შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოტივი თბილისური სიზმრებიდან


26-03-2020, 12:40
ავტორი სანდრო23
ნანახია 912

მტრედები ფრთხილობენ ჩემს გამოჩენაზე,
მათი ფრთის გაქნევა ო, რა რიგ მახელებს.
რატომღაც მგონია ყოველი სინაზე
ასევე გაურბის შურიან მნახველებს.

დღეები მისნობენ ქალაქის ბუდეში,
უხეში მდევრები კაკანათს აგებენ,
მტრედები მიჰქრიან ლაჟვარდის უბეში,
თითქოსდა შემოქმედისაკენ.

მე მსურდა მეხილა მტრედების ქორწილი,
ფრთადაფრთა მაყარი გვრიტებით ფრენილი,
და ნეფე-დედოფლის დაისი მტრედული,
მზის ოქრავარდისფრად გარეშეფერილი.

ტოტები მოაგავს ზეაწვდილ ორანტას,
მიწიდან ბუნების აღვლენილ ლოცვებით,
ფრინველნი ხეების რტოებზე მონატანს
ივლებენ ბუმბულზე ზეციდამ მოცვენილს.

დე, ასე ხარობდეს ყოველი სულდგმული
რომელსაც უმაღლესს ეტყვიან ქმნილებას,
სიცოცხლის ზეარსთა ნიადაგ სულბმული
აღწევდეს მაღლიდან გულჩამოქნილებას.

მტრედები ფრთხილობენ ჩემს გამოჩენაზე.



№1 სტუმარი Nene

აუ, რა კარგიაა <333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent