ღამეული კოშმარი /სრულად/
ღამის სუსხი ტანში გიჯდება... საკუთარ სხეულს ზემოდან უყურებ, რომელიც ნაწილ-ნაწილად იქცა დაფლეთილი. ცდილობ საკუთარი სათუთი თითებით გაამთელო იგი, თუმცა არ გამოგდის... ღამეული კოშმარი, შენი ოთახის კარებს უახლოვდება. ნელა... დინჯად, თითქოს არსად არ ეჩქარება. მას ერთი სული აქვს, როდის დააგემოვნებს შენეულ მჟავე სისხლს, რომელიც მისთვის მეორედ მოსვლის მსგავსი ყოფილიყო. გახრწნილი სხეულით დაიარება იგი შენს ოთახში. იატაკი ჭრიალებს... მიწისქვეშა ცხოველებიც შიშისგან თრთიან. მხოლოდ შენ წევხარ ჩვილი ბავშვივით და ღრმა, ნათელი თვალებით უყურებ შენს ღამეულ კოშმარს, რომელიც ადგილიდან არ იძვრის. იატაკზე კი თავისივე სისხლის ნაკვალევს ტოვებდა. ღამეული კოშმარი არ ცდილობდა, შენს შეშინებას... პირიქით. ცდილობდა, უფრო მოეგო შენი ლაღი გული, რათა სასურველი შედეგი მიეღო. - არ გცივა?- ჰკითხე მას, რომელზედაც მან არ გიპასუხა.- ტანსაცმელი ნაფლეთებად გაქვს ქცეული. ფეხზეც არ გაცვია. ლოგინში ვწევარ და აქაც აღწევს ღამეული მწველი სიცივე... შემოდი... ჩემთან ერთად იყავი... გაცივდები. ღამეულ კოშმარი დაუღალავად აფათურებდა ხელებს შენს სულში... ერთიანად დამშვიდებულ სამყაროს ჯოჯოხეთის ალში გიხვევს ამას კი ვერ ხვდები... მომენტალურად ღამეული კოშმარი სახეს იცვლის... საკუთარ ნაჭუჭებს იატაკზე ყრის და ღრიალის შემდგომ შენს წინ, მეთიუ დგება... შენში გრძნობები ერთიანად იყრიდა თავს... გინდოდა ბოლო ხმაზე გეყვირა... გეტირა... ყველაფერი, ყველაფერი შენს ირგვლივ მყოფი ნაცარტუტად გექცია. სამყარო კი ფერფლის სახით მოგევლინებინა.. მეთიუ თითქოს შენი ნებისყოფის გამოსაცდელად, თავისი სიკვდილის კადრებს გიტრიალებს გონებაში... სხეულში მილიარდობით ელექტროდენი იყრის თავს.. სხეული საშინლად გიცახცახებს... მტევნებიდან ბლანტი სითხე გეღვრება... გინდა ბოლო ხმაზე დაიყვირო, თუმცა ჩამწყდარი იოგები უფლებას არ გაძლევს რომელიმე სიტყვა წარმოთქვა... კადრები იწელება... შენი სხეულიც მასთან ერთად ხმება... ღამეული კოშმარი კვლავ განაგრძობს საყვარელი ადამიანის ხელახლად მოკვლას... განადგურებას... ამას კი ვეღარ უძლებ... სიმწრისგან ხელებს სხეულში ისობ, თუმცა ამ ყოველივეს მაინც ვერ გრძნობ... შენი თვალები მხოლოდ კედელზე არსებულ წარწერას ამჩნევს, სადაც მეთიუ გაურკვეველ სიტყვებს წერდა, რომელიც შენ გეკუთვნოდა. - შეწყვიტე, მეთიუ! შეწყვიტე, გთხოვ... - შევწყვიტო? შევწყვიტო, მარია? - შეწყვიტე გთხოვ... - შევწყვიტო? რატომ?! - ვეღარ გადავიტან შენს მეორეჯერ სიკვდილს.... - აჰჰჰ...- ავისმომასწავებლად აუთრთოლდა მეთიუს ბაგეები. - სად მიდიხარ, მეთიუ? რომელი მიზეზი გიბიძგებს იმისკენ, რომ ასე უთქმელად კვლავ წახვიდე?! იქნებ ყოფის აუტანელი სიმსუბუქე გიჭერს ყელში და მოსვენების საშუალებას გიკარგავს. მე კარგად გიცნობ, მეთიუ... ან როგორ შეიძლება საკუთარ ანარეკლს არ ვიცნობდე? არ გამტყუვნებ... განა მე არ მიფიქრია ამ დედანატირები ცხოვრებიდან წასვლაზე? მაგრამ ძალიან ბევრჯერ უკუმიგდია ეს ჯოჯოხეთური, სულისშემაწუხებელი აზრი, რომელიც მთელ სხეულს მიფიტავდა... ახლა კი გთხოვ. უბრალოდ დაბრუნდი, მეთიუ. ვეღარ გადავიტან უშენოდ ყოფნას... - ნახვამდის, მარია... - გთხოვ... გთხოვ, მეთიუ... შენი ხმა ღამეული კოშმარისთვის შორეული აღმოჩნდა... ახლა მხოლოდ მისი ნაცნობი სურნელი ტრიალებდა, შენს საკუთარ ოთახში. საშინლად ნაცნობი სურნელი და სულისჩამამფრენელი უკვდავი გრძნობა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.