შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მტრედები (სრულად)


6-05-2020, 00:00
ავტორი ტურაგო
ნანახია 11 008

ბოლო დროს ძალიან შეეჩვია სიტყვა "დავიღალეს",შეეჩვია საწოლზე პირქვე დამხობილი წოლას და ამ გზით სახეზე წასაკითხად გამზადებული ემოციების ჩაკარგვას ბალიშში.ზლგჯერ რამდენიმე უსაშველო წუთი მიეწყობოდა ერთმანეთს,ის კი კვლავ არ მოძრაობდა,გულში ამ დროს შიშისაგან ყინულის მოზრდილი ნატეხის წარმოქმნას და სიცივედ ჩალღობას ვგრძნობდი.ფრთხილად ვუახლოვდებოდი,შეთხელებულ თმებში კოცნებს ვუკარგავდი და როცა შეიშმუშნებოდა მეც შვებისაგან ამოვისუნთქავდი.სახეს სანახევროდ ატრიალებდა ჩემკენ,ძლივსშესამჩნევი ღიმილით მპასუხობდა რომ კარგად იყო.დანამული თითებით მის გაფერმკთალებულ ზურგზე უაზროდ მიმოვდიოდი ლურჯად ამოსვირინგებული მტრედების ირგვლივ.ცას ჰგავდა იმისი ზურგი,მტრედების კამარით გადაჭედილ ცას.ჯერ თითები გრძნობდნენ მერე კი ელვის სისწრაფით მთელს არსებაში მივრცელებდნენ იმის შეგრძნებას რომ ძალიან იყო დასუსტებული.შიშველ სხეულზე,შიშველი ტოტების მსგავსად აჩნდა ძვლების ზოლები,როცა მათ ვეხებოდი მეგონა ყველა მათგანი როგორც გამოტყორცნილი ისრები ისე მეძგერებოდნენ სხეულზე..."დავუკრათ" მომაშველებდა მის სიტკბოთი ამღვრეულ ხმას.ძვლები პიანინოს შავი კლავიშები იყო ჩემთვის,სიცარიელე მათ შორის თეთრებს ეკუთვნოდა-ისინი სევდიანი მელოდიის გაჟღერებაში გვეხმარებოდნენ.ის ღიღინებდა მე კი თითქოს ვუკრავდი...არ მახსოვს როდის დავიწყეთ ეს ტრადიციად ქცეული სასაცილო ჩვეულება,მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა,მთავარი ის იყო რომ ჩვენ ერთნაირად გვესმოდა არარსებული მელოდია და ტექსტი იმ სიმღერის რომლის შესახებაც არცერთმა არ ვიცოდით.

შვიდი თვის განმავლობაში ჩვენ ბევრი საოცარი დღე ვაჩუქეთ ერთმანეთს,თუმცა როცა მოგონებები მიტევს ყოველ ჯერზე პირველი შეხვედრის დღით იწყებს ჩემი გონება მასზე ფიქრს.
ლიტერატურულ საღამოს ვიღებდი როცა პირველად შევხვდი მას.ახლაც ცხადად მახსოვს სცენაზე განათების რკალში მდგომი,თავისი მტკიცე ხმითა და ტუჩის კუთხეში ჩაკარგული ერთადერთი ღიმილით.მის ფერმკრთალ სახეს მოკლედ შეჭრილი ბუნებრივი ფერის თეთრი თმები საოცარ ხიბლს სძენდა,იმ დარბაზში მყოფთაგან არავის ჰგავდა და როცა ხშირი,თეთრი წამწამები თავის განსხვავებული ფერის თვალებს ჩამოაფარა და ჩანახატში შეკოწიწებული სიტყვებით მისი აზრების ბოგინზე დაიწყო თხრობა,ვიგრძენი საბოლოოდ როგორ გაუსვა ხაზი ჩვენს სხვადასხვაობას.თანაბარი ხმის ტემბრით აკემსავდა ფრაზებს ერთმანეთზე

"კედლების ნაცვლად სარკეებისგან აშენებული ოთახის ჩახუთულში მხდიან სულს,ამ წყეულ ოთკუთხედში სიჩუმეც გაჩუმებულია.შეშლილის თეთრი ხალათი მომარგეს და ჰგონიათ აზრებსაც ისე შემიბოჭავენ როგორც ხელები დამიტყვევეს ზურგს უკან...არ დამითვლია რამდენი სარკეა,მაგრამ ორეულები უსაზღვროდ ბევრია.ძალაგამოცლილი ტერფების დახმარებით ძლივსშესამჩნევად ვაადგილებ სხეულს ერთი ყრუ კუთხიდან მეორემდე.მოღალატეა ჩვენივე ანარეკლიც,რომელიღაცა სარკეში ჩემივე თავმა ზურგი მაქცია.რაც უფრო ვაკვირდები ამ ბოროტ მინებს,სულ უფრო მგონია რომ ტყუიან,ვისაც იქ ვხედავ ის მე არავარ,ეს სუსტი სხეული ჩემს მეამბოხე სულს საკნად ვინ ჩააცვა...მე ხომ ფიქრებით ეს შებორკილი მკლავები გავინთავისუფლე,მე ხომ ამ ჩაკეტილისგან შორს ვარ,მაშინ რატომ მიჩვენებენ ეს წყეული სარკეები რომ მაინც ხელ-ფეხ შეკრული ვარ.სიტყვების გროვა გვიდგას ადამიანებს და მაინც არ კმარა ზოგჯერ სათქმელის თქმისთვის.ამ ოთახში რატომ არასდროს მიღამდება?წყევლაა ალბათ ესეც,სიბნელის შვილს შუქით მხდიან სულს.აქ ამდენი მზის სხივი როგორ დაამწყვდიეს,სულს რომ მიხუთავს იმათი სითბო გამუდმებით...ჰო,ეს სუსტი სხეული ალბათ ერთ დღეს სულსაც გადაადებს შიშებს.ახლა თვალები რომ დავხუჭო და ხელოვნურად ჩავაბნელო სივრცე,თვალების გახელის შემდეგ კი აქ აღარ ვჩანდე,რომ ვეღარ დავინახო სარკეებში ჩემივე ანარეკლი არადა გონებით ვიცოდე რომ ისე აქ ვარ ნეტავ რას ვიგრძნობ,ან რა ერქმევა ამ ყველაფერს,ამ თავმომწონე სარკეებმა მხოლოდ სიცარიელის არეკვლა რომ დაიწყოს რისი ნიშანი იქნება ნეტავ ეს ყოველივე"

როცა დაასრულა დარბაზისკენ არც კი გაუხედავს,თითქოს იქაც სარკეები ელოდა და თვალს არიდებდა.რომ შებრუნდა მაშინღა შევამჩნიე მის მოშიშვლებულ ზურგზე მრავალი ამოსვირინგებული პატარა მტრედები.ვიდრე კულისები შთანთქავდა ჩემი მიწებებული მზერაც ვერ მოსცილდა მას.ერთი ნახვით დაწყებული დიდი გრძნობების არასდროს მჯეროდა,ყოველთვის დავცინოდი ამ აზრს და იმ ხანად გაღვივებული უცნობი შეგრძნება მთლიანად ცნობისმოყვარეობას მივაწერე.ვფიქრობდი რომ ეს პატარა,სუსტი სხეული საინტერესო სულს ინახავდა და მე ეს სული უნდა გამეცნო.ამავე დროს ერთი აზრი მჭამდა,შეიძლებოდა ვეღარასდროს შევხვედროდი,ეს კი ყველაზე ნაკლებად მსურდა.
დარბაზიდან როცა გარეთ გამოვიდა ფეხით ამჯობინა გზის გავლა,მეც ფრთხილად ავედევნე.როდესაც ლამპიონების შუქი ზურგზე ეცემოდა მეჩვენებოდა რომ მისი მტრედები ფრთებს ამოძრავებდნენ.მოულოდნელად შეჩერდა,მშვიდად მომიბრუნდა და უემოციო ხმით მითხრა
-მტრედების ფრთების ხმას მოჰყვები?-ვიგრძენი თუ როგორი სახეგაფანტული იერით მივაშტერდი.აღარ დაელოდა ჩემს პასუხს,გვერდი გამიარა და იქვე ბეტონის ფილაზე ჩამოჯდა.მეც მისკენ წავედი.იმ კუთხეს ლამპიონის ნათება სიმყუდროვეს არ აცდიდა.ახლოს მისულმა კარგად გავარჩიე დაბლა დიდი ზომის სანახევროდ შესრულებული ნახატი,წარწერებითა და სხვა და სხვა ფიგურებით სავსე,შუაგულში კი ფერადი მტრედი ეხატა.ჩემი უცნობი გოგონა ნიკაპით მუხლებს დაყრდნობილი,სივრცეში მოსეირნე შავად გაღებილი ჰაერის მისამართით არიგებდა მზერას,თვალებში კი უამრავი სიტყვები დაუდიოდნენ რომელთაც ჟღერადობა ჰქონდათ დაკარგული
-იცი,შენი ჩანახატიდან ყველაფერი კარგად ვერ გავიგე-თავი მოვაბი სათქმელს როგორც იქნა
-არ მთხოვო რომ აგიხსნა
-სიმართლე გითხრა იმედი მქონდა
-არასდროს ვსაუბრობ ასე განმარტებებით თუ რა დავწერე და რატომ.ამას ან გრძნობ,აღიქვამ როცა ისმენ ან ვერა.
-საინტერესოა ეს მტრედები შენს სხეულზე
-ოცდათხუთმეტი მტრედია-ისევ ჩაკარგა ღიმილი ტუჩის კუთხეში
-ალბათ დიდი ხანია რაც იხატავ
-კარგა ხანია დროს აღარ ვითვლი
-ფრენის სიყვარულთან ასოცირდებიან?
-სულაც არა,არასდროს მიოცნებია ისეთი რამ რაც ვიცოდი რომ შეუძლებელი იქნებოდა
-და ეს ნახატი ბეტონზე შენია?
-არა...ამ ქუჩაზე ერთხელ შემთხვევით მოვხვდი,ვიღაც გოგო მარტოდმარტო ავლებდა აქ ფერად ზოლებს.დღემდე არ ვიცი ვინ იყო.შორიდან ვუყურებდი და წასვლა არც მინდებოდა.რამდენიმე დღის განმავლობაში ერთიდაიმავე დროს მოვდიოდი აქ და ისიც ყოველთვის მხვდებოდა ჩვეულ ამპულაში.დიდხანს არ ჩერდებოდა,მცირე დეტალებს შემატებდა და მიდიოდა.ვფიქრობდი როდესაც საბოლოოდ დაასრულებდა მუშაობას მაშინ მივიდოდი და ჩემს აღფრთოვანებას გამოვხატავდი,თუმცა ერთ საღამოს აქ მოსულს აღარ დამიხვდა.აღარც შევხვედრივარ მას შემდეგ,ეს ნახატი კი ასე სანახევროდ დარჩა შესრულებული.უცნაურია არა,მე ვხედავ და ვიცი ვისი ხელები და გონება მუშაობდა დაუღალავად,ზოგი კი გულგრილად გადაივლის და წარმოდგენაც კი არ ექნება თუ რას ინახავს ეს სურათი.იქ კუთხეში ფეხის ნაკვალევს ამჩნევ?საღებავი დაექცა ერთხელ და ვიღაცამ შემთხვევით გაიარა მასში,ეს ნაკვალევიც წარუშლელ ანაბეჭდად შემორჩა,არის ამაში რაღაც მომნუსხველი არა!
-მტრედების ამოსვირინგება მას შემდეგ დაიწყე?
-არა,მანამდეც მეხატა,სწორედ ესაა საოცარი.
-შენ ყველა მომენტის დაჭერა ისე კარგად გამოგდის...
-მე ყოველთვის იმას ვამჩნევდი რასაც დანარჩენები ვერ ხედავდნენ
-არ შევმცდარვარ შენში როცა ვიფიქრე რომ საინტერესო იქნებოდი
-ჰო,მაგიტომაც გამომყევი.ეს პროცესები რასაც სხვა ადამიანის მიმართ ამოუხსნელი ინტერესი ჰქვია ზოგჯერ ჩვენდა გაუცნობიერებლად იწყება ჩვენში.შენ შეგეძლო ნებისმიერს გაყოლოდი იმ მონაწილეთაგან,მაგრამ რადგანაც აქ ხარ ესეიგი ჩვენში რაღაც საერთოა.
-ძალიან დაღვრემილი და უცნაური საღამო მაქვს
-ჩემს გვერდით ზიხარ და უნდა იცოდე რომ სხვანაირად ვერ იქნება
-რა იყო ბოლო ფრაზა რაც დაწერე?
-"მე მარტოდ მარტო ჩემთვის უცნობი სუნამოს ნოტიო სურნელით გაჟღენთილი მივემგზავრებოდი დედამიწიდან"
-შენი მტრედებიც?
-კი,ჩემი მტრედებიც
-მე არ წამიყოლებთ?
-შენ შეგიძლია ჩვენთან იყო სანამდე აქ ვართ,იქეთ კი ჯერ ბილეთები არაა შენთვის.მითხარი,წიგნს თუ დაწერდი როგორი იქნებოდა მისი დასასრული?
-ალბათ ბედნიერი
-"ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად" ასეთი?პრინციპში გულშემატკივრებს დააგროვებდი,ადამიანების დიდ ნაწილს უყვარს მსგავსი წარმოდგენები.
-რატომ წარმოდგენა,განა შენ არ ისურვებდი ბედნიერ დასასრულს შენი ცხოვრებისთვის
-რას ვისურვებდი და რას არა...იცი,ჩათვალე რომ მე მაგ შენი წიგნის დასასრულის მეორე მხარეს ვდგავარ
-როგორ გავიგო შენი ნათქვამი
-დაივიწყე
-ბედისწერის გჯერა?
-მე მჯერა რომ ჩვენს აზრებს დიდი წვლილი მიუძღვის იმაში თუ როგორ ფორმირდება ჩვენი ცხოვრება
-შენ მარტივი ხასიათი არ გაქვს
-ხასიათს ჩვენ არ ვირჩევთ,ვერც მოჩვენებითობა გახდის მას განსხვავებულს
-მოჩვენებითობა თავადაც მეზიზღება
-ბევრიც ისისხლხორცებს.იცი საინტერესო რა იქნება,შენ რომ მე დღეის შემდეგ აღარ შემდვდები თუ გაგახსენდები როდისმე და თუ ასე იქნება როგორი ემოციით ჩავრჩები შენს მეხსიერებაში.მე როცა ადგილებს,ნივთებს ვეჩვეოდი მერე მათთან შეუხებლობას განვიცდიდი.დილით როდესაც თვალს ვახელ ვხვდები რომ არც თუ ისე ცოტა დრო გავლიე აქ ამ სამყაროში და ზოგჯერ დანაკლისს ვგრძნობ,მგონია რომ ბევრის გაკეთება შემეძლო და ვერ გავაკეთე.ხვალ როცა გათენდება ვიცი შენი სახე გადამირბენს თვალწინ და მე ვიგრძნობ რომ გულს რაღაც ეტკინა რადგან კიდევ ერთი დღე,კიდევ ერთი სახე და მრავალი წუთი მოვიტოვე უკან.
-სამყარო ერთ წერტილში ვერ გაჩერდება.გონების საცავში არსებულ ჩვენს მოგონებების თაროზე თითოეული განვლილი დღის ჩანაწერია და უნდა ვიცოდეთ რომ ზოგჯერ თავს შეგვახსენებენ
-არა არ იფიქრო ვერ ვეგუებიდე,ეს ჩემი მხრიდან დიდი სისულელე იქნებოდა.უბრალოდ ეს ამგვარი გარემოს აღქმა ჩემდა უნებურად არსებობს ჩემში
-შეხედე ჩემს ხელებს,შეგიძლია წარმოიდგინო რომ ეს ხელები სისხლშია გასვრილი,ადამიანის სისხლში...ჩემს შემთხვევაში ის რაც უკან მოვიტოვე შვებაა,მე არ მაწუხებს განვლილი დღეების ნოსტალგია
-იქნებდა არც იყო ის ვიღაც ადამიანი
-ნუ ამალაპარაკებ ამ ყველაფერზე,არ მინდა
-გეთანხმები,ხანდახან დავიწყება კარგია,რადგან ტვირთსაც გხსნის მხრებიდან
-გინდა ეს ნახატი ჩვენ დავასრულოთ?
-არა,აქ სხვების ხელი არ უნდა იგრძნობოდეს ის ერთს ეკუთვნის,იქნებ ერთ დღეს გამოჩნდეს კიდევაც...

ამ სიტყვების შემდეგ დიდხანს ვდუმდით,თუმცა წასვლა არც ერთს არ გვინდოდა.მერე ისევ საუბარი წამოვიწყეთ და ის ღამე შეუმჩნევლად გათენდა თეთრად.მას შემდეგ ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევხვდით ერთმანეთს,საბოლოოდ კი თანაცხოვრების შვიდი თვე დაითვალა კალენდარმა.ყოველი წუთით ვრწმუნდებოდი რომ მან ჩემში ვიღაც სხვა პიროვნება მაპოვნინა,ისეთი რომლის შესახებაც თავადაც არ მქონდა წარმოდგენა.ახლა როცა ის აღარაა და მის მტრედებთან ერთად გაფრინდა,სწორედ ის ნოსტალგიური მოგონებები მაწუხებს რომლებიც არასდროს გამაჩნდა.ხშირად ვკითხულობ მის ჩანახატებს და ვხვდები თუ რატომ ვერავინ უგებდა მას აქ არავის ესმოდა მისი,ის ხომ ზღაპრებს არ ყვებოდა ფურცლებზე,ის ტკივილებსე წერდა..."ყველას საკუთარი სევდა ჰყოფნის,ჩემი ვის რად უნდა"ასე სრულდება ბოლო ფურცელი მის დღიურში.მე ის თავისი სევდით მჭირდებოდა ასეთი მივიღე და შევიყვარე.
და მაინც მე ავირჩიე ის თუ მან ამირჩია მე?



№1  offline მოდერი Catherine Di Perso

იცი, ნაჩქარევად დაწერილს ჰგავდა...
ამპულა - ამპლუა. წერტილები წინადადების ბოლოს და მძიმეები...

იქ, სადაც სიჩუმეც გაჩუმებულია სუნთქვაც წყდება ჩემთვის. სარკეები? სარკის ფობია რომ მაქვს, იცი? ოდესმე დავწერ, ალბათ, მაგრამ ახლა არა.

მტრედები, სიმშვიდე... ის, რაც მას არასოდეს ჰქონია და ვერც ექნებოდა.

არასოდეს, არასოდეს გაშიფრო ის, რაც დაწერე. ამაზრზენია, საზიზღარია. ხიბლი ზუსტად იმაშია, რომ ხაზებში ან მათ შორის ჩამალულ განძს იპოვის მკითხველი და ჭკუიდან შეიშლება შენი შეშლილობით.

ბედისწერის გჯერა?

 


№2  offline წევრი ტურაგო

Catherine Di Perso
იცი, ნაჩქარევად დაწერილს ჰგავდა...
ამპულა - ამპლუა. წერტილები წინადადების ბოლოს და მძიმეები...

იქ, სადაც სიჩუმეც გაჩუმებულია სუნთქვაც წყდება ჩემთვის. სარკეები? სარკის ფობია რომ მაქვს, იცი? ოდესმე დავწერ, ალბათ, მაგრამ ახლა არა.

მტრედები, სიმშვიდე... ის, რაც მას არასოდეს ჰქონია და ვერც ექნებოდა.

არასოდეს, არასოდეს გაშიფრო ის, რაც დაწერე. ამაზრზენია, საზიზღარია. ხიბლი ზუსტად იმაშია, რომ ხაზებში ან მათ შორის ჩამალულ განძს იპოვის მკითხველი და ჭკუიდან შეიშლება შენი შეშლილობით.

ბედისწერის გჯერა?




ერთ დღეში სამი პრეზენტაციის შემდეგ ისტორიის წერა არ უნდა წამოიწყო-ჰო,ალბათ დაეტყო.

სიამოვნებით წავიკითხავ სარკის ფობიაზე დაწერილ შენს ისტორიას.
მადლობა შეფასებისთვის❣️

ბედის'წერის მჯერა ჩვენივე აზრებით,ფიქრებით...ჩვენივე ჭვრეტა ყოველივესი,მოვლენებად გარდაქმნილი გვიბრუნდება უკან.

 


№3 სტუმარი სტუმარი Mmm

"მე მჯერა რომ ჩვენს აზრებს დიდი წვლილი მიუძღვის იმაში თუ როგორ ფორმირდება ჩვენი ცხოვრება"....
როგორ მომეწონა ეს ფრაზა,რამდენს ამოვუბეჭდავდი და გავუკრავდი ცხვირ წინ,რომ თავიაანთი გონება დადებითისკენ მიემართნათ....

 


№4  offline წევრი ტურაგო

სტუმარი Mmm
"მე მჯერა რომ ჩვენს აზრებს დიდი წვლილი მიუძღვის იმაში თუ როგორ ფორმირდება ჩვენი ცხოვრება"....
როგორ მომეწონა ეს ფრაზა,რამდენს ამოვუბეჭდავდი და გავუკრავდი ცხვირ წინ,რომ თავიაანთი გონება დადებითისკენ მიემართნათ....


მიხარია რომ გესმის როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს აზროვნების დადებითისაკენ მიმართვას.
მეც მჯერა ფიქრის ძალის...

 


№5  offline წევრი Imagination88

სასიამოვნო, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი იყო. მე მომეწონა. ჩემგან შეფასება არ "ეკადრება" შენ ისტორიებს, თან არც ვიცი რა ვთქვა ხშირად მაკარგვინებ მეტყველების უნარს და ისე ვნთავისუფლდები როცა გკითხულობ, ბედნიერი ვარ რომ აღმოგაჩინე❣️❣️

 


№6  offline წევრი ტურაგო

A.N.A
სასიამოვნო, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი იყო. მე მომეწონა. ჩემგან შეფასება არ "ეკადრება" შენ ისტორიებს, თან არც ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ ისე ვნთავისუფლდები როცა ვკითხულობ, ბედნიერი ვარ რომ აღმოგაჩინე❣️❣️



ანა შენი გამოჩენა მახარებს ხოლმე,თბილი სიტყვებით მოდიხარ ყოველთვის❣️
მადლობა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent