შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეოდოსია (თავი 3)


4-05-2020, 22:08
ავტორი Mary Drey
ნანახია 860

ღამის წყვდიადში ჩაძირული, თეოდოსია თავს ვერ აღწევდა... ახლა თავის ოთახში იჯდა. სემს საკუთარ ისტორიას უყვებოდა და ნაღვლიანი თვალებით ცდილობდა, რომ საკუთარი სულიერი აპოკალიფსი სიტყვების საშუალებით ჩაექრო. ადამიანთან საუბარი, თეოდოსიას ძალიან უჭირდა. ყოველთვის საჭირო აზრი ეფანტებოდა და გონებაც ერეოდა. ახლა კი, ჯერაც უცნობი შოტლანდიელი კაცის- სემის წინ იჯდა და აცრემლებული თვალებით იმ გზების ბილიკებს აჩვენებდა, რომელიც ეკლებით იყო დაფენილი. რამდენჯერმე თავის გაფითრებულ სახეზე ცრემლები გადმოსცვივდა. ტანშის ავისმომასწავებლად გასცრა. გრძნობდა, როგორ უჭირდა იმ ისტორიის მოყოლა, რომელსაც უკვე წლებია საკუთარ სხეულშივე ალპობდა... ასამარებდა... აქრობდა....
- სიკვდილი ადამიანის ყველაზე დიდი ირონიული სარკეა. როდესაც მას ჩახედავ თვალებში გრძნობ, თუ როგორ ფუჭად გაფლანგე ცხოვრების თითოეული მნიშნელოვანი წუთი. მის წინ უმანკო სულით დგახარ, თუმცა მას ეს ყოველივე არ სჭირდება. ხშირად ვფიქრობ, რა იქნებოდა მაშინ თუ სიკვდილი არ იარსებებდა. ადამიანი არ დაკარგავდა იმ ადამიანს, რომელიც იარებს უშუშებდა. მასთან ერთად ცხოვრების რიტმს ბედნიერად შეიგრძნობდა, თუმცა ეს ყველაფერი არარეალურია, არა?
- მესმის შენი, თეოდოსია. ადამიანისთვის შეუცნობელია სიკვდილი და სწორედ ამიტომ ინტერესდება ასე ძალიან მისით.
- ერთია დაინტერესება, მაგრამ მეორე როდესაც სიკვდილი ნაადრევად უკაკუნებს ადამიანს სახლის კარებზე.
- როგორც ვხვდები გულგატეხილი ხარ. გტკივა იარები?
- სულის იარები... ეს ერთადერთია რაც რეალურად გამაჩნია. ერთადერთია, რომელიც თავს ჯერ კიდევ ცოცხლად მაგრძნობინებს.
- ალბათ, როგორი საშინელი შეგრძენაა არა?
- არც ისე. თავიდან გტკივა, მაგრამ მას თანდათანობით ეჩვევი. არასდროს გინდება, რომ გაქრეს... რადგან მან, შენი რეალური სულის სარკე იცის. გიცნობს.
- უჩას შემდგომ მეგობარი აღარ გყოლია, თეოდოსია?
- არა... ყოველთვის მაშინებდა ამის შემდგომ ადამიანებთან კონტაქტის. მეშინოდა, რომ მათაც დავკარგავდი.- ღრმად ამოიოხრა მან და სწორედ ამ დროს ოთახში ჯესი შემოვიდა, რომელიც პატრონის ცრემლების დანახვსთანავე თეოდოსიას კალთაში თავი ჩაურგო.
- ცხოველები ყველაზე ერთგული მეგობრები არიან, თეოდოსია... მათ ადამიანებზე წრფელი გრძნობები გააჩნიათ. ოდესმე წარმოგედგინა, რომ სახლში მგლის ლეკვი გეყოლებოდა? მე პირადად ეს აფსურდი მეგონა, მაგრამ შენი გაცნობის შემდგომ გავაცნობიერე, რომ გარეული თუ შინაური ცხოველი ადამიანის სულის ანარეკს ხედავს. ისინი ყველაზე კარგი თვალის პატრონნი არიან. თითოეულ სიკეთესაც გულში ინახავენ. მზად არიან, შენ გამო თავისი სიცოცხლეც კი საფრთხეში ჩაიგდონ.
- ხო.. მართლაც გასაოცარია. არ ვიცი, ჯესის გარეშე რა მეშველებოდა.- თქვა და ჯესის უხეშ ბალანს თითები ჰაეროვნად გადაუსვა.- ბოდიში... არ მინდოდა თავი მომებეზრებინა. მადლობა ყველაფრისთვის, სემ.
- მადლობა საჭირო არაა. უბრალოდ მინდა უკეთესად გაგიცნო. რას იტყვი... ჭიქა ჩაიზე ხომ არ დამეწვევი.
- საკუთარ სახლში ჭიქა ჩაიზე მპატიჟებ?- გაეცინა მას.- მგონი კარგად ჟღერს.
- ასეც ვიცოდი.- სემმაც საპასუხოდ გაიღიმა. მის შემხედვარე იფიქრებდით, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ვარამის გადამტანი გამხდარიყო. მისი მარცხენა სახის მხარეს, თვალის ქვეშ მყოფი ხალიც კი სპეციფიკურ გარეგნობას სძენდა მას.


ოთახში ჩაიდანის დუღილის ხმა ისმოდა. სემი თეოდოსიას სახის ნაკვთების შესწავლას ცდილობდა. უყურებდა მას, თუ როგორ იყურებოდა ფანჯრიდან და როგორ აკვირდებოდა თვალით უხილავ არსებებს, რომლებიც ღამის წყვდიადში უკვალოდ დაკარგულიყვნენ.
- სემ...- ჯერ კიდევ თვალების მოუშორებლად ჰკითხა, თეოდოსიამ მას.
- გისმენ, თეოდოსია.
- მინდა შენზე მომიყვე.
- რა გაინტერესებს?
- არ ვიცი. შენ რასაც თვლი საჭიროდ. რაც შეგიძლია უთხრა უცნობ ქალს, რომელმაც შენი სიცოცხლე იხსნა.- ნახევრად გაღიმებულმა უთხრა სემსს. ცხელ ჭიქას გრძელ თითებში იქცევდა. სემსს უკვირდა როგორ უძლებდა ცხელი წყლის ასეთ სიმხურვალეს.
- შოტლანდიაში ვცხოვრობ. რამდენიმე წელი ჯარშიც ვმსახურობდი. დედაჩემი წარმოშობით ქართველია. ხშირად მიყვებოდა იგი ქართველებზე. მისგან ვიცი, რომ ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ხართ. ამაში უკვე დავრწმუნდი. სწორედ დედაჩემის ისტორიებმა შთამაგონა, რომ ეს ადგილი მომენახულა. არც ვნანობ. შესანიშნავი ადგილია. ზოგადად ძალიან რთულია შენი მიწა დატოვო და სხვა ქვეყანაში წახვიდე. ხომ გესმის... მითუმეტეს ალბათ გაგიგონია, რომ ახლა, 1348 წლის დეკემბერში შავი ჭირი გავრცელდა. დაწყევლილი, ინგლისელები. ღმერთმა დასწყევლოს ისინი! სწორედ მათი დახმარებით, სელკერკის ტყეში ინგლისელებთან ბრძოლის შემდგომ. ჩემს ქვეყანაში ეს ეპიდემია გავრცელდა. ჩვენმა რაზმა ამ ყოველივეზე არაფერი იცოდა და უნებლიედ გაავრცელეს ეს დაავადება. დასწყევლოს ღმერთმა!..

თეოდოსიამ სხეულის დამძიმება იგრძნო. ხვდებოდა, როგორ უჩინარდებოდა მის წინ მყოფი სამყარო. ჟღალთმიანი ქალი ვერ ხვდებოდა, თუ სემი ვინ იყო. იგი მე-14 საუკუნეზე საუბრობდა... თვალები უელავდა... სხეული მეტად მძიმდებოდა... თავში გამუდმებით რასაც ფიქრობდა ის იყო, რომ ეს ადამიანი ამ საუკუნიდან არ იყო. სემი სამი საუკუნის წინანდელ ამბავზე საუბრობდა.
- კარგად ხარ, თეოდოსია?- შეჰკივლა სემმა.
- მეთოთხმეტე საუკუნე? ეს ხომ მეჩვიდმეტე საუკუნეა?- ძლივას ამოილუღლუღა მან.- ეს ყველაფერი შეცდომაა. როგორ....
- რაზე საუბრობ, თეოდოსია? რა მეჩვიდმეტე საუკუნე? ახლა მეთოთხმეტე საუკუნეა.
- გაზეთი მოიტანე.
- რა?- თვალები გააფართოვა მან.
- გაზეთი მოიტანე დროზე. ფანჯრის რაფაზე დევს!- იყვირა მან.


სემი თეოდოსიას სიტყვებს ვერ იგებდა... ისევე, როგორც თეოდოსია სემის. ორივე ადამიანს გააჩნდა თავთავიანთი სიმართლე.
სემი გონებაწაშლილი ასრულებდა თეოდოსიას დანაბარებს და გონებადაბინდული, ხელის ცახცახით ქალს გაზეთი მიაწოდა.
- ხედავ ამას, სემ? წელს ხედავ?- ძლივას აღმოთქვა თეოდოსიამ.
- 1750 წელი...- თქვა და იქვე გული წაუვიდა.

სემის სხეულს ჯესი დასტრიალებდა. სურდა კვლავ მოესულიერებინა გონებადაკარგული სტუმარი... თავის ფაფუკ თათებს გულზე უბჯენდა. გახშირებულად სუნთქავდა და ცხვირის წვერს ულოკავდა.

თეოდოსია ცდილობდა საღი აზროვნება შეენარჩუნებინა.
ფიქრობდა, რომ ეს რაღაცა გაურკვევლობა იყო რომელსაც აუცილებლად გაარკვევდა. ახლა მხოლოდ და მხოლოდ ის ევალებოდა, რომ სემი გონებაზე მოეყვანა.



№1  offline მოდერი ენქეი

1348წელიი? საინტერესოდ ჟღერს
ველი შემდეგს❤️

 


№2  offline მოდერი Mary Drey

ენქეი
1348წელიი? საინტერესოდ ჟღერს
ველი შემდეგს❤️



მიხარია თუ მოგეწონა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent