გიჟივით შეყვარებული(თვი 2)
გამარჯობა ჩემო კარგებო .. უღრმესი მადლობა ,რომ მოგეწონათ ჩემი ისტორია, ეს კი გახლავთ ახალი ისტორიის მეორე თავი, იმედია სიმპათიას დაიმსახურებს, ყველანაირად ვეცადე პატარა არ გამომსვლოდა მოემზადეთ : 1...... 2... 3.... დილით ტელეფონის ზარი მაღვიძებს, არც კი დამიხედავს ვინ იყო და ვუპასუხე -ალიო -დილამშვიდობის დეა! ვაი მე , წამიერად გადავხარშე და ტელეფონს დავხედე - ,,ბატონი დემნა’’. აუ რატომ მირეკავს რა უნდა? იქნებ ჭრილობა გაუუარესდა და საჩხუბად მირეკავს?ან იქნებ სამსახურიდან უნდა რომ გამაგდოს გუშინდელის გამო? ან .. ან.. -ალიო, დეა გესმის?― ვაიმე რა დებილი ვარ სულ გადამავიწყდა ტელეფონი -დიახ ბატონო დემნა -ალბათ გაგაღვიძე ხომ? -არა ბატონო დემნა, უკვე მეღვიძა ― გამაღვიძე აბა რაქენი, ვის გაუგია მთელი ღამის ნამუშევარ ადამიანს დაურეკო 7 საათზე და უთხრა ხომ არ გაგაღვიძეო? ახლა თუა ეს სრულ ჭკუაზე? -ხო. რაღაც მინდა რომ გთხოვო .შეიძლება -დიახ გისმენთ. -ჯერ ერთი- ბატონოთი აღარ მომმართ!მეორე -დღეს ჩემი დის დაბადებისდღა ,როგორც მოგეხსენება და მინდა ,რომ წველება მოვუწყო ,შენი დახმარება მჭირდება -ღმერთო!― წამოვიყვირე და დემნას რექცია არც კი მაინტერესებდა ,ყოველშემთხვევაში იმ მომენტში -შეგიძლიან დემნა დამიძახო!― ბატონო?ცინიზმით გაჟღენთილმა ამოიყროყინა, უხ შენ გაჩვენებ! მაგრამ რას ვაჩვენებ? ის ხომ ჩემი უფროსია და ჩემი დაქალის ძმა, აი ეგ დამავიწყდა , ფუ ქათმი ხარ დეა წიკლაურო, ჩემი დაქალი გახლავთ დემნას და მას მერიემი ჰქვია, და 19 წლისაა, ჩემთან ერთდ სწავლობს უნი-ში.სხვათა შორის ჩემს ძმას ძალიან მოსწონს კი არა უყვარს დემნას და ,წარმოდგენა არ მაქვს ეს იცის თუ არა დემნამ.ხოდა მე შტერს დამავიწყდა მისი დაბადების დღე, უხ შე მადლიანო დემნა შენ!კიდე კაი დამირეკე თორემ გულს ამომგლეჯდა მერიემი. -ისევ ჩუმად ხარ დეა!დარწმუნებული ხარ რომ გეღვიძა?! -კიკი, უბრალოდ ვფიქრობდი? -რაზე?შენი დაქალის დაბადების დღე რომ დაგავიწყდა? -თუ იცი პასუხი რაღას მეკითხები?―წესით ეს ჩუმად უნდა მეთქვა მაგრამ აჰა -ბატონო? -არაფერი ბატ.. დემნა , დაგეხმარები ლექციების მერე ბარში შევხვდეთ კარგით? -შეხვედრით კი , აი ‘’კარგი-თ’’ არა! -ვერ მიგიხვდით -თქვენობით საუბარს არ მოეშვები?! -მაპატიეთ! აი კიდევ, მიჩვეული რომ ვარ.. -გადაგაჩვევ!როცა მოიცლი მომწერე! -კარგი ..დემნა -დროებით დეა! წამოვვარდი საწოლიდან, მოვიწესრიგე თავი რაც ხელში მომხვდა ის ჩავიცვი, ანიტას დავხედე ისევ ტკბილად ეძინა , ერთი გემრიელად ჩავკოცნე და გაბრიელს შერვუვარდი ოთახში. -ძამიკ... ადექ ჭო ადექ და.. ადექქ -აუ დამანებე თავი, გუშინაც იგივე გააკეთე ახლა გეყო! -ადექ ჯო ადექ, შენი ტურფაი დაბადები დღეაი დღესე -ჰა?― წამოყო თავი და თვალებს იფშვნეტს -ჰო ჰო, შენი ტურფაი დღეს 20 წლი ხთება. -წესიერად ილაპარაკე ! -კაი ჰო ვა! მერიმეს დაბადების დღე აქვს დღეს როგორ დაგავიწყდა ჰა?! იდიოტო შენ !ადექი დროზე ჩაიცვი -ფუ როგორ დამავიწყდა― ტრუსიანა წამოხტა საწოლიდან და კარადას ეცა -კაი ჰო მეც დამავიწყდა რა იყო?― ავხარხარდი გემოზე. -ჰა? -მეც დამავიწყდა ხო, დილით გამახსენეს და ახ.. -ვინ? -ბატ... ჯანდაბა შენმა ძმაკაცმა - დემნამ -როდის მერე ურეკავთ ერთმანეთს , ჯერ კიდევ ბატონით იხსენიებ და.. -ოო გადი რა! დილით დამირეკა სარამოს წვეულება მინდა რომ მოვაწყოო და დამეხმარეო -აჰა გასაგებია -კაი ჩაიცვი მე კი ,ეგრე ცხრისკენ ძიძას დავურეკავ, ამასობაში გაიღვიძებს ანიტაც -კაი დე მიდი და ჩამოვალ, რამე გაამზადე რა მშია -კაი გაბ ,მუაჰ ჩამოვირბინე კიბეზე და ბლინების კეთება დავიწყე, თან დავაყოლე გემრიელი სალათი,ოთხად გაჭრილი კარტოფილი ზეთში ‘’მოვხარშე’’ და მაგიდა გავაწყვე, წვენი გამოვიღე ჩემთვის მაცივრიდან და გაბის ლუდი გამოვუღე.ჩემი ძამიკო ჩამოკუსკუსდა და ანიტაც მოყავს -აუ გაბ რატომ გააღვიძე ჯერ ცხრაც არ არის -არ გამიღვიძებია ,წკმუტუნი შემომესმა და ეს ქალბატონი დამხვდა ოთახში -დეკო,დეკო დეკოოოოოოო -ჩემი ბაჭაჭო -დეკო სიამ მე. -დე მეც სია― ატლიკინდა გაბრიელი, ჩემა ბაჭაჭომ კი სიცილი ატეხა -გაბი ხელ-პირი თუ დაბანე ჰა? -კი ,კი როგორ არა -გაბი! -კაი ჰო არა!ვახ! -ოხ გაბრიელ წიკლაურო ოხ! ანიტა სააბაზანოში შევიყვანე და მოვაწესრიგე, გემრიელადაც გამწუწა ჩემმა ტუტუციკო დამ, იცით როგორი საყვარელი მყავს? ხუჩუჩა მოკლე თმითადა მუქი ლურჯი თვალებით, ლოყებზე ნაკეცებით ,როგორც მე. პირდაპირ ჩაყლაპავ.სამზარეულოჩო გავედით და სანამ გაბი ჭამდა მე ანიტას ფაფა მოვამზადე, ჯემი გამოვიღე მაცივრიდან და თან სალათს ვჭამდი ,თან ანიტას ვაჭმევდი, უცბად ტელეფონი მირეკავს და ანიტას ფაფას გაბის ვაჩეჩებ, რომელსაც გადაცმული აქვს პირი ლუდის ბოთლზე. -ალო მერ -როგორ ხარ დეკ? -კარგად მერ შენ -ამ კარგად? -მოიცა ეგ კითხვა იყო? -ააა არა.. მე კაი არაფერი -დღეს ხომ იქნები ლექციაზე ? -კი შენ? -კი კაი დროებით, გაკოცე -კაი,მეც გავუთიშე და გაბრიელის თვალებს ვეჩეხები -ნაგავი ხარ დეა წიკლაურო! -ბატონო?! -რატომ არ მიულოცე ჰა? -იმიტომ რომ სიურპრიზი უნდა მოვუწყოთ მე და დემნამ! -აჰა შენ და დემნა გახდით? ბატონი რა უყავი? -აუ დავაი რა!ჭამე სწრაფად და ავალაგებ მაგიდას ,მანამდე შენ მოგიწევს ძიძასთან დარეკვა -მოვრჩი მე ,აალაგე. მანამ ანიტას გავართობ და მარინა ბიცოლასაც დავურეკავ ხო მარინა ბიცოლა ანიტას ძიძა გახლავთ, ჩვენი ძიძაც იყო როცა დედაჩემი სამსახურში დიდხანს ყოვნდებოდა ან მამაჩემსაც არ ეცალა, სულ ჩვენთან იყო და გვივლიდა, მაშინ ფულს არ იღებდა ახლა კი ვაძლევთ.გაბრიელმა ხელფასის გარეშე შანსი არაა ვინმე გავაწვალოო.მაგიდა ავალაგე და მარინა ბიცოლაც მოვიდა, მე და გაბიმ ანიტა ჩავკოცნეთ და უნი-ში წავედით.გზად მერიემი შემხვდა და ცოტა არ იყოს გაბრაზებულია ჩემი გოგო,ნეტა ჩემ გამო ხომ არა? -მერ რა გჭირს? -არაფერი -მაშინ დემნას მანქანაში რატომ არ ხარ? -არ მიხსენო ეგ ვირი -ჰა? -ჩემი დაბადების დღე დაავიწყდა!საკუთარი დის! -უი ! -და შენც დაგავიწყდა ქალბატონო! -არა მე რომ გნახავდი მაშინ ვაპირებდი მოლოცვას -მერე არ მნახე თუ? -გილოცავ ჩემო სიცოცხლევ― გადავეხვიე მერიემს და მანქანისმართვა განვაგრძე.უნივერსიტეტში მისვლისთანაცე ანა და ემილია შემომეგებნენ -აე გიჟო -რაო ემიკიკო -ემიკიკო არა ტოლმა -ანუშკ -ვა მერ გილოცავ შენს დღეს -მადლობა -უი მერიემ ბაგრატიონო გილოცავთ იუბილეს -უი ხო?!მადლობა! შევედით უნივერსიტეტში და ყველა ლექციამ საკმაოდ უაზროდ თუმცა შედეგიანად ჩაიარა, გავიგე თუ როგორ გადავარჩინო ადამიანი როდესაც მას შინაგან სისხლდენა აქვს. უნი-დან გამოვდივარ და ტელეფონი რეკავს -ბატონო -ხომ გითხარი-დემნა თქო! -უიჰ დემნა -დასრულდა ლექცია და არ შემხვდები? -კი, ახლა ვაპირებდი თქვენთვის მომეწერა― არადა ვაპირებდი არა კვახი, ნომერიც კი არ მახსოვდა ,რომ მხსომებოდა ბატონოთი კი არ მივმართავდი, და ესეც კიდევრა „დემნა დამიძახე“ იდიოტი! -ბარში დაგელოდები ჩავჯექი მანქანაში და სამსახურისკენ გავემართე ისე, რომ გოგონები არც გამიფრთხილებია, მინიმუმ ნაწლავებს ამომაცლიან და დამიკემსავენ.მივედი სამსახურში და მხოლოდ დემნა მხვდება -მალე მოსულხარ -დიახ!სწრაფად დამყავს მანქანა -აბა გისმენ -ვერ მიგიხვდით -შენი იდეები მჭირდება.საიდან ან როგორ დავიწყოთ დარბაზის მოწყობა? -ამ... ჯერ ეს მაგიდებ უნდა გადავაწყოთ და საკმაო რაოდენობის ბუშტები გვჭირდება -1000? -რა? -ბუშტი -კი საკმარისია, მეტიც კი, შეგვიძლია დიდი დათუნია დავახვედროთ და საჩუქრებიც თან დავუდოთ -დათუნია?! -ხო მერიემს უყვარს და მითუმეტეს უზარმაზარი სათამაშო -დავიწყოთ მაშინ. მე და დემნამ ყველა მაგიდა გვერდით მივაწყვეთ დავიწყეთ ბუშტების დაბერვა და ზოგიერთი კედელს ამშვენებს , ზოგიერთი იატაკს , ამასობაში დამიანეს ყველაზე დიდი დათუნია შეუკვეთავს და ისიც კ მოიტანეს .უკვე 5 საათია და საჩუქრები გვაქვს მოსამზადებელი, ტორტი წამოსაღები, მე და დემნა მისივე მანქანით მივემართებით მაღაზიებში და უამრავ საჩუქარს ვყიდულობთ, მანქანაში რომ ძლივს ვტენით. თან გზადაგზა ამბებს ვყვებით და ვგრძნობ, რომ ისეთი ცუდი პიროვნება არ არის , როგორადაც მე წარმომიდგენია, თან მომაჯადოვებელი ღიმი აქვს უჰჰ!ვაიმე ბლაყვო რაზე ფიქრობ აწიე ერთი ადგილი და გადადი ტორტის მოსატანად.გადმოვედი მანქანიდან და ტორტის წამოსაღებად წავედი,ტორტიც გამოვიტანე და დემნას დავაკავებინე,ჩავჯექი მანქანაში და ტორტი მუხლებზე დავიდე, დავბრუნდით ბარში და ამ ყველაფრის გაკეთებამ ორი საათი მოითხოვა, თითქმის 7 საათია, სადღაც 30 წუთში საჩუქრები შევფუთეთ და გოლიათი დათუნიას ფეხებთან დავაწყვეთ.სასელიდან დაწყებული თეფშ-ჩანგალ-კოვზ-დანამდე დამთავრებული ყველაფერი მოვამზადეთ. 8:30 უნდა მოსულიყვნენ ბავშვები და მერიემიც უნდა მოეყვანათ, თუმცა ერთი პრობლემა იყო მე გამოცვლა მჭირდებოდა -მგონი ყველაფერი მოვასწარით -კი დემნა მაგრამ მე.. -რა შენ? -მოწესრიგებას ვეღარ მოვასწრებ, სახლამდე დიდი გზაა -არა!― შებრუნდა და ხელში რაღაც აიღო, ჩემსკენ მოემართება და ყუთს მიწვდის, სხვათშორის შეფუთულს -ეს შენ დღევანდელისთვის -ეს რა არის -გახსენი გთხოვ― გავხსენი საკმაოდ ნელა ,მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაინტერესებდა რა იყო შიგნით, ჩემს ცხოველობას ხომ არ გამოვაჩენდი და ხომ არ შემოვახევდი ამ ყუთს ტანისსამოსს, გოგოშკურად გავხსენი და ვაუ:ულამაზესი წითელი კაბა, შავიფეხსაცმლითა და პატარა მაგრამ საუცხოოდ ლამაზი კულონით. -ამას ვერ ავიღებ, ეს არ დამიმსახურებია -გაჩუმდი!ამაზე მეტიც კი დაიმსახურე დამიჯერე -დემნა მე..― ტუჩებზე თითი მომადო და გამაჩუმა, შემდეგ ძალიან ნაზად ჩამოწია ის ე ,რომ ჩემს ტუჩებს მთლიანად შეეხო, დამაჟრიალა , თან როგორ წარმოდგენიდან შორს -ჩაიცვი გთხოვ -კარგი შევედი გასახდელში და მოვირგე ეს უმშვენიერესი წითელი კაბა, მუხლის სულ ოდნავ ზემოთ აჭრილი, წელზე ლამაზად გამოყვანილი, აიამ მკერდს რა ვუთხარი მე, იმხელაა მთელი ჰიმალაის მთები ზედ გეგონება, 19 წლის გოგოს მკერდი და ამხელა ვაიმე , რაღაც ვკომპლექსდები, ამ კაბაში ძალიან სექსუალურად ვარ , ეს მკერდი კი მგონია მიმეჭყლიტა, კაბაში ვერ ვტევ ისე როგორცმე მინდა, ძალიან გამომწვევია მგონი ვიღაც უცხომ რომ მნახოს , შემომაგლეჯს კაბას.ფეხსაცმელის ჩავიცვი, თმა ჩამოვივარცხნე და წინ ჩამოვიწიე, ვიფიქრე მკერდს დაფარავს ,ცოტა მაინც თქო მარა ჰა ..დედა ჩემო კულონს ვერ ვიკეთებ ,ახლა რა ვქნა ჰა?დემნას ნაღდად ვერ ვეტყვი დამეხმარე -მეთქი. -დეა ცოცხალი ხარ?―ბატონო?რა უნდა ახლა უჰ, ასე რომ მნახოს მე ნაღდად შემრცხვება და რომ არ მნახოს ალბათ შემომივარდება?აუ რა ! -კი დემნა, რა მომკლავს? -ღამის თევით ხარ მანდ?― ჰო ღამის თევით ვარ ამ სიცივეში, და კარადის თავზე წამოვკოტრიალდები და დავიძნებ.იდიოტი! -გამოვდივარ -იმედია! კარს ვაღებ და გავდივარ , ეს კულონი ზელში მიკავია და ვითომ ვმალავ, მარა რას ვმალავ რომ დაინახავს არ მიკეთია , არ მკითხავს?ქლიავის ჯემი ხარ დეა წიკლაურო ჯემი! -ვაუ! -............ -უმშვენიერესი ხარ .მართლა! -მადლობა -რაღაც გაკლია?―აჰა! ვერ მიხვდებოდა თუ რა?! -კულონი არ გიკეთია.არ მოგეწონა? -არა. ..არა... უბრალოდ.. -რა?! -ვერ გავიკეთე―თავი დავხარე და ქვემოდან მოსაწ....ბული თვალებით ამოვხედე -შეიძლება?― მომიახლოვდა და კულონზე მიმითითა -დიახ -თმა დაიკავე თუ შეიძლება თმა წამოვწიე და დავიკავე, ყელსაბამი მკლავსა და ყელს შორის გამოაცურა და შეკრა, აი ამ მომენტში თითებით შემეხო მხარზე და ალბათ თვითონაც შეამჩნევდა როგორ შევიშმუშნე და კანი დამეხორკლა. ‘’აბა ვერ შეამჩნევდა , ლამისაა დენდარტყმულივით აცეკვდი’’ ‘’ აუ მოკეტე რა’’ვეჩხუბები მეორე მეს,ამასობაში კი დამიანე ჩემს წინ ჩნდება -მშვენება ხარ! -მადლობა დემნა ამ ყველაფრისთვის. საუკეთესო ხარ ყურებამდე მიღიმის და ახლოს მოდის, შემდეგ სახეს ასერიოზულებს და წამიერად თვალებში მიყურებს, ყურადღება ტუჩებისკენ გადააქვს ,იმედია იმას არ აპირებს რაც ახლა მეც მინდა და თან გავიფიქრე ფუ ვერა ვარ რა !დემნა ჩემს ტუჩებს თვალს არ აშორებს და გიჟივით მაცხრება ტუჩებზე, ახლა ალბათ სული განვუტევე ისეთ დღეში ჩავვარდი, დემნას მკერდზე ძლიერად ვადებ ხელს და ვცდილობ მოვიშორო, არ ნებდება ეს ცხოველი, ზედა ტუჩი ,ქვედა ტუჩუ, ზედა ტუჩი ქვედა ტუჩი, ვაიმე შემიჭამა ჩემი შვილივით გამოზრდილი ტუჩები. უკვე ცუდად ვხდები და აი -დემუშ! -ეს .. ეს გაბრიელის ხმაა― დემნა მოვიშორე როგორც იქნა და ტუჩებზე ხელი გადავისვი, მაშინვე დარბაზში შევრბივარ და ვგრძნობ ნელი ნაბიჯებით ,როგორ მომყვება დემნა. -გაბ -ვაუ დე რა მშვენება ხარ! -ვიცი! უკვე მითხრეს―წარმოვთქვი გაბრაზებულმა -გითხრეს? -გაბიტო ... -აე დემუშ შე ჩემა მომენატრე ტო! -მე მომენატრე შეჩ...― შემომხედა და სიტყვა აღარ გააგრძელა, მე გაცოფებული თღვალებით შევხედე,უფრო სწორად ‘’მინდა მქონდეს გაცოფებული თვალებით“, მან ტუჩის მაჯვენა კუთხე ჩატეხა და ისევ გაბის მიუბრუნდა -აბა სად არიან დანარჩენები? -როცა იტყვით ,მაშინ შემოიყვანენ მეროს -შემოიყვანენ რა? დააკავეთ?! -ნუ ბოდიალობ გოგო, ძლივს წამოვიყვანეთ ისეთი გაბრაზებულია -ნეტა რატო?!― მამის მკვლელის თვალები მივანათე დემნას -რა? -არაფერი! -დაურეკე მიდი უკვე გახდა 8;30 წუთი -შემოდით! ისმის მერიემის ხმა -აუ კარგით რა, სად მომათრიეთ აქ, არ ვაპატიებ დემნას , არც იოცნებოთ -მიდი შედი კაცო რას არა აპატიებ -არა მეთ......ქი? -სიურპრიზი.................................................................................... ესეც ახალი ისტორიის მეორე თავი,ველოდები თქვენს შეფასებებს იმედია მოგეწონათ<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.