ჩემი ადამიანი! (1)
ყველაფერი ასე დაიწყო: 7 წლის ვიყავი როცა, დედა გარდამეცვალა, მამას კი რატომღაც დამაშორეს ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო. ერთ-ერთ პანსიონატში მოვხვდი სადაც ძალიან გამიმართლა და არც ცუდი მეგობრები და არც ცუდი დირექტორი არ შემხვედრია. მისვლის დღიდანვე ძალიან კარგად მეპყობოდნენ. ბავშვებთან იშვიათად ვთამაშობდი თითქმის სულ ოთახში ვიყავი. ერთ დღესაც ოთახში ბიჭმა შემოირბინე რომელიც ჩემზე ორი წლით უფროსი იქნებოდა და მას ასევე მისი ტოლი ბიჭი მოჰყვებოდა. ერთი თორნიკე იყო რომელიც პირველი შემოვიდა და მეორეს არვიცნობდი ამიტომაც თორნიკე მომესალმა მხოლოდ მეც თავი დავუქნიე და მეორე ბიჭუნას შევხედე. - ნია როგორხარ? - ატიკტიკტა თორნიკეც . ძალიან საყვარელი იყო ხუჭუჭა ქერა თმით და არაჩვეულებრივი ცისფერი თვალებით. - კარგად თოკო, შენ? - მივმართე მეც და მზერა ვიგრძენი გავიხედე თუ არა ბიჭუნას თვალებს შევეჩეხე რაღაცნაირი ფერის იყო, მაშინ ვერვხვდებოდი ახლა კი შემიძლია ვთქვა რომ შავი, უფსკრულივით შავი ფერის თვალები ჰქონდა. - ალექსანდრე - მომმართა მან და ხელი გამომიწოდა - ნია - საწოლიდან ჩამოვედი და მეც ხელი გავუწოდე. - წამო ალე გავიდეთ - თორნიკე წინ გაჰყვა და ალექსანდრეც მას მიჰყვა. - შენ არწამოხვალ? - მომაართა მაგრამ უარის ნიშნად თავი დავუქნიე - თოკო წადი შენ - გაოცებული შევხედე მას ჩემთან მოვიდა და გვერდზე მომიჯდა დიდი ბიჭივით (ახლა ამას რომ ვახსენებ სულ მეუბნება ისედაც დიდი ბიჭი ვიყავიო) - დიდხანს ვითამაშეთ ერთად ძალიან ბევრიც ვიცინეთ. - ალექსანდრე წამოდი - უცებ ოთახში ლამაზ ჩაცმული ქალბატონი შემოვიდა და გაგვიღიმა. - მოვდივარ დედა, მოდი ნახე ჩემი საცოლე უნდა გაგაცნო, დედა თქვენ რომ ამბობთ ხოლმე ძალიან მიყვარხარო ახლა მივხვდი რასაც ნიშნავს, ახლა მე ნია მიყვარს ძალიან. - შესციცინა მან მეკიდე თავი დაბლა დავხარე . - ალექსანდრე შვილო სასიამოვნოა შენი მომავალი მეუღლის და სიყვარულის გაცნობა მაგრამ სახლში უნდა წავიდეთ - გაუღიმა ქალბატონმა და შვილს თავით ანიშნა წამოდიო. ალექსანდრემ შემომხედა მომიხლოვდა და შუბლზე მაკოცა მერე კი წავიდა. დიდხანს ვფიქრობდი ბავშური ჭკუით რახდებოდა და რა არა.მერე ბავშვებმა ვისადილეთ და დავიძინეთ. დაიჯერებთ რომ დილით ალექსანრემ გამაღვიძა? ჰო ნამდვილად ასე იყო თურმე დედამისისთვის უთქვამს ჩემმა საცოლემ უჩემოდ როგორ უნდა გაიღვიძოსო და დილით ჩემთან გაჩნდა. - ნია, მიყვარხარ - ალექსანდრე - შევციცინებდი მას და შემდეგ გავიგე ბავშვების ღიმილი, შემრცხვა მე ხომ ბავშვი ვიყავი. მის შემდეგ ყოველ დილას ალექსანდრე მაღვიძებდა ერთ დროს როცა წამოვიზარდეთ ღამითაც კი რჩებოდა პანსიონატში დეიდამისის თხოვნით. დედამისი ამბობდა რომ ბავშური გატაცება ვიყავი და ამ ყველაფერს სერიოზულად არაღიქვამდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.