შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ და ცხოვრება (თავი 9)


28-02-2020, 02:35
ავტორი duchi_duchi
ნანახია 1 970

ბათა
გვიან გავიღვიძე, სოციალურ ქსელში შევედი, სადაც მირას დამატება დამხვდა გამოგზავნილი, მეც თანხმობა მივეცი, მის ფოტოებს ვნახულობდი წერილი რომ მივიღე.ერთი დღე იყო რაც არ მენახა, ძალიან მენატრებოდა, მაგრამ იმდენად ვიყავი გაბრაზებული, რომ უკუვაგდე ჩემი მონატრება.დავპირდი, რომ აღარ გავეკარებოდი და ზედმეტი ყურადღება არ ივარგებდა. ცოტა უნდა ეწვალა,რომ მიმხვდარიყო სულერთი არ იყო ჩემთვის და არასდროს არ გამოვიყენებდი..მომიკითხა და მეც მშრალად ვუპასუხე.დარეკვა მთხოვა. ძალიან მინდოდა იმ წამს მისი ხმის გაგონება, მაგრამ მაგ სურვილსაც მოვერიე,ვუთხარი რომ არ მეცალა და მერე დავურეკავდი.მანამდე მისი ფოტოები ვნახე,ალბათ ათასჯერ.ყველა დეტალი შევისწავლე,საათს რომ დავხედე 2 საათი გასულიყო მას შემდეგ, რაც მთხოვა რომ დამერეკა.მეც ტელეფონი ავიღე და დაველოდე როდის მიპასუხებდა.დადა ვეგონე.ისეთი ხმა ქონდა გული გამისკდა, მივხვდი რომ ნამტირალები იყო და ჩემს თავს გულიანად შევაკურთხე გულში.განა ვერ ვხვდებოდი, რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ იყო?უბრალოდ იმდენად ჯიუტი და ამაყია, ალბათ არასდროს არ აღიარებს.რა მეშველება მის ხელში არ ვიცი.ვსაუბრობდით ზუკა რომ მივიდა მასთან, ეჭვიანობით მოვკვდი, მაგრამ აქედან ვერაფერს ვიზამდი, ვეცადე არ დამტყობოდა და მგონი გამომივიდა.ის ღამე თეთრად გავათენე.ერთი კვირა დავრჩი კიდევ დადასთან ,ხან სად დავრბოდით და ხან სად.ერთ კვირაში მირას დაბადებისდღე მოდიოდა და იმ დღისთვის ჩავიდოდი მეც.
მირა
დილით ჩემს საწოლში გავიღვიძე, ფეხზე ავდექი და მისაღებში გავედი, ზუკას დივანზე ჩაძინებოდა.გამეღიმა მის დანახვაზე.ამიტომ ვაფასებდი მას და არ მინდოდა მისი დაკარგვა, რა მოხდებოდა რომ შემყვარებოდა, მაგრამ გულს ვერ უბრძანებო, რომ ამბობენ მართალი ყოფილა.სამზარეულოში გავედი, ყავა მოვადუღე და ზუკას წინ დავდგი მაგიდაზე.
-ზუკა გაიღვიძე.
-მმ რაიყო?გათენდა?
-გათენდა და უკვე ყავაც მოგიმზადე.
-აუ რა ჯიგარი ხარ ტო!შენ ხო აზრზე არ ხარ.
-რატო დაიძინე აქ?-საძინებელში რატომ არ დაწექი?
-აქაც კარგად მეძინა.-ვაფშე არ დავრჩებოდი,პროსტო ცუდად იყავი და მარტო ვერ დაგტოვე რა.
-მადლობა.
-მაგიტომ არ მითქვამს.
-ვიცი.-რა ხდება შენსკენ?-კიდევ იმასთან ხარ?
-ხო რაა,თავს არ მანებებს და სანამ შემიძლია რატომაც არა?
-ფუ რა გარყვნილი ხარ.
-სულაც არა.-შენსკენ რა ხდება?
-არაფერი.-მეორე დღეა არ მინახავს, გუშინ საბერძნეთის ნომრით დამირეკა.-წავიდა.
-ჩამოვა.
დარწმუნებით თქვა ზუკამ.
-შენ რა იცი?
გაღიმებულმა ვკითხე.
-შენს დაბადებისდღეს არ გამაზავს.
-რატო?
-ვფიქრობ,რომ გრძნობები აქვს შენს მიმართ,თან სერიოზული.
-ზუკა!
-რა?
-როგორ ახერხებ?
-რას?
-ჩემთან ასე ყოფნას?
-სიყვარული რას არ გაგაკეთებინებს.
მითხრა ღიმილით.
-კარგი ხარ ზუკა და მადლობა, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობ.
-ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, როცა არ უნდა დაგჭირდეს.
-ვიცი.
-წავალ ახლა და გნახავ დაბადებისდღეზე.
ზუკა გავაცილე და ტელეფონზე უცხო ნომერიც დაფიქსირდა.
-გისმენთ.
-დილამშვიდობისა.-ხომ არ გაგაღვიძე მშვენიერო?
-ოჰ ბატონი ოთო არაა?
-ბატონი არა,ოთო კი.-როგორ ხარ?
-კარგად.-თავად როგორ ხარ?
-მადლობა მეც კარგად.-მშვენიერი ამინდია,დამეწვევი ფინჯან ყავაზე?
-სიამოვნებით.
-გელოდები მაშინ, მისამართს მოგწერ.
-კარგი.
ოთოს დავემშვიდობე,გამოვიცვალე და კაფეში წავედი.ბევრი ვისაუბრეთ, ვიცინეთ,ერთმანეთი უკეთ გავიცანით, ჩემს დაბადებისდღებამდე,ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს.შემოვიარეთ თბილისში ყველა კუთხე და კუნჭული, მომწონდა მასთან ურთიერთობა და ჩემს დაბადებისღეზეც დავპატიჟე.მითხრა რომ აუცილებლად მოვიდოდა.დაბადებისდღის წინა დღეს, ჩემთან შევიკრიბეთ ყველა ჩემი მეგობრები, დუდუ და გიოც ჩემთან იყვნენ.ბათა საერთოდ არ გამოჩენილა.ვსაუბრობდით ხვალინდელ დღეზე, იკოს ტელეფონმა რომ დაურეკა.
-გისმენთ!კარგად შენ როგორ ხარ?.აქეთ ხარ?.მირასთან ვართ ამოდი.კარგი გელოდებით.
-ვინ იყო?-ვიკითხე
-ბათა იყო სად ხართო.
გულმა გამალებით დაიწყო ცემა.
-ბათა ჩამოვიდა?
-ხო დუდუ,ახლა ჩამოვედი სად ხართ გნახავთო.-მოვა მალე.
-კარგია.
-მე ოთოსაც დავურეკე, ამოვა მალე.
-ოთო ვინაა?
-ჩემი მეგობარია,ახლახანს გავიცანი,კარგი ბიჭია მომწონს.
-როგორ მოგწონს მირა?
-კარგი გიო ნუ გაჭედავ ახლა რა.-როგორც ადამიანი ისე მომწონს.
კარებზე ზარი გაისმა და გასაღებად წავედი.კარი რომ გავაღე, ბათაც და ოთოც ერთად იდგნენ კართან.ბათა კარის ჩარჩოს იყო მიყუდებული და ალმაცერად უყურებდა ოთოს.ოთო კი ყვავილებით და ტკბილეულით ხელში იდგა.
-მირა როგორ ხარ?
-კარგად ბათა შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად.-არ შემომიშვებ?
-მოდი.-ვუთხარი ბათას და სახლში შევიდა.
-ოთო როგორ ხარ?
-კარგად.
-მეგობრები მყავს სტუმრად,უნდა გაგაცნო,მაგიტომ დაგპატიჟე, მადლობა რომ მოხვედი.
-რას ამბობ?პირიქით მადლობა რომ დამპატიჟე.-ის ვინ იყო?
-ისიც ჩემი მეგობარია.
-სულ ისეთი როჟით მოძრაობს?
-როგორით?
-აი ძაან გრუბი სახით.
-ხო.ხან ისე,ხან ასე.
კარი მივხურე და მისაღებში შევედი ოთოსთან ერთად.ბათა უკვე იკოს და აკოს გვერდით დამჯდარიყო და ლუდს მიირთმევდა.
-ოთო გაიცანი.იკო გოგოლაძე,აკო გელაშვილი,დათა ონიანი,ნინი გოგაძე,თაკო კაკაურიძე,ნია თავაძე და ბათა ყიფიანი.ესენი კი მამაჩემის მეგობრები არიან,იგივე ჩემი მამები, დუდუ ყიფშიძე და გიო გეგენავა.
-ეს კი ოთო ნაკაშიძეა, ჩემი მეგობარი.
მისი სახელის გაგონებაზე ბათას სახე შეეცვალა,გიოს და დუდუს გადახედა, მის მზერას თვალი გავაყოლე და შევნიშნე,რომ არც დუდუს და არც გიოს არ ქონდათ ნორმალური სახეები.ვიფიქრე რომ ეჭვიანობნდენ და ყურადღება არ მიმიქცევია.
-სასიამოვნოა.
-ოთო აი აქ დაჯექი.
ხმას არცერთი იღებდა.ბოლოს აკომ ამოიდგა ენა.
-ოთო რას საქმიანობ ძმა?
-მამაჩემის ბიზნესში ვარ ჩართული.
-რა ბიზნესია?
-სასმლის.
-გასაგებია და სხვას რას გვეტყვი კიდევ?
-ვარ 24 წლის დედის ერთა.
-ანუ გათამამებული ნებიერა შვილი ხარ?-ირონიულად უთხრა ბათამ.
-მთლად ეგრეც არა.
-გეყოთ ახლა, დაკითხვაზე ხომ არ არის?-ოთო რას მიირთმევ?
-წყალს მირა თუ შეიძლება.
-კი ახლავე.
სამზარეულოში გავედი, წყალს ვავსებდი ბათა რომ შემოვიდა.
-როგორ ხარ?
-კარგად მადლობა.
-მეტი არაფერი?
-რა გინდა რომ გითხრა?
-რამდენი წლის ხდები ხვალ?
-23 წლის.
-ჯერ ისევ ბავშვი ხარ.
-ვისთვის როგორ.-შენთვის შეიძლება ბავშვი,ვიღაცისთვი კი უკვე ქალი.
-რატომ მიწვევ?
-არ გიწვევ.-1 წლით უფროსი ხარ ჩემზე და მაშინ შენც ბავშვი ხარ.
-კარგი უნდა წავიდე, საქმე მაქვს, გამიხარდა შენი ნახვა.
-კარგი გაგაცილებ.
კარებთან მივაცილე.
-ხვალ მოხვალ?
-მპატიჟებ?
-რა კითხვებით ხარ?
-მარტო მპატიჟებ თუ წამოვიყვანო ვინმე?
-არა მარტო რატომ?- ნატაც წამოიყვანე ხომ უნდა გაგვაცნო სამეგობროს?
-უცილებლად.-ხვალამდე აბა.
დავემშვიდობე,კარი მივხურე და მისაღებში დავბრუნდი წყლით ხელში.
-მაპატიე ოთო, დამაგვიანდა, ბათა გავაცილე.
-არაუშავს.
-კარგი ჩვენ წავალთ და ხვალ შევხვდებით.
-მეც წავალ ბარემ მირა.
-კარგი ოთო.
დავემშვიდობე ყველას, შხაპი მივიღე და საწოლში შევწექი.
მირადან გასულმა ბათამ ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და სადღაც დარეკა.
-ოთო ნაკაშიძე! ფოტოს გადმოგიგზავნი,24 წლის, მაინტერესებს არის თუ არა დავით ნაკაშიძის შვილი.რაც მალე მით უკეთესი.კარგი გელოდები.
ერთი ახედა მირას სახლის ფანჯრებს, ამოისუნთქა, ავტომობილში ჩაჯდა და ადგილს მოწყდა.
ტელეფონზე სმსი მიიღო სადაც ეწერა, რომ დავით ნაკაშიძის შვილი იყო ის ოთო,რომელიც მირას სახლში ნახა.
-ამის დედას შე*ეცი.
მანქან გადააყენა და მუშტები დაუშინა საჭეს.
ტელეფონი ამოიღო და დადასთან დარეკა.
-დადა!
-გისმენ ბათა.
-გამოჩნდა ამის დედაც.
-ვინ გამოჩნდა?
-ნაკაშიძის ნაბი*ვარი გამოჩნდა, ჩამოვედი და დღეს მირას სახლში დამხვდა.
-კარგი დამშვიდდი.- ყურადღება არ მოადუნო,სანამ შენთან ერთად არის მირა,არაფრის მეშინია.
-ყველაფერს გავაკეთებ, ხომ იცი რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს?
-ვიცი შვილო და შენი იმედი მაქვს.
-კარგი დადა წავედი.
-მიდი ხო და ჭკუით იყავი.
დადას დავემშვიდობე და მირას სახლისკენ ავიღე ისევ გეზი.
მეოთხემდე სირბილით ავედი და კარზე ზარი დავრეკე.
-მოვდივარ.
მომესმა ჩემი საყვარელი ხმა.
კარი როგორც კი გააღო, გაბადრული სახით მივულოცე.
-გილოცავ.
-ბათა?
-ხო მე ვარ.
-ნასვამი ხარ?
-სრულიად ფხიზელი.
-მადლობა მოლოცვისთვის.-შემოდი
-იცი?-საჩუქარი მაქვს შენთვის.
-მართლა?
-მართლა.
ჯიბიდან ყუთი ამოვიღე.მივაწოდე და სანამ გახსნიდა მანამ ვუთხარი.
-ბევრი ვიფიქრე რა მეჩუქებინა და ბოლოს ეგ გადავწყვიტე.
-რა არის?
-კულონი.
-რა კულონი?
-გახსენი და ნახავ.
მირამ საჩუქარი როგორც კი გახსნა სახე გაებადრა და პირზე ხელი აიფარა.
-ცრემლი.-ღმერთო რა ლამაზიაა..
-მინდა რომ შენს ცხოვრებაში მხოლოდ ეგ ცრემლი არსებობდეს და არასდროს შენს ლამაზ თვალებზე.
-მადლობა ბათა.
მოვიდა და ჩამეხუტა,ხელები მოვხიე და მის თმაში ჩავრგე სახე.რას არ მივცემდი, სულ ასე ყოფნა, რომ შემძლებოდა მასთან.მიყვარდა უღმერთოდ და ცამდე,მეტი რომ აღარ არის,მეტი რომ აღარ არსებობს.



№1 სტუმარი Ele

როდის აიტვორთება შემდეგი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent