შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟემდე Შეყვარებული 4Თავი


9-05-2020, 20:27
ავტორი LurjTvala demoni
ნანახია 1 268

ძალიან, Ძალიან დიდი ხანი იდგა ცხელი წყლის ქვეშ. ბოლო სამი დღის ამბებზე ფიქრობდა, უეცრად გამოერკვა ფიქრებიდან. წყალი გადაკეტა, ხალათი მოიცვა და ოთახში გავიდა. ტელეფონში ნაცნობი ნომერი მოძებნა, ორი ზარის Შემდეგ ბოხი ხმა გაისმა.
- მე ვარ.
- დიახ გიცანი.
- სად ხარ?
- მოსკოვში, ხომ იცი არა? წასვლის დროს მოგწერე.
- ვიცი, ვიცი. არ არის მაქ, Ჩამოდი. რაღაც ეჭვრვი მაქვს, ეჭვები კი არა დანამდვილებით ვიცი. მოკლედ ხვალ ბათუმში გელოდები. მისამართს მოგწერ. _ ტელეფონი გათიშა, საღამურები Ჩაიცვა და აივანზე გავიდა.
- სად იყავი კეტ? _ Ჩამქრალი ხმითვამბობს Თინი.
- მაპატიე, მაპატიე საყვარელო. არ მინდოდა შენი წყენინება, უბრალოდ მარტო დარჩენა მინდოდა. ფიქრი ყველაფერზე, ჩემს ცხოვრებაზე, მარიამზე. იცი ნიკას ველაპარაკე, ყველაფერი ავუხსენი. ახლა თბილისში მიდის მარიამს ხელი უნდა სთხოვოს.
- რას ამბობ მართლა?
- ხო და ისეთი გახარებული ვარ, ჩემს ფერიას ბედნიერს, რომ ვნახავ.
- ძალიან მაგარი ახალი ამბავია.
- აუ კი. იცი რაღაც გავარკვიე.
- რა? _ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა გოგოს, მისი ეჭვების და გეგმების შესახებ.
- არ არსებობს. არა, არა რაღაცას მეღადავები ხო?
- არა შენს თავს ვფიცავარ.

_ მყუდრო პატარა კაფეში იჯდა გოგო, მის ცხოვრებაზე, მამაზე და მომავალზე ფიქრობდა, როდესაც წინ საბამ დაიკავა ადგილი.
- როგორ ხარ?
- კარგად შენ? _ სევდიანად იღიმის გოგო.
- რა მოხდა?
- არაფერი რაღაცაზე ვფიქრობდი.
- რაზე?
- მამაზე. მამას რომ არ მივეტოვებინეთ, დედაც ჩვენთან იქნებოდა, მარიამი ნიკას გაჰყვებოდა ცოლად, ანი ხშირად ივლიდა Ჩვენთან. რაც მთავარია არ გავიგებდი, რომ სხვა ქალის შვილი ვარ. იქნებ ახლა ჩემს რჩეულთან ერთად, ბორაკაი ფეხით შემომევლო. ბავშვობიდან ვოცნებობდი იქ წასვლაზე._ იღიმის - მაგრამ ყველაფერი აირ დაირია. რთულია, რთული. შენ როგორი ბავშვობა გქონდა.
- კარგი. დედა ცოტა მკაცრი იყო, იშვიათად გვაძლევდა უფლებას ის გვეკეთებინა რაც გვინდოდა. მამა პოლიციელი იყო, ამიტომ იშვიათად ვხედავდით სახლში. მე და ჩემი ძმა იმ სკოლაში ვსწავლობდით, სადაც დედა ასწავლიდა ქიმიას და დავიტანჯეთ. მისი შიშით ვერსად მივდიოდით, თითოეული ჩვენი ნაბიჯი იცოდა. ისეთი პედაგოგი კი არ იყო, Ჩემი შვილია და ყველაფრის უფლება აქვსო, არა პირიქით. არაფრის უფლება გქონდა, Თუ ცუდი ნიშანი გვეკუთნოდა, არცერთ მასწავლებელს არ ჰქონდა უფლება ქულა მოემატებინა. იმდენს გვიწერდნენ რამდენიც გვეკუთნოდა. ნუ რა საშინელი ბავშვობა მქონდა, სკოლაში. სახლში დედის მოვალეობას ასრულებდა, მაგრამ გაკვეთილების ჩაბარების შემდეგ. მაქამდე ისევ მკაცრი იყო. ჩემს ძმას ბავშვობიდან ფოტოგრაფობა უნდოდა, ამიტომ სწავლა დიდად არ უყვარდა, თუმცა მას ვინ ეკითხებოდა. ახლა გერმანიაშია, წლებია იქ ცხოვრობს. სექტემბრიდან აპირებს სამშობლოს დაუბრუნდეს, მობეზრდა იქ.
- ძალიან კარგია.
- შენი შეყვარებული რას შვება?
- ვინ?
- ის ბიჭი შენ რომ გიყვარს? გუგამ მითხრა ვიღაც უყვარს, ის კი ყურადღებას არ აქცევსო. - გუგა ძალიან ჭორიკანაა, არავინაც არ მიყვარს. ნუ აქცევ მაგას ყურადღებას. _ გაბრაზდა გოგო.
- რას შვებით? _ საუბარს აწყვეტინებს თინი.
- ვლაპარაკობთ შენ? რახდება?
- მარიამი გირეკავდა, ვიფიქრე საჩქაროათქო და ტელეფონი მოგიტანე.
- უი. _ დასთან გადარეკა, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა. - ესემესი მოუწერია.
" ჩემო სიყვარულო. ჩემთან ნიკა მოვიდა, ხელი მთხოვა, თავიდან უარს ვეუბნებოდი თუმცა შემდეგ, შენი გამოგზავნილი ბეჭედი მაჩვენა და დავთანხმდი. ახლა აეროპორტში ვართ, პარიზში მივდივართ. ჩემო პატარა სიყვარულო, ძალიან მიყვარხარ და მაბედნიერებ" - არ არსებობს.
- რა მოხდა?
- მარიამი გათხოვდა. ნიკამ კი ცოლი მოიყვანა.
- აუ რა მაგარია ეღირსათ როგორც იქნა. გილოცავ კეტ, ძალიან გამიხარდა. _ სიხარულს ვერ მალავდა საბა, უხაროდა საუკეთესო მეგობრის გაბედნიერება, ამას ნამდვილად იმსახურებდა.
- მადლობა საყვარელო. _ მოულოდნელად წამოსცდა გოგოს. - პარიზში მიდიან.
- აუ პარიზი სიყვარულის, ბედნიერების, და სიხარულის ქალაქი. _ ოცნებებში წავიდა თინი.
- ქალაქს რა მნიშვნელობა აქვს? ბათუმში ნაკლებად მიყვარს თუ პარიზში უფრო შემიყვარდება? საჩხერეში გადამიყვარდება და ქუთაისში შემიყვარდება?
- ეს თქვენ? _ რაღაცის თქმას აპირებდა თინი, როდესაც კეტისთან პატარა მწვანეთვალება გოგო მივიდა და დიდი ვარდების თაიგული გაუწოდა.
- მე? დარწმუნებული ხარ?
- იქნებ ჩემია? _ ფეხზე წამოდგა თინი. მწვანეთვალებამ ჯერ კეტის გახედა, შემდეგ თინის, შემდეგ ისევ კეტის.
- არა, თქვენია. _ თაიგული კეტის მისცა, ლოყაზე აკოცა და გაიქცა.
- არა რა, ნამდვილად ჩემია უბრალოდ აერია. _ თაიგულიდან კონვერტი ამოიღო. - ყველაზე ლამაზ ლურჯთვალებას. შენი ყოფილა. Ფარული თაყვანისმცემელი გამოგიჩნდა ჟუჟუნ. _ სიცილი აუტყდა გოგოს.
- რა სისულელეა. ფარული არა ინკოგნიტო კიდე. _ სინამდვილეში ძალიან გაუხარდა, გულის სიღრმეში სადღაც უხაროდა. პირველი თაიგული უცნობისგან, არ იცოდა რატომ, მაგრამ ძალიან უხაროდა.
- მე წავალ. _ ბრაზიანი თვალებით უყურებს საბა, ჯერ თაიგულს შემდეგ კეტის. ფეხზე დგება და იქაურობას სცილდება.
- ამას რაღა ეტაკა?
- მე რა ვიცი, ალბათ იეჭვიანა. ჩემი იდიოტი ძმა მოდის. _ თვალით ანიშნებს კეტის.
- ჭორიკანა. _ ჩუმად ჩაილაპარაკა. - საბასთვის უთქვამს კეტის ვიღაც უყვარსო. ის ენა უნდა ამოვაცალო, მერე ვისზე იჭორავებს ერთი?
- ენაგრძელო. _ ხელი წამოარტყა თინიმ. - რა გატლიკინებს ბიჭო ერთი ქალივით. კაცი ხარ თუ სოფლის ბო*ი.
- რა გინდა?_ ვითომც არაფერიო.
- რას მოაღე პირი და მოუყევი საბას ყველაფერი. _ თვალებს უქაჩავს კეტი.
- წამომცდა.
- ამდენი როგორ წამოგცდა. ეს თაიგული მეცოდება, მაგრამ ღირსი ხარ გირტყას კაცმა. კიდე რა უთხარი, კმედია არ უთხარი შენ უყვარხარ და ღამეები არ ძინავს შენზე ფიქრშიო. ის არ უთხარი სიზმარი ნახა, ვითომ იქორწინეთო?
- კარგი ხო, მაგდენი კი არ მითქვამს.



- სადმე მიდიხარ? _ სასტუმროდან გადიოდა კეტი, როდესაც საბა გადაუდგა წინ.
- დიახ.
- სად? შენს ფარულ თაყვანისმცემელს უნდა შეხვდე? _ ბრაზი იგრძნობოდა ბიჭის ნათქვამში.
- ფარული თაყვანისმცემელი, ფარულს ნიშნავს. რომელსაც არ იცნობ, არ იცი ვინ არის და ფარულად გწერს ან გიგზავნის რაღაცეებს. ამიტომ ფარული თაყვანისმცემლის შესახვედრად არა, მეგობრის სანახავად მივდივარ.
- რომელი მეგობრის?
- საბა ვიცი, რომ გამომძიებელი ხარ, მაგრამ მე არც დამნაშავე ვარ და არც დაკითხვაზე. უბრალოდ მეგობრის სანახავად მივდივარ, რომელსახ შენ არ იცნობ.
- არ წახვიდე? _ მუდარა გაერია ხმაში ბიჭს.
- რატომ?
- უბრალოდ, არ მინდა წახვიდე.
- სასწრაფო საქმეა უნდა წავიდე.
- მეც წამოვალ.
- წამოდი. დასამალი არაფერი მაქვს.
- მართლა. _ გაუკვირდა. - ანუ წამოვიდე?
- ნუ თუ გინდა?
- კარგი.

- ის არის?
- ის არის. გეცნობა არა? _ ღიმილით ამბობს გოგო. - შენ აქ დამელოდე, მალე მოვალ.
- კარგი.
- მიხარი, რომ ჩამოხვედი.
- მეც. აბა მითხარი რა ხდება?
- მგონი ვიპოვე. ზუსტად არ ვიცი, აქ მისამართი წერია. ყველაფერი უნდა გაარკვიო, რატომ, რისთვის და რა მიზეზით.
- კარგი. ყველაფერს გავარკვევ და დაგიკავშირდები.
- მადლობა. _ ფურცელი გამოართვა გოგოს და იქაურობა მალევე დატოვა.
- იპოვა? _ ბიჭის წასვლის შემდეგ მალევე ამოუდგა გვერდით საბა.
- მგონი ვიპოვე, დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ეჭვი მაქვს ის არის. _ ანთებული თვალებით Შეჰყურებს ბიჭს.
- ძალიან კარგი, მიხარია ბედნიერს რომ გხედა. _ შუბლზე აკოცა, ხელი მოხვია და გულზე მიიკრა. - შენ ყველაზე კარგი ხარ ამ ქვეყნად.







ძალიან, ძქლიან დიდ ბოდიშს ვიხდჯ დაგვიანებისთვის. ჯერ ხომ ტელეფონი გამიტყდა, დამეფშვნა. ისტორია დაწერილი მქონდა, მაგრამ იმ ტელეფონში იყო ყველაფერი. მოკლედ, შემდეგ ახალი მიყიდეს და აქ კიდე ძვლივს დავწერე, დაწერილი ისტორია არ შემინახავს და თავიდან მომიხდა წერე. ბოდიშით მართლა, ასე აღარასოდეს დავაგვიანებ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent