პაზლების ქურდი VI /მეორე ნაწილი/
თავი პირველი აივანზე ვიდექი და სიგარეტს ვაბოლებდი. ვგრძობდი როგორ შემდიოდა ფილტვებიში აქოთებული სიმყრალე, მაგრამ თავის განებებას ვერა და ვერ ვხვდებოდი. რამდენი ღერიც არ უნდა მომეწია, გულიდან ამ სიმძიმეს ძვრაც ვერ ვუყავი. ერთ ნაფაზს მეორე, მოჰყვა, მეორეს მესამე... გაწბილებულმა ბოლომდე ჩამწვარი ბიჩოკი წკიპურტით მოვისროლე აივნიდან. რა საზიზღრობა ეს მარტოობა, ტვინი გეტყვნება ამ სიცარიელით და მაინც ვერაფერს უხერხებ. თუმცა, მშვენივრად ვიცოდი, რომ მარტოობა არ იყო ჩემი სევდის მიზეზი. ფიქრი აღარ შემეძლო, თავი გავაქნიე და ოთახში შევბრუნდი, ზედა გადავიძრე და ლოგინზე მივეგდე. ოთახში გამეფებული სამარისებური სიჩუმე ყურის აპკებზე მაწვებოდა და ლამის დამხეთქოდა. თავში კი პირიქით, უამრავი ფიქრი მიზუზუნებდა და მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა. გვერდი ვიცვალე და ბალიში თავქვეშ ამოვიდე, არ მიშველა. ისევ აივანზე გასვლა და მოწევა დავაპირე, რომ კარზე ზარი გაისმა. გამიკვირდა, საათს გავხედე, უკვე ორი ხდებოდა, ასეთ დროს ვინ უნდა მოსულიყო?! წამოვდექი, ბნელი ოთახები გავიარე და არც გამიხედავს სამზერეში, კარი ისე გავაღე. - ხომ არ გეძინა? - ნუცას სახეზე ღიმილი გადაეფინა. - აქ რას აკეთებ? - უხეშად გამომივიდა. თუმცა, მაგრად მეკიდა რას იფიქრებდა. - ვერ დავიძინე და გამოვლა გადავწვიტე. თან ზარებზე არ მპასუხობ, მე კი შენთან საუბარი მინდოდა. მკლავქვეშ გამიძვრა და დაუკითხავად შემომეჭრა სახლში. კარი უკმაყოფილოდ მივხურე და ისევ საძინებელში შევბრუნდი. - სიბნელეში რატომ ხარ, ღამურასავით? დეპრესია კაცებსაც გჭირთ? წავუყრუე, მასთან ლაპარაკი არ მინდოდა. საერთოდ ახლა ისევ მარტოობა მერჩივნა, არადა წამის წინ ვნატრობდი ნეტავ ჩემს გვერდით ვინმე იყოს-თქო, ალბათ სწორმა პიროვნებამ ვერ გაიგო ჩემი გულის ძახილი. ისევ ლოგინზე მივწექი. - რა ხასიათზე ხარ, რა გჭირს? - რისთვის მოხვედი? - შენ როგორ ფიქრობ? არ ვიცი ექსკურსიაზე რა გეტაკა და ასე რისთვის დამსაჯე, მაგრამ შეგვიძლია ყველაფერი გავარკვიოთ. გრძელი ლაბადა შეიხსნა და მაცდური გამომეტველებით წინ დამიდგა. შიგნიდან გამომწვევი თეთრეული ეცვა, მე რომ მიყვარდა ზუსტად ისეთი. შავი მაქმანის ნაჭერში შიშველი მკერდი მოუჩანდა. ვერ უარვყოფ სექსუალურად გამოიყურებოდა, თუმცა რატომღაც არ მაინტერესებდა. - მორჩი ამ იაფფასიან ნომრებს, ჩაიცვი და წადი იქ საიდანაც მოხვედი. - ჰოო? დარწმუნებული ხარ? - ლაბადა ძირს დააგდო, ფეხსაცმელები გაიხადა და კატასავით მომიცუცქდა, ჩამეცინა. - რას აკეთებ? - შენი გულის მოგებას ვცდილობ, იქნებ წყენა დაგავიწყდეს. ზემოდან მომექცა და შიშველი მკერდზე ტუჩები ნაზად ამატარა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. თმაში უხეშად ვწვდი და ახლოს მოვიზიდე. სახეზე კმაყოფილი ღიმილი და აღგზნება ეხატა. კარგად იცოდა კაცისთვის წონასწორობა როგორ დაეკარგვინებინა. - კარგი რაა, მოდი ჩემთან! ტუჩებში მეძგერა და ასხმარტალებული ენა პირში ჩამიყო. ადრე ძალიან მომწონდა მისი გამომწვევი ქცევები, ზასაობა ნამდვილად ეხერხებოდა, მაგრამ ახლა რატომღაც ზიზღი მომგვარა. ცივად მოვიშორე და ფეხზე წამოვდექი. - რა გემართება, დუჩე? - ჩაიცვი და წადი აქედან! აივანზე გავედი, სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოვაძვრინე, გავუკიდე და ნეტარებით გავაბოლე. მოწევა დიდად არ მიყვარდა, მაგრამ დღეს უკვე მეორე კოლოფს ვანადგურებდი. ხველა ამიტყდა, მოაჯირს ჩამოვეყრდნე და ღრმად ჩავისუნთქე. ოდნავ მომეშვა. მეთხუთმეტე სართულიდან ყველაფერი ისეთი მიკროსკოპული და უსუსური მოჩანდა, თითქოს რომ მომესურვებინა, სიგარეტით ნებისმიერი მათგანის ამოწვას შევძლებდი. საკაიფოა, რამდენ აღმოჩენას აკეთებ ადამიანი, როცა უსაქმოდ ხარ. რა მემართებოდა? ასე რა მჭამდა შიგნიდან? როდიდან მეზიზღებოდა ნუცას კოცნა? არადა აშკარა იყო, მეზიზღებოდა, მეტიც გულს მირევდა მისი შეხება. მისნაირ გოგოზე უარი რომ თქვა ან პიდარასტი უნდა იყო, ან შეყვარებული. ბოლო ფიქრს წავუყრუე. - დუჩე... ნახევრად შიშველი აივანზე გამოვიდა და მკერდით ბეჭებზე ამეკრა. ვგრძნობდი მისი ძუძუსთავები როგორ ეხებოდნენ ჩემს შიშველ კანს და ტანში ცხელი ჟრუანტელი მივლიდა. კოცნა დამიწყო. ენას ხერხემალზე ატარებდა, მლოკავდა, მკბენდა და ჩემი მოთმინების ფიალის ავსებას მთელი ძალით ცდილობდა. თავს ძლივს ვიკავებდი ისევ თმაში არ წამევლო ხელი და ძარღვებში ადრენალინად მოწოლილი ჟინი არ დამეკმაყოფილებინა. - ნუცა, წადი-მეთქი. - შენ რა, ის ძუკნა მართლა შეგიყვარდა? წარბშეკრულმა სიგარეტი გამომართვა და ერთი ნაფაზი დაარტყა, ენის წკლაპუნით გააბოლა და გაღიზიანებულმა გამომხედა. სრულყოფილი იყო, იდეალური ტანი და სილამაზე ჰქონდა, ალბათ ეს მიზიდავდა მასში ასე ძალიან. გრძელი, სწორი ფეხები, პატარა , დიდი მკერდი, სავსე ტუჩები და გრძელი ქერა თმა, რატომაც არა? ერთი სახე არ მომწონდა, მაინცდამაინც, ოდნავ დიდი ყბა და ღრმად ჩამჯდარი, ცისფერი თვალები სინაზეს უკარგავდა. სინაზეს? მგონი ეს ერთადერთი რამ იყო რაც მას არ გააჩნდა. ნუცასთან ბევრი ცეცხლოვანი ღამე გამიტარებია, ლოგინში ერთმანეთს კარგად ვეწყობოდით, იცოდა რა მსურდა და ვიცოდი რა სურდა, ორივე დაუვიწყარ სიამოვნებას ვიღებდით. მომწონდა მასთან სექსი, მაგრამ ახლა... ვუყურებდი და ზიზღს მგვრიდა. თითქოს წარსულის მოგონებები ვიღაც სხვას ეკუთვნოდა. - თემა შეცვალე! - სიგარეტი გამოვართვი და ისევ გავაბოლე - და მასზე ასე ნუ ლაპარაკობ. - არა, შემომხედე, მართლა შეგიყვარდა? - თემა შეცვალე-მეთქი, ან აქედან დაიკარგე! სახეზე ხელი მოვისვი და განათებულ მთაწმინდას გავხედე. ეს აყროლებული ქალაქი გულს მირევდა, სული მეხუთებოდა, აქედან შორს გაქცევა მინდოდა, რა მიშლიდა ხელს? არც არაფერი... ჰო? საკუთარი თავის მოტყუება ნამეტანი ....ობაა. - რა მოგდის? რა არის მასში ისეთი, რაც მე არ მაქვს? რისი შემოთავაზება შეუძლია შენთვის, რისი მოცემაც მე არ შემიძლია? - სიწმინდის! - გვერდულად გავხედე და ჩამეცინა. - ნამდვილი ხარ! - წაისისინა გაცოფებულმა - და რა იცი რო ქალიშვილია? შეუმოწმე? მონაზონივით იქცევა, მაგრამ შენ ხომ არ იცი ღამეებს ვისთან ატარებს? - შენ სხვის ბინძურ ღამეებზე არ უნდა საუბრობდე, არა? სინამდვილეში სულ მაგრად მეკიდა ქალი ქალიშვილი იქნებოდა თუ არა, პატიოსნებას საქალწულე აპკით არასოდეს ვსაზღვრავდი, გაბოზებული ქალიშვილებიც ბევრი მინახავს. ჰო, სხვა მუღამი აქვს, როცა იცი რომ მას შენს გარდა არავინ შეხებია, მაგრამ გადამწყვეტ მნიშვნელობას მაინც არ ვანიჭებდი ამ ფაქტს. უბრალოდ ნუცას დაცინვა მომწონდა, გაბრაზებული გაცილებით სექსუალური ხდებოდა. და მერე რა რომ მიკარება მეზიზღებოდა, ყურებით ტკბობა ხომ მაინც მოსულა? - იცი რომ თოიძეს ხშირად ეჭიკჭიკება? შეიძლება ერთადაც არიან, ან უკეთესი, კალანდია! - ბოროტი კმაყოფილებით გამომხედა. იცოდა როგორ ვერ ვიტანდი მის ხსენებას და ახლა სამაგიეროს გადახდა უნდოდა წეღანდელი გამწარებისთვის - სათამაშოსავით სულ აქეთ-იქით დააპრონწიალებს, იქნებ მასთანაც წევს? - რაც თვითონ ხარ ის გგონია სხვაცო, მართალი ყოფილა! - გამეცინა და თვალი ჩავუკარი. ზუსტად ვიცოდი, რომ ექსკურსიაზე ჭანტურიასთან იწვა ჩემს ჯიბრზე. არ შევიმჩნიე, მაგრამ მისმა სიტყვებმა გვარიანად გამაღიზიანეს - მორჩი სხვისთვის ტალახის სროლას, როცა თავად ბინძური გაქვს ხელები! მეძინება, ჩაიცვი და სახლში წადი. მანქანით თუ არ ხარ, ტაქსის ფულს მოგცემ. - დუჩე... ხმა ისევ შეურბილდა, მკლავებში შემომიძვრა და ყელში მაკოცა, ისევ გამეცინა. აბაშიძე არ მიეკუთვნებოდა იმ ქალთა რიცხვს რომლებიც ასე იოლად ყრიან ფარხმალს. - მოვრჩეთ ამ უაზრო კინკლაობას, წამოდი საწოლში დავბრუნდეთ. პირობას გაძლევ ყველას და ყველაფერს დაგავიწყებ. - საწოლში? ღიმილით ვუჩქმიტე ტრაკზე. აღგზნებულმა ტუჩზე იკბინა, ვნებით წამონთებული თვალები შემომანათა და თითები უბისკენ გააცოცა. - ვიცი რომ გინდივარ, შენ მე ყოველთვის გინდივარ. - ნიკაპზე მიკბინა და ტუჩებზე ამოცოცდა. - მომშორდი-მეთქი! ხელები უხეშად მოვაშორებინე, გვერდი ავუქციე და საძინებელში შევედი. ლაბადას ხელი წამოვავლე და ცივად გადავუგდე. - ჩაიცვი და წადი აქედან. გითხარი უკვე ჩვენ შორის ყველაფერი მოკვდა-თქო, თავს ნუღარ იმცირებ. - ესე იგი, მაინც ასე? - თვალები აუწყლიანდა. - დრამების და ისტერიკის გარეშე, ძალიან გთხოვ. კარგად იცი, როგორ ვერ ვიტან ეგეთ ....ობებს. - შენ რა გგონია, რომ ეგრე იოლად აგიშვერს ფეხებს? ძალიანაც ცდები, ეგ იმაზე რთული დასათრევია ვიდრე ფიქრობ! - მე მისგან ეს არ მინდა და საერთოდაც, როცა მასზე ლაპარაკობ პირი გამოირეცხე! ორივემ კარგად ვიცით რა აღარ გდებია ხახაში. - იმდენი ქნა მაინც გამომიყვანა წყობილებიდან. - კაცი მეგონე და თურმე ყოფილხარ, - წაისისინა გაცოფებულმა - იდი ნახუი! - შენც ღამე მშვიდობის, კარი იცი საითაცაა. ლოგინზე წამოვგორდი და ბალიში თავქვეშ ამოვიდე. კარის გაჯახუნების ხმამ ალბათ პირველ სართულამდეც ჩააღწია. ნუცას სიტყვებმა ჩამაფიქრეს. ნუთუ მართლა შემიყვარდა?! ტელეფონს წავავლე ხელი და გადავრეკე, ისევ არავინ მიპასუხა. მეასედ ვრეკავდი უკვე მის ნომერზე, მაგრამ არავინ იღებდა. დამცინოდა? თუ მაწვალებდა? თუ ასე იყო კარგადაც გამოსდიოდა. ჯერ არ მახსენდებოდა ტელეფონი ასეთი სიხშირით გამომეყენებინა სხვასთან ზარის გასაშვებად. ზუგდიდში ერთად საკაიფო დრო გავატარეთ, მაგრამ როგორც კი აქ ჩამოვედით ეგრევე დამიკიდა. ავტობუსიდან ფეხი ჩამოდგა თუ არა, ტაქსში ჩაჯდა და გამეცალა. მეგონა უკვე ჩემს ხელში იყო, საკმარისი გავაკეთე რომ თავი ასე ეგრძნო. მიყვარხარ-თქო, ესეც კი ვუთხარი, როცა მსგავსი სიტყვები არცერთი გოგოსთვის არ მითქვამს, მაგრამ ის მაინც დუმდა. არა იმიტომ, რომ იგივეს არ გრძნობდა, არა... რაღაც აკავებდა და ეს მაგიჟებდა. მისი იდუმალი ცხოვრება უფრო მიზიდავდა და ცნობისმოყვარეობას მიღვივებდა. რაღაცას მიმალავდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს. თვალებში რომ მიყურებდა, მუდამ დანაშაულის ფარულ გრძნობას ვამჩნევდი. არცერთხელ არ უთქვამს ჩემთვის მიყვარხარ, ან მომწონხარო, ეს ნერვებს მიშლიდა. რატომ, იმიტომ რომ მიჩვეული ვიყავი ყველა გოგოსგან ამ სიტყვების მოსმენას? არა, უბრალოდ ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ამის გაგონება მსურდა. დაძინება გადავწყვიტე. ამდენი ფიქრი გამაგიჟებდა, მეტიც, შეიძლებოდა თავი ვეღარ შემეკავებინა და მის მოსაძებნად წავსულიყავი. გადავბრუნდი, თვალები დავხუჭე და ტელეფონმაც დარეკა. ელდა მეხივით მეტაკა გულზე, მაშინვე ტელეფონს ვტაცე ხელი და იმედით დავხედე ეკრანს, მაგრამ მოლოდინი გამიცრუვდა, უეცრად მოწოლილი ეიფორია და სიხარული უკვალოდ გაუჩინარდა. - გისმენ, სისი... - დუჩე, ძალიან გთხოვ, შენი დახმარება მჭირდება! სია ცუდადაა... - რა თქვი?! - არც დავამთავრებინე, შიში გველის შხამივით მეტაკა გულზე - რას ნიშნავს ცუდადაა? - მგონი, ტვინის შერყევა მიიღო, შეგიძლია მოხვიდე? არ ვიცი რა გავაკეთო. - მისამართი მომწერე, სწრაფად! გამოვდივარ უკვე. ტელეფონი გავთიშე და ზუსტად ათ წუთში გავემზადე. მანქანა ისეთი სისწრაფით მიმყავდა გზატკეცილზე, წინ რომ ვინმეს გაევლო უეჭველი გადავთელავდი. შუქნიშნებს ყურადღებას არ ვაქცევდი, გამიმართლა, პატრული არ ამდევნებია. სწრაფად სიარული ისედაც მიყვარს, მაგრამ ამჯერად ადრენალინი ძარღვებში გამეტებით მიჩქეფდა. აღგზნებულმა გაზის პედალს ფეხი ვერ მოვაშორე. ოც წუთში მანქანა ჩაბნელებულ კორპუსთან მივაგდე და მესამე სართულზე სწრაფად ავირბინე. კარი ღია დამხვდა, მიპატიჟებას არც დავლოდებივარ ეგრევე შევედი. - დუჩე! - სისი მაშინვე წამოდგა ფეხზე და სიას აეფარა. სახლში ბნელოდა, ერთადერთი მბჟუტავი სანთელი ჩაობებულ ოთახს ძლივს ანათებდა. აღელვებულმა სისი გვერდით გავწიე და სიას შევხედე, ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა ხელები. პატარა სახე ერთიანად სისხლით ჰქონდა მოთხვრილი, მარჯვენა ლოყაზე ღრმა ჭრილობები მოუჩანდა, ჩემს საყვარელ ვარდისფერ ტუჩებს ახლა ნაცრისფერი დასდებოდათ. ხორბლისფერი კანი კი ერთიანად გაცრეცოდა, მძიმედ სუნთქავდა და ცივი ოფლი ასხამდა. - მგონი ტვინის შერყევა აქვს, მაგრამ საავადმყოფოში ვერ წავიყვანთ! - მომესმა ბოხი ხმა ზურგსუკნიდან. ძარღვებში მრისხანებამ დამიარა, ისევ წამომიარა ველურმა ჟინმა ამ სიტყვების მთქმელი იქამდე მეცემა, სანამ მისი დამპალი ლეში გაციებას არ დაიწყებდა. თავი ძლივს მოვთოკე და ნელა შევბრუნდი უკან. - მე მას კლინიკაში წავიყვან და როცა დავრწმუნდები, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ჩვენ საუბარს გავაგრძელებთ! დავიხარე, სია ხელში ფრთხილად ავიყვანე და სწრაფად წამოვედი აქოთებული ბინიდან. სისი უკან დამედევნა. - დუჩე, შენ არ გესმის, სანდრომ სიმართლე გითხრა. - სისი, ფეხებში ნუ მებლანდები! კიბეები სწრაფად ჩავიარე და გარეთ გამოვედი, მისი სუსტი სხეული გულს მიხეთქავდა. ისე მსუბუქად ამყვა ხელში, თითქოს ადამიანი კი არა თოჯინა ყოფილიყო. ჩემს პერანგს ჩაბღაუჭებული გაჭირვებით სუნთქავდა და ხმადაბლა რაღაცას ბუტბუტებდა. - კარი გამიღე! - ვუთხარი უხეშად. ისეთი სახე მქონდა არ შემწინააღმდეგებია. სია უკანა სავარძელზე ფრთხილად მივაწვინე და კარი მივხურე. - ჩაჯექი, შენც მოდიხარ! საჭეს მივუჯექი და ძრავა დავქოქე. როგორც კი სისი გვერდით მომიჯდა მანქანა ელვის სისწრაფით მოვწყვიტე ადგილიდან. - გამარკვიე, რა მოხდა?! - არც მე ვიცი, სანდრომ დამირეკა, სია ცუდად არის და შენი ნახვა უნდაო. - შენი ნახვა უნდოდა? მეწყინა, ასეთ მდგომარეობაში მე არ უნდა გავხსენებოდი?! გაზს კიდევ უფრო მივაჭირე ფეხი. მანქანა არანორმალური სისწრაფით მიმყავდა გზატკეცილზე. - დუჩე, ცოტა შეუნელე! - ვინაა ის ტიპი? სია იქ რას აკეთებდა? - მეგობარია, მეტი არაფერი ვიცი. ცალი თვალით გავხედე, ჩხეიძეს ტყუილი არასოდეს გამოსდიოდა. ასეთ დროს სახე ერთიანად უჭარხლდებოდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. აღარ ჩავძიებივარ, მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, არ მინდოდა უარესად დამეფრთხო. ეჭვი მქონდა, რომ ჩემი ისედაც ეშინოდა. რაღაც მხრივ, ალბათ სამართლიანადაც. - რატომ მითხრა, რომ საავადმყოფოში მისი მიყვანა არ შეიძლება? არ მიპასუხა, თვალი ამარიდა და ფანჯარაში გაიხედა. სიბრაზიზგან კბილები გავაღრჭიალე, მისი დუმილი ნერვებს მიშლიდა. უკვე სერიოზულად ვღელავდი, ჯერ ეს დალურჯებები ტანზე, გონებიდან ჯერაც არ ამომდიოდა მის სუსტ მკლავებზე აღბეჭდილი ნათითურები. ახლა კი ცალი მხარე ერთიანად დასერილი ჰქონდა, თითქოს ვიღაცამ მინის ბოთლი შემოაფშვნა სახეში. საჭეს ისე მოვუჭირე ხელი, ლამის შემომეფშვნა. - მომისმინე, მე არაფრის თქმა არ შემიძლია, მხოლოდ იმას გთხოვ, რომ მიხედო. შენ მისი დაცვა შეგიძლია. ძალიან გთხოვ, დუჩე, საფრთხე ემუქრება, არავინ უნდა გაიგოს მისი კლინიკაში ყოფნის ამბავი. შეგიძლია ამას დამპირდე? ძალიან გავრისკე შენთან დარეკვით, სია ამისთვის ალბათ მომკლავს... - რატომ, სისი? რას მიმალავთ? რატომ არ იღებთ ხმას?! - მე ვერაფერს გეტყვი, მაპატიე. ისევ ეს გაუგებარი და იდიოტური პასუხი. გაღიზიანებულმა შუბლი მოვისრისე და მკვეთრად მოვზიდე საჭე. ხუთ წუთში მანქანა საავადმყოფოს შესასვლელთან შევაჩერე. სწრაფად გადმოვედი, სია ფრთხილად ავიყვანე ხელში და შენობაში შევედი. ექიმები ნამძინარევი სახეებით მიმოდიოდნენ დერეფანში. - სასწრაფოდ, ექიმი მჭირდება... დროზე! - ვიყვირე გაცოფებულმა როცა არავინ გაინძრა. მედდები მაშინვე დაფაცურდნენ და საკაცე მოაგორეს. იმდენად ვიყავი აღელვებული, რომ კარგად აღარ მახსოვს რა როგორ მოხდა. სანამ ექიმმა მეათედ არ გამიმეორა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებაო ვერ დავწყნარდი. მისი ასეთის ყურება მიჭირდა, საწოლში სახეშებინტული და უამრავი წამლით გაბრუებული კიდევ უფრო პატარა და დაუცველი მეჩვენებოდა. - დუჩე, ნუ ნერვიულობ, ახლა მხოლოდ სიმშვიდე სჭირდება. მასზე ჩვენ ვიზრუნებთ. - ზურაბ, - პალატის კარი გამოვიხურე და ექიმი გვერდზე გამოვიყვანე - კარგად მომისმინე, ამის შესახებ არავინ არაფერი არ უნდა გაიგოს. ამ პალატაში შენს გარდა არავინ უნდა შემოვიდეს, არც ექთანი. გასაგებია? - დუჩე, ვინ არის ეს გოგო, ამჯერად რა შარში გაყავი თავი? - დიდი ხანია მეგობრები ვართ და კარგად მიცნობ, რახან გეუბნები, ესე იგი, ასეა საჭირო. იმათ ხედავ? - სისიზე და სანდროზე ვანიშნე, რომლებიც მოსაცდელში თავჩახრილები ისხდნენ - მათ გარდა პალატაში არავინ უნდა შევიდეს. ვინც არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერზე პასუხს შენ მოგთხოვ! - ჩემთან ასე ლაპარაკი არ გჭირდება, - შემიბღვირა უკმაყოფილოდ - რა თქმა უნდა, დაგეხმარები. შენ როგორ გაქვს ბეჭები? - უკეთ, მაგრამ ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა, გაიგე რაც გითხარი? - გავიგე. შენთან ისედაც ვაპირებდი დარეკვას, ნოვა უკვე მაგრად მავიწროებს, მომიხერხე რა რამე. გუშინ მონტი მომიგზავნა, აინტერესებს საიდან გაქვს ეგ ჭრილობები, შენ რომ არაფერს ეუბნები ჩემს გამოწურვას ცდილობს. - მონტი აქ იყო? - ნოვას მართლაც მაგრად შეუტოპავს! - ჰო. არასოდეს გისვამ კითხვებს, როცა გჭირდები ყოველთვის გეხმარები. დუჩე, პრობლემები არ მინდა. - მოვაგვარებ, ზედმეტად არავინ შეგაწუხებს. სიას მიმიხედე. - კარგი, ნურაფერზე იდარდებ. - თავი დამიქნია და ისევ პალატაში შებრუნდა, მე კი შეკრებილებისკენ გავემართე. - რა თქვა ექიმმა? - სისი ფეხზე წამოდგა. - კარგად იქნება, დასვენება სჭირდება. შეგიძლია მასთან ცოტახანი დარჩე? რაღაცეებს მოვაგვარებ და მალე დავბრუნდები. - რა თქმა უნდა. - შენ კი გამომყევი! სანდროს ცივად გადავხედე. საავადმყოფოდან გამოვედი და იქვე ეზოში შევჩერდი. გათოვდა, ციდან ფიფქებმა იწყეს ცვენა. აუტანელი სუსხის მიუხედავად, სიცივე ვერაფერს მაკლებდა. გაბრაზებულს მუდამ ასე მემართება, ვერაფერს ვგრძნობ, ვერც სიცივეს, ვერც სიცხეს, ვერც შიშს... ჩუმი ნაბიჯების ხმა შემომესმა. არ შევბრუნებულვარ, უხმოდ ამოვიღე სიგარეტის კოლოფი, მგონი მასზე დამოკიდებული ვხდებოდი. - ეწევი? - არა, გმადლობ. - კარგი, - ერთი ღერი ამოვიღე, მოვუკიდე და ინტერესით შევხედე - აბა, მომიყევი სია ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდა. - ვერ გეტყვი. - შუბლშეკრულმა ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და მზერა ამარიდა. ისევ გავაბოლე, ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი, მაგრამ თავის შეკავება მიჭირდა. მრისხანება და გაღიზიანება ყელში მაწვებოდა და გონებას მირევდა. კიდევ ერთი ნაფაზი დავარტყი და სანდროს გვერდულად გავხედე. - მომისმინე, დიდი მოთმინებით არ გამოვირჩევი. არ მინდა ეს საუბარი სხვა რამეში გადაიზარდოს. სანამ თავს ვიკავებ, ამიხსენი საიდან აქვს სიას ჭრილობები, ვისგან ემუქრება საფრთხე და რა გაკავშირებს პირადად შენ მასთან და მთელ ამ ამბავთან. - დუჩე ქავანა, - დამცინავად შემომხედა - ვიცი ვინც ხარ და ისიც ვიცი რა შეგიძლია, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ეგ ყველაფერი მაგრად . სია ჩემი დიდი ხნის მეგობარია, შენზე ნაკლებად არ მადარდებს მისი ჯანმრთელობა და თუ მას შენი ხუშტურის გამო რამე მოუვა... მოთინების უკანასკნელი ძაფი გამიწყდა. სიგარეტი მოვისროლე, გამძვინვარებული საკინძეში ვწვდი და ახლოს მოვიზიდე. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალი იყო, მაინც ზემოდან დავყურებდი. - მომისმინე, ახვარო! სულ ....ზე ვინ ხარ! დიდი ხანია მის თავს რაღაც ხდება, ეს პირველი შემთხვევა არაა როცა დაშავებულს ვხედავ. ან შენი ნებით მომიყვები ყველაფერს, ან ძალით გათქმევინებ, სულ რომ შენი გაფატვრა მომიწიოს! თუ მიცნობ ისიც გეცოდინება, რომ სიტყვებს ტყუილად არ ვხარჯავ! წარბი არ შეუხრია, თვალებში ცივად მიყურებდა, არ უარვყოფ, ამან უნებური პატივისცემის გრძნობა გამიჩინა მის მიმართ. თუმცა, მრისხანება არ გამნელებია, თავს ძლივს ვიკავებდი, რომ მისთვის კბილები არ ჩამემტვრია. - შეგვიძლია აქ ერთმანეთი დავხოცოთ, ან მის დაცვაზე ვიზრუნოთ. თვალებში გიყურებ და ვხედავ რომ მის მიმართ გრძნობები გაქვს, როგორც კაცს ამის გაგება შემიძლია. სია ჩემი მეგობარია, დასავით მიყვარს. ვიცი რომ ბევრჯერ მისი დახმარება ვერ მოვახერხე და ეს შენზე მეტად მე მაწვება სინდისზე. ამის გამო რომც დამარტყა, ხელს არ შემოგიბრუნებ. თქმით კი ვერაფერს გეტყვი, როცა ის გონს მოვა თავად ჰკითხე, ეს მისი გადასაწყვეტია და არა ჩემი. გააფთრებული თვალებში ვუყურებდი და მეც არ ვიცი რატომ, ხელი ვუშვი. საქმე იმაზე რთულად იყო ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა, ეს კიდევ უფრო მიღრმავებდა ინტერეს და არა მარტო ინტერესს... - სისის სახლამდე მიიყვან? სიასთან მე დავრჩები, თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ. - კარგი... დუჩე! - დამიძახა უცებ, შევჩერდი და უკან მივიხედე. - როცა სია გაიღვიძებს, ჯერ ნურაფერს ჰკითხავ. აცადე გონს მოვიდეს, მან იმაზე მეტი გადაიტანა ვიდრე ერთი შეხედვით ეტყობა... თავი მეორე დუშის ქვეშ ვიდექი და ვგრძნობდი, როგორ მეცემოდა მხურვალე წვეთები გათოშილ სხეულზე... მასზე ფიქრები თავს არ მანებებდნენ. გონებაში ამ ხმას ვერაფრით ვაჩუმებდი, თითქოს ხალხით გადაჭედილ მოედანზე ვიმყოფებოდი და ყველა ერთხმად ყაყანებდა. აქამდე ჩემი ცხოვრება ერთ უსახო და უფერულ გრაფიკულ ნამუშევარს ჰგავდა, თითქოს მხატვარმა ნახატისთვის ფერწერული ელემენტები ვერ გაიმეტაო. შეიძლება ბედნიერი არ ვიყავი, მაგრამ თავს კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობდი. როცა ყველაფერი გკიდია, ცხოვრებაც იოლია, მაგრამ ახლა... სამყარომ მკვეთრი ფერები მიიღო, მე კი მიუჩვევლს მათი ხილვა თვალს მჭრიდა, მაბრმავებდა და მაშინებდა კიდეც. მის მართვას ვერ ვახერხებდი, ვერც ვარეგულირებდი, საჭესთან ვიჯექი, მაგრამ მძღოლი მე არ ვიყავი. ეს ემოციები, რომლებიც მანამდე არ განმეცადა, თავგზას მირევდა. სახეზე ხელები ავიფარე და თავი გავაქნიე. დუში გავთიშე, წელზე პირსახოცი შემოვიხვიე და აბაზანიდან გამოვედი. ოთახში შესვლა დავაპირე, როცა კარზე ზარი გაისმა. შუბლზე ჩამოშლილი, სველი თმა უკან გადავიყარე და კარი გავაღე. - ცუდ დროს ხომ არ მოვედი? - ნოვამ ღიმილით შემათვალიერა და მზერა საძინებლისკენ გაექცა - ვინმე ხომ არ გყავს? - რომ მყავდეს არ შემოხვიდოდი? - ვუპასუხე ირონიული ღიმილით. ერთი ჩაეცინა და დაუპატიჟებლად შემომეჭრა ბინაში. ამ ბოლო დროს ხალხს ეს წესად ჰქონდათ ქცეული, რაც უკვე სერიოზულად მიტყნავდა ტვინს. გაღიზიანებულმა კარი მივხურე და უკან მივყევი. - რამ შეგაწუხა? იშვიათად მსტუმრობ ხოლმე, სერიოზული მიზეზი გექნება. - მორჩი სარკაზმს. - შემიბღვირა უკმაყოფილოდ, ტანზე მომდგარი პიჯაკის ორი ღილი შეიხსნა და სავარძელზე ჩამოჯდა - სადმე მიდიხარ? - ჰო, გასასვლელი ვარ. სწრაფად მითხარი რა გინდა. - რუხი ჯინსის შარვალი ამოვიცვი და თმის გამშრალებას შევუდექი. - დღეს საღამოს წვეულებაზე უნდა მოხვიდე. - მორიგი ალაფუშეტი გაქსუებულ სირებთან? - გამეცინა. - დუბაის ელჩი გვეყოლება სტუმრად და თუ გაგვიმართლებს, სერიოზულ კაპიტალდაბანდებასაც გამოვკრავთ ხელს. ეს ჩვენთვის იდეალური შანსია, რომ კომპანიაში ჩემი პოზიციბი გავამყარო. - და მე რაში გჭირდები? - სველი პირსახოცი საწოლზე მივაგდე და ბეჭებზე თეთრი პერანგი შემოვიცვი. - შენ კომპანიის ერთ-ერთი აქციონერი ხარ, შენი იქ ყოფნა სავალდებულოა. - კარგი, მოვალ, მაგრამ ცოტახნით. დაკავებული ვარ, ბევრი დრო არ მაქვს. - წვეულებაზე ალექსიც იქნება და როგორმე ისე მოახერხეთ, რომ სკანდალების გარეშე გადაიტანოთ ერთი ღამე. კედებს თავი ვანებე და თავი ავწიე, მამაჩემი გამომცდელად მაკვირდებოდა სახეზე. მშვენივრად მოეხსენებოდა, მე და კალანდია როგორ „ვუგებდით“ ერთმანეთს. განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, სადაც ხალხი გვარიანად მაღიზიანებდა, თავისუფლად შეიძლებოდა ნერვებმოშლილს ჯავრი ისევ მასზე მეყარა. - მამამისიც იქნება? - რა თქმა უნდა, ლევანიც იქნება. ბოლოს და ბოლოს კომპანიაში მეორე პირია და არა მარტო ის, შევჩენკოც მოვა. - წარბშეკრულმა მაჯის საათს დახედა - ერთ საათში მისი თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვება, იტალიიდან ბრუნდება. - ტურების შეკრება გაქვთ? გამეცინა და წელში გავსწორდი. წინ იმაზე უარესი საღამო მელოდა ვიდრე ვიფიქრებდი. სახელოები იდაყვებამდე ავიკეცე და როლექსის საათს გადავწვდი. - თავი შეიკავე! - ხმა გაუმკაცრდა - ასე ღიად ნუ გამოხატავ მათდამი ზიზღს! მოგწონს შენ ეს თუ არა ისინი ჩვენი პარტნიორები არიან! მათ გარეშე კომპანია თავზე ჩამოგვექცევა, ყველაფერი გაქრება, არც ეს სახლი შეგრჩება, არც ფული, არაფერი! - ხმას დაუწიე! - წავისისინე გაღიზიანებულმა - კარგად იცი როგორ ვერ ვიტან მაგ .... ნაროდს! განსაკუთრებით ლევანს, ყველაზე დიდი ეგაა მაგ სასტავში. - შენ გგონია თვითონ არ ვიცი? - წაიღრინა სახეგაქვავებულმა - შენ გგონია ჩემზე უკეთ ერკვევი სიტუაციაში? მაგრამ როცა საქმეს ასე სჭირდება ც უნდა დააყენო და ენას კბილიც დააჭირო! - ახლა გისმენ და მიკვირს შენს ხელში როგორ არ გამოვ....ვდი, - გავხედე დამცინავად - დავაყენო? ვისთან კალანდიასთან, თუ შევჩენკოსთან?! თავიც ხო არ ვახმარინო, თუ შემომთავაზეს? შენ შეგიძლია სტრინგებში გამოწყობილმა ირბინო მაგათ საძინებლებში მორიგეობით, მე მაგრად . - ასე როგორ ლაპარაკობ? - იყვირა გაცეცხლებულმა და ფეხზე წამოიჭრა - საიდან გაქვს ფული? ვინ იხდის სწავლის საფასურს, საიდან გაქვს ეს ბინა და საერთოდ ყველაფერი რაც გაგაჩნია?! ჰაერიდან მოვიდა?! - ჰო, მტრედმა თავზე დამაჯვა! მსიამოვნებდა მისი გაღიზიანება, ირონიით ვცდილობდი ყურადღების გადატანას, რომ ისევ არ დავტაკებოდი. ჩვენი საუბარი მშვიდ კალაპოტში ორ წუთზე მეტხანს ვერ გრძელდებოდა. - უმადური ხარ! - შემიღრინა გაბოროტებულმა - დაუნახავი, ლაწირაკი. - ტონს დაუწიე-მეთქი! - ნელა წამოვდექი და წინ ავესვეტე - რას მაყვედრი ამას? - ხელები გავშალე და ზიზღით შევხედე - სახლი, მანქანა, სასწავლებელი, ძვირფასი სამოსი, ესაა შენი ამაზრზენი ქმედებების გაპრავება? მთელი ცხოვრებაა ჩემს მარიონეტად გადაქცევას ცდილობ, ნერვები გეშლება, რომ მეც ისევე არ გეგები ფეხქვეშ როგორც კალანდია სირ მამამისს. ამას ვერ ეღირსები! შეგიძლია საკუთარი ცხოვრება შუშებში ჩასვა, ხალხს აყურებინოთ როგორი დიადები ხართ, შენ და შენი სასტავი, მაგრამ ჩემგან იგივეს ნუ ელი. შევჩენკოს და მითუმეტეს კალანდიას ტრაკში არ შევეტენები მხოლოდ იმიტომ, რომ შენმა აქციების ფასმა მოიმატოს. მე და დედა შენთვის ყოველთვის ბოლო პლანზე ვიყავით და ახლაც ასეა. - დუჩე, არ ხარ მართალი... - დედა როდის ნახე ბოლოს? შენი ცოლი ბოლოს როდის მოინახულე?! - ვუყვირე გაცეცხლებულმა და საკინძეში ვწვდი - ....ზე თქვენი ბიზნესი, გინდა რომ გაგაფორმო? ასეც ვიზამ. მოვიდე და ხალხს თავი მოვაჩვენო რომ მამიკოზე ვგიჟდები? გავაკეთებ! მაგრამ გინდა, რომ შენს ბოზ სასტავს ტრაკზე ვაკოცო? მომჭამეთ! ხელი ვკარი და ზიზღით შევხედე. თავს ძლივს ვიკავებდი რომ სიფათში მუშტი არ მეტაკებინა, როგორი ც არ უნდა ყოფილიყო, მაინც მამა იყო, მასზე ხელის აწევა არაკაცობად მიმაჩნდა. ღრმად ჩავისუნთქე და გამძვინვარებულმა თმა ავიჩეჩე, ამ ბოლო დროს იოლად ვკარგავდი კონტროლს. - ნაწილობრივ მართალი ხარ, - დაარღვია სიჩუმე და გვერდულად გამომხედა - მაგრამ ესაა იმ გვირგვინის ხარკი, რომლის ტარებაც მიწევს. ერთ დღეს ჩემს ადგილს შენ დაიკავებ, მერე მიხვდები თუ რაოდენ დიდია გადასახადი იმისთვის რაც გაგვაჩნია. - ყოველდღე ასე ამშვიდებ საკუთარ თავს სარკეში? - შევხედე დამცინავად - მერე როგორ მოქმედებს, გშველის? საკუთარი ცოლი დაიკიდე და მეუბნები, რომ ცხოვრებამ ასე მოიტანა?! - დუჩე... - არა! მე არ მსურს ასე ცხოვრება, ამიტომ გამოგერიდე. შენ შენი არჩევანი გააკეთე, ნოვა. არჩიე გქონოდა უზრუნველი ცხოვრება და ოჯახს ზურგი აქციე, ქალს ხელი ჰკარი რომელსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდები და დავიჯერო ეს სიმდიდრე ამად გიღირს? თუ ასეა, მე და შენ აღარაფერი გვქონია სასაუბრო. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ჩვენ ვერასოდეს ვუგებდით ერთმანეთს. ეს არაა ის, რაც მე ცხოვრებისგან მინდა, მთელი ეს „ოქროს საბადო“ შენთვის დამითმია, მე ჩემი გზა მაქვს და არავის მივცემ უფლებას წინ გადამეღობოს! - ხანდახან მშურს კიდეც შენი, - ჯიბეებში ხელი ჩაიწყო და ჩაიღიმა - შენი სიტყვების გამო, ბევრჯერ გამჩენია დარტყმის სურვილი, მაგრამ ეს არც ერთხელ გამიკეთებია. გაინტერესებს რატომ? იმიტომ რომ, პატივს ვცემ ჯანსაღ ხედვას, თუნდაც სულ არ ვეთანხმებოდე მას, თუნდაც სულელურად, მიამიტურად და ბავშვურადაც ჟღერდეს ის. სულ თუ არაფერი ეს ჩემი, როგორც მშობლის, მოვალეობაა, ისედაც იშვიათად ვარ შენთვის მამა და არა ბიზნეს პარტნიორი, რომელიც გამუდმებით ტვინს გიტყნავს თავისი სისულელეებით. - თვალებში სევდა ჩაუდგა. - გეი მომენტები არ გვინდა, - თვალი ავარიდე, არ შევიმჩნიე, მაგრამ მისი სიტყვები გულზე მომხვდა. ნოვას ისევ გაეცინა. - ცდები, დუჩე, მე არ მინდა რომ ფეხქვეშ მეგებოდე. ასე ვერასოდეს ისწავლი ცხოვრებას. როცა მარტო გამოიქეცი ამ უზარმაზარ სახლში და მიმატოვე, გავბრაზდი, მაგრამ არ შეგწინააღმდეგებივარ. შეიძლება მე შენთვის ყველაფრის მოცემა შევძლო, მატერიალურად უზრუნველგყო, მაგრამ ცხოვრებას მე ვერ გასწავლი. - რაღაც ჩვენი დაშორება ასე სენტიმენტალურად არ მახსენდება, - გავხედე ირონიულად, მისი უდანაშაულო კაცის ტონი უარესად მაღიზიანებდა - ტანჯული მშობელის როლში ყოფნა შენი სტილია. უცხო რომ გისმენდეს, თვალზე ცრემლიც კი მოადგებოდა, ეს ნომრები შენს ძმაკაცებს უტარე, მე ნუ მაყრი თვალებში ნაცარს! გაცოფდი, რომ არ დაგემორჩილე, თავად გამხადე იძულებული რომ სახლიდან წამოვსულიყავი, რადგან შენთან ცხოვრება აუტანელია! გუშინდელი დღესავით მახსოვდა ჩემი სახლიდან წამოსვლის დღე. გაცეცხლებულმა ვერ აიტანა ის ფაქტი, რომ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სამართალზე ჩავაბარე და არა ბიზნესადმინისტრირებაზე, როგორც ეს მას სურდა. გაცოფდა, გადაირია, ბლომად იყვირა და იგინა. ბოლოს კი გამომიცხადა ან ფაკულტეტს შეცვლი, ან ჩემი სახელი აღარ ახსენოო. უკვე ყელში მქონდა ამოსული მისი გამოხტომები, ჰოდა მეც მეორე ვარიანტი ვარჩიე და სამუდამოდ გამოვიხურე მისი სახლის კარი. წამოსვლისას ისე მაგრად ვიჩხუბეთ, რომ ელენას ცრემლებმაც ვერ დამაკავეს შინ. სიტუაცია კი მაშინ გამწვავდა, როცა ჩემზე აკრეფილმა ელენაზე იყარა გულისჯავრი და სახეში მოწყვეტით გასცხო ხელი. მრისხანებამ გონება დამიბინდა, ჩემში მიძინებულმა ცხოველმა გამოიღვიძა და იმ საღამოს პირველად აღვმართე ხელი მამაჩემზე. დედაჩემი შუაში რომ არ ჩამდგარიყო, საკუთარი ხელით მივგუდავდი ადგილზე. ჩვენი ჩხუბი საბედისწერო აღმოჩნდა, ვიგრძენი, რომ იმ საღამოს ჩვენ ორ შორის რაღაც მნიშვნელოვანი გატყდა, დაიმსხვრა და სამუდამოდ განადგურდა, რაღაც რაც აღარასდროს დაიბრუნებდა უწინდელ სახეს. ახლა კი ჩემს წინ ისეთი სახით იდგა თითქოს, წარსულში საიმედოდ დასამარებული ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ჩემი ბრალი იყო, რომ ეგოისტმა შვილმა, ტანჯული მამა მივატოვე და უარვყავი. - შეგიძლია რაც გინდა ის აკეთო, - თავი ასწია და გვერდულად გამომხედა - მაგრამ ფრთხილად იყავი როცა დაეცემი, რადგან სწორედ ამ დროს წამოყოფს თავს უამრავი სვავი, დაუნდობლად დაგკორტნიან და ბოლოს მოგიღებენ. ეს დღე შენთვის საუკეთესო გაკვეთილი იქნება. მერე მიხვდები რომ სულელი იყავი, იდეალებს მისდევდი, ცხოვრებას ჭრელ ფერებში ხატავდი და სიყვარული მარადისობა გეგონა. თუმცა, რეალობას თვალებში რომ ჩახედავ გაიაზრებ, რომ შენი მოხუცი არც ისეთი უტვინო ყოფილა როგორც ფიქრობდი, მაშინ დაბრუნდები უკან, ჩემთან. დაგელოდები, დუჩე, შენით როდის მოხვალ აზრზე. - მე ბრძოლის არ მეშინია, არც დაცემის, არც დამტვრევის, რაც არ გკლავს გაძლიერებს. მაგრამ რომც მომკლას, სიკვდილის წინ ის ფიქრი არ შემაწუხებს, რომ ისე არ ვიცხოვრე როგორც თავად მსურდა. ნუ მელაპარაკები რაღაც დოგმებით და ნურც შენს შეცდომებს დააბრალებ ცხოვრებას, თავის მომავალს ყველა თავად ქმნის და თუ ვერ ქმნის ესეც მისი ბრალია. რაც შეეხება სვავებს, - ღიმილით მოვიცვი შავი ქურთუკი - მაგათ საფანტი უხდებათ ტრაკში, ამ დროს შიმშილიც კი ავიწყდებათ. შეგიძლია სცადო, სასიამოვნო გრძნობაა. ბენტლის გასაღებს ხელი წამოვავლე და კარისკენ წავედი. ნოვა, შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, ისევ ერთ ადგილზე იდგა და ფიქრიანი მზერა რაღაც აბსტრაქტულისთვის გაეშტერებინა. - ნოვა! - დავუძახე კართან მისულმა, თავი ასწია და ყურადღებით გამომხედა. - სხვა დროს, - კარი გამოვაღე და ბასრი მზერით გვერდულად გავხედე - თუ რომელიმე შენს ნაგაზს ზურაბთან ახლოს გაკარებულს ვნახავ, დაგიინვალიდებ! - შენთან მიჩივლა? - გაეცინა, თუმცა სახეზე გაღიზიანება დაეტყო. - მე გაგაფრთხილე, ექიმს თავი დანებე, თორემ შენს ლეკვებს კიდურების გარეშე დავტოვებ! რაც შეეხება მონტის, გონებას ნუ უწამლავ, ის არ არის შენი სათამაშო, ჩემს ხალხს შეეშვი! ბოლოჯერ შევავლე ცივი მზერა და სახლიდან წამოვედი. მანქანა დავქოქე და გაღიზიანებულმა სწრაფად მოვწყვიტე ადგილიდან. მგონი პირად რეკორდს ვამყარებდი, საავადმყოფომდე ზუსტად ათ წუთში მივედი, თან ჯარიმის გარეშე. თუმცა, ეს ბენტლის დამსახურება უფრო იყო, ისე სწრაფად და რბილად დადიოდა ვერც კი ვიაზრებდი როგორ ვაღწევდი დანიშნულების ადგილამდე. მანქანა ეზოში დავაყენე და სწრაფად შევედი შენობაში. მისი ნახვის სურვილი მკლავდა. - დუჩე! - ზურაბის ხმაზე შევჩერდი და უკან მოვიხედე - კარგია, რომ მოხვედი, შენთან დარეკვას ვაპირებდი. წამოდი, საქმე მაქვს. - რა საქმე? - ვკითხე უკმაყოფილოდ, მაინცდამაინც, ახლა გამომეკვეხა, როცა მასთან სულ რაღაც რამდენიმე სართული მაშორებდა! - აქ ვერ ვისაუბრებთ... - კარგი, წამოდი. მისმა მრავალმნიშვნელოვანმა გამომეტყველებამ წამში მომიყვანა გონს და შუბლშეკრული კაბინეტში გავყევი. - რა ხდება, ზურაბ? - ვკითხე ინტერესით, როცა აღელვებულმა კარი მიხურა. - პასუხები მოვიდა... განერვიულებული საწერ მაგიდასთან მივიდა, უჯრა გამოაღო და ფაილში გახვეული ექსპერტიზის დასკვნა ცხვირწინ დამიგდო. უცებ აზრზე ვერ მოვედი რას მეუბნებოდა, მაგრამ როგორც კი ბაიდაურის გვარს თვალი მოვკარი, მაშინვე ფურცელს ვტაცე ხელი. - მოიცა! - დასკვნა გადავიკითხე, მაგრამ აზრი ვერ გამოვიტანე, სამედიცინო ტერმინებმა გამაბრუეს - ამიხსენი აქ რა წერია. - ეს იმ ანალიზების შედეგებია, რომლებიც ჩემმა ექიმებმა მიცვალებულს აუღეს, სანამ მისი გვამის განადგურებას მოასწრებდნენ. დასკვნაში წერია, რომ „კოლიბრმა“ სახე იცვალა, ის გაცილებით სახიფათოა, ვიდრე ეს დედაშენის და შემდეგ მირიანის შემთხვევაში იყო. დედაჩემის ხსენებაზე ვენებში მრისხანებამ ცეცხლივით დამიარა და ხელები ამიკანკალდა. მაშინვე თვალწინ წარმომიდგა მისი ცარიელი, უმეტყველო თვალები და გადაფითრებული სახე. ყბაზე კუნთი დამეჭიმა და ზურაბს მკაცრად გავხედე. - რას ნიშნავს სახე იცვალა? - როგორც მაშინ გითხარი, გვამი ერთიანად გაყვითლდა. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ უკვე მკვდარი სხეული, ჯერ კიდევ ებრძოდა უცხო ინფექციას, სინამდვილეში კი უარესი მოხდა. გვამს შიგნიდან ყველა ორგანო დაეშალა, პარაზიტმა მატლები წარმოქმნა, რომლებიც მთელს ორგანიზმში ერითროციტების დახმარებით გადაადგილდებოდნენ. მათი ზომა უჯრედულ დონეზეა, შეუიარაღებელი თვალით მათ ვერ შეამჩნევ, მაგრამ თუ ინფიცირებულის სისხლს მიკროსკოპით შეხედავ ნათლად დაინახავ, როგორ მოძრაობენ პატარა თეთრი პარაზიტები, რომლებმაც ერითროციტებთან გაერთიანების შემდეგ ფერი იცვალეს და მათ დაემსგავსნენ. - მოიცა, რას ამბობ, რომ გვამის ორგანიზმში სისხლის ნაცვლად „კოლიბრი“ მოძრაობდა? ზურაბი ჩემს წინ ჩამოჯდა სავარძელში, ჭაღარა კეფა ფიქრიანად მოიქექა და შავი თვალებით შეშფოთებით გამომხედა. - ჰო, მან მთლიანად შთანთქა შინაგანი ორგანოები და სისხლიც, შედეგად კი პარაზიტებისგან გაბერილი საზიზღრობა მივიღეთ, მაგრამ ეს არაა ყველაფერი. - კიდევ რა უნდა მითხრა? - ვკითხე ზიზღით, მოსმენილისგან ისედაც გული მერეოდა. - გვამები! ისინი უნდა დაიწვას, ან როგორც ეს პირველ შემთხვევაში გააკეთეს, მჟავა უნდა დაასხა, რომ ყველაფერი განადგურდეს. - რატომ? რა მოხდება თუ ასე არ ვიზამთ? - პარაზიტები გარეთ გამოვლენ, კანი მათ შეკავებას დიდხანს ვერ შეძლებს. ისინი მაინც მოახერხებენ ქსოვილის შიგნიდან შეჭმას და გარეთ გამოაღწევენ და თუ ეს მოხდება, უბედურება დატრიალდება, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით მათ რა შეუძლიათ. ისინი ცოცხალ ორგანიზმებს ჭამენ, მაგრამ მათი სრული შესაძებლობების შესახებ წარმოდგენაც არ გვაქვს. როგორც ჩანს, არც მწარმოებელს. სწორედ ამიტომ გაანადგურეს გვამი მჟავით, მათ იქამდე მოკლეს ინფექცია სანამ ის გაიშლებოდა. - ნაადრევად არ სურთ გამოაშკარავება, - სკამზე ჩამოვჯექი და შუბლი ნერვიულად მოვისრისე - ეს აღარ არის ნარკოტიკი, ამის მნიშვნელობას დიდი ხანია გასცდნენ, რის მიღწევას ცდილობენ მაინც ვერ ვხვდები. - ბიოლოგიური იარაღის შექმნის გარდა სხვა იდეა თავში არ მომდის, რაც არ უნდა იყოს სახიფათოა. განსაკუთრებით მისი მოქმედების პროცესი. - რას გულისხმობ? - პირველ პაციენტებს სრულიად სხვაგვარი სიმპტომები აღენიშნებოდათ და აქვე გასათვალისწინებელია საწამლავის მოქმედების დროის ინტერვალი. აქამდე ის საათს არ გასცდენია, მაგრამ ეს ბევრად უარესია. - ანუ? - თეთრი ხალათი შეისწორა და შუბლი ნერვიულად მოისრისა. - ბაიდაურის სხეულში ის ერთი კვირის განმავლობაში ცხოვრობდა. - რას მეუბნები, ეგ როგორ? - არ ვიცი საწამლავი როგორ შეჰყავთ ორგანიზმში, მაგრამ ის ჯერ ადაპტაციას გადის, ადამიანის ორგანიზმს ერგება. ზოგადად, როცა ორგანიზმში რაიმე უცხო სხეული ჩნდება ის მას ებრძვის. გვერდითი მოვლენები შეიძლება ბევრი იყოს, სიცხე, ოფლიანობა, თავის ტკივილი, გულის რევა, მაგრამ „კოლიბრი“ ასე არ მოქმედებს. მწარმოებელმა იმდენად მიამსგავსა შხამი ადამიანის უჯრედულ აგებულებას, რომ ორგანიზმი ვერც ხვდებდა, რომ მასში პარაზიტმა შემოაღწია, ამიტომ თავდაპირველი ნიშნები არ ჩანს, არც სიგიჟე, არც ჰალუცინაციები, არც სიყვითლე, არაფერი. - და ეს ნიშნები როდის ჩნდება? როცა პარაზიტი მოქმედებაზე გადადის? - გავხედე წარბშეკრულმა. - ჰო, როცა იმდენად მოძლიერდება, რომ კონტროლის აღება შეუძლია, შეტევაზე გადადის. პირველ რიგში ტვინამდე აღწევს, ეს იწვევს სიგიჟეს, ჰალუცინაციებს, ამ დროს ადამიანი ისეთ რამეებს ხედავს რაც მას აგიჟებს. ვგულისხმობ ფობიას, ანუ ადამიანს ყველაზე მეტად რისიც ეშინია, სწორედ მას ხედავს შხამის მოქმედების დროს. შედეგად კი ის აკეთებს იმას, რაც საბოლოოდ სიკვდილამდე მიიყვანს. მირიანი, რომ გამოეკეტათ ის ალბათ დღესაც ცოცხალი იქნებოდა, როგორც ეს ელენას შემთხვევაში გავაკეთეთ, მაგრამ სამწუხაროდ მირიანი ისეთ დროს მოწამლეს, რომ მისი დახმარება ვერავინ შეძლო. - კარგი, - თვალები მოვისრისე და წამოვდექი - შენი ლაბორანტები გააფრთხილე, რომ არავისთან სიტყვა არ დასცდეთ, განსაკუთრებით ჩემიანებთან. არცერთი აქციონერის ყურამდე არ უნდა მივიდეს ამბავი, რომ ჩვენ რამეს ვიკვლევთ. პირში წყალი ჩაიგუბე და ჩუმად იყავი, არ მინდა ის ახვარი წინასწარ დავაფრთხო. თუ რამეს შეიტყობ გამაგებინე. - კარგი. - ინექციაზე ახალი არაფერია? - ვკითხე იმედით. ზურაბმა სევდიანად ამომხედა და თავი ნელა გააქნია. - მირიანის ჩანაწერებში სრულყოფილი ინფორმაცია არ იყო, ჩვენ მხოლოდ ფორმულის ნაწილი ვიცით დუჩე. ალალბედზე ვამზადებ სინჯებს, ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. ფორმულის მეორე ნაწილი მჭირდება, თუ მის მოპოვებას მოახერხებ ანტიდოტის დამზადებას შევძლებ. არ ვიცი რამდენად იმოქმედებს და ელენას ცნობიერებას თუ დაუბრუნებს, მაგრამ დრო გვეწურება, თუ ინფექციამ მისი ტვინი საბოლოოდ გაანადგურა, მე ვეღარაფრით დავეხმარები. - ფორმულის ნაწილს ვიპოვი, სულ რომ იმ წყეული კომპანიის ბოლომდე გადაწვა დამჭირდეს, მას მაინც მივაგნებ. Черный список-ი! მჭირდება ის , ის ერთადერთია ვისაც მეორე ნაწილის მოცემა შეუძლია. - დარწმუნებული ხარ, რომ ისიც ამ საქმეშია გარეული? მეეჭვება, დუჩე. ეს მისი ინტერესის სფერო არ არის, რაში სჭირდება „ჭორიკანა“ კერძო დეტექტივს ამ ბინძურ ამბავში გარევა? - როცა მირიანი მოკლეს, მისი ოფისიდან ფაილები და დოკუმენტები გამოიტანეს, სწორედ მაშინ მოვკარი თვალი ჩანაწერებს, რამაც დამაეჭვეს. ყუთი საწყობში გადაიტანეს. მისი გაჩხრეკვა მოვახერხე და იქ აუდიო ჩანაწერები ვიპოვე, სადაც მირიანი და Черный список-ი „კოლიბრზე“ საუბრობდნენ. ისინი პარტნიორები იყვნენ, მირიანი მკვდარია ამიტომ იმ ნაბიჭვარს ვერ მოვთხოვ პასუხს, სამაგიეროდ ის ახვარი ცოცხალია და როცა მივწვდები ყველაფერს დავაფქვევინებ. ამჯერად ხელი აღარ ამიკანკალდება და შუბლში ტყვიასაც დავახლი, თუ დამჭირდა. დედაჩემის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია, ნებისმიერს გადავუვლი მის გადასარჩენად! - დაჯერება მიჭირს, რომ ამ ყველაფრის უკან ის დეტექტივი დგას, რაღაც უაზრობაა. - მარტო ის ვერ იქნება ამ ყველაფრის ორგანიზატორი, ეჭვი მაქვს, რომ ჩემი კომპანიიდან ვიღაც გარეულია ამ საქმეში. ეს მარტო მირიანის ავანწიურა ვერ იქნებოდა, ის ზედმეტად მხდალი იყო, ვერ გაბედავდა დედაჩემის მოწამვლას. მე ვერ დავიჯერებ რომ Черный список-ის ნიღაბს უკან, რომელიმე აქციონერია ამოფარებული, მართალია ბნელოდა, მაგრამ მაინც გავარჩიე, საშუალო სიმაღლის სუსტი ტიპია. აღნაგობა არაფრით არ ჯდება იმ ეჭვმიტანილებთან, რომლებიც მონიშნული მყავს. Черный список-ს ვიღაც ეხმარება კომპანიიდან და ამას აუცილებლად გავარკვევ! - კარგი, რამე სიახლე თუ იქნება შეგატყობინებ. - სავარძლიდან წამოდგა და ნელა მომიახლოვდა. - სია როგორ არის? - კარგად. - გამიღიმა და გვერდულად გამომხედა - ხვალ უკვე გაწერას ვაპირებ, კარგი გოგოა, ბევრი საერთო გაქვთ, ისიც ხიფათიანი ჩანს. გამეცინა, ზურაბს მეგობრულად დავკარი ხელი მხარზე და კაბინეტიდან გამოვედი. მაშინვე კიბეებზე ავირბინე და მეოთხე სართულის დერეფანს გავუყევი. დაცვის წევრები უხერხულად იშმუშნებოდნენ, როგორც კი დამინახეს ერთმანეთს გადახედეს, მათი მზერა არ მომეწონა. - რა მოხდა? - ნუ გაგვიბრაზდები, ჩვენი ბრალი არაა, გოგომ მოითხოვა მისი შეშვება. - რას ნიშნავს შეშვება მოითხოვა? ვინაა პალატაში?! - ისევ წამომიარა სიბრაზემ. - მამამისი. - კართან მიტანილი ხელი ჰაერში გამიშეშდა. მამამისი? კი მაგრამ, საიდან გაიგო მისი დაშავების ამბავი? სისი და სანდრო არავის არაფერს ეტყოდნენ. ახალმა სიურპრიზმა გამაღიზიანა, კარგად მახსოვდა ჩვენი ბოლო შეხვედრა, ეს კაცი გაურკვეველ ზიზღს იწვევდა ჩემში. არც სიას სახე დამვიწყებია, მაშინ დარბაზში, იმედგაცრუებული და თვალებაწყლიანებული უყურებდა მამამისს. იმ მომენტში კიდევ ერთხელ ვიგრძენი მასთან უცნაური სიახლოვე, ალბათ იმიტომ, რომ ეს მზერა ჩემთვის მეტისმეტად ნაცნობი და ახლობელი იყო. - შეგიძლიათ შესვენებაზე გახვიდეთ. - გადავულაპარაკე ბიჭებს. თავი დამიქნიეს და მაშინვე გამეცალნენ. ხელის შეშლა არ მინდოდა, მაგრამ არც წასვლას ვაპირებდი. სკამზე ჩამოვჯექი და სახე ხელებში ჩავრგე. გადავწყვიტე პროკურორის გამოსვლას დავლოდებოდი, როცა უცებ ყვირილის ხმა მომესმა. მაშინვე წამოვიჭერი ფეხზე და კარს ვესცი, მაგრამ სანამ შევაღებდი ჩემდაუნებურად მათი ლაპარაკი შემომესმა, პროკურორი კართან ახლოს იდგა და მისი სიტყვები გარკვევით გავიგონე : - მითხარი, რატომ ამოეფარე Черный список-ის ნიღაბს? რატომ აკეთებდი ამ ყველაფერს? - ახლა ვიაზრებ რომ ქვეცნობიერად მე ისევ ჩემს ოჯახს ვებრძოდი. ახლა ვხვდები რომ ეს სისულელე იყო... სახელურს ცივად ვუშვი ხელი და უკან დავიხიე. პროკურორის სიტყვები შხამივით ჩამეღვარა ორგანიზმში, სისხლს შეერია და მთელი არსება მომიწამლა. ჩემს გონებას მოსმენილის აღქმა აშკარად გაუჭირდა. შეუძლებელია, ეს აფსურდია... თითქოს ქვეცნობიერი საპირისპიროს მიმტკიცებდა, გონებაში მაშინვე წამომიტივტივა აშკარა ფაქტები, რომელიც ჩემთვის აქამდე ამოუცნობი და იდუმალი იყო... სიას დალურჯებული ტანი, მისი ნათითურები მკლავებზე, პანიკური შიში მის თვალებში, როდესაც რამეს ვეკითხებოდი ამ თემასთან დაკავშირებით. ...ის ღამე როდესაც Черный список-ს მირიანის სახლში შევხვდი, მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია იმდენად ვიყავი გაცოფებული, მაგრამ ახლა... ვაზის ნამტვრევი მესროლა, თან მუცელში, შეეძლო იარაღი ესროლა, ან სახეში რამე ეთხლიშა, მაგრამ მხოლოდ ჩემგან თავის დაძვრენას ცდილობდა. ხმას არ იღებდა, არცერთი ჩემი კითხვისთვის არ გაუცია პასუხი, მხოლოდ თვალებს აცეცებდა გასაქცევად, როგორ ვერ ვიცანი?!... - არა, არა, არა! უკან-უკან დავიხიე, ამის დაჯერება არ შემეძლო, ამას ვერ დავიჯერებდი. უკან გამოვბრუნდი და წამოვედი. იქ გაჩერება არ შემეძლო, ახლა ჩემი მის გვერდით ყოფნა სახიფათო იყო, მას რაც შეიძლებოდა შორს უნდა გავცლოდი. შორს, სანამ რამე სისულელეს ჩავიდენდი... საავადმყოფოდან ტყვიასავით გამოვვარდი, საჭეს მივუჯექი და მანქანა ადგილიდან მთელი სისწრაფით მოვწყვიტე. სპიდომეტრზე ისარი შეშლილივით ათამაშდა. აღგზნებული გონება გაჩუმებას არ აპირებდა... დავინახე როგორ ეძგერა ფანჯარას და როგორ გადახტა მეორე სართულიდან... შეიძლებოდა მომკვდარიყო, მაგრამ სიკვდილი ერჩია... ნიღბის ჩამოხსნას სიკვდილი არჩია, მიცნო და შეეშინდა. იარაღს ვუმიზნებდი, შეიძლებოდა მესროლა... შეიძლებოდა ჩემი ხელით მომეკლა ის ვისაც სიცოცხლესაც ისე მივცემდი არც დავფიქრდებოდი. არ ვიცი იმ ღამეს რა ძალამ შემაკავა, რომ ჩახმახს თითი არ გამოვკარი. - შენი დედაც!!! გაცეცხლებულმა მთელი ძალით დავაჭირე ფეხი ტორმუზის პედალს, კინაღამ ძაღლი გავიტანე. მანქანა საბურავების წივილით მოსრიალდა ასფალტზე და მოწყვეტით შეჩერდა ჯებირთან, შეშინებული ცხოველი წკმუტუნით გამეცალა. - შეუძლებელია, ეს სისულელეა, ოღონდ სია არა, ოღონდ სია არა!!! გამძვინვარებულმა მთელი ძალით დავსცხე მუშტი საჭეს და კინაღამ ნაფშვენებად ვაქციე. მანქანიდან გადმოვედი და კარი მივაჯახუნე. ვერც შევამჩნიე, ქალაქიდან ისე გამოვსულვარ და ახლა სადღაც გზატკეცილზე ჩემში აშლილ ბინძურ აზრებს მონდომებით ვებრძოდი. სახე ხელებში ჩავრგე, მისი ხატება გონებიდან არ მეშლებოდა. მისი პატარა სახე, სიხარულისგან ანთებული თვალები, ღიმილი, კოცნა... მუხლი მომეკვეთა, ჩავიკეცე და მანქანას ბეჭებით მივეყრდენი. პირში სისხლის გემო ვიგრძენი, ვერ ვიჯერებდი, რომ ეს სიმართლე იყო, ვერ ვიჯერებდი, რომ ის სუსტი არსება, რომელიც ჩემს მკლავებში ასე უსუსურად გამოიყურებოდა სინამდვილეში ის იყო ვისაც მოსაკლავად დავეძებდი... სული შემეხუთა, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს ფილტვები ერთმანეთს მიმიწებეს. ასე ჯდომა აღარ შემეძლო. გაჭირვებით წამოვდექი, მანქანის კარი გამოვაღე, საჭეს მივუჯექი და არანორმალური სისწრაფით წავედი პანსიონისკენ. მთელი ძალით ვცდილობდი ავი აზრები მეკონტროლებინა, მაგრამ ჩემს ტვინს ისე დასეოდნენ, როგორც აქოთებული მატლები ბინძურ ლეშს. ზუსტად ნახევარ საათში მანქანა მოწყვეტით შევაჩერე მომცრო ორსართულიანი სახლის წინ და ზიზღით შევხედე საძულველ შენობას. ხანდახან ველური სურვილი მეუფლებოდა, მისთვის მთელი ბოცა ბენზინი მიმესხა და ყველაფერი ცეცხლის ალში გამეხვია. კრიჭაშეკრული მანქანიდან გადმოვედი. - დუჩე! - მომესმა ძახილი. ამღვრეული მზერა სახლის პარმაღისკენ გამექცა. თეთრ ხალათში გამოწყობილი სოფია გარეთ გამოსულიყო და დაღვრემილი მომჩერებოდა. არ ვიცი ჩემს სახეზე რა დაინახა, მაგრამ როცა მივუახლოვდი დამფრთხალმა უკან დაიხია. - ღვიძავს? - ჰო, ორი დღეა არ სძინებია, ვერ ისვენებს, სულ ბორგავს... დუჩე, რა დაგემართა? - არავინ შემოვიდეს, როგორც არ უნდა გამწვავდეს სიტუაცია! არც ერთი არ გნახოთ ახლოს გაკარებული! მისთვის აღარ შემიხედავს, სახლში შევედი და მეორე სართულს ავუყევი. ვგრძნობდი ხელები როგორ მიკანკალებდა, გაღიზიანებულმა დავმუშტე და ჯიბეებში ჩავიყე. ზემოთ ავედი და თეთრ კარს ველური შიშით მივუხლოვდი. ყოველთვის, როცა ამ წყეულ სახელურს ხელს ვკიდებდი და კარს ვაღებდი, ერთი სიცოცხლე მაკლდებოდა. კარს უკნიდან ჩუმი კვნესა და გოდება შემომესმა. ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მუშტით შევიმშრალე და ნერვებდაჭიმულმა კარი შევაღე. საწოლზე იჯდა. გრძელი წაბლისფერი თმა ერთიანად აბურდვოდა და ასწეწოდა, თეთრ საღამურში გამოწყობილი წყნარად იჯდა ლოგინზე და არაფრისმთქმელი მზერა ჰორიზონტისთვის გაეშტერებინა, რაღაცას ჩუმად ბუტბუტებდა და წინ და უკან ირწეოდა. თავს ძალა დავატანე, კარი მივხურე და შიგნიდან გადავკეტე. ხმაურზე დაფრთხა, გაველურებული მზერა მომაპყრო და შეშინებული კუთხეში მიიყუჟა. შევყურებდი ამ უფერულ ქალს და მას ვერაფრით ვამსგავსებდი დედას, ჩემს საყვარელ დედას, რომლის სილამაზეც მუდამ თვალს მჭრიდა. მიყვარდა როცა ლამაზად იცვამდა, გამოიპრანჭებოდა და კეკლუცად ტრიალებდა ჩემს წინ, შემაფასე როგორ გამოვიყურებიო. მე კი მუდამ მეღიმებოდა და როგორც ჯენტლმენი, კომპლიმენტებს არ ვიშურებდი მისთვის. ყველაზე მომხიბვლელი კი მაშინ იყო, როდესაც უკრავდა. თხელი თლილი თითებით ნაზად ეხებოდა როიალის კლავიშებს. ასეთ დროს გონებაში აგზნებული ფიქრები მეშლებოდა, მინდოდა ცხოვრებაში ისეთი გოგო მეპოვა, რომელიც მას ემსგავსებოდა, გოგონა, რომელიც მასავით ნაზი და სათუთი იქნებოდა... ახლა კი ამ ქალისგან აღარაფერი დარჩენილიყო. ამ მოჩვენებას დედაჩემთან საერთო არაფერი ჰქონდა. მუდამ გადატკეცილი თეთრი სახის კანი ახლა ერთიანად დანაოჭებოდა, თვალის უპეები ჩაშავებოდა და ჩასცვენოდა. სქელ ტუჩებს წითელის ნაცვლად, ლურჯი ფერი მიეღოთ, ჭრელი თვალები კი ავადმყოფურად უელავდა. მზერა კი... ეს მკვდარი მზერა გულმუცელს მიწვავდა. მისი თვალები მე მიყურებდნენ, მაგრამ ვერ მხედავდნენ. ჩამქრალი მზერით სადღაც ჩემს მიღმა იყურებოდა, გონებაარეული ბნელ ბურუსში მკვდარი სულივით დაეხეტებოდა, სადაც ამოუცნობ ლანდებს ხედავდა და ეს სიკვდილამდე აშინებდა. - დედა... - ფრთხილად გადავდგი მისკენ ნაბიჯი. - არა, არა, წაეთრიე! - წაისისინა სახეშეშლილმა. თვალები არაბუნებრივად გაუფართოვდა და შეშინებული ლოგინის კუთხეში მიხოხდა - გაეთრიე, წყეულო, ავსულო, ბინძურო! მომშორდი, არ მომეაკრო! - დედა, მე ვარ... - სახეზე ხელი მოვისვი და საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი. იმ წამს მე უფრო მეშინოდა მისი ვიდრე მას ჩემი - დედა, დუჩე ვარ... - ეშმაკო, უწმინდურო! შენ ჩემი შვილი არ ხარ, გაეთრიე, ჩემი შვილი, ჩემი ბიჭი... - აკანკალებული ატირდა და გიჟივით მოჰყვა თავის ქიცინს - ჩემი ბიჭი მინდა! დაუძახეთ, მას დაუძახეთ... ჩემი შვილი, ის მიშველის... ის, ის ყველაზე კარგია. ჩემი მოტყუება გინდა, ეშმაკო! შენ არ ხარ ის... ჩემი დუჩე... არა, არა, არ მომეკარო! აკივლდა გაველურებული, მაგრამ ყურადღებას აღარ ვაქევდი. მაჯაში ვტაცე ხელი და ძალით მოვიზიდე ჩემკენ. მკლავებში მოვიმწყვდიე და მკერდზე ძლიერად მივიკარი. - მე ვარ, დედა, ნუ ფართხალებ, დუჩე ვარ... - გამიშვი, გამიშვი, თორემ თვალებს დაგთხრი! ჩემს შვილს ვეტყვი... ნაფლეთებად გაქცევს, მოგკლავს! ხელი მიშვი, ეშმაკის ნაშიერო!!! გაავებული მკლავებში ამიფართხალდა და კივილით სცადა სახის ჩამოხოკვა. გამწარებულმა ძლიერად მოვუჭირე ხელები, რომ ჯაჯგური შეეწვიტა. დაველოდე, როდის დაიღლებოდა და ძალაგამოცლილი როდის მომესვენებოდა მკერდზე. მუდამ ასე აკეთებდა, როცა კივილისგან იღლებოდა, ფართხალს წყვეტდა, თავს გულზე მადებდა და ტირილს იწყებდა. მეძახდა, მთელი გულით მეძახდა, რომ მივსულიყავი და ამ „ეშმაკისგან“ მეხსნა, ვერ ვაჯერებდი რომ მის გვერდით ვიყავი, რომ მე ვიკრავდი გულში და არა დემონი, როგორადაც ალბათ აღმიქვავდა... შევამჩნიე, რომ მასთან ბრძოლაში კონტროლი დავკარგე, ზედმეტად ძლიერად ვუჭერდი ხელებს და მაჯები ჩავულურჯე. გულმა მტკივნეულად გამკრა და აკანკალებულმა ჩაბღუჯული ხელები ოდნავ შევუშვი. ის კი მაინც განაგრძობდა ბრძოლას, ცდილობდა მომწვდომოდა, დავეკბინე, დავეკაწრე, ოღონდ ხელები მომეშორებინა. - დედა, - ცალი ხელით ძლიერად გავაკავე, მეორე ხელი კი ნაზად გადავუსვი თავზე - შენთან ვარ, დედა. წამალს ვიპოვი, პირობას გაძლევ რომ ვიპოვი! შენ ისევ გაიღიმებ, ისევ ჩაიცმევ შენს საყვარელ ბრინჯაოსფერ კაბას, ისევ დადგები ჩემს წინ და ისევ მთხოვ შემაფასეო, პირობას გაძლევ. დუჩე აქ არის, შენთან არის, ვერ მხედავ, ვერ მგრძნობ, მაგრამ შენთან ვარ, მიყვარხარ, დედა. მთელი ძალით მივიკარი მკერდზე და შუბლზე ნაზად ვაკოცე. მიძალიანდებოდა, ფართხალებდა, კრუსუნებდა და თავს ზიზღით სწევდა რომ არ მივკარებოდი. სიძულვილით სავსე თვალებით მომჩერებოდა და ჩემს თავიდან მოშორებას ცდილობდა. - სიკვდილი მინდა... გთხოვ, ნუღარ მტანჯავ... მომკალი, მეტი აღარ შემიძლია, შენი ყურება აღარ შემიძლია, მეზიზღები, მძულხარ, მომკალი. თუ გინდა დაგიჩოქებ, ოღონდ მომკალი... სიმწრისგან კბილები გავაღრჭიალე, ყელში მოწოლილი ღრიალი გაჭირვებით შევიკავე და... გავიღიმე, თვალზე ცრემლი ჩამომიგორდა. - შენ ისევ გაიღიმებ... გპირდები... **** სამზარეულოში თავჩახრილი ვიჯექი და სოფიას გაკეთებულ პიტნის ჩაის, მზერაგაყინული მივჩერებოდი. გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა, ვიცოდი რომ ამას ვერსად გავექცეოდი... და ალბათ, ცხოვრებაში პირველად მომინდა გაქცევა. - დუჩე, - სოფია გვერდით მომიჯდა და შეშფოთებულმა სახე მომითვალიერა - რა დაგემართა? შენს თავს არ ჰგავხარ. პასუხი არ გამიცია, თავი ავწიე და უმეტყველო მზერა მის ფერდაკარგულ სახეს გავუშტერე. ზოგადად, ადამიანების აღქმა ყოველთვის მიჭირდა. თუ პიროვნება არ დამაინტერესდებოდა მის სახეს ვერასოდეს ვიმახსოვრებდი, მხოლოდ მის აგებულებას ვხედავდი, მეტს არაფერს. სოფია კი შევამჩნიე... წაბლისფერი თმა პატარა ნაწნავად შეეკრა კეფაზე, მრგვალი თეთრი სახე და პატარა მოყავისფრო ტუჩები ჰქონდა, გრძელი წამწამების ქვემოდან, შავი თვალებით ინტერესით მათვალიერებდა. ჩემზე არც ისე დიდი იყო, ხუთი ან ოთხი წლით ალბათ. ფსიქიატრად მუშაობდა. როცა ელენა ცუდად გახდა, ნოვამ მის პირად მომვლელად დაიქირავა. კარგი გოგონა იყო, არ ჰგავდა იმ უემოციო თეთრხალათიანებს, რომლებსაც ერთფეროვანი სიტუაციების გადამკიდე გრძნობები გაყინული ჰქონდათ. - ელენას ღამით როგორ სძინავს? - ვკითხე ხმადაბლა. - ხანდახან მშვიდად, ხანდახან კი... ხომ ხვდები. - სახე მოეღუშა და თვალი ამარიდა. - მეზობლებს ხომ არ აწუხებს? არ მინდა ვინმემ რამე გაიგოს. - არა, - თავი გააქნია და გამიღიმა - ნუ ნერვიულობ, ექთნები გაფრთხილებულები მყავს, რომ კრინტი არავისთან დაძრან. ელენა კი არც ისეთი ხმაურიანია, რომ მეზობლები შეაწუხოს. - კარგი. - თვალი ავარიდე და ფანჯარაში გავიხედე. ისევ თოვდა. ფიფქები ფარფატით ეცემოდნენ მიწაზე და მაშინვე კვდებოდნენ. სულში ბნელეთს დაესადგურებინა, მათ დანახვაზე ახლა, გულში სითბოს ნაცვლად, სიცივე მივლიდა. - დუჩე, - სკამი ახლოს მოსწია და გვერდით მომიჯდა - რატომ ხარ ასე? ვიცი, რომ მუდამ განიცდი, როცა მას ასეთს ხედავ, მაგრამ დღეს სულ სხვანაირი ხარ. - როგორი? თავი მოვაბრუნე და ყურადღებით ჩავაკვირდი შავ თვალებში. დარცხვენილს ლოყები შეეფაკლა, მუდამ ასე ემართებოდა როცა ვუყურებდი. - უემოციო და ცარიელი. - მიპასუხა მორიდებით და აწითლებულმა თვალი ძლივს გამისწორა - მოხდა რამე? - შენ დედაჩემის ფსიქიატრი ხარ, ჩემი კი არა. - გამეცინა. - ყოველთვის ასე აკეთებ, - თვალი ამარიდა და ჩაის ფინჯანს თხელი, უფერული თითებით მიეკრო - მუდამ თავს არიდებ კითხვებს, არასდროს ხარ გულწრფელი და გამუდმებით ხალხის მოშორებას ცდილობ, ყველაფერი კი პირიქით ხდება. - პირიქით? - ჰო, ხალხის მოშორებას ცდილობ, მაგრამ არ გამოგდის, პირიქით, მათ იზიდავ, ზედმეტად ახლოს იზიდავ და როცა საბოლოოდ შენი გავლენის ქვეშ მოამწყვდევ, გულს ტკენ. ასეთი ხარ. მისმა სიტყვებმა საკუთარი თავი გამახსენეს, არა როგორც მონადირის როლში, არა - ამჯერად მსხვერპლი თავად ვიყავი. გამეცინა და სოფიასკენ გადავიხარე, კიდევ უფრო დაიბნა, ლოყები ერთიანად აუწითლდა და ოდნავ უკან გაჩოჩდა. - შენ როდის გატკინე გული, სოფია? უარესად აილეწა, ხელები აუკანკალდა. დაბნეულმა თითები ერთმანეთს გადააჭდო და სკამის საზურგეს მიეყრდნო, დამშვიდებას ცდილობდა, მისი ყურება მართობდა. - მე საკუთარი თავი არ მიგულისხმია, - როგორც იქნა, ხმა ამოიღო, თვალის გასწორება უჭირდა. - მაპატიე, გული რომ გატკინე, - თითი ნიკაპქვეშ ამოვდე და თავი ავაწევინე, თვალები აწყლიანებოდა - სხვა დროს ასეთი სულელი ნუ იქნები. ნუ ეცდები ცარიელი და უემოციო ადამიანების გამოსწორებას, ნუ ეცდები მათი სიცარიელის შევსებას, რადგან იმედგაცრუებული დარჩები. ჩემნაირებს შენნაირი ადამიანები არ სჭირდებათ, ნუ დახარჯავ შენს სიკეთეს უაზროდ, ასე მას ფასი ეკარგება. თვალზე ჩამოგორებული ცრემლი ღიმილით მოვწმინდე და წამოვდექი. არ შემოუხედავს, არც არაფერი უთქვამს, არც იყო საჭირო. - დედაჩემს მიხედე... ჯიბეებში ხელები ჩავიწყე და სახლიდან წამოვედი. გარეთ გამოსულს ახურებულ სახეზე ცივი ფიფქების შეხება მესიამოვნა. ბოლოჯერ ავხედე პანსიონს და ჩემს პერსონალურ ჯოჯოხეთს ზურგი ვაქციე, მანქანაში ჩავჯექი და ნელა გავაგორე გზატკეცილზე. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ყველაფერი კარგად გამერკვია. მისთვის თვალებში უნდა ჩამეხედა, ჩემთვის ყველაფერი უნდა აეხსნა, მხოლოდ ასე მივიღებდი გადაწყვეტილებას. გულის სიღრმეში ჯერ კიდევ მჯეროდა, რომ რაღაც არასწორად გავიგე, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. სია ვერ იქნებოდა ამ ყველაფრის მონაწილე, ის ვერ იქნებოდა Черный список-ი! უკვე თბილისს ვუახლოვდებოდი, როცა ჯიბეში ტელეფონი ამიზუზუნდა. ეკრანს დავხედე და როცა ზურაბის ნომერს თვალი მოვკარი გამიკვირდა. - გისმენ, ზურაბ. - დუჩე, სად ხარ? - მკითხა შეშფოთებულმა. - საავადმყოფოში მოვდივარ, რა მოხდა? - ის გოგონა, სია... გაიქცა! - დამუხრუჭება ძლივს მოვასწარი, კინაღამ წინ მავალ მანქანას შევასკდი. - რას ნიშნავს გაიქცა?! - საკუთარი ხმა არ მეცნო. - გასასინჯად შევედი, ვუთხარი ხვალ შენს გაწერას ვაპირებ-მეთქი, მერე მკითხა დუჩე, ხომ არ გამოჩენილაო, ვუპასუხე შენს სანახავად წამოვიდა-მეთქი და ფერი დაეკარგა. მაშინ ვერ მივხვდი რატომ მკითხა მცველებზე ისევ მანდ არიან თუ არაო. დუჩე, მაპატიე, გაუფრთხილებლად მოვიქეცი მარტო რომ დავტოვე. რას ვიფიქრებდი, რომ გაიქცეოდა. დუჩე, გესმის ჩემი?... გაქვავებულს ხელი ამიკანკალდა, ზურაბს აღარ ვუსმენდი. თვალი ერთი წერტილისთვის გამეშტერებინა და ყელში მოწოლილი, იმედგაცრუების მწარე, შხამის უკან ჩაბრუნებას ვცდილობდი. ტელეფონი სავარძელზე მივაგდე და გაზის პედალს მთელი ძალით დავაჭირე ფეხი. ბენტლი საბურავების წივილით მოსწყდა ადგილიდან. კრიჭაშეკრულს ყბაზე კუნთი სახიფათოდ მითამაშებდა. გამექცა... მიხვდა, რომ ყველაფერი გავიგონე და გაიქცა. ეს კი მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებდა, მთელი ის ბინძური ეჭვები, რომლებიც გონებაში მოწამლული ისრებივით მერჭობოდნენ - სიმართლე იყო! - ეს არ უნდა გექნა, ეს არ უნდა გექნა, სია... წავისისინე გაბოროტებულმა და გაზს კიდევ უფრო მოვუმატე. ზუსტად ერთ საათში გამხეცებული მანქანა სანდროს კორპუსთან მოწყვეტით შევაჩერე და გადმოვედი. სადარბაზოში შევედი და მესამე სართულზე ავირბინე. ის იყო კარი წიხლით უნდა შემენგრია, რომ სახელური გადატრიალდა და ზღურბლზე თმაშევერცხლილი მოხუცი გამოჩნდა. ნაქსოვ შალში გახვეულს მოკლედ შეჭრილი ვერცხლისფერი თმა უწესრიგოდ ასწეწოდა და შარდის სუნად ყარდა. ზიზღისგან ცხვირი შევჭმუხნე. - უჰ... - შეშინებულმა მოხუცმა გულზე ხელი იტაცა და უკმაყოფილოდ ამომხედა - როგორ შემაშინეთ, ვინ გნებავთ? - სად არის ის ბიჭი აქ რომ ცხოვრობს? - ვკითხე ცივად. - რომელი ბიჭი? - მკითხა შუბლშეკრულმა და ნაქსოვი შალი მჭიდროდ შემოიხვია მხრებზე. ნერვებმოშლილი კინაღამ საკინძეში ვწვდი დედაბერს. - სათვალიანი, მაღალი ბიჭი, ამ სახლში ცხოვრობს, სად არის? - არავითარ ბიჭს არ ვიცნობ. აქ არავინ ცხოვრობს, ერთი დაობებული და ჩამპალი ბინაა, ამას ას ლარშიც კი ვერ გავაქირავებ. ჰაჰ, ბიჭიო! - შემიბღვირა უკმაყოფილოდ და სახლიდან გამოვიდა - ბარემ აქ ხარ და შენ ხომ არ გინდა საცხოვრებელი? იაფად მოგაქირავებ. შემომხედა ცბიერად და ჩაყვითლებული კბილები გამოაჩინა. წამით თვალებში ჩავაცქერდი. არ ტყუოდა, მართალია გახრწნილი და გაიძვერა ბებრუხანა ჩანდა, მაგრამ ტყუილით ნამდვილად არ მატყუებდა. - შემიშვი, ბინას დავათვალიერებ. - კი ბატონო, მობრძანდი, - შეფუცხუნდა გახარებული და კარი გამიღო - შედი, ყველაფერი დაათვალიერე. ავეჯი თუ არ მოგწონს შეგიძლია გადაყარო და შენი მოიტანო, მე პრეტენზია არ მაქვს. რაშიც გინდა იმაში გამოიყენე, ოღონდ ნარკოტიკებს ნუ მომიზიდავ, პოლიციასთან ისედაც უთანხმოება მაქვს. ბევრი საეჭვო მდგმური უნახავს ამ ბებერ კედლებს... აღარ ვუსმენდი, სახლში შევედი და იქაურობა თვალებით მოვჩხრიკე. არანაირი ნიშანწყალი არ იყო, იმისა, რომ აქამდე აქ ვინმე ცხოვრობდა. ძირგავარდნილი დივანისკენ მზერა გამექცა და გონებამ მაშინვე ამომიტივტივა იმ ბნელი ღამის მოგონება, ერთიანად სახედასიხლიანებული სია სიცხიანი და მისუსტებული ამ ძველმანებში ესვენა. ყბაზე კუნთი დამეჭიმა და კბილების ღრჭიალით გამოვბრუნდი ისე, რომ უკან აღარც მიმიხედავს. მოხუცი ჩუსტების ფრატუნით დამედევნა უკან. - ასე მალე რატომ გაიქეცი? შეგვიძლია ფასზე მოვილაპარაკოთ... აღარ ვუსმენდი, კიბეები სწრაფად ჩავირბინე და სადარბაზოდან გამოვედი. მძიმედ ვსუნთქავდი, ტელეფონი ამოვიღე და სისისთან გადავრეკე. ზარი გადიოდა, მაგრამ არავინ მპასუხობდა. ერთი ათჯერ მაინც გადავრეკე, მაგრამ უშედეგოდ. გაცეცხლებულმა ღრიალით დავახეთქე ტელეფონი გაყინულ ასფალტს და ნამსხვრევებად ვაქციე. - ვერ გადამირჩები, მაინც გიპოვი! გიპოვი და... რისხვისგან აცრემლებულმა ბოლოჯერ შევავლე ბოროტი მზერა გაუბედურებულ კორპუსს, შემდეგ კი ზურგი ვაქციე და მანქანას მივაშურე. თავი მესამე ყოველთვის ღიმილს მგვრიდა ისეთი ტიპების ყურება, რომლებიც გოგოს გამო ბარებში გონების დაკარგვამდე ტყვრებოდნენ. ვისკის ჭიქას წინ დაიდგამდნენ, სიგარეტს გაუკიდებდნენ და სევდიან ფიქრებში ჩაძირულები ჭიქას ჭიქაზე ცლიდნენ. ყოველთვის ვფიქრობდი კაცი ამაზე პათეთიკურად მხოლოდ მაშინ გამოიყურება, როცა საკუთარი თვალით უყურებს, ჩემპიონთა ლიგაზე, მის რჩეულ გუნდს მოწინააღმდეგე გუნდი როგორ დაუნდობლად აფარჩაკებს-მეთქი. ახლა კი თვითონ ვიჯექი ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან კლუბში და ჩემს დარდს, ორმოცდაათწლიანი დაძველების, შოტლანდიური ვისკით ვიქარვებდი, უფრო სწორად ვცდილობდი. როცა ბარისტამ კიდევ ერთხელ შემივსო ჭიქა, როგორც იქნა, დამისვა ის კითხვა, რომელიც უკვე ორი საათის განმავლობაში ჭიასავით ჭამდა შიგნიდან. - ასე ძალიან რის დავიწყებას ცდილობ? აუტანელ ღრიანცელში მისი ხმა ძლივს ისმოდა. კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად მწარე ნაგავს ვსვამდი, მის გემოს ვეღარც ვგრძნობდი. ყველაზე გამაღიზიანებელი კი ის, იყო რომ საერთოდ ვერ მათრობდა. გონებაში აზუზუნებულ ფიქრებს ვერაფერს აკლებდა. რაც არ უნდა გამეკეთებინა, ქვეცნობიერს მისი სახელის ჩურჩული ვერაფრით მოვაშლევინე. - შეგიძლია გამენდო, - ჩემკენ დაიხარა და ღიმილით მომაცქერდა თვალებში - კარგი მსმენელი ვარ, იქნებ დახმარებაც კი შევძლო... ცბიერად შემათვალიერა. ლამაზი არ იყო, შავგვრემანს მოკლე თმა ქერად შეეღება, რაც კონტრასტულ ვიდს ქმნიდა მის შავ თვალ-წარბთან. მკლავები ერთიანად ტატუებით მოეხატა, ცხვირში კი საყურე გაერჭო. მიუხედავად ექსტრავაგანტული გარეგნობისა, მახინჯი მაინც არ ეთქმოდა. - რამდენ სირს ებაზრები ხოლმე ასე? - ვკითხე ირონიულად და ვისკი ისევ მოვსვი. - შენ პირველი ხარ. - მიპასუხა ღიმილით და ჭიქაში სასმელი დამიმატა. - რით დავიმსახურე შენი ყურადღება? - თამაშში ავყევი. - ძალიან სიმპათიური ხარ, თან საშინლად სევდიანი. პატარა ლეკვს ჰგავხარ, რომელიც პატრონმა წვიმაში გარეთ გამოაგდო. - გამეცინა. - კუდსაც გაჩვენებდი, უბრალოდ ადგომა მაგრად მეზარება. - გაეცინა და გვერდზე გადახრილი თავით ყურადღებით შემათვალიერა. - ჩემი ცვლა ნახევარ საათში მთავრდება, შემდეგ შეგვიძლია სადმე ერთად დავლიოთ და შენი გულისტიკივილიც გამიზიარო. - გულისამაჩუყებელი საუბრების შემდეგ სექსიც მოჟნა? - გავხედე გვერდულად. მაინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა. არ დაბნეულა, წარბიც კი არ შეუხრია. - არ მიყვარს, როდესაც მამაკაცი პირდაპირ გამოხატავს თავის სურვილებს, - წინ გადმოიხარა და ისევ დამიმატა სასმელი. - რატომ, შენ ხომ პირდაპირ გამოხატავ საკუთარ აზრს და სურვილებს, მე რატომ უნდა დავმალო ჩემი? - ალბათ იმიტომ, რომ სექსის შანსი რომც გქონოდა, ის უკვე ხელიდან გაუშვი. - გული გამიტეხე! - შუბლშეკრულმა უკმაყოფილოდ შევხედე. - არა, მაგრად გახატია. - ჩაიცინა ირონიულად - მაგრამ არაუშავს, შემიძლია, წეღანდელი საუბარი დავივიწყო და თავიდან ვცადოთ. მე ლოლა მქვია. ხელი ღიმილით გამომიწოდა. თავისუფლად შემეძლო ეს გოგო დამეთრია, ათი წუთიც არ დამჭირდებოდა ისე შევასრულებინებდი ყველა სურვილს რაც მომინდებოდა. ადრე სულ ასე ვიქცეოდი, მაგრამ ახლა მეეჭვებოდა, რომ ეს ტკივილი რამეს გაექარწ....ბინა. მთელი ბოთლი ვისკი გამოვცალე და ვერაფერი ვიგრძენი, ვერც ეს გოგო შეცვლიდა რამეს. - ლოლა, - ჭიქა და ფული წინ დავუდე - სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. ზრდილობიანად გავუღიმე და წამოვდექი. შევამჩნიე სახეზე უკმაყოფილება როგორ აღებეჭდა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს. ხალხით გადატენილი დარბაზი მოვათვალიერე, სადაც არ უნდა გაგეხედათ ყველგან მთვრალი ახალგაზრდები ცეკვავდნენ, ზასაობდნენ, ეწეოდნენ, მგონი იჩხერდნენ კიდეც. მეთვითონაც არ ვიცოდი ამ წუმპეში რას ვაკეთებდი. უცებ ხალხში თვალი ვიღაცას მოვკარი, მთელი ორგანიზმი დამეჭიმა. გამწარებულმა მთვრალი ხალხი აქეთ-იქით მივყარ-მოვყარე და გზა მისკენ გავიკვლიე. დარბაზის შუაში იდგა ზურგშექცევით და მუსიკის რიტმს აყოლილი მარტო ცეკვავდა. მისი წელის ნაზმა მოძრაობამ მოგონებები ქარიშხალივით ამიშალა გონებაში, იმდენად ნათლად წარმომიდგა ის ღამე თვალწინ, რომ მისი ტკბილი და ნაზი სუნამოს სურნელიც კი მომხვდა ცხვირში და ფილტვები ნეტარებით ამივსო. თითები თმაში შეეცურებინა და ვნებიანად ცეკვავდა. გონება გამეთიშა, თვალთ დამიბნელდა, მისი შეხების სურვილმა ყველა სხვა გრძნობა დაჩრდილა... ნელა მივუახლოვდი და როგორც მაშინ, წელზე ხელი ნაზად მოვხვიე და ჩემკენ შემოვაბრუნე. - რას აკეთებ?! შემეშალა, ის არ იყო. ეს უხეში ნაკვთები და ბრაზით წამონთებული შავი თვალები მას არ ეკუთვნოდა, მის ნაზ აღნაგობას და პატარა ანგელოზურ სახეს, ამ დედაკაცთან, საერთო არაფერი ჰქონდა. ეს ჩემი სია არ იყო. - ხელები მომაშორე, ! - გაცეცხლებულმა უხეშად მკრა ხელი. - მაგდა?! რა ხდება? ბრბოს ერთი მაღალი და საკაიფოდ დაკუნთული ტიპი გამოეყო. თავი ჩვილი ბავშვის ტრაკს მიუგავდა და დარბაზის განათების შუქზე თვალისმომჭრელად ულაპლაპებდა. - ჩემთვის ვცეკვავდი. ამ სირმა, კი ხელეფის ფათური დამიწყო! - ასე იყო? მელოტი, გაცეცხლებული ამეჯაგრა ცხვირწინ. ჩამეცინა, ბანალური საღამო, ბანალური სიუჟეტით უნდა დასრულებულიყო. ახლა მე და ამ კუნთიანს შელაპარაკება მოგვივიდოდა. ვიღაც მახინჯი ძუკნას გამო, ერთმანეთს თავპირს დავალეწავდით და ისე დავიშლებოდით. ვიფიქრე იქნებ ჩხუბმა მაინც მომიყვანოს ცოტა აზრზე-თქო, აღგზნებული ორგანიზმი თავისით ითხოვდა ექსტრიმს. ამიტომ, ისედაც დაძაბულ სიტუაციას, ცოტა წავეხმარე. - მშვიდად მეგობარო, სხვაში შემეშალა. ძაანაც რომ მეხვეწო მაგ მახინჯ ბოზს ახლოსაც არ გავეკარები. - გარეთ, გამოდი ახლავე! - წაიღრინა სახეაწითლებულმა. - კარგი აზრია, გავარჯიშება არ მაწყენდა, წამო. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი უკან მივყევი მელოტს. კლუბის კარს უხეშად ჰკრა ხელი და უკანა ეზოში გაალაჯა. მეც გამოვედი გარეთ და ახლაღა შევნიშნე, რომ მოტვლეპილთავიანს გვერდით კიდევ სამი ახმახი ამოსდგომოდა. თავიდან ვიფიქრე სასმელის ბრალია და თვალებში მიორდება-თქო, მაგრამ აღრენილები ჩემკენ რომ დაიძრნენ რეალობა ცხადად გავიაზრე. - სერიოზულად? - ამოვიოხრე - ოთხი ერთზე? უბანში დაგრჩათ ვინმე? დღევანდელ დღეს იმაზე მძაფრი ფინალი ექნებოდა ვიდრე მე გამოვთვალე. რა გაეწყობოდა, ვის არ მოხვედრია, არა? ჰოდა, მეც მარჯვენა მთელი ძალით მოვიქნიე. ჩემდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე ვიბრძოლე. მიუხედავად იმისა, რომ სასმელისგან კუნთები ერთიანად მოდუნებული მქონდა მათთვის თავპირის დამტვრევა მაინც მოვახერხე. მთელი დღეების ნაგროვები ბოღმა, რომელსაც ჩემში სქელი ჯაჭვით ვაბამდი, თავის ნებაზე მივუშვი. გამძვინვარებულმა გულისჯავრი მათზე ვიყარე და სამივე ისე ვცემე ფეხზე ვეღარ დგებოდნენ, ერთი კი გამექცა. კურდღელი, როგორც კი შენიშნა, რომ მარცხდებოდნენ მაშინვე მოკურცხლა. - სხვა დროს... - მთელი ძალით ამოვსცხე წიხლი სახეში ერთ-ერთს, რომელიც რკინის მილთან მიხოხებას ლამობდა - როცა ვინმესთან ჩხუბს გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ სამაგისო გაქვთ, ახვრებო! ზიზღით დავაფურთხე და გახეთქილი ტუჩიდან სისხლი მოვიწმინდე. მუშტები ერთიანად გადამყვლეფოდა და სისხლით მომთხვროდა, თუმცა ტკივილს ვერ ვგრძნობდი, სულში დაბუდებული აუტანელი მრისხანების და სიძულვილის გარდა სხვას ვერაფერს ვგრძნობდი. მეგონა ვინმეს თავპირის დალეწვა ოდნავ მაინც მომგვრიდა შვებას, ეს ბრაზი და რისხვა ოდნავ მაინც შემიმსუბუქდებოდა, მაგრამ შევცდი. იმედგაცრუებულმა შებრუნება დავაპირე, რომ უცებ სახეში გამეტებით მეძგერა რაღაც მძიმე და ძირს დამცა. - ნაბოზარო! რა გეგონა, მართლა გადარჩებოდი? ეს სწორედ ის ტიპი იყო, რომელმაც გაქცევა მოასწრო და ახლა კრისასავით ზურგიდან მომეპარა და რკინის მილი მთელი ძალით შემომცხო სახეში. ცხვირიდან სისხლი წამსკდა და თავბრუდამეხვა. - მიიღე! რკინის მილი მთელი ძალით მოიქნია. წამიერად მწველი ტკივილი ვიგრძენი, შემდეგ კი ყველაფერი ჩამობნელდა, გაირინდა და დადუმდა. მოვკვდი? მაგის ბედი ვინ მომცა!... **** - დუჩე! ბიჭო! - ვიღაც სახეში მიტყაპუნებდა ხელს. თვალები ძლივს გავახილე. ნახევრად ჩაბნელებულ შუკაში კალანდიას შეშფოთებული სიფათი გამოიკვეთა. გაბრუებულმა თვალები ავახამხამე, მაგრამ მისი ხატება არსად გამქრალა. ჩემკენ დახრილიყო და წარბშეკრული მათვალიერებდა. - რა მოხდა? წამოდგომა ვცადე, მაგრამ ყველაფერი საშინლად შეირყა, თავმა მტკივნეულად გამკრა და ისევ მიწაზე დავჯექი. - სიფათი გაგილამაზეს, ისეთი არაფერი, - გაეცინა ირონიულად, მაჯაში ხელი წამავლო და წამომაყენა - შენ რა მთვრალი ხარ? აუ, რას გავხარ, ტოო... ცხვირაბზუებულმა ოდნავ უკან დაიხია. იმ წამს საკუთარი თავი მეთვითონ შემეზიზღა, ბომჟს ვგავდი. ერთიანად მტვერში და სისხლში ვიყავი ამოგანგლული. ჯერ კიდევ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფს ფეხზე დგომა მიჭირდა. - შენ აქ საიდან გაჩნდი? მხარზე დავეყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი და ბლომად სისხლი გადავაფურთხე. ბიტის დარტყმისას ლოყა კბილზე გამგლეჯოდა და თბილი სისხლი გულისამრევად ჩამდიოდა ხახაში. - წეღან მოვედი კლუბში და გოცაძემ მითხრა, მგონი ქავანა ისევ ჩხუბობსო და გამოგაკითხე. - წარბშეკრული მხარში ამომიდგა და ქუჩას ნელა გავუყევით. - ამის კეთება აუცილებელი არაა, - ვუთხარი ხმადაბლა. - რისი კეთება? - იმ ტყვიის გამო თავს ვალდებულად თვლი. არაა აუცილებელი ყოველთვის დასახმარებლად მორბოდე, როცა რამე შარში გავყოფ თავს. ჩემთან ვალი აღარ გაქვს. - როდის გავისტუმრე? - ჩაიცინა ირონიულად. - ექსკურსიაზე... - თავი უარესად ამტკივდა. მისმა მოგონებამ იმაზე მწარედ შემომილაწუნა, ვიდრე იმ სირმა ის რკინის მილი. - ცუდია აქამდე რომ არ ვიცოდი, ახლა შენი ზურგით თრევა ხომ არ მომიწევდა?! გამეცინა. გონებადაბინდულმა სახეზე ხელი მოვისვი, ხელისგული ერთიანად სისხლით მომეთხვარა. შემეზიზღა, სისხლის სუნს ვერ ვიტან. ჟანგის სუნი და მლაშე გემო დაჰკრავს, გულისამრევია. ისე, კარგა ხანია საკუთარი სისხლით არ მომთხვრია ხელები. დამვიწყებოდა კიდეც როგორი შეგრძნება იყო ეს... - ჩაჯექი, სახლამდე მიგიყვან. ასე უპატრონო ძაღლივით მოსისხლე მტერსაც არ დავაგდებ ქუჩაში, ალბათ ისევ გათოვდება. კარი გამოაღო და წინა სავარძელზე მიმაგდო. შეჯანჯღარებამ უარესი მიქნა, თვალებში ვარსკვლავები ამიბრჭყვიალდნენ. გულისრევა ვიგრძენი. სასმელის სუნად ვყარდი და ეს სუნი უარესად მიწვავდა კუჭს. კალანდიამ მანქანას მოუარა და საჭესთან დაჯდა. - თოვლი... არ გათოვდება, აღარ გათოვდება... ისე აღარ, - სახე ხელებში ჩავრგე - ჩემს მანქანასთან მიმიყვანე, სახლში თვითონ წავალ. - კაი ნუ გაატრაკე! სარკეში მაინც ჩაიხედე რას ჰგავხარ! გალეშილი მთვრალი ხარ, საჭესთან ვერ დაჯდები, მართვას ვერ შეძლებ და პოლიციაშიც ამოგაყუდებენ. „ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო“ თუ მოგენატრა სხვა საქმეა. მანქანა დაქოქა და გზატკეცილზე გააგორა. „ბარდაჩოკი“ გავხსენი და ერთი შეკვრა ხელსახოცი გამოვიღე. - რა მოხდა? - დაარღვია სიჩუმე და შუბლშეკრულმა გამომხედა. - ბოზურად გამპიზდეს, ვერ ხედავ? - ხელსახოცი სახეზე მივიფარე და სისხლი მოვიწმინდე. - უკნიდან მომეპარა ის , ვერ დავინახე. - მაგაზე არ გეკითხები. რას ჰგავხარ, რა დაგემართა? - არ მიყურებდა, მზერა წინ გაეშტერებინა. - არაფერი. - იჩხუბეთ? დიდი ხანია უნივერსიტეტში არ დამინახავს. აღარც შენ ჩანხარ, რა ხდება? - შეიძლება ეგრეც ითქვას. პირდაპირ პასუხს თავი ავარიდე. გრძნობაგამოცლილი ემოციები ერთმანეთში ამერია, არ ვიცი სასმელის ბრალი იყო, თუ ნოსტალგიის, მაგრამ, წამით მომინდა მისთვის ყველაფერი მომეყოლა, როგორც ადრე. ერთ დროს საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ის ერთადერთი იყო, რომელსაც ჩემი ბოლომდე ესმოდა, ბევრი რამის თქმა არც მჭირდებოდა, ხშირად ყველაფერს უსიტყვოდ ხვდებოდა ხოლმე, მაგალითად როგორც ახლა. თუმცა, ყველაფერი შეიცვალა, ერთ დღეს სრულიად უაზრობაზე ვიჩხუბეთ. ორივეს ფიცხი ხასიათი გვაქვს. ერთმანეთს ბევრი ისეთი რამ ვაკადრეთ, რაც არც ერთს არ უნდა გვეთქვა. მეტისმეტად ღრმად შევტოპეთ, ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ლამის ერთმანეთი დავხოცეთ. ერთია როცა ფიცხი ხარ, მაგრამ როცა ყველა სიკეთესთან ერთად ამპარტავნება და სიამაყეც გამშვენებს, რთულია ნაბიჯი გადადგა და მეგობარს ბოდიში მოუხადო შენივე ჩასვრილისთვის. ამის გაკეთება კი არც ერთს არ გვიცდია. სწორედ ეს დუმილი აღიზიანებდა ჩამოვარდნილ უთახნმოებას და ჩვენ შორის გაჩენილ ბნელ უფსკრულს სიღრმეს თანდათან უმატებდა. აგრესია უფრო და უფრო მემატებოდა, როგორც მე, ისევე მას და როცა ზიზღი და ბოღმა კალაპოტში ვეღარ ეტეოდა, ჯებირს დაუნდობლად ანგრევდა, მოთმინების ზღვარს პირწმინდად შლიდა და ისევ უმიზეზოდ ვალეწავდით თავ-პირს ერთმანეთს. დროთა განმავლობაში კი ბრაზი ზიზღმა შეცვალა და სიტუაციაც გართულდა. უკვე საკმარისი იყო, კალანდიას სიფათისთვის თვალი მომეკრა, რომ მისი ცემის დაუოკებელი სურვილი გონებას მიბინდავდა, მაგრამ ახლა, როცა თავს ასე მარტოსულად ვგრძნობდი, ძალიან მომინდა იმ ძველი მეგობრობის დაბრუნება, რომელიც ადრე გვაკავშირებდა, თუნდაც სულ ცოტა ხნით. - ასეთი არასოდეს მინახიხარ, მითხარი რა მოხდა. - მიღალატა... ზუსტად პათეტიკური ვით წარმოვთქვი ეს სიტყვები. სავარძელს მივეყუდე და თვალები დავხუჭე. თავი საშინლად მტკიოდა. - რა ქნა? - კალანდიას სიცილი აუტყდა - წარმოუდგენელია, თვით დუჩე ქავანას დაადეს! ყოჩაღ, ძნელაძე, გამაოცე. აი ახლა ძალიან მინდა დაგცინო, მაგრამ რომ გიყურებ ისეთი საცოდავი ხარ თავს ვიკავებ. ხმა არ გამიღია, არ მინდოდა ჩხუბში ავყოლოდი, ამჯერად არა. თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი, ის რკინის ბიტა მართლაც მწარე აღმოჩნდა. - სად არის ახლა? - იკითხა ხმადაბლა. - არ ვიცი, გაიქცა. - რას ნიშნავს გაიქცა? - ასე უბრალოდ, ადგა და გაიქცა. - ვისთან გიღალატა, ? მითხარი ყვავლები უნდა გავუგზავნო. - სხვა კაცთან არ გაქცეულა. - აბა? - სიმართლე დამიმალა, არ მითხრა რაღაც რაც აუცილებლად უნდა ეთქვა ჩემთვის. ეს რომ თვითონ გაეკეთებინა სხვანაირად მოვიქცეოდი. - ნუ გამომა....ვე, გარკვევით ისაუბრე! რა მოხდა თქვენ შორის? რა არ გითხრა? შემთხვევით იმ დალურჯებებს ხომ არ გულისხმობ ტანზე, რომ ჰქონდა? თვალები გავახილე და კალანდიას გავხედე. წარბშეკრული ეჭვით მომჩერებოდა. შუბლი ნერვიულად მოვისრისე და თვალი ავარიდე. - შენ საიდან იცი ამის შესახებ? - ხელზე შევამჩნიე ნათითურები. ცოცხალი თავით არ მითხრა ვინ სცემა. ამის გამო იჩხუბეთ? გაიგე ვინ უკეთებდა ამას? - ჰო, ასეც შეიძლება ითქვას... - სახეზე ხელი მოვისვი - იმ დღეს ნოვამ ათასი სირობით გამომიტენა თავი. იცი რა მითხრა? როცა არ ელოდები მაშინ დაენარცხები ძირს და სვავები დაგკორტნიანო, , ასე მითხრა... უცებ სიცილი ამიტყდა. სახეზე ხელები ავიფარე და უაზროდ ავხარხარდი. ნეტავ რაზე მეცინებოდა, რომ დავეცი იმაზე თუ სვავები ჯერ რომ არ ჩანდნენ ასპარეზზე იმაზე. სასმელისგან გონება არეულს საკუთარი გრძნობები და ემოციები ერთმანეთში მერეოდა. - მამაჩემს უარესი ....ობები სჭირს ხოლმე, თუ ძმა ხარ!... დუჩე, სიასთან რას აპირებ? რატომ არ მეუბნები სიმართლეს, რა მოხდა? ვინმეა გასაგლეჯი? მოვუტყნათ დედის! ისედაც უსაქმოდ ვარ ეს დღეებია, მომეწყინა. მანქანა პენთჰაუსთან შეაჩერა და ძრავა გამორთო. სახიდან ხელები მოვიშორე და სავარძელს მივესვენე. - გახსოვს, ფარეხში მანქანას რომ ვაწყობდით? ერთი დიდი ჯართის გროვა იყო, მაგრამ მაინც გვინდოდა, რომ ემუშავა, რომ ჩვენი ხელით რაღაც შეგვექმნა, რაღაც რაც ჩვენი მშობლების დამსახურება არ იქნებოდა. - ჰო, სირმა მამაჩემმა კი ჯართში ჩაგვიბარა. იმ ფულით კი ლუდები იყიდეს, ჩვენ კიდე ნაყინის ფული მოგვიგდეს, მაგას რა დამავიწყებს?! კალანდიას სიცილი აუტყდა, მეც ავყევი. ორივე უაზროდ ვიჯექით და წარსული მოგონებებისგან მოგვრილი სასიამოვნო შეგრძნებით ვტკბებოდით. გვეცინებოდა წარსულზე, რომელიც ტკბილ მოგონებად ქცეულიყო, რომელსაც არანაირი საერთო არ ჰქონდა ახლანდელ მახინჯ რეალობასთან. - იმ ფარეხის სუნი ახლაც მახსოვს, ბენზინის და მაზუთის სუნად ყარდა. მაშინ თავები კაი ტიპები გვეგონა. მზერა საქარე მინას გავუშტერე. წამით ისევ დავბრუნდი უდარდელი ბავშვობის წლებში. - გახსოვს, ნოვამ მანქანა რომ არ გვათხოვა და საბურავები დავუჭერით? - ალექსმა ფართო ღიმილით გამომხედა - აუ, მაშინ მაგრად გაგვპიზდეს. თან მეორე დღეს მნიშვნელოვან შეხვედრაზე იყვნენ წასასვლელები. - მე ის მახსოვს მამაშენის საყვარელს რომ აშანტაჟებდი ხელი მომაკიდინე, თორე ლევანს ვეტყვი, რომ მის მძღოლთან ჟიმაობო. რა ერქვა? ნანა მგონი. - აუ რა .... ბავშვი ვიყავი, - ახარხარებულმა სახეზე ხელი მოისვა - ის ბებერი ძროხა რამ მომაწონა. პროსტა მაგარი ჰქონდა. მაგრამ არც შენ იყავი ნაკლები! გამოსაშვებზე, დავითაძეს გოგო რომ წაახიე და ატირე არ გახსოვს? - იტირა? - გავხედე გაკვირვებულმა, ეს ჩემთვისაც სიახლე იყო. - აბა, რა ქნა, ! ცოლად მოყვანას უპირებდა, ჰოპ და ნაშამ დაადო, ჩავიჯვით სიცილით. შენ სამაგისოდ სად გეცალა, ხმალაძის ერთი ადგილით მეტისმეტად იყავი დაკავებული. - მე მამაჩემის საყვარლებს მაინც არ დავსდევდი ტრაკში! - ვერაფერს იტყვი, ქალებში კარგი გემოვნება აქვს. - კარგი იყო ბავშვობა, მაშინ ყველაფერი იოლი იყო. გოგოები, გართობა, ისევ გოგოები... - ჩემთვის არაფერი შეცვლილა... ალექსს გავხედე, აღარ ეღიმებოდა. მზერა საჭისთვის გაეშტერებინა და სახეზე სინანულის და ფარული სევდის ჩრდილები დასთამაშებდა. - ჩემთვის კი შეიცვალა... - არ ვიცი შენსა და სიას შორის რა მოხდა, მაგრამ ვფიქრობ რომ უნდა მოძებნო და ყველაფერი გაარკვიოთ. - ვიპოვი, ალექს, აუცილებლად ვიპოვი! - ისევ წამომიარა სიბრაზემ და კბილები გავაღრჭიალე - გაქცევის საშულაებას არ მივცემ, თუ ერთად ყოფნა არ გვიწერია და ყველაფერი ასე უნდა დასრულდეს, მაშინ გულს გავუხვრეტ, როგორც დავპირდი. - მართლა გიყვარს? - გამომხედა ინტერესით. - ჰო და ამას ახლა მივხვდი. როცა ასე მწარედ მატკინა, როცა მოსაკლავადაც კი მემეტება, მხოლოდ ახლა გავიაზრე, რომ მართლა მიყვარს. უკვე ერთი კვირაა უშედეგოდ ვეძებ, მის კვალსაც კი ვერ მივაგენი. არც სისი ჩანს. - სახლში ადი, თავი მოიწესრიგე და გამოიძინე. ვიყო მაგრად ყარხარ. ხვალ გამოგივლი და ერთად მოვძებნოთ. - არაა საჭირო. - ამიტომ არ გამიკეთებია. - მითხრა უცებ, როცა გადასვლა დავაპირე. - რა არ გაგიკეთებია? - დასახმარებლად იმ ინციდენტის გამო არ მოვსულვარ. მართალია, შენთან სიცოცხლით ვარ დავალებული და ამ ვალს ვერასდროს გადავიხდი, მაგრამ ამიტომ არ მოვსულვარ. უბრალოდ, ასე მინდოდა. - გმადლობ... - ხვალ გამოგივლი, ეცადე მორდა მოიწესრიგო. სირცხვილია, გოგოსავით ხარ ნაცემი. შენი ასე გალამაზების უფლება მხოლოდ მე მაქვს. უკვე ბევრჯერ გითხარი ეს... - გამომხედა სერიოზულად. - ! - ჩამეღიმა ირონიულად და მანქანიდან გადმოვედი. - ! - მომესმა ხმადაბალი სიცილი მანქანიდან. თავი მეოთხე სარკეში საკუთარ გამოსახულებას შუბლშეკრული ვათვალიერებდი. გახეთქილ წარბს და ტუჩს კიდევ არაუშავდა, მე ჩალურჯებები მიშლიდა ნერვებს. სახე დალმატინელ ძუკნა ძაღლს მიმიგავდა. ასე ხდება როცა მოწინააღმდეგეს სათანადოდ ვერ აფასებ, გგონია მარტო ძლიერი მეტოქეა საშიში? მხდალი გაცილებით სახიფათოა, დამიჯერე! გაღიზიანებულმა ყინულის შეკვრა სიფათზე მივიდე და აბაზანიდან გამოვედი. ის იყო ოთახში შესვლა დავაპირე, რომ კარზე ზარი გაისმა. ჯერ ძალიან ადრე იყო, კალანდია ასე მალე არ დამადგებოდა. მოვბრუნდი და კარი გავაღე. - სერ?! - მონტის ჩემს დანახვაზე თვალები შუბლზე აუცვივდა. - ასე ადრე აქ რამ მოგიყვანა, ბებერო? - გვერდით გავდექი და სახლში შემოვუშვი. მონტი ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. თავად იტალიური წარმოშობის ჯენტლმენი გალხავთ, ფრანჩესკო მონტიჩელი, მაგრამ იმსიგრძე სახელი და გვარი აქვს, მეზარება ხოლმე წარმოთქმა და მონტის ვეძახი. თავიდან ბრაზობდა, ნუ მომმართავ უცნაური სახელითო, მაგრამ შემდეგ მიეჩვია და მგონი მოსწონს კიდეც. მე და მას უკვე ექვსწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. ერთმანეთი იტალიაში გავიცანით. ნოვა საქმიან შეხვედრებზე ხშირად მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ. თავიდან სულ თან დავყავდი, უნდოდა პატარაობიდანვე შევემზადებინე მომავალი „ტახტისთვის“. მამაჩემი, თავის ბიზნესპარტნიორებთან ერთად, სარდინიაში ახალი სასტუმროს აშენებას გეგმავდა. ჭკვიანური გეგმა იყო, მათ შეეძლოთ იტალიის ნებისმიერ თვალისმომჭრელ ქალაქში აეგოთ ძვირადღირებულიანი სასტუმრო, მაგრამ სარდინია ამოარჩიეს, კერძოდ კი ყველაზე მდიდარი და თვალისმომჭრელი კურორტი, პორტო ჩერვო. ნამდვილი ფული სწორედ მანდ კეთდება. გზებზე ხანდახან „ფერარის“ და „მაზერატის“ საცობებია. იქ შესანიშნავი ზღვა და მაგარი პლაჟებია, ერთი სიტყვით, მთავარი ადგილია მაღალბიუჯეტიანი ტურისტებისთვის. სანამ მამაჩემი თავისი ბიზნესშეხვედრებით იყო დაკავებული, მე სარდინიის დათვალიერება გადავწყვიტე და დედაჩემთან ერთად კალიარში გავემგზავრე, ის კუნძულ სარდინიის ადმინისტრაციული ცენტრია და „ანგელოზების ყურეში“ მდებარეობს. როცა კალიარს ვათვალიერებდი, გავიფიქრე სახელწოდება ზუსტად შეურჩევიათ-თქო. რომანტიკოს მწერალსაც კი გაუჭირდებოდა მისი მშვენიერების აღწერა. ბევრგან ვყოფილვარ, მაგრამ მსგავსი სილამაზე არსად მინახავს. მთელი ქალაქი მოვიარეთ, დედაჩემი აღფრთოვანებას ვერ მალავდა, გიჟდებოდა თვალისმომჭრელ ხედებზე. სხვადასხვაფერის ჭრელაჭრულა კორპუსები ერთიანად მზის ფერებში იყო შეღებილი, ზოგი შედარებით მუქი და ზოგიც ღია. საოცარი სანახავი იყო, განსაკუთრებით ღამით, როცა ლამპიონები იღვიძებდნენ და თაფლისფერი კორპუსები ცეცხლის ალში ეხვეოდნენ. „სინათლის ქალაქი“, ასე ვუწოდებდი მას, სადაც ღამეც კი ნათელი იყო. ფერიების სამფლობელოს ჰგავდა, ციცინათელების პატარა სამყაროს. ქუჩებში პალმის ხეებსაც წააწყდებოდით, ამაყად წამომართულიყვნენ ცეცხლის ენებივით მობრდღვიალე უბნებში და მწვანე პრინტებით, ისედაც გასაოცარ „ანგელოზების ყურეს“, უფრო თვალისმომჭრელს და შთამბეჭდავს ხდიდნენ. ახლა ზღვას აღარ იკითხავთ? წყალი არც ლურჯია, არც მწვანე - ნწ, ცისფერია, კამკამა ლაჟვარდისფერი. ისეთი სუფთა წყალია, რომ ნიადაგი მოჩანს. ქვების ფერებსაც კი იოლად განასხვავებთ ერთმანეთისგან. პორტში რომ ჩამოდგებით და ზღვის კიდეს გახედავთ ვერც კი გაარჩევთ სად არის ზღვის ზედაპირის საწყისი და სად დასასრული. თითქოს ზეცა და ზღვა ერთმანეთს ერწყმის, ერთი მთლიანობა ხდება, როგორც შეყვარებული წყვილი სექსის დროს, საინტერესო შედარებაა, არა? გამოტყდი, რომ ჩემსავით წარმოიდგინე ეს მომენტი. ელენას ყველაზე მეტად კი, მაინც უცხო ქვეყნების სამზარეულოს დაგემოვნება მოსწონდა. ასე მითხრა Gelato -ს გასინჯვის გარეშე ფეხს არსად გავადგამო და ერთ-ერთ რესტორანში ძალით წამათრია. დედაჩემს იმდენად მოეწონა კერძები, რომ მენეჯერს სთხოვა შეფმზარეული გამაცანით, მადლობა მინდა გადავუხადო საღამოს გალამაზებისთვისო. რესტორნის სამზარეულოდან კი მონტიმ გამოაბიჯა, მაღალი, თმაშევერცხლილი, წარმოსადეგი ჯენტლმენი გახლდათ, ტუჩზემოთ აპრეხილი მოვერცხლისფრო ულვაშებით. ბოლოებს მუდამ აწვალებდა და მაღლა იპრეხდა ხოლმე. (იმდენად მაღიზიანებდა მისი ეს „პრივიჩკა“ ერთ ღამესაც, როცა დასაძინებლად დაწვა, მაკრატლით მივეპარე და ძირში მოვაჭერი, ისე გამიბრაზდა, ორი კვირა ხმას არ მცემდა.) დიდი ცისფერი მეტყველი თვალები და გრძელი თლილი ცხვირი ამშვენებდა. სახის ნაკვთები, კი იტალიელი ჯენტლმენისთვის დამახასიათებელი, დახვეწილი და გამოკვეთილი ჰქონდა. ყველაზე მეტად მისი აქცენტი მომწონდა, რბილი, ნაზი და დაბალი მელოდიური ხმის ტემბრი ახასიათებდა. დედას და შეფმზარეულს იმდენად მოეწონათ ერთმანეთი, რომ იტალიაში ყოფნის ორი კვირიდან ორივე მონტისთან გავატარეთ რესტორანში. ელენა ცხელ შოკოლადს წიწაკით შეუკვეთავდა, მონტის წინ დაისვამდა და მთელი დღე იტალიის კულტურაზე, ხელოვნებაზე და სამზარეულოზე საუბრობდნენ ხოლმე. თვითონ იტალიურს თავისუფლად ფლობს. აი მე კი, მათი ლაპარაკიდან სიტყვაც არ მესმოდა. იოლი მისახვედრია, მათი ხანგრძლივი დიალოგები როგორი მოსაწყენი იქნებოდა ჩემთვის. ამიტომ რესტორნის ვერანდაზე გამოვიდოდი, საბაიონს შევუკვეთავდი და გვიანობამდე ვტკბებოდი ვნებისაღმძვრელი ხედებით, რომლებიც ყოველდღე ჩემში ახალ ემოციებს და განცდებს იწვევდნენ. გამგზავრების დღე ახლოვდებოდა. ელენა გადამეკიდა წასვლამდე ჩემი მოხუცი უნდა ვნახოო და ისევ წამათრია რესტორანში, მაგრამ ადგილზე მისულს საზარელი სანახაობა დაგვხვდა, რესტორანი ერთიანად გადაებუგათ. ლამაზი და წარმოსადეგი შენობისგან, ახლა მხოლოდ გამურული ნანგრევებიღა დარჩენილიყო. გული დამწყდა, ეს რესტორანი ძალიან მომწონდა, რომელიც მარტო გემრიელი კერძებით კი არა, შესანიშნავი არქიტექტურითაც გამოირჩეოდა, სხვა დანარჩენისგან. როგორც შემდეგ გაირკვა, მეპტარონეს ვალები ჰქონდა ადგილობრივ მაფიოზებთან, რისი დაფარვაც ვერ მოახერხა. შედეგად კი ერთადერთი სარჩო, რომელიც გააჩნდა, გადაუწვეს. მონტი უმუშევარი დარჩა, მისი მთელი ცხოვრება სამსახური იყო, არც ოჯახი ჰყავდა, არც შვილები. ელენამ შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და მონტის ჩვენთან წამოსვლა შესთავაზა. თავიდან უარზე იყო, არ უნდოდა სამშობლოს დატოვება, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა მარტოობისთვის ზურგი ექცია და შეუცნობელი მომავლისკენ ნაბიჯი თამამად გადაედგა. მას შემდეგ ჩვენთან ცხოვრობდა, იმდენად კარგი, თბილი და პატიოსანი პიროვნება იყო, რომ სულ მალე ოჯახის წევრად იქცა. თავიდან ერთმანეთს ვერ ვუგებდით, მას ჩემი ენა არ ესმოდა, მე მისი. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ იტალიურის სწავლა მომინდა. მონტიც მეხმარებოდა, პრაქტიკებს მატარებდა და ენა სულ მალე ავითვისე. მერე კი, მე ვასწავლე ქართული. მართალია, ჯერ კიდევ ურევს ერთმანეთში იტალიურ-ქართულს, მაგრამ ძირითადად საუბარი მაინც არ უჭირს. ჩემი დიდი მეგობარი ჩემს მესაიდუმლედ იქცა, შეიძლება ითქვას მამობასაც კი მიწევდა. მასთან ნებისმიერ თემაზე შემეძლო საუბარი, მუდამ კარგი მსმენელი იყო. ყოველთვის ასე აკეთებდა, ჯერ ბოლომდე ყურადღებით მოგისმენდა, შემდეგ კი ბრძნულ დარიგებებს და რჩევებს არ იშურებდა. ნაკითხს და განათლებულს ეს ისევე შესანიშნავად გამოსდიოდა, როგორც სამზარეულოში ტრიალი. მას შემდეგ რაც დედაჩემი მოწამლეს მონტიმ სამზარეულოს თავი ანება, აღარც კეთების ხალისი ჰქონდა და აღარც ჭამის. ელენა საკუთარი შვილივით უყვარდა, ამიტომ მის მონახულებას ვერც კი ბედავდა. სულ იმას ამბობდა ჩემი ბებერი გული ამდენს ვერ გაუძლებსო. ნოვასთან სახლში გაჩერება აღარ შეეძლო, ამიტომ, ჩემთან წამოვიყვანე საცხოვრებლად. შესანიშნავი მეზობელი აღმოჩნდა, ყოველ დილით გემრიელ საუზმეს მახვედრებდა, საღამოს სახლში დაბრუნებულს კი, ძალიან მომწონდა მასთან ერთად ვერანდაზე ჩაის, ან წითელი ღვინის სმა და ათას საინტერესო თემაზე მსჯელობა. - Come avvenne? - შეიცხადა გადაფითრებულმა - რა დაგემართათ? - ნუ გადაირევი ახლა! - შევუბღვირე უკმაყოფილოდ და ჩემს ოთახში გავედი. - Cosa significa, tutto cio'?! - აქაქანდა იტალიურად. ყოველთვის ასე ემართებოდა, როცა ღელავდა ქართულად ლაპარაკს ვერ ახერხებდა. - ღრმად ჩაისუნთქე, მოხუცო. რა მოხდა, დალურჯებულს პირველად მხედავ? ქართულად ილაპარაკე! - ვინ გცემათ? მხოლოდ სამი დღით დაგტოვეთ! - მცემეს არა ის! - შევუბღვირე გაღიზიანებულმა. ჯერაც ნერვები მეშლებოდა, იმ ახვარზე უკნიდან ბოზურად რომ მომეპარა. მისდა საბედნიეროდ, ნასვამზე, მისი სახე ვერ დავიმახსოვრე, თორემ ამ ფინგალებისთვის აუცილებლად მოვთხოვდი პასუხს! - ეს არაფერია, შენ რა გამირკვიე ის მითხარი. რბილ დივანზე ჩამოვჯექი და ყინულის შეკვრა გახეთქილ წარბზე მივიდე, საშინლად არ მესიამოვნა, ნატკენი ადგილი უარესად ამეწვა. - მის კვალს ვერსად მივაგენი, გაუჩინარდა. მისი მეგობრებიც გაქრნენ და არა მარტო მეგობრები. - რას გულისხმობ? - ავხედე სწრაფად. მომიახლოვდა და ჩემ წინ სევდიანი სახით ჩამოჯდა - მონტი, ამოღერღე! - მშობლები, ორივენი გაქრნენ. მათთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონია, დედამისი დიდი ხნის წინ გაშორდა ქმარს და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდა, პროკურორიც ასევე. ახლა კი ორივე ისე გაქრა, რომ მათ კვალს ვეღარ პოულობენ. პოლიციამ უკვე ძებნა გამოაცხადა გოგონას მამაზე. დაბნეულმა ყინულის პაკეტი ჟურნალის მაგიდაზე მივაგდე და შუბლი ნერვიულად მოვისრისე. საერთოდ დავიბენი, მშობლებთან კონტაქტი, რომ არ ჰქონდა თავადაც ვიცოდი, მათთან ერთად არსად გაიქცეოდა. რა ჯანდაბა ხდებოდა?! - სერ, რა გავაკეთოთ? - მკითხა შეშფოთებულმა. - ასე ნუ მომმართავ, რამდენჯერ გთხოვე! - შევუღრინე ნერვებმოშლილმა. - სხვანაირად არ შემიძლია. იქნებ სენიორ ქავანას გავაგებინოთ რამე? დაგვეხმარება. - არა, მონტი! - მოვსხიპე სწრაფად და მკაცრად გავხედე - მამაჩემთან სიტყვა არ დაგცდეს და კიდევ, არ ხარ ვალდებული მისი თხოვნები შეასრულო! შენ მისი ქვეშევრდომი არ ხარ! თავისუფალი ადამიანი ხარ და არავის ბრძანებებს არ ასრულებ, გასაგებია? - კი მაგრამ, მე თქვენს ბრძანებებს ვასრულებ. - გამიღიმა ეშმაკურად. - ეს ბრძანება არაა, თხოვნაა, რანაირად მელაპარაკები! - შევუბღვირე ნაწყენმა. მონტის გულთბილად გაეცინა და ცისფერი თვალები მხიარულად აუციმციმდა. - თქვენი დალაგებულობიდან გამოყვანა ძალიან იოლია, სერ. - წყობილებიდან, მონტი, წყობილებიდან. ეგ სიტყვა როგორ წარმოთქვი საერთოდ, - მოახერხა და მაინც გამაცინა. - წყობ... როგორ? - ენა დაება. - სასწაული კაცი ხარ! ამბობ ისეთ სიტყვას, რომელსაც მეთვითონ ვერ წარმოვთქვამ და იოლს თავს ვერ აბამ, - თავი გავაქნიე და წამოვდექი - კარგი, მომისმინე, მე გასასვლელი ვარ, სახლის გასაღები ლარნაკში დევს. თუ გასვლა მოგინდება თან გაიყოლე, მე რომ არ მელოდო. - თქვენ სად მიდიხართ? - მკითხა აღელვებულმა, როცა ზედა გადავიცვი. - რაღაც რიგზე ვერ არის. ძალიან არ მსიამოვნებს ამის აღიარება, მაგრამ ერთადერთი ვინც რამის გარკვევაში დამეხმარება, ის არის. - ვინ ის, სერ? - სწორედ ამ დროს კარზე მეორედ გაისმა ზარი, - მე გავაღებ! მონტი ჰოლში გავიდა. შავი სვიტერი სწრაფად გადავიცვი ტანზე და შავი, თბილი კედებიც ამოვიცვი. მაჯაზე საათი მოვირგე და დერეფნიდან კალანდიას მხიარული ხმაც მომესმა. - ვაა ფრანჩესკააა, როგორ ხარ, ძველო?! - გამეცინა. კალანდია გამუდმებით დასცინოდა მონტის უცნაურ სახელზე. ეგ მისთვის იყო უცნაური, თორემ აბა იტალიელებს მოასმენინე ჩვენი მამა-პაპური სახელები, ჩაიჯვავენ სიცილით! - გამარჯობა, ალექს! ფრანჩესკო და არა ფრანჩესკა, სერ! - შენმა დებილმა პატრონმა ვერ დაგამუღამებინა იუმორი? - დაგამღუღუნა რას ნიშნავს, სერ? - რაო? - კალანდიას ხარხარმა ლამის ჭერი ამხადა თავზე - ვაახ ბიჭო, ყოველ ჯერზე მაგრად მა....ვებ. ეს ბოლო არ გაიმეორო, ცუდი სიტყვაა. - მონტის ნერვებს ნუ უშლი, ბიჭო! ოთახიდან გამოვედი და ჩემი საყვარელი, ჭაობისფერი ქურთუკიც მოვიცვი. მონტის ისეთი უკმაყოფილო სახე ჰქონდა, ლამის მეც გამეცინა. კალანდია კი გაბრწყინებული სახით მხარზე დაყრდნობოდა და თვალებში შესციცინებდა. - რას გავხარ, ტოო, - ახლა მე მომიბრუნდა გამხიარულებული - მართლა მაგრად უძუყნიხარ, ხო იცი. საკაიფო ფერებში გადადიხარ, ზმანი, მწვანე შავში, სიფათი ლურჯი ყვითელში. შუქნიშანი ხარ, ? - ჩაიჯვი რა, მანქანით ხარ? - არა, ფაეტონით მოგაკითხე! გამოაჯვი, თორემ ფრანჩესკა ისეთი სახით მიყურებს, ან იტალიურად დამწყევლის ან მაგინებს. მე კი არ მიყვარს, როცა ვერ ვიგებ რას მაგინებენ. - მე არ ვიგინები, სერ! - შეუბღვირა ნერვებმოშლილმა და აღშფოთებულმა ჰალსტუხი შეისწორა - ეს უზნეობაა. - ხოხ, ნუ გაატრაკე. ისე, ეგ შარვალ-კასტუმი შენი უნიფორმა? რუხი ფერი გიხდება, ბებერო. - დამცინავად შეათვალიერა მონტის კლასიკური ჩაცმულობა. - წამოეთრიე! - კალანდიას მკლავში წავავლე ხელი და კარისკენ წავაპრონწიალე, სანამ მოხუცს მოთმინების უკანასკნელი ძაფი გაუწყდებოდა. - დროებით, ფრანჩეკსა! - მიაყვირა ახარხარებულმა და კარი გააღო. - ფრანჩესკო და არა ფრანჩესკა, негодяй! - ამან რუსულიც იცის? - გამომხედა გაოცებულმა - ყველაფერი გავიგონე, ბებერო! - გადი, გაეთრიე! დროებით, მონტი! - კალანდია სახლიდან გავაპანღურე და კარი გამოვიხურე. - მაგარი კაცია, მაგრად ვღადაობ მაგის მოჩლიფულ ენაზე! - ყურებამდე გაკრეჭილი ლიფტს მიუახლოვდა და თითი მიაჭირა. - ერთი დღეც იქნება გაგინებს, დასანახად ვერ გიტანს! - კედელს მივეყუდე და თვალები მოვისრისე, თავი ჯერ კიდევ მტკიოდა. - ფრანჩესკა, - ჩაიცინა ირონიულად და გვერდულად გამომხედა - შენ როგორ ხარ? - სახეზე არ მეტყობა? - კარგის გაქვს მოტყნული, ჰო, ვხედავ. აბა, სად მივდივართ? - სად, არა, ვისთან. - წელში გავსწორდი და ლიფტის კარიც გაიღო. - ვისთან? - თოიძესათან! - უკმაყოფილოდ ავიჩეჩე თმა და ლიფტში პირველი შევედი. Come avvenne?-რა მოხდა? Cosa significa, tutto cio'?! -რას ნიშნავს ეს ყველაფერი? **** - ნაღდად ეს სახლია? - კალანდია შუბლშეკრული ათვალიერებდა კერძო სახლს - მე მეგონა თოიძე უფრო შეძლებული ოჯახიდან იყო. - რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ფული აქვს?! - გავხედე ზიზღით - ხანდახან სირ მამაშენს მაგონებ! - ჰო, ჰო ნუ ამძღნერდი უცებ, წამო. მანქანიდან გადმოვედით. უბანში ბიჭები ისხდნენ და სიგარეტს აბოლებდნენ. ჩვენი გამოჩენა არ გამოჰპარვიათ, უბნის ჭორიკნებივით ერთმანეთისკენ გადაიხარნენ და აჩურჩულდნენ. მზის სათვალე მოვიხსენი და სახლისკენ გავაბიჯე. მესამე დაკაკუნებაზე კარი გაგვიღეს. ზღურბლზე ტანდაბალი ქალი გამოჩნდა. თოიძის დედა იყო, მასავით უცნაური ფერის თვალები და ბრინჯაოსფერი თმა ჰქონდა. - დიახ? - ქალს ჩვენს დანახვაზე შეშფოთება დაეტყო. ალბათ უფრო ჩემი ჩალურჯებული სიფათის გამო. ჯობდა სათვალე არ მომეხსნა. - გამარჯობა, ეკე სახლშია? - ვკითხე თავაზიანად. - ვინ ბრძანდებით? - ჩვენ მისი კურსელები ვართ, - საუბარში კალანდია ჩაერთო - უნივერსიტეტში პროექტს ვაკეთებთ, ის კი ჩვენი ჯგუფის წევრია. დიდი ხანია არ გამოჩენილა და ამის გამო პრობლემები გვექმნება. იქნებ დაუძახოთ? - რას ამბობთ?! - სახეზე ფერი გადაუვიდა - რას ნიშნავს დიდი ხანია არ გამოჩენილა? უნივერსიტეტში არ დადის? - მე და კალანდიამ ერთმანეთს გადავხედეთ. - როგორ, თქვენ არაფერი იცოდით? - ვკითხე ეჭვით - სახლშია? შეიძლება გავესაუბროთ? - არა, სახლში არ არის, ერთი საათის წინ უნივერსიტეტში წამოვიდა. რას მეუბნებით, ჩემი შვილი სასწავლებელში არ დადის?! - ქალს სახეზე დაბნეულობა და შეშფოთება დაეტყო. - შეგიძლიათ მისი ნომერი მოგვცეთ? - კალანდიამ მანტოს ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო - თავად დავურეკავთ და ყველაფერს გავარკვევთ. - კი ბატონო, ჩაიწერეთ... უკან მალევე გამოვბრუნდით. საშინელი ეჭვი მოსვენებას არ მაძლევდა. სად დადიოდა თოიძე და რატომ აცდენდა ლექციებს? ეს მას არ ჰგავდა, კურსზე ყველაზე კარგი მოსწრება მას ჰქონდა. ჯერ არ მახსოვდა, რომ რომელიმე ლექციას არ დასწრებოდა, ამ ბოლო დრომდე... - არ გპასუხობს? - კალანდიამ შუბლშეკრულმა გამომხედა. - არა, არ იღებს. - ხო არ გვემალება? - არა, თოიძე მაგ ტიპის არაა, - ტელეფონი გავთიშე და უბნის ბიჭებს გავხედე - ის და სია ბოლო დროს დაახლოვდნენ, ვფიქრობ ამ ყველაფერთან მასაც აქვს კავშირი. - რა ყველაფერთან? რა შუაშია თოიძე სიას გაუჩინარებასთან? - არ ვიცი, მაგრამ გავარკვევ. ბოლომდე ჩამწვარი ბიჩოკი თოვლში მოვისროლე და შეკრებილებისკენ გავემართე. როგორც კი თვალი მომკრეს, სკამზე შესწორდნენ და ინტერესით გამომხედეს. - გაუმარჯოს! - ზდაროვა! - თოიძეს იცნობთ რომელიმე? - ვიკითხე და მოპირდაპირე სკამზე ჩამოვჯექი. ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ ერთ-ერთი, რომელიც ალბათ გლავნი იყო, მომიბრუნდა და ეჭვით შემათვალიერა. - რა საქმე გაქვს თოიძესთან? - ამას პირადად ვეტყვით როცა გავესაუბრებით, - კალანდია გვერდით მომიჯდა და სიგარეტის კოლოფი ამოიღო - მოწევთ? - ჯიგარი ხარ! ბიჭებმა სათითაოდ ამოიღეს სიგარეტის ღერები. ჩამეცინა, ყველაზე მეტად „ერთი ღერი ხომ არ გექნება, ბრატ?!“ სასტავი მაღიზიანებდა, უსაქმური სირები, მთელი დღეები „ბირჟის გამაგრებაში“ რომ გაჰყავდათ და მათხოვრობით ხაზს უსვამდნენ თავიანთ „ბესძელნიკობას“. ნერვები ისედაც დაწყვეტაზე მქონდა, დასამშვიდებლად სახეზე ხელი მოვისვი. ნაადრევად აფეთქება არაფერს მომცემდა. - ამჯერად რა ჩაიდინა ბაჩანამ? - შენი სახელი? - გოჩა, ბრატ. - რას გულისხმობ, გოჩა? - ვკითხე ინტერესით. - თოიძეს ბაჩანას გამო არ ეძებთ? - ჩაიცინა ირონიულად და თავისიანებს გადახედა, აქაოდა რას გვაბოლებსო - ამჯერად რამდენი წააგო? გიჩხუბიათ, სახეზე გეტყობა. - გარკვევით ილაპარაკე! - შევუღრინე ნერვებდაჭიმულმა - ვინაა ბაჩანა და რა შუაშია თოიძესთან? - მოიცა, თქვენ ბაჩოს გამო არ მოსულხართ? - იკითხა დაბნეულმა - ბაჩო ეკეს ძმაა. სულ შარში ეხვევა, მეგონა ამჯერადაც მის გამო მოხვედით, მაგრამ... - შარში რას გულისხმობ? - კალანდიამ ეჭვით გადახედა ბიჭებს. - ეგ ეგა, - ჩაეცინა გოჩას და ნეტარებით გააბოლა - სერიოზული სამსახური აქვს, ხელფასიც კაი აქვს, მარა რათ გინდა, ....ა! მთელ თავის კაპიტალს კაზინოებს აყრის ტრაკში. - გააგრძელე. - დაინტერესებული სკამზე შევსწორდი. - ბოლოს ხოშიანი მაყუთი წააგო გოლდენში. სირმა ზამასკა ვერ დაძლია და უფროსს დაებაზრა ავანსი მიეცა, ყველაფერს ამოვიღებ და ერთბაშად დაგიბრუნებო, მარა ჩემი ფეხები. მთელი ფული რულეტკას შეატყნა და სეროზული ვალებიც დაიდო. - ჰო, ეკემ რომ გაიგო გაგიჟდა, - ჩაურთო ერთ-ერთმა - მაგრად იჩხუბეს, ხელითაც კი შეეხნენ ერთმანეთს. მე და გია ეზოში ვიყავით, მაგათი ღრიალის ხმა ორ კვარტალს ესმოდა. - რომელი კაზინო ახსენე? - ყურები ცქვიტა კალანდიამ. - როიალ გოლდენი რომაა, აი ზოიძის კაზინო... - ვიცი ვისიცაა! - შეაწყვეტინა შუბლშეკრულმა და მე გამომხედა - ჩეპესა მანდ დაეთრეოდა. მთელი თავისი დანაზოგი ზოიძეს ჩააყარა ტრაკში, ბლომად ვალებიც დაიდო და სასტიკად გაუსწორდნენ. ისე იყო ნაცემი ორი კვირა საწოლიდან ვერ დგებოდა. - ჩეპესა? - გავხედე გაკვირვებულმა. ლევან კალანდიას პირადი მძღოლის სახელის ხსენებას არ ველოდი. ვიცოდი, რომ აზარტული თამაშები იზიდავდა, მაგრამ არ მეგონა ამდენად რთულად თუ იყო საქმე. - ჰოდა, ბაჩანასაც იგივეს უპირებდნენ, ძმაო, - გოჩამ ჩამწვარი ბიჩოკი შორს მოისროლა და გვერდულად გამოგვხედა - და დედასაც მოუტყნავდნენ ეკე რომ არ ჩარეულიყო. - რა მოხდა? - ყველაფერი უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა. - რა და... მაგ ახვარს, ერთ ღამეს ზოიძის ძაღლებმა მოაკითხეს. ფული დააბრუნე თორე დავითი საკუთარ შიგნეულობას გაგასინჯებსო. ეს ვირთხასავით დაიმალა. ეკე სახლში იყო და იმან სცადა სიტუაციის დაშოშმინება. ასე უთხრა თქვენს ბოსს მე დაველაპარაკებიო. - და თოიძეს რა უნდა ეთქვა ზოიძისთვის, რომ მის ძმას შეშვებოდა? ეგ იშვიათი ჯიშის ახვარია, მაგის მოშორება არც ისე იოლია. - კალანდიამ ეჭვით შეხედა მოსაუბრეს. - არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მას შემდეგ ბაჩო აღარავის შეუწუხებია, ეკე კი ხშირად იკარგებოდა ხოლმე, უბანში იშვიათად ვხედავდით. აღარ გველაპარაკებოდა, სულ ჩაფიქრებული და დაგრუზული დადიოდა. - ამ ბოლო დროს არ გამოჩენილა? - არა, თითქმის ერთი კვირაა თვალი არ მოგვიკრავს. - ერთი კვირა? აბა, დედამისმა თქვა ერთი საათის წინ უნივერსიტეტში წავიდაო? - ვკითხე დაბნეულმა. - დაგაბოლათ, - ჩაეცინა გოჩას - ალბათ შენი როჟა რო დაინახა შეეშინდა საჩხუბრად არის მოსულიო და მოგატყუა. ეკე კარგა ხანია აღარავის უნახავს... ჩაფიქრებული ვიყურებოდი მანქანის ფანჯრიდან და მოსმენილს ვხარშავდი. თოიძე ყოველთვის მომწონდა, კარგი ტიპი იყო, შეიძლება ითქვას, ერთადერთიც კი იყო მთელს უნივერსიტეტში, რომელიც ჩემში აგრესიას არ იწვევდა. მართალია, ბოლოს ჩვენ შორის დაძაბული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, მას ის გოგო უყვარდა, რომელსაც ჩემს საკუთრებად ვთვლიდი და ეს ავტომატურ მეტოქეებად გვაქცევდა, მაგრამ ეს ვერ შეცვლიდა ჩემს დამოკიდებულებას მისდამი. მტერსაც კი პატივი უნდა სცე, თუ ის ამას იმსახურებს. - ბიჭო, - კალანდიამ ცერად გამომხედა - რა ვქნათ? თოიძეს თავისი თავისტკივილი აქვს, არამგონია თქვენი ლავსთორებისთვის ეცალოს. ისე, ეგ ტიპი არასოდეს მომწონდა, მაგრამ დღევანდელის შემდეგ აზრი შევიცვალე. ალბათ, მაგარი ცუდი გრძნობაა, როცა ძმის ჩასვრილის მოწმენდა შენ გიწევს. - არა, - ნიკაპზე ფიქრიანად მოვისვი ხელი - თოიძეს საქმე ბოლომდე უნდა გავარკვიო. - კი მაგრამ, რატომ? რაში გვაინტერესებს მაგისი პრობლემები? მართალია, როცა დაგჭრეს შენთან იყო მოსული და სანამ ამბავი არ გაიგო ფეხი არ მოუცვლია, მაგრამ იქ სიას გამო იყო და არა იმიტომ რომ შენი რამეში ედარდებოდა. - ჰოდა, მეც მანდ ვარ. - ვერაფერი გავიგე. - შემომხედა დაბნეულმა. - ალექსს, მას სია უყვარს. ეს მის თვალებში დავინახე, როცა ზუგდიდში შევხვდი და ის არ მიეკუთვნება იმ ტიპების კატეგორიას, რომელიც საყვარელი ქალის პრობლემებს სირზე იკიდებენ. დარწმუნებული ვარ მან სიას შესახებ რაღაც იცის. - და პირდაპირ სიას სახლში რომ მივადგეთ? რად გვინდა ეს ჩორნიხოდები? - არ ვიცი სად ცხოვრობს, - შუბლი ნერვიულად მოვისრისე - უნივერსიტეტში მითითებულ მისამართზე მივედი, მაგრამ მითხრეს აქ ეგეთი არავინ ცხოვრობსო. მშობლებთან კონტაქტი არ ჰქონია, ერთადერთი მეგობრის მისამართ ვიცოდი და იქაც აღარავინ დამხვდა. - ოპააა, - დაბნეულმა კეფა მოიქექა - ჩვენს პატარა ქალბატონს იმაზე ბუნდოვანი ცხოვრება ჰქონია, ვიდრე ვიფიქრებდით. რახან სხვა ხელჩასაჭიდი არ გვაქვს, ისევ თოიძეს უნდა მივუბრუნდეთ მაშინ. - პირველ რიგში კი ბაჩოს გავესაუბროთ, ძალიან მაინტერესებს რა შარში გახვია საკუთარი ძმა! - ისე, - გვერდულად გამომხედა - სია ორივე ჩვენგანზე მეტად მას ენდობოდა. მე გასაგებია, შეიძლება ასეთი მოპყრობა დავიმსახურე, მაგრამ შენ? - მე შენზე მეტად დავიმსახურე ასეთი მოპყრობა. მომწონს ეს თუ არა, სიმართლეა. სია თოიძეს უფრო ენდობოდა, ვიდრე მე. ის მისთვის მუდამ საიმედო თავშესაფარი იყო, რაც მე მისთვის არასდროს ვყოფილვარ. - ამას ასე მშვიდად როგორ ამბობ? - მშვიდად? - ტუჩებზე ირონიული ღიმილი გადამეფინა - ალექს, არ ვარ მშვიდად, ეჭვებმა ლამისაა შიგნიდან შემჭამონ, მაგრამ კაცსს საკუთარი ჩაჯმულის აღიარება უნდა შეგეძლოს. მე დავიმსახურე სიასგან უნდობლობა და ახლა, მეც აღარ ვენდობი მას. თუმცა, ამის მიუხედავად, მე მაინც მსურს ყველაფრის გარკვევა. - რატომ? - რადგან, რასაც მომავალში მოვიმოქმედებ, მინდა საკუთარ სინდისთან მართალი ვიყო. არ მინდა უკან მოვიხედო და ვიფიქრო, რომ მრისხანებამ იმდენად დამაბრმავა, სიმართლის გარკვევა ვერ შევძელი. - შეცვლილხარ, დუჩე, - კალანდიამ ყურადღებით შემათვალიერა - ვეღარ ვცნობ იმ ფეხზე ტიპს, რომელიც საკუთარ სიამაყეზე წინ არავის და არაფერს აყენებდა. - სწორედ ამიტომ, - კალანდიას მზერა გავუსწორე - ერთი და იგივე შეცდომას ორჯერ არ დავუშვებ. არ ვაპირებ კიდევ ერთი ძვირფასი ადამიანის დაკარგვას ჩემი ფიცხი ხასიათის გამო. როგორიც არ უნდა იყოს ის, მე სიმართლის მოსმენა მინდა. - გასაგებია, - მანქანა დაქოქა და ბოლოჯერ გამომხედა - სხვა თუ არაფერი ძნელაძე არც ჩემთვისაა სულერთი, შენს მიმართ ზიზღს კი ვერაფერს მოვუხერხებ. ყველაფერი ერთად ვერ გექნებაო, ხომ გაგიგია?! ჩამეცინა. მეტს მაინც არ მოველოდი მისგან, სულ თუ არაფერი ერთმანეთს გინების გარეშე მაინც ვესაუბრებოდით... **** - დარწმუნებული ხარ, რომ ეს კომპანია? - მოზრდილ შუშებიან შენობას ინტერესით ავხედე. - ჩვენი კომპანიის შვილობილი კომპანიაა, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, - კალანდიას ირონიულად ჩაეცინა - როგორც ვხედავ, საერთო ბიზნესში მართლა ვერ ერკვევი. მე კი მეგონა ლევანი აჭარბებდა როცა მითხრა, დუჩეს სულ ....ზე ახატია მამამისის მემკვიდრეობაო. - მამაშენი ხანდახან სიმართლესაც ლაპარაკობს. - ვუპასუხე პირქუშად და ისევ შენობას გავხედე - ასეთ დროს აქ იქნება? უკვე დაღამდა, გვიანია. - აქაა, ლუსიმ მითხრა ღამის თერთმეტამდე რჩება, დღეს ბევრი საქმე აქვსო. ასე რომ ლოდინიღა დაგვრჩენია. - ლუსი? - ჩამეცინა ირონიულად. - „ზევსის“ ადმინისტრატორია. - თავით მანიშნა კომპანიაზე. - და შენი რიგითი ნაშა? საერთოდ სახელებს როგორ იმახსოვრებ? - ხანდახან მავიწყდება ხოლმე. საკმაოდ უხერხული სიტუციაა სექსის დროს სხვისი სახელი რომ წამოგცდება. - გამეცინა, ამ სამყაროში ყველფერი შეცივლებოდა მის გარდა. - შენ გეცინება და მაგარი დამწვარი პონტია. ფილტვების დახეთქვამდე შეუძლიათ ტირილი შენთვის სულერთი ვარ, მარტო სახმარად გინდივარო! - შემიბღვირა უკმაყოფილოდ. - ორივემ ვიცით რომ ეს ცხოვრება არც ისე გკიდია, როგორც ამას ყველასთან აფორმებ. ჩემთან თამაში არ გჭირდება, ალექს. შეიძლება მეგობრები აღარ ვართ, მაგრამ ერთ დროს ვიყავით. - ვაფორმებ? - ღიმილით გამომხედა - დუჩე, შენ შეიძლება შეიცვალე, მაგრამ მე და ჩემი ცხოვრება ზუსტად იმად დავრჩით, რაც ყოველთვის ვიყავით, თავისუფალი და უდარდელი. - არა, შენ მაგ ყველაფერში ახრჩობ შენს ბოღმას და ბრაზს. ნუ მასწავლი ამ გამოხედვას, - გამეცინა ირონიულად - ყოველ დილით იგივეს ვუყურებ სარკეში. - რა იყო, , ამ ბოლო დროს თურქულ სერიალებს ხომ არ მიეძალე? ეს კი თქვა, მაგრამ მშვენივრად შევნიშნე მის თვალებში ფარული სევდა, რომლის დამალვასაც ასე ოსტატურად ახერხებდა გარშემომყოფებისგან, მაგრამ მე ვერ მომატყუებდა. საკუთარი ხუთი თითივით ვიცნობდი. - მაშო როგორ არის? არ დაბრუნებულა პარიზიდან? - ვკითხე დედამისზე. - არა, აქაურობის ატანა არ აქვს, განსაკუთრებით ლევანის, - დაამატა სიცილით - ერთად ათ წუთზე მეტხანს ვერ ძლებენ, მაგრამ დაბრუნება უნდა, მენატრებიო. მე იქ ჩამსვლელი არ ვარ, ასე რომ ალბათ თვითონ ჩამოვა. - ისევ უბრაზდები... ეს კითხვა არ იყო. კალანდიამ თვალი ამარიდა. ამ თემაზე საუბარს ვერ იტანდა. ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით, როცა ლევანი და მაშო ერთმანეთს დაშორდნენ. ლევანი თავისი ბიზნესის გადამკიდე ცოლს საერთოდ ვეღარ აქცევდა ყურადღებას, აღარ იყო მის მიმართ თბილი და მოსიყვარულე ქმარი. ქალს ყურადღება დააკლდა და მონატრებული სითბო სხვასთან იპოვა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. ამის გამო მიმაჩნდა, რომ ხარბი ძუკნა იყო, რომელიც მაშინვე სხვა კაცის მკლავებში აღმოჩნდა, როგორც კი შანსი მიეცა, სანამ ისეთ რამეს არ შევესწარი, რამაც აზრი რადიკალურად შემაცვლევინა. ამის შესახებ კი ალექსმა არაფერი იცოდა, მე კი თქმის უფლება არ მქონდა... - გგონია ყველაფრის უფლება გაქვს?! - მომიბრუნდა გაღიზიანებული, თვალებში სიძულვილი უდუღდა - გგონია რახან შენი დახმარების სურვილი მაქვს ყველაფერი მოგვარდა და ისევ ძმაკაცები ვართ? ჩემი ცხოვრება შენ არ გეხება, უკვე აღარ, დუჩე! - ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ალექს... მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, წამიერად მის სახეზე ჩვეული მრისხანება აინთო. ნებისმიერ წამს ველოდი მუშტის მოქნევას, მაგრამ გაღიზიანებულმა თავის მოთოკვა შეძლო, კბილები ავად გააღრჭიალა და თვალი ამარიდა. უცებ ძალიან მომინდა თავში წამეთაქებინა, მაგრამ ყურადღება შენობიდან გამოსულმა თოიძემ გადამატანინა. ძმას საერთოდ არ ჰგავდა, კუპრივით შავი თმა, უხეში სახის ნაკვთები და უემოციო შავი თვალები მის ცივ ბუნებას ხაზს უსვამდა. - გამოვიდა, - კარი სწრაფად გავაღე და მანქანიდან გადმოვედი, კალანდიაც უკან მომყვა. - ეგრევე არ მივარდე, დაფრთხება. მე მიმიშვი. კალანდიამ აქეთ-იქით მიმოიხედა და გზატკეცილზე გადაირბინა. შევროლეს კაპოტს მივეყრდენი და თავზე კაპიშონი წამოვიფარე. ის იყო სიგარეტის ამოღება გადავწყვიტე, რომ ჩემს წინ, სამი მანქანის დაშორებით, გაჩერებულმა ჯიპმა თვალი მომჭრა, უფრო სწორად გვერდითა ხედვის სარკეში უცნაურ რამეს მოვკარი თვალი. ორგანიზმი მაშინვე დამეჭიმა და მზერა სწრაფად გადავიტანე კალანდიაზე, რომელიც ბაჩოს უახლოვდებოდა. - არა, არა, არა! ოღონდ ახლა არა! ელვის სისწრაფით შემოვურბინე კამაროს და საჭეს მივუჯექი. დავქოქე და გაზის პედალს მთელი ძალით დავაჭირე ფეხი. მანქანამ ერთი დაიღმუვლა და დამშეული მხეცივით გავარდა წინ. ხმაურზე სნაიპერი მაშინვე გამოფხიზლდა, იარაღი სწრაფად გაქრა გვერდითა ხედვის სარკიდან და ჯიპის ფარები აინთო. - სად გარბიხარ, შე ახვარო! ვიყვირე გააფთრებულმა და საჭე მთელი ძალით მოვზიდე. მანქანა მარჯვნივ გადაქანდა და წამის მეასედით ასცდა ჯიპის საბარგულს. დაჯახება ვერ მოვასწარი, ჯიპი მთელი სისწრაფით მოსწყდა ადგილიდან და წინ გაიჭრა. საჭის დამორჩილება ძლივს მოვახერხე, კინაღამ ტროტუარზე მოსიარულეები გადავთელე, რომლებიც მაშინვე კივილით დაიფანტნენ. გაზს მთელი ძალით დავაჭირე ფეხი და დავედევნე. წარმოდგენა არ მქონდა რას ვაპირებდი, უიარაღოდ ვიყავი, ისიც კი არ ვიცოდი მანქანაში რამდენი ისხდნენ, მაგრამ არნახულმა მძვინვარებამ გონება მთლიანად დამიბინდა. ერთადერთი სურვილი მკლავდა, რომ წამოვწეოდი და ის იარაღის ლულა ტრაკში გამეთხარა იმ ნაბოზვრისთვის, რომელსაც კალანდია ჰყავდა მიზანში ამოღებული. ჯიპი სწრაფად მოძრაობდა, არ ერიდებოდა ვინმეს ყურადღების მიქცევას, წითელზე დამუხრუჭება არც უფიქრია, წინ გაიჭრა და ფეხით მოსიარულეები კინაღამ ააკაპოტა. - სად მიდიხარ?! დევნაში ისე აღმოვჩნდით ქალაქგარეთ, მაგისტრალზე, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. უცებ უცნაური რამ მოხდა, ჯიპმა მანევრი შეცვალა, გზიდან გადაუხვია და მაღალი გორაკისკენ მიმავალ ბილიკზე ავარდა. წამით დავიბენი, მაგრამ მაინც უკან მივყევი. ათწუთიანი დევნის შემდეგ მანქანამ მოწყვეტით დაამუხრუჭა და ჩემ წინ გვერდულად გაიხიდა. თავიდან ვერ გავიაზრე რა ხდებოდა, მაგრამ გვერდითა ხედვის სარკიდან ფარების შუქმა თვალი, რომ მომჭრა მივხვდი, მახეში შემომიტყუეს. უკან კიდევ სამი მანქანა მომყვებოდა. იმდენად ვიყავი ქილერის დევნაში გართული, რომ უკან ადევნებული მდევარი ვერც კი შევამჩნიე. ირონიულად ჩამეცინა და ჯიპისგან მოშორებით ოც მეტრში მანქანა მოწყვეტით შევაჩერე. უკანა მდევარმაც იგივე მოიმოქმედა. ალყაში მომაქციეს, მანქანის კარებები გაიღო და ნიღბიანები გადმოხტნენ. ხელში ავტომატები ეკავათ. წინა ჯიპიდან კი ორი გადმოვიდა. ერთ-ერთს რომელსაც მაყუჩიანი „მორიელი“ დავუნახე ხელში, სახეს ნიღაბი უფარავდა და გაბოროტებული თვალებით მომჩერებოდა, მეორე კი სახეს კაპიშონში მალავდა. გაქცევის მცდელობას აზრი არ ჰქონდა, ეგრევე საცერივით დამცხრილავდნენ. თან ცნობისმოყვარეობა მკლავდა, უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ ამ ნიღბებიდან ერთ-ერთი სწორედ იმ ახვარს მალავდა, რომელმაც უნივერსიტეტში დამჭრა. ძრავა გამოვრთე და მანქანიდან გადმოვედი. - ქავანა! - სნაიპერმა საშინელი ხრიალა ხმა ამოუშვა პირიდან და ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა - ტრაკში შერჭობილი ხიჭვივით ხარ, რა ჭირად გადამეკიდე?! მანქანის კარი მივხურე და შეკრებილები დამცინავად მოვათვალიერე. კბილებამდე შეიარღებულები ისეთი სახით მომჩერებოდნენ, თითქოს ასაფეთქებლად გამზადებული ბომბი ვიყავი. - მძიმე არტილერიით შეიარაღებულხართ და მიუხედავად ამისა, შენი გოგონები მაინც ღელავენ, რომ გიყურებთ თვითშეფასება უფრო მიმაღლდება. - მეტისმეტად გაქვს თავში ავარდნილი, ! თავის ლეკვებს თავით ანიშნა. განძრევაც ვერ მოვასწარი, რომ უკვე მეორედ მითავაზეს კეფაში რაღაც მძიმე, ამჯერად იარაღის კონდახი. წამით თვალებში დამიბნელდა და მანქანას ჩამოვეყრდნე ძირს რომ არ დავცემულიყავი. ყელიდან ღრენა აღმომხდა. გაცოფებულმა მუშტი მოვიქნიე და ჩემს უკან მდგომს მთელი ძალით ვწყვიტე სიფათში. დარეტიანებულმა, თავი ვეღარ შეიმაგრა, უკან გადავარდა და იარაღი ხელიდან გაუვარდა. როგორც შაქრის ნატეხს ჭიანჭველები, ხუთი კაცი იმწამსვე თავს დამაცხრა. მუშტები და წიხლები ყველა მხრიდან მხვდებოდა. ერთმა მოქნეულმა ფეხის წვერმა წარბში მიწია და მწარედ მივენარცხე მანქანის კარს. - საკმარისია! თავდამსხმელები შემეშვნენ და ავტომატმომარჯვებულები განზე გადგნენ. გაბოროტებულმა სახეზე ჩამოწუწული სისხლი ხელის ზურგით მოვიწმინდე და გაჭირვებით წამოვდექი. თავბრუმესხმოდა, ხელები სიბრაზიზგან ამიკანკალდა და გამძვინვარებულმა სისხლი გადავაფურთხე. - სულ ეს ხარ? - ტუჩებზე ცივი ღიმილი გადამეფინა. - მორჩი! შენს მოკვლას არ ვაპირებ, სამწუხაროდ ჩემს სიაში არ წერიხარ. არადა დიდი სურვილი მაქვს ტვინი აქვე დაგანთხევინო. - რატო ვითომ? რით არ ვაკმაყოფილებ კონკურსის პირობებს? - არაფერი განსაკუთრებული, ზედმეტად უმნიშნველო ხარ. - თავი გვერდით გადახარა და დამცინავად შემომხედა. - არ გინდა მაგ ნიფხავის გარეშე დამენახო? „კლავიატურის ბიჭს“ მაგონებ, რომელიც მონიტორს ამოფარებული ტრაკს თამამად ათამაშებს. - ჩემი სიფათის დანახვა შენთვის განაჩენის ტოლფასი იქნება, გაწყობს? - შენ მესროლე უნივერსიტეტში? - მადლობა მითხარი რომ ადგილზე არ მოგკალი! - სხვა დროს ნავარჯიშები მოდი, იქნებ გაგიმართლოს კიდეც და მიზანს მოარტყა. რა ზუბი გაქვს კალანდიასთან? - საიდან მოიტანე, რომ ის მეორე ტარაკანა ჩემს ინტერესებში შედის? - აკადემიკოსივით ნუ მელაპარაკები. ხმა ამოიღე, რას ერჩით კალანდიას?! - კარგად მომისმინე, ! - წაისისინა გამძვინვარებულმა და იარაღი შემართა - მეორედ გზაზე აღარ გადამეღობო. ეს გაფრთხილებად ჩათვალე! - თორემ? - თორემ ყელს საკუთარი ხელით გამოგჭრი და ამისგან სიამოვნებასაც მივიღებ! - ჩაიხიხინა გაღიზიანებულმა. - რამის რომ გქონდეს მაგას ახლავე გააკეთებდი, სირო! - შენი... გაცეცხლებულმა ხელი შემართა და ლულა პირდაპირ გულში დამიმიზნა. წამის მეასედით, მის გვერდით მდგომმა, კაპიშონიანმა ხელის აკვრა მოასწრო, ბრმა ტყვია ჰაერში გავარდა და ბნელში ჩაიკარგა. - რას აკეთებ?! - უღრიალა მეწყვილეს - დავბრიდავ ამ ნაბოზარს! კაპიშონიანს ხმა არ ამოუღია, მკლავში ხელი წაავლო და ნელა გააქნია თავი. ნიღბიანი მძიმედ სუნთქავდა, წამით თვალებში ჩააშტერდა, შემდეგ კი ხელი გამოგლიჯა და მე მომიბრუნდა გაცეცხლებული. - სხვა დროს მიზანს არ ავაცელ, ნაბოზარო და ვერც ვერავინ შემიშლის ხელს და თუ მაინც ეცდება, - მუქარით გახედა მეწყვილეს - უკან გამოგყვება, ჯოჯოხეთში! თავის ძაღლებს თავით რაღაც ანიშნა და ყველა მანქანისკენ დაიძრა. გზაში კი შემობრუნდნენ და ჩემს მანქანას გრძელი ჯერი გადაატარეს. შევროლე კამარო ჯართის ფიჭას დაემსგავსა. ნიღბიანმა ჯიპის კარი გამოაღო და ბოლოჯერ გამომხედა. - გზაზე აღარ გადამეღობო, ქავანა, ტყავში დაეტიე და „კოლიბრი“ დაივიწყე! - მოიცა, ნუ ითესები, ახვარო! მაგრამ აღარ მისმენდა, კარი მიიჯახუნა და მანქანა დაქოქა. კარის მიხურვისას სახელო აეწია და მაჯაზე ტატუს მოვკარი თვალი, უფრო სწორად მის ნაწილს, სახელოს ბოლოდან რაღაც არსების კუდი მოუჩანდა. მანქანები საბურავების წივილით გაეცალნენ იქაურობას, სიბნელეში მარტო დავრჩი. გაჭირვებით გავსწორდი წელში და დაცხრილული მანქანა მობეზრებულმა შევათვალიერე. ბეჭები და კეფა საშინლად მტკიოდა. სახეზე ხელი მოვისვი და მომხდარზე ჩავფიქრდი. რაღაც რიგზე ვერ იყო, რატომ არ მომკლეს, როცა ამის იდეალური შესაძლებლობა ჰქონდათ? ერთხელ ხომ უკვე მესროლა?! ვინ იყო ის კაპიშონიანი, რომელმაც ხელი აუკრა ნიღბიანს და ჩემთვის გულის გახვრეტის საშუალება არ მისცა და რა უნდოდათ კალანდიასგან?! საშინელი ეჭვები შიგნეულობას მიწვავდნენ. ყველაფერი ისე ჩაიხლართა, რომ ვეღარც თავი გამეგო რამის და ვეღარც ბოლო. მხოლოდ ახლა გავიაზრე, რომ შარვლის ჯიბეში ტელეფონი გაავებული ბზუოდა. ამოვიღე და ეკრანს დავხედე. - ჰოო... - რა ჰო , სად გდიხარ? ტელეფონი აგიწიოკე, - მომესმა კალანდიას ჯიჯღინი - სად გაქრი?! - რაღაც საქმე გამომიჩნდა და მოვალ მალე. - უკმყოფილოდ შევავლე თვალი განადგურებულ კამაროს. - რა საქმე, ბიჭო, შენ შიგ ხომ არ გაქ?! მოაჯვი მალე, რაღაც გავარკვიე და ეს უნდა მოისმინო. - კარგი, მოვდივარ. ჩემთან მიდი სახლში და მოგაკითხავ, გასაღები ადმინისტრატორს გამოართვი. - ჰო, კაი. ტელეფონი გავთიშე და მონტის ნომერი სწრაფად ავკრიფე. მეორე ზუმერზევე მიპასუხეს. - მონტი! - დიახ, სერ! - საით ხარ? - „ქეი კორპორეიშენში“ ახლახანს მოვედი, მამათქვენმა დამირეკა. რამე ხომ არ გჭირდებოდათ? - ჰო, უნდა მომაკითხო, მეგობარო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.