შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება მოულოდნელობებით (ნაწილი 3)


8-05-2020, 14:44
ავტორი utsnobi
ნანახია 2 517

ყოველი თქვენი კომენტარი სტიმულია ჩემთვის, უზომოდ მახარებს იმის გააზრება რომ კითხულობთ და ელოდებით შემდეგ თავს, ვეცდები არ დავაგვიანო შემდეგი თავების დადება, მადლობა იმ ყურადღებისა და მოთმინებისთვის რასაც ლოდინის დროს ავლენთ
********
ქუჩაში გასულმა ტაქსი გააჩერა და მისამართი უთხრა, ჯერ კიდე ვერ იჯერებდა იმას, რაც მის თავს ხდებოდა, გათიშული იყო, ცუდ სიზმარს ჰგავდა ეს ყველაფერი, რომლიდანაც ვერა და ვერ ახერხებდა გამოღვიძებას და თავის დახსნას, ცხოვრება მწარედ დასცინოდა, იცოდა, აღარაფერი იქნებოდა ისე როგორც ადრე, მაგრამ მაინც ვერ იჯერებდა, არ იცოდა როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება ახალი ძალებით, რომელიც საერთოდ აღარ შერჩენოდა, განადგურებული იყო და გამოსავალს ვერ ხედავდა, 15 წუთში მშობლების სახლის წინ იდგა და ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა, ძალა აღარ ჰქონდა რომ თავისი მშობლებისთვის აეხსნა მისი სახლიდან წამოსვლის მიზეზი, აღარ ახსოვდა რამდენ ხანს იდგა ასე, უცებ კარი გაიღო და გაოცებულმა დედამ გამოხედა.
- კატო? მეგონა მომეჩვენა ფანჯრიდან რომ დაგინახე, მანდ რას აკეთებ? ან ასე გვიან რატომ მოხვედი? გეგა სად არის?
- გეგას დავშორდი - დაღლილი ხმით ამოილაპარაკა კატომ, დედას გვერდი აუარა და სახლში შევიდა
- რაა? როგორ თუ დაშორდი, გადაირიე დედიკო? - ქალი გაოგნებული მიჰყვა ფეხდაფეხ შვილს
- დავშორდი და ძალიან გთხოვ არაფერი მკითხო, საშინლად ვარ დაღლილი, დავიძინო მინდა გთხოვ - უკანმოუხედავად აუყვა საფეხურებს, ჩუმად შევიდა ნუკის ოთახში, გვერდით მიუწვა, ხელი მოხვია და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა. გაბრუებული იყო, ვერ იჯერებდა რომ ყველაფერი რაც მის თავს ხდებოდა სიმართლე იყო, არ უტირია, ცრემლი გამშრალი ჰქონდა, თითქოს ცუდ სიზმარში იყო ჩარჩენილი და ელოდებოდა როდის გაიღვიძებდა რომ ეს კოშმარი დასრულებულიყო, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ემოციებისგან გადაღლილს მკვდარივით დაეძინა. დილით პატარას ტიტინმა გააღვიძა, დედიკოს სახეზე კოცნიდა და ხელებს უსმევდა, თან ენამოჩლექილი ელაპარაკებოდა.
- დედიტოო, გაიგიძეე, ბაგჩი მივდივაალთ - თვალი გაახილა და სიყვარულით მიაჩერდა თავისი ცხოვრების გამხალისებელს
- დედიტო ეხლა გადაგყლაპაავს - მოხვია ხელი, თავისკენ მიითრია და ყელი დაუკოცნა პატარა ონავარს
- მიჩელეეეთ, ალ გადამკაპო, ნუკიტო კაქი გოგოაა, ბებიტო მიჩელეეე - ყვიროდა და თან კისკისებდა ბავშვი, თითქოს ამას ელოდა, თინამაც შემოაღო კარი
- ვის უშველოს ბებიკომ აბა, ვინ არის ბებოს კუდრაჭა გოგო?
- მე, მე ვალ კუდაჭა - კატოს დაუსხლტა და ბებოსკენ გაიქცა
- მოდი ბებოს სიცოცხლე, ჩქარა გაიქეცი ბაბუ დაგმალავს და მე დედიკოს არ გამოვუშვებ, თან ბაბუს შენთვის გემრიელობები აქვს გადამალული - ხელი მოხვია თინამ და ბავშვი კარში გაატარა, ისიც ხტუნვა-ხტუნვით გაიქცა, თინა შვილს ჩამოუჯდა საწოლთან - როგორ ხარ დედი? - ჰკითხა მზრუნველი ტონით
- გამოფიტული ვარ, თითქოს ვაგონმა გადამიარა - ამოიხვნეშა კატომ
- არ გინდა მითხრა რა მოხდა? რა დააშავა გეგამ ისეთი რომ ამ გადაწყვეტილებამდე მიხვედი დე, მასზე მზრუნველი და მოსიყვარულე კაცი არ მეგულება და რა მოხდა ასეთი
- ხო ერთ დროს მეც ასე მეგონა
- ხომ იცი რომ ცხოვრებაში ხდება უსიამოვნებები დე, ცოლ-ქმარი ისე ვერ იქნებით ხანდახან რომ არ იკამათოთ, იქნებ არ ღირს ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღება, განა ასეთი რა უნდა დაეშავებინა გეგას რომ დაშორება გადაწყვიტე
- ცოლი მოჰყავს შენს მზრუნველ და მოსიყვარულე სიძეს - სიმწრით ამოილაპარაკა კატომ, თინამ გაკვირვებულმა შეხედა და გაეცინა.
- რას ბოდავ დედი, სიცხე გაქვს? - ხელი შუბლზე მიადო
- სამწუხაროდ არა
- აბა რა ცოლი ნუ გამაგიჟე, ორცოლიანობა დაიშვა და არ ვიცი?
- რომელი ორი დედა, დაგავიწყდა ხელი რომ არ გვაქვს მოწერილი?
- რაა? შენ არ ხუმრობ?
- ვგავარ იმ მდგომარეობაში მყოფს ხუმრობის ხალისზე რომ ვიყო?
- მაინც ვერ გავიგე - გაოგნებული იყო ქალი
- დედა ცალ-ცალკე ლაპარაკის თავი არ მაქვს, ეხლა ბავშვს ბაღში დავტოვებ, მერე შენ და მამას ერთად დაგელაპარაკებით, დღეს სამსახურში არ მივდივარ, გავეთავისუფლები.
სწრაფად მოწესრიგდა, ბავშვი ბაღში დატოვა და უკან დაბრუნებულმა მშობლებს ყველაფერი მოუყვა. ამ ყველაფერს ერთი პლიუსი ჰქონდა, არავინ დააძალებდა დაილაპარაკეთ, იქნებ შერიგდეთო, გადაწყვეტილება გეგასგან მოდიოდა და კატოს ვერავინ გაამტყუნებდა. ამის შემდეგ იყო გულის გამაწყალებელი შეხვედრები გეგას მშობლებთან და დასთან, ვიშვიში, თავშიცემა და გეგას ლანძღვა, კატო ხმას არ იღებდა, თითქოს გაქვავდა, დადიოდა სამსახურში, ჩვეულებრივად აგრძელებდა ცხოვრებას, გეგა საერთოდ არ შეხმიანებია, ან რა უნდა ეთქვა, რა იყო სათქმელი, ყველაფერი ისედაც ნათელი იყო. გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, სადაც სიძის არცერთი ნათესავი არ ესწრებოდა, სამაგიეროდ მაღალი წრის წარმომადგენლები არ აკლდათ, თაფლობის თვეშიც კი გაისტუმრა წყვილი ორი კვირით ევროპაში გულუხვმა სიმამრმა. იქედან დაბრუნებულმა პირველი კატოს დაურეკა. კატომ ტელეფონზე გეგას ნომერი რომ დაინახა გული მოეწურა, ცოტა ხანს უყურა და მერე ხელის კანკალით უპასუხა...
- კატო როგორ ხართ - არანაკლებ აღელვებული ხმა ჰქონდა გეგასაც
- რატომ მირეკავ? - ცივად უპასუხა კატომ, გეგას გულში მწარედ მოხვდა მისი სუსხიანი ხმა.
- მოგიკითხეთ, ვდარდობდი თქვენზე
- ნუ მოგვიკითხავ და ნურც იდარდებ
- კატო, ბავშვის ნახვა მინდა, იმედია ამაზე პრობლემა არ შემექმნება
- ბავშვი როცა გინდა მაშინ ინახულე, ამას არ დაგიშლი, რადგან ჩემს შვილს რომელსაც მამაზე აბოდებს მისი ნახვის საშუალებას ვერ მოვუსპობ
- ჩვენს შვილს კატო
- ხო ჩვენს შვილს
- საღამოს გამოგივლით და წავიყვან, დღეს ჩემთან დარჩება თუ წინააღმდეგი არ ხარ
- არა, არ მინდა ჩემთან მოხვიდე, ბაღში მიაკითხე და იქედან წაიყვანე, ხვალ ბაღში შენ მიიყვანე და საღამოს მე წამოვიყვან
- ეხლა რა, ასე უნდა ვატარო ბავშვი ბაღიდან?
- შენი დანახვა არ მინდა, ასე რომ მოგიწევს ჩემს წესებს დაემორჩილო - ცივად უთხრა კატომ და ტელეფონი გაუთიშა. ტოქსიკოზი აწვალებდა, უკვე მესამე თვეში იყო და სახლში ჯერ კიდევ არ ამბობდა რომ ფეხმძიმედ იყო, ერთი გაფიქრება ისიც იფიქრა რომ მოიცილებდა მაგრამ ვერ გაიმეტა, უცოდველ არსებას ვერ შეელია, სამსახურიდან პირდაპირ სახლში წავიდა, გადაწყვეტილი ჰქონდა ბინა ექირავებინა და ცალკე გადასულიყო, იცოდა, ამით მშობლებს გაანაწყენებდა, მაგრამ ასე უკეთესი იყო მისთვის, აღარ შეეძლო დედ-მამის განადგურებული სახეების ყურება, ინტერნეტით ეძებდა ბინებს, რამოდენიმე შეარჩია კიდეც და რადგან ნუკიც მამამისთან იყო და თავისუფალი დრო ჰქონდა, გადაწყვიტა დრო აღარ დაეკარგა, სახლიდან სწრაფად გავიდა, ტაქსი გააჩერა და ბინის სანახავად წავიდა, ერთ-ერთი მოეწონა, სამსახურთან ახლოს იყო და ნუკის ბაღშიც ადვილად ატარებდა, ამიტომ აღარ უყოყმანია, ერთი თვის ქირა წინდაწინ გადაიხადა და კმაყოფილი დაბრუნდა სახლში. მშობლები ძალიან გაბრაზდნენ კატოს გადაწყვეტილების გაგების შემდეგ, მაგრამ იცოდნენ რომ ვერაფერს შეცვლიდნენ ჯიუტ შვილთან. მთელი ღამე ვერ მოისვენა ბავშვის გარეშე, ერთი სული ჰქონდა როდის გათენდებოდა, მეორე დღეს კი ბაღიდან გამოყვანილი ნუკი ცუდ ხასიათზე იყო რაც არ გამოპარვია კატოს თვალს.
- რატომ არის ჩემი პრინცესა მოწყენილი? - ლოყები დაუკოცნა შვილს
- გაბაძებული ვალ - ამოიბუტბუტა პატარამ
- ვინ გაგაბრაზა დე?
- ლიძამ
- ლიზა ვინ არის დედი, ახალი ჯგუფელი გყავთ?
- ალაა, მამიკოც კავც ცაქჩი - კატოს ფერები გადაუვიდა მაგრამ არ შეიმჩნია და ისევ ჰკითხა
- რა გითხრა ლიზამ დე
- უძდელი ქალო
- რაო? - სახე აელეწა კატოს - მამაშენმა გაიგონა ეგ?
- ალაა, მამიტო აბაძანაჩი იკო და ლიძამ წეციელად ალ იქცევიო, ცუდი ქალო, მე ცუდი ვალ? მამიტო მაგიტო წავიდა ჩემგან? - აცრემლებული თვალებით უყურებდა ბავშვი, კატოს თითქოს მდუღარე გადაასხეს, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, ბავშვი გულზე მიიკრა და ბევრი აკოცა
- დე შენ ყველაზე კარგი ხარ, ყველაზე ტკბილი და შენი ბრალი არაა ის რომ მამა ჩვენთან არ ცხოვრობს, შენს მამიკოს ყველაზე მეტად უყვარხარ და ლიზას არასოდეს დაუჯერო, რა იცის მაგან.
- აბა ლატო წამოვედით ჩვენ ცაქლიდან და მამიტოცთან ლიძაც ლატო ძინავც?
- შენ რა იცი? - კატო სიმწრით კბილს კბილზე აჭერდა რომ არ ეტირა და ბავშვი არ შეეშინებინა
- ლიძამ მითლა, ჩენი მამიკო ექლა ჩემია და მალტო მე უკვალვალო, მე მექუტება ჩენ ლომ ალ ქალო
- მატყუარაა ეგ ლიზა დე არ დაუჯერო ხო?
- ჩენ ქო ცულ ჩემთან იქნები? ჩენც ქო ალ წაქალ?
- რას ამბობ დე, მე არასოდეს არ წავალ შენგან, სულ შენთან ვიქნები - გულზე მიხუტებული მიყავდა თავისი პატარა და თავს ძლივს იკავებდა რომ ბოლო ხმაზე არ აღრიალებულიყო, სახლში მისულს იმის თავი აღარ ჰქონდა რომ ბარგი ჩაელაგებინა და ბინაში გადასულიყო, ყველაფერი მეორე დღისთვის გადადო, ნუკი ასადილა და მერე დაძინებამდე მასთან ერთად თამაშობდა, მთელი საღამო თავს აიძულებდა მხიარული ყოფილიყო, მუცელში ყრუ ტკივილს და საშინელ დაჭიმულობას გრძნობდა მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა. ბოლოს თამაშით რომ დაიქანცნენ და ნუკისაც თვალები მიელულა გულზე მიკრული აიყვანა საძინებელში, თავადაც გვერდით მიუწვა და რომ მიხვდა ბავშვს ღრმად ეძინა აბაზანაში გავიდა და ამდენი ხნის ნაგროვებ ცრემლებს გზა მისცა, გული რომ მოიოხა ტირილით ისევ თავის პატარას ჩაეხუტა და ემოციებისგან დაღლილს ჩაეძინა. შუაღამით აუტანელმა ტკივილმა გააღვიძა, თითქოს მუცელში დანას უტრიალებდნენ, ბავშვი რომ არ გაეღვიძებინა კვნესა სიმწრით შეიკავა და ორად მოკეცილი გამოვიდა ოთახიდან, დაბლა ჩამოსვლისას თვალებში დაუბნელდა და გონება დაკარგული კიბეებზე დაგორდა.



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

აი ძალიან მძიმე თემააა, აი ფულის გამო ასე ოჯახი საყვარელი ქალი და შვილი როგორ უნდა გაიმეტოო, ვერანაირად ვერ გავამართლებ გეგას, იმედია იმ თავის ფულში ჩაიხრჩობაა, ბავშვი რომ დაკარგოს კატომ ალბათ ვერასოდეს აპატიებს არც ახლა უნდა აპატიოს, საყვარელ ქალს ამას არ უკეთებენ, მინდა რომ ყველაზე მეტად დაიტანჯოს გეგამ, შეიძლება ბოროტი ვარ მაგრამ ამშემთხვევაში იმსახურებს, ისე მის გრძნობებსაც თუ გვაჩვენებ არ ვიცი შეიძლება ცოტათი სხვანაირად ვიფიქრო კიდევაც, არ ვარ შეჩვეული შენი წინა ისტორიებში სულ ძლიერი მამაკაცები იყვნენ ყველაფერს რომ აკეთებდენ საყვარელი ქალის მოსაპოვებლად და ასეთ გეგას ვერ ვეგუებიი.

 


№2 სტუმარი ტაისა

პირველ რიგში მადლობა, რომ განსახვავებულ ისოტირას წერ და რაღაც უაზროს არა.
უბრალოდ , აი გეგა რა ადამიანია ვერ ვხვდები? ჩემში ზიზღის გარდა ვერაფერს იწვევს .
შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ აი გეგას ახალი ცოლი კიდევ უფრო უნამუსოა!

კატო ძლიერია და მინდა , რომ არ დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა.

შენ შესანიშნავი გოგო ხარ და გელოდებიი❤

 


№3  offline წევრი tamuna.s

აი ვეღარ წარმომიდგენია ამათი შერიგება და ერთად ყოფნა. არის რაღაცეები რაც არ უნდა აპატიო კაცს და ეს ზუსტად ასეთი სიტუაციაა. ვერ ვიტან ასეთ უნამუსო კაცებს, გეგამ ოჯახისთვის და ცოლ-შვილისთვის ბრძოლას ადვილი გზა არჩია, ფული და საკუთარი კეთილდღეობა მათზე წინ დააყენა. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ კატო ღირსეულ კაცს შეხვდება რომელიც დააფასებს და საკუთარ თავზე მეტად შეიყვარებს. ძლიერი ქალია და დარწმუნებული ვარ ცხოვრებას გეგას გარეშეც შეძლებს. დიდი იმედი მაქვს გეგა უბედური იქნება და ძალიან ინანებს თავის საქციელს, რადგან ფული და საკუთარი კეთილდღეობა არჩია ოჯახს და საერთოდ არ შემეცოდება.

 


№4 სტუმარი სტუმარი მაკო

არ მეყოოო,ძალიან კარგია

 


№5  offline წევრი utsnobi

სტუმარი დარინა
აი ძალიან მძიმე თემააა, აი ფულის გამო ასე ოჯახი საყვარელი ქალი და შვილი როგორ უნდა გაიმეტოო, ვერანაირად ვერ გავამართლებ გეგას, იმედია იმ თავის ფულში ჩაიხრჩობაა, ბავშვი რომ დაკარგოს კატომ ალბათ ვერასოდეს აპატიებს არც ახლა უნდა აპატიოს, საყვარელ ქალს ამას არ უკეთებენ, მინდა რომ ყველაზე მეტად დაიტანჯოს გეგამ, შეიძლება ბოროტი ვარ მაგრამ ამშემთხვევაში იმსახურებს, ისე მის გრძნობებსაც თუ გვაჩვენებ არ ვიცი შეიძლება ცოტათი სხვანაირად ვიფიქრო კიდევაც, არ ვარ შეჩვეული შენი წინა ისტორიებში სულ ძლიერი მამაკაცები იყვნენ ყველაფერს რომ აკეთებდენ საყვარელი ქალის მოსაპოვებლად და ასეთ გეგას ვერ ვეგუებიი.

როგორ მიხარია რომ მეხმიანები ვერ წარმოიდგენ, მადლობა დიდი

ტაისა
პირველ რიგში მადლობა, რომ განსახვავებულ ისოტირას წერ და რაღაც უაზროს არა.
უბრალოდ , აი გეგა რა ადამიანია ვერ ვხვდები? ჩემში ზიზღის გარდა ვერაფერს იწვევს .
შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ აი გეგას ახალი ცოლი კიდევ უფრო უნამუსოა!

კატო ძლიერია და მინდა , რომ არ დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა.

შენ შესანიშნავი გოგო ხარ და გელოდებიი❤

დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის

tamuna.s
აი ვეღარ წარმომიდგენია ამათი შერიგება და ერთად ყოფნა. არის რაღაცეები რაც არ უნდა აპატიო კაცს და ეს ზუსტად ასეთი სიტუაციაა. ვერ ვიტან ასეთ უნამუსო კაცებს, გეგამ ოჯახისთვის და ცოლ-შვილისთვის ბრძოლას ადვილი გზა არჩია, ფული და საკუთარი კეთილდღეობა მათზე წინ დააყენა. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ კატო ღირსეულ კაცს შეხვდება რომელიც დააფასებს და საკუთარ თავზე მეტად შეიყვარებს. ძლიერი ქალია და დარწმუნებული ვარ ცხოვრებას გეგას გარეშეც შეძლებს. დიდი იმედი მაქვს გეგა უბედური იქნება და ძალიან ინანებს თავის საქციელს, რადგან ფული და საკუთარი კეთილდღეობა არჩია ოჯახს და საერთოდ არ შემეცოდება.

მადლობა რომ აზრი დააფიქსირე, ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული თქვენთაგანის აზრი

სტუმარი მაკო
არ მეყოოო,ძალიან კარგია

მადლობა <3

 


№6  offline წევრი n.k.

kargia male dade shemdegi tavi .ogond muceli ar moeshalos mecodeba

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინიკო

გააგრძელე რაა ძანნ კარგი იყო

 


№8  offline წევრი utsnobi

n.k.
kargia male dade shemdegi tavi .ogond muceli ar moeshalos mecodeba

ვეცდები ყოველ დღე დავდო ახალი თავი, მადლობა რომ კითხულობ

სტუმარი ნინიკო
გააგრძელე რაა ძანნ კარგი იყო

მიხარია რომ მოგწონთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent