შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ და ცხოვრება (თავი 10)


10-05-2020, 21:48
ავტორი duchi_duchi
ნანახია 2 063

5 წუთი ვიყავით ალბათ ასე ჩახუტებულები.ვგრძნობდი რომ მასაც არ უნდოდა ჩემი მოშორება.
- უნდა წავიდე გვიანია.
-მადლობა ბათა.
-არაა საჭირო ამდენი მადლობა.
-მოხვალ ხვალ?
-მოვალ.
ტელეფონმა დამირეკა ნატა იყო.
-გისმენ ნატა.კი ჩამოვედი.გამოგივლი ხო.
ნატას გავუთიშე.მირას მივუბრუნდი და სახე ქონდა შეცვლილი, მივხვდი მიზეზს რატომაც.-ეჭვიანობდა.
-მოიყვან ხვალ ხო?
-თუ დაპატიჟებ აუცილებლად.
-რათქმაუნდა მასაც ვეპატიჟები. ყველა ჩემი მეგობრის რჩეულებს ვიცნობ,ამიტომ მასაც ვეპატიჟები რომ გავიცნო.
-მეგობრის.?!
ცალი წარბი ავწიე ჩაფიქრებული სახით გავხედე.
-ხო მეგობრის.
-კარგი წავედი.-ღამემშვიდობის.
თავზე ვაკოცე და კარი გამოვიხურე.
მირადან პირდაპირ ნატასთან წავედი.
-როგორ ხარ?
-მომენატრე.
-ხვალ მეგობრის დაბადებისდღეზე უნდა წამომყვე.
-სიამოვნებით.-შენთან მინდა არ მოგენატრე?
ნატას დიდიხანია ვიცნობ,ყოველთვის ესმის ჩემი, საწოლის პარტნიორები ვართ და ორივე იმას ვღებულობთ რაც გვინდა.ზედმეტი ვალდებულებები არ გვაქვს ერთმანეთის მიმართ,მაგრამ ამ ღამეს რა დამემართა არ ვიცი.
-მომენატრე.-ვუთხარი და ხალათი შევუხსენი, მისი სავსე მკერდი,მუჭში მოვიქციე და საწოლზე დავაწვინე,ზემოდან მოვექეცი,მაგრამ მირას სახე წარმომიდგა წინ,თვალები რამოდენიმეჯერ დავხუჭე მაგრამ არა და არ გაქრა.ასე არასდროს დამმართნია,მეგონა რომ მირას ვღალატობდი.
-ნატა არ შემიძლია.
-მოხდა რამე?
-არვიცი.
-სხვა გყავს?
-არა ნატა სხვა არ მყავს.-დღეს არ შემიძლია.
-კარგი.-დარჩები ხო?
-არა სახლში წავალ.
ნატას დავემშვიდობე და სახლში წავედი, ფიქრები მაგიჟებდენ.ვიცოდი რომ რამე ცუდი მოხდებოდა,ეს ცუდი კი ძალიან მალე იქნებოდა.სახლის კარი შევაღე და პირდაპირ საძინებელში ავედი,საწოლზე წამოვწექი, ფიქრები კი არ მაძინებდნენ.როგორ შემიყვარდა ასე ძალიან?ცხოვრებაში პირველად მიყვარდა ასე გაგიჟებით,ყველაფერი მინდოდა მასთან.მინდა ყველაზე ბედნიერი იყოს და ამ ბედნიერების მიზეზი მე ვიყო,როგორც იქნა გამთენიას ჩამეძინა.
მირა
ბათა რომ წავიდა, დივანზე ჩამოვჯექი ,ჩემს კულონს ხელი მოვკიდე და ფიქრებში გადავეშვი.როგორ მიზიდავდა,როგორ მინდოდა მუდამ ჩემთან ყოფილიყო, რომ მშორდებოდა ჩემი ნაწილიც მასთან ერთად მიდიოდა.დავინახავდი თუ არა ,რაღაც არაამქვეყნიურად ვძლიერდებოდი,ვერაფერი რომ ვერასდროს მოგერევა.მინდოდა მასთან მიწებებული ვყოფილიყავი, შემეგრძნო მისი სხეულის სითბო,მომესმინა მისი თითოეული გულის ფეთქვა,მემზირა მისი თვალებისთვის,მისი ტუჩები დამეკოცნა როცა მომინდებოდა.
გავგიჟდი,სიყვარულმა გამაგიჟა.
საძინებელში შევედი საწოლში ჩავწექი და დავიძინე.
დილით ტელეფონის ხმამ გამაღვიძა,სახე დავმანჭე ძილი რომ გამიტეხეს, ტელეფონს დავხედე და მამა მირეკავდა.
-გისმენ მა.
-მამას გოგოვ!დავადებისდღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო.-მაპატიე რომ ამ დღეს შენთან ერთად არ ვარ.
-მა მადლობა!-არაუშავს მომავალწელს ხომ მაინც იქნები ჩემთან?
-ვეცდები მა,ვეცდები.
-დედა სადაა?
-სამზარეულოში ჩავიდა ყავას გამიკეთებს და ისიც დაგირეკავს.-მა რაღაც უნდა გითხრა.
-რახდება მა?
-მიმი მამიკო ,ხომ იცი ჯანმრთელობით ვერ ვარ კარგად.ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს,იცოდე რომ სიგიჟემდე მიყვარხარ.თუ რამე დამემართება, გიო და დუდუ არასდროს მიგატოვებენ,თუ ოდესმე სიყვარული გეწვევა,იცოდე მხოლოდ გულს მიენდე,არც ვინმეს მოუსმინო რაც არ უნდა მოხდეს, მხოლოდ გულის კარნახს მიყევი, ის არასდროს მოგატყუებს.
-მა რატომ მელაპარაკები ეგრე?-ცუდად ხარ?
-არა მამი ცუდად არ ვარ,უბრალოდ გითხარი.-ადექი ახლა მოემზადე, ხომ იცი უნდა პრწყინავდე.-მიყვარხარ მამი, ჩემი ცხოვრება ხარ.
-მეც მიყვარხარ მა.-წავედი უნდა მოვემზადო.
დადასთან საუბრის შემდეგ წყალი გადავივლე,შემდეგ ყავა მოვიდუღე და ფიქრებში გადავეშვი.
ვფიქრობდი თუ რა ბედნიერი ვიყავი,რომ ასეთი მშობლები,მეგობრები და მამის ძმაკაცები მყავდა.ვიცოდი რომ ცხოვრებაში არაფერი გამიჭირდებოდა,როცა ისინი ჩემს გვერდით იყვნენ. და მაინც რა არის ცხოვრება?არაფერი ხარ,თუ გვერდით საყვარელი ადამიანები არ გყავს,უბრალოდ სუნთქვა გაგიჭირდება.არვიცი,შეიძლება მარტოობა არასდროს გამომიცდია,არც ის ვიცი მომავალში რა მოხდება, დრო ვის, რას მოგვიტანს,ან რომელი გზით წაგვიყვანს, მაგრამ დღეს თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ბედნიერი ვარ,კი!მე,მირა ნაკანი ძალიან ბედნიერი ვარ,ამდენ ადამიანს ვუყვარვარ,მავსებენ და მაბედნიერებენ.
ყავა მივირთვი ,ტანზე ჩავიცვი და სალონში წავედი,თმა მაღლა ავიწიე კოსად,ფრჩხილებიც გავიკეთე, მაკიაჟიც და სახლში დავბრუნდი.
ჩემს მომზადებაში 5 საათიც მოსულა.არ დავიწყებ იმის გადმოცემას, რამდენი ზარი და სმსი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე დაბადებისდღის მისალოცი.
ჩემს ოთხაში შევედი კაბა ჩავიცვი და თაკომაც დამირეკა.
-ხო თაკო.
-გოგო რაშვები?
-ვიცვამ.
-გამიღე კარები შენთან ვარ.
-ღიაა შემოდი.
-ვაიმე ეგ როგორ ვერ მოვიფიქრე რომ კარი გამეღო.
-გოგო გათიშე და შემოდი.
ტელეფონი გავუთიშე და ოთახშიც შემოყო თავი.
-არ არსებობს რა ლამაზი ხარ.
-მართლა?
-კიი გოგო ეს როდის იყიდე?
-დადამ გამომიგზავნა.
-ვგიჟდები დადაზე-საოცრებაა როგორ გიხდება.-თმაც ძალიან ლამაზად გაქვს.-ჰმ ეს ყელსაბამიც დადამ გამოგიგზავნა?-რა ლამაზია.
-ეს?-ცოტა დავიბენი.-ეს ბათამ მაჩუქა.
-უყურე შენ ბათას.-ისე მომწონს ეგ ბიჭი, კი არ მომწონს ვგიჟდები,ისეთი კარგია და კიდევ იმიტო ვგიჟდები რომ ზე წყვილი ხართ.
-კარგი ახლა ნუ ააგებ ოცნების კოშკებს.
-არაფერსაც არ ვაგებ რასაც ვხედავ იმას ვამბობ.
-ბიჭები სად არიან?-გადავიტანე თემა.
-რესტორანში არიან, ნინიც იქ არის და ნიაც.
-მანქანით ხარ?
-კი მაგრამ აქ დავტოვებ და შენით წავიდეთ.
-ხო ეგრე ვქნათ.
-კაი გავალ სამზარეულოში წყალს დავლევ.
-მიდი და გამოვალ უკვე მეც.
რაც შეეხება ჩემს კაბას,ოქროსფერი,აი შუქზე რომ ანათებს ეგეთი იყო,პრწყინავდა.ბეჭებზე გადასული, მუხლამდე მოტკეცილი და მერე გაშვებული,გრძელი კუდით.კარგად გამოკვეთდა ჩემს სილამაზეებს და სასწაულად უხდებოდა ჩემი ყელსაბამი.შავი მაღლები ჩავიცვი და გრძელი შავი საყურეები გავიკეთე.მაკიაჟიც მკვეთრი მქონდა და კარგად გამოკვეთდა ჩემს თვალებს.ერთიანობაში ძალიან მომეწონა ჩემი თავი. დანარჩენს კი რესტორანში მისვლის დროს ვნახავდი.
-თაკოო წავედით?
-ვოვ ჩემი პრინცესა ხარ შენ.-დღეს ყველას დაჩრთილავ.
-კაი წავედით.-სიცილით ვუთხარი და ეზოში ჩავედით.
სანამ მანქანაში ჩავჯდებოდით ოთომ დამირეკა ნაკაშიძემ.
-გისმენ ოთო.
-გილოცავ პრინცესა 23 წლის იუბილეს.
-მადლობა ოთო.
-დღეს შენი კავალერი რომ ვიყო წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
სანამ პასუხს გავცემდი დავფიქრდი, რატომაც არა?ბათა ხომ თავის ნატასთან ერთად მოდის, ხოდა ძალიან კარგიც.
-სიამოვნებით ოთო.
-შენს სახლთან ახლოს ვარ და გამოგივლი მაშინ.
-კაი გელოდები.
-რახდება?
-ოთო მოვა და იმას გავყვეთ.
-არ მომწონს ეგ ოთო.
-რატო?
-აი არვიცი არ დამევასა.
-წავიდეთ ახლა ტეხავს უკვე ვუთხარი.-ჩემი მანქანა წამოიყვანე.-გთხოვ რა.
-კაი ხო.-წავალ მაშინ მე და ჩემი იყოს აქ.
-კარგი ჩემო პატარავ მიდი და მეც მოვალ მალე.
თაკო წავიდა,მე კი დაველოდე ოთოს.დიდი ლოდინი არ დამჭირვებია 5 წუთში ოთოც მოვიდა.
-ვაუ მირა არ ხუმრობ?-რა ლამაზი ხარ.
-მადლობა.-ვუთხარი ღიმილით.
კარი გამიღო და მეც წინა სავარძელზე მოვთავსდი.
-აი მართლა ძაალიან ლამაზი ხარ.
ხმა არცერთს არ ამოგვიღია, რაღაცნაირად უხერხულად ვიყავი, რატომ არვიცი,მაგრამ საერთოდ არ ვუყურებდი,ხმასაც კი არ ვიღებდი.რესტორანთან რომ მივედით კარი გამიღო,ხელი მომკიდა და გადმოვედი.
-მადლობა.
-მხოლოდ თქვენთვის.
წელზე ხელი შემომხვია, ცოტა უხერხულად ვიყავი,მაგრამ ქაჯობას ვერ დავიწყებდი და ასე წელზე ხელ მოკიდებული შევედით შიგნით სადაც,უამრავი წყვილი თვალი მიყურებდა დაძაბული.
გიო და დუდუ მოჭუტული თვალებით.იკო,აკო და დათა გაკვირვებული სახეებით.გოგონები ტუჩ აწეულები.ზუკას გავხედე და თავი გააქნია.აი ყიფიანს კი ძარღვები ეტყობოდა კისერზე და ყბა დაჭიმული ქონდა,ყიფიანიდან მის გვერდით გადავიტანე მზერა.
აი თურმე ნატა, ვერაფერს ვერ დავუწუნებ,მშვენიერი გოგოა.ამან უფრო მეტად მომიშალა ნერვები და გული ჩამწყდა.ასეთი ლამაზი რომ არ ყოფილიყო,ალბათ ასე ძალიან არ იმოქმედებდა ჩემზე, ეს ყველაფერი,მაგრამ იმოქმედა,თან ისე იმოქმედა ცრემლები ჩამიდგა თვალებში და ოთოს დავეყრდენი.
-ცუდად ხარ?
-არა კარგად ვარ.-ვუთხარი და ნაძალადევად გავუღიმე.
დაძაბული სიტუაცია იმდენხანს გაგრძლედა, ტაში შემოვკარი და დავიძახე.
-ხალხნო ნუთუ იუბილარის მოსვლა არ გაგიხარდათ?-რახდება?
-გილოცაააავთ!
ყველამ ერთად დაიძახა,სათითაოდ გადამკოცნეს და მომილოცეს.
-ეს ნატაა
-სასიამოვნოა ნატა.-მირა.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა მირა,-გილოცავ.
-მადლობა საყვარელო.-ახლა კი სუფრასთან გთხოვთ.
სუფრასთან დავჯექით.
-ეს ოთოა ჩემი მეგობარი.-გავაცანი ყველას.
-ოთო ესენი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან.-აი დუდუ და გიო კიდევ უფროსი ძმაკაცები, ჩემთვის ყველაფერი არიან.
-სასიამოვნოა.
რამოდენიმე ჭიქის მერე დუდუმ თანხმობა მოგვცა ცეკვის და ჩვენც სცენისკენ წავედით.ყველა ფეხზე ვიყავით,ბათა და ნატა კი არ შემოგვიერთდნენ, მთელი სუფრა და ცეკვის დროსაც თვალს არ მაშორებდა.
შემდეგ იყო საჩუქრების გადაცემის დრო.ბიჭებმა საკმაოდ სოლიდური თანხა მაჩუქეს.გოგოენბმა ჩემი საყვარელი HERMESIS ჩანთა რამდენიხანია მომწონს და ვერ შევიძინე.ზუკამ ოქროს PANDORA მაჩუქა იმ ჩალმებით რაც მიყვარს.ოთომ ჩემი პორტრეტი,ისე მომეწონა ავღრფთოვანდი.ოთოს საჩუქარს იმხელა ოვაციებით შევხვდი,ბათას გავხედე და ირონიულად ჩაიცინა, მის მერე არც შემოუხედავს ჩემთვის.
-პატარავ ჩვენს საჩუქარს არ ნახავ?
-დუდუ,გიო,როგორ არ ვნახავ-მომეცით.
-ახლავე ახლავე.-გიო მიეცი საჩუქარი.
გიომ პატარა ყუთი მომაწოდა.
-რა არის?
-გახსენი და ნახავ.
ყუთი რომ გავხსენი BMW ს გასაღები იდო შიგნით.
-არარსებობს!- ვაიმე არ შემიძლია!-ჩემი ოცნებააა- მაინც მიყიდეთ ბიჭებო-აუ როგორ მიყვარხართ თქვენ ხომ აზრზე არ ხართ.
-ჩვენც გვიყვარხარ პატარავ.-სიცილით მითხრეს, გულში ჩამიკრეს და თავზე მაკოცეს.-ჩვენი სიმდიდრე ხარ შენ.
-აუ სად არის?
-გარეთ აყენია.
-X6 ია ხო?
-კი ეგაა ეგ და სირცხვილია მიხედე ახლა სტუმრებს.-სიცილით მითხრეს ბიჭებმა.
-აუ ხო ბოდიში ისე გამიხარდა სულ დამავიწყდა ეგ.
აი რატომ უნდა ყავდეს ყველას ერთი დუდუ და გიო.
სუფრასთან დავჯექი და მოვიწყინე,ყიფიანი საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას, ნატას ესაუბრებოდა, ან ბიჭების ნათქვამ სადღეგრძელოებს უსმენდა.მეც აღარ შემიხედავს თავი დაბლა დავხარე და ცოატხნით ასე ვიყავი.
-მირა ვიცეკვოთ.-ოთომ ხელი გამომიწოდა.
ისე ვიყავი ფიქრებში გართული,საერთოდ ვერ შევამჩნიე თუ წყვილებში ვალსს ცეკვავდნენ.ნინი და იკო,თაკო და აკო არცერთს ყავდა მეწყვილე იქ და მარტო ხომ არ იცეკვებდნენ.ნია და დათა,და რათქმაუნდა ბათა და ნატა.ზუკა დუდუ და გიო კი რაღაცაზე საუბრობდნენ.არა არ შემიძლია ამათ ასე ვერ ვუყურებ.
ოთოს გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე და ჩვენც გავედით საცეკვაოდ.ყელზე ხელები მოვხვიე,მან თეძოებზე დამადო და ძალიან მშვიდად ვცეკვავდით ვალსს, სანამ ბათას ანთებულ თვალებს არ მოვკარი თვალი.
-შეიძლება?-კითხა ოთოს და პასუხს არც დალოდებია ისე გამოგლიჯა ჩემი თავი.აზრზე მაშინ მოვედი მჭიდროდ რომ ამიკრა სხეულზე და მისი სუნთქვა ყურთან მომელამუნა.
-სასწაულად ლამაზი რომ ხარ მითქვამს შენთვის?
-არა არ გითქვამს.-თვალებში ჩავხედე და ისე ვუთხარი.
-რატომ მოხვედი მასთან ერთად?
-შენ რატომ მოხვედი ნატასთან ერთად?
-დაპატიჟე და იმიტომ,თან ხომ გინდოდა გაცნობა.
-მეც დავპატიჟე და იმიტომ არის აქ,თან გაგაცანით.-კარგი გოგოა ნატა ძალიან ლამაზია.
-შენ უფრო ლამაზი ხარ.
-რა გინდა ბათა?
-სიყვარული.
-ხომ გყავს მერე?
-მე შენი სიყვარული მინდა მიმი.-მითხრა,ყურთან მაკოცა და გამეცალა.

მოიცა ამან რა მითხრა ახლა მე?შენი სიყვარული მინდაო?კიდევ რა გინდა ყიფიანის ბიჭო,აქ ნატასთან ერთად გამომეცხადო და თან ჩემი სიყვარული გინდოდეს?კი როგორ არა!გულში ჩემს თავს ველაპარაკებოდი.აი მერე ძაან დამცხა ნერვებისგან, ნატას ხელები რომ დავინახე ბათას ყელზე მოხვეული. მე კი საპირფარეშოსკენ ავიღე გეზი,კარები სწრაფად გავაღე და წყალი შევისხი სასწრაფოდ სახეზე,მეტი აღარ შემეძლო.ორი კურცხალი ცრემლი გადმომიგორდა თვალებიდან, სასწრაფოდ ამოვიშრე ცერებით და კარიც გაიღო.
-აქ რა გინდა?
-ტირი?
-არა საიდან მოიტანე?
-ხომ გითხარი? ერთადერთი ცრემლი რაც შენს ცხოვრებაში მინდა ვნახო, აი ესაა რაც გულზე გაქვს გაკეთებულითქო.-გამიხარდა ისე დღეს რომ ვიხილე.
მოვიდა ხელები შემომხვია წელზე,ნაზად მახებდა ტუჩებს სახეზე ყველგან და თან მებუტბუტებოდა.
-მესამყაროები-მელამაზები-არასდროს მინდა გნახო ატირებული-ყველაზე საუკეთესო ხარ.-უშენოდ არ მინდა,უშენოდ ვეღარ ვძლებ,უშენოდ არ შემიძლია.-შენ ის ხარ,ვინც მშვიდი ცხოვრება მომპარა, შენ ის ხარ, ვის გამოც ღამე მშვიდად აღარ მძინავს.ჯანდაბა!შენ ის ხარ,ვის გამოც ვერცერთ ქალს რომ ვეღარ ვეკარები.-ყველას დედაც როცა შენ არსებობ და გიპოვე.-ჯანდაბა მირა მიყვარხარ და არასდროს მინდა რომ შენს თვალზე ცრემლი ვნახო.
ამ სიტყვების მოსმენისას ჩემმა გულმა სალტოები აკეთა, მუცელში ყველაფერი ამოტრიალდა, არვიცი სასწაული განცდა დამეუფლა,,მიყვარხარ,,რა ლამაზია ეს სიტყვა,რა ბედნიერებას განიჭებს,როცა სასურველი ადამიანი გეუბნება და ჰო ,მეც ცაში გავფრინდი და კიდევ უფრო შორს გავიჭერი, როცა ბათას ტუჩები ჩემს ტუჩებზე მომეწება.
ყველაზე რბილი,თბილი და ნაზი კოცნა იყო ,ისეთი ჩემს ტვინში რომ ჩაიბეჭდებოდა ეს მომენტი და ვერაფერი დამავიწყებდა,როგორც იქნა მომწყდა და თვალებზე მაკოცა.
-აღარასოდეს იტირო.
-ნატა?
-რადროს ნატაა მირა?-25 წლის მანძილზე პირველად ვთქვი ეს სიტყვა ,პირველად ვიგრძენი,რომ აი აქ.-გულზე ხელი მიიდო და გააგრძელა.-აი აქ,ღრმად გაიდგი ფესვები და რა უნდა მოხდეს,რომ აქედან ვინმემ ამოგგლიჯოს.-ვერანაირი ძალა ვერ იზამს ამას.-მიყვარხარ პატარავ, სიგიჟემდე მიყვარხარ.-არვიცი რას მმართებ მაგრამ, ჯანდაბა რომ დაგინახე იმის მერე შემოძვერი ჩემში,ვეღარ გაგიშვი და არც გაგიშვებ.
-არ იტირო რა გთხოვ ამის დედაც არ იტირო რა გატირებს ტო?-სიყვარული არავის აუხსნია შენთვის?
-სასურველს არა.
ძლივს ამოვიბლუკუნე.
-ანუ?
აქ გავჩუმდი.
-პატარავ ანუ?
-ანუ ჰოო.
-რა პატარავ რაა?!-გამაგონე.
ყური ახლოს მომიტანა.-მიდი პატარავ თქვი ანუ რაა.
-ხო ყიფიანო მეც,-მეც მიყვარხარ.
-ჩემი ცხოვრება, ჩემი პატარა,ყველაზე მაგარი დღეა დღეს, ჯერ შენ რომ დაიბადე, მერე ჩემთვის რომ დაიბადე,მე რომ გიპოვე და ისევ ამ დღეს რომ გამაბედნიერე.-გავიდეთ ხო?
-ხო გავიდეთ თორემ დაგვაგვიანდა და რამეს იეჭვებენ.
-აქედან იმ სი*თან ერთად არ წახვალ.
-და ნატას რას უშვები?
-მივიყვან და მოვალ შენთან.
-კარგი.
-ჯანდაბა მოიცადე ახლა გამებუტე?-ქუჩაში ხომ არ დავტოვებ?
-ტაქსებიც არსებობს.
-ანუ ასე მივაგდო?-ვერ გავაკეთებ.
-როგორც გინდა.
-მირა ატრაკებ ახლა.
-ანუ ახლა მირა ვარ?
-არა ჩემი მიმი ხარ შენ.
სიცილით მითხრა და ტუჩებზე მომეწება.
-კარგი წავედით!-ჯერ მე გავალ მერე შენ.
-მაკოცე და წადი.
მაგიდასთან დავბრუნდი.
-მირა ბათა არ გინახავს?
-არა ნატა არ მინახავს.
-ხო დიდიხანია გავიდა და მეთქი ხომ არ შეხვდათქო.
-არა არ მინახავს.
-დუდუ!გიო,ბიჭებო ხომ არ გაგიტყდებათ რომ წავიდე სახლში?
-რატო მიდიხარ პატარავ?
-მართალია იუბილარი არ უნდა მიდიოდეს პირველი,მაგრამ ძალიან დავიღალე,თქვენ ჩემები ხართ და იმედია არ გაგიტყდებათ.-ნატა შენ მაპატიე.
-არაუშავს საყვარელო.
-კარგი პატარავ მიდი აბა და გნახავთ ამ დღეებში.
-თაკო შენ წაიყვანე ჩემი მანქანა და მე ახალით წავალ.
-კარგი მე არ დამილევია აკოს და ზუკას მე წავიყვან.
-კარგი.
ყველას დავემშვიდობე ბათას გარდა რადგან სუფრასთან არ ყოფილა.გარეთ გამოვედი, საშინლად გავრაზებული ვიყავი, დღეს მითხრა რომ ვუყვარვარ და თურმე ჩემს დაბადებისდღეზე ნატას ტაქსით ვერ გაუშვებს,ბრაზისგან გავწითლდი, მაგრამ ჩემს ახალ შავ ბიჭს შევხედე და სიხარულისგან გამაკანკალა,ისეთი ლამაზი იყო. საჭესთან მოვთავსთი და სახლის გზას დავადექი.სახლში როგორც კი მივედი,კარებიდან დავიწყე გახდა ლამის ფეხები გამაძრო ფეხსაცმელმა, კაბაც შუა გზაში გავიხადე და აბაზანას მივაშურე.



№1  offline წევრი S.მეგი

კარგია❤ მომეწონა ველოდები იცოდე შემდეგს იმედია ისევ არ გადაიკარგები
❤ნუ მალოდინებ რა
♡♡♡

 


№2  offline წევრი ელენე (ნენე)

რამდენი ხანი ველოდი, აღარც მეგონა რომ დაიდებოდა. ძალიან მომწონს, იმედია მალე დადებ ახალ თავს.

 


№3  offline წევრი Ele Ni

კარგია<3 საინტერესოდ წერ ;) იმედია მალე დადებ შემდეგ თავებს რომ საბოოოლოოდ შევაფასოდ ეს საინტერესოა ისტორი :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent