მებაღე (ნაწილი 25)
25. პატრონმა ერთი კი იფიქრა გაგრძელება საჭირო აღარ იყო, მისთვის საინტერესოს ვერაფერს ხედავდა, ამიტომ სხვის ასე სულში ჩაძრომას კითხვის შეწყვეტა სჯობდა, მაგრამ უცებ თვალი მოკრა ნაწერს სადაც დადა მას ახსენებდა და ამიტომ უფრო გულდასმით შეუდგა კითხვის გაგრძელებას. აღმოჩნდა, რომ თურმე, როცა დადა თავის სამყაროში იყო გადართული მშიერ-მწყურვალი, ხელზე წვეთოვნის სისტემა შეერთებული, ყველაფერი ესმოდა ირგვლივ რაც ხდებოდა, მხოლოდ რეაქცია არ ჰქონდა, ისიც კი მშვენივრად სცოდნია, რომ პატრონი მისი ნამდვილი მამა არ იყო, მაგრამ იმასაც წერდა, რომ მასზე ძვირფასი და უსაყვარლესი ადამიანი არავინ ეგულებოდა დედამიწის ზურგზე... სადღაც გულის რაღაც კუნჭულში ზეკიც კი უყვარდა, მაგრამ უფრო დაძმურად ვიდრე სხვანაირად... ზეკმა სიცოცხლე მაჩუქაო - ასე წერდა... - პატრონმა გაიფიქრა, ალბათ ტყეში, რომ იპოვა და მგლის ლუკმა, რომ არ გახდა იმას თუ გულისხმობსო... პატრონს ეღიმებოდა დადას ნაწერებზე და კითხვას ვერ ანებებდა თავს. გოგონა ლამის ყველას სათითაოდ სიყვარულით მოიხსენიებდა... ჩამოთვლილ მსახურთაგან იმდენს ასახელებდა, რომ ლამის ყველა უყვარდა და პატივს სცემდა, პატრონს გული სიამაყითა და სიყვარულით ევსებოდა, ცრემლიც კი მოადგა თვალზე... ეზოს ძაღლების კი არ დაუტოვებია უსიყვარულოდ... პატრონს ძაღლების უმეტესი ნაწილი ჯიშიანი და კარგად გამოწვრთნილი ჰყავდა. ერთხელ მათ ეზოს გაქუცული დიდი უჯიშო შავი ძაღლი მოადგა, ძაღლს მუცელი დაბერილი ჰქონდა, ეტყობოდა, რომ მალე ლეკვებსაც დაყრიდა. დადამ ერთი ამბავი ატეხა სანამ ეზოში არ შემოაშვებინა... მალე ეზოში დიდ შავ ძაღლთან ერთად სამი ლეკვიც დარბოდა... ,,რა საოცარი მყოლიხარ დადა...’’ ფიქრობდა პატრონი და სულ უფრო და უფრო მეტად იძირებოდა დადას დღიურში. ნებართვის გარეშე სხვის სულში, რომ ძვრებოდა იმ უნამუსობის შეგრძნებაც კი სადღაც გამქრალიყო. ზოგი მსახური არ უყვარდა, ცდილობდა მაინც, რომ ყველა ჰყვარებოდა, თუმცა იმას ამატებდა, რომ უგულო და ცივი ხალხი მის სიყვარულს ვერასდროს დაიმსახურებდა. პატრონი ყველაზე მეტად კი იმან გააკვირვა, რომ დადა თურმე იმ საშიშ თვალება კაცს საშინლად ვერ იტანდა. მისი მოსვლა ყოველთვის შიშის ზარს სცემდა. პატრონი გაოგნებული იყო. არასდროს შეუმჩნევია დადაზე ვინმეს მიმართ ასეთი შიში და ზიზღი, რასაც აქ აღწერდა... თუმცა ერთხელ კი მოაგონდა მის კაბინეტში დადა, როგორი სახით აიმრიზა, როცა ამ სტუმრის მოსვლა აუწყეს... ,,ნუთუ რაიმე დაუშავა?..’’ პატრონს მასთან საქმიანი გარიგების გარდა კიდევ რაღაც ძველი ამბები აკავშირებდა, მხოლოდ ამ ორის გარდა არავინ იცოდა რა ხდებოდა, მაგრამ დადა?.. რატომ ვერ იტანდა და ასე ეზიზღებოდა ეს კაცი?.. პატრონი წუთით გადაერთო ფიქრებში მერე კი კვლავ განაგრძო კითხვა. ,,ჩემო ცხოვრების საჩუქარო ეს რა უთბილესი წერილი მივიღე, არასდროს არ მიმიღია ასეთი, იქნებ მოუწერიათ კიდევაც, მაგრამ ჩემს გულამდე ვერ შეუღწევია, სადღაც ცხოვრების ნიავს გაჰყოლია შენი წერილის კითხვისას ყავის ფინჯანში ჩემი ცრემლები ცვიოდა... სიხარულის და სინანულის ცრემლები ერთად მცვიოდა...’’ რომელ წერილზე საუბრობდა დადა? ნუთუ უგო ახერხებდა წერილების მოწერას? ან იქნებ ეს დადას უცნაური ილუზიების კიდევ ერთი შტრიხი იყო... LEX·2016 წლის 12 მარტი, შაბათი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.