ცოდვილი {3}
ჯერ კაცის მძიმე ნაბიჯები იყო, მერე კარის ძლიერი ხმა და ბოლოს გაუჩინარებული სანდრო ამაღლობელიც. ოთხად მოკეცილი, ფიზიკურ და სულიერ ტკივილს ებრძოდა. არ ტიროდა ან ვერ. ფიქრებით შორს იყო, იქ სადაც ყველაფერი დაიწყო. იქ სადაც სანდრო ამაღლობელს პირველად დასთანხმდა ,,უსტატუსო სტატუსზე". მასთან გატარებულ დღეებს თვალი სულ რამდენიმე წამში გადაავლო და სიმწრისგან ქვედა ტუჩს ჩააფრინდა. მერე გაახსენდა, რომ ტუმბოზე მისი მალბორო იდო. სხეულის კანკალით მიუახლოვდა ყუთს და ძლივს ამოაძვრინა ერთი ღერი. ტუჩებშორის მოქცეული, ძლიერად დაქაჩა და ღრმად შეისუნთქა ნიკოტინი. აკანკალებული სხეული ისევ თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნა და ძლიერად მოუჭირა მუცელს ხელები. სიცარიელემ მთელი სული აუწვა ფანგანს. ექიმის ირონიული სახე, ღრმად ჰქონდა ჩაბეჭდილი. -ყველაფერს გადავიტან! ამოიჩურჩულა და ცრემლიანი თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს. იმ ღამეს ღრმად დაეძინა, არც სიზმარი უნახავს.. იწვა უბრალოდ. შორიდან, რომ შეგეხედა იფიქრებდი მკვდარიაო,რადგან არანაირი სიცოცხლის ნიშან-წყალი არ გააჩნდა. *** დილით მზის სხივებმა გააღვიძეს... საწოლიდან ფრთხილად წამოდგა და სააბაზანოს მიაშურა. ცხელი წყალის შეხებან, გამოაცოცხლა ფანგანი და გონს მოიყვანა. მთელი სხეულით იყო კედელს მიყრდნობილი და თვალებ დახუჭული ცდილობდა თავიდან ამოეგდო ირონიით გაჟღენთილი კაცის ხმა. პირსახოცის ამარა დატოვა აბაზანა და კარადაში, შავი სამოსი მოიძია. ცოტახანს ხელში ატრიალა,მერე ისევ თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნა და ჩვეული საქმიანი იმიჯი მოირგო. შავი მუხლს აცდენილი ქვედაბოლო, თეძოებზე მჭიდროდ მოსდგომოდა და ჩვეული სხეულის ნარნარით მიდიოდა საკუთარი კაბინეტისკენ. ყველაფერი ისევ ისე იყო მის გარეგნობაში, მხოლოდ მისი სული იყო ცარიელი. არაფრის მთქმელი მზერა შეაგება მისაღებში მჯდარ ქალს, რომელიც ცამეტი წლისოდენა გოგონასთან იჯდა და ისევ განაგრძო გზა, სადაც ნია მეტრეველის ხმა დაეწია. -თქვენი პაციენტია! -შემოვიდეს ხუთ წუთში! მის კაბინეტში შესულმა, ღრმად ამოისუნთქა და როგორც ყოველთვის საკუთარი ემოციები საგულდაგულოდ გადამალა. პაციენტების მიღების თავი არ ჰქონდა თუმცა მაქსიმალურად ცდილობდა არ ეფიქრა... კარზე ფრთხილი კაკუნის შემდეგ, ჰორიზონტზე სწორედ ის ქალი გამოჩნდა ჰოლში, რომ ურეაქციოდ აუარა გვერდი. მის უკან იდგა გაფითრებული გოგონა. სახეზე ფერი არ ედო. -შემოდით! თვალით ბურღავდა ორივეს. -გამარჯობა! მორიდებით აიწურა მხრები ქალმა და მის მოპირდაპირედ დაჯდა. -საუბრის დაწყებამინდა შენ დაიწყო! ჯიქურად ჩააშტერდა ბავშვის მწვანეებს ფანგანი. -ის! -მინდა დაიწყო! უფრო მეტად დაჟინებოთ გაიმეორა ანომ და ხელში კალამი აიღო. -მე ნინია ვარ! ცრემლებს ყლაპავდა, ხმაც უთრთოდა, თვალის ფერი ახლა მთლიანად ჩამუქებოდა. -და მე გამაუპატიურეს! ისევ აიწურა. ისევ დაიმალა ანოსგან. დედის ,,ვაიმე შვილო" შვილის ცრემლები მოჰყვა. -რამდენი წლის ხარ ნინია? ჰაერი არ ჰყოფნიდა მაგრამ მაინც ცდილობდა უემოციო სახე დაენახებინა. -თოთხმეტის. -შენ გაგაუპატიურეს? ისევ გაუმეორა კითხვა ფანგანმა და ფეხზე წამოდგა -ის არავის ელაპარაკება, არავინ უნდა, მისი ძმები გათხოვებას აიძულებენ, სულ ბავშვია გესმით? იმ არაკაცისგან დაორსულდა. ვეღარაფერს ხედავდა, გულის რევის შეგრძნება ყელში მოაწვა და მარწუხები წაუჭირა -მარტო დამტოვეთ მასთან! -კი მაგრამ -გთხოვთ მარტო დამტოვეთ! ქალის ცრემლიანი სახე არაფრად ჩააგდო და ღრმად ჩაეშვა სავარძელში. -ნინია რა ფერია ცისარტელა? -ფერადი! ამოიკნავლა და თავი დახარა -თავს რატომ ხრი? ჩემი იატაკი მოგწონს? თუ ფეხსაცმელი? -არა, მე მეცხვენია! -რა გააკეთე ასეთი? -მე გამაუპატიურეს! -მაგრამ შენ რა გააკეთე ისეთი, რის გამოც უნდა გრცხვენოდეს. -მე ქალწული აღარ ვარ! -ნინია! ტონს აუწია ანომ. თავს ძლივს იკავებდა არ ეყვირა, რომ ასე არ მთავრდება არაფერი. არ შეიძლება სამყაროში ბავშვებზე ძალადობა. -მისმინე პატარავ! მე ფსიქოლოგი ვარ! ჯანდაბა ფსიქოლოგი ვარ და ვიცი რასაც გრძნობ! არც იფიქრო მოკვდე! ჯიუტად უნდა აიტანო შენი ყოველი დღე! -რომ გამათხოვონ? -შენ გინდა ეს? -მე ის არ მიყვარს! -მაშინ არ გათხოვდები -ბავშვი? -გინდა ბავშვი? -მე ჯერ ძალიან პატარა ვარ! -ბავშვის მოკვლა გინდა? -არა! იმ წამს ძალიან სუსტად იგრძნო თავი... ,,მე მოვკალი" ქვეცნიბიერი უყვიროდა ფანგანს ის, კი ღიმილით უცქერდა სულ პატარა გოგონას, რომელსაც ცხოვრება წინ უნდა ჰქონოდა, ვიღაცამ დაუნგრია, მაგრამ მაინც მასზე ძლიერი იყო. -შენ ძლიერი ხარ! -შენ კი საუკეთესო ბავშვი! -მაგრამ მე აღარ ვარ ბავშვი! ასე ამბოვს ჩემი ძმა, რომელიც მათხოვებს. -მისმინე პატარავ! ბავშვის მუხლებთან დაიხარა ფანგანი. -მითხარი ვინ არის შენი ძმა და გპირდები არავინ გაგათხოვებს მეტიც, ყველა დაისჯება. -მართლა? წამით გაუჩერდა გული, როდესაც გოგონას სახეზე ღიმილი დაინახა. მაშინ მიხვდა, რა ძვირფასი იყო მისთვის ეს პაციენტი. -არ იდარდო! პირველად მოეხვია ფანგანი მის პაციენტს. პირველად იგრძნო შვება მისი აბორტის შემდეგ. **** შენიბიდან გამოსულს, გარეთ ძლიერი წვიმა შეეგება. სირბილით წავიდა მანქანისკენ. კარი ძლივს გააღო და მაშინვე შეხტა სალონში. ცოტახანს ურეაქციოდ უყურებდა, წვიმის წვეთებს რომელიც, მთელი ძალით ეხეთქებოდა საქარე მინას. მერე მთელი სისწრაფით მოსწყვიტა ადგილს ავტომობილი. მიდიოდა იქ სადაც, არავინ ელოდა. არც დემნა, არც თამუნა, არც პრეზიდენტი... -გადავიტან! საკუთარ თავს უნეორებდა მაგრამ რამდენად ძლიერი იყო ფანგანი? მერე გაახსენდა, რომ უნდა დაერეკა. მობილური მოიკარჯვა და მეტრეველის ნომერი აკრიფა. რამდენიმე ზუმერის შემდეგ ნიას ნამძინარევი ხმამ უფრო დაამშვიდა. -ანო! -ნიაკო, ნინია სამხარაძის მისამართი მინდა. -ანო სისულელე არ... -მომწერე ნია! შეუღრინა მდივანს და ისევ განაგრძო გზა სახლისკენ. ---- ჩაბნელებულ ოთახში გამომწყვდეულს ბექაურის ხმა მოესმა და ოდნავ მოეგო გონს. -რას აკეთებ ბიჭო? ძმაკაცს ისე მოუქნია სახეში ხელი, ცოტაც და გადავარდებოდა. -სამი დღეა, არ გამოჩენილხარ გესმის? სამი დღე! -არ გაატრაკო ბექო! -სანდროოოოოო! -ბიჭო რას შემე*ი? შემეშვი! ხელი აკრა მეგობარს და გასასვლელისკენ წავიდა. -მოიყვანე გამრეკელი ცოლად! -არ გაატრაკო! -მოიყვანე სანი! გიშველის ეგ გოგო! ძმაკაცის ნათქვამისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია ისე დატოვა ბნელი ოთახი. ---- ,,მე უცოდველი ცოდვილი ვარ" არ ვიცი როგორი თავია ეს, მაგრამ ამის შემდეგ დიდ თავს დავდებ! მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.