შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაზლების ქურდი IV


7-05-2020, 19:13
ავტორი belle...
ნანახია 6 898

- აუჩ! ფრთხილად!
- ნუ ფართხალებ! ხელი გამისწორე! - შემიღრინა გაბრაზებულმა და სამედიცინო პინცეტით კიდევ ერთი შუშა გამომაძრო ღრმა ჭრილობიდან.
- ჯანდაბა, თავი ქინდერ სიურპრიზის ასაწყობი სათამაშო მგონია. ძველ ფინგალებს, ახალიც შეემატა. პირად რეკორდს ვამყარებ, ძველებმა გაქრობაც კი ვერ მოასწრეს.
- ნეტავ რა გაღადავებს?!
გაღიზიანებულმა ღრმა ჭრილობაზე უგულოდ მოაპირქვავა სპირტი. მკლავზე არამიწიერი ტკივილი მეკვეთა და კივილისგან თავი ძლივს შევიკავე.
- ნაძირალა! - ჩავისისინე თვალზეცრემლმომდგარმა და დასახიჩრებულ ადგილებს ზიზღით შევავლე თვალი.
- არა, ეს ამბავი რომ მორჩება, ისევ ბოზებს, საყვარლებს და დაუკმაყოფილებელ სირებს ვუბრუნდებით! ადრე ასე არასდროს დაშავებულხარ და არც ამდენჯერ დამჭირვებია პირველადი დახმარების ყუთი.
- ყველაფერს დადებითი მხრიდან უნდა შეხედო, სანდრექს. რას ერჩი, ნელ-ნელა ექიმის უნარებს ხვეწავ. ახლა კი იმპროვიზირებულ ოპერაციას მიკეთებ გაღუნული ნევსით და კბილის საწმენდი ძაფით.
- გტკივა? - ამომხედა თანაგრძნობით.
- არაუშავს, გავუძლებ. ამ დღეებში ისეთების გადატანა მომიხდა, ეგ უბრალოდ ბუმბულის შეხებაა.
- კი მაგრამ, ქავანას ბიჭი რა ჯანდაბად ეკვეტება ამ საქმეში? რა ინტერესი აქვს? მეტისმეტად სწყდება გული მამიკოს პარტნიორი, რომ დაუბრიდეს?
- არამგონია ეგრე იყოს! - შევუბღვირე, მისი დამცინავი ტონი არ მესიამოვნა - ხომ გეუბნები, მირიანმა ჩვენზე თითქმის ყველაფერი იცოდა, ისიც იცოდა, რომ ზოიძეს ბინძური საიდუმლო ვიცოდი. ისინი ჩემს მოსპობას გეგმავდნენ. კარგი, მათი მესმის, მაგრამ დუჩე? დუჩეს რა ინტერესი აქ? ან ჩემგან რა უნდა? მის ოჯახს არც კი გავკარებივარ, ან ეს „კოლიბრი“ რა ჯანდაბაა?
- სხვა თუ არაფერი ის მაინც ვიცით რის გამო ამოვყეთ თავი ამ წუმპეში...
- ეგ რა იყო? - ავხედე გამომწვევად - არჩილს არ უნდა დავხმარებოდი? უფლება უნდა მიმეცა იმ ნაბიჭვრებისთვის, რომ კაცისთვის ერთადერთი სარჩო წაერთმიათ?!
სანდრომ ჭრილობის გაკერვა დაასრულა, მკლავი გადამიხვია და სისხლიანი ბამბები ნაგვის ურნაში ჩაუძახა.
- სანდრო?!
- სია, პრობლემები არასდროს არ გვექმნებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ წესებს არ ვარღვევთ! - იფეთქა უცებ - ჩვენ არ ვერევით გარეშე პირების საქმეებში, არ ვართ სოციალური დახმარების სააგენტო! პატარა გადახვევა და ხედავ სად ამოვყავით თავი? - ყელამდე მძღნერში! ყოველდღე დალურჯებულ-დასისხლიანებულს გხედავ. ვიღაც შვილები მოსაკლავად დაგვდევენ, მხოლოდ იმიტომ რომ საზღვარს გასცდი და იქ ჩაერიე სადაც არავინ გეკითხებოდა. ახლა კი შედეგებზე პასუხსაც ვაგებთ და ღმერთმა იცის საერთოდ ამოვძვრებით თუ არა ამ წუმპიდან!
გაცეცხლებულმა დასისხლიანებული პირსახოცი გინებით მოისროლა დივანზე და თავჩაღუნული მაგიდას ჩამოეყრდნო. ველოდებოდი როდის ამოხეთქავდა და აი ისიც. ფეხზე წამოვდექი და სანდროს მკაცრად გავხედე.
- გისმენდი და არ მჯეროდა, რომ ეს სიტყვები შენი პირიდან ამოდიოდა. ვინ ვართ ჩვენ, სანდრექს?! ჩვეულებრივი ქუჩის შპიონები, რომლებიც განდონა ნაბიჭვრებს აბეზღებენ ცოლებთან, თუ როგორ ჟიმაობენ მათი დამპალი ქმრები ქუჩის ბოზებთან? ჩვენი სტატუსი ამაზე მეტს არ სცდება?! რა უფრო მნიშნველოვანი იყო, წავსულიყავი და იმ ძუკნასთვის მეთქვა შენს ქმარს გადახრები სჭირს და ამიტომ ვერ აკმაყოფილებ-მეთქი და არჩილი გამეწირა? კაცი, რომელმაც ჯერ შვილი დაკარგა, მერე კი ერთადერთ სარჩოსაც ართმევდნენ და ფეხებზე დამეკიდა წესების გამო? თვალებში შემომხედე! ვგავარ მე იმ პაგონებიან სირებს, რომლებიც თავიანთი კანონების და წესების გარდა სხვას რომ ვერაფერს ამჩნევენ? რითი განვსხვავდებით მათგან თუ ადამიანების დახმარება შეგვიძლია მაგრამ არ ვაკეთებთ?! მხოლოდ იმიტომ რომ ამას წესები მიკრძალავს? მიმიფურთხებია მაგ კანონებისთვის, თუ ხალხს ვერაფრით დავეხმარები! მე არ ვარ მხოლოდ ქუჩის შპიონი! არ ვარ გარეშე კრიმინალი, რომელიც ქუჩებში დაძრწის და ღამ-ღამობით ხალხს უთვალთვალებს. თუ ადამიანს გაუჭირდება და მე რამით შევძლებ მის დახმარებას ამას გავაკეთებ კიდეც, აი ეს არის ჩემი კოდექსი! სულ რომც ძალით არ ჩავეთრიე იმ ახვრებს ამ საქმეში მაინც ჩავერეოდი, იმიტომ რომ ჩემი მეგობრების, ჩემი კურსელების სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია, იმიტომ რომ აუხსნელი საწამლავით ხალხი იხოცება და დასახმარებლად არავინ არაფერს აკეთებს! ვერ ვიჯდები უქმად და თავს ვერ მოვიდებილებ, რომ არაფერი არ ხდება. ასეთი დამოკიდებულება ჩვენი სამართალდამცავი სისტემისგანაც კმარა! ამდენი იმისთვის არ მიშრომია, რომ ვიღაც ნაბიჭვარს უფელბა მივცე ჩემი ქალაქი და ჩემი მეგობრები წამართვას! თუ გეშინია, შეგიძლია წახვიდე. შენით, თუ შენს გარეშე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან!
- მე არ მეშინია, - შემიბღვირა განაწყენებულმა - და არც შენს მიტოვებას ვაპირებ, ეს რამ გაფიქრებინა?!
- ჰოო? მაშინ სისულელეების ლაპარაკს მოეშვი და დამეხმარე გავარკვიოთ რა ჯანდაბა ხდება ამ შეშლილ ქალაქში!
- ვეცდები „კოლიბრზე“ რამე გამოვქექო, შენ კიდე ქავანას მიხედე. როგორმე უნდა გაარკვიო ამ საქმესთან რა აკავშირებს და თუ ისიც ჩვეულებრივი მსხვერპლია, მარტო დაიღუპება.
- ამას არ დავუშვებ! - ხელები უნებურად დამემუშტა - ყველა სიკეთესთან ერთად, ამ ამბავში იდიოტი მამაჩემიც არის გარეული. მინდა, თუ არა მასთან საუბარი მაინც მომიწევს. მისი კაბინეტის ანგრევაც რომ დამჭირდეს, მაინც გავიგებ ყველაფერს!
- მამაშენთან ვერ მიხვალ და ვერ ჰკითხავ ზოიძესთან რა გაკავშირებსო.
- მაგას არც ვაპირებ. ვიცი როგორი ხერხითაც გამოვაძვრენ სოროდან, მაგრამ ხმის შემცვლელი მოდულატორი დამჭირდება, მიშოვი?
- ეგ არაა რთული საქმე, მოვაგვარებ.
- კარგი, ახლა სახლში დავბრუნდები, ხვალისთვის კი მოდულატორი ხელში უნდა მეკავოს. დროს ვეღარ დავკარგავ, დროზე უნდა გავარკვიოთ ყველაფერი.

****
პროკურატურის განყოფილების წინ, მანქანაში ვიჯექი და საჭეზე მოუთმენლად ვაკაკუნებდი თითებს, თან გამალებული დავხედავდი ხოლმე მაჯის საათს. (მანქანა სანდრომ მიშოვა, ლოუდინგს გამოართვა დროებით, თორემ ამ ბოლო დროს ისეთი სიტუაციები მემთხვეოდა, რომ ტაქსით გადაადგილება შეუძლებელი გახდა). წესით მდივანი წუთი-წუთზე უნდა გამოსულიყო შენობიდან.
ნახევარსაათიანმა ლოდინმა შედეგი გამოიღო, მამაჩემის მდივანი შევნიშნე, მოკლე კაბასა და პიჯაკში გამოწყობილი, როგორ გამონარნარდა ქუჩაში. ახლა გზას გადაკვეთდა და მოპირდაპირე ბისტროში ორ ამერიკანოს იყიდდა. ერთს ნახევრად ტკბილს, რძის გარეშეს, მეორეს კი, მეტი რძით და სამი კოვზი შაქრით. აჰ, არაა, ზვიადს საყვარლებში გემოვნება არ უვარგოდა! შევყურებდი ამ გაფშეკილ დედაკაცს და ვერაფრით ვხვდებოდი რა მოსწონდა მასში იდიოტ მამაჩემს, არც ჩაცმაში უვარგოდა გემოვნება და არც ყავაში. რას ამბობ, ამერიკანოს ნახევარი კოვზი შაქრით თუ ჩაიდგამდა, გამოწელილი გვერდები აღარ გაუსქელდებოდა! ჰაჰ... ზიზღით ჩავიფრუტუნე.
მანქანიდან სწრაფად გადმოვედი და თავზე კაპიშონი წამოვიფარე. ბოლოს მამაჩემთან ოფისში შვიდი წლის წინ კი ვიყავი, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ამ დამპალ ქალს შემთხვევით, რომ ვეცანი, მთელი გეგმა გახვრეტილი პარაშუტივით ჩამეფუშებოდა. ხელები ჯიბეებში ჩავიყე და თავდახრილი გავემართე ბისტროსკენ, სადაც იმავე წამს მდივანი გაუჩინარდა.
პატარა „ხოჭო“ (მოსასმენი) ხელით მოვსინჯე და კაფეტერიაში შევაბიჯე. მდივანი სალაროსთან იდგა და გაწელილი „ვაკური აქცენტით“ უკვეთავდა ყავას. ზოგი სიტყვა ისე წარმოთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ქართულად საუბრობდა მაინც ვერაფერი გავიგე. (აბა „ლ“ თუ არ შეარბილე და სიტყვები არ გადაპრანჭე რანაირი „თბილისელი“ ხარ!) ტუჩზე ვიკბინე, რომ არ გამცინებოდა და სალაროს მივუახლოვდი.
- ცოტათი დაუჩქარეთ რააა! - წაიწუწუნა ხელოვნური წამწამების ფახურით და ტუჩაპრეხილმა ჩახედა აიფონს.
უცებ ძალიან მომინდა ტელეფონი ხელიდან გამომეტაცა და პირდაპირ იმ გარემონტებულ ცხვირში მეტაკებინა, მაგრამ ცდუნებას როგორღაც გავუძელი და პაწაწინა ხოჭო მოხერხებულად ჩავუგდე ჩანთაში. ჩერჩეტი ქალი ისე იყო გართული ფეისბუქზე ჩათაობით, რომ ვერც ვერაფერი შეამჩნია. ალბათ სულ რომ მის ცხვირწინ ჩამედო მოსასმენი ჩანთაში მაინც ვერაფერს დაინახავდა. ეს მისი იაფფასიანი ლინზების ბრალი კი არ იყო, რომელიც მის გამომეტყველებას თოჯინისას უფრო ამსგავსებდა ვიდრე რეალური ადამიანისას, არა უბრალოდ როგორ მაგრადაც არ უნდა „აეწყო“, ვერაფერი გიშველის თავში ცოტა ტვინიც თუ არ გიფართხალებს. ირონიულად ჩამეცინა და სანამ ზურგს ვაქცევდი და წამოვიდოდი, „შემთხვევით“ გავკარი ხელი და ცხელ-ცხელი ყავა, რომელიც იმწამს მიაწოდა კონსულტანტმა, პიჯაკზე გადავაქციე.
- რა აკეთებთ? - იკივლა აღშფოთებულმა და დაფუფქულ სილიკონიან მკერდს ხელსახოცით დაუწყო წმენდა - შეიშალე?! თვალებში ვერ იყურები?!
- ენით სცადე, მეტი ეფექტი ექნება. - მივუგდე ირონიულად - მაგ ორგანოს მხოლოდ ერთი საქმისთვის ხომ არ გამოიყენებ?! სირცხვილია, შენი ფარული ნიჭი საზოგადოებასაც უჩვენე.
დამცინავად მოვისვი ტუჩზე თითი და თვალი ჩავუკარი. მდივანს ისედაც გაფართოებული თვალები ლამის ბუდიდან გადმოუცვივდა. მინეტზე ჩარტყმულ ნამიოკს აშკარად მიმიხვდა. საშინლად კმაყოფილმა გაღიმებული სახით დავტოვე კაფეტერია და მანქანას მივაშურე სწრაფი ნაბიჯით. კარი გამოვაღე და ჩავჯექი.
მაშინვე ყურსასმენები მოვირგე და ლეპტოპის კლავიატურაზე თითები სწრაფად ავაკაკუნე. ორ წამში ეკრანზე შავი ფანჯარა გამოჩნდა და მდივანის წიკვინიც ისე მკაფიოდ გავიგონე, თითქოს გვერდით მედგა და ყურში ჩამჩხაოდა.
- ის ძუკნა! ეს როგორ გამიბედა, ეს რა მაკადრა?! მაინც ვინ იყო ეს ქაჯი, ა?!
გაცოფებული ისე ტყლარჭავდა სიტყვებს ლამის ენა გადაეყლაპა, გახალისებულს სიცილი ამიტყდა. მისია: „როგორ მოვთხაროთ მამის წუნკალი საყვარელი ნერვებიდან“, შესრულებულია! ყურებამდე გაკრეჭილი გაავებული მდივანის წიკვინს ვუსმენდი, რომელიც ახლა კონსულტანტებს აწიოკებდა ახალი შეკვეთა გამიმზადეთო და ჩუმად ვხითხითებდი.
ბოლოს, ჩემზე გაცოფებულმა, ისინიც გვარიანად გამოლანძღა და კურტუმოს ქნევით და ქალისთვის შეუფერებელი გრძელი ნაბიჯებით გაალაჯა პროკურატურის შენობისკენ. სიცილი შევწყვიტე და სულგანაბული მივუგდე ყური მეტიჩარა დედაკაცს. საინტერესო არაფერი გამიგონია, სანამ მამაჩემის კაბინეტის კარი არ შეაღო.
- პუსკუუუნ!
წაიწრიპინა უკმაყოფილოდ. აუტანელმა ზიზღმა მორიგი დამცინავი ღიმილი მომგვარა ტუჩებზე. „ეს კაცი მართლა მაგრად დასირდა, ამ ძუკნას პუსკუნათი მიმართვის უფლებას რომ აძლევს!“ გავიფიქრე ამრეზილმა და სმენა დავძაბე.
- ვერიკო, ხომ იცი არ მიყვარს როცა ასე მომმართავ, მითუმეტეს სამსახურში. სადაა ჩემი ყავა?
- აი, საყვარელო, გამომართვი. შეხედე, ვიღაც ქაჯი ბისტროში დამეჯახა და მთელი ყავა ზედ გადამაქცია! ისეთი საშინელი შეურაცხყოფაც მომაყენა, რომ შოკიდან ახლაც ვერ გამოვდივარ! ასე ხდება, როცა ყოველ მეორე გოიმკას და ფსიხ სოფლელს მათთვის შეუფერებელ დაწესებულებებში უშვებენ!
- გამოიცვალე, ჩემს კარადაში ხომ გაქვს შენახული რამდენიმე პიჯაკი?
- მე თუ მკითხავ ყველა ასეთი სოფლელი თბილისიდან უნდა გააძევონ! - გაცოფებული თავისას აგრძელებდა - ქალაქი ნაგვით გაივსო და ეს მთავრობა ამდენს ვერ ხვდება! მხოლოდ პოლიტიკური პრობლემები ჰგონიათ საქმე, ამასობაში ქალაქი დეგრადიული ხალხით გაივსო და გადაფსიხდა!
- ვერიკო, სამუშაო მაქვს, ხელი მეშლება.
- კარგი, ძვირფასო, ბოდიში, ხელს აღარ შეგიშლი...
გაღიზიანებულმა ხმის შემცვლელი მოდულატორი, სანდროს მოცემულ ერთჯერად ტელეფონს მივამაგრე და მამაჩემის ტელეფონზე გადავრეკე. ყურსასმენები მოვიძრე და გაყურსული დაველოდე როდის მიპასუხებდნენ. მესამე ზუმერზე ხმა გამცეს.
- ზვიად ძნელაძე, გისმენთ?
- გამარჯობა, პროკურორო. - მივესალმე დამცინავად. (ჩემი ხმა ზვიადს მამაკაცის ბოხ ხმად ესმოდა).
- გამარჯობა, ვის ვესაუბრები?
- ზვიად, ჩემი სახელი ხომ უკვე იცი, არა? ასე თუ ისე, კოლეგებიც ვართ.
- ვერ გავიგე, რას ამბობთ? ვინ ბრძანდებით?
- რა დღე გაგითენდა, პროკურორო, Черный список-ი თავისით გიკავშირდება. ავტოგრაფი თუ გინდა, არ მოგერიდოს, პირობას გაძლევ საიდუმლოდ შევინახავ.
- Черный список?... - წაიბუტბუტა დაბნეულმა.
მერე კი ალბათ ტელეფონს ხელი დააფარა, რადგან მისი ხმა მოგუდულად ისმოდა, ვიღაცას ეჩხუბებოდა გარეთ გადიო. ალბათ თავის საყვარელს აპანღურებდა ოთახიდან.
- არ ვიცოდი ასე ძალიან თუ გაგიხარდებოდა ჩემი ხმის გაგონება, თორემ აქამდე მოგიკითხავდი! - მისი დაცინვა მართობდა.
- რატომ მირეკავ? - აღელვებულს ხმა საშინლად უთრთოდა.
- რა გესაქმება ბარიგა ზოიძესთან? ნუთუ ისე გაბანძდი, რომ მისნაირ ნარკუშებს ტრაკს უწმენდ?
- რაო? რაზე ლაპარაკობ?
- ს თამაშს მორჩი, ზვიად! ყველაფერი ვიცი, მაგრამ ერთი რამ ვერ გამიგია, რატომ ეტენები ამ საქმეში? რა იყო, ერთად მოილაპარაკეთ როგორ გამაქროთ თბილისიდან? ის პიდარასტი ზოიძე, რომ მაგ საქმეზე ჩალიჩობს ვიცი და ნაწილობრივ მისი გულისტკივილიც მესმის, მაგრამ შენ რა დაგიშავე?
- საიდან გაქვს შენ ეს ინფორმაცია? - იკითხა შიშით.
- აჰა, ანუ მეთანხმები, რომ ასეცაა! - გამოვცერი კბილებში.
- მე ეგ არ მითქვამს! - მაშინვე უკან დაიხია - არ ვიცი ვინ ხარ და რა სისულელეებს მიედ მოედები, მაგრამ მე ტელეფონს ვთიშავ.
- ძნელაძე! - დავიღრინე გაღიზიანებულმა - შენ მე მართლა ქუჩის შპიონი ხომ არ გგონივარ? შენ კიდევ არ იცი ვისთან დაიჭირეთ საქმე! გირჩევნია მაგ ბოზბანდას ჩამოშორდე, თორემ როცა მაგ ტარაკნებისგან ქალაქის გასუფთავებას დავიწყებ, ზედ მიგაყოლებ და სამუდამოდ ჩაგრეცხავ, გესმის ჩემი?! რა გაკავშირებს „კოლიბრთან“?
- ამის შესახებ საიდანღა იცი? - წაიჩურჩულა ნირწამხდარმა.
ვიგრძენი როგორ ჩამწყდა მუცელში რაღაც და სამუდამოდ დაიკარგა, მამაჩემს იმაზე შორს ჰქონდა შეტოპილი ვიდრე წარმოვიდგენდი.
- მე უკანასკნელად გაფრთხილებ, პროკურორო. ამ საქმეს ჩამოშორდი და დროზე გადაირჩინე ტყავი, სანამ გვიანი არ არის. შენი საქმე კრიმინალებთან ბრძოლაა და არა მათი მოსაქმებულის წმენდა. გირჩევნია ჩემი გაფრთხილება ყურად იღო, რადგან ამას აღარ გაგიმეორებ. იქამდე არ მოვისვენებ სანამ იქ არ ამოგაყოფინებ თავს სადაც შენი ადგილია!
ტელეფონი გავთიშე, ელემენტი ამოვიღე და კარტა შუაზე გადავტეხე. შემდეგ კი სწრაფად მოვირგე ყურსასმენები, ჩემდა საბედნიეროდ აღმოვაჩნიე, რომ მდივანს ჩანთა მამაჩემის კაბინეტში დაეტოვებინა. გააფთრებული ფხაკურის ხმა ნათლად მესმოდა, ტელეფონზე ვიღაცის ნომერს გამწარებით კრეფდა. ორ წუთში კი ხმაც გავიგონე.
- დავით! სასწრაფოდ უნდა შევხვდეთ!... - და მოსალოდნელი ტექსტიც მოვისმინე, თვალები დავხუჭე და თავი გავაქნიე. ზუსტად ამას ველოდი, ვიცოდი რომ მაშინვე ზოიძესთან გადარეკავდა - ...არა, არა ტელეფონით ვერაფერს გეტყვი, ჩვენს ადგილზე მოდი, ნახევარ საათში იქ ვიქნები, არ დააგვიანო!
ყურმილი მთელი ძალით დაახეთქა აპარატს და კარის გაჯახუნების ხმაც გავიგე. ყურსასმენები მოვიხსენი და ლეპტოპიც დავხურე. გეგმის მთავარი ნაწილი შესრულებული იყო, ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, ქუჩაში შლეგიანივით გამოვარდნილ მამაჩემს უკან გავყოლოდი და ყველაფერი თავისით გაირკვეოდა.
მოლოდინი გამიმართლდა, ზვიადი აღელვებული გამოვარდა პროკურატურიდან, თავის ვერცხლისფერ მერსედესში ჩაჯდა და სწრაფად გაიჭრა გზატკეცილზე. პირქუში კმაყოფილებით დავქოქე ჩემი გაცვეთილი BMW და მამაჩემს უკან გავყევი.
დაახლოებით ოცი წუთი დასჭირდა შეხვედრის ადგილამდე მისასვლელად. ვერცხლისფერი მერსედესი კაფე „სტამბასთან“ შეჩერდა. შორიახლოს გავაჩერე და მამაჩემს გავხედე, რომელიც აღელვებული გადმოვიდა მანქანიდან და შენობაში შევიდა. მოღუშულმა სპორტული ზედა გადავიძრე და ყოველი შემთხვევისთვის წამოღებული თეთრი ნაქსოვი მოსაცმელი მოვიცვი. ლეპტოპი ჩანთაში ჩავიდე, თმა გავიშალე, ტუჩები გავავარჯიშე და მანქანიდან გადმოვედი.
„სტამბას“ ფრთხილად მივუახლოვდი და როცა დავრწმუნდი, რომ ზვიადი ახლო-მახლო მაგიდასთან არ იჯდა (რა თქმა უნდა, კუპეში საუბარს ამჯობინებდნენ) კაფეში თამამად შევაბიჯე. აქამდე ამ ადგილას არასდროს ვყოფილვარ, ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს, შუა ქლაქიდან პირდაპირ ჯუნგლებში ამოვყავი თავი. დარბაზი ძალიან ლამაზად მოეწყოთ, ყველგან ველური მცენარეები მოჩანდა, რომლებიც მოხდენილად მიიგრაგნებოდნენ კაფეტერიის კედლებსა და ჭერზე.
დარბაზის შუაგულში უზარმაზარი აკვარიუმიც კი დაედგათ სადაც, მბრწყინავი ოქროს თევზები მხიარულად დაცურავდნენ. ხისგან მოწნულ მაგიდებზე კი მაქმანებიანი თეთრი გადასაფარებლები გადაეკრათ. კაფეტერიაში ტყის სურნელი იგრძნობოდა და ისეთი ნაზი მელოდია იღვრებოდა, უცნაური ფორმის დინამიკებიდან, რომ ნებისმიერ წამს ველოდი ტარზანის გადმოხტომას რომელიმე მაღალი, გაბარდული ბუჩქიდან. ტყის კაცი ახსენეო და როგორც კი კაფეტერიაში ფეხი შევდგი მენეჯერი მაშინვე ჩემკენ გამოქანდა სახეზე გადაკრული ღიმილით.
ტროპიკული ტყის ფონზე, პეპელა ჰალსტუხში გამოწყობილი სასაცილოდ გამოიყურებოდა და ერთგვარ კონტრასტს ქმნიდა გარემოსთან. რატომღაც წარმოვიდგინე, რომ მენეჯერიც და მიმტანებიც „ამაზონის მოდით“ იმოძრავებდნენ კაფეტერიაში. თავი გავაქნიე, რომ ჩემი აღრენილი ფანტაზიისგან თავი დამეღწია და მოახლოებულ მენეჯერს ზრდილობიანად გავუღიმე.
- მოგესალმებით „სტამბაში“, - გამიღიმა და თავი ოდნავ დამიკრა - მობრძანდით, შესაფერისი ადგილი შეარჩიეთ და მენიუსაც ახლავე მოგართმევთ.
- უკაცრავად, მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს დანიშნული - გავინაზე უცებ - და არ მინდა ზედმეტმა ხმაურმა შემაწუხოს.
- კი ბატონო, ჩვენს ერთ-ერთ კუპეში შეგიძლით შებრძანდეთ. დამერწმუნეთ, აქ ხელს არავინ შეგიშლით.
მიპასუხა დამაჯერებლად და ამაყად გამიძღვა კაფეტერიის სიღრმისკენ. რაც უფრო ღრმად შევდიოდი შენობაში, მით უფრო მიჭირდა გაოცების დამალვა. აქაურობა ტროპიკული ტყის ზუსტ იმიტაციას წარმოადგენდა. გვერდით ჩავუარე ხის მოჩუქურთმებულ, კედლებზე ატოტილ, ლავანდისგან დაწნულ, ხვეულებს და მოპირდაპირე კუპეში შევედი, რომელზეც მენეჯერმა მიმითითა. ოთახში დეკორატიული მაგიდა დამხვდა, მაქმანებიანი გადასაფარებლით, რომელზეც, ძვირფასი ლარნაკით შემოდგუმილი, შავი ორქიდეა იწონებდა თავს.
- დაბრძანდით და მენიუს ახლავე მოგართმევთ.
- გმადლობთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ცივი ყავა მომიტანეთ და ნურავინ შემაწუხებს, თავად დაგიძახებთ.
- კი ბატონო, როგორც ინებებთ.
მენეჯერი გავიდა და მარტო დამტოვა. როგორც კი თვალს მიეფარა ჩანთიდან ლეპტოპი ამოვაძვრინე და ჩავრთე. ყურსასმენები მოვარგე და კუპიდან გამოვიპარე. აღელვებულმა დანარჩენ დახურულ კარებებს თვალი მოვავლე. აქედან ერთ-ერთში მამაჩემი შეკეტილიყო. ის იყო გავიფიქრე ახლა ყველას სათითაოდ ჩამოვუვლი-თქო, რომ მენეჯერის ხმა ისევ მომესმა.
- ბატონო დავით, მიხარია, რომ ისევ გვესტუმრეთ.
- გამარჯობა, გურამ. შეხვედრა მაქვს დანიშნული, მელოდებიან.
- დიახ, ვიცი. მეშვიდე კუპეში მიბრძანდით.
სასწრაფოდ ჩემ კუპეში დავბრუნდი და კარი ისე მივხურე, რომ სათვალთვალოდ ღრიჭო დამეტოვებინა. ორ წუთში ზოიძეც გამოჩნდა, შავი თმა მოხდენილად გადაევარცხნა გვერდზე, მუქ რუხ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი, შუბლშეკრული მოაბიჯებდა დერეფანში.
ერთი შეხედვით პატიოსანი, სერიოზული, საქმიანი და სიმპათიური მამაკაცი გეგონებოდათ, მხოლოდ ცოტამ თუ იცოდა მისი აღვირახსნილი ფანტაზიების შესახებ, რომელსაც ღამ-ღამობით ბინძურ მოტელებში იაფფასიან კახპებთან ხორცსასხამდა. ზიზღისგან ჟრუანტელმა დამიარა. ზოიძემ, ჩემგან მოშორებით, მესამე კუპის კარი შეაღო და შევიდა. როგორც კი კარი მიიხურა, ჩემი ოთახიდან სწრაფად გამოვედი, ჯიბეში შენახული კიდევ ერთი „ხოჭო“ ამოვიღე და კართან დადგმულ ქოთნის მცენარეში მოხერხებულად ჩავმალე. უკან გამოვბრუნდი და ჩემს ოთახში შევიკეტე.
ლეპტოპზე სწრაფად ავაკაკუნე თითები და სულ მალე ეკრანზე შავი ფანჯარაც გამოისახა. ის იყო ყურსასმენებუ უნდა მომერგო, რომ კუპის კარი გაიღო და მიმტანმა ყავა შემომიტანა. ლეპტოპი ისე მოვაბრუნე, რომ ეკრანისთვის თვალი არ მოეკრა. გოგონამ უხმოდ დამიდგა ყავა წინ და სწრაფადვე გავიდა ოთახიდან. აქაურობა უფრო და უფრო მომწონდა, ნაკლები კითხვები, მეტი კომფორტი.
კუპის კარს სკამი მივადგი, რომ ვინმე დაუპატიჟებლად არ შემოსულიყო, ისევ ლეპტოპს მივუბრუნდი და ყურსასმენები გავიკეთე:
- ამისთვის დამიძახე? - ზოიძეს ხმაში გაღიზიანება გამოერია - ეგ ისედაც ვიცოდი.
- დავით! რა გაკავშირებს ამ ბინძურ ამბებთან? რატომ ფიქრობს Черный список-ი რომ მისი მოკვლა გაქვს გადაწყვეტილი? ამჯერად რა ჩაიდინე?!
- ამ საქმეში ნუ ეტენები, ზვიად! მართალია რამდენიმე საქმეში დიდად დამეხმარე და არც მე დაგრჩენივარ ვალში, მაგრამ რაც არ გეხება იმაში ცხვირს ნუ ჰყოფ!
- „შავი იატაკის“ გაპრავება ხომ არის ჩემი საქმე? - შეუღრინა მამაჩემმა - ნარკოტიკებზე თვალს ვხუჭავ, მაგრამ ადამიანის მკვლელობა? ხომ არ გამოსირდი, დავით?!
- ზვიად! სიტყვებს დაუკვირდი რას ლაპარაკობ! Черный список-მა ჩემზე ყველაფერი იცის. ისეთი დეტალები რისი გახმაურებაც ბოლომდე ჩამძირავს, ამას ვერ დავუშვებ! ვიღაც ძუკნას თავს ვერ დავაღუპინებ!
- ძუკნას? - გაუკვირდა მამაჩემს - Черный список-ი ქალია?
- ჰო, არ მკითხო საიდან ვიცი და როგორ, მაგრამ ასეა და ეს იქამდე უნდა დაიბრიდოს, სანამ ენის ჭარტალს მოჰყვება.
- იცი ვინც არის?
- არა, მაგრამ მალე გავარკვევ.
- ახლა კარგად მომისმინე შე ერთუჯრედიანო! - წაისისინა ზვიადმა - არ მაინტერესებს შენი ს დასაკმაყოფილებლად რაზე ხარ წამსვლელი, მაგრამ მე სისხლი არ მჭირდება. შენი ბინძური საქმეების მოგვარებით ისედაც ყელამდე ვარ. მე შენი ხელის ბიჭი არ ვარ, რომელსაც ისე იხმარ, როოგრც მოგესურვება! საიდან იცის Черный список-მა „კოლიბრის“ შესახებ? ან შენ რა გაკავშირებს ამ ნარკოტიკთან? ამფეტამინი, კოკაინი, ჰეროინი - ამას კიდე გაუმკლავდება კაცი, მაგრამ „კოლიბრი“?!
- შენ რა იცი „კოლიბრზე“? - ზოიძეს აღელვება დაეტყო.
- ნუ გავიწყდება ჩემი სტატუსი და შესაძლებლობები! მე ჩემი კავშირები მაქვს, ვიცი რომ შავ ბაზარზე ახალი შხამი გამოჩნდა და ამან უკვე შეიწირა რამდენიმე სიცოცხლე. რა გგონია საავადმყოფოს ინციდენტმა უხმაუროდ ჩაიარა? ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამ ამბავმა პრესის ყურამდე არ მიაღწიოს, თორემ ქალაქში ნამდვილი ბომბი გასკდება.
გადაფითრებულს თვალები გაოცებისგან გამიფართოვდა. ანუ ის შხამი, რომელმაც ბაიდაური და მირიანი შეიწირა, სინამდვილეში ნარკოტიკი იყო? ნარკოტიკი, რომელსაც „კოლიბრს“ უწოდებდნენ... აი, თურმე რაზე მეკითხებოდა დუჩე. ახალი პანიკური შიშის შემოტევა ვიგრძენი, რა აკავშირებდა დუჩეს „კოლიბრთან“ ???
- რა იცის პოლიციამ ამის შესახებ?
- არც არაფერი, მხოლოდ უაზრო გვამების ცვენაა. რამდენიმე მკვდარი ახალგაზრდა ვიპოვეთ გარეუბნის მიტოვებულ შენობებში. იქ იჩხერდნენ ალბათ და ადგილზევე დაიხოცნენ. ინფორმატორის წყაროდან გავიგეთ, რომ ბაზარზე ახალი ნარკოტიკი გამოჩნდა, რომელსაც „კოლიბრს“ უწოდებენ, მაგრამ აშკარაა, რომ ვინც არ უნდა ხარშავდეს ამ საწამლავს რაღაც საზიზღარის შექმნას ცდილობს, გვამებს სხვადასხვა სიმპტომები აღენიშნებათ. როგორც ჩანს, ცდებს ატარებენ. დავით, ეს საქმე იმაზე ბინძური და მყრალია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. გირჩევნია ახლავე მითხრა, თუ რამე იცი.
- არა, „კოლიბრი“ ჩემი საქმე არაა. რაში მჭირდება ისეთი ნარკოტიკი, რომელიც კლიენტებს დამიხოცავს?! ასე ფულს ვერ გავაკეთებ, ეგ ჩემი თემა არაა და წარმოდგენაც არ მაქვს იმ ნაბოზარმა საიდან გაიგო ამის შესახებ. ინფორმაცია მეტისმეტად სწრაფად ვრცელდება, თუ ქუჩის შპიონის ყურამდეც მიაღწია.
- ამდენ გვამებს სადამდე დავმალავთ არ ვიცი, საქმე ძალიან რთულდება. ცოტახანში ალბათ ეს ამბავი გასკდება კიდეც, რომ ახალი ნარკოტიკი ხალხს ხოცავს. წარმოგიდგენია ამას რა მოჰყვება? ხალხი აბუნტდება და შეიძლება საქმე სამოქალაქო ომამდეც კი მივიდეს და თუ ამ ამბავს ვინმე შენს სახელთან დააკავშირებს, ვეღარაფერი გიშველის! ქილერებს და დილეტანტებს თავი დავანებოთ, ხალხი გადაგივლის ულაპარაკოდ. ისე ჩაგქოლავენ სიტყვის თქმასაც ვერ მოასწრებ.
- გითხარი ამ ამბავთან არაფერი მაკავშირებს-მეთქი!
- არადა Черный список-ი ასე არ ფიქრობს. შეიძლება მართლაც ვერ ვიტან იმ მაწანწალა ძაღლს, მაგრამ ტყუილი მისი საქმე არ არის. რა გამოგიქექა, დავით? რა იცის შენზე? რატომ ცდილობ მის მოკვლას? არამგონია ეს შენს ძუკნებს ეხებოდეს, რომელსაც ღამ-ღამობით ბინძურ მოტელებში მიერეკები.
- ეს პირადი ანგარიშსწორებაა, აქ „კოლიბრი“ არაფერშუაშია. მას „შავი იატაკის“ შესახებ ინფორმაცია აქვს, ეს ამბავი თუ გამიხმაურდება ისედაც დავიღუპები. არ აქვს მნიშვნელობა რის გამო გამპიზდავენ, ნარკობუნაგის მოწყობისთვის, თუ მკვლელი „კოლიბრის“ გავრცელებისთვის. ყველა ვარიანტში მერხევა, ეს ძუკნა დიდი ხანია უკვე ყველას ტრაკში ერჭობა!
- სინდისი გეყოს და ჩემი თანდასწრებით ნუ გეგმავ ვიღაცის გასაღებას! მე მაგრად ის დაიბრიდება თუ არა, მე ეს საქმე არ უნდა შემეხოს, არცერთ ვარიანტში! მკველობაზე ხელს არ დაგაფარებ, დავით. სხვათაშორის, ეგ შენი ძუკნა თქვენ ჩაძირვას გეგმავს. არ ვიცი რით გაამწარეთ, რომ ასეთ საქმეებში ერევა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ომი კარგ დასასრულამდე არ მიგიყვანთ.
- შენ კიდე გინდა კრისასავით მშრალად გამოძვრე? ასეთი ამბებისგან თავს შორს იჭერ, რომ ხელები არ დაგესვაროს? , ნარკოტიკების ბუნაგს მფარველობ, რა გგონია, ეს არაფერია?!
- არაფერია, დავით, არაფერი. სანამ შენი აქოთებული ზავიძენიით მთავრობა ტრაკს ითბობს, იქ ჩემი როლი უმნიშვნელოც კია. მაგრამ ტრუპების კისერზე აკიდება და მკვლელი ნარკოტიკის გასაღება სხვა საქმეა, თუ გავიგებ, რომ ამასთან რამე გაკავშირებს...
- ნუ მემუქრები, ზვიად...
მიუხედავად იმისა, რომ მოსმენილის გამო მამაჩემზე გული მერეოდა, ტანში სიცივემ დამიარა, როცა ზოიძის ხმაში ფარულმა მუქარამ გაიჟღერა.
- ეს მუქარა არაა, ეს გაფრთხილებაა. თავზე ნუ გადაიჯვავ, დავით და იმ სიმაღლეზე ნუ ახტები რისი ც არ გაქვს. თორემ მწარედ დაენარცხები ძირს და ვეღარც ადგები.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, კარის გაჯახუნების ხმა გავიგე, ერთ-ერთმა ოთახი დატოვა. როგორც ჩანს, მამაჩემმა, რადგან ზოიძის ავი სისინი შემომესმა:
- , იმ ხელს კბენს რომელიც აჭმევს! შენი დროც მოვა ძნელაძე, ცოტახანი მაცადე...
ყურსასმენები მოვიხსენი და ერთიანად გაფითრებულმა ცივი ყავა წყალივით გამოვცალე. ხელები მიკანკალებდა. ვერც კი ვიჯერებდი, რომ მამაჩემი ასეთი ბნელი და ბინძური ადამიანი იყო. თავი ასე მოტყუებულად და იმედგაცრუებულად არასოდეს მიგვრძნია. სამაგალითო მამა არასოდეს ყოფილა, არც სამაგალითო ქმარი, ახლა აღმოჩნდა, რომ არც თავის პროფესიაში ვარგოდა რამედ.
ჯერ კიდევ მახსოვდა მოსამართლის ამაყად წარმოთქმული სიტყვები: „მინდა წარმოგიდგინოთ, თბილისის მთავარი პროკურატურის, ღირსეული და დამსახურებული მუშაკი, ბატონი ზვიად ძნელაძე.“ ღირსეული არა? ჰო, მეტისმეტად ღირსეული ბრძანდებოდა! იმის ნაცვლად, რომ კრიმინალები გისოსებს მიღმა გამოემწყვიდა, ყველაზე ბილწ ბარიგას ხელს აფარებდა!
რისხვისგან კინაღამ ჭიქა შემომატყდა ხელებში. საკუთარი თავის მიმართ ასეთი მადლიერი არასოდეს ვყოფილვარ! ძალიან კარგი, რომ სახლიდან წამოვედი და ამ ჭაობს მოვშორდი! არ მჭირდებოდა მამაჩემის ბინძური ფული, არ მჭირდებოდა მისნაირი არამზადა მშობელი. ძარღვებში მწველმა სიძულვილმა დამიარა.
- გაგანადგურებთ! - ჩავისისინე აბობქრებულმა - ყველას ჩაგძირავთ და ზვიად ძნელაძე... შენც ზედ მიგაყოლებ, ფლიდო არამზადავ!

თავი მეთხუთმეტე
ბნელ ოთახში წამოწოლილს ათასი საშინელი აზრი მიტრიალებდა თავში. მამაჩემი... დუჩე... „კოლიბრი“... ახალი და ბევრად სახიფათო ნარკოტრასა! საქმე იმაზე სერიოზულად იყო ვიდრე წარმომედგინა. „ეკე... მასზე რაღას იტყვი?“, წაიჩურჩულა ქვეცნობიერმა. ლოგინზე გადავგორდი და ტუმბოდან მისი ნაჩუქარი „მარვი“ ხელში ავიღე (პატარა ბურთულას, ჩემი საყვარელი მულტფილმის, საყვარელი პერსონაჟის სახელი დავარქვი.)
მარვი ხელში შევათამაშე და ჩავრთე. მუქი ლურჯი სფერო მაშინვე გამოცოცხლდა, ვარსკვლავებმა გაიღვიძეს და თვალისმომჭრელად აკიაფდნენ მთელს ოთახში. სუნთქვაშეკრული შევქცეროდი გამაოგნებლად თვალწარმტაც სანახაობას, „Nicebeatzprod. - Et Je Danse“-ის ფონზე. უცებ ძალიან მომენატრა ჩემი გულნატკენი მეგობარი და საშინლად მომინდა მისი ნახვა.
თვალზეცრემლმომდგარმა ვარკსვლავებით მოჭედილი ოთახი გულისტკივილით მოვათვალიერე. ამ ბოლო ამბების გათვალისწინებით, უკვე ვალდებული ვიყავი მისგან თავი შორს დამეჭირა. ზოიძე ადრე თუ გვიან გაიგებდა ჩემს ვინაობას და აუცილებლად მომაკითხავდა. სულ მალე სასტიკი ბრძოლა გაჩაღდებოდა და ბევრი ადამიანიც დაშავდებოდა. არ მქონდა უფლება ასე ეგოისტურად მოვქცეოდი ადამიანს, რომელიც ჩემდაუნებურად მთელი გულით შემიყვარდა.
ბალიშებზე გადავწექი და მზერა ჭერს გავუშტერე, თითქოს ღია ცის ქვეშ ვიწექი და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შევცქეროდი. ეკე ამაზე ლამაზ საჩუქარს ვერ მომიძღვნიდა... ნერვებმა მიმტყუნეს, საწოლიდან სწრაფად წამოვიჭერი. ტანზემომდგარი ჯინსის შარვალი ამოვიცვი, სპილოსძვლისფერი, თბილი ზედა გადავიცვი და ჰოლში გავედი. შეიძლება ეკესთან საუბრის უფლება არ მქონდა, მაგრამ შორიდან მაინც შევხედავდი მონატრებულ მეგობარს და დავრწმუნდებოდი, რომ არაფერი უჭირდა. 5 წუთში გავემზადე, თბილი მოსაცმელი მოვიცვი და სახლიდან გამოვედი.
გრძელი თმა უკან გადავიყარე და აბუზული გავუყევი ტროტუარს. გარეთ საშინლად ციოდა. ნოემბრის ცივი სუსხი კბილს-კბილზე მარტყმევინებდა. უკვე ვნანობდი, რომ ტაქსით არ წამოვედი, მაგრამ ჰაერზე გავლა და დაფიქრება მჭირდებოდა. გული გამალებით მიცემდა, მეშინოდა ეკეს ჩემთვის თვალი არ მოეკრა. არ მინდოდა კითხვები დაესვა, რომელზე პასუხსაც ვერ გავცემდი.
სევდიანად ვათვალიერებდი ქუჩებს... ჩემს ქალაქს ეშმაკები დაპატრონებოდნენ და თავიანთი მომწამვლელი კუპრით, ყველაფერს სიკვდილის ბნელ საბურველში ხვევდნენ. ცივსისხლიანი ქიმიკოსი ცოცხალ სიკვდილს ხარშავდა ქვაბში და ამით უამრავ ადამიანს უსწრაფებდა სიცოცხლეს, თუმცა ყველაფერი მისი ბრალი მაინც არ იყო. რას მოუხერხებ იმ თავცარიელ ლანდებს, რომლებსაც ადამიანური აღარაფერი შერჩენიათ? რომლებიც ისე არიან სიკვდილისკენ და სიბილწისკენ მიდრეკილნი, რომ საკუთარი ნებით ხტებიან სატანის გახრწნილ კლანჭებში და თავს იღუპავენ?!
ნათქვამია, ადამიანს რომ საკუთარი თავის დაღუპვა ძალუძს, ისე მოსისხლე მტერიც კი ვერ გაგიმეტებსო, მართალიც არის. შეიძლება მირიანის, ბაიდაურის და ბევრი ჩემთვის უცნობი გარდაცვლილის სისხლი, სწორედ „კოლიბრის“ შემქნელის ხელებზე იყო, მაგრამ რას მოვუხერხებდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ქალაქგარეთ, შენობის ნანგრევებში, ათას საძაგლობას იჩხერდნენ ვენებში?!
ნარკომანები მომაკვდავ სულებს ჰგვანან, რომლებიც მორჩილად მიუყვებიან იმ ბილიკს, რომლის კიდეც გარდაუვალ დასასრულამდე მიიყვანთ. თავჩახრილები, დაბრმავებულები და დაყრუებულები საკუთარი ნებით მიექანებიან ჯოჯოხეთისკენ. ასეთ სასოწარკვეთილ მოკვდავებს კი მიზეზი არ სჭირდებათ თავის დასაღუპად. ისინი მაინც მოძებნიან გზას თვითმკვლელობისკენ და არავითარი აზრი არ აქვს, რა მიზეზით დასრულდება მათი უბადრუკი სიცოცხლე - იქნება ეს შხამიანი „კოლიბრი“ ვენებში, თუ ყველაზე მაღალი ხიდიდან, საბედისწერო ნახტომი.
ფიქრებში გართულმა როგორ გამოვიარე ოთხი კვარტალი ვერც კი შევამჩნიე. თავი რომ ავწიე, უკვე ეკეს უბანთან ვიდექი. ბნელ ეზოს აქა-იქ მდგომი, სუსტად მბჟუტავი, ლამპიონი ანათებდა. ერთი ნაბიჯი ყოყმანით გადავდგი წინ, მაგრამ ადგილზე გავშეშდი. ეზოში არავინ ჭაჭანებდა. ეკე ალბათ სახლში იყო და სულ არ იცოდა, რომ გარეთ შეშინებული ბავშვივით ატუზული ვიცდიდი და ველოდებოდი, იქნებ ერთი წუთით მაინც გამოჩენილიყო და თვალი მომეკრა, დავრწმუნებულიყავი, რომ კარგად იყო და არაფერი უჭირდა. შემდეგ კი... შემდეგ, წავიდოდი.
- ვინმეს ეძებ? - მომესმა მშვიდი ხმა.
მოულოდნელობისგან მთელი ტანით შევკრთი და შემოვბრუნდი. იმდენად ვიყავი საკუთარ ფიქრებში გართული, რომ ვერც კი შევამჩნიე ეკე, რომელიც თავის მოტოციკლს მიყდნობოდა და მშვიდი სახით სიგარეტს აბოლებდა.
- ეკე... - ამოვიჩურჩულე ნირწამხდარმა.
უცებ ძალიან მომინდა ახლოს მივსულიყავი და მოვხვეოდი, მაგრამ ნაბიჯი ვერ გადავდგი. წარბშეკრულმა ბოლო ნაფაზი დაარტყა და ბიჩოკი წკიპურტით მოისროლა შორს. სახეზე არანაირი ემოცია არ ეხატა, ზუსტად ისეთივე ცივი და არაფრისმთქმელი თვალები ჰქონდა, როგორიც ჩვენს დაახლოებამდე. მოტოციკლს მიყრდნობილმა აჩეჩილ თავზე ხელი გადაისვა და ინტერესით გამომხედა. ტყავის ქურთუკი, შავი შარვალი და თეთრი კედები ბაიკერს ამსგავსებდა.
- ვინმეს ეძებ? უბანში ყველას ვიცნობ, მითხარი და დაგეხმარები.
მისი სიტყვები ცივად გაისმა და ყინულის ლოლუებივით, უძრავად დაეკიდა ჰაერში.
- მე...
ეკემ ტყავის ქურთუკის სახელოები იდაყვებმდე აიწია, ჩაფხუტს ხელი წამოავლო და ჩემკენ წამოვიდა. გული ისე ამიფრთხიალდა, რომ კინაღამ ნეკნები გამოანგრია. ისედაც გვარიანად დაძარღვული ხელები უარესად დასჭიმვოდა. ჩემგან ერთ ნაბიჯში გაჩერდა და ცივად შემომხედა, ტოპაზისფერი თვალები ისევ ყვითელი ყინულის კრისტალებად ქცეულიყვნენ.
- აქ რას აკეთებ, სია? - მკითხა ხმადაბლა და თვალებში ჩამაკვდა.
- არაფერს, უბრალოდ აქვე ვიყავი და...
გავჩუმდი, თვითონაც ვხვდებოდი რამხელა სისულელეს ვროშავდი. მე გამოშტერებულმა ვერც კი შევამჩნიე, თვითონ კი ალბათ კარგახნის წინ შემამჩნია, ფიქრებში გართული როგორ ვუახლოვდებოდი მის სახლს.
- ტყუილის თქმა ისევ ვერ ისწავლე...
ანერვიულებულმა თვალი ავარიდე და კანკალი გაჭირვებით შევიკავე. გაღიზიანებულმა ერთი ამოიოხრა და მოულოდნელად ჩაფხუტი თავზე ჩამომაცვა, ნიკაპქვეშ თითი ამომდო და გაბრაზებულმა შემომიბღვირა.
- არ გეკითხები არაფერს, ნუ გაქვს ასეთი სახე.
ჩაფხუტის შესაკრავი სწრაფად შემიკრა, მაჯაში ხელი წამავლო და მოტოციკლისკენ წამიყვანა. წინააღმდეგობა არ გამიწევია, მორჩილად მივყევი უკან და როცა მოტოციკლზე შემოჯდა, უკან მოხერხებულად მივუჯექი.
- კარგად მომეჭიდე. - მითხრა დინჯად და ქურთუკი აიწია.
მკლავები ძლიერად შემოვხვიე და თავი ბეჭებზე დავადე, მეამა... უცებ მთელი დღეების სიმძიმე, ტვირთი და დარდი სადღაც გაქრა.
- დიდხანს მალოდინე... იცი მაინც რამდენი ხანია შენს გამოჩენას ვუცდი?!
ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ და მოტოციკლი დაქოქა. მთელი ძალით მივეკარი ბეჭებზე და ტყვიასავით გავიჭერით წინ. გადარეული მოტოციკლი შეშლილივით ნთქავდა კილომეტრებს. ეკე კი უფრო და უფრო უმატებდა სისწრაფეს.
- მენატრებოდი. - ჩავილაპარაკე ჩემთვის, ვიცოდი რომ მაინც ვერ გაიგებდა.
სულ მალე ქალაქიდან გავედით. წარმოდგენა არ მქონდა სად მივყავდი და არც მაინტერესებდა. მაგისტრალზე, უკუნით სიბნელეში, რომელსაც მხოლოდ ლამპიონების სუსტი სინათლე ანათებდა, მოჩვენებებივით მივქროდით. ეკემ მალე გადაუხვია გზას და მკვეთრი მანევრით აიჭრა ჩაბნელებული გორაკისკენ. ათ წუთში თავი მაღალ გორაზე ამოვყავი, საიდანაც განათებული თბილისი ხელის გულივით მოჩანდა.
ეკემ მოტოციკლი შეაჩერა და ძრავა გამორთო. ჩაფხუტი მოვიხსენი. ძლივს გადმოვფორთხდი ძირს და არეული ნაბიჯით წინ წავედი. ჩუმი ნაბიჯით მომიახლოვდა, დაიხარა და ძლიერი მკლავები წელზე შემომხვია, თავისკენ შემაბრუნა და თბილი ღიმილით მომაცქერდა. მისი მზერა დაწმენდილიყო, თვალები კი ძველებურად გამდნარ ოქროს დამსგავსებოდნენ. ვიგრძენი პულსი როგორ ამიჩქარდა.
- მეც. - მიპასუხა ხმადაბლა.
- რა?
- მეც მენატრებოდი - მიპასუხა ეშმაკური ღიმილით და გულში ძლიერად ჩამიკრა.
გამეღიმა და მის ფართო მკერდში სახე ჩავმალე. ისეთი სასიამოვნო სურნელი ასდიოდა, რომ თავბრუდამახვია. თმაზე ნაზად გადამისვა ხელი და შუბლზე მაკოცა.
- გმადლობ.
- რისთვის? - მკითხა ხმადაბლა და სახეზე ნაზად ჩამომისვა ხელი,
- მარვისთვის.
- რისთვის?
- ბლუთუზ სპიკერისთვის, ისეთი ლამაზია გადმოცემაც კი მიჭირს.
- სპიკერს სახელი დაარქვი? - გამხიარულებულს სიცილი აუტყდა.
- ნუ დამცინი!
- არ დაგცინი, - ყურებამდე გაკრეჭილმა ტუჩზე იკბინა. - უბრალოდ გამიკვირდა, მინდოდა შენი სახე მენახა, როცა ამას თავად მოგცემდი, მაგრამ...
სახიდან ღიმილი ჩამომერეცხა და თვალი ავარიდე, გამახსენდა ის საშინელი ღამე, როცა კართან ატუზული ეკეს ჩუმად ვევედრებოდი წასულიყო.
- შემომხედე - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ყურადღებით ჩამაკვირდა თვალებში - ახლა რაზეც არ უნდა ფიქრობდე შეწყვიტე! ეს იმიტომ არ მითქვამს, რომ შენთვის ხასიათი მომეშხამა. უკვე ვხვდები, რომ სერიოზული მიზეზი გაქვს, რადგან ასე თავგამოდებით ცდილობ მის დამალვას.
- ეკე, მე...
- არა, მომისმინე, აქ იმისთვის მოგიყვანე, რომ ცოტახანი დავივიწყოთ თბილისი. ზურგი ვაქციოთ იმ პრობლემებს, რომლებიც ერთად ყოფნაში ხელს გვიშლის. მალე გათენდება და ჩვენ აქედან წასვლა მოგვიწევს. მე ისევ გააფთრებით ვეცდები იმის გარკვევას, თუ რას მიმალავ ასე მონდომებით, შენ კი ისევ დაიწყებ ჩემთვის თავის არიდებას. არ მინდა... აღარ მინდა... ამ ღამეს შენ უბრალოდ სია ხარ, მე კი უბრალოდ შენი მეგობარი. მთელი ეს დრო უზომოდ მენატრებოდი, მჭირდებოდი და ვიცი რომ შენც იგივეს გრძნობდი, ასე რომ არ ყოფილიყო სახლთან ჩუმად არ მომაკითხავდი იმის იმედით, რომ მე ვერ დაგინახავდი. დღეს არ ჩაგეძიები და უბრალოდ ვიქნები ბედნიერი იმით, რომ ერთად ვართ.
- კარგი. - ვუპასუხე პაუზის შემდეგ.
- ახლა კი, ამიხსენი რატომ უწოდე ჩემს გენიალურ საჩუქარს უცნაური სახელი?!
მხიარულად გაიცინა და ცხვირზე თითი წამკრა. ისეთ გულწრფელი თვალებით მომჩერებოდა, რომ უნებურად გამეღიმა.
- გრძელი ისტორიაა.
- ჰოდა, - ძირს ჩამოჯდა, მოტოციკლს ბეჭებით მიეყრდნო და მიწაზე ხელი დამიტყაპუნა - დაჯექი, წინ მთელი ღამე გვაქვს. შეგვიძლია ვისაუბროთ და ვისაუბროთ, სანამ ძილი არ მოგერევა. შემდეგ კი სახლში დაგაბრუნებ, ხვალ შაბათია და უნისში წასასვლელებიც არ ვართ.
გამეღიმა, გვერდით მივუჯექი და განათებულ ქალაქს თვალი მოვავლე. არც კი მახსოვდა ბოლოს თავი ასე კარგად როდის ვიგრძენი, ალბათ მაშინ როცა ეკემ პირველად „მომიტაცა“.
- შენკენ რა ხდება? მშვიდობა გაქვს? - ვკითხე ხმადალბა და ინტერესით გავხედე. ირონიულად ჩაეცინა.
- მე და ჩემი ძმა ერთმანეთს აღარ ველაპარაკებით. ახლა სახლიდან წასულია, ქირით გადავიდა და სიტუაცია ცოტა დამშვიდდა. თუმცა, მშობლების უკმაყოფილო მზერას მუდამ ვგრძნობ.
- რატომ, ისინიც ეთანხმებიან შენი ძმის უაზრო ავანწიურას?!
- არა, ეგრეც ვერ ვიტყვი, მაგრამ ის რომ ბაჩო ჩემ გამო სახლიდან წავიდა ვერ მპატიობენ...
- და ეგ შენი ბრალი არ იყო!
ბრაზი მომერია, საშინელი უსამართლობის გრძნობამ გულმუცელი ამომიწვა.
- იყო, ბოლოს მაგრად რომ ვიჩხუბეთ გამოვუცხადე ან შენ გააჯვავ სახლიდან, ან მე მივდივარ-მეთქი. მან კი, როგორც უფროსმა ძმამ, რომელსაც საკუთარი თავის რჩენა დამოუკიდებლად შეუძლია, ანგარიში გამიწია და გამეცალა.
მის ხმაში მწარე ირონიას ვგრძნობდი. ახლა უკეთ გავიაზრე, რა საშინელ სიტუაციაში იქნებოდა ეს დღეები, მე კი მის გვერდით არ ვიყავი, საკუთარი თავი უარესად შემძულდა. ეკესთან ახლოს მივჩოჩდი და თავი მხარზე ჩამოვადე.
- არ იყო. ვიცი როგორი გრძნობაცაა, როცა ოჯახის წევრები სახლიდან წასვლას გაიძულებენ. შენ კი დარჩი და ისიც ვიცი, რომ ახლა ათმაგად უარესად გრძნობ თავს, ვიდრე წამოსვლისას იგრძნობდი. სამაგისო არაფერი დაგიშავებია, რომ ასეთი ტვირთით იცხოვრო.
ცერად ჩაეღიმა, ხელი გადამხვია და მკერდზე მიმიხუტა. მიუხედავად იმისა, რომ საშინელი სუსხი იყო, სიცივეს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. მისი მკლავები მუდამ მყუდრო, თბილი და საიმედო თავშესაფარი იყო ჩემთვის. „და მისგან გინდა თავის შორს დაჭერა, არა?“ წაიჩურჩულა ქვეცნობიერმა დამცინავად. გულმოკლული გაუცნობიერებლად ჩავებღაუჭე ქურთუკზე. თმაზე ნაზად მომეფერა, შემდეგ კი ტელეფონი ამოიღო და მოკლე შეტყობინება მისწერა ვიღაცას. დამაინტერესდა, თუმცა, არაფერი მიკითხავს. პასუხი სწრაფად მოუვიდა. არ ვიცი რა ეწერა, მაგრამ სახეზე ღიმილი კი მოჰგვარა.
- ცხოვრება უცნაური რამ არის, მთელი დღეების სიმწარე შეიძლება რამდენიმე წუთმა დაგავიწყოს...
თბილი ხელი თითებში შემიცურა და მაგრად გადამაჭდო, უცნაურმა სითბომ ხელის გული ამიწვა. ვგრძნობდი, რომ არასწორად ვიქცეოდი, ეკე ასე ახლოს არ უნდა მომეშვა, არ შეიძლებოდა მისთვის ილუზიები შთამეგონებინა. არ შეიძლებოდა მას ისე მოვქცეოდი როგორც დუჩე მე მეპყრობოდა. ეს აღარ იყო მეგობრობის საზღვარი. ვგრძნობდი, მთელი არსებით ვგრნობდი, რომ უხილავ ზოლს გადავაბიჯე.
თავი საზიზღრად ვიგრძენი. რითი ვიყავი იმ წამს დუჩეზე უკეთესი?! იყო თუ არა ლოგიკური მე დუჩე შემიყვარდა... ჰო, ვაღიარებ, შემიყვარდა... არ ვიცი რატომ, ის ხომ მუდამ ცუდად მექცეოდა, მუდამ მეთამაშებოდა და ჩემთვის ტკივილის მეტი არაფერი მოჰქონდა. ახლა კი, ყველა სიკეთესთან ერთად, ჩემი მოკვლაც სურდა.
ბნელი ფიქრები ეგოისტივით ჩავახშე გონებაში. გადავწყივტე, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო მომავალში, ამ ღამეს მაინც მშვიდად გავატარებდი ეკესთან. თუნდაც ცა ჩამოქცეულიყო, ხელს არ გავუშვებდი. იმ წამს მასაც ისევე ვჭირდებოდი, როგორც მე მჭირდებოდა ის.
- ყველაფერი კარგად იქნება. შეიძლება ახლა არა, არც რამდენიმე დღეში და არც რამდენიმე წლის შემდეგ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მაინც კარგად იქნება.
- თუ ჩემს გვერდით იქნები, პრობლემების წინააღმდეგი არ ვარ. შეიძლება მაზოხიზმში გადამდის, მაგრამ მომწონს ის შეგრძნება, როცა ნერვებათხრილზე შენ ჩნდები არსაიდან. ბრაზი მაშინვე მავიწყდება, თითქოს რთული დღის შემდეგ უმაღლესი ხარისხის ჰეროინს ვუშვებ ვენებში.
- ნარკოტიკზე უკეთესს ვერაფერს შემადარე? - შევუბღვირე უკმაყოფილოდ, ჩაეცინა და გადაჭდობილ ხელზე თითები ძლიერად მომიჭირა.
- არა, მხოლოდ ნარკოტიკს აქვს ეგეთი პრიხოდი. მართალია საწამლავია, მაგრამ მაგაზე სასიამოვნო არაფერია.
თვალი ჩამიკრა და ჩაფიქრებული მზერა ჰორიზონტს გაუშტერა. საწამლავი, თან სასიამოვნო - როგორი ზუსტი აღწერა მომიძებნა, არა?... აღარაფერი მითქვამს, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ავხედე და სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ეკემ საათს დახედა.
- სადმე ხარ წასასვლელი? - თავი მაინც ვერ შევიკავე კითხვისგან.
- როგორ ფიქრობ, ახლა აქედან წასვლას რამე მაიძულებს? - თბილად შემომხედა და ცხვირზე თითი წამარტყა - დროა უკვე, მაღლა აიხედე.
- რა?
დაბნეულმა მის მზერას თვალი ავაყოლე და სწორედ იმ წამს უკუნით სიბნელეში უზარმაზარი ფეიერვერკი აიჭრა. გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა. მაშხალები ათასფერად ფეთქდებოდნენ და უზარმაზარ ტალღებად იშლებოდნენ ცაში. სულისშემკვრელი სანახაობა იყო, როცა ვფიქრობდი აი ახლა ჩაქრება და ეს თვალისმომჭრელი სანახაობა დასრულდება-თქო, უფრო მეტი მაშხალა მიექანებოდა ცისკენ და გამაყრუებელი ზათქით ფეთქდებოდა. ფერადი ბურთები უფრო და უფრო დიდ მანძილზე იშლებოდნენ და დედამიწას ფერადი ნაპერწკელბის წვიმაში ხვევდნენ.
- ეს... შენ...
- გაჩუმდი და უყურე.
ეკეს ჩაეღიმა, სწორედ ამ დროს უზარმაზარი მაშხალა ჰაერში ბრდღვიალა სხივივით აიგრაგნა, უკუნით ბნელს ისეთი მონდომებით ეკვეთა, თითქოს ჰორიზონტის გარღვევა სურსო და როცა თავის მაქსიმუმს მიაღწია წამით შედგა, თითქოს ამაყად ემზადებოდა იმ სანახაობისთვის, რომლითაც მოკვდავებისთვის თვალები უნდა დაებრმავებინა და უცებ იფეთქა. გამაყრუებელმა ხმამ ექოდ შემოურბინა თბილისს, უზარმაზარი ბურთის ტალღა თვალისმომჭრელად მოედო ჩაბნელებულ ზეცას და ციდან ცეცხლის წვიმა წამოვიდა. გაოცებისგან წამოვიყვირე, მსგავსი არასოდეს არაფერი მენახა, იმის ნაცვლად, რომ უზარმაზარი აბობოქრებული ტალღა ჩამცხრალიყო კიდევ და კიდევ ფეთქდებოდა. თბილისი ოქროსფერ, წითელ, ვერცხლისფერ და მწვანე სხივების წვიმაში გაეხვა. ყოველი მეორე აფეთქება წინაზე დიდ ტალღებად იშლებოდა და სუნთქვას მიკრავდა.
- მორჩა?
ამოვიჩურჩულე შოკირებულმა, როდესაც ბოლო გრანდიოზულმა აფეთქებამ სიგნალიზაციაც კი ჩართო. ამ სიმაღლეზეც კარგად მესმოდა აკივლებული მანქანების ხმა.
- ჯერ არა... - მიჩურჩულა ყურში.
თვალები დავაცეცე და კიდევ ერთი აფეთქების მოლოდინში გავისუსე, მაგრამ მოლოდინი არ გამიმართლდა. უცებ არსაიდან ჰაერში ოქროსფერი და წითელი ფრანები აფარფატდნენ. ერთ-ერთი შენობის სახურავიდან ვიღაც უამრავ ფრანს უშვებდა, ისინი კი, მოკაშკაშე ფერადი ვარსკვლავებივით, ტაატით მიფარფატებდნენ ზეცისკენ. სულ მალე ცა ფრანებით გადაივსო და სიბნელეს ნათელი მოეფინა. პატარა ციცინათელებს ჰგავდნენ, რომლებიც თავისუფლებით ხარობდნენ და უფრო შორს გაფრენას ლამობდნენ.
ემოციები ვეღარ შევიკავე და თვალზე ცრემლი მომადგა. ხმას ვერ ვიღებდი გაშტერებული შევყურებდი ულამაზეს სანახაობას, რომლის მსგავსიც ცხოვრებაში არ მენახა. ოქროსფრად და წითლად მოციმციმე „ციცინათელები“ ნაზად დანარნარებდნენ ჰორიზონტზე.
- აბა, ჰგავს ეს შენს ოცნებას, რომლის ასრულებაც ასე გინდოდა? - მკითხა მომხიბვლელი ღიმილით.
- არა, - ვუპასუხე აცრემლებულმა და თბილად გავუღიმე - ეს ბევრად უკეთესი იყო. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ახლა რას ვგრძნობ...
- რამის თქმა არც გჭირდება, - მიპასუხა ეშმაკურად და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი თითით შემიმშრალა - მე შენი გახარება მინდოდა, სანაცვლოდ კი გატირე.
- მე... არა, რას ამბობ! - აღშფოთებისგან სუნთქვაც კი შემეკრა. გამხიარულებულს სიცილი აუტყდა და გულში მაგრად ჩამიკრა.
- ხანადახან როგორი გულუბრყვილო ხარ, სია...
თმაზე ხელი ნაზად გადამისვა და თავი ღიმილით გააქნია. მის მკლავებში მოხერხებულად მოვეწყვე და ფრანებით მოჭედილ ზეცას ავხედე. ეს ერთი ჩვეულებრივი ღამე ჯადოსნურ სასწაულად მექცა, ტკბილ მოგონებად რომელსაც არასდროს დავივიწყებდი...


თავი მეთექვსმეტე

იმდენად ვიყავი საქმეში ჩაფლული და პირადი პრობლემების მოგვარებით დაკავებული, რომ ვერც კი შევნიშნე, როგორ მოგვადგა კარს მკაცრი ზამთარი. უნივერსიტეტში ბავშვები ჩვეულებრივზე მეტს ხმაურობდნენ. ყველას ისეთი მხიარული განწყობა ჰქონდა, გეგონებოდათ ახალი წელი კარს მოსდგომიათო, იქამდე კი ჯერ კიდევ ერთ თვე იყო დარჩენილი. მათი ეიფორია ალბათ იმ ექსკურსიას უფრო უკავშირდებოდა, რომელიც ორ დღეში ეწყობოდა.
- წამოსვლას აპირებ?
სისიმ ინტერესით გამომხედა, ცალი ყურით ვუსმენდი. გონებაგაფანტულს მზერა კაფეტერიის სალაროსკენ გამექცა, სადაც ეკე ყავის შეკვეთას აძლევდა.
- შენ გელაპარაკები!
თითები თვალებთან გამიტკაცუნა. შევკრთი და მზერა სისის მოღუშულ სახეზე გადავიტანე.
- ჰა, რა?
- რას გაშტერდი? მოდიხარ, თუ არა ზუგდიდში-თქო?
- რა მინდა ზუგდიდში?
- შენ მგონი ცუდად ხარ, - ეჭვით შემათვალიერა - ზუგდიდში, დადიანების სასახლეში, ექსკურსია ხომ გახსოვს, არა?!
- ჰოო, ჰო....
გაბრუებულმა თვალები მოვისრისე და დავამთქნარე. წინა ღამით ისევ მირიანის საქმეზე ვმუშაობდი და ისე ვიყავი გამოშტერებული, რომ სისის სიტყვების გადახარშვა, ჩემს ტვინს აშკარად გაუჭირდა.
- რა ჰო?! რა იყო, რამე მოხდა? ანუ... - მიმოიხედა ხომ არავინ გვისმენსო და წარბშეკრულმა შემომხედა - იმ საქმეზე... ხომ ხვდები.
- არა, არაფერი ახალი. ამაზე აქ ნუ ვისაუბრებთ...
სისი დადუმდა, რადგან, სწორედ ამ დროს, ეკე მოგვიახლოვდა ყავით ხელში. შოკოლადიანი კაპუჩინო წინ დამიდგა, სისის კი ამერიკანო მიაწოდა და გვერდით მომიჯდა.
- აბა, რაზე ჭორაობდით, სანამ მოვიდოდი? - იკითხა ეშმაკური ღიმილით.
- სიას ვეკითხებოდი, ექსკურსიაზე თუ წამოხვალ-თქო.
- არ გადამიწყვეტია ჯერ, შეიძლება ვერ მოვახერხო.
- ჰო, ვერც მე მოვდივარ. - ეკემ ყავა მოსვა და სკამზე გადაწვა.
გამიკვირდა, მეგონა რომ წამოსვლაზე უარს არ იტყოდა. მითუმეტეს, ეს შესანიშნავი შანსი იყო ერთად მეტი დრო გაგვეტარებინა და ცოტა გავმხიარულებულიყავით.
- და რატომ არ მოდიხარ? - ვკითხე იმედგაცრუებულმა.
- საქმეები მაქვს, სწავლას ჩამოვრჩი და უნდა ვიმეცადინო, თორემ წლის ბოლოს სტიპენდიას გავმაზავ და მაგისტრატურას დროებით დავემშვიდობები.
დარცხვენილმა თვალი ავარიდე, თავი უხერხულად ვიგრძენი. რა თქმა უნდა, ჩამორჩა. ოჯახური პრობელმებით და ჩემი გამოხტომებით იმდენად იყო დაკავებული, რომ სწავლისთვის აღარ ეცალა. ეკემ ჩემს გამომეტყველებას თვალი მოჰკრა და მხიარულად გაეცინა.
- რა სახე გაქვს? ასე ძალიან თუ გინდა წამოვალ. - ეშმაკური ღიმილით თვალი ჩამიკრა.
- იდიოტო! - მეც გამეცინა - სწავლას მიხედე, შეიძლება მეც ვერ წავიდე.
- რა უსინდისოები ხართ! - სისის ლურჯი თვალები ბრაზით წამოენთო - აბა, მე მარტოს მიშვებთ? ვისთან უნდა გავერთო იქ, ხომ ვერ მეტყვით? კალანდიასთან თუ ქავანასთან?!
დუჩეს ხსენებაზე თავი წამოვწიე. თვალის კუთხით შევნიშნე, როგორ დააფიქსირა ეკემ ჩემი რეაქცია, მაგრამ ახლა ამისთვის არ მცხელოდა.
- დუჩეც მოდის? - ძალიან ვეცადე ისე მეკითხა, თითქოს პასუხი დიდად არ მაინტერესებდა.
- ჰო, დილით ლექციაზე ნუცა ეღუღუნებოდა მიხარია, რომ მოდიხარ, კარგად გავერთობითო.
- ჰო, დარწმუნებული ვარ! - გესლის შეკავება ვერ შევძელი.
- გოგოებო, მე დაგტოვებთ. ცოტახანში რეპეტეტორიუმი მაქვს, უნდა მოვემზადო.
ყავას ხელი წამოავლო, ღიმილით ჩაგვიკრა თვალი ორივეს და გაგვეცალა. გული დამიმძიმდა. ნუთუ ჩემმა რეაქციამ ასე გააღიზიანა? არაფერს იმჩნევდა, მაგრამ უკვე საკმარისად ვიცნობდი, რომ მივმხვდარიყავი როდის ეშლებოდა ნერვები.
- ჰოო, - სისის უხერხულად მოეღრიცა ტუჩები - მგონი დუჩე არ უნდა მეხსენებინა...
- არაუშავს, ისეთი არაფერი გითქვამს.
- სია... - თვალებში ყურადღებით მომაჩერდა - რას აპირებ?
- რას გულისხმობ?
- ამ შემთხვევაში, დუჩეს.
- არც არაფერს, მე და მას საერთო არაფერი გვაქვს. ვისთანაც უნდა იმასთან ერთად გაერთოს.
- გეყოფა, ეკემაც კი შენიშნა შენი გამომეტყველება, როცა დუჩე ვახსენე.
- რა უნდა ვქნა, სისი? კარგად იცი თავი რაშიც მაქვს გაყოფილი. ახლა იდიოტური და არშემდგარი ლავსთორებისთვის არ მცხელა! - ყავა გამოვცალე და წამოვდექი.
- უკვე მიდიხარ?
- ჰო, ისტორია მაქვს. მერე კი სისხლის სამართლის ლექტორი უნდა ვნახო, ეს დღეები ქვიზები სულ ჩავაგდე და ვთხოვ იქნებ აღმადგენინოს, თორემ ასეთი ტემპით, უნივერსიტეტს კი არა მესამე კურსს ვერ დავხურავ.
- კარგი, მეც წავალ. საღამოს ჩემს გარეშე არ წახვიდე, კარგი?
- კარგი, ლექციების მერე გნახავ.
ჩანთას ხელი წამოვავლე და კაფეტერიიდან გამოვედი. ტვინში ათასი უსიამოვნო აზრი მერჭობოდა. ექსკურსიაზე წასასვლელად არ მცხელოდა, ამის არც დრო მქონდა და არც სურვილი, მაგრამ დუჩეს ხსენებამ გეგმები თავდაყირა დამიყენა. არ მინდოდა იქ მისი და ნუცას ამაზრზენი მომენტებისთვის მეცქირა, თან მისი მარტო გაშვებისაც მეშინოდა, კიდევ ვინმე რომ დასხმოდა თავს? ექსკურსია შესანიშნავი შანსი იყო სანადიროდ! ფიქრებში ისე ვიყავი გართული, რომ კახაძე ვერ შევნიშნე და შემთხვევით დავეჯახე. ჩანთა ხელიდან გამივარდა, მთელი ნივთები გადმომიცვივდა და კიბეებზე მიმოიფანტა.
- ვაიმე!
- უკაცრავად, მაპატიე, ვერ შეგამჩნიე.
ჩემი პარალელური კურსელი შეწუხებული სახით დაიხარა და ნივთების შეგროვებას შეუდგა.
- თავად ავკრეფ, არაა საჭირო! - დავიხარე და წიგნები წამოვკრიფე - ჩემი ბრალია, შენ ნუ მებოდიშები.
- არა, დაგეხმარები.
- ხომ გითხრეს, რომ თავად მიხედავს? - მომესმა ცივი ხმა.
თავი მოვაბრუნე და კიბეების ბოლოს დუჩეს მოვკარი თვალი. გაქვავებული სახით იდგა და კახაძეს მკაცრი მზერით ხვრეტდა, ხელში კი ჩემი ისტორიის კონსპექტი ეკავა.
- შემთხვევით მომივიდა, დუჩე. - ჩაილაპარკა უხერხულად.
- დაიკარგე აქედან! - შეუღრინა გაღიზიანებულმა.
კახაძემ უხერხულად შემომხედა, კიდევ ერთხელ მომიხადა ბოდიში და სწრაფადვე გამეცალა. ნერვებმოშლილმა დუჩეს შევუბღვირე.
- რა გინდოდა, რას დაეტაკე?!
- დროზე აკრიფე ყველაფერი, ცოტახანში ლექცია გვაქვს.
მიპასუხა უკმეხად და ნივთების შეგროვებაში დამეხმარა. წიგნები სწრაფად წამოვკრიფე და ჩანთაში ჩავიტენე.
- გამომართვი. - ისტორიის კონსპექტი გამომიწოდა.
- გმადლობ. - ვუპასუხე ცივად.
კონსპექტს ხელი დავტაცე, კიბეებზე ავირბინე და ისე რომ უკან აღარ მიმიხედავს, პირდაპირ აუდიტორიაში შევედი. ყველაზე ბოლო მერხს მივუჯექი და ჩანთა მაგიდაზე დავაგდე. გული გამალებით მიძგერდა. შევამჩნიე, რომ ხელები ოდნავ მიკანკალებდა და გაბრაზებულმა დავმუშტე. ოთახი ნახევრად გავსებულიყო. ლექტორი ჯერ კიდევ არ ჩანდა, ბავშვებიც ამით სარგებლობდნენ და უდარდელად ეყაყანებოდნენ ერთმანეთს.
- რომ დამლოდებოდი დაგიშავდებოდა რამე?
შევკრთი, წამისწინანდელი წარმოსახვა, თუ როგორ ვვარდებოდი ფანჯრიდან ცივ უსასრულობაში, სიგარეტის კვამლივით გაიფანტა. აღგზნებულმა ფანტაზიამ ისიც კი წარმოიდგინა, რომ ახლა დუჩე იარაღს ამოიღებდა და პირდაპირ შუბლში დამაჭედებდა ცხელ ტყვიას, მაგრამ ამის ნაცვლად, იქვე მდგარი მერხი ჩემთან ახლოს მოაჩოჩა, სკამი გამოსწია და გვერდით მომიჯდა.
- რატომ, კიბეებზე შენით უსაფრთხოდ ვერ ამოხვიდოდი, თუ აუდიტორიას დაუხმარებლად ვერ მოაგნებდი? - ენაზე ვიკბინე, უსაფრთხოდ?!
- რა გჭირს? - შემომიბღვირა უკმაყოფილოდ.
- არაფერი, მაღიზიანებ.
- რატომ? რა დავაშავე? - ტუჩის კუთხეები ოდნავ აეპრიხა.
მის ღიმილს იშვიათად ვხედავდი. ღიმილს, რომელიც მხოლოდ ჩემთვის იყო განკუთვნილი და არა ნუცასთვის, ან ვინმე სხვისთვის.
- რომ არსებობ, ეგ უკვე დანაშაულია! - მაინც რა ბავშვური პასუხი იყო!
- მართლა გამიბრაზებიხარ, - ალმაცერად ჩაეცინა.
მისმა თბილმა ღიმილმა დამაბრმავა. სუნთქვაც კი შემეკრა და მივხვდი, იმ ღამით, როცა იარაღს მიმიზნებდა, ჩემთვის რომ ესროლა წინააღმდეგი არ ვიქნებოდი. თუ სიკვდილი მეწერა, მერჩივნა იმ მამაკაცის ხელით მოვმკვდარიყავი, რომელიც ახლა თავისი არამიწიერი მომხიბვლელობით თვალს მჭრიდა და მატყვევებდა. მუცელში პეპლები აფუთფუთდნენ და შიგნეულობა დაუნდობლად ამომიბრუნეს. თვალი ავარიდე, ამის გაძლება აღარ შემეძლო.
- ექსკურსიაზე მოდიხარ? - მკითხა ხმადაბლა.
- არ ვიცი.
- წამოდი.
თავი მოვაბრუნე და თვალი გავუსწორე. მუდამ ცივი, მწვანე თვალები ახლა სითბოთი უბზინავდა. საოცარია, მაგრამ მხოლოდ ახლაღა შევნიშნე, მათ ჭრელ სიღრმეში ორი შავი წერტილი. ეს ორი პაწაწინა ლაქა მის მზერას დასამახსოვრებელს და მომნუსხველს ხდიდა.
- არ მიყვარს ექსკურსიები. - ჩავილაპარაკე გაბრუებულმა.
- რატომ?
„იმიტომ რომ, იქ კიდევ ერთხელ, თუ დაგინახავ, ნუცა როგორ გეხვევა კისერზე პითონივით, შეიძლება ნერვებმა მიმტყუნოს და მაგ ძუკნათივე მოგახრჩო, შე გაიძვერა არამზადა!“ გავიფიქრე გაცეცხლებულმა.
- ხმაური და ღრიანცელი მაღიზიანებს...
- კარგი, ახლა რეალური მიზეზი მითხარი.
ჩემკენ ოდნავ გადმოიხარა. დამცხა, კანზე ცეცხლი წამეკიდა და სუნთქვა გამიჭირდა. მწვანე თვალებმა ჩემს ტუჩებზე გადაინაცვლეს, სახეზე არეული ემოციები დასთამაშებდა.
- შემეშვი! - სასწრაფოდ თვალი ავარიდე.
შემეშვი?! ამაზე იდიოტურ პასუხს ვერც კი მოვიფიქრებდი! თავი ისე საცოდავად ვიგრძენი იმ წამს, მინდოდა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე. რატომ ვგრძნობდი მის წინაშე თავს მუდამ განიარეღებულად? ყველა მახვილგონივრული და მწარე პასუხი სადღაც ჯანდაბაში მეკარგებოდა.
სისხლისფერ სქელ ბაგეებს თბილი ღიმილი მოეფინათ, თვლაებში კი სხივი აუთამაშდა. აშკარა იყო ჩემი რეაქციები ძალიან ართობდა. მგონი ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ვსაუბრობდით. მართალია, ამას საუბარი არც ერქვა, მაგრამ მაინც. უმნიშვნელო პროგრესიც კი აღფრთოვანებას იწვევს, როცა ის ადამიანი შენთვის განსაკუთრებულად ძვირფასია, მასთან მაკავშირებელი ყოველი დეტალი კი გამორჩეული და დასამახსოვრებელია. დარწმუნებული ვარ, ჩემი გესმის მკითხველო.
- როცა პასუხს თავს ვერ აბამ გამუდმებით მეუხეშები.
ვაუ, დასკვნებიც კი გაუკეთებია ჩემს ირაციონალურ ქცევებზე. სახეზე სისხლი მომაწვა. როგორ მინდოდა ამ ცეცხლოვან მზერას გავქცეოდი, დავმალულიყავი და მისგან თავი დამეცვა, მაგრამ ადგილიდან დაძვრას ვერ ვახერხებდი. იმდენად ახლოს იყო ჩემთან, რომ მის თვალებში ჭრელ პრინტებს იოლად ვარჩევდი. მწვანე, შავი და ნაცრისფერი ხავერდის სურო ერთმანეთში იხლართებოდა, იგრაგნებოდა და თვალის გუგას სიყვარულით ეხვეოდა. მშვენიერი იყო... სახიფათოდ მიმზიდველი!
ერთხელ მაინც თუ ჩაიხედავდით მათ სიღრმეში მასში დანახულ სამყაროს წამითაც ვერ დაივიწყებდით. თვალებში ვუყურებდი და საკუთარი თავის მიკვირდა, აქამდე როგორ ვხედავდი მათში სიცივეს და სიცარიელეს. იქნებ მანამდე ჩემთვის არც უჩვენებია თავისი მდიდარი შინაგანი სამყარო, არასოდეს გაუხსნია კარი და არასოდეს გაშიშვლებულა მისი გრძნობები ჩემ წინაშე. ახლა კი ვხედავდი, ყველაფერს ვხედავდი და ეს ძალიან მომწონდა. თითქოს ბრმას თვალი ამეხილა და სამყაროს ჯადოსნურმა ფერებმა აღფრთოვანებისგან დამამუნჯეს კიდეც. ჰო, მის თვალებში მე მთელი სამყარო დავინახე... სამყარო, რომელიც ასეთ სასურველი, მაგრამ მიუწვდომელი იყო ჩემთვის.
იმ წამს, იმ წუთს, მე მის სულს ვუყურებდი, გასაოცრად მშვენიერს და თვალწარმტაცს. მის სილამაზეს ვერ შეედრებოდა გალაქტიკაში მბზინავი მარგალიტებივით გაბნეული ვარსკვლავების სუნთქვისშემკვრელი სანახაობა. ვერც გენიოსი მხატვრის გაწაფული ხელი, რომლის შედევრი, სულში მიძინებულ ყველა გრძნობას გამოგიღვიძებდათ. ვერა, მას ვერაფერი შეედრებოდა ამქვეყნად. ამის გაფიქრებაზე გული მომიკვდა, მე ვერასოდეს შევხვდებოდი ვინმეს, ვინც ოდნავ მაინც იქნებოდა მისი მსგავსი. ის ერთი იყო, ერთი და განუმეორებელი.
დავნებდი, საბოლოოდ დაყარე ფარ-ხმალი. ბრძოლას და წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა. როგორ შორსაც არ უნდა გავქცეოდი ვიცოდი, რომ ყველა ბილიკი საბოლოოდ მაინც მასთან მიმიყვანდა. დუჩე ქავანა, შენ ხარ მთავარი პაზლების ქურდი... ქურდი, რომელმაც გულთან ერთად სულიც მომპარა...
- იქნებ ყურადღება მოგვაქციოთ თქვენ ორმა?
შორიდან ჩამესმა ისტორიის ლექტორის წიკვინა ხმა. სწრაფად გამოვერკვიე და თავი ავწიე. გაოცებულმა აღმოვაჩნიე, რომ აუდიტორია ბავშვებით გავსებულიყო და ლექტორს პროექტორის ჩართვაც კი მოესწრო.
დუჩესაც დაბნეულობა ეწერა სახეზე. ისიც ისევე დაკვირვებით მომჩერებოდა თვალებში, როგორც მე მას. ერთმანეთის სულში ღრმად ვიჩხრიკებოდით ფარული გრძნობების გამოაშკარავების იმედით. ნეტავ ის რას ეძებდა ჩემში? სისუსტეებს? დამალულ სიმართლეს? თუ ნიღაბს მიღმა საიმედოდ მიმალულ სიას, რომელიც თავს სულაც აღარ გრძნობდა უსაფრთხოდ, როგორც ადრე? იქნებ თავს ასე დაუცველად იმიტომ ვგრძნობდი, რომ დუჩეს ჩემი მეორე მე მთელი არსებით სძულდა? ალბათ.
- წამოდი ზუგდიდში, - ჩემთვის არც შემოუხედავს ისე ჩაილაპარაკა - იმის გააზრება, რომ რამდენიმე დღე ჩემს გვერდით მოგიწევს ყოფნა ძალიან მსიამოვნებს...
გული მტკივნეულად შემეკუმშა, დამიმორჩია. ეს კი მხოლოდ რამდენიმე სიტყვის წარმოთქმით მოახერხა. სულელი სია...


****
უნივერსიტეტს ვუახლოვდებოდი. ჩაფიქრებული ვიყურებოდი ფანჯარაში და გული გამალებით მიცემდა, მაინც რაზე ვფიქრობდი ამ ექსკურსიაზე წამოსვლას რომ დავთანხმდი?! ვგრძნობდი, რომ ეს მოგზაურობა ბევრ რამეს შეცვლიდა, საკითხავი კი ის იყო, კერძოდ რას...
ტაქსი უნივერსიტეტის ეზოში შევიდა და დიდ ლურჯ ავტობუსთან შეჩერდა. მძღოლს ფული გადავუხადე და პატარა ჩემოდნით ხელში მანქანიდან გადმოვედი. ბავშვები უკვე შეკრებილიყვნენ და ბარგს ავტობუსის საბარგულში ათავსებდნენ.
- სია!
გახარებულმა სისიმ ღიმილით დამიქნია ხელი. გუნება გამომიკეთდა, ოდნავ მოვეშვი და ფართო ღიმილით გავემართე მეგობრისკენ.
- არ მეგონა, რომ მართლა მოხვიდოდი - გახარებული მაგრად ჩამეხუტა.
- ჰო, არც მე...
ჩემი ჩემოდანიც მემანქანეს მივაწოდე და ავტობუსში ავედით. გრძელი, ლურჯი, რბილსაგებიანი სკამები კომფორტულად გამოიყურებოდნენ. თუმცა, მეეჭვებოდა ოთხდღიანი მგზავრობის შემდეგ ისევ ამ ჭკუაზე ვყოფილიყავი. როგორც ყოველთვის, მე და სისიმ ყველაზე ბოლო ადგილები დავიკავეთ. ფანჯარასთან კომფორტულად მოვთავსდი და ტელეფონი ამოვიღე.
- ვისთან რეკავ?
- ეკესთან.
- არ მოდის?
- ვერა. ვერ ვახერხებო. მთხოვა სანამ წახვალ შემეხმიანეო.
- მეჩვენება თუ თქვენს შორის რამე ხდება? - მკითხა ეჭვით.
- გეჩვენება! - შევუბღვირე უკმაყოფილოდ.
საინტერესოა ჩემი სინდისი რატომ ააფორიაქა ამ პასუხმა?! ეკეს ნომერი ამოვაგდე და გადავრეკე. სისის აღარაფერი უთქვამს, მგონი არ დამიჯერა.
- სია... დილამშვიდობის. - მომესმა ეკეს ნამძინარევი ხმა.
- გაგაღვიძე? ბოდიში, მოგვიანებით გადმოვრეკავ.
- არა, არ გათიშო, - მიპასუხა საჩქაროდ - ისედაც ადგომას ვაპირებდი, რეფერატი მაქვს დასამთავრებელი. შენ რაშვები?
- ავტობუსში ვზივარ უკვე და ველოდები როდის მოვა ყველა.
- გამოგიტყდები და იმედი მქონდა არც შენ წახვიდოდი, - გაეცინა - ეგოისტობაში არ ჩამითვალო, უბრალოდ მშვიდად ვერ ვგრძნობ თავს, როცა ამდენი დღით სირების კომპანიაში მარტოს გიშვებ.
ჰო, რა თქმა უნდა, ეს მშვენიერი სიტყვები კალანდიას და დუჩეს ეკუთვნოდათ. თავი უხერხულად ვიგრძენი. დაბარებულივით, სწორედ ამ დროს, ეზოში რუხი სედანი შემოსრიალდა. კარი გაიღო და მანქანიდან დუჩე გადმოვიდა. აღელვებულს გული შემეკუმშა.
- შენ გირჩევნია სწავლას მიხედო, მართლა ძალიან ჩამორჩი. მე კარგად ვიქნები.
- თუ რამე მოხდება დამირეკე.
- და შენც ზუგდიდში გამოქროლდები, ხომ? - გამეცინა.
- ეგრევე თან!
- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ და საქმეს მიხედე.
- საღამოს დაგირეკავ.
- დროებით.
ტელეფონი გავთიშე და დუჩეს თვალი ავარიდე, რომელიც მემანქანეს თავის ჩემოდანს აწვდიდა. სისიმ მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა.
- რა?
- დუჩეც მოვიდა... სიურპრიზებს უნდა ველოდო?
პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, ავტობუსი საშინლად ახმაურდა. რა თქმა უნდა, უნისის კერპი გამოჩნდა, რაღა დაამშვიდებდათ?! დუჩე ბავშვებს თავაზიანი ღიმილით ესალმებოდა და ზოგს ხელსაც კი ართმევდა. უკან გიორგი მოჰყვებოდა, ეს სწორედ ის ბიჭი გახლდათ, რომელსაც სისი უკვე დიდი ხანია უიმედოდ და ჩუმად უყვარდა.
- ეს რაღას აკეთებს აქ?
სისისიმ ცხარედ ჩამჩურჩულა ყურში და აღელვებულმა გიორგის გახედა, რომელსაც სახეზე უჩვეულო თავდაჯერება ეხატა. წარმოდგენა არ მქონდა ეს ორი ერთად რას აკეთებდა. ისიც კი არ ვიცოდი, რომ ერთმანეთს იცნობდნენ. დუჩე ისე ესაუბრებოდა, გამიკვირდა კიდეც, ასეთი მეგობრული არავის მიმართ არ იყო. ნუცა მაშინვე წამოხტა და დუჩეს ხელი დაუქნია, ჩემს გვერდით დაჯექიო.
ვიგრძენი ნერვები როგორ ამიბურძგნა ამ უწყინარმა ჟესტმა. უცებ ძალიან მომინდა იმ ქერა თავში რაღაც მძიმე მეთხლიშა. დუჩემ, საპასუხოდ, მხოლოდ გაუღიმა, გვერდით ჩაუარა და გიორგისთან ერთად, ჩვენ წინ დაიკავა ადგილი. აბაშიძეს ბოღმისგან სახე ჩამოუგრძელდა, ბოროტი კმაყოფილებისგან გულ-მუცელი ამომეწვა. მე და სისიმ ეშმაკურად გადავხედეთ ერთმანეთს, ორივეს ჩაგვეღიმა. წინ საინტერესო ექსკურსია გველოდა...
სულ მალე კალანდიაც გამოჩნდა, თავისი სასტავით და ისეთი ოვაციები გამოიწვია ხალხში, გეგონებოდათ „exo“-ს პოპვარსკვლავმა ჩვეულებრივ მოკვდავებში ამოჰყო თავიო. უნებურად გამეღიმა, ამ ბიჭს უცნაური ქარიზმა ჰქონდა. სადაც არ უნდა გამოჩენილიყო ყველას სახეზე ღიმილს და სიცილს ჰგვრიდა. ადამიანი პოზიტივი დამსახურებულად ეთქმოდა. კალანდიამ ხალხის თბილი დახვედრა თავისებურად შეიფერა, ყველას თავს უკრავდა და რევერანსითაც კი აჯილდოებდა გოგოებს. ისეთი კმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდა, რომ თავი ვერ შევიკავე და გამეცინა.
ტურის ორგანიზატორები ძალიან ცდილობდნენ გზაში არ მოგვეწყინა. საკმაოდ კარგი ფლეილისთი ჰქონდათ შერჩეული, სალონში რამდენიმე ჩემმა საყვარელმა მელოდიამაც გაიჟღერა და თავი უკეთ ვიგრძენი. როგორი სასიამოვნოა როდესაც მოგზაურობისას, შენს საყვარელ საუნდრეკს მოჰკრავ ყურს, მაშინვე საკუთარი კომფორტის ზონაში ექცევი და სულში აღფრთოვანების სასიამოვნო ტალღები გივლის. მუსიკა, მგონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაულია, რაც ადამიანის ხელს შეუქმნია.
- არა, ვუყურებ და მართლა ვერ ვიჯერებ, რომ ეს ორი მეგობრობენ.
სისიმ ეჭვით გახედა დუჩეს ქოჩორს, რომელიც მაღალი სავარძლის საზურგიდან ყვავის ბუდესავით მოჩანდა.
- ჰო, მეც მიჭირს დაჯერება, რომ არსებობს ადამიანი ვისაც ქავანა არ ეუხეშება. სხვათაშორის, არც გიორგი გამოიყურება ისე როგორც ყოველთვის. შენს დანახვაზე ფერებში აღარ გადადის.
- საეჭვოა! - თვალები მოჭუტა და ენა სასაცილოდ გააწკლაპუნა.
- ხალხო, მარტო მუსიკები არ მოგბეზრდათ?
წინა სავარძლიდან ნიკუშა შავაძემ წამოყო თავი. ავტობუსის „დიჯეი“ სწორედ ეს მხიარული ბიჭი ბრძანდებოდა, რომელსაც მხოლოდ შორიდან ვიცნობდი. შავი ქოჩორი ენერგიულად აიჩეჩა და წინ გადმობობღდა. მისმა ჟესტმა ეკე გამახსენა.
- რამე ვითამაშოთ რა, ოღონდ ეს სიცრუე და მოქმედება და ბავშვური ბანძობები არ გამაგონოთ, ავტობუსიდან გადაგყრით.
- სიმართლე თუ მოქმედება, შე ქინძო! - კალანდიამ მუჯლუგუნი უთავაზა ფერდში - რა იყო , ბავშვობა არ გქონია?
- ხმა არ ამოიმიღა, უკვე ტვინის ტყვნას იწყებ! - შეუბღვირა გაღიზიანებულმა.
ბავშვებს სიცილი აუტყდათ. ყველა ყოველთვის ანთებული თვალებით შესცქეროდა ალექსს, როცა ვიღაცის გაბანძების ჟინი წამოუვლიდა ხოლმე. კალანდია შავაძეს გვერდით ამოუდგა და ხელი გადახვია.
- აპატიეთ, რა ქნას, ასე იცის იაფფასიან ნაშებთან გულაობამ, ნამეტანი გა....ვებენ.
- ალექს, სახეს გაგაძრობ!
- მოგვიანებით სცადე, ძმაო. ახლა, მაგის მუღამი არ მაქვს, - ხელი მეგობრულად წაუტყაპუნა ბეჭზე და ბავშვებს გადმოგვხედა - მოკლედ, იდეა მაქვს. ფურცლებზე წააწერეთ რამე მოქმედება - ხვევნა, კოცნა, მტლაშამტლუში, როგორც გეხერხებათ. მაგის მეტს რას დაწერთ ფურცლებზე, უფანტაზიოებო!
ბავშვებს ისევ სიცილი აუტყდათ. ყველა დაფაცურდა, ზოგმა კალამი ამოიღო, ზოგმა რვეულიდან დაიწყო ფურცლების ფხრეწა.
- ჩამოწერეთ მოქმედებები. ნიკუშა ფურცლებს აკრეფს და გავათამაშოთ რულეტკა.
- წესები? - წამოიყვირა ერთ-ერთმა.
- ძალიან მარტივია, - ჩაიღიმა ცბიერად, ჰო... ვხვდებოდი ეს ღიმილი რასაც ნიშნავდა... - მე და ნიკუშა ჩამოვწერთ ყველა ჩვენგანის სახელს და გვარს, რომელსაც მოვათავსებთ მეორე ყუთში. შემდეგ, მიმდევრობით ამოვიღებ ამ ორი ყუთიდან თითო ფურცელს. ვისი სახელიც ამოვა, მოთამაშე მასთან შეასრულებს ყუთიდან ამოსულ მოქმედებას. გაიგეთ?
- ვერაა... - გაგამ დაბნეულმა მოიქექა კეფა.
- რა ვერ გაიგე , ამ ყუთში ჩავყოფ ხელს ამოვიღებ ფურცელს და ვისი სახელიც ამომივა იმასთან შევასრულებ მოქმედებას, რაც მეორე ყუთიდან ამომყვება.
- ჰო, იასნა, მივხვდი.
- ჰოდა, რაღას უდგახართ, გაინძერით! მარტო ზასაობას ნუ დამიწერთ, მოსაბეზრებელია და მთლად შორსაც ნუ გაიჭრებით, აქ ვერავინ ვერავის გადაკუზავს, ძაანაც რო გინდოდეთ. ისეთი მოქმედებები რაც აქვე შესრულდება რა, დიტოს ნუ გადავრევთ. მის ჭაღარას პატივი ვცეთ.
- ჯიგარი ხარ, ალექს! - გამოსძახა მძღოლმა.
- რა სალაპარაკოა, მეგობარო!
ბავშვები ისევ ახითხითდნენ და სწრაფად დაიწყეს ფურცლებზე მოქმედებების ჩამოწერა. ისეთი ენთუზიაზმით შეუდგნენ კალანდიას მითითების შესრულებას, ცოტათი შემეშინდა კიდეც.
- ჩვენც დავწეროთ? - სისიმ ცბიერად გამომხედა.
გამეცინა და კალამი მოვიმარჯვე. ალექსმა ათ წუთში პატარა ყუთით ჩამოუარა ყველას და ფურცლები შეაგროვა. ჩვენამდე, რომ მოაღწია დავიძაბე, მაგრამ სულ ტყუილად. როგორც ჩანს, დუჩემ და კალანდიამ უხმოდ მოილაპარაკეს, რომ ეს მოგზაურობა კამათის და უაზრო კინკლაობის გარეშე გაეტარებინათ. დუჩემ გიორგის დაკეცილი ქაღალდი გამოართვა და თავის ფურცელთან ერთად, ალექს ყუთში ჩაუგდო. ბოლოს მე და სისის მოგვიახლოვდა ღიმილით.
- ასფურცელა, - გამიცინა მომხიბვლელად - ფრთხილად იყავი. დღეს შეიძლება შენზე ბევრი რამ გავიგო.
- წარმატებებს გისურვებ! - ენა გამოვუყე და ყუთში ფურცელი ჩავუგდე.
ალექსს გაეცინა, სისისაც გამოართვა დავალება და უკან გაბრუნდა. შავაძეს უკვე გაეშანშალებინა სია და მეორე ყუთში ქაღალდზე წაწერილ სახელებს ყრიდა.
- მზადაა?
- ჰო.
- კარგი, მაშ ასე, დავიწყოთ! აბა, მოხალისეები გვყავს? - ეშმაკურად შეათამაშა წარბები და „მისიების ყუთი“ მაღლა შემართა.
- მე! - წამოხტა ლიფონავა.
- მოდი, ბრატ! - კალანდიამ ყუთი გაუწოდა - ჯერ მისია ამოიღე, შემდეგ სახელი.
- დაგბრიდავთ, რამე სირობა არ ამომივიდეს! - ბავშვებს თვალები გადმოუბრიალა და გაბედულად გაემართა ყუთისკენ.
რიგრიგობით ჩაჰყო ხელი და ფურცლები ამოაძვრინა. ყველა გაისუსა და დაძაბული დაელოდა რას იტყოდა გაგა, რომელიც რატომღაც ჩუმად დასცქეროდა დავალებას და ენას ღეჭავდა.
- კარგი რააა, მაგის დედავატირე! - წამოიყვირა გაბრაზებულმა - ხო არ გაუბერეთ, ტო?!
- ხმაა! მანახე.
კალანდიამ ხელიდან გამოგლიჯა ფურცელი და ნაწერს დააცქერდა. უცებ გულიანად ახარხარდა და გაგას თანაგრძნობით წაუტყაპუნა ხელი მხარზე.
- არაუშავს, უარესიც შეიძლებოდა მოგსვლოდა. მოკლედ, მეგობრებო, ეს ვაჟბატონი ავტობუსიდან თავს გაყოფს, თან მითითებულია პირი ღია უნდა ჰქონდესო. ნუ, რა სიბოროტეა. მისი მეწყვილე კი გვერდით ედგება და იმაზე იზრუნებს, რომ, როცა ლიფონავას პირი კოღოებით ან მსგავსი საძაგლობებით გაევსება, დათქმულ დროზე ადრე, თავი უკან არ შემოყოს. დრო 10 წუთი!
ყველა ახარხარდა. მეც კი გამეცინა, უცებ წარმოვიდგინე ლიფონავას სასაზე ჩამოკონწიალებული პიკანტური მწერი და ზიზღით ტანში გამცრა. ეს პაწაწინა ყუთი იმაზე საშიში აღმოჩნდა ვიდრე ვიფიქრებდი.
- მახარაძე, აბრძანდი. შენ ლიფონავას შტურმანი იქნები და ჰო, კაცურად, მწერები დაუთვალე რა. რამდენი ხრჩობას დაიწყებს ვეცდებით სასტავმა სიცილით არ ჩავიჯვათ!
მახარაძე სიცილით წამოდგა და აბუზულ გეგას ქეჩოში წაავლო ხელი. ფანჯარასთან მიტენა, თავი გააყოფინა და მომლოდინედ მიაჩერდა როდის ახროტინდებოდა ბოღმისგან გასიებული ლიფონავა. ბავშვებმა ანთებული მზერა ისევ კალანდიაზე გადაიტანეს.
- კარგი დასაწყისია, - ეშმაკურად ჩაეღიმა - აბა, ვინ იქნება შემდეგი?
ამჯერად სურვილი არავის გამოუთქვამს, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ალექსის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, გაგას პირველად აუტყდა ხველა. მთელი ავტობუსი სიცილით გაიგუდა.
- რა კურდღლები ხართ, ტო! არავინაა მსურველი? ტფუი!
ყუთში ხელი თვითონ ჩაყო. ბავშვებს სახეზე ხარბი ცნობისმოყვარეობა დაეტყოთ. ყველას ერთ სული ჰქონდა გაეგო, რისი გაკეთება მოუწევდა კურსის ყველაზე დიდ მასხარას. ალექსმა ყუთიდან ფურცელი ამოაძვრინა და გახსნა. თვალები სწრაფად გაურბოდა ნაჯღაბნზე და რაც უფრო მეტს კითხულობდა მით უფრო ეპრიხებოდა ტუჩის კუთხეები. ბოლოს თავი ასწია და სუნთქვაშეკრულ სტუდენტებს გამოხედა.
- აი, გოგოები რომ არ იყვნენ აქ, საკაიფოდ შევამკობდი ამის დამწერს!
- მანახე!
შავაძემ ფურცელი გამოგლიჯა ხელიდან და მისია ჩუმად წაიკითხა. უცებ ისე ახარხარდა, რომ ცრემლებიც კი წამოუვიდა.
- წადი შენი! - გაეცინა კალანდიას და ფურცელი გამოგლიჯა - კაროჩე, ვიღაც მანიაკი გვიზის ავტობუსში და თუ გავიგე ეს ვისი დაწერილია, ცოცხალი ვერ გადამირჩება.
- რა მისიააა ამოღერღე!
ამ დროს გაგას ისევ ხველა აუტყდა, მახარაძემ კი კისერში წაუტყაპუნა ხელი. თუმცა, მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, დაძაბულები ალექსს მისჩერებოდნენ.
- დღის განმავლობაში უნდა დავლიო ორი ლიტრი წყალი...
ფურცელს ჩახედა ხომ არ მეშლებაო და სწორედ ამ დროს დუჩეს სიცილი წასკდა. ალექსმა თავი წამოსწია და დუჩეს დამცინავად გახედა.
- შენია ეს ....ობა, ბიჭო?
- განაგრძე, განაგრძე. თუ შენს მაგივრად მე ვთქვა, რისი შესრულება მოგიწევს დღეს?
- ნწ, ნწ! შენგან მეტ გონივრულობას არც მოველოდი, სამაგიეროს გადაგიხდი ამისთვის!
- ეგრე ქენი, ახლა ყველას გააცანი შენი მისია. - თვალი ჩაუკრა გამხიარულებულმა. კალანდიას მწარედ ჩაეცინა.
- ესე იგი, ამ ფსიქოპატის მითითებით, დღეს უნდა დავლიო ორი ლიტრი წყალი და ვჭამო რაც შეიძლება ბევრი, მაგრამ კუჭში გასვლა მეკრძალება, სულ რომ ჩავიფსა!
სიტყვა სიტყვით ამოიკითხა დუჩეს დავალება. ავტობუსი ხარხარმა შეაზანზარა. არ ვიცი რა უფრო სასაცილო იყო იმ დროს, დუჩეს სასტიკი მისია, თუ კალანდიას გამომეტყველება, როცა კითხვა დაასრულა, მაგრამ ბავშვები ლამის დაიხოცნენ სიცილით.
- ახლა კი იმ პიროვნების სახელს ამოვიღებ, რომელიც გამაკონტროლებს რომ არ ჩავიჯვა! ჰო, ქავანა, ძაან სასაცილოა!
სიცილისგან ფერდებიც კი ამტკივდა.
- კარგი, კარგი!
ხელი ყუთში ააფათურა და პატარა ფურცელი ამოაძვრინა. წამით ყველა გაისუსა. კალანდიამ ფურცელი გაშალა და როგორც კი სახელს თვალი მოჰკრა სახე კიდევ უფრო დაეღმიჯა.
- რა იყო დამებედე? - დაბღვერილმა ფურცელი გაშალა და ყველამ გარკვევით ამოვიკითხეთ, „დუჩე ქავანა“.
დუჩეს სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა. მორიგი სიცილის ტალღამ კალანდიას ჩუმი გინება გადაფარა.
- ჰო, რა ნახეთ, ჩაიწყვიტეთ ხმა! - ალექსი თან ბრაზდებოდა, თან ეცინებოდა - ჰოდა, დადექი და ჩემს ტრაკს უდარაჯე მთელი დღე, მაგაზე საინტერესოს მაინც ვერაფერს გააკეთებ! შემდეგი...
- ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს, მე ამოვიღებ!
დუჩე ფეხზე წამოდგა და ყუთისკენ გაემართა. ავტობუსში სამარისებური სიჩუმე გამეფდა. მე და სისი დავიძაბეთ. დუჩე ალექსს მიუახლოვდა და „მისიების ყუთში“ ხელი ჩაჰყო. პატარა ფურცელი ამოაძვრინა და დავალება გადაიკითხა. სახეზე კმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა.
- როგორც ჩანს, დღეს ბოლომდე განწირული არ ვარ. ჩემი დავალება ასეთია, ჩემმა მეწყვილემ, ერთი ნებისმიერი სურვილი უნდა შემისრულოს.
ბავშვებს ცბიერად გადმოხედა. ყველა იმდენად იყო აზარტში შესული, რომ სიტუაცია მყისიერად შეიცვალა. წინა დავალებებზე თუ ლოცულობდნენ ჩემი სახელი არ ამოვიდეს, ან ჩემიო, ახლა ყველა იმას ფიქრობდა ოღონდაც მე ამოვხტე იმ ყუთიდანო. დუჩემ მეორედ ჩაჰყო ხელი ყუთში და პაწაწინა ფურცელი ამოაძვრინა. ავტობუსში ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით. ყველა დაძაბული მიაჩერდა ქაღალდს, რომელიც ქავანამ ნელა გახსნა და სახელი მდუმარედ ამოიკითხა. სქელ ბაგეებს პიქრუშმა კმაყოფილებამ გადაურბინა.
- სია ძნელაძე! - თავი ასწია და ცბიერად გამომხედა - ერთი ნებისმიერი სურვილი უნდა შემისრულო...

თავი მეჩვიდმეტე
ავტობუსში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, შემდეგ კი ბავშვები ნელ-ნელა აზუზუნდნენ, ყველამ მე გამომხედა ცხოველი ინტერესით. უცებ ვერ გავიაზრე დუჩეს ნათქვამი, ჯერ კიდევ მეცინებოდა, ცოტახანში კი მისი სიტყვები ნელ-ნელა გამიჯდა და სახიდან ღიმილიც წამში ჩამომერეცხა.
- რაო? - კალანდია ხელში სწვდა და ფურცელი წაგლიჯა.
- რვასთან ცხრაო! - მიუგდო ირონიულად და ჩემკენ გამოემართა აპრიალებული თვალებით - ძნელაძე ჩემია!
- დუჩე... - ნუცას აღშფოთებიგან ლამის ენა გადაეყლაპა.
როგორც შემეძლო სავარძელში ჩავცურდი და ჩავიმალე, მაგრამ დუჩეს მხურვალე მზერას მაინც ვერსად გავექეცი. გამარჯვებული სახით თავზე წამომადგა, ღიმილით ჩამოეყრდნო სავარძელს და თავი გვერდულად გადმოხარა.
- ადექი... - თვალი ჩამიკრა - მანდ ვერ მოგწვდები.
- არავითარ შემთხვევაში! - წავისისინე დამფრთხალმა.
ჩემს სიტყვებს ბავშვების უკმაყოფილო ზუზუნი მოჰყვა. დუჩეს ჩაეღიმა და ცბიერი მზერით ჩამაკვდა თვალებში.
- მგონი წესებს არღვევ, ქალბატონო, ბავშვებიც დამეთანხმებიან. ასე რომ ადექი, ჩემი სურვილი უნდა მივიღო.
- ესაა შენი სურვილი? - ვკითხე სწრაფად.
- სია, ნუ ბავშვობ, - გაეცინა - გამოდი.
სისის აღელვებულმა გავხედე, ისიც დამფრთხალი მიყურებდა, მაგრამ მაინც მანიშნა ადექიო. საშინლად დაძაბული მძიმედ წამოვდექი. როგორღაც გამოვეკვეხე სავარძლებს შორის და დუჩეს წინ დავუდექი, აბუზული წიწილივით. კალანდიას იმედით გავხედე, იქნებ თამაშის დამპროექტებელმა მაინც მესროლოს მაშველი რგოლი-თქო, მაგრამ ჩემი გულის გასახეთქად ჩუმად იდგა და დუჩეს სუსხიანი მზერით ხვრეტდა.
- ნუ გაქვს ასეთი შეშინებული სახე, - მომიახლოვდა და ეშმაკურად გამიღიმა. გული ფეთიანივით ამიძგერდა - არაფერს დაგიშავებ.
დამპალი მანიპულატორი! არაფერს დამიშავებს, თურმე! აჰ, ნეტავ ოდნავ მაინც ჩასწვდომოდა თავისი სიტყვების ღრმა სარკასტულ მნიშვნელობას!
- რა სურვილი გაქვს, დროზე მითხარი! - შევუღრინე ნერვებმოშლილმა.
- არ შემეწინააღმდეგო... აი, ეს არის ჩემი სურვილი!
წელზე ხელი შემომხვია, მკერდზე ძლიერად მიმიკრა და ვნებიანად დამეწაფა ტუჩებზე. აღელვება, ელდა, შიში, გაოცება, სიბრაზე - ყველა ემოცია ერთმანეთს შეერწყა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმივით იფეთქა სხეულში. ვნებამ ადრენალინივით დამიარა ვენებში და ადგილზე გამაშეშა. აგზნებულმა ნაზად შემიცურა თმაში თითები და ძლიერად მიმიზიდა თავისკენ.
მისი ტუჩები ასეთი თბილი, ტკბილი და ასეთი ვნებიანი არასოდეს ყოფილან... ჭკუა საერთოდ დავკარგე. მოთმინების უკანასკნელი წვეთი სადღაც აორთქლდა, სულ დამავიწყდა, რომ ოცდახუთი წყვილი თვალი გაშტერებული მოგვჩერებოდა და გაბრუებულმა კოცნაზე კოცნით ვუპასუხე. საშინლად კმაყოფილს ჩაეღიმა და კიდე უფრო ძლიერად მიმიკრა მკერდზე.
სიჩუმე ვიღაცის სტვენამ გააპო, ახლა სხვაც აჰყვა და ავტობუსი ხარხარმა შეაზანზარა. მე კი, მის გარდა ვერავის და ვერაფერს ვამჩნევდი. რეალურსა და ფანტაზიას შორის ზღვარი უკვალოდ გაუჩინარდა... მასში დავიკარგე, ჰო... აი ასე, უბრალოდ, მკლავები შემომხვია და ყველაფერი გადამავიწყა, მათ შორის საკუთარი თავიც! ბოლოს, როგორც იქნა, ღიმილით მომწყდა და ენის წვერი ტუჩებზე გადამისვა.
- იქნები ჩემთან?
მკითხა ხმადაბლა. ყურადღებას არავის აქცევდა, ამღვრეული მზერით თვალებში მომჩერებოდა და პასუხს მოუთმენლად ელოდა. მწვანე სფეროებს ცეცხლი ეკიდათ.
- რა? - წავიჩურჩულე დაბნეულმა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მომესმა.
- იქნები ჩემთან? ამ უაზრო, ბავშვური გართობით შემიძლია კოცნა დაგაძალო, მაგრამ ჩემთან ყოფნას ვერ დაგაძალებ.
- დუჩე, რას აკეთებ?
- რისი გაკეთებაც დიდი ხანია მინდა, იქნები ჩემთან?
ტუჩზე ვიკბინე. რა მეთქვა? ჰო, მიყვარხარ, შენზე ვგიჟდები, მოდი ერთად ვიყოთ-თქო? ამის გაფიქრებაზეც კი მწარედ მეცინებოდა. ვერც კი ვიფიქრებდი ასეთ სიტუაციაში თუ ოდესმე აღმოვჩნდებოდი. ოცდახუთი წყვილი თვალი პირდაღებული ელოდებოდა ჩემს პასუხს. მე კი ხმას ვერ ვერ ვიღებდი. თავს საშინლად ვგრძნობდი, მათი დაჟინებული მზერა ნერვებს მიშლიდა. დუჩე ყურადღებით ჩამაკვირდა თვალებში, შემდეგ კი გვერდულად გახედა ბავშვებს.
- სანახაობა დასრულდა, შეგიძლიათ თამაში განაგრძოთ.
- პასუხი არ უთქვამს! - წამოიძახა ვიღაცამ.
- ენა დაიმოკლე, ზურაბიანი! - შეუღრინა კალანდიამ - ქავანა, როგორც ყოველთვის კარგად გამოგდის პონტში ჩაჯმა. შეგიძლია ბრაზილიურ ტელესერიალებს მორჩე და ადგილს დაუბრუნდე?! კიდევ ბევრი მყავს გასაბანძებელი ავტობუსში!
დუჩეს ტუჩებზე ღიმილი აუთამაშდა, მეგონა ალექსის სიტყვები გააღიზიანებდა, მაგრამ პირიქით, მის ამ ღიმილში მისდამი მადლიერებაც კი იკითხებოდა. ალექსმა ორივე გამოგვიყვანა უხერხული სიტუაციიდან და ამისთვის მეც მადლობელი ვიყავი. გიორგი წამოდგა და დუჩესკენ გადმოიხარა.
- მე რომ მოგიტყდე, ხომ არ გაგიტყდება? - გადაულაპარაკა მეგობარს - დიდი ბოდიში, მეგობარო, მაგრამ ამ ექსკურსიაზე, შენი როჟის საყურებლად არ წამოვსულვარ.
მხარზე ხელი დაუტყაპუნა, მოხერხებულად აგვიქცია გვერდი და თვალებადქცეულ სისის გვერდით მიუჯდა.
- დაგეგმილი გქონდა, ხომ ასეა? - დუჩეს ყურადღებით ჩავაკვირდი თვალებში. - მოტყუება არ გაბედო!
- არც ვაპირებ, - გამიღიმა - ახლა კი დაჯექი და ისე ვისაუბროთ, თორემ ძალიან ბევრს უკვე კისერი მოსტყდა.
გაფხორილმა გიორგის ადგილი დავიკავე ფანჯარასთან და ვეცადე ნუცასკენ არ გამეხედა, რომელიც ენას ღეჭავდა და თვალებით მჭამდა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ დუჩეს ამ გამოხტომას არაფრის დიდებით არ აპატიებდა. იმიტომ კი არა, რომ ძალიან უყვარდა და მისმა საქციელმა გული ატკინა, არა, ის ბავშვების თანდასწრებით „დადებას“ არასდროს აპატიებდა ბიჭს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისი იმიჯის ნაწილი იყო.
- აბა, მითხარი, რაში დავიწვი? - მკითხა ეშმაკურად და გვერდით მომიჯდა.
- კალანდია... ის ასეთი ლოიალური არ არის. თან ყველაფერი ასე საათივით არ აეწყობოდა, ბედისწერის და სისულელეების არ მჯერა.
- დაკვირვებული ხარ. - გამიღიმა მოხიბლულმა.
- რითი მოისყიდე?
- ვინ?
- კალანდია?
- მისი სიკვდილისგან ვიხსენი. ეს სულ ცოტაა რისი გაკეთებაც მას ჩემთვის შეუძლია.
- დუჩე...
- იქნები ჩემთან?
- არა. - ვუპასუხე პაუზის შემდეგ და თვალი ავარიდე.
- რატომ? - მკითხა ხმადაბლა.
- შენ მე არ მიცნობ...
თვალებში ვერ ვუყურებდი. ვფიქრობდი, რომ თუ მზერას გავუსწორებდი ჩემში იმ საძულველ ადამიანს ამოიცნობდა, რომლის მოსაკლავადაც მზად იყო, იმ წყეულ ღამეს.
- ეს არაა მიზეზი.
- მიზეზია, თან ძალიან მნიშნველოვანი მიზეზი, დუჩე.
ნიკაპქვეშ თითი ამომდო და თავი ამაწევინა. სახეზე ყურადღებით მაკვირდებოდა, მიჭირდა მისი მზერის გაძლება, მიჭირდა მასთან ასე ახლოს ყოფნა და უარის-თქმა, როცა მასთან ყოფნა მთელი არსებით მსურდა.
- სია, რა ხდება?
- ვერ გეტყვი, არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
- ეს რამით უკავშირდება შენს ჩალურჯებებს ტანზე?
როგორ მოახერხა და პირდაპირ მიზანში მოარტყა, ა? ძალიან ვეცადე მის კითხვაზე სახე არ შემცვლოდა, მაგრამ მგონი არ გამომივიდა.
- ასეა... - ეს აღარ იყო კითხვა - შემომხედე.
ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ყურადღებით ჩამაკვირდა. მისი ცეცხლოვანი მზერის ტყვეობაში ამოვჩნდი, იმდენად მომნუსხველი გამოხედვა ჰქონდა, რომ მისგან თავის დაღწევა არ შემეძლო.
- მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამ. მე ამაზე მჭირდება პასუხი, დანარჩენი არ მაინტერესებს, კარგი?
- კარგი.
- მიყვარხარ...
მითხრა ხმადაბლა და თვალი გამისწორა, მისი მზერა ასეთი გულწრფელი არასოდეს ყოფილა. ვერ გეტყვით იმ წამს რა ვიგრძენი - სიხარული, ბედნიერება, აღელვება, გაოცება, აღტაცება თუ სხვა რამ, მაგრამ ყველა ემოციაზე წინ ერთი რამ იდგა - შიში, პანიკური შიში. გული თითქოს გამიჩერდა, შემდეგ კი გაორმაგებული ძალით ამიძგერდა.
- ახლა კი მაინტერესებს, იგივეს გრძნობ, თუ არა ჩემს მიმართ. მხოლოდ ამაზე გამეცი პასუხი.
ენა ჩამივარდა, ხმა წამერთვა, განსჯის უნარი დავკარგე. ამ ერთ სიტყვას ყველაფერის თავდაყირა დაყენება შეეძლო, მხოლოდ ერთ სიტყვას მთელი ჩემი ცხოვრების შეცვლა შეეძლო. ვუყურებდი მის მწვანე თვალებს და მთელი არსებით ვიაზრებდი, რომ ის ერთადერთი მამაკაცი იყო, ვისაც მე ჩემი გული ვაჩუქე. თან ისე, რომ მას ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, მიყვარდა, მთელი არსებით მიყვარდა და მეყვარებოდა სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ მშიშარა ვიყავი, მეტისმეტად მშიშარა.
შემეშინდა მისი რეაქციის. რას იგრძნობდა, როცა გაიგებდა სინამდვილეში ვინ ვიყავი? რას გააკეთებდა როცა ნიღაბს ჩამომხსნიდა და იქ იმ გოგოს აღმოაჩენდა, რომელსაც ამ წითელი ბაგეებით პირველად გამოუტყდა სიყვარულში? შემეშინდა, მთელი არსებით შემეშინდა. არ მინდოდა მის ტუჩებს ამ ყველაფრის შემდეგ, სიტყვა „მძულხარო“ წარმოეთქვა.
- არა. - ვუპასუხე მშვიდად.
შეკრთა. ზურმუხტისფერ თვალებში მოციმციმე სხივი ჩაუქრა. მათში ისევ ცივმა ზამთარმა დაისადგურა, თითქოს სულიც კი გაეყინა. მის ჭრელ თვალებში ახლა მხოლოდ სიცივეს და მრისხანებას ვხედავდი. ყბაზე კუნთი დაეჭიმა. ვუყურებდი, როგორ უხმოდ ებრძოდა გულში მოწოლილ მტანჯველ გრძნობებს და მასთან ერთად ვიტანჯებოდი. ბოლოს თავს მოერია და მზერა ისევ მტკიცე გაუხდა.
- სხვა გიყვარს? - მკითხა ხმადაბლა.
- არა.
- თოიძეს ხვდები?
- რა? არა!
- ანუ არავინ გყავს...
ეს კითხვა აღარ იყო. სახე ერთიანად დაუმშვიდდა და ტუჩებზე ისევ ღიმილი გადაეფინა. მასში მომხდარმა სწრაფმა ცვლილებამ შემაშფოთა.
- ძალიან კარგი. - ჩაილაპარაკა თავისთვის და ჟინიანი მზერით თმა აიჩეჩა.
მეტი აღარაფერი უთქვამს, სავარძელს მიეყუდა, წელზე ხელი თავხედურად შემომხვია და მკერდზე მიმიკრა.
- რას აკეთებ?!
- შეგიყვარდები! - ჩაილაპარაკა თავისთვის და ყურისძირში ნაზად მაკოცა.
- რაო?
- რაც გაიგე. ახლა კი წყნარად იყავი, მეძინება. დილით ადრე ადგომა არ მიყვარს და ვერ გამოვიძინე.
თავის მკლავებში მომამწყვდია, თავი მკერდზე დამადო და თვალები დახუჭა. თბილი ხელი კი გაყინულ თითებში შემიცურა და მაგრად გადამაჭდო. გაშტერებულს გონს მოსვლა მიჭირდა. მისმა თავხედობამ საშინლად გამაღიზიანა, თუმცა ღიმილის დამალვა მაინც ვერ შევძელი. მის ძლიერ მკლავებში მომწყვდეული გავყუჩდი, ფანჯარას მივეყუდე და თვალები დავხუჭე.


****

ხუთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა, ზუგდიდში შევედით. ბავშვებმა შვებით ამოისუნთქეს, ერთ ადგილზე ჯდომისგან ყველას წელი გაშეშებოდა, მე განსაკუთრებით. მგზავრობამ საშინლად დამღალა, მაგრამ დუჩეს თბილი ლოყის ჩემს კანზე შეხება იმდენად მსიამოვნებდა, რომ საშინელ დაღლილობასაც კი მავიწყებდა.
- მეგობრებო, ჩვენდა სასიხარულოდ ჩამოვაღწიეთ და სანამ ყველა ავიბარგებით, მინდა ისევ გაგაფრთხილოთ. - ტურის მთავარი ორგანიზატორი ოთო ჭანტურია ფეხზე წამოდგა - ჩვენმა უნივერსიტეტმა უფლება დაგვრთო თავის ერთ-ერთ ფილიალში, რომელიც ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს, გავჩერდეთ და სასტუმროში ფული არ ვხარჯოთ.
- მადლობა თვითმართველობას! - კალანდიამ ღიმილში ირონია გაურია.
- მაგ სიტყვებს კომპლიმენტად მივიღებ, - ჭანტურიამ ცერად გახედა ალექსს. მუდამ სერიოზულს კალანდიას რეპლიკები გვარიანად აღიზიანებდა - მოკლედ, ყველაფერი გექნებათ რაც საჭიროა. ოთხ-ოთხი განაწილდებით საერთო საცხოვრებლის ოთახებში. კვება დღეში სამჯერ იქნება, საუზმე, სადილი და ვახშამი. მენიუ გულს არავის დაგწყვეტთ. დანარჩენთან დაკავშირებით კი ერთ საათში სააქტო დარბაზში ვიკრიბებით, დეტალებს იქ გაგაცნობთ. ახლა კი ყველამ თავი მოვიწესრიგოთ.
ალმაცერად ჩაიღიმა და პირველი ჩავიდა ავტობუსიდან. ბავშვები ხმაურით წამოიშალნენ. დუჩეს კი ერთი სიტყვაც არ გაუგია, ისევ მშვიდად თვლემდა ჩემს მკერდზე. ნუთუ, ასეთი ღრმა ძილი იცოდა?
- დუჩე! - სახეზე ხელი ნაზად ჩამოვუსვი - ჩამოვედით.
- ოოო, დაიკიდე - კიდევ უფრო მაგრად ჩამეკრა და სახე ჩემს სვიტერში ჩამალა.
- გამოფხიზლდი, თორემ გიკბენ! - დავემუქრე გაბრაზებული.
როგორც იქნა, თვალები გაახილა და წამოჯდა. მარცხენა ლოყა სულ ასწითლებოდა. გემრიელად გაიზმორა და გაბრუებულმა მიმოიხედა. გაჭირვებით გავსწორდი წელში, ხერხემალი საშინლად მტკიოდა.
- დაიშალნენ უკვე? - იკითხა ნამძინარევმა და ნახევრად დაცლილი ავტობუსი მოათვალიერა. ბავშვები თავიანთ ბარგს კრეფდნენ და ქვემოთ ჩადიოდნენ.
- სია, - სისი თავს წამადგა - არ მოდიხარ?
- შენს დაქალს დროებით მოგტაცებ, - დუჩემ ღიმილით ახედა სისის და ხელი ძლიერად ჩამჭიდა - შენ და გიორგი წინ წადით, დაგეწევით.
- კარგი. - უპასუხა უხერხულად, ფარულად გამომხედა და გიორგისთან ერთად ავტობუსიდან ჩავიდა.
- რას აკეთებ?
უცებ ჩემკენ სწრაფად დაიხარა. მისმა მოულოდნელმა მოახლოებამ ლამის გული გამიჩერა და შევკრთი. თმა უკან გადამიწია და ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა.
- სხვა დროს, როცა ჩემი გაღვიძება მოგინდება, კბენით ნუ დამემუქრები. შეიძლება ამას შენთვის სასურველი შედეგი არ მოჰყვეს...
ამღვრეული მზერა მომაპყრო, ხელზე კიდევ უფრო ძლიერად მომეჭიდა, წამოდგა და მეც წამომაყენა.
- ეს დღეები ჩემი ტყვე ხარ! ვერსად გამექცევი, როგორც გჩვევია ხოლმე. ჩემ გარეშე ნაბიჯსაც კი ვერ გადაადგამ!
დამემუქრა ტკბილი ღიმილით და გასასვლელისკენ წამაპრონწიალა. დაბინავების პროცესი ცოტათი გაიწელა, დუჩემ და გიორგიმ აიჩემეს აუცილებელი არაა კომუნისტური წყობით შევლაგდეთ ოთახებში, გოგოები ცალკე და ბიჭები ცალკეო. თუ ვინმეს რამის გაფუჭება უნდა ამას ისედაც მოახერხებს როგორმეო და ისე რომ ჩემი და სისის აზრი არავის უკითხავს, ბიჭებმა ჩვენი ბარგი თავიანთ ოთახში მოათავსეს.
ჭანტურიას არ ესიამოვნა, როცა ბავშვებმა დუჩეს მითითება ხალისით აიტაცეს და ოთახებში როგორც უნდოდათ ისე დანაწილდნენ, მგონი მას ის უფრო აღიზიანებდა, რომ ოფიციალური ლიდერი სინამდვილეში სულაც არ იყო ლიდერი. სიტყვას ხან კალანდია ჩამოართმევდა ხოლმე, ხან დუჩე და ამაზე გვარიანადაც ეშლებოდა ნერვები.
ყველაფერს მდიდარ მამიკოს ვერ დააბრალებ, არ აქვს მნიშვნელობა წოდებას და იმას თუ რა სადავეებს ფლობ მასაში. მთავარია ხალხის ყურადღების მიპყრობა შეგეძლოს, ასეთ დროს ოფიციალური ლიდერიც კი აუთსაიდერი ხდება. მარტო ჭკუა და ინტელექტი ვერაფერს გიზამს ცოტა ქარიზმაც თუ არ გიბოძა ღმერთმა.
- სია, ეს ყველაფერი არ მომწონს.
ცხარედ ჩამჩურჩულა სისიმ და გიორგის აღელვებულმა გახედა, რომელიც დუჩეს ოთახის ინტერიერის შეცვლაში ეხმარებოდა. ბიჭები ორსართულიან ლოგინებს ფანჯრის მხარეს ახოხებდნენ. დუჩეს თხელ სვიტერში, დაკუნთული ტანი მკვეთრად მოუჩანდა. ვიგრძენი ლოყები როგორ ამეწვა.
- რას აკეთებ, ?! - დუჩეს სიცილი აუტყდა - მარჯვნივ მოაბრუნე, ეგრე არ დაეტევა.
- ვაახ, გაიჭედა, მოიცა...
ბიჭებს თვალი ავარიდე, ჩემოდანზე ჩამოვჯექი და თავი მუხლებზე დავიდე. სისი გვერდით მომიჯდა და თმაზე ხელი გადამისვა.
- იმდენი დაუჯერებელი რამ ხდება, რომ გადახარშვა მიჭირს - მიჩურჩულა ხმადაბლა.
- გიორგის გულისხმობ, ხომ? - გამეღიმა - როგორც იქნა, მოახერხა და ნაბიჯი გადმოდგა.
- მთელი გზა ენა არ გაუჩერებია. საიდან ამხელა თავდაჯერებულობა? ადრე არც კი მელაპარაკებოდა.
- იქნებ მობეზრდა ლოდინი? ან შეეშინდა, რომ თუ არ გაინძრეოდა, შეიძელბა მერე გვიანიც ყოფილიყო?
- მე ასე არ ვფიქრობ, - ლურჯ თვალებში ეჭვი ჩაბუდებოდა - მაგის გასააზრებლად მთელი სამი წელი ჰქონდა. ამაში დუჩეს ხელი ურევია, დარწმუნებული ვარ.
- მარტო რომ დავრჩებით ამაზე მერე ვისაუბროთ.
ბიჭებმა საწოლები როგორღაც დაალაგეს და ქოშინით გასწორდნენ წელში. ორივე რაღაცაზე ხმადაბლა საუბრობდა და ისეთ ეშმაკურ მზერებს ცვლიდნენ ერთმანეთში, რომ მაშინვე ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო. როგორ გამომადგებოდნენ ახლა ჩემი „ხოჭოები“...
- კარგი, მზად ხართ? გამოცვლა თუ გინდათ ჩვენ გავალთ, - დუჩე თავს წაგვადგა - ათ წუთში სააქტო დარბაზში უნდა ვიყოთ.
- კი, გამოვიცვლით, თუ შეიძლება, დაგვტოვეთ. - უპასუხა სისიმ.
- სია, - დუჩე ჩემ წინ ჩაიმუხლა და თმა უკან გადამიწია - ცუდად ხომ არ ხარ? სახეზე ფერი არ გადევს.
- არაფერია, უბრალოდ დავიღალე.
- დასვენება თუ გინდა დარჩი, წამოსვლა აუცილებელი არაა.
- ჭანტურიამ თქვა...
- დაიკიდე ჭანტურია, თუ წამოსვლა არ გინდა ნუ წამოხვალ, დარჩი და დაისვენე.
- არა, იყოს. ახლა დაძინება არ შემიძლია, გამოვიცვლით და ჩამოვალთ.
მისი ასეთი მზრუნველი დამოკიდებულება კიდევ უფრო მიფართოებდა იმ უსაშველო უფსკრულს, რომელიც სულში გამჩენოდა. რაც უფრო ვცდილობდი მისგან თავის შორს დაჭერას, მით უფრო მიზიდავდა ახლოს.
- კარგი, მაშინ გარეთ დაგელოდებით და ერთად წავიდეთ.
- კარგი.
ლოყაზე ნაზად მაკოცა, შემდეგ წამოდგა და გიორგისთან ერთად ოთახიდან გავიდა. სისი დაელოდა, სანამ დერეფანში მათი ხმა არ მიწყდებოდა და შეშფოთებულმა გადმომხედა.
- რაღაც მოხდა ხომ ასეა? დუჩეს ასე რატომ უყურებდი?
- ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ მასთან ახლოს ყოფნა არ შეიძლება...
- რატომ? სია, ნუ მაშინებ.
- საკუთარი თავის თავადაც მეშინია, სისი და არამარტო საკუთარი თავის, იმ მამაკაცისაც, რომელიც მთელი გულით შევიყვარე.

თავი მეთვრამეტე
ექსკურსიის პირველმა დღემ უაზროდ ჩაიარა. ჭანტურიამ განგვიცხადა, გვიან ჩამოვედით და სასახლე უკვე დაკეტილი იქნება, შიგნით არავინ შეგვიშვებსო, ამიტომ რამე სხვა გასართობი მოვნახოთო.
- იდეები გააქვთ?
სააქტო დარბაზში ვისხედით და გამოშტერებული სახეებით მივჩერებოდით ორგანიზატორს. ყველას ისე ეძინებოდა, რომ მისი სიტყვებიდან ალბათ ნახევარიც არ შესდიოდათ თავში. დუჩე კი ცალი ყურით უსმენდა, ჩემი ხელი თავის ხელში მოექცია და თითებზე მეთამაშებოდა.
- ოთო, ჯერ რომ დაგვეძინა და ღამით კლუბში წავსულიყავით, არა?
აბაშიძეს აშკარად ნერვების განიავება სურდა. ახლა მხოლოდ ალკოჰოლი თუ დაუამებდა ბოღმისგან და ბრაზისგან გასიებულ გულს. რაც ოთახში შემოვედით ისეთი მზერით მხვრეტდა, რომ დაღლილობის მიუხედავად მაინც ახერხებდა ჩემს გაღიზიანებას. ალბათ, კლუბი იდეალური ვარიანტი იყო მისი რევანშისთვის, ჩაბნელებული დარბაზი, მუსიკა, ალკოჰოლი და მისი გრძელი ხელები დუჩეს კისერზე, გამეცინა.
- რა იყო, ძნელაძე? შენ უკეთესი აზრი გაქვს, ჩემი იდეა სასაცილოდ რომ გეჩვენება? - წარბაწეულმა დამცინავად გამომხედა.
- კი, ჩემი მიმიკები გაატარე და მშვიდად იცხოვრე.
- შენ კი ისევ გააგრძელებ სხვისი კაცების კისერზე ჩამოკონწიალებას ხომ? - დარბაზს ჩურჩულმა გადაურბინა. დუჩეს სახე წამოენთო.
- იქნებ, კოცნა უკეთ, რომ გესწავლა, შენთვის სახალხოდ არც დაედოთ, აბაშიძე!
ნუცას სახე სიბრაზიზგან აუვარვარდა, ზოგს კი სიცილი წასკდა. ნერვებს მიშლიდა ეს საჯარო კამათი. მითუმეტეს მაშინ, როცა სტუდენტები ასე დაძაბულები უყურებდნენ „კატების ჩხუბს“. თვით ჭანტურიასაც კი არ მოსვლია თავში აზრად ნუცასთვის ეთქვა ხმა ჩაიკმინდეო. სამაგიეროდ დუჩეს გაუწყდა მოთმინების უკანასკნელი ძაფი. ნელა წამოდგა, ნუცას მაჯაში ჩააფრინდა და დარბაზიდან ძალით გააპრონწიალა.
ბავშვებმა სიცილით გააყოლეს თვალი და მზერა ჩემზე გადმოიტანეს. თუმცა, ჩემი გამომეტყველება რომ შენიშნეს მაშინვე ამარიდეს თვალი და ჭანტურიას გაუბეს საუბარი, როგორ გაეტარებინათ საღამო.
- ვაუ, ველოდი მის აფეთქებას, მაგრამ ასე სწრაფად და ამდენი ბავშვის თანდასწრებით, არა. - გადმომიჩურჩულა სისიმ.
- იმდენად მაღიზიანებს, რომ მინდა ტვინი კედელს მივასხმევინო!
- მგონი დუჩე ზუსტად მაგას აკეთებს.
ჩაილაპარაკა თავისთვის, დერეფნიდან ყვირილის ხმა შემოდიოდა, უფრო სწორად, ნუცა კიოდა ბოლო ხმაზე. ჭანტურიამ ხმას აუწია, რომ ნუცას წიოკი გადაეფარა.
- მე კლუბის იდეა მომწონს, - წამოიწყო კალანდიამ. ისე იქცეოდა თითქოს არც არაფერი მომხდარა - ცოტა მოდუნება არავის აწყენს, ახლა დავისვენოთ და ღამით კლუბში გავერთოთ.
- თანახმა ვარ, - წამოიწყო გაგამ. ახლაღა შევნიშნე, რომ სახეზე უცნაური, ლურჯი ფერი დაჰკრავდა - ამ საძაგლობებს ხახიდან მხოლოდ სასმელი თუ მომაშორებს! - აქა-იქ ჩაეცინათ.
- ყველა ამ აზრზე ხართ? იყოს კლუბი? - იკითხა ჭანტურიამ. ბავშვები თანხმობის ნიშნად აზუზუნდენ. - კარგით, მაშინ ოთახებში ადით, ცოტა დაისვენეთ. საღამოს ვახშამი კაფეტერიაში არ გამოტოვოთ, შემდეგ კი ყველანი კლუბში მივდივართ!
ბავშვები კმაყოფილი სახეებით წამოიშალნენ სკამებიდან. მე და სისიც წამოვდექით, სწორედ ამ დროს ჭანტურია მომიახლოვდა.
- შეიძლება ვისაუბროთ? - მკითხა სერიოზულად. გამიკვირდა, მაგრამ მაინც დავთანხმდი და გვერდით გამოვედით.
- აბა, რა ხდება? - ვკითხე კუშტად.
- მისმინე, მე არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევი. უბრალოდ, არ მინდა რომ ჩვენი შეკრებების დროს გამუდმებით ასეთი სიტუაცია იყოს. მე აბაშიძესაც დაველაპარაკები, ამ ხალხს სეირის ყურების მეტი არაფერი უნდა, სია, თვითონ უკეთ იცი.
- კონფლიქტი მე არ წამომიწყია, ოთო. ჩემზე ცუდად თავს ნამდვილად ვერ იგრძნობდი. აი აბაშიძეს კი შეგიძლია დაელაპარაკო, მეეჭვება მის ხის თავში რამე შევიდეს, მაგრამ მაინც.
- ძალიან არ მსიამოვნებს ამას რომ გეუბნები, მაგრამ იქნებ ქავანას მოერიდო?
- რაო, რა ქნას? - გიორგი თავს წაგვადგა - ჭანტურია, ზედმეტებში ხომ არ გაიჭერი შემთხვევით?
- მე მხოლოდ ამ უხერხულობის თავიდან აცილება მინდა. - ოთოს სახე ერთიანად აუჭარხლდა.
- სია, სისის გაჰყევი... - მითხრა გაღიზიანებულმა.
ჩემთვის არც შემოუხედავს, ოთოს ბურღავდა თვალებით. თავი ისე ცუდად ვიგრძენი, მერჩივნა იმ წამს მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე. წამოსვლისას გიორგის სიტყვები ყურში მომხვდა ოთოს, რომ შეუღრუნა შენ შიგ ხომ არ გაქვსო.
- რა ხდება? - სისი მაშინვე მკლავში ჩამაფრინდა.
- თავისტკივილის მეტი არაფერი, ჯობდა საერთოდ არ წამოვსულიყავი აქ!
- ძნელაძე, მე და შენ პირველად ვთანხმდებით რაღაცაში უსიტყვოდ.
კალანდიამ გვერდით ჩამიარა, ისე რომ ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს და ოთახიდან გავიდა. შეიძლება აღიარება არ გინდოდეს, თავსაც იტყუებდე, რომ ის ადამიანი გაღიზიანებს და შენთვის სულერთია მისი აზრი, მაგრამ გულის სიღრმეში, როცა მას ზურგით მიმავალს თვალს გააყოლებ, გული მტკივნეულად მოგეწურება და გაიაზრებ, რომ შენთვის ძვირფას მეგობარს აწყენინე.
- კარგი, წავედით, ჯერ პირველი დღეა და სიტუაცია უკვე ბოლომდეა დამუხტული!
სისიმ ხელი ჩამავალო და ოთახიდან გამოვედით. დუჩე და ნუცა აღარსად ჩანდნენ. ის იყო კიბეებზე ასვლა დავაპირეთ, რომ ჯიბეში ტელეფონი ამიზუზუნდა.
- სანდრო მირეკავს. სისი, შენ ადი ოთახში და მეც ამოვალ.
- კარგი.
ტელეფონი ამოვიღე და ეზოში გამოვედი. გზატკეცილი გადავკეთე და მოპირდაპირედ, პატარა სკვერში, სკამზე ჩამოვჯექი.
- ჩახვედი უკვე? - მკითხა სანდრომ, როგორც კი ვუპასუხე.
- კი, ადგილზე ვარ და უკვე თავბედსვიწყევლი, წამოსვლა რომ გადავწყვიტე.
- ვიცი, მაგრამ ეგრეა საჭირო. ქავანას თვალი არ მოაცილო და იქნებ შეძლო კიდეც მისგან რამის გაგება.
- არამგონია ეგ ამბავი გამოვიდეს, - რა ცუდი გრძნობა ყოფილა ორცეცხლსშუა გაკვეხება, ამას მხოლოდ ახლა ვიაზრებდი - რამე სიახლე ხომ არ გაქვს?
- არა, ზოიძეს სანამ არ გავესაუბრებით იქამდე არაფერი გამოვა, ეს კი შენს ჩამოსვლამდე უნდა გადავდოთ.
- ჰო, შენ ზვიადს მიხედე, მისი თითოეული ნაბიჯი უნდა ვიცოდე.
- ყველა მის საუბარს ვუსმენ. იმ ძუკნამ კი კინაღამ გამფაქტა, როცა მოსასმენის უკან დაბრუნება მოვინდომე.
- რა გააკეთე? - სულაც არ იყო სასაცილო, მაგრამ მაინც გამეცინა.
- ხელი გავკარი და ჩანთა გავაგდებინე. ეგ ქალი ნორმალური არ არის, წარმოდგენა მაინც გაქვს რეებს დაათრევს ჩანთით? მაგ მძიმე არტილერიით ერთ კოსმეტიკურ სუპერმარკეტს თავისუფლად გახსნის.
- და შენც, როგორც ჯენტლმენი, ნივთების შეგროვებაში დაეხმარე?
- ჰო და მოსასმენიც ავწაპნე. სასწაული ქალია, ზუსტად ორ წუთში მოახერხა ჩემი წყობილებიდან გამოყვანა. ახლა აღარ მიკვირს ცხელი ყავა რატომ გადაასხი.
- ჰო, იშვიათი ფლამინგოა.
- ფლამინგოსი რა მოგახსენო და კაკადუ კი შეჰფერის.
- უკაცრავად? - გამხიარულებულს სიცილი ამიტყდა.
- კარგი, გვეყო სიცილი. წავედი, ბევრი საქმე მაქვს, ვეცდები რამე ინფორმაცია მოვაგროვო, სანამ დაბრუნდები. დასაკარგი დრო აღარ არის, სიტუაცია დღითიდღე იძაბება.
- რამე სიახლე თუ იქნება შემეხმიანე და კიდევ, თუ ტელეფონზე ვერ გიპასუხებ არ დაპანიკდე, ხანდახან არ იჭერს.
- კარგი, დროებით.
ტელეფონი გავთიშე და სახე ხელებში ჩავრგე. იმის ნაცვლად რომ სანდროს საქმეში დავხმარებოდი, ზუგდიდში სასიყვარულო სამკუთხედს ვებრძოდი. მერეც მე უნდა მეწოდებინა სხვისთვის იდიოტი, ქარაფშუტა და თავქარიანი?! ღრმად ჩავისუნთქე, თავი წამოვწიე და შიშისგან კინაღამ გული გამისკდა.
- ღმერთო ჩემო!
გულზე ხელი მივიდე და დუჩეს შევუბღვირე, რომელიც ჩემს გვერდით ჩამომჯდარიყო სკამზე. ისე ჩუმად მომეპარა, რომ ვერაფერი გავიგე.
- ვის ელაპარაკებოდი? - მკითხა ინტერესით და სკამზე გადაწვა.
ტუჩზე ვიკბინე, ჩემი და სანდროს საუბარი გონებაში გადავახვიე, რამე ისეთი ხომ არ წამომცდა-თქო. ნეტავ უჩუმრად რამდენი მოისმინა ჩემი საუბრიდან?!
- მეგობარს. აქ რას აკეთებ და ასე ჩუმად რატომ დაიპარები?!
- მეგობარს? მაშინ დამნაშავის გამომეტყველება რატომ გაქვს? შენ რა კანკალებ? - შუბლშეკრულმა ეჭვით შემათვალიერა.
- სისულელეებს ნუ ბოდიალობ. ძალიან გთხოვ შენი ნაშა თავიდან მომაშორე, დღესვე გადავალ სხვა ოთახში, პრობლემები არ მინდა - ზურგი ვაქციე და წამოვდექი.
- მოიცა! - მაჯაში მტაცა ხელი და ისევ სკამზე დამსვა ძალით - არსად არ გადახვალ! გიორგიმ უკვე მითხრა, ჭანტურიაზე არ იდარდო, ზედმეტად სიტყვას აღარ გეტყვის.
- რა შუაშია ჭანტურია, საერთოდ მისმენ რაზე გელაპარაკები?
- ნუცა გაჩუმდება.
- დერეფანში მისი კივილი სხვა რამეზე მეტყველებდა. დუჩე, შემეშვი, არ მინდა პრობლემებში გახვევა!
ხელი გამოვგლიჯე და წამოვდექი. ზუსტად, წამის მეასედში ცხვირწინ ამესვეტა და ისევ შემაშინა.
- ასე ნუ აკეთებ! გამატარე.
- ვის ელაპარაკებოდი ტელეფონზე?
- შენი საქმე არაა.
- მამაშენს რატომ უთვალთვალებ?
- ეგ მითუმეტეს, არაა შენი საქმე!
- პრობლემები გაქვს? - შუბლშეკრული ინტერესით მომაჩერდა.
- ჰო, დუჩე, დიდი პრობლემები მაქვს, ახლა გამატარე!
- მოიცა! - ისევ წამავლო მაჯაში ხელი, როცა წამოსვლა დავაპირე და შემომაბრუნა - რა პრობლემები გაქვს? მითხარი, მოვაგვარებ.
- ჰოო? - ირონიულად გამეცინა - პრობლემების მოგვარება იქნებ აბაშიძეთი დაგეწყო?
- ზედმეტად აღარ შეგეხება-თქო, გითხარი! - უკვე თვითონაც ბრაზდებოდა.
- ჰო, რახან შენ ეტყვი გაჩუმდება აუცილებლად. როგორც გეტყობა საერთდ ვერ ერკვევი ქალებში.
- ჰო? მე ვერ ვერკვევი ქალებში? - მკითხა შემპარავად.
- არც კი გაბედო!
უკვე გვიანი იყო, მაჯაში ხელი მტაცა, თავისკენ მკვეთრად მიმიზიდა და ვნებიანად დამეწაფა ტუჩებზე. ავფართხალდი, რომ თავიდან მომეშორებინა, მაგრამ მისი მკლავებისგან თავის დაღწევა არც ისეთი იოლი იყო.
- ყოველთვის ასე ცდილობ ჩემს გაჩუმებას! - ამოვიჩურჩულე მის ტუჩებზე მიწებებულმა.
- სხვანაირად როგორ მოგაკეტინო, როცა სისულელეებს მელაპარაკები? - ჩაიღიმა ალმაცერად - გითხარი ხელს არ გაგიშვებ-მეთქი, დროა შეგაგნებინო!
თმაში ხელი ნაზად შემიცურა და მისი ტუჩები ისევ შეერწყა ჩემსას. წელზე ხელი ძლიერად შემომხვია და თავის მკერდს მიმაჯაჭვა. გონება ისევ ამერია, წამისწინანდელი სიბრაზე სადღაც გაქრა, მისი ადგილი კი სითბომ დაიკავა. ქალის ჭკუის არევას რა უნდა, არა? არც არაფერი, ტკბილი კოცნაც კმარა.
ხმამაღალი მუსიკა უჩვეულოდ მსიამოვნებდა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის სიტუაციას ვერასოდეს ვიტანდი, მუსიკა ჩემთვის ყველგან და ყოველთვის მაშველ რგოლს წარმოადგენდა. უკმაყოფილოდ გადავხედე ბავშვებს რომლებიც შეუჩერებლად სვამდნენ. შეკრებილებს კალანდია მეთაურობდა და ცარიელ ჭიქებს ბოლომდე ავსებდა. დუჩე და გიორგი კი სადღაც გაუჩინარდნენ, წარმოდგენა არ მქონდა სად წავიდნენ. დუჩემ წასვლის წინ მითხრა, ბავშვებთან დარჩი და მეც მალე დავბრუნდებიო.
მას შემდეგ კი ალბათ ერთი საათიც გავიდა. უკვე პარანოია მიპყრობდა, რამე ხომ არ მოუვიდა-თქო. ნერვების დასაწყნარებლად კალანდიას სასმელით სავსე ჭიქა ხელიდან გამოვგლიჯე და ბოლომდე გამოვცალე, გაოცებულმა გაფართოებული თვალებით შემომხედა. არაფერი მითქვამს, ცარიელი ჭიქა უკან დავუბრუნე, წამოვდექი და მასას შევერიე.
ექსტაზით გაბრუებული ხალხი სადღაც გაქრა, როცა დიჯეიმ ზუსტად ის მუსიკა ჩართო, რომელსაც მარვი ხშირად მიკრავდა ხოლმე ღამღამობით. ეს ერთადერთი კლუბური მუსიკა იყო, რომელიც ეკეს ჩემთვის ჩაეწერა და ძალიან მომწონდა. ნოსტალგია ყელში მომაწვა, გაუგებარი გრძნობები გარს შემომეხვივნენ და თავიანთ ტყვეობაში მომაქციეს. თვალები დავხუჭე და რიტმს უნებურად ავყევი.
უცებ ვიღაცამ წელზე ხელი მომხვია და თავისკენ მიმიზიდა, მაშინვე თვალები ვჭყიტე და სწრაფად შევბრუნდი. დუჩე ამღვრეული თვალებით მიყურებდა.
- ჩემი ჭკუიდან გადაყვანა გაქვს გადაწყვეტილი? - მიჩურჩულა ყურში.
- შეიძლება... - სიფრთხილე ქარს გავატანე. ერთმა ჭიქა არაყმა ცოდვით ნაშენი ბარიკადები წკიპურტით ჩამომინგრია.
- კარგად გამოგდის - ჩაეღიმა ეშმაკურად - მიდი მეცეკვე, ზუსტად ისე როგორც წეღან ცეკვავდი!
კისერზე ხელები შემოვხვიე, თვალები დავხუჭე და რიტმს ავყევი. მისი ტკბილი სურნელი გონებას კიდევ უფრო მირევდა. თავი დავკარგე. დუჩეს ნაზად მოსრიალე ხელები და მუსიკის უხეში ნოტები ერთმანეთს იდეალურად ერწყმოდნენ. რეალობის შეგრძნება დავკარგე და ვნების მორევში თავით გადავეშვი.
- სია... - დუჩემ ძლიერად მიმიხუტა მკერდზე და თვალებში მწველი მზერით ჩამაკვდა. - შემიყვარე!
- არა!
- გადავიფიქრე, - თვალები ვნებით წამოენთო - გახსოვს, რომ გითხარი, ჩემს შეყვარებას ვერ დაგაძალებ-თქო? დაივიწყე, ამას გაიძულებ!
- შენ ჩემი მოკვლა შეგიძლია, მე კი შენი. ეს სიყვარულია?
- ჰო, ეგოისტური სიყვარულია. მირჩევნია ეგ გული გაგიხვრიტო ვიდრე, მას სხვა შეეხოს. ჩემგან წასვლის უფლებას არ მოგცემ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირველი შენ აღმართავ იარაღს.
- ერთმანეთი დავხოცოთ? - რა იყო სასაცილო? მაინც გამეცინა.
- ჰო, როგორც რომეომ და ჯულიეტამ. - ჩაეღიმა გრძნობამორეულს.
- რომეო და ჯულიეტასგან ძალიან შორს ვართ.
- სიასთან და დუჩესთან კი ძალიან ახლოს. ნუ გეცინება, არ გეხუმრები, ვერსად გამექცევი, ჩემს იქით გზა არ გაქვს. ნებისმიერს დავანთხევინებ ტვინს ვინც ახლოს გაგეკარება.
- ასეთი დარწმუნებული ნუ იქნები.
- ასეთი დარწმუნებული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ! - ჩაილაპარაკა აღგზნებულმა და ტუჩებში უხეშად მაკოცა.
შენ მკითხველო, ალბათ ფიქრობ, რომ ცეცხლს ვეთამაშები, რომ ასე თავსაც დავიღუპავ და მასაც დავღუპავ, მაგრამ ნუთუ შენ არ გქონია ის მომენტი, როცა სწორიც და არასწორიც მაგრად დაგიკიდებია? ნუთუ შენ არ გიფიქრია, რომ საკმარისია ამდენი ვალდებულებები, საკმარისია ამდენი ჩარჩოები ათი წუთით მაინც ვიქნები ბედნიერი. ათი წუთით მაინც ვიგრძნობ თავს მის საკუთრებად? შემდეგ კი რაც მოსახდენია მოხდესო!
- წამოდი, - თბილი ხელი თითებში შემიცურა და ძლიერად გადამაჭდო - შენთვის სიურპრიზი მაქვს.
- სიურპრიზი?
- ჰო.
შებრუნდა და თან გამიყოლა. კლუბიდან გამოვედით. დეკემბრის ცივი ჰაერი ძვალრბილში ატანდა, მაგრამ ცეკვისგან ისე ვიყავი გახურებული, რომ ცივი სუსხი მეამა კიდეც.
- დუჩე, სად მივდივართ?
- ნახავ.
ქურთუკი თბილად შემომაცვა მხრებზე, შებრუნდა და ჩაუსტვინა. მის ხმაზე კი ტაქსი მოგორდა. თვალებგაფართოებულმა დუჩეს ავხედე. მან კი, კარი გამიღო და უხმოდ მანიშნა ჩაჯექიო, დავემორჩილე.
- დიდხანს მალოდინე, ამისთვის დამატება მოგიწევს.
- გზას უყურე...
დუჩემ ასლარიანი მიაწოდა, მძღოლს თვალები შუბლზე აუცვივდა, მსუყე გასამრჯელოს მაშინვე ხელი სტაცა და ჯიბეში ჩაიჩურთა.
- არაა პრობლემა ჯიგარო. - მანქანა სწრაფად დაქოქა და გზატკეცილზე გააგორა.
- ხომ არ გცივა? - მკითხა ხმადაბლა და ქურთუკი მხრებზე შემისწორა.
- არა, პირიქით, მცხელა. - თავი მკერდზე მივადე და თვალები დავხუჭე, ჩუმად ჩაეცინა.
- ბევრი დალიე?
- მხოლოდ ერთი ჭიქა.
- მხოლოდ ერთმა ჭიქამ ასე გაგაბრუა?
- ნუ დამცინი, სმა არ შემიძლია.
- ძალიან კარგი, არ მიყვარს ლოთი გოგოები.
- მაშინ გავლოთდები, დუჩე ქავანა! - თავი წამოვწიე და ღიმილით გავუსწორე მზერა.
- ასე ძალიან არ გინდივარ? - მკითხა ინტერესით - სამწუხაროა, შენი აზრი რომ არ მაინტერესებს.
- ჰო? დარწმუნებული ხარ?
- ჰო! მე ყოველთვის ვიღებ იმას რაც მსურს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაც ასე ძალიან მსურს! - თითი ნიკაპქვეშ ამომდო, თავი ამაწევინა და ენის წვერი ტუჩებზე გადამისვა.
- სახიფათო თამაშს თამაშობ, დუჩე. შეიძლება რაც გულით გსურს სინამდვილეში ის არ აღმოჩნდეს რისი მიღებაც ასე ძალიან გინდოდა.
- ამას რატომ ამბობ? რაიმე გაქვს ჩემგან დასამალი? - თვალებში ინტერესით ჩამაკვდა.
სასმელისგან ასე გაბრუებული რომ არ ვყოფილიყავი შეიძლება მის მკლავებში მომწყვდეულს კანკალიც კი დამეწყო, ახლა კი უბრალოდ თვალები დავხუჭე.
- სია, შემომხედე - სახეზე ნაზად ჩამომისვა ხელი - რაღაცას მიმალავ და სწორედ ეგ რაღაც არ გაძლევს საშუალებას, რომ ის მითხრა რაც გულში გაქვს. გგონია შენი ნაბოდვარი დავიჯერე, რომ ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ? სიტყვები არც არაფერში მჭირდება, ყველაფერს შენს თვალებში ვხედავ და ვგრძნობ როცა გკოცნი.
- ჩვენ შორის დიდი, ღრმა უფსკრულია, დუჩე. იმდენად განვხვავდებით ერთმანეთისგან, რომ ამას შენი ჟინიანობაც კი ვერ შეცვლის.
- თავს ნუ არიდებ კითხვას, რას მიმალავ, სია?
- ბევრ რამეს, დუჩე. შენ მე არ მიცნობ და იქნებ ჩემი რეალური სახე რომ დაინახო, არ მოგეწონო, იქნებ შემიზიზღო კიდეც.
- რას სულელობ?! - თვალებში სახიფათო ნაპერწკალი გაუკრთა - რა იყო, მეზობლის კატას მანქანით გადაუარე და პატრონმა სიკვდილამდე გცემა? ნუ ნერვიულობ ცხოველები დიდად არ მიყვარს, პატრონს კი შემიძლია ხელები მოვაგლიჯო.
სიცილი ამიტყდა. ნეტავ მართლა ასე იოლად ყოფილიყო საქმე, ნეტავ...
- რა გაცინებს, გოგო?! - დუჩესაც გაეცინა.
- გამომიჭირე, უნდა გენახა, საწყალი კატა. შიგნეულობა სულ აზელილი ჰქონდა, მანქანიდან, რომ გადმოვედი ჯერ კიდევ ტოკავდა.
- ააა, მანიაკი ხარ? არაუშავს, ცივსისხლიანი მკვლელიც მიყვარხარ. შენი ბნელი მხარეც მიყვარს, თუნდაც ის ყველასთვის მიუღებელი იყოს, მიყვარს რადგან თავად არ ვარ ანგელოზი, სია. მე არ ვაპირებ შენს განსჯას, როცა თვითონ ხელები სუფთა არ მაქვს.
თავი წამოვწიე და დუჩეს თვალი გავუსწორე, თბილად მიმზერდა. მუდამ აგრძელებდა ჩემს გაოცებას. ცივს, უხეშს და ხანდახან აგრესიულსაც კი, შეეძლო ყოფილიყო, თბილი მოსიყვარულე და უბრალოდ შეუდარებელი, როგორც ახლა.
- ჩემი ძმა, მოვედით!
მძღოლის ხმამ შემაკრთო. მისი არსებობა საერთოდ გადამავიწყდა. ალბათ ჩვენი ლაპარაკიდან სიტყვაც არ გამორჩენია, მშვენივრად მომეხსენებოდა, როგორი ჭორიკნებიც იყვნენ ტაქსისტები. თუ რაიმე ამბის გაგება მომესურვებოდა ხოლმე უბნის მარკეტის, სილამაზის სალონის და ტაქსისტების „ჯაშუშურ“ ქსელს ვერაფერი შეედრებოდა. ვერც კი წარმოიდგენთ იმდენ ინფორმაციას ფლობენ თქვენზე ეს „უწყინარი“ მოქალაქეები. ხანდახან იმაზე მეტ მონაცემებსაც, რამდენიც შეიძლება თავადვე არ იცოდეთ საკუთარ თავზე.
- წამოდი.
დუჩემ ტაქსიდან გადმომიყვანა და კარი მიხურა. დაბნეულმა მიდამო მოვათვალიერე და გავშეშდი. ჩემს წინ დადიანების სასახლე წამომართულიყო, მთელი თავისი ბრწყინვალებით და სუნთქვიშემკვრელი არქიტექტურით. აქამდე ის ახლოდან არასოდეს მინახავს, ფოტოებში ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა, მაგრამ ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩემში ასეთ გრძნობებს გააღვიძებდა. ულამაზესი იყო, მეტიც ჯადოსნური და ზღაპრულიც კი. ჩემმა აღგზნებულმა ფანტაზიამ კი მაშინვე დამიხატა გონებაში თვალისმომჭრელი სურათები, აი ისეთი, გაწაფულ ფერმწერს რომ შეშურდებოდა. თითქოს ამ ერთ ღამეს მე კონკია ვიყავი, დუჩე კი პრინცი, რომელმაც თავის სასახლეში მომიყვანა, სასაცილოა არა? ხანდახან როგორი ბავშვურები და სულელები ვართ ქალები.
- ყველაფერს ველოდი, ამის გარდა. - დუჩეს ღიმილით ავხედე.
- წამოდი, მე ჩემებურ ექსკურსიას მოგიწყობ, ისეთს დავიწყება რომ ვერ შეძლო.
- რისი?
- რისი არა, ვისი! - თვალი ჩამიკრა და ხელში ამიტაცა.
- რას აკეთებ? - თვალებგაფართოებული ყელზე მოვეჭიდე.
- ჩემი დედოფალი სასახლეში საკუარი ხელით შემყავს, თან ეს ტრადიციაა, არ იცოდი? როცა ცოლი პირველად შეგყავს სახლში, ხელშიაყვანილი უნდა გყავდეს. ალბათ მორალი ისაა, რომ მთელი ცხოვრება მასზე იზრუნებ და გაუფრთხილდები, რასაც ისედაც ვაპირებ.
- ვინ ხარ და რა უქენი დუჩე ქავანს?
- აქ არის შენთან და ის ასეთი რეალური არასოდეს ყოფილა. - ცხვირზე ნაზად მაკოცა და სასახლისკენ გააბიჯა.
- და შეგვიშვებენ? - ვიკითხე ეჭვით, როცა დაცვას თვალი მოვკარი.
- ხომ გაგიგია ფული ჯოჯოხეთს ანათებსო? ხოდა მართალია.
მიახლოებულს ჭიშკარი გაგვიღეს და სასახლეში შეგვიშვეს, შენობის თვალწარმტაც ჩუქურთმებს თვალი შევავლე და ვენებში აღფრთოვანების ძლიერმა ტალღამ დამიარა. დუჩე ქავანამ ნამდვილად იცოდა, როგორ უნდა მოხედინა ქალზე შთაბეჭდილება.
- ესე იგი, აქ ბრძანდებოდით შენ და გიორგი? შენ რა დაცვა მოისყიდე, რომ აქ შემოვსულიყავით?
- როცა სიურპრიზს გიკეთებენ ნუ ინტერესდები, როგორ მოახერხეს მათ ეს. ეგ იგივეა ადამიანს ჰკითხო საჩუქარში რამდენი გადაიხადეო.
- ყოჩაღ, გამოგივიდა. თავი უხერხულად ვიგრძენი.
დუჩეს გაეცინა, ძირს დამსვა და ბაღისკენ გამიყოლა. სასახლე ისეთი უზარმაზარი და ლამაზი იყო, რომ აღფრთოვანებას ვერ დამალავდით. გრძელი ბილიკი პატარა ლამაზი ქვებით იყო მოკირწყლული, ეზოს კი უზარმაზარი გაზონი ამშვენებდა. თუმცა, ახლა მაინც და მაინც თვალისმომჭრელად არ გამოიყურებოდა. აი ზაფხულში კი ალბათ გაოცებულსაც დაგტოვებდათ. ლამპიონები სუსტად ბჟუტავდნენ და ბაღისკენ მიმავალ ბილიკს იდუმალს და ამოუცნობს ხდიდნენ.
- წინ რა არის?
- დავითმა მეუღლეს ლამაზი ბაღი გაუშენა. ტრიესტიდან საგანგებოდ მოიწვია სახელგანთქმული მებაღე ჟოზეფ ბაბინი და იტალიელ ძმებთან ერთად ეს მშვენიერება შექმნეს, რომელსაც მალე განახებ.
- ვაუ, ამდენი რამ საიდან იცი? თუ სანამ აქ მომიყვანდი გუგლს გაესაუბრე? - დუჩეს გაეცინა.
- აქ ხშირად მოვყავდი მამაჩემს, სანამ მწვერვალებს შესწვდებოდა. მომწონდა ეს განსხვავებული და ლამაზი ადგილი, განსაკუთრებით კი ბაღი.
- გასაგებია...
- მოიცა, - უცებ შედგა და ეშმაკურად გამომხედა.
- რა იყო?
- აქ მოდი!
მკლავზე ხელი სწრაფად მომავლო და გააზრება ვერც კი მოვასწარი ისე აღმოვჩდნი მის ზურგზე კატასავით.
- აბა, ასე კომფორტულია?
- ბოლომდე იხარჯები ხომ? - გამეცინა აღფრთოვანებულს და ყურის ძირში ნაზად ვაკოცე. შევნიშნე როგორ დაუარა ჟრუანეტლა ტანში და კანი აებურძგნა.
- არც შენ მაკლებ, არა? ასე თუ გააგრძელებ ჩემს ნერვებზე თამაშს, თავშეკავებისგან თავს აღარ შევიწუხებ.
- მეტისმეტად პირდაპირი ხარ შენს სურვილებთან დაკავშირებით.
- ნამიოკებით საუბარი არ მიყვარს, პირდაპირობა საქმეს ამარტივებს.
გაბრაზებულმა ქოჩორი ავუჩეჩე. ბილიკს ნელა მივუყვებოდით, მის ზურგზე შემხტარს მგზავრობა დამღლელი არ მეჩვენებოდა, პირიქით, სასიამოვნოდ მოვითენთე და ლამის მის მხარზე ჩამომეძინა.
- დუჩე...
- ჰო.
- მომიყევი შენზე რამე.
- რა გაინტერესებს?
- ყველაფერი, კონკრეტული კითხვის დასმა არ მინდა, რამე ცუდად რომ გამომივიდეს?
- შეგიძლია მკითხო, გიპასუხებ.
- რატომ დადიოდი აბაშიძესთან, თუ შენთვის სულერთი იყო?
- მაინც ქალი ხარ რა, - ისევ გაეცინა - ჩემით როგორ ვერ მივხვდი.
- ეგ პასუხი არ არის - შევუბღივრე უკმაყოფილოდ და ცივი ხელები კისერში ჩავუყე.
- აუჩ! ცივია!
- სამაგიეროდ შენი კისერია თბილი. აბა? პასუხს ველი. ეცადე ნაკლები გაფორმება იყოს და მეტი სიმართლე, ტკბილი ტყუილის მოყვარული არ ვარ.
- არ ვიცი ეს როგორ აგიხსნა, რომ შენთვის გასაგები იყოს. აქამდე მუდამ ასე ვცხოვრობდი, აუცილებლობას ვერ ვხედავდი გრძნობებში. არასოდეს მითქვამს გოგოსთვის მიყვარხარ, ან მომწონხარ-თქო. ამის თქმა საჭირო არ ყოფილა, არც მათ გამოუთქვამთ სურვილი. უბრალოდ ერთად ვიყავით და ეს ორივე მხარეს სიამოვნებდა ეს იყო და ეს.
- ვაუ, ემოციების მორევი! - სარკაზმისგან თავი ვერ შევიკავე - მე უფრო აზრიან პასუხს ველოდი.
- მაინც როგორს?
- ერთი რამ ვერ გავიგე, მაშინ, საავადმყოფოში დარჩენა მთხოვე. უნივერსიტეტში დაბრუნებულმა კი, მაშინვე ნუცას ეძგერე ტუჩებზე.
- გეშლება, თვითონ მაკოცა.
- და შენც შეეწინააღმდეგე ხომ?
- არა, არც მიფიქრია. შენი გაბრაზება მინდოდა. სამაგიერო გადაგიხადე, იმ ბნელ ოთახში მიტოვებისთვის. ბავშვური საქციელი იყო, ვაღიარებ, მაგრამ ცოტა მომეშვა.
- რაო?! - ყურებს ვერ ვუჯერებდი - რა ქარაფშუტა ხარ!
- შენ კი დაუნდობელი.
როგორც იქნა, გრძელი ბილიკი დასრულდა და თავი „ედემის ბაღში“ ამოვყავი. სულ დამავიწყდა წამისწინანდელი სიბრაზე და ენაჩავარდნილმა ულამაზესი ბაღი მოვათვალიერე. ამდენი უცხო ჯიშის მცენარე და ხე ჩემს დღეში არ მენახა. მარტო მრავალფეროვან ფლორას ვინ ჩიოდა, ხარბ მზერას ტბას ვერ ვაცილებდი, რომელზეც ლირიოდენდრონის, ჟასმინისებრი გარდენიის და იაპონური კამელიების გვირგვინები ტივტივებდნენ, ნუთუ ესენი ზამთარშიც ხარობდნენ? ბაღში ბნელოდა, არემარეს მხოლოდ მთვარე ანათებდა. ტბის მოსარკული ზედაპირი სავსე მთვარეს ირეკლავდა და სანახაობას უფრო ჯადოსნურს ხდიდა.
- ლამაზია არა? - ჩაეღიმა კმაყოფილს და ძირს ჩამომსვა. ზურგიდან ჩამეხუტა და ნიკაპი მხარზე დამადო.
- მშურს მისი, - გრძნობები ისე მომაწვა, რომ თვალზე ცრემლიც კი მომადგა - ამ ბაღს ვუყურებ და ნათლად ვიაზრებ, როგორ ჰყვარებია დავითს მეუღლე, ეკატერინეს თავისი სამოთხე მოუწყო. ასეთი მშვენიერება ჯერ არასდროს მინახავს. ყვავილები, მათ უმეტესობას ვერც კი ვცნობ. ეს, უბრალოდ ეს...
- გასაოცარია, - დაასრულა ჩემს ნაცვლად და თავისკენ შემაბრუნა - იცი აქ რატომ მოგიყვანე?
- ჩემზე შთაბეჭდილება, რომ მოგეხდინა? გილოცავ, გამოგივიდა.
- არა, - თმა უკან გადამიყარა და თვალებში მომაცქერდა - იცი როგორი გრძნობაა, როცა ვიღაც გენატრება, იმდენად გენატრება რომ ეს გრძნობა სულს გიწვავს, გაბოროტებს, გაგიჟებს, მაგრამ მას ვერაფერს უხერხებ? იმიტომ რომ, თვითონაც ვერ ხვდები გული ასე ვისკენ გიზიდავს. მთელი ეს წლები აჩრდილების დევნას შევალიე. ბევრ ქალთან ვწლოლივარ, ბევრისთვის მიკოცნია, მაგრამ სითბო ვერავისთან ვიგრძენი. ის არ იყო რასაც ვეძებდი. უბრალოდ ჟინის დაკმაყოფილება იყო და მეტი არაფერი. მე კი მეტი მინდოდა, მეტი ვიდრე უცხო, უსახო, ცივ და ერთჯერად ნაშასთან ჟიმაობა. ბევრთან გამიტარებია ღამე, თუმცა სექსის შემდეგ არასოდეს დავრჩენილვარ მის გვერდით. არასდროს არავინ ჩამიხუტებია გულში, არასოდეს არავინ მიმიკრავს მკერდზე და არ მითხოვია, რომ ჩემგან არ წასულიყო. ერთჯერადი ღამის შემდეგ კარს გამოვიხურავდი და მის სახელს სამუდამოდ ვივიწყებდი. თუმცა, ყველაფერი შეიცვალა, როცა პირველად დაგინახე... სულ პირველად, როცა უნივერსიტეტში დამფრთხალი ჩიტივით შემოაბიჯე, მაშინ მივხვდი რომ ვიპოვე ის რასაც ვეძებდი. შენ წარმოდგენა არ გაქვს რამდენ ხანს გელოდი...
- ეს სისულელეა, მთელი სამი წელი ნაგავივით მექცეოდი, არც კი მიმჩნევდი.
- საამისოდ უამრავი მიზეზი მქონდა. თავს ვებრძოდი, რომ შენგან თავი შორს დამეჭირა, მაგრამ დღითიდღე ეს აუტანელი ხდებოდა. ფიქრობ, მარტო შენ გაქვს დასამალი? ფიქრობ მარტო შენ გეშინია რამის? ცდები. ჩემი სამყარო სრულებით განსხვავდება იმისგან რასაც უნივერსიტეტში ხედავ. მაგრამ მეტი აღარ შემიძლია, შენგან თავის არიდებით დავიღალე, ვნებდები! წესები, საზღვრები, ზურგს აღარ შეგაქცევ, ხელს აღარ გკრავ, აღარასდროს მოგცემ წასვლის უფლებას, როცა საბოლოოდ გიპოვე, როცა საბოლოოდ ვიგრძენი შვება, ამას აღარ გავაკეთებ, მიმიფურთხებია ყველაფრისთვის.
კისერზე ხელი ძლიერად მომხვია და მაკოცა. ბევრი აღარ მიფიქრია, ხელები შემოვხვიე და კოცნაზე კოცნითვე ვუპასუხე. ამჯერად თავი არ შემიკავებია, ბოლოს და ბოლოს, ვაჩვენე რას ვგრძნობდი მის მიმართ, სინამდვილეში რა ხდებოდა ჩემში და ეს ძალიან ესიამოვნა.
- და შენ გინდა დამაჯერო, რომ არ გიყვარვარ? - ჩაეცინა ჩემს ტუჩებზე მოწებებულს.
- თოვს? - აღფრთოვანებულმა თავი ავწიე და ცაში ავიხედე. პირველი ფიფქები ბაგეებზე დამეცა და ზედ დამაკვდა - პირველი თოვლი!
- ხომ ხედავ, ბუნებაც ჩემს მხარეზეა. - გამიღიმა ალმაცერად და სველი ტუჩები ამილოკა.
- პირველი თოვლის ლეგენდაზეც გსმენია? - გამეცინა მოხიბლულს.
- პირველი თოვლი, პირველი სიყვარული, პირველი კოცნა და პირველი ღამე. წიგნების კითხვა მარტო შენ არ გიყვარს. - მიპასუხა ღიმილით და მისი ტუჩები ისევ შეერწყა ჩემსას.



№1  offline წევრი Ανάξιος

ვოუ ვოუ ვოუ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები რაც მახარებს ❤️ მომწონს შენი წერის მანერა რაღაც განსხვაებულია ❤️ ასევე საკმაოდ ინტრიგანი ხარ , დღეს დავიწყე პირველად ამის კითხვა ვეღარ მოვცილდი ❤️დიდი იმედი მაქვს რომ შემდეგი თავებიც საინტერესო იქნება... რაც შეეხება პერსონაჟებს კალანდია მომწონს რაღაცნაირად გულწრფელია ეკე არ მომწონს თვითმარქვიას გავს აი დუჩე ამ ორს შორის დგას და ვერ ვხვდები, სანდროც რაღაც უცნაურია , ნუ მოკლედ ჩემებური მოსაზრება მაქვს ყველაზე...მოკლედ კარგი და საინტერესო წასაკითხია იმედია კიდევ და კიდევ გაგვახარებ და გაგვანებივრებ ახალი თავებით შემდეგ კი ახალი მოთხრობებით ❤️ წარმატებები და ველი ახალ თავს ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

აუუ ძაან მაგარია...
მართალია ვერ ვიტან სასიყვარულო სამკუთხედებს მაგრამ ამ ისტორიაში "სიყვარულობანაზე" უფრო მეტი, ინტრიგაა ამიტომ კი ძალიან მომწონს ეს ისტორია...
აუ არ მინდა ეკე დაიტანჯოს რაა.. იმედს კი ვიტოვებ რომ სია არ უგვარს მაგრამ ამის მეც კი არ მჯერა..
რაღაც ეჭვები კი მაქვს ეკეს პეესონაჟის განვითარებაზე შემდეგ ნაწილში და იმედია ვცდები, თორემ მართლა ძალიან დამწყდება გული..(მისი ნარკოტიკზე საუბარი არ მომეწონა)

დუჩეზე არაფერს ვიტყვი, ნუ ის კი ძალიან მაინტერესებს როგორ გაიგებს და რა რეაქცია ექნება, როცა გაიგებს, რომ სია "ჩორნი სპისოკია"(ჩავახუჭუჭე :დ)

აუ მე კალანდია მომწონს ძალიან (სიასთვის არა რათქმაუნდა :დ) :დ მიყვარს კაცო მხიარული და მისნაირი ტიპაჟის ხალხი :დ

 


№3  offline ახალბედა მწერალი belle...

korean
ვოუ ვოუ ვოუ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები რაც მახარებს ❤️ მომწონს შენი წერის მანერა რაღაც განსხვაებულია ❤️ ასევე საკმაოდ ინტრიგანი ხარ , დღეს დავიწყე პირველად ამის კითხვა ვეღარ მოვცილდი ❤️დიდი იმედი მაქვს რომ შემდეგი თავებიც საინტერესო იქნება... რაც შეეხება პერსონაჟებს კალანდია მომწონს რაღაცნაირად გულწრფელია ეკე არ მომწონს თვითმარქვიას გავს აი დუჩე ამ ორს შორის დგას და ვერ ვხვდები, სანდროც რაღაც უცნაურია , ნუ მოკლედ ჩემებური მოსაზრება მაქვს ყველაზე...მოკლედ კარგი და საინტერესო წასაკითხია იმედია კიდევ და კიდევ გაგვახარებ და გაგვანებივრებ ახალი თავებით შემდეგ კი ახალი მოთხრობებით ❤️ წარმატებები და ველი ახალ თავს ❤️

ძალიან მიხარია თუ მოგწოონს! <3 <3 უზომოდ მიხარია თან <3 რაც შეეხება ინტრიგებს ჯერ ახლა ხურდება დაფა ;დდდ <3 კალანდია ჩემი საყვარელი პერსონაჟია წიგნში, გულახდილად რომ ვთქვა. ტიპაჟია ისეთი გინდა არ გინდა თავს გაყვარებს. და არა მარტო ამ ხასიათის გამო. მომდევნო თავებში უკეთ გაიცნობ და მიხვდები <3 ერთ პოსტში პაზლების ქურდის პირველი წიგნი ანუ ნაწილი სრულდება თან ისე... აი მეორეს დადებას რომ დავიწყებ წარმოდგენა ყველასა და ყველაფერზე შეგეცვლება <3 თუ რა თქმა უნდა ჩვენთან დარჩები ბოლომდე (პ.ს. ორივე წიგნი დასრულებული მაქვს არ ინერვიულოთ წერა არ მიწევს ;დდდ )

სტუმარი ანი
აუუ ძაან მაგარია...
მართალია ვერ ვიტან სასიყვარულო სამკუთხედებს მაგრამ ამ ისტორიაში "სიყვარულობანაზე" უფრო მეტი, ინტრიგაა ამიტომ კი ძალიან მომწონს ეს ისტორია...
აუ არ მინდა ეკე დაიტანჯოს რაა.. იმედს კი ვიტოვებ რომ სია არ უგვარს მაგრამ ამის მეც კი არ მჯერა..
რაღაც ეჭვები კი მაქვს ეკეს პეესონაჟის განვითარებაზე შემდეგ ნაწილში და იმედია ვცდები, თორემ მართლა ძალიან დამწყდება გული..(მისი ნარკოტიკზე საუბარი არ მომეწონა)

დუჩეზე არაფერს ვიტყვი, ნუ ის კი ძალიან მაინტერესებს როგორ გაიგებს და რა რეაქცია ექნება, როცა გაიგებს, რომ სია "ჩორნი სპისოკია"(ჩავახუჭუჭე :დ)

აუ მე კალანდია მომწონს ძალიან (სიასთვის არა რათქმაუნდა :დ) :დ მიყვარს კაცო მხიარული და მისნაირი ტიპაჟის ხალხი :დ

სიმართლე რომ გითხრა, ეკეს პერსნაჟი ყველაზე დაუმორჩილებელი აღმოჩნდა წერისას. არცერთ მის ქცევას მე არ ვაკონტროლებ (არც დანარჩენი პერსონაჟებისას, მაგრამ ეს განსაკუთრებით დაუმორჩილებელია) არ მინდა რამე ზედმეტი წამომცდეს და მოლოდინი გავაფუჭო <3 ასე რომ ღIმილით ვადევნებ თვალს ვარაუდებს რომელსაც მიწერთ და ინტერესით ვკვდები რეაქციებზე როცა საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილას დაუბრუნდება <3 <3

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

შუაღამეა. უფრო თენდება, რა. ხუთის ნახევარია და მე სმენაში ვარ. და ამ დროს ამოაძვრინა კალანდიამ დუჩეს დავალება და ვახახახა რომ მოვრთე, კინაღამ გამამათრახეს:დდდ
ეკე არის თბილი ქიმია. დუჩე მოხარშულუ კრემი. კალანდია მიღვარზ. იმდენად, რომ ამ აჯაფსანდალისთვის არ მემეტება:დ მოჯექი ძმაუ ტრა'კზე, როცა ასეტი მაგარი ტიპი ხარ, მაგრამ იცი, რა? რომ არ აჯაფსანდალებდეს, არც იქნებოდა მაგარი ტიპი.
არა, რა. სიას მკვლელის როლი დახატავდა.
გამოვანათებ ქიდევ:დ

 


№5  offline ახალბედა მწერალი belle...

Catherine Di Perso
შუაღამეა. უფრო თენდება, რა. ხუთის ნახევარია და მე სმენაში ვარ. და ამ დროს ამოაძვრინა კალანდიამ დუჩეს დავალება და ვახახახა რომ მოვრთე, კინაღამ გამამათრახეს:დდდ
ეკე არის თბილი ქიმია. დუჩე მოხარშულუ კრემი. კალანდია მიღვარზ. იმდენად, რომ ამ აჯაფსანდალისთვის არ მემეტება:დ მოჯექი ძმაუ ტრა'კზე, როცა ასეტი მაგარი ტიპი ხარ, მაგრამ იცი, რა? რომ არ აჯაფსანდალებდეს, არც იქნებოდა მაგარი ტიპი.
არა, რა. სიას მკვლელის როლი დახატავდა.
გამოვანათებ ქიდევ:დ

ძააან გამეცინა ;დდდდდ <3333 ბიჭების ანალოგიამ ხომ დაგლიჯა! ;დდდ <333 გამოანათე შენს კომენტარებს ერთი სიამოვნებით ველი ხოლმე დღეს საღმოს არც კი იცი რას გიმზადებ ;დდდდ <333

 


№6 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Dzaan momwons, imedia ekes ar uyvars martla, mecodeba guldadawyvetat eke, ratomgac mgoni duches echvi epareba vinaa sia, imedia romelime gmiri ar daigupeba aqedan, xo kide vfiqrob kalandia da duche specialurad mtroben sxvis dasanaxad, mwerali shen xar zustad araferi vicit mkitxvelma:-)

Filmsac siamovnebit vuyurebdi am nawarmoebis mixedvit:-)

 


№7  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი Mariamimari
Dzaan momwons, imedia ekes ar uyvars martla, mecodeba guldadawyvetat eke, ratomgac mgoni duches echvi epareba vinaa sia, imedia romelime gmiri ar daigupeba aqedan, xo kide vfiqrob kalandia da duche specialurad mtroben sxvis dasanaxad, mwerali shen xar zustad araferi vicit mkitxvelma:-)

Filmsac siamovnebit vuyurebdi am nawarmoebis mixedvit:-)

ძაან დიდი მადლობა საყვარელი შეფასებისთვის ^^ გული გამითბა <333 ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება <3 პ.ს. ვარაუდები კარგია, ადრე თუ გვიან ჭეშმარიტებამდე მივყავართ. დღეს საღამოს დიდი სიურპრიზი გელით <3

 


№8  offline მოდერი Catherine Di Perso

სანამ ადმინები დაადასტურებენ, მე სული უნდა გამძვრეს?! სამსახურის სმენის მერე დღისით მეძინა, კოშმარმა გამაღვიძა და ნერვები დამეწიწკნა. საიტზე ვერ შემოვედი და ისიც კი ვერ ვნახე, დაიდო თუ არა! და წარმოიდგინე რა გულდაწყვეტილი, გათელილი და სველი ჭუჭული ვარ, რომ არ დამხვდა ! ხოდა ამასობაში მივხვდი, რომ არ გამიკვირდება, ეკეს რომ ხელები სისხლში ჰქონდეს გასვრილი. ქიმია კი თბილია, მაგრამ წითლად შეღებილი და რკინის გემოთი დამარილებული.
არ შეიმჩნიო, წამომიარა.
მეორეჯერ გადავიკითხე ეს თავები და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ კალანდია სიყვარულია *-*

 


№9  offline ახალბედა მწერალი belle...

Catherine Di Perso
სანამ ადმინები დაადასტურებენ, მე სული უნდა გამძვრეს?! სამსახურის სმენის მერე დღისით მეძინა, კოშმარმა გამაღვიძა და ნერვები დამეწიწკნა. საიტზე ვერ შემოვედი და ისიც კი ვერ ვნახე, დაიდო თუ არა! და წარმოიდგინე რა გულდაწყვეტილი, გათელილი და სველი ჭუჭული ვარ, რომ არ დამხვდა ! ხოდა ამასობაში მივხვდი, რომ არ გამიკვირდება, ეკეს რომ ხელები სისხლში ჰქონდეს გასვრილი. ქიმია კი თბილია, მაგრამ წითლად შეღებილი და რკინის გემოთი დამარილებული.
არ შეიმჩნიო, წამომიარა.
მეორეჯერ გადავიკითხე ეს თავები და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ კალანდია სიყვარულია *-*

გადაგზავნილი მაქვს კაი ხნის და რომ აღირსებენ დადასტურებას კი დაიდება და შოკი პიკი და პანიკა მერე ნახე მოთმენად ღირს <3333 და შენს ჰიპოთეზებზე ვგიჟდები კიდე ^^ <3333

პ.ს. კი კალანდია სიყვარულია! ვგიჟდები მაგ ბიჭზე <333

 


№10 სტუმარი gvanca

ნერვები აღარ მივარგა გაგრძელება დადეთ რააააა! ძალიან მომეწონა დიდი ხანია ასე გემრიელად არ წამიკითხია რამე. დღეს დავიწყე და ბოლოში ვარ უკვე. დადეთ რააა გთხოოოოვთ.
მწერალი ძალიან კარგია. კარგი წერის მანერა აქვს )

 


№11  offline ახალბედა მწერალი belle...

gvanca
ნერვები აღარ მივარგა გაგრძელება დადეთ რააააა! ძალიან მომეწონა დიდი ხანია ასე გემრიელად არ წამიკითხია რამე. დღეს დავიწყე და ბოლოში ვარ უკვე. დადეთ რააა გთხოოოოვთ.
მწერალი ძალიან კარგია. კარგი წერის მანერა აქვს )

მადლობა დიდი <333 ნაწარმოები უკვე გადაგზავნილია და ელოდება დადასტურებას <33

 


№12  offline წევრი ლია კკკ

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№13  offline ახალბედა მწერალი lullaby

როგორი ნაწილი იყო ეს. ყველაფრის შემდეგ, იმ დაძაბულობის, ლეწვის და სიბინძურის მერე მხიარული, ტკბილი და რო დაგაჟრიალებს ისეთი :დდ
ეკე... როგორი კარგი ბიჭია, ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩემი ეჭვები მასზე ტყუილი აღმოჩნდება. დაე ინტუიციამ მიღალატოს. ხანდახან ჯობია დამარცხებამ ღიმილი მოგგვაროს, ვიდრე გამარჯვებამ ცრემლები. მომწონს ეს ბიჭი. ყველაფრის მიუხედავად, მეგობარზე ზრუნავს. ძალიან ძნელია, გრძნობდე, რომ მეგობარი რაღაცას გიმალავს და მასთან მაინც კეთილი და გულღია იყო. გულს სტკენს სია, თავისდაუნებურად და გული მწყდება ამაზე.
ალექსი.... :დდ ეს ბიჭი ამ ნაწილში იყო... არ ვიცი. აი გავიხიე იმდენი მაცინა :დდდ ვიხარხარე რასაც ჰქვია. ეს ბიჭი უნდა ჰყავდეს ამ წიგნს ბოლომდე ასეთი. არ მინდა მისი ტრაგიკული პირადის მოსმენა. არ მინდა, რამე სერიოზულს მალავდეს ამ ძალიან მაგარი ხასიათის მიღმა. ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ ბიჭს მთავარი პერსონაჟებისთვის. შეიძლება დიდად არ ჩანს, მაგრამ ბევრს აკეთებს. და მინდა, რომ დაუფასდეს. დუჩეს და მას შორის რა ხდება არ ვიცით, მაგრამ დაძლევენ ამასაც. ესე იქნება ვიცი. ცალ-ცალკე როგორი კარგები არიან და ერთად ხომ საერთოდ...
დუჩეს თავზეხელაღებულობამ ნამდვილად გამაკვირვა ^^ მიმზიდველი ბიჭია. ენა აქვს სასწაული ლაპარაკშიც და კოცნაშიც :დდდდ შეიძლება ახლა სიასავით ვიქცევი, და მის სისუსტეს ვიჩენ, მაგრამ იცი რას ვაკეთებ? დუჩესთვის განკუთვნილ პაზლებს ვაწყობ მაგიდაზე. შესაძლოა ამ საქმეში ანგელოზი არ იყოს, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ეს ის არ არის, ვისაც ყველა ვეძებთ. იმედი მაქვს, მალე მომეცემა მიზეზები ამ აზრის გასამყარებლად ^^
სიას ლექსიკაზე ძალიან ვხალისობ. :დდ ვიღაცებს რო ემუქრება ხოლმე თავისთვის. :დდ კბენაც ძალიან მწარედ შეუძლია და უხდება ამ პერსონაჟს :დდ
იმედია ალექსი უყურადღრბოდ არ დარჩა და არ მიავიეყდებათ მისი კუჭის საქმე... :დდ ძაან მაცინა ამ ამბავმა. სიმართლე გითხრა, სისიც მინდოდა ამ თამაშში ჩართულიყო, მარა რიას ვიზამთ :დდ
ვნახოთ, რა მოხდება ექსკურსიაზე კიდევ... ვგონებ, მთლად ასე რიმანტიულად არ დასრულდება :/

 


№14  offline ახალბედა მწერალი belle...

lullaby
როგორი ნაწილი იყო ეს. ყველაფრის შემდეგ, იმ დაძაბულობის, ლეწვის და სიბინძურის მერე მხიარული, ტკბილი და რო დაგაჟრიალებს ისეთი :დდ
ეკე... როგორი კარგი ბიჭია, ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩემი ეჭვები მასზე ტყუილი აღმოჩნდება. დაე ინტუიციამ მიღალატოს. ხანდახან ჯობია დამარცხებამ ღიმილი მოგგვაროს, ვიდრე გამარჯვებამ ცრემლები. მომწონს ეს ბიჭი. ყველაფრის მიუხედავად, მეგობარზე ზრუნავს. ძალიან ძნელია, გრძნობდე, რომ მეგობარი რაღაცას გიმალავს და მასთან მაინც კეთილი და გულღია იყო. გულს სტკენს სია, თავისდაუნებურად და გული მწყდება ამაზე.
ალექსი.... :დდ ეს ბიჭი ამ ნაწილში იყო... არ ვიცი. აი გავიხიე იმდენი მაცინა :დდდ ვიხარხარე რასაც ჰქვია. ეს ბიჭი უნდა ჰყავდეს ამ წიგნს ბოლომდე ასეთი. არ მინდა მისი ტრაგიკული პირადის მოსმენა. არ მინდა, რამე სერიოზულს მალავდეს ამ ძალიან მაგარი ხასიათის მიღმა. ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ ბიჭს მთავარი პერსონაჟებისთვის. შეიძლება დიდად არ ჩანს, მაგრამ ბევრს აკეთებს. და მინდა, რომ დაუფასდეს. დუჩეს და მას შორის რა ხდება არ ვიცით, მაგრამ დაძლევენ ამასაც. ესე იქნება ვიცი. ცალ-ცალკე როგორი კარგები არიან და ერთად ხომ საერთოდ...
დუჩეს თავზეხელაღებულობამ ნამდვილად გამაკვირვა ^^ მიმზიდველი ბიჭია. ენა აქვს სასწაული ლაპარაკშიც და კოცნაშიც :დდდდ შეიძლება ახლა სიასავით ვიქცევი, და მის სისუსტეს ვიჩენ, მაგრამ იცი რას ვაკეთებ? დუჩესთვის განკუთვნილ პაზლებს ვაწყობ მაგიდაზე. შესაძლოა ამ საქმეში ანგელოზი არ იყოს, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ეს ის არ არის, ვისაც ყველა ვეძებთ. იმედი მაქვს, მალე მომეცემა მიზეზები ამ აზრის გასამყარებლად ^^
სიას ლექსიკაზე ძალიან ვხალისობ. :დდ ვიღაცებს რო ემუქრება ხოლმე თავისთვის. :დდ კბენაც ძალიან მწარედ შეუძლია და უხდება ამ პერსონაჟს :დდ
იმედია ალექსი უყურადღრბოდ არ დარჩა და არ მიავიეყდებათ მისი კუჭის საქმე... :დდ ძაან მაცინა ამ ამბავმა. სიმართლე გითხრა, სისიც მინდოდა ამ თამაშში ჩართულიყო, მარა რიას ვიზამთ :დდ
ვნახოთ, რა მოხდება ექსკურსიაზე კიდევ... ვგონებ, მთლად ასე რიმანტიულად არ დასრულდება :/

სანამ ბოლომდე წავიკითხე კომენტარი თბილი ღიმილი არ მომშორებია ტუჩებიდან - ჩავდნი და ჩავიკარგე!! გეუბნები, სულ სხვა მუღამი აქვს ისეთ ადამიანთან "თამაშს" რომელსაც "თამაში" კარგად ესმის <3 <3 <3 დუჩე... ჩემი სისუსტეა ეს ბიჭი <3 შენთვის მათე ჩემი დუჩეა უფრო კანკრეტნად რომ გაგარკვიო ;დდდ <3 <3 რაც შეეხება ალექსას ეს ჩიტირეკია ბიჭი მთელი წიგნის განმავლობაში ცხოვრებას მიხალისებდა და არ ვიცი რანაირად არის ასეთი პოზიტიური რომ როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა იყვნენ პერსონაჟები ან დაძაბული სიტუაცია იყოს იოლად ახერხებს სიტუაციის განმუხტვას ;დდდ და მეც მხიარულად მეკრიჭება ახლა ხასიათზე თუ მოგიყვანა ^_^ <3 <3 სია კი კაი გველია როცა სჭირდება ;დდდდდდდდდდდ <3 <3 ეს თავი იყო განტვირთვის ცოტახნით პრობლემის გვერდზე გადადების, ამოსუნთქვის და "გულიავის" ვნახოთ როგორ გაგრძელდება შენი კომენტარის შინაარსი ნერვებდაჭიმული ველოდები თან ;დდდ <3 <3 <3 მარტო შენ გამო შემოვდივარ საიტზე ამ ბოლოს ;დდდდდდ <3 <3 <3

 


№15  offline აქტიური მკითხველი terooo

Როგორც ხდებახოლმე ჰეფიენდი არ იქნება

 


№16  offline ახალბედა მწერალი belle...

terooo
Როგორც ხდებახოლმე ჰეფიენდი არ იქნება

პაზლების ქურდი მოულოდნელობებით არის სავსე ასე რომ <3 <3 <3 წინ ბევრი საინტერესო რამ გელის ^_^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent