ცოდვილი {2}
შავად შეღებილ კედლებში დაკარგული, მარტოობის სენს შეეპყრო და უემოციო სახით უყურებდა მის წინ დაკიდებულ, უცხო ქალის პორტრეტს. ხელში, მრგვალ ჭიქას ატრიალებდა და მასში მოთავსებული სითხეც, შეუჩერებლად მოძრაობდა. საათი თორმეტის ნახევარს აჩვენებდა მაგრამ არ ადარდებდა ამაღლობელს ეს ყველაფერი. სიმდიდრე... კარიერა...საკუთარი სახლი და კაბინეტი, ფაქტობრივად ყველაზე მაღლა მდგომი იყო მაგრამ ბედნიერება წამით არ ეკარებოდა მის არსებას. ნაცრისფერებზე მომდგარი ცრემლი უკან გააბრუნა და ზანტად წამოდგა ფეხზე. ტელეფონი მოიმარჯვა და ნაცნობი ციფრების კომბინაცია აკრიფა. სანამ ყურმილს აიღებდა ადრესატი, სისხლი მთელი ძალით მიეხეთქა მის გულს და ახლა უკვე სულ განაბული უსმენდა ქალის ხმას. -გაგაღვიძე? ისევ მოსვა ჭიქაში შემორჩენილი ვისკი და მაგიდაზე დააბრუნა. -ანო! ქალის სახელი მკაფიოდ წარმოთქვა და ტანში სასიამივნოდ გასცრა. -ძილინებისა! ქალს დაემშვიდობა და ტელეფონზე მის ფოტოს ჩააშტერდა. ეს ის ფოტო იყო,როდესაც მათი ურთიერთობა ახალ ეტაპს იწყებდა. *წარსული. სამსახურიდან ბრუნდებოდა ანო ფანგანი, შავი ავტომობილი რომ შენიშნა და ნაბიჯს აუჩქარა. -კარგი რაა ფანგანო! უკნიდან დაუყვირა ამაღლობელმადა მანქანა მალევე მიუჩერა ფეხებთან. -სანდროო! კბილების ღრჭიალით წარმოთქვა კაცის სახელი და მობეზრებულად აატრიალა თვალები. -რაო შენმა რომეომ? სიგარეტი აატრიალა ხელში. -ჩემს რომეოს მე მივხედავ. -მოგიწევს ან, შენთავს ვფიცავარ ისე დავალურჯებ შენც ვერ იცნობ! -მანიაკი ხარ? უკვე ყვიროდა ქალი -გინდა, რომ ვიყო? -სანდრო... -ანო... -მხულხარ -ოდესმე ჩემი ცოლი გახდები, მნიშვნელობა არ აქვს რატომ ან როგორ, მოხვალ ჩემთან და მეც უპრობლემოდ მიგიღებ. -დააგვიანე ამაღლობელი, ქალიშვილობა დიდიხანია დავკარგე! -მე ის ბიჭი არ ვარ, რომლის აზროვნებაც აპკს არ სცდება! კარგად იცი რა აზრიც მაქვს მაგ თემასთან! მაგრამ ვის ატყუებ? ორივემ კარგად ვიცით, როგორ უფრთხილდები შენს ქალწულობას ანო! კაცის სიცილზე მეტად გაღიზიანდა ფანგანი -ჯანდაბა, არის მიზეზი რის გამოც შემეშვები? -არა! მტკიცე იყო . მტკიცე იყო და კიდევ ერთადერთი იყო,რომელსაც უნდოდა ანო, ყველაფრით! ნაკლოვანებითა და ღირსებებით. **** არეშიძის სამეგობრო იკრიბებიდა, ვატოს დაბადებისდღეს ზეიმობდნენ. იქ იყო, პრეზიდენტიც და ანოც. ჩვეულებრივ, მაგიდის ორ უკიდურესობაში ისხდნენ და ერთმანეთს არც კი უყურებდნენ. ანო გაბრაზებული იყო, სანდრო უფრო მეტად... სადღეგრძელოებს, ჭიქები ერთმანეთზე მირტყმის ხმა ანაცვლებდა და მერე ისევ თავიდან იწყებოდა ახალი ტალღა. სანდრო სვამდა, ანო არა! იმ ღამეს დაიშალა არეშიძე და ფანგანი ნაწილებად. თამუნამ, რომ გამოუცხადა სანდრო გიყვარსო. ბავშვობის მეგობარი დაკარგა იმ სიმართლისთვის რაც ისედაც იცოდა. განერვიულებულმა დატოვა მეგობრის სახლი და ფეხით გაუყვა აღმართს. ბნელოდა, მაგრამ იმდენად გაღიზიანებული იყო, ახლა არაფრის ეშინოდა. უკნიდან მძიმე ნაბიჯების ხმა, რომ მოესმა მაშინვე ამოიცნო მათი პატრონი. -ანო! ამაღლობელის ცივმა ხმამ ყველაფერი გააქვავა. -რა მოხდა? უკვე მის წინ იდგა მამაკაცი და ჯიქურად მიშტერებოდა სუსტ სხეულს. -შეგეძლო ვატოსთვის არ გეთქვა! -რა? -რა ფინდა სანდრო? შენს ცხოვრებას მიხედე! არ გეკადრება პრეზიდენტს, სტუდენტკა! თანაც ფსიქოლოგიაზე, რომ სწავლობს! -რა მოიგონე? უფრო მეტად დაამძიმა ჰაერი კაცის ბარიტონმა -რა იყო ყველას უყვები? არ მიყვარხარ ამაღლობელო არა! იცი რატომ? შენს ტვინში შემოვძვერი და ვიცი... ვიცი რისთვის გჭირდები! მაგრამ მე იმდენად უნამუსო ვარ, იმდენად ეგოისტი მივიღე! ამ ასაკში მივიღე შენი ს სტატუსი. შენთან დავკარგე ის, რასაც აქამდე ვუფრთხილდებოდი. გგონია მადარდებს? შენი მოწყობილი სცენები ვითომ ეჭვიანობებზე? არადა კარგად იცი, სხვას ვერ გავხედავ. კარგად აანალიზებ მაგას და დამცინი. -ანო სისულელებს მელაპარაკები! სიყვარულს არ დაგპირებივარ! -ჯანდაბა! არც ვითხოვ, იმითაც ვკმაყოფილდები დეა გამრეკელისგან გაგიჟებული ჩემთან, რომ მოდიხარ! -ანო! -შეწყვიტე! ყველამ იცის, ყველამ გესმის? მე კი უთავმოყვარეოდ ყოველ ჯერზე ვიღებ მისგან უარით გამოსტუმრებულ კაცს. -დედას შევე*ი! რა შუაშია დეა? რა შუაშია გეკითხები? -ბოდიშით შენი ანგელოზი ასე, რომ მოვიხსენიე, როგორ ეკადრება ჩემნაირმა ახსენოს? და ისე როცა აღმოაჩენ კონტექსტს, სადაც მჯობია დეა დამირეკე! სხეული უთრთოდა ტკივილისგან მაგრამ უკან არ მიუხედავს. მაშინ ასე იყო საჭირო. ფეხებს ვერ იმორჩილებდა მაგრამ მაინც ჯიუტად მიიწევდა წინ. **** ღამის სამ საათზე გაღვიძებულს ამაღლობელის სხეული, რომ დახვდა გვერდით ოდნავ შეიშმუშნა და თვალები ისევ დახუჭა. -ხომ თქვი დღეს არ მოვალო? კაცს მზერა აარიდა და ჭერს მიაშტერდა -უბრალოდ მინდოდა აქ ყოფნა. -იქნებ დავიშალოთ? ანოს კითხვამ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გაუნადგურა. მაშინ ეგოისტურად იგრძნო ამ ქალის მიმართ, საკუთრება. ხო ეკუთვნოდა ანო მას. კარგად იცოდა ამაღლობელმა ეს, იცოდა და არ აღიარებდა მანამ სანამ ანოს გადაწყვეტილებით არ დაიშალნენ. მიზეზი არ იცოდა. არაფერი უთქვამს, თავმოყვარეობას ვერ გადააბიჯა სანდრომ. ანომ კი... ანომ კი აბორტი გაიკეთა და ახლა ყველაზე მეტად ეძნელებოდა ამაღლობელის ნაცრისფერების ყურება. კარგად ხედავდა კაცის, უემოციო სახეს, რომელზეც ორთაბრძოლა გაემართათ მისსავე ემოციებს მაგრამ ქალს არ ანახებდა. ანოც ებრძოდა ტკივილს და სიცარიელეს. ჯერ არ დაბადებული ბავშვის მკვლელი იყო. საკუთარი შვილის მკვლელი, მაგრამ ამ მომენტში მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რა იქნებოდა იმის შემდეგ, როდესაც ამაღლობელი კარს გაიხურავდა. აბორტი* ყველაფერი სიბნელემ მოიცვა, ანოს სხეული და სულიც... გაცრეცილ ფერებში მწოლიარეს მხოლოდ ბავშვის სახე უტრიალებს გონებაში, რომელიც გარეგნობით ძალიან ჰგავს ამაღლობელს. მასსავით დინჯად დადის, მასსავით უძირო თვალები აქვს... ეზოში დარბის ჭრელი კაბა აცვია, პეპლების გამოსახულებით. გაზაფხულის თბილი დღეა. იქვე წევს სანდროს ძაღლიც, რომელიც უკვე ძალიან დიდია. -დედა! შორიდან უყვირის გოგონა, რომელიც მისკენ მორბის. ანო უკან მიდის. ბავშვი უახლოვდება მაგრამ ანო შორდება. -დედა დამიჭირე! ისევ ესმის მხიარული ხმა მაგრამ მისკენ ხელს არ იშვერს. მზე შავმა ღრუბელმა გადაფარა. საშინელმა ჭექა-ქუხილმა გააყრუა არემარე. სანდრო გოგონას უყვირის. ანო დგას. -დედა დამიჭირე! ყვირის ბავშვი და მერე... მერე ძალიან დიდ ტკივილს გრძნობს... -კარგად შეამოწმეთ, არაფერი დარჩეს. ექიმის გაყინული ხმა ესმის... მოვკალი? ფიქრობს ანო და უცნაური შეგრძნება ეუფლება. -ვერ დაგიჭირე დედი! ფიქრობს და გონება დაკარგული, აგდებს თავს საკაცეზე. *** თვალები, რომ გაახილა და მის გვერდით მჯდომი არეშიძე დალანდა გული ამოუჯდა. -არაფერი თქვა! ხელი გამაფრთხილებლად დაუქნია ,,მეგობარს" -იცოდა? ცრემლები მოერია ასე, რომ დაინახა -არა! უღონოდ გადააქნია თავი -გიღირდა? -ყველაფერი კარგად იქნება! თვალებზე მომდგარი ცრემლი უკან გააბრუნა და სივრცეს გაუშტერა თვალი. ,,ყველაფერი კარგად იქნება" **** დილამშვიდობისა! იმედი მაქვს მოგეწონებათ შემდეგი თავი! და რაც მთავარია იმედი მაქვს ლოგიკური ბმები არის მონაკვეთებში! პს. გამოცდილი არ ვარ წერის მხრივ, ამიტომ თუ რაიმე გაუგებარი იქნება აუცილებლად დაწერეთ! მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.