მოტაცება ქართულად (4 თავი)
მარიანა შინ გაღიზიანებული დაბრუნდა და ძალიან გაბრაზდა, როცა ლალი და მაკა მისი სახლში შესვლისთანავე გამხიარულდნენ -მოხდა რამე?- ვერ მიხვდა ასე რამ გააბედნიერა ისინი -მოხდა-მაკა საზეიმოდ წამოდგა ფეხზე-მამაშენმა ბოლოსდაბოლოს მიზანს მიახწია -რას გულისხმობ-მარიანა უფრო ცუდ ხასიათზე დადგა -სანდროს მამასთან ერთად ახალი საქმე წამოიწყო -სანდრო-მარიანამ გაიმეორა უკმაყოფილო ტონით -რა არ მოგწონს?-ჩაერია ლალი -ის რომ იდიოტია -შენთვის ყველა იდიოტია-ლალის გაეცინა -ნიკაზეც ამას ვამტკიცებდი მაგრამ არავინ მომისმინეთ-წამოენთო გოგონა -ტონს დაუწიე-მაკა გაბრაზდა-სანდრო ძაან კარგი ბიჭია,მასაც მშვენივრად ვიცნობთ და მის ოჯახსაც -იცნობთ იმდენად რამდენადაც თავს გაცნობთ-მარიანა ოთახში შეიკეტა და ცრემლები მოერია, მიხვდა რომ სანდრო მართალს ეუბნებოდა რესტორნის შესახებ. თამაზი სახლში ადრე დაბრუნდა და ოჯახს მომზადება უბრძანა -მარიანას უთხარი წესიერად ჩაიცვას და წესიერად მოიქცეს იქ-ლალის თვალების ჭყეტით უთხრა -ვეტყვი ნუ გიჟდები-ლალი შევიდა მარიანასთან ოთახში და საწოლზე დაჯდა -მიდი ჩაიცვი, რესტორანში მივდივართ -მე არსად მოვდივარ -ხოიცი რომ მაინც წამოხვალ და რატომ ირთულებ საქმეს? -არ მინდა -გეყოფა ჯიუტობა, რამდენიმე საათით აგვიტანე ყველა ერთად -სანდროს ნახვა არ მინდა -სანდრო რა შუაა? ოჯახებით ავღნიშნავთ ამ ამბავს უბრალოდ -შენც კარგად იცი რომ დიდი ხანია დედამისი სხვა ენაზე მელაპარაკება -მერე რა თუ ქალს სარძლოთ მოსწონხარ? და ამას გამოხატავს? პირიქით სასიამოვნოა რომ ასე მოხიბლულია მისი ოჯახი შენით -სამწუხაროდ სანდროც მოხიბლულია თან ზედმეტად და მამაჩემი უფრო -ნუ გეშინია მეთორმეტე კლასელს არ გაგათხოვებთ, მითუმეტეს რესტორნიდან არ გავატანთ შენ თავს-ლალიმ იუმორში გაუტარა-თან ვინიცის რა მოხდება სანამ შენ სკოლას დაამთავრებ -ყოველთვის იმას რატომ მაკეთებინებთ რაც არ მინდა-მარიანას ცრემლები მოერია -იმიტომ რომ არ გაგიმართლა-ლალი წამოდგა ფეხზე და მარიანას დააცქერდა- სამწუხაროდ მშობლებს არ ვირჩევთ და არც შვილებს, სამწუხაროდ ბედისწერა გვაიძულებს დავემორჩილოთ სხვას, შეიძლება არ გვინდოდეს მაგრამ გარემოებათა მსხვერპლნი ვხდებით, გვგონია რომ შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ, დავძლიოთ შევცვალოთ მაგრამ ასე არაა, უბრალოდ გვგონია, სინამდვილეში კი ბედისწერას ვერ გაექცევი, გარემოებები და ადამიანები გაიძულებენ იყო ისეთი როგორიც მათ სურთ-ლალი გავიდა ოთახიდან და მარიანას ცრემლები გადმოსცვივდა მაგრამ მაშინვე შეიმშრალა როცა მაკა შექანდა და პირდაპირ კარადას ეცა, გადმოაწყო მარიანას კაბები და არჩევას შეუდგა, კარგახნის ფიქრის მერე შავი კაბა აარჩია -ეს ჩაიცვი-მარიანას ფაქტიურად სახეზე ააფარა -და ჩემ ოქროსფერ ფეხსაცმელს მოგიტან და ჩანთას, პიჯაკი კი გაქ შესაბამისი -მაკა გავიდა და მალევე დაბრუნდა დაპირებულით ხელში -რას ელოდები? მიდი ჩაიცვი -დედა წამოსვლა არ მინდა,ლამის შეეხვეწა მარიანა -მიდი სწრაფად-მაკა დაეჯაჯგურა შვილს და ადგომა აიძულა, მარიანამ ჩაიცვა შავი ტანზე მომდგარი მოკლე კაბა, შემდეგ ფეხსაცმელი და შეჩეჩებული პიჯაკი -რა გოგო ხარ, თვალს ვერ მოგწყვეტენ-მაკამ სააბაზანოში შეიყვანა სახე დააბანინა და და მაკიაჟიც გაუკეთა დაღვრემილ გოგონას, შემდეგ გაიყვანა მისაღებში საზეიმოთ -წავედით-თამაზმა კარი გააღო და ყველა გაისტუმრა გარეთ. რესტორანში დაგვიანებით მივიდნენ, მარიანას მღელვარებოსა და ბრაზისგან გული გამალებით უცემდა, როცა დაინახა როგორი კმაყოფილი სახით წამოდგა სანდრო მაგიდიდან ლამის უკან გაბრუნდა მაგრამ ლალიმ ხელი წაავლო -დაწყნარდი-დაუჩურჩულა გოგონას და მოახლოებულ სანდროს გაუღიმა რომელმაც ჯერ თამაზი და მაკა გადაკოცნა,მერე ლალი შემდეგ კი მარიანა თან ორივე ლოყაზე და ყურში უჩურჩულა -ალბათ გინდა გამაგიჟო-მარიანას მის მიკარებაზეც კი გააჟრიალა და ოდნავ უკან დიხია შემდეგ კი მრისხანე მწვანე თვალები შეანათა -საღამოს დედოფალია-ლალის უთხრა ღიმილით და მოკრძალებით -ნამდვილად-დაეთანხმა ქალი და მაგიდისაკენ წავიდა და რძალს მიუჯდა გვერდით -წარმოუდგენელია როგორ შეგიძლია ასე გარდასახვა-მარიანა ვერ იოკებდა ბრაზს -იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ- სანდრო წინ დაუდგა გოგონას-ოღონდ უფროსებთან ოდნავ მოკრძალებით, აი შენთან კი ეგ არ შემიძლია-მარიანამ გვერდი აუარა ირონიულად მომღიმარ ბიჭს და მაგიდას მიუახლოვდა, სანდროს დედა ადგა და მარიანას მიუახლოვდა -ძალიან ლამაზი და დახვეწილი შვილი გყავს მაკა, ბედნიერი ვიქნებოდი ასეთი რძალი რომ მყავდეს-მაკას გახედა ქეთიმ და მარიანა გადაკოცნა -იქნება გყავდეს კიდეც-მარიამის უკან მდგომმა სანდრომ უთხრა დედას და მაგიდას მიუჯდა, ლაშამ ხელი ჩამოართვა მარიანას ანიშნა დაჯექიო, გოგონა დაიძაბა, მიხვდა ყველაფერი მოწყობილი იყო, სანდროს შეხედა რომელიც უღიმოდა კმაყოფილი სახით, მარიანა იმდენად გააღიზიანა მისმა სახემ რომ ვერ მიხვდა ყველა მას რომ მისჩერებოდა -დაჯექი შვილო-ქეთიმ დასვა და გვსრდით მიუჯდა. საუბარი ათას რამეს შეეხო, მაგრამ კაცებს მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდათ ღვინო, სადღეგრძელო და ჭიქებს ერთმანეთის მიყოლებით ცლიდნენ, არც სანდრო იკავებდა თავს, მარიანახმა არ ამოუღია მთელი ამ დეოის განმავლობაში, არც უჭამია რამე და არც დაულევია ,იჯდა დაღვრემილი სახით დაძაბული და ხალხს აკვირდებოდა, მხოლოდ ერთხელ წყლის ჭიქას წაავლო ხელი და ისიც არ შეერგო, დალევის დროს ხველა აუტყდა რადგან თორნიკე და მისთვის უცნობი ბიჭი შემოვიდნენ დარბაზში და მათ პირდაპირ მსგარ მაგიდაზე დასხდნენ -იცნობ?-სანდრომ მარიანადან მზერა ბიჭებზე გადაიტანა -რაა?-ვერ გაიგო კითხვა იმდენად დაიძაბა -იმ ბიჭების დანახვაზე სახე შეგეცვალა-სანდრო მისკენ გადაიხარა და ისე ჩასჩურჩულა ყურში რომ მარიანას თმაში ჩაეკარგა სახე -შენი სურნელი მაგიჟებს- უფრო მეტად გადაიხარა გოგონასკენ რომელიც ისეთი დაძაბული, დაბნეული და გაღიზიანებული იყო რომ ადგილიდან ვერ იძვროდა -ვინ არიან-ხმა შეეცვალა სანდროს და მარიანას მკაცრო ტონით კითხა, გოგონა ისე გააღიზიანა მისმა კითხვამ რომ სანდროს მიაჩერდა -მგონი ზედმეტი მოგდის -გაბრაზება ძალიან გიხდება-სანდრომ მარიანადან მზერა თორნიკეზე გადაიტანა რომელიც თვალს არ აშორებდა მათ და ღვინის ჭიქა აიღო ხელში, სასმელი მოწრუპა და მარიანას დაკვირდა რომელიც იმ მაგიდას თვალს არ აშორებდა, ძალიან გაღიზიანდა ამ ყველაფერზე და თავს ძლივს თოკავდა რომ არ აეტეხა აურზაური. თორნიკე იჯდა და პრინციპულად სანდროს თვალს არ აშორებდა -გეყოფა-ლევანმა გამოიხედა ერთი წამით და ეყო იმისთვის რომ მიმხვდარიყო ყველაფერს -უკვე მიხვდა ის კრეტინი ყველაფერს -როგორ მინდა რომ ის კმაყოფილი სახე მივუნგრიო -როგორც ვხვდები შორს არაა ეგ დღე -დღე კიარა საათები -თორნიკეს სიტყვებზე გაეცინა ლევანს. მარიანა ისევ ისე იჯდა და არ ტოკდებოდა -არ მეტყვი ვინ არიან?-სანრო არ ეშვებოდა -არავინ-მარიანას მისკენ არ მიუხედაბს ისე უპასუხა -დარწმუნებული ხარ?-სანდრო ეჭვიანობის პიკზე იყო -შემეშვი-მარიანა მწყობრიდან გამოვიდა და ფეხზე წამოვარდა -უკაცრავად სუფთა ჰაერზე გავალ თქვენის ნებართვით-მამას გახედა რომელსაც სახე უკმაყოფილებისგან დაებრიცა მაგრამ სხვა გზა არ ქონდა და თავი დაუქნია -მაკა ძალიან მომწონს ეს გოგო და რა ვქნა- ქეთიმ ისევ დაიწყო და რადგან ამ თტემას შეეხო საბოლოოდ ყველამ ამოთქვა თავის სურვილი და აზრი -მთავარია ბავშვებს თუ მოწონთ ერთმანეთი- ლალიმ ვეღარ შეიკავა თავი -მოეწონებათ-ჩაერია თამაზი-მთავარია ჩვენ მოგვწონს სისიძო და სარძლო-ლაშას შეხედა -აბა რა ჩემო ძმაო, შენ გოგო ჩემი თაკოსავით მივხედავთ და გავუფრთხილდებით -გენაცვალე ძმაო-თამაზმა გადაკოცნა ლაშა -სანროს ისედაც მოწონს თქვენი გოგო-ქეთი აფორიაქდა -საიდან იცით-არ ცხრებოდა ლალი -ვიცი ქალბატონო ლალი, არ ერთ გოგონაზე ამდენს არ საუბრობს და არ დასდევს უკან -სანდეო ძალიან კარგი ბიჭია-მაკა ჩაერია-მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, ორივე ჯერ სკოლის მოსწავლეა -მერე რა ნაადრევი ყველაფერი კარგია-ლალი სულ გააგიჟა ქეთიმ -რას ამბობთ, თქვენ რა გინდა ხელი შეუწყოთ მათ ქორწინებას -რატომაც არა? ეს ორ ოჯახს გააერთიანებს -მოდი.დავიცადოთ-მაკა ცოტა ააბნია ამ საუბარმა -რაღა დავიცადოთ?-თამაზმა დააჭყიტა თვალები- ორივე უფრო აზრზე მოვა და მოჭკვიანდება... მარიანა აივანზე გავიდა და მოაჯირს დაეყრდნო, ღრმად ისუნთქავდა ჰაერს მაგრამ არ ყოფნიდა, თითქოს ახრჩობდნენ, და სანამ ცდილობდა დამშვიდებულიყო, უარესად ააფორიაქა სანდროს ხმამ -მისგამო ხარ ასე?-მარიანა შემოტრიალდა და კარში მდგომ სანდროს მიაჩერდა-აშკარაა მაგრად ევასები იმ ტიპს -სანდრო რატო თავს არ დამანებებ? რა გინდა ჩემგან? -შენ მინდიხარ-მიახალა სანდრომ -სიტყვებს დაუკვირდი,შენს კახპებში არ აგერიო -კარგად ვიცი ვინც ხარ-სანდრომ წარბები აზიდა -და სწორედ ამიტომ-თან ნაგლად მარიამის სახეს თვალს არ აშორებდა -ტყუილად ცდილობ, მე შენი რიგითი არ ვიქნები -თუ მაინცდამაინც ცოლობა გინდა არც ამაზს გეტყვი უარს-სანდროს ნათქვამმა ისე გააღიზინა მარიანა რომ გოგონა გააფთრებული წავიდა მისკენ და სახეში უნდა დაერტყა ხელი რომ სანდრომ ჰაერში დაუჭირა თავისკენ უხეშად მოქაჩა გოგონა და მეორე ხელი წელზე მიადო და შემოატრიალა ისე რომ კედელს ააკრა და ტუჩებზე დააცხრა, მთელი ძალით უწევდა მარიანა წინააღმდეგობას მაგრამ მის ძლიერ ხელებს ვერ დაუსხლტა, იქამდე გააგრძელა გოგონას წვალება სანამ არ დაიკმაყოფილა ჟინი, თორნიკე ამ ყველაფერს შეესწრო, რადგან აივანზე გასასვლელი ის კარ სანდრომ გარედან ჩაკეტა საიდანაც ის და მარიამი აივანზე გავიდნენ, თორნიკე იძულებული გახდა შემოევლო დარბაზისთვის და მეორე კარიდან გასულიყო აივანზე, სანამ მათ მიაგნებდა სილუეტები დალანდა და დაინახა რაც მოხდა, ნაბიჯი ააჩქარა და რომ მიუახლოვდა მათ და დარწმუნდა მარიანა და სანდეო ოყვნენ ტვინში სისხლი ჩაექცა თუმცა სანამ მივარდებოდა სანდროს მარიანამ სახეში გაარტყა აკანკალებული ხელი და ტუჩები მოიწმინდა -ნაბიჭ-დაუყვირა გოგონამ, იმდენად იყვნენ ერთმანეთით გართულნი რომ თორნიკე ვერცერთმა შენიშნა და მოულოდნელად დაესხა თავს სანდეროს, სახეში მუშტი დაარტყა და წააქცია, შემდეგ მარიანას მივარდა -კარგად ხარ? რამე ხომარ დაგიშავა?-სანამ მარიანას ელაპარაკებოდა სანდრო წამოდგა და თორნიკეს ეცა, ხელჩართული ჩხუბი იმით დასრულდა რომ მარიანამ სახეში სილა მიიღო მამისგან ყველას თანდასწრებით, სანდრომ ქება, თორნიკემ მუქარა, და დასისხლიანებული ცხვირ-პირი ორივე ბიჭმა, მარიანას შეურაწყოფამ თორნიკე გააცოფა მაგრამ ლევანმა არ გაუშვა -მამაისია, მოეშვი-ძლივს გააკავა -იმ ნაბიჭ. იმაზე მეტად დაამცირა ვიდრე სანდრომ -რაგინდა რომ გააკეთო? მიხვალ და პასუხს მოსთხოვ? წავიდეთ სანამ კიდე რამე არ მოხდა -ოდესმე მამაის პასუხს მოვთხოვ -სხვადროს იყოს-ლევანმა ძალით გაათრია აივნიდან და თანამშრომლების დახმარებით ეზოში გაიყვანა. -დედა რა მოხდა-არ ეშვებოდა ქეთი გაავებულ სანდროს -არაფერი არაფერი გაიგეთ ყველამ? არაფერი, უბრალოდ ვიჩხუბეთ-ყვიროდა გაცეცხლებული და თან მარიანას არ აშორებდა თვალს, რომელიც თავდახეილი იდგა და ტიროდა -შენი ბრალია არა? -თამაზი დაექროლა შვილს -თამაზ-ქეთი გადაუდგა-ბიჭებმა იჩხუბეს გოგონა რა შუაა-სცადა გააფთრებული კაცის დაშოშმინება -ვიცი ეს იქნებოდა მიზეზი-არ ცხრებოდა კაცი -რა ქნას თუ ასეთი ლამაზია-ქეთი არ ეშვებოდა, სარძლოს იცავდა -წავიდეთ, ჯობია დავიშალოთ-ლაშა სანდროს მიუახლოვდა -ყველა დავწყნარდეთ ჯობია -თან თავალები დაუბრიალა შვილსსანდრო მიბრუნდა და კიბეზე დაეშვა დედაიკო და მამიკო გაეკიდნენ -ახლა ხმა არ ამოიღო-ლალიმ უყვირა თამაზს -ბავშვი აღარ ანერვიულო ვიღაც ორი სულელის გამო -კარგად ვერ გივლით დ მე მოგივლით მაცადეთ-თითის ქნევით გახედა მარიანას და კიბეებზე დაეშვა, მაკაც გაეკიდა, ლალიმ მარიანა ჩაიხუტა და ისე ჩაატარა კიბე. თორნიკე ვერ მშვიდდებოდა, ჯერ ის ვერ გადახარშა რომ დაინახა ძალით როგორ აკოცა სანდრომ და ახლა ის რომ მამამ ყველას თვალწინ დაარტყა სრულიად უდანაშაულო გოგონას -იმ ნაბიჭვ. ვიპოვი და სახეს გავუერთიანებ, მარიანას დამცირებას არ ვაპატიებ -მისმინე ეხლა დამშვიდდი, ცოტა აზრზე მოდი, ისე ნუ იზავ მარიანას უარესი პრობლემები შეუქმანა, ხომ ხედავ მამამ ისი რა ნაძირალაცაა -მამამისსაც გავუსწორდები -მამამის მოეშვი, პასუხს ისევ მარიანას აგებიინებს, ხომ მიხვდი რა ადამიანიცაა -ეგ ნაბიჭ. იმის მაგივრად შვილი დაეცვა და გაერიდებინა დაგვინახა თუარა ვჩხუბობდით მარიანას გაარტყა... -თორნიკე გაჩუმდა -წარმოიდგინე მამა რომ თათიას დაარტყას, ჩემს დაიკოს, ჩემს ნამცეცას, ჩემ სულელ გოგოს, ვერ ვხვდები რა დონის ნაბიჭ. უნდა იყო რომ შვილს ასე მოექცე. მარიანა სახლში შევიდა თუარა ოთახში შევარდა კარი ჩაკეტა და საწოლზე პირქვე დაემხო -მარიანა-მაკამ კარზე მიუკაკუნა -მოეშვი -დედა -მაკა შვილო ქმარს მიხედე, ისეთს ნურაფერს ეტყვი გააცოფო, ეცადე დაეგდოს -დედა მარიანა -მარიანას მოეშვი, აცადე დამშვიდდეს -დედა რატომ ხდება ასე რომ ასე გულს ვტკენთ მათ ვინც ასე ძლიერად გვიყვარს -იმიტომ რომ ჯერ ვერ გაიგეთ რომ ის ადამიანია რომელსაც აქვს საკუთარი შეხესულებები და გრძნობები, საკუთარს სთავაზობთ აიძულებთ იგრძნოს ის რაც სწორად მიგაჩნიათ და აქ უშვებთ სასიკვდილო შევდომას... ახლა მოეშვი. მარიანა იმდენხანს და იმდენად ძლიერად ტიროდა რომ თვალები დაეწვა და ფაქტიურად ვეღარ იხედებოდა, არც ოცოდა რომელი საათი იყო, ძილი არ ეკარებოდა ადგა საწოლიდან და წყალი დალია, შემდეგ ფანჯარასთან დადგა და ქუჩაში მიმავალა მანქანებს დააკვირდა ინატრა ნეტა მათსავით თავისუფალი ყოფილიყო, ნეტა შეძლებოდა წასულიყო იქ სადაც სურდა და ეკეთებინა ის რაც სურდა, ნეტა მათსავით შესძლებოდა საჭეს მიჯდომოდა და წასულიყო არსაით, უბრალოდ გაქცეოდა საკუთრ თავს, უბრალოდ ეგრძნო რომ საკუთარი თავის მფლობელი თავად და არა სხვა... ცრემლები მოეძლა ისევ და გადმოცვივდა კიდევაც, არც უცდია დამშვიდება გაჩუმება დაწყნარება, სტკიოდა, ძალიან სტკიოდა სული და ცრემლები უფრო უღრმავებდა ჭრილობებს მაგრამ მაინც ტიროდა, მწარედ ტიროდა, მეტად იმწვავებდა და იღემავებდა ტკივილს, მეტად ტანჯავდა თავს წარსულის გახსენებით და მეტად იდანაშაულებდა თავს საერთოდ არსებობისთვის, ძალიან შეეშინდა,როცა მის ფანჯარას რაღაც მოხვდა, და ეს იქამდე გაგრძელდა სანამ არ გააღო და არ გადაიხედა რომ დაენახა რა ხდებოდა მითუმეტეს რომ დაინახა რამდენიმე ადამიანი მისი ფანჯრის წინ რაღასა წერდა თუ ხატავდატრასაზე, მესამე სართულიდან ქუჩის განათებაზე გაარჩია ოთხნი იყვნენ მაგრამ ვინ ვერ არჩევდა, ოდნავ დაფრთხა ცეცხლი რომ აენთო და გაეცინა როცა წაიკითხა ,,ამ ტკივილს დაგავიწყებ გპირდები" შემდეგ ცეცხლი და ადამიანები ერთად გაქრნენ, მარიანას სულელივით ეღიმებოდა და ვერ იჯერებდა რომ ასეთი რამ მისთვის გააკეთეს მითუმეტეს ვერ უშვებდა იმას რომ ეს თორნიკე შეიძლება ყოფილიყო, თუმცა სხავა ვინ, ვინიყო ასეთი შეშლილი და უცნაური. იმდენად გაიტაცა ამაზე ფიქრმა რომ ტკივილის ადგილი ინტერსმა და სასიამოვნო განწყობამ ჩაანაცვლა. ანიმ თვალები გაახილა და მიმოიხედა, მალევე აღიქვა სად და რატომ იყო და ცრემლები მოეძალა -როგორც იქნა-ნიკას ხმამ დააფრთხო და ცრემლები მოიწმინდა -მეგონა მარტო ვიყავი -აქ ვარ კიდე რამე სისულელე რომარ ჩაიდინო -შეგიძლია წაბრძანდე შენს გამო ს აღარ ვაპირებ, შენ ჩემს სიცოცხლეს არ იმსახურებ -ნეტა შემეძლოს წავიდე -წადი, მე შენს ცოლობას არ ვაპირებ, ნუ ღელავ -არც მე ვაპირებდი შენს ცოლობას მაგრამ სხვა გზა არ მაქ, ასე რომ არ მოვიქცე ყველას თვალში ნაბიჭ. არაკაცი ვიქნები, ამიტომ პასუხისმგებლობას ავიღებ, ხელს მოგიწერ, ექვსი თვის მერე გამშორდები, რაც გინდა ის თქვი ხალხში გინდა რომ გიღალატე ან ვთამაშობ ან რაც გინდა თავი გაიმართლე, მე არაფერს ვიტყვი, შენი ინიციატივით დავშორდებით რომ სახელი არ შეგელახოს... -სანამ მე ამ დგომარეობაში ვიყავი შენ ამაზე ფიქრობდი?- ანის ცხვირი აეწვა მოწოლილი ცრემლებისგან -მისმინე ანი, მე შენთვის არასდროს მითქვამს რომ მიყვარხარ -შენ მე მატყუებდი, მიმტკიცებდი რომ შენთვის მნიშვნელოვანი ვიყავი -მნიშვნელოვანი და საყვარელი ქალი განსხვავდება, შენ შენ ილუზიებში ცხოვრობდი, მე კი ვისარგებლე იხეშად რომ ვთქვათ შენი გულუბრყვილობით -უხეშად რომ ვთქვათ? შენ მე მარწმუნებდი მატყუებდი რომ ყველაზე სასურველი ვიყავი -სასურველი ქალი და არ ცოლი, მე შენისთანა გოგოს ცოლად არასოდეს მოვიყვან რადგან, სულსწრაფი, გულუბრყვილო, სუსტი ნებისყოფის და ზედმეტად თავდაჯერებული ხარ, რატომ ჩათვალე რომ ორითვის გაცნობილს ისე შეგიყვარდებოდი რომ ცოლად მოგიყვანდი, ან რომ ჩემთვის შენ გახდებოდი მთავარი ქალი -მართალია, ყველაფრის ღირსი ვარ რაც დავიმსახურე-მხოლოდ ეს უთხრა და თვალები დახუჭა, მოწოლილი ცრემლები გულში დამარხა სიყვარულთან ერთად, ნიკა დაიძაბა მიხვდა რომ უარესად მოშხამა ისედაც დაბნეული და უბედური გოგონა -მისმინე მე არ მიგატოვებ, დაგეხმარებით რომ ფეხზე დადგე, ოღონდ ჩვენ არ იარსებებს! იარსებებ შენ, და მე ყველაფრით დაგეხმარები -წადი-ლამის იკივლა უკვე მწყობრიდან გამოსულმა გოგონამ -გაეთრიე-წამოიწია და რაც ხელში მოხვდა ესროლა ყველაფერი, ისტერიკაში ჩავარდა და იქამდე ვერ დააშოშმინეს სანამ ნემსი არ გაუკეთეს. -ასეთი ნაძირალა როგორ ხარ-ლუკას გაოცებას საზღვარი არ ქონდა როცა მოყვა რატომ ჩავარდა ისტერიკაში ანი -თუ ასე გეცოდება დაგითმობ და ცოლად შენ მოიყვანე-მიახალა ნიკამ, ლუკას კარგახანს გაოგნებული უყურებდა მეგობარს და ვერ იაზრებდა რა უთხრა, ვერ უშვებდა იმას რომ ნიკამ ასეთი რამ უთხრა ბოლოს კი მუშტი დაარტყა სახეში ბევშვობის მეგობარს და მიტრიალდა -ლუკა შვილო ახლა გაგოჟებული, გთხოვ არ წახვიდე-თამუნა გაეკიდა-ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ ისიც და ჩვენც არიცის რას ბოდავს -ასეთი სულმდაბალი ადამიანი თუ იყო ვერ წარმომედგინა -ვერც მე წარმოვიდგენდი ასეთს თუ გავზრდიდი - იმედია იმ გოგოს არ გაწირავთ და უფლებას არ მისცემთ თავი მოიკლას თქვენი უღირსი შვილის გამო-თამუნას ცრემლები ჩამოსცვივდა -წაეთრიე-ნიკას ყვირილი მოესმა და გატრიალდა უსიტყვოდ -ყველაზე ამაზრზენი და საცოდავი ვინმე ხარ-უყვირა ატირებულმა თამუნამ-იმის კაცობაც არ გაქ რომ გოგო ოჯახში შემოიყვანო ღირსეულად და პასუხი აგო შენს უღირს საქციელზე-ნილმ ხელი აიქნია და საავადმყოფო დატოვა. მარიანა სკოლაში ისე წავიდა არავის დაენახა, თმები სახეზე ჩამოიყარა თან ტონალური გადაივა რომ არ დატყობოდა ჩაწყვეტილი კაპილარი ლოყაზე. მთელი გაკვეთილები დაბნეული და მოწყენილი იყო, ლიკუმაც არ იყო და ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. ძალიამ შეეშინდა როცა გაკვეთილების დამთავრების მერე სკოლის ეზოდან გასულს მალევე თორნიკემ გადაუღობა გზა გასაქანი არ მისცა წინ წასულიყო -მარიანა-მუდარა გაისმა მის ხმაში -ახლა არ გთხოვ-მარიანამ არცკი შეხედა ისე უთხრა და უფრო დახარა თავი -გთხოვ დამელაპარაკე -ახლა არ შემიძლია ძალიან ცუდად ვარ-ხმა გაებზარა გოგონას, თორნიკეზე იმდენად იმოქმედა ამ ყველაფერმა რომ თავი ვერ შეიკავა ნიკაპზე ხელი წაავლო და ფრთხილად ააწევინა თავი, უნდოდა თვალებში ჩაეხედა, უნდოდა მისი ტკივილი მთლიანად აღექვა, მარიანა თვალს მაინც არ უსწორებდა -შემომხედე გთხოვ -გთხოვ ნუ მაძალებ-მოწოლილ ცრემლებს ვეღარ უმკლავდებოდა მარიანა, თორნიკემ მეორე ხელით თმა გადაიწია და ხელი ჩამოისვა ლოყაზე, თითი იქ შეაჩერა სადაც ოდნავი ჩალურჯება ეტყობოდა, მარიანამ ვეღარ შეძლო ამდენ ემოციასთან გამკლავება და ატირდა, თორნიკემ აკანკალებული გოგონა გულში ჩაიკრა და ორივე ხელი ძლიერად მოხვია, თითქოს ცდილობდა დაეცვა ყველა ტკივილისგან, მარიანას გულინუარესად აუჩუყდა და უფრო ატირდა, ხმას არცერთი იღებდა, უხმოდაც ესმოდათ ერთმანეთის, როცა მარიანამ გული იჯერა ტირილით და თავს მოერია და უკან დახევა მოისურვა თორნიკემ უმალ გაუშვა ხელი, არ ეთმობოდა მაგრამ მარიანას სურვილს დაყვა, მარიანა თავდახრილი იდგა ისევ -შემომხედე გთხოვ-თორნიკეს ხმაში ისევ მუდარა გაისმა, მარიანა თავს მოერია და თავი აწია და შეანათა მწვანე თვალები საიდანაც უმალ ცრემლები გადმოსცვივდა და ათრთოლებული ხელებით მოიწმინდა თუმცა ცრემლები არ წყდებოდა და უფრო აუკანკალდა გოგონას ხელები, თორნიკე მიხვდა რომ მისი ყოველი სიტყვა და ქმედება უარესად ატკენდა გულს ამიტომ თავი დახარა, დაელოდა თუ რას გააკეთებდა მარიანა, გოგონა მიტრიალდა მაგრამ ისევ მობრუნდა -მადლობა -ამოღერღა და მიტრიალება აპირებდა რომ თამუნას დაფეთებული ხმა მოესმა -მარიანა შენი დახმარება მჭირდება-გოგონა დაიძაბა და ქალს მიაჩერდა -ჩემ დას რა დაემართა?-კითხა მისი სახით დამფრთხალმა -საავადმყოფოდან გაიქცა და ვერ ვპოულობთ-ამოღერღა ქალმა -რას ამბობთ? -მარიანა სულ აიბნა, ვერაფერი გაიგო -ვენები გადაიჭრა და...-ხმა ჩაუწყდა ქალს -რაა-მარიამას ცხვირი აეწვა და მოწოლილ ცრემლებს უფლება არ მისცა გადმოდენოდა -ხოდა უკეთ იყო, მაგრამ გაიქცა, ვერ ვპოულობთ -ღმერთო ჩემო-იყვირა გოგონამ, თამუნამ მისკენ გაიწია რომ დაეწყნარებინა მაგრამ მარიანამ უფრო უკან დაიხია -რა გაუკეთეთ ჩემს დას? ასე როგორ გაიმეტეთ ის ხომ ჯერ თექვსმეტი წლისაა, ის ხომ ასე პატარაა, ასე როგორ გაწირეთ-კიოდა თავგზააბნეული გოგონა -რატომ რატომ მოექეცით ასე რა დააშავა ის რომ თქვენი უღირსი და მატყუარა შვილი შეუყვარდა?-ყვიროდა მარიანა -შენი და თავის ინიციატივით წამყვა სახლში, გააზრებულად, გასაგებია?- უღრიალა ნიკამ მარიანას, გოგონას სწორედ ეს უნდოდა, მთავარი დამნაშავე ხელში და სახეში დაარტყა, ნიკა ისე გააცოფა ამ მოულოდნელობამ რომ მაჯაში წვდა გოგონას, ნიკას კი თორნიკე წვდა მაჯაში და აიძულა ხელი გაეშვა გოგონასთვის -შენ ვინ ჯანდაბა ხარ-ნიკამ ხელი კრა და ჩამოიშორა თორნიკე -არ გაბედო და არ შეეხო მარიანას-წინ დაუდგა თორნიკე -თუ შევეხები რას იზავ?-ნიკამ თვალი თვალში გაუყა -სათითაოდ დაგამტვრევ თითებს -ანი დაიკარგა თქვენკი საქმეა არჩევთ-ჩაერია თამუნა-აზრზე მოდით -მე მოვძებნი ჩემს დას-იყვირა მარიანამ -წამოდი-თორნიკემ ხელი ჩაკიდა და თავის იქსპიატისკენ წაიყვანა დაბნეული გოგონა, კარი გაუღო -დაჯექი-მარიანა მიაშტერდა გაოგნებული სრულიად არაადეკვატური თვალებით -დაჯექი, მარტო და უფულო სად აპირებ ან როგორ მის ძებნას? მარიანა გონს მოდი-გოგონამ ნიკას და დედამის გახედა და მანქანაში ჩაჯდა -სად წავიდოდა შენი აზრით?-მანქანა დაძრა თუარა თორნიკემ მაშინვე ეს კითხა, მარიანა კი ნიკას მიაჩერდა რომელმაც მკვლელი მზერა ესროლა და საქარე მინამაც ვერ დაიცვა მისი ბოროტი მზერისგან გოგონა, ისე სიბნა რომ კარგახანს ხმას ვერ იღებდა -მარიანა გონს მოდი ანიზე იფიქრე -ვიცი სადაც არის-ამოთქვა ბოლოსდაბოლოს და მისამართი უთხრა, თორნიკე კი მაქსიმალური სიჩქრით გაემართა იქით -დავგვიანებთ-თქვა მოულოდნელად -რას ქვია დავაგვიანებთ?-თორნიკე მარიანას მიაჩერდა -გადახტება ვიცი გადახტება -მარიანა ასე რატომ ამბობ -ერთხელ მამა ორივეს გაგვარტყა ისე რომ ანის სისხლი წასკდა ტუჩიდან და სახლიდან გავიქეცით ,,ცის ხიდზე" მივედით და იქ მომიყვა რატომ ქვია ცის ხიდი, თურმე ყველა უბედური და სასოწარკვეთილი ადამიანი ამ ხიდთან მოდის და უკანასკნელად აქედან უყირებს ცას მერეკი სიცოცხლეს ამთავრებს იქიდან გადახტომით. თურმე სულ ასი ადამიანის სიცოცხლე მოუსაკუთრებია, მითხრა რომ ეს ცოტაა და ოდესმე შეიძლება ისიც მისი საკუთრება გახდეს -მარიანას ხმა ჩაუწყდა, თორნიკე გაოგნებული იყო ამ ამბის მოსმენით და სიჩქარეს უმატა მაქსიმალურად ხოდთან რომ მივიდნენ ანი დალანდა მარიანამ, გოგონამ მომავალი მანქანისაკენ გაიხედა და გადახტა ხიდიდან მარიანამ მთელი ხმით იკივლა და მიმავალი მანქანიდან გადახტა ფაქტიურად, თორნიკემ დაამუხრუჭა და მარიანას გაეკიდა, გოგონა დაუფიქრენლად გადაეშვა ხიდიდან, თორნიკე ერთწამს გაქვავდა გაოგნდა გაოცდა უვრალოდ შოკში იყო, მერე მოსაცმელი გაიხადა და თავადაც დაგაეშვა თხუთემტ მეტრიანი სიმაღლის ხიდიდან მდინარეში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.