შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილი!


5-05-2020, 14:16
ავტორი nino araxamia
ნანახია 827

ყველაფრის მიუხედავად ალექსანდრე სჯეროდა რომ ესეც გაივლიდა! უკვე მერამდენე ფსიქოლოგთან მიჰყავდა მისი მეუღლე მაგრამ ყოველი თერაპიის დამთავრებიისას ერთიდაიგივე იყო:
„- ეს ფსიქოლოგი არარის კარგი, არმშველის“
„ - სხვას ვიპოვით პატარავ“ - შუბლზე ჰკოცნიდა და შენობიდან გაჰყავდა. თბილისში თითქმის აღარ დარჩნენ ფსიქოლოგები რომლებმაც ნიაზე არიციან, მაგრამ ნია მაინც ჯიუტად იძახის რომ არაფერი გამოვა .
ისევ იგივე ალექსანდრე დერეფანში ზის, მაგრამ ამჯერად კაბინეტიდან ნიას ყვირილი გაისმის.
- გაინტერესებთ რატომ ვარ ესე?!

- ქალბატონო ნია მე მხოლოდ თქვნს დახმარებას ვცდილობ!

- არაფერი გამოგივა დამანებე თავი! მე ახლა აქედან გავალ და ალექსანდრეს ვეტყვი რომ არაფერი გამოვიდა, შემდეგ ის შუბლზე მაკოცებს და მეტყვის რომ სხვა ფსიქოლოგს ვნახავთ. და ეს იცით მერამდენედ ხდება?! ვერც კი ვიხსენებ! ამიტომ დამანებეთ თავი და ნუ მეუბნებით რომ აქ ჯგომა და თქვენი სმენა ჩემზე გავლენას მოახდენს. - ნია დგება გარეთ გადის და უბრალოდ ეხუტება მას. სახლში როგორც კი მივიდნენ ოთახში იკეტება და ტირილს იწყებს.
მეორე დღეს ისევ იმ ფსიქოლოგთან მიდის.
- კარგი არმკითხო მე მოგიყვები , დავიღალე უკვე თუ გამოსავალი ამაშია მოვყვები.
- გისმენთ !
- ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ჩემი თავი ჩემს მამინაცვალს წაართვეს იმ მიზეზით რომ ვერ მიპატრონებდა და პანსიონატში წამიყვანეს. ბევრი იბრძოლა ჩემთვის მაგრამ ამაოდ ის ხომ ლოთი იყო და სახლიც არჰქონდა რადგან დედაჩემის ბინა გაყიდა და ქირის ფულს აბა საიდან მოიტანდა, მე ასე ვიცოდი. იქ ყოველდღე იმის ფიქრში ვიყავი თუ რატომ დამაშორეს მამას.- ნიას ჩაეცინა - როცა 18ის გავხდი ზუსტად ჩემს დაბადებისდღეზე გამომიშვეს მეც და ჩემი სიყვარულიც! იცი პანსიონატში რომ ვიყავი იქ გავიცანი ალექსანდრე! არა ის ჩემნაირი ობოლი არგეგონოთ , დირექტორის ძლიშვილი იყო უბრალოდ ხშირად დადიოდა ჩვენთან და მე ის იქ შემიყვარდა ! გჯერათ პირველად სიყავრული რომ ამიხსნა 7 წლის იყო და როცა 18ის გავხდი იგივე სიტყვები გამიმეორა ! ის ჩემი ყველაზე დიდი ნათელი წერტილია! ხო რასვმბობდი გავაგრძელებ, პანსიონატიდან წამოვედი მას მივაკითხე სახლში და ვკითხე თუ რატომ დამტოვა მამამ იქ.
-ნია გელოდებოდი! შემოდი ! - ლევანი მეორე ოთახში გავიდა ზარდახჩა გამოიტანა და მთხოვა მასთან მივსულიყავი !
- ლევან ! ამის დროს არმაქვს! - მივანიშნე რომ გარეთ მელოდებოდნენ.
- ნია, უბრალოდ დაჯექი ! - ალექსანდრეს შევხედე და მითხრა რომ დამელოდებოდა ამიტომაც მეც შევედი. გვერდით მივუჯექი და ზარდახჩა გავხსენი იქ ჩემი და დედას ფოტოები იყო ! ჩემი პატარაობის დედას და ლევანის ბედნიერი ფოტოები ! ჩვენ სამის ფოტოები ! - გამეღიმა ! ის ამას ინახავდა ამდენი ხნის შემდეგაც კი ინახავდა! წერილი მომაწოდა და გავიდა. მითხრა წაიკითხე და თუ მოგინდება მერე ჩემთან შემოდიო!

„ საყვარელო ნია, როგორ ხარ ჩემო პატარავ ! დღეს შენი დღეა! უკვე დიდი გოგო ხარ! ვიცი ახლა რასაც გრძნობ და რასაც წაიკითხავ მერე შეიძლება საერთოდ აღარც მოგინდეს ჩემი გახსენება! „ - არმესმოდა ეს რატომ მომწერა ჩავფიქრდი მაგრამ ვერმივხვდი მიზეზს , კითხვა გავაგრძელე :
„გახსოვს სულ მეუბნებოდი რატომ ხარ ასეთი ჭკვიანიო? რატომ იცი ყველაფერიო მეკიდე გპასუხობდი შენც რო გაიხდები ჭკვიანი იქნები და ყველაფერი გეცოდინებათქო მერე მეუბნებოდი ნეტა როდის გავიზდები შენნაირი რომ ვიყოო“ - ჩამეცინა ! სწორედ ესე იყო !
„ ახლა ხვდები რომ სიჭკვიანე ჩემი სწავლის მიზეზი იყო! სკოლაში ფრიადებზე ვსწავლობდი! ერთ დღეს რეპეტიტორებიდან როცა ვბრუნდებოდი ხიდთან ბიჭები იდგნენ! მათ თავი ვერდავაღწიე ! იმსაღამოს გაჩნდი ჩემს სხეულში ! იცი რამდენჯერ ვცადე ?! მაგრამ როცა გავიგე რომ ჩემს მუცელში შენ იყავი! იმწამს სეიცვალა ყველაფერი ! არცერთი წამით არმიფიქრია შენი მოშორება! ახლა იფიქრებ მამაჩემი ვინარისო და გგონია რომ ლევანი იქნება ?! არა საყვარელო! ლევანი ჩემი კლასელი იყო რომელსაც სიგიჟემდე ვუყვარდი ! მის გარდა ვერავისთან წავიდოდი! მასთან მივედი ყველაფერი მოვუყევი მან კი იცი რაქნა?! მიმიხუტა და მითხრა რომ ჩვენს ნიას ერთად გავზრდიდით ! ხო ესე მარტივად გიწოდა მისი და სახელიც და დაგარქვა ! ლევანი ასეთია არუყვარს სირთულეები მას უნდოდა ჩემი მეუღლე ყოფილიყო ! მეორე დღეს ხელი მოვაწერეთ და ჩემებთან წავედით ! იცი ბებოსთან ვიზდებოდი ვუთხარი რო ლევანის გავყევი თავიდან გაბრაზდა მალულად ქორწილი რა იყოო მაგრამ მერე მოლბა, ძალიან უყვარდა ლევანი და ამიტომაც .
ამას იმიტომ ვწერ ახლა რომ მე ავად ვარ ნია ! მალე შეიძლება ამქვეყანაზე აღარ ვიყო ! შენი თავი ლევანის სეიძლება წაართვან როცა ამას ვეუბნები სულ მიბრაზდება ის ჩემი შვილია და ვინუნდა წამართვასო მაგრამ მანაც იცის რომ მის ხელთ არაფერი აქვს! მას სიგიჟემდე შეუყვარდი იმ დღიდან რაც შენზე გაიგო ! გთხოვ არმიატოვო და შეიბრალე იგი ! მაპატიე, მიყვარხარ ჩემო პატარავ.
თავს მიხედე ჩემო გოგოვ !
სიყვარულით დედა! „
- იცით თავიდან ვერმივხვდი რახდებოდა ჩემთავს ! ფანჯარაში გავიხედე ალექსანდრე ისევ მელოდა გარეთ გავედი ჩავეხუტე და ამოვისუნთქე! ეს ნამდვილად მჭირდებოდა! შემდეგ შიგნით შევედი ლევანის ჩასახუტებლად ის დედას ფოტოსურათს უყურებდა ჩემგან ზურგით იყო.
- ლევან, შენ არაჩვეულებრივი ხარ ! - არგამომხედა, შემეშინდა. - ლევან ! მაპატიე ის რომ გადანაშაულებდი ! მაპატიე ის რომ ამდენი ხანი შენ გადანაშაულებდი მეგონა დამთმე ! მაპატიე ! - მასთან მივედი და შემოვატრიალე თვალები გაშეშებოდა და დედას ფოტოს მისჩერებოდა ! წერილი ქონდა ხელში.
„ ეს ჩემი ბოლო დღეა, მადლობ რომ მნახე ! მიყვარხარ ნია ! მაპატიე შენი მიტოვება ! დედა და მე ბედნიერებით გიცქერთ იქედან ! მამაშენის ვინაობა თუ დაგაინტერესებს ზარდახჩაში წერილი დევს მისი სახელი და გვარი წერია ასევე მისამართიც! მიყვარხარ ჩემო გოგოვ!“
გარეთ გამოვედი და ალექსანდრეს შევხედე ის ერთადერთი იყო რაც დამრჩენოდა ამიტომაც მას ჩავეხუტე.
- პატარავ კარგად ხარ ?!
- ის აღარ არის! - აღარმეყო გამძლეობა და ავტირდი ! ავბღავლდი !
- ჩშშ პატარავ ! - მხოლოდ ამას მიმეორებდა ალექსანდრე. ორივე წერილი ვანახე, მეშინოდა რომ საცოდავი თვალებით შემომხედავდა , მეშინოდა რომ მასში სიცოდვილეს გამოვხატავდი, შემომხედა და მე მას ვერჩავხედე რადგან შემეშინდა მისი თვალების.
- ნია ცოლად გამომყევი ! - მომესმა , ხომომესმა მითხარით რო მომესმა ! შევხედე რა სიცოდვილის ნაცვლად დიდი სიყვარული წავიკითხე! რამოდენიმე დღეში ხელი მოვაწერეთ კიდეც და მის შემდეგ ესე ვტანჯავ ჩემს ადამიანს! ხო მას ჩემს ადამიანს ვეძახი და სულ ეცინება ამაზე.
- სულ ეს იყო ჩემი ისტორია! გმადლობთ რომ მომისმინეთ ! - ამოვისუნთქე გარეთ გამოვედი ალექსანდრეს ჩავეხუტე . - მართალი იყავი ! მე მან მიშველა! - იმ დღიდან მივხვდი რომ საუბარი ყველაფერს ცვლის რათქმაუნდა, ტკივილის გარდა! ტკივილი იგივეა მაგრამ ახლა თავისუფლად ვსუნთქავ! ვსუნთქავს და ბედნიერი ვარ ამით!



№1 სტუმარი ელისაბედ

მომწონს, შემეცოდა ნია neutral_face heart_eyes

 


№2  offline წევრი nino araxamia

ელისაბედ
მომწონს, შემეცოდა ნია neutral_face heart_eyes

kissing_closed_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent