შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟივით შეყვარებული(თავი5)


12-05-2020, 00:41
ნანახია 2 223

გამარჯობა ჩემო კარგებო .. უღრმესი მადლობა ,რომ მოგეწონათ ჩემი ისტორია, მიესალმეთ ახალი ისტორიის მეხუთე თავს, იმედია სიმპათიას დაიმსახურებს.
მოემზადეთ :
1......
2...
3....
ვეცადე რამეს ჩავჭიდებოდი მაგრამ უშედეგოდ.ჩავვარდი და ხელი ძლიერად მოვკიდე გატეხილ ქვას, თავს ვეღარ ვიკავებდი, მკლავებში ძალა გამომეცალა ის იყო რომ უნდა ჩავვარდნილიყავი რომ ვიღაცამ მკლავში ხელი ჩამჭიდა
-შეგიძლია მეორე ხელი გაუშვა .გიჭერ
საკმაოდ ბოხი ხმა შემომსმა, სახეს ვერ ვხედავდი რადგან ჯერ კიდევ კლდეზე ვიყავი ჩამოკიდებული
-ნუ გეშინია გიჭერ.
ხელი გავუშვი და ნელ-ნელა ზემოთ ამომწია.მუხლის და იდაყვის არეში წვას ვგრძნობდი, იმ ბიჭისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია, ეგ კი არა მადლობაც არ მითქვამს რომ სიკვდილისგან მიხსნა, პირდაპირ ფეხს შევხედე სულ გადატყავებული მქონდა, არც იდაყვები იყო კარგ დღეში.ძალიან მტკივა .
-აბა როგორ ხარ?
-რა?
-როგორ ხარ თქო?
-აა.. მაპატიეთ.მადლობა ,რომ გადამარჩინეთ
-მიხარია ,რომ კარგად ხარ.დაგეხმარები―ხელი გამომიწოდა, სხვა გზა არ მქონდა იმდენად მტკიოდა ფეხი რომ ჩემით ვერ წამოვდგებოდი.
-მე გაგა ბესვიანი ვარ
-მე დეა წიკლაური ვარ
-აქ როგორ აღმოჩნდი?
-აქ-სვანეთში თუ აქ-კლდის ქვემოთ?
-კარგად ხუმრობ― ჩაიღიმა― სვანეთში რას აკეთებ?და მეორეც―ისევ ჩაიღიმა
-მეგობრებთან ერთად ჩამოვედი სამი დღით,აი აქ კი უბრალოდ ხედით ვტკბებოდი და ფეხი დამიცდა
-მოიცადე შენ დემნასა და მერიემის მეგობარი ხომ არ ხარ?
-ჰო და შენ .....?
-მე მათი დეიდაშვილი ვარ
ესღა მაკლდა, დემნა და მისი დეიდაშვილი, არადა ცუდი ბიჭი არ ჩანს ,საკმაოდ ლამაზი ღიმილი აქვს
„დემნას ღიმილს ჯობია?“
„რა თქმა უნდა არა!ნუ ბოდიალობ და შემეშვი“აჰაა გამოიღვიძა ჩემმა მეორე მემ.
-სასიამოვნოა.ვწუხვარ ,რომ ასეთ სიტუაციაში გავიცანით ერთმანეთი
-არაუშავს,მთავარია გავიცანით―ისევ გაიღიმა,მგონი ვარსკვლავ ბიჭუნას მახსენებს ისე იღიმის.მოიცა რეებს ვბოდიალობ, დემნა არ მყოფნიდა და ახლა ეს გაგა!ვაიმე დეა რა შარში ხარ?
-ჯობია წავიდეთ თორემ ცუდად გამოიყურები
-გეთანხმები, ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს ,ვიცი არც კი ვიცნობთ ერთმანეთს ნორმალურად და...
-არა გისმენ მთხოვე
-შეგიძლია რომ ამის შესახებ არაფერი თქვა?
-და რატომ? ისინი ხომ ..
-ინერვიულებენ , გთხოვ არაფერი თქვა კარგი?
-კარგი დეა
ჰუჰ!მადლობა !სასტუმროსაკენ დავიძარით,გზაში მომიყვა ,რომ მასაც გარდაცვლილი ჰყავს დედა, მამა კი ქვეყნის გარეთ არის გასული და მუშაობს.თურმე 21 წლის არის , არადა საკმაოდ დიდი ჩანს.ჩემს შესახებ მხოლოდ ის ვუთხარი ,რომ დედაჩემიც გარდაცვლილია და დემნა ჩემი უფროსია,ხო კიდევ ის რომ ჩემი ძმა და მერიემი შეყვარებულები არიან,მამაჩემი არც კი მიხსენებია ,არც მას უკითხავს.როგროც იქნა მივედით .შიგნით რომ შევედით ყველა გაკვირვებული იხედებოდა ჩვენი მიმართულებით, ისეთი სახეები მიიღეს თითქოს მოჩვენება დაენახათ მე კი ვერ ვხვდებოდი რატომ?
-თქვენ?!―დემნას მკაცრი ხმა გაისმა
-სალამი დემო ―დემნასკენ წავიდა და გადაეხვია, ჩვენს დემნას საკმაოდ არასასიამოვნო სახე ჰქონდა ,მაგრამ ისიც გადაეხვია.გაგ ხომ მისი დეიდაშვილია.
-მისის წიკლაურო სად ბრძანდებოდა თქვენი აღმატებულება?!
-სასეირნოდ ვიყავი გაბრიელ არ შეიძლება?
-ფეხზე რა გჭირს?!
-ბობო აედევნა და შემთხვევით ფეხი ქვას წამოკრაა
-ბობო?! ― დემნამ წარბააწევით იკითხა.მარტო დემნამ კი არა მეც მაინტერესებს ეს ბობო რა არის?
-ხო. ხომ იცი უცხოების მიმართ აგრესიულია და ..
-ის ხომ დაბმულია გაგა?! ― ისევ დემნა.მგონი რომ ეს ბობო ძაღლია,ვუიმე როგორ მიყვარს ძაღლუკები
-იყო დემო!ჯაჭვი გაწყვიტა და იმ მომენტში აღმოვჩნდი მეც დეაკოსთან და ვიხსენი ბობოს რისხვისგან―ისევ გაიღიმა
-დეაკოსთან?!― ახლა ემიკიკო გამოხტა
-როგორც ჩანს ერთმანეთი გაუცნიათ!―დემნამ თქვა და ლუდი მოსვა,მის კისერზე საშინლად გამოკვეთილი ძარღვები შევამჩნიე და ამაზე ჩემდა უნებურად ჩამეღიმა
-დეა გაგვაცანი შენი მეგობარი!―ისეთი მკაცრი ხმით შემომჩხავლა მერიემმა ,თითქოს მისი კი არა ცემი დეიდაშვილი ყოფილიყოს, თან გამაცანიო!მეგობარიო!
-ეს გაგა ბესვიანია .ბატონი დემნასა და მერიემის დეიდაშვილი, ჩვენ ერთმანეთი მაშინ გავიცანით როცა „ბობოს რისხვისგან მიხსნა“―გაგას სიტყვებით დავიწყე ციტირება და მის მომღიმარ სახეს შევხედე,სინათლეში შევამჩნიე რომ მუქი ლურჯი თვალები აქვს,საკმაოდ მშვენიერია .
-გაგუუ.. ჩემო ბიჭო მოდი ჩემთან ჩაგეხუტო!―მკაცრი ღიმილით უთხრა მერიემმა და ჩემსკენ გამოაპარა ნაძალადევი ღიმილი.
-მგონი დროა რომ ვჭამოთ,თორემ მუცელმა ყველაფერი ამომიტრიალა ტო,მაჭამეო ბღავის
-ჩემი ღორმუცელა
-ნიკუშ შენ სულ რა პონტში გშია ტო?
-რა გინდა სანდრიკ ?!
-გეყოთ ბიჭო!― დაიღრიალა დემნამ,ისეთი ხმა ჰქონდა ვიფიქრე ახლა საცემად მივარდება თქო ,მაგრამ არა მეორე წამს პირი მოაღო და ახარხარდაა.ამ ადამიანის საქციელს ვერასდროს ვერ გამოიცნობ,ხან ბრაზდება, ხან უხარია ხა კიდევ მერავიცი.ყველანი მაგიდას მივუსხედით.გემრიელად მივირთვით,ბევრიც ვიცინეთ.მგრძნობდი ფეხი როგორ მეწვოდა ,მაგრამ მაინც არ ვიძვროდი ადგილიდან,არ მინდოდა რამე შეემჩნიათ.სამწუხაროდ არც იდაყვებმა დამაკლო საშინლად ამტკივდა,ოთახში უნდა ავსულიყავი ,შეიძლებოდა იქვე წამომსვლოდა ცრემლები, ასე საშინლად ბავშვობაშიც კი არ მტკენია .მაგიდიდან წამოვდექი და ბავშვებს დავემშვიდობე
-მოიცა საით ე?ჩვენ თამაშს ვაპირებთ
-მე არ მინდა ნიკუშ, ძალიან მეძინება
--კარგი დეკო დაისვენე მიდი,დილით გნახავთ..მუაჰ
-გკოცნით ყველას ― გავუღიმე და წამოვედი,მერე კი მივხვდი რა სისულელე ვთქვი ,თუმცა რა აზრი ჰქონდა. წამოვედი ნელი ნაბიჯებით თითქოს არაფერი ,მაგრამ კიბეებზე სვლა რომ დავიწყე საშინლად ამტკივდა მუხლი, არც კი ვიცი როგორ ამოვედი ოთახამდე, საწოლზე დავჯექი და ჭრილობას შევხედე როგორც ჩანს სისხლი წამომსვლია,დასამუშავებელია ჭრილობა და არ ვიცი როგორ ვთხოვო ბებიას ,რომ პირველადი დახმარების ყუთი მომცეს, ბავშვებს არ სძინავთ,ჯანდაბა როგორ მოვიქცე,მტკივა .
-დეა გძინავს?― დემნა?აქ რა უნ და?
-არა. შეგიძლია შემოხვიდე
ნეტავ რისთვის მოვიდა?ნუ თუ კიდევ რამეზე უნდა მეჩხუბოს ან შემახსენოს ,რომ ჩემი უფროსის ბებიის სახლში ვარ და ნორმალურად უნდა მოვიქცე
-როგორ ხარ?
-კარგად ბატონო დემნა თვქენ?
-მეც.ფეხზე რა მოგივიდა?
-ხომ გითხარით ბობო ამედევნა და წავიქეცი
-მატყუებ!
-რას გულისხმობთ?
-დეა!ბობო დაბმული იყო მაშინაც როცა შენ წახვედი და მაშინაც როცა არც კი იყავი მის სიახლოვეს.ასე რომ გისმენ...―ჯანდაბა ,მგონი შარში ვარ
-დემნა მე..
-მეორედ აღარ გაგიმეორებ!―ვერ ვიტან როცა ასეთი ტონით საუბრობს.
-კლდიდან ჩავვარდი!კმაყოფილი ხარ?!―თავი ვერ შევიკავე და იგივე ტონით ვუპასუხე
-რა?!
-რაც გაიგეთ „ბატონო“ დემნა , კლდიდან ჩავვარდი და გაგა რომ არა ახლა არათუ აქ ,ამქვეყნადაც კი არ ვიქნებოდი!
-გოგო ხომ არ გაგიჟდი შენ! კლდესთან რა გინდოდა?!
-დემნა რა გინდა?!რისთვის მოხვედი??!
-შენ გამო!ახლავე მითხარი რა გინდოდა კლდესთან?!
-მოიცა შენ ხომ არ ფიქრობ რომ ს ვაპირებდი?!
-არ აქვს მნიშვნელობა რას ვფიქრობ.მთავარია რა მოხდა?!
-კლდის პირას ვიდექი ,როდესაც ის ადგილი ჩატყდა სადაც ფეხი დავადქი და ჩავვარდი, იმ მომენტში გაგა გამოჩნდა და მკლავში ხელი ჩამჭიდა, მან გადამარჩინა და არ ვაპირებ ეს ყველაფერი დანარჩენებს ვუთხრა.არც შენ გირჩევ ამის თქმ... ― არც კი დამამთავრებინა წინადადება,ისე ჩამეხუტა.მომეშვა კიდეც რამოდენიმე წამით თითქოს ყველაფერმა გადამიარა .
-მიხარია,რომ კარგად ხარ― ეს სიტყვები მითხრა და უმალ მომშორდა,კარისკენ დაიძრა. წამოვდექი მინდოდა შემეჩერებინა ,მაგრამ ფეხი იმდენად მტკიოდა რომ დავეცი
-ააააააა...
-დეა!― ჩემსკენ რასაც ქვია გამოიქცა.
-მტკივა დემნა
-მოიცადე პატარავ ―ხელში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა, როგორც ჩანს მხოლოდ ნაკაწრი არ არის, მუხლში მოხრილი ფეხის გაშლას ვერ ვახერხებ,ძალიან მტკივა.მე ასეთ მდგომარეობაში დემნამ საწოლზე დამაწვინა და ოთახიდან გავარდა, იმედია ეს იდიოტი არ აპირებს ბავშვებს დაუძახოს,ემილია და გაბრიელი მომკლავენ.აი დემნაც გამოჩნდა ,ყუთით ხელში
-მადლობა ღმერთს
-რა?
-მეგონა ბავშვებთან მიდიოდი
-დეა გაგიჟდი?იმიტომ დაგტოვებდი მარტო რომ დანარჩენებისთვის მეთქვა შენი ამბავი?სერიოზალუად ფიქრობ ამას?
-დემნა გეყოფა გთხოვ .მტკივა
-კარგი,კარგი პატარავ მაპატიე― მუხლიდან სისხლს მწმენდდა, მართალია ძალიან მტკიოდა მაგრამ ყველანაირად ვეცადე არ შემემჩნია,ფეხი გადამიხვია მარამ მაინც ვერ ვშლიდი,მტკიოდა თან უსაზღვროდ
-დეა მგონი ფეხი გაქვს ნაღრძობი,ახლავე საავადმყოფოში მივდივართ
-რა ?არა დემნა მათ ვერ ვანერვიულებ, ისინი...
-ჩუმად!― ხელში ამიყვანა და კიბეზე დავშვით,ისე გავედით გარეთ ბავშვებს არაფერი გაუგიათ,მანქანაში ჩამსვა და ზუსტად 10 წუთში პატარა შენობასთან ვიყავით.ისევ ხელში აყვანილი გადმომიყვანა ,როდესაც შენობაში შევედი საავადმყოფოს სუნი ვუგრძენი
-გამარჯობათ!გოგონას რა სჭირს?
-მგონი ფეხი აქვს ნაღრძობი
-აქეთ წამოდით
შევედით პალატის მსგავს ოთახში და საკაცის მსგავს საწოლზე დამაწვინა დემნამ
-ფეხი მაჩვენეთ
-ფეხზე ჭრილობა ჰქონდა ,დავუმუშავე მაგრამ მუხლში უჭირს ფეხის გაშლა
-რენტგენის სხივები აუცილებელია
რენტგენმა აჩვენა პატარა ბზარები ჩემს მუხლში,თურმე ნაღრძობი არ მაქვს,მაგრამ მაინც უნდა შემიხვიონ და არ უნდა გავმოძრავდე.მაინდამაინც ახლა დაემთხვა ,არადა გართობა მინდოდა
-სიარულს ცოტა ხნით მოერიდეთ,ვიტამინები უნდა მიიღოთ რომ ძვალმა შეხორცება დაიწყოს
-დიახ.ყველაფერს გავითვალისწინებთ
-ბედნიერებას გისურვებთ ძვირფასებო
-რა ?რას გულისხმობთ?
-თქვენ ერთად არ ხართ?
-არა
-მაპატიეთ.არადა უხდებით ერთმანეთს
-მადლობა ,ჩვენ წავალთ―გაუღიმა დემნამ ექიმს და ისევ მის მკკლავებში აღმოვჩნდი
მანქანაში იმდენად დაღლილი ვიყავი ,რომ მიმეძინა
დემნა:
საავადმყოფოდან გამოსვლისთანავე მანქანაში ჩავსვი , სახეზე ტკივილი და დაღლილობა ეტყობოდა.მალევე მიეძინა,ისეთი მშვენიერია ვერც კი წარმოიდგენთ.თან როგორი სულელია, ნამდვილად ცეტია როგორ გადავარდა.ამაზე ფიქრიც კი ჭკუიდან მშლის, მას რომ რამე მოსვლოდა გავგიჟდებოდი, იცით როგორ შემიყვარდა ეს უხეში გოგო?მაგრამ მისმა სიტყვებმა- „მძულხარ,ნეტავ არასდროს შეგხვედროდი“ საბოლოოდ დამაგდო,მიწასთან გამასწორა სულიერად ,მაგრამ მაინც ვერ ვტოვებ ,ვხვდები რომ რაღაცას გრძნობას მაგრამ თვითონაც ვერ გარკვეულა.ვიცი არ უნდა მეჩქარა ,მაგრამ არ შემეძლო ,თავს ვიკავებდი .არ გამომდიოდა.
მივედით სასტუმროში ,დეას ისევ ძინავს მისი გაღვიძება არ მინდა.ფრთხილად გადმოვიყვანე ,მგონი გამოეღვიძა
-დემნა..
-გისმენ..
-მადლობა რომ...―სიტყვები ვერ დაასრულა და ჩაეძინა, იმდენად ახლოს იყო ჩემს ტუჩებთან, მე თავს ვერ ვიკავებ ისეთი ტკბილია...მაგრამ არა!არაკაცივით არ მოვიქცევი,როგორც აქამდე.ნაზად ვეამბორე შუბლზე და ოთახში წავიყვანე.საწოლზე ფრთხილად დავაწვინე და ისევ ვეამბორე შუბლზე.ცოტა ხანს მასთან ვიყავი და მის სახეს ვუყურებდი..ისეთი მშვენიერია.ძილში მაინც არის მშვიდი .
დეა:
გამომეღვიძა,მაგრამ თვალების გახელა არ მინდა,რაღაც მშვენიერი სიზმარი ვნახე , თითქოს
დემნა ჩემს გვერდით იყო,რაღაცნაირად გამითბა გული,არ ვიცი ეს რა გრძნობა იყო მაგრამ გული ნამდვილად სხვანაირად ამიძგერდა.ვიგრძენი რომ ფეხი ცოტათი ამტკივდა,ის იყო თვალები გავახილე და წამოდგომას ვაპირებდი რომ ჩემს წინ გაგას სილუეტი აღიმართა,იმედი მაქვს ეს ყველაფერი სიზმარი არ არის, და ეს არსება ჩემს გონებაში არ დარჩა
-დილამშვიდობის დეა
-დილამშვიდობის?..
-მეკითხები?
-აა არა ..არ გელოდი ..აქ.. ამ დროს..
-მაინტერესებდა როგორ იყავი
-კარგად მადლობა
-დაგეხმარები
-მადლობა― მკლავში ჩამჭიდა ხელი და წამოდგომაში დამეხმარა,ამ დროს კი კარის ხმა გაისმა და გამოიცანით ვინ დამხვდა?ჩემი სიზმრის გმირი-ბატონი დემნა
-უკაცრავად?!― გაოცებული და ბრაზნარევი სახით იხედებოდა..........

ესეც მეხუთე თავი, იმედი მაქვს საინტერესო გამოვიდა და მოგეწონათ<3<3<3



№1 სტუმარი ანუ

მალე დადე შემდეგი..
კარგია

 


ანუ
მალე დადე შემდეგი..
კარგია

მადლობა<3 აუცილებლად

 


№3  offline წევრი lortkia

კატუს უფრო დიდი დაწერე შემდეგში დღეს იმდენად მოვინუსხე რომ კიდევ მინდოდა დავმტკბარიყავი heart_eyes heart_eyes

 


lortkia
კატუს უფრო დიდი დაწერე შემდეგში დღეს იმდენად მოვინუსხე რომ კიდევ მინდოდა დავმტკბარიყავი heart_eyes heart_eyes

აუცილებლად ჩემო კარგო<3 მადლობა დიდი heart_eyes kissing_closed_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი უცნობი

იმედია მალ მალე დადებ ახლა თავებს და არ გვალოდინებ

 


სტუმარი უცნობი
იმედია მალ მალე დადებ ახლა თავებს და არ გვალოდინებ

ყოველ დღე ვდებ blush ასე რომლოდინიარ გიწევთ დიდი ხნით
:)

 


№7  offline წევრი კეტი

ვაუ შენ აღარ ხუმრობ შოკი იყო პირდაპირ ბრავო მალე დადე შემდედი კეტ ❤

 


კეტი
ვაუ შენ აღარ ხუმრობ შოკი იყო პირდაპირ ბრავო მალე დადე შემდედი კეტ ❤

აუცილებლად

 


№9 სტუმარი kyller_hero

ვაიმე პირდაპირ შოკ! smiling_imp

 


№10  offline წევრი _კატერინაააა_

kyller_hero
ვაიმე პირდაპირ შოკ! smiling_imp

მადლობა დიდი blush

 


№11  offline წევრი bird of life

მაგარიაააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent