უბრალოდ მინდა დავიცალო...
ამბავი არის რეალური, რაც ჩემს ცხოვრებაში ახლა ხდება , რისი გადატანაც მარტოს მიწევს, ამიტომ მინდოდა თქვენთვის ამ ყველაფრის გაზიარება, მიდნოდა უბრალოდ ვინმესთვის მომეყოლა შეუჩერებლად ერთი ამოსუნთქვით, შეიძლება ბევრი შეცდომა დავუშვა წერის დროს მაგრამ მჯერა მაპტიებთ სიმართლე , რომ ვთქვა არ ვიცი როდის ან როგორ დაიწყო ყველაფერი, როდის გამიჩნდა მის მიმართ სიმპათია. ერთმანეთს გაუჩერებლად ვწერდით, მთელი ზაფხული, მერე ჩამოვიდა და ვნახე ისე როგორც მანამდე. შემდეგ ერთი უწყინარი ფოტო გადავიღეთ სადაც როგორც წყვილი ისე ვიყავით , მაგრამ ეს წინასწარ დაგეგმილი არ იყო. ფოტოს მოყვა აჟიოტაჟი და შეკითხვები, მართლა ვიყავით წყვილი თუ არა. ხუმრობით ვუთხარი რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, ამ ამბის დამალვის მაინც გაგვიგეს თქო, ხუმრობა ხუმრობაში ურთიერთობა ისე დაგვისერიოზულდა ვერ მივხვდით, ძალიან შემიყვარდა მაგრამ მინდოდა ამაზე არ მეფიქრა , მეგონა გული ძალიან მეტკინებოდა და მისგან იგივე სიყვარულს ვერ ვიგრძნობდი, მისი სიტყვები და ქცევები კი მისკენ მქაჩავდა. არ მინდოდა ამ ადამინის დაკარგვა, რადგან მისგან ისეთ დიდ ყურადღებას და სითბოს ვგრძნობდი მეტს რომ ვერც ვიოცნებებდი.. არდადეგების ჟამს, როცა ქალაქ გარეთ დიდხანს მოუწია დარჩენა, რადიკალურად შეიცვალა , მე კი პანიკაში ჩავვარდი, მეგონა ჩემი ცხოვრებიდან მიდიოდა,რა არ მოვიმოქმედე რა არ ვიღონე რო ჩემთან დარჩენილიყო, რადგან მივხვდი რომ არ მინდოდა მის გარეშე დარჩენა. ასეც მოხდა დიდი ტანჯვის და წვალების შედეგად ჩემი შეყვარებულის სტატუსით იყო, მე კი ამქვეყნად უბედნიერესი გოგო ვიყავი. ჩემი პირველი სიყვარული იყო. ვერაფერზე ვფიქრობდი და არც მინდოდა მეფიქრა... ეს ყველაფერი 2019 წელს ხდებოდა. უმაგრესი 1 წელი გავატარე, უბედნიერესი 1 წელი, სიყვარულში სითბოში და ყურადღებაში, ცხოვრებაში პირველად ვგრძნობდი რომ ვუყვარდი და ვჭირდებოდი. იდეალური ურთიერთობა გვქონდა. ძალიაან ბილწიც კი , მოკლედ სექსი არ გვქონია , მაგრამ არც არაფერი გვაკლდა ... ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, ნახევრად შიშველს მის მკერდზე თავ დადებულს ჩამძინებია და მისი კოცნა და მოფერება მაფხიზლებდა, მისი სითბო, გულისცემა. როცა მეგონა რომ ვერ მოვატყუებდი ოჯახის წევრებს და მის სანახავად ვერ წავიდოდი , მის სახლშიც კი წავედი, უნივერსიტეტიდანაც გავიპარე. ძალიან გულწრფელი და ნამდვილი გრძნობა გვაკავშირებდა, მე ასე მეგონა ყოველ შემთხვევაში, დღეს ამაზე წარსულში რო მიწევს ვისაუბრო ეს ცალკე ტანჯვაა. ძალიან თბილი იყოო აიი ძალიაან, შუა ქუჩაში არავის ერიდებოდა მკოცნიდა მეფერებოდა, მეგობრებსაც კი არ ერიდებოდა, ოღონდ ზღვარს არ გადავდიოდით რათქმაუნდა. ყველაფერი შეცვალა კარანტინმა, წავიდა ისევ ქალაქგარეთ და გამომიცხადა 1 თვეში რომ ეს ერთი წელი ცდილობდა ისეთი ყოფილიყო როგორიც იყო, მაგრამ არ გამოუვიდა , რეალურად კი ცივი და უგრძნობია. მე მიყვარს სხვანაირიი ის აღმოჩნდა სხვანაირი. მომატყუაა , გული გამიტეხა, მიმიყვანა იქქმდე რომ დავშორდი, დიახ დავშორდი სულ რაღაც 10 დღეაა, ვცდილობ კარგად ვიყო , ვაჩვენო ყველას რომ კარგად ვარ, მაგრამ არ ვარ კარგად. მარტოც რომ არ ვიყო მახსენდება ჩვენი მომენტები და ძალა მერთმევა, ნუთუ ის ყველაფერი ტყუილი იყო. არ ვნანობ , არცერთ ნაბიჯს არცერთ მის შეხებას, არცერთ მის მოფერებას, მაგრამ მტკივაა, ის თითოეული შეხება მტკივა. თავს გამოყენებულად ვგრძნობ!! მიშველეთ რამე მითხარით :(((((
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.