შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება მოულოდნელობებით (ნაწილი 4)


9-05-2020, 20:38
ავტორი utsnobi
ნანახია 2 694

თვალები საავადმყოფოს კედლებში გაახილა, წვეთოვანი ედგა, თავი შეხვეული ჰქონდა და გვერდით თვალცრემლიანი დედა ეჯდა.
- სად ვარ?
- საავადმყოფოში ხარ დედი, როგორ ხარ?
- რა მჭირს? ნუკი სად არის?
- სახლშია დე ნუ გეშინია, კიბეებზე დაგორდი და გაითიშე, არ გახსოვს?
- ბავშვი?
- რატომ არ გვითხარი ფეხმძიმედ თუ იყავი შვილო?
- ბავშვი როგორ არის? - თინამ თავი დახარა და ცრემლები შეიწმინდა - დედა ხმას რატომ არ იღებ?
- ბავშვი დაკარგე დედი, სამწუხაროდ გადარჩენა ვერ მოხერხდა - კატოს ცრემლები წასკდა, უხმოდ ტიროდა
- გეგამ იცოდა? - მორიდებით ჰკითხა თინამ
- არა
- დედი უნდა გამაგრდე, ნუკის გამო, მას სჭირდები შვილო
- ვიცი დედა, არ ვაპირებ თავი მოვიკლა, ამასაც გადავიტან როგორმე, ჩემს შვილს ძლიერი დედა ეყოლება ყველაფრის მიუხედავად. აქედან როდის გამწერენ?
- ორი დღე გაგაჩერებენ ალბათ, თავი გაქვს გატეხილი და შერყევა გაქვს, ცოტა ხანს უნდა იწვე.
- აქ არ დავრჩები, სახლში მინდა, სამსახურში ბიულეტენს გავაფორმებ და სახლში ვიქნები
- კარგი შვილო, შენ როგორც გინდა, ოღონდ სახლში აუცილებლად უნდა იწვე
- კარგი დედა, დაელაპარაკე ექიმს და აქედან წავიდეთ.
საავადმყოფოდან სახლში მისულებს ნუკი შეეგებათ, თავშეხვეული დედიკოს დანახვაზე დაფრთხა და შეშინებული უყურებდა.
- ლა დაგემალთა დე, ეც ლა ალიც?
- არ შეგეშინდეს დედი, აი კიბეებზე ნელა იარე-თქო რომ გეუბნები, მე ჩქარა მოვრბოდი და წავიქეცი, ამიტომ თავი გავიტეხე და ეხლა შეხვეული მაქვს.
- ძალიან გეტინა - თვალები აემღვრა პატარას
- არა დე, ექიმთან ვიყავი და ეხლა საერთოდ აღარ მტკივა
- ვაიმეე, ნემცი გაგიკეთა? - თვალები დააჭყიტა ნუკამ, კატოს გაეღიმა ბავშვის საქციელზე
- ხოო, მაგრამ არ მტკენია, აი შენც თუ მაკოცებ სულ აღარ მეტკინება და მალე მოვრჩები - ნუკამ ხელები ფრთხილად მოხვია და აკოცა - უჰ როგორი გემრიელი წამალი ხარ დე, ეხლა უკვე მართლა კარგად ვარ და იცი? გადავწყვიტე, ვიდრე სულ არ მოვრჩები შენ ბაღში არ გაგიშვებ და ჩემთან დაგტოვებ სახლში.
- მათლააა, ლა მაგალიააა
- მართლა ჩემო სიცოცხლე
- ბებო, წამოდი ეხლა და დედიკო დავაწვინოთ რომ დაისვენოს, ჩვენ კიდევ გემრიელი სადილი მოვუმზადოთ - ბავშვს ხელი მოხვია თინამ
- მეც გამატეთებინებ ცადილც? მეც მოგექმალები
- ხო, აბა როგორ ჩემო პატარავ
- ალ ვალ მე პატალა, დიდი ვალ - გაიბუტა უცებ
- დიდი ხარ ჩემო პრინცესა დიდი - ლოყები დაუკოცნა ბებომ.
კატო ოთახიდან არ გამოდიოდა, იწვა და ნუკის გვერდიდან არ იშორებდა, ბავშვიც დედასთან თამაშობდა ან კატოს მოყოლილ ზღაპრებს ისმენდა, ამ ამბიდან ოთხი დღის შემდეგ გეგამ დაურეკა.
- კატო როგორ ხართ? ნუკის წაყვანა მინდა დღეს და ბაღიდან მე გავიყვან კარგი?
- არ არის ბაღში, სახლში მყავს.
- რატომ? რა სჭირს, ავად გახდა? - უცებ აფორიაქდა გეგა
- არა, უბრალოდ არ წავიყვანე, შეგიძლია წაიყვანო მაგრამ იცოდე შენგან წამოსული ჩემი შვილი კიდევ ერთხელ რომ ვნახო შენი ცოლის გამო ატირებული და განერვიულებული ბოლო წამოსვლა იქნება ჩემი შვილის შენს სახლში და ოფიციალურ საათებს დაგიწესებ ბავშვის ნახვის, კარგად დაიმახსოვრე ეს, მეორედ არ გავიმეორებ
- რას მეუბნები გოგო, შენ ხომ არ გააფრინე
- ძალიან კარგად გაიგე რაც გითხარი, არასოდეს დატოვო ჩემი შვილი შენს ცოლთან მარტო, თუნდაც ხუთი წუთით თორემ რაც დაგემართება შენს თავს დააბრალე და კიდევ ინფორმაციისთვის გეტყვი რომ შენგან ჯვრის აყრას ვაპირებ - გაბრაზებულმა მიახალა და ტელეფონი გაუთიშა. შემდეგ დედას დაუძახა. - დედა, გთხოვ ნუკი გაამზადე, მამამისი მოვა და წაიყვანს, მე მისი ნახვის სურვილი არ მაქვს და სახლში არ შემოუშვათ.
ერთ საათში კარზე ზარის ხმამ მიახვედრა რომ გეგა მოვიდა. კარი თინამ გაუღო.
- გამარჯობა, როგორ ხართ - უხერხულად აიწურა გეგა, ადამიანი, რომელიც მშობელი დედასავით იყო მისთვის ეხლა წარბშეკრული უყურებდა და პასუხის გაცემას არც აპირებდა.
- ნუკი ბებიკო მოდი მამაშენი მოვიდა - გასძახა ბავშვს და გეგას ზურგი შეაქცია, რითაც მიახვედრა რომ მისი დანახვა არ ესიამოვნა და მითუმეტეს სახლში შეპატიჟება არც უფიქრია. გეგა ალეწილი იდგა და ბავშვს ელოდებოდა. ნუკი გახარებული გაიქცა მამისკენ და კისერზე ჩამოეკიდა.
- მომენატლე მამიტო - უთხრა ტკბილი ხმით და თავი კისერში ჩაუდო.
- მეც მა, წავედით?
- ქოო
- ხვალ დილით მოვიყვან - ჩაილაპარაკა ხმადაბლა, თინამ კარი ცხვირწინ მიუჯახუნა. გეგა ვერ ეგუებოდა ასეთ სიცივეს მაგრამ გააზრებული ჰქონდა რომ იმსახურებდა, ამიტომ კიბეებზე სწრაფად დაეშვა ბავშვთან ერთად, მანქანაში ჩასვა პატარა ქალბატონი და ღვედი გადაუჭირა.
- სად გინდა რომ წაგიყვანო მამი? გინდა მაკში წავიდეთ?
- მინდა მინდააა - გახარებულმა წამოიყვირა ბავშვმა. გეგამ ავტომანქანა მაკთან გააჩერა, ბავშვთან ერთად შენობაში შევიდა, შეკვეთა მისცა და თავისუფალი მაგიდა დაიკავეს.
- მა რაღაც მინდა გკითხო - შეაპარა გეგამ, ბავშვი გაოცებული მიაჩერდა და თავი დაუქნია - მა ჩემთან რომ იყავი მაშინ ლიზამ გაწყენინა? - ნუკიმ თავი დახარა და მოიწყინა - მა შემომხედე, სიმართლე მითხარი კარგი? მაინტერესებს რა გითხრა ლიზამ.
- წეციელად ალ იქცევიო, ცუდი ქალო, ჩენი მამიკო ექლა ჩემია და მალტო მე უკვალვალო, მე მექუტება ჩენ ლომ ალ ქალო, ცემთან იძინებცო, მე ცუდი ვალ? ჩენ მაგიტო აგალ ცქოვლობ ჩვენთან? მე გაგაბაძე? მეტს აგალ გაგაბაძებ მე, გპილდები - ცრემლები ვეღარ შეიკავა პატარამ და ლოყებზე მძივებივით დაეკიდა. გეგას ყელზე ძარღვები დაეჭიმა, თავს ძლივს იკავებდა იქაურობა არ დაეფშვნა, არ უნდოდა ბავშვი შეეშინებინა, თავი ძლივს მოთოკა რაიმე სასწაული რომ არ ექნა
- მა, მე შენ ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ, შენ მე არასდროს მაბრაზებ
- აბა ლატო წამოვედით ჩვენ ცაქლიდან და ჩენთან ლიძაც ლატო ძინავს? მე ჩენთან მინდა, დედიტომ მითქლა აქალ ცაქჩი გადავდივალთ და იქ გექნება ჩენი ოთაქიო მაგლამ მე ჩემ ოთაქჩი მინდა, ალ მინდა ცქვაგან - გეგას ვერ მოეფიქრებინა რა ეთქვა ბავშვისთვის და თავის თავს წყევლიდა ამ პატარა ანგელოზის გულის ტკენისთვის, ხვდებოდა რამდენად ნაძირალა იყო და გული ეფლითებოდა რომ ხედავდა რამხელა დარდის მიზეზი იყო თვითონ საკუთარი შვილისთვის.
- მა შენ სადაც არ უნდა იცხოვრო ჩემთან შენი ოთახი ყოველთვის დაგელოდება და ის სახლიც შენია, შენ ხარ მამიკოს პრინცესა, ყველაზე საყვარელი და მამიკო არასოდეს მიგატოვებს.
- დედიტო ლო წაიქცა და ცუდად იკო მე ბაბუცთან ვიკავი - გეგა გაშრა
- როდის მა? - შეშფოთებული სახით შეხედა შვილს
- კიბეძე დაგოლდა, ჩქალა მიდიოდა, მელე ექიმმა ნემცი გაუკეთა და ექლა ცაქჩი წევც, ადგომა ალ ჩეიძებაო, თავი აქვც გატექილი და ჩექვეული, ცამცაქულჩი ალ დადიც და მე ბაგჩი ალ მიჩვებც ჩემთან იკავიო, მე ლომ ვეფელები მელე თავი აგალ ტივა. - გეგას გული მოეწურა, ქალი რომელსაც აღმერთებდა ცუდად იყო და მან არაფერი იცოდა. ნუკი თავისი მშობლების სახლში წაიყვანა, არ უნდოდა ლიზასთან მიეყვანა, ისედაც გამწარებული იყო და ბავშვს ვერ აყურებინებდა ჩხუბს.
- ბებიტოო, მე მოვედიი - ეზოში ყვირილით შევარდა ბავში
- ბებიკოც ცხოვრება, როგორ გამახარე - მიეგება გეგას დედაც, ნუკიმ ბებოს და ბაბუს ნახვით გაიხარა, მშობლები გეგას არ ელაპარაკებოდნენ კატოსთან დაშორების გამო მაგრამ ნუკის დანახვამ უზომოდ გაახარა ისინი.
- დღეს აქ ვრჩებით - თქვა გეგამ
- რა იყო, შენს ძვირფას ცოლს არ უნდა შენი შვილის დანახვა? - ირონიულად ჰკითხა დავითმა
- მამა თუ გაწუხებთ წავალთ - გაბრაზდა გეგა
- ვაი შე საცოდაო, საკუთარ თავს რომ აწუხებ ისე ვის? იყავი მოიძებნება ამ სახლში შენთვის ერთი ოთახი, ხოლო ნუკისთვის ეს სახლი ყოველთვის ღიაა და დედამისისთვისაც ცნობისთვის. - გეგამ ყურადღება აღარ მიაქცია და ნუკის ეფერებოდა. ტელეფონმა დაურეკა. ლიზა იყო, გაბრაზებული გავიდა გარეთ რომ დალაპარაკებოდა.
- რა გინდა? - ჰკითხა უხეშად
- სად ხარ გეგა? დღეს წვეულებაზე უნდა წავსულიყავით, დაგავიწყდა?
- დღეს ჩემს შვილთან ერთად ვაპირებ ყოფნას
- აქ მოგყავს? კარგი რა ხომ იცი რომ მაგისთვის დღეს არ გვცალია, სხვა დროს არ შეიძლებოდა?
- არ მომყავს არ ინერვიულო, შენ არ მოგცემ საშუალებას ჩემი შვილი მოწამლო შენი შხამიანი ენით, თვითონ წაბრძანდი შენს წვეულებაზე
- ვერ გავიგე აბა სად მიგყავს, დედამისთან რჩები? - აწიკვინდა ქალი
- გოგო წესიერად მოიქეცი ნუ ყვირი, ისედაც გაცოფებული ვარ შენზე და ჯობს მანდ არ მომიყვანო -არც გეგამ დააკლო ღრიალი
- რა იყო მოგენატრა? თუ ბავშვით უნდა მანიპულირებდეს ეხლა რომ მიზეზი ქონდეს შენი ნახვის? ეხლა რა საყვარლად უნდა გეჯდეს და გგონია მაგას ავიტან?
- ყველა შენნაირი ნუ გგონია, კატოს ღირსება გააჩნია შენგან განსხვავებით და არასოდეს დათანხმდება ჩემთან ურთიერთობას იმის შემდეგ რაც გავუკეთე
- ხო როგორ არა, პატიოსანი გყავს ძალიან, იმიტო გეჯდა ოფიციალურ საყვარლად ამდენი წელი
- ენას თუ არ გააჩერებ ამოგგლეჯ და მამაშენს გავუგზავნი საჩუქრად, არ გაბედო კატოზე ლაპარაკი, ნუ გამაცოფებ თორე დავიკიდებ ყველაფერს და გაჩვენებ რა შემიძლია
- არ დაგავიწყდეს მამაჩემს რა შეუძლია, ამიტო წესიერად იყავი და დროულად მოდი სახლში
- დღეს ჩემს მშობლებთან ვრჩები, ასე რომ მოგიწევს მარტო გაერთო - გაბრაზებულმა ტელეფონი გამორთო და სიმწრით მოიჭირა ხელები თავზე - დედას შევეციი - დაიღრიალა და ტელეფონი კედელს შემოცხო, ცოტა ხანს მოიცადა რომ დამშვიდებულიყო და თავი ხელში აეყვანა და მერე სახლში შევიდა. საღამო მხიარულად გაატარეს მამა-შვილმა, მეორე დილით ტკბილეულით დატვირთული მიიყვანა სახლში. კარი ისევ თინამ გაუღო და ბავშვი სახლში შეატარა. ის იყო კარი უნდა მიეხურა, გეგამ ხელით დააკავა და გაოცებულ ქალს ხმადაბლა ჰკითხა:
- კატო სახლშია?
- რაში გაინტერესებს? წადი და შენს ცოლს მიხედე, ჩემს შვილს თავი დაანებე
- თინა დეიდა, გთხოვთ, უბრალოდ მითხარით როგორ არის - თინამ წარბები შეკრა
- უკეთესადაც ყოფილა
- რა დაემართა, ნუკიმ მითხრა რომ კიბეზე დაგორდა, სერიოზულია რამე?
- მეტი არაფერი გითხრა? - ირონიულად ჩაეცინა ქალს - ის არ უთქვამს შენნაირი უვარგისისგან ბავშვს რომ ელოდებოდა და დაკარგა? თუმცა ვერ გეტყოდა რადგან არ იცოდა ეგ - გეგა შებარბაცდა და კედელს მიეყრდნო რომ არ დაცემულიყო, გაოგნებული უყურებდა ქალს, მერე უცებ გონს მოეგო, სწრაფად გასწია გვერდით და სახლში შევარდა, პირდაპირ კატოს ოთახისკენ გავარდა და თინას ყვირილს ყურადღება არ მიაქცია, კარი გულის კანკალით შეაღო და საწოლში მყოფი გაფითრებული კატოს დანახვაზე გული მოეწურა, კატოს ეძინა და არ გაუგია როდის შევიდა გეგა, საწოლს ნელა მიუახლოვდა, დაიხარა და მისი თმების მონატრებული სურნელი შეისუნთქა, გული გახეთქვაზე ჰქონდა რომ წარმოიდგინა რომ ბავშვი მისი მიზეზით დაკარგა და ბედნიერება მოუსპო საყვარელ ქალს. კატოს ყნოსვიც რეცეპტორებმა ნაცნობი სურნელი აღიქვა, ღრმად ჩაისუნთქა და როცა აღიქვა რომ სიზმარი არ იყო ნელა გაახილა თვალები, გეგას დანახვას არ ელოდა და გაკვირვებულმა სცადა წამოდგომა თუმცა გეგამ არ დაანება.
- იწექი, არ ადგე, არ შეიძლება შენთვის - უთხრა და დაბინტულ თავზე ფრთხილად გადაატარა თითები
- აქ რა გინდა? ვინ შემოგიშვა
- გტკივა? - არც უსმენდა გეგა
- აქ რა გინდა-მეთქი, დედა რატომ შემოუშვით, მე გასაგებად არ ვთქვი რომ მისი ნახვა არ მინდოდა? - კარებში გაშეშებულ ქალს მიუბრუნდა გაბრაზებული
- რატომ არაფერი მითხარი კატო?
- და რას იზამდი? - ირონიულად გახედა - გაიწიე და ნუ მეხები, გულს მირევს შენი შეხება - უხეშად ჰკრა ხელი, გეგას გულში რაღაც ჩასწყდა, ან რას ელოდა
- უნდა გეთქვა რომ ფეხმძიმედ იყავი, არ უნდა დაგემალა, რატომ არ მითხარი კატო, რატომ დამიმალე?
- რატომ არ გითხარი? კინაღამ დამბლა დაგეცა რომ გაიგე ექიმისგან შესაძლო ფეხმძიმობაზე და რა გეგონა ბავშვით დაგიჭერდი? დამშვიდდი შეგიძლია მშვიდად განაგრძო ცხოვრება შენს ახალ ოჯახთან, მეტად შენგან დაფეხმძიმების შანსი ნულია, ეტყობა ბავშვმაც ჩათვალა რომ ზედმეტი იყო ამ მდგომარეობაში ან ღმერთმა დამსაჯა რომ საერთოდ გავიფიქრე მასზე ასე, მორჩა, ის აღარ არსებობს და შენც ნაკლები საფიქრალი გექნება, ხედავ როგორ გაგიმართლა?
- კატო ასე ნუ მელაპარაკები, ნუ იქნები ასეთი სასტიკი
- ორივემ ვიცით რომ ჩემი ფეხმძიმობა არ გაგახარებდა და არ გინდა ტყუილად თავის მოტყუება, წადი გეგა, აღარ მინდა ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდე, მოახერხე ისე, რომ მხოლოდ ნუკისთან გქონდეს შეხება, შენი დანახვა არ მინდა
- კარგი, წავალ, ფინანსურად მინდა დაგეხმარო და გთხოვ არაფერი თქვა, ამას ჩემი შვილისთვის ვაკეთებ
- არც გაბედო - გაბრაზებისგან თვალები უელავდა კატოს - შენი ბინძური ფული არ მჭირდება, ჩემი და ჩემი შვილის ცხოვრების დანგრევის ხარჯზე აღებული ფული ისევ შენს ცოლს მოახმარე, შენგან ერთ თეთრს არ ავიღებ და მეორედ არ შემომთავაზო, ეხლა კი აქედან წადი - გეგამ ოთახი დატოვა, განადგურებული იყო, სახლში წასვლა არ უნდოდა, ბარში წავიდა, მარტო იჯდა და შუაღამემდე სვამდა, მეგობრებიც კი შემოეფანტა იმის შემდეგ, რაც ხელმეორედ დაქორწინდა, არავის სურდა კატოს ნაცვლად ახალ რძალთან ურთიერთობა და გეგასაც ვერ პატიობდნენ იმას რაც გააკეთა. ტელეფონი შეუჩერებლად რეკავდა, ეკრანზე ლიზას ფოტოს დანახვისთანავე სახე დაეღრიჯა, ჯერ ხმა გაუთიშა და ბოლოს სულ გამორთო რომ სახეც არ დაენახა. შუაღამით გალეწილი მთვრალი თენდებოდა ტაქსით რომ წავიდა სახლში, ბარბაცით აიარა კიბე და ცოლის საძინებელს მიადგა. მშვიდად ეძინა ქალბატონ ლიზას და სულ არ ანაღვლებდა რა მდგომარეობაში იყო თავისი საყვარელი ქმარი. გეგამ კარი შეაღო და სიმწრით ჩაეცინა ქალის დანახვაზე, მერე იქვე კარადასთან მდგომ ლიზას საყვარელ ინდურ ლარნაკს ხელი მოხვია და კედელს შეალეწა, დაფეთებული წამოვარდა ქალი საწოლიდან და შეშინებული უყურებდა კაცს
- რაო საყვარელო ხომ არ შეგაშინე - ბოროტად ხითხითებდა და თვალები უელავდა
- შენ რა გააფრინე? იცი რა ფასიანია ეგ ლარნაკი?
- საყვარელ ქმარს რომ დაძინებული ხვდები რა წესია? მაგიდა გაშლილი არ უნდა დამახვედრო?
- სადაც იყავი იქ არ გაჭამეს? - ამრეზით აუბზუა ცხვირი ქალმა - რას გავხარ საერთოდ, სად იყავი ამ დონემდე რომ დათვერი?
- ჩემი ჩასვრილი ცხოვრების აღსანიშნავად ვიყავი და კიდევ არდაბადებული შვილის მოსაგონარს ვსვამდი სხვათაშორის
- ორსულად ვიყავი და არ მახსოვს? - ირონიულად უღიმოდა ქალი
- შეენ? - სიცილი აუვარდა კაცს
- ხო რა ვერ ვიქნები თუ ბავშვის ჩასახვაც აღარ შეგიძლია ყველა სიკეთესთან ერთად
- შენ ჩემი შვილის დედა?
- ვითომ რატომ? ხომ არ გავიწყდება რომ შენი კანონიერი ცოლი მე ვარ და ჩემს შვილს ნაბიჭვარს ვერავინ უწოდებს
- რა თქვი? - ყელში სწვდა გაცოფებული კაცი - გაიმეორე რა თქვი შე ნაბოზარო - ლიზას თვალები დაექაჩა და მთელ სახეზე ჭარხლის ფერი დადებოდა
- ხელი გამიშვი ავადმყოფო - ძლივს ამოიხრიალა - მამაჩემი მოგკლავს დეგენერატო ამისთვის - გეგამ კიდევ უფრო მოუჭირა ყელში და ქალი რომ გალურჯდა ხელის კვრით მიანარცხა კედელს
- შენი დედაც და მამაშენისაც, სულ სირზე ორივე, ვის ეშინია თქვენი, ცხოვრება დამიმახინჯეთ
- ამას არ გაპატიებ - ხველა ავარდნილი ქალი სულს ძლივს ითქვამდა
- ფეხები არავის მოჭამოთ, ჩემს შვილს კიდევ ერთხელ გაბედავ და ნაბიჭვარს უწოდებ და მამაშენს მის დაბიჭვარს გავუგზავნი შუაზე გადაჭრილს, გასაგებია? - ირონიულად ჩაუკრა თვალი და კარისკენ წავიდა, კართან მისული უცებ მიუბრუნდა და ღიმილით უთხრა - შენ ჩემი შვილის დედა ვერასოდეს იქნები, შენნარი დედა ჩემს შვილს შეურაწყოფს, გააუბედურებს, მე კი ზედმეტად მოყვარული მამა ვარ რომ შენნაირ დამპალს მივანიჭო დედობის ბედნიერება და კიდევ თუ მამიკოსთან იჩივლებ მადლობას გეტყვი, იქნებ თავიდან ასე მაინც მოგიწყვიტო
- ვერ ეღირსები - ზიზღით მიაძახა ქალმა - გაგანადგურებ და თავისუფლებას მაინც არ გაღირსებ
- უკვე გამანადგურე, ასე რომ გაიხარე და დატკბი იმით რასაც ჩემგან მიიღებ. - გარეთ გავარდა და კარი დარტყმისგან ანჯამებიდან ამოაგდო, გინებით ჩაირბინა კიბეები და მშობლების სახლისკენ გაუყვა ბანცალით.



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

მინდოდა რომ შვილი არ დაეკარგა კატოს მიუხედავად ყველაფრისაა, ასეთ სტრეს და ტკივილს არ იმსახურებდაა, აი გეგა კი ყველაფრის ღირსია ერთი წუთითაც კი არ მეცოდებაა, ვერ წარმომიდგენი ფულის გულისთვის ოჯახი და შვილი ასე როგორ უნდა გაიმეტოოო, ეგ ლიზას მეტი ღირსი არც არის, არ ვიცი შენ რა გაქვს ჩაფიქრებული მაგრა აი ვერანაირად ვერ წარმომიდგენია კატოს და გეგას ერთად ყოფნა უკვეე, მაგრამ ბავშვის ამბავი რომ დაუმალა ამ საკითხში არ ვამართლებ რაც არ უნდა სიტუაციაში იყოოს ადამიანი მამას აქვს შვილის არსებობაზე იცოდეს.

 


№2  offline წევრი tamuna.s

ღირსია გეგა, რაც დათესა იმას იმკის. კატო ფეხზე დადგება და გადალახავს გეგასგან მიყენებულ ტკივილს, ამის მჯერა და დიდი იმედი მაქვს რომ სხვა კაცთან იპოვის ბედნიერებას. გეგა ძალიან სუსტი კაცი აღმოჩნდა და საკუთარი სურვილით გაყო ყულფში თავი. ეხლა უნდა აიტანოს ახალი ცოლი, აბა რა ეგონა და როგორ წარმოედგინა მომავალი, ორი ცოლი ეყოლებოდა და კატო ისევ გულში ჩაიხუტებდა? აი საერთოდ არ მეცოდება.

 


№3  offline წევრი utsnobi

სტუმარი დარინა
მინდოდა რომ შვილი არ დაეკარგა კატოს მიუხედავად ყველაფრისაა, ასეთ სტრეს და ტკივილს არ იმსახურებდაა, აი გეგა კი ყველაფრის ღირსია ერთი წუთითაც კი არ მეცოდებაა, ვერ წარმომიდგენი ფულის გულისთვის ოჯახი და შვილი ასე როგორ უნდა გაიმეტოოო, ეგ ლიზას მეტი ღირსი არც არის, არ ვიცი შენ რა გაქვს ჩაფიქრებული მაგრა აი ვერანაირად ვერ წარმომიდგენია კატოს და გეგას ერთად ყოფნა უკვეე, მაგრამ ბავშვის ამბავი რომ დაუმალა ამ საკითხში არ ვამართლებ რაც არ უნდა სიტუაციაში იყოოს ადამიანი მამას აქვს შვილის არსებობაზე იცოდეს.

ეტყოდა ქორწინების შემდეგ, რადგან კატოს არ უნდოდა მეორე ბავშვი ყოფილიყო მასთან დარჩენის მიზეზი,მადლობა შენ, რომ აქტიურად კითხულობ

tamuna.s
ღირსია გეგა, რაც დათესა იმას იმკის. კატო ფეხზე დადგება და გადალახავს გეგასგან მიყენებულ ტკივილს, ამის მჯერა და დიდი იმედი მაქვს რომ სხვა კაცთან იპოვის ბედნიერებას. გეგა ძალიან სუსტი კაცი აღმოჩნდა და საკუთარი სურვილით გაყო ყულფში თავი. ეხლა უნდა აიტანოს ახალი ცოლი, აბა რა ეგონა და როგორ წარმოედგინა მომავალი, ორი ცოლი ეყოლებოდა და კატო ისევ გულში ჩაიხუტებდა? აი საერთოდ არ მეცოდება.

მიხარია რომ ყოველი თავის შემდეგ შენს აზრს აფიქსირებ, მადლობა ამისთვის

 


№4  offline წევრი svien

dzalian magaria...male dadeeee❤

 


№5  offline წევრი utsnobi

svien
dzalian magaria...male dadeeee❤

მადლობა, მიხარია რომ მოგწონს

 


№6 სტუმარი სტუმარი ქეთო

კარგია ძალიან. წინა ისტორიებიც მიყვარს შენი. ახლა უფრო მიხვდება გეგა რა სისულელე ჩაიდინა და კი მეცოდება, დაიმახინჯა ცხოვრება. თან ვამართლებ, თან ვერა. ვგრძნობ ის კრუელა ცხოვრებას ჯოჯიხეთად უქცევს. მაგრამ აი ძალიან ძალიან მინდა, გეგამ ყოველი წამი და წუთი შხამად ადინოს მამა- შვილს.
კატო კი ძალიან მეცოდება. რა საშინელებაა იმის გააზრება, რომ შენი საყვაფელი ადამიანი შენ აღარ გეკუთვნის.

 


№7  offline წევრი utsnobi

სტუმარი ქეთო
კარგია ძალიან. წინა ისტორიებიც მიყვარს შენი. ახლა უფრო მიხვდება გეგა რა სისულელე ჩაიდინა და კი მეცოდება, დაიმახინჯა ცხოვრება. თან ვამართლებ, თან ვერა. ვგრძნობ ის კრუელა ცხოვრებას ჯოჯიხეთად უქცევს. მაგრამ აი ძალიან ძალიან მინდა, გეგამ ყოველი წამი და წუთი შხამად ადინოს მამა- შვილს.
კატო კი ძალიან მეცოდება. რა საშინელებაა იმის გააზრება, რომ შენი საყვაფელი ადამიანი შენ აღარ გეკუთვნის.

ძალიან დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent