შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვირუსი ნაწილი2


9-05-2020, 20:31
ავტორი melanqoliki
ნანახია 1 294

,,დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა,,

მარიამი
ვინ იცის, იქნებ ხვალ აღსასრულიც კი იყოს და მაინც ისეთი რთულია ადამიანობა, იმის გაცნობიერება, რაოდენ უსუსური, არარა არსებები ვართ...
წერის დროს უცნაური შეგრძნება მეუფლება, ისეთი თითქოს დროის მოჭრილ მონაკვეთში ჩარჩენილი რომელიმე სიუჟეტის პერსონაჟი ვიყო. ხომ, პატარა პერსონაჟი, რომელსაც ლაპარაკი არ შეუძლია, ჩუმად ტირის და უხმოდ ყვირის.
_ რისთვის წერ მარიამ ? _ მეკითხება ერთერთი ადამიანი, რომელმაც მხოლოდ ჩემი ფსევდონიმი იცის და ისიც მისი განმარტების გარეშე. მე ხომ ისეთი უხილავი ვარ, როგორც არასდროს ...
_ რომ დავამტკიცო თეორიები საკუთარი არსებობის შესახებ. _ უმარტივესად ვუბრუნებ პასუხს დასმულ შეკითხვაზე, შეკითხვაზე რომლის პასუხი ხშირად საკუთარი თავისთვისაც დამისვამს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საკუთარი თავის საძებნელად წავსულვარ. იმ დროს ხომ შემეძლო შეუჩერებლად მეწერა, ჩემებურად მეთქვა, ამეხსნა გადმომეცა, მებჟუტურა... უაზროდ მეფიქრა წიგნების პერსონაჟებზე და მასზეც, ვინც წიგნის ფურცელზე და იქ იყო, სადაც ასე ძალიან მიყვარდა თავის შეფარება. ერთხელ მასაც კითხეს, რატომ არ წერო, პასუხი კი ასეთი იყო
_ სიშიშვლის მეშინია, მზად არ ვარ და მგონია ჯერ ადრეაო... მე კი ვფიქრობ ხანდახან ისე გვინდა დაგვინახონ და რომ დაგვინახავენ, მერე...
ხშირად მგონია, რომ ის რაც ხდება უბრალოდ კოშმარული სიზმარია, გავიღვიძებ და გამიხარდება, რომ ყველაფერი ჩვეულებრივადაა, მაგრამ .... ინფორმაციის და კონკრეტული შეგრძნებების თავმოყრა ძალიან რთულია. ყველა ვიაზრებთ, რომ სამყარო ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც უწინ ... ყველაფერი მიდის, ყველაფერი ქრება, არაფერი რჩება.
ყოველი დღე ისეთი უცნაურია, თითქოს გამოკეტილი ტყვე იყო, თუმცა არა იმ ქაოსის გამო, რომელიც სამყაროში ბობოქრობს, არც პანდემიის,ან თვითიზოლაციის, არა, იმ ტყვეობის, საკუთარი თავი რომ ჰქვია,რომელსაც ვერავინ და ვერაფერი შეედრება.
განა ასეთი რთულია გაუღიმო გათენებულ დღეს, ცოტა ხანს მოუსმინო ჩიტების ხმას, ჩაისუნთქო სუფთა ჰაერი და გაბრაზებული სახით არ ეძებო ლოგინში ძილის დროს დაკარგული ცალი წინდა? ხანდახან ჯობს წვრილმანებზე გადაიტანო ყურადღება და გახვიდე ფიქრების ტყვეობიდან.
_ მაღიამ _ მესმის კარის ხმა და ხითხითი,მერე პატარა, შიშველი ტერფების ტყაპუნი და შევყურებ მინიატურულ ადამიანს, რომელიც თმააბურძგნული და ყურებამდე გაღიმებული მოიწევს ჩემსკენ. _ კარგად გეძინა? _ ისეთი ინტერესით მეკითხება, თითქოს ამაზე მნიშვნელოვანი რამ სამყაროში არ არსებობდეს და სანამ ჩემს პასუხს მოისმენს დაუკითხავად მხდის საბანს.
_ დილამშვიდობის პატარავ _ გაუცნობიერებლად მეღიმება და ადგილს ვუთმობ, რომ შემოძვრეს.
_ შენ რა კიდევ დაძინებას აპირებ? _ ტუჩებს იბზუებს და ეშმაკურად შემომყურებს.
როგორ მინდა მასსავით იმედიანი, ლაღი და მშვიდი ვიყო, წამიერად მინდება დავპატარავდე, ყველა საფიქრალი გავაქრო და უბრალოდ მიხაროდეს, რომ გათენდა.
_ არ გინდა დღეს ფანქეიქები გამომიცხო? _ განაბული შემომყურებს და მეჩურჩულება. მე კი თვალებში ვუყურებ და ფიქრებში ვეშვები. როგორ ძალიან უნდა გიყვარდეს ადამიანი, რომ მისგან შვილის გაჩენა გინდოდეს? ეს შეკითხვა არასოდეს ამომდის თავიდან. როგორ უნდა გინდოდეს ადამიანი, რომ მისი ნაწილი ატარო მუცლით? მისი ნაკვთები ჰქონდეს, მისი მანერები, ღიმილი, გამოხედვა,სხეული, სისხლი, სული,სული, რომელიც უკვდავია... როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანი, რომ მისგან სულის ნაწილს ითხოვდე, რომელსაც გააჩენ და აღზრდი?
_ მაღიამ, მაღიაააამ _ მკლავზე მეხება და რეალობაში მაბრუნებს. _ შენ რა ტირი? რატომ ტირი მაღიამ ?
_ მშია, ძალიან მშია თაგუნა, საუზმის დროა _ ცრემლებს ვიწმენდ და ბავშვს ვუღიმი, დღესაც გათენდა. ყველაფერი მიდის, ყველაფერი ქრება, სიყვარული რჩება ...
სიყვარული ხომ ,,ზეციური სუნთქვაა სამოთხის ჰაერით,,
საღამოს გრძელ დიდჯიბეებიან, თბილ მოსასხამში ვეწყობი და სასეირნოთ გავდივართ მე და პატარა უფლისწული. ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა, ვიმეორებ საკუთარ აკვიატებას და მეღიმება. და როცა ჩვენ შევხვდებით, ღრუბლები დაეშვებიან მიწაზე ჩამესმის ხმა, მერე კი ნაბიჯებსაც ვგრძნობ და სიარულს ვანელებ.
_ მარიამ _ მესმის საკუთარი სახელი, რომელიც მზარავს. სიარულს ვაგრძელებ
_ მარიამ _ ისევ მიხმობს და ჩემს წინ დგება
_ ბაბუაწვერები, _ თვალებით ხელებზე მანიშნებს, რომელშიც ჩემი ჩანაწერებიდან გადმოცვენილი ბაბუაწვერები უჭირავს.
_ ბაბუაწვერები _ ისევ იმეორებს და გაწვდენილ, გაშლილ ხელისგულებზე მიბრუნებს, სანამ სიოს გაჰყვებიან, სანამ გაუჩინარდებიან.
_ ლამაზი ხარ _ ერთ ადგილას გაშეშებული მომჩერებია. მე კი ბაბუაწვერებს და გამჭვირვალე ხელებს შევყურებ, რომლებიც ცხვირიდან წამოსული სისხლის წვეეთებით ფერადდება და მე ისევ უცნაური შეგრძნება მეუფლება, ისეთი თითქოს დროის ფრაგმენტში ჩარჩენილი, რომელიმე სიუჟეტის პერსონაჟი ვიყო.
,,ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა.
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს .,,
_ სინამდვილეში, ხომ ძალიან მახინჯი ხარ... _ მხოლოდ ამის თქმასღა ვახერხებ და ირგვლივ ყველაფერი წითელ ფერში იძირება.



ქვეყანას ადამიანთა სევდა მოედო. დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა, მოიხსნა მძიმე მარყუჟი და უარი განაცხადა დედობაზე. დრო გაიყინა, მზე ჩამოდნა, ცა ჩაიფერფლა. გამხმარი თავისუფლება უძრავად, უფრთოდ დაეშვა დედამიწაზე. ულუფებად დაყოფილი ჰაერი დიდი ხნის წინ შეისუნთქა ადამიანმა. დაყრუვდა, დამუნჯდა, დაბრმავდა და სადღაც მიყუჩდა. აღარც უყვარს, აღარც სცივა, აღარც შია, აღარც ეშინია, აღარც სძინავს, აღარც ტირის, აღარც...
წრიალით გადაღლილი ქარი იქვე, გამღვალ გორაკებზე მიესვენა. დაფერფლილი ცის ადგილი ზღვებმა, ოკეანეებმა და მდინარეებმა დაიკავეს. მასში მოცურავე, ჩამქრალმა, გამჭვირვალე ვარსკვლავებმა კი თევზების. ზღვის ადგილას ჩანთქმული მზის სიმხურვალით შეწუხებულმა თევზებმა ხეებს შეაფარეს თავი. ამ ყოველივეს მსოფლიოს პეპლებისგან დანაბერტყმა მტვერმაც კი ვერ უშველა. ტვინიანი ყუთები და ყოველივე ზე ფუ-ფუ-ნება გაქრა,რადგან ადამიანი არ ყოფილა ბინა, ან აგარაკი, საბანკო ანგარიში, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ან ტელეფონი. ადამიანი არ ყოფილა ფული, არც მაღაზია ყოფილა და არც საჭმელი, სამსახური ან ტექნოლოგიური კეთილგანწყობა, ძვირადღირებული ავეჯი, ნახატიც კი არ ყოფილა მისსავე შექმნილ კედელზე.
ერთდროულად ანთებული ყველა სანთელი ჩამქვრალიყო. ჩამქვრალი სანთლებიდან ოდესღაც ცხელი ცრემლებივით ჩამოღვრილი სილამაზეც კი ერთ ადგილას გამხმარიყო. გარიყულ, მიტოვებულ და დამცირებულ საფრთხობელას დამსგავსებულიყო. ზემოდან გრძელი თოკებივით ჩამოეშვათ უკან დასაბრუნებელი ფესვები. მათკენ მიმავალი თითოეული ფიქრი, ყველაფერი და არაფერი ერთმანეთში არეულიყო. გაწელილი, დანაოჭებული და გაბზეკილი გავრცელებულ სასჯელად თვალსაჩინოდ გაშლილიყო. ყველა გრძნობას ფერი და სუნი მისცემოდა, სიჩუმე კი ისევ გაურკვეველ, ფერად ცისარტყელად დარჩენილიყო. ამოუცნობ, შორეულ ჰორიზონტზე გაწოლილი სიყვარული ზე არსება გამხდარიყო და ყველა მისი აღმნიშვნელი სიტყვა თან გაეყოლებინა. ყველა ვულკანი გააქტიურებულიყო და პულსივით მფეთქავი ვნება გზადაგზა ლოდებად ქცეულიყო. ფურცლის ტყვეობიდან დახსნილი წიგნის გმირები დარაზმულნი, ცად გადაკრული, ზღვაში ჩაძირული მთვარის საპოვნელად, ოქროსმაძიებელი მეკობრეებივით წასულიყვნენ. ამათ შემხედვარე კალმებს მწერლები მიეტოვებინათ და დამოუკიდებლობა მოეთხოვათ. დაშლილი წინადადების სიტყვები ცალ-ცალკე საწანწალოდ გაქცეულიყვნენ.
ქნარის სიმებზე მწერებთან ერთად სიგრძივ შემოსკუპებულ შიშსა და სიხარბეს გულისყურითა და გაფართოებული თვალებით დაეწყოთ ყველაფრის ანალიზი. დიდხანს ეფიქრათ ცხოვრების ჰონორარზეც. ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერი გამხდარიყო. გამდნარ, უმწეო მზის სხივებს, ღამის სიბნელეში არეული ახალი ტონალობა შეექმნათ. როიალის მუნჯ კლავიშებს, ადამიანთა მოწყენილ, ჩამოწელილ ყბებზე დაეწყოთ ქანაობა. უპატრონოდ მიტოვებულ, თვალცრემლიან მუზებს, გამხმარი ყვავილების აგროვებით ფარდაგის ქსოვა გაეგრძელებინათ. მარყუჟმოხსნილ, უღერძო დედამიწას ოხვრა ამოეშვა და მთქნარება მოსძალვოდა. ადამიანთა სევდა მოსდებოდა მთელს დედობაჩამორთმეულ მიწას.


ნოა

,,ვოცნებობ და ხანდახან მგონია, რომ ერთადერთი რასაც სწორად ვაკეთებ სწორედ ესაა.,,

მოგონებები ერთმანეთში ირევიან, ფრაგმენტები ერთმანეთს ცვლიან და უჩინარდებიან. ყველაფერს მეთვითონ ვუღებ ბოლოს...
იმ დღეს ლამაზად თოვდა. არა, იმ დღეს ყველაზე უცნაური თოვლი მოდიოდა, გაზაფხულის სურნელოვანი თოვლი. ასე ხომ მან ამიხსნა. გაზაფხულის მზიანი დღე იყო და ახლადგაშლილ იასამნებში იდგა, ხვეულ თმაზე მზის სხივები ეთამაშებოდნენ და სახეზე ღიმილი ასახვოდა.
_ იცი, ალუბლების სუნი აგდის _ თმაზე ნაზად შევეხე და ხელი კისერზე ჩამოვუსრიალე. თვალები დახუჭა, ნეტარად ამოისუნთქა და გაიკვირვა.
_ ალუბლების?
_ ხომ, ალუბლების სურნელით ვბრუვდები მარიამ... _ ვთხოვ რომ გაინაბოს და თვალები დახუჭოს, მინდება სახის ყოველი მილიმეტრი ჩავუკოცნო, ყველგან შევეხო, ჩემი კვალი დავტოვო, აღარ ვიფიქრო იმაზე, რომ ადრეა, ის ხომ ჩემია, ჩემი საკუთრება, მთლიანად ჩემი და ამის შეგრძნება ისეთი ნეტარების მომგვრელია.
_ ლამაზი ხარ _ ვეუბნები ჩურჩულით და დახუჭულ თვალებს ვუკოცნი,ისე ჩუმადაა, ისე განაბული, მხოლოდ მისი სუნთქვა მესმის და გულისცემა, გახშირებული პულსი.
_ წმინდა ხარ მარიამ _ განვაგრძობ ჩურჩულს და კოცნას თვალებზე, ცხვირზე, ლოყებზე გულში, ენის წვერით ვეხები თხელ, წითელ ტუჩებზე და ვკოცნი, ჯერ ნელა, ძალიან ნაზად, მერე კი ისე, თითქოს სულს ვართმევ და ვეუფლები.
_ ნოა _ ამოსუნთქვასთან ერთად იმეორებს ჩემს სახელს და ლოყებაწითლებული შემომყურებს.
_ რა ლამაზი ხარ _ ვეუბნები და საშინლად მინდება გულთან სარაფნის ღილები შევუხსნა, მაგრამ ვფრთხილობ, მახსენდება რომ არასდროს არავინ შეხებია და ვფრთხილობ, ისეთი ნაზი და სათუთია, მეშინია რამე არ ვატკინო, მეშინია რამე არ ვაწყინო.
_ რაზე ფიქრობ?
_ ღმერთზე
_ გგონია, რომ იქ ზის? _ ხელით ცაზე ვანიშნებ და ვიცინი.
_ არა, ღმერთი არსად არ ზის, ღმერთი აქაა _ მარჯვენა ხელს გულზე იდებს, მერე ნელა მიახლოვდება და ჩემს გულს ეძებს, ნაზად მეხება
_ ხო, რაღაც უნდა არსებობდეს მართლაც .... _ წამით თავს წევს და გაბუტული სახით მიყურებს ქვემოდან.
_ მწყინს ეგრე რომ ამბობ _ ვაკვირდები, როგორ უხდება სახე ნელ-ნელა სევდიანი. _ განა არსებობს სადმე ფერი, რომელიც არავის ეკუთვნის? აუღელვებლად მეკითხება და მისი ხმა ისეთი ლამაზია.
_ ღმერთო ჩემო _ ლამის ვყვირი, ისე ვიზიდავ ჩემსკენ და მთელი ძალით ვიკრავ მკერდზე _ შენ ხარ ჩემი ღმერთი მარიამ!!!
_ გაზაფხულის თოვლი მოდის ნოა _ იასამნებში დგას და აყვავებული ხეებიდან ჩამოცვენილი ყვავილები ერევა თმებში.
მე რომ შემეძლოს გაზაფხულის დღეს შეგადარებდი,
მაგრამ შენ სხვა ხარ, ხანგრძლივია შენი მშვენიერებაც
მაისის კვირტებს დააჭკნობენ ავი ქარები
და ეს ზაფხულიც მათთან ერთად ჩაესვენება.
ზოგჯერ თუ დაგვწვავს, დაგვაცხუნებს, მზე ზეცის თვალი
ხშირად ბინდდება ოქროსფერი მისი სახება
ყველა სიკეთე, შემთხვევით თუ ბუნების ძალით,
გაივლის დრო და დროსთან ერთად შეილახება,
მაგრამ შენს ზაფხულს ვერაფერი ვერ გაახუნებს
და სილამაზეც არასოდეს დაგებინდება,
შენ ვერც სიკვდილი შემოგახვევს თავის საბურველს,
რადგან ამ ლექსში შეზრდილი ხარ უკვდავ რითმებად.
და ესეც ცოცხლობს, ვიდრე არის კაცის ხსენება,
და არც შენს სახელს უწერია გადაშენება.



№1 სტუმარი მკითხველი

ძალიან უცხო და საინტერესო წერის სტილი გაქვს, უცნაური სიუჟეტია.უცნაური ცუდად არ მიიღო. ძალიან მომწონს და შენც ძალიან მომწონხარ. ველოდები შემდეგ თავს და ძალიან გამეხარდება პირად შეტყობინებებს თუ უპასუხებ.

 


№2  offline წევრი melanqoliki

მკითხველი
ძალიან უცხო და საინტერესო წერის სტილი გაქვს, უცნაური სიუჟეტია.უცნაური ცუდად არ მიიღო. ძალიან მომწონს და შენც ძალიან მომწონხარ. ველოდები შემდეგ თავს და ძალიან გამეხარდება პირად შეტყობინებებს თუ უპასუხებ.

მადლობა.

 


№3  offline წევრი Storyteller

იმედი მაქვს კიდევ დაწერ

 


№4  offline წევრი Storyteller

melanqoliki
Storyteller
იმედი მაქვს კიდევ დაწერ

Sxvas ki am istorias agarasdros

წერას ნუ შეწყვეტ და მნიშვნელობა არ აქვს რას დაწერ

 


№5 სტუმარი სტუმარი ლია

არცერთი მოთხრობა დამთავრებული არ გაქვს..
ნამდვილად melanqolikiხარ.

 


№6 სტუმარი ------

საინტერესო ნაწერებია. არა მარტო ეს, ყველა ამბავი მომეწონა... ნეტავ რომელიმე თუ გაგრძელდება? თვეებია ველი და სიახლე არ ჩანს

 


№7  offline წევრი melanqoliki

------
საინტერესო ნაწერებია. არა მარტო ეს, ყველა ამბავი მომეწონა... ნეტავ რომელიმე თუ გაგრძელდება? თვეებია ველი და სიახლე არ ჩანს

Aramgonia es istoria odesme gagrdzeldes.

 


№8 სტუმარი ------

melanqoliki
------
საინტერესო ნაწერებია. არა მარტო ეს, ყველა ამბავი მომეწონა... ნეტავ რომელიმე თუ გაგრძელდება? თვეებია ველი და სიახლე არ ჩანს

Aramgonia es istoria odesme gagrdzeldes.

ეს რომ არ გაგრძელდება გასაგებია მაგრამ სხვა ისტორიებმა რაღა დააშავეს :(

 


№9  offline წევრი melanqoliki

------
melanqoliki
------
საინტერესო ნაწერებია. არა მარტო ეს, ყველა ამბავი მომეწონა... ნეტავ რომელიმე თუ გაგრძელდება? თვეებია ველი და სიახლე არ ჩანს

Aramgonia es istoria odesme gagrdzeldes.

ეს რომ არ გაგრძელდება გასაგებია მაგრამ სხვა ისტორიებმა რაღა დააშავეს :(

Samwuxarod ar vici. Madloba yuradgebistvis

 


№10 სტუმარი ------

melanqoliki
------
melanqoliki
------
საინტერესო ნაწერებია. არა მარტო ეს, ყველა ამბავი მომეწონა... ნეტავ რომელიმე თუ გაგრძელდება? თვეებია ველი და სიახლე არ ჩანს

Aramgonia es istoria odesme gagrdzeldes.

ეს რომ არ გაგრძელდება გასაგებია მაგრამ სხვა ისტორიებმა რაღა დააშავეს :(

Samwuxarod ar vici. Madloba yuradgebistvis

შეგიძლია პასუხი დამიბრუნო პირადში?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent