ფერები. თავი 5
ჩემი სახელია ტორო. აქ თქვენს დასახმარებლად ვარ გამოგზავნილი. როგორც იცით, ერთ-ერთი თქვენგანის ოჯახი საფრთხეშია და სამი საათი გაქვთ, მათ გადასარჩენად. ახლა კი წამომყევით, თორემ გაფრთხილებთ, რამე თუ მოხდება, პასუხისმგებელი არ ვარ... ყურებს ვერ ვუჯერებდით. ნუთუ ეს ხნიერი ჯენტლმენი რომელიც მოძალადე, კრიმინალი და ყველაფერი ცუდი გვეგონა ჩვენს დასახმარებლადა იყო მოსული? მეგობრებს ვანიშნე ჩემთან ახლოს მოსულიყვნენ. მოთათბირება მინდოდა, გადაწყვეტა იმისა, თუ რას მოვიმოქმედებდით. წრე შევკარით და ერთმანეთში ჩურჩულით მსჯელობა დავიწყეთ. -რას გვირჩევ ლეო? ჩემი აზრით ორმოცდა ათი ორმოცდა ათზეა შანსები იმისა, რომ ან უბრალო თვითმარქვია იყოს და ჩვენს შეტყუებას ცდილობდეს, ან მართლაც ჩვენი მშველელია და ის იმ ადამიანმა გამოაგზავნა ვინც ჩვენ ყველა ერთმანეთს შეგვახვედრა-მომანდო გადაწყვეტილება რენომ. -არ ვიცი ვინაა და ამის გამოცნობით თავს არ შევიწუხებ. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ამ სიტუაციდან გამოსავალი ამ გზის გარდა სხვა არ არსებობს. ეს ჩვენი ერთადერთი შანსია. სხვას თუ უკეთესი იდეა გექნებათ სიამოვნებით მოგისმენთ, მაგრამ ჩემი აზრით ამ რისკზე უნდა წავიდეთ... ვინ მეთანხმება? -პრობლემა გადაწყვეტილია. მივყვებით სავარაუდოდ მოძალადეს იმის იმედით რომ ლეოს ოჯახს გადავარჩენთ-ჩაიცინა ემბერმა. დანარჩენმა ორმა წამიერი ყოყმანის შედეგ თანხმობის ნიშნად თავი დაგვიქნიეს. რენომ ხმამაღლა დაუსტვინა და სახლიდან მაშინვე კუნტრუშით, ყეფით და კუდის ქნევით გამოვარდა ჩაჩო, მკვირცხლად მოირბინა ჩვენსკენ და პატრონს მკლავებში შეახტა. ასეთი სურათის თვალწინ დანახვამ ყველა ჩვენგანის სახეზე პატარა ღიმილის გამოჩენა გამოიწვია. ტოროს მიმართულებით შევტრიალდი. იგი კარიბჭესთან იდგა და შეწუხებული სახით ელოდებოდა ჩვენს გამოხმაურებას. -ბებერო! როგორ აპირებ ჩვენს დახმარებას? ვინ გამოგგზავნა? -იმან გამომგზავნა ვიზეც ფიქრობთ. -გვითხარი ვინ არის, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი, რატომ აგვირჩია ჩვენ? -მას არ სურს რომ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მოგაწოდოთ თავის თავთან დაკავშირებით. ყოველი შემთხვევისთვის ამ დროისთვის თავის შეკავება მოგიწევთ, დანარჩენი დეტალები მოგვიანებით. ახლა კი თუ არ გინდა რომ შენი არჩევანი მთელი ცხოვრება ინანო, მანქანაში ჩაჯექი. ბელვიდერამდე დროში მიგიყვანთ, მეც მოგებული დავრჩები და თქვენც-ამოიოხრა მან და მანქანისკენ გაემართა. პირველი ნაბიჯი მე გადავდგი, უკვე აღარ მაინტერესებდა ვის მანქანაში ვჯდებოდი, რადგან ის დახმარებას დამპირდა. ეს ჩემთვის უკვე საკმარისი იყო. ავტომობილში ჩავსხედით. მე ტოროს გვერდით მოვუჯექი, დანარჩენები კი უკანა სკამებზე დასხდნენ. არ შემეძლო არ შემემჩნია ის ფაქტი, რომ მანქანას არანაირი ბრენდის ნიშანი არ ჰქონდა, თითქოს სპეციალურად თავისთვის იყო შექმნილი და მის გარდა ასეთი დედამიწაზე არ არსებობდა. გაკვირვებული დავრჩი. ამ საკითხზე საუბარი უნდა დამეწყო ტოროსთან, როცა საკმაოდ ხმამაღალი ძრავის ხმა გავიგე, ამიტომ სიტყვა უკან გადამეყლაპა. -მოეჭიდეთ!-გაგვაფრთხილა ტორომ, ამ სიტყვებმა ცოტა არ იყოს შეგვაშინა. გვეგონა მანქანა ელვის სისწრაფით მოწყდებოდა ადგილს და გაგვაქანებდა დანიშნულებისკენ, მაგრამ არა. ის არ მოძრაობდა, მხოლოდ ძრავა როხროხებდა ბოხად, ველოდებოდით რომ მოძრაობა დაგვეწყო. -რამდენი ხანი უნ...-ვაპირებდი ტოროსთვის მკაცრად შენიშვნის მიცემას, მაგრამ უცბად თითქოს ჰაერის მთლიანი მარაგი დამეკარგა. თავბრუ დამეხვა, თვალები დამებინდა, გონება დამიცარიელდა. ვეცადე ძალა მომეკრიბა, მანქანის კარები გამეღო და გადავსულიყავი, მაგრამ ხელი შუა გზაში ძალისგან დაიცალა. გავითიშე. ყველანი გავითიშეთ... -მოვედით!-ექოდ ჩამესმა გონებაში ჩემი რომელიღაც მეგობრის ხმა, იმ მომენტში ვერაფერს ვარჩევდი. არ მახსოვდა სად ვიყავი, რა ხდებოდა ან საერთოდ ვინ ვიყავი. მხედველობა ნელ-ნელა მიბრუნდებოდა, სინათლის სხივები წვდებოდა ჩემს თვალებს. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს 12 საათიანი ძილის შემდეგ გავიღვიძე. როცა თავი ავწიე, მანქანის ფანჯრიდან დავინახე მყუდრო და ვიწრო ქუჩა. გასწვრივ განლაგებული იყო ორ სართულიანი სახლები, საკმაოდ თანამედროვე სტილის, ყველა მათგანი ლურჯი და თეთრი ფერის, მაგრამ განსხვავებული ფორმის და ზომის. აქა-იქ მოხუც ქალს დაინახავდით შინაურ ცხოველთან ერთად სეირნობის დროს, ან სკოლის მეგობრების ჯგუფს, რომელიც ქუჩაში უაზროდ დაბოდიალობს. დრო და დრო რამდენიმე ავტომობილიც გაივლიდა ხოლმე. ბოლოს და ბოლოს გონს მოვედი, სწრაფად გავაღე კარები და მანქანიდან გადავედი. ამინდი ჩემთვის იდეალური იყო: მზიანი, მაგრამ არა ცხელი. მზის ნათელ სხივებთან ერთად გრილი და სასიამოვნო ნიავიც დაგკრავდა. მიუხედავად იმისა, რომ აქ მხოლოდ ერთხელ ვიყავი ნამყოფი, ეს ადგილი ვიცანი. ჩვენ ბელვიდერში ვიყავით. რამდენიმე წამის შემდეგ გონებაში ამომიტივტივდა ის ფაქტი, რომ ჩვენს აქ მოსაყვანად, ტორომ აუცილებლად ჩათვალა ჩვენი გათიშვა. დაბნეულობით, შიშით, აგრესიით და გაკვირვებით ავივსე. მოხუცისკენ გავემართე. ისეთი აჟიტირებული ვიყავი, რომ მასთან არავითარ საუბარს არ ვაპირებდი, ახლა მხოლოდ მისი კარგად დაჟეჟვა მაღელვებდა. მანქანაზე მიყუდებულს მივუახლოვდი, წავიწიე, მაგრამ საბედნიეროდ რენომ მალევე შემაჩერა. -დაწყნარდი ბავშვო, შენი მოტაცება არ მიცდია. შენთვითონაც ხედავ, რომ შენს სასარგებლოდ ვმოქმედებ, ამიტომ გირჩევ როგორც ღირსეულ ადამიანს შეეფერება, მადლობა გადამიხადო და საქმეს შეუდგე- ოდნავ მკაცრი ტონით მომმართა ტორომ, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ასე თუ ისე დამამშვიდა. გაურკვეველმა სიტუაციამ ჩემი ყურადღების და გონების სრული გაფანტვა გამოიწვია, მან კი გამომაფხიზლა. გამახსენა, თუ რისთვის ვიდექი ამ ქუჩაში ჩემი ოჯახის სახლის წინ. -დაწყნარდი მეგობარო, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ შენთან ვართ-ამ მარტივი მაგრამ დამაიმედებელი სიტყვებით რენომ გული მომილბო, გვერდით გავიხედე. დავინახე დანარჩენი მეგობრები ჩაჩოსთან ერთად ჩემგან მოშორებით იდგნენ და ჩემი ტოროზე თავდასხმის მცდელობისგან შემკრთალი სახეებით მიყურებდნენ. -მაპატიეთ, თავი დავკარგე- მოვუბოდიშე ყველას და ჩემი თავით იმედგაცრუებულმა ამოვიოხრე. დრო მიდიოდა, როგორც კი ეს ვიგრძენი ადგილიდან მოვწყდი და სახლისკენ გავექანე, დანარჩენები ძუნძულით გამომყვნენ. ვუახლოვდებოდი მას და უფრო დეტალურად და ნათლად ვხედავდი ეზოდან შიგნით შესასვლელს: სამ საფეხურიან კიბეს, რომელიც ზუსტად კარებამდე მიდიოდა. გვერდებზე მოაჯირები ჰქონდა განთავსებული და ამ სამ საფეხურებსს ზემოდან გადმოჰყურებდა იმავე სიგრძის თუნუქით გადახურული „მინი სახურავი“ რომელიც მეორე სართულის დიდ სახურავს უერთდებოდა. ტრასა გადავკვეთე და საბოლოოდ კარებს მივადექი. სამჯერ დავაკაკუნე... პასუხი არ ისმოდა. ზარი დავრეკე... ხმას არავინ მცემდა. ავნერვიულდი, გული ამიჩქარდა, ფიქრი დავიწყე ყველაზე უარეს სიტუაციებზე... კონკრეტულად რა საფრთხეში იყვნენ ისინი? როგორ უნდა გადამერჩინა? იქნებ ზედმეტად დამაგვიანდა და ვერ მოვასწარი? მაგრამ არა, დრო კიდევ გვქონდა. მოთმინების ფიალა ამევსო და შიგნით შესასვლელად ძალის გამოყენება გადავწყვიტე. ორი ნაბიჯი გადავდგი უკან, მხარი კარებისკენ მივაქციე და გასაქანებლად მოვემზადე. უცებ წინ ემბერი გადამიდგა. -იქნებ ჯერ ეს გვეცადა?-თავისი საფირმო ცინიკური ღიმილით შემომხედა მან და კარების სახელურს დაავლო ხელი. ჩამოსწია და მარტივად შეაღო. უკან დაიხია, ხელით მანიშნა რომ შევსულიყავი, თან ცდილობდა სიცილი შეეკავებინა. -ახხ... გუშინ კარგად არ მეძინა, გონება არ მიმუშავებს კარგად...-მოვიგონე ისტორია უხერხული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად და დარცხვენილად შევედი მისაღებ ოთახში. ფართო სივრცე იყო. კედლები ხასხასა თეთრად შეღებილი. ამ ოთახშივე კუთხეში სამზარეულო გაეწყოთ. რომ არ მცოდნოდა სად ვიყავი, თავი ბარში მეგონებოდა. ცენტრში გაშლილიყო მრგვალი ფორმის, განიერი შავი ხალიჩა, რომლის ერთ ბოლოში ფუმფულა დივანი, ხოლო მის პირდაპირ დაბალი შუშის მაგიდა იყო განთავსებული. მათ მოპირდაპირე კედელზე კი უზარმაზარი პლაზმური ტელევიზორი იყო მიმაგრებული. -ოჰო! ბავშვობაში ლატარეა მოიგე? ასეთი ბინა მარტო სიზმარში მინახავს, ნეტა მეც ასეთ ადგილას გავზრდილიყავი...-კეთილი შურით მომმართა დეამ. -ეს ჩემი სახლი არაა, განქორწინების შემდეგ მამას მთელი ქონება დედაჩემს დარჩა, მათ შორის ჩვენც, მაგრამ ორ წელიწადში სამსახური ვიშოვე და შეგროვებული ფულით პატარა ბინა ვიქირავე ჩემს სკოლასთან ახლოს. ახლაც იქ ვცხოვრობ. ამ ადგილას წლებია არ ვყოფილვარ. -ვწუხვარ... მაპატიე არ ვიცოდი მთლიანი ისტორია. -არაფერია საბოდიშო- დავამშვიდე ორქიდეა და მეორე სართულისკენ გავემართე. როცა მაღლა მიმავალი, დახვეული კიბის საფეხურების ბოლოს მივაღწიე, იქვე დავინახე დედაჩემი და ჩემი ძმა. ისინი დიდ ორ ადგილიან საძინებელზე იწვნენ, ორივეს ღრმად ეძინა. მივხვდი რომ ეს ხსნიდა იმ ფაქტს რომ კაკუნის დროს პასუხს არავინ მცემდა, მაგრამ თავიდან ვერ ვიგდებდი იმ აზრს, რომ კარები ღია იყო დატოვებული. მათთან მიახლოება გადავწყვიტე. ნელა გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი რომ არავინ გამეღვიძებინა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია დედას არ შევხმიანებივარ და არც ერთად ცხოვრების დროს გვქონდა კარგი ურთიერთობა, ის ძალიან მონატრებული მყავდა. ასევე ჩემი ძმაც, რომელთანაც არც ისე ბევრი დრო მაქვს გატარებული, მაგრამ სულ მიზის გონებაში, როგორც პატარა საყვარელი ძამიკო. ეს ძალიან უცნაური მოვლენა იყო... ორი ადამიანი, რომელსაც იცნობ, მაგრამ წლებია არ გინახავს და არც მათი ხმა გაგიგია, ასე შენს თვალწინ წვანან. უფრო ახლოს ვცადე მისვლა, მაგრამ ჩემი ყურადღება ძალიან ხმამაღალმა და გამაყრუებელმა ხმამ მიიპყრო, რომელიც სახლის შესასვლელიდან მომესმა. თითქოს ზუსტად ჩვენს პირდაპირ მეხი ჩამოვარდა. ამას მოყვა ჩემი მეგობრების შიშით სავსე ყვირილი, რომელმაც გული უფრო ამიჩქარა. ადგილიდან მოვწყდი და კიბეებით დაბლა ჩავირბინე. გავშეშდი, შეშფოთებისგან სუნთქვა შემეკვრა. საზარელ სურათს შევესწარი... დავინახე დეა, რენო, ემბერი და ტორო. ისინი ოთახის ცენტრში იდგნენ და მისჩერებოდნენ ჩაჩოს, რომელიც შესასვლელ კარებთან ჩამოვარდნილ, სახლის სახურავის უზარმაზარ ნატეხს გაეჭყლიტა. მაღლიდან კი აგიზგიზებული ცეცხლის ხმა ისმოდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.