ფრთხილად შეარჩიე ოცნება, რადგან შეიძლება ახდეს (თავი 8)
და უცნაური ღიმილის მერე იყო ჩვეულებრივი სიტყვები. ჩვეულებრივი სხვისთვის, მაგრამ არა ნოასთვის. ნოასთვის ელენეზე ნათქვამი ყოველი სიტყვა ან ელენს მიერ ნათქვამი თუნდაც ერთი ასოც მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო. - ძალიან ხომარ დავაგვიანე? - არა. ჯერ არ დაღამებულა - ჰო. ეს ჩემმა დამ და დედაჩემმა გამომატანეს. შიგნით ტანსაცმელიც არისო მითხრეს მე არ ჩამიხედია.- ნოამ ჩანთა გაუწიდა ელენეს და ელენემაც მაშინვე გამოართვა - შენებმა იციან რომ მომიტაცე? - კი - და შენს გადაწყვეტილებას ეთანხმებიან? - მათ ერჩივნათ რომ გატაცების გარეშე მომეყვანა ცოლი, მაგრამ ასე გამოვიდა ამიტომ მოუწევთ შეეგუონ - მე შენი ცოლი არ გავხდები, ამიტომ არაფერზე შეგუება მოუწევთ ნოამ ახლა გაიაზრა რა შეცდომაც დაუშვა და ინანა საერთოდ რომ წარმოთქვა ის სიტყვები - ჰო მაპატიე წამომცდა. ელენემ არ უპასუხა - მშია - საჭმელი არაფერია - ძალიან გამახარე - ვიცი. დღე სულ მე ვამზადებდი, რადგან შენ ავად იყავი ახლა შენი ჯერია. ამდენჯერ საჭმელი 17 წლის განმავლობაში არ მომიმზადებია - ჰოდა ახლა გაქვს შესაძლებლობა ისწავლო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვზარალდები რადგან ყველა საჭმლის დაგემოვნება მე მიწევს. ელენეს გვერდით სავარძელზე ბალიში იდო აიღო და ნოას თავში ესროლა მაგრამ ნოამ აიცილა - ძალიან ბრაზიანი ხარ და ადვილად ფეთქებადი - ავად რომ იყავი კი ჭამდი გემრიელად ჩემ მომზადებულ წვნიანებს და ახლა აღარ მოგწონს? - როგორ არა მომწონს თან ძალიან - აფირისტო. მიდი რამე მოამზადე მეც მშია - მერე ჩემს ამოსვლამდე რომ მოგემზადებია რამე არ შეიძლებოდა? - მარტო ჭამა არ მიყვარს - შენ ყველაფერი როგორი უცნაური გიყვარს - რამე პრობლემა გაქვს მერე შენ - არა არავითარი - ეგრე ჯობია - კარგი წავალ მაკარონს მოვამზადებ. ჰო მართლა ელენე ხვალ დავიწყოთ რამის სწავლა რომ შენ გაერთო და ასე აღარ იჯდე სახლში უსაქმოდ? - კი დავიწყოთ . იმედია ცოცხალი გადავრჩები - რამე მითხარი?- ნოა უკვე სამზარეულოში იყო და შეემითხა ისე თითქოს ელენეს ბოლო სიტყვები ვერ გაიგონა - კი. სწრაფად მოამზადე მეთქი. - მოდი და დამეხმარე მაშინ - არა - როგორც გინდა ივახშმეს და მერე ორივემ ტკბილად დაიძინეს. დილით ელენემ რომ გაიღვიძა უკვე 11 იყო საათი. ნოა როგორც ყოველთვის ადრე ამდგარიყო. ჩანთა აიღო რომელიც ნომ წინა დღით ამოუტანა და აბაზანაში შევიდა. შიგნით ყველაფერი იდო ჰოგიენური ნივთებიც კი. ისაუზმა და გარეთ გავიდა, მაგრამ ნოა არსად ჩანდა - ნოა- ხმადაბლა დაუძახა მაგრამ ისევ არ ჩამდა ნოა - ნოააა- ამჯერად ცხენზე ამხედრებული ნოა გამოჩნდა, ელენეს წინ გაჩერდა და ჩამოქვეითდა - დილამშვიდობის - იმედია მშვიდობიანი იქნება- ისევ დაგესლა ელენემ - ჰმ. დავიწყოთ? - კი - ეს ბენსეა ჩემი ცხენი - ბენსე? რას ნიშნავს ეს სახელი ? - არც მე ვიცი. თურმე როცა პირველად ეს ცხენი დავინახე ბენსე წარმოვთქვი და ამიტომაც მამაჩემმა დაარქვა ეს სახელი - ბავშვობიდან ეს ცხენი გყავს ?- ელენეს გაკვირვება შეეტყო სახეზე - კი - საოცარია. ძალიან ლამაზი ბიჭია - ჰო ასეა. ეს უნაგირია - მაგდენი ვიცი - კარგი ახლა არ მეკამათო. აი აქ უნდა დადგა ფეხი როცა ცხენზე ადიხარ. მერე ამას უნდა მოკიდო ხელი რომ არ ჩამოვარდე. და ამის მერე ყველაფერი მარტივია. - ეგ შენთვისაა მარტივი თორემ მე მკითხე აბა - მიდი სცადე თუ დაჯდები - შენ ცხენი დაიჭირე მაშინ რომ არ გაიქცეს. ცხენზე დავჯდები მაგრამ შენ ცხენი ნელა ატარე თორემ პირველ ცდაზე შეიძლება არ გამომივიდეს - კარგი როგორც გინდა - ცოტას ვღელავ - ნუ გეშინია მე ხომ აქ ვარ- სიტყვები რომელიც ელენეს ასე ძალიან უყვარდა- თუ შეგეშინდება ამას ცხენიც იგრძნობს დამიჯერე - კარგი არ ვინერვიულებ - ასე ჯობია ფეხი იქ დადგა სადაც ნოამ უთხრა და ცხენზე მოხერხებულად დაჯდა. ნოამ ცოტა გაატარა ცხენით და გაჩერდა -პირველი ცდისთვის კარგი იყო - საოცარი შეგრძნებაა - გეთანხმები. ვიცოდი რომ არ გაგიჭირდებოდა. - საიდან იცოდი? - კაი რა ელე ტყიდან სახლამდე მარტომ მომიყვანე ცხენით და ეს გაგიჭირდებოდა? - მართალი ხარ. ახლა როგორ ჩამოვიდე? - ერთი ფეხი აიღე აქეთ გადმოდე და მერე ჩამოხტი დაგიჭერ - დაჭერა რად მინდა? ისედაც ჩამოვალ - ნუ ჯიუტობ ისედაც ძლივს მოგირჩა ფეხი - კაი რა ცხენიდა ვეღარ უნდა ჩამოვიდე? ყოველ ჩამოსვლაზე თუ შენ დამიჭირე მე როგორღა ვისწავლი? - დღეს პირველი დღეა მაინც და მაგიტომ გითხარი. - არ მინდა მე თვითონ - კარგი ჰო- ნოა მაინც ახლოს დადგა ელენე ფრთხილად და ძალიან ნელა ცდილობდა ჩამოსვლას. ცალი ფეხი რომ აიღო და ჩამოსვლას აპირებდა ცხენმა თავი გაიქნია და გაქცევა დააპირა. ელენეს შეეშინდა და ცხენიდან გადმოხტა. მის წინ ნოა იდგა. ვერც კი მოასწრო ნოამ გააზრება ისე სწრაფად შეეჯახა ელენე და ორივე მიწაზე დაეცა. ნოას ელენეს ქვემოთ მოექცა. ელენე რბილად დაეცა, რადგან ნოას სხეულზე იწვა. მაგრად ქონდა ელენეს დახუჭული თვალები, რადგან ეგონა ისევ რამეს იტკენდა და შეეშინდა. ნოამ რომ დაინახა ეს თავიდან ეგონდა რომ ელენემ გონება დაკარგა მაგრამ მერე მიხვდა რომ ასე არ იყო. ელენეს სახე თავის ხელებში მოიქცია - ელენე კარგად ხარ? - მგონი ცოცხალი ვარ - რამე ხომარ იტკინე? - არამგონია შენ? - თუ ადგები შევამოწმებ რამე ხომარ მოვიტეხე ისევ?- ირონიით უთხრა ნოამ და ელენემ ახლა გაიაზრა რომ ჯერ კიდევ ნოს სხეულზე იწვა და ელდა ნაცემივით წამოვარდა ზეზე. - მე არაფერი მიტკენია შენც ხომ კარგად ხარ? - კი- უპასუხა ელენემ ისე რომ თვალებში არ უყურებდა წამის წინ მომხდარის გამო რცხვენოდა ცოტა - კარგი მაშინ მე წავალ ცხენს მოვძებნი - კიდევ ერთხელ მინდა ვცადო - ხვალ რომ ცადო - არა. ახლა რა ხვალ შეიძლება ასეთი გამბედაობა ვერ მივიკრიბო - დარწმუნებული ხარ? - კი - კარგი მაშინ მოვიყვან ცხენს და მოვალ ელენემ კიდევ სცადა ცხენზე დაჯდობა შემდეგ ჩამოსვლა, უკეთესად გამოუვიდა ვიდრე პირველ ცდაზე. თუმცა ეს საკმარისი არ იყო მას უნდოდა თვითონ ეჯირითა ცხენით და ნოას კიარ ეტარებინა თვითონ შეძლებოდა ეს. უნდოდა შეეგრძნო ის სიამოვნება რაც ცხენით ჯირითს მოაქვს. ერთი კვირის განმავლობაში სწავლობდა ელენე და ბოლოს ისე კარგად ჯირითობდა , რომ ნოა თვალს არ აცილებდა როგორ მიქროდა ელენე ცხენით. ისეთი ლამაზი იყო ცხენზე ამხედრებული ელენე, რომელსაც ქარი თმას უწეწავდა და რომელიც ძალიან ბედნიერი იყო. სწორედ ასეთი ელენეს დანახვა სურდა ნოას. დილით ადრე თუ გაიღვიძებდა ჭამდა თუ არა ეგრევე გარეთ გადიოდა რომ ცხენით გაესეირნა. სახლში აღარ უნდოდა შემოსვლა ისე იყო ამით გატაცებული. ნოას კი შედარებით ნაკლებად ეჩხუბებოდა რადგან ფაქტიურად საკამათო დრო აღარ რჩებოდა დდ. ასე გავიდა ერთი თვე ელენეს მოტაცებიდან. - ნოა გორაზე მინდა ასვლა - რატომ? - მშობლებს უნდა დავურეკო ძალიან მომენატრნენ - კარგი ავიდეთ - მე ტელეფონს ავიღებ და წავიდეთ. - კარგი გორაზე ავიდნენ და ელენემ პირველად დედამისის ნომერი აკრიფა. - ალო დე მე ვარ ელენე -......... - მეც მომენატრე დეე - ........ - კარგად ვარ მე შენ როგორ ხარ, მამა როგორაა - ........ - მართლა კარგად ვარ. არაფერი დაუშავებია. -......... - ხომ გითხარი დედა არაფერს დამიშავებს -........ - მას ნოა ქვია დედა -........ - კაი რა დე გითხარი უკვე რომ აზრი არააქვს ვის ჩარევ ამ საქმეში. მობეზრდება და გამომიშვებს. მართლა არაფერს დამიშავებს - ....... - ვიცი რომ არ ენდობი იმიტომ რომ არ იცნობ მაგრამ მე ვიცნობ და ვიცი როგორიცაა. დე მამა მალაპარაკე - ....... - მეც მომენატრე მაა - ....... - კი კარგად ვარ. -....... - მიყვარხართ ორივე ძალიან და მალე გნახავთ ორივეს - ....... - რას ამბობ მამა ამას ვერ ვიზამ -........ - კარგი ვეტყვი. ნოა შენთან უნდა დალაპარაკება მამაჩემს - მამაშენს რა ქვია? - დათო - გისმენთ ბატონო დათო -....... - მისმინეთ მე თქვენი შვილი ცუდი განზრახვით არ მომიტაცებია და არაფერს დავუშავებ. პირობას გაძლევთ რომ ერთ დღეს აუცილებლად დავაბრუნებ- ელენე სმენად იყო ქცეული და ნერვიულობდა. მერე ძალიან ახლოს მივიდა ნოასთან და მამამისის ყვირილიც გაიგონა - ჩემს შვილს თუ რამეს დაუშავებ სადაც არუნდა დამემალო გიპოვიდა ჩემი ხელით მოგკლავ ისე რომ თვალსაც არ დავახამხამებ - თქვენს შვილს საკუთარ თავზე უფრო მეტად გავუფრთხილდები - დააბრუნე ჩემი გოგონა. თუ ფული გინდა გეუბნები რომ ახლა არ მაქვს მაგრამ დრო მომეცი და შევაგროვებ - რას ამბობთ უფიქრდებით მაინც? მე ელენე ფულისთვის არ მომიტაცებია და მე მას ფულში არასდროს გავცვლი. გაინტერესებთ რა იგრძნო ამ დროს ელენეს მამამ? ის ახლა ყველაზე მეტად გაოცებული იყო. მიხვდა რომ ნოას ელენე უყვარდა. შესაძლოა ეფიქრა რომ ნოამ მოატყუა და ეს სიტყვებიც უბრალოდ უთხრა, მაგრამ განა თვითონ არ იცოდა როგორია იმ მამაკაცის ხმა რომელსაც მთელი გულით უყვარს? მან ნოას ხმაში შეამჩნია ის დიდი გრძნობა რომელსაც მისი შვილის მიმართ გრძნობდა. მიხვდა რომ ნოა თავისი სიტყვებით ძალიან გააბრაზა. ახლა არიცოდა გახარებოდა უნდა იმის გამო რომ თავიში შვილი სიყვარულის გამო მოიტაცეს თუ უნდა წყენოდა რომ მოიტაცეს -.........- ელენემ ვერ გაიგონა ბოლოს რა უთხრა მამამისმა ნოას რადგან უკვე ხმადაბლა საუბრობდნენ - მაგას რომ არ გეთქვათ ისედაც გავაკეთებდი- ტელეფონი გათიშა და ელენეს გაუწიდა- კიდევ გინდა სადმე დარეკვა - კი მეგობარს უნდა დავურეკო - კარგი გელოდები - ალო ნინნნნ როგორ ხარ? -....... - მეც კარგად. მეც ძალიან მომენატრე -..... - არა რა ცუდად პირიქით ყველანაირად ცდილობს რომ თავი კარგად მაგრძნობინოს. იცი ნინ ცხენზე ჯირითიც კი მასწავლა- ელენე ნოასგან მოშორებით იდგა რომ მათი საუბარი არ გაეგონა -....... - ვკითხე და მიპასუხა რომ პასუხი ისედაც ვიცოდი -...... - არვიცი ალბათ მოვეწონე თუ რაჯანდაბაა არ ვიცი. სხვა რამის გაკეთება რომ ნდომებოდა აქამდე გააკეთებდა. თან ის ისეთი ცუდიც არაა -....... - ნინ შენ არ იცი მან რა გააკეთა ჩემთვის და მასე მაგიტომ საუბრობ ნოაზე -...... - ჰო ნოა ქვია -....... - რაგააკეთა და სიკვდილს გადამარჩინა -....... - დამშვიდდი ნინ უბრალოდ გამოვიქეცი ტყეში მგელი შემხვდა და ნოს რომ არ მოესწრო ახლა ჩემს ხმას ვერ გაიგონებდი -....... - მე ვერაფერი დამიშავა მაგრამ ნოა სულ დაკაწრული იყო ერთი კვირა ჭრილობებს ვუმუშავებდი ისე იყო დაჭრილი -........ - ჰო ამის მერე მეც შემეცვალა წარმოდგენა მასზე - ........ - მეც ძალიან მენატრები ნინ. რაუნდა გკითხო იცი? -....... - საბა რას ამბობს ამ ყველაფერზე? როგორ არის? -...... - ნინაჩკა რატომ არაფერს მეუბნები საბას რამე ხომარ მოუვიდა?- ელენეს ცრემლები წამოუვიდა იმის გააზრებაზე რომ საბას რამე დაემართა, მაგრამ ნეტავ იმიტომ ეტირებიდა რომ ისევ უყვარდა თუ იმიტომ რომ უბრალოდ სხვა რომ ყოფილიყო მის ადგილას მაინც აეტირებოდა როგორც ადამიანებს სჩვევიათ - ........ - რას ამბობ ნინ? - ....... - შეუძლებელია ასე მოკლე დროში ეს როგორ გააკეთა- ელენეს ენერგია გამოეცალა და მიწაზე ჩამოჯდა. ნოას ეს არ გამოპარვია - ...... - ნინ უნდა გავთიშო კიდევ დაგირეკავ სხვა დროს- გათიშა ტელეფონი და მიწაზე ისევ უძრავად იჯდა ცრემლები კი როგორც ყოველთვის დაუკითხავად იკვალავდა გზას ელენეს სახეზე. ნოა მიუახლოვდა და ელენეს გვერდით ჩამოჯდა - არ გკითხავ რატომ ტირი, მაგრამ გეტყვი რომ იტირე. იტირე იმიტომ რომ შენი გული ვერ დაიტევს ახლა მაინც იმ ენოციებს რასაც გრძნობ ტირილი კი ემოციებისგან დაცლის საუკეთესო საშუალებაა. - განა ღირს ის ამად?- ისე თქვა ელენემ ნოასკენ არ შეუხედავს თვალი ერთი წერტილისკენ გაესწირებინდა და სიცრცეს უყურებდა - არავინაა შენი ცრემლების ღირსი. მითუმეტეს ის ადამიანები ვინც ვერ შეგინარჩუნა და დაკგარგა. - არ მეგონა თუ ასე ადვილად შეძლებდა ჩემს დავიწყებას - იმ ბიჭზე მეუბნები? მოიცა გავიხსენო რა ქვია - საბა - ჰო საბა. არ ღირს თუნდაც მის გამო ერთი ცრემლის დაღვრა - სხვა შეყვარებული ყოლია უკვე. 1 თვეა რაც ერთად აღარ ვართ ამ გატაცების გამო და მან უკვე დამივიწყა - ესეიგი არ ყვარებიხარ - ყოველთვის ასეთი პირდაპირი ხარ?- ელენეს გაეღიმა - მაპატიე მაგრამ ასეა და კარგია თუ ამას ახლავე შეეგუები. - მართალი ხარ მისგამო არ ვიტირებ. მან მე ერთ თვეზე დამივიწყა მეც შევძლებ დავივიწყო რადგან მე ის არ მიყვარდა უბრალოდ მომწონდა. - თუ არ გიყვარდა მაშინ ის ისევე მალე გაქრება შენი გულიდან როგორც გამოჩნდა - მეც ეგ მინდა- ელენეს ეს სიტყვები მტკიცე იყო და ახლა შეხედა მხოლოდ ნოას თვალებში - ნოა ასეთი რატომ ხარ? - როგორი? - აი ასეთი როგორიც ხარ? - და როგორი ვარ? მე არ ვიცი ელენე როგორი ვარ. - გინდა გითხრა როგორი ხარ? - კი მაინტერესებს რას ფიქრობ - შენ სხვანაირი ხარ. შენი თვალები უფრო მეტს ამბობენ ვიდრე ენა - და რას ამბობენ ჩემი თვალები? - უთქმელ გრძნობებს. ისინი შენ გღალატობენ. ჰო შენმა თვალებმა გაგცეს. ისინი იმას ამბობენ რაც გულის სიღრმეში გაქვს ჩამალული - იქნებ იტყუებიან ჩემი თვალები ელენეს გაეღიმა ნოას სიტყვებზე და უთხრა - თვალები არასდროს იტყუებიან. - მე რომ ვერ ვხედავ შენს თვალებში ვერაფერს - იმიტომ რომ მე არ ვმალავ ჩემს გრძნობებს. - ერთ დღეს თუ ეცდები დამალო შენი გრძნობები ვისურვებდი რომ ამას შენი თვალებით მივხვდე - ანუ გინდა ჩემმა თვალებმა მეც გამყიდონ? - კი. ელენემ მზერა მოაცილა ნოას აღარ იცოდა რა უნდა ეთქვა - წავიდეთ? - როგორც გინდა - ცოტა აცივდა წავიდეთ - ამას მოგცემ მოიცვი - კაი რა ნოა ამ ბანაკურ სცენას ფილმებში ვერ ვიტან და რეალობაში ნუ გამაკეთებინებ. ყველა ფილმში ერთი და იგივე ხდება გოგოს შესცივდება და მერე ბიჭი მის მოსასხამს მოაცმევს - თუ გთხოვ რომ მოსასხამი დამიჭირო სანამ სახლში მივალთ მაინც უბრალოდ ხელში გეჭირება და არ მოიცვამ ელენეს გაეღიმა - ეს უკვე სხვა საქმეა - ჰო ასე უფრო არ არის ბანალური - კარგი - ელენე შეგიძლია ჩემი მოსასხმამი სახლამდე წამომაღებინო? - კი შემიძლია ელენემ ნოას მოსასხამი მოიცვა და რა იგრძნო როგორც ყოველთვის? რათქმაუნდა ნოას სურნელი. ოჰ როგორი კარგი იყო ის. ცხენით უკან დაბრუნდნენ. ელენეს ისევ ნოას მოსასხამი ეცვა და გახდას არ ალირებდა იმიტომ კიარა რომ დაავიწყდა არამედ იმიტომ რომ უბრალოდ უნდოდა ის ცმეოდა - ტკბილი ძილი ელენე - ტკბილი ძილი ოთახის კარებთან იყო უკვე ნოა მისული როცა შემოტრიალდა და ელენეს ღიმილით უთხრა - გიხდება - რა? - ელენემ ისე ჰკითხა თითქოს ვერ მიხვდა რაზე ეუბნებოდა არადა ლოყები შეეფაკლა. - ჩემს მოსასხამზე გეუბენბი - ააა დამავიწყდა გახდა. ამას მოყვა ნოს გაღიმება და ოთახში უსიტყვოდ შესვლა. - როგორ ნერვებს მიშლის ზოგჯერ. ხომ შეიძლებოდა უბრალოდ არ შეემჩნია და ისე დაძინებოდა. შუაღამისას ელენეს გაეღვიძა და წყლის დასალევად გავიდა. ნოას ოთახის კარი ღია იყო და შეიხედა ნოა რომ იქ არ დახვდა ცოტა შეეშინდა გარეთ გასვლა ვერ გაბედა და ფანჯრიდან გაიხედა. ნოა მინდორზე იწვა. სახლიდან გიჟივით გავარდა ეგონა ნოა ცუდად იყო - ნოა. ნოა ნოასთან მივარდა და მუხლებზე დაეცა - ნოა რა მოგივიდა? - რას ამბობ ელენე? - ნოა კარგად ხარ? - კი. ცუდად რატომ უნდა ვიყო? - მე მიწაზე დაწოლილი რომ დაგინახე მეგონა ცუდად იყავი - არა აქ იმიტომ ვიწექი რომ არ დამეძინა და სუფთა ჰაერზე გამოვედი. მიყვარს ვარსკვლავებზე ყურება - ოჰ თურმე არ დაეძინა მე კიდევ გამიხეთქა გული - შედი ელენე მე კარგად ვარ არ გაცივდე - უკვე აღარ მეძინება მეც. აქ მინდა მეც უნდა ვუყურო ვარსკვლავებს. რაიცი იქნებ რამე ახალი აღმოვაჩინო ცაზე. - კაი რა ელენე ახალი რაუნდა აღმოაჩინო . ცაზე ხომ ვარსკვლავების გარდა არაფერია. - ფიგურები ვიგულისხმე ზოგჯერ ვცდილობ ვარსკვლავებით რაიმე ფიგურების გაკეთებას - კარგი მაშინ მე პლედს გამოვიტან რომ არ შეგცივდეს - კარგი. 2 წუთში ორივე ღია ცის ქვეშ იწვა. - უცნაურია არა დედამიწა?- კითხა ნოამ - შეუცნობი უფრო - გეთანხმები - გიფიქრია იმაზე რაიქნებოდა იმ შემთხვევაში ღმერთს მხოლოდ ადამი რომ შეექმნა და ევა არა - მაშინ უბრალოდ არაფერსექნებოდა აზრი. სიცოცხლესაც კი. ქალის გარეშე სამყარო წარმოუდგენელია. მისი არსებობა ყველგან იგრძნობა - და დღეს მაინც ქალები სუსტი სქესი წარმომადგენლებად ითვლებიან - მე არ ვეთანხმები მაგ აზრს. ის რისი ატანაც ქალს შეუძლია მამაკაცი მას ვერასოდეს აიტანს. ქალს ტკივილის ატანა შეუძლია. არ ვამბობ რომ კაცებს არ შეუძლიათ, მაგრამ ამ მხრივ ქალები უფრო ძლიერები არიან. ჩვენ ადამიანებს ტკივილი გვაქძლიერებს. ქალებს კი ტკივილი ორმაგად ახლიერებს ამიტომ ქალები უფრო საშიშები არიან - მართალი ხარ ქალები უფრო ძლიერები ვართ, მაგრამ კაცებზე სასტიკები არა თქვენ დაუნდკბლები ხართ და ქალებზე ნორმაული მოპყრობა არ იცით - ჩვენ არ ვიცით? კაი რა ელენე ეს თქვენ უფრო საშიშები ხართ - არ შემედავო მაგ საკითხში, რადგან კაცები უფრო საშიშები ხართ - აუ ახლა არ მეჩხუბო ელე და ხვალ თუ გინდა მთელი დღე მეჩხუბე. ახლა მინდა დავტკბე ამ წამით - კარგი მაგრამ კაცები მაინც უფრო სასტიკები და საშიშები ხართ - ელენე - კაი კაი ჩუმად ვარ დიდხანს უყურეს ცას მერე ელენეს ჩაეძინა. ნოამ ხელში აიყვანა და სახლში ისე შეიყვანა. საწოლზე დააწვინა და ათი წუთი მაინც უყურებდა როგორ ეძინა. მერე ელენე შეირხა და შეეშინდა არ გაეღვიძა და თვითონაც წავიდა დასაწოლად. როცა ის ყველაფერია შენთვის მის ძილზეც კი ზრუნავ რომ შენს გამო არ გაეღვიძოს. ამ წამს მხოლოდ ერთი რამის ეშინოდა- მისი დაკარგვის. რაიქნებოდა თუ ის წავიდოდა? განა იქნებიდა რამე. ამაზე ფიქრს უკრძალავდა საკუთარ თავს რადგან ეს ყველაზე ცუდი და დაუნდობელი ფიქრი იყო მისი გონების სიღრმეში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.