შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება მოულოდნელობებით (ნაწილი 1)


5-05-2020, 03:45
ავტორი utsnobi
ნანახია 5 310

ქუჩას ჩაფიქრებული მიუყვებოდა, უცებ ბავშვის ხმამ გამოაფხიზლა რომელიც დედას ხელზე ჩამოკიდებოდა და გამწარებული ბოლო ხმაზე ღნაოდა. პატრონს რეაქცია არ ქონდა და ასე ხმაურით და წივილ-კივილით მიუყვებოდა გზას.
- რა უბედურებაა ასე ჯღავილით რომ არ ატარონ, ბავშვს ვერ უნდა ასწავლო რომ ქუჩაში ისტერიკა არ გაუვა? - შეწუხებულმა შეჭმუხნა შუბლი და გაღიზიანებულმა ბუზღუნით გაიარა. - ერთს ისეთს მოვსცხებდი რომ ყვირილის სურვილს დავუკარგავდი, მაგრამ პატრონი ვერ ხვდება ამდენს და ბავშვს ვინ ასწავლის, კიდე აქეთ ეხვეწება იქნებ გაჩერდეო -აგრძელებდა თავისთვის
- გამოდის მკაცრი დედიკო ხარ - გვერდით ამოუდგა ვიღაც, მოულოდნელობისგან შეხტა და გაბრაზებულმა გახედა არამკითხეს.
***********
სიყვარულით შექმნილი ოჯახი ჰქონდა. სამი წლის ნუკი მამიკოს ასლი იყო და სახლში მისვლას არაფერი ერჩია როცა მის გაბრწყინებულ თვალებს ხედავდა, მამიკოს დანახვით გამოწვეული წიოკი რომ სჭირდა. უთბილესი და უსაყვარლესი მეუღლე, რომელთანაც უზომო ბედნიერება და სიმშვიდე ასოცირდებოდა, ეხლა კი ყველაფერი თავზე ემხობოდა სრულიად გაუთვალისწინებელი დაუდევრობის გამო რასაც ერთი ფარატინა ქაღალდი წარმოადგენდა, ქაღალდი რომლის არარსებობა აღარც კი ახსოვდა ბედნიერ ცოლ-ქმარს, ისინი უფლის წინაშე ჯვარდაწერილი იყვნენ ოღონდ კანონის წინაშე არ ჰქონდათ თავისი ქორწინება დარეგისტრირებული. გეგას ინვესტორისთვის დიდად არ ჰქონდა მნიშვნელობა დაქორწინებული იქნებოდა თუ არა, რადგან შემოთავაზება იმისა, რომ გეგას მისი ქალიშვილი შეერთო, რიგით მეშვიდე ცოლიც რომ ყოფილიყო ხელს არანაირად არ უშლიდა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა რომ საქართველოში ორცოლიანობა კანონით აკრძალული იყო, ამიტომ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა რომ გიგა ქორწინებაში არ იმყოფებოდა და ამიტომაც აწვებოდა, იცოდა მისი ფინანსური ჩავარდნის შესახებ ბიზნესში და ტაქტიკური სვლით დამოყვრებას სთხოვდა, თუმცა მუქარასაც არ იშურებდა უარის შემთხვევაში და მთლიანი წილის გატანას აპირებდა, რითაც მისი პარტნიორობაც დასრულდებოდა, ეს კი სრული კრახის ტოლფასი იქნებოდა გეგას ბიზნესისთვის, რომელსაც პრობლემები ბოლო დროს ისედაც არ აკლდა. ყველაფერი ეს კი იმით დაიწყო, რომ მისი პარტნიორის ერთადერთ და გატუტუცებულ გოგოს, რომელიც ყველაფერთან ერთად შეუხედავიც იყო გეგა მოსწონებოდა და მამიკოს მისი თავი შეუკვეთა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმკვლელობით დაემუქრა. გეგამ ზრდილობიანად შეახსენა რომ ცოლიც ჰყავდა და ქალიშვილიც, თუმცა ბატონმა მერაბმა ირონიულად გაუცინა და მშვიდად აუხსნა რომ შვილი შეეძლო ათი ქალისგან გაეჩინა და მათთვის ზრუნვას არავინ უშლიდა, ხოლო ცოლი კანონით არ გყავს და მეც შენთან დამოყვრების სურვილმა გადამაწყვეტინა მთელი ჩემი ქონება შენი ბიზნესის აყვავებას მოვახმარო, რადგან ყველაფერი ისედაც ჩემი ქალიშვილისთვის მინდა და შენნაირ სიძეს როგორ დავუჭერ გვერდით დგომასო. გამწარებული გეგა ორი კვირა შუაღამემდე კაბინეტში იჯდა რომ მოსალოდნელი უბედურების თავიდან ასაცილებლად რამე გზა ენახა, თან ოჯახს თვალებში ვერ უყურებდა, ვერ წარმოედგინა ეს საერთოდ როგორ უნდა ეთქვა კატოსთვის, საქმე იმაშია რომ მხოლოდ ბიზნესს არ დაკარგავდა უარის შემთხვევაში, სახლსაც გაუყიდდნენ და საქმე ისე ჰქონდა რომ დაიჭერდნენ გადაუხდელი გადასახადების და გაყალბებული დოკუმენტების გამო, რომელიც თვითონაც არ იცოდა როგორ გააყალბეს ბუღალტერმა და საქმის მწარმოებელმა. გამოსავალი არ ჰქონდა, ვერავინ უშველიდა, ვერც სამეგობრო და ვერც ოჯახი, მამამისს საერთოდ გული დაარტყამდა ეს რომ გაეგო, რადგან მთელი თავისი ახალგაზრდობის წლები შეალია ამ ბიზნესის აყვავებას.
კატო ხვდებოდა რომ გეგას რაღაც უჭირდა, ჯერ მოთმინებით ელოდა როდის გადაუშლიდა გულს, მაგრამ ბოლოს მის განადგურებულ სახეს ვეღარ გაუძლო, ბავშვი ბაღიდან დედასთან გაატარა და იქ დატოვა, თვითონ კი გეგას დაელოდა რომ დალაპარაკებოდა. შუაღამემდე ელოდა მის მოსვლას. ღამის პირველ საათზე ფეხაკრებით შეიპარა სახლში რადგან ეგონა რომ ცოლშვილს მშვიდად ეძინა, სიბნელეში იჯდა კატო და ელოდებოდა. ის იყო ფეხსაცმელი გაიხადა და ბარიდან ვისკის გამოსაღებად დაიძრა რომ კატომ შუქი აანთო.
- არ გძინავს კატუს? - დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით საწყალი სახით გაუღიმა მეუღლეს.
- გელოდებოდი - მშვიდად უპასუხა კატომ ისე რომ სავარძლიდან არ ამდგარა.
- რატომ, რა მოხდა? ნუკის ხომ არაფერი სჭირს?
- ნუკი ბებოსთანაა
- ხოო? - დაიბნა გეგა - აბა რა ხდება, მოგენატრე პატარავ? - ხუმრობა სცადა
- გეგა, მგონი დროა ვილაპარაკოთ, არა? - სიმშვიდეს არ კარგავდა კატო
- ვილაპარაკოთ? რაზე ვილაპარაკოთ ჩემო ცხოვრება?
- როდის მერეა რომ ჩვენ პრობლემა გვაქვს და შენ ჩემთან თქმა გიჭირს გეგა? თუ გგონია მე ვერაფერს ვხედავ?
- პრობლემა, ხო პრობლემა გვაქვს კი - თავისთვის ჩაიბურტყუნა გეგამ და მეუღლეს თვალი არიდა
- გეგა იქნებ გეყოს პრობლემების ჩემთვის არიდება და ბოლოს და ბოლოს თქვა რა გაწუხებს ასე ძალიან.
- ვკოტრდები და მალე არც სახლი გვექნება, არც ფული და არც ბიზნესი
- ასე ცუდადაა საქმე? - შეწუხდა კატო
- უარესად წარმოუდგენელია, ყველაფერთან ერთად ციხეც მემუქრება რადგან ბუღალტერმა და საქმის მწარმოებელმა რაღაც გარღვევების ხარჯზე დიდი ფული მოტეხეს და გაიქცნენ.
- ასე როგორ? გამოსავალი არ არსებობს? არანაირი? - გეგამ თვალი აარიდა და პასუხი არ გასცა - გეგა შემომხედე, არ ინერვიულო გესმის? მე ხომ ვმუშაობ, მართალია ექიმის ხელფასით ისე ვერ ვიცხოვრებთ როგორც ვცხოვრობდით, მაგრამ მერე რა მოხდა, ბინაშიც ჩემებთან გადავიდეთ, ფართი დიდია და არ გაგვიჭირდება, მთავარია ციხეში არ ჩაგსვან, კარგი ადვოკატი ვნახოთ და სხვას ყველაფერს მოევლება, არ იდარო გთხოვ, ხომ იცი ფული და ქონება ჩემთვის არასოდეს ყოფილა პრიორიტეტი. - გეგას მწარედ ჩაეცინა
- ასეთი კარგი რით დაგიმსახურე ხომ ვერ მეტყვი? ჩემო მიამიტო გოგო, ნეტავ მასე მარტივად იყოს საქმე როგორც შენ ფიქრობ, არ გამახარებენ თუ იმას არ მიიღებენ რაც სურთ
- კიდევ არის რაღაც და არ მეუბნები ხომ? - დაეჭვებულმა ჰკითხა კატომ, გეგამ თვალი აარიდა - გეგა შემომხედე, რა ხდება, კიდევ რა არ ვიცი, მიდი მითხარი ხომ იცი როგორი მაგარი ვარ, გავუძლებ - ძალით გაუღიმა, გეგა ყოყმანობდა, არ იცოდა როგორ უნდა ეთქვა მაგრამ ბოლოს იფიქრა ხომ მაინც მომიწევს ოდესღაც თქმაო და სიტყვა-სიტყვით მოუყვა ყველაფერი. კატო გაშრა, სახეზე ქაღალდის ფერი დაედო, ხმა არ გამოუღია ისე უსმენდა თავჩახრილ გეგას რომელსაც იმ წამს სიკვდილი ერჩივნა კატოსთვის სახეში შეხედვას. საუბარი რომ დაასრულა საწყალი სახით შეხედა კატოს და ჰკითხა:
- რა ვქნა მითხარი, როგორ მოვიქცე? - კატომ გაოცებულმა შეხედა, ცოტა ხანს უყურა და მერე უცებ ისტერიული სიცილი აუტყდა, ხმამაღლა კისკისებდა და ვეღარ ჩერდებოდა, გეგა შეშინებული უყურებდა, ეგონა გაგიჟდაო, რომ აღარ გაჩერდა გაბრაზდა და გაავებულმა დაუღრიალა - კატო გეყოს, საკმარისია - კატო მომენტალურად გაჩუმდა, თვალებდაჭყეტილი უყურებდა და ხმას არ იღებდა - კატო, ნუ მაშინებ, ხმა ამოიღე, რამე მითხარი - მხრებში დასწვდა გეგა
- მატყუებ ხომ? მეხუმრები ალბათ, გეგა საიდან მოგივიდა ეს სისულელე თავში? გეგონას მაგას დავიჯერებდი? - ეცინებოდა კატოს რადგან იმდენად წარმოუდგენელი იყო ის რაც მოისმინა, დარწუნებული იყო რომ გეგა ატყუებდა
- ნეტა მართლა ვხუმრობდე, სამწუხაროდ სიმართლეა ყველაფერი რაც გითხარი - კატო გაოცებული მიჩერებოდა - კატო, არაფერს მეტყვი?
- რა გითხრა - მომენტალურად გაცეცხლდა ქალი - რას მთხოვ, რას ითხოვ ჩემგან გეგა? არა მე ვიცი რომ ყოველთვის ვცდილობდი ყველა საქმეში გამეგო შემთვის და რჩევაც მომეცა მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა ჩემი უსაყვარლესი მეუღლე, რომელიც თურმე მეუღლეც არ ყოფილა და ამდენი წელი მეგონა რომ იყო, რჩევას მთხოვს მოიყვანოს თუ არა ცოლად თავისი პარტნიორის შვილი, ცოტა მიჭირს პასუხის გაცემა, მე ხომ არ ვიცნობ მას რომ გითხრა შეგეფერება თუ არა.
- გეყოფა ცინიზმი - გაბრაზდა გეგა
- შენ რომ ცინიზმზე მე მომცემ შენიშვნას ცოტა სასაცილო ხომ არ არის, მით უმეტეს იმის მერე რაც მოვისმინე - კატომ ერთი შეხედა საწყალი თვალებით, მერე წამოდგა რომ წყალი დაელია რადგან უკვე სუნთქვა უჭირდა, ორი ნაბიჯი გადადგა და მოწყვეტით დაეცა გულწასული, შეშინებული გეგას ღრიალი მისწვდა მის სმენას და გაითიშა.



№1  offline წევრი კეტი

ძალიან საინტერესოა ყველააზე მეტად კატო მეცოდება არ დააშორო რა ცოდოა :((

 


№2  offline წევრი utsnobi

კეტი
ძალიან საინტერესოა ყველააზე მეტად კატო მეცოდება არ დააშორო რა ცოდოა :((

მიხარია რომ დაინტერესდით, ჯერ ყველაფერი წინაა, თქვენი კომენტარი სტიმულია ჩემთვის

 


№3 სტუმარი ტაისა

სიუჟეტი ძალიან მომწონს, საინტერესოა.
♥️წარმატებები

 


№4  offline წევრი utsnobi

ტაისა
სიუჟეტი ძალიან მომწონს, საინტერესოა.
♥️წარმატებები

მადლობაა <3

დარინა
მიხარია შენი დაბრუნება, წინა ისტორიები ძალიან მომწონს და სულ გელოდები როდის დაბრუნდებოდი ახლით, საინტერესო სიუჟეტი ჩანს და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენებიი, მაგრამ იმედი მაქვს რომ ყველაფერს ერთად გადალახავენ და არა ცალკცალკეე გადაწყვეტენ პრობლემებთან შეჭიდებას, ისტორია უკვე ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავს, წარმატებები.

მადლობა, ძალიან გამეხარდა შენი კომენტარის ნახვა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent