სიკვდილი გრძნობებს ვერ აქრობს...
„სიკვდილი ადამიანის უპირობო თანამგზავრია.“- ვუთხარი ერთხელ. მას კი ჩაიღიმა. - აღარ მინდა სიცოცხლე, წამიყვანე რა.- ვთხვოვე მას მთვარიან ღამით, როდესაც მეთიუ ჩემს ოთახში... ლოგინის გვერდით იდგა. - ყველაფერი დაკარგე. არაფერი დაგრჩენია.- ისევ რომელიღაც „მე“-ს ძახილი. - შენს გარეშე ცხოვრება მეტად ჰაეროვანი იქნება...- რომელიღაც „მე“ - გაჰყევი, მეთიუს რა... უბრალოდ მოწყდი ამ სამყაროს.- „მე“.... „მე“... „მე“.... „მე“ და ასე უსასრულოდ. სადღაც გალაქტიკაში. გახსოვს? ერთხელ გითხარი ხელი არასდროს არ გამიშვათქო. იცოდი შენს გარეშე ცხოვრება თავის ფერებს დაკარგავდა. ახლა რა ვქნა, ჩემო? რა ვქნა, როდესაც შენდამი მონატრებას ნიავსაც ვეღარ ვატან შენამდე. იქნებ ერთხელ მაინც მოხვიდე. ისევ ამიშრიალო მოგონებათა ჭრელა-ჭრულა ფოთლები. მოდი რა... ბავშვივით მენატრები. ჩვენი გრძნობა ყველაზე წმინდა იყო. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობდი. ასე მწამდა. სად ხარ, მეთიუ? მოგენატრე? შენი ხმა მესმის. რა თქმა უნდა ერთად ვიქნებით. ვერასდროს ვიტანდი უყურადღებობას. თითოეულ სიტყვას ვუკირკიტებდი. ათასჯერ ვამოწმებდი შიზოფრენიკივით, რომ რამე შენგან ფარული სიტყვა არ გამომეტოვებინა. მე არაფერს ვითხოვდი... არაფერს გარდა ურთიერთობის შენარჩუნებისა და ბედნიერი ცხოვრებისა. მე როცა მოვკვდები? ისევ ერთად ვიქნებით. მე, შენ და გალაქტიკა. გახსოვს? ღამით, როდესაც საბნად გადაეფარებოდა-ხოლმე მოგონებები ზეცას და ბრწყინავი თვლები კაშკაშს დააწყებინებდა, ყოველთვის მოდიოდი შენ ჩემთან. მინდა ვიცოდე სად ხარ. რას აკეთებ. შენთან რომელი საათია. წელიწადის რა დროა. ისევ გახსოვარ? ისევ გიტკაცუნებს ძვლები ჩემს გახსენებისას? მოგონებები მტანჯავს, მეთიუ. რატომ დამტოვე? როცა ერთად ყოფნის დღეებს უამინდობა შემოეპარა, ვერ შევეგუე. მეგონა, ჩემს ცხოვრებაში უჩუმრისპირად შემოპარულ ადამიანებს ხელში ეკლები ეჭირათ და ჩემს სულის კედლებს კაწრავდნენ… და მერე, ჩემი გული დაიღალა დარდით და გაიქცა, ჩემი გულიც კი წავიდა ჩემგან, ყველა ორგანო უპირობოდ გაიქცა და როცა დაბრუნდნენ მათი შეხება მწვავდა... ხელახლა იღვენთებოდა შინაგანი გალაქტიკა. ყოველ საღამოს ცხოვრება სუიციდის მცდელობით იწყებოდა. ყოველი მოგონებები უფრო და უფრო ზრდიდნენ სულიერ ჭრილობებს. ხედავ, ჩვენს მზეს? ის შენ გგავს, მეთიუ. შენსავით თბილი და სულშიჩამამფრენია. იცი რა ფერია ჩვენი სიყვარული? ჩვენი სიყვარული შავი ფერისაა. რატომ შავი? შავი ფერი მგლოვიარებს შვენით. მე მრავალი წელია, შენი დაკარგვის შემდგომ მგლოვიარე ვარ. შენს საფლავს დავსტირი ზემოდან და ვცდილობ ცხარე ცრემლები, შენს გაყინულ გულს შეუერთდეს, მეთიუ... რა ფერია მონატრება? ტკივილისფერი, მეთიუ... ხვალ ჩვენი დღეა, მეთიუ დღესაც ჩვენი დღეა და გუშინაც ჩვენი დღე იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.