შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟივით შეყვარებული (თავი 4)


11-05-2020, 01:11
ნანახია 2 393

გამარჯობა ჩემო კარგებო .. უღრმესი მადლობა ,რომ მოგეწონათ ჩემი ისტორია, ეს კი გახლავთ ახალი ისტორიის მეოთხე თავი, იმედია სიმპათიას დაიმსახურებს.ბოდიში მინდა მოვუხადო იმ ადამიანებს ვინც წინა თავში გაურკვევლობამ ოგიცვათ,იმედია ყველაფერს ნათლად დაინახავთ ისტორიის ამ ნაწილში.მაშ ასე
მოემზადეთ :
1......
2...
3....
მისი შავი თვალები, უკუნით სიბნელეს ასხივებდა, ვიგრძენი რომ ამის მიზეზი მე ვიყავი, მას ტკიოდა , ის... ღმერთო
-მადლობა! ვწუხვარ!
-არა დემნა მე..
-გთხოვ გაჩუმდი!უბრალოდ მიიღე ჩემი ბოდიში და დავასრულოთ ყველაფერი
-არა დემნა ! მომისმინე
-დეა!უკვე მოგისმინე ,ახლა კი შენი ჯერია გაიგო რაც გითხარი!
არაფრის თქმა აღარ მაცადა და მანქანისკენ უკან მოუხედავად გაემართა, ისეთი გაცოფებული იყო.. ასეთი ბედი მაქვს .. პირს მოვაღებ და მერე ვნანობ, საშინლად გაწვიმდა და ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდი გზას მანქანისკენ ,რომელშიც დემნას გაცეცხლებული თვალები მელოდნენ, როგორ ვერ საკუთარ თავს....
-დასველდი!ცოტა სწრაფად დეა!― ფანჯრიდან მომაძახა, ფეხს ავუჩქარე და თავიდან ფეხებამდე სველი ჩავჯექი მანქანაში, ქურთუკი გაუხდია და ისე გამომიწოდა არც კი შემოუხედავს, მანქანა და ქოქა და სვლა განაგრძო,საშინელი ამინდი იყო, ძალიან მციოდა კანკალიც კი დავიწყე.
-ისევ გცივა?
-ცოტა,მაგრამ არაუშავს მალე სახლში ვიქნებით.
-ხო
მინდა ,რო ხმა ამოვიღო და რამე ვუთხრა ,თუმცა არ გამომდის , ვუყურებ და ისეთ სახე აქვს თითქოს მის ნაცვლად მხეცი იჯდეს ჩემს გვერდით.ქვედა ყბას საშინლად ამოძრავებდა. ისე გამოკვეთილად ეტყობოდა ის ძვლები სახეზე.....გადავწყვიტე სამარისებური სიჩუმე დამერღვია
-დემნა ,მინდა რომ...
-არა დეა!და დემნა არა !მე შენი უფროსი ვარ და არა მეგობარი!
-რა?კი მაგრამ ..
-არა -მეთქი!საუბარი დასრულებულია!
მისმა სიტყვებმა და მკვლელმა გამოხედვამ ,მთლად შემშალა ჭკუიდან და მაგრძნობინა რომ დემნასთვის არათუ რამეს, არამდე აღარაფერსაც არ ვნიშნავდი, სამუშაო საათების დროსაც კი არ შემოუხედავს ასე უცხოსავით,თითქოს რიგით თანამშრომელი ვიყავი .. თუმცა ეს ასეც არის, ისეთი სიტყვები ამომივიდა პირიდან რომ, ალბათ დემნას მაგივრად სხვა რომ ყოფილიყო კისერს მომიგრეხდა,ღირსიც ვიქნებოდი . სახლში მოვედით , მანქანა გზის პირას გააჩერა და გამომხედა
-შეგიძლია გადახვიდე, ქურთუკი მერე დამიბრუნე !
-არ მინდა მადლობა ბატონო დემნა!ღამე მშვიდობის
-ერთხელ უკვე გითხარი,მეორედ აღარ გავიმეორებ! ―ისეთი ტონით მითხრა ,შეპასუხება ვერც კი გავბედე.გადმოვედი მანქანიდან და კარგი დავკეტე. მინდოდა ერთხელ მაინც შემოეხედა მაგრამ უძრავად იყო ,დაქოქა მანქანა და მთელი სისწრაფიდ მოსწყდა ჩემს სახლს, მთელი ტალახი და ბინძური წყალი კაბაზე შემომეწუწა,მადლობა ამისთვის „ბატონო“დემნა.სახლის კარგი გავაღე და შესვლისთანავე გაბრიელის გაკვირვებული თვალები არ მშორდებოდა, ოჰო ქალბატონი მერიემიც აქ ბრძანდება, ეჰ თქვენ მაინც იყავით ბედნიერად
-დეა რას გავხარ?
-გარეთ წვიმს გაბი,თუ მოწყდები შენს გოგოს და გაიხედავ მიხვდები―ნიშნისმოგებით ვუპასუხე და ფეხსაცმელი გავიხადე
-დეაკო რა მოხდა?ისე რატომ გამოიყურები თითქოს მთელიგზა ფეხით იარე?ან ჩემი ძმა სად არის ,შენთან ერთად ხომ იყო?
-არვიცი მერიემ , დამტოვა სახლთან და წავიდა, მე კი უბრალოდ დავსველდი მეტი არაფერი
-მაგას შიგ ხომ არ აქვს!ხო ვუთხარი ჩემთან მოდი თქო
-არ ვიცი გაბრიელ ,შეგიძლია დაურეკო და თავად კითხო!―ხმამაღლა მაგრამ ნერვიულობის გარეშე ვუთხარი ,კიბეზე სვლა დავიწყე და თან ანიტაზე დამეფიქრა ,მთელი დღეა არ მინახავს ჩემი პრინცესა ,ნეტა როგორ არის?ოთახში შევედი და სააბაზანოსკენ გავვარდი.ისეთი სველი და ტალახიანი ვიყავი რომ ,ღორი ჩემთან შედარებით უფრო სუფთა და მოწესრიგებულია.შხაპის მიღება კაბიანმა გადავწყვიტე რომ არ ჩალაქავებულიყო,ჩამოირეცხება და მერე მანქანაში ვუკრავ თავს.მინდა რომ არ გავაფუჭო ,რადგან დემნ.... ‘ბატონ’ დემნას უნდა დავუბრუნო, დარწმუნებული ვარ არ ესიამოვნება ,რიგით თანამშრომელზე მისმიერ ნაყიდი ნივთს დანახვა.გეთანხმებით საშინელი ხასიათი მაქს ,არ მოგატყუებთ და ვტირი ,მაგრამ ვინ შეამჩნევს წყლის ქვეშ,არ უნდა მეყვირა დემნასთვის და უნდა მიმეცა ყველაფრის თქმის საშუალება ,მაგრამ არა!მე ხომ უზრდელობა დაბადებიდან გამომყვა, ასეთ უხეშობა და ველურობა ხომ ჩემი სტილია,ყველაფრის ღირსი ვარ, ოხ დეა ოხ.ვერც კი გავიაზრე როგორ ვურტყამდი კედელს ხელს, სულ სისხლიანი მაქვს,როდის გავხდი ასეთი სადისტი ,არანორმალური.
-დეა მანდ ღამის თევით ხარ?!―როგორ ეტყობათ რომ დაძმანი არიან
-აბაზანაში ვარ მერიემ
-კარგი ერთი!სწრაფად გამოდდი შენთან საქმე მაქვს
-ათ წუთში გამოვალ
-არც მეტი არც ნაკლები!
-გავიგე!
5 წუთი მოვუნდი ,რომ კარგად გამოვფხიზლებულიყავი, მებანავა და გამოვსულიყავი.თმა შევიმშრალე და მერიემიც ჩემს ოთახში გაჩნდა
-კიდევ კარგი !თორემ ვიფიქრე შევუვარდები-მეთქი!
-გისმენ მერ რა ხდება?
-ეს მე გისმენ !რა ხდება შენსა და დემნას შორის?
-არაფერიც არ ხდება, ის ჩემი უფროსია
-გეყოფა დეა წიკლაურო!მომიყვები ყველაფერს ან ინანებ!
-ისევ ეს სიტყვები!რას ვინანებ გეკითხები!ტვინი წაიღეთ თქვენი მუქარებით შენ და შენმა ძმამ,უკვე ყელშია ეს ყველაფერი , დამანებეთ თავი კარგი?!ცოტა ხნით მაინც /გთხოვთ
-დემნა დაგემუქრა?!ან რას..რას ნიშნავს შენი საქციელი დეა?მე რა შუაში ვარ ?ახლა ყელაფერს მომიყვები
-მერიემ!
-გთხოვ!
სხვა გზა არ მქონდა, ვიცი მერიემს ეწყინა ჩემი სიტყვები მაგრამ ერთი და იგივეს ათასჯერ მოსმენა მაგიჟებს, თან მუქარა!დავჯექით და ყველაფერი მოვუყევი, პირდაღებული მისმენდა , კოცნაზე რომ მოვუყევი თვალები გაუბრწყინდა , თუმცა ბოლოს ისეთ სახე ჰქონდა რომ მეც კი ცუდად გავხდი, ცუდად გავხდი მხოლოდ მისი სახის გამო, ცრემლიც კი წამოუვიდა ,ისეთი გაოგნებული დავრჩი, ვერ წარმოვიდგენდი რომ ეს თითქმის უბრალო კამათი ასე აატირებდა.დარწმუნებული ვარ რაღაც სხვა ხდება
-რატომ ტირი მერ?ეს უბრალოდ კამათი იყო
-არა დეა მაგის გამო არ ვტირი
-აბა რა ხდება?ვერ ვხვდები?
-იცი არის რაღაც რაც მარტო ჩვენმა იჯახმა იცის,ცოტა მიჭირს ამაზე საუბ..
-ახლავე დაიწყე და მომიყევი გთხოვ
-დეა , დემნა ჩემი ძმა არ არის
-რა?
-აღარ გამაწყვეტინო გთხოვ, თორემ ვეღარ შევძლებ მოყოლას
-მაპატიე.განაგრძე
-5 წლის ვიყავი რომ უეცრად ჩემი მშობლები სახლიდან გიჟივით გაცვივდნენ, სახლში მარტო დამტოვეს, ახლაც კი ვერ აღგიწერ როგორ ვიყავი, წარმოიდგინე რა შეგრძნებაა მთელი ღამე 5 წლის ბავშვი სახლში მარტო რომ რჩები.იმ დროს არ ვიცოდი რა ხდებოდა სანამ სახლში სისხლიანი ბიჭი არ მოიყვანეს, მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი და საშინლად ტიროდა.მაშინ არ ვიცოდი რა ხდებოდა თუმცა რომ წამოვიზარდე ყველაფერი ამიხსნეს.იმ მომენტიდან ის სისხლიანი ბიჭი ჩემი უფროსი ძმა გახდა.იცი ის ბიჭი ჩემი ვინ იყო?ნათლიაჩემის შვილი ,ნელის არ ყავდა შვილი და ბავშვთა სახლიდან აიყვანა ის ბიჭი,როგორც საკუთარ შვილს ისე ზრდიდა, ის ბიჭი ჩვილი იყო როცა დედა მშობიარობას გადაყვა,მისი დედა ჩემი ნათლია ნელი გახდა .საშინელ ღამეს კი ავარიაში მოყვნენ ნელი და მისი ქმარი ,ორივე მათგანი დაიღუპა თან ის ბიჭი ახლდათ, ზმას მხოლოდ ზურგის ნაწილი დაუზიანდა,ისიცგარედან .ახლაც კი საშინელი ნაიარევი ეტყობა ზურგზე.ძალიან უჭირდა,ორივე მშობლის სიკვდილი საკუთარი თვალებით იხილა,მხოლოდ ჩვენ ვყავდით ,ჩვენ გავუხალისეთ სიცოცხლე, იმ საშინელი ღამის მერე ის ბიჭი ჩემი ძმა გახდა, როგორც საკუთარ შვილს ისე უვლიდნენ ჩემი მშობლები, ყველაფერს ერთნაირად ვინაწილებდით.გაიზარდა ის ბიჭი და მამაჩემის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში, აზრადაც არ მომსვლია რომ მის მიმართ შურის გრძნობა გამჩენოდა,როგორც სისხლით და ხორცით ძმას ისე ვექცეოდი, ის ჩემი საუკეთესო მეგობარიც გახდა,ის ბიჭი ვინ იყო? დემნა იყო დეა!ის სისხლში ამოსვრილი და თვალ-ცრემლიანი ბიჭი დემნა იყო.როცა შენი ამბავი მოვისმინე ,გულში ყველაფერი ჩამწყდა, ვიგრძენი ის რასაც ახლა დემნა გრძნობს.მან კიდევ ერთხელ დაკარგა ვიღაც, ალბათ არ უნდა ეჩქარა , ყველაფერი არ უნდა ეთქვა ჯერ ,მაგრამ როგორც ჩანს, დაიღალა, სულიერად დაიღალა.შენ იგივეთ არ უპასუხე და მან ხელი ჩაიქნია.ვწუხვარ რომ ასე მგიხდათ,ის ამას არ იმსახურებს დეა, მართლა არ იმსახურებს.―დაღვრემილი და გულნატკენი ადგა საწოლიდან და წავიდა.
მე არ ვიცოდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი მსგავს რამეს, არასდროს არაფერი შეუმჩნევია,ის ჩვეულებრივ ადამიანს ჰგავდა. ღმერთო კიდევ ერთი მიზეზი მომეცი ,რომ ვერ ვიტანდე საკუთარ თავს.დემნას გული გავუტეხე, მაგრამ ....მაგრამ იგივეთი ვერ ვუპასუხებდი.. კი მომწონს ..ეს მართლა არის რაღაც ,თუმცა არ ვიყავი მზად იგივეთი მეპასუხა... არასდროს მიფიქრია ,რომ ვინმეს ასე შევუყვარდებოდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი ,რომ ვინმესთვის იმაზე მნიშვნელოვანი ვიქნებოდი ,ვიდრე მე წარმომედგინა. თავი გასკდომას მაქვს .... უნდა დავიძინო თორემ ალბათ ტვინი მოიხარშება..საწოლზე დავწექი და საკუთარ არაადამიანობაზე ფიქრში ჩამეძინა.
საკმაოდ გვიან გამეღვიძა ,უკვე 12 სააათი იყო, მოვიწესრიგე თავი ,მოკლე სპორტული ტოპი და ტანზე გამოყვანილი სპორტული ლასინა ჩავიცვი, ბოტასებში ჩავხტი და თმა შევიკონე.წამით სარკეს გავუსწორე თვალი და დავასკვენი ,რომ საკმაოდ დასუსტებული ვარ და მიხდება კიდეც , რომ იტყვიან მაგრამ გამოვიყურები, სავარჯიშოდ მინდა წასვლა ,უფრო სწორად სახლიდან გასვლისთვის მიზეზი მჭირდება, დღეს შაბათია ლექციას ვერ მოვიმიზეზებ .არ მინდა სახლში დარჩენა,თორემ ფიქრებისგან ავფეთქდები.ოთახიდან გავედი და მისაღებში ვაპირებ ჩასვლას,რომ ნაცნობი ხმები შემომესმა.როგორც ჩანს მთელი სასტავი აქ არის შეკრებილი,იმედია გავაღწევ სახლიდან.ჩავედი კიბეებზე და პირველი რაც დავინახე იყო, სპორტულად გამოწყობილი დემნა, მის გვერდით სანდრო ,ალეკო,ნიკა, თომა და დაჩი იდგნენ, მათ წინ კი ემილია,ლიკუნა,ანა, ლოუსია და ცალკე მდგომი გაბი და მერიემი.
-დილა მშვიდობის მძინარა მზეთუნახავო
-დილამშვიდობის გაბ.და დნარჩენებო
-რა სექსუალური ხარ პატარავ
-მადლობა გაბრიელ, მე წავედი
-საით?
-უნდა ვირბინო და დილის ნეგატიური ენერგიისგან უნდა დავიცალო
-ეგ სვანეთში დაიცალე ენერგიისგან , ახლა არ გინდა
-უკაცრავად?
-სვანეთში მივდივართ , ბარგი ჩაალაგე და რამე თბილი ტანსაცმელიც ჩადე
-ხო თორემ მასეთ გა-ჭიპ-ლაღებული სულ მთლად გაიყინები―მომაძახა ემილიამ და ახარხარდა
-რატომ არ ვიცოდი რომ მივდიოდით ?!
-დღეს გადაწყდა დეა.სამსახურისგან გათავისუფლებ და შეგიძლია წამოხვიდე.სულ სამი დღე და დავბრუნდებით.―არ მჯერა! დემნამ ხმა ამოიღო?რაღაც სასიამოვნოდ მომხვდა ყურში დავაპირე გაღიმება ,მაგრამ გუშინდელი ღამე ,რომ გამახსენდა სახე ისე ჩამოვუშვი, ვიღაც უეჭველად ფეხს დაადგამს.
-მადლობა ბატონო დემნა.
-ბატონო-ო?
-მადლობა-ო?
-რა იყო?მე მისი უფროსი ვარ და ასე უნდა მომმართოს!
-გუშინ არ საუბრობდით თქვენობით და დღეს რა გეტაკათ?
-არაფერი ბავშვებო, ის ჩემი უფროსია და სხვანაირად ვერასდროს შევხედავ,ამიტომ ბატონი დემნაა!― ვუთხარი და დემნას თვალი გავუსწორე, ისევ ისეთი შავი, თუმცა დამშვიდებული
-ისე კითხვა მაქვს დემნასთან― თითის აწევით წარმოთქვა ანამ
-შენწარმოიდგინე მეც― აყვა ნიკა― დემუშ ტუჩზე რა გჭირს?
-მე მაინტერესებს კისერზე ვინ დაგკაწრა?―თითით და წარბის აწევით ანიშნა ანამ. მგონი შარში ვარ !
-ვარჯიშის დროს დავშავდი .არ შეიძლება ?!
-და შენ?― ყველამ მე შემომხედა როცა ემილიას ნარ-ნარმა ხმამ ეს სიტყვები გააჟღერა
-რა მე?
-მკლავებზე სილურჯეები გეტყობა, და ზურგზენაკაწრიც გაქვს!― წარბები ამიწია ემილიამ
-მოიცა რა აქვს?―თვალები გადმოყარა გაბრიელმა და კინაღმ დაიხრჩო ლუდის სმის მომენტში
-არაფერც არ მაქვს ! გუშინ სახლში რომ შემოვდიოდი ფეხი გადამიბრუნდა და დავეცი ―მეც ისევე მოვიტყუე ,როგორც დემნამ.მას ისეთივე სერიოზული სახე ჰქონდა როგორც აქამდე
-საეჭვოდ გამოიყურება ეს ყველაფერი― წარბი აგვიწია ნიკამ
-და რა სჭირს საეჭვო ამ ყველაფერს?! ვითომ არ იცოდეთ რა ცეტი დაქალი გყავთ― ჩემსკენ არცკი გამოუხედავს ისე მიანიშნა―ან ჩემი რა გიკვირთ პირველი ხომ არ არის რომ ნაკაწრები მაქვს !
უცბად გააჩუმა ყველანი, მეკი ცეტი მიწოდა ღირსია რომ მიხვიდე და ითრიო იმ თმით. თავის მართლება თუ უნდოდა სხვა რამე მოეფიქრებინა. იდიოტი !
ყველანი გავემზადეთ და მანქანებში ჩავსხედით, არ ვიცი რატომ მაგრამ მე ისევ დემნას მანქანაში მომახვედრეს,მე გზა არ ვიცოდი ამიტომ ჩემი ყორანი გაბრიელს დავუთმე ,მასთან ერთდ ჩასხდნენ ლიკუნა და სანდროც.ჩვენთან ერთდ ემილია და ნიკა ისხდნენ, დანარჩენები კი გადანაწილდნენ სხვა მანქანებში, ისე მოხდა ,რომ გაბრიელის მერსედესი სახლში დავტოვეთ.ხო ალბათ მკითხავთ ყორანი რა არისო? ყორანს ჩემს მანქანას ვეძახი, უჰ ვენაცვალე მის შემქმნელს-Bmw x6 M- ვგიჟდები ამ მანქანაზე, ყორანის ფერშია და საკმაოდ სწრაფიც, სულ ახალი მოდელია. მთლიანი თანხის თითქმის მეოთხედი ჩემი იყო დანარჩენი კი გაბრიელის,იცოდა რომ ვგიჟდებოდი ამ მანქანაზე და არც კი დააყოვნა ისე მაყიდინა.
ესეც ასე .დავადექით დიდებული სვანეთის გზას.მანქანაში სიმღერები იყო ჩართული,თუმცა დაბალ ხმაზე რადგან ათას თემაზე საუბრობდნენ ნიკა და დემნა, შუა ნაწილებში სიცილ-ხარხარით ერთვებოდა ემილიაც .მე ღურსასმენები გავიკეთე და თავი მივაყრდნე მინას, ხან მუსიკას ვუსმენდი ხან კი მათ საუბარს, დემნა საკმაოდ მხიარულად გამოიყურებოდა , ვამჩნევდი რამდენჯერმე რომ აპარებდა თვალებს ჩემკენ.ყურადღება არ მიმიქცევი იქამდე,სანამ ტკივილი არ ვიგრძენი მკლავზე, რომრლიც ისე თუ ასე მაინც მტკიოდა.
-დეაკო... გამოფხიზლდი გოგონი
-შეეშვით თავის სტიქიებშია.― წამოაყრანტალა დემნამ
-ბატონო?!
-რაც გაიგე.თუ ვერც ეგ გაიგე?―მეგონა მეტყოდა დემნა დამიძახეო ,თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ეს უბრალო კამათზე მეტი იყო.
-დეა გვიმღერე რა რამე გთხოვ....
-არა.სიმღერის ხასიათზე არ ვარ ემიკიკო
-აუ რა! ჩემი ხათრით
-დაანებე თავი .როგორც ჩანს არ გამოსდის სიმღერა
-თავი შეიკავეთ კომენტარებისგან ბატონო დემნა!
-მაშინ გვიმღერე რა დეაკო .გთხოვვ ― აწუწუნდა ემილია
-კარგი ხო!და რა ვიმღერო?
-მე მოგცემ იმას რასაც მთხოვ და შენ მოგიძღვნი ჩემს ყოველ წამს..―აღიღინდა ემილია
-კარგი ვიმღერებ.
-იეს!მიდი და მე ვიდეოს გადავიღებ
-როგორც გინდა!
-გოგო!―გამიბრაზდა ქალბატონი.ტექსტი კარგად არ ვიცოდი ამიტომ ტელეფონში ვნახე და დავიწყე სიმღერა, სხვათა შორი ლამაზი ხმა მაქვს.
-მე ყოველთვის მოგცემ იმას რასაც მთხოვ და შენ მოგიძღვნი ჩემს ყოველ წამს, შემხედე თვალებში მე შენს სუნთქვას ვგრძნობ და სანამ გიყურებ ვერ მოვიკლავ თავს აღარაფერი მახსოვს, ვეღარაფერს ვგრძნობ და ვერ გავუშვებ ბოლო შანსს გეხვეწები ღმერთო ნუ მახრჩობ სანამ ვხედავ ვერ მოვიკლავ თავს.........
ისე გულიანად ვმღეროდი ,რომ ემილია ლამის ავატირე, დემნა კი კმაყოფილი სახით მიყურებდა სარკეში.
-ვაიმე როგორ მიყვარს შენი ხმა― სკამის უკნიდან შემომეხვია ემილია
-ვა დეა რა მაგარი ხმა გქონია ტო.
-მადლობა ნიკა
-ყოჩაღ!― ნაგლურად შემომხედა დემნამ.
ვერ ვიტან ამ ბიჭის ასეთ ხასიათს!
როგორც იქნა ავაღწიეთ სვანეთსი, ცოტა არ იყოს შემცივდა, ემილიასაც ანალოგიურად მაგრამ ნიკამ თავისი ქურთუკი მოახურა და მაგმომენტში გამახსენდა ,რომ დემნას ქურთუკი ისევ მე მქონდა . დემნაც გადმოვიდა მანქანიდან და თავისი ქურთუკი კიდევ ერთხელ გამომიწოდა
-გითხრეს რომ თბილად ჩაგეცვა დეა!
-არ მჭირდება ჩემი უფროსის ქურთუკი!― ეს უფროსი უფრო მკვეთრად ვთქვი და ზურგი ვაქციე დემნას .
სასტუმროში შევედით ,რომელიც თურმე მერიემის ბებიას ეკუთვნის და დავბინავდით.მე ცოტა გასეირნება მჭირდებოდა .გაბრიელს ქურთუკი გამოვართვი და სასეირნოდ გამოვედი.
ულამაზესი ბუნება იყო , ახლოსვე შევამჩნიე კლდის მაგვარი ადგილი საიდანაც მდინარის ჩხრიალის სხმა მესმოდა.მისკენ დავიძარი და ულამაზესი ხედი გადაიშალა ჩემს წინ. ალბათ ერთი საათი ვიდექი და ვუყურებდი ამ ხედს ,თან ფიქრებში ისე გადავეშვი რომ ვერც კი შევამჩნიე კლდის პირს როგორ ვუახლოვდებოდი, იმდენად ახლოს ვიყავი რომ გულმა საშინლად დამიწყო ძგერა და შემეშინა კიდეც.დავაპირე უკან დახევა მაგრამ ის ადგილი,სადაც ფეხი მქონდა დადგმული ჩატყდა... ვეცადე რამეს ჩავჭიდებოდი მაგრამ უშედეგოდ.ჩავვარდი და ხელი ძლიერად მოვკიდე გატეხილ ქვას, თავს ვეღარ ვიკავებდი, მკლავებში ძალა გამომეცალა ის იყო რომ უნდა ჩავვარდნილიყავი რომ ვიღაცამ მკლავში ხელი ჩამჭიდა........


ესეც მეოთხე თავი, ვიმედოვნებ მოგეწონათ<3<3<3ველი თქვენს შეფასებებს heart_eyes



№1  offline წევრი კეტი

აუ დემნამ დაიჭირა ხომ ? მოკლედ ინტრიგაც ესეთი უნდა კეტ . შემდეგ თავს ველოდებიი

 


№2  offline წევრი lortkia

აუუ ძაან მაგარია ყოჩაღ კატუს(ხო შეიძლება კატუსათი მოგმართო)
პ.ს.გუშნ სამ საათამდე ველოდი დღეს იმის სიხარულით გავიღვიძე რომ ეს საოცრება წამეკითხა

 


№3 სტუმარი სტუმარი მანანა

ასე არჯობია, 3 თავი მეგონა ინცესტთან მქონდა საქმე.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნენე

ვაიმეე მალე დადე რააა

 


№5  offline წევრი bird of life

შოკიი პიკიიააა, ბრავოოო, მალე დადე ახალი თავი, თორემ გული ვერ გაუძლებს ამდენს.smileheart_eyes

 


კეტი
აუ დემნამ დაიჭირა ხომ ? მოკლედ ინტრიგაც ესეთი უნდა კეტ . შემდეგ თავს ველოდებიი

მოვლენებს წინ ნუ უსწრებ პატარა ქალბატონო :დდ ყველაფერს გაიგებ❤️

lortkia
აუუ ძაან მაგარია ყოჩაღ კატუს(ხო შეიძლება კატუსათი მოგმართო)
პ.ს.გუშნ სამ საათამდე ველოდი დღეს იმის სიხარულით გავიღვიძე რომ ეს საოცრება წამეკითხა

როგორც გსურს ისე მომმართე❣️ რეალურად ეკატერინა მქვია და თუ გი ნდა ეკაც დამიძახე არაა პრობლემა ❤️ მადლობა რომ მოგეწონა ისტორია

სტუმარი მანანა
ასე არჯობია, 3 თავი მეგონა ინცესტთან მქონდა საქმე.

დიახ.იმედია გაერკვიეთ :)))

სტუმარი ნენე
ვაიმეე მალე დადე რააა

აუცილებლად ❤️

bird of life
შოკიი პიკიიააა, ბრავოოო, მალე დადე ახალი თავი, თორემ გული ვერ გაუძლებს ამდენს.smileheart_eyes

ვუაიმე მადლობა ჩემო გოგო ❣️ o:-)

 


№7 სტუმარი kyller_hero

აუ როგორ მიყვარს შენი ისტორიები scream heart_eyes

 


kyller_hero
აუ როგორ მიყვარს შენი ისტორიები scream heart_eyes

მადლობა ????????????????

 


№9  offline წევრი lortkia

ისტორია არის ფანატსტიკური ხვალ როდის წავიკითხავ ერთი სული მაქვს heart_eyes

 


№10  offline წევრი _კატერინაააა_

lortkia
ისტორია არის ფანატსტიკური ხვალ როდის წავიკითხავ ერთი სული მაქვს heart_eyes

მადლობა ძვირფასო heart_eyes არ გალოდინებ დიდ ხანს

 


№11  offline წევრი lortkia

ვაიმე როდის დაიდება ერთი სული მაქვს დილიდან

 


№12  offline წევრი _კატერინაააა_

lortkia
ვაიმე როდის დაიდება ერთი სული მაქვს დილიდან

დაიდება დაიდება innocent

 


№13 სტუმარი smile_forever

უდუდუდუდუდუდუდუუუუუუუუ blush მომწონს

 


№14  offline წევრი _კატერინაააა_

smile_forever
უდუდუდუდუდუდუდუუუუუუუუ blush მომწონს

მადლობა დიდიიი heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent