შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეზობელი, ქმარი და საყვარელი (სრულად II)


7-05-2020, 00:19
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 47 669

განქორწინებული წყვილები მუდამ საუბრობენ კრიზისულ პერიოდებზე, დროზე რომლის გასვლის შემდეგაც იწყება ცვლილებები, უფერულდება გრძნობები და ემოციები ერთმანეთს ცვლიან .
ქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ოჯახი ნომერი პირველი
სუფთა ჰაერზე ,სიგრილეში გიორგისთან ერთად ყოფნაზე მეტად რა მოუხდებოდა ქალბატონ ელიზაბეტს? არც არაფერი. ამიტომ წავიდა თავისი დაბადებისდღის საჩუქრით დაბადებისდღის საჩუქარში . მანქანაში ისევ ცეკვავდა, მღეროდა ,მაგრამ გიორგის არ აიძულებდა სიარულის ნაცვლად ეფრინა .დანიშნულების ადგილს რომ მიაღწიეს მანქანიდან გადავიდა და გარემოთი ტკბობა დაიწყო.რამდენიმე წუთი ტრიალებდა შუაგულ ეზოში ,მთებს შორის ჩაკარგულს ნამცეცა ეგონა თავი . მერე თავბრუ რომ დაეხვა გიორგის დაეყრდნო
-შეგაქანა?- გაიცინა და სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადაუწია
-ხოო
-მარჯვნივ შეგაქანა თუ მარცხნივ?
-ოოო შენი ჭირიმე რას მეკრიჭები შენ შეგაქანებ ახლა - თვალები დახუჭა და თავი მხარზე დაადო
-ცუდად ხარ?
-ნწ გამივლის მალეე- ხელები წელზე მოხვია და გაისუსა - სახლი უნდა დავალაგოთ... მერე დავფიქრდე რაა შესაძენი რომ კომფორტული გახდეს და ვაიმე გული მერევა - პირზე ხელი აიფარა
-ლიზა...ლიზა კარგად ხარ ? ამდენი არ უნდა გეტრიალა რაა ისედაც მგზავრობისას ფერი დაკარგე
-არაფერია..გადამიარა. სახლში შევიდეთ დავჯდები და მერე მივხედოთ საქმეებს
-მოდი ჩემთან - ხელი მოხვია და ლოყაზე აკოცა- გინდა აგიყვან
-ავადმყოფივით მოქცევას იწყებ?
-არაა არ ვიწყებ...უბრალოდ გკითხე-ყელში აკოცა და თითები გამობურცულ მუცელზე აათამაშა-ჩვენი პატარა გოგო უკვე დიდი გოგოა ახლა აღარ უნდა გაწუხებდეს გულისრევები
-ჯერ არ ვიცით რომ გოგოა ზურგით იჯდა და ბარძაყის ფორმით ვერ გვეტყოდა
-აპრეხილი ცხვირი აქვს ანუ შენ დაგემსგავსება
-მე აპრეხილი ცხვირი არ მაქვს
-მერე რა ბიჭი არ იქნება კარგი რაა გოგო მინდა პატარა და საყავრელი
-რათ გინდა გოგო? გაიზრდება უნდა ჰყავდეს შეყვარებული,მერე ბოიფრენდი ...უნდა უყურო როგორ ეფლირტავებიან ბიჭები, მოკლე კაბას რომ ჩაიცვამს როგორ გააყოლებენ თვალს მერე მის ქმარს უნდა უყურო სახლში ჩვენთან რომ დარჩებიან შეიძლება კვნესის ხმაც კი გაიგო
-აღარ მინდა გოგო იყოს ბიჭი... შენ ხო სულ მართალი ხარ რაღა ახლა ვიქნები სწორი? იყოს ყველა ბიჭი...საერთოდ არ მინდა გოგო- ლიზას სიტყვებმა შეძრა, მანამდე არ უფიქრია ამ საკითხზე და ახლა ნამდვილად შეშფოთებული იყო
-უკაცრავად? მომდევნო გოგო უნდა იყოს არ გააკეთებ და შენი აჯობებს ...დივანი მტვრიანია ახლა დამაცემინებს თუმცა არ რაღაც სასიამოვნო სურნელია
_შენ ახლა გეწყება ტოქსიკოზი?
-გამორიცხულია ... -დივანზე წამოწვა და მუცელზე გადაისვა ხელი - ზამთარში აქ ვეღარ ამოვალთ . მე სამუშაოც საკმაოდ წამართმევს ენერგიას . აქ რომ ჩავიკეტოთ და მშობიარობა დამეწყოს დავიღუპებით ...ასე რომ ბოლოჯერ ვართ მარტოები ამ სახლში. შემდეგ ჯერზე ბავშვთან ერთად ამოვალთ- ყველაფერს უყურებდა და მუცელზე დაატარებდა თითებს- გესმის ჩემო პატარავ? მართლა გოგო თუ ხარ მამიკოს არ მოუსმინო ... შენ შეყვარებულებს მე დავიცავ
-ტყუილია მამა შეყვარებული რა საჭიროა ? ცეკვაზე,ბალეტზე ,მატვრულ ტანვარჯიშზე შეგიყვან რა ვიცი კიდე რამეს მოვიფიქრებთ იქნემ სიმღერის ნიჭი გაქვს ან ხატვის რა საჭიროა შეყვარებული?- სამზარუელოში იყო და იქედან ელაპარაკებოდა .ელზიაბეტი ჯერ უსმენდა მერე ხარხარებდა ბოლოს ვეღარ სუნთქვადა და უბრალოდ ცრემლებს იმშრალებდა -რას დამცინი ქალბატონო? ვაშლი გინდა?-თავზე დაადგა მწვანე ვაშლით ხელში და თან თვალებს უბრიალებდა
-აბა რაებს იძახი? ჯერ მაქედან რას გაიგონებს, მერე რა მხატვრული ტანვარჯიში ბალეტი და ცეკვა ... იკლავდი თავს შენ უნდა გგავდესო და მე არაფერზე დავდიოდი ბიჭები მყავდა მხოლოდ
-ნერვებს ნუ მომიშლი ახლა არ მინდა ბავშვს გავაგონო ჩვენი ჩხუბი
-და არ გინდა კოცნა მაჩუქო და ბავშვს დადებითი ემოციები გადასცე?
-დავფიქრდები... ვიფიქრებ და მერე შეგატყობინებ ,წავალ მივალაგებ
ელიზაბეტმა ნაპერწკლები გყარა თვალებიდან,სამაგიეროდ გიორგი იყო კმაყოფილი ლიზა რომ უკან გაჰყვა. ყველაფერი მიაალგეს, ნუ ქალბატონი მძიმეებს არ სწევდა, იატაკის გიორგიმ მოაპრიალა და თეთრეულიც მან გადააგო საწოლზე. შემდეგ ერთად მოამზადეს სადილი და რომ დანაყრდნენ დაღლილები დაწვნენ საწოლზე
-ბექა მართლა მიდის?
-რაზე გაგახსენდა ახლა ბექა
-მინდოდა მეკითხა აქამდეც და სულ მავიწყდება.ბარბარემ მითხრა მიდისო და
-ბარბარე სად ნახე?
-კატოსთან იყვნენ ეგ და ტასუნა ... ბაბრის მოატყუა თუ ნამდვილად მიდის?
-აპირებს რამ წამოუარა არ ვიცი რაც ერეკლეს რესტორანში აღარაა სამედიცინოს წიგნები გადმოაწყო ბიბლიოთეკიდან და ჩაუჯდა
-ეგ რომ მითხარი მეგონა მაღაავებდი აბა მაშინ რომ მიხვედი მართლა კითხულობდა? ვინ ბექა? ჩვენი ბექა?
-იცი რა კარგ ქულებს იღებდა?
-როგორ მიდიოდა გამოცდამე
-მიდიოდა რა მიმყავდა და გამოცდების წინ მე ვუდებდი მასალებს და სანამ მე ვმეცადინეობდი ეგეც მიბმული მყავდა სკამზე და არაფერი რომ არ ჰქონდა საქმე იძულებული იყო წაეკითხა ...შოკში ჰყავდა ყველა. მერე კლინიკაში ისე დადიოდა რას ჩალიჩობდა იქ ღმერთმა უწყის მაგრამ ესწრებოდა პრაქტიკებს
-როგორ აიძულებდი ნუ გამაგიჟე ...მშობლები ვერ აიძულებენ სწავლას შვილებს
-უკან ვერ დაყვებიან და იმიტო...ჩემთან ვალში იყო ვერ მიტეხავდა და ხომ იცი როგორ აწუხებს ხოლმე სინდისი ჩემს მიმართ .კი აიღო მაიმუნობაში დიპლომი
-არ მითხრა ახლა წითელი დიპლომიო
-არა რა წითელი ...მარა ბევრი საგნის გადაბარება დასჭირდა
-ისე წავა ბავშვს არ ნახავს ? ყელში ამომიყვანა იმდენჯერ ელაპარაკა ბავშვს ეგ შენზე მეტად აფრენს მგონი.. რომ ვეჭვიანობ კი იცი
-რას ეჭვიანობ ეგ არ უთხრა ბექას თორე შეიშლება
-ყველაზე და ყველაფერზე მეტად შენ უყვარხარ,შენ გაფასებს, შენ გამო ყველაფერის გამკეთებელია და მეტი კი არაფერი შეუძლია ჩემ სიყვარულს
-აფრენ შენ! გეუბნები ეგ ბექას არ უთხრა თორე აგვწევს ჰაერში ...
-რუსეთში მიდის?
-მგონი ხო ... გერმანული არ იცის კარგად.ვითომ სწავლობდა მარა მე ხო ვიცი აზრზე არაა...
-ცხენზე დაჯდომა მინდა ვერ ვაჭენებ ახლა და ისე მაინც გავისერინებ რა დაშავდება?-უცებ წამოჯდა და თვალების ციმციმით შეხედა გიორგის
-უცებ რომ მოგინდეს და გააქროლო მერე?
-ოოო კაი რაა გიჟი კი ვარ მაგრამ გიჟი ხო არ ვარ?- უცებ თქვა და საწოლიდან წამოფრინდა. თბილი ჟაკეტი მოიცვა ,თმები შეიკრა და გიორგის გახედა- წამოოდიი გთხოოოვ გინდა მე დავჯდები და შენ მასეირნე ან შენ დაჯექი ჩემს უკან
-ასეთი თვალებით ნუ მიყურებ და ასე ნუ მეტიტინები - ხელი მოხვია და საწოლზე დააბრუნა-შემომეჭმებიი - ხმაურით დაუკოცნა მთელი სახე და ლიზიკოც კისკისებდა
-წამოდი და ხინკალს გაგიკეთებ-სიცილით წამოიკივლა და ხელები ააფართხალა -გიორგიი არ გინდა ჩემი გაკეთებული ხინკალი?
-აქ გააკეთებ? მაგისთვის ვერ გაგაწვალებ
-ოოო გიორგიი აბა რა გინდა. ტყუილი ყოფილა კაცის გულამდე გზა კუჭზე გადისოოო
-ნუ ბურცავ ტუჩებს საზიზღარო გოგო იცოდე მაქსიმუმ ჩემზე დაჯდე ...
-უზრდელო ტუტუცოოო ფუიი ფუიიი ფუიიი ღვთის პირიდან გადავარდნილო შენ - სერიოზული სახე მიიღო როგორც შეეძლო და ისევ აფართხალდა- აუუ ახლა მე ჩაგყლაპავ-კისერზე შემოხვია ხელები და საწოლზე დააგდო,ზემოდან მოექცა და ტუჩებზე დააცხრა -წავიდეთ რაა წავიდეეეთ ...
-წავიდეთ ...ოღონდ ერთად დავჯდებით!
ციოდა ,მაგრამ გიორგის გულმკერდს ეკვროდა და თბებოდა. ხედებით ტკბობა არ ბეზრდებოდა,თითქოს ერთი და იგივე იყო ,მაგრამ მაინც როგორ განსხვავდებოდა დღის სხვადასხვა მონაკვეთში . მთელი გზა არ გაჩუმებულა, გეგმებს აწყობდნენ, იბუტებოდა ,ანჩხლობდა და ბოლოს რაღაც გადაწყვეტილებამდე მიდიოდნენ. სახლში დაბრუნებულმა განაგცხადა მთის ცხოვრება მომწონსო , სახელოები აიკეცა და ხინკლის მზადება დაიწყო.რამდენნაოჭიანი გააკეთა ვერ გეტყვით,მაგრამ ნამდვილად ვიცი გიორგი რომ მიიჯინა ბოლოს და მასაც გააკეთებინა რამდენიმე. შუა მზადების დროს რაღაცამ წამოუარა და ფქვილი შეაყარა ბიჭს, მანაც არ დაინდო და ბოლოს გადათეთრებულები ასწრებდნენ ერთმანეთშ ხინკლის დაგემოვნებას. ბოლოს საწოლზე დაეცნენ ,ვეღარ სუნთქავდნენ იმდენი ჭამეს და ისულელეს ერთად-ასეთია დღე არანორმალურების ოჯახში ...
.................
ეკატერინე გარდერობთან იდგა ,ტანსაცმელს იღებდა და საწოლზე გადაშილილ უზარმაზარ ჩემოდანში აწყობდა. სწრაფად მოქმედებდა და თან ფიქრობდა კიდევ რისი წაღება სურდა. თან მობილურით საუბრობდა , რამდენიმე ზარი განახორციელა და ყველა სხვადასხვა ენაზე. შემდეეგ ისევ ბაღათურიას დაურეკა ,მაგრამ არაფერი გამოუვიდა . ბოლოს მობილური საწოლზე დააგდო და აბარგება განაგრძო. სააბაზანოში შევიდა შხაპი მიიღო თავი მოიწესრიგა და შავ შარვალსა და იისფერ უმკლაო ზედაში გამოწყობილი დადგა სარკის წინ. მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, კოსმეტიკის ჩანთაც ჩემოდანში ჩადო და სავარძელში დაჯდა ფეხსაცმელი რომ ჩაეცვა.
-კატუშაა მოემზადე გავდივა... ეს ჩემოდანი რაში გჭირდება? ტასოს სვანეთში აყვანას ვაპირებ ერთი კვირით, ერთი წლით კი არა
-როგორც იქნა დაბრუნდი...მობილური სად გაქვს? იცი რამდენი ხანია გირეკავ?- არ მოუსმენია ბათუსთვის ისე მივიდა და ხელები მოხვია გარიმებულმა
-მე სად მაქ მობილური თუ შენ ბოლო ერთი საათია 20 ჯერ მაინც დაგირეკე
-სააბაზანოში ვიყავი და...
-რატო მირეკავდი? საიდან გაიგე რო ტასო მიგვყავს? დაგირეკა იმ მაიმუნმა ბავშვმა ეგრევე?
-ტასო სად მიგყავთ მე რა ვიცი...საქმე გამომიჩნდა სასწრაფოდ უნდა წავიდე აბუ-დაბიში ..უფრო სწორად ჯერ სტამბოლში უნდა ჩავფრინდე იქ მაქ შეხვედრა ორი დღე იქ უნდა დავრჩე და შემდეგ გავფრინდები მაქსიმუმ ორი თვე დამჭირდება ყველაზე რთულ სიტუაციაში
-უკაცრავად სად მიდიხარ და რამდენი ხანი დაგჭირდება?
-დათა საქმე მაქვს თანაც ძალიან მნიშნელოვანი... მილიონში ერთს ეძლევა ამ შეხვედრაზე წასვლის საშუალება და მე ვერ გავუშვებ შანსს ხელიდან. მთელი ორი წელია ველი შემოთავაზებას. ჩემს კარიერაში მნიშნელოვანი სვლაა და იცოდე თუ აპირებ რომ მეკამათო ახლავე გადაიფიქრე...
-ორი თვით მიდიხარ ქვეყანაში სადაც რა მოხდება არავინ იცის...მე უნდა დავრჩე აქ და გელოდო მთელი ორი თვე . საქმე გაქვს გასაგებია რომ დიდხანს ელოდი მაგრამ ფრენამდე ერთი დღით ადრე რატომ უნდა ვიგებდე ამ ამბავს ხომ ვერ მეტყვი ,მგონი უფლება მქონდა მცოდნოდა რომ ჩემი ცოლი სადღაც გადაკარგულში აპირებდა გაფრენას... არაბეთის ნახევარკუნძულზე მუსლიმებთან უდაბნოში სეირნობასაც ხომ არ აპირებთ აქლემებით
-საშუალება თუ მექნება აუცილებლად... დაბის ნახვა ძალიან მინდოდა კიდევ ერთხელ.წინა ვიზიტის დროს სხვა ქალაქში ვიყავით და ვერ მოვახერხე დათვალიერება
-გადადება არ შეიძლება?
-არა...ორ საათში აეროპორტში უნდა ვიყო
-ასე მალე დოკუმენტები როგორ გააკეთე
-მქონდა წინასწარ გამზადებული...
-ორ საათში მიფრინავ?- გაბრაზდა, წარმოუდგენელი ამბავი იყო ასე გაუფრთხილებლად რომ მიდიოდა. ეკატერინე კი შეჩვეული იყო დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას, ამჯერად ისე უცებ გადაწყდა ყველაფერი, რომ მანამდე თქმა ვერ მოახერხა
-ასეთი სახით ნუ მიყურებ, მეც არ ვიცოდი თორემ გეტყოდი. დილიდან გირეკავ რომ მითხრეს იმ წამიდან და არ მპასუხობ
-მაშინ უნდა გეთქვა როცა ვიზას ამზადებდი...როცა განცხადებას წერდი თუ რაც არის არ ვიცი რომ დღეს თუ ხვალ წასვლა მომიწევს არაბეთში და მზად იყავი საყვარელოო
-გთხოვ ნუ ბრაზდები რა...ვერ ვიტან ასე რომ მელაპარაკები. ვიცი რომ რთულია ,მაგრამ მართლა არ ველოდი თუ
-არ აქვს მნიშვნელობა რას ელოდი და რას არა. მე შენი ქმარი ვარ და მინიმუმ ის უნდა ვიცოდე სად აპირებ წასვლას . ნებართვა მთხოვე-თქო ხომ არ გეუბნები ...
-ახლა რა აზრი აქვს ამაზე დავას? გინდა ასე გამიშვა?
-არ მინდა მაგრამ ასე წახვალ...შენს საქმეს გააკეთებ .რა მნიშვნელობა აქვს მე რას ვიფქრობ, მე როგორ მექცევი და საერთოდ ჩემს აზრს და დამოკიდებულებას. მე ტასოსთან ერთად წავალ შაბათ- კვირას მთაში, შემდეგ საქმეებს მივხედავ შენ კი იმედია ახალ-წელს ჩამოხვალ
-რას აკეთებ - ბათუმაც აიღო ჩანთა და ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო
-ტანსაცმელს ვალაგებ... რომ წავიდე, დარწმუნებული ვარ აეროპორტში ბუშტებით გაცილება არ გინდა- ირონიით იყო გაჟღენთილი ბაღათურიას სიტყვები, ბრაზისგან ძარღვებდაბერილი საუბრობდა და როგორც ყოველთვის მისი სიტყვები ღრიალს უტოლდებოდა. სპორტულ ჩანთაში ჩააგდო ტანსაცმელი, სწრაფად შეკრა და იატაკზე დააგდო
-დათაა
-დათას ნუ მეძახი ! არ მინდა ისე მეძახდე როგორც ანდრო მეძახდა, უფლება არ გაქვს! - ეკატერინეს ლუღლუღით ნათქვამ დათას ღრიალით უპასუხა და ისე უცებ შეუბრუნდა ქალი შიშისგან შეხტა. თვალებგაფართოებული, ათრთოლებული უყურებდა გამძვინვარებულ ბაღათურიას - ასე ნუ მიყურებ... ისე ნუ მიყურებ თითქოს ურჩხული ვიყო რომელიც ახლა ხელს მოგიქნევს გცემს და სახლში გამოგკეტავს . ისე ნუ მიყურებ თითქოს ვერ ხვდებოდე რა დედისტყვნ**** მაგიჟებს - ხელში რაც მოჰყვა ყველაფერი ააყირავა .ეკატერინე კი ისევ იდგა და უყურებდა -ორი თვე როგორ გავძლო ტო ...მთელი ორი თვე რა ჩემი ყ*ე ვქნა . ნახევრად ვერ დაგიკავშირდები და იმაზე ვიფიქრო ვინმე დედა მოტყნ*** ჰაერში ხო არ აგწიათ შენ და შენი ტალანტი ხალხი? მეტი ადგილი ვერ იპოვეთ?
-არ მითხრა რომ მოგენატრები და იმიტომ ხარ ასე...
-საერთოდ არ მინდა ცოლი ვიღაც გიჟმა დამიბრიდოს
-შენ აბუდაბიზე წარმოდეგანა გაქვს? იცი როგორი განვიტარებულია? სადღაც უდაბნოში კი არ მივდივარ ქვიშაში რომ დავიმარხო და რომელიმე აქლემზე ამხედრებულმა ბედნუინმა გამიტაცოს ... დაგელაპარაკები სასტუმროდან ორი თვე რა დიდი დროა ვერ ვხვდები . შენც ხომ იყავი წასული სადღაც . დღემდე არ მაქვს წარმოდგეან სად წახვედი ან როდის წახვედი. დამირეკე და მითხარი საქართველოში არ ვარ გაფრენა მომიხდა და ვერ დაგიკავშირდები რამდნეიმე დღეო...რამე გითხარი?
-შენ რადგან გკიდივარ და არაფერი მკითხე იმას არ ნიშნავს რომ მეც ასე უნდა მოვიქცე...მე ერთი კვირაც არ წავსულვარ
-საერთოდ ვერ დაგიკავშირდი...ნომერიც კი ვერ გავიგე საერთოდ რომელი ქვეყნიდან მირეკავდი
-ახლა მიხსენებ ტო? ასე თუ ნევრიულობდი მაშინ გეთქვა ორ სიტყავს რო მესროდი დამადლებულს და მითიშავდი
-არ მინდოდა მოთმინება დამეკარგა და გამომელანძღე
-საქმე გქონდა უნივერსიტეტში იყავი და ვაფშე საღამოს მოდიხარ სახლში ერთი კვირა არ დაგხვდი რა იყო ასეთი
-ხოდა ახლა 8 კვირა არ დაგხვდები და ის იქნება...
-აბაროტს მიღებ?- გაიცინა და თავზე გადაისვა თითები
-მე შენს საქმეში არ ვერევი...საერთოდ არ გაწუხებ და გთხოვ ნუ შეუშლი ჩემს სამუშაოს ხელს.
-უნივერსიტეტს რას უშვები?
-სხვა ჩაატარებს ლექციებს ჩემს ნაცვლად... გაასწორე ეს სავარძელი მე ვერ მოვერევი- რაღაცები რომ გაასწორა სავარძელს გახედა. ბაღათურიამ ერთი ხელი მოსდო და ისევ დადგა თავის ადგილას . მერე თავზე გადაისვა ხელები და ნერვიულად აიჩეჩა კეფაზე თმა რაღაცის თქმას აპირებდა ეკატერინემ მობილურს რომ უპასუხა და არაბულ ენაზე დაიწყო საუბარი,თან რაღაცას ინიშნავდა ბლოკნოტში . ბაღათურია სავარძელში ჩაეშვა და უყურებდა. საუბარი დიდხანს გაუგრძელდა კატოს ,ბოლ ოს როგორც იქნა დაემშვიდობა და ბათუს მიუბრუნდა. -მაპატიე ... იქაური დელეგაციის წევრი იყო უფრო სწორად ჩვენი მასპინძელი
-შეიხი რომელიც დაგხვდებათ სასტუმროში?
-ხო დაახლოებით... საიდან მიხვდი?
-კაიი? მართლა შეიხი გხვდება? იქნებ გამითხოვდეს კიდეც ცოლი...შეიხის მეოცე ან მესამოცე ცოლი რომ გახდე კაკრაზ შენთვის იქნება მოსახერხებელი...შენ შენთვის იცხოვრებ და ის თავისთვის
-ეჭვიანობაღა გაკლია ბაღათურია...
-ღმერთმა დამიფაროს...მე მივდივარ!. მშვიდობიან მგზავრობას გისურვებ- იატაკზე დადებულ ჩანთას მოკიდა ხელი და კარისკენ დაიძრა . კატო უყურებდა,ელოდა ერთხელ მაინც ჩამეხუტება წასვლამდეო ,მაგრამ სულ ტყუილად ბარათურია ასე უფრო გამოხატავდა გაბრაზებას . ისე წავიდა უკანაც არ მოუხედავს.
თვითმფრინავში ჩაჯდომისთანავე წამალი დალია და მთელი გზა ეძინა, სტამბოლის აეროპორტში მანქანა დახვდა და პირდაპირ სასტუმროსი წაიყვანეს. შეხვედრა მეორე დღეს იყო და დრო ჰქონდა დასასვენებლად. მოწესრიგდა და მაშინვე დაურეკა ნელის და ლიზიკოს. ბაღათურიას ვერ დაუკავშირდა, მოწყენილმა გაუგზავნა ერთ სიტყვიანი შეტყობინება „ჩავფრინდი“ და ისევ დაიძინა. საღამოს ქალაქში გაისეირნა, ბაღათურიასგან არაფერი გაუგია ისე დაასრულა თურქეთში შეხვედრები . ეიფორია მაინც არ ჩაუქრა, იმდენად სურდა ამდენი ხნის სურვილის შესრულება რომ ვერაფერი იმოქმედებდა . მართალია ისეთი ბედნიერიც არ იყო და როდესაც მარტო რჩებოდა ბაღათურიაზე ეფიქრებოდა,ალბათ რომ დაერეკა და ისე ესაუბრა როგორც ლიზიკო აკეთებდა ამას არც მოენატრებდოა ასე ძალიან. ან უბრალოდ ამით იმშვიდებდა თავს და უკვე ჰყავდა ადამიანი ვისი მონატრებაც სულს უხუთავდა. თავისუფალ დროს ქალაქში დადიოდა , ძირითადად მარტო დახეტიალებდა სასტუმროში დაბრუნების შემდეგ ყველანი ერთად ვახშმობდნენ ხოლმე. შეხვედრის მასპინძელს კარგად იცნობდა და ისიც ყოველდღე სასტუმროში იყო , შანსს არ უშვებდა ეკატერინესთან იყო იმ წამსვე როგორც კი საჭირო დროს დაიჭერდა. კატერინა რა თქმა უნდა ჩვეულებისამებრ უემოციო,მშვიდი და გაწონასწორებული იყო .ისე ესაუბრებოდა თემიდან გადახვევის საშუალებასაც კი არ აძლევდა . რა თქმა უნდა იცოდა რომ კაცი აღფრთოვანებული იყო და უკვე ღიადაც კი ეტრფოდა ,მაგრამ საერთოდ არ ადარდებდა ეს ფაქტი, აქამდე უბრალოდ სიამოვნებას მაინც იგრძნობდა ახლა კი რეაქცია არ ჰქონდა. ექსკურსიაზე უარი ნამდვილად არ უთქვამს, დაეზარა გიდის დაქირავება ნამდვილად ერჩივნა ზეგანატლებულ შეიხს გაეწია გიდობა .ფაქტობრივად გაუჩენელს უჩენდა ,ნამდვილად საოცარი გასეირნება გამოუვიდა და კმაყოფილიც დარჩა სანახაობით. ღამით რესტორანში ივახშმა უმშვენიერესი ხედით ტკბებოდა და წითელ ღვინოს აგემოვნებდა შავთვალება კაცის კომპანიონობით. ვის ახსოვდა საერთოდ ბაღათურია, რომელმაც ერთი წუთიც არ გაიმეტა ეკატერინეს მოსაკითხად.
..........
დადვანებთან სრული ქაოსი იყო , ანასტასია ორივეს თავის ნებაზე დაატარებდა. არც მანამდე აკლდა ფუფუნება ,მაგრამ განქორწინების შემდეგ ნამდვილი დედოფალივით იქცეოდა. ყველა სიკეთესთან ერთად ერეკლეს ბინაში დარჩენაზე უარს აცხადებდა მხოლოდ დღისით მიდიოდა და შემდეგ სახლში დაბრუნებას ითხოვდა ანდაც პირდაპირ დადვანს იბარებდა თავისთან და მანამ არ ისვენებდა სანამ ერეკლე დაძინებამდე მის გვერდით არ იქნებოდა. ბარბარესგან დასვენებული დადვანი ისეთი სხვანაირი ჩანდა თითქოს ცხოვრების 10 წელი მოაკლდა და ისევ თინეიჯერი ბიჭი იყო. ბარბარემ ეკონომისტად დაიწყო მუშაობა და ერეკლეს ყურადღებასაც არ აქცევდა. იმდენად იღლებოდა სამსახურში ლაპარაკის ძალაც არ ჰქონდა სახლში რომ ბრუნდებოდა . ტასოსთან ერთად ავხშმობდა მერე მოაწესრიგებდა და მასთან ერთად იძინებდა. თავადაც ვერ ხვდებოდა თავიდან რატო არ რჩებოდა თავის საძნებელში და რას აწუხებდა ბავშვს,მაგრამ ფაქტია რომ არცერთი ღამე გაუტარებია თავის საძინებელში, ტასოსთან იყო ან ერეკლეს საძინებელში შედიოდა“ოთახი ეშლებოდა“ და შემდეგ უკან აღარ გადიოდა ჩაეხუტებოდა დადვანის ბალიშს და გათიშული იძინებდა. ერთ დილასაც დღე აერია , ტასოს მამიკოსთან წასვლის დრო იყო და დადვანი როგორც ყოველთვის დილაადრიან მივიდა . ბარბარე რომ დაინახა ჯერ გაეცინა მერე სერიოზული სახე მიიღო და ძალიან მშვიდად დაურღვია ძილი ქალბატონს. რა თქმა უნდა დაიბნა თავიდან,მაგრამ როგორ შეიმჩნევდა, ისე გავიდა ოთახიდან თითქოს ვინმე მისდევდა. ბავშვს ჩააცვა და დადვანთან გაუშვა. შემდეგ კი სამსახურში წავიდა, საღამოს ტასოს ელოდა მაგრამ ქალბატონი არ დაბრუნებულა და დაურეკა დადვანს. იმ ღამით მარტო იყო სახლში , როგორ არ ეცადა ,მაგრამ თვალი ვერ მოხუჭა მოჩვენებასავით დადიოდა მთელს სახლში. შემდეგ ის ჩაიცვა ხელში რაც მოჰყვა და წავიდა. კართან რომ გაჩერდა და დააკაკუნა შემდეგ მოვიდა გონს ,მაგრამ აზრი არ ჰქონდა ნახევრად მძინარე ბექა უკვე ზღურბლზე იდგა და გაოცებული უყურებდა
-შემომიშვი ცივა გარეთ
-ეგ ჟაკეტი უნდა მოგეხვია ტანზე და აღარ გაიყინებოდი - გაიწია და სახლში შეუშვა
-მარტო ხარ?
-ხო
-ასე ნუ მიყურებ კარგად ვარ
-ღამის ორ საათზე გაგახსენდა რომ ჩემთან საუბარი გინდოდა და მოხვედი ხო?
-ხო რა იყო
-რა თქმა უნდა აბა ხომ არ მეტყვი ღამე ვერ დავიძინე და გამოვვარდიო... ტასო დადვანთანაა?
-ხო ...იქ დარჩა. აქამდე არ რჩებოდა და ახლა რა დაემართა არ ვიცი ჩემი ბასასო მომენატრა და ვერ დავიძნე
-თუ მიხვდი რომ მარტო ეგდე საცოდავად და ვერ დაიძინე...იმასაც ხომ ვერ მიხვდი რომ ყველაფერი დაკარგე
-შენ ჭკუას მარიგებ მე და მეუბნები რო ყველა დავკარგე?
-ვინ უფრო ჭკვიანი ვართ ვერ გეტყვი...
-როდის მიდიხარ?
-ორ დღეში!
-როდის დაბრუნდები?
-არ ვიცი ...თუ მომენატრები დაგირეკავ
-მე რო დაგირეკო? რო ჩაფრინდები მომწერე
-არ დავიკარგები პატარა ეკონომისტო- ლოყაზე აკოცა და მერე თმაზე მოეფერა
-რა საშინელება ყოფილა მუშაობა...
-ჰა კაი ყოფილა ხო სხვის ხარჯზე ცხოვრება
-ამდენს რომ მუშაობ და კოშმარული ხელფასი გაქვს აი ეგაა კოშმარი ... სხვაგან უნდა გადავიდე . შემოთავაზება მაქვს უკვე
-ეგ ცოლობას გთავაზობს,საყვარლობას თუ ეკონომისტობას
-შენ რა იცი...
-ეს ღვინო გინდა რომ დალიო?რამდენიმე საათში სამსახურში უნდა იყო-თვალი გააყოლა ბარბარეს და უკეთ მოკალათდდა სავარძელში- არ გადახვიდე !
-ყოველთვის მომწონდა ეგ ბიჭი არ გახსოვს? მერე ის შემიყავრდა თორემ ლუკას ცოლი ვიქნებოდი ახლა
-სამი თვეა რაც დადვანს გაშორდი და უკვე გათხოვებაზე ფიქრობ? ყოჩაღ შენ
-დადვანს ნუ მიხსენებ ჯერ ეს ერთი და მეორეც...არ მაქვს უფლება ვიცხოვრო როგორც ქალმა? ლუკას გუშინაც შევხვდი ლანჩზე აბა მეტი დრო არ მქონდა . როგორი საყვარელი ბიჭია
-შენ მე ვინმეში ხო არ გეშლები?
-არ დაიწყო ახლა..აბა სად წავსულიყავი ვინმესთან ლაპარაკი მინდოდა
-ახლა გავხდი შენი მესაიდუმლე?
-ნუ მეცინიკოსები რააა ...ხო შევრიგდით . ორივემ მივქარეთ არა?
-კარგი შევრიგდეთ ასე მშვიდად და თავისუფლად,მაგრამ მაინც არ ვაპირებ შენი სასიყვარულო ისტორიების მოსმენას ჭკუა კი ვისწავლე და ცხოვრებაში აღარასდროს ჩავერევი შენს ამბავში თუ გინდა ვაფშე უკანასკნელს გაყევი ,მაგრამ მოსმენასაც არ ვაპირებ. ელაპარაკე იმ შენს დაქალებს ტატუკა ნატუკა პასკუნა ვინც არიან მე რა ვიცი
-თუ ღმერთი გწამს რა დაქალები
-აი ხედავ? დაქალიც კი არ გყავს
-არ არსბეობს ადამიანი რომელსაც მე ავიტან და თან კარგი ადამიანი იქნება ერთგული მეგობარი და ისეთი რო ჩემი მოსმენაც შეეძლოს
-ნუ სვამ ამდენს გოგო - ჭიქის გამორთმევა სცადა ,მაგრამ ბარბარემ არ ადროვა
-ნუ მიჭედავ რა 17 წლის აღარ ვარ და ვაფშე შენ გაქ ჭკუის დარიგების უფლება ან მაშინ გქონდა?
-შევრიგდითო და ახლა ყოველ მეორე სიტყვაში მკბენ .
-მშვენიერი ბიჭია ლუკა ... ჩემზე ერთი წლითაა დიდი . ჭკვიანია,განათლებული, სიმპათიური ,მოვწონვარ და მეტი რა სჭირდება? ცოლად კი არ გავყვები მართლა
-აუცილებლად სამსახურეობრივი რომანი უნდა გააჩაღო? ბარემ მდივნად დაუჯექი მოკლე კაბით
-არაა არ მომწონს ეგ იდეა...საერთოდაც ლუკას ცისფერი თვალები აქვს - რამდნეიმე ჭიქა რომ დაცალა და დივანზე გაწვა მერე ამოღერღა . ბექამ წარბშეკრულმა გადახედა- რა შუაშია? მე რა ვიცი შავი თვალები თუ არა თაფლისფერი მაინც უნდა ჰქონდეს... ეგეთი თვალები
-დადვანის შემცვლელს ეძებ შენ?
-რა სისულელეა საიდან დაასკვენი.... შემცვლელი თუ ვიპოვე ე.ი ისევ არ მეღირსება ქმარი
-ნეტავ შავი თვალები ვის აქვს
-ამ ბოლო დროს შეხვდი ერეკლეს?
-კი შევხვდი... ლიზიკოსთან და გიოსთან იყო მოსული
-ბედნიერი მე მეჩვენება თუ მართლა ბედნიერია?
-იმდენი ხანი წერდა ვიღაც გოგოს ბათუმ რაღაც ჩაარტყა,მაგით თუ ვიმსჯელებთ
-მოიცა რა? ვიღაცას წერდა? ეგ თინეიჯერობაში არ წერდა გოგოებს მაგდენ ხანს და ახლა რამ ატეხა? გამორიცხულია მანამ უნდა გაიჩინოს ვინმე სანამ მე ვიპოვი შესაფერის კანდიდატს მის ჩასანაცვლებლად?- ისე წამოფრინდა თითქოს ბექა იყო დამნაშავე- ხომ ვამბობდი არა? ხომ ვიცოდი განქორწინებამდე ჰყავდა ვიღაც...არა ვირაც სულ კი ჰყავდა ,მაგრამ ის გოგოც ის დიდძუძუებიანი მაშოც ისე გამოჩნდა რომ დავიანხე ეგრევე დამარტყა ტვინში ერეკლეს შეუჩნდება-თქო და აჰააა ! ხომ ვიცი ერთად იქნებიან მე რას გამომაპარებს ეგ იდიოტი - ჭიქა მოიფრიალა და ბოთლი მიიყუდა- იმდენი ხანია არ დამილევია მგონი ინტოქსიკაცია დამემართება . შენ არ მომეკარო შენი ექიმობის მე არ მჯერა...ეგრევე სასწრაფო გამოიძახე რომ შევწუხდე .თუმცა ინტოქსიკაციაში კი ხარ დამხეცებული ჯერ თვითონ რამდენჯერ იქნები მსგავს მდგომარეობაში მერე შენი ძმაკაცები ...სიგარეტი არ გაქვს?
-ნეტა საკუთარი თავი დაგანახა რას დაემსგავსე...
-გავხდი ხო? რას ამოვიჩემე ეს მუშაობა...მარა რისთვის ვსწავლობდი ამდენ ხანს? რა მინდოდა რამე სხვაზე ვერ ჩავაბარე? უთვალე ახლა ვღაცას შემოსავალი
-როგორი საყავრელი ხარ ვგიჟდები...ადრეც ხომ იყავი მაგრამ ახლაა
-მოკეტე რა შენ!
-დაჯექი ნუ დაქანაობ წინ და უკან რამეს გამოედები და დაეცემი
-როდის გავხდი ასეთი? ადრე ხო სხვანაირი ვიყავი.ლაღი ,საყავრელი, თავისუფალი მწარე ენით მაგრამ მაინც საყვარელი თინეიჯერი ვიყავი. რა დამემართა რატომ არ მომაშორე ის იდიოტი ნიკა ...როგორ მეზიზღება ! ღმერთო საერთოდ მიყვარდა კი? მგონი არც მიყვარდა უბრალოდ იმდენად იდეალურს ჰგავდა მდიდარი,ჭკვიანი,ზრდილობიანი ბიჭი ოქროსფერი თმით და ცისფერი თვალებით...ისე საერთოდ არ ჰგავდა ერეკლეს .ერეკლე უფრო რატომ მომწონდა ყოველთვის ვერ მეტყვი?
-ღმერთო გააჩუმე სანამ ისევ გავჭედავ....ამას დიდხანს თუ ვუსმინე ისევ რამეს ვიპოვი და მოვწევ ან გავიკეთებ ხო იცი არა? არ შემიძლია
-ჩუ რა შენ ... წავედი მე ვაფშე. არ მიყვარს ეს სახლი . ჩემი მირჩევნია - ირგვლივ მიმოიხედა უზარმაზარი ჟაკეტი აიღო ისევ გაუყარა გაჩხიკული ხელები და სხეულზე შემოიხვია , კაპიუშონიც წამოიფარა და სულ მთლად ჩაეფლო დადვანის სურნელში.
-ასე სად მიდიხარ...გალეშილი ხარ
-ნუ ღელავ...ხშირად ვმჯდარვარ ასე .არ გამიტრაკო ახლა რა - დაიხარა ხმაურით აკოცა ლოყაზე და გაუღიმა- აეროპორტში გნახავ...გაგაცილებ
-მანამდე არა?
-არააა ....არ ვიცი თუ გამომიშვეს სამსახურიდან მოვალ. შენ გამოდი ჩვენთან ტასო ხვალ საღამოს მოვა,იმედია
-მე წაგიყვან გინდა?
-არ მინდა ვაახ...ასე მალე რო ვთვრებოდე რა მიჭირს- გაიცინა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
სახლში არ დაბრუნებულა მანქანით დახეტიალებდა,მერე სადღაც გააჩერა და ისე ჩაეძინა ვერც კი გაიგო. დილას მზის ამოსვლისას გაეღვიძა, ძლივს ამოძრავდა ისე ტკიოდა მთელი ხერხემალი. სახლში დაბრუნდა, შხაპი მიიღო გამოფხიზლდა სწრაფად ჩაიცვა და სამსახურში გაიქცა. მაღალქუსლიანებზე სირბილმა ხომ საერთოდ გადაიყვანა ჭკუიდან აქამდე მხოლოდ წვეულებებზე იცვამდა და ახლა ყოველდღე კლასიკურად უდნა ჩაეცვა და ამ მაღლებით ეკაკუნა. მაკიაჟსაც არ ივიწყებდა ვის ეპრანჭებოდა რა უნდოდა თვითონაც არ იცოდა,მაგრამ ფაქტი იყო იმ დღეს ისე ამოუვიდა ყელში ქალბატონი მანანას გამოხტომები რომ ფურცლები პირდაპირ მაგიდაზე დაუყარა და სამსახურიდან წავიდა. ტასოს ბაღში გაუარა და ქალბატონის დანახვისას ისე გაბედნიერდა თითქოს წლების უნახავი ჰყავდა. მაგრად ჩაეხუტა და მთელის ახე დაუკოცნა
-დედას გემრიელი გოგო...როგორ ჩაიარა დღემ ?
-კარგად...მოგენატრე?
-ძალიან...გინდა შოკოლადები ვიყიდოთ?
-არ მინდა... ბევრი ვჭამე გუშინ
-კარგიი მაშინ მომიყევი დღეს რა მოხდა
-შენ ამ დროს რატომ ხარ თავისუფალი?
-სამსახურიდან წამოვედი...სხვაგან გადავდივარ.
-სად გადადიიქალ?
-უკეთეს ადგილას...
-ლუკასთან?
-არაა ...სხვაგან. დავფიქრდი და ლუკასთან მუშაობა არ მინდა. რა მოგიმზადო დეე
-ყველიანი მაკანონი ჩეიძლება?
-რა თქმა უნდა შეიძლება... კიდევ რამე ხომ არ გინდა?-ეზოში შეიყვანა მანქანა და ქალბატონს ღვედი შეუხსნა. მანქანიდან ჩამოსვა და კაბა გაუსწორა- ლამაზი მოსაცმელია მამაშენმა გიყიდა?
-იქ ხო მაქ ტანსაცმელები და იქედანაა
-ხო დამავიწყდა...შენი ჩანთა გავიწყდება- პატარა ჩანთა მიაწოდა და შემდეგ თავისი ნივთები აიღო. გამოიცვალეს და ერთად ჩავიდნენ ქვემოთ. ტასო სამზარეულოს მაგიდაზე დასვა და ისე დაიწყო მზადება,ხვდებოდა რომ რაღაცის თქმა უნდოდა ბავშვს,მაგრამ ვერა და ვერ გაბედა. -წვენს დალევ?
-კი გააკეთე
-აბა არ მომიყვები როგორ გაატარე გუშინ დღე?
-კარგად... ბაღიდან რომ გამომიყვანა მამიკომ ვენდიჩში წავედით გემლიელობები ვჭამეთ მერე გავისეირნეთ. სახლში რომ მივედით ვითამაშეთ, მერე სამეცადინო მქონდა მეზარებოდა და მაშომ მამეცადინა. ყველაფერი ვისწავლე და დღეს მასწავლებელმა შემაქო . შოკოლადის ტოლტი გამიკეთა შენ რო მიკეტებ ისეთი ალა უფო გემლიელი იკო ...ცოტათი ბევრით კი არა . ვაკვლდებოდი მალა ველ გავიგე რა გაუკეთა მგონი ჯადოქალია . მერე მულტფილმს ვუკულეთ ელთად და ჩამეძინა...მამიკოსთან მე ვიწექი - უცებ ჩამოასხაპუნა და დასჯილი ბავშვივით დახარა თავი თითქოს დანაშაული ჩაიდინა
-მაშოოო... აქამდე რატომ არ გიხსენებია? პირველად არ იყო ხო გუშინ-ყელში რაღაცამ მოუჭირა თითქოს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, შებრუნდა და ისე განაგრძო საქმე
-ხოო ლა მნიჩვნელობა აქვს
-რომ გეკითხები მიპასუხე...აქამდე რატომ არ მითხარი ის ქალი თუ გაგაცნო მამაშენმა? მასთან ერთად ატარებ დროს და მე არ ვიცი !
-ვიცოდი გაბლაზდებოდი
-მამაშენმა გითხრა?
-ალაა ალაფელი უთქვამს მე ვიფიქლე
-აბა ახლა რატომ მითხარი? ახლა რამ გადაგაწყვეტინა რომ უნდა მცოდნოდა?
-აქამდე ოლჯელ ვნაქე სულ და თან ცოტა ქნით...უბლალოდ ნაცნობი მეგონა
-აბა გუშინ რა მოხდა...რა მნიშვნელობა აქვს! ბევრი ყველით გინდა ხო?
-ხოო ...
-ასე ნუ ზიხარ...არაფერი დაგიშავებია. მამაშენმა გაგაცნო ვიღაც ქალი მერე რა მოხდა. მარა არ არის საჭირო შეაწუხო და გამეცადინოს ან რაღაცები გიცხოს. ეგ ჩემი საქმეა მხოლოდ
-არ გინდა რო გავაბრაზო?
-არ მითხრა რომ გუშინ რაღაცები მოუწყვე
-მამამ გამაფრთხილა მაშო მოვა დღეს და არ გააბრაზო იცოდეო თორემ არ გიყიდი სახატავებსო
-სახატავებს მე ვერ გიყიდდი?
-ანუ უნდა გამებაზებინა?
-მაგას არ გეუბნები და ნუ მისწორებ სიტყვებს...რა თქმა უნდა უნდა გაგებრაზებინა ...არა არ უნდა გაგებრაზებინა რა წესია?შენ ხომ კარგი აღზრდილი გოგო ხარ ჩემი შვილი ხარ და ტუტუცი ბავშივით ხომ არ მოიქცევი არა?
-ვერ გავიგე ნებას მაძლევ თუ ალააა
-არა !
-თუ კი?
-გინდა რომ გააბრაზო ? არ მოგწონს? სიმართლე მითხარი
-ცოტათი მომწონს... ლა ვიცი ალაა წიწკინა და ბლაზიანი გოგო. საყავრელი სიცილი აქვს და მამას ისე უკულებს ჩენ ლო ალ უკულებ ხოლმე.მგონი უყვარს
-გადასარევია...უყვარდეს ვინ უშლის.მამაშენიც ხომ უნდ აუყვარდეს ვინმეს არა? მაგრამ არ არის აუცილებელ შენც ძალიან გიყვარდეს - ბოლოს მაინც დააყოლა და თეფშები მაგიდაზე დადო- ჩამოხტი და ხელები დაიბანე
-ხომ დავიბანე უკე?
-დამავიწყდა... აბა ჩამოხტი და ჭამე
-წვენი ლო ალ გაგიკეთებია?
-გავაკეთებ...დაიწყე შენ ჭამა თორემ გვიანია უკვე და შეწუხდები.
-მწვანილებს კლი მანდ?- მაცივრიდან მწვანილები რომ გამოიღო ტასომ გაკვირვებულმა გახედა. მერე დახედა თვითონაც და უკან დააბრუნა
-ისე გამოვიღე...გაცუმდი და ისე ჭამეარ შეიძლება ლაპარაკი ჭამის დროს ხომ იცი არა?
-ხელი ალ გაიჭლა ... მამიკო ალ უკულებდა იცე ჩენ ლო გიკულებს ხოლმე- ტასომ ჩუმად უთხრა და ჩაიცინა
-შენი აზრით მაინტერესებს შენი ველური მამა ვის როგორ უყურებს? ხელს არ გავიჭრი კიდე ნუ ღელავ
-ქო ლა ვიცი სულ იჭლი ქოლმე და აქლა მამიკო ალაა და ვინ ჩეგიქვევს
-მივხედავ საკუთარ თავს პატარა მაიმუნო...- გაიცინა და ყელსი აკოცა- ჭამე თორემ მე შეგჭამ იცოდე
-ვჭამ
-გემრიელია?
-კი უბრალოდ მგონი მალილი ალ აქვს
-ჩავყარე
-ტკბილია დედა
-რაა? შაქარი ცავყარე? ნუ მატყუებ იცოდე არ ვიცი რას გიზამ - უცებ გასინჯა და მართლა ტკბილი რომ იყო ლამის თეფში მოიფრიალა- ჯანდაბა თავიდნა გავაკეთებ- ყველაფერი აიღო და გადაყარა. მერე ისევ დაიწყო მზადება
-მშია
-ტოსტებს გაგიკეთებ უცებ და მერე ესეც მზად იქნება
-კაი
როგორც იქნა დაჯდა და ნორმალურად ისადილა. შემდეგ ტასოსთან ერთად აალაგა და მისაღებში გავიდა. ქალბატონს სამეცადინო ჰქონდა და მასთან ერთად დაჯდა მაგიდასთან. ის იყო უნდა დაესრულებინათ მეცადინეობა რომელიც ტასოს თამაშსა და ანცობაშ გავიდა ,ერეკლე მიბრძანდა
-გამარჯობა... პირნცესა როგორ ხარ?- ბარბარეს მიესალმა და ბავშვი ხელში აიყვანა. აკოცა და გაუღიმა. ბარბარე რატომ უყურებდა ასე გაშტერებული ვერ გეტყვით,იქნებ იმიტომ რომ ბოლოს ერთი კვირის წინ ნახა და იმის შემდეგ ბაღიდან დაჰყავდა ბავშვი . ვერ გეტყვით ფაქტია მანამ არ ამოუღია ხმა სანამ არ გაიაზრა მონასმენი
-სად მიგყავს...გუშინ არ გყავდა ?
-გავისეირნებთ და მოვიყვან ისევ.ხო იმეცადინა უკვე?
-იმეცადინა კი... ტასო მოსაცმელი ჩაიცვი და ქუდი დაიფარე ცივა უკვე გარეთ- მაგიდიდან ყველაფერი აალაგა ჩანთაში ჩააწყო და შემეგ ტასოს სათამაშოების ალაგება დაიწყო- დაჯექი რას დგეხარ
-ასე მარტივად უშვებ?
-იმედია ნაყინს არ აჭმევ და მდიანრეში არ აბანავებ...ვერ გავიგე რატომ არ უნდა გამოუშვა. გაერთობა , დიდხანს ნუ იქნებით მაინც გარეთ არ გაცივდეს...ისედაც ყველას ვირუსი აქვს ბაღში
-მზად ვაარ- ჩამოცქრიალდა ქალბატონი და მამიკოს მიაჩეჩა მოსაცმელი-ჩამაცი რა
-თმებს არ შეიკრავ მა? ქარია გარეთ
-ოოო ფექით ქო არ ვივლით? ასე ლამაზი ვარ ,დედიკოს ხო ვგავარ?- უცებ გავარდა ბარბარესთან მივიდა და ლოყა ლოყაზე მიადო. ერეკლემაც ინსტიქტურად გახედა დედა შვილს
-არა ...შენ მე მგავხარ
-ჩემი წარბები,წამწამები, ყვრიმალები და ყბები აქვს . შენი ცხვირი და თვალების ფერი არაფერს ცვლის ...თმებიც ჩემნაირი აქვს
-ვერ შეგედავები ...ბუჩქია ნამდვილად
-არ ვარ ბუჩქი- წამსვე გაიბუტა და წარბები შეკრა- ორივეს შვილი ვალ და ოლივეც ვგავალ იმიტო ვარ ლამაზი
-მართალია ... ლამაზი ხარ თან ძალიან.წავედით?
-წავედით - ბარბარეს აკოცა და მერე მამიკოსკენ წავიდა. პაწაწინა ხელი დადვანის ტორს მოხვია და ისე წავიდა. ბარბარე უყურებდა მიმავალ მამა შვილს და ეღიმებოდა ტასოს შემხვედვარე, დინჯად რომ მიაბიჯებდა დიდი ქალივით თან ასეთი პატარა რომ ჩანდა ერეკლეს გვერდით უფროსი დადვანის თიტებს ააყოლა თვალი შემდეგ მკლავებს და ბოლოს მხრებზე გააჩერა მზერა. მობილურმა დაურღვია ხედით ტკბობის წამები რომ უპასუხა მამა-შვილი უკვე აღარ ჩნდა
-საღამომშვიდობისა ულამაზესო ასულო
-საღამომშვიდობისა ლუკა- ინსტიქტურად გაეღიმა და რაღაცნაირად კარგ განწყობაზე დადგა
-მინდოდა გამერკვია შეიცვალა თუ არა შენი გეგმები...იქნებ გამოგიჩნდა დრო შენი გულმოკლული მიჯნურისთვის
-როდის მოგიკალი გული ერთი შემახსენე რა
-ბოლო ერთი თვეა მკლავს შენი მზერა და მაინც როგორ ვიბრძვი საწყალი ბიჭი
-ღმერთო რა გეშველება ...- გადაიკისკისა და სწრაფად წამოდგა- ჩემო გულდადაღულო მიჯნურო სამ საათში თუ მოიცლით შეგიძლიათ მომაკითხოთ და სადმე დამპატიჟოთ
-მართლა? აბა არ მცალიაო?
-მოხვალ თუ გადავიფიქრო?
-მოვალ რა თქმა უნდა სამ საათში მანდ ვიქნები შენი სახლის კართან...თუ გინდა მეტი რომანტიკისთვის პირდაპირ საძინებელში ამოვალ კედელს ამოვყვები
-სპაიდერმენი თუ იყავი აქამდე ვერ მიტხარი? ტასოს გაგაცნობდი
-გოგონებს რომ არ უყვართ სუპერმენები? პრინცი რომ ვარ ოღონდ თეთრი რაშის გარეშე ეგ არ გამოდგება?
-არაა ტასუნაას ჰყავს თავისი პრინცები უკვე
-ვინ დამასწრო?
-ერთმა მწვანეთვალება პრინცმა ჩამოუქროლა თან ცხენიც მოუყვანა და დაიპყრო ჩემი გოგონას გული ბათუ ბაღათურია ჰქვია და მეორე მთავარი უფლისწული ჩემ... მეორე ერეკლეა
-მე გულს არ გავიტეხ...
-აბა თუ დმაცადო ახლა მომზადება რომ შესაფერისად წარვსდგე შენს წინაშე და დაგიბრმავო თვალები
-უნდა გამწირო საბოლოოდ ხო? იცოდე ბევრი ტონალური არ წაისვა ლოყას მაინც ვერ ვშორდები და მომეცი უფლება შენი კანის გემო ასე მაინც გავიგო
-ღმერთო ჩემო-ბიჭს იმდენად დადარდიანებული ხმა ჰქონდა ბარბარემ კისკისი დაიწყო ისევ
-მე ვიწვი თქვენი ტრფობით თქვენ კიდვე როგორი გულქვა ხართ ქალბატონო ბარბარე
-გეყოფა ,წავედი მე და იცოდე რომ დიაგვიანო შაქრიან მაკარონს აგდმოგაყრი თავზე სპაიდერმენო
-ერთ წუთსაც კი არ გადავაცილებ
-ვნახოთ- მობილური გათიშა და საწოლზე დააგდო. გგონიათ მზადება დაიწყო? გაკრეჭილი დავარდა საწოლზე და კიდე ლუკას სიტყვებზე იცინოდა. მერე მეორე დღისთვის წარსადგენ დოკუმენტებს გადახედა და დაახლოებით ორმოცი წუთით ადრე დაიწყო მზადება. სამი საათი რომ გავიდა ტუჩსაცხის წასმის პროცესში იყო. ლუკამ კარზე რომ დაუკაკუნა არც კი შერხეულა. მშვიდად განაგრძო საქმიანობა, წამწამებს იპრეხდა ზურგს უკან ბიჭის ხმა რომ გაიგო
-დარწმუნებული ვიყავი რომ მალოდინებდი ,მაგრამ ასეც თუ დამხვდბეოდი რას ვიფიქრებდი
-ლუკა? უი უკვე მოხვედი? და აქ ვინ დაგპატიჟა ლუკანორ?- ცოტა გაბრაზდა, ცოტა ეწყინა, ცოტაც გაუკვირდა არ ეგონა პირდაპირ საძინებელში თუ დააგდებოდა ეს თავხედი ბიჭი. თან ასეთი მოციმციმე თვალებით და მომღიმარი გამომეტყველებით.
-გარეთ ციოდა იცი? მე კიდე მივხვდი რომ არც ისეთი ძლიერი პრინცი ვარ და ვიფიქრე ავალ გავიგებ რა ხდება ჩემი პრინცესა ვინმემ ხომ არ მომტაცა-თქო
-კაი რას ამბობ და მერე გზაში გველეშაპი მოკალი თუ შემოიპარე აქ და ახლა მე უნდა ჩავარტყა ხმალი ვითომ უფლისწულო
-ხმალივით ბასრი ენა რომ გაქვს გავიგე უკვე რატომ მშხამავ ბარბარიტა?
-რას ჩამომიჯექი აქ ვერ გავიგე...რა წესია?
-გელოდები ... შენ კიდე როგორი მასპინძელი ხარ მოკლე ხალათით მხვდები ჭიქა ყავის მაგიერ ნწ ნწ ნწ არ ველოდი ამას
-რა არანორმალური ხარ ღმერთო ჩემო ...ახლა სააბაზანოში უნდ აგამოვიცვალო შენს გამო? აორთქლდი აქედან
-იყოოს მე არ შევწუხდები შეგიძლია აქვე გამოიცვალო რა საჭიროა სააბაზანო... უჩინმაჩინად ვიქცევი თქო ვერ გეტყვი,პირიქით შემიძლია დაგეხმარო
-ხო არა?
-როგორ მიქვეითებ თვითშეფასებას რაა - უცებ დაიხია უკან და წარბები შეკრა- საერთოდ არ ვმოქმედებ ხომ შენზე
-თუ იმოქმედებ და მოხდება სასწაული შეგატყობინებ როგორმე ...გული არ გაიტეხო ბაჩუკი - ლოყაზე მოუთათუნა ხელი და კარისკენ გზა აჩვენა-გთხოვთ დამელოდოთ პირველ სართულზე
-გთხოვთ დიდხანს ნუ მალოდინებთ ვაი თუ ზუსტად იმ დროს გამიწყდეს მოთმინების ძაფი როდესაც თქვენი აღმატებულება კაბის ჩაცმის პროცესში იქნება
-შარვალს ჩავიცვამ შენ არ იდარდო
-კარგიი რაა ბარბარეე
-ლუკააა რამდენს ტლიკინებ გასწი აქედან თორე შენს ცხენს მოვკლავ ჭიშკართან რომ გყავს მიბმული უფლისწულო და მერე დრაკონს დავავალებ დაგწვას
-მე თუ კიდე დაწვა მინდა ამივიდა ბოლი...ვერ ხედავ?
-ვხედავ კი ...ბოლია ეგ?
-ღმერთო ჩემო..მართლაც როომ ღმერთო ჩემო- ოთახიდან გავიდა როგორც იქნა და ქალბატონმაც ჩაიცვა. ისე ჩავიდა ქვემოთ ვითომც არაფერი შავი შარვალი ეცვა,ლამაზი ზედა და ტყავის ქურთუკი.თმები გაშლილი ჰქონდა როგორც ყოველთვის და წითელი ტუჩსაცხი უმშვენებდა ლამაზ ბაგეებს. ლუკა გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ხელზე ეამბორა და ისე გაუძღვა მანქანისკენ. ბარბარეც გაღიმებული მიაბიჯებდა და მთელი გზა ტუჩები არ მოუკუმავს ან ლაპარაკობდა ან იცინოდა. საუბარში ისე გაერთო დროის შეგრძნება დაკარგა, ერეკლეს სახე რომ დაიანხა ეკრანზე გაუკვირდა კიდეც
-რა ხდება? ტასოს რამე დაემართა?
-სად ხარ?
-გასული ვარ
-ვიცი რომ გასული ხარ...სახლში ვართ უკვე. მალე დაბრუნდები თუ წავიყვანო ტასო
-დამელოდე
-როდის მოხვალ?
-რამდენიმე წუთით ვერ დამელოდები? სად გეჩქარება
-რადგან არ მეჩქარება უნდა ველოდო როდის დაასრულებ გართობას და გაიხსენებ რომ შვილი გყავს?
-ამ სიტყვებისთვის დაბრუნების შემდეგ მოგთხოვ პასუხს! - მობილური გათიშა და მაგიდასთან დაბრუნდა- ლუკანორ სამწუხარო დედებს ბევრი დრო არ გვაქვს ... ჩვენი საღამო უნდა დავასრულოთ
-მაპატიე მეც გავერთე... მეგონა ერეკლესთან რჩებოდა დღეს ტასო და იმიტომ გქონდა დრო
-არა უბრალოდ გაისეირნეს...მეგონა გვიან მოიყვანდა ,ძირითადად ძილის დრო რომ აქვს მაშინ მოჰყავს სახლში
-იმიტომ თუ ღელავ რომ ადრე დავასრულეთ შეხვედრა შემიძლია სახლშიც გესტუმრო ... ბავშვებს ვუყვარვარ და თან შენს ტასუნას დიდი სიამოვნებით გავიცნობ ...თუ იმიტომ ბრაზობ რომ ჩემთან საუბარში დრო გაგექცა და ახლა შენი ქმარი ,რამდენიმე წუთს უნდა გელოდოს, სისულელეა...გთხოოვთ ქალბატონო- მანქანის კარი გაუღო
-არ ვღელავ დამიჯერე რომ ავღელდები მაშნვე მიხვდები -თვალი ჩაუკრა და კომფორტულად მოკალათდდა.მას მხოლოდ დადვანის ირონიული სიტყვები აგიჟებდა . მალევე მივიდნენ სახლთან ,მანქანა რომ გააჩერა ღვედი შეიხსნა და ლუკას გადახედა
-იმედი მაქვს კიდევ გამონახავ ჩემთვის დროს და ჩემთან მუშაობაზეც დაფიქრდები
-გადმოხვალ და განაგრძობ ჩემს დარწმუნებას თუ წავიდე ხვალ შენს კონკურენტებთან
-ბარბარეტა კარგი რაა ბავშვთან ასე მივიდე? ეგრევე გადამემტერება
-ნუ ღელავ უთხარი რომ თავად გთხრას რაც უნდა და იმას გამოუგზავნი ...
-მოვიფიქრებ რამეს..
-დამელოდე პრინცო სახლში მასწრებ?
-კარგი რა ბარბარეე
-კარგიი რაა ბარბარეე...წუწუნა
სახლის კარის გაღება ვერ მოასწრო დადვანმა ისე გამოხსნა კარი ლამის შევარდა შიგნით და ერეკლეც გაიტანა
-გამარჯობა ერეკლე
-გამარჯობა- დადვანმა შეკრული წარბებთ გადახედა წყვილს და შემდეგ ბარბარეზე შეაჩერა მზერა- სხვა დროს დამიკავშირდი და ბავშვს დავიტოვებ! - გვერდი აუარა და მანქანისკენ წავიდა. მშვიდად ჩაჯდა და იქედან აორთქლდა. ბარბარემ ლუკა სახლში შეიყვანა და მისაღებისკენ დაიძრა
-ტასოოო დე სად ხარ?-სანამ კიბისკენ იხედებოდა პატარა ქალბატონი ლუკას მიეპარა
-შენ ვინ ხარ?- ლუკამ უკან მიიხედა და პატარა ქალბატონს ღიმილით შეხედა
-მე ლუკა ვარ შენ ტასო ხომ?
-პატარა ბავშივით ნუ მელაპარაკები თორემ მგონია რომ მალე კამფეტს ამოიღებ ჯიბიდან...ისე შოკოლადის მოტანა მაინც შეიძლებოდა ბოლოს და ბოლოს ჩემი მოთაფვლა უნდა გინდოდეს
-იქნებ ვიცოდი რომ ასე მარტივი არ იქნებოდა
-მეეჭვება მაგდენი ფიქრი შეგეძლოს ზედმეტად ბევრს მიცინი...
-ანასტასია დღეს რაზე ვისაუბრეთ?
-მე მაშო მომწონს ეს კიდე ისე არ გიყურებს როგორც მამა- უცებ ჩასჩურჩულა და თან ლუკას არ აშორებდა თვას- რატომ იცინის ამდენს? მე დამცინი?
-ძალიან საყვარელი ხარ
-შენ არა...ეს ბიჭი არ მომწონს დედა ! ამას ისევ ლექსო სჯობს ან კახა ან
-ანასტასია რეებს იგონებ?
-დამშვიდდი ბარბარე არ გაუბრაზდე... იცი პატარა ქალბატონო მე საერთოდ
-შენთან საუბარი არ მინდა...ჩემი ძილის დროა და შენი წასვლის
-რაღაც არ ჰგავხარ იმ გოგოს ასე ადრე რომ იძნებს
-ეს ვინაა? რატომ არ ეჩლება ნერვები? -ისევ ბარბარეს მიუბრუნდა და ჩუმად უთხრა
-ტასო უკვე მაბრაზებ და ნერვებს მე მიშლი ... -ბარბარემაც ჩუმად უთხრა და სავარძელში ჩასვა- ლუკა რას დალევ?
-ყავას თუ არ გეზარება
-ეზალება...ვერ იტანს ყავის მოდუგებას
-ხოო აშკარად ცუდად დავიწყეთ პატარა ქალბატონო ...არადა როგორ არ მინდოდა შენთან გადამტერება
-დედაააააააააააააააა ეს კაცი მემუქრებაააააააა
-ტასო მესმის ყველაფერი და ლუკას სიცილის ხმაც მესმის გეყოფა ანასტასია !
-ჩენ გეკოფა ...ის რა ჩემი მამა უნდა გახდეს? არ უკვალქალ
-მართალია ჯერ არ მიყვარს ,მაგრამ ძალიან მომწონს და
-აქლა უნდა მითქლა ალ გავაბლაზებ დედაჩენსო? მაგას მეც მეუბნება ბაგჩი თოკუნა მიკვალქალ და ალაცდლოც გაგაბლაზებო ,მაგრამ თმები დამაწიწკნა გუჩინ და სუპი გადავასქი
-თორნიკე მოგწონს?
-ლამაზია და საყავრელი...მაგლამ ალ მიკვალც
-მაგრამ მაინც შენი შეყვარებულია ხომ?
-ხო აბა აცე უცებ ქო არ შემიკვარდება? თან მამაჩემს არ მოსწონს არადა იცი რა საკვარელია?
-მამაჩემსაც არ მოსწონდა ჩემი დის პირველი შეყვარებული
-ნუ მეჭოლავები ... ალ გელაპალაკები მე ჩენ - უცებ მოვიდა გონს და მოშორდა ლუკას
-აი ყავაც... კოვზნახევარი შაქრით- ფინჯანი მაგიდაზე დადო და ტკბილეულიც მოიტანა - შენ არ შეჭამ!- ტასოს მაგიდისკენ გაცოცებული ხელი უკან გასწია და თვალები დაუბრიალა
-გინდა ჩუმად მოგცე შოკოლადი?
-მინდა- თავი დაუქნია და მიეხუტა ლუკას. შოკოლადი რომ გამოართვა მერე მოშორდა-მაინც ალ მომწონქალ
-სამაგიეროდ მე მომწონხარ
-შენ დედაჩემი მოგწონს თუ მე
-დედაშენი უფრო მომწონს , ვხვდები რომ საოცარი შვილი ჰყავს
-მამას ვგავარ ... შენ არ გაგიჩენს ჩემნაირს !
-ანასტასია იქნებ ცოტა ხნით მოდუნდე და შეეშვა ჩხუბს ხომ ხედავ რომ არაფერი გამოგდის
-მაინც არ დავნებდები - ენა გამოუყო ლუკას და შოკოლადი მანამ ჩაკბიჩა სანამ ბარბარე გამოართმევდა. ბოლოს მობეზრდა და გაჩუმდა... ლუკა დიდხანს არ დარჩენილა მალევე წავიდა ,ქალბატონმა არ აკოცა,სამაგიეროდ მან დაუკოცნა ლოყები და გაბუტულმა გააცილა
-ლოყები ამიწითლა ფუუუ ეს როგოლ მოგწონს
-მაშო მოგწონს და ლუკას რას უწუნებ?და საერთოდ რას გელაპარაკები ღმერთო რა მდგომარეობაში ვარ - მაგიდის ალაგება დაიწყო ყველაფერი მაცივარშ შეალაგა ფინჯნები გარეცხა ტასო ხელში აიყვანა და საძინებლისკენ წავიდა
-მაშოც ალ მომწონს...უბრალო ვთვქი რომ საყავრელია.ეგრე სხვისთვის ლუკაც კარგია შენთვის მხოლოდ მამაა კარგი
-ანასტასია მაჭანკლობას შეეშვი !
სააბზანოში შეიყვანა და აბანავა,შემდეგ თმები გაუშრო აწითლებული ლოყები დაუკოცნა პიჟამა ჩააცვა და რამდნეიმე წუთში გვერდით მიუწვა.
-გაგაბაზე?
-მეორედ თუ არ მოიქცევი ასე გადამივლის
-ველ დაგპილდები...მიკვალქალ დეე- ლოყაზე აკოცა და ხელები მოხვია-ტკბილი ძლი
-ტკბილი ძილი ჩემო ფერია
დადვანი იმ ღამეს თეთრად ათენებდა, ქლაბატონებს კი მშვიდად ეძინათ.
..........
კარი გააღო და ოთახში შევიდა. თავზე თავშალი ჰქონდა მოხვეული ,ერთი ხელით კარი მიხურა მეორე თავისკენ წაიღო უკნიდან ვიღაცამ რომ ააფარა პირზე ხელი . პანიკაში ჩავარდა, ინსტიქტურად დაუვარდა ხელიდან ჩანთა და გაორმაგებული ძალით მოუქნია ხელი უკან მდგომს თანვე შებრუნდა და ნაცნობი სახე რომ დაინახა თვალები გაუფართოვდა
-რა ძალა გქონია ქალბატონო კატერინა...მგონი ქვედაყბა გამიტეხე ასე უნდა დახვედრა?
-ბათუ ?
-რა კარგია ღმერთოოო მიცნოოო ესე იგი ისევ ვახსოვარ ...ყბა მტკივა და იქნებ როგორმე განმკურნოთ? - ისევ მოხვია ხელი წელზე და თავისკენ მიიზიდა მეორე ხელით სახიდან ნაჭერი მოაშორა და იატაკზე დაშუვა ,თითები შეკრული თმისკენ წაიღო და წამსვე მოაშორა სარჭი
-ჩამოხვედი...
-როგორც ხედავ
-მართლა ჩამოხვედი
-ჯერ ვიფიქრე თავისუფლებას მივანიჭებ-თქო მერე დავფიქრდი და არ ვაპირებ ვიღაც შეიხს ჩავუგდო ხელში ჩემი ცოლი - ელაპარაკებოდა და თან მის სურნელს იყნოსავდა, ჯერ თმა მოიქცია მუჭში შემდეგ კანზე გადავიდა ეკატერინეს თხელი თითები სახეზე ეხებოდა, წვერზე და უფრო მეტად დამტკბარი უყურებდა ქალს
-ამის გამო ჩამოსვლა არ ღირდა...ისედაც იცოდი რომ არავისთან დავრჩებოდი - ამოიჩურჩულა გაღიმებულმა ისე თითქოს უბრალოდ საუბრობდა
-მეორე მიზეზიც მაქვს რა თქმა უნდა
-რა მიზეზი? - ტუჩები ჯერ ლოყაზე შეახო ,შემდეგ ნიკაპზე და თან თითებით ისევ ეფერებოდა სახეზე
-მივხვდი ორი თვე ვერ ვუერთგულებ-თქო და გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი
-საშინელი კაცი ხარ...ბოროტი - ისევ იგივე ტონალობაში განაგრძო საუბარი - მატყუებ
-არ გატყუებ - მის თითებს თავისი შეახო ქალის ქათქათა ხელი თავის ტორში მოიქცია და სათითაოდ დაუკოცნა ტუჩები
-მატყუებ - კვნესას ჰგავდა უკვე მისი ხმა
-აბა რა არის მიზეზი?
-არ ვიცი ...
-შენც ცუდი ხარ...ძალიან ცუდი ქალი ხარ - თვალები აენთო უცებ და ტუჩებზე დააცხრა, თითქოს პირველად კოცნიდა ისე ნელა დაიწყო,მაგრამ მერე სისხლი ისე აუჩქროლდა ვნებიანად დაუკოცნა ტუჩები და რამდენიმე კვირიანი მონატრება თითქოს აინაზღაურა. -მითხარი ...
-შენ ჩამოხვედი ...მე არ დავბრუნებულვარ
-სწორია მე ჩამოვედი...არა რატო ჩამოვედი რა მინდოდა?- უცებ მოშორდა და უკან დაიხია.ზურგი აქცია და სავარძელში ჩაჯდა. ეკატერინე მაშინვე მსიკენ დაიძრა გრძელი კაბა ეცვა, ისეთი ლამაზი იყო ქალღმერთს ჰგავდა. ბათუ ბინდგადაკრული მზერით უყურებდა და თავის გაკონტროლებას ცდილობდა. ეკატერინემ ხელი რომ გაუწოდა ჯერ უყურებდა მის თხელ თითებს შემდეგ წამოდგა და ძლიერად მოეხვია, მის ყელში ჩარგო სახე და სურნელი შეიგრძნო
-მომენატრე ...თურმე ძალიან მომენატრე ! არ შეიძლება ასეთი მონატრება...საშინელებაა ასეთი მონატრება ...დათააა - თავზე უსვამდა თითებს ბაღათურიას და კოცნიდა სადაც კი შეეძლო ისე რომ მისი მკლავებიდან არ დაეხსნა თავი .იგრძNო როგორ გაეღიმა ბაღათურიას-შენც ხომ მაგიტომ ჩამოხვედი მაინც არ მიღალატებდი, არც იეჭვიანებდი ხომ არ მიღალატებდი დათა? ჩემი დათააა ... ჩემი დათაა
ბაღათურიას სიტყვაც არ უთქვამს,კმაყოფილი იღიმოდა და ქალის სურნელს ისრუტავდა.მის მონატრებულ სითბოს შეიგრძნობდა და წვრილი წელიდან ხელებს არ აშორებდა
............
.......
ბაღათურიას მკლავებში მოქცეულს ტკბილად ეძინა, გვიან გაიღვიძა. მზე უკვე კარგახნის ამოსული იყო თვალები რომ გახილა ,მძინარეს აკოცა და ისევ მოხვია ხელები
-გაიღვიძე რა - დიდხანს რომ არ გაახილა თვალები ბათუმ ბოლოს ამოიკრუტუნა და მხარზე აკოცა- ბათუუუ
-გავიღვიძე რამდენი ხანია და გელოდები ,მაგრამ ამაოდ
-ბათუუ გავისეირნოთ არ გინდა?
-არ მინდა
-იცი რა ლამაზია აქაურობა?
-ვიცი...ხუთი თითივით ვიცი რა ლამაზია აქაურობა- საბანი მოაშორა და ტუჩები მკერდზე მიაწება,თითები ჯერ მუცელზე გაუსვა შემდეგ ფეხებშორის შეაცურა და კოცნა განაგრძო
-ბათუუუ
-ჩშშ
-დავაგივანებ
-დააგვიანე ...არაუშავს
ალერსში გართულებს დროის აღქმა ისევ დაეკარგათ . კარზე კაკუნის ხმამ გამოაფხიზლა ორივე. რამდენიმე დაკაკუნების შემდეგ კაცის ხმა რომ გაისმა ბაღათურიამ თავი ასწია და კატოს გადახედა
-ვინ არის?
-მე ჩავიცვამ გავხედავ და ორ წუთში დავბრუნდები- უცებ წამოდგა კაბა გადაიცვა შიშველ სხეულზე და თმა შეიკრა
-კაბა არ შეგიკრავს...-ისევ ბალიშზე დადო თავი და ისე გახედა კატოს. მანაც წამსვე შეიკრა ელვა და კარი გააღო . მალევე დაბრუნდა და საწოლზე ჩამოჯდა
-ჩავიდეთ ვისაუზმოთ...თუმცა სადილი გამოდის უკვე. მერე გავისეირნოთ
-ის ვინ იყო?
-სასტუმროს მფლობელი
-და ასე ყველას ნომერში აკითხავს?
-მე ვიცნობ დიდი ხანია... პირველად რომ ვიყავი აქ მაშინ გავიცანი
-შენ ნომერში რა უნდოდა ეკატერინე არაბ შეიხს?
-არ არის შეიხი...პირველად ამოვიდა .ამ დროს უკვე ქვემოთ ვარ ხოლმე და უბრალოდ მომიკითხა
-ამდენი ხანი მოკითხვას დასჭირდა? ვერ შეგატყო რომ კარგად იყავი?- ისე საუბრობდა ნამდვილად ემჩნეოდა განწყობა მის ხმასა და გამომეტყველებას
-ისეთი ტონით მელაპარაკები ვერ ვხვდები ბრაზდები თუ არა
-კარგად დაფიქრდი მაქვს გასაბრაზებლად მიზეზი თუ არა- საწოლიდან წამოდგა ხელი მოხვია ეკატერინეს კაბა იქვე გახადა და სააბაზანოსკენ დაიძრა
-არა ,მაგრამ
-მაგრამ არ არსებობს...ან მაქვს მიზეზი ან არა . ჩემი სუნი რომ ერევა შენს კანს ჭკუას ვკარგავ- ტუჩები მიაწება ყელზე და თითები სხეულზე აასრიალა -სად გავისეირნოთ დღეს?
-მოვიფიქრებ ... ჯერ რამე ვჭამოთ . ცოტა ხანს მოვაგვარებ საქმეებს და შემდეგ წავიდეთ.აქ არასდროს ყოფიხლარ?
-ვყოფილვარ...
-მართლა? და როდის ან რატომ?
-ადრე იყო...არაფერი მნიშვნელოვანი დათვალიერება ვერ მოვახერხე
-კარგი რადგან არ მეუბნები არაფერს გკითხავ!
სასტუმროს დერეფანში მიაბიჯებდნენ ერთად . ორივე მშვიდი ნაბიჯებით მიდიოდა, რესტორანში შევიდნენ და მაგიდასთან ასხდნენ. შეკვეთა რომ მისცეს ბაღათურია იდაყვებით დაეყრნო მაგიდას და ეკატერინეს მიანათა მწვანე თვალები
-აბა? როგორ ატარებდი დროს ჩემზე გაბრაზებული და ჩემი მონატრების გასაქრობად რას ჩადიოდი?
-იმდენად დაკავებული ვიყავი ვერ ვიაზრებდი რომ მენატრებოდი...
-კიდევ კარგი ჩამოვედი თორემ სულ დაგავიწყდებოდი
-ასე ნუ ამბობ
-ხვდები რომ მართალი ვარ და სინდისის ქენჯნა გაწუხებს?
-ბათუ !
-ოჰ როცა ბრაზობ ბათუ ვხდები ისევ?
-ბოლოს მითხარი არ დამიძახო დათაო
-გუშინ ჩემი დათაო ვინ ამბობდა
-თუ არ გინდა რომ დაგიძახო გადავეჩვევი- ბაღათურია მის მზერას ვეღარ უმკლავდებოდა.
-გგონია რომ უნდა გადაეჩვიო?
-არ ვიცი ...
-რა არ იცი?
-გაბრაზებული ვიყავი და ალისთან ერთად დავათვალიერე ქალაქი... უბრალოდ დამეზარა არაკომფორტული გზის არჩევა რა დავაშავე ასეთი გამოვიყენე მისი შემოთავაზება.ხომ იცი რომ თბილი ურთიერთობები ისედაც არ შემიძლია
-კიდევ რამე გაქვს სათქმელი თუ ხელთ მხოლოდ გიდად გამოყენებული მიჯნური გვაქვს
-მხოლოდ? არ ბრაზდები?
-ექვსი კვირაა გაბრაზებული ვარ რომ ვერ გიყურებდი ,ვერ გეხებოდი და ახლა ვიღაც შეიხის გიდად გამოყენება ნამდვილად არ გამაბრაზებს. ჭკვიანური არჩევანი გაგიკეთებია ვერაფერს იტყვი
-ასე რომ ლაპარაკობ მაბრაზებ
-გინდა რომ ვეჭვიანობდე ,ვბრაზდებოდე და ვაბუქებდე ყველაფერს ,მაგრამ არ შემიძლია რა გავაკეთო
საუბარი ვერ განაგრზეს ,რადგან ბატონი გამოჩნდა . ბათუ უყურებდა მაგიდასთან მისულ კაცს და სიტყვას არ ძრავდა. ეკატერინეს მიესალმა , შემდეგ რაღაც უთხრა და კატომ ბათუს გადახედა
-შენი გაცნობა უნდა
-დაპატიჟე...შემოგვიერთდდეს -კატომ დაპატიჟა და ისიც დაჯდა მაგიდასთან. ბათუ გაეცნო, კატო თარგმნიდა ყველაფერს. ბაღათურია მშვიდად იჯდა და ყავას მიირთმევდა თან ბატონს ესაუბრებოდა. კაცი მალევე ადგა და წასვლამდე რაღაც უთხრა ეკატერინეს. ბათუს თავი ჰქონდა დახრილი და მობილურს უყურებდა. კატო ისევ დაჯდა
-რაო ბოლოს რა თქვა?- მობილურისთვის არ მოუშორებია თვალი ისე ჰკითხა
-დაგვემშვიდობა
-ხოო? მეც თუ მარტო შენ?
-ორივეს
-ნომერში ავიდეთ !
-არ გავისეირნოთ? - ბათუ ისე სწრაფად წამოდგა კატოც ინსტიქტურად გაჰყვა- ისიც არ გითქვამს რამდენ ხანს დარჩები...ბათუუ - ლიფტში იყვნენ უკვე . სავსე იყო თითქმის, ბაღათურიას სიტყვა არ უთქვამს
-ნომერში შევიდეთ და ვისაუბროთ- კარი გააღო და შევიდა. კატო როგორც კი შევიდა მაშინვე ხელი ჰკრა კარს და ზედ ააკრა ერისთავი- რატო მატყუებ?
-რა მოგატყუე? რა დაგემართა ასე რატომ მიყურებ
-ვერ ხვდები ? შენ რამდენ ხანში გინდა რომ წავიდე...შენი ყალბი „მომენატრე“ გაქრა ალბათ უკვე და სჯობს ბილეთი ვიყიდო
-რას ამბობ ბათუ მე მართლა
-არ მითხრა ...აღარ გაიმეორო რომ მოგენატრე . აქ იმ ნაბიჭვარ არაბთან ერთად ერთობოდი , კარგად გაატარე დრო ახლა უნდა რომ ცალკე შეგხვდეს თქვენს ადგილას სად დედისტყვნა**** გაქვთ თქვენი ადგილი და რას აკეთებდით იქ ხომ ვერ მეტყვი შემთხვევი? მგონი სადღაც შევცდი ზედმეტად მალე გადავყლაპე შენი წამოსვლის ამბავი იმით გაგამართლე რომ საქმე გქონდა ,გვიან გაიგე და ვერც მიკავშირდებოდი ამ დროის განმავლობაში ვცდილობდი გამემართლებინე ახლა კიდე აქ მოვდივარ და ვიღაც სირ** ნაგულავები მხვდები
-როგორ ბედავ! მე ყველაფერი გითხარი ...გულაობა შენ რაც გგონია იმის მიხედვით თუ აფასებ ჩემს აქ გატარებულ დროს საერთოდ არაფერი გვაქვს სასაუბრო. ასე მალე რამ გაგაგიჟა...დილით და გუშინ ისეთი
-კიდე კითხულობ რამ გამაგიჟა? შენ გინდა სულ მთლად დავკარგო მოთმინება და იმ ახვარს ყელი გამოვჭრა? ვინ ჩემი ყლ*ა ამდენს რომ ბედავს? მილიონებს მიწაში ჩააყოლებენ თუ გავიგე რომ თითი დაგაკარა - გააფთრებული უყურებდა, ბევრჯერ ჰყავდა გაგიჟებული ბაღათურია ნანახი მაგრამ ასეთი არასდროს ყოფილა
-შენ გესმის... ყველაფერი გესმოდა? იცი არაბული?-ყველაფერი რომ გაიაზრა კიდევ უფრო გაოცდა
-ვაახ მიხვდი? რაოო ახლა მეტყვი ყველაფერს?- ცივად გაიცინა და ყბაზე მოუჭირა ხელი- მიყურე და ისე მელაპარაკე
-გაგიჟდი? რა უნდა გითხრა...თუ გესმოდა ვერ გაიგე რა ვუთხარი ?
-მე რა მითარგმნე ის ვიცი მხოლოდ!
-და რა მნიშვნელობა აქვს რა გითარგმნე შენ რატომ უნდა გამებრაზებინე იმის გამო რაც არაა საერთოდ ყურადსაღები
-არა ? და მე რატომ ვარ ახლა გაგიჟებული? სულ ტყუილად?
-არ მეგონა ეჭვი თუ გეპარებოდა
-არ მეპარებოდა სამწუხაროდ სანამ თვალწინ არ მომატყუე
-არ მომიტყუებიხარ
-გკითხე რა თქვა ბოლოს- თქო...შენ მითხარი დაგემშვიდობაო არადა გითხრა შევხვდეთო
-მერე მე რა ვუპასუხე
-რა მნიშვნელობა აქვს რა უპასუხე...სადღაც ხვდებოდი .ასე მშვიდად მაინც ნუ მელაპარაკები ნუ მაგიჟებ
-თავს დამნაშავედ არ ვთვლი და არც ვაპირებ რამე აგიხსნა. ყველაფერი გაიგე და რამდენიმე წუთი მაინც თუ გაჩუმდები და დაფიქრდები მაგ ბრაზს გააქრობ და მიხვდები რომ ტყუილად მდებ ბრალს. შენ არ ხარ ასეთი
-როგორი ასეთი
-სულელი !
-ამის დედაც...შენ მხოლოდ შენ თუ გადამიყვან ჭკუიდან და დამაკარგვინებ მოთმინებას. როგორ შეგიძლია წამში გადამიკეტო გონება- მოშორდა და კედელს მიარტყა მუშტი - ყველგან ვიღაც როგორ გიჩნდება მაინც ვგიჟდები...მაგათ ტვინი არ აქვთ მაგ ჩემისები ვერ ხვდებიან რო არ გევასება არცერთი ? რა უნდათ ასეთი ყლ*** რატო არიან
-შენც არ მევასებოდი ეგრე ,მაგრამ შენი ცოლი ვარ ასე თუ ვიმსჯელებთ. თუმცა პარალელის გავლება ნამდვილი უგუნურება იქნება ჩემი მხრიდან . მეორედ რომ გაგიჟდები შეეცადე ასე არ მომექცე თორემ მეც გავგიჟდები და არ გვაწყობს - ხელები მოხვია ყელზე და ტუჩებზე წაეტანა- ბოდიში თუ ჩემ გამო გაბრაზდი,მაგრამ არაფერი დამიშავებია .მოვკვდები და შენს გარდა სხვა კაცზე ვერც კი ვიფიქრებ .თუ მავიწყდები ისიც დიდი შრომის შემდეგ სულ ცოტა ხნით ,მაგრამ როგორც კი გონება გათავისუფლდება მაშინვე შენ ხარ ფიქრებში.იცი როგორ ვიყავი რომ არ მირეკავდი? საზიზღარი კაცი ხარ.ხომ შეგეძლო ერთხელ ერთი წუთით მაინც დაგერეკა და უბრალოდ შენი ხმა გამეგო - თვალებამღვრეული უყურებდა, ისეთი მშვიდი იყო, ისეთი სუსტი ჩანდა და თან ძლიერი. ბაღატურიას მდგომარეობიდან გამოყვანა რომ შეეძლო სწორედ იმ მზერით შესცქეროდა
-ჩამოვედი ეკატერინე
-მერე რა რომ ჩამოხვედი...ჩამოსვლამდე გამაწამე
-და მე ამ ხნის განმავლობაში იცი როგორ ვიყავი? ძლივს გადავხარშე შენი წასვლა
-აწი ასე აღარ ვიზამ... თუ წასვლა მომიხდება გადავდებ . სხვა შემთხვევაში წინასწარ გაგაფრთხილებ,მაგრამ შენ მაინც არ უნდა მეუბნებოდე ამას ისე დადიხარ და ისე იქცევი არც კი ვიცი შენი ასავალ დასავალი. მხოლოდ იმიტომ რომ მე ქალი ვარ უკან არ დავიხევ...
-გეყოფა ...ზედმეტს მეუბნები უკვე .ისეთს რაც ისედაც ვიცით ორივემ - აკოცა ისევ და თვალები დახუჭა- გავისეირნოთ
-დიდხანს დარჩები ხო?- კოცნის შემდეგ კვლავ დამშვიდდა თითქოს ყველაფერი დაივიწყა და ისევ გაბრწყინებულმა შეანათა ცისფერი თვალები
-თუ ჭკვიანად მოიქცევი ერთად წავალთ აქედან...
-საქმეები მერე? მართლა დარჩები? მითხარი რო არაფერი გაიძულებს წასვლას...მე კარგად ვიქცვეი ისედაც- ბოლოს გაიბუტა და წარბები შეკრა
-ვრჩები-თქო ხომ გითხარი ...ახლა წავიდეთ გავისეირნოთ!
შუა ქუჩაში იყვნენ ეკატერინემ დუმილი რომ დაარღვია
-კარგი ცოლის მდგომაროებიდან გამოვალ თავს მოგაბეზრებ და დავინტერესდდები საიდან იცი არაბული და რატომ მიმალავდი
-რომ არ დამემალა ვერაფერს გავიგებდი
-და საიდან იცი არაბული ბათუ?
-ვისწავლე...
-აი ასე უბრალოდ მოგინდა და ისწავლე?
-ხო რა არ შეიძლება?
-მატყუებ!
-საიდან იცი რომ გატყუებ დაუჯერებელია ამბავი?
-არა ,შესაძლებელია დიანტერესდდე ენით და ისწავლო ასე უბრალოდ ,მაგრამ შენ მატყუებ
-როგორ გატყუებ
-ვგრNძობ ...ვხვდები არ ვიცი როგორ ,მაგრამ რომ მიყურებ ვიცი რომ მატყუებ
-ხოო?- მწვანე თვალები შეანათა ბარათურიამ და ჩაიიცნა-დარწმუნებული ხარ ?
-სრულიად ... და მაინც რატომ ისწავლე არაბული?
-ვერ გეტყვი
-ვიჩაგრები! მე არაფერი ვიცი შენს ცხოვრებაზე ...შენ კი ყველაფერი იცი
-შენი წარსულის დღეებს არ ვიკვლევ!
-მაგრამ გამოსაკვლევი არც არაფერია
-ქმრისთვის არის,მაგრამ მე კეთილი ქმარი ვარ
-ცინიკოსი,აუტანელი და საზიზღარი ქმარი ხარ შენ
-კიდევ საყვარელი, კარგზე კარგი და რომ გიჟდები ის ქმარი
-ნწ
-კიი კიიი ეგრეა
-არაა
-კი-თქო - ხელი მოხვია და ლოყაზე აკოცა-კი კი კი
-არააა ...ხო კარგი ასე ნუ მიყურებ მაინც ცუდი ხარ ვიცი რაღაც ისეთს მიმალავ რაც მატკენს
-და თუ გატკენს რატომ გინდა რომ გტკიოდეს?
-ჩვენს ქორწინებას ეხება?
-არა ...
-საერთოდ არა?
-ირიბად შეიძლება,მაგრამ მაინც არა
-ოდესმე მეტყვი?
-ალბათ კი ...ჯერ არა
-და აბა როდის?
-როცა დაიმსახურებ!
-ქორწინებაში ვართ...უნდა ვიმსახურებდე რამეს?
-ჩემი ცოლი ხარ...ჩემთან ხარ ქორწინებაში და ყველაფერი ასე მარტივად არ არის !
-ჩემგან ნუ ელი სიმარტივეს!
-არცერთი ვართ იდეალური!
-მგონი შევთანხმდით!
-ნამდვილად შევთანხმდით!
-და მაინც არ მითხარი რატომ ჩამოხვედი
-შენ რომ გაგეგო როგორ მოგენატრე
-ბათუ!
-წუხელ მთელი ღამე რას გეუბნებოდი აბა?
-რომ გაგიჟებ, საოცრება რომ ვარ ... ჩემი სუნი რომ გიყვარს და კიდევ ბევრ მსგავს რამეს ზუსტად აღარ მახსოვს
-ანუ რა გამოდის რომ მითქვამს ჩამოსვლის მიზეზები
-მხოლოდ იმიტომ ჩამოხვედი რომ ჩემთან დაწოლა გინდოდა? ჩემი სხეული მოგიდნა და ასე მარტივად წამოხვედი როგორც კი მოგინდა ?
-ხვდები თუ უნდა გითხრა?
-რას
-სისულელეებს რომ ამბობ და აშკარად გჭირდება ტვინის ასამუშავებლად რაიმე სახის ზემოქმედება
- მორჩა საუბარი...ვაგრძელებთ ექსკურსიას
-ჭკვიანური განაცხადია !
ხელი მოხვია ქალბატონს და ისე განაგრძო სვლა. არაბული ვოიაჟი ერთი კვირით გაგრძელდა როგორც იქნა უკან დაბრუნდნენ, ეკატერინეს მხოლოდ ის უკვირდა რატომ აღარ ჩანდა ბატონი შეიხი,უფრო სწორად შეამჩნია ეს ფაქტი და ვინაიდან დიდად არ ადარდებდა ყურადღება არც მიუქცევია. ყველაფერი რომ დასრულდა სამშობლოში დაბრუნდნენ , დამშვიდებულები და დასვენებულებიც .
.......
სახლი სავსე რომ დახვდათ ორივემ გაოცებულმა მიმოიხედა
-რა ხდება აქ კატუშა?
-გეფიცები არ ვიცი ...მე უბრალოდ დედას ვუთხარი როდის ჩამოვფრინდებოდი ისიც შენს ჩამოსვლამდე იცოდა -ჩუმად უთხრა და დედამთილს გაუღიმა ,რომელიც გახარებული მოეხვია
-როგორ მომენატრეე ჩემო საყავრელო
-დედას ერთადერთო როგორ ხარ?
-ხედავ დაიკო? დედა და დედამთილი ეჯიბრება ვინ უფრო მეტ სასიყვარულო სიტყვას გეტყვის და ახლა ორივე გაიწევა რომ მე გაკოცო- ქალბატონი ლიზიკო ელაპარაკებოდა და კატომაც როგორც კი დაინახა დაიკო მაშინვე დაიხსნა თავი ,ძლიერად მოეხვია და დიდხანს ათვალიერებდა-ვიცი რომ მოგენატრე, მაგრამ ასე ნუ მიჭერს
-ჩემო საყვარელო კიდევ უფრო გაბერილა შენი საყვარელი ღიპუცა
-6 თვის ფეხმძიმე ვარ კატოო ... შეეშვი ახლა ამ მუცელს ვაიმე მე მელაპარაკე რა ეგ ვერ გიპასუხებს
-ბიჭია თუ გოგოო? აუუ გიოო მითხარი რა ბიჭია თუ გოგო
-ლიზიკომ არ უთხრაო ...როგორ დაისვენეთ და როგორ იმუშავეთ ქალბატონო ეკატერინე?
-არაჩვეულებრივად
-რატო არა გენაცვალე გამოგიგზავნე ძმაკაცი და გაგილამაზა მოგზაურობა- ერეკლე გამოჩნდა და ჯერ ბათუს მოეხვია მერე კატოს- დროულად მოვსულვარ .როგორ ხართ ?
-ნათლიააააა - ტასოც შევარდა სახლში , უკან ბარბარე მიჰყვებოდა- როგორ მომენატრეეე .ერთი კვირით დავრჩებიო ვერ მითხარი? - ყელზე ჩამოეკიდა ბათუს და ისე გაუბრაზდა
-ხომ გითხარი დიდხანს დარჩენა მომიწევს-თქო
-მომენატრეეე ...ძალიან
-მეც ჩემო ფერია
-მარტო მე ხო?
-მარტო შენ - გაიცინა და ლოყები დაუკოცნა
-იცი რამდენი რამე მოხდა ? ყველაფერი უნდა მოგიყვე - ჩუმად უთხრა და ძირს ჩამოხტა მერე კატოც გაახსენდა და ქვემოდან ახედა- კატუსია როგორ ხარ?
-ტასუნა მეც გაგახსენდი? კარგად ვარ და სხვათაშორის მომენატრა შენი მოსმენა - ბავშვს თბილად გაუღიმა და მოეხვია
-რა ჩამომიტანე?
-ბათუს რატომ არ ჰკითხე დედი ეგ?- ბარბარე ჩაერია წამსვე თვალებსი ბრიალით
-ბათუს ჩამოსვლაც მიქალია მე რით ვერ გაიგე...კარგი ხო არაფერი მინდა.რადგან ჩამოხვედით და ბათუ იქნება ჩემთან თან ბედნიერი და არა ცხვირჩამოსვებული რას დავეძებ
-ტასუნაა ბევრს ხომ არ ლაპარაკობ?
-არააა დეეე რას ამბობ
როგორც იქნა მისაღებამდე შეაღწიეს. ბატონი მაქსიმე მოგვიანებით მივიდა ორივეს მოეხვია და მაგიდასთან დაჯდა. ყველანი ერთად იყვნენ, ბათუსა და კატოს ირგვლივ გაერთიანდნენ არც დაძაბულობა იგრძNობოდა, არც დაღლილობა. რამდენიმე ჭიქა ღვინო, საუბარი და გაცვლილი ინფორმაცია საკმარისი აღმოჩნდა დღის მშვიდად დასასრულებლად.
ანასტასია მათთან დარჩა, ბათუს გვერდით მიუწვა და კატო რომ გამოვიდა სააბაზანოდან უკვე ღრმად ეძინა ნათლიასთან ჩახუტებულს
-ბათუუ -საწოლისკენ მოგვიანებით დაიძრა და მძინარე ქალბატონს ზემოდან დახედა
-ჩშშ სძინავს
-აქ იძინებს?
-ხო ..მომენატრა თუ გინდა გავიყვან
-რა საყავრელია...- საერთოდ არ გაუგია ბათუს სიტყვები ტასოს უყურებდა და იღიმოდა. ფრთხილად დაწვა საწოლში და საბანი უკეთ დაფარა ბავშვს- შუქი ჩავაქრო თუ ერთი დავტოვო?
-ჩააქრე
-რომ გაეღვიძოს და შეეშინდეს?-ჩურცულებდა და ცდილობდა მინიმალურად ეხმაურა
-ჩემ ნათლულს?
-ბათუ გეყოს ხუმრობა
-არ ეშინია ...ჩააქრე !
-ხვალ შაბათია და დარჩება კიდევ? უთხარი რა დარჩეს
-რჩება ისედაც...
-კარგია - გაიღიმა და ტასოს ხელზე აკოცა
-მე ?
-რა შენ
-ვერ ხვდები ხო რა მინდა
-კოცნა?- ისევ ჩურჩულებდა ფრთხილად აკოცა და კომფორტულად მოეწყო.
ბაღათურია უყურებდა ორ საყავრელ ქალბატონს და იღიმოდა,მერე თვალები დახუჭა და მშვიდად დაიძინა.
შაბათ კვირა ტასოსთან ერთად გაატარეს. წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ბატონი მაქსიმე შუადღის სამ საათზე გამოვიდა საძინებლიდან ტასო რომ გარბოდა და ეკატერინე მისდევდა არაფერი განსაკუთრებული ბათუს დამალობანას ეთამაშებოდნენ.
-გაიწიე მაქსიკოოო
-რა ხდება პატარა დადვანო?
-მაქსიმე?-ბავში ოთახში შევარდა ეკატერინემ კი ნახევრად მძინარე ბაღათურია შეათვალიერა- შენ ხარ?
-ჩემმა ძმამ არ გაიგოს რო ჩემ კუნთებს აკვირდები თორე შენც მოგკლავს და მეც !
-შენც კარგი ავადმყოფი ხარ
-სად გარბიხარ
-უნდა დავიმალო
-სწორია უნდა დავიმალოთ ...
-მაქსიმე ნუ სულელობ... იცოდე არ უთხრა იმას
-სამარე ვარ- მაქსიმემ გზა გაანგრძო დერეფანში. კიბეს დაუყვა და სამზარეულოში შევიდა. მოკლემკლავიანი ფართე მაისური ეცვა თითქოს ზაფხული იყო, სპორტული შარვალი და ისე მიაბოტებდა. სამზარეულოში ტრიალი დაიწყო თავისი ჭკუით მერე რაღაც გატეხა და გინება წასკდა თავისდაუნებურად
-ვაიმე ტასოოო მანდ თუ შეძვერი და დედაჩემს ფაიფურის... ღმერთო მაღალოოო ეს ჩემი უმცროსი ლაწირაკი ,წიგნისჭია ძამიკოა თუ მე დამეწყო მოჩვენებები .ვხუჭავთ თვალებს და ისევ ვახელთ... ოოო ისევ აქ არის . კარგად ხარ ძმაო? მობილური გაგიტყა? მეორე ბუძილნიკი არ გქონდა? ფარდები ჩამოუშვეს შენს ფერად ოთახში? რამე გჭირს? სიცხე გაქვს? ვირუსი? კვდები? -მაქსიმე რომ დაინახა კიდევ უფრო გამხიარულდა
-ვხუმრობთ ბატონო დავით?
-რა გინდა სახლში შე ჩემა?
-შენ გკითხო უფროსო როდის დავისვენო სახლში?
-დავისვენოოო კატერინა მოდის სიცხე გამიზომე ... ჩემ ძმას სიტყვა დასვენება სცოდნია ცოლოოოო ცოლოოო ჩაინიშნე ეს დღე კალენდარზე ავღნიშნოთ ლაბორატორიის ჭიის დღედ
-სულ აცანცარდი რაა ... მოკლედ შენი მოსმენაც არ ღირს. არ გშია ? რამე გამიკეთეთ რაა
-მაგ ხელებით ბავშვებს აკეთებ შე ჩემა და საჭმელს ვერ აკეთებ?
-კატო იპოვე უკვე?
-ახლა ვპოვე კატო? რა გჭირს შენ და საერთოდ შენი კატო ვინ არის?
-მე რომ კატოს ვეძახდი შენ არც იცნობდი...კატუშააა შეიბრალე შენი ბავშვობის მეგობარი, შენი საყვარელი მაქსიკო და მოუმზადე რამე რააა
-ცოლს რა უფლებით მიწუხებ? შენი საჭმელების საკეთებლად მოვიყვანე?
-შენ გირჩევნია ის ანცი დადვანი იპოვნო რაც შეიძლება მალე...რამე არ გააფუჭოს.კატოოო ხომ მომიმზადებ რამეს? მშიიიაააა
-ასეთი მზერით ყურება თუ იცოდი მე რატომ არ მქონდა წარმოდგენა? მოგიმზადებ რა გინდა ოღონდ მითხარი -კატოც გამოჩნდა და მაცივარში დაწყობილ პროდუქტს გადახედა
-კაი რაა კატუშაა ცოტა გამაწვალებინე ...მე ვერ გავუკეთებდი ? აცადე ცოტა რამხელაა ვერ ხედავ ? იშიმშილოს ენერგია დახარჯოს და იქნებ გახდეს
-ვის ეუბნება ეს გორილა მე? არა უბრალოდ ვის აკადრა მე ვარ მსუქანი? მე მჭირდება გახდომა? კაცი აპოლონი ვარ -უცებ გამოყო თავი სამზარეულოდან, უფროსი ბაღათურია წამსვე ახარხარდა
- ჭორიკანა თალიკო ხარ რაა
-წადი შენ გირჩევნია დროზე იპოვო ტასიკო
-შენი ტასიკო არაა ის ჩემი ტასიკოა ...თუ შეიძლება ჩემს ნათლულს ანასტასიათი მიმართე
-ნეტა არ გაკლდეს რაა ...აბაა რძალოო რას ამზადებ?
-სალათს
-კაი იყოს ჩავჯდები ბოსტანში ბაზარი არაა...მაიონეზიც მოასხი რა
-არ მეტყვი დასვენება რამ გადაგაწყვეტინა?
-არ მქონდა ბევრი საქმე და გადავწყვიტე გამომეძინებინა
-ვინ გადაგაწყვეტინა?
-ჩაგიკაკლა იმან ხო ყველაფერი
-არაფერი უთქვამს ,სამაგიეროდ შენ მეტყვი
-ეკატერინე ვეღარ გცნობ რა ასე როგორ შეიძლება? ბათუს ემსგავსები? იმ მასხარას?
-მასხარა შენ ხარ - თავში წამოარტყა უფროსმა ბაღათურიამ და სალათიდან ჩანგლით აართვა ლუკმები- ცოლი მყავსო მე უნდა ვთქვა რა... მაზლსაც კი გაპურებს
-აუუ აღარ მეთამაშებით?- ანასტასიაც სამზარეულოში შევიდა და მოწყენილი სახით ჩამოჯდა სკამზე
-ვერასდროს გპოულობთ ,ჩემპიონი ხარ ტასიკო
-შევჭამ და მე გეთამაშები პატარა დადვანო
-ნუ მეძაქი ეგრე რა უბედურებაა მაქსიკუნა?
-მაქსიკუნაა უბედურება და ნუ მეძახი
-უუფ
-ენა გოგო
-შენი გოგო ვინ ალიც ბიჭო?
-მოკლედ რა ვისი შვილია ... ვისი ნათლული !
-უკეთესები შენ გააკეთე ! იმენნა შენ ...
-ხო მაქსიკუნა დლოა უკვე ცოლი მოიკანო - ანასტასია ჩაერთო და სერიოზული გამომეტყველება მიიღო
-ნათლიას გოგო - თავზე აკოცა ბავშვს და შოკოლადი მისცა
-ერთად რომ ხართ ბავშვებს ემსგავსებით
-ბავშვია და აბა ვის დაემსგავსება? გგონია რამე გაეგება ცხოვრების?-ბათუმ მაშინვე თქვა და მაქსიმე ისევ წაკბინა
-ცოლადაც ბავშვი გყოლია ხო არ გავიწყდება რომ ჩემი ტოლია?
-ჩემი ცოლი ასაკის შესაბამისად განვითარდა და შენი ტვინი ბავშვობაში ჩარჩა
-ბავშვთან არ გეტყვი ახლა პასუხს მაგ ბრალდებაზე!
-ვაახ ბავშვთან არ მეტყვის პასუხს
-ბათუ გეყოფათ დავიღალე უკვე... ხვალაც სახლში იქნები მაქსიმე?
-ვეღარ გიძლებს ჩემი ცოლი უკვე ხედავ? ჩემი ცოლის შემწუხებელს რას გავუკეთებ ხვდები ალბათ
-ბათუუ გეყოფა !
-მეყოფა...კარგი მეყოფა. დღეს კარგ ხასიათზე ტასო შენ გამო იცოდე- გაკრეჭლ ბავშვს ლოყები დაუკოცნა და მერე ხელში აიყვანა- რა მსუბუქი ხარ ნათლიიი ცოტა უნდა გასუქდე თორე ასე მომტაცებს ის ლაწირაკი ბავში შენს თავს
-თორნიკეზე ჩენ უთქალი ერეკლეს?დამსვიი ახლავეე ეგ კაი გამახსენე რატო უთხარი ? იცი რეები მელაპალაკა?- გაბრაზებული იყო ანასტასია და მაშინვე მოშორდა ნათლიას
-მე? არ გრცხვენია ტასიკო? მე ვეტყოდი გგონია?
-კატოო ნახე მატყუებს
-წამომაცდევინა შემთხვევით ...კაი რა ტასიკო რამე რო მოხდეს რომ დაგავლოს იმ ბიჭმა ხელი და მოგიტაცოს რა პასუხი გავცე მემაშენს?
-ოოფ ნუ დამცინიი
-ჩემი სიცოცხლე... შეგჭამ გოგო ახლა . რატო ხარ ასეთი კარგი ა? ერეკლეს ასეთი კაი როგორ გამოუხვედი მითხარი ერთი- ისევ დაეტაკა და ხელში აიტცა .იმდენ ხანს კოცნიდა ტასოს გაბრაზებამ გადაუარა და ბოლოს ხმამაღლა აკისკისდდა.
კვირას წვიმდა და სახლიდან ვერ გავიდნენ , ტასოს თავისი ცხენის ნახვა უნდოდა ,მაგრამ ჩაეშალა გეგმები. სამაგიეროდ კარგად გაერთო და სულ არ გახსენებია ცხენი. საღამოს გაიყვანეს ბარბარესთან ,ქალბატონი ისეთი შეხვეული დახვდათ თითქოს გამყინვარება იყო დაწყებული
-როგორ ხართ? ხო არ გაგაბრაზა კატო?
-არა რას ამბობ...საოცარი ბავშვია
-დარწმუნებული ვარ კიდევ რამდენიმე დღე რომ დარჩენილიყო ჭუიდან გადაგიყვანდა...მოენატრე დედას - თან კატოს ელაპარაკებოდა თან ბავშვს კოცნიდა. ისიც მთელი ძალით ეკვროდა ,მართალია არ წუწუნებდა დედასთან მინდაო ,მაგრამ სულ ენატრებოდა - ჩემი გემრიელი
-ჩვენ წავალთ...
-სად მიდიხართ გვრიტებო? კლუბში თუ რესტორანში?
-კლუბში
-და ისე რატომ მეუბნები თითქოს ერეკლემ მაშო უნდა გაგაცნოთ და მე მიმალავ?- ბარბარეს ეშმაკურად უციმციმებდა თვალები
-მოკლედ შენ რომ არ იცოდე ისეთი რა არის...ეჭიანობ ყოფილო რძალო?
-როგორ შეგიძლია მეღადავებოდე და ასეთი სერიოზული სახე გქონდეს ? მითხარი ბაღათურია გაფიცებ ჩემ თავს
-სულ ტყუილად, შენს ადგილას ვიეჭვიანებდი
-შენ ეჭვიანობ ხო? შენ და ერეკლეს ერთურთი ისე გიყვართ ნამდვილად თუ ჩადგა ის ლამაზი გოგო თქვენს შორის დარწმუნებული ვარ თავიდან მოიშორებ
-ახლა არ მითხრა რომ თქვენს დაშორებაშიც მე მიმიძღვის ბრალი
-იცოდი რომ მე საფრთხეს არ გიქმნიდი
-გისმენთ,გისმენთ და ვრწმუნდები რომ დროა წავიდეთ თორე ვერ ვხვდები რა დონის საუბარი მიდის თქვენთან
-ხო ნამდვილად სჯობს გაიცნოთ მაშენკა...შენ ხო იცნობ ბათუ?
-დიდი ხანია არ მინახავს ...ფაქტობრივად არ ვიცნობ ,მას მერე იმდენმა წყალმა ჩაიარა იქნებ აღარაა ის სათნო და საყვარელი ლოყებწითელა გოგო.წავედი ...ტასუნააა კარგააად - ბავშვს მეორე ოთახში გასძახა და ბარბარეს ლოყაზე აკოცა.
-როგორ ახერხებ ამას მერე რომ შევხვდებით მხოლოდ მე და შენ მომიყევი ხო?
-რას ვახერხებ ეკატერინე?
-ბრაზისგან სკდებოდე და მაინც იაზრებდე რომ ის გოგო კარგია- მოკლედ უთხრა და წავიდა.
ბარბარე სწორ ინფორმაციას ფლობდა, კლუბში რომ შევიდნენ იქ უკვე ისხდნენ ერეკლე და მაშო. მაშოო ,მაშო ასე უბრალოდ აღსაწერი ქალი ნამდვილად არ იყო. ეკატერინე ჩვეული დაკვირვებული მზერით უცქერდა,თან ისე რომ თითქმის შეუმჩნეველი იყო.
-შენ ქალური მზერა აატარე მე ჩემ რენტგენს გამოვიყენებ- ბათუმ გადაუჩურჩულა და ყელში აკოცა- ნუ მოშხამავ თორე ერეკლე მერე მე მომკლავს
-მე მეუბნები?
-უკაცრავად - გაიცინა და მაგიდასთან აწ უკვე მისულმა გაუღიმა წყვილს-საღამომშვიდობისა
-როგორც იქნა მოაღწიე
-ვფიქრე დავტოვებ ცოტა ხნით მარტოებს-თქო და თუ არ გინდოდა გეთქვა თავიდანვე- წამსვე მიასვა და მომღიმარ მაშოს მიუბრუნდა
-ისევ ისეთი ხარ ბათუ...ნუ უფრო სიმპათიური
-შენზე იგივეს ვერ ვიტყოდი ,სულ სხვანაირი ხარ - გოგო გადაკოცნა და ისევ ეკატერინეს მოხვია წელზე ხელი- გაიცანი ჩემი ეკატერინე
-ბევრი მსმენია,სასიამოვნოა
-ჩემთვისაც
-რძალო იქნებ გაუღიმო თორემ გამექცევა მალე
-ისეა საქმე რომ ჩემს ღიმილზეა დამოკიებული?- ჩუმად უთხრა ერეკლეს და მაშო ბათუს დიალოგზე გადაიტანა ყურადღება.
მაშო იმდენად კომუნიკაბელური აღმოჩნდა დისკომფორტი წამითაც არ უგრძვნია, ძალიან თავუფლი და პირდაპირი მოსაუბრე აღმოჩნდა და თანაც არ იყო გადარეული, რაღაც საოცარ ზღვარს იცავდა კულტურულ საუბარსა და სიგიჟეს შორის. ეკატერინე მოკლედ რომ ვთქვათ გაკვირვებული დარჩა. ბაღათურია სიტყვას არ ამბობდა ,როგორც ყოველთვის უბრალოდ საუბრობდა და მხოლოდ ერეკლესთან ჰქონდა თვალებით კონტაქტი.
წყვილი ცეკვავდა , ეკატერინე ღვინოს წრუპავდა და თან იმათ უყურებდა
-ბარბარე კი მომწონს მაგრამ რა გაავკეთო ამ გოგოს დასაწუნს ვერაფერს ვპოულობ
-და აუცილებლად უნდა იპოვნო?
-ვაიმეე შენ ვისკენ ხარ?
-შენგან არ ველოდი მსგავს განაცხადს,მგონი ცუდად ვმოქმედებ მართლა
-ცეკვა მომინდა
-ხოო?
-შენ არა?
-მე მინდა უფრო ახლოს იყო ჩემთან და თუ გინდა ცეკვა დავარქვათ- წელზე შეუცურა ხელი და საცეკვაო მოედნისკენ წაიყვანა
-არ გაბედო ახლა ხელების ფათური...ჯანდაბა ვერ გიტან!- ბაღათურიამ სხეულზე რომ აიკრა პირდაპირი მნიშვნელობით წამსვე მოხვია ხელები ყელზე და ენერგიულ მუსიკას სხეული ააყოლა-როგორ შეგიძლია ასე მეხებოდე
-როგორ ასე?- ყელში აკოცა და თითები ზურგზე ჩამოაყოლა საჯდომთან შეჩერდა და ოდნავ მოუჭირა
-მაგრNძობინო რომ შიშველი ვარ როდესაც ზუსტად ვიცი რომ საკმაოდ გრძელი კაბა მაცვია
-ცოდვებისთვის...არაფერი რომ არ გიჩანს ამ კაბიდან იმისთვის
-როგორი კაცი ხარ...ხომ ხისთავიანი ხარ,მაგრამ მაინც იმის ნაცვლად მოკლე კაბებს მიშლიდე
-ჩშშ ... შენ ისეთი სახით დადიხარ მაინც არავინ შეგეხება და მე თუ გამახარებ არ იქნება ურიგო
-ნერვებს მიშლი ასე რომ მელაპარაკები და ახლა ნუ შემომხედავ კნუტის თვალებით და ნუ მეტყვი რატომ გიშლი ნერვებსო
-წავიდეთ !
-არა
-წავიდეთ ნებითა შენითა ან ნებითა ჩემითა
-ბოდავ
-ვაბოდებ გეთანხმები
-ვისზე
-ერთი ქალია თავბრუსმახვევს...სახელი აღარ მახსოვს
-ცეკვა მინდა !
-ვცეკვავთ
-არ ცეკვავ
-აბა რას შვები
-არ ვიცი რა ჰქვია ,მაგრამ ცეკვა არ არის
-როგორ არ იცი
-ბათუუ
-დათა არა?
-არაააო და არა
-კარგი ! -თავი მოაშორა კატერინას ყელს და დაატრიალა. ერისთავმა ბაღათურიას სხეულისგან მოწყვეტა ვერ აიტანა და ამჯერად თავად აეკრო სხეულზე
-მაკოცე!
-არა
-ბავშვობ!
-მე მიყვარს ბავშვები შენ არ აპირებდი ჩემი სპერმით ფეხბურთის გუნდის გაკეთებას?
-გადავიფიქრე
-კონკრეტულად ამ წამს გადაიფიქრე?
-გაჩუმდი !
-მაჩუმებ?
-დიახ
-როგორ გამაჩუმებ ?
-მოვიფიქრებ რამეს - ტუჩის კუთხეში აკოცა და შემდეგ მოშორდა- კითხვები მაქვს მაშოსთან , არ დამისრულებია ჯერ საუბარი- მაგიდისკენ დაიძრა და დატოვა ხახამშრალი ბაღათურია.
.......
ბექას გამგზავრებამდე დაემშვიდობა მთელი დღე მასთან და ტასოსთან გაატარა, შემდეგ აეროპორტშიც გაჰყვნენ ბატონ კონჯარიას და ემოციური დამშვიდობებაც მოუწყვეს. სახლში დაბრუნების შემდეგ კი რუტინული ცხოვრება განაგრძო. ახალი სამსახური მოსწონდა, თანამდებობის შესაბამისი ხელფასიც ჰქონდა და სამუშაო გარემოც მეტად კომფორტული იყო,თანამშრომლებიც მოსწონდა მოკლედ თავს სრულიად მშვიდად გრძნობდა. ლუკასთან ურთიერთობაც მშვენივრად მიდიოდა, თითქოს ყველაფერი დინებას მიჰყვებოდა. ანასტასია აღარ უბღვერდა ლუკას ,ერთი შეხედვით შეეგუა კიდეც მშობლების განქორწინებას.
-დეეე დედააა დედიკოოო - დილაადრიან დაიწყო საწოლზე ხტუნვა და ბარბარეც გააღვიძა
-დეე გთხოვ რა შაბათია დაიძინეე ...დამაძნე დედი გთხოოვ- ბალიშში ჩარგო თავი და ამოიზმუვლა
-გთხოოოვ გაიღიძეეე დღეს მივდივართ ცხენთან ... და რა ჩავიცვა
-სად მიდიხართ?-მაშინვე წამოჯდა და აბურდული თმები უკან გადაიყარა - გუშინ და გუშინწინ მამაშენთან დარჩი...მთელი კვირა ამასთან ხარ და შაბათ-კვირას სადღა მიდიხართ?
-მაშოს უნდა აჩვენოს ჩემი ცხენი
-მაშოს რაც უნდა აჩვენოს მე კი ვიცი... იდიიოტი- ჩუმად თქვა და საწოლიდან წამოდგა- ცხენი ბათუსთან ერთად ნახე ორი დღის წინ
-ორი დღის წინ არ იყო
-ოთხი იყო და ასე ნუ მიყურებ. საძინებელში გადი ჩაიცვი
-შენ შენს ოთახში არ გადიხარ?- თვალები დააწვრილა და ქვემოდან ახედა
-აბა ახლა სად ვარ?
-მამას ოთახში
-მამაშენის ოთახები იმ ბინაშია ... ეს სახლი შენი და შენს ოთახში ვარ ! გადი ჩაიცვი და მეც ჩავიცვამ
-კარქიიი- ისე გაიქცა ბარბარე უკან ჩამოიტოვა. ქალბატონმა დერეფანში გააბიჯა , ცეცხლს ისროდა თვალებიდან. ნაბიჯების ხმა რომ გაიგო და ერეკლე დაინახა ისე გაჩერდა თითქოს წამის წინ საომრად არ ემზადებოდა
-დილამშვიდობისა ბარბარე...ტასო მზად არის უკვე თუ ძინავს ისევ? ბარბარე
-მიგყავს?
-ხო რამდენიმე საათით გავიყვან...მთელი კვირაა ჩემთანაა ისე გამოვიდა რომ თავისუფალი დრო მქონდა.მომავალ კვირაში დაკავებული ვარ ვერ წავიყვან და დღესაც იქნება ჩემთან. შუადღეს მოვიყვან -როგორც ყოველთვის ზუსტად იცოდა რაც ბარბარეს გააბრაზებდა
-კარგი ... წაიყვანე . შემატყობინე რომ წამოხვალთ სახლში რომ დაგხვდე
-გასვლას აპირებ?
-ხო !- მთელი დიალოგის განმავლობაში თვალს არ აშორებდა მერე ზურგი აქცია და საძინებლისკენ წავიდა . კარის მიხურვას აპირებდა რომ ამოესუნთქა,მაგრამ არ დასცალდა . ერეკლე უკან გაჰყვა
-მეჩვენება თუ ცუდად ხარ?
-გეჩვენება ... ამ წამს გავიღვიძე და თავბრუდამეხვა.სწრაფად წამოვდექი საწოლიდან. შენ ამ დილაუთენია გაღვიძებას რით ვერ გადაეჩვიე ღამე ასე მშვიდად გძინავს? ანუ სიზმარში აღარ მხედავ
-კოშმარებს აღარ ვხედავ
-ანუ კოშმარებს... ხო რა თქმა უნდა მაშენკა ძილის წინ გამშვიდებს ალბათ
-ლუკასთან დაიწყე მუშაობა?
-არა ... ხალვაშთან
-კარგია
-რა არის კარგი ლუკასთან რომ არ ვმუშაობ?-წამსვე მოეჭიდა მის სიტყვებს, მაგრამ არ გამოუვიდა
-ხალვაშმა კარგი კადრების დაფასება იცის...სავარაუდოდ კარგ პირობებს შეგიქმნის . ლუკას რაც შეეხება ზუსტად შენი შესაფერისია
-შესაფერისში რას გულისხმობ-მის შავ სფეროებს მიაშტერდა და პასუხს დაელოდა
-შენსავით აფრენს , ალბათ უგებთ ერთმანეთს. უკვე ერთად ხართ თუ აწვალებ და ერთობი
-ვუგებთ ნამდვილად,მხიარული ადამიანია დადებითი და პოზიტიური. თუმცა ერთად არ ვართ და სავარაუდოდ არც ვიქნებით!
-ერთად თუ არ იქნებით და უბრალოდ ერთობი ე.ი ისევ სხვისი გრძNობებით თამაშობ
-ისევ ... რატომ მიმაჩნია ეს 5 თვე მე ცოტა დროდ და შენთვის საუკუნე რატომაა?
-როგორც ჩანს შენთვის ზედმეტად ნელა და მდორედ გადის ...როგორც ყოველთვის
-მე ახლა ის მეჩვენება რომ როლები გავცვალეთ და მიტევ
-ცდები...შემოტევა რომ მსურდეს მიზანი უნდა მქონდეს მე კიდევ შენთან დაკავშირებით არანაირი მიზანი მაქვს ! ტასო მოდის ,მგონი უკვე მზადაა...რომ წამოვალთ დაგირეკავ თუ რამე შეიცვლება შენთან და სახლში დაბრუნებას ვერ მოახერხებ ჩემთან წავიყვან უბრალო დროულად მითხარი -უკანსვლით გავიდა ხელი დაუქნია დამშვიდობების ნიშნად და შემდეგ ბავშვს მიუბრუნდა. ბარბარე კი გაშეშებული იდგა ნახევრად შიშველს მტელი სხეული გაყინული ჰქონდა , სისხლიც კი აღარ უმოძრავებდა არადა მთელს სახლში ცხელოდა. თვალები რომ აემღვრა და ყელის წვა იგრძნო სახეზე მოისვა გალეული თითები . ტასოს „ნახვამდის დეე“ გაიგო და მოწყვეტით დაეცა საწოლზე. იწვა და ერთ წერტილს თვალს არ აშრებდა ,რაღაც სჭირდა,მაგრამ არ იცოდა რა. მობილურის ხმა რომ გაიგო და უპასუხა ,მაშინაც არ შერხეულა,მხოლოდ ხელები აამოძრავა
-ვიმედოვნებ რომ ქალბატონი ბარბარე დასვენების დღეებს ჩემთან ერთად გაატარებს
-ლუკაა ... მაპატიე ,მაგრამ არ შემიძლია .სხვა დროს იყოს-თავადაც არ იცოდა როდის გადაიფიქრა ლუკასთან წასვლა ,მაგრმა იმ წამს ასე სურდა
-კარგად ხარ?
-კარგად ვარ
-არა არ ხარ..ცუდი ხმა გაქვს . კარგად რომ იყო მეტყოდი მაპატიეთ ლუკანორ მაგრამ თქვენი გული უარესად უნდა დავფერფლო ამჯერადაც არ მცალია თქვენთვისო
-კარგად ვარ ლუკანორ ...უბრალოდ სახლში ყოფნა მირჩევნია
-კარგიი გავიგეთ რომ ჩემთან არ გინდა... წავედი თავს ხომ არ მოგაბეზრებ არა?
-როგორ მიყვარს თავს რომ არ მაბეზრებენ- ჩაეცინა და მობილურიც გადადო-ვგიჟდბეი თავს რომ არ მაბეზრებენ- ჩუმად თქვა და თვალები დახუჭა- რა ჯანდაბა გინდა დადვანო, რატომ მექცევი ასე? რატომ არ ქრები ჩემი ტვინიდან? რომ უნდა გამელანძღე რატომ ვერ გაგლანძღე და ბავშვი რატომ გაგატანე? მე რომ მომენატრაა რატომ არ გაინტერესებს? მე რომ ცუდად ვარ ხომ იცი? თუ ვეღარ ხვდები? სულ ვეღარ ხვდები? აბა ვინ მიხვდება? სულ არავინ? არ მინდა სხვა რომ მიხვდეს - ბუტბუტებდა თვალებდახუჭული და ცრემლებიც მიუყვებოდნენ კანს, თმაში იკარგებოდნენ და უჩინარდებოდნენ.
-ისევ ცივაა დღეეეს ხვალ ალბათ იწვიმეეებს .... მოგეფეროოო მინდააა ნუ მარიდებ თვალეებს .თქვი რომ ჩემთან გინდაააა გველოდებაა ღამეეე ...მეეე ხომ შენთან მინდაააა გავატაროოო ღამეეე - ნაცნობი ხმა რომ გაიგო არ იცოდა რამდენი დრო იყო გასული ,არც ის იცოდა რამდენ ხანს იწვა ასე გაუნძრევლად მაგრამ მხოლოდ საკუთარი სიცილის ხმა ესმოდა. ბოლო ხმაზე ხარხარებდა . საწოლზე მოკეცილი იწვა და ლუკას ყროყინზე ხარხარებდა
-აიი თურმე სად ყოფილხარ.რამხელა სახლია დავიკარგე... ტიტუუ აქ თვრამეტი პლიუსი ყოფილა ჩემთვის ხიხიააა-ოთახში რომ შევიდა თვალებზე ხელი აიფარა. თითებსშორის იხედებოდა და იკრიჭებოდა-ასეთი სიცილი თუ იცოდი აქამდე მიმალავდი? ვაფშე აღარ დამევასებოდი ბარბარიკა
-აუუ გთხოოვ კიდე იმღერე რააა...
-კიდე? როდის ვმღეროდი? ჩაიწევი წამომაწვენ? ვინც ადგება მალე ისიც საკმარისია
-ფუუ გაფუჭებულო შენ . ამხელა პერანგი მაცვია
-ამხელაა რამხელა?
-თვალებზე რა გჭირს? სიცილისგან იტირე და ასე დაგიწითლდა?
-ხოო
-რა ჭკვიანი ვარ არა? ოხ რა დედამ მშობა
-ვინ დაგპატიჟა ყმაწვილო?
-სად ამ სახლში თუ ამ საწოლში?
-სახლში
-აა საწოლში დამპატიჟე ხო? მერე როგორ მიმასპინძლდები? რით ვერ ისწავლე დახვედრა?
-ახლა რამეს ჩაგარტყამ
-მე გეტყვი -თავი მისკენ შეაბრუნა და მკერდზე დახედა-ესენი მირტყი რა მარგალიტა დეიდა...
-ერთიც ხო არ გაკოცნინო?
-ერთიი ერთი არ მეყოფა
-ყველა კაცი ერთნაირი ხართ თუ მე მხვდბეით ასეთები
-შენს ყოფილს ნუ მადარებ რაა არც კი იცი როგორი ვარ და არც აპირებ გარკვევას
-არ გადარებ... ერეკლე ახლა აქ არ იქნებოდა ჩემს გვერდით არ დაწვებოდა და აშკარად არ მეტყოდა რომ თვალებით მხდის
-თვალსა და ხელს შუა მატყუებ გოგო?
-მეე? რას გატყუებ?
-გაგხადე უკვე და შენ კიდე ასეთი ნელი გგონივარ?
-ღმერთო მომიკვდეს თავი ...ცილი დაგწამე ხო?-საწოლიდან წამოდგა და გარდერობისკენ დაიძრა
-სად მიდიხარ?
-უნდა ჩავიცვა
-არ გინდა რაა
-შენ არ გინდა ლუკა !-ამჯერად სერიოზული გამომეტყველებით შეხედა და იქედან გავიდა
-აი ისევ დაეცა ჩემი თვითშეფასება და მიწაზე ხოხავს
-პირველი ქალი ვარ რომელსაც გვერდით უწვები და ტანსაცმლით აპირებს სხეულის გათბობას? -გაიცინა და კარადიდან ტანსაცმელი გამოიღო- ჩემი საწოლიდან აღსდექი !
-ახლა ისეთი გრძNობა მაქვს რომ ამ საწოლს შენ და შენი ერეკლე ჩატეხვამდე აჭრიჭინებდით და ცოტა არ იყოს გული მერევა
-მე ჩემი გითხარი შენ რას იფიქრებ მე არ ვიცი... შენნაირი გარყვნილი ფანტაზიები არ მაქვს- დაეჭყანა და გაქრა. მერე გამოჩნდა უკვე ჩაცმული ჟაკეტში შეხვეული და თმებაჩეჩილი
-თმები მაინც დაგევარცხნა ასე მაშინებ
-რაღაც ცუდად გარბიხარ
-სადმე გავიდეთ თუ დეპრესიის საათები გაქვს?
-არ გინდა რამე მოგიმზადო? მეზარება გასვლა..ცივა დღეს
-ტასუნა სად გყავს?შაბათ -კვირას შენთან არ უნდა ყოფილიყო?
-ერეკლემ წაიყვანა თავის ცხენთან...უფრო სწორად ქალაქგარეთ გაისეირნეს და ცხენსაც მოინახულებს ქალბატონი
-ცხენი ჰყავს ხო? შენ იცი ჯირითი?
-ვიცი თან კარგად
-ხოო? შემეჯიბრები?
-დადვანმა მასწავლა დიდი ხნის წინ და იცოდე ასეთი მარტივი არ იქნება ჩემი დამარცხება - გაეღიმა რომ გაახსენდა სწავლების მომენტები. ერთხელ ისე გადმოვარდა ერეკლეს ყვირილიმა ყველაფერი შეძრა,მერე ცოტა ტკვილები გაითამაშა და ხელით ატარებინა ორი დღე თავი,მერე მობეზრდა და აღარ ანერვიულა ბიჭი,სამაგიეროდ ხშირად ეჯიბრებოდა და კარგადაც ერთობოდა მაშინაც კი დადვანი უშეღავათოდ რომ ამარცხებდა.
-ბარბარეეე აქ ხარ? წავიდეთ ერთ დღეს თქო
-წავიდეთ ...ან არ წავიდეთ
-ბარბარეეე
-რა ... ახლა არ მითხრა გულს მტკენო. რა ვარ ასეთი ბოროტი ქალი ... შენ მაინც არ შეგიყვარდე მეცოდები
-ეგეთი სულელი ვჩანვარ
-არც ერეკლე ჩანდა...მაპატიე რომ გადარებ ,მაგრამ რეალობაა ! ეგ ისეთი დებილური გრძNობაა შეიძლება ამ თამაშ-თამაშში შემოგიყვარდე და ხომ იცი ჩემგან არაფერს უნდა ელოდე ...შეიძლება ისე დასრულდეს ყველაფერი რომ ერთი კოცნაც ვერ გამომტყუო
-რა პრდაპირი ხარ...ყოველთვის ყველა სიტუაციაში პატარა ბავშვივით ამბობ იმას რასაც ფიქრობ და გრძნობ
-ძალა არ მაქვს თვალთმაქცობისთვის
-მაგრამ მაინც თავად ვერ ხვდები რა გინდა !-სამზარეულოს მაგიდაზე დაჯდა და ისე ადევნებდა თვალს ბარბარეს
-ეგ საიდან დაასკვენი გენიოსო? სად დასკუპდი ჩატყდა მაგიდა
-კაი არ მითხრა არაა მყარიო
-მე რა ვიცი მანდ ტასო ჯდება ხოლმე და შენ ახლა მის წონას ნუ შეედრები რაა
-რა ცოლ-ქმრობა გქონდათ ასეთი . საწოლს თუ არ შორდებოდით ახლა ვხვდები რატომ გაგეყარა
-რა ერთუჯრედიანივით აზროვნებ ...ვერასდროს მიხვდები რატომ გამეყარა
-ის მაინც მითხარი მე გავეყარეო
-გავეყარეთ! ხორცი გიყვარს თუუ ბოსტანში ჩაგაბა?- თაროებს გადახედა, მაცივარიც შეამოწმა და შემდეგ ჰკითხა
-სულერთია...გურმანი ვარ ყველაფერს ვიყრი რაც გემრიელია
-ბედნეირი შენი ცოლი... ლიჟბი გემრიელი გააკეთოს ყველაფერს შეჭამ - გაიცინა და მზადება დაიწყო-მეც მომშიებია...რომელი საათია?
-მალე სამი გახდება
-სამი?
-ხოო რა არი?
-ამდენ ხანს არ მოხვედი ? მეთქი რომ გავუთიშე ეგრვეე გამოვარდა-თქო ყოჩაღ შენ
-მეღაავები?
-იასნიაა - თვალი ჩაუკრა და გადაიკისკისა- სხვათაშორის მე შენზე რაღაც ვიცი
-რა იცი?
-ერთი გოგო გიყვარს
-ვინ გოგო ?!-ღიმილი ცოტა კი მოეშალა მაგრამ მაინც არ დანებდა
-რანაირები ხართ ეს კაცები...მერე რომ გკითხონ ქალები ვართ გაურკვეველი არსებები. არადა ყველა კაცი სხვადასხვანაირი ხართ. გოგო გიყვარს მე გევასები და იმას კი არ ეჩალიჩები ჩემთან მორბიხარ და განწყობას მიმაღლებ...შე კაი კაცოო გაინძერი და იმ გოგოს შეაყვარე თავი ასეთი კარგი ბიჭი ხარ
-შენ რატო არ გიყვარდები მასე ადვილი თუა
-მე უგულო ვარ !- თითქოს იღიმოდა, მაგრამ შინაგან ტკივილს გრძნობდა
-მაინც არ მჯერა რომ რაღაცას არ მეღადავები ...ვინ მიყვარს?
-მე ვერ ვხვდები იმას რატომ დაშორდი...ანგელოზივით გოგოა
-მომბეზრდა...ლილეს თუ გულისხმობ
-გულსმირევ აი ამ წამს... მომბეზრდა რას ნიშნავს?
-ვერ ვიტან ერთფეროვნებას...არ შემეძლო არასდროს . მე იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთნები რომლებიც არ ღალატობენ,მაგრამ მაინც არ არიან სამუდამოდ ერთგულები. ლილემ და მე ერთმანეთი ამოვწურეთ და დასრულდა. შენ დავიჯერო არ გბეზრდებოდა 5 წელი ერთ ადამიანთან ცხოვრება?
-არა არც ერთი წამით- თან სტაფილოს ჭრიდა თან უპასუხა იმდენად სწრაფად რომ ვერც კი გაიაზრა რას ეუბნებოდა.უკვე ნათქვამი ჰქონდა რომ მიხვდა- ყოველ დღე ახალ წამების მეთოდს ვიფიქრებდი და ჩემი ფანტაზიის და უგულობის წყალობით არ მომბეზრებია- ისე თქვა ეს სიტყვები საკუთარ თავს უფრო უხსნიდა ნათქვამს ვიდრე ლუკას
-ვერ ამოგხსენით რაა. სადმე რომ ჩნდებოდით ერთად ისეთი წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდით ხალხიდან შორს გაქცევა რომ სურდა და ერთმანეთისთვის ტანსაცმლის შემოხევა,თითქოს ცეცხლს ანთებდით სადაც კი გაივლიდით ყველაფერს წვავდით,თან თქვენში სიყვარული არ ყოფილა აშკარად . ვერაფერი გაგიგეთ რაა, ჩიხში ვარ!
-შენ მხოლოდ ის უნდა გაიგო რომ მე არ შემიყვარდები, სიყვარული არც გინდა,მაგრამ მე შენი საყავრელიც არ გავხდები . ვიცი რომ ასე უბრალოდ არ ერთობი ქალებთან და ეგ საყვარლობაა შენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობა,მაგრამ მაინც არაფერი გამოვა .მარტო იმიტომ ვერ გელევი რომ საოცარ განწყობას მიქმნი.ადამიანი პოზიტივი ხარ და ძალაინ ცუდია თუ არ გიყვარს.იმ გოგოს ნამდვილად უყვარხარ ,ისე შემომხედა მეგონა ცრემლებში დაიხრჩობოდა თან ამკუწავდა .რაღაც საოცარი მზერა აქვს
-ტყუილად მელაპარაკები ეგ ყველაფერი კარგად ვიცი , მაგრამ შენ რომ გიყურებ ვგრძნობ რომ ერთფეროვნება არ დაგვემუქრება . აღიარე რომ შესანიშNავი წყვილი ვიქნებით მე და შენ ერთად
-ვაღიარებ მერე?-ვერაფერს გრძნობდა, ვერაფერს განიცდიდა
-ცადე მაინც რა მოხდება? ორივე თავისუფლები ვართ
-ვიფიქრებ... ალბათ ოდესმე
-საშინელი ქალი ხარ
-ვიცი - თვალი ჩაუკრა და განაგრძო ფუსფუსი- ძალიან მშია
-უკვე მეც მომშვდა...სამზარეულოშიც სხვანაირი ხარ კარგი საყურებელი- გაიცინა და მაგიდაზე დაყრდნობილ ხელზე ჩამოსდო ლოყა
-იდიიოტის სახით ნუ მიყურებ რაა ყელში მაქვს ეგ მზერა
-იდიოტის სახით გიყურებ? აბა გამომხედე?
-არაა ...ვაფშე არა შემეშალა- რამდენიმე წამი დაკავირდა და მერე თავი გააქნია უარყოფის ნიშნად. მობილურის მოსაძებნად გავიდა და მალევე დაბრუნდა, რამდენიმე გამოტოვებული ზარი იყო და მიხვდა რომ დადვანი უკვე გზაში იქნებოდა. მიწერა სახლში ვარ და შეგიძლია მოიყვანო ტასოო და მობილური მაგიდაზე დადო.
-მაგარი სუნი აქვს ...რას აკეთებ?
-ჩემს წვნიანს... ნოყიერს და გემრიელს . მალე ტასოც მოვა ამიტომ რამე ტკბილსაც გავაკეთებ ისე ამას არ შეჭამს. ანუ რა გამოდის რომ არავინ გყვარებია ლუკანორ?
-ბევრჯერ მყვარებია... ყველა ქალი მიყვარს ვისთანაც არაერთხელ ვწვები
-რა საყვარელი ხააარ ბაბნიკის საოცარი ნაირსახეობა
-საერთოდ არ ვარ ბაბნიკი,ცილს მწამებ და გულს მტკენ
-გეყოფა რაა ...შენი ჰობია ლამაზი ქალების „მოხსნა“
-ჰობს მიგდებ ხედავ?
-მე სანამ არ მომინდება მანამ ვერავინ მომხსნის ასე რომ გირჩევნია შენ შენს ჰობს მიხედო ჩემგან დამოუკიდებლად
-რჩევებში მოიკოჭლებ ამიტომ ვაიგნორებ შენს სიტყვებს...ბლინების გაკეთებას აპირებ?
-პატარა ლეკვივით რატომ აგიციმციმდა თვალები?
-არ მითხრა რო მიმის მადარებ თავს მოვიკლავ
-ძაღლებს რას ერჩი?
-ბავშობაში მკბენდნენ და ვერ ვიტან...ყველა შრამი მაგათ გამო მაქვს
-და გოგოებს რას ეუბნები რომელ ომში დამჭრესო
-რა მწარე ქალი ხარ რაა ერთი კარგი დატკბობა გინდა...მანამდე ბლინები გააკეთე და ყველას მე შევჭამ !
-ღორი ,ბავშვს მშიერს მიტოვებს
-ბავშვს ერეკლე მშიერს დატოვებდა?
-ეგეც მართალია...იმედია შოკოლადები არ აჭამეს. იმდენი ცდილობს უკვე მის მოთაფვლას დიაბეტს აკიდებენ- თვალები აატრიალა და ბლინების დაცხობა დაიწყო -შებრაწული გიყვარს თუ საშუალოდ
-უბრალოდ ბლინი იყოს
-ღმერთო ჩემო-გაიცინა და მზადება განაგრძო. ბატონმა ლუკამ თავი ვერ შეიკავა და მის უკან დადგა
-მოგეხმარები გინდა? თორე ჯდომისგან ამტკივდა ფეხები
-შენ რაღაც ძაან ხარ დგომისკენ მიდრეკილი და არ მომწონხარ-წარბი მაღლა აზიდა და უკმაყოფილო სახით შეხედა
-საზიზღარი ქალი ხარ
-მაგის თქმის უფლება ვინ მოგცა?
-უფლება მჭირდება? მეე?- ხელი მუცელზე შეუცურა და ნიკაპი მხარზე ჩამოსდო-აბა კარგად დამაკვირდი შენი აზრით ნებართვა მჭირდება ?
-ნეტა თუ არ გბეზრდება ეს სულელური ფლირტი ...ახლა ჟრუანტელისმაგვარი უნდა მივლიდეს რამე?
-ხო და კიდევ გაციებდეს და გაცხელებდეს
-როგორ ფილტვების ანთებას მართებ გოგოებს? -სერიოზულად შეიცხადა და ლუკას კიდევ ერთხელ დაასხა ცივი წყალი თავზე
-კაიი რაა კაი რაა ბარბარიკა ასეთი გემრიელი გარედან როგორ ხარ და ასეთი მწარე ენა როგორ გაქვს...ღმერთმა წონასწორობა სხვანაირად ვერ მოახერხა?
-დავწვავ შენს ბლინებს თუ არ მომშორდები
-დაწვი ...ჩემი გულის დაფერფვლას ბლინების დაწვა მიჯობს.კარგი სუნი რომ გაქვს მითქვამს? - ცხვირი მის აბურდულ თმაში ჩამალა და გაიცინა- რამე ყვავილის არომატია?კანზეც იგივეა -უცებ დაასკვნა და კოცნა დააპირა ბარბარეს რომ გაეცალა ხელიდან და ერეკლეს ხმა გაჟღერდა ერთდროულად
-ტასუნაა ბარბარე სამზარეულოშიაა - თქვა და შემდეგ შეიხედა ოთახში. წყვილი შეათვალიერა წამიერი მზერით და ოთახის სიღრმისკენ დაიძრა
-სალამი ლუკა
-გამარჯობა
ტასო რომ შევარდა და მოეხვია ბარბარეს არაფერი უთქვამს. ლუკაც რა თქმა უნდა არ იყო დიდად მოწოდებული ერეკლესთან ბაასით.
-ლუკაა შენ აქ ხალ? რა სიურპლიზია რა გინდოდა აქ? - როგორც კი მოშორდა ბარბარეს მაშინვე ლუკას მიეჭრა
-გამარჯობა ტასიკო ,მეც გამიხარდა შენი ნახვა.მომენატრე იცი? რამდენი ხანია არავის შემოუხედავს ჩემთვის ასეთი ლამაზი თვალებით
-მორჩი თვალების ციმციმს...იტყუები
-არ ვიტყუები ... ცოტა მომენატრე
-ფუ რა ცუდი ხარ...ცოტა როგორ მოგენატრე
-ერთ წუთს გამოდი საქმე მაქვს!- ლუკასა და ტასოს დიალოგით შეწუხებულმა ბარბარე მარტო მოიხელთა და მეზობელ ოთახში ისე გაიყვანა პასუხს არც დალოდებია
-რა ხდება?
-მინიმუმ ორი კვირით მიწევს წასვლა და ტასოს ჰგონია რომ მაშოსთან ერთად ვაპირებ დასვენებას და ვუმალავ რომ თან არ წავიყვანო ! მეჩხუბა
-და მე რა გავაკეთო?
-უნდა დაარწმუნო რომ ჩემთვის მნიშნელოვანია და არავის დავაყენებ მასზე წინ... თუ იმ კაცთან არ გინდა გყავდეს ბავშვი რომელმაც ისიც კი არ იცის რომ რაღაც ყვავილის კი არა შოკოლადის და ნუშის სურნელი გაქვს თმაზე...კანზე კი ქოქოსის -ბრაზი სახეზეც კი ეტყობოდა, გასვლამდე უთხრა ბოლო სიტყვები და სწრაფად დატოვა ოთახი. გგონიათ ბარბარე ისევ გაჩერდა? არაფერიც მაშინვე უკან გაჰყვა მკლავში წვდა და სხვა ოთახში შეათრია სანამ ტასო არ დაინახავდათ
-შენ რას მეუბნები საერთოდ ხვდები?
-რასაც ვამბობ ზოგადად ვიაზრებ ხოლმე...გააზრება იცი რას ნიშნავს?!
-ასე ნუ მელაპარაკები
-ასე როგორ ბარბარ..იკა?- ისე უცებ მოიშორა მისი ხელი ბარბარე შეცბა. ცარიელ გაჩხაკულ თითებს დააკვირდა და მერე ისევ დადვანს ახედა
-როგორც მელაპარაკები ისე...მე არ ვაპირებ დავჯდე და ტასო დავარწმუნო იმაში რაც ისედაც კარგად იცის და თუ ბრაზდება შენი ბრალია. ანასტასია ტყუილად არავისზე ბრაზდება, დაგერწმუნებინა შენს სიმართლეში თუ გაქვს საერთოდ
-რა გგონია რომ მაშოსთან ერთად მივდივარ და ტასოს ვუმალავ? ნუ მაცინებ ძალიან გთხოვ
-არ მგონია...რადგან არ გიყვარს ტასოს მოტყუება საერთოდ ტყუილი ,მაგრ ამ ამას რა მნიშვნელობა აქვს თავად მოაგვარე პრობლემა შენს შვილთან მე ნუ მრევ!
-მე მოვაგვარე, მაგრამ შენ რო დაიწყებ ჩემს ლანძღვას ბავშვი უფრო დამძიმდება და ერთი თვე რომ ვერ დავბრუნდე წარმოდგენააც არ მიდნა როგორ დამხვდება
-ასე მიცნობ?- თვალებში უყურებდა იმ წამს დადვანს და ყელში ისევ გაურკვეველი ბურთი ჰქონდა გაჩხრილი რომელიც ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
-არ გიცნობ...ნეტავ საერთოდ არ გიცნობდე ! - დადვანმა მზერა მოაშორა და ისევ ისე დატოვა ოთახი,ამჯერად არავის შეუჩერებია. ტასოს დაემშვიდობა და სახლიდანაც მალევე გაქრა.
ბარბარე რომ გამოფხიზლდა და სამზარეულოში გავიდა ლუკა აცხობდა ბლინებს და თან ტასუნას რაღაც ამბავს უყვებოდა,ისიც კისკისებდა და უკვე გამზადებულ ბლინებს მირთმევდა. გაზქურასთან მივიდა და უსიტყვოდ გასწია ლუკა . ისიც მაგიდასთან გადაჯდა და ის ეგანაგრძო ტასოსთან საუბარი,მატი სიტყვები საერთოდ არ ესმოდა. ონსტიქტურად აკეთებდა საქმეს სანამ ხელი ცხელ ტაფას არ მიადო და ტკივილისგან არ წამოიყვირა. თითქოს ერთად ნაგროვებმა ცრემლებმა დენა დაიწყო. თვალები რომ დაებინდა ვეღარ გაჩერდა,ტასოს იქ ყოფნაც კი აღარ ახსოვდა. ლუკას ხმა ესმოდა, მისი ხელების შეხებას გრძნობდა სახეზე. მალამოც ეცხებოდა ხელისგულზე ,მაგრამ საერთოდ არ ეხმარებოდა. აქამდე ბევრჯერ მოსვლია მსგავსი რამ, აქამდე მალევე უქრებოდა ტკივილი, ცრემლებს ერთხელ რომ შეუმშრალებდნენ მერე აღარ სდიოდა, ჭრილობაზე თითები რომ შეეხებოდა აღარ სტკიოდა მერე იჯდა და უყურებდა იმას ვინც ჭრილობა დაუამა.ახლა კი ისევ დაბინდული თვალებით იყურებოდა და მხოლოდ იმიტომ შეიკავა თავი რომ სადღაც ახლოში ტასოც იჯდა. პანიკაში არ იყო ,მაგრამ მაინც ნერვიულობდა გრძნობდა ბარბარე მის პაწაწინა გულის ფართხალს და ყველაზე ნაკლებად მისი წყენინება სურდა.
-კარგად ხარ?
-კი ,გმადლობ!
-ტყუილია ქალებს ცრემლები უხდებათო...ვაფშე არ გიხდება შენ თავს ვფიცავარ . ცუდად გავხდი რას მიკეთებ ბარბარიკა?
-ხელი მეწვის...თეფშები იმ კარადაშია
-მოკლედ რაა
-გადაგიარა?-ტასო მიუჯდა და მკერდზე მიადო თავი
-არ მტკიოდა ,ხომ იცი როგორი ემოციური ვარ
-ხო ვიცი...-ლოყაზე აკოცა და გაიყუჩა- არ დაგვიმტვრიო ლუკა თეფშები
-ახლა ისე მითხარი გამიტყდება რამე და მაყიდინებ შე ჩეკისტო ბავშვო ახლებს
-ეგ რა არი რამე ცუდია?
-შენ რაღაც არ იცი?
-გააჩუმეთ ვინმემ...სულ როგოლ ლაპალაკობ
-მორჩა ჩუმად ვარ- ტასოს ეფერებოდა თმაზე და არც კი უსმენა იმათ დიალოგს. შემდეგ მაგიდასთან მოკალათდდა. ორი ლუკმა გადაყლაპა ისიც იმიტომ რომ ტასო უყურებდა . ანასტასია რომ გავიდა ლუკას სერიოზული ხმაც მაშინ გაიგო
-ისევ კანკალებ!
-მე?
-საოცრება ხარ იცი?
-ლუკა გთხოვ
-მგონი დიდხანს თუ ვიქნები შენს გვერდით შემიყვარდები იმდენად არანორმალური არსება ხარ ...იმდენად არაამქვეყნიურად მოწყობილი გონება გაქვს მთლიანად მაგიჟებ გიყურებ და ვგიჟდები! ერთი იცოდე ,თუ დავრწმუნდი რომ შენი დადვანი უკან აღარასდროს დაგიბრუნდება შენ არ არსებულ თუ უკვე მიტაცებულ გულს მე ჩავიგდებ ხელში -წამოდგა, გაუღიმა,ლოყაზე აკოცა და წავიდა...
ანასტასიასთან ერთად იწვა საწოლში, გარეთ საშინლად წვიმდა და მართალია სახლში სითბო იყო,მაგრამ მაინც საბანში გაეხვივნენ. ტასო როგორც ყოველთვის ახლაც ტკიპასავით მიეკრო და ბევრჯერ აკოცა. ბევრ რამეზე ისაუბრეს, როგორც ყოველთვის ტასოსთან საუბარი არ იყო რთული. ბოლოს დღის ამბები გამოჰკითხა და თავისთავად დაიწყო საუბარი
-იცი რომ მიდის? ორი კვირითო ...იმიტომ ვკავდი კოველდგე.იცოდა და აქამდე არ მითქლა. იმ ქალთან ერთად მიდის ალბათ . მე ყოველ ღამე მაგათთან ვიყავი და ახლა სხვაგან მიჰყავს
-ანასტასია მამაშენს არ იცნობ? გაღმერთებს, სულ რომ ჭკუა ეკეტებოდეს მაშოზე შენ მის გამო მაინც არ მოგატყუებს. პირველად მიდის მივლინებაში თუ მეორედ? ნახევარ დროს შენტან საუბარში გაატარებს და ვერც კი გაიგებს როგორ მალე დაბრუნდება
-იცავ?
-არ მინდა რომ ტყუილად ინერვიუულო , იმის გამო რაც რეალურად არ არსებობს. ერეკლე ორ ქალს აღმერთებდა ამქვეყნად შენ და მე . შენ ყოველთვის პირველ ადგილას იყავი ,სულ ერთი ციცქნა წერტილი რომ იყავი აი აქ მაშინაც... აი იმ წამიდან გიჟდება შენზე რა ცგაიგო რომ ჩემს მუცელში გაიზრდებოდი. ორმაგად უყვარხარ მისი რომ ხარ და ჩემი რომ ხარ კიდევ იმიტომ. მერე რა რომ ახლა აღარ ვუყვარვარ მაინც ისე ძალიან უყვარხარ, კიდევ უფრო და იმაზე უფრო ვიდრე წარმოდგენა და თქმა შეიძლება. ცხოვრების არცერთი დღე გაუტარებია შენზე ზრუნვის გარეშე ხვდები ხომ რას ვგულისხმობ
-ვხვდები
-რატომ მიღიმი ასე?- ლოყები დაუკოცნა და მერე ჰკითხა
-დეე , მომიყვები რაღაცებს რო გთხოვო?
-რა გინდა გააჩნია ახლა თუ უნდა მითხა არ მჯერა ის ამბავი ბავშვების ჩასახვაზეო არ ვიცი რას ვიზამ!
-წვიმას ისტოლიები და ამბები უქდებაო ხო ამბობ ხოლმე? ხოდა მომიყევი როგოლ იყავით მე რო მუცელში ვიყავი
-ძალიან გინდა?
-არ გახსოვს?- ბარბარეს სახეს უყურებდა და პასუხს ელოდა
-როგორ არ მახსოვს ...ყველაფერი მახსოვს - გაეღიმა და პატარა ქალბატონს ისევ აკოცა- როგორი ტკბილი ხარ ვერ ვძღები .ცოტას მოგეფერები რა და მერე მოგიყვები
-ოო მასე იტყვი და მერე შემოგეჭმები
-ცოტა ცოტა რაა ...მომენატრეე შენ არ მოგენატრე? - კოცნიდა და თან ელაპარაკებოდა- როგორ მიყვარხარ ჩემო ერთაერთი ჩემო სიხარულო - მაგრად ჩაიკრა გულში და პაწუა ცხვირზე აკოცა- ანუ გაინტერესებს რა ხდებოდა გარეთ როცა შენ მუცელში იჯექი ხო? პირველ რიგში უნდა იცოდე პატარა ქალბატონო რომ შენ ერთაერთი ხარ რამაც მე და მამაშენი ერთდროულად გაგვაბედნიერა, გაგავახარა და რაც არასდროს გვინანია ჩვენი თანაცხოვრების განმავლობაში
-ცოტა გასაგებად მითხარი
-როცა გავიგეთ რომ შენ ჩემს მუცელში იყავი ორივეს უზომოდ გაგვიხარდა. პირველად დავმუნჯდი, იცი ვერაფერი ვერ ვთქვი. ხომ იცი სულ მინდოდა მამაშენისთვის რამე ისეთი მეთქვა,მაგრამ მაშინ ვერაფერი ვუთხარი . შენ მისი ნაწილი ხარ,ის რომ არა არ მეყოლებოდი შენ რომ არ მყავდე ჩემი ცხოვრება არაფერი იქნებოდა - ისევ აკოცა და გაუღიმა- იცი საერთოდ არ ყოფილხარ პრეტენზული, ცუდად არასდროს ვყოფილვარ, არც გავსუქებულვარ მარტო შენ იზრდბეოდი ქლაბატონო . აი ისე როგორც ლიზიკო იმატებს მარტო მუცელი მეზრდებოდა და ცოტა ცოტა ვიმატები . მაგრამ ხანდახან საოცრებები მინდებოდა
-მალთლა? ანუ ლამაზი იყავი
-ყველა ფეხმძიმე ლამაზია, რადგან ამ დროს თავად ხდება სასწაულმოქმედი
-მაინც რა გინდბეოდა?
-ერთ დღეს საშინლად მომინდა ფორთოხალი
-მერე რა
-ივნისში მომინდა
-ეგ ლომელია?
-ძალიან რო ცხელა
-უიი მაჩინ აგალაა ფოლთოქალი და რატო მოგინდა?
-არ ვიცი დე მომინდა...რა თქმა უნდა შანსი არ გავუშვი და მამაშენს ვუთხარი.
-მერე? მოგიტანა?
-მომიტანა ...ათ წუთში მოვიდა და მომიტანა,მაგრამ არ ვჭამე.შემეშინდა ცუდი არ იყოს-თქო და გადამინდა.
-კიდევ? ეც იკო სულ?
-ერთხელ ექიმმა გვითხრა რომ ბევრი არ უნდა მევლო და რამდენიმე დღე სულ დაწოლილი ვყოფილიყავი. ორივეს შეგვეშინდა რომ შეიძლება ცუდად ყოფილიყავი და ორი კვირა გვერდიდან არ მშორდებოდა. მაშინ ისწავლა საჭმელების მომზადება
-მანამდე არ იცოდა? მე რატო არ მახსოვს
-ძილაან პატარა იყავი და იმიტომ არ გახსოვს...
-მერე?
-მერე ...მერე ერეკლე ზღაპრებს გიკითხავდა. მუცელზე დამადებდა თავს და ისე გელაპარაკებოდა. სულ მეფერებოდა მუცელზე და გელაპარაკებოდა. იცი პირველად რომ ამოძრავდი მაშინაც მეფერებოდა ... მერე რომ არ ჩერდებოდი მოვიდოდა და გეტყოდა ცოდოა დედიკო დაძინება უნდა უკვე გვიანიაო და ჩერდებოდი იცი? დილითაც პირველი გელაპარაკებოდა . ყოველთვის ჩემთან ერთად იყო როცა ექიმთან მივდიოდით ...
-რომ გამოვედი მერე ...მერეც ასე მელაპალაკებოდა? მე რატო არ მახსოვს უუფ
-ნუ იბუტები დეე...ხომ გითხარი სულ ციცქნა იყავი . მამიკო სულ ასე გელაპარაკებოდა. ღამით შემოდიოდა და თვალს არ მაშორებდა.
-ეღვიძა? აუ ვერ გავიგეე
-ხო ეღვიძა და მიყურებდა
-შენ თუ გეძინა რა იცი
-არ მეძინა...მერე თმაზე მეფერებოდა რომ ეგონა მეძინა და ხომ იცი თმაზე რომ მეფერება სულ მეძინება
-მე მეფერებოდა თუ შენ ... ვერ გავიგე
-ორივეს ...მეც და შენც ! შენი ტანსაცმელები და ნივთები ერთად ვიყიდეთ. იცი რამდენ ხანს დავდიოდით?უამრავი ტანსაცმელი გიყიდეთ. თავიდან არ ვიცოდით ბიჭი იყავი თუ გოგო და ყველა ფერს ვყიდულობდით . სასეირნოდ დავდიოდით და ვვარჯიშობდით
- მერე?
-მერე მუცელი ამტკივდა... აღარ მინდა აქ ყოფნაო განაცხადე და ექიმებმა ამოგიყვანეს
-გეტკინა?
-მე არ აუფრო მამაშენს ეტკინა
-როგორ
-ისე ვუჭერდი ხელს და იმდენს ვუყვიროდი აბა რა იქნებოდა- ჩუმად ჩაილაპარაკა და მერე სხვა რამე უთხრა ტასოს- არ მტკენია...შენ რომ დაგინახე ისეთი პატარა იყავი სულ სულ პაწაწინა
-ხო მაქვს ფოტოები ნანახი
-კი იქ იყო და ტიროდა
-მამიკო ტიროდა?
-ხო მეც ვტიროდი
-რატო?
-გვიხაროდა ძალიან შენი ნახვა და იმიტომ...ჩვენი ბენდიერება ხარ და იმიტომ ...ძალიან ძალიან გვიყვარხარ და იმიტომ ! აღარ გაუბრაზდე მამიკოს კარგი?
-ჩენ რატო უბაზდები სულ?
-მე ...მე ასეთი ვარ და იმიტომ. მე სხვა ვარ შენ არ უნდა გაუბრაზდე იმიტომ რომ მარტო მე მაქვს უფლება ვეჩხუბო სხვას არავის...უფრო სწორად მე მქონდა უფლება . ახლა ხომ აღარ ვეჩხუბები?
-საერთოდ არ ელაპარაკები - მოწყენილი იყო , ვინ იცის რა აზრები ტრიალებდ ამის თავშ
-მთავარია რომ აღარ ვჩხუბობთ...ხომ ხედავ განქორწინება კარგი გააწყვეტილება იყო
-არ იკო
-არ ვიჩხუბოთ ...ერთ დღეს მიხვდები რომ ასე სჯობდა
-აღალ მომიყვები რამეს?
-არა...აღარ გვინდა ამბები.დანარჩენი მამაშენმა მოგიყვეს რომ დაბრუნდება.
-ალ გავაცილოთ ხვალ?
-აეროპორტში არ გვინდა რა დეე... თუ გინდა ხვალ დილით მიგიყვან ფრენამდე
-კარქი ...თუმცა არ მინდა იკოც. დავემშვიდობე დღეს, მამას არ უყვარს დამშიდობებები
-როგორც გინდა დე... ახლა ჩავიდეთ და კაკაო დავლიოთ ან ჩაი
-...მეძინება. დავიძინოთ
-ახლა?
-ქო წვიმც და მეძინება
-დაიძინე ... მე აქ ვიქნები შენთან ჩემო თოჯინა- შუბლზე აკოცა და თმაზე მანამ ეფერებოდა სანამ თვალები არ მიენაბა. შემდეგ უყურებდა და თვალს არ აშორებდა მძინარე ქალბატონს.

...................
თოვდა,ყინავდა და იმდენად ძლიერად ქროდა ქარი რომ ფიფქრები სახეზე ძლიერად ეცემოდნენ.ხედვა უჭირდა, ყველაფერი ცარიელი იყო თითქოს მარტო იყო და სხვა ყველა გაქრა. სხეული რომ გაეყინა მერე მიხვდა რომ ყვავილებიანი სარაფნით იდგა ,ფეხზე თეთრი კეტები ეცვა .
-ერეკლეეე ვიყინებიიი ...მომიტანე პლედი გთხოვ ერეკლეეე სად ხარ ამდენ ხანს?- ტრიალებდა რომ როგორმე დაენახა დადვანი,მაგრამ არაფერი გამოუვიდა ყველაფერი თეთრი იყო .შემდეგ საშინელი ხმაური , მუხრუჭების ხმა და სულ მთლად დალეწილი მანქანა გაჩნდა. ისევ კიოდა და ერეკლეს ეძახდა,მერე დაინახა თოვლში სისხლის კვალი და ბოლოს სისხლის გუბეში დადვანის სახე შენიშნა. მირბოდა მაგრამ ვერ უახლოვდებოდა ისევ დაიყვირა მისი სახელი ხმის ჩაწყვეტამდე ეძახდა,მაგრამ არაფერი გამოდიოდა ისევ თოვდა თეთრი ფიფქები ფარავდა დადვანის სახეს
თვალები რომ გაახილა ისევ ყვიროდა. მთელი სხეული უთრთოდა, მთლიანად სველი იყო და გულისცემა ყურებში ჩაესმოდა. სახეზე ხელები ჩამოისვა და გამშრალი ტუჩები გაილოკა,ნერწყვი ძლივს გადაყლაპა . სახიდან ცრემლები მოიწმინდა და სწრაფად წამოდგა. იმდენად სწრაფად რომ თავბრუსხვევა იგრძნო,წონასწორობა დარღვეულმა იპოვა მობილური და ის ნომერი აკრიფა რომელზეც უკავშირდებოდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ყველგან დარეკა სასტუმროშიც კი ,მაგრამ დადვანის ხმა მაინც ვერ გაიგო. შუაღამე იყო ,ძალა ერთმეოდა უკვე . ბათუს ნომერი იპოვა და დარეკა,რამდენიმე წამში გაისმა ბოხი ნამძინარევი ხმა და თითქოს ამოისუნთქა
-ბარბრი მშვიდობაა?
-ბათუ ...ბათუ ერეკლე მაპოვნინე . ცუდადაა
-გაპოვნინო რას ნიშნავს ... ბარბარე რა ხდება? იცი რომელი საათია?
-დამესიზმრა ...სულ სისხლიანი იყო თავზე ათოვდა ბათუ მიშველე ბათუუუ ვიცი ცუდადაა . ხომ გახსოვს მაშინაც დამესიზმრა რომ დაჭრეს და ახლა არ მითხრა მხოლოდ სიზმარიაო ვიცი რაღაც დაემართა ვერ ვურეკავ. არ მპასუხობს არც ნომერშია, არც მობილურზე მპასუხობს. მიპასუხებდა ხომ იცი ... ხომ იცი ამდენ ხანს არ მანერვიულებდა .ფხიზელი ძილი აქვს ზარის ხმას გაიგებდა რაღაც დაემართა ბათუ
-დამშვიდდი რა გთხოვ...მოვალ მალე. ნუ გეშინია დამშვიდდი
-ბაღათურია რა დამამშიდებს ჩემთან რა გინდა დაურეკე ვინმეს რამე გააკეთე ბათუ . ერეკლე იპოვე თორემ გავგიჟდები იცოდე ჭკუიდან გადავალ ბათუუ
-დამშვიდდი ნუ პანიკდები ჯერ არაფერი იცი და ტყუილად ნუ ნერვიულობ
-ვიცი ...ვიცი რატომ არ გესმის - მობილური გათიშა და იატაკზე დაეშვა- ღმერთო მიშველე ...ღმერთო ცოცხალი იყოს გევედრები -თვალები როგორც კი დახუჭა მაშინვე სიზმრად ნანახი კადრები დაუდგა თვალწინ. გარეთ მაინცადამაინც მაშინ თოვდა, ჭკუიდან იშლებოდა. თმებზე იყო თითებით ჩაფრენილი და ერთ ადგილზე ირწეოდა. ბაღათურია რომ მივიდა დაწითლებული თვალებით ახედა,სიტყვა ვერ უთხრა ისე უყურებდა ,მზერით ევედრებოდა
-ვიპოვე,დამშვიდდი - ხელი მოხვია და ჩაეხუტა
-კარგადაა? ბათუ სიმართლე მითხარი
-ქუჩაში აფეთქება მოხდა ვიღაცის მანქანა ააფეთქეს ახლოს იყო და საავადმყოფოშია ახლა. ცოცხალია და არაფერი სჭირს მნიშვნელოვანი
-აფეთქება? არაფერი სჭირს? შენ რა იცი ,ელაპარაკე? ნახე ? რა იცი შენ იქ ...სიზმარში არ სუნთქავდა .ბათუ მითხარი მძიმედაა?
-ბარბარეე დამშვიდდი-მეთქი კარგადაა
-შენ მაშინაც ასე მეუბნებოდი სიზმარს უჯერებ გოგო? მაგრამ ორი ოპერაცია გაუკეთეს გაფატრული იყო ეგ იდიიოტიიი ეგ დებილიიი რა ჯანდაბაა უნდოდა ამ დროს ქუჩაში რა დააყიალებდა საქმე არ ჰქონდა? დღეს უნდა წამოთრეულიყო და ვერ დაეგდო თავის ოთახში? ეგ უიღბლო იდიოტი ყოველთვის ასეთ შარში როგორ უნდა გაეხვეს ღმერთო შენც თუ სამართლიანი ხარ რა მე რომ ვყავდი 5 წელი ცოლად ის არ ეყოფოდა ? რა გინდა მითხარი უნდა გამიგიჟდეს ანასტასია?
-ბარბარე დამამშვიდებელი არაფერი გაქვს?
-ასე მშვიდად როგორ ხარ
-კარგად არის კ-ა-რ-გ-ა-დ
-დაურეკე და დამელაპარაკოს !
-ახლა ექიმთან იქნება ...ცოტა ხანში დავურეკავ. შენ ასეთი სახით აპირებ დალაპარაკებას? მერე რომ მიხვდება როგორ ნერვიულობ?
-ბაღათურია ნეტა ოდესმე თუ გაითიშება ეგ შენი ტვინი!
-შენი რომ არის სულ გათიშული ეგეც კმარა. ჩაიცვი მაინც რამე გაიყინები გოგო- კარადა გამოაღო და ერთ-ერთი თბილი ჟაკეტი მოაფარა
-არ მინდა...ერეკლესთან ლაპარაკი მინდა რომ დავრწმუნდე ანასტასიას გაღვიძებამდე უნდა გავიგო რომ კარგადაა
-ნახევარ საათში დავურეკავ! - სავარძელში ჩაჯდა და მაჯაზე მორგებულ საათს დახედა .მერე ბარბარეს ახედა და თავი გვერდით გადახარა. ქალბატონი ერთ ადგილას იყო გახევებული და ძალაც არ ჰქონდა მოძრაობის . ბაღათურიამ რომ დააღირსა და დაურეკა დადვანს გგონიათ ასეთი შეშფოთებული და აღელვებული ხმა ჰქონდა მაშინაც? სიტყვა არ დაუძრავს
-ბაღათურია გესმის? ბათუუუ არ შემიძლია ამდენი ლაპარაკი გამაყუჩებელი გამიკეთეს და ამოღერღე რა გინდა-ერეკლეს სუსტი ხმა ჰქონდა და საუბარიც უჭირდა
-ამოგღერღა სიკვდილმა - ჩუმად ჩაიბურტყუნა და სახეზე ხელები მოისვა. საწოლზე დაჯდა და ღრამდ ამოისუნთქა
-ბათუუ გესმის?
-მესმის ხო ...როგორ ხარ? ნორმალურად მომიყევი რა მოხდა
-არ გითხრეს? მაღაზიებში გავლა მინდოდა საჩუქრები რომ წამომეღო და უეცრად მანქანა აფეთქდა. აზრზე არ ვარ რა მოხდა შორს გადამაგდო ტალღამ და გავითიშე. შერყევა მაქ და რამდენიმე ნაკაწრი . ახლოს ვინც იყო დამწვარია სულ...
-დაისვენე ახლა და მერე დამირეკე
-მოიცადე ...
-რა
-ბარბარეს რა უნდა მანდ ... ამ დროს ერთად რატომ ხართ?
-ბარბარე?
-ხო ბარბარე და არ თქვა ახლა აქ არ არისო... დარწმუნებული ვარ სპიკერზე გაქვს და მისმენს ეგეც
-რა გენიოსი ჰყავხარ სამშობლოს პირდაპირ ვგიჟდებით...სად ნახე ეს დანაღმული მანქანა შენ ერაყში რომ წასულიყავი ჩაფრენისთანავე მოგკლავდნენ - მობილური გამოგლიჯა ბაღათურიას და თავი გამოავლინა
-საიდან გაიგეთ ჩემი ამბავი?
-გავიგეთ! ახლა თვალი ჩართე და მაჩვენე როგორ ხარ... ტასო რომ გაიღვიძებს დარეკვა მოუნდება და ბავშვი არ შემიშინო
-კარგად ვარ და რომ გაიღვძებს დამირეკოს !
-არ გაბედო და არ გათიშო... ახლავე გააკეთე რაც გითხარი ჭკუიდან ნუ გადამიყვან!
-ჭკუიდან რა გადაგიყვანს არ მითხრა ვღელავო
-კამერა ჩართე ორი წუთით და მორჩი უაზრო დასკვნების გამოტანას
-ბათუს უთხარი რომ ერთ კვირაში დავბრუნდები !
-ერთ კვირაში? ანუ ექიმი არ გიშვებს ... კამერა ჩართე დადვანო ორი წუთით რომ დაგინახო არაფერ დაგიშავდება თუ ჩემი დანახვა არ გინდა დახუჭე თვალები
-როგორი აღელვებული ხმა გაქ... მგონი პულსიც აჩქარებული გაქვს. კორვალოლის წვეთები დალიე დაგამშიდოს იქნებ
-გეფიცები ჩამოვალ და ნაღმს მოგამაგრებ ისე აგაფეთქებ რომ ერთი ორგანოც არ დაგრჩეს მრთელი
-ტასუნას დაველაპარაკები ...კარგად
-გათიშა... მოვკლავ ჩავალ და ჩემი ხელით.არა რას ვნერვიუოლობ მეც? რის გამო გავათეთრე ღამე? ხომ მეძინა მშვიდად ჩემთვის .შენ რას ჩამომიჯექი და იცინი ვის დაცინი ან რა გაცინებს ერთი კვირაოო ე.ი ტვინის შერყევა აქვს ან რამე უარესი
-ერთი კვირა ანალიზებს და გამოკვლევებს დასჭირდება
-ანუ შეიძლება უფრო დიდხანს დატოვონ
-მე წავალ შენ რამე დალიე და დაიძინე... კარგადაა ხომ გაიგე
-კარგად ყოფნას შენ რას ეძახი ძლივს ლაპარაკობდა
-ერთხელ დაურეკე კიდევ ეჩხუბე და უცებ გამოკეთდდება...
ბაღათურიამ ბარბარესთან არაფერი შეიმჩნია მაგრამ სახლში გათიშული მივიდა. დადვანს კიდევ დაურეკა ამჯერად ისე დააჭერინა მობილური რომ ყველა ნაკაწრი ნახა. მერე ელაპარაკა და ბოლოს როგორც იქნა კატოს დაჟინებული თხოვნით დაწვა და დაიძინა.
ბარბარემ გაათენა , ანასტასიამ რომ გაიღვიძა არაფერი შეიმჩნია. უკვე მოწესრიგებული იყო,საუზმე მოუმზადა ბაღში წასასვლელად მოამზადა და შემდეგ აიღო მობილური. ანასტასიამ ამჯერადაც ინება მამიკოსთან საუბარი და სხვა რა გზა ჰქონდა.გააფრთხიალ ბავში რომ ერეკლე კლინიკაში იყო და ისე დარეკა.
ბავშვი მაგიდასთან დასვა ლეპტოოპის წინ და თვითონ მის უკან დადგა. ნერვები დააწყდა სანამ ეკრანზე ერეკლეს გამოსახულება გამოჩნდა. ხელი შეხვეული, ყელზე ფიქსატორი ,სახეზე რამდენიმე ადგილას ნაკაწრი და ჩაშავებული თვალები
-მაა როგორ ხარ?
-მე კაქათ და შენ?
-მე ცუდად დავეცი მაა და ცოტა კიდევ დამაგვიანდება ჩამოსვლა
-ხელი მოტეხილი გაქვს?
-არა უბრალოდ მეტკინა და ცოტა ხნით ასე მექნება...ბაღში მიდიხარ ხო?
-მართლა კალგად ხარ?
-გეფიცები კარგად ვარ...ხო არ მოგატყუებ არა?
-აბა ლატო რჩები ამდენ ხანს?
-შენ ბარბარემ დაგამუშავა დარეკვამდე?-ისე ელაპარაკებოდა ვითომ კედელზე მიყრდნობილ ყოფილ ცოლს ვერც კი ამჩნევდა.
-ველ გავიგე
-არაფერი მა...არ დააგვიანო ახლა ბაღში . ჭკვიანად მოიქეცი და რომ დაბრუნდები დამირეკე ისევ
-კარგაად ...ბევრს გკოცნი
-მეც გკოცნი -გაუღიმა და მალევე გაქრა მისი გამოსახულება.
ანასტასია ბაღში წაიყვანა,შემდეგ სამსახურში წავიდა. ბევრი საქმე ჰქონდა და ლამის დოკუმენტებზე თავდადებულს ჩამოეძინა. ყოველ ჯერზე დადვანი ახსენდებოდა და ჭკუიდან გადადიოდა. ორი დღე გაუძლო, შემდეგ ბაღათურიასთან შევარდა .ჩანთა იატაკზე დაგდო და დივანზე დაჯდა
-აბა ბაღათურია შენ წახვალ და მიხედავ შენს დამტვრეულ ტვინნაღრძობ ძმადნაფიცს თუ ვიყიდო ბილეთები და ტასო დაგიტოვო
-იცი რომელი საათია?
-არაა აზრზე არ ვარ... მიდი დაურეკე იმას და გაიგე როგორაა
-მე არსად მივდივარ...კარგადაა უვლიან იქ კლინიკაში
-ასეთი ქვა და ლოდი როდის გახდი შენ?
-და შენ როდის გახდი ასეთი ემოციური და მზრუნველი?
-დუარეკე !
ბაღათურიამ თვალები აატრიალა და დადვანს დაურეკა.ლაპარაკის დროს ქალის ხმა რომ გაიგო ბარბარემ კარებთან იყო უკვე მისული,წასვლას აპირებდა. კედელს მიეყრდნო და კარგად გაიგო როგორ თქვა დადვანმა“ მაშო ჩამოვიდა წუხელ და დამღალა ამ წვნიანებს მატენის შე ჩემა რამე უთხრი აღარ შემიძლია უკვე“ შემდეგ გოგოს ხმაც გაიგო ,მაგრამ სიტყვებს ვეღარ არჩევდა. ჩანთას მოუჭირა თითები და სახლიდან წავიდა. მას მერე აღარც კი კითხულობდა დადვანის ამბავს, ანასტასია თავად ურეკავდა . სამსახურზე გადაერთო და მაქსიმალურად ეცადა დახარჯული დრო აენაზღაურებინა.
ანასტასიას ბაღში მიაკითხა რომ წამოეყვანა. მანქანიდან გადავიდა და შენობისკენ დაიძრა, მობილურზე უფროსმა დაურეკა და რამდენიმე წუთით შებრუნდა. მანქანაში ჰქონდა დოკუმენტები და ისევ საჭესთან დაჯდა. მობილურიდან უკარნახა რამდენიმე ციფრი და ისევ ჩანთაში დააბრუნა. შემდეგ სწრაფად გადავიდა და ხელი-ხელ ჩაკიდბეული მამა შვილი რომ დაინახა წონასწორობა დაერღვა. უყურებდა ორმეტრიან დადვანს და მის ტორზე ჩაბღაუჭებულ ხტუნვა-ხტუნვით მოსიარულე პატარა დადვანს,რომელიც თავის პაწაწინა ხელს უქნევდა
-დეეეეე დედიკოოო ნახე მამა ჩამოვიდა -როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე გაბრწყინებულმა შესძახა
-როგორ ხარ ?- სიტყვები ჰაერში გაიფანტა როცა დადვანმა წელზე მოხვია ხელი და თავისკენ მიიზიდა,წამიერად ჩაეხუტა ლოყაზე აკოცა და ისე უპასუხა
-კარგად ,შენ როგორ ხარ?
-არ ვიცოდი თუ ბრუნდებოდი
-არავინ იცოდა...ვეღარ დავრჩი იქ და წამოვედი. ტასოს წავიყვან თუ წინააღმდეგი არ ხარ და რამე ისეთი გეგმა არ გაქვს
-არა არაფერი... - იმდენად ახლოს იდგა დადვანის სუნს გრძნობდა, ისე უნდოდა მოხვეოდა,უფრო ძლიერად და ხანგრძლივად .გული მისდიოდა ,თავს ძლივს იკავებდა დადვანიც ისე უყურებდა თითქოს მის ფიქრებს ისმენდა და დასცინოდა-კარგად დე... დამირეკე მერე ხო?- ბავშვის აკოცა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია
-კარგიიი დაგირეკავ დეე- ლოყაზე აკოცა და თვალებაბრჭყვიალებულმა შეხედა მამიკოს -წავედით?
-გაიქეცი მანქანაში დამელოდე და მოვალ მეც - თვალი ჩაუკრა პატარა ქალბატონს და ისიც წამსვე გაიქცა. ბარბარე ისევ ისე უყურებდა და ვერ გაიგო როგორ შემცირდა მანძილი, საერთოდ რა ხდებოდა მხოლოდ დადვანის მკლავებს გრზნობდა,მის სურნელს,მის სიახლოვეს და სხვა არაფერი აინტერესებდა. ლოყაზე რომ შეეხო დადვანის ტუჩები ღრმად ამოისუნთქა და გაყინული თითები ძლივს აამოძრავა,მაგრამ დადვანი ისევ ისე მოშორდა და წავიდა...
ანასტასია ბინაში ხტუნვა-ხტუნვით შევიდა , ბედნიერი იყო მამიკოს დაბრუნების გამო და გეგმებიც ჰქონდა მასთან ერთად დროის გასატარებლად, მაგრამ ხასიათი გაუფუჭდა ოთახში მაშო რომ დაიანხა
-ქალბატონო ტასიკო თქვენც მობრძანდით?
-შენ აქ ხარ?
-მე აქ ვარ- გაიცინა და ლოყაზე აკოცა- როგორ ხარ ტასიკო?
-კარგად - გვერდი აუარა და დივანზე დაჯდა .მაშომ გადაიკისკისა და ისე მოეხვია დადვანს
-კაკაო არ ამოიტანე?
-კი პარკშია
-კარგი ბიჭი ხარ - ლოყაზე უჩქმიტა და სამზარეულოში გაიქცა
-მაშოო
-რაა- თვალების ფახუნით გამოხედა და წარბები საყვარლად შეკრა - არ ხარ კარგი ბიჭი?
-ბავშვი ხარ რაა
-დიდხანს გიყუროთ ? მე დედასთან წავალ იქ ჩვენ ორის გარდა არავინაა - არც უცდია გაბრაზების დამალვა
-მა არ მოგენატრე?-ერეკლე მასთან ჩაიმუხლა და თითები დაუკოცნა- ჩემო პატარა
-შენ?
-ნამდვილად მეკითხები?
-ის აქ ცხოვრობს?
-ის აქ არ ცხოვრობს ტასიკო - მაშომ უპასუხა და თეფშები გამოიტანა. მაგიდაზე დაალაგა უცებ და ტასოს გაღიმებულმა გახედა- კაი რაა ნუ მეჩხუბები ... მე მიყვარს შენი მამიკო ხომ არ მძულს? არ გინდა რომ უყვარდეთ შენი მამიკო?
-მას არ უყვარხარ, დედა უყვარს და ცოდო არ ხარ ?
-ანასტასია რა დღეში ხარ? რა დიალოგებია საერთოდ! ამდენი ხანია არ გინახივარ და იმის ნაცვლად რომ მე მელაპარაკო და მომიყვე რა ხდებოდა მაშოს ეჩხუბები?
-მიყვირი?-თვალები დაუმრგვალდა და აემღვრა
-შენ არა მე მიყვირის...აქ არ უნდა ვყოფილიყავი წესით,მაგრამ შენი ნახვა მინდოდა. წავალ ახლავე - უცებ წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა, ბავშვის სიტყვებმა ზედმეტად იმოქმედა მასზე . საკიდიდან ქურთუკი ჩამოხსნა სწრაფად ჩაიცვა , შემდეგ ჩანთა აიღო და მხარზე გადაიკიდა
-მაშო!
-რა- აწყლიანებული თვალებით ახედა და ტუჩები მოიკვნიტა
-ბავშვივით მებუტები ... ტასოს პროვოკაციაზე ეგები?
-ტასო არაფერ შუაშია ... მხოლოდ შენ და სხვა არავინ. შენ ხარ ჩემი მთელი ცხოვრების ტკივილი
-მაშო ასე რომ ამბობ ხომ იცი ცუდად ვხდები და მე
-და შენ არაჩვეულებრივად გესმის ჩემი , სხვას ვის თუ არა შენ.ცალმხრივი სიყვარულის მეფე ხარ დადვანო - ჩაიცინა ,ფეხისწვერებზე აიწია ,ლოყაზე აკოცა და უკან გადადგა ნაბიჯი- ასე მარტივად ვერ მომიშორებ,მაგრამ ახლა არ შემიძლია დარჩენა ,მართლა არ შემიძლია
წავიდა , დადვანმა საუბრისთვის შეუფერებლად მიიჩნია გარემო . კარი დახურა და მისაღებში დაბრუნდა. ქალბატონი მაგიდასთან იჯდა და მიირთმევდა
-გემრიელია?
-კი ძალიან...კარგად ამზადებს
-საშინლად რომ ექცევი ხვდები?
-მერე რა
-უზრდელი ბავშვი ხარ !
-გიყვარს?
-იმაზე მეტად ვიდრე შენ გგონია და იმდენად რომ შენს ასეთ საუბარს არ შევეგუო. იცოდე აღარასდროს ესაუბრო ასე მაშოს, არ იმსახურებს . მე ხომ არ გთხოვ რომ გიყვარდეს,უბრალოდ შეეშვი მის დამცირებას, გამწარებას და გაღიზიანებას
-არა
-არა?
-ხო არ მოგატყუებ? ლუკას ვამწარებ , მაშო რატოა ნაკლები ?
-არ ვიცი ლუკას რას ეუბნები და როგორ ექცევი,მაგრამ მაშო დედაშენს არ ჰგავს და არაა მიჩვეული ასეთ მოქცევას
-ტკუილად მელაპალაკები ...დედას უნდა დავულეკო ქალს რომელიც ყველაზე მეტად გიკვარს შენ
ერეკლე კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას მაგრამ კარზე დააკაკუნეს და გაბრაზებული წავიდა გასაღებად. ბაღათურია რომ დახვდა გვერდზე გაიწია
-ოოჰ ბატონო რა კარგად გამოიყურები ... ბარბარე ნახე დაგგესლა და მოგიშუშდა ხო იარები
-სიტყვა არ უთქვამს და ნუ ხარ შენ შხამიანი
-სიტყვა არ უთქვამს? რა საინტერესო ქალი გყავს
-მყავს?! შენ ჩემს არყოფნაში სკლეროზი დაგეწყო? კი ვიცოდი რომ ეკატერინე ძალას გამოგაცლიდა ,მაგრამ ასეთ შედეგსაც არ ველოდი
ბაღათურიამ საპასუხო მხოლოდ დამცინავი გამომეტყველება მიიღო და მისაღებში ტასუნას დანახვსიას გაიბადრა-ჩემი გოგოოც აქ ყოფილააა, როგორ ხარ ტასუუ?
-ბათუ ...კალქათ შენ?
-ოჰ მიუჯდება ახლა და აღარ მოშორდება
-ჩენ აბა მაშო გყავს და
-ტასუნა გეყოფა !
-ალ მეყოფა-თქო გითხარი
-რა ხდება დადვანებო რატომ ხოცავთ ერთმანეთს? რა გინდა მაშიკოსთან შენ?
-არ იცი?
-გაჩუმდით ახლა ნუ გამაგიჟებთ თქვენი დიალოგებით და შენ შეწყვიტე საერთოდ მაშოს ხსენება!
-თვალჩი ნუ მეჩხირება და კი ბატონო
-შენი ნახვა უნდოდა უბრალოდ და რა დღეში ჩააგდე საწყალი გოგო
-მე კი არა შენ იყვირე
-ნერვები მომიშალე ტასო და იმიტომ
-ამან ლაპარაკი როდის დაიწყო ტასუნ შენ ხო არ იცი?-ბაღათურია ერთობოდა როგორც ყოველთვის, ტასო მუხლებზე დაისვა და კოცნიდა შიგადაშიგ
-მე ა ვიცი ჩენ ქო ალ იცი?
-ღმერთო რატომ ჰგავს ჩემი შვილი ამას და რატომ არ მგავს მე?
-ღმერთი რათ გგინდა შენ არ იცი პასუხი?
-მოკეტე რა!
-რა გაველურებული დაბრუნდი ერეე რა ხდება?
-ნეტავ თუ არ გბეზრდება კაიფი?
-გეკადრება?
-სამეცადინო მაქვს ქვალისთვის... რომელი მასწავლით?
-მამაშენი გასწავლის
-მე გასწავლი აბა ამან რა იცის მა - ტასო ხელში აიყვანა და ისე წავიდნენ ბავშვის ოთახისკენ.მალევე გამოვიდა უფროსი დადვანი და დივანზე დაჯდა
-რა ქენით?
-დავუტოვე დავალება და სანამ დაწერს აქ ვიქნები ... კატუშა არ მოვა?
-კატუშა არა !
-ნუ მიტრაკებ ერთი რაა ... მოვა თუ არა
-ლექციები რომ დაუსრულდება მოვა ...ერთ ორ საათში
-მანამდე მეტყვი საიდან გაიგე ჩემი ამბავი
-შენ არ მითხარი?
-შუაღამეს დარეკვა რამ გადაგაწყყვეტინა ვერ მეტყვი? როდის იყავი ასეთი ემოციური
-ემოციური ვინ გყავს შენ- დამახასიათებელი გამომეტყველებით უყურებდა და პირდაპირ არ ეუბნებოდა სიმართლეს
-ამჯერად რატო მიყურებ ასეთი სახით ნეტავ გამაგებინა
-აბა დაფიქრდი ვის ესიზმრები ხოლმე ღამით და ბოლოს კლინიკასი რომ იწექი სისულელის გამო ვინ გნახა სიზმრად სისხლიანი
-ბარბარემ? - წამოყვირებასავით ჟღერდა მისი ნათქვამი სახელი
-ხო რა ვიცი მე არ მესიზმრები და სხვა ვინ გიჟდება კიდე შენზე ჩემს გარდა პუპსიკ
-მერე?
-რა მერე ...შუაღამეს დამირეკა ნეტავ გაგეგო როგორი ხმა ჰქონდა რა არ ვიფიქრე . ისე მიყვიროდა ერეკლე იპოვნეო გული დამეწვა
-ნუ დამცინი რა ...რეებს იგონებ არ გრცხვენია მაინც- ისე ანერვიულდა ერეკლე ფეხზე წამოდგა და თავზე ხელები გადაისვა, მერე წვერზე და ბოლოს სასმელი დაისხა-სინამდვილეში რა მოხდა მეტყვი?
-გეუბნები და არ გჯერა...ახლა ეს რო ბარბარეს ესმოდეს მომკლავდა
-მოგკლავდა აბა რა იტყუები
-შენ ში* ხო არ გაქ გეუბნები ასე იყო-თქო ! ქალი განადგურებული დამხვდა რომ დავინახე ის უფრო შემეცოდა ვიდრე შენ .შე სირ* შენ კიდე წესიერად არც ელაპარაკე როცა უნდა გეკამათა მაშინ ჩაიგდე ენა და ახლა რა გეტაკა ... დებილი ხარ მართლა რა ტყუილს კი არ გეუბნება ჩემი რძალი. ან ვაფშე მაშოს რა უნდოდა შენთან ,აბა არაფერი ხდება და თვითონ იჩენს ინიციატივასო და ვუთხარი რო არაფერს ელოდესო? ესააა? მოსამსახურედ გყავს თუ რამე სხვა ამბავია
-გაჩუმდი და დაწვრილებით მომიყევი როგორ იყო
-ოჰ მეტი საქმე არ მაქ ! რაც გითხარი ისიც იკმარე...მაშოს რას უპირებ ბოლოს და ბოლოს! ბარბარე თუა ცუდი ქალი შენი სიყვარულის გამოყენებისთვის შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ რადგან არ ჟიმ*** იმიტო ხარ კაი ტიპი? ქალები არ იცი რანაირები არიან? იფიქრებ რომ გრძნობები გაქვს და იმიტომ ექცევი ასე ფაქიზად
-შეეშვი მაშოს და ბარბარეზე მომიყევი ...
-რა მოგიყვე ძიძად დამნიშნე თუ რა ვიცი მე
-ბაღატურია ნერვებს ნუ მაწყვიტავ ამის დედაც !
-ოო ახლა გაწყვიტავ ნერვებს? რომ გეუბნებოდი მოარჯულე ეგ ქალი უყვარხარ და როგორ ანებებ ასე ქცევას-თქო მაშინ არ მისმენდი ახლა დავიბანე ხელები და ვტკბები სანახაობით...როგორ ჩაეფლობი ნეხვ** ვნახავ და ვიკაიფებ
-ცოტნეს მოვაყოლებ
-ცოტნე არ მინახავს საუკუნეა...საავადმყოფოში ანათებს და ათენებს. დისერტაციაზე მუშაობს და მოკლედ მაგარი გამწარებულია .შეტყობინებით მწერს ერთ ორ სიტყვას და მორჩა
-მაა - მოწყენილი გამოვიდა და მათთან დადგა
-დახატე მა?
-აუუ ვერ ვქატავ და რას დამტანჯეეთ?
-ლიზიკოსთან მოამზადეთ ბავშვი !
-ოოჰ დიდო დავით რა კარგი იდეა მოგვაწოდე...არ აქვს ბავშვს ხატვის ნიჭი და რისიც აქვს შეგვყავს ცეკვაზე..ამას ურჩევნია ინგლისური ისწავლოს
-ლატო მემკაცლება ელთი უთხალი ლაა -ბათუს მუხლებზე აცოცდა მერე ორივე ნათლია ნათლული იცინოდნენ
-მოკლედ რაა შენ საერთოდ არ უნდა გაგაკარო ეს ბავშვი
-ვისთან ხარ მაღალო ბიჭო შენ? - თვალები დააწვრილა და ისე ახედა აყუდებულ დადვანს
-წადი რა წადი დამანებე თავი დამტოვე ჩემ შვილთან მარტო
-კარგი სიცოცხლე ასე ნუ ნერვიანობ ფსიქიკა არ დაგიზიანდეს
-მაგას ფსიქიკა ბარბარემ ვერ დაუზიანა შენ დაუზიანებ ბაღა?- ცოტნიკო შევიდა თვალების ციმციმით - როგორ ბრძანდებით ბატონო ერეკლე,ხედავთ როგორ ვიდარდე? კლინიკიდან ერთი კვირის შემდგე გამოვედი და ეგრევე შენთან მოვედი
-რამდენს ლაპარაკობ
-ადამიანური საუბრები მომენატრაა ძმააოო-არარსებული ცრემლი მოიშორა და მაგრად მოეხვია დადვანს
-რას დაემსგავსე ბიჭო ცხვირი ხარ ცარიელი ეს თითებიც დაგითხელდა ისე კი გაქ ექიმის თითები შეეშვით ამ ბავშვს აღარ დარჩა არაფერი ამდენი კოცნა რა უბედურებაა- ცოტნემ ტასუნა რომ აიტაცა იმდენს კოცნიდა აართვა და გულზე მიიკრა-ჩემ ბავშვს არ მიეკაროთ არცერთი... ორი თვეც არ ვყოფილვარ წასული 5 კვირა ვიყავი და ბავშვს ვეღარ ვცნობ
-მამაა ლოგოლ ველ მცნობ ოლი კილო მაქ მომატებული მეტი კი ალა...დედა არ ჭამდა და მე მატენიდა ორმაგად მელე ლო ვუყურებდი როგოლი მოწყენილი იყო ვჭამდი მეც აქლა დავისვენო იქნებ თორე ვსკდები-უცებ მიაყარა ბათუს გახედა-მიშველე რაა ეს იმ სიმაგლეზეა მეშინია
-მიყვარს ეს ბავშვი აიი მიყვარს... ნათლად ეტყობა ვისი გაზრდილია
-შენც გეტყობა ვისი გაზრდილიც ხარ !
-აბა მშია და მაჭმევთ რამეს?
-იმ ქალიც მომზადებული საჭმელია მაცივალჩი და ჭამე.ამათ გაკეთებულს სჯობს- ჩუმად უთხრა ტასომ და თვალი ჩაუკრა
-და ის ქალი ვინ არის?
-ლატო მისაჯალოვებ საუბალც?
-უკაცრავად ...მომიტევეთ მილედი! გგნებავთ წამომყვეთ და დამეხმაროთ დანაყრებაში?
-ალაა იკოც მეძალება
-მეე მე მეუბნები უარს ?
-ოოო ნუ მაიმუნობ ამქელა ექიმი -უკმაყოფილომ აიქნია ხელი და სამზარეულოდან გავიდა
-კლინიკაზე გამახსენდა ლუკა იყო ჩემთან კლინიკაში
-ვინ ლუკა ?
-ლუკა ვინ არის ერეკლე?
-კაი არ გადამრიო ახლა ავადმყოფი შეუყვარდა?
-ახლაო რო თქვი კიდე ვინ უყვარდა? - ცოტნემ თვალები დააწვრილა და ისე შეხედა
-ნუ ხარ ინტრიგანი და ნუ ცდილობ ჩემს წამოკიდებას თორე დამტვრეულს შეგაბრუნებ იმ კლინიკაში-ტასო სანამ შემოვა მანამ მითხარი
-რა ჭორიკანა გახდი ერეკლიუს?
-ცოტნეე შენი ხნის შვილი მყავს ნუ მეტინგიცები აქ და ამოთქვი რა გინდოდა გეთქვა
-არაფერი...დისშვილი ჰყავდა მოყვანილი
-შენ გინეკოლოგიაში არ ხარ ახლა? თუ სხვაგან გადახვედი
-გოგოა დისშვილი - თვალები აატრიალა და ჭამა განაგრძო
-ვაიმე ამის გულისთვის მახვერწნინე ამდენი ხანი? არა რა იმის გაზრდილი რო ხარ და სისხლიც რო გირევია იმიტო ხარ ასეთი
-ასეთი როგორი...რა გაცეცხლებული ხარ ერეკლიუს? თავი რომ დაარტყი უფრო ველულური გახდი?
-ტასო არ იყოს ახლა გაჩვენებდი მე შენ ველურიზმს
-მე რას მაჩვენებდი ხუთი წელი ანგელოზივით ცოლი ჰყავდა და იმას ვერაფერი აჩვენე და დავიჯერო მე მაქ უკეთესი უკანალი? არა კი მიყურებენ გოგონები მოტკეცილი შარვალი რო მაცვია მარაა ...ამიტო ვერ მოარჯულე ბარბარე? ბიჭები თუ მოგწონს ვერ გვითხარი აქამდე?
-დავით მომაშორე ეს ბავში თორე გადავტეხავ წელში
-წელის მალებს თუ გულისხმობ დამიკონკრეტე რა ზუსტად სად გადამტეხავ..გემრიელია . ის გოგო ხო ისედაც გემრიელად გამოიყურება და საჭმელსაც კარგად აკეთებს თურმე - მაგიდასთან ჩამოჯდა და კერძების დაგემოვნება დაიწყო
-გაგაგემრიელებ ახლა ისე აგთქვიფავ ძვალს და რბილს გაგიერთიანებ- მაგიდაზე დაყრნობილი უბრიალებდა თვალებს თან ჩუმად ელაპარაკებოდა და კბილებს აღრჭიალებდა ტასო რომ არ გასულიყო. ცოტნე კი ერთობოდა, ქვემოდან უყურებდა , ჭამდა და ძალიან მშვიდად იყო.
-რა სისაკალლე ხარ დადიიი
-რას შემომესიეთ დამტოვეთ მარტო ჩემი გამჭირვებია იქეთ ბარბარე მშლის ნევრ...
-ბარბარე სულ არ გხვდება და არ გელაპარაკება რა ნერვებს გიშლის წარსულში დაბრუნდი?
-მაშო ხომ მიშლის
-ვინ მაშო ის მაშო მე რომ ვიცი? ეგ ნერვებს როგორ გიშლის საყვარლად წითლდება და დიდ დეკოლტეს იცვამს?
-შენ ძაან ბევრს ლაპრაკობ მაშოს დეკოლტეზე და ხო არ გინდა ენა ამოგაძრო
-ისე კი მიყვარს დეიდები ... დედა მე არ მყავს , მონატრებული მყავს და შენ თუ არ გიყვარს მიმიშვი მე
-რას მეუბნები საერთოდ თუ ხვდები
-ვაიმეე ბათუუუ მგონი რაღაც გრძNობა აქვს იცი? ნერვები მოეშალა...ძალიან ემოციურია და მოდი აქ.მკლაავს მგონიიი
-ერეკლეე როგორ ხარ? ვერ გამოვაღწიე უნივერსიტეტიდან მაპატიე რაა... ხომ კარგად ხარ? ისე კარგად გამოიყურები - ეკატერინე შეკაკუნდა და მოეხვია ბიჭს
-კატერინა ...კარგად ვარ შენ როგორ ხარ ?
-რას ეკითხები ახლა როგორ იქნება ჩემი ცოლია- კედელს მიეყრნო ბაღათურია ფეხი-ფეხზე გადაიდო და გაიჯგიმა. ეკატერინემ ტუჩები დაბრიცა და მერე ცოტნეს მოეხვია-ცოტნიკოოო შენც იმდენი ხანია არ მინახავხარ ლამის ერეკლეზე მეტად მომენატრე
-ჩემოო სუპეერ ლექტორო და უფრო სუპერ რძალო როგორ არაჩვეულებრივად გამოიყურებით მეგონა ბათუ მატყუებდა და ცუდად გივლიდათ
-რა საყავრელი ხააარ - სახე დამანჭა ბათუმ და თვალებით რაღაც ანიშნა ცოტნეს
-ვაიმე ლა კველა სამძალეულოჩი ქალთ გამოდით ლა აქეთ .ლაც ლაპალაკობთ აცეთს მე რო არ უნდა გავიგო
-დასჯილი ხარ შენ !
-მეე?-ერეკლეს გაოცებულმა ახედა
-ტყუილია ტასუნ ...როცა მე ვარ აქ ამას რა უფლება აქ დაგსაჯოს?
-ჩენთან წამოვალ თუ ალ შეეჩვება ეც ჩემთან ბუტიაობას ლაც გადამაკოლა ამ მაშოს
მისაღებში ისხდნენ და მემილიონეჯერ აყოლებდნენ ერეკლეს აფეთქების ამბავს. ეკატერინემ უთხრა სრულიად მშიდად და დალაგებულად ბარბარეს შენთან ჩამოსვლა უნდოდა მაშოს ჩამოსვლის შესახებ რომ არ გაეგოო,ერეკლე მას მერე გაითიშა. მაქსიმე რომ მივიდა გაოცებულმა შეხედა, უმცროსი ბაღათურია არ ანებივრებდა ასეთი სტუმრობებით ხალხს. ბათუს მეტი რა უნდოდა ყველაფერი ხელთ ჰქონდა გართობისთვის. ტასო მართალია ერეკლეს მკლავებში იყო განაბული სანამ არ ჩაეძინა, მაგრამ მაინც წვდბეოდა და კოცნიდა. ეკატერინეს თითებს ეთამაშებოდა და შიგადაშიგ თავის თითებს დაატარებდა აკრძალულ ზონებში ,რასაც კატერინას თვალების ტრიალი და ბრიალი მოჰყვებოდა. პარალელურ რეჟიმში ერეკლეს და მაქსიმეს აგიჟებდა .
-ბავშვს გავიყვან და მოვალ ახლავე- ერეკლემ ტასო აიყვანა და ჩუმად წავიდა საძინებლისკენ.
ეკატერინე ბათუს გვერდით იჯდა და მის მეგობრებს აკვირდებოდა. უყურებდა ყველას ვინც მისთვის მნიშელოვანი იყო , ადამიანებს ,რომლებიც საკუთარ ცხოვრებაშიც შეუშვა . ერეკლე, ცოტნე , მაქსიმე ... მაქსიმე მათ გვერდით იყო, სხვანაირად მშვიდი. კატო მიხვდა ბაღათურიების სახლში გადასახლების ერთ-ერთ მიზეზი სწორედ მაქსიმე იყო . უმცროსი ძმა დაიბრუნა ბათუმ , თავისი მწარე ხუმრობებით, გამუდმებული კინკლავით და ნერვების მოშლით თავისთან მიიყვანა . მაქსიმეც მათი ნაწილი იყო , განსხვავებული , მაგრამ მაინც მათი ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.
ბიჭები სვამდნენ, იცინოდნენ, რაღაც ამბებს ყვებოდნენ კატო კი ბაღათურიას თითებს დაჰყურებდა და ტკბებოდა მასთან სიახლოვით.
-სახლში მინდა , მარტო შენთან- ყურთან აკოცა და ვნებიანი ხმით ჩასჩურჩულა
-ოხ კატუშაა კატუშააა
-ეკატერინე ბათუ ეკატერინე მქვია
-რა ბათუ?
-კატოს ნუ მეძახი
-მივიდეთ სახლამდე !
-მემუქრები?
-დიახ!
ბათუს ტყუილი მუქარები არ უყვარს მოგეხსენებათ ალბათ. ბიჭებს დაემშვიდობა, ხელი ჩაკიდა ცოლს და სახლში წაიყვანა ღამის კიდევ უფრო საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაგრძელებას გეგმავდა .
.....
-კატოოო ...კატუსააა- ჩუმად ეძახდა და თან კოცნიდა- კატუუუნააა გაიღვიძე კატუნა
-ჩშშ- ქალმა ხელი აამოძრავა და პირზე მიაფარა ბაღათურიას-მერე უფრო მიეტმასნა და თავი ღრმად ჩაფლო მის ყელში
-კატოო გაიღვიძე სადღაც უნდა წავიდეთ
-არ მინდა-თავი ოდნავ გაარხია და ორივე ხელი მოხვია ნახევრად შიშველ ქმარს
-კარგი მაშინ არ გაჩვენებ ჩვენს სახლს და მე ვნახავ მარტო-ყბაზე აკოცა და ღიმილი მოეფინა კატომ თავი რომ ასწია
-რაა? აბა ვერ ასრულებენ ჯერ კიდევო? - უცებ წამოჯდა და თვალებზე საყვარლად მოისვა თითები
-წავიდეთ?
-გამორიცხულია ასე უცებ ?
-ჩონჩხი დასრულებულია...თანაც ოთახების ამბები ხომ უნდა გავიგოთ - უყურებდა მოღეღილ მკერდზე და ისე ლაპარაკობდა-მიყვარს ყოველი დილა შენთან ერთად- ხელები წელზე მოხვია ქალს თავადაც წამოჯდა და ძილისგან დასიებულ ტუჩებზე შეეხო.შემდეგ მკერდზე აკოცა მისალმებას გავდა მისი შეხება.ჯერ ერთ მხარეს შეახო ტუჩები შემდეგ მეორე მხარეს
-ბათუუუუ- გაწელა მისი სახელი და გაიღიმა,თან ქვედა ტუჩს კბილები მოსდო და ბაღათურიას არეულ თმაში შეუცურა თითები
-ჰოუუ - ბაღათურია ისევ გასწორდა და მწვანე თვალები მიანათა
კატომ თლილი თითები სახეზე ჩამოუსვა მერე ტუჩები ლოყაზე მიაწება ,ტუჩთან ძალიან ახლოს, იქედან ყბაზე გადავიდა ტუჩებს შემოუარა და თან თითებით ეფერებოდა სახეზე
-მეც მიყვარს ყოველი დილა შენთან ერთად - ტუჩებთან დაიჩურჩულა და აკოცა. ბაღათურიამ კოცნისას ჩატეხა ტუჩის კუთხე და ხმით ჩაიცინა
მანქანაში ცქმუტავდა და თითებს აწვალებდა. ბათუ უყურებდა და იღიმოდა. სახლის კარკასი ნამდვილად დასრულებული იყო ,რამდენიმე წამი უყურებდა შენობას და მერე ბაღათურიასთან ერთად გეგმავდა ზუსტად ოთახების განლაგებას. ახლა უფრო გაუმარტივდა გადაწყვეტილების მიღება , რადგან რეალურად ხედავდა ყველაფერს. კმაყოფილი იყო მთელი დღე , ეს პროცესი იმდენად გაიჭიმა აღარც კი ეგონა ოდესმე თუ აშენდებოდა სახლი. თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო .
ლექციების შემდეგ ლიზიკოსთან წავიდა. ქალბატონი უკვე სახლში იყო და აღარ მუშაობდა ,ამიტომ ნებისმიერ დროს შეეძლო ხატვა. ამჯერადაც მოლბერტის წინ იჯდა გაბერილი მუცლით და მთელი გატაცებით ხატავდა
-ლიზიკოოო
-არ არსებოოოობს ეს ვიცი ხმა მესმიიის...დეიდა მოვიდაააა
-ფრთხილად გოგო ასე უცებ ნუ მოძრაობ- დაუყვირა და მოეხვია-ჩემო გაბერილოოო ჩემო ტკბილო როგორ ხარ?
-ცუდად ვარ... მოვკვდი იქნებ
-შემირიიგდი რაა შენი საყავრელი ტორტი მოგიტანე
-მართლა?
-ხოო ...შემირიგდები?
-ჯერ მითხარი იმ პარკებში რა არის და მერე შეგირიგდები
- ბავშვისთვის რომ გინდოდა ტანსაცმელი და მოგიტანე
-ვაიმეე არ მჯერააა შენ ბავშვების განყოფილებაში შებრძანდი და იყიდე? რა იყიდეე აუუუ წამოდით ამის ტორტს შევჭამ და ტანსაცმელს ვნახავ- უცებ მოიშორა ფერადი პერანგი და ისე გავიდა ოთახიდან.
-გიო სად არის?- პირგამოტენილ დას სიცილით უყურებდა
-სამსახურშია...
-სულ სამსახურში როგორაა
-რა სულ გოგო ... ძლივს მოვიშორე თავიდან. რო არ ველოდები ჯერ ვერ შევასმინე. გუშინ მეჩხუბა გამოფენაზე არ გაგიშვებო
-რომელ გამოფენაზე ვენაში რომ ეწყობა?- ეკატერინემ შეიცხადა- არ წახვალ რა თქმა უნდა.იქნებ ჰაერში გააჩინო
-ვაიმე არ ველოდები ჯერ...ათასჯერ ვკითხე ექიმს კი შანსია რო რამემ იმოქმედოსო და დაგეწყოს ნაადრევი მშობიარობა ,მაგრამ თუ გარისკავ წადიო . ჰაერში თუ დაიბადება კიდე მსოფლიო მოქალაქე იქნება ...ანუ ჩემი შვილი რაა
-ეგ რომ ვიცი იმიტომ გეუბნები ან აქედან დაგეწყება მშობიარობა ან იქედან წამოსვლის შემდეგ
-ნუ მიემატები ახლა გიორგის...მარტო იმას მოვუვლი მე
-ამდენი ხანია მუშაობ და არ გაჩერებულხარ. ბოლო ერთი თვე მაინც დაისვენე
-ოოო მინდა წასვლა ... რა ვქნა რომ მინდა?
-ასეთი თვალებით ყურება როდის დაიწყო? ვაიმეე ახლა ვიტირეეებ რა საყვარელი ხარ ...როგორი სხვანაირი გახდი ხვდები?
-მაცადე გოგოოო ტანსაცმელს ვუყურებდი.რა საყვარლებიაა შენ შეარჩიე დავიჯერო?
-არაა - ჩუმად უთხრა კატომ - დილას ადრე სახლი ვნახეთ და მერე მაღაზიაში გავიარეთ მე და ბათუმ . ხოდა მასთან ერთად შევარჩიე- საყვარლად ამოიბუტბუტა და გაიღიმა
-ანუ ბავშვების ტანსაცმელებში დაბორიალებდით ცოლ-ქმარი? რაოო აგიჩქროლდა გული ვებერთელა ბაღათურიას პატარა ბავშვის ტანსაცმლით ხელში რომ უყურებდი?
-ისე არჩევდა ყველაფერს ცოტა ხნით გავითიშე
-თქვენ არ აპირებთ ბოლოს და ბოლოს გაჩენას?
-სახლში რომ ვიყავით მაგას რატომ არ მიაქციე ყურადღება?-გადაიტანა თემა მაშინვე
-რომელ სახლში ...მოიცა დასრულდა?
-ერთ თვეში დაასრულებენ...რა გაუკეთა ბათუმ არ ვიცი ,მაგრამ ცეცხლივით ჩქარა აკეთებენ ყველაფერს . ბევრნიც არიან და ძალიან მობილიზებული და პასუხისმგებლიანი ჯგუფია. იმედია სარემონტო სამუშაოებზეც ეგრე გაგვიმართლებს,მაგრამ რა შეარჩევს ამდენ რამეს ალბათ გავგიჟდები
-გყიდულობდა ის კაცი სახლს და არ მინდაო ასე უთხარი ... ახლა აარჩიე შპალერები,ფარდები და კედლების ფერები.უიმეე რამდენი რამე უნდა აარჩიო მე გავგიჟდებოდი
-არ დამეხმარები?
-ქალბატონი დიასახლისი შენ ხარ და ისეთი დახვეწილი უნდა იყოს ყველაფერი როგორც შენ შეგეფერება და შენ გინდა.ჩემი არჩეული მაინც არაფერი მოგეწონება და ერთ მაცივარს გიყიდი რომ დაასრულებთ რემონტს ...ვაიმეე მერე ავეჯიიი დედა რა კარგია რო გიორგის სახლი უკვე ნაყიდი და გარემონტებული ჰქონდა.დამღალე ეკატერინე რატო ცქმუტავ?
-ბათუმ მითხრა გამოგივლიო და სადღაც წაგიყვანო ,ვფიქრობ სად შეიძლება მივდიოდეთ
-სხვაზე ვეღარაფერზე ფიქრობ უკვე ხომ?
-უამრავ რამეზე ვფიქრობ ელიზაბეტ
-კი როგორ არა...ფიქრობ სახლზე რომელშიც ბათუსთან ერთად უნდა იცხოვრო,ყველა დეტალზე როგორი მოეწონება მას და თან შენ. ფიქრობ თქვენ ოჯახზე, როგორ უნდა მოიქცე ,ფიქრობ ბავშვზე და ფიქრობ ყველაფერზე რაც კი ბათუს ირგვლივ ტრიალებს
-ჩემი ქმარია და არ უნდა მაინტერესებდეს მისი გრძნობები,შეხედულებები და არ უნდა ვიზრუნო რომ კომფორტულ გარემოში იცხოვროს?
-მე მეშინია ბოლოს შენი კომფორტი არ დაკარგო ჩემო კარგო...ასე მგონია იტანჯები როცა ცდილობ სხვანაირად მოიქცე
-მართლა ასე ფიქრობ?- თითქოს რაღაც გაუნათდა გონებაში ისე გაეცინა- საერთოდ არ ვგრძნობ დისკომფორტს,პირიქით როცა ვგრNძობ რომ რაღაც მოსწონს სიამოვნებისგან ვგიჟდები! თანაც ისეთი არაფერი უნდა რაც ჩემს სურვილებს ეწინააღმდეგება და რაც ჩემთვის მიუღებელია, მცირე დეტალების გარდა რაზეც თვალის არდახუჭვა სრული უგუნურება იქნება
-გიჟდები... ნამდვილად გიჟდები მასზე და ეს უკვე იმას ნიშნავს ,რომ სრულიად სხვა ადამიანი ხარ. ეკატერინა არავის და არაფრის გამო არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში
-მაბრაზებ
-ვინ აბრაზებს ჩემს ცოლს? ვინ გაბედაა - ბაღათურია რომ შევიდა ოთახში ჩვეული დინჯი ნაბიჯებით და ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილით კატოც წამსვე გაიბადრა-როგორ ხარ ცოლის დავ?პატარა გიორგიჩი როგორაა?
-დამარტყააა აი ამ წამს
-ბავშვები ჯიგარ ხალხს გვცნობენ არ იცი ცოლისდავ?
-როგორ არ ვიცი
-აბაა ვინ გაგაბრაზა კატუსი?- გვერდით მიუჯდა ცოლს წელზე ხელი მოხვია და ლოყაზე უცებ შეახო ტუჩები,იმდენად სწრად აკოცა და მოშორდა თითქოს არც არაფერი გაუკეთებია
-მე
-ხოო მითხრეს არ მოგეხმარები სახლისთვის ავეჯის შერჩევაშიო -კატომ ლიზას შეაწყვეტინა საუბარი
-კაი რა კატუსი შენ მაგაზე ბრაზდები? ნუ მოგეხმარებიან კაცი გემოვნება გყავს ქმრად რაში გვჭირდებიან სხვები?
-ოჰ ოჰ რა თავმდაბალი გვყავხარ სიძევ ბატონო ..თუმცა მართალია ჩემი და რომ შეირთე ცოლად გემოვნების მწვერვალზე რომ იყავი მაშინ დაგვანახე ყველას
-ვერ შეგედავები ცოლისდავ და ახლა წავალ.ჩემი მოტანილი ტკბილეული დააგემოვნე იჭორავეთ ჩემი უძვირფასესი მეუღლე უნდა მოგტაცოთ
-ასე მალე? ბათუ ხომ მითხარი გვიან მოვალო? ადრეა ჯერ
-წაიყვანე სიძევ ბატონო ... შენ უფრო გჭირდება ვიდრე ჩვენ ,ოღონდ ნუ დაავიწყებინებ ჩემს თავს და მოიყვანე შენ მაინც
-გპირდები მოვიყვან !
-სად მივდივარ ის მაინც მითხარიი...ჩემს დასთან საუბარი მინდოდა ბათუუ - ეზოში აწუწუნდა ქალბატონი .ბაღათურია კი ისევ დუმდა
-სახლში რომ მივალთ მერე გეტყვი
-რაღაც ისეთს მიმზადებ რომ არ მომეწონება ხომ?
-აი ეგ საიდანღა მიხვდი კატუში?
-არ ვიცი როგორ მივხვდი და ნუ მეკითხები ტყუილად ...ასე ჩქარა რომ მიდიხარ გვეჩქარება ?
-დიახ
-ასეთი სასწრაფო თუ იყო არ წავიდოდი
-ვასწრებთ ხომ ხედავ და რატომ არ უნდა გენახა ლიზიკო?
-რას ვასწრებთ?
-წასვლას
-სად წასვლას?ბათუუუ-ბაღატურია კი ისევ დუმდა. შემდეგ სახლამდე მიაღწიეს და ბატონმაც დაიწყო განკარგულებები
-საძინებელში ადი შენ მოწესრიგდი...მე მერე ამოვალ .მიხოსთან მაქ საქმე კაბინეტში ავალ პირდაპირ
-სახლშია?- გაკვრივებული გაჰყვა ბაღათურიას
-მალე მოვალ ...ნუ იჩქარებ აბაზანიდან გამოსვლას- მეორე სართულზე რომ ავიდნენ ჩუმად უთხრა თვალი ჩაუკრა და წავიდა
ეკატერინე ოთახში რომ შევიდა პირდაპირ გახდა დაიწყო და სააბაზანოსკენ წავიდა. უკვე დუშის ქვეშ იდგა რომ გაიაზრა როგორი დამყოლი იყო. არც კი იცოდა რისთვის ემზადებოდა ,სად მიდიოდნენ რა ხდება მაგრამ მაინც იდგა და ემზადებოდა. ის ის იყო ბრაზისგან უნდა აფეთქებულიყო ასე როგორ მმართავს ეს კაციო დაეყვირა ბაღათურია რომ აესვეტა წინ
-სალონში უნდა იყო საათნახევარში , დრო გვაქვს - წყლის ქვეშ დადგა ხელი მოხვია კატოს და სხეულზე აიკრა-მოგეწონა სახლი?- ყელში კოცნიდა და ისე ელაპარაკებოდა
-გაბრაზებული ვარ და შემეშ...ბათუუ
-რატომ ვართო გაბრაზებულიო?
-არ მახსოვს..ახლა ვერ ვიხსენებ თუ თუ გავიხსენებ გეტყ-ვი ბათუუ ბათუუუუუ- ზედმეტად მგრძNობიარე ადგილებში თითების შეხებას გრძნობდა და გონება ებინდებოდა
-მოდი მე წინასწარ გამოვისყიდი ხო?
-ხოოო და არ გამახსენო თორემ მერე საკუთარ თავზე ვბრაზდები
-არ შეიძლება შენი გაბრაზება ...დაუშვებელია- ტუჩებზე წაეტანა ,იმდენად ვნებიანად კოცნიდა წყლის ქვეშაც კი სხეული ეწვოდა ეკატერინეს. ახლა სულ რომ ჯოჯოხეთში წაეყვანა მაინც არ იტყოდა უარს. მხრებს უკოცნიდა,მკლავებს და ხმამარლა კვნესოდა
-როდის უნდა წავიდეთ?- ძლივს თქვა და თავი მხარზე დაადო - ცოტა ხანს სიარულის ძალა არ მექნება...ხელები გააჩერე და ესეც ,მგონი ვგიჟდები არაა უკვე გავგიჟდი ხომ ავღნიშნე უკვე? ...თმას გამიშრობ?
-ახლა აიხვიე მე ჩავიცვამ და გაგიშრობ მერე- ტუჩებში აკოცა და სააბაზანოდან გავიდა. შემდეგ იდგა და თმას უშრობდა
-ხშირად უნდა გამიშრო თმა რომ მიხვდე რამდენად ვიტანჯები და თვითონ მეტყვი შეიჭერიო
-თანახმა ვარ ...მე დაგივარცხნი თუ გინდა ,მაგრამ არ შეიჭრი!
-შენ რა გენაღვლება
-ნუ მეწუწუნები მეც ხომ გისრულებ სურვილებს?
-რომელ სურვილებს გამახსენე ერთი მაინც
-ჩემი თვალები რომ გიყვარს ხომ ხშირად გიყურებ, ჩემს სიცილზე რომ გიჟდები ვიცინი თავისუფლად... ჩემი მოფერება რომ ჭკუას გაკარგვინებს და გაგიჟებს აბა ერთი მითხარი როდის მომიკლია ალერსი
-რა საზიზღარი კაცი ხარ რაა სიტყვებითაც ვერ აღვწერ- გაბრაზებულმა შეიკრა თმა და ისე შებრუნდა-საერთოდ არ მომწონს შენი თვალები
-არ მოგწონს ,მართალია და საერთოდ არ მითქვამს რომ მოგწონს
-აბა რა თქვი?
-გიყვარს-თქო და სიყვარულსა და მოწონებას შორის რამხელა განსხვავებაა შენ არ იცი ეკატერინე? ქალბატონო ეკატერინე იმედები გამიცრუეთ ასე როგორ შეიძლება
-რომელ სალონში ჩამწერე
-სადაც დადიხარ ხოლმე... მოიცა ასე გაბრაზებული უნდა წახვიდე? კი ვიცი სიმართლე მწარე რომ არის მაგრამ ასე ? - კართან მიიმწყვდია და ზემოდან დახედა
-ბათუ უკვე ძალიან მაბრაზებ და გაითვალისწინე რომ სადღაც უნდა წამიყვანო ე.ი საჭიროა ჩემი იქ ყოფნა და ხომ იცი თუ ძალიან გავბრაზდი არ წამოვალ საერთოდ!
-კარგიი ...არ წავიდეთ იქ.უბრალოდ მაკოცნინე მერე სალონში წადი დაბრუნდი და სადმე სხვაგან წავიდეთ
-ასე ნუ მიყურებ ...თავი იდიოტი მგონია რომელსაც წამსვე აშტერებ და ნებისმიერ რამეს აკეთებინებ მერე
-მაგ ნებისმიერში რას გულისხმობ მე არ ვიცი და საერთოდაც მე როდის მომიცია მითითება? ყველაფერს თავად ხვდები რა როდის როგორ მინდა რომ მაკვნესებ ამხელა კაცს ახლა რა ჩემი ბრალია?
-ვაიმეე დათააა დათა ნუ მაგიჟებ დათა! - უცებ წამოიყვირა აფართხალდ არომ წასულიყო მაგრამ ბაღათურია ისე უყურებდა ვეღარ წავიდა
-კიდე თქვი რაა
-ნუ მაგიჟებ-თქო
-არაა მაგის წინ რომ თქვი აი ის - ლოყაზე კოცნიდა, მერე ნიკაპზე- თქვი და გაკოცებ
-არ მინდა კოცნა ...არც გეტყვი. არაო შენ არ მითხარი? ხოდა აღარ გეტყვი
-ხოდა ნუ მეტყვი ... დამიჯერე ასე უსიტყვოდ და უკომენტაროდ ! -უცებ მოშორდა მშვიდი სახით ,ზურგი აქცია და საწოლისკენ წავიდე- მე დავიძინებ სანამ შენ სალონში წახვალ და მოხვალ
-არსადაც არ წავალ
-მიყვარს ბავშვივით რომ ვიქცევით...ახალგაზრდობის წლები მახსენდება,მაშინ არ ვიქცეოდი ასე ,მაგრამ მაინც
-მითხარი სად მივდივართ
-აი სად უნდა წავიდეთ ვერ მეტყვი? ბიზნესმენების შეხვედრა ცოლის გარეშე ხომ არ წავალ? აქამდე იმიტომ არ გითხარი რომ წასვლას არ ვაპირებდი,ახლა იმიტომ გადავწყვიტე რომ საჭირო ყოფილა და კიდევ რა გითხრა?
-და აქამდე რომ გეთქვა არ შეიძლებოდა?
-და უბრალოდ რომ გამომყვე სადმე არ შეიძლება? ეს ზედმეტი მორჩილებაა თქვენნაირი ქალისთვის ქალბატონო ეკატერინე?
-ხომ მოგყვებოდი სანამ ნერვებს მომიშლიდი?
-ნერვები რამ მოგიშალა?
-აი ახლაც ნერვებს მიშლი მე აქ გარაზებული ვარ შენ კიდე მშვიდად ხარ წამოწოლილი და ტკბები ჩემი გაბრაზებით იმიტომ რომ გიჟდბეი რომ ვგიჟდები და ჯანდაბაა ვეღარც ვლაპარაკობ უკვე ისე ვარ !- კარი გამოაღო და წავიდა.
ბათუ გაჰყვა? არ გაჰყოლია იცოდა რომ სულელური კამათის გამო ამასაც თუ კამათი ერქვა საერთოდ საქმეს არ ჩაუშლიდა და წაჰყვებოდა. ბალიშს მოხვია ხელები და დაიძინა. ფეხსაცმლის კაკუნის ხმა რომ ჩაესმა შეფხიზლდა. ჩუმად უყურებდა გარედერობის წინ მდგომ ეკატერინეს ,რომელიც კაბას არჩევდა. შემდეგ გაჩერდა და ერთ -ერთი აიღო ,ისე აკვირდებოდა რამდენიმე წამით თითქოს რაღაც საოცრებას ხედავდა. მერე უცებ შებრუნდა საწოლისკენ და ბაღათურიასთან წამებში გაჩნდა
-გაიღვიძე რა- დაიხარა და ტუჩები ლოყაზე შეახო - გაიღვიძე ბაღათურია
-რა
-რა რა ...
-ეკატერინე რა ხდება?
-ის კაბა დღეს რომ მაღაზიაში ვნახეთ...ლიზიკოს ბავშვის ტანსაცმელს რომ ვარჩევდით აი მაშინ რომ ...შენ მიყიდე ? კი არადა შენ მიყიდე და რატომ არ მითხარი ?
-რატომ უნდა მეთქვა ვერ ვხვდები...ხომ მოგეწონა არა? ახლა თუ არ ჩაიცვამდი სხვას ჩაიცვამდი. რომ მეთქვა სად მივდიოდით ლიზიკოსთან წასვლას გადადებდი და ზედმეტ ყურადღებას დაუთმობდი ამ საღამოს ,არადა საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი .უბრალოდ უნდა მივიდეთ და ისედაც ლამაზი იქნები რაც არ უნდა ჩაიცვა და როგორც არ უნდა გამოიყურებოდე. ეს ყველაფერი კიდე იმიტომ გავაკეთე რომ მშვიდად იყო და როგორც ყოველთვის ახლაც ისე გამოიყურებოდე როგორც გჩვევია ხოლმე ! დავიღალე და დამაკმაყოფილებელი პასუხი იყო ამჯერად სრულად თუ კიდევ გაქვთ რაიმე კითხვა
-მაკოცე რა დათა ...ბევრი მაკოცე და ძალიან მაგრად ჩამეხუტე რა ...დათა შენ რომ იცი ისე ჩამეხუტე რა გთხოოვ სულ სულ არაფერი მითხრა მეტი - საწოლთან იდგა ამღვრეული თვალებით,არ ტიროდა არც ხმაში ერია ცრემლებისგან გამოწვეული ნოტები ,მაგრამ მაინც სხვა მზერა ჰქონდა . შემდეგ თვალები დახუჭა და ღრმად შეისუნთქა ბაღათურიას სურნელი. თავი მკერდზე მიადო , მის მკლავებში მომწყვდეული იდგა და მის გულისცემას უსმენდა ,თითქოს ყოველ ჯერზე ერთ მელოდიას მღეროდა.
........
იმდენი მოახერხა გამოფენაზე მაინც წავიდა, მართალია გიორგიმ საკუთარი საქმეები გადადო და თან გაჰყვა ,მაგრამ მაინც ხომ გააკეთა ის რაც სურდა. საქმეები მოაგვარა,ვინ იფიქრებდა ასეთი კარიერისტკა თუ იქნებოდა ქალბატონი ელიზაბეტი , რა უნდა ვთქვათ ყველაფერს ახერხებს ერთდროულად, ჯერ ხომ ყველა გაოცებული უყურებდა უზარმაზარი მუცლით მოსიარულე ქალბატონ ერისთავს ,რომელსაც გვერდს სიმპათიური მეუღლე უმშვენებდა და დიდ ინტერესს იწვევდა როგორც ხელოვანი.
თვითმფრინავში რომ ჩასხდნენ გიორგი იხსენებდა როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მშობიარობა რომ დაწყებოდა და თან ლოცულობდა. ელიზაბეტი კი ძალიან მშვიდად იჯდა, მიირთმევდა სხვადასხვა კერძს ან ტკბილეულს, წვენს სვამდა და ხატავდა. გაფრენისას ბავშვის ტასაცმელს ხატავდა, გამოფრენისას კი თავად ბავშვებს. რაღაცის თქმა დამავიწყდა ხომ? კი ეს ქალბატონი სიურპრის უკეთებს სხვებს ,მაგრამ მე როგორ არ გითხარით რომ ბატონმა გიორგიმ და ქალბატონმა ელიზაბეტმა ისე იყოჩაღეს პირველივე ჯერზე ტყუპებს ელიან.
-მაინც ვერ გავიგე როგორ მოახერხე და დაუმალე ემილიას რომ ორისთვის გაქვს ყველაფერი ნაყიდი
-საერთოდ რა საჭირო იყო წინასწარ გაქცევა?
-დღე დღეზე ელოდები
-არაფერიც ორი კვირა კიდევ მაქვს ... წავიდოდი ერთი კვირით ადრე და ვიყიდდი .ახლა გამოკეტილი მაქვს ოთახი და ემილიაც ცალკე მეჩხუბება ბავშვის სქესი მაინც მითხარი რომ გავიგო როგორი ტანსაცმელი ვიყიდოოო .ვუთხარი ორისთვის იყიდე-თქო რა მნიშვნელობა აქვს ახლა რას მომიტანს გოგოც მყავს და ბიჭიც
-ყველანაირად რომ გიმარტივებ საქმეს ხვდები ხო?
-შენ მიმარტივებ ზუსტად... გენეტიკაში მე მაქვს ტყუპები და საერთოდაც ცხოვრების გამარტივება ჩემი არსებობაა შენს ცხოვრებაში
-ჩემი არა ხო?
-შენ რომ არ არსებობდე მეც ვერ ვიარსებებდი ასეტი სახით სადღაც სხვა ვიქნებოდი, ნაცრისფერი და უღიმღამო ...მოიწიე რა ხომ ხედავ ვერ ვმოძრაობ
-კარგად დაქროდი იმ გალერეაში ?
-ეგ რომ ვიდექი და რომ ვზივარ შემიძლია წმაოწევა? მაკოცებ ახლა თუ ბავშვებმაც დაგიძახონ
-ბავშვებს სძინავთ ახლა და ისე შენც თუ დაიძინებ კარგი იქნება
-არაფერიც, ორივეს ღვძავს და ერთმანეთს ეჩხუბებიან მგონი
-შენ გგავს ორივე დავიჯერო?
-ჩხუბი შენ გიყვარს
-მეკამათები ლიზიკო?
-რა აფერისტი კაცი ხარ ღმერთო ჩემოო ... თან როგორი ტკბილი , გემრიელი, ჩასაყლაპი ხარ
-შენ თუ ჩემი ჩაყლაპვა გაკლია და რაღა უნდა ვთქვა ძალადობ ჩემზე მას მერე რაც გამოჩნდი- კოცნიდა და თან ელაპარაკებოდა, ელიზაბეტმა ტუჩზე კბილები მოსდო და უკან გაიწია -აააა მეტკინა
-აი ძალადობა ესაა ...ნერვების მომშლელლო რას ასმენინებ ბავშვებს ! ამაღამ სხვაგან დაიძინებ
-მე მეუბნები?
-არა იმ კაცს ჩემთან რომ ძინავს ხოლმე
-ბოლო რამდნეიმე თვეა მძინავს თორე როდის მაძნებდი გამითეთრე ღამეები ...
-დამპალო!- ენა გამოუყო და მუცელზე გდაისვა ხელი - მკერდი მტკივა
-ისე გაგეზარდა როგორ ატარებ საერთოდ მიკვირს- დეკოლტეზე გადახედა და ტუჩები გაილოკა -ფეხმძიმეც ,თან ამხელა მუცლით რომ აღმაგზნებ ავად ხომ არ ვარ?
-ავად რომ ხარ იმიტომ ხარ ჩემთან თორემ ნორმალურთან მე რა მესაქმება,ღმერთმა დამიფაროს
-როგორ ახერხებ ლაპარაკს და ხატვას ერთდროულად
-ჩვენს გოგოს ჩემი ცხვირი და შენი თვალები თუ ექნება,ჩემი ქვედა ყბა და ჩემი ყვრიმალები აი ასეთი იქნება
-ხომ გვაქვს ეხოს ფოტოები იქ მშვენივრად ჩანს კონტური
-ოოო ტყუილია ეგ ... ეგეთი აპრეხილი ცხვირი არ ექნება საერთოდაც ემილიკომ მითხრა ბავშვებს ყველაფერი ეცვლებათო ..ცხვირი საერთოდ ისეტი პატარა ექნება რას გაიგებ ჩემი მსგავსი იქნება თუ შენნაირი
-ბექა მომკლავს...ჩამოვა და მომკლავს
-რომელი უნდა მონათლოს?
-არ ვიცი და მაგიტომ მომკლავს
-ბექამ რა უნდა გააკეთოს იქედან ისეთი რასაც ემილი გააკეთებს აქ
-ბექა თბილისშია უკვე
-მოიცა რომ თქვა შენი მშობიარობისთვის აქეთ ვიქნებიო მართლა თქვა? მაშინ ვიღუპებით. ერთი ბავში რო გადავმალო და ხან ერთი გამოვაჩინო ხან მეორე? ძაან აგიგებენ ახლა შიშველს არ ვაჩვენებ და რა მნიშვნელობა აქ ბიჭია გოგოა
-შვილებო იმედია არ გესმით ჩვენი -ამოიხვნეშა გიორგიმ და ნახატს დახედა-ლამაზი ბავშვია
-ასეთი რომც არ იყოს მაინც ლამაზია..გამოფენა უნდა გავაკეთო. გადავწყვიტე ახალი ხაზი გავაკეთო ბავშვებისთვის რამდენი ჩემნაირი ავადმყოფი დედაა რომელიც გიჟდება პატარებს რომ საყვარლად აცვიათ . იჩაგრებიან ბავშები , სულ ყველას ფეხსაცმლის ან ტანსაცმლის ხაზი აქვს
-ჩემს ცოლს კიდე უნივერსალური ტვინი აქვს და ყველაფრის დახატვა შეუძლია ...
რამდენიმე წუთი ჩუმად ისხდნენ . ელიზაბეტმა დიდი ხნის ჯდომის შემდეგ წამოდგომა სცადა.მაგრამ ძლივს წამოიწია და გიორგის დახმარება დასჭირდა. ცოტა ხნით იდგა ,მუცელზე ისვამდა ხელს და იღიმოდა
-რა ხდება ფეხები დაგიბუშდა?
-არაა ...
-აბა ცუდად ხარ?
-არა არც ცუდად ვარ ...უბრალოდ დიდი ხანი ვიჯექი .როდის ჩავფრინდებით?
-მგონი ნახევარ საათში -საათს დახედა და შემდეგ ისევ მომღიმარ ლიზას შეხედა - ლუუ რა ხდება?
-არაფერი ,მიყვარხარ !- ფართოდ გაიღიმა და ხელი ჩაკიდა-დამეხმარე ისევ დაჯდე. მოამზადე ყველაფერი რომ მალე წავიდეთ სახლში-სავარძელს მიეყრნდო და თვალები დახუჭა,მუცელზე დაიდო ხელები და ფრთხილად ამოძრავებდა თითებს.
ჩაფრენის შემდეგ მშვიდად წამოდგა, გიორგის მკლავზე ჰქონდა ხელი მოხვეული და ნელა მიაბიჯებდა. როგორც კი შეაღწია აეროპორტის შენობაში გაჩერდა, გიორგის მიუბრუნდა და გაუღიმა
-მალე ტყუპებს ვნახავთ და თუ შეიძლება სანამ წ....ბს დავღვრი და ტკივილები გამიძლიერდება წავიდეთ კლინიკაში ... დაურეკე იმათ და უთხარი აეროპორტის ნაცვლად კლინიკაში მოვიდნენ
-რაა? გტკივა? დაგეწყო? მშობიარობა?- გიორგის სახე აერია, სუნთქვა შეკრული უყურებდა და ვერ ხვდებოდა როდის დაეწყო
-გაჩუმდი ნუ შემიყრი ხალხს...პირველი ქალი ვარ ვინც მშობიარობს თუ ბოლო .თანაც ჯერ არა
-ღმერთო ამას თუ არ შველი მე მაინც მიშველე და ნუ მაყურებინებ ახლა საქართველოს მიწაზე გზაში როგორ იმშობიარებს ჩემი ცოლი თანაც ტყუპებზე ანუ გამოდის რომ ორჯერ უნდა გააჩინოს და არ გამიკეთო ეს რააა შემიცოდე
-საერთოდ არ უნდა მეთქვა შენთვის ფეხმძიმობის შესახებაც კი...რამდენს ნერვიულობ რა იყო მე უნდა გამეხსნეს ძვლები და ფეხებშორის გამომიძვრეს ბავშვი თუ შენ
-ფრთხილად იარე
-ჩანთებს მიტოვებ?
-რამეჩანთება ლიზაა
-ეს კაცი გამაგიჟებს მალე ორი შვილი გეყოლება და ქონებას კარგავ?
-ხელში აგიყვან ...სიარული შეგიძლია?
-ვერ მიყურებ რომ დავდივარ? - მანქანამდე მივიდა, სუნთქვებს არეგულირებდა. იმდენად მშვიდად იყო თითქოს სხვა ქალად გადაიქცა ის ემოციური, არანორმალური ელიზაბეტი მანამდე რომ იცნობდა გიორგი
-ვაიმე ლიზიკო იქნებ გეშლება არაფერი გეტყობა შენ ...
-კაი მართლა? აი უკვე იმატებს დარტყმები ...ისეც ნუ მოუმატებ სიჩქარეს რამეს რომ შევასკდეთ.ღრმად ისუნთქე მივასწრებთ კლინიკამდე თავისუუუფლააად ვაიმეე მტკივაა
-ვაიმეეე ტკივააა
-შენ რას მყვები ბიჭოოო ...წინ იყურე ისუნთქე ნუ ყვითლდები და ლურჯდები ახლაა ყველაფერი კარგადაა ორი ბავშის გაჩენას რა უნდა.იმდენ ექიმთან ბებიაჩემის ბებიამ სამი ტყუპი გააჩინა ბუხართააან ყინვაშიიიი მიწაზე მჯდარაააააააააააააა ვაიმეეეე
-მოვედით აიი ორ წუთში კლინიკაში ვართ ...ოთხ წუთში პალატაში იქნები...ათ წუთში ექიმები იქნებიან ყველა შენთან
-გაჩუმდი მათემატიკოსო გაჩუმდი...დარეკე ჩვენებთან? მართლა მომკლავენ მერეეე
-დავურეკე კი და მოვლენ დამშვიდდი
-რა დამამშვიდეებს ისინი რას გამიკეთებენ დათვრებით და გაილეშებით ... ამიყვან ხელში? ვერ გავივლი არ შემიძლია ძალა ...ძალა აღარ მაქ- მანქანიდან რომ გადაფრინდა ბიჭი მაშინ უთხრა ,მანაც აიყვანა და როგორც შეეძლო სწრაფად წავიდა შესასვლელისკენ.
-დაგეწყო ახლა მართლა დაგეწყო? მამა ვხდები ... შენთან ვარ ხომ იცი არა?
-რა აზრი აქ ...მაგრამ უნდა იყო აბა? ვერასდროს განიცდი და უყურე მაიიინც -უკვე ექიმები და ექთნები დასტრიალებდნენ თავს.
გიორგი უფრო ცუდად იყო ვიდრე ელიზაბეტი,მამაცურად იტანდა ტკივილს და გიორის ხელზე მოჭიდებული ღრმა ჩასუნთქვებს აკეთებდა.
ეკატერინე მისაღებში იჯდა ბათუს რომ დაურეკეს, ბაღათურიამ ძალიან მშვიდად უთხრა სწრაფად ადექი მივდივართო და ისე ჩასვა მანქანაში გონს ვერ მოვიდა
-სად მივდივართ ბათუ ...ვინ დარეკა?
-კლინიკაში...
-კლინიკაში რა გვინდა ერთ საათში ლიზიკო ჩამოფრინდება და იქ უნდა გავიდეთ
-ჩამოფრინდნენ უკვე... ბავშვები ძალიან აქტიურობდნენო და კლინიკაში წასულან პირდაპირ. გიომ დამირეკა და იქ მივდივართ . არ ინერვიულო - გაფითრებულ ცოლს ხელზე მოუჭირა თითები და აკოცა- კარგად არიან ორ წუთში მივალთ და ყველაფერს გაიგებ .ცოტნეს დავურეკე და თუ რამე პალატაშიც შევა
-ხომ ვაფრთხილებდით არ წახვიდე-თქო ...
-შენ ვისგან გიკვირს საქმისადმი მსგავსი დამოკიდებულება?
-მე ფეხმძიმედ არ ვარ ...მითუმეტეს ლამის 9 თვის ფეხმძიმე - ხელები სახეზე აიფარა და ღრმად ამოისუნთქა. როგორც კი გააჩერა მანქანა ბაღათურიამ მაშინვე გადავიდა და სწრაფად წავიდა შესასვლელისკენ. დანიშნულების ადგილამდე რომ მიაღწია და დაინახა როგორ შეჰყავდათ აყვირებული ლიზიკო სამშობიარო ბლოკში წონასწორობა დაერღვა. ბაღათურია რომ არა ალბათ ჩაიკეცებოდა
-ლიზა იყოო...ხო ლიზა იყო
-დამშვიდდი კარგად იქნება ყველაფერი...
ბაღათურიას მკლავები არ მოშორებია , დერეფანი გაივსო ნელი ცალკე ღელავდა ,მაგრამ ეკატერინეს არავისთვის მიუქცევია ყურადღება. ფერდაკარგული იდგა ბათუსთან ერთად და ლოცულობდა.
ამ დროს ელიზაბეტი უკვე ქალბატონს აჩენდა, პირველმა მან ინება დაბადება. სულ რამდნეიმე წუთით უფროსი აღმოჩნდა თავის ძამიკოზე და ალბათ ყოველთვის შეახსენებს ამას. უკვე ორი პაწაწინა არსება ჰყავდა მკერზე დაწვენილი და გაღიმებული უყურებდა
-ჩვენი გოგონა და ჩვენი ბიჭუნა ... საოცრებაა - თვალი არ მოუშორებია ბავშვებისთვის სიე თქვა და თვალები წამით მინაბა - მგონი ცოტა ცუდად ვარ
-ჩემი სამი ცალი - გიორგი ლიზას კოცნიდა და ბავშვებს უყურებდა,მერე ფრთხილად შეახო საჩვენებელი და შუა თითი ხელზე.ლიზამ კი წამსვე გაიცინა ,მაგრამ კისკისის ძალა არ ჰქონა
-შემახსენე ამაზე მერე რომ დაგცინო ...უყვარხარ შენს ლუუს-გასვლამდე უთხრა და ერთხელ აკოცა .
გიორგის გასვლამ ყველა გააჩუმა , გასუსულები უყურებდნენ რას იტყოდა ბატონი მამა
-ჩემმა ლუმ ჩვენი გოგონა და ბიჭი გააჩინა...სრული წარმატებით ,ყოველგვარი გართულების გარეშეე მამაააა ვაააარ -ხელები გაშალა და ძლივს გაიცინა .თითქოს ერთიანად მოეხსნა ის დაზაბულობა რასაც ბოლო საათის განმავლობაში განიცდიდა.
-რაოოო ორიიოოო ბექაა ახლა ამან რა თქვა ორიოო? ცოტნეეეე - ემილიამ წამოიკივლა პირველმა და ცოტნეს შეახტა რასაც ქვია- მერე გამახსენე რომ მოვკლა ორივეე ვაიმეეე გოგო და ბიჭიოოო ვაიმე ვაიმე ვაიმეეე
-შე ჩემა მართლა ორნი არიან? - ბექა რომ მოეხვია მერე ამოღერღა
ეკატერინემ პირზე ხელი აიფარა და ისე იცინოდა,თან ტიროდა თან იცინოდა . ბაღათურიამ გიოს მიულოცა და მერე ისევ კატოს მოეხვია ამჯერად იცინოდა თავადაც. მაგრად მოხვია ხელები და თავზე აკოცა
-ორიიოო ... ორი შვილი ჰყავს ჩემს ლიზიკოს.წარმოგიდგენია? ჩემი პატარა ლიზი ჩემი ლიზიკო გოგონას და ვაჟის დედაა
-ხოო შენი ლიზიკო გოგოს და ბიჭის დედაა - იცინოდა და თავზე კოცნიდა- ხომ გეუბნებოდი ლიზიკო ყველაფერს ჯიგრულად გააკეთებს-თქო
-ვაიმეე არ მჯერა დეიდა ვარ - ლამის ხტუნვა დაიწყო. ბაღათურიას მკლავებიდან რომ დაიხსნა თავი ცრემლები ისე შეიმშრალა არც არავის დაუნახავს. სხვასტან ამდენი სიტყვაც არ უთქვამს შვილიშვილი მიულოცა ბაბუებს და ბებიებს მერე კი გიორგის მოეხვია - გილოცავ სიძე თქვენნაირი საუკეთესოები იყვნენ მთელი ცხოვრება!-მტკიცედ განუცხადა და გაიცინა
-მადლობა ცოლისდავ... გთხოვთ რა ლიზიკოს არ გაუბრაზდეთ რომ დაგიმალათ. უნდოდა სიურპრიზი ყოფილიყო
-შენ რადგან გითხრა კიდე არ დაეძებს კაცი
-მე ვერ დამიმალა უბრალოდ
-რას დაგიმალავდა ერთი ექიმთან ვიზიტიც არ ჩაგიგდია - ემიმ გაიცინა და ისევ მოეხვია-სიძეე შე მაგაროოო ...იმიტო არ მიშვებდა მე ხო? ოო ეგ ცუდი გოგო
-ჩემი ნათლული იქნება ბიჭი და თუ შეიძლება არ დამიწყოთ კამათი ! გასაჩივრებას არ ექვემდებარება -რომ დამშვიდდნენ და დასხდნენ მაშინვე განაცხადა ბექამ.
ის ღამე რა თქმა უნდა გაათენეს, დიდხანს ვერ დამშვიდდნენ და დალაგდნენ. ემილი როგორც ექიმი კი შებრძანდა ბავშვებთან,ნუ თავისთავად მამიკომაც ნახა ცოლ-შვილი ,მაგრამ დანარჩენებს ლოდინი დასჭირდათ.
..........
ახალ წელს სახლში იყვნენ და გაორმაგებული რაოდენობით ეგებებოდნენ მომავალ წელს. მათ სახლში ტრიალებდა ყველა,მაგრამ ეკატერინე სულ იქ იყო. ბავშვების მოვლაში ეხმარებოდა რომ გეკითხათ სინამდვილეში იმ ორ ანგელოზს ვერ ელეოდა. ბაღათურია თავიდან პროტესტს არ გამოთქვამდა,თავად საქმეები ჰქონდა და ფაქტობრივად ვერც ნახულობდა ცოლს.
სახლში საღამოს დაბრუნდა, ვახშმობდა ოჯახი .
-დე მოხვედი? არ გელოდი... ივახშმებ ჩვენთან ერთად?
-არ ადგე დე ... განაგრძეთ ვახშმობა არ მინდა მე- სოფიოს ლოყაზე აკოცა და ადგომის ნება არ მისცა
-შენ არ გინდა?
-არა დე არ მშია! ეკატერინე რატო არ ვახშმობს თქვენთან ერთად? ხომ კარგადაა?
-სახლში არ არის... არ მოსულა დღეს დილას რომ წავიდა მას მერე
-გიორგისთანაა -მაქსიმემ უპასუხა
-რა საინტერესოა ჩემს ხულიგან შვილს წარმოდგენა არ აქვს მისი ცოლი სად დადის? არ ურეკავ ხოლმე? -მაგიდის თავში მჯდომმა მშვიდად განაცხადა ზუსტად იმ დროს ბათუ რომ გადიოდა- თან თვითონ დასდევს კი არ ურეკავს მიდის რომ მიაკითხოს...რას წარმოვიდგენდით არა?
-მამა!
-რა იყო მაქსიმე შენ არ გიკვირს?
-რა დიდი ბედნიერებაა შენ რომ გაგაკვირვე ბატონო მინისტრო ! -კბილებში გამოსცრა და ნაბიჯი რომ გადადგა დედამისის დამფრთხალი თვალები დაიანხა, წამსვე უკან დაიხია და გაიცინა- იფიქრეთ რომ თქვენმა გეგმამ გაჭრა, ისიამოვნეთ სანამ მოგეკითხებათ ცოდვებისთვის!
-ყველას მოგვეკითხება შვილო...გაგიმარჯოს- ღვინის ბოკალი ასწია და ისე შებრუნდა
-დედას შევეც**** - კედელს მიარტყა მუშტი და სწრაფად წავიდა. სოფიო რომ არ ყოფილიყო კი იცოდა რასაც გააკეთებდა,მაგრამ დედამისის თანდასწრებით არასდროს ეჩხუბებოდა ,არ ჰყვებოდ ამის პროვოკაციებს. მთელი გზა ნერვებმოშლილი იყო. სახლის კარი რომ გააღო მაშინვე გაიგო ბავშვის ტირილის ხმა რომელსაც კატოს სიტყვებიც თან დაერთო,მაშინვე მოეშვა და დალაგებული გამომეტყველებით წავიდა მისაღებისკენ
-ჩშშ პატარავ დედიკო მალე მოვა და გაჭმევს - ციცქნა გოგონა ჰყავდა გულზე მიწვენილი და ფრთხილად არწევდა .მეორემაც რომ დაიწყო ტირილი სახე ისე შეეცვალა ბათუს გული გაუჩერდა-არა რაა ორივეს როგორ დაგიჭერთ ერთად
-მე ავიყვან...ახლავე ორი წუთი მოიცადე და მე მოვალ. ამ სააბაზანოში ხო არაა ლიზიკო
-დათააა ..არა მანდ არ არის - გაღიმებულმა ახედა და ისევ ბავშვის დამშვიდება სცადა. ბაღათურიამ ხელები დაიბანა და უცებ დაბრუნდა-მოიცაა
-რა- გაშეშდა კაცი ისე უცებ დაუძახა
-იცი აყვანა? მერე რამე რომ ატკინო? კაცებს არ გეხერხებათ თან სულ პატარაა
-გამიხეთქე გული - უცებ გაიცინა და პატარა ბატონი ფრთხილად აიყვანა - როდის მიხვდები რომ შენმა ქმარმა ყველაფერი იცის და ძალიან გაგიმართლა ...
-მოვდივარ მოვქრივარ...აი აქ ვარ- კიბეზე ხალათით დაეშვა ელიზაბეტი რომ შევარდა ოთახში მერე უცებ დატრიალდა- ვერ მითხარი გოგო ბათუ თუ მოვიდაა? რო დავეშვი შიშველი?- უცებ შეიკრა ხალათი და ისე მიტრიალდა - გამარჯობა სიძე ...რა კარგად გიჭირავს ბავშვიი გიორგისაც ასწავლე თუ გიყვარვარ და პატივს მცემ რა იქნება- ეკატერინეს გამოართვა ბავშვი მერე დივანზე დაჯდა და ჩაახველა- უნდა ვაჭამო
-რა კომპლექსიანი ყოფილხარ ლიზიკო? არ გრცხვენია? ჩემთან ტო?
-ოჰ ოჰ აღადავდა ახლა !
-რას დაიტოვე ეს ჩემი ცოლი სახლში? მე არ მინდა ცოლი?
-მე დავიტოვე? თვითონ არ მშორდება ვერ დავრჩით ცოლ-ქმარი მარტოები
-ელიზაბეტ
-რა იყო გოგო რა გწყინს რაღაც ორი საათით მოდიხარ და მეხმარები
-გიორგი სად გყავს?
-შეხვედრაზეა
-ამ დროს რა შეხვედრა აქ?
-ნუ ხარ ბაღათურია საზიზღარი კაცი...რა გინდა?უნდა მაეჭვიანო? არ ვაპირებ, ყველა ვიცი ვისაც ხვდება ეგრე გავუშვებდი ახლა- გადაიკისკისა და ბაღათურიაც აიყოლა
-ორი გიჟი შეხვდა ერთმანეთს- ჩუმად ჩაიჩურჩულა ეკატერინემ და სამზარეულოსკენ წავიდა. მალე ბაღათურიაც უკან მიჰყვა,ბავშვი ისევ ხელში ჰყავდა
-მეც მინდა წვენი
-გული გამისკდა
-ხო წამოხვალ სახლში?
-წამოვალ აბა აქ ხო არ დავრჩები...შენ სახლში იქნები?
-ხო ... ამ დროს ისედაც სახლში არ ვიყავი?
-არა არ იყავი!
-გაბრაზებული ხარ?- თმა ყურს უკან გადაუწია და მერე თავი ააწევინა
-არა რას ამბობ როგორ გავბრაზდებოდი , როგორ მომენატრებოდი 8 დღეა შუაღამეს მოდიხარ სახლში და დილაადრიან მიდიხარ
-ხო როგორ მოგენატრებოდი მეც არ მომენატრე საერთოდ -თვალებში უყურებდა და იღიმოდა
-ხო არა? კარგია ე.ი თავისუფლად ვიქნებით ორივე
-მოდი აქ სად მიდიხარ- ხელი მოხვია მუცელზე და გააჩერა
-ოთახში
-კატუშა
-ბავში ერთი ხელით გიჭირავს
-მშვენივრად ეტევა მკლავზე - მის ტუჩებთან თქვა და აკოცა - საქმე რომ არ მქონოდა ხომ არ მოგანატრებდი თავს? - ნელა კოცნიდა ერისთავს და იღიმოდა
-არ ვიცი...
-როგორ არ იცი
-ჰეიი გვრიტებოოო ბავშვს პორნოს ნუ აყურებინებთ ბაბნიკი გაიზრდებააა...მომიყვანეთ ვაჭამო უნდააა- ელიზაბეტის კივილი გაიგეს და სიცილით დაბრუნდნე მისაღებში - უიმე რა იყო სიძეე ცოტა უკეთ ვერ ჩაბურჯღნე?
-რა ?
-უიმეე უიმეე არაფერი თქვენ არ იცით კაი ამან ასეთი სიტყვებია რ იცის და შენ? არ მოველოდი შენგან
-სულ გააფრინა მგონი
-სულ მაგას როგორ ამბობთ ,არ გბეზრდებათ?
-კი ძალიან მბეზრდება და არც ჭკვიანდები
-და რას ვკარგავ ასეთი რომ ვარ?
-დაკარგვას ნუ მიხსენებთ... წყალი მინდაა . ვახ ბათუუ შენ ხარ?- გიორგი შვეიდა ჩანთა დააგდო დივანზე და განადგურებული სახით დავარდა
-რა ხდება?
-დავიღალეე რა უნდა ხდებოდეს...ჩემი წერტილები როგორ არიან?
-ჭამენ და ძინავთ ისევ გიორგი
-ასე მიშლის ნერვებს მიშველეთ რამე
-ორი შვილი გავუჩინე და ახლა ვუშლი ნერვებს
-მერე ჩემი ბრალია? მე მეგონა ერთს ვაკეთებდი ეს მეორე საიდანღა მოიყვანე
-ხო ხარ ღირსი ახლა ორივე სხვისი იყოოოს
-ავადმყოფები არ არიან ახლა ესენი? ასე ჩხუბობენ სულ და მერე ბოლოს იცინიან . გამაფრენინებენ მალე- ეკატერინემ ბათუს აუხსნა სიტუაცია
-წავალთ ჩვენ გიორგი რადგან მოვიდა ... აბა მშვიდობიან კამათს გისურვებთ
-ნახვამდიის
-ხვალ მოვალ
-არ მოვა ხვალ... ვერ მოვა
-რატომ?
-მერე გეტყვი ... - ხელი მოხვია და წაიყვანა- რემონტი მალე უნდა დაიწყონ და ყველაფერი შესარჩევია რაც უფრო მალე დაასრულებენ მით უკეთესი. ავეჯიც შეარჩიე ბარემ რომ უცებ გადავიდნენ
-ეზო რომ იქნება მოსაწესრიგებელი?
-დავლაგდებით ნელ -ნელა იმ სახლში გაჩერება დიდხანს გაგვიგრძელდა
-რამე მოხდა?
-არაფერი !
-ანუ მიხეილთან იკამათე
-არა -მეთქი
-რატომ მეჩხუბები? არაფერს მეუბნები დ ავარაუდიც არ უნდა გამოვთქვა?
-არა იმ კაცზე არაფერი უნდა მითხრა როცა ვცდილობ კარგ ხასიათზე ვიყო!
-საერთოდ არ ვილაპარაკებ თუ გინდა,ჩუმად ყოფნა პრობლემას არ მიქმნის არანაირად! ყველაფერი არჩეული მაქვს მე , ამაღამვე გაჩვენებ რაც არ მოგეწონება და რაც დამატებით გენდომება მითხარი და ეს საქმე მოგვარებული იქნება. შეძენა დარჩება მხოლოდ
-არაჩვეულებრივია ! - უემოციოდ უთხრა სიჩქარეს უმატა და ცოტა ხანს დუმდა- როგორ დაასკვენი რომ შენი საუბრის მოსმენა არ მინდა?
-ტყუილია?
-მეკითხები?
-არ ვიცი...ზოგჯერ არც კი ვიცი რა ხდება ჩვენს თავს
-გაიგებ ,დროის ამბავია
-ასეთი მშიდი რომ ხარ მიკვირს
-შენ და სიმშვიდე გიკვირს?
-დიახ
-მიყვარს რომ გაკვირვებ - ოდნავ გაიღიმა და გადახედა- ვახშამზე რომ დაგპატიჟო ხომ არ შეიცხადებ ფორმაში არ ვარო?
-მპატიჟებ?
-დიახ - ზუსტად იმ ტონით უთხრა როგორც კატო ამბობს ხოლმე
-წავიდეთ ..თუმცა უკვე მიდიხარ და ისე უბრალოდ მკითხე
-რომ გეთქვა უარი მოვაბრუნებდი და სახლში წაგიყვანდი
-დარწმუნებული ვარ ასე იქნებოდა-გაიცინა და გზას გახედა. მალე გააჩერა რესტორანთან მანქანა ბატონმა ბაღათურიამ. ეკატერინეს მანქანის კარი გაუღო და ხელიც გაუწოდა. შენობაში რომ შევიდნენ და უკვე დაჯავშნილი მაგიდისკენ გაუძღვათ მენეჯერი კატოს ნამდვილად გაუკვირდა. მაგიდასთან რომ დასხნდნენ და შეკვეთა მისცეს შემდეგ დაარღვია დუმილი-არ არის საჭირო ყოველი დაკარგვის შემდეგ რამე ამაღელვებელი მოიფიქრო ... უბრალოდ დროულად მოდი ჩემთან ,თუმცა დიდი ხანია მარტო არ ვყოფილვართ და კარგი გადაწყვეტილება მიგიღია-გულწრფელად უთხრა გაუღიმა და გაინაბა ბაღათურიამ თავისი მწვანე სფეროები რომ მიანათა, თავი ქვემოთ ჰქონდა დაწეული და ქვემოდან უყურებდა ისე როგორც უყვარდა კატუსას-მართალი იყავი
-რომელ კონკრეტულზე ამბობ?
-ასე რომ მიყურებ მიყვარს ...და ახლა რომ ჩაიცინებ აი ეგეც მიყვარს... მერე ტუჩზე რომ იკბენ ეგ ტუჩიც მიყვარს და ვეჭვიანობ
-ეჭვიანობ?- სკამის ზურგს მიეყრდნო და გაიცინა - ერთი კვირა რომ დავიკარგე იმაზე?
-ერთი კვირა არა 8 დღე ! რა სისულელეა მაგაზე რატომ უნდა ვიეჭვიანო ...ტუჩებს რომ კბენ იმიტომ ვეჭვიანობ
-რა თავდაჯერებული ხარ, ანუ გგონია რომ არ გიღალატებ ? მე ხომ გარყვნილი , ველური და უზრდელი კაცი ვარ კიდე მეუბნებოდი რაღაცებს აღარ მახსოვს ახლა
-შენ ხარ იმდენად საკუთარ თავზე შეყავრებული რომ თავს არ გაიმეტებ მოღალატის სინდისი ქენჯნისთვის , არც იმისთვის შეიწუხებ თავს რომ სრულიად უმიზეზოდ მიღალატო და მერე ტყუილები მოიფიქრო ზედმეტად თავმოყვარე ხარ ამისთვის ..ამდენს რატომ ვსწაუბრობთ?
-მე რა შუაში ვარ თავად დაიწყე ...მშია
-მე არა,მაგრამ ერთ ჭიქა თეთრ ღვინოს დავლევ
-მგონი თვითონ მფლობელი მოგვიტანს ღვინოს- ბაღათურიამ ჩაილაპარაკა და მათკენ მიმავალ ერეკლეს შეხედა- ისევ ვერ ვრჩებით მარტო ! სადმე უნდა გადაგმალო
-საღამომშვიდობისა ... ხელს არ შეგიშლით ნუ მიყურებ ასე . უბრალოდ მიუსალმებლად ხომ არ გავივლიდი
-არასდროს მოდიხარ აქეთ და ახლა რამ გადაგაწყვეტინა
-საქმე მქონდა...მესტუმრე ხვალ
-მოგვესალმე უკვე წადი ახლა
-თუ გაპატიო
-ღმერთო - თვალები აატრიალა ბათუმ და მიმავალ ერეკლეს თვალი მოაშორა
-როგორ გააგდე ,რა ცუდი კაცი ხარ .მოგვესალმა უბრალოდ
-ვიცი მე მაგის მოგვესალმა...რა საქმე ჰქონდა ნეტავ
-ისევ სხვებზე უნდა ვისაუბროთ?
-საუბარი არ გვჭირდება - ჩაიცინა და მაგიდაზე იმ წამს დადგმული ბოთლი გახსნა. მიმტანი კერძებს ალაგებდა , თავად ღვინო დაასხა ჭიქებში და ეკატერინეს ჭიქას თავისი მიადო- მე და შენ გაგვიმარჯოს მეუღლევ, ადეკვატური აზროვნების უნარი შეგვრჩენოდეს ცხოვრების ბოლომდე რათა ყოველი საკამათო სიტუაციის დროს ჭკვიანურად მოვაგვაროთ პრობლემა !
-გაგვიმარჯოს
მთელი საღამო ერთად გაატარეს, ისაუბრეს. იცეკვეს, რამდენიმე ჭიქა ღვინო დააგემოვნეს და შემდეგ დაბრუნდნენ შინ.
-გაჩვენო როგორი იქნება ჩვენი სახლი?- ღიმილით ჰკითხა ბათუს
-ვგიჟდები ასე რომ ხარ
-როგორ ?
-საყავრელი პატარა ბაშვივით ლაღი და ბედნიერი ,თვალებში ჭინკები რომ გიხტის- ხელი მოხვია და ყვრიმალზე აკოცა თვალთან ახლოს -გამოვიცვლი და მაჩვენე -მოწყვეტით აკოცა ტუჩებში და სააბაზანოში შევიდა.
საწოლის თავს იყო მიყრდნობილი და ყველა ოთახს სათითაოდ უხატავდა. ტიტინებდა პატარა ბავშვივით და ბაღათურიაც ჩართული ჰყავდა საქმეში. რამდენიმე ოთახი საერთოდ შეცვალეს, იატაკიც ჭერიც და ყველა დეტალიც ,რადგან ბათუს არ მოსწონდა,მაგრამ ძირითადად მაინც იგივე დარჩა ყველაფერი. შემდეგ შუქი ჩააქრო ქმარს ჩაეხუტა და მშიდად დაიძინა.
....
ერეკლეს მშვიდად ეძინა ვიღაცამ ბალიში რომ დაარტყა თავში . უცებ წამოვარდა გინებით და მოხარხარე ბაღათურია რომ დაინახა სულ გადაირია
-ამის დედას შევ**** სულ შევიშალე მგონი
-ვის აგინებ შე საცოდაო აეგდე ახლა დროზე და გამოეთრიე არ მინდა ახლა სიზმარში ნაანხი ბარბარეს მერე გაღვიძებული შენი „სახის“ ყურება - მშვიდად განუცხადა სიგარეტს მოუკიდა და ისე გავიდა
-რა გინდა აქ შენ ...რომელი საათია - თმაარეული სპორტული შარვლით და მაისურით დაადგა თავზე და სავარძელში ჩაესვენა -მეც მინდოდა ყავა
-შენ ქალიც გინდა ,მაგრამ მე ვერ მოგცემ
-ამ დილაადრიან რატომ ხარ ასეთ გარყვნილ გუნებაზე? დიდი ხანია სექ* არ გქონია?
-შენ დიდი ხანია არ მოგხვედრია ჩემი მუჭი?
-მაგისთვის მოხვედი?
-არა იმისთვის მოვედი რომ გითხრა როგორ დაგენძრევა ჩემი მოტყუებისთვის
-კაი არ გამაგიჟო ეგ უნდა მასწავლო?
-ფუუ შენიი - უმისამართოდ შეიკურთხა ისევ ბაღათურია და სავარძლიდან წმაოდგომის საშუალება არ მისცა დადვანს. ხელი მიარტყა გულმკერდზე და სავარძელს მიაჭედა- ამოთქვი ახლა რა გეგმა გაქვს და როგორ მოახერხე რო მაჭამე შე სირ* ჩემი მოტყუება როგორ მაოხერხე?
-რაზე ამბობ?
-თავს ნუ ისულელებ ბიჭო !
-ვისულელებ? რაღაც მომიტყუებია შენთვის და კიდე მე ვარ სულელი?
-ოხ როგორი დიდი სიამოვნებით აგახევდი მაგ კმაყოფილ სახეს ტასო რო არ მიყვარდეს ,მიგინგრევდი თავ-ყბას ! არა როგორ დავიჯერე რო ასე უბრალოდ ადგებოდი გაეყრებოდი და იტყოდი მორჩა გადავიყვარებო, ვინ შენ? ამდენი წლის მერე? გამორიცხული იყო და როგორ დამაჯერე შე ჩემისა შენა
-რაღაც გაუგებრად მელაპარაკები და ვერაფერი გავიგე- ბათუს ფინჯანი აიღო და ყავა მოსვა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ისე ახედა ბაღათურიას
_შენს ტურტყლიან ტუჩებს ნუ ადებ ფინჯანს ! ფუიი ახლა სხვა უნდა გავაკეთო! აღიარე მაინც რო მომატყუე და რაღაც დამპლური გეგმა გაქვს მაგ ჩერჩეტ ტვინშ მე რო დამონებული მეგონა და თურმე გამოუღვიძია ბოლოს . დარწმუნებული ვარ ისვე მე ვიმოქმედე
-შე თავკერძა იდიიოტო . შენ რა იმოქმედე, დაგავიწყდა ვინ ვარ როგორც ჩანს
-ვინ ხარ და ბარბარეს მონა!
-თუ გამოგიქანე ახლა ეს სავარძელი შავებს ჩავაცმევ ეკატერინეს!
-მოკეტე ახლა და მომიყევი ყველაფერი რა როგორ რანაირად
-მოხარშული წაბლიც მაქ და მოგიტან არ გინდა?
-იდი ნა ხ** მომიყევითქო ბიჭო სანამ ჩემით გეტყვი ყველაფერს
-დიდი ხანი ფიქრობდი? მაინტერესებს რამდენ ხანში ამომხსენი ბათუჯან
-არაა სულ რაღაც ორი წუთი
-ხოო და მე თითქმის ნახევარი წელია განვქორწინდი ,აქამდე სად იყავი
- ხო ვაღიარე რომ მეც კი დამაყ*** ვაღიარე არა? ვაღიარე და ამოთქვი ახლა რას მტანჯავ.მიდი დამამშვიდე რომ იაფფასიანი ხრიკით, როგორიცაა ქალის ეჭვიანობა არ ცდილობ ბარბარეს გაგიჟებას
-ბარბარე უკვე გიჟია მაგას რატო უნდა ვცდილობდე?-სავარძელში ჩაეშვა, სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია და ჭერზე არსებულ ერთ წერტილს მიაპყრო მზერა
-ნახეთ რა არა ნახეთ კიდე რო იშტერებს თავს
-მაინც ვერ ვიგებ რა გინდა ბათუ
-რამე მითხარი თორე მიგახრჩობ ახლა
-ბავშვების სანახავად მინდა გიორგისთან მისვლა ტასოსთან ერთად..აი ხომ გითხარი .წადი ახლა მიუწექი ცოლს გვერდით და მაცადე მე დაძინება!
-ლუკა დავინახე გუშინ რესტორანში
-კარგი რესტორანი მაქვს ბევრი ვინმე დადის
-ხოო? შენ კაბინეტში დადიან ხოლმე?
-აი თურმე როგორ მოხვედი გონს
-მაინც ვერ ვხსნი რა ადამიანები ხართ, მთელი 6 წელი როგორ შეიძლება დაკარგო ტყუილად არ მესმის და ახლაც მოთმინების უნარს როგორ იჩენ და კიდევ შენ როგორ იბრძვი ბარბარეს დასაბრუნებლად
-არაფერსაც არ ვიბრძვი, საერთოდ არაფერს ვაკეთებ.ლუკა თვითონ მოვიდა გუშინ ჩემთან და საერთოდ არ გვისაუბრია ბარბარეზე, ჭკვიანი ბიჭია და მიხვდა იმ არანორმალურს მე რომ ვუყვარვარ, თანაც არ უყვარს ბარბარე
-როგორ მიყვარს მოთმინებას რომ კარგავ ღრიალებ გაბრაზებული და იმას მეუბნები რისი მოსმენაც მინდა- მშვიდი იყო ერეკლე კი უკვე გამოიყვანა მწყობრიდან
-რა ...რომ ვიცოდი არ იცოდი?
-როდის გითქვამს რომ იცოდი...ეს მე ვიცოდი რომ უყვარდი!
-უნდა მეთქვა?
-არა ახლა ის უნდა მითხრა მაშოს რას უპირებ
-მაშო სრულიად დაუგეგმავად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და საერთოდ არ ვაპირებ მის გამოყენებას იმ არანორმალურმა რომ იეჭვიანოს , საერთოდ არც ეჭვიანობს.მისთვის ეჭვიანობა გადალახული თემაა უკვე
-ჰგონია რომ გადაიყვარე და ამაში ეხმარება მაშოს შენს ცხოვრებაში არსებობა
-სანამ მაშო გამოჩნდებოდა მანამდე ეგონა რომ გადავიყვარე და საერთოდ ნუ მალაპარაკებ რა! მიხვდი რას ვაპირებ,რა მინდა და რას გავაკეთებ
-ვერ ვხვდები იმიტომ რომ მაინც იდიიოტი ხარ ჩემგან განსხვავებით. ეგღა მაკლია ვიცოდე ეკატერინეს ვუყვარვარ და ამდენი წელი მასთან ომში გავატარო
-ეკატერინეს და ბარბარეს ნუ ადარებ
-მართალია ჩემი ცოლი გონიერი,ჭკვიანი და ზრდასრული ქალია შენი კიდე ჭკვიანია ყველაფერში ცხოვრების არაფერი გაეგება თორემ რიცხვებში იცოცხლე ბადალი არ ჰყავს.ნერვებს მიშლი უკვე რა შედარებებს ვაკეთებ .მ ილიონი საქმე მაქვს...წავედი
-მადლობა ღმერთს მიდიხარ...მეც უნდა მოვემზადო
-რისთვსი
-მაშო უნდა მოვიდეს და ასე ვერ დავხვდები
-აბა შარვალ-კოსტუმს იცვამ?
-არა პიჟამათი უნდა დავხვდე, ამასაც გავიხდი და ნერწყვებს ვაყლაპინებ და გავერთობი მე ხო პატარა ბიჭი ვარ
-არ მიკადრებია ერეკლე!
-გააჯ** რააა
-თუ დაგპატიჟო ჩვენს სახლში აგერ ნახავ
-მოიცა ასრულებთ უკვე?
-რემონტს ვიწყებთ... ისე უნდა გავაკეთო რომ სამ თვეში გადავიდე ,მაქსიმუმ !
-ასე მალე რას გააკეთებენ
-იმდენი ხალხი გააკეთებ დაასრულებენ !
-მოსალოცად გქონია საქმე
-რომ გადავალ მერე მომილოცე !
ბაღათურიას წასვლის შემდეგ მოწესრიგდა და სამსახურში გავიდა. საღამომდე იქ იყო,რადგან მაშენკამ უარი გაანცხადა შეხვერაზე. ქალაქიდან გავდივარ და ვერ მოვახერხებ მოსვლასო.
გვიანი იყო უკვე, სახლში ბნელოდა დადვანი იჯდა სავარძელში და თითებს მუხლზე ათამაშებდა. მანქანის ხმა გაიგო, რამდნეიმე წამში კარის ხმაც გაისმა, გასაღების ჩხარუნიც კი ისმოდა სახლში ისეთი სიჩუმე იყო
-კუსააა ორი საათია მელაპარაკები...სანამ სახლში მოვედი მთელი გზა და ახლაც აგრძელეებ დავიღალე უკვეე! ერეკლეზე სულ შენ მელაპარაკები ვერ გავიგე მე მიყვარს თუ შენ...მერე რა რომ მეუბნები შეეშვიო . მაინც შენ მახსენებ...რას ნიშნავს მე არ გელაპარაკები ვაიმე ათასი საქმე მაქ სულ როგორ ვილაპ...აუუ თუ დამაცადო რა წიკვინა შენ! ხო იცი რო მეც ძაან ძაან მიყვარხარ....დამპალოოოო შენ ჩემი და ხარ სხვა როგორ მეყვარება შენზე მეტად ფუუ გველო - ჯუჯღუნებდა და ისე მიდიოდა . მობილურს ლოყით იჭერდა.ხელში ჩანთა და პარკები ეჭირა-მაცადე ახლა მშია ძალიან,სამსახურში ვაგდივარ მთელი დღეა-თქო ხომ გითხარი მაცივარი ცარიელი მაქვს და ათასი რამე ვიყიდე აუუუ მშიააა ... მე რას შემჭამ გოგო ..აუუ კუსაა შემეშვი რა - კარი საჯდომით შეაღო მერე მხრით აანთო შუქი და ერეკლე რომ დაინახა კივილით დაყარა პარკები .მობილურიც და ასე კიოდა ორ წუთს მერე გაჩერდა და პირზე ხელ აფარებული უყურებდა
-ერეკლე ეეე
-ასე თუ შეგეშინდებოდა ვერ ვიფიქრებდი ...უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ გეტყობა როცა მატყუებ , ყოველთვის გეტყობოდა. მიუახლოვდა და ხელი ჩაკიდა- დაჯექი არ წაიქცე. გარეთ ციოდა და იმიტომ შემოვედი ,იმედია არ მიჩივლებ !
-აქ რა გინდა შენ?
-დალაპარაკება!
-ხვალ დაგელაპარაკებოდი
-არ დამელაპარაკებოდი
-კი დაგელაპარაკებოდი
-მაშოოო იცი რისი თქმაც მინდა და იმიტომ არ მომისმენდი !
-ახლა ხომ მოგისმენ რას ამბობ... გული გამიხეთქე გაიწიე იქეთ - სახე დამანჭა და პარკიდან კოლა ამოაძვრინა გახსნა და მიიყუდა- ისე რო ცუდად მხდი არ გყოფნიდა? ცუდად ვარ ..>შენ ჩემს გულს ერჩი ხო?- მკერდზე ხელი მიიჭირა და ღრმად ამოისუნთქა
-გეყოფა რაა ნუ ადრამატიზებ.
-მანქანაში დაგეცადა...საერთოდ სად გყავს მანქანა
-ეზოში ხო არ შემოვიყვანდი
-ეზოში ხო არ შემოვიყვანდი
-კუსას ისევ არ ვევასები?
-ან ევასები...რას გაუგებ ჩემს დას. შეიძლება ესენი მივალაგო თუ გეჩქარება
-არ მეჩქარება
-კარგი მალე მოვალ - ოთახებს შორის დაფუსფუსებდა, მალე ყველაფერი გაანათა . კომფორტულად მოეწყო და თვალი გაუსწორა -შეგვიძლია მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას
-ბევრს არაფერს გეტყვი
-დარწმუნებული ვარ !
-დამაცდი?
-არა ვერ დაგაცდი იმიტომ რომ ისედაც ვიცი რაც უნდა მითხრა და ისიც ვიცი რას გიპასუხებ რომ იცი და ვერ ვხვდები რატომ ვსაუბრობთ
- კარგი რა მაშო! აუცილებლად ჩემ მდგომარეობაშ უნდა იყო? სიგიჟემდე უნდა შეგიყვარდე მართლა და მთელი ცხოვრება გაიუბედურო? რატომ რის გამო ,როცა ახლა არ გიყვარვარ რატომ აიძულებ საკუთარ თავს რომ უფრო ახლოს იყო ჩემთან და საკუთარ თავს ფუჭი იმედები მისცე, ხომ იცი როგორ მიყვარხარ და არ მინდა რომ უბედური იყო , არაჩვეულებრივი გოგო ხარ და იმსახურებ ბედნიერებას.
-მეზიზღება ეს გაზეპირებული სიტყვები ყველამ ერთნაირი გამოსვლები რატომ იცით? რაა გაუგებარი იმაში რომ მინდა შენთან ვიყო თუნდაც უბრალოდ მეგობარივით,ნაცნობივით უბრალოდ ვიყო! თუნდაც ისე იყოს როგორც ამბობ და შენით უბრალოდ გატაცებული ვიყო და ეს არ იყოს ის სიყვარული რომლის დავიწყებაც არ შეიძლება ...სხვა არავინ შემიყვარდება.აქ არც არავინ მყავს ისეთი ვისთან ყოფნაც მინდა შენ კიდე თავიდან მიშორებ! რა ხშირად მე ვარ შენთან. ასე მოგაბეზრე თავი?
-ღმერთო რამე დაგიშავე? არა მე რომ მიყვარდა თავდავიწყებით ეს ხო საცოდაობა იყო და ახლა ამას უნდა ვუყურო? ნეტა შენი თავი დაგანახა როგორ მიყურებ
-როგორ გიყურებ ?
-ხუთი წლის ბავშივით რომელსაც კამფეტს უმალავენ და ირწმუნება რომ მხოლოდ ორი ცალი ჭამა!
-შენ უფრო შოკოლადი
-საშინელი გოგო ხარ
-რატომ ვარ საშინელი გოგო...ხომ არ ვძალადობ შენზე? მოვალ ხოლმე,გესტუმრები ვილაპარაკოთ და წამოვალ მერე ისევ
-უბრალოდ ჩამოხვედი იქ და კლინიკაში ათენებდი ხო?
-რატო მიხსენებ წარსულს? რა წესია? ეგ ჩავლილი ამბავია უკვე!
-რამდენჯერ გითხარი წადი-თქო და ვერ მოგიშორე
-აა და გეშინია რომ საერთოდ ვერ მომიშორებ? გულს მტკენ !
-არა შენ არ იცი გულისტკენა რა არის და ბოლოს ჩემდაუნებურად გატკენ მართლა მაგ გულს და გავაკეთებ იმას რაც თავადაც გამანადგურებს
-კარგი ვნახოთ...დრო გვიჩვენებს ყველაფერს!
-დრო არაფერს გვიჩვენებს ,რადგან მე სულ იგივე ვიქნები და არაფერი შეიცვლება
-მერე გიკვირს რატომ გეჩხუბებოდა ბარბარე, შეუგნებელ ხარ ნუუუ . ვიცი რომ არ გიყვარვარ და არც შეგიყვარდები რადგან გიყვარს უკვე ბარბარე ,ბარბარე რომ არ გიყვარდა მე მაშინაც მიყვარდი და შესაყვარებელი რომ ვყოფილიყავი შენი გულისთვის მაშინაც არაფერი შეგიშლიდა ხელს ... - ერთი ამოსუნთქვით თქვა და მერე ღრმად ამოისუნთქა-უუჰ რა უცებ ვთქვი ფილტვები ამტკივდა- ახლა არ დამიწყო ჯუჯღუნი...არ შეგიძლა შენ ეს ბოროტი გამოსვლები ზედმეტად კარგი კაცი ხარ ხოდა უპირატესობა ჩემკენაა ...როგორც გინდა ისე მიიღე ჩათვალე რომ „გეტენები“
-სულ ტყუილად ვფიქრობდი რომ რამეს შეგაგნებინებდი...შტერები ვართ ეს შეყვარებული ხალხი
-გამომიყვანა ახლა უცებ შტერი...რატო ვარ შტერი? გემოვნება არ მაქვს თუ რა
-უკაცრავად?
-ცუდად არ გაიგო მართალია მე უფრო ლამაზი ვარ, სექსუალური და ყველა გიჟდება ჩემზე ,მაგრამ შენი ექს მეუღლეც არაა ცუდი გოგო. უბრალოდ გამუდმებული კამათი და ჩხუბი აბერებს ...გინდა დავლიოთ? კარგი შოტლანიური ვისკი მაქვს
-ცოლს მილანძღავ,თავს იქებ და ახლა გინდა ვისკით გამომათრო შენს სახლში? არაა გმადლობ
-საკუთარი თავის იმედი თუ არ გაქვს მე რა შუაში ვარ
-რა დიდი სიამოვნებით გცემდი ახლა ქალი რომ არ იყო
-ქალი რომ არ ვიყო და თან ასეთი ქალი არც მოგინდებოდა ჩემი ცემა, დაჯდებოდი და დალევდი ჩემთან ერთად
-რამდენჯერაც ჩემი სურვილი მოგაწვება იმდენჯერ თუ დალევ გალოთდდები და მინიმუმ ღვიძლი აგტკივდება
-რა დამპალი კაცი ხარ ნუუუ
-ვიცი ნუუუ
-ფუიი ეშმაკოო - ბალიში გაუქანა და პირდაპირ მუცელზე მიარტყა- მიზანი რო არ გექნება რაა მანდ რას გაიგებდი ფოლადივით პრესი გექნება დარწმუნებული ვარ
-მე წავალ სანამ ფანტაზიებს გაშლი და ბოლომდე გამხდი
-ყველა შენნაირი ნუ გგონია?
-რა მე გხდი თვალებით?
-არაა გენაცვალე ჩემი თვალებით გახდა რომ გინდოდეს მაგაზე უარს გეტყოდი? აშკარაა სხვა გეუბნებოდა უარს. შენი ცოლი ვყოფილიყავი და
-ოცნებას ნუ მიეცემი! იმედია დიდხანს არ მოგენატრები და არ შემომივარდები სახლში!
-ნუ ვნახოთ რამდენ ხანს დარჩება შენი სუნი ჩემთან სახლში
-სუნამოს გამოგიგზავნი ასე მარტივად თუა საქმე
-წადი თუ მიდიხარ რას დაეყუდე მანდ . ან რო მოხვედი რა გააკეთე
-მეგონა გონება გქონდა შერჩენილი ,მაგრამ გვიანი ყოფილა!
-ანუ აღიარებ რომ მიყვარხარ?
-არა არ ვაღიარებ, იმიტომ რომ ცოტათი გიყვარვარ და ბევრად გევასები!
-ასე ამთავრებ ამ დიალოგს?- გაიღიმა ,სიმწრის ღიმილი უფრო იყო -კარგად!
დადვანი იმედგაცრუებული წავიდა, იმედი ჰქონდა რომ რამეს შეასმენდა ,მაგრამ მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა მასთან საუბარს. აშკარად სხვა რამე უნდა მოეფიქრებინა.
............
-დათა მიშველე -კაბინეტში იჯდა კატომ რომ დაურეკა შეწუხებული ხმით
-რა ხდება ეკატერინე სად ხარ ... ცუდად ხარ?
-სახლში ვარ ჩვენთან ელიზაბეტმა ბავშვები მომიყვანა და გავარდა მიშველეე რააა - მაშინ მიხვდა რომ უკვე მანქანისკენ გარბოდა და გაჩერდა
-შენ რა მაგიტომ მირეკავ ასეთი ხმით?
-დათაა არ მოხვალ?
-სამსახურში ვარ!
-დათააააა
-საქმე მაქვს ეკატერინე
-სახლში გააკეთე გთხოვ,რასაც გინდა იმას გავაკეთებ ოღონდ ახლა მიშველე
-მოვდივარ ხოო კარგი...რამე წამოვიღო?
-იჩქარე !

სახლში რომ შევიდა ორი პატარა წინ ჰყავდა დასმული და სათამაშოებით ართობდა. თან დახოხავდნენ და იჭერდა რომ არ გადავარდნილიყვნენ . ბათუმ მაშინვე აიყვანა ერთ-ერთი და დივანზე დაჯდა
-მოხვედი? მადლობა ღმერთს... გამაგიჟა იმ გოგომ ან მოსვლა რა იყო ან წასვლა. ორი წუთის მოსული ვიყავი სახლში
-სად წავიდა
-ვერ ვურეკავ...მომწერა გიორგის სიურპრიზს ვუწყობ და გვიან მოვალთო . მაგის გვიან იქნება ბავშვები დაძინებულები რომ იქნებიან უკვე
-მთელი ეს დრო ჩვენ უნდა გვყავდეს?
-ხოოო
-ათასი საქმე მაქვს... ერთი ძიძა რა გახდა ! ლიზიკოა მეორე რა როგორ მიღოღავს ნახე სად მიღოღავ გოგო გამაგებინე ერთი რა-ბავშვი რომ აფართხალდა და გაცოცება სცადა მაშინვე მოახდინა რეაგირება -ასე უცებ როგორ დაიწყეს ამათ ცელქობა?
-ნახევარ საათში უნდა ვაჭამო და წამოიყვანე ორივე -მეორე ბავშვიც ხელებში მიაჩეჩა და წავიდა. სანამ მოამზადა ორივემ იტირა,იყვირა, იწივლა. მერ ეიცინა და ზუსტად ერთნაირი მოქმედებები აკეთა . შემდეგ ჭამა დაიწყეს და ორივემ დაცალა თავისი ბოთლი. მერე კი ღუღუნებდნენ მშვიდად. ეკატერინე ეთამაშებოდა ბათუ იქვე იჯდა ლეპტოპთან და თან სამსახურიდან წამოღებულ საბუთებში იქექებოდა.
-დათაა
-ჰოო
-ჩანთა მომაწოდე გთხოოვ- ბავშვს საფენი გამოუცვალა ,მერე ხელში აიყვანა და ლოყები დაუკოცნა
ბაღათურია ცოტა ხანს უყურებდა,მერე ისევ საქმეში ჩაეფლო. დაახლოებით ის მომენტი იყო ცალი ხელით ბავშვს რომ არწევდა და მეორეში დოკუმენტები ეჭირა ,კითხულობდა ხელს აწერდა და მომდევნოზე გადადიოდა.
ორივე რომ მიწვა დივანზე და მძინარე ბავშვებს გადახედეს მაშინ შევარდა ქალბატონი ელიზაბეტი
-მოვედიიი ... უიი დააძინეთ უკვე? ოქროები ხააართ თქვენს პირველ შვილს მეც დავიტოვებ ხოლმე,იმედია ტყუპები არ გეყოლებათ პირველივეზე . მომეხმარე ახლა ...გიორგიი
-მოვდივარ... გმადლობთ დახმარებისთვის
-ვაიმეეე ძალა აღარ მაქვს აქ დავიძინოთ- წამოწვა და ბაღათურიას მიეხუტა. ორ წუთში იგრძNო რომ საყრდენი გამოეცალა და მის მკლავებში აღმოჩნდა . თან სახეზე ცხელი ტუჩები ეხებოდნენ
-ვიღაც გოგოს ბავშვი უნდოდა ... ამას გაუძლებ შენ ყოველ დღე?
-სულ არ მომეხმარეე დათააა
-როგორ არ მოგეხმარე უმადურო ქალო
-რა მომართვაა?
-როგორ მეუბნები არ მომეხმარეო
-კარგი ხოო მომეხმარე,მაგრამ ისინი ტყუპები არიან
-და იქნებ შენც ტყუპები გეყოლოს პირველივე?
-შენცო რომ მეუბნები ნეტავ სხვისგან მეყოლება? - წარბები შეკრა და ისე დადგა იატაკზე -რას აკეთებ?
-გხდი...- ჯერ ზედა გადააძრო.შემდეგ შარვალი და მერე თვითონაც გაიხადა- მე შხაპის თავი არ მაქ შენ?
-არც მე ...ჩამაცვი რა პიჟამაა - თავი გადასწია გვერდზე და ხელები გაშალა.
-ცოლი მაკვდება ხელში -ამოიბურტყუნა და სწრაფად აიღო პენუარი . ლიფი მოაშორა მკერდს მაინც ვერ უყურა გულგრილად თითებით მოეფერა ერთიც აკოცა და მერე უცებ გადააცვა პენუარი. ფრატუნით მივიდა საწოლამდე კატო ზედ აძვრა ბალიშზე დაეცა და თვალებიც არ გაუხელია ისე მოქაჩა ბაღათურია თავისკენ
-ხვალ ლექციები გაქვს?
-შაბათია ხვალ დათააა
-დამავიწყდა ...მე სამსახურში ვარ .ადრე უნდა წავიდე და იცოდე რომ არ დაგხვდები ხვალ სახლში
-მაკოცე წასვლამდე - ამოიჩურჩულა და ტუჩები წინ გამოსწია
-გაკოცებ - გაიცინა და ამჯერადაც აკოცა ტუჩებში.მერე ხელი მოხვია და ისე ეფერებოდა თმაზე. კატოს კი მშვიდად ეძინა,მაგრამ ბაღათურიას თვალი არ მოუხუჭავს, როგორც კი დაეძინა კატოს ისევ ადგა, ყავა მოიდუღა და დივანზე საბუთები გაშალა. ლეპტოპი მუხლებზე ედო და ისევ რაღაცას ჩაჰკირკიტებდა. დილას წასვალმდე აკოცა ცოლს და მანამ გავიდა სახლიდან სანამ ვინმე გაიღვიძებდა.
უკვე გაზაფხული იყო, ცივი ზამთარი როგორღაც გაატარეს ბაღათურიების სახლში, სახლის რემონტი იმაზე დიდხანს გაგრძელდა ვიდრე გეგმავდნენ. ბაღათურიას სამსახურში ყველაფერი არეული ჰქონდა, ეკატერინესთან კი ყველაფერი კარგად იყო სამსახურში და მთლიანად ბაღათურიაზე იყო გადართული. მართალია ასე ნათლად არ გამოხატავდა,მაგრამ სულ იმაზე ეფიქრებოდა თუ რა ხდებოდა მის სამსახურში და რატომ იყო ასეთი გაღიზიანებული.
-ეკუუშ...კატუშიიი კატუსეეებიიი
-აუუ ნუ მეძახი ასეეე - ბალიში ხელიტ იპოვა და ჩაარტყა ბაღათურიას
-აბა ისე მიჭერ მახრჩობ და მე ვერ შეგახსენებ რომ დღეს ჩვენს სახლში გადავდივართ
-უკაცრავად სად გადავდივართ? ასე რატომ მეუბნები ყველაფერს რა უბედურებაა რა არის დილაუთენია მაჯახებ ხოლმე . უკვე გადავდივართ? მთელი ეზო მასალებითაა სავსე აუუუ ბათუუ
-დღეს გადავდივართ... ბარგის ჩალაგებაში და ამოლაგებაში შემიძლია დაგეხმარო. ჩვენც მივალთ და ავეჯსაც მოიტანენ. იმათაც დავალაგებთ დღეს. თანვე ეტყვი სად რა გინდა იქნებ გადაიფიქრო მე რა ვიცი . წელს ვერ მოვიწყვეტ ახლა დივნების ხოხიალით
-როგორ იცი უცებ მომაყრი გააზრებას არ მაცლი და დამარბენინებ წინ და უკან ! იცოდე მომეხმარბეი ყველაფერში , ვაიმეე გადავდივართ ?
-არ დაეცე გოგო ფრთხილად
-ვინაა შენი გოგო ქალი მალე 29 წლის ვხვდები მოიცაა როგორ?
-რა როგორ ...როგორ გაჩნდი? დედაშენს და მამაშენს ჰკითხე
-დაბადებისდღე ხვალ მაქვს ანუ ხვალ ჩემ დაბადებისდღეს ჩვენს, ჩემ და შენ სახლში შევხვდებით?
-ლოგიკის დედოფალი მყავს ცოლად...
-აუუ ბათუუ
-აუუ დათაა უნდა გეთქვა მიდი თავიდან დაიწყეე - ხელი მოხვია მისკენ მიმავალს და ჰაერში ასწია
-აუუ დათააა განგებ აკეთებ ხო?
-რას ვაკეთებ განგებ?
-აიი იმას ჩვენს სახლში რომ ვიქნებით ჩემს დაბადებისდღეზე
-რომ მეკეკლუცები მგონია მკერავ..მაბავ და გინდა რომ საწოლში შემიტყუო ისევ
-სააბაზანოც გამოგვადგება...ორი კურდღელი ერთად- ხელები ყელზე მოხვია და ფეხები აათამაშა. ბაღათურიას წელზე ჰქონდა ხელები მოხვეული და ისე ეჭირა
ისე ჩაალაგეს ყველაფერი , არავის გაუგია. ჩემოდნები რომ გაიტანეს სოფიო შემთხვევით შეეჩეხათ. ბათუ მაშინვე გაჩერდა
-დედაა ისტერიკა არ დაიწყო გთხოოვ...სახლი მზადაა და გადავდივართ - გაუღიმა ქალს და ლოყაზე აკოცა- აღარ შემიძლია აქ ხომ იცი
-კი მაგრამ,ჯერ ხომ ყველაფერი არეული იქნება... რამდნეიმე დღე მოგეცადათ ასეთ სახლში გადაგყავს ეს გოგო? ცოდოაა
-ცოლი თანახმაა და შენ მიმხედრებ დედიკო?
-დათო კარგი რაა როგორ იქცევი? შენ არ გეუბნება უარს ...რა საჭიროა გაქცევა? მიხეილი სულ არ გხვდება სახლში და მე და მაქსიმე რას გიშავებთ?
-დედა ასე ნუ მეუბნები რა გთხოვ ... რატომ გწყინს დედიკო? თავიდანვე არ გითხრაი როგორც კი რემონტი დასრულდება გადავალ-თქო?
-ხო მაგრამ რა დასრულებული ისაა ყველაფეირ არეული ქინება..დასაწმენდი და მოსაწესრიგებელი
-დამლაგებლების ჯგუფს ავიყვან... ეკატერინეს კი არ ვალაგებინებ დედა .ვერ გავიგე ჩემს ცოლზე თქვენ უფრო ზრუნავთ ვიდრე მე?
-დათო ეგ რა შუაშია?
-დათაა გეყოფა- ეკატერინემ ჩუმად უთხრა და თავად მივიდა სოფიოსტან .ქალი დაამშვიდა და შემდეგ ბათუსთან ერთად დატოვა იქაურობა.
ყველაფერი ნანახი ჰქონდა,მაგრამ ახლა განსვავებული ემოციები ჰქონდა. მართალია ეზო საშინლად იყო არეული ყველაფერი გარეთ ეყარა,მაგრამ მაინც მატი სახლი იყო. რემონტი შესანიშნავი იყო,ყველაფერი ზუსტად ისეთი გამოვიდა როგორსაც გეგმავდა, ავეჯით სავსე მანქანები უკვე ადგილზე იყო.
ისე დაიწყო განკარგულებების გაცემა და ნელ-ნელა აავსო სახლი რომ დაღლილობა არც კი უგრძვნია. ბათუსთან ერთად დადიოდა ოთახიდან ოთახში ყველა დეტალი მოსწონდა და აჟიტირებული იყო .
-ორ წუთში მოვალ- ბათუმ აკოცა და ოთახში დატოვა. მუშებს გაჰყვა გარეთ . უკვე შებინდბეული იყო , სახლი განათებული და ყველა ოთახი მოწესრიგებული. ავეჯზე მტვრის გადაწმენდაღა იყო დარჩენილი .
-დათაა დასრუდლა?
-კი არ დასრულდა ახლა იწყება კატუსიი ...აი ახლა იწყება- ხელები მოხვია და ტუჩებზე დააცხრა
-არ მჯერააა რომ ყველაფერი მზადაა
-დაიჯერე და ახლა გადმოვიტანოთ ის ჩემოდნები თუ ჯერ მარკეტში გავიდეთ ყველაფეირ ვიყიდოთ ახლა რაც გვჭირდება და მერე ამოვალაგოთ ტანსაცმელი?
-მაცივარი ცარიელია მშია შენც გშია ამიტო ჯერ სუპერმარკეტში გავიდეთ და შემდეგ მივხედოთ სხვა დანარჩენს
სუპერმარკეტში იყვნენ ეკატერინე პროდუქტს არჩევდა ბათუ კი უკვე სავსე კალათის „საჭესთან“ იყო .
-ეკატერინე არ დაიღალე?
-ბარემ ვიყიდი რაც მჭირდება მეორედ ხომ არ წამოვალ?
-ამდენი რამ თუ იყო საჭირო არ ვიცოდი თორემ არ წამოვიდოდი
-შეეჩვიე, მოგიწევს ხოლმე ჩემთან ერთად სუპერმარკეტში სიარული
-დამხმარე ქალის აყვანას არ ვაპირებთ?
-კარგი რა დამხმარე რაში მჭირდება
-მარტო სადილ ვახშამი ხომ არაა იმხელა სახლს დალაგება არ სჭირდება ან რა ვიცი
-შენ ნუ ღელავ მე მივხედავ ყველაფერს ... არ მინდა უცხო ქალი სახლში . მირჩევნია ყველაფერი ისე იყოს როგორც მე მინდა !
-კარგი ,თუ გააიფიქრებ მითხარი
-არ გადავიფიქრებ!
-წავედით?
-წავედით...
სალაროსთან იმდენ ხანს იდგნენ ლამის ჩამოეძინა ბათუს. მერე სწრაფად აიღო პარკები და გასასვლელეისკენ წავიდა. ვერ ხვდბეოდა ეკატერინე რატომ არ იყო დაღლილი, ეზარებოდა ამ ყველაფრის კეთება,მაგრამ რა გზა ჰქონდა .ბოლომდე გაუძლო , რომ ივახშმეს რაღაცები მიალაგეს და შემდეგ ნივთებიც ამოალაგეს.
დაწოლას აპირებდნენ ზარის ხმა რომ გაიგეს. ბაღათურიას ხელიდნა რომ გაეცალა ეკატერინე ლამის ბღავილი დაიწყო . მალე რომ არ დაბრუნდა მიხვდა რომ თვითონაც უნდა ჩასულიყო და ჩალასლასდა. იქ ერეკლე და ცოტნე რომ დახვდნენ ლამის ორივე ერთმანეთზე გადაადუღა, მერე სამზარუელოდან ჭიქით ხელში მაქსიმე რომ გამოვიდა უკევ ცუდად გახდა
-კიდე ვინმეა თუ მხოლოდ თქვენ გაგაგდოთ?
-სად უნდა გაგვაგდო ...ჩვენ მოვიტანეთ ყველაფერი ვიცოდით რომ დაღლილები იქნებოდით ჯერ ჭიქებიც არ გექნებოდათ სახლში და კარგი ღვინოც მოვიტანეთ
-რა ჭკვიანი მყავხარ ერეკლეე შენ გენაცვალეე აბა მიხვდები ახლა და გაქრები ამ ორიანად თუ მე გაგაგდოთ?
-რა სტუმართმოყვარე კაცი იყო და რაც ეს ცოლი მოიყვანა სულ წავიდა ხელიდან
-შეენც ბრუტუს?- ცოტნეს გადახედა და მანაც გაუცინა
-რა ვქნა მინდოდა სახლის ნახვა ხვალ მე არ მეცლება აქამდე შენ არ მომიყვანე და ამიყოლიეს ამ ორმა
-შენ რაღა გინდა წიგნის ჭია?
-მე ეკატერინესთან ვარ თქვენ ვისთან ხართ ბიძია?
-რაო?
-ვისთნ ხართო ბიძიაო
-ხომ ხედავ ...მეც ნერვებს მიშლის შენც ნერვებს გიშლის ერთად გავაქროთ1
-ემილია გაგაქრობს მერე ...
-ვისით მაშინებს ფუიი
ბათუმ რა თქმა უნდა ვერ გააგდო შესანიშნავი სამეული,მაგრამ ტავად მალევე წავიდნენ. აი შემდეგ უკვე მიაღწიეს საწოლამდე
-მე კი ვიცი რატომაც არ დავიღალე ,მაგრამ შენ როგორ გაუძელი ვერ ვხვდები
-როცა იმ საქმეს აკეთებ რაც გახარებს არ იღლები
-საერთოდ არ არის ეგრე...ქალები წუწუნითაც კი იღლებიან
-მე მესაუბრები?
-უკაცრავად სხვაგან მოვხვდი- კარი ფეხით მიხურა და კატოს კაბა თვალისდახამახამებაში იატაკზე ისროლა-უუფს მგონი დიდი იყო
-დათაა ...
-დაღლილი არ ვარო და რომც იყო ...რელაქსაცია აგჭირდება . საწოლი უნდა დავტესტოთ
-და გავიგოთ რამდენად კარგად ისმის ოთახში ხმა - მაისურის ბოლოებს დაწვა და თავად მოაშორა,მერე შარვალი გაუხსნა და თითები სხეულზე აასრიალა- კიდევ რა უნდა გაგვეგო?
-არ ვიცი...ვერ ვიხსენებ
-არაუშავს დრო გვექნება..იქნებ მერე გაგვახსენდეს-კოცნიდა და თან ლუღლუღებდა. ბაღათურია კოცნით იკვლევდა გზას ეკატერინეს სხეულზე, მუცელზე მიაწება ტუჩები და ოდნავ უკბინა, ეკატერინე ქალღმერთს ჰგავდა, ქალღმერთს რომელიც მისი იყო მხოლოდ.
საწოლზე რომ დააწვინა თავი უკან გადასწია და კვნესა წასკდა. გაფართოებული თვალებით უყურებდა ჭერზე დამაგრებულ სარკეში საკუთარ ანარეკლს და ბაღათურიას უნაკლო სხეულს .სიტყვის თქმა რომ დააპირა ბაღათურია ტუჩებზე დააცხრა ,კვნესა კოცნამაც ვერ დაახშო ,თვალი რომ ვერ მოაშორა საკუთარ ანარეკლს ბაღათურიას ზემოდან მოექცა და ისე განაგრძო მოძრაობა
-ეს რა არის...სად იყო როდის როგორ - როგორც კი საწოლზე დაეშვა მაშინვე თქვა სვენებ -სვენებით და ბაღათურიას მწვანე სფეროებს გაუსწორა მზერა.თითი ჭერისკენ ჰქონდა გაშვერილი
-სარკე
-ერთი საათის წინ აქ არ იყო ...რამდენჯერაც მოვედი არასდროს იყო ახლა როგორ გაჩნდა
-არ მოგეწონა? -ისე შეიცხადა თითქოს მართლა ღელავდა-ვიფიქრე მოგეწონებოდა
-ბათუ სად გაქრა ჭერი საწოლის თავზე
-გავაჩენ ისევ ...ასეც ვიცოდი! ყველა ხედიდან ღვთაებრივი ხარ
-შენც-ანარეკლს უყურებდა და გულისცემა უჩქარდებოდა
-რა მეც
-შენც ღვთაებრივი ხარ ... ღმერთკაცივით - წამოიწია, თმები წინ ჰქონდა ჩამოშლილი,მკერდს ნახევრად უფარავდა ღერები მუცლამდე წვდებოდა ბაღათურიასკენ რომ გადაიხარა დათას მომღიმას ბაგეებს თავისი შეახო . ზემოდან მოექცა და ხელები მკლავებზე ააყოლა .შემდეგ ორივე ხელი მაღლა ააწევინა და მთელი სხეული დაუკოცნა
-კატოო...ჯანდაბა ეკატერინეეე
-ვმშვიდდები შენს აკვნესებას რომ ვახერხებ
-ხო არა? მე უფრო გაგიჟებული მომწონხარ ამ სიგიჟისგან დამუნჯებული და თან ბოლო ხმაზე რომ კვნესი მაშინ - თმაში შეუცურა თითები თან კოცნიდა და თმებს უწნიდა
-რას ...რას აკეთებ
-იმას რასაც მდუმარება და უბრალოდ სიამოვნება უხდება
-ბათუუუ
-დათაზე შევთანხმდით მგონი
-დათააააა შენ
-ჩშშ - ტუჩები ბეჭზე მიაწება ,ზურგიდან აეკრო და თითებით მუცელზე ეფერებოდა შემდეგ მკერდზე გადაინაცვლა ნაზად ეფერებოდა,ყელში კოცნიდა და ნელა მოძრაობდა ,ეკატერინეს კვნესას უსმენდა და სიამოვნებისგან ნაწილებად იშლებოდა. ძალაგამოცლილები დაეშვნენ საწოლზე ისევ არ შორდებოდა ქალის სხეულზე ,დაწითლებულ ტუჩებს უკოცნიდა და დაცვარულ სხეულზე თითებს დაატარებდა .
-მომწონს ეს სარკე - ბათუს მკერდზე ედო თავი და საერკეში იყურებოდა-ბინაშიც გქონდა ეს მოძრავი ჭერი?
-არა-სიცილით უპასუხა და თვალები დახუჭა
-რატომ არ გქონდა?
- ორმაგად არავის ცქერა და სიამოვნება მინდოდა - თითებით ხერხემალს მიუყვებოდა და შიგადაშიგ კოცნიდა
-ხოო?
-ხო - გაიცინა და თვალები დააწვრილა-როგორ მტყუებ ხოლმე სიცილს
-არაფერიც, შენი ნებით მიღიმი სულ .... მეტად ირონიულად,როცა მეუბნები რომ ყველაფერს ხვდები და ყველაფერი იცი მე რასაც განვიცდი,მაგრამ იმის ნახევარიც არ იცი რასაც მე ვგრძნობ და რაც ჩემს თავს ხდება როცა შენთან ვარ
-ჩვენმა სახლმა შენზე კარგად იმოქმედა...როგორც გითხარი ახლა იწყება ყველაფერი
-ხვალ შოპინგის დღე გვაქვს ,მითხარი რომ ჩემთან იქნები მთელი დღე
-ისე მიყურებ უარს ახლა ვერ გეტყვი და ხვალ მოვიფიქრებ როგორ შემოგაპარო
-მართლა არ იქნები? აბა მარტომ ვიყიდო ამდენი რამე?
-თუ გინდა რომ ფული გვქონდეს ოჯახში მეც უნდა ვიმუშაო ამიტოომ ვინმე წაიყვანე საყიდლებზე
-ლიზიკოს წავიყვანდი სხვა დროს ,მაგრამ ახლა თან ბავშვებს უვლის თან ხატავს და სახლიდან მუშაობს გაგიჟებულია და სულ არ აინტერესებს მაგას ჩემი სახლიიი
-რაზე მეწუწუნები? შენ თუ შეგიძლია ახლა ამ დროს საქმეზე ფიქრი
-ფიქრი სულ შემეძლო აქამდე ...ახლა აღარ და თუ შეიძლება ხელს ნუ მიშლი ხვალ რომ გავიღვიძებ დღის გეგმა ხომ უნდა მქონდეს
-მე ჩაგეხუტები და დავიძინებ ადრე უნდა წავიდე და შენ მოფიქირე ვისთან ერთად იშოპინგებ
-ჩაიცვი რააა- ღიმილშეპარული სახით უცქერდა
-შენნაირი ცოლი ნეტა ვის ჰყავს კიდე
-არც არავის...მომე რა ჩემი პენუარიიი
-რა მოიგონე ახლა!
-არ მომწონს ასე...
რა მოიფიქრა ბათუსთვის არ უთქვამს,მაგრამ აშკარად კმაყოფილმა დაიძინა.
მეორე დღეს ყველაფერი იყიდა რაც კი შეიძლება სახლისთვის დასჭირვებოდა ჭურჭელიდან დაწყებული თეთრეულით დასრულებული.
თეთრეულის მაღაზიაში იყო
-ბათუ როგორ ვერ წამოიყვანე
-ყველას შენნაირი ქმარი კი არ ჰყავს... არ დამითმო დრო რომც ჰქონოდა ვერ იტანს ასეთ რამეებს და არ წავიდოდა ამ დათმობაზე ასე მარტივად
-იცი მე ქმარი არ მყავს...რაღაც გეშლება
-ბარბარეე ოი ბარბარე რა გეშველება მე არ ვიცი ...აი ეს მგონი კარგია ხომ?
-აბრეშუმში თუ არ დაწექით ისე არა?
-დაწოლაც არ არის აუცილებელი, მაგრამ მიყვარს აბრეშუმი... ახლა რომ ვფიქრობ სულ სულ ყველაფერი საყიდელია ამდენ რამეს მანქანაში ჩავატევ საერთოდ?
-ჩავატევთ ნუ ღელავ....ძალიან კარგადაც მეშველება .დროულად გამასწრო აბა რომ არ წასულიყო მთელი ცხოვრება ჩემი გაძლება მოუწევდა, ჩემ გვერდით რომაა თავს ვერ ვიკავებ და სულ მინდა რომ ჩავეხუტო ვაკოცო და არ გავუშვა ეს ძალიან ლამაზია ნახეე- ისე უცებ მიაყოლა თვალიერებით გართულმა ეკატერინემ სიცილი ვერ შეიკავა- რა არ მოგწონს? ლამაზიააა ამას ჩემთვისაც ვიყიდიი
-რა გინდება რომ უყურებ ციტირებას მოვახდენ შენის ნებართვით: ჩემ გვერდით რომაა თავს ვერ ვიკავებ სულ მუნდა რომ ჩავეხუტო,ვაკოცო და არ გავუშვაა
-რაა?
-ასე თქვი
-რა სისულელეა რომ ვუყურებ სულ მინდება რამე ისეთი ვუთხრა რო მერე სახე შეეცვალოს გამოვიწვიო და რამე დამპლური მითხრას მერე ერთი გემრიელად რომ გამოვლანძღო ყველა ცოდვა გავუხსენო რაც ჩაუდენია და არ ჩაუდენია მერე ბოლი აუშვას და გავარდეს ძარღვებდაბერილი
-სულ მინდებამდე სწორი იყო მერე არ ვიცი რაღაც აურიე
-მაშოს მაინც არ იცნობდე კიდევ როგორ გინდა ჩემს ხელში ჩავარდეს ერეკლე...დავიჯერო შენი ქმრის ძმადნაფიცი არ გიყვარს?
-მე კი მიყვარს ,მაგრამ შენ უფრო
-რა მე უფრო ...რა სისულელეა რომ მყვარებოდა ამდენი წელი თავს გავიწამებდი ?
-ყველაფერი შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში ,რადგან ჩვენი ტვინი იმდენადუნივერსალური რამაა რომ დღემდე ამოუხსნელია არავინ იცის რას გვიკარნახებს
-შენ არც კი იცი ჩვენი ამბავი
-რასაც ვხედავ ისიც საკმარისია...საერთოდ არ მიყვარს წარსულზე ფიქრი როცა თვალწინ აწმყო გაქვს და შეგიძლია მომავალი შეცვალო
-ამდენი წლის შემდეგ არაფერიც არ შეიძლება! უბრალოდ არ შეიძლება,განა არ შემიძლია
-თავდაჯერებას ისევ არ კარგავ, კარგია
-ერთ დღესაც ვიგრძNობ რომ აღარ ვეყვარები და ყველაფერი დასრულდება, მაშო კარგი გოგოა არა? შორიდან ასე ჩანს , უყვარს ერეკლე და დარწმუნებული ვარ ახლა როცა მე არ ვარ მასთან გვერდიდან არ მოშორდება
-კარგი გოგოა, ძალიან კარგია ,მაგრამ ზოგჯერ საერთოდ არ გვჭირდება კარგი და ის ჩვენი ცუდი გვირჩევნია
ბარბარეს საპასუხოდ არაფერი უთქვამს, ეკატერინემაც ამით ამოწურა. შემდეგ სხვადასხვა ტემებზე საუბრობდნენ. ბარბარესთან საუბარი მოსაწყენი ნამდვილად არ იყო, რიცხვების გარდა ბევრ რამეზე შეეძლო თავისი აზრის დაფიქსირება. მანქანა მართლაც გაავსეს იმდენი რამ იყიდეს სახლისთვის. ბარბარე სახლშიც გაჰყვა, აბა ამდენ ნივთს როგორ ამოალაგებო. მაღლა ალაგებდა რაღაც ჭურჭელის ნაწილს ,სკამზე შემდგარი ღიღინებდა
-რძალოოო სად ხარ? ბათუმ გამომაგზავნა მე ვერ მივდივარ და იქნებ დასჭირდე დაეხმარეო
-ერეკლეე რა საჭირო იყო შეწუხება...მე ვერ დამირეკა?
-არ სცალია ახლა შეხვედრაზეა ... მე გავუარე და რამდნიმე წუთი მესაუბრა. ვინმეა აქ?- თითქოს სუნს გაჰყვა ისე წავიდა სამზარეულოსკენ
-მეხმარება ერთი კარგი გოგო
-ბარბარე ბავშვი სად გყავს?- არც უკითხავს ვინ გოგოო ისე წავიდა სამზარეულოსკენ ,მაგრამ მისი ხმით დაბრუებული ქალი ისე შექანდა და გადმოვარდა სკამიდან ერეკლეს ოთახში შესვლამდე უკვე იატაკზე იყო გაწოლილი - ბარბარეე ... კარგად ხარ? - თავზე დაადგა თვალებდახუჭულს და სახეზე მიადო ხელები-ბარბარე
-არავარ კარგად - ამოიკნავლა და თვალები გაახილა. ერეკლეს მშვიდი სახის დანახვისას გული უარესად აუჩქარდა. სახიდან ხელები მოიშორა და ეკატერინეს გაუწოდა ხელი
-როგორ გადმოვარდი...ხომ მითხარი არაა პრობლემაო მე ავიდოდი მაშინ
-ნუ ღელავ რძალო ეგ მილიონჯერაა ეგრე გადმოვარდნილი არაფერი მოუვა - ერეკლემ უკან დაიხია და სამზარეულო შეათვალიერა- ავსებ ანუ სახლს და აცარიელებ ბათუს ბიუჯეტს
-ნეტავ რატომ ვვარდებოდი ერთხელ ვიღაც იდიოტი ხომ არ გამოედო სკამს და იმის გამო...ერთელაც იგივე იდიოტმა ფარდები მე დამაკიდებინა და იმიტომ...ერთხელაც
-იმდენჯერ დაეცი გეტყობა ხომ ხედავ...აბა რძალო გჭირდები მე თუ
-მე ...-სანამ ეკატერინემ თქვა სიტყვა ბარბარე ისევ წაბორძიკდა .ისე ახლოს ჰყავდა ერეკლე ცუდად გახდა,თვალები დაეხუჭა და თავბრუსხვევის გამო მაგიდას დაეყრდნო,სწორად ვერ შეარჩია ადგილი და ხელი დადვანის ხელს დააო. მხრით მიებჯინა და იმ ადგილას ისეთი სიმხურვალე იგრძNო თითქოს ცხელ ნაკვერჩხალს ეხებოდა- ბარბარე კარგად ხარ? მგონი ძლიერად დაარტყი თავი
-არაა...არაფერია ცოტა ხნით დავჯდები
-დრო რომ არ გაწელო ტყუილად ...მის ნაცვლად მე გავაკეთებ . შენ დაღლილი იქნები ისედაც რძალო
-არ მინდა იყოს საერთოდ არ დავალაგებ რა პრობლემაა- წყალი მიუტანა ბარბარეს .ერეკლე კი ოთახიდან გავიდა
-მივხედავ ყველაფერს...გადადებული საქმე ეშმაკისო არ გაგიგია ამხელა არისტოკრატ ქალს?-მეორე ოთახიდან ესაუბრებოდა. მერე ცოტნეს ხმა გაიგო ,მაგრამ აშკარად ერეკლემ დაიტოვა თავისთან
-აბა კარგად ხარ?
-ახლა უკეთ ვარ
-რა დაგემართა? არც ისე დაცემულხარ ასე ცუდად რომ იყო
-ერეკლე მემართება ხოლმე,არაფერია . გაივლის ...ნუ ღელავ შენ
-დარწმუნებული ხარ?
-ნუ ნერვიულობ
-აბაა რა ხდება ვინ დაეცა? ეზოში გავიგონე ბრაგვანის ზმა ,ზღართანისაც და ვინ მიეხატა იატაკს?-ცოტნე შევარდა და ბარბარეს თავზე დაადგა-სალამი ყოფილ და მოქმედ რძლებს...როგორ ხართ მშენიერო ქალბატონებო? ვატყობ ბარბარეს საჯდომის ხმა იყო იატაკთან შეჯახებისას რომ გამოსცა საწყალმა იატაკმა
-ვაიმე ცოტნეე ნეტა თუ არ იღლები რა ამხელა ექიმი კაცი ხარ
-სად ვარ ჯერ ექიმი...აწი ვიწყებ მე სწავლას და მერ ეუნდა დავიწყო ცხოვრება...აბა? ტავბრუგეხვევა? - თვალის უპეები ჩამოუწია, თავი უკან გადააწევინა დააკვირდა ,პულსი გაუზომა და რა ვციი მე თან ეჯღანავა თან კითხვები დააყარა-არაფერი გიჭირს კაჟივით ხარ...პულსი გაქვს საგრძნობლად აჩქარებული და რა ხდება? შეყვარებული ხომ არ დაგინახავს სადმე ახლოში?
-ცოტნე გეყოფა თორემ ამ ტაფას გგლიჯავ ახლა
-სულ ასეთი საყავრელი იყო რძალო ეს რძალი იცი? - ბარბარე დააიგნორა და კატოს მიუბრუნდა -შენ კი არ გგავს სათნო და საყვარელი
-ვაი ვის ვანათლინებდი მეორე შვილს
-მეორე შვილს რომლის გაჩენასაც არ აპირებდი
-ცხოვრება წინ მაქვს...მაშინ არ ვაპირებდი აწი შეიძლება დავაპირო
-მე მაეჭვიანებ ახლა მაგით თუ რა...ერეკლე მეორე სართულზეა იმ თაროებს ამაგრებს რო მერე რარაცეები დაალაგოთ ზედ . შეგიძლია კიბესთან დადგე აკუსტიკაა კაი
-მომაშორეთ ეს მასხარა ...მართალია ერეკლე რა ნამდვილი წურბელა ხარ .შენ გამოწოვე ჩემ ქმა...ერეკლეს სისხლი და ახლა მე მომადექი?
-რატო? ერეკლეს რა ტკბილი სისხლი აქვს შენზე უკეთ ვინ იცის? გგონია ახლა შევეშვები როცა შენ შეეშვი? მე და ჩემი ეკუნკულა არასდროს გავეყრებით ერთურთს ...ჩემი შემცლელი არ არსებობს!
-ნეტა არ გიქრიდეს...ნუ გააგიჟებ ეკატერინეს თორემ მე კი ვიცი რა გადარეულიც ხარ... მობილურმა უშველა ცოტნეს. ბარბარეს ლიას ნომრიდან ურეკავდნენ, ტასუნა ბებოსთან ჰყავდა ქალს ბავშის ნახვა უნდოდა და გამოიყენა შანსი ყოფილი დედამთილიც გაახარა და კატოსაც დაეხმარა. -გისმენ ლია დეიდა რამე პრობლემაა?
-მე ვარ დეე
-ხო დე რატო მირეკავ?- ოთახიდან გავიდა და ისე ელაპარაკებოდა
-ბებო არის მგონი ცუდად...წამლები დალია და წნევა გაიზომა
-რამე დააშავე?
-არა გეფიცები ... ვთამაჩობდი და მულტფილმს ვუკლებდით ელთად.თმები დამივაცქნა ლამაძად ლო იცის ისე და მერე დალია წამლები . ვუთქალი მამიკოც დავულეკავ-თქო და კარგად ვარო და მეშინია
-ცუდადაა ახლა?
-ალა მალა წამლები ხო დალია? დავურეკო მამიკოც?
-არ გინდა...ახლა მე მოვალ დამელოდე და არაფერი უთხრა ბებოს.ჭკვიანად დე- მობილური გათიშა და სამზარეულოში დაბრუნდა- ეკატერინე მე წავალ ხო? ესენი დაგეხმარებიან
-ხომ ყველაფერი რიგზეა?
-კი კი ..უბრალოდ ტასოს ამდენ ხანს ბებოსთან დატოვება არ ღირს .მეც მივალ
-მადლობა ბარბი შენ რო არ ყოფილიყავი დამეზარებოდა მარტო სიარული
-გესტუმრები ამ დღეებში და მე რომ მომეწონა იმ ფინჯნებით დამალევინებ ყავას, გავსწორდებით მერე- გაიცინა აკოცა ორივეს და წავიდა. ერეკლე არ უნახავს ისე გაიქცა სახლიდან. ლიას დიდ პატივს სცემდა, ძალიან საყვარელი ქალია და მიუხედავად ყველაფრისა მისგან ცუდი არაფერი ახსოვდა. ბინაში რომ ავიდა ქალმა გაუღო კარი, არაფერი ეტყობოდა,მშვენივრად იყო. წვნიანს უმზადებდა ტასოს
-ასე მალე მოხვედი?
-დავეხმარე კატოს და წამოვედი...ხომ არ გაგაბრაზათ ტასომ?
-არაა რას ამბობ,ძალიან ჭკვიანადაა . ყავას დალევ დე?
-არა არ მინდა ,გმადლობ ... სამზარეულოში გამოვალ მეც მოგეხმარები...რას ამზადებ?
-უი არ მინდ ამოხმარება...ისე გამოდი გემრიელი წვენი მაქვს დაგალევინებ.
მაგიდასთან ისხდნენ სამზარეულოში ბარბარემ რომ შეაპარა საუბრის დროს
-ტასომ მითხრა წამლები დალიაო და მომატყუა?
-მაინც გითხრა? არ მინდა ერეკლემ გაიგოს ...ხომ იცი როგორია იმ ამბის მერე თავს დამტრიალებს არ შემიძლია რომ ვანევრიულებ
-ცუდად გრძნობთ ისევ თავს?
-ექიმთან ვიყავი წნევები მაქვს ხოლმე ...წამლებს ვსვამ არაფერია ისეთი
-თქვენს კარდეოლოგთან იყავით?
-ხოო და არაფერია საშიშიო
-როდის მიდიხართ კიდე ? გამოგყვებით
-ვაიმე არა შვილო რა საჭიროა...კარგად ვარ
-ვიცი რომ კარგად ხარ ,ისე გამოგყვები
-იმდენი საქმე გაქვს..მუშაობ და ტასუნას უვლი
-სულაც არა...დრო მაქვს საკმაოდ
-გამიხარდა მუშაობა რომ დაიწყე... კარგად შეეწყვე ჯგუფს? წინაში დიდხანს არ დარჩაო ტასომ მითხრა
-ახლა კარგი ჯგუფია, ხელფასისც და ვფიქრობ აღარ წავალ სხვაგან !
კიდევ რამდნეიმე საათი დარჩნენ ლიასთან,გაიგო როდის მიდიოდა ექიმთან და დანიშნულებაც ნახა. მართლა არაფერი იყო საშიში .
.....
ბიჭები ისე მოძრაობდნენ სახლში ეკატერინემ ვერაფერი გაიგო.ფაქტი იყო დალაგებულ სახლში იჯდა ბოლოს და ვახშმის მომზადებას გეგმავდა ბიჭები რომ გავარდნენ რა სისულელები დაუსახელეს მიზეზად ღმერთმა უწყის. მარტო რომ დარჩა ბათუსგან შეტყობინება მოუვიდა, მოემზადე სავახშმოდ უნდა წავიდეთო და ვახშმის მომზადებას შეეშვა. ზემოთ ავიდა ,გამოიცვალა და ბათუს დაურეკა. ისევ შეტყობინება მიიღო საპასუხოდ“უკანა ეზოში გელოდები“ პირველ სართულზე ჩავიდა და უკანა გასასვლელისკენ წავიდა. შეამჩნია რომ მინის კედელი მთლიანა დაფარული იყო. კარი გააღო და განათებულ ეზოში გავიდა, გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. წინა დრეს ყველაფერი ერეული იყო იქ,მხოლოდ შენობა იდგა ორანჟერიისთვის ახლა კი ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო. შენობისკენ მიმავალ ბილიკს გაჰყვა და შემდეგ დაინახა ბაღათურია. ისე მოეხვია ყველაფერი არც კი ჰქონდა ნანახი
-დათააა ყველაფერი ძალიან ლამაზია
-ჯერ არც არაფერი გინახავს რა არის ლამაზი ?
-ეს როგორ... მე ხომ დილით ხომ
-ბარბარემ კარგად შეგიტყუა ... შემახსენე ორანჟერიიდან ერთი ქოთნის ყვავილი ვაჩუქოთ
-რაა? არ არსებობს იქ ყვავილებია? დათააა
-სად მიდიხარ...ჯერ კოცნა და მერე ყვავილები - ხელი არ გაუშვა ,ტუჩები დაუკოცნა და მერე შეიყვანა შენობაში. ყველაფერი იმდენად ლამაზი იყო რომ ეკატერინემ მეტყველების უნარი დაკარგა. ზუსტად ისე იყო მოწყობილი როგორც გეგმაში ჰქონდა. შუაში მაგიდა იდგა ,ლამაზად გაწყობილი ირგვლივ კი სხვადასხვა ყვავილი - რაც გამახსენდა რომ გინდოდა ვიყიდე...კიდევ ბევრი ადგილია და დანარჩენი შენ შეავსე - კარგიი რადგან დამუნჯდი მოწონება ერთი კოცნით გამოვხატოთ- მწვანე თვალები უბრჭყვიალებდა ბაღათურიას. ეკატერინემ ერთხელ არა და ბევრჯერ აკოცა-ანუ რაა?
-არაჩვეულებრივია ... შესანიშნავია...იმაზ ეუკეთესია ვიდრე მინდოდააა . წიგნები საიდან იცოდი..მე რომ არ მითქვამს?
-მივხვდი რომ ეს ადგილი კითხვისთვის გინდოდა აი ის მხარე მაგისთვისაა- ხელი გაიშვირა ერთ კედელზე განთავსებული წიგნებით სავსე თაროებისკენ რომლის წინ დივანი სავარძლები და მაგიდა იყო . იმდენად მყუდრო და ლამაზი ადგილი იყო გასვლა რომ არ მოგინდებოდა.
-ჯერ რომ არაა ჩემი დაბადებისდღე? - მაგიდასთან რომ დაჯდა გაღიმებულმა მიანათა თაფლისფერი სფეროები ბაღათურიას
-ვინ გითხრა რომ საცუქარი ესაა? არ მიყვარს მე საჩუქრების გაკეთება
-არაჩვეულებრივია ,ასეც ვიცოდი რომ დაბადებისდღის გარდა ყოველ დღე რაღაც სიურპრიზს გამიკეთებდი-კმაყოფილმა,დამაჯერებლად განაცხადა და ბათუს ჩაცინებაც გამოიწვია -ყველაზე ორიგინალური ქმარი ხარ ერთი თაიგულიც არ გიჩუქებია , თან ყველანაირი ყვავილი მაჩუქე რაც კი მიყვარს
-არ მიყვარს ყვავილებს რომ კრეფენ... ჩემს საჩუქრებს რომ მოუვლი ეგ უფრო კარგი იქნება
-ანუ აღიარებ რომ საჩუქარია
-ჩემი სახლიცაა ეს შესაბამისად ჩემი ყვავილებიცაა არ მითხრა რომ ოჯახში ნივთებს ვიყოფთ
-დათააა - როგორც იცის ისე დაუძახა და მაშინვე გაჩუმდა ბაღათურია.
აშკარა იყო ერეკლე და ცოტნე მხოლოდ თაროების და კარადების ასავსებად არ იყვნენ. ეკატერინეს გართობა ისე მოახერხეს რომ ვერც კი გაიგო როგორ მივიდა ბათუ ,როგორ გააკეთა ეს ყველაფერი.სამაგიეროდ ის საღამო არასდროს დავიწყებიათ, სინამდვილეში ეკატერინეს დაბადებისდღეს საძინებელში შეხვდნენ და არცერთს ახსოვდა ეს ამბავი. არც უთქვამს ბაღათურიას სიტყვა გილოცავ , ერთი რამ გააკეთა მხოლოდ რომელიც ეკატერინესთვის ბევრის მთქმელი იყო, ყველაფერზე მეტი იყო მისთვის და ის ღამე ნამდვილად ჩაიწეერება ოქროს ასოებით მათ მეხსიერებაში... არ უსაუბრიათ,მეორე დღეს მილოცვებს იღებდა ეკატერინე. საღამოს რესტორანშიც აღნიშნეს. ბათუს ისევ არ მიულოცავს არც სჭირდებოდა. ეკატერინე ანათებდა 29-ე დაბადებისდღეზე ბრწყინავდა ყველაზე მეტად. ბაღათურიას მწვანეებს უყურებდა და თაფლისფერებიც გაორმაგებულად ანათებდნენ. ბედნიერი იყო , დათას,მის დათას შვილი უნდოდა აი ის ბავშვი რომელიც მათ სახლში გაატარებდა ყოველ დღეს ჩასახვის წამიდან .
ცხოვრებას აგრძელებდა,არაფერი განსაკუთრებული .ისევ სამსახური სახლი ბათუ და ისევ ბათუ. მხოლოდ ის დღე იყო განსხვავებული როცა გაიგო რომ მასში პატარა ბაღათურია იზრდებოდა, ბედნიერებისგან შეშლილი დაბრუნდა სახლში. იცოდა დათა არ იქნებოდა ,მაგრამ უნდა მომზადებულიყო . გონს არც იყო მოსული ეზოში დათას მანქანა რომ დაინახა სწრაფად გაიქცა სახლისკენ წამსვე რომ ეხარებინა ახალი ამბავი ,მაგრამ ადგილზე გაშეშდა .სიხარული წამსვე გაეფანტა .თითქოს განცდილი სიხარული დაავიწყდა , მხოლოდ არეულ სახლს უყურებდა და ბაღათურიას ღრიალი ესმოდა
კიბე ძლივს აიარა,კაბინეტის კარი ღია იყო დერეფნიდან უყურებდა როგორ უყვიროდა ვიღაცას ბაღათურია
-ყ*ეზე ვინაა ჩარეული დედას მოგიტ**** თქვენ მე ერთი სირ*** ბიზნესმენი ხო არ გგონივართ ჩემს გადაგდებას არ შეგარჩენთ კარგად დაიმახსოვრეთ ! - მობილური ისე მოიფრიალა კედლის მიმარტულებით წამსვე ნამსხვრევებად იქცა. მერე მაგიდას ამოსდო ხელები და ყველაფერი დაიმსხვრა რაც ზედ ეწყო
-დათაა - ოთახში შესვლა ვერ მოასწრო წინადადების დასრულებაც არ აცადა ბაღათურიამ ისე მიუჯახუნა კარი ცხვირწინ
-ახლა არა ..ახლა არა ეკატერინე!
მოხურული კარის წინ იდგა ,მუცელზე ჰქონდა ხელები მოხვეული და თვალსაც კი არ ახამხამებდა. ისევ ესმოდა ოთახიდან გამომავალი მსხვრევის ხმა , მერე ლაპარაკის სიტყვებს ვერ არჩევდა ,მაგრამ აშკარად ვიღაცას ესაუბრებოდა. ეკატერინემ დერეფანში მდგომ სავარძელში ჩაჯდა და დაელოდა როდის გავიდოდა. წასვლა ხომ შეეძლო,მაგრამ ვერ მიდიოდა .განა აინტერესებდა რა სჭირდა, რა პრობლემა ჰქონდა სულ რომ არაფერი ეთქვა არ ჰკითხავდა ოღონდ ასეთი დათასთვის არ ეყურებინა,ვერ იტანდა გაბრაზებულ, გაგიჟებულ ბაღათურიას.რაღაც რომ უჭირდა და თვალები უწითლდებოდა ბრაზისგან ,არ შეეძლო ასეთი დათას ყურება. კარს მიღმა მყოფის გულისცემას გრძნობდა,თითქოს ხედავდა როგორ იყო... კარი რომ გაიღო და ბაღათურია გამოვიდა მაშინვე გამოცოცხლდა . დათა აშკარად წასვლას აპირებდა ,მაგრამ ეკატერინეს დანახვისას შეჩერდა
-აქ რა გინდა... ამდენი ხანი აქ ზიხარ?-ხმაც კი ჩახრინწული ჰქონდა, თვალები წითელი და ძარღვები დაბერილი. დაკაწრული ხელებიდან სისხლის წვეთები მოსდიოდა ,მაგრამ აშკარად ვერ გრძნობდა
-დაბრუნდები დღეს? შეეცადე რომ დაბრუნდე, გთხოვ - მასთან მივიდა ,მისი სახე ხელებში მოიქცია და აკოცა- ყველაფერი მოგვარდება ,არ აქვს არაფერს მნიშვნელობა ...არ ღირს ამად - ხელზე გადაუსვა თითები და მზერა ისევ მის სახეზე გადაიტანა.ბაღათურია ტუჩებზე დააცხრა,ისე კოცნიდა თითქოს ბოლო იყო
-არ დამელოდო , გვიან მოვალ ან საერთოდ ვერ მოვალ . არ ინერვიულო - კოცნის დამთავრებამდე უთხრა და ისე წავიდა უკან არ მოუხედავს. ეკატერინე უყურებდა მიმავალს და ნელ- ნელა ეცლებოდა ძალა . თვალები დახუჭა და რამდენიმ წამს გაუნძრევლად იდგა, რომ დამშვიდდა საძინებელს მიაშურა. ცოტა ხანს იწვა , იცოდა რომ ბატუ ყველაფერს მოაგვარებდა,რომც არ მოეგვარებინა უბრალოდ დაბრუნდებოდა და სხვა არაფერი ადარდებდა. მთავარი ახლა მისთვის ის პატარა არსება იყო უკვე რომ გრძნობდა და არ დაუშვებდა რომ პანიკაში მყოფს მისთვის საფრთხე შეექმნა .
რამდენიმე საათის შემდეგ ქვემოთ ჩავიდა, ცოტა ჭამა ძალა რომ არ გამოცლოდა და წვენი გაიკეთა.
მისაღებში დივანზე იწვა, უკვე შუაღამე იყო ტელევიზორის ეკრანს უაზროდ მიშტერებოდა. წამებში დაიმუხტა ენერგიით ბათუ რომ დაინახა,იმაზე ცუდად გამოიყურებოდა ვიდრე წასვლის წინ. გაცოფებულიც აღარ ერქვა მის მდგომარეობას. მისაღებში აშკარად შუქი დაინახა და იმიტომ შეიხედა
-ხომ გითხარი არ დამელოდო-თქო ,რატომ არ გძინავს რა საჭიროა ეს ღამის თევები .აწი შეიძლება ყოველ დღე გათენება მომიწიოს და შენც უნდა იჯდე კარგი ცოლივით და მელოდო?
-მხოლოდ მაშინ, როდესაც მომინდება
-სულ რომ მოგინდეს მერე?
-მეეჭვება ისეთი პრობლემა გქონდეს რის მოგვარებასაც ვერ შეძლებ ,თუმცა ასე თუ ივლი და ტვინს დასვენების საშუალებას არ მისცემ უარესად გაართულებ საქმეს
-მაპატიეთ ქალბატონო დოქტორო ,მაგრამ წარმოდგენაც არ გაქვთ ახლა ჩემი ტვინის მოდუნება როგორ ზიანს მომაყენებს !
-წარმოდგენა არც უნდა მქონდეს ...მე მხოლოდ ის ვიცი რომ ნებისმიერ შემთხვევაში რამდენიმე წამში ყველაფერი დაგავიწყდება და საერთოდ გაგიქრება ტვინიდან ეგ შენი პრობლემა.სულ არა ,მაგრამ დროებით მხოლოდ ბედნიერებას იგრძNობ და ამაში ეჭვი წამითაც არ მეპარება
-კარგი რა ეკატერინე ... მე ისიც არ ვიცი რომ გეტყვი ჩემს პრობლემაზე შენ რა რეაქცია გექნება და რა უნდა მითხრა ახლა ისეთი რომ გავბედნიერდე. საერთოდ ბედნიერება თუ შემიძლია და შეიძლება ჩემთვის ეგეც არ ვიცი! ამ დედა მოტყნ*** ცხოვრებაში ჩემს მოსვენებას არ აპირებენ . გინდა გითხრა რა ხდება? ანგარიშები გამიყინეს... დედა უნდატ მიტირონ ახლა ეს სახლია მხოლოდ ჩვენი ჩვენი რა შენი...კიდევ კარგი თავიდნა მოვწვი და შენს სახელზეა . ერთი თეთრიც არ მეკუთნის ყველა პარტნიორმა დამადო და ეს ყველაფერი დღეს დილიდან ამ დრომდე ხდება ...ასე უცებ და ასე დედა მოტყნ**** მძირავენ ! ხო და კიდევ გილოცაავ შენი გაკოტრებული ღატაკი ქმარი შეიძლება მალე დაიჭირონ თუ დროზე არ მოიფიქრებს ამ დედა მოტყნ**** ნაგვიდან როგორ ამოძვრეს. თუ ვერ ამოვძვრები კრიმინალი ქმარი გეყოლება და მაგრად გაგიტყდება სახელი შენს ზეადამიანებთან ... მე კიდე ყველაზე მეტად რა მაგიჟებს იცი? აზრზე არ ვარ ვერ ვხვდები შენ წახვალ თუ არა, დამიჯერებ თუ არა...არ ვიცი არააა ლამისაა ამიფეთქდეს ტვინი. ადრე ყველაზე რთულიც ყველაზე მარტივი იყო ახლა კიდე ეს სირო*ა საქმეც მანგრევს
ღრიალებდა ,ხან რას ურტყამდა მუშტს ხან რას .ეკატერინე იდგა და უყურებდა, სუნთქვა შეეკრა რომ გაიაზრა რასაც ამბობდა. ყველაზე მეტად ის ეტკინა რომ საკმარისად არ ენდობოდა ბაღათურია. ისიც კი იფიქრა რომ ისევ არ იცნობდა და ყველაფერი შემთხვევით მოხდა, რომ სულ სხვანაირად გაიგო ყველაფერი. არაფერზე ფიქრობდა არც მის ქონებაზე, არც ციხეზე. გონებაშიც არ გაუვლია რომ დამნაშავე იქნებოდა ,წამითაც კი არ უფიქრია ამაზე. სუნტქვა შეეკრა, ერთიანად ეწვოდა მთელი სხეული. ხელი ყელზე მოისვა და მერე თვალები დაახამხამა გამოსახულების გასაწმენდად. ბათუ ზურგით იდგა ,ისევ თავის კონტროლს ცდილობდა ისე რომ ეკატერინეს არ მიახლოებოდა
-რატომ არაფერს მეუბნები? ვაფშე არაფერი გაქ სათქმელი ეკატერინე? პანიკაში ვარ ვერ ხედავ? ამის დედაც პანიკა მაქვს - ახარხარდა და სახეზე ხელები ჩამოისვა- რა დღეში ხარ ბაღათურია ...აბა კიდევ გგონია რომ გამაბედნიერებ თუ დაეშვი დედამიწაზე მეუღლევ?
-არ ვიცი ....
-არ იცი?
-არა ..როგორ არ ვიცი ისევ არ აქვს არაფერს მნიშვნელობა ახლა ძალიან მიჭირს იმ ამბის გადახარშვა რომ გგონია შენში ეჭვს შევიტან,მაგრამ ამ ერთხელ გაპატიებ შენც ადამიანი ხარ და ახლა რთულ მდგომარეობაში იმყოფები ... რთულ მდგომარეობაში ვართ ,მაგრამ როგორც გითხარი საერთოდ არ არის გამოუვალი მდგომარეობა რამდენი ლარი იქნება შენს ანგარიშზე მაგას მნიშვნელობა არ აქვს და ციხეში ერთ დღესაც რომ არ გაატარებ დარწმუნებული ვარ. უბრალოდ არ დაუშვებ, რომ შენი ფეხმძიმე ცოლი მარტო დამტოვო და უშენოდ გავატარო თუნდაც ერთი დღე ... ვიცი რომ გაგაბედნიერებ იმიტომ რომ მე უკვე გამაბედნიერე, როცა შენი ნაწილი შეიქმნა ჩემში და მე ...მე -თვალები აემღვრა და წინადადება ვეღარ დაასრულა
ბაღათურიას სახე დაუმშვიდდა, თითქოს წამის წინ სულ სხვა ადამიანი ღრიალებდა . თვალები დახუჭა მერე გაიღიმა და ბოლოს სულ სხვა სხივი გაჩნდა მის მზერაში
-დათააა დამუნჯდიიი ?დათაააა მითხარი რამე თორე მე გავგიჟდები ანდაც ნუ მეტყვი საერთო ნუ მეტყვი - -სახეზე აიფარა ხელები და ისე იდგა სანამ ბაღათურიამ არ მოხვია მკლავები. სიტყვა არ უთქვამს ისე კოცნიდა ჯერ სახეზე აფარებული ხელები დაუკოცნა მერე მთელი სახე
მუხლებზე იდგა ბათუ ბაღათურია ეკატერინეს წინ . გგონიათ კოცნიდა ან ეფერებოდა? საერთოდ არ შერხეულა უყურებდა და იღიმოდა ,მერე ხმამაღლა იცინოდა ისე როგორც არასდროს , ბაღათურიას მსგავსი წრფელი სიცილი არასდროს უნახავს. ქვემოდან უყურებდა თავისი მწვანე თვალებით და მუჭში მოქცეულ თითებს უკოცნიდა .
ეკატერინე იდგა და უბრალოდ იღიმოდა ,აი ასე უბრალოდ არ არსებობდა მათ ირგვლივ პრობლემა, მხოლოდ ის პატარა წერტილი , მათი გრძNობების ნაყოფი და სხვა არაფერი
-დათაა
-ჰოო
-დათააა რას უყურებ მეტყვი?
-ჩემი შვილი რომაა და მე რომ მემსგავსება აქედანვე ეტყობა , თავიდანვე ბრძოლა უწევს
-თან ყველაფერს ანათებს
-კარგი ხო შენც გგავს ...მგონი მივხვდი რას ნიშნავს გათიშვა ,გასვლა და დაშტერება!
-ვხედავ რომ მიხვდი
-ხოო?
-დიახ
-შვილი მეყოლება აზრზე ხარ?
-რას მეკითხება ღმერთო სულ გაგიჟდა მგონი
-არაფერიც მამა უნდა გავხდე ახლა გაგიჟება იქნება? ახლა გაგიჟება კი არა გონიერების პიკზე ყოფნა მმართებს როგორც შენ იტყოდი ჩემო კატუსი...დღეს განერვიულე ხო? თავიდანვე რატო არ მითხარი რომ შემოხვედი უნდა დაგეყვირებინა ფეხმძიმედ ვარო ...მაპატიეებ ხოო?
-ასე ნუ მიყურებ თორემ გული მიმდის ...
-გული მიგდის ანუ ცუდად ხარ? მე რატო ვერ შევნიშნე ეგეთები თუ გემართებოა? ტოქსიკოზიც გაქვს? ამის დედაც რაღა ახლა დამატყდა ყველაფერი თავს ეგ როგორ ვერ შევნიშნე
-რატომ პანიკობ? არაფერი მსგავსი ...
-ანუ ბვშვი მე მგავს უპრობლემო
-დამცინი ?
-როგორ გეკადრება ჩემი შვილის დედას დავცინებ? ბავში მე მგავს აბა უპრობლემო რომ იყო მე გამომყვებოდი ცოლად? თქვემო აღმატებულებავ... ახლა გამოძინება გჭირდებათ ღამეების გათენება აღარ შეიძლება თქვენთვის ..გთხოვთ ნება მომცეთ ხელიტ გატაროთ
-უკვე ამიყვანე და კარგი ნებას გრთავ
-გმადლობთ დედოფალო
-დედოფალო?
-უფლისწულებს და პრინცესებს მუცლით დედოფლები ატარებენ
-ანუ შენ მეფე ხარ და მაგიტომ ვარ დედოფალი?
-არ იცოდი ცოლად ვის მიყვებოდი? იმენა ქართველი მეფე ვარ ღატაკი
-ძალიან ხომ არ განიცდი შენ უფულობას...ყველაფერი მოგვარდება - ლოყაზე აკოცა და თავი მხარზე დაადო- ფრთხილად იარე სირბილი რომ იცი ამ კიბეზე ისე არ გაიქცე
-თავბრუდაეხვევა ბავშვს თუ რა
-უკვე გამოფხიზლდი ხო?
-დიახ !
ეკატერინეს გვერდიდან არ მოშორდა სანამ ღრმად არ ჩაეძინა. ეიფორიაში იყო ისევ,მაგრამ ტვინი გაორმაგებით უმუშავებდა. პანიკა შეწყვიტა, დაიბრუნა საკუთარი თავი და საქმიდან გამოსავალი იპოვნა. მართალია მარტივი არ იქნებოდა,მაგრამ ბათუსთვის მოუგვარებელი საქმე ჯერ არ არსებულა არც ეს უკანასკნელი იქნებოდა გამონაკლისი.
.....
-ვის უნდა ეყოლოსოოო შილიოოოო ? - ელიზაბეტი რომ შეუვარდა სახლში მობილური დადებულიც არ ჰქონდა .ორივე ბავშვი ხელშ ეჭირა და ისე მირბოდა ,მერე ორივე დასვა და წელში გასწორდა- მიდი გამიმეორეე გამიმეორეეეეე დაოოოოოო
-მე
-ვისააოო ვისააოოოო სადააა სიძეეე სიძეეე შე ძველოოო და შე მაგაროოოო ვის ეყოლებაოოო ბიჭიიიოოო ვისაოოო ვინ გაარტყა მიზანშიოოოო ვინაოოო ...სადაა გოგო შენი ქმარი
-გინდა რომ ბათუს მიულოცო პირველად?
-ბათუს უნდა მივულოცო აბა? ჩვენი სისხლის მატარებელი იქნება მისი შვილი გოგოო ამხელა პატივი ვაღირსეეთ .ვაიმეეეეე ბავშვიიიოოო შენი ბავშვი რა იქნებაა ესენი კიდე შემიწირავენ გაჩერდიი თათული სად მიბობღაავ გოგოო საად .ვერ დადიხარ და ერთ ადგილას რას ტანცაობ-უცებ ეცა ბავშვს და ლოყები დაუკოცნა- შეგჭამ გოოგო შეგჭამ
-ბაღათურიააა გამოდიიი გამოდიი დამენახეე ახლა უნდა ვიგებდეე მე რო შენ მამა ხდები? მე ვიყავი ამის ღირსი?- ერეკლე შევიდა თან ეკატერინეს კოცნიდა თან ბათუს ემუქრებოდა- სადაა მემალება ხო?
-შენ კი არა მე უნდა მემალებოდეს გაიწიე იქეთ თუ კაცი ხარ ... ჩემი ბაღას ბავშვი არი მანდ? დავშტერდი ამხელა ექიმი კაცი - ცოტნემ ერეკლე მოაშორა და ლოყაზე ხმაურით აკოცა- რძაალოო შენ ყოფილხარ რძალი ნომერი პირველი
ცოტა ხანს რომ დამშვიდდნენ და გაიგეს რომ ბათუ სახლში არ იყო გადაირივნენ. ეკატერინე უფრო გაოცებული იყო რადგან მიხვდა რომ ბათუს ამბავი მხოლოდ თვითონ იცოდა და სხვამ არავინ.
მთელი დღე გოგოებთან ერთად გაატარა, ბათუ წერდა ხოლმე და ისიც გაბადრული პასუხობდა. გოგონები რომ წავიდნენ მოწესრიგდა და დასაძინებლად მოემზადა. ბათუსთან საუბარი უნდოდა,მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ბაღათურიაარც ზარებს პასუხობდა არც შეტყობინებებს.
შუაღამეს იგრძნო როგორ აკოცა , თვალები ზანტად გაახილა და თავზე მდგომს ახედა
-დაიძინე
-სად მიდიხარ?
-ჯერ არ მივდივარ- ლოყაზე აკოცა
-არ დაწვები ?
-დავწვები და ჩაგეხუტები - გაუღიმა და საწოლის მეორე მხარეს დაწვა. ეკატერინემ თავი მკერდზე დაადო და გაიტრუნა
-როგორ მიდის საქმე?
-კარგად...შენ არც იფიქრო მაგაზე ისე მოვაგვარებ რომ ცვლილებასაც ვერ იგრძნობ - თმაში შეუცურა თითები და მაშნვე ფერება დაუწყო
-ასე ჩამეძინება
-მეც ეგ მინდა
-სად მიდიხარ ხვალ?
-სადღაც
-მალე დაბრუნდები მაგ სადღაციდან?
-ბევრჯერ დაგირეკავ...მანამდე ხალხს დაგიტოვებ იმდენს რომ გაიყვან დროს
-დარწმუნებული ხარ რომ უშენობას ვინმე შემივსებს?
-მალე დავბრუნდები,როგორც შევძლებ
-ექიმთან წავიდე თუ დაგელოდო?
-ხვალ ჩაგწერე ექიმთან დილით...ჯერ მივიდეთ გავიგოთ რომ ყველაფერი კარგადაა და მერე მშვიდად წავალ
-იქნებ გეკითხა ჩემთვის
-იმ ექიმთან ჩაგწერე ვისთანაც გინდოდა ... ნუ გამიჭედავ ახლა არ გეკადრება ჩემი შვილის დედას
-როგორ ახერხებ ასეთ დროს ჩემთან მაინც მშიდი და ასეთი იყო
-მშვიდი და ასეთიი კარგი წყობა იყო
-ბათუ გკითხე რაღაც
-თავისთავად ხდება...განგებ არ ვაკეთებ. თანაც შენ რომ ხარ ჩემთან და შენთან ჩვენი შვილი მაგრად ყველაფერი .დაიძინე ახლა და ნუ გახდი ცნობისმოყვარე !
მეორე დღეს ექიმთან წავიდნენ. ბაღათურია მშვიდად იყო სამაგიეროდ ეკატერინე ღელავდა ცოტას,მაგრამ მალევე გადაუარა. ექიმის კაბინეტიდან ემოციებით დატვირთულები გამოვიდნენ, ყველაფერი რიგზე ჰქონდა ნაყოფსაც და ქალბატონ ეკატერინესაც . ბათუმ უნივერსიტეტში დატოვა კატერინა და თავად აეროპორტისკენ გაეშურა.
ეკატერინეს ირგვლივ ტრიალებდა ყველა და ყველაფერი,ის კი ბათუსთან იყო ფიქრებით. ორი კვირა ისე გავიდა რომ ლამის ჭკუიდან შეიშალა, ისიც ვერ გაიგო როგორ მოახერხა ბათუმ ქვეყნიდან გასვლა,ყველა კითხვა რომელიც უჩნდებოდა ტვინის ერთ ნაწილში მოაქცია და უბრალოდ სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა. ლექაციებს ატარებდა,ორმაგად ჯანსაღად ცხოვრობდა და ყველანაირად ცდილობდა რომ არ ენრევიულა. ბათუ ხშირად ელაპარაკებოდა და წესით მონატრება არც უნდა ეგრძნო,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
საძინებელში იყო და თმის დავარცხნას ცდილობდა, ბათუს ზარს ელოდა და გაღიზიანებული იყო. სავარცხალი დააგდო და ამოიხვნეშა . თვალებიდ ახუჭული ჰქონდა და ღრმად სუნთქავდა რომ დამშვიდებულიყო. თმაზე შეხება რომ იგრძნო და ყელში კოცნა ლამის ადგილზე ჩამოიღვენთა
-დათააა-თვალდახუჭულმა ამოიკვნესა და ბაღათურიას ხელებს თავისი მოხვია- ჩამოხვედიი დათააააა - პატარა ბავშივით წამოხტა და მოეხვია ,,ფეხები აკეცილი ჰქონდა და ხმაურით უკოცნიდა ლოყებს
-კატუუს დათას მოენატრეეე- თვალებში უყურებდა, მისი მწვანეები ანათებდნენ
-რატომ არ მითხარიი თუ ბრუნდებოდი?
-როდის მითქვამს რომ ვბრუნდებოდიიი? -იგივე ტონალობაში უთხრა და ლოყები დაუკოცნა-მოიმატეთ ორ თვეში შენ და ჩვენმა ქმნილებამ?- საწოლზე დასვა და ქვემოდან დააკვირდა
-რას აკეთებ ბათუ?
-გაკვირდები ...ასე ვერ გაკვრიდები - პენუარის ქვეშ შეუცურა თითები და წამსვე მოაშორა- საერთოდ არ ჭამ? მე მეგონა შეპუტკუნებული დამხვდებოდი
-არ გავსუქდები, კარგი ანალიზები მაქვს და შესაბამისად ფორმებს შევინარჩუნებ
-გაჩუმდი და ნამდვილი ქალღმერთი იქნები ...პირველად მომინდა ხატვა ვიცოდე- მუცელზე აკოცა და მერე მუხლებზე დაისვა ქალბატონი-თქვენც მომენატრეთ- მკერდზე რომ მიაწება ტუჩები მაშინ თქვა და კოცნა განაგრძო
-დათა როგორ ჩაიარა საქმეებმა?
-კარგად... ხვალ ისევ მდიდარი ქმარი გეყოლება და ფუფუნებაში გაცხოვრებს
-უუფ დავმშვიდდი...დათა ეგ მაინტერესებს ახლა მე?
-სულ მავიწყდება რომ ფულიანი ცოლი მყავს და არ ადარდებს ჩემი ბიუჯეტი - საწოლზე მიაწვინა და მაისური გადაიძრო-ცხელა ძალიან ხო? ორ კვირაში ზაფხული დადგა ?
-ანუ ყველაფერი მოგვარდა
-თითქმის ...
ამ ხნის განმავლობაში პირველად ეძინა ასე მშვიდად ,იცოდა რომ დათაც მშვიდად თვლემდა რადგან მანამ არ დაიძინა სანამ ბაღათურიას ღრმა სუნთქვა არ გაიგო. დილაც სხვანაირად დაიწყო, უკვე მონატრებულიც კი ჰქონდა დილის კოცნით დაწყება. დათას მწვანეების ცქერა და მისი ღიმილი.
........
პირველად იდგა ამ კართან და დიდი მოთმინებით ელოდა როდის გაიღებოდა . რამდენჯერმე დააკაკუნა ,მაგრამ არავინ გააღო. ბოლოს წასვლას აპირებდა საკეტის ხმა რომ გაიგო და ზღურბლზე მაშო გამოჩნდა. თმები დაუდევრად ჰქონდა შეკრული, ფართო პერანგი ეცვა შავ ელასტიკზე და ბარბარეს აციმციმებული თვალებით უყურებდა
-ბარბარე გამარჯობა... შემოდი
-სახლშია ერეკლე?
-არა ახლა გასულია
-მალე დაბრუნდება?
-ალბათ- ბარბარემ მშვიდად შეაბიჯა ბინაში და სავარაუდო მისაღებისკენ დაიძრა. მაშოც უკან მიჰყვებოდა- ყავა ,ჩაი, წვენი
-არა გმადლობ არ შეწუხდე ...სამზარუელოში რაღაც იწვის მგონი - ყველაფერი წამში მოათვალიერა
-დამავიწყდაა ბადრიჯანი დამეწვააა მგონიი ...-სამზარეულოსკენ გაიქცა . ბარბარემ თვალები აატრიალა სიცილი ძლივს შეიკავა,თუმცა არც შეუკავებია. მაშო რომ დაბრუნდა პირდაპირ ახარა
-ერეკლეს თუ უმზადებ ვერ იტანს ბადრიჯანს ... მეტიც ატანა არ აქვს
-და რა უყვარს შეგიძლია მითხრა? რაც კი რამ გამიკეთებია ან მითქვამს არაფერი უყვარს და საერთოდ რამე უყვარს?-ისე ამოიწუწუნა ვერც კი გაიაზრა ვის ელაპარაკებოდა-მეტყვი? შენ როგორ მეტყვი
-რატომ არ გეყვი , რა შემიშლის ხელს. ანასტასიასაც ის კერძები უყვარს რაც ერეკლეს. ანუ ყველაფერი ბოსტნეულის გარეშე .უყვარს ყველაფერი ხორცით ,ძალიან მარტივია
-სალათა რომ არ ჭამა?
-არ ვიცი გენაცვალე შენ როგორ ამზადებ ჩემს მომზადებულს ჭამდა ნუ თუ ჯერ მე შევჭამდი და მიხვდებოდა რომ არაფერი მქონდა შიგნით ჩაყრილი
-და რა უნდა ჩაგეყარა
-უკაცრავად და როდის დაბრუნდება ერეკლეო რა თქვი?
-მე რომ მოვედი მაშინ გადიოდა, მე საქმე მაქვს რაღაც და დავრჩი. რაღაც დოკუმენტები მჭირდება მოიტანს და მოვა . სავარაუდოდ მალე
-ერეკლეს სავარაუდოდ მალე ორი სამი საათია..მობილურზე არ მპასუხობდა თორემ აქ არ მოვიდოდი და ამდენი დრო არ მაქვს ! შენ სავარაუდოდ არ გეცოდინება ერეკლეს განრიგი და ვერ მეტყვი ეცლება თუ არა ამ კვირაში
-რა თქმა უნდა არ ვიცი...
-რა გულწრფელი ხარ...უბრალოდ მაინც მითხარი რომ აქ ცხოვრობ ერთად ხართ მარტივად მომიშორებ თავიდან თუ შეეცდები მაეჭვიანო
-და ცოლ-ქმარი რომ აღარ ხართ დაგავიწყდა? მეტად როგორ უნდა ჩამოგიშორო ...
-მომწონხარ იცი? - სიცილით უთხრა იმის ნაცვლად რომ გაბრაზებულიყო კისკისებდა. მაშო კი გაკვირვებული უყურებდა, ჯერ შეკრული წარბებით არიგებდა რა უყვარდა ერეკლეს თანაც ძალიან მშვიდად მერე რომ ესწერვა საპაწუხოდ იცინოდა. ერეკლე რომ შევიდა ლამის უკან გაბრუნდა ხომ არ მეჩვენებაო
-ბარბარეე
-ოჰ მოხვედი როგორც იქნა... მართალია მაშოსთან დიალოგმა გამართო ,მაგრამ დრო არ მაქვს
-მე გავალ ისაუბრეთ თქვენ
-ნუ ნებას რადგან გვრთავ...კარგად გენაცვალე- თითები აათამაშა დამშვიდობების ნიშნად და წარბშეკრულ ერეკლეს მიუბრუნდა-კარგი გოგოა...
-ვიცი მეც,ის მითხარი რისთვისაც აქ მოხვედი
-აჰ ნუთუ მაგდებთ...არ მითხრა გეგმები მაქვსო. ბადრიჯანის სუნი დიდხანს არ გავა ბინიდან და მეეჭვება გულისრევა და ჟიმაო*** ერთდროულად მოგინდეს - უყურებდა და საუბარს აგრძელებდა სანამ თავზე არ დაადგა ერეკლე ისე ახლოს იყო ზემოდან დაყურებდა- ახლომხედველი გახდი?
-მეტყვი რისთვის მოხვედი? საქმე მაქვს მერე
-მივლინებაში მივდივარ სავარაუდოდ ორი კვირით და მაინტერესებს ტასოს დატოვებას შეძლებ თუ დაკავებული ხარ,რადგან არ მინდა საყვარელმა მაშენკამ მოუაროს ჩემს შვილს
-როდის მიდიხარ?
-ხვალ ...ნუ ზეგ გამთენიისას
-და ახლა მეუბნები? ეკონომისტის გარდა ვერავინ იპოვნეს ?
-დაიტოვებ ბავშვს თუ არა !
-სად მიდიხარ?
-ანკარაში
-ორი კვირა მაქსიმალური დროა თუ მინიმალური
-ისიც გითხრა რომელ სასტუმროში,რომელ ნომერში,რომელ სართულზე ვიქნები თეთრი პირსახოცები მექნება და მეზობელ ნომერში რამდენია ხალგაზრდა უცოლო კაცი იქნება?-გამარჯვებული ღიმილით უყურებდა და თვალები უციმციმებდა
-მეც მაქვს სამსახური და გეგმები, უნდა ვიცოდე რამდენი ხანი გასტანს შენი მივლინება
-ორ კვირას! ხვალ მე მოგიყვანო ბავშვი თუ შენ მოგვაკითხავ
-ორი კვირა უშენოდ უნდა იყოს და აეროპორტიდან წამოვიყვან პირდაპირ
-შენი გაცილება არ მჭირდება...4 საათზე ბავშვს რა უნდა აეროპორტში . ძილისწინ წამოიყვანე დავემშვიდობები მე მანამდე შენ არ იდარდო.
ჩანთა აიღო და მშვიდად წავიდა . კარი რომ მოხურა სახეწაშლილი იდგა ორ წუთს და მშვიდად სუნთქვას ცდილობდა. ლიფტი სანამ ჩავიდა პირველ სართულზე მანამ ბოლს უშვებდა . მერე ღრმად სუნთქავდა და როგორც იქნა მიაღწია მანქანამდე, ძლივს დამშვიდდა არ იცოდა რა აგიჟებდა ,მაგრამ ფაქტია გაცოფებული იყო.
-უყვარს რომ ჰკითხო ისიც არ იცის რა უყვარს ერეკლეს...არა მე საიდან ვიცოდი ? აშკარაა ვიცი ვერ იტანს ბადრიჯანს.იქნებ იტანს და ჩემს გაკეთებულს არ ჭამდა რაც ბადრიჯანის შავ კანზე ტარაკნები დავუსვი? - თავისთვის ლაპარაკობდა მთელი გზა და თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა.-არა ხომ ხარ ერეკლე დადვანო უკან დაგიბრუნო და წაგაჭრა ეგ ვაი თავისუფლების ფრთები...რა შენი შესაფერისი ის გოგოა ! არა რას მიღიმოდა? არ იცოდეს მაინც რომ მე გიყვარვარ და ტყავიდნა უნდა ამოძვრეს ჩემი ადგილი რომ დაიკავოს. მე რა ვეჭვიანობ? როგორ ვეჭვიანობ აშკარაა არაფერი აქვთ და ის გოგო ტყუილად მაიმუნობს რაღაცას,რა საცოდაოობაა .არ აისე ერტნაიერები არიან ,არცერტმა იცის როგორ უნდა შეაყვარონ თავი ადამიანს! მე რა მაგიჟეებს არა მე რა მაგიჟეებს? რატო ვარ ეგოისტი? ხომ გავუშვი ახლა რა ჯანდაბა მინდა რა მინდაა...ხომ დამაწყვიტაა ნერვებიიი დამპალოო კაცო არაფერს აკეთებ და მაგ არაფრით მაწყვიტავ ნერვულ დაბოლოებებს.მეთქი მივალ ვკითხავ თუ დაიტოვებს ბავშვს და წამოვალ-ამათ რა ამბები დამიტრიალეს. ფუსფუსებს გოგო ... რა სისულეელა მოსამსახურედ უნდა აიყვანონ თუ ცოლად.არა რა ცოლად? ერეკლე ახლა მაგის მომყვანია? მეორედ მიქარავს დავიჯერო? რა ჩემი საქმეა თავში ქვა უხლია...არა როგორ არ არის? ტასოს დედინაცვალი ვინ იქნება ხომ უნდა ვიცოდე არა? ჯანდაბა იციი შენ ბარბარე კონჯარიააა ... რა იცი საერთოდ რამეე იცი?
-დედაა ვის ელაპალაკები?
-მე? არავის დეე მამაშენთან ვიყავი ...რომ ვერ დავურეკე მივაკითხე და მასთან დარჩები
-სახლში იყო?
-არა,მაშო იყო და მერე მოვიდა
-იმას იქ რა უნდოდა.. მე ლო დავდივარ არ იყო
-სიტყვებზე ნუ მეკიდები შვილო...დღეს უნდა ჩავალაგო ყველაფერი.ხვალს სამსახურში ვიქნები. დავიღალეე დეეე...ორი კვირა რა მეშველება უშენოდ?
-ხშირად დამირეკე
-შენ არ მოგენატრები?
-არ ვიცი ალბათ
-ალბათ რას ნიშნავს ანასტასია?
-ნუ ეჭვიანობ...მომენატრები ჩემებურად
-რატო მგავხარ შვილო ასე ძალიან?
ანასტასიასთან ერთად გაატარა საღამო, ერთად დაიძინეს და მეორე დილაც ერთად გაატარეს. ბაღში დატოვა და სამსახურში წავიდა. დრო ისე გაიწელა გსვლა ვეღარ მოახერხა, ერეკლეს დაურეკა ბავშვი რომ გაეყვანა ბაღიდან. სამსახურიდან 9 საათზე გავიდა, ძალა აღარ ჰქონდა უკვე. ბავში რომ არ ენახა წასვლამდე გაგიჟდებოდა ,ასე აღმოჩნდა მეორედ ერეკლეს ბინაში . კარი ამჯერად ბატონმა გაუღო
-მითხარი რომ ჯერ არ სძინავს
- გელოდება
-დედას პრინცესა- მაშინვე გაეღიმა .ბინაში შევიდა და ქალბატონი ტასო გულში ჩაიკრა. დივანზე იჯდა და ეფერებოდა. ნერვები აწყდებოდა ერეკლე რომ უყურებდათ თან ასე მშვიდად დააბიჯებდა და რაღაცას აკეთებდა.
-ივახშმებ შენც?
-ისე მეუბნები არა არ ვივახშმებ! ბავშვს აქამდე რატომ არ აჭამე?
-შენ გელოდა
-დეე რატომ არ ივახშმე? ასე როგორ შეიძლება? შენ აქ რო რჩები ასე გაჭმევენ?
-როგორმე ვიცი ანასტასიას როგორ მოვუარო
-ივახშმე დე და რომ დაიძინებ მერე წავალ ხო?- ერეკლე დააიგნორა და ბავშვი სამზარეულოში გაიყვანა. მაგიასთან იჯდა ძალიან მშვიდად და ბავშვს ერეკლეს მომზადებულ კერძს აჭმევდა. თავადაც დააგემოვნა ისე რომ არც დალაპარაკებია ერეკლეს.შემდეგ დააძინა ქალბატონი ტასიკო, ცოტა ხანს მძინარეს უყურებდა მერე წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ერეკლე კედელს იყო მიყრდნობილი და უყურებდა
-გული გამისკდა აქ რა გინდა
-ჩემს სახლში ხარ იცი?
-მერე რა
-სითავხედის ზღვრებს სცდები როგორც ყოველთვის
-ნუუ ფორმაში ვარ ...მერე შენ რა
-არც არაფერი..მალე წახვალ თუ კიდევ რჩები
-მივდივარ! ჩანთას ავიღებ
-აქ მაქვს მაგისთვის არ შეწუხდე- ჩანთა მიაწოდა და ბარბარე გააგიჟა- კარი ხომ იცი აქეთაა
-ვიცი,შესანიშნავად - კარისკენ შებრუნდა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მერე გაიაზრა რომ ერეკლე უყურებდა და შებრუნდა, ორ წუთს თვალს არ აშორებდა .მერე ისევ უკან დაბრუნდა და ერეკლეს წინ გაჩერდა
-რამე დაგავიწყდა?
-დიდი დრო გავიდა, გამორიცხული არ არის რომ დამვიწყებოდა ,მაგრამ ვეცდები გავიხსენო- ტუჩზე იკბინა და ერეკლეს წარბაწეულმა ახედა ქვემოდან
-ამჯერად რა თამაში მოიფიქრე ბარბარიკა?- არ ელოდა, საერთოდ არც ერთი წამით არ წარმოედგინა რომ ერეკლე რამეს მოიმოქმედებდა. ახლა კი კედელზე მიკრული იყო ერეკლეს მკლავებში მოქცეული და მისი სურნელი იყო ირგვლივ,მხოლოდ დადვანი და სხვა არაფერი. ბოლო წვეთი როდის ჩაექცა ტვინში ვერ გეტყვით,მაგრამ ხელები რომ შეუცურა დადვანს თმაში ძლიერად მოქაჩა და ტუჩებზე დააცხრა ფაქტი იყო . არც ეგონა დადვანი თუ აჰყვებოდა, მისი ჩაცინებაც გვიან შეამჩნია . მისი ხელები რომ შემოეხვია სხეულზე მარწუხებივით და ტუჩზე კბენა იგრძნო კვნესაც თავსითავად წასკდა. საერთოდ ვერ ფიქრობდა სხვა რამეზე, ყველა დეტალს აღიქვამდა . მთელი სხეული ეწვოდა დადვანის მონატრებულ ტუჩებს ვერ შორდებოდა, ლამის ჩაიკეცა ერეკლე რომ მოშორდა და ირონიული ღიმილით მოშორდა .ტუჩზე თითი გადაისვა და გაუღიმა-ისევ არ იცი კოცნა !
-შენ ...შენ რა უკაცრავად რაღაც ვერ გავიგე მგონი- უყურებდა და ისე ლუღლუღებდა
-კარი...კარი არის პირდაპირ აი იქეთ . არ დაგაგვიანდეს თვითმფრინავზე ,იჩქარეეე
-შენ ..რაა - ისევ ამოიკნავლა რაღაც და მერე ქარიშხალივით დატრიალა და გავრდა . კარი ისე მიხურა ლამის მხარზე გაიდო
-ავადმყოფო ჯერ სად ხარ, ერთად ამოვიღებ ხუთი წლის წამებას!
მთელი ორი კვირა არცერთხელ გამოჩენილა ეკრანთან, ტასოს და ბარბარეს საუბარს შორიდან უსმენდა ,ტონზეც კი ატყობდა ბოლოს ბრაზი როგორ ერეოდა და ხალისობდა. ბოლოს ანასტასიას წამოკივლებით ჰკითხა მაამშენი სად ბრძანდება მარტო ხარ სახლშიო? ტასომაც მაშინვე უპასუხა საქმეები აქვს და არ სცალია შენტან სასაუბროდ თუ საქმე გაქვს დავუძახებო,პირველად არა მაგრამ მართლა გაუხარდა ტასო ასე რომ ჰგავდა ხასიათით დედას. ძაღლი რომ ბინაში დარბოდა და იქედან ეფერებოდა ეგ ცალკე თემა იყო.
ორი კვირაც გავიდა და მესამეც დაიწყო,მაგრამ წამოსვალზე არაფერს ამბობდა ქალბატონი. სახლში იყვნენ მამა შვილი, თამაშობდნენ რაღაც ნაგებობას აწყობდნენ და დიდ ამბავშვი იყვნენ. კარზე რომ გაისმა ზარის ხმა ერეკლე ძლივს მოწყდა ადგილს. კარი ისე გააღო ჯერ კიდევ იმ პატარა ნაწილებზე ფიქრობდა
-ტასოო არ აურიო იცოდეე
-დედას ბარტყოოოო - ბარბარეს ზედაც არ შეუხედავს ერეკლესთვის ისე გასწია გვერდზე და მისაღებისკენ გაიქცა კაკუნით. მოკლე ფრიალა კაბა ეცვა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და როგორც ყოველთვის კულულები მხრებზე ეყარა.
-დეეეეეეე- ანაასტასია დედიკოს დანახვისას სიხარულისგან დახტოდა. ქალს ჩაეხუტა და დიდხანს კოცნიდა. ხალიჩაზე დაჯდა ბავში მკერდზე მიიკრა და ისე კოცნიდა მოწყურებული
-დედას ცხოვრება...დედას გემრიელო დედას ბედნიერებაა როგორ მომენატრეე დეე ჩემი ტკბილი გოგოო- ბავშვის თმაში ჩაყო ცხვირი და ღრმად შეისუნთქა- დეეე მიდი დატრიალდი რაღაც მომატებული მეჩვენები და ნამდვილად გაპურებდა მამაშენი?- წინ გასწია და ისე დააკვირდა
-შენ გამხდალი ხარ უფრო...ბევრს მუშაობდი?
-არაუშავს დეე...შენ ორი კილო მოიმატე ? ორ კვირაში არა ე.ი იმ ექიმის დანიშნულმა წამლებმა მადა მოგიმატეს ერთი თვეა სულ გასული - ბურტყუნებდა და კულუებზე ეფერებოდა. მერე მიმი გამოვარდა აივნიდან და სეახტა- ვაიმეე მიმიიი რამხელა ხარ ...მიმი გეყოფა შენც მოგენატრეე ხოო? მეც მომენატრეე ახლა სახლში წაგიყვანთ და ბევრს მოგეფერებით
-ძაღლს რო უკეთესად მოეპყრობი ადამიანი ვიდრე ქმარს
-ტასოო აიღე ნივთები და წავიდეთ ხო? დაღლილი ვარ და სახლში მინდა მისვლა დე- ბავშვი გაუშვა და ძაღლიც დაამშვიდა როგორღაც. მერე წამოდგა და კაბა მშიდად გაისწორა
-ბაბრიი როგორ მოგხდომია თურქეთის ჰაერი უფრო გახდი და გაძვალტყავდი ...
-ხო არ მომეწონა იქაური სამზარეულო!
-ან ზედმეტად ბევრს ნერვიულობ ბოლო თვეებში და იმიტომ გავხარ ლანდს
-ნერვიულობაზე რომ ხდებოდნენ შენ აღარ იარსებებდი !- მიახალა და ძაღლს რემენი გაუკეთა. ანასტასია თავისი პატარა ჩანთით დაბრუნდა. მამიკოს აკოცა და მერე დედიკოს დაუდგა გვერდით-იმედია იცი რომ მომავალი რამდენიმე დღე ტასოს არ უნდა მოაკითხო!
-ხელს რა შემიშლის
-ჩემთან იქნება სულ და იმიტომ
-რა პრობლემაა სახლში მოვალ!
-გადავწყვიტე რომ სახლში შენი ატანა აღარ მინდა...ამაზე სხვა დროს ახლა წავალ !
კარი ისევ ხმაურით მიხურა და წავიდა. ერეკლეს ნერვებმა უმტყუნა და იქვე დადგმული ვაზა მოიფრიალა.
-სახლში ვეღარ ამიტანს...შენ მე გაჩვენებ ატანას! ალქაჯი !
სახლში იყვნენ დედა-შვილი. ანასტასიას გვერდიდან არ იშორებდა ბარბარე. სასეირნოდ იყვნენ , არაჩვეულებრივი ამინდი იყო. ქალაქგარეტაც გავიდნენ ცოტა რომ დაისვენა ბარბიმ, მიმიც თან ჰყავდათ და ერთობოდნენ. შაბათ კვირას ქალაქგარეთ გატარბას გეგმავდა.პარასკევს სასტუმროში დაბინავდნენ . ქალბატონი ეზოში თამაშობდა ,თვითონ მაგიდასთან იჯდა და ყავას მიირთმევდა უეცრად ლოყაზე რომ აკოცა დადვანმა. ხელებით მის სავარძელს ეყრდნობოდა და იმდენად ახლოს იყო რომ მისი გულისცემაც კი ესმოდა კონჯარიას
-გამარჯობა ბაბიი - ბაბიო რომ გაიგო ისედაც დარეტიანებულს უარესად გაეთიშა გონება. თავი უკან გადაუვარდა ტუჩები გაეხსნა და თვალები მიენაბა. თითების შეხება რომ იგრზნო მკლავებზე გონს მოვიდა ისე დაეხორკლა კანი აბა რა იქნებოდა.
-აქ რა ქარმა გადმოგაგდო დადვანო?
-აღმოსავლეთიდან მონაბერმა სიომ წამომიღო... შენ რას შვებიი ართობ მიმის და ტასიკოს?- სწრაფად მოშორდა და ისე გაიფანტა მისი სურნელი რომ ლამის უკან გაჰყვა ბარბარე. ისე შორს იდგა მეორე სავარძელი ნერვები დააწყდა ქალს
-შენ სადაც ხარ მე ვიღას გავართობ!
-რაღაც შეიცვალე ხო? თმა ხო არ შეგიჭრია? თუ შეიღებე? - დააიგნორა ბარბარეს სიტყვები და თვალები დააწვრილა თითქოს აკვრიდებოდა
-წუხელ სიზმარში ვიყავი ალბათ სხვანაირი და გამოგყვა! - როგორც ყოველთვის ახლაც მოშხამა და ჩაიცინა ,გამარჯვებას ზეიმობდა უკვე.ერეკლეს რეაქცია რომ არ ჰქონია და მასაც ირონიულად ჩაეცინა ნერვები კი მოეშალა ,მაგრამ არ ნებდებოდა
-წუხელ საერთოდ არ მიძინია და ვისაც ვხედავდი შენ ნამდვილად არ გგავდა - ტუჩები გალოკა და „მოგონებებში წავიდა“- ანუ არაფერი შეგიცვლია,ცუდად მახსოვს ეტყობა
-რა იაფფასიანი ხრიკებია...ვითომ რაო რას ვფიქრობო ბარბის გავაბრაზებოო? ქმარი რომ იყავი მაშინ მღალატობდი და ახლა რომ გეყოლება ქალები ეგ ისედაც ცხადზე ცხადია...როგორმე ხომ უნდა ჩაიცხრო მონატრება-წვეის ჭიქა აიღო და საწრუპი მოიქცია ტუჩებსშორის მერე უცებ გამოიღო და გაიცინა- მოიწიეე რაა - წინ გადაიწია თიტქოს რაღაც საიუმლო უნდა ეთქვა-გულწრფელად მითხარი ისევ მე მხედავ სექს*ს დროს თუ მხოლოდ მარტო რომ ხარ მაშინ
-შენ ახლაც გძინავს მგონი... ისე ხარ გალეული არ გამიკვრიდება თვალებგახელილს რომ გეძინოს და სიზმარში რომ მხედავ ამ ბოლო დროს ეგ ისედაც ვიცით ორივემ- ისეთი ტონით უთხრა თითქოს მისმა სიტყვებმა ძარღვები არ დაუბერა და არ მოანდომა ამ ასანთის ღერისხელა ქალის შუაზე გადატეხვა.ვნებიანი მზერა ააყოლა და ბარბარე გაყინა. თითქოს გამოიჭირეს, გაახსენა ბოლოს ნანახი სიზმრები და ყველაფერი რასაც სიზმრად ხედავდა. ლოყები აუწითლდა, გამშრალი ტუჩები გაილოკა და ისევ წვენის ჭიქას წვდა
-ტასოსთან წავალ თორემ ისე დარბის გაიოფლება- ერეკლეს ცინიკურ მზერას რომ ვერ გაუძლო და დაეწვა მთელი სხეული და აუვიდა ბოლი გაიქცა. ტასომ რომ გაიგო ერეკლეს ჩამოსვლის შესახებ მაშინვე მამიკოსკენ გაიქცა და საერთოდ არ გამოუვიდა ერეკლესგან შორს ყოფნა. ნერვებდაწყვეტილი იჯდა და უყურებდა მამა -შვილს. ორივე ერთად და ცალ-ცალკე აგიჟებდა. ისე უყურებდნენ ერთმანეთს,ისე ერთნაირაც იცინოდნენ არარ შეეძლო მეტის მოთმენა. უნდოდა მივარდნოდა და იმდენ ხანს ეკოცნა სანამ არ დაიღლებოდა... რომ გაიაზრა რას ფიქრობდა დღისით მზისით ლამის თავი მოიკლა. კარგი სიზმრებს ვერ ვაკონტროლებო იძახდა,მაგრამ ახლა რა მოეფიქრებინა თავის გასამართლებლად. ყოველთვის გრძნობდა რაღაც მსგავსს რასაც ვერანაირ გამართლებას უზებნიდა და ერეკლეს მომხიბვლელობას აბრალებდა,ყველა ნორმალურ ქალს ასე დაემართებაო ამბობდა. ფაქტია თავ სიკავება, ახლა კი როცა შორს იყო ათასში ერთხელ შეეძლო მისინნორმალურად ცქერა ლამის ყალყზე იდგა მთელი ნნერვულ-ჰუმორული სისტემა. ისედაც იწვოდა ყველაფერი და ახლა საერთოდ აღარ შეეძლო სუნთქვა. ცხენით ჯირითი რომ გადაწყვიტა მამა შვილმა იფიქრა მეშველა გულს გადავაყოლებო. ცხენზე დასკუპდა და ბავშვიც დაისვა. ნელა მიდიოდა და ტასუნას ელაპარაკებოდა. მინდორში იყვნენ , დადვანის ცხენის ხმა რომ გაიგო იქეთ გაიხედა სააც ბატონი მიაქროლებდა რაშს ,აშკარა იყო რომ ცხენს რაღაც სჭირდა. გეგონებოდათ პირველად დაადგეს უნაგირიო, წიხვინებდა და უკანა ფეხებზე დგებოდა. შორიდანაც კი იგრძნო რომ დადვანს რაღაც უჭირდა , შეუძლებელი იყო ამდენ ხანს ცხენი ვერ დაემორჩილებინა ამას ბარბარეც კი მოახერხებდა. ტასო სწრაფად ჩამოსვა უთხრა მიმი არ გაიქცეს ყურადღება მაქციეო და სწრაფად წავიდა დადვანისკენ. ლამის კივილი დაიწყო ახლოდან რომ ნახა სიტუაცია. ბატონი უბრალოდ ერთობოდა და კარგად იცოდა როგორ მოეტყუებინა ბარბარე
-რა ჯანდაბაა გაგიჟდი?
-ბარბიი სად დატოვე ტასუნა?
-იდიოტოო განგებ გააკეთე ხო? მართლა უნდ აგადმოვარდნილიყავი და გაგეფრთხო სული! აქ ბავშვს რომ დაენახე და დაპანიკებულიყო მერე?- ცხენიდან ჩამოხტა და დადვანიც ჩამოათრია ისე მოუქნია გაშლილი ხელი სახეში ლაწანის ხმა ტყეშიც გავრცელდა- სანამ მოვედი აქამდე გული გამისკა შე ცხოველო ...არაადამიანოო ასე როგორ შეგიძლია მოქცევა
-ისევ სიე ხარ საკუთარ თავზე ბრაზობ და მე მიტევ...მიდი იყვირე ძალიან მაინტერესებს რამდენად დიდია ბრაზი შენს ორგანიზმში- ხელები გაუკავა და სხეულზე მიიკრა
-ხელები მტკივა არანორმალურო
-ჩანს არანორმალური ვინცაა- თვალებში უყურებდა და იღიმოდა
-მორჩი უაზრო სიცილს და ხელი გამიშვი...ბავში მარტო დავტოვე
-დარწმუნებული ხარ რომ გინდა ?
-კიი მინდა, მინდა სული გააფრთხო შე დამპალო !- ისევ აფართხალდა ,მაგრამ ხელი რომ გაიხსნა ძალა არარ ჰქონდა უკვე. ერეკლეს ცინიკური ღიმილი,კმაყოფილი სახე და მოციმციმე შავი თვალები ზედმეტი იყო - საზიზღარო ...ჩემს გასაგჟებლად ხარ გაჩენილი
-ჩემს გაცნობაბმდეც აფრენდი
-შენ რა იცინი? მე აქ გაგიჟებული ვარ და შენ იცინი?- ფართხალებდა და ხელებს ურტყამდა როგორც შეეძლო,თუმცა ერეკლეს რეაქცია არ ჰქონია
-კარგი არ გვინდა სიცილი სხვანაირად დაგამშვიდებ ! ნაცადი ხერხით- ხელი კეფაზე მიადო და ტუჩებზე დააცხრა,ბარბარე თავიდან თვალებდაქაჩული იდგა მერე კოცნაში აყვა, მერე სულ მთლად შეიშალა და ისე დააცურებდა თითებს დადვანის თმაში და მხრებზე ლამის იქვე გააშიშვლა-ღმერთო როგორ მომენატრე - ისე ამოიკვნესა ვერც კი გაიაზრა რას ამბობდა
-მაინც როგორ -თმაში ახლართული თითებით თავი უკან გადააწევინა, ზემოდან უყურებდა ანთებული თვალებით - ერთი სული გაქვს ხელში როდის ჩაგივარდები დარჩენილი სისხლიც რო ამომწოვო და გამანადგურო ხო? გითხრა რა მოგენატრა? გითხრა რა გაკლია კაცი რომელსაც როცა გინდა აკოცებ,როცა გინდა მივარდები და გამოლანძღავ მნიშვნელობა არ აქვს იცი თუ არაბ რომ მართალია, რომელთან ჩხუბიც სიამმოვნებას განიჭებს და რომელიც მუდამ მზადაა დაგეხმაროს ...ახლა აღარ გყავს არავინ ვინც ასე უსიტყვოდ გაგიგებს და გააკეთებს იმას რაც გინდა ხომ?
-იდიოტოო გითხარი მომენატრე-თქო და შენ რას მეუბნები! რა სისულელეებს როშავ საერთოდ - ხელი ჰკრა და უკან დაიხია- საზიზღარი ხარ აქამდე არ გამოგდიოდა ამ სულელური კოცნებით ჩემი შეტყუება და ახლა გგონია რომ გაიმარჯვე ხო? ვერ ეღირსები ! გული მიგდის ისე გინდა ჩემთან იყო, ელოდები როდის გთხოვ ხო? როდის შეგევედრები საუკუნოდ მოგიწევს ლოდინი შეგიძლია ათვლა დაიწყო
-ფორმაში ხარ...თავს იმშიდებ ისევ იგივე გზით ! მიდი შენ განაგრძე რომ მიხვდები რომ თავი გაიმართლე წამოდი მერე შენც - გაუღიმა და ცხენს მოახტა. ბარბარე ცოფებს ყრიდა ლამის თმები დაიგლიჯა ისე თითები დაეკვარჩხა და ზმუოდა.
-ვერ გიტან...როგორ მეზიზღებიიიი როგორ ვუთხარი მომენატრე-თქო . სისულელეა როგორ მომენატრა ,რატომ მომენატრა როგორ შეიძლება მომნატრებოდა ეს ეს ვიგინდარა. ეს მასხარა ეს ..ჯანდაბააააააა ღმერთო ასეთი რა დაგიშავეე ამის ხელში რომ ჩამაგდე რა მჭირს ქმარი რომ იყო და თვალებს მიჟუჟუნებდა მიტოვებული ლეკვივით და საკოცნად იწევდა რაღაც ისეთს ვეტყოდი ხოლმე ადამიანთა მოდგმას ვაძულებდი,ახლა რა საყვარლობა მინდა და უნდა ჩავუდნე ხელში ? რა გინდა ღმერთო მითხარი მაინც ხომ შეიძლება- მინდორში იჯდა ხის ქვეშ და ბურტყუნებდა ,მერე სლუკუნებდა ბოლოს როგორც იქნა დამშვიდდა და ტასოსთან დაბრუნდა.
საღამოს რესტორანში ისხდნენ , ჩუმად ვახშმობდნენ მხოლოდ ანასტასია ტიტინებდა. ბაღის კონცერტისთვის ემზადებოდა და აჟიტირებული იყო. ხანაც ეკატერინეს ფეხმძიმობაზე საუბრობდა და ისეთი გახარებული იყო ვერ ხვდებოდნენ როგორ არ იყო გაბრაზებული და რა უთხრა ბათუმ ასეთი. როგორც ყოველთვის ნათლია-ნათლულის დიალოგი მალულად შედგა .
მთელი ღამე ვერ დაიძინა, ტასოს უყურებდა და ეფერებოდა. ტვინი რომ აუდუღდა ფიქრისგან, მოსაცმელი აიღო და აივანზე გავიდა. პლედში გახვეული იჯდა ერეკლეს ხმა რომ გაიგო .
-ვერ იძინებ ყოფილო?
-ყვავი დამჩხავის საიდანღაც
-შავთვალაა?
-ხო და აბრიალებს იმ შავ თვალებს რომ დავთხრი ერთხელ ნახავს!
-თუ მოგცა ნება და არ გამოიყენა თავისი ნისკარტი კარგი იქნება- სიგარეტს ეწეოდა ბატონი , სიტყვებს კვამლს აყოლებდა .აივნის მოაჯირზე ხელებით იყო დაყრდნობილი და გვერდულად უყურებდა ყოფილ ცოლს
-ნისკარტი...იდიოტი!
-რამე მითხარი ?
-არაფერი !
თვალი მოაშორა და სივრცეს გაუშტერა მზერა,როგორ არ ეცადა რომ დაეიგნორებინა ,მაგრამ არ გამოუვდია.ფეხზე წამოდგა და მოსაზღვრე მოაჯირს მიუახლოვდა . დადვანი სავარძელში იჯდა მარჯვენა ფეხი მოხრილი ჰქონდა და მარცხენას მუხლზე ედო ტერფს ამოძრავებდა და მშვიდად აბოლებდა უკვე მეორე თუ მესამე ღერს. შორტი და მოკლემკლავიანი ფართე მაისური ეცვა ,თმები არეული ჰქონდა
-ამდენს არ ეწეოდი ადრე ,რამ დაგსტრესა თავისუფალებით ტკბობამ ასე იმოქმედა შენზე?
-შენ რამაც მადა დაგიკარგა იმან !
-მეც მინდა
-გადმოდი და აიღე
-დავიმტვრევი
-ისე ხო მორბოდი რაა
-ხომ ხედავ შენთან ადამიანური ლაპარაკი არ შეიძლება
-არ შეირგე და ახლა ნუ მეწუწუნები! რას აკეთებ გოგო გადაირიე?- ფეხშიშველი რომ დადგა მოაჯირზე და ისკუპა პირდაპირ ერეკლეს მკლავებში ჩავარდა - არანორმალური ხარ რაა ახლაც უნდა დამტვრეულიყავი ხომ იქნებოდი ღირსი
-ხელი გამიშვი ...ვდგავარ უკვე - უკან დაიხია და ჟაკეტი ტანზე შემოიხვია - მაშინ რომ მივძვრებოდი აივანზე შენი ბრალი იყო ... აბა არ მიშებდი და რა მექნა? ფეხი რომ ამიცდა ვერ დამიჭირე?
-ნეტა დამეჭირე მერე ხომ გადავრჩებოდი წამებას
-რაც მოგივიდა შენი ბრალი რომ იყო ვაღიაროთ
-ხო არა? ნუში რომ შემაპარე და ალერგიამ მომცა ღამეებს რომ მითევდი ეგ გახსოვს ალბათ
-მე მეგონა ცემინება დაგეწყებოდა ან დაგაყრიდა და ვიღადავებდი შენ კიდე მოიხრჩე ლამის ...ალერგიაც იდიოტური რომ გექნება ადამიანს-სავარძელში მოკალათდდა ფეხები მოკეცა და სიგარეტი მოიქცია ტუჩებშორის - დიდი ხანია არ მომიწევია
-ჩემი რომ არ გამოგეგლიჯა ისე ვერ მოწევდი?
-ვერააა
-ჩემი ტუჩები თუ გაინტერესებს აქ ვარ
-აქამდე წელიწადში ერთხელ მკოცნიდი და ახლა ორდღეში ერთხელ რომ მაკოცო არ გაწყინოს
-შენთვის ვამბობ თორემ მე რომ არ ვხამდები შენს ტუჩებს ცნობილი ფაქტია
-ფაქტი ისაა რომ თვითგვემის მოყვარული კაცი ხარ...როგორ შეიძლება გინდოდეს და არ აკეთებდე
-შენ ხო ყველაფერს აკეთებ რაც გინდა..თუმცა მართალია, არც კი იცი რა გინდა
-იქნებ გაჩუმდე და მშვიდად ყოფნა მადროვო
-რას გადმოძვერი ვინ გეხვერწებოდა
-რატომ მიწვევ ერეკლე?
-კარგი ყოფილა?
-ნუ მაცინებ გგონია ახლა რომ შენ ჩემს დონეზე ხარ? ნურას უკაცრავად
-გამოცდილებით მასწრებ დიდი ამბავი
-ათვისება კარგი გაქვს- თავი უკან გადასწია და თვალები დახუჭა
-გათენდება მალე -ერეკლე წინ იყურებოდა და ხედს არ აშორებდა თვალს
-ბედნიერი ხარ?
-გააჩნია ბედნიერებაში რას გულისხმობ
-მიაღწიე იმას რაც გსურდა? ახლა ჩემგან შორს რომ ხარ ა აღარავინ გეჩხუბება მშვიდად ხარ?
-იმაზე მშვიდი და ბედნიერი ვარ ვიდრე წარმოვიდგენდი...ამდენს ოცნებასიც ვერ გავბედავდი- ზალიან მშვიდად და დარწმუნებით განუცხადა ბარბარეს და გაიღიმა-ალბათ შენც კმაყოფილი ხარ ყოველ დღე ჩემი დანახვა რომ არ გიწევს ხანდახან კვირების განმავლობასიც კი
ბარბარეს სიმწრის სიცილი წასკდა, გიჟივით იცინოა , სიგარეტიანი ხელიც სახესთან მიიტანა ისვე მოიქცია ტუჩებშორის ღერი და ტან გაიცინა
-ბედნიერებისგან და კმაყოფილებისგან აღარ ვიცი რა გავაკეთო
-მოიფიქრებ რამეს...როდის იყო შენ უმოქმედოდ ჩერდებოდი ! - ისვე მშვიდად გაანცხადა და ხელები თავქვეშ ამოიდო. ფეხები წინა სავარძელზე შემოაწყო და ასე გაწოლილი უყურებდა მზის ამოსვლას .ბარბარე კი ყელში ბურთგაჩხერილი იჯდა და ხმას არ იღებდა.
შუადღემდე დარჩნენ, შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ . მას მერე მთელი კვირა არ გამოჩენილა ერეკლე,მისი ხმაც კი არ გაუგია. ტასოსაც იმ დროს ურეკავდა რომ ვერასდროს ასწრებდა მისვლას ბარბარე. ერთ დღესაც სააბაზანოდან გამოსულს რომ დახვდა საწოლზე წამოგორებული ისეთი კივილი ატეხა ლამის სულ მთლად გაშიშვლდა
-აქ რა გინდა ...რა გინდა ვაიმეეე გული გამისკდააა .ღმერთო მიშველე არავარ კარგად- ტყავის სავარძელზე დაეშვა და სახესთან ხელის ქნევა განაგრძო . ისე იჯდა ლამის არა აი ყველაფერი უჩანდა , ძუძუსთავები და მუცელი ჰქონდა დამალული მხოლოდ- სადღაც არ იყავი შენ წასული? აქ რა გინდა ან ამ დროს რა გინდა შუაღამეა ...ამოიღებ ხმას თუ ენა მოგაჭრეს
-ფეხები ცოტა მაინც გადააჯვარედინე და მერე გავიხსენებ რა მინდოდა აქ
-თუ ღმერთი გწამს ... მთელი დღეა სამსახურში ვარ დავიღალე შენი ნერვები მაქვს? ტასოს სძინავს უკვე შეგიძლია შეხვდიე და ნახო
-ვნახე უკვე ...
-მაშინ ხვალ დილას მობრძანდი - თმაში ჩამაგრებული სარჭი მოიშორა და სველი აბურდული კულულები მხრებზე დაეყარა. მერე სარკისკენ შებრუნდა და თმის გაშრობა დაიწყო,როგორც ყოველთვის ნერვები დააწყდა და ნახევრად სველი დაიტოვა.მერე პირსახოსი საჯდომამე ჩამოსწია და კრემის წასმა დაიწყო -გააღწევ ამ საუკუნეში თუ ჩემს საწოლზე უნდა იყო გართხმული და აქვე ჩემს თვალწინ კვნესოდე
-ვკვნესი?მე ...როდის
-ერეკლე გააღწევ?
-ადრე არ გრცხვენოდა ჩემი
-ახლა ჩემი ქმარი აღარ ხარ და საერთოდ არ მინდა ვიღაც კაცის თვალწინ გავშიშვლდე...წადი მაშო გააშიშვლე, კაგრი სავსე გოგოა უფრო დიდ ნერწყვს გადაყლაპავ-ფეხები სავარზელზე შემოაწყო და ამჯერად ლოსიონი წვივებზე წაისვა ,მერე ბარძაყებისკენ გადაინაცვლა
-სავსე გოგოები არ მომწონს
-მოგწონს...უბრალოდ მე გიყვარვარ ,რაც იმას არ ნიშნავს რომ გამხდრები მოგწონს- ის ელაპარაკობდა თვალი არ მოუშორებია საკუთარი ფეხებისთვის. ლოსიონი ისევ აიღო და ხელზე დაისხა- ხმამაღლა სუნთქავ და ახლოს - უცებ დაასკვნა და ჰაერშიც აღმოჩნდა. ისე შემოხვია ხელი დადვანმა და შეისვა მუცელზე თითქოს წონა საერთოდ არ ჰქონდა -არც კი იფიქრო ..>შენს საყვარლობას არ ვაპირებ. ქმარი რომ იყავი მაშინ არ დაგთანხმდი მაგ წინადადებაზ ...ჯანდაბაა ნუ მეხები ,დამსვი- თავი უკან გადასწია დადვანი ყელს უკოცნიდა ლავიწამდე რომ მიაღწია ისევ წამოიკნავლა რაღაც . ფეხები უფრო უკეთ მოხვია წელზე მერე მაისურს წვდა და ბოლოები ასწია
-არაფერს გთავაზობ... შენ შემომთავაზე ამ წამს
-არაფერიც ..ჯანდაბა მაისურის აწევა ცუდი აზრი იყო მე ხომ მაგიჟებს შენი ტანი და ახლა არ მაწყობს...საერთოდ არანაირად მაწყობს შენთან სექს*
-არ შეიძლება გაწყობდეს... ან უნდა გინდოდეს ან არა
-შენ რატომ ფიქრობ და მე რატომ ვერა? -ისევ ძლივს ამბობდა სიტყვებს შიშველ საჯდომზე დადვანის ტორები რომ შეეხო ისე წამოიკვნესა ტუჩები ლამის მოიჭამა - არ შეიძლება- ლაპარაკი ერეკლემ შეაწყვეტინა ამჯერად
-მოძალადე არ ვარ... რაც არ გინდა - ტუჩები გაილოკა პირსახოცი ისევ შეუკრა და საწოლზე დასვა -არ მოხხდება - ზემოდან დახედა აწითლებულ, სუნთქვააჩქარებულ სურვილისგან შეშლილ ბარბარეს,მაისური გაისწორა და უკან დაიხია
-არაა არ შეგიძლია ...ვინც გინდა ის იყავი რა ჯანდაბაც გინდა ის დაირქვი დადვანოო არ წახვიდე თორა გავგიჟდები იცოდე თავიდან გადაგემტერები ამის გამო .ქალის ასე მიტოვება არ შეიძლება
-საერთოდ არ მინდა კიდევ ვინმე ვიყო შენს ცხოვრებაში იმის გარდა ვინც ვარ ... თავს ისე „უშველე“ როგორც სიზმრების შემთხვევაში .შენს თითებზე არასდროს ვეჭვიანობდი - ხელი ისე აუთამაშა წინ თითქოს არც არაფერს ეუბნებოდა-კარს დავხურავ ბავშვმა არ გაიგოს შენი ხმა - გავიდა და კარიც მიიიხურა. კარგად გაიგო როოგრ გაუქანა კარს რაღაც მსხვრევადი ბარბარემ,მერე ღრმად ჩაისუნთქა და სწრაფად გაეცალა ოთახს.
ბარბარემ ბალიშში ჩაფლო სახე და ისე კიოდა ხმა რომ არ გასულიყო. ბოლოს სუნთქვა რომ აღარ შეეძლო ზურგზე გადაწვა
-განგებ მიკეთებს...სამაგიეროს მიხდის ზუსტად ისე მექცევა როგორც მე ვექცოდი . მე უბრალოდ ვტოვებდი და თვითონ რა გამიკეთა რა მითხრა.არავინ ვარო არვაინ მინდა ვიყოოო . რა უბედურებაა ასე ცუდად იყო ? ნეტავ შენ რა იცი მე რას ვხედავ სიზმრად ,სულ რომ ჩამჩხავი ყურში .შეუძლებელია...ბარბარე ნუ ფიქრობ იმას რომ ის იდიოტი ღამე მოვიდა აქ შენს ოთახში იყო და უყურებდა როგორ კვნესოდი სიზმარში რომელშიც დარწმუნებული ვარ მის სახელსაც ვძახდი...გამორიცხულია ეს უბრალოდ ცუდი აზრია რომელიც სიმართლე ვერ იქნება.რომ მოთრეულიყო მივხვდებოდი მის სურნელს კილომეტრზე ვგრძNობ ...ჯანდაბაა ოთახში ისევ მისი სუნი ტრიალებს - ყელზე მოიხვა ხელი და თვალები დახუჭა- როგორ შეუძლია ისე მაკოცს რომ ერთი საათი მიხურდეს კანი -ერეკლეს „რჩევა“ გაითვალისწინა ბოლოს და ისე ჩაეძინა არც კი ჩაუცვამს. დილას შიშველს რომ გაეღვიძა საწოლში წამსვე წამოფრინდა , თავი მოიწესრიგა .საცვლებზე ხალათი მოიცვა ,თმა შეიკრა და ისე გავიდა დერეფანში. საათი რომ ნახა გაუკვირდა ტასოსმ როგორ არ გაიღვიძა აქამდეო. საძინებელში არ დახვდა ქალბატონი ამიტომ პირდაპირ პირველი სართულისკენ აიღო გეზი
-ტასოოო ისევ დილაადრიან თუ მიმის ეთამაშები იცოდე გავგიჟდები ...ანასტასიაა სად ხარ? ტასოო იმედია ისევ ტრუსით არ დატანტალებ დილაა ჯერ .ანასტასიააა
-სამზალეულოშიიი ვააარ-ქალბატონის ხმა რომ გაიგო იქეთ წავიდა , ჩარჩოს მიეყრდნო გაღიმებული
-აქ რა გინდა ქალბატონო? - ჯერ მაგიდაზე დასკუპებულ წერტილს შეხედა თავისი პიჟამათი თმააწეწილი რომ იჯდა მერე დაინახა გაზქურასთან მდგომი ერეკლე და სახიდან ღიმილი წაეშალა
-მამაშენი როდის მოვიდა ?
-წუხელ ჩემთან იყო ...რომ მოვიდა კი ველ გავიგე
-დედაშენმაც ვერ გაიგო როგორ მოვედი - თითი ნუტელას ქილაში ჩაყო და ისე ალოკა თან შავ თვალებს ბარბარეს უციმციმებდა და ბრაზისგან სულ გააწითლა ქალი-გემრიელია..მეც შევჭამ ბლინთან ერთად
-ბლინები დააცხვე და ვერ ვხედავ?
-არა შენ გააკეთებ და მე ნუტელას წავუსვამ
-რამხელა საქმე იკისრეე...გინდა დე ბლინები?
-უნდა ვერ ხედავ?
-ტასუნას ვეკითხები
-რა გჭირთ თქვენ?- ბავშვმა ვერაფერი რომ ვერ გაიგო გაკვირვებულმა გადახედა ორივეს
-ტასუნა ბლინები გინდა თუ არა
-ტოსტებს შევჭამ დაა ხოო დავაკოლებ ბლინებსაც- ერეკლემ რომ ანიშნა თვალებით მანაც დაამატა უცებ
-ანუ მარტო ტოსტებს შეჭამ ...ერეკლეს თვალების ტრიალი არ გვაინტერესებს ჩვენ!
-რომ გააკეთო რა დაგიშავდება?
-უბრალოდ მეზარება ! - მაგიდასთან დაჯდა და მისი მომზადებული საუზმე მიირთვა ნუტელას ქილაც აიღო და ჭამა დაიწყო . მოშისვლებულ ბარძაყზე დადვანის თიტები რომ შემოეხვია
-დადე ქილა და გამოიღე კოვზი პირიდან- ყურთან რომ გაიგო დადვანის ხმა და თითები უფრო მაღლა მისრიალებდნენ ფეხები უნებურად შეკრა, კოვზი ლამის გადასცდა.სწრაფად დადო ქილა და სანამ ხელი წაიღო დადვანის თითებისკენ მანამ მოშორდა .ძალიან მშვიდად განაგრძო საუზმობა და შემდეგ ტასოსთან ერთად წავიდა მეორე სართულზე. ბაღშიც მან წაიყვანა ქალბატონი ხოლო ბარბარე პირდაპირ სამსახურში წავიდა.
.........
ეკატერინე უნივერსიტეტიდან პირდაპირ სახლში წავიდა. საღამოს შეხვედრა ჰქონდა და უნდოდა რომ დასვენება მოესწრო, რამდენიმე წამალიც ჰქონდა დანიშნული ამიტომ ჩქარობდა. ეზოში ბათუს მანქანა რომ დაინახა ძალიან გაუხარდა. შესასვლელშივე იგრძნო გემრიელი საჭმლის სუნი და ტუჩები გაილოკა . დათას პირველ სართულზე რომ არ დახვდა გაუკვირდა, გაზქურა გამორთო რადგან კერძი უკვე მზად იყო . მეორე სართულისკენ წავიდა, ჩქარა სიარული არ უყვარდა და ახლა კიბეზე ასვლის დროს ყოველთვის ნელა მიდიოდა. მეორე სართულის მისაღებიდან საუბრის ხმა რომ გაიგო გაუკვირდა, თანაც ხმა ვერ იცნო. უნდოდა პირდაპირ შესულიყო და მისალმებოდა ,მაგრამ მეორე კაცის ხმაც გაიგო. მამაკაცი ინგლისურად საუბრობდა
-ხომ ხვდები რომ ვერ წახვალ ...ასე მარტივად არ გაგიშვებთ
-მე წავედი უკვე ,განცხადება დავწერე და თქვენთან აღარ ვმუშაობ ...თქვენი იაფფასიანი გამოსვლები სასაცილოა უკვე. სულ რომ დამიხუროთ ყველა გზა მე მინისტრის შვილი ვარ და რამე რომ შეემთხვეს ჩემს ოჯახს საქმეს ყველა გამოიძიებს.აღარაა ჩემი სახელი უცნობი რატომ ვერ ფიქრობთ ამდენს?- ბაღათურიას მშვიდი ხმა ჰქონდა, ირონიული და აშკარად რეაქცია არ ჰქონდა მათ საუბარზე-სამაგიეროდ ახლა მე რომ გამოგჭრათ ყელი არავინ გიპოვნით. ჩემს სახლში მოსვლა ამ დროს არ უნდა გეგებედათ დავიჯერო არავინ გითხრათ ვინ ვიყავი?- ქართველს ელაპარაკებოდა ამჯერად
-კარგად ვიცი ვინც ხარ
-შენობით რატომ მომმართავ ლაწირაკო,ვინ მოგცა უფლება. ერთი იმათ ტვინში ჩამახედა ვინც შენ წოდება მოგცა
-არ გვისმენ ბათუ... ჩვენ გენერლობას გთავაზობთ. ყველაფერი ღია იქნება და საჯარო, სავარაუდოდ მაღალ თანამდებობაზე დაგნიშნავენ სულ რამდენიმე თვეში
-უნდა დავჯდე და ლაწირაკებს ვასწავლო? არ მინდა ...არ მჭირდება მე როცა მინდოდა ბრძოლის ველზე მივდიოდი შენსავით ხელფასის გამო კი არ მიბრძოლია. მოშორდით ახლა აქედან სანამ მოთმინება დამიკარგავს და გადაეცით ვინაც გამოგგზავნათ რომ არცერთ გარიგებაზე არ წამოვალ! შეეშვით ჩემს ბიზნესს ბათუ უკვე წავიდა ... დავით ბაღათურია კი იარაღს მხოლოდ სანადიროდ შეეხება
-თუ კაბინეტში ჯდომა არ გინდათ,როგორც თქვენ ამბობთ მაშინ იქ დაბრუნდით სადაც იყავით. სჭირდებით სახელმწიფოს
-შვილო დამცინი? რატომ გინდა რამე დაგმართო შენთან არაფერი მესაქმება წადი აქედან და თქვი რომ ყველაფერი სცადე და არაფერი გამოგივიდა
-მადლობა რჩევისთვის ,მაგრამ თქვენი ისტორია ზეპირად ვიცი და პირადად მინდა რომ დაბრუნდეთ. არ შეიძლება თქვენი წასვლა
-ჩემი ფანია ესეც? - გადაიხარხარა და მერე აშკარად წამოდგა-მოშორდით აქედან! - ისე იღრიალა ბოლო სიტყვები ვერც კი გაარჩია დერეფანში გაქვავებულმა ეკატერინემ. მხოლოდ ისეთ ადგილას დადგომა მოახერხა რომ გასვლისას შეუმჩნევლად დარჩენილიყო.
ბაღათურია დერეფანში იდგა ,კიბის მოაჯირთან .მუშტების დასცხო რკინას და უმისამართოდ შეიკურთხა.მერე მობილური აიღო და სადღაც დარეკა...ეკატერინე ნელი ნაბიჯებით მილასლასებდა
-ჩემთან მოვიდნენ...ვიღაც ორი საცოდავი გამომიგზავნეს. ჩემს სახლში იყვნენ იქ სადაც ჩემი ცოლი ცხოვრობს! კიდევ ვინმე რომ მოვიდეს ამ შემოთავაზებით კი არა საერთოდ ჩემი ოჯახის სიახლოვეს საკუთარ სისხლში დავახრჩობ! ესაა ჩემი ბოლო სიტყვები და გადაეცი იმათ ვისაც არ ესმის
-ბათუ - ეკატერინეს ხმა ზარივით გაისმა . ბაღათურია რომ შებრუნდა იმდენაც ცივი მზერა ჰქონდა კატოს ხმა ვერ ამოიღო
-კატო...კატო როდის მოხვედი
-ვინ ხარ ბათუ ბაღათურია
-ეკატერინე აგიხსნი მე -მობილური მაგიდაზე დადო და მისკენ დაიძრა
-არ მომიახლოვდე გთხოვ - გაყინული სახით უყურებდა, ხელი წინ გასწია ბათუს შესაჩერებლად და ისიც იძულებული იყო დამორჩილებოდა. თვალებში უყურებდა ცოლს და იმ წამს ყველაზე მეტად ეშინოდა - ოდესმე მეტყოდი სიმართლეს?
-ვაპირებდი
-მართლა ? - ჩაიცინა,წამით თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა - ხელი რამ შეგიშალა...იქნებ მე დავუშვი შეცდომა ჩვეულებრივი ეჭვიანი ქალივით უნდა დამესვა ათასი კითხვა და მეიძულებინე სიმართლე გეთქვა, უნდა გამომეტეხე... მოვახერხებდი კი ?
-როცა გავიგე რომ ფეხმძიმედ იყავი გადავწყვიტე გადამედო ამ ამბის მოყოლა რადგან არავითარ გავლენას არ მოახდენს ჩვენს ცხოვრებაზე
-ჩვენ ...ჩვენზე როგორ არ იმოქმედებს როცა შენ გეხება . ჩვენ, ორივეს გვაერთიანებს და უკვე სამივეს ბათუ -ხმა გაუტყდა, ნაწილებად იშლებოდა
-არაფერი გამიკეთებია ისეთი რაც ჩვენს ურთიერთობას შეცვლიდა რისი თქმაც სასწრაფო იყო და არ ავიტან შენს ასეთ მზერას!
-როგორ მზერას...გულნატკენს და განადგურებულს? ასე შემთხვევით ერთ დღეს ვიღაც კაცები უნდა მხვდებოდნენ სახლში და დერეფანში ვიგებდე რომ ჩემი ქმარი გაურკვეველი თანამდებობის ...გაუგებარი წოდების მქონე მებრძოლია ,რომელსაც არც კი ვიცი ვის სისხლში აქვს ხელები გასვრილი...ვიღაც მოკლა ოდესღაც . მე არ ვიცი ვის შვილს ვატარებ მუცლით, ვისთან ვიყოფ სარეცელს ...იცი ახლა როგორ ვარ? მგონია რომ ჰაერში დავრჩი აღარც კედელი მაქვს რომელსაც მივეყრდნობი და აღარც საძირკველი რომელზეც დავდგები .თითქოს ვეღარც ვსუნთქავ და ნელ-ნელა ვიყინები -აცახცახებული სხეული და ცრემლიანი თვალები ,მაგრამ მაინც გაყინული გამომეტყველება ჰქონდა ერისთავს.
-არ ღირს ეკატერინე...ბავშვზე იფიქრე გთხოვ .გევედრები არ გინდა .ხომ თქვი ყველფერი მოგვარდებაო,ყველა პრობელმა
-ეს პრობლემა არ არის ,ჩემი ქმრის ცხოვრებაა რომელიც არსად გაქრება და რომელიც მუდამ მის გვერდით იქნება
-რა გინდა რომ გავაკეთო ამის დედას შევთ*** არ ვნანობ ჩემი ცხოვრების არც ერთ დღეს და არცერთ ნაბიჯს. ხო მკვლელი ვარ, მომიკლავს ბევრი ხუთჯერ-ათჯერ იმდენი რამდენი წლისაც ვარ ,მიწამებია, დამისახიჩრებია საშინელებები გამიკეთებია ,მაგრამ ყველა იმსახურებდა .ხო ვიცი რომ არ აქვს მნიშვნელობა მაინც სისხლიანია ჩემი ხელები...ხელები რომლითაც დაუსრულებლად შემიძლია მოგეფერო . საშინელია ჩემი ცხოვრება, ღამე იშვიათად მძინავს მხოლოდ რამდენიმე საათით რადგან ვიცი დიდხანს რომ დამეძინოს კოშმარს ვნახავ ! შენს გაცნობამდე დავასრულე ყველაფერი, შენთან დაქორწინების შემდეგ ყველაფერს ვაქრობ რამაც შეიძლება დამაკავშიროს ამ საქმესთან,მაგრამ ასე მარტივი არ აღმოჩნდა. არც ქორწინებამ გაჭრა ,არც მინისტრის შვილის სახელით გამოჩენამ ახლა უკვე უნდათ აქ ვიმუშაო ისე გააკეთონ თითქოს გამორჩეულ საქმეებზე კი არ მიშვებდნენ რიგითი მეომარი ვიყავი და ახლა დამაწინაურებენ ... ნებისმიერ თანამდებობაზე დამნიშნავენ რაც კი თავდაცვას ეხება,მაგრამ არ მჭირდება არ მინდა მივდიოდე ვიღაცას ვესროდე თუნდაც მკვლელს, ტერორისტს, მოძალადეს და მერე შენთან მოვდიოდე იგივე ხელებით გეხებოდე ... არ მინდოდა მანამ გვყოლოდა შვილი სანამ ყველაფერს მოვაგვარებდი ,მაგრამ ბოლომდე ვერ მივიყვანე საქმე . არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში მარტივი დღე...იმ წამიდან რაც ცოტნეს დასაცავად გავისროლე ...იმ წამიდან რაც ანდრო ცეცხლმა წამართვა სული დავკარგე . შენ ხარ ჩემი სული...შენ ხარ ყველაფერი, მე არასდროს ვყოფილვარ კედელი შენთვის . შენ თვითონ ხარ საყრდენი , ჟანგბადიც შენ ხარ რომელსაც ვსუნთქავ და არ შეიძლება რომ ცუდად იყო .არ შეიძლება იმის გამო ღელავდე ... ჩემ გამო არ უნდა იყო ცუდად ! ვერ წავალ, შენგან ვერ წავალ სულ რომ შემიძულო მაინც ვერ წავალ. მიზეზი რომ გქონდეს ჩემი სიძულვილის გეფიცები ახლა აქ არ ვიქნებოდი ... ჩემი ნაწილი არ იქნებოდა შენში და არ მითხრა რომ არ მოგიახლოვდე შენ ჩემი ხარ. ჩემი ნაწილი ხარ ,ყველაზე სუფთა და წმინდა ანდროს შემდეგ რაც გამაჩნია - მისი სახე ხელებში მოიქცია ,თითები თმაში შეუცურა .შუბლი შუბლზე მიაბჯინა. თვალებში უყურებდა ,ხელებს არ ამოძრავებდა ასე გაქვავებული იდგა და მზერას არ აშორებდა ერისთავს
-რატომ ხდება ასე ... რატომ ქრება ყველაფერი როცა გიყურებ თვალებში . რეალურია ეს მწვანე სივრცე რომელშიც ყველაფერს ვხედავ? როგორ შეიძლება უბრალოდ ლაპარაკი დაიწყო, შენი ხმა მესმოდეს შენს თვალებს ვხედავდე როგორ მიყურებენ აღვიქვამდე და მაშინვე ვმშვიდდებოდე, სხეული მშიდდება, გული მშვიდდება და უბრალოდ ფიქრებიც კი ლაგდება . ყველაფერი ნათდდება იმ მხრიდან რომელიც გამართლებს, რომელიც შენს გასამართლებლადაა მომართული ...და მაინც ვინ ხარ ბათუ ბაღათურია , დათა თუ ჩემი ქმარია,მინისტრის შვილი , ბიზნესმენი და ქვეყანაში ცნობილი სახე მაშ ბათუ ბაღათურია ვინღაა დღეს
-ძალიან მარტივია კატუს - ჩაიცინა და თვალები ისევ მიანათა კატერინას ზღვისფერ სფეროებს
-მარტივია? - დაზეპირებულივით გაიმეორა თვალიც არ დაუხამხამებია ისე უყურებდა
-ბათუ ბედნიერი კაცია ,რომელსაც თავდავიწყებით უყვარს თავისი ქალი ,რომელიც აღმერთებს თავის კატოს
-დათააა, ჩემი დათა
და შემდეგ კვლავ შეერთდნენ ბაღათურიასა და ერისთავის ბაგეები .ვინ იცის მერამდენედ ,მაგრამ მაინც პირველად ასეთი გრძნობით, პირველად მსგავსი გატაცებით.
ეს იყო დასასრული და ეს იყო დასაწყისი !
........................
ანასტასია ლიასთან დარჩა, ქალბატონმა განაცხადა რომ ბებო მოენატრა. სამსახურიდან ადრე დაბრუნდა, გამოძინებაც მოასწრო და მოწყენილობისგან რომ არ გაგიჟებულიყო გადაწყვიტა კლუბში წასულიყო. ბოლო თვეები იმდენად რთული და ემოციურად დატვირთული იყო ნამდვილად სჭირდებოდა განტვირთვა .
კლუბში შესვლისას ბევრი ნაცნობი სახე დაინახა,მაგრამ მარტო ყოფნა არჩია. კუთხეში დაჯდა კოქტეილით ხელში და მოდუნება სცადა. მუსიკა კარგად მოქმედებდა მასზე, რამდენიმე ჭიქის შემდეგ უფრო მოდუნდა და მაგიდისკენ მომავალი ლუკა რომ დაინახა გაუცინა. ბიჭს ხელში ჭიქა ეჭირა და გაღიმებული მიაბიჯებდა
-ბარბიი როგორ გამახარა შენმა დანახვამ ,...როგორ გიკითხო? გვერდით მიუჯდა და ხმაურით აკოცა ლოყაზე
-ლუკა როდის დაბრუნდი? ხომ მითხარი ერთი წლით მივდივარო?
-მალე მოგვარდა ყველაფერი და წამოვედი ... გამიხარდა შენი ნახვა
-არ დაგიმალავ და მეც გამიხარდა...შენს დაბრუნებას გაუმარჯოს- ჭიქა მაღლა ასწია და სულმოუთქმელად გამოცალა
-მარტო ხარ და სვამ .ე.ი კიდევ არ დაუბრუნდი დადვანს
-ვერ ეღირსება
-რაღაც მეეჭვება თვითონ დაიტანჯოს იმაზე მეტად ვიდრე შენ
-კაცური ლოგიკაა თუ რამე სხვა
-მარტივი მისახვედრია ...კაცები უფრო ამტანები ვართ . დადვანს თავშეკავება არ გაუჭირდება შენ კი ზედმეტად მგრძNობიარე ხარ ,ემოციების დამალვა არ შეგიძლია ,პირდაპირი ხარ და არასდროს იტოვებ აზრებს შენთვის
-და მაინც არ არის ჩემი ცხოვრება მარტივი
-აი ვაფშეე არ მესმის მაგას რომ ამბობენ ...როცა ჯანმრთელი ხარ , ორი ხელი გაქვს ,ორი ფეხი და თუნდაც არ გქონდეს როცა საწოლს არ ხარ მიჯაჭვული და უკურნებელ სენთან ბრძოლა არ გიწევს როგორ შეიძლება მარტივი არ იყოს ცხოვრება!
-შენნაირი არდაიდარდო არ ვართ ჩვეულებრივი მოკვდავები
-ჩემნაირი ვერავინ იქნება,მე დონე ვარ ,მაგრამ ასეც არ შეიძლება!
-მორჩი ჭორაობას ... რაღაც ზედმეტად არაბუნებრივია ჩემი და შენი გულწრფელი ბაასი თანაც აქ
-კიდევ ერთ ორ ჭიქას თუ დალევ საერთოდ ვეღარ ილაპარაკებ ...
-მეცეკვები თუ ნადირობა უნდა განაგრძო
-მე სათევზაოდ დავდივარ ჯერ ეს ერთი და მეორეც როცა შენ გესაუბრები რა დროს ესაა?
-სად შეგვიძლია ... -გადაიკისკისა და ლუკას მკლავზე მოხვეული წავიდა საცეკვაოდ. ბატონი ყველაფერთან ერთად მოქნილი მოცეკვავე აღმოჩნდა ბევრი იცინა მისი თეძოს ჩატეხვებზე და კარგადაც ცეკვავდა. ლუკამ რომ დაატრიალა და მომენტში ერეკლე დაინახა ვიღაც ქალთან ერთად წამში გაეყინა სხეული! პირველად არ უყურებდა როგორ კოცნიდა მისი ქმარი ვიღაც ქალს ,მაგრამ ასე ახლოს არასდროს ყოფილან. ყოველთვის შემთხვევით ხდებოდა მსგავსი რამ, სულ ორჯერ იყო მსგავსი შემთხვევა ახლა კი ერთ სივრცეში იყვნენ სულ ახლოს
-ბარბარეე ..რა დაგემართა? ხომ გითხარი აღარ უნდა დაგელია.არ მითხრა რომ ცუდად ხარ - ლუკამ წელზე მოხვია ხელი და თავი ააწევინა
-ახლა რომ მივიდე და სპექტაკლი დავდგა ძალიან დამეტყობა რომ ვეჭვიანობ?
-ვერ გავიგე?
-შენთან ქალი რომ მოდის და მეორე ქალს გახევს ხვდები რომ იმ პირველს უყვარხარ?
-არ მქონია მსგავსი შემთხვევა...ერეკლეა აქ სადმე?- წამსვე მიხვდა და გაიცინა - გინდა ვაეჭვიანოთ?
-ვერ შემხედავს..ერთობა და არც მინდა
-რატომ?
-არაფერს გააკეთებს თუ კოცნას არ დამიწყებ და კაბის ქვეშ არ შემიცურებ ხელს რასაც არ დაგანებებ ძალიანაც რომ მოინდომო
-არც დავაპირებდი სულ არ მინდა იმიტომ გაკოცო რომ შენ შენი ყოფილი აეჭვიანო
-კოცნებს ასე უბრალოდ არ ფანტავ?- გადაიკისკისა და თვალი ერეკლეს მაგიდისკენ გააპარა. ბატონი დადვანი ისევ გართული იყო თავისი „საქმით“
-სად ხედავ ერეკლეს..არაფერი ჩანს იმ კუთხეში იქნებ არცაა ერეკლე
-ნუ მასწავლი ჩემი დადვანი როგორ ვიცნო! ახლა კი უკაცრავად ... სხვა დროს ვისაუბროთ მესტუმრე თავისუფალ დროს - ლოყაზე აკოცა და კუთხის მაგიდისკენ დაიძრა. მაგიდასთან როგორც კი მივიდა ჭიქა აიღო და წყვილს შეასხა
-არაკაცოოო სახლში ექვს შვილთან ერთად გელოდები შენ კი აქ ერთობი? ბავშვებს რომ აკეთებდი და მეუბნებოდი იმ რეზინის წამოცმა მეზარებაო ხომ კარგი იყო? ახლა ამასაც დააფეხმძიმებ როგორც ის ორი გოგო და კიდე გინდა შენი საყვარლები დამადგნენ სახლში? ალიმენტს მაინც აძლევდე, მაგრამ ჩემი ექვსი ვერ გირჩენიაა - ისეთი „გაცოფებული“ სახე ჰქონდა არავის შეეპარებოდა ეჭვი. გაწუწული გოგო გაოცებული უყურებდა, მერე ჩანთას დაავლო ხელი ერეკლეს სახეში გაარტყა უცებ მიალანძღა და გავარდა. დადვანი კი ჯერ გაოცებული უყურებდა,მერე უკვე იცოდა რაც უნდოდა ბარბარეს და იცინოდა.
-ყოჩააღ ბრავოოო… მეორე დიპლომი არ გინდა? ეკონომისტი და მსახიობი რომ იყო - სალფეტკით მოიწმინდა ხელიდან სითხე და მერე ტუჩებზე გაისვა ხელი
-სასმელზე არ დამპატიჟებ? ავღნიშნოთ შენი გენიალური შემოთავაზება
-ბავშვთან არ მიხვალ ასე ხო?
-როიალზე დაუკარი-თქო ვეტყვი...ისე უნდა ვატარო პიანისტთან
-სად გყავს ტასო
-ლიასთანაა
-რამდენ ხანს დარჩება
-ხვალ წამოვიყვან
-მე წამოვიყვან!
-რატომ ვითომ
-დიდი ხანია ჩემთან არ ყოფილა
-შენ ხარ სამაგიეროდ ჩემთან
-შენთან ? დამიკონკრეტე კერძოდ სად ვარ- მისკენ გადაიხარა და მთვრალი მზერა მოავლო სხეულზე
-გულით დაგატარებ ...ფუუ საშინელი სუნი გაქვს! წადი სახლში, დაიბანე თორემ გულისამრევი ხარ- რომ მიიწია და დადვანის სურნელთან სხვა შერეული სუნიც ამოიცნო სახე დამანჭა
-მარტო ხარ?
-ხოო
-აბა ლუკას რატომ ვხედავ?
-ლუკა ცალკეა მე ცალკე ..თუ გინდა გეტყვი რომ ერთად ვართ. რომ ვთხოვო გამიწევს პარტნიორობას
-ჩემთან რა გინდა მაშინ?
-წავიდე?
- მიბრძანდი
-არა იყოოს !
-კარგი ისეთ ვინმეს ვიპოვი ვინც ჯგუფურის მოყვარულია
-გულს მირევ!
-პირველად მეუბნები ასეთ რამეს...
-ხო არა? გული ხომ არ გატკინე?
_შენთან რომ იყო კი ჯიჯგნიდი და რაც დავიბრუნე მას მერე არაჩვეულებრივად გრძნობს თავს
-ხო არა? შენთანაა თუ გააჩუქე ისევ
-ჩემთანაა...აღარ ვაპირებ გასხვისებას!
-უიმეე რატოო? ასე დაგიმსხვრიე წარმოდგენები სიყვარულზე? ჩემი საბრალო ერეეკლეე
-კორექტივს შევიტან თუ შეიძლება
-კი ბატონო
-შენი არა !
-ჩემი არაა? აა ხო ჩემი არა -თვალებში უყურებდა და ისე ბუტბუტებდა- ხვდები რომ ჩვენი ჩხუბიც კი ისეთი აღარაა? რაღაც მუღამი დამიკარგე
-აღარ გაინტერესებ ? ღმერთო რა ბედნიერებაა ამის მოსმენა
-მიდიხარ?- ერეკლე რომ წამოდგა თვალი დაბნეულმა გააყოლა, გათიშული უყურებდა
-ვაპირებ!
-არ წამიყვან?-ურცხვად ჩამოეკიდა მკლავზე, თითები მის თითებში ახლართა,თავი მხარზე დაადო და ქვემოდან ახედა. ერეკლე ისე დაჰყურებდა ზემოდან თითქოს რეაქციაც არ ჰქონია-ასე ხომ არ დავჯდები საჭესთან
-ტაქსიში ჩაგსვამ ... ჩანთა არ დაგრჩეს- ხელში მიაჩეჩა კლაჩი და ისე წავიდა გასასვლელისკენ. ბარბარე მდუმარედ მიაბიჯებდა, არმოეწონა ტაქსის იდეა . ერეკლეს ყელზე უხახუნებდა ცხვირს და მისი სურნელის დაწერას ცდილობდა
-საშინელებაა...ყველგან სხვისი სუნია .შენი სუნი მინდა - თითები პერანგის შიგნით შეუცურა და საყელოზე დაყნოსა - აქ არის...აქ სულ არის -მთვრალმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და თვალები დახუჭა. არაჩვეულებრივად თამაშობდა გათიშულ ქალს . ხელები ყელზე მოხვია დადვანს და თავიც ისე ჩამოსდო თითქოს გაითიშა
-ბარბარეე...ბარბარე .კარგი წაგიყვან ჩემი მანქანით რა გაეწყობა- უცებ აიტაცა ხელში და მანქანისკენ დაიძრა . წინა სავარძელზე მიაწვინა ღვედი შეუკრა და საჭესთან მოთავსდდა. მანქანა რომ დაძრა ისე სწრაფად წავიდა თითქოს სადღაც მიეჩქარებოდა. სიმღერა ჩართო ხმამაღლა და ბარბარესკენ არც გაუხედავს. ქალბატონმა ცალი თვალი რომ გაახილა და გზას გახედა მაშინვე გასწორდა
-სად მიდიხარ...სახლში არ უნდა მიგეყვანე?
-უი უკვე გამოფხიზლდი? ვიფიქრე ის ეცუდადაა მისი დატოვება არ ღირს-თქო კახეთში ვაპირებდი დარჩენას ამაღამ და იქ მივდივარ
-რაა?
-ახლა ვეღარ მივბრუნდები სამწუხაროდ ამაღამ ჩემს სახლში დარჩენა მოგიწევს
-სად მიდიხარ ბებიასთან?
-ხო მთხოვა სანამ სახლში არ ვიქნები მოუარე ყველაფერსო მე კიდე კლუბში შემოვრჩი და ვეღარ მივედი დროულად...ახლა შენც ამეკიდე
-რა ვქენი უკაცრავად?
-ფხიზელი თუ იყავი ვერ მითხარი? ასე როგორ შეიძლება
-ბებია სად არის?
-ლიასთან ბავშვი რომ დატოვე არ გინახავს?
-მარტო უნდა ვიყოთ სოფელში მე და შენ? როდის ბრუნდები იქედან
-ორშაბათს ან სამშაბათს
-რაა? მე როგორ წამოვიდე
-ავტობუსით ...სამარშუტო ტაქსით
-ვერ გიტააან ...სარგებლობ ჩემი სიმთვრალით და მიმათრევ სოფელში !
-თუ გგონია მეორედ მოგიტაცებ ძალიან ცდები! შემიძლია ჩამოგსვა
-შუაღამეა სად უნდა ჩამომსვა...დამტოვებ შუა გზაში ამ მოკლე კაბით და წახვალ?
-არ იცი როდის და ვისთან უნდა ითამაშო და ჭკუიას ისწავლი
-დამპალოო გაიძვერა განგებ მიკეთებ ხომ? გინდა ჭუიდან გადავიდე...სახლში მინდოდა წაგეყვანე და შენ რა გამიკეთე
-გეთქვა სახლში მინდა მიმიყვანოო რომ გაითიშე თავი
-ნეტა გავითიშებოდე და სადმე სხვაგან გავჩნდებოდე შენი სახის დანახვა რომ არ მომიწევდეს არასდროს და მეტი არ მინდა სრული ბედნიერებისთვის
-ერთაერთი შანსია მაგისთვის ...უნდა მოვკვდე
-ღმერთი რომ მწყალობდეს იმდენჯერ იყო შენი მოკვლის საშიშროება ცხრა სიცოცხლე რომ გაქვს და ვერაფერი გკლავს ... იმდენჯერ დაგჭრეს,იმდენჯერ მოხვდი ავარიაში.აგაფეთქეს და მაინც არაფერი გემართება ,ალერგიებზე ,მოგუდვებზე და ჩემთან ერთად ცხოვრებაზე აღარაფერს ვამბობ ... ამდენი წელი მიძლებდი და სუიციდის მცდელობა ერთხელაც არ გქონია
-ზოგჯერ რომ სვამ რა კარგი ხარ და ზოგჯერ ასეთი საშინელი რატომ ხდები?
-საშინელი რატომ ვარ ჩემს სურვილს რომ ვაცხადებ? მინდა მოკვდე და დამასვენოოო მინდაა ხო ძალიან მინდა აღარაფერი შემაწუხებს ამქვეყნად რადგან სხვა ვერავინ ახერხებს ჩემზე ზემოქმედებას მარტო შენ- კიოდა და ხელებს ჰაერში იქნევდა
-მაპატიე მაგრამ ვერ გაგახარებ...მინდა დიდხანს ვიცოცხლო მაინტერესებს როგორი იქნება ჩემი ტასუნა და მინდა ისე გაგიმწარო ცხოვრება როგორც მე გამიმწარე
-გამიმწარდა უკვეეე 18 წლიდან გამწარებული მაქვს ცხოვრება და მეტი რაღა გინდა
-ზუსტად ისე უნდა გამწარდე როგორც მე მაწამებდი !
ჩქარა მიდიოდა, გაბრაზებული იყო უფრო მეტად უმატა სიჩქარეს იმის სანაცვლოდ რომ არაფერი შეემჩნია და ბარბარე უარესად გაეგიჟებინა.
მანქანა ეზოში რომ შეიყვანა ქალბატონი მაშინვე გადავიდა. სახლისკენ დაიძრა, გასაღები იპოვნა და სწრაფად შევიდა ,შიგნიდან გადაკეტა კარი და კმაყოფილმა შემოჰკრა ტაში. შუქი ჩართო და კუსკუსით წავიდა მისაღებისკენ
-ახლა ნახე როგორია მანქანაში ძილი უტვინო პრიმატო! დმატეხა ამ ფეხსაცმელმა ფეხები- მაღალქუსლიანები მოიშორა და დივანზე გაგორდა- როგორ მიყვარს ამ სახლის სუნი ...აქ რომ დავიძინო რა დაშავდება? - ბალიში ამოიდო თავქვეშ ,კომფორტულად მოკალათდდა და თვალები დახუჭა-რატო არ აკაკუნებს ვითომ? რა მნიშვნელობა აქ კარს მაინც არ გავუღებ! -გაიცინა და სიზმრბეის სამყაროსკენ მიმავალ გზას გაუყვა. მიხვდა როგორ დაუჩრდილა სინათლე ვირაცამ და მერე როგორ წვდა ფეხებში კივილით წამოივარდა,მაგრამ ვერ წამოვარდა . ჰაერში აღმოჩნდა გაკიდებული
-აქ როგორ ...კი მაგრამ როგორ შემოხვედი
-მანამ შემოვედი სანამ კარს დაკეტავდი! შენი ტვინი შესწავლილი მაქვს ბარბარიკა -საჯდომზე მოსცხო ხელი და ეზოში დასვა
-რას აკეთებ...სიცივეა გარეთ უკან დამაბრუნე ფეხშიშველი ვარ
-სარწეველაში პლედიც იდება...აბა ტკბილი ძილი ბარბარიკა
-არაა არ გაბედო ...ჩემი დატოვება არ გავბედო ერეკლეეე ...ერეკლე მიწაზე ვერ დავდივარ ერეკლეეეეეეეეეეეე -კიოდა ,მაგრამ დადვანს უკან არ მოუხედავს კარის მიხურვამდე გაუცინა ერთი და მერე სახლში მიმალა. ერთ ადგილას იდგა თმააწეწილი,მთვრალი, ფეხშიშველი ნახევრად შიშველი . სარწეველასკენ დაიძრა ,ფეხები დაეჩხვლიტა გაუჭუჭყიანდა და როგორც იქნა მიაღწია სახლის წინ დადგმულ სარწეველამდე. კიდევ კარგი რბილი იყო ზედ ბალიშიც იდო და პლედიც. მაგრამ საკმაოდ ციოდა, მოკუნტუი დაწვა და პლედშ გაეხვია.
-ეგღა მაკლია შეგევედრო... მშვენივრად დავიძინებ სუფთა ჰაერზე- ჩაიბურტუნა და თვალები დახუჭა.
ჩაეძინა, სასმელმაც იმოქმედა და არაფერი გაუგია . გაეღვიძა მზე რომ ამოვიდა მამალმა ყივილი დაიძყო,ქუჩდან ძროხების ხმა გაიგო და მათ ყელზე გამობმული ზარების რეკვა რომელსაც კაცების ხმა ერთვოდა . თვალები როგორღაც დააშორა ერთმანეთს, გაიაზრა რომ სხეული გაყინული ჰქონდა და კანკალი დაეწყო. თავი უსკდებოდა და ერეკლეს მოკვლის სურვილი ჰქონდა. დადვანი შორტისამარა გამობრძანდა აივანზე და ვარჯიშის მაგვარი მოძრაობები გააკეთა,მერე მოაჯირს დაეყრნო და ქვემოთ ჩამოიხედა
-დილამშვიდობისა ბარბარიკაა ...ხომ კარგად გეძინა?
-არაჩვეულებრივად
-გინდა სახლში შემოგიშვა?
-მცივა
-ძალიან? თუ ვეღარ უძლებ შეგიძლია საქათმესთან მიხვიდე კარი გააღო და დედლებს სიმინდისმარცვლები დაუყარო .მერე კვერცხი გამოიტანო და სახლში შემოგიშვებ
-რა საყვარელი ხააარ !
-ემოცია ვერ დვაინახე...ვერ დამაჯერე
-მეზიზღები- ბალიში აიღო და ქვემოდან ესროლა,მაგრამ აბა როგორ მოარტყავდა ისევ უკან დაუბრუნდა ის ბალიში და თავში დაეცა,ყველაფერთან ერთად გასკდა და ბუმბულებიც გადმოეყარა.
-ახლა ცხვარს ჰგავხარ, რომელმაც საქათმეში შეძრომა და დედლების გაჩინჩვლა გადაწყვიტა-ერეკლეს ხარხრარზე უფრო დაეჭიმა კუნთები, ფრჩხილები კანში ერჭობოდა ისე ჰქონდა მუშტები შეკრული .სახეზე დაყრილი ბუმბული სულისშებერვით მოიშორა. მერე რეზინის ბოტები იპოვა და საქათმისკენ გასწია. საოცარი სანახავი იყო უზურგო,მოკლე წითელი კაბით როგორ უყრიდა სიმინდს ქათმებს. კარი რომ გააღო დ აყველა ერთად გადმოფრინდა ლამის კივილით აიკლო ყველაფერი. საქათმეში ხელი რომ სეყო და კვერცხები აიღო ისე გააჟრჟოლა ლამის იქვე გული აერია. სახლისკენ სწრაფად წავიდა
-ერეკლეეეეეე სად ხააარ?
-აქ ვარ გიყურებდი... რა საყავრელი ხარ იცი? ფოტოგენური ქათმები მყოლია ...მამალს მგონი მოეწონე აი იმას შენი კბის ფერი რომაა- მობილური ეჭირა და ყურადღებით უყურებდა ეკრანს
-კარი გამიღე
-ხო ახლავეე...დამელოდე
სახლში შევიდა ბარბარე კი კართან მივიდა ორივე ხელში მომარჯვებული ჰქონდა „იარაღი“ კაირ რომ გაიღო და შეაბიჯა მაშინვე ასწია ხელი თავში ჩაერტყა დადვანისთვის მაგრამ იქ არ დახვდა თვითონ ასრიალდა იატაკზე და ისე დაეცა გატეხილ კვერცხებზე ზემოდან დააწვა.
-არაა შეუძლებელია...წარმოუდგენელია ეს შენ მოგეფიქრებინაა შეუძლებელია. ბევრი რამ გაგიკეთებია ,მაგრ ამ ეეეს?
-გაგაოცე ხომ ? მიდი აბა გამიღიმე
-იდიოტოოოო ... ასე ხალისობ ხომ? კარგი როგორც გინდა. ვერ ვიტან ამ კაბას ...ყარს - ფეხზე წამოდგა კაბის შესაკრავი გახსნა და იქვე გადაიძრო- მობილურს თუ არ გადადებ პორნოს გადაღება გამოგივა -კაბა იატაკზე დააგდო და სააბაზანოსკენ წავიდა .მხოლოდ ტრუსი ეცვა რომელიც დამიჯერეთ ბევრს არაფერს მალავდა
-შესანიშნავია...იმაზე უკეთ წარიმართა სიტუაცია ვიდრე ვფიქრობდი- კარი დაკეტა,გასაღები გადაატრიალა და საგულდაგულოდ გადამალა.
ბარბარე ამჯერად პირსახოცშემოხვეული გავიდა , მეორე სართულზე ავიდა დადვანის ოთახში და მისი პერანგებიდან ერთ-ერთი აიღო. შემდეგ ქვემოთ ჩავიდა და დივანზე წამოგორებულ დადვანს თავზე დაადგა
-მოიშორე სუნი თუ ისევ გაქვს
-გაოცებული ვარ...ბევრი რამ მოგიფიქრებია ადრე ჩემს გასამწარებლად,თითქოს რომ არაფერ შუაში იყავი ,მაგრამ მაინც შენ იყავი დამნაშავე ...ეს ეს კლასიკა იყო მინდა გითხრა
-გმადლობთ ...თქვენ შემიწყვეთ ხელი თორემ მე ფაქტობრივად თითიც არ გამინძრევია
-აქედან უნდა წამიყვანო ...ასე ხომ ვერ წავალ
-კაბა გარეცხე გაშრება და წადი...თუ გინდა ასე წადი. ფეხსაცმელი ჩაიცვი და ეგაა. შენ კაბაზე გრძელი კი არის .გაიწიე გადაცემას ვუყურებ
-რის მიღწევას ცდილობ? გგონია ორი დღე გამომკეტავ აქ და დამიბრუნებ?
-ჩემი არ ყოფილხარ როგორ ან რატომ უნდა დაგიბრუნო...თანაც შენ არ წასულხარ მე წავედი
-ხო რა თქმა უნდა მე უნდა დაგიბრუნო... რომ არ დაგიბრუნო მაინც დამიბრუნდები ბოლოს.ჩვეულებრივი ამბავია ყველა შენნაირი ასე იქცევა !
-ბევრ ჩემნაირს იცნობ?- ცინიკურად უღიმოდა და თვალებს არ აშორებდა. მერე წამოჯდა და წავემოდან ააყოლა მზერა-მიპასუხე ბევრს იცნობ ჩემნაირს?
-არა ...არავის რომ დავფიქრდი შენ ერთაერთი იდიოტი ხარ დედამიწაზე - აღარ წიკვინებდა, თვალებში უყურებდა დადვანს და ნელ-ნელა მიიწევდა მისკენ. ბოლოს მისი სახე ხელებში მოიქცია და დაიხარა- გარეთ გამყინე...არ გამოხვედი არ შემიყვანე...საქათმეში გამიშვი შემოსვლისას მახე დამიგე ...კარი ვიცი ჩაკეტილი გაქვს და გასაღები სად წაიღე?- ვნებიანი ხმით ელაპარაკებოდა,თვალს არ აშორებდა და ტუჩებთან ისე ახლოს იყო ცოტაც და შეეხებოდა
-შეგიძლია ძებნას შეუდგე... ან გაშვებაზე დამიყოლიო- უკან გადაიწია დივნის საზურგეს მიეყრდნო და ხახამშრალ ბარბარეს ღიმილით შეხედა.
-როგორ მეზიზღები ამას რომ მაკეთებინებ - უცებ თქვა მისკენ გადაიხარა ,უფრო სწორად ფეხებზე გადააჯდა და ტუჩებზე დააცხრა- მაკოცე თორემ მეორედ არ გაპატიებ
-ის მაპატიე?
-ორივეს ერთად ამოგანთხევინებ იცოდე- ტუჩებთან ელაპარაკებოდა, ხელები ყელზე შემოხვია და მერე თმაში შეუცურა- დავიჯერო ვერ გრძნობ რომ შენი პერანგის შიგნით არაფერი მაცვია?
-გაცივდები...რა ცუდია - ვერ გააქრო ხრინწი ხმაში რომ ჰქონდა ,მაგრამ მაინც მოშხამა ბარბარე
-უაზრობაა შენი ქცევა...ბოლოს მაინც ჩემთან მოხვალ . დღეს ,ხვალ თუ ათი წლის მერე მაინც დაბრუნდები . რა აზრი აქვს ამ ყველაფერს ....რატომ არ აკეთებ იმას რაც მინდა
-შენ გინდა და შენ უნდა გააკეთო მე რა შუაში ვარ
-კარგიი რაა ვერ ვგრძნობდე მაინც რა დღეში ხარ...
-შენი მოხუცი ქმარი მოხუცი არ აღმოჩნდა სხვა არაფერია...შეგიძლია დიდხანს იჯდე, მძიმე მაინც არ ხარ მაგრამ მაწუხებ უკვე
-დიდი ხანია გაწუხებ... კაბა რომ გავიხადე იმ წამიდან გაწუხებ შეეჩვევი მალე .ისე ჯინსის შორტები არ გეშოვებოდა? ეს ზედმეტად თხელი ნაჭრისგანაა
-გავცივდები ვითომ?
-შეიძლება...მაისურიც დაგეკარგა?
-შენ გაცვია ჩემი პერანგი
-იქ სხვებიც იყო - თითებს დაატარებდა ერეკლეს გულმკერზე, პრესზე, მკლავებზე და ისეთი ხმით ელაპარაკებოდა დადვანს მალე ინფარქტი დაემართებოდა
-პირველადაც თამაშით დაიწყე და მერე ნანობდი ...ახლაც ისე იქნება როგორც მაშინ მე ნასიამოვნები დავრჩები შენ გაგიჟდები საკუთარი სისუსტით და უთავმოყვარეობით- წელზე ხელი მოხვია და ისე აიტაცა ჰაერში ბარბარემ წამოიკივლა
-სად მიდიხარ
-სამზარეულოში ... საუზმე უნდა მომიმზადო
-ხელი გამიშვიი ახლავეეე- უცებ წამოიკივლა და ერეკლეც დაემორჩილა . იატაკზე დადგა და გაბრაზებული გავარდა ოთახიდან - ოდესმე განანებ ამ ამ მარაზმს - დაიჩხავლა და რომელიღაც ოთახში შეიკეტა .კარი ისე მოიხურა პირველ სართულზეც ისმოდა ხმა
-ასე გააგრძელე ერეკლე და ბოლოს იმპოტენტი იქნები და დაისვენებ მერე შენც და ის არანორმალური ქალიც ახლა რომ მიხვდა როგორ ვიზიდავ თურმე! გიჟი, არანორმალური, სულელი . ამის დედაც ...არ მოიცვალო ფეხი ერეკლე ახლა თუ შეუვარდი ხომ იცი ვეღარ გამოხვალ იმ ოთახიდან
ერეკლე სანამ მსჯელობდა თავშეკავებაზე,ქალბატონი ბარბარე აივნიდან გადაძვრა ფეხსაცმელი ჩაიცვა და ერეკლეს მანქანასი ჩასკუპდა. დაასიგნალა რამდენჯერმე ერეკლემ ხმა რომ გაიგო გასაღები იპოვნა,კარი გააღო და გარეთ გავიდა სულს ვეღარ სუნთქვადა უკვე. ბარბარემ ხელი დაუქნია და ეზოდან გასვლა დაიწყო.
-არ გაბედოოო ბარბარეე იცოდე განანებ
-ჩაოოო ერეკლიიიუს
-ბარბარეეეეეეეეე
-ვგიჟდებიი ...ვაფრენ როგორ მიყვარს ასე რომ ვაგიჟეეებ ვინ დარჩა ხახამშრალი მე თუ შენ ! დამპალო,ცხოველო...ეგდე ახლა სოფელში და მოუარე ქათმებს, კრეტინი...დეგენერატი ნუუ

სახლში დაბრუნდა ,მიტანტალებდა მაღლებზე ამხედრებული ,ხელში კლატჩით.თმაარეული,შეშლილი სახით. გამხდარ სხეულზე რომ დადვანის უზარმაზარი პერანგი ეცვა ეგ ცალკე საოცრება იყო, მკლავები აკეცილი, მკერდთან მოღეღილი და მხარზე გადაწეული ჰქონდა . სახლის კართან იყო უკვე ნაცნობი ხმა რომ გაიგო
-ვაუუუუ შენ აღარ ხუმრობ ...
-ლუკააა
-ხოოომ როგორც ჩანს წუხელ ცეცხლოვანი ღამე გქონდა- წარბების თამაშით უყურებდა და იცინოდა
-მტერს არ ვუსურვებ ისეთი! შემოდი გამოვიცვლი და მოვალ
-არაჩვეულებრივად გამოიყურები ასეც ...ვისია?
-შენი აზრით?
-ქმარს ურგდები თუ ქმარი საყვარლი გახადე- ამჯერად შეიცხადა და ოტახში გაჩერდა- კაი მართლა ? რამე მუღამია აქ გაყრის მერე საყვარლობა? მოვიყვანო ცოლი გავეყარო და მერე გავხდეთ საყვარლები?
-დაჯექი და დამელოდე !
-არიის უმფროსოო ,მაგრამ მითხარი რაა სერიოზულად დავფიქრდი
-რომ ჩამოვალ ამოვიფქრვევი
-ამოფრქვევაში რას გულისხმობ ...ნუ მაფიქრებინებ რო ერეკლემ ვერ დაგაკმაყოფილა და ახლა ჩემთ..
-გაჩუმდიიიიიიიიი - პირზე ხელი მიაფარა და თვალები დაუბრიალა. ლუკამ ხელები მაღლა ასწია დანებების ნიშნად.
ბარბარე მეორე სართულზე ავიდა სწრაფად გამოიცვალა და მისაღებში შეფრინდა. ლუკა დივანზე იჯდა გვერდი აუარა ღვინო და ჭიქები მიიტანა სანამ დადებდა მანამ დაისხა და სულმოუთქმელად დაცალა
-პირველად ვხედავ ასეთ ხასიათზე მყოფ ქალს რა გააკეთა ასეთი
-არაფერი !
-არაფერში არაფერი იგულისხმე?
-რა დღეში ხარ ბარბარე კონჯარიაა
-ანასტასია როდის მოვა? მანამდე დათვრები თუ
-დავურეკავ ლიას და არ მოიყვანს დღეს ...ახლა ისე ვარ ბავშვმა რომ ნახოს დაისტრესება
-კარგი ღვინოა...ახლა რა სიტუაციაა მე რომ უნდა გაგეცალო თუ დავჯდე და მოვისმინო შენი გულისტკივილი როგორც კარგმა დაქალმა რომელიც კაცებში ერკვევა
-სად უნდა წახვიდე...მარტო რომ დავრჩე ის მოვა და მომკლავს
-ვინ მოვა? მზად რომ ვიყო როგორ შევერკინო
-ერეკლე ...მანქანა მოვპარე და სოფელში დავტოვე ! დარწმუნებული ვარ წუთი წუთზე მოვა და ვულკანის ამოფრქვევა შენ მერე ნახე რომ მოვა
-მანქანა მოპარე ?
-დიახ აბა არ მიშვებდა და მაგას რა ეგონა თავს გავაწამებინებდი ორი დღე? მე სპეციალისტი ვარ სიგიჟეების მოფიქრებაში ეგ მე რამეს მასწავლის? ახლა უბრალოდ ემოციებით სარგებლობს და ვითომ რაღაცას ცდილობს... შენ მე ყურადღებას ნუ მომაქცევ არ ვაპირებ მაგ არსებასთან შერიგებას და საერთოდ ცოლი არასდროს მოიყვანო. შესანიშნავი გზა გაქვს არჩეული სიმშვიდე და მარტო ყოფნა სჯობს ყოველგვარი სიყვარულების გარეშე...რა უბედურებაა მაინც ეს სიყვარული
-შენ რაც გჭირს ის
-ზიხარ და კაიფობ კარგია ხო ცხოვრება
-კარგად მოვიქეცი რომ მოვედი ამაზე კარგ სანახაობას სად ვიპოვდი?
-მოკლედ რაა ნამდვილი მასხარა ხარ
-ცხოვრებით ტკბობა უნდა იცოდე ადამიანმა
-მე ის მიკვირს შენ საქმეებს როგორ აკეთებ ასე კარგად ... შენზე ლეგენდები დადის
-ხოო? პირველად მესმის რა ლეგენდები დადის?
-ზოგი ამბობს საშინლად მომთხოვნი და მკაცრიაო,რამდენიმემ მონსტრიც გიწოდა ერთი საწყალი თანამშრომელი ხუთი წუთი დაგვიანების გამო გააგდოო.ზოგი ამბობს ძალიან პრინციპული და სამართლიანი კაციაო
-შენ რას ეუბნები
-მე ვიცინოდი - ისევ გადაიკისკისა და მერე დასერიოზულდა-მართლა ასეთი ტირანი ხარ? მატყუებ?
-როცა მუშაობ უნდა იმუშაო სარლაბუცოდ დროს მე თუ ვპოულობ რიგით მდივანს ან მენეჯერს რა საქმე აქვს ასეთი ! იმას ვითხოვ რაც მოეთხოვებათ სხვას არაფერს
-კიდევ კარგი შენთან არ დავიწყე მუშაობა თორემ გამოშვებული გეყოლებოდი უკვე...სამსახურეობრივ რომანებზე რა აზრის ხარ?
-არცერთ თანამშრომელთან მქონია სექ*ი
-ყველა მოხუცია ან კაცი?
-ჩემი გოგონები ნანახი რომ გყავდეს მაგას არ იტყოდი...მართალია ქალები მიყვარს,მაგრამ ისეც არა სულმდაბლურად რომ მოვიქცე. ყველა თანამშრომელი თავისი საქმის პროფესიონალია და ჩემთან ფლირტს ვერც გაბედავენ და არც მოისურვებენ
-ვერ დავიჯერებ რომ არ მოსწონხარ
-არა როგორ არ მოვწონვარ, ვგრძNობ როგორ მიყურებენ მაგრამ იციან რომ სამსახურიდან წასვლა მოუწევთ ჩემთან თუ დაიჭირეს საქმე
-შენ როგორი ბიჭი ყოფილხარ ...მართლები ყოფილან
-თემა კი შევცვალეთ,მაგრამ ერეკლეს მანქანა რატომ მოპარე შენთან რომ არ დაწვა იმიტომ?
-დაახლოებით
-რა საშიში ქალი ყოფილხარ - გაიცინა და ფანჯრიდან შეხედა სახლისკენ მიმავალ დადვანს. ბარბარესთვის არაფერი უთქვამს, ერთი ჩაიცინა ღვინით სავსე ბოკალი დაცალა და წამოდგა- აჯობებს მე წავალ...არ ღირს ცოლ-ქმრის საქმეში ჩარევა. თუ დაგჭირდები დამირეკე - ლოყაზე აკოცა ბარბარეს და გასასვლელისკენ წავიდა. ერეკლეს კარში შეეჩეხა
-შენ?
-ხო მეე ... ცუდ დროს მოვედი . იმედია მართლა მის მოკვლას არ აპირებ
-ვაპირებ. მერე შენ რა?
-ასე თუ გაბრაზებდა სულ გაუჭირდება გადაჩვევა- ჩაიცინა გვერდი აუარა და კარში გავიდა-ნუ გააჯანჯლებ დროა შერიგდეთ ,ცოდოა ბარბარე !
დადვანი სახლში რომ შევიდა ბარბარე ისევ მშვიდად იჯდა და სვამდა
-ასე მალე მოხვედი? გასაღები მანქანაშია შეგიძლია წაიყვანო
-ეს ბავშვური ქცევა აღარ მოგბეზრდა?
-მოშორების მნიშვნელობა არ იცი...თუ გამეყარე უნდა ჩამომშორდე. რომ არ მოდიოდი მე არ მიპოვნიხარ და არ გამიგიჟებიხარ,მგონი ლოგიკურია რომ ჩემგან შორს უნდა დაიჭირო თავი,თორემ ასე მაღიზიანებ და კი ხედავ რაც მოგდის
-შენი სისულელების გამო ჩემს შვილს ვერ მოვშორდები, არ გამიჩენია თორემ ზუსტად ისეთივე წვლილი მაქვს მის აღზრდაში როგორიც შენ
-იმიტომაა ჭკვიანი !
-შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ...ლუკა სად გაჩითე ასე უცებ მიკვირს . სანამ მოვედი ჩაგაცხრო მანამდე?
-შენ კი არ გგავარ აგზნებული სხვა ქალებთან რომ გარბოდი ! წადი ახლა სანამ გავაფრინე და დაგატეხე თავზე რამე მძიმე
-კიდევ კარგი ჯერ ქალაქიდან გავდივარ და მერე ქვეყნიდან თორემ შენი ატანა აღარ შემიძლია. რომ დავბრუნდები ბავშვს პირდაპირ ჩემთან წავიყვან და ბინაში მოსული არ დაგინახო!
-ისე ხომ სულ შენთან ვარ რას ამბობ! წადი მოუსვლელში
-წელში მოხრა გჭირდება თორემ კი გავხარ 80 წლის მოხუცს, ძვალი ხარ მარტო დარჩენილი და ნაოჭებიც გაქვს
-იდიოტოოო 80 წლის შენ ხარ კი არ გავხარ იმენნა ხარ 80 წლის მოხუცი
-როგორ გიყვარს რეალობას აცდენილი წინადადებების ფრქვევა! კარგად ბრძანდებოდე მომავალი ორი თვე ბულგარეთიდან გავესაუბრები ანასტასიას და იმედია რომ დავრეკავ მაშინვე მიპასუხებს
-გიპასუხებს ნუ ღელავ... ალბათ ლაგოდეხიდან პირდაპირ მიფრინავ ხომ?
-დიახ...აეროპორტი გავხსენი საკუთარი
-ვირზე შეჯექი და ისე გაფრინდი ბოლოს მაინც ამოიდუდღუნა და ბოთლი მიიყუდა- ჯანდაბაშიიი წადიიი ბულგარეთში კი არაა..არა რა უნდა ახლა ბულგარეთში ან აქამდე ვერ მითხრა? ორი თვე თუ მიეთრეოდა დავეგდებოდი იმ სახლშიი ახლა ორი თვე ვერ უნდა ვნახო? უნდა მომენატროს ? იქნებ არც მომენატროს...რატო უნდა მომენატროს ? ორი კვირის წინ არ იყო წასული? სად დაბოდიალობს რა უნდა რას აკეთებს .არა ჩემი ბრალია რაა იყო თავისთვის კოცნიდა იმ გოგოს რას მივვარდი რა მინდოდაა...მივარდი მივარდი ხომ ადგა და მიდიოდა სახლშ რას მოიმძინარე თავი უტვინოო რო იქნები , მართლა ვის ატყუებ ან რას ატყუებ ! მაგან ის იცის რომ ჩავისუნთქავ რატომ და როგორ ვაიმეეეე გაგისკდება მალე თავი ბარბარე და დაისვეენებ მერეეე . ბავში რომ მომენატრა ახლა ასე გალეშილი როგორ მოვიყვანო? უნდა ვეგდო დღესაც მარტო ...
........
რამდენიმე თვის იყო უკვე ბაღათურიების ნაყოფი და ანასტასიაც ხშირად სტუმრობდა წყვილს. არ უნდოდა გამორჩენოდა საყვარელი ნათლიის შვილის განვითარების ეტაპები .
დადვანი ბაღათურიებს შორის იწვა დილას რომ გაიღვიძა თვალები დაჭყიტა და გაღიმებულმა შეხედა მძინარე ეკატერინეს. მერე ბათუს მკლავებიდან გამოძვრა და კატოსკენ გადაინაცვლა, თავი მკერდზე დაადო ხელები მუცელზე დაუსვა
-იცი მე ძალიან მიყვარს შენი მამიკო... დედიკოც მარაა მამიკო უფლო . იცი შენ მამიკოსაც ძალიან ვუყალრალ მე. შენ უფლო ეყვარები ვიცი იმიტო რო ჩემ მამიკოც მე ძალიან ვუკალვალ და მეუბნება რომ მამიკოებს შვილებზე მეტად ალავინ უკალთ. იცი აქ რა კარგია? რომ გაიზდები დიდი ლომ იქნები და კატუსას მუცელს რომ ატკენ მერე ექიმები გამოგიკანენ და მნახავ.. იცი რა ლამაზი ვარ? ვიცი შენც ძალიან ლამაზი იქნები. არ მეუბნებიან ბიჭი ხარ თუ გოგო არ ვიცითო ასე თქვა ბათუმ. რომ იცოდეს მეტყოდა ,მაგრამ რა მნიჩვნელობა აქ მე მაინც ძალიან ,ძალიან, ძალიაან მიყვალქალ . ბევლს მოგეფერები , კველაფელც მოგიკვები და სულ, სულ შენთან ვიქნები . იმედია ჩემზე არ იეჭვიანებ იმიტო რო ბათუს მეც ძალიან ვუყალვალ და ხანდაქან ჩემთანაც უნდა იკოც .მე ლომ მოვალ ჩემთან უნდა დაიძინოს , ქანდაქან უნდა მელაპალაკოც მალტო მე - ჩუმად ჩურჩულებდა და პატარა ხელებს არ აშორებდა მუცელს.საბანში იყო ჩამძვრალი და თავი მუცელზე ჰქონდა მიდებული -იცი შენ ძალიან ლამაზი დედიკო გყავს...ჭკვიანიცაა და ჩემი ნათლია უკვალს იმიტო უკალს ბათუს . ალ ეუბნება მალა მე ქო ვიცი ლო ძალიან უკალც? მე იცი რა ადრე მითქლა? მალა ალვიც უთქლაო და ენიც მიტანა ალ ცეიძლება - სანამ ქალბატონი ბუტბუტებდა ეკატერინე გაბადრული იწვა და ხელები ექავებოდა ისე უნდოდა ტასოს ლოყები დაეკოცნა.საჯდომი გაბზეკილი ჰქონდა და ბათუს მუცელზე მიბჯენილი ბაღათურიამ ვერ გაიგო სად იყო ტასუნა და საბანი რომ ასწია ლამის სიცილით გაიგუდა.ეკატერინემ ხელით ანიშნა გაჩუმდიო და ისიც ჩუმად უსმენდა ქალბატონს
-ტასოოო თუ მორჩი მაგასთან საუბარს ამომხედე მეც
-ოოო მაცადე რაა უუფ- ფეხები გაშალა და მუცელზე გადააწყო ბაღათურიას
-მეტკინა ქალბატონო რა ძალა გაქვს არ იცი?- საბანში შეძვრა და ჩაკოცნა ტასუნა
-აუუ მეც მინდა ვაკოცო შენ რომ ეცემი და ჭამ ბავშვს ...სიფრიფანაა და მეცოდება ამდენი კოცნისთვის და ვრჩები მერე მე ისეე ოოო - ეკატერინე აწუწუნდა და ტუჩები გაბუშტა.ისედაც შეფუმფულებული იყო ცოდა და ახლა ისეთი საყავრელი მზერა ჰქონდა ბაღათურია ჭკუიდან გადაჰყავდა
-გაჩუმდი თორე შენ შეგჭამ ახლა- ტასო ჰაერში ააფრიალა და მხრებზე დაისვა- მე და ჩემი გოგო საუზმეს მოვამზადეეებთ მერე ეზოში გავაწყობთ და ვისაუზმოთ
-ისე მიდიხარ არ მაკოცეებთ? არცერთიი
-ვაკოცოთ ნათლი?
-ჩენ სულ გადაილიე ამქელა კაცი? აბა ალ აკოცებ? ნახე როგორ გიკულებც.ამ ბოლო დროც ძალიან ემოციული გახდა. დედაჩემიც ფექმძიმედაა ვითომ? სულ ასეა ისიც ხან ტირის ხან იცინის .დათაა მამაჩემმა აკოცა და მალე მეყოლება და ან ძმა?- გადმოიხარა და ყურში ელაპარაკებოდა -მითხარი
-დედაშენი და მამაშენი განქორწინდნენ ტასუნა და სანამ არ შერიგდებიან ბავშვი არ იქნება. შეარიგე და მერე უთხარი თუ გინდა და
-და არ მინდა
-არა?
-ძმა მინდა მე
-ხოო?
-ხო ლო გაიზდება ჩემ ჩანთაც წამოიგებს და მე ლომ ველ ვაგნებ იმ შოკოლადის უჯლაც ის მიწვდება და გააგებს...მიდი აქლა და ვაკოცოთ იმაც თოლე ქო ქედან იბელება იბელება იბუშტება იბუშტება და მელე ატილდება
-ორივემ ვაკოცოთ?
-ოოო დამსვი მე ლოკაზე ვაკოცებ
-ეე აბა მე სად ვაკოცო?
-მეოლე ლოკაზე
-მორჩებით ბაასს და მომხედავთ მეც თუ უნდა ვიყო ასე
-შენ ვინახარ?
-დათააააააააააააა
-როგორ მიყვარს დათას რომ მეძახი..აქამდე ვერ დამიზახე სანამ გაგაბრაზებდი? ჩამოქვეითდდით მხედარო - ანსტასია საწოლზე დასვა კატოს ხელი მოხვია და მთელი სახე დაუკოცნა
-ოოო მე სადგა ვაკოცოო დაუწითლა ლოკები ეც წველი მაინც მოიპალცეე ველ გავიგე ლაც მელამბელსენსუა აუუ ლოგოლაა ? მე როგორ ვერ ვამბობ რა სიტკვაა ლა ალი ფუუუ
-შენი ხათრით შევიკრიჭავ დღეს წვერს
-ხო არა? ტასოს ხათრით შეიჭრის და მე რომ ვთხოვ დამიჩხვლიტე ლოყები-თქო ერთ ყურში შეუშვა მეორეში გამოუშვა - საწოლიდან წამოდგა და სააბაზანოსკენ ჯუჯღუნით წავიდა
-ხომ გითხარი შევიჭრი თქო რა გავაკეთო მეტი? სხვათაშორის წვერი მქონდა იმ დრიდან რაც გამიცანი
-როდის მომეწონე მერე? - სააბაზანოდან გამოყო თავი და წარბები მაღლა აზიდა
-ანუ საერთოდ არ მოგწონვარ...უწვეროდ არ ვყოფილვარ
-გამოიტანა ლოგიკური დასკვნა !
-დღეს გაბრაზების დგე აქვს?
-ხოო შენ არ იდარდო გადაუვლის მალე.ჩვენ წავიდეთ რამე მოვამზადოთ თორემ მოგშივდათ ...ამდენი ქალი ხარტ სახლში არა ის ბავშვი არის ბიჭი .პირველი უნდა მეყოლოს ბიჭი თორემ აშკარად ირღვევა წონასწორობა. ნუ დახტუნაობ ამ კიბეზე ანასტასია თორე დაგიცდება ფეხი და დაგორდები..დაგორდები რა ისეტი გამხდარი ხარ აფრინდები და აფარფატდდები
-მოვიმატე სამი კილო და ნუ მეწუწუნებით ჩენ და მამა!
-მამაშენზე გამახსენდა სად დადის სად დაძრწის ... რატომ არ მირეკავს ხომ არ იცი?
-ლიასთან ალის დედამისი და ელეკლე გაიქიზნა სოფელჩი. თითონ ასე მითქლა მამაიკო სოფელჩი უნდა გავიქიზნოო . ქათმებს გავზრდიო და შემწვალი კველცხი ლომ გიკვალც ჩამოგიტანო
-გენიოსი მამა გყავს ვერაფერს ვიტყვით!
-ჩენ ლატო ალ დაგილეკა? იჩქუბეტ ქო?
-ცოტა ,მაგრამ გადაუვლის ეს მდუმარების ხანა მოვა დაფრქვავს ყველაფერს და შევურიგდები
-ლო ალ დაფქვაც? ისე ლა უნდა დაფქვას?
-რასაც მატყუებს ის ! კარგად ვიცნობ მამაშენს არ გაუძლებს გული
-ოო მაცე ედაჩემს დაშოლდა და შენ ველ დაგჩოლდება?
-ასეც ნუ იტყვიი რაა
- ლაც მეუბნები ბავჩვს?
-ისე მართლა რას გეუბნები... შეურიგდება დედაშენსაც არ ინერვიულო შენ.მთავარია ახლა ეს იმ ორს არ უთხრა შეეშვა მაშოს და ლუკას ,წყნარად იყო და ჩუმად იმოქმედო. რამდენჯერ გითხარი რომ კარგად უნდ ამოიქცე,ჭვიანურად და ყველაფერი მოგვარდება !
-ხო მალა ველ ვჩელდები... ვაიმეე იცი მაჩოს იქ ლო ვიკავით ადლე ცქენის სანაქავად ლა გავუკეთე?
-შენ არ მომიყევი მაგრამ მამაშენმა მომახსენა დ ამე გამომლანძრა შნეი გაფუჭებულიაო...არა ეს კალია ერთი მესმის და სამი სად იპოვნე და ასე როგორ ჩაუსვი კაბაში
-უჩანდა კველაფელი და კალიები თავისით ჩაქტნენ ძუძუებჩი - აკისკისდდა და ბათუმ რომ დაუბრიალა თვალები პირზე ხელი აიფარა- ოო ნუ მიკულებ ასე ვიცი ცუდი გოგო ვალ,მაგლამ ვიქალისე . იცი ლოგოლ კიოდა? გადალია ქალქი. მელე ვიგაც ბიჭი მივალდა და იმან ამოაცალ კალიები. მამაჩემი ლომ მოვიდა და დაინაქა ლოგოლ უფათულებდა ქელებს ვიღაც ბიჭი იცი ლა საქე ჰქონდა?
-ვერ მიხვდა ხო ვერაფერს
-ეგრევე მიქვდა ლო ლაგაც დავაშავე...მაშომ კივილი ლო შეწკვიტა და შეწუქდა მელე მივქვდი ლო დამელქა
-საშინლად მოიქეცი !
-საჩინლად მოიქეცი...სულაც ალაა !- სახე დამანჭა და ხელები გადაიჯვალედინა
-ანასტასია !
-ნუ მიბიალებ თვალებც ... საქმეც მიქედე თოლე მჩია უკვე
-დათააა - შემოსასვლელშ გამოჩნდა ქალბატონი
-გისმენთ დედოფალო
-დათაა ყვავილების გადარგვა მინდა და მძიმეა ქოთნები შენ ხო დამეხმარები?
-ამ დილაადრიან ყვავილებთან იყავი?
-ხოო და გადარგვა მინდა
-მეც მოგექმარებით
-შენ ქალბატონო წყალს დაუსხამ შენი პატარა სარწყავიდან
-კაქიი და კვავილც ლომ დამპილდით სად ალიც?
-იები გინდოდა ხომ ჩემო ლამაზო?
-ხოო
-გადავრგე შენთვის და გაგატან ოღონდ კარგად უნდა მოუარო იცოდე
-მიმიც ვუვლი და კავილც ველ მოვუვლი? მითქალი როგორ მოვუალო ოგონდ
-გასწავლი და ბარბარესაც ვეტყვი. მალე სამსახურში უნდა წავიდე დამანამ გეტყვი
-არ მიდის დღეს ტასუნა შეგიძლია ხვალ უთხრა ან ამ საღამოს
-მათლა ალ მივივალ?
-დავურეკავ ბარბარეს ბარემ დღესაც დარჩი
-მამიკო ლომ მიდიც ამ დგეებჩი ბულგალურში?
-სად მიდის?
-ალაა აცე?
-ბულგარეთი ჰქვია მაგას ტასო
-ბუგალეთი აბა მე ლა ვთქვი? შენ ალ მიდიქალ სამსაქულჩი დგეს? ისე შბათია და ჩენ ლატო მიდიქალ?
-მე ლექციები მაქვს შაბათსაც ... ბათუ სახლშ იმუშავებს და თუ რამე შენზ ეუკეთ ვინ გაყიდის მანქანას ტასუნა?
-ალ მიცდია ისე გამომივა ვიცი
-ჩემი თავმდაბალი ნათლული,როგორ მგავხარ - გაიცინა და თავზე აკოც აბავშვს- აბა თუ მომეხმარებით ახლა რომელიმე და თუ დაიწვებით ჩემი საცოდაობით!
-როგორ ჯუჯღუნებს ყოველ დღე უყურებ? შენ რო არ ხარ უფრო მეჯუჯღუნება,ვერ გავიგე მე ფეხმძიმე ავრ თუ არა
-ავად ხომ არ ხარ ...ფეხმძიმედ ხარ და ჩემ შილს ატარებ მუცლით ახლა უნდა ტრიალებდე და ბზრიალებდე
-საზიზღარო- ხელზე უჩქმიტა და მაგიდის გაწყობა დაიწყო- სხვათაშორის ეს ბავში გგავს შენ ...იმხელა აუკვე რომ უზარმაზარი მუცელი მაქვს..არადა არ უნდა მქონდეს ამხელა მუცელი
-გასუქებული არ ხარ ასე რომ შეგიძლია დამშვიდდე, საყვარლეი მუცელი გაქვს და უფრო ლამაზი ხარ!
-ამას დგეჩი ლამდენჯელ უმეორებ ნათლი?
-აი ბავშიც ხვდება უკვე
-ორივე ერთნაირები ხართ თქვენ,მართალია ერეკლე.შენი გაფუჭებულია ეს ბავშვი
-გაფუჭებული ლაც ქვია ველ გავიგე მალთლა ლაც მილანძგავ ნატლაიც? ცენ ჩემი ნატლია თვალჩი ქო ალ გეპატალავება?
-მიდი ტასუნა დამიცავი შენ გარდა ვის ვუყვარვარ მე - თვალი ჩაუკრა ბავშვს და ამჯერად გვერდებში რომ მოხვდა ხელი წამოიკნავლა- მკლავ გოგო?
-არც გტკენია ...
-ვაღიაროთ ძლიერი გყავარ - ხელები მოხვია გაანჩხლებულ ქალბატონს და ჩაეხუტა- ჩუ ახლა ნუ იბუტები ,გაკოცებ მერე ერთს და გადაგივლის
-ცუდი ხარ
-ვიციი
-ძალიან
-ეგეც ვიცი
-მიყვარხარ
-ეგ არ ვიცი ..სად გიყვარვარ აბა? გულში?
-საზიზღოოო როგორ სულ დამცინი და მაბრაზეებ! ყველა ფეხმძიმე ცოლს ანებივრებენ და შენ სულ არ მანებივრებ ისევ სიე იქცევი როგორც ადრეე
-ადრეც განებივრებდი და იმიტომ...ის სხვები კიდე თავიდან არ ანებივრებენ ცოლებს მე კიდე შიდი ბავშვის გაჩენის გარეშეც ხელისგულზე გატარებ და არ მიფასებ
-თავკერძა იდიოტი
-თქვე ლო გისმენთ ველ ვგებულობთ ჩქუბობთ თუ ალა...აი ისე სიცილით ეუბნებით ამ სიტკვებც.აბა დედაჩემც ლო ეთქვა ეგ მეგონებოდა აქლა აიგებს თეფჩს და გაუქანებს მამიკოცტქო
-არ ვჩხუბობთ და ტყუილი წარმოდგენა ხომ არ გექნება?
-ხოო ტქვენ საკვალლები ქალთ... ეკატელინე ლომ იბუტება და შენ იგიმი ამაზე ვგიჟდებიი- თვალების ფახუნით თქვა და ხელებზე ჩამოდო თავი-მიკვალქალთ მე თქვენ
-ჩემი ციცქნაა ...
-ლა ბოთე ქალ დაგეწვა ტოსტები
-ჯანდაბაა მართლა დაიწვა მგონი ...ვერ მეტყვით მერე? უიმეე გამომიყვანეს აქ მზარეული!
მთელი დღე ასე გაატარეს,საერთო ყოველი დღე ასეთი იყო ბაღათურიასთან. ეზოს აწესრიგებდნენ, ბევრი ხეები დარგეს,მინდორს აკეთებდნენ , შემოსასვლელს აწესრიგებდნენ და მოკლედ ყველაფერს ერთად ასწრებდნენ. რგოორც მიხვდით ქალბატონი ეკატერინეს ფეხმძიმობას გავლენა არ მოუხდენია მის ცხოვრებაზე. ისევ ატარებდა ლექციებს, ჩვეული წესით ცხოვრობდა და ისევ აბრაზებდა ხოლმე ბაღათურია, როგორც მიხვდით არც განსაკუთრებულად ექცეოდა, არც ყველაფერზე გიჟდებოდა ისეთი იყო როგორც ყოველთვის და ესეც საკმარისი იყო. ეკატერინეც მშვიდად ატარებდა ყოველ დღეს, ზუსტად იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო, ,არც შეუცვლია რამე ისედაც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდა, სეირნობდა,ვარჯოშობდა და უსმენდა სიმრერებს დ აკითხულობდა წიგნებს.ემოციებზე ბათუ ასცინოდა თორემ ისევ ისეთი იყო როგორც ყოველთვის და ისევ ნახევარ დღეს ტყუპებთან ატარებდა. ლიზიკოს ქოთქოთით ტკბებოდა, გიორგის საცოდაობით იწვოდა .
უნივერსიტეტის ეზოში ბაღათურია რომ დაინახა ლამის ლექციიდან გავარდა , მერე გაახსენდა რომ დასრულებამდე კიდევ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი. ფანჯარას მოშორდა და წერით დაკავებულ სტუდენტებს მოავლო თვალი , მერე კისერი წაიგრზელა და ისევ ეზოს გადახედა, ბაღათურია მშვიდად იჯდა სკამზე და პირდაპირ უყურებდა ცოლს. ლამის იქვე ჩაიფერფლა შეტყობინება რომ გამოუგზავნა“მალე გამოდი თორემ შორიდან რომ გიყურებ მინდება მოვიდე და გაკოცო,წარბები გახსენი შეეშინდათ ბავშვებს!“ თქვენ უნდა გენახათ გოგონების მზერა რომ დაიჭირა მაშინ რა დაემართა, ყველა რომ ბაღათურიას უყურებდა სიცილს ვერ იკავებდა. ბაღათურია კი იჯდა და ისევ მობილურს უყურებდა
“ მალე გამოდი თორემ მომიტაცებენ და დარჩები უქმროდ“
„მომიტაცეს! დროზე მიპოვნე თორემ მალე იძალადებენ !“
„ნუ ტყუი, ამხელა ეზოა შენს გარდა ათასი ვინმე დადის „
„რომ აღარ დაგხვდები სახლში მერე მოგენატრები და ინანებ მაგ სიტყვებს“
დერეფანში მიდიოდა უკვე და ისე წერდა შეტყობინებას. ეზოში რომ გავიდა და ბაღათურიასკენ დაიძრა მობილური მაშინ ჩადო ჩანთაში
-როდის შეეშვები ჩემს ნერვებზე თამაშს?
-ჯვარი დავიწერეთ ანუ იქაც არ შევეშვები ამ საოცარ საქმეს! ისე მშვენიერი გოგონები სწავლობენ
-ნუ ხარ საზიზღარიი ! რატომ მოხვედი რა ხდება?
-დაბრძანდით მილედიი ..-კარი გაუღო და დაჯდომაში დაეხმარა.თავადაც რომ დაჯდა მერე დაიწყო საუბარი
-სად იყავით ამდენ ხანს? მოვიწყინეეე . სხვათაშორის დათამ კომპანიაში მიმიყვანა და ერთი მანქანა გავყიდეთ-ტასუნამ მასინვე გამოთქვა უკმაყოფილება
-ნუ იტყუები... მივარდი შოთასთან და უთხარი მე დაგეხმარებიო! გააგიჟა კლიენტი
-და ჩემთან რაღატომ მოხვედით?
-სოფელში მივდივართ ერეკლესთან! მერე მიდის და ტასუნამ ვნახავო
-შენ რომ ეჩხუბე ?
-არ მიჩხუბია რას აიჩემეთ ეს ჩხუბი ... ჩვეულებრივად შემიძლია მივიდე და ნუნუს ღვინო დავლიო ,იცი რა ღვინოს აკეთებს? სუუპერ! ერთ ორ ყლუპს შენც დალევ - თვალი ჩაუკრა და საჭეზე აათამასა თითები- სუპერმარკეტში შევიდეთ რაღაცები წავიღოთ ...
-დარწმუნებული ვარ ყველა იქ შეყარე ხომ?
-ხო აბა მარტოობაში ხომ არ მოვაწყენ მეგობარს?
-ბარბარე რომ მარტოა ეს ახსოვს ვინმეს?
-ბარბარეც მიმყავს...მე რძლებს საკუთარი დებივით ვუვლი და მარტოობისთვის გავიმეტებდი გგონია?
-ისე მეც მესმის... მალტო ალ იკო მამაჩემთან იკო წუქელ
-როგორ?
-ქო რა იკო ... მამაჩემი ლოდიც ტოვებც მაგას
-უკომენტაროდ- ეკატერინემ ჩუმად ჩაილაპარაკა და მოცინარ ბაღათურიას გადახედა.
სოფელში რომ ჩავიდნენ დატვირთულები ერეკლე ეზოში მინდორზე იყო წამოგორებული ლეპტოპში რაღაცას ჩაჰყურებდა და გვერდით მიწოლილ ფუმფულა კატას ეფერებოდა. წამოდგომა ვერ მოასწრო ისე გაივსო ეზო
-აბაა რაამბავია აქო? კახეთი სულ ყველა სეზონზე რო ლამაზია რა მაფია ტრიალებს - ლიზიკო გადავიდა ორივე ბავშვი ხელში ეჭირა და ისე მიქოთქოთებდა- დღეს ვსვავთ ბოლომდე მე ჩაის რათა ჩემი ბალღები დავაპურო თქვენ ღვინოს !
-ჩვენ ვუთხარით მაგარი ღვინო აქვს-თქო- ცოტნე დაადგა და ფისო აართვა- ემილიკოოო მოდი შენნაირი უნდა გაჩვენო ნახე ზუსტად შენნაირი თვალები აქ
-ვაიმეე სიცოცხლეეეე რა კარგიააა -ემილიამ ფუმფულა გრზელბეწვიანი მწვანეტვალება კატა რომ დაინახა სულ აღარ ახსოვდა დედამიწაზე არსებული სამყარო.
-არ არსებობს , კატები ევასება - მაქსიმემ გაფართოებული თვალებით ჩაილაპარაკა და ძმას მხარზე თავი დაადო- დედა მეტირა
-რა სიტყვებია ბიჭო ... სირცხვილი შენ ! არ უთხრა ალერგია რომ გაქვს კატებზე თორემ ეგ ისეთია განგებ მოგიყვანს
-ფიცი აქვს დადებული
-მერე რა ჰიპოკრატე არ უშველის ეშმაკ ადამიანს
-სარძლოს ნუ ლანძღავ თორემ ვეტყვი მერე ცოლად რომ მოვიყვან
-რა გეშველება
-არც არაფერი ... ერეკლეე ღვინო მოიტანე დღეს მეც ვთვრებიი
ბარბარე და ეკატერინე ერთად შევიდნენ სახლში. ბარბარე ძალიან მშვიდად მიაბიჯებდა ,აღარც კი ახსოვდა წინა დღის ინციდენტი, ეკატერინეს ეკითხებოდა ბავშვზე და გაბადრული მიჰყვებოდა გვერდით.
სუფრა გაიშალა არნახული, ღვინო მართლაც კახეთისთვის შესაფერისი იყო. სადღეგრძელოები და ღვინოში ჩახრჩობა არ აუწყიათ, კარგი საღამო გაატარეს. ერეკლეს მშვენიერი გაცილება მოუწყვეს. მეორე დღეს კი ყველანი ერთად დაბრუნდნენ თბილისში.
ერეკლემ ბარბარე და ტასო სახლში მიიყვანა.ბავშვს დაემშვიდობა და მერე ყოფილ ცოლს მიაპყრო მზერა. ტასო მიმის ეთამაშებოდა და აღარ უყურებდა მშობლებს
-ხო , სწორად ფიქრობ თუ არ გამაღიზიანებ მე შევწყვეტ ამ მარაზმს . იმიტომ განვქორწინდით რომ მშვიდად გვინდოდა ცხოვრება ! დროა ზრდასრულებივით მოვიქცეთ ,მაგრამ ვერ დაგპირდები რომ როცა ჭკუდიან გადამიყვან არაფერს გავაკეთებ- ბარბარემ მანამ უთხრა სანამ ერეკლე რამეს ეტყოდა მერე ფეხისწვერებზე აიწია ლოყაზე აკოცა და ისე შეისუნტქა მისი სურნელი შეუმჩნეველი რომ ყოფილიყო-წარმატებული ვიზიტი ბულგარეთში - ისე შებრუნდა ერეკლეს ქმედებას არც დაელოდა. ბავშვთან და მიმისთან მივიდა და მინდორზე დაეშვა. ერეკლე ჭიშკართან იდგა ისევ და უყურებდა როგორ იცინოდა მინდორზე გაწოლილი ბარბარე , ეთამაშბეოდა ძაღლს და ანასტასიას გაქცევის საშუალებას არ აძლევდა ,მკლავებში ჰყავდა მომწყვდეული და კოცნიდა.

ორი თვე ვერ გაძლო,ყველაფერი მალევე მოაგვარა ორმაგად იმუშავა და 6 კვირაში უკან დაბრუნდა. მართალია ყველას ესაუბრებოდა ,მაგრამ მაინც არ შეეძლო დიდხანს სხვაგან ყოფნა.ანასტასია ენატრებოდა, ბარბარეს სახეცვლილებაზე ეფიქრებოდა. ყოველთვის ასე იყო ერთ დღეს რომ დამშიდდებოდა მერე ისევ აურევდა და ახლაც სჯეროდა რომ არაფერი იყო კარგად. ის მშვიდი მისალმებები ეკრანიდან ხელის დაქნევა და ღიმილიანი მოკითხვა რაღაც თამაშად ეჩვენებოდა. ბინაში არც მისულა, აეროპორტიდან გამოვიდა ჩანთები მანქანაშ ჩადო და სახლში წავიდა. დილის შვიდი საათი იყო, კარს გასაღები მოარგო და სახლში ჩუმად შევიდა.თან ტასუნას საჩუქრები მიჰქონდა . მეორე სართულზე ავიდა, ანასტასიას ოთახში შეიპარა მძინარე ქალბატონს ფრთხილად აკოცა მისი სურნელით გაივსო ფილტვები და კმაყოფილი გაიპარა უკან. დერეფანში რომ გავიდა არც უფიქრია ისე წავიდა ბარბარეს საძინებლისკენ ,გზაში თავის ოთახთან შეჩერდა.რატომღაც პირველად იქ შევიდა გაეღიმა ბარბარეს დანახვისას. ამ დროს რაღაც საოცრებას გრძნობდა, უნდოდა მივარდნოდა და ეყვირა გონს მოდი შენ ჩემზე გიჟდებიო, ანდაც უბრალოდ მისვლა მოხვევა და კოცნა უნდებოდა. ისე საყვარლად ეძინა ახურებული ლოყებით არეული თმით ერეკლეს პერანგით შემოსილს რომ უბრალოდ ცქერა არ შეგეძლო. ერეკლეც დაჯდა სავარძელში და უყურებდა მანამ სანამ არ მიხვდა რომ ბარბარეს გაეღვიძა, გამოფხიზლდა ,მიხვდა ვინც იჯდა და უყურებდა ,მაგრამ თვალები არ გაუხელია, არც პოზა შეუცვლია ერთი რღმად შეისუნთქა და გაეღიმა
-დილამშვიდობისა ერეკლე- თვალები გაახილა და იგივე პოზაში მყოფმა ახედა დადვანს
-ტკბილად გეძინა?
-კომფორტულად -გაიცინა და ხელები გაშალა- როგორც ყოველთვის გაუფრთხილებლად დაბრუნდი, ტასოს ძალიან გაუხარდება
-რატომ გაცვია ჩემი პერანგი?
-კომფორტულია
-ისევ არაფერი გაცვია ?
-რომ იცი რაღას მეკითხები?! როდის ჩამოფრინდი?
-7ზე
-ორი საათია აქ ხარ?-საათს შეხედა და საწოლიდან წამოდგა-არ გეძინება?
-ტასო გაიღვიძებს ვნახავ ,მერე წავალ და გამოვიძინებ! აიი მოდის ჩემი გოგოც- ნაბიჯების ხმა რომ გაიგო მაშინვე დერეფანში გავიდა.ქალბატონი თვალების ფშვნეტით მოაბიჯებდა მამიკო რომ დაინახა დაიკივლა და მისკენ გაიქცა
-მამაააააა მამიკოო დაბრუნდიი? - ყელზე ჩამოეკიდა და ლოყები დაუკოცნა- მომენატრეეე მააააააააააა
-ჩემი ფერია...ჩემი გოგო .ჩემი პრინცესაა - ყელში კოცნიდა და იცინოდა- მომენატრე ჩემო ერთადერთო
-მეც მეც მეეც დეეე ნახე მამა ჩამოვიდაა
-ვნახე დე-კარის ჩარჩოზე იყო მიყრნობილი და ის ეუყურებდა მამშვილს. დადიანის მკლავებში ისევ ისეთი პატარა ჩანდა ანასტასია. იმ წამს გრძნობდა რომ მათთან მისვლა და ჩახუტება უნდოდა, ეს გრNძობა იმდენად წრფელი და ნამდვილი იყო რომ არც კი გაუპროტესტებია ტვინს. ეჭვიც არ გაჩენია,არც კი უფიქრია უბრალოდ მივიდა დადიანის მძიმე მკლავი ასწია და მკერდზე მიეკრა.თავი გულზე მიადო ისე რომ სახით ტასოსკენ იყო შებრუნებული ,ქალიშვილს აკოცა და თვალები დახუჭა. ესმოდა როგორ მატულობდა დადვანის გულისცემა და უფრო ღრმად ისუნთქავდა მის სურნელს. გაეღიმა წელზე რომ მოეხვია ხელი,ჩაიფერფლა დადვანის ტუჩები შუბლზე რომ მიეწება. ანასტასია უყურებდა ორივეს და იცინოდა.
ერეკლე წავიდა, ბარბარემ კი იმ საღამოს საოცარი ვახშამი მოამზადა ტასოსთან ერთად. იცოდა რომ ერეკლე მივიდოდა, იცოდა რომ იმ საღამოს ბევრი სტუმარი ეყოლებოდა. ყველას თავად დაურეკა და სახლში დაიბარა თითქოს ნება არ მისცა რომ ერეკლესთან ბინაში მისულიყვნენ. მართალიც აღმოჩნდა, ბოლოს ყველა მასთან იყო, ერეკლეს ამბებს ეკთხბეოდნენ,მანამც მოკლედ აუხსნა რაც გააკეთა და მერე მშვიდად განაგრძეს საღამო. ლიზიკო და გიორგი წავიდნენ, ბავშვებს ეძინებოდათ. შემდეგ დანარჩენებიც თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ. ანასტასია მაგიდის ალაგებაში ეხმარებოდა,მერე ორივემ დააძინა ქალბატონი . შუაში იწვა და ეძინა.
დერეფანში ჩუმად გავიდნენ.
-წავალ,გვიანია უკვე . დაიძინე
-დარჩი ... ვისაუბროთ,ცოტა დვალიოთ თუ არ გეჩქარება ვინმესთან
-შენ არ დაიღალე?
-დარჩები თუ მიდიხარ
-რაზე უნდა ვილაპარაკოთ?
-ასტროფიზიკაზე - გაიცინა და სავარძელში ჩაეშვა. ჭიქა აავსო და ერეკლეს მიაწოდა
-რომ არ ვიცი?
-მე ვიცი რომ ეჭვისთვალით უყურებ ამ ჩემს ქცევას და მინდა დაგამშვიდო და გითხრა რომ ამჯერად მართლა ხელებს ვწევ და გავდივარ! არ გინდა სულლეური სურისძიება, ორივე საკმაოდ დავიტანჯეთ ხომ იცი
-ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს კონჯარიას ქალი?
- ძველის გაგრძელებას ოღონდ უშენოდ...ახლა მეტყვი ისედაც უჩემოდ იყავიო,მაგრამ ტყუილია . შენ სულ ჩემთან იყავი , ზოგჯერ არასწორი ფორმით ,მაგრამ მაინც პირველად დაცემის დროსაც კი შენს სახელს ვიძახდი იმდენად დარწმუნებული ვიყავი რომ გაიგებდი და მოხვდიოდი. დედას ნაცვლად ერეკლეს ვიძახდი- გაიიცნა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა
-გულახდილობის საღამო მაინცადამაინც დღეს?
-დროის დაკარგვა არ მინდა, სიმბოლურად შენს დაბრუნებას დავამთვხიე ,უფრო სწორად დაემთხვა
-და რამ გადაგაწყვეტინა ?
-შენმა შურისძიების სურვილმა დამაფრთხო... ისევ შენ გამო შემეშინდა ვიფიქრე რამე ისეტია რ გავუკეთო ბოლოს რომ შემომაკვდეს აქამდე მითმობდა და ახლა რომ არ დამითმობს და თვითონ გამომიწვევს გაბრაზებულ გულზე რაღაც ცუდს ცავიდენ-თქო და ტასო დასაობლებლად არ მემეტება. ზედმეტად კარგი მამა ხარ იმისთვის შენი სიკვდილი რომ მაპატიოს
-ნუთუ ასე დგას საკითხი
-მორჩი ამ ირონიას ...არ გიხდება მითუმეტეს როცა მე გულწრფელად გელაპარაკები
-ანუ მართლა შეგეშინდა და თან საკუთარი თავის?
-არა შენიც შემეშინდა .მე ხომ შენსავით არ გავჩერდებოდი და თავისთავად რამეს საოცრებას გავაკეთებდი ბოლოს
-რთული მომენტია ...იქნებ მე არ მინდა გავჩერდე?
-ძალიან კარგად გიცნობ და ვიცი რომ შენი სტილი არაა ასე მოქცევა! ნუ დაკარგავ საკუთარ თავს მხოლოდ იმიტომ რომ მე გამამწარო
-ერთ დროს შენ დაკარგე თავი მე რომ გაგემწარებინე
-ცდები! მე ყოველთვის ასეთი ვიყავი, უბრალოდ შენ რომ დამიშავე ისეთი დანაშაული არავის ჰქონია ჩემს წინაშე
-და მაინც რა დაგიშავე ცოლად შეგირთე მაშინ როცა არავინ და არაფერი გაინტერესებდა, როცა სახლში დაბრუნება არ გინდოდა და ყველაფერი გეზიზღებოდა?
-ყველას ჰგონია რომ ამაში გადანაშაულებ ... შეიძლება თავად შემომეთავაზებინა შენთვის წამიყვანე იმ სახლიდან შენთან ვიცხოვრებ-თქო . შენ კი შენი ქცევით მიღალატე, შენი ღალატი უფრო მტკივნეული იყო ვიდრე იმ ს , მეგობრები სამუდამოდ უნდა გყავდეს ,საყრდენი არ უნდა გამოგეცალოს ის კი შეყვარებული იყო რომელსაც ბექას გამო საქმრო დაერქვა . მე იდიოტს არც კი ვიცოდი მისგან რა მინდოდა , შენგან რა მინდოდა ყოველთვის ვიცოდი. შენთან მშვიდად ვიყავი, შენი ორი სიტყვა სხვის ათასს მერჩივნა. შენი ერთი „დამშვიდდი“ უფრო მოქმედებდა ჩემზე ვიდრე მთელი ჩემი სადაქალოს ლექციები .
-მე გითხარი რომ მიყვარდი
-მითხარი რომ მიყვარდი ,მაგრამ მე მაინც მეგობრად მიმაჩნდი და რაღაც უფრო მეტი იყავი მეგობარს ყველაფერს უყვებიან შენ ისეთი იყავი ყოველთვის პრობლემის დროს რომ შემეძლო მოვსულიყავი და ვიცოდი დამეხმარებოდი
-ბოლომდე ეგ ფუნქცია მქონდა, უნდა დაგხმარებოდი როცა გჭირდებოდი !
-და ამიტომ გიყენებდი ?
-არა? შენ ჩემში მაშელს ეძებდი ჩემ გაშვებას იმიტომ არ აპირებდი რომ მერე არარავინ იქნებოდა ისეთი ვინც დაგეხმარებოდა. იცი რა დამპალი გრძNობაა როცა ეს იცი ,ყოველთვის იაზრებ ამას და მაინც ყველაფერს აკეთებ დასახმარებლად? თუნდაც საკუთარ თავთან ბრძოლა გიწევდეს
-და ბოლოს რა გამოდის მე გიყენებდი და შენ მსხვერპლი იყავი?
-მხოლოდ საკუთარი თავის ... შენ გაძლევდი ყველაფერს და უბრალოდ უარს არ ამბობდი ! იცოდი არ მიგახრჩობდი და ჩემი მუქარა სულ გეკიდა, იცოდი ვერ დაგტოვებდი და მაინც აგრძელებდი
-ხომ დამტოვე ,ანუ არ ვიცოდი
-და ახლა რა შენ თავისუფლად ცხოვრების უფლებას მაძლევ? დამადექი და გოგო გამიქციე, ვინმე რომ მომეწონოს რას გააკეთებ წარმოდგენაც არ მინდა
-შენ კი მშვიდად უყურებდი ლუკას
-მე ხომ არ გიყვარვარ და რა აზრი აქ ლუკასთან იქნები თუ პეტრესთან . სხვასთან თუ იქნები ბედნიერი იქნებ მერე მართლა შევძლო თავისუფლად ყოფნა
-და ახლა ეგ გულწრფელი სიტყვებია?
-მაშო კარგი გოგოა და ხელიდან არ გაუშვაო გულწრფელი იყო?
-იყო,მაგრმა იმას არ გამორიცხავდა რომ წამომივლიდა და თავიდან მოგაშორებდი
-იმიტომ რომ ეგოისტი ხარ
-ჩემი საკუთრება ხარ და არაა ასე მარტივი შენნაირის ხელიდან გაშვება
-დიდი ხანია წავედი!
-გჯერა ეგ შენ? მე არ მჯერა რომ გაგიშვებ,ან გაგიშვი, ან წახვედი
-საით მიდიხარ იცი?
-არა ...არც მინდა ვიცოდე
-ნეტავ ოდესმე გაიგებ რა გინდა სინამდვილეში?
-შენ როგორ ხვდები ხოლმე რა გინდა
-მარტივად , უბრალოდ მინდა და მორჩა
-ასე ერთხელ გინდება და ვსიო?
-არა სულ მინდა ... ერთხელ არა ბევრჯერ და მერე ვხვდები რომ ისაა სურვილი
-ეგრე მე შენ მინდიხარ ... მინდიხარ ცუდად ჟღერს
-სისულელეა შენს სიტყვებს ეწინააღმდეგები მე შენთან ვიყავი და თავიდან მიშორებდი
-როცა გაქვს ვერ ხვდები რაში გჭირდება , რომ არარ გაქვს მერე ხვდები რას აკეთებდა
-რამე პრობლემა გაქვს და მოგვარება გჭირდება?
-დამცინი ხომ?
-დაახლოებით
-აი შენი პრობლემა რა არის...მე რომ გელაპარაკები უარესად მაგიჟებ! ხელს კი არ მიწყობ პირიქით მიშლი !
-არ იცი რაში გჭირდება დახმარება, მე თუ გკარი ხელი იტყვი შენ გინდოდა და იმიტომ აღმოვჩნდი უფსკრულშიო.
-როცა მიდიხარ გადასახტომად და ვიღაც გაჩერებს ყოველ ჯერზე ?
-მაინც რამდენჯერ გააგჩერეს
-ბევრჯერ...თანაც ძალიან
-რატომ მგონია რომ საწყის წერტილს ვუბრუნდებით და შენ ისევ ვნების ქარცეცხლში გახვეული 19 წლის გოგო ხარ. ორივემ შესანიშვანად ვიცით ერთადერთი გრძნობა რასაც ჩემს მიმართ განიცდიდი და ვერ ფარავდი ვნება იყო ... არის და ალბათ მანამ იქნება სანამ სხვა კაცი არ გამოჩნდება შენს ცხოვრებაში ,რომელთანაც ხორციელი სურვილების გარდა სხვა რამეც დაგაკავშირებს . ახლა კი დაგტოვებ , სასიამოვნოა ჭიქა ღვინოსთან ერთად შენთან მშვიდად საუბარი,მაგრამ წასვლის დროა
-როგორც ყოველთვის ...მე ვსწაუბრობ, მე ნაბიჯს ვდგამ, მე ვცდილობ ,მე მე და მე შენ კი მიდიხარ, ჩუმდები, გარბიხარ, ჩერდები არაფერს აკეთებ
-როცა რამეს აკეთებ უნდა იცოდე რისთვის და რატომ აკეთებ...შენ უბრალოდ ფეთქდები, ქოთქოთებ, ყვირი, წივი და არც კი იცი რატომ.ახლაც საუბრობ მეუბნები რომ სიმშვიდე გინდა,მეც გპასუხობ შესაბამისად და მივდივარ , რადგან ვერ ვხედავ აქ დარჩენის მიზეზს
-კარი ღიაა შეგიძლია წახვიდე - ხელები გაშალა და გაუღიმა, შემდეგ ჭიქა აავსო სავარძელში მიწვა და რამდენიმე ყლუპი მოსვა.
დადვანი მშვიდად მიაბიჯებდა ეზოში ,მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მეორე დღეს ანასტასია ბაღიდან თავისტან წაიყვანა და მთელი კვირა ერთად გაატარეს. ბარბარე მარტო ყოფნის დროს ყველაფერზე ფიქრობდა და განსაკუთრებით ღრმად ეფლობოდა მოგონებებში. თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ამბავი ახსენდებოდა და ისე აკვირდებოდა თითქოს მესამე პირი იყო და შორიდან სწავლობდა სიტუაციას.
-ბათუმში წავიდეთ ტასო?- ერთ დღესაც სამსახურიდან დაღლილი რომ დაბრუნდა ქალიშვილს პირდაპირ მიაწოდა იდეა
-შენ რომ მუშაობ?
-შვებულებას ავიღებ და წავიდეთ
-როდის?
-ხვალვე წავიდეთ ...ახლა ჩავალაგოთ ბარგი .წამო
აბარგდნენ,მეორე დღეს სამსახურსი მოაგვარა საქმე და ბათუმისკენ დაიძრა. ზღვისპირას პატარა სახლი იქირავა და კომფორტულად მოეწყო. იმ საღამოსვე პლიაჟზე სეირნობდა დედა-შვილი. ანასტასიას წყალში შესვლის ეშინოდა და ბარბარეც ნაპირთან ახლოს იყო . ბულვარში ისეირნეს, ბევრი ნაყინი ჭამეს და სახლში დაღლილები დაბრუნდნენ
-მშიააა
-დედიკო გაბანავებს,ზღვის წყალს მოგაშორებს მერე გამოიცვლის და ვახშამს მოგიმზადებს
-მამიკო რას გააკეთებს ამ დროს? -ზურგს უკან ერეკლეს ხმა რომ გაიგო ბგერებთან ერთად ჟრუანტელიც გავრცელდა მთელს სხეულში .სწრაფად მიბრუნდა და დაუფარავად გაუღიმა დადვანს რომელსაც პატარა ქალბატონი უკვე ეკვროდა სხეულზე - მამას გოგოოო
-მათლა ჩამოხვედი?
-მართლა ჩამოვედი და ამაღამ დავრჩები თუ ქალბატონი ბარბარე კარგ განწყობაზეა და შემიფარებს
-ქალბატონი ბარბარე კარგ განწყობაზეა
-კარგია -ქვემოდან ამოხედა და მერე ისევ ბავშვს აკოცა. ხელში აიყვანა და წამოდგა- ვიბანაოთ მამას გოგოვ და მერე მომიყევი როგორ ატარებთ დროს...საითაა სააბაზანო?
-აიი იქეთ ... - ხელით აჩვენა და ისევ აკოცა-დეე პისაქოცი შემომიტანე
სააბაზანოში იყვნენ ანასტასია ორივეს წუწავდა და იცინოდა.როგორც იქნა ქაფი მოაშორა ბარბარემ , პირსახოცში გაახვია ხოლო შემდეგ ერეკლემ წაიყვანა. ჩაცმის პროცესში ისევ ბარბარე ჩაერთო. შემდეგ ერთად მოამზადეს ვახშამი.გარუჯული გოგონები ტრიალებდნენ ერეკლე კი სკამზე იჯდა და ყველაფერს ჭრიდა რასაც მიაწვდიდნენ. ბოლოს რაღაც გამოვიდა დასხდნენ და ივახშმეს.ანასტასია ისეთი დაღლილი იყო მულტფილმის ყურების დროს ჩაეძინა ერეკლეს მკლავებში კომფორტულად მოთავსებულს
-გავიყვან და გამოვუცვლი იყავი შენ- ჩუმად უთხრა ბარბარეს და საძინებლისკენ წაიყვანა. მალევე დაბრუნდა უკან, ბარბარე ეზოში დახვდა
-ცივა გარეთ
-სულაც არა ...მშვიდი ღამეა - ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა და გაუღიმა- გავისეირნოთ სანაპიროზე ?
-გავისეირნოთ
სახლთან სანაპირო ცარიელი იყო , მხოლოდ ტალღების ხმა ისმოდა ირგვლივ. ორივე დუმდა, ერთმანეთსაც არ უყურებდნენ , მაგრამ გული ერთ რიტმში უცემდათ.
-გახსოვს ბოლოს ერთად რომ ვიყავით აქ? - ერეკლემ შეხედა და ღიმილით გაიხსენა წარსული
-ფეხმძიმედ ვიყავი და ღამით რომ ვერ ვიძინებდი აქ ვათენებდით
-მაგ დროს ზედმეტად მშვიდად იქცეოდი,მეშინოდა კიდეც რამეს ხომ არ გეგმავს-თქო
-შენ სულ როგორ გეშინოდა
-დაპანიკებული ვიყავი
-ერთს მეტყოდი და მაქვავებდი ,პანიკის არაფერი გეტყობოდა , თუმცა როდის გეტყობა ხოლმე ერთს იღრიალებ და რომ შემაშინებ მერე გარბიხარ- ხასიათი შეეცვალა და ბუზრუნი დაიწყო
-და შენ რას აკეთებდი ამ დროს
-საშინელებებს
-ასე მარტივად ერთი სიტყვით?
-რომელიც სრულიად საკმარისია სიტუაციის შესაფასებლად
-რაღაც ხდება შენს თავს
-ხდება- თავი დახარა და ისე განაგრძო სვლა
-და რა ხდება?
-ბევრი ვიფიქრე შენი წასვლის შემდეგ, ბევრი რამ გამახსენდა და ყველაფერი ისე შევაფასე რომ ყველა შესაძლო მხრიდან დავაკვირდი
-საინტერესოა
-შენ პირდაპირ გგონია რომ მე ვარ დამნაშავე ხომ?
-ყველაფერი მე დავიწყე და ყველაფერში შენ ვერ იქნები დამნაშავე ,თუმცა ჩემიდ აწყებული შესანიშნავად განაგრძე და მეც ხელსგიწყობდი .
-ჩვენი ყველა საუაბრი ამ ტემაზე რომ ხდება უკვე დამღლელია ,მაგრამ ისეთიშ ეგრძნება მაქვს რომ სათქმელს ბოლომდე თუ არ ვიტყვით ვერაფერს დავასრულებთ ,ვერაფერს დავიწყებთ და საერთოდ არაფერი იქნება
-ვერ ისევებ რადგან არ გინდა წლების შემდეგ ინანო როდესაც დაინახავ რომ სხვას შევხედავ ისე როგორც შენ გიყურებ... ამ ყველაფერზე ფიქრი მაშინ დაიწყე როცა მიხვდი რომ გადამიყავრდებოდი
-არც კი მეკითხები ასე დარწმუნებული ხარ?-ჩაიცინა და ქვემოდან ახედა . მზერას ვერ უსწორებდა ,უცნაურად გრძნობდა თავს
-სიმართლე მწარეა ისევ?
-ჯანდაბაა შენს ირონიას...ხო ასეა რაც უფრო მეტს ვფიქრობ მით უფრო ვრწმუნდები რომ უბრალოდ კი არ გიყვარვარ მაღმერთებ და მერე რომ ვიაზრებ როგორ გექცეოდი ...იმასაც წარმოვიდგენ რომ ერთ დღესაც სხვა შეგიყვარდება. მე კი დავრწმუნდი რომ მხოლოდ ჩემი ბრალი იქნება და სხვა არავისი . მართალია შენ დაიწყე, შენ მაიძულე ასე მოგცეოდი ,მაგრამ ყველაფერი იმიტომ ჩაიდინე რომ ეს სულელური სიყვარული აშტერებს,საერთოდ ფიტავს და ანადგურებს ადამიანს. რომ ვერ იაზრებ გაგიჟებს,რომ იაზრებ და ხვდები საერთოდ სასწაულებს გაკეთებინებს
-რამე ახლას ხომ ვერ მეტყოდი
-ასე უგულოდ ნუ მექცევი , გთხოვ დადვანო
-უკვე ყვირი და მე ამასი ბრალი არ მიმიძღვის, ეს საკუთარ თავზე ბრაზი გაგიჟებს
-მაგიჟებს და თან როგორ მაგიჟებს -ქარი თმას ურევდა , ხელები სახეზე ჩამოისვა მერე თმებში შეიცურა თითები და ისე განაგრძო საუაბრი- უბრალოდ არ ვიცი რომელ დღეს ვნანობ ,როდესაც შენ გაგიცანი,როდესაც შენთან მოვედი დახმარების სათხოვნელად,თუ იმ დღეს ცოლად რომ გამოგყევი .ყველა დღის შეცვლა შემეძლო და არაფერი გავაკეთე, გიფიქრია ამაზე ? რატომ ვაკეთებდი ყველაფერს ასე?მე ხომ შინაგან ხმას მივყვები ყოველთვის
-შენი შინაგანი ხმა აშკარად ჩინურად გესაუბრება და საერთოდ მე კარგად ვიცი ,შესწავლილი ,დამუშავებული და გააზრებული მაქვს ყველა შენი ქმედება,მისი გამომწვევი და შედეგიც
-და ანუ იცი რაც უნდა გითხრა
-ვიცი რომ ძალიან წვალობ , თან მესაუბრები რომ ყველაფერი კიდევ ერთხელ გადახარშო გონებაში ,რომ სადმე შეცომა არ დაუშვა. მიდი გისმენ კიდევ დაგრჩა რამე გასარკვევი? გავიგეთ რომ უბრალოდ არ მომხდარა ყველაფერი, რომ მაშინაც გრძნობდი რაღაცას და უბრალოდ მეგობარი არ ვიყავი
-მე ეგ არ მითქვამს
-თქვი დამიჯერე მე უკეთესად ვიგებ შენ რას ამბობ ვიდრე შენ
-ასე რომ მელაპარაკები თავი უკანასკნელი იდიოტი მგონია
-მეც იდიოტი ვარ შენი თქმით და უნდა ვუგებდეთ ერთმანეთს,მაგრამ ასე არ არის. ახლა კი განაგრძე საუბარი
-ტვინი ამირიე უკვე და რა მინდოდა აღარ მახსოვს
-რა გავაკეთე ასეთი
-აბრიალებ მაგ თვალებს და იღიმი მე კიდე ყურადღება მეფანტება არ იცი?
-არ ვიცოდი ,კარგია რომ მითხარი აწი თვალებდა დავხუჭავ ტუჩებს მოვკუმავ და ისე მოგისმენ
-მეღადავები ხო? არაჩვეულებრივია საერთოდ არაფერს გეტყვი მე კიდე ვაპირებდი მეთქვა რომ ჩემს დანაშაულს ვაღიარებ,შეიძლება სიტყვა ბოდიშიც მეთქვა მაგრამ ახლა ბოდიში კი არა მინდა ჩაგმარხო ამ ქვიშაში ...ან მთლად უკეთესი გაგატან ტალღებს,მაგრამ ხოოო ვიცი რომ რამე თუ შეგემთხვევა ჩემზე მეტად არავინ ინერვიულებს. ისტერიკები დამეწყება როგორც ყოველთვის... იმ აფეთქების დროს ლამის მოვკვდი და რომ მეცოდინება აღარ სუნტქავ ალბათ მეც მოვკვდები . ანასტასია რომ არ არსებობდეს დიდი ხნის წინ მოვიკლავდი ალბათ თავს,მაგრამ ახლა არ ვაპირებ! რომ დავფიქრდი მივხვდი ,ცოლად რომ არ შეგერთე,მაშინ შენთან რომ არ წაგეყვანე აუცილებლად დავმართებდი საკუთარ თავს რამეს. შენთან ყოფნა ყურადღებას მიფანტავდა,სულელური გზა ავირჩიე თავის გამხნევებისთვის და ყოველ ჯერზე როცა დავმშვიდდებოდი მაინცადამაინც მაშინ მაგიჟებდი... მაშინ ჩნდებოდნენ შენი საყვარლები, ბავშვები და ათაასი ნერვების მომშლელი რამ.მაშინ გინდებოდა ჩხუბი, გადარევა და ჩემთვის ნერვების მშლა. მაგრამ რა არის 5 წელი არც არაფერი, ხან მივლინებაში ბრძნადბეოდი.ხანაც ანასტასიას ვუთევდით ღამეებს და საერთოდ არ გვახსოვდა ერთმანეთი, ხანაც სხვის პრობლემებზე ვფიქრობდით ახლა რომ ვიხედები უკან ვხვდები რომ ზედმეტად მალე გავიდა დრო
-სულაც არ ვფიქრობ ასე... დრო ძალიან ნელა გავიდა ჩემთვის . ბევრი რამ მახსოვს და თითქოს ყველაფერი გუშინ მოხდა
-მეც არაჩვეულებრივად მახოსვს ყველაფერი და იმ საშინელებებს თუ გულისხმობრ აც შენთვის მითქვამს და გამიკეთებია.ჯანდაბა ახლა მძალადე ქმარი მგონია თავი შენ კი ის საცოდავი ქალი ხარ რომელიც მოძალადეს ვერ ტოვებს რადგან მასზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ინარჩუნებს- ამოიხვნეშა და თვალები აატრიალა- თუმცა სისულელე შენ სულაც არ ხარ ასეთი საცოდავი, ბევრი რამ მახსენდება რამაც გამაგიჟა. შენი ეს საშინელი თვალების ბრიალი, ყვირილი, ღრიალი და მაშინ გაჭედვები როცა არ ველოდი ხოლმე საერთოდაც ვისაც ჰგონია რომ მამა აბრამის ბატკანი ხარ ძალიან ცდება
-ისევ მეჩხუბები ხედავ? ისევ თავს იმართლებ და ისევ ცდილობ ყველაფერი მე დამაბრალო. მერე თქვა რომ შენ ცივილიზებულად მოქცევა გსურდა ,მაგრამ ჩემი დამსახურებით არაფერი გამოგივიდა ...გინდა თავიდან დაიწყო ყველაფერი მე კიდე ეს რომ მდომოდა თავს არ შევიწუხებდი ტასოსგან შორს არ ვიცხოვრებდი და დავრჩებოდი იმ სახლში შენს გევრდით !
-უსამართლო ხარ...არ ვცდილობ ყველფრის შენზე გადმობრალებაას და საერთოდ ორივე რომ ვართ დამნაშავე და ნუ მიყვირი რა უფლება გაქვს? ჩემი ქმარიც კი აღარ ხარ ...როგორ უნდა შეგირიგდე როცა ჩემს საეჭვიანოდ მაშოსთან ერთად დაბაოტებდი,ჩემი შვილი გააცანი და მასთან ერთად იყავი მილიონ ადგილას. საავადმყოფოშიც დაიტოვე მომვლელად , მე კიდე შემეცოდე ვიფიქრე მარტო აგდია საცოდავად და ბათუ თუ არ წავიდა მე მოვუვლი -თქო .არა სად მქონდა ტვინი? ვიფიქრე არა ის. რამეფიქრება საერთოდ ან რას ვიხსენებდი ძველ დროს შენ არაფრის ღირსი ხარ როგორ ვერ გიტან მეზიზღები მძულხარ ...ჯანდაბაა რეებს ვროშაავ ისევ აიი ისევ დავიწყე -საუბრობდა და ყოველწამს ეცვლებოდ აგანწყობა, ფიქრებიც კი ებრძოდნენ აზრები ერთმანეთში ერეოდა
-ბარბარე იქნებ დამშვიდდე და უბრალოდ ღრმად ისუნთქო თორემ შენს ტვინში აშკარად აფეთქება მოხდება...არაფერია საგანგაშო მილიარდჯერ გითქვამს რომ ვერ მიტან.ისიც კარგია რომ ამდენ ხანს მშვიდად საუბრობდი,წინსვლაა
-არ გჯერა ხომ? ისევ ზედაპირულად უყურებ ყველაფერს, რომ გითხრა ის რისი თქმაც მინდა არც დამიჯერებ
-აქ ტასოს გამო ჩამოვედი,არ მინდა შენთან ჩხუბში გავატარო ეს რამდენიმე დღე. თუ გინდა სასტუმროში დავრჩები,მაგრამ აქაც მოგვიწევს ბავშვი აქეთ-იქით ვატაროთ -სიარული შეწყვიტა და იმ ადგილას დაჯდა საიდანაც ყველაზე კარგი ხედი იშლებოდა.
-არ წახვიდე...არაა საჭირო ხომ იცი როგორ მეცვლება ხასიათი- ისიც ჩამოჯდა და გაჩუმდა-არ მინდოდა ისევ ჩხუბის დაწყება,მართლა
-მაშო შენს საეჭვიანოდ არ გამომიყენებია , საერთოდ არ მეგონა თუ ეჭვიანობდი. სულ არ მიცნობ დავიჯერო?-თითქოს ორივე დამშვიდდა და გულწრფელ საუბარზე გადავიდნენ
-როცა საღად ვაზროვნებ გიცნობ და როცა მეკეტება აღარ . შენ ის ანასტასიასთან ერთად გყავდა და სახლშიც ბევრჯერ იყო ...საერთოდაც შენთან მოსულს საშინაო ფორმაში სამზარუელოში მოფუსფუსე რომ მხვდება რა უნდა ვიფიქრო?
-ჩვენს სამზარეულოში ლუკასთან ერთად გნახე ხომ არ გავიწყდება
-ლუკას ნუ ადარებ... მაშოს უყვარხარ ლუკა კიდე ზედმეტად ჭკვიანია იმისთვის მე რომ შევუყვარდე -გაიცინა და თვალები აატრიალა-ახლა არ მითხრა ხომ მითხარი მაშო კარგი გოგოაო...მერე რა რომ კარგია შენ არ გიყვარს და არც უნდა შეგიყვარდეს
-ბავშვივით საუბრობ, რომელსაც თოჯინას ართმევენ
-მაინცადამაინც ასე უნდა მიუდგე ამ საკითხს?
-კარგი მაშინ ეგოისტი ხარ რომელსაც უნდა რომ მთელი ცხოვრება მიყვარდეს
-კაცმა რომ გკითხოს კარგად მიცნობ და საერთოდ არ მიცნობ...არაფერი იცი და ვერაფერს ხვდები-ღრმად ჩაისუნთქა და ისევ მაოშორა მზერა. ცოტა აკლდა მოთმინების ამოწურვამდე
-ისევ იწყებ ...ღმერთო ასეთი რა დავაშავე .გეყოფაა რა ან წავალ სახლში და მშვიდად დავიძნებ ან იჯექი მანდ და მორჩი ისტერიკას- ფეხზე მდგომს ქვემოდან ახედა და ხელზე ჩაავლო თითები
-არ ვაპირებ მერე უკვე რიგით მესამედ გავჩუმდე და მეოთხედ დავიწყო იგივე თემაზე საუბარი ..უნდა დაგიმტკიცო რომ იდიოტი ხარ და საერთოდ არაფერი იცი
-კარგი მიდი გისმენ დამიმმტკიცე რომ იდიოტი ვარ და არაფერი ვიცი
-ასე პირდაპირ უნდა გითხრა? ასე არ შემიძლია ...ეგეთი მარტივი რომ იყოს ცხრაჯერ კი არ გეჩხუბებოდი და დავმშვიდდებოდი ისევ - სუნთქვა უჭირდა, ხელებს უცნაურად ამოძრავებდა. ღელავდა და ვერც ფარავდა ამ შეგრძნებას
-ხანდახან მაგიჟებ ასე რომ იქცევი მინდა მოგვარდე და დაგახრჩო ამას რომ გეუბნები და თვალებს აწვრილებ სხვა რამე მინდებოდა ხოლმე,მაგრამ ახლა თავს შევიკავებ
-ეგ სხვა რამე მეც მინდება ხოლმე თან იმდენად ბევრ რამეზე რომ ჩამოთვლაც კი მეზარება...თვალები,ტუჩები, ხმა ,თმა ყველაფერი როგორ შეიძლება მაგიჟებდეს და მერე მეუბნებოდე რომ ვნების გარდა არაფერს განვიცდი კარგი ეს ვნებაა ნერწყვებს რომ ვყლაპავ შენი დანახვისას , ვნებაა ისიც შენი ჩახუტება რომ მინდება,ისიც ვნებაა შენი პერანგებით რომ მძინავს, სულ შენ მესიზმრები და შენს ოთახს ვერ ვშორდები, ისიც ვნებაა როცა საფრთხეში ხარ და მაინცადამაინც მე ვგრძNობ ამას? ისიც გული რომ მეფლითება ნერვიულობისას და იმდენად უმოქმედო და საცოდავი ვხდები ამ დროს თითქოს ერთიანად ვქრები . შენ კიდე გგონია რომ მხოლოდ შენ ნერვიულობ როცა მე მემართება რამე, მე კი მინდა რომ ცუდად იყო. ბრმა ხარ და იდიოტი ამიტომ... კიდევ იმიტომ ხარ იდიოტი რომ არ იცი როგორ მაკლიხარ და გგონია რომ გითხარი მომენატრე- თქო მარტო ის კაცი მომენატრა რომელსაც ნებისმიერ დროს შეეძლო ჩემთვის ხელი გამოეწოდებინა და ნებისმიერ დროს დამხმარებოდა.რომ გითხარი მომენატრე -თქო მთლიანად შენ მომენატრე .ხანდახან ისე ცუდად ვხდები ტასუნაც რომ არ მყავს გვერდით მგონია რომ გული გამისკდება. თავი მეზიზღება ტასოს სუნში შენს სუნს რომ ვეძებ ...ყველაზე ცუდი დედა მგონია თავი მსოფლიოში ,მაგრამ რა გავაკეთო იმ ბავშვს შენი სუნი აქვს ,რომ ვუყურებ მგონია რომ ისევ ჩემთან ხარ და იდიოტი ვიყავი როცა ვამბობდი რომ ჩემგან შორს უკეთ იქნებოდი,რომ მაშო კარგი გოგოა და მასთან ბედნიერი იქნებოდი. და საერთოდ არ ვაპირებ ვუყურო როგორ გადამიყვარებ, არ დავუშვებ რომ გადაგიყვარდე იმიტომ რომ შენი სიყვარული მჭირდება და საერთოდაც რაც ვიწამე ამდენი წლის განმავლობაში ისიც მეყოფა. ახლა რომ დაიწყო თავის დაფასებები ჩემზე შურისძიების ნაპერწკალი გაგიღვიდეს და მითხრა მე რომ ვიტანჯებოდი ცალმხრივი სიყვარულით ისე დაიტანჯე შენც არაფერი დაგიშავდებაო იცოდე მოგკლავ ,ვერ გადამირჩები დიდი ამბავი ადრეც მიყვარდი მე მაგრამ ერთხელ არ მითქვამს თბილი სიტყვა და ახლაც შევძლებ როგორმე რომ დაგიშაო რამე. საშიში რომ ვხდები როცა მამწარებ ეგეც იცი ..... ისეთი სახით ნუ მიყურებ თითქოს მოგეყურა, მოგელანდა და მოგესმა ის სიტყვა ზემოთ რაც ვთქვი საერთოდაც ახლა ისე მინდა რომ გაკოცო სადაცაა გული წამივა,ლომკა მაქვს უკვე სერიოზული იმდენად სერიოზული, რომ მგონია ვენებიდან სისხლს მაცლიან, ფილტვებიდან ჟანგბადს და ყველა უჯრედი ერთად კვდება .რა უბედურება ყოფილა ეს რომ ვერ ვხვდებოდი მშვენივრად ვიყავი ახლა რომ ვიცი უარესად ვარ შენ კიდე იმდენად კარგი კაცი ხარ რომ მარტივად მაპატიებ მოიშორებ მაგ დაშტერებულ გამომეტყველებას და მეტყვი რომ ისევ ისე გიყვარვარ როგორც ადრე მერე მე გეტყვი რომ მე იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე შენ და და არავარ კარგად ახლა გული წამივა - ხელი მკერდზე მიიჭირა თავი მაღლა ასწია ,თვალები დახუჭა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. დრო გაჩერდა ირგვლივ,ვერ გაიგო რამდენ ხანს იყო ასე ,მხოლოდ მაშინ გამოცოცხლდა დადვანის მკლავები რომ მოეხვია წელზე და ჟანგბადს დადვანის სურნელი შეერია. სიგრილე მისმა სითბომ შეცვალა
-შემომხედე...ბაბიი - სახეზე დადვანის თითების შეხებას გრძNობდა და საერთოდ ებინდებოდა გონება, დაპროგრამებულივით გაახილა თვალები და აწყლიანებული მზერა მიაპყრო ყოფილ ქმარს. რომ გეკითხათ რა გატირებსო ვერ გეტყოდათ,მაგრამ ფაქტია მლაშე სითხე უწყვეტად მიედინებოდა მის ღაწვებზე გადადიოდა ყელზე და ლავიწთა შორის სივრცეში იკარგებოდა-გაიმეორე
-ყველაფერი თავიდან? თუ ის რომ შენ იდიოტი ხარ და მე შენზე დიდი იდიოტი- -პატარა ბავშვივით დაბნეული ლუღლუღებდა და თვალები კიდევ უფრო მეტად ებინდებოდა
-სულ ბოლო
-შენ უნდა მითხრა რომ ისევ ისე გიყვარვარ და მე მერე გეტყვი რომ მე უფრო ვიდრე შენ - დაზეპირებულივით იმეორებდა და გაბრწყინებულ დადვანს თვალს ვერ აშორებდა, ასეთი ბედნიერი ბოლოს მაშინ იყო ანასტასია რომ დაიბადა , პირველად რომ აკოცა პატარა დადვანს და სიხარულისგან თვალები აემღვრა
-მაგას ვერ გეტყვი
-რატომ აღარ გიყვარვარ?
-ისე როგორც სულ პირველად? მას მერე იცი როგორ შემიყვარდი ისე რომ ამაზე მეტაად შეუძლებელია
-ხოდა მე სულ არაფერს გეტყვი
-ბაბიი
-ნუ მეძახი ბაბის
-ბაბი , ბაბი არ ხარ ჩემი ბაბი - სახეზე ეფერებოდა ,იღიმოდა და ისე უყურებდა
-შემირიგდი? მაპატიე?
-ჯერ არა
-არა?
-მერე ...მერე შეგირიგდები თუ კარგად მოიქცევი,მაგრამ ისევ არაფერი გითქვამს
-სადისტი ხარ ...საშინელი კაცი ხარ - გაყინული ხელები სახეზე შეახო დადვანს,ისე თითქოს ხატი იყო - ღმერთო როგორ მიყვარხარ ...შენ ვერც კი წარმოიდგენ რამდენად მიყვარხარ . შენ გიყვარვარ ,მაგრამ მე არ მიყვარხარ ადრე მიყვარდი ახლა მგონი გაღმერთებ ,გაკერპებ, ვაბოდებ შენზე , შენშია ბედნიერება,შენ რომ არ ხარ არაფერია სიცარიელეა ყველაფერი შენ ხარ და ის პატარა ქალბატონი შენ რომ შექმენი,შენ რომ მაჩუქე და მხოლოდ ისინი იქნებიან ვისაც შენი და ჩემი გენეტიკა ექნებათ - ჩუმად ლაპარაკობდა,გათიშული ,გაბრუებული . უყურებდა შავ სფეროებს და დადვანის შეხებით ტკბებოდა. ცრემლებს რომ უქრობდა კანიდან ის მხურვალე ბაგეები მალე საკუთარი ტუჩებით შეიგრძნო და მერე საერთოდ დაკარგა აზროვნების უნარი. თითქოს სიმსუბუქე იგრძნო ისეთი რომ ფრენაც კი შეეძლო.
...
სახლში დილით შევიდნენ , ფეხისწვერებზე მიიპარებოდნენ. დადვანი არეული თმის გასწორებას ცდილობდა ბარბარე კი სიცილს ვერ იკავებდა. ის ის იყო საძინებელში უნდა შესულიყვნენ ანასტასიას ხმამ რომ გაიჟღერა დერეფანში
-სად იყავით თქვენ ორნი? ერთად იყავით თუ ცალ-ცალკე? ველ გავიგე მე ბავჩვი ვალ აქ თუ დიდი გოგო სად დაძლწოდით?
-ტასუნაა მა გაიღვიძე უკვე ?
-თემას ნუ მიცვლით... რა ხდება ?- ქვემოდან უყურებდა მშობლებს და წარბებს არ ხსნიდა
-რა ხდება რა უნდა ხდებოდეს
-ერთად ხართ დედააა ლა ლა უნდა ქდებოდეს ...მამას პელანგი დაჭმუჭNულია და ღილები ალ აქვს ნახევლად... შენი კაბასაც ლაგაც ჭილს იჩხუბეთ? კალქი ლაა დედაა დასაცვენებლად ვალთ აქ თუ საომლაად? იცოდე მამა ლომ წავიდეც გავგიჟდებიიი
-მამას გოგო დამშვიდდი არ გვიჩხუბია, არსად წავალ და სულ შენთან ვიქნები
-სულ ჩვენთან იქნება დღეიდან ....იმიტომ რომ იმიტომ რომ
-მე და დედა შევრიგდით ... ნამდვილად შევრიგდით და
-რაა? ვაიმეეეე შელიგდიიით ? ანუ უთქალით ლო გიკვალთ ელთმანეთი და აწი სულ სუუულ ელთად იქნებით ლოგოლც სქვები ალიან?- წინადადების დასრულება არ აცად ამშობლებს ისე მოეხვია ორივეს ხტუნავდა, იცინოდა და კიოდა.მერე ბარბარეს მობილური აიღო და ნათლიას დაურეკა მაშნვე ჩასძახა მამიკო და დედიკო შელირიგდნენო.
-შენ გგავს აღიარე
-იმიტომაა ასეთი კარგი- უფრო მიეკრო დადვანის სხეულს და ანასტასიას ღიმილით მაიდევნა თვალი...
...............
დივანზე იჯდა, ხელები გამობურცულ მუცელზე ჰქონდა მოხვეული და ფრთხილად დაატარებდა თითებს. ყვავილების გარემოცვაში ბაღათურიას მიერ წაკითხულ საყვარელ ლექსებს უსმენდა , ალბათ ბავშვი საუბრის დაწყებისთანავე რომელიმე მათგანს მოყვებოდა.
-არ გინდა სადმე წავიდეთ?- წიგნი დახურა და მუცელზე აკოცა ცოლს. მერე თავი წამოსწია კატოს მუხლებიდან და დივნიდან გადაწეული ფეხებიც გაასწორა
-მინდა,მაგრამ ამხელა მუცლით აბა როგორ
-აქამდე მუშაობდი
-ვმუშაობდით
-მე ნებისმიერ დროს შემიძლია დავიკიდო ყველაფერი და შენთან ერთად წავიდე ნებისმიერ ადგილას!
-როდესაც საჭიროება არ არის რატომ უნდა დაიკიდო ყველაფერი
-ეკატერინე წავიდეთ თუ არა
-ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით ასე მგონია მეჩხუბები და ბავშვიც ჩერდება მუცელში არადა წეხან ფეხს მირტყავდა
-მართლა ? რა არი ტო მე რო გეფერები მაშინ რატო იყუჩები? გოგოა უეჭველი
-ვერ გავიგე გოგო გინდა თუ ბიჭი
-რომ დავფიქრდი ბიჭი მინდა...არა მაინც რამდენჯერ შებრუნდა მე მგავს ხომ გეუბნები ჯიუტია
-რცხვენია და იმალება, შენ გგავს?
-როგორ შემომიტრიალა თემა ტოო ... დიახაც მე მგავს აბა უნდა გადაჩაჩხულიყო და გამოეჩინა თავისი ღირსება? მითუმეტეს გოგო თუა აქედანვე უნდა იცოდეს წესიერება და ზრდილობა
-უკვე ჩემს სიგიჟესაც აღარ აქვს საზღვარი ისეთ მდგომარეობაში მაგდებ სიტყვებით ვეღარ ვხსნი
-მერე საქმით კატუშიი საქმიიიით - მიიწია ,ტუჩები გაილოკა .კოცნამდე ღრმად შეისუნტქა ქალის სურნელი და მერე დაეკონა საყვარელ ბაგეებს-აბა წავიდეთ?
-სადაც გინდა- გაბრუებულმა ეკატერინემ ისე განუცხადა თანხმობა ვერც კი გაიგო რა თქვა.ხელები მოხვია ყელზე ქმარს და კოცნა გააღრმავა. ჰაერში რომ აღმოჩნდა,ხელები უფრო მაგრად მოხვია ბაღათურიას და თვალები ჭყიტა- სად მივდივართ?
-სადაც მინდა
-რა ...კი მაგრამ მე როგორ ოოო დათაააა
-გიტაცებ, მაგრად მინდოდა მომეტაცებინე და ისე დამტანხმდი ჩამიყარე წყალში გეგმები ! არასდროსაა გვიანი - საძინებელში რომ აიყვანა და საწოლზე დასვა მერე განუცხადა სრული სერიოზულობით ,თან თვალებში უყურებდა და ხელებს შეზნექილი წელიდან არ აშორებდა
-უნდა მომიტაცო? ნაბადით თუ უნაბადოდ?
-იმხელა ხარ რომელ ნაბადში გაგახვევ...ნაბადით და ცხენით მეორე ბავშვზე რომ ვიფიქრებთ მერე მოგიტაცებ - ლოყაზე კოცნიდა ტუჩთან ახლოს და თანაც ისე ნელა და ნაზად რომ კატერინას თვალები ეხუჭებოდა
-და მესამეზე ?
-მესამეზე?
-დიახ მესამეზე
-გაგეყრები და ისე ვიმუშაოთ მესამეზე- ამ წინადადების გააზრება ეკატერინემ ვერ მოახერხა ,რადგან ბათუმ კაბის მოშორება და კოცნა დაუწყო. მერე სხვა კაბა ჩააცვა ,ფეხსაცმელიც და თმებიც თავად შეუკრა. როცა დათა დილაადრიან გადიოდა მის მოსვლამდე თმაარეული დააბოტებდა და საერთოდ არ აწუხებდა ეს ამბავი, როცა დათა არ იყო სველი თმით იჯდა და არც ეს აინტერესებდა. დათა სულ იყო, კატერინა მარტოობას არასდროს გრძნობდა
-დათააა - საწოლზე ხელისგულებით იყო დაყრდნობილი ,ფეხები გაშლილი ჰქონდა და ისე უყურებდა ბარგის ჩალაგებით დაკავებულ მეუღლეს
-ჰოოო
-ყვავილებს დიდხანს დავტოვებთ?
-ცოტნეს ვეტყვი და მიხედავს
-დიდხანს მიხედავს ცოტნეე?
-რამდენ ხანსაც ვეტყვი იმდენ ხანს
-ოოო დიდი ხნით მივდივართ დათააა
-ოოო დიდი ხნით მივდივართ დათააააა
-ნუ დამცინიიი უბრალოდ გავფუმფულდი ,ტუჩებიც გამიფუმფულდა და იმიტომ ვლაპარაკობ ასე ,შენ კიდე დამცინიიი .სულაც არ ვარ მსუქანი , მალე ვიმშობიარებ და ნორმალური წონა მაქვს რა ვქნა რა ჩემი ბრალიაა
-თვალებიი კატუშაა
-არ ვაფახუნებ
-სარკიდან გიყურებ
-როგორ მიყურებ ალაგებ
-ზეპირად ვიცი შენი ტანსაცმელი და განსაკუთრებით ესენი- ხელში საცვალი ააფრიალა და მერე ჩანთაში ჩადო- ჩემი ლურჯი ჟაკეტი სად არის?
-ჩემები იცი და შენები გავიწყდება?
-მე რა ვიცი შენ სად დადე
-საკიდზეა ... ჩემთვის ხომ ჩადე შენი მაისურები ?
-ჩავდე,ნუ ღელავ - ჩანთა შეკრა და ეკატერინეს წამოდგომაში დაეხმარა - რომელი წიგნები წამოგიღო?
-რომელიც შენ გინდა რომ წამიკითხო
-შენ ჩემი ხმის მოსმენით კი კაიფობ ,მაგრამ ბავშვსაც გამიბრუებ და ბიჭი თუა მაწყობს ახლა მე ეგ?
-გოგოა იქნებ
-ბიჭი მინდა მე!
-რატომ გინდა ბიჭი
-შენი პლანშეტი ჩავდე თუ დამრჩა? არა აქ არის -ისევ გადაიტანა თემა და სახლიდან გავიდა. ეკატერინეც გაბრძანდა. მანქანაში ჩაჯდა და დაელოდა ბაღათურიას როდის ჩაალაგებდა ბარგს, დაკეტავდა კარს და დაბრძანდებოდა .
შემდგე უსმენდა ნახევარი საათი როგორ ელაპარაკებოდა ცოტნეს, რამდენჯერ გადაუხვია თემას და დაუწყო დარიგებები,მერე როგორ დაურეკა ერეკლეს და რაღაც უთხრა რაც ვერ გაარკვია ნორმალურად ორი წინადადება იყო ორივე არეული.ბოლოს როგორც იქნა გადადო მობილური და სრული ყურადღება გადაიტანა გზაზე
-იქნებ მეც მომაქციო ყურადღება
-უკაცრავად თქვენ ვინ ბრძანდებით მშვენიერო ქალბატონო?
-ვინმე დ. ბაღათურიას მეუღლე ,ერთაერთი სიყვარული, მისი სუნთქვა და ყველა იმ ბავშვის დედა ვისი მამობის ბედნიერებაც ექნება
-იცით ქალბატონო მეხსიერებაში ჩავარდნები მაქვს ხოლმე,ასაკი მაინც თავისას შვება გესმით ალბათ ჩემი და იქნებ უფრო დამიკონკრეტოთ?
-დათაააააააააა
-ოო აი უკვე გამახსენდით თავიდანვე ასე დაგეწყოთ...ვაიმეეე ისევ დამავიწყდით
-ეკატერინე ვარ ბაღათურია
-ცოლო?
-იმედია ბავშვი არ გისმენს თორემ დაბადებიდანვე არანორმალური იქნება
-იმედია მისმენს და დაბადებიდანვე არანორმალური იქნება...ნორმალური და ყველასნაირი ბავშვი გვინდა ახლა მე და ჩემ ცოლს?
-ცოტნეს რას ელაპარაკებოდი ამდენ ხანს
-ემილია გაუფრინდა ...ბაღათურიებს მალე მატება გვექნება ვგრდძნობ ! ჩემი ძმა იდხანს ვერ მოითმენს და ეჭვი მაქვს მოიტაცებს
-რომელი საუკუნეა, თუ არ უნდა დაქორწინება ემილიას უნდა გამოკეტოს?
-მოიტაცებს სიტყვის მასალად გამოვიყენე და არა პირდაპირი მნიშვნელობით,ყურებამდე შეყავრბეული ქალი როგორ უნდა მოიტაცო ... ცოტნე მოკლავს ემილიას ნების საწინააღმდეგოდ რომ ჩაიდინოს რამე ასე რომ დამშვიდდი
-სულ მიკვირს შენს აღზრდილ ბიჭს როგორ შეუძლია გოგო მეგობარი ჰყავდეს თანაც ასეთი მეგობარი
-ჩემი აღზრდილი რომაა იმიტომაც შეუძლია ...ისევ მავიწყდება თქვენი ვინაობა
-გეყოს!
-ოო როგორ ანათებთ ქლაბატონო კატუშააა ...პირდაპირ ელვა ხართ კოკისპირული წვიმისას
-შვილო მამაშენს კომპლიმენტების გარდა ყველაფერი ეხერხება ...ბიჭი თუ ხარ ამით არ დაემსგავსო ხო? - მუცელს ეფერებოდა და ისე ლაპარაკობდა- მგონი იქ ბურთი აქვს და თამაშობს
-სქესი როგორ ვერ გავიგეთ...არა რაა ჩემი შვილია თავიდანვე ჯიუტი და მაიმუნია ! ერთი გამოდი ვნახოთ რომელი მოვერევით მე თუ შენ- ხელი გადასწია და კატერინას მუცელს დაადო - შენ თუ ბიჭი ხარ და ასე ურტყამ მამი ფეხბურთზე შემყავხარ უპირობოდ,გოგო თუ ხარ საგონებელში ვვარდები გეფიცები ....
-ბალეტზე ვატარებ
-იქნებ ფუმფულა იქნება...აუუუ გოგოც მინდაა.ეკატერინეეეეეეეეეე-დაახლოებით „დათააააა“ გამოუვიდა .მოსდიოდა ხოლმე ასე ათასში ერთხელ
-რააა
-შენს მოტაცებაზე პირველი ბავშვის დაბადებიდან რამდენ ხანში უნდა ვიფიქრო?
-ერთ-ორ წელში
-რაა? ორი წელი ბევრია
-აბა ბავშვები ტყუპებივით გავზარდო დათა?
-ბიჭი თუ იქნება ფუმფულა გოგოც მინდა
-შენ ამ ბოლო დროს ვეღარ გცნობ
-ვერ მცნობ? მე ის ვარ აიი ის მთელი ცხოვრება გევრდით რომ უნდა გყავდეს და რაოო რამდენ ხანშიო მეორეო?- თვალებაბრჭყვიალებული უყურებდა და გონებას ურევდა
-საერთოდ არ გინდოდა ჩემგან ბავშვი და ახლა ცხრა ძმა ბაღათურიები გინდა გავაჩინო?-ხმა დაუტკბა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა
-არაა საჭირო ცხრავე ბიჭი იყოს... ხუთი ბიჭი ოთხი გოგო...ანდაც ხუთი გოგო ოთხი ბიჭი. ოთხი გოგო ხუთ ბიჭი ...ორი ბიჭი შვიდი გოგო? ? არააა შვიდი ბიჭი ორი გოგო სჯობს ამდენი სიძე ნამდვილად არ მინდა ,ღმერთმა დამიფაროს ხომ დამემართა ნაადრევი ინფარქტი -ჩაიდუდღუნა და საჭზე თითები აათამაშა- და შენ ცხრაჯერ მშობიარობას შეძლებ?-ისე ჰკითხრა თითქოს მართლა ცხრა შვილის გაჩენას აპირება ეკატერინა ერისთავი
-ერთს მაინც თუ გააჩენ შენ დანარჩენ რვას მე გავაჩენ
-მოიყვანე ახლა ასეთი ცოლი ... გამოუვალ მდგომარეობამდე ვერ მიიყვან
-გეყოფა ბაღათურია ცანცარი და იყურე წინ თორემ დაეჯახები რამეს ან ვინმეს
-თითქოს არ გამიგია ეს შეურაცხმყოფელი შენიშვნა და კვლავ განვაგრძობ საუბარს ... რა მაინტერესებდა რომ არ მითხარი სამსახურში დაბრუნებას როდის გეგმავ?
-არ ვიცი დათა შეიძლება საერთოდ ვერ მოვშორდე,შეიძლება ერთ წელში უფრო ადრე არა -ისევ მუცელს დახედა და კიდევ აამოძრავა თითები
-მეორეც გვეყოლება მაგ დროს...ანუ რა გამოდის რომ ნახევრად სახლში იქნები უსაქმური ცოლი მჭირდება ახლა მე?
-რამე დალიე ამ დილით?
-კი დილას რომ მიკბინე ტუჩზე სისხლსი წვეთი გადამცდა...მაინც როგორ მკბენ ხოლმე სულ არ გეცოდები
-თუ არ იღლები როგორ მიკვირს...ნეტავ ვინმე გისმენდეს ჩემს გარდა,ნეტავ ვინმემ იცოდეს როგორი ხარ
-როგორი როგორი ვარ?
-სულ უნდა გადიდო ხომ? თავდაჯერებული მეუღლე მყავს
-არ მჭირდება დიდება, ფაქტი ცხვირწინ გაქვს მრგვალი მუცლის სახით
იმდენი ილაპარაკა და თან ეკატერინეს მაინც გაუბნია ყურადღება,ისე მიიყვანა დანიშნულების ადგილას დაღლილობისგან მიეძინა და ასე მძინარე გადაიყვანა მანქანიდან. ჩვილი ბავშვივით ხელში აყვანილი მიჰყავდა სასტუმროს ფოიეში , ყველა მათ უყურებდა და ღიმილს ვერ იკავებდნენ.
თვალები რომ გაახილა უკვე ბნელოდა, ბაღათურიას სუნთქვა ესმოდა ყურთან ახლოს, მუცელზე მისი ხელი ჰქონდა მოხვეული და სიმშვიდისთვის ესეც საკმარისი იყო, თავი გვერდით შეაბრუნა და ფრთხილად აკოცა ქმარს
-სად ვართ ?
-რაჭაში
-საად? ამხელა გზა გამოვიარეთ ...ამდენი ხანი მეძინა?
-არ მოგშივდა? რესტორანში ჩავიდეთ და ვივახშმოთ -ისევ ისე იწვა ბაღათურია და ქალის ყელში დაცოცებდა ცხვის- იცი შენს ძილში მამას ბიჭი არ ისვენებდა , მუცელი ისე მოძრაობდა ცოტაც და ვიფიქრებდი გამოსვლა უნდა-თქო .მერე ველაპარაკე და გაჩერდა
-ასე გათიშულოს როგორ დამეძინაა
-დაიღალე და იმიტომ - ტუჩებში აკოცა და მერე საწოლიდან წამოდგა- აბა გადმოგორდი საწოლიდან და ვივახშმოთ
-ხო თორემ დავაგვიანე უკვე და მშია - ფრთხილად გადმოყო ფეხები საწოლიდან. მერე ბათუს დაეყრდნო და რომ დადგა ამოისუნთქა- უჰ ,მალე სულ შენი დახმარება დამჭირდება. ბარგი ამოალაგეე? რა საჭირო იყო დათა? გავიღვიძებდი და დავალაგებდი შენ არ დაიღალე?- კარადას რომ შეხედა ლოყაზე აკოცა
-რაჭაში ამოსვლა დამღლიდა?
-ეგრე შენ არასდროს იღლები და არ უნდა დაისვენო?
-მთელი ღამე მძინავს- ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და კატერინაც მაშინვე ამეტყველდა
-სიგარეტის მოწევას თუ აპირებ იცოდე რამე მოიცვი სიცივე იქნება აივანზე
-ვაახ ჩემიი როგორ იცი ხოლმე დედაჩემი მგონიხარ და თავი 5 წლის მგონია ეს ბავში ვისია ვერ ვიგებ ოღონდ- გაიცინა და აივანზე გავიდა. ეკატერინემ ჩაცმა დაიწყო,მაგრამ შარვლის ამოცმა ვერ მოახერხა ისე წვალობდა ბათუს სიცილიც მობეზრდა გადააგდო სიგარეტი და ოთახში დაბრუნდა- გეყოს დავიწვი შენი საცოდაობით- ჩაიცუცქა და მოხრილი ფეხი გააშლევინა მერე შარვალში ფეხები ჩააყოფინა და წამოაყენა-პერანგის ღილებიც შეგიკრა გინდა?
-ისე უყურებ მკერდს ღილების შეკვრას მოახერხებ თუ გახსნას
-აუუ რა საკაიფოდ იმზირებიან რო იცოდე - შიშველ წელზე ხელი შეუცურა ,მერე მკერდისკენ დაიხარა და სველი კოცნის კვალი დაუტოვა
-დათაააა
-ჩშშ რა
-არ ხარ შენ ნორმალური
-ეე რას დამცინი რატო შეგიძლია ვაფშე სიცილი? - უცებ აიწია ტუჩებზე დააცხრა მკერდი ხელისგულში მოიქცია-აი ასე კარგია ,გინდა ცოტა ხანს გადავდოთ ვახშმობა- კოცნიდა და ისე ელაპარაკებოდა
-არააა
-კარგი როგორც ინებებ... შეგიძლია ჩაიცვა .გავალ მე ხო? მოვწევ
ეკატერინებ თვალები აატრიალა, სწრაფად შეიკრა პერანგის ღილები და სარკეში საკუთარ გამოსახულებას შეავლო თვალი.სრულიად სხვა ქალი უცქერდა სარკიდან, განსხვავებული ფორმებითა და მზერით . ამ ქალს თითქოს სულიც შეუცვალეს, მოსწონდა ბედნიერი ფეხმძიმე რომელსაც უყურებდა და ამ პროცესის ყველა სირთულეც სიხარულის მომტანი ხდებოდა მისთვის.
..........
რამდენიმე დღე მშვიდად გაატარეს, სუფთა ჰაერმა და სიმშვიდემ ეკატერინეს ორმაგად აუმაღლა განწყობა. თითქოს უკეთ გახდა და უხილავი დისკომფორტიც მოეხსნა. ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდნენ,რადგან უკვე საშიში იყო ქალაქიდან შორს ყოფნა, სულაც არ სურდა ექსტრემალურ პირობებში მშობიარობა.
განსაკუთრებით ფრთხილად იყო ბოლო კვირაში , ექიმთან კონტაქტი ჰქონდა და ბათუც გვერდიდან არ შორდებოდა. ისიც კი იფიქრა ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე უარი ეთქვა,მაგრამ მალევე გადაიფიქრა აზრები რომ შეაჯერა.
-ბოლოს და ბოლოს როდის იბადება ეგ ბავშვი?
-არ ვიცი ელიზაბეტ ... ყოველ წამს შეიძლება
-დროზე დაიბადოს გაგვაგებინოს სქესი თორემ ამიდუღდა ტვინი ათასი რამ მინდა ვუყიდო...თათული შეეშვი მაგ ხალიჩას შიგნით არ შეძვრე-ბიჭი ფეხებთან ჰყავდა დაყენებული და ხელით დაჰყავდა,ქალბატონი კი ოთახის ბოლოში იყო გასული და ხალიჩაში შეძრომას აპირებდა,მაგრამ როგორც კი გაიგო დედიკოს ხმა მაშინვე უკან გამობობღდა- ვერაფერი გავიგე ეს დადის ის იატაკიდან ვერ ავიყვანე.გეფიცები წმენდს ყველაფერს .გუშინ კიბეზე აცოცდა ... ისე უცებ მიდიოდა სირბილით ვერ აასწრებდი ,ამხელა მუცელით როგორ ახერხებს მიკვირს
-ცელქი პუტკუნაა -კარისკენ იყურებოდა და თან ბავშვებს უღიმოდა
-მოაშორებ კარს თვალს თუ რა გავაკეთო?
-სამი საათის წინ მითხრა მოვდივარო და ამდენ ხანს სად არის?
-დაურეკე მერე
-საქმე აქვს ალბათ არ მინდა შევაწუხო,ისედაც გვერდიდან არ მშორდება .იქნებ რამე შეემთხვა? ამდენხანს დამირეკავდა არ იცოდა შენ თუ მოხვიდოდი , აუცილებლად დამირეკავდა და გაიგებდა როგორ ვარ
-დეიი - თათული მიბობღდა ფეხებთან და დივანს ხელებით ჩაებღაუჭა მერე წამოიწია და ეკატერინეს გაუღიმა
-ჩემოო ტკბილოო ფუნთუშააა რომ ვერ მოგაქციე ყურადღება თავად მოხვედი ხომ?- აწითლებული ლოყები დაუკოცნა და მერე ხელები მოხვია ყელზე ჩამოკიდებულ ქალბატონს, გვერდიდან ეხუტებოდა გოგონა და თავის ფუმფულა ხელებს არ აშორებდა -ჩემი თბილიი გოგო ,დეიდას გოგო ხარ შენ
-ხო აბა რა სულ არ გახსენდება ...აღარ მოდიხარ და ორივე გეძებს ხოლმე სად წავიდა ის ქალი აქამდე რომ არ გვშორდებოდაო
-ვეღარ დავდივარ ელიზაბეტ ...მეშინია სადმე გზაში არ დამეწყოს მშობიარობა
-არ მითხრა რომ ნევრიულობ...ორი გავაჩინე გოგონი თან ისე უცებ რო მგონი ვერც გავიგე
-ნუ მატყუებ , არ გამოგდის
-ოო უმტკივნეულოდაც გინდა ,შვილიც გინდა ეგრე სადაა გენაცვალე...ბაღათურიაა ბოლო ბოლო არ გაგაწვალებს.აუუ ბიჭია თუ გოგო ნეტავ?
-რატომ გაინტერესებთ ასე ძალიან ვერ ვიგებ , ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს და ყველანი მაგ კითხვას გაიძახით
-ბათუს ბიჭი რატომ უნდა გაიგე?
-ვერა,არ მეუბნება
-არ გეუბნება და შენ ხომ არ მიაწვებოდი? გიორგიმ რამე არ მითხრას არ ამოვაცლი ენას?
-არ გიცნობდე მაინც,ერთს დაგიბრიალებს თვალებს და დუმდები
-თვალების ბრიალის კი არ მეშინია იმდენად სექსუალურია ამ დროს რომ ენა მივარდება ... ერთი კვირაა წაბრძანებულია და რით ვერ მოილია საქმეები მიკვირს. დამიტოვა ორი გიჟი და გავარდა, დღეს არც დაურეკავს მთელი დღეა ეგ თუ მოდის და არ მითხრა მოვკლავ ...დავახრჩობ იმდენს ვაკოცებ
-რა ხდება ბექასთან რატომ წავიდა?
-მე რა ვიცი, ვიცი? მითხრა გგონია? ეგ ორი რას შვება ვინმემ იცის? ვკითხე ხომ მშვიდობაა-თქო და მითხრა უბრალოდ მივდივარ მაინტერესებს როგორაა იქო ,მომენატრაო და იმდენად გულწრფელი იყო მივხვდი რომ არაფერს მიმალავდა
-მაშ რაღატომ ნერვიულობ?
-სამი საათით დააგვიანა ბათუმ და კარს არ აშორებ თვალს მე კიდე ერთი კვირაა არ მინახავს...უფრო ზუსტად 7 დღე და 12 საათია !
-როდის აპირებ გამოფენის გახსნას?
-არ ვიცი როდის ვიმშობიარებო და აბა მე რა ვიცი
-ჩემს მშობიარობას ელი?
-დიახ, ფეხმძიმე ხომ დაგხატე მერე ბავშვთან ერთადაც იქნები და თანაც გამოფენაზე რომ დაგეწყოს მშობიარობა მერე მე რა გავაკეთო? მინდა ჩემი ქსელის პრეზენტაციაც და გამოფენაც ერთ დღეს იყოს
-ამდენ რამეს ერთად როგორ აკეთებ ელიზაბეტ? - ნამდვილად გაოგნებული იყო დის ცხოვრების რიტმით
-ენერგიით მამარაგებენ... ატელიას რომ გავხსნი ბავშვებს ბაღში შევიყვან. შევარჩიე უკვე შესაფერისი ადგილი ,ყველაფერი მომეწონა და იმედია არ ვცდები. გუშინ ნელიკო მოვიდა ჩვენთან, ბავშვებს დააკვირდა მერე დასკვნა დადო გაოცებულმა
-რაო რა თქვა?
-მეგონა რომ ბავშვები საშინელ დღეში გყავდაო, თურმე საქმესაც და ბავშვების მოვლასაც ახერხებო ყოჩაღო მერე კიდევ გაოცებულმა ბევრი რამ მითხრა და წავიდა...
-ჩემთან არ დაურეკავს დიდი ხანია, ბოლოს რომ იყო და ვიკამათეთ მას მერე გაბრაზებულია-განწყობა შეეცვალა დედის გახსენებისას
-მაინც არ მითხარი რაზე იკამათეთ
-გახსენებაც არ ღირს
-ბათუზე გეტყოდა რამეს თორემ ისე შენ არ დაკარგავდი მოთმინებას. რაო რა თქვა არაა ეს ბიჭი საშენოო? რაღაც გაიგო მოიფიქრა და აიჭრა ხომ?
-ყველა ამბობს რომ შეიცვალე და სხვა წრეში გადახვედი, შენს ადგილს კარგავ საზოგადოებაში და ეს ბიჭი თავისნაირ ვაჭრებთან გამყოფებს. მთელი ცხოვრება ასე თუ გააგრძელებ ადგილს დაკარგავ რომელსაც დიდი წვალების შემდეგ მიაღწიეო ...ეს და კიდევ მრავალი ლოგიკას აცდენილი წინადადება მითხრა .მე კი უბრალოდ ვუთხარი, რომ ერთადერთი ვინც მაინტერესებდა და მჭირდებოდა დათა იყო ,მერე გაგიჟდა როგორც იცის ხოლმე და გავარდა. რეალურად თავად იყვირა მე ვიჯექი უბრალოდ და ვხვდებოდი რომ არ ცდები მისი შეფასებისას. როგორ გაბედა წამით მაინც დაეშვა რომ დათას გავეყრებოდი -იმდენად იყო შეშფოთებული დედასთან ამ საუბრის გამო ვეღარ მოითმინა და ლიზასთვის ყველაფრის თქმა გადაწყვიტა. კიდევ ერთხელ მოიცვა ბრაზმა, მაგრამ ემოციები შეეცვალა ოთახში შესული ბაღათურია რომ დაინახა-დათა? მოხვედი? როდის მოხვედი?
-ამ სისულელის გამო გაათენე მაშინ? -ისეთი ხმა ჰქონდა ბაღათურიას რომ ეკატერინეს სახე უარესად მოექუფრა. დასჯილი ბავშვივით უყურებდა ,მერე წამოდგომა სცადა დივანს დაეყრდნო და წელზე ხელმბიჯენილი წამოიწია- შენ როგორ გაბედე მსგავს აფსურდულ ამბავზე ნერვიულობა ეკატერინე?!
-დათააა
-საყვარელო სიძევ ამდენ ხანს სად ხარ? გიცდი გიცდი ,ვიფიქრე ვნახავ და მერე წავალ-თქო -ელიზაბეტმა განმუხტა სიტუაცია წამსვე გადაატანინა ყურადღება ბათუს.მერე ბავშვები რომ დაინახა ბაღათურიამ ორივე თავისთან აისვა და მანამ არ შეეშვა სანამ არ აუწითლა ლოყები ორივეს. ელიზაბეტი ვახშმადაც დარჩა,მატო ყოფნა მეზარებაო და ბავშვებს ძილი რომ მოერიათ შემდეგ წავიდა სახლში.
ეკატერინე იდგა და უყურებდა თითქოს მშვიდ,მაგრამ გაბრაზებულ ქმარს და ელოდა როდის ეტყოდა რამეს,მაგრამ ბაღათურია დუმდა.
-დათააა
-გისმენ
-შეეშვი მაგ ყვავილებს და შემომხედე-ისეთი ხმა ჰქონდა თითქოს ტირილს აპირებდა
- ხომ მითხარი გადარგე საღამოსო ... რამე ხდება? კიდევ დამიმალე რამე და არ ვიცი?
- დათააა ასე რატომ მეუბნები,მე არ მეგონა თუ გაბრაზდებოდი
-სწორად იფიქრე ,არ გავბრაზდი გავცოფდი! დამიმალე ცუდად ყოფნის მიზეზი და მშვიდი ძილი დაირღვიე სისულელის გამო- მის წინ იდგა და გაბრაზებული დაჰყურებდა
-მეწყინა... ძალიან გავბრაზდი დედაზე
-გაბრაზდი ,ცუდად იყავი, ნაწყენი, გაკვირვებული,იმედგაცრუებული და მე შენს გვერდით სულ ტყუილად ვიყავი,მაინც დუმილი არჩიე და გაჩუმდი
-როგორ მეთქვა ეს სისულელე , იცი დედა მოვიდა და მითხრა რომ აღარ მოსწონხარ-თქო?
-და რომ გეთქვა მერე რა? არ იცი რომ მაგრად ყველაფერი შენს გარდა? გონია უფრო ცუდად გამხდიდა რამე ვიდრე იმაზე ფიქრი რომ რაღაც გტკიოდა და არ მეუბნებოდი? შენი ყოველი ამოსუნთქვა მტკენდა ეკატერინე შენ კიდე სრული სიყლ**ის გამო თავი დაისტრესე .ამდენ ხანს ცუმად იყავი , არადა გითხარი აქ ვარ და უბრალოდ გისმენ-თქო ..ა.რ იყო საკმარისი?
-გეფიცები აღარ ვინერვიულებ,არც მაშინ ვნერვიულობდი უბრალოდ თავისთავად მოხდა
-იმედია ... -სავარძელში დაჯდა და თვალები დახუჭა
-დაათაააა
-რა- იცოდა უკვე რასაც ეტყოდა ქალბატონი და წინასწარ შეაგება ღიმილი
-ხომ იცი რაც
-ძალიან გინდა?
-დათაააა
-ძალიან ძალიაან? მეზარება ადგომა დავიღალე ძალიან
-აღარ მინდაა ,შეგიძლია დაისვენო და სულ ნუ ადგები მაგ სავარძლიდან- გაბრაზდა და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა.ისეთი საყავრელი იყო გაბერილ მუცელზე ხელებდაწყობილი, გაბუშტული ტუჩებით და შეკრული წარბებით დათა თვალს ვერ აშორებდა და სიცილს ვერ წყვეტდდა- ნეტავ რა გაცინებს ,სასაცილოც ვარ უკვე?
-თან ძალიან
-საშინელი კაცი ხარ შენ !
-საშინლად რომ მიყვარხარ ალბათ იმიტომ...ჭკუდიან მშლი ეკატერინეეე - ამოიხვნეშა და წამში გაჩნდა მასთან,მერე ისე ძლიერ მოეხვია როგორც კატოს სურდა, როგორც ორივეს უყვარდა .
პირველი თოვლი მოვიდა, ფიფქები შეუჩერებლად ცვიოდა ციდან. ორმაგად ლამაზი სანახავი იყო სითეთრის დანახვა ფერადი ორანჟერიიდან . ეკატერინე ტკბებოდა კიდეც სანახაობით ,ფანჯარასთან იჯდა და თვალს არ აშორებდა ფიფქებს.ბათუ მაგიდასთან იჯდა და უკვე მერამდენე საათი იწურებოდა რაც არ განძრეულა კაცმა არ იცის. ეკატერინეს შესვლამ და თოვლმაც კი არ უშველა
-გასვლა მინდა
-გაცივდები!
-ნახე როგორი ლამაზია
-ერთნაირია ყოველ ზამთარს
-მოაშორე მაგ ლეპტოპს თვალი !
-ამდენს ნუ ლაპარაკობ არ შეიძლება შენთვის მკვეთრი მოძრაობები
-დათააააააა
-უყურე ,მაინც არ იქნება დიდი თოვლი და ფიფქებით დატკბი
-ბოროტო!
-საქმე მაქვს ,მადროვე
-დარჩენილიყავი იმ შენს კომპანიაში რას მოდიოდი
-ისედაც იგვიანებს ეგ ბავშვი და იქნებ ინამუსოს აქ რომ ვიქნები და ინებოს გამოსვლა
-შენნაირია ესეც!
-ოო დამეთანხმე უკვე ხომ? მაინცადამაინც ასე უნდ აყოფილიყო ჩვენი საქმე რომ გაგეგო ეგ ამბავი?
-არაუშავს მე დამემსგავსება მერე
-ანუ არ გინდა რომ მგავდეს?- თვალები უბრჭყვიალებდა
-არა
-რატომ ვითომ...ხომ ამბობდი შენნაირი თვალები უნდა ჰქონდესო
-ვიფიქრე და მივხვდი რომ ვერ გავუძლებ !
-ორი ვიქნებით და ორივე შენი რა გინდა?
-რა მინდა და რომ მოაშორო მაგ ეკრანს თვალი,შეწყვიტო წერა და კლავიატურის ჩხაკუნი და მომაქციო ყურადღება
-რა დღეში გაქვს ნერვები ამ არისტოკრატ ქალს... ინტელიგენცია საფლავში ბრუნავს ,მკვდრებიც და ცოცხლებიც
-არ შემომხედო ,არ მინდა! მშობიარობა რომ დამეწყოს და არ დავიყვირო ვერც გაიგებ
-აქვე გამშობიარებ ოღონდ დაგეწყოს-ისევ არ გაუხედავს , ეკრანს უყურებდა და რაღაცას წერდა
-კიდევ რა გინდა...წარმოდგენაც არ მინდა საავადმყოფოში მისვლამდე რომ დამეწყოს
-დამშვიდდი !
-შენ რა იცი მშობიარობის მიღება?
-ჩემს ანგარიშზე 6 ბავშვია
-როგორ?- ბათუმ არ მოაშორა თვალი ეკრანს,მაგრამ ეკატერინემ ფიფქები დაივიწყა და ლამის წამოფრინდა სავარძლიდან- რამდენი ?
-ექვსი ...
-როგორ ?
-ჩემს შვილს არ უნდა გამოსვლა თორემ მე რომ მხედავდნენ ფეხმძიმეები მშობიარობა ეწყებოდათ
-არ მომიყვები?
-ექვსივეს? მეზარება
-შენ ყველაფერი გეზარება,არაფერს მიყვები, სულ არ მელაპარაკები . შენ ბიზნესს მეტ ყურადღებას უთმობ ვიდრე ფეხმძიმე ცოლს
-ცოლი ფეხმძმედაა უკვე და ბიზნესს სულ უნდა ყურადღება მითუმეტეს გავზარდე და - უცებ გაჩერდა და რაღაცას შეხედა,მერე მობილური აიღო და გავიდა
-სად მიდიხარ
-ნახევარ საათში მოვალ ..მაქსიმუმ ერთ საათში .მობილური ახლოს გქონდეს და თუ რამე დამირეკე
-შენ დაგირეკო თუ სასწრაფო დახმარება გამოვიძახო
-მე !- გასვლამდე აკოცა და წავიდა
-მე მე მე 6 ქალი ამშობიარა? ექიმია? იქნებ ტყუპები იყვნენ ,რამდენიმე მაინც.რაზე ვფიქრობ-თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა - დეე მამიკო წავიდა და მე მაინც მანიშნე როდის აპირებ დაგვენახო? აღარ შეგაწუხეთ და შენი სქესი არ ვიცით ... ოთახიც ისე გაგიკეთეთ რომ აუცილებლად მოგეწონება,მაგრამ არ გინდა გვნახო? ახლა თოვს , დიდი თეთრი ფიფქები ცვივა ციდან ,მართალია ჩვენთან დიდი თოვლი არ იქნება,მაგრამ მაინც ლამაზია. მე ასე გამორჩეულად არ მიყვარდა არასდროს თოვლი,მაგრამ ახლა რაღაც სხვანაირად აღვიქვამ ყველაფერს. დეეე იცი როგორ მოქმედებ ჩემზე ? იცი რა საოცრება ხარ ჩემო ერთადერთო? არ დამიჯერო მამაშენს რომ ვუთხარი არ მინდა გგავდეს-თქო, პირიქით დე მინდა რომ სულ სულ ყველაფრით მას ჰგავდე ...ეგოისტი ვარ დე .იმდენად მიყვარს მინდა ყველგან იყოს როცა ჩემთანაა და სხვა რამეს აკეთებს ვერ ვიტან,ვბრაზდები დე ...დე დღეს ძალიან მშვიდად ხარ ,დავიჯერო ამ გარემომ იმოქმედა? სიმშვიდე რომ არის შენც გაისუსე? ასეთი მშვიდი რომ ხარ მიხარია ხოლმე,ვხვდები რომ ელიზაბეტს არ დაემსგავსები .ჩემი დათა ძალიან დინჯი და სერიოზულია,ზოგჯერ მასხარა ხდება,მაგრამ ეგეც საჭიროა დე
ბავშვს ესაუბრებოდა, ხედით ტკბებოდა და ბაღათურიას ელოდა. წამებს ითვლიდა,ნახევარი საათის შემდეგ ერთი საათის გასვლას ელოდა.ერთი საათი რომ გავიდა უკვე ღელავდა. ოთახში დადიოდა და ვერც კი იაზრებდა რომ ტკივილი დაეწყო. გონებით მთლიანად ბაღათურიაზე იყო გადართული, კარგად შეამჩნია მისი აღელვებული გამომეტყველება და უკვე საშინელებებს ფიქრობდა.
-შენ თუ ისევ გაუნძრევლად ზიხარ ერთ ადგილას და ფიფქებს უყურებ იცოდე ჭკუდიან შევიშლები ...ოოჰ კიდევ კარგი სიარულიც დაგიწყია - კარი რომ გაიღო და ბატონი შემოვიდა ტვინმა სადარდებელი მოიშორა
-დათააა - ისე უცებ მოწყდა ადგილს ,ფიფქების მოშორებით გართულმა ბაღათურიამ რეაგირებაც ვერ მაოხერხა - ამდენ ხანს სად ხარ?
-ფრთხილად ... რო გამოექანე სად მორბიხარ გოგო დაგრჩა მუცელი გზაში ნორმალური ხარ შენ? გინდა გამისკდეს გული?
-არ მითხრა რომ დიდი ბათუ ბაღათურია შევაშინე
-ბათუ არ ვიცი და დათა ბაღათურია შეიძლება შეაშინე კიდეც- ხელი მოხვია ცოლს და მერე თვალები დააწვრილა- რაღაც მოგიტანე
-რა მომიტანე? დაგერეკა და მოსულიყავი არაფერი მინდოდა მე
-საომრად ხო არ წავსულვარ რას ატრაკ** კატუში?
-ხომ იცი რომ ემოციური გავხდი? რაღა დარჩა მშობიარობამდე რომ არ მანერვიულო ხომ შეიძლება? - დათა რომ მოშორდა და თბილი ჟაკეტი მოახურა თვალების ფახუნით ახედა- მივდივართ?
-სახლში შევიდეთ აქ რამდენ ხანს უნდა იყო არ შეიძლება შენთვის ეს მცენარეები იმდენ ჟანგბადს გამოყოფენ ზედმეტია - თავზე ქუდი ჩამოაფხატა და ხელი მოხვია. ფრთხილად იარე იცოდე
-ადრე ასე არ იყავი ახლა რა გჭირს?
-ადრე დადიოდი ახლა დაბაჯბაჯებ ,განსხვავებას ვერ ხედავ?
-ასეთი ტონით რომ მელაპარაკები ხომ იცი რომ არ მსიამოვნებს
-გაყოლოდი ვინმე ს**იკოს სულ ტკბილად და თბილად რომ ლაპარაკობს რა გინდდოდა ჩემნაირ ველურთან?
-მე მინდოდა ხომ? კარგი იყოს ასე
-ხოდა იყოს ..ზემოთ ავიდეთ- სახლში რომ შეიყვანა მაშინვე განუცხადა და ისევ თვითონ მოაშორა ქუდი და მოსაცმელი.
-კიბეზე ასვლა მეზარება
-აი როგორ გაგიმართლა ველური ქმარი რომ გყავს- ხელში აიყვანა და გასწორდა- ხელები კარგად მომხვიე არც ისეთი მსუბუქი ხარ
-ბათუ მძიმე ვარ და იცოდე რომ დაგივარდე იქვე გავაჩენ ბავშვს
-ისე მიდის საქმე განგებ დაგაგდო შეიძლება
-რა საუბარია?
-ცოლი და შვილი მინდა , მე კი დამრჩა გაბერილი ცოლი
-თუ გაწუხებს ჩემი ცქერა და მზრუნველობა არ გაძალებს არავინ! თავადაც მივხედავ თავს,ვინ გთხოვს ...ეს რა არის დათა?
-ელიზაბეტმა პორტრეტი დაასრულა - მშვიდად განუცხადა, იატაკზე დასვა ქალბატონი ზუსტად კედლის წინ
-ეს... ეს როგორ შენ როგორ კედელზე მთლიანად ეს ფოტო ...მე რომ არ ვიცი კი მაგრამ
-როგორ იცი ხოლმე საუბარი... წინადადებიდან შინაარსს ვერ ვიგებ .რამე უფრო მარტივი მითხარი ისეთი რომ მესიამოვნება და მარტივად გავიგებ-კედელზე არსებულ ფოტოს უყურებდა და ისე საუბრობდა
-დამეწყოო
-მეც მიყვარ...დაგეწყო? - მინაბული თვალები გაახილა და ეკატერინეს დააკვირდა - ღადაობ?
-რატომ გაქვს ყველაზე უცნაური რეაქციააა... დამეწყოოო
-რა გაკივლებს ნეტავ... ვაიმეე დაგეწყოო გვეშველა მგონი . მივქრივართ კლინიკაში. ისუნთქე დავითვალოთ შეტევებს შორის შუალედი იქნებ და ცრუ განგაშია
-ადამიანოო შენ ნორმალური ხარ? ამ დროს უნდა იძახდე მამა ვხდები ღმერთო რა ვქნა...დაიწყო ისუნთქე, გტკივა?
-ამ იდიოტურ სიტყვებს უნდა ვიძახდე ? მოგეშვება? მაშინ ბაზარი არაა - იცინოდა და თან კოცნიდა- გავედით ჩემი ბიჭი მოდის - ისევ დაიხარა ხელში აიყვანა და ასე სიცილით დაუყვა კიბეს - ჯერ არ გეტკინება არ ინერვიულო შენ
-ბოლოს რამდენი ხნის წინ იმშობიარე?
-იუმორის გრძნობა თუ გეძალება კარგად ყოფილხარ...ისუნთქე და ყველაფერი მალე დამთავრდება,იმდენად მალე რომ აზრზეც ვერ მოხვალ და ვნახავთ ჩვენს შედევრს
-უნდა შემოხვიდე ბლოკში? -ღრმად სუნთქვადა და ხელებს მაგრად ხვევდა ბათუს
-შენ ვერ გადაწყვიტე და მე მინდა რომ დავესწრო..აბა სად ველოდო როდის გამოიყვანენ ბავშვს მერე მოაწესრიგებენ
-მარტო ბავშვი გაინტერესებს შენ ხომ? მე ? მე რომ მტკივაააა იქნებ და ღმერთოოო როგორ მტკივა
-ტყუილია...ჯერ არ გტკივა და ნუ ყვები ახლა ემოციებს,დამშვიდდი
-მე და ჩემი ბიჭი გადავრჩეთ და გაჩვენებ მე შენ დამშვიდებას
ბათუმ სწორად ივარაუდა, მშობიარობა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული.შეტევები კიდევ დიდხანს გაგრძელდა ,ეკატერინესთვის დიდხანს თორემ ისე სრულიად ბუნებრივად მიდიოდა ყველაფერი. ექიმებან ერთად ბათუც მასთან იყო, უკვე დერეფანიც გაივსო . ყველა ელოდა პატარა ბაღათურიას დაბადებას.
-არ შემარცხვინო კატუში ,იცოდე ძალა არ დაკარგო ყელი რომ გაიხსნება მერე დაიწყება თუ დაიწყება და
-ასე ნუ მელაპარაკები თორემ ქმარი კი არა ექიმი ჰგონიხარ ყველას თანაც უცხო ექიმი - დაცვარულ შუბლზე ხელი მოისვა და თვალები დახუჭა- დათაა რომ არ გამომივიდეს? მე რომ
-გოგო რომ იყოს სახელი რა დავარქვათ კატუში?
-ელეონორა
-რამხელა სახელია...რამე სხვა მოვიფიქროთ
-მარტო ნორა რომ იყოს ან მარტო ელენე ?
-აბა ია დავარქვათ პატარაა დათა
-ია არა ფურუსულა ...არ მომწონს იაც. ხალხს გაურკვევლობაში ჩააგდებს თანაც ყვავილივით ისე უნდა იყოს სახელი კი არ უნდა ერქვეს თუ მაინცადამაინც იყო კესანე
-კარგია მაგრამ არ მინდა კესანეე - ღრმად ამოისუნთქა და თვალები ისევ დახუჭა
ბაღათურია რეალურად იმაზე მეტად ღელავდა ვიდრე ოოდესმე წარმოედგინა. ყველაფერს აკვირდებოდა, პულსს ისე უზომავდა თითქოს ხელზე ეფერებოდა, მონიტორზე გულისცემას უყურებდა. წამლებს ამოწმებდა ,ექიმის რეაქციებს აკვირდებოდა .ცოტაც და ჭკუიდან გადავიდოდა.როგორც იქნა საბოლოო ფაზაზე გადავიდნენ და მერე უკვე ფიქრის დროს არ ჰქონდა. მხოლოდ ეკატერინეს დამშვიდებას ცდილობდა
-შესანიშნავად იცი რაც უნდა გააკეთო ...უბრალოდ იმაზე იფიქრე რა საოცრება გელის წინ . ძალა მოიკრიბე ჩემო - ხელზე კოცნიდა უკვე ძალაგამოცლილ კატერინას და ექიმს უყურებდა
-ყველაზე ...მეტად მაას მეე მეე უნდა ვუყვარდე იცოდე მე რომ მგავდეს და მასაც შენზე ეკეტებოდეს ჭკუა გავგიჟდები ბაღათურია- მუხლებზე ჰქონდა ხელები მოხვეული კიოდა და ისე ისროდა სიტყვებს ,მერე ისევ უკან დაეშვა და სუნთქვა განაგრძო მომდევნო შეტევამდე
-შენს გაგიჟებას არ დავუშვებ ...მოგიტაცებ
ექიმს არ ესმოდა რას გულისხმობდა ბატონი ბაღათურია,სამაგიეროდ ეკატერინე მიხვდა და სიცილი დაიწყო. ასე შემოუტია ბოლოჯერ ბატონმა ანდრეამ, დიახ ბატონი ანდრეა ბაღათურია მოევლინა ქვეყნეირებას . თავისი ომახიანი ტირილით ამცნო მშობლებს მეც აქ ვარო ,ჯანმრთელი და მაგარი ბიჭი ვარო ისიც დაამატა . შემდეგ დედიკოს მკერდზე მიაწვინეს და ტირილი შეწყვიტა,საოცარ ხმას გამოსცემდა . ეკატერინე ბაღათურია ტიროდა,მთელი გულითა და სულით სცვიოდა ცრემლები თაფლისფერი სფეროებიდან ,უყურებდა იმ ერთადერთს რომელიც დანახვამდეც მთელი არსებით უყვარდა და რომელიც დათას არსებობასაც კი ავიწყებდა.
დათა ბაღათურია კი იმ წამს გაშეშდა რა წამსაც ბავშვი დაინახა. თვალწინ თითქოს თავისი ანდრო ედგა რომელიც ბავშვური სილაღით უღიმოდა და ულოცავდა ,რომელიც ბედნიერი იყო თავისი ძმადნაფიცის გამო. პატარა თმაარეულ ანც ბიჭს ღიმილით პასუხობდა ,შემდეგ თვალები დახუჭა და მისი გამოსახულებაც გააქრო . ეკატერინეს დაცვარულ შუბლზე მიაწება ტუჩები და პატარა ბაღათურიას შეხედა,რომელსაც იმ წამს საერთოდ ვერავის და ვერაფერს ამსგავსებდა. ის იყო არსება რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგა- ანდრო ბაღათურია იყო
...............
დერეფანში რომ გავიდა ცოტნეს ეძებდა თვალებით, დაბარებულივით სწორედ მას შეხედა პირველად.მის თვალებს წააწყდა , სიტყვების გარეშე ხედავდა თოდუას ემოციებს .მის ღიმილში ხედავდა ანდროს. პირველი დადვანი მოეხვია, მის მხარს მიადო შუბლი და მისი ყვირილი ესმოდა ყურში ,რომელიც მხრებზე ხელებს ურტყამდა და ულოცავდა . შემდეგ მაქსიმეს უსიტყვო მაქსიმესეულ მოხვევას იღებდა და თითქოს იმ წამს დამშვიდდა. პირველად გრძნობდა მიხეილის გულწრფელ ემოციას, ერთადერთი შემთხვევა იყო როდესაც ემოციას იზიარებდა მასთან ერთად ზუსტად იცოდა რომ იმ წამს უბედნიერესი კაცი იყო უფროსი ბაღათურია და სულაც არ აწუხებდა ის ფაქტი რომ თავად იყო ბედნიერების მიზეზი. გოგონების ჟრიამული ესმოდა , სოფიოს ცრემლიან თვალებს უყურებდა და ერთადერთი სიტყვა თქვა იმ დროის განმავლობაში
-დედი - ქალის სახე ხელებში მოიქცია ,ზემოდან უყურებდა და იღიმოდა
-ჩემო სიამაყევ...ჩემო სიხარულო შენს მსგავსად საამაყოო ბიჭი იყოს დე - თბილი ხელები სახეზე ჩამოუსვა შვილს და ლოყაზე აკოცა.
როგორც კი ბიჭებთან ერთად დარჩა მაშინვე გახედა დადვანს
-დამალევინე რამე შე ჩემა
ამით დაიწყო და მერე გაილეშა-თქო ვერ გეტყვით ,მაგრამ ორი ჭიქა მიყოლებით გამოცალა და მერე სკამზე დაჯდა. ჩუმად იჯდა სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული და მშვიდად სუნთქავდა. მალე ყველანი სახლებში გაუშვა , შემდეგ როგორღაც მოახერხა შეხვეული ექიმის ფორმაში გამოწყობილი შევიდა ეკატერინეს პალატაში . ბავშვს მშვიდად ეძინა, ეკატერინეც თვალებდახუჭული იწვა, სავარძელში რომ დაჯდა და ხელზე აკოცა წამსვე გაახილა თვალები და ღიმილით შეხედა ქმარს
-დათაა
-ჩშშ... არ გადაიღალო, დაიძინე სანამ ბავშვს მოშივდება
-გიხდება ეს ფორმა - ჩუმად უთხრა და თვალები დააწვრილა უკეთ შეათვალიერა ქმარი - აქ იქნები?
-აქ ვიქნები
-არ დაგვჭირდა გოგოს სახელის მოფიქრება...
-ოჰ კატუსიი როგორ არასდროს ისვენებ- გაიცინა და ისევ განაგრძო მის ხელზე კოცნა
-არ აიყვან ?
-ავიყვან ... ძინავს ჯერ
-სულ არ უყურებ - მოწყენილმა თქვა და ისედაც ჩამწყდარი ხმა უარესად გაუქრა.ბაღათურიას გაეღიმა ქალის გულუბრტყვილო ქცევაზე საპასუხოდ კი არაფერი უთქვამს . ანდრო ბაღათურიამ რომ იტირა წამსვე წამოდგა და ბავშვი ინსტიქტურად აიყვანა. მკლავებში რომ მოიქცია და მკერდზე მიიკრა მაშინ გაიაზრა როგორ უცემდა გული,თითქოს აღარც სუნთქავდა ამ ერთციდა ბავშვს საოცრება შეეზლო ჩაედინა. ბაღათურია შეეძლო გაეშეშებინა,გაეთიშა და უკონტროლო გაეხადა ,თავის კონტროლის ქვეშ აეყვანა თანაც ისე რომ არაფერს აკეთებდა.ინსტიქტურად დასწია თავი და მისი სურნელი უფრო ღრმად შეისუნთქა ანდროს დაძახებას ვერ ბედავდა,გაუაზრებლად მაგრამ მაინც .გულში გაიფიქრა მხოლოდ „ჩემი ადნრო“ და ეს იყო და ეს.
მთელი ღამე ცოლ-შვილს უყურებდა, ეკატერინეს ყოველ შერხევაზე იძაბებოდა . გული გაუთბა როცა შეამჩნია რომ ბავშვის გაღვიძებამდე რამდენიმე წამით ადრე გაახილა ეკატერინემ თვალები,თითქოს ზუსტად იცოდა როდის იტირებდა პატარა ბატონი. გვერდით მიწვენილი ბავშვი ფრთხილად აიყვანა,მკერდზე მიიკრა და ნაზად მიაკრა ტუჩები ლოყაზე . უყურებდა და ეგონა რომ ამაზე ლამაზი სანახაობა არასდროს ენახა ისე უნდოდა ეკატერინეს ტუჩებს შეხებოდა ჟრუანტელი უვლიდა უკვე, ქალი კი ბავშვს დაჰყურებდა და თვალს არ აშორებდა
-აქამდე კოცნა რომ გინდოდა არ ყოყმანობდი ახლა რა ხდება დათა?- გაოცდა ეკატერინემ რომ მიაპყრო ჟუჟუნა თვალები და საყვარლად გაუცინა ,დანაშაულში გამოჭერილს არ ჰგავდა უბრალოდ სწრად მიიწია და ტუჩებზე ფრთხილად შეეხო მერე როგორც ყოველთვის გატაცებით კოცნიდა ისე თითქოს სულ პირველი იყო...
დღისით იმდენი ვინმე ტრიალებდა პალატაში ფაქტობრივად ვერც უახლოვდებოდა ცოლ-შვილს. მშვიდად ითმენდა ,ჩუმად იჯდა და უყურებდა ბოლოს ნერვებმა უმტყუნა და კარი შიგნიდან გადაკეტა
-რას აკეთებ დათა?
-შენი კოცნა მინდა, ბავშვის დანახვა მინდა, ხელში აყვანა და შენთან მარტო ყოფნა მინდა ..უფრო სწორად თქვენთან. რა დედის ტყვნ**** ყველამ ხელში უნდა აიყვანოს ერთიციდა ბავშვი? გაჭყლიტონ იქნებ ...ან ვაფშე ამდენი ხალხი სად იყო რა სახეებით მოძრაობენ .ოთახია თუ ორანჟერეა რა დედის ტყვნ**** ამოწმებენ როგორი ბავშვი გყავს ,როგორ გამოიყურები ახალნამშობიარები მაგათ შიგ ხო არ აქვთ ტო
-ვიღაც აღნიშვნას აპირებდა
-მე ვთქვი რომ წამოიზრდება ბავშვი მერე-თქო სახლში დვიჟენიები გილოცავ დედობას პლაკატები და სირო*** არც გამიფიქრებია . შვილი გვეყოლა ტო აბა არ უნდა ავღნიშნოთ? ამ ზამთარში რა დროს ქეიფია
-დამშვიდდი ,რომ ვერ ყვირი ცუდად გახდები ,თავი აგტკივდება - ბავშვს ეფერებოდა და ისე ელაპარაკებოდა . თითქოს როლები გაცვალეს
-აუ რა მაგრად მაღადავებ კატუში?
-იცი თვალები რომ გაახილა დავაკვირდი და მგონი მწვანე ექნება...მართალია ახლა არააქვს მწვანე ,მაგრამ ბევრჯერ რომ შეეცვლება ვფიქრობ ბოლოს მწვანე დარჩება ...ცხვირზე ვერაფერს ვიტყვი
-საერთოდ აქვს ცხვირი? მე წერტილს ვხედავ მარტო .ჩემი ტასუნა უნდა მოიყვანოს ბარბარემ და სხვა ვინმე არ დამანახო იცოდე
-მე გავაკონტროლო ვინ შემოვა და გავა? ანასტასია აქამდე რატომ არ მოვიდა?
-სოფელში იყო გუშინ და თანაც კლინიკაში რა უნდოდა ...დღეს პირდაპირ ჩემ ბიჭს ვაჩვენებ .დამირეკა და წუთი წუთზე მოვა
მართლაც მალე გამოჩნდა პატარა ქალბატონი ,რომელმაც ყველა დააიგნორა და მხოლოდ ანდროს მიეჭრა, კი მირბოდა მაგრამ როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე გაშეშდა და ისე უყურებდა
-ესაა შენი ანდრო ნათლი?
-გაიცანი ჩვენი ბიჭი
-მართლა როგორი პატარაა , ცხვირი არ აქვს, თვალები შეშუპებული როგორი საყვარელი ტუჩები აქვს .მეც ასეთი კნოპკა ვიკავი? - ბავშვს უყურებდა და ისე ლაპარაკობდა- როგორი პატალაა ...ბარბარემ კი მითხრა არააოო ,მაგრამ კატოოოო ვაკოცებ ერთს რაა- ეკატერიენს ახედა კნუტის თვალებით და ბარბარე დააიგნორა
-აკოცე რამდენიც გინდა,ოღონდ ფრთხილად შენ რომ იცი ისე არ ჩაკოცნო
-ოჰ ეგ ლო არ გეთქვა ახლა კი არ ვიცოდი- ჩაიბურდღუნა და ფრთხილად აკოცა პატარა ბაღათურიას- რა კარგი სუნი აქვს
-ტასოო ცოდოა დე ძინავს შენ კიდე აწუხებ
-გუშინ ნახე და ხო შენ ? მამამაც ...ოოო კველამ ნაქა მე კიდე დღეს მომიკვანეთ ოოო
-ტასუნა ნუ ნერვიულობ ესენი ყველა მოშორდებიან მარტო შენ დარჩები მასთან - ბათუმ ხელში აიყვანა პატარა ქალბატონი და ლოყაზე აკოცა- ნათლიას არ უნდა აკოცო?
-რა საკვარელია ...უკვე მიკვარს - ისევ დააიგნორა ნათლია და ამაყად განაცხადა სათქმელი
მესამე დღეს სახლში მიიყვანეს ანდრო ბაღათურია. იმ დღეს პირველი მოგონება შეინახა სახლის კედლემა, სხვა ელფერი მიიღო ოჯახმა . ბაღათურიებიც შეიცვალნენ , ყველაფერი ანდროს ირგვლივ ტრიალებდა
-სულ ასეთი მშვიდი იქნება ნეტავ ?
-შეირგე სანამ პატარაა და არაფერი აწუხებს ... კარგად ხარ ?
-გეყოფა -თვალები აატრიალა და ბაღათურიას მიეკრო
-რა
-მეათასედ მეკითხები უკვე ...
-კარგი აღარ გკითხავ
-მაგასაც მეათასედ მეუბნები
-ასე ნუ მიყურებ თორემ ისე გაკოცებ გაითიშები და ყველაფერი დაგავიწყდება
-ისედაც არაფერი მახსოვს თქვენ გარდა- ხელები ყელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა- შეგიძლია მაკოცო
-ნებას მრთავ დედოფალო?- მწვანე სფეროები უნათებდა , ზემოდან დაჰყურებდა და იღიმოდა
-ამიტომ გინდოდა ბიჭი ხომ? ანდრო რომ ჰქვია ის - მის ტუჩებთან საუბრობდა, ბაღათურიას ისევ დახუჭული ჰქონდა თვალები
-კატრინა - თითები თმაში შეუცურა და ისევ აკოცა- ჩემი ანდრო მას დაიცავს, ჩემი ცოდვებიც არ შეეხება ჩვენს ბიჭს
........................
-მიმიი მიმიიი იცოდე გიპოვნი და წაგართმევ მაგ ბურთს ოოო მიმი სად წახვედიიი ....მიმიიიიიი
კიოდა და სახლში დააბოტებდა,ეზოდან შემოსულს იმდენი ჰქონდა ნარბენი ვეღარ სუნთქავა
-რა ხდება რა გაყვირებს ამ დილაადრიან
-მიმი გამექცა
-სად გაგექცა
-რომ ვიცოდე დილიდან კი არ დავიწყებდი კივილს... დავრბოდით და გაიქცა
-გეუბნები არ გინდა ვარჯიში , ისედაც გამხდარი ხარ-თქო და აუცილებლად კუბიკები მინდა პრესზეო და აჰაა
-ერეკლეეე ნერვებს ნუ მიშლი რა -შეუღრინა და ისევ განაგრძო სიარული
-წავალ გიპოვნი მიმის ... ანსტასიას გაღვიძებამდე თორემ გადაირევა
-ერეკლეეე რამე ხომ არ გავიწყდება?აი მაგალითად ეზოში გასვლამდე,მერე ქუჩაში გასვლამდე მეზობლის გოგონებს ნერწყვები რომ არ აყლაპვინო
-ყინავს გარეთ შიშველი ხომ არ ვარ
-რომ ყინავს მაგისთვის ხარ შიშველი...საერტოდაც პერანგებ უნდა ვიყიდოთ თორემ ესენი გასკდება ტანზე
-უნდა ვიყიდოთ,მაგრამ არა იმიტომ რომ ტანზე მასკდება არამედ იმიტომ რომ ნახევარს ღილები დაწყვეტილი აქვს
-კაბებიც უნდა ვიყიდო ანუ - ტუჩზე იკბინა და დადვანს ვნებიანი მზრა მოავლო- დღეს ცოტა კალორია დავწვი და რამეს ხომ ვერ შემომთავაზებდი?
-ძაღლი დაგვეკარგება
-მოგვაგნებს ... ეს პერანგი გიჭერს გეფიცები და ვერ ხვდები - საყელოსი წვდა და თავისკენ მიიზიდა
-ხო არა? ეს ელასტიკები რომ მიიწებე ფეხებზე და ტრაკ*ე ეგ არ გიჭერს?
-ცოტას ..ახლა ვიგრძენი შენ რომ მითხარი მაშინ ვერ ვხვდებოდი
-მეზიზღებიან ...ვერსაიდან შეძრები აუცილებლად უნდა გაიხადო და საერთოდ გიკრძალავ ამათ ჩაცმას
-ზამთარში შორტებით ვირბენ ...შენ რომ გიყვარს აი იმ შორტებით
-ლოგინში რომ უნდა ჩაგეცვა იმათზე ამბობ?- ყელში კოცნიდა და ისე ხდიდა ტანიდან ზედმეტ სამოსს-მეორეზე ავიდეთ?
-ტასომ რომ გაიღვიძოს და დერეფანში გამოვიდეს ? პირველზე დავრჩეთ -როგორც იქნა ღილები გახსნა ,ლამის ნერვებმა უმტყუნა და შემოაგლიჯა .უცებ მოაშორა სხეულიდან და ამოისუნთქა როგორც კი კანზე ტუჩები მიაწება-ვგიჟდები ასე მალე როგორ მინდები - კბილები მოსდო კანზე და მერე სველი კოცნის კვალი დაუტოვა. საძინებელში ხელისკვრით შეაგდო და თავად მოიშორა დარჩენილი სამოსი
-აქედან ხმა გადის და იცოდეე არ გამაგიჟ.... ბარბარეე
-ჩშშ
-მაუპატიურებ ხელებით და კიდე გავჩმდეე?
-მეორე ხელი რა შუაშია? რატომ მაბრალებ?- ტუჩებზე დააცხრა ისევ და მერე კოცნით დაუყვა მთელს სხეულს. ერეკლეს მოთმინება ამოეწურა და ბარბარეს დომინანტობა წამსვე გააქრო. - ოოო ნუ ხარ საძაგელი მადროვე
-გაჩუმდი !
-რა გამაჩუმ...აააჰ ჯანდაბაა ასე უცებ რომ მეტაკები მკლავ? მართლა მოვკვდები ერტხელაც სიამოვნებისგან და დაისვენებ - ჩუმად კვნესოდა და ტუჩებს იჭამდა ხმამაღლა რომ არ წასცდენოდა ბგერები. დადვანის განიერ მხრებს იყო ჩაფრენილი ფრთხილებით და ყველა უჯრედი ერთიანად ჰქონდა დამუხტული . დადვანმა მკერდზე რომ დაადო თავი და ამოიხვნეშა მერე გაიაზრა რომ საწოლზე კი არა მაგიდაზე იწვა
-რა ჯანდაბაა აქ რა მინდა...საძინებელში არ ვიყავით? ტახტი წარმოსახვაში დავინახე?- უცებ დაიწყო ჩაცმა და ერეკლეს ტუჩებზე ეძგერა- იმედია წელი არ გეტკინა მაგიდას რომ მიგაჯახე
-როგორ ღელავ ჩემზე ... რამდენიმე წუთში გეტყვი მტკივა თუ არა...ახლა მხოლოდ ფრჩხილების ნაკვალევი მეწვის
-გაკოცო გინდა?
-ძაღლი უნდა მოვძებნო...ბავშვი მალე გაიღვიძებს და მერე ბათუსთან უნდა წავიდეთ
-სამი მიზეზი გვქონია ... შესანიშნავია ანდრიკოს მეც ვნახავ - თმებში შეიცურა თითები და გაისწორა . ოთახიდან გავიდა და იმ წამს შემოვარდნილ ძაღლს შეხედა - ოოჰ მობრძანდაა მიმი სად დადიოდი კი მაგრამ? მოდი ხო მოდი მომელაქუცე მიქნიე კუდი რომ მარბენინე და ჩამიხრჩე ხმა კარგი იყო ხომ? აფერისტო შენა .რას დაემსგავსე დასაბანი ხარ
-მე რასაც ვერ მეჩხუბები ძაღლზე გადახვედი ,საწყალი მიმი
-დადვანო გამეცალე
-კოცნას ვაპირებდი და რადგან არ გინდა ზემოთ ავალ ...შხაპს მივიღებ ჩავიცვამ და სამსახურში წავალ,ბავშვსაც წავიყვან ბაღში
-ბათუსთან როდის მივდივართ?
-ჩვენს მოსვლამდე შეგიძლია მიხვიდე ასე თუ გინდა ბავშვის ნახვა
-რას მიჟუჟუნებ მაგ თვალებს ... შეწყვიტე ფიქრი
-რა გინდა ბარბარე?
-ბავშვი მეორე არ მინდა და სხვა არ ვიცი რა მინდა....ძაღლი უნდა დავბანო ასე ვერ ვატარებ სახლში . ტასო რომ გაიღვიძებს ჩააცვი ისე არ იტანტალოს
-არის ქალბატონო
-ცანცარა - ჩაიბურდღუნა და პირველი სართულის სააბაზანოში შეიყვანა მიმი. რომ აფმფულდა და გაშრა მერე დატოვა თავის ჯამთან და მიმის საუზმობაც დაასრულა. ანასტასიას ისევ მშვიდად ეძინა ამიტომ საძინებელში შევიდა გაიხადა და კაბინაში შევიდა.დადვანი თმას იმშრალებდა და ვიღაცას ესაუბრებოდა.ისე გავიდა არც კი შეუხედავს ცოლისთვის. სააბაზანოდან გამოსულს უკვე ჩაცმული დახვდა, პერანგი ,ჰალსტუხი და პიჯაკი ეცვა. მანტოს ეძებდა და ისევ მდივანს ესაუბრებოდა. მერე ნახევრად შიშველ ცოლს მოეხვია და ყელში აკოცა
-ტასოს წაყვანას ვერ ვასწრებ ,დღეს ბოლო დღე აქვს ბაღში და ზეიმიც იყო უკვე წაიყვანე ბათუსთან ,საღამოს მეც პირდაპირ იქ მოვალ
-კარგი აზრია ...დილით ლიას შევუვლი . იმათ ასე ადრე ვერ დავადგები ცოდოები არიან ლიკოს ეღვიძება უკვე
-რა ხდება ლიკოსთან? რეებს ხლართათ შენ და დედაჩემი?
-ნეტა რას უნდა ვხლართავდე
-იცოდე ექიმთან თუ მიგყავს და ისევ ცუდადაა
-დაგიმალავდი გგონია?
-მე რა ვიცი ის რომ შეგევედრება რას არ გააკეთებ ადამიანი .ბებია უნდა ჩამოვიყვანო სოფლიდან ყინავს უკვე იქ არ დაეცეს ან რამე არ დაემართოს ...მოლაპარაკებას შენ აწარმოებ
-მე რატო?
-შენ გიჯერებს და იმიტომ ! წავედი - ტუჩები ვნებიაანდ დაუკოცნა და მერე თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა-საღამომდე გეყოფა
-იდიოტო მე კი არა შენ გეოფა სულ არ მომენატრები...ამ საღამოს ბრუნდები თუ ერთი კვირის მერე საღამომდე რატო მომენატრება ვითომ ვნახავ ანდრიკოოს კატოს ვეჭორავები და კი მოხვალ შენც. როგორ გიხება ეს მანტო შენ კიდე არ მოგეწონა რომ მოგიტანე
-რომ ჩავიცვი შენ არ მოგეწონა
-ზედმეტად გიხდება ... ჯანდაბას შენი თავი ასეთი სიმპათიური რომ გშობა ლიას საქმე უნდა გავურჩიო . საღამომდე ვის შეხვდება გაიგე ახლა რამდენი გამიშიშვლებს ოცნებაში ქმარს- ერეკლეს გასლის სემდეგაც ბურტყუნებდა და ისე იცვამდა. ანასტასიამაც გაიღვიძა , ერთი ორი საათი მის მოწესრიგებას გამოკვებას და თმის დავარცხნას დასჭირდა. როგორც იქნა ბებოსთანაც მივიდნენ, ლიკომ დიდხანს დაიტოვა ორივე,თავისი ჯემი გაუხსნა ბარბარეს და სანამ არ გასკდა მანამ არ წავიდა იქედან ბაღათურიებთან.
კარი ეკატერინემ გაუღი ბავშვი მკერდზე ჰყავდა მიკრული ,ბარბარემ როგორც კი დაინახა მაშინვე მისკენ გაიწია და ხელში აყვანა დააპირა.მერე გაახსენდა რომ ხელები გაყინული ჰქონდა, ქურთუკი ეცვა რომელიც წვეთებისგან დანამული იყო და უკან დაიხია ისევ
-გამარჯობა ეკატერინეე როგორაა ანდრო? - ანასტასიამ დაასწრო მისალმება, უცებ გაიხადა და ფეხისწვერებზე აიწია ბავში რომ დაენახა
-გამარჯობა ტასუნა... დავსხდეთ და თავად ნახე
-დაგაწუხეთ,მაგრამ მოგვენატრა ანდრო
-როგორ გეკადრება რა შეწუხება ,მიხარია რომ მოდიხართ . ბათუ რომ არ არის სახლში მარტო ვარ
-ლიზიკო არ ყოფილა?
-გამოფენისთვის ემზადება და ტყუპებსაც კი ვერ ნახულობს ნორმალურად.
-ერთი სული მაქვს როდის გაიხსნება ...რას არქმევს ქსელს?
-საიდუმლოდ ტოვებს ,დარწმუნებული ვარ რაღაც საოცრება აქვს მომზადებული. ხომ გახსოვს პირველ გამოფენაზე რამდენ ხანს საუბრობდნენ
-ყოველი მეორე გამვლელი ცნობს ზეპოპულარულია ჩვენი ლიზიკო თვითონ არ აღიარებს თორემ...ავიყვან რააა- როგორც კი მოწესრიგდა მაშინვე გადახედა ბავშვს რომელსაც ტასო ეფერებოდა და ეკატერინეს კნუტის თვალები მიანათა
-არ ვიცოდი ასე თუ გიყვარდა ბავშვები-ეკატერინემ ჩაიცინა და ისე გადაუწვინა ბავშვი მკლავებში
-ეს ბავშვი საოცრებაა ... სულ მინდა მოვეფერო ,მენატრება სახლში რომ მივდივარ
-ნათლია მალე მოვა?- ტასო კომფორტულად მოკალათდდა და კატოს გადახედა
-არ ვიცი, სავარუდოდ საღამოს მოვა
-საღამოს მამიკოც მოვა ... წავალ მე ვითამაშებ ძინავს ანდროს მაინც
-არ აურიო იცოდე სახლი...ახლა ვხვდები რატომ გაუკეთა ბათუმ ოთახი
-თავიდანვე დაგეგმილი ჰქონდა ტასოს ოთახის გაკეთება ,სახლის ნახაზს რომ ვაკეთებდით იმ დღიდან ... კარგი გამოვიდა საბოლოოდ
-თავის ოთახზე მეტად მოსწონს ...
-მეორე ბავშვზე რას ფიქრობ ბარბარე?-ერთხანს უყურებდა ბარბარეს ბავშვს რომ ეფერებოდა გაბრწყინებული სახით და შემდეგ დაუსვა კითხვა
-რა? მე ... რა საჭიროა ტასო ხომ გვყავს .ორივე დაკავებულები ვართ. ტასოს რომ ვზრდიდით სახლში ვიყავით . ორის გაზრდა გაგვიჭირდება თანაც ანასტასია მალე სკოლაში შედის ორმაგი ყურადღება სჭირდება და
-ამ მიზეზებით თავს არწმუნებ და ისე?
-ჯერ კიდევ მეშინია რომ რაღაც მოხდება ,ამდენხანს მშვიდად და სრულყოფილად ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ .ხომ გესმის , ჯერ ვერ გავაჩენ მერე ორმაგად გამიჭირდება- უცებ მოდუნდა და სიმართლე უთხრა
-აფსურდია ,მინდა გითხრა რომ ბავშვი არაფერ შუაში იქნება შენ ერეკლეს გარეშე გაგიჭირდება არსებობა თუნდაც 10 შვილი გყავდეს . შენი გადასაწყვეტია,რა თქმა უნდა მე არ უნდა ვერეოდე ,მაგრამ ვფიქრობ ერეკლეს ძალიან უნდა მეორე შვილი
-ფიქრობ თუ თქვა
-რა მნიშვნელობა აქვს მე რა ვიცი და რას ვფიქრობ...ერეკლეს ჩემზე უკეთ იცნობ
-მიბრაზდება თან ვერ ბრაზდება რადგან ასე უცებ გადასაწყვეტი საკითხი ნამდვილად არ არის
-სამაგიეროდ შედეგია ყველაზე საოცარი რაც კი ამქვეყნად არსებობს, არაჩვეულებრივად იცი შენ ეს
-ასეთი მშვიდი და დინჯი ბავშვი პირველად ვნახე.
-არაფერი აწუხებს,ღვთის წყალობით ჯანმრთელია და არც წუწუნებს - გაიღიმა და მშვიდად მძინარე ბატონს თბილი მზერა მიაპყრო-თუმცა შეიძლება მალე შეიცვალოს ხასიათი
ბავშვს დასტრიალებდნენ თავს. ისაუბრეს, ბიჭებიც მივიდნენ.ივახშმეს და შემდეგ დადვანებმა დატოვეს სახლი.
-ბავშვს დავხედავ ,გამოვიცვლი და ჩამოვალ .მოგეხმარები ალაგებაში
-არ მინდა რა საჭიროა, დაღლილი ხარ. გამოიცვალე და დაწექი ,მალე მოვალ მეც - აკოცა და გაუშვა

ყველაფერი მიალაგა და ზემოთ ასვლას აპირებდა კარზე ზარის ხმამ შეაჩერა, ვიღაც აკაკუნებდა და თან ზარის ღილაკს არ უშვებდა ხელს. გარეთ ისე ძლიერ წვიმა ხმა სახლშიც კი ისმოდა, უკვე ღამის პირველს იყო გადაშორებული საათი... კარისკენ წავიდა და ფრთხილად გააღო. თვალები გაუფართოვდა კართან აყუდებული გაწუწული სილუეტის დანახვისას .იფიქრა რომ მისამართი შეეშალათ ანდაც კოკისპირულ წვიმას ემალებოდა,მაგრამ ფიქრები ქალის წკრიალა ხმამ გაუფანტა
-ბათუ ბაღათურიას სახლია ხომ ?
-დიახ,მობრძანდით სახლში
-გმადლობთ ... იმედია სახლშია ხომ ? ცუდი დრო არია მაგრამ
-სახლშია ...მობრძანდით დავუძახებ ახლავე
-შეგიძლიათ მითხრათ რომელ ოთახშია?
-უკაცრავად ?
-დიდი ხანია არ მინახავს
ეკატერინე ჯერ კიდევ ქალის მალული თვალლიერებით იყო გართული. მისაღებისკენ რომ დაიძრნენ ქალმა გრძელი მოსაცმელი მოიშორა და სველი თმა თითების ნაზი მოძრაობით ზურგზე გადაიყარა.იმ წამს გაიაზრა რომ მასაც გრძელი თმა ჰქონდა ,შავად შეეღება და ღია ფერის თვალებს უფრო გამოკვეთდდა
-კატუშა ამდენ ხანს სად ხარ ? -ბათუს ხმა რომ გაიგო უცებ შებრუნდა პასუხის გასაცემად, უკვე შემჩნეული ჰყავდა ბაღათურიას ღამის სტუმარი
-ნინია -პირველად ხედავდა ბაღათურიას სახეზე მსგავს გამომეტყველებას, რომელიც ერთდროულად გაოცებას , სიხარულს და მწუხარებას ამჟღავნებდა - ნინიაა შენ ხარ ?
-ბათუუუ - ისე უცებ გადაკვეთა მანძილი და მოეხვია ბაღათურიას თითქოს დაფრინავდა. ყელზე ჩამოეკიდა და დათამაც ძლიერად მოხვია ხელები -მაპატიე ...მაპატიე რომ ასე გამოვიდა -ჩუმად თქვა ,მაგრამ კატოს მაინც არ გამორჩენია მისი სიტყვები
-ცოცხალი ხარ ,ჯანდაბაა ცოცხალი ხარ ასათიანო -უკან გასწია ხელს არ უშვებდა და ისე აკვირდებოდა
-მაპატიე რომ ვერ შეგატყობინე...არ შემეძლო ვფიცავ - არაბულად რომ დაიწყო საუბარი ეკატერინეს სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგე .ბათუ იმდენად იყო გადართული ნინიაზე რომ არც კი მიუქცევია ყურადღება არაბულისთვის - ძლივს გამოვაღწიე ,მინდოდა შენთან დაკავშირება,მაგრამ გავიგე რომ წახვედი და ვიცოდი ვერ დაგიკავშირდებოდი. არც კი მეგონა რომ მოვიდოდი შენამე ...მან უნდა მოგვისმინოს? იქნებ მარტო დაგვტოვოს
-ეკატერინეს გულისხმობ?
-ქალი რომელმაც კარი გამიღო ? - არაბულად საუბარი განაგრძო ისე რომ ეკატერინესკენ წამითაც არ გაუხედავს .კატოს შენარჩუნებული სიმშვიდე ფერფლად აქცია - შვილი ჰყავს? მკერდზე რძე აქვს...დამხმარეა შენი? არ ჰგავს დამხმარეს საოცრად გამოიყურება
დათამ კატოს ხელი მოხვია და ნინიას წინ გააჩერა . ბათუ სანამ რამეს იტყოდა კატომ დაიწყო-დიახ შვილი გვყავს ... დამხმარე არა ეკატერინე ბაღათურია ვარ ,ბათუს ცოლი - მშვიდად განუცხადა და დათას ხელს თავისი მოხვია
-არაბულად საუბრობს...ცოლია და შვილი გყავთ?
-დავიჯერო არ იცოდი?
-ვიცოდი,მაგრამ ვიფიქრე რომ გაითამაშე და რაღაც ხდებოდა. როგორ წარმოვიდგენდი რომ შენ ცოლი შეირთე და შვილი გყავს ...შვილი მართლა გყავს თუ გერია?
-ნინია !
-ჩაგეხუტებოდი ისევ ,მაგრამ არ მინდა იეჭევიანოს ეკატერინემ? უმაგრესი ამბავია ,მე არც კი ვიცი რა გითხრა, ისე მხიარია შენს გამო .სულ რაღაც ორი წელი გავიდა ბოლოს რაც გნახე და რას წარმოვიდგენდი თუ ამდენი რამ მოხდა- აშკარად გულწრფელი იყო და ეკატერინეც დამშვიდდა
-სასიამოვნოა ,მე ნინო ასათიანი ვარ ბათუს მეგობარი- ხელი გაუწოდა და კატოს ჟესტს დაელოდა
-ჩემთვისაც სასიამოვნოა...მე დაგტოვებთ ბავშვი გაიღვიძებდა და ალბათ მარტო საუბარიც გინდათ - ოდნავ გაუღიმა დათას მკლავებდან თავი დაიხსნა და სწრაფად დაიძრა კიბისკენ. ბავშვი უკვე ტიროდა . ჭამის დროს ჩაეძინა ანდროს, თავის საწოლში დააწვინა ბავშვი და გამოიცვალა.
-მეგობარი...მეგობარი ...მეგობარი მეგობრის მნიშვნელობა იცის საერთოდ? - სახეზე ხელები ჩამოისვა და ღრმად ჩაისუნტქა ჰაერი- დამშვიდდი ეკატერინე , დათაა შენი დათა რა მნიშნელობა აქვს ის ვინ არის მთავარია შენ ვინ ხარ
ქვემოთ ჩავიდა, ნინია და ბათუ მისაღებში ისხდნენ და საუბრობდნენ . კატო რომ შევიდა გოგო გაჩუმდა და უბრალოდ გაუღიმა
-კატუუს ნინია ჩვენთან დარჩება და რომელი ოთახი მოვუმზადოთ?
-კითხე იქნებ არ უნდა რომ დავრჩე - ინსტიქტურად დაიწყო არაბულად საუბარი და მერე გაჩუმდა- დამავიწყდა რომ გესმის არაბული
-ყველა ენა ესმის ჩვენ რაც ვიცით ... პოლიგლოტია და თავს ნუ შეიწუხებ. უბრალოდ მითხარი რისი თქმაც გსურს . აქ იყავი , ოთახს მოგიმზადებ და მოვალ- ეკატერინეს თვალით ანიშნა და ისიც უკან გაჰყვა. ოთახის კარი როგორც კი მიხურა მაშინვე შეხედა ბაღათურიას
-რა
-ბათუ რატომ რჩება ის ქალი ჩვენთან? გასაგებია რომ საშინელი ამინდია ,მაგრამ არ შეიძლება სასტუმროში წაიყვანო? საერთოდ არ მაქვს სურვილი ამ სახლში ჩვენი პირველი სტუმარი შენი „მეგობარი „იყოს
-ნინია ჩემი მეგობარია ეკატერინე , ნამდვილი მეგობარი მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანია არ მინახავს . არც ყოველწამს ვუკავშირდებოდით ერთმანეთს და არც ყველა თემაზე გვიჭორავია,მაგრამ ქალია რომელსაც დიდ პატივს ვცემ და რომელსაც რიგი მიზეზებისდა გამო სასტუმროში ვერ წავიყვან
-არც კი მჯერა რომ ეჭვიანობა გამომდის, მაგრამ როგორ უნდა დავიჯერო რომ ასეთ სექსუალურ ...ვიტყოდი გასაგიჯებელ ქალთან არაფერი გქონია შენ ბათუ ბაღათურიას . ხომ იცი რომ ამის გამო არ დავპანიკდები, წამითაც არ მეპარება ეჭვი შენში ,მაგრამ რომ მითხრა უბრალოდ საყვარელი იყოო არ შეიძლება?
-შემომხედე - ძალიან მშვიდი იყო ბაღათურია, უემოციო ისე უსმენდა თითქოს ზუსტად იცოდა რასაც ეტყოდა ეკატერინე- ნინია ჩემი მეგობარია და შენ კარგად იცი რომ მე ამ სიტყვას ასე უბრალოდ არ ვამბობ
-ისიც ვიცი რომ შენს საყვარლებს მეგობარს არ უწოდებ ,მაგრამ
-მაგრამ არ არსებობს ის ნინიაა რომელიც ისევე მიყვარს როგორც ერეკლე და ნინიაა რომელთან ერთადაც მეტი მაქვს გამოვლილი ვიდრე ნებისმიერ ჩემს ძმასთან ! მოვრჩით საუბარს და მეტყვი სად გინდა რომ ნინია დავაბინაო თუ მე თავად ავარჩიო ოთახი
-მეორე სართულზე ავიდეთ... პირველზე პატარა საძინებლებია - ჩუმად თქვა და ბაღათურიას მწვანე სფეროებს თვალი მოაშორა. დათამ გასვლამდე შეაჩერა, ზურგიდან აეკრო შემდეგ თავისკენ შეაბრუნა და ტუჩებზე აკოცა
-მე როდის აგიკრძალე სისუსლელეებზე ნერვიულობა? როდის გითხარი რომ ეს გული მხოლოდ ჩემგამო უნდა ფართხალებდეს ,მხოლოდ ბედნიერებისგან და არავითარი ნეგატიური ფიქრების გამო - ხელი მკერდზე მიადო და ტუჩების დაგემოვნება განაგრძო .ნელა ,ნაზად და ნეტარებით უკოცნიდა ბაგეებს .ეკატერინე კი თვალებდახუჭული იდგა და გონებაში წარმოქმნილ უარყოფით ფიქრებს აქრობდა
-წავიდეთ მოვუმზადოთ ოთახი,ეჭი მაქვს დიდი გზა აქვს გამოვლილი დასვენება დასჭირდება - ღიმილით უთხრა ტუჩები გაილოკა და ხელებიდან დაუსხლტა ბაღათურიას. მეორე სართულზე ავიდნენ , სწრაფად მოამზადა ყველაფერი და თავად ჩავიდა ქვემოთ. ნინია თავდახრილი იჯდა და საკუთარ ხელებს დაჰყურებდა,ნაბიჯების ხმაზე გამოფხიზლდა და წამოდგა
-ეკატერინე მე არ მინდა ცუდად გაიგო
-მაპატიე თუ ცუდად დაგხვდი, პირველად ვხედავ ბათუს უცნობ მეგობარს. მშობიარობის შემდეგ უჩვეულო ემოციები მიჩნდება .თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში და დაივწყე ის შეხვედრა ხომ?
-მეც მაპატიე შენში ეჭვი რომ შევიტანე, ბათუს ცოლი სხვანაირი ვერ იქნებოდი . გმადლობ
-მეორეზე ავიდეთ... შენი ოთახი მზადაა თუ რაიმე გჭირდება შეგიძლია მითხრა.სააბაზანოში ყველაფერია რაც შეიძლება დაგჭირდეს
-არაფერია საჭირო, თუ რამე იქნება არ შემრცხვება - გაიცინა და ნუშისებრი თვალები უფრო დაუწვრილდა. დათა დერეფანში იდგა და ელოდა მათ გამოჩენას
-ნინია ტანსაცმელი გაქვს მაგ ჩანთაში თუ მოგიტანო რამე ?
- მაქვს დამშვიდი ... ისევ ის ნინია ვარ ორი წელი გავიდა მეტი ხომ არა
-შენ ისევ ცოტა გგონია ორი წელი...არადა დიდი დროა
- ვერასროს შევთანხმდებით მაგ თემაზე... არ დაიძინოთ რა. მოვწესრიგდები და ბავშვს ვნახავ .ვერ მოვისვენებ პატარა ბაღათურია რომ ვერ გავიცნო ...ანრო ბაღათურია
-არ იჩქარო ... მალე ისევ გაიღვიძებს ჭამის დრო უწევს და შემოდი პირდაპირ
-კარგი ... - ერთადერთი ზურგჩანთა ჰქონდა მხარზე მოკიდებული ისიც საშუალო ზომის და სხვა არაფერი . ოთახში შევიდა და კარი მიხურა.
წყვილი საძინებელში იყო.ამჯერად ორივე მოემზადა დასაწოლად. ეკატერინეს თმას ვარცხნიდა ბაღათურია ნინიამ რომ დაკაკუნა და პასუხის გაგებამდე შევიდა. თეთრი პირსახოცის ხალათი ჰქონდა მოცმული ,თმები დაუდევრად შეეკრა და ძალიან მშვიდად გამოიყურებოდა. თვალებში ჭინკები უხტოდნენ ანდროს დანახვის წამიდან. პირდაპირ ბავშვის საწოლთან მივიდა და ზემოდან დახედა მძინარე უფლისწულს
-რა ციცქნაა... როგორია ...საოცრებაა- ჩუმად ლაპარაკობდა და ხელი ბავშვისკენ ნელა მიჰქონდა,თითქოს შეხებას ვერ ბედავდა.ეკატერინეს არაფერი უთქვამს. დათა წამოდგა და ბავშვთან მივიდა, ხელში ფრთხილად აიყვანა და ნინიას მიუახლოვდა- ბათუ ხომ იცი არ შემიძლია რამეს ვატკენ ... ჯანდაბა ბავშვიც კი გიხდება - გაიღიმა და უკან დაიხია- ვერ ავიყვან ბათუ!
-კარგი ნუ გაიქცევი მე მეყოლება ჩემი ბიჭი
-ყველაზე საოცარი სიზმარი მგონია რაც კი ოდესმე მინახავს ...მგონია რომ გამეღვიძება და მერე უბრალოდ ისევ ის ბათუ დამხვდება
-ახლა სხვა ვარ?
-ბათუ და ცოლი? შენ შვილი გყავს, ოჯახი და შენ სრულიად სხვა ადამიანი ხარ . იგივე ,მაგრამ სხვა და ის არასდროს იქნები ვისაც მე ვიცნობდი
-შესაძლებელია ხომ ხედავ
-ეკატერინე იცი შენი დამსახურებაა თორემ შეუძლებელია ბათუს თავისი ცხოვრებისთვის ზურგი ექცია ...შენ ვერც კი წარმოიდგენ ბათუ რომელსაც მე ვხედავდი როგორია . რაც არ უნდა გიამბოს უბრალოდ ვერ ახსნის ქაოსს რომელშიც ცხოვრება გვიწევდა. მე ვერასდროს დავაღწევ თავს...არ მინდა და არც მომინდება. ვიცი რომ იცი ,მაგრამ მაინც უნდა გითხრა რომ საოცრება ხარ
-შენ არ იცვლები სამაგიეროდ- ბათუმ თვალების ბრიალით უთხრა და ბავშვი ისევ საწოლში ჩააწვინა-დაიძინე ახლა...ხვალ ვილაპარაკებთ !
-მაგდებ?
-ხო
-კიდევ კარგი მეზობელ ოთახში არ ვარ - ჩაილაპარაკა მშვიდი ხმით და კატოსკენ შებრუნდა ისევ- ხვალამდე...
-ტკბილი ძილი ...
....
ბაღათურიას მკერდზე ედო თავი და დაძინებას ცდილობდა,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა
-მკითხე რაც გინდა
-ნინი იბრძოდა?
-ყოველთვის !
-როგორ მოხვდა იქ
-არასდროს მიკითხავს, მე რომ გავიცანი დაჭრილი იყო და კიდევ იბრძოდა. არცერთს გვიყვარდა საუბარი წარსულზე, უბრალოდ ერთმანეთს ვენდობოდით. ყოველთვის შეეძლო დახმარება ნებისმიერ დროს ნებისმიერ საქმეში
-შრამები აქვს სახეზე
-ბევრი შრამი აქვს სხეულზე და უფრო მეტი ჭრილობა მის სულს აქვს
-ძალიან ლამაზია
-ნინია უბრალო ქალი არ არის...მგონი მხოლოდ გარეგნულად ჰგავს სექსუალურ ქალს ,თავი ქალად არასდროს უგრძვნია. საერთოდ არ ცნობს სქესობრივ განსხვავებებს და ებრძვის ყველას ვინც კი სუსტს ჩაგრავს
-მართლა არ იცოდი ცოცხალი რომ იყო?
-ნინია როცა საქმეს აკეთებს ყველაფერი ისე გამოდის როგორც მას სურს...როცა გავიგე რომ დაიღუპა ველოდი მის გამოჩენას მერე კი მეც გარდაცვლილად ჩავთვალე ,მაგრამ არასდროს მიგლოვია. ყოველთვის ამბობს რომ სიკვდილში შვებაა ,მაგრამ სანამ ცოცხალი ხარ ყოველი დღე ცხოვრებასთან ბრძოლაში უნდა გაატარო
-მისით აღფრთოვანებული ხარ !
-შეიძლება ასეცაა ... მისი მსგავსი ადამიანი არასდროს შემხვედრია -ერთხანს დუმდნენ ბაღათურიები, შემდეგ ბათუმ განაგრძო ისევ- დაიძინე სანამ ბავშვი გაიღვიძებს - შუბლზე აკოცა და ხელები უკეთ მოხვია .
დილით ადრე გავიდა საძინებლიდან, ჩაი უნდოდა გაემზადებინა . გათენებულიც არ იყო ,ღრუბლიანი დღე იქნებოდა ისე იქუფრებოდა ცა. პირველ სართულზე ჩასულმა ეზოში მდგომი ნახევრად შიშველი ნინია რომ დაინახა გაოგნებისგან წამოიკივლა. თვალები რამდენჯერმე დაახამხამა ,მაგრამ გამოსახულება არ იცვლებოდა. ქალი წელამდე გაშლილი თმით იდგა ეზოში , თხელ თითებსშორის სიგარეტის ღერი მოექცია და ხედს უყურებდა . უმოკლესი შორტი და ბრეტელიანი მაისური ეცვა მხოლოდ . ისე სწრაფად შემობრუნდა თითქოს იცოდა კატო რომელი წერტილიდან უყურებდა, თვალი თვალში გაუყარა და ტუჩებშორის მოქცეული ღერი გამოიღო. კვამლი გამოუშვა და ისე მოისროლა ღერი იქვე ურნაში ეკატერინეს მოეჩვენა რომ თითებით ჩააქრო. მშვიდად დაიძრა სახლისკენ
-დილამშიდობისა
-დილამშვიდობის...ჩაისთვის ჩამოვედი . ხომ არ დალევ?
-არ შეწუხდე , არ მიყვარს ჩაი -ოდნავ გაუღიმა და კიბისკენ დაიძრა. ეკატერინე კანზე აკვირდებოდა და თითქოს ჩვეულებრივი ფერი ჰქონდა . ვერაფერი გაიგო , ჩაი გაიმზადა დიდი ფინჯანი გაავსო და ისე დაბრუნდა საძინებელში. საწოლში რომ დაწვა მერე მიხვდა რომ ციოდა. ბათუს მშვიდად ეძინა ,ჩაი დალია შემდეგ უკეთ მოკალათდდა და ბაღათურიას მკლავებში მოექცა.
.........
ახალი გაღვიძებულები იყვნენ, ბარბარე დღის გეგმებს ადგენდა და თან სახეს უკოცნიდა ნახევრად მძინარე დადვანს შეტყობინება რომ მოუვიდა . ერეკლემ ცალი ხელი გადასწია მობილური აიღო და ასე ნახევრად თვალებდახუჭულმა წაიკითხა შეტყობინება ,მერე თვალები გააფართოვა ისე ამოიკითხა და ისე უცებ წამოვარდა საწოლიდან ლამის ბარბარეც გაიყოლა. მობილური ყურზე მიიდო და ჩაცმა დაიწყო .ჩვეულებრივად დარბოდა სააბაზანოსა და საძინებელს შორის. ბარბარეც მიჰყვა მთელი ყურადღებით,სხმენით და მზერით
-ნინია აქაა? შენთანაა? -მხოლოდ ეს გაიგო და ესეც საკმარისი აღმოჩნდა უკვე ოთახიდან გასულ დადვანს რომ გაჰყოლოდა
-ახლავე გაჩერდი!
-გავალ და მალე დავბრუნდები .... ტასო რომ გაიღვიძებს ისაუზმეთ და მერე წავიდეთ სადაც გინდა- უცებ უთხრა ერეკლემ და გაიქცა
-იცოდ...წახვედი? რა ჯანდაბააა რა არის არ უნდა შევრიგებოდი ახლა ასე თავის ნებაზე დაპარპაშებს.ნინია ვინღაა... რომელი საყვარელი ჩამოეთრა ნეტავ.ნინია ნონო? ნინა ის წაკლა გათახსირებული ქალო ჩამოეთრა მილანიდან? ამას რა მიარბენინებდა ...სისხლისგან დაგცლი დადვანო საყვარლის სანახავად თუ გაიქეცი. არა აბა სად გაიქცა? რა სისულელეა საყვარელი და ერეკლე? არაა არ ჰყოლია თუ რა... მოიცა ახლა რატომ უნდა ჰყავდეს ვითომ? გამოგყვებოდი ,მაგრამ ტასოს ხო არ დავტოვებ. ააააააააა ……მოგკლავ დადვანო
ტასომ რომ გაიღვიძა და გააფთრებული ბარბარე დაინახა წამსვე იკითხა ერეკლე სად არისო. მერე აიცემა ბათუსთან წავიდეთო. ბარბარემ სახლში ყოფნას რა აზრი აქვს ანდროს მაინც ვნახავო და ბაღათურიების სახლისკენ გაემართა.
საუზმეს ამზადებდა ეკატერინე, ბავშვი ბათუს ჰყავდა მკერდზე მიკრული და ოთახში ასეირნებდა . ნინია კი იჯდა ფეხმორთხმული დივანზე და ჩუმად უყურებდა მამა-შვილს.
ერეკლემ კარი რომ გააღო და შევარდა სახლში ყველანი მასზე გადაერთვნენ .
-თუ მომატყუე ბაღათურია იცოდე... ნინიი ცოცხალია ტოო
-ახლა რა ყველას უნდა გააგებინო?
-ნუ ხარ ბოროტი იცი როგორ მოთქვამდა? - ბათუმ სიცილით უთხრა და მერე ბავშვთან ერთად დატოვა ოთახი.
- რა საშინელი ქალი ხარ როგორ არ გვითხარი....ასე როგორ მოგვატყუე მე კიდე ჭკუიდან ვიყავი გადასული
-ვერ მოვახერხე!- ერეკლეს ყვირილს მშვიდად შეხვდა და მერე წამოდგა - ჩამეხუტე თუ გინდა
-საქართველოში დარჩენას აპირებ?
-აღარაა დრო დავიბრუნო ჩემი იდენტობა და ცხოვრება რომელიც უნდა მქონოდა?
-მაშ გილოცავ სამშობლოში დაბრუნებას
-დიდი დრო გავიდა ,დამაგვიანდა - ერეკლეს თავდაც მოხვია მკლავები და რამდენიმე წამი მშვიდად დაჰყო მასთან ჩახუტებულმა.
..........
ბაღათურიების სახლში შესულს ერეკლე რომ დახვდა დივანზე მჯდომი ლამის ბრაზისგან გაწითლდა.უცნობი რომ ვერავინ დაინახა მაშინვე მიეჭრა
-რომ გამოვარდი სად მიდიოდი რატომ არ მითხარი ....ვინ ჯანდაბაა ნინია მის გამო საწოლში რომ მტოვებ და მირბიხარ კისრისტეხვით- ჩუმად ელაპარაკებოდა თავზე ქორივით ედგა და თვალებს ისე აბრიალებდა ცეცხლს ისროდა.
-ახლა წამოსვლას ვაპირებდი ზუსტად
-შენი სიმშიდე რომ მაგიჟებს იცი ხომ?
-შემიძლია დაგამშვიდო ... თუ გინდა აქვე გავიდეთ სადმე - ქვემოდან უყურებდა შავი თვალების ციმციმით
-შენ ...მივალთ სახლში ახლა ბავშვი უნდა ვნახო ...ანასტასია სად გაქრა
-პატარა გოგონას თუ გულისხმობთ ბათუსთანაა - მოჩვენებასავით გამოჩნდა ნინია . ბარბარემ ნინიას უემოციო სახეს მიაპყრო მზერა და წარბი მაღლა აზიდა
-მე თქვენ არ გიცნობთ ხომ?
-არაა არ მიცნობთ ... მე გიცნობთ მგონი ფოტოზე მყავხართ ნანახი ბარბარე უნდა იყოს ეკეს ცოლი
-ეკეს... დიახ და თქვენ?
-მე ნინია ვარ ასათიანი
-ნინია ?
-დიახ არ მითხრათ რომ გსმენიათ
-არა არ მსმენია არასდროს ! სასიამოვნოა თქვენი გაცნობა
-ნინია უთხარი რომ მეგობარი ხარ თორემ გაგიჟდება და ან შენ დაუშავებ რამეს ან მე დამიშავებს რამეს - ძალიან მშვიდად დთქვა ერეკლემ და ბარბარეს გვერდით დადგა
-მეგობარი არ არის ვერ მოგატყუებთ
-უკაცრავად?
-მაგრამ არც სექ*ი გვქონია ასე რომ ნუ იჩხუბებთ ჩემს გამო- მშვიდად განუცხადა ისევ და თითებშორის მოქცეულ სიგარეტს მოუკკიდა. ღრმად შეისუნთქა და ოთახიდან გავიდა ისევ
-რა არსებაა- ბარბარე გაოცებული უყურებდა მერე ერეკლეს მიუბრუნდა-ამასთან როგორ არ იწექი...რა საცოდაობაა შენი საყვარლები რომ მახსენდებიან
-არ მოვწონდი არასდროს თორემ უარს არ ვეტყოდი...დაუძახე ბავშვს და წავიდეთ. ხო არ ჩავუსახლდებით ბათუს
- ის აქ ცხოვრობს?
ეს და კიდე ათასი კითხვა დაუსვა,ყველა მათგანზე კი ან არა მიიღო ზოგი უპასუხოდ დარჩა .ბოლოს ფარხმალი დაყარა და ნერვებმოშლილი დაინტრიგებული დააბოტებდა მთელი დღე.
.....
ანასტასია და ბარბარე მიმის ასეირნებდნენ. ქალბატონი ბარბარე საეჭვოდ დუმდა
-დედა არაფერს მკითხავ ბაღზე?
-ხომ დაასრულე უკვე
-მალე ახალი წელია ...
-დედაა
-ჰოო
-რა გჭილს?
-მე? არაფერი ...მოდი აქ დავსხდეთ - სკამზე დასხდნენ ბარბარეს მიეხუტა ტასუნა და ქვემოდან ახედა - დეე შენ ხო ჭკვიანი გოგო ხარ
-ხო მერე?
-ამას ზოგადად მერე ეუბნებიან ბავშვებს,მაგრამ შენ სხვა ხარ... მე აუცილებლად უნდა ვოცოდე შენ რას ფიქრობ
-დედაა ვერაფელი გავიგე ბავშვი ვარ მე და იქნებ ამიხსნა
-მე და ერეკლე ხომ შევრიგდით ...დიდი ხანია უკვე და ვფიქრობ უკვე ყველაფერი სტაბილურადაა ანუ მე აღარასდროს დავიწყებ სისულელეზე კამათს. მამაშენი კიდე იდეალურია და მეეჭვება რამე გააკეთოს რაც მე გამომიყვანს მწყობრიდან ისე რომ ძველ დროს დავუბრუნდეთ
-დედაა გავიგე ანუ შელიგდით და ერთმანეთი გიკვართ მერე?
-მერე მე ... ანუ მეც და მამაშენსაც ორივეს ...ჩვენ ანუ მე და მას
-ხო ანუ ორივეს
-ორივეს გვინდა ...გვინდა შენ თუ არ იეჭვიანებ და შენ თუ არ გაგიჟდები მაგრამ რომც გაგიჟდე მე მაინც სიგიჟემდე მინდა ისევ ისევ ანუ მეორედ ... ტასო? და ან ძმა რომ გყავდეს რას იტყვი?
-გინდა რომ მამიკოსგან მეოლე ჩემნაირი გყავდეს? ლომ ამბობდი არაო? შენნაირს მეორეს არ გავაჩენო?
-მეორეს კი არა მეოთხესაც გავაჩენდი შენნაირს ,მაგრამ მეეჭვება მეტჯერ ასეთი საოცრება გამოვიდეს.ტასუუ ხომ გინდა დე? ხომ გეყვარება შენი ძმა ან და? დეე ხომ დამეხმარები ხოლმე და ხომ ასწავლი ყველაფერს რაც გეცოდინება ხო საუკეთესო და იქნები? ჩემო ტკბილო ერთადერთო იცი როგორ მინდა კიდე ერთი შვილის დედა ვიყო?
-ვერ გავიგე რატო არ უნდა მინდოდეს..ბათუ გავუყავი ეკატერინეს და ანდლოც
-ბათუ ნათლიაა და ჩვენ მშობლები ვართ
-მე პირველი ქალიშვილი ხომ ვარ... ერთადერთი ტასო ხომ ვალ და ვერ გავიგე რატომ ალ უნდა მინდოდეს ძმა ან და ... ორივე არ შეიძლება? აი ისე ლიზიკოს რომ ყავს
-მართლა? ანუ გინდა ანუ გიხარია და შეგვიძლია მამაშენს ერთად გავუკეთოთ სურპრიზი
-უკვე მანდაა ?
-არა არ არის ...რომ იქნება მარტო შენ გეტყვი და მერე ერთად ვუთხრათ მამიკოს კარგი?
-კარგი - გაიცინა და მაგრად მოეხვია მერე ლოყაზე აკოცა და ისევ წამოდგა სკამიდან-გავიქცეთ რაა თოლე ცივა ძალიან
-გავიქცეთ ...ოღონდ ჩქარა არა იცოდე ვერ გეწევით
-კარლგი ქოო ცოტა-ცოტა ჩქალა გავიქცეთ .ბატუც ლომ ვუთქლა ალ ჩეიძლება?
-არა !
-კალგი მარტო ჩვენი საიდუმლო
სირბილით წავიდნენ სახლისკენ. ერეკლე დაბრუნებული დახვდათ და ორივე მისკენ გაიქცა,მანაც წონასწორობა ძლივს შეიკავა , ძაღლიც მივარდა და კინაღამ ააყირავეს კაცი
-ყველა ერთად შეიშალეთ? რა ხდება
-მოგვენატრე რა იყო
-მეც მომენატრე ჩემო პრინცესა
-მე არ მოგენატრე?
-შენ მერე გეტყვი - ბავშვი აიყვანა და ლოყები დაუკოცნა- მამას პრინცესას საახალწლოდ რა უნდა რომ ვაჩუქო?
-მე დედიკო მიკეთებს საჩუქალც და შენ რამე შენი გემოვნებით
-კარგიი რამე ჩემი გემოვნებით იცმევოდეს თუ სათამაშო იყოს? იქნებ ორივე?- სახლისკენ წავიდა და თან ელაპრაკებოდა სიფრიფანა პრინცესას - მამას უყვარხარ ჩემო სიცოცხლე - უცებ დაუწყო კოცნა და აკისკისა ქალბატონი.ბარაბრე კი დასჯილი ბავშვივით მიჰყვებოდა უკან, სულ არ მიაქცია ყურადღება. ანასტასია მეორე სართულზე რომ ავიდა დაინახა თვითონ სამზარეულოში იყო და თვალებამღვრეული ცდილობდა კერძის მომზადებას. უეცრად სიმსუბუქე იგრძNო იატაკიდან ჰაერში აღმოჩნდა და თვალებდახუჭული დაკივლებას აპირებდა ტუჩებზე დადვანის მხურვალე ბაგეები რომ შეეხო, ცივ მარმარილოს მაგიდაზე დასვა და ფეხებშორის მოექცა ,მანამ კოცნიდა გაბრუებულ ორიენტაცია დაკარგულ ბარბარეს სანამ სუნთქვა არ შეეკრა. მერე მოშორდა და ამოსუნთვქის საშუალება მისცა სამაგიეროდ ყელზე გადაინაცვლა
-დადვანოოო
-ვგიჟდები რომ ბრაზდები,მაგრამ ასეც არ შეიძლება - უცებ გასწორადა , თითები თმაში შეუცურა და ისევ აკოცა - ბავშვივით რომ იქცევი ჭკუას მაკარგვინებ ყოველ ჯერზე თავიდან მიყვარდები
-ასე აღარ მომექცე ...
-ასეთი სათუთი როდის გახდი ბაბი?
-ბაბის ნუ მეძახი - ამოიკრუტუნა და თავი მკერდზე მიადო=-ანდაც დამიძახე მიყვარს ასე რომ მეძახი...მარტო შენ და სხვა არავინ
-დედაააააააა - ანასტასია სირბილით მიდიოდა, ისე უცებ შევარდა ბარბარემ მაგიდიდან ჩამოსვლა ვერ მოასწრო. - ასე რატომ ეხუტები? რა უცნაურები ხართ ეს დიდები... ბათუსთან არდადეგებზე ხომ გამიშვებთ?
-ტასუნაა ბათუს საქმეები აქვს...ეკაერინეს ანდრო ჰყავს
-მე ბათუსთან მივდივალ რა შუაშია ეკატერინე... როდის იყო ვაბრაზებდი ნათლიას?
-დავურეკავ და ვკითხავ
-აი ნახე რომ ჰკითხავ რა დღეში ჩაგაგდებს- ხელები გადაიჯვარედინა და დაელოდა. რა თქმა უნდა ბათუმ რაღაც საოცრება უთხრა ერეკლეს ისეთი რომ მობილური გათიშა და წავედითო უთრხა. მერე ბარბარეს აკოცა და თვალი ჩაუკრა
-მალე დავბრუნდები რამე ხო არ წამოვიღო?
-არაა ... დეე ჭკვიანად .რამდენ ხანს დარჩები?
-ერთი ან ორი დღე
-კარგი დაგირეკავ ძილის წინ- აკოცა და მერე გაუშვა. ვახშმის მომსაზდება დაიწყო ელვისისწრაფით. სანამ ერეკლე დაბრუნდა თითქმის დაასრულა კიდეც.
-ვიფიქრე რესტორანში წავიდოდით
-ხვალ წავიდეთ
-დაგეხმარო?
-ასე ნუ მიყურებ თორემ ყველაფერს დავამსხვრევ და ეგ იქნება დახმარება
-როგორ გიყურებ -იღიმოდა და თვალები უბრწყინავდა
-შიშველი ვარ?
-გინდა მითხრა რომ მხოლოდ თვალით გაშიშვლებ?
-გშია?- უცებ გაჩერდა და თეფშები ერთად დადო
-ორი დღეა შენ მშივიხარ და იმის გათვალისწინებით რომ ანასტასიას სძინავდა ჩვენს შორის მალე შიმშილისგან მოვკვდები
-ორი მეტი არა?
-ორი დღეა სძინავს და დანარჩენ შიმშილის მიზეზებს არც გავიხსენებ
-ტყუილად მიახლოვდები - უკან დაიხია და ოთახიდან გაიქცა
-ეს რა იყო ახლა პატარა ბავშვი ხარ? სად გარბიხარ ბარბარეე - რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და დაიჭირა
-ოოო კარგი რაა იმდენი ხანია საწოლში არ გვქონია სექ*ი უკვე მომენატრა წოლა ...საერთოდ რა არანორმალურობაა უიმეე სულ გაქრა მგონი ვნება ჩვენს შორის რა მალაპარაკებს- ბუტბუტებდა და ისევ უკან იხევდა.
-ასე ფიქრობ?- ერეკლემ ერთი ხელის მოსმით რომ მოიშორა მაისური წამსვე ჩაუვარდა ენა
-მგონი არ ვიცი ...დავფიქრდები- პერანგის ღილების გახსნა დაიწყო და მალე სულ მთლად გაშიშვლდა
-მარტო იმიტომ ხარ მოსაკლავი ამ პერანგის შიგნით შიშველი მკერდით რომ დატანტალებდი მთელი დღე ჩემს თვალწინ და მაგიჟებდი !-ხრინწშეპარული ხმით თქვა და პირდაპირ მზერის ობიექტებს დააცხრა . მერე ხელში აიტაცა ბარბარე და საწოლზე დაეშვა მასთან ერთად - ხელი არ შემიშალო..გაქვავდი ! გაჩუმდი ...მხოლოდ კვნესის უფლება გაქვს შეგიძლია ჩემი სახელიც თქვა - კოცნამდე უთხრა და მერე ტუჩებზე დააცხრა პარალელურად დანარჩენი სამოსისგან ათავისუფლებდა...
....
ანასტასია სახლში შევიდა პირდაპირ მეორე სართულისკენ გაიქცა და მერე გაჩერდა
-სად მიდიხარ ნათლი?
-ხელებს დავიბან და მერე შევალ ხო? ერთხელ ეკატერინემ მითხრა ხელებზე ბევრი ბაქტერიაა და სულ უნდა დაიბანოოო
-როდის გითხრა ეგ?
-ხელების დაბანა რომ დამეზარა ჭამამდე მაშინ
-მე რომ გეუბნებოდი რატომ არ მიჯერებდი
-გიჯერებდი უბალოდ მეზარებოდა... მაღალზეა ეს ონკანი დამეხმარეე- იქედან გამოსძახა და ბათუც სიცილით შევიდა. ხელი მოხვია და ასწია
-ჩემი ჭინკაა...გოგო როდის უნდა გასუქდე?
-ასეთი ალ მოგწონვალ?
-თვალებს ნუ მიწვრილებ ერთი რაა- გაიცინა და თავზე აკოცა- ჩემი ერთადერთიხარ შენ
-მორჩაა.ახლა შემიკვანე.ერთს ვაკოცებ და მერე გავიდეთ. ის შენი სტუმალი მაინტელესებც ვინაა.მაშინ რომ ვიკავით ვერ ვნახე
-ნინია ჰქვია და ჩემი მეგობარია, გაფრთხილებ რომ არ უყვარს ბევრი შეკითხ...ხო კარგი მიხვდები შენით- ბავშვი ისე გაიქცა არც მოუსმინა ბათუს. ანდროს ერთიც აკოცა და მერე დიდხანს უყურებდა და რაღაცას ელაპარაკებდოა ჩუმად. ხელი არ შეუშლიათ. ბოლოს გაეცალა და ქვემოთ ჩავიდა თავისი სათამაშოებით. ნინია ეზოში იყო და შორიდან აკვირდებოდა . გაკვირვებული იყო ამ წვიმაშ გარეთ რა უნდაო ან სიგარეტს რატო ეწევა ამდენსო. სახლში რომ შევიდა და მისაღებში მყოფი ბავშვი დაინახა ბათუს გადახედა
-ერეკლესია ?
-ტასუუ გაიცანი ნინია..ნინია გაიცანი ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი ნათლული ანასტასია დადვანი
-სასიამოვნოა - პაწაწინა ხელი გაუწოდა მაღალ სილუეტს და ქვემოდან ახედა. სახეზე დააკვირდა და მისმა ცივმა თვალებმა შეაშინა.
-ალბათ ჩემთვისაც... რჩება დღეს? - ბავშვს გვერდი აუარა და სავარძელში დაჯდა
-დღესაც და ხვალაც ...
-მარტო ტოვებენ ამ თითისსიგრძე ბავშვს?
-არ ვალ თითისიგრძე ,უბრალოდ გამხდარი ვარ . მალე სკოლაში შევალ და შეგიძლია მეც მკითხო ლაც გაინტელესებს მესმის და ვიგებ ყველაფელს რაც შემიძლია - წინ აესვეტა და გაბრაზებულმა მიახალა.ცოტა გააკვირვა კიდეც ნინია
-დედას გავხარ ალბათ ხო?
-მეუბნებიან
-შენი სკოლაა?- ბათუს გახედა და თვალები აატრიალა- შვილებიც ასეთები გინდა გაზარდო? ეკატერინე გაგიჟდება
-ვერ გავიგე ანუ არ მოგწონვარ?
-უნდა მომწონდე ან არ უნდა მომწონდე?
-ხო ზოგადად ან უნდა მოგწონდეს ან არა
-ან საერთოდ არ გქონდეს დამოკიდებულება
-ეგ როგორ? -გაოცებული უყურებდა, პირველად შეხვდა მსგავს ადამიანს
-ნინია ბავშვია და არ ესმის ყველაფერი ... ტასუუ მოდი ჩემთან
-დათააა - ეკატერინეს ხმა რომ გაიგო მაშინვე მისი მიმართულებით წავიდა და დიხანს არც დაბრუნებულა. ანასტასია ნინიას უყურებდა, ნინიაც აკვირდებოდა ბავშვს . მერე თითქოს რაღაცაზე ფიქრობდა თავი გააქნია ფიქრების გასაფანტად და ტელევიზორის ეკრანს მიაპყრო მზერა. ანასტასია მალევე მიუჯდა გვერდით. არაფერი გაუკეთებია,იფიქრა უბრალოდ ჩამოჯდაო. სახეზე პატარა ხელი რომ შეეხო შეკრთა, არ უყვარდა როცა ეხებოდნენ,არ აქვს მნიშვნელობა ვინ და რა მიზნით. თავი უკან გასწია და ტასო თავისთავად დაფრთხა
-შრამები რატომ გაქვს? ვინ გატკინა?
-სწრაფად ვიარე და დავეცი... არ ირბინო ხოლმე ბევრი ანდაც წინ იყურე თორემ შენც ასე დაგემართება
-უიი ...სახით დაეცი და დაგეკაწრა? მეც დავეცი მუხლი მეტკინა და დედიკომ მალამოები წამიცვა .შენ ალ წაგიცვა დედიკომ მალამო ? -ამდენად გულუბრტყვილო კითხვას არ ელოდა, იმდენად გულთან მიიტანა ტასუნამ ნინიას მონათხრობი ლამის ატირდა- ძალიან გეტკინა? მე ბევრი ვიტირე დედიკომაც იტირა
-ძალიანაც არმტკენია ...ნემსი გამიკეთეს
-ვაიმეეეე ნემციი? მერეეე? ნემცი ლო დაგალჭეს არ გეტკინა?
-არა .. კარგი ექთანი იყო
-მე რომ გამიკეთეს მეტკინა
-ფეხი არ გააჩერე ალბათ და იმიტომ!იცი ბევრი ლაპარაკი ვინაც იცის იმასაც უკეთებენ ნემსს ენაზე
-ტკუილია! ალ მომწონქალ მე ჩენ ..ცუდად მიკულებ და ცუდი ხარ- უცებ განაცხადა. ძირს ჩახტა და გაიქცა. ნინიას რეაქცია არ ჰქონია ერთი ამოისუნთქა და მერე თვალი გააყოლა ბავშვს,რომელიც უკანა ეზოში გავიდა. აშკარად ყვავილებისკენ მიდიოდა, ინსტიქტურად ადგა და გაჰყვა. ქალბატონი მაგიდასთან მჯდომი დახვდა წინ ზღაპრების წიგნი დაედო და უყურებდა. იქვე ჩამოჯდა და უხმოდ დააკვრიდა.
-კითხულობ?
-ხო
-წაიკითხე აბა ხმამაღლა
-არ მინდა
-რატომ?
-შენ ალ წაგიკითხავ
-ნემსზე რომ გითხარი იმიტომ?
-ხო
-კარგი ნუ წამიკითხავ !
გაჩუმდა და იქაურობის თვალიერება დაიწყო. ისევ ტასო გამოელაპარაკა. ღიმილი ვერ შეიკავა ისეთი საყავრელი იყო ეს ტიტინა ბავშვი
-თუ გინდა წაგიკითხავ
-რომელი ზღაპარია?
-ფიფქია და შვიდი ჯუჯა
-ახალი არაფერი დაწერილა ჩემი ბავშვობის შემდეგ?- სერიოზულად ჩაილაპარაკა ტასოსთვის გაუგებარი სიტყვები და მერე მაგიდას დაეყრდნო-მიდი აბა დაიწყე
-იკო და ალა იკო
-კ წერია მანდ?
-ალა კკკკ- ეცადა ყ ეთქვა მაგრამ არ გამოუვიდა და მოიწყინა წამსვე-ვერ ვამბობ
-იტყვი რომ გაიზრდები
იჯდა და უსმენდა დამარცვლით წაკითხულ ზღაპარს. მომენტებში თვალებიც დახუჭა და ისე უსმენდა ტასოს წკრიალა ხმით წარმოთქმულ სიტყვებს. პარალელურად ფიქრები ეძალებოდა,მოგონებები ითრევდნენ და თავის დაღწევა სჭირდებოდა. ბათუ რომ მივიდა მაშინვე წამოდგა და იქაურობას გაეცალა. საერთოდ წავიდა სახლიდან, ერთ-ერთ კლუბში დაჯდა და დალევა დაიწყო, ეწეოდა და მშვიდად სვამდა. გვიან დაბრუნდა , სახლში სიმშვიდე იყო.კიბეზე უნდა ასულიყო ბაღათურია რომ აესვეტა წინ ,ლამის დაარტყა ისე მოულოდნელად გამოეცხადა
-საიდან გაჩნდი ...კიდევ კარგი რამე არ დაგიშავე
-არყის, სიგარეტის და საშინელი სუნამოს სუნი აგდის ... კლუბში იყავი!
-ხო საშინელი სუნი ტრიალებდა ირგვლივ...იქ აღარ წავალ !
-გინდა ვისკი?
-ორი ჭიქა მაქვს უკვე მიღებული დათრობას არ ვაპირებ...შენ დალიე თუ გინდა
-ლაპარაკი მინდა!
-ასე რომ გეთქვა თავიდანვე არ შეგეძლო?- ცივი იყო ისევ, კიბეზე სვლა დაიწყო . ბათუც უკან გაჰყვა- იმედია კატო წინააღმდეგი არ იქნება საძინებელში რომ დაველაპარაკები მის ქმარს
-ჩემს ცოლზე საუბრობ?
-ეკატერინე უნდა დავუძახო აუცილებლად?- ჩაიცინა ისე თითქოს ვერ გაიგო ბათუ რას ეუბნებოდა. ოთახში შევიდა და მაშინვე მოიშორა ფეხსაცმელი. თმა გაიშალა თავი გაარხია ბოლომდე რომ ჩამოსულიყო თმისღერები და ქურთუკიც მოიშორა.შიგნით მხოლოდ მოკლე ტოპი ეცვა. საწოლის ცენტრში დაჯდა, ფეხები მოკეცა წარბები მაღლა აზიდა-გისმენ
-მე გისმენ
-ჩემი სახლი ვნახე ...ნანგრევებია მხოლოდ , ნასახლარია ...
-რას აპირებ
- უბრალოდ იცოდე რომ აქედან აღარ წავალ ... ჩემი მშობლების საფლავს ბოლო ამოსუნთქვამდე მივხედავ და იმ სახლს თავიდან ავაშენებ ,მერე შიგნით გამოვიკეტები და მხოლოდ მაშინ წავალ როცა საქმე იქნება.
-საქმე?
-საქმე ...
-მეგონა შეეშვებოდი
-არასდროს!
-აქაც ბევრი უსამართლობაა ...შეგიძლია უბრალოდ დარჩე
-და ვიღაც საცოდავ ხალხზე დავხარჯო დრო გაბრაზებულ გულზე რომ გაისვრიან და 20 წლიანი შევტენო? ვითამაშო ბათუ? შენ რატომ არ დაჯექი კაბინეტში...რატომ არ წვრთნი ვიღაც პიდარმ.ნ*** ბიჭებს
-ეს არ ენდომებოდა მამაშენს
-რა იცი დასცალდა ჩემი ნახვა? იქნებ დავენახე და ეთქვა ჩემი შვილი იბრძოლებს ყველგან სადაც ტყვია გავარდებაო
-ბავშვზე რომ ფიქრობ ?
-არ ვფიქრობ...სულმდაბალი ვარ უსუსურ სუფთა არსებას რომ შევეხო და თანაც ჩემი შვილობისთვის გავიმეტო?! ჩემსას გაავჩენ თუ არა ეგეც საკითხავია სხვის გაჩენილს კი უფრო ვერ გავიმეტებ ჩემთან ყოფნისთვის . ამდენს მალაპარაკებ და დაიმახსოვრე რომ მეტჯერ აღარ შევეხებით ამ თემას, მე დედობის ღირსი არ ვარ
-აუცილებლად ვისაუბრებთ ამაზე ერთ დღეს, დღეს აღარ ,მაგრამ დარწმუნებული იყავი რომ დრო ყველა ხედვას ცვლის და არავინ იცის რა მოხდება. უგუნურებას ნუ გამოიჩენ და ნუ გაუჯიუტდები ცვლილებებს
-ცვლილებები არ მჭირდება ... მე უბრალოდ სახლს აღვადგენ და როცა სახლში ყოფნის დრო მექნება აქ დავრჩები, სამშობლოში . ისე კი ,მანამ ვიბრძოლებ სანამ იქ არ მოვკვდები! სხვას ვერაფერს გავაკეთებ,ვერ ვიცხოვრებ იარაღის გარეშე . მაშინ არ მაწუხებს სიზმრები როცა მღვიძავს მტრის შემოტევის მოლოდინში,ან გეგმას ვადგენ როგორ გავათავისუფლო ტყვეები, იერიშით ავიღო რომელიმე შენობა, სოფელი ანდაც ბანაკი - მისი თვალები იმდენ ემოციას იტევნდნე, იმდენი რამ ჰქონდათ ნანახი ამ ლამაზ სფეროებს
-იცი რამდენი ხანია კოშმარი არ მინახავს? დასაძინებლად არ გავლეშილვარ და ენერგიის დასახარჯად ორგია არ მომიწყვია? - დათამ მზერა გაუსწორა და თბილი, მშვიდი ტონით განაგრძო საუბარი
-მშვიდად გძინავს ბათუ? - ხმაჩავარდნილმა უთხრა და თვალები აემღვრა, ბათუ მის სულს შეეხო . იმ ადგილს რომელიც გაუსაძლისად სტკიოდა
-ყოველ ღამეს როცა ეკატერინეა ჩემს გვერდით, თუ მათენდება მხოლოდ იმიტომ რომ მისი ყურებით ვერ ვკმაყოფილები. უბრალოდ ზოგჯერ იმდენად არ მყოფნის რომ მინდა სულ ვუყურო. ანდროს გაჩენის შემდეგ მაშინ მატენდება როცა რამე აწუხებს და ვერ იძინებს, ისევ ისე შემიძლია არ დავიძინო და ჩველებრივად გავაგრძელო მეორე დღე, ისევ არ მოქმედებს არაფერი ისევ ის ვარ ,მაგრამ ყველაფრის დავიწყება შემიძლია როცა მასთან ვარ
-ყველაფრის? იმ ხმებსაც ივიწყებ ?ყვირილს, ბავშვების ტირილს, ქალების კივილს. იმ ხმებსაც რომელსაც შენი ტყვეები გამოსცემდნენ ? შეგიძლია დაივიწყო ათასობით მიცვალებული რომელზეც გადაგიბიჯებია გზის გასაგრძელებლად? ყველაფერი შეგიძლია დაივიწყო? გგონია მეც დამავიწყდება ოდესმე ჩემი განვლილი 30 წელი? -სუნთქვა შეეკრა, მისთვის დაუჯერებელ ამბავზე საუბრობდა ბაღათურია
-არასდროს დამავიწყდება,ყოველთვის გვემახსოვრება ჩვენი ცხოვრება , ჩვენი წარსული. უბრალოდ ჩაკეტავ და არ მისცემ საშუალებას თავს მოგეხვიოს, გონება დაიკავოს და წყვდიადში ჩაგიტრიოს
-წყვდიადის დედოფალი თავად ვარ ბაღათურია,რა ჩათრევაზე მესაუბრები- ჩაიცინა და აკანკალებულ თითებში სიგარეტი მოიქცია-ზოგჯერ ყველა ჭრილობა ერთად მეწვის, ღამით როცა ყველაფერი ბნელდება მგონია რომ სისხლი მდის კანიდან და ყველაფერს წითელი ფერი ანათებს. მეწვის ისე თითქოს ზედ ცეცხლი მიკიდია, ამ დროს მიკვირს როგორ გადავრჩი,როგორ გაუძლო ჩემმა სხეულმა. იცი კლინიკაში მისვლისას ანალიზებს ორჯერ ვიკეთებ, იცი როგორ მინდა მითხრან რომ რაღაც საშინელება მჭირს რაღაც ისეთი რაც მომკლავს რომ მერე ავდგე და ტყვია დავიხალო. ჩემებთან მინდა, მერე ვხვდები რომ ისინი სამოთხეში იქნებიან და იქედან დარდობენ ჩემზე... ისევ ვიწყებ მკურნალობას,რომ როგორმე ჯანმრთელი დარჩეს ჩემი სხეული. შევფუთო ლამაზად ,რათა ირგვლივ მყოფებმა ყურადღება არ მომაქციონ ,რათა ვერავინ მიხვდეს რას ვსაქმიანობ. შენ გგონია რომ ერთი კაცი ,მოკვდავი დამავიწყებს ამ ყველაფერს თუნდაც რამდენიმე წუთით?
-განა კაცშია საქმე, გრძნობაა მთავრი ... გრძNობა რომელიც შენს სულს თავისუფლებას მიანიჭებს, გრძნობა რომელიც სიცოცხლის ძალას მოგცემს, მიზეზს მოგცემს ნინია
-„მუდმივი არაფერია „ შენი სიტყვებია ბათუ- მაინც არ დანებდა
-ახლაც ასე ვფიქრობ...ადრე მხოლოდ მიზიდავდა ეკატერინე, მერე გავიცანი,გავიხსენე ვინც იყო და უბრალოდ ვიცოდი რომ ის იყო ვინც მჭირდებოდა. ცოლად რომ შევირთე უკვე უგონოდ მიყვარდა,ეს სიყვარული მუდმივი არაა . სულ იცვლება, რაღაც ახალს აღმოვაჩენ ყოველდღე,ანდროს შემდეგ სულ სხვანაირად ვხედავ ეკატერინეს როგორც ქალს.თითქოს ყოველ დღე თავიდან მიყვარდება,ყოველ დილით როცა მკოცნის სხვა ემოციით მმუხტავს. ზოგჯერ ისე ვბრაზდები, ისე ვგიჟდები რომ შემიძლია მივვარდე და ყველას დასანახად ვაკოცო. სხეული მეწვის ხოლმე რომ ვუყურებ და ვერ ვეხები. მაგიჟებს მისი თავშეკავებულობა,მისი სიმშიდე და უემოციობა მერე ერთს გამომხედავს ისე როგორც მხოლოდ მე მიყურებს და თავიდან იწყება ყველაფერი
-ბედნიერი ვარ რომ გიცნობ, მყავს შენნაირი მეგობარი და გხედავ ასეთს როგორიც ხარ!- ნინია სუნთქვაშეკრული იჯდა , ნელ-ნელა ეპარებოდა ღიმილი ბაგეზე , მერე უბრალოდ მოეხვია და გულწრფელად გაუღიმა ,ბედნიერების ნაპერწკალს გრძნობდა
-დიდი პატივია შენს გვერდით ყოფნა , შენთან მეგობრობა ნინია -თავზე აკოცა და მხოლოდ შემდეგ დატოვა მისი ოთახი.
კიდევ ერთი ღამე გაატარა მარტომ ,თვალიც არ მოუხუჭავს . უბრალოდ წამოდგა და წავიდა , შუაღამეს მიაბიჯებდა ცარიელ ქუჩებში ,ზოგჯერ ხმაური გაიგო გინებისა და მსხვრევის ხმები,მაგრამ რეაქცია არ ჰქონია. მშვიდად მიაბიჯებდა და უკან არ იხედებოდა. არ შეეძლო ერთ ადგილას გაჩერება ,უბრალოდ სუნთქვას უკრავდა ოჯახური გარემო და სახლი სადაც ბედნიერებაა. ისიც საკმარისი იყო მისთვის რომ ერთადერთ ადამიანს ვისაც მეგობარს უწოდებდა მშვიდად ცხოვრება შეეძლო. ბაღათურია ბევრს ნიშნავდა ნინიასთვის, მისი სიტყვები გავლენას ახდენდნენ, გონებაში დაილექნენ და გამუდმებით ტრიალებდნენ. დაფიქრდა ცვლილებებზე, იმაზე რაზეც ბათუ საუბრობდა და მაინც უიმედოდ გაუსწორა მზერა განათებულ ცას.
..................
ოთახში იჯდა მოლბერტის წინ და ხატავდა, საღებავებით შეღებილი თეთრი პერანგი ეცვა , თმები კოსად ჰქონდა შეკრული და სულ მთლად შიშველი იყო ვინაიდან და რადგანაც შუაღამეს შემოუტია მუზამ . დაჟინებული მზერა რომ იგრძნო თავი გვერდით გადახარა და გაიღიმა
-მაგ მოლბერტთან კიდევ რამდენჯერ უნდა მიღალატო ლუ?- ბოხი ბარიტონი მაშინვე გაისმა ნახატებით გადავსებულ ფერად ოთახში რომელშიც ავეჯი საერთოდ არ იყო იმ ერთაერთი სკამის გარდა რომელზეც ლიზიკო იყო შემოსკუპული
-უთვალავჯერ...მთავარია გამოფენაზე გადავრჩე
-სულ რაღაც ორი დღე დარჩა ..ნუ ღელავ- ზურგიდან მოეხვია და ყელში აკოცა - რას ხატავ? ესეც უნდა გამოფინო?
-შენ
-იმისთვის დამტოვე საწოლში რომ მე დაგეხატე?
-რომ გიყურებდი მივხვდი რომ არ მყოფნიდი და ასე ვინაზღაურებ ... ავად რომ ვარ არ იცი? არასდროს მყოფნი - გიორგის ხელებს თავისი შემოხვია ,თავი შეაბრუნა და აკოცა მერე ცხვირი კანზე გაუხახუნა და თვალები დაუხჭა-ჩემი სურნელი გაქვს
-ლუუ ...ჩემი ლუ -აკოცა და მერე უცებ აიყვანა -წავიდეთ ...დაიძინე თორემ ორი ღამეა ათენებ
-არ მინდა რაა
-გინდა და ჩუ
-შენ რა იცი მე რა მინდა ...მინდა დაგხატო უნდა დაგხატო
-ჩემი ოცი ნახატი გაქ აღარ გინდა
-ოცი არაა და რამდენიცაა ყველა სხვადასხვანაირია და თუნდაც ერთნაირი იყოს მე სულ სხვანაირად ვგრძნობ არ გესმის ვერ გაიგებ მე ...რომ გხატავ მგონია რომ შენს ყველა უჯრედს ვეხები . ერთხელაც გავგიჟდები,ვეღარ დავიტევ და გავგიჟდები -თავი მის მხარზე ედო და ჩუმად ლაპარაკობდა. გიორგი დუმდა, უბრალოდ არაფრის თქმა შეეძლო, სიტყვები ზედმეტი იყო. საწოლში დააწვინა,გვერდით მიუწვა და მოეხვია .დიდხანს უკოცნიდა სახეს ,მერე მის თმებში დაატარებდა თითებს და მძინარეს უყურებდა სანამ ძილმა თავი არ წაართვა.
დილით როგორც ყოველთვის ორი ერთი ზომის ბურთი შეგორდა საძინეებლში,ხმაურით და ყიჟინით. საწოლზე ერთმანეთის დახმარებით ავიდნენ მერე შუაში დაებერტყნენ და ორივე გააღვიძეს
-დეეე დედააა
-ლიძიი ლიძიიი
-ვინ არის შენი ლიძი ...ვინ მოდი აქ მოდი სად მიგორავ მოდი უნდა შეგჭამოს ლიძიმ - უცებ მოხვია ბიჭს ხელი და ჩქმეტა დაუწყო,კოცნიდა და კბენდა- დედასიიი დედას ბიჭიი დედას შოკოლადიიიი ...დედა ჩაახმარუნებსოო დედა ჩაყლაპავსოოო
-პრინცესაა არ გინდა კიდე დავიძინოთ?- გიორგის მკერდზე იყო მიწოლილი ქალბატონი თათული და ბუთქუნა ხელებს სახეზე უსვამდა ის კი თითებს უკოცნიდა- მამას ტკბილი... დავიძინოთ რა მააა
-ალააა
- კიი
-ალააააა
-ნუ მეღიღინები - გაიცინა და ისევ აკოცა. მერე ლიზიკო თათულისაც გადმოწვდა და შვილი კი არა მამაც ზედ დააყოლა -კარგიი გოგო გადამერია ბავშვები
-შენ გაჩუმდი ... ისეთ ენერგიაზე ვარ შენ ცალკე მოგხედავ. ახლა დედას ტუსუნა და ბუსუნა წამობაჯბაჯდებიან ჩემთან ერთააად.უნდა ჩავიცვათ თმები დავივარცხნოთ, პირი დავიბანოთ
-ძილი მამააა- უცებ თქვა თათუმ და თავი ჩამალა გიორგის ყელში ,ცალი ხელით საბანი წამოიფარა და დაიმალა თავისი ჭკუით
-ჩემი ჭკვიანი გოგოოო ...გავუშვათ დედიკო და მე და შენ დავიძინოთ
-მართლა?- ლიზამ წარბები აზიდა და ტყუპი ხელში აიყვანა, მერე დაიხარა და საბანში შემძვრალ ქალბატონს სამალავი დაუნგრია
-ჭიტააა- უცებ გაეკრიჭა და ლოყები ისე ცაეჩხვლიტა ლიზას გააჟრჟოლა-თორნიკე დედი დადექი - უცებ დასვა იატაკზე და ეძგერა თათულის- ახლა ჩაგყლაპავ ღმერთო რატო მაგიჟებ რა გინდა ჩემგან? რატო ვერ ვძღები რომ გკოცნი ?
-აუუ დეეეე დეეეე დედააა - რა ქნას ვერ ლაპარაკობს მეტს და საწყლად ფართხალებდა
-ჩამიყლაპა ერთადერთი გოგო - უცებ ააცალა გიორგიმ,მეორე ხელში თორნიკე აიყვანა და გაიქცაა-აბაა მივფრინავთ კარადისკეენ ავიარეისიიი საძნებელი კარადა სრულდებააა ორ წუთიანი ხანგრძლოვობით. ამინდი შესანიშნავია,ღრუბელი არ შეინიშნება. დედაა მოფრინავს ჩვენს უკან იმედია არ შეგვეჯახებაა ვხდებით მშიდობით დავფრინდით ახლა ვნახოთ რას ჩავიცვამთ
-დრეს უნდა წავიეთ და საქმებეი მოვაგვაროთ ამიტომ თბილად ვიცვამთ - ლიზმა გაანცხადა და ტანსაცმელი ამოალაგა-მამიკო წავა და საუზმეს გაამზადებს
-მამიკო ბავშვებს აცმევს
-მამიკო დედიკო გიკბენს ახლა
-სად?
-მამიკო ცელქობს?
-დედიკოს ტუჩები ეწვის მგონი რაღაც უნდა ? ნეტავ რა უნდა?
-მირეკავენ - მბილურის ხმა რომ გაიგო უცებ გავარდა და აღარც დაბრუნებულა ბავშვებს ისე ჩააცვა გიომ ლიზა არ გამოცენილა. მერე დერეფანში გაცვივდნენ გადარეულები და თავად საძინებელში დაბრუნდა. ლიზა ლეპტოპთან იჯდა,საწოლზე და რაღაცას წერდა, თან ვიღაცას ესაუბრებოდა. უცებ მოიშორა მობილური და თვალები დააწვრილა-დღეს სამსახურში რომელზე უნდა იყო?
-ერთ საათში..რა ხდება?
-რაღაც პრობლემაა უნდა წავიდე მე და ბავშვებს ვერ წაიყვან?
-ძიძას დავუტოვოთ რომელიც არ ავიყვანეთ !-წარბები უკმაყოფილოდ შეკრა და ღრმად ჩაისუნთქა
- გთხოოვ
-დღეს პროექტის პრეზენტაცია მაქვს. საახალწლოდ დასრულებული უნდა მქონდეს ხომ იცი. ეს ორი ბურთი სად გავაჩერო?
- მაკეტები დაჭერინე ვითომ სადგომები არიან
-ელიზაბეტ!
-რა გავაკეთო აბა?
-წავიყვანო ?
-არა სად უნდა წაიყვანო აბა როგორ.... მივხედავ მე უბრალოდ საუზმე მოამზადე გთხოოოვ
-რას შეჭამ შენ
-მე არაფერს
-რომ გეკითხები ე.ი უნდა შეჭამო რამე
-ყავა
-ლიზა!
--ტოსტი
-რამდენი
-ერთი
-კარგი სამი ე.ი წავედი ! შენზე წიგნს რომ დაწერენ იქ დიდი ასოებით უნდა ეწეროს რომ საოცარი ქმარი რომ არა ასეთი წარმატებული არ იქნებოდი მუზაც არ გეყოლებოდა
-საოცარი? შენ არაამქვეყნიური ხარ.ზეეე ზექმარი ხარ კიდევ რაღაცები მარა ახლა მელოდებიან უნდა ველაპარაკო - გიორგი ოთახიდან გავიდა თვითონ კი საქმე განაგრძო.მერე უცებ ჩაიცვა და ისაუზმა. გიორგიმ ძალით აყლაპა ლუკმები. იმდენჯერ დააპირა გაპარვა რომ სათვალავი აერია.
-ელიზაბეტ!
-მაკოცე და წავედი... პერანგები დაუთოებულია და ჰალსტუხს ნუ მოიჭერ დამეგუდები ..ანდაც გაიკეთე . ყელი რატომ უნდა დაანახო ქალებს/ იქნებიან ქალები?
-კი კომპანიის მფლობელი რომელსაც უნდა წარვუდგინო მაკეტი ქალია
-რამდენი წლისაა?
-არ ვიცი ...არ მიკითხავს , ვკოცნიდი-თვალები აატრიალა და მზერა მოარიდა
-საზიზღარო !
-კოცნაზე რამე ხომ არ გაგახსენდა გასვლამდე
-არაფერი!
-დარწმუნებული ხარ ლუ?- უცებ დაიჭირა გასვლამდე და ტუჩებთან მიუახლოვდა არც კოცნიდა სანამ ლიზა არ ეცა და მოაჭამა ორივე ტუჩი
-აჰაა დაისვენე ახლა. იჯექი დაწითლებული ტუჩებით
-ველურო!
-ველურს უყვარხარ! წარმატებები ჩემო ზექმარო
-შენც ...დაგირეკავ რომ გამოვალ
- დაგელოდები -- ბავშვები დაიჭირა ოთახში რომ დასდევდნენ ერთმანეთს და ქურთუკები ჩააცვა.მერე ქუდები ჩამოაფხატა და ორივე გასვა გარეთ.
რა თქმა უნდა ნათლიასთან წაიყვანა აბა მეტი თავისუფალი არავინ ეგულებოდა. ემას თავისუფლებით ისარგებლა და ისე შეუსვა ბინაში ორივე ბავშვი მხოლოდ გამარჯობა და ნახვამდის უთხრა. ემას კივილი ესმოდა ,მაგრამ არ მიუქცევია ყურადღება.წინა დღეს გაიგო რომ თავისუფალი იქნებოდა მთელი დღით და სხვა საკითხავი არც არაფერი იყო.
საღამომდე ვერ დაასრულა საქმეები, იმდენი დეტალი იყო ,თანაც მეორე დღეს უკვე გამოფენა იყო . ორი უმნიშვნელოვანესი საქმე ერთად უნდა გაეკეთებინა, ერთდროულად წარუდგენდა მნახველს თავის ნახატებს,ფოტოებს და ასევე გახსნიდა პირველ ქსელს რომელშიც ერთდროულად იქნებოდა სამოსი,ფეხსაცმელი,აქსესუარები ყველაფერი საკუთარი დიზაინით შექმნილი. უნდა გამხდარიყო „ბოსი“ რამდენიმე ათეული ადამიანის . უზარმაზარ პასუხისმგებლობას იღებდა საკუთარ თავზე და ერთი წამითაც კი არ უფიქრია საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა,იცოდა რომ გამოუვიდოდა იცოდა რომ ეს ის იყო რაც ყოველთვის უნდოდა .ამ ყველაფერს არ აკეთებდა შემოსავლების გამო ,ყველაფერში სულსა და გულს დებდა ამიტომ ჰქონდა იმედი რომ ყველაფერი დაუფასდებოდა. იცოდა რომ რაც არ უნდა მომხდარიყო უძლიერესი საყრდენი ჰყავდა გიორგის სახით ,რომელიც არასდროს მიატოვებდა და შემდეგ თავი ყოვლისშემძლედ მიაჩნდა.
ემას იმდენჯერ დაურეკა ბოლოს აღარ პასუხობდა გოგო. არ შეეძლო ბავშვების ასე მიტოვება,თანაც ისე ენატრებოდა ორივე თვალის დახუჭვისას წარმოიდგენდა მათ სახეებს და აჟრჟოლებდა ისე უნდოდა გაქცევა ორივეს ჩახუტება და მათი კისკისის მოსმენა. გიორგიმ ერთხელ დაურეკა ყველაფერმა კარგად ჩაიარა ახალი პროექტი მოეწონათო რაც იმას ნიშNავდა რომ „იმ“ ქალთან და მის კომპანიასთან უნდა ეთანამშრომლა შენობის ჩაბარებამდე. ხომ არაფერი ,სიცილში გაატარა ,მაგრამ მაინც რაღაც უცნაური შეგრძნება დაეუფლა,თითქოს არც კი გაუხარდა ქმრის წარმატებით დაგვირგვინებული საქმე. საოცარი სენსიტიურობით გამოირჩეოდა როცა საქმე გიორგის ეხებოდა, ყოველთვის უმართლდებოდა წინასწარმეტყველება რაც არ მოსწონდა.
იგივე ენერგიით დატოვა შენობა ,საქმეები დაასრულა იქ იმ კედლებში დატოვა ყველაფერი და მანქანისკენ გაემართა. ემასთან მივიდა ბავშვები დაძინებული დახვდა და ლამის ტირილი დაიწყო,არადა ისე წარმოიდგენდა როგორ გამოიქცეოდნენ და მოეხვეოდნენ,როგორ აკოცებდა ორივეს. ახლა კი მძინარეებს უყურებდა და ნერვები ეშლებოდა უფრო მალე რომ ვერ დაასრულა საქმე.
გაუკვირდა სახლი ჩაბნელებული რომ დახვდა, ბავშვების შეყვანა თავად მოუხდა,თანაც სწრაფად მიდიოდა მანქანაში დარჩენილ თათულის რომ არ შეშინებოდა. კუნთები ტკიოდა უკვე , ამხელა ბავშვების აყვანა მეორე სართულამდე,მერე გამოცვლა ნახევრად გამოფხიზლებულების თავიდან დაძინება და ძალაც აღარ ჰქონდა. საძინებლიდან გალასლასდდა ,ქვემოთ ჩავიდა ფიქრობდა დაერეკა თუ არა გიორგისთან. ბოლოს გადაწყვიტა არ შეეწუხებინა და საძინებელში შევიდა,შხაპმა მოადუნა ,პენუარი ჩაიცვა ხალათი მოიცვა და ისე დაწვა საწოლზე. ჩაეძინა ,დაღლილობას ვერ მოერია,მაგრამ როგორც კი გიორგი დაბრუნდა მაშინვე წამოფრინდა ფეხზე. მანქანის ხმას როგორც კი გაიგონებდა წამსვე ეღვიძებოდა ხოლმე, კიბეზე ჩავიდა და უკვე ჰოლში მყოფ მოქანავე სილუეტს შეხედა. აშკარად მთვრალი იყო , იმ წამსვე ცნობდა ლიზიკო. შეიძლება ისიც კი ეთქვა რამდენი ჭიქა ჰქონდა დალეული. გიომ თვალები დააწვრილა და ისე შეხედა ცოლს, მერე გაუღიმა და მისკენ დაიძრა
-ძაან დამაგვიანა ხო?
-შეგეძლო მოგეწერა გამოთრობას ვაპირებო ,კარგად ვარ შენ როგორ ხარო
-გამიბრაზდი?
-ახალი საქმე აღნიშნე? შენებთან ერთად თუ ისინიც იყვნენ
-კონტრაქტი დავდეთ და ის ავღნიშნეთ
-ამდენი იქ დალიე?
-არა იქ ორი თუ სამი ჭიქა დავლიე
-ის ქალიც იყო?
-ვინ ქალი ... ა ნინა? იყო აბა არ იქნებოდა? რა მნიშვნელობა აქ?-შარვალი მოიშორა როგორღაც და იქვე დატოვა
-შარვალს სად აგდებ?
-ხვალ ავიღებ- იატაკზე დაგდებული ტანსაცმელი დატოვა და საწოლზე დაებერტყა . მთვრალ მზერას არ აშორებდა ცოლს - როგორ ჩაიარა დღემ?
-დაიძინე
-ეგეთი მთვრალი არ ვარ რომ ვერ მოგისმინო
-დავიწყო მოყოლა და მერე ჩაგეძინება სამაგიეროდ
-როდის იყო ბოლო შემთხვევა
-მერე სად დალიე რა თქვი?
-არ გეტყვიი - ტუჩები მოკუმა და თავი ბალიშზე დადო ,ხელებიც შემოხვია
-არ მითხრა რომ არაოფიციალური აღნიშნა არაოფიციალურ გარემოში განაგრძე ნინასთან ერთად
-ხო აბაა სულ კლუბებში დავდივარ ლამაზ ბიზნესმენ ქალებთან ერთად
-ანუ ლამაზია
-არის ,მაგრამ რაში მაინტერესებს როდესაც თავად სილამაზე ჩემი ცოლია ! ლუუუ მოდი რაა - ხელები გაშალა და თვალებისციმციმით ახედა- მოდი ჩამეხუტე და მომიყევი რა მელის ხვალ ჩემი ცოლის შემოთავაზებულ საღამოზე
-მოხვალ?
-აბა?
-საქმე არ გექნება?
-ყველაფრის დედაც როცა შენ მყავხარ ...ჩემი ქალ-ვაჟი ღრმა სიზმრებშია უკვე ხომ?
-ეძინათ ემასთან რომ მივედი
-მარტომ ამოიყვანე?- გაბუშტულ ტუჩებში აკოცა ,მერე ლოყაზე გაასრიალა ტუჩები - არყის სუნი თუ მაქ სააბაზანოში შევალ - ყელში რომ ჩამალა სახე მერე უთხრა და ხელები მოხვია- ბიჭებთან ერთად დავლიე ,მოულოდნელად გამომეცხადა ბატონი რუსეთიდან და სულ დამავიწყდა მომეწერა..ხომ მომიტევებს ჩემი ლუუ?
-ბექა ჩამოვიდა?
-ხო საახალწლო არდადეგების პონტში ისვენებენ და იქ დარჩებოდა ? ბავშვები ისე ენატრებოდა ლამის ემასთან გამოიქცა.
-მეც მომენატრა ეგ არანორმალური...როგორაა?
-არ გელაპარაკა ორი დღის წინ ?
-სად ეკრანიდან დანახული სად ლაივში
-უკეთესად გამოიყურება ვიდრე ეკრანიდან ჩანს
-ხვალ მოხვალ ხომ? მაგრამ მე არ მეცლება ...გამოფენაზე ხომ მოვა
-აბა რატომ ჩამოვიდა დღეს და არა ერთ კვირაში რუსი ნაშები გამოაგდებდნენ?
-მოკლედ ბექუნას არაფერი ავიწყდება...თუ შენ უთხარი?
-არაფერი მითქვამს მე !
-კარგი ხო რას მიბრღვერ
-შეიცვალა და დაიჯერეთ რა გახდა
-მჯერა მე და არც მანამ ვერჩოდი
-შენ არა ,მაგრამ სხვებს რატო არ სჯერათ?
-ძნელია და იმიტომ ! რა მნიშვნელობა აქ სხვის აზრს
-ისიც მაგას მეუბნება, ნუ როდის აინტერესებდა მაგას ხალხი მაგრად ჰკიდია ახლაც ყველას აზრი . ხვალ ღამე იცოდე რომ ქალაქიდან გამყავხარ ,გაითვალისწინე - ლიზას მკერდზე ედო თავი და პარალელურად მის თითებს კოცნიდა
-სად მივდივართ?
-შორს
-ბავშვებიც?
-არა მარტო ჩვენ
-რომანტიულ საღამოს მიწყობ?
-არა !
-აბა მესამე ბავშვი უნდა შევქმნათ ?
_შეიძლება ...გასათვალისწინებელი შემოთავაზებაა-წამოიწია ტუჩებში აკოცა და მერე მის გევრდით დადო თავი - რატო მესამე? იქნებ ისევ ტყუპები გამოდის? ერთს რატომ მიჩაგრავ ვერ გავიგე?
-ვითომ?
-ჩავთვალოთ არ გამიგია ! დავიძინოთ ხვალ დიდი დღეა ...ღამეც და არ გაბედო შუაღამეს ადგომა თორემ იმ გამოფენაზე აყირავდები და აღარც ღამე იქნება
-კარგი - გაიცინა და ისევ აკოცა- ტკბილი ძილი
-ტკბილად ვარ ისედაც - ცხვირი ლოყაზე გაუსვა და გაიღიმა
-ხვალ მეც უნდა დავლიო
-ხო აბა მარტო მე რო ვარ მთვრალი მესტრესები აშკარად -გაიცნა და ამჯერად მართლა გაჩუმდა.
დილამდე ასე ჩახუტებულებს ეძინათ, არცერტი შერხეულა ისეთი დაღლილები იყვნენ. ბავშვების ნაცვლად ბექას ბოხმა ბარიტონმა გააღვიძა
-შემოგივარდებოდით , მაგრამ გუშინ ისეთი ატეხილი გამოვუშვი ჩემი გიუშა იქნება და ტიტლიკანები ყრიხართ მაგი უნდა ჩემ ნაწამებ გულს? ფუიი რძალიც შენ გქვია რაა ჩამოვედი ამხელა მაზლისტოლა კაციი ამხელა რუსეთიდან და დილას დაძინებული უნდა დამხვდე ?
-ვაიმეე არანორმალურიიი ...ვინ გამოუშვი ბიჭო ატეხილი რა უქენი ჩემ ქმარს გუშინ. იმიტო იყო ისე ძალაგამოცლილი? - გიჟი წამოვარდა და გავარდა გარეთ. მოეხვია ბექუნას და სიცილით დაუკოცნა ლოყები
-ლიზიიუუს გოგოოო როგორ გამხდარხარ გაგტეხეს წელში ამ გაფუჭებულებმა ხო?
-აუუ რა ვიდზე ხარ ბექუუუშ...გიოოო დაცვა უნდა ავუყვანო მაზლს თორე მომტაცებენ ამას ისე არ გაუშვებენ უკან .რა კაი ყოფილხარ ბიჭო
-გამოეტყავე ბიჭო რას შვები ამდენ ხანს
-მეტი საქმე არ მაქ ახლა შენ გამო ავდგები დილაუთენია - საწოლში იყო ისევ გაშოტილი დასიებული თვალებით უყურებდა ისეთი ხმა ჰქონდა სიცილი აუტყდა ბექას-გაცინა ჯანდაბამ შენ ლოთი ეს
-ასე მოგტეხა ოჯახმა გიუშ? - ოთახში შევიდა და თავზე დაახტა- კნუწიიიკ ახლა უნდა გაგიღვიძო წვალებით გაკეთებული ბაღნებიიი
-წვალება შენ მოგიწევს მე არაფერი მიწვალია...გადაშენდი რამსიმძიმე გახდი ძვლები რომ იყავი მარტო კიდე გწევდა კაცი .რა ჭამე და სვი ამდენი
-შემჭამს ახლა ცოცხლად ...ოღონდ სალაპარაკო მიეცი არ უნდა მეტი არაფერი- ბალიში გლიჯა თავში და ოთახიდან გავიდა.- შეგიძლია დაბრუნე . საღამომდე არ გაგესაუბრებით მეტს,ბავშვები დღეს ჩემთან იქნებიან ...ვაფშე სანამ წავალ ჩემთან იქნებიან
-კიდე კაი რო მითხარი....მეტი საქმე არ მაქ ამაღამ შეიძლება და მერე მე ჩემი ბავშვები მჭირდება სახლში
-შენ უფრო მოგენატრნენ ახლა თუ მე ! რას მირტაკ*** რძალო?
-ბიჭოოოო
-ვინაა შენი ბიჭო ამხელა კაცი ვარ
-არ დიაკარგო სადმე ... კაი მართლა წაიყვან?
-ტასუნა არ მინახავს ჯერ... ბათუსთან ყოფილა და იქ ვერ მივვარდებოდი დილაადრიან. ამათ წავიყვან მერე ჩემს ტასიკოს მოვტაცებ თავის ნათლიას და გამოვიკეტები ჩემს ციხესიმაგრეში
-ბარბარე ნახე?
-იმ სახლში მისვლას არ ვაპირებ,დავურეკავ და გამოვა თვითონ
-ბარბარე შეურიგდა ერეკლეს და შენ რა გჭირს
-დღეს მეც მყიდველი უნდა ვიყო თუ მაჩუქებ საახალწლოდ ერთ-ორ ფეხსაცმელს
-რატო ჩამოსულა თურმე
-უიი უიიი გახდება ახლა ბიზნეს ვუმენი ჩვენი ხელოვანი და დაივიწყებს ახლობელს - მოხუცი ქალივით თქვა და მერე მოუქნია კიდეც ლიზიკომ - აღარ იღვიძებენ ისინი ?
-დაიღალნენ გუშინ
-რო გავაღვიძო ?
-გააღვიძე გაუხარდებათ შენი დანახვა ...ისე რუსული შოკოლადები სადაა?
-სახლში მაქ ... შენი გასასკდომი შოკოლადი რომ ჩამომეტანა საბაჟოზე არ გადმომიშვებდნენ - უცებ მოუჭრა და ბავშვებთან შევიდა. ორივე გააღვიძა რო დაინახა ლოყებაწითლებული ერთმანეთზე მიხუტებული ფუმფულიკოები რა გული გაუძლებდა.იმდენი აკოცა ორივეს ლამის შემოეჭამა. ისინიც გამოფხიზლდნენ იცნეს ნატლია და აკისკისდნენ.
ბექას ბავშვები ჰყავდა, ორივე მუშაობდა. საღამომდე დრო სწრაფად გავიდა.
ყველა ემზადებოდა ელიზაბეტ ერისთავის გრანდიოზული გამოფენისთვის. ჟურნალისტები ელოდნენ ,წამებს ითვლიდნენ.მეგობრები რაღაც საოცრების მოლოდინში იყვნენ,მოდის მოყვარულები და შოპაჰოლიკები კი უკვე რიგებში იდგნენ. ყველა ფენის და გატაცების მქონე ადამიანი იყო ერთ სივრცეში.
ბრწყინავა ელიზაბეტი, გიორგი და ბავშვებიც თავის შექმნილ სამოსში გამოაწყო. ნუ გიორგისტვის არ უთქვამს ბატონმა თავად აირჩია სამოსი,მაგრამ ბავშვებს თვითონ ჩააცვა. ყველას გაუკვირდა ელიზაბეტი ბავშვების თანხლებით რომ მივიდა . უამრავი ფოტო გადაუღეს, აღარც კი იცოდნენ რაზე უნდა გადაეტანათ ყურადღება ყველაფერი იმდენად საოცარი იყო. უამრავ მილოცვას იღებდა,კომპლიმენტებით ავსებდნენ.
საღამო ისე ჩატარდა როგორც გეგმავდა ელიზაბეტი. სამაყით აივსო. მეუღლეს ხელი ჩაკიდა და მის თითებში ახლართა თხელი სიფრიფანა თიტები
-მიყვარხარ - ლოყაზე აკოცა და ორი წამი ასე ახლოს იყო
-მგონი დროა გადავიმალოთ,მეშინია არ მომტაცონ ჩემი ლუ
გგონიათ წამით მაინც დაფიქრდა? ყველა და ყველაფერი დატოვა , ხელი არ მოუშორებია გიორგისთვის უფროძლიერ მოუჭირა თითები მის მაჯას და მშვიდად დატოვა იქაურობა. ყველა გაოცებული იყო, მეორე დღეს სალაპარაკო თემების ჯგუფი ჰქონდათ ჟურნალისტებს.
...........
ახალი წელი ბაღათურიების სახლში პირველად შეაბიჯებდა. განსაკუთრებით უყვარდა ეკატერინე ბაღათურიას ეს დღესასწაული, ყოველთვის ოჯახთან ერთად ხვდებოდა ახლა კი ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, ანდროსთან ერთად შეხვდებოდა ახალწელს , თავის დათას მოეხვეოდა პირველ წამებში და კიდევ უფრო ბედნიერ წელს დაიწყებდა. საგანგებოდ მოემზადა, დათაც აიყოლია. რა თქმა უნდა უარი ვერ უთხრა ბაღათურიამ და ცხოვრებაში პირველად მორთო ნაძვის ხე, სახლი ნათურებით გაანათა და საახალწლო სამზადისი შეიგრძნო. მთლად უკმაყოფილოც არ იყო ყოველი საქმის მერე ეკატერინეს კოცნას პარავდა. წამახალისებელი კოცნა კი ყველაფერს გააკეთებინებს ადამიანს.
ბუხრის წინ იჯდა და მკერდზე მიხუტებულ ბავშვს დაჰყურებდა. ეკატერინე ოთახში დაფუსფუსებდა და ისევ რაღაცას ავალებდა
-დედაშენს დაურეკე?- ისე ჰკითხა ანდროსთვის თვალი არ მოუშორებია.ეკატერინე გაჩერდა და ბათუსკენ გაიხედა
-მამას დავურეკე და მოვიკითხე . შენ დაურეკე შენებს?
-მე არასდროს ვატარებდი მათთან ერთად ახალ წელს შენ კი პირველად ხვდები მშობლებისგან შორს
-ჩვენი მშობლები წელს საახალწლო ღონისძიებაზე წასვლას აპირებენ სადაც მათი მეგობრები იქნებიან შეკრებილნი
-ნუ მიხსნი იმას რაც ისედაც კარგად ვიცი . მინდა სრული ბედნიერება იკითხებოდეს შენს თვალებში და არა განახევრებული ,დედაშენი მთელი ცხოვრებაა ასეთია აქამდე არ გაწუხებდა მისი ეს ხასიათი ,პირველად არ გინახავს ასეთი ჩემ გამო მასთან კამათი არ გინდა - ბავშვს ზურგზე მიადო ხელი და წამოდგა - ხო იცი მე მაგრად ყველას აზრი შეგიძლია დაპატიჟო თუ შენ მისი არყოფნა გულს გატკენს
-რა ხდება დათა?
-რა ხდება
-მეც მაგას ვკითხულობ,რატომ მიხსნი იმას რაც ისედაც კარგად ვიცი !
-ჰმ , უკაცრავად - ჩაიცინა და სხეულზე მიკრულ წერტილს ცხვირი გაუხახუნა . ეკატერინე ყოველთვის შეშდებოდა ამ სანახაობის ცქერისას, საოცარი დასანახი იყო ბაღათურიას განიერ გულმკერდზე ანდროს ციცქნა სხეულის დანახვა ანდაც მის მკლავებში მოქცეული ბიჭი და მზერა რომელიც არაამქვეყნიური გრძნობით ჰქონდა სავსე ბაღათურიას. ხშირად შეიგრძნობდა პატარა ბაღათურიას სურნელს და ირინდებოდა. ანდრო იყო ერთადერთი არსება ვისი სიახლოვეც ერთმანეთს ავიწყებდათ
-დათააა - მისი თვალები რომ დაინახა შემდეგ გაიაზრა რომ უკვე მის წინ იდგა
-კატუშ- გაუღიმა ჩვეული ღიმილით და მზერა მის ცისფერებს გაუსწორა
- უღმერთოდ მიყვარხარ-ისე თქვა თითქოს არც იყო დედამიწაზე და სადღაც სხვა განზომილებაში დაფარფატებდა , ირგვლივ მწვანე იყო ყველაფერი ,დათას მწვანეების ფერი
ბაღათურიას პასუხი არ მოუსმენია, მწვანეები უფორ მიუახლოვდნენ შემდეგ ტუჩებზე ცხელი ბაგეების შეხება იგრძნო და მოძრაობაში აჰყვა ბაღათურიას მწველ ტუჩებს.
....
სრული საგიჟეთი იყო დადვანებთან,ბაღათურიებისგან განსხვავებით ბევრი ახალი წელის მნახველი იყო სახლი . ბევრჯერ ჰყავდა ერეკლეს ბარბარეს სუსტი სხეული ხელში ანატაცები უზამაზარ ნაძვის ხეზე სათამაშო რომ დაემაგრებინა. მერე ტასუნას შეისვამდა მხარზე და ქალბატონი ბოლო დეტალსაც უმატებდა მშვენიერ ნაძვს. სახლის განათების პატივიც ანასტასიას ჰქონდა .არასდროს ხსნიდა საჩუქრებს 12 საათამდე , მშვიდად დაალაგებდა ხის ქვეშ ყუთებს და ერთხელაც კი არ ეცდებოდა მათ გახსნას. 31 დეკემბერს მთელ დღეს სახლში ატარებდნენ, ბარბარე ვერ იაზრებდა მაგრამ ჩვევად ჰქონდა ერეკლეს იმ დღეს სახლში გამოკეტვა. ან სამზარეულოში შეუძახებდა,ან ტასოს მიუსვამდა ანდაც რამეს მოუძებნიდა.
31 დეკემბრის დილას მზემ რომ შეანათა ოთახში ,წვიმიანი ღამის შემდეგ განსაკუთრებით გაუხარდა.უცებ წამოიწია და ზურგიდან მიხუტებულ მძინარე დადიანს გაბადრულმა დახედა, ისე ტკბილად ეძინა იმდენად მშვიდი და საყავრელი იყო კოცნა მოუნდა. რამდენჯერმე აკოცა, მაგრამ რეაქცია რომ ვერ მიიღო გაბრაზდა
-დადვანოო ...გაიღვიძე ერეეეეკლეეეე ერეეკლეეე ერე ერე ერეკლეეე
-ვიღაცა გაიტყიპება ...ნეტავ ვინ? დადვანის ქალი ხომ არა?
-უკაცრავად რაა მე გვარი არ შემიცვლია...
-ვინ გითხრა ... ის ავღნიშნე რომ ჩემი ქალი ხარ თუ ვცდები - თვალები გაახილა წელზე თითები შემოხვია და ტუჩები დაისველა- აბა ვინ ხარ ?
-ასე ნუ მიყურებ თორემ ბარბარე დადიანიც გავხდები - ამოიკვნესა და შავ სფეროებს მაიშტერდა,მერე თითები ლოყაზე ჩამოუსვა- ერეკლეე იცი ამაღამ ახალი წელია
-ვიცი მერე რა უნდა გავაკეთოთ მე და შენ ბაღათურიებთან წასვლამდე?
-ბავშვი !
ისე მშვიდად განუცხადა დადვანს რომელიც მის ყელში იყო თავჩარგული და სველ კოცნებს უტოვებდა წამსვე გააშეშა,იგრძნო ბარბარემ როგორ დაეჭიმა მთელი სხეული დადვანს. გაეღიმა , გაიბადრა და ისე უყურებდა თვალებაციმციმებულ ბიჭს
-მომესმა?
-პირველად ვამბობ ამას დაიმახსოვრე ... - ხელები ყელზე მოხვია - ბავშვი მინდა შენგან , შენ რომ გგავდეს
-მეგონა ვერ გავიგებდი ამ სიტყვებს
-მაპატიე ...მაპატიე რომ გეგონა,მაპატიეე -იმდენად გულწრფელი ჩანდა ,ისე უცებ გახდა სევდიანი მისი თვალები რომ ერეკლეს სუნთქვა შეეკრა.
-ბაბიი ,ჩემი ბაბი ხარ შენ . ახლა საკუთარ თავს სთხოვ პატიებას შენ ჩემი ნაწილი ხარ . გიკრძალავ იმ დროის გახსენებას , მე იმდენად მიყვარხარ მაშინ არ გამიქრა შენდამი გრძნობა და ახლა იმ დროის გახსენება ფუჭია ჩემო - თვალებში უყურებდა , სახეზე ეფერებოდა შემდეგ აკოცა განაბულ ქალს და ამღვრეული თვალები დაუკოცნა -ჩემი ბარბარიკა
-რა გავაკეთე ასეთი 18 წლამდე შენ რომ დაგიმსახურე ? -ამღვრეული თვალები მიანათა და მოეხვია, სახე მის ყელში ჩამალა და დიდხანს არ შერხეულა
-ბაბიი რა გჭირს ბაბიიი ძალაინ ემოციური ხარ ბოლო დღეებია...გუშინ სახლის მორთვის დროს ატირდი
-საყვარლები იყავით შენ და ტასუნა ბედნიერებისგან ვტიროდი არ შეიძლება? ვიბანავებ ,ჩავიცვამ და მოვიფიქროთ რამე
-ტასუნა გუშინ მოიყვანე და ისევ წაიყვანე . ბავშვი ლამის ორი კვირაა შენს ძმასთანაა - ბარბარეს გაჰყვა და წარბები შეკრა.
-ჩემი ძმა ერთ კვირაში უკან ბრუნდება და უნდა ტასუნასთან იყოს
-მომავალი ერთი კვირა ჩემი შვილი მასთან უნდა იყოს?
-ჩხუბის სურნელი დატრიალდება მალე და სჯობს შეწვიტო!- დარჩენილი სამოსიც მოიშორა თავისკენ მიიზიდა დადვანი და კაბინაში შეიყვანა- სანამ წავალ და მოვიყვან ტასუნას მანამ დროს ფუჭად ნუ დავკაგ- ვინ დააცადა სიტყვსი თქმა დადვანი ასე მშვიდად უყურებდა შიშველ ცოლს ? ნურას უკაცრავად ... არა რომ ჰკითხო გაბრაზებულია და მთელი კვირაა სახლის ყველა კუთხეში რომ აკვნესებს ბარბარეს ისე როგორც არასდროს ეგ არავის ახსოვს, მოკლედ ბექას კეთილ საქმეს ვერავინ ამჩნევს რა დაუნახავები ესენი !
ტასუნა ნამდვილად ბიძასთან ერთად ატარებდა დროს. სახლი აითვისა და რაც მანამ არ ჰქონდა ნანახი ყველა კუთხე შეისწავლა. ბექას მოაყოლა ბავშობის ამბები და იმ სახლის ყველა ოთახის ამბები იცოდა. პატარა ბარბარეზე ისე ყვებოდა ბექა ტასუნა გაბადრული უყურებდა მერე ჩაეხუტა და მაგრად აკოცა. ამ ჭიკარტ ბავშვს წამსვე შეეძლო სიყვარულის დანახვა, ყველა წრფელი ემოციის შემჩნევა და ბექა ძია მისთვის ყოველთვის ემოციებით დატვირთული ადამიანი იყო.
მთელი დღეები თამაშობდნენ, სეირნობდნენ ვინაიდან მიმიც თან ჰყავდა ქალბატონს მას უვლიდნენ. ბევრჯერ გაწუწეს ერთა ბექა და მერე უსმენდა როგორ ჯუჯღუნებდა ბატონი კონჯარია.
საჭმლის მომზადების დროს ათასჯერ აურიეს სამზარეულო,პატარა ქალბატონი მაგიდაზე დასკუპული ეხმარებოდა და ბოლოს ყველაფერს სვრიდა. ბექას მოთმინება კი ვერა და ვერ ამოწურა. რომ უნდა გაგიჟებულიყო დაიჭერდა და კოცნიდა.
მრავალი ამბის მნახველი სახლი თითქოს იხსენებდა ბავშვის კისკისს.ერთ დროს იმ კედლებში ორი ლაღი ბავშვი იზრდებოდა , ყველგან მათი ხმა ისმოდა.ყველა ოთახში ბედნიერება ტრიალებდა, სხვანაირი მაგრამ მაინც ბავშვები ყველაფერს სხვა ელფერს ძლევდნენ. ბავშვები იზრდებოდნენ და ყველაფერი იცვლებოდა, რთულდებოდა თანდათან იშლებოდა ოჯახი ბოლოს კი ცარიელი კედლებიღა დარჩა,რომელსაც მხოლოდ ბექა არ ტოვებდა ,მხოლოდ მისთვის იყო ბოლო თავშესაფარი .
ანასტასია ბარბარეს ოთახში დააბინავა, ქალბატონმა უარი არ თქვა თორემ მისთვისაც ჰქონდა ოთახი გამზადებული. ბარბარეს ოთახი შეცვლილი არ იყო ისევ ისე გამოიყურებოდა როგორც წლების წინ. ნივთებიც კი არ ჰქონდა გადაადგილებული. ტასომ დრო იხელთა და მთელი ოთახი გადაქექა, ფოტოები იპოვნა , ბარბარეს აქსესუარები, ტანსაცმელი ყველაფერში შეძვრა სანამ ბექა შევიდა . პიჟამასი გამოწყობილი ქალბატონი ნახევარი ტანითკარადასი იყო საჯდომი უკან ჰქონდა გაბზეკილი და რარაცას ეძებდა. ბექა ჯერ უყურებდა მერე იცინოდა და ბოლოს ქალბატონს ტუქსავდა ჩუმად რომ გადაწყვიტა ბარბარეს ნივთებში ქექვა.
ბარბარე რომ მივიდა ყოფილ სახლში ირგვლივ სიჩუმე იყო, მხოლოდ მიმი შეეგება .შემდეგ ზემოთ ავიდა .ბოლოს ბექას და ტასოს ბატონი კონჯარიას საძინებელში მიაგნო, ჩახუტებულებს ეძინათ ჩაბნელებულ ოთახში. იმ წამს კიდე ერთხელ გაიაზრა რომ ორივეს ასე უყვარდა ძილი საბანს ნახევრად გადაიხდიდნენ და ისე ეძინათ. ტასოს სულ ეცხუბებოდა ხოლმე ამის გამო, ბავშვობაში ბექაც სულ ასე იწვა ხოლმე . ამჯერად ბავშვის ზურგს მთლიანად ფარავდა,ხელებიც ისე ჰქონდა მოხვეული სულ რომ არ დაეფარებინა საბანი მაინც თბილად იქნებოდა, თვითონ კი ზურგი სულ მოშიშვლებული ჰქონდა.
ფეხზე გაიხადა ,ქურთუკიც იქვე დადო დივანზე და ჩუმად დაიძრა საწოლისკენ. ბექას მხარეს დაწვა ,თავად მიეკრო ზურგიდან და გაიტრუნა. წამიერად ბავშვობის წლები გაახსენდა, შეშინებული რომ შეიპარებოდა წვიმის დროს ბექას ოთახში და მის მკლავებში ჩამალული იძინებდა .
-ბარბარე ... - მალე დახედა კონჯარიამ, ახალგაღვიძებულს ხმა დაბოხებოდა, ერთხელ ჩაახველა და გაუღიმა-ისევ ისე იპარები ოთახებში ?
-მომენატრე - როგორც ყოველთვის გრძNობა ხმამაღლა წარმოთქვა უფრო მიეხუტა . საპასუხოდ მხოლოდ ჩვეული შუბლზეკოცნა მიიღო და უფროსი კონჯარიას მკლავები მოეხვივნენ. აღარ იყო ისეთი გალეული და სუსტი კონჯარიას მკლავები, მაშინაც იტევდა უხილავ ძალას რომელსაც ბარბარე სულ გრძნობდა ახლა კი თითქოს ფიზიკურად სხვა იყო. ნელ-ნელა ემსგავსებოდა ჯანმრთელ ადამიანს,თვალებიც აღარ ჰქონდა ჩაშავებული , ადრე რამისთევისგან დაშუპებული თვალებით მოძრაობდა, სულ გაღიზიანებული იყო და ნახევარ დროს წამლის ზემოქმედებაში ატარებდა,რაც მთლიანად მის ორგანიზმს ანადგურებდა. შემდეგ შეეშვა ,მაგრამ მაინც ისეთი ცხოვრების წესი ჰქონდა რომ ფორმის დაბრუნებავერ მოახერხა . ბავშვობაშიც არ იყო ფუმფულა,სულ გამხდარი და ტანწერწეტა იყო ბატონი კონჯარია.
სამივე მშვიდად იწვა,ტასოს უკვე ბექას მკერზე თავმიდებულს ეძინა და არც აპირებდა მალე გამოფხიზლებას.
-სად ხვდები ახალ წელს?- ბარბარემ დაარღვია დუმილი
-სახლში
-ეს ყველაფერი ტასუნამ გააკეთა ხომ?
-ხო ...აიჩემა წავიდეთ ვიყიდოთ ნაძვიო .მერე კი ხედავ რამდენი რამე ვიყიდეთ. საოცრება გყავს სულ უფრო და უფრო მაგიჟებს
-მარტო იქნები ანუ? გიორგი და ლიზიკო ბავშვებთან ერთად ბაღათურიებთან იქნებიან ანუ გიოც ვერ მოვა
-მეც დამპატიჟა ბათუმ
-მოდიხარ?
-გითხარი მოვდივარ-თქო?
-რატომ არ მოდიხარ
-რატომ გიყვარს ასეთი კითხვების დასმა? ამხელა ქალი ისევ მეამიტი ბავშვი ხარ?
-როდის შეურიგდები ჩემს ქმარს
-არასდროს!
-ტყუილია...აპატიე უკვე ,მაგრამ იხტიბარს არ იტეხავ !
-არ გესმის რა გააკეთა ჩემთან მიმართებაში და არ ვაპირებ ახლა ყალბ ღიმილებს და შეხვედრებს. არაფერს ვერჩი ,უბრალოდ იქ ვერ წამოვიჭიმები სადაც არაფერი მესაქმება. არ შემიძლია იმ ადამიანებთან ერთად ჯდომა ვისაც ერთ დროს თავყბას ვუერთიანებდი - ჩუმად ელაპარაკებოდა,არც კი შეუცვლია ტონი .
-მე და გიორგიც იქ ვიქნებით
-პირველში გნახავთ ... სამში მივფრინავ
-ასე მალე?
-მეტი დრო არ მაქვს
-როდის დაბრუნდები
-არ ვიცი ... ვნახოთ როგორ წავა სწავლის ამბები
-ანუ მოგწონს ექიმობა
-ასწორებს
-შემოგაკვდეს იქნებ ვინმე...კი არ უნდა ასწორებდეს უნდა გამოგდიოდეს და შეგეძლოს
-ნუ მისერიოზულებ ძაან გთხოვ
-კოპებს ნუ კრავ რა !
-როგორ გიყვარს ჩხუბი ...
კიდევ აპირებდნენ საუბრის გაგრძელებას მაგრამ ქალბატონმა წამოყო თავი, აწითლებული ლოყები არეული თმები და ბრიალა თვალები,ჩასაყლაპი არ იყო? იყო და დაუკოცნა კიდეც ლოყები ბექამ. მერე დედამ ააფრიალა ხელში და აღარ გაუშვა. ქალბატონი წუწუნებდა კონჯარიებმა შემჭამეს მიშველეთ ვინმემო ,მაგრამ არაფერმა უშველა სანამ ბარბარეს მობილური არ ამღერდა. ერეკლე იყო და ქალიშვილის სახლში დაბრუნებას ითხოვდა
-ტასუუ დე ჩაიცვი და გავიდეთ ხო? მამიკო გველოდება . ქალაქიდან გავიდეთ ტასოს ცხენი ვანხოთო თოვლია იქ და ვიგუნდაოთო
-კარგიი უცებ უცებ ჩავიცვამ...შენს ოთახში მაქ ტანსაცმელები- საწოლიდან გადავიდა და გაიქცა. ბარბარეც ადგა და ქურთუკი აიღო
-გაგიჟებულია ხო?
-ვერ გავიგე რა თქვი?
-გაგიჟებულია ალბათ ჩემთან რომ დატოვე ტასო - ბექა გვერდით ამოუდგა და სანამ ოთახიდან გავიდოდა გააჩერა-დარწმუნებული ვარ იჩხუბეთ ერთხელ მაინც ხო? ალბათ ჰგონია რო ვიკაიფებ და ტასუნასაც დავაბოლებ თუ დავჯდები და ბავშვს რამეს დავუშავებ. რა აწუხებს შენს არანორმალურ ქმარს
-არ გინდა გთხოვ...არაფერიც აწუხებს და არაფერსაც ფიქრობს
-არ გეუბნება ეტყობა
-შენ რა შიში გაქვს რო ყველას ეჭვი ეპარება შენში ? ეგ შენი პრობლემაა და ძალიან ცუდია თუ ასე ფიქრობ. ერეკლეს არ ეშლება ადამიანების ცნობა, მაშინაც იცოდა ვინ იყავი და ახლაც იცის ! არაფერი უთქვამს მსგავსი და არც მეტყვის უბრალოდ ენატრება ბავშვი,რომ გავეყარეთ მაშინაც კი არ ატარებდა მისგან შორს დროს
-ახლაც განქორწინებულები ხართ სხვათაშორის
-გაზაფხულზე ვაპირებთ ხელისმოწერას იმედია ქორწილში იქნები
-იმედია ამჯერად ბედნიერი იქნები და მეორედ იგივე კაცს ტყუილად არ გაჰყვები ცოლად
-ეჭვი გეპარება?
-არა ,არც მაშინ მეპარებოდა ეჭვი შენს ავადმყოფ ქმარს ავადმყოფურად რომ უყვარდი ,მაგრამ მარტო სიყვარული არაა მთავარი ხომ იცი. გისურვებ რომ ბედნიერი იყო ,მშვიდად და კარგად იყო სხვა არაფერი მინდა .თქვენს გარდა არავინ მყავს შენ და ტასო ხართ ყველაფერი ჩემთვის ...ჯერ ჯერობით მხოლოდ თქვენ მერე კიდე თუ გააჩენ პატარა დადვანებს ისინიც მეყოლებიან
-კარგად ვერ ვიქნები როდესაც ჩემი ძმა და ქმარი მტრებივით ქინებიან.ორივეს ერთად ისევ ვერ გნახავთ,ამჯერად მე მინდა და თქვენთან არაფერი ჭრის. ჩემ გამო კომპრომისზე ერეკლე წავა და შენ არ დაიხევ ხო უკან
-როცა მივხვდები რომ მასთან ერთად მშვიდად ჯდომას შევძლებ ერთ ჭერ ქვეშ ჩემი ფეხით მოვალ და გავუწოდებ ხელს
ისე შეხედა დასასრული იყო.ბარბარესაც არაფერი უთქვამს, იცოდა აზრს არ შეიცვლიდა . ტასუნა დაემშვიდობა ძიას და დედიკოსთან ერთად დაბრუნდა სახლში.
საღამომდე ქალაქგარეთ იყვნენ, კარგად გაერთნენ და შემდეგ უკან დაბრუნდნენ მომზადება რომ მოესწროთ.

........
აეროპორტი სავსე იყო საახალწლოდ ბევრი ბრუნდებოდა სამშობლოში, ზოგი ახალი წლის სხვა ქვეყანაში გასატარებლად მიდიოდა. იქ მყოფ ხალხს შორის ერთ წყვილზე მინდა გავამახვილო ყურადღება . უზარმაზარი ჩემოდნებით მოდიოდნენ ,ქალი ამოსუნთქვის გარეშე საუბრობდა კაცი უსმენდა. ბოლოს ქალი შებრუნდა და ტუჩებზე დააცხრა გვერდით მდგომს, ისე უცებ მოშორდა როგორც ეძგერა . მერე მშიდი სახით,ჩუმად განაგრძო გზა გასასვლელისკენ.
ბინაში არც შესულან ნორმალურად, ჩანთები დატოვეს. გამოიცვალეს. უბრალოდ მოწესრიგდნენ და პირდაპირ ბაღათურიებთან გაიქცნენ.ისე ჰყავდათ კატერინა მონატრებული და იმდენად უნდოდათ პატარა ბაღათურიას გაცნობა რომ წამებს ითვლიდნენ.
კარზე ქალმა დააკაკუნა და დაელოდა როდის გაიღებოდა. ზღურბლზე მეგობარი რომ დაინახა დაიკივლა და მოეხვია
-სურპრიზიიიიიიიიიიიიიი
-ანჩოოო ანჩოოო ზურააა ვიცოდი ,დარწმუნებული ვიყავი რომ მომატყუეთ - გაიცინა და მაგრად მოეხვია ანჩოს, ნორმალურად არ დასცალდა ჩახუტება ქალბატონმა უკან მდგომი ბაღათურიები დაინახა და წამსვე მოსწყდა ადგილს
-დიახ დიაახ ჩვენ აქ ვაართ ....ვაიმეე არ არსებობს ეს წერტილიკოოო ანდრიკოა? ვაიმე წერტილიკო კი არა რამხელა ბავშვია - ბათუს მიეჭრა და ფრთხილად აიყვანა ბატონი ანდრო-სიცოცხლე სიყვარულო სიხარულოო როგორი კარგი ხაარ მე იცი ვინ ვარ? ანჩოო დეიდააა რომელიც მაგრადაა გასატკუცი აქამდე რომ ვერ გნახა,მაგრამ ახლა ანაზღაურებს ჩემო გემრიელობაავ- ჩუმად ელაპარაკებოდა ბავშვს,ისე უღიმოდა საპასუხოდაც მიიღო ღიმილი, მერე ფრთხილად აკოცა მისი სუნი შეიგრძნო და გაირინდა - ზურააა ნახეე როგორი საყვარელიაა - ბიჭს მიუბრუნდა და ბავშვი უკეთ დაანახა. ზურას წამით გაეყინა მზერა,მაგრამ მალევე შეიცვალა გამომეტყველება და ლაღად გაუღიმა ანჩოს.
-კიდევ ერთხელ გილოცავთ...ლაივში უფრო დიდი მეჩვენება -გაიცინა და ხელით მოეფერა ბავშვს
-რა ცუდები ხართ რატომ არ მითხარით რომ მოდიოდით?
-უიმე ხო თქვი მივხვდიო რო მატყუებდითო
-მე კი არა ბათუმ მიხვდა, გამორიცხულია ანჩოს შვებულება ჰქონდეს და არ ჩამოვიდესო
-ანჩოს არც შეეპარებოდა ეჭვი ჩემს შესაძლებლობებში- ჩაიცინა და თვალი ჩაუკრა მოკისკისე ქალს
-ოფ ქორს ბეიბეეე ... სუპერ გუპერ სიძე ტყუილად მყავხარ? ნუ აი ხო არ მეპარებოდა ეჭვიი მაგრამ ასეთი ბავშვები თუ შეგეზლოო მთლად დარწმუნებულიც არ ვიყავი, ალბათ ჩემი კატერინას დამსახურებაა მეტწილად,ბავში აშკარად მას ჰგავს
- ტყუილია ,მე მგავს !
-ნუ მეწინააღმდეგები რაა - თვალები დაუბრიალა და მომღიმარ კატოს მიეხუტა- მომენატრეეე ჩემო ცხოვრებაა
-მეც მომენატრე ხო დიდხანს დარჩებით? - ზურას მიეხუტა მხრით და ჩვეული სიდინჯით გადმოაფრქვია სითბო
-შვებულების ბოლო დღემდე ვრჩებით,თავიდან ვერ მოგვიშორეებთ - ზურიკომ ლოყაზე აკოცა მეგობარს და მერე ანჩოს მიუჯდა გვერდით - მომიყვანე ცოტა ხნით
-ოოუფ არაა მე მინდააა ...ვაიმე რა ტკბილოდ სძინააავს პატარაა კაცუნააა აუუუ რა კარგიაააა...ბევრი უნდა გააჩინო ასეთები კატუში
-მეც მაგას ვეუბნები - ბათუმს ისე გადახედა სულ წამოწითლდა ეკატერინე, სხვებისთვის შეუმჩნევლად ჩააცურა წელიდან ქვემოთ ხელი და რომ მოუთათუნა ,კატო ისე გახტა სიცილი ვერ შეიკავა ბაღათურიამ, ჩაიცინა როგორც იცის ხოლმე და მერე დივანზე დაეშვა - ამ საღამოს მაგრად ვქეიფობთ .პირველად ამ სახლის ისტორიაში ,დასამახსოვრებელი ახალი წელი
-ოო ზუსტად ჩვენ გაკლდით... ვაიმე გიჟმაჟო ლიზაკუნას და ტყუპიკოების ნახვაა მინდააა
-ბავშვს დააფრთხობ ასე ანჩო ... ან ხმადაბლა ილაპააკე ან დააწვინე
-ზურაბ გეყოფა !
-არ მჯერა , იმედები გამიცრუე ანჩო ამდენ ხანს რით ვერ მოარჯულე?- ისე სერიოზულად უთხრა ბათუმ წამით ანჩოც კი დაიბნა რას მეუბნება ეს კაციო,მერე როგორც შეეძლო ჩუმად გადაიკისკისა. ზურას რეაქცია არ ჰქონია, ბავშვი აიყვანა და მთლიანად მასზე გადაიტანა ყურადღება. ვინ იცის იმ დროს რას ფიქრობდა, ანჩომ წამით გახედა შემდეგ ყურადღება გადაიტანა და მოწოლილი დარდი გარეგნულად გააქრო,მაგრამ შიგნიდან წვავდა , ნელ ნელა ვრცელდებოდა მთელს სხეულში და სუნთქვას უკრავდა.
ვინაიდან პირველი სტუმრები აღმოჩნდნენ საჩუქრები დააბინავეს ხელი არ ახლოთო განაცხადა ანჩიკომ და შემდეგ კატოსთან ერთად დაფუსფუსებდა, სულ არ ეტყობოდა დაღლა. ზურა და ბათუ მისაღებში საუბრობდნენ.
......
ყველაზე დაკავებულები დაგვაინებით წავიდნენ ბაღათურიებთან. საერთოდ სახლშიც გვიან მივიდნენ, საახალწლოდ ახალ თანამშრომლებს ასაჩუქრებდა ქალბატონი ელიზაბეტი, ბავშვები გიორგის და ბექას ჰყავდათ ჩაბარებული,უფრო სწორად ბექას ჰყავდა რადგან გიორგისაც საქმეები ჰქონდა. სახლში დაქანცული დაბრუნდა, დგომისგან ფეხები სტკიოდა, უცებ ჩამოვიდა „ცათამრჯენებიდან“ და ბავშვებისკენ გაიქცა
-დედას ბასასოებიი დედას ფუმფულიკოებიი დედას კოცნა უნდაოო დედა დაღლილიაოოო ბექამ რა გაჩუქათო? ბექა რა ნათლია გყავთო - კოცნიდა და თან ლაპარაკობდა. ორივე რო ჩაჩქმიტა,აკისკისა, იკისკისა მერე ბექასაც აკოცა და განუცხადა - ჩვენთან ერთად მოდიხარ, აქ მაქვს შენთვის პერანგი მოიშორე ეს სვიტერი რა ოხრობაა უიმეე ამხელა დიზაინერი ქალი გყავარ რძლად რაღა დროს ყელიანი შავი ზედაა შენც ახლა სოპრანო არ მყავდე და ყელს არ უფრთხილდებოდე
-გავდივარ მე...გმადლობ საჩუქრისთვის.მერე წასვლამდე შემოგივლი და ერთ ორ ასეთ პერანგს ვიჩუქებ- შეკვრას ხელი დაავლო და წამოდგა
-იცოდე თუ არ წამოხვალ იმ გოგოს არ გაგაცნობ შენ რომ ჩემთან ნახე და მე რომ ეკატერინესთან დავპატიჟე - მშვიდად განაცხადა,ეშმაკური ღიმილით უყურებდა მიმავალ ბექას ,თან ფეხს ათამაშებდა .კონჯარია წამსვე წამოეგო
-ბაღათურიებთან ოჯახური ვახშამია, მხოლოდ ახლო მეგობრები იკრიბებით და იმ ქალს იქ რა უნდა რას მატყუებ ამხელა ქალი ,ან ვის ატყუებ
-შეგიძლია არ მოხვიდე, ღმერთია მოწამე მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, დადებული პირობა შევასრულე დაგეხმარე დორბლგადმოსულ გაჭირვებულს და დავპატიჟე გოგონა ჩემი დის სახლში ,ვინაიდან და რადგანაც ის გოგონა ჩემი დის ძველი ,ძალიან ძველი მეგობარია ვისი დანახვაც ძალიან გაახარებს !
-ორი წუთით დავინახე გვერდით რომ ჩამიარა მაგის გამო არ ვვაპირებ აზრი შევიცვალო! ხვალ შემოგივლით და შეეცადეთ შიშვლები არ დამხვდეთ- მშვიდად გაეცალა იქაურობას და ელიზაბეტს წყალში ჩაუყარა შრომა.არადა როგორ იწვალა ელეონორა რომ დაეთანხმებინა ვიზიტზე.
გიორგი რომ შევიდა ოთახში და ცოლი დაბღვერილი დახვდა წამსვე საშინელებები იფიქრა
-რა გჭირს ლუ?
-რა მჭირს და შენს ძმაკაცს მოვკლავ... მაღაზიაში ჩემთან რომ იყო ორი დღის წინ ხომ გითხარი შემთხვევით შევხვდი ჩემი დის ძველ მეგობარს რომელიც წლებია არ გამოჩენილა-თქო იმ დროს ხო ეგეც მანდ იყო . ელეონორა რომ გადიოდა ბექა შემოვიდა დავინახე როგორ გააყოლა თვალი და მე რისი ლიზიკო ვარ რომ არ ჩამეწყო ამბები, დვაურეკე ელეონორას დავატიჟე ჩემს დასთან ძლივს დვაითანხმე ეს კიდე არ მოდის
-ბექა ყველა ლამაზ ქალს აყოლებს თვალს ელიზაბეტ
-ასე ნუ მიყურებ ბავშვები არიან და არ გინდა ახლა თორე - უცებ უთხრა და ფეხზე წამოვარდა. ორივე ბავშვს ჩაკიდა ხელი და კიბისკენ დაიძრა მათთან ერთად- ჩავიცვამთ ჩვენ და გავიდეთ
-ელიზააა
-მიყურე ახლა და ყარე დორბლები...ამოდი დამეხმარე და მერე იქნებ გამოჰკრა ხელი ერთ კოცნას
-ერთი კოცნის მათხოვარს ვგავარ?
-შორსაა და დიდ გულზეა...მომიახლოვდები და გაჩვენებ ვინ ხარ- ტუჩზე იკბინა წარბი მაღლა აზიდა შემდეგ ზურგი აქცია და საოცარი მოძრაობით განაგრძო გზა. ისე მიაბიჯებდა თითქოს ქალღმერთი იყო, გიორგი შიშველს ხედავდა მის სხეულს და ისე მიჰყვებოდა უკან არც კი გაუაზრებია როდის დაიწყო სიარული. ოთახში მყოფ ცოლს ბავშვებს სამოსს რომ ურჩევდა წამში დავალო ხელი არაფერზე უფიქრია, უბრალოდ ვერ სუნთქავდა და ჟანგბადი სჭირდებოდა. გარეთ გასვა ელიზაბეტი კედელს ააკრა და ტუჩებზე დააცხრა. მერე ერთიანად მოდუნდა,მოეშვა და ღიმილშეპარულმა განაგრძო კოცნა
-მინდიხარ ჩემო - ამღვრეული თვალები მიანათა და თითები პერანგის ქვეშ შეუცურა .მთელი სხეული ეწვოდა , მანამ ვერ დამშვიდდებოდა სანამ ლუს ათრთოლებულ სხეულს არ შეეხებოდა
-გიორგიი ბავშვები კარადას თავდაყირა დააყენებენ...მაგრამ არაუშავს შენ დაალაგებ - უცებ გააქრო მიზეზი საყელოში წვდა და მანამ გაუგლიჯა ღილები სანამ საძინებელში შეიყვანდა. შემდეგ ღრმად ამოისუნთქა ისე თითქოს პირველა ხედავდა შიშველ ქმარს - მალე სულს დავლევ რა დროს ესაა- გიორგის კოცნის საშუალებაც არ მისცა ისე დააგდო საწოლზე და ზემოდან მოექცა-კარი ხომ ჩაკეტე- ამოიკვნესა და ნეტარებაში მყოფ ქმარს თმაში წვდა მერე ისევ ტუჩებზე დააცხრა და წამში მის ქვემოთ აღმოჩნდა
-ორჯერ გადავატრიალე გასაღები - ვნებისგან დაბოხებული ხმა ყურთან ჩაესმა , იქვე კოცნის კავალს უტოვებდა .
რამდენიმე წუთი სუნთქვის დარეგულირებას დასჭირდა,შემდეგ სააბაზანოს მიაშურა. ელვისისწრაფით მომზადებას კი იყვნენ მიჩვეულები და არ გასჭირვებიათ მალე გამოწყობილებს ბავშვების ოთახში შესვლა თან ისეთი გამომეტყველებით თითქოც არც არაფერი მომხდარა. რა თქმა უნდა კარადიდან ტანსაცმელი იატაკზე იყო მიმოფანტული და ორივე გვირილებივით იყვნენ დასკუპულები. თოკოს თავზე ეფარა ზედა და თათულის ემალებოდა,ისიც სახეზე იფარებდა ბუთქუნა თითებს და კისკისებდა. ასეთი შვილები რომ გყავს უფრო დიდხანს გასვლაც შეიძლება.
თათული აიყვანა, საჩუქრები და თორნიკე გიორგის მიანდო შემდეგ ტანის რხევით დაიძრა მანქანისკენ . ვერ გეტყვით დაღლილი რატომ აღარ იყო,მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი ანჩოს დანახვისას ისე დაიმუხტა ახალი წლის ღამეს ბაღატურიების სახლში დიდი ზარზეიმი იყო მოსალოდნელი.
ანჩო ბავშვებს ვერ მოაშორა, ორივე რო დაკბიჩა, ჩაკოცნა, დააწითლა, აატირა და გააგიჟა მერე შეეცოდა ორი ცომის გუნდა და საწყალი თვალებით შეხედა პატიების სათხოვნელად.
-ვგიჟდებიი ნუ მიყურებენ ასე უთხარი - გიორგის მკლავებში ჩამალულ ბავშვებს შეხედა და ისევ წარბები შეკრა- ნახე რა როგორ ჩუმად მიყურებენ არ გვეცეს ეს გიჟი დეიდა რა უდა ჩვენგანო.ვაიმე გოგო ასეთი საოცრებები როგორ არიან..
.......
ბედნიერება იყო გამეფებული ბაღათურიების ახლადშექმნილ,პატარა ოჯახში რომელიც უკვე ბევრ წევრს იტევდა. დათა და ეკატერინე გვერდიგვერდ ისხდნენ და უყურებდნენ სუფრასთან მსხდომებს, ბაღათურიას ტორი ფარავდა კატერინას მტევანს.შემდეგ ტუჩებით ეხებოდა მის კანს და თავდახრილი ქვემოდან უყურებდა,ღიმილით რომელიც მხოლოდ კატოს შეეძლო დაენახა,მზერით რომლის სიმწვანე მხოლოდ კატერინასთვის იყო და სხვას არავის ეკუთნოდა. იდეალური იყო ბაღათურია, დათა ბაღათურია უამრავი ნაკლით ,შეცდომითა და სრული იდეალურობით. ეკატერინესთვის დათა იყო ყველაფერი და ამას ყოველ წამს გრძნობდა. ხვდებოდა რომ არ ჰქონდა დროს მნიშვნელობა, არც სეზონს,არც დღეს მთავარი მხოლოდ დათა იყო,მისი დათა და სხვა არაფერი. ნებისმიერი დღე ასეთივე ბედნიერი იყო მისთვის. იმ წამს გადაწყვიტა რომ ხშირად უნდა მოეწყო მსგავსი შეკრებები. წითელი ღვინო მოსვა ,რამდენიმე ყლუპი მხოლოდ და კარის გასაღებად წამოდგა
-ვინ უნდა იყოს?
-არ ვიცი ვნახავ - ბათუს გაუღიმა და ოთახიდან გავიდა. კარი გააღო და იქ მდგომ დაჩის გაოცებულმა შეხედა,აი მის დანახვას კი ნამდვილად არ ეგონა. ბიჭს ხელში უზარმაზარი ვარდების თაიგული ეჭირა ,ასევე რამდენიმე სასაჩუქრე პარკი . მომხიბვლელად გაუღიმა რძალს და ლოყაზე აკოცა-დაჩიი
-ეკატერინე ... გილოცავ ახალ წელს
-დათა გაგიჟდება, რა კარგია რომ ჩამოხვედი
-არ უთხრა !
-კარგი,როგორც გინდა - დაუთმო გზა და პირველი დაჩი შეუშვა.
ბაღათურია ჭიქით ხელში იდგა და სადღეგრძელოს თქმას აპირებდა დაჩის ხმა რომ გაიგო
-უჩემოდ როგორ ქეიფობ შე არასწორო !
-შე მართლა არასწორო რა გინდა აქ
-გზაში ვსეირნობდი სახლი რომ დავინახე შემოვედი - ისევ ისეთი უემოციო სახით უთხრა და მოეხვია ბაღათურიას
-რა დაიწყეთ ეს სიურპრიზები ტო ... დაგერეკა გეთქვა მოვდივარო შე ჩემა მეწყინებოდა ისე?
-დაგერეკა გეთქვა ჩამოდიო მეწყინებოდა?-მოკლედ მოუჭრა და შემდეგ დანარჩენებს მიესალმა. მაგიდასთან მოთავსდდა და ჭიქა ღვინით აავსო.
ანასტასია მთელი ამ დროის განმავლობაში ანჩოს გვერდით იყო, შესანიშნავ სამეულს ქმნიდნენ ანჩო ტასო და ლიზიკო. მართალია ანასტასიას ყველა იცნობდა და ყველა ერთნაირად ეკონტაქტებოდა მაგრამ ეს ორი „დეიდა“ განსაკუთრებით მოსწონდა.
დათა კიდევ ერთს ელოდა ის ერთი კი საკუთარ ბინაში იყო. რამდენიმე ოთახი მინიმალური ავეჯით,უზარმაზარი ფანჯრებით და ნაცრისფერი კედლებით. ოთახის ცენტრში შავი როიალი იდგა , მის წინ სკამზე იჯდა წელში გამართული ქალი ,რომელსაც სხეულს თხელი გამჭირვალე ნაჭერი უფარავდა. ზურგზე დაფენილი შავი თმა სკამს სცდებოდა და იატაკისკენ მიიწევდა შორიდან რომ დაგენახათ ერთი მთლიანობა გეგონებოათ იმდენად ჰგავდა ყორნისფერი თმა შავ როიალს თითქოს წამიერად ყველაფერი გაქრებოდა და მისი ნაწილი გახდებოდა სხეული რომელიც იქვე იჯდა. გრძელი გამხდარი ხელები , მკვეთრად გამოკვეთილი ლავიწები , მოშიშვლებული მკერდს გამჭვირვალე მატერია ვერ ფარავდა . გაყინული ნაკვთები ჰქონდა, ცივი შუშისებრი თვალები ,რომლებიც მელოდისს მოსმენისას თანათან ეხუჭებოდა. კლავიშებს ისე ეხებოდა მისი თხელი ,თლილი თითები თითქოს მასზე იყო შეყვარებული,ვერ შორებოდა და თანდათან უფრო ღრმავდებოდა მელოდია.მელოდია, რომელიც მათ კავშირს გამოხატავდა.მელოდია იყო ის რაც ამშვიდებდა, გონებიდან ყოველგვარ ფიქრს უფანტავდა და მთელს ადგილს თავად იკავებდა
მელოდიის დასრულებისთანავე მოაშორა თითები კლავიშებს, მშვიდად წამოდგა და ოთახი დატოვა. რამდენიმე წუთში სახლშიც აღარ იყო, სრულიად სხვა ფორმაში გამოწყობილი მიაბიჯებდა ბაღათურიების ეზოში და კარზე ნაზად აკაკუნებდა. შეეძლო სრული მეტამორფოზა განეცადა, თავისუფლად გაეღიმა საზოგადოების უცხო წევრებთან რომელთაც წარმოგენა არ ჰქონდათ მის ცხოვრებაზე, ისეთი ჩვეულებრივი ქალი გახდა მხოლოდ თავისი სილამაზით რომ მიიპყრობდა ყურადღებას. მეგობრის თხოვნის უგულებელყოფა ვერ მოახერხა, განა რა იყო ამაში რთული ერთი ახალი წელი უნდა გაეტარებინა სახლში სადაც ბედნიერება მეფობდა.
-ნინია ,მოხვედი !- ბათუს რეაქციამ ღიმილი მოჰგვარა მის ლამაზ ბაგეებს . მოეხვია და რამდენიმე წამი ასე დაჰყო
-განა ასეთი რთულია მეგობართან ერთად ახალი წლის გატარება ,მეგობარო? - თავისივე სიტყვები გაუმეორა ბაღათურიას და მოშორდა.
მისაღებში შესვლამდე მოსაცმელი მოიშორა იქვე დატოვა , ლამაზი კლაჩი გრძელთითებსშორის მოიქცია , ტანზეგამოყვანილი კაბის ბოლოს ორნავ შეავლო ხელი და დათას გაჰყვა გვერდით.
ულამაზესი იყო ნინია, იმდენად ქალური და სექსუალური რომ ღვთაებას ჰგავდა. ყველას მიესალმა, ეკატერინას საჩუქრები გადასცა და თავისუფალ ადგილას დაჯდა. ნინიამ გოგონებთან გააბა ბაასი და ღვინით სავსე ჭიქა ისე გამოცალა თითქოს ძალიან ნელა აგემოვნებდა.
თორმეტ საათზე ყველანი ეზოში იყვნენ. სიცივეს ერთად ყოფნით ერძოდნენ, ახალ წელს ხვდებოდა ბაღათურიების ირგვლივ გაერთიანებული დიდი ოჯახი...
ეკატერინე ქმარს უყურებდა მშვიდი გამომეტყველებითა და მოციმციმე თვალებით
-უღმერთოდ არა?
-უღმერთოდ!
-შენ ხარ ჩემი ქალ-ღმერთი !
ახალი წლის სურნელი ტრიალებდა ბაღათურიების ეზოში , ყველას ჰქონდა თავისი წილი ბედნიერება ,ყველას სხვადასხვა მოცულობითა და რაოდენობით.ზოგმა მათგანმა არც კი იცოდა მისი არსებობის შესახებ,მაგრამ არაფერს ცვლიდა ეს ფაქტი. მთავარია იღიმოდა გულწრფელად ,თუნდაც სხვისი ბედნიერების გამო. იმ წამს როდესაც სხვის სიხარულს იზიარებდა ბედნიერება იპყრობდა და ესეც საკმარისი იყო.
......
გიორგი ერთი საათით გაქრა, სად იქნებოდა თუ არა იმ მარტოხელა კაცთან ახალ წელს საკუთარ სახლში ჭიქა ვისკითა და სიგარეტით ხელში რომ ხვდებოდა. კარის გაღება გაუკვირდა-თქო ვერ გეტყვით. იცოდა კიდეც გიორგი რო მივიდოდა და ერთი ჩაეცინა.შემდეგ მიუბრუნდა მეგობარს და მაგარად მოეხვია
-ახალ წელს გილოცავ გიუშ
-მეც გილოცავ ბექარიონ!
მეგობრობა ,სამყაროში ყველაზე უანგარო ურთიერთობა უნდა იყოს . ჭირისა და ლხინის გაზიარების, ერთობისა და ერთად ყოფნის მდგომარეობა. ისინი კი ნამდვილად საუკეთესოები იყვნენ ....
.......
დიდხანს აღარ დარჩენილან ბაღათურიებთან სტუმრები, შუაღამეს უკვე ყველა თავის სახლში ატარებდა. მაქსიმე და ცოტნე დაიტოვეს თავისთან, ბაღათურიას ორი სულის ნაწილი დაბრუნებული ბიოლოგიური ძმა და ბიჭი ,რომელიც ყველაფერი იყო ბათუსთვის. ვინ იცის მერამდენე წელს ხვდებოდა ცოტნესთან ერთად, მის ოჯახად ქცეული დათა ახლა უკვე სულ სხვა სახლში, სხვა ადამიანებთან ერთად ქმნიდა ერთობას. მათ საუბარი არ სჭირდებოდათ, ყველა გრძნობას უთქმელად აზიარებდნენ .
ლიზამ და გიორგიმ ტყუპებთან ერთად შეაღეს ახალი წლის პირველ საათზე სახლის კარი. მძინარე ბავშვები თავიანთ საძნებელში დააწვინეს ,იმ ღამით ოტხივეს მშვიდად ეძინა, ალბათ მეორე დღეს ელიზაბეტი ტილოზე გადაიტანდა კადრს რომელსაც იმ წამს ხედავდა.
მეშვიდე ახალ წელს ხვდებოდნენ ერთად დადვანების ოჯახში , ანასტასია სწრაფად გაიქცა ნაძვის ხისკენ. მშობლებიც უკან მიჰყვებოდნენ.ერეკლე აზრზე არ იყო, სასმელისგან გაბრუებული ცოლს უჟუჟუნებდა თვალებს და ერთი სული ჰქონდა როდის მოიხელთებდა მარტოს. ბარბარეც კეკლუცად უღიმოდა , ანასტასიამ ერთ-ერთი ყუთი აიღო და მამიკოსთან მიირბინა
-მაა ხვალ არ უნდა გავხსნათ საჩუქრები?
-ეს დედიკოს საჩუქარია
-დედიკოს საჩუქარი ამაღამ უნდა ვნახო?
-დიახ!
-კარგიით რადგან მოითხოვთ- ორივეს გადახედა და პატარა გაბანტული ყუთი გახსნა. ფურცელი იდო რომელიც ყუთში ჩადებულ ნივთს ფარავდა. ფურცელზე დიდი ასოებით ეწერა „მინდას 9 თვე დაიწყო დადვანო!“ წაკითხული გააზრებულიც არ ჰქონდა ბოლომდე,ტვინი არ აძლევდა გახარები სსაშუალებას სანამ ფერადი ფურცელი არ ამოიღო და ყუთში ჩადებული ცისფერი ბაჩუჩები არ დაინახა
-ბაბიი - ჩახრინწული ხმით ძლივს ამოილუღლუღა ცოლის სახელი და დაწითლებული თვალები მიანათა
-აუუ დედააა ვერ გაიგო მგონი ფეხმძიმედ რომ ხარ...რანაირები ხართ ეს უფროსები გეთქვა პირაპირ ეს წარწერები და ბაჩუჩები რა საჭილო იკოოო უიმეეე წავედი მე მეძინება ძალიან. ჩემს ძმას გაუფრთხილდი დაიძინე შენც . ხვალ საჩუქრები ადრე უნდა გავსნა მეტს არ მიეკაროთ იცოდეთ!- უცებ მიაყარა ერთხელ მოეფერა დედიკოს მუცელზე და სწრაფად გავარდა. დადვანი კი ისევ ისე უყურებდა თავის ბაბის და იცინოდა
-ბაბიიი ...ჩემი ბაბი
-გაღმერთებს შენი ბაბი - ღიმილით უთხრა და ტუჩები დაუკოცნა.
ასეთი ფერადი იყო ის წელი, მხიარული დასასრულითა და ბედნიერი დასაწყისით . ახალი ადამიანებით, გრძნობებითა და ურთიერთობებით. ახალი წელი, სასწაულების მოლოდინით...
.............
ახალი წლის პირველი კვირა ყველას აბრუნებდა საქმიან გარემოში , დასვენების დროს ასრულებდა და დამღლელ რუტინის ნაწილად აქცევდა.
მთელი დღე საქმეებს აგვარებდა, სწავლის გაგრძელებამდე არც ისე დიდი დრო ჰქონდა დარჩენილი კონჯარიას. ისეთი საქმეების კეთება უწევდა,რომელიც არ მოსწონდა . იძულებული იყო წვეულებაზე წასულიყო, სულ ერთი საათი გაუძლო და შემდეგ გიორგისთან მივიდა . ტყუპების ნახვა უნდოდა და მეგობართან საუბარი. გაღიმებულმა შეაბიჯა მისაღებში და წამსვე შეჩერდა დივანზე მჯდომი დადვანი რომ დაინახა.
-საღამომშვიდობისა - მიესალმა და მერე ანასტასიას აკოცა- ნახე ჩემი საჩუქარი?
-კი და ძალიან მომეწონა ....არ ვიცოდი თუ მოხვიდოდი
-მეც არ ვიცოდი ,მაგრამ უცებ მომინდა მოსვლა .ტყუპებს სძინავთ უკვე რძალო?
-ახლახანს დავაძინე და არ გააღვიძო თორემ გაგატან ორივეს იცოდე
-როგორი ანჩხლი ხარ რა იყო ... ნახვა მინდოდა
-ბექაა - ბარბარე იმ წამს შევიდა ოთახში ძმის დანახვამ გააკვირვა-როგორ ხარ? მეგონა წვეულებაზე იყავი მამას ნაცვლად
-ვიყავი ,მომბეზრდა და წამოვედი
-საერთოდ რატომ წახვედი ვერ მივხვდი
-საქმე მქონდა რაღაც ... ნუ გეშინია ბიზნესში ჩართვას არ ვაპირებ!
-ფულს არავის ართმევს- ერეკლემ ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა -ჩვენი წასვლის დროა,გვიანია უკვე
-გაიქეცი დადვანო, გვერდის ავლა და შორს გაქცევა შენი ჰობია დღემდე
-არ გინდათ ახლა არ დაიწყოთ , ახალი წელია ხალხო რა დაგემართათ საერთოდ თუ ხვდებით რომ დროა შეეშვათ ერთმანეთთან ქიშპობას.მაგრად დამღალეთ უკვე და წარმოიდგინეთ ბარბარე როგორაა რას გაახურეთ საქმე რა - გიორგიმ არ აცადა ბექას გაგრძელება. ორივეს ერთად შეუტია - სად მიდიხარ ,სავახშმოდ მოხვედით თუ სანახავად ვერ გავიგე. ახლა რა ვქნა ავირჩიო რომელ საათზე რომელი დაგიბაროთ სახლში თუ რა ხდება
-ორ დღეში მივდივარ და დროებით დაისვენებ...ნუ ახურებ ახლა . ხო არ ვჩხუბობთ ,შენს სახლში ვარ გგონია ვეტაკები და ყველაფერს დავლეწავთ?
-სულ მაღალ ფეხზე როა რა ფენომენი ხარ ასეთი-ერეკლემ თავი გააქნია და ბარბარეს გადახედა-არ მოდიხარ?
-მართლა დავიღალე უკვე, ყველამ დავუშვით შეცდომები .მე ორივესთან შევცდი და მაპატიეთ.ვერ ვხვდები რატომ არ შეგიძლიათ რომ აპატიოთ ერთმანეთს.რომ ჩავუღრმავდეთ ამ ამბავს მაინც ყველა დამნაშავე გამოვდივართ და ხომ შეიძლება რომ შემეძლოს ბოლოს და ბოლოს ერთდროულად ვიყო ქმრისა და ძმის გარემოცვაში .არაა საკმარიის სისულელეების გამო დაკარგული დრო?
-არ გამაგიჟო ახლა არ იტირო ! -ერეკლემ მის ამღვრეულ თვალებს რომ შეხედა მაშინვე დაავიწყდა ყველაფერი
-მინდა !
-რა გინდა
-მინდა,რომ შერიგდეთ... ცხრა თვე ჩემს მინდებს რომ ასრულებ დაგავიწყდა?
-მოიცა რა? გაიწიე - ბექა აქამდე მშვიდად იჯდა ,მაგრამ რომ გაიაზრა ეს „მინდა“ რა მინდა იყო და ბარბარეს წყლიან თვალებს შეხედა წამსვე წამოიჭრა - მეორე დადვანი უნდა გააჩინო?
-ხოოო გირეკავდი დღეს რო მეთქვა და ისე უცებ მითხარი მივდივარო აღარ გითხარი...ვიფიქრე მივალ ამ ღამით და ვეტყვი_თქო - სლუკუნებდა და ისე უყურებდა . ბექამ გაიცინა და უცებ ჩაეხუტა
-ჩემი პატარაა...ჩემი სულელი გოგო . რა ჩემ ფეხებად მინდოდა ის წვეულება გეთქვა საქმე მაქო და არ დაგელაპარაკებოდი? ეეე მეორე დისშვილი მეყოლება ტო?-თვალები უნათებდა კონჯარიას, დას ეხვეოდა და კოცნიდა
-ხოოო და მინდა რო შეგირდეთ. ორი დადვანი მეყოლება მალე გაჩენილი რომელიც გიყვარს და რა გახდა მათ მამასაც რომ შურიდგე
-თვითონ არ მირიგდება ჩემგან რა გინდა
-ნეტა თუ არ რცხვენია როგორ იტყუება -ერეკლე ისევ სერიოზული გამომეტყველებით იდგა
-გაჩუმდი რა მე აქ ჩემ დას და დისშვილს ველაპარაკები
-ხოა ახლა ღირსი დავალურჯო
-აუუ რა სიტყვებია ერეკლეეე -ისევ ტირილი დაიწყო ბარბარემ . ბექა მოშორდა და ერეკლეს გახედა
-რა იყო შე ჩემა ფეხმძიმე ცოლთან როგორ ლაპარაკობ? ისე მგონი მართლა დროა შევრიგდეთ ...ბიჭი თუ იქნება ბექა დაარქვით ჩემი განვლილი ცხოვრების გამო არ ვიმსახურებ?
-ეს სარკაზმი მაგიჟებს !
-გიყურებთ,გისმენთ და ვერ ვხვები რა კატეგორიის არანორმალურები ხართ,მაგრამ როგორცაა აშკარად შერიგების სუნი მცემს რომელიც აუცილებლად უნდა დავასველოთ. ბავშვებს სძინავთ, ტასიკოსაც მიეძინა იქ და აბააა დავტრიალდე? - ელიზაბეტი ჩაერთო და ქმარს მიეხუტა - ნუ ამინერვიულეთ ქმარი თქვე არასწორებო
-დაყარე პურ-მარილი რძალო პატარა დადვანი უნდა დავლოცო ! რამდენი ხანია არ დავმთვრალვარ -ერეკლეს უყურებდა მერე ორივეს გაეცინა . ბარბარე ჩაეხუტა ორივეს და ტაში შემოჰკრა
-ურააა ...ახალი წლის საჩუქარიც მივიღეთ დედი მე და შენ -მუცელზე მიიდო ხელი და გაიცინა- ტასოს მართლა ჩაეძინა?
-ხო ესენი არ წავლენ სახლში ამ წელშიო და დავიძინებო . ბავშვებთან წევს ისიც . ეს დღე ჩავინიშნოთ , ყველაზე მარტივი შერიგების სახელით. იმედია მეტი ჩხუბი დავიდარაბა და მერე შერიგებები აღარ დაგვჭირდება არავისთან
არ ვიცი ამათ სახლში სუფევდა საოცარი განწყობა თუ რატო იყო ყველა პოზიტიურად,მაგრამ ფაქტია ასე უბრალოდ და მარტივად შერიგდნენ კონჯარია და დადვანი. რეალურად რაღა ჰქონდათ გასაყოფი, ნამდვილ მეგობრებად თუ ვერ გარდაიქმნებოდნენ უბრალოდ ურთიერთობა მაინც ექნებოდათ. ბოლოს და ბოლოს შანსს ყველა იმსახურებს...
........
ბაღათურიები მშვიდად ატარებდნენ საღამოს, ორანჟერეაში ისხდნენ და ვახშმობდნენ. პატარა ბატონს მშვიდად ეძინა და შიგადაშიგ მიმიკებს იცვლიდა. ბათუ ღიმილით ადევნებდა თვალს ვაჟიშვილის ქმედებებს. ეკატერინემ აკოცა და თავი მხარზე დაადო
-რა იქნება ახალ წელს შენი საყვარლის სტატუსით რომ შევხვდე?
-როგორ, ქმარი აღარ გინდა?
-ნწ ...შენ კიდევ გინდა ცოლი ?- თავი ასწია ყელში აკოცა კაცს და ქვემოდან ახედა - განვქორწინდეთ?
-მეზობელი , ქმარი და საყვარელი?
-ნამეზობლარი, ნაქმარევი საყავრელი რომელიც მომიტაცებს და მეორე ბაღათურიაას შექმნის ჩემში
-სიგიჟეა ღმერთმანი! -თითები თმაში შეუცურა და ტუჩებზე მიაწება ბაგეები. ნელა აგემოვნებდა ღვინისფერ ტუჩებს ,არ ჩქარობდა. განა რა იყო საჩქარო - ქორწილი ამჯერად ზამთარში გადავიხადოთ?
-არა შემოდგომის მიწურული სჯობს
-როდის განვქორწინდეთ?
-ჩემი ქმარი აღარ იქნები ? არ მინდა , ცოლი რომ არ გეყოლება თავისუფალი კაცის სახელით უნდა იცხოვრო?! აღარ მინდა დავტოვოთ მხოლოდ ნამეზობლარი საყვარელი ქმარი -მოულოდნელად შეეცვალა განწყობა, სერიოზულად განაცხადა და ბათუს მოფერება განაგრძო
-არ ხარ შენ ნორმალური
-განა საცოდაობა არ იქნებოდა შენ რომ ნორმალური ცოლი გყავდეს?
-არადა ნორმალური ჩანდი,როგორ გამაბრიყვე-მწვანე სფეროები უბრჭვიალებდა ბაღათურიას-არანორმალურად უყვარხარ შენს დათას ! -უთხრა და მთელი გრძნობით დაეწაფა ქალის ბაგეებს
გარეთ თოვდა, მათთან კი სიყვარულის ფანტელები ცვიოდა მხოლოდ
..................
თვეები ერთმანეთს მიჰყვებოდა, დრო გადიოდა ურთიერთობები კი არ ცივდებოდა ,არამედ სულ უფრო და უფრო საინტერეო ხდებოდა. იცვლიდა ფერებს, ნათდდებოდა და თბებოდა...
მზის ამოსვლამდე გაიღვიძა, მშვიდად მძინარე ბაღათურიებს გადახედა ბედნიერების ღიმილმა გაუპო ბაგე. ბათუს ანდროს მხარეს ჰქონდა ხელი გადმოწეული და ისე ეძინა. პატარა ბატონს ლოყები ასწითლებოდა ,მსხვილი ტუჩები ერთმანეთზე დაეშორებინა და ღრმად სუნთქავდა. მზე რომ მიენათა მამიკოს მხარეს გადაბრუნდა და მკერდზე მიეკრო . მანაც ინსტიქტურად მიაყოლა ხელი და საბანი ზურგზე მიაფარა. რამდენჯერ უნახავს დათას მსგავსი ქცევა, არასდროს აღუნიშნავს ხმამაღლა ,მაგრამ ორივემ კარგად იცოდა როგორი კარგი მამა იყო დათა ბაღათურია. ნაწნავი ზურგზე გადაიწია და მათკენ დაიხარა, ჯერ პატარას აკოცა შემდეგ ბათუს მიაწება ტუჩები წვერიან ლოყაზე და მათი საერთო არომატის შეგრძნებისას თვალები დახუჭა,ამაზე დიდი სიამოვნება არაფერი იყო დილით ორ საყავრელ არსებასთან ერთად რომ იწყებდა.
მნიშვნელოვანი დღე ჰქონდა კატერინას, მუშაობას იწყებდა. სექტემბრის შუა რიცხვებში უნივერსიტეტში ბრუნდებოდა,პირველად დაუტოვებდა ძიძას ანდროს. ძიძას რომელიც მთელი კვირა დაკვირვების ქვეშ ჰყავდა, რომელსაც ივლისის შემდეგ არჩევდა და რომელიც ძალიან მოსწონდა. სავარაუდოდ ქალბატონი ხათუნა იქნებოდა ანდროს აღმზრდელიც, პატარა ბატონი ისევ ისეთი დინჯი,ჭკვიანი და კარგი ბიჭი იყო. ხასიათი დიდად არ უცვლია. მხოლოდ სიტყვების თქმას ცდილობდა, სულ მოძრაობდა და სიარულის დაწყება სურდა,მაგრამ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ძალა დამოუკიდებლად სიარულისთვის. გიჟ დეიდაშვილებს უყურებდა და სურდა მათ დადევნებოდა,მაგრამა რ გამოსდიოდა. საყვარლად კრავდა წარბებს როცა გააბრაზებდნენ და ყველაზე ხშირად მამას იძახდა. მართალია პირველად დედა თქვა ,მაგრამ ძალიან იშვიათად ამბობდა. ბათუ როგორც კი შევიდოდა სახლში მაშინვე გაუცინებდა და ბუთქუნა ხელებს გაიშვერდა მისი მიმართულებით, იმ წამს ბაღათურიას თვალები ბედნიერებისგან ბრწყინავდნენ.
სააბაზანოში შევიდა,კაბინაში იდგა დათას ცხელი ტუჩები რომ შეეხო წყლის წვეთებისგან დანამულ ყელზე
-სამუშაოს უბრუნდები , შესაფერისი გაცილება გჭირდება - ახალგაღვიძებულის ვნებისგან დაბოხებული ხმა ეკატერინეს სრულიად აკარგვინებდა ჭკუას.
-დღეს მალე დავბრუნდები, სადმე წავიდეთ
-ზუსტად ეგ ვიგულისხმე მეც ..წავედი ახლა ჩავიცვამ მეც ხომ მაქვს სამსახური- უცებ მოშორდა მერე ქვემოთ დაიხედა და წარბები შეკრა- არაოო არ წახვიდეო
-ნეტა არ აფრენდე
-შენნაირი მოსაწყენი საყავრელი ჯერ არ მყოლია
-ისევ დავქორწინდეთ- თავად მიიმწყვდია კედელთან ბაღათურია
სააბაზანოდან გავიდნენ, მოწესრიგდნენ .მოემზადნენ სამსახურში წასასვლელად ბატონ ანდროს კი ისევ ეძინა. გვერდი ეცვალა ხელი სახეზე მიედო და მშვიდად სუნთქავდა. საბანში გახვეული იყო მაგრამ მკლავები ზემოთ ჰქონდა ამოწეული და მაჯებზე ნაკეცი უჩანდა.
-რომ არ ვაკოცო გავგიჟდები
-გაეღვიძება
-და შეკრული წარბებით ამომხედავს
-შენს წასვლამდე გაიღვიძებს...ვისაუზმოთ
-მგონი მომავალ წელს უნდა დავბრუნებულიყავი ...როგორ დავტოვო ნახევარი დღით
-ასე თუ ვიმსჯელებთ ვერასდროს დატოვებ და მთელი ცხოვრება სახლში აპირებ ყოფნას თუ ბაღში,სკოლაში, უნივერსიტეტში გაჰყვები
-წუწუნი რომ დამაცადო ოდესმე რა დაგიშავდება?
-მგონია რომ ცოლი შემიცვალეს და მაგრად ვნერვიულობ - ლოყაზე აკოცა და სამზარეულოში შეჰყვა.
ერთად ამზადებდნენ საუზმეს, ეკატერინემ ანდროსთვის მოამზადა კერძი .ბათუმ ყავა და შემდეგ მშვიდად მიირთვეს. ბაღათურია დილით საუზმობას რომ მიაჩვია ქალბატონმა ეკატერინემ ეს აღსაღნიშნი ფაქტია,მაგრამ სიგარეტს ვერაფერი მოუხერხა,ერთადერთი სახლში აღარ ეწევა ბავშვთან.
ბატონმა რომ გაიღვიძა კატერინამ ჩააცვა, მოაწესრიგა მერე ბევრი მოეფერა და ძიძასთან ჩაიყვანა. შემდეგ დათასთან ერთად დატოვა სახლი . მანქანასთან მისვლამდე აკოცა დათას და შემდეგ ტუჩები გაილოკა
-ვერასდროს ვიფიქრებდი ამას თუ ვიტყოდი,მაგრამ არ მინდა წასვლა
-ეკატერინე!
-ისე მაგდებ სახლიდან ასე მგონია გავსუქდი, მოსაწყენი და მოუვლელი ცოლი გავხდი რომელიც სულ მოუწესრიგებელია და უკვე ერთი სული გაქვს როდის გამიშვებ სამსახურში
-შეუძლებელია ასე იყოს საერთოდ არ ხარ ჩემი ცოლი ,სულ გავიწყდება
-ამ საღამოს რესტორანში რომ მივდივარ კოლეგებთან ერთად საყვარელს ხომ ვერ წაგიყვან რას იტყვის ხალხი
-სულ გამიგიჟდი . მალე უნდა მოვაწეროთ ხელი
-არ მინდა ნიშნობის ბეჭედი უფრო მიხდება
-ქორწინების ბეჭედს ატარებენ სამუდამოდ ნიშნობისას არა ეკატერინე
-მაგვიანდება ...მაკოცე და გახსენი წარბები - აგიჟებდა ეს ქალი,როგორ შეიძლებოდა სხვებთან ამდენად განსხვავებული ყოფილიყო და როგორც კი მიუახლოვდებოდა სრული მეტამორფოზა განეცადა.იმდენად ეშმაკი ხდებოდა ზოგჯერ ბათუსაც კი აშტერებდა. არადა თვითონ ფიქრობდა მის მოტაცებას და ეს ეგონა სიგიჟე, როცა ახალ წელს განუცხადა განვქორწინდეთო ჩვეულებრივად განაგრძეს ცხოვრება. შემდეგ ისევ ამოუტივტივდა ტვინში ეს ამბავი „მეზობელი ,ქმარი და საყვარელი „ კარგად ჟღერსო , არასდროს მინდოდა ამდენ ხანს ცოლის სტატუსი მეტარებინა და განვქორწინდეთო. განქორწინებას დათას მივლინებაში წასვლა დაემთხვა და ყველას ეგონა რომ ნამდვილად განქორწინდნენ. ეკატერინე შოკირებული დარჩა ნელიმ რომ მიაკითხა და ლამის ტვინი გაუბურღა ქმარს თან ასეთს როგორ გაეყარეო. არადა ბოლო ინფორმაციით მისთვის ცუდ სიძედ მიაჩნდა დათა და ელოდა რომ ვინმე ახალ კანდიდატს წამოუყენებდა. ვერავინ მიხვდა რა ხდებოდა მათ თავს, არავინ იცოდა სიმართლე და ორივე ხალისობდა . ანჩომ და ელიზაბეტმაც კი ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა სინამდვილეში. თუმცა იმდენად იყო ეს ყველაფერი აზროვნებას აცდენილი ნორმალური ადამიანი ვერც კი გაივლებდა გონებაში მსგავს აზრს.
უნივერსიტეტში კიდევ ერთი ბედნიერება ხვდებოდა და ამით ინუგეშებდა თავს. ამ ბედნიერებას ქალბატონი ანჩო ჰქვია,რომელმაც ზურაბთან ერთად უკან ,სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. მხოლოდ ეკატერინე არ ხლართავდა ამბებს, ცოლ-ქმარს სიურპრიზის მოწყობა სურდათ და ახლა ასე მშვიდად დახვდა ეკატერინეს დერეფანში. ანჩო რომ დაინახა თვალებს ვერ უჯერებდა
-გამარჯობათ თქვენ უცხო ენების ლექტორი ხომ? სასიამოვნოა მე ახალი ვარ თქვენთან ანჩო
-ანჩო აქ შენ ? როგორ ხომ გააგცილეთ
-დავბრუნდით უკან ... კიდევ კარგი ჩანთები ცარიელი იყო და ბარგი არ ვზიდეთ თორემ ხომ ატკივდებოდა წელი ჩემს ზურიკოს !
-სულ რჩებით? ზურაც აქ არის?
-არა ბატონს არ მოეწონა ლექტროის ხელფასი და სხვაგან იპოვნა სამსახური
-და ეს ყველაფერი ზაფხულში მოასწარით? როგორ არ მითხარით!
-ლიზიკო მომკლავს ! -რომ მოეხვია მეგობარს მერე წაიკრუსუნა და გაიკრიჭა- აუდიტორიებს ვერ ვპოულობ ნერვები დამაწყდა. რა სიმპათიური სტუდენტები მყავს ნეტავ იცოდე, მგონი ზურიკოს ვუღალატებ.გამაგდებენ სტუდენტთან სექსუალური კავშირის დამყარების გამო?
-არანორმალური ხარ!
-განა მე ვაცდუნებ, ერთი ბიჭი ისე მიყურებდა დარწმუნებული ვარ რომ დავუძახე ძუძუსთავს მოაშორა ტუჩები...ვახსენე და გამოჩნდა კიდეც შენც ასწავლი? აქეთ მოდის,ჯანდაბა მართლა როგორ მიყურებს -ჩუმად ბუტბუტებდა , ეკატერინეს უკან არ გაუხედავს ,მაგრამ ბიჭი მათთან რომ გაჩერდა წამსვე იცნო საკუთარი სტუდენტი
-როგორ ბრძანდებით ქალბატონო ეკატერინე?
-კარგად გუგა ,თავად?
-გამიხარდა რომ დაბრუნდით , არაჩვეულებრივად გამოიყურებით
-გმადლობ
-რა ბედნიერებაა ერთ უნივერსიტეტში ორი მშვენიერი ლექტორი ,გამიმართლა აქ რომ მოვხვდი - ანჩოს გადახედა მსხვილ ტუჩებს კბილებით წაეთამაშა ,თვალების ჟუჟუნით შეხედა ქალს და შემდეგ უკან დაიხია- აღარ შეგაწუხებთ... ლექციაზე შევხვდებით
-პირველი დღეც ასეთი უნდა ! შენც მოსწონხარ თუ რა ხდება?-ანჩო ეკატერინეს მუტრიალდა და გაიცინა
-არა რა თქმა უნდა ! შენ კი ნუ ხარ ასეთი ლმობიერი, რამდენს ბედავს
-კარგი რა ბავშვია ჯერ ახლა უხარია ცხოვრება . წავედი ლექცია მაქვს ... წარმატებული დღე ჩემო სიხარულო
-შენც ასევე...საღამოს იცოდე გელოდებით
-ყველანი შემიკრიბე
......
მანამ კი იყო „მინდას“ თვეები , ბარბარე ამჯერად სრულიად სხვანაირი ფეხმძიმე იყო, პირველად ჩხუბში გაატარა , განგებ აგზავნიდა ერეკლეს სხვადასხვა საჭმლის,ხილის ანდაც ბოსტნეულის მოსატანად. ახლა კი ერთადერთ რამეს მოითხოვდა „ მინდა ჩემთან იყო!“ ანასტასია განსაკუთრებით მზრუნველი გახდა, კითხვა უკეთ ისწავლა და ზღაპრებს უკითხავდა პატარა ძმას, ბაღში ნასწავლ სიმღერებს უმღეროდა და ბევრს ელაპარაკებოდა. უყვრებოდა თორნიკეზე,თუ როგორ აჩუქა ყვავლები, გაუყო შოკოლადი ,როგორ ჩაკიდა ხელი და დამშვიდობებისას აკოცა ლოყაზე,რომ არავისთვის უნდა ეთქვა და ბოლოს , თორნიკესთან არასდროს ეჩხუბა. ბარბარე უსმენდა ,უსმენდა და ბოლოს თავს ვეღარ იკავებდა კოცნიდა მანამ სანამ ანასტასია არ გაექცეოდა. ერეკლემ თორნიკეს შესახებ იცოდა და იცინოდა ხოლმე, სანამ თავად არ ნახა პირველკლასელი თორნიკე და თავისი ქალიშილი ერთად. მერე ბარბარეს გართობა დაიწყო, დასცინოდა ეჭვიან მამიკოს და უსმენდა მის წუწუნს. ბოლოს სუნთქვისშეკვრამდე დასცინოდა ერეკლეს აზრებს და დადვანის შეკრული წარბებიც მხოლოდ კოცნის შემდეგ იხსნებოდა.
მთელი კვირა არ ეძინა, ბავშვი მოსვენებას არ აძლევდა. როგორც კი ტასო დაიძინებდა ცოლ-ქმარი ტელევიზორის წინ დივანზე მოკალათებულიი უყურებდნენ ფილმებს. შემდეგ ჩაეძინებოდა ბარბის და ერეკლეს საძინებელში მიჰყავდა. ის ღამეც დივანზე მჯდომმა გაატარა, ფილმის დასასრულს ჩაეძინა, ერეკლემ საძინებელში აიყვანა ფრთხილად დააწვინა ,მაგრამ მაშინვე გაეღვიძა
-ერეკლეეე
-გაიღვიძე?
-ხო
-რა ხდება?
-იქ მგონი ჭიპლარი აქვს დახვეული და ბურთის ნაცვლად იყენებს...
-ანასტასიაც ასე იყო ,მაგრამ ფეხბურთს ვერ იტანს
-ეს ბიჭია და ბიჭებს ბურთი უყვართ ...ყველანაირი სიმრგვალე .შენს შვილს მითუმეტეს ეყვარება... ვაიმე ეს რომ გაიზრდება შენაირი ბაბნიკი თუ იქნება გავაფრენ
-რატომ გააფრენ
-ნეტა როგორი შეგრძნებაა რომ იცი შენი შვილი ვიღაც გოგოსთანაა...
-შენ გოგოც რომ გყავს გავიწყდება? ახლა გავგიჯდები ! იმ თორნიკეს მშობლებს უნდა ველაპარაკო ბაღიდან რომ ეყოლება შეყვარბეული მერე რას იზამს ...
-ისევ თავიდან იწყებ!- ღრმად ჩაისუნთქა და თვალები აატრიალა
-თვალებს ნუ ატრიალებ
-ეს ბავშვი არ ისვენებს რაა ...ნამდვილად ფეხბურთზე უნდა შევიყვანო,იქნებ კალათბურთზე
-რაგბს რას უწუნებ
-არაა გამორიცხულია ვერ დავჯდები და ვერ ვუყურებ ჩემს შვილს როგორ გადათელავენ. თანაც მეეჭვება ასეთი ძლიერი იყოს და ისეთი ფიგურა ჰქონდეს როგორც მორაგბეს სჭირდება
-კარგიი რადგან არ იშლი ხვალიდან ვიპოვნი მწვრთნელს
-ნუ ცანცარებ რა
-გაჩუმდი და ნახე როგორ მოძრაობს- პენუარი აუკეცა და მუცელზე დააკვირდა. ჩუმად იწვა და უყურებდა.
დილით ჩაეძინა და შუადღეს გაეღვძა, ანასტასია ერეკლეს ჰყავდა .ქვემოთ ჩასული არ იყო კარზე ზარის ხმა რომ გაიგო. ერკელემ გააღი და კიბის ჩავლისას სახლში შესული ბექა დაინახა
-კიდევ კარგი ისევ გაბერილი ხარ. ჩამოვასწარი - გაიღიმა და მოეხვია
-აქ რა გინდა შენ..რა არასდროს მეუბნები როდის მოდიხარ
-აუ რა საყავრელი ხარ ბარბარიკაა
-შენ უფრო გასიმპატიურებულხარ...რა არის რუსის ქალები წამალივით გშველის?
-გმადლობთ შენც კარგად გამოიყურები ...აბა როდის გამოდის დადვანი?
-მე რა ვიცი წესით უნდა იყოს უკვე გამოსული,მაგრამ აშკარად არ უნდა კომფორტული ზონის დატოვება....და უნდა ნაყინი
-ბექააა
-გისმენ პრინცესა- ქალბატონის კოცნას რომ მორჩა მასთან ერთად დაჯდა სავარძელში
-შოკოლადები სად არის?
-აი იმ ჩანთაშია შოკოლადები
-აქამდე ვერ მითხარი?- უცებ წამოვარდა და ჩანთაში ჩაძვრა. შოკოლადებს მიირთმევდნენ და ბექას გეგმებს უსმენდნენ. შემდეგ სადილობას აპირებდნენ,ქალბატონი წამოდგა და ტკივილები დაეწყო.პანიკაში არ ჩავარდნილა,ანასტასიას შეშინება არ უნდოდა.უბრალოდ კლინიკაში წავიდნენ, პალატაში იწვა და ექიმის მითითებებს ასრულებდა.
-როდის დაგეწყება...იქნებ დღეს არა?
-ერეკლე რომ დაჯდე არ გინდა? ატრა*** უკვე შენ მშობიარობ თუ ჩემი და-როგორც ექიმი სიმშვიდეს ინარჩუნებდა და ერეკლეს ნერვებს აწყვეტდდა
-ეს ექიმები მაგიჟებთ... ცოტნეს აჰყვა ახლა ესეც
-მე გინეკოლოგი არ ვარ,მაგრამ მაინც ყველაფერი რიგზეა და უბრალოდ დამშვიდდი რა
-აღმოჩნდები ერთ დღეს ჩემს ადგილას და მერე დამიჯერე შენი ექიმობა დაგავიწყდება. უფრო ინერვიულებ იმიტომ რომ იმაზე მეტი გეცოდინება ვიდრე მე ვიცი
-ახლა ორივეს მოგკლავთ! ერთმანეთთან დიალოგი გარეთ განაგრძეთ
-კი მაგრამ ბაბი
-ბაბიიი ბაბიიი ერთხელ თქვენც უნდა იმშობიაროთ და მერე იქნებით მშვიდად თუ ინერვიულებთ ვნახავდი,მაგრამ ღმერთმა აშკარად ვერ დააბალანსა სიტუაცია და ჩვენ ქალები უფრო ძლიერები,ამტანები და დაჩაგრულები აღმოვჩნდით. აიი ახლა ნამდვილაად დამეწყოოოოოო ჩემი ბიჭი მოდის დადვანო
-ისე თუ უნდა მომიჭირო ხელი როგორც მაშინ ხელთათმანს გავიკეთებ რა ...მერე ბავშვი ვეღარ ავიყვანე
-ეს ხომა ღირსი მოვკლა, ჩემი და მშობიარობს ეს კიდე ხელის ტკივილს დარდობს
-შენ ჩუ რა ... გამოსვლამდე დამახვედრეთ ვისკი ან რამე მაგარი ვატყობ ცუდად ვიქნები რომ გამოვალ და დამჭირდება-ერეკლე წინა გამოცდილებას იხსენებდა და წინასწარ ტოვებდა მითითებებს
-ბარბიიი გამაგრდი მალე ორშვილიანი დედა იქნები- ბექამ დას აკოცა და გავიდა.
შემდეგ თითქოს ნაცნობი და მაინც განსხვავებული მშობიარობა დაიწყო. პირველისგან განსხვავებით ამჯერად ყველაფერი უფრო მარტივად მოხდა, ბატონი დადვანის ხმა რომ გაიგეს ორივეს მოშვა, ერეკლემ ბარბარეს აკოცა ,შემდეგ პატარა დადვანს შეხედა და კიდევ ერთხელ განიცადა უსაზღვრო ბედნიერება.
-ალექსანდრე გაიცანი შენი მამიკო - ღიმილით აკოცა ბავშვს და შემდეგ ჩურჩულით უთხრა
-ალექსანდრე გადაწყვიტე...ალექსანდრე დადვანი
-სანდრო ....სანი დადვანი ჩემი პატარა დადვანი
გარეთ გასულს ანასტასიას ჩახუტება მოუნდა.პატარა ქალბატონი იქვე იყო.პირველად მას მოეხვია და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა. შემდეგ დანარჩენებისგან მიიღო მილოცვები ისე რომ ანასტასიასთვის ხელი არ გაუშვია.
აი ასე გაჩნდა პატარა დადვანი ,რომელმაც ოჯახი სულ სხვა რეჟიმზე გადაიყვანა. ყველა სანდროს ირგვლივ ტრიალებდა. ანასტასია ცოტა დაბნეული იყო, მართალია სხვებსაც აკვირდებოდა,მაგრამ ამჯერად თავად ჰყავდა სახლში ჭირვეული, პატარა ბიჭი რომელიც შუაღამით ტიროდა, მუცელი ტკიოდა,ხანაც შიოდა, ხანაც არ ჭამდა . უყურებდა ნახევრად მძინარე მშობლებს და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა.
ბექა ჩამოსვლის შემდეგ ერთი კვირა ბარბარეს ირგვლივ ტრიალებდა, პარალელურად სამუშაოს პოვნას ცდილობდა, ტესტები უნდა ჩაებარებინა და გასაუბრებებზე გასულიყო. ბოლოს გადაწყვიტა რამდენიმე კვირა ტაიმაუტი აეღო ,სახლი უნდა მოეწესრიგებინა და თბილისის რეჟიმს დაბრუნებოდა. ........
საწოლზე სუნთქვააჩქარებული დაწვა და ჭერში საკუთარ გამოსახულებას მიაპყრო მზერა,შემდეგ გვერდით მყოფს და გაეღიმა
-აღიარე ერთხელ მაინც რომ მსოფლიოს ყველაზე მაგარი საყავრელი შენ გყავს-წვრილ წელზე შეუცურა ხელი კაცმა და ზემოდან მოიქცია ქალი , თითები თმაში შეუცურა და მის დაბუჟებულ ბაგეებს წაეტანა - მიყვარს ჩემი გემო რომ გაქვს - ტუჩები ყელზე ჩაასრიალა და კანზე ოდნავ უკბინა შემდეგ ტუჩებშორის მოიქცია და სველი კოცნის კვალი დაუტოვა
-შენ რომ აღიარებ შემდეგ
-რა უნდა ვაღიარო ისეთი რაც წუთების წინ არ მითქვამს- ხელი ხერხემალზე ჩააყოლა ,თეძოზე მოუჭირა შემდეგ საჯდომზე გადავიდა და წამსვე ასწია ჰაერში ქალი ,სწრაფად დაუშვა უკან და მასში შეაღწია ,ქალის შეუკავებელი კვნესა და ანთებული თვალები ჭკუას აკარგვინებდა. გაიცინა და მკერდზე მიაწება ტუჩები - ცოტა დრო გვრჩება ტკბობის დრო არ გაქვს ,ცოტა სწრაფად - ღიმილშეპარულმა უთხრა და ქვემოდან ახედა ქალს,თვალები სიამოვნებისგან დაბინდვოდა, გრძელი თმა საჯდომამდე წვდებოდა.მოძრაობისას ზურგზე ეცემოდა .თავი უკან ჰქონდა გადაწეული, თითებით კაცის თმას იყო ჩაფრენილი - მაკოცე!-ბრძანებასავით ჟღერდა მისი ხმა ,კაცმაც გაიცინა და სწრაფად დაუბრუნდა მის ტუჩებს.
დრო ნამდვილად არ ჰქონდათ ბევრი, სტუმრებს ელოდნენ. წესით რამდენიმე დღით ადრე რომ უნდა მიეღოთ იმ სტუმრებს და არ ღირდა ვიზიტის გადავადება. როგორღაც მოასწრეს მოწესრიგება და ბავშვის ოთახშიც გავიდნენ, კარგია როცა ბავშვს ღრმა და ხანგრძლივი ძილი აქვს. ისევ მშვიდად ეძინა ბატონ ბაღათურიას , ჩვეულებისამებრ ლოყები აწითლებული,ტუჩები დაშორებული ,მარჯვენა ხელი თავთან და მარცხენა ღიპზე ჰქონდა. ზარის ხმამ არც გაუგია სამაგიეროდ მშობლებმა შეწყვიტეს პატარა ბატონის ცქერა და სწრაფად ჩავიდნენ პირველ სართულზე
-აბა სწრაფად სწრაფად ერთი ,ორი მესამე სადღაა ბავშვები მომათქვენი დაგვრჩა?- ლიზიკოს ხმა გაიგეს და სიცილი ვერ შეიკავეს პატარა თათული და თორნიკე რომ შევიდნენ სახლში .
-ელიზაბეტ , ამ დარჩენაზე სახლში ვისაუბრებთ- გიორგი მალევე ამოუდგა გვერდით თვალები დაუბრიალა ცოლს და შემდეგ კარში მდგომ წყვილს გაუღიმა- როგორც იქნა გესტუმრეთ ... ანდროს სძინავს?
-მალე გაიღვიძებს...შემოდით
-მოკლედ რა გენაღვლება ძილისგუდა შვილი გყავს ... საყვარელს ხვდები ნებისმიერ დროს და კვნესით ისეთ ხმაზე რომ სახლს საძნებლის მხარეს ფანჯრები დაბზნილი აქვს .ბავშვები გავცვალოთ დაო
-დავიჯერო შენ ხელს გიშლიან ბავშვები? - გიორგიმ გახედა ისევ
-ეს გააჩუმეთ ვინმემ, მთელი დღეა მიღრენს რა უნდა ვერ გავიგე. მე კი არ მყავს დიდძუძუებიანი საყვარლობის კანდიდატი სამსახურში ! ჩემგან რა უნდა? ქალი თუ უნდა ჩაუძვრეს სახით მკერდში და შეუძვრეს ფეხებშორის იმ ყალბ წითურს!
-ცოლო პოპკორნი არ გვაქვს? იმათ მოსვლამდე გიოგრი V.S ელიზაბეტი იქნება .ფსონს ცოლისდაზე ვდებ -ბათუმ კატოს გადახედა და წარბი მაღლა აზიდა
-რა კარგ ხასიათზეა ხედავ ? იქნებ და მიხვდე რატომაა კარგ ხასიათზე და ჩემი განწყობაც დაინდო - გიორგიმ უთხრა და სულ გადარია ელიზაბეტი
-გითხარი მე შენ პასუხი წეხან და ის იქნება ყველა შენს კითხვაზე პასუხი დღეს! აბა მომიყევით რა ხდება? რა ვახშამია? რამდენი დღეა დაიწყე მუშაობა და შაბათამდე ვერ მოვაღწიე შენამდე... ვმუშაობ მეც და ვასწრებ ყველაფერს ,მერე რა რომ ქმარი ღალატს აპირებს -მაინც წაკბინა საწყალ გიორგის და დაიკოს მიეხუტა-თითქოს ეუბნებოდა „მიშველეო“
-ვიღაც უნდა მოვიდეს სტუმრად და მათ ველით...დამეხმარე - ელიზაბეტი გაიყვანა და ბიჭები მარტო დატოვა-რა ხდება?
-სამსახურში ვიღაც ბოზანდარა აიყვანა ! რომ იცოდე რამხელა მკერდი აქ შენც უღალატებდი ქმარს კი არა ორიენტაციას შეიცვლიდი.რომ შევხედე დავფიქრდი კაცები ხო არ მომბეზრდათქო...ისე რა კაცები ის დამპალი მყავს მარტო ...ახლა უნდა დამაჯეროს რო მთელი თვეა სამსახურში ჰყავს და ხელი არ წაცდენია? მე მატყუებს? ის ვიცი როის რას ფიქრობს რომ მიყურებს და იმ წამს სად უნდა რომ მაკოცოს და რომელ პოზაში....ჯანდაბა ხმამაღლა ვლაპარაკობ ხო?
-გიორგი არ გიღალატებს , დარწმუნებული ვარ . ნუ გააგიჟებ ტყუილად
-გაგიჟდეს,მე რომ ვგიჟდები კარგია? შენ რა გაბრწყინებული ხარ რა იყო ამდენხნიანი ორგაზ*** გაქვს?
-ელიზაბეტ!
-ელიზაბეტ კი არა დამალევინე რამე თორე ოთხი დღეა არ მივკარებივარ იმ იდიოტს და ყოველწამს მინდება მივვარდე და გავაშიშვლო...გავაუპატიურებ გეფიცები - თავი უკან გადაწია და ამოიკნავლა- კომაში ჩავვარდები მალე რა გაცინებს...გიკვირს ხო ამდენ ხანს რომ გავუძელი
-აბაა როგორ...მთელი ოთხი დღე? ნუუ სასწაული მოთმინების უნარი გქონია,გამაგიჟე
-ოთხი დღე ცოტაა გოგო? არც უკოცნია...მალე ტუჩებს მოვითლი
-არანორმალური ხარ !
-ვინ უნდა მოვიდეს? ბარბი ჯერ ვერ გამოვა სახლიდან და ტასმასუნა ბავშვს არ შორდება.რამდენი ხანია არ დარჩენილა ჩვენთან იცი?
-ანდრიკოს კითხულობს გვირეკავს სულ და ისე აკვირდება კამერით
-ეგრე მეც მირეკავს ... დაჩი ჩამოვიდა წასული რომ იყო სადღაც? მართლა აქ იწყებს მუშაობას თუ ჭორია?
-მართალია... აქაა კი და მოვა დღესაც
-ანუ ამდენი თვის შემდეგ ისევ ყველას ერთად შეგვყრით ხომ? მოკლედ ცოლ-ქმარი ბაღათურიები ნამდვილი მეოჯახეები გამოდექით
-ვერასდროს წარმოვიდგენდი ხალხმრავლობა ამდენად თუ შემიყვარდებოდა
-ბაღათურია რომ შეიყვარე მას შემდეგ მე სასწაულები ვიწამე
სახლი მალე გაივსო, ყველანი ერთად იყვნენ . სამშობლოში დაბრუნებულები, საყვარელი საქმით, ოჯახით, მეგობრებითა და ცხოვრების აქტიური რიტმით . ბევრი ემოციით, სევდიანი წარსულით, მომავლის იმედითა და გეგმებით,რომლებიც ერთ დღეს აუცილებლად შეისხამდნენ ფრთებს.
...........
ეკატერინეს მშვიდად ეძინა ბავშვმა ტირილი რომ დაიწყო. ბათუს წამსვე გაეღვიძა, კატოს აკოცა ,დაიძინეო უთხრა და ანდროსთან ერთად დატოვა ოთახი. პატარა ბატონს რაღაც აწუხებდა აშკარად ,მაგრამ მამიკომ როგორც კი აიყვანა მაშინვე უკლო ტირილს, მალე კი გაიტრუნა და ცრემლიანი თვალებით შეხედა
-მამას ბიჭო ასე არ ჯობია? თუ არ გეძინება ვითამაშოთ მე და შენ - ცრემლიან ლოყაზე აკოცა და გაუღიმა- რა კარგი ბიჭი ხარ რომ იცოდე - ერთიანი პიჟამა ეცვა ,თმები აბურდული ჰქონდა და ლოყები წითელი - რამე ხო არ გტკიოდა მა? -ბავშვს თითები პირში ჰქონდა ჩადებული და სველ წამწამებს აფახუნებდა- კბილი ამოგდის მა? თითებს შევეშვათ ხო? არ შეიძლება მა შენ ხო ცუდი ბიჭი არახარ? - ბავშვი ისე უყურებდა თითქოს ყურადღებით უსმენდა .აშკარად ღრძილები აწუხებდა,მამიკომ სპეციალური რეზინის სათამაშო რომ მისცა მაშინვე გაჩუმდა . მერე ყოველი შემთხვევისთვის სიცხეც გაუზომა,მაგრამ ლოყების სიწითლე ცრუ განგაში აღმოჩნდა.
დიდხანს ისხდნენ ასე, ბავშვს ეთამაშებოდა ბოლოს ისევ დამშვიდდა მიეხუტა მამიკოს და დაიძინა. ბათუმ ისევ საძინებელში დააბრუნა და თავადაც მიუწვა მეუღლეს გვერდით. კატო მის მხარეს იყო გადმობრუნებული,ძილს თავს ვერ ართმევდა ,მაგრამ ღრმად მაინც არ ეძინა
-დაიძინა? -თვალგაუხელლად ამოიჩურჩულა
-დაიძინა
-მაკოცე - ხელი მოხვია და ტუჩები წინ გამოსწია. ბათუს გაეცინა , დაიხარა და აკოცა
-დაიძინე - ხელზე აკოცა ,მერე ჩაეხუტა და გვიან თავადაც დაიძინა.
მალევე ნახა სიზმარი . ეზოში იყო, მინდორში იდგა იქ სადაც მთელი ბავშვობა ფეხბურთს თამაშობდა . სახლი ისევ ისე ამაყად იდგა , კარი გაიღო და სირბილით გამოიქცა ბიჭუნა.ანდრო იყო ,ისევ ისეთი ლაღი და მხიარული. თამაშობდა ,მაგრამ დათას არ უახლოვდებოდა. მერე უცებ გაჩერდა და ნაწყენმა დაუძახა
-დათაააა ,მოდი რაღაც უნდა გაჩვენო
შემდეგ გამოსახულება აირია თითქოს გაქრა ადნრო ,თვალები რომ გაახილა წინ ლამაზი ვარდისფერი კაბა ედო
-ანდრო სად ხარ? რა არის ეს ...ანდროო გესმის ანდროო? არ წახვიდე რა ანდროოო ...ანდრო დარჩი გთხოვ ანდროოო
-დათა გაიღვიძე ...დათა გამოფხიზლდი გთხოვ დათა
თითქოს ფილტვები ჟანგაბდით აევსო, უცებ ჩაისუნთქა და წამოჯდა. სულ მთლად დაცვარული ჰქონდა სახე. ხელი ელიზაბეტის მაჯაზე ჰქონდა ჩავლებული მეორე კი საწოლზე .თვალები დაბინდული ჰქონდა, სახეზე ჩამოისვა ხელი მალე მხედველობა დაეწმინდა.
-დათა კარგად ხარ?
- კარგად ვარ ... მაპატიე - მკლავზე დახედა და თითები გადაუსვა- მე ... ვერ ვხვდებოდი თუ შენ გიჭერდი ძალიან გატკინე?
-არაფერია...დამშვიდდი- ხელი მოხვია და თავი მხარზე დაადებინა. ისიც პატარა ბავშვივით მიეკრა. სუნთქვა გახშირებული ჰქონდა, თვალწინ ისევ ანდრო ედგა .ტკივილს გრძNობდა , რომელიც შიგნიდან ჭამდა თითქოს ორგანოებს ნაფლეთებად აქცევდა. -ყველაფერი კარგადაა ,მე შენთან ვარ - ეკატერინეს ხმა ჩაესმოდა,მისი ტუჩების შეხებას გრძNობდა .თავზე მისი თითები ეხებოდნენ ,ირგვლივ მისი სურნელი იყო მაგრამ მაინც ვერ მშიდდებოდა. როგორც კი გაიაზრა როგორ ატკინა ხელი მაშინვე მოშორდა და საწოლიდან წამოდგა.
-მე გავალ... მალამოს მოგიტან თორემ გაგილურჯდება ახლა ვერ ხვდები ,მაგრამ მერე გეტკინება. დარწმუნებული ვარ ძალიან მაგრად მოგიჭირე ...ამის დედას შევეც*** არ უნდა დამძინებოდა, არ უნდა დავწოლილიყავი შენს გვერდით წუხელაც მესიზმრა ვერ გავიგე რა უნდა .ამის დედააც ხომ შეიძლება ერთხელ ისიც მითრხას ვინ გააკეთა ეს ყველაფერი
-დათა შემომხედე!- ეკატერინე მის წინ დადგა ხელები მოხვია და გააჩერა, მისი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებში აკოცა- მე არაფერი მიშავს, შენ ჩემ გვერდით უნდა გეძინოს ყოველთვის გესმის? უშენოდ მაინც ვერ დავიძინებ . ახლა იბანავე ,გამოფხიზლდები - ბავშვმა ხმამაღლა ტირილი რომ დაიწყო ვეღარ განაგრძო საუბარი.
-ბავშვიც გავაღვიძე
-დათაა გააკეთე რაც გითხარი , წუწუნებ უკვე
-ვწუწუნებ? შუაღამეს გაღვიძებს ჩემი ღრიალი შენც და ბავშვსაც,ისე გიჭერ ხელს რომ არ მოგტყდა მადლობელი უნდა ვიყო ,დამიჯერე მომიტეხავს ხელი ადამიანებისთვის .მორჩი ჩემს დამშვიდებას და სიმშვიდის შენარჩუნებას
-მშვიდად ვარ და ვერ ვხვდები რატომ უნდა გამოვიდე ამ მდგომარეობიდან - ბავშვი ჰყავდა უკვე ხელში და ისე დადიოდა
-ეკატერინე!
-დავით,ახლა ნამდვილად გამოვალ მდგომარეობიდან და ჩემი გრაბრაზება კარგს არაფერს მოგიტანს !
-თვალებს ასე რომ მიბრიალებ ჭკუიდან გადაგყავარ !
- გმადლობ რომ შემახსენე ...დეე მამიკოს უთხარი შევიდეს იბანაოს თორემ დედიკო მალე გონებას დაკარგავს მე მეძინება და არ გვაწყობს ახლა სარკეში ყურება-თქო
-მგონი უნდა გითხრას რომ უკვე ძინავს და კარგი იქნება თავის ოთახში თუ დააბრუნებ,მერე მამიკოს აკოცებ და დაამშვიდებ
-მშვიდადაა მამიკო უკვე , დედიკოს კი ჩახუტება უნდა მხოლოდ
-არც მამიკოს უგულისხმია სხვა რამ-სააბაზანოში მიიმალა. ეკატერინემ ბავშვი დააწვინა,მანამ დარჩა სანამ ღრმად არ ჩაეძინა,შემდეგ აკოცა და უკან დაბრუნდა. დათა უკვე ოთახში იყო ზურგიდან მოეხვია და მხარზე აკოცა
-კარგად ხარ?
-ანდრო დამესიზმრა...კოშმარი არ ყოფილა
-ვიცი..მესმოდა რომ ეძახდი
-რაღაც უნდა გაჩვენოო მითხრა და კაბა მაჩვენა
-ჩვენი არ არის...არ ვარ ფეხმძიმედ
-ჩემი ცოლი არ ხარ შენს გამო რატომ დამესიზმრებოდა?-შებრუნდა და წელზე მოხვია ხელები ,ზემოდან დაჰყურებდა ანთებული თვალებით
-საზიზღარო...მომაშორე ხელები - წელზე მოხვეულ ხელზე უჩქმიტა და წარბები შეკრა
-აშკარად მითხრა დროზე მოიყვანე ცოლი და ამჯერად გოგო უნდა ჩასახოო
-მეორედ არ შევცდები
-გარყვნილი ქალი ხარ , ქმარი შენ არ გინდა მხოლოდ გართობა ხომ?- საწოლისკენ მიჰყავდა და კოცნიდა
-მეძინება
-ვიძინებთ - საწოლზე დააწვინა ,ზემოდან მოექცა და თავი მკერდზე დაადო-შეგიძლია დაიძინო
-ღმერთო მიეცი ჩემს ქმარს ჭკუა
-თუ არ გრცხვენია,ამ პარასკევ დღეს ჩემთან სექს* გინდა და ღმერთს ელაპრაკები? -მკერდზე ნიკაპით დაეყრდნო და ისე ახედა .
-საყვარელიც მყავს ,უკვე ცოდვილი ვარ დაე ჯოჯოხეთში დავიწვა შენთან ერთად-ეკატერინემ ფეხები წელზე შემოხვია და საწოლზე დააგდო,ზემოდან მოექცა .პენუარი ერთი ხელის მოსმით მოიშორა და გაუღიმა
-იქნებ გოგო დაგვეწყო?
-არა!
კატეგორიულად განაცხადა , ბათუსაც მისი „ბრძანებები“ კარგად ესმოდა და ითვალისწინებდა.
.........
-წლები გავიდა მე კი ისევ მგონია,რომ შემეძლო მისი გადარჩენა- საფლავის ქვაზე გამოსახულ ბიჭს უყურებდა და ცრემლებით ევსებოდა თვალები
-ისევ დაგესიზმრა?
-ხო , პატარა კაბა მომცა და წავიდა - გაეცინა და ცოტნესაც თვალები გაუბრწყინდა- ეკატერინემ ჯერ არაო
-მაგრამ მეორე გოგო იქნება , ვიცი
-ნეტავ ახლა აქ იყოს, შენით იამაყებდა და ბედნიერი იქნებოდა ...
-ჩვენ ხომ გვყავს ანდრო , რომელიც მის ნაცვლადაც იცხოვრებს დიდხანს და ბედნიერად
-ცოტნე მეშინია,რომ მამაჩემის ცოდვაც მე და ჩემ საყვარელ ოჯახს დააწვება მხრებზე . მაქსიმეს ,რომელიც არაფერ შუაშია ...საშინლად ვგრძნობ თავს , ასე არასდროს ვყოფილვარ
-ვერც იქნებოდი,ახლა ჩვეულებრივი ადამიანი გახდი ცოლ-შვილი გყავს, მეგობრები რომელბიც ნორმალურად ცხოვრობენ აქვთ ისეთი პრობლემები რომელთაც სროლით ვერ მოაგვარებ ... ნინიაც კი დაბრუნდა , დაჩიმ კაბინეტის სამსახური აირჩია. დრო გავიდა ბაღათურია, ბავშვი აღარ ხარ
-ასე რომ მელაპარაკები ჭკუიდან გადავდივარ
-კიდევ გავა დრო და ყველაფერი ისევ შეიცვლება, დალაგდება
-ან აირევა
-მგონი სიბერემ შემოგიტია
-ზედმეტად ბევრი ადამიანი მიყვარს , მარტო აღარ ხარ ჩემო ბიჭო - ბიძაშვილს მხარზე მოხვია ხელი და თავზე აკოცა- წავიდეთ კატრინა გველოდება
-იმ ნატახს დაეძებს ისევ ,იცი? - გზას აგრძელებდნენ ცოტნემ რომ შეცვალა თემა და ბაღათურიას ხმამაღლა გაეცინა
-ეძებოს , მაშინ იპოვნის როცა სახეზე ორივეს ნაოჭები გვექნება და ახალგაზრდობის გახსენება მოგვინდება
-სადმე სეიფში გაქვს?
-ცოტნე,შვილო გგონია გეტყვი და რძალთან პლიუსებს ჩაიწერ?- მანქანის კარი გააღო და საპირისპირო მხარეს მდგომს წარბშეკრულმა შეხედა- ის ნახატი დროთა სვლას დაელოდება და ჩვენი ქორწინების რომელიმე წლისთავზე ვაჩუქებ
- ხვალ თავისუფალი ვარ და ბიჭებს ხომ არ დაგველია?
-სულ გალოთთდი ამ ექიმებთან ურთიერთობის მერე - სიჩქარეს უმატა და ამღერებულ მობილურს დახედა -კატუსას ვეტყვი გოგონებს დაურეკოს ჩვენ კი კლუბში წავიდეთ ერეკლესთან
კიდევ ერთი განტვირთვის საღამო მოიწყვეს, შერიგებულებმა, ომგამოვლილებმა, ძველმა მეგობრებმა და ახლადდანათესავებულებმა . ბევრი კავშირის პოვნა შეიძლება მათ შორის , მთავარი მაინც მეგობრობა იყო , შეუცვლელი სიყვარულით.

(()))ერთი წლის შემდეგ((()))
დადვანების ეზოში ორი ბავშვი დარბოდა, მიმის არ ასვენებდნენ. პატარა ალექსანდრე მინდორში დაეცა და კისკისი განაგრძო. ანასტასიამ მაშინვე გაუწოდა ხელი და წამოდგომაში დაეხმარა
-ტაცოოო ტაცოოო
-მააა ნახეე ისევ დამიძახააა .მიმიიი ნუ გარბიხარ რაა მიმი ჩემთან მოდი სანდროს მოფერება უნდა მიმიკოოო
ძაღლმა თითქოს მისი ნათქვამი გაიგო ბურთი აიღო და ბავშვებისკენ გაიქცა. მინდორზე დააგდო პატარა ბურთი და ტასოს წინ დაჯდა
-მი-მი- სანდრომ მაშინვე დაუძახა და ხელი თავზე გადაუსვა ძაღლმა თავი დაწია და ცხვირი მუცელზე გაუსვა პატარა დადვანს რამაც კიდევ ერთი კისკისი გამოიწვია
-მამას სიხარულები...მიმი არ გააბრაზოთ - ორივე აიყვანა დადვანმა და სათითაოდ აკოცა
-მააა დედიკო სად არის?
-აქ ვააარ კექსი მომაქვს - ფრიალა,ყვავილებიანი სარაფანი ეცვა დადვანის ქალს. თმები დაუდევრად შეეკრა და ფართოდ იღიმოდა. ხელში კექსი ეჭირა და მათკენ მიდიოდა. მაგიდაზე დადო კექსი -თეფშებს მოვიტან და მივირთვათ იცოდეთ ჩემს მოსვლამდე თითი არ დააკაროთ - ბარბარემ ბავშვები გააფრთხილა , დადვანმა ორივე მაგიდასთან დასვა და ცოლს უკან გაჰყვა . სამზარეულოში შესულს ზურგიდან მოეხვია და ყელში აკოცა
-მე კექსი არ მინდა და რამე უფრო ტკბილი არ გვაქვს?
-გული გამისკდა ერეკლე!
-აბა მაჩვენე? იქნებ კოცნამ გიშველოს- უცებ შემოაბრუნა და მოღერილ მკერდზე აკოცა- კარგად ხარ ახლა?
-ერეკლეეე ბავშვები გველოდებიან -თმაში შეუცურა თითები თავი ააწევინა და ტუჩებზე დააცხრა - გემრიელი შენ ხარ - ტუჩზე უკბინა და ამოიკრუტუნა - თეფშები და ჩანგლები წაიღე აი ეს ხელსაწმენდებიც- ყველაფერი ხელებში მიაჩეჩა და უცებ გაეცალა. მაცივრიდან ცივი წვენი გამოიღო, გაციებული მარწყვიც არ დავიწყებია.
-ანუ წავიდე?
-ჯერ მარწყვი მერე მე ...ნუ ხარ გაუმაძღარი რა გჭირს
-ორი კვირა მივლინებაში ვიყავი ბარბარე!
-გეღალატა მერე იმ წითურთან
-არ მიყვარს წითურები,მე მარტო შენ მიყვარხარ და ნუ ხარ შხამიანი ქალი
-ვგიჟდები ასე რომ კრავ წარბებს - უცებ მობრუნდა საყელოში წვდა და შუა ეზოში ეძგერა-ბავშვები გვიყურებენ?
-არა კექსზე მოსხმულ შოკოლადს ჭამენ
-ანასტასიაააა ალექსანდრეეე რა გთხარით მე თქვენ? მოგაჭამთ ახლა მაგ თითებს- უცებ დაიყვირა და ბავშვებისკენ წავიდა
-ალქაჯი ხარ ნამდვილი!- ერეკლემ სიცილით მიაძახა. ბავშვებს ბარბარემ მართლა რომ დაუკოცნა თითები მერე კექსი დაჭრა და ორივეს თეფშზე დაუდო .
-სანდროს მე ვაჭმევ რა
-თვითონ შეჭამს ანასტასია შენ შენი წილი მიირთვი
-კარგი ხო - უცებ აკოცა ბავშვს და მერე კექსს დახედა- მრწყვი არ შემიჭამო იცოდე- ბარბარეს თვალები დაუბრიალა
-ერთი ამას უსმინეთ რა ... გამოცხობაში რომ არ მომეხმარე?
-შენ არ მითხარი მე დავაცხობო? მა ხომ მითხრა?
-ჩემი გოგო არ ტყუის,შენ გამოუში ეზოში მიმის და სანდროს ეთამაშეო
-დადვანები ჩემს წინააღმდეგ !
-შენ ვინ ხარ აბა?
-კონჯარია !
-არაფერიც ...შენ ჩემი ბაბი დადვანი ხარ - ყურში უთხრა ერეკლემ და იქვე აკოცა
ბარბარეს ენა რომ ჩაუვარდა მიხვდით ხომ ალბათ! ერეკლემ კი წვენი მოხვა და პატარა ქალბატონს გახედა. მანაც წამსვე დააწვრილა თვალები და ისე ახედა მამიკოს
-რა?
-რა ხდება სკოლაში მამიკო?
-უკვე დასრულდა სწავალა
-ხო და კიდევ?
-თორნიკეს რომ შევურიგდი ხომ გითხარი? უი დამავიწყდა- უცებ უთხრა და ერეკლე ლამის დაახრჩო არადა ისე მშვიდად იყო მისი პირველკლასელი შვილი შეყვარებულთან რომ ნაჩხუბარი იყო რადგან ვიღაც მესამეკლასელ გოგოზე ეჭვიანობდა
-რაა? როდის როგორ აბა სხვა მოსწონსო?
-არ მოსწონს, უბრალოდ მე გავბრაზდი . იმ გოგოს უბრალოდ თავისი წყალი მისცა რადგან წყუროდა და აბა ხო არ დაახრჩობდა? ჯელტმენია ჩემი თორნიკე
-მისი თორნიკე ჯელტმენი ყოფილა თურმე, დიდი ბაბნიკი ვინმეა რა ! ახლა რას იფიქრებს მერე რას იზამს !
-ერეკლე დუდღუნს მორჩი ...შერიგდნენ ბავშვები და კარგია! ხო მართლა ამ შაბათ კვირას ქალაქგარეთ მოგვყვება თორნიკეც, ცხენზე ჯირითი ვასწავლოთ
-კიდე რამე ხო არ ვასწავლო ... ყოველ შაბათ კვირას ჩვენთან უნდ აიყოს? სად ჰყავს პატრონი
-ერეკლე მისი მშობლებიც მოდიან ამჯერად!
-გადასარევია, მამამისი კარგი ბიჭია,ერთ ორ ჭიქას დავლევ და დაველაპარაკები მერე
-დაელაპარაკება
-რომ მორჩეთ თორნიკეზე საუბარს კარგი იქნება
-შენ გირჩევნია დემეტრეს მიბაძო და ზაფხულში ცურვაზე იარო
-არ მინდა ისედაც დავირალე სკოლაში
-ამ ზაფხულს ენებს მივუძღვნით
-შესანიშნავია ... თორნიკესთვის დრო არ გექნება
-მამა რას ერჩი თორნიკეს?
-არაფერს ,შესანიშნავი ბავშვია!
-7 წლის ბავშვს ელაპარაკები თავის შეყავრბეულზე , ერეკლე გონება მოიკრიბე თუ შეიძლება- ჩუმად უთხრა და მარწყვი ტუჩებთან მიუტანა- გინდა?
-მინდა - მარწყვს ბარბარეს თიტებიც მიაყოლა რამდენჯერმე აკოცა და მერე თვალები დახუჭა- ღმერთო გაძლება მომეცი
-ნეტა გიჟი არ იყო!
-შენ რომ მიყვარხარ იმ დღიდან მაგიჟებს შენი სივარული და დრო კი იყო საკმარისი- ლოყაზე აკოცა და მერე მისი თითები მოიქცია ტორში- მაბედნიერებ
-ბედნიერება შენ ხარ ჩემო დადვანო, შენ და ჩვენი დადვანები - აბრჭყვიალებული თვალები მიანათა ბაბიმ და ბავშვებს გადახედა.ორივე მშობლებს უყურებდა და იღიმოდა. ალექსანრეც კი გრძნობდა მათ დიდ სიყავრულს. მიმიც იქვე იყო და ბურთით თამაშობდა,მერე ერეკლეს მიუცუცქდა და თავი ფეხზე დაადო.
დადვანების მსგავსად მზიან ამინდს ეზოში ხვდებოდა მეორე ოჯახი. გიორგის და ლიზიკოს კიდევ ერთი სიყვარულის ნაყოფი ჰყავდათ ტყუპებთან ერთად . ეზოში მოწყობილ საქანელებზე ისხდნენ ტყუპები , უმცროსი ოჯახის წევრი თავის კალათში მოეთავსებინათ და ნახევრად მძინარე უხმაუროდ იწვა.
-ასეთი ჭკვიანი თუ იქნებოდა რას ვიფიქრებდით, აშკარად ხელს გვიწყობენ- გიორგიმ შიშველ ცოლს აკოცა და ბავშვებს გახედა ფანჯრიდან
-რას შემომიტყუე ამ ფარდულში? დავტოვე ბავშვები მარტო და შორიდან უნდა მიყურო?
-რა გაუმაძღარი ქალი ხარ
-თუ არ გინდივარ მითხარი !- უცებ მოშორდა და წამოდგომა სცადა- საერთოდ 8 კილო მოვიმატე მეტი ხომ არა...აქედან 4 უკვე დავიკელი და რა არის დეფორმირებული მკერდის გამო აღარ გიზიდავ? ბავშვს ვაჭმევ სხვათაშორის და სულ არაა სასიამოვნო გავსებული მკერდიდან ფანტანივით რომ ვასხამ რძეს. სახლში გამომკეტე,სამსახურში ვერ მივდივარ აქედან ვმართავ,მაგრამ რა მნიშვნელობა აქ? ენერგიას ვერ ვხარჯავ ეს ბავშვი კიდე ისეთი მშვიდია მგონია რომ შეგვიცვალეს არადა სულ მთლად შენნაირი თვალები და ტუჩები აქვს
-დინჯი ბიჭი იქნება, ისე დაკერავს გოგონებს . შენ კი ყველაზე ლამაზი ქალი ხარ მსოფლიოში, ყველაზე სექსუალური და თუ გინდა სულ ნუ გახდები შენი შევსებული თეძოები კარგად მხვდება ხელში. 60 კილო ხარ ,სულ რაღაც თუნდაც 80 იყო მე უბრალოდ შენი შეხებაც მაგიჟებს - კოცნიდა და ისე ელაპარაკებოდა .
ეზოში მალე გავიდნენ, პატარა ბატონი ტყუპების გარემოცვაში იყო
-დე ჩვენ ნაკინი გვინდა-კართან მისულმა ტყუპისცალმა განაცხადა და ყურებამდე გაღიმებულმა შეხედა დედას
-და თავად აპირებდით სამზარეულოში შეპარვას ხო? ყალთაბანდებო
-აბა აგალ დაბრუნდით და... სად ალიც შოკოლადი?
-ნაყინი გინდათ და შოკოლადი რაღა საჭიროა? ამდენი ტკბილი არ შეიძლება... წავალ ნაყინს მოგიტანთ ... აქ დამელოდეთ!- უცებ გავარდა და მალევე დაბრუნდა ნაყინის ჭიქებით. ხილიც მიუტანა ბავშვებს, დიდად არ უყვარდათ და სულ აჩეჩებდა ხელში როგორც კი შეძლებდა
-გაჭმევთ თორე მოისვრებით
-ალ გვინდა
-კარგი ადროვე და მერე მე დავბან - გიორგიმ გადაარჩინა ბავშვები და თავად მიუტანა კოვზით ნაყინი ტუჩთან- აბა დააღე პირი და თქვი ააა
-ააააჰ- ლიზიკომ ისე მოიქცია ნაყინიანი კოვზი პირში გიორგის ხველა აუტყდა
-აღარ გვინდა ნაყინი ... ჩემი წილი მე მინდა
-ჩემი შოკოლადითაა
-ლუუუ
-ჰოო- წამწამებს აფახუნებდა და ისე უყურებდა
-აღარ გინდა ნაყინი ყელს გატკენს- ჭიქა ართვა და კოვზიც გამოგლიჯა
-ალ ატკენს...ალაა ცივი
-ატკენს! დედიკოს სუსტი ყელი აქვს მა ჩვენ კი არ გვგავს ..ე.რისთავები სუსტები არიან
-გვარს მაინც არ შევიცვლი!
-ნუ შეიცვლი ისედაც ჩემი ხარ და რაღაც ხომ უნდა დაგრჩეს საკუთრებაში
-საკუთრებაში ხო? შენ რაღა გაქვს საკუთრებაში ნეტავ ვიცოდე
-ყველაფერი ჩემია მთელი სამყარო ,შენ ხარ ჩემი - თვალებში ჩააშტერდა და ისე უთრხა. ელიზაბეტს ისე დასცხა თითქოს ცეცხლი ეკიდა, მის თვალებს უყურებდა ათასჯერ დახატულს , ათასფერად გადმოცემულს და ისევ ეცნობოდა ეს მზერა „შენ ჩემი ხარ !“ -შენი სამი ნაწილია ჩემი
-დავასრულეთ კიდე გვინდა- თათულიმ თქვა და მოსვრილი ტუჩები გაილოკა.ულვაშები რომ ჰქონდა შოკოლადის ნაყინით მიხატული ის ვის ახსოვდა. პატარა ბატონი სულ მთლად დაისვარა, სახე სულ ნაყინიანი ჰქონდა
-დედიკო ძალიან ცხელა მგონი ხომ?-ბავშვებს გადახედა და ეშმაკურად აუციმციმდა თვალები - მგონი ბანაობის დროა
-არ გაბედო ელიზაბეტ .... - გიორგიმ კი დაუყვირა მაგრამ გვიანი იყო, ყვავილების მოსარწყავი მილით შეესხა წყალი და თან ისეთი სიცქარით რომ სიტყვა ვეღარ თქვა ხელებაწეული იდგა და ლიზიკო წუწავდა. ბავშვები კისკისებდნენ,მერე ჩამოხტნენ და წუწაობა დაიწყეს. ბოლოს ლიზას დაედევნენ და თავიდან ფეხებამდე დაასველეს.
-მიშველეეთ ... გავიყინეეე დადას ბასასოეებოოო მამიკო გაწუწეთ
-დედიკო გაწუწეთ და აუზში ჩაგიყვანთ ცურვას გასწავლით
-მე უკეთ ვცურავ მამათქვენმა ცურვა არ იცის
-ასე ხომ? ვინ არ იცის ცურვა- უცებ გადააგდო მილი და ქალს ორ ნაბიჯშ დაეწია სხეულზე აიკრა და ის იყო უნდა ეკოცნა ბავშვებმა რომ შეასხეს წყალი -ჩვენები არიან მეტის მოლოდინი უნდა გვქონდეს
-შეხედე რას გვანან ჩავყლაპავ ახლა ... ახლა შევისრუტავ სამივეს .აბა მაჩვენეთ ვინ გამწუწა...ვინ დაასველა დედიკოოო
-ვაიმეეე დაგვიჭელს და ჩაგვკლაპავც გავიქცეეთ - თათულიმ დაიკკივლა მილი დააგდო და ძმებს ხელი ჩაკიდა. პატარა ბატონი კისკისით უყურებდა ტყუპებს. ბოლოს შეიპყრეს სამი გაქცეული ერთად დაეშვნენ მწვანე ბალახზე . ვინ ვის კოცნიდა და იცინოდა ვერ გაიგებდით.ბოლოს ყველა მამიკოს დაახთა თავზე და ბევრი აკოცეს. განსაკუთრებით დედიკო იყო დაუნდობელი სულ დაუკბიჩა ლოყები საწყალ კაცს
მეზობლებს ხშირად ესმოდათ მათი კივილის, წივილის, ყვირილისა და სიცილის ხმები.არასდროს ჩხუბობდნენ, ყოველთვის ერთობოდნენ და ხუთივეს ესმოდა ერთმანეთის. მიუხედავად იმის ავინ უფრო მეტს ცელქობდა მაინც ყველა ერთი დოზით არანორმალური იყო,სისხლში ჰქონდათ სიგიჟე!
დავით ბაღათურიამ საოცრება ჩაიდინა.სამსახურიდან გამოსული ეკატერინე ბაღათურია მანქანისკენ დაიძრა, თან მეუღლეს ურეკავდა რომ გაეგო სახლში რომელ საათზე შეძლებდა მისვლას. უცებ პირზე ჩვარი ააფარეს და წინააღმდეგობის გაწევაც ვერ შეძლო ისე გაითიშა. გონს რომ მოვიდა საწოლზე იწვა, მზერა რომ დაუბრუნდა წინ მჯდომ ბარათურიას შეხედა,ფანჯრიდან კოშკები ჩანდა
-დათა?
-ახლა მცნობთ გოგონი? თავგზა რომ ამირიეთ კაცს გული მატკინეტ ხელი მკარით და სამუდამო საყვარლობისთვის გამიმეტეთ მაშინ ვერ მცნობდით?
-დათა რა მოიფიქრე? გინდა სულ მთლად შევიშალო ხომ? ის არ გეყო ამდენი ხნით რომ დაიკარგე თან ისე რომ არავინ არაფერი იცოდა? ისიც არ გამიკვირდება თუ სამსახურს დაუბრუნდი შენ ...სად ვართ დათა? არ მომიახლოვდე მე გაბრზებული ვარ!
-აბა შენ წარმოიდგინე როგორი გაბრაზებული ვარ , რა მდგომარეობაში ვარ
-შენ? შენ ხარ გაბრაზებული დავით ბაღათურია?
-მიზეზი არ მაქვს?
-მიზეზი? ნუთუ არ გრცხვენია მიზეზი მე მოგეცი?
-დიახ თქვენ ქალბატონო ეკატერინე, გამაბრიყვეთ ჯერ თავი შემაყვარეთ ,თქვენი მეზობელი ვიყავი თავბრუ დამახვიეთ , საწოლში შემითრიეთ ,გონება დამიბინდეთ მგონი ჯადო გამიკეტეთ ...თქვენ ხომ ქალღმერთი ხართ გეხერხებათ მსგავსი ამბები. შემდეგ ქმარი გავხდი , მეგონა ჩემი იყავი არ მოგბეზრდებოდი შესანიშნავად ვეწყობოდით. შვილიც კი გყავდა ჩემგან, მაგრამ არ დაკმაყოფილდა შენი ფანტაზია , არაა მეც კი ვერ დავაკმაყოფილე და განქორწინება მომთხოვე. განვქორწინდით და გავხდი საყავრელი . ახლა გინდა მეჩხუბო და თავიდან მომიშორო ,მაგრამ უკვე გვიანია . მოგიტაცე!
-დათააა
-სწორად გაიგე კატუში ...მოგიტაცე!
-გიჟი ხარ
-შენი ბრალია!
-მეც გიჟი ვარ
-აი ეგ უკვე ჩემი დამსახურებაა
-გიყვარვარ!
-არაა ეს შენ გიყვარვარ
-იმიტომ მომიტაცე ?
-ესეც შენი ბრალია , ქორწილი გინდოდა მთაში . სვანეთი მიყვარსო და მოგიტაცე. იცოდე გაჯიუტება არ ღირს მაინც ჩემი იქნები!
-ისევ ცოლი?
-მეზობელი,ქმარი და საყვარელი
- ეს სამი უკვე იყო და ახლა რა მოტაცებული ქალი ვარ?
-დიახ ,გილოცავთ თქვენ ჩემი ნომერ პირველი მოტაცებული ქალი ხართ! პირველად გარიგებით ვიქორწინეთ . იქნებ მოტაცებულმა ცოლმა უფრო დიდხანს გამიძლოს ...ჩაიფიქრეთ იქნებ სურვილის ასრულება შევძლო
-ფრთებს შეასხამ ჩემს ყველა სურვილს? ისე გიყვარვარ რომ ხელისგულზე მატარებ?
-ყველა შენს სურვილს რომელიც ჯერ კიდევ ვერ შევასრულე და ხელისგულზე გატარებ ბაზარი არაა
-რა უბედურებაა,როგორ მეტყველებ! ველური ხარ ვიღაც ,რას გადამეკიდე?
-მე გადაგეკიდე? შენ არ მასვენებდი ყოველთვის მიწვევდი,იცვამდი იმ საშინლად სექსუალურ პენუარებს, შიგნით არაფერი გეცვა სულ არაფერი ,მაგიჟებდი !
-საბრალოვ ... ეს მე? სულ მე?
-დიახ სულ შენ ! ბოროტი ქალი ხარ შენ, ქალი ეშმაკი რომელმაც მთლიანად დამიპყრო!
-მე მეგონა რომ ბრძოლის გარეშე დამნებდი!
-ფარ -ხმალს ვყრი და გნებდები
-ვფიქრობ კონსესუსს მივაღწევთ
-შეთანხმებას მხოლოდ მაშინ მოვაწერთ ხელს ,როცა გოგოს მამა გავხდები!
-გოგოს?
-დიახ ერთი გოგო ყველას ჰყავს მეც მინდა გოგო !
-სხვა გზა არ არის?
-არ ღირს თვალების ციმციმით ცქერა, სხვა შეთანხმება არ იქნება
-და თუ ისევ ბიჭი იქნება?
-მაშინ თავიდან მოგიტაცებ, ანდროსაც მოვიყვან , გამოგკეტავთ კოშკში სამივეს და როცა ბავშვები დაიძინებენ შევქმნით გოგო ბაღათურიას
-გოგო ბაღათურია? ასე დავარქვათ?
-გონებას ნუ მირევ მაცდურო ქალბატონო! კაბას არ შეეხოთ გაფრთხილებთ თორემ კიდევ დიდხანს არ იქნება გოგო
-ნუთუ მემუქრებით ყოფილო ქმარო?
-ღმერთმანი მიწვევთ ქალბატონო ეკატერინე !
-უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ, ვფიქრობ ძალიან დიდხანს გრძელდება მოლაპარაკება! ხელმოწერის დროა- მიუახლოვდა და ტუჩები ყელზე მიაკრა. მაისური მოაშორა და თითები სხეულზე ააყოლა
-ძალადობთ!
-თქვენ გამიტაცეთ დათა - წამწამებს აფახუნებდა და მოტაცებული ქალის იმიჯს ირგებდა, არც ბაღატურია ჩამორჩა სამსახიობო მონაცემებით -გიჟი ხარ !
-ხომ გითხარი შენ გამაგიჟე !
-იცი როგორ მიყვარხარ?
-როგორ?
-უღმერთოდ დათა !
-უღმერთოდ ეკატერინე !

უსასრულოდ არაფერი გრძელდება, ყველაფერი ოდესმე სრულდება ,მაგრამ როცა უღმერთოდ გიყვარს , როცა სუნთქვაც არ შეგიძლია მის გარეშე შეუძლებელის შეძლებ!
მეზობელი, ქმარი, საყვარელი და უამრავი ელფერით სავსე ცხოვრება ...

...........
არ ვიცი რამდენმა შეძელით ბოლომდე წაკითხვა , არც ის ვიცი როგორი რეაქცია გექნებათ მათ ვისაც წაკითხული გქონდათ ისტორიის მრავალწყვილიანი ვარიანტი . დარწმუნებული ვარ ბევრი განაწყენდება ამიტომაც ძველი ვერსია საიტზე რჩება და რედაქტირებული მათთვისაა ვისაც არ უყვარს ბევრი წყვილით ისტორიები.



საოცრება ხარ ???? მზად ვარ ყველა ღამე გადავათენო ოღონდ დილით შენი ნაწერი დამხვდეს ???? მერამდენეჯერ ვკითხულობ და ყოველი წაკითხვის მერე ვგრძნობ რო არასოდეს მომბეზრდება და შემდეგ წაკითხვაზე ისევ მილიონ ემოციას გამოიწვევს ჩემში ???? ყველა პერსონაჟი თავისებურად იდეალურია და მიყვარა მაგრამ დადვანს ვაღმერთებ! ????

 


ანუ, ეს ხომ თავიდან ბოლომდე მქონდა წაკითხულიბდა ახლა ისევ თავიდან წავიკითხე, პირველიც და მეორე ნაწილებიც, ძალაინ ლამაზი ისტორია იყო, არის და იქნრბა

 


№3  offline წევრი ვიპნი

მიხედავად იმისა რომ წაკითხული მქონდა ადრე ეს მოთხრობა,მაინც დიდი სიამოვნებით დავიწყე.ყველაზე მეტად მაინც ბარბარეს და ერეკლეს ვგულშემატკივრობდი,იმედია მესამე ნაწილსაც დადებ.არაჩვეულებრივი გოგო ხარ შენ ❣️

 


№4 სტუმარი სტუმარი თამუნა

ძალიან დიდი მადლობა . კარგად წერ საინტერესო რომანი იყო ველოდები ახალ ნაწარმოებებს

 


№5  offline წევრი ვარა შველიძე

კარგი იყო ძალიან მაგრამ ზურა და ანჩო დამაკლდა

 


ძალიან ლამაზი ისტორიაა, განსაკუთრებით ბარბარესა და ერეკლეს ამბავი. ცალკე ისტორიადაც დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ❤️

 


№7 წევრი OKI ME

ჰოო, აი ახლა ვინანე, რომ აქამდე არ წავიკითხე. იცი რამდენჯერ შემხვდა და რამდენჯერ ავუარე ჩემდა სამარცხვინოდ ? თუმცა, მთავარია ბოლოს მაინც წავიკითხე ❣️❣️ არა თითქმის შენი ყველა ისტორია ვიცი და მიყვარს მაგრამ რატომღაც სუულ ბოლოსთვის ვიტოვებდი ამას. ❤️❤️
უმაგრესი, უკარგესი, უსაყვარლესი და მეტი არ ვიცი კიდევ რა დავწერო. ერთი ვიცი, რომ ძალიან ვისიამოვნე. ❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი მელანო

როგორ მომეწონა...დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ფილმის სახით.ოღონდ არცერთი ემოცია არ უნდა დაიკარგის.

 


№9 სტუმარი ნა ნა

მაგარი გოგო ხარ❤

 


№10  offline წევრი M.Z°_°

კითხვა როგორ არ გავწელე რომ არ დამთავრებულიყო მარა სადამდეღა გავწელავდი,თან წაკითხვაც მინდოდა და ახლა რა მეშველება არ ვიცი.
საოცრება იყო,სრულფასოვანი და იდეალური ნაშრომია ორივე ნაწილი♡♡♡

 


№11 სტუმარი სტუმარი ნანუკა

მიყვარხარ ასე ჩვეულებრივად . ხალხოო 2 ₾შვილის დედა ვარ და ღამეერბს ვათევ ???? შენს ისტორიებში ვიკარგები ????

 


№12 სტუმარი TANYA MONROE

მსოფლიომ უნდა იცოდეს დიდი მართლწერის შემსრულებელი ``ვუდუს ლორდი`, რომელსაც აქვს იდეალური გადაწყვეტა ურთიერთობების, ქორწინების, ჯანმრთელობის, ფინანსური და კაცობრიობის პრობლემების შესახებ. მთავარი მიზეზი, რის გამოც ვუდუს მბრძანებელთან მივედი, იყო გამოსავლის ძიება, რათა დამებრუნებინა ჩემი ქმარი და დაორსულებულიყავი, იყო ის, რომ ქმარმა მიმატოვა, რადგან ქორწინების 14 წლის შემდეგ ვერ დავორსულდებოდი. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში წავიკითხე რამდენიმე ჩვენება, რომელიც ზოგიერთმა დაწერა ვუდუ ლორდზე და ძალიან გამიხარდა და გადავწყვიტე დახმარება მეთხოვა. მან მშვენივრად შეასრულა სამუშაო, რომ ჩემი ქმარი დაბრუნდა და პატიება მთხოვა, რამდენიმე თვის შემდეგ მე დავორსულდი. ახლა მე ვარ ტყუპების, ბიჭის და გოგოს, ამაყი დედა, ჩემს ქმარს არასოდეს შეუწყვეტია ჩემი სიყვარული და ჩვენ ერთად ვცხოვრობდით ძალიან ბედნიერად. არ შემიძლია არ გამოვაქვეყნო მისი სახელი ინტერნეტში იმ კარგი საქმის გამო, რაც მან გააკეთა ჩემთვის. ნებისმიერს, ვისაც მისი დახმარება სჭირდება, უნდა დაუკავშირდეს მას ელფოსტით [[email protected]] ან დაამატოთ WhatsApp-ზე [+234 8097014925] შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მას დღეს, რომ მოაგვაროთ თქვენი პრობლემები და დარჩეთ სამუდამოდ ბედნიერი.

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინო

ისე ჩამითრია ამ ისტორიამ ქუჩაშიც ვკითხულობდი. ძალიან მომეწონა და არ მინდოდა დასტულება
. ძალიან ნიჭიერი ხარ. წარმატებები!...

 


№14  offline წევრი Salome Salu

არ მბეზრდება!!!!

 


№15 სტუმარი Leni

გამარჯობა ყველას, მე მქვია ლენი გერმანიიდან და მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გაგიზიაროთ ჩემი ჩვენება იმის შესახებ, თუ როგორ დააბრუნა დიდმა დოქტორმა ოკპამ ჩემი შეყვარებული თავისი ძლიერი შელოცვით 24 საათის განმავლობაში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების სიყვარული კვლავ დამიბრუნდა მას შემდეგ, რაც მან 2 წლით მიმატოვა. ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც არასდროს მას შემდეგ, რაც ის ჩემს ცხოვრებაში დაბრუნდა. მე ნამდვილად მინდა მადლობა გადავუხადო დიდებულ დოქტორ ოკპას ჩემი ბედნიერების აღდგენისთვის და ძალიან დიდი ღიმილი ჩემს სახეზე. თუ ვინმეს აქვს მსგავსი პრობლემები სასიყვარულო ცხოვრებაში, გირჩევთ, დრო არ დაკარგოთ და დახმარებისთვის მიმართოთ ექიმს ოკპას და ის აუცილებლად აღადგენს თქვენს ურთიერთობას ან ქორწინებას. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დოქტორ ოქპას ელფოსტით: [email protected] ან whatsapp: +27653527813.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent