მოტაცება ქართულად (7 თავი)
მარიანა ადგილზე გაიყინა მხოლოდ სანდროს ბოლო სიტყვა ჩაესმოდა ყურში ,,ნაციხარი" სხვა ვერაფერზე ფიქრობდა, მაკამ მკვლელი მზერა ესროლა შვილს, თამაზი სანდროს ჩააცქერდა თვალებში, ბიჭი აიბნა, რატომღაც ეშინოდა ამ მრისხანე თვალების -ვინ ნაციხარი?- მისმა ხმამ ისე გაიჟღრიალა ოთახში რომ ყველა დაიძაბა -თორნიკე კიშკარიანი-ამოიხრიალა სანდრომ -ეგ ვინ ჯანდაბაა-დაიღრიალა მწყობრიდან გამოსულმა კაცმა -გივი ჯიშკარიანის ცოლის შვილი - იმედია ერთი და იგივე გივი არ გვაქ მხედველობაში-თამაზი სულ წაიშალა -ზუსტად ის გივი ვისზეც ფიქრობთ-სანდრო უფრო აცოფებდა კაცს -მოგკლავ-თამაზი მარიანას მივარდა და თმაში კიდა ხელი, გოგონას კივილმა სამივე გონს მოიყვანა და გააფთრებულ კაცს მისცვივდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, თამაზმა ატირებული მარიანას ხელი მოუჭირა ყბებში და დაჰყვირა -თუ გავიგე რომ ძალიან ღრმად შეტოპე გპირდები რომ ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ ამ დამცირებისთვის-შემდეგ ხელი გაუშვა და გაარტყა სახეში, გოგონას ცხვირიდან სისხლი წასკდა და თამაზმა ხელი გაუშვა, რამდენიმე წამს სიჩუმე ჩამოწვა ოთახში სადაც მუდამ შიშის და სიძულვილის ხმაური გუგუნებდა -გაეთრიე-ლალი სანდროს ეცა და გასასვლელისკენ გაათრია -არაკაცო, უვარგისო-ყვიროდა ქალი და გარეთ გაათრია თავმოყვარეობა შელახული ბიჭი -თამაზ გეყოფა-მაკა შვილს გადაეფარა, სანამ ისევ მოაწვებოდა შხამი და რისხვა გაავებულ კაცს -მეყოფა?-თამაზი ცოლს ჩააცქერდა თვალებში-ის ლაწირაკი მოვიდა და მითხრა რომ თორნიკე ჯიშკარიანმა სცემა, ჩემი შვილის გამო, დამემუქრა რომ ამას არ შეგვარჩენს, თან გამომიცხადა რომ ეს ბიჭი გივი ჯიშკარიანის შვილობილია, იმ კაცის რომელიც ქურდულს აწვება და რომლიც ისეთ ხალხშია გარეული რომ პოლიციაც კი არ ერევა მის საქმეებში, თან ეს ჩემი გოგონას თაყვანისმცემელიც ნაციხარი -გეყოფა გაგიჟება-აკივლდა ლალი -ჯერ იკითხე გაარკვიე და მერე დასდე ბრალი ჩვენს გოგოს -კარგი დედიკო ვკითხოთ-თამაზმა მკლავში ხელი სტაცა და თავისკენ გამოათრია თვალებდასიებული გოგონა -რაც თქვა იმ დარტყმულმა მართალია? თუ არა-ჩაჰყვირა ყურში ისედაც შეშინებულ გოგონას რომელიც უარესად დაიძაბა და კვლავ ატირდა -მიპასუხე ან კი ან არა-თამაზმა დააჯანჯღარა გოგონა -გეყოფა-მაკა თამაზს მკლავზე დაეჯაჯგურა, მაგრამ კაცი უფრო ძლიერად უჭერდა ხელებს, მარიანამ გაბედა თავი ასწია და ამოისლუკუნა -მართალია-თამაზი სულ გააცოფა მისმა ნათქვამმა ხელი გაუშვა და შემოტრიალდა, ბრაზისგან კბილები გაახრჭიალა და რომ შეტრიალდა ისეთი გაარტყა მარიანას რომ გოგონამ წონასწორობა დაკარგა და კედელის ნაწიბურს შეეხეთქა ტკივილისგან შეკივლა და ჩაიკეცა მაგრამ თამაზი მივარდა და ფეხზე ააყენა -შენი კახპა დასავით უკვე ჩაუწექი?-უღრიალა სრულიად თავგზააბნეულ გოგონას, მარიანას მთელი ბრაზი სიძულვილი იმედგაცრუება ტკივილი, ზიზღი ერთად მოაწვა და ბოლო ხმაზე იღრიალა -ცუდი არაფერი ჩამიდენია, არაფერი დამიშავებია, უბრალოდ გავიცანი და მომეწონა, არაფერი ყოფილა ზედმეტი, მაგრამ შენ ვერ გაიგებ, შენ ვერ დაინახავ, შენ ვერ შეისმენ რადგან ადამიანური მარტო სახე გაქ , სხვა არაფერი არ გაგაჩნია-თამაზმა სიმწრისგან კედელს შეახეთქა ბეჭებით სახე არეული გოგონა რომელიც კვლავ ატირდა, მერე თმაში კიდა ხელი და თავის ოთახში შეაგდო კარი დაუკეტა გასაღებით სახლიდან გავარდა ისე სწრაფად რომ ლალიმ და მაკამ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრეს, იატაკზე იქამდე ეგდო მარიანა სანამ ლალის და მაკას კარზე ბრახუნმა გონს არ მოიყვანა -შვილო კარგად ხარ? ხმა გამეცი, მარიანა-ყვიროდა მაკა და კარს ხელებს ურტყავდა, მარიანა როცა აზრზე მოვიდა იკივლა -კარგად ვარ ძალიან კარგად შემეშვით-და მხოლოდ ამის მერე შეწყვიტეს კარზე ბრახუნი და ყვირილი. ამდენი ტკივილის და იმედგაცრუების მერე ფეხზე დადგომა შეუძლია ნუთუ ადამიანს? ნუთუ შესაძლებელია ისევ ისეთი იყო როგორიც აქამდე? ნუთუ შესაძლებელია ისევ ისე გაუღიმო იმ ადამიანს ვინც ხელით შეგეხო? ნუთუ შეიძლება უყურებდე თვალებში და არ გახსენდებოდეს მისი სისასტიკე შენდამი? ნუთუ შესაძლებელია ყოველივე ეს? ნუთუ შეიძლება ყველაფრის გამოსწორება? დავიწყება და ცხოვრების გაგრძელება ძველებურად? რათქმაუნდა არა! ვერასოდეს შეძლებს ის ადამიანი ვინც ამდენი ტკივილი მოგაყენა ყველაფრის გაუფერულებს და გაფერმკრთალებას ...ვინც არუნდა იყოს ის შენთვის, ვერ შეძლებს, ვერც მშობელი ვერც მეუღლე და ვერც ვერავინ საერთოდ... მარიანამ საბოლოოდ სიტყვა მამა და თამაზი გულში იმ ღამეს დამარხა, დამარხა საბოლოოდ და იგრძნო რომ ამან ბედნიერების ნაცვლად უდიდესი ტკივილი მიანიჭა, მაგრამ სხვაგვარად არ შეეძლო, ვერ აპატია, ვერც აპატიებდა და არც სურდა ეპატიებინა, ვერც დედას აპატია, ვერც ლალის, რადგან უკვე მეასეჯერ იყო თამაზის ძალადობის მსხვერპლი და ისინი მუდამ დუმდნენ ამაზე, მარიანას ცხოვრებაც დაუმახინჯეს და ფსიქიკაც... მუდამ ზედმეტად და გარიყულად გრძნობდა თავს ამ ოჯახში, რომელიც სხვების მოსაჩვენებლად იყო მოლოდ ოჯახი, და საერთო არაფერი ქონდა ნამდვილ ოჯახთან... აქ მხოლოდ ზიზღი და სიძულვილი მძვინვარებდა, ეჭვით და ღალატით მოშხამული, ამიტომ არავინ არავის არ ენდობოდა, არავის არავისი არ სჯეროდა, არავის არავინ უყვარდ აგულწრფელად, ალბათ ის გრამის სიყვარული იმიტომ ქონდათ ერთმანეთისადმი რომ ოჯახის წევრები იყვნენ და სხვაგვარად არ შეიძლებოდა... მარიანა დაფიქრდა იმაზე მართლა უყვარდა ისინი თუ ვალდებულების გამო უყვარდა მხოლოდ, რადგან უნდა ყვარებოდა ისინი რადგან ოჯახის წევრებს არ ირჩევენ და ისეთები უნდა გიყვარდეს როგორებიც არიან ისინი!!!მართლა დაფიქრდა მაზე და მიხვდა რომ სწორედ ასე იყო მათ თიქტიურ ოჯახში, რეალურად არავის არავინ უყვარდა გულწრფელად, ყველას იმიყომ უყვარდა ერთმანეთი რომ უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი... მარიანასთვის არც დედას გაუწევია დედობა არც მამას მამობა, არც ბებიას ბებიობა და დას საერთოდ სძულდა პატარაობიდან. ამიტომ მთელი ღამე ტირილში და ფიქრში გათენებულმა , თვალებდასიებულმა გოგონამ გადაწყვიტა რომ იყო ობოლი, და მარტოს ებრძოლა ბედნიერებისათვის... და თორნიკე? დარჩა მარიანას გულში მისადმი სიძულვილის ადგილი? დარჩა თან როგორ, ოჯახთან ერთად ისიც შეიზიზღა, რადგან არცერთხელ არ მისცა ნება ეკითხა მისი ოჯახის და წარსუის შესახებ, ყველაფერი დაუმალა, მოატყუა, იმედები გაუცრუა და მიიყვანა ამ დონის დამცირებამდე... მარიანამ თორნიკეს მიცემული ტელეფონი ფანჯრიდან მოისროლა დილით და გადაწყვიტა ყველა ერთად ამოეგლიჯა გულიდან...მაგრამ სანამ მარიანა იმაზე ფიქრს დაიწყებდა როგორ ებრძოლა თავის მომავლისა და ღირსებისთვის თამაზის ღრიალმა გაუფანტა გონება -რა დაგემართა-ლალის საერთოდ არ შეეცოდა სახემონგრეული შვილი რომ დაინახა -ჯიშკარიანებმა ასე მიმასპინძლეს, მეკიდე გოგოუნდა მიმეთხოვებინა მისი გერისთვის -მისმინე-წამოენთო მაკა,- მარიანას კიდევ თუ შეეხები პოლიციაში გიჩივლებ -რას მელაპარაკები-თამაზმა გიჟივით დაიწყო სიცილიდა რომ დაწყნარდა დაუჩურჩულა ისე რომ ლალის გაეგო თან-მაგას თუ გაბედავ მივალ და მივახლი პირში რომ ა და დედამისმა ზუსტად არც იცის ვისგან ყავს- ლალი იმწამსვე დაბარგანავდა და გონებადაკარგული იატაკზე დაეცა - შენ ხარ-უკივლა მაკამ ქმარს და ქალს ეცა რომელიც გონს ძლივს მოიყვანა -ამდენი წელი-თვალი გაახილა თუარა ეს ამოილუღლუღა -ხო დედიკო ვიღაცის შემოგატყუეთ-თამაზმა სიცილი დაიწყო და აივანზე გავიდა -ადგომა შეგიძლიათ? -მაკა თვალებში ვერ უყურებდა ლალის -მომშორდი-ლალიმ მისი ხელი მოიშორა და წვებით წამოჯდა -უნდა წავიდე-მაკა წამოვარდა ფეხზე დდა გარეთ გავარდა,ლალიმ ძლივს შეძლო ფეხზე წამოდგომა და მაშინვე დას დაურეკა მომაკითხე წამიყვანეო... ლალი რომ წავიდა, თამაზი სახლში შევიდა, კარი ურდულით დაკეტა და სასმლის ძებნა დაიწყო კარადებში, მალევე იპოვა რომი და მოიყუდა ლიტრიანი ბოთლით, იქამდე სვავდა სანამ არ დაეწვა ყელი და ბოთლი მოიშორა პირიდან, სიგარეტი მოწია და ისევ აიყუდა ბოთლი, იქამდე სვა სანამ არ დალია და რომ ჩაცალა ცარიელი ბოთლი კედელს შეახეთქ, მარიანა ხმაურზე შეხტა და დაძაბული კარს არ შორდებოდა იმის იმედად რომ რამეს გაიგებდა. სახეწაშლილი თამაზმა მარიანას კარის გასაღები ამოიღო და დააცქერდა, იმის მიუხედავად რომ ასე ექცეოდა აშინებდა სცემდა და ეუხეშებოდა არასოდეს შეუხედავს მისთვის სხვა თვალით, სამი თვის ორსული მაკა ცოლად შეირთო და ამორის გარდა არავინ იცოდა მათი საიდუმლო, მარიანაც შვილად მიიღო მაკასადმი გიჟური სიყვარულის გამო, იმდენად ძლიერად უყვარდა, იმდენად ძლიერი ვნება და სურვილი ქონდა მისადმი რომ თვალი დახუჭა მის ამ საქციელზე და მიიღო ისიც და მისი შვილიც, მარიანა არასოდეს ყვარებია ისე როგორც ანი, მაგრამ მაინც შვილად აღიქვამდა და არცერთხელ სხვაგვარად არ უფიქრია მასზე, გასაღებს დიდხანს დასცქეროდა ბოლოს ისევ ჯიბეში ჩაიდო და კარი გააღო, კარში კი მაკა შეეფეთა -სად მიდიხარ-ქმარს წინ გადაეღობა -ჯანდაბაში-იყვირა თამაზმა და გზიდან ჩამოიშორა მაკა. თორნიკეს წარმოდგენაც არ ქონდა რა ხდებოდა რადგან დიდი ხანია დედა და მამინაცვალი მიატოვა და ლევანს მიეკედლა, მიზეზი ლევანმაც არ იცოდა და არც დაინტერესებულა რადგან იცოდა თორნიკე რომ უმიზეზოდ არაფერს აკეთებდა. თორნიკეს ძალიან გაუკვირდა მართამ რომ მიაკითხა ლევანის ბინაში -რა გინდა?- კარის გაღებისთანავე მკვახეთ კითხა დედას -სახლში არ შემომიშვებ?-ქალს ცრემლები მოაწვა -არ მინდა შენი ცრემლების ყურება -თორნიკე ნუ დებილობ-ლევანმა კარს მოაშორა ძმაკაცი და მართა შინ შეიპატიჟა, ქალმმა სახლი მოათვალიერა და დივანზე დაჯდა -რა გინდა დედა? -თორნიკე აშკარად აგრძნობინებდა რომ არსურდა მასთან საუბარი -ნუ ღელავ ისევ დაბრუნებას არ გთხოვ სხვა რამის გამო ვარ აქ -მაინც?-დაინტერესდა თორნიკე -ის კაცი მოგვივარდა თამაზი, მამაშენს ემუქრებოდა -ვინ თამაზი-თორნიკე ვერ მიხვდა უცბათ -ვინ და შენი გოგოს მამა-მართამ ხმა გაიმკაცრა -რაა?-თორნიკეს სახე აელეწა -მოგვივარდა შუაღამისას და ერთი ამბავი ატეხა -ფუ ამის დედაც-შეიგინა თორნიკემ და ბრაზისგან ხელები მომუშტა -ხედავ რა ხდება როცა ასე იქცევი?-მართასაც სახე აერია-უკვე მერამდენედ... -გაჩუმდი-თორნიკე გაბრაზდა -მარიანაზე არაფრის თქმა არ გაბედო -ესეიგი ახლა მარიანა -გითხარი რომ... -რომ რა? ის განსაკუთრებულია? გგონია ამას დავიჯერებთ? - რას დაიჯერებთ-თორნიკე სულ აირია -მომისმინე ჭკვას მოუხმე, აზრზე მოდი და გოგონებთან დაალაგე ბოლოსდაბოლოს საქმე, გადაწყვიტე ვინ გინდა და რა გინდა! დავიღალეთ შენი არეულის სწორებაში -რა უნდოდა იმ დარტყმულს? -იმუქრებოდა რომ თუ არ შევეშვებით და შევულახავთ სახელს გაგვანადგურებდა -მერე რა მოხდა? -რადა მამაშენის დაცვამ ის მიაღებინა რასაც იმსახურებდა-ჯანდაბა ჯანდაბა-თორნიკემ ვეღარ აიტანა ეს ყველაფერი და სახიდან გავარდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.