შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პლატფორმა


12-05-2020, 01:14
ნანახია 631

სიყვარული არ არსებობს! არც მეგობრობა. ადამიანი ეგოისტია და ეგოიზმია ყველაფრის მმართველი ამ ხილულ სამყაროში. თუ ეგო დაუკმაყოფილებელია, ადამიანი მაშინვე ცხოველის ინსტიქტების დონეზე ეშვება. არსებობენ სამი ტიპის ადამიანები. ისინი, ვინც ზემოთ არიან, ისინი, ვინც ქვემოთ არიან და ისინი, ვინც ვარდებიან. მე ბოლო დროა ვარდნის პროცესში ვარ. აღარც მეგობრები და აღარც სიყვარული. ნიჰილისტური იყო ჩემი ბუნება, სანამ მას შევხვდებოდი და მის შემდეგაც ასეთად დავრჩი. დავკარგე ნათელი, ბნელში ვარ, იზოლირებული, გადატანითი და თან პირდაპირი მნიშვნელობით. სოციალურ სამყაროსაც გამოვექეცი დღეს. ასე მირჩევნია. მივხვდი, რომ მე ვარ ამ ქვეყნად ყველაზე დიდი პრობლემა, ამიტომ ჩამომშორდა ყველა. ადმინისტრაცია - მშობლები? ღმერთი? ისინი????? არა მე და მხოლოდ მე. არაფერი ვარ, არარაობა ვარ და არც მინდა რაობა გავხდე, კარგია ასე, ჩემი ნება რომ იყოს, შეიძლება მთელი ცხოვრება ასე გამეტარებინა, მაგრამ სხვების ყურებაში ილუზიური მოტივაცია მიჩნდება და სახლში რეალობას რომ ვუბრუნდები, ეკრანიდან რომ ვწევ თავს, ისევ მიქრება. მარაზმია უკვე ეს ყველაფერი. რა მინდა? მინდა ჰარმონია, იმედი, სიყვარული, სითბო, კომფორტი, მეგობრობა, გართობა, სულიერი, მენტალური, ფიზიკური, მორალური საზრდო, რასაც ადამიანები "არაფრის" ფასად არ
გამინაწილებენ. ჩემი თავი რომ შევთავაზო, რას მიიღებენ ისინი, გარდა ჩემი მირაჟული სათნო სახის, მირაჟული სიკეთის, სიყვარულის, მეგობრობის, ცოდნის არასრულყოფილების, განკითხვის, უსაფუძვლო ამბიციების, თავმოუბმელობის, კომპექსების, უთავბოლო სიტყვებისგან შეკოწიწებული წინადადებების, რაც ისედაც ცხადია, უზნეო ხასიათის, აკვიატებული ქმედებების, სიტყვის გამტეხვლობის და ლოგიკამდე მიუსვლელობის სინდრომიანი არსების და დანევროზებულისგან დანევროზების მეტს? ფაქტია, არავის არ სჭირდება უარყოფითი მასა - ნაგავს ყოველთვის ყრიან. ნაგავიც უსიტყვოდ იყრება. მეც ასე, ყველას ზედმეტი თავის მობეზრების და თავის გამართლების გარეშე ვეცლები, არაა საჭირო ასეთი რიტუალები ნაგვისგან. შემიცვლია ვინმეს ცხოვრება უკეთესობისკენ? არამგონია, ჯობდა არც ეწვალათ ჩემს შექმნაზე. ღმერთო, უმადური ვარ? ალბათ კი. შენ მე სიცოცხლე მაჩუქე. ალბათ შემიძლია ვიყო ბედნიერი, მაგრამ უბედურად ყოფნა უფრო მოსწონს ჩემს ეგოს ახლა. გულს ვიფხან, რომ თავის გვემას ვეწევი. მელანქოლიურად ვუყურებ ჩემს განვლილ ცხოვრებას და მოვთქვამ, თითქოს ოდესღაც გამებრძოლოს, რომ რაღაც შემეცვალა უკეთესობისკენ. ჩემი ნებით? არასოდეს. აქამდე რომ მივაღწიე, ესეც დამავალდებულეს, დამაძალეს, იმიტომ, რომ ხალხი რას იტყვის????? დასკვნა: უსიყვარულო ოჯახში შვილი არ უნდა გააგდო. - თავი და თავი. კი, ადმინისტრაციაც! არ მინდა ამ საშინელი სკამიდან ადგომაც კი ახლა. რადგან, ვიცი, რომ ავდგები, ისევ წრეს უნდა დავუბრუნდე, რასაც დასასრული მთავარი რგოლის ამოვარდნის შემდეგ ექნება, რაც არ მინდა, რადგან ეს რგოლი მაიც მიყვარს - ადამიანურად. ღმერთი ასეთ მძორებს ჯოჯოხეთში გვიშვებს? და თუ ვუყვარვართ, რატომ არ დაგვისვავს თავისთან გვერდით და რატომ არ გვეტყვის რატომ გაგვაჩინა? მაინც და მაინც მე? ან რისთვის? მაინც არჩევანში თავისუფლები ვართ. ან სიკეთე და აღმასვლა, ან ბოროტება და დაცემა ქვესკნელამდე, რასაც ისევ ჩვენ ვაკეთებთ და არა ღმერთი და ალეგორიული რეალობაც ეს უნდა იყოს?.) არ ვიცი, იქნებ მოვწყდე ამ სკამს და დავიწყო ცხოვრება სიმშვიდით, როგორც იტყვიან - ახალი ფურცლიდან.
მინდა იწყებოდეს ასე: თავი I. თუმცა, გულის კუნჭულებში მეკლაკნებიან წარსულის განახლების იმედით გასხივოსნებული მატლები, მუცლიდან კი ამ მატლებს ბრაზები, სიამაყეები და ახალი სურვილები ექაჩებიან, მოკვდით და ეს მასა მკვდრეთით აღადგინეთო. ვნახოთ რა იქნება ხვალ, ჯერ დინებას მივყვეთ და მატლებს დავუჯეროთ. ვიძინებ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent