შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოტაცება ქართულად (5 თავი)


13-02-2020, 03:41
ავტორი მი რა
ნანახია 3 740

თორნიკემ წყლის ზედაპირზე თავი ამოსწია თუარა მარიანას ძებნა დაიწყო თვალებით, მაგრამ წყლის ზედაპირზე არავინ ჩანდა, შიშმა აიტანა, იმის შიშმა რომ დაკარგა მარიანა, მაგრამ მალევე დალანდა სილუეტი ლოდებთან, სწრაფად მიცურდა და მარიანა რომ აღმოჩნდა გაუხარდა, მალევე მოიყვანა გონს
-მარიანა ადი ნაპირზე მე ანის მოვძებნი
-არა უნდა მეც მოვძებნო
-მისმინე, ცუდად ხარ, ადი და დამელოდე გპირდები ვიპოვი-მარიანა შიშისა თუ სიცივისგან ცახცახებდა მთელი სხეულით
-მპირდები?-შეხედა ატირებულმა
-გპირდები-თორნიკე მდინარის დინებას გაყვა და კარგახნის მერე დაინახა ნაპირისაკენ გარიყული გოგონას სხეული, სწრაფად მიცურდა და ერთ წამს შეეშინდა მიკარება, შეეშინდა რომ ცოცხალი აღარ იქნებოდა, მაგრამ მალევე აზრზე მოვიდა, გოგონას მივარდა და პულსი გაუსინჯა, თითქოს იგრძნო გულის ფეთქვა და აღელვებულმა ხელში აიტაცა, წვალებით ავიდა ნაპირზე და აღმართის ავლას შეუდგა
-მარიანა-დაიყვირა რამდენჯერმე
-თორნიკე-გამოეპასუხა ხმააკანკალებული გოგონა
-სასწრაფოში დარეკე ახლავე, გაიქეცი-გასძახა და თან მის დანახვას ცდილობდა მაყვლებისა და კუნელის ეკლიან ტოტებს შორის
-კარგი-მარიანამ ვერფერი კითხა შიშისგან და აღმართის ავლას შეუდგა, ძალიან უჭირდა სიარული, ფაქტიურად ოთხით უწევდა აბობღება რადგან ძალიან ქვიანი აღმართი იყო...
როგორც იქნა ერთმანეთს შეხვდნენ, მარიანა ისევ ატირდა როცა ანი დაინახა
-მარიანა დაჯექი უნდა წავიყვანოთ ახლავე...
სასწრაფო გზაში შეხვდათ და გადაიყვანს ანი, თორნიკემ მარიანას სასკოლოჩანთა მიაჩეჩა
-პოლიციას უთხარი რომ ბანაობდით და დინებამ წაიღო და მე გამვლელი დაგეხმარე, გესმის მარიამ?- გოგონამ თავი დაუქნია მაგრამ აშკარად ვერაფერი გაიგო ამიტომ თორნიკემ თავის მობილური მიაჩეჩა -დაგირეკავ-მარიანამ გამოართვა და სასწრაფოს გაყვა... თორნიკე საჭეს მიუჯდა და ლევანის სახლისკენ აიღო გეზი
-რა გჭირს ტო?-სახლში შესვლა არ აცადა ლევანმა
-მერე აგიხსნი-თორნიკე სააბაზანოში შევარდა და წყალი გადაივლო, შემდეგ ლევანის საძინებელში შევიდა კარადა გააღო და რაც თვალში მოხვდა აიღო
-ეე ჩემ ზმანს არ შეეხო-ლევანი გაბრაზდა
-გადი-კარზე მიუთითა მეგობარს
-ჩემი საძინებლიდანაც მაგდებს ტო-ლევანი გავიდა, თორნიკემ სწრაფად ჩაიცვა და გავიდა
-შენი მობილური მჭირდება
-მოუშორებელი ჭირი ხარ-ლევანმა დაუბღვირა
-სწრაფად-თორნიკემ ხელი გაუწოდა, ლევანმა მიაჩეჩა და სანამ კითხვას დასვავდა თორნიკე აორთქლდა, ლევანი ოთახში შევიდა თორნიკეს ხალათი და ჩუსტები ბაზანაში შეიტანა და დაყარა გბრაზებულმა
-საკუთარ სახლში მოახლე ვარ-აყვირდა გაბრაზებული.
თორნიკემ რამდენჯერმე დარეკა და ბოლოსდაბოლოს უპასუხა მარიანამ
-როგორ ხარ?-კითხა დაძაბულმა
-არვიცი-ხმა გაებზარა მარიანას
-ანი როგორაა?
-მძიმეთ
-დაგკითხეს?
-კიი-მარიანას ცრემლები მოეძალა
-მისმინე ძალიან ვწუხვარ მარტო რომ დაგტოვე ასეთ დროს...
-სწორად მოიქეცი, პოლიციამ მამაჩემს დაურეკა და მოვა ეხლა, ვერცკი წარმოგიდგენია აქ რა მოხდება როცა ის ქა ფეხს შემოადგავს
-ვიცი, ამიტომ დაგტოვე მარტო, მითუმეტეს ის იდიოტიც მანდა ხომ?
-ხოო დედამისიც აქაა და მამამისიც, თავადაც ინება მობრძანება
-მარიანა ვიცი ახლა რა ცუდად ხარ...
-მადლობაც ვერ გითხარი... ძალიან დიდი მადლობა რომ...
-არაა საჭირო ყველა ასე მოიქცეოდა
-დამიჯერე ყველა არა-მარიანამ ნიკას გახედა რომელიც თვალებით ბურღავდა გოგონას
-მისმინე თუ რამე დაგჭირდება დამირეკე ამ ნომერზე ნებისმიერ დროს
-უნდა გავთიშო, მამაჩემი მოვიდა, როცა მოვახერხებ ჩავრთავ-მარიანამ გათიშა ტელეფონი სასწრაფოთ და ჩანთაში წიგნებში ჩამალა.
თამაზმა დაინახა თუარა ნიკა, გააფთრებული მივარდა და სიტყვის უთქმელად ისეთი მუშტი დაარტყა სახეში რომ ბიჭი მაშინვე იატაკზე აღმოჩნდა, სანამ გონს მოვიდოდნენ იქ მყოფნი თამაზმა საყელოში ჩაავლო ხელები ფეხზე წამოაყენა და კედელზე ააკრა
-რა უქენი ჩამს შვილს? გგონია ამას შეგარჩენ? იცოდე თუ რამე მოუვა შენც ჩაგაძაღლებ
-ნუ იმუქრები-აყვირდა თამუნა და კაცს დაეჯაჯგურა-ჩემს შვილს შეეშვი
-შენს შვილს?-თამაზმა ბიჭს ხელი შეუშვა და თამუნას მიაბჯინა ჩასისხლიანებული თვალები- შვილს უწოდებ ამ ნაბიჭ.?-დაყვირა ქალს
-გეყოფათ ყვირილი-ვახო ჩადგა მათ შორის
-თქვენ რატომ არ გეყოფათ ჩემი შვილის წამება?-მაკა აყვირდა ახლა
-წამება?-თამუნა აილეწა -ერთხელ მაინც მოიკითხეთ შვილი? ერთხელ მაინც დარეკეთ? ერთხელ მაინც თუ დაინტერესდით სად წავიდნენ და რატომ?
-რაუნდა გვეკითხა ჰა?-ხელის გაშლით დაყვირა თამაზმა ქალს -რაუნდა გვეკითხა როგორ ჩაიწვინა შენმა ნაძირალამ ჩემი გოგო საწოლში? ეს გვეკითხა? ჰა-ისევ დაუღრიალა -ყველა გაჩუმდა
-თავის ნებით ჩამიწვა-გაღიზიანებულმა ნიკამ მიახალა სასიმამროს
-მოგკლავ შენი-თმაზი ისევ დაექროლა მაგრამ ვახო გადაუდგა
-გეყოფათ ყვირილი, პოლიცია თუ მოვა კიდე, ჟურნალისტებიც მოყვებიან უკვე-თამაზი დაშოშმინდა უმალ, მას ყველაზე მტად რეპუტაცია ანაღვლებდა, მითუმეტეს რომ ჟურნალისტები მას არ წყალობდნენ
-მომისმინეთ ბატონო ვახო-თამაზი დაოკდა ოდნავ -ეს საქმე ასე არ დამთავრდება, უფლებას არ მოგცემთ ჩემი ოჯახი დაამციროთ, ჩემი გოგონას ღირსება შელახოთ
-არც ვაპირებთ რომ ეს საქმე ასე დავამთავროთ, ახლა მთავარია ანი გამოჯანმრთელდეს და მერე ერთად გადავწყვიტოთ რა ჯობია ბავშვებისთვის
-გადავწყვიტოთ?-დაიღრინა თამაზმა-რაუნდა გადაწყვიტო?! დაქორწინდებიან და იცხოვრებენ ერთად პრობლემა გადაწყვეტილია გაიგე?-თამაზმა ისე ბრძანა რომ ხმა ვერცერთმა ვერ ამოიღო
-არა-ლალიმ პირველად ამოიღო ხმა
-რა არა-დედას მიუბრუნდა თამაზი
-რადა არამეთქი, ჩვენმა გოგომ სცადა, ალბათ ნიკამ აგრძნობინა რომ ერთო ღამის შეცდომა იყო... -ქალს ხმა ჩაუწყდა და ნიკას გახედა -ალბათ აგრძნობინა რომ ზედმეტია მის ცხოვრებაში და გამოუვლ მდგომარეობაში მყოფმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, თუ მათ აიძულებ იქორწინონ იცოდე რომ ანი სასიკვდილო განაჩეს მოაწერ ამით ხელს
-დედაჩემო ჩემი მტერი ხარ თუ მოკეთე რას ბოდავ? ავდგე და ასე გაუბედურებული სახლში დავისვა? ჩემი შვილი ნიკას ერთი ღამის შეცდომად ვაქციო? ასეთი სახელით გავაგრძელებინო ცხოვრება?
-აბა რა გინდა იმ კაცის ცოლი გახდეს ვისაც არ უყვარს და ჰკიდია მისი სიცოცხლე, არათუ ღირსება
-ანი ღირსეულად გათხოვდება და ქმართან იცხოვრებს და წესივრადაც მოექცევიან თუარადა ცხოვრებას ჯოჯოხეთდ ვუქცევ სამივეს-თამაზმა თამუნას შეხედა და გატრიალდა, მაკა გაეკიდა ქმარს.
მარიანა მთელი ეს დრო ჩუმად იყო, ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, მაგრამ სიტუაცია რომ დაწყნარდა ბებიამისთან მივიდა
-ლალი გთხოვ არ დაუშვა ეს ქორწინება, ანის გააუბედურებს ეს არაკაცი
-მე ყველაფერს გავაკეთებ-მათი ლაპარაკი თამუნას ესმოდა და მიუახლოვდა
-ვერაფერს ვერ გააკეთებთ!დაქორწინდებიან და მორჩა!
-და თქვენ გინდათ ასეთი ოჯახი აონდეს თქვენ ბიჭს?
-ოჯახი? რა ოჯახი-დამცინავად თქვა თამუნამ-უბრალოდ ხელს მოუწერს ჩემი შვილი და სულ ესაა, ანი მისი ცოლი არ გახდება, ჩვსნთან იცხოვრებს და მერე სიტუაცია რომ დაწყნარდება გაიყრებიან
-ეს გეგმა როდის დასახეთ-მარიანამ თავი ვერ შეიკავა -ახლა თუ დიდიხნისწინ იმსჯელეთ ოჯახმა
-მარიანა ჩემს შვილს ნუ აბრალებ ყველაფერს, შენი და თავად დასდევდა თავად დაუწვა, ახლა მარტო ნიკაა დამნაშავე და უღირსი? შენი და? მასზე რას იტყვი? ხომ იცოდა რომ ნიკას შენ
-გაჩუმდით-ლალაი გააცოფა თამუნას სიტყვებმა -გეყოფათ შვილის გამართლება, თქვენი ბრალია ასეთი უპასუხისმგებლო და თავაწყვეტილი რომაა, ანის რაც შეეხება ის არასრულწლოვანია, გაუაზრებლად მოიქცა ასე, მითუმეტეს გამოუცდელია და შეყვარებული
-გეყოფათ-ვახო ჩაერია- ახლა არ აქ აზრი იმის ძიებას ვინაა დამნაშავე, მთავარია ისე გამოვასწოროთ რომ ანის სიცოცხლეს საფრთხე არ შევუქმნათ
-გააგებინებ თამაზს?-თამუნა დაიბღვირა
-მოდი ჯერ ანი მოვიდეს გონს და მერე ვნახოთ.
მარიანა უარესებს ელოდა მამამისისგან და გაუკვირდა რომ დაშოშმინებული იჯდა სკამზე და ელოდა ანის გონს მოსვლას, რადგან ასე თუ ისე დაშოშმინდნენ საპირფარეშოში გასვლა მოიმიზეზა ჩანთა აიღო და ტელეფონს ეცა მაშინვე როგორცკი თვალს მოეფარა.
-მარიანა როგორც იქნა
-მამაჩემმა ცოტა გაჭედა და
-მესმის, ანი როგორაა?
-უგონოდაა მაგრამ ექიმებმა გვითხრეს რომ თავის ტრამვის გამო და მალე მოვა გონს
-სად ხარ
-ცენტრალურ საავადმყოფოში
-მოვალ
-არ გინდა გთხოვ ვინმემ რომ დაგინახოს...
-სულ ცოტახნით გნახავ და წავალ
-გთხოვ
-მარიანა დაგირეკავ რომ მოვალ-და სანამ რამეს ეტყოდა გოგონა თორნიკემ გაუთიშა.
მარიანა დაიძაბა ძალიან ღელავდა და თან გული გამალებით უცემდა, წარამარა ტელეფონს დაყურებდა, კარზე კაკუნის ხმამ ისე შეაშინა რომ შეხტა მოულოდნელობისგან
-კარგად ხარ დე?-მაკას ხმამ დააფრთხო
-კიი მალს გამოვალ
-მამაშენი გკითხულობს
-მალე მოვალ
-ანუ კარგად ხარ
-კიი მივწესრიგდები ცოტა და გამოვალ
-მალე-მაკა წავიდა, მაგრამ მარიანამ ერთი სიცოცხლე გაათავა და ტელეფონი რომ აწკრიალდა უფრო დაფრთხა, ძლივს უპასუხა აკანკალებული თითებით
-შეგიძლია გარეთ გამოხვიდე?-თორნიკეს ხმის გაგო ებისთანავე ჟრუანტელმა დაიარა სხეულში
-კიი-ძლივს ამოღერღა და გათიშა, სარკეში ჩაიხედა მერე თვალებიაგრად დახუჭა და გავიდა, მოათვალიერა ფოიე და რომ დარწმუნდა ნაცნობი არავინ იყო გარეთ გავიდა, თან მაინც დაძაბული და შეშინებული აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, თორნიკე მოათვალიერა და მალე შენიშნა მისი მანაანა რომელიც ისე იდგა რომ ღამის განათების შუქი ფაქტიურად ვერ წვდებოდა, მარიანამ მიირბინა და თორნიკეს დანახვისთანავე ყველა შიში და დაძაბულობა გაქრა
-როგორ ხარ?-თორნიკე სახეზე მიაჩერდა, სიბნელის მიუხედავად მაინც არჩევდნენ ერთმანეთის სახეს
-არვიცი-მარიანამ მხრები აიჩეჩა და თავი დახარა
-ძალიან მინდოდა შენი ნახვა-თორნიკე ისევ მარიანას მისჩერებოდა და მის რეაქციას აკვირდებოდა, სიჩუმე უსასრულოდ გაგრძელდა -მარიანა-თორნიკე ნიკაპზე შეეხო ფრთხილად და თავი ააწევინა, მარიანმ მზერა ვერ გაისწორა მაინც და თვის არიდებას ცდილობდა -შემომხედე გთხოვ-თორნიკემ მისი სახე ხელებში მოიქცია, მარიანს ცრემლები მოაწვა, მაგრამ გაბედა და თვალი გაუსწორა -ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება გესმის?
-არ იქნება-ამოღერღა დაძაბულმა
-არ შემიძლია ასეთს რომ გიყურებ
-პოლიცია მოვატყუე რაც მითხარი ის მოვყევი-ამოისლუკუნა-რადგან მამაჩემს რომ გაეგო ერთად ვიყავით მომკლავდა, მოვიტყუე, ყველა ჩემიანი მოვატყუე, რადგან მაიძულებენ ამას...და ძალიან ცუდად ვარ ამის გამო
-ასე ნუ განიცდი, მთავარია ანის სიცოცხლე გადავარჩინეთ, ჩვენ უბრალოდ ახალი კომფლიქტი ავირიდეთ მამაშენთან-თორნიკემ ხელები გაუშვა, რადგან გრძნობდა რომ უჭირდა ამ სიახლოვის დათმობა და სანამ უფრო ღრმად შეტოპავდა გაშორდა
-ხო მაგრამ მაინც მიჭირს მდენი ტყუილის ატანა
-მამა დაგკითხა უკვე?
-რომ იცოდე რა მელოდება
-არაფერი დაუკონკრეტო, ზოგადად მოუყევი დააბნიე და დაიბენი აგრძნობინე რომ ცუდად ხარ და არ გახსოვს დეტალები
-კარგი-თავი დაუქნია გოგონამ-ახლა წავალ თორემ ძებნას დამიწყებენ
-ცოტახანს კიდევ დარჩი-თორნიკეს არ ეთმობოდა მარიანა
-ხო მართლა შენი მობილური-მარიანამ ამოიღო ჩანთიდან
-შენ გქონდეს-თორნიკემ არ გამოართვა
-მამაჩემმა რომ ნახოს გაგიჟდება
-გთხოვ, შეინახე და როცა შეგეძლება ჩართე, ამბავი გამაგებინე თქვენი-მარიანა ყოყმანობდა
-არ მინდა გთხოვ, რამდენი ხანია წამართვა რომ მიხვდეს რამეს გაგიჟდება
-გთხოვ გქონდეს, როცა შენ მოისურვებ მაშინ ჩართე და დაგირეკავ ხოლმე მერე
-კარგი-მარიანამ შეინახა ჩანთაში და მიტრიალდა
-არ დამემშვიდობები?-თორნიკეს გამოწვევა არ მიიღო და არ მიტრიალდა
-არა-უპასუხა ისე რომ არ მიტრიალებულა
-ჩართე ტელეფონი მერე, თორემ შემ ხმას თუ ვერ გავიგებ ვერ დავიძინებ
-რატომღაც შენი არ მჯერა-შემოტრიალდა და ღიმილით უთხრა შემდეგ ისევ შეტრიალდა და შევარდა მიმღებში, კიბეებისკენ გაიქცა დაშეკივლა შიშისგან ვიღაცამ რომ წაავლო მაჯაში ხელი, მიიხედა და ნიკას ამღვრეულ თვალებს რომ გადააწყდა გაბრაზდა
-გამიშვი ავასმყოფო-მაჯის დახსნა სცადა
-იმ ნაბიჭ. შეხვდი?
-შენ ვინ გეკითხება-მარიანა ერთი საფეხურით მაღლა იდგა და სასცქეროდა ნიკას ზემოდან
-გგონია უფლებას მოგცემ ვინმესთან ბედნიერი იყო?
-შენი ნებართვა არ მჭირდება ბედნიერებისთვის-ნიკამ მარიანა ისე ძლიერად მოქაჩა თავისკენ რომ საფეხურიდან ჩაიყვანა და მკლავებში მოიქცია წონასწორობა დაკარგული გოგონა
-მარიანა-მაკას ხმამ გაკვეთა სივრცე, დაბნეული და დამფრთხალი გოგონა ნიკას მიაჩერდა რომელსაც მკლავებში ყავდა მომწყვდეული -შენ რა ?!-მაკა გაჩუმდა დაკიბე ჩაირბინა ნიკამ ხელი გაუშვა და მარიანა სანამ რამეს იტყოდა მაკამ გაარტყა -ვერ ვიჯერებ
-დედა-მარიანამ სცადა აეხსნა
-გაჩუმდი-მაკამ ხელი ასწია და ანიშნა ხმა არ ამოეღო -არ გაბედო თავის მართლება-მაკა აბრუნდა ისე რომ ატირებულ მარიანას ახსნის უფლებაც არ მისცა
-ახლა აცნობიერებ რომ შენი ბედნიერება ჩემს ხელშია?
-ავადმყოფი ხარ, გესმის?-უყვირა გოგონამ და კიბეები აიარა, დედას თვალებს ეძებდა მაგრამ მაკამ ზედაც არ მიხედა შვილს.
ანის გონს მოსვლამ ყველა გაახარა, განსაკუთრებით ნიკა, რადგან გეგმები შეცვალა და გადაწყვიტა რადიკალურად შეწცვალა ანისთან დამოკიდებულება, რომ მარიანასთან ახლოს ყოფილიყო და ცხოვრება მოეწამლა მისთვის.
ანი ყველაზე სუსტი უსუსური და დაუცველი იყო ამ მომენტისთვის, ამიტომ მისთვის ერთ თბილ და იმედიან სიტყვას იმაზე მეტი ძალა ქონდა და წონა ვიდრე ვიდრე ოდესმე, ამიტომ ნიკამ შეძლო და ანისთან დაალაგა ურთიერთობა შესაბამისად, და დაპირდა ვცადოთ იქნებ რამე გამოგვივიდესო. გამოწერეს თუ არა საავადმყოფოდან მაშინვე თამუნამ რძალი სახლში წაიყვანა და ქორწილისთვის მზადებასაც შეუდგა, მარიანა თამაზის შიშით ხმას ვერ იღებდა, მან ბრძანა რომ ქორწილი შედგებოდა და არავინ შეწინააღმდეგებია ოჯახში
-მაოცებს შენი საქციელი-ლალი მაინც თავისას არ იშლიდა და შვილს საყ ედურებით ავსებდა-როგორ შეგიძლია შვილი ასე გაწირო
-დედა ხომ იცი რომ ვერ გადამაფიქრებინებ და რატომღა მაღიზაიანებ?
- სცადა ბავშვმა ორჯერ შენკი უმტკიცებ რომ მისთვის ასე ჯობია
-მაშინ ნუ გადადგავდა ამ ნაბიჯს, ნუ ჩაუხტებოდა საწოლში, ახლა უკან რომ დავაბრუნო ხომიცი რომ ვერ ავიტან ამ მდგომარეობას და ჯოჯოხეთს მოგიწყობთ
-ვიცით-მაკა შევიდა სამზარეულოში-ვიცით რომ შენ უარესს დამართებ, ვიცით რომ ყველას მოგვიშხამავ ცხოვრებას
-ხოდა მაშინ მოკეტეთ
-ქორწილში უნდა წავიდე
-ვერსადაც ვერ წახვალ გაიგე?-სკამიდან წამოვარდა თამაზი და ცოლს თავზე წამოადგა -მე გასაგებათ აგიხსენით რომ ანი ჩემთვის აღარ არსებობს და შესაბამისად თქვენთვისაც, მაგრამ უფლებას არ მივცემ იმ ნაბიჭ. და მის ოჯახს რომ ჩვენი ოჯახის ღირსება შელახოს
-შენ უფლება არ გაქვს რამე ამიკრძალო-მაკამ სიგარეტს მოუკიდა, და ისეთი ირონიული ღიმილით შეხედა ქმარს რომ თამაზმა თავზე კონტროლი დაკარგა და ცოლს ყელში წვდა
-მაკა იცოდე ცეცხლს ეთამაშები
-შენ ვინ ხარ საერათოდ?-მაკამ ხელი ჩამოაშვებინა -ქმარი? სად რომელ ფურცელზე წერია ეს?
-შენ მოინდომე ასე
-იმიტომ რომ ყველ რიგით კახპაში მცვლიდი
-მაგრამ მაინც შენ მიყვარხარ-თამაზმა ისე სერიოზულად უთხრა რომ ლალის გაეცინა
მაკას სახე აელეწა
-შენ არავინ ხარ და იქ წავალ და მაშინ წავალ როცა მინდა
-თუ გებედავ და ფეხს მიადგავ იმ ქორწილში იცოდე რომ მწარედ განანებ-დაემუქრა თითის ქნევით თამაზი და გარეთ გავარდა
-მაკა შვილო რატომ აგიჟებ? ხოიცი რომ ვერ წახვალ, ოთახში ჩგკეტავს თუ აიძულებ
-ვერ ვხვდები ეს არაკაცი რამ შემაყვარა-მაკას თითები აუკანკალდა და სკამზე დაჯდა
-მე ვფიქრობ რომ სიყვარულზე მეტად მიჯაჭვულობაა ეს
-ვერ გავიგე?-მაკამ დედამთილს შეხედა და სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩააჭყლიტა
-შენ დამოუკიდებელი ქალი არ ხარ, სამსახური არ გაქვს, შენი შემოსავალი, თავიდანვე დაგარწმუნა არ გემუშავა და სახლში დაგსვა, შენ გგონია რომ ახლა ვერ იმუშავებ, არც გამოცდილება გაქ არც ისეთი სანაცნობი წრე რომ სამსახური იშოვო, გგონია რომ მის გარეშე ვერაფერს შეძლებ, გეშინია რომ ის თუ წავა ყველაფერი დამთავრდება, შენ ვერაფერს შეძლებ, ამიტომ დამოკიდებული გახდი მასზე
-ჩემი ბრალია ესეც ამის თქმა გინდათ?
-შენი ბრალი ის არის რომ ასე მიენდე კაცს, კაცს კიარა შენ თავს უნდა მიენდო ადამიანი, მხოლოდ შენს თავს და შესაძლებლობებს...
მარიანას თითქმის ყოველ დღე ნახულობდა თორნიკე, ხან სკოლასთან ხვდებოდა ხან რეპეტიტორებთან მიმავალს ქიჩაში, თუმცა ეს არ იყო საკმარისი რომ ერთმანეთი უკეთ გაეცნოთ, თორნიკე თამაზის გამო მარიანას ძალიან ცოტახანს ნახულობდა და ისიც სახლისგან და სკოლისგან შორს რომ ვინმე ნაცნობს არ დაენახათ, რადგან მარიამს ძალიან ეშინოდა მამამისის, თუმცა ერთ საღამოს თორნიკეს მოთმინების ძაფი გაუწყდა...
ნიკას სტუმრობამ თამაზი ისე გააღიზიანა რომ ლამის სახლიდან გაააგდო მაგრამ ლალიმ დააოკა შვილი და კითხა რატომ მივიდა მათთან
-შაბათს ქორწილი და მინდოდა პირადად მეთქვა-უთხრა კაარში მდგომმა ლალის
-ჩვენ არ მოვალთ-მიახალა ქალმა
-ანის ძალიან ეტკინება გული-ისე ოსტატურად დანაღვლიანდა ლალისაც ლამის გული აუჩუყდა
-წადი გაეთრიე ახლავე თორემ შემომაკვდები-უღრიალა დერეფანში მდგომმა კაცმა ბიჭს და სანამ მართლა მისკენ წავიდოდა ნიკა კიბეებზე დაეშვა.
ქორწილმა ჩაიარა, არაფერი იცოდნენ თუ რამოხდა იქ, როგორ ჩაიარა ან ანი როგორ იყო, თამაზი ყველანაირად აკონტროლებდა იმას რომ ანისთან ურთიერთობა არ ქონოდათ. თუმცა ცდებოდა რომ ფიქრობდა მისი შიშით ახლოს არ გაეკარებოდნენ
მაკა და ლალი ანის.მათ არაერთხელ ინახულეს ანი და იცოდნენ რომ ნიკა ცალკე ცხოვრობდა თავად კი თამუნასთან და ვახოსთან, ურთიერთობის აწყობა არც უცდია ნიკას, გამოუცხადა ყველას რომ ისე იქნება როგორც მათ სურთ, მხოლოდ ანის ქმრობას ვერ გაუწევს რადგან არ უყვარს და არ სურს უარესად გაართულოს მათი მდგომარეობა, თუმცა ეს მხოლოდ მათ ეცოდინებათ და ხალხში ისე იქნებიან როგორც ბედნიერი წყვილი...
მარიანას ზამთარში ფაქტიურად შებინდებისას უწევდა ქართულიდან შინ დაბრუნება, თამაზმა რამდენჯერმე შეაწუხა ქალი ადრე ჩაუტარე გაკვეთილებიო მაგრამ მან გამოაცხადა სხვაგვარად ვერ ვახერხებ და თუარმოგწონთ მიბრძანდითო, თამაზმა ისიც იფიქრა მასწავლებელი ავიყვანო და შინ იაროსო მაგრამ ყველამ უარი უთხრა ვინც ბინაზე დადიოდა დროის უქონლობის გამო, მარიანას ძალიან გაუხარდა რომ მამისმა ვერ მიახწია იმას რაც სურდა და შეეძლო კვლავ ენახა თორნიკე, ქართულის გაკვეთილებს მოუთმენლად ელოდა ხოლმე რადგან მაშინ უფრო დიდხანს ნახულობდა მას.
ორშაბათ საღამოს მთელი გაკვეთილი გათიშული ინჯდა მარიანა ქართულზე რის გამოც მასწავლებელმა გამოაგდო გაკვეთილიდან
-ზეგ მოდი და მომზადებული იყავი თორემ მამაშენს ვეტყვი, ახლა კი წადი შენი ნერვები არ მაქ-მარიანამ ნივთები ჩაალაგა ჩანთაში და უზმოთ დატოვა გაკაპასებული ქალი, კიბეები ჩაირბინა და სანამ სადარბაზოდან გავიდოდა ვიღაცამ ხელი სტაცა უკნიდან პირზე ხელი ააფარა და ბნელ კუთხეში გაათრია, მარიანას ძალიან შეეშინდა და მთელი ძალით წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა მაგრამ ვერ შეძლო შეწინააღმდეგებოდა მასზე ბევრად ძლიერ ადამიანს
-დაწყნარდი-სანდროს ხმამ უფრო დააფრთხო-თუ არ დაწყნარდები ვერ გაგიშვებ-დაუჩურჩულა ყურთან და დაელოდა გოგონას რეაქციას, მარიანამ თავი დაუქნია და წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა, სანდრომ პირიდან ხელი ააცალა და უეცრად თავისკენ შეატრიალა დამფრთხალი გოგონა, სანამ მარიანა გონს მოვიდოდა კედელს ააკრა, ხელებინთავს ზემოთ დაუჭირა და მის მთრთოლარე ტუჩებს დააცხრა, მარიანამ ვერცკი გაიაზრა წამებში რა მოხდა და როცა შეძლო შიშისგან დაბინდული აზრების მოკრება მთელი სხეულით შეეწინააღმდეგა და შეძლო მისი ტუჩებისგან თავის დახწევა
-არ გაებედო-უყვირა როცა მისი ორივე ხელი ერთ ხელში მოიქცია და მეორე ხელით ნიკაპი დაუჭირა, ამღვრეული თვალებით ჩააცქერდა თვალებში შეშინებულ გოგონას და ტუჩებზე დააცხრა ისევ, ძლიერად და უხეშად კოცნიდა, იქამდე კოცნიდა სანამ ამღვრეული ვნებები ოდნავ არ დაიცხრო
-მაგიჟებ-დაუჩურჩულა როცა მის ტუჩებს მოწყდა და ხელი უმალ გაუშვა რომარ ეყვირა, მარიანამ ხელი კრა მკერდზე რომ გზიდან ჩამოეშორებინა და გარეთ გავარდა, მირბოდა და ცრემლები სციოდა გამწარებულს, თან ტუჩებს და სახეს იწმენდდა აკანკალებული ხელებით, იმდენად აიტანა შიშის და ზიზღის გრძნობამ რომ აკანკალდა მთელი სხეულით, როცა იგრძნო რომ ვიღაცამ ხელი წაავლო ისევ მაჯაში აკივლდა შიშისგან
-მარიანა-თორნიკე დაიბნა და ხელი გაუშვა შეშინებულ გოგონას
-არ მომეკარო-იყვირა მისკენ მიტრიალებულმა გოგონამ
-მარიანა დამშვიდდი მე ვარ თორნიკე
-თავი დამანებე-ამოისლუკუნა და ისევ ცრემლები წასკდა
-რამე შეგემთხვა?-თორნიკე აილეწა-მითხარი-მარიანას მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა, თითქოს ახლა მოოვიდა გონს გოგონა, ცრემლები შეიშრო მთრთოლარე ხელებით
-არაფერი-მის დაჟინებულ მზერას ვერ გაუძლო და თავი დახარა
-მარიანა-თორნიკემ ნიკაპზე მოკიდა ხელი მაგრამ დამფრთხალმა გოგონამ უკან დაიხია
-გთხოვ ახლა არ შემიძლია
-მითხარი რა მოხდა
-უნდა წავიდე-მარიანა დაფეთებული მიბრუნდა და წასვლა რომ დააპირა თორნიკემ მაჯაში სტაცა ხელი და თავისკენ მიაბრუნა დამფრთხალი გოგონა
-გამიშვი გთხოვ-მარიანამ ახედა დაღვრემილ ბიჭს
-ის იყო არა?-თორნიკემ მეორე მაჯაშიც ჩაავლო ხელი და მეტად მოქაჩა თავისკენ გოგონა
-გეყოფა-მარიანას უჭირდა მისი მრისხანე სახის ყურება
-მიპასუხე-თორნიკე იმდენად გამოვიდა მდგომარეობიდან მარიანა ასეთ რომ ნახა უკვე უჭირდა თავის კონტროლი
-მტკივა-ცრემლები მოეძალა ისევ მარიანას და ადგილზე გაქვავდა როცა დაინახა როგორ ჩაიარა სანდრომ თავის მანქანით, მაშინვე თორნიმეს შეხედა რომელსაც სახე წაეშალა ბრაზისა და მრისხანებისგან



№1 სტუმარი Anna

აუ, აღარ დებ ? ყველა ერთად წავიკითხე და 3 დღეა ველოდები ახალ თავს ,ძალიან მაინტერესებს .

 


№2  offline წევრი მი რა

მაპატიეთ ასე რომ დავაგვიანე მაგრამ რამდენჯერმე ავტვირთე და არ გამოქვეყნდა ხარვეზებიდან გამომდინარე და ვეღარ მოვახერხე რომ მესამედ დამეწერა ეს მეექვსე თავი

ძალიან ხშირად დაწერილი წამეშლება ხოლმე და მერე მიჭირს იგივეს დაწერა

ამიტომ მიგვიანდება

 


№3 სტუმარი Anna

მი რა
მაპატიეთ ასე რომ დავაგვიანე მაგრამ რამდენჯერმე ავტვირთე და არ გამოქვეყნდა ხარვეზებიდან გამომდინარე და ვეღარ მოვახერხე რომ მესამედ დამეწერა ეს მეექვსე თავი

ძალიან ხშირად დაწერილი წამეშლება ხოლმე და მერე მიჭირს იგივეს დაწერა

ამიტომ მიგვიანდება

უბრალოდ ასე დაგვიანებით მკითხველი ინტერესს დაკარგავს და შესაბამისად თქვენ მკითხველს დაკარგავთ

 


№4  offline წევრი მი რა

ვიცი და Ძალიან მინდა დავწერო მაგრამ ხარვეზებია და რამდენჯერაც ავტვირᲗე ვერ გამოქვეყნდა ხარვეზების გამო და ამიტომ ჯერჯერობიᲗ მიწევს Შევწყვიტო წერა , სანამ არ გამოვასწორებ ამ ხარვეზებს Ჩემს ატვირᲗვაᲨი

 


№5 სტუმარი სტუმარი ხატია

ძალიან მაგარია, მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს

 


№6  offline წევრი მი რა

ძალიან ვწუხვარ რომ ამდენი ხანი მომიწია შეწყვეტა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა, ბოდიშს გიხდით რომ ასე მოხდა

 


№7 სტუმარი სტუმარი taa

axali tavi rodis daideba???'

 


№8 სტუმარი ta

agar ideba axali tavi?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent