გამეწირა თავი? შენთვის? შე დამპალო შენ ჩემნაირი მეგობრის ღირსი იყავი ? ეს როგორ გამიკეთე ეს როგორ მითხარი იცი მაინც რა ვიგრძენი?- კიოდა და თან ტიროდა.მხოლოდ თავი ჰქონდა აწეული მაღლა და სახეც თმებით ჰქონდა დაფარული. ზურას მის კისერში ჰქონდა თავი ჩადებული და ორივე ხელს უჭერდა როგორც შეეძლო, აფართხალებული ანჩო რომ არ გაქცეოდა
-გეფიცები აღარასდროს ვიხუმრებ ასე,აღარ ვახსენებ არცერთ ქალს და თუ გინდა მთელ წელი არავის გავიკარებ გვერდით სერიოზულად არავის ...
-სერიოზულად არავის შეხედავს...შე ავადმყოფოო ყველას ხმარობ ვისაც ძუძუ აქ 15 წლიდან საყვარლები გყავს არ ვიცოდე მაინც.ყველა შენი ბოზ* მყავს ნანახი კოლეჯიდან მოყოლებული დღემდე. შენ რო არ მიჩითავდი იმიტო?ჩემს თვალწინ რადგან არ უფატურებდი ხელებს იმიტომ? მეზიზღება შენი კაიბიჭური ხასიატი,შენი სულელური გამოხტომები და საერთოდ შენ მეზიზღები . გაიწიე ...მომშორდიიი . ყველას წესიერი ბიჭ რომ ჰგონიხარ შე ბაბნიკო ,შე მექლათანე დამპალო!
-არა,სანამ არ შემორიდგები მანამ არ გავიწევი. ასე უნდა დმატოვო მიბმული?
-აგიშვებ და ეშმაკშიც წასულხარ!
ამ ჩხუბში იყვნენ ნელიკო რომ შევიდა სახლში ჯერ ვერ გაიგო საწოლის ჭრაჭუნი და ყვირილი საიდან და რატო ისმოდა მერე ოთახში რომ შეიხედა და წყვილი იმ პოზაში დაინახა ალბათ ხვებით რაც იფიქრა.ისე დაიკივლა და გაიქცა მეორე ოთახისკენ ანჩოს ხმაც კი გააფარა
-ვაიმე ეს რა ვნახე...ღმერთო ჩემო.ხომ ვეუბნებოდი იმ გოგოს ეს ორი არ არის ნორმალური-თქო! ღმერთო შენ მიშველე- ხელს ინიავებდა სახესთან. მერე წყალი დალია და დივანზე დაჯდა.კატოს ურეკავდა ,მაგრამ ლექციაზე იყო და არ პასუხობდა.
ზურა უცებ მოშორდა ანჩოს, მანაც ხელი და ფეხი გაუთავისუფლა . ოთახიდან გავარდა ,სულ აწითლებული იყო, თმმაარეული და ზურა ხომ საერთოდ არ ჰგავდა ნორმალურს.
-ქალბატონო ნელიკო გეფიცებით არასწორად გაიგეთ ... საერთოდ მე და ანიკო ვართ
-არ მაინტერესებს გენაცვალე, ნამდვილად არ არის ჩემი საქმე თქვენ ორს შორის რა ხდება. მე ეკატერინეს ნახვა მინდოდა, ქორწილი მოახლოვდა მას კიდევ არაფერი აქვს გადაწყვეტილი. ელიზაბეტის ქორწილთან დაკავშირებითაც საუბარი მინდა.საერთოდ ვერ გავიგე ეს გოგო რას აპირებს.
-ეკატერინე ერთ საათში დაბრუნდება და მანამდე ჩაის მოგიმზადებთ ქალბატონო ნელი,ან სხვა რამეს რასაც ინებებთ
-წყალი ...წყალი მომიტანე მხოლოდ და მერე ალბათ სააბაზანოში შეხვალ და თავს მოიწესრიგებ ,პირველ რიგში თმას დაივარცხნი
-ხო,რა თქმა უნდა .ახლავე- უცებ მიუტანა წყალი და მერე ზურას მიჰყვა და აორთქლდა. სააბაზანოში შეიკეტა თმა დაივარცხნა,მაკიაჟი გაიკეთა და დალაგებული სახით გავიდა ნელიკოსთან. ზურა უკვე იქ დახვდა, ჩაი მოემზადებინა , ნელი დაემშვიდებინა და რაღაც თემაზე ესაუბრებოდა. ბადალი არ ჰყავდა ქალების გაბრუებაში და აბა რა გასაკვირი იყო რომ ქალბატონს მომხდარი ინციდენტი აღარც კი ახსოვდა. მისგან მოშორებით დაჯდა და კატოს მისვლას დაელოდა.
........
ქალბატონი კატერინა ამ დროს უნივერსიტეტში იყო, ზეპირ გამოცდას უტარებდა სტუდენტებს და ცოტნე ლამის გაატყავა ბოლოს მაინც მაღალი ქულა დაუწერა რადგან მისდა გასაკვირად ყველაფერს შესანიშნავად გაართვა თავი. კმაყოფილიც კი დარჩა,მოსწონდა ეს ბიჭი და ვერ მალავდა. როგორც კი დაასრულა გამოცდა მაშინვე დატოვა უნივერსიტეტის შენობა. სახლში მისულს დასვენება არ დასცალდა იქ ნელი დახვდა და თავიდან შეახსენა ქორიწლი რომ ჰქონდა და თან ბაღათურიას მიჰყვებოდა
-გესმის ეკატერინე? დავპატიჟო ეს ხალხი თუ არა
-დედა მისმინე ქორწილის ხარჯებს ხომ ისინი იხდიან,ხომ თანახმანი არიან დიდ და გრანდიოზულ ქორწილზე მე ნებას გაძლევ დაპატიჟო ყველა ვისაც მოისურვებ.განა შენი საოცნებო ქორწილი არ არის? მხოლოდ ერთს გთხოვ ლიზას შეეშვი და ადროვე იყოს ბედნიერი და მოიქცეს ისე როგორც სურს,ახლა მაინც ხომ არის გათხოვილი თან იმ ბიჭზე ვინც შენი რჩეულია
-შესწორებას შევიტან საყვარელო, რჩეული სხვა იყო უბრალოდ წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო ხომ იცი არა? გიორგი კიდე კარგი ბიჭია და მასზე უარესი არ მინდოდა სიძედ
-დედა გიორგი არაჩვეულებრივი ბიჭია და თუ გგონია რომ შენი არჩეული სიძე უკეთესია ძალიან ცდები !
-არ მითხრა რომ ისევ ფიქრობ ქორწილის ჩაშლაზე და დავითს რამეს უწუნებ თორემ აქვე მოვიკლავ თავს ! როგორ შეიძლება მისნაირი ახალგაზრდა არ მოგეწონოს ჯერ რა გარეგნობა,როგორი სიმპათიურია, როგორი თვალები აქვს საერთოდ დაკვირვებული ხარ? ხასიათი? როგორი ზრდილობიანია,გალანტური ,ნამდვილი რაინდია რომ გესაუბრება გგონია რომ ზღაპრული პრინცი დგას შენს წინ და შენც დედოფალი ხარ ,ნუ ჩემს შემთხვევაში უკვე მოხუცი დედოფალი
-თქვენ რომ გაჰყვეთ ცოლად არ გიფიქრიათ/ ფატას გადაგაფარებთ და გიცნობთ ვითომ? სადედოფლო კაბა მაინც დიდი იქნება წელს ქვემოთ- ლიზა არ იყო სამაგიეროდ ანჩო იყო და გგონიათ მოერიდებოდა აზრის გამოთქმა? ისე მოშხამა ქალი ხმა ვერ ამოიღო რამდენიმე წუთით, ზურამ ისე ჩაიფხუკუნა მეორე ოთახში ცოტაც და დაიხრჩობოდა- რა? არ მოგწონთ იდეა? ვფიქრობ კარგად მოვიფიქრე
-დიდი სიამოვნებით საყვარელო,უბრალოდ ვახტანგი მიყვარს და 30 წლით ახალგაზრდა არ ვარ
-დედა მოსაწვევების ფორმასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებზე დიზაინერებთან და სოფიოსთან ერთად ვისაუბროთ.
-დავითსაც ხომ უნდა ვკითხოთ არა? მოკლედ ვიწყებთ მზადებას ხომ? იცოდე აღარ გადადო თორემ ვეღარ მოვასწრებთ ..მინისტრის რძალი ხდები თქვენს ქორწილზე ყველა ილაპარაკებს და მინდა რომ კარგი ისაუბრონ მხოლოდ
-შეუძლებელია ერთ საკითხთან დაკავშირებით ყველა ადამიანი დადებითან იყოს განწყობილი და ნუ მოინდომებ შეუსრულებელი მისიის აღსრულებას დედა . დათას მეეჭვება მსგავსი დეტალები აღელვებდეს და უმჯობესია თუ არ შევაწუხებთ
-კარგი საყვარელო ,როგორც შენ გინდა. ხვალ რომელ საათზე გეცლება? სოფიოს ჰყავს დიზაინერი მოწვეული და მასთან უნდა მივიდეთ
-დღის მეორე ნახევარში , ანჩო შენ ?
-მე შენთვის სუულ თავისუფალი ვარ
-კარგი მაშ ხვალ შევხვდებით...ნახვამდის - ყველას დაემშვიდობა და წავიდა. კატომ გამოიცვალა და წყვილთან დაჯდა თვალებით რომ ჭამდნენ ერთმანეთს
-რა ხდება?
-საწოლზე მიმაბა,გამომლანძღა და კიდევ მე არ მელაპარაკება აზრზე ხარ?
-ეკატერინოშკააა არ გინდა სადმე წავიდეთ საღამოს? ხვალიდან სამზადისს თუ იწყებ არ უნდა ავღნიშნოთ? არ დაიწყო ახლა კლუბში არ მინდა ვერ დავლევ და ეგეთები
-წავიდეთ,ოღონდ ახლა სადილის დროა ,ისედაც ამოვვარდი გრაფიკიდან და არ მინდა საქორწილოდ ფორმები დავკარგო
-მოგეხმარო?
-თუ არ დაგეზარება კი ...
-მე რა გავაკეთო - დასჯილი ბავშვივით გახედა ზურამ -...უთხარი შემირიგდეს ცუდად ვარ
-ადროვე და შეგირიგდება...მოითმინე არ იცნობ?
-ასე არასდროს გავულანძღივარ და არც გაბრაზებულა .არ იცი როგორ მიყურებდა ,სულ დამკაწრა ვერ ხედავ ჩემ კისერს და ხელებს? ნახე როგორ მიყურებს ახლაც
-პატარა ბავშვივით ჯუჯღუნებს რომელსაც ჩუპა -ჩუპის კამფეტს ართმევენ და რეალურად წოვა სულ არ არის შენი საქმე-თქო გადაეცი - ანჩომ უდარდელად ჩაილაპარაკა და სამზარეულოს მაგიდაზე დასკუპდა-რას ელოდები კატო? უთხარი
-შენთან ლაპარაკი კი არა შენი მოსმენაც კი არ შეიძლება! სიგიჟის პიკზე ხარ - ზურამ ვერაფერი რომ ვერ უთხრა ისე მოეკიდა ალმური მის შემხედვარეს სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გავარდა.
-როდის დაიღლები ან ასე რას მიაღწევ?
-არაფერს, საერთოდ არაფერს! დავიღალე ,მთელი ცხოვრებაა მასთან ვარ მართალია ბათუ, ცოლი ვერ შემცვლის ისედაც ვუყვარვარ და ჩემზე მეტად ვერავის შეიყვარებს . რაც უნდა ის გააკეთოს მე მშვიდად მინდა ვიყო და დაგეხმარო ქორწილის სამზადისში რომ წლის დედოფალი იყო
-ჩემი ანჩიკო - გაიცინა და საპასუხოდ მოეხვია მაგიდაზე დასკუპულს
-მიკაქალ მე ჩენოოო
-არანორმალური ქალი ხარ
-სად ვარ ჯერ ქალი..ვინ მაღირსა. არ მომიყვები შთაბეჭდილებებს ? დარწმუნებული ვარ საოცარი ღამე გქონდა
-საოცარი სწორი სიტყვაა და დამატებას არ საჭიროებს. თუ შეიძლება დამეხმარე ან გაჩუმდი
-საოცარი თუ იყო დღეს რაღა გჭირს? ასე რატო ჩამოგტირის სახე
-არაფერი ...უბრალოდ არ ვარ მიჩვეული სექ*ის შემდეგ ერთჯერადი ქალივით რომ მტოვებენ საწოლში . მე საერთოდ არ ვარ მიჩვეული
-რომანტიკობები შენ არ მოგწონს,საწოლში ცხოვრებაში არ გიჭამია და რა გინდა? რამე რომ მოერთმია გამოლანძღავდი ალბათ და აუხსნიდი რომ საწოლში ჭამა იქ სადაც ყველაფერი სპე*მით იყო მოთხვრილი გულს აგირევდა ...ნუ ამ ყველაფერს უფრო დახვეწილად იტყოდი
-ხომ შეეძლო უბრალოდ დარჩენილიყო , მაგრამ ასე მიჩვეული და თუ ჰგონია ჩემთანაც ისე მოიქცევა როგორც ყველა სხვა ქალთან ძალიან ცდება! - უცებ დაახეთქა გაბრაზებულმა ჯამი და მაგიდას ხელები დაარტყა- ჭკუიდან გადავყავარ მთელი დღეა მისი კოცნის გარდა არაფერი მახსენდება , მთელი სხეული მეწვის მალე შევიშლები .როგორ შეიძლება ასეთი სექსუალური იყოს ,ამდენად საოცარი და ასეთი ხასიათი ჰქონეს?! რა უნდა ვუყო...ბავშვის გაჩენამდე ჯერ ეგ უნდა გავზარდო და მერე ბავშვზე ვიფიქრო . აბა მაგას რომ შეხედავს რას ისწავლის მერე კარგს. საერთოდ ამ ერთ თვეში რაც მაგან ჩაიდინა კიდევ რამე მიკვირს და მაოცებს?
-ვამეე სულ ბავშვს როგორ გაიძახი 50 წლის კლიმაქსიანი ქალი ხო არ ხარ . ცოტა ხანს ისიამოვნე ,მერე ფეხმძიმობაში მაინც ვეღარ იმაიმუნებთ ისე და ახლავე ნუ ატაკებ პირველივე ღამეს თუ არ დამაფეხმძიმებ გავგჟდებიო
-საერთოდ არ მეცინება ანჩო ...რატომ მივყვები მეც არ მესმის
-იმიტომ რომ იცი ვისაც არ უნდა გაყვე მაინც მისი საყავრელი იქნები და საერთოდაც საოცარ შთამომავლობას მიიღებთ - მაგიდაზე გადაწვა და ახარხარდა
-სე*სზე დამოკიდებული არასდროს ვყოფილვარ და ახლა რა მემართება უნებისყოფო თინეიჯერივით რომ ვიქცევი ვერ მეტყვი?
-რა გემართება დაულაგებლად რომ საუბრობ, გაუგებრად და გიჟივით რომ მიაყრი სიტყვებს და გაცეცხლებული თვალებიდნა ნაპერწკლებს ისვრი ...მგონი ნელ- ნელა მე მემსგავსები. შესაძებელი ყოფილა ხომ შენნაირი გენიოსი ქალისთვის ჩვეულებრივი ცოტა გიჟური ქცევები.
-მეხმარები ხო შენ!
-ოო კაი რა ისედაც არაჩვეულებრივად ამზადებ... იმ იდიოტს ბევრი ხახვით არ უყვარს ხო იცი თუ მოეთრა ვერ შეჭამს მაგას და ცალკე გავუკეთებ...კი არადა მე რას გავუკეთებ შენ გაუკეთე თუ არადა იყოს მშიერი მე რას დავეძებ გახმობია კუჭი -ათასჯერ გადააკეთა აზრი და ისე ჩამოხტა მაგიდიდან. ეხმარებოდა ქალბატონ ეკატერინეს და ბოლოს გაამხიარულა კიდეც. სულ სიმღერ-სიმღერით აკეთა ყველაფერი. წაუცეკვეს კიდეც
-აი ლოვ იუუუ ბეიბეეე აი ლავ იუუუ - მღერდა წინ გადაწეული მაგიდაზე ხელებს ისე უტყაპუნებდა დრამის ფუნქციას ასრულებინებდა ,უკან გაბზეკილ საჯდომს კი ისე ათამაშებდა სამზარეულოში შესულ ზურას პირდაპირ საზარულზე მიეჯახა .ისე წამოიკივლა .რომ მოტრიალდა და ხელი მოუქნია მერე შეხედა ვინც იყო- აააააააა ვიღაც შემოგვივარდა სახლშიი...უიი ნაცნობი ყოფილა - უცებ გაწია ხელი უკან ,მაგრამ ზურამ მოუჭირა მაჯაზე
-ანიკოო კარგი რა ასე ნუ მიყურებ...დამარტყი თუ გინდა ოღონდ ასე არ მიყურო
-როგორ გიყურებს ზურა?- ანჩოს ნაცვლად ჰკითხა კატუშამ .ანჩო კი გამოეცალა
-ცარიელი თვალებით...თითქოს ვერ მიტანს და არაფერს ვნიშნავ საერთოდ
-ეგ არ გინდოდა? ხომ ამბობ არ ვუყვარვარო ... იქნებ მიხვდა რომ არ უყვარხარ
-რა შუაშია მისი სიყვარული ... ვინ თქვა არ ვუყვარვარო ჩემზე მეტად ევრცერთ კაცს შეიყვარებს მე ..მე ხო ყველაფერი ვარ
-არაფერი ხარ უკვე-თქო უთხარი - ანჩომ ხმამაღლა თქვა და ისევ არ გაიხედა მისკენ
-არ შეიძლება ასე ხუმრობა ანჩო
-გავიწყდება გუშინ როგორ მოატყუე? ანჩო კი არა მეც ვინერვიულე ...ვიფიქრე მართლა იმ გოგოს ირთავდი ,მაგრამ სიტყვა ვერ გითხარი ანჩო ისეთ მგოამროებაში იყო
-ეკატერინე შენც მიმატებ? მე მიკეთებ ამას?
-მარტომ ვისაურბოთ,შემდეგ - კატომ თვალებით დაამშვიდა,მაგრამ ანჩოს რას გამოაპარებდი
-ეკატერინე ერისთავოო მის მხარეს დადგები და გეფიცები ქორწილს ვერ მოესწრები !
-ანჩო გთხოვ ...ანიკოოო ჩემო ანიკო რატო მაწვალებ ტყუილად? პირველად გაგაბრაზე თუ მეორედ შენც ისე გადამიხადე სამაგიერო როგორც იცი ხოლმე .თუ გინდა აივანზე დავდგები და ვიყვირებ ყველა ენაზე რაც კი ვიცი გეი ვარ და მიხმარეთ-თქო მაშინ პარიზში რომ წამაგებინე სურვილი გახსოვს?- ზურგიდან მოეხვია და ლოყაზე კოცნა დააპირა ,მაგრამ ანჩო ხელიდან გამოეცალა- კარგი ...მონაკოში შეხვედრაზე რომ მათქმევინე ტერორისტი ვარ-თქო და მთელი პრინცის დაცვა თავზე დამახტა
-იმდენად დებილი ხარ გგონია ასე მორჩება ყველაფერი? დავიღალე რატომ არ გესმის? მომბეზრდი !
-კარგი,გავიგე . მორჩა საერთოდ აღარ დაგელაპარაკები და ისე გააკეთე როგორც გინდა. როდის ვთხოვე ბოლოს ვინმეს
-მე !
-შენს გარდა ანჩო...შენს გარდა ოდესმე რამე მითხოვია?
-არც არავისთან დაგჭირვებია ვარსკვლავ ბიჭუნა . მხოლოდ მე მტკენ,მე მიშავებ, მეეე მე მაგიჟებ და მხოლოდ მე!
ზურა მას მერე დუმდა, იჯდა მაგიდასთან და უყურებდა ანჩოს რომელიც გემრიელად მიირთმევდა . კატო ნერვებმოშლილი იჯდა და მხოლოდ იმიტომ ჭამდა რომ სჭირდებოდა ,რეალურადდ კი ათას რამეზე ფიქრობდა . ანჩო და ზურა სადილის შემდეგ ცალ-ცალკე წავიდნენ სახლიდან. ეკატერინე სამზარეულოში იყო და ალაგებდა .ზურგიდან რომ ჩაეხუტა ბაღათურია,პირდაპირ მის ყელში ჩარგო სახე და იქვე აკოცა
-გამარჯობა კატუსაა
-დაგვიანებით ხომ არ მესალმები?
-ახლა უნდა გამიჭედო ხო? ფიზიკურად ვერ დავრჩებოდი , ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მქონდა - კიდევ ერთხელ აკოცა და თვალები დახუჭა. მოდუნდა, ადრე მსგავსი არაფერი უგრძვნია ასე მარტივად
-დავიჯერო სულ რაღაც მიზეზი არსებობს ჩემს დასამცირებლად? ასე საოცრად როგორ ემთხვევა ყოველთვის ?- კატერინა ხელიდან რომ დაუსხლტა ისევ ცარიელი დარჩა
-წარსულის ცოდვებს ვიხსენებთ?- სიგარეტი მოიქცია ტუჩებშორის და კარადას მიეყრდნო
-ისევ ეწევი ,ჩემს სახლში . ეს ელემენტარულიც კი არ შეგიძლია
- გარეთ გავალ მოვწევ თან და ისე ვილაპარაკოთ...აბა შენი მსომენა ისე არ შემიძლია თუ გინდა მოთმინება დავკარგო და მთელი სახლი თავდაყირა დავაყენო
-მოთმინება რატომ უნდა დაკარგო ,რას ვამბობ ასეთ საოცრებას . დავიჯერო არ მეთანხმები რომ ჩვენს ურთიერთობაში ყველაზე მეტი შეცდომა შენ დაუშვი?
-გააჩნია შეცდომად რა ითვლება, მე იმ ადამიანებს არ ვუწევ ანგარიშს ვინც არაფერს წარმოადგენს ჩემთვის . კარგად დაფიქრდი როდის გახდი მნიშვნელოვანი და ჩემს შემდეგ ცოდვებს გადახედე,თუ არსებობს საერთოდ იმის გარდა რომ დილით საწოლში არ დაგხვდი თვალებგაბრწყინებული და სასიყვარულო სიტყვებით არ შეგამკე რომელიც სრული ფარსი იქნებოდა, არც გჭირდებოდა. მაგიდაზე დაგიტოვე შენი საყვარელი ჩაი რომლის მომზადებას ვერ ვიტან, კრუასანები და ის ხილი შენ რომ ყოველ დილით მიირთმევ...ხო კიდევ საოცრება ვარდი დავდე მაგიდაზე ცხოვრებაში არავისთვის რომ არ გამიკეთებია შენ კიდე მხოლოდ იმიტომ მიტრა*ებ რომ საწოლში არ დაგხვდი და წასვლამდე სიყვარული არ შეგფიცე? ვაფშე არ მგონია რომ ეგ გინდოდეს ,როცა იცი რომ ჩვენ შორის სიყვარულის გარდა ყველაფერია - ერთიანად დაძარღვულმა მოიქცია კუთხეში ქალბატონი კატერინა და ერთად მიახალა სათქმელი, ხმას აკონტროლებდა მაგრამ ვაი ისეთ კონტროლს- მაპატიე მაგრამ მე არ გავხდები ის კაცი როგორიც შენ გინდა. საშინელი კაცი ვარ, მექალთანე , უხეში, სასმელზე და სიგარეტზე დამოკიდებული , უემოციო და უტაქტო . ბევრი იარა მაქვს, იმაზე მეტი ვიდრე დანახვა შეძელი -ხმა შეეცვალა , სევდა ჩანდა მის თვალებში- და რა გინდა საბოლოოდ ჩემგან? რას მოითხოვ ქალბატონო ეკატერინე ?
-შენ ... ის ყველაფერი შენ დამიტოვე ანჩო რომ დილას მიირთმევდა. ვარდი ახლაც თმაში აქვს თავიდან იპოვა საწოლში და ისევ დაიმაგრა - მხოლოდ ეს გაიაზრა და დაბნეულმა გაიღიმა
-კაი ღადაობ? ახლა კაი ბიჭი გავხდები? რა ხართ ეს ქალები როგორ მიძვრებით დეტალებში. რა ჩემ ყ*ედ მენდომებოდა საუზმე წუხანდელი ღამის მერე . ან დარეკვა და მობილურით ჭორაობა... როცა იცი რომ ხელში გყავარ ! შენ იცი რა გაწუხებს? კიდე ვერ ხვდები როგორ გქონდა ჩემთან ს*ქსი ასე როგორ მიქარე მეც მიკვირს ...კიდე გითხრა რა იფიქრე? შემოვძვრე შენს დანაოჭებულ და განვითარებულ ტვინში? - გაიცინა და თავზე ხელი გადაუსვა მერე ყელზე გადავიდა, მის თვალებს მზერას არ აშორებდა და ისე მოქმედებდა რომ შეუძლებელი იყო წინააღმდეგობის გაწევა - იმ წამსვე იფიქრე რომ შენც ისე მიგატოვებდი როგორც სხვებს, რეალურად მე არც არავის ვტოვებ თავად მიდიან ,რადგან იმას იღებენ რაც სურთ . შენ კი თუ გახსოვს ეს ბეჭედი კიდევ გიკეთია და შესაბამისა ჩემი საცოლე ხარ!
-საცოლლე ვიყავი ის გოგონა რომ გააძევე სახლიდან
-აჟიტირებული ვიყავი და ავღნიშნავდი .... ახლა იმაზე უნდა ვისაუბროთ როგორ გამოვასწოროთ ჩემი ქალთმოყვარეობა ?
-საერთოდ რა თემაზე შეიძლება მე და შენ ვისაუბროთ არ ვიცი !
-დუმილითაც შეიძლება ბევრი რამ გაიგო. შეეცადე მაინც- თითების ზურგით ლოყაზე ეხებოდა და ანთებული მწვანეებით უყურებდა
-კარგს ვერაფერს ვხედავ როდესაც მშვიდად ვაკვირდები შენს ქცევას
-მითხარი რა გინდა კატერინა... მე ძალიან ვარ დაღლილი, არ იყო მარტივი დღე- მოშორდა და მაგიდისკენ დაიძრა
-შენ რა გინდა ჩემგან...უფრო სწორად კიდევ რა გინდა
ბაღათურია ზურგით იყო შებრუნებული და წვენით ავსებდა ჭიქას სიცილი რომ დაიწყო . მერე შეიკურთხა და მაგიდას დაეყრდნო
-ახლა გავგიჟდები...რა შარში გავყავი თავი ! შენ საერთოდ ვინ გგონივარ ქორწილს იმიტო ვიხდიდი შენ რო გამე*იმე თუ რა აზრები გიტრიალებს მაგ ტვინში . იმდენად საცოდავი ვარ ასე დავეცემი და მხოლოდ მაგიტომ შემოგთავაზებდი ცოლობას დედაჩემის ბეჭედს წამოგაცვამდი თითზე ზუსტად მის თვალწინ ? ასე დაგამცირებდი და ახლა ჰოპლა და ჩემი ცოლი აღარ იქნებითქო გეტყოდი?
-რა გასაოცარი იქნებოდა რომ მეფიქრა არა? შენ იმდენად წესიერი და კარგი კაცი ხარ რომ ...საერთოდ რატომ ვქორწინდებით ვერ ვიგებ, მე რატომაც ვაპირებდი გათხოვებას შენ არცერთ ასპექტს აკმაყოფილებ და შენ რა გაიძულებს ვერ ვიგებ -სასოწარკვეთილი იყო, მართლა აღარ ჰქონდა პასუხები . ცოტაც და ატირდებოდა
-კიდევ დიდხანს ვერ გაიგებთ ქალბატონო დოქტორო ასე თუ მოინდომებთ ჩემს გაცნობას! - ბათუ არ იყო ის კაცი საკუთარ თავს სხვას რომ გააცნობდა. ის მეტს ელოდა კატოსგან. რაღაც სხვა უნდოდა, ის რასაც დანარჩენი ქალები ვერ მოახერხებდნენ. ცარიელი იყო , იმ დღეს არ შეეძლო
-სად მიდიხარ
-სადმე. წასასვლელი ბევრი მაქვს !
-სასაცილოა , ახლა მიბრაზდები ?
-საკუთარ თავზე ვბრაზდები , როგორც სჩანს იმაზე ჭკვიანი მეგონე ვიდრე სინამდვილეში ხარ . ვცდები ხოლმე ,მაგრამ ასე ძალიანაც არა !
წავიდა, ასე ადგა და წავიდა . მარტო დატოვა კატო თავის უპასუხო კითხვებთან და არეულ ფიქრებთან



ეკატერინეს დიდხანს არ ჰქონდა ფიქრის დრო ისევ საქმეზე გადაიტანა ყურაღება . ანჩოს უსმენდა კლუბისკენ მიმავალ გზაზე ,რომელიც უყვეოდა როგორ მოიარა მთელი თბილისის საიუველირო მაღაზიები მან და ემილიმ ლიზასთვის ბეჭდები რომ შეერჩიათ. ბექას მოთმინების უნარზე და იმაზე თუ როგორი საყავრელი ბიჭია .
-კატო ბექას შეყვარებული ჰყავს?- ზურა დიდხანს უსმენდა და შემდეგ კატოს დაუსვა კითხვა
-ეს რატო გეკითხება ... ქალები ამოუვიდა ყელში და კაცები უნდა თუ ჰგონია რომ შემიყვარდა ასე ერთ დღეში ბიჭი და აპირებს რომ თავ ყბა გაუერთიანოს .
-ისე ამბობს ვითომ ყველას ვცემდი ვისაც მოსწონდა! ორჯერ მოხდა სულ ეს და ისიც იმიტომ რომ უკიდურესი მდგომარეობა იყო
-ზუსტად იმ ორჯერ ვაპირებდი სერიოზულ ურთიერთობას ,რა დამთხვევაა არა? უკანასკნელი, ბატონი მეთიუ რატომ გაიგო ფეხ ქვეშ დღემდე არ ვიცი. ის არ იკმარა ყველგან რომ დაგვყვებოდა მურმანის ეკალივით,გამიგიჟა კაცი და...
-არა ცოლად უნდა გაჰყოლოდი სრულიად ჩამოუყალიბებელ ,განუვითარებელ კაცს რომელსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რა მოგწონს , რა გინდა და საერთოდ
-რა საერთოდ ..არა რა საერთოდ. შენ რას ეჯიბრებოდი, შენ იმდენი წელია გიცნობ ჩემი საცვლების კოლექციაც იცი და
-ნეტა რატომ ვიცი , რამეს ხომ არ წამაგებინებდი და მერე ხომ არ მიმათრევდი და ყველას ცისფერად ხო არ აცნობდი ჩემს თავს
-მხოლოდ იმათ ვისაც მოსწონდი ... აბა იქ რომ დაგეწო ჭიკჭიკი მერე მე ვინ ამარჩევინებდა რაც მინდოდა? და საერთოდ რატომ მელაპააკები? ეკატერინე რატომ არ მეუბნები რამეს?
-ახლა ფიქრობს რატომ გააგდო ბათუ სახლიდან
-ზურაბ, არ გამიგდია ბათუ . ის თავად წავიდა მისთვის რაიმეს იძულება, დამიჯერე ფანტასტიკის სფეროა
-შემხვდა და აშკარად ეტყობოდა რომ თავისით წავიდა .ისეთი სახე ჰქონდა მეგონა სუიციდს მიმართავდა მალე ...
-ბატონო ფსიქოლოგო ... როდის დაიცავით ხარისხი
-რომ გეუბნება არაფერი სჭირდაო არაფერი მომხდარა და მოკეტე . საერთოდ სხვაგან წადი
-არ მყავს აქ არავინ , ხომ არ გავიწყდება რომ მე ჩემს მეგობართან ვარ
-კატუშა ჯერ მე გავიცანი და მერე შენ
-ხო ჯერ შენ უთხრაი გამარჯობა მერე მე
-მოკეტოს უთხარი !
-შეწყვეტ პატარა ბავშვებივით მოქცევას თუ ასე უნდა განაგრძოთ
-ბოდიში !
-მაპატიე უბრალოდ ხომ იცი მწყობრიდან გამოვყავარ
კატო მათ შორის მშობელივით იყო , რომელიც ერთმანეთთან დაპირისპირებულ შვილებს აშველებდა.მუდამ მშვიდად უსმენდა და ელოდა როდის გაჩერდებოდნენ, თუ ზედმეტი მოსდიოდათ ისევ თავად წყვეტდდა მათ კამათს. ამჯერადაც გაჩუმდნენ, მაგიდასთან დასხდნენ, სასმელიც შეუკვეთეს და იქაური სიტუაციაც შეისწავლეს
-ახლა რომ წავიდე და ვინმეს დაველაპარაკო, არ გდიოთ კუდივით უკან მოვა და ისეთ სცენას მოაწყობს სჯობს ისევ დავჯდე და უბრალოდ დავლიო ხო?
-რა თქმა უნდა - კატო მშვიდად დაჯდა მაგიდასთან.. ანჩომ კოქტეილები მიიტანა და კიდევ ერთი ჭიქა დალია
ანჩო იმდენად თავისუფალი,ლაღი და საყვარელი იყო თითქოს ასაკი არც ემატებოდა. ყველას აბერებდა ირგვლივ თვითონ კი ყოველთვის ერთნაირად გამოიყურებოდა. წლებისმატების მიუხედავად ისევ ისეთი თავნება და გადარეული იყო, პირიქით უფრო მეტად გიჟობდა ვიდრე თინეიჯერობისას. ჩხუბიც კი ისე იცოდა ვერ გაუბრაზდებოდი,რაც არ უნდა ეთქვა მაინც გრძნობდა როგორ უყვარდა . რამდენ ხანსაც არ უნდა გაბუტვოდა მაინც რიგდებოდნენ ბოლოს.
ეკატერინემ დატოვა ქალბატონი და მაგიდასთან დაბრუნდა.
-სად აქვს ამ გოგოს ამდენი ენერგია ... ნახე რა საყავრელია . როგორ შეგიძლია გააბრაზო , ისეთი გულჩვილია . მიდი და შეირიგე იცოდე ! მე მივდივარ - უცებ უთხრა, ფეხზე წამოაგდო და ანჩოსკენ უბიძგა-რას ელოდები ,ახლა არ აიწყო თავის დაფასებები ორივემ ვიცით რომ დამნაშავე ხარ შენ და არა ის...ამჯერად
-ძალიანაა გაბრაზებული
-როდის არ ყოფილა...მიდი და შემოირიგე . მოიფიქრე რამე
-შენ მიდიხარ?
-სახლში წავალ ... გასეირნება მჭირდება . ჩემზე არ იფიქრო - ლოყაზე აკოცა და მანქამ წავიდა სანამ ანჩო შეამჩნევდა. ფეხით მიაბიჯებდა ნაცნობ ქუჩებში და ბოლო დროს განვითარებულ ამბებზე ფიქრობდა .მაქსიმალურად ეცადა სიტუაციის გააანალიზებას . ბრაზისგან იწვოდა, თავს ვერაფერს უხერხებდა,არადა არ სჩვეოდა დეტალებზე ღელვა. არავის თვლიდა საკუთარი ნერვების განადგურების ღირსად. საერთოდ მიაჩნდა რომ შეურაცხყოფასაც ვერ მიაყენებდა ყველა . შეიშალა ,როცა წარმიდგინა რომ ბაღათურია იმ ღამეს სხვასთან ატარებდა. ასეთი ნაძირალა იყო და არც არაფერი შეაჩერებდა, ტაქსი გააჩერა .თითქოს ბოლო შანსს ეჭიდებოდა. ბინაში ასვლამდე ფიქრობდა რომ ქორწილს ჩაშლიდა, არ აპატიებდა ამჯერად და ყველაფერს დაასრულებდა. კარზე დააკაკუნა ,დიდხანს არ გამოჩნდა . საცოდავ ქალს ჰგავდა ,რომელიც ქმარზე ეჭვიანობდა და არაფერი ადარდებდა სხვა. კარი რომ გააღო აშკარად ახალი ჩაცმული ჰქონდა შორტი მაისური ხელში ეჭირა
-ამ შუაღამით რამ მოგიყვანა ქალბატონო ? არ მითხრა რომ სიზმარი...სად მიდიხარ?- ეკატერინე სახლში რომ შევიდა და საძინებლისკენ გაიქცა გაკვირვებულმა გააყოლა თვალი. ჯერ კიდევ ნახევრად ეძინა, კარი მიხურა და უკან გაჰყვა-რას ეძებ სართულებს შორის? მეორეზე რა გინდა
-არაფერი! მაპატიე გაგაღვიძე წავალ ახლა- თავს საშინლად გრძნობდა, ეს იყო განადგურება. იქ არ იდგა ეკატერინე ერისთავი იქ ჩვეულებრივი,სულელი , ეჭვიანი ქალი იყო და ამის გააზრება სულს უხუთავდა
-არ მეგონა ეჭვიანობის გრძნობა თუ გაგაჩნდა . ახალია რამე? ხო რა თქმა უნდა წინა ღამეს შენთან ვიყავი დღეს სხვასთან ...ხვალ ისევ თუ დამდებ პატივს ზეგ აუცილებლალდ ვიპოვნი სხვას
-შეწყვიტე ცინიკოსობა ! ისე ნუ გამოგყავს თითქოს მამა აბრამის ბატკანი იყო და ცილს გწამებდე
-შენ არასდროს იხევ უკან? ერთხელ მაინც ვერ შეაფასებ სიტუაციას და აღიარებ რომ შეცდი?
-როგორ არა ,თამამად შემიძლია ვაღიარო რომ შევცდი როცა დედაჩემის გულისწასვლების გამო თანხმობა ვუთხარი. აიი მაშინაც შევცდი შენი სითავხედის შემდეგ აქ რომ დავრჩი და არ წავედი სადმე სხვაგან. იცი კიდევ როდის შევცდი? ლექციაზე დასწრების ნება რომ მოგეცი და რექტორს დავემორჩილე
-აშკარად შემოტევა გაქვს ,მორიგი კონტროლის კარგვის დღე და მოდი მე დავიძინებ შენ ილაპარაკე
-დამღალა გადადებულმა საუბრებმა ... ამ თამაშ თამაშში უკვე ძალიან შევტოპე და საერთოდ არ მომწონს კატა-თაგვობანა და სულელი ბავშვებივით მოქცევა ხომ მითუმეტს. ამ ერთ თვეს ისედაც ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს. ახლა კი პატივი დამდე და მომისმინე , რას ვითხოვ ასეთს?
- მე მხოლოდ გამოძინებას ვითხოვ რადგან დღეს ისედაც საკმაოდ დედა მოტყნ**** დღე მქონდა . დილიდან დაიწყო და ახლაც ჩემი გაგიჟებით ასრულებ
-ყავას მოგიმზადებ გინდა?- ისე გაუღიმა ვის ვერ გააჩერებდა
-ყავას მომიმზადებ ?
-თუ დარჩები კი - თითქოს ბათუსგან სწვალობდა ემოციების წამიერ ცვლას. სამზარეულოსკენ დაიძრა ისე რომ პასუხიც არ გაუგია
-პასუხი არ მითქვამს უკვე მიდიხარ... კარგი რა გაეწყობა.უკვე ახალი დღეა მაინც დაწყებული, გავათენებ სხვა რა გზაა- ჩუმად განაგრძო ლაპარაკი და სავარძელს მიეყრდნო.სახეზე ხელები ჩამოისვა და მერე სააბაზანოში გავიდა. წყალი შეისხა, გამოფხიზლდა და უკან დაბრუნდა. ეკატერინე სავარძელში იჯდა და მაგიდაზე დადგმულ ფინჯანს უყურებდა
-იმედია ძალიან ტკბილი არ არის... არ მიყვარს შაქრიანი
-არ წახვედი დასაძინებლად?
-რა ხდება გისმენ
- მე გისმენ
-შენ მისმენ?
-ხო მე გისმენ... მივხვდი რომ არც მიკითხავს დღეს დილას სად წახვედი და ანდრო სად არის
-ანდრო აღარ იქნება აქ ... წაიყვანა ერეკლემ - ჩუმად თქვა და ყავით სავსე ფინჯანს ჩააჩერდა
-არაა ერეკლეს შვილი?
-ნწ ...-თავი გააქნია და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა
-ბარბარემ გაიგო?
-ბარბიმ ყველაფერი იცის...როგორც არ უნდა გაგიკვირდეს ერეკლე თითქმის ყველაფერს ეუბნება
-შენც მეტყვი?
-არა!
-რატომ , გგონია არ მოგისმენ თუ გგონია რომ სხვას ვეტყვი
-მგონია რომ მე და შენ ერთმანეთზე შეყვარებული გვრიტები არ ვართ
-რომ არ ვართ იმიტომ შეგვიძლია უემოციო მშვიდი საუბარი ისე რომ ორივე მხარე დასკვნებს დებდეს და არა იმპულსურ გადაწყვეტილებებს
-რომელი დასკვნით მომყვები ცოლად-ქვემოდან ახედა , დაღლილი იყო ისევ
-ხანდახან მგონია რომ გინდა უარი მე ვთქვა და მერე ძალის გამოყენებით დამიმორჩილო
-ტყუილია!
-ვიცი! ...ანდრო სად წაიყვანა? იქ კარგად იქნება სადაცაა ახლა?
-თუ არ იქნება წამოვიყვან! -მტკიცე ჩანდა მისი გადაწყვეტილება
-წამოიყვან?
-ხო წამოვიყვან !
-როგორ
-ნუ ღელავ შენ არ მოგიყვან გასაზრდელად . თუმცა მეეჭვება მაკა იმდენად გიჟი იყოს რომ ერეკლემ ვერ დაარწმუნოს
-ბავშის დედაზე ამბობ რომელმაც ასე მიატოვა? ერთია რა სჯობს ის რომ დაიტოვოს თუ ისევ უარყოს
-მაკა ერთი გზას აცდენილი გოგოა .ერთ დროს კარგი გოგო რომელიც ამოკვიატებამ გააგიჟა. შეპყრობილი იყო ერეკლეთი და იმიტომ გახდა ასეთი, ახლა კი მეეჭვება ისე დაბრუნდეს ეკე გონს რომ არ მოიყვანოს. გონს მოსვლა კი პირდაპირი მნიშვნელობით გონს მოსვლას ნიშნავს!
-რადგან გგონია რომ ამას ერეკლე შეძლებს, კარგია . ვთვლი რომ ბავშვზე დედაზე უკეთ ვერავინ იზრუნებს,როგორიც არ უნდა იყოს დედა
-ბევრი მინახავს ვისზეც დედამ უარესად იმოქმედა. იმდენად იმოქმედა რომ ცხოვრებიდან ბავშობის კვალი ვერ წაშალეს. ყველა დედა დედობას არ იმსახურებს !
-კატეგორიული ნათქვამია და
-დამიჯერე ასეა, არ გვინდა ამაზე დავა და მსჯელობა. გმადლობ რომ დაინტერესდდი ... გინდა მითხრა რამე თუ სულ ეს იყო
-ქორწილის სამზადისს იწყებენ ნელიკო და სოფიო
-ვიცი ,დედამ დამირეკა და მომახსენა. სრულ თავისუფლებას გაძლევ, ამის თქმა თუ გინდოდა . უბრალო ქორწილიდან არ მოტყდე და შეეცადე რაც შეიძლება ბევრი ჟურნალისტი დაპატიჟო
-მეგონა პირიქით იტყოდი, არ მიყვარს ჟურნალისტები ,მაგრამ კარგი არ აქვს მნიშვნელობა
-მივაღწიეთ კონსესუს მგონი ხო?
-შეიძლება ასეც ითქვას,მთავარია ხვალვე არ დაივიწყო . მაპატიე ძილი რომ დაგირღვიე ,შეგიძლია განაგრძო - ჩანთა აიღო და გასასვლელისკენ დაიძრა
-ახლა რა შიშველი თუ არ დაგხვდი საწოლში ისე ჩემ ოთახს აღარ იკადრებ? ა თუ გგონია რომ ყოველი შემდეგი დარჩენა სექ*ით დამთავრდება
-ხომ შეიძლება ცინიკოსობას მორჩე და უბრალოდ მითხრა რომ დავრჩე
-შენი ნებაა...მე რომ გითხრა მერე ძალდატანებაში ჩამითვლი- ხელები გაშალა და საძინებლისკენ წავიდა. საწოლში იწვა უკვე, იფიქრა მოსვლას არ აპირებს კატუშაო ოთახში რომ შევიდა და გვერდით მიუწვა. არაფერი უთქვამს , ხელი გაშალა თავისკენ მიიზიდა, ჩაეხუტა და დაიძინა. ეკატერინეს უნდოდა ეთქვა ასე ვერ ვიძინებო ,მაგრამ იმდენად არაკომფორტულადაც არ გრძნობდა თავს მის მკლავებში მოქცეული ,ამიტომ მშვიდად დაძინება არჩია.
..................
ზურამ ანჩოსთან მიახლოება ვერ მოახერხა, ქალბატონმა ცეკვაზე უარი უთხრა. ამიტომ იქედან წაიყვანა რამდენიმე წუთის შემდეგ. ჩუმად იჯდა ანჩო ,ისე თითქოს მძღოლს მიჰყავდა . მანქანა სადღაც რომ გააჩერა და გადავიდა გაუკვირდა,თავიდან არ მიჰყვებოდა.მერე კარი რომ გაუღო არ დაიწყო ქაჯობა და მანქანა დატოვა
-რა გინდა ზურაბ?
-საუბარი ... მშვიდად
-ჩემთან საუბარი არ გდომია
-ანჩო ასე რას მიაღწევ?
-მეც არ ვიცი...მხოლოდ ის ვიცი რომ დავიღალე და უკვე მტკენ ...ადრე მიხაროდი ახლა მხოლოდ ტკივილი მოგაქვს
-ნუთუ იმაში ვარ დამნაშავე რომ ჩვენს ურთიერთობას ვიცავ
-იცავ?
-შენ უბრალოდ წარმოგიდგენია, საღ გონებაზე დაფიქრებულხარ მე რომ ის გავაკეთო რასაც მეუბნები და მერე ჩვენი გრძნობა ყალბი აღმოჩნდეს რა დაგვრჩება. შეძლებ დამშორდე ისევ მეგობარი გახდე და ნახო ოდესმე როგორ შევირთავ ცოლს? მე ვერ შევძლებ! მირჩევნია მთელი ცხოვრება მეჩხუბო ვიდრე შენთან ვიყო და მერე ჩვეულებრივი შეყვარებული წყვილი გავხდეთ
-ვერ შევძლებ და არც მინდა რომ შევძლო. რატომ ვერ ხვდები რომ ჩვენს შორის როგორც წყვილების უმეტესობასი ვნება კი არა სიყვარული უფრო მეტია. შეუძლებელია შენზე მეტად ვინმე შევიყვარო, შეუძლებელია სხვასთან ყოფნა მომინდეს. საერთოდ არ ვთვლი რომ ჩვენს მეგობრობას ვღალატობთ .გგონია არ მიფიქრია სანამ გეტყოდი რომ მიყვარხარ? გგონია ერთ დღეს დაგინახე სხვანაირად ვიფიქრე და ეგრევე მოგახალე რო მიყვარხარ? მე რომ მყავხარ ნანახი იმდენი შიშველი ქალია რ გყავს ნანახი. მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ ,შენი ყველა დღე ზეპირად ვიცი. ძმა შენთვის არასდროს დამიძახებია არც ის მითქვამს ბავშვებს შენ მოგანათლინებ-თქო და ახლა უცებ არ შემყვარებიხარ.ჩემთვის იდეალური კაცი ხარ,მიუხედავად იმისა რომ ჩემთან ჩლუნგდები და პატარა ბავშვივით მებუტბუტები ხოლმე ,ნერვებს მიშლი და პიტ**ოს ემსგავსები .
-ჩემს გრძნობაზე რას იტყვი...მე რომ უბრალოდ შენი ბოიფრენდი ან საქმრო გავხდე და მერე მივხვდე რომ უიი თურმე მხოლოდ მეგობარი ხარ და სხვა შემიყვარდეს ...ან
-ოდესმე წარმოგიდგენია რომ სხვისი ცოლი ვარ? სხვასთან ვარ ,სხვა კაცთან ვატარებ მთელს დროს და მიყვარს ? წარმოიდგენ სხვის შვილს როგორ ვატარებ მუცლით და ნამდვილი მეგობარივით გიხარია ?
-შენი ღირსი არავინაა...
-ძალიან გთხოვ ახლა იმ მიზეზს ნუ მეუბნები რითაც თავს იტყუებ !
-კარგი ხო ...ვერ წარმომიდგენია და როცა წარმოვიდგინე შეშინებული კურდღელივით ყველგან გავჩნდი სადაც კი შეიძლებოდა ყოფილიყავი . გავგიჟდები შენ რომ სხვასთან გინდოდეს ყოფნა, სხვაზე დამოკიდებული გახდე, მოვკვდები ვინმე სხვას რომ გაუჩინო შვილები... სხვას რო შეხედო ისე როგორც მე მიყურებ. ყოველი დილა შენით არ დაიწყოს და
-ღმერთო როგორ გიყვარს ლაპარაკი - ამოიხვნეშა ანჩომ . საყელოში წვდა და ტუჩებში აკოცა
-ანჩოო
-მაკოცე თორემ მოგიტაცებ და სადმე გამოგკეტავ !- ტუჩი არ მოუშორებია ისე ამოთქვა.მერე იგრძნო როგორ უყურებდა ზურა და გაეცინა. უკან დახევის საშუალება აღარ მისცა ისე მოწყურებული დაეწაფა ქალის ტუჩებს ზურიკელა. ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ცხოვრებაში არაფერი გამოუცდია ამაზე კარგი. ისე ძლიერ ხვევდა ხელებს ანჩოს ლამის გაჭყლიტა. ისე ძლიერ ჩაიკრა გულში თითქოს მის გაშვებას აღარ აპირებდა.თმაზე ეფერებოდა და ღრმად სუნთქავდა მის სურნელს.
-რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს ვინანებ ამ ურთიერთობას
-საოცრება ხარ ,ვერც კი წარმოიდგენ იმდენად კარგი ხარ - დაჰიპნოზებულივით უყურებდა ზურა და სახეზე ეფერებოდა.
-ერთად ვართ?
-როდის არ ვიყავით?
-ოო ზურიკოო ნუ იცინი
-ჩშშ... ცოტა ხანს მოისვენე რა
-კარგი ხო .კნუტის პოზიციაში გადავდივარ - თავი მხარზე დაადო და ყელში აკოცა -აღიარე რო მაინც ჩემი ხარ !
-შენ ვიღასი ხარ რომ მეჭიკჭიკები
- რა დამპალი ხარ რო არ ჩამიმწარო განწყობა არ შეგიძლია...ნუ ჯანდაბას შენ ხო მაინც ჩემი ხარ !
-რამდენიმე საათი გაჩუმებული არ მყავხარ ნანახი
-როგორ არა ! ავარიაში რომ მოვყევი არ მეძინა ?
-გეძინა ... სწორია
-მერე რო გავიღვიძე ხო ვერ ვლაპარაკობდი
-ანჩო რეებს იხსენებ?
-წარბებს ნუ კრავ ძაან გთხოვ...მგონია რო უნდა მეჩხუბო !
-შეეშვი ჩემს ყელს...ცუდად ვარ უკვე
-ცუდად ხარ? რომ გიკბინო ?
-გადარეული ხარ - მანქანისკენ წაიყვანა ისევ და კარი გაუღო
-რას ვიფიქრებდი ამ დალოცვილ მიწაზე თუ დაგიპყრობდი ზურიკელა... მიყვარს საქართველო!-ისე დაიყვირა გააღვიძა ყველა და ყველაფერი
.......
დილით რომ გაიღვიძა ბათუ გვერდით არ ჰყავდა. საწოლიდან წამოდგა და გარეთ გავიდა. აივანზე დაინახა , უზარმაზარ პუფში იჯდა და ეწეოდა. თენდებოდა, გარეთ ჯერ კიდევ სიგრილე იყო ბაღათურია კი შორტისამარა იყო მიწოლილი და ვიღაცას ელაპარაკებოდა. კატო მალევე მიხვდა რომ ეს ვიღაც ერეკლე იყო
-სასტუმროში რამდენ ხანს დარჩები? გავიგე რომ ახლა ჩახვედი.მაინტერესებს მოახერხებ მაკასთან ლაპრაკს და მის ჭკუაზე მოყვანას თუ არა! ...ეჭვი არ მეპარება უბრალოდ ამ ბოლო დროს დაყლ**დი და მეშინია ბავშვი უარეს ხელში არ დატოვო...ვიცი რო დედაა ! ... რამდენ ხანსაც საჭირო იქნება იმდენ ხანს დარჩი. ბარბარეს და ტასიკოს მე მივხედავ. ვიცი რომ წასვლა უნდა ,მეათასედ მეუბნები წავიყვან ვაახ! კარგი არ წავიყვან იქ წავალ და ვუყურებ ჩავიწერ ვის ეცეკვება , ვის აკოცებს და ვიც გაუცინებს.ფოტოვერსიაც გინდა თუ სიტყვაზე დამიჯერებ... გაღადავებ შე გამოსი*** აბა რას ყლ*ობ . გგონია ბარბარეს გავყვები და ვუთვალთვალებ?ოთხი წელია არ უღალატია და ახლა გაგიჟდება? ...ტვინი მოტყ*ნი უკვე მანდ ხარ და მაქედანაც ბარბარეს გაიძახი . ვთიშავ და დამირეკე საქმეს რომ მიხედავ მერე . ...ნუ ღრიალებ მაგრად შენი ყვირილი - ტელეფონი გაუთიშა და ძირს დააგდო- ავადმყოფი!
-დიდი ხანია აქ ხარ?- აივნის მოაჯირს მიეყრდნო და ზემოდან დახედა ბაღათურიას,რომელიც მთლიანად სიგარეტის კვამლში იყო გახვეული და აშკარად არ იყო პირველი ღერი
-არ დამეძინა . შენ სულ ასე მშვიდად გძინავს?
-კოშმარები და ცოდვები არ მაწუხებენ ...შენ თუ ვინმეს არ აკვნესებ არც არაფერი მირღვევს ძილს
-ანუ დიდი ხანია მშვიდად გძინავს ...დღეს რა გეგმები გაქვს?
-ლექციების შემდეგ შენებთან მივდივარ, შენ არ წამოხვალ?
-არა! თუ რამე დაგჭირება დამირეკე იქ მისვლა არ მთხოვო,წინასწარ გაფრთხილებ არ მოვალ
-რატომ გაქვს პრობლემები მათთან? მიხეილი გიჟდება შენზე
-ზედმეტად ვუყვარვარ და შესაბამისად ზედმეტს მოითხოვს ჩემგან. მე კი ვერ ვიტან როცა უანგაროდ არ ვუყვარვარ... მასთან რომ ვიყო მეც მარიონეტი გავხდებოდი და ისე მოვიქცეოდ როგორც მეტყოდა
-ცდები ... შენ არასდროს მოიქცეოდი საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ! არ აქვს მნიშვნელობა სად იცხოვრებდი
-მართალია,მაგრამ იქ რომ ვიყო დედა ინერვიულებდა მე კი სოფიოს სტრესში ყოფნას მირჩევნია საერთოდ გავეცალო ყველას და ყველაფერს
-მისგან შორს რომ ხარ გგონია არ ენატრები?მხოლოდ იმიტომ დატოვე ,რომ მამაშენთან ჭიდილს აარიდე თავი? ...ასე რატომ მიყურებ?- მშვიდად ,გულწრფელად ესაუბრებოდა. არ სჩვოდა ყალბი საუბრები . ბათუ კი ისე უმზერდა ინსტიქტურად გაუსწორა მზერა მის მწვანეებს
-მოდი ...აქ დაჯექი,ჩემთან
-არ მიყვარს პუფები, არაკომფორტულად ვგრძნობ თავს
-კატრინე უბრალოდ მოდი - ხელი გაუწოდა ,მეორე ხელში ისევ სიგარეტი ეჭირა
-გადააგდე ეგ და მოვალ !
-სულ პრეტენზიას მიყენებ - ჩაიცინა ,სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო დანარჩენებთან ერთად. ამეჯრად ორივე ხელი მისი მიმარტულებით გაშალა და კატოც პატარა ჩიტივით მიფრთხიალდა. ბათუმ მუხლებზე დაისვა,მკლავები სხეულზე შემოხვია და აკოცა-ცოტა ხანს იჯექი და მერე გაგიშვებ - მაშინვე უთხრა როგორც კი კოცნა დაასრულა-ზოგჯერ როგორი საყვარელი ხარ იცი?
-ახლა პატარა ბიჭივით რომ იქცევი იცი?
-იცი რამდენი ხანია პატარა ბიჭივით არ მოვქცეულვარ? -კოსად მოხვეული ნაწნავი მარტივად გაუხსნა, შემდეგ წინ გადმოუწია თმის დაშლა დაიწყო
-ახლა რა თმაზე უნდა მომქაჩო ? - გადაიკისკისა ეკატერინებ ,თავი უკან გადასწია და მთელი გულით იცინოდა. ბათუსაც გაეღიმა მისი დანახვისას, გაშლილ თმაში სახე ჩამალა და თითები შიგნით ახლართა
-სად წავიდეთ თაფლობის თვეში ჩემო კატრინე?- სახეზე ჩამოუსვა თითები და ქვემოდან ახედა
-რაღაც შენც მოიფიქრე ... ისაუზმებ? - უცებ წამოდგა და თმა ისევ კოსად შეიკრა.
-აქ რჩები?
-მეეჭვება ანჩოს და ზურას ჩემი დანახვა უნდოდეთ ამ დილაადრიან
-ეგ რას ნიშნავს? შერიგდნენ? ასე უცებ?
-აჰაამ
-ასე მატრივად მოხსნა კუში ანჩომ?- გადაიხარხარა და ამჯერად სამზარეულოში გადაინაცვლა. მაცივრიდან ლუდის ქილა გამოიღო , გახსნა არ დასცალდა ისე აართვა ეკატერინემ
-დილაადრიან დალევით დაწყება არ შეიძლება...ცოტა ჯანსაღი ცხოვრებით რომ იცხოვრო უმჯობესი იქნება
-ცოლი არ ხარ და უკვე ზრუნავ ჩემზე? რა საყავრელი ხარ
-გეყოოფა და თავიდან ნუ იწყებ ყოველ ჯერზე ! რაა იმაში უცნაური რომ ადამიანური ურთიერთობა მინდა შენთან,თუ კარგად მოიქცევი
-კარგი ბიჭი გინდა გავხდე? შენ კარგი ცოლობა ისწავლე თუ კარგი რძლობა. მამაჩემი გაგაღმერთებს
-უხეშად რომ ვთქვათ, ისე მოვიქცევი როგორც მოიქცევი!
-მგონია რომ წესების და მოთხოვნების ჩამოწერას მომთხოვ. როგორ უნდა მოვიქცე, რა უნდა ვჭამო, სად უნდა წავიდე ,რომელ საათზე მოვიდე , როდის გაკოცო და როდის გამოვთქვა საკუთარი აზრი ! ცხოვრებაა ეს და არა სპექტაკლი ისე რომ წარმართო ყველაფერი როგორც გინდა. უნდა დაელოდო მოვლენების განვითარებას , საქმის შემდეგ გამოიტანო დასკვნები და აქ საუბრები არაფერ შუაშია. მთავარია ორივე ისე მოვიქცეთ რომ საკუთარ თავს არ მივაყენოთ შეურაცხყოფა .... სააბაზანოში ვიქნები - მშვიდად თქვა, გასვლამდე ლოყაზე აკოცა და ოთახი დატოვა.
ეკატერინეს სუფრა გაწყობილი ჰქონდა ბათუ რომ გავიდა. მაგიდასთან უხმოდ დაჯდა და საუზმობას შეუდგა, ეკატერინე მხოლოდ საკუთარ თეფშს დაჰყურებდა და გემრიელად მიირთმევდა. შიგადაშიგ გახედავდა ხოლმე ბათუს ,მისგანაც გრძნობდა მზერას . ბათუს მობილურმა ყველაფერი გააფუჭა, ბიჭმა რომ დახედა ეკრანს წამსვე წამოდგა
-მნიშვნელოვანი ზარია და საუზმის დასრულებამდე თუ არ გამოვედი არ შემოხვიდე!
არაფერი უთქვამს, ისე დატოვა ბაღათურიას რეზიდენცია და თავის ბინაში გადაინაცვლა. ფეხისწვერებზე იდგა და ისე მიიპარებოდა საძინებლისკენ. უცებ ანჩო რომ აესვეტა წინ
-რას მოიპარები საცუღლუტოდ გაპარული ბავშივით
-ვიფიქრე არ გავაღვიძებ-თქო ...ასე ადრე რატომ ადექი?
-ასე ნუ მიყურებ არაფერი გვქონია ... ასე ველურივით ხო არ მეტაკებოდა .ისე პრონციპში მე უნდა დავტაკებოდი... ძინავს და დავადგები შიშველი ბარემ ჰა?
-ერთად ხართ? მითხარი რო შეურიგდი მაინც
-შევურიგდი ,შემირიგდა. ერთად ვართ ...ფორევა ბეიბეეეე - უცებ ჩაეხუტა კატოს და ლოყები დაუკოცნა- რა კაგრი ხარ გუშინ რომ დამიტოვე ჩემი ბარტყუნია და წახვედი
-როგორ მიხარია თქვენი ამბავი ...-ძლიერად მოეხვა მეგობარს და მერე უცე მოშორდა- ლექციაზე ვიგვიანებ! მერე პირდაპირ სოფიოსთან წავალ და მერე ლიზასთან
-ლიზასთან?
-ეს დრო საკმარისი არ იყო ?ჩემი დის ნახვა მინდა, მომენატრა .
-კარგი ხო ...თუ არ გადააფიქრებინებ და მშვიობიანი ვიზიტით ჩახვალ გაგიშვებ
-ნუთუ გამიშვებთ დედოფალო
-რა თქმა უნდა ჩემო საოცრებავ
-ღმერთო უშველე რამე - სიცილით გააქნია თავი და საძინებელში შევიდა.
ყველაფერი გეგმის მიხედვით გააკეთა, ქორწილი რომ იდეალური იქნებოდა ამაში დარწმუნებული იყო და არც ღელავდა. ყველაფერი დიზაინერთან ერთად აირჩია და პირდაპირ ლოპოტასკენ გაემართა.
ქალბატონი ელიზაბეტი სიგიჟის პიკზე იყო, მთელი ტერიტორია ათვისებული ჰქონდა. შეეძლო შუა მინდორში დამჯდარიყო უცებ დაესვა გიორგი და ხატვა დაეწყო. ყველამ იცოდა მათ შესახებ, ზოგი შორიდან უყურებდა, ზოგი ფოტოებსაც კი უღებდა. ლიზას კი არაფერი აინტერესებდა გიორგის გარდა. შეუძლებელიად კარგი იყო ყველაფერი. ქალბატონმა ემილი გამოიძახა და თან ბექაც მოაყოლა. ეზოში დახვდა დაქალს და ისე შეფარინდა თითქოს საუკუნის უნახავი ჰყავდა
-ჩემი ტკბილუნიაა კუსკუსია პუტკუჩიაა გოგოოო ჩემი სიკვარულებიოო ვინ მოსულა ვინაოოო ...ვაიმე როგორ მომენატრეე ჩემო გოჭუნაააა - ხელები მოხვია და კოცნა დაუწყო
-ლიზიკოოო ჩემო გადარეულოო მარტლა თხოვდებიი ვაიმეე აქამდე მოსვლამდე არ მეჯერა ...მიდი მითხარი პირადად აი ასე თვალწინ
-ვთხოვდებიიიიიი ...გოგო არ იცი რა გოგო ვარ? უკვე განავეიტრალე კაცი თან ბევრჯერ და ახლა ამას ნათია უკან არ მიიღებს და ხომ არ შევარცხვენ ასე გამოყენებულს ხო არ მივაგდებ?
-გისმენ და ვრწმუნდები რომ სენ უფრო გააგიჟებ ვიდრე მე...არადა მეგონა მე ვიყავი მოვლენილი მისი ცხოვრების თავდაყერა დაყენებისთვის - ბექამ თქვა და ლიზას გაუღიმა- გილოცავთ
-ბექუნიი ასე დასაკოდად გამზადებული ხარივით ნუ უყურებ გიორგის...არაფერს დაგიშავებს . მეჯვარეობას ხომ არ შემოგთავაზებდა ასე რომ იყოს?
-დარწმუნებული ხარ?
-აუ ეს რა მშიშარა ყოფილა...გიორგიი მოდი აქ
-ვააა ემილიაა როგორ ხარ? -გოგოს მოეხვია და მერე ბექას გადახედა- მეორე მეჯვარეც მოსულა
-მე ემილი მიმყავს აივანზე ვილაპატრაკებთ და თვალით არ დამენახო იცოდე - ხელი დავალო ემის და სასტუმროსკენ გაიქცა ბიჭები მარტო რომ დაეტოვებინა. აივანზე ისხდნენ და ჭორაობდნენ. ბეჭდები ძალიან მოეწონა ქალბატონს. კაბაზეც მოუყვა ემიმ და ყველას ;რეაქცია სათითაოდ გადმოსცა. მინდა გითხრათ რომ ემიც არაა მშვიდი და უემოციო . ისე გადმოსცემდ აყველაფერს ელიზაბეტი ცხენივით ჭიხვინებდა . ბექა და გიორგი კი ეზოში ისხდნენ .
-რას შვები მუშაობ?
-მეღადავები?
-არაა...მაშინ გაღადავე იქ რომ დაგაწყებინე მუშაობა
-ისედაც ხო დედას მიტყნ*** ის ნაბოზ.... ახლა ვაფშე როცა უნდა მაშინ მოვა და
-ვისზე საუბრობ გახსვს? ამდენი ხანია იქ ხარ ერთხელ მოვიდა ?
-ისედაც იცის რო თავი დავიმცირე და ვაფშე უპრინციპო კაცივით მივედი იქ . რაღა დამცირება უნდა მეტი
-კიდე შენ გაქ პრეტენზიები? როცა საჭიროა თავიც უნდა დაიმცირო. გეხერხება ეგ შენ კარგად
-ახლა საჭირო იყო და ასე საჭირო იყო? კარგია შენ თუ გაერთე ბაზარი არაა ვიქნები იქ .
-ასე რო მიყურებ მინდა მიგახრჩო...სხვა ვინ მიგიღებდა ყველა გიცნობს თორე სხვა რამეს გშოვიდი. იმას კიდე მაგრად ჰკიდია შენ სად იქნები ,მთავარია ბარბარემ არ გაიგოს რა ნეხ*ში ხარ და იმას არ მიადგეს ვინმე .
-ხო ის წმინდანია მე ვარ მარტო დამნაშავე ... ჩემ დას რო დაავლო ხელი და მოიტაცა . გოგო მოიტაცა რომელიც ბავშვი იყო ჯერ კიდევ ,სხვა უყვარდა და იმან კიდე ბავშვი გააჩენინა სახლში გამოკეტა და არც ეყრება
-აქ რომ ვყოფილიყავი ვერ მოიტაცებდა შენ სად ეგდე დღემდე არ ვიცი . ნერვებს ნუ მომიშლი ახლა... შეიცვლები და ჭუას ისწავლი, არ ისწვალი და აღარასდროს მომიახლოვდები! თუ დარწმუნებული არ ხარ რომ სამუდამოდ შეეშვები იმ დედა მოტყნ** თამაშებს არ გაბედო და ქორწილში არ მოხვიდე ,მეჯვარედ მითუმეტეს
-ვიცოდი ამას რომ მეტყოდი... აქ ხომ არ ვიქნებოდი ახლა. ამჯერად ყველაფერს ვნანობ, რომ გნახე ...მეგონა მოკვებოდი ახლაც კოშმარად ვხედავ რო ვერ გადაგარჩინეს ...ჩემი სისულელის გამო რამე რო დაგმართნოდა
-მოკეტე ახლა არ მინდა ეს ვაი ვიში...მთავარია საქმე . მიხდება ის შრამი სხვათაშორის
-შენც კარგად აფრენ შე ჩემა...იმ გიჟმა გადმოგდო ხო?
-შენი გიჟი ვინაა -ხელი მიკრა და გაიცინა
-ანუ შანსს მაძლევ ისე?
-მემილიარდე შანს , რომელიც მომრგვალებულია უკვე და აღარ გაგრძელდება
-იქ რამდენ ხანს უნდა ვიმუშაო? შენი ვალი იმდენი მაქვს ეგ თუ სულ უნდა გაგისწორო ჩემ შვილთაშილსაც მიმტანად მოუწევს მუშაობა თუ რა თქმა უნდა ცოლად გამომყვება... ვინმე
-ვინმე რატო თქვი მოგვიანებით? ვინ გინდა გამოგყვეს...სამსახურში ხარ შენ და იქაც ნაშებს აგდებ?
-დარწმუნებული ხარ რომ ცოლად მოგყავს?
-მომიტაცა და უკან ხო არ დავბრუნდები? ასე მიცნობ?
-მოტაცებას ნუ მიხსენებ ! შენი აზრით ბარბარე მაგიტომ დარჩა იმასთან? კარგი ხო ასე ნუ მიყურებ ვიცი სისულელეს ვამბობ...
-სისულელე ისაა რომ წლები გადის და რეალურად არც გილაპარაკიათ მე ცისე დაგემორჩილეთ ,არ ჩავერიე და კი ვხედავ როგორც ხართ. ორივე და ძმა ჯიუტები ხართ მაგრმა ის ნამდვილი სვანია.ხისთავიანი,ჯიუტი . არავის უსმენს და ვერაფერს იგებს! პირდაპირ შესანიშნავი წყვილია...როგორ შეიძლება ამდენ ხანს იცხოვრო ადამიანთან და ისევ კატა და ძაღლივით ჩხუბობდნენ
-ჩემი და მე უფრო მეჩხუბება ვიდრე თავის ქმარს . კარგი ვიცი რომ საკუთარ თავს ვვნებ, ლამის ყველაფერი გავფლანგე ,მაგრმა მისთვის არასდროს არაფერი დამიშავებია ჩემი თამაშით . მისთვის ჩვენი კომპანიის წილიდან ფული ანგარიშზე იდო ,კოდი შენ იცოდი მარტო და ეკონომიურადაც მდგრადი იყო ...ვერ ვხვდები როდის დავკარგე და
-რა კარგ დროს მოხვედი გონს...აქამდე მაინც დავეჭერი ვინმეს. დანჯაბა რა აქამდეც უნდა გადაგფარებოდი ...ფული კი არ უნდა მომეცა ეგრევე
-ისევ მეღადავები და არ მიბრალებ ხომ?
-საბრალო ბექა ... სამსახურში არ უნდ აიყო შენ?
-დღეს გავეთავისუფლე...საღამოს მივალ .გავწყდი წელში, მიმტანები ყოფილან ტერმინატორები. რო უყურებ მარტივი გგონია და თურმე რამდენ დედა მოტყნ** კაპრიზას უნდა უსმინო გაუღიმო და ხუშტურები უსრულო
-ბათუ რომ გეჩხუბებოდა არასროს უჯერებდი, ახლა შენც უნდა გეჩხუბოს ისე ხალხი როგორც შენ ...
-ახლა რა მე ვისთვისაც შემხიედავს მაღლიდან ყველას ადგილას უნდა დამაყენო? ისე კი ვარ მამენტ ღირსი მარა ფიზიკურად სიცოცხლე არ მეყოფა- სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგე და სახე ხელებში ჩარგო
-ანჩოს და ემის შენც ახლდი ხო?
-აუუ მაგრად ვიკაიფე...იმენა ღადავი იყო. ის გოგო შენსაზე გიჟია . მთელი სავაჭრო ცენტრი თავდაყირა დააყენა. საიუველიროში გადარია ხალხი ვიღაც თე*ლი ყალბ ბრილიანტს გავტყუებდა თავისი ჭკუით და ამან რომ დახედა რაღაც მაგათი ლუპა გამოართვა და უთხრა ზუსტად რა იყო. დააყლ*ვა ის კაცი. მერე სხვებსაც გადახედა და მოკლედ მე არანორმალური მეგონა თურმე პროფესიონალი ყოფილა.
-დალევ ?-ბექამ ღვინო დაისხა და ჭიქა მიაწოა
-გაგიჟდი? ემილი ნასვამმა რომ ჩავიჯინო თბილისში ასე ჩავიყვანო ცოტნემ გაიგოს ...ხო მიმაკლა ეგრევე ადგილზე
-ეგეც მართალია... მარა არ უნდა მადგღეგრძელო შე ჩემა?
-რამდენი დალიე შენ
-ჩშ...ლიზამ არ გაიგოს თორე მომკლავს. რაც დამჭრეს იმის მერე ერთი ჭიქის მეტი ვერ ვსვამ მაგის შიშით. აუ დარჩი რა , შაბათამდე არ უნდა ავღნიშნო? ცოლი მომყავს ტო
-სად დავრჩე შენ ში* ხო არ გაქ
-ოთახში მომიწექი გვერდითთქო ხო არ მითქვამს შე ჩემა
-დარჩი ხო და დალიოს თორე მალე ლომკა ექნება ამ ლოთს... მეც დავლევ. ემის ცოტნე ჩამოაკითხავს არაა პრობლემა - ისე უცებ დაადგა ლიზა და მოევხია ზურგიდან ჩასუნთქვა ვერ მოახერხა
-აი რატო მიყვარს,ესმის რა მინდა და სანამ დავაშავებ მანამ მრთავს ნებას
-დედას ჭკვიანი ბიჭი რო ხარ რა ... სამსახურში უნდა მივიდე , მარტო ვერაფერს იზამენ ,ჩემი იმედი აქვთ მაშინ სხვას უნდა დავურეკო.ის კიდე ქალაქიდან გადიოდა ღამით ასე რო ბევრს ვერ დავლევ
-ბაზარი არაა მე დავლევ!
ბოლოს ცოლ-ქმარი გამოთვრა. ბექამ და ემამ იხალისეს მათთან ერთად მერე კი უკან დაბრუნდნენ.
დილით რომ გაიღვიძა ლიზა აივანზე დაინახა და მეორე თვალიც გაახილა. თავი უსკდებოდა,ამდენი ხნის მერე ასე ერთიანად რომ აივსო დანაკარგი მაგიტომ იყო ასე ცუდად. ქალბატონი აივანზე კომფორტულად იყო მოკალათებული და ხატავდა. გააბოტა ,გვერდით მიუჯდა და თავი მხარზე დააო
-ჩემ შოკოლადო გაუღვიძიაოო რაოო თავი გვტკივაო?- მოეფერა ლიზა და ისიც უფრო გაიტრუნა
-შენ შოკოლადს თავი უსკდება...შეამოწმე ერთი ხოა ადგილზე .მგონი მომაჭრეს და უთავო მხედარი ვარ
-რა გიჟი ხარ ... აქაა აი. გინდა გაკოცებ- თავზე ხელი გადაუსვა და მერე დაიხარა
-მინდა ...- თვალები არ გაუხელია ისე გაიკრიჭა და მერე კოცნაც მიიღო.-ვაახ რა დავლიე ასეთი...შენ რატო ხარ ასე კარგად?
-მე გენაცვალე ვიტან და შენ რო ვერ იტან რას იჭიმები?
-ოოჰ ,შენი ბრალია . რამდენიხანია არ დამილევია - თავი მის ფეხებზე დადო და ცხვირი მუცელზე გაუხახუნა ,მერე ტუჩები მიაწება -დახატე ...მე ასე ვიქნები -ხელები წელზე შემოხვია და გაისუსა
-როგორ ვუშველო ჩემს შოკოლადს?
-მეძინება
-მერე რას წამოფრინდი
-მარტო დამტოვე ...
-ჰმ, ჩემ გარეშე ვერ იძინებ? მოიცა გავიდეს ერთი ათი წელი ქორწილიდან ვნახავ კიდე ასე თუ იქნები
-ათი წლით ადრე მადანაშაულებ ღალატში? გგონია გაპატიებ?
-მე არ მაპატიებ ? შენ მიღალატებ და
-გოგოო ნუ ხარ უაზროდ ეჭიანი
-მე ვარ უაზროდ ეჭვიანი? აქ წამოსვლამდე ვინ მეჩხუბა
-გოგოოო
-ვაიმე გიორგიი გაგიხეთქავ ახლა თავს,ნერვებს ნუ მიშლი და წამოდი დავწვეთ. დავიძინებ მეც -ხელი ჩაავლო და საწოლისკენ წაიყვანა. მერე მოწყვეტით დაეცა და ბალიშს ჩაეხუტა. გიორგის თმაზე ეფერებოდა ის კი თვალს არ ხუჭავდა იწვა ასე გასესებული და ლიზას უყურებდა-ოოო შენ იძინებ თუ მე მიყურებ
-შენ რომ გიყურებ აღარ მტკივა...ძილი არ მიშველის
-გინდა მინერალუს მოვატანინებ და რამე წვნიანს
-არ მინდაა
-აბა რა გინდა გიორგი?
-კიდე მაკოცე
-შენ ვერ მაკოცებ?
-თავს ვერ ვწევ- გაიკრიჭა და ხელი მოხვია ლიზას-
-ისე მიყურებ ვხვდები რაღაც უნდა მკითხო...მითხარი აბა
-როგორც იცი მთვრალსაც კარგი აზროვნება მაქვს, ყველაფერი მახსოვს და იმედია არც ამჯერად შევცდი
-იმას გულისხმობ ემილის რომ ვუთხარი ბავშვს მალევე გავაჩენ-თქო ?
-მეგონა ჯერ ისწავლიდი და მერე
-მე მომიყვანე ცოლად თუ ეკატერინე...არ იცი ბავშვებზე რომ ვგიჯდები? და შენ რა გგონია რომ შენგან შვილების ენ რაოდენობას არ გავაჩენ? სახლში რომ მოხვალ მინიმუმ 4 ბავშვი უნდა დაგახტეს თავზე. უნდა დავარღვიო სტერეოტიპი ვიყო გიჟი, ახალგაზრდა, გამხდარი და სვეცკი დედა რომელსაც არასდროს უღალატებს ქმარი და ხო ახლა ვიცი რაც უნდა მითხრა ... დავიწყოთ ახლავე არაა პრობლემაა
-ეგ არა მინდოდა მეთქვა მე - ლიზა ზემოდან რომ მოექცა ძლივს ამოილუღლუღა
-რა გინდოდა აბა?
-კიდევ გავიგე რაღაც
-კიდევ? მაგალითად რა?
-ის რომ ,..არაფერი არ აქვს მნიშნელობა - უცებ დააგდო საწოლზე და ტანსაცმელი მოაშორა.
ეკატერინე საღამოს ესტუმრა ლიზას. ქალბატონი ტბასთან სეირნობდა კატო რომ დაინახა და გაკვირვებულმა შეხედა
-ეკატერინე აქ შენ?
-გადაიფიქრე თუ ისევ თხოვდები?
-ვთხოვდები და იცოდე არ გადავიფიქრებ - უცებ მიაყარა ,მაგრამ ეკატერინე რომ მოეხვია სულ მთლად გაითიშა
-გილოცავ პატარავ...ვიცი რომ ბედნიერი იქნები.ვიცი რომ გიორგი კარგი ადამიანია და მე მთელი გულით და სულით მინდა რომ ამქვეყნად ყველაზე ბედნიეირ იყო და ყველაფერი რაც კი სიყვარულის დიად ძალაზე უთქვამთ ასრულებოდეს ჩემო სიცოცხლე-ძლიერად ეხვეოდა, აკოცა და რაც კი მონატრება ჰქონდა ამ დღეების განმავლობაშ ერთად აინაზღაურა. ლიზა რას აკეთებდა? არაფერს არაფერი უთქვამს უბრალოდ იდგა და ტიროდა - ლიზაა ტირი?
-მე ..მე მართლა მეუბნები? მე მეგონა ...კატოოო ამენი კარგი სიტყვა არასდროს გითქვამს ეს შენ ხარ? რა უქნეს ჩემს დას
-კარგი რა ლიზიკო ... აქამდე არ იცოდი რომ შენი ბედნიერება ამქვეყნად ყველაზე მეტად მახარებს>? მადლობა რომ მე არ დამავალე რამე...ისედაც იმდენი საქმე მაქვს . საშინელება ყოფილა დიდი ქორწილი
-ვაიმეე ჩემი გოგოოო... რა საყავრელი ხარ ასეთი
-ასეთი როგორი
-წუწუნა
-არ ვწუწუნებ...ეს წუწუნი არ იყო უბრალოდ გამოვხატე ჩემი წუხილი . გიორგი სად არის?
-გიორგიი ...ბათუმ დაურეკა და მგონი აქ უწყობს წინასაქორწილო წვეულებას
-აქ?
-ხო ... გაერთოს რა
-ისიც აპირებს წინასაქორწილოდ გარტობას?
-და ახლა არ ერთობა?
-არა!
-ოუუ დავიჯერო არავის აკვნესებს ?
-ნუ ბინაში არავინ ჰყოლია ჩემს გარდა და ეგ ისეთი პირველყოფილია რომ ჰყოლოდა ვინმე იქ მოიყვანდა ისევ
-ნუ ლანძღავ რა ... ხომ ხედავ ერთგულია მიუხედავად იმისა რომ შენთან სექსი არ აქვს...თუ აქვს?
-ლიზა არ გინდა მომიყვე რას აპირებ? სადმე წახვალთ თუ აქ დარჩებით? ჩემ ქორწილშ აუცილებლად უნდა იყო იქნებ მეორედ არც გავთხოვდე
-თბილისში დავბრუნდებით და დაგეხმარბეი ქორწილის სამზადისში.მერე ალბათ სადმე წავალთ არ ვიცი
ლაპარაკობდნენ სანამ გიორგი არ გამოჩნდა. შემდეგ ორივესთან გაატარა დრო და ბოლოს თბილისისკენ წამოვიდა.
თავადაც ემზადებოდა ქორწილისთვის შაბათამდე. ხუთშაბათ საღამოს კი ანჩომ ჩააგდო მანქანაში და სადღაც წაიყვანა. თავად ქალბატონი ანიკო იჯდა საჭესთან და რამდენჯერაც ჰკითხა სად მიდიხარო იმდენჯერ რაღაც თემაზე დაიწყო საუბარი. ემილის რომ გაუარა და მანქანაში ჩასვა უკვე ორივე დაბნეულები იყვნენ. ბოლსო კახეთში აღმოჩნდნენ,კიევ რამდენიმე ლიზას მეგობარი და კლუბი. კატო გონს ვერ მოვიდა ისე დაიწყეს გართობა. კლუბი დახურული ჰქონდათ და ყველანი რომ დათვრნენ ყველაფერი ჩაბნელდა განათების ფონზე ვერაფერი გაიგო ანჩომ ხელი დაავლო და სკამზე დასვა. გვერდით ლიზა იჯდა რაღაც საოცარი სიმრერა ჟღერდა შემდეგ კი ნიღბიანი ნახევრად შიშველი მამაკაცები გამოჩნდნენ . ჯერ პერანგი გაიხადეს შემდეგ შარვლის მოშორება დაიწყეს ლიზა კი ერთობოდა გოგოების სეძახილები ისმოდა კატო კი სიგიჟის ზღვარზ ეიყო. ის ბიჭი რომ შეეხო ლამის სახე ჩამოუღო. უცებ მოიშორა და იქედან გავარდა. სუფთა ჰაერმა გონს მოიყვანა, რამდენიმე ჭიქა დალეული ჰქონდა და თავბრუსხვევას გრძნობდა. ბანცალით გავიდა ტბისკენ და მობილური ამოიღო. იცოდა რომ ბაღათურია სადღაც ახლოს იყო არც კი გაუაზრებია ისე დაურეკა და უთხრა სადაც იყო. შემდეგ წაბარბაცდა და მინდორზე დაეცა. გონს სასტუმროს ნომერში მოვიდა. ირგვლივ მიმოიხედა და დაინახა სავარძელშ,ფანჯარასთან მჯდომი ბაღათურია ,სიგარეტით ხელში და შეკრული წარბებით მომზირალი
-დათა
-რა დაგალევინეს იმ გიჟებმა?
-არ ვიცი ...რაღაც კოქტეილი- ნაწყვეტ-ნაწყვეტ თქვა.ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა. ბაღატურია უახლოვდებოდა მერე სახეზე ხელი ჩამოუსვა და გვერდით დაუჯდა
-იმ გიჟმა ეტყობა რამე კლუბური ნარკოტიკი მოგცა ... დაიკიდე გადაგივლის მალე -გაიცინა და თვალი ჩაუკრა
-ბიჭები იყვნენ ...შიშვლები და
-ვიცი
-ასე ნუ იცინი...გული მერევა რომ მახსენდება ის არსება რომ შემეხო..ყველაერი ტრიალებს. წყალი მინდა
-შენ რა არასდროს არაფერი დაგილევია?
-არააა... - თავი გააქნია და თვალები დახუჭა
-ნარკოტიკიც არ გშველის რა ხარ ასეთი
-გინდა ნარკკომანი ცოლი გყავდეს?
-მინდა მხიარული ცოლი მყავდეს
-კლოუნი იპოვნე ...ან იუმორისტი
-მაინც რომ არ ჩუმდები. წამოიწიე - ხელი მოხვია და წყლით სავსე ჭიქა გააწოდა- კარგი ხო მე დაგალევინებ- გაიცინა ისევ და ჭიქა ტუჩებთან მიუტანა- ნელა არ დაიხრჩო
-რატომ არ ბრაზდები
-რაზე
-იქ რომ ვიყავი იქნებ რა გააკეთა იმ შიშველმა კაცმა
-მოცეკვავეები იყვნენ და არა სექსმუშაკები!
-შენც მიუყვანე ეგეთები გიორგის? - თავი მხარზე მიადო და ამოიხვნეშა
-კი და შენ გამო დავტოვე ყველა- თმა გაუშალა და სახიდან მოაშორა- გული გერევა?
-ნწ ... ამერევა?
-აწი აღარ ...დიდი დრო გავიდა. მალე გათენდება
-მართლა? -თავი ასწია და გარეთ გაიხედა
-გინდა აივანზე გაგიყვანო?
-ვერ გავივლი ... ძალა არ მაქ-ისევ მხარზე მიადო თავი ამჯერად ყელზეც ეხებოდა, ცხვირი კანზე გაუხახუნა და ინსტიქტურად შეისუნთქა მისი სურნელი თან იმდენად ღრმად რომ ბათუმაც კი გაიგო. ხელში აიყვანა ქალბატონი და სხეულზე მიიკრა-არ მინდა გარეთ
-შხაპი მივიღოთ - ყელში აკოცა ბათუმ და საშხაპესთან დასვა. თავად მოაშორა კაბაც და საცვლებიც
-დათააა
-ნუ კრუტუნებ თორემ ვიძალადებ გათიშულ ქალზე
-დათა ცივიააა - წყალი რომ მიასხა ბაღათურიამ მაშინვე წამოიკნავლა და მოიბუზა-ძალიან ცივია
-ცოტა და მერე თბილს მოვუშვებ
-შემოდი რა - თავი კედელს მიადო და მიბნედილი მზერა მიაპრყო
-კატუშააა გათიშული ხარ
-არ ვაქ ... აღარ ვარ . სულ ცოტა
-პირდაპირ საცდუნებელი ხარ - ამოიოხრა ბაღათურიამ და ტანსაცმლით დაუდგა გვერდით - გამხადე თუ ფხიზელი ხარ და მერე ვნახოთ რამეს მოვიფიქრებ
-საზიზღარი ხარ ხომ იცი
-აბა? ვიხდით თუ
კატომ პერანგის ღილები გაუხსნა მერე შარვალიც და სხეულზე აეკრა . ისე კოცნიდა თითქოს ეს სჭირდებოდა. გრძნობდა როგორი გასხვავებული იყო ბათუს შეხებით გამოწვეული განცდები და ბოლომდე გადაეშვა სიამოვნების მორევში.
საწოლზე იწვა ,უკვე კარგა ხნის გათენებული იყო. ბაღათურია აივანზე იყო და ეწეოდა,თან ვიღაცას ესაუბრბეოდა მობილურით.შემდეგ დაბრუნდა და გვერდით მიუწვა
-კარგად ხარ?
-კარგად ვარ ... გუშინ რომ არ დამერეკა იქ დარჩებოდი ამ დრომდე?
-არ გაკეთებულ ღალატზე მიბრაზდები?
-მიღალატებდი? მე რომ მეღალატა?
-შენ ? გგონია იმდენად სულელი ვარ რომ ვიეჭვიანებ?
-მე სულელი ვარ?
-შენ ეჭვიანობ?
-არა...აქამდე არასდროს მიეჭვიანია . ახლა არ ვიცი მოსალოდნელი შეურაცხყოფის გამო ვბრაზობ თუ ვეჭვიანობ
-არც ერთი გჭირდება არც მეორე !
საღამომდე დეტალებს აგვარებდნენ. ძირითადად ემილის და ბექას ატრიალებდა ლიზიკო. სხვები სეირნობდნენ და სავარძლებში მოკალათებულები ეწეოდნენ ან ყავას წრუპავდნენ. ბათუ ბექას არც დალაპარაკებია ისე ჩაიარა დღემ. მობილურით უკავშირდებოდა ერეკლეს და დიდხასნ ესაუბრებოდა ხოლმე. გვიან ღამით ცოტნე ჩავიდა და მას მერე ემილიმ ამოისუნტქა. ქალბატონმა ცოტნიკო დაიხმარა და ბოლოს გათიშლები დაწვნენ ყველანი.
დილიდან ისეთივე ქარიშხალიდ ატრიალდა როგორც ლიზას შეეფერებოდა. ყველაფერი გეგმის მიხედვიტ წავიდა. მშობლები,ოჯახისწევრები მეგობრები და შესანიშნავი საღამო. ბევრი ცეკვა, გართობა და ლიზას მოწყობილი თამაშები. რომ გამოაცხადა ჩემი და და მომავალი სიძე ჩემთვის სიმღერას შეასრულებენო ორივე გაკვირვებული დატოვა. ბოლოს კატო როიალთან აღმოჩნდა ბათუ კი მის გვერდით სკამზე. ეკატერინემ იფიქრა მე შემატოვებს კლავისებსო ბოლოს კი ორივე უკრავდა.
-ეს ზღვა რომ შავიიია დამნაშავეეააა დამნაშავეე ვინ არიიის- ანჩო ყროყინებდა და ლიზასთან ერთად ცეკვავდა. ზურამ მოიტაცა და სხეულზე აიკრა. სიმრერაც შეიცვალა და სხეულზე ჩამოეკიდა ზურიკელას
-მიყვარხააარ ზუკიტოოოოოოო
ლიზა იდგა და შორიდან უყურებდა გიორგის,რომელიც ბექასთან ერთად იდგა და რაღაცაზე იცინოდა. ემილი ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა
-ჩემი გათხოვილი დაქალი ხარ უკვე...ახლა მარტო ცოტნიკო დამრჩა ჩიტივით თავისუფალი
-დათვერი პუპსიკ?
- მხოლოდ 6 ჭიქა მეტი არა... აუუ მე და ცოტნე მივდივართ . ის არ სვამს არ იდარდო, ხვალ კლინიკაში ვართ და ვერ დავრჩები ხომ იცი
-ხვალ ჩვენც დავბრუნდებით ტკბილუნაა
-ეს დაკვრა რა მოიგონე?
-ბათუმ იცისო გავიგე და ჩაგიწყვეე რაა..ნახე რა ჭკვიანი გყავს? უკრავს მღერის , ცეკვავს
-არ მღერის ! ცრუ ინფორმაცია მოგაწოდეს- ბაღუ დაადგა თავზე და გაუცინა- მე და ეკუშა მივდივართ
-ეკატერინე ...რამდენჯერ უნდა გითხრა. ლიზუუუ ხვალ რომ დაბრუნდები საღამოს გესტუმრები
-არ მოასვენო ახლა სახლში ორი დღე
-მე და შენ ვსაუბრობთ?-ქვემოდან ახედა ბათუს ,მან უბრალოდ მზერა მოარიდა და ლიზას აკოცა
-წავედი... აბა შენ იცი გიორგის მიმიხედე იცოდე
-ეს რა მეღადავება?
-ავამდყოფია - თქო რომ გეუბნები არ გესმის? რა ხასიათზე მოძრაობდა დღეს და ახლა რა დაემართა რამ აუმაღლა განწყობა
-როგორ ლაპარაკობს უყურებ ემიკო? ნამვილი გარდაქმნაა
-გეყოფა, წავედი მე !
ბაღათურია მთელი გზა ჩუმად იჯდა, სიმღერებს უსმენდა და საჭეზე ათამაშებდა თითებს. კატერინა კი გზას უყურებდა ბოლოს მობეზრდა და გახედა
-ასეთ ხასიათზე რატომ ხარ?
-ერეკლე ბრუნდება !
-ბავშვი ?
-მაკასთან დარჩება ბავშვი ... არ მინდა ლაპარაკი! ხვალ რა გეგმები გაქვს?
-დიზაინერთან უნდა წავიდე და კაბა ავარჩიო ...
-ერთი თვე რა საჭირო იყო... რამე დაგრჩება გასაკეთებელი?
-არ მითხრა რომ ადრე გინდა ქორწილის გადახდა...ყველაფერი უნდა იყოს დახვეწილი და არავითარი ექსესი არ უნდა მოხეს
-ჩემები არ იჩხუბებენ და შენი არისტოკრატია რამეს აურევს? ისე მოცეკვავეები დაგვექირავებინა ვინმემ ხო უნდა იცეკვოს ქორწილში
-პირდაპირ იუმორის მეფე ხარ!
-გავიგეთ რომ გინდა ყურადღება მოგაქციო ,მაგრამ მე რა მინდა რატომ არ კითხულობ? სადაა გენდერული თანასწორობა
-ბევრი დალიე?
-არც ისე რომ მანქანიდან გადასვლა მოგინდეს!
...................
კაბის შერჩევა არ გამოუვიდა, არაფერი მოეწონა. ბოლოს ლიზიკომ დაურეკა და უთხრა დავხატოთ ერთად როგორიც გინდა და შევკერავთო. გაბრაზებული დაბრუნდა სახლში, ზურა და ანჩო არც იყვნენ სადღაც წავიდნენ დასასვენებლად. მარტო მინდა ზურიკელასთანო ანჩიკომ და ბინაში მარტო დააბოტებდა. აივანზე დაჯდა , ნაყინს მიირთმევდა და ხედს უყურებდა. ბათუ რომ მიუჯდა გვერდით და ნაყინის ჭიქა ააცალა
-ბატონო დათა რას მივაწერო თქვენი გამოჩენა? ასე ნუ ლოღნი კოვზს გული ამერია - მთელი კოვზი რომ მიირთვა მერე მიუბრუნდა ეკატერინეს
-გემრიელია...მაგრამ არც იმდენად რომ კოცნა გადაფაროს - მიიწია და ტუჩებში აკოცა,მაგრამ კატო დაუსხლტა და აფთარივით დაადგა თავზე
-მთვრალი ხარ?
-ერეკლე ჩამოვიდა გითხარი?
-დალიეთ? საერთოდ ყოველდღე სვამ ხოლმე?
-კაბა იყიდე?-ქვემოდან უყურებდა და ნაყინის დაგემოვნებას განაგრძობდა
-არა ...უნდა შევიკერო . შენთან საქმე მაქვს მნიშვნელოვანი
-გისმენ აბა რა ხდება - ნყინის ჭიქა გადადო და ტუჩები გაილოკა
-ხვალ კლინიკაში წავალთ...ანალიზებს აიღებ რათა დავრწმუნდე რომ ჯანმრთელი ხარ და ჩემი შვილი ნორმალური იქნება და საერთოდ შეძლებ ბავშვის ჩასახვას- ბაღათურია თვალების ჟუჟუნით უყურებდა სანამ გაიაზრა რას ეუბნებოდა მერე ხარხარი დაიწყო -სასაცილოს რას ხედავ? ლოთი რომ ხარ ფაქტია, კიდევ რას იკეთებ,რას ეწევი და საერთოდ რა ცხოვრებით ცხოვრობ ღმერთმა უწყის,.ვენერიულ დაავადებებზე საუბარიც კი ზედმეტია არ ვაპირებ შენი ცოლი გავხდე და ავტომატურად ავიკიდო დაავადებები
-რომ არ წამოვიდე და იქ კაბინეტში არ დავანზ*იო ისე არ მომყვები ცოლად თუ რა ხდება?
-ნუ მიახლოვდები, ეს თემა განსახილველი არც არის რა არის ამასი უცნაური. მე ყოველ ექვს თვესი დავდივარ კლინიკაში. ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ
-მეღადავები კატუშა?
-რა ხდება ამ ქვეყანაში კაცის ექიმთან მისვლა პრობლემაა? მზად ხომ უნდა ვიყო იმისთვის რომ შეიძლება დიდხანს არ გვეყოლოს შვილი. შენ თუ რამე დაავადება გაქვს შესაბამისად მკურნალობა დაგჭირდება
-რომელი ბავშვი ... რამე ხელშეკრულება დავდეთ რომ პირველივე ღამეს გაგანაყოფიერებ და მე არ მახსოვს?- გაღიზიანება ემჩნეოდა ხმაში , ეკატერინე კი მშვიდად იდგა აივნის მოაჯირს მიყრდნობილი
-ფიქრობ, რომ შენთან ვიცხოვრებ ,საყვარელი ,მეგობარი, მსმენელი,პრობლემების მომგვარებელი გავხდები და შვილს მაშინ გავაჩენ როდესაც ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ორსულობის გამო?
-ბავშვები არ მინდა ასე რომ
-უკაცრავად?
-არ ვაპირებ ქორწინების პირველივე წელს შვილი მყავდეს რადგან ბავშვები უნდა იბადებოდნენ მშვიდ გარემოში, როდესაც დედა და მამა პატივს სცემენ ერთმანეთს, უგებენ და მინიმუმ იცნობენ. შენ კი რას აპირებ ისე გააჩინო ბავშვი, რომ მხოლოდ მამა დამიძახოს და მორჩა? ეგეთ ბავშვს მილიონს გავაკეთებდი
-ნუ ყვირი და ხელებს ნუ მიშლი უაზროდ
-არ ვყვირი, შენ არ იცი ყვირილი რას ნიშნავს!
-ანუ ექიმთან არ წამოხვალ?
-წამოვალ პრობლემა არაა... კი არ მეშინია ექიმების . ისე წინასწარ გეტყვი რომ არაფერი მჭირს,არც ნარკომანი ვარ და არც ბოლო დონის ბ*ზებს ვჟიმ*** პრეზერ*ატივის გარეშე მითუმეტეს . ისე კი იცოდე რომ მანამ არ გეყოლება შვილი სანამ დრო არ მოვა, არ მივხვდები რომ შენგან მინდა მყავდეს შვილი!
-უაკცრავად? მე მოგყვები ცოლად და შენ ფიქრობ რომ ჩემგან არ უნდა გყავდეს შვილი?
-დიახ , საერთოდ არ მგონია რომ შენ ბავშვს კარგად აღზრდი და ნორმალური იქნება. მანქანა არ ვარ რომელიც ბავშვებს აკეთებს . შეგეძლო სპერმის ბანკისთვის მიგემართა და გათხოვება საერთოდ გადაგეფიქრებინა...თუ უკანონო ბავში არ ჯდება წესიერი ქალის სტილში
-ასე ცინიკურად ნუ საუბრობ და საერთოდ ნუ მიახლოვდები- ბათუ უკვე მის წინ იდგა და თვალებში უყურებდა
-ბავშვები არ იქნებიან სანამ არ ისწავლი როგორ უნდა მოიქცე- ხელები წელზე მოხვია და სხეულზე აიკრა- ვგიჟდები ასე რომ კანკალებ ჩემი მოახლოებისას- ცხვირის წვერი ყელზე გაუხახუნა და კანი ტუჩებშორის მოიქცია, უკბინა და ბოლოს სველი კოცნის კვალი დაუტოვა
-გამიშვი !
-როდის მიბრძანდები ექიმთან? ექიმი ქალია?
-ახლა არ მითხრა რომ შებმას დაუწყებ
-თვითონ დამიწყებს და მინდოდა მეთქვა რომ კაცთან მისულიყავი
-მეც ვიტარებ გამოკვლევას და კაც გინეკოლოგებს ვერ ვიტან
-კომპლექსი გაქვს?
-რანაირი კაცი ხარ არაფერი გადარებს?
-შენ მგონი გრუზინები გიყვარს... თან არ გიყვარს რა გინდა ვაფშე?- თმა დაუშალა და ისევ მოაჯირს დაადო ხელი- თმას ნუ იკრავ-თქო გითხარი? ცოლად რომ გამომყვები იმ დღიდან სახლში სულ ასე ივლი -ყბაზე აკოცა და შემდეგ მოშორდა
-მიდიხარ?
-გადარეული რომ ხარ ,შენებურად მითქვამს ხომ?- კარში გაჩერდა და ისე გამოხედა ადგილზე მიყინულ კატოს- ხვალ შევხვდებით - თვალი ჩაუკრა და წავიდა.
........
კლინიკაში იყვნენ ბათუ და ეკატერინე. ქალბატონი სკამზე იჯდა და რიგს ელოდა. ბაღათურია დერეფნის ბოლოს იდგა და მობილურით საუბრობდა დროის გასაყვანად
-ვერ გავიგე კლინიკაში რა გინდა. შენზე ჯანმრთელი ვინღაა -ერეკლე გაოგნებული ჩანდა
-გიჟია და ავუსრულებ სურვილს ჩემი რა მიდის.ამის გამო ხო არ ვეჩხუბები , ანალიზებს გავიკეთებ მეტი ხო არაფერი
-თვითონ იკეთებს შენ რო გიშვებს ?
-კი იკეთებს ... -ერეკლე რომ ბრაზობდა სიცილს ვერ იკავებდა
-რა გაცინებს,შენს ადგილას მოვკლავდი . ბოლო დონის იდიოტი გამოყავხარ რომელმაც ისიც არ იცის რა სჭირს ...ნეტა რა ჰგონია რო ქლამიდიაზი გაქ თუ შიდცი და ჰეპატიტი
-ყველაფერზე რომ ფეთქდები იმიტომ ვერ გაგირკვევია ოთხი წელი შენ ცოლთან საქმე! ჩხუბის დროს უფრო გაჯიუტდდებოდა და ახლა ჰგონია რომ ყველაფერს მარტივად დავუჯერებ!
-ნამდვილი ეშმაკი ხარ . წავედი მე ... ისე მაინც მომწერე რას გეტყვიან რო მოვა პასუხები
-ჯერ რა დროს პასუხებია...აუ კაროჩე რა ცოტნე როგორ გამოვუშვი ამ დედა მოტყნ*** ადგილას.აქ რა გამაძლებინებს ამდენი ავადმყოფი და გაჭირვებული ადამიანია
-თვითონ უნდოდა და შენ რას უზამდი...წავედი ახლა ჩემი ბრატყი უნდა წავიყვანო აუზზე
-ცურვას ასწავლი უჩემოდ?
-ნუ გაატრაკე რა ...მოდი მერე და შენ ასწალე .ისე გავაგრილებ ,სიცხეა ტო
-კაი და გამოვალ თუ გამოვაღწიე აქედან- მობილური გათიშა და კატოს გახედა. ერთ- ერთ კაბინეტში შეიყვანეს ,ისიც შეჰყვა.კი დაუბრიალა თვალები ,მაგრამ შანსს გამოტოვებდა?
-გამარჯობათ ,დაბრძანდით
-გამარჯობა -თქვა და ნერვიულად გადახედა ბათუს ,უკვე იცოდა რომ რაღაც საოცრებას ჩაიდენდა. ტავიდანვე შეაშინმა მისმა მარტივმა თანხმობამ. ექიმმა რამდენიმე კითხვა დაუსვა და როგორც კი გაიგო რომ უბრალოდ შემოწმება სურდა ქალბატონ კატერინას საქმეს შეუდგა. ბათუ კი ექთანს გაჰყვა ... სხვა ანალიზებიც ჩაიტარეს და ისევ კაბინეტში დაბრუნდნენ.
-დაგირეკავთ და შეგატყობინებთ როდის იქნება პასუხები მზად, საერთო ჯამში კი შემიძლია გითხრათ რომ სრულიად ჯანმრთელი ბრძანდებით
-მაშ ,შეხვედრამდე - ეკატერინე წამოსადგომად მოემზადა ბათუმ ხელი რომ დაადო ხელზე და შეაჩერა
-ქალბატონო დიანა ანალიზების პასუხებამდე გვინდა გვირჩიოთ აბები ან თუნდაც ნემსი კატერინასთვის... მალე დაქორწინებას ვაპირებთ და ჯერ-ჯერობით ბავშვის გაჩენა არ გვინდა ხომ ხვდებით -ძალიან მშვიდად ესაუბრებოდა ქალს და ეკატერინეს ხელზე თითებით ეფერებოდა. კატო უსმენდა სხვადასხვა შემოთავაზებას და ყურებს ვერ უჯერებდა, იცოდა რომ რამეს ჩაიდენდა ,მაგრამ ამას ვერ წარმოიდგენდა. უცებ გამოფხიზლდა და წამოდგა
-ქალბატონო დიანა ვფიქრობ ანალიზების პასუხის შემდეგ სჯობს ამ თემაზე საუაბრი ... მომდევნო შეხვედრამდე
ბათუს გადახედა,ისიც სრულიად კმაყოფილი მზერით უცქერდა, წამოდგა და ქალს დაემშვიდობა. საავადმყოფოს დერეფანში მიქროდა,კი არ მიაბიჯებდა . ბათუ მიჰყვებოდა და კმაყოფილი იღიმოდა. მანქანაში ჩაჯდა და კარი ისე მიხურა ლამის ჩამოაგდო.
-ეს რას ნიშნავდა?
-რაზე მეუბნები?
-არ ვაპირებ რაღაც აბების დალევას ყოველი სექსის წინ ან უარესი რაღაც უბედურების გაკეთებას და ამით მცირედი საფრთხის შექმნას...
-მეგონა პრეზერვატ*ვით სექ*ი არ გევასებოდა , თორემ მე მიჩვეული ვარ უკვე და რადგან შევთანხმდით და შენი სურვილიც ავასრულე შეიძლება ჩემს საქმეებს მივხედო?
-სამაგიერო გადამიხაე? ეს რა ანგარიშის გასწორება იყო ანალიზის გამო?
- სურვილების დაბალანსება... მესმის რომ ჯანმრთელი ქმარი გჭირდება და ჩემზეც ფიქრობ. მე კი ბავშვი არ მინდა ქალისგან რომელიც არც კი მიცნობს, რომელთანაც საერთო არაფერი მაქვს და რომელსაც არ უნდა რომ ჩემი ესმოდეს
-როგორ შეგიძლია ასე მშვიდად მესაუბრო
-არაფერია აქ საომარი ... დამიჯერე . სახლში მიგიყვანო თუ ნელიკოსთან?
-შენ სად მიდიხარ-ღრმად ჩაისუნთქა და დამშვიდებას ეცადა. აშკარა იყო რომ მართალს ამბობდა და ჩხუბის დრო ნამდვილად არ იყო
-დავიგრუზე ,ბავშობა გამახსენა იმ ოთახმა და როგორმე უნდა განვიტვირთო
-რა კარგია ხუმრობის ხასიათზე ხართ ისევ...
-შენც სცადე ერთხელ იქნებ და მოგეწონოს - გაბრაზეულ კატერინას უცებ მოკიდა ყბაზე ხელი და ტუჩებზე წაეტანა - ნერვებს ნუ იშლი ტყუილად, უბრალოდ დაფიქრდი შენ ხომ ჭვიანი ქალი ხარ
-სად მიდიხარ...დღეს დილით ვის ელაპარაკებოდი ?- თავი გვერდით გასწია როგორც კი საჭეს მიუბრუნდა ბათუ მაშინვე კითხვა დაუსვა
-კაბაზე რა ხდება? დახატა ლიზიკომ?
-დავით ნუ ცვლი თემას... ერთი კვირაა ექიმთან ვიზიტი გადადე . არც კი ვიცი სად დადიოდი , ამ დილით ვიღაცას ესაუბრებოდი ჩემთვის გაურკვეველი ტერმინოლოგიით ,თითქოს რაღაც მინიშნებები იყო . სად მიდიხარ?
-ამ ბოლო დროს დეტექტივებს უყურებ?
-დავით მიპასუხე !
-ხმას ნუ უწევ და მიხვდი როდესაც არ გპასუხობ ე.ი არ გეხება შენ ეს თემა! მიხედე ქორწილს და იფიქრე ანალიზის პასუხებზე იქნებ ავად ვიყო და ქორწილამდე ახალი საქმრო იპოვნე- ღრიალამდე ცოტა აკლდა,საჭეს ხელი დაარტყა
-ახალი საქმრო? გინდა ვიპოვნო? საერთოდ არ გადარდებს ? ქორწილის დღეს რომ დაგტოვო და წავიდე დაიკიდებ?
-ქორწილის დღეს რომ დამტოვო სამუდამოდ ჩემი საყვარელი იქნები . შეწყვიტე უაზრო გამოსვლები , გონს მოდი და ისიც იკმარე დღეს რაც გამაკეთებინე- მანქანა სწრაფად დაამუხრუჭა ერისთავების ჭიშკართან და კატოს მიუბრუნდა - გადადი
-არც ქორწილი შედგება და შენი საყვარელიც არ ვიქნები, თვის ბოლოს სულ სხვა კაცი იქნება ჩემს გვერდით ,რომელიც ჩემს სურვილზე ააგებს ცხოვრებას და შვილებზეც არ მეტყვის უარს- მანქანიდან გადავიდა და ეზოსკენ წავიდა. ჭიშკრის გაღებაც ვერ მოახერხა ისე მოაბრუნა უკან ბაღათურიამ , მკლავებზე უჭერდა ხელს და გაგიჟებული მზერით უყურებდა
-ახლა მე წავალ, ქორწილამდე ერთი კვირით ადრე დავბრუნდები .შენ კი უკვე გამოფხიზლებული დამხვდები და მიხვდები რომ იმ დღიდან მე მეკუთნი როცა პირველად დაგინახე , შენი ნებით, რომ დამიკაკუნე კარზე და გართობა ჩამიშალე მაშინ უკვე მახეში იყავი ! შეიგნე რომ ისე იქნება როგორც მე მინდა და გააკეთე ისე რომ ის მინდოდეს რაც შენ გინდა - ტუჩებზე ეძგერა და ისე აკოცა სულ მთლად გამოაცალა ძალა სხეულიდან. შემდეგ ცივად მოშორდა და წავიდა
ერთი კვირა რომ გავიდა და მისი ხმაც არ ჰქონდა გაგებული უკვე ჭკუაზე აღარ იყო. უამრავი საქმე ჰქონდა, არ აძლევდნენ მოსვენებას. ლიზას კაბის ესკიზი დაახატინა, მკერავს შეუთანხმდა, დიზაინერი მუშაობდა და ყველაფერი წამებზე იყო გათვლილი. არ იცოდა სად იყო ბაღათურია, მშობლებმა არ იცოდნენ. ცოტნე და ერეკლე არაფერს ამბობდნენ. ანალიზების პასუხები გაიგო , ყველაფერი ისე იყო როგორც ბათუ ეუბნებოდა ,მაგრამ ისეთი რეაქცია ჰქონდა თითქოს არც კი ადარდებდა ეს ამბავი. რეალურად სხვა რამ რომ ყოფილიყო მაინც გაჰყვებოდა და ეს ფაქტი აგიჟებდა, ის უნგრევდა ფსიქიკას რომ ამ კაცზე დამოკიდებული იყო. დამოკიდებულება კი ერთ კვირაში იგრძნო, გაიაზრა ყველა მისი ქცევა, ყველა მისი გამოხედვა სიტყვა და ყველაფერზე დასკვნა დადო. თითქოს დრო ჰქონდა გამოყოფილი ბაღათურიას და ყველაფერი წინასწარ გათვალა. ერთდროულად დაამშვიდა ანალიზებით და მიახვედრა რომ ყველაფერი რასაც აკეთებდა უაზრობა იყო,უბრალოდ თავის მართლება ან მიზეზის ძებნა ქორწილის ჩასაშლელად.
ქორწილამდე ზუსტად 8 დღე იყო დარჩენილი, ქალაქში ყველაფერი იწვოდა.მუშაობა დაასრულა და თავის მოწესრიგებაზე იყო გადასული. დადიოდა სალონებში სხვადასხვა პროცეურებზე ანჩო , ლიზას პარტნიორობით თითქმის ყოველ საღამოს კლუბში ატარებდა. ვერ იჯერებდა ამდენი ხანი როგორ გაძლეს გიორგიმ და ლიზამ,სულ ფიქრობდა რომ ელიზაბეტი რაიმე სიგიჯეს ჩაიდენდა და იჩხუბებდნენ.ისინი კი ისე უგებდნენ ერთმანეთს თითქოს ერთი ტვინით აზროვნებდნენ. ანჩო ა ზურა ჩვეულებრივად იყვნენ ისე როგორც ადრე , უბრალოდ ანჩო კოცნით ახრჩობდა ზურიკოს. ეს რა თქმა უნდა ორმხრივი იყო ,მაგრამ ანჩო მაინც მოსიარულე ცეცხლად დარჩა.
ერთ-ერთი კოლეგის წვეულებაზე იყო მიწვეული, იქ იმდენი ცნობილი სახე და მისი წრის წარმომადგენელი იქნებოდა ამ ღონისძიების გამოტოვება არ შეეძლო . განსაკუთრებულად მოემზადა და ანჩო ზურას თანხლებით გაემართა რესტორანში. ყველაფერი მაღალი ხარისხით იყო შესრულებული, კლასიკური მუსიკა, საუბრები ეკატერინეს საყვარელ თემებზე და ყველაფერი ის რაც მისი იყო.
-შენ ვერც კი წარმოიგენ ვინ ვნახე - ანჩო აჟიტირებული ჩანდა
-თუ არ მეტყვი რა თქმა უნდა ვერ წარმოვიდგენ
-მეთიუ ... მეთიუა აქ და აი ამ წამს შენკენ მოემართება -გააზრებაც ვერ მოახერხა ისე მიუახლოვდა ყოფილი თაყვანისმცემელი და მის წინ დადგა. თავაზიანად მოიკითხა ჩვეული ფლირტის ელემენტებით გაჯერებული საუბარი დაიწყეს.ეკატერინე ისე იყო სებოჭილი თითქოს ეკლიანი მავთულხართები იყო მის ირგვლივ ,სულ ოდნავადაც რომ შერხეულიყო დაიღუპებოდა. საცეკვაოდ რომ გაჰყვა და მისი ხელი წელზე შეეხო უფრო ცუდად იგრძნო თავი, თავიდან არაფერს აქცევდა ყურადღებას.უბრალოდ საუბრობდა,მაგრამ ბოლოს იმდენად ცუდად იგრძნო თავი ხელიდან დაუსხლტა კაცს . აივანზე იდგა და ხედს უყურებდა გვერდით რომ დაუდგა მეთიუ
-რატომ არ მითხარი დანიშნული თუ იყავი?
-მალე ქორწილი მაქვს
-შენი საქმრო სად არის? მაინტერესებს როგორია
-საქმიანი ვიზიტით იმყოფება საზღვარგარეთ
-რას საქმიანობს? მეცნიერია? ვიცნობ?
-ბიზნესმენია ...
-უკაცრავად?- ისე ჩაიცინა თითქოს რაღაც საოცრება უთხრა .ეკატერინემ როგორც კი შეამჩნია მისი რეაქცია მაშინვე ბრაზით აივსო თითქმის მოთმინება დაკარგა- გამაკვირვე...ვაჭარს მიჰყვები? კარგად ხარ ნამდვილად?
-შესანიშნავად, უკეთესად არასროს ვყოფილვარ. მოუთმენლად ველი ქორწილის დღეს რათა დავრწმუნდე რომ ნამდვილად ჩემი ქმარი გახდება მისი მსგავსი პიროვნება! უკაცრავად შენი კომპანია უკვე მომბეზრდა !- ცივად მიახალა და ხელით ანიშნა დამტოვეო
-ეკატერინე - ყბაჩამოვარდნილი უყურებდა კაცი, მსგავსი სიუხეშე კატერინასგან წარმოუდგენელი იყო -იმედია სასმელმა იმოქმედა და ხუმრობ. აქ შენ გამო დავბრუნდი მე როდესაც მივხვდი რომ მჭირდებოდი დავბრუნდი. შენ კი შენ ვაჭარ და ვიღაც მდაბიო კაცს მიჰყვები? აქამდე ვფიქრობდი რომ ძნელი იქნებოდა შენი დაბრუნება ახლა კი ზუსტად ვიცი რომ კონკურენციისაც კი არ უნდა მეშინოდეს
-მეთიუ შენ შეჯიბრების მონაწილეთა სიაშიც არ განიხილები. არც არსებობს მონაწილეები ერთადერთია და მას მე ცოლად მივყვები - მაქსიმალურად ეცადა სიმშვიდის შენარჩუნებას და იქედან წამოვიდა .თითქოს გამოიქცა, ამის ყოველთვის ეშინოდა. ყველას მსგავსი რეაქცია ექნებოდა და უარესი როდესაც მოისმენდა ბათუს საუბარს, მის შეხედულებებს და გაიგებდა რომ შეხება არ ჰქონდა ეკატერინეს გარემოცვასთან. იცოდა ,ელოდა ამ დღეს მაგრამ სულ სხვა რეაქცია წარმოედგინა, არ ეგონა თუ გაბრაზდებოდა ეგონა შერცხვებოდა, ინანებდა, უკან დაიხევდა თავს დამცირებულად იგრძნობდა ახლა კი ბრაზობდა, ჭკუიდან იშლებოდა ბათუს შეურაცხყოფის გამო.
სახლში ისე დაბრუუნდა სიტყვაც არ უთქვამს,გააგიჟა ანჩო . აივანზე იჯდა შუაღამემდე, ფიქრობდა და დასკვნების რაოდენობაც იზრდებოდა. გამთენიისას დაურეკა ერეკლეს . არც კი ელოდა ისე სწრაფად უპასუხა დადვანმა
-ეკატერინე მშვიდობა გაქვს?
-ვიცი რომ იცი სადაც არის ბაღათურია, ისიც ვიცი რომ უკავშირდები . ახლავე დაურეკე და უთხარი დაბრუნდეს თორემ მის საკუთრებას ასე დარწმუნებით რომ მიითვისა , სხვა დაიკანონებს- უთხრა და მანამ გაუთიშა სანამ ერეკლე პასუხს ეტყოდა. არც კი უფიქრია, არც ნორმალურად უაზროვნია ეს საუბარიც სრული კატასტროფა იყო მისთვის მაგრამ არ ადარდებდა. სრულიად დარწმუნებული იყო რომ დროზე ადრე დაბრუნდებოდა ბაღათურია,მაგრამ სულ ტყუილად. ერთი ზარიც კი არ განუხორციელებია ბათუს. სამაგიეროდ მეთიუ იყო ყველგან, მაინცადამაინც იმ დროს გამართა ყველამ შეკრებები და წვეულებები.
მაგიდასთან იდგა , შამპანიურს მიირთმევდა და ცდილობდა ზრდილობის ფარგლებში მოეშორებინა მეთიუ რადგან ირგვლივ სხვებიც იყვნენ. მეტიუს კი არაჩვეულებრივად გამოსდიოდა საუბარი ,იმდენად დახვეწილი იყო რომ ყველას თავბრუს ახვევდა. ეკატერინეს კი ისე ურევდა გულს მისი სიტყვები თითქოს აქამდე არც მოუსმენია მისთვის . ისე წავიდა ბინისკენ დარწმუნებული იყო რომ მეტჯერ აღარ მივიდოდა მსგავს ღონისძიებაზე. რამდენიმე ჭიქა სასმელისგან გაბრუებული მიაბიჯებდა, კარი გააღო და საჯდომით მიხურა. მისაღებისკენ დაიძრა, მაგრამ შუქის ანთება ვერ მოასწრო ისე მიეყინა ადგილზე . სურნელი ტრიალებდა ირგვლივ, თვალები დახუჭა და კედელს თავი მიადო ,ბაღათურიას სურნელი იყო ყველგან . ირგვლივ მიმოიხედა და პირდაპირ აივნისკენ წავიდა, ზურგით იყო მიყრდნობილი მოაჯირს და ეწეოდა.ისე მშვიდად იდგა თითქოს არც წასულა,თითქოს იქ უნდა ყოფილიყო იმ სახლში, იმ აივანზე . კატო რომ შევიდა ჩაიცინა კვამლი პირიდან გამოუშვა და თვალები დააწვრილა . ქვემოდან უყურებდა ეკატერინეს და ღიმილს არ იშორებდა . ხელები ოდნავ გაშალა და თავი გვერდით გადასწია ,თითქოს კატოც ამას ელოდა ისე სწრაფად გადალახა მანძილი ,მის მკლავებში ჩაიმალა .სახე მის ყელში ჩამალა და გაირინდა, სიტყვა არ უთქვამს საერთოდ არაფერი. სიგარეტის სუნიც კი არ მოქმედებდა, თავს მშვიდად , დაცულად და კომფორტულად გრძნობდა. ბაღათურია მკლავებს არ აშორებდა შემდეგ ტუჩებმა საერთო წერტილი იპოვეს, ისე კოცნიდა ეკატერინე თითქოს სასიცოცხლო ძალას იღებდა მისი ბაგეებისგან. ..
ყველაფერი იმდენად ემოციური აღმოჩნდა ეკატერინესთვის რომ დილით გაღვძებულს აღარც კი სჯეროდა რომ წინა ღამით მომხდარი სიმართლე იყო. თვალები სწრაფად გაახილა და გვერდით მძინარე ბაღათურია რომ დაინახა შვებით ამოისუნთქა, საერთოდ არ ფიქრობდა და არც წუხდა. უბრალოდ სურდა ჩახუტებოდა, აი ასე მძინარე საქმროსთვის მოეხვია ხელები და ძილი გაეგრძელებინა. თავი შიშველ გულ-მკერდზე დაადო და თვალები დახუჭა.
ზარის ხმამ გამოაფხიზლა,თვალები გაახილა და გვერდით მიიხედა. ბათუ იქ აღარ იყო, სწრაფად წამოდგა და ხალათი მოიცვა. თმები შეიკრა და დერეფანში გავიდა. კართან ზურგით მდგომი ბაღათურია რომ დაინახა გაეღიმა,მაგრამ მის წინ მეთიუს რომ შეხედა სახე მოექუფრა. არ ესმოდა რას ეუბნებოდა ბათუს,მაგრმა კარგად გაიგო როგორ შებრუნდა,უთხრა შეგიძლია მისაღებში დაელოდოო და წავიდა.
გაბრაზდა,საშინლად გაბრაზდა, გაცოფებული იცვამდა. შემდეგ მეთიუსთან გავიდა
-როგორ ხარ?
-აქ რას აკეთებ?
-ის ბიჭია შენი საქმრო? არ იცის ვინ ვარ?
-და ვინ ხარ?- გაღიზიანებული იყო, არ ჰგავდა საკუთარ თავს
-ეკატერინე იმ კაცს იცავ რომელიც არც კი ეჭვიანობს შენზე? სახლში კაცი დაგიტოვა და წავიდა
-ეჭვიანობა უნდობლობას ნიშნავს, მან კი კარგად იცის რას გავაკეთებ - ეს ყველაფერი გაუაზრებლად თქვა ,მაგრამ შემდეგ მიხვდა რომ სიმართლეს ამბობდა.ისევ გაეღიმა
-რატომ იღიმი?
-უამრავი საქმე მაქვს...შენთან სასაუბროდ დროს ვერ დავხარჯავ! იმედია წასვლამდე აღარ შევხვდებით
ბათუსთან გავიდა, ბატონი სააბაზანოში იყო .პირსახოც მოხვეული გავიდა იქედან და კარადისკენ დაიძრა. მეორე პირსახოცით თავი გაიმშრალა და ჩაცმა დაიწყო
-ასე მალე დაგტოვა სტუმარმა? -იცვამდა და არც უყურებდა
-მითხარი რომ არ იცი ვინ იყო
-ვიცი მერე ? -შარვალი ამოიცვა და ისე შებრუნდა
-იცი და მაინც დატოვე სახლში სადაც ნახევრად შიშველი საძინებელში ვიწექი?
-ვერ ვხვდები რა გინდა ...უნდა ვცემოდი შენ როგორ გიყვარს ჩემი საცოლე-თქო? რა მიზეზით მაგ ჭიაყელამ რა უნდა გააკეთოს ისეთი მე რომ გავბრაზდე ან შენ რომ ღალატისკენ მოგიწოდოს. ისე ეგ შენი საყვარელი იყო ოდესმე ?
-დავუშვათ იყო
-ახლა ვხვდები რატომ არ ამბობ ქორწილზე უარს...მაგასთან სექ*ის შემდეგ ჩემზე როგორ იტყვი უარს
-გინდა გამაგიჟო...დამცინი
-მიხვდი? რა მიღწევაა ..უცებ ჩაგიცვამს - მიუახლოვდა და პერანგის ღილები გაუხსნა -ცუდადაა შეკრული - თითები მკერდზე გადაუსვა და აცახცახებულ კატერინას ტუჩეი მიაწება ახურებულ კანზე - ხვდები რომ ჩემ გარდა ვეღარავის იტან ?
-შენ რატომ ხვდები ამას...თვითკმაყოფილება შეგიწირავს-თვალები დახუჭა და თავი უკან გადასწია
-შენ არ ხარ ის ქალი ვინც ასე უბრალოდ დაიწყებს კაცთან ურთიერთობას...მითუმეტეს ორთან ერთად . შეუძლებელია რომ მიღალატო -კოცნით მუცლამდე ჩავიდა შემდეგ კაბის ელვა გახსნა და ქვედაკაბა წამსვე გაჩნდა იატაკზე -შენ ჩემი ხარ , ეს ორივემ ვიცით
-დათა-კვნესა წასკდა და ტუჩები ერთმანეთს დააჭირა-ამიტომ არ დაბრუნდი ერეკლემ რომ გითხრა?
-მხოლოდ სულელები ეჭვიანობენ - საწოლზე დააწვინა და ზემოდან მოექცა
-ზურას რომ დაარტყი?
-მაშინ სხვა სიტუაცია იყო
-შიშველი რომ იყო?
-არა ! შენ არ იცოდი რომ ჩემი იყავი - კოცნისას გაიღიმა და ქვემოდან ახედა
-დათაა
-ჩშშ - ვნებიანად დაუკოცნა ბაგეები და ხელები თავთან გაუკავა -დათას ნუ მეძახი თორემ ჭკუიდან ვიშლები
-დამცინი ხო? ჭკუიდან შენი საცოლის თაყვანისმცემლები არ გშლის და დათას რომ გეძახიიი ღმერთო მანდ ნუ მკოცნი ... ასე ასე როგორ შეგიძლია
-აშკარაა რომ უნდა გაჩუმდე!
- მგონი შევიშალე-თავი უკან გადასწია და მთლიენად მიენდო
-ნეტავ
დაქანცულები იწვნენ საწოლზე.ბათუს მის მუცელზე ედო ლოყა და ქვემოდან უყურებდა თვალებდახუჭულს.მისი გულისცემა ესმოდა, უყურებდა მკერდს რომელიც სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა და საოცრებას განიცდიდა. ტუჩები მიაწება იქვე და შემდეგ ენისწვერი გადაუსვა
-აბა?
-რა
-გეყო თავისუფალი დრო ფიქრისთვის?
-მართალი ხარ...ჯერ არ ღირს ბავშვის გაჩენა ,თუმცა იმდენად მაღალია აქტიური ტოზოიდების რიცხვი რომ ... ასეთი ჯანმრთელი როგორ ხარ?
-ცხოვრებაში სიამოვნებას ვეძებ ...პრობლემებს არ ვაბუქებ და წესებს არ ვცნობ
-რთული ხარ
-ვიცი
-ხანდახან მგონია რომ ვერასდროს გაგიგებ... ვერ გაგიცნობ
-მე კი დარწმუნებული ვარ რომ ერთაერთი ქალი იქნები ვინც გამიცნობს ...ახლა კი დროა წავიდეთ თორემ დაღამდება მალე
-სად უნდა წავიდეთ?-წამოჯდა და ბათუს გახედა -დათაა
-ნუ მეძახი ეგრე-თქო - სააბაზანოდან დაუძახა -არ მოხვალ?
ზეწარი მოიშორა და სააბააზანოში სრულიად შიშველი შევიდა. გვერდით დაუდგა ბაღათურიას და თვალები დახუჭა
-ადგილი უნდა განახო სადაც სახლია
-რომელი სახლი
-სადაც ვიცხოვრებთ- თითებს მის სხეულზე დაატარებდა .კატოც ქაფიან ხელებს უსვამდა გულმკერდზე,უცებ გაუფართოვდა თვალები
-სახლი როდის შეარჩიე...არ მინდა
-აბა აქ ვიცხოვროთ?
-აქ ერთ დღესაც არ გავატარებ შენი ცოლის სტატუსით
-მეც ასე ვიფიქრე და ახლა სახლებს გაჩვენებ
-არ მინდა... არცერთო მომეწონება.სახლი სადაც უნდა ვიცხოვრო სავარაუდოდ რამდენიმე ათწლეული და ჩემი შვილიც იქ უნდა გაიზარდოს სრულად უნდა ექვემდებარებოდეს ჩემს სურვილებს. აშენება მინდა ...ამიტომ იპოვნე მიწა სადმე ნორმალურ ადგილას და შენება დავიწყოთ... გპირდები გავითვალისწინებ ეკონომიურ შესაძლებლობებს სასახლე არ მინდა
-ჩემთვის არააქვს მნიშვნელობა ამ დეტალს ,დრო რომ დასჭირდება ამაზე რას იტყვი . წლები დასჭირდება ყველაფრის მოგვარებას
-ჩემთან იცხოვრე
-გამორიცხე !
-შენებთან ვიცხოვ...
-არც კი დაასრულო! 17 წლისაც არ ვიყავი რომ წამოვედი იმ სახლიდან ახლავე ნუ აურევ ყველაფერს
-სახლი მინდა ჩემი გემოვნებით...სუფთა გარემოში და არავითარი სხვა ემოციით. ყოველი დღე რაღაცას უნდა მახსენებდეს...სხვისი ისტორიის მატარებელი სახლი არ მინდა
-სახლი ვიყიდოთ ...ცოტა ხნით იქ დავრცეთ სანამ ავაშენებთ
-შენ რა ნავთობმაგნატი ხარ?
-იმ სახლს ისევ გავყიდით ,რა პრობლემაა
-შენს ბიზნესს კაპიტალი არ სჭირდება?
-ჩემს საქმეებში ნუ ერევი...მოიქეცი ქერა ცოლივით და მხოლოდ საკუთარ სურვილებზე იფიქრე
-ვის ელაპარაკები გავიწყდება? ასე იცით ადამიანებმა როგორც კი გაგიღიმებთ და დავტკბებით მაშინვე გგონიათ რომ შევიცვალეთ
-არქიტექტორი მჭირდება - პირსახოცი მოიხვია და ეკატერინეს გახედა-რა
-გიორგის ხომ არ ვიცნობთ შესანიშნავ არქიტექტორს?
-გამორიცხულია... რომ აბარებდა ვუთხარი არასდროს აგაშენებინებ სახლს-თქო
-და ახლა იმიტომ უნდა ვეძებოთ სხვა რომ ის დაგცინებს?
-რა თქმა უნდა არა ... სულ მაინტერესებდა ამხელა თმას როგორ იშრობდი .გინდა დაგეხმარო?
-ვერ ვიტან თმაზე რომ მეხებიან ... ისიც იკმარე რის უფლებასაც გაძლევ და მორჩი ამ რომანტიკულ გამოხტომებს
-რომანტიკული რა არის გაწუწულ თმას რომ გაგიშრობ ის? მე წავედი აივანზე ვიქნები მოვწევ და მერე წავიდეთ გიორგისთან
-მიწა რომ არ გვაქ როგორ დახაზავს
-ვინ გითხრა რომ არ მაქვს?
..............
ლიზიკომ კარი რომ გააღო და წყვილი დაინახა კივილი დაიწყო
-ბათუუუ როგორც იქნა დაბრუნდი...ჩამომიდნა და ნერვიულობით ასე როგორ შეიძლება მოქცევა?
-ელიზაბეტ გიორგი სახლშია?- ეკატერინემ მკლავში ჩაავლო და ბათუს მოასორა
-კიი სახლშია ზემოთაა კაბინეტში რაღაც საქმე ჰქონდა ...აქეთ წამოდით
გიორგი მალევე ჩამოვიდა , ბათუს მოეხვია .ლიზიკომ არ აცადათ საუბარი და მაგიდა გააწყო თკბილეულობით სასმელებით და მერე ამოისუნთქა. ბოლოს რომ გაიგეს რაც სურდა წყვილს კაბინეტში გადაინაცვლეს. გიორგის მოხაზულობა გააკეტებინეს და ეკატერინეს სურვილები ფურცელზე გადაატანინა.
-რა გამოდის რომ ის შენი ბავშვის ამბავი ასე მარტივად გადაიფიქრე?
-არ გადამიფიქრებია ელიზაბეტ,უბრალოდ გადავდე. მე მინდა რომ ნორალური შვილი მყავდეს, ჭკვიანი,მშვიდი და ჯანმრთელი . ჯანმრთელი იქნება რადგან ჩემდაგასაოცრად დათის არაფერი სჭირს ,როგორ მოახერხა არ ვიცი ...პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონია
-ამოისუნთქე
-ვსუნთქავ
-იცი რა ჩქარა საუბრობდი?
-ნუ დამცინი..თავი უცნაური მგონია
-უცნაური ხარ მთელი ცხოვრებააა ...ე.ი სახლს აშენებინებ. რა გამოდის რომ ასე ერთმანეთს უბათილებთ სურვილებს?
-რომ დავფიქრდეთ ასე გამოდის მაგრამ გეგმა არ მქონია ...არც შეთანხმება და მგონი ასე უფრო მარტივია ,როცა თავისთავად ხდება რაღაც
-მეთიუ საწვიდა?
-რა იყო ახლა ეს...რომ არ გაგეხსენებინა მოკვდებოდი?
-ბათუმ ნახა?
-სახლში დამიტოვა..რეაქცია არ ჰქონია. იმდენად მიცნობს რომ იცის არ ვუღალატებ
-ის იცის რომ მასთან ქორწინებას გადაიფიქრებ და იდეალურ კაცში არ გაცვლი?
-იდეალურია...თავის მხრივ მაგრამ მაინც
-ამას შენ ამბობ?
-მგონი ვთქვი უკვე ...ახლა კი წავედი .კაბა უნდა ვნახო ,იმედია ისეთი იქნება როგორც დახატე თორემ გავგიჟდები ! გუშინ რომ გირეკავდი რატომ არ მიპასუხე?
-საქმე მქონდა- თვალები უბრჭყვიალებდა
-ისე ნუ მიყურებ ...ვიცი რომ გიორგი სახლში არ იყო
-ვაიმე სხვა საქმე მქონდა...მიდიოდი შენ !
კაბა ზუსტად ისეთი გამოდიოდა როგორიც სურდა. ყველაფერი ათასჯერ შეამოწმა ქორწილამდე და სახლის სრული გეგმაც იხილა. გაოცებული დარჩა ერთ დღეს ბათუმ რომ უთხრა ბაღათურიების სახლში საცხოვრებლად მოემზადე და დაიმახსოვრე რომ ჯერ ჩემი ცოლი ხარ და შემდეგ მათი რძალიო. არ უკითხავს რატომ შეიცვალა აზრი, მაგრამ ფაქტი იყო რომ ბაღათურია ასე უბრალოდ და უმიზეზოდ არაფერს აკეთებდა.
........................
-ჩაალაგე ?- როგორც ყოველთვის ახლაც მოულოდნელად დაადგა ყელში აკოცა და შემდეგ მიუჯდა გვერდით
-ერთხელ დამახრჩობ ... - წვენის ჭიქა დადო და ბათუს გახედა- მართლა გადავდივართ?
-დღეიდან სიტყვა მართლა ლექსიკონიდან ამოღებულია
-რა კარგ ხასიათზე ხარ
-რამდენიმე დღეში ცოლს ვირთავ და ...გინდა დაგპატიჟებ
-სახლში მე მიგყავარ და ცოლად სხვას ირთავ? გინდა მინისტრის ხელში ჩამაგდო?-თავადაც კარგ განწყობაზე იყო, მოდუნებული და მშვიდი
-რაოო ვიხუმრეთო?- თმა ყურს უკან გადაუწია და ყბაზე აკოცა- კარგი გოგო ხარ
-გოგო არ ვარ...კარგი რატომ ვარ?
-თმა რომ გაშლილი გაქვს იმიტომ ხარ კარგი ... ბარგი მალე შეკარი ქორწილის დღეს იქ უნდა იყოს
-არ მითხრა რომ იქ წავალთ
-ტყუილად შეიცხადე...იქ ისეთი სქელი კედლებია ხმა არც გადის არც შემოდის . იქ არ წავალთ პირდაპირ გავფრინდებით სავარაუდოდ
-ჰაერში თუ გვექნებოდა ქორწინების პირველი ღამე რატომ არ ვიცოდი?
-პირველი ღამე არ გვექნება და ცოტა განსხვავებული და დასამახსოვრებელი ხომ უნდა იყოს...არ მითხრა უკვე მქონდა თვითმფრინავში სექ*იო - თავი უკან გასწია და გაოცებული სახე მიიღო. ეკატერინეს ისეთი სახე ჰქონდა ბათუმ ხმამაღლა ჩაიცინა- ე.ი ყველაფერი გარკვეულია მე წავედი
-წინა საქორწილო წვეულებას აკეთებს შენი მეჯვარე? მეჯვარე ჩამოვიდა საერთოდ?
-წვეულებას ერეკლე აკეთებს და მეჯვარე ჩამოვა ამ ღამით ...ხვალ გაგაცნობ ან ამ ღამესვე .გააჩნია როგორ ხასიათზე იქნება
-როგორ ხასიათზე უნდა იყოს
-რომ ნახავ თავად მიხვდები..წავედი- მოწყვეტით აკოცა ტუჩებში და ისე წავიდა როგორც მოვიდა.
ეკატერინე წიგნებში ჩაფლული იჯდა ტელეფონის ხმა რომ გაიგო, სათვალე მოიხნსა და წიგნებშორის მობილურის ძებნა დაიწყო.როგორც იქნა იპოვნა და უპასუხა
-სად ხარ ამდენ ხანს რომ არ მიპასუხე
-ვკითხულობდი .. რა ხდება?
-კიდე მე მეკითხბეი გოგო? ორი საათია გირეკავ და არ მპასუხობ ! დაჩი ჩამოვიდა და საღამოს კლუბში მივდივართ- აღელვებული ჩანდა , მაგრამ მისი დანახვისას დამშვიდდა
-აუცილებლად უნდა წამოვიდე? ხვალ გავიცნობ
-შეეცადე რამე ისეთი ჩაიცვა დედაჩემში რომ არ აერიო დაჩის და ქორწილიდან არ გამიტაცოს...გამკეთებელია იცოდე
-იდიოტი- გათიშლ მობილურს დახედა. გარეთ უკვე დაღამებული იყო,ყოველთვის ასე ეფლობოდა წიგნებში. ჯერ დალაგება დაიწყო ,შემდეგ თავის მოწესრიგებას შეუდგა ამ ხნის განმავლობაში იმდენჯერ დაურეკა ბათუმ ხან თავად ეშლებოდა ნერვები ხან იქეთ აგიჟებდა ბაღათურიას. ბოლოს მანქანამდეც მიაღწია და კლუბშიც მივიდა. კლუბის განათებამ, კვამლმა და ხმაურმა გონება გაუთიშა. წამში შეათვალიერა გარემო და ნაცნობი სახეები შეამჩნია. ბაღათურიამ აბარებულივით გაიხედა კატოს მიმართულებით და თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა ერისთავი. შემდეგ წამოდგა და წელზე მოხვია ხელი
-რომ გეთქვა მოვდივარო არ შეგეძლო?- აკოცა და დაბოხებული ხმით ჩასჩურჩულა ყურში
-მთავარია აქ ვარ...
-ასე ეშმაკურად რომ იღიმი ვგიჟდები -უცებ თქვა და მაგიდასთან მჯდომ ბიჭს გახედა.ეკატერინემაც მისი მიმართულებით გადაიტანა ყურადღება და ნერწყვი ძლივს გადააგორა ორმეტრიანი დაკუნთული კაცის დანახვისას, სახეზე მკაცრი გამომეტყველება აეკრა და წარბშეკრული იჯდა თუმცა რომ წამოდა და ხელი ჩამოართვა ოდნავ გაიღიმა
-დაჩი გაიცანი ჩემი მომავალი მეუღლე ეკატერინე
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, იმედია ნამდვილად იმსახურებთ ბათუს -ისეთი ხმა ჰქონდა და ისეთი გამოხედვა ბაღათურია მასთან შედარებით კამფეტს ჰგავდა. ეკატერინემ სიტყვა ვერ უთხრა ეშმაკურად მოცინარ ბაღათურიას აუბრიალა თვალები
-ვნხავთ დაჩი ... დრო გვაქვს მაგისთვის რომ გავიგოთ ვინ ვის იმსახურებს- ბათუმ ძმაკაცს მხარზე ხელი დაარტყა და სემდეგ კატერინას გაუძღვა თავისი ადგილისკენ- გთხოვთ მადმუაზელ
-ბარბი როგორ ხარ?- როგორც კი დაჯდა მაშინვე გაუღიმა გოგოს, დიდი ხანი იყო გასული ბოლო შეხვერიდან და გაუხარდა მისი იქ ნახვა. თანაც საკმაოდ კარგ განწყობაზე იყო, კოქტეილის ჭიქაც ეჭირა და აშკარად არ იყო პირველი
-კარგად ჩემო კარგო შენ როგორ ხარ? აბაა მზად ხარ ქორწინების მძიმე ჯაჭვის სატარებლად თუ ჯერ კიდევ არის ქორწილის ჩაშლის საშიშროება- სიცილით უთხრა ჩუმად და თვალი ჩაუკრა
-ერეკლეე შენი ცოლი ჩემს საცოლეს ამხედრებს და ვატყობ გადაიმტერებს საყვარელ მეჯვარეს -ბათუს რა გამოეპარებოდა წამსვე დაიჭირა ბარბის სიტყვები და სხვათაშორის ჩაილაპარაკა
-მე შენთვის ვამბობ... მეცოდები ერეკლეს ბედის გასაზიარებლად, რომ მიყვარხარ და ვგიჟდები შენზე იმიტომ ვამბობ - ხელები ოდნავ გაშალა და ისე გაიცინა ბათუმაც ვერ შეიკავა თავი. ბავშვურად საყვარელი იყო ოდნავ შემთვრალი,თვალებჟუჟუნა გოგო რომელიც ერეკლეს თავგზას ურევდა. კი ცდილობდა ყურადღება არ მიექცია და დაჩისთან საუაბრი განეგრძო მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.სხეული ეწვოდა ისე უნდოდა მოხვეოდა და მთელი სახე დაეკოცნა მისთვის. ყოველთვის აგიჟებდა სურვილი და ღმერთმა იცის როგორ იკავებდა თავს,რა გზით გადაჰქონდა ყურადრება.
კარგად ერთობოდნენ, საუბრობდნენ. ერეკლე იხსენებდა ამბებს მერე ცოტნეც შეუერთდდა და ათასი რამ მოყვეს . ეკატერინეს არ გამორჩენია ის ფაქტი რომ ყველაფერს ზედაპირულად ყვებოდნენ, არ უხსენებიათ დაჩის პროფესია და საერთოდ მათი გაცნობის ამბავი .აშკარა იყო ბიჭი მათი კურსელი ან კლასელი არ გახლდათ.
ელიზაბეტი და გიორგი ცეკვავდნენ , ბარბარეც წავიდა და გაიყოლა ერეკლეს მზერა.მარტო ცეკვავდა ქალბატონი და ერეკლეს უყურებდა,თითქოს განგებ იწვევდა. დადვანი კი ვისკის ჭიქას უჭერდა თტებს და ყლუპ ყლუპობით სვამდა ალკოჰოლს.
-ასე უყურებ ახლა თუ ადგები - ეკატერინემ მხოლოდ ეს გაიგო ბათუს ნათქვამიდან და შემდეგ ერეკლე დაინახა როგორ აეკრო სხეულზე მოცეკვავე ცოლს. იმდენად განსხვავებული წყვილი იყო რაღაც ტროპიკული ,უცხო და საოცარი.
-ეს კაბა მომწონს-კაბის ჭრილში იმდენად მარტივად გაიკვალა გზა ბაღათურიას თითებმა რომ რეაგირება ვერ მოახერხა ეკატერინემ. ყურში ეჩურჩულებოდა და იქვე კოცნიდა - ხშირად ჩაიცვი - თითები მოშიშლებულ ბარძაყზე ასრიალა და ისე უცებ მოუჭირა კატომ ღრმად ამოისუნთქა კვნესამდეც არ აკლდა ბევრი.კიდევ კარგი ხმამაღალი მუსიკა იყო და ახლოსაც არავინ იჯდა. დაჩი გასული იყო სხვები კი ცეკვავდნენ
-დათაა
-რა დათა , მაბრაზებ! - ხელისგული ისე მიაჭირა ბოქვენის ძვალზე კატოს თვალები გაუფართოვდა, ფეხების შეტყუპება სცადა,მაგრამ არაფერი გამოუვიდა . მხოლოდ ირგვლივ მიმოიხედა რომ დარწმუნდა არავინ უყურებდა და სიტყვის თქმა ვერ მოახერხა ისე წამოიკვნესა და ტუჩები კბილებშორის მოიქცია
-ეს..როგორ აქ ...დათა ააა ბათუ ბათუ სირცხვილია..უმსგავსობაა ეს ღმერთო -მაგიდისკენ გადაიწია .ერთი ხელი სავარძელს მოუჭირა მეორე ბაღათურიას მკლავს .გრძნობდა მის ყელში თავჩარგული ბაღათურიას ღრმა სუნთქვას და იმასაც თუ როგორ იღიმოდა
-აი ასე ... კარგი გოგო ხარ -წელზე მოხვეული ხელი უფრო მოუჭირა და ისე აეკრო თითქოს უბრალოდ ეხუტებოდა - ტუჩებს ნუ დაიკბენ... იცოდე დაგსჯი
მთელი სხეული უთრთოდა ,სიამოვნებისგან შეშლილი,ხმაჩავარდნილი და სირცხვილისგან დაფერფლილი გონს მაინც ვერ იკრებდა. ისევ ცხოველური ინსტიქტი ღუპავდა და წინააღმდეგობას ვერ უწევდა. ცოტაც და გ**თავებდა ბაღათურია რომ მოშორდა ,ზურგით სავარძელს მიეყრდნო,წელში გასწორდა და კატოს ისე გახედა.ეკატერინე თვალებანთებული უყურებდა ხელი ისე ჰქონდა სავარძელზე მოჭერილი ძლივს აამოძრავა, კოქტეილის ჭიქა ბოლომდე დაცალა და ბაღათურიას მკლავზე ჩავლებული ხელით მოქაჩა. ისიც ისე წამოდგა თითქოს სწორედ ეს უნდოდა კატერინასგან
-საით წავიდე-პირი უშრებოდა , მთელი სხეული უხურდა და ფეხები უკანკალებდა
-მე მიმათრევ და მე მეკითხები კატერინა?
-შენი აზრით ვიცი სად უნდა წავიდე?
-დაუკმაყოფილებელი უფრო მეტად მაშინებ
-დათაა სად წავიდე !
-ფანტაზია ჩართე ... ისე არაფერი გამოვა . მე მანამდე საპირფარეშოში შევალ თითებზე რაღაც ბლანტი მომედო და უნდა მოვიშორო - მშვიდად უთხრა და სააბაზანოსკენ წავიდა. ეკატერინეს ხელი რომ შეუშვა ისე წაბარბაცდა თითქოს საყრდენი გამოაცალეს.
შემდეგ საპირფარეშოში აღმოჩნდა, ყველაფერი ისე ხდებოდა თითქოს სიზმარი იყო, ან ტვინი აჯერებდა რომ ამ ყველაფერს რეალურად არ ჩადიოდა. აზროვნება მაშინ დაუბრუნდა მაგიდასთან რომ დაბრუნდა და გარურკვეველი სითხე მოსვა
-სად იყავი_თ?- ლიზამ გადაუჩურჩულა და მკლავზე უჩქმიტა
-სუფთა ჰაერზე
-ხოო? მერე სახე ისევ ალეწილი რატომ გაქვს? „ჰაერმა“ არ გიშველა? ღმერთოო მაღალოო ბათუს ძლევამოსილება უნდა ვაღიარო მგონი მართლა შენი ეშმაკად ქცეული ანგელოზია და ჩემს დას აცუნებს - ჩუმად ლაპარაკობდა და იცინოდა -პასუხსაც არ მცემს... არც კი იცავს თავს ისე მოგეწონა არც კი აპროტესტებ ხომ?
-წამოდი ვიცეკვოთ
-ცეკვის თავი გაქვს ქალო?- უცებ შეიცხადა ,მაგრამ სიცილით გაჰყვა .
ლიზასთან ცეკვავდა ,მართალია მასსავით არ იგრიხებოდა ,მაგრამ მაინც საოცრად მიმზიდველი იყო . იმისთვის რომ მთვრალი ახალგაზრდა მიეზიდა. ბიჭმა ხელი ურცხვად მოხვია და ცეკვა დაიწყო. უცებ შეკრა წარბები და ბიჭის მკლავები მოიშორა
-არ გაიქცე რა ვიცეკვოთ...ძალიან ლამაზი ხარ იცი?
-რა თქმა უნდა ვიცი , მაგრამ სხვისი ვარ და თუ გინდა აქედან მრთელმა გააღწიო დროულად მომშორდი- სიტყვები რომელსაც იფიცებოდა რომ არასდროს იტყოდა. გული აერია ისევ ამ ყველაფრის გააზრებისას და ბაღათურიას გახედა რომელიც მშვიდად იჯდა მაგიდასთან დაბრუნებულ ბიჭებს ესაუბრებოდა და სასმელს სვამდა. ისე უყურებდა თითქოს წამოდგომას არც აპირებდა,არც კი ეჭვიანობდა. შებრუნდა , ჩანთა აიღო და წავიდა. მანქანას ისე სწრაფად ატარებდა როგორც არასდროს, ბინაში სწრაფად შევიდა,თითქოს ვიღაცას გაურბოდა და თავი ციხესიმაგრეს შეაფარა. კართან ჩაიკეცა ,ჯერ გაშტერებული იჯდა და ყველაფერს იხსენებდა ,მერე გიჟივით კიოდა და ბოლოს რომ დაიცალა და მიხვდა აზრი არ ჰქონდა ამ ყველაფერს საძინებლამდე მიაღწია. ყველაფერი გაიხადა, იქვე დაყარა და სავსე ჯაკუზში ჩაეშვა. ფსკერისკენ წავიდა და მანამ არ ამოსწია თავი სანამ ბოლომდე არ შეეკრა სუნთქვა. შემდეგ თავი კიდეზე ჩამოსდო და თვალები დახუჭა. დიდხანს იყო ასე თუ არა ისიც ვერ გაიგო,თვალები რომ გაახილა და იქვე ჩამომჯდარი ბაღათურია დაინახა ის შიშიც კი ვერ განიცადა რაც მისი გამოჩენისას სჩვეოდა
-მივხვდით რომ სიამოვნებისთვის ყველაფერი შეიძლება გააკეთო თუ კიდევ გვჭირდება რამდენიმე გაკვეთილი უაზრო სინანულის გასაქრობად - ტუჩებშორის მოქცეული სიგარეტი გააბოლა და თვალებდაწვრილებულმა შეხედა ეკატერინეს
-მეტყვი ამ ყველაფერს რატომ აკეთებ?
-შენ რა ვარაუდები გაქვს -ჩაიცინა და ისევ გააბოლა
-უბრალოდ გინდა დამიმორჩილო,ყველაფერი შეცვალო ჩემს ცხოვრებაში და საკუთარ თავს დააჯერო რომ ყვლისშემძლე ხარ,რაც სისულელე იქნება
-მარტო ერთი ვარიანტი გაქვს?
-ან გინდა რომ ისე მოქცევას შემაჩვიო შენთან ცხოვრება რომ შევძლო და საერთოდ არ გინდა რომ მთლიანად დავკარგო საკუთარი თავი . რომელია სწორი?
-შენი აზრით?
-მე შენ გეკითხები
-გიპასუხებ უბრალოდ მაინტერესებს სწორი პასუხი გაქვთ თუ არა ქალბატონო კატერინაა
-არც იმდენად იდიოტი ხარ და უსუსური პირველი რომ იყოს...მაგრამ არც იმდენად მარტივადაა საქმე როგორც მეორე
-მერე უკვირთ რატომ ხდები შენ ჩემი ცოლი- გაიცინა და კატოსკენ დაიხარა , დაწითლებულ ტუჩებზე აკოცა ჯერ ქვედა ტუჩს უკოცნიდა შემდეგ ზედას ,ბოლოს ორივეს - ძალიან თუ არ მომინდები მეტჯერ ასე აღარ მოვიქცევი,გპირდები ! - სახეზე თითები ჩამოუსვა და ისე შეანათა მწვანე სფეროები თითქოს ბოდიშს უხდიდა-არასდროს ვეცდები სხვებს დაგამსგავსო, შენ შენ ხარ და პირიქით სხვები უნდა დაგემსგავსონ ,მაგრამ მაინც ერთაერთი იქნები.ყველაზე სწორი პასუხი რა არის იცი?- შუბლი შუბლზე მიაბჯინა და ისე თქვა - მე ვარ ავადმყოფი რომელსაც კონტროლს აკარგვინებ
თვალებდახუჭული კოცნის მოლოდინში დატოვა გათიშლი კატერინა და ორი დღე აღარ გამოჩენილა.
.........
-ეკატერინეეეეეეეეეეეეეე გესმის ? გაითიშა მგონი
-კომაში ჩავარდა მგონი ანიკოოოოოო მიშველეეეთ ერთადერთ დას ვკარგააავ...ამის ტვინს გამოიკვლევენ ეგრევე ამოაძრობეეენ გიორგიი მომიყვანეეთ მიშველეეთ
-ელიზაბეტ გეყოფა,რა გაყვირებს?
-ოოჰ მადლობა ღმეერთს- უცებ მოეხვია და მტელი მსახიობური ნიჭ გადმოაფრქვია- დამიბრუნდი..ღმერთოო მაღალო ძლიერი რა მეგონა ამას თუ შეძლებდი,მე შენში ეჭვი შევიტანე ნამდვილი სასწაულმოქმედი ხაარ რას ვფიიქრებდი აბა ვნებისგან დაჩლუნგებულ ეკატერინეს თუ გამოაფხიზლებდი
-გოგოოო მორჩი ამ ამბების აგდახედვას...ყველაფერი რიგზეა გაიგე ბოლოს და ბოლოს..დ.აჟე ცეკვებიც ისე იქნება შენ როგორც გინდა ფაქტობრივა სპექტაკლი იქნება ქორწილი კი არა ...თუმცა საოცრება და მომიყევი მართლას ამბობს ეს ქაჯი თუ ამის აღვირახსნილი ფანტაზიის ამბავია ეს ყველაფერი და გიორგი რომ ვერ აკმაყოფილებს იმიტო აწუხებს ასეთი გიჟობა ამბები და მოლანდებები
-რა გითხრა ასეთი
-რაოოო დაააააა
-ის ვუთხარი შენ და ბათუ რომ გაქრით კლუბიდან და საეჭვოდ ახურებულ,არეულ სიამოვნებისგან გათანგული სახით დაბრუნდი .ჩემი ვარაუდით სადღაც იმ ტერიტორიაზე იმაიმუნეთ შენ რომ სრულიად გულისამრევ, კატასტროფულ,კოშმარულ და შეურაცხმყოფელ ადგილად მიგაჩნია იმდენად დელიკატური და ინტიმნი ამბისთვის
-ბოდავს!
-არაა არ ბოდაავს...მართალი ყოფილა
-საიდან დაასკვენი ანჩო?
-ისე უარყავი და ისეთი სახე მიიღე თითქოს ამ წამს მე კი არ მიყურებდი შენ და ბათუ ჟიმ***
-სოფიოს უნდა დავურეკო ... ჩვენი ოთახის მომზადება დაასრულა თუ არა უნდა გავიგო! წასვლამდე უნდა ვნახო მერე რომ არ მომეწონოს როგორ მოვიქცე- უცებ წამოდგა, სახეზე მიმიკაც არ შეუცვლია თითქოს სიმართლეს არ ეუბნებოდნენ. სადედამთილოს ესაუბრა და შემდეგ ჩანთა აიღო- მე გავალ, ვნახავ ყველაფერს და მალე დავბრუნდები. მანამდე აქ გამოგზავნილ ჩანაწერებს თუ გაახედავთ კარგი იქნება.იქნებ რამე შეცდომაა
-მალე დაბრუნდი ბათუს ნუ დაურეკავ და ნუ მოთხოვ საწოლის გამოცვლას..
-მოიცა შენ არ მითხარი ბათუს ოთახს არ ცვლის სოფიოო?
-ანჩოო მე გითხარი ბათუს ოთახს არ ეხებათქო, სხვა საძინებელს აკეთებს ჩვენთვის !
-იმედია ყველა სხვა ოთახისგან შორსაა და შენი კვნესის ხმას არ გააგონებ განათლების მინისტრსა და მის მეუღლეს.უუიი მართლა შენი სამაზლო კაცი არ ჩანს და სად არის? ცოცხალია?
-ორი კვირის წინ გაფრინდა საქმესთან დაკავშირებით და დაბრუნდება დღეს... ნუ ხვალ ქორწილში იქნება.დავურეკე და მითხრა მაგ ამბავს ცოცხალი თავით ვერ გამოვტოვებო, ჩემი ძმის სახეს უნდა ვუყურებდე თანხმობას რომ განაცხადებსო ...წავედი
სოფიოს ისე უხაროდა სარძლოს ნახვა ეკატერინეც თავისთავად გაღიმებული შედიოდა სახლში, ბათუ ამ ხნის განმავლობაშ არცერთხელ მისულა მათტან. სამაგიეროდ ხშირად ხედავდა როგორ ურეკავდა დედას , ამჯერადაც დაურეკა სოფიოს, ქალს ამ დროს ისე უბრწყინავდა თვალები თითქოს რაღაც სასწაული ბედნიერება წვეოდა. სულ რამდენიმე წუთს ესუაბრებოდა ხოლმე, მოკლედ და კონკრეტულად ბოლოს დააყოლებდა „ნახვამდის დე“ და გათიშავდა. ოთახი მოეწონა , შესაბამისად კმაყოფილი დაბრუნდა ბინაში და ბოლომდე შეამოწმა ყველა დეტალი. ლიზა და ანჩო გააგიჟა ბოლოს .გეგმის მიხედვით ქორწილის წინა ღემ მშობლიურ სახლში უნდა გაეტარებინა. რა თქმა უნდა ასეც მოიქცა, სახლში იყო და საერთოდ არ გეგმავდა გოგონების შეკრებას და სადმე გართობას ქორწილის წინა ღამეს. ანჩოს და ლიზას არსებობა დაივიწყა ,ვერ გაითვალისწინა რომ ის ორი ასე მარტივად არ გაატარებდა იმ ღამეს. სახლის აივანზე იჯდა და ფიქრობდა მომდევნო დღეზე, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მეორე დღეს ახალ ცხოვრებას იწყებდა, თავიდან დაიბადებოდა და სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდებოდა .სამყაროს კი დავით ბაღათურია ერქვა, ბათუ რომელიც ათას თავისტკივილს მოუვლენდა თუ განაგრძობდა ძველი შეხედულებებით ცხოვრებას. ერთადერთ გამოსავალს ხედავდა და ეს იყო ბაღათურიას ტყავში შეძრომა, მისი გადმოსახედიდან ფიქრი და ყველა მისი ცადენილი ქცევის შეფასება. აივანზე გაიგო როგორ დაუძახა ნელიკომ მე და მამაშენი გავდივართო და წვენის ჭიქა ისევ აავსო. დაინახა როგორ გავიდა მამამისის მანქანა და ისევ ზეცას ახედა, ვარსკვლავები ჯერ კიდევ არ ჩანდა,მზე ჩადიოდა ლამპიონები ინთებოდა და მზის შუქს ნელ-ნელა ცვლიდა. ეზოში შესული მანქანა ვერც კი შეამჩნია, სამაგიეროდ ზურგიდან რომ მიეპარა ლიზა და რაღაც მოახვია თვალებზე ეგ კარგად გაიგო
-მე ვაარ..ჩშშ არ დაპანიკდე.შორს არ მიმყავხარ შენ თავს ვფიცავააააარ
-მეც აქ ვარ გეფიცები არაფერს დავაშავებინებ - ანჩოს ხმა გაიგო და ხელების ცეცებით წავიდა სადღაც. სავარაუდოდ ქვემოთ ჩაიყვანეს. დივანზე დასვეს და რაღაც ჩართეს- ქალბატონოო ბევრი ვიფიქრეთ რა უნდ აგაგვეკეთებინა ამ ღამით, კაგრი იქნებოდა ლიზიკოს ამბავი გაგვემეორებინა,მაგრამ შენ ამით ვერ ისიამოვნებდი ამიტომ ზეემოციური და შენთვის შესაფერისი ღამე დავგეგმეთ,არ გაბედო და არ დაიწუნო-ანჩომ განაგრძო სიტყვით გამოსვლა და თვალებიდან სახვევი მოაშორა. დიდ ეკარს შეხედა თვალებისგახელისთანავე და ინსტიქტურად გაეღიმა თავისი თავი რომ ამოიცნო. სულ პატარა იყო , ფოტო შავთეთრი და ძველი იყო მაგრამ კარგა დაუმუშავებია ქალბატონ ფოტოგრაფს
-ქალბატონებო ვინც არ იცით ეს პატარა საყავრელი ბავშვი ეს სერიოზული მილედია... აი ეს შიშველი ბავშვიც ეკატერინეაა და აი ეს ხის ცხენზე რომ ზის და ვეჭვობ ამ დროს დაწერილი იყო მაღლა მისი ამბავი რომ ამ ცხენის მერე ბაღათურიას მოექცეოდა ზემოდან...-ფოტოებს ქალბატონი ახმოვანებდა თან დიდი ემოციით. ეკატერინე კი თვალს არ აშორებდა ეკრანს ,ღიმილით უყურებდა კადრებს. როგორ გაჩნდა უცებ ლიზა და მას მერე ყველა ფოტოში ლიზასთან ერთა იყო . შემდეგ ანჩო გამოჩნდა თავისი გიჟური ფოტოებით. ყველგან საოცარი სახით იყო ,ან ისეთ პოზაში ეკატერინეს გაოცებულის ახე ჰქონდა. ზოგ ფოტოში ემილიც იყო ლიზიკოსთან და ეკატერინესთან ერთად, რამდენიმე ბაკურიანის ფოტოც იყო ბარბისთან ერთად . ლიზა კი არ ჩუმდებოდა და თავის საოცარ გახმოვანებას აგრძელებდა.
-და ბოლოოოოს მე ეს ორიგინალური , ნერვებისმომშლელი და აუტანელი ქალი სიგიჟემდე მიყვარს. რა ვქნა მისი სისხლი მაქვს და ისე მიცქეფს რო შეუძლებელია არ მიყვარდეს!
-მე რატო მიყვარს არ მეკითხები გოგო? სისხლი არ მაქვს მისი მაგრამ კარგად ვიცნობ და ვიცი რა ოქროცაა, ნამდვილი საოცრება ხარ . ნამდვილი ქალი , ჩემი მილედიიი ხარ შენ და მიხარია ის დღე სექტემბრის 20 მიხარია შენ რომ გაგიცნაი აი ის ზუსტად..ახლა ზურიკო რომ იყოს აქ იეჭვიანებდა ...იცის შენ რო უფრო მიყვარხარ
-მეც ძალიან მიყვარხართ ... ჩემო გადარეულებო
-აუუ ახლა ვიტირეეებ რა საყვარლები ხაართ.ერეკლეს უნდა გავეყარო და თავიან გადვაიხადო ქორწილიიი მეც მინდაა ასეთი საღამოო - ბარბარემ წამოიძახა ,ესეც რომ აფრენს ხომ იცით?
-სისულელეა ლიზას ყველაზე მეტა მე ვუყვარვარ! შენც უყვარხრავ,მაგრამ მე მისი ერთადერთი ვარ - ეკატერინეს მოეხვია ემილი და მერე გაიცინა- იმედია საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღე
-ემილიკოოო თქვენ არ იცნობთ ჩემს ბათუს თორემ მაგას არც კი ეტყოდით! მთავარია გაუგოს და არ გააბრაზოს , აი რომ ბრაზდება მერე იმაზე ხისთავიანი ხდება ვიდრე ჩემი ქმარია ყოველწამს ! - ბარბარემ წამსვე დაიცვა ბათუ
ეკატერინეს არაფერი უთქვამს ... ვინ დააცადა ანჩო და ლიზა ტრიალებდნენ. მსუბუქი სასმელი, ტკბილეული ათასი ამბავი და შუაღამემდე ჭოროაბა. შემდეგ წავიდნენ, ბარბის ტასოსთან ეჩქარებოდა,ანჩო და ლიზიკო გაიქცნენ და ემილიკოც გაიყოლეს. სახლში მარტო რომ დარჩა მერე დაფიქრდა, მიხვდა რომ ბათუ ასე მშვიდად არ გაატარებდა საღამოს და წამსვე ისურვა გაეგო მისი ადგილსამყოფელი.
ბაღათურია რა თქმა უნდა მეგობრებთან ერთად იყო. ერეკლემ პრიმიტიული გადაწყვეტილება მიიღო და კლუბის დახურვა გადაწყვიტა. ყველას განუცხადა ხვალ ჩემი ძმაკაცი ცოლს ირთავს და ამაღამ საოცარი დრო უნდა ატარებინოთო.
-შენ *იგ ხო არ გაქ ბიჯო რა ამიყარე ხალხი... თქვენთან ვიქნები ცოტას დავლევ-თქო ვიფიქრე
-შენ რა მართლა ერთგული გახდი?- დაჩიმ ჩაიიცნა და ვისკი გადაკრა-შენ მაგივრადაც მე გავერტობი
-რას იცინი შე ჩემა,...აბა რა ვქნა აქ დღეს ვიღაც ნაშა გავჟი*ო და მერე ეკატერინესთან წავიდე?
-დანძრეული გქონია ...ცოტნე სწორი აღმოჩნდა
-რას გეუბნებოდიი? როდის გითხარი მაგრამ არ დამიჯერე ...გამორიცხულია ბათუმ ცოლი მოიყვანოსო
-რა სი*ულ ბაზრებს იწყებთ რა გინდათ? ხვალ ადრე უნდა გავიღვიძო ბოლო ბოლო ამდენი იწვალა და ცოდოა რო ჩავუყარო წყალში
-რა საყავრელია ნახეე - ერეკლემ ხმა გაინაზა და დაჩის მხარი გაკრა
-შენ ვის დასცინი ... არ ვიცოდე მაინც ბარბარესთან როგორც უციკდები
-დიდი ბოიში ახლა შენნაირი ველური არ ვართ ყველანი.. ქალი შენ არ იცი და ბავშვი!
-რა ნაზი და სათნო გახდი ...ბარბის დამსახურებაა ბოლომდე თუ თავიდანვე ასეთი იყავი!
-აბა რა გამოდის ახლა ჩვენ სამი ვერთობით და შენ სვამ ?-ცოტნემ გადახედა ბიჭებს
-მე გამომრიცხეთ...-ერეკლემ წამსვე გაასავსავა ხელები უარყოფის ნიშNად
-რატო ბარბისთან რამე შეიცვალა?
-არაფერი, რა უნდა შეცვლილიყო ...უბრალოდ არ მინდა !
-სოფიო მოვინახულე და მითხრა რომ მათთან გადადიხართ ,მართლა აპირებ თუ დედა დაამშვიდე
-ვაპირებ!
-ასეა საქმე?
-ხო რა...ცოტა ხნით დავრჩები . მარტივია და ჭკვიანური
-ჩვენ არ გვეუბნება რაში ჭირდება იქ გადასვლა და შენ მაინც გაგვაგებინე...არა ეს არ უნდა მეთქვა - ცოტნემ უცებ დაიწყო და თავადვე დაასრულა -თავად გავარკვევ... დავფიქრდები ცოტას
-მართალია, კაცმა ამხელა ანატომია ისწავლე და მაგას ვერ გაარკვევ? რომ გაიგებ მეც მითხარი მე სად მაქვს ამათი ჩახლართული ამბების გარკვევის ნერვები- ერეკლემ თვალები აატრიალა და ამღერებულ მობილურს რომ შეხედა დაფეთებულმა უპასუხა- გისმენ ბარბარე ... ტასო კარგადაა? აბა რატო მირეკავ ... ხო ბიჭებთან ვარ შენ რამე გინდოდა? ..გკითხე უბრალოდ აბა მე რა ვიცი რატომ დამირეკე - მობილური დადო და სახეზე ხელები ჩამოისვა- ეს ქალი მე შემიწირავს...
-შეგიწირა უკვე შე საცოდაო...რა სახით ელაპარაკებოდი - ცოტნე ახარხარდა,მაგრამ ემილიმ დაურეკა დაბარებულივით- ამას რა რა აემართა ვაიმეე ისევ თუ ფეხით წაბოდიალდა ხო უნდა მიატეხო ახლა ის გაკნაჭული ფეხები ...გისმენ კნაჭა რა იყო? ჩემთან რა გინდა... აა ხო კარადაში იქნება ... ვაიმე შენ დაალაგე ეგ წიგნები ბოლოს და მე რა ვიცი . ვისთვის უნა მიმეცა..რა დროს წიგნია გოგო გადაირიე? რა კითხვა მოგინდა წეხან კატოსთან არ იყავი? ავადმყოფი ხარ-თქო რომ გეუბნები ... სხვა რამე მოძებნე. დავბრუნდები ხო ... გოგო ნუ ხარ ტუტუცი ვინ მოგიყვანს შენ ცოლად ბილწსიტყვაობ სულ ..ნერვებს გიშლი? მეე? შენ ახლა მთვრალი ხარ ერთი ჭიქა თუ დალიე და ეტყობა სხვაში გერევი ...ვერ მიტან? ოოო ფსიქიკისთვის სიძულვილი ცუდია არ იცი? ...გამითიშა - მობილურს გაკვირვებულმა დახედა-რა ვუთხარი ახლა ისეთი ... რაეწიგნება ამ შუაღამეს. უკეთესი მაინც მოეფიქრებინა რამე
-აი როგორ უნდა ილაპარაკო...ჩემი სკოლაა. ქალმა როგორ უნდა მოგიშალოს ნერვები !
-ნერვების მოშლაზე გაის ცხოვრება? რანაირი ხალხი ხართ
-შენ დიდხანს არ რჩები ხო? დამღალე უკვე..კიდე მირეკავს ახლა რაღა უნდა - ერეკლე ამჯერად შორს გავიდა და ისე უპასუხა -რა ხდება
-მამაა ... მამიტოოო მიჩელეე
-ტასიკო რა ხდება?
-დედა გაიწლა ქელი... ქოდა ციცქლი მოცდიც .აუუ მოდიი ლაა ტკივა დედააც
-მოვდივარ...ხუთ წუთში მანდ ვარ პატარავ არ შეგეშნდეს შენ ხო?
უცებ დაბრუნდა უკან სწრაფად დაემშვიდობა ბიჭებს და სახლისკენ გაიქცა. ბარბარეს თითის შეხვევა არ ჰქონდა მგონი დასრულებული სახლში რომ შევარდა და დაეტაკა.
-რა დაგემართა? გაკერვა ჭირდება?
-გადაირიე? აქ რა გინდა
-რომ გეკითხები მიპასუხე
-მომშორდი...არყის სუნი გაქვს და ყარხარ!
-ხელი როგორ გაიჭერი ამ შუაღამეს რატო არ გძინავს ვაფშე?
-ნაკაწრია რამ გადაგრია... მომშორდი არ მჭირდება ეს მზრუნველი ქმრის თამაში!- ხელი გამოგლიჯა და კიბისკენ დაიძრა- ვაიმეე ანასტასია დადვანოო ჩემს მობილურს ხელი გაუშვი და დაიძინე თორემ არ ვიცი რას გავაკეთებ
კიბეზე რომ ავიდა შემობრუნდა და ერეკლეს გადახედა- სადღა მიდიხარ, ხვალ ადრე უნდა გაიღვიძო ... ნუ თუ გინდა საძინებელში დაიძინო და თუ არ გინდა შეგიძლია ისეთი ქალი დაკერო თავისი ბინა რომ ჰქონდეს
ერეკლე კიბეს აუყვა მორჩილი ბავშვივით, შემდეგ ბარბარეს გვერდი აუარა იქვე გაიხაა ,საწოლზე დაეცა და ბალიში დაიფარა თავზე. ბარბარე კი სიცილით შევიდა ოტახში, პენუარი მოირგო და მშვიდად დაწვა მეორე მხარეს.
ბაღათურია ბინის აივანზე იჯდა და მობილურს ატრიალებდა ხელში . გაეცინა წამიერად ამღერებულ მობილურზე ეკატერინეს ფოტოს დანახვისას
-ალიოო -ხმა დაიწვრილა და ისე უპასუხა
-იმედია იმდენი არ დალიე რომ ხვალ ქორწილმა უშენოდ ჩაიაროს- მართალია პაუზა გაგრძელდა ,მაგრამ ეკატერინე მაინც მიუხვდა ჩანაფიქრს
-მოკლედ რა ვარ ასეთი საოცრება... ჯერ ცოლი არ ხარ და როგორ ხუმრობ . ცოლი რომ გახდები წარმოიდგინე როგორი მხიარული,ლაღი და საყვარ...
-როგორ გაატარე საღამო?
-შესანიშნავად ...შენ რა მოგიწყვეს გოგოებმა?
-წარსულის მოგონებები გამახსენეს... ცოტა ვისაუბრეთ და წავიდნენ
-რა უფანტაზიოები არიან რა... ასე ვშვებოდი მე? ერთი შიშველი კაცი რა გახდა...შენ არ დაგწყდეს გული მე გიცეკვებ ხვალ თუ კარგ ხასიათზე ვიქნები
-კაიი?
-ოხ ეკატერინაა ეკატერინააა როგორ გამიცუღლუტდდი?
-მეხუმრე? არ მიცეკვებ? პირდაპირ ქორწილის დასასრულს რომ მიცეკვო?
-გინდა ყველამ ნახოს როგორი ვარ შიშველი?
-აბა თვითმფრინავში იცეკვე და ჩამოგვყრიან - ეკატერინამ თავი ვერ შეიკავა და აკისკისდდა, ბათუსაც გაეცინა
-გინდა ახლა მოვიდე და გიცეკვო?
-რა დალიე ასეთი...
-შენ მოდი და მიცეკვე-თქო ხომ არ მითქვამს?
-არ გამიკვირდება რომ მითხრა
-მეგონა მხოლოდ სამეჯლისოები იცოდი... შემთხვევით აღმოსავლურ ცეკვებსაც ხომ არ ფლობ კარგი ცოლის პონტში?
-ჯერ ცოლად შემირთე და მერე გავხსნი დაფარულ კარტებს... ტკბილი ძილი
-მითიშავ?
-არ გავთიშო?
-როგორც გინდა...
-საყავრელი ბავშვის ხმით რატომ მელაპარაკები?
-მე ? რას კადრულობ დეიდა?
-დეიდაა...ეგ დეიდა ცუდად მახსოვს და ამ ქორწილის წინა ღამით ნუ გამახსენებ
-იმხელა ხალათი გეცვა ნერვები დამაწყვიტე !
-ჩემს მკერდს ისე მიშტერებოდი თითქოს შიშველი ვიყავი
-იყავი დამიჯერე...მაგრამ უკეთესი მკერდი გაქვს ვდირე წარმოვიგენდი
-რა გარყვნილი კაცი ხარ
-ჯერ არც კი იცი მაგ სიტყვის მნიშვნელობა ,დამიჯერე
-მჯერა!
-ასე მარტივად?
-რატომ წელავ საუბარს ?
-ქორიწლის წინა დღეს მაინც ვიქნები შეყვარებული ბიჭი ...არაფერს რომ არ დააცდი კაცს
-ხვალ დაშუპებული მექნება თვალები ისე რომ მაკიაჟიც ვერ დაფარავს
-ისედაც იტყვიან ბიჭი სჯობსო და რა მნიშვნელობა აქვს თვალებს?
-ღმერთო ჩემო ,შენთან ლაპარაკი შეუძლებელია ! წავედი
-იმედია არ დაგესიზმრები,თორემ ხვალ დილით ზედმეტად სველი და დაღლილი იქნები ...ტკბილი ძილიი
-შენ...
-მეც ხო? გმადლობ შევეცდები დავიძინო .ისე მეც არ მაწყობს რომ დამესიზმრო კოშმარად გნახავ და ხვალ რომ ვერ გავიღვიძო მერე ხომ დაქვრივდი გათხოვებამდე !
-რატომ დაგირეკე რა მინდოდა
-იცოდი მხოლოდ მე რომ ვფიქრობდი იმაზე რაზეც შენ და იფიქრე საუბარი გვიშველისო ...შემოგთავაზე მოვალ-თქო და არაო ...რა გავაკეთო მეტი?
-ასეთი ხმით ნუ მელაპარაკები ...
-როგორი ხმით
-ხრინწიანი
-ასეთი ხმა მაქვს
-ხოდა გაჩუმდი!
-ვთიშავ და ვიძინებ...დაიძინე თორე ხვალ უკონკურენტოდ დავრჩები !
-დარწმუნებული ხარ ?
-შენ არა?
-სერიოზულად მეკითხები?
-თუ არ ხარ არაუშავს ვერსად გამექცევი ,ხვალ ამ დროს ჩემი ცოლი იქნები !
ასე დაასრულეს საუბარი , თითქოს უაზრო და მხოლოდ მათთვის გასაგები !
................................
მაღვიძარას ხმის ნაცვლად მობილურზე გაბმულმა ზარმა გააღვიძა, შეშინებული წამოჯდა და ხელისკანკალით უპასუხა
-მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, მინდა შეგახსენოთ რომ დღეს თქვენთვის უბედნიერესი დღეა ,თქვენ პატივად გერგოთ ბათუ ბაღათურიას ცოლობა. ვიმედოვნებთ ღვთისგან მოვლენილ ამ სასწაულს გაუფრთხილდებით- სანამ ბაღათურიას ბოხ ,ღიმილშეპარულ ბარიტონს უსმენდა და თანდათან იმუხტებოდა გამოფხიზლება მოახერხა
-მინდა მოგახსენოთ რომ ბატონი ბაღათურია სასწაული სწორედ იმიტომ არის რომ თავად ღვთაებრივი ქალის ცოლად შერთვის პატივი ერგო ,რომელიც თავის მხრივ გპირდებათ რომ სწორედ ისევე გაგიფრთხილდებათ როგორც თავად გაუფრთხილდებიან...ახლა კი მომიტევეთ ეს ღირსშესანიშნავი დღე შესაფერისად უნდა განვაგრძო - ბაღათურიას ჩუმი სიცილი ესმოდა მეორე მხრიდან და თავადაც გაბადრული საუბრობდა. მობილური გადადო საათს შეხედა და მშვიდად წამოდგა საწოლიდან.
როგორც ავღნიშნეთ ყოველი წამი ისე ჰქონდა გატვლილი რომ აჩქარება არ დასჭირვებოდა, ისედაც შინაგანი ღელვა ჰქონდა და მოულოდნელი გაშტერებები ემართებოდა. სააბაზანოდან ფეხი არ ჰქონდა გამოდგმული კარი რომ შეანგრია ორმა გიჟმა
-ქორწილიაა ქეიფიააა
-გრიალიიი გრიალიიიი - ლიზამ აიწყო ყროყინი და ანჩომ განაგრძო.ორივე ხელებგაშლილი იდგა და საჯდომს ისე აქნევდნენ სიმღერის პარალელურად რომ მენჯის ძვლიდან ამოვარდნენ.
-ტაშ ტაშ ტაშ ტარამ ტარამ მრავალ ჟამიეერ
-საოცარი ტრიალი რომ გააკეთეს ნელიკო შევიდა და ორივე ისე აიხლართა ძლივს დადგნენ ფეხზე. ეკატერინე კი სიცილს ვერ იკავებდა ,განსაკუთრებით ნელიკოს გამომეტყველებაზე გაეცინა და უარესად გააგიჟა ქალი
-შვილო რა დაგემართა...რა დროს ესაა. იმდენი საქმეა ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს განსაკუთრებით შენ
-დედა დრო თავზესაყრელად გვაქვს... ყველაფერი იდეალურად იქნება და გთხოვ ტყუილად ნუ ფორიაქობ !
-ქალბატონო დედა თუ შეიძლება თქვენ გადით, მოემზადეთ ჩვენ მივხედავთ ქალბატონ პატარძალს და ვფიცავ ჩემს სიცოცხლე გიორგის ისეთს ჩაგაბარებთ რომ ვარსკვლავები აღარ ამოვინენ ცაზე მისი სილამაზით დატყვევებულები -ელიზაბეტმა ნელიკო გარეთ გაიყვანა და ცოტა ხანში უკან დაბრუნდა
-ძალიან გთხოვთ ნუ დამირღვევთ სიმშვიდეს და ჯანდაბა მე მართლა ვთხოვდები და თან იმ არსებაზე?
-დიახ დიახ დიაახ
-შენი მობილურია... დღეს ვინ გირეკავ არ გამაგიჟო
-დილაადრიან დამირეკა ბატონმა ბათუმ ... და ახლაც ისაა- გაოცებულმა დახედა მობილურს და უპასუხა. უკვე ეშნოდა რამე სიგიჟე არ მოიფიქროსო პირმოკუმულმა უპასუხა
-ისევ მე გახლავართ ქალბატონო ერისთავო...ახლა გეგმას დავყურებ მივხვდი რომ მხოლოდ პიჯაკის ჩაცმა მჭირდება და მოვიწყინე. იმედია მაკიაჟის სქელ ფენას არ გაგიკეთებენ რომ გაკოცებ ტუცებზე ტონალურის ფენა რომ არ მომედოს და საერთოდაც სასრუველი იქნება თუ ტუჩსაცხს არ წაგისვამენ ისე უფრო გემრიელები არიან
-დათა რა გინდა ვერ..
-დათას დღეს კიდევ ერთხელ თუ დამიძახებ პირობას გაძლევ ქორწილის დღეს გაგიჟებული დაასრულებ
-მინდა გითხრა რომ ქორწილში თავად გაგიჟდები და თუ შეიძლება საქმე ნახე
-ჩემი საქმე შენ ხარ...სხვა უკეთესი რა ვიპოვო? მე მოკაზმვა არ მჭირდება ბუნებრივად ვარ ზელამაზი და ზესექსუალური
-კი ნამდვილად ბუნებრივად ხარ ზეავადმყოფი და ზეთავშიავარდნილი - ის იყო აზარტში უნა შესულიყო სტილისტები რომ დაიანხა და გაიღიმა- წავედი !
სავარძელში იჯდა და რამდენიმე ქალი დაფუსფუსებდა თავს. თვალებდახუჭული იყო როცა მობილური მიაჩეჩა ლიზიკომ
-უკვე ისე მოვიწყინე ვფიქრობ სად გავიქცე და დამამშვიდებ თუ
-შეგიძლია გაიქცე და მერე მთელი ცხოვრება ინანო ! მეგობრებად დავრჩეთ
-შენ რა ხდება რამე ისეთს გისვამენ სახეზე რო ალერგი მოგცა? არ დამიმალო ჩემი კატუშა სად წაიყვანეთ ჩემი უიმორო ქალი ..ჩემი არაცინიკოსი და
-ერთ საათში უნდა იყო ჩემთან და მანამდე დარეკვას კიდევ აპირებ?
-ერთხელ კიდევ და მერე კაკრაზ მანდ ვიქნები...შეეცადე ისე გამოიყურებოდე რომ კართან მოსული არ გავვარდე უკან
-ღმერთო ჩემო
-დიახ გისმენთ...რამე პრობლემა გაქვთ?
-ძალიან დიდი ... დათა ჰქვია და
-აიი კიდევ ერთხელ დათაო ანუ გამომიწვიე და გინდა რომ გაგიჯდე ხომ?
-მე მგონი მაშინ გავგიჟდი შენ რომ ცოლობაზე დაგთანხმდი
-და ვინ გთხოვა რო? რაღაც მე ეგეთი არაფერი მახსენდება და საერთ- მობილური ისე გათიშა და მიაჩეჩა აფხუკუნებულ ანჩოს წინადადება არ დაასრულებინა საწყალ კაცს.
-რაოო?
-ანჩოო მბილური აღარ მომცეთ თორემ ...
-კიდევ რეკავს
-გათიშე საერთოდ
-კარგი როგორც გნებავს..აი შენი თვალით ნახე- მობილური გადადო და დააკვირდა- რალამაზი ხარ ჩემო ღვთაებავ?
-აუუ ხოო ძალიან ლამაზი ხარ... მართლა დახვეწილი და საოცრად სადა
-თმას მალე დაასრულებთ?
-რამდენიმე წუთი დარჩა ,ულამაზესი ხართ - სტილისტმა გაუღიმა და თავისი საქმე განაგრძო.
სარკის წინ იდგა და მათ ნამუშევარს აკვრიდებოდა, ყველაფერი იმაზე კარგი გამოვიდა ვიდრე ელოდა. ის იყო კაბის მორგება უნდა დაეწო ანჩოს მობილური რომ ამღერდა
-შენთან არიან-ხელში მიაჩეჩა ტელეფონი და ლიზასთან ერთად გავიდა ოთახიდან
-რა ხდება ბაღათურია? კაბის მორგებას ვაპირებ და თუ გაიქეცი ნუღა მაწვალებ ტყუილად
-ოჰ ყოველ ნახევარ საათში ვიხვეწებით ქალბატონო კატერინა? შენ ასე თუ გააგრძელებ საღამომდე იუმორის მწვერვალზე ახვალ
-მატრო ხარ მანდ? ვინმე პატრონი არ გყავს რომ მოგხედოს ?
-რა ბოროტი ქალი ხარ... იცი შენ გარდა ვერავინ მივლის და მაინც წელავ დროს
-ასე თუ გინდოდა ჩემი ცოლად შერთვა გეთქვა და გადმოვწევდი ქორწილის თარიღს
-ვიწვი სურვილით... უკვე წარმოვიდგენ როგორ გკოცნი და მაგარ მურამში შევდივარ.არასდროს გამიხდია სადედოფლო კაბა ქალისთვის და მაინტერესებს რა
-რა კარგია ე.ი სხვისი ცოლი არ შეგიცდენია
-ოო ღმერთო ჩემო შენთან საუბარი აღარ ღირს როგორ გათავხედდი. იმედია ვინმე არ გისმენს ხო?
-რა თქმა უნდა მხოლოდ შენთვის საყავრელო
-რას ვიფიქრებდი ასე უცებ თუ გაგიჟდებოდი ... თავიდანვე ვხედავდი შენში პოტენციალს
-დათა დრო გაგყავს
-რისთვის დაგირეკე არ გაინტერესებს?
-აბა გისმენ
-მეტად დელიკატური მოთხოვნა მაქვს, სხვამ არ უნდა გაიგოს
-დათა გისმენ
-ეგ თეთრი გამჭირვალე საცვალი არ ჩაიცვა... ლამაზია და მენანება გასახევად
როგორ ეცადა ეკონტროლებინა სიტუაცია ,მაგრამ ბოლსო მაინც დაამუნჯა და ისე გაუთიშა . რა თქმა უნდა შემდეგ აღარ დაურეკავს. კაბა მოირგო ეკატერინემ, ფატაც დაუმაგრეს გოგონებმა და ბოლოს თვალებდახუჭული დადგა სარკის წინ. ღრმად ამოისუნტქა,თიტქოს ღელვა რასაც გრძნობდა ერთიანად გაფანტა და საკუთარ ანარეკლს გაუღიმა, საოცნებო პატარძალი იყო ზუსტად ისეთი როგორიც სურდა. უკან მდგომ დამუნჯებულ გოგონებს გადახედა და ფართოდ გაიღიმა
-შენ...
-ხო შენ
-ღვთაებრივი ხარ
-მარტო ჩემია... შენი არაა .აი ეს საოცრება ქალი ჩემი და არის ღმერთო მაღალო გევედრები ისეთი იყოს ბაღათურია როგორადაც მიხასიათებენ და როგორიც მგონია - ჩურჩულებდა ელიზაბეტი და კატოს თვალს არ აშორებდა-აუუ ახლა ვიტირეეებ
-მაკიაჟი გაგვიფუჭდებააა- ანჩომ ამოიკნავლა და კაბაზე ხელი დაისვა- მე წლის მეჯვარე უნდა ვიყო საუკუნის პატარძლის გვერდით და გინდ ამაკიაჟი გამიფუჭდეს? თუ არ არის შემოგზავნილი ახლა ეს
-ისინი კიდე სად არიან ამდენ ხანს...არ დავურეკე წეხან? იგვიანებს ხედავ? რა წესია? ქვემოთ უნდა დაგლოდებოდა, ლოდინით გაგიჟბეულიყო და იქეთ გალოდინებს?
-ვიცოდი რომ არ მოვიდოდა ამიტომ მშვიდად ვარ...- ეკატერინემ ჩაიცინა და ფანჯარასთან მივიდა - კაბის ბოლო იმდენად გრძელია რომ არც კი ვიცი როგორ გავძლებ ჯვრისწერის დასრულებამდე
-ფოტოებს იქვე გადაგიღებენ ...ყველაფერი კარაგდ იქნება...რა გინდა მძიმე არ უნდა იყოს.. კაბის ბოლოს ჩვენ დავიჭერთ
ქოთქოთებდა ლიზიკო სანამ მანქანები არ შევიდა ეზოში. ბატონი ბაღათურია ძალიან მშვიდად მიაბიჯება, როგორც ყოველთვის სერიოზული გამომეტყველებით და ამალაც უკან მიჰყვებოდა. სახლში შესვლისთანავე მიესალმა ნელიკოს და ვახოს. ქალბატონი ისე იყო აფორიაქებული თითქოს თავად თხოვდებოდა. ქვემოთ იყვნენ ყველანი, ეკატერინე არადა არ ჩანდა, ნელიკოსაც კი არ დაენახა. ლიზა და ანჩოც ქვემოთ გაუშვა .თავდახრილი იდგა ფანჯარასთან და ლოცულობდა, როგორც კი დაასრულა მაშინვე გაიგო ბაღათურიას ხმა
-ეკატერინე
-დათა?! - უკან შებრუნდა და იქვე მდგომ ბაღათურიას მწვანე სფეროებს გაუსწორა მზერა.იმდენად სხვანაირად უმზერდნენ მწვანეები ,სიტყვის თქმა ვეღარ მოახერხა.უყურებდა, ხვდებოდა რომ ბაღათურიას დამუნჯება შეძლო ,გაიღიმა და თავი გვერდით გაახარა. ბაღათურიას მზერაც თან გაჰყვა ,დატყვევებული უმზერდა და არც კი ცდილობდა ემოციის დაფარვას - უნდა წავიდეთ
-უნდა წავიდეთ ?! არ გვინდა...
-არ გვინდა? გადაიფიქრე?
-ხო !
-ხოო?
-არ მინდა სხვამ დაგინახოს ... მოგიტაცებ სადმე კოშკში გამოგკეტავ და საუკუნოვან მონასტერში დავიწერთ ჯვარს
-დათა - სიცილით წარმოთქვა მისი სახელი და ბაღათურიამ წარბები შეკრა
-სერიოზულად გეუბნები!
-შენ რომ ეჭვიანი არ ხარ?
-არ ვიყავი,ახლა ვარ
-დავით ბაღათურია
-ხოო
-დათა
-რა
-წავიდეთ ! - პაუზის შემდეგ უთხრა და სულ გააგიჟა ბაღათურია
-წამოხვალ? ქორწილი რომ გინდოდა?
-ახლაც მინდა ,მაგრამ ეს უფრო მინდოდა
-ჩემი დაყ.დაშტერება?
-ამ მზერის გამოწვევა
-მაგიჟებ !- უცებ გამოცოხლდა, გაიცინა და ტუჩებზე დააცხრა ეკატერინეს. ისე კოცნიდა როგორც არასდროს, იმდენად მომთხოვნი იყო წეხანდელი მშვიდი საუბარი საერთოდ აღარც კი ახსოვდა
-დათა
-შენი სურვილი ჩემთვის კანონია , დღეს ! წლის ქორწილი გვექნება - გაიცინა ხელი გაუწოდა და კარისკენ დაიძრა- კაბის ბოლო წამოგყვება თუ დავუძახო ამალას- ჩუმად უთხრა და ჩაიცინა
-წამომყვება- კატომაც სიცილით უპასუხა და სვლა განაგრძო.
კამერები აფიქსირებდა წყვილს, საოცარი კადრები იყო ულამაზესი წყვილი და საოცარი ემოცია ,რომელსაც ისინი აფრქვევდნენ.
ეკატერინეს კომპლიმენტებით ამკობდნენ,ბათუ კი ხან წარბშეკრული იყო ხანაც მომავალ ცოლს უმაღლებდა განწყობას . მანქანაში რომ ჩასხდნენ და დაიძრნენ გზაში ისეთი რბოლა და დრიფტი მოაწყვეს ეკატერინეს თვალები გადმოუცვივდა. ბაღათურიამ დაამშვიდა კადრები იქნება ლამაზიო და პროფესიონალები არიან არაფერი მოხდებაო. მონასტერში შესვლამდე ისე შეჩერდა კატერინა ბათუს სახე გაეყინა
-ეკატერინა
-დარწმუნებული ხარ რომ ღირს?
-ახლა ჩემს ადგილას ვიღაც ტვინითგამოტენლი სათვალიანი პიჟონი რომ იდგეს ტაძარში შეფრინდებოდი?
-არა, სხვა ვერ იდგება ჩემს გვერდით საკურთხეველთან
-თვითშეფასებას მიმარლებ მეუღლევ,გმადლობ მაგრამ იქნებ შევიდეთ დავიწეროთ ჯვარი და დავრწმუნდე რომ ჩემი ცოლი ხარ
-კარგი რა დათა... ხუმრობის დროა? ისე ნუ იქცვეი თითქოს გული მიგდიოდეს ჩემი სიყვარულით და ერთი სული გქონდეს როდის ჩამიგდებ ხელში
-აუცილებლად უნდა მიყვარდე ერთი სული რომ მქონდეს შენს ხელშიჩასაგდებად? ის არ კმარა რომ მაგიჟებ,მინდიხარ და ეგოისტურად მინდა ჩემს საკუთრებაში იყო?- ამ ყველაფერს ისეთი ტონით ეუბნებოდა ვინმეს რომ მოესმინა იფიქრებდა მტრები არიანო- წავედით !
ტაძარში შესვლისთანავე სრულიად მოწყდა სამყაროს,ყველაფერი იმდენად ამაღელვებელი არმოჩნდა თითქოს პირველად ხედავდა ამ პროცესს და საერთოდ წარმოდგენაც არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა.გულისცემა ისე ჰქონდა გახშირებული როგორც არასდროს, ტაძრიდან გასვლამდე ამოსუნთქვაც ვერ მოახერხა. შემდეგ ბაღათურიას მკლავებში მოექცა ტუჩებზე მისი ცხელი ტუჩები მიეწება და სულ მთლად დაკარგა გონება. პოზიორობა დაიწყეს კამერებთან და იმდენი ფოტო გადაიღეს სათვალავიც აერიათ. ბაღათურია რომ არ წუწუნებდა და მხოლოდ დაჩის თვალების ტრიალი აფუჭებდა განწყობას ეგ ცალკე თემა იყო. უმშვენიერეს ფერია ტასოსთან ერთად გადაიღო ფოტოები და ქალბატონის თანხლებით განაგრძეს გეგმა. გაუკვირდა მანქანაში რომ არ ჩაისვა ბაღათურიამ. ტაძრიდან რომ წამოვიდნენ ქალბატონმა ეკატერინემ ციმციმ მოიშორა კაბის შლეიფი, ბათუმ უკან გაიხედა და თვალები დაახამხამა. შემდეგ კაბას დააკვირდა და წარბები მაღლა აზიდა
-რა?
-საღოლ ლიზიკოს რა ... მე კიდე გული გამისკდა ვიფიქრე ცეკვასაც ვერ მოვახერხებდით
-სიძევ ჩავსხდეთ მანქანებში თორემ დაგვაღამდება თავზე მალე...მერე დაადებთ ტავს და გაიპარებით ფრენა კია 4 საათზე
-ანჩოო დამშვიდდი მე ყველაფერს მოვასწრებ - თვალი ჩაუკრა და პიჯაკი გაიხადა
-რას აკეთებ
-საჭესთან ვჯდები ... ვერ ვიტან სხვა რომ ატარებს- დაჩის თვალი ჩაუკრა და ისიც უკან დაჯდა ანჩოსთან ერთად
-დედააა მგონი ვიღუპებიით ხალხოო...მანქანას თავი გადახადე? - ანჩო ქოთქოთებდა, ეკატერინე კი წინ დაჯდა როგორღაც, ვერ ხვდებოდა ბაღატურია რას აპირებდა ,მაგრამ ასე რომ მოსწონდა ყოფნა ამას ვერ უარყოფდა. მანქანების რიგი რომ დადგა ბაღათურიამაც აამუშავა ძრავი და შემდეგ ისეთი სიჩქარით მოსწყვიტა მანქანა ადგილს რომ ეკატერინეს კივილი წასკდა
-დათაა
-ჩაისუნთქე და ისიამოვნე ადრენალინით ჩემო საყავრელო ცოლო- ხელი თითებზე მოუჭირა და თუჩები შეახო ხელისზურგზე
-თუ ღმერთი გწამს წინ იყურე და საჭეს მოკიდე ხელები... ზურასთვის არც მიკოცნია დრეს წესივრად და ახლა რომ მოვკვდე ხომაა საცოდაობა...კაცო ლოდო ასე მშვიდად როგორ ხარ მიგვახატავს რომელიმე კედელს
-ორ ბორბალზე რომ წაიყვანოს მაინც არაფერი მოხდება, დამშვიდდი ანჩო!
-ორ ბორბალზეო? წაუყვანია თუ? დედაა ეკატერინეე ხელი არ მოაწერო...დღესვე აიყარეთ ჯვარიი ეს ჩემზე გიჟი ყოფილა...აუუუ მეც მასწავლის რო რამე? ვტრიალეებთ? - უცებ წამოიყვირა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო
ბაღათურიას ერისთავის ხელი ჰქონდა ტორში მოქცეული და ხელზე ისე მშვიდად ეფერებოდა თითქოს არც არაფერი ხდებოდა. ეკატერინე კი ცხოვრებაში პირველად განიცდიდა მსგავს სიამოვნებას. თითქოს ყველა უჯრედი ერთად აუფეთქდდა, ადრენალინმა მოიცვა ყველაფერი და სხეული თხემით ტრფამდე დაიმუხტა. ვერც კი გაიაზრა ისე წამოდგა და მაშინ ნამდვილად დაიკივლა ბაღათურიაც რომ მის პირისპირ დადგა . ის რამდენიმე წუთი ალბათ არასდროს დაავიწყდება. სრული სიგიჟე იყო, ისე შეაბიჯა ქორწინების სახლში ჯერ კიდევ სულელივით იღიმოდა და გული გამალებით უცემდა. ისე უცებ ჩაიარა ყველაფერმა თითქოს აღარც კი ჰქონდა საფიქრალი. სრულიად დარწმუნებულმა,ღიმილით და ხმამაღალი ტონით განაცხადა თანხმობა შემდეგ კი თავად აკოცა ბაღათურიას,რომელიც თავის ღიმილს არ აკლებდა და სულ მთლად აგიჟებდა ერისთავის ქალს.
როგორ მოახერხა არ ვიცი,მაგრამ ფაქტი იყო ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა და თან არაფერი ხდებოდა ისე როგორც გეგმაში იყო.
-ძლივს გვეღირსა..გაშრა ყელი ტო - ბაღათურიამ წაიზმუვლა რესტორნის დანახვისას
-გევედრები იქაც ნუ მოაწყობ რამე მსგავს რაც გზაზე გააკეთე
-ეკატერინაა ჩემო საყავრელო მეუღლევ ასე მიცნობთ?
-დიახ ასე გიცნობთ ბატონო დავით
-ხედავ დაჩიკო? ერთხელ ვაპატიე,ორჯერ,სამჯერ,ოთხჯერ და ჰგონია რომ სულ ვაპატიებ.. მოიცა შევიდეთ შენობაში სულ ნოტებზე გაცეკვებ მაგ დავითის გამო
-რამ ააცანცარა ეს კაცი...შენ მოგიყვანა ცოლად ხო არ დაავიწყდა ჰა?
-ანჩოოო მე არაფერი მავიწყდება
-ახლა კიდე უნდა გავუღიმო კამერას? ყბები მეტკინა რა უბედურებაა ამდენი ღიმილი. მალე გადავაყლაპებ იმ კამერას - დაჩი გადავიდა მანქანიდან და ანჩოს კარი გაუღო - გთხოვთ ქალბატონო ანიკო
-ვისი ბიჭი ხარ შენ..რ.ა ანიკოო რა ანიკო? ისე მეც დავიღალე... რაა კაცო ამდენი გადაღება .ისეთი შეგრძნება მაქ რო ტვალეტშიც გამომყვებიან-ჩუმად უთრხა და მერე კამერას გაუღიმა -შენ მოგეცა ჩემი ცოდვა ეკატერინა ერისთავო
-აი მეჯვარეების ასეტი უნდა როგორ წუწუნებენ ნახე,დამაფასე მე როგორ ვაჟკაცურად ვუძლებ
-დაგიფასებ შრომას ...რამდენიმე საათში- ყურში ჩასჩურჩულა ეკატერინემ და იქვე აკოცა
-ოომ მართლა?
- კამერა გვიღებდა და ცოტა სითბო ხომ უნდა გამომეჩინა
-რა ცუდი ქალი ხარ... როგორი უგულო
ასე ჯუჯღუნებნდნენ შესვლამდე. წინ ქალბატონი ანასტასია მიდიოდა კალათიდან ვარდისფურცლებს ყრიდა ხელს უქნევდა სტუმრებს და იღიმოდა. უკან მოდიოდა წყვილი და ტასუნას შემყურე ღიმილს ვერ იკავებდნენ.
ორიოდ სიტყვით მოგახსენებთ შეკრებილი საზოგადოების შესახებ ამ უზარმაზარ ეზოში მაგიდები იყო გაფანტული და იმდენად ლამაზი იყო რომ გავიწყდებოდა ამ მაგიდებთან როგორი ხალხი იდგა. აქ შეხვდებოდით მინისტრებს, მეცნიერებს, საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს, ლექტორებს და ყველას ვინც კი მათ წრეში იყო. ამას ემატებოდა ჟურნალისტები და ფაქტობრივად ოპერაში შეკრებილ მაყურებელს უფრო ჰგავდნენ ვიდრე გასართობად მისულს.
ყველაფერი ისე იყო როგორც ეკატერინეს ქორწილს შეეფერებოდა.
-ესაა შენი საოცნებო ქორწილი?
-რის თქმას ცდილობ?
-რას ხედავ ეკატერინე ირგვლივ?
-ხალხს რომელიც ვახოსა და მიხეილის შვილების ქორწილში არიან ,რომელთაც აუცილებლად უნდა ენახათ ეს ყველაფერი!
-მეგონა ვერ ხვდებოდი ... კარგია ერთი ნაბიჯით წინ ვართ
-გეყოფათ ჩურჩული...მთავარია ჩვენ ვართ აქ და იცით ახლა თქვენი ცეკვის დროა. სიძე დაგვატყვე თორემ გაჩვენებთ მე და ლიზიკო კლასს-ანჩომ გააჩერა ორივე და მალევე გაისმა მელოდიის ხმა.
ბაღათურიას მკლავებში მოქცევამ ყველა და ყველაფერი გააქრო, მიხვდა რომ საკუთარი სიამოვნებისტვის აკეთებდა ყველაფერს და საერთოდ არ ჰქონდ ამნიშვნელობა ვინ უყურებდა ამ ყველაფერს
-უნდა წავსულიყავით...
-უკვე გვიანია ბათუ
-ყველა შენ გიყურებს
-პატარძალი ვარ იცი? შენც გიყურებენ უკლებლივ ყველა მდედრი
-მერე არ გინდა სადმე გადამმალო?
-მირჩევნია ყველამ გიყუროს და მხოლოდ მე მხედავდე!
-შენ ისედაც არავის უყურებდი და რა გამოდის რომ მხოლოდ მე დავიჩაგრე?
-გგონია დაიჩაგრე?
-ძალიან... ამდენი სიკეთეც არ გამიკეთებია შენი ცქერა რომ მომისაჯა ღმერთმა -ეს კაბა მაინც ძალიანაა გაშლილი...ვერ გიახლოვდები
-არ ცდილობ !
-ნუთუ - ჩაიცინა და ქვედა ტუჩზე აკოცა- ვცადოთ?- დაიწყო ასევე მომაკვდინებლად ნელა განაგრძო კოცნა
როგორც კი დაასრულეს ცეკვა მაშინვე დაიწყო მეორე მელოდია და ამჯერად სხვა წყვილებიც გამოვიდნენ მოედანზე. მწვანე მინდორი თითქმის დაფარეს.
მშვიდად მიდიოდა ყველაფერი, ლიზა და ანჩოც კი არ იჩენდნენ ინიციატივას. სადღეგრძელოები, მილოცვები, მშობლების ღიმილი . დაისვენეს , მოდუნდნენ და ბაღათურიაც რომ დამშვიდდა და შეწყვიტა ღლაბუცი შემდეგ შეიცვალა მუსიკოსები . დაიწყო სიმღერა მაღალ ტონალობაში,ისეთი რომ ყველა მომღერლებს უყურებდა. ეკატერინა გაოცებული იჯდა
-ბათუ რა ჩაიდინე?
-არაფერი...აზრზე არ ვარ !
-ანჩოოო.... ლიზა - გოგონების დანახვისას ყველაფერს მიხვდა
-ესენი რომ არ იყვნენ რა გვეშველებოდა !
-გააგიჟებენ ნელიკოს
-გადაიტანს!
-რას აპირებენ...ესენი ვინ არიან- დაფარულ მინდორს გადახედა და მოცეკვავეებს რომლთა რიცხვი თანდათან უფრო იზრდებოდა. ცეკვები დაიწყეს ,დაიწყეს და იმდენი მოახერხეს რომ ყველა აიყოლიეს.
-იცეკვებ?
-მე? შენ იცეკვებ?
-გიცეკვებ - ეკატერინემ გაიცინა და მოცეკვავეებისკენ დაიძრა. ლიზა თითქოს ელოდა ისე დაიძრა საყავრელი დისკენ .
ბაღათურია მოცეკვავეების წინ იდგა და ფაქტობრივად მისთვის ცეკვავდნენ . ეკატერინეს მოძრაობები აგიჯებდა, საერთოდ ვერ წარმოედგინა თუ მსგავს სიგჯეს ჩაიდენდა, იცინოდა და თვალს არ აშორებდა ცოლს.
თავიდნა ყველა გაგიჟდა, ნელიკო ლამის შეწუხდა, ლიზა მოგკლავო ამოქვა და ვახოს ყელში ჩამალა თავი. ყველა ჭორაობდა, გაგიჟდა ეკატერინაო ამბობდნენ. შემდეგ მოცეკვავეები შეერივნენ მათ რიგებს და ისე აიყოლიეს რომ ამ სერიოზულ ხალხსაც კი დააკარგვინეს თავი.
კატერინამ ბათუ საცეკვაოდ იხმო და ისიც დინჯი ნაბიჯებით დაიძრა. ბოლოს წელზე მოხვია ხელი და სხეულზე აიკრა .
-შენ უნდა ყოფილიყავი მოცეკვავე
-კომპლიმენტად მივიღებ
-ახლა ისე ნუ იზამ რო ფეხები წაგამტვრიო..სად ვიცი ამდენი ცეკვა დაგაბიჯებ ფეხს
-მოინდომე
-მოვინდომებ ახლა და შემოგაცლი ამ კაბას აქვე...მაინც დიდია
-შეგიძლია ...ნებას გაძლევ
-უკაცრავად?
-თუ იპოვნი გასაღებს ... გეტყვი შენი ბოლო ზარისას გადმოცემული თხოვნა შევასრულე თუ არა- ხელები ყელზე მოხვია და ტუჩებთან დასჩურჩულა
-ბოლო ზარი... მეტყვი
-აჰაამ
-რო ვნახო პირდაპირ
-კაბა დიდია ..შეუმჩნევლად ვერ ასწევ
-მაინც მომატყუე,წესიერ ქალად მოგიყვანე და თურმე ნამდვილი ეშმაკი ხარ, მაცდური -ხელებს წელზე დაატარებდა, თითებით ეძებდა გასახსნელს ,მაგრამ ეკატერინე უბნევდა თავგზას, ტან ცეკვა უწევდა ტემპით და ქალბატონი ისე დააცოცებდა ტუჩებს მის ყელში როგორ გინდოდა ეფიქრა-კატოო
-რა...რამე გეტკინა?
-ოხ ეკატერინე
-რატომ კვნესი ?
-გეფიცები ამ ხალხს მთლად გავაგიჟებ,ხომ იცი ამათი აზრი ნუ მაიძლებ კონტროლი დავკარგო- ჩახრინწული ხმით უთხრა და უკან დაიხია. თიტები მკლავზე ააყოლა. ცეკვავდა , სხვებისთვის ნამდვილა ცეკვავდა ,რეალურად კი უკვე ნაპოვნი“გასარების“ გამოყენებას აპირებდა თან ისე რომ ეკატერინესთვის მოულოდნელი ყოფილიყო. დაატრიალა და ისე უცებ შემოაცალა კაბის უზარმაზარი ნაწილი რომ კატო თვალებგაფართოებული შერჩა ხელში, სხეულზე მიიწება, მოკლე ტანზეგამოყვანილ კაბას ხელი ჩააყოლა მოშიშვლებულ ბარძაყზე თიტები მოუჭირა და მკლავზე გადაიწვინა
-დათაა ... ღმერთო ჩემო
-როდის შეაფასებ ჩემს შესაძლებლობებს კატუშა?- მისკენ დაიხარა, ტუჩებთან მიუახლოვდა მაგრამ არ აკოცა, ათრთოლებულ სხეულს უყურებდა, ტუჩები ყელისკენ გადაიტანა შემდეგ მადისაღმძრელად მომზირალ მკერდთან ,თან ისე რომ არც კი შეხებია - პასუხი მჭრდება-ისევ სხეულზე აიკრა ქალი და ცეკვა განაგრძო . ასე ერთმანეთზე მიკრულები არხევდნენ სხეულს -კატრინა პასუხი !
-ჯანდაბა! შენი თხოვნა შევასრულე - ცხვირისწვერით ეხებოდა ბაღათურიას დაინახა როგორ ჭყიტა მინაბული თვალები ბათუმ და კატოს მკერდიდან მზერა მის სახეზე გადაიტანა.თითები საჯდომისკენ ჩააცურა და კატო რომ არ გასხლტომოდა ხელიდან კაცმა არ იცის რას გააკეთებდა.
ანჩოს და ლიზას „ფლეშმობიც“ დასრულდა და აფორაქებული,გულაჩქარებული, სუნთქვაგახშირბეული ხალხი თავიანთი ადგილებისკენ დაიძრა. ბაღათურიამ ისარგებლა არეულობით და ისე გაქრა კატოსთან ერთად მოთვალთვალესაც კი მოატყუებდა
-აბა წავიდეთ თუ გავიდეთ
-გავიდეთ...არა წავიდეთ .დათაააა
-არჩევანის უფლებას გაძლევ ...სანამ გეკითხები მიპასუხე თროემ რამე მეტყობა რომ მოთმენა შემიძლია? ეს კაბა ...ეს ისეთია თან არ გაცვია ! რას მმართებ მიყურებ? მეორედ არ განმეორდება !
-ფრენა რამდენ საათშია?
-ოთხი ან სამი საათი გვაქვს
-ასე მალე წასვლა არ მინდა - კედელზე აკრულმა ამოთქვა და ბაღათურიას ტუჩებზე დააცხრა- დავრჩეთ
-დავრჩეთ ... - ბათუმ მკერდზე მიაწება ტუჩები კაბა მუცელზე აუკეცა და თითები საჯდომზე მოუჭირა- დრო გვაქვს ...
ბოლო 3 საათი კლასიკური მუსიკა ერთხელაც არ გაჟღერებულა, უკვე შუაღამე იყო მხოლოდ ახალგაზრდები დარჩნენ. მართალია ცოტანი იყვნენ,მაგრამ ნამდვილი გართობა სწორედ იმ დროს დაიწყო. გიჟებმა თავზე დაიმხეს ყველაფერი, ზურა და გიორგი კი მიჩვეულები იყვნენ სხვები გაოცებულები უყურებდნენ.
ბოლო წამებს დატოვეს რესტორანი და აეროპორტისკენ დაიძრნენ. ამალაც მიჰყვებოდა , ნელის უკვე ჩატარებული ჰქონდა გაცილების ცერემონია და სახლშ მშვიდად ეძინა. ანჩო, ზურა, ლიზა ,გიორგი დაჩი და ცოტნე
-ლიზიიკოოო ხომ გეუბნებოდი ბოლოს ფეხზე ვერ დავდგებითთქო- ზურაზე ჩამოკიდებული აბურტყუნდა ანჩო
-რა დავლიეთ ასეთი... ორს კი არა ოთხს ვაცილებთ
-ჩემთან რატომ არიან ექვსნი?
-არ უნდა წამოსულიყავით... ძლივს დგეხართ ფეხზე
-კატუშაა შენ ჩუუ რა...შენ ქორწილში უნდა მეგუგუნა
-მე კიდე ვერ წარმოვიდგენდი ჩემი დის ქორწილშ თუ ვიგუგუნებდი... იმ სათვალიან გალსტუკიანებთანაც კი ვიგუგუნეთ...ვისი დამსახურებაა?
-სიძეე...სიძე გვყავს სუპერ
-კიდევ კარგი ამათ არ ჰგავხარ რძალო- დაჩიმ ლოყაზე აკოცა კატოს და მერე ბატუს მიარტყა მხარზე ხელი- შენს დაბრუნებამდე გავფრინდები მე ,მაგრამ მალე ჩამოგაკითხავთ . არ დაგჩაგროს ერისთავმა
-შენი იმედით დგას ფეხზე !
-ნუ მეეჭვიანები ცოტნიკო !
-ათ წუთშია ფრენა და წავედით ჩვენ რეგისტრაციას გავივლით...დაიშალეთ არაა საჭირო ახლა ეს ხელის დაქნევები და ჰაეროვან კოცნების გაგზავნა
-მოკლედ რა ეს მხოლოდ ჩემ დას ეღადავება რა ხარ ასეთი
-აბა კარგად, ჭკვიანად იყავით.ერთმანეთს ნუ დახოცავთ და შეინარჩუნეტ დღევანდელი განწყობა... დაგვირეკეთ რომ ჩაფრინდებით !
-არის შევასრულო შენი დავალება ბატონო ცოტნე...ჭკვიანად!- ბიჭს მოეხვია ბაღათურია და თმები აუჩეჩა.მერე ყველას გადაეხვივნენ და წავიდნენ.
თვითმფრინავში რომ ავიდნენ და დასხდნენ ერთი ღრმად ამოისუნთქეს. ორივეს გაეცინა
-დასრულდა?
-მგონი ხო
-კმაყოფილი ხარ?
-ცამდე
-ჯერ სად ხარ ... ახლა ჩემი სურვილების დროა
-ასე რომ მეუბნები მაშინვე უხამსი აზრები რატომ მებადება
-გარყვნილი ქალი ხარ და იმიტომ!
-ძალიან გინდა ,მაგრამ არც ეგრეა ჩემი საქმე
-დროის ამბავია ... ის კაბა ხომ დაგვხვდება სახლში? ამას ჭრილი არ აქვს- თითები მოუჭირა ბარძაყზე და წარბები შეკრა
-თითები გააჩერე!
-არ მითხრა დავიღალეო
-შენ არა?
-ვაფშე არა...მოწყენილობა რომ გაიფანტა მოვიხოდე
-თავი მტკივა... მგზავრობსი დროს მძინავს ძირითადად
-გამონაკლისი დაუშვი... ხვალ სტამბოლიდან გამოიძინე- ყელში აკოცა და თითები ისევ ბარძაყზე აასრიალა
-რატომ მეგონა რომ შენი ტემპერამენტი და სექს*ე დამოკიდებულება გაქრა ?
-აზრზე არ ვარ , სულ ტყუილად გეგონა ! ეგ დამოკიდებულება კონტაქტით გადადის და დამიჯერე სულ მალე შენც დამოკკიდებული იქნები
-შენ ვინ დაგაავადა
-ჩემ შემთხვევაში თანდაყოლილია- ტუჩებზე ჯერ ნაზად შეეხო შემდეგ კი ჩვეული ვნებით დაეწაფა წითელ ბაგეებს.
ჰაერში პირველი ღამის იდეა ნამდვილად განახორციელა ბაღათურიამ , ზოგადად ყველა ჩანაფიქრს ერთნაირი ხარისხით ასრულებს მთავარია ამოიცნო მისი განზრახვა და რეალური მიზანი !
...............
აეროპორტში უამრავი ხალხი ირეოდა , ჩემოდნებით ხელში, მეგობრებთან ერთად, ოჯახისწევრების გარემოცვაში, ღიმილიანი ან ცრემლიანი სახეებით. ზოგი მარტო იდგა, მშვიდად მიაბიჯებდა, ზოგიც გარბოდა და თან ჩემოდნებს მიარბენინებდა , ვიღაც საყვარელ ქალს ეხვეოდა, ვიღაც მონატრებულ მეგობრებსა და ნათესავებს . ზემოდან რომ დაგენახათ ტერიტორია წამსვე შეამჩნევდით წყვილს ,ქალი ხელჩანთით ხელში თავაწეული დინჯი ნაბიჯებით მიაბიჯებდა ,მის გვერდით ჩანთებით დატვირთული მამაკაცი მიდიოდა შეკრული წარბებით, დაჭიმული ძარღვებით და შეშლილი მწვანე თვალებით. ერთად მიდიოდნენ,მაგრამ იმდენად შორს იდგნენ რომ ერთმანეთს წამითაც კი ვერ შეეხებოდნენ. ისე გავიდნენ შენობიდან სიტყვაც არ უთქვამთ, წინ იყურებოდნენ და ერთმანეთს თვალს არიდებდნენ. ქალი ზედმეტად მშვიდად გამოიყურებოდა მამაკაცის ფონზე. ავტოსადგომისკენ გაემართა, დაპარკინგებული მანქანისკენ დაიძრა და მშვიდად დაიკავა მძღოლის გვერდით ადგილი. ინსტიქტურად გაახსენდა რამდენიმე თვის წინანდელი დაბრუნება ,ყველაფერი იმდენად სხვანაირი იყო სულ რამდენიმე თვეში ყველაფერი შეცვალა ,ფაქტობრივად თავდაყირა დააყენა საკუთარი ცხოვრება. ჩანთა მუხლებზე დაიდო და მობილური აიღო . კაცმა ჩანთები საბარგულში ჩაალაგა და საჭესთან დაჯდა
-არ დარეკო ,ისდაც გაიგებენ რომ დავბრუნდით
-რა საჭირო იყო ასეთი გასაიდუმლოებული დაბრუნება
-თავად დაუგეგმე საკუთარ თავს დასახვედრი ვახშამი ...
-ამ სიჩქარით თუ ივლი ვფიქრობ უახლოესი ქელეხის სუფრა იქნება
-ბევრი არც გაკლია მიცვალებულამდე !
-შენ ხომ ხარ უკვდავი ...
-გეგონა გადმოგედებოდა ერთი თვის შემდეგ?-ირონიულად ჩაიცინა და სიცქარეს უმატა. ისე მოძრაობდა მანქანებს შორის ქალს სიტყვის თქმაც არ შეეძლო,გზას უყურებდა და ღვედს თითებს არ უშვებდა
-ღმერთმანი მსგავსი აზრები არასდროს მაწუხებდა
კაცმა თვალები აატრიალა და საჭეს შემოხვეული თითები კიდევ უფრო მოუჭირა,ჩუმად შეიკურთხა უმისამართოდ გინება ხშირად უწევდა. მანქანა სახლთან გააჩერა, კარი დაცვამ გაუღო და ეზოში შევიდა. სახლს შეხედა და ღრმად ჩაისუნთქა, ქალი უკვე გადასული იყო.თავადაც გადავიდა და დაცვის წევრებ ბარგის გადატანა სთხოვა. რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული სახლიდან ჩქარი ნაბიჯებით ქალი რომ გავიდა
-დათააა... ეკატერინეე დაბრუნდიიით? ღმერთო რა სიურპრიზია...ასე როგორ შეიძლებოდა რატომ არ გამაფრთხილეთ აბა კიდევ დავრჩებით ერთი კვირაო?
-როგორ ხართ სოფიო?
-კარგად საყვარელო ... როგორ გამიხარდაა . ნელიკო გაგიჟდება გუშინ იყო და ისე წუწუნებდა მომენატრნენ როდის დაბრუნდებიანო
-ბაღათურიების სიამაყეები სად არიან დედა?
-სახლში არ არიან... მამაშენი სხდომაზეა და მაქსი თავის საცოლესთან ერთად ისვენებს ბათუმში
-არ გამაგიჟო ..მამავ ბატონმა ნება მისცა თუ გაპარულია?
-დავით როგორ საუბრობ? ასე აპირებ გაგრძელებას?
-შენ დაიკიდე ხარაშო? - თვალი ჩაუკრა ლოყაზე აკოცა და ეკატერინეს გადახედა- დავისვენებთ ჩვენ...იმედია ოთახი მზად არის
-რა თქმა უნდა...ყველაფერი მზადაა. რა მოვამზადებინო გოგონებს?
-არაფერი ...
-ეკატერინე შენ?
-არ შეწუხდეთ..რამდენიმე წუთში ჩამოვალ - ბათუს გახედა რომელიც უკვე კიბეზე ადიოდა და უკან გაჰყვა. საძინებლის კარი რომ მიხურა ბატონი მაშინვე მიუბრუნდა
-რამდენიმე კვირა ვიცხვორებთ ამ სახლში და არ არის აუცილებელი მათთან შესისხლორცება
-გმადლობთ ,რომ მეათასედ მიმეორებთ ერთსა და იმავე წინადადებას თითქოს პირველკლასელს აი იას ასწავლი .როგორმე ვხვდები რაც გინდა , უკაცრავად მაგრამ სოფიოს და მიხეილს მხოლოდ იმიტომ ვერ ავუვლი გვერდს რადგან შენ არ გინდა მათთან ურთიერთობა !
-მეატასედ გამეორებულს ისევ სხვაგვარად რომ იგებ რა დედის ტყვნ****
-თავი ამატკიე... აბაზანა მჭირდება შეგიძლია საკუთარ თავს ელაპარაკო - აბაზანის კარი გააღო და პირდაპირ ჯაკუზის ავსება დაიწყო . უკვე სურნელოვან ქაფში იყო ჩაფლული ბაღათურია რომ შევიდა ნახევრად შიშველი და საშხაპეში შეაბიჯა
-საღამოს ერეკლესთან წავალთ !
-რა ხდება ერეკლესთან?-თვალები არც გაუხელია ისე განაგრძო ქაფში თითების თამაში
-ანასტასიას დაბადებისდღეა
-ამიტომ დავბრუნდით ?-უცებ გაახილა თვალები თითქოს გონება გაუნათდდა
-ისეთი თაფლობის თვე ვერ მომიწყვე ტასუნას დაბადებისდღე რომ გამომეტოვებინა...
-რამდენი წლის ხდება?
-ოთხი
-საჩუქარი რომ არ მაქვს?
-იმდენი რამე წამოუღე რაღა გინდა?
-შენ რას აჩუქებ?
-რაც მითხრა იმას...
-და რა გითხრა?
-კვიცი ... თეთრი
-რაა? ოთხი წლის ბავშვს ცხენს აჩუქებ?
-კვიცს ,რომელსაც თავად მოუვლის და შენ რა გაწუხებს?
-წარმოვიდგინე რომ ჩემს ოთხი წლის შვილს ცხენს სჩუქნიან და ვფიქრობ ბარბარე არც ისე მოხარული იქნება
-მადლობა ღმერთს ბარბარე სხვანაირად აფრენს და არა შენნაირად ! - თვალებიდან ქაფი რომ მოიშორა სახეზე ხელი ჩამოისვა და წინ მდგომ ეკატერინეს შეხედა . წამსვე მოავლო მზერა,თავი გვერდით გადასწია და წამში ააკრა კედელს
-ხო რა თქმა უნდა ჩვენ ვაფრენთ და თქვენ ორნი ხართ გენიოს... დათაა
-რა დედის ტ*ვნაა ეს დათა დათა... თან ზუსტად მაშინ რომ მეძახი როდესაც მინდა მოგეფერო
-ხელს ვერ გიშლის ,ვხედავ
-აბა რას ფიქრობ ისე ვიჩხუბეთ წამოსვლამდე რომ სექ*ი შენს თავმოყავრეობას შელახავს თუ ერთი კვირის შემდეგ დამდებ პატივს
-ერთი კვირა არ გასულა
-8 დღეა არც კი მიკოცნია ქალისთვის და ლომკა მაქ - წყლის ნაკადის ქვეშ იდგნენ, ქალს ქაფს აშორებდა და თან ცხვირს მის ყელში დაატარებდა . თმიდან ქაფი მოაშორა და თითები შიგნით ახლართა -ასეთი ქვა როგორ ხარ
-ერთადერთი სუსტი წერტილი როგორ გაქვს და ისიც ასეთი ცხოველური როგორაა
-ღმერთის ბრალია რომ კაცი ვარ ... ჯანმრთელი და ნორმალური ! შენც ერთი სუსტი წერტილი გაქვს
-მე? და მაინც რა?
-ვინ ... მე
-შენ? - წამსვე შეიცხადა და მისი ხელი მოიშორა - არ შემეხო !
-ხომ ხედავ, ერთი სიტყვა და წამსვე კარგავ მოთმინებას
-ნამდვილი სატანა ხარ !
სააბაზანოდან გავიდა, მოწესრიგდა და სოფიოსთან ჩავიდა. ბაღათურია საძინებელში დარჩა, სანამ წასვლის დრო არ მოვიდა. პირველ სართულზე ჩასვლისას მისაღებში უცნაური სიტუაცია დახვდა ,ვერ ხვდებოდა ხოლმე ეკატერინეს თავისმოჩვენების უნარი ჰქონდა ასე განვითარებული თუ უბრალოდ ასეთი იყო. სოფიოს გვერდით იჯდა ყავის ფინჯნით ხელში და რაღაცას უყვებოდა გაღიმებული. შემდეგ საჩუქრებს შეხედა ბათუმ გაახსენდა როგორ არჩევდა რამდენიმე საათი სოფიასთვის საჩუქრებს, როგორ დაიქანცა ამ დროს და ბოლოს დატოვა სავაჭრო ცენტრში ეკატერინე .
-მოემზადე და წავიდეთ
-სად მიდიხართ შვილო?
-ტასოს დაბადებისდღე უნდა მივულოცოთ დედა
-მე ჩანთას ავიღებ და წავიდეთ - ეკატერინე გავიდა და მალევე დაბრუნდა ტასოს საჩუქრები ბათუს მიაჩეჩა თავად ხელჩანდა დაიჭირა მხოლოდ და სოფიოს დაემშვიდობა.
მანქანაში ისხდნენ ბათუმ რომ წამოიწყო საუბარი
-შენებს არ ნახავ?
-დავურეკე და გვიან გამოვლენ ... ვიფიქრე წასვლა არ ენდომებათქო
-სულ ჩემ სურვილებზე ფიქრობ შენ
-ისე როგორც შენ
-სამაგიეროს მაინც ვერასდროს გადამიხდი და ტყუილად ნუ ცდილობ!
-მეც ჩაგიშლი ერთ სარფიან საქმეს და ვნახოთ
-წინასწარ მაფრთხილებ? ცოხვრებაში რამე გაგიფუჭებია?
-არა!
-ანგელოზი ხარ პირდაპირ - გაიცინა და ხელზე აკოცა რომელიც წამსვე გამოაცალა ეკატერინემ- გაიქეცი თავის შეკავება რომ შეძლო
-გაჩუმდი!
-საერთოდ არ მინდა ლაპარაკი ...
-გულისამრევი ხარ
-რაღაც მეეჭვება ჩემი რომელიმე ნაწილი გულს გირევდეს - ჩაიცინა და თვალი ჩაუკრა
-აუტანელო
ენა ჩაიგდო აწითლებულმა და თავი საპირისპირო მხარეს შეაბრუნა. დადვანების სახლის კარი ერეკლემ გააღო , ზმაკაცს მოეხვია და შემდეგ ეკატერინეს გაუღიმა. ორივე სახლში შეიპატიჟა
-ტასუნააა მააა ჩამოდი ქვემოთ ნახე ვინ მოვიდა
-ოოო მაცადე საჩუქლებც ვქცნით მე და დედა ...ვინ მოვიდა აცეთი- ზემოდან გაიგეს ხმა. ეკატერინე კიბისკენ იყურებოდა წამში რომ გაჩნდა იქ ბაღათურია, ისე მიაბიჯებდა კიბეზე თითქოს ვეღარ ითმენდა
-პრინცესააა - ერთი დაძახება დასჭირდა სირბილით რომ გაიქცა ბავშვი და ხელზე ჩამოეკიდა
-ნათლიიიიი ...ლოგოლ მომენატრეეე.მეგონა ალ ჩამოქვიდოდი- მის ყელში ჩამალული ბუტბუტებდა და პაწუწა ხელებს არ უშვებდა. ბაღათურიაც ასე იდგა ,გაბადრული კოცნიდა ნამცეცა ქალბატონს
-როდის გამოუტოვებია ნათლიას შენი დაბადებისდღე?
-მათალია,მაგლამ აქლა მიზეზი გქონდა. კატოცთან იკავი,მამიკომ ამიქცნა ლო ალ უნდა გავბაზებულიყავი
-მამიკომ არ იცის რო ჩემთვის პირველი ქალბატონი შენ ხარ- ჩუმად უთხრა ყურში და ლოყაზე ხმაურით აკოცა. ბავშვი უკვე სახეზე ეფერებოდა და იცინოდა - საჩუქარზე არ მკითხავ?
-ჩენ ქო მოქვედი და სიულპლიძი გამიკეთე
-კაიი? მე კიდე კვიცი ვიყიდე სულ ტყუილად? ვიფიქრე არ მიმიღებს ისე ჩემი ტასუნათქო
-კვიციიიი ვაიმეეეე კვიცი მიკიდეეეე სუპეეელ ნათლია ხარ- კიდევ უფრო გახარებული მოეხვია და მერე ძირს ჩამოხტა -დედაააა ნათლიამ კვიციი მიკიდააა...მოიცა და სადაა?- გზაში გაჩერდა და წარბშეკრული მიბრუნდა
-სახლში ხო ვერ მოვიყვანდით არა? თავის დედიკოსთანაა ფოტოებს გაჩვენებ და ვიდეოს. ხვალ კი წაგიყვან და გაგაცნობ
-კაქიიი შევთანქმდით ...დედაააააა სად წავიდა ეც ქალი
-მოვდივარ ...რა ხდებაო ვინ რა მიყიდაო? ბათუუ დაბრუნდი?- ბარბარეც მოეხვია და გაუღიმა - რა უყიდე არ გამაგიჟო
-კვიცი
-გადაირიე ? კვიცი როგორ უყიდე ...მოგკლავთ რაა იმან პლანშეტი მოუტანა შენ კვიცი ორივეს მოგკლავთ ...რას მიკეთებთ გამიგიჟდება ბავშვი
-აუუ დედააა
-ჩუ შენ! ეკატერინე როგორ ხარ? ბარბარე იმ წამს ასულ კატოს მოეხვია .მერე ქალბატონიც მივიდა
-ოგოლ ქალ კატუშა?
-კარგად საყავრელო...გილოცავ დაბადების დღეს - საჩუქრები იქვე დადო - ბევრია და მერე ნახე
-მადლობა
მისაღებში ისხდნენ და საუბრობდნენ. ანასტასია ბათუს არ შორდებოდა,მის მუხლზე იჯდა ფეხებს ათამაშებდა ,თავი მკერდზე ჰქონდა მიდებული და გაყუჩული უსმენდა უფროსების საუბარს ,შიგადაშიგ ერთვებოდა. მოყვა როგორ გაატარა დღე, რამდენი მეგობარი ჰყავდა გასართობ ცენტრში და როგორი საჩუქრები მიიღო. შემდეგ გოგონები დატოვეს და მოსაწევად გავიდნენ გარეთ
-რა ჯანდაბაზე იჩხუბეთ ამოღერღავ?
-არ გითხარი?
-რა მითხარი ვერაფერი გავიგე მარტო გინება და ეგ ვიცი ისედაც გმადლობ...შენ რაღა დაგემართა მეგონა ვაფშე არ იჩხუბებდით
-მეც მეგონა,მაგრამ ნერვები არ მყოფნის . ატანა აღარ მაქვს არ ესმის ელემენტარული როგორ ეგონა რო იმ კაცთან ერთად გავუშვებდი თაფლობის თვის დროს რაღაც შეხვედრაზე რომელიღაც ქალაქში
-ვინ იყო ის კაცი სად გამოხტა
-მე რა ვიცი ვიღაც ს*რი ... ტიპმა რო დაინახა ისე მივარდა მგონი სიზმარშიც ამას ნახულობს და ამ ჩემს ცოლს რადგან რეაქცია არ აქვს არაფერი დაშავდებოდა თურმე მასთან ერთად რომ წასულიყო ვიღაც ყ*ეების შეკრებაზე ჩვენი თაფლობის თვის დროს
-წასულიყო მერე შე ჩემა ,იეჭვიანე?- დაასკვნა დადვანმა და გაიცინა
-კი არ ვიეჭვიანე მისმა შეუგნებლობამ გამაცოფა ...იქეთ მეჩხუბა რა ამბები დამიტრიალა რომ მოგესმინა გაგიჟდებოდი ! ძლივს შევიკავე თავი რომ არ მიმეხრჩო ,თურმე მის საქმეს ხელს შევუშლი და უფლებებს ვუზღუდავ
-რეალურად შეუზღუდე საქმის გაკეთების უფლება ...ბავშვი ხომ არაა სადღაც რომ არ გაუშვა
-დადვანოო შენ ში* ხო არ გაქ რაებს მეუბნები ...რადგან იმ სირ*ან არ დაწვებოდა იმიტო უნდ გამეშვა?
-მე ის მიკვირს როგორ შეაჩერე
-მაგასაც თუ შეჩერება ერქვა... ტერორისტებს უფრო მარტივად ვუვლიდი ვიდრე ამ ერთ ქალს
-რა გიშველო რჩევის მოცემა მე არ შემიძლია
-შენ რას შვები
-ცხელი ზაფხულია წელს...- თავი დახარა და სიგარეტი ტუჩებშორის მოიქცია - ადვოკატი გაყრის საბუთებს ამზადებს - ჩუმად თქვა და კვამლი გამოუშვა
-მამააა - საუბრის გაგრძელება ვერ მოახერხა ტასუნა მივარდა
-რაო პატარავ
-ახლა არ შეიძლება ომ წავიდეთ იქ სადაც ცქენია?
-სად გყავს კვიცი?
-ქალაქგარეთაა და ახლა გვიანია...ხვალ დილით წაგიყვან გპირდები
-მპილდები?
-ტასიკოო არ გრცხვენია მაგას რო მეკითხები? როდის არ ამისრულებია სიტყვა?
-საუკეთეცო ქალ ჩენ...კაქი იკოც ქვალ. წამოდით საქლჩი ვაქჩამი მზადაა -ორივე წაიყვანა და მაგიდასთან დასვა,თითონ შუაში ჩაჯდა და ტიკტიკებდა ჭამის დროსაც. ფოტოებს ათვალიერებდა და ატასჯერ უყურა ვიდეოს სადაც ცხენი იყო .
მეორე დილით ადრე გაიღვიძა, ფრთხილად დაიწყო ოთახში სიარული კატო რომ არ გაეღვძებინა,მაგრამ ქალბატონმა თავად ინება გამოფხიზლება.
-მეც წამოვალ მიყვარს ცხენით ჯირითი
-დარწმუნებული ხარ ? მაშინ შესაფერისად ჩაიცვი ...სიცივე იქნება იქ
-ადრე არ არის ჯერ?-თავი არც აუწევია ბალიშიდან ისე ესაუბრებოდა თან თვალს აყოლებდა
-ხომ არ იცი ჩემი ლურჯი მოსაცმელი სად შეიძლება იყოს
-მარჯვენა კარი გააღე და იქ იქნება ,სავარაუდოდ - ბალიშს ხელები მოხვია და სახე სიგნით ჩამალა. უჭირდა გაღვძება, დაღლილობა გვიან იგრძნო
-შეგიძლია დარჩე...ბავშვთან ერთად მივდივარ და არ მომიტაცებენ
-წამოსვლა მინდა შენ რა შუაში ხარ
-ხო მე რა შუაში ვარ.სად დედის ტყვ**შია
-დამღალე- უცებ წამოდგა და კარადა გამოხსნა -გაიწიე... - ტანსაცმელი შიშველ მკერდზე მიაყარა და მერე ისევ ხმაურით მიხურა კარი- ჩაიცვი ამ საუკუნეში
-საცვალი არ მინდა?- წელზე მოხვეულ პირსახოცზე ანიშნა მანაც თვალი ცააყოლა და ზლივს მოაშორა მზერა-ჩემოდანში იქნება
-შენ ჩაალაგე და მე რა ვიცი
-ნერვებს მიშლი- ჩემოდანი გახსნა და საცვალიც ესროლა
-გმადლობ - იქვე მოიშორა პირსახოცი არსად წასულა,სამაგიეროდ ეკატერინე შევარდა სააბაზანოში.
ტასო გაღვიძებული დახვდა, მზად იყო და ელოდა ნათლიას. გახარებული გაიქცა მანქანა რომ დაინახა. მთელი გზა ცქმუტავდა და ლაპარაკობა. როგორც იქნა მიაღწიეს, ეკატერინემ ბავშვი გადაიყვანა და ხელი ჩაკიდა. გაქცევა უნდოდა მაგრამ ვერ ბედავდა იცოდა ბათუ გაუბრაზდებოდა ამიტომ მშვიდად მიჰყვებოდა უფროსებს. ცხენი რომ დაინახა ემოციები ვერ დამალა. ბათუმ ხელში აიყვანა რომ მოფერებოდა კვიცს და ისიც პაწაწინა თითებს უსვამდა სახეზე
-რა ლამაზიაა ..როგორი ქატულა თვალები აქ. ნაქხე მიყულეებს
-გინდა დაჯდე?
-არ გადმომაგდებც?
-მე დაგიჭერ ...
-მაშინ კალქი -გაიცინა და კომფორტულად დაჯდა კვიცს ჩაეხუტა და კისერზე დაუსვა თითები
-გინდა ფოტო გადაგიღოთ?- ეკატერინეს შეთავაზება მოეწონა , კამერასთან პოზიორობა დაიწყო
შემდეგ ცხენებზე დასხდნენ , ბათუმ დაისვა ტასო და სეირნობა დაიწყეს. კატერინამ ისე გააქროლა მინდორზე ცხენი ბაღათურიას თვალები გაუფართოვდა,ტასოც კი გაოცებული უყურებდა
-რა ლამაზიააა
-ქალღმერთია- ბაღათურიას აღმოხდა, ნერწყვი გადაყლაპა და თვალები დაახამხამა. იმდენად მოხდენილად იჯდა წელში გამართული და მიაგელვებდა ყავისფერ ბედაურს ნამდვილად საოცარი სანახავი იყო .
-მე ჩავალ და შენც წადი გინდა?
-და კვიცთან მიხვალ ხო? არა ქალბატონო
-არ მივალ...აქ დავრჩები და გიყურებთ ტელეფონი დამიტოვე ოგონდ მამიკოც დავულეკავ
-მართლა?
-ბათუუ არ მიჯერებ?
-კარგი ...გენდობი იცოდე .ხომ იცი რომ მიხვიდე შეიძლება რამე გატკინოს
-ვიცი -დადვანმა ისე შეკრა წარბები უკვე გაბრაზებული იყო უნდობლობის გამო. ბათუმ ფრთხილად დასვა ბალახზე და მობილური დაუტოვა - მალე დაბრუნდით
-არსად წახვიდე იცოდე გამოგხედავ და რომ არ დამხვდები
-წადიი უუუფ
ბაღათურიამ შორს გაჭრილ ქალბატონს გახედა და ცხენი სწრაფად გააჭენა. ეკატერინემ რომ დაინახა ბაღათურია ცხენი მისკენ წაიყვანა
-ბავშვი დატოვე? ბათუ ასე ახლოს ნუ მოგყავს ცხენი
-უნდა მოვიყვანო ...ისე არ გამოვა- მისკენ გადაიხარა და ტუჩებზე დააცხრა.ისედაც აჩქარებული ჰქონდა სუნთქვა და დიდხანს ვერ გაუძლო-გინდა გიყიდო ასეთი? დიი ეზო გვექნება და თავლა გავაკეთოთ
-არც იმდენად დიდია რომ საჯირითოდ გამოდგეს
-მივამატებ ნაკვეთს ...
-ცხენით აპირებ მომისყიდო? სახლში რომ მომთხოვ დაჯდომას და სადილების მზადებას მაშინ რას მიყიდი
-არაფერს...თუ არ გინდა არც გექნება ! გამოსასყიდ დანაშაულებს არ ჩავდივარ
-მართალია, გამოსყიდვა ნამდვილად შეუძლებელია -აღვირი მოქაჩა და ცხენი უკანა ფეხებზე დადგა ,შემდეგ ისევ სწრაფად გააჭენა და მინდორს შემოუარა. ბაღათურია ბავშვთან დაბრუნდა, ცხენიდან ჩამოხტა და პატარა მაიმუნს მობილური აართვა
-გადაგვიღე ხო?
-ალ ვიცი... მამიკოც ტელეფონი კაი და ამაც ველაფელი გავუგე- ცხვირაბზეკილმა ჩაუდო ხელში მობილური და თვალების ფახუნით ახედა- მშია და სადმე მაწამე ლა რა
-პრინცესა უკეთ ამბობ სიტყვებს?
-ხო
-ჩემი გოგო ვინ არის?
-მე
-ნუ მეპრანჭები ასე თორე ვიღაც მოგიტაცებს - ხელში აიყვანა და ლოყაზე აკოცა
-ალ მომიტაცებენ
-მასე ამბობდა დედაშენიც მარა კი დაავლო ხელი მამაშენმა
-მამიკოცნაილი თუ მომიტაცებც მომიტაცოც დამსვი ძილს
-მაგას ვეტყვი მე ერეკლეს და გამოგკეტავს ციხესიმაგრეში გველეშაპატ ეკატერინეს გამოვუშვებ
-რაო ვის გაუშებ გველეშაპად?
-რა უცებ მოხვედი ... ჩემ გოგოს შია და წავიდეთ აქვე სასტუმროა და რესტორანში დავსხდეთ
-გუხუნებც? - ცას ახედა ქალბატონმა და წარბები შეკრა- აუუ ალ მინდა წვიმააა
-არ იწვიმებს ჯერ
-იქნებ იწვიმოს...
-ბავშვს კვიცთან უნდა თამაში და ერთ საათში ხო არ დავაბრუნდებით
-თუ გაწვიმდა აქ ხომ იცი როგორ იცის... შეიძლება ის მდინარე საერთოდ ადიდდეს და
-ნუ ხარ პესიმისტი... დამშვიდდი გაგიჟდა ბავში ვერ ხედავ?
-ალ გავგიჯდი...გიცმენთ და თქვენც საკვალლები ქალთ რო ჩხუბობთ
-შენ გიჯობს სიტყვების გამოთქმაზე ივარჯიშო პატარა ქალბატონო ...თორემ 4 წლის ხარ უკვე და არ გეკადრება ასე მეტყველება
-მალთლა ჯადოქარია რაა ...აიიი რრრ ვთქვიიი - ტაში შემოკრა და ბაღათურიას სიცილიში აჰყვა
-როგორ გგავს... კარგი არაფერი დაანათლე?
-მე მამას ვგავარ და საელთოდაც ალ მჭილდება ვალჯიში 4 წლის ვარ მხოლოდ
-ყოჩაღ ბარბარეს
-რა ვიცი იკლავდი ტავს შილი მინდაო და შენ წარმოიდგინე ჩემი გენები რომ ექნება როგორ იქნება
-მამამ თქვა შეიძლება მალე ეკოლოს შვილი ბათუსო და მათალია?
-არა ...მამაშენი ბოდავს ხოლმე -მანქანის კარი გააღო და ქალბატონი თავის სკამში ჩასვა
-აუუ ვერ ვიტან ამ გვედს
-საჭიროა
-ისე ატარებს შენი ნათლია აუცილებელია
-ლა უნდა შენგან ამ ქალც?
-მეც არ ვიცი- ჩუმად უთხრა წარბშეკრულ გოგოს და ლოყაზე აკოცა- შოკოლადოო
-მიკაქალოოო - ხელით კოცნა გაუგზავნა და გაიცინა.ეკატერინე ცუმად იღიმოდა, მაგრმა ბათუმ რომ გახედა სახე დაასერიოზულა.
რესტორანში ისხდნენ, ქალბატონი მადიანად შეექცეოდა საჭმელს. ეკატერინე ნამცხვარსა და ჩაის აგემოვნებდა . ბატონი ბაღათურია კი საპირფარეშოში იყო გასული
-ნათლია გიკვარს?-იმდენად მოულოდნელი იყო კითხვა რომ ხველა აუტყდა ეკატერინეს
-შეიძლება ასეც ითქვას
-ეგ ლაც ნიჩნავს? ან გიკალც ან არა... დედას მამა არ უკალც...მამაც უკვარს
-ეგ საიდან დაასკვენი ანასტასია? ბარბარემ გითხრა?-შეშფოთება ძლივს დამალა
-არა... ერთხელ გავიგონე მამას რომ უთხრა .ეგონა რომ მე მეძინა არ უთქლა
-გაბრაზებული როდესაც ვართ ხოლმე სიმართლეს არ ვამბობთ ... მათ უყვართ ერთმანეთი ,დამიჯერე.ოღონდ არავის უთხრა კარგი?-თვალი ჩაუკრა და საჩვენებელი თითი ტუჩზე მიიდო
-კარქიი..მეც მინდა ეგ - თითით ტორტზე ანიშნა
-ჯერ ეგ დაასრულე და დესერტად მოგიტან
-მეტი რო აღარ მინდა?
-დანაყრდი?
-გავძექი
-კარგი მაშინ შევუკვეთოთ - გაუღიმა და ტორტის ნაჭერი მოუტანა. ქალბატონმა ჩანგალი აიღო და თავად მიირთვა ისეთი საყავრელი იყო კატო ღიმილს ვერ იშორებდა.
ბაღათურია რომ დაბრუნდა ისევ წარბები შეკრა
-მე ღიმილი არ დამანახო ღმერთი გაგინაწყენდება და რისხვას დაგატეხს! ასეც ლამაზი ხარ და ასე უფრო მესექსუალები - ისე უთხრა თიტქოს აქაც არაფერი, გააბრაზა ეკატერინე ტასომ კი ჩუმად ჩაიცინა . მერე ისეთი ქუხილი გაისმა პატარა ცქნაფო შეხტა და ეკატერინეს მიეკრა მკერდზე
-აააა მეჩინიააა ქუხუნიაციიი ვაიმეეე
-დედაც ვატირე... წავიდეთ და ჩავალთ თბილისში სანამ გაწვიმება? წვიმს- ფანჯრიდან გაიხედა როგორ წამოვიდა წვიმა, იმხელა წვეთები ცვიოდა მანქანამდე მისვლას ვერ შეძლებდნენ. ხალხმა გარეთ გასვლა დაიწყო, ზოგი რას შვებოდა ზოგი რას.
-არაა არ გავალ გარეთ...მანქანას მექი რო დაეცეს?
-კარგი დავრჩეთ ... რომ გამოიდარებს წავიდეთ
-დღეს არ გამოიდარებს... წყალდიდობაა მოსალოდნელიო
-გეუბნებოდი გაწვიმდება დროულად წავიდეთ-თქო
-ნომერს დავჯავშნი თორემ ვატყობ ეს ხალხი ყველა აქ დარჩება- ბაღატურია სწრაფად წავიდა მიმღებისკენ და ნომერი დაჯავშნა. შემდეგ ერეკლეს დაურეკა აუხსნა ყველაფერი და გოგოებთან დაბრუნდა.
-ნომერში ავიდეთ ...
-ოო რა გავაკეთოო იიქ
-აბა წავიდეთ სახლში
-არ მინდა სახლში... თბილისშიც წვიმს?
-როცა უნდა რა კარგად ლაპარაკობს..რ.ატო არ გინდა თბილისში?
-დედა და მამა ეყრებიან ...ხოდა მარტო რომ იქნებიან იქნებ გადაიფიქრონ . კალქია ლო ჩამოქვედი
-ხო აშკარად ზემოთ ასვლა სჯობს- ხელში აიყვანა ბავშვი და გაოცებული ეკატერინეც უკან გაიყოლა. ოთახში რომ შევიდნენ ბაღათურიამ საწოლზე დასვა ბავშვი და წინ დაუჯდა ,სავარძელს მიეყრდნო და ისე შეხედა თითქოს დიდ ადამიანთან სერიოზული საუბრისთვის ემზადებოდა. ეკატერინე ისე გაიტრუნა თითქოს იქ არ იყო,შემდეგ ესიამოვნა რომ მიხვდა რომ ბათუს პირად საუბარს უსმენდა
-ბარბარემ იცის ერეკლემ რომ გაყრა გადაწყვიტა?
-ასეთი სიტკვებით ნუ მელაპაკარები კი არადა მელაპარაკები
-ანასტასია დედაშენმა იცის ერეკლემ დაშორება რომ გადაწყვიტა?
-არა და იმედია ვერც გაიგებს თორემ ეგ ისეთი სულელია გაეკრება და ხომ დავიღუპები ... წარმოიდგინე როგორ უნდა ვიყო ხან ერთთან ხან მეორესთან... ვისთან დავრჩე? დედაჩემი რომ წამიკვანს მერე ერეკლეს გარეშე რა მეშველება ? რაგა ახლა გაგიჯდა? მაცე ჩქუბობენ სულ და ვეგარ უძლებც? ასეთი სუსტია?
-ერეკლეს ადანაშაულებ?
-ხო აბა დედაჩემი ასეთი იყო სულ და რომ იტაცებდა რა ეგონა? იმიც მაგივლად შეირიგოს ბოლო ბოლო ახლა ეკრება? ანუ სულ ტკუილად იწვალა ამდენ ქანც? მერე სხვას მოიკვანც და სხვა ქალისგან ეკოლება ბიჭი და გოგო?
-ეგ არავინ იცის... და რომ მოიყვანოს ხომ იცი რომ შენს ადგილს ვერავინ დაიკავებს . ერეკლესთვის ყველაფერი შენ ხარ
-მე თუ ვარ რატო ეკრება?
-ძალიან პატარა ხარ ამისთვის...მე და შენ ადრეც გვისაუბრია
-ქოდა სულ მეუბნებოდი შერიგდებიანო და ესაა? შენ და ეკუშაც ჩქუბობთ სულ ,მარა მერე რომელიმე თმობთ თუ ლა ვიცი ქო ლიგდებით?
-ყველა ერთნაირად ვერ მოიქცევა...მე და ეკატერინე სხვა ვართ. მამაშენს კიდე იმდენად უყვარს ბარბარე რომ ეს სიყვარული გონებას ურევს...როგორ გითხრა ვეღარ ფიქრობს სულ ეგეთი კი არ იყო
-მაინც ველაფელი გავიგე- თავი დახარა და ფეხები აათამაშა- არ უნდა გაეკაროც !
-და მაინც ასე რომ მოხდეს , შენ ჭკვიანი გოგო ხომ ხარ
-მერე რა ლომ ვალ.რ ? ბავჩვი ვარ ლომელსაც დედაც უნდა და მამაც...ორივე ერთნაირად მიკვარს და რა გავაკეტო მე? შენთან წამოვიდე?
-ბაზარი არაა ...კარგი აზრია ისე ხომ იცი
-გაგიჯდი შენ? - თავი აწია და გადაიკისკისა
-ორივე ისწავლის ჭკუას...
-მალტო ლო აგალ ცქოვლობ დაგავიწყდა? ლა პლუტუნა კაცი ხარ ... ეკატერინეცთან წამოვიდე?
-რას უწუნებ ჩემ ცოლს? წარბშეკრული მე მიყურებს დაუკმაყოფილებელი რომ არის თორე შენ მაგრა ევასები ,მეტიც აღფრთოვანებულია შენით და საერთოდ ბავშვები უყვარს ტირანი კი არაა... რა დროს ეკატერინეზე ლაპარაკი იყო ?!
-მე რა ვიცი რაც გაიცანი იმიც მელე სულ მაგაზე ლაპარაკობ და საელთოდ ჩვენ საუბალც ლატო ესწრება? ვეჭვიანობ ალ იცი?
-ნუ კაპასობ ახლა მაგრად ატრ*კებ ხო იცი არა რო ვერ ვიტან ასე რომ იქცევი? ქორწილამდე არ ვილაპარაკეთ მე და შენ ? იზრდები და გავიწყდება ხო ყველაფერი
-არაფერიც ... შენ გავიწკდება ლომ მე უნდა გიკვალდე კველაზე მეტად შენ კიდე ის გიკვარს მგონი და ველ ვგებულობ შენ როგორ შეიძლება მასთან იცხოვრო ისეთი სერიოზულია... შენთან რო წამოვიდე მაწამებს ... სიტკვებზე ივალჯიჩეო ველ გაიგე რა მითქრა? ასე ლო ვლაპალაკობ რაა ვერ იგებ? თვითონ ლა იცოდა ელთი ჩემქელა ლო იკო...ბავშვი ვუდეკინდი თუ ლაგაც ვალ მე - თავი მაღლა ასწია ეკატერინეს აგდახედა ოთახის ბოლოში და ისე გახედა გეგონებოდათ მოკლავსო
-ანასტასია!
-ალ უნა მაგაც ანაცტაცია...ისიც ალ მითქლა კიდე ალ მიკვალცო აბა ლას მოიკვანე ცოლად? ბავჩვი ჩენ ალ გინდა, გართობით ამაცთნა ველ გაელთობი და ქალი მეტი ველლ ნაქე დავიჯელო?
-ერეკლეს და ბარბარეს განქორწინებაზე ვსაუბრობდით!
-მე მელაპარაკები ასეთი ტონით?
-ყველა სიტყვა სწორად თქვი
-ნერვებს რომ მშლი ხომ იცი არა ?
-ტასოოო მიგტყიპავ ახლა !
-სალაპალრაკო არაფერია! თუ გაეყრებიან არცერთთან დავრჩები , არ მივცემ უფლებას სხვებთან იყვნენ ან ერთად იქნებიან ან მარტოები ,აგარც მე ვეკოლები ან შენთან წამოვალ და ეკატერინე ამიტანს ან გიორგისთან... ლიზიკო სჯობს ამას მაგარი გოგოა ეს რატო მოიყვანე?
-ლიზიკო გიჟია და მე გიჟები არ მიყვარდება...კი არადა არ მევასება და ვაფშე გაჩუმდი . შენ არ თქვი ეკატერინესთან რატომ მელაპარაკებიო?
-ჩემი საიდუმლო მოისმინა და შენიც გაიგოს
-რა საიდუმლო
-ოჰ შეიცხადა ახლა ... არაფერი- დაეჭყანა და თვალი ჩაუკრა .ააააააააა ისევ დაიგრუხუნააააა - უცებ წამოიკვლა და შეაფრინდა ბათუს- ხელი არ გამიშვა იცოდე
-ჩემი კნუტიი ...როდის გაუმკლავდები ამ შიშს? სულელ ბავშვებს ეშინიათ გრუხუნის - ზურგზე დაუსვა ხელი და ყელში აკოცა-ჩემი ჭიკარტი...რამხელა გაიზარდე გოგო მკერზე აღარ მეტევიი
-ოო მკერდძე ლოდიც გეტეოდი თოთო ლო ვიკავი? - თავი წამოყო და მერე ისევ კისერში ჩაიმალა - ოოო ისევ გრუქუნიაააა ოოოო გადაიგოოოს მალეეე ალ მინდა გრუხუნიააა-ბაყაყივით გაშალა ფეხები და ისე შემოეხვია წელზე ნათლიას. თავი მხარზე დაადო და რომ დაიგრუხუნებდა ყელშ მალავდა სახეს .ბათუ არ განძრეულა,კომფორტულად მოკალათთდა სავარძელში და ყოველ დაგრუხუნებაზე აკივლებულ ბავშვს ეფერებოდა.
-ჩშშ... ნუ კივი თორე ფანჯრები დატყდება და შემოაწვიმებს
-ნუ სულელობ
-არ ვსულელობ ... ეკატერინემ გერმანიაში რომ დამიყვირა ჩხუბის დროს ისე კიოდა ფანჯრები დაიბზარა.მერე გავაჩუმე თორე ჩაიმსხვრეოდა
-როგორ გააჩუმე ხელი ააფარე? რომ ეკბინა?
-ეგ როგორ ვერ მოვიფიქრე ტუჩზე კბენას ხელზე ეკბინა არ ჯობდა? წამაჭამა ტუჩი ...ვამპირია მგონი.იცოდე რამე თუ დამემართა მაგის მოკლული ვიქნები შური იძიე
-რას მეუბნები ბავშვს...აუუ კიდე დაიგუხუნა. სად წავიდა შენი ცოლი? გაქრა? მართლა ვამპირია?
-სააბაზანოში ვარ ანასტასია
-ააა გამისკდა გული...ამ ქალმა არ იცის 4 წლის ბავშვი რომ ვარ? ერთი ციდა
-მესმის ყველაფერი ... ჩუმად ტყუილად ლაპარაკობ- ეკატერინე საწოლზე დაჯდა და ძალიან კი უნდოდა ამ პატარა ონავარისთვის ჭკუა ესწავლებინა ,მაგრამ არ გამოუვიდა ბოროტი დეიდას როლი- ანუ არ მოგწონვარ? მე რატომ მეგონა რომ მოგწონდი?
-მეც მეგონა რომ მომწონდი... ლამაზი ხარ ,ძალიან ლამაზი ...აიიი რატო მოგიკანა ნათლიამ . ახლა მივხვდი .შენც შეცდი ხო?- თავი წამოწია და სერიოზულად ჰკითხა ბათუს. ბაღათურიამ სიტყვსი თქმა ვერ მოასწრო ეკატერინეს კისკისმა გადაფარა ყველა ხმა . იმდენი იცინა სუნთქვა აღარ შეეძლო . ბათუც კი გაოცებული უყურებდა- მათლა ლა მამაზია ...ლამაძია...კი არადა ლამაზია .
-ახლა რომ არ ვაკოცო ნათლია აღარ გეყოლება- ბაღათურიამ ჩახრინწული ხმით ,ჩუმად ჩაიბურტყუნა ტასო დასვა და ეკატერინე სანამ გონს მოვიდა და გაგონილი გონებაში გადახარშა ტუჩებზე დააცხრა. თან თავისკენ მიიზიდა და ფეხზე დაისვა
-მმმმ ბავშვია ... ბავშვია რას აკეთებ- ეკატერინე აფართხალდა როგორც კი შეძლო
-თვალებზე მაქ ხელი აფარებულიიიიი...შებრუნებულიც ვარ - წამსვე გაიგო ტასოს ხმა,მაგრამ ბაღათურია მაინც მოიშორა. რომ გაიხედეს ტასო მართლა ზურგით იდგა
-შენ რა სხვებსაც კოცნიდი ბავშვთან?
-შარს ნუ ეძებ ახლა არ გამაგიჟო თორე კოცნა არა და ჩხუბით მიჩხუბია მის თვალწინ !
-აუ არ დაიწყოთ ახლა ... შეეშვი ამ ნათლიაჩემს ლას ერჩი? ქალი არ ხარ? მერე მე რა მეშველება მღუპავ?
-ღმერთო შენ მიშველე ეს ბავშვი ნამდვილად არ არის ნორმალური
-ბათუს ეჩქუბება და კიდე მე არ ვარ ნორმალური ...გაიწიე ახლა მე ვარ პატარა მე უნდა ჩამიჯინოს - ქვემოდან ახედა, ეკატერინე მაშინვე მოვიდა გონს და დაფეთებული წამოფრინდა, ფეხი გადაუბრუნდა და ისე აყირავდა ისევ ბაღათურიას დაეცა თავზე- დედააა უშვეელ ღმერთო სიარულიც არ სცოდნია ... რა ნათლიაჩემსი საქმე იყო ახლა ეს ქალი
-ანასტასია მორჩი ...ნუ გააგიჟებ ასე გახსნაც არ არის საჭირო
-მოიცა ამის საუბრები მარტო შენ იცი?
-ჩვენს პირადში რატო ერევი? ნათლია და ნათლულის საქმეა ეს -ქვემოდან ახედა პატარა კაპასმა ქალბატონმა და ბათუს ფეხზე აბობრდა, ისევ ისე მოკალათდდა და ხელები მოხვია- მალე დამეძინება მე... არ მინდა თქვენთან ყოფნა ან მარტო შენთან მინდა. მარტო დავრჩები ნომერში
-ასე გამართლად როგორ ლაპარაკობს
-გამაბრაზე და იმიტომ
-რომ ბრაზობ სწორად საუბრობ?
-რა ჭკვიანია - ჩუმად თქვა და თვალები დახუჭა- თუ დამეძინა შარვლით არ დამაძინო მცხება მელე ქო იცი
-ჯერ შუადღეა ისე ჩამობნელდა ხომ გახსოვს... მარტოს ვერ დაგტოვებ
-უიმეე მე ალ გამეგვიძება საგამომდე...მელე წვიმაც გადაგებული იკოც იქნებ და წავიდეთ
-აბა არ წავიდეთო?
-მაგატ ალაფელი ეჩველებათ რომ დავფიქრდი. აი ახლა ეს რო გაჩუმდა...დედაჩემი მასე კი არ იზამს უნდა ამოიფქვას... იკივლოს, იწივლოს მერე მამაჩემი გადარიოს იმანაც დაიწყოს გინება,, ბგავილი და ალ იცნობ? ლაც მალაპალაკებ- დაამთქნარა და პირზე აიფარა პაწუწა თითები -დამაწვინე დავიძინებ
-ასე დაიძინე და მერე დაგაწვენ- გაიცინა და თმა გაუშალა. თავზე ეფერებოდა,ისე უცებ ჩაეძნა ნამდვილ კნუტს გავდა. ეკატერინე ფანჯარასთან იდგა და ენაჩავარდნილი უყურებდა. ბათუმ საწოლში დააწვინა .ფეხსაცმელი და შარვალი გახადა, მაისურის და ტრუსისამარა დააწვიან და თხელი საბანი დააფარა. მერე ფარდები გადასწია ყველაფერი ჩააბნელა და ეკატერინეს მიუბრუნდა
-წამოდი
-სად...მარტო ტოვებ
-ჩვენს ოთახში წამომყევი - ჩუმად უთხრა და ხელი ჩაკიდა
-ხო მაგრამ
-როგორ იცი გაჯიუტება - კარი გააღო და მიხურა . მეზობელ ოთახში შეიყვანა და მაშინვე კოცნა დაუწყო
-რას აკეთებ...გამიშვი .გაგიჟდი?
-ხო გავგიჟდი...გადავირიე და მოთმინებაც ამომეწურა ფეხებზე რას იტყვი ა რას იფიქრებ ვიცი რომ შენც გინდა და მორჩი ამ სიამაყის გადმონთხევას შენი ქმარი ვარ მტერი ხო არა - თმა აუშალა მუჭში მოიქცია და ისე შეისუნთქა თითქოს ლომკა ჰქონდა, ეკატერინემ დაინახა როგორ გააკანკალა ბაღათურიას, უბრალოდ შეუძლებელი იყო დაეიგნორებინა მისი რეაქციები
-აღარასდროს მოიქცევი ასე ველურივით?
-ყოველთვის ველურივით მოვიქცევი...ველური ვარ და იმიტომ ! თუ ველურობაა ცოლს რომ ყოფილ სიყვარულთან ერთად არ ვუშვებ სადღაც რომელიღაც ქვეყნის პროვინციაში ვიყო ველური მაგის დედაც - პერანგის ღილებს ნელა უხსნიდა და ისე ელაპრაკებოდა, მაისური ერთი ხელით გადაიძრო და შემდეგ ეკატერინეს პერანგი მოისროლა იატაკზე .კატო გვერდით გადგა
-რა იცი რომ საყვარელი იყო
-ვიცი როგორ უყურებენ ქალს რომელიც ნაფერები ჰყავთ და ნუ მახსენებ თორემ გული ამერევა ეს დედა მოტყნ*** ხვდები მაინც რა ს*რული გრძნობაა როცა შენი ცოლის ყოფილ ყ*ე შეყვარებულს ხედავ და ამ შენს ქალს რომელიც შენი ქალია უნდა წაყვეს სადღაც დედის ტყვ*აში - თავად მოშორდა ეკატერინეს და ლამის დაიღრიალა, ხელები ისე ექავებოდა თავზე გადაისვა რამე რომ არ დაემსხვრია
-მე არ ვიცოდი შენ თუ იცოდი ...მე მეგონა
-შენ სულ რაღაც გგონია ეკატერინე ...აბა რა სახლში გამოგკეტავ გგონია? არაფრის მაქნისი დიასახლისი ცოლი დამევასება შენი აზრით? მარტო საკუთარ დამცირებაზე საუბრობ ის არ ითვლება დამცირებად შენი წარმოდგენებით ერთი ჩვეულებრივი ყ*ე კაცი რომ გამოგყავარ სრულიად განუვითარებელი და მართლა საცოდავი . ვიღაც უტვინო ლამაზი ქალი იმიტომ არ მყავს გვერდით რომ არ მინდოდა ყველა ინფორმაცია ასე დაღეჭილი გადამეგდო მისთვის მეგონა გონეირებას ცხოვრებაშიც გამოიჩენდი და ამ შენს წარმოდგენებს დაამსხვრევდი, უბრალოდ თვალებს გაახელდი და მიხვდებოდი ,მაგრამ როგორც ყოველთვის შენთან მიმართებაში პროგნოზები არ მიმართლდება..ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ლაფსუსი ხარ - სიმწრით გაიცინა და ბრაზისგან აკანკალებულ თითებში სიგარეტის ღერი მოიქცია იქვე გაუკიდა და ღრმა ნაპასი დაარტყა,მერე ეკატერინეს ზურგი აქცია იატაკიდან ისევ აიღო მაისური და გადაიცვა. აივანზე დადგა და მოწევა განაგრძო...შორიდანაც ეტყობოდა როგორი დაჭიმული ჰქონდა მთელი სხეული, ბეჭების ზოლიც კი ისე ჰქონდა დაჭიმული ეკატერინე თვალს ვერ აშორებდა. საკუთარ თავზე ბრაზობდა, ისევ შეეშალა, ისევ თავად აურია და მხოლოდ იმიტომ იჩხუბა რომ ყველაფერი სხვაგვარად წარმოიდგინა,ისევ მიზეზებს ეძებს ბათუს ცუდი მხარის დასანახად .
შავი ღრულების ფენამ დაფარა მთელი ცა, ისე ჩამობნელდა გეგონებოდათ შუაღამე იყო და მალე ვარსკვლავები გამოჩნდებოდა ცაზე, ინსტიქტურად დაუწყებდით მთვარეს ძებნას. წვიმდ აკოკისპირულად, შიგადაშიგ ცას ელვა ანათებდა და ქუხილიც ერთვოდა წვიმას. ბაღათურია კი საკუთარ სულში გაჩენილ ფერებს ხედავდა ირგვლივ.
ეკატერინე დიდხანს იდგა და უყურებდა, ისევ მის ნაბიჯს ელოდა. ყოველთვის ასე ხდებოდა,ბოლოს მშვიდდებოდა ბაღათურია და რაღაც გამოსავალს პოულობდა . ამჯერად ინსტიქტურად გადადგა მისკენ ნაბიჯები და გვერდით დაუდგა. დასჯილი ბავშვივით აიწურა, სიტყვის თქმა უნდოდა,მაგრამ მიხვდა რომ ვერაფერს იტყოდა. ხელი მაღლა რომ ასწია მხარზეც კი ვერ შეეხო . ერთმანეთში ახლართა თითები და თავი დახარა
-ნერვებს უარესად მიშლი და შეწყვიტე
-რა ...როგორ
-პატარა ბავშივით აწურული დგომა არ გეკადრება ეკატერინე ერისთავს !
-პატიების თხოვნა?
-მითუმეტეს ეგ ...
-როგორ
-ბოდიში უბრალოდ სიტყვაა რომელიც შესაძლოა გამცირებდეს და ამავე დროს არაფერს ნიშნავდეს რადგან რეალურად არ გრძნობდე დანაშაულს, ზოგჯერ კი საერთოდ არ იყოს საჭიროება რადგან შენი დანაშაული საკუთარ თავთან უფრო დიდი იყოს ვიდრე სხვასთან და შენ უფრო გაზარალებდეს ვიდრე სხვას
-და როგორ უნდა მოიქცე თუ ცუდად გრძნობ თავს და ხვდები რომ არასწორად მოიქეცი და შენი ნაბიჯი რომელიც მიზანმიმართული გეგონა სრულიად ფუჭი და არაფრისმომცემი აღმოჩნდა
-ძალიან მარტივად, მაცადე დავმშვიდდე თავად და მოიქეცი ისე როგორც გინდა და არა რაღაც ნიღაბს ამოფარებული ქალივით . სამაგიეროს გადახდა რომ მოგინდება გაბრაზებულ გულზე სხვა ხერხი მოიფიქრე ისეთი რომელიც შენ გასიამოვნებს და მე გამამწარებს და არა ისეთი შენც რომ გაგამწარებს
-უკვე თვალებს მიჟუჟუნებ ,ანუ ნელ-ნელა მშვიდდები?- ქვემოდან ახედა და საყვარლად გაიღიმა.ბაღათურიამ სიცილი ვერ შეიკავა ტუჩები გახსნა და თავი გააქნია
-მართლა რანაირი ქალი ხარ რა ძალიან რომ მინდა მაშინაც ვერაფერს გიშავებ უცებ მომიცუცქები კნუტივით და ეგაა.არა რა ძალიან დავსუსტდდი, გულჩვილი გავხდი - სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა და მთელი ტანით შებრუნდა კატოსკენ - აბაა ლექტორო და დოქტორო რა ვისწავლეთ დღეს?
-დათაა
-ვააახ გაბრაზებული ვარ და კიდე მიმატებს ...საერთოდ არ იცი ადამიანი როგორ მოთაფლო
-არავინ არასდროს მომითაფლავს, არ ჩამითვლია საჭიროდ და საერთო
-ვიცი ეგ ყველაფერი და რით ვერ გაიგე რომ შენი გამოცდილება ,წარსული და აწმყო რომელსაც ჩვეულებრივ მოკვდავებთან გაივლი მე არ მეხება
-გავიგე,მაგრამ მავიწყდება ყოველ ჯერზე
-ხოდა ბევრჯერ გაიმეორე
-უკვე დამცინი
-სიცივეა შიგნით შევიდეთ ...გაიყინე ვერ გრძნობ?- უცებ დააკვირდა აკანკალებულ ქალს და ისე შევიდა ოთახში არც შეხებია. კატერინამ კარი მიხურა და ბაღათურიას გახედა-რა ?
-ჩახუტება მინდა-ქვემოდან უყურებდა დამრგვალებული თვალებით
-ჩახუტება უნდა,რატომ ვითომ
-არ ვიცი...უბრალოდ მინდა ლაპარაკის გარეშე უბრალოდ ჩამეხუტო
-შენ ჩამეხუტო თუ მე ჩაგეხუტო
-დათაა
-კიდევ ერთი დათა და კიდევ უფრო დაშორდი ჩემ მკლავებში მოქცევის პერსპექტივას
-ასე არ შეიძლება !
-როგორ ,მეც ბევრი რამ მინდოდა ,მაგრამ მივიღე? ვერა ,თანასწორები არ ვართ? შენ რატომ უნდა აგისრულო სურვილები მაშინვე როგორც კი გაგიჩნდება და მე რატომ უნდა დავიჩაგრო ჩემი სურვილებითურთ და გამოვჩნდე როგორც ვნებამორეული ველური
-საერთოდ არ გეკითხები...- მისკენ წავიდა და თავად ცაეხუტა, ხელები წელზე შემოხვია თავი მკერდზე მიადო და გაიტრუნა . ბაღათურიას გულისცემა ზუსტად ყურისქვეშ ესმოდა და საკუთარი გულისცემაც მას ჰყვებოდა
-ჩემი ხერხებით თამაშობ? უკითხავად საკუთარი აზრით მოქმედებ>?
-ხო და მომწონს... კარგი ყოფილა არადემოკრატიულობა - გაიცინა და თავი მაღლა ასწია ცხვირი ყელზე გაუსვა, გაიღიმა როცა მთელი სხეულით იგრძნო როგორ გააჟრჟოლა ბარათურიას - მთელ ჩემს არსებას მოენატრე ...აღარ ვიჩხუბოთ რა . ვერ ვსუნთქავ ნორმალურად როცა ბუნებრივად არ ვიქცევი ,როცა ვბრაზობ შენზე ცუდად ვარ
-რა უნდა გავაკეთოთ რომ არ ვიჩხუბოთ? - ლოყაზე ხელი ჩამოუსვა და თითები თმაში შეუცურა
-როდესაც ისეთი პრობლემა გვექნება რომელზეც სხვადასხვა შეხდულება გვექნება, რაც აუცილებლად მოხდება ორივე მხარე დვაინახოთ და ადამიანურად ვისაუბროთ .შენთან საუბარი მომწონს როცა გაბრაზებული არ ხარ და უწმაწურ სიტყვებს არ ისვრი - თვალებში უყურებდა და ჭიკჭიკებდა
-შეთანხმება როგორ გავაფორმოთ?
-მოიფიქრებ რამეს ,დარწმუნებული ვარ - გაიცინა და ხელები ყელზე მოხვია
-დარწმუნებული ხარ რომ მე უნდა მოვიფიქრო?
-კარგი მე მოვიფიქრებ „უშენოდ“- მოშორდა ბაღათურიას და საწოლისკენ წავიდა უკანსვლით, უყურებდა ბათუს აციმციმებულ თვალებს და პერანგის ღილებს ნელა ხსნიდა. შემდეგ ჯინსის შარვალიც გაიხადა და ბაღათურიას ხელი გაუწოდა ისიც სიცილით დაიძრა მისკენ
-ხანდახან მაოცებ ისეთ რამეებს იფიქრებ
-დარწმუნებული ვარ რომ გაოცებ
-შენ რამდენ რამეში ხარ დარწმუნებული - კატომ მაისური რომ გადააძრო და თითები მხრებიდან წელამდე ჩამოაყოლა ტუჩები გაილოკა -მგონი მეც მოვიფიქრე
-არააა.... მხოლოდ მე !-კატეგორიულად განაცხადა და ტუჩებზე წაეტანა,ვნებიანად კოცნიდა ისე გაუხსნა შარვალი ბაღათურია ძლივს მოვიდა გონს, გაიცინა და სხეულზე აიკრა ცოლი. შემდეგ სრულიად გააშიშვლა და მონატრებული სხეული ისე შეისწავლა თითქოს პირველად ეხებოდა.
ტასომ რომ გაიღვიძა ორივე საძინებელში დახვდა, ფანჯარასთან ისხდნენ ჩახუტებულები და ცხელ ყავას აგემოვნებდნენ. ქალბატონმა ანასტასიამ თავი წამოყო საწოლიდან ჩავიდა და პირდაპირ მათ წინ დადგა
-იმდენ ქანც მეძინა შერიგდით?
-სიფრფანა გაიღვიძე როგორც იქნა... რა ძილისგუდა ბავშვი ხარ- ბათუმ ხელშ აიყვანა და ჩაიხუტა
-შერიგდით? ასე მალე როგორ რიგდებით
-გეწყინა ?-კატომ ჰკითხა და შეხედა
-მომწონხარ და შემიკვარდები თუ შენ ჩემი ბათუ გეკვარება და არ გააბრაზებ ,გულს არ ატკენ და ნერვებც არ მოუჩლი.მერე უქასიათოდაა რომ ბაზდება ულჩქულდება
-მეც არ მინდა შენი ბათუს გაბრაზება... მგონი შევთანხმდებით და შეგიყვარდები
-ისე მაინც არა როგორც ნათლია მიკვარს
-რა თქმა უნდა ...ნათლიას არ ვეჯიბრები
-შევთანქმდით...ახლა მე მინდა კაკაო და ბლინები
-ჩაიცვი ქალბატონო და ჩავიდეთ ქვემოთ ვჭამოთ ბლინები და დავლიოთ ცხელი შოკოლადი
-არაა მე კაკაო მინდა
-იყოს კაკაო ...მე დვალევ შოკოლადს
-მე თითონ ჩავიცვამ ... გაიწი იქეთ- ბათუს ხელი აუქნია ა შარვლის ცაცმა დაიწყო
-როგორც ინებებთ დედოფალო
-პლინცეცა და ალა დედოფალო...დედოფალი დიდია და მოხუცი
-მე მოხუცი ვარ?- ეკატერინემ შეიცხადა
-შენ დედოფალიც ალ ქალ...ნათლია ქალგმერთს გეძაქის და იკმარე - სიცილით აიქნია ხელი და დაადუმა წამსვე ეკატერინე
-საოცრება ხარ რა...
-ერთი ჩემნაირი საოცრება თუ გინდა შერიგების დროს იფიქრეთ მაგაზე
-რაო? არ მიტხრა რომ ამ წერტილმა იცის ბავშვები როგორ ისახებიან- ბათუს მკლავში წვდა და ჩუმად უთხრა
-რა თქმა უნდა არ იცის ! ის იგულისხმა რომ არ უნდა ვიჩხუბოთ და დავმშვიდდეთ ჩხუბის დროს
-იქნებ იცის
-მე არ მითქვამს !
-სხვა ვერ ეტყოდა?
-ვინ სხვა...ერეკლე ახლა მაგის მთქმელია?
-ვერ გავიგე შენ გეჭორავება ?
-რა ვერ გაიგეე მე და ნათლია მესაიდუმლოე..მესაიდუმლო აუუ ლოგოლააა წამტკდაა ენაა
-მესაიდუმლეები ვართ
-ანუ ყველაფერს გავიგებ თუ შენ მოგთაფლავ?
-ამას არ უნდა მეუბნებოდე... რა საყვარელია - ბავშვმა ახედა დახრილ ეკატერინეს და მერე ბათუს უთხრა
-გავგიჟდები ...ნამდვილად გამაგიჟებს ეს ერთი ციდა
-შენ გაგიჟებ მე და აქ ტასოს ნუ ჩარევ რა - ბავშვი აიყვანა და კატოს შეუბღვირა
-საკვარლები ხართ- ბავშვმა თავი მხარზე დაადო,ჩვეული პოზა მიიღო და გაიტრუნა
-ხელით რატომ დაგყავს ... არ უჩნდება პრეტენზია რომ პატარასავით ექცევი?
-მე მელაპალაკე... ალ ვალ პატარა თუ?
-აბა რატომ დაჰყავხარ სულ ხელით?
-მიკვარს და იმიტომ , ასე თბილად ვარ და მაღლა ვარ . შენ ხომ არ ბრაზდები?
-რატომ უნდა გავბრაზდე?
-ალ ვიცი... რას გაუგებ ქალებს
-მამაშენი ამბობს ზუსტად ეგრე- ბაღათურიამ გააიხარხარა და ლოყაზე აკოცა ბავშვს - ნუ მიბაძავ ბოთე მამაშენს
-რას ეუბნები ბავშვს?
-თვითონაც იცის რომ მამამისი ბოთეა... აბა რა გახდა ცოლის შემორიგება . არ ვიცნობდე მაინც როგორია, ბარბარესთან კიდე ვეღარ ვცნობ !
-ბლინები მინდაა ბანანის ნაჭრებით ზემოდან და კიდევ ნუსით
-ამდენი ტკბილი ერთად არ შეიძლება ...
-დაიწყო
-ბათუ აჭმევ?
-არა რა თქმა უნდა
-არა?
-მხოლოდ ბანანით ...ნუსს გვიან გაჭმევ მერე ცოტას .გული აგერევა ახლა ერთად რომ ჩაიყარო ყველაფერი
-კარგი ხო - ანებდა ქალბატონი და სკამზე დასკუპდა- მიიწიე შეგიძლია ჩაეხუტო ნუ გერიდებათ ჩემი - რომ დაჯდა და გაახედა წყვილს ხელებით აუხსნა ყველაფერი . ეკატერინეს ისევ გაეცინა ბატუმ თავი გადააქნია და შეკვეთა მისცა.
შეუძლებელია ტასოს გარემოცვაში მოიწყინო, გაურკვეველია როგორ შეიძლება ასეთი შვილი გყავდეს და მაინც ასეთი იდიოტი იყო. იმდენად იდიოტი რომ 5 წელი დაგჭირეს ურთიერთობის მოსაგვარებლად და ისიც განქორწინებით დაასრულო. დიახ სწორედ ერეკლეზე და ბარბარეზე მაქვს საუბარი ,რომლებიც კონსესუსამდე 5 წელი ვერ მივიდნენ ბაღათურიასა და ერისთავისგან განსხვავებით ,რომელთაც ერთი გონზე მოსვლა სჭირდებათ და წამსვე აგვარებენ პრობლემას. შეიძლება ცოტა ვიტყუები და ვერც ვერაფერს აგვარებენ ბოლომდე,მაგრამ სტაბილურობას მაინც ინარჩუნებენ .
.........
დედამიწაზე უამრავი წყვილია. მილიონობით ქორწინება და შექმნილი ოჯახი ,რომელიც ყოველთვის სხვადასხვა გზით გრძელდება. განვითარება მუდამ წყვილზეა დამოკიდებული, მათ ხასიათზე , ურთიერთობაზე და გარემოზე ,რომელსაც ერთად ქმნიან. ერთ დიდ ოჯახში სამი წყვილია , ექვსი განსხვავებული პერსონითა და გამორჩეული ცხოვრების წესით. მათ შორის ყველაზე სტაბილური ლიზას და გიორგის დუეტი აღმოჩნდა, მიუხედავად ერისთავის ცეცხლოვანი, გიჟური ხასიათისა მაინც არ იყო მათთან კითხვები. კამათის დროსაც კი იცოდნენ ,რომ შერიგება ელოდათ ბოლოს. არ არსებობდა მათ შორის უფსკრული ,რომელსაც ვერ გადალახავდნენ ორივეს უყვარდა, ერთნაირად უსაზღვროდ . სიყვარულისგან თითქოს შორს იყვნენ ბაღათურია და ერისთავი , მათი ცოლ-ქმრობა სრულიად არაადეკვატურად გრძელდებოდა. დრო გადიოდა , ერთმანეთს ეცნობოდნენ, მუდამ კამათობდნენ თითქოს დინჯი, მშვიდი და გაწონასწორებული , მაგრამ მაინც გაუგებარი წყვილი შედგა მათგან. მესამეს კი თანაცხოვრების ყველაზე დიდი დრო და ცოლ-ქმრობის ყველაზე ნაკლები გამოცდილება ჰქონდა ამჯერად სიყვარული ცალმხრივი იყო , მდგომარეობა დაძაბული და ურთიერთობა დასასრულის ზღვარს მიახლოებული. ერეკლე და ბარბარე ერთ დიდ ქაოსს ქმნიდა, რომელშიც ტასუნაც ჩართული ჰყავდათ .
ერთი შეხედვით ორივე იტანჯებოდა, წლები გადიოდა სრულიად უშედეგოდ და ვერ ხვდებოდნენ რატომ მივიდნენ ამ დონემდე. ფაქტია გაიცნეს, ისიც ფაქტია რომ ცოლ-ქმარი არიან და ისიც რომ ამ ცოლ-ქმრობის ნაყოფი თითქმის 5 წლისაა ,ყველაფერს ხედავს,ყველაფერი ესმის და მიღებულ ინფორმაციას იმაზე უკეთ ამუშავებს მისი გონება ვიდრე ორივე მშობლის ტვინი ერთად.
ბაღათურიამ დააკავშირა ბარბარე და ერეკლე ერთმანეთს. სწორედ მის წვეულებაზე გაიცნო სკოლის მოსწავლე გოგონა დადვანმა ,რომელმაც პირველივე დანახვისას მიიქცია ყურადღება., ერეკლეს ირგვლივ მუდამ უამრავი ქალი ირეოდა , მაგრამ ბარბარე არავის ჰგავდა. ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო , მხიარული , ენერგიული, უდარდელი გოგონა რომელსაც შეეძლო ცხოვრებით ტკბობა . მიმდობი იყო, გულუბრტყვილო და ყველაფერს ზედაპირულად ხედავდა. ერეკლე მუდამ სერიოზული იყო, ზედმეტ ყურადღებას არავის აქცევდა და სითბოს გამოხატვითაც არ გამოირჩეოდა . ბარმენის წინ, ხის ზედაპირზე დაყრდნობილი გოგონას სიცილის ხმა ესმოდა ის კი კოქტეილს სვამდა ვიღაც უცნობს ესაუბრებოდა. მისი სიცილის ხმამ მიიზიდა, ზურგიდან უყურებდა და ზოგჯერ პროფილსაც მოჰკრავდა თვალს როგორც კი მარტო დარჩა მაშინვე ახლოს მიიწია . არც კი უფიქრია უბრალოდ მუსიკას აყოლილ მის სხეულს თვალს არ აშორებდა
-მოცეკვავე ხარ თუ ღვთის ბოძებულ ტალანტს ფლობ - სკამზე ჩამოჯდა, დახლზე ხელებით დაეყრდნო . ბარბარეს მორიგი აბეზარი თაყვანისმცემელი ეგონა და უკვე სერიოზული გამომეტყველებით შეხვდა
-შენ ღმერთმა შეგქმნა ასეთი თუ რომელიმე პლასტიკურმა ქირურგმა დაგღუპა ? - დადვანი ნამდვილად არ ელოდა თავის გულწრფელ წინადადებას მსგავსი პასუხი თუ მოჰყვებოდა. სწერვა გოგო რომ დახვდა მხიარული საყვარელი გოგონას ნაცვლად იმედებიც კი გაუცრუვდა
-შენი ოფთალმლოგი ყოფილა საპოვნი და დასაჭერი ,როგორც ჩანს ბრმა ხარ და კარგად ვერ მიყურებ
-ერეკლე როდის გაიცანი ბარბი?- გიორგი მივიდა გოგოსთან და ზურგიდან ჩაეხუტა,ლოყაზე აკოცა და მერე მეგობარს გახედა
-სახელი არასწორად შეურჩევიათ...არ გამიცნია ვინ არის?
- ისე მეც აქ ვარ ... ვინ ვარ და ბარბარე კონჯარია ,ბექას და- ამაყად განაცხადა და თავი მაღლა ასწია თითქოს მონარქების შთამომავალი იყო. დადვანმა ჩაიცინა მის ჟესტზე და სკამიდან წმაოდგა
-ერეკლე დადვანი . სასიამოვნო აღარ არის ,მაგრამ იცოდე მაინც - ჩვეულებრივი პატარა ბავშვივით დახედა და თავი გააქნია ,ისევ ნანობდა რომ შეცდა და ასე მიეჭრა. არადა ყოველთვის უყვარდა მხიარულ გოგონებთან ურთიერთობა, რაღაცნაირად აფერადებდნენ ცხოვრებას. ერეკლე კი სიამოვნებას არასდროს იკლებდა მითუმეტეს ისეთს ხორციელთან კავშირი რომ არ ჰქონდა.
-ვაიმე ბარბარეე რა უთხარი ასეთი ... რანაირი გოგო ხარ
-რა ვიცოდი მეგობარი თუ იყო მეგონა ვიღაც აბეზარაა ჩემი საჯდომი დაინახა და მომვარდა-თქო. ის წინა ძლივს მოვიშორე სანამ თქვენ მოვარდბეოდით და დაძაბავდით
-როდის დამიძაბავს
-შენ არა მაგრამ ბექა ? სად წავიდა ისე ...
-წავიდა უკვე და სავარაუდოდ არ დაბრუნდება
-ისევ იმ თავის ბოზ*ანაა ხო?მამაჩემს მოატყუა დავშორდიო? ეგ ქალი მართლა დააშტერებს მაგ საცოდავს. ანუ ის ბიჭი ისე იყო მოსული?
-რა თქმა უნდა, პედოფილი კი არ არის
-რა გინდა თქვა რომ პატარა ვარ?
-არააა ...პატარა კი არა პაწაწოო ხარ შენ - გაბრაზებულ ბარბის ლოყები დაუწელა- როგორ მიყვარხარ გოგო ... რა ხარ ასეთი
-გიჟი ხარ შე საცოდაო...
-ბარბიი წავიდეთ რა ხვალ საკონტროლო გვაქ - გვერდით მდჯომმა გოგონამ გაახსენა დაძაბული მეორე დღე და სიიც წამსვე წამოფრინდა სკამიდან
-გიიუუშ უნდა გაგვიყვანო სახლშიი..ხვალ ქართულის მასწი გაგვატყავებს რომ დავაგვიანოთ
-წაგიყვანთ აბა რას ვიზამ... -ორივეს ხელი მოხვია და წაიყვანა.
დადვანი კი მშვიდად აგრძელებდა საღამოს. ..
ბარბარე მეორე შეხვედრისას ჩვეულებრივად იქცეოდა, ბოდიში მოუხადა დადვანს უსაფუძვლო უხეშობისთვის და ასე დაიწყო მათი მეგობრული ურთიერთობა. ბექა მუდამ რაღაც შარში ეხვეოდა, ბარბარე კი გიორგისთან ერთად იყო ყველგან და შესაბამისად ხშირად ხვდებოდა ერეკლესაც. ყველგან იყო სადაც კი სამსახურის შემდეგ მოხვდებოდა, ჩვეულებად ექცა კონჯარიას ხილვა დადვანს. ბექა კი მუდამ მოუცლელი იყო ,ყოველთვის შარში ეხვეოდა და მიუხედავად დიდი სიყვარულისა რომელიც დასთან აკავშირებდა მაინც საშინელი ძმა იყო.პირველი პრობლემა სწორედ იმ ზემოთ ხსენებული ქალის გამო შეექმნა . ქალები კაცებს ან მეფეება აქცევენ ან კიდევ მათხოვრებად. ბატონმა კონჯარიამ კი არასწორი ქალი შეარჩია და მათხოვრობამდეც ცოტა აკლდა. ბექაზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, მასთან ურთიერთობისთვის ჯერ კიდევ გამოუცდელ, თავქარიან და სულელ კონჯარიას ყველაფერზე წასვლა შეეძლო. მოჯადოებულივიტ იყო, ყველა და ყველაფერი დაივიწყდა არავის უსმენდა და მხოლოდ ქალთან ურთიერთობაზე ფიქრობდა. ცუდ წრეში მოხვდა, გართობით დაიწყო შემდეგ კი მთლიანად ჩაეფლო ჭაობში. მუდამ ჩხუბობდა, სულ გაუგებრობაში ხვდებოდა და გიორგიც თავისთავად მასთან ერთად ხვდებოდა გარჩევების ეპიცენტრში. ყველაფერი იმდენად გართულდა რომ მამამაც შეიტყო ვაჟიშვილის სისულელეების ამბავი და აუკრძალა ქალთან ურთიერთობა ,მაგრამ ხომ იცით აკრზალული ხილი კიდევ უფრო გემრიელი ეჩვენებათ და უკვე პროტესტის ნიშნად განაგრძო აჯანყებები. საბოლოო საკუთარ თავს აუჯანყდა და წააგო! ბარბარე ამ დროს უყურადღებოდ დარჩა. ლამაზი, პატარა გამოუცელი გოგონა ,რომელსაც თავში პეპლეფი ჰყავს და თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ელოდება პირველივე ნამდვილი პრინცი ჰქონია. თანაც კარგ ტონად ითვლებოდა ბევრი თაყვანისმცემელი მის მეგობარ გოგონებში და მასაც სიამოვნებდა ყველა მიღებული საჩუქარი და კომპლიმენტი. ბოლოს ნამდვილ პრინცს გადაეყარა, თავისზე ერთი წლით უფროსი ბიჭი შეუყვარდა მასაც შეუყვარდა და საქმე იმდენად სერიოზულად იყო რომ ყველამ იცოდა მათ შესახებ. დადიოდნენ კინოში, ბაღში , სეირნობდნენ ,მეცადინეობდნენ ყველაფერს ერთად აკეთებდნენ . ბიჭი კარგი მოსწავლეც იყო, ზრდილობიანიც , წესიერიც და საერთოდ იმდენად განსხვავდებოდა ბექას გარემოცვისგან რომ ბარბარე ოცნების კოშკებში რომ შევიდა ვეღარც გამოაღწია. ბექამ რომ გაიგო ეს ამბავი ისე გაჭედა თითქოს რამე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. დადვანი ამ დროს საერთოდ არ იმყოფებოდა ქვეყანაში ,საქმიანი ვიზიტით იყო წასული ბათუსთან ერთად და რომ დაბრუნდა ქალბატონი ბარბარე უკვე დანიშნული დახვდა.ხო აი ასე ,იმდენი იყვირა და დაძაბა ბექამ რომ ბიჭმა ცოლობა სთხოვა ბარბის, ეს პატარა სულელიც დასთანხმდა. სასიძო ნამდვილად არ დაიწუნებოდა, ბიჭებსაც მოსწონდათ,მართალია საერთო ენა ვერ გამონახეს,მაგრამ ფაქტი იყო რომ ბარბარეზე გიჟდებოდა.
-მოგესალმებით ჩემი ძმის ძმებო...როგორ გიკითხოთ?- შეცქრიალდა ქალბატონი ბარბარე კაფეში და ბიჭებს დაადგა თავზე. სათითაო ყველას აკოცა და ბოლოს ერეკლე რომ დაინახა შეჩერდა-ვაა დადვანი დაბრუნებულა ,როგორ ხარ ერე? რა ჩამომიტანე მადრიდიდან? მე რომ გითხარი ის კაბა ხომ არ მიყიდე? - ლოყაზე აკოცა , ხელები მხრებზე დააწყო და ყურებამდე გაღიმებული დააცქერდა ზემოდან
-აზრზე არ ვიყავი აქ თუ მოხვიდოდი თორე წამოგიღებდი... გიყიდეთ მე და ბათუმ რაღაცები მარა არ ვიცი ისაა თუ არა.ხო იცი მაგრად არ მაქ შოპინგის ნერვები ,მითუმეტეს კაბებზე
-ვაიმეე შენ თუ ოქროო არ იყოო მე მოვკვდეე ...იმენა ბაჯაღლო ხარ. ჩემი ძმა სად არის ის ბედოვლათი სად გაგჩითა ასეთი კარგი?- ისე მოეხვია ერეკლეს ,თავისი გაშლილი თმა პირდაპირ სახეზე მიაფარა .მერე გვერდით დაუჯდა და თითები მაგიდაზე აათამაშა. დადვანმა ამ დროს დაინახა ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი და მარჯვენა ხელზე წვდა
-ეს რა არის?
-ბეჭედია...არ უთქვამთ? მე და ნიკა დავინიშნეთ ...ქორწილს არ გამოგაპარებ. ნუ რა თქმა უნდა ჯერ არ ვგეგმავთ, ნიკა დიპლომატობას აპირებს და მეც წინ გამოცდები მაქვს ათასი საქმეა რა დროს ქორწილია...ბავშვი ვარ სხვა თუ არაფერი -ერეკლეს ისევ ღიმილიანი სახე შეანათა- ისე ექვსი თვე რა გინდოდა მადრიდში იგულავე ხო?
-საქმეები მქონდა...არც შენ ყოფილხარ უქმად! რა უბედურებაა 17 წლის გოგოს დანიშვნა .შენი საქმრო რამდენისაა- თავადაც ვერ ხვდებოდა ასე რამ გააბრაზა მაგრამ სუნთქვა შეუკრა ახალმა ამბავმა
-ვაიმეე ბაბუა ერეკლეე რა შუაშია ასაკი? მიყვარს და ვუყვარვარ სხვა არასდროს არავინ შემიყვარდება დარწმუნებული ვარ ხოდა იცოდეს ყველამ რომ დაკავებული გოგო ვარ
-ჩვენც ეგ ვუთხარით მაგრამ გაიგო? ბექაა მშვიდად ზატო - გიორგი აშკარად უკმაყოფილო იყო, რაღაც ცუდს უგრძნობდა გული .საერთოდ არ მოსწონდა იმ გოგოს ნიშნობა რომელიც ჯერ კიდევ ბავშვი იყო მისთვის .
-შეიძლება 37 წლის გავთხოვდე რა დაგემართათ უუფ...არცერთს მოსწონს ნიკა ამათნაირი გზაშიაყიალებული რომ არ არის იმიტომ- წამსვე შეკრა წარბები და გიორგიც გაჩუდა.. დადვანი კი საეჭვო დუმდა,თავადაც ვერ ხვდებოდა რა სჭირდა,რატომ წიწკნიდა რაღაც მარცხენა მხარეს ,მაგრამ ფაქტი იყო ისე მოიღრუბლა მთელი საღამო ხმა არ ამოუღია. სახლში მალევე დაბრუნდა დაჯდა და ავტომატურად ამოუტივტივდა ყველაფერი გონებაში რაც კი ბარბარესთან იყო დაკავშირებული, ყველა შეხვედრა , ყველა მისი ღიმილი, სიტყვა და ჩახუტება. მოვარდნა და ლოყაზე კოცნა ისე უცებ მიქროლდებოდა და დაეტაკებოდა თითქოს ზუსტად ჰქონდა მანძილი დადვანის ლოყამდე გათვლილი. მერე გვერდით მიუჯდებოდა იტყოდა ისინი გიჟები არიან შენთან დავჯდებიო და მოეხვეოდა. დაღლილი რომ იყო და წუწუნებდა მხარზე ჩამოდებდა თავს, რამდენჯერმე ჩაეძინა კიდეც და დადვანმა მიიყვანა საწოლამდე. მთვრალიც კი ნანახი ჰყავდა იმდენს ტიტინებდა და ისე უაზროდ იცინოდა დადვანიც ვერ იკავება თავს. გაახსენდა როგორ წაათრია ძალით თავის დაქალებთან ერთად კინოში,იმიტომ რომ ტაქსით სიარული დაეზარა და სხვა მოცლილი ვერავინ ნახა,თანაც შენ არ გამიჭედავ ვიციო. რაღაც გოგოშკურ რომანტიკულ ფილმზე აყურყუტა ბიჭი და მერე იმდენ ხანს დასცინოდა დადვანი ჩაყლაპეს ჩემმა კლასელებმაო ტვინი ატკინა ბოლოს.
-ერეკლეე ..>შე ჩემა გესმის? რა გჭირს რამე დალიე? ერეკლეე- ფიქრებიდან ბათუს ხმამ გამოიყვანა და გაკვირვებულმა ახედა
-მგონი მიყვარს
-რაა?
-მიყვარს
-ვინ გიყვარს შე ჩემა რამე მოწიე?
-ბარბარე მიყვარს...
-ვინ ბარბარე ის ქერათმიანი ქალი რომაა?
-ბარბარე კონჯარია მიყვარს...
-შენ შიგ ხო არ გაქ რა ბარბარე გიყვარს ...სად ბარბარე სად შენ ვაფშე რა ბარბარე-პირველად იყო ბაღათურია ასეთი დაბნეული-მეღადავები ხო?მეტი საშაყირო ვერაფერი ნახე შე ჩემა? სიყვარული რა იცი ვაფშე რა არის
-რომ ვუყურებ გული მიჩერდება, რომ მეხუტება მინდა არ მომშორდეს და მისი სურნელი სულ ტრიალებდეს ჩემს ირგვლივ... რომ იცინის ვითიშები, რომ მკოცნის ვყ*ევდები და იმდენად ზუსტად ვიცი ყველა მისი მიმიკა,ყველა მისი გამოხედვა და ნაკვთი რომ შემიძლია დავხატო.ახლა არ მითხრა აქამდე სად იყავიო, ან როდის აკვრიდებიდიო...მეც ახლა მივხვდი აი ამ წამს რომ მაგრად დამენძრა . თხოვდება ტო...დანიშნულია?
-ბექას და გიყვარს... 18 წლისაც არაა ჯერ
-ერთ კვირაში გახდება...ესეც კი ვიცი
-რანაირად გიყვარს ტო ... არ შეიძლება
-არ შეიძლება?
-აბა შეიძლება 18 წლის გოგო გიყვარდეს რომელსაც ძმასავით ყავხარ , გენდობა ისე როგორც მე და გიოს .უფრო მეტადაც კი ვიდრე თავის ძმას... დანიშნულია,სხვა უყვარს რა მნიშვნელობა აქვს გატაცებაა თუ არა უყვარს შე ჩემა ის ბიჭი და დანიშნულია . ფაქტობრივად გიორგის და ბექას და გიყვარს
-დიდი მადლობა რომ ამიხსენი...მე კი არ ვიცოდი ვინ იყო
-რას აპირებ
-რა უნდა ვქნა?
-მე მეკითხები?
-აბა ახლა მე შენი აზრით ვაზროვნებ? ბარბარე მიყვარს ... ვაზროვნებ პარალელურად?
-ნუ ბღავიი შე ჩემისა შენა... ტვინი სად გქონდა ბარბარეს სხვანაირად როგორ შეხედე...როგორც ქალი როგორ აღიქვი გამოგჭრი ახლა ყელს
-არ შემიხედავს არანაირად... უბრრალოდ მიყვარს რატო ვერ იგებ
-ვერ ვიგებ იმიტო რო სიყვარული მაგარი ყლ*ობა რამეა ...შენც ასევე გხდის და ტვინს ვაფშე გაცლის .გასუსტებს და დედას გიტყ*ავს . მე ეგ მინდა? მე სიყვარულისთვის მცხელა? რომ მიმაკლას ერთ დღეს ვინმემ ხომ დამრჩა სატრფო გულდაკოდილი
-შენ სულ გეცინება...მე მეცინება ახლა?
-შენ ხო არ გეცინებოდა რა...ახლა რა ვიცი თავს უნდა იკლავდე წესით. სიყვარული ხო არი და ცალმხრივი ვაფშე პიზდ*ცია ,განწირული ვაფშე
-გამამხნევებლად გამოდგები პირდაპირ მამშვიდებ...მალამოდ მედები გულზე
-რა მალამოზე მელაპარაკები რო მოწვა რას მეუბნები თავს დაიხრჩობ
-ახლა თავი გამისკდება...იქნებ მეჩვენება. რამე მჭირს...იქნებ ტვინზე სიმსივნე მაქ და ჰალუცინაციებია ჰა?
-ოო ახლა მთლად სწორად ბაზრობ... რა თქმა უნდა იასნად სიმსივნისგან გამოწვეული ჰალუცინაცია უფრო დასაშვებია
-დავლიოთ რა...-ბათუს შხამს ყურადღება არ მიაქცია ,მიჩვეული იყო კრიტიკულ მდგომარეობაში ასე გამოხატავდა ბრაზს როცა საქმე ერეს ეხებოდა. ღვინო დაასხა ჭიქებში და ისე გამოთვრა იმ დღეს ბათუმ ძლივს დააგდო საწოლზე. ბოდავდა მთელი ღამე,რომ დაიწყო მაშინ აღარც გაჩერებულა.
დილით რომ გაიღვიძა თავი უსკდებოდა,ნეტავ საერთოდ არ გახსენებოდა წინა საღამო .თავზე ბალიში დაიფარა და აზმუვლდა . თითქოს ბედი დასცინოდა , ოთახში ბარბარე შეუვარდა შიშველ ბეჭებზე დაარტყა ხელი რამდენჯერმე
-ჰეეიი დადვანოო გაიღვიძე რა დროს ძილიაა ... დადვანოოო
ფიქრობდა მეჩვენებაო, მის ერთ შეხებაზე ისეთები დაემართა ნამდვილად არ აწყობდა რეალობა ყოფილიყო. იმდენად ახლოს იყო რომ გადაბრუნდა საწოლზე მუხლებით მდგომი გოგო პირდაპირ ზემოდან დასცქეროდა
-როგორც იქნა ...რას გავხარ დათვერი გუშინ?- გაიცინა და აბურდული თმა ხელით აუჩეჩა
-აქ რა გინდა შენ
-ბექას ვეძებ - ამოიხვნეშა და მოკეცილ ფეხზე დაჯდა .სახეზე ჩამოყრილი თმა ხელით უკან გადაიწია - გიორგიც არ არის...ბექა ორი დღეა დაკარგულია , დღეს გიოც არ მპასუხობს. ბათუს ვერ დავუკავშირდი და შენთან მოვედი. მამა ბრუნდება ხვალ მივლინებიდან უფრო სწორად ამაღამ 1 საათზე და რომ არ დახვდეს სახლში ალბათ გააგდებს მე კიდე მეცოდება ეგ იდიოტი .გეხვერწები იპოვე რა ,კი ვიცი მაგის ამბებში შენ რო არ ერევი ,მაგრამ ჩემი ხათრით რა გთხოვ - ისე უყურებდა ,ისე თხოვდა მის გამო ბექას კი არა ეშმაკს იპოვნიდა და ჯოჯოხეთიდან გამოიყვანდა. მთლად ასეც არ იყო,მაგრამ ბატონი ბექა თურმე თამაშობდა ერთ-ერთ კაზინოში იმდენი ფული წააგო მეპატრონემ სადღაც გამოკეტა, გიორგის მიატანინა ფული და მერე ნაცემ ნაწამები ეგდო მეგობრის ბინაში. ისე მოეშალა ნერვები მოუნდა დაემატებინა ბექასთვის,მაგრამ ისევ გიორგი შეეცოდა მისი მოსავლელი იქნებოდა. ბარბარეს უთხრა წასულები არიან სადღაც და ერთობიან რომ დაურეკავს მამამისი უპასუხებსო და დააწყნარა გოგო. ბათუ მაინცადამაინც მაშინ გამოიძახეს სამსახურში და დაახლოებით ექვსი თვე უკან ვერ დაბრუნდა. ცოტნე ამ დროს გაჩაღებულ სწავლაში იყო, მისი ამბების მოგვარებაც ბათუს ნაცვლად თავად დაიწყო და მთელ დროს ბავშვებთან ატარებდა,როგორც თავად ეძახდა.
-დილამშვიდობისაა - ისე შევარდა ქალბატონი ოთახში ხელში დაჭერილი მაისურიც დაუვარდა, არ შეეძლო მისი ხმის გაგება დილაადრიან ,მითუმეტეს ასე მოულოდნელად შუა ჩაცმის დროს- ვაუუუუ შენ არ ხუმრობ დადვანო ხედავ შენ რა კუნთმაგარი ყოფილა ერეკლიუსი? შენ კი სცემ ხალხს აბა რა იქნება სული რო შეუბერო ერთ-ორ ჩემ კლასელს ისე გააფრენ - სიცილით მიუახლოვდა და კარადაზე მიეყუდა წარბები აუთამაშა ერეკლეს და გაიცინა
-რა ხდება რატომ სტუმრობ ამ ბოლო დროს ჩემს სახლს თან ასე ადრიანად?
-ჩვენ საწყალ აბიტურიენტებს დღე ძალიან ადრე გვეწყება თქვნნაირი უსაქმურები კი არ ვართ ბატონო ჩემო,შესაბამისად ჩემთვის ახლა შუადღეა იმდენი ხანია უკვე გავიღვიძე ... რატომ მოვედი ახლა ..მაისურს არ იცმევდი? -უცებ გაჩუმდა პერანგის ჩაცმა რომ დაიწყო დადვანმა-ღილი ცუდად შეიკარი რა გჭირს შენ ნაბახუსევზე ხარ?- მიიწია და ხელი მოაშორებინა პერანგზე, თავად გაუხსნა და თავიდან შეუკრა- მოკლედ რა ხდება...ხვალ არის ჩემი ნიკუშას დაბადების დღე და შენი დახმარება მჭირდება
-არ შემიძლია!- ხელები მოაშორებინა და უკან გაიწია...წარმოგიდგენიათ ახლა რო დადვანი საყავრელი ქალის შეყვარებულს დაბადებისდღის წვეულებას უწყობს?
-რა არ შეგიძლია...დარეკე იმ შენს ახალ კლუბში და დახურვით მე დავხურავ შენ გადაუხადე დაბადებისდღეთქო იმას კი არ გეუბნები. ფულს მაძლევს,პროსტა არ სცალია თითონ რაღაც კომფერენციები აქ და შენთან ისეთი ამბებია რო დაჯავშნა დამჭირდება და ისიც მეორე დაბადებისდღეს მოუსწრებს და ჩემი ბიჭი სულ კი არ ხდება 20 წლის
-სხვა კლუბი ვერ იპოვნე?
-შენი ახალი გახსნილია და ყველაზე პოპულარულია ...ვაიმე რა გჭირს ერეკლე? უარს მეუბნები?
-დაურეკე მენეჯერს და უთხარი ვინც ხარ და რაც გინდა ! მე არ ვიქნები ხვალ ქალაქში...
-ხოო? მეგონა მოხვიდოდი, არც იცნობ ნიკუშას და გაგაცნობდი
-სხვა დროს გავიცნობ !-უხეში იყო, არც უყურებდა სახეზე . თვალს არიდებდა და ოთახში დადიოდა
-ნუ დრო კი გექნება ,მაგრამ კარგი თუ არ გცალია რა გაეწყობა - უცებ ჩამოხტა კარადიდან ყბაზე მოუჭირა თითები და ლოყაზე ხმაურით აკოცა ,როგორც ჩვეოდა ასევე მოულონდელად წავიდა -წარმატებები საქმეებზეეე
-ღმერთო მითხარი სად გავიქცე..ან ეს სინდისის ქენჯნა გამიქრე ხომ შეიძლება- მუშტები მიარტყა კედელს და ლამის სასოწარკვეთილი აღრიალდა.
ყველანაირად ცდილობდა დაევიწყებინა, გონებიდან ამოეგდო და უბრალოდ ნაცნობად დაეტოვებინა კონჯარიას ქალი. თავს არიდებდა, კვირაში ერთხელ შეიძლება შეხვედროდა ისიც რამენიმე წუთით თუ გამოუვალი მდგომარეობა იყო. ცხოვრებაში პირველად სცადა შანსი მიეცა ქალისთვის რომელიც ჭკუას კარგავდა დადვანზე , ქალისთვის რომელზეც სადედამთილოც კი გიჟდებოდა,მაგრამ არაფერს აძალებდა. რამდენჯერმე რომ შეხვდა და მიხვდა რომ ამ იდიალურთან მიახლოებულ გოგოს არაფერი შეეძლო ბარბარეს „წინააღმდეგ“ მაშინვე ჩამოშორდა. მაინცადამაინც იმ საღამოს შეხვდათ რესტორანში ბარბარე და ნიკა . სანამ ეტყოდა ქალს არაფერი გამოვაო ბარბარე დაინახა სიმპათიურ ახალგაზრდა ბიჭთან ერთად მომღიმარი და სიტყვა შუა გზაში გაუწყდა. ბარბარე იმენად ლამაზი და სხვანაირი იყო თვალი ვერ მოსწყვიტა. ტანზე გამოყვანილი იისფერი კაბა ეცვა და ისე ნარნარით მიაბიჯებდა საოცრება იყო დადვანისთვის. ბარბარე ბიჭის სილუეტმა რომ დაფარა სისხლი აუდუღდა, ისე უნდოდა მისულიყო ხელი დაევლო გოგოსთვის და იმ ბიჭისთვის მოეშორებინა ასე ურცხვად რომ უჟუჟუნებდა თვალებს და ეფერებოდა ხელზე , მერე ლოყაზე და წამდაუწუმ კოცნიდა ხელისგულზე .ძლივს მოახერხა ქალთან საუბრის გაგრძელება იფიქრა მშვიდად წავალ აქედანო ბარბარეს ხმა რომ გაიგო ,ქალბატონმა თავად შენიშნა და თავზე დაადგა
-ბატონო ერეკლე არ გამაცნობთ ამ მშვენიერ მანდილოსანს?
-ბარბარე ?
-ჰო ბარბარე ვარ ... ბარბარე რომელსაც არ გააცანი შენი ტრფობის ობიექტი. დამიჯერეთ ამის გვერდით ქალი არ მინახავს მე ჯერ ასეთ ადგილას,გილოცავთ იღბლიანი ყოფილხართ- და გოგონას გაუღიმა რომელსაც იმ წამს შეატყობინა დადვანმა რომ დაწყებულის გარძელება არ ღირდა.
-მე იცით...
-ჩვენ წასვლას ვაპირებდით უკვე ...სხვა დროს ვისაუბროთ
-ვისაუბროთ სხვა დროს...ოღონდ ნიკუ უნდა გაგაცნო. ძლივს სადღაც ერთ ტეროტორიაზე გნახეთ და გამორცხულია რომ არ გაგაცნოთ ერთმანეთი - ბიჭს ისე უხმო ხელით რო მალევე იქვე გაჩნდა, უბრალოდ არ შეიძლებოდა გაქცევა. ბიჭი თავაზიანობის განსახიერება იყო დადვანის გვერდით მგომ ქალსაც მიესალმა, ერეკლეს დიდი სიხარულით გაეცნო და შემდეგ მოხვია ხელი წელზე ბარბარეს. აი მაშინ კი მიხვდა რომ წასვლის დრო იყო სანამ თავს გაყიდდა. ის ღამე დაათენდა , სულ წყვილი ახსენდებოდა და ჭკუიან იშლებოდა. ბაღათურიასთან წუწუნიც აღარ შეეძლო უკვე,მითუმეტეს ისეთ ზონაში იყო ხშრად საუბარს ვერ ახერხებდა და ძლივს დაკავშირების შემდეგ იმის ნაცვლად ეკითხა ცოცხალი ხომ ხარ და საღ-სალამათიო თავის ამბებს ხომ არ მოუყვებოდა.
ერთ დღეს მორიგი თავისდაღწევა რომ სურდა ბარბარემ გააჩერა და ლამის პირველად იკამათეს, გოგო ადანაშაულებდა რომ გელაპარაკები რატომ ნორმალურად არ მპასუხობ და სად გარბიხარ როცა მე ამდენს გექოთქოთებიო. მას მერე მიხვდა თუ მანამდეც გადაწყვეტილი ჰქონდა ვერ გეტყვით,მაგრამ საკუთარ თავს გადააბიჯა და ბარბარეს მარტო დაუთქვა შეხვედრა. იცოდა გოგო გაგიჟდებოდა და სკანდალი რომ არ მოეწყო პირდაპირ სახლში დაიბარა ,წინასწარ გაიმეტა ყველა ნივთი რაც მისაღებში იდგა.
-მოვედიიი...ისე ეს კარი სულ ღია როგორ გაქვს ვინმე სხვა რომ შემოგივარდეს რამე არ დაგიშაოს დადვანო -შეფრიალდა,აკოცა და სავარძელში ჩაესვენა- რეპეტიტორისგან მოვდივარ და ტვინი მაქ ადუღებული ხმა მესმის როგორ ბუყბუყებს
-წყალს მოგიტან ან წვენს
-წვენი მირჩევნია ,ფორთოხალის თუ გაქვს -დადვანმა ფორთხლის წვენი მიუტანა და ისევ დაჯდა. დაელოდა როდის დამშვიდდებოდა -აბაა რა გინდოდა გეთქვა?
-ძალიან არ მინდა ყველაფერი არასწორად გაიგო და იმედი მაქვს შეეცდები გამიგო -ძალიან მშვიდად საუბრობდა, ალბათ უკვე დაცლილი იყო- გეფიცები რომ შემძლებოდა ამ სიტუაციის თავიდან არიდება ყველაფერს გავაკეთებდი,მაგრამ არაფერი გამომივიდა ამიტომ გადავწყვიტე საკუთარ თავთანაც მართალი ვიყო და შენთანაც . იქნებ დავმშვიდდე როგორმე როდესაც სიმართლეს გეტყვი, მიზეზს რატომაც „გავრბივარ“ შენგან
-დღეს დიდი დღე ყოფილა და ვერ გამიგია,მაგ ბედნიერებას თუ მომანიჭებ და მეტყვი რა გეტაკა
-შემიყვარდი ...
-უიმე მეც შემიყვარდი ...ისეთი დინჯი მშვიდი და გაწონასწორებული ხარ- უცებ დაიწყო ,მაგრამ თვალებში რომ ჩახედა და მისი გამომეტყველება დაინახა უცებ გაჩუმდა- უკაცრავად? მომეყურა? სხვანაირად გავიგე?
-სწორად გაიგე ! მიყვარხარ ,მაგრამ ვინაიდან შენი გული სხვას ეკუთნის არ ვაპირებ უარესი დანაშაული ჩავიდინო და თქვენ შორის ჩავდგე. არ ვიცი გადამიყვარდები ოდესმე თუ არა, რომ ვიცოდე რატომ შემიყვარდი უფრო მარტივი იქნებოდა ალბათ
-თურმე ვუყვარვარ... მე კიდე ისე ვექცევი როგორც თითქმის საუკეთესო მეგობარს ვენდობი და შენ თურმე რა აზრები გიტრიალებს გონებაში !
-არავითარი აზრები არ მიტრიალებს ...ისევ ის ერეკლე დავრჩები შენთვის როდესაც დაგჭირდები შენთან გავჩნდები უპირობოდ, მაგრამ ხომ ხვდები რომ შენი ნიკოლოზის ძმაკაცი ვერ გავხდები,ვერც შენს წუწუნს მოვისმენ იმაზე რომ დიდი ხანია არ გინახავს და გენატრება. ვერც დავჯდები და გიყურებ ! მეეჭვება უჩემობა გაგიჭირდეს
-რა თქმა უნდა არ გამიჭირდება ! იმედია ცდები და საერთოდაც არ გიყვარვარ ან მალე გადაგიყვარდები ,საერთოდ არ მინდა ჩემ გამო ვინმე იტანჯებოდეს მითუმეტეს შენ . ახლა დიდი სიამოვნებით დაგამხობდი მთელს სახლს თავზე ჩემი ბრაზის გადმოსანთხევად,მაგრამ ჯერ კიდე ბოლომდე არ უღრმავდება ჩემი ტვინი ამ ამბავს,სანამ ჩაუღრმავდება წავალ მეშინია არ შემომაკვდე! ბექას არ უთხრა,შენი არც ისეთი ახლო მეგობარია ეგ რომ ვერ დაუმალო. მოგკლავს ზუსტად ვიცი
-არ დაგავიწყეს რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია მოხვიდე როცა მიხვდები რომ გჭირდები ...არ გეტყვი შენ გამო რის გაკეთებას შევძლებ უბრალოდ დარწმუნებული იყავი რომ ბოლო გამოსავალი ყოველთვის გექნება
ბარბარეს არაფერი უთქვამს უბრალოდ რამდენიმე წამი უყურებდა და შემდეგ უკანმოუხედავად წავიდა. წავიდა და წავიდა, ალბათ მას მერე არც მობრუნებულა დადვანისკენ. ისე ხვდებოდა როგორც უბრალოდ ნაცნობს, ისე ესაუბრებოდა როგორც შორეულ მეზობელს ან ადამიანს რომელის ვინაობაც იცის.
ამ დროის განმავლობაში კონჯარიების ვაჟი თავის „სიყვარულს“ დაშორდა, სიყვარულს რომელმაც უამრავი მტერი გაუჩინა, სიყვარულს რომელმაც თავის ჭკუაზე ატარა, სიყვარულს რომელმაც პირველად შეიყვანა კაზინოში და დააწყებინა თამაში.თამაში რომელსაც თავი ვეღარ დააღწია, მიჯაჭვული დარჩა. ქუჩაში დარჩა, სახლიც ეს გახდა და კარიც, გიორგი მხოლოდ მაშინ ახსენდებოდა როდესაც ფხიზელი იყო, პრობლემა ცოტა ხნით ჰქონდა მოგვარებული და შეეძლო ძმაკაცს ნორმალურ ფორმაში დანახვოდა. ან უკიდურეს შემთხვევაში ურეკავდა და ისიც მემილიარდედ ეხმარებოდა. გგონიათ არ ეჩხუბებოდა? არ არიგებდა? ბექა პირობას არ აძლევდა რომ გამსოწორდებოდა და ყველაფერს შეეშვებოდა? მაგრამ არ შეეძლო ,იმდენად გამოიფიტა თითქოს სული დააკრგა,სადღაც დატოვა და ვეღარ იპოვნა. არასდროს ჰქონია მამასთან კარგი ურთიერთობა,ხასიათი ისედაც უხეში ჰქონდა და ზედმეტად ბევრ რამეზე ჭედავდა. ბარბარეზე გიჟდებოდა და მიუხედავად იმისა რომ მასზე ვეღარ ზრუნავდა იცოდა რომ სანდო ხელში ჰყავდა , გიორგი ყოველთვის მოუვლიდა და ნიკოლოზიც შესანიშნავი ბიჭი იყო. თავად სიახლოვით მეტ ზიანს მოუტანდა ამიტომ თანდათან უფრო ზრდიდა დისტანციას,მაგრამ არაფერი გამოუვიდა მიუხედავად სიშორისა მაინც იმოქმედა მისმა ჩადენილმა საქმეებმა ბარბარეს რეპუტაციაზე.
ნიკოლოზის მშობლები გავლენიანი ხალხი იყო,განათლებული და წესიერი. როდესაც გაიგეს ბექას საქმეების შესახებ ,მთელი მისი ჩადენილი საამაყო ქცევების დოსიე შეისწავლეს და კატეგორიულად გადაწყვიტეს სანამ მათი ვაჟი სასწავლებლად იქნებოდა ერთი წლით ,მანამ მოეშორებინათ მისთვის ბარბარე. ბექას დაურეკა ნიკოლოზის მამამ, სახლში დაუთქვა შეხვედრა და ისიც მაშინვე მივიდა საერთოდა რ უნდოდა ნიკოლოზის დაკარგვა . ბარბარე წესით სახლში ა რუნდა ყოფილიყო,მაგრამ გასვლისას საფულე დაავიწყდა და უკან დაბრუნდა. მანქანა რომ დაინახა მიხვდა ვინც იყო და სწრაფად წავიდა მისაღებისკენ,მაგრამ შესვლამე გაიგო სამამამთილოს კატეგორიული ხმა
-ტყუილად მელაპარაკები ... ვიცი კარგად ბარბარე როგორია და შენ როგორი ხარ. დღეს თუ ხვალ შენს დას მიადგები და შეაწუხებ შენი ჩასვრილი საქმეების გამოსასწორებლად მე კიდე არ ვაპირებ შენნაირს შევაწირო ჩემი ქონებიდან ერთი თეთრიც კი,მითუმეტეს ჩემი ოჯახის რეპუტაცია! ნიკოლოზი უკეთესს იმსახურებს ,ჩემს ერთადერთ ვაჟს არ შეეფერება შენი და ! ან ისე მოაწყობ რომ ნიკუშას დაშორდეს ან ციხეში გიკრავ თავს სამუდამოდ... მასალები კი მაქვს ბლომად. ისიც მიკვირს აქამდე როგორ ვერ დაგიჭირეს,მაგრამ სუსტია ჩვენი პოლიცია შენნაირებს რომ ვერ უვლის
-რა სასაცილო ხართ...გგონიათ ასე დამაშინებთ ციხით ? რა გაქვთ ჩემ წინააღმდეგ ყ*ე არ მომჭ**** სულ სი.ზე შენ რა გინდა და რა არა . ჩემ დას უყვარს ის თქვენი ერთაერთი ვაჟი და სანამ თვითონ არ გადაუყვარდება მანამდე იქნებიან ერთად გასაგებად ვამბობ თუ უნდა დაგიმარცვლოთ
-შვილო შენ არ მიცნობ მე...არც კი იცი რა შემიძლია. ყველა შენს ცოდვას ერთად ჩამოგითვლი , იმ შენს გიორგისაც უკან მოგაყოლებ ყველა საქმეში გასვრილი რომ გყავს, იმ შენნაირ ნარკომან ძმაკცებსაც ნახევარი ბარიგა რომ არის...ერთი დარეკვა მჭირდება შინაგან საქმეთა სამინისტროში და ერთად ამოგალპობთ ყველას ციხეში და ძალიანაც ვისიამოვნებ .თქვენნაირები ქალაქს სპობენ
-შენნაირები დედამიწას სპობენ ...შვილი გაუშვი და მის საცოლეს ამბებს უხლართავ . იმ შენს პოლიციას დიდი ხანია აქვს ეგ ყველაფერი ხელში ,მაგრამ როგორც ხედავ გისოსები არ არის ჩემს წინ. მშვიდად დავდივარ, ვაკეთებ ჩემ საქმეებს და ღამეც ტკბილად მძინავს . შენ კი მუქარას თუ გააგრძელებ ან სამუდამოდ დაგაძინებ ან კოშმარად მოგელანდები და მთელი ღამე თვალს ვერ მოხუჭავ! ახლა აქედან დაახვიე სანამ თავს ვიკავებ და ხელით არ გეხები თორემ ისე გაგაბრტყელებ პოზექტურაში ვერ ამოგიცნობენ - ღრიალებდა კონჯარია და ხელებს ჰაერში შლიდა . ბარბარე ადგილზე იყო მიყინულიი ,ვერ იჯერებდა რომ საკუთარ ძმას უსმენდა რომ ის კაცი რომელსაც ასე აფასებდა ვისი შვილიც უყვარდა ასეთი სულმდაბალი იყო. ოთახიდან გამოსულმა კარგად დაინახა და მაშინვე მკლავში წვდა
-გაიგონე ხომ? ყველაფერი გაიგონე...შენ ძმას დედას ვუტირებ თუ ჩემ შვილს არ მოშორდები. ახლა უკვე დარწმუნებული ვარ განგებ ეტენები და საერთოდ არც გიყვარს .დააშტერე გაყვლიფავ და მერე მიატოვებ
-მე არ....მე მიყვარს მე - ბუტბუტებდა ,მაგრამ არ დასცალდა ბიჭმა გაიგო კაცის ხმა და ოთახიდან გამოვარდა წამში მოაშორა ბარბარეს და ყელში წვდა. ისე აწია ჰაერში და მიანარცხა კედელს თითქოს ბამბის ტომარა იყო
-შე ნაბოზა.... ჩემ დას როგორ შეეხე...მასთან დამუქრებას და ასე ლაპარაკს როგორ ბედავ. ხმა ვის აუწიე შე თე*ლო .შენ სისხლს დავლევ ახლოს რო გაეკარო ბარბარეს,რამე რომ უთხრა ერთი სიტყვაც იცოდე გიპოვი და მაგ ენას ამოგაჭრი

-ბექა გაუშვი...ბექა დაახრჩობ არ გინდა გთხოვ...ბექა გევედრები - კაცის გადაწითლებულ სახეს რომ შეხედა მაშინვე მივარდა ძმას და მანაც უშვა ხელი . კაცი ხველებით გავარდა სახლიდან -რა გააკეთე... რა გააკეთე ახლა როგორ მოვიქცე .შენ გამო სიყვარულს ვკარგავ
-შეგიძლია მოიშორო ჩემი სისხლი და იმ შენს ნიკუშასთან დარჩე ამ დამალი მძორის სახლში დაჯდე და ერთ ათ წელში დედა რომ მოეტყვ*ება მოუარო თან გადაყვე . ახლა ვაფშე გული რო გაგისკდეს იმ დამპალ კაცთან ახლოს არ მიხვალ. ის შენი ნიკოლოზი თუ წამოვა და შენ აგირჩევს კი ბატონო,მაგრამ მეეჭვება დაგიცვას შენ და თქვენი სიყვარული მაგდენი ბრძოლის ტრა*ი ჰქონდეს და ყველაფერი თავიდან დაიწყოს შენს გამო
-დავშორდე? შენ გაგიჟდი ხომ? გგონია ასე მოხვალ ამდენი თვის შემდეგ უცებ შემოირბენ გაგახსენდება რომ და გყავს და მეტყვი თუ შენი საქმრო ოჯახს არ დატოვებს დაშორდებიო? საერთოდ არ მაინტერესებს შენი აზრი...მე ის ვიცი რომ ის კაცი დაგიჭერს...ციხეში ამოგალპობს არც მეცოდები ღმეთია მოწამე გიორგია ამ საქმეში სუფთა და შენ გამო არ იმსახურებს ნაწვალები , პატიოსნად გატარებული ცხოვრება თავზე ჩამოექცეს. ღორი ხარ...შენ კაცი არ ხარ ნამდვილი ველური ამაზრზენი არსება ხარ. რომელმაც ერთ ბოზს გადააყოლა მთელი თავისი ადამიანობა, სულიც იმას მიუგდო და ნიკუშაზე ლაპარაკობ? შენ რომ იყავი მისი ტოლი იმ დამპალ გახრწნილ ქალს არ დაუმონდი? იმან არ გაქცია ასეთად? შენ არ ყოფილხარ ხომ სუსტი...შენ ახლაც სუსტი ხარ ერთი ნარკომანი ხარ, მოთამაშე , უპრინციპო და უთავმოყვარეო კაცი რომელიც ყველას და ყველაფერს გაყიდის თავისი უაზრო სიამოვნების გამო . ერთ დღეს აღარაფერი რომ არ დაგრცება მოხვალ და მეც გამყიდი წამლის ან კაზინოში წაგებული ფულის გამო...ან ჩემზე ითამაშებ. ძაკაცებს გაყიდი, გიორგის ფულსაც შეჭამ ბოლომდე, დაღრღნი სულს გამოაცლი იმასაც.მაგრამ გიძლებს
-ბარბარე ჭკუიდან ნუ გადამიყვან...დაფიქრდი რას ამბობ და როგორ იქცევი. გეუბნები დაშორდები-თქო და მორჩა. სახლში რომ გამოგკეტო იმ ნაბიჭვარს მაინც არ გაგაყოლებ
-რადგან მამაისია გარეწარი ნიკუშაც აუცილებლად მისნაირი უნდ აიყოს? მამაჩემი კარგი კაცია ,მაგრამ შენ ? შენ ვინ ხარ . გავყვები,მსაერთოდ მასთან ვიქნები შენთან ყოფნას არ სჯობს. შენ გამო შეურაცხყოფას მაყენებნ, ბოლოს რა მოხდება იტყვიან აი ეს იმ ნარკომანი ძველი ბიჭის და არ არისო? ეს ალბათ შეეტენება ვიღაცასო ..აო იტყვიან
-მოკეტე!მორჩი ისტერიკას და დაფიქრდი...როგორ წარმოგიდგენია ამ კაცთან ნათესავობა
-მე მაგ კაცს არ მივყვები ცოლად
-ვისაც მიჰყვები ის ვერ დაგიცავს... ვერ შეძლებს გაიგე .ისაა მშვიდი წყნარი, ზრდილობიანი მამიკოს ბიჭი
-მაგ მშვიდ და წყნარ მამიკოს ბიჭზე გიჟდებოდი შენ ...იმდენად რომ ფაქტობრივად უთხარი სერიოზულ სახეს თუ არ მისცემ ურთიერთობას ჩემს დასთან შეხვედრის საათებს დაგიდგენო
-ანუ რა გამოდის რომ თვითონ არც უნდოდა შენი ცოლად შერთვა ...ეს ბეჭედი მოიშორე და მიაბრძანე ..არაფერი დავინახო ამ სახლში მაგათი ოჯახიდან
-თავმოყვარეობამ და სიამაყემ შემოგიტია? ფულს რომ აგებ და ფსკერზე ჯდები მაშინ რატო გავიწყდება ყველაფერი
-მე ჩემს ჩასვრილ საქმეებს მივხედავ შენ კიდე ისე ნუ იზამ უარეს ნეხ*ში რო აღმოჩნდე ! გავდივარ სახლიდან და იცოდე ფეხგადმგმული არ გნახო... ახლა მაინც აღარ გაქვს გამოცდები .პასუხებს სახლშიც მშვენივრად გაიგებ
წავიდა და დატოვა ასე გაგიჟებული ბარბარე.რომელმაც ცხელ გულზე საოცრებები მოიფიქრა,მისი ტვინი ნამდვილად არ გამოირჩეოდა გაჭირვების ჟამს სწორი გადაწყვეტილებების მიღებით. იცნობდა ბექას და იცოდა რომ ნიკოლოზის ნახვის ნებას არ მისცემდა, ისიც გაიაზრა რომ კაცი აასრულებდა თავის პირობას და ბოლოს გადაწყვიტა რომ სადმე შორს უნდა წასულიყო, ყველაფრისგან შორს ნიკოლოზის დაბრუნებამდე თუ არა ცოტა ხნით მაინც.
გაიქცა, გაიქცა დადვანის მიმართულებით. დღემდე არ იცის მაინცადამაინც მასთან რატომ წავიდა ,ალბათ იმიტომ რომ იმ დროს მდგომარეობა გამოუვალი იყო და იცოდა ერეკლე ბექას არაფერს ეტყოდა. დადვანი ეზოში იდგა სიგარეტს აბოლებდა და უზარმაზარი რეზინის მილით მინდორს რწყავდა. ბარბარე რომ დაინახა გული გაუჩერდა, შორიდანვე გრძნობდა რომ რაღაც უჭირდა, მის სიარულშიც კი ხედავდა რომ ცუდად იყო. დასიებული თვალები და ცრემლებისგან დაღარული სახე რომ დაინახა სისხლი გაეყინა.მილიონი რამ იფიქრა სანამ ჰკითხა რა სჭირდა
-დამეხმარები ?
-ბარბარე რა გჭირს ... ავად ხარ? ბექას დაემართა რამე...კლავენ ვალი აქვს თუ რა ხდება ამოიღე ხმა ნუ გამაგიჟე ამის დედაც
როგორ უნდა ეთქვა ნიკუშასთან დაშორება არ მინდა და დამეხმარეო. გაჩუმდა უბრალოდ ჩაეხუტა და უფრო მეტად აზლუქუნა. პატარა , სულელმა გოგომ ის კი არ იცოდა შეყვარებულ კაცს ჭკუას რომ დააკარგვინება. ხელები რომ მოხვია გამხდარ სხეულს იმდენად ფრთხილად შეეხო , თითქოს რაღაც დანაშაული ჩაიდინა.
-წამიყვანე რა ..წამიყვანე აქედან .შორს წამიყვანე სადმე ისეთ ადგილას ბექა რომ ვერ მიპოვნის .არავინ რომ არ იცოდეს საერთოდ არავინ
-სახლში შემოდი ვისაუბროთ ამიხსენი რა გჭირს იქნებ გაქცევის გარეშე ვაგვარებთ შენს პრობლემას- სახლში შეიყვანა და დივანზე დასვა. წყლის ჭიქა მაიწოდა და როგორღაც დააწყებინა საუაბრი
-ანუ ის კაცი ბექას გამო გიწუნებს და ბექამ რაო?
-დაშორდიოო ...ბექას დაიჭერენ გესმის?
-ნიკამ რაო ... იქნებ ტყუილად იკლავ თავს და ის ბიჭი აგვარებს ყველაფერს -საუბარი უჭირდა უკვე ბრაზი ახრჩობდა, როდესაც გაიაზრა მიზეზი რის გამოც იყო ასე ცუდად .
-რომ დავურეკო რა ვუთხრა ჩემს ძმას დაიჭერენ თუ არ დავშორდებით-თქო ? მამაშენია დამნაშავე და ჩემ გამო ყველაფერი დათმე-თქო?
-მე რა გავაკეთო ბარბარე...მე რა შემიძლია მან უნდა გადაწყვიტოს დიახაც მას მიჰყვები ცოლად და თქვენი პორბლემის შესახებ უნდა იცოდეს ახლა შენ აქ ჩემთან კი არ უნდა ზლუქუნებდე და მარტო ფიქრობდე გამოსავალის პოვნას ისიც უნდა იჯდეს და ნერვიულობდეს
-არ უნდა მოვსულიყავი... რა თქმა უნდა არ დამეხმარები. მე უბრალოდ წასვლა მინდა შენ კიდე დაკითხვას მიწყობ. როგორიცაა ისეთი მიყვარს და საერთოდ არ მინდა რომ ინერვიულოს ,გიჟდება მამამისზე და მე როგორ ვუთხრა ..
-როგორც გინდა. შენ დამშვიდდი და მე წაგიყვან ჩემთან სოფელში ...ბათუს გარდა არავინ იცის იმ სახლზე ის კი არაფერს გააკეთებს სანამ მე არ ვეტყვი
-დღესვე წამიყვან?
-თუ გინდა ახლავე წავიდეთ
წავიდნენ, აი ასე უბრალოდ უნდა აეყვანა სვანეთის ერთ-ერთ სოფელში დაეტოვებინა თავის სახლში და უკან დაბრუნებულიყო. მთელი გზა ჩუმად გაატარა,ორივე სხვადასხვა რამეზე ფიქრობდა, ორივე სიყვარულის გამო იტანჯებოდა . წარმოგიდგენიათ მაინც ერეკლე როგორ გრძნობდა თავს? ალბათ ვერ წარმოიდგენთ რადგან საშინელება ჩაიდინა . ტვინმა წამიერად უკარნახა რაღაც სისულელე და მანაც მაინცადამაინც ის აიტაცა. გააწყვეტილება მიიღო და სისრულეში მოიყვანა კიდეც. სახლში რომ შევიდნენ ბარბარეს ოთახი აჩვენა და მარტო დატოვა. ორი დღე რომ არ წავიდა ბარბარეს არც არაფერი უთქვამს , ეზოში იჯდა ხოლმე მოწყენილი და ხმას არ იღებდა. დადვანიც არ აწუხებდა .
ერთ დღესაც ბარბარეს მობილურს უპასუხა, ნიკოლოზი ურეკავდა ბიჭმა ერეკლეს ხმა რომ გაიგო არ ესმიამოვნა.ისედაც იცოდა რომ ქალაქში არ იყო ბარბარე და საერთოდ გადაირია. დადვანსაც მეტი რა უნდოდა, უთხრა საღამოს შევხვდეთო და გაუთიშა.შემდეგ ზარი წაშალა და ბარბარეს უთხრა ჩემი აქ დარჩენა საჭირო აღარ არის მარტო დაგტოვებო და წავიდა. სინდისი მაშინ არ აწუხებდა, ამბების ჩახლართვა რომ დაიწყო ბარბარესგან მალულად.
იდგა და უყურებდა ნიკოლოზს, ბიჭი ჯერ კიდევ მშვიდად იყო თუმცა მეეჭვება ისეთი გაბრაზება სცოდნოდა როგორც ერეკლეს
-სად არის ბარბარე?
-ჩემთან
-შენთან რა უნდა
-სანამ მაგას გეტყვი მაინტერესებს იცი თუ არა მამაშენმა რა გააკეთა
-რა უნდა გაეკეთებინა მამაჩემს ... მითხარი ბარბი სად არის. რომ არ მპასუხობდა და გავიგე საერთოდ დაკარგულია ერთი კვირაა უკვე იმიტომ ჩამოვედი
-მამაშენმა ბარბარეს შეურაცხყოფა მიაყენა, უნდა რომ დაგშორებოდა , ბექას გამო ხომ იცი ბექა როგორი კაცია არა?
-ვიცი რა თქმა უნდა...
-მამაშენი რომ წინააღმდეგია თქვენი ამბის ეგ იცოდი?
-არა ...
-რა თქმა უნდა მამიკომ გადაწყვიტა ჩუმად ექმოქმედა. ბექას დაჭერას გადაწყვიტა. ბექა ბარბარეს არ დაგიტოვებს მამაშენს თუ არ დაივიწყებ წამსვლელი ხარ ამაზე ბარბის გამო?- თითქოს სიმართლეს ეუბნებოდა,თითქოს არაფერს უმალავდა,მაგრამ მაინც არ იყო ის რაც უნდა ეთქვა.ბიჭი გაფითრდა ,შეეშინდა აშკარა იყო რომ უკვე უკან დახევაზე ფიქრობდა- ბარბარე ჩემთანაა ,მიყვარს და ერთად ვიქნებით. ახლა მაინტერესებს მაინც გინდა ბარბარე ,იბრძოლებ მის გამო თუ მშვიდად განვაგრძოთ ცხოვრება
ზუსტად ისე გაიგო ბიჭმა როგორც ეს დადვანს სურდა. ისე უცებ გამოტყდა ერეკლეს გაუკვირდა კიდეც
-მამაჩემი მართალი ყოფილა ... ნამდვილი კახ*ა შემყვარებია და ვერ გამიგია. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს
აი შეყვარებული კაცი,აი გონიერება და ნდობის ეტალონი. ორმა ადამიანმა უთხრა ცუდი გოგო გიყვარსო და მანაც წამსვე დაიჯერა რომ მსოფლიოში ყველაზე გარყვნილ ქალს გადაეყარა. არაპირდაპირი ნათქვამიც კი უფრო გააბუქა ვიდრე დადვანი ელოდა და საოცარზე საოცარი დასკვნა გამოიტანა. რეალურად ერეკლეს საქმე გაუმარტივა,იმაზე მეტად გაუმარტივა ვიდრე იფიქრებდა.შემდეგ ყველაფერი მარტივად აეწყო. ბექას უთხრა ბარბარე და მე ერთად ვართო ,კონჯარია გააგიჟა, ერთი ორი დარტყმა მიიღო ყბაში და უკან სვანეთში დაბრუნდა. ბარბარეს ამ დროს ნიკოლოზის მონატრება მოწოლია დაურეკავს და ბატონ ნიკოლოზს ისეთი სიტყვებით გამოულანძღავს გოგო ტირილისგან დაბრმავებული დახვდა დადვანს. გაახსენდა როგორ მოუქნია მუშტი ნიკოლზს და ინანა თავი რომ შეიკავა და ასე მარტივად გაუშვა.
-შენ გამო როგორ შეიძლება ოჯახს შევეწინაარმდეგოო...შენ და შენი ძმა ერთნაირები ხართო. საერთოდ არ მყვარებიხარო და ვერც კი გავერთე შენთანო...უბრალოდ პოპულარული გოგო იყავიო... შენ შენ ნამდვილი კახ*ა ხარო . დადვანსაც არ იმსახურებო - ერეკლეს საყელოს იყო ჩაფრენილი და ყვიროდა ,ისტერიკაში იყო
-დამშვიდდი...ხომ ხედავ რომ რეალურად არც ყვარებიხარ ის ვუთხარი ჩემთანაა მიყვარს და მის გამო თუ იბრძოლებთქო და ეგრევე დაასკვნა რომ ჩემი საყვარელი იყავი. მის გამო გიჟდები? - ბოლოს ვერ მოითმინა და დაუღრიალა
-რატომ არ უთხარი რატომ არ უთხარი რის გამო ვიყავი შენთან
-იცოდა..იცოდა მამაშენმა რაც გააკეთა მე ვკითხე და ვუთხარი ვერ გავიგე ჩემგან რა გინდა...მე მადანაშაულებ მე არ მითქვამს ბარბარე ჩემთან წევს-თქო . მე ვუთხარი მიყვარს-თქო ვიფიქრე უყვარდი და კონკურენციას მაინც გამიწევდა მან კიდე ეგრევე დაგთმო და მიგაგდო. მიყვარხარ...მიყვარხარ და საერთოდ არ მაინტერესებს რას ვაშავებ, რას ვაკეთებ არასწორად მინდა ჩემი ცოლი გახდე, ჩემი ქალი და შევეცადო თავი შეგაყვარო . ზუსტად მხოლოდ ერთი რამ ვიცი , არასდროს განელდება ჩემი სიყვარული და შენზე წინ არასდროს არვაის დავაყენებ! შეგიძლია მომკლა, სხვა ვერაფერი გიხსნის ჩემგან
-რა...რა ცოლი - გაშეშდა, ძალაც აღარ ჰქონდა რომ დაერტყა კედელს მიეყრდნო და ისე უყურებდა,იმედგაცრუება, ტკივილი ყველაფერი ერთად დაატყდა თავს. ერეკლემაც უღალატა სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია. ბექას დანახვაც არ უნდოდა, მას ადანაშაულებდა ყველაფერში, ნიკაზე ბრაზობდა,მისი მოკვლის სურვილი ჰქონდა ასეთი ლაჩქარი რომ იყო იმიტომ,მასში რომ შეცდა ,ასე მარტივად რომ მიაგდო ისე თითქოს არაფერი ყოფილა.-ანუ მომიტაცე...
-ასე გამოდის
-ცხოველი ხარ...არაადამიანი .არაკაცი ხარ
-ვიცი ...ეგოისტიც ვარ და სულელიც ვიყავი იმ პიდა*ასტს რომ დავუთმე შენი თავი.აქამდე უნდა გამეკეთებინა ეს ,მაგრამ არც ახლაა გვიან უნდა გაგეგო რა ძლიერ უყვარდი იმ შენს ნიკოლოზს! ისიც კი არ იცოდა ასე რომ არ უღალატებდი
-ისედაც ვიცი რა გააკეთა შენი დარწმუნება აღარ მჭირდება...
-ბექამ იცის რომ ჩემთან ხარ..
-რა? უთხარი რომ მომიტაცე?
-მოტაცება, გაპარვა რაც გინდა ის დაარქვი ჩემთვის სულერთია. აქ ვერავინ მოგვაგნებს
-ბათუმ ხომ იცის
-ბათუ ისეთ ადგილასაა ვერავინ დაუკავშირდება ,ვერც მე მათ შორის ასე რომ სავარაუდოდ ჩვენი ქორწილისთვის დაბრუნდება და მეჯვარე იქნება
-ხომ ვერ მაიძულებ
-რა თქმა უნდა არ გაიძულებ,უბრალოდ აქ იქნები სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებ
-სანამ გადაწყვეტილებას არ მივიღებ...სანამ გადაწყვეტილებას არ მივიღებ. გადაწყვეტილებაას - იცინოდა ისტერიული სიცილი ჰქონდა , ყველაფერი დაამსხვრია სამზარეულოშიც შევიდა ყველა თეფში და ჭიქა გატეხა, ერეკლე ისე დაკაწრა ნაომარს ჰგავდა . ბოლოს როგორღაც მიაღწია ბარბარემდე ხელები მოხვია და იქედან საძინებელში გაიყვანა სადაც არაფერი იყო დასამსხვრევი. ფართქალებდა,მაგრამ რა გამოუვიდოდა ასანთის ღერებივით სუსტ ფეხებს იქნევდა და კიოდა
-ხელი გამიშვი ...ახლა რა ჩემზე უნდა იძალადო? გგონია ასე დავრჩები შენთან? არსდროს გესმის? არასდროს გაპატიებ ...ამ ღალატს ასე მოქცევას არ გაპატიებ გეფიცები ღმერთს გეფიცები განანებ .ვერ გიტანთ ვერც შენ და ვერც ბექას..მეზიზღებით ცხოვრება გამინადგურეთ ვერ გიტანთ
-მაპატიე ,მაგრამ არ შემიძლია სხვანაირად
-ცხოვრებას გაგიმწარებ...ხომ იცი რომ არ გაპატიებ
-ვიცი- იატაკზე იჯდა ბარბარე მის მკერდზე იყო მიყრდობიი ისევ ფართხალებდა ხელებს ურტყამდა,მაგრამ არ უშვებდა.ბოლოს უბრალოდ ტიროდა ,ერეკლე ეფერებოდა და მისი თმიდან თავს არ სწევდა.
დათანხმდა ,აი ასე მარტივად ყველაფერს ზურგი აქცია და დათანხმდა. დაკარგულად მიაჩნდა ცხოვრება და აზრი აღარ ჰქონდა . ბექას ეჩხუბა, მამას ეჩხუბა ყველას და ისე გამოვიდა თითქოს თავად უნდოდა ერეკელსთან ყოფნა ,არ ადარდებდა სიამოვნებდა ბატონი კონჯარიას გაცოფებული სახის დანახვა,მოსწონდა უძლური რომ იყო და ვერაფერს ახერხებდა ერეკლეს წინააღმდეგ. მოსწონდა ერეკლე რომ უმოქმედოდ ჰყავდა, იცოდა ყველაფერს გააკეთებინებდა დაჯადოქარივით უხაროდა. თითქოს ეშმაკად იქცა, არაადამიანურად იქცეოდა, ერეკლე ჭკუიდან გადაჰყავდა. ბიჭი არც კი შეხებია,გჯერათ რომ ტუჩებზეც კი არ უკოცნია? ასე მაზოხისტურად ახლოს ჰყავდა და თან არ ეხებოდა. ითმენდა რადგან თავს დამნაშავედ გრძნობდ ამის გაუბედურებაში, დანაშაულს ეგოიზმი ფარავდა და მაინც ვერ ელეოდა,არ უშვებდა. დადვანის დედამ ქორწილი გადაახდევინათ, ბარბარეც უარზე არ იყო გაუკვირდა ,მაგრამ არ შეეწინააღმდეგა.პატარა ქორწილი დაგეგმეს , ბათუს ჩამოსვლას ელოდნენ. ბაღათურია რომ დაბრუნდა ჯერ კიდევ აზრზე არ იყო რა ხდებოდა, ერეკლესთან მისულს მოკლე ხალათით ბარბარე რომ დახვდა მისაღებში გაწოლილი გაოცებულმა მიიხედა სახლი ხომ არ შემეშალაო
-ბათუუ დაბრუნდი?
-ბარაბარე აქ რას აკეთებ? ერეკლე არ არის?
-კი საძინებელშია..ამდენ ხანს სად იყავი ვერაფრით დავაცდევინე . საომარ ზონაში იყავი? არც ინტერნეტი არც მობილური ისიც არ იცი რომ შენს ძმადნაფიცს ცოლად გავყევი ...
-უკაცრავად მომესმა?
-აი ბეჭედი... ქორწილი მალე იქნება რადგან დაბრუნდი - უემოციოდ მშვიდად ესაუბრებოდა. ბათუ ერთადერთი იყო ვის მიმართაც ბრაზს არ გრძნობდა
-გაგიჟდით? ერეკლეს როგორ მიჰყვები ის შენი საქმრო სადაა ცოცხალია სუფევს ვაფშე?
-ერეკლესთან ადი და მოგიყვება ყველაფერს...გამიხარდა შენი დანახვა .როდის დაბრუნდი?
-სამი საათის წინ...
-რამეს მოგიმზადებ
-არაა საჭირო... შენ არ შეწუხდე- თავზე აკოცა და გაურკვევლობაში მყოფი ავიდა მეორე სართულზე და დადვანს ეცა -რა ჯანდაბა გაუკეთე იმ გოგოს
-ბათუუ? დავიხრჩვი შე ჩემაა..როდის დაბრუნდი . მრთელი ხარ? მეგონა მოკვდი
-ბიჭოო რა უნდა ბარბარეს შენს სახლში
-ცოლად ვირთავ..მეჯვარე ხარ
-კიდევ რამე ხომ არ გინდა...
-მოგიყვები მაცადე...
მოუყვა ისე თითქოს ამბის მოთხრობა დაამშვიდებდა ბათუს და თავად თავს გაიმართლებდა. ისე გადარია ბაღათურია ლამის მიახრჩო . ბევრი ეცადა ,მაგრამ ვერ გადაარწმუნა ისე შეაცოდა თავი სიტყვის თქმაც ვეღარ შეძლო. მას მერე უყურებდა როგორ ჭამდნენ ცოცხლად ერთმანეთს,თავიდან ერეკლეც არ იხევდა უკან ბოლოს დაირალა, განადგურდა,ძალა დაკარგა უყურებდა როგორი განსხვავებული გახდა ის ლაღი და თავისუფალი გოგო სირცხვილის გრძნობა არ ასვენებდა,დანაშაულის გრძნობა კლავდა . თანდათან წყვეტდდა ბრძოლას,ბოლოს იმას აკეთებდა რასაც კონჯარია ეტყოდა.
ქორწილში იმდენი დალია ბარბარემ ყველა მას უყურებდა, ერეკლემ გათიშული მიიყვანა საწოლამდე. მაინც არ ჩუმდებოდა შხამავდა დადვანს , გულს უკლავდა და მის დანდობას არც აპირებდა.
თითქმის ერთი წელი იყო ქორწინებიდან გასული ქალბატონი ბარბარე ნიკოლოზს რომ გადაეყარა, სრულიად შემთხვევით დაინახა ვიღაც გოგოსთან ერთად, რომ მიესალმა და გაიგო რომ ეს გოგონა მისი ცოლი იყო ბედნიერებისგან იფერფლებოდნენ და თავად უბედურებას ასხივებდა ჭკუიდან გადავიდა. მისი ტვინი სრულიად ირაციონალურად მოქმედებს და ნათურა ისეთ წერტილში აენთო რომ საოცრება ჩაიდინა. სამსახურიდან დაბრუნებულ დადვანს ვახშამი დაახვედრა,აქამდე თუ თავად ვახშმობდა და ერთი ფინჯანი ყავა არ მოუმზადება ერეკლესთვის ახლა საოცარი სუფრა ჰქონდა გაშლილი.
-სტუმრებს ველოდებით?
-შენთვის მოვამზადე...-ისე გაუღიმა დადვანი წამით გაშტერდა. მაგიდასთან დაჯდა და სუფრას გადახედა-მიირთვი,იმედია მოგეწონება
-ახლა უნდა მომწამლო?
-ერეკლე ზავის დადება მინდა... დავიღალე .გიყვარვარ ხომ არ გძულვარ , შევეცდები დავივიწყო შენი დანაშაული
-არა არ შეეცდები...
-არ გჯერა?
-არა !
-რატომ
-ვერ დამაჯერებ რომ ასე ერთ დღეში გადაგიტრიალდა ტვინი და მიხვდი რომ შანსი უნდა მომცე
-მზად ვარ ცოლი გავხდე, შეიძლება ვერ შეგიყვარო ასე უცებ,მაგრამ ვეცდები ადამიანურად მაინც ვიცხოვროთ
-კარგი
-უბრალოდ კარგი?
-ბარბარე როგორც გინდა ისე მოიქეცი , უბრალოდ კარგად იყავი.თუ გინდა რომ ადამიანურად მომექცე დავინახავ შენს ქცევას და ავიჯერებ. სიტყვები არაფერს ნიშნავს ... წავალ მე , დაღლილი ვარ - მაგიდიდან წამოდგა და წავიდა
-ტყუილად ვიწვალე? ახლა რა ასე უნდა უარყო ყველა ჩემი ნაბიჯი?
-მადლობა რომ შეწუხდი, უბრალოდ კუჭი მტკივა და ამ დროს ვერ შევჭამ. გემრიელად გამოიყურება ყველაფერი. ხვალ სახლში ვარ და მივირთმევ ...ლამაზი ხარ გიხდება ეს კაბა - დამნაშავე ბავშვივით უცებ შეათვალიერა უკვე შემჩნეული კაბა და ოდნავ გაუღიმა. ბარბარემ თვალები ააფახუნა და შეიფერა
-მადლობა ...სპეციალურად ვახშმისთვის ვიყიდე.შენ კიდე გარბიხარ
-დავრჩე?
-მეძინებაო და რა ვიცი - ვთომ მოიწყინა და ჭიქას დაუწყო წვალება. დადვანი მაინც მოლბა,მაგიდასთან დაჯდა და ერთ-ერთი კერძი გადაიღო.თვალები დახუჭა გასინჯვამდე და ღრმად ჩაისუნთქა. გემრიელი იყო ,ვერ დაუკარგავდა ნაშრომს-მოგეწონა?
-მართალი ყოფილა გიორგი , კარგი მზარეული ყოფილხარ
-ეს იმას არ ნიშნავს რო ყოველ დღე მოვამზადებ...უამრავი სამეცადინო მაქვს
-არ მითქვამს ყოველ დღე მოამზადეთქო ,უბრალოდ ავღნიშნე.-წითელი ღვინით გავსო ბოკალი და თავადაც დალია რამდენიმე ყლუპი. ბარბარე მერამდენე ჭიქას სვამდა ვერ გეტყვით, ალბათ მესამე ან მეოთხე. სანამ ერეკლე მივიდოდა ორი მანამ დალია
-რატომ ნერვიულობ?
-მე?
-ღვინოს სვამ,ჭიქაზე დაატარებ თითებს და მაგიდის ქვეშ ფეხს ვერ აჩერებ-ისე უთხრა არც შეუხედავს
-უბრალოდ ვღელავ ... ვფიქრობ სწორად ვიქცევი თუ არა
-გაინტერესებს შანსის ღირსი ვარ თუ არა?
-დაახლოებით-ჩაიცინა და დაჟინებით ყურება დაუწყო დადვანს
-მეტყვი რა გჭირს?
-რა მჭირს?
-ასე რატომ მიყურებ
-სიმპატიური ხარ !
-ვიცი
-მე არ შემიმჩნევია ...უფრო სწორად დამავიწყდა
-რა ჩაიფიქრე
-მერამდენედ მეკითხები?!
-რომ გეკითხები პასუხს ველოდები ე.ი - მაგიდიდან წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა სიგარეტი რომ მოეწია
-მეც ვეწევი და ფანჯარასთან რა გინდა
-რომ ეწევი ისიც საკმარისია დამატებით არ დაგგუდო კიდე
-როგორი დაძაბული ხარ ლაპარაკიც არ შეიძლება შენთან - წინ დაუდგა და სიგარეტი გამოართვა თვითონ მოიქცია ტუჩებშორის და ღრმად შეისუნთქა შემდეგ კვამლი გამოუშვა და პირდაპირ სახეში შეაფრქვია დადვანს -რატო მიყურებ ასე ...სიგარეტიც მიხდება?
-რაც გიხდება ყველაფერი არ უნდა ჩაიცვა და გააკეთო - სიგარეტი გამოართვა და ისევ თვითონ განაგრძო მოწევა
-როგორ გინდა ამიკრძალო მოწევა,მაგრამ არ შეგიძლია
-შენც გინდა რომ აგიკრძალო და მერე ნერვებმოშლილზე კი არა სისტემატიურად მოწიო
-ეგეც სწორია... -გაიცინა და უფრო მიუახლოვდა. დადვანმა მაშინვე დახედა - რომ გიახლოვდები მოგწონს?
-არა !
-არა? რატომ
-ვიცი რომ განგებ აკეთებ და იმიტომ..ახლა რა მოიფიქრე უნდა მაცდუნო და ჭკუიდან შემშალო? არ გამოგივა, ამ თამაშში შენ წააგებ იცოდე !
-ხოო? უარს მეტყვი რომ გითხრა შენთან სექ*ი მინდა-თქო
-სულ მთლად გაგიჟებულხარ ... ფსიქოლოგთან უნდა წაგიყვანო - დაიბნა, გაება ბარბარეს მახეში . მის თვალებს ვერ უძლებდა, გონებას ურევდნენ
-რანაირი კაცი ხარ ჩემი სურვილით კვდები და მაინც ძმაკაცის დასავით მექცევი
-შენგან მხოლოდ სხეული არასდროს მდომებია...გული მინდა და რომ მივიღებ მერე გვექნე...
-ხო მანამდე სანამ არ შემიყვარდები ბ*ზებთან უნდა იარო და ისე დაიკმაყოფილო ჰორმონები ხომ?
-რა გინდა შენ გამოგიყენო?
-მე და შენ შორის ერთაერთი ვინც გამოიყენებს მე ვარ !
-რა თქმა უნდა...როგორ დამავიწყდა .მე ზემოთ ავდივარ გავიგე რაც გნებავდა ჩემი პასუხიც მიიღე და თავისუფალი ვარ მგონი
-მერე იტყვი შანსი მჭირდებოდა თავი რომ შემაყვაროო როგორ მაყვარებ თავს არც კი მელაპარაკები
-როდესაც პროვოკაციის ხასიათზე ხარ დალაპარაკება არ შეიძლება
-რა საცოდავი ხარ ნეტავ შენს თავს ხედავდე, იმის თავიც არ გაქვს რომ მეჩხუბო . ხომ შეიძლება რომ მასიამოვნო და უბრალოდ ის გააკეთო რაც მინდა.მაგრამ არა შენ დიდი გეგმები უნდა დასახო, წინასწარ გამოთვალო რა მოჰყვე შენს ერთ სიტყვას და გაჩერდე იმიტომ რომ ჩემზე ისე ღელავ როგორც არავინ
- ვგიჟები ჩხუბს ჩემს ნაცვალდ შენ რომ იწყებ
-მე კიდე ვგჟდები შენი გაგიჟების ნაცვლად მე რომ ვგიჟდები- კიბეს აუყვა და ხელი კრა მკერდზე დადვანს- ნერვებს რატომ მიშლი?
-არაფერს ვაკეთებ...ნერვებს თავად იშლი
-ასე რომ მიყურებ მგონია რომ წამსვე მაკოცებ , ისე ამაკრავ კედელს როგორც ფილმებშია ხოლმე,მაგრამ რაღაც საოცარ თვითშეკავებას ავლენ თვალებს ატრიალებ და მიდიხარ
-გამიგია 19 წლის გოგონებს მსგავსი შემოტევები აქვთო...ალბათ თვიური გიახლოვდება და აღგზნებული ხარ
-დამპალი ცინიკოსი ხარ- შეიშალა, ისევ დაკარგა მოთმინება
-გმადლობთ,ვიცი რომ დამპალი ცინიკოსი ვარ ,მაგრამ უკვე დავიწყებულიც კი მქონდა- ზემოდან დაჰყურებდა და იცინოდა
-ასე ნუ იცინი
-ჩემ სიცილთან რაღა გინდა
-თვალები გეხუჭება და უფრო საყვარელი ხდები ვდირე ზოგადად ხარ - სახეზე თითები ჩამოუსვა ,მარჯვენა ხელი ყელზე მოხვია და მის ტუჩებს მიუახლოვდა
-ბარბარე
-კარგი რა უბრალოდ მოგიახლოვდი და ხმა უკვე შეგეცვალა? რა გჭირს დიდი ხანია ქალი არ გყოლია?- უცებ მოშორდა ა აკისკისდდა
-სადისტი ხარ
-კარგი მასწავლებლები მყავდა-კედელს მიეყრდნო ფეხები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა და გაიცინა
-საერთოდ არ გამოგდის... კაცი არასდროს გიცდუნებია? უფრო სწორად ბიჭი
-შენ რა დამცინი?
-დაახლოებით ! - თვალი ჩაუკრა და საძინებელში შევიდა, შემდეგ სააბაზანოს მიაშურა შხაპი მიიღო შორტი და მაისური ჩაიცვა და საწოლზე დაწვა. ლეპტოპი იქვე დაიდო და საქმის მოგვარება დაიწყო. სიცილი აუტყდა ბარბარე რომ შეუვარდა ოთახში
-შენ რა მართლა არაფერს გააკეთებ?
-რა გინდა კონკრეტულად ვიზას*ოთ თუ ძუძუებზე მოგეფერო
-ფუუ რა ამაზრზენი კაცი ხარ როგორი დამპალი,ცინიკოსი, დამცინავი ფუუუ როგორ ვერ გიტან
-ფეხებიც ააბაკუნე თუ შეძლებ მაგ ქუსლიანებით და რომ გაიქცევი კარი მიიხურე .თმა მაქ სველი და ორპირში ვერ დავჯდები
-ფეხსაცმელი ხო? აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე ეს მტკენდა ფეხს-უცებ გაიხადა ორივე და დადვანის მიმართულებით ისროლა ბიჭმა ძლივს აიცილა ფეხსაცმლის წვეტი სამაგიეროდ კომპიუტერს მოხვდა და ეკრანი გააფუჭა-უუუფს
-რა დედის ტყვ*აა გაგიჟდი გოგოოო? გადაირიე სულ მთლად ხო? ახლა რა გავაკეთო იცი რამდენი რამე მქონდა ამ კომპიუტერში?
-პორნოები გქონდა ჩამოტვირთული?
-რამე აბებს სვამ თუ რამ შეგშალა ასე ...ამის დედაც! ამ სახლში მოსვლაც აღარ ღირს პიზდ*ც
-ბაღათურიას გადაუსახლდი ბარემ სახლში !- გაქცეულს მიაძახა და სიცილით წავიდა თავისი საძინებლისკენ- როგორ მიყვარს რომ გიჟდები ... გამწარებული ხალხი შემიყვარდა ამ ბოლო დროს.
გამწარებულის რა გითხრათ და გააფთღებული კი ნამდვილად იყო. ქალბატონმა ბარბარემ მსგავსი მაიმუნბები დიდხანს განაგრძო, მაგრამ ანგარიშ იცვლებოდა ზოგჯერ თავად იგებდა ზოგჯერ მარცხდებოდა. შემდეგ კლუბში იყო კურსელებთან ერთად, რამდენიმე ჭიქა დალია და სახლში დაბრუნდა. დადვანი საძინებელში იყო ვიღაც უცხოელ პარტნიორს ესაუბრებოდა. ხმა ესმოდა კონჯარიას, საძინებელში შევიდა და გამოიცვალა. შხაპი მიიღო თავი მოიწესრიგა და გარდერობთან შიშველი დადგა იმ დღეს რაღაც უცნაურ განწყობაზე იყო , დაინახა როგორ აკოცა ვიღაც გოგომ ერეკლეს და თავი რაღაც ცუდად იგრძნო.
-ბარბარეე ასე მალე რატომ დაბრუნდი? მეგონ- დადვანმა შეალაჯა საძინებელში თავზე იმევდა ხელს როგორც ყოველთვის სრულიად შიშველი კონჯარია რომ დაინახა წამოყვირებასავით გამოუვიდა, უცებ შებრუნდა თქო ვერ გეტყვით თავიდან უბრალოდ გაშეშდა -ამის დედაც... არ ვიცოდი .მე გავალ
-სად გახვალ? - დადვანისკენ დაიძრა და კართან სანამ მივიდოდა მანამ მოხვია მკლავზე ხელები
-ბარბარე არ გინდა! - ხმა იმდენად ჰქონდა სურვილისგან დაბოხებული რომ გოგომ სიცილი ვერ შეიკავა
-შენ რა იცი მე რა მინდა? თვალებს რატომ არ ახელ?
-ბარბარე
-ისე რომ დავფიქრდეთ თვალების გახელა საერთოდ არ არის საჭირო - მისი ხელს თითები მოუჭირა და პირდაპირ მკერდზე მიიდო-მთავარია შეგრძნებები არა?
-მთვრალი ხარ ? ახლა სავარაუდოდ საერთოდ ვერ აზროვნებ! მე მივდივარ ჩაიცვი ...ან ისე დაწექი როგორც გინდა- არეულმა მიაყარა ხელი გამოგლიჯა და თვალები ინსტიქტურად გაახილა რომ გაეგო საით წასულიყო-ჯანდაბა !
-ვიცი რომ ლამაზი ვარ ...ახლა ვფიქრობ და ვერ გავარკვიე დავდგე და ყურებით დაგტანჯო თუ რამე სხვა მოვიფიქრო .ასე ნუ მიყურებ ,...შენ რა გგონია შენთან დავწვები? დადვანო -ერეკლე ისე უყურებდა ლამის ყველა ფიქრი და გრძნობა სახეზე ეწერა ამას ბარბარეც კი მიხვდებოდა. უკან რომ დაიხია და მიხვდა რომ თამაშში ნამდვილად შეცდა უკვე გვიანი იყო, ნამდვილად აღარ შეეძლო დადვანს ამდენი . ხელი წვრილ წელზე მოავლო და სხეულზე აიკრა .მისი კანის შეხებისას სულ მთლად დაებინდა გონება ,თითები სახეზე ჩამოუსვა ტუჩებზე შეეხო და სახე უფრო ახლოს მიუტანა- ერეკლე
-რატომ არ გაჩერდი...ხომ გთხოვე
-ერეკლე გამიშვი
-ვერ გაგიშვებ - ყელზე ეხებოდა, ცხვირს კანზე ახებდა კოცნასაც ვერ ბედავდა.თითქს იცოდა რომ აკოცებდა შემდეგ ვეღარ მოშორდებოდა .ყველა ნეირონი გაეთიშა რომელსაც კი შეეძლო ბარბარესგან მისი წასვლა- ვერა ...ვერსად გაგიშვებ .ვაბოდებ შენზე-შეპყრობილივით უყურებდა .ბარბარეც ისე გაშეშდა ერეკლეს სამოქმედო გზა გაეხსნა თითქოს . კონჯარიას ბაგეებს თავისი შეახო და მთელი გრძნობით დაუკოცნა ტუჩები,გრძNობდა როგორ თრთოდა ბარბარე. წამით რომ ეგრძნო ეს თრთოლვა შიშისგან იყო გამოწვეული მოშორდებოდა, თავს შეიკავებდა გაიქცეოდა და აღარასდროს შეეხებოდა,მაგრამ ასე არ იყო! კონჯარიამ თავად მოაშორა მაისური და თითებით მოფერება დაუწყო ,დადვანი სრულ ნეტარებაში იყო . ისე ეფერებოდა როგორც სანატრელ არსებას , მთელს სხეულს უკოცინდა და ცდილობდა მასში ვნების გარდა სხვა გრძNობა დაენახა. ცდილობდა,მაგრამ უშედეგოდ,ბარბარემ უბრალოდ ერეკლეს მომხიბვლელობას ვერ გაუძლო. დაწყებული თამაში განაგრძო და სიამოვნება მიიღო. თითქოს გრძნობა საერთოდ არ გააჩნდა, არც კი რცხვენოდა გაათავა ხმამაღლა ამოიკვნესა დადვანის სხეულს მოშორდა სუნთქვა დაირეგულირა და საკოცნელად გაწეულ ერეკლეს ხელიდან გაეცალა. პრიალა ნაჭერი მიიფარა მკერდზე და საწოლის თავს მიეყრდნო .დადვანმა სათქმელი სიტყვაც კი დაივიწყდა როცა მის თვალებს შეხედა. ვერ აღგიწერთ რას გრძნობდა ,ყველაფერი წამში გადაფარა ბარბარეს ცარიელმა თვალებმა,განა რას ელოდა,მაგრამ ასე კოშმარულად თუ განავითარებდა მოვლენებს ვერ წარმოიდგენდა
-გავიგე ჩემი რატომ შურდა შენს თაყვანისმცემელ ქალებს... ვაღიარებ საწოლი შენი ძლიერი მხარე ყოფილა . ახლა მეძინება,შხაპიც უნდა მივიღო ასე ვერ დავიძინებ და შეგიძლია შენს ოთახში დაბრუნდე- არეულ თმაში შეიცურა თითები და უკან გადაიყარა. საწოლიდან წამოდგა და სააბაზანოსკენ მშვიდად დაიძრა. დადვანი ჯერ უყურებდა მერე სიცილი აუვარდა,ნერვიულობისგან ჭკუიდან გადავიდა. ისე წვდა მკლავში და მოაბრუნა ისიც ვერ გაიაზრა როგორ წამოდგა საწოლიდან
-გაიმეორე
-ყური მატკინე...რა გავიმეორო შეგაქო თუ
-ღმერთო ჩემო რა გამოდის მიხმარე და მაგდებ? - ისევ სიმწრის სიცილი წასკდა
-ასე უხეშადაც ნუ იტყვი...ხომ გინდოდი ,ვერ წავალო ვერ გაგიშვებო არ მითხარი? აა შეიძლება კიდევ გინდა,მაპატიე მაგრამ ძალა აღარ მაქვს .ხელი გამიშვი მტკენ უკვე
-გაგიშვებ...გაგიშვებ აბა როგორ ! არც კი ვიცი რა უნდა გითხრა. ჩხუბი ღირს საერთოდ? რატომ ვიყვირო ჩვეულებრივი სადისტი ხარ .გსიამოვნებს ასეთს რომ მხედავ? დატკბი ... ამჯერად ორმაგი სიამოვნება გამოგივიდა ყოჩაღ ,როგორც ყოველთვის ამჯერადაც ითამაშე ჩემით
-ახლა ვხვდები როგორები არიან სასოწარკვეთილი ქალები რომლებსაც ერთ დროს იკიდებდი
-შენ წარმოიდგინე იმდენად სულმდაბალი არ ვარ რომ ასე უსულო საგანივით მოვქცეოდი ქალს რომელიც სიამოვნებას მანიჭებდა- უკვე უემოციოდ ესაუბრებოდა. მაისური აიღო და კარისკენ წავიდა - შეგიძლია დაისვენო, პრინციპში მომეცი რაც მინდოდა. მე ხომ ამისთვის მოგიყვანე,ასე არ გგონია? შენივე ნებით ჩამივარდი ხელებში ახლა კი წავალ თორემ შენი სული იმდენად ყარს მალე ინტოქსიკაციით მოვკვდები - კბილებში გამოსცრა, პირველად ესაუბრებოდა ასეთი ტონით. კარში გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ბარბარე თითქოს მშვიდად შევიდა სააბაზანოშ,შემდეგ გაიაზრა რომ ბოლოს მაინც დადვანმა დაამცირა და კივილი მორთო. საკუთარ თავზე თუ ბრაზობდა? სიტყვებს თუ ნანობდა? ან ქცევას? ვერ გეტყვით რაღაც მეეჭვება სინანული არსებობდეს ამ ქალში. კიდევ უფრო იცით როდის გაგიჟდა? დადვანი რომ დღეების,კვირების და თვეების შემდეგ არ გამოჩნდა. არც დაურეკავს, საერთოდ არასად გამოჩენილა. ბაღათურია ხვდებოდა ყველგან , სახლშიც მიადგა ერთხელ ბათუს,მაგრამ იქ არ დახვდა.პირდაპირ შეუვარდა საძნებლებში ბალიშებიც კი დაყნოსა რომ გაეგო იქ იყო ნამყოფი დადვანი თუ არა. ბაღათურია მშვიდად იჯდა ამ დროს დივანზე და სიტყვაც არ უთქვამს.,თითქოს არაფერი იცოდა. ჩვეულებრივად მოიკითხა ყავა შესტავაზა რამე ხომ არ გჭირდებაო ჰკითხა და შემდეგ დაემშვიდობა. არ დაურეკავს, აინტერესებდა სად იყო მაგრამ არ ურეკავდა. ბოლოს გაბედა და დაურეკა, დიდხანს გადიოდა ზარი ბოლოს ნერვები რომ მოეშალა ვიღაც ქალის ხმა გაისმა,გაეცინა იფიქრა სხვასთან გაიქცაო,მაგრამ შეცდა დადვანი თათბირზე აღმოჩნდა ქალი კი მისი თანაშემწე იყო. ისევ გაჩერდა, დალოდება განაგრძო ,უყურადღებობა აგიჟებდა ვერ აიტანა ერეკლემ რომ ასე უცებ აიღო ხელი მასზე. თანაც ზედმეტად ემოციური იყო ბოლო დროს და ნერვები აღარ ყოფნიდა . ერთ დილასაც ძალიან მშვიდად მივიდა დადვანი სახლში, სასაუზმოდ ჩამოსულს დახვდა მისაღებში
-ამას ვის ხედავს ჩემი თვალები, ბატონო ერეკლე გადაგიარათ გაბუტვამ და დაბრუნდით სახლსა შინა? - გაიცინა და დადვანისკენ დაიძრა. ინსტიქტურად აიწია ფეხისწვერებზე და ლოყაზე კოცნა დააპირა,მაგრამ დადვანმა უემოციოდ დაიხია უკან და მაგიდაზე დაებული ფურცლებზ კალამი დადო
-არ დავბრუნებულვარ ... ეს საბუთები მოგიტანე. სამწუხაროდ საქმეები მქონდა და მომზადებას დიდი დრო დასჭირდა. ახლა უბრალოდ ხელი მოაწერე და სასამართლოც მალე გაიმართება . ქონებას მოითხოვ თუ არა ამ სახლს მაინც დაგიტოვებ ,უსიამოვნო მოგონებებს აღმიძრავს უკვე თანაც მეეჭვება ბექასთან და მამაშენთან ყოფნის სურვილი გკლავდეს
-უკაცრავად ვერ გავიგე რა საბუთები?- სახე წაეშალა წამსვე ,როდესაც დადვანის ირონიულ მზერას წააწყდა -ნუთუ განქორწინებისაა ,არ მჯერა ასე მარტივად მოგინდა გაყრა?
-მარტივად? მარტივში რას გულისხმობ ყველა ჩემს ინიციატივაზე ალქაჯურ გამოხტომას, ყველა ჩემს ქმედებაზე კონტრქლმედებას, თავისმომჭრელ ,გამაღიზიანებელ ქცევას და იმაში არწმუნებას რომ არასდროს შემიყვარებ?! დავიჯერე, არა ტავიდანაც მჯეროდა მაგრამ მერე ნატლად დავინახე რომ ღირსი არ იყავი ჩემი სიყვარულის, ზოგადად ჩემი ღირსიც არ იყავი და მე კი არ ვარ შენთან დამნაშავე იმის გამო რომ უდროო დროს გამოვიჩინე ეგოისტობა და ცოლობა გთხოვე... შენ ხარ,შენ და სხვა არავინ ! ამ სამაგიეროს გადახდის დროს იმდენად მოინდომე გააბათილე და გამსიწარი კიდეც ! მე პასუხს არ გთხოვ ვისვენებ შენგან , როგორც თავიდან მქონდა გადაწყვეტილი შენგან შორს წავალ ეს რამდნეიმე თვეც დამეხმარება შენს გადაყვარებაში ... შეიძლება ბოლოს შემძულდე კიდეც ერთი ნაბიჯია ხომ იცი
ბარბარე უსმენდა და სახეზე ფერები ეცვლებოდა, შემდეგ სიცილი დაიწყო და საყელოში წვდა დადვანს
-ასე არა? მაშინ მომვარდი კუთხეში მიმწყვდეული , შეშინებული ჩიტი ნახე და დავიჭერო იფიქრე. დამიჭირე ,გამაუბედურე და ახლა საკუთარ თავს იცოდებ ხომ? მე ხომ გაგაფრთხილე არ გაგახარებ-თქო ,მაინც შემირთე ცოლად . ახლა რა გგონია მე როცა ასეთად ვიქეცი მიგატოვებ და სუნთქვის საშუალებას მოგცემ? შენ უნდა იხრჩობოდე მარწუხები კი მე ვიქნები,მთელი ცხოვრება ასე იქნება და შენ ამას ვერ შეცვლი ვერსად წახვალ! - ყვიროდა, ძარღვებდაბერილი, წამოწითლებული ,შეურაცხადის სახით .
-მე? დარწმუნებული ხარ რომ ჩვენმა ქორწინებამ გაგაუბედურა? და რა გავაკეთე ქორწინებისას ისეთი რამაც შენს შინაგან სამყაროს ამხელა დარტყმა მიაყენა, ერთი ქცევა, ერთი დღე დამისახელე და ჩემი ხელით გამოვიჭრი ყელს აქვე...მე თუ ვარ დამნაშავე შენს ასეთად ქცევაში, შენი ამ სახის გამოვლენაში გეფიცები იმას გავაკეთებ რასაც მეტყვი! ამდენ ხანს თავს ვიდანაშაულებდი რომ არასწორი ნაბიჯი გადავდგი,რომ ისევ შორს უნდა ვყოფილიყავი შენგან სვანეთიდან უბრალოდ წამოვსულიყავი,მაგრამ სისულელეა და უაზრო თვითგვემაა ჩემი მხრიდან . შენ რომ სახლში დაბრუნებულიყავი შეიშლებოდი, უარესს ჩაიდენდი ან საერთოდ იმ ტაბლეტებს ნამდვილად დალევდი დიი რაოდენობით რომ გქონდა მომზადებული ...ხო კარგად ვიცი ყველაფერი .შენ გგონია აზრზე არ ვიყავი? ის დღეები თვალს არ გაშორებდი , ძილშიც კი გდარაჯობდი შუაღამეს რომ არ გაგეღვიძა და რამე სისულელე არ ჩაგედინა...მიდი მითხარი რომ მე დაგინგრიე ცხოვრება
-დიდხანს იფიქრე ამაზე? დიდი დრო დაგჭირვებია გონს მოსასვლელად და საკუთარი თავის დასაცავად ! იმიტომ მეზიზღები რომ გიყვარვარ, იმიტომ ვერ გიტან რომ თავიდან არ მშორდებოდი .შენთან მოსასვლელი რომ დამიტოვე და იმ დღეს შენკენ გამოვიქეცი მაგიტომ,რომ არსებობ იმიტომ -დადვანი აყოლას აღარ აპირებდა, თავის შეკავება გამოსდიოდა. მაგრამ ბოლო სიტყვებზე რომ მოდუნდა და ყვირილით ნათქვამი სიტყვების შემდეგ უგონოდ ჩაიკეცა .
დადვანს ყველა უარყოფითი გრძნობა გადაავიწყდა ბარბარეს გაფითრებული სახე, რომ დაინახა .რამდენიმე მსუბუქმა გარტყმამ და ზახილმა რომ არ გამოაფხიზლა ხელში აიტაცა და საავადმყოფოში წაიყვანა. ფაქტობრივად სირბილით გადაიყვანა მანქანიდან და კლინიკის დერეფანშიც ისე შევიდა. მართალია ბარბარე უკვე შეფხიზლებული იყო,მაგრამ სიტყვებს მაინც ვერ ამბობდა . ექიმებმა წაიყვანეს ,დადვანი კი დერეფანში დატოვეს. დიდხანს არ დაუგვიანიათ ანალიზები აუღეს და დადვანს გაესაუბრნენ.
სავარძელში იჯდა და ფერდაკარგულ ცოლს უყურებდა, ხმა არ ამოუღია.
-ტყუილად მიყურებ წარბშეკრული, მესმოდა შენი განწირული ყვირილის ხმა! აქ წამოსვლა რა საჭირო იყო, სუნამო მაინც შეგესუნთქებინა და გამოვფხიზლდებოდი...არც მესაუბრები? კარგი და რამდენ ხანს უნდა ვიწვე წამლების სუნით აყროლებულ ოთახში?
-ანალიზის პასუხების გაგებამდე ეგ გადასხმაც დასრულდება და მერე წაგიყვან !
-ხოო? - უყურებდა და ნერვები ეშლებოდა მეტ ემოციას რომ არ გამოხატავდა, არადა ახსოვდა როგორ თხოვდა გამოფხიზლებას,მისი ხმა ახსოვდა როგორ ამხნევებდა. უცებ თვალები აატრიალა და ისე დააფჩინა პირი თითქოს ცუდად იყო ,სუნთქვა ეკვროდა და გონებას კარგავდა.საწყალი დადვანის რეაქციამაც არ დააყოვნა ისე ჩააფრინდა
-ბარბარე... რა დაგემართა ბარბარე გაახილე თვალები
-ასეც ნუ მანჯღრევ შერყევა დამემართება... უუჰ ძლივს არ შეგეცვალა მიმიკა? ასე არ ჯობია?
-კარგად ხარ? ხოო რა თქმა უნდა მოიგონე აბა ისე როგორ ! რადგან კარგად ხარ მე საქმეები მაქვს, ამდენი დრო არც მქონდა . საბუთები სახლში დაგხვდება ხელი მოაწერე და ვინმეს გამოატანე, ან მე მოვალ საღამოს !
-მიდიხარ?
-შესანიშნავად ხარ ... ტემბრიც დაგიბრუნდა- კარისკენ წავიდა ,გასვლამდე ერთი მაინც გახედა და მერე დერეფანში გაუჩინარდა .
გგონიათ წასვლა შეეძლო?მონა იმდენადაა ბატონთან ყოფნას შეჩვეული ასე მარტივად გაქცევა არ შეუძლია. დერეფანში დაჯდა და პასუხებს დაელოდა, ექიმი კაბინეტში სანამ შევიდოდა მანამ გაჩერა და სთხოვა მითხარით რა სჭირს ჩემს მეუღლესო
-სანერვიულო არაფერი ... თუმცა დიდი ხათაბალის წინაში კი დგახართ ჩემო კარგო , ქალები უფრო კაპრიზულები ხდებიან ამ დროს. გილოცავთ მალე შვილიი გეყოლებათ ნაყოფი 7კვირისაა
ექიმის სიტყვები აღარ ესმოდა ,მხოლოდ „შვილი გეყოლებათ“უტრიალებდა გონებაში . თვალებში დაუბნელდა ერთხელ ჩამოისვა ხელი სახეზე და მერე პალატაში შევარდა. ბარბარე აზლუქუნებული რომ დაინახა ტვინის ფხიზელი ნაწილი გაუგიჟდა,მაგრამ ამაზე კონცენტრირება არ შეეძლო. პირდაპირ მუცელზე ეტაკა ჯერ უბრალოდ ხელი წაიღო მერე ფრთხილად შეახო და თითქოს იქედან იგრძნობდნენ მის შეხებას .დაიხარა და ტუჩები შეახო თავი დაადო და საერთო არ მიუქცევია ბარბარეს კივილისთვის ყურადღება. არ აინტერესებდა რას ეტყოდა იქ მისი შვილი იყო და სხვა ყველაფერი მნიშვნელობას კარგავდა.მსხვერპლად შეწირვაც კი შეეძლო იმ წერტილისთის კონჯარიას მუცელში რომ იყო და შეეწირა კიდეც.
-რა ჯანდაბას აკეთებ...ჩემი მუცლისგან რა გინდა. არა არაა შეუძლებელია გამორიცხულია ერთ შეცდომაზე რატომ მსჯი ხოლმე ღმერთო? შვილი მეყოლებაა ? დადვანო ამოიღე ხმა ...შემოვიდეს ის ექიმი მითხარი რამე თორემ შევიშლები
-შვილი გვეყოლება,იცოდე ერთი სიტყვაც რომ თქვა რომელიც ამ არსებას უარყოფს და ეცადო მის მოშორებას,ფიქრშიც რომ გაივლო ცხოვრებას ნამდვილად გაგიმწარებ! ახლა მშვიდად იყავი ექიმი შემოვა და გვეტყვის დანიშნულებას...რა გჭირდება და როგორ უნდა მოვიქცეთ
ბარბარე ენაჩავარდნილი იჯდა , სულ კიოდა და წიოდა ახლა კი ხმას ვერ იღებდა. ინსტიქტურად ეფერებოდა მუცელს და ექიმს არც კი აქცევდა ყრუადღებას.სამაგიეროდ დავანმა დაიმახსოვრა თითოეული სიტყვა და სახლში დაბრუნების შემდეგ არცერთი წამით შეუწყვეტია ბავშვზე ზრუნვა. ცივი სახით დადიოდა და ბარბარეს პროვოკაციებს არ ჰყვებოდა,მაგრამ ყველა სურვილს უსრულებდა რაც მის კომფორტთან და ჯანმრთელობასთან იყო დაკავშირებული. ფაქტობრივად არც სძინებია მშობიარობამდე, ბარბარეს ერთი დაძახებისას მის გვერდით ჩნდებოდა. ერთხელ უთხრა ბარემ აქ დარჩიო,მაგრამ იმ ოთახში არასდროს დარჩენილა.
ბაღათურია რომ დაიბარა ბიჭი ისე შევიდა ფიქრობდა ნამდვილად შემოაკვდა ბარბარეო. ქალბატონი დივანზე წამოგორებული რომ დახვდა ამოისუნთქა.მუცელზე ხილით სავსე ჯამი ედო და გემრიელად მიირთმევდა
-რა ხდება შე ჩემა..რა ხმა გქონდა
-იცი მაგარი ამბავი მაქვს...
-რა ამბავი
-მე
-მე და დადვანს შვილი გვეყოლება...რომელიც შენი ნათლული იქნება და აუცილებლად გოგო იქნება! - ერეკლეს არ აცადა თქმა და თავად ჩაუსხაპუნა ინფორმაცია. ბაღათურიას ისე გაუხარდა,მგონი მანამდე ასე არაფერი გახარებია. მართალია მერე რომ დახსდნენ რამდნეიმე დღის შემდეგ და მარტო სიხარული კი არა დიდი თავსატეხი იყო ბარბარესგან შვილი მაშინ როცა გაყრა გადაწყვიტა რა აზრი ჰქონდა.დადვანი არ იყო ის კაცი ბავშვისგან შორს რომ გაძლებდა,ამიტომ ისევ დარჩა.
დარჩა და დარჩა, ჯერ მუცელში უვლიდა,შემდეგ დაბადების დღიდან მის გვერდით იყო. სახლში როგორც კი შეადგამდა ფეხს როგორი დაღლილიც არ უნდა ყოფილიყო თავისთან ჰყავდა პატარა ქალბატონი. რომ გაიგო გოგო იყო ცოტა გაუკვირდა რაღა დაგიმალოთ და ბიჭი უნდოდა,ფიქრობდა მისი აღზრდა უფრო გამიმარტივდებაო,მაგრამ ეს პრინცესა ისე შეუყვარდა მგონი თვითონაც შეეძლო ვარდისფერებით ევლო .
ბარბარესთან შეთანხმდა რომ ყოველგვარ კავშირს გაწყვეტდდა, უბრალოდ ერთად იცხოვრებდნენ და ბავშვს მოუვლიდნენ. კონჯარიას საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა თავის ეშმაკურ და კუდიანურ ხასიათს ავლენდა დადვანთან,ერთობოდა მისი გაგიჟებით და თანაც ისე ცხოვრობდა როგორც სურდა. სწავლობდა, ერთობოდა თავისუფალ დროს , ბავშვი სანდო ხელშ ჰყავდა იცოდა რომ დადვანი არაფერს გაუჭირვებდა. უკვირდა,მაგრამ ერეკლეს გარდა არავისთან ურთიერთობის სურვილი ჰქონდა, ნუ არც ერეკლესთან ურთიერთობა სურდა,მაგრამ მაინც. დადვანი კი თავისი არმიიდან არჩევდა ქალებს,რაც ზოგჯერ აცოფებდა კიდეც ბარბარეს.მიუხედავად იმისა რომ არცერთხელ შეხვედრია მისი რომელიმე საყავრელი როდესაც ერთად იყო ცოლ-ქმარი.მაგრამ შემთხვევით დაუნახავს შორიდან დადვანის გვერდით მყოფი ქალები და ბრაზისგან გაგიჟებულა. ბავში რომ წამოიზარდა და სიტყვები გაგება და გააზრება დაიწყო მას მერე ბაღათურიას დაჰყავდა თავისთან, რადგან ბარბარეს გამოხტომები არ წყდებოდა. ფაქტობრივად ბათუს ცხოვრების ნაწილი გახდა პატარა ქალბატონი,რომელიც გიჟდბეოდა საყავრელ ნათლიაზე.
ასე გავიდა წლები ტასოს დაბადებიდან, თავისუფალ დროს ნათლიასთან ყოფნა იყო ყველაზე კარგი ხანა ბავშვისთვის. ბაღათურიამ ყველაფერი იცოდა ,ყველაფერს ეუბნებოდა თავისი პატარა გულისნადებს უმხელდა და თავის ბავშვურ პრეტენზიებს აცნობდა. ერეკლეზე გიჟდებოდა,არ არსებობდა სურვილი რასაც მამიკო არ აუსრულებდა,უყვარდა როდესაც თბილად გაუღიმებდა და უზარმაზარ მკლავებს მოხვევდა. დედაც უყვარდა, ბრაზობდა მასზე ,მაგრამ სიგიჟემდე უყვარდა. მისგან არასდროს ახსოდვა ყვირილი,საყვედური და ოირივე საუკეთესო იყო როგორც მშობელი,მაგრამ ერთად რომ შეიკრიბებოდნენ ნამდვილი ძაღლი და კატა ხდებოდნენ. რაც ბავშვის ფსიქიკას ანაგურებდა,მართალია მის თვალწინ არ ჩხუბობდნენ,მაგრმა პატარა ქალბატონი ყველაფერს გრძნობდა და ისეთ დროს მიაყურადებდა , როდესაც წესით უნდა სძიენბოდა ან კიდევ ეთამაშა.
ვიღაცისთვის დიდი დრო მათთვის კამათსა და ტასოს აღზრდაში ისე გაიპარა რომ გონს ვერ მოვიდნენ.განა რა იყო მათი ცხოვრება, ერთაერთი ბედნიერება ჰყავდათ ანასტასიას სახით და სხვა არაფერი.სრული ქაოსი ,აფსურდი და მარაზმი იყო მათი ერთად ყოფნა. შეცდომა მხოლოდ იმიტომ არ ერქვა რომ საერთო შვილი ჰყავდათ და იმ პატარას არსებობა ნამდვილად არ შეიძლება შეცდომა ყოფილიყო.
დადვანს შეეძლო ნებისმიერ თავის წამოტკივებაზე მივარდნოდა ბარბარეს, ბარბარეს კი აჩეხილი რომ დაენახა ფეხს გადააბიჯებდა ბავშვს მოაშორებდა და წავიდოდა. ზუსტად ასე იყო მთელი მათი საერთო თანაცხოვრება .
დადვანი ჭკუიდან შეიშალა როცა გაიგო რომ ბექას შეურიგდა ბარბარე, რეალურად ისე ჩანდა რომ ყველას ყველაფერი აპატია,საკუთარი დანაშაული არც კი აღიარა და მსხვერპლად მხოლოდ დადვანი შესწირა, ყველა ჯოხი მასზე გადატეხა და თვალი არც კი დაუხამხამებია.
ახლა კი ბოლოს და ბოლოს მიხვდა რომ ტასო უკვე დიდი იყო, აზროვნებდა იმაზე უკეთ ვიდრე ნებისმიერი მისი ასაკის ბავშვი და შეეძლო თავი დაეღწია ამ ჯოჯოხეთიდან რომელსაც ბარბარე ერქვა... რომ გეკითხათ ისვე უყვარდა თუ არა ეს ქალი ტვინი გეტყოდათ რომ სძულდა,მაგრამ გული მაინც ვერ თმობდა,თუმცა ეს აღარაფერს ნიშნავდა დადვანისთვის. არ ნანობდა 5 წელს, უყურებდა ტასოს და უბრალოდ ფიქრობდა რომ მშვიდად ცხოვრებას შეძლებდა 30 წელი არც ისე დიდი ასაკი იყო თავიდან რომ ვერ დაეწყო ცხოვრება.
...........
დილაადრიან გაეღვიძა, ფარდა გადაწეული იყო და მზის სხივები პირდაპირ თვალებში ანათებდა. სახეზე ხელი აიფარა და ეცადა ბათუს ყელში ჩამალულიყო,მაგრამ ბაღათურია საწოლში არ დახვდა. თვალები გაახილა და ასე ბალიშებში ჩაფლული აფუებული თმით თვალებდაჭყეტილი ათვალიერებდა ოთახს. სააბაზანოდანაც არ გამოდიოდა ხმა , აივანი არ ჰქონდა მათ საძინებელს და შესაბამისად არსად იყო ბატონი. ზანტად წამოდგა ,დილის ვარჯიშს მაინც არ ჩავაგდებო იფიქრა ,მოწესრიგდა და შავი ელასტიკითა და ფართე მაისურით ჩაირბინა კიბე. მისაღებიდან ბაღათურიას ხმა გაიგო და წამსვე იქეთ წავიდა,ვიღაცას უღრიალებდა გამწარებული და უშვერ სიტყვებს ისროდა
-როგორ გაბედე ჩემს საქმეში ცხვირის ჩაყოფა,რადგან აქ გადმოვედი ისიც იმიტომ რომ ეკატერინე უფრო კომფორტულად იქნებოდა გგონია რომ ყველა ჩემს საქმეში შეძლებ ხელების ფათურს?
-იგივეს იმეორებ
-იგივეს ვიმეორებ აბა რა ჩემი ყ*ე ვქნა. ჩემს ბიზნესთან რა გინდოდა გამაგებინე, დაეტიე იმ შენს დედა მოტყ*** პოლიტიკაში სანამ ამათი ჯერი იქნება და მერე თუ შეუძვრები ახალმოსულებს კიდე დარჩები სადმე ასე არ აკეთებ მთელი ცხოვრებაა ბატონო ინტელიგენტო? ყველას უძვრები უკანალში ვისთანაც გაგდის და ვინც გაწყობს . ბიზნესმენი არ მოგწონვარ ...ვაჭარი ვყოფილვარ თურმე . ჩემიტ რომ ვაკეთებ და მაგის ტრ*კი მაქ შენ არ გესმის ხომ? შენსავით სხვას კი არ გავუქაჩივარ..თორე როდის იყო შენნაირი ტვინნაოჭიანი წიგნის ჭია ფიზიკოსები შოულობდნენ მილიონებს. დასვი ერთი შენი გენიოსი შვილი ტვინი რო მოუტყ*** და პიდარასტად აქციე ზუსტად ის და ვნახოთ ერთი რამდენ მილიონს დაგიდებს. ფეხებს დაგიკიდებს თავს ირჩენს არ მოკვდება შიმშილით და მორჩა იმიტო რომ უწესიერია და მარტო თავის საქმეს გააკეთებს . დედაჩემის გენებმა გაქაჩა და ეგეც იმიტო
-გეყოფა ბათუ ...ცუდადაა ხომ ხედავ შეგეცოდოს მაინც. ერთი თვეც არ გასულა რაც აქ ხარ... პირველადაა დილას სახლში და ამ დილააადრიან ეჩხუბები? გინდა მოკლა?
-მამიკოს ბიჭო ნუ ნერვიულობ ამას არაფერი მოკლავს..გგონია ცუდადაა? აჭამე ხო ყველას. დედა გეჩხუბა და გაითამაშე გულისწასვლები და ცუდად გახდომები. შენი მოსატყუებელი ვინაა შე დამპალო ღორო ! ამათ ორივეს შენ ჭკუაზე ატარებ...იმ სულელ ქალსაც უყვარხარ ...ვერ გავიგე შენ როგორ შეიძლება ადამიანს უყვარდე თან სოფიოს მსგავს ქალს
-დავით არ გინდა..არაფერი გამიკეთებია ისეთი უბრალოდ მაინტერესებდა როგორ მიდიოდა შენი საქმეები
-ჩემი პარტნიორი დაიბარე და უთხარი წილი მომყიდეო
-საიდან გაიგე - გამოიჭირეს ბატონი მიხეილი და უკვე აზრი აღარ ჰქონდა თამაშს
-ღმერთო რა საცოდავი ხარ..გგონია ჩემ საქმეს შეეხები და მე სირ*ვით ვიდგები ყველაფერს გააკეთებ და თავზე დამაჯ*** რა საცოდავი ხარ ...რა საცოდავი ეგ თუ გგონია .გაფრთხილებ ჩემ საქმეში ცხვირი არ ჩაყო თორემ გეფიცები ისე მოვაწყობ ციხის უნიტაზების ხეხვა მოგიწევს შენც და კიდე ძალიან ბევრს შენთან ერთად . ფეხებზე დაგიკიდებ ბოზ**** ვიყო თუ არ შეიგნებ რომ ჩემი სიტყვა უნდა გაიგო და ნეიტრალურში დადგე დედას გიტირებ და უკან არ დავიხევ
-ბათუ , გეყოფა გთხოვ- ზღვარზე იყო ეკატერინემ რომ ჩაავლო მაჯაზე თითები და ისიც გაჩერდა. ზემოდან უყურებდა ამღვრეული თვალებით და არაფერს ამბობდა. უბრალოდ იქაურობას მოშორდა კატოსთან ერთად- ბათუ სად მივდივართ
-მე სადმე..და შენ თუ არ გინდა წამოსვლა დარჩი. ამ სახლიდან წასვლას ჯერ არ ვაპირებ - სახეზე მოეფერა და მერე ტუჩებში აკოცა. ისე კოცნიდა თითქოს დამამშიდებელს იღებდა.
-გამოვიცვლი და წავიდეთ... ორი წუთი დამელოდე კარგი?
-ასე წამოდი...ანდაც არა ! ასე უფრო გრძელი გიჩანს ფეხები - მზერა მოავლო და წარბები მაღლა აზიდა
-იდიოტო - საჯდომზე მიარტყახელი ბათუმ და წამსვე გაუბრაზდა ქალბატონი
მანქანით მიდიოდნენ , ბაღათურია ცოტნესთან წავიდა. გაუკვირდა ეკატერინეს, ეგონა ერეკლესთან მივიდოდა.
-ცოტნესთან რატომ?
-ერეკლეს თავისი გასჭირვებია,ჩვენ შორის ყველაზე ბედნიერი და ლაღი ცხოვრება კი ცოტნიკოს აქვს-მარტივად განუმარტა და ლიფტში შევიდა- ხურდა გაქვს?- ჯიბეებზე მოისვა ხელი და სანამ ეკატერინე საფულეს გახსნიდა იპოვა კიდეც მონეტა.
კარზე დაკაკუნებიდან რამდენიმე წამში გაიგეს ნაბიჯების ხმა. ემილი რომ დაინახა კატომ გაუკვირდა, ბათუს რეაქცია არ ჰქონია.ღიმილით მიესალმა გოგოს და ლოყაზე აკოცა
-ბატონი სად ბრძანდება?
-წვენის ამოსატანად გავუშვი...როგორ ხართ?
-რავი საკაიფოდ თქვენ?
-ჩვენ რას ქვია?
-აქ რა გინდა ემილიკო?
-ემილიკოს ნუ მეძახი- გაებუტა გოგო
-ემილიკოო ემილიკოო რატო ცელქობთ შენ და ცოტნიკო?
-აუუ რატო მაშაყირებ ? არ იცოდე მაინც რომ მხოლოდ მეგობრები ვართ
-საყვარელი ბავშვი ხარ და ხო იცი მე მიყვარს ბავშვების წვალება- ხელი მოხვია მხარზე და ლოყები დაუჩქმირა
-აუუ ბათუუ კაი რაა რატო იცი ასეე ...ეკატერინე რამე უთხარი შენს ქმარს მაწვალეებს
-ბაღაა რა გინდა აქ ამ დილაადრიან..ვა რძალო შენც აქ ხარ? - პარკები მაგიდაზე დადო ცოტნემ და ორივეს მიესალმა - რატო მესმოდა ემილის კრუსუნი?
-დამპალო არ ვკრუსუნები- ხელი მიარტყა ბიჭს და მერე პარკებში ჩაძვრა- საუზმეს გავამზადებ
-რატოა ეს ბავშვი შენთან?
-გუშინ ერთად ვმორიგეობდით
-ჩემიი საქმიანი ბიჭი ...მერე სახლში ვერ წაიყვანე?- თმები აურია და სავარძელში ჩაეშვა
-არ უნდოდა ალბათ და იმიტომ არ წავიყვანე რატო მიშლი ნერვებს? შენ რა გინდა აქ გამოგაგდო მიხომ?
-რა დამპალი ბავში ხარ
-შენი სკოლაა- თვალი ჩაუკრა და კატოს მიუჯდა გვერდით- რძალო როგორ ხარ? სწავლა როდის იწყება? მომენატრა შენი ლექციები
-წელსაც შემოხვალ?
-ჩავეწერე
-ისევ ფრანგულზე?
-არაა ... ფრანგული ხო ვიცი .ახლა რამე ისეთი მინდა რაც ვაფშე არ ვიცი. რო რამე სახლშიც ხო მასწავლი? -აშკარად დაინტერესებული იყო
-ეს თვალების ჟუჟუნიც ჩემმა დათამ გასწავლა?- ინსტიქტურად თქვა და გაიცინა
-არაა გეფიცები ეს ბუნებრივად დაჰყვა...გენის ამბავია
-ცოტნეე -სამზარეულოდან გამოვიდა ქალბატონი და ცოტნეს წინ აესვეტა
-რა ხდება
-ქილას თავი ვერ მოვხსენი და მოდი რა
-კაცს ახდი გოგო თავისქალას შე ვაი ნეიროქირურგო და ქილა რა გახდა- წამსვე მოშხამა და სამზარეულოსკენ წავიდა .
ერთად ისაუზმეს, ცოტნე და ემილი ყველაფერზე ჩხუბობდნენ ჭირვეულ და ძმას გავდნენ. ემილი წამოარტყამდა ხოლმე და მერე ცოტა ხანს ჩუმდებოდა. ბათუ კი ისე გახალისდდა თითქოს არც არაფერი მომხდარა, ეკატერინეს ხელს ეფერებოდა შიგადაშიგ და ლოყაზეც კოცნიდა. მაგიდა აალაგებინეს ბავშვებს , შემდეგ ემილი კლინიკაში გაიქცა ცოტნე კი ბათუს ჩამოუჯდა წინ და თვალებში მიაშტერდა აი ასე უსიტყვოდ უყურებდა
-იმას ვეჩხუბე...ვუთხარი ყველაფერი და წამოვედი
-მერე რაო
-რას მეტყოდა არ იცნობ?
-მამიდა იქ იყო?
-არა ... ეძინა . გასვლამდე გამოვიჭირე ბატონი ...მაქსიმე იყო სამაგიეროდ
-რაო მაგან...პრინციპში რას იტყოდა .ორივეს დაშოშმინებას შეეცდებოდა ეგ ხო ჭედავს თქვენს ჩხუბზე
-სი*ია რა ,რა უნდა ელაპარაკო მაგას
-იმ გოგოს დაშორდა იცი?- პაუზის შემდეგ უთხრა
-არა არ ვიცოდი...
-მე ვიცოდი - ეკატერინემ თქვა და ბათუს გახედა- შემთხვევით შევამჩნიე ... თანაც ყოველ საღამოს სახლშია ბოლო კვირაა
-რატომ არ მითხარი?
-არ ვიცოდი თუ გაინტერესებდა
-კაი არაუშავს..სხვა დროს მითხარი ხოლმე . რატო დაშორდა იცი?- ახლა ცოტნეს მიუბრუნდა
-რა თქმა უნდა მართლები ვიყავით და იმ უკაცრავად და კა*პამ უღალატა. ნუ კი ღალატობდა მანამდეც ,მაგრამ ახლა მოწვა შენმა მიმდობმა ძამიკომ
-როგორ მოახერხა, ეტყობა იმ გოგომ ვერ შეიკავა თავი და სადმე ისეთ ადგილას გაუშალა საყვარელს ფეხები სადაც არ უნდა გაეშალა
-არა ... მაქსიმეს ეჭვი აუღია და პირდაპირ გამოუჭირავს. თურმე მაქსიკოს რომ უთხრა ცუდად ვარ და ვერ მოვდივარ შეხვედრაზეო ის მეორე ჰყავდა და მოკლედ მაგარი დაგრუზული იქნება ახლა შენი მაქსიმე
-ქალის ცნობა რომ არ იცის მაგის ბრალია... ანაყოფიეროს სხვისი კვერცხუჯრეები და იყოს .ერთუჯრედიანი ამებაა რაა
-თავის საქმეში გენიოსია და ნუ ლანძღავ ბათუ. ყველა თქვენნაირი ვერ იქნება, მაქსიმე არც ლაჩარია ,არც უსინდისო და მითუმეტეს არც იდიოტი.
-შენ რადგან ამბობ ...მორჩა აღარაფერს ვიტყვი
-ასე ნუ მიცინი
-ხოო?- წამსვე მიიწია და ტუჩის კუთხეში აკოცა- ერთი რამე რომ გთხოვო გააკეთებ?
-გააჩნია რა
-მოკლედ არასდროს ითიშები რა..პირდაპირ კი არ მეტყვის თანხმობას
-იქნებ და რას მთხოვ
-მაქსიკოს დაურეკე და უთხარი ამ საღამოს კლუბში წამოვიდეს ჩვენთან ერთად.
-შენ რატო არ ურეკავ?
-იმიტომ რომ ამას არ შეუძლია...
-დაურეკავ?
-ცოტნე რატომ არ ურეკავ?
-აუ რძალო რატო გვაწუწუნებ ეგრვეე გვითხარი პასუხი
-ახლა რომ დავურეკო მიხვდება რომ გეგმა გაქვთ თქვენ. საღამოს დავურეკავ ან უბრალოდ ვეტყვი
-ვინ არისო ჩემი ჭკვიანიოო ვინოოო- ხელი წელზე მოხივა და მაინც ახლოს მიიწია - აბა ვინოო ვინოო
-არა ხარ შენ ნორმალური...ცოტნე ხარხარი შეწყვიტე თორე ჩაგიტოვებ საგანს რომელიც ჯერ არ ვიცი რა იქნება
-მაინც საკმაო ვიციი ენები არ ავიტკიებ თავს ..
-მაინც რა იცი?
-ინგლისური,რუსული, გერმანული, ფრანგული და ქართული ცოტა-ცოტა მეგრულიც
-იტალიურს გასწავლი გინდა?
-რათ მინდა ახლა იტალიური ...რაღაც მომბეზრდა ექიმ კაცს ეს ოთხი ენა კი გამომადგება
-შენ რაღაც ძაან გაზარმაცდი ამ ბოლო დროს...ბავშვობაში არ იყავი ასეთი ერთად გასწავლიდი ინგლისურს და რუსულს -ბათუმ გაბრაზებული გამომეტყველება მიიღო და ამ დროს მამას უფრო ჰგავდა ვიდრე მეგობარს
-აუ რატო მიჭედავ? იცი ექიმებს რამდენი საქმე გვაქვს? სასწავლზე კი აღარ ვლაპარაკობ - წარბები საყვალრად შეკრა, ბათუსთან პატარა ბავშვი ხდებოდა ისიც ისე უყურებდა თითქოს ტუქსავდა
-კარგი ხო რას მეკნუტები შე ჩემა
-ვაიმეე ეჯუჯღუნები ბავშვს და აბა რას იზამდა?
-შენი ბავში ვინაა !- ახლა ეკატერინეს მოუბრუნდა წარბშეკრული , კატომ წარბები მაღლა ასწია და წამსვე შეეპარა ბათუს ღიმილი -აუუ როგორ მიყურებს ნახე რაა ...- უცებ თაროზე დადებული სიგარეტის კოლოფი დაინახა და ისევ შეკრა წარბები - იქ რა დევს?
-სად იქ
-ეწევი ?
-ბაღა!
-ეწევი-თქო?
-ახლა რა უნდა მეჩხუბო? -ჩაიცინა ,მაგრამ მაინც თვალი აარიდა თან აშკარად არ უნდოდა კატოს თანდასწრებით ესაუბრა ამაზე. ეკატერინემ გაცლა ამჯობინა
-მე აივანზე გავალ ...
-არაა საჭირო მე
-შენ მე გამომხედე აქეთ ... რა დარდი გაგიჩნდა ერთი ასეთი მეტი თავისშესაქცევი რო ვერ ნახე ამხელა ექიმმა კაცმა .არ იცოდე მაინც რა დედისმტყ**** პირველად რო გაგასინჯე დაიგუდე ხველებით ამას აწი აღარ მოვწევო და ახლა რამ აგტეხა
-აუცილებლად სადარდებელი უნდა მქონდეს? უბრალოდ ვეწევი რა... ხანდახან
-როგორ ნერვებს მიშლი ხოლმე რაა... საზიზღარი ბავში ხარ ! მალე გადაეჩვიე იცოდე...ან გადაიღე ფილტვებზე რამე არ დაიმართო
-არის ექიმო
-ნუ მეკრიჭები , გაბრაზბეული ვარ! მე რატო არ ვიცოდი ...
-უნდა დაგდგომოდი და იცი ბაღა სიგარეტს ვეწევი კვირაში ერთ კოლოფს-თქო უნდა მეთქვა?
-როდის ეწევი ხოლმე
-მორიგეობის დროს რო მათენდება თავზე გავდივარ ხოლმე და ვეწევი
-ემილიმ იცის?
-კი და ეგრევე მაჯახა ის მოდელი რო ვერ დაკერე დეპრესია დაგეწყო ცოტნიუსო?
-მევასება ეგ ბავშვი რა- გადაიხარხარა ბაღათურიამ
-კატოს როდის ეტყვი ჩემზე? - დუმილის შემდეგ ახედა ბათუს
-მე რომ არ გმალავ ხომ იცი
-რა შუაშია... უბრალოდ მას ეტყვი თუ არა მაინტერესებს
-რატო არ გესმით რო ჩემი ცოლია რომელთან რამდენიმე ათწლეულის აგტარებას ვაპირებ,თუ ჭკვიანად იქნება- ეკატერინე რომ შევიდა ბოლო სიტყვები დაამატა და თვალი ჩაუკრა
-ჭკვიანად მე უნდა ვიყო?
-ხო აბა მე?
-და რომ ვიყო მერე რა მოხდება?
-მნახავ როგორი სიმპათიური ვიქნები სიბერეში და იტრაბახებ რა მაგარი ქმარი მყავსო - თავის გვერდით დაისვა და თმის რამდნეიმე ჩამოშლილი ღერი ყურს უკან გადაიწია- აუ გავშლი რა...ცოტნე ჩემიანია - ისე უთხრა ცოტნიკომ თვალები დაახამხამა ხო არ მეჩვენებაო,მერე ჩაიცინა და თავი დახარა ბაღათურიას რო არ დაენახა
-გიყურებ რო იცინი და ამოგიკერავ ტუჩებს იცოდე
-საყვარელი ხარ ბათიკოოო
-ფუ რა ტუტუცი ბავშვი ხარ
-აუუ არ დამიშალო ახლა თმა არ გამაგიჟო...- ხელი მოიშორა კატომ და გაბრაზებულ ბაღათურიას გახედა-მერე მებურდება და გამცვივდა ამდენნი ვარცხნით ოოო კარგი რა ასე ნუ მიყურებ
-მიდი გაიშალე და რაღაც საიდუმლოს გეტყვი
-არ მინდა...რა საიდუმლოს - დაინტერესდდა და პატარა ბავშვივით აუთამაშდა ჭინკები თვალებში
-არ გეტყვი
-ბავშვი ხარ?! საერთო არ ყოფილა საიდუმლო თმის გაშლა არ გაშლაზე თუ იტყვი
-მოგიხაზა რააა
-შენ გაჩუმდი !
-კი ბატონო ჩუმად ვარ...
მთელი დღე ერთად გაატარეს შემდეგ კი კლუბში გადაინაცვლეს სადაც კიდე იყო ერთი წყვილი და მინდა მოგახსენოთ როგორ მიაღწიეს დანიშნულების ადგილამდე. გიორგი და ელიზაბეტი მინდა გაჩვენოთ დილას როგორ იწყებენ.სიტუაცია უკეთ რომ წარმოიდგინოთ აღვწერ სად ,როგორ და რა პოზაში სძინავთ. დერეფანში არიან ხალიჩაზე წვანან. ირგვლივ ყველაფერი არეულია, დალეწილი არ არის მაგრამ გაურკვევლად ყრია . ელიზაბეტს მოკლე პენუარი აცვია რომელიც წელამდეა აკეცილი , თავი გიორგის მკერდზე უდევს , ზურგით აწევს და ისე. ფეხები კედელზე აქვს აწყობილი და რაღაც საოცრად გაჩაჩხული. ბიჭი ცისარტყელასფერი თავით ხალიჩაზე აგდია ,ხელები გაშლილი აქვს და გათიშულია. ქალბატონს ფეხი დაუბუჟდა როგორც იქნა და ბრუნი გააკეთა, ამჯერად ფეხები მოხარა და ზემოდან დააჯდა ბიჭს. მერე ამოიკრუტუნა და ხელები ქმრის სხეულზე აასრიალა, რეაქცია რომ არ ჰქონია გიორგის გაბრაზდა და თვალები გაახილა,ვაი ისეთ გახელას,ყველაფერი ტრიალება ირგვლივ და არაფერი ახსოვდა. სახლში მიმოიხედა ,მაგრამ ვერაფერი იცნო აშკარად არ იყო ეს ნაცნობი ადგილი.
-სად ჯანადაბაში ვართ...ღმერთო გამახსენე. კიდე კაი გიორგისთან ვარ და სხვა ვინმე არ მიწევს გვერდით
-სხვა დაგიწვებოდა და მიგაწვენდი მიქელასთან - ამოიბურდღუნა ძლივსგამოფხიზლებულმა გიორგიმ
-ოოჰ შენ კაი არაფეირ გაიგონო მოგეფერე და მკვდარივით ეგდე
-ცუდად ვარ! სად ვართ? ტიტველი რატო ხარ
-მაცვია ტრუსი...დაბრმავდი შენ? თუ შიშველი გეჩვენები- თვალები აუთამაშა და მუცელზე დააჯდა ისევ - მარტოები ვართ და რა მნიშვნელობა აქვს სად ვართ - ზემოდან დააჩერდა და ტუჩებისკენ სვლა დაიწყო-იქნებ არ ვართ მარტოები... გუშინ ანჩოს და ზურას არ უნდა შევხვედროდით? იმ გიჟმა და შენ გიჟმა რა ჩაიდინეთ? ვამბობდი ბათუ და ეკატერინეც დავპატიჟოთ თქო
-ამდენ ხანს რატო ლაპარაკობ? ვაიმეეე გიორგი აქამდე რატო სძინავს შენს ხმალს? თავს მოვიკლავ ახლა ამას თუ რამე დაემართა- წამოიკივლა და ხელი ჩარვალშ ჩაუცურა-უუჰ ხო კინაღამ გამისკდა გული
-ავამყოფოო- როგორ არ უნდა გაეცინებინა ახლა ელიზაბეტის სიტყვებზე და სახეზე, ხოდა ხარხარებდა სანამ შეეძლო და კვნესა არ შეურია- ელიზაბეეეტ
-ჩშშ ...სირცხვილია იქნებ ვინმეა...დამაყენე ახლა ხალხი თავზე- ტუჩზე უკბინა და ისე თქვა
-ჩუმად შენ გაჩერდი- წამოიწია ხელები პენუარის ქვეშ შეუცურა და მკერდზე მოუჭირა, ნელი მოძრაობა დაიწყო და წამსვე წამოიკვნესა ელიზაბეტმა-არაფერი მახსენდება იმის გარდა რაც ათასჯერ გაგვიკეთებია
-ეგ მეც მახსოვს...წუხელაც გვქონდა სექ*ი ამ ხალიჩაზე...პირნციპში კედელთან . ნუ ხარ ველური ცოტა ნელა ...დილაა და თავი მისკდება- მხრებზე მოუჭირა ხელი და ყელში უკბინა.უცებ დაინახა ზურგზე ამოსვირინგებული ტატუ და წამოიკივლა- ტატუ როდის გაიკეთე?
-შენ როდის გაიკეთე
-მეე? ჯანდაბაა არ მომშორდე თორე მოგკლავ ტატუს დედაც - ტუჩებზე ეცა და ყველაფერი დაივიწყა სანამ სრული სიამოვნება არ მიიღო,მერე ფეხზე წამოდგა და გიორგის ზურგს დააკვრიდა-ეს ნახევარი ფრთა რა უბედურებაა ... ზურგი მეწვის ახლა მივხვდი
-მეორე ნახევარი შენ გაქვს
-მართლა? ყოჩაღ ჩვენ კარგად მოგვიფიქრებია .მარა მე პეპლის ფრთები რომ მინდოდა?თანაც ხელზე და არა არწივის ზურგზე...თუ რა ჩიტია? ეს ბუმბული რატო ჩამოუვარდა? ფრენის დროს ვითომ თუ რა მაფიაა წელზე მიხატულ ბუმბულს დააკვირდა- მეც მაქვს ასეთი?
-ხო
-ნუ მეხები თორემ ხომ იცი დილით შენ კაციშვილი ვერ გაგაჩერებს და მე უნდა გავიხსენო სად ვართ რა გვინდა აქ... ტანსაცმელი სად ჯანდაბაში მაქვს.
-იქნებ იმიტომ გაცვია ასეთი პერანგი რომ ზურგი გეწვოდა
-შე იდიოტო ზურგი შენ არ გეწვოდა? რომ მიეკარი ხალიცას? ახლა ინფექცია რომ შეგეჭარას?
-დამუშავებულია ვერ ხედავ? თანაც ბინტი იყო მიწებებული ,ნუ ნერვიუულობ
-კარგი ხო..მაინც ვაჩვენოთ მერე დერმატოლოგს რამე არ დაგემართოს თორე ხო უნდა მოვიკლა თავი-ირგვლივ იყურებოდა და ისე საუბრობდა. გიორგი კარისკენ დაიძრა, ელიზაბეტი კი პატარა დახვეულ კიბეს აუყვა მეორე სართულისკენ თან პირველ სართულის მისაღებს უყურებდა სულ რამდნეიმე ოთახი იყო- ხის სახლია..შიგნიდანაც ხეა. საოცარი სურნელია
-გუშინ დილით სახლიდან რომელ საათზე წავედი გახსოვს?-თავზე გადაისვა თითები და მერე გრაფინიდან წყალი დაისხა
-კიი ნერვები მომიშალე ვიღაცას ვხვდებიო მე კიდე ქალის ხმა გავიგე და გაბრაზებული გაგიშვი სახლიდან. მერე დამირეკე და მითხარი ჩაიცვი და ჩემთან მოდიო
-სად მოხვედი გახსოვს? ლუუუუ
-ვაიმეეე არ არსებოოოოობს ...ჯერ ბარში მოვედი . დავლიეთ ,მერე ავდექით და წავედით ტატუმასტერთან . მე ხო გეჩიჩინებოდი ტატუ გავიკეთოთ-თქო ჩემოო შოკოლადის ბიჭოოოოოო იქ გათიშულები მივედით . ზუსტად არ მახსოვს რა ვუთხარით ,მარა რო მიკეთებდა ტატუს და შენ მკოცნიდი დასამშვიდებლად მახსოვს. ვგიჟდები ხელზე რომ მკოცნი და ქვემოდან მიყურებ- კისერზე კივილით ჩამოეკიდა და ტუჩები დაუკოცნა
-მერე?
-მერე ერთი სურვილი რა არის ბარემ მეორეს აგისრულებოო მე ხო შენი ოქროს ბიჭ ვაროოო და სადღაც წამიყვანე,თვალები ამიხვიე და მანქანასთან ისე მიმიყვანე
-რომელ მანქანასთან?
-ვაიმეე არ არსებოოოობს მანქანა მიყიდეე?
-არსებობს ...
-სადაა ? უნდა გავაქროლო...გავაჭენო ჩემი რაში
-მოიცადე ..აქ რა გვინდა მაინც არ გაგახსენდა
-შენ გაგახსენდა? ხო რა თქმა უნდა წამსვე გახსენდება მთავარია შემი*ო და რა არ გაგახსენდება ჩემი სა*ო სასწაულოქმედად უნდ აგამოვაცხადო
-ლუუუ გეყოს!
-არ მახსოოვს უუუფ..კიდე რა მინდოდა რა ჯანდაბა მინდოდა ელიზაბეტ შენ გაგისკდა თავი რა დალიე ამდენი რა ჩაისხი მართლა ფეხმძიმედ რო იყო შე ავადმყოფო ქალო ხო გათიშე ბავშვი მუცელში და დაიღუპე თავი ... მერეეე ვაიმეე გამახსენდაა- ხტუნვა დაიწყო -მანქანის საჭესთან ვიჯექი, ძალიან ჩქარა მივდიოდი, სიმღერას ვუსმენდით. მერე შენ მიყვიროდი ასე რამეს შევასკდებითო,მაგრამ არაფერს შევასკდი იმიტო რო შუმახერი ვარ და ამოვედით ყაზბეგში...მოიცა საად? ყაზბეგი ვთქვიი? ვაიმეე არ არსებოოოოობს პატარა ხის სახლი მთებში ჩაფლული დილით რომ გავალ და სუ სუ სიმწვანეშ ვიქნებიი მესამე სურვილი ხო მარა დაბადებისდღე რო ხვალ მაქ?
-თარიღი შევცვალე კომპზეც და ტელეფონებზეც ...დაბადებისდღეს გილოცავ ლუუუ - ხელები გაშალა და გაეკრიჭა. ატირებული ელიზაბეტი წამსვე მოეხვია და მთელი სახე დაუკოცნა
-შენ ხარ ჩემი ...მარტო ჩემი ბენიერება ხარ .შენ ხარ ბედნიერება იმიტო კი არა რო სასწაული საჩუქრები მაჩუქრე,ჩემი რომ ხარ იმიტომ . როგორც ჩანს რაღაც დიდი სიკეთე უნდა გავაკეთო მომავალში წინასწარ რომ გადამიხადა ღმერთმა და შენი თავი მაჩუქა- ხმა აუთრთოლდა, მერე თვალები აემღვრა და ცრემლები წამოუვიდა
-ნუ ტირი თორე გავგიჟდები...
-მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ - მუცელზე აჯდა, ფეხები წელზე ჰქონდა მოხვეული, ხელები თავზე და მთელს სახეს უკოცნიდა
-მანქანაზე აღარ დაგსვავ- დიდი ხნის მერე უთხრა და მისი ყელიდან თავი წამოყო- გარეთ გავიდეთ , ჟაკეტი მოიცვი . სიცივე იქნება
-იმ დამპლებმა როგორ არ მომილოცეს? ჩემ დას ავკუწავ
-ბათუ გავაფრთხილე და საღამოს კლუბში მოგილოცავს ყველა
-ხოო? ბევრი ბევრი საჩუქრებით?
-ჩემი პატარაა ლუუუ, ბევრი ბევრი საჩუქრებით
-მანქანა რო მაჩუქე შოკოლადებით რატო არ ამივსე?!- კართან გაჩერდა უკვე გიოს ჟაკეტში შევხვეული და წარბშეკრულმა გახედა ბიჭს
-ღადაობ?
-შოკოლადი მინდოდა მე! რანაირი საჩუქრებია შოკოლადის გარეშე? - ფეხები ააბაკუნა და ცრემლები გადმოუშვა ისევ
-ელიზაბეტ...გუშინ ბევრი დალიე?
-არა...ბევრი არ დამილევია შეიძლება ფეხმძმედ ვიყო და ცოტა დავლიე ,მაგრამ მაინც გავითიშე
-უკაცრავად ზემოთ რომ აღნიშნეთ ქალბატონო მაშინ არ ჩაგეძიეთ და რას ნიშნავს შეიძლება
-შენ თუ გიკვირს ახლა მე რო შეიძლება ფეხმძმედ ვიყო და აღარ ყოფილა საშველი . წყალს არ ვსვამ იმდენს რამდენი ს*ერმაც შემდის ...წყალი არა ჟანგბადი უნდა მეთქვა შოკოლადი მაინც მინდა
-რამდენი თვე გავიდა უკვე ,მაგრამ აქამდე არ იყავი ფეხმძიმედ და ახლა რატო შეიძლება ვითომ რამე ისეთი შეამჩნიე? ციკლი აგერია? არა არ აგრევია არც გასუქებული ხარ, არც რამე ისეთს ითხოვ მე მჭამ და მკვნიტავ ისევ და ისევ . საჭმელს ძალით გატენი და გულიც არ აგრევია როგორც ვიცი
-ვგრძნობ ...რაღაცნაირად შენ ვერ გაიგებ მაგას. ტესტს გავიკეთებ რომ დავბრუნდებით თბილისში
-კლუბში უნდა მივიდეთ და როდის გაიკეთებ
-ვაიმეე გიორგიი სანამ მივალთ ხო უნდა ჩავიცვა? ხოდა მომიტან ტესტს დავაფსავ და დაველოდებით პასუხს და გავიგებთ ჩვენი პირველი ბასასო აქაა და დედიკომ უნდა სხვანაირად იგიჟოს თუ განაგრძოს ისევ
-მაინც როგორ გრძნობ?- უკან მიჰყვებოდა და პატარა ლეკვის თვალებით უყურებდა,რა ქნას აფრენს ამ ქალზე
-არ ვიცი სხვანაირად ვარ ! აუუ გიორგიიი საოცარი ხედიაა. აქაურობა მივალაგოთ და მერე ჩვენებიც ამოვიყვანოთ. კატო გიჟდება მთაზე ხომ იცი ,თან რაც დაბრუნდა ვერ მოვაშორე ბაღათურიების სახლს. რას გავაყოლე იმ ბიჭს წამართვა და..ანჩომაც თქვა რო სულ ბათუსთანააო რა ვერ გაიცნო ამდენ ხანს უუფ.მალე სწავლა დაიწყება და ილევს საქმეს გოგო -მინდორზე დაჯდა და ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი ,მერე გაიღიმა და გიორგის მიეხუტა
-ლუუ ჩემი საოცრება ხარ- თავზე აკოცა და ხელები მოხვია.
ცოტა ხანს დარჩნენ, ეზოში ჭამეს შემდეგ ახლა მანქანაშ ცასხდნენ ამჯერად გიორგი დაჯდა საჭესთან და ისე დაბრუნდნენ ქალაქში. ელიზაბეტი თავს იწესრიგებდა, უნდა ებრწყინა და აბა ისე როგორ. მმინიმუმ 3 საათი სჭირდებოდა .
სააბაზანოში იყო , თმას იშრობდა გიორგი რომ შევიდა და ზურგიდან მოეხვია. წინ ტესტები დაუდო და გავიდა. სანამ თმა გაიშრო თიტქოს მშვიად უყრუებდა კოლოფებს,მერე უცებ გამორთო და ყველა გახსნა. სად ჰქონდა ახლა მაგდენი მოთმინების უნარი . იჯდა და ელოდა პასუხს ,თან კრემს ისმევდა და ცალი თვალით იმათ დაჰყურებდა
-გიორგიიიიიიიიიი
-რა ... უკვე აჩვენა?
-აქ მოდი...მარტო ვერ ვნერვიულობ- ტუჩები დაბრიცა და ფეხების თამაში განაგრძო
-ამდენი დრო რატო სჭირდება
-ვაიმე მე რა ვიცი ... იდე უარყოფითი რომ იყოს ექიმთან მივდივარ იცოდე
-მივდივართ!
-შენ რა შუაში ხარ..გამორიცხულია უნაყოფო იყო
-გაჩუმდი და წაისვი ეგ...ან მე წაგისმევ- კალთაშ გადაისვა და ხელზე შიზილა კრემი, მერე ფეხებზე წაუსვა
-არაა არ შეიძლება...აწი ამის წასმა არ გაბედო
-ნუ ხარ ატეხილი გოგო
-კიდე მე ვარ? შენ რა დღეში ხარ შენ თავს შეხედე...იმედია ბავშვი აქ თუ არის ჯერ ყურები არ აქვს და არ გვისმენს თორემ დაისტრესება
-ორია - მოულოდნელად თქვა
-ეგრევე ტყუპებს ვერ გაქაჩ...მოიცა რა არის? - უცებ გაიაზრდა და ლამის აყირავდა . გიორგიმ დაიჭირა და მერე ერთად დააკვირდნენ ყველგან ორი ხაზი იყო ერთში იყო მხოლოდ ერთი -ორი ,აქც აქც აქაც აქ რომ ერთია? იქნებ ესაა სწორი და ისინი შეცდნენ?
-ელიზაბეტ!
-ფეხმძიმედ ვარ? აქ არის შენია ...შენნაირი იქნება ბიჭი იქნება
-მანდაა შენნაირი იქნება და გოგოა
-აუუ ნუ მეწინააღმდეგები ორნი ვართ ჩვენ - გაიცინა და მუცელზე ხელები მოიხვია- აააააააააააა ფეხმძიმეედ ვარ ხალხოოოოოოო . უცებ უნდა ჩავიცვა და ყველას გავაგებინო რო ფეხმძმედ ვარ და შვილს გაგიჩენ. შვილს გაცუქებ ვაიმეეეე შემიძლია რო ბოლომდე გაგაბედნიეროოოო და ბევრი შანნაირი გავაჩინო სულ სულ ყველგან შენები უნდა იყვნენ ჩემო სიცოცხლე , ჩემო ბედნიერებავ-გაბადრულ გიორგის ეცა ისევ და ტუჩები დაუკოცნა- დედა გავხდები,ვაი შვილოო როგორ მეცოდები ასეთი გიჟი დედა რომ გეყოლები და როგორ მშურს ასეთი სიმპო მამა რომ გეყოლება
-ჩემო ერთადერთო - გულში ჩაიკრა გიორგიმ და დიდხანს არ გაუშვია.
შემდეგ კლუბში წავიდნენ, ყველა მათი მეგობარი იქ იყო. ეკატერინე მაშნვე დაიძრა დაიკოსკენ რომ მიელოცა ,მაგრამ მისვლა ვერ მოასწრო ქალბატონმა ყურადღება რომ ითხოვა და მაშნვე დაიყვირა ახალი ამბავი. დაბადებისდღეს კი არა უკვე ბავშვს ულოცავდნენ. ეკატერინე კი იდგა უყურებდა თავის პატარა დაიკოს და ტიროდა
-კატუშა...ტირი?
-ჩემ პატარა გოგოს შვილი ეყოლება...დედა გახდება- გაიცინა და მუჭით შეიმშრალა ცრემლები- არავის უთხრა რო ვიტირე
-ღმერთო ჩემო - ბათუმ თავი გააქნია და ხელები მოხვია - რა საოცრება მყავხარ ასეთი - თავზე აკოცა და მერე გაუშვა ბოლომდე რომ დამშვიდდა და გაბადრული გაიქცა ლიზიკოსკენ. მთელი ძალით მოეხვია და ლოყები დაუკოცნა.
-სულ გაგიჟდა ეს ქალი რაც გათხოვდა ... ამდენი სიცილი ერთ წუთში?
-ლიზიკოო...ჩემი ლიზიკო დედა გახდება. ღმერთო რა ეშველება შენს შვილს , ვაიმეე დედაგახდები
-მართლა რა ეშველება...ჩემნაირი იქნება და გამიგებს საოცრება დედა ვიქნები
-რა თქმა უნდა ჩემო ლამაზო..ნამდვილი საოცრება -მუცელზე მოეფერა და გაიცინა- დეიდა ვხდები
-დედააა რას ვიფიქრებდი გოგო შენზე ადრე თუ ვინმე გახდებოდა დედა ..ისე დავფიქრდი და მეც დაგასწრო შეიძლება და ძიძად წაგიყვან- ანჩო გაბადრული იდგა და სასმელისგან გაბრუებული მუსიკას აყოლებდა სხეულს
-ანჩოოო რას ეუბნები?
-შენ გაჩუმდი რა ვინ გეკითხება საერთოდ
-ბავშვს ვისგან აჩენ ნეტავ
-ს ვერ ვიშოვი შე კაცო? ლიზიკო მასწავლის ასე უცებ ბავშის გაკეთება როგორ უნდა
-ხმადაბლა მაინც ილაპარაკე
-მუსიკის ხმაში არ ისმის არაფერი ხო ამხადა ტვინი უიმეეე ...ახლა რა გამოდის რო ვერც დალევ,ვერც იხტუნებ რა უბედურებაა კაცო ბავშვია თუ მონსტრი
-ვაიმეე ამას არ უსმინო არ გაგაგიჟოს უარესად-გიორგიმ შეიცხადა მთელი სერიოზულობით-წამოდი დავსხდეთ .დავლიო ერთი ჭიქა დავლოცო ჩემი გოგო
-ბიჭი
-გოგო
-ბიჭი
-გოგო
-ბიჭი
-გოგო-თქო-გოგოოოო გოგო იქნება თქო! შენ მასწავლი?
-რას იკისრებ ბიჭი რო იყოს?
-გოგოს
-ავადმყოფო - სიცილი დაიწყო და მხარზე მოეხვია
-რაც გინდა იმას
-რაზე კამათობთ ხალხო შეიშალეთ? - ეკატერინე ღიმილს ვერ იკავებდა მათი დანახვისას
-ეკატერინე შენ ბიჭი გინდა პირველი თუ გოგო
-რა მნიშვნელობა აქვს … თქვენს პატარს
-გოგო უნდა - ბათუმ მშვიდად თქვა და სასმელი მოსვა, თან თვალები უბრჭყვიალებდა და კატოს მზერაც მიიპყრო
-აბაა მეგობრებოო ჩემს პაწაწო გოგოს და დიდ გოგოს გაუმარჯოს- სადღეგრძელო წარმოთქვა გიორგიმ და ყველამ შესვა.
-შენ საიდან იცი გოგო რომ მინდა?-ეკატერინემ ჭიქა დაცალა და ბაღათურიასკენ მიიწია
-გეშინია რომ ბიჭი დიდი ალბათობით ჩემი გავლენით გაიზრდება და არ გინდა შენი შვილი მე მგავდეს
-ეგ საიდანღა მოიტანე - არ ესიამოვნა ბათუს მსგავსი აზრი რომ ჰქონდა. არასდროს უფიქრია ასე
-გინდა ჩემნაირი შვილი გყავდეს?
-გარეგნულად კი... ხასითითაც უბრალოდ სხვანაირ ლაპარაკს ვასწავლი
-ხოო? ანუ უკვე მოგწონვარ?- თითები ყელზე შეუცურა და ლოყაზე აკოცა - საინტერესოა
-დათაა სულ როგორ შეგიძლია სიტყვებზე გამომიჭირო?
-სულ ასე როგორ კრავ მაგ ლამაზ წარბებს? მინდა გაკოცო ,ძალიან მინდა- ყელიდან მისი სურნელი შეისუნთქა და ტუჩები კანზე გაუხახუნა-შენ რას იტყვი?
-აქ არ მინდა ...
-მალე წავიდეთ ?
-მაქსიმე უნდა მოვიდეს დაგავიწყდა? ნუ ხარ სულსწრაფი
-კარგიი ..დაველოდოთ მისტერ პინგვინს
-ვის?
-პატარა რომ იყო პინგვინივით დადიოდა და ასე შეარქვა- ცოტნე მივიდა ჭიქით ხელში , თან სასმელს სვამდა და თან წყვილს უყურებდა-რაა ხომ მითხარი ერთხელ და მახსოვს
-გავიხსენო ახლა შენი სახელი?
-იყოოს - ძალით გაიცინა და ჭიქა მიიტანა ტუჩთან - მარჯვენა კუთხიდან შავგვრემანი გოგო გიყურებს ,ნაცნობია ვინმე?- ჩუმად უთხრა როცა ეკატერინემ გოგოებთან ბაასი გააბა. ბათუმ გაიხედა იქეთ და თვალები აატრიალა
-შენ შენს გოგოებს მიხედე,თუ გყავს საერთოდ და ისევ ვაჟიშვილი არ ხარ
-ეგ რო ვინმემ გაიგონოს მოგკლავ
-ვის ემუქრები წვავ?
-ვწვავ!
-კაი ნუ ბრაზობ ...ჩემი ბრალია რა უნდა წამეყვანე ქალებში
-რა იდიოტი ხარ, მართალია ეკატერინე -ახარხარებულ ბაღათურიას გაბრაზებულმა გახედა და ისევ ხალხის თვალიერება განაგრძო. მერე მაქსიმე დაინახა რომელიც მათი მაგიდისკენ მიდიოდა, საჩუქარი გადასცა ლიზიკოს და ბარისკენ დაიძრა. მათთან არ მისულა, შორიახლოს იდგა .ეკატერინე კარგად ხედავდა ძმებს შორის დაძაბულობას, მაგრამ მიზეზს ვერ ხვდებოდა.ერთი იცოდა რომ ბაღათურია ხასიათის გამო არავის ამოიკვიატებდა.
ყველანი ცეკვავდნენ ,ერთობოდნენ. ლიზიკო გიორგიზე ჩახუტებული ჰვებოდა მელოდიას და იბადრებოდა. სამაგიეროდ ანჩო ცეკვავდა ზესექსუალურად და სისხლისმიმოქცევას უჩქარებდა ბიჭებს. ზურას მაგრად არ აინტერესებდა სხვა რას გრძნობდა,თვითონ ტკბებოდა ქალით და მისი მოფერებით ვერ იჯერებდა გულს.
-ვიცეკვოთ ქალბატონო ლექტორო? - მშიდი მელოდია რომ გაისმა ცოტნემ ჯელტმენობა გამოიჩინა და ხელი გაუწოდა ეკატერინეს
-ვიცეკვოთ - გაუღიმა და წამოსადგომად წამოიწია, ისე დაიხარა ბაღათურიასკენ თითქოს არც არაფერი
-ჩემი ცეკვის დროს ის ქალი რომ მოგიახლოვდეს დაიკივლე იცოდე, არ შეგეხოს - ჩუმად უთხრა და დატოვა .ჯერ გაოცებული იყურებოდა მერე ხარხარებდა.
ლიზიკო მალე წავიდა სხვებთან შედარებით,ნუ მათი სტუმრები თითქმის დაშლილები იყვნენ. მხოლოდ ისინი დარჩნენ ვისაც სახლში არ მიეჩქარებოდა. ეკატერინე ცეკვის მუზაზე მოვიდა, რამდნეიმე ჭიქაც ჰქონდა დალეული და რა თქმა უნდა კარგ ხასიათზე იყო. ცოტნეს ეცეკვებოდა ისევ,ბათუ ბატონმა მხოლო ორჯერ ინება აბრძანება და აბა რა ექნა?
-რატომ იცინი ასე ეშმაკურად ბატონო ცოტნე?- ხელები ბიჭის მხრებზე ედო და მშვიდად ირხეოდა
-იმდენჯერ ვიცეკვეთ თითქმის ყველას ჩემი ქალი ჰგონიხარ და მეცინება მაგათ ფიქრებს რომ წარმოვიდგენ
-ხოო? მაგალითად რაო რას ამბობენ
-აი ის გოგო ბოღმისგან სკდება...მიყურეს დიდი ხანია და მაგიტომ. სამაგიეროდ იქეთ მაგიდასთან რომ ბიჭები არიან ჩემი გაქრობა უნდათ ...ალბათ ფიქრობენ ამ ღვლაპმა ეს ქალი როგორ შეაბაო
-ყოჩაღ შენ ... პატარა ფსიქოლოგი ყოფილხარ
-ექიმებმა ვიცით ასეთი რაღაცები ,ნუ ჭკვიანებმა მხოლოდ
-ამილი ასე არე რატომ წავიდა? კიდევ მორიგე იყო?
-არაა..სახლში ეჩქარებოდა უბრალოდ
-რა ხდება? რას უყურებ?- უცებ რომ გაჩერდა ცოტნე მანაც იქეთ გაიხედა საითაც ბიჭი იყურებოდა= ვინაა ის ბიჭი და გოგო მაქსიმესთან?
-აზრზე არ ვარ
-მისი ყოფილი შეყვარებული ხომ არაა
-არ არის,მაგრამ რომც იყოს დამიჯერე მაქსიმე ჩხუბის ღირსადაც არ ცათვლის ეგეთ სულმდაბალ ქალს და მითუმეტეს მის საყვარელს
-აშკარად დაძაბული საუბარი აქვს... იმედია ყველაფერი რიგზეა
-მოაგვარებს არ იდარდო
-შენ საიდან იცი...ფაქტობრივად არც იცნობ მაქსიმეს
-დამიჯერე იმდენად ვიცნობ რომ ვიცოდე როდის რას გააკეთებს ! დატრიალდით მშვენიერო ქალბატონო- უკან გაიწია და დაატრიალა ეკატერინე. დატრიალება დატრიალებად დარჩა რომ დაიანხა როგორ მოუქნია ყბაში მუშტი უცნობმა მაქსიმეს. ისე მოუქნია რომ პირდაპირ მაგიდა გაიტანა ,ეკატერინემ წამოიკივლა . ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლო იმდენად იყო შოკირებული, სძაგდა ჩხუბი საერთოდ განუვითარებლობის მწვერვალად თვლიდა კაცებს შორის მსგავს დაპირისპირებას და სჯეროდა რომ სიტყვით ყველაფრის მოგავრება შეიძლებოდა. ბარში ჩოჩქოლი ატყდა და ვერ დაინახა როგორ გაქრნენ მოჩხუბრები. ბათუსკენ გაიხედა აინტერესებდა რას შვებოდა ,ის კი ისევ მშვიდად იჯდა და სანახაობით ტკბებოდა,ჩაიცინა ვისკი გადაკრა და ცოტნეს რაღაც ანიშნა
-მგონი წასვლის დროა...არეულობაა აქ უკვე- ცოტნემ ხელი ჩაკიდა და გარეთ გაიყვანა.მაგრამ ის ვერ გაითვალისწინა რომ მოჩხუბრები კლუბის წინ იქნებოდნენ-ადგილიც ვერ შეარჩია,იდიოტი-ჩუმად ჩაილაპარაკა და წარბშეკრულ ,უკმაყოფილო სახით მდგომ ბათუს გახედა,რომელიც ამჯერად სიგარეტს აბოლებდა
-შენ რა აპირებ ასე მშვიდად უყურო როგორ სცემს ვიღაც გლუვტვინიანი გორილა შენს ძმას? ვაიმეე როგორ დაარტყა...შემოაკვდება ბათუ- ისტერიკაში იყო თითქმის, ბათუს მივარდა და თითქმის ყვირილით უთხრა
-დამშვიდდი ...ცოტნე წაგიყვანს რა შენი საცქერი სცენა ესაა
-არსად წავალ.მაქსიმე ჩემი მეგობარია და რამე გააკეთე თორემ არ ვიცი რას ვიზამ
-რას იზამ ჩაერევი? შენ?
-ბათუ ასე ცხოველივით ნუ მოიქცევი გთხოვ...რას ფიქრობ გამაგებინე ვერ ვფიქრობ ვერ გამართლებ და თქვი რამე თორემ რაღაც საშინელებას დავასკვნი და არ მინდა
-რა საყვარელი ხარ. მოიცა ორ წუთს ვნახო რა ახსოვს ჩემი ნასწავლები ამ კარგ ბიჭს- თვალი ჩაუკრა და მაქსს გახედა- ოო არც ისე დებილია ხო იცი- ცოტნეს გადახედა სიცილით როცა მაქსიმე გადავიდა შეტევაზე-რა აცინებს ამ ჩემისას ... ძმაკაცებიც ჰყოლია გორილას .მარტო ვერ ერეოდა ნეტავ ? ხედავ შენ ცოტნიკო?
-ვხედავ ...აბა ვერ ვხედავ? მამიდაშვილს მიჩაგრავენ ტო - გაიცინა და თავი აქეთ იქით გადახარა,კისერი გაატკაცუნა ,მერე მკლავებზე აიკეცა პერანგი და თვალებანთებულმა გაიცინა- წამო
-მოიცა მოვწიო- ბათუმ ბოლო ნაპასი დაარტყა,სიგარეტი გადააგდო და მონასმენით გაოცებული ეკატერინე გაქვავებული დატოვა. უყურებდა როგორ დაუდგა გვერდით მაქსიკოს ცოტნე და ბათუ .სიტყვები არ ესმოდა მაგრამ მიმიკებს კარგად ამჩნევდა. შიშისგან ლამის გული წაუვიდა რომ წარმოიდგინა როგორ დაიწყებდა ჩხუბს ბაღათურია,სანამ წარმოიდგინა ბათუს უკვე ერთ-ერთი ჰყავდა დათრეული და ჩხუბობდა. შემდეგ პატრულის მანქანების ხმა გაისმა და ისე დაიფანტა ყველა თითქოს არც არაფერი ,მომხდარა.ნუ ზოგს წასვლა შეეძლო ზოგი მიჰყავდათ. ეკატერინე კარგად ვერ იაზრებდა მომხდარს,ისე სწრაფად იცვლებოდა კადრები ბოევიკში ეგონა თავი. ბიჭებმა სწრაფად გაისწორეს პერანგები და პოლიციელს გაუღიმეს,სხვა გზა არ ჰქონდა უკვე მათ უკან იდგა ფორმიანი . იფიქრა დაიჭერენო,მაგრამ რაღაც ფურცელზე დაწერა ოფიცერმა და წავიდა.
-წავედით სახლში თორემ ცივა რაღაც..მგონი იწვიმებს საყვარელო- ბათუმ ხელი მოხვაი ეკატერინეს და ლოყაზე ხმაურით აკოცა
-ეს რა იყო
-რა რა იყო?
-ასე უცებ როგორ... შენ და ცოტნე, მაქსიმე. მაქსიმემ საიდან იცის ასეთი დარტყმა? შენ ...შენ რა მოკრივე ხარ?ცოტნემ მამიდაშილიო თქვა თუ ..ესეც მომესმა და სახლშიც ნათქვამი მამიდა
-დამშვიდდი კატუში ..სახლში მივიდეთ და მერე დავილაპარაკოთ კარგი?-მანქნაში ჩასვა და საჭეს მიუჯდა,კატო გაჩუმდა, უბრალოდ მისკენ გაიხედა და საჭეზე დადებულ ხელზე სისხლი რომ დაინახა წამოიკივლა
-სისხლი გდის...ხელი გტკივა?
-გული გამისკდა..ვიფიქრე რამე მოხდა! არაფერია, გამეკაწრა დაიკიდე არ მტკივა
-როგორ არ გტკივა სულ ჭუჭყიანია და სისხლიანი
-ასე ნუ მიყურებ თორემ შეგჭამ და ტუჩებით დავიწყებ
-შენ ავადმყოფი ხარ?
-ნუ კივი ყელი გეტკინება და ხომ იცი მე შენი ხმა მომწონს,მშვიდი და თბილი
-დათააააა
-სახლამდე მოითმინე ხომ შეიძლება არა? ისედაც ნერვები მაქ მოშლილი იმ იდიოტის გამო ამ სცენას რომ უყურე და ინერვიულე . ფაქტობრივად სტრესი მიიღე და თუ არ გინდა რომ სახლში ჩემი ხელით დავაკლა მაქსიმე მადროვე გთხოვ- როგორც იცის ისე უმატა ხმას და გააცუმა ეკატერინე
-მართლა კარგად ხარ? - ჩუმად უთხრა და გახედა
-შენ თავს გეფიცები კარგად ვარ- გახედა და გაუღიმა
-დათააა
-ნუ კრუტუნებ ჩემს სახელს,თან არასწორ სახელს
მანქანა გააჩერა და გადავიდა. ცოტნე სახლში წავიდა, მაქსიმე სად გაიქცეოდა.ისიც უკან მიჰყვა და ბათუ წინ რომ დახვდა თავი მოიქექა,ამ დროს საშინლად გავდა ძმას.
-ძალიან მაგრად დავგორდი კიბეზე ხო?
-რა პიტ**ო ხარ შე ჩემისა შენა .რო იწყებდი ჩხუბს სად იწყებდი,ან ვისთან იწყებდი მოკრივეები იყვნენ ის ნაბოზვრ**ი მგონი .მერე რა დროს ჩხუბი იყო რამე თუ გინდოდა სხვა ადგილი ევრ ნახე?
-შენც იგივეს გააკეთებდი
-ხო ? მე ხალხს არ ვატკბობ ჩემი ჩხუბის სანახაობით . თუმცა შენ ჩხუბი ნაკლებად უფრო სირბილი და შემთხვევითი ხელისმოქნევები გამართე და ზოგი გაარტყი
-უკაცრავად შენსავით გამოცდილი მოჩხუბარი არ ვარ წელიწადში ერთხელ მხვდება ისეთი ქალს რომ მოსვენებას არ აძლევს და შეურაცხყოფას აყენებს,იმ ერთხელ მეკეტება და ვაფშე არ მინდება სიტყვით მოვაგვარო ! საერთოდ შენი და ცოტნეს გამოხტომა რა იყო?
-მეტი მეკუთნის ახლა ხო ხარ დასინიაკებული და ვაფშე რო გაგიფენდნენ ფეხ ქვეშ პოპკორნი უნდა მეჭამა იმ დროს ! მე კიდე ეკატერინე დავაყუდე იქ და ვაყურებინე ეს საოცარი სცენა
-ვინ შენ? არ მოიკლავდი იქვე თავს მე რო რამე მომსვლოდა? ჩემზე ტყუილად კი არ გიჟდები-უკვე შებრუნებულ ბათუს მიაძახა სიცილით და ისიც წამსვე მიბრუნდა
-უკაცრავად მომეყურა? ვისზე ვგიჟდები?
-შენს საყავრელ ძმაზე
-რომელ ძმაზე...უმცროსი გვყავს კიდევ? არ მეგონა მამაჩვენს საყვარლებიც თუ ჰყავდა,ერთი ეგ ცოდვა არ აქვს
-ასეა ასე... ნუ აღიარებ მე ხომ ვიცი
-შენს მოსასმენად არ მცალია, ისე მოგდეს ეტყობა ტვინი შეგერყა. მირჩევნია ჩემს ცოლთან მივიდე რომელიც კართან მელის და ფიქრობს ახლა აამთ არ დასცხონ ერთმანეთსო..უკვე ფსიხი ჰგონიხარ და იმიტომ
-ჰა ჰა ჰა ვგიჟდები შენს იუმორზე
-შენ ჩემზე გიჟდები,მაგრამ ვერ გათქმევინე.ვერც მემსგავსები და ხარ ასე გაუბედურებული
-დაახვიე რა
-დედააა გამოიხედეე მაქსიმემ თქვა დაახვიეეეოოო
-ცანცარა
-ფუ რას გავხარ შე ჩემა- ახარხარდა და სახლსი შევარდა- ხვალ რო გამოგაჭენებენ გაზეთში მამიკოს მე დაველაპარაკო და დავიბრალო თუუ უჩემოდ მოგვარდებით მამიკო და სვილიკო?
-რატომ უნდა დაიბრალო...
-ერთხელ დამიბრალებია თუ ორჯერ... მე მაინც ცუდი ბიჭი ვარ რა მიდის
-არ მჭირდება!
-კაი რა გიტყდება...ჩავლილი ამბავია
-ყოველთვის გამახსენებ?
-სანამ მემახსოვრება,მე კიდე შესანისნავი მახსოვრობა მაქვს ბაბუ - თვალი ჩაუკრა და კიბე აირბინა. ეკატერინე ოთხში დააბიჯებდა და თითებს იმტვრევდა. ისე უცებ მოეხვია ბათუ და ტუჩებზე ეძგერა შიშისგან წამოიკივლა-ჩემოო გემრიელო ქალო ტუჩი მტკივა და მომირჩენ?
-არ გტკივა ტუჩი და ნუ მატყუებ...ისე გაკოცებ- ბოლოს გაეკეკლუცა და ერთი გემრიელა აკოცა- ხელს გაგიწმენდ
-არ მინდა...მე მივხედავ შენ მაკოცე კიდე- უკან მოაბრუნა და სხეულზე აიკრა
-ბათუ გეყოფა... ბავში ხომ არ ვარ! მართალია ვერ ვიტან მსგავს სიველურეს,მაგრამ ვერც იმას ავიტანდი მშვიდად რომ გეყურებინა. ახლა კი დაჯექი და მე სპირტს მოვიტან ...წყალბადის ზეჟანგიც გვექნება
-არის დედოფალო დავჯდები და დაგელოდებით...ვიოცნებებ რომ შიშველი გამოხვალთ
-ნუ ხარ ტუტუცი
-ოო ეგრე არ გამოვაა
-დათაააა
-კატუშაააა
-იმედია არ გეტკინება- ბამბა დაასველა და ბაღათურიას ხელზე ფრთხილად დაადო. ბატუ ჯერ უყურებდა მერე როგორც იცის ისე ახარხარდა - რაა რა გაცინებს
-შენ ვაფშე ნაცემი კაცი ნანახი გყავს? რა გგონია რო ეგ მტკენს ახლა? მომე აქ გავიწმენდ მე- ბამბა გამოართვა უფრო დაასველა და ხელი გაიწმინდა. . მერე მალამო მოიცხო და წამსვე გადაიძრო მაისური - აბა? რადგან გამოვჯანმრთელდი რა გავაკეთოთ?
- ვილაპარაკოთ
-თან იხდი და თან ვლაპარაკობთ? ბაზარიი არააა - თვალი ააყოლა კატოს და მერე წარბები შეკრა- პენუარს რატო იცმევ? ეგრე არ მაწყობს. კაი ჯანდაბას ტრუსი გაიხადე
-ვინ არის ცოტნე
-ბიძაშვილია- მარტივად უთხრა და წელზე მოხვია ხელები
-როგორ ბიძაშვილი..სულ სხვა გავრი აქვს და ქორწილშიც სხვა სტატუსით იყო არც ოჯახურ შეკრებებზე ყოფილა
-დედამისის გვარი აქვს...ცოტნე ,ცოტნე სოფიოს ძმისშვილია
-სოფიოს ძმა ჰყავს?
-ჰყავდა ,გარდაიცვალა დიდი ხნის წინ - ხმა შეეცვალა, მზერა თიტებზე გადაიტანა ,მაგრამ ცდილობდა მაქსიმალურად მშვიდად ესაუბრა
-ვწუხვარ...ცოტნეს დედა ?
-ისიც გარდაცვლილია...
-როგორ არავინ ჰყავს?
-როგორ არავინ...მე არავინ ვარ?
-დათა მე ,მაპატიე ცუდად გაიგე .თუ გინდა არ ვისაუბროთ
-მოდი ჩემთან დაწექი- კომფორტულად მოკალათდდა და გვერდით მიიწვინა ეკატერინე, თმებზე მოფერება დაუწყო და მისი სურნელი შეიგრძნო
-დავიძინოთ?
-არა არ დავიძინოთ ... ვისაუბროთ .იმაზე რაც არასდროს არავისთვის მომიყოლია და ახლა ჩემს ცოლს ვუამბობ.
-მე არ გაიძულებ თუ შენ არ გინდა რომ ვიცოდე
-ეკატერინე რატომ იცი ხოლმე ასე? რომ გესაუბრები ე.ი მინდა. როდის იყო მაიძულებდი ?
-არც მიცდია ...გისმენ
-არ ვიცი მოყოლა საიდან უნდა დავიწყო,ძალიანაც არ მინდა დაგგრუზო დღეს შენთვის მნიშვნელოვანი და ბედნიერი დღეა .შევეცდები მოკლედ მოგიყვე ჩემი და ცოტნეს ამბავი. დედაჩემის ძმა მეომარი იყო, გენერალი რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის. ბევრი იცნობდა და პატივს სცემდა, ჩემთვის საამაყო კაცი იყო ყოველთვის. მთელი ბავშვობის ბედნიერი მოგონებები მასთან მაქვს გატარებული. მამაჩემს ვერ იტანდა, მაგრამ ერთი იცოდა რომ სოფიოს მასთან სურდა ყოფნა და არასდროს შეწინააღმდეგებია მათ კავშირს. ყოველთვის ამბობდა მამაშენი ის ლაჩარია ომის დროს საწოლის ქვეშ რომ შეიმალება და შიშისგან გული გაუსკდებაო. მამა იყო და არ ვიჯერებდი მაშინ,მაგრამ რეალურად ასე იყო ყოველთვის. საოცარი ბიცოლა მყავდა , ნამდვილი ანგელოზი იყო და ეს უხეში კაცი სიგიჟემდე უყვარდა რომ გენახა როგორ დნებოდა ბიძაჩემი მის გვერდით მიხვდებოდი რომ მართლა სასწაული იყო. ზუსტად ჩემი ასაკის ბიძაშვილი მყავდა და ალბათ ამიტომაც ვიყავი სულ მათთან ჩემი ანდრო, ძმა იყო და ძმაზე მეტი. მერე რა რომ სულ პატარა ვიყავი ,მის ადგილს ვერავინ დაიკავებს ჩემს გულში ! ცოტნე რომ გაჩნდა ორივე თავს დავსტრიალებდით, ანდრომ იცოდა ხოლმე თქმა მე როცა არ ვიქნები მასთან შენ უნდა მოუაროო მაშინ კი მეცინებოდა დაგიძახებ და შენ მოუვლი-თქო ,მაგრამ ისე მოხდა რომ ბიძიას ლიკვიდაცია გადაწყვიტეს. ნუ მკითხავ რატომ,ვერ გიპასუხებ ... მახსოვს მამაჩემთან მოვიდა და სთხოვა ცოლ-შვილს შენთან დავტოვებ ცოტა ხნითო. მამას შეეშინდა და უარი უთხრა, ყველაფერს ვუსმენდი და ჩუმად გავყევი ბიძიას სახლში. ვერ ვიაზრებდი რა შეიძლება მომხდარიყო. ანდროსთან ერთად ვთამაშობდი ცოტნემ ტირილი რომ დაიწყო ,ანდროს დაეზარა და მე გამიშვა სანამ დედა ავა მანამ გააჩუმებო და მეც ცოტნესთან გავიქეცი. ხელში ნორმალურად ვერ ვიჭერდი და ისე ვცდილობდი გამეჩერებინა,მეშინოდა არ დამვარდნოდა. მერე ყველაფერი სწრაფად მოხდა, ზუსტად არ მახსოვს .მხოლოდ ხმაური, მსხვრევის ხმა. გასროლა, ბიცოლას კივილი და ანდროს ხმა რომელიც მშობლებს გამოფხიზლებას სთხოვდა . მინდოდა გავსულიყავი ,მაგრამ ცოტნე ვერ დავტოვე,მისი ხელში აყვანაც ვერ მოვასწარი სახლი რომ აალდა . ანდროს ყვირილი მესმოდა ,იწვოდა ! მერე ვიღაცის ნაბიჯების ხმა გავიგე ამოწმებდნენ სახლში კიდევ იყო თუ არა ვინმე. ბიძაჩემს იარაღები ყველა ოთახში ჰქონდა ,სროლას გვასწავლიდა მე და ანდროს . არ ვიცი როგორ ავიღე იარაღი თვალები დახუჭული მქონდა ცოტნეს საწოლთან ვიდექი ზემოდან ვეფარებოდი კარი როგორც კი გაიღო სასხლეტს გამოვკარი - კატოს მის მკერდზე ედო თავი და უსმენდა აჩქარებულ გულისცემას, მის ხმას რომელიც სევდას ვეღარ იტევდა. ასეთი არასდროს ენახა მანამდე, ასეთი სუსტი და ამდენად განადგურებული
-დათაა ...ანდრო გადარჩა? - თავადაც ვერ იცნო საკუთარი ხმა. ეტკინა, განადგურებული ოჯახის ტკივილი. დათას და ცოტნეს ამბავი
-ვერ დავეხმარე ,ოთახი რომელშიც ჩაკეტეს დერეფნის ბოლოს იყო სახლი იწვოდა. ცოტნე უნდა დამესვა და არც კი ვიცოდი გავაღებდი თუ არა კარს. ყველაფერი იწვოდა შემეშინდა 11 წლის ვიყავი მე ...არ შემეძლო- სახე ხელებში ჩარგო და მოწოლილი ცრემლები უკან დააბრუნა. სული ტკიოდა ,სადღაც გულის სიღრმეში თავს იდანაშაულებდა მერე რა რომ იაზრებდა თავის უდანაშაულობას მაინც ესიზმრებოდა ანდრო რომელიც ეუბნებოდა რომ სახლში დატოვა
-დათა შენ ვერ შეძლებდი...ხომ იცი რომ ვერ შეძლებდი შენც დაიწვებოდი და ცოტნეც - მოკეცილი იჯდა ბაღათურია , სახე ხელებში ჰქონდა ჩამალული კატო რომ მოეხვია
-მაგას ვეღარ გავიგებთ ,ფაქტი ისაა რომ იმ დღეს მე ძმა დავკარგე. ცოტნემ ოჯახი, რომელიც არც კი ახსოვს .მხოლოდ ფოტოებით და ჩემი მოგონებებით რომელსაც ბავშვობაში ვუზიარებდი. იცი სახლამდე რომ მივაღწიე ერთადერთი კადრი მახსოვს დედაჩემის მოთქმა, როგორ ეჩხუბება მამაჩემს და მამაჩემის სიტყვები რომ ცოტნესაც მიაგნებენ ...არ უნდოდა ბავშვი დაეტოვებინა ხვდები? მაშინ ვერაფერი გავაკეთე, არ შემეძლო დაპირისპირება მხოლოდ ცოტნეს გადარჩენა მინდოდა. დედამ გაზარდა, მეც ვეხმარებოდი დახმარება თუ ერქვა საერთოდ. ყოველთვის ღვთისნიერი ბავში იყო, ზედმეტად არც კი ტიროდა თითქოს იცოდა რომ არ უნდა შევეწუხებინეთ. სახლში ისე ითამაშებდა ვერ გაიგებდი სადმე ბავში თუ იყო. რამდენჯერმე ბაღში წაყვანაც კი დამავიწყდა , მაშინ უკვე ჩემთან ცხოვრობდა . სახლში დამრჩა 5 წლის ბავშვი და შეშინებული, რომ დავბრუნდი ხალიჩაზე ეძინა სათამაშოზე თავდადებულს... ზოგჯერ ბრაზობს ხოლმე ყველას რომ არ ვაცნობ როგორც ჩემს ბიძაშვილს ემილიმაც კი არ იცის ვინ ვარ ცოტნესთვის . მხოლოდ ერეკლემ და ახლა შენ . ასე ნუ მიყურებ იმიტო კი არ მომიყოლია გმირად რომ წარმოგედგინე, ცოტნესაც უნდოდა გცოდნოდა როგორი მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის , ეტყობა ეშინია ერთ დღეს საგანი არ ჩაუტოვო და თავი დაიზღვია- ეკატერინე ჯერ უყურებდა , შემდეგ ძლიერად მოეხვია და მის მკლავებში მოქცეულმა სულის სიმშვიდე იპოვნა. ბაღათურია არავის ჰგავდა, ეს დიდი ხნის წინ გაიგო , მაგრამ იმ დროს ზუსტად იცოდა რომ მასში არ შემცდარა.
........................
ბათუს მეორე აღსაზრდელს მშვიდად ეძინა მამიკოს მკერდზე გაწოლილს. თმა აბურდული ჰქონა , ლოყები აწითლებული და ტუჩები გამობუშტული. ბარბარე საუზმეს ამზადებდა, ტასო დროულად რომ არ ჩავიდა გადაწყვიტა შეემოწმებინა რას სჩადიოდა ქალბატონი. ოთახის კარი რომ გააღო და იასამნისფერ საწოლში გაშხლართული ერეკლე რომ დაინახა ფიფქიას და ჯუჯების გამოსახულებით საბანში გახვეული ღიმილი ვერ შეიკავა. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა საწოლისკენ მერე მიხვდა რომ მათთან დაწოლას აპირებდა და უკან დაიხია. საძინებელში შევიდა და საწოლზე ემბრიონის ფორმაში დაწვა, უკვე თავი უსკდებოდა ამდენი ფიქრით .ერეკლეს სიტყვაც არ უთქვამს ისე დაუდო წინ გაყრის საბუთები და კალამი. ეჩხუბა, ვერ გაიგო რატომ ეჩხუბებოდა და რა უნდოდა საერთოდ ამ კაცისგან,მაგრამ იმ წამს თავი ვერ შეიკავა. ბოლოს მაინც თვითონ მოეშალა ნერვები .
ფიქრებიდან ტასოს ხმამ გამოიყვანა. ქალბატონი უკვე მოწესრიგებული,თმაავარცხნილი და პირდაბანილი შევიდა დედიკოსთან
-გძინავს დეე
-არა დე რა ხდება? რა ლამაზი ხარ ფერია? ეს კაბა როდის ვიყიდეთ?-ხელი მოხვია და დაატრიალა, მერე ლოყები დაუკცონა- დედას ლამაზი
-სკლელოზი გაქ მოკლედ რაა...კატომ არ ჩამომიტანა ?
-დამავიწყდა ...არ მინახავს ყველაფერი შენ და ერეკლემ არ დაალაგეთ კარადაში?
-ხოო ეგეც მართალია...მშია და არ წამოქვალ?
-მზადაა საუზმე ...ჩავიდეთ და ვისაუზმოთ. მამაშენს დაუძახე- დერეფანში რომ გავიდნენ შემდეგ უთხრა და კიბისკენ დაიძრა ლამის ამოყირავდა ზურგს უკან რომ გაიგო ხმა
-რა ხდება რამე ჩამიყარე და დილის გახალისებას აპირებ?
-თუ არ გინდა ნუ მოხვალ! - შეუღრინა და კიბეზე დაეშვა, ხალათის ბოლოს ფეხი წამოსდო შიჩქარეში და ინერციით წავიდა წინ, კი მიდიოდა მაგრამ იატაკზე სანამ ცხვირს დაკრავდა მანამ გააჩერეს. ვიღაცამ ხალათით დაიჭირა და მერე ხელი მოხვია მუცელზე
-კარგად ხარ?
-გამიშვი...შენი ბრალი დილიდა ნრომ დაგინახავ აბა როგორ ვიქნები
-ბავშვი გვიყურებს
-სამზარეულოშია და ნერვებს ნუ მიშლი
-სამზარეულოდან გვიყურებს
-ჯანდაბა ! - ხელი მოიშორა და სამზარეულოსკენ დაიძრა. ტასო მაგიდასთან იჯდა და კარაქიან პურს მიირთმევდა ისე თითქოს ადგილიდან არც დაძრულა-რამდენჯერ გითხარი უფროსების საუაბრს ნუ უსმენ-თქო?
-ხმადაბლა უნდა იყვირო რომ ვერ გაიგოს ბავშვმა
-მე და მამა ქალაქგარეთ გავდივართ...ჩემი კვიციც უნდა ვნახოთ
-შენ კვიცს მეც ვნახავ
-სხვა დროს ნახე ,დღეს მე და ტასუნა მივდივართ
-რა ჯანდაბა გეტაკა ... წამოსვლა მინდა
-ჩამიმწარებ ერთ დღეს რომელიც მინდა ბავშვთან გავატარო
-გაატარო და დაარწმუნო რო შენთან წამოვიდეს ხო?
-შენ ხო არ აფრენ
-მეც მოვდივარ !
-მესმის თქვენი ხმა ...რომც არ მეცმოდეც ტუჩებით ვარჩევ და მე არ მინდა წასვლა -სკამიდან ჩამოხტა და ოთახიდან გაიქცა
-ანასტასია...სად მიდიხარ არ დაგიმთავრებია საუზმობა.ტასოო როგორ იქცევი
-ნუ უყვირი ბავშვს
-შენი ბრალია... ბავშვთან რომ მიწყებ ჩხუბს ხომ იცი რო ვერ გავჩერდები
-რა წამოსვლა აიტეხე რომ გეხვერწო ხანდახან ნაბიჯს არ ადგამ და ახლა რომ ა რგითხრი უცებ მოგინდა ხო? დიდი ხანია არ გაგიმწარებივარ და ახლა პირდაპირ ტყეში ჩამმარხავ ალბათ
-ნუ მიყვირი და საერთოდ როგორ მექცევი რა გჭირს?
-რა არ მოგწონს
-ისედაც გაგეყრები თუ მომინდება არაა საჭირო უხეში ველური აკცივით მოქცევა !
-უკაცრავად მომესმა? მოქცევა თუ ისედაც ეგეთი ვარ ...ველური, უხეში,გაუზრდელი,ხეპრე,დებილი და იმბეცილი კიდევ ბევრია მარა აღარ გავაგრძელებ
-ყველას რო თავი დავანებოთ დებილი ნამდვილად ხარ !
-გეთანხმები ... ამდენი წელი მარტო დებლი თუ გაგიძლებდა შენ
-უკაცრავად?
-წადი და ბავშვი დააწყნარე სანამ მე მოვალ თორემ მერე მართლა წავიყვან
-არ განვქორწინებულვართ ჯერ !
-ხელი რომც არ მოაწერო სასამართლო გაგვყრის
-რას ეტყვი მღალატობსო?
-აფრენს-თქო ვეტყვი...ღალატიც შეიძლება
-რაო? -ისევ მობრუნდა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო ქორივით დაჰყურებდა დადვანს- მომესმა სიტყვა ღალატი ჩემი მიმართულებით? შენ მღალატობ და ახლა რა
-მე რომ გღალატობ ეგ ვიგულისხმე აბა შენ რომ ეზას**ებოდი კლუბში კურსელს ის ღალატად ხო არ ითვლება?- წამოიწია და ახლა თვითონ დაკრა მუშტები მაგიდაზე .ბარბარემ თავი უკან გადასწია რომ შეეხედა თან თვალები გაუფართოვდა
-ვის ვეზასავ* შენ კოშმარებს მიყვები თუ რა უბედურებაა
-ნუ მაცინებ მაგრად რას იზამ ... მშვიდად გაქციე ზურგი და წავედი
-ამაზრზენო კაცო რომ წაეთრიე რაღა მაინცაამაინც მაშინ გაეთრიე რომ მოვიშორე და ბოთლი ვგლიჯე თავში -გაგიჟებული იყო ისედაც ვერ ეგუებოდა ერეკლეს უხეშობას და ბოლოს ყვირილი დაიწყო
-რა ქენი? ისე არ მიკვირს სადაც ჩემთან სექსის მერე გამაგდე ეტყობა არ მოგეწონა და გაბრაზდი- არ გამოუვიდა დადვანს შეურაცხყოფის მიყენება ისე მოუქნია ხელი გამწარებულმა ბარბარემ და ყბა მოუქცია
-აღარასდროს მითხრა მსგავსი რამ მე შენნაირი ავადმყოფი და უთავმოყვარეო არ ვარ დავდგე და იქ ვუღალატო ქმარს სადაც ყველამ იცის რო გათხოვილი ვარ და საერთოდ შენ რა შუაში ხარ შენ რა პატვსაცემი ხარ საკუთარ თავს არ ვაკადრებ ვიღაც იდიოტს ვალოღნიო თავი, რომელსაც ჰგონია რომ ჩემნაირ ქალს შეეხება . შენ კიდე ენას რომ არ გაცლი მადლობა მითხარი ! - გასვლამდე ერთი თეფში მაინც მოუქნია და ოთახიდან ქარიშხალივით გავარდა. ერეკლეც გაჰყვა,მაგრამ ტასო რომ დაინახეს ორივე გაჩერდა და ბავშვს გაუცინა
-სად გაიქეცი მა? ერთად წავიდეთ ყველა ან სხვაგან წავიდეთ შენ როგორც გინდა. სიცხეა და სადმე სიგრილეში გავიდეთ კაი?
-ვის კოცნიდა დედა?
-სად იყავი ტასო?- ბარბარე მაშინვე მიუახლოვდა
-გავიგონე და ნუ დაიწყებთ ახლა...ვიცი რო ეკრებით.ამიტო ეყრები რო ვიგაცას კოცნიდა? მისი ბრალია ? მამა მითხარი
-არა ამის ბრალი არ არის ,თანაც იმ ცუდი ბიძიასთვის ბოთლი ჩაურტყავს ვერ გაიგე? მე და დედა უბრალოდ ძალიან განსხვავებულები ვართ...ერთად ცხოვრება აღარ გვინდა,შენც ხომ ხედავ რომ სულ ვკამათობთ.გინდა მთელი ცხოვრება ასე გავატაროთ? - ლოყაზე აკოცა ანასტასიას, თავისუფალი ხელი ბარბარეს მიადო წელზე და დივნისკენ წაიყვანა
-ხელი გამიშვი - უცებ მოვია გონს და ბავშვი ხელიდან გამოსტაცა - ჩემო სიფრიფანა შენ არ იტირო ხო? ხომ იცი რატომაც ვშორდებით,დარწმუნებული ვარ ხვდები რომ ერთმანეთი არ გვიყვარს და იმ შენს პრინცესეს თავიანთი პრინცები ძალიან უყვართ ერთად რომ რჩებიან სამუდამოდ. მაპატიე რა ...მაპატიე ასე რომ განერვიულებ ასე ნუ მიყურებ გთხოვ თორე დედიკოს გული გაუსკდება მალე. ჩემი ერთადერთი ბედნიერება ხარ ხომ იცი... მამაშენი რომ წავა ან ჩვენ რომ წავალთ ამ სახლიდან ეგ ხომ იცი სულ მაინც შენთან იქნება არაფერი შეივცლება უბრალოდ მე აღარ მნახავს და ჩემი ატანა აღარ მოუწევს
-შენ რატო მიყურებ ეგეთი თალებით...წკლიანით რატო ტირი თუ გინდა მამიკო წავიდეც - ძირს დადგა და ორივეს გაახედა ცრემლიანი თვალებით- მე ალცელთტან დავრჩები ! თუ გაეკრებით იცოდე შენთან არ დავლჩები შენი ბრალია...შენ არ გიყვარს მამა შენ გამო მიდის, არც შენთან წამოვალ ბოთე ხარ და იმიტო ყველაც ჩენ უყვარხარ,დედას რატო ვერ შეაყვარე თავი... ნათლიასთან წავალ
-ანასტასია რას ამბობ?
-არ დავრჩები თქვენთან... მამა სხვას შეიკვარებს და მე არ მინდა სხვა დედა მითუმეტეს სხვა მამა . არ მინდააა არააა.. არცერთი მჭირდებით დაშორდით ბატონო და იკავით წკნარად მე ბათუ მომივლის იცედაც ისაა ცულ ჩემთან .. ორივე ნერვებს მიშლით
-ტასო მომისმინე შენ ხო ჭვიანი გოგო ხარ , აბა დაფიქრდი უფრო მშვიდად და კარგად არ იქნები როცა წამდაუწუმ ჩვენს შეწუხებულ სახეებს არ შეხედავ> არ გინდა რო ბედნიერები ვიყოთ? გინდა ცუდად ვიყოთ?
-არ მინდა ,მაგამ
-შენი აზრით სხვა გამოსავალი რომ ყოფილიყო ამ ხნის განმავლობაში ვერ ვიპოვიდი შენს გამო მაინც? გადაწყვეტილებას არ შევცვლი და ბოლოს შეგუება მოგიწევს .იმის პირობას ვერ მოგცემთ რომ სულ მარტო ვიქნებით , არ მოგატყუებ უბრალოდ .შეიძლება არც არავინ შემიყვარდეს ,მაგრამ მე
-დედაა შენც გინდა გაყრა?
-დავიღალე ,მომბეზრდა ამის გამწარება. საცოდაობაა უკვე ამის ყურება. ხო ასეა ხომ ველაპარაკები ჩვეულებრივად ხოდა მეც გეუბნები რომ აღარ მაქვს ამ კაცის ატანა და ერთადერთი ადამიანი ხარ დედამიწის ზურგზე ვინც მიყვარს, ვინც ჩემია და ვის გარეშეც მოვკვდები . შენ კიდე მეუბნები რო ბათუსთან წახვალ ...ჩვენ გვადანაშაულებ რომ შენზე არ ვფიქრობთ.შენზე რომ არ ვფიქრობდეთ გგონია ამდენ ხანს ვიცხოვრებდით ერთად / მამაშენი სიმართლე რომ ვთქვათ მხოლოდ შენს გამო იყო ამდენ ხანს ჩემ გვერდით, ალბათ აღარც ვუყვარვარ უბრალოდ ტიპაჟია ასეთი ნერვებისმომშლელი და თან ბოთე !
-ბოთე ლატო ვითომ ... რო არ გიყვილის და ალ გაგინებს?
-ახლა რა იმაზე უნდა ვიდაოთ მე და შენ მამაშენი როგორია?
-მიყვირი ხედავ?
-ნერვები არ მაქ შილო და იმიტო ...ტემბრი მაქვს უკვე ასეთი და საერთოდ ჩემგან რა გინდათ? ჩემთვის სულერთია ამ სახლში ისუნთქებს თუ სადმე სხვაგან.საერთოდ ისუნთქებს თუ არა ისიც სულერთია და შენდა შენმა მამამ გადაწყვიტეთ დარჩება თუ არა
-თუ უყურებ და უსმენ ..თუ ხვდები საერთოდ როგორია ამასთან დასარჩენად გემეტები მამი?
-იდიოტი ერთ დროს გული მიგდიოდა სანამ ცოლად მომიყვანდი და ისე თან რომ ყველაზე შეუფერებელ დროს გამომიხტი მაშნ როცა შენი დახმარება მჭირდებოდა და იმის მაგივრად რომ დაგემტკიცებინა გიყვარდი ყველაზე დიდი დარტყმა შენ მომაყენე ,გენდობოდი და საერთოდ ადამიანების მიმართ ნდობა გამიქრე
-მერე...მერე ვინ თქვა რომ არ ვნანობ. შენგან განსხვავებით ის მაინც შემიძლია რომ ვაღიარო რა შეცდომა დავუშვი
-ოოჰ აღიარებს...რადგან აღიარებ რაღა გვიჭირს
-დავურეკავ რა მე ბათუს ...გთხოვთ
-არა!
-მაინც დავურეკავ...ეკატერინემ მითხრა საყიდლებზე წაგიყვანო
-რა საყიდლებზე ..რა დააწერე ახლა ეკატერინეს შილო რატო არ გვგავხარ არც მე და არც ამას - ბარბარემ წამსვე აატრიალა თვალები
-თითონ მითხრა წამკევიო ... უნდა რომ გული მომილბოც რა ვერ გაიგეთ და მეც გამოვკრავ ხელს ერთ ორ კაბაც დიდი ამბავი
-ნამდვილი ეშმაკუნა ხარ
-ნეტავ ვის გავს დედამისს ხომ არა
-შენი ასლია ერეკლე მე როგორ მგავს
-რაც კარგი აქვს ვერ დავუკარგავთ,ნამდვილად მგავს ჩემი ცხვირი,თვალები,კანისეფრი და თითები აქვს
-სად გებულობ ახლა როგორი თითები აქვს ...
-დააკვირდი და გაიგებ
-ჩემ შვილს როგორი თითები აქვს ვიცი...შენი მოჯღვარკული თითები არ ვიცი
-მეეჭვება რაღაც!
-ანუ მივდივარ...გმადლობთ .რომ დავბრუნდები იმედია გადადებული გექნებათ მომავალი 4 წლით განქორწინება .ისე ადრე როგორ გადაიფიქრეთ? ისევ რო გაიმეოლოთ?
-არა ისევ ვერ გავიმეორებთ ...გამორიცხულია- ორივემ ერთად თქვა ტასო ყურებდა გადაფითრებულებს თვალებს რომ აცეცებდნენ და მერე იცინოდა-ჩვენ დაგვცინი?
-მე კი არა შენ დაგცინის!
-სანამ მოვა მოგკლავ და სადმე გადაგაგდებ
-რა საყავრელი გახდი ამ ბოლო დროს...ნელ ნელა იბრუნებ 5 წლის წინანდელ სახეს?
-ვცდილობ!
-რა იყო სინდისის ქენჯნამ გაგიარა?
-გამოვისყიდე უკვე და გამიარა
-რაღაც მეეჭვება ...- ირონიულად გაუღიმა და ხალათი ტანზე შემოიტმასნა, შემდეგ კიბისკენ დაიძრა და ანასტასიასთან საუბარი განაგრძო.
ბოლსო რა თქნა უნდა ტასომ გაიტანა თავისი და კატოსთან ერთად წავიდა. ეკატერინე სახლში არ შესულა ქალბატონის ბრძანებით პირდაპირ წავიდნენ საშოპინგოდ.
ერეკლე სახლში იყო და რაღაც საქმეს აგვარებდა კომპიუტერში თავჩარგული
-აჰა საბუთები ..ხელმოწერილია და შეეცადე რაც შეიძლება მალე დასრულდეს ყველაფერი! პირველად გისრულებ სურვილს ჩაინიშნე ეს დღე - ფურცლები მაგიდაზე დაუგდო და ზემოდან დახედა. დადვანმა ჯერ ფურცლებს დახედა წამით ეწყინა კიდეც ასე მალე რომ დათანხმდა მერე მშვიდად აკრიფა ფურცლები და ხელმოწერას დახედა-არ მენდობი?
-ჯერ კიდევ დილით არ მეყრებოდი და ახლა რამ გააგაწყვეტინა
-ტასოსთან საუბარმა ... შენ იმდენად სუსტი ხარ მარტოს გადაგაფიქრებინებდა და რომ მივხვდი საერთოდ არ მაწყობს შენთან დარჩენილი ცხოვრების გატარება. რადგან ამდენს ხვდება ,ამდენი იცის და ამდენს ლაპრაკობს მზადაა უკვე რომ განვქორწინდეთ
-პირველი გონივრული გადაწყვეტილება...რამე საჩუქარს გიყიდი სამახსოვროდ
-არ მჭირდება,შენ რომ ვერ დაგიანხავ ეგეც კმარა
-რაღაც ძალიან ღვარძლიანად არ გამოგივიდა და რა გჭირს? ხომ კარგად ხარ
-არაჩვეულებრივად ...
-სად მიდიხარ
-ბექა უნდა ვნახო ...რესტორანშიც მელოდებიან და თან გავუვლი
-ჩემს რესტორანში გაქვს პაემანი ? მაგარი ფანტაზიორი სატრფო გყავს
-იმდენად ფანტაზიორი რომ შეიძლება შენ საკუთრებაში გამჟიმ*ს ვეყრებით უკვე და ღალატი აღარ გამოვა
-მეეჭვება თიკუნას...ლიკუნას ან ანჩოს პენსი ჰქონდეს...მაგრამ კაი სცადე მაინც- თვალი ჩაუკრა და ისევ კომპიუტერს მიუბრუნდა
-იცოდი ვის ვხვდებოდი?
-შენი ძმა რამდენ ხანს აპირებს ჩემგან ფულის მიღებას?
-მუშაობს...
-უთავმოყვარეო მერე მე ვარ
-ყველას აქვს მეორე შანსის უფლება
-მარტო მე არ მქონდა ხო?
-მეორე შანსი არ იყო შენგან შვილი რომ გავაჩინე? შენ არ მომეცი მეორე შანსი მითხარი ყველაფერი მორჩაო და მილიონი საყავრელი გყავდა მას მერე ჩემგან რა გინდა ,რაში მადანაშაულებ მაინც ვერ ვიგებ
-რა? ახლა არ მითხრა რო ჩემთან ტკბილად და თბილად ცხოვრება გინდოდა და მხოლოდ იმიტომ გადაიფიქრე რომ შენივე განტავისუფლების მიზნით გითხარი აღარასდროს მოგიახლოვდები-თქო
-ერთი წელია ჩემ გვერდით იძინებ და ეგაა არმოახლოება?
-ერთი წელი ზუსტად ვიძინებ... უფრო სწორად ერთი წლიდან ის დრო როდესაც გაგიჟებული ,გადარეული და უმიზეზოდ გაბრაზებული არ იყავი და ოთახის კარს არ მიკეტავდი . მაშინ ვიძინებდი როცა თავად შემოგაწვებოდა ჩემთან ჩახუტების სურვილი რომელსაც თავად ვერ ხსნი და რომელსაც საერთოდ არ აღიარებ
-ამდენი ლაპარაკი შენ როდის ისწავლე იცოდი და მიმალავდი? რა ჩახუტების სურვილი როდის ჩაგეხუტე ბოლოს
-დრო და საათი არ მახსოვს არც ეგეთი მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის
-ნამდვილი საწამლავი ხარ რომლის მიღების დღესაც ვწყევლი ! ამღვრეული თვალებით უყურებდა დადვანს,მერე უცებ აქცია ზურგი და სახლიდან გავარდა. ისე სწრაფად მიდიოდა ლამის ავარიაში მოყვა რესტორანთან მიახლოებამდე.
კონჯარია უკვე მენეჯერად მუშაობდა და პიჯაკში გამოწყობილი ხვდებოდა სტუმრებს. ბარბარე რომ დაინახა გაუკვირდა
-ბარბი აქ რას აკეთებ?
-შენთან არ მოვსულვარ ...გოგოებს უნდა შევხვდე მაგიდა დაჯავშნილი გვაქ ლიკუნას სახელზეა!
-ასე ადრე რატომ მოხვედი მაშინ ...ჯავშანი ერთ საათში გაქვთ
-მაინტერესებს როდის შეწყვეტ ამ მარაზმს და დატოვებ აქაურობას
-სანამ გიორგი არ მოისურვებს
-ახლა რა გიორგის მონა ხარ? რას ბოდავ ნეტავ იცოდე შენ არ იტამაშო და რამე ცუდი არ გააკეთო და გიორგის სულ ფეხზე არ კიდია ის ფული? გგონია ეგ ადარდებს?
-ვიცი რომ არ ადარდებს და ნუ წიკვინებ...წამოდი კაბინეტში შევიდეთ
-რომელიც წესით ჩემს ქმარს ეკუთნის
-აქ არასდროს მოდის..ფულს იღებს მარტო სხვათაშორის კარგა ბლომად-სწრაფად მიიყვანა კაბინეტთან და კარი გაუღო
-ხომ არ უტეხავ შემთხვევით... იქნებ ისევ იგივე დარჩი და აქედან ფულს აგროვებ უბრალოდ .ის ასი წელი არ შეამოწმებს შენ აღებულ კაპიკებს
-ასეთი შხამი როდის დაგიგროვდა...როგორი კარგი იყავი ადრე
-ხოო? მართლა მერე ვინ მომშხამა ნეტავ ხომ არ იცი
-დავიჯერო მე ვარ ყველაფერში დამნაშავე? რა გინდოდა დადვანთან რომ რჩებოდი კარგი ის ყლ*ა შენ რატო უთხარი თანხმობა რატო გააჩინე მისგან ბავშვი და რატო გაირთულე საქმე ,რატო არ შორდები ვაფშე
-ხო მართლა ვშორდები და მაგრა ტეხავს ყოფილი სიძის რესტორანში მენეჯერად მუშაობა რომელიც არც კი გელაპარაკება და რო ჩავრდეს არც კი მოგაფურთხებს
-მოიცა რა? ეყრებით მართლა?
-რა ბედნიერი ხარ თითქოს ჯეკპოტი მოიგე...არ ვაპირებ ქონების ნახევარი წავართვა და მითუმეტეს შენ მოგცე
-ბარბარე რატო მშხამავ? სიამოვნებას იღებ?
-შენ ენაზე რომ ვთქვა ვკაიფობ...უი მართლა შენ კიდე იჩხერ თუ გადავეჩვიეთ ბატონო ბექუნა!
-ხომ იცი რო ორი წელია შევეშვი ... ორი წელი 4 თვე და რამდენიმე დღე. მართლა ეყრები?
-მეყრება... უფრო ზუსტ დღესაც გეტყოდი ,მაგრამ არ ვიცი სასამართლო როდის იქნება
-რატომ არ ჩანხარ კმაყოფილი და ბედნიერი ამიხსნი?
-არ ვიცი როგორი გრძნობაა ეგ შენი კმაყოფილება დიდი ხანია კმაყოფილი არ ვყოფილვარ...დაახლოებით 5 წელია მას მერე რაც ტასო დაიბადა და გულზე დავიწვინე . გატყუებ...მერე დედა რო მითხრა მაშინაც კმაყოფილი ვიყავი მარა ჩამაშხამა მამაო თან მიაყოლა . აბა წახვალ თუ გავაგდებინო შენი თავი
-წავალ აბა რას ვიზამ...გიორგის დაველაპარაკები და რამე სხვა საქმეს მომიფიქრებს
-თქვენ მართლა აპირებთ ასე გაგრძელებას?
-რა გაწუხებს შენ
-რამე ადამიანური სამსახური რომ იშოვნო არა?
-რა ვქნა ექიმად ვიმუშაო?ისე კარგი აზრია დიპლომი ხო მაქ ..რეზიდენტურა არ დამიმთავრებია და ისიც არ ვიცი დიპლომი როგორ ავიღე ძირითადად არაფხიზელ მდგომარეობაში ვაბარებდი გამოცდებს ისიც გიორგი მიმათრევდა ... უნდა დავძებნო ერთი ჩემი დიპლომი
-ხო და იქნებ შემოგაკვდეს ვინმე...ვაფშე რა გინდოდა სამედიცინოზე
-ხარისხიანი მორფი მარტო ანესთეზიოლოგებთან ჩითავდა და
-ავადმყოფი ფუუ როგორ ვერ გიტან მარტო იმიტო რო ნაოჭიანი ტვინი გაიხმე შე იმბეცილო რა უნდა გელაპარაკო
-რუსეთში წავალ
-კიდე რამე ხო არ გინდა...ეს ახლა მოიფიქრე ?
-რა იყო ტო წავალ ვისწავლი გავიხსენებ რაც ვიცოდი და ვიმუშავებ. გერმანიაში ვერ გავქაჩავ
-ხო ზუსტად რუსეთი გჭირდება შენ კარგად რო ჩაწვე ნარკოტიკებში იქნებ მოკვდე პრედოზირებით და დაისვენებ მაინც
-რა კეთილი ხარ
-ვიცი გმადლობთ,ჩემი ყველაზე კარგი თვისებაა.
-ერეკლეს გავლენაა
-უკაცრავად?
-შენი ცინიზმი...მანაც ასეთი შხამის ნთხევა იცის
-მაგის გადმონთხეული შხამი მე არ მინახავს...
-შენ გინდობდა როგორც ჩანს...მიდიხარ უკვე?
-გავალ მოვიდნენ გოგონები
-ჩემთან დაბრუდნები?
-არა რა თქმა უნდა !
-აბა?
-სახლს მიტოვებს ... უფრო სწორად ანასტასიას უტოვებს
-მამა იყო გუშინ ცუდად ... თუ შეძლებ ტასო გამოიყვანე და გამოდი
-სახლში იქნები შენც?
-კი ვიქნები
-რა სჭირს
-მაღალი წნევები აქვს ... მუშაობას ანებებს მგონი თავს აზრზე არ ვარ
-აბა ბიზნესს რას უპირებს?
-სახლიან მიხედავს ან გადააბარებს ვინმეს ...მეც არ მილაპარაკია ნორმალურად. ექიმთან ვახლდი გუშინ,უფრო სწორად ძალით წავიყვანე ხო იცი ევრ იტანს ექიმებს
-მაგიტო არ გახდი შენც ექიმი?ვაი ექიმი მაგრამ მაინც
-რა გიდნა ბარბარე? სწავლა სიბერემდეა თუ დამარტყა ერთი თავში მართლა გავაკეთებ იმას რაც გითხარი
-თუ ღმერთი გწამს ქართველები არ ჩახოცო ცოტა ვართ ისედაც
-მოხვალ?
-მოვაალ !
გოგონებთან ერთად იყო, მერე კატომ დაურეკა და ისც დაპატიჟა. ქალბატონი ანასტასია შეცქრიალდა შენობაში და წამსვე გაიქცა დედიკოს დაქალებისკენ.თავად ბარბარეს ისევ წარბშეკრულმა გახედა. კატო ცოტა ხნით დარჩა და მალევე წავიდა .
სახლში რომ დაბრუნდა ერეკლე დახვდა მისაღებში
-გამარჯობა როგრ ხარ ერეკლე?
-კარგად შენ? ტასო სად გყავს? მეგონა სახლში მოიყვანდი
-ბარბარემ დაგვირეკა და რესტორანში მივიყვანე ...იქ დარჩა გოგონებთან.დათა სად არის?
-სამზარეულოშია...არავინაა სახლში და რამეს გავაკეთებო
-მეც გავალ და ახლავე მოვამზადებ ვახშამს. სოფიო სად არის ხომ არ იცი?
-მიხეილს გაყვა სადღაც თუ არ ვცდები ასე თქვა არ დავბრუნდებით ამ ღამითო
კატო სამზარეულოში შევიდა. ბაღათურია რაღაცას უშედეგოდ წვალობდა და აშკარად ცოტა აკლდა ყველაფრის დალეწვამდე.
-სულზე მომისწარი თორე შიმშილით ვკვდებოდი ...გაგვიკეთებ რამეს?
-რა თქმა უნდა...- გაუცინა და წინსაფარი მოხსნა- გიხდება ისე
-მე ყველაფერი მიხდება
-განსაკუთრებით მე გიხდები
-ჰმ, ვერ გედავები - ტუჩებში აკოცა და მისაღებში გავიდა-აბაა მოყევი ახლა რა უნდოდა ტასიკოს ეკატერინესთან როცა შენ სახლში იყავი და დღეს კვიცის სანახავად მიგყავდა
-ბარბარემ ხელი მოაწერა...ვეყრებით. ტასომ იცის და გვეჩხუბა.შენტან რომ მოდის ამაზე ილაპარაკეთ უკვე?
-ვიცოდი რომ იცოდა... შევამზადესავით,მარა არ გამომივიდა .არ უნდა რომ გაეყაროთ და ვერც გაამტყუნებ ის ხომ ბავშვია თქვენ კიდე არ ითვალისწინებთ ამ ფაქტს და ისე ესაუბრებით როგორც 44 წლისას და არა 4 წლის ბავშვს
-არც პირველი ბავში იქნება არც მეორე ვინც მშობლების განქორწინებას გადაიტანს.გავა დრო და შეეჩვევა
-აქ კიდე ვინმე არის ჩემ გარდა თუ რა უბედურებაა ... მე მელაპარაკები კაცს რომელიც ხუთი თითივით გიცნობ . შეგიძლია ატირდე
-საზიზღარი ხარ
-გავიგეთ რომ თავშეკავებას ციდილობ,მაგრამ არასდროს ყოფილხარ უემოციო უგრძNობი კაცი და ახლა როგორ გახდები ხომ ვერ მეტყვი. სრულიად ბუნებრივია რომ არ გინდა განქორწინება
-მინდა!
-კი არ გინდა გონს მოდი და ხვდები რომ ასე აჯობებს . ამ ორს შორის კი განსხვავებაა ...
-ვერფაერი გავიგე ხან მეუბნებოდი როგორ იქცევი ბარბარეს თავი როგორ ვერ შეაყვარეო და ახლა წინაარმდეგი არ ხარ? ველი როდის მეტყვი არ გაეარეოო შენ კიდე არაფერს ამბობ
-გეუბნებოდი ,მაგრამ არაფერი გამოგივიდა და ახლა ვფიქრობ რომ ასე აჯობებს. თუ უყვარხარ და მე მართალი ვარ დაგიბრუნებს,თუ არადა აჯობებს შორს იყო მისგან . მარტივად და მოკლედ... ახლა კი მითხარი ჩემს ტასუნას რას უპირებ რომელიც იმაზე დიდ ტრამვად მიიღებს ამ ამბავს ვიდრე ნორმალური 4 წლის ბავში
-შენთან მოდის
-თუ გგონია რომ შენს მხარეს დავიჭერ და ჩემთან არ წამოვიყვან ცდები. მთავარია ტასო იყოს კარგად
-მე მამამისი ვარ
-კაი მართლა?
-შენთან არ წამოვა. ბარბარე მოგკლავთ შენც და კატოსაც
-ბარბარე არავის მოკლავს... ზოგადად არ არის მოძალადე ადამიანი და ვერ ვხვდები მისნაირ საყვარელ გოგოს როგორ ვერ გაუგე . ბოდიში რომ გეჩრებით,ვახშამი მზადაა - ეკატერინე ჩაერთო მათ საუბარში
-საყვარელი ეს შენთანაა თორემ ჩემთან არ არის
-შეუძლებელია ერთთან იყოს და მეორესთან არა. ადამიანები ყველა თვისებას ვფლობთ უბრალოდ მათგან კარგი უნდა გამოვიყენოთ,ყოველ შემთხვევაში ვცადოთ .შენ კი აშკარად ცუდად ეცადე .მაპატიე ,ისევ ჩარევა გამომივიდა და ზოგადად არ მიყვარს,მაგრამ შენ ხომ სხვა არ ხარ
-ქალური სოლიდარობა
-სულაც არა. მე არ ვიცი თქვენს შორის რა მოხდა, მაგრამ შეუძლებელიაა ასე უემოციოდ უგრძნობად მოიქცეთ . არ მესმის
-შენ ამათ ვერც გაუგებ... შენთვის აჯობებს ვერ გაიგო თორემ ნერვები დაგიზიანდება
-ვიღაც მოვიდა- ნაბიჯების ხმა რომ გაიგო ერეკლემ უკან მიიხედა .ოთახში ტასო შევარდა და პირდაპირ ბათუს მოეხვია
-მიშველე რამე სულ გაგიჯდნენ...ვიგუპები - მაშინვე უთხრა და ფეხები მოხვია- ამათ არ გამატანო ამაგამ დახოცავენ ერთმანეთც
-რა ჩაიდინე- სანამ ეკატერინემ ერეკლე და ბარბარე დასვა მაგიდასთან მანამ საუბარი მოასწრეს
-საჩინელება ..შენც დაგიჭელენ მეც დამიჭელენ ტლიფონაცაც -ჩუმად თქვა და ტუჩზე ხელი მიიფარა
-დედაშენს გავხარ...ერეკლე არ ყოფილა ასეთი მაიმუნი !
-ვიციი - გაიცინა და ლოყაზე აკოცა -ჩშშ
-ერთად ვუყუროთ კონცერტს?
-ხოო
ვახშმობისას ყველანი ჩუმად ისხდნენ. ეკატერინემ უხერხულად იგრძნო თავი,ვერ იფიქრებდა თუ ამდენად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ .
-კატომ მთხოვა ჩემთან დარჩიო და დგეს აქ ვრჩებიი
-მე.. -ეკატერინემ გაკვირვებულმა გახედა ბავშვს და მერე გაუღიმა ბათუმ თვალებით რომ ანიშნა გაჩუმდიო- შეიძლება რომ დარჩეს? სულ დამავიწყდა მეკითხა მაპატიეთ
-იტყუება და არა არ შეიძლება. სახლში რომ მივალთ გამახსენე ლექცია წაგიკითხო ტყუილთან დაკავშირებით - ბარბარე უკვე მარტივად ხვდებოდა ტასოს ტყუილებს
-აუუუ დედააა დალრენა მინდაა
-შეგეძლო თავიდანვე ეგრე გეთქვა
-მამააა
-დედაშენს დაუჯერე
-თქვენ დაუჯელეთ ერთმანეთს თუ კაია.. მე აქ ვლჩები
-დარჩეს რა ხდება არ მენდობით?- ნათლიაც ჩაერთო საუბარში
-ნუ ატ. ნუ სულელობ ახლა . თანაც ბარბარე არ ტოვებს
-ოჰ შენ სულ ჩემს ჭკუაზე დადიხარ- ჩუმად თქვა და ტასოს გახედა- დარჩი ნებას გაძლევ ...თუ გინდა სულ დარჩი ვნახოთ რამდენ ხანს გაძლებ უჩებოდ
-ასე ნუ ეუბნები
-შენს თავს მიხედე. უკაცრავად რადგან მოაგვარე შენი საქმე პატარა ქალბატონო მე სახლში წავალ. მადლობა დაპატიჟებისთვის კატო,იმედია ხვალ დილას გულგახეთქილს არ გიპოვნიან და თუ გადარჩები შვილის გაჩენას არ გადაიფიქრებ . ბავშვი ბედნიერებაა მიუხედავად იმისა ვისგან აჩენ-ერეკლეს გასაგონად თქვა და გასასვლელისკენ დაიძრა. კატო მიჰყვებოდა , წასვლამდე რომ გაჩერდა და საუბარი განაგრძო-ის რაც იქ გითხარი დაივიწყე...
-ანუ მნიშვნელობა აქვს ბავშვს ვისგან აჩენ?
-არა არავითარი ... თუმცა შენ ეს არ გეხება.ბათუ ყველაზე კარგი მამა იქნება . წავედი აბა კარგად...სანამ დაიწყება სწავლა და დაკავებული იქნები მანამ მესტუმრე . გემრიელ ტორტს დაგიცხობ ახალი რეცეპტი აღმოვაჩინე თიტებს ჩაიკვნეტ . ანჩო როდის მიდის? მის წასვლამდე დაგპატიჟებთ
-ერთ კვირაში მიდიან...
-ერთ კვირაში განქორწინებასაც მოვასწრებთ იმედია და ავღნიშნოთ...ოჰ მეუღლევ სახლში მობრძანდებით? - ჯერ კიდევ კართან იდგა ერეკლე რომ გამოჩნდა
-სახლში მივბრძანდებით დიახ- მკლავში წვდა და მანქანისკენ წაიყვანა- ნახვამდის რძალო
-რა გეტაკა... ხელი გამიშვი, მოვდივარ
-გაგიშვებ...გაგიშვებ აბა რას ვიზამ
შემდეგ აღარაფერი გაუგია მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.
ეკატერინე სახლში რომ დაბრუნდა ბათუ ტასოს ეკამათებოდა,ნუ მაგათთვის კამათი იყო
-საშინლად იქცევი,არაფერს აკეთებ ისე როგორც მე გარიგებ. იტყუები, ყველას აბრაზებ და თავხედობ. გასაგებია რომ არ გინდა მათი დაშორება,მაგრამ ასე რომ იქცევი ცუდი გოგო ხდები და მე კიდე ცუდ გოგოებს არ ვეხმარები ...აი ნახე რა კარგი ცოლი მოვიყვანე , ცუდი გოგო რომ იყოს არ შევირთავდი - კატოსკენ გაიშვირა ხელი და ატუზულ ტასოს შეუბღვირა
-აბა რა მექნა მეტი ვერაფერი მოვიფიქრე ...
-იცოდე ვეტყვი მამაშენს რომ შენ დამალე საბუთები
-არ ეტყვი’
-ცუდად მოიქეცი!
-ვიცი,მაგრამ მაინც არ ეტკვი
-ვეტყვი ! თან ახლავე
-აბა ერთად გავერთოთო?
-მეგონა რამე მოუხატე, დაუსვარე ან კიდევ გაუფუჭე რომელიმე ზედა ან რამე ეგეთი შენ კიდე ოინი კი არ მოუწყვე დედაშენთან აჩხუბებ
-რომ ჩხუბობენ კველაფერს ამბობენ
-და უფრო შორდებიან! წამოდი ახლა...ხვალ დავურეკავ .
-არ მეძინება...მულტფილმი მინდა
-დავწვეთ და ჩაგირთავ..იცოდე ლეპტოპს არ მოგცემ თვალებს გატკენს
-ოოო
-ტელევიზორიან ოთახში დაგაწვენ
-ტკბილეული გინდა თუ კაკაო?
-ორივე შეილება?
-მგონი შეიძლება ...თუმცა შეზღუდული რაოდენობით - თვალი ჩაუკრა და სამზარეულოში გავიდა
პატარა ქალბატონს მულტფილმის ყურების დროს ჩაეძინა. ბათუმ საბანი დააფარა და ოთახიდან გაიპარა კატოსთან ერთად
-საინტერესო მულტფილმი იყო-კატომ თქვა და დაამთქნარა-მეძინება
-ბავშვი ხარ რა... მოდი ჩემთან დაგაძინებ- ხელში აიყვანა და საძინებლისკენ დაიძრა. მაქსიმე რომ შეეჩეხათ დერეფანში
-უუფს მგონი თვალებზე უნდა ავიფარო ხელი
-ჰა ჰა იხუმრა ბიჭმა ... მთვრალი ხარ?- გვერდით რომ ჩაუარა უცებ გაჩერდა
-დათა დამსვი
-დათას გეძახის? ცოტა დავლიე შენ მეძებარივით ყნოსვა გაქვს ისევ?
-დეპრესია გაქვს ძამიკო? საკალელია ალა?
-დამსვი !
-მე წავედი..>შენი ნერვები არ მაქვს
-სად გექნება ჩემი ნერვები ქალი ვერ გიპოვია ისეთი შენ რომ დააკმაყოფილო და შენს მერე სხვას არ გადაუშალოს
-ერთს მაგრად გლეწავდი კატო რომ არ გყავდეს ხელში
-კატო არა ეკატერინე ...და აჰა დავსვი - კატერინა დერეფანში დასვა და ძმისკენ შებრუნდა
-დედა სახლშია?
-არააა არავინ დაგვტუქსავს ნუ ღელავ
-დათაა რას აპირებთ ... გაგიჟდით?- ერისთავი ნამდვილად გაუგებრობაში იყო
-ერთი მარტო ...რომ გამამასხარავა მარტო იმიტო
-მოდი თუ კაცი ხარ ...მაინტერესებს რა ძალით ურტყ..- მაქსმა რომ მოუქნია ყბაში ცოტა შეაქანა- კაი ღადაობ? რკინები ჩაიდგი მუჭში? ვერ გამაფრთხილე წინასწარ შე ჩემა? მეგონა ისევ ისე ურტყამდი როგორც ადრე
-ვვარჯიშობდი ბოლო 10 წელი
-ხო ეტყობა ის აპარატი გიმუშავებს თითებს ქალების ვაგინაში რითიც შეგყავს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ან ...
-რა განათლებული ძმა მყოლია
-მოიცა დარტყმა ასე უპასუხოდ უნდა დავტოვო?
-ხო თორე ყბას გამიტეხ და არ მინდა რა...
-რატო ვითომ
-ხვალ დილით პაციენტი მყავს და უხერხულია
-კარგი მხოლოდ იმ ქალის გამო - გგონიათ წავიდა? თავი გლიჯა და მერე მშვიდად დაიძრა საძინებლისკენ- ყინული დაიდე და აღარ გაგილურჯდებაააა...მეორედ აღარ დამარტყა ტუჩი მეტკინა
-იდიოტოო თავი გამისკდა
-შეგაქანა ჩიტო?- გადაიხარხარა და ოთახში შევარდა. კატო გაოცებული უყურებდა . კარი მიხურა მერე და ბაღათურიას გახედა-ხო იცი რო ვაფრენ რა გიკვირს?
-არაფერი ...გინდა გაკოცებ და მოგირჩება
-მე მინდა თუ შენ?
-ცუდი ბიჭ ხარ
-ძალიან, ძალიან?
-ძალიან, ძალიან -გაიცინა და მისკენ დაიძრა . ტანსაცმელს იშორებდნენ და ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ
........
-ხელი გამიშვი თორემ გავგიჟდები,რა უფლებით მეხები საერთოდ
-უფლებით ? ყველაფრის უფლებას ავიღებ ახლა თუ არ მეტყვი სად წაიღე
-რა წავიღე რააა რა ჯანაბა გინდა შე ხისთავიანო პრიმატო ...რა დაგიშავე ღმერთო ასეთი რაააა - მანქანიდან გადამხტარი მირბოდა და კიოდა . დადვანი მკლავში წვდა და კედელზე მიახეთქა-მეტკინაა ცხოველოო
-რა დაგიშავე ასეთი მითხარი ...მიპასუხე რა დაგიშავე . მიყვარდი ...მიყვარდი სიგიჟემდეე ყველაფერს გავაკეთებდი შენთვის იმ ნაბიჭვარს რომ ეთქვა მამაჩემიც ფეხზე და შენცო ...გეფიცები ჩემი ხელით მოვიყვანდი შენთან. რომ ეთქვა ბარბარე შენთან საქმეს არ დაიჭერდაო წამსვე რო არ მიეგდე სამუდამოდ გავქრებოდი შენი ცხოვრებიდან . რომ შემოგთავაზე ცოლობა ვიცოდი ბექასთან ვერ გაძლებდი , ვიფიქრე უბრალოდ იქნება ჩემთან თავს შევაყვარებ-თქო . მითხარი რამე ისეთი გავაკეთე რითაც შეგავიწროვე? რითაც გაგრძNობინე რომ შენი დანახვისას გული მიჩერდებოდა და ისე მინდოდა უბრალოდ რომ ჩაგხუტებოდი მაინც სიზმარშიც მელანდებოდი. მითხარი შეგხებივარ ერთხელ მაინც ზედმეტად? არ მიმიქცევია შენს ასაკზე ყურადღება და შენი ჭკუიდან გადაყვანა მიცდია? მიპასუხე რა რა დავაშავე . ცხოვრების 6 წელი შემოგწირე შენი არცერთი გამოხტომა ჩამიგდია შენ კიდე ყველაფერს აკეთებდი რომ გაგეგიჟებინე ,ყველანაირად მიწვევდი
-და იქნებ საერთოდ არ მინდოდა შუშაში ჩაგესვი და შორიდან გეცქირა ჩემთვის ...იქნებ ერთადერთი რაც მაინტერესებდა შენში ეგ იყო
-ისედაც ვიცოდი ეგ და სწორედ მაგიტომ არ ვიყენებდი რიგითი ნაშასავით უნდა ამეგდე ? კი არ ვიცოდი 18 წლის გოგოს რომ მოხილავდა ჩემი შარმი და ფიზიკური მონაცემები რა კარგია რომ მითხარი . შენი აზრით ეგ მინდოდა?
-სიყვარული თუ გნებავდა და წრფელი გრძნობდები ხედავ რაც მიიღე ... - ხელები გაშალა და ისვე უკან დაიხია თითქოს სუნთქვა ეკვროდა მის სიახლოვეს- ასე ნუ მიყურებ მგონია რომ შუაზე გამგლეჯ და საერთოდ არ მაწყობს ეგ ამბავი ,...საერთოდ რა წრფელ გრძNობებზე მელაპარაკები იმდენი ქალი გყავდა ეგ იყო ნორმალური ? ვიღაცას ჟიმავ*** და მე გეჩვენებოდი სავარაუდოდ .... ნუ მას მერე მაინც რაც სექს* გვქონდა . ეგ კარგი გამახსენდა რომ გკითხოს კაცმა თავს იკავებდი რატომ არ გამიშვი ხელი? გასულიყავი გამშორებოდი რა გინდოდა? ან მერე რას ელოდი რო გულებს გადმოვყრიდი თვალებიდან? სანამ არ გავიგე რო ფეხმძიმედ ვიყავი მანამ ვნანობდი რომ შეხების უფლება მოგეცი ! და მერე საერთოდ საშინელი გრძნობა მქონდა როცა მღალატობდი...მანამდე არა
-ქალებმა მარტო თქვენს გრძნობებზე საუბარი რატომ იცით შენი აზრით მე ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი სხვებთან რომ ვიყავი? გული მერეოდა ხანდახან საკუთარ თავზე ,მაგრამ შენ რომ გამაგიჟებდი და ჭკუიდან შემშლიდი ვინმე რომ არ მომეკლა ხომ უნდა გავლეშლიყავი და როგორმე დავცლილიყავი რომ არ მოგვარდნოდი და მომეკალი
-უიი რას მეუბნები არ გამაგიჟო...ყოველ ჯერზე გული გერეოდა? ეტყობა იმიტო არ აღმოჩნდა ის საწყალი ბავშვი შენი შვილი რო ბოლომდე ვერ მიიყვანე საქმე .მე შენზე მერევა გული გამიმართა აქ სიმართლის საღამოო ...ნეტა მეც გული ამრეოდა და გამერთო მაინც თავი გავიტანჯე ეს წლები უსექსოდ
-შენთან საუაბრი არ შეიძლება საერთოდ არცერთ თემაზე...არ შემიძლია დავიღალე. შენ არ დაიღალე ?
-აბა რა გითხარი დილას ხელი რო მოვაწერე იმ წყეულ საბუთებზე რაც შეიძლება მალე გავეყაროთ...წვეულება უნდა დავგეგმო მთელი დღეა მაგაზე ველაპარაკები გოგოებს
-მერე სად წაიღე ის საბუთები
-მე სად წავიღე შენ არ დაგიტოვე? მოიცა მაგაზე მეუბნებოდი სად წაიღეო? შენ გაგიჟდი? რა გეგონა რომ ასე სულელურად მოვიქცეოდი და საბუტებს დავმალავდი? თავიდან გაააკეთე
-შენ არ გაქ? მე არ მაქ ზუსტად ვიცი რომ კაბინეტში ჩავდე უჯრაში
-ოოხ ტასოოო....ტასო არ ვიცი რას გიზამ შენი ბრალია შენ გაათაამაე აბა მამა რა გინდა აბა ეს აბა ის და აჰაა ეგ მაიმუნი ბავში ეგ პატარა ეშმაკიი ! თუ დაწვა ისინი? ახალი გააკეთებინე ადვოკატს დროულად თორემ რა ვიცი იქნებ და გადავიფქრო მერე
-გააიფიქრო ?მოიცა ტასოს ექნება?
-აბა ვის ? განგებ დარჩა იქ ეგ გიჟი ბავშვი .ნეტა რა ჰგონია რო შევრიგდებით?
-რომ რიგდები რაღაც კარგს უბრუნდები და მე და შენ კარგი არაფერი გვქონია !
-რა საყავრელი ხარ გულმოკლული ქალის როლს რომ ირგებ
-როგორ ვერ გიტან ასე რომ მელაპარაკები და რომ ვხვდები რომ მართალი ხარ
-ნუ ყვირი ხმა გიბოხდება მერე და ყურში ცუდად მხვდება
-ცუდად არ გხვდება ...მოგწონს და შენი პრობლემა ეგაა. რაც უფორ მეტი რამე მოგწონს მით მეტად მკბენ
-ეგრე გამოდის რომ შენზე ვგიჟდები...საერთოდაც კარგი საკბენი კი ხარ.ისე ამ ხუთ წელში რაც ჩემზე გაბრაზებულმა ტრენაჟორებზე დახარჯე ენერგია რამდენჯერ მოგინდი,რამდენჯერ გაბრაზდი კი ხარ ბერძენი ღმერთკაცივით. ჩემ კურსელებსაც კი მოსწონხარ და ჩემი დაქალოშკებიც კი დღეებს ითვლიან როდის გაგეყრები რომ მერე დაგეჩალიჩონ და თავი გაიმართლონ რომ უკვე აღარ ვარ შენი ცოლი.მეც ვერთობი და ისე ვწუწუნებ თითქოს ძალიან მტკივა გული რომ მშორდები...სხვათაშორს შენ დაგაბრალე და ვთქვი რომ მირალატე და გული მატკინე ,დაუკმაყოფილებელი კაცი ხარ და ერთად გინდება რამდენიმე ქალი მე კიდე გული მერევა ჯგუფურებზე და ამიტომ მღალატობ
-შესანიშნავად მოგიფიქრებია
-ხო არა?
-ავადმყოფი ხარ !
-გმადლობ შენც ! დალევ? მე დალევა მინდა დღეს ემოციური დღე მქონდა...ლიკუნამ და თიკუნამ ნერვები მომიშალეს...გართობითაც აღარ მართობს მაგათი წიკვინი - ღვინის ბოთლი დადო მაგიდაზე და ჭიქებიც მოაყოლა
-ამჯერად რა მოხდა
-ტიპებმა ვერ დამალეს სიხარული რომ ვთქვი ვეყრებითთქო...ქალი აზარტში ვიყავი ლამის თვალები დავისიე და ტირილი დავიწყე .უგულოები პროსტა !
-მაგიტომ ბრაზობ?
-მე ზოგადად ბოზებს რომ ვერ ვიტან ხომ იცი? ისე რას კარგავენ ... არც არაფერს
-რომ გამეყრები აუშვი აფრები
-გკიდია ხო?
-მეტყობა?
-კი ძაან ... ვგრძნობ რომ ამომიხოცავ საყვარლებს. ჩემს ვაგინ*ს წყევლად აქცევ
-რესტორანში რამდენი ჭიქა დალიე?- გაიცინადა ქვემოდან ახედა მოკისკისე ბარბარეს
-რამდენჯერაც იმათი გაპუტვა მონიმდა იმდენჯერ მოვსვი ..ორნი იყვნენ ორივეს გაწეწვა მინდოდა რამდენეჯრაც გახსენეს იმდენჯერ და ვითომ რამდენი გამოვიდოდა?
-ლოთი ხარ... ბატუსთან ისე იჯექი თითქოს არაფერი
-შენი სკოლაა...ვაღიარებ. რაც მე და შენ ნერვებმოშლილზე გავლეშილვართ ერთად მაინც დაგველია რა იყო ფუუ რა უფანტაზიო კაცი ხარ ...- სავარძელის საზურგეს მიეყრდნო ,ფეხსაცმლიდან ფეხები ამოყო და მაგიდაზე დააწყო - ყელს მწვავს ...რამე ტკბილი მოიტანე რა გთხოოვ ბოლოჯერ მასიამოვნეე ქმაროო
-მთვრალი რა საყვარელი ხარ...აქამდე რატო არ მოვწვი ეს?
-რომ ხვდები მეყრები ახლა გიმუშავდება ტვინი...რა იდიოტური ორგანოა რაა .მარა სხვა რამით რომ აზროვნებდე ხომ დავიღუპებოდით ქალები .იცინე რა გენაღვლება გამეყრები ახლა და აუშვებ აფრებს აქამდე მარტო მაშინ მღალატობდი ძაან რო გინდებოდა და ახლა ღამეს არ ჩააგდებ .ბერდები აწი და გაერთე რას კარგავ.მმმ მარწყვიიი და შოკოლადი . ტასოს იმდენს ვუმალავ მერ ემე ვსკდები და გავსივდები მალე მერ ეიტყვიან დეპრესიისგან მოიმატაო - შოკოლადი ჩაიტენა პირში და ისე ამეტყველდა. დადვანი დივანს მიეყრდნო და გაიცინა
-სად წაიღებდა იმ საბუთებს?
-დამალავდა
-იქნებ დაწვა
-ფერფლსვნახავდი ...დამალავდა სადმე თავის ოთახში .ვიპოვი მერე ნუ დარდობ ..ისე ასე რატო გეჩქარება? ვინმე ისეთი გყავს რომ მისკენ მიგეჩქარება? - მარწყვი ჩაკბიჩა და ისე ალუღლუღა მერე ტუჩები გაილოკა და თვალებდაწვრილებულმა გახედა დადვანს - ცალი თვალით დამანახა ის ქალი ჩემს მერე რომ შეგიყვარდება ..მმ რა გემრიელია
-არავინ მყავს !
-არავინ მყავს- გააჯავრა ბოხი ხმით და თვალები დახუჭა- იდიოტი ხარ...
-რატომ ვარ იდიოტი არავინ რომ არ მყავს?
-რომ ვერ მატყუებ იმიტომ... სცადე იქნებ ვბრაზდები
-გაბრაზდები? და ისე ხო აკლებ რა
-დალიე და გაჩუმდი! ის გოგო რომ დაბრუნდა არ იცი ხო?
-ვინ გოგო
-ოჰ დაინტერესდდა უცებ... ვინ და აი ის გიჟი შენზე რომ გიჟდება . ლამის პლაკატები რომ ჰქონდა ოთახში გაკრული და შენ არ დააღირსე და მაგის გარდა მგონი ყველას ჩამოუარე ... დიდძუძუებიანი გრძელფეხება შავტუხა გოგო ... ვაიმე არ მახსოვს რა ქვია
-მეც ვერ ვიხსენებ შენ აღწერილს
-კლასელი რომ იყო შენი...პარალელკლასელი და იქედან მოყოლებული უყვარხარ .კიდევ არ ყოფილა გათხოვილი
-მაშოზე ამბობ? შენ რა იცი რო ვუყვარვარ? საერთოდ არ არის მაშო ისეთი გოგო შენ როგორც აღწერ
-დიდი ძუძები არ აქვს?
-აქვს ...მგონი . უბრალოდ იმას გეუბნებოდი რომ
- არ არის?
-ხო
-შესანიშნავი კანდიდატი ყოფილა ჩემს შესაცვლელად არც მე ვარ ბოზ. და დიდი ძუძუებიც მაქ, მშობიარობის მერე განსაკუთრებით . ვაიმეე ახლა გამახსენდა ბოლო თვეებში მკერდი რომ გამეზარდა და საყიდლებზე წაგათრიე ლიფს რომ გარჩევინებდი და კონსულტანტს ვუთხარი ჩემი ტრანსგენდერი მეგობარია რომ უყურებს ლიფებს თავს ვერ იკავებს-თქო ვიღაც ბიჭმა რომ გაიგო რომელიც შენი ბიზნესპარტნიორი აღმოჩნდა
-მახსოვს! ლამის ჩაშალა კონტრაქტი ...
-ხისთავიანი... ტრანსგენდერობის გამო გიწუნებდა? დამპალიი ეგ
-გაითიშები მალე
-წამიყვანე მერე საძინებელში პირველად აგითრევივარ თუ მეორედ... მართლა კი არ ვარ მომატებული . ფეხი რომ მოვიტეხე როგორ დამათრევდი შე საცოდაო ... მე რომ გული მქონდეს ახლა მაშნ უნდა განვქორწინებულიყავით მაშინ ისე მომიარე საჩუქარი უნდა მომეცა თავისუფლების სახით მარა რა ვქნა ეგოისტი ვარ გამიტკბა შენით თამაში და მზრუნველობა. აუუ მართლა ბევრი დავლიე ეს არ უნდა მეთქვა !- სახეზე ჩამოიფარა ხელები და ამოიზმუვლა.
-იმიტო გადამასხი მდუღარე წყალი ხო? ორმაგად რომ მეტანჯა თან ბავშვისთვის მომევლო,თან შენთვის და თან დამწვარი ხელი მქონოდა
-მაინც არ დამიჯერე რო ძალით არ მინდოდა ხო? დამპალოო რატო არ დამიჯერე? როდის იყო გატყუებდი?
-იმ ათიათასი ცოდვიდან ერთი გამოგაკლდა
-შენ რომ მანდარინი არ მომიტანე მაშინ?იცი რამხელა სტრესი მივიღე?
-კარგი რა ბარბარე სერიოზუალდ? იმ ღამეს იცი რამდენი რამე მოგიტანე? არცერთი გინდოდა განგებ მიშვებდი
-ხო მარა მერე მანდარინი მომინდა იცი როგორ მინდოდა? აი საშნლად თითქოს ნარკოტიკი მინდოდა და ლომკა მქონდა. იმ ღამეს მესიზმრა რო მანდარინი მომიტანე და არ მაჭევდი შენ შეჭამე სულ
-იმიტო ტიროდი?
-შენ რა იცი
-მე რა ვიცი... სიზმარში ვტიროდიო არ თქვი?
-იქ იყავი ? ღამე შემოდიოდი ? ვაახ ეგ აღარ ვიცოდი,ისე როგორ არ ვიცოდი ვხვდებოდი რო მეფერებოდი
-შენ არ გეფერებოდი
-ოჰ ოჰ ვითომ მარტო მუცელზე მეფერებოდა ... მერე ვეტყვი იდიოტი ხარ-თქო და არ ესმის. ისე ურჩხული და მზეთუნახავი ვართ ...ოღონ ურჩხული მე ვარ-გაიცინა და ჭიქა იატაკზე დადო-აღარ მინდა მეტი...მეძინება
-წამო წაგიყვან
-ამიყვან ხელში?
-აგიყვანო?
-ჰოოო - თავი დაუქნია და თვალები დახუჭა. დადვანი დაიხარა და ბუმბულივით აიყვანა. კიბეზე ადიოდნენ უკვე ბარბარემ რომ ცხვირი გაუსვა ყელზე-კარგი სუნი გაქვს იცი? მოგატყუე რომ გითხარი გული მერევა=თქო , ფეხმძიმობაში მერეოდა მარტო ისიც პირველი ორი თვე ...მერე გატყუებდი . ცუდი გოგო ვარ ხო? -არ შერხეულა ისე ბუტბუტებდა და გული გაუჩერა დადვანს.
საწოლთან დასვა და პენუარი მიაწოდა. ბარბარემ ისევ ამოხედა და წარბები შეკრა.პატარა გაბუტულ ბავშვს გავდა
-არ მინდა რომ გძულდე...უბრალოდ გადამიყვარე არ შემიძულო რა . ცუდი გრძნობაა როცა გძულს შენ ვერ აიტან - იქვე გადაიძრო კაბა და პენუარი გადაიცვა მერე ემბრიონის ფორმაში დაწვა და ბალიშს ჩაეხუტა- არ შემიძულო გთხოვ - სიზმრებში წასვლამდე ერთხელ დაიჩურჩულა და ცრემლი გადმოუგორდა ღაწვზე.
დადვანი საწოლზე ჩამოჯდა, საბანი დააფარა ცოლს. ცოტა ხანს უყურებდა შემდეგ დაიხარა და მის აწეწლ თმაში ჩამალა სახე - ჯერ უნდა გადაგიყვარო ...
ტასო რომ მიიყვანა ბათუმ და დოკუმენტები ისევ უკან დააბრუნა ბარბარეს ისევ ეძინა. გვიან გაიღვიძა,მაგრამ ადგომა არ უნდოდა. ისევ დახუჭა თვალები და გაიტრუნა. საშინელ დაღლილობას გრძნობდა,თითქოს რაღაც მძიმე ტვირთს ექაჩებოდა. ტასო რომ შევიდა ოთახში და გვერდით მიუწვა გული გაუთბა, ქალბატონს ეგონა დედიკოს სძინავსო და მკერდზე მიეკრო.
-ტასო სად ხარ? ანასტასია
-მაა დედიკოსთან ვარ... ჩშშ ძინავს
-შენ იძინებ? მე უნდა წავიდე საქმე მაქვს
-წადი,მე მივხედავ-არც გადაბრუნებულა ისე უთხრა და ასე დაასრულეს საუბარი.იმ დღეს არც კი უნახავს დადვანი . ტასოც დუმდა და განქორწინებაზე არაფერს ეუბნებოდა, აშკარად დილანდელმა ბათუს ლექციამ უშველა. სასეირნოდ იყვნენ ,უცებ მიხვდა რომ უამრავი თავისუფალი დრო ჰქონდა და ბავშვობის ოცნების ასრულება შეეძლო,მითუმეტეს ტასოსაც უყვარდა ცხოველები. ჰასკის ლეკვი იყიდა საოცარი ლურჯი თვალებით და შემდეგ ყველაფერი ახალი ოჯახისწევრისთვის. ტასოც კმაყოფილი იყო და გახარებული არჩევდა ლეკვისთვის საჭირო ნივთებს. სახლში გვიან დაბრუნდნენ ლეკვი იატაკზე დასვა და პარკები გადმოიტანა მანქანიდან. ძაღლისთვის გარემო უნდა მოეწყო , პირველ რიგში ნორმალურად ეჭმია და თავისი ჯამი დაუდგა .
-დეე მე დავუკრი რა საჭელს
-კაი დე ოღონდ მერე ხელი დაიბანე კარგად ... ნახე რა საყვარელია
-დეე მარტო რომ გვეყოლება არ მოიწყენს?
-კარგად უნდა მოვუაროთ და არ მივცეთ მოწყენის საშუალება
-ლამაზია
-ტასუნაააა სახლში ხარ?- დადვანის ბოხი ხმა გაისმა შემოსასვლელიდან და ქალბატონიც გავარდა
-მააა იცი დედამ ლეკვი იკიდააა -რომ ჩაეხუტა და აკოცა ეგრევე მიახარა . დადვანი მისაღებში შევიდა და ლეკვს ზემოდან დახედა
-ჰასკი იყიდეთ? უფრო პატარა არაფერი იყოს? რომ უკბინოს ბავშვს?- ტასო დასვა და წერტილივით ძაღლს მოეფერა
-თვითონ გაზრდის და როგორ უკბენს... ვეტერინარს ვესაუბრე და ვიცით ყველაფერი როგორ უნდა მოვუაროთ. გავწრთვნით... არ მიყვარს ჩიხუახუები და რა გავაკეთო?
-როგორ გინდა... ლამაზი თვალები აქვს
-ხო ძალიან ... ლამაზია
-ბიჭია?
-არა გოგოა ... ტასო წამო ხელები დაიბანე - ბავშს დაბანა,თითონაც დაიბანა ხელები და თმები სარჭით შეიკრა. სამზარეულოში იდგა და ჩვეულებრივზე მზეტად მოწყენილი იყო. ლეკვს რომ გახედა გაეღიმა,ისეთი ხმით ყეფდა შეუძლებელი იყო სიცილი არ გამოეწვია. ტასო ეთამაშებოდა და რაღაცას უყვებოდა.
-ერთ კვირაში იქნება სასამართლო...ჩემი ადვოკატი მოაგვარებს ყველაფერს. თუ რამე გინდა შეგიძლია მითხრა- დადვანი შევიდა და სკამზე ჩამოჯდა
-არაფერი !
-შენ ბარათს არ გავაუქმებ...ჩვეულებრივად ჩავრიცხავ ფულს. ტასოს ანგარიში ისევ დახურული იყოს მერე გამოიყენებს. სახლში დარჩებით თუ
-დავრჩებით...ტასოს უყვარს აქაურობა და გაუჭირდება სხვა ადგილთან შეგუება,გადაბარგებაც მეზარება. შენი ფული არ მჭირება ! სივები რამდენიმე ადგილას გავგზავნე უკვე და მალე დავიწყებ მუშაობას ... არაა საჭირო ეს კანონიერი შეთანხმებები ისედაც კარგად ვიცი რომ არაფერს მოაკლებ ტასოს და ჩემი სურვილების ასრულება აღარ გევალება - დანით ბოსტნეულის დაჭრა განაგრძო და ყველაფერი ჯამში ჩაყარა- სახლში ივახშმებ თუ გახვალ
-რატომ ბრაზდები არ მესმის... შენი თავმოყვარეობის შელახვა არ მიფიქრია,თუმცა სულერთია . მუშაობას სად იწყებ?
-ჯერ არ ვიცი...რომ დავიწყებ გაიგებ შენც . აქ ივახშმებ-თქო გკითხე
-მგონი ხო ,მაგრამ ეგ სალათი არ მინდა.რამეს შევიწვავ...ხორციანი არაფერი გვაქ?
-გვაქ და შევწვავ არ მინდა ახლა შენი ბორიალი აქ...დამიმსხვრევ ყველაფერს.ტასოს შეხედე იმდენს ეფერება იმ ლეკვს გაჭყლიტავს
-ეზოში გავიყვან...
-ბევრი არ ირბინოს სიცივეა ჯერ კიდევ
-არის დედოფალო ,ბევრი არ ირბინოს- ინსტიქტურად ჩაილაპარაკა,არც კი გაუაზრებია. ბარბარემ გაიგო სამაგიეროდ და გაეცინა.
ვახშამი მოამზადა და სუფრა გააწყო. მერე ტასოს დაუძახა და ყველანი შევიდნენ სახლში.ლეკვი სევ წვრილი ხმით ყეფდა და პატარა კუდს აქიცინებდა.მშვიდად მიირთვეს ,მხოლოდ ტასო ვერ ისვენებდა ძაღლთან უნდოდა მისვლა და ხელში აყვანა.
-ტასო არ გაბედო!
-ოოოო ქვემოდან გვიკულებს
-თვითონაც ჭამს ... სუფრასთან არ შეიძლება
-ერთი საათი რომ ღეჭავ ლუკმას და ორი საათი დაჰყურებ შვილო ბოლომდე მიირთვი გამახარე და მერე ეთამაშე
-ოოო იმდენი დამიკალე ამას რო ჩევჭამ ბუუუჰ და გავსკდები
-ერთ კვირაში დასასვენებლად წაგიყვან...მე მაინც არ მაქვს საქმე და შენ ბაღს გადავდებთ არაუშავს
-სად წამიკან?
-სადმე მთაში ... მჟავე წყალსაც დაგალევინებ და იქნებ მოგემატოს ცოტა მადა
-მანამდე რატომ არ მიგყავს მე უნდა მომტეხო?
-ერთ კვირაში ხომ არ დავბრუნდები ერეკლე?რომ წავალ ბარემ სექტემბრის ბოლომდე დავრჩებით
-მაა შეგიძლია წაიყვანო ლეკვი...
-მიმი დავარქვი უკვე და ასე დაუძახეთ
-მიმი იყოს ... დავუძახებ მიმის
-კარგი წავალ დავრჩები მშიერი და ისაუბრეთ თქვენ მარტოებმა
-ყველა სიტყვა სწორად თქვი მა
-ვიცი !
-შენ მგონი განგებ საუბრობ ასე პატარა ბავშვივით
-უცებ ვერ ვამბობ წავედი მე ...
-არ ირბინო ბევრი ..დიაღლები მერე და გაიოფლები
-ვიციიი გავცივდები მელე ..აი ლ ვთქვი ოოო- ჩაიბურტყუნა და ლეკვთან ერთად გაიქცა
-ავალაგებ...
-ერთი თვე ვერ უნდა ვნახო ბავშვი?
-შენ ყოველთვის საქმე გაქვს და შენ რომ გიყურო დასასვენებლად ვერ წავალ.ამოვიწვი აქ ისედაც ... ქვეყნიდან კი არ გამყავს ბორჯომში წავიყვან ან ბაკურიანში ორი საათიც არ დაგჭირდება ამოხვალ და ნახავ რა პრობლემაა
-ბარემ წამოვალ და ერთად დავისვენოთ
-შენ რომ მეყრები გავიწყდება?
-რა მნიშვნელობა აქვს შენთვის სად ვიქნები ...
-რაც გინდა ის ქენი.რომ გავეყრებით მერე უნდა წავიყვანო და ოქტომბრამდე არ დავბრუნდები თბილისში . ხალხიც არ იქნება იქ და მშვიდად დავისვენებ. რას მალაპარაკებ ამდენს რა მიყვარს არ იცი?
-რა არ გიყვარს მხოლოდ ის
-ეგრე გამოდის რომ შენ გარდა ყველაფერი მიყვარს და ეგ სისულელეა..გამოიტან დანარჩენ თეფშებს თუ ასე ხელცარიელმა უნდა მდიო უკან?
-მე ავალაგებ არ გინდა?
-როდის იყო შენ ალაგებდი თუ არ მოვკვდი და წავიღე წერილი ხელს არ გაანძრევ
-დიდი ბოდიში თეფშების თრევას ვერ ვიტან . წავედი მე ბავშვთან გავალ
-ზარმაცი,სალახანა...ეს როგორ უნდა შემყვარებოდა თეფშებსაც კი არ იღებს ხელში .ვის ვატყუებ საკუთარ თავს? არა რით ვერ დავიღალე ? ამდენჯერ როგორ უნდა მოვატყუო? ისე კარგად კი გამომდის ამდენი წელია ვაგრძელებ და დისერტაციას დავიცავ მალე...ერთი კვირა კიდე და მორჩება.ერთი კვირა რა გახდა ...საერთოდ წავალ .სად ჯანდაბაში წახვალ ნეტავ სად გაქვს წასასვლელი ვისთან -მაგიდას გადაუსვა ხელი და ყველაფერი იატაკზე მოისროლა მერე ტკივილისგან კივილი წასკდა, ხელი გაუჭრა ნამსხვრევმა და მერე მიხვდა რო თეფშები დაამსხვრია- ჯანდაბაა როგორ მტკივა...ააა რამდენი სისხლიაა ერეკლეეეეეეეეეეეეეეე დადვანოოო -ცრემლებმა თვალები რომ დაუბინდა როგორც ყოველთვის ახლაც დადვანს დაუძახა, განა განგებ ეძახდა,განა სინდისი არ ჰქონდა და იმიტო,უბრალოდ ტვინი ასე უბრძანებდა მერე ნანობდა ,მაგრამ რაღა დროსი იყო. თვალებში რომ გამოიხედა და მოსულიერდა საძინებელში იჯდა ხელს უხვევდა მის მუხლებთან დახრილი ერეკლე და სულს უბერავდა თან რაღაცას ბუზღუნებდა. მერე ცხელი თითები ჩამოუსვა ცრემლიან ლოყებზე და თვალები ამოუმშრალა
-გესმის ბარბარე? მორჩა აღარ მოგდის სისხლი ბავშვი ეზოში დავტოვე სანამ ნამსხვრევებს ნახავს ჩავალ- როგორც კი დაინახა რომ ჩვეულებრივად უყურებდა კონჯარია მაშინვე მოაშორა ხელები და უკან გაიწია
-რატომ მიდიხარ?
-რა?
-რატომ მიდიხარ
-დამცინი?
-არა გეკითხები
-სანამ გაბრაზდები და შემომიტევ მანამ გეცლები რა გინდა ბარბარე?
-ნუ მიყვირი... არაფერი მინდა. ტასო არ შემოუშვა,უთხარი სძნავს-თქო . ინერვიულებს მერე ხელს რომ ნახავს - საწოლზე აბობღდა და დადვანს ზურგი აქცია, ვერ უყურებდა .მოიკუნტა, ისე დაწვა ისე დაპარავდა თითქოს წერტილი დარჩა. ისედაც გაჩხიკული იყო და ასე რომ წვებოდა საერთოდ აღარ ჩანდა . იმდენად დაუცველი და სუსტი ჩანდა ამ დროს ერეკლეს ყურებაც არ შეეძლო,იცოდა მერე მივიდოდა ჩაეხუტებოდა და დროულად გარბოდა. ნორმალური იყო? არ ვიცი, რაღაც არამგონია
შუაღამეს გავიდა ოთახიდან, ნელა მიდიოდა ძალაგამოცლილი იყო შეხვეული ხელიც აეწვა და ყველაფერი ერთად აწუხებდა. თხელი ფეხები სულ მთლად მოშიშვლებული ჰქონდა, საჯდომის ნაწილს უფარავდა მხოლოდ მოკლე პენუარი , გამოკვეთილი ლავიწები იმდენად კარგად უჩანდა წვრილ ხელებთან და გრძელ ყელთან კომბინაციაში რომ რაღაც საოცრებას წარმოადგენდა. თმები არეულად ეყარა ზურგზე ,როგორც ყოველთვის აწეწილი იყო .თმებში რამდენჯერმე შეიცურა თლილი თითები და სახეზე ჩამოსვლის ნება არ მისცა ურჩ თმისღერებს. სამზარეულოში შევიდა და წვენი დაისხა. შემდეგ მისაღებში გავიდა და დაინახა ბაღში მაგიდასთან იჯდა დადვანი. მის ზურგს ხედავდა მხოლოდ ,მაგრამ ესეც საკმარისი იყო იმის გასაგებად რომ სვამდა. არც დაფიქრებულა ისე წავიდა მისკენ და მაგიდის მეორე მხარეს დადგა. მაგიდაზე მკლავებით იყო დაყრდნობილი დადვანი, თითები ჭიქაზე ჰქონდა მოხვეული და ნელა წრუპავდა სასმელს. წინ მდგომ ქალს თვალი ააყოლა და ბოლოს მზერა მის სახეზე შეაჩერა . ბარბარეც უყურებდა უტეხად,თვალიც არ მოუშორებია, ჭიქა ტუჩთან მიიტანა და დალია, შემდეგ სავარძელში ჩაეშვა ,ფეხები მოხარა და თავი საზურგეს მიადო . დიდხანს იჯდა ასე და უყურებდა დადვანს, მერე მიხვდა რომ სციოდა და ისიც გაიაზრა რომ დადვალი ნახევრად შიშველი იყო, მხოლოდ შორტი ეცვა და ისიც ფეხშიშველი იყო.
-რას გლოვობ აპოლონო?
-საკუთარ თავს
-პასუხსაც რო უინტერესოს ამბობ...
-სიცივეა გაცივდები
-სულ ჩემზე ფიქრო არ გბეზრდება? მე მაცვია მაინც
-მაცვია გადაჭარბებული ნათქვამია ...
-თუ ღმერთი გწამს ამ განქორწინების წინ ნუ აჰყვები ჰორმონებს შენი ამბავი რომ ვიცი მეორე ბავშვს გავაჩენ და არ მინდა იყოს
-დარწმუნებული ხარ?
-ეს ჩაცინებები რო არ იცოდე რა გეშველებოდა
-ხელი გტკივა?
-შეხვეული რომ მაქვს მაწუხებს... არ დამალევინებ?- წვენი გადაღვარა და ჭიქა გაუწოდა
-გალოთდდები
-გინდოდა გეთქვა რომ შენ დაგემსგავები?
-აი თურმე რააა ამდენი წელია ლოთი გგონივარ და ახლა მეუბნები?- ისე შეიცხადა ბარბარე ჯერ უყურებდა მერე ისეთი სიცილი დაიწყო დაარღვია ნამდვილად ღამის სიმშვიდე
-ახლა არ მითხრა ამპულას ჩავიდგამ და შევრიგდეთო
-შევთანხმდეთ, რომ „შევრიგდეთ“ ჩვენი სიტყვა არაა
-კარგი შევთანხმდით...ასე მშრალად როგორ სვამ რა უბედურებაა .აღარ მინდა - ჭიქა მაგიდაზე დადგა და სახე დამანჭა
-არ ვიცოდი თუ გეღვიძა თორემ მოვიტანდი რამეს
-ვერ დავიძინე ...
-რამე ხდება?
-არაფერი საერთოდ ...ქმარს ვეყრები
-რომელ ქმარს
-აი იმ კაცს 6 წელია რომ ვიცნობ 5 წელია ვეჩხუბები რომელთანაც ერთხელ ვიწექი, ერთი შვილი მყავს და რომელიც მუდამ მზად იყო ჩემს დასახმარებლად , მეგონა რომ ვუყვარდი და ახლა მგონია რომ გადავუყვარდი
-გამახსენდა ...
-ხოო? კიდევ კარგი თორემ მეგონა მეხსიერება გღალატობდა უკვე
-შენ და მეხსიერება ერთად მღალატობთ
-ეგ როგორ გავიგო!
-კარგია შენი გაგიჟება კიდე შემიძლებია...მეგონა საერთოდ დავკარგე ძალები
-აღიდგენ მალე დარწმუნებული ვარ...დიდხანს ნუ დარჩები გარეტ თორემ არ გიშველის სპირტით ახურებული სხეული ,მოიყინები და მერე გადმოგვდებ გრიპს ჩვენც
-უბრალოდ რომ გეთქვა არ გაცივდე სახლში შემოდიო მოკვდებოდი?
-ხო!
სახლისკენ სირბილით წავიდა და გაყინულ მკლავებზე მოისვა ხელი, დადვანს გახედა მიჰყვებოდა თუ არა ,მაგრამ ბატონი არ დაძრულა ადგილიდან
-იდიოტი მერე გამიციებს ბავშვს - პლედი აიღო და გარეთ გავარდა . სავარძელზე დააგდო და უკან შებრუნდა ისევ
-ხო იცი რო ვერ ვიტან ამათ
-არ ვიცი
-კარგად იცი
-ნერვებს მიშლი ... გაიყინე და იცოდე ბოლო კვირასაც არ მიგაკარებ ბავშვთან - შეუღრინა და ამჯერად ნამდვილად საძინებლისკენ დაიძრა. საკუთარ თავს უბრაზდებოდა გამოხატული ემოციისტვის, ჩხუბობდა რომ ტვინს საკუთარი ქმედება არ გაეაზრებინა და ასე იმშვიდებდა თავს. საბანში გაეხვია გაყინული და თავი ბალიშში ჩარგო,ბოლო დროა მშვიდად აღარ ეძინა, თითქოს რაღაც აკლდა, უფრო სწორი იქნებოდა ვიღაც. უძილობისგან თვალები დაუშუპდა, უპეები ჩაუშავდა, ისედაც გამხდარი იყო და სულ ჩამოდნა.
ერთი საათი რომ იტრიალა და ვერ დაიძინა თავი წამოყო და დაიღმუვლა. მერე ისევ წმაოვარდა საწოლიდან და დერეფანში გავიდა . დადვანის ოთახში შეიხედა და საწოლში რომ დახვდა წელში გასწორდა. ოთახში შევიდა და მშვიდად დაიძრა საწოლისკენ ისე თითქოს იქ უნდა დაწოლილიყო აუცილებლად. ერეკლე რომ წამოჯდა მაშინაც არ შეუცვლია გამომეტყველება. დადვანი უყურებდა და თვალს აყოლებდა,ბოლოს საბანი რომ ასწია და ხელი მკერდზე მიადო წარბები მაღლა აზიდა
-რა გინდა?
-შენ მინდიხარ თქო რომ გითხრა დამიჯერებ?
-ბარბარე არ მინდა შენთან დაძინება
-მერე რა ... კიდევ ერთი კვირა ჩემი ქმარი ხარ და როგორც ვითომ კარგ ქმარს შეეფერება ჩემი სურვილები უნდა შეასრულო და შენი დაივიწყო .მიიწევი თუ რა გავაკეთო ვერ დაგძრავ - გაკნაჭული თითები მკერდიდან მოაშორა და წარბები შეკრა- კარგი რაა არ მეძინება
-გინდა გამაგიჟო ხო? რა გინდა გამაგებინე.ჩემთან ტკბილად დაიძინებ? ახლა მოგინდა რომ არ ვწვები ხომ? მაშინ მაგდებდი და
-5 დღე დარჩა და როგორმე ამიტანე გავიგეთ რომ დამიკიდე ...გასაგებია და პროტესტს არ გამოვთქვამ ხომ შეიძლება ისევ გაჩუმდე და უბრალოდ მიიწიო თუ გინდა ზემოდან დაგაწვე.მე პრობლემა არ მაქვს შენთვის ვამბობ !
-საერთოდ წავალ!
-ბავშვი ხარ?
-ბავშვი რომ არ ვარ იმიტომ წავალ . საერთოდ აღარ მინდა ერთი დღეც კი შემაწუხოს შენმა რომელიმე ქმედებამ
-არ მოკვდები მაგით... გარდატეხის ასაკიდან ყველა კაცს აწუხებს ეგ ამბავი ყოველჯერზე ქალი ვის ჰყავს რომ დაიცალოს ?
-ანასტასია რომ შემოვიდეს არასწორად იფიქრებს და საერთოდ ამდენს რატომ ვლაპარაკობთ?
-სწორია რა საჭიროა ამდენი საუბარი დავწვეთ დავიძინოთ
-მთვრალი ვარ...მოდიხარ ნახევრად შიშველი სიცივისგან გამკვრივებული მკერდით და გინდა რომ ჩემ გვერდით დაიძინო
-რა გავაკეთო მითხარი მაინცადამაინც თუ გინდა რომ გამაშიშვლო და მომეფერო იპოვე სადმე პრეზერვატ*** და აჰა აქ ვარ.კიდე ერთი ღამე რო გავათენო მოვკვდები უკვე და ერთი ზედმეტი ორგა*მი ერთი რა რამდენიმე არ მომკლავს
-როგორ გაგიძელი ამდენი წელი ...ამის დედაც რა ნერვები მქონდა.საერთოდ ტვინი სად მქონდა!
-ტვინი რომ გქონოდა არც შეგიყვარდებოდი ...მაგაზე ღმერთს მოსთხოვე პასუხი რატომ მოგცა ყველაფერი ტვინის გარდა - დაწვა მაინც და ზურგი აქცია- კარგი ხო ერთ ბალიშს დავდებ შუაში თორემ ერთი მოხახუნება გინდა და იფეთქებ- იატაკზე დაგდბეულ ბალიშს დაწვდა და შუაში ჩადო -დაიძინე! - ბალიშს ხელები მოხვია და სახე შიგ ჩარგო - ეს სუნამო მიყვარს ... ბალიშზე ასხამ თუ რა არის - ბურტყუნებდა ძალიან ხმადაბლა და ძილიც ნელ ნელა ართმევდა თავს.
დილით დადვანი გვერდით არ ეწვა, საკუთარ საძინებელში დაბრუნებულს საწოლზე დახვდა გაშხლართული,საბანი ფეხებშორის ჰქონდა მოქცეული,ბალისი ხელებშორის და ფეხები ნახევრად იატაკზე ეწყო.
-იდიოტი !- ჩუმად თქვა და სააბაზანოში შევიდა, იქედან ჩაცმული გამოვიდა და გათიშულ დადვანს გვერდი აუარა. ბავშვი და ლეკვი ორივე დააპურა , შემდეგ საძინებელში ავიდა და დადვანს დახედა.
-ცოცხალი ხარ? ერეკლე გესმის? ერეკლე- ბალიში აიღო და ჩაარტყა
-რა ..რა არი
-გამოთაყვანებულო...იცი რომელი საათია?
-რა ხდება რომ დამეძინა მოკვდებოდი?
-შენი სუნი დარჩებოდა და მე კიდე მეზარება თეთრეულის გამოცვლა
-ამ სისულელეებს საიდან იფიქრებ
-სისულელის რა შეატყვე
-ჩემი სუნის გამო ჩემ ბალიშთან ჩახუტებულს არ გეძნა წუხელ თუ სხვა იყო ვინმე
-დიდი ამბავი...ვიყიდი იმ სუნამოს და მოვაფრქვევ ჩემს საწოლზე. შენს ცოლობამდეც მომწონდა მე შენი სუნი...შენი რა შანელის და საერთოდ ამოკვიეტებული მაქ ბოლო რამდნეიმე თვეა ...გადამივილის მერე პირველი ამოკვიატებაა თუ მეორე
-ხო გადაგივლის...მახსოვს გვითხრა ნერვოპათოლოგომა გადაუვლის ამოკვიატებებიო
-დამპალო...როდის ვიყავი მაგასთან - ბალიში კიდე გაუქანა და დადვანმა იქედან რომ ჩაავლო ხელი და მოქაჩა პირდაპირ თავზე დაეცა დადვანს - ვაიმე ... ველუროო რომ არ მოგექაჩა და მოგხვედროდა მოგკლავდა? იმიტომ გაიხადე გასაყრელად საქმე
-რატომ დარტყმას არ ვიღებდი შენგან?- ბალიში გადააგდო და ისე მოხვია ხელი
-ეს ხელის მოხვევები რა იცი რა არიო ვითომ ... ერთელ,ორჯერ სამჯერ შვიდჯერ რვაჯერ და ოცჯერ რომ გააკეთე და რეაქცია არ მქონია ახლა რა
-კარგი გაგიშვებ რა პრობლემაა ეს ხომ გგონია ჩემი სურვილის გამოსხივება ხოდა აჰა გამოასხივე ახლა- ხელი გაუშვა და ბარბარემაც ზღართანი მოადინა იატაკზე, კიდეში რომ იყვნენ ეგ ვის ახსოვდა აფართხალებულმა ფეხი რომ დადვანს შემოხვია და თან გაიყოლა აყირავებისას -ვაახ ჩემი დედა ვატირე ხელსაც ვერ გიშვებ რაა
-ნეკნებიი - ამოიკვნესა საცოდავად და სრულიად გაშეშებულმა თავიც ძლივს გააქნია-მგონი ჩამემსხვა ..აქ ხალიჩა არ იყო?- თვალებამღვრეულმა ამოიკნავლა და დადვანს ახედა . ისიც წამსვე გვერდით გადაიწია და იატაკზე დაჯდა
-არის და ზედ აწევხარ
-მაშინ რომ დაგიდე რაღაც წაიქეციდა მეც გაგიყოლე ასე გეტკინა?
-შენ მსუბუქი ხარ და არა...
-დამპალოო - ისევ კნაოდა და არ ირხეოდა- მგონი დამსხვრეული ვარ
-ისევ მე უნდა აგიყვანო...ასეთი რა დავაშავე ცხოვრებაში
-სხვა მნიშვნელობით ამის გაკეთება არ დაგჭირდება...უკვე გამიშვი უფრო სწორად არც არასდროს გყავდი და შესაბამისად არც დამიბრუნებ . რაც არ გქონია ხომ იცი იმას ვერ იბრუნებ
-ახლა გამახსენდა რა ტყუილად დამაცემე მაშინ და როგორ მტკიოდა წელი და საქმე გამომიჩნდა სასწრაფო
-რა გაგახსენდა შე ღოროოო მეტის ღირსი იყავი დანა უნდა დამედო და იმაზე დამეგდე იმ დამპალ ქალს რომ უფათურებდი ხელებს როცა მე სახლში ვეგდე და ვნერვიულობდი მეგონა ამ ქარიშხალში სადმე ხრამში აგდია-თქო
-ვაიმე არ მითხრა რომ ორი წლის წინ ჩემზე ღელავდი ... მითხარი გული გეტკინა?
-ვფიქრობდი როგორ მეთქვა ტასოსთვის რომ მისი საყვარელი მამა აღარ გყავს-თქო. ერთი მამობა გამოგდის კარგად ... შენ კიდე ამ დროს გარეთ ქარბუქია და საწოლს ხო არ გავაცივებო არ გაუში ის დამპალი დედაკაცი !
-შენ საიდან გებულობ ამ ჩემს საყვარლებზე მე ვერ ვიგებ... თუ უბრალოდ ვარაუდობ ზოგჯერ არტყამ, როცა ვერა ეჭვიანობაში გეთვლება .შენგან მაინც ყველაფერი მოსალოდნელია
-ისე ყოველთვის ისეთ ქალს არჩევ მე რომ არასდროს გადამეყრება განგებ თუ არ ვიპოვნი. ხანდახან მგონია სივს გიგზვანიან სადაც წერია სად სწავლობენ,სად მუშაობენ, ნათესავები ვინ ჰყავთ რო სადმე სამეგობროშიც კი არ შემხვდნენ
-ნუ აჭარბებ ახლა და წამოდექი რა დროს ლაპარაკია!
-ერთი კვირაც არ გვაქ სალაპარაკოდ
-ექვსი წელი გვქონდა და არ მელაპარაკე ახლა რა გინდა...შენ გაყრა რომ არ გინდოდეს მაგაშიც არ შემეპარება ეჭვი ,იმდენად გიყვარს სიტუაციის მართვა და იმდენად ეგოისტი ხარ
-ეს შენ გინდა რომ მე შეგაჩერო...ელი როდის გთხოვ და რას მოვიფიქრებ. ამჯერად არაფერს ვაპირებ! ხუთი წლის წინ ნამდვილად არ მინდოდა განქორიწინება და ორმაგად გამიმართლა,ღმერთიც კი დანაშაულს გრNძობდა ჩემს მიმართ და ტასო გამომიგზავნა
-6 დღეც აღარ დარჩა განქორწინებამდე და ჭკვიანურად გამოიყენე
-შენი გამოყენება თუ ვინმესგან მესწავლება - გაიცინა და კიდევ მოშხამა დადვანი. ფრთხილად წამოდგა ძვლების ტკაცუნით და საწოლისკენ გადადგა ნაბიჯი საბანი ასწია და შეძვრა
-რას აკეთებ- კართან მისულმა გამოხედა დადვანმა და კარის ჩარჩოს მიეყრდნო
-ვიძინებ... კარი მიხურე
-თუ გეძინებოდა რას დამადექი თავზე?
-გამეღვიძა ვიფიქრე სადმე ხომ არ გამეპარა ქმარი ღამით-თქო და გამოვედი
-უიმეე ინერვიულე?
-რა თქმა უნდა ... ხომ იცი რომ გიდ*ება და მერე სხვასთან გარბიხარ იმიტომ რომ მე არ მეკარები ვღელავ მთელი ღამე- ბალიშებს შორის ედო უკვე თავი და ისე ლაპარაკობდა- ზურგი მტკივა რამდენი კილო ხარ გამაბრტყელე ქადის ცომივით -თვალებდახუჭული ლაპარაკობდა დასაძნებლად შესაფერის პოზას ირგებდა. რამდენიმე წამით უბრალოდ დადვანის მზერას გრძნობდა ფიქრობდა მოვაო,მაგრამ კარის მიხურვის ხმა რომ გაიგო ერთი ამოიზმუვლა და დაიძინა. სამაგიეროდ ანასტასია დაახტა თავზე რომ ჩაეძინა ზუსტად იმ წამს. მერე ლეკვის წკმუტუნიც გაიგო ,ცდილობდა ზემოთ ასვლას და საბნის იატაკზე დაგდებულ ნაწილს ებღაუჭებოდა
-რა შეგცოდეეთ მეძინება შვილოოო შილებოოო ქმაროოო სადაა მამაშენი დედას ბარტყო?- ბავშვი დაითრია რასაც ქვია და კი არ კოცნიდა კბეჩდა-დედა რა სუსტი ხარ რომ გკბენ ძვალი მხვდება დედიკო
-შენ გგავს
-ოოუუ ქმარი გამოჩნდა რა უნდა ამათ აქ?
-მე გამეღვიძა და ვიფიქრე რომ შენც უნდა გეღვიძოს
-შენ თუ ბოროტი არ ხარ
-თვალი თვალის წილო თუ როგორ მეუბნებოდი?
-ცხოვრებას გაგიმწარებ ვატყობ...ა ასე გინდა რომ გაყრა გადვაიფიქრო და შემიტყუო ხო?
-მეც აქ ვალ
-დედას წიწილა... რას დაემსგავსე დედა რა გიყო ჰა? ძვალი ხარ მართლა დარჩენილი ჩემი ჭუჭული ჩემი
-აუუ რა სიტკვებს მეძახიც ვერაფელი გავიგე
-ვაიმეე რა მოვიფიქრეე...გინდა ბევრი წიწილები განახო დე? შენნაირები
-არააა გამორიცხულია ბებიაჩემთან არ წაიყვან - მაშინვე დაიყვირა დერეფანში მყოფმა უფროსმა დადვანმა და ოთახში შევარდა- ერთი კვირა ჩემთან უნდ აიყოს
-ულააა ნუნუ ბებოცთან მივდივააალთ... ლეაკო ბებოც იქ იქნებააა ჩქარა ჩქარაააა - ჯერ საწოლზე ხტუნვა დაიწყო მერე ჩახტა და მამამის აეტუზა-შენც წამოდიიი
-სხვა დროს წავიდეთ რაა ...ახლა საქმეები მაქ
-კომპუტერი წამოიგე მერე უუფ...
-ბარბარეეე
-თვალი თვალის წილ არის ეს. ვგიჯდები ჩემი შვილის ორივე ბებოზე და ჩემი შვილის მამის გაგიჟებაზე- ტუჩები გაილოკა თვალები აუციმციმდა და ისევ ბალიშს ჩაეხუტა- ბარგი ჩაალაგეეე
-ხელები გაქ და ფეხები ადექი და ჩაალაგე! ჩემიც მიაყოლე
-მეტი საქმე არ მაქვს ახლა შენს საცვლებს ვყრი ჩანთაში
-ისე ვივლი გაწყობს?
-მე და ჩემს შინაგან ქალღმერთს დიდი ხანია გვკიდია...გემოგაგებულის მეორედ დაგემოვნება ძალიან არ მხიბლავს-საწოლიდან წამოდგა ნუ ჯერ საწოლზე დადგა მხრებში გაიმართა თმები უკან გადაიყარა მერე სკუპით ჩავიდა ძირს და გარდერობისკენ დაიძრა ღიღინით.
დადვანი გაცოფებული დააბიჯებდა,ტასოს ვერაფერი მოუხერხა და ბოლოს აღმოჩნდა მანქანის საჭესთან .ძაღლის წკმუტუნი ცალკე აწუხებდა, ბარბარეს ბედნიერება და საფრთხის მომასწავლებელი მზერა ცალკე , ტასოს ოვაციები ხომ საერთოდ. სოფელში რომ ჩავიდნენ ერთი ღრმად ჩაისუნთქა და გადავიდა. ბებო წამსვე გამოვარდა ბარბარე და ტასო რომ ჩაკოცნა მერე დაიძრა უფროსი დადვანისკენ
-ჩემი სიცოცხლეე ბებოს სიკალულიიი ბებოოო როგორ გამახარეეე ჩემო მარწყვო რამდენი ხანია არ ჩამოსულხარ
-ნუნუ ბებო მე ვაიძულე თორემ კიდევ არ აპირებდა ჩამოსვლას შენი მარწყვის ბიჭი- მაშნვე იხელთა დრო ბარბარემ და სანახაობით ტკბობა დაიწყო
-ასე ხომ? ეს გოგო თუ გამიხსენებს თორემ შენ საერთოდ არ გიყვარს შენი ბებო
-დედაჩემი სად არის ბებო?სადმე გამოამწყვდიე?
-ტიტუუ რა მაკადრა ხედავ? სად უნდა გამოვამწყვდიო ჩემი შვილია თუ სხვისი ... იმას რო ყვებოდა სულ თავს მე ვიყავი დედამისი თუ ბებიაშენი ვერ გავიგე! მეხამრება ბოსტანშია და მწვანილებს კრეფს
-ტასუუ წადი დე ნახე ბებო ... უთხარი რო მოვედით აჰ წახვედი უკვე? გოგო ლეკვი ვერ გეწევა ისე გარბიხარ ტასო არ დაეცე- ბავშვს უყურებდა და იღიმოდა
-შენც ისიამოვნებ გული მიგრძნობს - ხელი მოხვია დადვანმა და ზურგიდან აეკრო
-ჩემს ყურთან ჩურჩულს მორჩი მარწყვის ჯემო - გაიიცნა და ხელიდან დაუსხლტა -ბებოო ერეკლე ამბობდა ნუნუს ფუნთუშები მომენატრაო და ხომ დაუცხობ?
-მართლა ბებო? აბა რას ვიზამ ახლავე გავუკეთებ ყველაფერს...როგორ ხართ შვილო ყველან გაჩხიკულები არაფერს ჭამთ>?
-საჭმლის კეთება რომ არ იცის ხომ იცი ბებო და გვაშიმშილებს ყველას... რესტორნიდან თუ მოვიტან საჭმელს-ერეკლემ წამსვე კონტრშეტევა გაანხორციელა
-არაფერიც ... მასე მითხარი ადრეც და მერე ამოვწვი გოგო კუხნაში თურმე ჩემზე უკეთესად აკეთებს ყველაფერს
-მაგრამ თქვენი ფუნთუშები მაინც არ გამომდის
-ახლა გასწვალი ბებო რა პრობლემაა...
წინ მიმავალ ბარბარეს და ნუნუს უყურებდა სუნთქვაშეკრული.ისევ ბავშვი ეგონა მარწყვს რომ ეძახდა ეგ არაფეირ იყო, იმდენს აჭმევდა ახლა სანამ სუნთქვა არ შეეკვრებოდა, თავზე ხელისმასაც არ შეწყვეტდა,თმებს აუცეჩავდა და ისე მოექცეოდა ზუსტად როგორც მაშინ სიარული რომ არ იცოდა და დამოუკიდებლად საჭმელსაც ვერ ჭამდა. ლია რომ დაინახა ამოისუნთქა და მისკენ წავიდა
-დედა მიშველე თორემ გავგიჟდები
-აქ რა გინდათ ერეკლე? ჩემს წასაყვანად ჩამოხვედი ხომ? ჩემი უფლისწული ხარ შვილო დამიხსენი თორემ მაწამებს გეფიცები
-დედაა
-მთელი ბოსტანი ბალახისგან გამაწმენდინა ახალი კვლები გამაკეთებინა და ახლა უნდა ყველაფერი მე დამარგვევინოს
-ბარბარე დაარწმუნე მე დღესვე წაგიყვან
-ბარბარეც არის? ტასოს არ უთქვამს . ეგ გოგო გამგიჟებს გეყრება და შენს ბებიასთან მოდის?
-დედა არ გინდა რა ახლა არ გინდა . აქედან წამიყვანე ისედაც ცუდად ვარ არ მაქ ნუნუს ნერვები
სახლში რომ შევიდნენ ნუნუ,ტასო და ბარბარე სამზარეულოში იყვნენ და ჭორაობდნენ. ბარბარე ტასოს ამბებს უყვებოდა, ნუნუს ბათუს ცოლი აინტერესებდა და ბარბარეც აქებდა ეკატერინეს .
ნუნუ ისე ქოთქოთებდა სიტყვა ვერ ჩააკვეხეს. ტასოც ისე ერთობოდა ბებოსთან რომ უბრალოდ წასვლას ვერ უხსენებდი. მრწყვის გარდა მგონი სახელი არ დაუზახებია ერეკლესთვის, თეფში საჭმელით გაუვსო და დაიწყო. ტასოც კი დასცინოდა მამას,მაგრამ მერე ქალბატონს რომ მიადგა აღარ ეცინებოდა,მხოლოდ აბრბარე იყო კმაყოფილი.ნუნუს სახლი ერთადერთი ადგილი იყო სადაც ერეკლე სულ გაბრაზებული იყო და ტასო ყოველთვის დანაყრბეული . ერეკლემ ბოლოს იფეთქა და ყველაფერი ჩაუშალა
-მე და ბარბარე ვშორდებით ნუნუ
-მარწყვო იცოდე გავბრაზდები რატო არ ჭამ ...რააოოო? ლიაააა სად ხარ მოდი გოგო აქ რა თქვა შენმა შვილმა ...გაგიჟდა? რას ეყრება სულ გადაირიეთ თქვენ? შენ დადა ტვინი არ გაქ თავში? მასე რამდენი რამე არ მოგეწონებათ იმდენჯერ თუ გეეყარეთ და გამეეყარეთ ეგეწყობათ ორივეს ცხოვრება
-რატომ უთხარი
-დაჯექი და უსმინე ახლა მოძღვრებას ოჯახის შესახებ !
-საზიზღარი ხარ!
-ახლა ჩემი ჯერია
-რაღაც მეეჭვება შენ დაგინდოს - სანამ ნუნუ კიოდა ესენი ბუტბუტებდნენ
ქალმა შვილიც გამოლანძღა ,რძალიც და შვილიშვილიც.მერე ტასოს გავაღვიძებო და ჩუმად გააგრძელა ჩხუბი. ბარბარეს ტვინი ეტკინა,სად შეეძლო ამდენ ხანს სხვისი ჩხუბის მოსმენა
-აი ეხლა თუ შეიძლება ჩვენც მოგვისმინეთ - ხელები გაშალა და წამოდგა .დადვანმა სიცილი ძლივს შეიკავა ნუნუს სახე რომ დაინახა-ჩვენ ვეყრებით ხომ? შესაბამისად მიზეზიც გვექნება ნუნუ ბებო და შენს შვილიშვილზე მეტად ვინ იდარდებს ჩვენს განქორწინებას ყველამ კარგად ვიცით როგორ ვუყვარვ..ვუყვარდი ...ან მე რატომ მეჩხუბებით? აღარ გვინდა ერთად ცხოვრება და სრული უფლება გვაქ ისე მოვიქცეთ როგორც გვინდა. აღარაა ძველი დრო როცა ქალები ყველაფერზე თვალს ხუჭავდნენ და განქორწინებას თავიდან ირიდებდნენ... საერთოდ ამ შემთხვევაში პირიქითაა ,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ახლა დავიძინებთ თუ შეიძლება.არ გვინდა მეორე ოთახი თქვენ არ გაწვალდეთ ... ხვალ დილას თუ ისევ ასეთ ხასიათზე იქნებით წავიყვან თქვენს მარწყვს - ბოლოს დააყოლა და ერეკლეს ხელზე დაექაჩა
-კაი? ასე მალე ნებდები ნუნუ? შენს შვილიშილს თავზე ექცევა ცხოვრება
-თქვენ ბებია ძალით მაყვირებთ მე ...რანაირად ეყრები გვერდით თუ გიწვება ქმარი იყო და ახლა საყვარელი დარჩება? რამე ამოიკვიატეთ თუ რა ოხრობაა...წაით რაც გინდათ ის გიქნიათ მე კი მომიყვანთ ტასიკოს და მაჩვენებთ
-მეც გავალ ხო ..მეძინება დედა
-იმდენი საქმე აკეთე აბა რა იქნება ჩამომიჯდა აქ...იმიტო არ უნდა გაათხოვო შვილი ქალაქში . ერთნაირი ზარმაცები ხართ ყველა ქალაქელი.წადი ახლა რას მიყურებ- ლიასაც შეუღრინა და წავიდა მასთან ერთად
-ვერ გამოიწვიე ხედავ?
-ერთნაირი გიჟები ხართ თქვენ- ერეკლე წამოდგა და მეორე სართულისკენ წავიდა. ბარბარეც უკან გაჰყვა. საძინებელში რომ შევიდნენ ერთად დაიწყეს გამოცვლა .დადვანი პირველი დაწვა და ბალიში მიისაკუთრა
-არ დაიძინო!
-რა გინდა
-ვეყრებით მალე და არ მეტყვი მარწყვს რატო გეძახის მაინცადამაინც- ბეჭზე მოხვია ხელი და აიძულა ზურგზე დაწოლილიყო.თავად მუხლებზე იდგა და ისე უყრუებდა- მითხარი რა
-არა!
-კაი რა ამდენი წელია ვერაფრით მივხვდი შენთან მარწვი რა შუაშია
-ვერც მიხვდები
-მიდი მითხარი და ნებისმიერ კითხვაზე გაგცემ პასუხს რაც გაინტერესებს
-ვერ მიპასუხებ,შენც არ იცი და იმიტომ
-ერეკლეე
-დაიძინე ნუ დამჩხავი თავზე
-დამპალო!
-შემეშვი რა ...დამასვენე ხომ გაიტანე შენი ახლა მაინც მომეცი გამოძინების საშუალება
-საბანი არ მეყოფა
-აჰა ვაფშე არ მინდა- მოიშორა და ისევ გადაბრუნდა
-შორტი მაინც წამოგეღო რა იყო
-რა გაწუხებს შენ
-გაიყინები
-ნუ ღელავ
-ოო კაი ხო აჰა დაიფარე და მოვიწევი- შეეცოდა , საკმაოდ გრილოდა და მისკენ მიიწია
-არ მინდა !
-რა ბავშვივით მებუტები რა ჩემი ბრალია ნუნუ რო მარწყვს გეძახის -მის ზურგთან ისე ახლოს იყო დადვანი ცხელ სუნთქვას გრძნობდა და თავშეკავება ნელ-ნელა უქრებოდა
-ბარბარე ნერვებს მიშლი ისე რომ გარეთ გისვრი და ეზოში გაგათენებინებ ! - ისე სწრაფად გადაბრუნდა და დაუყვირა გოგოს თვალები გაუფართოვდა -გაჩუმდები თუ ახლავე გაგაგდო
-რა გეტაკა ...
-ბარბარე
-კარგი ვიძინებ- გადატრიალდა საბანს გაჩხიკული თითები მოუჭირა და თვალები დახუჭა . დადვანი ზურგზე დაეშვა და ამოისუნთქა, მერე თავზე გადაისვა ხელი და რამდენიმე წუთში ისევ გახედა იგივე პოზაში მყოფ ცოლს
-ისუნთქე დაიგუდები. ვიცი რო არ გძინავს მთელი სხეული დაჭიმული გაქვს- მუცელზე შუცურა ხელი და თავი მისი თავის უკან დადო- ბარბარე
-ხელი მომაშორე !
-რა მნიშვნელობა აქვს შენთვის...აჰა მოგაშორე
-მაცადე დაძინება...წეხან მაგიტო არ მეჩხუბე?
-შენ ყველაფერზე მეჩხუბები ეს დედა მოტყნ*** ხანდახან მეც გამოვფივარ მწყობრიდან
-ამ ბოლო დროს ზედმეტად ხშირად გამოგდის !
-სასაცილოა ...ნეტავ ბოდიშს ელოდები ჩემგან რომ გიყვირე ?
-არა ...უბრალოდ ვერ ვიტან რომ მიყვირი თან მაშინ როცა არ გეჩხუბები და პირიქით აკეთებ ჩხუბის დროს
-ჩხუბის დროს რომ გიყვირო დავხოცავთ ერთმანეთს და ისეთ რამეს გეტყოდი რასაც მერე ვინანებდი
-ნუ ბურტყუნებ შემეშვი- მაინც წაუსისინა და ხელი კრა ისე რო არ გადაბრუნებულა
-დაიძინე !
-გაჩუმდები?- გადაბრუნდა და თვალებზე მიაშტერდა- დავიძინოთ- მერე უცებ დააყოლა და უფრო მიიწია ,ხელი პრესზე მიადო,თავი მკერდთან მიუტანა და თვალები დახუჭა-ახლა შენ არ სუნთქავ-გაიცინა და უფრო ჩაეხუტა- ჩამეხუტე და ამოისუნთქე
-რატომ იქცევი ასე სატანურად ... ერთი ყვირილის გამო უნდა მაწამო?
-ჩემთან ჩახუტება და დაძინებაც კი არ შეგიძლია , აღარ გიყვარვარ - გაიცინა მაგრამ სიმწრის სიცილი იყო რეალურად
-დასკვნამდე დამოუკიდებლად მიხვედი?
-ხო ...დაიძინე ასე ან წადი !
თვალები დახუჭა და ისე გადაბრუნდა. ისე ეწვოდა თვალები ცრემლებსაც გადმოუშვებდა მალე ამიტომ დროულად იმოქმედა. თითქმის ძილში იყო წასული დადვანის შეხება რომ იგრძნო,ისე მოეხვია როგორც იცოდა ხოლმე თავისი ტორი მუცელზე დაადო თავი თმაში ჩამალა და სურნელი ღრმად შეისუნთქა .
სოფლიდან ისე წავიდნენ მაინც ვერ გაიგო რატომ იყო ერეკლე ნუნუს მარწყვი. სამი დღე რჩებოდა სასამართლომდე. დადვანი სახლში საერთოდ არ ატარებდა დროს, ბავშვთან ერთად ატარებდა დროს . სახლში მისვლის შემდეგ კაბინეტში იკეტებოდა ან თავისი ლეპტოპით დაჯდებოდა და საქმეებში ჩაფლული საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას ცოლს . ტელევიზორს უყურებდა , დადვანები დივანზე ისხდნენ, ტასო მამამისი კალთაში იყო მოკალათებული და რაღაცაზე საუბრობენენ.მხოლოდ მაშინ მიაქცია ყურადღება ტასომ ბინა რომ ახსენა
-ეს ბინა შენია?
-ხო ... აქ ვიცხოვრებ და ჩემთან რომ მოხვალ შენც აქ იქნები. შენი ოთახი აი ეს იქნება და რამდენიმე დღეში დაასრულებენ რემონტს
-სხვა დაასულეც? ანუ პილდაპილ წაქვალ?
-განქორწინებას რას უცდიდი სახლი თუ მზად გქონდა ბარემ წასულიყავი ...
-ტასოს ოთახიც რომ დასრულდება მერე წავალ
-როგორ?
-მაგდებ?
-სულერთია !
-კველაფელი ჩენ აალჩიე? ლამაზია
-ხო მე ავარჩიე ...კონსულტანტებიც დამეხმარნენ
-რა უთხარი მარტოხელა კაცი ვარ და დამეხმარეთ ჩემი ბუნაგის მოწყობაში-თქო? ალქაჯი ცოლისგან მყავს შვილი და ისიც ჩემი მოსავლელი იქნებაო?
-ალქაჯი ცოლის და მარტოხელა მამის სტატუსის გარეშეც ვკერავ ქალებს შენ არ იდარდო !
-დარდის რამეს მატყობ?
-გირეკავენ და დაიდე ეს მბილური მანდ- ისე ესროლა მაგიდიდან მობილური პირდაპირ მუცელზე დააგდო
-იდიოტიი... ხოო ტატუკა - მობილურს უპასუხა და ოთახიდან გავიდა-სად მიდიხართ? ეგ ვინ არი? ააა წამოვალ კი რომელ საათზე ? ბავშვს ერეკლე დაიტოვებს ..ვაიმე ტატუკააა ერეკლეს თუ პატიჟებ ერეკლეს დაურეკე ! უკაცრავად? ერეკლეს შენ ეპატიჟები და მე ბაჩო მპატიჟებს რას ნიშნავს? აა დაჟე მე უნდა წამოვიყვანო ჩემი ქმარი და ხო არ გავხადო და პირდაპირ საწოლში დაგახვედრო? ...უხეში ვარ ? უკაცრავად იცი შეგიძლია ჩემს ქმარს ესაუბრო თუ შეაბავ. ყელში ამომიყვანეთ ამ ბოზებმა რა იმასაც გადაეცი გვერდით რომ გიზის ....უჟას !- მობილური გათიშა და კედელს მიეყრდნო-ავადმყოფები ... არა ესენი ნორმალურები არ არიან .მეტის ღირსი ვარ არ მიყვარს-თქო ვუთხარი და ეგრევე აუშვეს აფრები რადგან არ მიყვარს ჩემ ქმართან უნდა გქონდეს სექ*ი? პრიმატები - ჯერ გაბრაზბეული ჯუჯღუნებდა მერე ხარხარი დაიწყო ,საკუთარ თავს დასცინოდა თუ იმათ ვერ გეტყვით ფაქტია დადვანი უყურებდა და წარბებს არ ხსნიდა-შენ რაღა გინდა
-ხმამაღლა ლაპარაობდი და გავიგე
-ტასომაც გაიგო?
-არა ტასო მულტფილმს უყურებს- სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა ...კარი გააღო და გარეთ გავიდა. ბარბარეც გაჰყვა,სიგარეტი აართვა და გვერდით მიუჯდა
-ახალი ვერ ამოიღე?
-შემეშვი რა ...
-ნერვები მოგეშლებოდა აბა რა დაქალოშკებს შენი ქმარი უნდათ
-დაქალოშკები არ არიან
-ხო ერთობოდი მაგათთან...შენ უფრო ბოროტი ხარ თუ ისინი ვერ ვგებულობ
-მე ,ისინი იდიოტები არიან სექსს დახამებული ქალები
-დავიჯერო მოუყევი ჩვენს ღამეზე?
-მეტი საქმე არ მქონდა ! ხომ გადაგყლაპავდნენ ეგრევე ორივე ერთად- ისევ ახარხარდა -ვაახ რა ხალხს ვიცნობ საოცრებები არიან
-მერე ჩემზე გერევა გული
-იმათზე მეცინება და შენზე არა ! როდის იყიდე ბინა?
-რამდენიმე თვის წინ...ყველაფერი მზადაა უკვე აქ იმიტომ ვრჩები რომ ბავშვთან მინდა ვიყო
-გავიგე ... -თვალები აატრიალა და სიგარეტი ტუჩებშორის მოიქცია -ვიღაც მოდის
-ბათუა
-და გიორგი - ორი მანქანა გაჩერდა ეზოში- იმედია განქორწინებას გვილოცავენ - გაიცინა და მანქანიდან გადმოსულებისკენ სიცილით წავიდა.
-დედაა ჩქიმიიი ბარბარიკააა როგორ ხარ გოგოო -ლიზიკო მოეხვია და აკოცა
-მართლა ეყრებით თუ ბექამ მომატყუა
-მარტო ბექამ თუ გითხრა ეგ ამბავი კონფიდენციალურობის პიკზე ვყოფილვართ გიო...
ბათუს და კატოს გაუღიმა და ყველანი სახლში შეიპატიჟა. ანჩო და ზურიკელა მოგვიანებით მივიდნენ.როგორც გაირკვა ორ დღეში მიდიოდნენ და ქეიფით აპირებდნენ წასვლას. სუფრა ნამდვილად კაგრი გაიწყო, ყველანი დასხდნენ საუბრობდნენ,იცინოდნენ ამბებს იხსენებდნენ ისე თითქოს არც არაფერი ხებოდა. ბარბარეც ხასიათზე მოვიდა ორი ჭიქაც დალია და გოგოებთან ჟღურტულიც განაგრძო. ლიზიკო საერთოდ არაფერზე წუწუნებდა და ყველას უკვირდა,არადა ელოდნენ პრეტენზიული ფეხმძმე იქნებოდა. რეალურად მხოლოდ თავის მოვლა დაიწყო და სხვა ყველაფერი ძველებურად დატოვა, ღიზიანდებოდა კიდეც რომ ეუბნებოდნენ რამეს ფეხმძიმობაზე. ადრე წავიდა, ძილი მჭირდება ხვალ სამსახურში ვარ წასასვლელიო და ანჩიკოც ზურიკოც თან გაიყოლა . ეკატერინე მაგიდის ალაგებაში მიეხმარა, ბიჭებს ტასო ჰყავდათ დატოვებული ლეკვთან ერთად
-არ იყო საჭირო...მარტოც ავალაგებდი
-არ ვწუხდები
-გინდა განქორწინებაზე მელაპარაკო ხო? ბათუმ შემოგაგზავნა?
-არა ...ბათუს არაფერი უთქვამს ,მე მაინტერესებს ასე მარტივად იღებ ამ ყველაფერს თუ ამდენად კარგად შეგიძლია გრძნობების შენიღბვა
-გრძნობები რომ მქონდეს არ გავეყრებოდით. შეიძლება ცოტას ვღელავ,რაღაც უჩვეულოდ ვარ
-ამდენი წელია მასთან ცხოვრობ სულ რომ არაფერი შეჩვეული ხარ
-ორივეს გვჭირდება ერთმანეთისგან დასვენება,ესაა და ეს . ასე რომ სასაუბრო აღარაფერია , რამდნეიმე დღეში დადვანი მხოლოდ ჩემი შვილის მამა იქნება
-და ამას რომ წარმოიდგენ კმაყოფილი ხარ?
-შენ იცი ჩვენი ისტორია?
-არა და ვფიქრობ მნიშვნელობაც არ აქვს, მე და ბათუც არ ვართ ყურებამდე შეყვარებულები ,საერთოდ მისი ხასიათი მაგჟებდა როდესაც ზედაპირულად ვუყურებდი მის ქცევებს.ახლა როცა მასთან ვცხოვრობ ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ხასიათებს და ცხოვრებას შორის უფსკრულია მშვიდად ვცხოვრობთ,...ვერ ვხვდები შენ და ერეკლემ ამდენი წელი როგორ ვერ მოახერხეთ საერთო შეთანხმებამდე მისვლა ორივე რომ ბედნიერები ყოფილიყავით და ტასოც არ გაზრდილიყო ასეთ დაძაბულ გარემოში
-ჩვენ შორის შეთანხმება მხოლოდ განქორწინება იყო აქამდე ტასოს ვერ ელეოდა პატარა იყო და ასე ვერ ატარებდ აწინ და უკან,ახლა კი ყველა ბარიერი გაქრა. აღარც ვუყვარვარ და ჩემი ატანის არანაირი სურვილი აქვს
-ან საერთოდ არ ყვარებიხარ ანდაც ახლაც უყვარხარ, ასე ორ დღეში გადაგიყვარა?
-ბათუ და ერეკლე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან,შენ ვერ მიხვდები .როგორ გითხრა, ბათუმ შენნაირი ქალის ცოლად შერთვა მოახერხა თან ისე რომ თავად დასთანხმდი , გაყრის ნებას არასდროს მოგცემს ბოლომდე იბრძოლებს სანამ თავას ექნება სურვილი.მას რომ უყვარდე ხომ მითუმეტეს ერთ დღესაც არ გაუძლებდა შენგან ჩხუბს, კამათს და შეურაცხყოფას მაშინვე მოიფიქრებდა ხერხს რითაც დაგაშოშმინებდა.
-რა გინდა მითხრა რომ ერეკლეს დამთმობი ხასიათი გახდა მიზეზი ყველაფრის? მე და შენც განვსხვავდებით ,მაგრამ შენ შვილი გყავს რომელთანაც ისე საუბრობთ თითქოს საერთოდ არ არსებობდეს,შენ ნორმალური გგონია ტასოს ქცევა და საუბარი?
-არა ... ასეთი და სხვანაირი ვერც იქნებოდა!
-ანუ ასე გადაჭრით ეყრებით?
-დიახ!
-მაინც არ მესმის შენი,მაგრამ კარგი . იმედია ორივეს ეს გსურთ და ეს საა რაც გჭირდებათ!
არ ვიცი რამდენად იყო გაყრა მათთვის ბედნიერების და თავისუფლების მომტანი, მაგრამ სასამართლო ნამდვილად შედგა, იმ დღესვე გადაწყვიტეს ყველაფერი და კანონიერად განქორწინდნენ. შენობიდან მშვიდად გამოვიდნენ, ადვოკატს დაემშვიდობნენ და ერთმანეთს შეხედეს
-გილოცავ დადვანო თავისუფლების პირველ წუთებს....აბა როგორი შეგრძნებაა? ტირილი ხომ არ გინდება ახალდაბადებული ჩვილივით?
-ჯერ გავიაზრებ,დავაკვირები,შევისწავლი ,გავიხსენებ როგორია და შემდეგ მოგახსენებ
-დაველოდები ... აბა ნახვამდის . დამირეკე მოსვლას რომ დააპირებ და თუ დაგავიწყდება ჯანდაბას მობრძანდი ისე -ლოყაზე ხმაურით აკოცა ,ზურგი აქცია და პირველმა დატოვა ყოფილი ქმარი
ასე მარტივად თუ სრულდება ცოლ ქმრობა ნამდვილად გამოუვიდათ . პირველად ცხოვრებაში ყოველგვარი გართულების გარეშე გააკეთა ბარბარემ ის, რაც დადვანს სურდა. დაშორდა, გაათავისუფლა და მაინც ვერ გრძნობდა ფრთებს, რომელიც ერეკლესგან შორს გაფრენის საშუალებას მისცემდა. განქორწინებამ დაასრულა ისტორიის ნაწილი და არა მთელი ამბავი...



№1  offline მოდერი abezara98

შენ ხომ არ იცი, როგორ მიყვარს ეს ისტორია თავისი გადარეული წყვილებით. იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან სიმშვიდის განსახიერება ეკატერინე და გიჟი და გადარეული ლიზიკო, მაგრამ მაინც საუკეთესო ტანდემს ქმნიან. და ბარბარე... ბარბარე და ერეკლე ჩემთვის სულ სხვა განზომილება იყო მუდამ. პირველად რომ წავიკითხე, თავიდანვე მათი წყვილით მოვიხიბლე და გამოგიტყდები, დასასრულიც კი შევამოწმე, დასარწმუნებლად, ხომ ნამდვილად რიგდებიან-მეთქი?! smile შენი თითოეული ისტორია ხომ მიყვარს, თუმცა ეს ისტორია რაღაც განსხვავებულად. იმდენჯერ მაქვს წაკითხული, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა მოვუბრუნდე, ისევ ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს პირველად ვკითხულობდე და სულ სხვადასხვა ემოციები მეუფლება sweat_smile იმ მომენტზე ყოველთვის მეცინება, ბათუ რომ შედის ოთახში სიტვებით:"-მოგესალმებით ოჯახო და დაწუნ... ეკატერინე?!". შეიძლება სულაც არ მოეჩვენოს ვინმეს სასაცილოდ, მაგრამ მე მეცინება და რა ვქნა? აქეთ რომ აშტერებდა ბათუს დეიდად შერაცხული ეკატერინე და სულ რომ გადაიყვანა ჭკუიდან ჩემმა ბაღათურიამ ეს პროფესორი ქალი, მაგაზე აღარაფერს ვამბობ smile უბრალოდ უნდა დაჯდე და ისიამოვნო kissing_heart გეფიცები, მართლა შემიძლია უსასრულოდ გრძელი კომენტარი დაგიწერო ამ ისტორიაზე, მაგრამ გავჩუმდები და წავალ კიდევ ერთხელ ვისიამოვნებ heart_eyes heart_eyes
სიყვარული ხარ შენ და მახაარებ ყოველი გამოჩენით heart_eyes heart_eyes

 


№2 სტუმარი anna

როგორ მიყვარს ეს ისტორია heart_eyes ჯერ არ დამიწყია და დარედაქტირებული ვერსიაა თუ უბრალოდ გააერთიანე თავები?

 


№3 სტუმარი maco maco

პირველი გამიხარდა რომ დავინახე შენი საცელი, მეორე შენ ისტორიებს შორის ყველაზე მეტად რომელიც მიყვარს ოღონდ მართლა არ ვიცი რამდენჯერ მაქ წაკითხული რო მომენატრება ხოლმე... ბათუუ&კატუშა და ეხლა ვფიქრობ დარედაქტირებული დავიწყო თუ არაა....

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

მიხარია რომ გახსოვთ ეს ისტორია და გმირები
პირველ ნაწილში ცვლილებები თითქმის არ არის მეორე ნაწილს შეეხება რედაქტირება

 


№5 სტუმარი სტუმარი liza

მეორე ნაწილს როდის დადებ?

 


№6  offline წევრი სიბილა

ოოოოო,მეორე ნაწილი ?დღევანდელი დღე პირველ ნაწილს მივუძღვენი.არ მეგონა,არ ვიცი ჩემი ხასიათის ბრალია, რომ ბოლომდე მინდა ხოლმე წაკითხვა,თუმცა უინტერესო ისტორიაც ბევრჯერ მიმიტოვებია მალევე.უდაოდ,საინტერესოდ იკითხებოდა/

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

შეემდეეგ თაავს როდიის დაადებთ ძალიაან კაარგიაა ისტოორიაა

 


№8  offline წევრი lelukalelo

ძალიან რომ მომეწონა რავქნაა bowtie

 


№9  offline წევრი კირა

ვრცელია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო წასაკითხია, მსგავსად სხვა შენი დანარჩენი ისტორიებისა და პატარძალიც დადე რა სრულად, დიდი სიამოვნებით გავიხსენებდი ანდრო ლოზას წყვილის სიგიჟეებს:)

 


№10 სტუმარი სტუმარი სალომე

მარიააამ ახალ ისტორიას როდის შემოგვთავაზებ?? სულმოუთქმელად ველოდებიიი .გაგვახარე რა

 


№11 სტუმარი ქრისტინა

საოცრებაა <3 მე თქვენ ძალიან მიყვარხართ ვინც ეს დაწერა <3 ორივე თავი წავიკითხე სულ მოუთქმელად ძალიან მომეწონა <3 მრავალფეროვანი და საოცრებაა <3 არ გავს სხვრბს არ არის მოსაწყენი <3 მადლობა თქვენ <3

 


№12  offline წევრი Maia G.

მერამდენედ ვკითხულობ მართლა აღარ ვიცი,მადლობა შენ მარიამ ამ ისტორი(ებ)ისათვის❤❤❤

 


№13  offline წევრი ენნე

მიყვარს მიყვარს მიყვარს უზომოდ. ვგიჟდები ზუსტად ამ წყვილებზე. მესამედ ვკითხულობ თუ მეოთხედ ზუსტად არ მახსოვს. დიიიიდია მაგრამ ისეთი, რომ არ გინდა დასრულდეს❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი ანონიმური

  არასდროს მქონია სგგდ (სქესობრივი გზით გადამდები დაავადება) და არასდროს მქონია დაუცველი სექსი.  თუმცა, მე მყავდა საყვარელი, რომელსაც იმ დროს გაციება ჰქონდა.  მართალი გითხრათ, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ეს მხოლოდ გამონაყარი იყო, რადგან აქამდე არასდროს გვსმენია ჰერპესის შესახებ.  ორალური სექსი გვქონდა და ასე დამემართა ჰერპესი.  მადლობა ღმერთს, რომ ინტერნეტში ვიპოვე ვუდუს მბრძანებელი, რომელმაც გარკვეული ჯადოსნური შელოცვა მოამზადა და მცენარეული წამალიც მომიმზადა, რომელსაც რწმენით ვსვამდი მხოლოდ 14 დღის განმავლობაში, შემდეგ, როდესაც სხეულში ცვლილებები შევნიშნე, საავადმყოფოში წავედი შესამოწმებლად. up  და მე დავადასტურე, რომ მთლიანად განვკურნე ჰერპესისგან (ჰერპესი უარყოფითი).  მის წამლებს არ აქვთ გვერდითი მოვლენები, არ არსებობს სპეციალური დიეტა წამლების მიღებისას, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მის ელფოსტაზე: [email protected] და ასევე WhatsApp +234-8097014925 და მოაგვაროთ თქვენი ჯანმრთელობის ყველა პრობლემა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent