ფრთხილად შეარჩიე ოცნება, რადგან შეიძლება ახდეს (თავი 5)
ნელ- ნელა იღვიძებდა ელენე. გაიღვიძა, მაგრამ თვალები მაინც არ გაახილა. იგრძნო როგორ ჰქონდა შემოხვეული ნოს ხელები და როგორ ეძინა მასთან ერთად ტკბილად და საერთოდ არ უნდოდა ადგომა და გაღვიძება. ცალი თვალი ჩუმად გაახილა და დაინახა რომ ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გათენებული გაუკვირდა ასე ადრე როგორ გამეღვიძაო. ისევ ნოას სურნელი იგრძნო. ელენეს ეგონა რომ ნოას ეძინა მაგრამ ასე არ იყო ნოასაც ეღვიძა და ფიქრობდა ვინიცის რაზე ფიქრობდა, მაგრამ ის კი ადვილი გამოსაცნობია ვისზეც ფიქრობდა. ასე ეღვიძათ ორივეს, მაგრამ ხმას არ იღებდნენ. ნოას ეგონა რომ ელენეს ეძინა, ელენეს კი ეგონა რომ ნოას ეძინა. ალბათ პრი საათი მაინც იყვნენ ასე. ნოას არ უნდოდა ელენეს გაღვიძება ამიტომ ადგომას არ აპირებდა. როცა ელენემ შეიშმუშნა და საწოლზე წამოჟდა მაშინ წამოდგა ნოაც - დილამშვიდობისა - დილამშვიდობისა- უთხრა ელენემაც და დაამთქნარა. - დღეს გორაზე უნდა ავიდეთ - რატომ? - შენს მშიბლებს უნდა დაურეკო რომ არ ინერვიულონ - მართლა? - ელენე საწოლოდან წამოხტა - ჰო - ღმერთო რაკარგია. მოვემზადები და წავიდეთ - კარგი- ნოას ჩაეღიმა როცა ელენე ასეთი ბედნიერი დაინახა. მოემზადა ელენე და გარეთ გავიდნენ. - ცხენით რატომ მივდივართ? - იმიტომ რომ საკმაოდ შორსაა - კარგი მაგრამ იცოდე მე უკან დავჯდები - კარგი როგორც გინდა ნოა დაეხმარა ელენეს ცხენზე ასვლაში და მერე თვითონაცა დაჯდა. გზაში არცერთს ამოუღია ხმა. - მოვედით - მე თვითონ ვერ ჩამოვალ ფეხის გამო შეგიძლია დამეხმარო? - რათქმაუნდა ახლავე. ნოამ წელზე მოჰკიდა ხელები და ელენე ნაზად დასვა მიწაზე. - მადლობა. აბა მომცემ ჩემს ტელეფონს? - გამომართვი ელენემ სწრაფად აკრიფა ნომერი და დედას დაურეკა - ალო დედააა - ........ - ვიცი რომ ნერვიულობდი მაგრამ კარგად ვარ -......... - მისმინე დედადა ყველაფერს აგიხსნი. მე მომიტაცა ერთმა მთიულმა ,მაგრამ არ ინერვიულო კარგად მექცევა დედა. არაფერს დამიშავებს -............ - მეც არვიცი რატომ მომიტაცა, მაგრამ ვიცი რომ არაფერს დამიშავებს. ხომიცი აქ მთაში გოგოს მოტაცება რომ ჩვეულებად აქვთ ხოლმე - ........ - დედა აზრი არ აქვს პოლიციაზე შეტყობინებას. ვიცი რომ მეძებთ მაგრამ სანამ თვითონ არ მოინდომევს ალბათ ვერ მიპოვით ისეთი ადგილია ვერავინ გვიპოვის ტელეფონიც არ იჭერს. -.......... - არცკი შემხებია დედა. არ ინერვიულო გთხოვ. მამა მეც მომენატრე ძალიან დედას მიხედე კარგი? მე კრგად ვარ, ძალიან კარგად. ორივე ძალიან მიყვარხართ. მე უნდა გავთიშო ახლა აქ კარგად არ იჭერს. როცა მოვახერხებ კიდევ დაგირეკავთ. მიყვარხართ ელენემ სწრაფად გათიშა ტელეფონი და ატირდა. მიწაზე დაჯდა თავი მუხლებში ჩარგო და ატირდა. არ უნდოდა ეტირა და ნოას ეს დაენახა მაგრამ ვეღარ მოერია ემოციებს. ნოამ შენიშნა ეს თუარა მასთან მივიდა და ხელი მხარზე დაადო - არ მომეკარო. შენს გამო მშობლებს ვერ ვნახულობ გესმის მშობლებს. ვერც მეგობრებს ვერც საბას. - ვწუხვარ რომ ვერ ნახულობ მათ მაგრამ გთხოვ ნუ მეტყვი რომ მათთან დაგაბრუნო ეს არ შემიძლია მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე რომ დადგება დრო და შენ მათთან დაბრუნდები. - მე კიდევ უნდა დავრეკო. ჩემს მეგობარს უნდა დავურეკო - კარგი - ალო საყვარელო მე ვარ -...... - კარგად ვარ. შენ როგორ ხარ ? -..... - ვიცი საყვარელო , მაგრამ აღარ ინერვიულო მე კარგად ვარ. გახსოვს ჩოხიანზე რომ გიყვებოდი. მან მომიტაცა - ...... - არა. კარგად მექცევა. - ცოტა კიდევ დაშორდა ნოს რომ მათი საუბარი არ გაეგო - სხვადასხვა ოთახებში გვძინავს. მითხრა თითსაც არ დაგაკარებო. კარგი ადამიანი ჩანს მაგრამ ეს მის საქციელს მაინც ვერ გადაწონის - ....... - მეც ძალიან მომენატრე საყვარელო -....... - ვიცი რომ საბაც განადგურებულია.არმინდოდა ასე მომხდარიყო საბამ რა იფიქრა ღმერთმა იცის არმინდა მასთან ურთიერთობის გაფუჭება, მაგრამ ალბათ ეს გარდაუვალი იქნება ამისგან თუ დროზე ვერ დავაღწიე თავი. - ...... - მეც ძალიან მომენატრე და იმედია მალე გნახავ. ახლა უნდა გავთიშო კარგად და გაკოცე ელენემ ტელეფონი გათიშა და ნოასკენ წავიდა - კიდევ ვინმესთან გინდა დარეკვა - მინდა მაგრამ მას ვერაფერს ვეტყვი. არვიცი როგორ ავუხსნა. - თუ უყვარხარ ახსნის გარეშეც უნდა გაგიგოს. სიყვარულს ყოველთვის სიტყვები არ სჭირდება. - წავიდეთ. არვიცი ბედნიერი უნდა ვიყო იმის გამო რომ მშობლებს ველაპარაკე თუ ცუდ ხასიათზე რომ მათ ვერ ვნახულობ და საბას ვერაფერ ვუხსნი. ნეტავ სულ არ წამოვსულიყავი ამ დაწყევლილ ადგილას. - რომ არ ჩამოსულიყავი ვერასოდეს გნახავდი - და მეც ახლა სახლში ვიქნებოდი - წავიდეთ მგონი ისევ წვიმას აპირებს - მგონი კიარა უკვე იწყებს წვიმას და ალბათ ვეღარც ჩამასწრობთ სახლში - არაუშავს სხვა სპორტულებიც მაქვს და იმათ გათხოვებ - ისევ დამცინი ხომ? - არა - როგორ არა. მოიცა გააჩერე ცხენი - რატომ რა მოხდა? - გააჩერე მეთქი. ელენე როგორღაც ჩამოვიდა ცხენიდან რათქმაუნდა ნოაც დაეხმარა. - ელენე ნელი სირბილით გაიქცა წინ - სად მიდიხარ. ისევ გარბიხარ ხომ? - ხელი გამიშვი არ გავრბივარ. უბრალოდ თავბრუ მეხვევა - გიტხარი დილით ვჭამოთ და ისე წავიდეთ მეთქი. - დილით არ მშიოდა - ჯიუტი ხარ. ცოტა ჰაერი ჩაისუნთქე და სახლში წავიდეთ. მიწაზე ისხდნენ ორივე მაგრად გაწვიმდა ისევ. ორივე დასველდა. - წავიდეთ ისედაც სულ დავსველდით ელენე - მიყვარს წვიმა - ელენემ ხელები გაშალა, ცას ახედა და თვალები დახუჭა. - რას აკეთებ? - ასე კარგია. წვიმის წვეთები როცა მეცემა მგონია რომ ყველანაირი დაღლილობისგან და ცუდი ფიქრებისგან ვთავისუფლდები - უცნაური ხარ - არც შენ ხარ ჩვეულებრივი - არცერთი ადამიანი არ არის ჩვეულებრივი - მართალი ხარ. წავიდეთ ისევ ცხენზე აიყვანა ნოამ ელენე და სახლისკენ წავიდნენ. სახლში როცა მივიდნენ უკვე შუადღე იყო. ისადილეს. ელენეს ისე შიოდა ლამის ყველაფერი თვითონ შეჭამა მაგრამ მერე ნოასი შერცხვა და ბოლოს წვნიანი აღარ დაისხა - იცი რა ძალიან მომეწყინა აქ ასე უაზროდ ჯდომა და რამეს გეთამაშები თუ გინდა ერთ სურვილზე - კარგი ოღონდ თუ შენ მოიგებ ეგ სურვილი აქედან წასვლას არ შეეხება - მინდა რომ ეგ ვაშლი გადაგცდეს და დაიხრჩო - ასეთი ბოროტი არ ჩანდიდა - ჰო ბოროტი ვარ შემ გამაბოროტე - ეგ გრძელი კაბა გიხდება - ვერ ვიტან ასეთ ტანსაცმელს იმედია ჩემი მალე გაშრება. ჩავიცვამ და იმავე დღეს მისველდება რა ჯანდაბაა. - ხვალ ვაპირებ წასვლას და რაღაცეების ამოტანას და სხვა კაბებსაც ამოგიტან თუ ასე არ ვიქნები - კაბების ამოტანას ერთი შარვალი რომ ამომიტანო არ ჯობია? და რას ნიშნავს ასე თუარ იქნები? - სამწუხაროდ იქ შარვალს ვერ ვიპოვი. არვიცი მგონი რომ დავსველდი გავცივდი. იშვიათად ვცივდები მაგრამ ახლა არ ვიცი რა მომივიდა თან მგონი სიცხე მაქვს. - და რაუნდა ქნა - არვიცი საღამოს თუ კიდევ ასე ვიქნები ესეიგი ხვალ ვერ შევძლებ წასვლას - მე ვახშამს მოვამზადებ რამეს მართალია ცუდი მზარეული ვარ მაგრამ ვეცდები - იმედია არ მოვიწამლები - თუ არ გინდა ნუ შეჭამ. ბუზღუნით წავიდა სამზარეულოსკენ - იდიოტი. - მგონი დაგავიწყდა ნოა მქვია - მაგის დაძახებას მირჩევნია ჩემი შერჩეული სახელები დაგიძახო - გველივით ენა გაქვს - მადლობა კომპლიმენტისთვის- გაეღიმა ელენეს და კარადიდა მალარონი გამოიღო - არაფრის- ხმამაღლა თქვა ნოამ რომ ელენესთვის ხმა მიეწვდინა. დაღამდა ელენემ ვახშამი მოამზადა. მისაღებში მიჰქონდა თეფშები. ნოას სავარძელში დასძინებოდა. - ჰეი შენ გაიღვიძე მზადაა საჭმელი და თუ ისევ არ გეშინია მოწამვლის შეგიძლია ჭამო - მე ჩამძინებია. ღმერთო თავი როგორ მტკივა. ბუხარი ჩაქრა? ძალიან ცივა - არა არ ჩამქრალა და საერთოდ არ ცივა - მე გავიყინე - ღმერთო ალბათ სიცხემ აგიწია. მიდი ნახე აბა სიცხე თუ გაქვს ნოამ ხელი შუბლზე მიიდო - მგონი მაღალი სიცხე მაქვს. წავალ დავწვები არ მშია - მოიცა სად მიდიხარ მაღალი სიცხე თუ გაქვს. ელენე ნოასკენ მიიწია და ხელი შუბლზე მიადო ამ დროს კი ნოასთვის თითქოს სამყარო გაჩერდა მხოლოდ ელენეს შეხებას გრძნობდა და თავისტკივილიც და სიცხეც დაავიწყდა. პირველად ეხებოდა ელენე თავისი ნებით. - ღმერთო ჩემო მაღალი სიცხე გაქვს. მითხარი სად არის წამლები და მოგიტან - წამლები არ მაქვს. არ ვსვამ - რას ქვია არ სვამ ან არ გაქვს აბა რაუნდა ქნა - არაფერი დავიძინებ - მეზობლებს არ ექნებათ რომ გამოართვა? - არამგონია - იქნებ აქვთ - არმინდა წამალი არ დავლევ არ მიყვარს - ჭირვეული ბავშვივით იქცევი - ვიცი მაგრამ წამალს მაინც არ დავლევ - აბა მაშინ გქონდეს სიცხე და კრუნჩხვები რომ დაგემართება მერე მაინც მოხვალ ალბათ საღ ჭკუაზე - შენც ხომ ეს გინდა? - მინდა ოღონდ მე რომ თავს დავაღწევს აქაურობას მერე. მანამდე რომ რამე მოგივიდეს შეიძლება აქედან ვეღარ გავაღწიო - მე მცივა და უნდა დავწვე - კარგი აქ დაწექი და მე.... ჰო მე წაკითხული მაქვს რომ სველი საფენები უნდა დაადო და სიცხეს დაგიწევს - კარგი რა ეგეთები მხოლოდ ფილმებში ხდება - ჰოდა ახლა მე და შემ ჩათვალე რომ ფილმში ვართ. უფრო სწორედ შენ ჩათვალე თორემ მე რაც მომიტაცე იმის მერე ფილმში მგონია ისედაც თავი- ირონიით უთხრა ელენემ - მართლა მწარე ენა გაქვს - ვიცი. ადექი და ჩემს საწოლში დაწექი დროებით რომ მოგხედო - ამას არ ველოდი შენგან. არ მეგონა თუ ერთ დღეს ავადმყოფობა ადეთი ტკბილი იქნებოდა - ავად რომ არ იყო ერთ ისეთს გითავაზებდი სილას რომ ჩემი ხელი სახეზე დაგეხატებოდა - კარგი ოღონდ შენ არ გაბრაზდე - მიდი იქ დაწექი მე სველ საფენებს მოვიტან. ელენე მისაღებში დაბრუნდა თან სველი საფენები მოუტანა წყალში კიდევ ერთხელ ჩადო მერე გაწურა და თავზე დააფინა. მალ- მალე უცვლიდა საფენებს. უკვე ღამის 2 საათი იყო. - შენ შეგიძლია ჩემს საწოლში დაწვე. უკვე გვიანი. მე აქედან არ შემიძლია ადგომა თორემ.... - ჩშ ჯერ კიდევ სიცხე გაქვს. ცოტა დაგიწია მაგრამ არ ვაპირებ დაგტოვო. იცოდე რომ ამას ჩემი ადამიანურობის გამო ვაკეთებ. - ოდესმე იტყვი იმას რასაც ფიქრობ? - მე ყოველთვის იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ - არ მჯერა - აი დარდი - მწარევ - შეგახსენებ რომ არც შენ ხარ თაფლივით ტკბილი უკვე 5 საათი იყო და ელენს კვლავ არ ეძინა საწოლზე ჩამომჯდარი კვლავ საფენებს უცვლიდა ნოას. მის სახეს აკვირდებოდა შავ თმებს, მოკლე წვერს თვალებს, ტუჩებს და უკვირდა რომ ამდენი ხნის განმავლობაში ეს ვერ შეამჩნია. ვერ შემაჩნია თუ როგორი სიმპატიური იყო ნოა. - ელენე გთხოვ არ წახვიდე.- ნოა სიცხის გამო ბოდავდა - ელენე არ წახვიდე რამდენჯერმე კიდევ თქვა და მერე ისევ გაჩუმდა ელენ თავი საწოლის საზურგეს ჩამოადვა და ჩაეძინა. თვალები რომ გაახილა ნოას მკერდზე ედო თავი ხელი შემოეხვია ნოაზე და ასე ჩახუტებულს ტკბილად ეძინა . - ღმერთო როგორ ჩამეძინა. თან ასე როგორ დამეძინა ამასთან ჩახუტებულს. კიდევ კარგი სძინავს და ვერაფერი დაინახა. - უკვე მეორედ გვეძინა ერთად - გღვიძავს? - ელენემ ნოას შეხედა და ცოტათი დაიბნა. ნოამ ყველაფერი დაინახა . მიხვდა რომ დამალვას აზრი არ ჰქონდა - ჩამეძინა უბრალოდ მეტი არაფერი. - ვიცი. -ააა კისერი. მგონი კისერი გამიშეშდა. - ნუამოძრავებ თავს უარესად გეტკინება - საწოლის საზურგეზე რომ არ ჩამძინებიდა თავიდან ახლა ასე არ ვიქნებოდი. - მე კარგად ვარ უკვე. ნუ შეიძლება ასეც ითქვას რომ უკეთ ვარ შნეი წყალობით . მადლობა - არაფრის. მე კი შენი წყალობით კისერი გამიშეშდა - ვწუხვარ მოდი სავარძელში დაჯექი ახლა მე მოვამზადებ საჭმელს. დღეები გადიოდა და ყოველ დღეს იგივე ხდებოდა. ნოამ ელენეს ყველაფერი ამოუტანა რაც სჭირდებოდა. უთხრა რომ ყველაფერი ნოას დამ შეარჩია და თუ რამე უნდოდა ნოს თავის დას ეტყოდა და ის ყველაფერს უყიდდა . ნოა უფრო ხშირად ჩადიოდა ქვემოთ და ელენე მარტო რჩებოდა სახლში მაგრამ შუადღისას ისევ ბრუნდებიდა ნოა. ერთმანეთს ისევ არ ელაპარაკებოდნენ ნორმალურად ელენეს წყალობით, რადგან ელენე ისევ კბენდა ნოას ყოველ სიტყვაზე. უკვე 15 დღე გავიდა რაც ელენე აქ იყო და ნოასი და ელენეს ურთიერთობა მაინც ძველებურად იყო . ელენემ გადაწყვიტა საერთოდ აღარ დაველაპარაკები მოსწყინდება ასე ყოფნა და გამიშვებსო. ელენეს ფეხის ტკივილი უფრო მეტხანს გაგრძელდა. და უკვე ორი კვირა გავიდა და ძლივს მოურჩა. ელენე კვლავ არ მიმართავდა ნოს სახელით. ელენემ ადრე გაიღვიძა ერთ დილას და გადაწყვიტა გაქცეულიყო. რადგან კარის გაღების ხმას გაიგებდა ნოა გადაწყვიტა ფანჯრიდან გადამძვრალიყო . გადაძვრა ჩუმად და ტყუსკენ გაიქცა. გარბოდა და ლოცულობდა რომ სახლში დაბრუნებულიყო. - ღმერთო აქედან იმედია მთელი გავაღწევ და ნადირი არ შემჭამს. ალბათ უკვე ნახევარი საათი იქნებიდა გასული რაც ელენე მირბოდა. უცებ შეჩერდა. თვალებში შიშმა გაიელვა და ამ წამს ინანა რომ გაიქცა. მის წინ დაახლოებით ას მეტრში იდგა რუხი მგელი, რომლის თვალები ელენეს თვალებს შეეჩეხა. იმედია ბევრი არ გალოდინეთ და მოგეწონებათ იმედია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.