შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაზლების ქურდი III


6-05-2020, 18:54
ავტორი belle...
ნანახია 7 869

თავი მეცხრე
სადაც არ უნდა გაგეხედათ ყველა მოურიდებლად ლაპარაკობდა დუჩეს თავდასხმაზე. ჩურჩულს არც კი ცდილობდნენ, ისე ეყაყანებოდნენ ერთმანეთს, რომ სურვილი მიჩნდებოდა სახეში მძიმე რამე მეთხლიშა რომელიმესთვის და ბოლო ხმაზე მეკივლა. თუმცა, გესლს კბილების ღრჭიალით ვიკავებდი და თავჩაქინდრული ვიჯექი ლექციებზე. კალანდია უნივერსიტეტში აღარ გამოჩენილა. ალბათ, მამამის შეეშინდა ჩემს შვილსაც არავინ ესროლოსო და სახლში გამოკეტა.
ლექტორებს ვერ ვუსმენდი, ლექციებს გულს ვერ ვუდებდი, სწავლას ისევ ავუშვი. ახლა მხოლოდ იმ მკვლელის გამოჭერაზე ვიყავი გადართული. სასწავლებელში კი სწავლის ნაცვლად მოქმედების გეგმას ვსახავდი, თუ როგორ მიმეკვლია მძღოლისთვის, რომელიც მალევე გაუჩინარდა მირიანის დაკრძალვის შემდეგ.
ორი ჰიპოთეზა მქონდა - ან თავისით მოტყდა, სანამ ვინმეს მისი დამღერების სურვილი გაუჩნდებოდა, ან თავისმა „პაძელნიკებმა“ უკვე იმქვეყნად გადააბარგეს. სანდროს ჯერ აპარატურის ნაწილიც კი ვერ ჩაეგდო ხელში, ამიტომ ხელ-ფეხ შეკრული ვიჯექი და ველოდებოდი როდის მომეცემოდა მოქმედების საშუალება. ბაიდაურის მისაგნებად კამერების სრული კონტროლი მჭრიდებოდა, რადგან მისი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. ფირმაშიც კი ვიყავი მისული და მისი ასავალ-დასავალი ვიკითხე, მაგრამ მითხრეს ჩვენთან აღარ მუშაობს და არ ვიცით სად წავიდაო. უმოქმედობა ნერვებს მიშლიდა, დასაკარგი დრო არ იყო, მაგრამ სხვა გზაც არ მქონდა!
- სია! - სისიმ იდაყვი გამკრა და ლექტორისკენ მანიშნა, რომელიც დამშეული სვავივით მომჩერებოდა.
- ძნელაძე! - შემიღრინა ვარდიძემ - იქნებ, ჩვენც მოგვაქციო ყურადღება? სად არის თქვენი ქვიზი?
- არ დამიწერია. - ვუპასუხე ნაგლად.
- რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაგას ჩემითაც მივხვდი. - მიპასუხა სარკსასტრულად - მე მაინტერესებს მიზეზი, რატომ არ სწავლობთ ჩემს საგანს და რატომ არ მიწერთ ქვიზს.
- ალბათ იმიტომ, რომ დიდი ბოდიშის მოხდით, თქვენი საგანი მეიდიოტება და არც არაფერში მჭირდება მომავალ ჩემს პროფესიაში. შედეგად ჩემს ინტერესის სფეროშიც არ შედის! - მივახალე ნერვებმოშლილმა. ორი დღის უძინარს, ნერვები დაწყვეტაზე მქონდა.
აუდიტორიას ჩურჩულმა გადაურბინა. ზოგს ირონიულად ჩაეცინა, ზოგის სახეზე კმაყოფილება შევნიშნე (ალბათ რამდენის სათქმელი მივახალე პირში ამ ქოფაკს), ზოგმა კი უკმაყოფილოდ გამომხედა და თავი გააქნია. აი ლექტორს კი ყველზე მაგარი სიფათი ჰქონდა - სახე შუქნიშანივით ხან მწვანედ აენთებოდა, ხან წითლად და ხანაც ყვითლად. ბოლოს, როგორც იქნა, ენა პირში დაატრიალა, სათვალე მოიხსნა და სკამიდან წამოდგა.
- თუ ასეა და თქვენთვის ამდენად უმნიშვნელოა ჩემი საგანი, შეგიძლიათ აუდიტორია ახლავე დატოვოთ.
- იყოს, დავრჩები. ფულს ტყუილად ხომ არ გიხდით?
- ახლავე გაეთრიე-მეთქი, აქედან!
- და რის გამო მაგდებთ აუდიტორიიდან, გულახდილობისთვის? თუ რა გგონიათ ბევრი პირში რომ არ გახლით იმას, რომ ლექციის ახსნა არ შეგიძლიათ, მართლა პროფესიონალი გგონიათ თავი?! დამისახელეთ რეალური მიზეზი რის გამო უნდა დავტოვო აუდიტორია და დაუყონებლივ დაგემორჩილებით!
- თავხედობისთვის, უზრდელო გოგონავ! - იყვირა გაცოფებულმა.
- სიმართლის თქმა თავხედობაა და ზოგ ზოგიერთის პირდაპირი არშიყი ლექტორისადმი, უწყინარი კომპლიმენტი ხომ? - კალანდიაზე ჩარტყმულ ნამიოკს მაშინვე მიმიხვდა და სახეზე აგურისფერი დაედო.
- რა თქვი?
- ნუ გაამწვავებთ სიტუაციას, გაჩუმებას არ ვაპირებ. განაგრძეთ ლექცია, მე ხელს არ შეგიშლით. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, კანონს სიტყვა სიტყვით წიგნიდან ამოვიკითხავ, თუ თქვენგან მოვისმენ უშეცდომოდ და თუ მაინც დაგრჩათ პრეტენზიები, რომლის წამოყენებასაც აპირებთ, რექტორის კაბინეტში წავიდეთ, არც მაგაზე ვიტყვი უარს, პირიქით!
ვარდიძე ისე აჭარხლდა, ერთ წამს ისიც კი ვიფიქრე ემანდ ბოღმისგან გულმა არ ხიოს-თქო, ამ ბოლო დროს უნივერსიტეტში საკმარისად მოხდა ტრაგედიები. მშვენივრად ვხვდებოდი, რომ ვარდიძესთან პირდაპირი დატაკება გონივრული კი არა მეტისმეტად სულელური საქციელი იყო. თუ ვინმეს ამოიჩემებდა იქამდე არ მოეშვებოდა სანამ არ ჩაძირავდა, კერძოდ საგანი კაკ მინიმუმ 2 წლით შეტენილი გექნებოდათ და თუ სიბრაზე გადაუვლიდა და მოწყალებას გაიღებდა, შეიძლება ბარიერის გადაღოღების საშუალებაც კი მოეცა. და აი ახლაც გააფთრებული ფოცხვერივით მძიმედ დაეშვა სკამზე, ჩემი ბოლომდე განადგურების პერსპექტივით. „ტყუილად მჭამ თვალებით მაინც არ მოგცემ იმის უფლებას, რომ შენი დებილი საგანი საშვილიშვილოდ შემომტენო!“, გავიფიქრე აღრენილმა.
- რა ჯანდაბა გჭირს? - ჩამჩურჩულა სისიმ.
- აღარ იყო დრო რომ ადგილზე მომესვა? - შევუბღვირე გაღიზიანებულმა.
- ეს დღეები ვეღარ გცნობ. თვალებდაწითლებული დადიხარ, ლექციებზე გეძინება, ლექტორებს ლანძღავ, წესიერად არ გველაპარაკები, არც მე და არც თოიძეს. დღეს ლექციაზე არც მოსულა, საერთოდ შეამჩნიე მაინც?
- ჰა? - სტუდენტებს თვალი მოვავლე, ეკე მართლაც არ იყო ლექციაზე - სად არის ხომ არ იცი?
- აბა, მე საიდან უნდა ვიცოდე? თქვენ ხართ ახლოს, მე მხოლოდ მაშინ მელაპარაკება, როცა შენზე რამე აინტერესებს. - დაამატა უკმაყოფილოდ.
- კარგი, მორჩეს ეს იდიოტური ლექცია და დავურეკავ.
- დუჩეზე ახალი არაფერი ისმის? - მკითხა მორიდებით.
- რატომ მეკითხები, მასთან არაფერი მაკავშირებს. - ჩავილაპარაკე გულმოკლულმა.
- ვიფიქრე, რომ თქვენ შორის რაღაც ხდებოდა და ...
- და ცდები! - მოვუჭერი მოკლედ - წარმოდგენა არ მაქვს როგორ არის, მაგრამ იმედია მალე გამოკეთდება, აღარც კალანდია ჩანს უნივერსიტეტში.
- ჰო, უკვე ორი კვირა გავიდა და ჯერ არ გამოჩენილა.
არცერთს ხმა აღარ ამოგვიღია. მე ისევ ყურსასმენები გავირჭე ყურებში და ხმამაღალ მუსიკაში ვცადე დუჩეზე აშლილი ფიქრების ჩახრჩობა.
- სია! - უკვე მეორედ მითავაზეს მუჯლუგუნი.
- ვაი, მეტკინა!
- გამოფხიზლდი, დამთავრდა უკვე ლექცია. წამოდი კაფეტერიაში ჩავიდეთ, სანამ ყველა ადგილი დაიკავეს და ისევ ფანჯარასთან მოგვიხდა ყავის წრუპვა.
გაოცებულმა თავი ავწიე, დავინახე, როგორ ალაგებდა ვარდიძე თავის პორტფელში ქვიზის ფურცლებს. ამჟავებული სახით დაკეტა ქეისი, გამგმირავი მზერით დამასაჩუქრა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა აუდიტორიიდან.
- ამ გამარჯვებას არ გაპატიებს, ხომ იცი? - მე და სისი დერეფანს მივუყვებოდით.
- ვიცი, დარწმუნებული ვარ შუალედურებს ათასჯერ უფრო მკაცრად გამისწორებს, მაგრამ ძალიანაც ნუ იწვალებს. ჯერ ხო თავს ვიკლავდი სწავლით და ახლა მითუმეტეს, დრო აღარ მაქვს, ასე რომ შემდეგი ბრძოლა, ბრძოლის გარეშე მოგებული აქვს.
- ხომ კარგად ხარ? - გამომხედა ეჭვით.
- კარგად ყოფნისგან ძალიან შორს ვარ, სისი, - ამოვიოხრე გადაღლილმა და კაფეტერიაში შევაბიჯეთ.
როგორც ყოველთვის მაგიდებს შორის უამრავი ხალხი ირეოდა. მობეზრებულმა უხალისოდ მოვავლე თვალი დომხალს და თავი გავაქნიე.
- არა, აქ ყოფნის ნერვები არ მაქვს. მიდი ყავა იყიდე ორივესთვის და გარეთ გამოდი, აივანზე გავიდეთ, მანამდე კი ეკეს დავურეკავ. - ვუპასუხე გაღიზიანებულმა და საკრედიტო ბარათი მივაწოდე.
- ეგ მოაშორე! - შემიბღვირა უკმაყოფილოდ და კაფეტერიაში შევიდა.
- რატომ ვითომ? ამ ერთხელ მე რომ ვიყიდო ყავა დაშავდება რამე? - მივაძახე გაბრაზებულმა, არც არაფერი გაუგია.
აღრიალებულ ბრბოს გამოვერიდე და პირველად გადავრეკე ეკესთან. ზუმერი დიდხანს გაიწელა, არ მპასუხობდა. მესამე გადარეკვაზე აღელვება დამეტყო. გამორიცხული იყო, რომ ეკეს ჩემთვის არ ეპასუხა, რაღაც ხდებოდა. ამ დაძაბული დღეების გადამკიდე ჩვეულებრივ პარანოიკად ჩამოვყალიბდი. უცებ თვალი შევასწარი ლიფონავას, როგორ შედიოდა მეორასე აუდიტორიაში და უკან დავედევნე.
- გაგა!
- სია...
- ეკე არ გინახავს?
- არა, დღეს უნისში არ წამოვიდა.
- ეგ მეც ვიცი, მაგრამ რატომ? ვურეკავ და არ მპასუხობს, რამე ხომ არ მოხდა?
- არაა. - ეს კი მითხრა, მაგრამ თვალები საეჭვოდ დააცეცა.
- ლიფონავა! - შევუღრინე გაღიზიანებულმა - ამოღერღე რა ხდება!
- ეგეთი თვალებით ნუ მიყურებ, მე ვერაფერს გეტყვი, ეს მისი საქმეა.
- მისი საქმე ჩემი საქმეა!
- ოჰ, როდის დაახლოვდით ასე თქვენ ორნი?
- ლიფონავა, ჩემს მოთმინებას ნუ გამოცდი!
- ოჯახში პრობლემები აქვს, გასაგებია? ახლა შემეშვი, ლექცია მეწყება.
- რა პრობლემები? - მკლავში ხელი წავავლე და ძალით მოვაბრუნე.
- რა ძალა ჰქონია ამ ლაწირაკს! - მტკივნეულად მოისრისა მკლავი - რამ გაგაგიჟა? ეს ბოლო დღეები ყველა შეიშალა ამ უნისში! არაფერსაც არ გეტყვი, ისედაც ზედმეტი წამომცდა!
- ეკეს მისამართი მომეცი.
- სახლში უნდა მიადგე? რა უზრდელობაა.
- ლიფონავა!
- კარგი, კარგი, ჰო მოგწერ, ასე რომ გითხრა ვერ დაიმახსოვრებ.
- გირჩევნია არ გადამაგდო, თორემ მწარედ განანებ.
- ალქაჯი! რამდენჯერ ვუთხარი იმ უცნაურს შეეშვი-თქო, მარა როდის იყო ეგ მისმენდა?! - ჩაიდუდუნა თავისთვის და აუდიტორიაში შეიძურწა.
გული დამიმძიმდა. რა პრობლემები ჰქონდა ეკეს? ჩემთან რატომ არ უხსენებია არც ერთხელ? იქნებ იმიტომ რომ გამუდმებით ჩემზე ვსაუბრობდით? გამუდმებით მე მამშვიდებდა და შესაფერისი დრო არ ყოფილა, რომ თავის პრობლემებზე რამე ეთქვა?! თავი დამნაშავედ ვიგრძენი, სინდისმა შემაწუხა და საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ დღეს ღამით აუცილებლად ვნახავდი მეგობარს.
მთელი დღე უნივერსიტეტში ზომბივით დავბოდიალობდი, საშინელი სიცარიელის გრძნობა თავს არ მანებებდა. ბიჭების გარეშე უნივერსიტეტი ლიდერის გარეშე დარჩენილ აყაყანებულ ბრბოს წააგავდა. აღარსად ჩანდა მუდამ მოღიმარი და ხალისიანი კალანდია, რომელიც ხან ვის აწვალებდა, ხან ვის. უნივერსიტეტის დერეფნებს დააკლდა დუჩეს საზოგადოება, აღარ დააბიჯებდა მუდამ პირქუში და იდუმალი გამომეტყველებით.
რამდენჯერმე ნუცა შევამჩნიე, როგორ ამაყად, ყელმოღერებული დააბიჯებდა აუდიტორიაში და გავიფიქრე, ნეტავ დუჩე ერთხელ მაინც თუ მოინახულა-თქო. საერთოდ, ამ ყინულის პრინცესას ადარდებდა კი ის ადამიანი, რომელსაც მუდამ თავს დასტრიალებდა უნივერსიტეტში და შანს არ უშვებდა ხელიდან რომ კისერზე ჩამოჰკიდებოდა და ეკოცნა?! იქნებ ეს ყველაფერი ხალხის დასანახად სჭირდებოდა? შემომხედეთ ქავანაც კი ჩემს ფერხთით გორავს მიწაზეო? ოხ, ეს ამპარტავნება და მძაფრი ამბიციები - ერთსაც და მეორესაც უფსკრულამდე მივყავართ, ზოგი მალე უახლოვდება ფინიშს, ზოგი კი გვიან, თუმცა დასასრული მაინც ერთია!
შვებით ამოვისუნთქე, როდესაც ბოლო სალექციო საათიც ამოიწურა და სწრაფად დავტოვე აუდიტორია. სისი მაშინვე უკან დამედევნა.
- მოიცადე.
- რა იყო?
- სად მიდიხარ?
- სახლში, სამეცადინო მაქვს. ამ ბოლო დროს ბევრი საქმე მაქვს და სწავლას ვეღარ ვასწრებ.
- სიმართლეს მეუბნები, თუ თავიდან მიშორებ? - მკითხა ეჭვით.
- სისი, ნუ სულელობ.
- დუჩეს ნახვას არ აპირებ? - მკითხა უცებ.
- ხომ იცი, რომ იქ არავინ შეგვიშვებს? მამამისმა დაცვით გადაჭედა იქაურობა, ძალიანაც რომ გვინდოდეს ახლოს არავინ გაგვაკარებს.
- გასაგებია, კარგი მაშინ დროებით.
- კარგი.
სისის შუბლშეკრულმა გავაყოლე თვალი, ამ ბოლო დროს უცნაურად იქცეოდა. მე კი იმდენი სადარდებელი გამომიჩნდა, რომ მეგობრისთვის ვეღარც ვიცლიდი. კიდევ ერთხელ გამკრა მწარედ დანაშაულის გრძნობამ. თავი გავაქნიე და სწრაფად წამოვედი უნივერსიტეტიდან.
პირველ რიგში სახლში გავიარე. ჩანთა დავტოვე, გამოვიცვალე, კომფორტული სამოსი მოვირგე და სახლიდან გამოვედი. გაგამ პირობა შეასრულა და ეკეს მისამართი მომწერა. ტელეფონს რომ დავხედე გამახსენდა ეკემ რომ მითხრა ახლოს ვცხოვრობო. მართლაც, მისი სახლი ჩემი კორპუსიდან ოთხი კვარტლის მოშორებით იყო. ფეხითაც წავიდოდი, მაგრამ ისე მეჩქარებოდა მისი ნახვა, რომ ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე. ზუსტად ათ წუთში ტაქსმა ბარნოვის კვეთაზე შეაჩერა. ფული გადავუხადე და მანქანიდან გადმოვედი.
ჩემდა გასაკვირად უბანი ჩაბნელებულიყო. მერე უცებ გამახსენდა, რომ სარემონტო სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით მიმდინარეობდა, ჩემს უბანშიც ორი დღის განმავლობაში დენი არ გვქონდა. აღელვებულმა ეზოში შევაბიჯე, უკვე კარგად მობნელებულიყო და რამის გარჩევა მიჭირდა. ის იყო გავიფიქრე სახლში მივადგე თუ ისევ დავურეკო-თქო, რომ კერძო სახლის კარი ვიღაცამ გინებით გამოგლიჯა. მოულოდნელობისგან შევკრთი და კინაღამ ტელეფონი გამივარდა ხელიდან.
ახალგაზრდა ბიჭი გარეთ გამოვარდა და სწრაფი ნაბიჯით გამოუყვა ტროტუარს. ცოტა, რომ მომიახლოვდა მხოლოდ მაშინღა შევძელი მისი გარჩევა მთვარის შუქზე.
- ეკე?
- სია?!
გაოცებული შედგა და როგორც კი დარწმუნდა, რომ მე ვიყავი მაშინვე შეუდგა გახეთქილი ტუჩიდან სისხლის წმენდას.
- ეკე! - სწრაფად მივუახლოვდი და თავი ავაწევინე. მარცხენა ყვრიმალი შესამჩნევად შეშუპებოდა, გახეთქილი ტუჩიდან კი სისხლი მდორედ მოჟონავდა - ღმერთო ჩემო, რა დაგემართა?
- აქ რას აკეთებ? რატომ მოხვედი?
- რას ჰქვია რატომ? ზარებზე არ მპასუხობდი, შენზე ვინერვიულე.
- რატომ? - მკითხა უხეშად. წამით დავიბენი, ჩემს მიმართ ასეთი არასოდეს ყოფილა.
- იმიტომ, რომ მეგობრები ასე იქცევიან, თოიძე! - შევუღრინე გაბრაზებულმა და თავში წავუთაქე - როგორ გაბედე და ტელეონზე არ მიპასუხე, როცა შეშლილივით ათასჯერ მაინც დაგირეკე, ა?
- მეტკინა! - შემიბღვირა გულმოსულმა და კეფა მოიქექა, წამისწინანდელი რისხვა გაუქრა, ოდნავ დამშვიდდა - მაპატიე, უბრალოდ ბევრი საქმე მქონდა.
- ჰო, ვხედავ, სიფათზე ყველაფერი გაწერია... გაფრთხილებ, სანამ ნორმალურად არ ამიხსნი შენს თავს რა ჯანდაბა ხდება, აქედან ფეხს არ მოვიცვლი, ან უკეთესი, მარჯვენა თვალზე ფინგალს დაგიმატებ!
- არადა სულაც არ ჩანხარ ასეთი მოძალადე. - სახეზე ღიმილმა გადაურბინა.
- ჰო, ადამიანები ერთი შეხედვით არ უნდა შეაფასო.
- კარგი, წამოდი პარკისკენ გავიდეთ.
- ახლა ამიხსენი, სახე მაგ დღეში რატომ გაქვს? - ვკითხე ხმადაბლა, როცა სკამზე დავსხედით.
ლამპიონის შუქზე სახე კიდევ უფრო უკეთესად გამოუჩნდა. მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე, რომ მარცხენა წარბიც გახეთქილი ჰქონდა, გული მომეწურა.
- მე და ჩემი ძმა ერთმანეთს ვერ ვუგებთ, - თქვა ბოღმით და გადააფურთხა - ხშირად ისე გამოვყავარ წყობიდან, რომ ერთმანეთს სიფათსაც კი ვულამაზებთ.
- კი მაგრამ, ასეთი რა მოხდა რომ ასე იჩხუბეთ?
- რახან უფროსია თვლის, რომ ყველამ მის ჭკუაზე უნდა ვიაროთ. ერთ გოგოს მტენიან უკვე კარგა ხანია. ჩემი ძმის უფროსის შვილია. ერთხელ ბაჩოს მივაკითხე კომპანიაში და მაშინ დავუნახივარ. ახლა ეს მეჩალიჩება, რომ ის გოგო ცოლად მოვიყვანო. ასე მისი კარიერა აღზევდება და მეც, როგორც თქვა, „ქერის ორმოში“ ამოვყოფ თავს.
- უკაცრავად? - მეგონა მომეყურა - ასეთი რამეები ჯერ კიდევ ხდება?
- ჰო, კარგა ხანია იმ ძუკნათი ტვინს მიტყნავენ. დღეს იმენა გამაჭედინა და მაგრად ვიჩხუბეთ.
- შოკში ვარ. - ვეცადე არ გამცინებოდა, არადა მართლა სასაცილო იყო, 21-ე საუკუნეში ბიჭს გოგოს ცოლად მოყვანას აიძულებდნენ. ესეც თქვენი თანამედროვეობა, მე კიდევ მეგონა, რომ ეს ძველმოდური „ვიგოდნიკობა“ წარსულს ჩაბარდა - და რა, იმ გოგოს ცოლად თუ მოიყვან შენს ძმას მართლა დააწინაურებენ?
- მაგისმა გამო....ვებულმა უფროსმა ნამიოკი ჩაურტყა, ჩვენ თუ ოჯახებით დავახლოვდებით, ერთად მწვერვალებს დავიპყრობთო. ისემც მაგის დედაშევეცი მე ეგ გოგო სახლში არ მოვათრიო! - გაცეცხლებულმა მუშტი მოიქნია და სკამს ისე გამეტებით დასცხო, რომ ნაფოტებად აქცი.
- ჰეი! - ვიყვირე შეშინებულმა როცა მისი გადატყავებული ხელიდან სისხლმა იფეთქა - დამშვიდდი ახლა!
- ეგ უტრაკო , ვიღაც ს ფეხებშუა შეძრომით ცდილობს სკამზე მოჯდომას. ტფუი, დედაცმოვტყან! არ მჯერა, რომ ასეთი .... ჩემი ძმაა!
- ეკე... - წამოვდექი და მის მუხლებთან ჩავიცუცქე, - შემომხედე, ასე ნუ განიცდი, ორი ყური რისთვის გაქვს? რატომ აქცევ ყურადღებას მის ნათქვამს?
- რთულია მის გესლიან სიტყვებს წაუყრუო, ხანდახან ისე მაცოფებს მზად ვარ ჩემი ხელით დავახრჩო. - სიბრაზიზგან ისევ გააკანკალა.
- მორჩი ეხლა! - ჯიბიდან ერთჯერადი ხელსახოცი ამოვიღე და ტუჩზე გამოჟონილი სისხლის წმენდა დავიწყე - ხშირად ოჯახის წევრები უსამართლოდ და სასტიკად გვექცევიან, მაგრამ ამ დროს მათგან გაცლა სჯობს, თავ-პირის მტვრევას.
ეკემ ხელი დამიჭირა და ტოპაზისფერი თვალებით თბილად მომაცქერდა. ძლივს დავინახე მისი ძველებური გამომეტყველება, თურმე როგორ მომნატრებოდა და ვერც კი ვიაზრებდი. ყვითელი კრისტალები, გამდნარ ოქროს დაემსგავსა.
- გმადლობ, რომ მოხვედი, მჭირდებოდი.
- ჰოდა, რომ გჭირდებოდი ტელეფონზეც უნდა გეპასუხა! უფრო ადრე მოვიდოდი.
- მაპატიე, - მიპასუხა ხმადაბლა და ჩემი ხელი ლოყაზე მიიდო - ასე აღარ მოვიქცევი.
- ძალიანაც კარგი! - გავუღიმე თბილად და სახეზე ხელი ნაზად მოვუსვი - ლამაზია მაინც? ღირს შენს კოპებად? - გამომივიდა, ეკეს გაეცინა.
- ნწ... საერთოდ არა. არაფრის გამო დამამშვენეს. არც მე დამიკლია, მგონი ცხვირი გავუტეხე. ძალიანაც კარგი, მოუხდება.
- ოხ, ეს ბიჭები, კამათი მუშტიკრივის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ. რამე ცივი დაიდე, თორემ უარესად გაგისივდება.
- იყოს, შენი ხელი საკმარისად გაყინულია - ჩემი ხელის გული ტუჩზე მიიდო და უკმაყოფილოდ შემომხედა - ეს რა გაცვია? შენ ისევ ზაფხული ხომ არ გგონია? გარეთ საშინლად ცივა. - გამეცინა და მის კედებზე მოხერხებულად ჩამოვჯექი.
- იმხელა ხარ, რომ შენს ფეხებზეც კი თავისუფლად ვეტევი.
- მე კი არ ვარ დიდი, შენ ხარ პატარა... ღობე.
- რა მიწოდე? - ჩემს გამომეტყველებაზე თავი ვერ შეიკავა და გულიანად ახარხარდა - ვინაა ღობე?! და საერთოდაც ბიჭებს ზედმეტსახელები დარმქევა არ გამოგდით, Y ქრომოსომის დაპროექტებისას იუმორის პუნქტი აშკარად გამორჩათ.
გაბუსხული ვიჯექი და ველოდებოდი როდის შეწყვეტდა სიცილს, მაგრამ ჩემს გამომეტყველებაზე უარესად ეცინებოდა.
- ღობე! - ჩავისისინე ნერვებმოშლილმა.
- პატარა სია, - გაღიმებული ჩემკენ დაიხარა, ხელი ნიკაპქვეშ ამომდო და თავი ამაწევინა - გმადლობ, რომ ასეთ სიტუაციაში ჩემი გაცინება შეძელი.
- ვალი მქონდა. - შევუბღვირე ჯერ კიდევ ნაწყენმა.
- არა, არ გქონდა.
თმა ყურს უკან გადამიწია და სახეზე ნაზად ჩამომისვა ხელი. თავი უხერხულად ვიგრძენი.
- ჰო, ახლა ჩემი წასვლის დროა, უკვე ძალიან გვიანია.
- გაგაცილებ, წამოდი ფეხით გავისეირნოთ.
- კი ბატონო.
ჩემს სახლამდე ფეხით ვიარეთ. გზაში ათას სისულელეზე ვსაუბრობდით და ვხუმრობდით. ისე გავერთეთ, რომ ვერც კი შევამჩნიე ჩემი სადარბაზოს წინ როგორ აღმოვჩნდით. შემეძლო დამეფიცა, რომ ტაქსით უფრო დიდხანს მოვუნდი ეკეს სახლამდე მისვლას, ვიდრე იქიდან ფეხით უკან დაბრუნებას.
- შენ ფეხით უნდა გაბრუნდე? გარეთ ცივა. - გამაცახცახა.
- სიცივე არ მადარდებს, მეშინია არ მომიტაცონ და გათიშულს დილით ვიღაცის ლოგინში არ გამეღვიძოს. პოტენციური მტრები უკვე არსებობენ.
- ჰო, ჰო დარწმუნებული ვარ ის გოგო სადმე აქვე ბუჩქებში გემალება, რომ შესაფერის დროს ხელი გტაცოს და ბაბუინის შეჯვარების რიტუალი შეასრულოს. ფილმებში ბევრჯერ მინახავს, სიმღერა რომ ირთვება და ბუჩქები რომ ინძრევა, ხომ ხვდები...
ეკე ისევ ახარხარდა. ერთი ნაბიჯით ჩემთან გაჩნდა და სიცილით გადამეხვია. ხელები ისე ძლიერად შემომხვია, თავისუფლად მომჭ....ტდა, რომ მოენდომებინა. მისი ჩახუტება იმდენად მესიამოვნა რომ გავინაბე.
- ამდენი დიდი ხანია არ მიცინია, - ჩაიალაპარაკა ხმადაბლა და თავზე ნაზად გადამისვა ხელი - სია, ისე სწრაფად მოგეჩვიე, რომ ცოტათი მეშინია.
- ჰო, მესმის შენი, ერთხელ არ მიპასუხე ზარზე და ეგრევე სახლში მოგადექი, მანიაკივით.
- მიხარია, რომ მოხვედი. - მკერდზე მჭიდროდ მიმიკრა და ჩემს თმაში ცხვირი ჩამალა - შენს გარეშე ამ ღამეს ვერ გადავიტანდი, მივბრუნდებოდი და იმ გამოსირებულს სახეს გავაძრობდი.
- მე ერთადერთი არ ვარ, ვინც უნდა დარეკოს მაშინ, როცა უჭირს, გაიგე?!
- გავიგე, - შუბლზე ნაზად მაკოცა და ჩამომეხსნა - ახლა კი სახლში ადი, გარეთ მართლა ძალიან ცივა.
- ხვალ მოხვალ უნივერსიტეტში? შენს გარეშე არეულობაა, დღეს ლექტორსაც კი ვეჩხუბე.
- მხოლოდ ერთი დღით დაგტოვე მარტო, შენ კი... - თავი უკმაყოფილოდ გააქნია - კი, ხვალ მოვალ.
- მაშინ ხვალამდე - გავუღიმე, ხელი დავუქნიე და სადარბაზოში შევირბინე.
- ხვალამდე...

****
ჯდომა და მუშაობა აღარ შემეძლო, უაზროდ ვიქექებოდი უკვე კარგად გაზეპირებულ ფაილებში, რაიმე ახალის პოვნის იმედით, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ნერვები მეშლებოდა და აღრენილი მივყრიდი ხოლმე გამოუსადეგარ ფურცლებს. ყურადღების მოკრება მიჭირდა, რაც არ უნდა გამეკეთებინა, ფიქრებს მძიმე ნაბიჯებით მივყავდი მასთან. თავიდან ვერ ვიშორებდი იმ აზრს, რომ დუჩე სრულიად მარტო იწვა ბნელ ოთახში და საკუთარ ტკივილს მარტო უმკლავდებოდა.
მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. ფეხზე წამოვდექი, ყავის ჭიქა ტუმბოზე შემოვდე, გარდერობი გამოვაღე და ტანსაცმელი გამოვყარე. თხუთმეტ წუთში უკვე მზად ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ საათის ისრები ღამის სამ საათს აჩვენებდნენ, სახლის კარი გავიხურე და კიბეებზე დავეშვი (ესეც მარტო ცხოვრების ერთ-ერთი პლუსი, რასაც გინდა აკეთებ, როცა გინდა აკეთებ და „აჩოტების“ ჩაბარებაც არავისთვის გიწევს). ქუჩაში გამოსულმა პირველივე ტაქსი გავაჩერე და საავადმყოფოს მისამართი ვუკარნახე.
გზაში გეგმებს ვსახავდი, როგორ შემეღწია დუჩეს პალატაში ისე რომ არავის დავენახე, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რადგან საავადმყოფოს დერეფანი, დიდი ალბათობით, მცველებით იქნებოდა გატენილი. ბოლოს ერთი იდეა მეწვია თავში, რომელიც, ასრულების შემთხვევაში, დიდი გამართლების დამსახურება უფრო იქნებოდა, ვიდრე კარგად შედგენილი გეგმის შედეგი.
კლინიკამდე მისასვლელად ნახევარი საათი დამჭირდა, ტაქსს ფული გადავუხადე და მანქანიდან გადმოვედი. ღრმად ჩავისუნთქე და საავადმყოფოში შევაბიჯე. მიმღებში ხალხი კანტიკუნტად ირეოდა. ზოგს სკამზე ჩაეთვლიმა, ზოგს თავი ტელეფონში ჩაეყო და გაუცნობიერებლად სქროლავდა ეკრანს. გადაღლილი მედდები ფურცლების შრიალით მიმოდიოდნენ დერეფანში.
თავზე კაპიშონი წამოვიფარე და დერეფანს გავუყევი, წესით აქ სადღაც პერსონალის ოთახი უნდა ყოფილიყო. მართლაც, ორ ნაბიჯში თეთრ კარს მოვკარი თვალი, რომელსაც “Only Stuff” ეწერა. მივიხედ-მოვიხედე და როცა დავრწმუნდი, რომ მე არავინ მაქცევდა ყურადღებას კარი შევაღე. ჩემდა საბედნიეროდ ოთახი ცარიელი დამხვდა. აღელვებულმა საკიდთან მივირბინე, თეთრი ხალათი, რომელსაც გოგოს სახელი და გვარი ეწერა, სწრაფად ავწაპნე, მოვიცვი, თმა უკან გადმოვიყარე და ოთახიდან გამოვიძურწე.
თავი მაღლა ავწიე და თავდაჯერებით გავუყევი დერეფანს. მეოთხე სართულამდე თავგადასავლების გარეშე მივაღწიე, აი ზემოთ ასულს კი წარმატებამ ზურგი მაქცია. დერეფანში მცველები დაბორიალობდნენ. დაახლოებით ექვსნი მაინც იქნებოდნენ. არა ამათ ყავის საწრუპად გასვლას ვერ დაველოდებოდი, იმდენი იყვნენ ალბათ მორიგეობით დაწანწალებდნენ შესვენებაზე. სხვა გზა არ იყო, ბედი უნდა მეცადა. თმა უკან გადავიყარე, სახეზე ღიმილი მოვირგე და თავდაჯერებით გავემართე მათკენ.
- გამარჯობა, ბიჭებო! - მივესალმე მეგობრულად - როგორც ვხედავ თქვენც მძიმე ღამე გაქვთ.
რა მინდა მე სამართალზე, თეატრალურზე უნდა ჩამებარებინა!
- უკაცრავად, მაგრამ რა გნებავთ? - იკითხა ერთ-ერთმა, ალბათ უფროსი ის იყო.
- შემოვლაზე ვარ, - ჩავილაპარაკე მობეზრებულმა - ბატონ ქავანას უნდა დავხედო. მთავარმა ექიმმა მკაცრად გაგვაფრთიხლა, პაციენტი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ გვყოლოდა.
- კი მაგრამ, ექთანი უკვე იყო პალატაში, - ეჭვით შემათვალიერა მცველმა - თქვენ აქ არასოდეს მინახიხართ.
- ვაიმე მართლა? იყო უკვე? დიდი ხანია? ღმერთო, მთავარი ექიმი აუცილებლად მომკლავს! მე ახალი ვარ, ახლახანს დავიწყე აქ მუშაობა, ღამის თევა მიჭირს და მოსასვენებელ ოთახში ჩამეძინა. ექიმმა რომ გაიგოს არ ვიყავი აუცილებლად გამაგდებს, მერე რა ვუშველო ჩემს პატარა ძმას, რითი ვარჩინო?!
მეტი დამაჯერებლობისთვის თვალებიდან რამდენიმე კურცხალიც კი გადმოვაგდე. მცველებს სახეზე დაბნეულობა დაეტყოთ.
- ძალიან გთხოვთ, ნუ გამწირავთ, ნუ ეტყვით ექიმს, რომ შემოვლაზე დამაგვიანდა, ძალიან მკაცრი კაცია, აუცილებლად გამაგდებს, გთხოვთ!
ბოლო სიტყვები მუდარით წარმოვთქვი, იმის გაფიქრებამ, რომ შესაძლოა დუჩე დღეს ვერ მენახა მეტი დამაჯერებლობა შეჰმატა ჩემს ხმას.
- კარგი, შეუშვით. მხოლოდ ამ ერთხელ. ჩვენც უხერხულ მდგომარეობაში გვაგდებთ.
- რა თქმა უნდა, ეს აღარ განმეორდება, გმადლობთ და კიდევ ერთხელ ბოდიში.
ძალიან ვეცადე სიხარული არ შემემჩნია და საკუთარი თავით ძალიან კმაყოფილმა პალატის კარი შევაღე. ოთახში ბნელოდა. შუქის ანთება არც მიცდია, კარი მივიხურე და დუჩეს საწოლს ფრთხილად მივუახლოვდი. მთვარის შუქი პირდაპირ გაცრეცილ სახეზე ეცემოდა. თვალის უპეები საშინლად ჩაშავებოდა, სახეზე კი ავადმყოფური ფერი დაჰკრავდა. წვეთოვანის რამდენიმე მილით იყო შეერთებული აქეთ-იქიდან. გულმოკლულს მდუღარე ცრემლები წამსკდა.
მიხაროდა, რომ მძინარე დამხვდა, არ მინდოდა რომ დავენახე. არ მინდოდა სცოდნოდა რა სისულელეს ვაკეთებდი მასთან მოსაღწევად. აკანკალებული თითებით მაჯაზე შევეხე, საშინლად ცივი იყო. ამდენმა გადასხმებმა კანს ტემპერატურა სრულებით დაუკარგეს.
- დუჩე... - ხმა ჩამიწყდა. გვერდით მივუჯექი, მისი გაყინული ხელის მტევანი კი ხელებში მოვიქციე - მეც არ ვიცი აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ... მე... წარმოდგენა არ გაქვს როგორ შემაშინე, ასე აღარასდროს მოიქცე! შეგიძლია უხეშად მელაპარაკო, ცუდად მომექცე, კიდევ ათას ძუკნას შეხვდე, მაგრამ სიკვდილი არ გაბედო!
ცრემლები წამომივიდა, გრძნობები ყელში მომაწვა და ლამის დამახრჩო. როცა ასეთ უსუსურს და დაუცველს ვხედავდი გული ნაწილებად მეშლებოდა. მთვარის შუქზე უფერული სახე საზარლად მოუჩანდა, მუდამ სისხლივით წითელი მიმზიდველი ბაგეები ახლა ერთიანად გალურჯებოდა და გაშავებოდა. სასიცოცხლო ძალებს უგულოდ მიეტოვებინათ ცივი სხეული და მარტოობისთვის დასატანჯად გაეწირათ. თითქოს დრო შეჩერდა, წამი გაიყინა და სამყარო გაქრა, ყველაფერი გაქრა, დუჩეს გარდა.
- იცი... დიდი ხანია, რაც შენი ნახვა მინდა, მაგრამ მოსვლას ვერ ვბედავდი. შენამდე მოღწევა იოლი არაა... არც არასდროს ყოფილა. კარგია რომ გძინავს და ჩემი ერთი სიტყვაც არ გესმის. არც მანამდე გესმოდა, დიდ განსხვავებას ვერ ვგრძნობ. - გამეცინა და ხელის გულზე ტუჩებით ნაზად შევეხე, როგორი სასიამოვნო იყო... - მინდა, რომ მალე გაიღვიძო, აქედან წამოდგე და მალე დაუბრუნდე უნივერსიტეტს. მე და შენ ისევ უცხოები ვიქნებით ერთმანეთისთვის, ისევ ვირივით მოიქცევი, ისევ მატკენ გულს, მაგრამ ამას უფრო იოლად ავიტან, ვიდრე შენს ასე ყოფნას. ასე რომ, მალე დამიბრუნდი.
დრო მეწურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს გავიღებდი, ოღონდაც ახლა მისთვის ხელი არ გამეშვა, მაინც წამოვდექი. დუჩესკენ დავიხარე და ყურში ხმადაბლა ვუჩურჩულე.
- კალანდია გვერდიდან არ მოგშორებია. შენს გვერდით იყო ოპერაციის ბოლო წუთამდე. როცა მანქანაში გსვამდნენ ძმა გიწოდა, როცა ექიმმა შენზე ჰკითხა კიდევ - ერთადერთი მეგობარი. საჭიროდ ჩავთვალე, რომ მეთქვა. გამოჯანმრთელებას გისურვებ.
დავიხარე, ტუჩებზე ნაზად გადავუსვი თითი და ყურისძირში ფრთხილად ვაკოცე. შემდეგ სწრაფად შევბრუნდი და კარისკენ წავედი. ის იყო სახელურს შევეხე, რომ ხმადაბალმა ჩურჩულმა ადგილზე გამაქვავა.
- არ წახვიდე... - ხელი გამიშეშდა - სია ხარ ხომ? ნამდვილად ის ხარ, მხოლოდ მას აქვს ასეთ ნაზი სურნელი, ასეთი ნაზი ხმა და ასეთი ნაზი კანი. სია, შენ ხარ?
ცრემლები წვიმასავით წამომივიდა ღაწვებზე და პირზე ხელი ავიფარე, რომ ხმა ჩამეხშო.
- რატომ დუმხარ? ვიცი რომ შენ ხარ, ვგრძნობ. ეს სურნელი... ის ვერაფერში ამერევა... არ წახვიდე, გთხოვ. არ წახვიდე... ჩემთან დარჩი...
ხმა ჩაუწყდა და ხველა აუტყდა. კინაღამ მოვბრუნდი და მისკენ გავიქეცი, მაგრამ ნერვების უკიდურესი დაძაბვით თავი შევიკავე. ახლა რომ მასთან მივსულიყავი საბოლოოდ დავნებდებოდი, საბოლოოდ დავემშვიდობებოდი იმ უმცირეს ნებისყოფას, რომელსაც ყოველთვის ვუხმობდი მისგან თავის დასაცავად. ეგოისტი ვიყავი, საშინელი ეგოისტი. საკუთარი თავი მას ვამჯობინე. კბილი კბილს დავაჭირე, ცრემლები მოვიწმინდე, კარი სწრაფად გამოვაღე და პალატიდან გამოვედი.
მცველები მაშინვე გამოფხიზლდნენ და ყურადღებით შემათვალიერეს. ნაძალადევად გავუღიმე, ყველაფერი რიგზეა-თქო და როგორც შემეძლო მშვიდი ნაბიჯით წამოვედი, მაგრამ როგორც კი თვალს მივეფარე, თეთრი ხალათი ნაგავში მოვისროლე და საავადმყოფოდან გამოვიქეცი. იქამდე ვირბინე სანამ სუნთქვა არ გამიჭირდა, შევჩერდი და აქოშინებულმა გულზე ხელი მივიდე, საშინლად მიძგერდა.
- იდიოტი ხარ, სია! - წავიჩურჩულე გულმოკლულმა და აცრემლებული ნელა გავუყევი ქუჩას.

თავი მეათე
დუჩეს ნახვიდან ზუსტად ორმა კვირამ წყვდიადში განვლო. სანდრომ ვერადა ვერ იშოვა აპარატურა. რაღაც ნაწილის შეგროვება მოვახერხეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი აღჭურვილობა მაინც ვერ ჩავიგდეთ ხელში. იმდენად ვიყავი დათრგუნული, რომ მეგობრებისთვის თავის მოჩვენება მიჭირდა. ეკე ეჭვით მათვალიერებდა, სისი კი გამუდმებით კითხვებით მსეტყვავდა. ძალიან ვცდილობდი, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა, მაგრამ არ გამომდიოდა.
მოჩვენებასავით დავეყუდებოდი ფანჯარასთან და ჩაფიქრებული ჰორიზონტს გავცქეროდი, უსასრულოდ შემეძლო ასე მდუმარედ ვმდგარიყავი და აბსტრაქტული სივრცისთვის თვალი გამეშტერებინა, სანამ სისი არ მომარტყავდა იდაყვს მწარედ, გამოფხიზლდიო. გვიან მივხვდი, რომ ეს ჩვევა დუჩესგან გადმომედო, ისიც ასე გაშტერდებოდა ხოლმე და შუბლშეკრული ღრუბლებს მიაშტერდებოდა იმის იმედით, რომ ზემოდან ვიღაც ნიშანს მისცემდა, დაუსმელ კითხვაზე სასურველ პასუხს გასცემდა, ან დიდი ხნის ნანატრ სიმშვიდეს მათში აღმოაჩენდა.
მენატრებოდა, მთელი გულით მენატრებოდა. ყოველი აუდიტორიის კარის გაღებისას გული მომლოდინედ შემიხტებოდა ხოლმე, ყოველ წამს ველოდი მის დაბრუნებას, მაგრამ როცა მის ნაცვლად ლექტორს ან სხვა სტუდენტს მოვკრავდი თვალს, მწარე იმედგაცრუება გამდნარი ტყვიასავით მეღვრებოდა მუცელში.
ერთ საღამოსაც ისტორიის ლექციაზე მოწყენილი ვიჯექი, როცა ბოლოს და ბოლოს სანდრომ დარეკა. ბნელ ოთახში მწოლიარე დუჩეს ხატება კვამლივით გაიფანტა და თავი ავწიე. ლექციიდან ჩუმად გამოვიძურწე, რომ ლექტორს არ შევემჩნიე და სანდროს ვუპასუხე:
- მითხარი, რომ რამე გაქვს, მთხარი რომ სამუშაო მაქვს!
- ბაიდაური გამოჩნდა, როგორც იქნა, კვალს მივაგენი.
- მართლა? - სიხარულისგან ლამის ვიყვირე - სასწრაფოდ კოორდინატები მომწერე, ახლავე მივაკითხავ.
- დიდად ნუ გაგიხარდება, მისგან მაინც ვერაფერს გავიგებთ.
- რატო ვითომ? - თუმცა, პასუხი უკვე წინასწარ ვიცოდი.
- მკვდარია, გუშინ იპოვეს ცხედარი, ახლა მორგშია.
- ესე იგი, მაინც დაგვასწრეს... - თვალები დამეხუჭა.
- დაგვასწრეს, მაგრამ ჯერ კიდევ არის რაღაც, რისი გარკვევაც მინდა, შენი დახმარება მჭრიდება.
- გისმენ.
- გვამი უნდა დაათვალიერო. რაღაც ეჭვები მაქვს, ტელეფონით ვერ აგიხსნი, უბრალოდ დეტალურად შეისწავლე, სხეულზე რა დაზიანებები აქვს. ჩალურჯებები ან სიყვითლეები თუ აღენიშნება და ასე შემდეგ.
- კარგი, ექსპერტიზის დასკვნა ნახე? სიკვდილის მიზეზად რა დასახელდა?
- ინფარქტი.
- კარგი რაა, ამ ბანალურ სცენრას ხომ ვერ გავცდით! კარგი, დღესვე მივაკითხავ.
- იქიდან პირდაპირ ჩემთან მოდი, რაღაც გავარკვიე და განვიხილოთ.
ტელეფონი გავთიშე და უკმაყოფილოდ გავხედე აუდიტორიას. როგორც იქნა, რაღაც ხელჩასაჭიდი გამომიჩნდა, რახან ბაიდაური მოკლეს, ესე იგი, მე და სანდრო არ ვცდებოდით, ისიც საქმეში იყო გარეული. ვხვდებოდი მორგში რისთვის მაგზავნიდა, ჩემი თეორიის გადამოწმება უნდოდა. ისიც თუ საწამლავით იყო მოკლული, მაშინ ჩვენი მოსაზრება უბრალოდ მოსაზრება აღარ იქნებოდა.
ის იყო აუდიტორიაში შესვლა დავაპირე, რომ ტელეფონი ისევ ამიწკრიალდა, ამჯერად მეორე. ეკრანს დავხედე და სიბრაზემ ცეცხლივით დამიარა ძარღვებში - მამაჩემი მირეკავდა. გაღიზიანებულმა ტელეფონი გავთიშე და აუდიტორიაში შევიპარე. ისტორიის ლექტორი ისე გაქაფული ხსნიდა ლაშა-გიორგის მიერ ჩადენილ გრეხებს, რომ ჩემი გაპარვა და უკან დაბრუნება არც კი შეუმჩნევია.
ჩემი ნივთები სწრაფად ავკრიფე, ჩანთაში ჩავუძახე და ჩუმად გამოვიძურწე ლექციიდან. როგორც კი კარი გამოვიხურე მაშინვე გამოვიქეცი. ლიფტს აღარ დავლოდებივარ, კიბეებზე ჩავირბინე და უნივერსიტეტის ეზოში გამოვედი. ის იყო შვებით ამოვისუნთქე არავის შევუმჩნევივარ-თქო, რომ მკლავში ხელი წამავლეს და შემომაბრუნეს.
- საით გაგიწევია, ქალბატონო? - ეკეს ტუჩებზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა - ისე მიიპარებოდი უნისიდან, რომ დამშვიდობებაც არ გინდოდა?
- ეკე! გული გამიხეთქე, არსადაც არ მივიპარები, საქმე გამომიჩნდა და გასასველი ვარ.
- რამე ხომ არ მოხდა? - სახე მაშინვე შეეცვალა.
- არა, ისეთი არაფერი, მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდე. სისის თუ ნახავ ჩემს მაგივრად მოუხადე ბოდიში, კარგი? ახლა ვერ დავრჩები.
- სია, აღელვებული მეჩვენები, რამე პრობლემა ხომ არ გაქვს?
გავიფიქრე ეს ბიჭი სიცრუის დეტექტორად რომ ამუშაონ განყოფილებაში, ბევრ ჯართს უყოყმანოდ ჩამოწერს-თქო.
- არა, მოგვიანებით ვისაუბროთ, კარგი? საღამოს დაგირეკავ, დროებით.
მოვბრუნდი და სანამ რამეს მეტყოდა გამოვიქეცი. ავტობუსის მოსვლას არც დავლოდებივარ, პირველივე ტაქსი გავაჩერე და ჩემი ბინის მისამართი ვუკარნახე. სახლში მივედი თუ არა მაშინვე გამოვიცვალე და ლეპტოპი ჩავრთე. სანდროსგან რაღაცეები ასე თუ ისე ვისწავლე, კოდის აკრეფვა ჩემთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. მართალია, მისნაირი ჰაკერი ვერასოდეს გავხდებოდი, მაგრამ ადგილობრივი კამერების დაჰაკვა მაინც შემეძლო.
სპეციალური პროგრამა ამოვაგდე (მართალია, Visual Studio პროგრამისტებისთვის რჩეული „წიგნაკი“ არაა, თვლიან რომ საკმაოდ ნელია, მაგრამ მე კომფორტულად ვიყენებდი მას) და უკვე კარგად შესწავლილი კოდი ოც წუთში ავკრიფე. როცა დავრწმუნდი, რომ სინტაქსში არავითარი შეცდომა არ გამომპარვია, კოდი გავტესტე.
თითებს მოუთმენლად ვაკაკუნებდი და ველოდებოდი როდის შემიმოწმებდა კომპილატორი კომპილირებულ ენაზე დაწერილ კოდს. კომპილატორმა ჩემი კოდი თავიდან ბოლომდე გატესტა და ჩემი გულის გასახარად კონსოლი გამომიგდო ეკრანზე, ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენოდა მეთქვა „სეზამ გაიღე“ და სასურველი შენობის კამერებზე წვდომას ავტომატურად მივიღებდი. ამ დროს ისეთი სასიამოვნო გრძნობა გეუფლებათ, თითქოს უძლეველი ხართ და კიბერსივრცეში ნიბისმიერ რამეს მისწვდებით, რასაც მოისურვებთ.
კლავიატურაზე სწრაფად ავაკაკუნე თითები და სულ მალე ეკრანზე საავადმყოფოს კამერების ჩანაწერები გამოისახა, სწორედ იმ კლინიკის, სადაც ბაიდაურის გვამი მორგში განისვენებდა. საშინლად თვითკმაყოფილმა ფართოდ გავიღიმე და სამზარეულოში გავედი ყავის მოსატანად. საკმაოდ დამღლელი საათები მელოდა წინ და როგორმე ისე უნდა გამეძლო, რომ ლეპტოპზე არ ჩამომძინებოდა.
დაღამებამდე კომპიუტერს ვეჯექი და საავადმყოფოს ვუთვალთვალებდი, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. მოლოდინი არ გამიმართლა, ეკრანზე არ გამოჩენილა ის, ვისაც ასე მოუთმენლად ველოდი, არადა დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიდოდა. ის აუცილებლად მოაკითხავდა გვამს. ღრმად მწამდა ჩემი ჰიპოთეზის, რომ ბაიდაური საწამლავით იყო მოკლული და ახლა მისი მკვლელი, მეც ისევე მელოდებოდა, როგორც მე ველოდებოდი მას და აუცილებლად მოიმოქმედებდა რამეს.
განა სტუდია იმისთვის არ გაგვიცამტვერა, რომ ამ საქმიდან გავეყვანეთ? თუმცა, მაინც ვერ მომაგნო, მაინც ვერ მომწვდა და ახლა ალბათ ისიც მოთმინებით მდარაჯობდა, როდის გამოვიდოდი დღის სინათლეზე.
- არც მე ვიცი შენი ვინაობა და არც შენ იცი ჩემი, დაე, საუკეთესომ გაიმარჯვოს, !
სკამიდან წამოვდექი და საწოლის ქვემოდან შავი ქეისი გამოვაძვრინე. ამას განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ვინახავდი. მართალია, ჯერ არასდროს გამომიყენებია, მაგრამ არც არასდროს მქონია ისეთი საქმე სადაც იარაღის გამოყენება დამჭირდებოდა. საკმაოდ ადრე შევიძინე, ყოველი შემთხვევისთვის და ბლომად ფულიც გადავყარე (ისეთი რამის შეძენა რაც უკანონოა და მისი მოხმარება სისხლის სამართლის კოდექსით მკაცრად ისჯება, საკმაოდ რთულად მოსაპოვებელია. თუმცა „შავ ბაზარზე“ რას არ ნახავ, მთავარია ფული გქონდეს...).
9 კალიბრიანი შავი ბერეტა, ზომიერად მძიმე და იოლად სახმარი იყო. მართალია ეს ლითონის ჯართი საუკეთესოების რიგებს ვერ იკავებდა, მაგრამ იმ საქმისთვის მაინც გამოდგებოდა რისთვისაც მჭირდებოდა - საჭიროების შემთხვევაში, წარბებშუა ტყვიას ნებისმიერს დააჭედებდა. იარაღების მოყვარული არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ არც მათი ხელში დაკავების მეშინოდა. სისხლი და ძალადობა ჩემი სფერო არაა, მაგრამ როცა საჭიროება მოითხოვს იმაზე სწრაფად უნდა დაუშვა სასხლეტს, ვიდრე ამას შენს ნაცვლად სხვა იზამს.
იარაღი ზურგს უკან ქამარში შევინახე, ზედა გადმოვიწიე და თავზე კაპიშონი წამოვიფარე. ლეპტოპთან მივედი და კამერებს გადავხედე, ექთნები და ექიმები მობეზრებული სახეებით დააბიჯებდნენ დერეფნებში. საათს გავხედე უკვე ღამის პირველი სრულდებოდა. მოქმედების დროც დადგა. ტელეფონს ხელი დავტაცე და სახლიდან წამოვედი.
ტაქსი ოც წუთში შეჩერდა კლინიკასთან. ჩემდა საბედნიეროდ გარეთ ბევრი ხალხი არ ირეოდა, ქუჩა ყურადღებით მოვათვალიერე და მხოლოდ ამის შემდეგ გადმოვედი მანქანიდან. საავადმყოფოში შეღწევა არ გამჭირვებია, ყველაზე რთული საქმე სარდაფში მელოდა. იქ ყველგან კამერები იყო, მე კი იმდენად მაგრად ვერ ვერკვეოდი კამერების „დაბრმავებაში“, რომ ჩანაწერი ისე შემეცვალა, დაცვა ვერაფერს მიმხვდარიყო.
ყველაფერი ისე იოლად არაა როგორც ფილმებში ხედავთ, საკმარისია მათ სათამაშოებს „ჩალიჩი“ დაუწყო მეხსიერების შესაცვლელად, რომ ავტომატურად იწვები. თავდაცვის პროგრამა კივილით ირთვება და მომხმარებელს ატყობინებს, რომ მისი სერვერის დაჰაკვას ცდილობენ. შენ კი ამ დროს თუ გამოუცდელი ხარ ამ საკითხში (როგორც მე), თავისუფლად დაადგენენ საიდან მოხდა შეტევა და შენი აიპ მისამართიც თვალისმომჭრელად გაიბრჭყვინებს მათ ეკრანებზე.
აღელვებულმა დერეფანი მოვათვალიერე და როცა დავრწმუნდი, რომ ჩემთვის არავის სცხელოდა სარდაფის კიბეებზე დავეშვი. ჩემდა საბედნიეროდ გზაში არავინ შემხვედრია, აი ქვემოთ დერეფანში, კი ორი თეთრხალათიანი შევნიშნე. ანკეტას ყურადღებით ჩასჩერებოდნენ და ხმადაბლა რაღაცას განიხილავდნენ. საფეხურები ფეხაკრეფით ჩამოვათავე და გულაძგერებული საკუჭნაოს კარს ამოვეფარე.
- როგორ ფიქრობ, ეს რისი ბრალი უნდა იყოს? - ჩუმად გადაულაპარაკა ერთმა მეორეს - ასეთი რამ შესაძლებელია?
- არ ვიცი, ვახტანგ. მეტისმეტად უცნაურია, ადამიანის გვამი გარდაცვალების შემდეგ ლურჯდება, ფერმკრთალდება და ცივდება. მისი სხეული კი... მისი სხეული თითქოს ჯერ კიდევ ცოცხალია და ინფექციას ებრძვის, კანი ერთიანად გაუყვითლდა.
- კახა, იქნებ ჯობია ეს მთავარ ექიმს შევატყობინოთ? მორგში ცოცხალი მკვდარი გვიწევს, ყველაფერს თავი დავანებოთ, ასეთი რამ მხოლოდ საშინელებათა ფილმებში მინახავს. პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა არასოდეს მქონია, კაცი მკვდარია მისი ორგანიზმი კი მაინც ებრძვის ინფექციას.
- უცნაურია, თავიდან რომ მოიყვანეს არაფერი სჭირდა. ინფარქტის დასკვნით მივიღეთ, მაგრამ წეღან რომ შევამოწმე... ამიტომ დაგიძახე, არ ვიცი ეს ამბავი არ მომწონს, გვამიდან სინჯები ავიღე, ეს პირველი შემთხვევა რომ ყოფილიყო კიდევ ჰო, მაგრამ მირიან გელოვანი.. - მირიანის ხსენებაზე ყურები ვცქვიტე, სუნთქვაც კი შევიკარი, რომ მათი ლაპარაკიდან სიტყვაც არ გამომრჩენოდა - სიმპტომები თითქმის ემთხვევა, მაგრამ ამ გვამიდან აღებულმა სინჯებმა სხვა შედეგი მიჩვენა, თითქოს უჯრედებმა ფორმა იცვალეს.
- რა სისულელეა!
- შენზე უკეთ ვიცი, რომ სისულელეა, ასეთი რამ მედიცინას არ ახსოვს. თითქოს რაღაც პარაზიტი დაძვრება ორგანიზმში, მაგრამ ამ პარაზიტმა აშკარად იცვალა სახე. მირიან გელოვანის გვამს ასეთი არაფერი მოსვლია. თუმცა მისი ხელები... ფრჩხილებს შიგნით კანი გაუყვითლდა და დაეწყლულა.
- მთავარ ექიმს უთხარი?
- კი, ვუთხარი და ყველაზე საინტერესოც ეგ არის, ასე მითხრა ამ საქმეში ცხვირს ნუ ჩაჰყოფო, ხომ იცი როგორი კაცია... ვფიქრობ, ვიღაც ცდებს ატარებს, თითქოს ლაბორატორიაში რაღაცის გამოყვანას ცდილობს, ეს გვამები... ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა ბევრი საერთოც აქვთ. წარმოდგენა არ მაქვს ამ კაცის სიკვდილი ინფარქტად როგორ უნდა გავასაღო, გვამი გადაყვითლდა, ვახტანგ!
- კი მაგრამ, გოგრიჭიანი რატომ აფარებს ხელს ამ საქმეს? როგორ ფიქრობ, იცის რაც ხდება?
- ვფიქრობ, რომ ეშინია. ეს ამბავი რომ გასკდეს პრესას ვეღარ გააჩუმებ, ხალხში მასობრივი პანიკა ატყდება, ისეთი სახით მითხრა ამისგან თავი შორს დაიჭირეო, რომ დარწმუნებული ვარ მასაც ეშინია, ან უარესი ვიღაც აშინებს.
- რას აპირებ?
- ამ ამბის გამოქექვა მინდა. მაინტერესებს რა აზიანებს ამ სხეულებს, მირიანის შემთხვევა სხვა იყო, იმას თითსაც ვერ დავაკარებდი, მაგრამ ბაიდაური სხვა საქმეა, გვამს არავინ მოაკითხა, საერთოდ არავინ. ალბათ ოჯახისწევრები არ ჰყავს, მაგრამ კაცი ასეთი ეული როგორ უნდა იყო...
- შენ რა, მისი გვამის გაკვეთას აპირებ?! - შეშფოთებული აჩურჩულდა მეორე.
- ჰო, გარეგნული მხარე თუ ასეთია, წარმოდგენაც არ მინდა ორგანიზმში რა ხდება. ასეთი შანსი მეორედ არ მომეცემა. უნდა გავიგო რა ჭამს გვამებს!
- კახა! მაშინებ, მეგობარო.
- ამის შესახებ, კრინტი არავისთან დაძრა! ეს საქმე მე მომანდე. რადაც არ უნდა დამიჯდეს მაინც გავიგებ რა ემართებათ ცხედრებს! ეს ამბავი ზურაბს უნდა გავაგებინო, უცნაურად ინტერესდება ამ საქმით. მეც მაინტერესებს რა ხდება ამ მორგში და რა ემართებათ გვამებს!
აჩქარებული ნაბიჯების ხმა მომიახლოვდა. ანერიულებული კიდევ უფრო მივიყუჟე კუთხეში, რომ შემთხვევით არავის დავენახე. ორმა მამაკაცმა სწრაფად ჩამიარა და კიბეებს ზემოთ აუყვნენ. გულაძგერებული მოსმენილის გადახარშვას ვცდილობდი.
- აქაურებიც შეაფუცხუნა მკვლელობებმა, ეს კარგი საქმე ვერ არის! - ჩავიჩურჩულე უკმაყოფილოდ და ცალი თვალით გავიჭყიტე დერეფანში - ეს რაღაა?!
გაოცებული კამერას მივაჩერდი. ჩემდა გასაკვირად გამორთული იყო, არც მწვანედ ციმციმებდა არც წითლად. გამორიცხული იყო, რომ კამერები თავისით გაეთიშათ, ნუთუ?... აღელვებული სწრაფად გამოვედი სამალავიდან და მორგის კართან მივირბინე. მიმოვიხედე და სწრაფად შევსხლტი ბნელ ოთახში. აქამდე მორგში შემოპარვა არასოდეს დამჭირვებია და ახლა როცა გავიაზრე, რომ მკვდრების გარემოცვაში ვიმყოფებოდი, ტანში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა. ოთახში ისე ბნელოდა თვალთან თითს ვერ მიიტანდით.
ანერვიულებულს ფანტაზია მაშინვე გამიმძაფრდა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს კონტეინერებში მოთავსებული გვამები ხმადაბლა აჩურჩულდნენ. ოთახში სისხლის, სიდამპლის და სიკვდილის სუნი ტრიალებდა. მიუხედავად იმისა, რომ გვამებს ალბათ ბალზამი ჰქონდათ წასმული, სიმყრალის და ხრწნის შესაჩერებლად, ჩემი კარგი ყნოსვის დამსახურებით მაინც ვგრძნობდი მკვდარი, დამპალი, ლეშის აყროლებულ სუნს.
ტელეფონი ავანთე და კონტეინერებს მივანათე. მარცხენა კუთხეში თვალი მოვკარი სასურველ პიროვნებას, კონტეინერის სახელურზე ანკეტა ჩამოეკიდათ „მალხაზ ბაიდაური“. სწრაფად მივუახლოვდი გვამების შემნახველ საკანს და კინაღამ გული ამერია. დახუფული კონტეინერიდან ისეთი მყრალი სუნი გამოდიოდა, რომ თვალები და ნესტოები ამიწვა. ხველა ამიტყდა და სვიტერის საყელო ცხვირამდე ავქაჩე, ნუთუ გვამს ასეთი მძაღე სუნი უნდა ჰქონოდა?! გულში ჩემს ბედს ვწყევლიდი, რომ უკეთესი სამსახური არ მარგუნა ღმერთმა. სუნთქვა შევიკავე და კონტეინერი გამოვაღე. იქიდან ისეთი მყრალი სუნი გამოვარდა, რომ აკვალანგიც რომ მკეთებოდა თავზე, ამ სუნს მაინც ვიგრძნობდი.
აცრემლებულმა გულის რევა გაჭირვებით შევიკავე და აკანკალებული ხელით გამოვწიე საკაცე, ტელეფონის შუქი საკაცეს დაეცა და კივილი ყელში გამეჩხირა. ასეთი საზიზღრობა ყველაზე საშინელ და გულისამრევ ფილმებშიც კი არ მქონდა ნანახი. მიცვალებულისგან აღარაფერი დარჩენილიყო, ვიღაცას ცხედარზე მჟავა გადაესხა და ახლა ვუყურებდი ნელ-ნელა როგორ იხრწნებოდა გვამი, როგორ ჭამდა შხამიანი სითხე ქსოვილებს და როგორ აქცევდა ყველაფერს წითელ, ბლანტ, გულისამრევ მასად.
ისეთი საზიზღარი სურათი იყო, რომ თავი ვერ შევიკავე და გული ამერია. აკანკალებული მუხელბზე დავეცი და ხველა ამიტყდა. ფსიქოლოგიურად უკვე შემზადებული ვიყავი, რომ წინ საშინელი სანახაობა მელოდა, მაგრამ ასეთი... ჩემი მძაფრი ფანტაზიები ახლოსაც ვერ მოვიდოდა ჩემს წინ გადაშლილ სურათთან. საზიზღარი კადრები გონებიდან არ მშორდებოდა და მეც გულისრევას ვერ ვიკავებდი.
რამდენიმე წუთის შემდეგ სახელოთი პირი მოვიწმინდე და ადგომა ვცადე, იმდენად ვიყავი შოკში, რომ გონს მოსვლა მიჭირდა. უცებ ქვეცნობიერმა ისტერიკულად ჩამკივლა ერთი საზარელი ფაქტი - ამ გვამს მჟავას ექიმები ვერ გადაასხამდნენ, ისინი კი ახალი გამოსულები იყვნენ ოთახიდან. შიგნით შეპარვას მხოლოდ მოჩვენება თუ შეძლებდა. ესე იგი, ვინც ეს ჩაიდინა - ჯერ კიდევ აქ იყო!
ველურმა შიშმა გონება მომიწამლა. დაფეთებულმა იარაღი ამოვიღე, მაგრამ ჩემი მოქმედება დაგვიანებული აღმოჩნდა. უკნიდან სწრაფი ნაბიჯების ხმა ჩამესმა და ვიგრძენი როგორ მომხვდა რაღაც მძიმე ფერდში. თავდამსხმელის წიხლმა ოთახის მოპირდაპირე მხარეს მომისროლა და კედელს მიმანარცხა. ტელეფონი და იარაღი ხელიდან გამიცვივდა. სინათლე ჩაქრა და ოთახში უკუნი ბნელი გაბატონდა. შიშისგან მთელი ტანი ერთიანად ამიკანკალდა. ამოსუნთქვა გამიჭირდა, კედელზე მინარცხებისას, მგონი ნეკნიც ჩამემტვრა. დაფეთებულმა ხელები დავაცეცე, რომ იარაღს მივწდომოდი, მაგრამ ხელზე ფეხი მწარედ დამაბიჯეს.
ტკივილისგან შევკივლე და გამწარებულმა ფეხი მოვიქნიე, ბრმა წიხლმა თავდამსხმელს ბეჭში უწია და უკან გადავარდა. სიბნელეში ხელჩართული ბრძოლა ატყდა. მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ ჩემი საქმე წასული იყო, უცნობი ჩემზე ძლიერი მამაკაცი აღმოჩნდა, მე პატარა გოგო აბა რით დავამარცხებდი. მოწყვეტით მოქნეული მუშტი უკვე მესამედ მომხვდა სახეში და გამეტებით დავენარცხე ძირს. ნეკნებში რაღაც მტკივნეულად შემერჭო, თავდამსხმელმა უნებურად ჩემს იარაღთან მომისროლა.
დაფეთებულმა მაშინვე პისტოლეტს ვტაცე ხელი, დამცველი მოვხსენი და უმისამართოდ გავხსენი ცეცხლი. იარაღის ლულიდან აალებულმა ტყვიამ ოთახში საშინელი წივილით გაიქროლა, ალბათ მისი ხმა მთელ საავადმყოფოს ფეხზე დააყენებდა, მაგრამ ისე ვიყავი შეშინებული, რომ ამაზე არც მიფიქრია. გამწარებულმა რამდენჯერმე დავუშვი სასხლეტს. ტყვიები ერთი-მეორეს მიყოლებით ხან სად ხვდებოდა, ხან სად.
ისეთ პანიკაში ვიყავი, სულ არ მადარდებდა ამ სისულელეს რა შედეგი მოჰყვებოდა. უცნობი ბრმა ტყვიებმა დააფრთხო. დავინახე როგორ გამოგლიჯა გასასვლელის კარი და როგორ გაიქცა დერეფანში. ერთიანად დალეწილი ძლივს წამოვდექი ფეხზე და გარეთ კოჭლობით გამოვედი.
საავადმყოფოდან უკვე ისმოდა აურზაური და სწრაფი ნაბიჯების ხმა სარდაფისკენ. უცნობი თავდამსხმელი ვეღარსად დავლანდე. გამწარებულმა თავზე კაპიშონი წამოვიფარე და გენერატორთან მივფორთხდი. არც დავფიქრებულვარ ისე შევმართე იარაღი და მთელი მჭიდი მივაცალე. მომცრო ყუთმა ოქროსფერი ნაპერწკლები გაყარა, ერთიანად აალდა და მთელს შენობაში ჩამობნელდა.
შვებით ამოვისუნქე, ცარიელი იარაღი ძლივს ჩავიტენე უკანა ქამარში და როგორც შემეძლო, სწრაფად ავუყევი კიბეებს. საავადმყოფოში ჩამოწოლილმა წყვდიადმა პანიკა გამოიწვია. ზოგი ყვიროდა, ზოგი ბღაოდა. ადამიანები შეშლილებივით დაქროდნენ წინ და უკან. აქოშინებული ძლივს ამოვლასლასდი კიბეებზე და დერეფანს კოჭლობით გავუყევი. დაბეჟილი გვერდები მოძრაობაში ხელს მიშლიდა, თითოეული ნაბიჯის გადადგმა აუტანელ ტკივილად მიჯდებოდა, მაგრამ ამას ახლა სულ არ ჰქონდა მნიშვნელობა, მთავარი იყო ამ წყეული ადგილიდან უსაფრთხოდ დამეღწია თავი. შენობაში ისეთი გნიასი იდგა, ჩემთვის ყურადღება არავის მოუქცევია.
- პოლიციაში დარეკეთ!
- სწრაფად, შენობიდან ხალხი გაიყვანეთ.
- რა ჯანდაბა ხდება?!
- საოპერაციოში შუქი გაითიშა! პაციენტები ხელში ჩაგვაკვდებიან!
- ვიღაცამ ისროლა, ეს რა ტერაქტია? მთელი საავადმყოფო ჩააბნელეს.
ტერაქტიო?! ნერვიულად გამეცინა, მე დამლეწეს და ამათ მიიღეს ტვინის შერყევა? ნაბიჯს ავუჩქარე. სულ მალე აქ ისეთი ამბები ატყდებოდა, რომ დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. შევამჩნიე დაცვამ როგორ ჩამიქროლა ღრიალით, მომენტით ვისარგებლე და ხალხს შევერიე. ქუჩაში გამოვედი და წელში გავსწორდი. შორიდან უკვე ჩამესმოდა საპატრულო მანქანების გაავებული წივილი. ნაბიჯს ავუჩქარე და თვალს მივეფარე. გული გამალებით მიძგერდა. აქ გაჩერება აღარ შეიძლებოდა, პოლიცია მალე მიმდებარე ტერიტორიის ჩხრეკას დაიწყებდა და მეც დავიწვებოდი. კოჭლობით გამოვედი ბნელი კუთხიდან და პირველივე ტაქსს მანქანაში ჩავუჯექი.

თავი მეთერთმეტე
- მოგესალმებით, ახალი არხი, სპეციალური გამოშვებით ბრუნდება პირდაპირ ეთერში. ამ წუთებში ჩვენი კორესპოდენტი იმყოფება ჯანგირაშვილის სახელობის საავადმყოფოსთან, რომელსაც წუხელ თავს დაესხნენ. ეკა, გთხოვთ...
- მოგესალმებით, დავით. მე ახლა საავადმყოფოს წინ ვიმყოფები და როგორც კადრში ხედავთ, საშინელი აურზაურია. წუხელ საავადმყოფოში საშინელი ინციდენტი მოხდა. უცნობმა პირმა საავადმყოფოს გენერატორს ცეცხლი გაუხსნა და მთელი შენობა ჩააბნელა. ამ დროს მიმდინარეობდა, ორი გადაუდებელი ოპერაცია და უნდა აღინიშნოს რომ, არა ჩვენი ექიმების თავდაუზოგავი მცდელობა, პაციენტები ადგილზე დაიღუპებოდნენ - შვებით ამოვისუნთქე, ესე იგი, წუხანდელ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია - პოლიციამ მორგის ოთახში ტყვიის მასრები აღმოაჩინა. ნივთმტკიცება გაგზავნილია ბალისტიკურ ექსპერტიზაზე, შედეგებს მოგვიანებით ვიხილავთ. ჯერ გაურკვეველია, თუ რა მოხდა საავადმყოფოში და რა მიზეზით მოხდა შენობაზე თავდასხმა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის...
ნერვებმოშლილმა ტელევიზორი გამოვრთე და პულტი დივანზე მივაგდე. სანდრომ დაძაბულმა გამომხედა.
- როგორ ხარ? მხარი როგორ გაქ?
- არამიშავს, მე გამოვკეთდები, მაგრამ ეს აურზაური არ მომწონს. ყველაფერი ისე უცებ მოხდა, რომ სხვანაირად იქიდან თავს ვერ დავაღწევდი.
- ეგ არც მადარდებს, - მიპასუხა შუბლშეკრულმა და მხარზე ფრთხილად შემეხო - როცა დამირეკე ძალიან შემეშინდა, მეგონა დაგჭრეს.
- არა, იარაღი არ ჰქონია, ოთახში სიბნელე იყო და ნორმალურად ვერც ხედავდა ვერაფერს, მოქნეული მუშტები ბრმად მხვდებოდა.
სახლამდე ძლივს მოვაღწიე, ისე ვიყავი ნაცემი, რომ ღამეს ჩემით ვერ გადავიტანდი და სანდროს დავურეკე. ისიც მაშინვე ჩემთან მოვარდა და მთელი ღამე თავს დამტრიალებდა. სახე ისე მქონდა გალამაზებული გარეთ მინიმუმ ერთ კვირას ვერ გამოვიდოდი, ტუჩი და წარბი გამხეთქოდა, თვალთან კი მოზრდილი ლურჯი ლაქა მამშვენებდა და სანახევროდ პანდას მამსგავსებდა. დაცემისას ბეჭები და გვერდები ერთიანად ჩამილურჯდა და დამებეჟა. ნეკნის მოტეხვას სასწაულებრივად გადავურჩი, მაგრამ მარცხენა მხარი ამომივარდა, რომელიც სანდრომ ძლიერი გატკაცუნებით ისევ ჩამისვა.
- კიდევ კარგად გადარჩი. არა, იქ მარტო არ უნდა გამეშვი! - გადაჩეჩილი თავი უარესად აიჩეჩა და მოწყვეტით ჩაენარცხა სავარძელში.
- კაი ერთი, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. ასეთ რამეს ველოდი კიდეც. მე ერთადერთი იმაზე მწყდება გული, რომ მისი სახე ვერ დავინახე, ისეთი სიბნელე იყო რომ თვალთან თითს ვერ მიიტანდი. კამერებმაც ვერაფერი დააფიქსირეს, ქვედა სართული მწყობრიდან გამოიყვანეს.
კოჭლობით მივედი დივანთან და გაჭირვებით ჩამოვჯექი, მწარედ დარტყმული მუხლი მტკივნეულად მახსენებდა თავს. სულგამწარებულმა მაგიდაზე მდგარ ვისკის ბოთლს თავსახური მოვხსენი და ჭიქაში ჩამოვასხი. მწარე სასმელმა ხახა ჩამწვა და ცეცხლის ენებივით დამიარა ორგანიზმში, მაგრამ თვალებში კი გამოვიხედე.
- ეს აყალმაყალი კარგა ხანს არ ჩაცხრება. ამას თუ გვამის განადგურებაც დაემატა, ხომ საერთოდ შეიშლება ჩვენი სამართალდამცავი სისტემა.
- ახლა ეგ ყველაზე ნაკლები სადარდებელია, სანდრექს. უკვე მოგიყევი რაც მოვისმინე ექიმებისგან, - ცარიელი ჭიქა უგულოდ მივაგდე მაგიდაზე და სანდროს შუბლშეკრულმა გავხედე - მაგარ შარში ვართ, როგორც ჩანს საქმე იმაზე სერიოზულადაა ვიდრე ვფიქრობდით. ექიმის სიტყვები თავიდან არ ამომდის, ნუთუ, მართლა ჩალიჩობენ ლაბორატორიაში ქიმერას შექმნას? თბილისი რაკუნსითად უნდა აქციონ?!
- ყველანი საფრთხეში ვართ. როგორც ჩანს, სერიოზული პიროვნება დგას ამ ყველაფრის უკან. მან კი უკვე დანამდვილებით იცის რომ Черный список-ი ამ საქმეს იძიებს. არ მოგვეშვებიან, სანამ არ დაგვხოცავენ. ბაიდაური მაგათი კაცი იყო და ნახე რაც დამართეს, წარმოდგენაც კი არ მინდა ჩვენ რა გველის. მე იმას ვერ ვხვდები ჩვენ როგორ გაგვთხარეს ამ საქმეში.
- როგორ ფიქრობ, ის ტიპი ვინც დაგიკავშირდა, ვისაც გელოვანის სიკვდილის გამოძიება უნდოდა, ისიც ამ საქმეშია გარეული? რაღაც არეულობაა, ლოგიკურად ვერ ვაკავშირებ ძაფებს. მაინც ვერ გამიგია ჩვენ რა შუაში ვართ.
- საქმეც ეგაა, რომ ვერც მე ვერ გამიგია, სია. ფაქტი სახეზეა, საქმე უფრო და უფრო რთულდება. როცა დაგირეკე და შენი ნახვა მინდოდა, სწორედ ამაზე მსურდა საუბარი. მირიანის გვამი მართლაც შხამით იყო მოწამლული და როგორც იმ ექიმმა აღნიშნა იგივე პარაზიტი ბაიდაურის ორგანიზმში აღმოჩნდა, ოღონდ სახეშეცვლილი. ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაც ვირუსს ქმნის, არ ვიცი რაში სჭირდება, ან რა დანიშნულება აქვს ამ პარაზიტს, მაგრამ როგორც ჩანს საქმე წინ ნელა მიიწევს. ყველა მსხვერპლს განსხვავებული სიმპტომები აღენიშნებათ. საკითხავი ისაა კიდევ ვისზე გამოიცდება ეს, ან უკვე გაიტესტა საწამლავი! კიდევ რამდენ გვამს უნდა გადავაბიჯოთ სანამ, იმ სირამდე მივაღწევთ ვინც ამ ყველაფრის უკან დგას?!
- გვამი გაანადგურეს. არ უნდოდათ, რომ ვინმეს ცხედარი გამოეკვლია, იმ ექიმმა მოასწრო სინჯების აღება, მაგრამ როცა ეს გააკეთა ალბათ თავდამსხმელმაც დაინახა. იმ სინჯებისგან შეიძლება აღარც არაფერია დარჩენილი, შეიძლება ექიმიც გააქრეს, რას გაიგებ. ირიბად, თუ პირდაპირ, ამ საქმეში „ქეი კორპორეიშენია“ გარეული. მირიან გელოვანი შემთხვევითი მსხვერპლი ვერ იქნებოდა, იქნებ მან რაღაც იცოდა?
- ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს. ასე აბდაუბდად ვერ ვიბორიალებთ. მირიან გელოვანზე ყველაფერი უნდა გამოვქექოთ, რას აკეთებდა, სად დადიოდა, ვის ხვდებოდა, რომელზე იძინებდა, რომელზე იღვიძებდა, მოკლედ ყველაფერი.
- ის კომპანიის ერთ-ერთი აქციონერი იყო, თუ კომპანიაში შევაღწევთ და მის კაბინეტში მოვხვდები, იქნებ შევძლოთ კიდეც რამე მნიშვნელოვანის მოძიება.
- ჰო, ჰო შაუშენკის ციხიდან გაქცევა ბავშვური ანცობაა იმასთან შედარებით რასაც შენ ამბობ. იქ ასე იოლად ვერ მოხვდები და მითუმეტეს მირიანის კაბინეტს არავინ გაგაკარებს, მისი ნივთები შეიძლება თავიდან მოიშორეს კიდეც.
- ნწ, ასეთ შემთხვევაში ნივთები ცოლს გადაეცემა ხოლმე. არამგონია იმ ქალბატონს მირიანის ნივთები თან წაეღო, დიდი ალბათობით ან დაწვა, ან გადაყარა. აი გამართლების შემთხვევაში კი ალბათ სახლში იქნება შენახული.
- მაგის მოჩხრეკვა კიდე შეიძლება, მაგრამ მე მირიანის კომპიუტერზე მინდა წვდომა. შესაფერისი აპარატურა რომ მქონდეს იოლად გავტეხავდი, მაგრამ ახლა ხელცარიელები ვართ. მარტო ჩემი ნიჭით მინიმუმ ახლოს მაინც უნდა ვიყო, რომ ქსელში ჩართვა შევძლო და კომპიუტერი გავტეხო. შეიძლება წაშლილი ფაილებიც კი ვიპოვო და რამე გამოვქექო.
- ბევრი საქმე გვაქვს, საიდან დავიწყოთ?
- პირველ რიგში უნდა გამოკეთდე, ასეთი სახით და ასეთ ფეხით ვერაფერს იზამ. ახლა ზედმეტი კითხვები ყველაზე ნაკლებად გვაწყობს, წუხელ შენი ტელეფონი არ გაჩერებულა.
სახეზე ხელი მოვისვი. ეკე და სისი გაუთავებლად რეკავდნენ. არ მიპასუხია, იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ხმაზე ყველაფერი შემეტყობოდა და თავი შევიკავე. დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ ზარებისთვის თავის არიდებას გავაგრძელებდი, მალე ეკე სახლის კარზე მომიკაკუნებდა და სიტუაციაც გართულდებოდა. ასეთი სახით, რომ დავენახე დიდ შარში გავყოფდი თავს.
- მარტო ესეც არ არის. ახლა ქალაქში რეპრესიები დაიწყება, გული მიგრძნობს საავადმყოფოს ამბავი ასე უხმაუროდ არ ჩაივლის და ეს ამბავი რაც უფრო გასკდება, მით მეტ ცნობისმოყვარეს მოიზიდავს. ეს კი ზედმეტი თავისტკივილის გარდა არაფერია. სახლში იჯექი და გარეთ ფეხი არ გამოადგა, თუ რამე დაგჭირდება დამირეკე და მაშინვე მოგაკითხავ, სანამ არ გამოკეთდები ჩრდილში ყოფნა მოგიწევს.
- შენ რას აპირებ?
- მე ლოუდინგს გავუვლი, წუხელ მირეკავდა, მგონი ჩემთვის რაღაც აქვს, მაგრამ შენ მარტო ვერ დაგტოვე.
- წადი და საქმეს მიხედე, სიახლეების შემთხვევაში დამირეკე.
- კარგი, სახლიდან ფეხი არ გაადგა, სია, ეს სახიფათოა!
- ჰო, კარგი.
სანდრომ ბოლოჯერ შემავლო უკმაყოფილო მზერა და წავიდა. სახლში მარტო დავრჩი. წელი ძლივს ავითრიე და ჩემს ოთახში გავედი. ლოგინზე გაჭირვებით მივწექი და თვალები დავხუჭე. გვერდები ისე მტკიოდა, რომ განძრევაც კი სულს მიმწარებდა, სასწაული იყო რომ ნეკნები არ ჩამემტვრა.
გამუდმებით იმ უცნობზე ვფიქრობდი, რომელიც მორგში თავს დამესხა. დიდი ალბათობით ეს ის ტატუებინი ტიპი იყო, რომელიც მირიანს უკან დასდევდა და დუჩესაც მოაკითხა საავადმყოფოში. ახლა მართლაც საფრთხეში ვიყავი, არ ვიცოდი დამინახა თუ არა სახეზე იმ უკუნით ბნელეში, მაგრამ ის კი გაიგო რომ Черный список-ი გოგო იყო. შეიძლება თვალი მაშინ მომკრა როცა ანთებული ტელეფონით გვამის დათვალიერება მინდოდა. თავში ათასი აზრი უსიამოვნოდ მერჭობოდა. ახლა ის ჩემზე ერთი ნაბიჯით წინ იყო. სავარაუდოდ მალე ჩემს ვინაობას დაადგენდნენ, მე კი ჯერაც ბურუსში დავბორიალობდი, უსახო ლანდების გამოჭერის იმედით.
ათასი ფიქრი მოუსვენრად მიბზუოდა თავში - ნეტავ დუჩე როგორ იყო, ან ეკე რაშვებოდა, სისი როგორ ართმევდა თავს სწავლას, ან კალანდია სად გაუჩინარდა (ამ დეგენერატზეც კი ვღელავდი. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი ვირი იყო, მისი რეალური სახე მაშინ დავინახე, როცა მოსაცდელში დუჩეს ამბავს მოუთმენლად ელოდა. ეს ბიჭი ცინიზმის და სარკაზმის ნიღაბს მიღმა, ბევრ საიდუმლოს მალავდა.) სახეზე ხელი ნერვიულად მოვისვი და უსიამოვნოდ შევიჭმუხნე, გახეთქილი ტუჩი და წარბი ჯერ კიდევ მეწვოდა. მოულოდნელად კარზე ზარი გაისმა. მაშინვე თვალები ვჭყიტე და წამოვდექი. სანდრო ასე მალე არ დაბრუნდებოდა, ნუთუ ისევ დეგენერატი მამაჩემი მომადგა?!
კოჭლობით გამოვედი ოთახიდან და კართან ფეხაკრეფით მივიპარე. თითის წვერებზე ავიწიე და სამზერეში გავიხედე. შიშისგან და მღელვარებისგან გული გადამიტრიალდა.
- სია, ვიცი რომ სახლში ხარ, კარი გამიღე! - სამზერიდან ეკეს გაბურძგნული თავი მოჩანდა.
- ოღონდ ახლა არა... ასეთი არ უნდა მნახო! - ჩავიჩურჩულე ვედრებით.
- სია, გთხოვ... გამიღე კარი. რა ხდება შენს თავს?! რატომ არ მეუბნები რა გიჭირს?! ვიცი რომ მანდ ხარ და ვიცი რომ ჩემი გესმის, სია!
გაღიზიანებულმა კარს მუშტი დასცხო. შეშინებული მთელი ტანით შევკრთი. აკანკალებული კართან ჩავიკეცე და თვალები დავხუჭე.
- არსად არ წავალ, სანამ კარს არ გააღებ. აქ იქამდე ვიჯდები სანამ გონს არ მოხვალ! - ვიგრძენი მძიმე სხეული როგორ მოეყუდა კარს.
- რა ჯანდაბას აკეთებ?! - ჩავისისინე თვალზეცრემლმომდგარმა - აქ არ უნდა იყო...
- იცი, მთელი ეს დღეები გაკვირდებოდი, ვხედავდი როგორ დაფრინავდი ფიქრებში. თავიდან მეგონა, რომ ეს ქავანას გამო ხდებოდა, მაგრამ როცა ბოლოს გაიქეცი, შენს თვალებში სხვა რამ შევამჩნიე, რაღაც გიჭირს და არ ამბობ. შემიძლია დაგეხმარო, უბრალოდ მითხარი... სია...
თავი მუხლებზე დავიდე და ცრემლები ღვარად წამომივიდა. მისი სიტყვები გულზე მხვდებოდა, მინდოდა რომ წასულიყო, წასულიყო და უკან აღარ მოეხედა. ჩემი ცხოვრება მისთვის ზედმეტად საშიში და სახიფათო იყო. ამაში ვერ გავრედი, არ შემეძლო. მერჩივნა ჩემზე ნაწყენი ყოფილიყო, დავედანაშაულებინე, რომ არ ვიყავი კარგი მეგობარი, ვიდრე მასაც რამე შემთხვეოდა.
კარს თავი მივადე და თვალები დავხუჭე. ლითონის კარს მიღმა ვიმალეობდი და მოწოლილ გრძნობებს მთელი ძალებით ვებრძოდი. ეს კარი ორი განსხვავებული სამყაროს გამყოფ საზღვარს ხერგავდა. მე ეკეს სამყაროს არ მივეკუთვნებოდი, ის კი ჩემსას. არ ვიცი რა დრო გავიდა, რამდენ ხანს ვისხედით ასე უხმოდ, მაგრამ ნებისყოფა ნელ-ნელა მღალატობდა. თავის შეკავება უფრო და უფრო რთული ხდებოდა.
- სია... - ეკეს ხმა გაებზარა - ახლა ნამდვილად დავრწმუნდი, რომ რაღაც რიგზე ვერაა, ასე რომ არ ყოფილიყო კარს გამიღებდი. კარგი, რახან შენ არ გსურს ჩემი შემოშვება, მე თავად ვიპოვი გზას შენამდე მოსასვლელად.
კბილი-კბილს დავაჭირე, რომ კივილი, რომელიც ხმელი ძვალივით მეჩხირებოდა ყელში, როგორმე შემეკავებინა.
- მინდოდა ეს შენთვის პირადად მომეცა და შენი სახე მენახა, როცა ნახავდი, მაგრამ არაუშავს...
ჩუმი ფაჩუნის ხმა შემომესმა. როგორც ჩანს, ეკე ფეხზე წამოდგა. მეც ავდექი და სამზერიდან გავიჭყიტე. ხელში რაღაც ეკავა და ღიმილით დაჰყურებდა.
- იმედი მაქვს მოგეწონება...
თავი ასწია და სამზერეს თვალი გაუსწორა. კარს მაშინვე მოვშორდი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს დამინახა, შეამჩნია, რომ ჩუმად ვუთვალთვალებდი.
სადარბაზოში ნაზი ნოტები გაისმა. ისეთი სასიამოვნო და თბილი მელოდია იყო, რომ ტანში ჟრუანტელმაც კი დამიარა. წარმოდგენა არ მქონდა მუსიკა საიდან იღვრებოდა. ცნობისმოყვარეობით დაბრმავებული ისევ კარს ავეკარი. ეკე აღარსად ჩანდა. ვითომ წავიდა? თუ თავს მაჩვენებდა, რომ წავიდა, სინამდვილეში კი ჩემი გარეთ გამოტყუება უნდოდა? სადარბაზოში“Faydee feat. Bess & Gon Haziri - When I'm Gone” ისმოდა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე, საკეტი გადავატრიალე და კარი ფრთხილად გავაღე, ეკე მართლაც წასულიყო, ნოხზე კი პატარა ბლუთუზ სპიკერი იდო. მომცრო, მუქი ლურჯი სფერო პაწაწინა ბრდღვიალა, მარგალიტისფერ ვარსკვლავებს დაეფარა. ულამაზესი ბურთი თვალისმომჭრელად კაშკაშებდა, პაწაწუნა ვარსკვლავები კი მხიარულად დახტოდნენ სადარბაზოს კედლებზე, ნამდვილად ჯადოსნური სანახაობა იყო, წამით თავი უსასრულო გალაქტიკაში ამოვყავი, გარშემო კი ჭყეტელა ვარსკვლავები კისკისით გარს მივლიდნენ. ტუჩებმზე ღიმილი გადამეფინა, დავიხარე და ძვირფასი საჩუქარი ხელში ავიღე.
ნაზი ნოტები ჩანჩქერივით იღვრებოდა დინამიკიდან, თითებზე მეხებოდა და ორგანიზმში თბილ ტალღებად მოედინებოდა. ხელში მინი გალაქტიკა მეკავა, გასაოცრად ლამაზი და დაუჯერებლად თვალწარმტაცი. თვალზეცრემლმომდგარმა სადარბაზოს გავხედე:
- გმადლობ, ეკე...


****

სარკეში საკუთარ ანარეკლს აღელვებული ვათვალიერებდი. სახიდან იარები გამიქრა და კანიც მომისუფთავდა, მაგრამ სხეულზე ჩალურჯებები და სიყვითლეები ჯერ კიდევ მრავლად მქონდა. მარცხენა ფერდი ერთიანად ჩამლურჯებოდა და შიგადაშიგ ყვითელი ლაქები მომიჩანდა. თითქოს ჩაფიქრებულმა მხატვარმა ჩემს სხეულზე გაურკვეველი ემოციები გამოსახა ფუნჯით. ყველაფერში შეგიძლიათ კარგის და ლამაზის დანახვა, მთავარია შემჩნევა ისწავლოთ...
კაკაოსფერი თმა ბუნებრივ კულულებად ჩამომყროდა წელზე და ჩალურჯებულ ბეჭებს მიმალავდა. ერთი ამოვიოხრე და ლავანდისფერი თხელი ზედა გაჭირვებით გადავიცვი ტანზე. მოძრაობა ჯერ კიდევ მიჭირდა, მაგრამ სახლში ვეღარ გამოვიკეტებოდი, ლამის ორი კვირა გასულიყო ჩემი ბოლო ინციდენტიდან.
სწავლას საგრძნობლად ჩამოვრჩი, ასეთი ტემპით გამოცდებს ვერ ჩავაბარებდი. მერე იქვე ისიც გავიფიქრე, ნეტავ ჩემი მთავარი სადარდებელი მარტო გამოცდები და ბიჭები იყოს-თქო. უცნობი საფრთხისადმი მღელვარება ყრუ ტკივილად მიფუთფუთებდა სულში და თავს ხშირადაც მახსენებდა.
ტანზე მომდგარი ჯინსის შარვალი ამოვიცვი და სარკეში საკუთარი გამოსახულება კრიტიკულად შევათვალიერე. ამ ბოლო დროს კიდევ უფრო გავხდი. ვიღას ახსოვდა ჭამა, ბოლო დროინდელმა ამბებმა მადა საერთოდ დამიკარგეს. სახლში მოჩვენებასავით დავბორიალობდი ყავის ჭიქით ხელში და აზუზუნებულ ტელეფონს თვალს ვარიდებდი.
ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი, ცოტა მაღალი მაინც გამოვჩნდე-მეთქი. (მართალია ჩვენი უნივერსიტეტის ტოპ მოდელებს ვერც კი შევედრებოდი, ერთი საშუალო სიმაღლის ჩვეულებრივი გარეგნობის გოგო ვიყავი, მაგრამ ამის გამო გონჯად სიარული მაინც არ მიმაჩნდა სწორ საქციელად).
თავი მოვიწესრიგე, მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე, რომ სახეზე შერჩენილი ოდნავშესამჩნევი სიყვითლეები დამეფარა, ჩანთა ავიღე და სახლიდან გამოვედი. ნოემბრის სუსხიანი ქარი ძვალ-რბილში ატანდა. ერთი კი ვინანე ბეწვიანი მოსაცმელი უნდა ჩამეცვა-თქო და უფრო მჭიდროდ მოვიფარე გრძელი შარფი, უკან აბრუნება დამეზარა. პირველივე შემხვედრი ტაქსი გავაჩერე და უნივერსიტეტში წავედი. გზაში სანდრომ დამირეკა.
- სია, სად ხარ? - ეს კითხვა ჩვევაში გადაუვიდა, დარწმუნებული რომც ყოფილიყო, რომ სახლში ვიყავი, მაინც მკითხავდა სად ხარო, გამეცინა.
- უნივერსიტეტში მივდივარ.
- ჯერ ადრე არ იყო გამოსვლა?
- არა, სახლში ვეღარ ვჩერდები, დროა საქმეს დავუბრუნდე.
- კარგი, უნივერსიტეტის შემდეგ ჩემთან გამოიარე, შენთვის სიახლეები მაქვს.
- კარგი, თუ ცუდი?
- ცუდი და ცუდი.
- მაგრად დამამშვიდე! - ამოვიოხრე უკმაყოფილოდ - კარგი, გამოგივლი.
- დროებით.
ტაქსმა უნივერსიტეტის ეზოსთან შეაჩერა, ფული გადავუხადე და მანქანიდან გადმოვედი. უჩვეულო მღელვარებამ მომიცვა. ბევრი საშინელება გადამხდა თავს, მას შემდეგ რაც აქაურობა უკანასკნელად დავტოვე, ახლა კი თავს უხერხულად ვგრძნობდი. სულ მალე ეკესთან და სისისთან შეხვედრა მომიწევდა, რით გავიმართლებდი თავს?! ერთი ამოვიოხრე და ეზოში შევედი.
თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს პროჟექტორებით განათებულ სცენაზე მივაბიჯებდი და ყველა მე მომჩერებოდა. არა, არაფერი მომჩვენებია, პირდაღებულები ჩემკენ იყურებოდნენ და ერთმანეთს რაღაცას გაცხოველებულები ეჩურჩულებოდნენ. წამით დავეჭვდი, რამის ჩაცმა ხომ არ დამავიწყდა სახლიდან გამოსულს-მეთქი და ბავშვები უკმაყოფილოდ მოვათვალიერე. რამდენიმე წუთი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ სინამდვილეში მე კიარ მომჩერებოდნენ ჩემკენ იყურებოდნენ. დაბნეულმა მათ მზერას თვალი გავაყოლე და შემოვბრუნდი.
სწორედ ამ დროს ორი მანქანა ეზოში ნელა შემოსრიალდა. ერთი ვერცხლისფერი შევროლე კამარო იყო, მეორე კი რუხი სედანი. მანქანები იქვე ახლოს შეჩერდნენ. აუხსნელმა მღელვარებამ მთელი ორგანიზმი გამიშეშა. კარი გაიღო და კამაროდან კალანდია გადმოვიდა. წამით კი, დავეჭვდი ნამდვილად ის იყო თუ არა. ამ ბოლო თვენახევარში ისე შეცვლილიყო, რომ ძლივს ვიცანი. ყოველთვის მოხდენილად აჩეჩილი თავი ახლა გადაეპარსა და თავზე პატარა ღინღლები მოუჩანდა. უნდა აღინიშნოს, რომ მის გამოკვეთილნაკვთებიან სახეს და უცნაური ფერის თვალებს, ახალი ვარცხნილობა კიდევ უფრო ამშვენებდა. მხრებზე შავი მანტო მოესხა, ყელზე კი შარფი შემოეხვია. სათვალეები მოიხსნა და შეკრებილ ბავშვებს ქედმაღლურად გადმოხედა. შემდეგ კი ცივი მზერა სედანზე გადაიტანა.
თითქოს მის ფიქრებს ნელი ნაბიჯით მივუყვებოდი, მზერა მეც სედანზე გადავიტანე, რომლის კარიც ზუსტად მაშინ გაიღო და იქიდან დუჩე გადმოვიდა. ვიგრძენი როგორ ამიდუღდა ძარღვბში სისხლი, სუნთქვა შემეკრა, გულმა გაორმაგებული ძალით დაიწყო ფეთქვა... დაბრუნდა!... მაინც დაბრუნდა!... ხელები დავმუშტე, რომ კანკალი შემეკავებინა. მწველმა ადრენალინმა ელვის სისწრაფით დამიარა ორგანიზმში და თითოეული უჯრედი მოიცვა. მისმა დანახვამ იმდენად გამახარა, რომ თვალზე ცრემლიც კი მომადგა. დუჩეს თავი ისე ეჭირა, თითქოს არც არაფერი მომხდარა და ხანმოკლე შესვენებიდან ისევ დაუბრუნდა ბრძოლის ასპარეზს.
კალანდიასგან განსხვავებით ის საერთოდ არ შეცვლილიყო. ჩვეულებისამებრ, არაბუნებრივად მიმზიდველს, აუტანლად უჟმური გამომეტყველება ძველებურად უმშვენებდა სიფათს. როგორც ყოველთვის სადად, მაგრამ ეფექტურად ეცვა. მაგრამ, ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, სახეზე მივჩერებოდი, მის გაცრეცილ კანს ხორბლისფერი დაებრუნებინა, გალურჯებულ ტუჩებს კი მეწამული წითელი... ეს ბაგეები... ისე ახლოს ვიყავი მათთან იმ ღამეს... გამაცახცახა.
დუჩემ კალანდიას გახედა. დაძაბული ველოდებოდი რას მოიმოქმედებდა ეს ორი. მე ერთადერთი არ ვიყავი ვისაც ინტერესი კლავდა რა მოხდებოდა შემდეგ, უკან შეკრებილი ბავშვების გაცხოველებული ბუტბუტი ჩემამდე აღწევდა. დუჩემ და კალანდიამ ისე ცივად გადახედეს ერთმანეთს, რომ ლამის გამეცინა. იმ წამს მათი უაზრო ჯიბრი და ზიზღი, სასაცილო უფრო იყო ვიდრე გამაღიზიანებელი. იქნებ იმიტომ მეღიმებოდა მათ მტრულ სახეებზე, რომ ვიცოდი, სინამდვილეში რა იმალებოდა ამ ნიღბებს მიღმა? ჰოო... ალბათ. მათ ერთმანეთი უყვარდათ, სიცოცხლეზე მეტადაც კი... გულში სითბო ჩამეღვარა, ეს ორი...
- დუჩე! - მომესმა აღელვებული შეკივლება.
აჩურჩულებულ ბავშვებს ნუცა გამოეყო და ქერა თმის ფრიალით „შეყვარებულისკენ“ გაქანდა. ისე ესცა ტუჩებზე თითქოს მოწყურებულს წყაროს წყალი უჩვენესო. მაშინვე კისერზე ჩამოეკიდა და ვნებიანად აკოცა. ბავშვებს სიცილი ატყდათ. დუჩემ წელზე ხელი მოხვია და მკერდზე ძლიერად მიიკრა. რეალობაში მწარედ დამანარცხეს... ახლა ნამდვილად გავიაზრე, რომ უნივერსიტეტის ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა.
- ნომერი დაიქირავეთ, ბლიად! - კალანდიამ ზიზღით გადააფურთხა და მზერა ჩემზე გადმოიტანა - ოუუ... ასფურცელა, აი სად ყოფილხარ!
ყურებამდე გაკრეჭილი ჩემკენ გამოემართა. დუჩეს თვალი ძლივს მოვწყვიტე და მზერა კალანდიაზე გადავიტანე, რომელსაც სიფათზე ჩვეული დამცინავი და ირონიული ღიმილი დასთამაშებდა, იდიოტი!
- შეხედე, მაღალქუსლიანებიც კი ჩაუცვამს! - მომიახლოვდა და აგდებით შემათვალიერა - იცი, რომ ეგეც ვერ გიშველის? მაინც დაბალი ხარ, ისევ ქვემოდან ზემოთ მიყურებ.
- მაგით შენს ხელჯოხიან ინტელექტს პლიუსი არ ეწერება, იდიოტო! - შევუბღვირე განაწყენებულმა და ზურგი ვაქციე.
- მოიცა, სად გეჩქარება! - ერთი ნაბიჯით დამეწია და მხარზე ხელი გადამხვია - რამდენი ხანია არ მინახიხარ, ასე უხეშად უნდა შემხვდე?
- ხელი გაწი!
ფერდში იდაყვი ვუთავაზე. გვერდზე სიცილით გახტა და სახეგაცისკროვნებული უკან ამედევნა. შესანიშნავ გუნებაზე ბრძანდებოდა, ჩემგან განსხვავებით...
- აღიარე, რომ მოგენატრე, - შემომცინა ყურებამდე გაწელილი ღიმილით - ვიცი, რომ მოგენატრე! მე ძალიან მომენატრე!
- კალანდია! - მოპირდაპირე მხრიდან ბიჭები გამოვარდნენ - შე თესლო, ასე უნდა დაკარგვა?!
„მაგარი მისალმებაა, ვერაფერს იტყვი!“, გავიფიქრე მობეზრებულმა და გვერდი ავუქციე ბიჭებს, რომლებიც კალანდიას გარს შემოეხვივნენ და საშუალება მომცეს მისგან თავი დამეხსნა. უნივერსიტეტი ისევ აჟრიამულდა. ბავშვები ისე ახმაურდნენ, თითქოს ახალი წელი მოსულიყო და კართან სანტაკლაუსი იცდიდა საჩუქრებით ხელში.
შენობას ორი ჩხუბისთავის გამოჩენა მაშინვე დაეტყო, ბავშვები აღგზნებულები ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს. უცნაურია, მაგრამ ბოლოს მომხდარმა ინციდენტმა ამ ორს, ისედაც გადაჭარბებული პოპულარობა, გაუათკეცა. ყოველ კუთხეში გოგონების ჩურჩული ისმოდა დუჩეს გმირობაზე და კალანდიას ახალ იმიჯზე. დაბრუნებაც ასეთი უნდა-თქო, ამოვიოხრე უკმაყოფილოდ და კიბეებს ავუყევი.
ჯერ კიდევ თვალწინ მედგა დუჩეს და ნუცას გულისამრევი სცენა. სანამ მისი სატრფო საავადმყოფოში სიკვდილს ებრძოდა არც კი გახსენებია, ახლა კი როგორც კი დაინახა მაშინვე კისერზე ჩამოეკიდა. ჭეშმარიტი სიყვარულიც ასეთი უნდა, სუპერ! იქნებ ნახულობდა კიდეც, მაგრამ მე არაფერი ვიცოდი?! გულში მტკივნეულად გამკრა ფარულმა გრძნობამ, რომლის თავიდან მოშორებასაც ასე ვცდილობდი. ჩემი ცუდი წინათგრძნობა დუჩემ გამოჩენის წამებიდანვე გაამართლა, მისი ქცევები ისევ გულს მტკენდა, თუმცა, მომაკვდავის ყურებას ისევ ეს გულისამრევი სურათი მერჩია... და კიდევ სხვას ვუწოდებ იდიოტს!
გამახსენდა მისი ბოლო სიტყვები, ჩურჩულით მევედრებოდა პალატაში დარჩენას, ახლა კი უნივერსიტეტის ეზოში ურცხვად იდგა და ვიღაც ძუკნას ვნებიანად კოცნიდა, რომელსაც დიდი ალბათობით მაგრადაც ეკიდა. უჰ... ახლა ჩემი იარაღი მქონოდა აქ! საზიზღარი ფიქრებით გონებამოშხამულმა აუდიტორიაში შევაბიჯე და მოულოდნელად გავშეშდი.
სიბრაზეს დანაშაულის მწარე გრძნობაც გვერდით მიუჯდა და დამცინავად ამომხედა, აბა, ვნახოთ ახლა რას იზამო... ეკე და სისი რაღაცაზე ხმადაბლა საუბრობდნენ. ეკემ უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები და შემთხვევით გამოიხედა ჩემკენ. შევამჩნიე, როგორ დაეძაბა მზერა და თვალებამღვრეული მომაშტერდა. დარცხვენილი, დაძაბული ველოდებოდი რას მოიმოქმედებდა. სისიმ სახეგაყინულ ეკეს მზერა გამოაყოლა და მე შემომხედა.
- სია! - აღელვებული მაშინვე ჩემკენ წამოვიდა და მაგრად გადამეხვია. ტკივილისგან შევიჭმუხნე და კბილს-კბილი დავაჭირე, რომ არ მეკივლა. გვერდები საშინლად ამტკივდა - შე უსინდისო, ძუკნა! ასე როგორ გვანერვიულე? ცოტათი მაინც არ შეგრცხვა, ა?!
- მაპატიე.
სისის მკაცრ მზერას თვალი ავარიდე და ისევ ეკეს გავხედე, რომელიც ადგილზე მიყინულიყო. მის თვალებში სევდას და ფარულ ტკივილს ვამჩნევდი. უცებ დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა მივსულიყავი, გადავხვეოდი და ბოდიში მომეხადა ჩემი გაუგებარი საქციელითვის. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სიცივის მეტს არაფერს ასხივებდა, მისმა დანახვამ გული მაინც სითბოთი ამივსო.
- მხოლოდ ეგ გაქვს სათქმელი? მაპატიე? ორი კვირა სადღაც აორთქლდი, ზარებზე არ გვაპსუხობდი, ეკემ სახლშიც კი მოგაკითხა, მაგრამ ვითომაც არაფერი და ახლა ამბობ, რომ გაპატიოთ?! წარმოდგენა მაინც გაქვს როგორ გვანერვიულე?
- ბოდიში! - წავიჩურჩულე თვალებაწყლიანებულმა და ეკეს მზერა მოვარიდე.
მისი ტოპაზისფერი თვალები ყვითელ კრისტალებად ქცეულიყო, მისმა ცივმა მზერამ შიგნეულობა ერთიანად გამიყინა. ჩანთა მაგიდაზე მივაგდე და სკამზე ჩამოვჯექი. არ ვიცოდი რა მექნა, არ ვიცოდი რა მეთქვა. კიდევ ერთხელ გავიაზრე რა რთული ყოფილა მდუმარედ ჯდომა, როცა სათქმელი ბევრი გაქვს და სურვილიც, თუმცა მაინც გაჩუმებას ამჯობინებ.
- ახლავე მომიყევი სად ეგდე! - გვერდით მომიჯდა და გაბრაზებულმა შემომიბღვირა.
- შენ როგორ ხარ? სწავლას თავს ართმევ? რამე ხომ არ გიჭირს? - ყელში ბურთი მომაწვა, გავჩუმდი.
- სია, - სისის სახე შეურბილდა - რა გემართება? ვცდილობ, რომ გაგიგო, მაგრამ მიჭირს. იცი ეკე რა დღეში იყო? ასეთი აღელვებული არასოდეს მინახავს, უნისში რამდენიმეს სრულიად უაზროდ ეჩხუბა, თან ისე, რომ კალანდიას შეშურდებოდა. ნერვიულობდა, ფიქრობდა რომ რაღაც დაგემართა.
სწორედ ამ დროს ეკე მაგიდას მოუახლოვდა, გული გადამიტრიალდა. საშინლად ავღელდი და სუნთქვაშეკრული ველოდებოდი როდის დამელაპარაკებოდა, მაგრამ მოლოდინი არ გამიმართლდა. ეკემ ჩანთას ხელი დაავლო და უსიტყვოდ გავიდა აუდიტორიიდან. გული მეტკინა, ვაწყენინე...
- გაბრაზებულია, გადაუვლის. - გადმომილაპარაკა ხმადაბლა - ცოტა დამშვიდდება და აუცილებლად მოვა.
- თვითონ როგორ არის? რამე ხომ არ უთქვამს შენთვის? პრობლემები ხომ არ აქვს? - სისის გულმოკლულმა შევხედე.
- მე არაფერს მეუბნება, მხოლოდ იმას მეკითხებოდა ჩემთან ხომ არ დაგირეკავს, ან შენზე რამე ხომ არ ვიცოდი. სია, მგონი ეკეს მოსწონხარ.
- არა, ეგ მეორედ არ თქვა! - ჩავისისინე გაცეცხლებულმა.
- რატომ ვითომ? რას უწუნებ? მისნაირი ტიპი ასეთ ყურადღებას, რომ იჩენდეს ჩემდამი შენსავით სულელურად არ მოვიქცეოდი. მთელი კვირეებია გიჟივით გეძებს.
- აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი, უნისში რა ხდებოდა? იცი რომ ბიჭები დაბრუნდნენ?
სწორედ ამ დროს კალანდია და დუჩე აუდიტორიაში შემოვიდნენ. ბავშვებმა როგორც კი თვალი მოჰკრეს თავიანთ კერპებს, მაშინვე აყაყანდნენ.
- დდაბრუნდნენ? - სისის ენა დაება და გაოცებულმა გააყოლა თვალი ახალმოსულებს.
- ჰო, როგორც ყოველთვის ხმაურიანად და ზარზეიმით.
- დუჩე კარგად გამოიყურება, მგონი უკეთაა. - ჩაილაპარაკა აწითლებულმა და ქავანას შეფარვით გახედა.
დაბნეულმა სისის შევხედე, შემდეგ დუჩეზე გადავიტანე მზერა, რომელიც ბიჭებს მხიარულად ესაუბრებოდა და უცებ ყველაფერს მივხვდი. გული კიდევ ერთხელ შემეკუმშა მტკივნეულად.
- ასფურცელა! - კალანდია ჩემ წინ დაებერტყა სკამზე და გაკრეჭილი მომაჩერდა - საუბარი არ დაგვცალდა მე და შენ.
- კარგი რაა, იმიჯი შეიცვალე, ხასიათი კი ისევ ისეთი დებილი გაქვს, სირცხვილია პირდაპირ, ალექს!
- შენ რა იცი, რომ იმიჯი შევიცვალე? რა იყო მაკვირდებოდი?
- ჰო, ჰო ჩუმჩუმად მანიაკივით დაგდევდი უკან. სახლში ერთი ოთახი მაქვს, შენი ფოტოებით სავსე, რომელსაც კლიტით ვკეტავ და გასაღებს ლეიბის ქვეშ ვმალავ. - კალანდიამ ჯერ გაოცებულმა შემომხედა მერე კი გულიანად ახარხარდა.
- ძნელაძე, ისეთი სასაცილო ხარ, რომ მსიამოვნებს შენთან საუბარი.
- სამწუხაროა, შენზეც იგივეს რომ ვერ ვიტყვით, ალექს.
- მომწონს სახელით, რომ მომმართავ, სექსუალურად ჟღერს. - თავზე ხელი გადაისვა და მელასავით გამომხედა ქვემოდან.
- ხანდახან ისე მეცოდები, მინდა თავზე ხელი გადაგისვა.
- ოჰო, მთავარზე ასე სწრაფად გადავდივართ?
- ჰო, აქვე და ახლავე, - თვალი გამომწვევად ჩავუკარი. კალანდიას სიცილი სახეზე შეახმა და თვალები დაბნეულმა ააფახურა - აი ისიც, შენი ბუნებრივი სახე, გამოლენჩებული და იდიოტური.
ახლა მე გამეცინა გამხიარულებულს. კალანდიას სახეზე სიწითლემ გადაჰკრა, ბოლოს თავს მოერია და თვითონაც ჩაეცინა.
- ნწ, ნწ, მერე კიდევ მე მეტყვი გარყვნილი ხარო, - მკლავები მაგიდაზე დააწყო, თავი ჩამოდო და ინტერესით ამომხედა - კარგად ხარ?
- რა?
ჩანთაში ქექვას თავი ვანებე და კალანდიას ოდნავ დაბნეულმა გავხედე. მან კი სისის გადახედა, რომელსაც თავი წიგნში ჩაერგო და ჩვენ საერთოდ არ გვაქცევდა ყურადღებას და ისევ მე გამომხედა, უჩვეულოდ დასერიოზულებულმა.
- წამოდი ცაკლე ვისაუბროთ.
- ცოტახანში ლექცია გვაქვს.
- დაიკიდე.
- ჩარჩენილი საგნისას შენ გადამიხდი?
- ჰო.
კალანდიას თვალი გავუსწორე, უჩვეულოდ მტკიცე მზერა ჰქონდა. ასეთი ბოლოს საავადმყოფოში ვნახე, ყოველგვარი ნიღბის გარეშე. თავი უხერხულად ვიგრძენი. სისიმ კიდევ უფრო მონდომებით ააშრიალა ფურცლები, ძალიან ცდილობდა ჩვენი არსებობა არ შეემჩნია.
- ისედაც ბევრი გავაცდინე, არ შემიძლია, ალექს, მაპატიე.
უცებ წამოდგა, უკნიდან მომიარა და ჩემკენ დაიხარა. მის სუნთქვას კისერთან ვგრძნობდი. საშინლად დავიძაბე. სისიმ ფარულად გამომხედა.
- ლაპარაკი არ შეგიძლია, თუ არ გინდა? - მიჩურჩულა ყურში.
- რაზე ლაპარაკობ? - შებრუნება ვერ გავბედე, მაგიდაზე ერთი წერტილისთვის გამეშტერებინა თვალი.
- როცა მოძრაობ სახეზე ფერი გეკარგება, რა გჭირს?
- არაფერი! - შიშისგან ხელები ამიკანკალდა.
- მართლა?
კალანდიამ წელზე ხელი მომხვია. სიმწრისგან კბილი კბილს დავაჭირე, მოვბრუნდი და ხელი ვკარი.
- რა ჯანდაბას აკეთებ?
- გტკივა...
- კალანდია! ჯერ არ მოვსულვარ უნივერსიტეტში და ისევ ჩემი ტვინის ტყვნის მიზეზი ხარ! - მომესმა ცივი ხმა.
თავი ავწიე, დუჩე მოპირდაპირე მაგიდას მიყრდნობოდა და ცივად მოგვჩერებოდა ორივეს. მისი მოახლოება ვერც კი შევამჩნიე.
- ქავანა, ნუ ეხუმრები შენს იღბალს, ერთხელ უკვე გადაურჩი სიკვდილს, მეორედ შეიძლება ასე არ გაგიმართლოს! - შეუღრინა გაღიზიანებულმა და ისევ მე გამომხედა.
ტუჩები ამიკანკალდა. ახლა რომ კალანდიას ერთი ამბები აეტეხა, ჩემი საქმე წასული იყო, სისი ისედაც ყურებდაქცეტილი ისმენდა ჩვენს საუბარს. არ ვიცი კალანდიამ ჩემს თვალებში რა ამოიკითხა, მაგრამ სიტყვა აღარ დაუძრავს, შეშფოთებულმა შემათვალიერა და ისევ წინა მერხზე გადაჯდა. ჰაერი კანკალით ჩავისუნთქე და სკამზე გავსწორდი. დუჩე მაგიდას მიყრდნობილი შუბლშეკრული მაკვირდებოდა, მერე კი წამოდგა და ისე ჩამიარა ვითომ ერთმანეთს საერთოდ არ ვიცნობდით.
- ეს რა იყო?! - მაშინვე თავს დამაცხრა სისი.
- რაზე ამბობ?
- მართლა გტკივა რამე?
- რა სისულელეა, აჰყევი შენც ახლა იმ იდიოტს!
- სახეზე ფერი მართლა არ გადევს.
- ცოტა მძინავს, მაგის ბრალია და საერთოდაც, გეყოფათ დაკითხვები, თავი მსჯავრდებულის სკამზე მგონია!
სისის აღარაფერი უთქვამს, მე კი აღელვებული კანკალს ძლივს ვიკავებდი. კალანდიას უცნაური მზერა არ მომეწონა. მალე აუდიტორიაში ლექტორი შემოვიდა და ყველა სწრაფადვე დამშვიდდა. ვარდიძემ დუჩეს ცნობისმოყვარე მზერა მიაპყრო, თუმცა არაფერი უთქვამს ისე ჩართო პროექტორი და ლექციის ახნას შეუდგა (უფრო სწორად, წიგნიდან კანონების ხმამაღლა ამოკითხვას!).
გულდამძიმებული მთელი ლექცია ეკეს ცარიელ სკამს მივჩერებოდი. ნეტავ სად წავიდა? რატომ აცდენდა ლექციებს ჩემ გამო?! ის ხომ კურსზე პირველი იყო ყველა საგანში. რატომ იფუჭებდა საქმეს იმ გოგოს გამო, რომელმაც სახლში მისულს კარი არც კი გაუღო? მისგან ამდენს არ ვიმსახურებდი.
- სანამ სამეზობლო სამართალის ნაწილობრივ ახსნას შევუდგები, მინდა შეგახსენოთ, რომ ლექციის შემდეგ აუცილებლად უნდა აბრძანდეთ მეშვიდე სართულზე, საკონფერენციო დარბაზში, ორი საათისთვის შეხვედრა დაიწყება. სამართლის დირექტორმა მკაცრად მოგიწოდათ ყველას, რომ სემინარს თითოეული თქვენგანი უნდა დაესწროს.
- რაო? - დაბნეულმა სისის გადავხედე.
- ა, ჰო, შენ არ იცი. მაშინ დუჩეს ინციდენტამდე შეხვედრა მოულოდნელად გადაიდო, ბატონი მერაბ სირბილაძე შეუძლოდ გახდა და სემინარიც ჩაიშალა. შეხვედრა დღეისთვისაა დანიშნული.
- გასაგებია. - გულში გამიხარდა კიდეც, მართლა მინდოდა ამ სემინარზე დასწრება.
მოუთმენლად ვაკაკუნებდი თითებს მერხზე და ველოდებოდი როდის დამთავრდებოდა ლექცია. ჩემს ჯიბრზე კი საათის ისრები ისე ნელა მიიზლაზნებოდა, რომ გული მიწუხდა. ბოლოს, როგორც იქნა, ვარდიძემ, პროექტორი გათიშა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა ყველანი მეშვიდე სართულზე აბრძანდითო. ბავშვები ხმაურით წამოიშალნენ.
- საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იქნება. - ჩაილაპარაკა სისიმ, როცა ყველანი ერთად ავუყევით კიბეებს.
- ჰო, დარწმუნებული ვარ... - ვუპასუხე ორაზროვნად.
სტუდენტები დარბაზში შევედით, რომელიც სემინარისთვის უკვე გაემზადებინათ. ფართო ოთახში უამრავი შავი სკამი გაემწკრივებინათ, თავში კი ტრიბუნები დაედგათ, მიკროფონებით აღჭურვილი. მე და სისიმ წინა რიგები დავიკავეთ. ბავშვები ზოზინით განაწილდნენ სკამებზე.
დუჩემ მობეზრებული სახით შემოაბიჯა აუდიტორიაში, უკან კი მის მკლავზე ჩაბღაუჭებული ნუცა მოჰყვებოდა. წამით გავიფიქრე ნუცას ყელზე საბელი აკლია და რაღა პუდელი გამოგიყვანია სასეირნოდ და რაღა ეს-თქო, მათი დაცინვა ენითაუწერელ კმაყოფილებას მგვრიდა, უნებურად გამეღიმა. ორივემ რიგის ბოლოში დაიკავა ადგილი (ალბათ ასე უფრო მოსახერხებელი იყო, სემინარის დროს ზასაობა!).
მალე კალანდიაც შემოუერთდა პროცესიას. დარბაზი მოათვალიერა და როგორც კი შემამჩნია ჩემკენ გამოემართა. უკმაყოფილოდ ამოვიოხრე, როცა შევამჩნიე, როგორ მოიკვლევდა გზას გადაჭედილ ბავშვებში.
- გაიწი იქით!
ვიღაცას ფეხი წაჰკრა და სკამიდან წამოაგდო, მის ადგილზე მოხერხებულად ჩამოჯდა და ჩემკენ მოჩოჩდა. ახლა მის სუნთქვას ყურის ძირში ვგრძნობდი. სისიმ ცალი თვალით გახედა კალანდიას, რომელიც ჩემს სკამს ჩამოყრდნობოდა და ინტერესით მომჩერებოდა, მე კი განგებ არ ვიმჩნევდი მის არსებობას და გაყინული მზერა ტრიბუნებისთვის გამეშტერებინა.
- სადამდე აპირებ ჩემს დაიგნორებას? - ჩამჩურჩულა ყურში - რატომ არ მეუბნები რა გჭირს?
- შენ არ გეხება და იმიტომ! - შევუღრინე გაღიზიანებულმა.
- სამწუხაროა, მე კი მეგონა, რომ ჩვენ შორის რაღაც გაჩნდა. - ალმაცერად ჩაეღიმა.
სწორედ ამ დროს აუდიტორიაში ჩვენი სამართლის დირექტორი, ანი ჩარკვიანი, შემოვიდა. ქალღმერთიო, სწორედ მასზე ითქმოდა, ყოველთვის მომწონდა, ლამაზი და დახვეწილი ქალბატონი გახლდათ. მუდამ ისე იცვამდა, რომ სტუდენტებსაც და ლექტორებსაც ერთიანად უჩქარებდა გულს. თხელი, ჩამოთლილი ფეხები და კოხტად გამოყვანილი სხეული ჰქონდა. მოკლედ შეჭრილი, ბუნებრივად აბურდული, ყავისფერი თმა, ხაზს უსვამდა მის ნაზ ნაკვთებს და მკაცრად მომზირალ, კატისებრ თვალებს. ჭრელი, მაგრამ სადა, პრინტით გაწყობილი კაბა, მის მშვენიერ ფიგურას თვალსაჩინოდ გამოკვეთდა. ყველა მაშინვე გაჩუმდა და დირექტორს მიაჩერდა.
- მოგესალმებით, სტუდენტებო. მიხარია, რომ მოვახერხეთ და ყველა ერთად შევიკრიბეთ. მართალია, უმეტესობას აქ მოსვლა გაიძულეთ, - მომხიბლვლელად ჩაეღიმა და ბავშვებს თვალი მოავლო - მაგრამ, მერწმუნეთ, რასაც გაიძულებთ ისევ თქვენივე სასიკეთოდ ვაკეთებ. შეხვედრა ათ წუთში დაიწყება.
თავი ოდნავ დაგვიკრა და ოთახიდან გავიდა. ისეთი მიმოხვრა ჰქონდა, რომ ნათლად გავიგონე რამდენიმე ბიჭმა როგორ ამოიოხრა. თავი ჩავღუნე და ტუჩზე ვიკბინე, რომ სიცილი დამეფარა.
- არა, ამ უნივერსიტეტს ისე არ დავამთავრებ, ეს ქალი რო არ გავჟიმო! - ჩაილაპარაკა კალანდიამ და თავზე ხელი გადაისვა.
- ძალიან გთხოვ, შენი ბინძური აზრები შენთვის შეინახე.
- რა იყო, ხომ არ გაწუხებს? თავს უხერხულად გრძნობ? თუ ეჭვიანობ? - გამომხედა ალმაცერი ღიმილით და თვალი ჩამიკრა.
- საშინლად თვითკმაყოფილი დეგენერატი ხარ.
- თუ მთხოვ, მას არც კი გავეკარები.
კიდეც უფრო ახლოს მოიწია და უცნაური ნაცრისფერი თვალებით ეშმაკურად მომაჩერდა. არა, თავგადაპარსული გოგრა აშკარად უფრო უხდებოდა. ჩავარდნილი ლოყები და გამოკვეთილი ყვრიმალები კიდევ უფრო მიმზიდველს უჩენდა მის დახვეწილნაკვთებიან სახეს, თითქოს მოქანდაკემ ძალიან მოინდომა, რომ მისი ქმნილება შედევრი გამოსულიყო.
- დავიჯერო გოგოებს ასე ეჩალიჩები და რამე გამოგდის? სერიოზულად?
- მერედა როგორ, - ტუჩის კუთხე აეპრიხა და მზერით გამანადგურა.
- ავადმყოფი ხარ.
უცნაურია, მაგრამ მის იდიოტურ გამოხტომებზე აღარ ვღიზიანდებოდი, პირიქით მისი ცანცარი ღიმილსაც კი მგვრიდა.
- აღიარე, რომ მოგწონვარ - მიჩურჩულა ყურში. თავი ვერ შევიკავე და გულიანად გამეცინა. - რა ვთქვი სასაცილო?
- ალექს, ხანდახან ისეთი სასაცილო ხარ, მეც მსიამოვნებს შენთან საუბარი. - გამხიარულებულმა ცხვირზე თითი წავკარი.
უცებ მაჯაში ხელი წამავლო და თვალებთან ახლოს მიიტანა. სიცილი მაშინვე შევწყვიტე, დავიძაბე. ხელი სწრაფად გამოვგლიჯე და უკმაყოფილოდ შევუბღვირე.
- გამატარეთ!
უხეშად გადათელა უკან მსხდომები და წინიდან მომიარა. სახე გადაფითრებოდა და თვალები შეშფოთებით უელავდა.
- კალანდია, მორჩი!
გაღიზიანებულმა თვალები დავუბრიალე. ისედაც ბევრი, უკვე ჩვენ მოგვშტერებოდა. ვითომ ჩემი სიტყვები არც გაუგია, ჩემს მუხლებთან ჩაიცუცქა და მაჯაში ხელი მტაცა.
- ნუ ფართხალებ! - შემიღრინა გაბრაზებულმა და სახელო ძალით ამიწია.
- შეწყვიტე! ხალხი გვიყურებს! - სასოწარკვეთილმა მისი მოშორება ვცადე, მაგრამ სულ ტყუილად.
- მახატია, არ გაინძრე!
ხელი გამიკავა და სახელო აქაჩა. დალურჯებულ მკლავს მზის სხივი დაეცა. კალანდიას თვალები ლამის შუბლზე აუცვივდა. სისიმ სუსტად წამოიკივლა. ბავშვები აჩოჩქოლდნენ, ყველა ჩემკენ დაიხარა, აინტერესებდათ ასე გამძვინვარებული რას მეჯაჯგურებოდა. შეშინებულმა სახელო მაშინვე დავქაჩე, რომ ვინმეს რამე არ დაენახა. კალანდია მალე მოეგო გონს და მრისხანედ გადახედა ცნობისმოყვარეებს.
- დასხდებით ადგილებზე, თუ დაგეხმაროთ?!
ბავშვები მაშინვე დაიფანტნენ, თუმცა, ცნობისმოყვარე მზერა მაინც არ მოუშორებიათ ჩვენთვის. სისის პირზე ხელი აეფარებინა და გაფართოებული თვალებით შემომცქეროდა. კალანდიამ ბასრი მზერა ჩემზე გადმოიტანა.
- გამოდი გარეთ, სალაპარკო გვაქვს.
- ახლა ამის დრო არ არის!
- წამოდი, თორემ ძალითაც გაგათრევ, რომ დამჭირდეს!
პირი გავაღე, რომ ადგილზე მომესვა, მაგრამ უცებ აუდიტორიის კარი გაიღო და სტუმრებიც შემოლაგდნენ დარბაზში. ბავშვები მაშინვე წამოიშალნენ. ალექსმა ერთი შემიბღვირა და გვერდით ამომიდგა. უკან მჯდომს სკამი წაართვა და გვერდით მომიჯდა. ის იყო მისთვის მწარე მუჯლუგუნი უნდა მეთავაზებინა, რომ ნაცნობმა მზერამ ადგილზე გამაშეშა. სტუმრებში სწორედ ის ადამიანი შევნიშნე, რომელსაც მთელი ხუთი წელი გავურბოდი, ადამიანი, რომელიც არასოდეს ყოფილა პატიოსანი ქმარი და კარგი მამა, ადამიანი, რომელსაც დასანახად ვერ ვიტანდი - ზვიად ძნელაძე!
თავი მეთორმეტე
- სია... - კალანდია მაჯაში მწვდა - დაჯექი, რას გაშეშდი.
მხოლოდ ახლა მოვეგე გონს. ყველას თავისი ადგილი დაეკავებინა, მხოლოდ მე ვიდექი იდიოტივით გაშეშებული და მამაჩემს თვალებით ვბურღავდი. ის კი თბილი მზერით მომჩერებოდა და ისეთი სახე ჰქონდა, გეგონებოდათ ღიმილს ძლივს იკავებსო. აკანკალებული ძლივს დავჯექი სკამზე.
- მოგესალმებით, - ყველაზე ასაკოვანი სტუმარი ოდნავი თავის დაკვრით მოგვესალმა შეკრებილებს - მე გახლავართ, გელა ნუცუბიძე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე. მიხარია, რომ ჩვენი შეხვედრა შედგა და იმედი მაქვს დღევანდელი ღონისძიება თქვენთვის საინტერესოდ ჩაივლის. ნება მომეცით წარგიდგინოთ ჩემი კოლეგები...
მოსამართლე შეკრებილი სტუმრების წარდგენას შეუდგა, ყველა თავისი სახელის გაგონებაზე თავაზიანად იღიმოდა და თავს გვიკრავდა. როცა მოსამართლემ მამაჩემის სახელი და გვარი წარმოთქვა ყველა გაისუსა.
- და ბოლოს, მინდა წარგიდგინოთ, თბილისის მთავარი პროკურატურის, ღირსეული და დამსახურებული მუშაკი, ბატონი ზვიად ძნელაძე.
- ძნელაძე?
- მოიცა ძნელაძე თქვა?
- ეს სიას მამაა?
- იქნებ მოგვარეები არიან?
- არა, ვიცოდი რომ მამამისი სამართალდამცავ სისტემაში იყო, მაგრამ....
დარბაზს ხმადაბალმა ჩურჩულმა გადაურბინა, მამაჩემს არაფერი შეუმჩნევია. მოსამართლე კი ვერ მიხვდა რა იყო უცაბედი ახმაურების მიზეზი და სიტყვით გამოსვლა გააგრძელა.
- იცნობ ამ კაცს?
- არა! - ვუპასუხე მკაცრად და ხელი გავაშვებინე. - პირველად ვხედავ.
- ჰო? მაშინ ასე რატომ მოგშტერებია? - კალანდიამ შუბლშეკრულმა გახედა მამაჩემს.
ერთ წამს ვიფიქრე ახლა ავდგები და აქაურობას დავტოვებ-მეთქი, მაგრამ ასე ყველას დავარწმუნებდი იმაში, რომ ის კაცი, რომელიც ტრიბუნასთან ამაყად იდგა, მართლაც მამაჩემი იყო. მე კი სასტიკად არ მსურდა იმ ფაქტის აღიარება, რომ მასთან რაიმე ნათესაური კავშირი მქონდა. გულში საკუთარ თავს ვწყევლიდი შეხვედრაზე მოსვლისთვის.
- კაი, ეს ტიპი. მითხარი ეგ დალურჯებები საიდან გაქვს?!
- შენი საქმე არ არის, თავი დამანებე! - ვუპასუხე უხეშად. ძალიან ვცდილობდი ზვიადის მზერას არ გადავყროდი.
- რამე შარში ხომ არ გაეხვიე? ვინმე ხელით შეგეხო?
- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ!
- აბა, რა ვიფიქრო, ნათითურები გეტყობა მაჯებზე! - გაცეცხლებულმა ცხარედ ჩამჩურჩულა - ვინმე ზედმეტს თუ გეუბნება შეგიძლია მითხრა, მოვაგვარებ.
- შენ რატომ გადარდებს ეს ამბავი? რაში გაინტერესებს მე ვისთან მომივა კონფლიქტი?
- ესე იგი, კონფლიქტი... სახლში გცემენ?
- რას ბოდავ?!
- ვინ დაიგრძელა ხელები, მითხარი, დავუმოკლებ.
- რაინდი ხარ პირდაპირ, აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე!
- სია, მორჩი კბენას, საიდან გაქვს სილურჯეები?
- ალექს, შემეშვი თორემ...
- მეტისმეტად ხმაურობთ! - სისიმ მუჯლუგუნი მითავაზა.
დამსწრე სტუმრები უკმაყოფილოდ მოგვშტერებოდნენ. სამართლის სკოლის დირექტორმა მე და კალანდია თვალებით გაგვანადგურა, ლაპარაკში ისე გავერთეთ, რომ მისი შემოსვლა არც კი შეგვიმჩნევია. ორივე გავჩუმდით და გაბუსხულები უხმოდ ვუბღვერდით ერთმანეთს. მერე მალე მივხვდი, რომ თვალების ბრიალის კონკურსში დავმარცხდი და კალანდიას თვალი ავარიდე.
გონებაში მძვინვარე ფიქრები ზღვის უზარმაზარი ზვირთებივით ამეშალა. ყურადღებას არ ვაქცევდი შეკრებილები რაზე საუბრობდნენ. მათკენ გახედვაც კი არ მინდოდა.
- ესე იგი, თქვენ სწორად მიგაჩნიათ დამნაშავის დაჭერა სამართლებრივად არარელევანტური ხერხით?
- რატომაც არა, თუ იმ გაქცეული მანიაკის შეჩერება კანონის დარღვევით მომიწევს, ამას გავაკეთებ კიდეც. ის თუ გაიქცევა და სხვა ბავშვებსაც იგივეს დამართებს, რაც მის მსხვერპლებს გაუკეთა, მაშინ რა აზრი აქვს კანონის დაცვას, თუ ის ახალი დანაშაულის ჩადენის მიზეზი გახდება?
- ვეთანხმები ტუღუშს, - გამოეხმაურა სახოკია - გახსოვთ წინა სასამართო პროცესზე მომხდარი ინციდენტი? დედას შვილებზე სრული მეურვეობის უფლების მოპოვება სურდა და ქმარს ბავშვებს ართმევდა. ჭორები დადიოდა, რომ ეს ქალი პროსტიტუციით იყო დაკავებული.
- ძალიან გთხოვთ თემას ნუ გადავუხვევთ. ჯერ წინა კითხვას გავცეთ ამომწურავი პასუხი, რაც შეეხება პედოფილ...
მოსამართლემ სწრაფად სცადა საუბრის თემის შეცვლა, უცებ სულ დამაიწყდა ჩემი სადარდებელი და ტუჩებზე თვითკმაყოფილი ღიმილი გადამეფინა. დარბაზში ჩემი ერთ-ერთი სახალისო ქეისი ახსენეს. კარგად მახსოვდა, ქალბატონი პატიოსნება, თხუთმეტსანტიმეტრიან ქუსლებზე შემხტარი მადონა, რომელიც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორის საყვარელი ბრძანდებოდა. ქმარს გაშორებული იყო და ბავშვებზე სრული მეურვეობის მოპოვებაც სურდა.
ერთ საღამოს მისი მეუღლე, ტარიელ მამულაშვილი, დამიკავშირდა და სიტუაცია ამიხსნა. უნდოდა ისეთი მასალები მომეპოვებინა, რომელიც მის ცოლს ბავშვებზე ყოველგვარ უფლებას ჩამოართმევდა. სანაცვლოდ კი დიდ „სტავკასაც“ დამპირდა. თავიდან უინტერესო მომეჩვენა ეს ყველაფერი. მეგონა უბრალოდ საყვარელთან ექსტრემალურ პოზებში გადაღებული სურათებით დაკმაყოფილება მომიწევდა, მაგრამ როცა ბაწარს ბოლომდე გავყევი, ისეთი რამ აღმოვაჩინე, რომ ამ მასალებით მისი ცოლი ბავშვებზე მეურვეობის უფლებას კი არა ყველაფერს დაკარგავდა.
კერძოდ, ქალბატონი მადონა სულაც არ აღმოჩნდა ამბიციური კაჭკაჭი, რომელმაც თავშესაფარი მდიდარი საყვარლის კალთის ქვეშ იპოვა. სინამდვილეში მას საკუთარი ბიზნესი ჰქონდა, რომლის არსებობის შესახებ არც საყვარელმა იცოდა რამე და არც ყოფილმა ქმარმა. ღამ-ღამობით პარიკს თავზე ჩამოიფხატებდა, პროფესიონალურ მაკიაჟსაც მოირგებდა და „ოჩოფეხებზე“ შემხტარი „ Hello Kitty”-ს ბორდელს სტუმრობდა. თავიდან პირი დავაღე როცა ეს დავინახე და კიდევ უფრო გავმხიარულდი, რომ ქეისი უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა, მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოვაჩნიე, რომ ბორდელში მეძავად კი არა მამაშად მუშაობდა.
აღფრთოვანების მორიგმა ტალღამ ლამის გადამთელა, როცა სიტუაციის დაძაბულობამ ზენიტს მიაღწია და გავარკვიე, რომ ქალბატონი მადონა, მხოლოდ ძვირადღირებულ კლიენტებს ემსახურებოდა და მისი ერთ-ერთ სტუმარი, სწორედ მისი საქმის მოსამართლე, ვაჟა ხადური ბრძანდებოდა, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს მადონას უფლებების დაცვას. თითქოს ხელში ამიყვანეს და ქერის ორმოში ჩამაგდეს. თავადაც მიხვდებით რა მასალების შეგროვება მოვახერხე...
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მამულაშვილს ყველა მასალა გადავეცი იმ ფოტო და ვიდეო მასალის გარდა, რომელზეც მოსამართლე ბრძანდებოდა აღბეჭდილი, ერთობ უხერხულ პოზებში. ჩავთვალე, რომ ამ ფაქტს ოდესმე საჩემოდ გამოვიყენებდი, მაგრამ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ეს დღე ასე მალე დადგებოდა...
როცა მამულაშვილმა ჩემი მოპოვებული მასალები სასამართლოს წარუდგინა, მოსამართლემ ჰკითხა თუ საიდან მოვიდა ეს მტკიცებულებები და როგორც კი ჩემი სახელი გაიგეს, მოპოვებული ნივთმტკიცებულებები უკანონოდ სცნეს. ეს კი მხოლოდ ერთს ნიშნავდა, რომ ქალბატონი მადონა ყოფილ ქმარს ბავშვებს წაართმევდა.
მამულაშვილი სასწრაფოდ დამიკავშირდა და შექმნილი სიტუაცია ამიხსნა, მეც დრო აღარ დამიკარგავს, მოსამართლეს პირადად დავურეკე და მისი ბნელი საიდუმლო გავუმხილე, ვუთხარი რომ თუ ს თამაშს არ მორჩებოდა და იმ მეძავის დაცვას თავს არ დაანებებდა, თავსაც და კარიერასაც მის ბინძურ ვაგინას გადააყოლებდა. ხადური იძულებული გახდა პოზიციები დაეთმო და ჩემთან უაზრო ჯიბრის ნაცვლად თავისი საქმე ეკეთებინა. (მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თურმე მადონა ემუქრებოდა მოსამართლეს, რომ თუ მის მხარს არ დაიჭერდა ქვეყანას მოსდებდა, რომ ბატონი ვაჟა ცხელ ღამეებს მის ბორდელში ატარებდა. კაცმა ორმაგ წნეხს ვეღარ გაუძლო და სანამ თანამდებობას თავისით დატოვებდა, ერთი კეთილი საქმე მაინც გააკეთა, მადონას შვილებზე მეურვეობა ჩამოართვა.)
ბატონმა ვაჟამ რეპუტაციაშელახულმა დატოვა თავისი სკამი და საერთოდ წავიდა ქვეყნიდან. მისი მოღვაწეობა კი ბინძურ ლაქად დარჩა სასამართლოს არქივის ფურცლებს. მის გვერდით კი ჩემი სახელიც მიეწერა, კერძო დეტექტივის, რომელმაც ბინძური სიმართლე სააშკარაოზე გამოიტანა და მოსამართლესთან ერთად, მთელი სასამართლო სისტემაც სირცხვილის ჭაობში მოისროლა. ერთი სიამოვნება იყო მოსამართლეების სიფათების ყურება, როცა ამ ფაქტს ახსენებდნენ. აი ახლაც, ნუცუბიძეს სირცხვილის მწარე ოფლმა დაასხა და გუნება კიდევ უფრო გამომიკეთა.
- ეგ საქმე Черный список-მა გახსნა, - გაეცინა ერთს - მთელი დარბაზი შოკში ჩაყარა, არადა თავიდან პროცესი მოსაწყენად მიდიოდა.
- მეც ვესწრებოდი მაგ პროცესს, - აჰყვა მეორე - მიუხედავად იმისა, რომ თავზე ლაფი დაგვესხა, ეგრე მაგარი დრო ჯერ არცერთ პროცესზე არ მიტარებია.
სტუდენტები ახარხარდნენ. სტუმრებმა უხერხულად გადახედეს ერთმანეთს. ნუცუბიძე ღირსეულად ცდილობდა დაცინვის ატანას. გაფითრებული, სერიოზული სახით და მკაცრი გამომეტყველებით ბურღავდა ჩვენი სკოლის დირექტორს, რომ ბავშვები დაეშოშმინებინა. თუმცა, ანას მისი მითითება არ სჭირდებოდა, ყალყზე შემდგარი ბასრი მზერით გხვრეტდა ყველას. ვგიჟდებოდი ასეთ შეკრებებზე!
- თქვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ბატონო მოსამართლევ, მინდა გითხრათ, რომ ამ კერძო დეტექტივმა იმაზე მეტი საქმე გახსნა, ვიდრე თქვენმა „კანტორამ“ ერთად აღებულმა.
სტუდენტების უმრავლესობას ისევ გაეცინა. გაოცებულმა გაგა ლიფონავას გავხედე, რომელიც ყურებმადე იკრიჭებოდა და მოსამართლეს ნაგლად შესცქეროდა თვალებში.
- უკაცრავად, თქვენი სახელი, როგორ მოგმართოთ?
როგორც იქნა მამაჩემმა ხმა ამოიღო, გაგას გამანადგურებელი მზერით შესცქეროდა. ლიფონავას მაშინვე ჩამოერეცხა ღიმილი სახიდან და სკამზე შესწორდა.
- ლიფონავა, გაგა ლიფონავა.
- ბატონო გაგა, როგორ ფიქრობთ, ჩვენს საუბართან რაიმე კავშირშია ის გარეშე კრიმინალი, რომელიც ქუჩებში დაძრწის და ხალხს უკანონოდ უთვალთვალებს?
- გარეშე კრიმინალი?! - წარმოვთქვი დამცინავად. სიცილი მაშინვე შეწყდა და ყველა მე მომაჩერდა, მამაჩემმა ბასრი მზერა გაგას მოაშორა და ჩემზე გადმოიტანა - დიდი ბოდიში, ბატონო პროკურორო, მაგრამ ვერ ვხვდები ვის მოიხსენიებთ გარეშე კრიმინალად!
კრიმინალიო? ამ წამს, ამ ფარისეველმა არამზადამ კრიმინალი მიწოდა?! მე რომ არა, ბევრი მადონასნაირი ქვეწარმავალი თავისას გაისწორებდა და სიმართლე ზღვაში გადაგდებული ხურდასავით დაიკარგებოდა და კიდევ მე ვიყავი კრიმინალი?! როცა თვითონ კაბინეტში შარვალ-კოსტუმში გამოწკეპილი იჯდა და უდანაშაულო ხალხს გისოსებისკენ ნახირივით ერეკებოდა, ის იყო კანონმორჩილი სამართალდამცავი და მე ქუჩის გარეშე კრიმინალი?! სიბრაზიზგან სახეზე ალმური მომედო.
- იმ უცნობ პიროვნებას, რომელიც ფულის გამო ღამით დაძრწის ქუჩებში და ხალხს უნებართვოდ უთვალთვალებს? ჰო, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ვინაობას მალავს.
- ალბათ არასწორად გავიგე, მაგრამ თვალთვალი ობიექტისგან ნებადართული როდის არის? - ბავშვებს გაეცინათ, მამაჩემს კი სახე გაუმკაცრდა - და თქვენ თქვენს საქმეში არაფერს გიხდიან, ხომ? ქართველ ერს უფასოდ ემსახურებით? არც დამატებითი გარჯისთვის იღებთ მსხვილ-მსხვილ გასამრჯელოებს ხომ? თუ თქვენ გარეშე კრიმინალისგან მხოლოდ ის ფაქტი გმიჯნავთ, რომ თქვენი სახელი ყველამ იცის?
- მეჩვენება, თუ თქვენ მას იცავთ? თქვენ ხომ სამართალზე სწავლობთ? უნდა მოგეხსენებოდეთ რა არის კანონიერი და რა არა, რა არის დანაშაული და რა არა!
- რა თქმა უნდა, მშვენივრად მომეხსენება რა არის დანაშაული და რა არა! ჩემი მოკრძალებული აზრით, დანაშაული მარტო მკვლელობა და ძარცვა არ არის. დანაშაულია, როცა პატიოსან მამას შვილებს მეძავი ცოლი ართმევს, იმის დამსახურებით, რომ მას საჭიროზე ახლო ურთიერთბა აქვს მოსამართლესთან, რომელსაც საქმეში ბოლო სიტყვა ეთქმის. დანაშაულია ისიც, როდესაც ქმარი ცოლს ატყუებს, რომ დილიდან დაღამებამდე ქანცგაწყვეტილი მუშაობს, სინამდვილეში კი საყვარლების რიგებს ვერ აუდის კაბინეტში. დანაშაულია როდესაც დაბრმავებული ზიხარ სახლში და საკუთრ შვილს ატყუებ რომ მამა მალე დაბრუნდება და შემდეგ ერთად ივახშმებთ. ღალატი დანაშაულია, ოჯახის აწეწვა დანაშაულია, უპატრონოდ შვილის მიგდებაც დანაშაულია. შესაძლოა Черный список-ი ჩვენი კოდექსით არ მოქმედებს, მაგრამ ის მოტყუებულ ხალხს თვალს უხელს. მე ამაში კრიმინალს ვერ ვხედავ, ბატონო პროკურორო! - მივახალე გაცეცხლებულმა.
ზვიადს სახეზე სიწითლემ გადაჰკრა. დარბაზს ხმადაბალმა ჩურჩულმა გადაურბინა. სისი თვალებგაფართოებული მომჩერებოდა. ვერც კი შევამჩნიე, გაცეცხლებული როდის წამოვიჭერი ფეხზე. ტრიბუნასთან შეკრებილმა სტუმრებმა კი ზვიადს უხერხულად გადახედეს, მაშინვე მივხვდი, რომ ყველაფერი იცოდნენ. იცოდნენ რომ ეს პროკურორი-სტუდენტის კი არა, მამა-შვილის კამათი იყო.
კალანდიამ ფეხი წამკრა ზედმეტი მოგდისო. ენაზე ვიკბინე, მართლაც ზედმეტი წამომცდა. საკუთარი მეორე მე ასე არ უნდა დამეცვა. შეიძლებოდა ვინმეს რამე ეჭვი აეღო, მითუმეტეს ასეთ სახიფათო ვითარებაში, ასე მოქცევა ცეცხლთან თამაშს უდრიდა. სკამზე ჩამოვჯექი და ზიზღნარევი მზერით გავხედე მამაჩემს.
- მე ვეთანხმები ძნელაძეს!
სამარისებურ მდუმარებაში დაბალი მელოდიური ხმა გაისმა, ყველამ უკან მიიხედა. დუჩე ქავანა, ჯიბეში ხელებჩაწყობილი, წამოდგა სკამიდან და მობეზრებული სახით წამოვიდა წინ.
- არ შეიძლება ადამიანს გარეშე კრიმინალი უწოდოთ, მხოლოდ იმიტომ რომ მისი კოდექსის თქვენსას არ ემთხვევა, ბატონო პროკურორო!
თვალები ლამის შუბლზე ამიცვივდა. ნუთუ, ეს სიტყვები ნამდვილად დუჩეს პირიდან იყო წარმოთქმული, რომელმაც ნელი ნაბიჯით გამოიარა დარბაზი და ჩემთან ახლოს შეჩერდა?!
- ანუ, თქვენც მომხრე ხართ, იმის რასაც Черный список-ი აკეთებს? - ზიზღით წარმოთქვა ჩემი მეტსახელი ზვიადმა. - გირჩევნიათ საკუთარი პირადი ცხოვრება ანდოთ უცხო ადამიანს, რომლის ვინაობაც კი არ იცით?
- მე არ მითქვამს, რომ მომხრე ვარ, - ცივად უპასუხა დუჩემ - მე აღვნიშნე, რომ ადამიანის ასე ხელაღებით კრიმინალად გამოცხადება არასწორია, მითუმეტეს მაშინ როდესაც სტუდენტებით გადაჭედილ აუდიტორიაში იმყოფებით. ამ შეხვედრის მიზანიც ხომ სწორედ ის არის, რომ ჩვენ თქვენგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ? მე კი უკვე დიდი ხანია ვზივარ და გისმენთ. მომბეზრდა, დიდი ბოდიშის მოხდით, მე ვერცერთ თქვენგანში ვერ ვხედავ სამაგალითო და მისაბაძ პიროვნებას, რომლისგანაც სამომავლოდ რამე უნდა ვისწავლო, ასე რომ, თქვენის ნებართვით, დაგტოვებთ.
მამაჩემს ისეთი სახე გაუხდა თითქოს გემრიელად შემოულაწუნესო. დანარჩენ სტუმრებს კი სახეზე საშინელი შეურაცხყოფა გამოეხატათ, აი ჩვენი სამართლის დირექტორი კი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. თხელი ნესტოები სიბრაზიზგან უთრთოდა, თითქოს მესმოდა კიდეც უხმოდ როგორ კიოდა, ამას მწარედ განანებთო. ბავშვებს ჩუმი სიცილი წასკდათ, ბევრს ისეთი საშინელი კმაყოფილება ეხატა სიფათზე, რომ აშკარა იყო ბევრი მათგანის სათქმელი დუჩემ რამდენიმე წუთის წინ წარმოთქვა. დაბღვერილმა დუჩეს გავხედე, მისი ორმაგი სტანდარტები წონასწორობას მაკარგვინებდა. უცებ კართან მისული გაჩერდა და არც მოუხედავს ისე დაილაპარაკა.
- გამომყვები? - დარბაზში ყველა გაისუსა.
- რა მასკარადია, ქავანა?! - დირექტორს ნერვებმა უმტყუნა.
- სია, - დუჩე სანახევროდ შემობრუნდა და გვერდულად გამომხედა - გამომყვები?
დარბაზი მაშინვე ახმაურდა. ყველამ ჩემკენ გამოიხედა ცნობისმოყვარეობით ანთებული თვალებით. ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა ხელები სიბრაზიზგან. დირექტორი თავს მალე მოერია, სწრაფად მიუახლოვდა დუჩეს და თვალების ბრიალით რაღაც გადაუჩურჩულა. კალანდიამ კი მაჯაზე ხელი წამავლო
- ადგომა და გასვლა არც იფიქრო, ძნელაძე. ნუ მისცემ იმის უფლბას რომ თავის სათამაშოდ გაქციოს.
- პირადი გამოცდილება გალაპარაკებს? - ვკითხე გაღიზიანებულმა და მისი მოშორება ვცადე - ხელი გამიშვი!
- ახლა თუ ადგები და იმ კარიდან გახვალ, - კალანდიამ მაჯიდან დამითრია და თავისკენ დამქაჩა - ვიფიქრებ, რომ შენში მაგრად ვცდებოდი.
- და აი მეც მაგრად მაინტერესებს ჩემზე რას იფიქრებ! - შევუღრინე გაღიზიანებულმა და ხელი გამოვგლიჯე - ერთადერთი რაც მინდა, ისაა რომ ორივემ დამანებოთ თავი! შენ ქავანაზე უკეთესი არაფრით ხარ, კალანდია!
დარბაზს აღელვებულმა ჩურჩულმა გადაურბინა. ჯერ ვერ მივხვდი რისი ბრალი იყო, სანამ მამაჩემი თავს არ წამადგა. ისეთი სახით უყურებდა კალანდიას თითქოს სადაცაა პირიდან ცეცხლს გამოაფრქვევსო.
- კიდევ ერთხელ თუ შეეხები ჩემს გოგონას, პირობას გაძლევ რომ მაგ ხელს ძირში მოგამტვრევ! - ხმადაბლა ჩაისისინა ზვიადმა.
დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. კალანდიას სახეზე გაკვირვება აღებეჭდა და დაბნეულმა მე გამომხედა. იმდენად შემრცხვა, რომ მინდოდა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე, თავი ასე დამცირებულად არასოდეს მიგვრძნია. აკანკალებული ძლივს წამოვდექი და ზვიადს მზერა გავუსწორე.
- ვის უწოდებთ თქვენს გოგონას? - თვალიდან ცრემლი გადმომივარდა.
- სია... - ზვიადს სახე ტკივილისგან დაემანჭა - ასე ნუ მექცევი.
- მე? მე გტკენ გულს? - წავისისინე გაცეცხლებულმა - ყველა სიკეთესთან ერთად ცინიკოსიც ყოფილხარ! შენ არ გყავს ქალიშვილი, არც ცოლი, შენ ოჯახი არ გყავს, ბატონო ზვიად!
- საკმარისია! - ვერც კი ვიგრძენი დუჩე როდის გაჩნდა ჩემ გვერდით - თქვენი შვილი საკმარისად დაამცირეთ. ყველა თქვენ მოგშტერებიათ. დღეს თქვენ აქედან წაბრძანდებით, სია კი აქ სასწავლებლად რჩება, ამას მე არ უნდა გიხსნიდეთ!
დუჩემ ბასრი მზერა ესროლა მამაჩემს, მაჯაზე ხელი წამავლო და თან გამიყოლა, წინააღმდეგობა არ გამიწევია, ალბათ იმიტომ რომ იქიდან წამოსვლა თავადვე მინდოდა. აფხორილ დირექტორს გვერდით ჩავუარეთ და გარეთ გამოვედით. წარმოდგენა არ მქონდა დუჩეს სად მივყავდი, ისიც კი არ შემიმჩნევია რომ სადღაც მიმათრევდნენ, მამაჩემის დამანჭული სახე გონებიდან არ ამომდიოდა. იმ წამს ძალიან უნდოდა დუჩესთვის ხელი დაერტყა, მაგრამ დამსწრეების გამო თავი შეიკავა.
იმის გაფიქრებაც კი არ მინდოდა რა მოჰყვებოდა დღევანდელ ინციდენტს. ცოტახანში დღის სენსაცია გავხდებოდი და ყველა ჩემზე გაიდგამდა ყბებს - რა ურთიერთობა აქვს მამამისთან? ასე რატომ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს? ქავანა რატომ ჩაერია? ესენი ერთად არ ცხოვრობენ? სიბრაზიზგან და სირცხვილისგან გამაკანკალა.
- სია.. - გრძელი თმა უკან გადამიყარა და თავი ამაწევინა - როგორ ხარ?
გაოცებულმა ახლაღა შევამჩნიე, რომ დუჩეს ცარიელ აუდიტორიაში შემოვეყვანე. ისეთი თვალებით მიყურებდა, რომ თავი უარესად ვიგრძენი.
- არ დაიღალე?
- ჯდომით, კი, მაგიტომაც წამოვედი, - ჩაეცინა გვერდულად და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ნაზად შემიმშრალა.
- ჩემით თამაშით, დუჩე. არ დაიღალე? სადამდე აპირებ შეტოპვას?
- მე შენით არ ვთამაშობ! - ხმა გაუმკაცრდა.
- მართლა? კარგი, რა აზრი აქვს შენთან საუბარს, მარტო დამტოვე. არ მინდა შენმა ნაშამ რამე იფიქროს, როგორც უკვე შენიშნე პრობლემები საკმარისზე მეტი მაქვს, მისი ისტერიჩკული გამოხტომები არ მჭირდება.
- რატომ მიმატოვე? - არც კი მისმენდა, ჩემკენ დახრილიყო და თვალებში სევდა ჩასდგომოდა - რატომ არ დარჩი ჩემთან?
- რას ბოდავ?!
- საავადმყოფოში, როცა ჩემს სანახავად შემოიპარე, რატომ არ დარჩი? მჭირდებოდი, ისე მჭირდებოდი როგორც არასდროს, ზურგი რატომ მაქციე?
- არ ვიცი რაზე ლაპარაკობ, - გულმა მტკივნეულად გამკრა - არ ვიცი რა გესიზმრა და არც მაინტერესებს, გამიშვი.
- რატომ? - თავისი მკლავების ტყვეობაში მომაქცია და აღგზნებულმა თვალებში ჩამხედა - რატომ გაიქეცი? რატომ მაქციე ზურგი?!
- შენ გამუდმებით ამას აკეთებ! - წამოვიძახე უცებ, თვალებში ცრემლი ამიბრჭყვიალდა - არაა სასიამოვნო ხომ? ხვდები რას გრძნობენ ადამიანები როცა მათ ნაგავივით ექცევი? საერთოდ შეცდომა იყო ჩემი იქ მოსვლა. ეს არ უნდა გამეკეთებინა, ამას ძალიან ვნანობ.
- ნანობ? - ხმა გაებზარა - ნანობ რომ მოხვედი?
- ჰო! - ვუყვირე აცახცახებულმა - ვნანობ რომ მოვედი! მინდა რომ შემეშვა, ჩემგან თავი შორს დაიჭირო! შეწყვიტო ეს უაზრო გამოხტომები თითქოს რამეში გადარდებდე, მეორე წამს ვიღაც ძუკნა გყავს კისერზე ჩამოკიდებული. ასე არ შემიძლია, ასე აღარ შემიძლია, დუჩე, თავი დამანებე.
სასოწარკვეთილმა მკერდზე თავი მივადე და უხმოდ წამომივიდა ცრემლები. მისი მკლავები ჯერ კიდევ ძლიერად მეჭიდებოდნენ.
- ვლოცულობდი რომ გადარჩენილიყავი, მინდოდა რომ ცოცხალი და ჯანმრთელი მენახე, მადლობა ღმერთს, რომ ასეც მოხდა. ახლა კი ყველაფერი დასრულდა, შენს ცხოვრებას დაუბრუნდი, მე კი თავი დამანებე...
ცალი ხელით თავი ამაწევინა და აპრიალებული თვალებით მომაჩერდა. ისეთი მწველი მზერა ჰქონდა, რომ თვალის გასწორება გამიჭირდა.
- გელოდებოდი, რაც გავიღვიძე და მივხვდი რომ იმ დედამოტყნულმა ტყვიამ ბოლო ვერ მომიღო, მას შემდეგ ყოველდღე გელოდებოდი. თითოეული კარის გაღებაზე იმედი მქონდა, რომ პალატაში შენ შემოაბიჯებდი.
- გეყოფა!
- დღეები გადიოდა და არ ჩანდი. მენატრებოდი, მაგრამ არ მოდიოდა. იმ ღამეს კი, როცა შენი ხმა გავიგე, როგორ დამაჯერებლად ატყუებდი მცველებს, რომ ჩემთან შემოგეღწია ლამის ფეხზე წამოვვარდი, მაგრამ ისე ვიყავი წამლებისგან დაუძლურებული, რომ განძრევას ვერ ვახერხებდი.
- გაჩუმდი! - ყურებზე ხელები ავიფარე - აღარ მინდა ამის მოსმენა, საკმარისია!
უხეშად ჩამომაწევინა ხელები და მკერდზე ძლიერად მიიკრა. მონაცრისფრო-მომწვანო თვალები აღგზნებისგან უელავდა.
- თავი მოვიმძინარე. რომ დაგენახა მეღვიძა, ჩემთან ასეთი გულახდილი არ იქნებოდი. ვერ მოვისმენდი იმ სიტყვებს რისი გაგებაც ასე გულით მინდოდა. ჯერ კიდევ ღრმად მწამდა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო, რომ შენ იქ ვერ იქნებოდი სანამ არ მაკოცე, როცა შენი ტუჩები შემეხო, ვიგრძენი როგორ გამომიცოცხლდა ორგანიზმი. მიუხედავად იმისა, რომ ტყვიისგან დაჭრილი და ათასი ....ობით გათხრილი ბნელ ოთახში ვეგდე, თავი ასე კარგად არასოდეს მიგვრძნია, შემდეგ კი გაიქეცი. ჩემი სითბო და სიყვარულიც თან გაიყოლე. ახლა კი გეკითხები ასე მოქცევა როგორ შეგეძლო?
- სისულელა, ნუცა...
- მაგ ბოზს ნუ მიხსნებ! - იყვირა გააფთრებულმა.
- დღეს დილით არ იყო როცა ერთმანეთი ლამის შემოგეჭამათ? შენი ერთი სიტყვისაც არ მჯერა, თავიდან მომწყდი!
- საკმარისია, ჭირს წაუღია ყველაფერი, ვნებდები, მოხდეს რაც მოსახდენია!
გაცეცხლებული მესცა და ტუჩებზე მგზნებარედ დამეწაფა. აღშფოთებულმა მისი მოშორება ვცადე, მაგრამ რაც უფრო ვუძალიანდებოდი მით უფრო ჟინიანად მკოცნიდა. ცალი ხელით მაჯები ზურგს უკან გამიკავა, მეორე ხელით კი თმაში შემიცურა და ძლიერად მიმიზიდა თავისკენ. ვიგრძენი ჩემს სხეულს აკრძალული ცეცხლი როგორ მოედო, სახე ამიხურდა. ვნებამ გონება საერთოდ დამიბინდა - დავნებდი. წინააღმდეგობა შევწყვიტე და ჩემდა სამარცხვინოდ, ვუპასუხე.
- აი ასე!
ჩაეღიმა კმაყოფილს და მხურვალე ბაგეებით ვნებიანად დამეწაფა. ვგრძნობდი რომ სისულელეს ვაკეთებდი, უფლება მივეცი, რომ ამ ბრძოლაშიც დავემარცხებინე, მეტისმეტად იოლად დავნებდი. მაგრამ იმ წამს ჩემთვის იმდენად მიმზიდველი, იმდენად სრულყოფილი და ვნებიანი იყო, არ მადარდებდა სწორად ვიქცეოდი თუ არა. არ მადარდებდა ამის შემდეგ რამდენ ნაწილად დამემსხვრეოდა გული.
ისეთი ალერსიანი იყო, გულში არც კი გამივლია რომ მეთამაშებოდა. მისი თითები ნაზად დასრიალებდნენ კეფაზე, წელზე, მკლავებზე, ღაწვებზე - სახეზე სისხლი მომაწვა, სუნთქვა შემეკრა, ცუდად გავხდი. ვნებისგან ახურებულმა ტუჩებმა ყელზე გადაინაცვლეს, შემდეგ ნიკაპზე. მის ცხარე სუნთქვას ყურის ძირში ვგრძნობდი. ყელი ამილოკა და ყურის ბიბილოზე მწარედ მიკბინა, ვენებს ვნების ცეცხლი მოედოთ და კინაღამ გული გამიჩერდა.
- ნაძირალა! არამზადა! - ამოვიჩურჩულე გონებაწართმეულმა. აღგზნებულმა სიცილით ამიტაცა ხელში და ლექტორის მაგიდაზე შემომსვა. - რა ჯანდაბას აკეთებ? კარი...
- ჩაკეტილია.
- შეწყვიტე!
- არ მინდა.
- მომშორდი!
- ბევრს ლაპარაკობ! - თმაში ხელი შემიცურა და სწრაფად მიმიზიდა თავისკენ.
მკოცნიდა, მლოკავდა, მკბენდა, მისი აგზნებული ოხვრა, ხომ საერთოდ მიბინდავდა გონებას, გრძელი თითებით ნაზად მეალერსებოდა მთელს სხეულზე, გამომწვევად, დაუნდობლად... ცხელი ბაგეები ვნებიანად ერწყმოდნენ ჩემსას... სიგიჟის ზღვარს მივუახლოვდი. აი თურმე რას ნიშნავდა დუჩე ქავანას მახეში გაბმა! მეცოდებოდა, ყველა გოგო მეცოდებოდა მის გვერდით და საკუთარი თავიც, მის მგზნებარე შარმს, რომელიც თითქოს მაგნიტივით მიზიდავდა მასთან, ვერაფერს ვუხერხებდი, წინააღმდეგობის გაწევა მინდოდა მაგრამ არ შემეძლო.
ტკბილი ტუჩებით ყელზე დასრიალებდა, ენის წვერით მეხებოდა გახურებულ კანზე და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. თმა უკან გადამიყარა და ყურის ძირი ნაზად ამიკოლა. თითქოს სხეულში უზარმაზარი ფეიერვერკი ამიფეთქეს, ტუჩზე ვიკბინე რომ კვნესა შემეკავებინა. ხელები თეძოებზე ჩაასრიალა და თავისკენ მიმიზიდა.
- დუჩე, გაჩერდი.
- დიდი ხანია თავს ვიკავებ, მეტი აღარ შემიძლია...
კეფაში ხელი ძლიერად წამავლო და ჩვენი ტუჩები ისევ შეერწყა ერთმანეთს. ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა, ავფართხალდი, რომ თავიდან მომეშორებინა, მაგრამ მოხერხებულად შემბოჭა, მკლავებში მომამწყვიდა, ცბიერად გამიღიმა და ქვედა ტუჩზე გამომწვევად მიკბინა.
- გაჩერდი, საკმარისია!
- ნუ...
სიტყვა პირზე შეაცივდა და თვალებგაფართოებული ჩემს დალილავებულ ფერდს დააშტერდა. გავიბრძოლე, რომ სვიტერი ჩამომეწია, მაგრამ სახეაჭრილმა ერთი ხელის მოსმით გადამაძრო ზედა და უკან დაიხია. დალურჯებულ-ჩაყვითლებული ტანი საზიზღრად გამომიჩნდა.
- ახლავე დამიბრუნე!
წავისისინე გაცოფებულმა და სვიტერისკენ გავიწიე, რომ წამერთმია, მაგრამ მაჯაში ხელი წამავლო და ზურგით შემაბრუნა.
- ეს რა არის?! - სვიტერი მაგიდაზე მიაგდო და თავისკენ სწრაფად შემაბრუნა - საიდან გაქვს ეს ჩალურჯებები?
- კიბეებზე დავგორდი, - დავახეთქე პირველივე ტყული რაც თავში აზრად მომივიდა - ვინ მოგცა ასე მოქცევის უფლება! - სვიტერს ხელი წავავლე და სწრაფად გადავიცვი ტანზე.
- ესეც კიბეებზე დაიშავე?! - წაისისინა გაცეცხლებულმა.
მკლავზე მესცა და სახელო იდაყვამდე აქაჩა, თავდამსხმელის ნათითურები ჯერ კიდევ მკვეთრად მეტყობოდა კანზე.
- ჰო. - ხელი გამოვგლიჯე და სახელო ჩამოვიწიე.
- ვინ შეგეხო? - თვალებში სახიფათო ნაპერწკალმა გაუელვა - მითხარი, ვინ შეგეხო?!
- შემეშვი! - კარისკენ წასვლა დავაპირე, მაგრამ ხელი წამავლო და თავისკენ შემაბრუნა.
- მამაშენი იყო? მითხარი იმ ნაბიჭვარმა გცემა?
- რეებს ბოდავ, ხუთი წელია თვალით არ მინახავს!
- მაშინ ვინ? მითხარი ეს ვინ გააკეთა, მე მაგას...
- რა? რას იზამ? - გაცეცხლებულმა მკერდში ძლიერად ვუბიძგე - გგონია უფლება გაქვს, როცა მოგესურვება მაშინ შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და თავგზა ამიბნიო? გგონია უგრძნობი თოჯინა ვარ, რომლითაც დროებით გაერთობი, მერე კი, მობეზრებული, გვერდით მოისვრი? ვინ გგონია შენი თავი!
- არ არის ეგრე, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. კითხვაზე პასუხი გამეცი-მეთქი, საიდან გაქვს ეგ ჩალურჯებები ტანზე?!
- გამანებე თავი.
- სია! - იყვირა წონასწორობადაკარგულმა და მთელი ძალით ამოსცხო წიხლი მაგიდას, კომპიუტერის კლავიატურა და კალმების ჩასადები ძირს გადმოცვივდა - ჭკუიდან არ შემშალო! მითხარი რომელი ახვარი შეგეხო, მოვკლავ ვიყო!
- კიბეებიდან დავგორდი-თქო, ესაა და ეს!
- ნუ მატყუებ, - ახლოს მოვიდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია, თვალები შეშლილივით უელავდა - ასე ვინ მოგექცა? ვინ გაბედა თითის დაკარება, ვინმე სირს ხვდები? ის გცემს?
- რა? რეებს ბოდავ?
- მაშინ მითხარი რა ჯანდაბა ხდება, იმიტომ რომ თავში ათასი საშინელი აზრი მომდის. ტანი მთლიანად ჩალურჯებული გაქვს, ხელებზე ნათითურები გეტყობა, ტყუილი არც კი გაბედო! რომელი შეგეხო, დედასმოვუტყნავ, არ ვაცოცხლებ!
- სიმართლის მოსმენა გინდა? - ამოვიჩურჩულე ხმაჩახლეჩილმა.
- ჰო!
- ყველაზე დიდი საფრთხე შენ ხარ, - თავი ავწიე და მზერა გავუსწორე - ყველაზე დიდ ტკივილის შენ მაყენებ, ეს იმასთან შედარებით არაფერია რასაც შენ მიკეთებ.
გაშეშდა. ნათლად დავინახე თვალები როგორ აუწყლიანდა, ხელები კი უღონოდ ჩამოუცვივდა. გული ათას ნაწილად მეშლებოდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ადამიანს ამხელა ტკივილის განცდა შეეძლო. შხამიანმა ბურუსმა მთელი არსება მომიწამლა. ჩემში ორი პიროვნება ერთმანეთს გააფთრებული ებრძოდა, ერთს დუჩესთან ყოფნა უნდოდა, მევედრებოდა ხელი გამეწვდინა, მოვხვეოდი და ჩემი სიტყვები უკან წამეღო. მეორე კი უკან მექაჩებოდა და გამძვინვარებული ჩამყვიროდა ყურში შეჩერდიო.
დუჩემ ნელა დაიხია უკან, თვალი ამარიდა და ზურგი შემაქცია. თითქოს წყვდიადში ძალიან ნელა ვიძირებოდი და ნელ-ნელა სუნთქვა მიჭირდა.
- მაპატიე...
ჩაილაპარაკა ხმადაბლა, სწრაფად მობრუნდა და გვერდით ჩამიარა. გული საბოლოოდ გამეხლიჩა შუაზე და ნამსხვრევებად მექცა. გავიგონე კარის საკეტი როგორ გადაატრიალა და ნუცას ხმაც მოისმა.
- რა ჯანდაბას აკეთებ? იმ ძუკნასთან ერთად სად გაიქეცი? რას ნიშნავდა ის...
- გზიდან გამეცალე!
- დუჩე!
- თავიდან მომწყდი-მეთქი! - უღრიალა გაცოფებულმა.
უკან შებრუნება ვერ გავბედე. ერთ ადგილზე გაშეშებული ვიდექი და გონს მოსვლა მიჭირდა. ოთახში გაცეცხლებული ნუცა შემოვარდა. მხარში ხელი წამავლო და თავისკენ შემაბრუნა. თვალებიდან ნაპერწკებს ყრიდა, მუდამ თეთრი ფითქინა სახე, ახლა სიბრაზიზგან ერთიანად აჭარხლებოდა.
- თავი ვინ გგონია, ძუკნა?! - იკივლა გაწიწმატებულმა და ხელი ასწია რომ გაერტყა.
- არც კი იფიქრო! - სისი არსაიდან აესვეტა უკნიდან და მოქნეული ხელი ჰაერში სწრაფად დაუჭირა - გაეთრიე აქედან!
- ხელი გამიშვი!
- გაეთრიე-მეთქი, აქედან! შენი დეგენერატი შეყვარებულიც თან გაიყოლე, ყელში ამოხვედით უკვე!
გაცეცხლებულმა მკვეთრად უბიძგა. ნუცამ ზიზღნარევი მზერა შეგვავლო, მოგვაძახა ამას არ შეგარჩენთო და ოთახიდან გაიქცა. სისი კი მე მომიბრუნდა აღელვებული.
- როგორ ხარ?
- წავიდა? მამაჩემი...
- არა, შეხვედრა არ დასრულებულა, დირექტორი ისეა გაცოფებული ალბათ ორივეს დაგხოცავთ. სტუმრებმა თავი ისე დაიჭირეს ვითომ არც არაფერი მომხდარა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ანი თავის კაბინეტში ბოლთას სცემს და თქვენი წამების გეგმას ადგენს.
- კარგი, გავუმკლავდები როგორმე.
- სია, მამაშენი...
- გთხოვ, ახლა არა, პირობას გაძლევ აუცილებლად გიამბობ ყველაფერს, მაგრამ ახლა არა.
- კარგი, კარგი - მოვიდა და გადამეხვია.
თავი უღონოდ ჩამოვადე მხარზე და გავისუსე, ახლა ჩემი სიფრიფანა მეგობარი ისე მჭირდებოდა როგორც არასდროს. ჯერ კიდევ თვალწინ მედგა დუჩეს ტკივილისგან დამანჭული სახე, მისი აწყლიანებული თვალები და ცუდად გავხდი.
- აქედან წავიდეთ, მეტი აღარ შემიძლია, ამ წყეული შენობიდან უნდა გავაღწიო.
- წამოდი...
****
ლოგინზე წამოწოლილს თავი სისის კალთაში მედო და ფიქრებში ჩაძირული ხმას არ ვიღებდი. ის კი თმაზე მეფერებოდა და მოთმინებით იცდიდა როდის მოვუყვებოდი ყველაფერს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩემს სახლში მეგობარი მოვიყვანე.
- სია, დამელაპარაკე, ვნერვიულობ.
- სიმართლე არ მოგეწონება, სისი... - წამოვჯექი და სახეზე ხელი მოვისვი.
- მე ის არ მომწონს, რომ ჩემი მეგობრის თავს ათასი საშინელება ხდება, მე კი ამ დროს არაფრის გონზე არ ვარ. ვიცი რომ ბევრ რამეს მიმალავ, ამას აქამდე მოთმინებით ვიტანდი, მაგრამ საკმარისია შენზე რაღაცეების გაგება გარეშე პირებისგან! მინდა რომ ყველაფერი თავად მიამბო.
- და თუ ეს სიმართლე ჩემზე წარმოდგენას შეგიცვლის? მაშინ?
მეგობარს ყურადღებით დავაკვირდი სახეზე. ნირი არ უცვლია, მხოლოდ ოდნავი დაბნეულობა შევამჩნიე თვალებში. ახლა ბევრი შესაძლო ვარიანტი განიხილა გონებაში, რის გამოც შეიძლებოდა ჩემზე წარმოდგენა შეცვლოდა.
- გადახარშე? - გამეცინა.
- პროცესში ვარ. თუმცა, ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა იყოს გაგებას შევძლებ, მეგობრები რისთვის ვართ?
- არა, სისი, ეს მხოლოდ მეგობრობას არ ეხება. მე თუ ახლა ხმას ამოვიღებ და ყველაფერს გეტყვი, ამით საკუთარ სიცოცხლეს განდობ და საფრთხეშიც ჩაგაგდებ. კარგად დაფიქრდი, გინდა რამის მოსმენა თუ არა?
წამით სახეზე აღელვება დაეტყო. ვის არ დააბნევს ასეთი წინაპირობა რაღაცის მოსმენის წინ? განა ბევრი ადამიანი გეუბნებათ ასეთ სიტყვებს, როდესაც მისგან რამე ცხოვრებისეული ტრაგედიის მოსმენას ელით? ყველას თავისი პრობლემა და გასაჭირი აქვს, ეს არცაა გასაკვირი. ხალხი ამაზე თამამად საუბრობს, ხანდახან ისე წუწუნებენ რომ დაგღლიან კიდეც თავიანთი ტრაგიზმით. მაგრამ ასეთ დროს მხოლოდ ამბავს ისმენთ, მისი მონაწილე კი არ ხდებით. მე კი, თუ სისის ყველაფერს ვუამბობდი, იმ ჭაობში ჩავითრევდი, რომელშიც უკვე კარგა ხანია ვიძირებოდი.
- სია, ნუ მაშინებ, ასეთი რა ხდება? შენს ჩალურჯებებს ამასთან კავშირი აქვს?
- მე უკვე გითხარი რაც მოჰყვება ამ ყველაფერს, თუ ხმას ამოვიღებ. გინდა მოსმენა, თუ არა?
- საფრთხეში ხარ? - მკითხა შიშით.
- და შენც აღმოჩნდები, თუ მოყოლას დამაძალებ! - ვუპასუხე მტკიცედ და თვალი გავუსწორე.
- მინდა მოსმენა. - თქვა უცებ.
- დარწმუნებული ხარ?
- ჰო.
ერთმანეთს თვალი გავუსწორეთ. შემდეგ ამოვიოხრე და თავი ჩავღუნე. არ მჯეროდა, რომ ამას ვაკეთებდი. ამდენმა ტყუილმა და თავის მოჩვენებამ სასტიკად დამღალა. საწოლიდან ავდექი და ოთახში შუქი ავანთე. საძინებლის კარი მივხურე და სისის მივუახლოვდი.
- ახლა რასაც დაინახავ და რასაც მოისმენ, ამ ოთახს არ უნდა გასცდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დავიღუპები.
- სია, ნუ მაშინებ! - სისი შეშფოთებული შესწორდა ლოგინზე - რა ჯანდაბა ხდება, ამიხსენი.
არაფერი მითქვამს. თმა უკან გადავიყარე და სვიტერი გავიხადე. ჩემს დალილავებულ ტანს უკვე მეორედ ვამზეურებდი. სისიმ როგორც კი თვალი მოჰკრა ჩალურჯებებს სახეზე ფერი დაეკარგა. აკანკალებული ლოგინიდან ჩამოცურდა და ფრთხილად მომიახლოვდა.
- ეს... ეს... - უკნიდან მომიარა და დამრგვალებული თვალებით შემითვალიერა დაჟეჟილი ტანი - ეს საიდან გაქვს?
- თავს დამესხნენ. - ვუპასუხე მოკლედ.
- რა თქვი? - ხმა ჩაუწყდა და ლოგინზე მოწყვეტით დაეხეთქა. - რას ნიშნავს თავს დაგესხნენ? ვინ? რატომ? პოლიციაში არ წახვედი?
- არა, პოლიცია პირველია იმ სიაში, რომელმაც ამის შესახებ არაფერი არ უნდა იცოდეს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ სწორედ ის ვარ ვისაც ასე მონდომებით დაეძებენ ქალაქის ბნელ ქუჩებში. სწორედ ის ადამიანი ვარ, ვინც რამდენიმე კვირის წინ საავადმყოფოს გენერატორი ააფეთქა. მე ის ინკოგნიტო დეტექტივი ვარ, ვისაც დღეს გარეშე კრიმინალი უწოდეს - Черный список-ი ჩემი ზედმეტსახელია, სისი.
შევამჩნიე სახეზე დაბნეულობა როგორ აღებეჭდა, აშკარად ვერ ჩასწვდა ჩემი სიტყვების აზრს, ან იფიქრა რაღაც არასწორად მომესმაო, შემდეგ დაბნეულობა ეჭვმა შეცვალა, ეჭვი კი შიშმა. გაშტერებული შემომყურებდა და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა, არ იცოდა რა ეთქვა.
- შენ... Черный список-ი შენ ხარ? - მკითხა ხმაჩაწყვეტილმა - მთელი ეს დრო... როცა კვირეებით იკარგებოდი, როცა ზარებს არ პასუხობდი, შენ ამ დროს საქმეზე დადიოდი?
- ჰო.
- მთელი ის სკანდალები, ინტრიგები, ბინძური ამბების სააშკარაოზე გამოფენა... ამას შენ აკეთებდი?
- ჰო.
- და ეს დალურჯებები? თავს დაგესხნენ იმიტომ რომ იციან ვინც ხარ?
- არა, უბრალოდ არასწორ დროს არასწორ ადგილზე აღმოვჩნდი. გვამის დათვალიერების დროს მის მკვლელს წავაწყდი.
- გვამი? - ერთიანად გადაფითრდა - Черный список-ი, უფრო სწორად შენ ხომ ასეთ სამქეებზე არ მუშაობ?
- მართალია, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ამ საქმეში თუ არ ჩავერევი დუჩე და კალანდია დაშავდებიან და არა მარტო ისინი, ვიღაცას ჩემზე გამოსვლა სურს. იმ ღამეს კი, ვფიქრობ საქმეც გავუადვილე.
- რაო, რაო? რა შუაში არიან დუჩე და კალანდია მთელ ამ ამბებთან?
ამოვიოხრე და მოკლემკლავიანი ზედა გადავიცვი. წინ გრძელი და მძიმე საღამო მელოდა. მისთვის ყველაფრის ახსნა მომიწევდა. გავბედე და გაავებული ფუტკრებით სავსე სკას თავი მოვხადე, ახლა კი შედეგებთან ბრძოლაც მომიწევდა.
სისის ყველაფერი ვუამბე. რაც უფრო მეტს ისმენდა, მით უფრო მისდიოდა ფერი, მაგრამ მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მთელი სიმართლე ისე მოისმინა, წამოხტომის და გაქცევის სურვილი ერთხელაც კი არ გასჩენია. მისთვის ეს ყველაფერი შოკისმომგვრელი და დამაბნეველიც კი იყო, მაგრამ, პირზე ხელებაფარებულმა, მაინც ბოლომდე მოისმინა ჩემი ბნელი ცხოვრების უცნობი დეტალები, რომელსაც ასე მონდომებით ვუმალავდი გარშემომყოფებს.
- ახლა გასაგებია რაც მოხდა საკონფერენციო დარბაზში. - ყავის ჭიქას ხელები შემოჰხვია და სევდიანად შემომხედა - მამაშენმა არაფერი იცის ხომ ასეა?
- არა, - უცებ წარმოვიდგინე რა სახე ექნებოდა ეს ყველაფერი რომ გაეგო და მწარედ გამეცინა - მისთვის არარსებული შვილი და ქუჩის კრიმინალი ვარ.
- მე კი ჩემი თავი მეცოდებოდა ჩემი მშობლების ხელში, - ორივეს გაგვეცინა - წარმოდგენაც კი მიჭირს რა რთულია ასე ცხოვრება. ახლა ვხვდები როგორ გიჭირს ეკესთან ურთიერთობა.
- კართან ვიდექი, მესმოდა მისი სიტყვები და კარი ვერ გავაღე. მინდოდა, მთელი გულით მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი. მაშინ ნაცემი რომ ვენახე ტრაგედია დატრიალდებოდა, სისი. თუ გაიგებს რამდენად სახიფათო რაღაცას ვეჭიდები ჩარევას მოინდომებს, ეს კი დაღუპავს, ამის დაშვება არ შემიძლია.
- მესმის, - სახეზე ხელი მოისვა და თმა ნერვიულად აიჩეჩა - მაგრამ ასე ვერ დააიგნორებ. არ ვიცი რა უჭირს, მაგრამ სჭირდები, არ გინახავს მისი შეშინებული და სასოწარკვეთილი სახე, როცა უიმედოდ დაგეძებდა. რა აღარ იფიქრა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ თოიძე ასეთი აღმოჩნდებოდა, ყოველთვის ჩუმი და სერიოზული ტიპი იყო. არც არავის ელაპარაკებოდა დიდად.
- ჰო, სინამდვილეში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ვიცი რომ ვჭირდები და მეც მჭირდება. მასთან უცნაურ კავშირს ვგრძნობ, არ ვიცი ამას რა დავარქვა, მაგრამ როცა ახლოსაა თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობ.
- დუჩე? - ინტერესით ამომხედა და თვალი გამისწორა - რა ხდება შენსა და დუჩეს შორის?
ენაზე ვიკბინე. გამახსენდა სისის სახე, როგორ უყურებდა დუჩეს და თავი უხერხულად ვიგრძენი. თუ ჩემი ვარაუდი სიმართლე აღმოჩნდებოდა რა გამეკეთებინა? ასეთი რამეები მარტო იდიოტურ სერიალებში მქონდა ნანახი და მუდამ მეცინებოდა სასიყვარულო სამკუთხედებზე, მეტიც ზიზღს მგვრიდა ის ფაქტი რომ ორი ადამიანი ერთს ვერ იყოფდა.
- სისი, დუჩე მოგწონს? - სადაც წვრილია იქ გაწყდეს-მეთქი, გავიფიქრე სასოწარკვეთლმა.
- რა? - სისის ჯერ თვალები გაოცებისგან წამოენთო, მერე კი სიცილი აუტყდა - რა სისულელეს მეკითხები, საიდან მოიტანე?
- იოლად ვხვდები, როცა ადამიანები მატყუებენ, ეს ჩემი პროფესიაა ბოლოს და ბოლოს, ასე რომ სიმართლე მითხარი.
- არა, ჯერ იმ აზრს ვერ შევეგუე, რომ Черный список-ი ჩემს წინ ზის. - თავი გააქნია და სახეზე ხელი მოისვა.
- სისი...
- არა, ასე არ არის. - ღიმილით ამომხედა და თითი ჭიქის ზედაპირს მოატარა - აქამდე ეს არ მითქვამს, მაგრამ დღეს ყველა საიდუმლოს კარი იღება, ასე რომ მოგიყვები.
- კარგი. - დავიძაბე, რაღაც პასუხის მოსმენა გადამინდა.
- ერთი წლის წინ, მაშინ შენ უნისში არ დადიოდი, ლექციები გვიან დამიმთავრდა. ბოლო ლექცია ერთი საათით გადაიტანეს და სემინარიდან გვიან გამოვედი.
- მერე?
- ხომ იცი, ჩემს სახლთან ახლოს ღამის კლუბია, იქ კიდე ათასი იდიოტი დადის, მითუმეტეს, როცა ნარკოტიკებით და სასმელით გაბრუვდებიან ჭკუა საერთოდ აღარ მოეკითხებათ.
- გააგრძელე. - უსიამოვნო წინათგრძნობამ გული შემიკუმშა.
- ღამის თერთმეტი იყო დაწყებული, როცა კლუბს ჩავუარე. - ქერა თმა უკან გადაიყარა და დაბინდული მზერით ჩაბნელებულ ფანჯარას გახედა, თითქოს ფიქრებით იმ ღამეს დაუბრუნდა - იქიდან სამი მთვრალი გამობარბაცდა, მარტო გოგო რომ დამინახეს, სიცილით ამეკიდნენ წამოდი დავლიოთო. ყურადღება არ მივაქციე, თუ დავაიგნორებ შემეშვებიან-თქო, ვიფიქრე, მაგრამ ჩემმა საქციელმა ერთი განსაკუთრებით გააღიზიანა. ქუჩაში სხვა არავინ იყო. ამ სამმა კუთხეში მიმიწყვდიეს, ერთმა კი ყელზე დანა მომადო. არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ დასრულდებოდა დუჩე, რომ არ გამოჩენილიყო.
- დუჩე? - ცხელი ყავა კინაღამ გადამცდა.
- ჰო, - ღიმილით გამომხედა - არ ვიცი იქ როგორ აღმოჩნდა. შეიძლება ისიც კლუბში იყო და გარეთ, რომ გამოვიდა მაშინ შეგვასწრო თვალი, არ ვიცი. ის სამი ისე ცემა, რომ ფეხზე ვეღარ დგებოდნენ. მე კი ხელი მომკიდა და სახლამდე მიმაცილა, გზაში ხმაც კი არ გაუცია, საერთოდ არაფერი უთქვამს. სახლის კართან რომ მიმიყვანა მხოლოდ ეს მითხრა მომხდარი დაივიწყეო და წავიდა. მას შემდეგ აღარ დავლაპარაკებივართ ერთმანეთს, თავი მუდამ ისე უჭირავს თითქოს არც მიცნობს. თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. ის რომ არ გამოჩენილიყო იმ ღამეს არც კი ვიცი რა მოხდებოდა, მასთან სიცოცხლითაც კი ვარ დავალებული. ამიტომ გამიხარდა, რომ გამოკეთდა, შეიძლება მკაცრი და ფეხზე ტიპის ნიღაბს ატარებს, მაგრამ ვიცი რომ კარგი და კეთილი ადამიანია.
მოსმენილმა დამაბნია. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ დუჩეს პიროვნებას ჯერ კიდევ ვერ ჩავმწვდარიყავი ბოლომდე. ხან უხეში და არამზადას შთაბეჭდილებას ტოვებდა. ხან ცივი და დამოკიდებულება ჰქონდა ყველაფრისადმი, ხანდახან კი კეთილი, მიმზიდველი და რაინდული სულის პატრონიც კი იყო. კი მაგრამ, რამდენი ადამიანი ცხოვრობდა მასში?
მორგებული ნიღბის ტარება არც ჩემთვის იყო სიახლე, თავად ბევრ ადამიანს ვატყუებდი ჩემი ვინაობის და საქმიანობის შესახებ, მაგრამ დუჩე... დუჩე იმ ბურუსით მოცულ სფეროს ჰგავდა, რომელში ჩახედვაც ყოველთვის ახალ კითხვებს მიჩენდა, სადაც ვერასოდეს ვამჩნევდი მკვეთრ ფიგურებს. სფეროში ყოველი ახალი ჩახვედისას, მუდამ ახალი სურათი მხვდებოდა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო წინასთან.
- არ ვიცი თქვენ შორის რა ხდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს დროზე უნდა გაარკვიო. ვხედავ როგორი რეაქცია გაქვს, როცა მის სახელს გიხსენებენ. ის შეიძლება მართლაც კარგი ადამიანია, მაგრამ გოგოებთან მისი დამოკიდებულება... არ ვიცი, სია, მე ეკე მადარდებს, მას მოსწონხარ. ეს ამბავი მასაც ეხება, ის კი უნივერსიტეტში მგონი ერთადერთი გულწრფელი და რეალური პიროვნებაა, ადამიანი რომელსაც ნიღაბი არ სჭირდება თავისი პიროვნების შესალამაზებლად. კარგად დაფიქრდი, სანამ არჩევანს გააკეთებ მერყევ და არარეალურ ურთიერთობასა და წრფელ გრძნობას შორის.
- სასაცილოა პირდაპირ, - გამეცინა ირონიულად - ზუსტად ასე წარმომედგინა დაქალების საუბრები. ვიღაც მანიაკი გარეთ შლეგიანივით დამეძებს, ჩვენ კი აქ ბიჭების თემას განვილიხავთ. ყველაზე არაჯანსაღი დამოკიდებულებად მაინც ეს მიმაჩნია.
- ჰო, ეგეც მართალია, - გაიცინა, ყავა მოსვა და სერიოზულად ამომხედა - რას აპირებ, სია? ეს სახუმარო საქმე არაა, როგორ გაუმკლავდები ამას მარტო? ოჯახური კონფლიქტების გამომზეურება ერთია და უცნაურ მკვლელობებში ჩარევა კიდევ მეორე. ჯერ კიდევ ვერ ამომიგდია გონებიდან ის საშიში საწამლავი. მართლა რომ გაავრცელონ მთელს ქვეყანაში? ეს ერთი ადამიანის ბოროტი გეგმა ვერ იქნება, იქნებ ამის უკან უფრო სერიოზული ძალა დგას?
- ყველაფერს პუტინს ნუ დავაბრალებთ, - გამეცინა გამხიარულებულს - ჯერ არ ვიცი ვისთან და რასთან მაქვს საქმე, მაგრამ ამას გავაკრვევ. შენ ამაზე ფიქრით ტვინს ნუ გადაიღლი.
- შენს შესახებ მარტო სანდრომ იცის? ვინაა ეს ბიჭი, საიდან იცნობ?
- ბავშვობის მეგობრები ვართ. ერთმანეთს ყოველთვის კარგად ვუგებდით, როცა ყველაზე მეტად დამჭირდა გვერდით დამიდგა. ის ერთადერთი მეგობარი იყო, ვინც აქამდე გამაჩნდა.
- ახლა კი ორივე შარში ხართ, თქვენზე ნამდვილი ნადირობა ექნებათ გამოცხადებული. ამას მარტოები ვერ გაუმკლავდებით, როგორი მაგარი ჰაკერიც არ უნდა იყოს ის და როგორი მაგარი უნარებიც არ უნდა გქონდეს შენ, მარტოებს გაგიჭირდებათ, სია. დახმარება გჭირდება.
- ჰო, დამატებითი კავშირები არ გვაწყენდა, მაგრამ ეს შეუძლებელია, ამაში ვერავის ჩავრევთ, პოლიციას მითუმეტეს. ეგ უმაქნისი იდიოტები არავის არაფერში სჭირდება. არ უსმენდი დღეს სემინარს? ან თავს იბრმავებენ, ან მართლა ბრმები არიან და ვერაფერს ამჩნევენ, მეცინება კიდეც. ნეტავ დაანახათ მათ ცხვირწინ რა ხდება, ის საწამლავი, რომლითაც ხალხი იხოცება სახუმარო არ არის. ამას მირიან გელოვანის სიკვდილიც კი მოჰყვა, ჩემდა გასაკვირად კი საქმე სწრაფადვე დახურეს.
- როგორ ფიქრობ, ამ ამბებში „ქეი კორპორეიშენი“ გარეულია? თუ ამ ყველაფრის მიღმა ეს კომპანია დგას, მაშინ დუჩესგან და კალანდიასგან ვის რა უნდა? ალოგიკურია.
- არა, არამგონია. ეს კომპანია მომხდართან კავშირშია, მაგრამ არამგონია, რომ ლაბორატორიაში ქიმერას გამოყვანას ცდილობდეს.
- ამდენი ფიქრით უკვე თავი ამეხადა, რომელი საათია ჩემი წასვლის დროა.
- უკვე გვიანია, ცხრა საათი ხდება, დღეს ჩემთან დარჩი და ხვალ ერთად წავიდეთ უნისში.
- მინდა, მაგრამ არ შემიძლია, ჩემები ჭკუიდან გადაცდებიან. მამაჩემთან ამ ბოლო დროს ისედაც დამეძაბა ურთიერთობა, სიტუაციის გამწვავება არ მინდა.
- რა მოხდა?
- როგორც იქნა, სახლში ვუთხარი, რომ სამართალზე სწავლა არ მინდოდა.
- მერე??
- მოსალოდნელი რეაქციაც მოჰყვა, ათას რამეს დააბრალეს, აქამდე კარგად სწავლობდი და მესამე კურსზე რა ბზიკმა გიკბინაო. რამე ხომ არ ხდებაო, ვინმე ხომ არ შეგიყვარდაო.
- რაო? სიყვარული რა შუაშია შენს მომავალ კარიერასთან?
- არ ვიცი, არაფერი არ ვიცი, სია. ჭკუიდან გადამიყვანეს და ხელი ჩავიქნიე, მათთან საუბარს აზრი არ აქვს.
- და რას აპირებ?
- გავაგრძელებ სწავლას, დავამთავრებ ამ იდიოტურ უნივერსიტეტს და რომელიმე კარგად მოწყობილ კაბინეტში, დარჩენილ ცხოვრებას ფურცლების ქექვაში გავატარებ.
- ეს სიგიჟეა! - გავღიზიანდი - იმის კეთებას ვერ გაიძულებენ, რაც არ გინდა.
- მაიძულებენ, როცა შენით ცხოვრების არ გაქვს ბევრი რამის ატანაც მოგიწევს, მათ შორის იმაზე სწავლა რაც არ გინდა.
- ჩემთან გადმობარგების წინადადება ძალაშია, მართალია ახლა ერთი-ორი მანიაკი მოსაკლავად დამეძებს, მაგრამ რავიცი მაინც დაფიქრდი.
სისის სიცილი აუტყდა, გაღიმებულმა ქერა თმა უკან გადაიყარა და თბილად შემომხედა.
- გმადლობ, მაგრამ სამაგისოდ მეტისმეტად მხდალი ვარ. მე არ შემიძლია შენსავით იმ საშიში რაღაცეების კეთება რასაც ღამით საქმიანობ. არ შემიძლია ბრძოლა, როცა არ ვიცი მას როგორი ბოლო ექნება. მხდალი ვარ და ცხოვრებაც შესაფერისად წამივა, ამას საკუთარი თავის გარდა ვერც ვერავის დავაბრალებ.
- სისი...
- თავს გაუფრთხილდი, არ ვიცი რა შარში გაყე თავი, მაგრამ ეს უნდა მოვაგვაროთ, შეიძლება მე ვერც ვერაფრით შევძლო დახმარება, თუმცა, მოსასმენად მუდამ მზად ვიქნები.
- ეგ ისეთი რამაა რისი მოცემაც ამჯერად, შენს გარდა, არავის შეუძლია, ასე რომ გმადლობ, მეგობარო.
თავი მეცამეტე
ხეების ჩრდილში მიმალული, შორიდან ვათვალიერებდი მირიან გელოვანის კერძო სახლს. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ სრული წყვდიადი სუფევდა და რამის გარჩევა თითქმის შეუძლებელი იყო, მაინც სიფრთხილეს ვიჩენდი. როცა დავრწმუნდი, რომ აგარაკის ახლოს არავინ ჭაჭანებდა სახეზე ნიღაბი მოვირგე და თავზე კაპიშონი წამოვიფარე. ხელზე ხელთათმანები შევისწორე და იარაღი ზურგს უკან შევინახე.
ჯიბიდან მომცრო ზუზუნა მოწყობილობა ამოვიღე და ანძის თავზე დამაგრებულ გენერატორს კარგად დავუმიზნე. ღრმად ჩავისუნთქე და „ხოჭო“ ჰაერში ავისროლე. ჩემდა საბედნიეროდ მიზანი ზუსტი აღმოჩნდა. პატარა დეტონატორ-მაგნიტი მაშინვე მიიზიდა რკინის ყუთმა და რა წამსაც მოწყობილობა გენერატორს შეეხო, რკინის ყუთმა ნაპერწკლები გაყარა, მთელი მიმდებარე ტერიტორია ჩაბნელდა. აღარც ლამპიონები ბჟუტავდნენ სუსტად და არც ახლომახლო სახლების ფანჯრებიდან იღვრებოდა ოქროსფერი სინათლე.
კმაყოფილს ჩამეღიმა და მირიანის სახლის უზარმაზარ ჭიშკარზე მოხერხებულად ავძვერი. ეზოში გადავხტი და გარემო მოვათვალიერე. უეცარ სიბნელეს ჩოჩქოლი არ გამოუწვევია (ალბათ აქაურები სიბნელში ყოფნას მიჩვეულები იყვნენ, როგორც ზოგადად მთლიანად საქართველო!). როცა დავრწმუნდი, რომ ჩემი უკანონო შეჭრა არავის შეუმჩნევია, წამოვდექი და სახლის კართან მივირბინე. ბოლო დროინდელმა გამოცდილებამ ჭკუა მასწავლა და ახლა ზედმეტ სიფრთხილესაც კი ვიჩენდი. დიდი ალბათობით, კიდევ ერთ დალეწვას ჩემი ორგანიზმი ვეღარ გაუძლებდა.
სახლის კარი ჩაკეტილი დამხვდა, (აბა ღიას ვინ დაგიტოვებდა?!). ჯიბიდან ჩემი საყვარელი ჩხირები ამოვიღე და საკეტს დავეჯაჯგურე. ზუსტად ორ წუთში სასურველი, ყრუ ჩხაკუნიც გავიგე. კარი სწრაფად შევაღე და ბნელ დერეფანში შევიძურწე. ჩემდა საუბედუროდ, სახლი იმაზე დიდი აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგენდი. უზარმაზარი ოთახები და მისაღები ერთიანად ბნელს მოეცვა. სახლში საზიზღარი შმორის, მტვრის და მარტოობის სურნელი ტრიალებდა. ცალსახა იყო, რომ დიდი ხანია ამ სახლის კარი აღარავის შემოუღია.
ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე, ფარანის რეჟიმზე გადავიყვანე და დერეფანს წრიულად მოვატარე. მარტოობის უსიამოვნო სუნი მთელს სახლში იგრძნობოდა, აბლაბუდები ძვირფას ჩუქურთმებს ჭირივით მოსდებოდნენ და მათ სიდიადეს მტვერში და ჭუჭყში მარხავდნენ. სახლი ახლა ისეთივე უსარგებლო, გამოფიტული, ეული და გამოფშეკილი იყო, როგორც მისი პატრონი ცივ სამარეში. როგორც ჩანს, მონიკას სულ არ ადარდებდა აქაურობა და მათ შორის არც გამქრალი ოჯახი. ყველა ნივთი ადგილზე იდო, ხელი არაფრისთვის უხლია.
ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს სახლის მეპატრონეები საღამოს წვეულებაზე იყვნენ წასულები და შინ მალე დაბრუნდებოდნენ. ოღონდ ეს მალე დროში მეტისმეტად გაიწელა, ისე რომ მტვერმა ისეთ ყოველდღიურ ნივთებზეც შეძლო მოკიდება, რომელსაც ადამიანის ხელი გამუდმებით ეხებოდა. ძვირფასი ავეჯით გაწყობილი სახლს მტვრის სქელი ქურქი წამოესხა.
წინ ბევრი სამუშაო მელის-თქო, ამოვიოხრე უკმაყოფილოდ და სახლის ჩხრეკას შევუდექი. ყველაფერი გადავატრიალე, ოთახებში ავეჯი გავჩხრიკე, უჯრები გადავქექე, მაგრამ უშედეგოდ, ვერაფერი ვიპოვე. ტყუილად მქონდა იმედი, რომ გელოვანი სახლში რამე მნიშვნელოვანს შეინახავდა! მირიანის საძინებელს უკმაყოფილოდ მოვავლე თვალი. ოჯახური ფოტოსურათები ჯერ კიდევ აქ ელაგა, მინებს ერთიანად მტვრის სქელი ფენა დასდებოდათ. ალბათ მისი მეუღლე არც ისე სენტიმენტალური იყო, რომ ქმრის ფოტოები თან წაეღო.
ახლოს მივედი და ძვირფას ჩარჩოებში გამოსახულ ადამიანებს თვალი გადავავლე. ერთ ფოტოზე მირიანი შავგვრემან, ლამაზ ქალბატონთან ერთად, შეზლონგზე, კოკტეილებით ხელში, იწონებდა თავს. ქალს კარგად დავაკვირდი, მართლაც მშვენიერი აღნაგობა ჰქონდა, თხელ, გრძელ და კოხტად გამოყვანილ ფეხებს ძვირფასი სამკაული უმშვენებდა. მოკლედ შეჭრილ თმას საზაფხულო შლაპა უფარავდა. მკვეთრი ნაკვთები და მკაცრი გამოხედვა მის აურას სიცივეს სძენდა. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ ქართველი არ იყო. ეს მირიანის ცოლი, მონიკა გელოვანი, ბრძანდებოდა. აი, მირიანი კი, ცოლისგან განსხვავებით, ფართოდ იღიმოდა, თითქოს ვერ იჯერებდა, რომ ეს ეგზოტიკური არსება გვერდს უმშვენებდა.
ახლა სხვა ფოტოებს გადავავლე თვალი. ზოგზე მირიანი და დუჩეს მამა ამოვიცანი, გოლფის ჯოხებით ხელში ეშმაკურად უღიმოდნენ კამერას. ნოვა ქავანამ თვალი მომჭრა. ბოლო შეხვედრისგან განსხვავებით არც ტკივილით დამანჭვოდა სახე და არც დარდით ამოვსებოდა გამაოგნებლად მწვანე თვალები. მირიანის გვერდით იდგა და ობიექტივს მომხიბვლელი ღიმილით უმზერდა. არა, მამაშვილი ნამდვილად ტყუპი ძმებივით ჰგავდნენ ერთმანეთს!
შემდეგ ფოტოზე ისევ მირიანი იყო გამოსახული უცნობ მამაკაცთან ერთად. ბრინჯაოსფერი თმა მოხდენილად გადაევარცხნა უკან, ნაცრისფერი თვალებით კი სიცივეს ასხივებდა. შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი მკაცრი მზერით იჯდა სავარძელში. ალბათ სურათის გადაღება დიდად არც უნდოდა, სხვანაირად ასეთი უჟმური სახით არ იჯდებოდა ობიექტივის წინ.
ეს კაცი ძალიან მეცნო. დავიხარე და სურათის მინას მტვერი მოვაშორე, კარგად დავაკვირდი და თვალები გაოცებისგან გამიფართოვდა. ეს მამაკაცი კალანდიას მაგონებდა, მასავით მკვეთრად გამოყვანილი სახის ნაკვთები და ოდნავ წინ წამოწეული ღაწვები ჰქონდა. ნუთუ ეს ალექსის მამა იყო, ასეთი მკაცრი და სასტიკი მზერის პატრონი? ნოვა ქავანასგან განსხვავებით ის ყინულის ზოდს ჩამოჰგავდა. კალანდია მუდამ ჭკუამხიარული და ირონიული მახსოვდა, ალბათ ხასიათი მამამისისგან არ ერგო. ეს კაცი საშინლად არ მომეწონა. უარყოფით აურას ასხივებდა, დამბურძგლა.
ბოლო ფოტოზე კი, რომელიც ყველაზე უკან იდო, ოთხი მამაკაცი იყო გამოსახული. მდიდრულ სუფრას შემოსხდომოდნენ და სახეზე დაყენებული ღიმილით ერთმანეთს ვისკის ჭიქებს უჭახუნებდნენ. სამი მამაკაცი მაშინვე ვიცანი, მირიანი, კალანდია და ნოვა ქავანა, აი მეოთხე კი არასოდეს მენახა, თუმცა იდეაში ვხვდებოდი, რომ ეს კაცი საშა შევჩენკო უნდა ყოფილიყო, „ქეი კორპორეიშენის“ მეოთხე აქციონერი. ქერა თმა, ცისფერი თვალები და რუსული იერი მის მზერას ცივს და უგულოს აჩენდა.
ფოტოებს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი და გავიაზრე, თუ რატომ იყვნენ დუჩე და კალანდია ასეთი მარტოსულები და საკუთარ თავში ჩაკეტილები. რატომ იყო კალანდია ასეთი ნაგლი და უხეში, რატომ იგდებდა აბუჩად ყველას და ყველაფერს. საინტერესოა, ბიჭებს ვისგან უნდა ესწავლათ სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემა?! შვილები ხომ მშობლების ქმედებებს ირეკლავენ? მხოლოდ იშვიათ ინდივიდებს შეუძლიათ ამ ბუნებრივი ზეგავლენისგან თავის დაცვა.
დიდი ფილოსოფოსობა არ სჭირდებოდა იმის შემჩნევას, რომ ეს ოთხეული ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდა, მაგრამ ბიზნესს თუ ასე დასჭირდებოდა, თავსაც მოიტყუებდნენ და ერთმანეთსაც დააბოლებდნენ, რომ კარგი პარტნიორები და მეგობრები იყვნენ. თითქოს ეს ფოტოები სხვების საჩვენებლად იყო გადაღებული. არცერთი მათგანი არ გამოხატავდა გულწრფელ ემოციებს. ყველას „დაყენებული როჟით“ გადაეღო სურათი. ოთხივეს ეტყობოდა სახეზე, რომ თუ საქმე მოითხოვდა, ზურგშიც კარგად ჩასცემდნენ დანას იმ „მეგობარს“, რომელთან ერთადაც სუფრაზე ჭიქას მაღლა სწევდნენ და მეგობრობის სადღეგრძელოს ღიმილით სვამდნენ.
გულისამრევი სანახაობა იყო. ახლა ნამდვილად არ ვამტყუნებდი ბიჭებს. რთულია როცა მთელი სიცოცხლე სიყალბეში ცხოვრება გიწევს. როცა მუდამ თავს აჩვენებ ყველას, რომ მათთან ურთიერთობა გსიამოვნებს. თავიდან ეს ალბათ რთულიცაა, შემდეგ კი ეჩვევი და ხასიათშიც გადაგდის.
ეს გაკვეთილი, დუჩესგან განსხვავებით, კალანდიას კარგად აეთვისებინა. ახლაც მშვენივრად მახსოვდა მისი სიტყვები, რაც ბნელ ოთახში მითხრა. მას სძულდა ის საზოგადოება, რომელთან ერთადაც უწევდა ცხოვრება, ვერ იტანდა იმ ხალხს რომელიც მის გვერდით ტრიალებდა, თუმცა მის სახეზე უკმაყოფილებას ერთხელაც ვერ შეამჩნევდით. პირიქით, იმდენად დამაჯერებლად თამაშობდა, რომ არა ჩემი დაკვირვებული თვალი და მისი გულწრფელი აღიარება, შეიძლებოდა ამ სპექტაკლის მერწმუნა კიდეც.
აი დუჩე კი კალანდიასგან განსხვავებით ზიზღს ვერ მალავდა. მუდამ უჟმური სახით დააბოტებდა უნივერსიტეტის დერეფნებში და იშვიათად უღიმოდა ხალხს. ახლა უკეთ ვიაზრებდი მის მდგომარეობას და გული მწყდებოდა, ვიცოდი რას ნიშნავდა გამუდმებული მარტოობის შეგრძნება.
გულდამძიმებული მოვშორდი ფოტოებს და ოთახი უკმაყოფილოდ მოვათვალიერე. ტყუილად დავკარგე დრო, მირიანის სახლის გადაბრუნებამ ვერაფერი მომცა. ის იყო ოთახიდან გამოსვლა დავაპირე, რომ ხალიჩაზე გავლისას იატაკმა სუსტად გაიჭრიალა. ადგილზე გავხევდი და ინტერესით დავაცქერდი სპარსულ ხალიცას, რომელიც ერთიანად მტვერის ბუნტყლში გახვეულიყო. უკან მოვბრუნდი და ფეხით მოვსინჯე ბინძური ნოხი, იატაკი სუსტად აჭრიალდა.
ხალიჩას კიდეზე წავავლე ხელი და სწრაფად გადავაბრუნე, რაც მწარედაც ვინანე. საშინელმა მტვრის ბუღმა თვალები ამიწვა და ხველა ამიტყდა. აცრემლებული გაოცებით დავაჩერდი იატაკში ამოჭრილ მომცრო კარს, რომელსაც რკინის მრგვალი სახელური ამშვენებდა. გახარებულმა საიდუმლო სარდაფის ხუფი მოვქაჩე. კარი ჭრიალით გაიღო და პირდაღებული მრუმე სიბნელე გამოაჩინა. აღელვებულმა ტელეფონი სასწრაფოდ ჩავანათე ბნელ ღრმულში, რომელსაც ვიწრო კიბე მიუყვებოდა თან. ბევრი აღარ მიფიქრია, მაშინვე ჩავძვერი სარდაფში და ბეტონის იატაკზე მსუბუქად დავხტი.
მომცრო სარდაფი მოზრდილ ყუთებს გაევსო. სახეზე ეშმაკური ღიმილი აღმებეჭდა. სწორედ ის ვიპოვე რასაც ვეძებდი. გახარებულმა ტელეფონი ყუთებზე შემოვდე, რომ უფრო სწრაფად გადამექექა აქაურობა. იმდენი ყუთი იყო, რომ ალბათ ორი საათი მაინც ვერ მოვრჩებოდი. ერთი ამოვიოხრე და ყუთების ამოტრიალებას შევუდექი.
ათასი ხარახურა მხვდებოდა ხელში, ძველი ნივთები, ჯილდოები (გოლფის შეჯიბრში პირველი ადგილიც კი აეღო), ფოტოსურათები, საქაღალდეები, რომელიც ათასი წვრილმანით იყო გადაჭედილი. კომპანიის დაარქივებული მასალები, ძველი ფოტოსურათები. სათამაშოც კი მომხვდა ხელში, საშუალო ზომის ყავისფერი დათვი, პრიალა სფეროსებური თვალებით და შავი დრუნჩით.
საიდუმლო სარდაფის აღმოჩენით გამოწვეული ეიფორია ნელ-ნელა მიქრებოდა. ისეთი ვერაფერი აღმოვაჩინე, რასაც შეეძლო სარგებელი მოეტანა. იმდგაცრუებულმა ბოლო ორი ყუთი გადმოვაპირქვავე და გაოცებისგან ადგილზე გავიყინე. იატაკზე გადმოცვენილ ფოტოსურათებს თვალებგაფართოებული დავაშტერდი, რამდენიმე მათგანზე ერთი ჩემი ძველი „სამიზნე“ იყო გამოსახული და...
- შეუძლებელია, ესენი ერთად რა ჯანდაბას აკეთებენ?!
დავით ზოიძე და მამაჩემი საქმიანი სახით რაღაცაზე სერიოზულად საუბრობდნენ. ფოტოები ფარულად იყო გადაღებული. ტანში სიცივემ დამიარა, რა საერთო ჰქონდა მამაჩემს ამ წაბილწულ ნაძირალასთან?!
ზოიძის საქმე პირველი სერიოზული დავალება იყო ჩემს კარიერაში და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ის აღმოჩნდა დამაკავშირებელი ხიდი ჩემსა და არჩილს, კაფეტერიის მეპატრონის, შორის რომელიც ასე ძალიან მიყვარდა.
ერთხელ სამსახურიდან დაღლილი და განადგურებული ვბრუნდებოდი. მთელი ორი თვე დავდევდი ერთ ტიპს, რომ „დანაშაულზე“ წამესწრო. „როიალ გოლდენის“ (ერთ-ერთი უმდიდრესი კაზინო გახლავთ თბილისში) გენერალური დირექტორი, უნივერსიტეტის ლექტორთან ატარებდა ცხელ ღამეებს, ეს სწორედ დავით ზოიძე გახლდათ. ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა მერე და რაო, ვის არ ჰყოლია საყვარელიო, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ მე რატომ ვერეოდი ასეთ საქმეებში...
ზოიძის ცოლს ეჭვი ჰქონდა, რომ მისი ქმარი მარტო ხალხის ჯიბეების ამოფხეკით არ იყო დაკავებული და სასწრაფოდ დამიკავშირდა. ახლა არ იკითხავთ მისი ცოლი ვინ იყო? ბედის ირონიას ნუ დააბრალებთ ეს საქართველოსთვის დამახასიათებელი კაპიტალური წყობაა - ცოლი გაქაჩულია? მაშინ ქმარსაც მიათრევს მწვერვალებისკენ (ან მისი მდიდარი მამიკო), ქმარი გაქაჩულია? მაშინ ცოლი ან ვეჩნად სახლში ზის და აღარ იცის დრო როგორ გაიყვანოს, ან დილიდან საღამომდე მაღაზიებს ამდიდრებს სანამ არ მობეზრდება.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ზოიძის ცოლის მამა იყო ამ კაზინოს მეპატრონე.( ჰო, მაგრად დაუფასა ნაბიჭვარმა სიკეთე!) ჰოდა ეს ამბავი, რომ გამსკდარიყო, ჩვენი გენერალური დირექტორი საცვლების ამარა აღმოჩნდებოდა ქუჩაში. (ისე არასდროს მესმოდა, ეს უაზრო რისკი ხალხს აღაგზნებს, თუ იმდენად იდიოტები არიან, რომ სავალალო შედეგის სიმძიმეს ვერ ითვალისწინებენ?! რას გაიგებ...).
მოკლედ, იმ საღამოს პირველად თუ არა, მეორედ შევიარე „მიდნაითში“, მხოლოდ აქ აკეთებდნენ ისეთ კაპუჩინოს როგორიც მიყვარდა. იმ საღამოს არჩილი ზედმეტად განერვიულებული დამხვდა. მართალია ამ კაცს არ ვიცნობდი, მაგრამ პირველად რომ შევხვდი ისეთი თბილი და მოსიყვარულე მეჩვენა, რომ მისი სათნო სახე გულიდან ვერ ამოვიგდე (ალბათ ამიტომაც დავბრუნდი უკან და დაღლილობის მიუხედავად არჩილის ყავის გასინჯვა გადავწყვიტე). ძალიან დამაინტერესა რა სჭირდა, მაგრამ კითხვის მომერიდა. თუმცა, ძალიან მალე, ჩემი ცნობისმოყვარეობა უნებურად დამიკმაყოფილდა. კაფეში ახოვანი მამაკაცი შემოვიდა და პირდაპირ არჩილისკენ გაემართა. ვინაიდან და რადგანაც ხალხი ბევრი არ იყო, მათი ლაპარაკი იოლად გავარჩიე.
- აბა, არჩილ, დღეს რით გამახარებ?
- მამუკა, ყველანაირად ვცდილობ, რითიც შემიძლია, ცოტა დრო მჭირდება.
- ბებერო, უკვე თავზე იჯვავ! ფული, რომ გჭირდებოდა გამოსართმევად ხომ არ დაგჭირვებია დრო? მაშინვე მიცუნცულდი ზოიძესთან.
გვარის ხსენებაზე შევტოკდი, მერე ამ კაცს კარგად დავაკვირდი და მაშინვე ვიცანი. ეს ჩვენი დირექტორის მძღოლი გახლდათ.
- ხომ იცით, რომ ფული მჭირდებოდა? ჩემი შვილი...
- შენი შვილი ისედაც ჩაძაღლდა, , ფული კიდე გაიფლანგა, ვინ გადაიხდის იმხელა ვალს?
- ძალიან გთხოვთ... - არჩილს ცრემლები წამოუვიდა.
- შენი წუწუნი და ცრემლები ყელშია! ან ერთ კვირაში ფულს მოიტან ან ამას - თითი კაფეს მოატარა - ნაცარტუტად გიქცევ!
- დავაბრუნებ, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის... - არჩილს მკვდრის ფერი დაედო.
სიბრაზემ სუსხივით დამიარა ძარღვებში და პირველად გავაკეთე ის რაც არასდროს გამიკეთებია - საქმე, რომლისთვისაც დამიქირავეს, ფეხებზე დავიკიდე. იმავე ღამეს ზოიძეს Черный список-ის სახელით დავურეკე და გავაფრთხილე კაფეტერიას ახლოს აღარ გაჰკარებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის გულისამრევ ფოტოებს (სადაც ტყავის საცვლები, მათრახები და ხელბორკილები მთავარ სათამაშოებს წარმოადგენდა) პრესაში და ტელევიზიაში გავუშვებდი.
გარდა ამისა ვიცოდი, რომ მის კაზინოს „შავი იატაკიც“ ჰქონდა. ეს გახლდათ ვიაიპ კლიენტების საყვარელი თავშეყრის ადგილი, იატაკქვეშა კაზინო სადაც სერიოზული ფული ტრიალებდა და არა მარტო ფული, ნარკოდილერები საკმაოდ მომგებიან კაპიტალდაბანდებას აწარმოებდნენ სქელჯიბიან, ტვინგადატკეცილ იდიოტებთან. ეს ბუნაგი იმდენად კარგად იყო იზოლირებული, რომ მისი სააშკარაოზე გამოტანა რთულიც იყო და შეუძლებელიც.
მშვენივრად მომეხსენებოდა ამ „შავი ბაზრიდან“ პოლიტიკოსი „მფარველების“ ჯიბეებში როგორი მსუყე „სტავკაც“ შანშალდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცოდი როგორი სიტუაციაც იყო იატაკქვეშა კლუბში, იქ შეღწევა მაინც ვერ მოვახერხე, აქედან გამომდინარე მტკიცებულებებიც არ გამაჩნდა. თუმცა, მუქარა სავსებით საკმარისი აღმოჩნდა ამ წუმპის ვირთხისთვის, რომ არჩილისთვის თავი დაენებებინათ.
ახლა კი როცა ეს ფოტოები მირიანის საქაღალდეში აღმოვაჩინე მწარე სიმართლე შხამივით მესცა გულზე. ტვინმა მაშინვე დააკავშირა აქამდე უცნობი დეტალები და გამოტოვებული ადგილები თავისით ამოავსო. მოწყვეტით დავეხეთქე იატაკს და აკანკალებული ხელით დავაცქერდი ფოტოს. ყველაფერს ნათელი მოეფინა. უცებ თვალი გამექცა გადმობრუნებული საქაღალდისკენ, რომელსაც ქვემოდან ფურცელი გამოსჩროდა. ქაღალდი გამოვაძვრინე და გაფართოებული თვალებით დავაქცერდი განაჩენივით წაჯღაბნილ ასოებს : შემდეგი სამიზნე - Черный список-ი უნდა განადგურდეს! ძირს მიმოფანტულ ფურცლებს ყურადღებით დავაცქერდი. აქ ყველაფერი იყო - ჩემი თითოეული საქმე, რაც კი ოდესმე გამომიძიებია, კლიენტების სახელები და გვარები, მისამართები, ტელეფონის ნომრები და ყველა დეტალი რასაც კი ვინახავდი. შლეგიანივით გადავქექე ფურცლები და ერთ-ერთ მათგანზე სანდროს წაჯღაბნილ ნომერს მოვკარი თვალი.
- ყველაფერი იცოდნენ, რაც საქმე ამიღია... - მღელვარებისგან ხმაც კი ჩამიწყდა - სანდროს ნომერიც კი გაიგეს, ყველაფერი... აქ ყველაფერია ჩვენზე. აქ Черный список-ის სრულყოფილი ისტორიაა!
დაფეთებულმა ყველაფერი თავდაყირა დავაყენე, მაგრამ ჩემი და სანდროს ფოტოსურათები ვერსად ვიპოვე. როგორც ჩანს, ჩემზე ზედაპირული ინფორმაცია ჰქონდათ, რეალურად ვინ იყო Черный список-ი ჯერ კიდევ ვერ გაერკვიათ. მხოლოდ სანდროს ნომერი ჩაეგდოთ ხელში, რომელიც საერთოდ არ იყო მის სახელზე გაფორმებული, სწორედ ამ ნომერზე დარეკა იმ უცნობმა, რომელსაც მირიანის საქმის გამოძიება უნდოდა.( უკვე ღრმად მწამდა, რომ სინამდვილეში იმ უცნობს ჩემზე გამოსვლა უნდოდა და მირიანის მკვლელობის გამოძიება უბრალო საბაბად სჭირდებოდა) ახლა გასაგები იყო, მე რატომღა ამედევნენ, საქმე იმ ნარკოტიკებში იყო, რომელსაც იატაკქვეშ ასაღებდნენ!
მე მათთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოვადგენდი, ინფორმაციის გაჟონვის წყაროს, რომლის მოსპობაც ისევე იყო აუცილებელი, როგორც ბაქტერიის, რომელიც უფრო და უფრო, გაიშლებოდა და მეტ პრობლემას წარმოქმნიდა. რახან ზოიძის ფოტოები მირიანის სარდაფში ინახებოდა, ესე იგი, მირიანი კურატორობდა მთელ ამ „ბოზბანდას“! მაგრამ მამაჩემი რაღა შუაში იყო? ნუთუ მანაც იცოდა რას აკეთებდნენ ეს გახრწნილი არამზადები და ხელს აფარებდა? ვიცოდი რომ მის ხელებზე არაერთი სიბინძურე იყო, მაგრამ დაჯერება მიჭირდა, რომ ზვიად ძნელაძე, ნარკოდილერებს ხელს უწყობდა, თავიანთი ნაგავის გავრცელებაში.
აფორიაქებული ისევ საქაღალდეებს ვქექავდი, როცა ჭერიდან იატაკის ჭრიალის ხმა მომესმა. გულგახეთქილი მაშინვე ტელეფონს ვესცი და შუქი გავთიშე. ჯიბეში შევინახე და სწრაფად ავირბინე კიბეებზე. სარდაფს ხუფი დავაფარე და ხალიჩაც გავასწორე. ფეხის ხმა მოპირდაპირე ოთახიდან ისმოდა. სახლში ჩემ გარდა ვიღაც შემოპარულიყო და ფეხაკრეფით დაიპარებოდა ბნელ დერეფნებში. სახეზე ნიღაბი შევისწორე და ქამრიდან იარაღი ამოვიღე. გული გამალებით მიცემდა. კართან მივიპარე და ჩუმად გავიჭყიტე გარეთ.
ფანარის შუქი კედლებზე აქეთ-იქით დახტოდა, ვიღაც სახლს ათვალიერებდა. სუნთქვაც კი შევიკარი და ჩუმი ნაბიჯით გამოვიპარე ოთახიდან. ხალიჩაზე უჩუმრად გავირბინე და მოპირდაპირე დერეფნიდან მოვუარე. კედელს ამოვეფარე და გაღებულ კარში გავიჭყიტე. უცნობის ფიგურას მალე მოვკარი თვალი. საკმაოდ მაღალი, ჩემსავით შავებში გამოწყობილიყო და უჩუმრად დაიარებოდა ოთახებში. თავზე შავი კეპი ჩამოეფხატა და ზემოდან კაპიშონი წაეფარებინა, საყელო კი ცხვირამდე აექაჩა. მეტი ვერაფრის დანახვა ვერ მოვასწარი. უცებ სწრაფად შემობრუნდა ჩემკენ და ფანარის შუქი პირდაპირ თვალებში შემომანათა.
გულგახეთქილი მაშინვე მოვწყდი ადგილიდან და გავიქეცი. უცნობი სწრაფად დამედევნა. იარაღს დამცველი მოვხსენი და როგორც შემეძლო სწრაფად გავიქეცი. უცებ რაღაც მძიმე დამეძგერა კეფაში და ძირს დამცა, მეორე სართულის კიბეებიდან დავგორდი და მწარედ დავენარცხე ბინძურ იატაკს. გაბრუებულმა თავი ძლივს წამოვწიე, თავდამსხმელს ერთი-ერთი ვაზა უსვრია, რომელიც ძირს დანარცხებისთანავე ნამსხვრევებად იქცა.
თავი გავაქნიე და დაფეთებულმა იარაღი დავუმიზნე შავოსანს, რომელიც თავს წამომდგომოდა და რევულვერს მიმიზნებდა. ფანჯრებიდან მთვარის სუსტი სინათლე იღვრებოდა და უცნობის სახის გარჩევას ვერ ვახერხებდი, შავი სვიტერიდან მხოლოდ თვალები მოუჩანდა.
გვარიანად დაბეჟილი წელი ძლივს ავითრიე და ფეხზე ისე წამოვდექი, რომ იარაღის ლულა ნიღბიანისთვის არ მომიშორებია. ერთმანეთს ცივი მზერით ვბურღავდით და გულში ვუმიზნებდით იარაღს. ისევ გავები! აქედან მხოლოდ ერთ-ერთი ჩვენგანი გააღწევდა ცოცხალი. მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი მკვლელობის საშინლად მეშინოდა ხელი არ ამკანკალებია. შავოსანმა გვერდულად გადახარა თავი და ცნობისმოყვარედ მომაჩერდა, არცერთი არ ვიღებდით ხმას. თითქოს დროს ვწელავდით, იმ საბედისწერო მომენტამდე, როცა ერთ-ერთის იარაღის ლულა წითლად აალდებოდა და წივილით მოზუზუნე ტყვია მოწინააღმდეგის სიცოცხლეს შეიწირავდა.
- ვინ ხარ? - დაიჩურჩულა უცნობმა.
ელდისგან ენა მუცელში ჩამივარდა. შიშისგან და გაოცებისგან ხელიც კი ამიკანკალდა. გაქვავებული ვიდექი და მოსმენილი ხმის ტემბრის გააზრებას ვცდილობდი. არა, შეძულებელია! ეს მხოლოდ ჩემი მძაფრი ფანტაზიის ნაყოფია! გამორიცხულია! იმდენად ვიყავი აღელვებული, რომ ჩემი აღგზნებული გონება არარსებულ რეალობას მიხატავდა. ჰო, ჰო სხვანაირად არ შეიძლებოდა! ამას ვერ დავიჯერებდი... ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. სუნთქვა გამიჭირდა, თითქოს ფილტვებიდან ჰაერი გადამიკეტეს.
- შენ გელაპარაკები, ახვარო! ვინ ხარ-მეთქი და აქ რა ჯანდაბას აკეთებ?! - დაიღრინა დუჩემ და იარაღი გულში დამიმიზნა.

თავი მეთოთხმეტე

ნერვიულობისგან მთელი ტანი ამიცახცახდა. მისგან თავი როგორ დამეღწია ისე, რომ არ გაეგო მის წინ ვინ იდგა?! შიშისგან აზროვნების უნარიც კი წამერთვა. რა ჯანდაბას აკეთებდა აქ? რატომ შემოიპარა მირიანის სახლში? რა ესაქმებოდა გარდაცლილთან? რატომ იყო ასე გამოწყობილი და საიდან ჰქონდა იარაღი?!
- ხმა ამოიღე, სირო, თორემ ადგილზე დაგბრიდავ! დამერწმუნე სროლას ვერ დამასწრებ!
„ძალიანაც, რომ მინდოდეს მაინც ვერ გესვრი, ყეყეჩო!“ გავიფიქრე აღგზნებულმა და თვალებით ოთახი მოვჩხრიკე. ჩემს ფეხებთან ვაზის მოზრდილი ნამსხვრევი ეგდო. თვალი მარჯვენა კუთხისკენ გავაპარე, ფანჯარასთან ოთხ ნაბიჯში მივირბენდი და თუ მთელი ძალით დავეტაკებოდი გავამტვრევდი კიდეც, მაგრამ მოვასწრებდი კი ბოლომდე მიღწევას?! სხვა გზა მაინც არ იყო, დუჩესთვის ჩემი ვინაობის გამხელას ისევ სიკვდილი მერჩია.
- ეს შენ ხარ Черный список-ი, ხომ ასეა? - ჩაიცინა ირონიულად.
რაო?! თვალების აქეთ-იქით ცეცებას თავი ვანებე და გაოგნებული მივაშტერდი. გაცეცხლებულმა საყელო ჩამოიწია და ქუდი მოიძრო, სახეზე არნახული მრისხანება ეხატა.
- ეს შენ ხარ! ამდენი ხანია დაგეძებ, - თვალები ბოროტად უელავდა - როგორც იქნა ხელში ჩაგიგდე, ახლა ვეღარსად გამექცევი! მოგიწევს ყველა კითხვაზე მიპასუხო, !
იყვირა სახეშეშლილმა და იარაღი შუბლში დამიმიზნა. მეძებდა??? მე??? კი მაგრამ, რისთვის?!
- დაგირეკე კიდეც, რაო, არ გადმოგცეს? - ჩაიცინა ირონიულად - შენთვის შეკვეთა მქონდა, მინდოდა გელოვანის საქმე გამოგეძია, მაგრამ კურდღელივით დაფრთხი!
მოიცა... მუხლებში სისუსტე ვიგრძენი, მორიგმა ელდამ თავზარი დამცა. ეს დუჩემ დარეკა სანდროსთან? მას უნდოდა ჩემზე გამოსვლა? კი მაგრამ, რისთვის? რა დავაშავე?! ერთი სული მქონდა ნიღაბი ჩამომეგლიჯა და კითხვები-კითხვებზე მიმეყრია, მაგრამ შემეშინდა. ბევჯერ მინახავს გაბრაზებული, მაგრამ ასეთი გაცოფებული - არასდროს. და მაინც... რა ჯანდაბა ხდებოდა ჩემს თავს?!
- რას გაჩუმებულხარ? ნიღაბი მოიხსენი და დამენახე ვინ ხარ! რა გაკავშირებდა გელოვანთან და რა საქმე გაქ მთელ ამ ბინძურ ამბავთან, რა იცი „კოლიბრზე“?!
რაზეო?! ეს „კოლიბრი“ რაღა ჯანდაბაა?! რას დაეძებდა ასე გამეტებით, რატომ იქექებოდა მირიანის ბინძურ საქმეში და ყველაზე მთავარი, რატომ მიკავშირებდა მთელ ამ აბდაუბდას მე?! ნუთუ ის ფაილები ჰქონდა ნანახი რაც მე სარდაფში ვიპოვე? როგორ? საიდან? ათასი კითხვა ერთდროულად მერჭობოდა თავში.
- ნუ მაღიზიანებ, - წაისისინა გაცოფებულმა - ხმა ამოიღე თორემ ტყვიას შუბლში დაგახლი! სამამდე ვითვლი... ერთი...
ბევრი აღარ მიფიქრია ვაზის ნამტვრევს ვეტაკე და მუცელში გამეტებით ვესროლე (სახეში დასარტყმელად ვერ გავიმეტე) და სანამ გონს მოეგებოდა, მთელი სისწრაფით გავიქეცი ფანჯრისკენ. სახეზე ხელები ავიფარე, ფანჯარას დავეძგერე და გავამტვრიე. თითქოს მთელი უსასრულობა მივფრინავდი წყვდიადში, ბოლოს კი მთელი ძალით დავენარცხე გაქვავებულ მიწას.
წამით სუნთქვა შემეკრა და გამწარებულმა ძლივს ამოვიხავლე. თავბრუ მესხმოდა, მინაზე დასერილი მკლავები კი საშინლად მეწვოდა. სახუმარო ხომ არ იყო, მეორე სართულიდან პირდაპირ ბეჭებით დავეხეთქე გაყინულ მიწას. ფილტვები შემეკუმშა, ცოტაც და ალბათ დავიხრჩობოდი.
გამწარებულს ხველა ამიტყდა, მაგრამ მოსულიერების დრო არ იყო, დუჩე ჩამტვრეულ ფანჯარაში გამოჩნდა და გაყინული მზერით აღმართა იარაღი. ახლა რომ გაესროლა ვეღარაფერი მიშველიდა, ადგილზე მომკლავდა. მე კი ისე ვიყავი დალეწილი, რომ ამოსუნთქვას ვერ ვახერხებდი, გაქცევაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო - „ოხ სია! ყველაზე უიღბლო ლუზერი ხარ პლანეტაზე!“ გავიფიქრე გულაძგერებულმა და დაველოდე როდის გამიხვრეტდა ცხელი ტყვია გულს ან შუბლს.
დუჩეს გაველურებულ სახეს მკვეთრად ვარჩევდი მთვარის შუქზე, ვძულდი, იმ წამს მთელი არსებით ვეზიზღებოდი. ჰაერი კანკალით ჩავისუნთქე და მობუზული მივაჩერდი საყვარელ მამაკაცს, რომლის ხელითაც სიკვდილი მელოდა. აი ზუსტად ისე, როგორც იდიოტურ რომანებში და სულელურ მელოდრამებში ხდება.
ნეტავ რას იზავდა როცა ჩემს დასისხლიანებულ გვამთან მოვიდოდა? ნიღაბს თავიდან მომაძრობდა და გაიგებდა, ვინ იმალებოდა ამ საძულველი Черный список-ის მიღმა. დაფრთხებოდა? შეეშინდებოდა? იქნებ ეტირა კიდეც? თუ, როგორც მუდამ სჩვეოდა, დამიკიდებდა, უგულოდ მიაგდებდა ჩემს ცხედარს და ისე დამტოვებდა ამ მიკარგულში, როგორც უპატრონო ძაღლის მძორს?! რა იდიოტი ვარ, სიკვდილის წინ რა აზრები მაწუხებდა, წუთი-წუთზე მოვკვდებოდი და მე მაინც ის მადარდებდა რას იგრძნობდა დუჩე ქავანა ჩემი გაციებული გვამის დანახვისას.
მდუმარედ ვუცდიდი გარდაუვალ სიკვდილს, მაგრამ... ხელი აუკანკალდა, ტუჩები ბრაზით მოეღრიცა და ჩემდა გასაკვირად იარაღი დაუშვა. მრისხანე მზერა ბოლოჯერ შემავლო და ბნელ ოთახში გაუჩინარდა.
დაბნეული მაშინვე წამოვფორთხდი და გავიქეცი. უნდა გამესწრო, სანამ ქვემოთ ჩამოსვლას მოასწრებდა. გაჭირვებით გავრბოდი და მიუხედავად იმისა, რომ ყველა გოჯი არამიწიერად მტკიოდა, გულში სიხარული აბრიალებული კოცონივით მიგიზგიზებდა, ვერ შეძლო... ვერ მესროლა... ვერსად გავექცეოდი, მიზანში ვყავდი, მაგრამ არ მესროლა. თითქოს ფრთები გამომასხეს, მეც არ ვიცოდი რა მიხაროდა, სირბილს ვუმატე და დაჟეჟილობების მიუხედავად სხარტად გადავძვერი მაღალ ჭიშკარზე. მსუბუქად დავხტი მიწაზე და უკან მოვიხედე. დუჩე მთელი სისწრაფით მორბოდა ჩემკენ. ჩუმად ჩამეცინა და გავიქეცი...
ყველა უბედურებას ახალი გამოცანაც დაემატა - აუცილებლად უნდა გამერკვია რას მერჩოდა დუჩე და საერთოდ რატომ ერეოდა ამ ბურუსით მოცულ მკვლელობებში. რაც უფრო ღრმად ვიქექებოდი, პასუხების ნაცვლად უფრო მეტ კითხვას ვიღებდი. და მაინც... რა ჯანდაბა იყო ეს „კოლიბრი“?!



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვაიმე დედააა...
ჩემ თავზე ვბრაზდები ახლა...
ამ საოცრებას აქამდე რატომ არ ვკითხულობდი..
საოცარია..
იმედია ცუდად არ დასრულდება და დანარჩენს არ დავეძებ..
ძალიან მაგარია განაგრძე და მალე დადე რა შემდეგი ^-^

 


№2 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Dzalian saintereso da chamtrevia, kargad ikitxeba, eseti deteqtiuri zhanri ar wamikitkia jet am saitze, momwons. Ise am sami bichis damokidebulebas ver vigeb sias mimart, ise chans titqos sami es moswons taviseburad, tan vfiqrob sami es ragac saidumle aqvs, duchesi gamochnda ukve, is oric malavs mgoni ragaca da imedi maqvs tragikulad ar da mtavrdeba yvelaferi da YVELA saxsalamati iqneba bolos, dzaan momwons, warmatebebi.

 


№3  offline მოდერი Catherine Di Perso

შუაღამე რომ გაგეღვიძება და გაგრძელებას ნახავ *-* დედოოო, რა ბედნიერი ვარ, ნეტა, გაცოდინა.
როგორც ვხვდები, დასრულებულია, ჰომ? *-*

 


№4  offline ახალბედა მწერალი belle...

Catherine Di Perso
შუაღამე რომ გაგეღვიძება და გაგრძელებას ნახავ *-* დედოოო, რა ბედნიერი ვარ, ნეტა, გაცოდინა.
როგორც ვხვდები, დასრულებულია, ჰომ? *-*

კი ეს ნაწარმოები ორი წლის წინ დავწერე. მთელი ერთი წელი ვმუშაობდი სიუჟეტზე. ბანალური სცენარები არ მიყვარს <3 დეტექტივი და კრიმინალი ჩემი ჟანრია ასე რომ ყველაფერზე დეტალური გათვლები მჭირდებოდა რაც შეეხება სამედიცინო ცნობებს არც ეგ არის ჰაერზე ნაწერი (რაც მე ჩემს ნაცნობ ექიმს ექსპერტიზის დასკვნები ვაწერინე ;დდდ) სიუჟეტი ჯანმრთელია. მოულოდნელობებით სავსე და ისე ნამდვილად არ დასრულდება როგორც ელი <33 და არც იმედგაცრუებულს დაგტოვებს პირიქით ^^ <3

ანი ანი
ვაიმე დედააა...
ჩემ თავზე ვბრაზდები ახლა...
ამ საოცრებას აქამდე რატომ არ ვკითხულობდი..
საოცარია..
იმედია ცუდად არ დასრულდება და დანარჩენს არ დავეძებ..
ძალიან მაგარია განაგრძე და მალე დადე რა შემდეგი ^-^

ნაწარმოების ყოველი მომდევნო თავი მაშინვე იტვირთება როგორც კი საიტი საშუალებას მაძლევს <3 უღრმესი მადლობა შემოერთებისთვის <3 ახლა შენც ერთ-ერთი პაზლების ქურდი ხარ ჩვენსავით ;დდდ <3

სტუმარი Mariamimari
Dzalian saintereso da chamtrevia, kargad ikitxeba, eseti deteqtiuri zhanri ar wamikitkia jet am saitze, momwons. Ise am sami bichis damokidebulebas ver vigeb sias mimart, ise chans titqos sami es moswons taviseburad, tan vfiqrob sami es ragac saidumle aqvs, duchesi gamochnda ukve, is oric malavs mgoni ragaca da imedi maqvs tragikulad ar da mtavrdeba yvelaferi da YVELA saxsalamati iqneba bolos, dzaan momwons, warmatebebi.

ყველა მათგანს თავისი დაფარული ცხოვრება აქვს რომელსაც საზოგადოებაში არ აჩენს <3 მართალია სწორად მიხვდი და თითოეული მათგანის ადეკვატურ თუ არაადეკვატურ საქციელს თავისი ახსნა აქვს <33 რასაც სიასთან ერთად ნელ-ნელა გაარკვევთ <333 ძაან მაინტერესებს ფინიშთან მისვლამდე თუ ვინმე მიხვდება სინამდვილეში როგორი სახე აქვს პაზლების უკვე სრულ, აწყობილ სურათს ;დდ <3 <3

 


№5  offline მოდერი Catherine Di Perso

გამოცდა მაქვს რამდენიმე საათში და მე დუჩეს, კალანდიას და ეკეს გარდა, ვერაფერზე ვფიქრობ. აი, ის რაღაც ტატუო კიდე, ნეტა, მორიელის კუდი იყო? ფეტიში მაქვს მორიელებზე და ეგრევე იქეთკენ წავედი.
კიდე თუ გამოვანათე აქვე კომენტარით არ გაგიკვირდეს :დ

 


№6  offline ახალბედა მწერალი belle...

Catherine Di Perso
გამოცდა მაქვს რამდენიმე საათში და მე დუჩეს, კალანდიას და ეკეს გარდა, ვერაფერზე ვფიქრობ. აი, ის რაღაც ტატუო კიდე, ნეტა, მორიელის კუდი იყო? ფეტიში მაქვს მორიელებზე და ეგრევე იქეთკენ წავედი.
კიდე თუ გამოვანათე აქვე კომენტარით არ გაგიკვირდეს :დ

წარმატებები გამოცდაზე ;დდდ <33333 პ.ს. არც ისე შორს ხარ ჭეშმარიტებისკენ. ნახავ... <333 გამოანათე ახალი იდეებით დიდი სიამოვნებით მოგისმენ ;დდდ <333

 


№7  offline მოდერი Catherine Di Perso

კაროჩე, გამოცდა გადავაგორე და მივხვდი, რომ ეკეს ეს უეცარი დაახლოება თავიდანვე სიასთან არ მომეწონა. კალანდია კიდე თავისი ცვალებადი და კონტრასტული ბუნებით, ნერვებს მიშლის და ეჭვის ჭია მღრღნის. არა, ყველას რომ თავისი ისტორია და ა.შ. აქვს, მაგაზე ჰო საუბარიც არაა. მაგრამ ყველაზე პაწია ჩიტუნა კოლიბრი... თან სია რო გარტყმაში არაა?!

 


№8  offline ახალბედა მწერალი belle...

Catherine Di Perso
კაროჩე, გამოცდა გადავაგორე და მივხვდი, რომ ეკეს ეს უეცარი დაახლოება თავიდანვე სიასთან არ მომეწონა. კალანდია კიდე თავისი ცვალებადი და კონტრასტული ბუნებით, ნერვებს მიშლის და ეჭვის ჭია მღრღნის. არა, ყველას რომ თავისი ისტორია და ა.შ. აქვს, მაგაზე ჰო საუბარიც არაა. მაგრამ ყველაზე პაწია ჩიტუნა კოლიბრი... თან სია რო გარტყმაში არაა?!

ყველას ეჭვის თვალით უყურებ ახლა შენ ;დდდდდ <333 კარგი მიდგომაა ;დდდდ ხარისხიანი <333 ვნახოთ როგორ გაგრძელდება ყველაფერი <333 ასატვირთად გამზადებული მაქვს საღამოს იქნება გაგრძელება

 


№9 სტუმარი ატბ

აუ როდის დაიდება დავლიე სული ????

 


№10  offline ახალბედა მწერალი belle...

ატბ
აუ როდის დაიდება დავლიე სული ????

დადებულია გაგრძელება <3

 


№11  offline წევრი ლია კკკ

ვაუ კარგია მარა ცოტა არარელურიც❤❤❤

 


№12  offline ახალბედა მწერალი lullaby

რა არის აქ რა ხდება ვერ გავიგე. თავი გამისკდეს რამისაა. რაც უფრო ვცდილობ საქმეში გარკვევას უფრო რთულდება ყველაფერი :@@
ყველა ყველაფერთან კავშირშია. ყველა რაღაცაშია დამნაშავე და ეგ კიდევ უფრო ართულებს მთავარი კრიმინალის გამოცნობას.
ეს ნაწილი განსაკუთრებით დაძაბულმა წავიკითხე. ბევრი გაბედული ნაბიჯები გადაიდგა და ბევრჯერ ამივიდა წარბები შუბლზე :დდ აი, კიდე გაოცებული ვარ, ამდენ პერსონაჟს როგორ იჭერ ხელში. ამას მარტო ნიჭი კი არა, ატანა და გამძლეობა უნდა. ღმერთმა არ მოგაკლოს :დდდ
მიუხედავად ბევრი ცვლილებისა და სიახლეების, ჩემი ძველი ეჭვები მაინც მყარად დგანან. დუჩე თავს ვერ იძვრენს იმით, რომ ჩორნი სპისოკზე გასვლა უნდა. არ გამორიცხავს ეგ არაფერს. აი თითქოს არაფერი აკავშირებს ეკესაც, ვაბშე სხვაგანაა ეგ პერსინაჟიც და ამ ეტაპზე არაფერი საერთო არ აქვს მირიანთან და მაგათთან მაგრამ მაინც რა... ის საჩუქარი. აი მაგასაც რო ნიტოდ შეხედავ, რამდენად ეჭვიანი უნდა იყო :დდ თითქოს რაღაცას ნანობსო, ისეთი სუნი ჰქონდა მაგ ეპიზოდს. არ ვიცი...
სისის და დუჩეს ამბავს რაც შეეხება. ჯერ ვიფიქრე, იქნებ ჩხუბის გარდა კიდევ რამე სერიოზულიც მიხდა იქ, მაგრამ... რავი, გულახდილიბის საღამოო და რატომ დაუმალავდა? თან თუ მეგობროობაა და თან რო იცი მეგობარი ბიჭის მიმართ გრძნობს რაღაცას, რატო დამალავ? ან დამალავ და გააფრთხილებ კარგად დაფიქრდიო?
გვამის მჟავით გაქრობა რა საზარელი რამეა ჯანდაბა! მერე რაც უფრო ახალი ამბები იკვეთრბა ამ შხამთან დაკავშირებით, უფრო საინტერესო ხდება. აზრზე არა ვარ, ვის რა გეგმა აქვს...
სიას მამას რო კავშირი ექნებოდა ამ ამბავთან გული მიგრძნობდა. საერთოდაც, აქ არ არსებობენ უბრალოდ ჩაკვეხებული პერსონაჟები. ყველას თავისი მნიშვნელივანი როლი აქვს. ვერც ერთ მათგანს ვერ ვტოვებ უყირადღებოდ. და რასაც ვწერ, ეგ ზღვაში წვეთია, იმდენი რამეს ვფიქრობ. მართლა :დდდ
ახლა ცოტას დავწყნარედნი და ჰაერზე გავალ. ცოტა ამოვისუნთქო უნდა. გადამეწვა ტვინი და ცერა თითები. :დდდ

ჯერ ვერ გავნიავდი :დდდ
ტატუზე ვფიქრობ და კიდევ შხამზე. ხო შეიძლება ერთმანეთთან იყოს კავშირში? თუ რა თქმა უნდა მაგ ტატუიანმა მოწამლა მირიანი. ვიდეოზე ხომ არ ჩანს მისი ხელები.
და კიდევ სანდრო. ზააალიან არ მინდა, მაგრამ ისეთი ნიუანსი შევამჩნიე... მაგალითად საავადმყოფოში კამერების გათიშვა. მერე ჩორნი სპისოკის დაშლა. ვის ენდომება ამ საქმიანობის მიტოვება? ვაიმე არ ვიცი. რაღაცები მასზე ძალიან მაეჭვებს. არ მიყვარს ბორიტი ჰაკერები :დდ
გამაგდეთ აქედან სანამ კიდე მოვბრუნებულვარ.

 


№13  offline ახალბედა მწერალი belle...

lullaby
რა არის აქ რა ხდება ვერ გავიგე. თავი გამისკდეს რამისაა. რაც უფრო ვცდილობ საქმეში გარკვევას უფრო რთულდება ყველაფერი :@@
ყველა ყველაფერთან კავშირშია. ყველა რაღაცაშია დამნაშავე და ეგ კიდევ უფრო ართულებს მთავარი კრიმინალის გამოცნობას.
ეს ნაწილი განსაკუთრებით დაძაბულმა წავიკითხე. ბევრი გაბედული ნაბიჯები გადაიდგა და ბევრჯერ ამივიდა წარბები შუბლზე :დდ აი, კიდე გაოცებული ვარ, ამდენ პერსონაჟს როგორ იჭერ ხელში. ამას მარტო ნიჭი კი არა, ატანა და გამძლეობა უნდა. ღმერთმა არ მოგაკლოს :დდდ
მიუხედავად ბევრი ცვლილებისა და სიახლეების, ჩემი ძველი ეჭვები მაინც მყარად დგანან. დუჩე თავს ვერ იძვრენს იმით, რომ ჩორნი სპისოკზე გასვლა უნდა. არ გამორიცხავს ეგ არაფერს. აი თითქოს არაფერი აკავშირებს ეკესაც, ვაბშე სხვაგანაა ეგ პერსინაჟიც და ამ ეტაპზე არაფერი საერთო არ აქვს მირიანთან და მაგათთან მაგრამ მაინც რა... ის საჩუქარი. აი მაგასაც რო ნიტოდ შეხედავ, რამდენად ეჭვიანი უნდა იყო :დდ თითქოს რაღაცას ნანობსო, ისეთი სუნი ჰქონდა მაგ ეპიზოდს. არ ვიცი...
სისის და დუჩეს ამბავს რაც შეეხება. ჯერ ვიფიქრე, იქნებ ჩხუბის გარდა კიდევ რამე სერიოზულიც მიხდა იქ, მაგრამ... რავი, გულახდილიბის საღამოო და რატომ დაუმალავდა? თან თუ მეგობროობაა და თან რო იცი მეგობარი ბიჭის მიმართ გრძნობს რაღაცას, რატო დამალავ? ან დამალავ და გააფრთხილებ კარგად დაფიქრდიო?
გვამის მჟავით გაქრობა რა საზარელი რამეა ჯანდაბა! მერე რაც უფრო ახალი ამბები იკვეთრბა ამ შხამთან დაკავშირებით, უფრო საინტერესო ხდება. აზრზე არა ვარ, ვის რა გეგმა აქვს...
სიას მამას რო კავშირი ექნებოდა ამ ამბავთან გული მიგრძნობდა. საერთოდაც, აქ არ არსებობენ უბრალოდ ჩაკვეხებული პერსონაჟები. ყველას თავისი მნიშვნელივანი როლი აქვს. ვერც ერთ მათგანს ვერ ვტოვებ უყირადღებოდ. და რასაც ვწერ, ეგ ზღვაში წვეთია, იმდენი რამეს ვფიქრობ. მართლა :დდდ
ახლა ცოტას დავწყნარედნი და ჰაერზე გავალ. ცოტა ამოვისუნთქო უნდა. გადამეწვა ტვინი და ცერა თითები. :დდდ

ჯერ ვერ გავნიავდი :დდდ
ტატუზე ვფიქრობ და კიდევ შხამზე. ხო შეიძლება ერთმანეთთან იყოს კავშირში? თუ რა თქმა უნდა მაგ ტატუიანმა მოწამლა მირიანი. ვიდეოზე ხომ არ ჩანს მისი ხელები.
და კიდევ სანდრო. ზააალიან არ მინდა, მაგრამ ისეთი ნიუანსი შევამჩნიე... მაგალითად საავადმყოფოში კამერების გათიშვა. მერე ჩორნი სპისოკის დაშლა. ვის ენდომება ამ საქმიანობის მიტოვება? ვაიმე არ ვიცი. რაღაცები მასზე ძალიან მაეჭვებს. არ მიყვარს ბორიტი ჰაკერები :დდ
გამაგდეთ აქედან სანამ კიდე მოვბრუნებულვარ.

სიამოვნებისგან ხო გავიბადრე და რავი მე ეს ღიმილი მთელ სახეზე გადამეწელა მგონი ;დდდდდდდდ <3 <3 <3 <3 ერთადერთი იმაში დაგეთანხმები რომ კი ყველა პერსონაჟს თავისი როლი და მაკავშირებელი ძაფი აქვს საერთო პაზლების დაფასთან <3 ვახ ერთი სული მაქვს წინ აღმოჩენილ სიურპრიზებს როგორ გაუმკლავდები ;დდდდდ <3 <3 განსაკუთრებულ სიამოვნებას ის მანიჭებს რომ დაკვირვებული ხარ და ეჭვიანი ვაიმეეე მიყვარს შენი ეს გრძნობა გაცილებით აზარტულს ხდის შენს პაზლების მაგიდასთან ჯდომას <3 <3 <3 ჩემო ტკბილო ვანილო მაგრად გავერთობით მე და შენ სანამ ბოლომდე გახვალ. გული ამიჩქარდა ახლა. ვიდე მთელი დღე კუნძივით და ჩიხთან ასო ვერ ჩავაკვეტე მომხოდა თავიდან ;დდდდდდდდდ ჩემი ენერგეტიკული ხარ შენ ;დდდ <3 <3 <3 <3 <3

 


№14  offline აქტიური მკითხველი terooo

Სულ მაინტერესებდა ვი ვინ იყო სანდრო და საიდან იცნობდა სია.

 


№15  offline ახალბედა მწერალი belle...

terooo
Სულ მაინტერესებდა ვი ვინ იყო სანდრო და საიდან იცნობდა სია.

ბავშვობის მეგობრები არიან <3 <3 <3 მერე კი უკვე თანამშრომლებიც გახდენენ. როგორც სია წერს საწყისში სახლიდან გამოქცეულმა სწორედ სანდროს შეაფარა თავი და მანვე მისცა პირველი საქმეც <3 <3

 


№16  offline მოდერი Marry Amm

აუუ.. რა ცუდი გოგო ხარ მიმაჯაჭვე ტელეფონს და ვეღარაფერს ვაკეთებ სხვას )) არა მაგარი გოგო ხარ მართლა, მეც ვჯღაპნი ხოლმე რაღაცეებს მარა ეს იმენა წიგნივით, დეტექტივივითაა რომელსაც ვერ ვწყდები. მაგარია ძაან <3

 


№17  offline ახალბედა მწერალი belle...

Marry Amm
აუუ.. რა ცუდი გოგო ხარ მიმაჯაჭვე ტელეფონს და ვეღარაფერს ვაკეთებ სხვას )) არა მაგარი გოგო ხარ მართლა, მეც ვჯღაპნი ხოლმე რაღაცეებს მარა ეს იმენა წიგნივით, დეტექტივივითაა რომელსაც ვერ ვწყდები. მაგარია ძაან <3


ეგოისტურად მიხარია ;დდდ <3 <3 <3 უფრო "შიგნით" რომ შემოხვალ უფრო მიგიჯაჭვებ <33333333333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent