შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება მოულოდნელობებით (ნაწილი 5)


10-05-2020, 23:05
ავტორი utsnobi
ნანახია 2 556

მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და აზრს გამოთქვამთ ისტორიის შესახებ, ჩემთვის ბევრს ნიშავს მკითხველის აზრი და შესაბამისად ვბედავ რომ გავაგრძელო ისტორია, ამჯერად მოზრდილ თავს შემოგთავაზებთ, იმედია მოგეწონებათ

**************

ოთხი თვე გავიდა ამ ყველაფრის შემდეგ. კატო სამსახურში დაბრუნდა, ნუკი ბაღში, ბინაშიც ცალკე გადავიდნენ და ასე თუ ისე ეგუებოდნენ ახალ ცხოვრებას, ცდილობდა გეგასგან მიყენებული ტკივილი გადაეგორებინა და ცხოვრება გაეგრძელებინა, რთული იყო მაგრამ როგორღაც ახერხებდა თავის ხელში აყვანას, ყურადღება სამსახურზე გადაჰქონდა, არ უნდოდა ნუკის დათრგუნული და განადგურებული დედა ენახა. გეგასთან არ ურთიერთობდა, გეგას მხოლოდ ბავშვთან ჰქონდა ურთიერთობა და კატოს ამბებსაც მისგან იგებდა. საერთო მეგობრის, გეგას მეჯვარის ქორწილი იყო და შესაბამისად ორივენი დაპატიჟებული იყვნენ. დიტო თვითონ მივიდა კატოსთან კლინიკაში და პირადად გადაწყვიტა დალაპარაკებოდა, კატო დერეფანში მიდიოდა, დიტოს დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა და მონატრებულ მეგობარს მოეხვია.
- როგორ ხარ კატუუს, დაკარგულო სულ დაგვივიწყე არ გრცხვენია? შენ ქმარს დაშორდი თუ მეგობრებს ტო?
- დიტოოო, როგორ გამეხარდი, აქ რა გინდა ხომ მშვიდობა გაქვს?
- შენს სანახავად მოვედი, ხომ გაგიგია თუ მუჰამედი არ მიდისო, მთა ვარ მოსული ნუუ - უცინოდა და ხელგადახვეული მიყვებოდა კაბინეტისკენ - ხომ არ გაცდენ? პაციენტები გელოდებიან?
- არა, ეხლახანს გავისტუმრე ბოლო პაციენტი, ასე რომ შეგვიძლია მშვიდად ვისაუბროთ
- როგორ ხარ აბა მითხარი, რას შვება შენი კუდრაჭა გოგო? - ჰკითხა როგორც კი შევიდნენ კატოს კაბინეტში და იქვე სავარძელში ჩაეხეთქა
- კარგად ვართ, იზრდება და ცელქობს, შენ რას შვები, როგორ არიან შენები? მომენატრა ნანი დეიდას ხაჭაპურები
- მოდი მერე რომ დაიკარგე, სხვათა შორის ნანიკო ნაწყენია შენზე, საერთოდ დაგვივიწყაო
- ხო, ვიცი მაგრამ ვეღარ მოვახერხე იმდენი რამე მოხდა გაუთვალისწინებელი
- ვიცი, ხო, არ გვინდა ნეგატიურზე საუბარი, ხასიათს ნუ გავიფუჭებთ, მე საქმეზე მოვედი ცნობისთვის შენთან, ახალი ამბავიც მაქვს
- რა ხდება აბა?
- ხდება ის, რომ როგორც იქნა გაბაშვილის ქალი ქორწინებაზე დავითანხმე
- ვაიმეე, მართლა? უზომოდ მიხარია - ფეხზე წამოდგა და ისევ მოეხვია - რა მაგარია ღმერთო
- ხოო და იმ კვირაში ქორწილი გვაქვს და იმედია უარს არ მეტყვი მოსვლაზე იმ შენი ქმრის გამო - კატო დაფიქრდა - კარგი რაა კატუს, მეგობრები უნდა დაკარგო იმის გამო რომ გეგასაც ვერ დავტოვებთ? ვიცი რომ არაკაცურად მოიქცა, უპატიებლად და ყველა შენს მხარეს ვართ, არავის გვევასება მაგის გატყლარჭული ცოლი და რაც მან გააკეთა გამართლება არ აქვს, მაგრამ არ გამოვა რომ არ დავპატიჟო, ხომ გესმის
- ნუ მიხსნი გთხოვ, გაუგებარი არ ვარ, უბრალოდ ჩემიც გაიგე, არაა სასიამოვნო ჩემთვის მაგათ გარემოში ყოფნა
- საერთოდ დაიკიდე მაგათი არსებობა, მომკლავს ლიკა ქორწილში რომ არ მოხვიდე ტო, გამიგიჟდება და მეც მაგრად გამიტყდება, ჩემი ნათლულიც აუცილებლად წამოიყვანე იცოდე
- არ ვიცი დიტო, მოვიფიქრებ
- აუ კატუს არ გამოვა ეგრე რაა, მაშინ გეგას არ ვეტყვი გაწყობს?
- არაა, რას ამბობ, გეგასგან გაგიცანით ყველა და არასამართლიანი იქნება, ჩვენს შორის რაღაც მოხდა თქვენ რა შუაში ხართ? კარგი მოვალ, ცოტა ხნით მაინც.
- აი მიყვარხარ რაა, უზომოდ, ჩემი და ხარ და არ დაგავიწყდეს, მადლობა რა რომ არ გამიტეხე - გადაეხვია და ლოყაზე აკოცა - გავიქეცი ეხლა თორე გადარბენაზე ვარ იმდენი საქმეა, ჩემ ბარტყს აკოცე და უთხარი ნათლიამ მოგიკითხა-თქო.
შავი, კარგად გამოყვანილი, ბოლომდე დაშვებული კლასიკური კაბა ეცვა, ღრმად ამოღებული გულით, წვრილ ბრეტელზე, მაღალ ქუსლზე ფეხსაცმელი, თმები მაღალზე აწეული ჰქონდა და გედივით თეთრი, მაღალი ყელი მოეღერებინა, ყელზე ნაზი ყელსაბამი რომელიც მკერდის ჭრილამდე გასდევდა, ნაზი მაკიაჟი და ქორწილისთვის მზად იყო, ნებისმიერს მოხიბლავდა თავისი სექსუალურობით და ჰაეროვანი მოძრაობით, თეთრ კაბაში ფერიასავით გამოწყობილი ნუკი მხრებზე ჩამოშლილი ხვეული თმით გვერდს უმშვენებდა, გაბრწყინებული თვალებით უყურებდა დედას და გახარებული ტიკტიკებდა. კატომ ახალ ნაყიდ ნისანის ტიპის პატარა ჯიპში მოათავსა თავისი პატარა და ღვედი გადაუჭირა, საჭეს მიუჯდა და რესტორნისკენ აიღო გეზი, ავტომანქანა პარკინგზე დააყენა და ბავშვთან ერთად შესასვლელისკენ წავიდა. შენობაში შესვლისთანავე თვალში მოხვდა ბედნიერი წყვილის გაბრწყინებული თვალები, გეზი პირდაპირ მათკენ აიღო, ნუკიმ ნათლია რომ დაინახა ხელიდან გაუსხლტა და ყვირილით გაიქცა მისკენ
- ნათლიიი - გახარებული მოეხვია ბავშვი და არანაკლებ ბედნიერმა ნათლიამაც ხელში აიტაცა და ჩაკოცნა
- ნათლიას გოგო მოსულაოო, როგორ მომენატრე პატარავ, - გულში იხუტებდა ბავშვს
- ნუკიი ჩემთან არ უნდა მოხვიდე? რა ლამაზი ხარ გოგო, - უცინოდა ლიკაც
- გილოცავთ დიტო, ლიკა, უდიდეს ბედნიერებას გისურვებთ - გადაეხვია კატოც
- უზომოდ გამახარე - ჩუმად უთხრა დიტომ
- ლიკუუ რა ლამაზ ხარ, ძალიან საყვარლები ხართ და ძალიან უხდებით ერთმანეთს, გაუფრთხილდით თქვენს სიყვარულს და არასოდეს გაუშვათ ერთმანეთს ხელი - თბილად უთხრა კატომ
- ჩემი კატუსაა, როგორ მიყვარხარ გოგო, ნაწყენი ვარ მე შენზე რომ აღარ გვეკარებოდი მაგრამ დღეს არ გვინდა მაგაზე - ბუტბუტებდა ლიკა და კატოს ეხვეოდა
- იცით? მე დგეც პლინცეცა ვალ - ამაყად განაცხადა პატარა მეტიჩარამ
- შენ ყოველთვის ნათლიას პრინცესა ხარ - ისევ მოეხვია დიტო - წამოდით ჩვენებთან დასხედით
- დიტო, იქნებ არ ღირს? - შეყოყმანდა კატო - სადმე სხვაგან დავსხდებით
- ვა ვა ეს ვინ მოსულაოო - უკნიდან მოეხვია თემო - ჩვენი დაკარგული რძალი გამოჩნდა - კატო შეცბა, რძალი ცივად მოხვდა სმენას
- თემოო, როგორ ხარ? - სიმწრით გაიღიმა
- როგორ მოგვენატრეე, ყველაზე ზე რძალი ხარ შენ ხომ იცი
- აღარ ვარ რძალი თემო, მორჩა - ხმადაბლა ეუბნებოდა და თან ირგვლივ იყურებოდა, ხომ არავინ გვისმენსო - ნუღარ მეძახი ეგრე გთხოვ
- კარგი რაა კატუს, წამო წავიდეთ ჩვენთან ჯდები ხო? - კატომ დიტოს გახედა, იმანაც ანიშნა გაყევიო, მეგობრები ერთიანად წამოიშალნენ, ეხვეოდნენ და თბილად კითხულობდნენ მის ამბებს, გეგა არსად ჩანდა, სამაგიეროდ ლიზა იჯდა წარბშეკრული და ყველას ერთად უბღვერდა. კატო გვერდით მოისვეს და საუბარში ჩაერთვნენ, ნუკი მეფე-პატარძალთან დასკუპტა და მანამ იყო იქ სანამ მამას დაინახავდა, მერე კი დარბაზში შემოსული გეგა რომ დააფიქსირა ყვირილით გაიქცა მისკენ.
- მამიტოოო, მამაა, ცემი მამიტო მოვიდააა - გარბოდა და ყვიროდა, ნუკის ხმის დაფიქსირებაზე გეგა დენდარტყმულივით შემობრუნდა და შვილს მოეხვია, გულში ჩაიკრა და ლოყები დაუკოცნა - მომენატლე მაა - ყელში თავი ჩაუდო და ისე ბუტბუტებდა ბავშვი
- მეც მომენატრე მამას ერთადერთო - უპასუხა გეგამ - ვინ მოგიყვანა მა? - გულის კანკალით ჰკითხა ჩუმად
- დედიტომ მომიკანა, იქ ძიც მაგიდაცთან, წამოდი გაცვენებ
- წავიდეთ მა - უთხრა და გულაჩქარებული მიბრუნდა მაგიდისკენ, მთელი ოთხი თვე იყო გასული რაც კატო არ ენახა და საშინლად ენატრებოდა. კატო თემოს გვერდით იჯდა, ბიჭი რაღაცას ყვებოდა და ყველა გულიანად იცინოდა, გეგა გაშეშებული უყურებდა მოკისკისე კატოს და მონატრება ყელში უჭერდა, მაგიდას მიუახლოვდა და სანამ რაიმეს იტყოდა ნუკიმ დაასწრო
- დეე ნაქე ვინ მოცულაა, ცემი მამიტო აქ კოფილა და მე კი ველ დავინაქეე
- გამარჯობა კატო, როგორ ხარ? - გეგა მიუახლოვდა და ლოყაზე მსუბუქად აკოცა, კატო უხერხულად აიწურა და სახე აარიდა, ლიზა კი თვალებიდან ცეცხლს ისროდა, ეგრევე წამოხტა და გეგას ამოუდგა გვერდში
- მოხვედი ძვირფასო? გელოდი, არ მეგონა ამდენი ხნით თუ გახვიდოდი - კატომ ირონიულად გახედა წყვილს და თავის დაქნევით ცივად მიესალმა, შემდეგ კი ისევ თემოსკენ მიბრუნდა. გეგამ ლიზა ისევ თავის ადგილზე დააბრუნა და გვერდით მიუჯდა, ნუკი კალთაში ჩაისვა და მის ჭიკჭიკს ბედნიერი უსმენდა, თან ისე მოხდა რომ პირდაპირ კატო ეჯდა და გეგაც თვალს არ აშორებდა, უხერხული დუმილი ჩამოვარდა სამეგობროში, ისევ თემომ დაარღვია სიჩუმე და შექმნილი სიტუაციის განმუხტვა სცადა...
- გასხოვთ გოგოებო ზღვაზე ყოფნისას დაინახა პირველად დიტომ ლიკა, მაშინ როგორ ვბალეშიკობდით რომ გაეცნო, ვინ წარმოიდგენდა რომ ბოლოს ცოლ-ქმარის როლში ვიხილავდით
- სერენადას რომ უმღეროდა სასტუმროს წინ ის თუ გახსოვთ? - აჰყვა თათიაც - ყვავილებით რომ დაადგა და თავზე რომ დააყარა ლიკამ, თურმე ალერგია ჰქონდა ნარცისებზე
- სამაგიეროდ მერე არბენინა შოკოლადებზე მთელი კვირა
- საღამოს რომ მწვანე კონცხზე გიტარით და პურმარილით დავაწექით ის თუ გახსოვთ?
- ოო მაგას რა დამავიწყებს ბულბულივით რომ მღეროდა ჩვენი კობა - ნატამ მკლავი მიჰკრა გვერდით მჯდომ კობას და სიცილი აუტყდათ გოგოებს
- ბულბულივით თუ ყვავივით, არა რა იყო ის მითხარით ერთი ვინმემ
- რას დამცინიხართ ვერ გავიგე - აბუზღუნდა კოტე - მიყვარს ეს სიმღერა და რა ვქნა თუ ხმა არ მაქვს
- ბიჭოო ხმა თუ არ გაქვს და სმენა, ზრდილობა მაინც ხომ უნდა იქონიო რომ არ დაგვაყურო ყველა - გადაბჟირებული იცინოდა თემო
- ყურადღებას მოვითხოვ მეგობრებო, ნეფეს სურს ერთი სადღეგრძელოს თქმა და მოვუსმინოთ თუ შეიძლება - მიკროფონში გამოაცხადა ბატონმა თამადამ
- ჩემო მოწვეულო სტუმრებო, მინდა ორიოდე სიტყვით მივიპყრო თქვენი ყურადღება, უპირველეს ყოვლისა მინდა ყველას მადლობა გითხრათ მობრძანებისთვის და დაფასებისთვის, ერთი სადღეგრძელო უნდა შემოგთავაზოთ ბატონი თამადის ნებართვით, - დიტო მეგობრების მაგიდისკენ წავიდა ლიკასთან ერთად - ამ დარბაზში რამდენიმე ჩემთვის უახლოესი ადამიანია, რომელთა გარეშე მე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, ესენი არიან ჩემი მეგობრები, ჩემი სულის ადამიანები, ადამიანები ვისი დიდი დამსახურებაცაა ის რომ მე და ჩემი ლიკუნა ეხლა ერთად ვართ, მინდა დავლოცო ისინი და ვუსურვო რომ ერთმანეთი არასოდეს დაგვეკარგოს, როგორ რთულ სიტუაციაშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ თითოეული ჩვენთაგანი, ერთმანეთის იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა - თქვა და სასმისი დალია, სტუმრებმა სიამოვნებით აიტაცეს სადღეგრძელო, მეგობრებიც შეუერთდნენ მის ნათქვამს, მიიწ-მოიწიეს და ნეფე-დედოფალი თავისთან ჩასვეს.
- მოდით ეხლა ცოტა გადავუხვიოთ თამადის წესებს და ჩვენებურად მოვილხინოთ ვიდრე ნეფე-დედოფალს წაგვართმევდნენ - ფეხზე წამოდგა კოტე - ამ ჭიქით იცით რას გაუმარჯოს? ცოლქმრობის უღელს, როგორც იტყვიან ჭირშიც და ლხინშიცო ხომ იცით, აი ასე ერთიანი ყოფილიყოს თქვენი უღელი ძმაო და ჭაპანიც ერთად გაგეწიოთ სიცოცხლის ბოლომდე - გეგამ კატოს ამღვრეული თვალებით გახედა
- გაუმარჯოს - თქვა და მძიმედ წამოდგა - ერთმანეთის გატანა და მხარის მიცემა არასოდეს გაგჭირვებოდეთ, არ დაცალკევებულიყოთ და ცალუღელა ხარის ჭაპანი არასოდეს გაგეწიოთ, ცოლი და ქმარი ის ერთობაა რომელიც არასოდეს დაგრღვეოდეთ - თქვა და დალია, ყველა მიხვდა სიტუაციის სიმძიმეს და ისევ თემომ ითავა განმუხტვა
- სიყვარულს დაგილოცავთ ჩემო დიტო და თქვენი თამადობით ყველას სიყვარულს დავლოცავ,
- გაუმარჯოს სიყვარულს - აჰყვა დიტოც - ჩემო მეუღლევ ჩვენს სიყვარულს გაუმარჯოს და ლექსსაც მოგიძღვნი ჩემო სიცოცხლევ....
ათასი ჭაღარა რომ გაგიჩნდეს
სულ რომ გათეთრდე შეფარებით
მე მაინც ათასჯერ დაგიფიცებ
მე მაინც ათასგზის მეყვარები
მთელი სამყარო რომ ჩამოიქცეს
შენს გამო ამინდებს ვედავები
შენ მუდამ ჩემს გულში იარსებებ
მე ისევ იმ განცდით მეყვარები
წლებმა რომ თავისი გაიტანონ
დროსთან ხომ ვერაფერს ვერ გავხდებით
ათასი წელიც რომ მოგვემატოს
ვიცი რომ მხოლოდ შენ მეყვარები
რა იცი რა წამი ჩამოგვიდგეს
ცრემლის იქნება თუ ნეტარების
წყენის იქნება თუ გაღიმების
ყოველთვის, ყოველწამს მეყვარები
თმებზე სიჭაბუკე გადაფენილს
კიდევ ასი წელი რომ ჩაივლის
გეტყვი იმ განცდებით მიყვარხარ-თქო
ბოლო სუნთქვამდე რომ არ გაივლის - დაიხარა და შუბლზე ნაზად აკოცა
- ბრავო - ტაშით და აღფრთოვანებული შეძახილებით შეხვდნენ მეგობრები, ლიკუნა კი თვალებგაბრწყინებული უყურებდა საყვარელ ადამიანს
- აი ეს მესმის, ამაზე ლამაზად რა ვთქვა, დავლოცავ ყველა ჩვენთაგანის სიყვარულს, მოვუფრთხილდეთ საყვარელ ადამიანებს და დავაფასოთ ის რაც დღეს გვაქვს - თქვა ნიკუშამ და სასმელი შესვა.
- რა არის იმაზე მშვენიერი, რომ იპოვო გული, რომელსაც ისე ეყვარები როგორც არავის, რომ არ მოითხოვს შენგან რამეს იმის გარდა რომ შენ იყო კარგად - წარმოთქვა თიკუნამ
- კატო შენ არაფერს იტყვი? - გაუღიმა დიტომ, - ყველაზე მეტად შენი ნათქვამი ლექსები გვიყვარს და შენ დაგვაწყებინე ლექსით პაექრობა ერთ დროს ხომ არ დაგავიწყდა
- აღარ მიყვარს ლექსები დიტო - მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა კატომ
- კარგი რაა კატუს, ჩემი ხათრით - კატოს ნაღვლიანად გაეღიმა, ცოტა დაფიქრდა, მერე გეგას თვალი აარიდა და დაიწყო.....
- გულსატკენია, არ ველოდი,
მე შევცდი შენში,
დღეს ყველაფერი
თვალწინ წყენად გადამეშალა,
თუ რამ ნდობა და სიყვარული სუფევდა ჩემში,
ქვიშაზე ნაშენ სველ კოშკივით ჩამომეშალა.
ძნელია თურმე ამოცნობა ადამიანის,
ათასჯერ ძნელი ღალატის და მტრობის შეგრძნება,
მე ჩემი გზა მაქვს,
დაბრუნება არის გვიანი,
ჩემი ცხოვრება უშენოდაც კვლავ გაგრძელდება. - ყველამ კარგად გაიგო რამხელა ტკივილს იტანდა კატო და რა სიმძიმის გაძლება უწევდა
- ვერ გადავარჩინეთ ჩვენი სიყვარული
ახლა ორივენი უკვე წარსული ვართ
მე ვარ შენი ცრემლის ჩუმი სიბრალული
შენ კი ის პასუხი მე რომ აღარ მითქვამს
ბევრჯერ მოვინატრებ შენთან მშვიდ საუბარს
ცუდი რეალობის კარგი მტერი რომ ხარ
მარტო შენ გესმოდა ამ გულს თუ რა უყვარს
მარტო შენ იცოდი როგორ ძლიერ მიყვარს - არც გეგამ დაიხია უკან, კატოს ირონიულად ჩაეცინა და არ შეარჩინა
- სევდა მოციქული შავბნელი ღამის
მკვდარი სიყვარულის მეუბნება სამძიმარს
საათის ისრებმა აჩვენეს სამი
მე კი არ მძინავს - ჰაერი ისევ დაიძაბა, მეგობრები გასუსული ისმენდნენ და ჩარევას ვერავინ ბედავდა, მცირე პაუზის შემდეგ კატო წამოდგა - ჩემი პატარას ძილის დროა, გამეხარდა თქვენი ნახვა მაგრამ უნდა დაგტოვოთ, იმედია კიდევ გნახავთ, გამეხარდება თუ შემომივლით ხოლმე - უცებ გამოფხიზლდნენ და წამოიშალნენ, გეგა ხასიათ მოშხამული იჯდა და ხმას არ იღებდა.
- ცოტა ხანს დარჩი კიდევ რაა - შეეხვეწა ლიკუნა
- არ გეწყინოს ლიკუ, უნდა წავიდე გვიანია უკვე
- მაშინ მე გაგიყვან - წამოდგა თემო
- მანქანით ვარ თემო, მადლობა - გაუღიმა კატომ, გეგამ გაოცებულმა ამოხედა
- ვაა შენ რა მანქანა იყიდე? - გახარებული მოეხვია ლიკუნა
- კი, ვიყიდე, წავალ ეხლა ხო, კიდევ ერთხელ გილოცავთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს, ძალიან მიყვარხართ და არ დამეკარგოთ, წავედით ნუკი, დეე - ხელი ჩასჭიდა ბავშვს
- მამიტო ცენ ალ წამოქალ? - გახედა ბავშვმა მოწყენილი სახით, ყველა გაოგნდა - ქომ ჩელიგდით ჩენ და დედიტოო, წამოდი ლაა ცვენთან ელთად
- დეე, მამიკო სხვაგან ცხოვრობს და ჩვენთან ვერ წამოვა, ეხლა წავიდეთ და მერე წაგიყვანს თავისთან
- ალ მინდა მე მაცეეე, ცვენთან მინდა წამოვიდეც, - დაიწყო ტირილი და ვეღარ გააჩუმეს,
- მამი ხვალ წაგიყვან ჩემთან კარგი? ეხლა გვიანია, დედიკოს წაყევი, დაიძინე და ხვალ მთელი დღე მე და შენ ერთად გავატაროთ
- ალ წაქიდე ლიძაცთან, ცუდია ეგ, ცენთან მინდა მეეე - გაჯიუტდა პატარა, ლიზა გაბრაზდა, ფეხზე წამოხტა და გეგას დაეტაკა
- აქ ძალით წამომათრიე რომ შენი მეგობრები ამეტანა, რომლებიც ვერ ფარავდნენ ჩემდამი ზიზღს, მაგრამ ამას აღარ მოვითმენ, შენი ლაწირაკი შეურაწყოფას მაყენებს და იმის მაგივრად უსაყვედუროთ და ენა ჩააგდებინოთ თავხედობაზე, კიდევ აქეთ ამშვიდებთ, ან რა მიკვირს, რა უნდა ისწავლოს ბავშვმა ასეთი დედისგან, დაბალი დონის ზეიმია, ეხლავე წამიყვანე აქედან, ერთ წუთსაც არ გავჩერდები აქ - ყველას ენა ჩაუვარდა მოულოდნელობისგან და გაოცებული უყურებდნენ გაკაპასებულ ქალს
- ენა ჩაიწყვიტე თუ არ გინდა წყობილებიდან გამოვიდე - მკლავში ხელი ჩაავლო და კბილებში გამოცრა გამწარებულმა გეგამ - თავი ვინ გგონია რომ ირგვლივ ყველას შეურაწყოფას აყენებ - მეგობრები გაოგნებული უყურებდნენ წყვილს, ასეთ რამეს ვერავინ წარმოიდგენდა
- კიდევ მე მიყვირიხარ? მთელი საღამოა ამ ქალის გვერდით ყოფნას ვიტან, ვხედავ როგორ უყურებ და ვითმენ, შენ კიდევ მე მიყვირიხარ? მე ცოლი ვარ შენი, კანონიერი ცოლი გესმის? ეგ კი ვინ არის - კატო გაფითრებული ისმენდა ამდენ დამცირებას და მოძრაობის უნარი ჰქონდა დაკარგული, ნუკისაც კი ტირილი შეეწყვიტა და გაოცებული მისჩერებოდა მამას და ლიზას ჩხუბს
- ვინ არის? ის ვინ არის? ის ქალია რომელიც მთელი ცხოვრებაა მიყვარს და დარჩენილი ცხოვრება მეყვარება, აი შენ კი მარტო ქაღალდზე ხარ, მეტი არაფერი - ხელები ერთმანეთს გაუსვა - არაფერი ხარ საერთოდ, ეს ძალიან კარგად იცი და რადგან გინდოდა სხვებთან ერთადაც მეთქვა გულს არ დაგწყვეტ, ეხლა კი სახლში წაბრძანდი და დამელოდე, მე ჯერ ჩემს შვილს უნდა მივხედო, ჩემს ერთადერთ შვილს რომელიც საყვარელი ქალისგან მყავს და რომელიც შენ არასოდეს გეღირსება ჩემგან. - უხეშად უბიძგა და კარებისკენ გაათრია, გაოგნებული და დაბნეული სამეგობრო ერთმანეთს უყურებდა და ხმას არ იღებდნენ.
- ეს რა იყო - ჩუმად ამოილუღლუღა ლიკამ - ამასთან როგორ ცხოვრობს, ვერ ვიჯერებ იმას რაც ვნახე
- არ უნდა მოვსულიყავით, სწორედ ამიტომ არ მინდოდა მოსვლა, ვწუხვარ, ქორწილი ჩაგაშხამეთ - განადგურებული ხმით ჩაილაპარაკა კატომ, დიტომ ხელი მოხვია და თავზე აკოცა.
- შენ არაფერ შუაში ხარ და ძალიან გთხოვ არ ინერვიულო რაა - კარებში გეგა გამოჩნდა, კოპებშეკრული მიუახლოვდა ბავშვს და მოეხვია
- წავიდეთ მა, მე წაგიყვანთ სახლში
- მანქანით ვართ ჩვენ გეგა, არ არის საჭირო
- გთხოვ რა ეხლა შენ მაინც ნუ დაიწყებ, მაპატიეთ მეგობრებო, დიტო ბოდიში რა ძმაო საღამო გაგიფუჭე
- მორჩი - მხარზე ხელი მოუჭირა დიტომ
- წავედით - თქვა გეგამ და ბავშვთან ერთად კარებისკენ წავიდა, კატო უხმოდ გაჰყვა და მანქანასთან მისულმა ბავშვი გამოართვა
- ეხლა შეგიძლია წახვიდე
- მე ვთქვი რომ სახლამდე მიგიყვანდით - ჯიუტად იმეორებდა გეგა
- შენ მგონი გავიწყდება რომ შენი დანახვაც არ მინდა, ის რომ სხვებთან ერთად არაფერი ვთქვი არ ნიშნავს იმას რომ შენს ჭკუაზე ვაპირებ სიარულს, არ მჭირდება შენი მზრუნველობა, თავიდან მომწყდი, გული მერევა რომ გიყურებ
- მამიტო ალ წამოვა? - გაპარული ხმით იკითხა ბავშვმა
- ხმა არ გავიგო შენი ნუკა, სწორედ შენი ჭირვეულობის გამო მოხდა ეს ყველაფერი, ეხლავე მანქანაში ჩაჯექი და სიტყვა არ თქვა, საშინლად ვარ შენზე გაბრაზებული - ბავშვი მოფუზული ჩაჯდა მანქანაში და ხმა აღარ გაუღია, ჩუმად ყლაპავდა ცრემლებს
- რისთვის ატირებ და ეჩხუბები ბავშვს თუ ხვდები, პატარაა ეგ ჯერ, ვერაფერს ხვდება, როგორ იქცევი კატო?
- ეხლა გადარდებს მაგის ცრემლები? ყოველ ღამე რომ ტირის შენს გამო მაშინ არ არის პატარა? წადი მიხედე შენს ოჯახს და მე როგორღაც მივხედავ ჩემს შვილს უშენოდაც
- ჩვენს შვილს კატო, ჩვენს შვილს
- ხო ჩვენს შვილს - გაბრაზებულმა აქცია ზურგი, მანქანაში ჩაჯდა, ძრავი ჩართო და იქაურობას გაეცალა. გეგამ ორივე ხელი ჩამოისვა სახეზე, იქვე ჩაჯდა და სიმწრისგან ღმუოდა, დიტო მიუახლოვდა, მხარზე ხელი დაადო და წამოაყენა.
- საკუთარ ცხოვრებას დედა ვუტირე და საყვარელი ქალი გავანადგურე - ამოიღმუვლა გამწარებულმა გეგამ და განადგურებული სახით შეხედა ბავშვობის ძმაკაცს
- წამოდი, დალიე, ცოტა მოგეშვება - მიუხედავად იმისა, რომ იცოდა გეგას დანაშაული იყო ის, რაც მას ეხლა სჭირდა, დიტოს მაინც შეეცოდა მეგობარი
- უნდა წავიდე, ეხლა არავის ნახვის თავი არ მაქვს
- მაშინ ფრთხილად იარე, სისულელეს ნუ ჩაიდენ, არ დაგავიწყდეს ბავშვი გყავს
- ბავშვი მყავს ხო, ბავშვი მყავს - საჭეს მიუჯდა და გიჟივით მოსწყდა ადგილს.



№1  offline წევრი tamuna.s

გამიხარდა ახალი თავის დანახვა, კარგია რომ არ აგვიანებ. უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ლიზასნაირი ქალები როგორ არსებობენ საერთოდ არ მესმის. კაცს რომ არ უნდიხარ, ვერ გუტანს და შენთან იძულებით არის, ასეთ ქალებს თავი მაღლა როგორ უნდა ეჭიროს და ედიდგულებოდეს სხვას. გეგაზ რა ვთქვა აღარ ვიცი, გულის სიღრმეში მეცოდება უკვე, მაგრამ ვერ ვპატიობ ასეთ სისუსტეს. ასე უბრძოლველად როგორ დათმო საყვარელი ქალი და შვილი, რომ არ ყვარებოდა კიდე გავიგებდი, მაგრამ ვხედავ რომ კატოზეც და ბავშვზეც გიჟდება. მაშინ ასე როგორ დანებდა ვიღაც გაზულუქებული მამიკოს გოგოს ახირებას, მისი თავი მაღაზიაში ნანახი თოჯინასავით რომ შეუკვეთა. დავიჯერო ასე იჯდება და დარჩენილ ცხოვრებას ლიზას ქმრად გალევს? გეგას ადგილზე ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევდი ორივე მამა-შვილს. საერთოდ გავაკოტრებდი, მაგრამ მაგის შნო რომ ქონოდა ეხლა ასეთ დღეში კიარ იქნებოდა. კატოთი აღფრთოვანებული ვარ, ძალიან ძლიერი ქალია და როგორ მინდა რომ ბედნიერი იყოს. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

ხო დამავიწყდა მეკითხა, გეგამ რომ უთხრა ლიზას მარტო ქაღალდზე ხარ ჩემი ცოლიო, ანუ მასთან არ წევს?

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

დღეს დადებ?

 


№3  offline წევრი utsnobi

tamuna.s
გამიხარდა ახალი თავის დანახვა, კარგია რომ არ აგვიანებ. უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ლიზასნაირი ქალები როგორ არსებობენ საერთოდ არ მესმის. კაცს რომ არ უნდიხარ, ვერ გუტანს და შენთან იძულებით არის, ასეთ ქალებს თავი მაღლა როგორ უნდა ეჭიროს და ედიდგულებოდეს სხვას. გეგაზ რა ვთქვა აღარ ვიცი, გულის სიღრმეში მეცოდება უკვე, მაგრამ ვერ ვპატიობ ასეთ სისუსტეს. ასე უბრძოლველად როგორ დათმო საყვარელი ქალი და შვილი, რომ არ ყვარებოდა კიდე გავიგებდი, მაგრამ ვხედავ რომ კატოზეც და ბავშვზეც გიჟდება. მაშინ ასე როგორ დანებდა ვიღაც გაზულუქებული მამიკოს გოგოს ახირებას, მისი თავი მაღაზიაში ნანახი თოჯინასავით რომ შეუკვეთა. დავიჯერო ასე იჯდება და დარჩენილ ცხოვრებას ლიზას ქმრად გალევს? გეგას ადგილზე ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევდი ორივე მამა-შვილს. საერთოდ გავაკოტრებდი, მაგრამ მაგის შნო რომ ქონოდა ეხლა ასეთ დღეში კიარ იქნებოდა. კატოთი აღფრთოვანებული ვარ, ძალიან ძლიერი ქალია და როგორ მინდა რომ ბედნიერი იყოს. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

ხო დამავიწყდა მეკითხა, გეგამ რომ უთხრა ლიზას მარტო ქაღალდზე ხარ ჩემი ცოლიო, ანუ მასთან არ წევს?

როგორ მახარებს ყოველი შენი კომენტარი შენ ხომ არ იცი, რაც შეეხება გეგას ნათქვამს იგულისხმა რომ ოჯახი ვერასოდეს ერქმევა მათ თანაცხოვრებას

სტუმარი ანი
დღეს დადებ?

აუცილებლად დავდებ

 


№4  offline წევრი tamuna.s

utsnobi
tamuna.s
გამიხარდა ახალი თავის დანახვა, კარგია რომ არ აგვიანებ. უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ლიზასნაირი ქალები როგორ არსებობენ საერთოდ არ მესმის. კაცს რომ არ უნდიხარ, ვერ გუტანს და შენთან იძულებით არის, ასეთ ქალებს თავი მაღლა როგორ უნდა ეჭიროს და ედიდგულებოდეს სხვას. გეგაზ რა ვთქვა აღარ ვიცი, გულის სიღრმეში მეცოდება უკვე, მაგრამ ვერ ვპატიობ ასეთ სისუსტეს. ასე უბრძოლველად როგორ დათმო საყვარელი ქალი და შვილი, რომ არ ყვარებოდა კიდე გავიგებდი, მაგრამ ვხედავ რომ კატოზეც და ბავშვზეც გიჟდება. მაშინ ასე როგორ დანებდა ვიღაც გაზულუქებული მამიკოს გოგოს ახირებას, მისი თავი მაღაზიაში ნანახი თოჯინასავით რომ შეუკვეთა. დავიჯერო ასე იჯდება და დარჩენილ ცხოვრებას ლიზას ქმრად გალევს? გეგას ადგილზე ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევდი ორივე მამა-შვილს. საერთოდ გავაკოტრებდი, მაგრამ მაგის შნო რომ ქონოდა ეხლა ასეთ დღეში კიარ იქნებოდა. კატოთი აღფრთოვანებული ვარ, ძალიან ძლიერი ქალია და როგორ მინდა რომ ბედნიერი იყოს. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

ხო დამავიწყდა მეკითხა, გეგამ რომ უთხრა ლიზას მარტო ქაღალდზე ხარ ჩემი ცოლიო, ანუ მასთან არ წევს?

როგორ მახარებს ყოველი შენი კომენტარი შენ ხომ არ იცი, რაც შეეხება გეგას ნათქვამს იგულისხმა რომ ოჯახი ვერასოდეს ერქმევა მათ თანაცხოვრებას

სტუმარი ანი
დღეს დადებ?

აუცილებლად დავდებ


არ მესმის იმ ქალთან როგორ უნდა დაწვე, ვინც გძულს. ლიზას სულაც არ აინტერესებს გეგა ოჯახათ აღიქვამს თუ არა, რაც უნდოდა კი მიაღწია, მაინც ჩაიწვინა ლოგინში. რა ვიცი კატოს კი ეუბნებოდა ფიქტიური ქორწინება იქნებაო. ამ თავში შემეცოდა გეგა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ღამ-ღამობით ლიზას თუ ეფერება, მაშინ ჩემი შეცოდების ღირსი არ ყოფილა. :დ :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent