ფრთხილად შეარჩიე ოცნება, რადგან შეიძლება ახდეს (თავი 7)
ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო რომ არსებობს გამოთქმა ზუსტად ელენეს შეეფერება, იმიტომ რომ ამ დილითაც ნოაზე ჩახუტებულს გაეღვიძა. მიჩვეული იყო ბალიშზე ჩახუტებული ძილს და ახლა ამ ჩვევამ მისი თქმით დაღუპა. რომ გაახილა თვალი და დაინახა რომ ნოასთან ჩახუტებულს ეძინა ცოტათი მაინც ესიამოვნა, მაგრამ როგორც კი გაახსენდა ნოას მდგომარეობა მაშინვე წამოვარდა ზეზე - იმედია რამე არ ვატკინე და იმედია არ დაუნახავს როგორ გვეძინა - მესამედ. უკვე მესამედ გვძინავს ერთად - არ გძინავს? - კი. სიზმრებიდან გელაპარაკები - ავად არიყო ვიცი მე რასაც გავაკეთებდი - მაინც რას?- ნოამ თვალები გაახილა - ისეთს არაფერს რაც შენ მოგეწონება - მწარე ელენე მარცხენა ფეხით ამდგარა - მაშინ შენ მარჯვენათი ადექი, რომ ერთმანეთი არ შემოგვაკდეს - გავითვალისწინებ ელენე სააბაზანოში გავიდა ხელ- პირი დაიბანა გამოიცვალა და ისევ ნოასთან დაბრუნდა - მოდი დაგეხმარები ადგომაში. შენ ხელ- პირი დაიბანე და მე წვნიანს გავაცხელებ - რად მინდა დახმარება? - მე გკითხე რა გინდა და რა არა? ნოა პასუხი არ გასცა და თვითონ წამოდგა. ტკივილისგან სახე შეეცვალა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ელენე სამზარეულოში შევიდა წვნიანი გაათბო ლანგარზე დააწყო და გამოიტანა. ნოა უკვე მაგიდასთან იჯდა - ვხედავ უკეთ ხარ - ჰო ასეა - წვნიანს დაგისხამ სანამ გაცივდება ელენეს ბევრი კითხვა ჰქონდა პასუხ გაუცემელი ბევრი რამის თქმაც უნდოდა მაგრამ ჯერ ვერ ბედავდა. ისაუზმეს. ელენემ ყველაფერი აალაგა დარეცხა და ნოასთან გავიდა. - სახვევები უნდა მოგხსნა და ჭრილობა ვნახო როგორ გაქვს თან მალამო უნდა წაგისვა - გუშინ ხომ დამიმუშავე კარგად ვიქნები. ამაზე უარესებიც გადამიტანია ელენემ არ უპასუხა ისე მივიდა და მაისური გახადა ცოტა კი გაწითლდა სახეზე მაგრამ არ შეიმჩნია. მერე სახვევი ფრთხილად შეხსნა და სახე შეუწუხდა ნაკაწრების დანახვაზე - ელენე შენ თუ სისხლის გეშინია და ამას იმიტომ აკეთებ რომ თავს დამნაშავედ თვლი იცოდე.... - ჩშ არ მეშინია სისხლის. - იმედია არ მატყუებ - ტყუილები არ მიყვარს ისევ წყალბადის ზეჟანგით გაუწმინდა ჭრილობები და მალამოს წასმა დაიწყო. ელენეს ყოველ შეხებაზე ნოას ჟრუანტელი უვლიდა მთელს სხეულზე და ვერანაირ ტკივილს ვეღარ გრძნობდა. ის ადგილები ეწვოდა სადაც ელენე ეხებოდა, ეწვოდა რადგან არავინ შეხებია ისე როგორც ის. ელენე 4 პატარა შრამი დაინახა ნოას სხეულზე და მიხვდა რომ ჩხუბისთავი იქნებოდა. - ამ ნაიარევებზე მითხარი ამაზე უარესებიც გადამიტანიაო? - შეიძლება ასეც ითქვას ელენემ ნოას იმ ნაიარევს შეეხო რომელიც ყველაზე დიდი იყო. ნაიარევს ხელი ააყოლა და ნოას კიდევ გააჟრჟოლა. მალე მოაცილა ელენემ ხელი ნოას სხეულს და ჭრილობა გადაუხვია. მერე სუფთა მაისური გამოიღო კარადიდან და ჩაცმაში დაეხმარა. - რას აკეთებ? ელენემ დაინახა რომ ნოას საწოლიდან დგებიდა - რაიყო ტუალეტშიც მიკრძალავ შესვლას? - მეე.... მე მეგონა გარეთ გასვლას აპირებდი - თუნდაც. მერერა? - შეგახსენებ რომ გუშინ მგელმა დაგჭრა და ასე მალე არ შეიძლება უბრალოდ ადგე და გარეთ გახვიდე - გგონია სანამ არ გამოვჯანმრთელდები ასე ვიწვები? - არ არ მგონია ვიცი როგორი ჯიუტიც ხარ - მე მეუბნები რომ ჯიუტი ვარ? ეგ შენს თავს უთხარი. ისეთი ჯიუტი ხარ რომ მაინც გაიქეცი რომ არ მომესწრო მერე რამოხდებოდა? - ნოამ ხმას აუწია - შენ რომ არ მოგესწრო მოვკდებოდი. ამის მოსმენა გინდოდა? აჰა მოისმინე მოვკდებოდი მოვკდებოდი- ელენემაც აუწია ხმას. ორივე ერთმანეთის პირისპირ იდგა და თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს - ჩშ მეორედ არ თქვა ეგ სიტყვა გესმის? ართქვა- ნოამ ტუჩებზე ააფარა ხელი ელენეს. - რააზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს თუ სულ აქ უნდა ვიყო და ვერასოდეს ვერ ვნახავ ჩემს საყვარელ ადამიანებს - სულ აქ არიქნები - გამიშვებ? როდის - როცა ამის დრო მოვა - და როდის მოვა ამის დრო? - არვიცი მიხვდა ელენე რომ აზრი არ ქონდა უფრო ჩაძიებას. არუნდოდა ტირილი, მაგრამ ცრემლებმა მისით იწყეს დენა. - მადლობა რომ გადამარჩინე - მადლობა არ არის საჭირო. ვერ ვიტან მაგ სიტყვას. - შენ რომ არ მოსულიყავი არვიცი.... ვიცი რომ სულელურად მოვიქეცი როცა გავიპარე. შენ მეუბნებოდი რომ ტყე საშიში იყო, მაგრამ მე არ დაგიჯერე მეგონა რომ ამას ჩემს შესაშინებლად ამბობდი. - შენ არ ხარ ელენე მომხდარში დამნაშავე. ჩემი ბრალი მე მოგიტაცე და ამიტომაც გაიქეცი შენს ადგილას ყველა ეცდებოდა გაქცევას, მაგრამ ყველა არ გადამარჩენდა დამტოვებდა და გაიქცეოდა - როგორ უნდა გავქცეულიყავი როცა ჩემს გამო შეიძლება მომკდარიყავი. - ისედა ცხენზე როგორ დაჯექი? მარტო ხომ გეშინოდა? - გგონია რამეზე ვფიქრობდი მაშინ, გარდა იმისა რომ გადამერჩინე? - სხვებს არ გავხარ და მაგიტომაც აგარჩიე შენ? - ნოა - შენ პირველად დამიძახე გუშინ სახელი და მარტო მაგიტომ ღირდა მასთან შებრძოლება - კაი რა ნოა შენს ასეთ მდგომარეობას მირჩევნია დღეში მილიონჯერ მოგმართო სახელით- ცოტა გაეღიმა ელენეს - იმედია ზედმეტსახელებს შეეშვები - ვეცდები - ნოა შეგიძლია ყველაფერი მიამბო რატომ გააკეთე ეს ყველაფერი? - ვიცოდი რომ ერთ დღეს მკითხავდი ამიტომ წინასწარ მოვემზადე - ანუ მომიყვები? - კი. მოდი აქ დავსხდეთ და ისე ორივე დასხდნენ ერთმანეთის პირისპირ ისე რომ პირდაპირ ეყურებინათ ერთმანეთისათვის. - გახსოვს პირველად რომ გნახე ღამით, როცა ცდილობდი რომ ისეთი ადგილი მოგეძ... - კი მახსოვს- ელენემ აღარ დააცადა დასრულება უპასუხა. სხვა დანარჩენი უფრო აინტერესებდა - მაშინ რკმ დაგინახე ვერ წარმოიდგენ რადამემართა. ვიცოდი რომ ერთ დღეს გამოჩნდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც უსასრულოდ მეყვარებოდა, რომელსაც ცოლად მოვიყვანდი და ბედნიერად ვიცხოვრებდი და ეს სავარაუდოდ ჩემსავით მთიული იქნებოდა, მაგრამ შენ რომ დაგინახე მივხდი რომ ეს ჩემი ოცნება არ ახდებოდა შენთან ერთად, ამიტომ გადავწყვიტე რომ მომეტაცებიე. მეორე დღეს აივანზე რომ დასხედით შენ და შენი დაქალი თქვენი საუბარი მოვისმინე. არ მიყვარს სხვისი საუბრის მოსმენა მაგრამ შენ გამონაკლისი ხარ - იმ დღეს რაღაც ხმა გავიგონეთ, შეგვეშინდა და იმიტომ შევედით შიგნით ესეიგი შენ იყავი? - ჰო მე ვიყავი. გავიგონე რომ მალე წახვიდოდით, ამიტომ ერთი გამოსავალი რჩებოდა- მოტაცება. - ნოამ სახეზე ხელი ჩამოისვა. ეტყობოდა რომ ცოტას ნერვიულობდა. გავიგონე რომ მეორე დღეს ცხენებით აპირებდით გასეირნებას. ვინც ცხენს აქირავებდა უმეტესობას ვიცნობდი და დანარჩენიც დავიყოლიე რომ როცა შენ მათთან მიხვიდოდი მე ვანიშნებდი და მათ რამე უნდა მოემიზეზებიათ და ჩემთან გამოეშვი. მერე შენც იცი როგორ მოხვედი ჩემამდე. არ ველოდებკდი თუ ცხენიდან გადახტებოდი. შემეშინდა როცა გონება დაკარგული დაგინახე. მერე ცხენზე შეგსვი ისევ და აქ მოგიყვანე. - მომიტაცეს და გეგონა ცხენიდან გადმოხტომის შემეშინდებოდა? - უშიშარი რომ იყავი ამა პირველივე შეხვედრაზე მივხდი, აბა რომელი გოგო დადის მარტო უშიშრად ღამით გარეთ? - რა მიზნით მომიტაცე?- კითხვა რომელიც ელენეს ყველაზე მეტად აინტერესებდა, მაგრამ ყველაზე მეტად არ უნდოდა ამ კითხვის დასმა - ვფიქრობ შენც ხვდები ამ კითხვის პასუხს - აპირებ რომ როგორც ეს მთიულებმა და ჩოხიანებმა იცით შენ ქალად დამისვა აქ? - მე არაფერს არ ვაპირებ. უბრალოდ გააჩნია შენ როგორ მოიქცევი - მე? მე როგორ მოვიქცევი? არსდროს შევეგუები ამ ფაქტს და არასდროს გავყვები ისეთ კაცს ცოლად, რომელიც არ მიყვარს. - არასოდეს თქვა არასოდეს - ვიტყვი თანაც მილიონჯერ. - სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია - ჩემი ნაბიჯი მაგას ვერ მისწვდება ამიტომ გამორიცხულია. - ვიცი ახლა რაცარუნდა გელაპარაკო მაინც ერთი და იგივეს გაიმეორებ ამიტომ აზრი არააქვს. - კარგია თუ ხვდები. მეც აღარ მინდა ამდენი კამათი. გაქცევასაც აღარ ვაპირებ სანამ შენ უკეთ არ გახდები - ჩემი უკეთ გახდომა რაში გამოგადგება? - იმაში რომ შენ თვითონ დამაბრუნებ ისე როგორც მომიტაცე - ხომიცი რომ ამას არ ვიზამ - იზამ - ჯიუტობაში ვერ შემეჯიბრები ჯიუტო ქალბატონო - შენც გყვარებია ზედმეტსახელები ჩოხიანო - შენ მაინც ვერ შეგედრები - ჰოდა არც ეცადო - მწარე ელენე - თაფლივით ტკბილი ნოა- ირონიით უთხრა ელენემაც, წამოდგა და გარეთ გავიდა. ორი წუთი არ იყო გასული უკან დაბრუნდა - ვაშლის ხე სად არის? ვაშლი მინდა - შენ ვერ მოკრეფ მე წამოვ..... - ვაშლის ხე სად არის ნოა? - მტკიცედ გაუმორა ელენემ - სახლის უკანაა - შენ გინდა? წამოგიღო? - რამეს იტკენ ჩამოვარდები - ხეზე ასვლას არ ვაპირებ - აბა? - რამეს ვესვრი და ჩამოვარდება - ფრთხილად იყავი თავში არ ჩაგეცეს - ჰო ჰო იცინე და ვნახავ მერე ვინ მოგიტანს ვაშლს- რამდენიმე წუთის წინ გავრაზებული ელენე ისევ მოლბა. - კარგი არ გაბრაზდე მართლაც მოიტანა 3 დიდი ვაშლი ელენემ გარეცხა და ერთი ნოას მისცა - შენ ისევ გაუთლელი უნდა მიირთვა? - ჰოო- უპასუხა ელენემ - მეხ მომეწონა ეგრე კარგი იყო - ნუთუ? - კიი როცა ვაშლი მთლიანად შეჭამეს ელენემ ისევ დაიწყო ლაპარაკი - აქ მთელი დღე რა უნდა აკეთოს ნორმალურმა ადამიანმა არ მესმის, გრადა ბუნებით ტკბობისა. რა სულელური კითხვა დავსვი რმერთო ნორმალური რომ იყო კიარ მომიტაცებდი - ანუ არანორმალურები იტაცებენ მხოლოდ? - გააჩნია სიტუაციას - მაინც - თუ სიყვარული ორმხრივია და მშობლები წინააღმდეგი არიან შეგიძლია მოიტაცო - და თუ მერე შეგიყვარდა - რამეზე მიმანიშნებ მაგით?- გამომცდელად შეხედა ელენემ - არა - კარგია. არ მიყვარს ნამიოკებით საუბარი. - რაუნდა აკეთო და შეგიძლია ცხენით იჯირითო, რამე დარგო და მოუარო, მდინარეში იცურო, ან კიდე რამე ითამაშო და გაერთო არვიცი - ან კიდევ ინადირო - ეგეც შეიძლება - და მე რა ვაკეთო? ცხენზე ჯირითი მე არ ვიცი, არც რამის დარგვა და მერე მივლა ხომ საერთოდ. ცურვაც არვიცი და მოკვლაზე და ნადირობაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი - ყველაფრის სწავლა შეიძლება თუ მოინდომებ. თან არამგონია იმ ამბის მერე ცხენზე ჯდომა გაგიჭირდეს. - და როგორ ვისწავლო? ვინ მასწავლის? შეენ? - ცუდი მასწავლებელი არვიქნები - შანსი არაა მაგ მდგომარეობაში როგორ უნდა მასწავლო რამე? -მალე გამივლის და მერე გასწავლი შენი მალამო მომიხდა - მართლა- ელენეს თვალები გაუბრწყინდა- მაშინ კიდევ წაგისვამ ხვალ - ხვალ მე თვითონაც შევძლებ ალბათ წასმას - როგორც გინდა - საჭმელი რა გვაქვს ელენე? - არაფერი. - როგორ გამახარე - ვიცი - ავად რომ არ ვიყო ხომ იცი რომ მე გავაკეთებდი - კაი ჰო რა გავაკეთო? - რაც გინდა - მაკარონი მინდა მე - მიყვარს მაკარონი - მაშინ გავაკეთებ. ელენემ მოამზადა მაკარონი და ერთად ისადილეს. როცა დაღამდა ნოამ თავის საწოლში დაძინება მოისურვა. ელენეც დათანხმდა. ასე გადიოდა დღეები. ყოველი დღე ერთი და იგივე იყო. ელენე ელოდებოდა როდის მორჩებოდა ნოა და ასწავლიდა რამეს მაინც რომ თავი რამით გაერთო. 10 დღე გავიდა მგლის ამბიდან და ნოაც სრულად გამოჯანმრთელდა. ელენე ამ ამბავმა უფრო გაახარა. რაცარუნდა იყოს თავს დამნაშავედ თვლიდა. ამ 10 დღეზე კვლავ შეიცვალა ელენეს დამოკიდებულება ნოას მიმართ. იმდენს აღარ ჩხუბობდნენ რამდენსაც ადრე, მაგრამ ელენეს მწარე ენას ნოა მაინც ვერ გაურბოდა. ნოა სოფელში დაბრუნდა და ელენეს ამოუტანა ყველაფერი, ტანსაცმელიც. იმავე დღეს უკან დაბრუნდა, აბა ელენეს ხომ მარტო არ დატოვებდა. ელენეს კი ეშინოდა და უნდოდა ნოა დაღამებამდე დაბრუნებულიყო. ნოამ უთხრა რომ დაღამებამდე დაბრუნდებოდა მაგრამ მაინც ეშინოდა. მართლაც დაღამებამდე დაბრუნდა ნოა. ელენე ფანჯრიდან იყურებოდა როცა დაინახა ნოა რომ დაბრუნდა გაუხარდა თანაც როგორ. ნოამ რომ შემოაღო კარები ელენს გაეღიმა. ნოამ ამ ღიმილში რაღაც სხვა დაინახა. რაც ელენე მასთან იყო. ელენეს არც ერთ გაღიმებაში ასეთი რამ არ შეუმჩნევია. ახლა კი ეგონა რომ ელენეს ღიმილი სხვანაირი იყო. თურმე ადამიანმა შეძლება ღიმილშიც დაინახოს განცდები და ღიმილმაც შეიძლება დაანახოს ადამიანი მეორე მხრიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.